You are on page 1of 413

საოჯახო მედიცინა

1. რომელია სწორი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან?


*ა) სკრინინგი მეორეული პრევენციის სინონიმია და გულისხმობს
ასიმპტომური პაციენტის გასინჯვას, გამოკითხვას ან გამოკვლევას დაავადების
არსებობის ან არარსებობის დადგენის მიზნით;
ბ) სკრინინგი პირველადი პრევენციის სინონიმია და გულისხმობს
დაავადების გამომწვევ მიზეზზე ზემოქმედებას და მის აღმოფხვრას. ;
გ) სკრინინგი მესამეული პრევენციის სინონიმია და გულისხმობს
ჩამოყალიბებული დაავადების კონტროლსა და მართვას.

2. რომელია არ არის სწორი ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან:


ა) საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კარცინომა იწყება ადგილობრივი
დისპლაზიით;
ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს ადგილობრივი დისპლაზიის ფორმასა და
ინვაზიურ ფორმას შორის დროის შუალედმა შეიძლება შეადგინოს 20 წელზე
მეტი;
გ) პაპანიკოლაუს ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეფექტური
მეთოდია;
დ) საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბოს არსებობაზე ეჭვის
დასადასტურებლად პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კოლპოსკოპია და
ცერვიკალური ბიოფსია;
*ე) პაპანიოკოლაუს ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია მენოპაუზის
პერიოდიდან მოყოლებული ყოველ 1 წელიწადში.

3. 24 წლის ქალს არ აღენიშნება ცერვიკალური ნეოპლაზიის რისკ


ფაქტორები. ორჯერ ჩაუტარდა პაპანიკოლაუს სინჯი, ორივე შემთხვევაში
პათოლოგია არ აღინიშნა. შემდეგი ნაცხი უნდა გაკეთდეს:
ა) 6 თვეში
ბ) 1 წლის შემდეგ
გ) 2 წლის შემდეგ
*დ) 3 წლის შემდეგ
ე) 5 წლის შემდეგ

4. 74 წლის პაციენტი გამოკვლეული უნდა იყოს კოლორექტალურ სიმსივნეზე


ყოველწლიურად
ა) რექტალური გასინჯვა თითით
ბ) ბარიუმის პნევმოკონტრასტული ოყნით
გ) ელასტიური სიგმოიდოსკოპით
დ) კოლონოსკოპით
*ე) განავალის ფარულ სისხლდენაზე გამოკვლევით

5. მაღალი არტერიული წნევის სკრინინგის დაწყება ბავშვებში საჭიროა:


ა) ექვსი თვის ასაკში
ბ) ერთი წლის ასაკში
გ) ორი წლის ასაკში
*დ) სამი წლის ასაკში
ე) ხუთი წლის ასაკში

6. ჩვეულებრივ სმენის სკრინინგი ჩვილ ბავშვთა ასაკში უნდა ჩატარდეს


*ა) როგორც ახალშობილთა მოვლის ნაწილი საავადმყოფოში
ბ) 1-2 თვის ბავშვის შემოწმებისას
გ) ერთი წლის ასაკში
დ) 2-3 წლის ასაკში

7. პირველადი პრევენცია გულისხმობს:


ა) დაავადებათა დიაგნოსტიკას ადრეულ - პრეკლინიკურ სტადიაზე;
ბ) დაავადებათა გართულებების, ინვალიდობის თავიდან აცილებას;
*გ) დაავადებათა განვითარების თავიდან აცილებას, ცხოვრების ჯანსაღი
წესის დანერგვას, რისკფაქტორების შემცირებას;

8. მეორეული პრევენცია გულისხმობს:


ა) დაავადებათა განვითარების თავიდან აცილებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის
დანერგვას, რისკფაქტორების შემცირებას;
ბ) დაავადებათა გართულებების, ინვალიდობის თავიდან აცილებას;
*გ) დაავადებათა დიაგნოსტიკას ადრეულ - პრეკლინიკურ სტადიაზე;

9. მესამეული პრევენცია გულისხმობს:


ა) დაავადებათა განვითარების თავიდან აცილებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის
დანერგვას, რისკფაქტორების შემცირებას;
*ბ) დაავადებათა გართულებების, ინვალიდობის თავიდან აცილებას;
გ) დაავადებათა დიაგნოსტიკას ადრეულ - პრეკლინიკურ სტადიაზე;

10. არტერიული ჰიპერტენზიის პირველადი პრევენცია მოიცავს:


ა) არტერიული წნევის პერიოდულ შემოწმებას – სკრინინგს;
*ბ) რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების გზით არტერიული წნევის მატების
თავიდან აცილებას;
გ) არტერიული ჰიპერტენზიის სათანადო მკურნალობას, კარდიოვასკულური
დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორების მოდიფიცირებას.

11. არტერიული ჰიპერტენზიის მეორეული პრევენცია მოიცავს:


*ა) არტერიული წნევის პერიოდულ შემოწმებას – სკრინინგს;
ბ) რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების გზით დაავადების განვითარების
თავიდაან აცილებას;
გ) არტერიული ჰიპერტენზიის სათანადო მკურნალობას, რისკ-ფაქტორების
მოდიფიცირებას.

12. არტერიული ჰიპერტენზიის მესამეული პრევენცია მოიცავს:


ა) არტერიული წნევის პერიოდულ შემოწმებას – სკრინინგს;
ბ) რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების გზით დაავადების განვითარების
თავიდაან აცილებას;
*გ) არტერიული ჰიპერტენზიის სათანადო მკურნალობას, რისკ-ფაქტორების
მოდიფიცირებას
13. 55 წლის მამაკაცმა მოგმართათ ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების
მიზნით. ჩივილები არ აქვს. რომელ სკრინინგულ ღონისძიებას ჩაუტარებთ ამ
პიროვნებას?
ა) სისხლის საერთო ანალიზი;
*ბ) არტერიული წნევის გაზომვა;
გ) პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა;
დ) შარდის საერთო ანალიზი.

14. 28 წლის ქალმა მოგმართათ ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების


მიზნით. ჩივილები არ აქვს. რა პრევენციული ღონისძიებებია ნაჩვენები ამ
ასაკის ახალგაზრდა ქალებისთვის?
ა) პაპანიკოლაუს ნაცხი და საკვერცხეების პალპაცია;
*ბ) პაპანიკოლაუს ნაცხი;
გ) პაპანიკოლაუს ნაცხი და მამოგრაფია;

15. სკრინინგის ჩატარება მიმართულია დაავადებების ადრეული


დიაგნოზისთვის, რომლებიც:
ა) იშვიათია, მაგრამ ხასიათდება მაღალი სიკვდილობით;
*ბ) ხასიათდება ხანგრძლივი პრეკლინიკური ფაზით;
გ) შესაძლებელია განიკურნოს დაავადების ნებისმიერ ეტაპზე.

16. იმუნიზაცია მიეკუთვნება:


*ა) პირველად პრევენციას;
ბ) მეორეულ პრევენციას;
გ) მესამეულ პრევენციას.

17. მამოგრაფია მიეკუთვნება:


ა) პირველად პრევენციას;
*ბ) მეორეულ პრევენციას;
გ) მესამეულ პრევენციას.

18. ორსულობის 12 კვირის ვადამდე ნერვული ღეროს განვითარების


ანომალიის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას დანიშვნა.
აღნიშნული ღონისძიება არის:
*ა) პირველადი პრევენცია;
ბ) მეორეული პრევენცია;
გ) მესამეული პრევენცია.

19. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტისთვის მკურნალობის


მედიკამენტური რეჟიმის დანიშვნა და რჩევა-დარიგება რისკ-ფაქტორების
მოდიფიკაციის შესახებ არის ამ დაავადების:
ა) პირველადი პრევენცია;
ბ) მეორეული პრევენცია;
*გ) მესამეული პრევენცია.

20. ჩამოთვლილთაგან რომელია პირველადი პრევენციის მაგალითი?


ა) იშემიური შეტევის პრევენციის მიზნით ასპირინის დანიშვნა
პაციენტისთვის, რომელსაც სტაბილური სტენოკარდია აქვს;
*ბ) პაციენტის განათლება ოსტეოპოროზის შესახებ;
გ) სისხლში გლუკოზის დონის პერიოდული განსაზღვრა დიაბეტის
გამოსავლენად;
დ) ახალშობილებში სმენის სკრინინგი.

21. ჩამოთვლილთაგან რომელია მეორეული პრევენციის მაგალითი?


ა) იშემიური შეტევის პრევენციის მიზნით ასპირინის დანიშვნა
პაციენტისთვის, რომელსაც სტაბილური სტენოკარდია აქვს;
ბ) პაციენტის განათლება ოსტეოპოროზის შესახებ;
*გ) სისხლში გლუკოზის დონის პერიოდული განსაზღვრა დიაბეტის
გამოსავლენად;
დ) იმუნიზაცია.

22. ჩამოთვლილთაგან რომელია მესამეული პრევენციის მაგალითი?


*ა) იშემიური შეტევის პრევენციის მიზნით ასპირინის დანიშვნა
პაციენტისთვის, რომელსაც სტაბილური სტენოკარდია აქვს;
ბ) პაციენტის განათლება ოსტეოპოროზის შესახებ;
გ) სისხლში გლუკოზის დონის პერიოდული განსაზღვრა დიაბეტის
გამოსავლენად;
დ) იმუნიზაცია.

23. ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით მოგმართავთ 51 წლის


ქალბატონი. ჩივილები არ აქვს. რომელი ღონისძიების ჩატარებაა
რეკომენდებული?
ა) კოლონოსკოპია;
*ბ) მამოგრაფია;
გ) ეკგ;
დ) სისხლის საერთო ანალიზი.

24. ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით მოგმართავთ 40 წლის


მამაკაცი. ჩივილები არ აქვს. ჯანმრთელია. რომელი ღონისძიების ჩატარებაა
რეკომენდებული?
*ა) არტერიული წნევის გაზომვა;
ბ) ელექტროკარდიოგრაფია;
გ) სისხლის საერთო ანალიზი;
დ) შარდის საერთო ანალიზი.

25. 34 წლის ქალბატონი მოგმართავთ ჯანმრთელობის პერიოდული


შემოწმების მიზნით. ჩივილები არ აქვს. რომელი ღონისძიების ჩატარებაა
რეკომენდებული?
*ა) პაპ-ტესტი;
ბ) მამოგრაფია;
გ) პაპ-ტესტი და მამოგრაფია;
დ) სისხლის საერთო ანალიზი;
26. ჩამოთვლილი დებულებებიდან პრევენციასთან დაკავშირებით სწორია:
ა) მესამეული პრევენცია გულისხმობს დაავადებების განვითარების თავიდან
აცილებას;
ბ) პირველადი პრევენცია გულისხმობს ღონისძიებებს, რომელიც
მიმართულია დაავადებათა გართულებების და ინვალიდობის თავიდან
აცილებისკენ;
*გ) ასიმპტომური დაავადებების სკრინინგი იგივე მეორეული პრევენციაა და
გულისხმობს დაავადების აღმოჩენას `ფარულ~, ასიმპტომურ ეტაპზე;

27. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული კომბინაცია?


ა) პირველადი პრევენცია – პაპ-ტესტი;
*ბ) მეორეული პრევენცია – მამოგრაფია;
გ) მესამეული პრევენცია _ ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება.

28. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული კომბინაცია?


*ა) პირველადი პრევენცია – იმუნიზაცია;
ბ) მეორეული პრევენცია – რისკ-ფატორების მოდიფიკაცია;
გ) მესამეული პრევენცია _ არტერიული წნევის სკრინინგი.

29. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული კომბინაცია?


*ა) პირველადი პრევენცია – ტრავმების თავიდან აცილება (მაგ.
უსაფრთხოების ღვედების შეკვრა);
ბ) მეორეული პრევენცია – რისკ-ფატორების მოდიფიკაცია;
გ) მესამეული პრევენცია _ კოლონოსკოპია.

30. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ განეკუთვნება ასიმპტომური


დაავადებების სკრინინგის ტესტის შერჩევის კრიტერიუმებს?
ა) მარტივი და იაფი;
ბ) პაციენტისათვის მისაღები;
გ) მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა;
*დ) მაღალტექნოლოგიური.

31. საოჯახო მედიცინა არის:


*ა) აკადემიური და მეცნიერული დისციპლინა საკუთარი საგანმანათლებლო
შინაარსით, კვლევითი, მტკიცებებზე დაფუძნებული და კლინიკური
საქმიანობით, პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული კლინიკური
სპეციალობა;
ბ) მეცნიერული დისციპლინა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ
დაავადებათა პრევენციაზე;
გ) როგორც პირველად, ისე მეორეულ და მესამეულ ჯანდაცვაზე
ორიენტირებული კლინიკური სპეციალობა;

32. რომელი ტერმინი არ მიესადაგება ოჯახის ექიმს:


ა) ექიმი სპეციალისტი;
*ბ) ზოგადი პროფილის ექიმი;
გ) პირველად ჯანდაცვაში დასაქმებული ექიმი;
დ) ზოგადი პრაქტიკის ექიმი.
33. ოჯახის ექიმის საქმიანობაში ჰოლისტიკური მოდელირება ნიშნავს:
ა) პაციენტის ყველა ორგანოსა და სისტემის დეტალურ შესწავლას და
შედეგების შეფასებას;
*ბ) პაციენტის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებას,
ოჯახური მდგომარეობისა და სოციალური კავშირების გათვალისწინებას;
გ) პაციენტის ფსიქოტიპისა და სოციალური მდგომარეობის შეფასებას;
დ) მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოხტიკასა და მკურნალობას,
დაავადებების პრევენციას და ცხოვრების ჯანსაღ წესის დანერგვას.

34. ოჯახის ექიმი:


ა) დაკავებულია მხოლოდ გავრცელებული ინფექციური და არაინფექციური
დაავადებების პრევენციით და მართვით;
ბ) დაკავებულია მხოლოდ მოზრდილების ჯანმრთელობის პრობლემებით;
გ) დაკავებულია მხოლოდ მოზრდილებისა და მოხუცებულების
ჯანმრთელობის პრობლემებით;
*დ) დაკავებულია ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებით,
მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, დაავადებისა ან პიროვნული
მახასიათებლებისა.

35. ქვემოთ მოცემულთაგან, რომელი განმარტებაა სწორი:


*ა) ოჯახის ექიმი პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა,
ყოვლისმომცველი და უწყვეტი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფისათვის
ყოველი ინდივიდისათვის, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, დაავადებისა;
ბ) ოჯახის ექიმი პასუხისმგებელია მხოლოდ დაავადების საწყისი სტადიისა
და არადიფერენცირებული ფორმის ამოცნობისათვის;
გ) ოჯახის ექიმი პასუხისმგებელია მხოლოდ მოზრდილთა ჯანმრთელობის
დაცვისათვის;
დ) ოჯახის ექიმი პასუხისმგებელია მხოლოდ დაავადებათა პრვენციის,
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის.

36. ოჯახის ექიმი ხელს უწყობს რესურსების რაციონალურ გამოყენებას


პირველად ჯანდაცვაში:
ა) იაფი მედიკამენტების შერჩევითა და მედიკამენტებზე დახარჯული
თანხების შემცირების გზით;
*ბ) სამედიცინო დახმარების კოორდინაციის, სხვა სპეციალისტებთან
ერთობლივი საქმიანობის გზით, პაციენტის ადვოკატის როლის შესრულებით
იმ შემთხვევებში, როცა აუცილებელია არასაჭირო სკრინინგის, ტესტირებისა
და მკურნალობის თავიდან აცილება;
გ) პაციენტების მიმართვით საავადმყოფოში, სადაც მათ დახმარების
გაუწევენ შესაბამისი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;
დ) მწვავე დაავადებების ამოცნობისა და რაციონალური მართვის გზით.

37. ოჯახის ექიმი:


*ა) ითვალისწინებს და, თავისი კომპეტენციების ფარგლებში, მართავს
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას როგორც ქალებს, ისე
მამაკაცებს შორის;
ბ) დაკავებულია მხოლოდ უკვე დიაგნოსტირებული დაავადებების მქონე
პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობით;
გ) ორიენტირებულია მხოლოდ დაავადებათა ადრეულ ამოცნობაზე, რის
შემდეგაც პაციენტს აგზავნის შესაბამის სპეციალისტთან;
დ) პასუხისმგებელია მხოლოდ დაავადებათა პრევენციისათვის.

38. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტზე


ორიენტირებული სამედიცინო კონსულტაციის ჩატარების შესახებ:
ა) აუცილებელია, რომ პაციენტს დასაწყისშივე სწორი კალაპოტი მივცეთ,
რისთვისაც კონკრეტული, სპეციფიკური კითხვების დასმაა საჭირო;
ბ) პაციენტს არ უნდა მივცეთ დიდი დრო თავისი დაავადების შესახებ
დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, რადგან ეს ბევრი დროის გაფლანგვას
გამოიწვევს;
*გ) კონსულტაციის დასაწყისში რაც უფრო დიდხანს აცდით პაციენტს
საუბარს, მით უფრო მეტად იქნება შესაძლებელი მისი პრობლემის
განსაზღვრა;
დ) კონსულტაციის ჩატარებისას პაციენტის ემოციებზე რეაქცია არ არის
ექიმის ფუნქცია, რადგან ეს არ იძლევა პაციენტის ჯანმრთელობის
პრობლემაზე კონცენტრაციის საშუალებას.

