You are on page 1of 23

ჯონდო გვაზავა

საუბრები
მათემატიკურ
თემებზე
ნაწილი 3

თბილისი 2018
„საუბრები მათემატიკურ თემებზე“ პროფესორ ჯონდო გვაზავას
ერთადერთი წიგნია, რომელიც არაა სამეცნიერო ნაშრომი, არამედ
პოპულარულ ენაზე დაწერილი დამხმარე სახელმძღვანელოა. თუმცა,
ასეთი მაღალი დონის სასწავლო წიგნის დაწერა უდავოდ სამეცნიერო
ნაშრომის შექმნის ტოლფასია. წიგნში გასაგებ ენაზეა ახსნილი
ძირითადი მათემატიკური ცნებებისა და ობიექტების წარმოშობა და
მათი არსი. ნათლადაა ნაჩვენები, რომ მათემატიკა უხსოვარი დროიდან
ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მის
გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მაღალი ცივილიზაციის განვითარება.
ავტორი მკითხველს სავსებით ბუნებრივად გადასცემს მათემატიკური
აზროვნებიდან წამოსულ სიბრძნეს, და, ეჭვგარეშეა, რომ ეს წიგნი ბევრ
ახალგაზრდას საუკეთესო მოტივაციას მისცემს ხალისით შეისწავლოს
მათემატიკური თემები საშუალო სკოლის თუ უნივერსიტეტის დონეზე.

წიგნი ამავე დროს გვიჩვენებს, თუ რამდენად საინტერესოდ შეიძლება


ისწავლებოდეს მათემატიკა საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში.
აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომი სასარგებლო იქნება ასევე
უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც, ვისაც სურს მაღალ პედაგოგიურ
დონეზე გადასცეს ცოდნა ახალგაზრდა თაობას. წიგნი დააინტერესებს
ნებისმიერ მკითხველს, ვისი ცნობიერებაც მიმართულია მათემატიკური
აზროვნებისა და ზოგადად სამყაროს შეცნობისაკენ.

რეცენზენტები: ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ვახტანგ კვარაცხელია


მათემატიკის აკად. დოქტორი გიორგი ბაღათურია

რედაქტორი - ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი მარინა მენთეშაშვილი

© ჯონდო გვაზავა, 2018


© ყდის დიზაინი - დიმიტრი გვაზავა, 2018
© გამომცემლობა მწიგნობარი 2018
ISBN 978-9941-473-62-3

3
წინათქმა

ყველა საგანს, მეცნიერების ყველა დარგს საკუთარი სახელი აქვს, ძირი-


თადად ბერძნული ან ლათინური წარმომავლობისა. ზოგი მათგანი
ჩვენში შემოსვლისთანავე გადმოქართულდა კიდეც. ყოველ შემთხვევა-
ში, მათი შინაარსი ყველასათვის ცნობილია – მაგალითად, რომ ბერძნუ-
ლად ფილოსოფია „სიბრძნის ტრფიალია“, ფილოლოგია კი – „სიტყვი-
სა“, რომ ფიზიკა „ბუნებას“ ნიშნავს და უსულო მატერიის ზოგად თვი-
სებებსა და აგებულებას სწავლობს... ნებისმიერი დარგის ხელნაწერისა
თუ წიგნის პირველსავე გვერდებზე აქვთ მოტანილი ეს განმარტებები.
მათემატიკაა ერთადერთი, რომლის წარმოშობაზე ორიოდ სიტყვას აქა-
იქ თუ წავაწყდებით ლექსიკონებსა და სახელმძღვანელოებში. მხოლოდ
ამ გზით შეიძლება გავიგოთ, რომ „მათემა“ ჩვენებურად თურმე შემეცნე-
ბასა და ცოდნას ნიშნავს. სიდიდეთა, რაოდენობათა და ფორმათა შესა-
ხებ მეცნიერების ასეთი სახელით მონათლვა ოცდახუთი საუკუნის წი-
ნანდელი ამბავია, თანაც საკმაოდ დრამატული. იგი პითაგორელების
სკოლაში მომხდარ განხეთქილებასთან ყოფილა დაკავშირებული.

