You are on page 1of 16

მედიცინა+პბლ

საგნის დასახელება: პოპულაციური ჯანმრთელობა 1


სემესტრი: III
ტესტების რაოდენობა 60

1. სტატისტიკა არის მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის:


a. მასობრივ ერთგვაროვან მოვლენებს რაოდენობრივ და თვისებრივ
ურთიერთკავშირში, ავლენს მოვლენათა კანონზომიერებებს და იძლევა
მათ განზოგადებას მაჩვენებლების სახით
b. მოსახლეობის ავადობის მიზეზებს
c. სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურობას
d. პროფილაქტიკური ღონისძიებების ეფექტურობას
e. A

ANS:

2. სტატისტიკის მიმართულებას, რომელიც მედიცინაში გამოიყენება


ეწოდება:
a. ეკოლოგიური სტატისტიკა
b. ბიოლოგიური სტატისტიკა ანუ ბიოსტატისტიკა
c. ქირურგიული სტატისტიკა
d. ფსიქოლოგიური სტატისტიკა
e.

ANS: b

3. ბიოსტატისტიკა გამოიყენება
a. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ნუტრიციოლოგიაში, გარემოს
ჯანმრთელობის კვლევაში
b. მედიცინის სფეროში კლინიკური კვლევის დიზაინსა და ანალიზში
c. გენეტიკაში, ეკოლოგიაში
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

4. ბიოსტატისტიკის ნაწილებია:
a. აღწერითი, ანალიზური
b. ინფორმაციული
c. ვარიაციული
d. სტანდარტული
e.

ANS: a

5. აღწერითი ბიოსტატისტიკა აღწერს მოსახლეობის პარამეტრებს:


a. ცენტრალური განაწილების საზომებით
b. ცვალებადობის საზომებით
c. გრაფიკული ტექნიკური საშუალებებით
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

6. ბიოსტატისტიკური კვლევის საგანს წარმოადგენს:


a. გენერალური ერთობლიობა ანუ პოპულაცია
b. ინდივიდუალური პაციენტი
c. ქრონიკული ფორმით დაავადებული ადამიანები
d. წლამდე ასაკის ბავშვები
e.

ANS: a

7. ამონარჩევი ეწოდება:
a. მოვლენის გავრცელებას სხვა გარემოში
b. მოვლენათა განაწილების თანმიმდევრობას
c. გენერალური ერთობლიობის ნაწილს, რომელიც კვლევისთვის
შეირჩევა
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: c

8. სტატისტიკური კვლევის ეტაპებია:


a. გეგმის შედგენა, ინფორმაციის შეგროვება
b. მიღებული მასალის ანალიზი
c. დასკვნების გაკეთება, შედეგების პრეზენტაცია და გავრცელება
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

9. კვლევის გეგმის შემადგენელი ელემენტებია:


a. მიზანი, ამოცანები, კვლევის ტიპი
b. შსასწავლი ობიექტი ან საკითხი, მოცულობა, მასალის შერჩევის
მეთოდი
c. დრო, ფინანსური და ადამიანური რესურსი, მონაცემთა დამუშავების
მეთოდი
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

10. კვლევის მოცულობა გვიჩვენებს:


a. რა მოცულობის კვლევა უნდა ჩატარდეს სარწმუნო შდეგების
მისაღებად
b. რომელი მეთოდით უნდა შეირჩეს გამოსაკვლევი კონტიგენტი
c. დროის რა მონაკვეთსი უნდა შსრულდეს კვლევა
d. სტატისტიკური ანალიზის რა მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული
e.

ANS: a

11. ჩამოთვლილთაგან რომელია ცენტრალური მდებარეობის


პარამეტრები?
a. საშუალო არითმეტიკული
b. საშუალო გეომეტრიული
c. მოდა, მედიანა
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

12. ჩამოთვლილთაგან რომელია ცენტრალური მდებარეობის პარამეტრი?


a. სტანდარტული გადახრა
b. ვარიანტა
c. დიაპაზონი
d. მედიანა
e.