39. პაციენტისათვის დახურული კითხვის დასმა გულისხმობს შემდეგს:


ა) კითხვას, რომლის შინაარსი ბოლომდე ნათელი არ არის პაციენტისათვის
და შეიცავს დაფარულ ინფორმაციას;
*ბ) კონკრეტული კითხვის დასმას, რომელიც ასევე კონკრეტულ პასუხს
საჭიროებს, მაგალითად, `ჰოს~ ან `არას~
გ) კითხვა, რომლის მიზანია პაციენტის ვიზიტის მიზეზის გაგება.

40. როდის არის მიზანშეწონილი ღია კითხვების გამოყენება:


*ა) კონსულტაციის დასაწყისში;
ბ) კონსულტაციის ბოლოს;
გ) არა აქვს მნიშვნელობა, როდის იქნება გამოყენებული.

41. რომელი მოსაზრებაა სწორი არავერბალური კომუნიკაციის შესახებ:


ა) ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ ერთი ფორმით იყოს
წარმოდგენილი;
ბ) არავერბალური კომუნიკაცია, უმთავრესად, ჩვენს ნებისყოფას და
კონტროლს ექვემდებარება;
*გ) როცა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია ერთმანეთს არ
ესადაგება ან ერთმანეთის საპირისპიროა, უპირატესობა არავერბალური
კომუნიკაციის საშუალებით მიწოდებულ `გზავნილს~ ენიჭება.

42. პაციენტისათვის ღია კითხვის დასმა გულისხმობს შემდეგს:


ა) კითხვა, რომელიც ძალზე მარტივი და გასაგებია პაციენტისათვის და
ითხოვს ძალიან კონკრეტულ პასუხს, მაგალითად, `ჰოს~ ან `არას~;
*ბ) ზოგადი კითხვა, რომელიც არ ითხოვს კონკრეტულ პასუხს და
პაციენტს საშუალებას აძლევს გამოთქვას თავისი აზრი;
გ) კითხვა, რომელიც გასაგები ენით არის ჩამოყალიბებული.
43. არავერბალურ კომუნიკაციას არ განეკუთვნება:
ა) შეხება;
ბ) ხმის ტონი, სიძლიერე;
გ) თვალებით კონტაქტი;
*დ) მოკლე, ბუნდოვანი წინადადებებით საუბარი;
ე) მანძილი მოსაუბრეებს შორის.

44. კონსულტაციის ჩატარებისა და სამედიცინო ჩანაწეების შესახებ ქვემოთ


ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელი არ დასტურდება კვლევებით:
*ა) კონსულტაციის დროს სამედიცინო ჩანაწერების წარმოება ექიმისათვის
ჩვეული საქმეა და ის არ იწვევს კომუნიკაციის გაუარესებას ექიმსა და
პაციენტს შორის;
ბ) ვიზიტის დაწყებისას პაციენტები თავს იკავებენ ექიმთან საუბრის
გაგრძელებაზე მანამ, სანამ ექიმი თვალით კონტაქტს არ დაამყარებს მათთან
(სანამ არ შეხედავს პაციენტს);
გ) პაციენტები შუა საუბარში ჩერდებიან, როცა ექიმი სამედიცინო
ჩანაწერებში იხედება და აგრძელებენ საუბარს მაშინ, როცა ექიმი კვლავ
დაამყარებს მათთან თვალით კონტაქტს;
დ) პაციენტის აზრების თავისუფალი მსვლელობა ფერხდება, როცა ექიმი
სხვაგან იყურება და კვლავ აღდგება, როცა ექიმი მზერას კვლავ პაციენტზე
გადაიტანს.

45. დ.პენდლეტონის მიხედვით, რომელი არ განეკუთვნება ოჯახის ექიმის


ამოცანებს კონსულტაციის წარმოებისას:
ა) განსაზღვროს პაციენტის მომართვის მიზანი;
ბ) განსაზღვროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო სხვა
პრობლემები;
გ) ჩართოს პაციენტი პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში და მათ
განხორციელებაში;
დ) სათანდოდ გამოიყენოს დროს და სხვა რესურსები;
*ე) არ დაასრულოს კონსულტაცია, სანამ არ დაისმება დაავადების ზუსტი
დიაგნოზი.

46. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტზე


ორიენტირებული სამედიცინო კონსულტაციის ჩატარების შესახებ:
ა) თუ ექიმი ამჩნევს, რომ გულჩახვეული პაციენტი (ე.წ. `ინტროვერტი~)
გარკვეულ საკითხზე საუბრისას, პაციენტი თავს უხერხულად გრძნობს, ექიმმა
უნდა მიატოვოს აღნიშნული თემა;
ბ) ექიმმა თავი უნდა აარიდოს პაციენტისათვის უხერხულ საკითხებზე
საუბრის დაწყებას;
*გ) გულჩახვეულ პაციენტთან კონსულტაციის ჩატარებისას, როდესაც
პაციენტი შეეხება ალკოჰოლთან, წამალთან, იმპოტენციასთან ან სხვა
`უხერხულ~ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხს, ექიმმა უნდა გაამხნევოს
პაციენტი და სტიმული მისცეს მას, რათა სრულად გამოხატოს თავისი აზრი.
47. რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტისათვის ცუდი დიაგნოზის
შეტყობინების მეთოდის შესახებ (ე.წ. `სპაიკს~ მოდელი):
ა) უმჯობესია კონსულტაციის დასაწყისშივე ავიღოთ ინიციატივა და
პაციენტს ვუთხრათ სიმართლე მისი დიაგნოზის შესახებ, რათა თავიდან
ავიცილოთ ყოველგვარი გაუგებრობა;
*ბ) დასაწყისში უმჯობესია, გავარკვიოთ, რა იცის პაციენტმა საკუთარი
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
გ) ყველა შემთხვევაში უმჯობესია, ცუდი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია
პირველად მიავწოდოთ პაციენტის ახლობელს და მერე პაციენტს. ეს
დაგევხმარება პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების ოპტიმალური ფორმის
შერჩევაში.

48. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან როგორ გარემოში ჯობია პაციენტისათვის ცუდი


ინფორმაციის (მაგ., დაავადების და/ან პროგნოზის შესახებ) მიწოდება:
ა) ტელეფონით, რადგან ეს ამცირებს სტრესს როგორც ექიმისთვის, ისე
პაციენტისთვის;
ბ) მისაღებში, ფეხზე დგომისას, რაც ხაზს უსვამს ექიმის მოუცლელობას და
თავიდან ააცილებს ექიმს დამატებით და უხერხულ კითხვებს;
გ) სხვა სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით, რაც ხაზს უსვამს ექიმის
სიტყვების მნიშვნელობას და ობიექტურობას;
*დ) ექიმის საკონსულტაციო ოთახში, მყუდრო და მშვიდ გარემოში ისე,
რომ საკმარისი დრო იყოს ინფორმაციის გაზიარებისა და საუბრისათვის.

49. პაციენტს, 59 წლის ქალბატონს დაუდგინდა მკერდის კიბოს დიაგნოზი,


რის შესახებაც პათოლოგანატომიური გამოკვლევის დასკვნა რამდენიმე საათის
წინ მიიღეთ (ჩატარებული იყო მამოგრაფია და ბიოფსია). ახლა პაციენტი
თავის შვილთან ერთად მოვიდა თქვენს ოფისში (ოჯახის ექიმის კლინიკაში)
და კორიდორში გკითხათ გამოკვლევის შედეგის შესახებ. როგორ მოიქცევით?
ა) პაციენტს შვილის თანდასწრებით, იქვე (კორიდორში) ვეტყვი
გამოკვლევების შედეგებს;
ბ) ჯერ პაციენტის შვილს გავესაუბრები, შემდეგ მასთან ერთად გადავწყვეტ,
როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია მის დედას;
გ) პაციენტს შვილთან ერთად შევიპატიჟებ საკონსულტაციო ოთახში და
ორივეს ვაცნობებ გამოკვლევის შედეგებს;
*დ) პაციენტს ვეტყვი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს სათქმელი და
ოთახში შევიპატიჟებ; ამასთან, ვკითხავ, ხომ არ აქვს სურვილი, რომ
შვილიც დაესწროს კონსულტაციას და თუ თანახმა იქნება, შვილსაც
საკონსულტაციო ოთახში მივიპატიჟებ.

50. პაციენტს შეატყობინეთ პაპანიკოლაუს ტესტის გამოკვლევის შედეგები,


რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს არსებობაზე მიუთითებს. კიბოს
დიაგნოზის ხსენებისას პაციენტმა ტირილი დაიწყო. როგორ მოიქცევით:
ა) პაციენტს ხელ მოვკიდებ, თანავუგრძნობ და დავამშვიდებ;
ბ) პაციენტს "დავუყვავებ" მისი ემოციური რექციის შემცირების მიზნით და
ვეტყვი, რომ ახლა ტირილს დრო არ არის;
*გ) პაციენტის ცოტა ხნით ვაცდი ემოციების გამოხატვას და შემდეგ
შევეცდები თანაგრძნობის გამოხატვას.
51. რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტისათვის ცუდი ამბების შეტყობინების
შესახებ:
ა) პაციენტს ცუდი ამბავი უთხარით სწრაფად, რათა თავიდან აიცილოთ
ზედმეტი სტრესი;
ბ) პაციენტისათვის ცუდი ამბების მიწოდებისას ჯობია გამოიყენოთ
შეძლებისდაგვარად მეტი სამედიცინო ტერმინი, რათა ნაკლები სტრესი
გამოიწვიოთ;
*გ) მიაწოდეთ ინფორმაცია მცირე `ულუფებით~ და ხანგამოშვებით
შეამოწმეთ, რამდენად გაიგო ეს ინფორმაცია პაციენტმა; გამოიყენეთ პაუზები,
რათა საშუალება მისცეთ პაციენტს და დამსწრე პირებს (ოჯახის წევრებს)
აღიქვან (`გადახარშონ~) ნათქვამი.

52. მოგმართათ პაციენტმა, რომლის ოჯახის ექიმიც თქვენ ხართ და


რომელიც ითხოვს მისი სამედიცინო ჩანაწერების ასლს, რადგან გეგმავს სხვა,
კერძო, ექიმთან ვიზიტს; როგორ მოიქცევით:
ა) ვეტყვი, რომ მას სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის უფლება არ აქვს და
ამონაწერს გადავცემ უშუალოდ ექიმს;
*ბ) გავაკეთებ ჩანაწერების ასლს და გადავცემ პაციენტს;
გ) გავაკეთებ ჩანაწერების ასლს და გადავცემ პაციენტის ოჯახის წევრს;
დ) უარს ვეტყვი პაციენტს სამედიცინო ჩანაწერების ასლის გაკეთებაზე და
შევთავაზებ ამონაწერის გამზადებას ან მის მიერ შერჩეული ექიმისათვის
ინფორმაციის ზეპირად (მაგ., ტელეფონით) მიწოდებას.

53. პაციენტისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ ქვემოთ


ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელს არ ეთანხმებით:
*ა) ექიმის მოვალეობა პაციენტის მკურნალობაა; ამიტომ სამუშაო დროის
ძირითადი ნაწილი სადიაგნოზო და სამკურნალო პროცესს უნდა დაუთმოს.
მან უნდა მოიპოვოს პაციენტის ნდობა და, როგორც ექსპერტმა, საკუთარი
შეხედულებებისამებრ უნდა წარმართოს მკურნალობის პროცესი. ამით ექიმი
დაზოგავს ძვირფას დროს და აიცილებს თავიდან რთული სამედიცინო
საკითხების გარჩევას და ახსნა-განმარტებების მიცემას პაციენტისათვის,
რომელსაც, ბუნებრივია, არ გააჩნია არავითარი კომპეტენცია სწორი
გადაწყვეტილების მისაღებად.
ბ) პაციენტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება საექიმო
საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია; ამასთან, პაციენტმა კარგად
უნდა იყოს გათვითცნობიერებული საკუთარი ჯანმრთელობის საკითხებში.
ამიტომ ექიმმა პაციენტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას
საკმარისი დრო უნდა დაუთმოს.
გ) პაციენტი უნდა იყოს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი
გადაწყვეტილების მიღების პროცესის აქტიური მონაწილე. ამიტომ მას ექიმმა
ყველა სათანადო განმარტება უნდა მისცეს. ამასთან, ექიმი უნდა
დარწმუდნეს, რომ პაციენტმა გაიგო მისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

54. პირველადი ვიზიტით მოგმართათ 54 წლის პაციენტმა ქალმა, რომელიც


თქვენს სამიზნე რეგიონში ახალი გადმოსულია. პაციენტს არტერიული
ჰიპერტენზია (II სტადია, ნაციონალური გაიდლაინის მიხედვით) და მცირედ
გამოხატული გულის უკმარისობის ნიშნები აქვს. პაციენტმა გითხრათ, რომ
პერიოდულად იღებს ანტიჰიპერტენზიულ წამლებს, მაგრამ არ უნდა მათი
მუდმივად მიღება, რადგან ინსტრუქციის მიხედვით ყველა მათგანს
სხვადასხვა გვერდითი მოქმედება აღენიშნება. პაციენტის გამოკვლევის
შედეგად გადაწყვიტეთ შარდმდენისა და ანგიოტენზინის გარდამქმნელი
ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორის დანიშნვა. ამასთან, იცით, რომ აგფ-
ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ანგიონევროზული შეშუპება და
სხვა გვერდითი მოვლენები. როგორ მოიქცევით?
*ა) ავუხსნი პაციენტს მისი დაავადების არსს და შეთავაზებული წამლების
მნიშვნელობას, მათი გამოყენებისას მოსალოდნელ დადებით ეფექტს; ასევე,
ვაცნობებდი წამლის შესაძლო გვერდითი მოქმედების შესახებ, რაც არ უნდა
არასასიამოვნო იყოს ის.
ბ) ავუხსნი პაციენტს მისი დაავადების არსს და შეთავაზებული წამლების
მნიშვნელობას, მათი გამოყენებისას მოსალოდნელ დადებით შედეგებს;
ამასთან, არაფერს ვეტყვი წამლის შესაძლო არასასურველი ეფექტის შესახებ,
რათა უარი არ თქვას წამლის მიღებაზე ან თავი არ დაანებოს მას.
გ) გავკიცხავ პაციენტს ექიმებისადმი დაუმორჩილებლობის გამო და ავუხსნი,
რომ წამლის დანიშვნა ექიმის საქმეა, დანიშნულების გულმოდგინედ
შესრულება კი – პაციენტისა.

55. პაციენტისათვის სამედიცინო კონსულტაციის ჩატარების შემდეგ თქვენს


სამუშაო ოთახში გესტუმრათ კოლეგა, რომელიც მოწვეული იყო სხვა
პაციენტის გასასინჯად. მან გითხრათ, რომ ოთახიდან ახლად გასული
პაციენტი მისი მეზობელია და გკითხათ, ჯანმრთელობის რა პრობლემის გამო
მოგმართათ მან. როგორ მოიქცევით?
ა) ყველაფერს გულახდილად გავუზიარებ კოლეგას;
ბ) კოლეგას ვაცნობებ პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ, თუკი
ეს პრობლემა არ შეეხება სქესობრივად გადამდებ დაავადებას ან მსგავს
უხერხულ საკითხს;
*გ) თავს შევიკავებ კოლეგისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე.

56. 61 წლის მამაკაცი რომელმაც ბოლო 6 თვის მანძილზე რამოდენიმეჯერ


გაიარა სამედიცინო შემოწმება, უჩივის ხველას და ადვილად დაღლას.
გულმკერდის რენტგენოგრამაზე, რომელიც ჩაუტარდა ამ ვიზიტის დროს,
აღმოჩნდა საეჭვო კვანძი ფილტვში. სამედიცინო ჩანაწერის შემოწმებისას
ექიმმა ყურადღება მიაქცია, რომ გულმკერდის რენტგენოგრამაზე, რომელიც
გადაღებულია 3 თვის წინ, შეინიშნება უფრო მცირე ზომის კვანძი იმავე
მხარეს. ექიმმა ყურადღება ვერ გაიხსენა ეს ჩანაწერი, ის არ იყო
ხელმოწერილი მის მიერ. აღმოჩნდა რომ მას გამორჩა ეს ჩანაწერი. როგრო
უნდა მოიქცეს ექიმი:
ა) არ გაუმხილოს პაციენტს წინა რენტგენოგრამის შედეგები, რადგანაც
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამოდენიმე თვით დაგვიანება რაიმე გავლენას
იქონიებს გამოსავალზე.
ბ) არ გაუმხილოს პაციენტს წინა რენტგენოგრამის შედეგები, რადგანაც ამან
შეიძლება პაციემტს ექიმის რწმენა დაუკარგოს.
გ) გააუქმოს ძველი რენტგენოგრამის პასუხი.
*დ) აცნობოს პაციენტს შეცდომის შესახებ, იმის მიუხედავად მოითხოვს თუ
არა იგი ძველ ჩანაწერს.

