You are on page 1of 3

ლექცია 1

მათემატიკა და პოლიტიკა.
(ეროუს შეუძლებლობის თეორემა)

1. განვიხილოთ პრეფერენციების შემდეგი ცხრილი:

4 3 2
A B C
C C B
B A A

რა თანმიმდევრობით განაწილდებიან კანდიდატები, თუ არჩევნები ჩატარდება


უბრალო უმრავლესობის პრინციპით?
რა თანმიმდევრობით განაწილდებიან კანდიდატები, თუ არჩევნები ჩატარდება
ერთი–ერთზე ‘დუელის’ პრინციპით?
შეადარეთ ეს ორი რეზულტატი.

2. ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, კოეფიციენტების პირველ ვარიანტს თუ გამოვიყენებთ?


მეორე ვარიანტს თუ გამოვიყენებთ? მესამე ვარიანტს თუ გამოვიყენებთ?

ვარიანტი ვარიანტი 2 ვარიანტი 3 2 3 4


1
3 3 3 A A B
1 2 2.5 B C C
0 0 0 C B A

3. განვიხილოთ პრეფერენციების შემდეგი ცხრილი.

კოეფიციენტებ 1 3 2 1 1 3

3 A A B C C D
2 B C C B D B
1 C B D D A C
0 D D A A B A

აჩვენეთ, რომ ამ შემთხვევაში A-ს აქვს უბრალო უმრავლესობა და ამ სისტემით იგი


გახდებოდა პრეზიდენტი. B მოუგებდა ერთი–ერთზე ‘დუელს’ ნებისმიერ სხვა
კანდიდატს. C გახდებოდა პრეზიდენტი, თუ კოეფიციენტების სისტემას
გამოვიყენებდით. და ბოლოს, D იქნებობა ორტურიანი სისტემის გამარჯვებული.

4. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 3 კანდიდატი. რამდენი სხვადასხვა


ტიპის ამომრჩეველი შეიძლება არსებობდეს მისი პრეფერენციების მიხედვით? (ანუ,
რამდენი განსხვავებული სვეტი შეიძლება არსებობდეს პრეფერენციების ცხრილში.)
ამომრჩევლის რამდენი სხვადასხვა ტიპი იარსებებს პრეზიდენტობის 4 კანდიდატის
შემთხვევაში?

5. შეიძლება თუ არა, არჩევნების რომელიმე სხვა სისტემაში (ლექციაში განხილული 4


სისტემიდან), გარდა ორტურიანი სისტემისა, მოხდეს ასეთი რამ: კანდიდატმა A-მ
მოიგო არჩევნები. მაგრამ თუ რამდენიმე ამომრჩეველი, რომლებისთვისაც A ყველაზე
არასასურველია, არ მოვიდოდა არჩევნებზე, მაშინ A ამ არჩევნებს ვერ მოიგებდა.

6. მოიფიქრეთ პრეფერენციების ცხრილი 3 კანდიდატისათვის A, B და C, სადაც ერთი


ერთზე ‘დუელში’ A აგებს B–სთან, B აგებს C–სთან და C აგებს A–სთან.

7. მოიფიქრეთ პრეფერენციების ცხრილი 3 კანდიდატისათვის, სადაც უბრალო


უმრავლესობით ჩატარებული არჩევნების დროს კანდიდატები დალაგდებოდნენ ამ
თანმიმდევრობით: A, B, C. ხოლო თუ კანდიდატი A არ მიიღებდა მონაწილეობას,
მაშინ პრეზიდენტი გახდებოდა არა B, არამედ C.

8. მოიფიქრეთ პრეფერენციების ცხრილი, სადაც A კანდიდატს საუკეთესოდ თვლიდეს


მხოლოდ ერთი ამომრჩეველი (ამომრჩეველთა დიდი რაოდენობიდან), მაგრამ
ამავდროულად ერთი–ერთზე დუელში A უგებდეს B-საც და C–საც.
9. (ძლიერი ჯგუფისთვის) განვიხილოთ პრეფერენციების მატრიცა

X 5 4
A B C
C C A
B A B
სადაც X ჩვენთვის უცნობი რიცხვია. ცნობილი, რომ A კანდიდატმა მოიგო
ორტურიანი არჩევნები? ცნობილია ასევე, რომ 3 ამომრჩეველი მეორე სვეტიდან რომ
არ მოსულიყო არჩევნებზე, მაშინ A წააგებდა არჩევნებს. რისი ტოლია X? (X მთელი
რიცხვია.)

You might also like