You are on page 1of 4

e მუდმივი და უწყვეტი რთული პროცენტი.

მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების წარმოებულები

e მუდმივი

ზღვრის გამოყენებით e-ს განვსაზღვრავთ შემდეგნაირად (შენიშვნა: თუ


s  1/ n , მაშინ s  0 , როცა n   ):

განსაზღვრება (რიცხვი e).


n
 1
ან e  lim 1  s  .
1/ s
e  lim 1   ,
n 
 n s 0

ორივე ზღვარი არის e = 2.718 281 828 459. . .

უწყვეტი რთული პროცენტი

თუ ძირითადი თანხა P ნასესხებია r წლიური საპროცენტო განაკვეთით, მაშინ t


წლის შემდეგ მარტივი პროცენტის ფორმულის თანახმად მსესხებელს გადასახდელი
ექნება შემდეგი თანხა:
A  P  P r t  P 1  rt  (მარტივი პროცენტი).
თუ, მეორეს მხრივ, სარგებელი დაერიცხება წელიწადში n-ჯერ, მაშინ
მსესხებელს გადასახდელი ექნება შემდეგი თანხა:
nt
 r
A  P 1   (რთული პროცენტი), (1)
 n
სადაც r/n არის სარგებელი თითოეულ დარიცხვაზე, ხოლო nt არის დარიცხვების
რაოდენობა. დავუშვათ, რომ (1) განტოლებაში P, r და t არიან ფიქსირებულები, ხოლო
n კი იზრდება. გაიზრდება თანხა უსასრულოდ, თუ ის მიუახლოვდება რაიმე
ზღვრულ სიდიდეს? გამოვთვალოთ შემდეგი ზღვარი, რაც მოგვცემს საინტერესო
შედეგს:
nt ( n / r ) rt
 r  r
lim P 1    P lim 1    [ხარისხში ჩავსვათ r/r და დავუშვათ, რომ s = r/n.
n 
 n n 
 n
rt
შევნიშნოთ, რომ n   ნიშნავს s  0 .]  P lim[(1  s )1/ s ]rt  P lim(1  s )1/ s   Pert .
s 0  s 0 

მიღებულ ფორმულას ეწოდება უწყვეტი რთული პროცენტის ფორმულა.

თეორემა (უწყვეტი რთული პროცენტის ფორმულა). თუ P ძირითადი თანხა


ინვესტირებულია r წლიური საპროცენტო განაკვეთით (გამოსახული ათობითი
წილადით) და დარიცხვა ხდება უწყვეტად, მაშინ თანხა ანგარიშზე t წლის
შემდეგ მოიცემა შემდეგი ფორმულით:
A  Pe rt .
1
მაგალითი (ზრდის დროის გამოთვლა). რა დროა საჭირო იმისათვის, რომ
5000$ გაიზარდოს 8000$-მდე, თუკი ის ინვესტირებულია 5%-ად და დარიცხვა
ხდება უწყვეტად?

ამოხსნა. უწყვეტი რთული პროცენტის ფორმულის A  Pe r t თანახმად, ჩვენ


უნდა ამოვხსნათ t-ს მიმართ შემდეგი განტოლება:

8000  5000e0.05 t
e0.05 t  1.6
ln e0.05 t  ln1.6
0.05 t  ln1.6
ln1.6
t , t  9.4 წელი.
0.05

e x-ის წარმოებული

e x -ის წარმოებულის საპოვნელად ჩვენ გამოვიყენებთ (დამტკიცების გარეშე)


შემდეგ ფაქტს:
eh  1
lim 1.
h 0 h
გამოვიყენოთ ახლა წარმოებულის განსაზღვრება f ( x)  e x ფუნქციისთვის:
f ( x  h)  f ( x ) e xh  e x  eh  1  x  eh  1  x
f ( x)  lim  lim  lim e x    e lim    e 1  e .
x
h 0 h 0 h 0 h 0
h h  h   h 
მაშასადამე,
d x
e  e x (მაჩვენებლიანი ფუნქციის წარმოებული არის მაჩვენებლიანი ფუნქცია).
dx

d x
ყურადღება: e  xe x 1 .
dx

მაგალითი. f ( x)  7 x e  2e x  e 2 -თვის იპოვეთ f ( x) .

ამოხსნა. f ( x)  7ex e 1  2e x .