როგორც ამბობენ, პითაგორას მოძღვრება ორსახოვანია, მეცნიერულიცა


და რელიგიურ-მისტიკურიც. მართალია, ბრძენი ვარო, თვითონ თურმე
არასოდეს უთქვამს და თავს მხოლოდ სიბრძნის თაყვანისმცემლადა და
მაძიებლად თვლიდა. მაგრამ ერთგულმა მიმდევრებმა მისი სახელი
მაინც წინასწარმეტყველის ბრწყინვალე შარავანდედით შეამკეს და ყო-
ველი მისი გამონათქვამი ზეშთაგონებულ ჭეშმარიტებად გამოაცხადეს.
ამის შემდეგ თუმცა გამორიცხული უნდა ყოფილიყო სკოლის მამამ-
4
თავრის შეხედულებათა ეჭვქვეშ დაყენება, მაგრამ მათი შემოწმების
სურვილი მოწაფეთაგან ზოგიერთს მაინც გასჩენია. ასეთ „მკრეხე-
ლობას“ პითაგორელებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოუწვევია,
რაც შემდეგში იმდენად გამძაფრებულა, რომ მთელი სკოლა ერთმანეთ-
თან მტრულად განწყობილ ორ ბანაკად, ორ სექტად დაშლილა. დიდი
ნაწილი ერთგულად იცავდა და ქადაგებდა ცხოვრების პითაგორასეულ
უწმიდესს წესებს. იგი მომდევნო თაობებს გადასცემდა მასწავლებლი-
საგან გაგონილ და ღვთაებრივად და შეუცთომლად აღიარებულ
ჭეშმარიტებას – „აკუსმატას“, რაც გაგონილს, მოსმენილსა ნიშნავს.
მცირე ნაწილი კი თავს მათემატიკოსს უწოდებდა, რადგან „მათემატა“,
ანუ ცოდნა და სრულყოფილად დამტკიცებული ჭეშმარიტება ეწადა.
თანდათან მათი რიგები ფართოვდებოდა და მოძღვრებაც იხვეწებოდა.
მოგვიანებით მათემატა უკვე მეცნიერების დარგს ნიშნავდა. მათ „მათე-
მატა“ ოთხი ჰქონდათ: „არითმეტიკა“, ანუ მოძღვრება რიცხვების
შესახებ; მუსიკის თეორია – „ჰარმონია“; მესამეა „გეომეტრია“, ანუ
მოძღვრება ფიგურებისა და გაზომვების შესახებ; დაბოლოს, „ასტრო-
ლოგია“, ანუ მნათობთმცოდნეობა. ნიშანდობლივია, რომ ყოველივე ეს
ცნობილი ყოფილა ჩვენი წინაპრებისათვისაც. მაგალითად, „სამართლის
წიგნში“ ვახტანგ მეექვსეს იმავე მიმდევრობით ჩამოთვლილი გადმოუ-
ღია ოთხივე ეს „მათემატა“ თანამემამულე წინამორბედებისაგან. ასე
რომ, „აკუსმატიკის“ ნაცვლად ტერმინად „მათემატიკა“ დამკვიდრდა.
ზოგიერთ ცოცხალ ენაში ეს ტერმინი სიტყვა „ცოდნას“ შეიცავს და თუ
ქართულად სიტყვა-სიტყვით გადმოვთარგმნით, „ცოდნისმეტყველება“
ან „ცოდნის ხელოვნება“ გამოგვივა. ამის საუკეთესო მაგალითია თუნ-

5
დაც სკანდინავური „Wiskunde”. თუ შესაძლებელია ქართული ტერმი-
ნები „სიბრძნისმეტყველება“ და „ბუნებისმეტყველება“,რატომ არ შეიძ-
ლება მათემატიკის ნაცვლად ერთერთი თარგმანი, თუნდაც „ცოდნის-
მეტყველება“ ვიხმაროთ? – არ არის გამორიცხული ასეთი შეკითხვა და
პასუხიც დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს, რომ ქართულში, ისევე როგორც
ნებისმიერ სხვა ენაში ყოვლად გაუმართლებელია დიდი ხნის წინ შემო-
სული და მკვიდრად ფეხმოკიდებული ტერმინების უკუგდება. პირი-
ქით, სათუთად მოფრთხილება უნდა, რადგან ისინი ერის მიერ განვლი-
ლი ცხოვრების ნაწილია. ამიტომაც სასურველია, რომ ყოველი მათგა-
ნის წარმომავლობა და შინაარსი ვიცოდეთ და ისიც, თუ როდის, საიდან
და რა ვითარებაში მოაღწიეს მათ ჩვენამდე.

ჯონდო გვაზავა
5 დეკემბერი, 2012 წელი

6
ნეპერისეული e რიცხვი

ნეპერის რიცხვი როგორც ზემოთ ვნახეთ, (1  1 n) გამოსახულების


n

ზღვრული მნიშვნელობაა. ჩვენ ნებისმიერი სასრული x რიცხვი

ავიღოთ და უფრო ზოგადი (1  x n)


n
გამოსახულების ზღვრულ

მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ხარისხის მაჩვენებელს მნიშვნელობის


შეუცვლელად x(n x) სახე მივცეთ, m  (n x) აღნიშვნა შემოვიტანოთ

და ჩვენი ზღვარი ამ აღნიშვნათა ტერმინებში წარმოვადგინოთ. რასაც


ნიშნავს ხარისხის რაციონალური მაჩვენებელი, უკვე ვიცით. ამიტომ

დასაშვებია mx რიცხვის თანამამრავლთა განცალკევება და (1  1 m)


m

გამოსახულების განხილვა, სადაც m ნატურალური აღარ არის. ეს კი


ახარისხებისა და ზღვარზე გადასვლის ოპერაციების ადგილების
შეცვლის საშუალებას გვაძლევს. მაშასადამე, გვექნება

n  m

lim (1  x n) n  lim (1  1 m) mx  lim (1  1 m) m
m
 e .
x x

მეორეს მხრივ შევნიშნოთ, რომ ზღვრის ნიშნის ქვეშ მდგომი გამო-


სახულება ბინომით არის წარმოდგენილი. ზღვარზე გადასვლამდე
ნიუტონისეული ფორმულის საფუძველზე მის გაშლას წინ არაფერი
ეღობება
n
 x
lim 1   
n 
 n
 1 x 2 x 
2
3 x 
3
k x
k
 x 
n

 lim 1  C n  C n    C n        C n          ,
n 
 n n n n  n  

მაგრამ როგორც კი n რიცხვის უსასრულოდ ზრდას დავიწყებთ, ბოლო


წევრი თანდათან შორს და შორს გადაიწევს, ხოლო შესაკრებთა

7
რაოდენობა უსასრულოდ გაიზრდება. ჩვენ კი მხოლოდ სასრული
რაოდენობის შესაკრებთა ჯამი ვიცით. დაუსრულებლად რომ გრძელ-
დება, ისეთ პერიოდულ თუ არაპერიოდულ ათწილადებს ზემოთ უკვე
შევხვდით. ისინი გაყოფასა და ამოფესვასთან იყო დაკავშირებული.
მაგრამ მათი წარმოდგენა ისეთი წილადების დაუსრულებელი ჯამითაც
შეიძლება, მნიშვნელში რომ ათეულის ხარისხები უზით. რადგან ასეთი
ჯამები კონკრეტული რიცხვებზე კონკრეტული მოქმედებებითაა გან-
საზღვრული, მათი შინაარსი სავსებით გასაგებია. ამ შემთხვევაშიც
ჯერჯერობით ასეთივე შინაარსი მივცეთ შეკრებათა დაუსრულებელ
ოპერაციებს და დავწეროთ
n
 x
lim 1   
n 
 n
 n1 n(n  1) 1 2 n(n  1)    (n  k  1) 1 k 
 lim 1  x x    x     .
n 
 1n 1 2 n 2
1 2    k n k

თუ ამ გამოსახულებას უმნიშვნელოდ შევუცვლით სახეს და ზღვარზეც


ყოველ შესაკრებში ცალკე გადავალთ, საბოლოოდ გვექნება
n
 x
lim 1   
n 
 n
 1  n n  1 2 1  n n  k  1 k 
 lim 1  x    x       x     
n 
 2!  n n  k!  n n  
1  1
 1  x  lim 1  1    x 2     
2!  n  
 n 
1  1   k  1  k x x2 xk
                        
k! n  n   n 
lim 1 1 1 x 1
1! 2! k!

