You are on page 1of 8

2020-2021 © ნიკა ბერაძე

მათემატიკური მეთოდები, მათემატიკური ინდუქცია


1. დაამტკიცეთ ინდუქციის მეთოდით, რომ პირველი n ნატურალური რიცხვის ჯამი

გამოითვლება ფორმულით:

1+2+3+…+n = 𝑛(𝑛+1)/2

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

როდესაც n=1-ს, 1=1(1+1)/2, 1=1.

დავუშვათ, რომ n=k-თვის სამართლიანია ფორმულა: 1+2+3+...+k=k(k+1)/2.

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ n=(k+1)-თვის სამართლიანი იქნება


ფორმულა: 1+2+3+...+k+(k+1)=(k+2)(k+1)/2.

ჩავსვათ (1+2+3+...+k)-ს მნიშვნელობა და მივიღებთ:

k(k+1)/2+(k+1)=(k+2)(k+1)/2 => (k+2)(k+1)/2=(k+2)(k+1)/2

2. დაამტკიცეთ, რომ ყოველი ნატურალური n–ისთვის სამართლიანია ტოლობა:

1+2+22+23+…+2n= 2n+1-1

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

როდესაც n=1-ს, 1+2=4-1

დავუშვათ, რომ n=k-თვის სამართლიანია ფორმულა: 1+2+22+23+...+2k=2k+1-1.

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ n=(k+1)-თვის სამართლიანია ფორმულა:

1+2+22+23+...+2k+2k+1=2k+2-1.

ჩავსვათ (1+2+22+23+...+2k)-ს მნიშვნელობა და მივიღებთ:

2k+1-1+2k+1=2k+2-1 => 2k+2-1=2k+2-1.

3. ბანკომატში დარჩა მხოლოდ 2–ლარიანი და 5–ლარიანი კუპიურები. დაასაბუთეთ

ინდუქციის მეთოდით, რომ ამ კუპიურებით ბანკომატს შეუძლია გასცეს

ნებისმიერი თანხა 4 ლარიდან ზემოთ.

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:


2020-2021 © ნიკა ბერაძე

როდესაც n=4-ს, 4-ლარიანს დავშვლით შემდეგნაირად: 4=2+2

დავუშვათ, რომ n=k-თვის, k-ლარიანს დავშლით 2-ლარიანებითა და 5-ლარიანებით:


k=2+2+…2+5+5+…+5.

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ n=(k+1)-თვის, (k+1)-ლარიანს დავშლით 2-


ლარიანებითა და 5-ლარიანებით. თუკი k-ლარის დაშლისას გამოყენებულია 5-
ლარიანი, მაშინ (k+1)-ს დაშლილას 5-ლარიანს ჩავანაცვლებთ 3 ცალი 2-ლარიანით:
5 – 2+2+2 (+1 ლარი), ხოლო თუკი k-ლარის დაშლისას გამოყენებულია 2 ცალი 2-
ლარიანი, მაშინ (k+1)-ს დაშლილას 2 ცალ 2-ლარიანს ჩავანაცვლებთ 5-ლარიანით: 2+2
– 5 (+1 ლარი).

4. დაამტკიცეთ ინდუქციის მეთოდით, რომ 5 და 7 ნომინალებიანი კუპიურებით

შეიძლება მოიცეს (დახურდავდეს) ნებისმიერი თანხა დაწყებული 24

ერთეულიდან.

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

როდესაც n=24-ს, 24-ლარიანს დავშვლით შემდეგნაირად: 24=7+7+5+5

დავუშვათ, რომ n=k-თვის, k-ლარიანს დავშლით 5-ლარიანებითა და 7-ლარიანებით:


k=7+7+…7+5+5+…+5.