57. თუ ექიმისათვის მორალურად მიუღებელია მკურნალობის ის ფორმა,


რომელსაც მოითხოვს პაციენტი, მან უნდა მოიმოქმედოს შემდეგი:
*ა) გადასცეს მზრუნველობა სხვა ექიმს, რომლისთვისაც მისაღებია
პაციენტის სურვილები.
ბ) უარი თქვას პაციენტის შემდგომ მზრუნველობაზე.
გ) დაემორჩილოს პაციენტის მოთხოვნას.
დ) შეეცადოს დაარწმუნოს პაციენტი, რომ მან მიიღოს სხვა
გადაწყვეტილება.
ე) დანიშნოს ისეთი მკურნალობა, რომელიც ექიმის
თვალსაზრისითსაუკეთესოა პაციენტისათვის.

58. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა შეიძლება გახდეს ეთიკის


კომისიის განსჯის საგანი, გარდა ერთისა
ა) პაციენტის აქვს ნაწლავის კიბო. მისი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ
სამედიცინო პერსონალმა დაუმალოს დიაგნოზი პაციენტს, ექიმებს მიაჩნიათ,
რომ პაციენტს უფლება აქვს და სჭირდება იცოდეს თავისი დიაგნოზი.
*ბ) პიროვნული კონფლიქტები სამედიცინო პერსონალს შორის, ხელს უშლის
სამუშაო პროცესის ნორმალური მსვლელობას.
გ) აზიელი პაციენტისა ოჯახის წევრები, რომელიც დაავადებულია
საკვერცხის შორსწასული კიბოთი, მოითხოვენ ქიმიოთერაპიის ჩატარებას,
ამავე დროს ითხოვენ, რომ დაავადების ბუნება და მკურნალობის რისკი
დამალულ იქნას პაციენტისაგან.
დ) 76 წლის პაციენტი დემენციის დიაგნოზით, ჰოსპიტალიზირებულია
მძიმე ასპირაციული პნევმონიის დიაგნოზით; 10 დღიანმა შესაბამისმა
მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

59. ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი 43 წლის კაცი მოითხოვს


სეკობარბიტალის (Seconal®) ექვს თვიანი დოზის გამოწერას, აცხადებს რა
აპირებს გამოიყენოს ეს პრეპატატი უმტკივნეულოდ სიცოცხლის
დასასრულებლად. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი ამ შემთხვევაში?
ა) გამოწეროს ერთ თვიანი მოხმარებისათვის განკუთვნილი სეკობარბიტალი
(Seconal®) და ურჩიოს ავადმყოფს დამატებითი დოზისათვის სხვა დროს
შემოიაროს.
ბ) გააგზავნოს პაციენტი კოლეგასთან, რომელიც სავარაუდოდ გამოუწერს მას
მოთხოვნილი ოდენობის წამლით.
გ) უარი თქვას პაციენტთან ამ საკითხის განხილვაზე.
*დ) შეაფასოს პაციენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების უნარ და
გაარკვიოს რამდენად არის პაციენტი ინფორმირებული მისი მდგომარეობის და
შესაძლო ალტერნატივების შესახებ.
ე) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

60. ჰოსპიტალიზირებული პაციენტი გაწერე ექიმის შეხედეულების


საწიანაჭმდეგოდ, რადგანაც პაციენტის დაზღვევა არ ფარავს უფრო დიდ ხნით
მის საავადმყოფოში მკურნალობას. ამას მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის
მკვეთრი გაუარესება. სასამართლოს გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობა
ეკისრება:
ა) პაციენტს, რომელიც დათანხმდა საავადმყოფოდან გაწერაზე.
*ბ) ექიმს, ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საავადმყოფოდან
გაწერაზე შესახებ ექიმის პასუხმგებლობაა.
გ) საავადმყოფოს, რომელიც ნაადრევად გაწერს პაციენტს.
დ) სამედიცინო სადაზღვევო სისტემას, ნაადრევი გაწერის მოთხოვნისათვის.

61. ბიოეთიკური სწავლებისადმი რომელი მიდგომაა გამართლებული ოჯახის


ექიმისათვის, რომელთა ოფისში როტაციას გადიან სამედიცინოს სტუდენტები?
ა) სტუდენტები უნდა მოვარიდოთ პაციენტებთან და მათი ოჯახის
წევრებთან სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე დასწრებას.
ბ) ბიოეთიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების საკითხების
სწავლება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უმაღლეს სამდეიცინო სასწავლებელებში,
რომლებსაც ამის დიდი გამოცდილება გააჩნიათ.
*გ) მათთან ერთად უნდა მოხდეს დაწესებულებაში მიღებული
გადაწყვეტილებების ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების განხილვა.
დ) დავუშალოთ სტუდენტებს ექიმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
შესახებ კითხვების დასმა.
ე) მხოლოდ იმ სტუდენტების მიღება, რომელთა მიდგომა ბიოეთიკური
საკითხებისადმი ემთხვევა ექიმისას.

62. სამედიცინო ლიტერატურაში დაბეჭდილი სტატიის მნიშვნელობა შეიძლება


განისაზღვროს:
ა) მთლიანი სტატიის წაკითხვით
*ბ) სტატიის სათაურისა და აბსტრაქტის გაცნობით
გ) მეთოდების ანალიზით
დ) რეკომენდაციების წაკითხვით.

63. ჩამონათვალიდან რომელია საუკეთესო დიზაინი კვლევისათვის, რომლის


მიზანია მკურნალობის ეფექტურობის დადგენა.
ა) შემთხვევის კონტროლი
*ბ) რანდომიზირებული კონტროლი
გ) კოჰორტული კვლევა
დ) შემთხვევათა სერია

64. კარგად მომზადებული კლინიკური გაიდლაინის ელემენტების ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) კლინიკური პრაქტიკისათვის მნიშვნელობა.
ბ) ავტორობა პირთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც აქვთა შესაბამის სფეროში
კლინიკური გამოცდილება
გ) ფოკუსირება შედეგებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია პაციენტისათვის
*დ) სხვადასხვა ჯგუფების მიერ ერთნაირ საკითხებზე მომზადებული
გაიდლაინების განხილვის გამორიცხვა
ე) გაიდლაინის შექმნის პროცესში გამოყენებულის მტკიცებულებების
მიმოხილვა
65. 47 წლის პაციენტ ქალს, დაუდგინდა თავის ტვინის არტერიის
ანევრიზმა. პაციენტს ჰყავს ქმედუნარიანი მეუღლე. პაციენტი მოითხოვს, რომ
სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდოთ
მისი ბავშვობის მეგობარ ქალს, ხოლო მის მეუღლეს არაფერი უთხრათ.
როგორ მოიქცევით?
ა) ინფორმაციას, მიუხედავად პაციენტის მოთხოვნისა, მიაწოდებთ
პაციენტის მეუღლეს,მიუხედავად იმისა, ითხოვს თუ არა მეუღლე
ინფორმაციას;
ბ) ინფორმაციას, მიუხედავად პაციენტის მოთხოვნისა, მიაწოდებთ
პაციენტის მეუღლეს, თუ ის მოითხოვს ინფორმაციას;
გ) ინფორმაციას მიაწოდებთ პაციენტის მეგობარს და იმავე ინფორმაციას
მიაწოდებთ პაციენტის მეუღლეს;
*დ) ინფორმაციას მიაწოდებთ მხოლოდ პაციენტის მეგობარს.

66. 55 წლის მამაკაცს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გაწონასწორებულ,


მშვიდ პიროვნებას დაუდგინდა ფილტვის კიბოს დიაგნოზი. საექიმო
კონსილიუმმა გადაწყვიტა ქირურგიული მკურნალობა. პაციენტი გთხოვთ,
გააცნოთ მისი ავადმყოფობის ისტორიაში არსებული ყველა მონაცემი. როგორ
მოიქცევით?
*ა) დააკმაყოფილებთ პაციენტის თხოვნას;
ბ) არ დააკმაყოფილებთ პაციენტის მოთხოვნას;
გ) განუმარტავთ პაციენტს, რომ მას არა აქვს უფლება გაეცნოს
ავადმყოფობის ისტორიას და არც თქვენ გაქვთ უფლება გააცნოთ მას
ავადმყოფობის ისტორია;
დ) პაციენტს შეაპარებთ ავადმყოფობის ისტორიის დუბლიკატს, რომელშიც
არ არის ასახული მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა.

67. 45 წლის პაციენტს, რომელსაც ფსიქიკური დაავადების გამო ჰყავს


მეურვე (მისი ძმა), დიაგნოზის დასადგენად ესაჭიროება ინვაზიური
გამოკვლევის ჩატარება. პაციენტი ნეგატიურად არის განწყობილი ინვაზიური
გამოკვლევის მეთოდებისადმი; ამასთან, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ
პაციენტის დაავადების ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი წარმატებული
მკურნალობისათვის აღნიშნული დიაგნოსტიკური გამოკვლევის გამოყენება
აუცილებელია. როგორ მოიქცევით?
ა) განვუმარტავ პაციენტს და მის ძმას პროცედურის მნიშვნელობას და
თანხმობას მივიღებ პაციენტისგან
ბ) განვუმარტავ პაციენტს და მის ძმას პროცედურის მნიშვნელობას და
თანხმობას მივიღებ ძმისგან
*გ) განვუმარტავ პაციენტს და მის ძმას პროცედურის მნიშვნელობას და
თანხმობას მივიღებ ძმისგან, ამასთან შევეცდები თანხმობის მიღებას
პაციენტისგანაც
დ) განვუმარტავ ძმას პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ
ძმისგან
ე) განვუმარტავ პაციენტს პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ
პაციენტისგან
68. 15 წლის პაციენტს, ესაჭიროება ინვაზიური გამოკვლევის ჩატარება.
პაციენტი ნეგატიურად არის განწყობილი ინვაზიური გამოკვლევის
მეთოდებისადმი; ამასთან, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პაციენტის
დაავადების ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი წარმატებული
მკურნალობისათვის, ამ სადიაგნოზო მეთოდის გამოყენება აუცილებელია.
როგორ მოიქცევით?
ა) განვუმარტავ პაციენტს პროცედურის მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ
მისგან
ბ) მოვიწვევ მშობელს და მას განვუმარტავ პაციენტს პროცედურის
მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ მშობლისგან
*გ) მოვიწვევ მშობელს და მას განვუმარტავ პაციენტს პროცედურის
მნიშვნელობას და თანხმობას მივიღებ მშობლისგან, ამასთან ინფორმაციას
პაციენტსაც მივაწვდი და შევეცდები მის ჩართვასაც გადაწყვეტილების
მიღებაში
დ) პაციენტს ვკითხავ, თუ იქნება თანახმა, რომ მშობელსაც შევატყობინოთ
და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში ჩავრთავ მშობელს
გადაწყვეტილების მიღებაში

69. თქვენს პაციენტს დაუდგინდა დაავადება, რომელიც ქირურგიულ


მკურნალობას მოითხოვს. მსგავსი ოპერაცია თქვენი კლინიკის კონსულტანტს
მრავალგზის აქვს გაკეთებული და მნიშვნელოვანი წარმატებითაც. თქვენ
იცით, რომ თქვენს ქალაქში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, იგივე
დაავადების ქირურგიული მკურნალობა სხვა, უფრო ახალი და ეფექტური
მეთოდით ტარდება. როგორ მოიქცევით:
ა) ურჩევთ პაციენტს მიმართოს ზემოხსენებულ სამედიცინო დაწესებულებას
და იქ გაიკეთოს ოპერაცია
ბ) არაფერს ეტყვით ზემოთ მოხსენიებული ალტერნატივის შესახებ და
თქვენს კონსულტანტს სთხოვთ ოპერაციას
*გ) დეტალურად განუმარტავთ ორივე მეთოდის უპიირატესობას და ნაკლს
და გადაწყვეტილების მიღებას თავიდან ბოლომდე პაციენტს მიანდობთ
დ) პაციენტს ვთხოვ მიმართოს ზემოხსენებულ დაწესებულებას და შემდგომ
თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება

70. ტარდება კლინიკური გარჩევა. თქვენ მომხსენებელი ხართ. გარჩევას


პაციენტი და სტუდენტები ესწრებიან. როგორ მოიქცევით, თუ მოხსენების
დროს დაავადების სრულყოფილი სურათის წარმოდგენა პაციენტის ინტიმური
ცხოვრების საკითხებთან არის დაკავშირებული:
ა) თუ საჭიროდ ჩავთვლი, ვისაუბრებ ამ საკითხზე პაციენტის
თანდასწრებით, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ეს პაციენტის სასიკეთოდ
კეთდება
*ბ) ვისაუბრებ ამ საკითხზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ამის
ნებას დამრთავს
გ) თუ საჭიროდ ჩავთვლი, ვისაუბრებ ამ საკითხზე; ოღონდ მას შემდეგ,
რაც პაციენტი დატოვებს აუდიტორიას. ამით უხერხულობას თავიდან
ავაცილებ პაციენტს, რომელიც ვერ შეიტყობს რაზე იყო საუბარი. ამავე
დროს, კოლეგებს მივაწვდი სრულ ინფორმაციას, რაც მათ სწორი დაკვნის
გაკეთებაში დაეხმარება.
71. 82 წლის ონკოლოგიური პათოლოგიით შეპყრობილი ქალბატონი,
რომელიც ტერმინალურ მდგომარეობაშია, უარს აცხადებს ანტიბიოტიკების
ინექციებზე. ეს უკანასკნელი მას დაუნიშნა საავადმყოფოს ექიმმა, რომელსაც
მიმართა პაციენტის შვილმა. როგორ უნდა მოიქცეს ოჯახის ექიმი, რომელიც
კურირებს პაციენტს:
ა) ექიმმა პაციენტისაგან ფარულად (მაგ. შეიყვანოს ანტიბიოტიკი ინფუზიის
სისტემაში) უნდა ჩაატაროს ანტიბიოტიკოთერაპია
ბ) ექიმმა უნდა შეაფასოს აქვს თუ არა პაციენტს გაცნობიერებული
გადაწყვეტილების მიღების უნარი. თუ პაციენტს აქვს გაცნობიერებული
გადაწყვეტილების მიღების უნარი, უნდა დაარწმუნოს ის
ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობაში. თუ პაციენტი წინააღმდეგია, ექიმმა
ანტიბიოტიკოთერაპია უნდა განაგრძოს პაციენტის ნათესავების თანხმობის
მიღების შემდეგ
*გ) ექიმმა უნდა შეაფასოს აქვს თუ არა პაციენტს გაცნობიერებული
გადაწყვეტილების მიღების უნარი. თუ პაციენტს აქვს გაცნობიერებული
გადაწყვეტილების მიღების უნარი, უნდა დაარწმუნოს ის
ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობაში. თუ პაციენტი წინააღმდეგია, ექიმმა
ატიბიოტიკოთერაპია არ უნდა ჩაატაროს;
დ) ექიმმა ეს საკითხი მხოლოდ პაციენტის ნათესავებთან უნდა შეათანხმოს.