ANS: d

13. ნორმალური განაწილების დროს მრუდს როგორი ფორმა აქვს?


a. ელიფსის ფორმა
b. რკალის ფორმა
c. წრეწირის ფორმა
d. ,,ზარის” ფორმა
e.

ANS: d

14. ნორმალური განაწილების პარამეტრები გვიჩვენებენ, თუ სად


მდებარეობს:
a. მონაცემების ცენტრი
b. მონაცემების კიდურა წევრები
c. მონაცემების მინიმალური მნიშვნელობის წევრი
d. მონაცემების მაქსიმალური მნიშვნელობის წევრი

e.

ANS: a

15. საშუალო არითმეტიკულის მახასიათებელია:


a. იყენებს ყველა მონაცემს
b. მგრძნობიარეა უკიდურესი მნიშვნელობების მიმართ
c. წარმოადგენს საუკეთესო მახასიათებელს ნორმალური განაწილების
შემთხვევაში
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

16. როდის იქნება მონაცემთა ნაკრები წონასწორობაში?


a. როდესაც საყრდენი წერტილი მოთავსებულია საშუალო
არითმეტიკულის მარცხნივ
b. როდესაც საყრდენი წერტილი მოთავსებულია საშუალო
არითმეტიკულის მარჯვნივ
c. როდესაც საყრდენი წერტილი მოთავსებულია საშუალო
არითმეტიკულსა და მოდას შორის
d. როდესაც საყრდენი წერტილი მოთავსებულია საშუალო
არითმეტიკულზე
e.

ANS: d

17. საშუალო არითმეტიკულის გამოყენებას აზრი აქვს თუ:


a. ცენტრალური ტენდენციის განაწილებაა
b. განაწილება არის სიმეტრიული
c. უკიდურესი მნიშვნელობები მცირეა ან არ არის
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

18. მედიანას მახასიათებელია:


a. ცენტრალური განაწილების პარამეტრია, მონაცემთა რიგს ორ თანაბარ
ნაწილად ყოფს
b. გამოიყენება, როდესაც განაწილება არის ასიმეტრიული
c. დამოკიდებული არ არის განაწილების ექსტრემალურ
მნიშვნელობებზე
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

19. მიუთითეთ ცენტრალური განაწილების საზომი, რომელიც მონაცემთა


რიგს შუაზე ყოფს:
a. საშუალო არითმეტიკული
b. მედიანა
c. მოდა
d. საშუალო გეომეტრიული
e.

ANS: b

20. კვარტილი მნიშვნელობაა, რომელიც განაწილებას ყოფს:


a. 5 თანაბარ ნაწილად
b. 4 თანაბარ ნაწილად
c. 3 თანაბარ ნაწილად
d. 2 თანაბარ ნაწილად
e.

ANS: b

21. პერცენტილი ცვლადის ის მნიშვნელობაა, რომელიც განაწილების


რიგს ყოფს:
a. 100 თანაბარ ნაწილად
b. 50 თანაბარ ნაწილად
c. 25 თანაბარ ნაწილად
d. 10 თანაბარ ნაწილად
e.

ANS: a
pasuxis axsna

22. დისპერსიის (განფენის) პარამეტრებს მიეკუთვნება:


a. დიაპაზონი, კვარტილებს შორის ინტერვალი
b. ვარიანტა, სტანდარტული გადახრა
c. ვარიაციის კოეფიციენტი
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

23. დიაპაზონის მახასიათებელია:


a. განაწილების ყველაზე მარტივი განზომილებაა
b. გამოხატავს სხვაობას ყველაზე დიდ და ყველაზე მცირე
მნიშვნელობებს შორის
c. მასზე გავლენას ახდენს უკიდურესი მნიშვნელობები
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

24. სტანდარტული გადახრის მახასიათებელია:


a. მონაცემთა რიგის დისპერსიას
b. მით უფრო მცირეა, რაც ერთგვაროვანია მონაცემები
c. მნიშვნელობა იზრდება, თუ მონაცემები ერთმანეთის გან
მნიშვნელოვნად განსხვავდებიან
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