8
ერთი და იგივე გამოსახულების ზღვარი ორი განსხვავებული გზით
გამოვითვალეთ. მათი ერთმანეთთან გატოლებით საბოლოოდ უნდა
დავასკვნათ, რომ

x x2 xk 
xn
e x  1      =  . (e )
1! 2! k! n 0 n!

თუ ტოლობის მარჯვნივ x  1 მნიშვნელობას ჩავსვამთ, მიღებული


ფორმულის საფუძველზე ადვილად და ნებისმიერი სიზუსტით შეიძ-
ლება ნეპერისეული რიცხვი გამოთვლა. მაგრამ აქ უფრო მნიშვნე-
ლოვანი რამ მივიღეთ – e რიცხვი ნებისმიერ x ხარისხადაა აყვანილი
და თუ ხარისხის ამ მაჩვენებელს ყველა შესაძლო მნიშვნელობას

გავარბენინებთ, თავისუფლად შეგვიძლია e x გამოსახულება მასზე და-


მოკიდებულ ცვლად სიდიდედ ჩავთვალოთ. და ამ დამოკიდებულებას
იმდენად მრავალფეროვანი გამოყენება გამოუჩნდა, რომ სპეციალუ-

რად e  exp x აღნიშვნაც მისცეს და საკუთარი სახელიც შეარქვეს –


x

ექსპონენტური ფუნქცია (exponential – მაჩვენებლიანსა ნიშნავს). მაგრამ


მასზე საუბარი ნაადრევია და ის ჯერ ნებისმიერ ხარისხად აყვანილ
ნეპერისისეულ რიცხვად ჩავთვალოთ. მხოლოდ შევნიშნოთ, რომ
ხარისხის მაჩვენებელი წარმოსახვითიც შეიძლება იყოს, ვთქვათ, ix . ამ

მაჩვენებლის (e ) ფორმულაში შეტანის შემდეგ გასაცალკევებელი

გვექნება ნამდვილი ნაწილი წარმოსახვითისაგან. ამისათვის საკმარისია


გავითვალისწინოთ, რომ i რიცხვის ლუწი ხარისხები ნამდვილი იქნება,
კენტი ხარისხები კი – წარმოსახვითი. ასე რომ, საბოლოო შედეგად

9
ix (ix ) 2 (ix ) n
e ix  1        
1! 2! n!
 x2 x4 k x
2k

 1      (1)     
 2! 4 (2k )! 
 x 3
x 2 k 1

 i x       (1) k    
 3! (2k  1)! 
ტოლობა გვექნება. ნამდვილი ნაწილი, რომელსაც c (x ) აღნიშვნას

მივცემთ, ტოლობის მარჯვნივ x რიცხვის მხოლოდ ლუწ ხარისხებს


შეიცავს. წარმოსახვითი ნაწილი კი, შემდგომში s (x ) სიმბოლოთი

აღნიშნული, მხოლოდ კენტ ხარისხის შესაკრებებისაგან შედგება. ამი-


ტომ თუ მთელ ტოლობაში x რიცხვს მოპირდაპირე ნიშნით ავიღებთ,
ნამდვილი c (x ) ნაწილი იგივე დარჩება, წარმოსახვითი s (x ) კი მხო-

ლოდ ნიშანს შეიცვლის. მაშასადამე (ix ) მაჩვენებლისათვის გვექნება

 x2 x4 x 2k 
e ix  1       (1) k     
 2! 4 (2k )! 
 x3 x 2 k 1 
 i x       (1) k     .
 3! (2k  1)! 
ამ ორი ტოლობის შეკრებითა და გამოკლებით მივიღებთ ახალ ტო-
ლობებს

e ix  e ix x2 x4 k x
2k
c( x)   1     (1)   (c )
2 2! 4 (2k )!
e ix  e ix x3 x 2 k 1
s ( x)   x      (1) k    , ( s)
2i 3! (2k  1)!
რომელთა ჭეშმარიტ ღირებულებას მოგვიანებით შევაფასებთ.

10
ახლა კი კვლავ სიმრავლეებსა და მათ ელემენტებს დავუბრუნდეთ. ზე-
მოთ რამდენჯერმე შევადარეთ ერთის მხრივ რიცხვების, მეორეს მხრივ
კი წერტილების სიმრავლეები. შედარების ამ იდეით ჯერ კიდევ ძველი
პითაგორელები სარგებლობდნენ. რიცხვები და მათზე მოქმედებები
უფრო თვალსაჩინოდ რომ წარმოედგინათ. წერტილებს ისინი რაოდე-
ნობათა შესაბამისად სხვადასხვანაირი გეომეტრიული ფორმით ალაგებ-
დნენ და ამ ფორმათა მიხედვით სახელებსაც არქმევდნენ. ასე გაჩნდა
      
        
     

სამკუთხა, კვადრატული,
    
     
     

მართკუთხა, ხუთკუთხა
და ბრტელი თუ სივრცული ფორმების შესაბამისი დასახელების
რიცხვები. სივრცულებიდან პირამიდულ რიცხვებს გავეცანით ზემოთ,
როცა ნატურალური რიცხვების კვადრატების ჯამები დავითვალეთ.
საკმაოდ დიდი დაგვიანებით მოიფიქრეს ნატურალურ რიცხვებთან
შეთანადებული წერტილების გამწკრივება წრფეზე. შემდეგ ამას წი-
ლადებთან და ირაციონალურ რიცხვებთან შედარებული წერტილებით
წრფის შევსება და ყველა რიცხვის „უფლებებით გათანასწორება“ მოჰყვა.
როგორც ვნახეთ, იგივე პრინციპით აიგო კომპლექსური სიბრტყეც. და
ასეთმა შედარებებმა მართლაც კეთილი ნაყოფი გამოიღო. შედარებაზე
დაფუძნებულ მეთოდებს ადამიანი უხსოვარი დროიდან იცნობს.