72. 27 წლის ქალბატონს დაუდგინდა არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე


(მაგრამ არა ფატალური) დაავადების დიაგნოზი. არსებობს მკურნალობის ორი
ალტერნატიული მეთოდი - ქირურგიული და თერაპიული. პირველი მათგანი
რადიკალურია და სავარაუდოა, რომ სრულიად განკურნავს პაციენტს, მეორე
კი კონსერვატიულია და პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა
მიიღოს წამალი. პაციენტის ოჯახის წევრებისგან იცით, რომ იგი (პაციენტი)
წინააღმდეგი იქნება ყოველგვარი ოპერაციული ჩარევისა, როცა არსებობს
მკურნალობის არაქირურგიული, თუნდაც ნაკლებ ეფექტური მეთოდი.
პაციენტის მეუღლე გთხოვთ, რომ მის მეუღლეს დაუმალოთ თერაპიული
მეთოდით მკურნალობის ალტერნატივა და დაიყოლიოთ ოპერაციაზე. როგორ
მოიქცევით:
ა) პაციენტს ვაცნობებდი, რომ შესაძლებელია მისი სრულიად განკურნება
ოპერაციული ჩარევით და, რომ მკურნალობის სხვა ალტერნატიული მეთოდი
არ არსებობს
ბ) პაციენტს ვეტყოდი ზოგადად, რომ არსებობს მკურნალობის ორი
მეთოდი, რომელთაგან მხოლოდ ქირურგიული მეთოდია ეფექტური და
ვთხოვდი თანხმობას
*გ) პაციენტს მივაწვდიდი დეტალურ ინფორმაციას მკურნალობის
ალტერნატიული მეთოდების ეფექტურობის, მათი გართულებების და რისკის
შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას პაციენტს მივანდობდი

73. არტერიული ჰიპერტენზიის პირველადი პრევენცია გულისხმობს:


ა) არტერიული წნევის პერიოდულ შემოწმებას - სკრინინგს
*ბ) რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების გზით დაავადების განვითარების
თავიდან აცილებას
გ) არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობას სამიზნე ორგანოების
დაზიანების თავიდან ასაცილებლად
დ) მკურნალობას ასპირინით

74. 55 წლის მამაკაცი მოგმართავთ ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების


მიზნით. ჩივილები არ აქვს. რომელი სკრინინგული ღონისძიების ჩატარებას
შესთავაზებთ პაციენტს:
ა) სისხლის საერთო ანალიზი
*ბ) არტერიული წნევის გაზომვა
გ) პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა
დ) შარდის საერთო ანალიზი

75. 28 წლის ქალი მოგმართავთ ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების


მიზნით. ჩივილები არ აქვს. რომელი პრევენციული ღონისძიებებია
რეკომენდებული ამ ასაკის ქალებისთვის:
ა) პაპ ტესტი და საკვერცხეების პალპაცია
*ბ) პაპ ტესტი
გ) მამოგრაფია
დ) სარძევე ჯირკვლების კლინიკური გასინჯვა

76. სკრინინგის ჩატარება გამართლებულია იმ დაავადების გამოვლენისთვის,


რომელიც:
ა) იშვიათია, მაგრამ ხასიათდება მაღალი სიკვდილობით
*ბ) ხასიათდება ხანგრძლივი პრეკლინიკური ფაზით
გ) შესაძლებელია განიკურნოს დაავადების ნებისმიერ ეტაპზე
დ) მისი დიაგნოსტირება მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს

77. ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება პირველად პრევენციულ


ღონისძიებას:
*ა) ორსულობის 12 კვირის ვადამდე ფოლიუმის მჟავას მიღება, ნაყოფის
ნერვული მილის ანომალიის თავიდან აცილების მიზნით
ბ) არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტისთვის სათანადო
მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა და რჩევა-დარიგება რისკ ფაქტორების
მოდიფიკაციის შესახებ
გ) მამოგრაფია 45 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის ყოველწლიურად
დ) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გლუკოზის დონის რეგულარული
მონიტორინგი

78. ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება მეორეულ პრევენციულ


ღონისძიებას:
ა) ორსულობის 12 კვირის ვადამდე ფოლიუმის მჟავას მიღება, ნაყოფის
ნერვული მილის ანომალიის თავიდან აცილების მიზნით;
ბ) არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტისთვის სათანადო
მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა და რჩევა-დარიგება რისკ ფაქტორების
მოდიფიკაციის შესახებ
*გ) მამოგრაფია 45 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის დადგენილი
პერიოდულობით
დ) თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო პროპაგანდა ჯანმრთელ მოსახლეობაში

79. ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება მესამეულ პრევენციულ


ღონისძიებას:
ა) ორსულობის 12 კვირის ვადამდე ფოლიუმის მჟავას მიღება, ნაყოფის
ნერვული მილის ანომალიის თავიდან აცილების მიზნით;
*ბ) არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტისთვის სათანადო
მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა და რჩევა-დარიგება რისკ-ფაქტორების
მოდიფიკაციის შესახებ
გ) მამოგრაფია 45 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის დადგენილი
პერიოდულობით
დ) პაპ-ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოსავლენად

80. ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება პირველად პრევენციულ


ღონისძიებას:
ა) სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტისთვის ასპირინის დანიშვნა
*ბ) ზოგადად მოსახლეობის განათლება კალციუმით მდიდარი საკვების
მიღებისა და ფიზიკური აქტივობის რეჟიმის შესახებ
გ) სისხლში გლუკოზის დონის პერიოდული განსაზღვრა დიაბეტის
გამოსავლენად
დ) ახალშობილებში სმენის სკრინინგი

81. ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული კომბინაცია:


ა) პირველადი პრევენცია - პაპ ტესტი
*ბ) მეორეული პრევენცია - მამოგრაფია
გ) მესამეული პრევენცია - იმუნიზაცია

82. ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული კომბინაცია:


*ა) პირველადი პრევენცია - იმუნიზაცია
ბ) მეორეული პრევენცია - რისკ ფაქტორების მოდიფიკაცია
გ) მესამეული პრევენცია - არტერიული წნევის პერიოდული გაზომვა

83. ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული კომბინაცია:


*ა) პირველადი პრევენცია - ფოლიუმის მჟავას დანიშვნა ორსულობის 12
კვირამდე
ბ) მეორეული პრევენცია - რისკ-ფაქტორების მოდიფიკაცია
გ) მესამეული პრევენცია - კოლონოსკოპია

84. ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით მოგმართავთ 18 წლის


მამაკაცი. ჩივილები არ აქვს. ჯანმრთელია. რეკომენდებულია:
*ა) სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა
ბ) ელექტროკარდიოგრაფია
გ) სისხლის საერთო ანალიზი
დ) შარდის საერთო ანალიზი

85. ფილტვის კიბოს სკრინინგის შესახებ, რომელი მოსაზრებაა ყველაზე


მართებული:
ა) ნახველის ციტოლოგია მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება
ბ) მაღალი რისკის პაციენტებთან რეკომენდებულია კომპიუტერული
ტომოგრაფია
*გ) სკრინინგი რეკომენდებული არ არის
დ) გულ-მკერდის რენტგენოგრაფია ტარდება 6 თვეში ერთხელ

86. სკრინინგის ტესტის ხარისხის შესახებ, ქვემოთ ჩამოთვლილი


დებულებებიდან, რომელია მართებული:
ა) ცრუ დადებითი: ცრუ უარყოფითთან თანაფარდობა 1.5-ს უნდა
აღემატებოდეს
ბ) დიაგნოზის დასმიდან, სულ მცირე, ხუთი წლის მანძილზე ჩატარებული
მკურნალობა ეფექტური უნდა იყოს
*გ) სკრინინგი პროგრამაში უნდა იყოს სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური
მონაწილეობა
დ) სკრინინგის ინტერვალები პაციენტის ასაკისა და თანხლები დაავადებების
მიხედვით უნდა იცვლებოდეს
ე) პაციენტი ძალიან მოტივირებული უნდა იყოს სკრინინგის პროგრამაში
მონაწილეობისთვის

87. ვეზიკულური სუნთქვა მოისმინება


ა) ამოსუნთქვისას;
ბ) ჩასუნთქვისას;
*გ) ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პირველ მესამედში;
დ) ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვის პირველ 2/3-ში;
ე) ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მთელ პერიოდში.

88. ფილტვების ემფიზემისას სუნთქვა არის


ა) ვეზიკულური;
*ბ) შესუსტებული ვეზიკულური;
გ) გაძლიერებული ვეზიკულური;
დ) ბრონქული;

89. წვრილბუშტუკოვანი ხიხინი და/ან კრეპიტაცია ახასიათებს


ა) ფილტვების ემფიზემას;
ბ) ფილტვების აბსცესს;
*გ) პნევმონიას;
დ) ბრონქულ ასთმას;
ე) ბრონქოექტაზიას;

90. წილოვანი პნევმონიის განვითარებულ სტადიაში პერკუსიული ბგერა


შემდეგი ხასიათისაა
ა) მოყრუებული ტიმპანიტი;
ბ) კოლოფისებური;
გ) ტიმპანური;
*დ) მოყრუებული;
ე) მეტალური.
91. ბრონქული სუნთქვა ისმის
ა) ჩასუნთქვისას;
ბ) ამოსუნთქვისას;
გ) ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვის პირველ მესამედში;
*დ) ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მთელ პერიოდში;
ე) ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პირველ 2/3-ში.

92. ბგერითი რხევის შესუსტება ტიპურია


ა) ბრონქოექტაზიისთვის;
*ბ) ექსუდაციური პლევრიტისათვის;
გ) ფილტვის აბსცესისათვის ღრუს სტადიაში;
დ) კეროვანი პნევმონიისათვის;
ე) წილოვანი პნევმონიისათვის.

93. ბგერითი რხევის გაძლიერება დამახასიათებელია


ა) ჰიდროთორაქსისთვის;
ბ) დახურული პნევმოთორაქსისათვის;
გ) წილოვანი პნევმონიისათვის;
დ) ფილტვის ემფიზემისათვის;
*ე) ბრონქული ასთმისათვის.

94. სისხლიანი ნახველი უფრო ხშირად აღინიშნება


ა) მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებისას;
*ბ) მიტრალური სტენოზისას;
გ) აორტის სარქვლის უკმარისობისას;
დ) აორტის ხვრელის სტენოზისას;
ე) სამკარედი სარქვლის ნაკლოვანებისას.

95. გულის ფუძეზე სისტოლური თრთოლვა ახასიათებს


ა) მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებას;
ბ) აორტული სარქვლის ნაკლოვანებას;
გ) მიტრალური სტენოზს;
*დ) აორტის ხვრელის სტენოზს;
ე) სამკარედი სარქვლის ნაკლოვანებას.

96. სისტოლური შუილის გაძლიერება მკერდის ძვლის ქვედა მესამედში


ფორსირებული ჩასუნთქვისას ახასიათებს
ა) მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებას;
ბ) მიტრალურ სტენოზს;
გ) აორტალური სარქვლის ნაკლოვანებას;
დ) აორტის ხვრელის სტენოზს;
*ე) სამკარედი სარქვლის ნაკლოვანებას.

97. თირკმლის ჭვალს არ ახასიათებს


ა) ტკივილი წელის მიდამოში;
ბ) დიზურიული მოვლენები;
*გ) მუდმივი ყრუ ტკივილი;
დ) ტკივილის ირადიაცია მუცლის ქვედა არეში ან საზარდულის მიდამოში;
ე) ჰემატურია.

98. წელის მიდამოში ცალმხრივი ტკივილი ახასიათებს


ა) მწვავე გლომერულონეფრიტს;
ბ) მწვავე ცისტიტს;
*გ) მწვავე პიელონეფრიტს;
დ) თირკმლების ამილოიდოზს.

99. ასციტის დროს ტიპურია


ა) მუცლის გამოხატული ასიმეტრია;
ბ) შებრუნებული ჭიპი;
*გ) ფლუქტუაციის სიმპტომი;
დ) მუცლის სწორი კუნთების განცალკევება;
ე) მწოლიარე მდგომარეობაში მუცლის გვერდით კედლებზე ტიმპანიტი.

100. ალბუმინურია და ჰიპოპროტეინემია შეშუპებისა და ცილინდრურიის


თანხლებით ახასიათებს
*ა) მწვავე გლომერულონეფრიტს;
ბ) პიელონეფრიტს;
გ) თირკმლის კენჭოვან დაავადებას;
დ) ცისტიტს.

101. ეზოფაგოსკოპიის შედარებით უკუჩვენებად ითვლება


ა) საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
ბ) ეპილეფსია;
*გ) მწვავე ანთებითი პროცესი ნუშისებურ ჯირკვლებში, ხახაში, ხორხში,
ბრონქებში;
დ) ეზოფაგიტი;
ე) საყლაპავის კიბო.

102. გეგმიური დიაგნოსტიკური ბრონქოფიბროსკოპიის ჩვენებებია:


ა) ბრონქული ასთმა;
ბ) ხორხის სტენოზი;
*გ) ფილტვის კიბო;
დ) ხორხისა და ხახის ანთებითი პროცესი;
ე) პნევმონია.

103. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის სიმპტომების დროს ავადმყოფს


უნდა გაუკეთდეს
ა) გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი
რენტგენოგრაფია;
ბ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოგრაფია ბარიუმის ფაფით;
*გ) ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;
დ) მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა;

104. ნახველის ცუდი, ლპობითი სუნი ახასიათებს


ა) ფილტვის კიბოს;
*ბ) ბრონქოექტაზიებს;
გ) წილოვან პნევმონიას;
დ) მწვავე ბრონქიტს;
ე) მწვავე სინუსიტს.

105. შარდის მაღალი ხვედრითი წონა (1030 და მეტი) ახასიათებს


ა) ქრონიკულ ნეფრიტს;
ბ) პიელონეფრიტს;
*გ) შაქრიან დიაბეტს;
დ) უშაქრო დიაბეტს;
ე) შეჭმუხნილ თირკმელს.

106. ურობილინოგენურია ბილირუბინურიასთან ერთად ახასიათებს


*ა) ღვიძლისმიერ სიყვითლეს;
ბ) ჰემოლიზურ სიყვითლეს;
გ) მექანიკურ სიყვითლეს;
დ) თირკმლის ინფარქტს;
ე) შეგუბებით თირკმელს.

107. განავალში სტერკობილინის გამოხატული მატება ახასიათებს


ა) მექანიკურ სიყვითლეს;
*ბ) ჰემოლიზურ სიყვითლეს;
გ) თირკმლის კენჭოვან დაავადებას;
დ) თირკმლის ინფარქტს;
ე) ქრონიკულ ნეფრიტს.

108. სუნთქვითი მოცულობა არის


ა) ნორმალური ჩასუნთქვის დამთავრების შემდეგ შესუნთქული ჰაერის
მაქსიმალური მოცულობა;
ბ) ნორმალური ამოსუნთქვის დამთავრების შემდეგ ამოსუნთქული ჰაერის
მაქსიმალური მოცულობა;
*გ) ჩასუნთქული ან ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა;
დ) მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის
მოცულობა.

109. ფილტვების ნარჩენი მოცულობა არის


ა) ნორმალური ჩასუნთქვის დამთავრების შემდეგ შესუნთქული ჰაერის
მაქსიმალური მოცულობა;
ბ) ნორმალური ამოსუნთქვის დამთავრების შემდეგ ამოსუნთქული ჰაერის
მაქსიმალური მოცულობა;
გ) ჩასუნთქული ან ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა;
*დ) მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის
მოცულობა.
110. ეკგ-ზე QRS-კომპლექსებს შორის ინტერვალებია არა უმეტეს 0,10 წ-მ;
P კბილები I, II და AVL განხრებში დადებითია ყოველი QRS-კომპლექსის
წინ. შეიძლება ვივარაუდოთ
*ა) სინუსური, რეგულარული რითმი;
ბ) სინუსური არარეგულარული რითმი;
გ) მოციმციმე არითმია;
დ) რეგულარული ატრიოვენტრიკულური რითმი;
ე) არარეგულარული ატრიოვენტრიკულური რითმი.

111. ეკგ-ზე PQ ინტერვალის ხანგრძლივობა 0.20 წმ-ზე მეტია. ეს


ახასიათებს
ა) სრულ ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას;
*ბ) I ხარისხის არასრულ ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას;
გ) ჰისის კონის ფეხების ბლოკადას.

112. ეკგ-ზე აღინიშნება ნაადრევი კომპლექსი, სადაც უარყოფითი P-კბილი


განლაგებულია ადრეულ, მაგრამ შეუცვლელ QRS-კომპლექსის შემდეგ. ეს
მიუთითებს
*ა) ატრიოვენტრიკულურ ექსტრასისტოლაზე;
ბ) წინაგულოვან ექსტრასისტოლაზე;
გ) პარკუჭოვან ექსტრასისტოლაზე.

113. ეკგ-ზე პარკუჭოვანი კომპლექსები არარეგულარულია, P კბილი არ


აღინიშნება. ეს მიუთითებს
*ა) მოციმციმე არითმიაზე;
ბ) პარკუჭოვან ექსტრასისტოლაზე;
გ) წინაგულოვან ექსტრასისტოლაზე.

114. ეკგ-ზე ადრეული პარკუჭოვანი კომპლექსის არსებობისას არ აღინიშნება


P კბილი. ეს შეიძლება იყოს 1) ატრიოვენტრიკულური ექსტრასისტოლიის
დროს; 2) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს; 3) არასრული
ატრიოვენტრიკულური დისოციაციის დროს; 4) წინაგულოვანი
ექსტრასისტოლიის დროს;
*ა) სწორია 1,2;
ბ) სწორია 2,3;
გ) სწორია 3,4;
დ) სწორია 1,4;
ე) სწორია 2,4.

115. ექოკარდიოგრაფიით შეიძლება დაისვას დიაგნოზი


ა) გულის მანკები და მიტრალური სარქვლის პროლაფსი;
ბ) დილატაციური და ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია;
გ) გულის სიმსივნეები;
დ) ექსუდაციური პერიკარდიტი;
ე) მიოკარდიუმის მსხვილკეროვანი ინფარქტი;
*ვ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
116. ბრონქოექტაზების გამოვლენის ყველაზე ინფორმაციული მეთოდია
ა) რენტგენოგრაფია;
ბ) ტომოგრაფია;
*გ) ბრონქოგრაფია;
დ) ანგიოპულმონოგრაფია.

