You are on page 1of 5

თავი 4 მიმოხილვა გვ.

270

4.1 კონსტანტა e და უწყვეტი რთული პროცენტი

• რიცხვი e განსაზღვრებით არის შემდეგი ზღვარი:

1 𝑛𝑛 1
lim𝑛𝑛→∞ �1 + � = lim𝑠𝑠→0 (1 + 𝑠𝑠)𝑠𝑠 = 2.718281828459…
𝑛𝑛

თუ წლის განმავლობაში რთული პროცენტით დარიცხვათა


რაოდენობა უსაზღვროდ იზრდება, მივიღებთ უწყვეტი პროცენტის
ფორმულას (compound interest formula):

A=P𝑒𝑒 𝑟𝑟𝑟𝑟

სადაც

P = თავნი (საწყისი თანხა)

r = წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, დარიცხული


უწყვეტად

t = დრო (წლების რაოდენობა)

A = საბოლოო თანხა t მომენტში

4.2 ექსპონენციალური და ლოგარითმული ფუნქციების წარმოებული

• განსაზღვრულია დადებითი, ერთისგან განსხვავებული


ფუძისთვის (b>0 და b≠1)

𝑑𝑑 𝑑𝑑
𝑒𝑒 𝑥𝑥 = 𝑒𝑒 𝑥𝑥 𝑏𝑏 𝑥𝑥 = 𝑏𝑏 𝑥𝑥 ln 𝑏𝑏
𝑑𝑑𝑑𝑑 𝑑𝑑𝑑𝑑
𝑑𝑑 1 𝑑𝑑 1 1
ln 𝑥𝑥 = log 𝑏𝑏 𝑥𝑥 =
𝑑𝑑𝑑𝑑 𝑥𝑥 𝑑𝑑𝑑𝑑 ln 𝑏𝑏 𝑥𝑥

• ფუძის შეცვლის ფორმულა - Change-of base formula (e ფუძიდან


ნებისმიერ b ფუძეზე გადასვლა (b>0 და b≠1)

ln 𝑥𝑥
𝑏𝑏 𝑥𝑥 = 𝑒𝑒 𝑥𝑥 ln b 𝑏𝑏 log 𝑏𝑏 𝑥𝑥 =
ln 𝑏𝑏

4.3 ნამრავლისა და განაყოფის წარმოებული

• ნამრავლის გაწარმოების წესი: თუ y = f(x)=F(x) S(x) და ორივე


თანამამრავლი დიფერენცირებადია, მაშინ
f ′(x)=F(x) S ′(x) + F ′(x) S(x)
(ნამრავლის წარმოებული ტოლია პირველი თანამამრავლისა და
მეორე თანამამრავლის წარმოებულის ნამრავლს მიმატებული
პირველის წარმოებულისა და მეორის ნამრავლი)

𝑇𝑇(𝑥𝑥)
• განაყოფის გაწარმოების წესი: თუ y = f(x) = და
𝐵𝐵(𝑥𝑥)
დიფერენცირებადია მრიცხველიც და მნიშვნელიც, მაშინ

𝐵𝐵(𝑥𝑥)𝑇𝑇 ′ (𝑥𝑥) − 𝑇𝑇(𝑥𝑥)𝐵𝐵′ (𝑥𝑥)


f ′(x) = [𝐵𝐵(𝑥𝑥)]2
4.4 რთული ფუნქციის წარმოებული (Chain Rule - ჯაჭვური წესი)

• f ფუნქციას ეწოდება f და g ფუნქციების კომპოზიცია, თუ


m(x) = f [𝑔𝑔(𝑥𝑥)]
• გაწარმოების ჯაჭვური წესით მოიცემა კომპპოზიციის (რთული
ფუნქციის) გაწარმოების ფორმულა:

m′(x) = f ′[𝑔𝑔(𝑥𝑥)]g ′(x)


