You are on page 1of 5

ამოცანები (პროგრესიები)

1. თავისუფლად ვარდნილი სხეული პირველ წამში გადის 5 მეტრს,


ხოლო ყოველ შემდეგ წამში 10 მეტრით მეტს, ვიდრე წინაში. რა
მანძილს გაივლის ვარდნილი სხეული 12 წამში?

2. დაამტკიცეთ გეომეტრიული პროგრესიის პირველი n წევრის ჯამის


ფორმულა: Sn = b(1-qn)/(1-q).

მითითება: Sn = b + bq + bq2 + . . . + bqn-1. გაამრავლეთ ამ ტოლობის


ორივე მხარე q–ზე და პირველ ტოლობას გამოაკელით მიღებული
ტოლობა.

3. ა) თუ არითმეტიკული პროგრესიის ყველა წევრს გავამრავლებთ


ერთდაიგივე რიცხვზე, მივიღებთ თუ არა ისევ არითმეტიკულ
პროგრესიას?
ბ) თუ არითმეტიკული პროგრესიის ყველა წევრს დავუმატებთ
ერთდაიგივე რიცხვს, მივიღებთ თუ არა ისევ არითმეტიკულ
პროგრესიას?

4. ა) თუ გეომეტრიული პროგრესიის ყველა წევრს გავამრავლებთ


ერთდაიგივე რიცხვზე, მივიღებთ თუ არა ისევ გეომეტრიულ
პროგრესიას?
ბ) თუ გეომეტრიული პროგრესიის ყველა წევრს დავუმატებთ
ერთდაიგივე რიცხვს, მივიღებთ თუ არა ისევ გეომეტრიულ
პროგრესიას?

5. ფურცელს ჭრიან 4 ნაწილად. შემდეგ მიღებული ფურცლებიდან


რამდენიმეს (რამდენსაც უნდათ) ჭრიან ისევ 4 ნაწილად და ასე
შემდეგ. შეიძლება თუ არა ამ გზით მიიღონ ა) 100 ნაწილი? ბ) 200
ნაწილი?
6. ბანკის კლიენტი ყოველი წლის დასაწყისში დეპოზიტზე დებს 100
ლარს, 10 პროცენტიანი წლიური სარგებლით. რა თანხა
დაუგროვდება მას დეპოზიტზე 10 წლის ბოლოს.

7. რამდენ წელიწადში გაორმაგდება საქართველოს GDP (gross


domestic product), თუ ყოველწლიური ზრდა იქნება 5%?
მითითება: გამოიყენეთ 70-ის წესი ლექციიდან.

8. ჩინეთის მოსახლეობა გაოთხმაგდა 1800 წლიდან 2010 წლამდე


პერიოდში.
ა) გამოთვალეთ მიახლოებით მოსახლეობის ყოველწლიური
პროცენტული მატება, თუ ჩავთვლით, რომ ეს რიცხვი მუდმივი
იყო?
ბ) როგორი იქნებოდა ყოველწლიური პროცენტული მატება, იმავე
პერიოდში ჩინეთის მოსახლეობა 8-ჯერ რომ გაზრდილიყო?
მითითება: გამოიყენეთ 70-ის წესი (ნახეთ ლექცია).

9. ორი მეგობარი თამაშობს ასეთ თამაშს: ჯერ ერთი მათგანი


ჩამოდებს მაგიდაზე რამდენიმე თეთრს 1–დან 10–მდე (ჩათვლით).
შემდეგ მეორე ჩამოდებს იგივენაირად, შემდეგ ისევ პირველი და
ასე შემდეგ. მოგებულია ის, ვისი ჩამოდების შემდეგაც მაგიდაზე
მთელი თანხა გაუტოლდება 100 თეთრს და მოგებული წაიღებს ამ
ფულს. ვისა აქვს მეტი შანსი ამ თამაშის მოგების, ვინც პირველი
იწყებს, თუ მეორე მოთამაშეს?

10. (ძლიერი ჯგუფებისთვის) იპოვეთ ჯამი: 1 + 11 + 111 + 1111 + . . . +


11111...11111 (ბოლო წევრი შეიცავს 100 ცალ 1–იანს).
მითითება 1: მაგალითად, 1111 = 9999/9.
მითითება 2: 9999 = 104–1.
11. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ცოცხალ ორგანიზმში შეიჭრა 100 ცალი
ვირუსი. ორგანიზმში შეუშვეს 1 ცალი ანტივირუსი. ყოველ წამში
ხდება შემდეგი რამ: ერთი ანტივირუსი კლავს ერთ ვირუსს და ამის
შემდეგ ყოველი ვირუსი და ანტივირუსი ორად მრავლდება.
გაანადგურებენ თუ არა ანტივირუსები ვირუსებს მთლიანად?
მითითება 1. დავნომროთ ვირუსები: N1, N2, N3, ... , N100. პირველ
წამში განადგურდება 1 ვირუსი. ჩავთალოთ, რომ ეს N1 ვირუსი
განადგურდა.
მითითება 2. მეორე წამში გვეყოლება 2 ანტივირუსი, რომლებიც
გაანადგურებენ 2 ვირუსს. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი ვირუსი არის
N2 ვირუსის ორი შთამომავალი. ანუ, N2 ვირუსის შთამომავლობა
მთლიანად განადგურდა.

