You are on page 1of 3

ამოცანები

კომბინატორიკა და კომბინატორული გეომეტრია.

1. რა მინიმალური რაოდენობა კარტი უნდა ამოვიღოთ კარტების დასტიდან,


რომ 7 ცალი კარტი მაინც ერთნაირი ‘ცვეტის’ ამოვიდეს (ყველა გული,
მაგალითად)?

2. კალათბურთის გუნდის განაცხადში არის 10 მოთამაშე. 5–კაციანი რამდენი


განსხვავებული შემადგენლობა შეიძლება იმყოფებოდეს მოედანზე?

3. ერთიდან მილიონამდე რიცხვებს შორის რომელი რიცხვები უფრო მეტია,


რომელთა ჩაწერაში არ შედის ციფრი 0, თუ დანარჩენები?

მითითება: თუ რიცხვის ჩაწერაში არ შედის ციფრი 0, მაშინ იგი შედგება


ნებისმიერი ციფრისაგან 1–დან 9–მდე.

4. ჭადრაკის დაფას ჩამოაჭრეს ორი კუთხის უჯრა ერთდაიგივე დიაგონალზე.


შეიძლება თუ არა ახლა ჭადრაკის დაფის დაფარვა დომინოს ქვებით, თუ
ყოველი დომინოს ქვა ზუსტად ორ უჯრას ფარავს? (ქვები ერთმანეთს არ უნდა
გადაედონ.)

5. უნივერსიტეტის გახსნის საღამოზე სულ 527 სტუდენტი მოვიდა. შეიძლება


თუ არა ისე მოხდეს, რომ ყოველმა სტუდენტმა კენტი რაოდენობა სტუდენტს
ჩამოართვას ხელი ამ საღამოზე?

6. კუბური ფორმის ყველი დაყოფილია 27 პატარა კუბიკად (რუბიკ–კუბიკივით).


თაგვი იწყებს ამ კუბიკების ჭამას და ერთ პატარა კუბიკს რომ შეჭამს, გადადის
მის მეზობელ კუბიკზე (რომელთანაც შეჭმულ კუბიკს საერთო წახნაგი
ჰქონდა). თაგვმა იცის, რომ შუა კუბიკი ყველაზე გემრიელია და უნდა, რომ ის
სულ ბოლოს შეჭამოს. შესაძლებელია თუ არა თაგვისთვის ამის გაკეთება?

მითითება: შეღებეთ კუბიკები ჭადრაკულად. რამდენი თეთრი და რამდენი


შავი კუბიკი გამოვა?
7. დაასაბუთეთ პირდაპირი გამოთვლებით, რომ

Cnm  Cnm11  Cnm1

8. დათვალეთ ტოლი წრეების სიბრტყეში ჩალაგების სიმჭიდროვე კვადრატული


ჩალაგების დროს.

9. დათვალეთ ტოლი წრეების სიბრტყეში ჩალაგების სიმჭიდროვე ექვსკუთხა


ჩალაგების დროს. რომელ შემთხვევაში მეტია სიმჭიდროვე, კვადრატული თუ
ექვსკუთხა ჩალაგების დროს?

10. (ძლიერი ჯგუფისათვის) დაასაბუთეთ, რომ 2 განზომილების შემთხვევაში


(სიბრტყეზე) kissing number არის 6.

11. (ძლიერი ჯგუფისთვის) შეიძლება თუ არა 6  6  6 ზომის ყუთი მთლიანად


შევავსოთ 1  2  4 ზომის აგურებით?

მითითება: წარმოვიდგინოთ, რომ ყუთი დავყავით 2  2  2 ზომის პატარა


კუბებად და ეს კუბები შევღებეთ ჭადრაკულად.

12. (ძლიერი ჯგუფისთვის) დაასაბუთეთ ბინომიალური ფორმულა:

(a  b) n  Cn0 a n  Cn1 a n 1b  Cn2 a n 2b 2    Cnn b n


მითითება: (a + b) მრავლდება თავის თავზე n –ჯერ. ყველა წევრი უნდა
გამრავლდეს ყველა წევრზე. იმისათვის, რომ მივიღოთ, მაგალითად an-2 b2,
ორი თანამამრავლიდან უნდა ავირჩიოთ b, ხოლო დანარჩენი n-2
თანამამრავლიდან უნდა ავირჩიოთ a. რამდენი სხვადასხვა შესაძლებლობა
არსებობს n თანამამრავლიდან ორი თანამამრავლის ამორჩევის?

13. (ძლიერი ჯგუფისთვის) გამოთვალეთ შემდეგი ბინომიალური

კოეფიციენტების ჯამი: Cn0  Cn1  Cn2    Cnn


მითითება 1. გამოიყენეთ (a + b)n –ის გამოსათვლელი ფორმულა
(ბინომიალური კოეფიციენტებით).
14. (ძლიერი ჯგუფისთვის) პოკერის მოთამაშეებს ზოგჯერ უკვირთ, თუ რატომ
ფასობს four of a kind (ოთხი ერთნაირი, მაგალითად, 4 შვიდიანი) უფრო მეტად,
ვიდრე full house (სამი ერთნაირი და კიდევ ორი ერთნაირი, მაგალითად, 3
კაროლი და 2 ვალეტი). აჩვენეთ რას უდრის თითოეული ასეთი კარტის
მოსვლის შანსი. (პოკერის სათამაშო დასტაში სულ 52 კარტია და რიგდება
ხუთ–ხუთი კარტი.)

მითითება 1. ყოველი 5–კარტიანი ჯუფთების მოსვლის შანსი თანაბარია.


მითითება 2. დავთვალოთ რამდენი ჯუფთებაა four of a kind. ოთხი ერთნაირი
კარტის „მასტი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი არსებული 13–დან (ყოველი
კონკრეტული მასტის ოთხეული ერთადერთია). მეხუთე კარტი შეიძლება იყო
ნებისმიერი მასტის დარჩენილი 12–დან (ოთხი ვარიანტით ყოველი
კონკრეტული მასტისთვის). სულ გამოვიდა 13×1×12×4 ჯუფთება.

15. (ძლიერი ჯგუფისთვის) ამზადებენ გვირილას ხელოვნურ ყვავილს 7


სიმეტრიული ფურცლით. ფურცლების შესაღებად აქვთ 10 განსხვავებული
ფერის საღებავი (სხვადასხვა ფურცელი შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს).
რამდენი ასეთი განსხვავებული ყვავილი შეიძლება დაამზადონ?

მითითება 1. მოტრიალებით მიღებული ყვავილები ერთი და იგივეა.


მითითება 2. სულ შეიძლება დამზადდეს 107 ყვავილი, თუ მოტრიალებას არ
გავითვალისწინებთ.
მითითება 3. სულ არსებობს 10 მხოლოდ ერთი ფერით შეღებილი ყვავილი.

16. (ძლიერი ჯგუფისთვის) წინა ამოცანის გამოყენებით დაამტკიცეთ ფერმას


მცირე თეორემა: (np-n) იყოფა p-ზე, თუ p მარტივი რიცხვია და n ნებისმიერი
ნატურალური.

You might also like