You are on page 1of 4

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მათემატიკაში

2022-23 სასწავლო წელი


III ტური X კლასი

ამოცანა 1 5 ქულა

1 3 5 2023
გამოთვალეთ ჯამი + 2 + 3 + ... + 1012 .
2 2 2 2

ამოხსნა
1 3 5 2n − 1
აღვნიშნოთ Sn = + 2 + 3 + ... + n , მაშინ საძიებელი ჯამი ტოლია S1012 .
2 2 2 2
3 5 7 2n − 1 2 1  2 3   2 5 
2Sn = 1 + + 2 + 3 + ... + n −1 == 1 +  +  +  2 + 2  +  3 + 3  + ... +
2 2 2 2 2 2 2 2  2 2 
 2 2n − 3  1 1 1  1 3 5 2n − 3 2n − 1  2n − 1
+  n −1 + n −1  = 1 + 2  + 2 + ... + n −1  +  + 2 + 3 + ... + n −1 + n  − n =
2 2  2 2 2  2 2 2 2 2  2
 1  2n − 1
= 1 + 2 1 − n  + Sn − n .
 2  2
აქედან
 1  2n − 1 2n + 1
Sn = 1 + 2 1 − n  − n = 3 − n
 2  2 2
2025
საიდანაც ვღებულობთ S1012 = 3 − 1012
2

ამოცანა 2 5 ქულა

 1 1 1 
დაამტკიცეთ, რომ თუ n = q 1 + + + +  , სადაც p არის 2-ზე მეტი მარტივი
 2 3 p −1 
რიცხვი, ხოლო q და n ნატურალური რიცხვებია, მაშინ n იყოფა p -ზე.

ამოხსნა
რადგან p არის 2-ზე მარტივი რიცხვი, ამიტომ p = 2k + 1 , სადაც k ნატურალური რიცხვია.
მაშინ
1 1 1 1 1 1 1 1   1 1  1 1 
1+ + + + = 1+ + + + =  + + + + + + =
2 3 p −1 2 3 2k  1 2k   2 2k − 1   k k +1 
2k + 1 2k + 1 2k + 1
= + + + .
1  2k 2  (2k − 1) k (k + 1)
შესაკრებთა გაერთმნიშვნიშვნელიანების შემდეგ გვექნება:

1 1 1 (2k + 1)m pm


1+ + + + = = ,
2 3 p − 1 1 2  3 (2k ) 1 2  3 ( p − 1)
სადაც m ნატურალური რიცხვია.
აქედან
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მათემატიკაში
2022-23 სასწავლო წელი
III ტური X კლასი

 1 1 1  q pm
n = q 1 + + + + = .
 2 3 p − 1  1 2  3 ( p − 1)
შევნიშნოთ, რომ ამ წილადში p მარტივია და ამის გამო მნიშვნელის არცერთ გამყოფზე არ
იყოფა. ამიტომ თუ n ნატურალურია, ის უნდა გაიყოს p -ზე.

ამოცანა 3 5 ქულა

ABC სამკუთხედში E წერტილი AD მედიანას შუაზე ყოფს. CE წრფე AB გვერდს F


წერტილში გადაკვეთს. იპოვეთ CF მონაკვეთის სიგრძე, თუ BD = BE და AF = 1.

ამოხსნა
ABE = ECD რადგან AE = ED, BE = BD = DC, და
AED = 180 − BED = 180 − BDE = EDC . ამიტომ
EC = AB და AEF = DEC = EAB . ე.ი. EAF
ტოლფერდაა. ამიტომ AF = FE = 1 .
გავავლოთ D წერტილიდან CF წრფის პარალელური
წრფე და მისი AB გვერდთან გადაკვეთის წერტილი
აღვნიშნოთ G -თი. თალესის თეორემის ძალით
AF AE FG CD
= = 1 და = = 1 , ამიტომ AGD
FG ED GB DB
სამკუთხედში FE შუა მონაკვეთია და FBC სამკუთხედში შუა მონაკვეთია GD . აქედან
გამომდინარე GD = 2FE = 2, FC = 2GD = 4 .

ამოცანა 4 5 ქულა

დაამტკიცეთ, რომ თუ სასრული რაოდენობის (არა აუცილებლად ერთნაირი რადიუსის)


წრეების ფართობების ჯამი მეტია ან ტოლია 2 -ზე, მაშინ ამ წრეებით შეიძლება
დავფაროთ ერთეული ფართობის მქონე კვადრატი.