• გაწარმოების ჯაჭვური წესის კერძო შემთხვევაა ხარისხის
(გაწარმოების) ზოგადი წესი (general power rule):

𝑑𝑑
[𝑓𝑓(𝑥𝑥)]𝑛𝑛 = n[𝑓𝑓(𝑥𝑥)]𝑛𝑛−1 f ′(x)
𝑑𝑑𝑑𝑑

• გაწარმოების ჯაჭვური წესის სხვა კერძო შემთხვევაა შემდეგი


წესები:
𝑑𝑑 1
ln[𝑓𝑓(𝑥𝑥)] = f ′(x)
𝑑𝑑𝑑𝑑 𝑓𝑓(𝑥𝑥)

𝑑𝑑
𝑒𝑒 𝑓𝑓(𝑥𝑥) = 𝑒𝑒 𝑓𝑓(𝑥𝑥) f ′(x)
𝑑𝑑𝑑𝑑

4.5 არაცხადი ფუნქციის დიფერენცირება (Implicit Differentiation)

• თუ y= f(x) არის F(x,y) = 0 ტოლობით განსაზღვრული ფუნქცია,


არაცხადი ფუნქციის დიფერენცირებით მიიღება განტოლება,
რომლითაც დაკავშირებულია x, yდა y′.
4.6 დაკავშირებული ცვლილებები (Related Rates)

• ვთქვათ x და y დროზე დამოკიდებული ცვლადებია და


დაკავშირებული არიან ერთმანეთთან განტოლებით: F(x,y) = 0. ამ
არაცხადი ფუნციის დიფერენცირებით მიღებული განტოლებით
დაკავშირებულია სიდიდეები: x, y, dy/dt და dx/dt. ამ სახის
პრობლემებს ჰქვია დაკავშირებული ცვლილებების პრობლემები.
• მითითებები მზგავსი პრობლემების ამოსახსნელად მოცემულია
258–ე გვერდზე

4.7 მოთხოვნის ელასტიურობა

• f(x) ფუნქციის ფარდობითი ცვლილება ანუ ლოგარითმული


წარმოებული არის f ′(x)/f(x)
f(x) ფუნქციის პროცენტული ცვლილება არის 100* f ′(x)/f(x)
• თუ ფასი და მოთხოვნის სიდიდე დაკავშირებულია ფუნქციით x =
f(p), მაშინ მოთხოვნის ელასტიურობა მოიცემა ფორმულით:

𝑝𝑝𝑝𝑝 ′ (𝑝𝑝) მოთხოვნის ფარდობითი ცვლილება


E(p) = - =-
𝑓𝑓(𝑝𝑝) ფასის ფარდობითი ცვლილება

• მოთხოვნა არაელასტიურია, თუ 0<E(p)<1. (ანუ მოთხოვნის სიდიდე


არაა მგრძნობიარე ფასის ცვლილებაზე; სხვანაირად – ფასის
(ფარდობითი) ცვლილება იწვევს მოთხოვნის ნაკლებ (ფარდობით)
ცვლილებას). მოთხოვნა ელასტიურია, თუ E(p)>1. (მოთხოვნის
სიდიდე მგრძნობიარეა ფასის ცვლილებაზე; სხვანაირად – ფასის
(ფარდობითი) ცვლილება იწვევს მოთხოვნის უფრო მეტ
(ფარდობით) ცვლილებას). მოთხოვნას აქვს ერთეულოვანი
ელასტიურობა, თუ E(p) = 1; სხვანაირად – ფასის (ფარდობითი)
ცვლილება იწვევს მოთხოვნის იგივე (ფარდობით) ცვლილებას).
• ვთქვათ R(p) = pf(p) შემოსავლების ფუნქციაა, მაშინ
R ′(p) და [1 − 𝐸𝐸(𝑝𝑝)] სიდიდეებს ყველა p-სთვის ერთნაირი ნიშანები
აქვთ (ორივე დადებითია ან ორივე უარყოფითია ან ორივე ნოლია).

You might also like