2
ln x-ის წარმოებული

ln x -ის წარმოებულის საპოვნელად ჩვენ გამოვიყენებთ წარმოებულის


განსაზღვრებას. ვთქვათ, f ( x)  ln x, x  0 . ვიპოვოთ f ( x) :
f ( x  h)  f ( x ) ln( x  h)  ln x 1 x  h  x 1  h 
f ( x)  lim  lim  lim  ln   lim   ln  1    
h 0 h h0 h 
h 0 h x  h 0  x h  x  

 x

 1 x  h  1  h 
 lim    ln 1     lim   ln  1     [დავუშვათ, s = h/x. შევნიშნოთ, რომ h  0
h


h 0 x h
 x   h 0  x  x  
 
ნიშნავს s  0 .] =
1 1
 1  1
 1  1
 1 1 1
 lim   ln 1  s  s    lim ln 1  s  s    ln lim 1  s  s    ln e  1  .

s 0 x
 x s 0   x  s 0  x x x

მაშასადამე,
d 1
ln x  .
dx x

მაგალითი. f ( x)  x 4  ln x 4 -თვის იპოვეთ f ( x) .

ამოხსნა. წარმოებულის პოვნამდე გამოვიყენოთ ლოგარითმის თვისება და


ჩავწეროთ f ( x) შემდეგნაირად::
f ( x)  x 4  ln x 4  x 4  4 ln x .
4
f ( x)  4 x3  .
x

სხვა ლოგარითმული და მაჩვენებლიანი ფუნქციები

ლოგარითმებისთვის ფუძის შეცვლის ფორმულის საშუალებით ჩვენ


შეგვიძლია დავადგინოთ დამოკიდებულება logb x -სა და ln x -ს შორის
ნებისმიერი b ფუძისთვის ( b  0 და b  1 ):
ln x
logb x  .
ln b
ამ განტოლების ორივე მხარის გაწარმოებით მივიღებთ:
d d ln x 1 d 1 1
logb x   ln x   .
dx dx ln b ln b dx ln b x

ანალოგიურად, მაჩვენებლიანი ფუნქციისთვის ფუძის შეცვლის ფორმულის


საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ დამოკიდებულება b x -სა და e x -ს
შორის ნებისმიერი b ფუძისთვის ( b  0 და b  1 ):
b x  e x ln b .
ამ განტოლების ორივე მხარის გაწარმოებით მივიღებთ:

3
d x d x ln b
b  e  e x ln b ln b  b x ln b .
dx dx

მაგალითი. f ( x)  2 x  log 4 x5 -თვის იპოვეთ f ( x) .

ამოხსნა. f ( x)  2 x  log 4 x 5  2 x  5 log 4 x .


5 1
f ( x)  2 x ln 2   .
ln 4 x

მაჩვენებლიანი და ლოგარითმული მოდელები

მაგალითი (ფასისა და მოთხოვნის მოდელი). ინტერნეტ-მაღაზია ყიდის


ავსტრალიურ შალის გადასაფარებლებს. თუ მაღაზია გაყიდის x ცალ
გადასაფარებელს, თითოეულს p $-ად, მაშინ ფასისა და მოთხოვნის განტოლება
იქნება: p  350(0.999) x . იპოვეთ ფასის ცვლილების სიდიდე მოთხოვნის მიმართ,
როცა მოთხოვნა არის 800 გადასაფარებელი, და იმსჯელეთ მიღებულ შედეგზე.

dp
ამოხსნა.  350(0.999) x ln 0.999 .
dx
თუ x = 800, მაშინ
dp
 350(0.999)800 ln 0.999  $0.16 .
dx
როცა მოთხოვნა არის 800 გადასაფარებელი, მაშინ ფასი დაიკლებს 0.16$-ით ერთ
გადასაფარებელზე.

მაგალითი (საკაბელო ტელევიზიის აბონენტები). სტატისტიკოსებმა აშშ-ს


მოსახლეობის აღმწერი ბიუროს მონაცემების გამოყენებით ააგეს შემდეგი მოდელი:
S (t )  21  ln t  2 ,
სადაც S (t ) არის საკაბელო ტელევიზიის აბონენტები (მილიონებში) t წელს (t = 0
შეესაბამება 1980 წელს). გამოიყენეთ ეს მოდელი და შეაფასეთ საკაბელო
ტელევიზიის აბონენტთა რაოდენობა 2015 წელს და ასევე 2015 წელს საკაბელო
ტელევიზიის აბონენტთა რაოდენობის ცვლილების სიდიდე. იმსჯელეთ მიღებულ
შედეგებზე.

ამოხსნა. რადგან 2015 წელი შეესაბამება t = 35-ს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ
S (35) და S (35) .
S (35)  21  ln 35  2  76.7 მილიონი.
21 21
S (t )  , S (35)   0.6 მილიონი.
t 35
2015 წელს იქნება დაახლოებით 76.7 მილიონი აბონენტი, და ეს რიცხვი გაიზრდება
0.6 მილიონით ყოველწლიურად.

You might also like