11
შედარება
ერთერთია იმ უმნიშვნელოვანეს ოპერაციათაგან, ადამიანი რომ
ყოველდღიურ ყოფიერ თუ შემოქმედებით საქმიანობაში მიმართავს.
ერთმანეთს ადარებენ ყველაფერს, სრულიად განსხვავებული თვისე-
ბებისა თუ დანიშნულების საგნებსაც და მათ სიმრავლეებსაც. როცა ამ
მეთოდს მიმართავენ, პირველ რიგში სიმრავლეთა საგნების რაოდე-
ნობას, ანუ სიმძლავრეს ადარებენ. საგანთა დაწყვილებით იოლია
სასრულ სიმრავლეთა შედარება. უსასრულო ელემენტების შემცველ
სიმრავლეთა შედარებას რამდენადმე განსხვავებული მიდგომა უნდა.
ამისათვის ერთი შესადარებელი სიმრავლის, ვთქვათ

X  {x1 , x2 ,..., xn ,...} ყოველ x k ელემენტს ერთადერთ y k ელემენტს

უსადაგებენ მეორე Y  { y1 , y 2 , ..., y n ,...} სიმრავლიდან. ამ თანადობას

ცალმხრივი x k  y k ისრით გამოხატავენ. თუ პირიქით y k  x k

მისადაგებაც შესაძლებელია, მაშინ ორივე სიმრავლის ელემენტებს

შორის თანადობა y k  xk ორმხრივია, ურთიერთცალსახაა. თვით

სიმრავლეები კი ტოლძალოვანია. ეს სიმრავლეთა შედარების პირველი


საფეხურია. რაც უფრო ნაკლებია განსხვავება სიმრავლეთა აგებუ-
ლებაში, მით უფრო უფრო შედეგიანია მათი შედარება. საამისოდ
ელემენტების აქეთ–იქით გადალაგება, რომელსაც ადრე სიმრავლის
მოსაწესრიგებლად მივმართეთ, აღარა კმარა და სხვა სიმრავლეებთან
ტოლძლოვნების გარდა დამატებითი ნიშნებია აუცილებელი. ეს ნიშ-
ნები ძირითადად ოპერაციებთანაა დაკავშირებული, რომლებიც თითო-
ეული სიმრავლისათვის საკუთრივ შემოაქვთ და მათაც, სიმრავლეთა
ელემენტებივით, ერთმანეთს უსადაგებენ.
12
(„ა“) თვისება. მივყვეთ ზემოთ შემოღებულ აღნიშვნებს და დავუშვათ,
რომ X სიმრავლეზე შემოღებულია ისეთი "" ოპერაცია, რომელიც

ნებისმიერ ორ xk , x n  X ელემენტზე მოქმედებით ისევ ამ სიმრავლის

( xk  xn )  X ელემენტს იძლევა. ამ ნიშანს „ა“ თვისება დავარქვათ. ზუს-


ტად ასეთივე „ა“ თვისებისა იყოს Y სიმრავლეზე განსაზღვრული „  “
ოპერაცია. ეს ოპერაციები ერთმანეთთან მისადაგებულად ითვლება, თუ

x k  y k , x n  y n თანადობებს ყოველთვის ( xk  xn )  ( y k  y n ) თანა-


დობა მოსდევს. ოპერაციათა ასეთი წყვილის არსებობა შესადარებელ
სიმრავლეთა მსგავსების უფრო მაღალი საფეხურია. როცა შესადარებელ
სიმრავლეებს ამ ერთის გარდა შეთანადებულ ოპერაციათა წყვილი
სხვაცა აქვს, აგებულების მხრივ მათ საერთოც უფრო მეტი აღმოაჩნდე-
ბა. ამის ნათელი მაგალითია რიცხვებისა და წერტილთა სიმრავლეების
შედარება. მათ გარდა ადამიანს სხვა უამრავ სიმრავლესთანა აქვს საქმე.
ცხოვრება მის წინაშე სულ ახალსა და უცნობ სიმრავლეებს წარმოაჩენს
და პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია მათი
თვისებების ცოდნა. სიმრავლეთა მრავალფეროვნებამ აგებულებისა და
თვისებების მიხედვით მათი ცალკეულ სტანდარტულ ჯგუფებად
დაყოფის იდეა წარმოშვა. ყოველ ახალ სიმრავლეს წინასწარ და
საფუძვლიანად შესწავლილ სტანდარტულ სიმრავლეებს ადარებენ და
იმის თვისებებს ითვალისწინებენ, რომელთანაც უფრო მეტი აღმოაჩნ-
დება საერთო.