25. როგორი დამოკიდებულებაა მონაცემთა ერთგვაროვნებასა და


სტანდარტულ გადახრას შორის?
a. რაც უფრო ერთგვაროვანია მონაცემები, მით უფრო მცირეა
სტანდარტული გადახრა
b. რაც უფრო ერთგვაროვანია მონაცემები, მით უფრო დიდია
სტანდარტული გადახრა
c. თუ მონაცემები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან,
მაშინ სტანდარტული გადახრის მნიშვნელობა მცირდება
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: a

26. ვარიაციის კოეფიციენტი მიიღება:±±±±±±±±


a. სტანდარტული გადახრის გაყოფით საშუალო არითმეტიკულზე
b. სტანდარტული გადახრის გამრავლებით საშუალო არითმეტიკულზე
c. სტანდარტული გადახრის გაყოფით მედიანაზე
d. სტანდარტული გადახრის გაყოფით დიაპაზონზე
e.

ANS: a
27. ჰიპოთეზა არის
a. რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებული მეცნიერული ვარაუდი,
რომლის უეჭველობა ჯერ არ არის ცდით დამტკიცებული
b. რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებული მეცნიერული ვარაუდი,
რომლის უეჭველობა ჯერ არ არის ცდით დამტკიცებული
c. ვარიაციული რიგის მახასიათებელი
d. ცენტრალური ტენდენციის მახასიათებელი
e.

ANS: a

28. თანაფარდობა არის:


a. ორი დაკავშირებული რიცხვის განაყოფი
b. ორი დამოუკიდებელი რიცხვის განაყოფი
c. ინტენსიური მაჩვენებელი
d. ექსტენსიური მაჩვენებელი
e.

ANS: b

29. პროპორცია არის:


a. ორი დამოუკიდებელი რიცხვის განაყოფი
b. ორი დაკავშირებული რიცხვის განაყოფი. მრიცხველი მნიშვნელის
შემადგენელი ნაწილია
c. ორი დაკავშირებული რიცხვის განაყოფი. მრიცხველი მნიშვნელის
შემადგენელი ნაწილია. დრო ყოველთვის გათვალისწინებულია
მნიშვნელში
d. თვალსაჩინოების მაჩვენებელი
e.

ANS: b

30. მაჩვენებელი არის:


a. ორი დამოუკიდებელი რიცხვის განაყოფი
b. ორი დაკავშირებული რიცხვის განაყოფი. მრიცხველი მნიშვნელის
შემადგენელი ნაწილია
c. ორი დაკავშირებული რიცხვის განაყოფი. მრიცხველი მნიშვნელის
შემადგენელი ნაწილია. დრო ყოველთვის გათვალისწინებულია
მნიშვნელში
d. თვალსაჩინოების მაჩვენებელი
e.

ANS: c

31. ჰიგიენა შისწავლის


a. გარემოს მავნე ფაქტორების გავლენას ჯანმრთელობაზე, ეფექტურ
ღონისძიებებს ამ ფაქტორების ზემოქმედებისაგან დასაცავად
b. სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურობას
c. დაავადების განვითარების მექანიზმებს
d. პროფილაქტიკური ღონისძიებების ეფექტურობას
e. ---

ANS: a

32. ჰიგიენის შესწავლის ობიექტებია:


a. გარემოს ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
b. სოციალური პირობების გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე
c. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა
d. გარემოსა და სოციალური ფაქტორების გავლენა ადამიანის
ორგანიზმზე
e.

ANS: d
33. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა
არის
a. დაავადებათა არარსებობა
b. ფიზიკური დეფექტების არარსებობა
c. ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა
d. დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობა
e.

ANS: c

34. ტყვია განსაკუთრებით მავნე მოქმედებას იჩენს:


a. ორსულებზე და ბავშვებზე
b. მოხუცებზე და ბავშვებზე
c. ორსულებსა და მოხუცებზე
d. გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულებზე
e.

ANS: a

35. ვერცხლისწყლის მცირე დოზებით ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს:


a. ნევრასთენიულ სინდრომს
b. დაუნის სინდრომს
c. მწვავე დუნე დამბლას
d. პერიოდული ცხელების სინდრომს
e.