117. პლევრის ღრუში მცირეოდენი სითხის არსებობის გამოვლენის ყველაზე


ეფექტური მეთოდია
ა) რენტგენოსკოპია ორთოპოზიციის ჩვეულ მდგომარეობაში;
ბ) რენტგენოგრაფია;
გ) ტომოგრაფია;
*დ) რენტგენოსკოპია გვერდით პოზიციაში.

118. ფილტვისმიერი გული აღმოცენდება


ა) ჰიპერტონული დაავადებისას;
ბ) ჰიპერთირეოზისას;
გ) მიოკარდიტისას;
*დ) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს;

119. კუჭუკანა ჯირკვლის მოცულობითი პროცესების უპირატეს სადიაგნოზო


მეთოდად ითვლება
ა) ბარიუმის ფაფით კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევა;
ბ) რელაქსაციური დუოდენოგრაფია;
გ) ინტრავენური ქოლეგრაფია;
დ) რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია;
*ე) კომპიუტერული ტომოგრაფია.

120. კუჭის რენტგენოგრაფიის დროს მცირე სიმრუდეზე აღინიშნება წვეტიანი


ნიშა, შემოსაზღვრული ასიმეტრიული ოვალური ინფილტრატით ელასტიური
კედლით. ეს მაჩვენებელი ახასიათებს
*ა) წყლულოვან დეფექტს გაურთულებელი წყლულოვანი დაავადების დროს;
ბ) პენეტრირებულ წყლულს;
გ) წყლულის ავთვისებიან გადაგვარებას;
დ) ინფილტრაციულ-წყლულოვან კიბოს.

121. საშარდე გზებში კენჭების აღმოსაჩენად ყველაზე რაციონალურად


ითვლება შემდეგი მეთოდი
ა) ექსკრეტორული უროგრაფია;
ბ) მიმოხილვითი რენტგენოგრაფია;
გ) ტომოგრაფია;
*დ) რეტროგრადული პიელოურეთროგრაფია.

122. გლუკოზისადმი ტოლერანტობის კვლევისას შაქრის დონე სისხლში


შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს, როცა იგი
ა) აღემატება დატვირთვიდან 30-60 წუთის შემდეგ საწყისი დონის 80%
მეტს;
*ბ) არ აღემატება საწყის დონეს 80%-ზე მეტად დატვირთვიდან 30-60
წუთის შემდეგ;
გ) აღემატება საწყის დონეს 100% და მეტით დატვირთვიდან 1 საათის
შემდეგ;
დ) აღწევს 8-9 მმოლ/ლ დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ.

123. ზიმნიცკის სინჯის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში


ა) დინამიური დაკვირვება გამოყოფილი შარდის რაოდენობაზე;
*ბ) დინამიური დაკვირვება სადღეღამისო შარდის შედარებით სიმკვრივეზე,
დღისა და ღამის პერიოდებში გამოყოფილი შარდის მოცულობაზე;
გ) დღის რეჟიმის ზეგავლენის დაკავშირება დიურეზთან.

124. თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას ზიმნიცკის სინჯი ხასიათდება


ა) სადღეღამისო შარდის რაოდენობის შემცირებით;
ბ) ყველა ულუფაში შარდის დაბალი შედარებითი სიმკვრივით;
გ) ღამის დიურეზის სიჭარბით;
დ) დღე-ღამის განმავლობაში შარდის არათანაბარი გამოყოფით;
*ე) ყველა ულუფაში შარდის დაბალი შედარებითი სიმკვრივით და ღამის
დიურეზის სიჭარბით;

125. ზიმნიცკის სინჯის ჩატარებისას აუცილებელია


ა) უმარილო მკაცრი დიეტა;
ბ) ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა;
*გ) სითხის ჭარბი რაოდენობით მიღების აკრძალვა (წყლის
სტანდარტიზებული რეჟიმი);
დ) მარილის შეზღუდვა.

126. თირკმლის კონცენტრაციის უნარს ასახავს


ა) ხვედრითი წონა ჩვეულებრივი ანალიზის ჩატარებისას;
ბ) შარდის ნალექის მიკროსკოპია;
*გ) ზიმნიცკის ცდა;

127. გულმკერდის ბგერითი რხევა გაძლიერებულია ყველა ჩამოთვლილ


შემთხვევაში, გარდა ერთისა:
ა) წილოვანი პნევმონია
ბ) კომპრესიული ატელექტაზი
*გ) ექსუდაციური პლევრიტი
დ) ტუბერკულოზური ინფილტრატი
ე) ფილტვის ინფარქტი

128. რა პათოლოგიის დროს ჩნდება ტრაუბეს ნახევარმთვარისებრ სივრცეში


ყრუ ხმიანობა:
ა) მარჯვენამხრივი მშრალი პლევრიტის დროს
ბ) კრუპოზული პნევმონიის დროს
გ) პნევმოთორაქსის დროს
*დ) მარცხენამხრივი ექსუდაციური პლევრიტის დროს
ე) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში
129. ფილტვების პერკუსიით ლითონისებური ელფერის დამახასიათებელია:
ა) ემფიზემისათვის
ბ) კრუპოზული პნევმონიისათვის
*გ) პნევმოთორაქსისათვის
დ) ექსუდაციური პლევრიტისათვის
ე) არასრული ატელექტაზისათვის

130. შხეფის ხმიანობა შეიგრძნობა:


ა) ჰიდროთორაქსის დროს
ბ) პნევმოთორაქსის დროს
*გ) ჰიდროპნევმოთორაქსის დროს
დ) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში
ე) არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში

131. მუდმივი ტიპის ცხელება ახასიათებს:


ა) ფილტვის ტუბერკულოზს
ბ) სეფსისს
გ) ლიმფოგრანულომატოზს
*დ) კრუპოზულ პნევმონიას
ე) მალარიას

132. ჩამოთვლილი შემთხვევებიდან როდის არ არის გულის I ტონი


შესუსტებული:
ა) მიტრალური სარქვლის ნაკლოვანების დროს
ბ) აორტის სარქვლის ნაკლოვანების დროს
გ) აორტის ხვრელის სტენოზის დროს
დ) გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს
*ე) სრული ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადის დროს

133. ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან „დიდი პულსი“ (Pulsus magnus)


აღინიშნება:
ა) აორტის ხვრელის სტენოზის დროს
ბ) გულის ქრონიკული უკმარისობის დროს
გ) მოციმციმე არითმიის დროს
*დ) აორტის სარქვლების ნაკლოვანების დროს
ე) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში

134. გულის მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის დროს აღინიშნება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა:
ა) ძლიერი ქოშინი
ბ) კისრის ვენების შებერვა
გ) ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ.
დ) არტერიული წნევის დაქვეითება
*ე) ვენური წნევის დაქვეითება
135. სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ეკგ დიაგნოსტიკა ხდება
შემდეგი მონაცემების საფუძველზე:
ა) P-Q ინტერვალის გახანგრძლივება 0,20 წმ. -ზე მეტად;
ბ) P კბილის არარსებობა;
გ) ვეკენბახის პერიოდების არარსებობა;
*დ) კბილი ხან ღშთ კომპლექსის წინ რეგისტრირდება, ხან მის შემდეგ, ან
ემთხვევა მას; - და R-R ინტერვალები თანაბარია; ამასთან R-R ინტერვალი
უფრო დიდია, ვიდრე - ;
ე) QRS კომპლექსი დეფორმიულია, ამასთან T კბილი QRS კომპლექსის
მაქსიმალური კბილისადმი დისკორდანტულია

136. სისტოლური შუილი აორტის მოსასმენ წერტილში მოისმინება:


ა) სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანების დროს
ბ) მიტრალური სტენოზის დროს
გ) მიტრალური სარქვლის ნაკლოვანების დროს
დ) აორტის სარქვლის ნაკლოვანების დროს
*ე) აორტის ხვრელის სტენოზის დროს

137. რომელი სიმპტომის გაჩენა გვაფიქრებინებს პეპტიური წყლულის


პენეტრაციით გართულებაზე?:
ა) „მშიერი ტკივილი“;
ბ) ძლიერი, “ხანჯლის ჩაცემის“ მსგავსი ტკივილი;
გ) სისხლიანი ღებინება;
*დ) მუდმივი ხასიათის ტკივილი რითმულობისა და პერიოდულობის
გარეშე;
ე) კუჭის პერკუსიით „შხეფის ხმიანობა“

138. პორტული ჰიპერტენზიის სინდრომს შეადგენს:


ა) ასციტი;
ბ) პორტო-კავალური ანასტომოზები;
გ) სპლენომეგალია;
*დ) ყველა ჩამოთვლილი
ე) არცერთი ჩამოთვლილთაგან

139. ადისის სინჯის მიხედვით ნორმის პირობებში დღე-ღამის შარდში


გამოიყოფა:
ა) 1 მლნ. ლეიკოციტი, 1 მლნ. ცილინდრი, 20 ათასი ერითროციტი
*ბ) 1 მლნ.ლეიკოციტი, 1 მლნ. ერითროციტი, 20 ათასი ცილინდრი
გ) 1 მლნ. ერითროციტი, 1 მლნ. ცილინდრი, 20 ათასი ლეიკოციტი
დ) 1,5 მლნ. ერითროციტი, 500 ათასი ლეიკოციტი, 20 ათასი
ცილინდრი
ე) 100 000 ლეიკოციტი, 100000 ერითროციტი, 10 000 ცილინდრი

140. ნეფროზული სინდრომი მოიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა ერთისა:


ა) შეშუპებას
ბ) პროტეინურიას
გ) ჰიპოალბუმინემიას
*დ) ჰიპერვოლემიას
ე) ჰიპერლიპიდემიას, ლიპიდურიას

141. შტერნბერგის გიგანტური უჯრედები ლიმფური კვანძის ბიოპტატში


ვლინდება შემდეგი პათოლოგიის დროს:
ა) ტუბერკულოზი
ბ) ადისონ-ბირმერის დაავადება
*გ) ლიმფოგრანულომატოზი
დ) თალასემია
ე) ლიმფოსარკომა

142. თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემიების მიზეზი არის ყველა


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) ერითროციტების მემბრანის დეფექტი
*ბ) ანტიერითროციტული ანტისხეულების ზემოქმედება
გ) გლობინის ჯაჭვის სინთეზის დარღვევა
დ) ჰემოგლობინის სტრუქტურის ცვლილება
ე) ფერმენტების აქტივობის დეფიციტი

143. ჰიპოპარათირეოზის დიაგნოსტიკა ემყარება ყველა ჩამოთვლილ მონაცემს,


გარდა ერთისა:
ა) ჰიპოკალციემიას
ბ) ჰიპერფოსფატემიას
გ) ტეტანიის შეტევების განვითარებას
*დ) ჰიპერკალციემიას
ე) სისხლში პარატჰორმონის რაოდენობის მკვეთრ დაქვეითებას

144. ბერნშტეინის აციდ-პერფუზიული ტესტი გამოიყენება შემდეგი


პათოლოგიის დიაგნოსტიკისათვის:
ა) საყლაპავის ახალაზია
ბ) საყლაპავის დიფუზური სპაზმი
*გ) რეფლუქს-ეზოფაგიტი
დ) საყლაპავის კიბო
ე) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში

145. სისხლში შეკავშირებული ბილირუბინის რაოდენობის მკვეთრი მომატება,


შარდში ბილირუბინის არსებობა დამახასიათებელია შემდეგი სახის
სიყვითლისათვის:
ა) ჰემოლიზური სიყვითლისათვის
ბ) პარენქიმული სიყვითლისათვის
*გ) მექანიკური სიყვითლისათვის
დ) არც ერთი ჩამოთვლილისათვის
ე) ყველა ჩამოთვლილისათვის

146. უცნაურ იძულებით მდგომარეობას, ე. წ. „ძროხის პოზას“


ავადმყოფები იღებენ შემდეგი დაავადების დროს:
ა) ტეტანუსის დროს
ბ) ცერებროსპინალური მენინგიტის დროს
გ) ექსუდაციური პლევრიტის დროს
*დ) ექსუდაციური პერიკარდიტის დროს
ე) აბსცესის დროს

147. მსხვილბუშტუკოვანი სველი ხიხინი წარმოიქმნება:


ა) საშუალო კალიბრის ბრონქებში
ბ) ალვეოლებში
გ) ბრონქიოლებში
*დ) მსხვილი კალიბრის ბრონქებში
ე) ყველა ჩამოთვლილ ადგილას

148. სტოქსის საყელო აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიების


დროს, გარდა ერთისა:
ა) ზედა ღრუ ვენაზე სიმსივნის ზეწოლისას
ბ) შეხორცებითი პერიკარდიტის დროს
*გ) გულის ქრონიკული უკმარისობის დროს
დ) ზედა ღრუ ვენის თრომბოზის დროს
ე) ზედა ღრუ ვენაზე აორტის ანევრიზმის ზეწოლისას

149. მიტრალური სტენოზის დიაგნოსტიკის ყველაზე სრულყოფილი


მეთოდია:
ა) აუსკულტაციური მონაცემები
ბ) ეკგ
*გ) ექოკარდიოგრაფია დოპლერით
დ) ფონოკარდიოგრაფია
ე) რენტგენოგრაფია

150. აორტის სარქვლის ნაკლოვანების დროს გულის მწვერვალზე მოისმინება


შემდეგი სახის შუილი:
ა) გრეჰემ-სტილის შუილი
ბ) კუმბსის შუილი
*გ) ფლინტის შუილი
დ) დიასტოლური შუილი
ე) არცერთი ჩამოთვლილთაგან

151. მწვავე გლომერულონეფრიტის დროს შარდში აღინიშნება ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი ცვლილება, გარდა ერთისა:
ა) პროტეინურია
ბ) მიკროჰემატურია
*გ) ბაქტერიურია
დ) ცილინდრურია
ე) მაკროჰემატურია

152. მწვავე აბდომინური ტკივილის დროს ნაჩვენებია:


ა) არანარკოტიკული ანალგეტიკის მიცემა;
ბ) ნარკოტიკული ანალგეტიკის დანიშვნა;
გ) სათბურის დადება;
*დ) სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ განყოფილებაში;
ე) ყველა ჩამოთვლილი.

153. ბრონქული ასთმის სტატუსის III სტადიაში ნაჩვენებია:


ა) მუკოლიზური პრეპარატების დანიშვნა;
ბ) მეთილქსანტინების ინტრავენური შეყვანა;
გ) პრედნიზოლონის შეყვანა ინტრავენურად;
*დ) ავადმყოფის გადაყვანა მართვით სუნთქვაზე;
ე) ყველა ჩამოთვლილი.

154. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობის დროს ყველაზე


მეტად ნაჩვენებია:
ა) საგულე გლიკოზიდები;
ბ) შარდმდენები;
*გ) სტრეპტოკინაზა, ჰეპარინი;
დ) ნეიროლეპტიური საშუალებები;
ე) ყველა ჩამოთვლილი

155. ჰიპოვოლემიური შოკისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა:
ა) ქსოვილოვანი პერფუზიის დაქვეითების ნიშნები
ბ) ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება
გ) მეტაბოლური აციდოზი და ტაქიპნოე
*დ) ცენტრალური ვენური წნევის მომატება
ე) სისტემური პერიფერიული წინააღმდეგობის მომატება

156. ბავშვთა ასაკში გულმკერდის პათოლოგიურ ფორმას მიეკუთვნება:


ა) კასრისებრი გულმკერდი
ბ) კონუსისებრი გულმკერდი
*გ) მეწაღის გულმკერდი
დ) ცილინდრული გულმკერდი

157. ჰატჩისონის კბილები ახასიათებს შემდეგ დაავადებას


ა) რაქიტს
ბ) თანდაყოლილ ტოქსოპლაზმოზს
*გ) თანდაყოლილ ათაშანგს
დ) თანდაყოლილ ციტომეგალოვირუსს

158. პარადოქსული პულსი განისაზღვრება, როგორც:


*ა) შესუნთქვისას სისტოლური წნევის დაქვეითება
ბ) შესუნთქვისას სისტოლური წნევის მომატება
გ) ამოსუნთქვისას სისტოლური წნევის დაქვეითება
დ) ამოსუნთქვისას სისტოლური წნევის მომატება

159. III ტონის შესახებ ჩამოთვლილი დებულებებიდან, რომელია


არასწორი:
ა) ის უფრო სარწმუნო მონაცემია გულის უკმარისობის დიაგნოსტიკაში,
ვიდრე საუღლე ვენების გაფართოება;
ბ) ეს მონაცემი 40 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში ფაქტიურად
პათოგნომურია გულის დაავადებებისათვის;
*გ) გალოპის რითმი არასპეციფიკურია გულის უკმარისობისთვის;
დ) ,,ფიზიოლოგიური'' III ტონი შეიძლება მოვისმინოთ ორსულებსა და
ახალგაზრდა პაციენტებში.