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ n=(k+1)-თვის, (k+1)-ლარიანს დავშლით 7-


ლარიანებითა და 5-ლარიანებით. თუკი k-ლარის დაშლისას გამოყენებულია 5-
ლარიანები, მაშინ (k+1)-ს დაშლილას 4 ცალ 5-ლარიანს ჩავანაცვლებთ 3 ცალი 7-
ლარიანით: 5+5+5+5 – 7+7+7 (+1 ლარი), ხოლო თუკი k-ლარის დაშლისას
გამოყენებულია 2 ცალი 7-ლარიანი, მაშინ (k+1)-ს დაშლილას 2 ცალ 7-ლარიანს
ჩავანაცვლებთ 3 ცალი 5-ლარიანით: 7+7 – 5+5+5 (+1 ლარი).

5. დაამტკიცეთ, რომ ყოველი ნატურალური n–ისთვის

10n-1 იყოფა 9–ზე.

პასუხი:

ამოხსნა I:
დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

როდესაც n=1-ს, (10-1) იყოფა 9-ზე.


2020-2021 © ნიკა ბერაძე

დავუშვათ, რომ n=k-თვის, 10k-1 იყოფა 9-ზე.

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ n=(k+1)-თვის, 10k+1-1 იყოფა 9-ზე.

10k+1 დავშალოთ ნამრავლის სახით: 10k+1-1=10*10k-1=(9+1)10k-1=9*10k+(10k-1), რადგან


პირველი შესაკრები არის ცხრის ჯერადი, ხოლო მეორე შესაკრები პირველადი
დაშვებიდან გამომდინარე იყოფა 9-ზე, მივიღებთ, რომ მათი ჯამი იყოფა 9-ზე.

ამოხსნა II:

10n-1 გამოსახულება ჩაწერილია n რაოდენობის 9-სგან, ბუნებრივია მათი ციფრთა


ჯამი გაიყოფა 9-ზე. ამგვარად 10n-1 გამოსახულება n-ის ნებისმიერი ნატურალური
მნიშვნელობისთვის გაიყოფა 9-ზე.

6. დაამტკიცეთ ინდუქციის მეთოდით, რომ ამოზნექილი n კუთხედის შიდა

კუთხეების ჯამი ტოლია:

180° ∗(n-2)

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

როდესაც n=3, ამოზნექილი ფიგურის (ამ შემთხვევაში სამკუთხედის) შიდა


კუთხეების ჯამი იქნება 1800.

დავუშვათ n=k-თვის ამოზნექილი k-კუთხედის შიდა კუთხეების ჯამი იქნება:


1800*(k-2).

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ n=(k+1)-თვის (k+1)-კუთხედის შიდა


კუთხეების ჯამი იქნება: 1800*(k-2+1)=1800*((k-2)+1))=1800*(k-2)+1800. ნებისმიერი (k+1)-
კუთხედი (k>3, kϵ N) დაიშლება სამკუთხედად (ამ სამკუთხედს (k+1)-კუთხედის 1
კუთვნილი და 2 საზიარო წვერო აქვს) და k-კუთხედად. შესაბამისად, რადგან
პირველადი დაშვებიდან გამომდინარე k-კუთხედის შიდა კუთხეების ჯამია 1800*(k-
2), ხოლო სამკუთხედის 1800, (k+1)-კუთხედის შიდა კუთხეების ჯამი იქნება 1800*(k-
2)+1800.

7. რომელიღაც ქვეყანაში ნებისმიერი ორი ქალაქი შეერთებულია ცალმხრივი გზით.

შეიძლება თუ არა რომელიმე ქალაქი ავირჩიოთ


დედაქალაქად ისე, რომ ამ
2020-2021 © ნიკა ბერაძე

ქალაქიდან ნებისმიერ სხვა ქალაქში შეიძლებოდეს მისვლა (შესაძლებელია

გადაჯდომით)?

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

როდესაც n=2, გვექნება ორი ქალაქი, მაგალითად A და B, რომლიდანაც გადის გზა მას
ავირჩევთ დედაქალაქად. თუკი A-დან გზა მიდის B-სკენ, დედაქალაქი იქნება A (ან
პირიქით).

