You are on page 1of 6

1).

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის ჩამოთვლილი მეთოდებიდან


რომელია მეტად ინფორმაციული:
ა. რუტინული რენტგენოლოგიური გამოკვლევა
ბ. კომპიუტერული ტომოგრაფია
გ. ფოტონური აბსორბციომეტრია
დ. სწორია ბ და გ
2).რუტინული რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ძვლის მასის განლევის
პროცესის გამოვლენა ხდება მაშინ, როცა დაკარგული ძვლის საერთო მასა
შეადგენს:
ა. 5-10%-ს
ბ. 10-15%-ს
გ. 20-30%-ს
3). ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ფაქტორებია ყველა
ჩამოთვლილი, გარდა:
ა. პოსტმენოპაუზური პერიოდისა
ბ. შავკანიანი რასისა
გ. გენეტიკური წინასწარგანწყობისა
დ. კალციუმის დეფიციტისა
4). ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ფაქტორებია ყველა
ჩამოთვლილი, გარდა:
ა. ჰიპერპარათირეოზისა
ბ. კუშინგის სინდრომისა
გ. ფიზიკური აქტიურობისა
დ. ანტიკოაგულანტების ხანგრძლივი მიღებისა ე. კორტიკოსტეროიდებით
ხანგრძლივი მკურნალობისა
5).პოსტმენოპაუზურ პერიოდში ოსტეოპოროზის პრევენციის მიზნით
ესტროგენების გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს:
ა. სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა
ბ. შაკიკის მსგავსი შეტევები
გ. ღრმა ვენების თრომბოზი
დ. მენსტრუაციის რეციდივი
ე. ყველა ჩამოთვლილი

6). 80 წლის უმოძრაო პაციენტს განუვითარდა ნაწოლი. აღინიშნება მწვავე


ანთებითი პროცესის გავრცელება კანის ყველა სტრუქტურაზე (კანქვეშა
ცხიმოვან ქსოვილამდე). აღინიშნება მკაფიოდ შემოფარგლული
ზედაპირული წყლულების გაჩენა, დაზიანებულ არეში ფიბროზისა და
პიგმენტაციის განვითარება. ნაწოლის განვითარების რომელ სტადიას
შეესაბამება აღწერილი დაზიანება:
ა. პირველ სტადიას
ბ. მეორე სტადიას
გ. მესამე სტადიას
დ. მეოთხე სტადიას
7).ნაწოლების განვითარების პრევენციულ ღონისძიებებს მიეკუთვნება:
ა. სხეულის ქვემდებარე ქსოვილებზე წნევის, ხახუნის და სინოტივის
მოქმედების შემცირება
ბ. კანის რეგულარული მოვლა
გ. ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის შეძლებისდაგვარად თავიდან აცილება
დ. სედაციური საშუალებების ზედოზირებისგან თავის შეკავება
ე. პაციენტის ადეკვატური კვება
ვ. ყველა ჩამოთვლილი

8).ნაწოლის განვითარების მეოთხე სტადიის დროს მიზანშეწონილია:


ა. წყლულის ქსოვილის ბიოფსია ბაქტერიოლოგიური ანალიზისთვის
ბ. ანტიბიოტიკოთერაპია ცელულიტის და/ან ოსტეომიელიტის
სამკურნალოდ
გ. პლასტიკური ოპერაცია
დ. ყველა ჩამოთვლილი

9). ხანდაზმულ ასაკში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ქვემოთ


ჩამოთვლილი გულის ფუნქციური მაჩვენებლებიდან სარწმუნო კლებას
განიცდის:
ა. განდევნის ფრაქცია
ბ. საბოლოო დიასტოლური მოცულობა
გ. დარტყმითი მოცულობა
დ. საბოლოო სისტოლური მოცულობა
10).ხანდაზმულ ასაკში, მოსვენებით მდგომარეობაში ცვლილებას არ
განიცდის ჩამოთვლილი გულის ფუნქციური მაჩვენებლებიდან ერთ-ერთი:
ა. სისტოლური წნევა
ბ. დიასტოლური წნევა
გ. გულის ინდექსი
დ. გულის წუთმოცულობა

11).თიაზიდური შარდმდენების ნაკლოვანი მხარეა:


ა. ჰიპოკალიემია
ბ. ჰიპონატრიემია
გ. ჰიპერგლიკემია
დ. სწორია ა და ბ
ე. სწორია ყველა ჩამოთვლილი

12).ხანდაზმული პაციენტის ჰიპოტენზიური პრეპარატებით მკურნალობისას


საწყისი დოზა საშუალო თერაპიულ დოზაზე:
ა. მეტი უნდა იყოს
ბ. ნაკლები უნდა იყოს
გ. იყოს საშუალო თერაპიული დოზის ტოლი

13). ამილნიტრიტის მოქმედებით სისტოლური შუილი მცირდება:


ა. მიტრალური სარქვლის უკმარისობის დროს
ბ. აორტული სარქვლის სკლეროზის დროს
გ. აორტის ხვრელის სტენოზის დროს
დ. იდიოპათიური ჰიპერტროფიული სუბაორტული სტენოზის დროს
14). შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ დანიშნული ქვემოთ ჩამოთვლილი
პრეპარატებიდან ხანდაზმულებისთვის წინააღმდეგნაჩვენებია:
ა. აცეტოჰექსამინი
ბ. ტოლაზამიდი
*გ. ქლორპროპამიდი
დ. გლიბერიდი

15)რომელის საკვების ნაკლებობისას ვითარდება ფოლიუმ-დეფიციტური


ანემია?
ა. ხორცის
ბ. ხილის და ბოსტნეულის
გ. თევზის
დ. კვერცხის და რძის პროდუქტების