ANS: a

36. ჰაეროვანი გარემოს ძირითადი მნიშვნელობა


a. იძლევა ჟანგბადს, აუმჯობესებს იმუნურ სტატუსს
b. იღებს ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამოყოფილ აიროვან
პროდუქტებს
c. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გავლენას ახდენს
თერმორეგულაციის პროცესებზე
d. იძლევა ჟანგბადს, იღებს ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამოყოფილ
აიროვან პროდუქტებს, გავლენას ახდენს თერმორეგულაციის
პროცესებზე
e.

ANS: d

37. ჰიპოქსიის მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას იჩენს:


a. გულ-სისხლძარღვთა სისტემა
b. სასუნთქი სისტემა
c. ცენტრალური ნერვული სისტემა
d. საჭმლის მომნელებელი სისტემა
e.

ANS: c

38. ძალიან მაღალი პარციალური წნევის ჟანგბადმა შეიძლება


გამოიწვიოს:
a. პნევმონია
b. ფილტვის შეშუპება
c. ეპილეპტოიდური კრუნჩხვები
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

39. რა განაპირობებს ოზონის დიდ ზოგად ბიოლოგიურ მნიშვნელობას?


a. შთანთქავს მოკლეტალღოვან ულტრაიისფერ გამოსხივებას, აკავებს
ინფრაწითელ უკუ გამოსხივებას
b. არ შთანთქავს მოკლეტალღოვან ულტრაიისფერ გამოსხივებას
c. არ აკავებს ინფრაწითელ უკუ გამოსხივებას
d. შთანთქავს გრძელტალღოვან ულტრაიისფერ გამოსხივებას
e.

ANS: a

40. ოზონის მაღლმა კონცენტრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს:


a. ჟანგვითი პროცესების დარღვევა
b. ქსოვილებიდან ადრენალინის გამოყოფა
c. ფილტვების შეშუპება
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილიe.

ANS: d

41. ფიზიოლოგიური მოქმედების მიხედვით ნახშირორჟანგი


წარმოადგენს:
a. სუნთქვის ცენტრის დამთრგუნველს
b. სუნთქვის ცენტრის ამგზნებს
c. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დამრღვევს
d. ნივთიერებათა ცვლის დამრღვევს
e.

ANS: b

42. ნახშირორჟანგის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ჩასუნთქულ


ჰაერში არის:
a. 0.1%
b. 0.5%
c. 1%
d. 1.5%
e.
ANS: a

43. რადონის კონცენტრაცია ჰაერში პირდაპირ კავშირშია:


a. ფილტვის კიბოს განვითარებასთან
b. ჰიპერტენზიასთან
c. დიაბეტთან
d. ჰეპატიტთან
e.

ANS: a

44. ჰაეროვანი გარემოს უნივერსალურ დამაბინძურებელს ეკუთვნის:


a. ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი, აზოტმჟავა, ორგანული და
არაორგანული მტვერი
b. ნახშირორჟანგი, მეთანი, ამიაკი, ვულკანის მტვერი, ტეტრაეთილტყვია
c. გოგირდწყალბადი, აზოტისორჟანგი, ნახშირჟანგი, სამრეწვწლო
მტვერი
d. ნახშირჟანგი, გოგირდოვანი აირი, აზოტის ჟანგეულები, მტვერი
e.

ANS: d

45. ნახშირორჟანგით მოწამვლის პათოგენეზი დაკავშირებულია მის


უნართან წარმოქმნას:
a. კარბოქსიჰემოგლობინი
b. ოქსიჰემოგლობინი
c. ერგოსტერინი
d. კაროტინი
e.

ANS: a

46. წლის განმავლობაში მზის პირდაპირი რადიაციის ყველაზე მაღალი


მნიშვნელობა აღინიშნება:
a. ზაფხულში
b. შემოდგომაზე
c. გაზაფხულზე
d. ზამთარში
e.