დავუშვათ, რომ როდესაც n=k-ს, k რაოდენობის ქალაქებს შორის მოიპოვება ისეთი A


ქალაქი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ყველა სხვა ქალაქს
(შესაბამისად დედაქალაქი იქნება A).

აქედან გამომდინარე, დავამტკიცოთ, რომ n=(k+1)-ის რაოდენობის ქალაქებს შორის


მოიძებნება დედაქალაქი. ვთქვათ დაგვემატა B ქალაქი. წინა პირობიდან
გამომდინარე დედაქალაქი არის A, თუკი A-დან B-სკენ მიდის გზა ამ შემთხვევაში
დედაქალაქი კვლავ A დარჩება, ხოლო თუ პირიქითაა და B-დან გზა მიდის A-სკენ,
მაშინ დედაქალაქად ავირჩევთ B-ს, რომელიც A-ს გავლით დაკავშირებული იქნება
ყველა სხვა ქალაქთან.

8. იპოვეთ შეცდომა ლექციაზე მოყვანილ მსჯელობაში: ხარი ხართან რომ დაააბა, ...

პასუხი: შეცდომაა როდესაც n=1-დან გადავდივართ n=2-ზე.

9. ერთ კუნძულზე ძალიან ჭკვიანი და თანაც ძალიან ეჭვიანი ქალები ცხოვრობდნენ

(საშინელი კომბინაციაა ნებისმიერი მამაკაცისთვის). კუნძულის უფროსიც ქალი

იყო. რამდენიმე ქალს ქმარი ღალატობდა. თანაც ყოველი მოღალატე კაცის ამბავი

ცნობილი იყო ყველა ქალისათვის, გარდა მისი ცოლისა (როგორც საერთოდ ხდება

ხოლმე). ერთ დღეს კუნძულის უფროსმა გამოსცა ბრძანება, რომ კუნძულზე

არსებობენ მოღალატე ქმრები და რომ ისინი სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ.

ყოველ ქალს თავისთვის კარგად უნდა ეფიქრა და როცა დაადგენდა, რომ მისი

ქმარი მოღალატე იყო, იმავე ღამეს ქმარი თოფით უნდა მოეკლა. ქალებმა დაიწყეს

ფიქრი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. რამდენიმე ღამე არავის გაუგია თოფის


2020-2021 © ნიკა ბერაძე

გასროლა. შემდეგ კი ყოველი მოღალატე ქმარი ერთ ღამეს მოკლა საკუთარმა

ცოლმა. როგორ დაადგინეს ამ ქალებმა, რომ მათ მოღალატე ქმრები ჰყავდათ?

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

თუკი კუნძულზე არის 1 მოღალატე კაცი (n=1) მას ცოლი მოკლავს პირველივე დღეს,
რადგან ქალმა იცის რომ კუნძულზე მოღალატე კაცია და ინფორმაცია აქვს ყველა
სხვა კაცზე, რომ ისინი მოღალატეები არ არიან, შესაბამისად მიხვდება, რომ ქმარი
ღალატობს.

თუკი კუნძულზე არის 2 მოღალატე კაცი (n=2), მათი ცოლები იმსჯელებენ


შემდეგნაირად: თითოეულმა მათგანმა იციან ერთმანეთის ქმრების შესახებ,
შესაბამისად დარწმუნებულნი არიან, რომ კუნძულზე მინიმუმ ერთი მოღალატე
ქმარია, თუმცა პირველ დღეს ისინი არ გაისვრიან, რადგან არ არიან დარწმუნებული
იმაში, რომ კუნძულზე ორი მოღალატე კაცია (ანუ მათ ქმრები ღალატობენ). პირველი
ღამის შემდეგ ისინი დაიწყებენ ფიქრს შემდეგნაირად: I ფიქრობს - II ქალმა ქმარი არ
მოკლა, რადგან იცის, რომ ვიღაც სხვა არის კიდევ მოღალატე მისი ქმრის გარდა
(რომლის ბრალეულობაზეც II ქალმა არ იცის), შესაბამისად, რადგან მე ყველა კაცზე
მაქვს ინფორმაცია ჩემი ქმრის გარდა ეს იმას ნიშნავს, რომ ქმარმა მიღალატა და II
ქალმა ეს იცის. ანალოგიურად იფიქრებს II ქალიც. შესაბამისად მეორე ღამეს ორივე
მოღალატე კაცი მოკვდება.