აქვე მკაფიოდ უნდა ითქვას სტანდარტულ სიმრავლეთა მისამართით


გამოჩენილი იმ ცხოველი ინტერესის თაობაზეც, მათთვის სპეციალური

13
თეორიების აგებით რომ დაგვირგვინდა. სიმრავლეთა დასაჯგუფებელ
„საზომ ერთეულებად“ მათი ელემენტებისათვის შემოღებული ოპერა-
ციები აირჩიეს. ოპერაციებს ზოგჯერ არითმეტიკულ მოქმედებათა მი-
ბაძვით იგონებენ და სახელადაც შეკრებას, გამრავლებას ან რაიმე სხვა
სახელს არქმევენ. ზემოთ ოპერაციების „ა“ თვისებას შევეხეთ. რადგან

ამ თვისების თანახმად ნებისმიერ ორ ელემენტზე "" ოპერაციით მოქ-

მედების შედეგად იმავე სიმრავლის ელემენტი მიიღება, მისი ამოქმე-

დება დასაშვები ხდება ელემენტების მთელ {[( x1  x2 )  x3 ]      xn }

წყებაზეც. ოღონდ მიმდევრობის დაურღვევლად, რადგან სხვაგვარად


ელემენტების დაწყვილებას „ა“ თვისება არ ითვალისწინებს. ზოგჯერ

საჭიროდ თვლიან, რომ X სიმრავლე და "" ოპერაცია დამატებით


რამდენიმე თვისებით აღჭურვონ.

(„ბ“) . ასოციურობის ანუ ჯუფდებადობის თვისება. საბოლოო შედეგ-

ზე არ უნდა მოქმედებდეს, ნებისმიერი სამი x k , x n , x m ელემენტიდან,

მიმდევრობის დაურღვევლად, პირველად რომელ წყვილზე შესრულ-

დება იგი, ანუ ( xk  xn )  xm  xk  ( xn  xm ) . X სიმრავლის ელემენტებში

ისეთი e „უწყინარიც“ უნდა ერიოს, რომელთანაც "" ოპერაციის


მარჯვნიდან, გინდ მარცხნიდან მოქმედებით ყველა ელემენტი უცვლე-
ლი რჩება, ანუ e  x  x  e  x . ასეთ e ელემენტს „ნეიტრალური“ ჰქვია.
სიმრავლეზე შემოღებული ოპერაციით ზოგჯერ რამდენიმე ნეიტრა-
ლური ელემენტი ისაზღვრება. ასეთ ვითარებაში სიმრავლის აგებულება
საკმაოდ რთულია. ძირითადად კი იმ შემთხვევებს იხილავენ, როცა
ოპერაციით განსაზღვრული ნეიტრალური ელემენტი ერთადერთია.

14
(„გ“). გამრავლება, ერთეულოვანი და მოპირდაპირე ელემენტები. „გამ-

რავლების“ მიბაძვით შემოღებულ ოპერაციისათვის "" ნიშანს ელე-


მენტებს შორის დასმული წერტილით ცვლიან. ამ შემთხვევაში ნეიტრა-
ლურ e ელემენტს „ერთეულოვანს“ უწოდებენ და ზოგჯერ ერთი-

ანითაც აღნიშნავენ. როგორიც არ უნდა იყოს x  X , აუცილებლად უნ-


და არსებობდეს „შებრუნებულ ელემენტად“ წოდებული ისეთი ერთა-
1
დერთი x  X მეწყვილე, რომელზეც მისი გამრავლება ერთეულოვან
1 1
e ელემენტს იძლევა: x  x  x  x  e .

(„დ“). შეკრება, ნულოვანი და მოპირდაპირე ელემენტები. თუ ოპერაცია

შეკრების მსგავსადაა შემოღებული, სახელად „შეკრება“ და „  “ აღ-


ნიშვნაც დაუტოვეს. შეკრების მიმართ ნეიტრალურს „ნულოვანი ელე-

მენტი“ დაარქვეს და შესაფერისი „0“ ნიშანიც მისცეს. ამჯერადაც ყველა


x  X ელემენტს უნდა შეესაბამებოდეს თავისი ერთადერთი „მოპირ-
დაპირე“ (  x )  X , რომელთანაც ნებისმიერი თანმიმდევრობით შეკ-

რების შედეგი ნულოვანი ელემენტია:


x  0  0  x  x , x  (  x)  (  x)  x  0 .

(„ე“). გადასმადობის (კომუტატურობის, გადანაცვლებადობის) თვისება.


"" ოპერაციის შედეგზე ელემენტების თანმიმდევრობა არ უნდა მოქმე-

დებდეს. ანუ ელემენტების ნებისმიერი x k , x n  X წყვილისათვის ტო-

ლობა xk  xn  xn  xk სწორი უნდა იყოს ყოველთვის.

15
(„ვ“). განრიგებადობის (დისტრიბუტობის) თვისება. როცა X სიმრავლის

ელემენტებისათვის ერთდროულად "" და "" ოპერაციებია შემო-


ღებული, რაიმე თვისებით ერთმანეთთან მათაც აკავშირებენ. ასეთი

კავშირებიდან ერთერთი მნიშვნელოვანია "" ოპერაციის

xk  ( xm  xn )  ( xk  xm )  ( xk  xn ) ან

( xm  xn )  xk  ( xm  xk )  ( xn  xk )

ტოლობით გამოხატული განრიგებადობა "" ოპერაციის მიმართ.

(„ზ“). ოპერაციათა შექცევადობის თვისება. X სიმრავლის ელემენტების

ნებისმიერად მოცემული წყვილისათვის xk  x  xn თანაფარდობიდან

ყოველთვის ცალსახად განისაზღვრება ამავე სიმრავლის უცნობი x

ელემენტი. როცა "" ოპერაცია გამრავლებაა, მის შექცევისას ასეთ

ელემენტს x k x n წილადით აღნიშნავენ და თუ ამ სიმრავლეს აქვს

ნულოვანი ("0" ) ელემენტი, xn  0 პირობას თავიდანვე იცავენ ხოლმე.