160. ჩამოთვლილთაგან, რომელი ზრდის III ტონის აღმოჩენის


შესაძლებლობას?
ა) ფეხზე მდგომი პაციენტის აუსკულტაცია;
ბ) მჯდომარე მდგომარეობაში აუსკულტაცია;
*გ) მარცხენა გვერდზე მწოლიარე პაციენტის აუსკულტაცია;

161. დილის შებოჭილობის ყველაზე ზუსტი განმარტებაა:


ა) ეს არის დროის მონაკვეთი დილაობით, რომელიც საჭიროა სახსრებში
მოძრაობის აღსადგენად;
ბ) მიუთითებს დაავადებული სახსრის ირგვლივ განვითარებული შეშუპების
ინტენსიურობაზე;
გ) უსიამოვნო შეგრძნება სახსრებში, რომელიც დილის ვარჯის შემდეგ
ვითარდება;
*დ) მოძრაობის შეზღუდვა სახსრებში, რომელიც ხანგრძლივი უმოძრაო
პერიოდის შემდეგ ვითარდება;

162. ჩამოთვლილთაგან რომელი სახსრის ტემპერატურაა ჩვეულებრივ უფრო


დაბალი, ვიდრე მის ირგვლივმდებარე ქსოვილების:
ა) იდაყვის;
*ბ) მუხლის;
გ) კოჭის;
დ) პროქსიმალური ნებფალანგთაშორისი სახსრის.

163. სტენოკარდიისთვის დამახასიათებელია


ა) ტკივილი გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რომელიც მოძრაობისას
ძლიერდება;
ბ) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
გ) შეტევითი ხასიათის ტკივილი ეპიგასტრიუმში;
*დ) ტკივილი მკერდის ძვლის უკან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
ე) ტკივილი მარცხენა მხრის არეში, რომელიც მოძრაობისას ძლიერდება

164. ფიზიკური დატვირთვის ტესტის დადებითია თუ დატვირთვის ფონზე


ა) ვითარდება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია ან ST-სეგმენტის დეპრესია 1
მმ-ითა და მეტით;
ბ) Q-კბილის ამპლიტუდა იზრდება III სტანდარტულ და aVF განხრებში.
გ) ვითარდება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
*დ) ვითარდება ST-სეგმენტის დეპრესია 1 მმ-ითა და მეტით;
ე) R-კბილის ამპლიტუდა მცირდება ან აღინიშნება ST-სეგმენტის ელევაცია;
165. მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეულ გართულებებს მიეკუთვნება ყველა
ჩამოთვლილი გარდა
ა) მარცხენა პარკუჭს მწვავე უკმარისობა;
ბ) პარკუჭოვანი არითმია;
*გ) დრესლერის სინდრომი;
დ) მიოკარდიუმის გასკდომა;
ე) ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის მოშლა.

166. მიოკარდიუმის ინფარქტით ავადმყოფის ხანგრძლივად უმოძრაო


მდგომარეობაში ყოფნას შეიძლება მოჰყვეს
ა) ბრადიკარდია;
ბ) არტერიული ჰიპერტენზია;
*გ) თრომბოემბოლია;
დ) გულის უკმარისობა;
ე) ატრიოვენტრიკულური გამტარობის მოშლა.

167. ავადმყოფს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის შემდეგ,


საავადმყოფოდან გამოწერიდან ერთი კვირაში განუვითარდა ტკივილი
გულმკერდის მიდამოში, ცხელება, მოისმინება პერიკარდიუმის ხახუნის
ხმიანობა, ედს-ი გაიზარდა. რა არის აღნიშნულის მიზეზი?
ა) მიოკარდიუმის დაზიანების ზონის გაფართოება;
ბ) იდიოპათიური პერიკარდიტი;
*გ) დრესლერის სინდრომი;
დ) მიოკარდიუმის გასკდომა;
ე) გულის ქორდების გასკდომა.

168. მიოკარდიუმის ქვემო კედლის ინფარქტის პირდაპირი ნიშნები


რეგისტრირდება ეკგ-ს შემდეგ განხრებში
ა) I, aVL, V1-V4;
*ბ) II, III, aVF;
გ) I, aVL, V5-V6;
დ) V1-V2;
ე) V3-V4

169. კორონარული არტერიების დაავადების რისკ-ფაქტორია


ა) თირეოტოქსიკოზი;
*ბ) შაქრიანი დიაბეტი;
გ) ალკოჰოლის მიღება;
დ) ფილტვისმიერი გული;
ე) ღვიძლის ციროზი.

170. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ყველაზე ხშირ გართულებას


წარმოადგენს
*ა) არითმია;
ბ) მიოკარდიუმის გასკდომა;
გ) თავის ტვინის სისხლძარღვების ემბოლია;
დ) დრესლერის სინდრომი;
ე) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

171. სტენოკარდიის დროს ბეტა-ბლოკერები ეფექტურია, რადგან


ა) ანელებს გულში აგზნების გატარებას;
ბ) აფართოებს კორონარული სისხლძარღვებს;
გ) მოქმედებს სისხლძარღვთა გლუვ კუნთის ტონუსზე;
დ) ზრდის მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარებას;
*ე) ამცირებს გულისცემის სიხშირეს და აქვეითებს წნევას;

172. მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაში განვითარებული


პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის სამკურნალოდ რეკომენდებულია
ა) საგულე გლიკოზიდები;
*ბ) ბეტა-ბლოკერები
გ) ლიდოკაინი;
დ) პროკაინამიდი;
ე) ვერაპამილი.

173. მწვავე ინფარქტის ფონზე განვითარებული სიმპტომური სინუსური


ბრადიკარდიის მკურნალობისთვის გამოიყენება
ა) დროებითი კარდიოსტიმულაცია;
*ბ) ატროპინი;
გ) ჰიდროკორტიზონი;
დ) ბეტა-ადრენომიტური საშუალებები;
ე) კარდიოვერსია.

174. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ბეტა-ადრენობლოკერების


ხმარების უკუჩვენებაა
*ა) ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
ბ) მოციმციმე არითმია;
გ) შაკიკი;
დ) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
ე) გლაუკომა.

175. მწვავე ინფარქტის დროს ჰეპარინით მკურნალობის მიზანია


ა) თრომბით დახშული გვირგვინოვანი არტერიის გამავლობას აღდგენა;
ბ) ინფარქტის შედეგად დაზიანებული უბნის შემოფარგვლა;
გ) გულის კუნთის პერფუზიის გაუმჯობესება.
*დ) თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა;

176. დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინით მკურნალობისას


ა) აუცილებელია პროთრომბინის ინდექსის მონიტორინგი;
ბ) აუცილებელია სისხლდენის დროის მონიტორინგი;
*გ) ჩვეულებრივ, ლაბორატორიული კონტროლი საჭირო არ არის;
დ) აუცილებელია INR-ის მონიტორინგი;
ე) აუცილებელია ფიბრინოგენის დონის მონიტორინგი.

177. გულის იშემიური დაავადება მოიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა


ა) დაძაბვის სტენოკარდიისა;
ბ) ჩუმი იშემიისა;
გ) უეცარი გულისმიერი სიკვდილისა;
დ) მიოკარდიუმის ინფარქტისა;
*ე) კარდიომიოპათიისა.

178. პრინცმეტალის სტენოკარდიისათვის დამახასიათებელია ყველა ნიშანი,


გარდა
ა) ციკლური ხასიათი;
ბ) ტკივილის აღმოცენება მოსვენებულ მდგომარეობაში;
გ) შეტევის დროს ეკგ-ზე ST-სეგმენტის ელევაცია;
*დ) ტკივილის აღმოცენება ფიზიკური დატვირთვისას, იშვიათად,
მოსვენებულ მდგომარეობაში;
ე) კარგი პროგნოზი.

179. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ასახავს ყველაზე კარგად


კორონარული უკმარისობის პათოგენეზს?
ა) მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის გაძლიერებული მოხმარება;
*ბ) კორონარული სისხლის ნაკადის შეუსაბამობა მიოკარდიუმის ჟანგბადზე
მოთხოვნილებასთან;
გ) კორონარული სისხლძარღვების სპაზმი, რომელიც ფიზიკური დატვირთვის
ფონზე ვითარდება;
დ) თრომბის მწვავე განვითარება გვირგვინოვან არტერიებში.

180. გულის იშემიური დაავადების რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება


*ა) არტერიული ჰიპერტენზია;
ბ) მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მატება სისხლში;
გ) სხეულის მასის ინდექსი > 25;
დ) ალკოჰოლის მოხმარება;
ე) გულის დაბალი განდევნის ფრაქცია.

181. სტენოკარდიის შეტევის განვითარების უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) მღელვარებისა;
ბ) სიცივეში გასვლისა;
გ) საკვების მიღებისა;
დ) არტერიული წნევის მომატებისა;
*ე) ფიზიკური დატვირთვის უეცრად შეწყვეტისა.

182. პრინცმეტალის სტენოკარდიის საფუძველია


ა) კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი;
*ბ) კორონარული არტერიების სპაზმი;
გ) კორონარული არტერიების თრომბოზი;
დ) მიოკარდიუმის გაზრდილი მოთხოვნილება ჟანგბადზე;
ე) სისხლის სიბლანტის გაზრდა.

183. არასტაბილურ სტენოკარდიას განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) პირველად აღმოცენებული სტენოკარდიისა - III ფუნქციური კლასი;
ბ) პროგრესირებადი სტენოკარდიისა;
*გ) პირველად აღმოცენებული სტენოკარდიისა - I ფუნქციური კლასი;
დ) მოსვენების სტენოკარდიისა.

184. მიტრალური სტენოზის დროს ეკგ-ზე ვლინდება


*ა) მარჯვენა პარკუჭისა და მარცხენა წინაგულის ჰიპერტროფიის ნიშნები;
ბ) მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები;
გ) ჰისის კონის წინა მარცხენა ტოტის ბლოკადა;
დ) გულის ელექტრული ღერძის ჰორიზონტალური მდებარეობა;
ე) ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.

185. მიტრალური სტენოზისა და სინუსური რიტმის დროს განვითარებული


ფილტვების შეშუპების გადაუდებელი მკურნალობისათვის გამოიყენება: 1).
დიგიტალისი; 2). ლაზიქსი ინტრავენურად; 3). კორგლიკონი ან
სტროფანტინი მცირე დოზებში; 4). სტროფანტინი სრული დოზებში.
*ა) შარდმდენები;
ბ) ბეტა-ბლოკერები;
გ) საგულე გლიკოზიდები პერორალურად;
დ) საგულე გლიკოზიდები ინტრავენურად;
ე) კალციუმის ანტაგონისტები.

186. ხელოვნური მიტრალური სარქვლის იმპლანტაციის შემდეგ თერაპია


არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებით წარმოებს
ა) ოპერაციის შემდეგ 1 თვის განმავლობაში;
ბ) ოპერაციის შემდეგ 2 თვის განმავლობაში;
გ) ოპერაციის შემდეგ 1 წლის განმავლობაში;
*დ) მთელი სიცოცხლის მანძილზე;
ე) საერთოდ არ წარმოებს.

187. აორტული სარქვლის ნაკლოვანების მიზეზები შეიძლება იყოს ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) რევმატიზმისა;
ბ) მარფანის სინდრომისა;
გ) ინფექციური ენდოკარდიტისა;
*დ) მიოკარდიუმის ინფარქტისა;
ე) აორტის განშრევებადი ანევრიზმისა.

188. აორტის ხვრელის სტენოზისთვის დამახასიათებელია:


ა) აორტაში სისტოლური წნევის მატება;
*ბ) მარცხენა პარკუჭში სისტოლური წნევის მატება;
გ) გულის წუთმოცულობის ზრდა;
დ) მარცხენა პარკუჭში წნევის შემცირება;

189. სამკარიანი სარქვლის ორგანული უკმარისობისათვის დამახასიათებელია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) სისტოლური შუილისა მკერდის ძვლის ქვედა ნაწილში;
ბ) დადებითი ვენური პულსისა;
გ) გულის მარჯვენა ნაწილების ჰიპერტროფიისა;
დ) ჰეპატოიუგულარული რეფლუქსისა;
*ე) დიასტოლური შუილისა გულის მწვერვალზე.

190. აორტის კოარქტაციისთვის დამახასიათებელია


ა) სისტემური არტერიული წნევის მატება;
*ბ) არტერიული წნევის მატება მხოლოდ ზედა კიდურებზე;
გ) არტერიული წნევის მატება მხოლოდ ქვედა კიდურებზე;
დ) პულსის გაქრობა ზედა კიდურებზე.

191. მაღალი პულსური წნევა ახასიათებს


ა) გულის მიტრალურ მანკს;
ბ) აორტის ხვრელის სტენოზს;
*გ) აორტული სარქვლის უკმარისობას;
დ) სამკარიანი სარქვლის მანკს;
ე) ტაქიკარდიას.

192. ესენციური ჰიპერტენზიის განვითარებას ხელს უწყობს ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) გენეტიკური წინასწარგანწყობა;
ბ) სუფრის მარილის ჭარბი მიღება;
გ) სიმპათოადრენალური სისტემის გააქტიურება;
*დ) ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დათრგუნვა.

193. არტერიული წნევის დონე განისაზღვრება


ა) გულის მუშაობით (წუთმოცულობით);
ბ) პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობით;
გ) ცირკულირებადი სისხლის მოცულობით;
*დ) გულის წუმოცულობით, ცირკულირებადი სისხლის მოცულობით და
პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობით.

194. კონის სინდრომისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ჰიპოკალიემია;
ბ) პოლიურია;
გ) მიასთენია;
*დ) ჰიპერრენინემია;
ე) ჰიპერალდოსტერონიზმი.

195. რენოვასკულარული ჰიპერტენზიისათვის დამახასიათებელია


*ა) ჰიპერრენინემია;
ბ) ჰიპერკატექოლამინემია;
გ) შარდმდენებით მკურნალობის ეფექტურობა;
დ) ჰიპოალდოსტერონიზმი.

196. ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის ელექტროკარდიოგრაფიული


ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) QRS-კომპლექსის სიგანე მეტია 0,10 წ-მ;
ბ) P-Q-ინტერვალის დამოკლება;
გ) დელტა ტალღის არსებობა;
დ) R-კბილის ამპლიტუდის ცვლილება;
*ე) ST-სეგმენტის ელევაცია.

197. მოციმციმე არითმიის ფონზე განვითარებული სრული


ატრიოვენტრიკულური ბლოკადისთვის დამახასიათებელია
ა) პარკუჭების შენელებული და არარეგულარული რიტმი;
ბ) P-კბილების რეგულარული ჩქარი რიტმი და პარკუჭოვანი კომპლექსების
შენელებული რიტმი;
გ) P-კბილების არარეგულარული ჩქარი რიტმი და პარკუჭოვანი
კომპლექსების შენელებული რიტმი;
*დ) P-კბილების არარსებობა, f-ტალღები და ნელი რეგულარული
პარკუჭოვანი რიტმი;
ე) P-კბილების არარსებობა, f-ტალღები და პარკუჭოვანი ტაქიკარდიის
სურათი.

198. წინაგულების თრთოლვის ტიპური ფორმის განვითარებისას F-ტალღების


სიხშირე შეიძლება მერყეობდეს შემდეგ ფარგლებში:
ა) 100-150;
ბ) 150-200;
გ) 100-300;
დ) 150-350;
*ე) 250-350.

199. სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ეკგ-დიაგნოსტიკა ხდება


შემდეგი ნიშნების საფუძველზე
*ა) წინაგულოვანი (P) და ფართო პარკუჭოვანი (QRS) კომპლექსების სწორი
რეგულარული რიტმი; ამასთან, P-კბილებს შორის მანძილი ნაკლებია, QRS-
კომპლექსებს შორის მანძილზე.
ბ) P-Q ინტერვალის გაზრდილია 0.21 წამზე მეტად და QRS-კომპლექსები
გაფართოებულია;
გ) P-კბილი გამქრალია და QRS-კომპლექსები ვიწროა და მათი სიხშირე 40-
60-ის ფარგლებშია;
დ) P-Q ინტერვალის შემცირებულია 0.1 წამამდე და QRS-კომპლექსები
გაფართოებულია;
ე) აღინიშნება QRS-კომპლექსების გამოვარდნა გარკვეული P-კბილების
შემდეგ. ამასთან, P-Q ინტერვალის გაზრდილია.

200. ქრონიკული ფილტვისმიერი გულის განვითარების ყველაზე ხშირი


მიზეზია
ა) ფილტვების ტუბერკულოზი;
*ბ) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
გ) ფილტვის ინტერსტიციული ფიბროზი (ხამმან რიჩის სინდრომი);
დ) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
ე) სარკოიდოზი.
201. სინუსური ბრადიკარდიის ეგკ-ნიშნებია
*ა) დადებითი P-კბილი წინ უსწრებს QRS კომპლექსებს, P-Q-ინტერვალები
თანაბარია, P-კბილების სიხშირე წუთში 40-59-ის ფარგლებშია;
ბ) დადებითი P-კბილი წინ უსწრებს QRS კომპლექსებს, P-Q-ინტერვალები
თანაბარია და მეტია 0.2 წამზე, P-კბილების სიხშირე წუთში 50-69-ის
ფარგლებშია;
გ) ფართო QRS-კომპლექსები, რომელთა სიხშირე წუთში 60-ზე ნაკლებია;
P-კბილების გაქრობა;
დ) უარყოფითი P-კბილები და შენელებული პარკუჭოვანი (QRS) რიტმი
(<60/წთ).