ვთქვათ, რომ კუნძულზე k რაოდენობის მოღალატე კაცია, რომელთაგანაც ყველა


მოკვდება მე-k ღამეს.

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ (k+1) მოღალატე კაცი მოკვდება (k+1)-ე


ღამეს. (k+1) რაოდენობის მოღალატე კაცის ცოლებს ინფორმაცია აქვთ, k მოღალატე
კაცის შესახებ და ორჭოფობენ არიან თუ არა მათი ქმრები მოღალატები. წინა
დაშვებიდან გამომდინარე k მოღალატე კაცი უნდა მოკვდეს მე-k ღამეს, თუმცა
რადგან თითოეული მოღალატე კაცის ცოლი არჩევანს აკეთებს ორ ვარიანტს შორის:
k რაოდენობის კაცია მოღალატე თუ (k+1), (თავიანთი ქმრების ჩათვლით), მე-k ღამეს
არავინ მოკვდება, ხოლო (k+1) ღამეს ყველა მოღალატე კაცის ცოლი მიხვდება
გააკეთებს არჩევანს იმ ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც (k+1) მოღალატე კაცია
კუნძულზე და თავიანთ ქმრებს მოკლავენ.

10. დაამტკიცეთ ინდუქციის მეთოდით, რომ ერთ სიბრტყეში მდებარე n წრფე,

რომლებიც წყვილ–წყვილად იკვეთებიან, ხოლო არცერთი სამეული ერთ

წერტილში არ იკვეთება, იკვეთება n(n-1)/2 წერტილში.


2020-2021 © ნიკა ბერაძე

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

როდესაც n=2-ს, გვაქვს 2 წრფე, რომლებიც 1 წერტილში იკვეთებიან.

დავუშვათ, რომ როდესაც n=k-ს, k რაოდენობის წრფე იკვეთება k(k-1)/2 წერტილში.

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ n=(k+1)-თვის, (k+1) რაოდენობის წრფე


იკვეთება k(k+1)/2 წერტილში. პირველადი დაშვებიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით,
თუ რამდენ წერტილში გადაიკვეთებიან k რაოდენობის წრფეები. როდესაც ჩვენ
ვამატებთ კიდევ 1 წრფეს (არაპარალელურს) იგი თითოეულ წრფეს გადაკვეთს 1
წერტილში და მოგვცემს დამატებით k წერტილს. შესაბამისად მივიღებთ, რომ (k+1)
რაოდენობის წრფე გადაიკვეთა წერტილში: k(k-1)/2+k=k(k+1)/2. აქედან გამომდინარე
მტკიცდება, რომ (k+1) რაოდენობის წრფე გადაიკვეთება k(k+1)/2 წერტილში.

11. (ძლიერი ჯგუფისთვის) ქვემოთ სურათზე განსხვავებული დიამეტრის

რგოლებისაგან აგებულია „ჰანოის კოშკი“ ისე, რომ ძელზე ჩამოცმული რგოლები

დალაგებულია ზომის მიხედვით. საჭიროა ამ კოშკის გადატანა სხვა ძელზე, ისე

რომ გადატანისას დაცულ იქნეს შემდეგი წესები:

1. ერთ ჯერზე შეიძლება ერთი ზედა რგოლის აღება.

2. აღებული რგოლი შეიძლება ჩამოეცვას ნებისმიერ ძელს.

3. დიდი რგოლი არ შეძლება დაედოს პატარა რგოლს.

აჩვენეთ რომ „ჰანოის კოშკის“ ასეთი გადაადგილება შესაძლებელია (2n -1)

გადატანით. n – რგოლების რიცხვია.

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

როდესაც n=1-ს, გვაქვს ერთი რგოლი, რომელსაც გადავიტანთ 1 მოქმედებით.