დასაშვებია მრავალფეროვანი ოპერაციების შემოღება როგორც სიმრავ-


ლეებში შემავალ საგნებზე, ასევე თვით სიმრავლეებზე. ისინი ამ მხრივ
მეტად საინტერესო კანონზომიერებებს ექვემდებარება და მათ

სიმრავლეთა ალგებრა
შეისწავლის. ერთი შეხედვით სიტყვათა ეს წყვილი თითქოს შეუთავ-
სებელია ერთმანეთთან, რადგან ალგებრა თავიდანვე განტოლებათა
ამოხსნასთანაა დაკავშირებული. დღეს ამ ცნებაში გაცილებით ფართო
შინაარსია ჩადებული. ახლა უკვე ნებისმიერი ბუნების ყველანაირ
სიმრავლეთა ელემენტებზე ოპერაციების შესწავლაა მისი დანიშნუ-

16
ლება. და ეს ოპერაციები რიცხვების შეკრებისა და გამრავლების
განზოგადებაა. სიმრავლეთა ელემენტების უსასრულო სიახლოვისა და
ზღვარის იდეა, ზემოთ რომ შევეხეთ, ალგებრისათვის მიუღებელია.
ესაა მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი. სიმრავლეთა ალგებრა-
ში თვით სიმრავლეებია ის ელემენტები, რომლებზეც ოპერაციებით
მოქმედებენ. პირველ რიგში კი გარკვევაა აუცილებელი, თუ როგორ
განზოგადდა შეკრებისა და გამრავლების ჩვეულებრივი ოპერაციები
სიმრავლეებისათვის. ჩვენც სწორედ ამით დავიწყებთ. თუ B  A,

ორივე A და B სიმრავლეში შემავალი a ელემენტების ერთობლიობას

ამ სიმრავლეთა „თანაკვეთა“ ჰქვია და იგი "" სიმბოლოთი აღინიშნება.


ფიგურული ფრჩხილების მოშველიებით სიმრავლეთა თანაკვეთის
ჩაწერა სხვანაირადაც შეიძლება: A  B  a : a  A და a  B . თუ

სიმრავლეებს არცერთი საერთო ელემენტი არა აქვს, თითქოს უნდა


ჩავთვალოთ, რომ მათ არც თანაკვეთა ჰქონიათ. მაგრამ ეს ასე არაა. ასეთ
შემთხვევაში ამბობენ, რომ მათი თანაკვეთა მაინც არსებობს და ის
ცარიელი სიმრავლეა. სწორედ ასეთი სახელი მისცეს სიმრავლეს,
რომელიც არცერთ ელემენტს არ შეიცავს და მის წარმოსადგენად სკან-
დინავური ანბანის ასოითი „ ∅" ნიშნით სარგებლობენ. მაგალითად,
დადებითი რიცხვებისა და უარყოფითი რიცხვების სიმრავლეთა თანა-
კვეთა ცარიელი ∅ სიმრავლეა: {𝑎: 𝑎 ∈ 𝑅, 𝑎 > 0} ∩ {𝑏: 𝑏 ∈ 𝑅, 𝑏 < 0} = ∅ .
რაკიღა ცარიელი სიმრავლე ვახსენეთ, აქვე უპრიანი იქნება კიდევ ერთი

უკიდურესი U სიმრავლის ცნებაც განვმარტოთ, რომელსაც ყველა


შესაძლო ელემენტი ეკუთვნის. თუ რა ელემენტებზეა საუბარი, წინას-
წარ უნდა იყოს დაზუსტებული, ან კონტექსტის მიხედვით უნდა

17
დადგინდეს. მაგალითად, როცა 1,2,3,4 სიმრავლეზე ვმსჯელობთ,

შეიძლება N იყოს მისი შესაბამისი „ყველა ელემენტიანი სიმრავლე".


ასეთ სიმრავლეს „უნივერსუმი“ დაარქვეს, რითაც უნდა აიხსნას მისი

აღმნიშვნელი ლათინური U ასომთავრული. შემოტანილია სიმრავლე-


თა გაერთიანების ცნებაც იმ ელემენტების ერთობლიობისათვის, ორივე
A და B სიმრავლიდან ერთერთს მაინც რომ ეკუთვნის. გაერთიანებას

„  “ სიმბოლოთი აღნიშნავენ და წერენ A  B = a : a  A , ან a  B .

განმარტების მიხედვით სიმრავლეთა თანაკვეთისა და გაერთიანების


ოპერაციები სიმეტრიულია, რადგან ყოველთვის სრულდება ტოლო-
ბები A  B  B  A, A  B  B  A განიხილავენ A და B სიმრავლეთა

A \ B „სხვაობასაც“, როგორც A სიმრავლის იმ ელემენტების ერთობ-


ლიობას, B სიმრავლეში რომ არ შედის, ანუ A \ B = a : a  A, a  B .

როგორც ვხედავთ, A \ B და B \ A სიმრავლეები ერთმანეთისაგან


განსხვავდება და მათი თანაკვეთა ცარიელი სიმრავლეა, რადგან

B \ A  a : a  B, a  A. A და B სიმრავლეთა სხვაობა, მათი გაერთია-


ნებისა და თანაკვეთისაგან განსხვავებით, აღარ არის სიმეტრიული.

არსებობს სხვანაირი, სიმეტრიული სხვაობის განმარტებაც, როგორც იმ

ელემენტების ერთობლიობისა, A \ B და B \ A სიმრავლეებიდან ერთ-


ერთს მაინც რომ ეკუთვნის. ამგვარად განმარტებულ სიმეტრიულ

სხვაობას დიზუნქციურ ჯამს უწოდებენ და მას „  “ სიმბოლოთი

აღნიშნავენ: D  A  B . დიზუნქციური ჯამს სიმეტრიულობის გარდა


სხვა საინტერესო თვისებებიც აქვს და თანაც კარგად ესადაგება
სიმრავლეთა აღწერისა და მოწესრიგების პროცესს. სპეციალური

18
სახელი A სიმრავლის „დამატება“ აქვს U საკლებიან სხვაობას, როცა
მას A სიმრავლეს აკლებენ. მას რამდენიმენაირად აღნიშნავენ:

