You are on page 1of 4

პრაქტიკული მათემატიკის ელემენტები

III კვირა
მანძილი ორ წერტილს შორის; მონაკვეთის შუაწერტილის კოორდინატები.

სავარჯიშოები ამოხსნებით და პასუხებით

1) ვთქვათ მოცემულია ორი ( x 1 ; y 1 ¿ და ( x 2 ; y 2 ¿ წერტილი. მაშინ, მანძილი (


x 1 ; y 1 ¿ და ( x 2 ; y 2 ¿ წერტილებს შორის გამოითვლება ფორმულით:

√ 2
d= ( x 2−x 1 ) +( y ¿ ¿ 2− y 1 ) ,(1)¿
2

2) თუ მოცემულია ორი A( x 1 ; y 1 ¿ და B (x2 ; y2 ¿ წერტილი, მაშინ AB


მონაკვეთის შუაწერტილის კოორდინატებია:

x 1+ x 2 y1 + y2
x 0= y 0= (2)
2 2

3) საკოორდინატო სიბრტყის სათავიდან სიბრტყეზე აღებულ ნებისმიერ M(x;y)


წერტილამდე მანძილი გამოითვლება ფორმულით

d= √ x 2 + y 2 (3)

მაგალითები:

ამოცანა 1:
იპოვეთ მანძილი A და B წერტილებს შორის, თუ: A=(-2;4) და B=(1;3)
ამოხსნა:
ორ წერტილს შორის მანძილი, გამოითვლება (1) ფორმულით:
2
√ 2
d= ( x 2−x 1 ) +( y ¿ ¿ 2− y 1 ) ¿
პირობის თანახმად: x 1=−2 ; x 2=1; y 1=4 ; y 2=3 , მაშასადამე:

√ 2 2

d= ( x 2−x 1 ) +( y ¿ ¿ 2− y 1 ) ¿= ( 1−(−2) ) +(3−4)2=√ 32 +(−1)2=√ 10
2

პასუხი: √ 10

ამოცანა 2:
იპოვეთ AB მონაკვეთის შუა წერტილის კოორდინატები თუ A=(3; 4) და B(7; 8)

ამოხსნა:

AB მონაკვეთის შუა წერტილის კოორდინატები გამოთვლება (2) ფორმულებით:

x 1+ x 2 y1 + y2
x 0= y 0=
2 2

პირობის თანახმად: x 1=3 ; x 2=7 ; y 1=4 ; y 2=8

3+7 4+8
შესაბამისად: x 0= =5 ; y 0= =6
2 2
მაშასადამე AB მონაკვეთის შუა წერტილის კოორდინატებია (5;6)

პასუხი: (5;6)

ამოცანა 3:
დაადგინეთ A და B წერტილებიდან რომელი უფრო შორს არის საკოორდინატო სიბრტყის
სათავიდან, თუ A=(3; 4) და B=(-2; 1)

ამოხსნა:
უნდა ვიპოვოთ OA და OB მანძილი, სადაც O საკოორდინატო სიბრტყის სათავეა და
შევადაროთ ერთმანეთს

(3) ფორმულის თანახმად,

|OA|=√ x 2+ y 2 , სადაც x და y A წერტილის კოორდინატებია.:


|OA|=√ x 2+ y 2 =√3 2+ 42 =√25=5


ანალოგიურად, |O B|= (−2)2 +12= √ 5,
ცხადია, 5> √ 5 და მაშასადამე, |OA|>|O B|.

ამოცანა 4:
ABC სამკუთხედის წვეროების კოორდინატებია A(0;-2), B(4; 2), C(1; 5). დაამტკიცეთ, რომ
სამკუთხედი არის მართკუთხა.

ამოხსნა:

ვიპოვოთ სამკუთხედის გვერდების სიგრძეები:

| AB|=√ ( 4−0 )2+(2+2)2=√ 16+16=√ 32


| AC|=√ ( 1−0 )2+(5+2)2=√ 1+49=√ 50
|BC|=√ ( 1−4 )2 +(5−2)2=√ 9+9 =√ 18
მართკუთხა სამკუთხედში ყველაზე გრძელი ჰიპოტენუზა, ანუ თუ ABC სამკუთხედი
მართკუთხაა, AC უნდა იყოს ჰიპოტენუზა, ხოლო A B და BC კათეტები და ადგილი
უნდა ჰქონდეს პითაგორას თეორემას, შევამოწმოთ არის თუ არა სამართლიანი ტოლობა:
2 2 2
| AB| +|BC| =|AC |
მართლაც:
2 2 2
√ 32 + √18 =√50
32+18=50
50=50

მივიღეთ ჭეშმარიტი ტოლობა. მაშასადამე ABC სამკუთხედი არის მართკუთხა.

ამოცანა 5:
მოცემულია სამი წერტილი: A=( 11; 4 ) , B= (−1 ; 15 ) , C=(2 ;−3). შეადარეთ BC და AC
მონაკვეთთა სიგრეები.

ამოხსნა:
|BC|=√ ( 2+1 )2+(−3−15)2=√ 9+324 =√ 333
| AC|=√ ( 2−11 )2+(−3−4)2=√ 81+49 =√ 130
ცხადია,
|BC|>|AC|, რადგან √ 333> √ 130

პასუხი:|BC|>|AC |

ამოცანა 6:
M არის −7 x−8 y −16=0 წრფის Oy ღერძთან გადაკვეთის წერტილი. იპოვეთ MN
მონაკვეთის შუაწერტილის კოორდინატები, თუ N=(4 ;−3)

ამოხსნა:
თავიდან ვიპოვოთ M წერტილის კოორდინატები. ის წარმოადგენს Oy ღერძთან გადაკვეთის
წერტილს. გავიხსენოთ, რომ იმ წერტილის აბსცისა, რომელიც Oy ღერძს ეკუთვნის, ნულის
ტოლია და იმისათვის რომ ვიპოვოთ წრფის (და ზოგადად ნებისმიერი გრაფიკის) Oy
ღერძთან გადაკვეთის წერტილი, საჭიროა x -ის ნაცვლად ჩავსვათ 0 და ვიპოვოთ y .

−7 x−8 y −16=0 განტოლებაში x -ის ნაცვლად ჩავსვათ 0 და ვიპოვოთ y ,


მივიღებთ:
(-7¿ ∙0-8 y−16=0
-8 y−16=0
-8 y=16
y=−2

აქედან გამომდინარე, M წერტილის კოორდინატებია (0;-2)

ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ MN მონაკვეთის შუაწერტილის კოორდინატები, თუ


N=(4 ;−3) და M =(0 ;−2). ეს კი ანალოგიურია მე-2 ამოცანის:
4 +0 −3−2
x 0= =2 ; y 0= =−2 ,5
2 2
პასუხი: (2:-2,5)

პასუხი: (5;6)

You might also like