დავუშვათ, რომ n=k-თვის k რგოლი გადაგვაქვს (2k-1) რაოდენობის მოქმედებით.

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ n=(k+1) რგოლს გადავიტანთ მეორე ძელზე


(2k+1-1) რაოდენობით მოქმედებით. ჩვენი თავდაპირველი მიზანია ყველაზე დიდი
2020-2021 © ნიკა ბერაძე

((k+1)-ე) რგოლი გადავაადგილოთ, ამისთვის საჭიროა, რომ ჯერ მასზე დალაგებული


k რაოდენობის რგოლი გადავიტანოთ მესამე ძელზე ((2k-1) რაოდენობის მოქმედება)),
შემდგომ პირველ ძელზე დარჩენილი დიდი რგოლი გადავიტანოთ მეორე ძელზე (1
მოქმედება) და ბოლოს მასზე დავალაგოთ მესამე ძელზე გადატანილი k რაოდენობის
რგოლი ((2k-1) რაოდენობის მოქმედება)). ჯამში (k+1) რაოდენობის რგოლის მეორე
ძელზე გადასატანად დაგვჭირდება შემდეგი რაოდენობის მოქმედება: 2k-1+1+2k-
1=2k+1-1. აქედან გამომდინარე მტკიცდება, რომ n=(k+1) რგოლს გადავიტანთ მეორე
ძელზე (2k+1-1) რაოდენობით მოქმედებით.

12. (ძლიერი ჯგუფებისთვის) (2n × 2n ზომის დაფიდან ამოჭრილია ერთ–ერთი შუა

უჯრა (ოთხიდან). დაასაბუთეთ, რომ დანარჩენი დაფა შეიძლება დაიფაროს L-

ფორმის მეტლახით:

პასუხი: დავამტკიცოთ ინდუქციის მეთოდის გამოყენებით:

როდესაც n=1, მივიღებთ კვადრატს, რომლის ზომებია 2x2-ზე, შესაბამისად იგი


შედგება 4 უჯრისაგან, რადგამ ერთი უჯრა გაუქმებულია L-ფორმის მეტლახი
(რომელიც შედგება სამი უჯრისაგან) დაფარავს მას.

დავუშვათ, რომ როდესაც n=k-ს მივიღებთ კვადრატს, რომლის ზომები იქნება 2kx2k
და ერთი უჯრის ამოჭრისას იგი დაიფარება L-ფორმის მეტლახით.

აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, რომ n=(k+1)-თვის მივიღებული კვადრატიდან,


ზომებით 2k+1x2k+1, ერთი უჯრის ამოჭრისას იგი დაიფარება L-ფორმის მეტლახით.

ამ კვადრატის ზომები მოიცემა


შემდეგნაირად: 2k+1x2k+1 => 2*2kx2*2k, ანუ
მიღებული კვადრატი წინაზე 4-ჯერ
მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ 2k+1x2k+1 ზომის
კვადრატში მოთავსდება 4 ცალი 2kx2k
ზომის კვადრატი. ჩვენ ვიცით, რომ ამ
კვადრატში ერთი უჯრა გაუქმებულია.
ჩავსვათ L-ფორმის მეტლახი კვადრატის
ცენტრში. მივიღეთ, რომ 4 ცალი 2kx2k
ზომის კვადრატიდან, ერთ მათგანში
ერთი უჯრა გაუქმებულია, ხოლო
დანარჩენ სამში 1 უჯრა დაიკავა L-
2020-2021 © ნიკა ბერაძე

ფორმის მეტლახმა, ანუ მივიღეთ პირველადი დაშვების 4 კვადრატი, ზომებით 2kx2k,


რომლებიდანაც თითოეულში 1 უჯრა გაუქმებულია. პირველადი დაშვებიდან
გამომდინარე მტკიცდება, რომ შესაძლებელია 2k+1x2k+1 ზომის კვადრატი დაიფაროს L-
ფორმის მეტლახით.

You might also like