CA, CU A, A, A  . მეორე აღნიშვნა საკმაოდ მოხერხებულია, რადგან

მეტ ინფორმაციას იძლევა და გვიჩვენებს თუ რა სიმრავლეა აღებული


უნივერსუმის როლში. ლაკონიურობისათვის მაინც A სიმბოლოთი
სარგებლობენ. ჩვენც ასე მოვიქცევით და დავწერთ, რომ

A  U \ A  a : a U , a  A.
საინტერესო თვისებები აქვს ორი სიმრავლის თანაკვეთისა და გაერთი-
ანების დამატებებს. მაგალითისათვის მოვიტანოთ დე მორგანის ორი
ცნობილი თეორემა:
ა) ორი სიმრავლის თანაკვეთის დამატება მათ დამატებათა გაერთი-

ანების ტოლია, ანუ  A  B   A  B 

და
ბ) ორი სიმრავლის გაერთიანების დამატება მათი დამატებების თანაკ-

ვეთის ტოლია, ანუ  A  B   A  B  .

დამტკიცების სიმარტივის წარმოსაჩენად ერთერთი წინადადება


განვიხილოთ, თუნდაც მეორე მათგანი და ნებისმიერი ელემენტი

a   A  B  ავიღოთ. რადგან ის არ უნდა ეკუთვნოდეს A  B გაერ-
თიანებას, ამიტომ ერთდროულად სრულდება a  A, a  B . აქედან

გამომდინარეობს, რომ a  A, a  B  , რის საფუძველზეც ვასკვნით


a  A  B  . მაშასადამე, სწორი ყოფილა ჩართვა  A  B   A  B  .

ახლა კი დავუშვათ a  A  B , რაც ნიშნავს, რომ a  A, a  B  .


19
აქედან ვასკვნით a  A, a  B და ამდენად, ეს ელემენტი არ ეკუთვნის

მათ გაერთიანებასაც. მაშასადამე, იგი ამ გაერთიანების დამატების ელე-


 
მენტი ყოფილა, ანუ a   A  B  . ეს კი A  B    A  B  ჩართვას

ნიშნავს. როგორც ვხედავთ, ერთდროულად ჭეშმარიტი ყოფილა ორი


 
ჩართვა  A  B   A  B  და A  B    A  B  . ეს თავის მხრივ გან-

ხილულ სიმრავლეთა ტოლობას ნიშნავს, ანუ იმას, რაც უნდა დაგ-


ვემტკიცებინა. ანალოგიურად მტკიცდება დე მორგანის პირველი
თეორემაც. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს მსჯელობებს ხშირად მიმარ-
თავენ სიმრავლეთა შორის მრავალფეროვან თანაფარდობათა დასადგე-
ნად. ღირს, ამ თეორემათა შორის არსებულ კავშირზეც ითქვას ერთი
რამ: თუ ერთერთ წინადადებაში ტერმინებს „თანაკვეთა“ და „გაერ-
თიანება“ ადგილებს შევუცვლით, მეორე თეორემად გადაიქცევა. და
პირიქითაც. ასეთი თვისებით დაკავშირებულ თეორემათა თუ სხვა
წინადადებათა წყვილებს „ორადულს“ უწოდებენ. თეორემათა აქ მოტა-
ნილი წყვილის გარდა სხვაც ბევრია ორადული და მათ სპეციალურად
იკვლევენ.

თუ ახლა ცარიელ ∅ სიმრავლეს ნულს შევუთანადებთ, ხოლო U


უნივერსს - ერთიანს, შეგვეძლება სიმრავლეებისათვის ზემოთ შემოტა-
ნილი ოპერაციების შედარება რიცხვებისათვის განმარტებულ ოპერა-
ციებთან. ამ შედარებით ბევრ მსგავსებას დავინახავთ მათ შორის,
თუმცა განსხვავებაც საკმაოდ დიდია. დასაწყისისათვის სიმრავლეთა
გაერთიანების ოპერაციას რიცხვთა შეკრების ოპერაცია შევუსაბამოთ,
თანაკვეთისას - გამრავლებისა და ავიღოთ

20
სიმრავლეებში რიცხვებში
∅ 0
𝑈 1
𝐴∪𝐵 𝑎+𝑏
𝐴∩𝐵 𝑎∙𝑏
და მაშინ, მათგან გამომდინარე, გვექნება:
𝐴∩∅ =∅ 𝑎∙0=0
𝐴∪∅=𝐴 𝑎+0=𝑎
𝐴∩𝑈 =𝐴 𝑎∙1=𝑎
𝐴∪𝐵 = 𝐵∪𝐴 𝑎+𝑏 = 𝑏+𝑎
𝐴∩𝐵 = 𝐵∩𝐴 𝑎∙𝑏 = 𝑏∙𝑎
𝐴 ∩ (𝐵 ∪ 𝐶 ) = (𝐴 ∩ 𝐵) ∪ (𝐴 ∩ 𝐶) 𝑎 ∙ (𝑏 + 𝑐) = 𝑎 ∙ 𝑏 + 𝑎 ∙ 𝑐
𝐴 ∙ (𝐵 ∩ 𝐶 ) = (𝐴 ∩ 𝐵) ∩ 𝐶 𝑎 ∙ (𝑏 ∙ 𝑐) = (𝑎 ∙ 𝑏) ∙ 𝑐
განმასხვავებელი ფაქტებიდან შეიძლება დავასახელოთ, მაგალითად
A U  U , A U  A .