ამოხსნა
დავყოთ ეს წრეები რამდენიმე სიმრავლედ: A0 , A1, A2 ,..., An , სადაც A0 შეიცავს იმ წრეებს,
1
რომელთა რადიუსები ri(0)  , i = 1, 2,..., m0 , , ხოლო Ak , k = 1, 2,... n - წრეებს, რომელთა
2
1 1
რადიუსები k  ri( k )  k −1 , i = 1, 2,..., mk . თუ m0  0 , მაშინ A0 სიმრავლიდან აღებული
2 2 2 2
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მათემატიკაში
2022-23 სასწავლო წელი
III ტური X კლასი


ნებისმიერი წრის ფართობი არანაკლებია -ზე და ის ფარავს ერთეული ფართობის მქონე
2
კვადრატს. თუ A0 ცარიელია, მაშინ მოპირდაპირე გვერდების შუაწერტილების
შემაერთებელი მონაკვეთების გავლებით დავყოთ კვადრატი ოთხ კვადრატად რომელთა
1
გვერდების სიგრძეებია . თითოეული ეს კვადრატი შეიძლება დაიფაროს A1
2
სიმრავლიდან აღებული წრით. თუ A1 სიმრავლეში წრეეები ამოიწურა (ან ეს სიმრავლე
თავიდანვე ცარიელი იყო), მაშინ თითოეული დაუფარავი კვადრატი დავყოთ ოთხ
1
კვადრატად რომელთა გვერდების სიგრძეებია 2 და შევეცადოთ დავფაროთ ისინი A2
2
სიმრავლიდან აღებული წრეებით. თუ A2 სიმრავლეში წრეეები ამოიწურა, ამ პროცესს
გავაგრძელებთ მანამდე, სანამ ან კვადრატი მთლიანად არ დაიფარება წრეებით, ან
თავისუფალი წრეები არ გათავდება. უკანასკნელ შემთხვევაში ყოველი წრე ფარავს
1
22 k 1
კვადრატს, რომლის ფართობი მეტია ან ტოლი ამ წრის ფართობის =
 1 
2
2
  k −1 
2 2
ნაწილზე, რადგან წრეების ფართობების ჯამი მეტია ან ტოლი 2 -ზე, ამიტომ მათ მიერ
დაფარული კვადრატის ნაწილების ფართობების ჯამი უდრის ერთს.

ამოცანა 5 5 ქულა

ცხრილში m სტრიქონი და n სვეტია ( m  2, n  2 ). თითოეული სტრიქონისა და სვეტის


გადაკვეთაში მდებარე უჯრედში ჩაწერილია ნატურალური რიცხვი, ამასთან ყველა ეს
რიცხვი სხვადასხვაა. ყოველ სტრიქონში ავარჩიოთ უდიდესი რიცხვი, ამ m ცალ რიცხვს
შორის ავარჩიოთ უმცირესი და ეს რიცხვი აღვნიშნოთ A -თი. შემდეგ ყოველ სვეტში
ავარჩიოთ უმცირესი რიცხვი, ამ n ცალ რიცხვს შორის ავარჩიოთ უდიდესი და ეს რიცხვი
აღვნიშნოთ B -თი. არსებობს თუ არა ცხრილი, რომლისთვისაც:
ა) A  B ?
ბ) A = B ?
გ) A  B ?

ამოხსნა
აღვნიშნოთ Ak -თი უდიდესი რიცხვი k -ურ სტრიქონში, ხოლო B j -ით უმცირესი რიცხვი
j -ურ სვეტში. მაშინ A  Ak , k = 1, 2, , m; B  B j , j = 1, 2, , n. აღვნიშნოთ akj -თი რიცხვი,
რომელიც მოთავსებულია k -ური სტრიქონისა და j -ური სვეტის გადაკვეთაზე. მაშინ
ყოველი k = 1, 2,, m და ყოველი j = 1, 2,, n -თვის Ak  akj  B j . ამიტომ Ak რიცხვებს
შორის უმცირესი მეტია ან ტოლი B j რიცხვებს შორის უდიდესზე, ე.ი. A  B . ამიტომ
უტოლობა A  B შეუძლებელია შესრულდეს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მათემატიკაში
2022-23 სასწავლო წელი
III ტური X კლასი

თუ ცხრილს ისე შევადგენთ, რომ Ak , k = 1, 2, , m რიცხვები მოთავსებული იყოს პირველ


სვეტში, ამასთან A1  A2   Am , მაშინ A = A1. მეორე მხრივ, ცხადია A1 = B1 , რადგან A1
უმცირესია პირველ სვეტში. ნებისმიერ სხვა სვეტში უმცირესი რიცხვი Bk აკმაყოფილებს
უტოლობას Bk  a1k  A1 = B1 , რადგან A1 უდიდესია პირველ სტრიქონში. ამიტომ
A = A1 უდიდესია Bk რიცხვებს შორის და მაშასადამე, რიცხვების ასეთი განლაგებისთვის
A = B.
ამ განლაგებაში გავადიდოთ პირველ სვეტში მდგომი ყველა რიცხვი ( A1 , A2 , , Am ) ერთი
და იგივე რიცხვით ისე, რომ მათში უმცირესი რიცხვი A1 მეტი იყოს სხვა სვეტში მდგომ
ნებისმიერ რიცხვზე. მაშინ ისევ A = A1 = a11 . თუ a11 -ს და a12 -ს ადგილებს შევუცვლით,
მაშინ A1 და მაშასადამე A იგივე დარჩება. უმცირესი რიცხვი პირველ სვეტში იქნება მეორე
სვეტიდან გადმოსული რიცხვი B1 = a12 , მეორე სვეტში უმცირესი რიცხვი არ მოიმატებს,
ხოლო დანარჩენი Bk იგივე დარჩება. ამიტომ გვექნება B  A .
მაშასადამე შესაძლებელია განლაგებები A  B და A = B , ხოლო განლაგება A  B
შეუძლებელია.

You might also like