12. (ძლიერი ჯგუფისთვის) კლიენტმა ბანკიდან აიღო სესხად 1000


ლარი, წლიურ 10 პროცენტად, 10 წლის ვადით. სესხისა და
პროცენტის დაფარვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს,
ერთიდაიგივე სიდიდის თანხით. რა თანხა უნდა იქნეს
გადახდილი თითოეულ ჯერზე?

მითითება 1: წარმოვიდგინოთ, რომ ერთი 1000–ლარიანი სესხის


მაგივრად ბანკში ავიღეთ 10 ცალი სხვადასხვა სესხი A1, A2, . . . , A10
ისე, რომ A1+A2+. . . +A10=1000.
მითითება 2: ვთქვათ ყოველი წლის ბოლოს ვიხდით x ლარს.
რიცხვები A1, A2, . . . , A10 ისე იყოს შერჩეული, რომ პირველი წლის
ბოლოს გადახდილი x თანხა ფარავდეს მხოლოდ A1 სესხს (თავისი
ერთი წლის პროცენტით) და დანარჩენ თანხებს (A2, . . . , A10) არ
ეხებოდეს. მაშინ A1+A10.1=x და A1=x/1.1
მითითება 3: მეორე წლის ბოლოს გადახდილი თანხა ფარავდეს A2
სესხს (თავისი ორი წლის პროცენტით). მაშინ A2=x/1.12.
მითითება 4: მეათე წლის ბოლოს გადახდილი x თანხა დაფარავს
A10 სესხს და A10=x/1.110. შეგახსენებთ, რომ A1+A2+. . . +A10=1000.

13. (არჩევითი) თქვენ მუშაობთ 15–სართულიან ოფისში. თქვენი


უფროსი, როდესაც ბრაზდება, ფანჯრიდან ყრის საფერფლეებს. მას
უნდა თავისი კაბინეტი ჰქონდეს რაც შეიძლება მაღალ სართულზე,
ოღონდ ისე, რომ ამ სართულიდან გადმოგდებული საფერფლე არ
ტყდებოდეს. მან თქვენ დაგავალათ ასეთი სართულის შერჩევა და
საექსპერიმენტოდ გადმოგცათ 2 საფერფლე. საფერფლის რა
მინიმალური რაოდენობა გადმოგდებაა საკმარისი ამ დავალების
შესასრულებლად?

მითითება 1. ამოცანა დავსვათ პირიქით: თუ მექნებოდა n


გადმოგდების უფლება, მაქსიმუმ რამდენ სართულიანი შეიძლება
იყოს სახლი?
თუ გვაქვს n გადმოგდების უფლება, მაშინ პირველი საფერფლე
უნდა გადმოვაგდოთ მე-n სართულიდან, რადგანაც თუ გაყტდა
საფერფლე ამ გადმოგდებაზე, მერე უნდა დავიწყოთ პირველი
სართულიდან ერთი საფერფლით და ავყვეთ n-1 სართულამდე.
მითითება 2. თუ არ გატყდა პირველი საფერფლე მე-n
სართულიდან გადმოგდებაზე, მაშინ დაგვრჩება n-1 გადმოგდება
და n ცალ სართულს შეიძლება კიდევ დაემატოს ზემოდან იმდენი
სართული, რამდენსაც n-1 გადმოგდება ეყოფა.
მითითება 3. თუ ერთი სართულია, ერთი გადმოგდება ეყოფა. თუ 2
სართულია, მაშინ უნდა გადმოვაგდოთ მეორე სართულიდან და
მეორე სართულის ზემოთ უნდა იყოს კიდევ იმდენი სართული,
რასაც ერთი გადმოგდება ყოფნის. 2 გადმოგდება: 2+1 სართული.
თუ სამი გადმოგდება გვაქვს, უნდა გადმოვაგდოთ მესამე
სართულიდან და ზემოთ დავამატოთ იმდენი სართული, 2
გადმოგდება რომ ეყოფა. 3 გადმოგდება: 3+(2+1) სართული.
14. (არჩევითი) დაასაბუთეთ 70-ის წესი:
გაორმაგების პერიოდი = 70 / წლიური პროცენტული ზრდა.
მითითება: ვთქვათ 10%-იანი სესხი ორმაგდება n წელიწადში. მაშინ
გვაქვს: (1+10/100)n = 2. გავალოგარითმოთ: n∙ln(1+10/100) = ln2.
ln(1+10/100) ≈ 1+10/100 (აქ საჭიროა კალკულუსის ცოდნა:
გამოიყენეთ ის ფაქტი, რომ ln(x)-ის ფუნქციის გრაფიკი დახრილია
45 გრადუსიანი კუთხით x=1 წერტილში და, ამაზე დაყრდნობით,
შეცვალეთ ln(x) -ის ფუნქცია შესაბამისი წრფივი ფუნქციით x=1
წერტილის მახლობლობაში). ln2 ≈ 0.7.

You might also like