სიმრავლეებზე ამ ოპერაციათა თვალნათლივ წარმოსადგენად დიაგ-


რამებსაც მიმართავენ. დიაგრამებით ჯერ კიდევ ლეონარდ ეილერი
სარგებლობდა. ამიტომ ევროპელი ავტორები ამერიკელებისაგან გან-
სხვავებით ეილერის დიაგრამებს ამბობენ. ოკეანის გადაღმა კი მათ
ვენის დიაგრამებს უწოდებენ იმ მოტივით, რომ ჯ. ვენს ამ თემაზე
ნაშრომი გამოუქვეყნებია: J.Venn. “On the diagrammic and mechanical
representation of propositions and reasoning”. Edindurgh and Dublin
Philosophical Magazine and Journal of Sciences, series 5, vol.9. (1880), 1-18 .

21
მართალია, ზემოთ სიმრავლეთა თანაკვეთას რიცხვთა გამრავლების
ოპერაცია შევუსაბამეთ, მაგრამ სინამდვილეში თანაკვეთა სულაც არ
არის სიმრავლეთა გამრავლება. A და B

სიმრავლეთა ნამრავლი

სხვაგვარად განიმარტება: ეს არის a  A და b B ელემენტებისაგან

შედგენილი ყველა შესაძლო a, b წყვილთა სიმრავლე და მას

აღნიშნავენ, როგორც A  B  a, b : a  A, b  B . ყოველი წყვილის

პირველ ადგილზე აუცილებლად პირველი თანამამრავლის ელემენტი


უნდა იდგეს, მეორე ადგილზე კი - მეორე თანამამრავლისა. ამ თვალ-
საზრისით წყვილები მოწესრიგებულია. ზოგჯერ ასეთ ნამრავლს დე-
კარტულს უწოდებენ. მაგალითისათვის მოვიტანოთ
ა={ა,ბ,გ,დ,...} და A  {a, b, c,...} .

სიმრავლეთა წყვილი. განმარტების მიხედვით მათი დეკარტული


ნამრავლია

ა  A  { (ა, a ), (ა, b ), (ა, c ), (ბ, a ), ( ბ, b ), (ბ, c ), (გ, a ), (გ, b ), (გ, c ),

(დ, a ), (დ, b ), ( დ, c )...}.

ნებისმიერი, ვთქვათ   (ბ, c)  ა  A ელემენტის პირველ – „ბ“ კომპო-

ნენტს ეწოდება  ელემენტის გეგმილი (პროექცია) ა სიმრავლეზე. ახ-

ლა ამ დეკარტული ნამრავლიდან შევარჩიოთ რაიმე ელემენტების ქვე-


სიმრავლე და დავარქვათ მას  . ამ ქვესიმრავლის გეგმილს ა სიმრავ-
ლეზე უწოდებენ მასში შემავალი ყველა ელემენტის გეგმილთა სიმრავ-
ლეს. ანალოგიურად განმარტავენ გეგმილებს მეორე თანამამრავლზეც.

22
ახლა ავიღოთ და  ქვესიმრავლიდან გამოვარჩიოთ ის ელემენტები,
პირველ კომპონენტად „ა“ რომ უზის. ყოველ მათგანს მეორე კომპო-
ნენტად A სიმრავლის გარკვეული ელემენტები აქვს. სწორედ მათ
სიმრავლეს უწოდებენ  სიმრავლის „ა–განკვეთას.“ ეს ყველაფერი მა-
გალითების მოტანით გაცილებით ხელშესახებია. ნამდვილი და წარმო-
სახვითი ღერძების წერტილთა სიმრავლეების დეკარტული ნამრავლია
ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი კომლექსური სიბრტყის წერტილთა
სიმრავლე. ჭადრაკის დაფის უჯრედების ციფრებითა და ლათინური ან-
ბანით აღნიშვნაც დეკარტული ნამრავლის კარგი მაგალითია. გეოგრა-
ფიული კოორდინატების – გრძედებისა და განედების დეკარტული
ნამრავლით ისაზღვრება მდებარეობა დედამიწის სფეროზე.

ა და A სიმრავლეთა დეკარტული ა  A ნამრავლიდან რაიმე R წესით


გამოცალკევებულ ნებისმიერ ქვესიმრავლეს ორფა (ორმაგი ანუ
ბინარული)
მიმართება
ეწოდება ამ სიმრავლეთა შორის. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ აა

ელემენტი R მიმართებაშია a  A ელემენტთან და ამ ფაქტს ა Ra


სახით ჩაწერენ. თვით სახელი „ორფა“ მიგვანიშნებს, რომ მიმართებები
სხვანაირიც შეიძლება იყოს. მართლაც, ბინარულის გარდა არსებობს
ცალფა (ერთმაგი, უნიტარული), სამფა (სამმაგი ანუ ტერნარული) და
სხვაგვარი მიმართებები. მაგალითად, სამ ელემენტს შორის მიმართება
ტერნარულია. მეტი თვალსაჩინოებისათვის მოვიტანოთ მაგალითი და
დავუშვათ, რომ გვაქვს ორი

23
A  1,2,3, B  1,2,3,4,5,6
სიმრავლე. განმარტების მიხედვით მათი დეკარტული A B

ნამრავლია

1,1, 2,1, 3,1, 1,2, 2,2, 3,2, 1,3, 2,3, 3,3,


1,4, 2,4, 3,4, 1,5, 2,5, 3,5, 1,6, 2,6, 3,6.
ვთქვათ, R მიმართება ისეთია, რომ b B ელემენტი უნაშთოდ უნდა

იყოფოდეს a  A ელემენტზე. ამისათვის A  B ნამრავლიდან უნდა


ამოვარჩიოთ მხოლოდ ის წყვილები, რომელთა პირველი რიცხვებიც
მეორე ადგილზე მდგომი რიცხვების გამყოფები არიან. მაშასადამე, R
მიმართება იქნება A B ნამრავლის ქვესიმრავლე

R  1,1, 1,2, 1,3, 1,4, 1,5, 1,6, 2,2, 2,4, 2,6, 3,3, 3,6.
ბინარულ მიმართებათა გამოსახვის რამდენიმე ხერხი არსებობს. ამ
მიზნით ხშირად სარგებლობენ ცხრილებითა და ისრებით.

24

You might also like