ANS: c

47. მოკლეტალღოვანი ინფრაწითელი გამოსხივება იწვევს:


a. ბაქტერიოციდულ ეფექტს
b. წვის შეგრძნებას
c. ქსოვილების თანაბარ გათბობას
d. D ვიტამინის წარმოქმნას
e.

ANS: c

48. რა თვისებების გამო გამოიყენება ინფრაწითელი გამოსხივება


სამედიცინო პრაქტიკაში?
a. ახასიათებს შეღწევადობის მაღალი უნარი
b. აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
c. ხელს უწყობს ანთებითი კერების გაწოვას
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

49. ორგანიზმის წყლით შიმშილის დროს:


a. ძლიერდება რღვევის პროცესი, იცვლება სისხლის ქიმიურ-ფიზიკური
კონსტანტები და წყალ-მარილოვანი ცვლა
b. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ვითარდება შეკავება
c. ირღვევა ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედება
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

50. სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ნახმარი წყლები შეიცავს:


a. ცხოველური წარმოშობის ორგანულ ნივთიერებებს
b. პესტიციდებს, მინერალურ სასუქებს
c. ინფექციურ აგენტებს
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

51, ატმოსფერულ წყლებს ახასიათებს:


a. მაღალი მინერალიზაცია
b. დაბალი მინერალიზაცია
c. არასტაბილური ქიმიური შემადგენლობა
d. არასტაბილური ორგანოლეპტიკური თვისებები
e.

ANS: b

52. ხისტი წყლის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს შემდეგი


დაავადებების განვითარებას
a. ოსტეოქონდროზის
b. ნეფრიტის
c. პიელონეფრიტის
d. კენჭოვანი დაავადების
e.

ANS: d

53. სულფატების მაღალი შემცველობის მინერალური წყლების


ხანგრძლივი გამოყენება გავლენას ახდენსშემდეგ ორგანოთა სისტემის
ფუნქციონირებაზე:
a. გულ-სისხლძარღვთა
b. სუნთქვის
c. ენდოკრინული
d. საჭმლის მომნელებელი
e.

ANS: d

54. ქლორიდების მაღალი შემცველობისმქონე წყლის ხანგრძლივი


გამოყენება იწვევს:
a. კენჭოვანი დაავადების განვითარებას
b. იმუნური სისტემის გააქტივებას
c. მაინჰიბირებელ ეფექტს კუჭის სეკრეციაზე
d. წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევას
e.

ANS: d

55. ინფექციური დაავადების მიზეზს წარმოადგენს წყალი, რომელიც


შეიცავს:
a. რადიოაქტიურ ელემენტებს
b. მძიმე მეტალებს
c. კანცეროგენულ და მუტაგენულ აგენტებს
d. პათოგენურ მიკროორგანიზმებს
e.

ANS: d

56. წყლის ფაქტორით შეიძლება გავრცელდეს:


a. მუცლის ტიფი, ქოლერა
b. დიზენტერია, კოლიენტერიტები
c. ლეპტოსპიროზი, ტულარემია
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

57. საკვები რაციონი მოქმედებს:


a. ზრდაზე და ფიზიკურ განვითარებაზე, შრომისუნარიანობაზე
b. ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებზე
c. ავადობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

58. კალორიულობა წარმოადგენს მოხმარებული საკვების:


a. რაოდენობრივ საზომს
b. სრულფასოვნების საზომს
c. ხარისხობრივ საზომს
d. ბალანსირებულობის საზომს
e.

ANS: a

59. ბავშვთა კვების კალორიულობა დამოკიდებულია:


a. ასაკსა და სქესზე
b. ფიზიკურ დატვირთვასა და გონებრივ დაძაბულობაზე
c. ენერგეტიკული და პლასტიკური პროცესების ინტენსივობაზე
d. ინდივიდუალურ თავისებურებებზე
e.

ANS: c

60. კვების ცხიმოვანი უკმარისობის დროს აღინიშნება:


a. გამოხატული დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ
b. იმუნოლოგიური და დაცვითი მექანიზმების შესუსტება
c. ცვლილებები კანში, თირკმლებში, მხედველობის ორგანოებში
d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
e.

ANS: d

You might also like