202. წინაგულოვანი ექსტრასისტოლიის ნიშანია


*ა) P-კბილის ნაადრევი გამოჩენა, რომელიც განსხვავდება დანარჩენი
ციკლების P-კბილებისაგან; ამასთან, ნაადრევი და წინამორბედი P-კბილების
შემდეგ არსებული QRS-კომპლექსები იდენტურია;
ბ) სრული კომპენსატორული პაუზა ადრეული QRS კომპლექსის
(ექსტრასისტოლის) შემდეგ;
გ) უარყოფითი P-კბილი რეგულარული QRS-კომპლექსების წინ;
დ) ნაადრევი QRS-კომპლექსის გამოჩენა, რომელიც წინა კომპლექსების
იდენტურია.

203. ფეოქრომოციტომის დროს არტერიული წნევის მკვეთრ მატებას


ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) თავის ტკივილი;
ბ) გულის ფრიალი;
*გ) მკვეთრი ბრადიკარდია და პულსური წნევის მატება;
დ) გულისრევა;
ე) ოფლიანობა;

204. მიოკარდიტისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლი, გარდა


ა) გულის საზღვრების გაფართოება;
*ბ) არტერიული წნევის მატება;
გ) გულის ტონების მოყრუება;
ე) მწვერვალზე სისტოლური შუილი;

205. ინფექციური ენდოკარდიტისთვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ინფექციის ჰემატოგენური გავრცელება;
ბ) ემბოლია (თირკმლის, ელენთის, თავის ტვინის ინფარქტი);
გ) აუტოიმუნური პროცესები (ნეფრიტი, ართრალგია);
*დ) ინფიცირება გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით;
ე) დაავადების რისკის ზრდა ინტრავენური ნარკოტიკების გამოყენებისას.

206. ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტის ადრეულ სტადიაში ყველაზე


ხშირი ნიშანია
*ა) შემცივნება და ცხელება;
ბ) წონაში დაკლება;
გ) ნევროლოგიური სიმპტომატიკა;
დ) სპლენომეგალია;
ე) ანემია.

207. სტრეპტოკოკული ქვემწვავე ენდოკარდიტის მკურნალობაში პირველი


რიგის ანტიბიოტიკად ითვლება
ა) ფტორქინოლონი;
ბ) გენტამიცინი;
*გ) პენიცილინი;
დ) ცეფალოსპორინი.

208. ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს სიკვდილიანობის


უხშირესი მიზეზია
ა) მიოკარდიუმის აბსცესი;
ბ) თირკმლის უკმარისობა;
გ) ბაქტერიული შოკი;
*დ) გულის უკმარისობა.

209. მიტრალური სტენოზის ნიშნებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა


ა) ქოშინი;
ბ) მოხრჩობის გრძნობა;
გ) ხველა, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით;
*დ) სინკოპე.

210. ტკივილი გულმკერდის არეში კორონარული არტერიების დაზიანების


გარეშე დამახასიათებელია
ა) მიტრალური სტენოზისთვის:
ბ) მიტრალური უკმარისობისთვის:
გ) ფილტვის არტერიის სტენოზისთვის:
*დ) აორტის ხვრელის სტენოზისთვის:
ე) აორტული სარქვლის უკმარისობისთვის.

211. მიტრალურ სტენოზს უკავშირდება ყველა კლინიკური სიმპტომი, გარდა


*ა) გამოხატული ციანოზი;
ბ) ხმის ჩახლეჩა;
გ) ხველა;
დ) გულის ფრიალი.

212. აორტის სარქვლოვანი სტენოზის ნიშნები, რომლებიც ვლინდება


მარცხენა პარკუჭის კათეტერიზაციის დროს, არის
*ა) მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის სისტოლური წნევის გრადიენტის
მატება;
ბ) მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის სისტოლური წნევის გრადიენტის
კლება;
გ) წნევის მატება წინაგულებში;
დ) ფილტვების სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი მატება.
213. პულსური წნევის სწრაფი მატება მისი შემდგომი სწრაფი დაცემით
ახასიათებს
ა) მიტრალურ სტენოზს;
ბ) მიტრალურ უკმარისობას;
გ) აორტულ სტენოზს;
*დ) აორტულ უკმარისობას;
ე) აორტის კოარქტაციას.

214. აორტული უკმარისობა შეიძლება გამოწვეული იყოს ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილით, გარდა
*ა) ჰემორაგიული ვასკულიტით;
ბ) აორტის განშრევებადი ანევრიზმით;
გ) მწვავე რევმატიზმით;
დ) ინფექციური ენდოკარდიტით;
ე) სიფილისით.

215. ღვიძლის პულსაცია შეიძლება გამოწვეული იყოს


*ა) სამკარიანი სარქვლის უკმარისობით;
ბ) აორტალური სარქვლის უკმარისობით;
გ) მიტრალური ხვრელის სტენოზით;
დ) აორტის ხვრელის სტენოზით.

216. თანამედროვე ანტიარითმიული პრეპარატების ძირითადი ჯგუფებია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ნატრიუმის სწრაფი არხების ბლოკერები (მემბრანომასტაბილიზებელი);
ბ) ბეტა-ადრენობლოკერები;
*გ) დიჰიდროპირიდინები;
დ) მოქმედების პოტენციალის გამახანგრძლივებელი საშუალებები;
ე) კალციუმის არხების ბლოკერები.

217. მოციმციმე არითმიის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) მიტრალური სტენოზი;
ბ) გულის იშემიური დაავადება;
*გ) ჰიპოთირეოზი;
დ) ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება;
ე) მიოკარდიტი.

218. ელექტროიმპულსური თერაპიის ძირითადი ჩვენებებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) პარკუჭების ფიბრილაცია;
ბ) პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
გ) პაროქსიზმული ტაქიკარდია ინფარქტის მწვავე სტადიაში;
დ) წინაგულების თრთოლვა;
*ე) პარკუჭოვანი კვადრიგემინია.
219. სინუსური კვანძის სისუსტის ბრადიფორმული სინდრომის
სამკურნალოდ მწვავე სტადიაში შეიძლება გამოყენებული იქნეს ყველა ქვემოთ
ჩამოთვლილი, გარდა
*ა) ბისოპროლოლი;
ბ) ატროპინი;
გ) იზოპროტერენოლი.

220. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის გამო გულის მცირე დარტყმითი


მოცულობის დროს
ა) ირღვევა მიკროცირკულაცია;
ბ) მცირდება ჟანგბადის პარციალური წნევა;
*გ) ძლიერდება ჟანგბადის დიფუზია სისხლიდან ქსოვილში;
დ) აღმოცენდება ვენური შეგუბება და ინტერსტიციული შეშუპება;
ე) მცირდება პულსური წნევა.

221. გულისმიერი შეშუპების აღმოცენებაში როლს თამაშობს ყველა ფაქტორი,


გარდა
ა) კაპილარებში ჰიდროსტატიკური წნევის მატება და სისხლის ნაკადის
შენელება;
ბ) მეორეული ალდოსტერონიზმი;
*გ) ცილოვანი ცვლის დარღვევა;
დ) ნატრიუმის შეკავება.

222. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის ადრეულ კლინიკურ ნიშნებს


განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) დაღლილობა;
ბ) ქოშინი, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის დროს აღმოცენდება;
ბ) ტუჩების ციანოზი ფიზიკური დატვირთვისას;
*გ) დიურეზის გაძლიერება;
დ) ნიქტურია.

223. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მოგვიანებით კლინიკურ ნიშნებს


განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ფილტვების ქვედა უკანა წილებში მუდმივი სველი ხიხინი;
ბ) პერიფერიული შეშუპებები, ასციტი;
გ) ღვიძლის გადიდება;
*დ) ჰიპოვოლემია;
ე) ჭენების რიტმი.

224. ელექტროკარდიოგრაფიის დროს სტანდარტულ განხრებს კიდურებიდან


განეკუთვნება
*ა) I, II, III;
ბ) aVR, aVL, aVF;
გ) V1, V2, V3;
დ) I, II, III, aVR, aVL, aVF;
ე) V4, V5, V6;
225. მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის მკურნალობას განეკუთვნება
ა) პრესორული ამინების შეყვანა;
*ბ) ფუროსემიდის ინტრავენური შეყვანა;
გ) ამინოფილინის ინტრავენური შეყვანა;
დ) პროპრანოლოლის ინტრავენური შეყვანა;
ე) სიმპათომიმეტური საშუალების ინჰალაცია.

226. მწვავე ბრადიკარდიის განვითარებისას ყველაზე ეფექტური სამკურნალო


საშუალებებია
*ა) ატროპინი და იზოპროტერენოლი;
ბ) ნიფედიპინი;
გ) ვერაპამილი და დილთიაზემი;
დ) ბეტა-ბლოკერები შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობით;
ე) კორდარონი.

227. ბრადიკარდიის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სამკურნალო


საშუალებების ჭარბმა დოზირებამ
ა) ბეტა-აგონისტებმა;
*ბ) დიგოქსინმა;
გ) არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა;
დ) გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატებმა;
ე) დიჰიდროპირიდინებმა.

228. 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში ბრადიკარდიის განვითარების


წამყვანი მიზეზია
*ა) ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი;
ბ) გულის გამტარი სისტემის თანდაყოლილი ანომალიები;
გ) არტერიული ჰიპერტენზია;
დ) პოსტმიოკარდიტული კარდიოსკლეროზი.

229. მწვავედ აღმოცენებული ბრადიკარდიის არსებობისას და მორგანი-ადამს-


სტოქსის შეტევის განვითარების დროს აუცილებელია
ა) გულში ადრენალინის შეყვანა;
ბ) სასწრაფო კარდიოვერსია;
გ) ატროპინის ვენაში შეყვანა;
დ) იზოპროტერენოლის ვენაში შეყვანა;
*ე) გულის დროებითი ენდოკარდიალური სტიმულაცია;

230. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს:


ა) აუცილებელია იმობილიზაცია (საწოლში წოლა) პირველი ერთი კვირის
განმავლობაში;
ბ) სქესობრივი ცხოვრების განახლება არ არის მიზანშეწონილი ინფარქტის
გადატანიდან, სულ, მცირე სამი თვის მანძილზე;
გ) პაციენტი უნდა ჩამოშორდეს სამუშაოს სულ მცირე ოთხი თვით;
*დ) გაურთულებელი ინფარქტის შემთხვევაში მოძრაობის თანდათანობით
გაზრდა დასაშვებია პირველი 24 საათის შემდეგ - წამოჯდომა, წამოდგომა,
სიარული და ა.შ.
231. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელია სასარგებლო
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში: 1. ბეტა-ბლოკერები; 2.
კალციუმის არხების ბლოკერები; 3. ასპირინი; 4. აგფ-ინჰიბიტორები; 5.
არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები;
ა) 1, 2, 3
ბ) 1, 3, 4, 5
*გ) 1, 3, 4
დ) 1, 4, 5
ე) 1, 2, 3, 4, 5

232. მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე უეცარი სიკვდილი თითქმის


ყოველთვის განპირობებულია:
ა) III ხარისხის AV ბლოკადით;
ბ) პარკუჭოვანი ტაქიკარდიით;
*გ) პარკუჭების ფიბრილაციით;
დ) გულის კუნთის გასკდომით;
ე) მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობით და ფილტვების შეშუპებით.

233. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების კომბინაციებიდან, რომელი არ


შეესაბამება სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობას
ა) იზოსორბიდ-დინიტრატი, ატენოლოლი, ასპირინი;
ბ) მეტოპროლოლი, ასპრინი;
გ) ნიტროგლიცერინი, ამლოდიპინი, ატენოლოლი, ასპირინი;
*დ) ხანმოკლე მოქმედების ნიფედიპინი, ასპირინი;
ე) ნიტროგლიცერინი, დილთიაზემი, ასპირინი;

234. ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან მოხუცებში ჰიპერტენზიის


მკურნალობის შესახებ რომელია სწორი?
ა) ხანდაზმულ პაციენტებს ჰიპერტენზიით არ ესაჭიროებათ მკურნალობა;
ბ) ხანდაზმულებში ჰიპერტენზიის მკურნალობის სარგებლობა არ არის
დამტკიცებული;
გ) ხანდაზმულების მკურნალობისას ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით არ
ვლინდება ცვლილებები ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებში;
დ) ხანდაზმულებში დიასტოლური წნევის სამიზნე მაჩვენებელია <80
მმ.ვწყ.სვ.;
*ე) ხანდაზმულებში სისტოლური წნევის სამიზნე მაჩვენებელია <150
მმ.ვწყ.სვ;

235. თუ გავითვალისწინებთ როგორც სისტოლური, ისე დიასტოლური


არტერიული წნევის მომატების ეპიდემიოლოგიურ მნიშვნელობას, ქვემოთ
ჩამოთვლილი განცხადებებიდან რომელი იქნება სწორი?
ა) სისტოლური არტერიული წნევის მომატება არ არის იმდენად
მნიშვნელოვანი, რამდენადაც დიასტოლური წნევის მომატება;
ბ) სისტოლური წნევის მომატება მნიშვნელოვანია, მაგრამ საეჭვოა მისი
კავშირი გულ-სისხლძარღვთა ავადობასა და სიკვდილიანობასთან;
გ) იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია არ ზრდის კარდიოვასკულური
ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს;
დ) მომატებული დიასტოლური არტერიული წნევის მნიშვნელობა
კარდიოვასკულური ავადობისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით
ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება
*ე) როგორც სისტოლური, ისე დიასტოლური ჰიპერტენზია ასოცირებულია
კარდიოვასკულური ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის ზრდასთან.

236. ჩამოთვლილიდან რომელია არჩევის მედიკამენტი ჰიპერქოლესტერინემიის


სამკურნალოდ გულის კორონარული დაავადების პრევენციისათვის
ა) გემფიბროზილი;
ბ) ქოლესტირამინი;
გ) ნიკოტინის მჟავა;
*დ) ატორვასტატინი;
ე) ეზეტიმიბი.

237. პაციენტი, 72 წლის ქალი, მოგმართავთ საკონტროლო ვიზიტზე.


ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტით. აღენიშნება ზომიერად გამოხატული
გულის უკმარისობის სურათი, რის გამოც იღებს ფუროსემიდს 40 მგ
დღეში. არტ.წნევა 190/100 მმ.ვწყ.სვ. ითვალისწინებთ რა, რომ პაციენტს
აღენიშნება გულის უკმარისობის კლინიკა, რას დაუნიშნავთ პირველ ეტაპზე
ჰიპერტენზიის სამკურნალოდ?
*ა) აგფ-ინჰიბიტორებს და თიაზიდურ შარდმდენს;
ბ) კალციუმის არხების ბლოკერს და თიაზიდურ შარდმდენს;
გ) ბეტა-ბლოკერს;
დ) თიაზიდურ შარდმდენს;
ე) კალციუმის არხების ბლოკერს.

238. 71 წლის ქალი II ტიპის შაქრიანი დიაბეტის 20 წლის ანამნეზით.


არტ. წნევა 170/105 მმ. ვწყ.სვ. ლაბორატორიული გამოკვლევებით
გამოვლინდა მიკროალბუმინურია. რა ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას
დანიშნავთ?
ა) თიაზიდურ შარდმდენს;
ბ) ბეტა-ბლოკერს;
გ) კალციუმის არხების ბლოკერს;
*დ) თიაზიდურ შარდმდენს და აგფ-ინჰიბიტორს;
ე) ჰიდრალაზინს და ბეტა-ბლოკერს.

239. რა დოზით არის რეკომენდირებული ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება


ხანდაზმულებში ჰიპერტენზიის მკურნალობისას?
*ა) 12.5-25 მგ.;
ბ) 25-50 მგ;
გ) 50-75 მგ.;
დ) 75-100 მგ;

240. ჩამოთვლილიდან რომელია მეორეული ჰიპერლიპიდემიის მიზეზი:


ა) უშაქრო დიაბეტი;
ბ) ჰიპერთირეოზი;
გ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა;
*დ) ნეფროზული სინდრომი.

241. შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობისას ჰიპერტენზიის მკურნალობის


მინიმალური მიზანია არტერიული წნევის ციფრების შენარჩუნება შემდეგ
მაჩვენებელზე დაბლა:
ა) 150/90 მმ ვწყ სვ;
*ბ) 140/90 მმ ვწყ სვ;
გ) 130/90 მმ ვწყ სვ;
დ) 120/ 80 მმ ვწყ სვ;
ე) 110/70 მმ ვწყ სვ.

242. რომელია ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების


ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი:
*ა) ხველა;
ბ) ყაბზობა;
გ) თავის ტკივილი;
დ) გამონაყარი;
ე) დეპრესია.