16).ასაკის მატებასთან ერთად მიღებული კალორიების დღიური


რაოდენობა:
ა. უნდა შემცირდეს
ბ. უნდა გაიზარდოს
გ. არ უნდა შეიცვალოს

17). ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებზე:


ა. მატულობს
ბ. მცირდება
გ. არ იცვლება
18).ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი შეიძლება
წამოადგენდეს ხანდაზმულთა ცუდი კვებადობის განმსაზღვრელ ფაქტორს:
ა. რეზერპინი
ბ. დიგოქსინი
გ. ანტისიმსივნური პრეპარატები
დ. ყველა ჩამოთვლილი
19). ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიან რომელი ეკუთვნის ხანდაზმულთა
ცუდი კვებადობის განვითარების მაღალი რისკის ფაქტორს:
ა. ქრონიკული დაავადებები
ბ. დეპრესია
გ. კბილების და პირის ღრუს პათოლოგია
დ. გემოვნების და ყნოსვის დეფექტები
ე. ყველა ჩამოთვლილი
20).ხანდაზმულებში ინფექციის მაღალი რისკის განმაპირობებელი
ფაქტორებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
ა. ხშირი და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის
ბ. შაქრიანი დიაბეტის
გ. ფიზიკური აქტიურობის
დ. პროსტატის ჰიპერტროფიის
21). ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელმა შეიძლება
გამოიწვიოს ჰიპოთერმია: ა. ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტმა
ბ. ბარბიტურატებმა
გ. ტრანკვილიზატორებმა
დ. ზოგადმა საანესთეზიო საშუალებებმა
ე. ყველა ჩამოთვლილმა
დ. უმოძრაო გუგები
22). ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მწვავედ განვითარებული
ჰიპოთერმიის გართულება:
ა. არითმია
ბ. ბრონქოპნევმონია
გ. პანკრეატიტი
დ. მწვავე ტუბულარული ნეკროზი
ე. ყველა ჩამოთვლილი

23). თუ ჰიპოთერმიის შედეგად ხანდაზმული პაციენტის სხეულის


ტემპერატურა 30 oC-ზე დაბლა დაეცა, საჭიროა:
ა. პაციენტის მოთავსება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
ბ. უწყვეტი ეკგ-მონიტორირება
გ. ანტიბიოტიკოთერაპია
დ. ინტრავენურად სითხის ინფუზია
ე. ყველა ჩამოთვლილი
24).სხეულის აქტიური (გარეგანი) გათბობის მეთოდებს ეკუთვნის ყველა
ჩამოთვლილი, გარდა:
ა. ჰემოდიალიზის
ბ. თბილ წყალში მოთავსების (42 oC)
გ. ელექტროსათბური
დ. გამთბარი საგნების გამოყენება
25). ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი იწვევს
ორგანიზმიდან სითბოს გამოყოფის გაძნელებას:
ა. ფენოთიაზინები
ბ. ანტიქოლინერგიული საშუალებები
გ. შარდმდენები
დ. პროპრანოლოლი
ე. სწორია ა და ბ
ვ. ყველა ჩამოთვლილი
26).კორტიკალურ (სენილურ) კატარაქტასთან დაკავშირებული ქვემოთ
ჩამოთვლილი მოსაზრებებიან რომელია მართებული:
ა. კორტიკალური კატარაქტა განვითარების რამდენიმე საფეხურს გადის
ბ. დასაწყისში გამჭვირვალობა ძირითადად ბროლის პერიფერიაზე
ქვეითება
გ.კორტიკალური კატარაქტა პროგრესირებს ნელა და უპირატესად
ცენტრალურ მიდამოს მოიცავს
დ. სწორია ა და ბ
ე. სწორია ა და გ
27).ღია კუთხიანი გლაუკომა ჩვეულებრივ, უვითარდებათ:
ა. ხანდაზმულ პირებს
ბ. მამაკაცებს
გ. ქალებს
დ. ახალგაზრდებს
ე. სწორია ა და ბ
ვ. სწორია გ და დ

28).ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა შეიძლება იყოს ხანდაზმულებში სმენის


დაქვეითების უხშირესი მიზეზი:
ა. გოგირდის საცობი
ბ. ტიმპანოსკლეროზი
გ. ოტოსკლეროზი
დ. ოტოტოქსიკური მედიკამენტები
ე. ყველა ჩამოთვლილი

29). პრედნიზოლონის ხმარებისას შეიძლება განვითარდეს ყველა


ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, გარდა:
ა. ოსტეოპოროზისა
ბ. პეპტიური წყლულისა
გ. ჰიპერგლიკემიისა
დ. არტერიული ჰიპერტენზიისა

30).დოფამინერგიული საშუალებების გამოყენებისას შეიძლება


განვითარდეს ყველა ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, გარდა:
ა. გულისრევის
ბ. დელირიუმის
გ. ჰალუცინაციების
დ. ჰიპერტენზიის

31).ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელმა შეიძლება


მოხუცებულ პაციენტში გამოიწვიოს ნაწლავების მოტორიკის დათრგუნვა:
ა. კალციუმის არხების ბლოკერებმა
ბ. ოპიატებმა
გ. ანტიჰისტამინურმა საშუალებებმა
დ. ანტიქოლინერგიულმა საშუალებებმა
ე. ყველა ჩამოთვლილმა

32). ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა ასაკის მატებასთან ერთად მის


პროპორციულად იწყებს დაქვეითებას:
ა. 20 წლის შემდეგ
ბ. 40 წლის შემდეგ
გ. 60 წლის შემდეგ

You might also like