243. წინაგულოვანი ექსტრასისტოლები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური


გასინჯვისას უმრავლეს შემთხვევაში
ა) პროგნოზულად საშიშია;
*ბ) სრულიად კეთილთვისებიანია;
გ) დაკავშირებულია კარდიოვასკულარული ავადობის ზრდასთან;
დ) დაკავშირებულია კარდიოვასკულარული სიკვდილიანობის ზრდასთან;
ე) საჭიროებს დაწვრილებით კლინიკურ და პარაკლინიკურ კვლევებს.

244. პაციენტებში მოციმციმე არითმიით მაღალია შემდეგი მდგომარეობის


განვითარების რისკი:
ა) მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
ბ) პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
გ) უეცარი სიკვდილი;
*დ) თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა;
ე) პარკუჭთა ფიბრილაცია.

245. გულის ფრიალის დახასიათებისას ჭეშმარიტია შემდეგი განცხადებები,


გარდა
ა) პაციენტების უმრავლესობაში გულის ფრიალი არ არის დაკავშირებული
გულის პირველად დაავადებასთან;
ბ) "გულის ცემის ჩავარდნის" შეგრძნებას ჩვეულებრივ იწვევს ექტოპიური
აქტივობა;
გ) ექტოპიური რიტმის განვითარების ალბათობა მაღალია ბრადიკარდიის
შემთხვევაში;
*დ) გულის ფრიალის ყველაზე ხშირი მიზეზი პარკუჭოვანი ტაქიკარდიაა.
246. რომელი მოსაზრებაა სწორი ნიტრატების გამოყენებასთან დაკავშირებით:
ა) ტოლერანტობა გვერდითი ეფექტების მიმართ მიუთითებს ტოლერანტობაზე
თერაპიული ეფექტების მიმართ;
ბ) ჩვეულებრივ ვითარდება, სულ მცირე, ერთ თვეში;
გ) გამოვლინდა, რომ ადგილობრივი ნიტრატების მიმართ ტოლერანტობა არ
ვითარდება;
დ) გამოვლინდა, რომ იზოსორბიდ მონონიტრატის მიმართ ნაკლებად
ვითარდება ტოლერანტობა, ვიდრე იზოსორბიდ დინიტრატის მიმართ;
*ე) ნიტრატის გამოტოვება 10-12 საათის განმავლობაში ამცირებს
ტოლერანტულობის განვითარების შესაძლებლობას.

247. სახსრების დაავადებები ხშირად უვითარდებათ ბავშვებს:


ა) ექსუდაციურ-კატარული დიათეზით;
ბ) ლიმფურ-ჰიპოპლაზიური დიათეზით;
*გ) ნერვულ-ართრიტული დიათეზით;
დ) პერინატალური ენცეფალოპათიით.

248. ბავშვებში შეძენილი გულის მანკის ფორმირების ძირითადი მიზეზია:


ა) ფიბროელასტოზი;
ბ) სისტემური წითელი მგლურა;
*გ) რევმატიზმი;
დ) სეფსისური ენდოკარდიტი.

249. ფალოს ტეტრადას არ ახასიათებს:


ა) ქოშინი;
*ბ) ხველა ქაფიანი ნახველით;
გ) ციანოზი;
დ) ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა.

250. ფალოს ტეტრადას არ ახასიათებს:


ა) ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა;
*ბ) შუილის არარსებობა;
გ) ქოშინი;
დ) დიფუზური ციანოზი.

251. მოზრდილი ასაკის ბავშვის აორტის კოარქტაციას არ ახასიათებს:


ა) თავის ტკივილი;
ბ) თავბრუსხვევა;
გ) სისუსტე ფეხებში;
*დ) მიდრეკილება სასუნთქი სისტემის ხშირი დაავადებებისადმი.

252. ჯანმრთელი ბავშვის ფიზიოლოგიური (ე.წ. სუნთქვითი) არითმია


ვლინდება:
*ა) ჩასუნთქვისას პულსის გახშირებით, ამოსუნთქვისას - გაიშვიათებით;
ბ) დროზე ადრე ცალკეული პულსური ტალღის წარმოქმნითა და შემდგომი
კომპენსაციური პაუზით;
გ) პულსის მკვეთრი გახშირების შეტევით;
დ) ჩასუნთქვისას პულსის მკვეთრი შემცირებით ან გაქრობით,
ამოსუნთქვისას - გახშირებით.

253. ქვემოაღნიშნულიდან ექსტრასისტოლიასთან დაკავშირებით ყველა


სწორია, გარდა
ა) ბავშვობის ასაკში ექსტრასისტოლიის განვითარებაში წამყვანი როლი
ენიჭება ექსტრაკარდიალურ, ნევროგენულ მიზეზებს;
ბ) უფრო ხშირად ექსტრასისტოლია გამოვლინდება შემთხვევით ბავშვის
გასინჯვისას მწვავე რესპირაციული ინფექციის ფონზე ან მის შემდეგ;
*გ) ექსტრასისტოლიის მქონე ბავშვები ჩამორჩებიან ფიზიკურ
განვითარებაში;
დ) ექსტრასისტოლია შეიძლება გამოვლინდეს გულის ისეთი ორგანული
დაავადებების ფონზე, როგორიცაა, კარდიტი, კარდიომიოპათია.

254. რომელი მოსაზრებაა სწორი გულის წუთმოცულობის შესახებ: 1.


გულის წუთმოცულობა განისაზღვრება გულიდან ერთი წუთის განმავლობაში
გადასროლილი სისხლის რაოდენობით; 2. გულის უკმარისობის დროს გულის
წუთმოცულობა ყოველთვის შემცირებულია; 3. გულის წუთმოცულობა
განისაზღვრება გულიდან ერთი შეკუმშვის დროს გადასროლილი სისხლის
რაოდენობით; 4. გულის უკმარისობა შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც
გულის შემცირებული წუთმოცულობით, ისე ნორმალური ან მომატებული
წუთმოცულობით.
ა) 1, 2;
*ბ) 1, 4;
გ) 2, 3;
დ) 3, 4;
ე) 2;

255. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი პათოლოგიით გამოწვეული გულის


მწვავე უკმარისობისთვის არ არის დამახასიათებელი ფილტვების შეშუპება?
ა) არტერიული ჰიპერტენზია;
ბ) გულის იშემიური დაავადება;
*გ) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
დ) მიტრალური სტენოზი;
ე) აორტული მანკი;

256. კარდიული ასთმისთვის დამახასიათებელი პაროქსიზმული ქოშინი უფრო


ხშირად ვითარდება:
ა) დილით;
ბ) დღის მეორე ნახევარში;
*გ) ღამით;
დ) დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

257. რომელი არ განეკუთვნება გულის შეგუბებითი უკმარისობის დიდ


(ძირითად) კრიტერიუმებს (ფრემინგემის კვლევის მიხედვით, 1993წ.)?
ა) ფილტვების მწვავე შეშუპება;
ბ) სველი ხიხინი ფილტვებში;
გ) კარდიომეგალია;
დ) ჭენების რიტმი;
*ე) ქვედა კიდურების შეშუპება

258. რომელი პათოლოგიის დროს ვითარდება ფილტვების მწვავე შეშუპება:


1. მარცხენა პარკუჭის უკმარისობა; 2. მარჯვენა წინაგულის უკმარისობა; 3.
მიტრალური სტენოზი; 4. მარჯვენა პარკუჭის ინფარქტი;
ა) 1, 2, 3;
ბ) 1, 2;
*გ) 1, 3;
დ) 1, 4;
ე) 2, 3;

259. გულის ქრონიკული უკმარისობის ფარმაკოლოგიური მკურნალობა


მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატებს,
გარდა ერთისა:
ა) შარდმდენები;
ბ) ვაზოდილატატორები;
გ) ბეტა-ბლოკერები;
დ) ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები;
*ე) მეთილქსანტინები;

260. რომელი მოსაზრებაა სწორი მოციმციმე არითმიის მკურნალობის შესახებ:


*ა) წინაგულების მწვავედ აღმოცენებული ციმციმის დროს, როცა მისი
ხანდაზმულობა უცნობია, საწყისი მკურნალობის მიზანია პარკუჭების
შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახეზეა
ჰიპოტენზია.
ბ) ხანდაზმული მოციმციმე არითმიის მკურნალობა მოიცავს პარკუჭების
სიხშირის კონტროლს (დიგიტალისი, კალციუმის არხების ანტაგონისტები)
შემდეგ კი კარდიოვერსიას;
გ) ხანდაზმული მოციმციმე არითმიის მკურნალობა მოიცავს პარკუჭების
სიხშირის კონტროლს (დიგიტალისი, კალციუმის არხების ანტაგონისტები)
შემდეგ კი I ჯგუფის ანტიარითმიულ საშუალებებს;

261. არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლენის შემთხვევაში რუტინული


ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები მოიცავს ყველა ქვემოთ
ჩამოთვლილს გარდა ერთისა:
ა) კრეატინინის განსაზღვრა სისხლში;
ბ) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
*გ) თირკმლის არტერიების დოპლეროგრაფია;
დ) ელექტროკარდიოგრაფია;
ე) კალიუმის განსაზღვრა სისხლში.

262. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ახასიათებს პირველად


ალდოსტერონიზმს?
ა) ჰიპერკალიემია;
ბ) ოლიგურია;
გ) რენინის აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში;
*დ) მიასთენია;
ე) ალდოსტერონის დონის დაქვეითება სისხლში.

263. მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის მედიკამენტური


მკურნალობა ესენციური ჰიპერტენზიის დროს შეიძლება დაიწყოს ყველა
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატით, გარდა ერთისა:
ა) ჰიპოთიაზიდი;
ბ) პროპრანოლოლი;
გ) ენალაპრილი;
*დ) კლონიდინი;
ე) ვერაპამილი.

264. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ ახასიათებს ფეოქრომოციტომას?


ა) თავის ტკივილი;
ბ) ორთოსტატიკური ჰიპოტენზია;
გ) პროფუზული ოფლიანობა;
დ) ტემპერატურის მომატება;
*ე) ჰიპოგლიკემია.

265. არტერიული ჰიპერტენზიის ხანგრძლივი მკურნალობის დროს წნევა


უმჯობესია დაქვეითდეს:
*ა) ვწყ.სვ. 140/90 მმ-ის ქვევით;
ბ) ვწყ.სვ. 150/100 მმ-ის ქვევით;
გ) ვწყ.სვ. 160/95 მმ-ის ქვევით;
დ) ვწყ.სვ. 160/90 მმ-ის ქვევით.

266. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი პათოლოგია შეიძლება იყოს


სიმპტომური (მეორეული) ჰიპერტენზიის მიზეზი, გარდა ერთისა
ა) კუშინგის სინდრომი;
ბ) აორტის კოარქტაცია;
გ) ფეოქრომოციტომა;
*დ) აორტის ხვრელის სტენოზი;
ე) აორტის სარქვლის ნაკლოვანება.

267. რომელი მოსაზრებაა სწორი რენოვასკულური ჰიპერტენზიის


განვითარების ასაკობრივი თავისებურების შესახებ?
ა) უფრო ხშირად გვხვდება 30-დან 50 წლამდე ასაკის ქალებში;
ბ) უფრო ხშირად გვხვდება 30 წლამდე ასაკის მამაკაცებში;
გ) უფრო ხშირად გვხვდება ქალებში 50 წლის ზევით;
დ) უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში 30 წლამდე ან ქალებში 50 წლის
ზევით;
*ე) უფრო ხშირად გვხვდება ქალებში 30 წლამდე ან მამაკაცებში 50 წლის
ზევით.

268. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ ახასიათებს რენოვასკულურ


ჰიპერტენზიას?
ა) მყარი არტერიული ჰიპერტენზია;
*ბ) ჰიპერკალიემია;
გ) პარააორტული შუილი ჭიპთან;
დ) რენინის მაღალი დონე დაზიანებული თირკმლის ვენურ სისხლში;

269. მედიკამენტური სიმპტომური ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს


ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ჯგუფის პრეპარატი, გარდა ერთისა:
*ა) ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
ბ) ორალური კონტრაცეპტივები;
გ) სიმპათომიმეტური ამინები;
დ) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები;
ე) გლუკოკორტიკოიდები.

270. გულის თანდაყოლილი მანკის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა, გარდა ერთისა:
ა) წითურა ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში;
ბ) ალკოჰოლის სისტემატურად მიღება დედის მიერ;
გ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედა;
დ) ანტიკონვულსანტების მიღება ფეხმძიმობის პერიოდში;
*ე) დაბლობში (ზღვის დონესთან ახლოს) ორსულობა და მშობიარობა.

271. რომელი მოსაზრებაა სწორი გულის თანდაყოლილი ანომალიის


განვითარების რისკის შესახებ:
ა) თუ პირველი ბავშვი გულის თანდაყოლილი ანომალიით არის
დაბადებული მეორე ახალშობილისთვის გულის თანდაყოლილი ანომალიის
განვითარების რისკი 25%-ზე მაღალია;
ბ) თუ პირველი ბავშვი გულის თანდაყოლილი ანომალიით არის
დაბადებული მეორე ახალშობილისთვის გულის თანდაყოლილი ანომალიის
განვითარების რისკი ისეთივეა, როგორც ზოგადი პოპულაციის მაჩვენებელი;
*გ) თუ პირველი ბავშვი გულის თანდაყოლილი ანომალიით არის
დაბადებული მეორე ახალშობილისთვის გულის თანდაყოლილი ანომალიის
განვითარების რისკი 1-4%-ია;
დ) თუ გულის თანდაყოლილი ანომალიით დაბადებულია ორი ბავშვი,
მესამე ახალშობილისთვის გულის თანდაყოლილი ანომალიის განვითარების
რისკი 50%-ზე მაღალია;

272. რომელი მოსაზრებაა სწორი წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის შესახებ?


ა) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი ყველაზე ხშირად ვითარდება ძგიდის
ზედა ნაწილში, ზემო ღრუ ვენის შესავალთან;
ბ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის არსებობისას მარცხნიდან მარჯვნივ
შუნტირების ხარისხი უფრო დიდია ახალშობილებში მოზრდილებთან
შედარებით;
გ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ოპერაციული დახურვისათვის ყველაზე
მეტად ხელსაყრელია 5-დან 7 წლამდე ასაკი;
*დ) უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში წინაგულთაშუა ძგიდის
დეფექტის ოპერაციული მკურნალობის შემდეგ გულის მარჯვენა საკნები
ზომაში მცირდება, მაგრამ ნორმულ მაჩვენებლებს შეიძლება აღარ
დაუბრუნდეს
ე) მოზრდილებში წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ოპერაციულ დახურვას
კლინიკური ეფექტი არ აქვს.

273. ლუტემბაშეს სინდრომი გულისხმობს:


*ა) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტისა და შეძენილი მიტრალური სტენოზის
ერთდროულ არსებობას;
ბ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დროს შეუქცევადი პულმონური
ჰიპერტენზიის განვითარებას;
გ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტისა და პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის
ერთდროულ არსებობას;
დ) არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილს.

274. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მოსაზრებაა სწორია პარკუჭთაშუა


ძგიდის დეფექტის შესახებ, გარდა ერთისა
ა) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ყველაზე ხშირი თანდაყოლილი ანომალიაა
გულის მანკებს შორის;
ბ) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი შეიძლება ასოცირებული იყოს დაუნის ან
ტერნერის სინდრომთან;
*გ) ქირურგიული მკურნალობა აუცილებელია პარკუჭთაშუა ძგიდის
ნებისმიერი ზომის დეფექტის არსებობისას;
დ) მცირე ზომის პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი კლინიკურად შეიძლება არ
გამოვლინდეს;

275. რომელი მოსაზრებაა სწორი ეიზენმენგერის სინდრომის შესახებ?


ა) ეიზენმენგერის სინდრომის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია
გულის მანკის ოპერაციული მკურნალობა;
*ბ) ეიზენმენგერის სინდრომი შეიძლება განვითარდეს ინტრაკარდიული
შუნტის ნებისმიერი ვარიანტის დროს;
გ) ეიზენმენგერის სინდრომისათვის დამახასიათებელია ერითროპენია;

276. რომელის მოსაზრებაა სწორი აორტის ხვრელის სტენოზის შესახებ: 1.


აორტის ხვრელის სტენოზი შეიძლება განვითარდეს აორტის სარქვლის
თანდაყოლილი დეფექტის არსებობის ფონზე; 2. აორტის ხვრელის სტენოზი
შეიძლება განვითარდეს ათეროსკლეროზის შედეგად; 3. აორტის ხვრელის
სტენოზს ახასიათებს გონების დაკარგვის ეპიზოდები; 4. აორტის ხვრელის
სტენოზს ახასიათებს სტენოკარდიული ტკივილის მსგავსი შეტევები; 5.
აორტის ხვრელის სტენოზის დროს რეგულარულად პერიფერიული
ვაზოდილატატორების დანიშვნა გამართლებული არ არის. სწორია:
ა) 1, 2, 4, 5;
ბ) 2, 4, 5;
გ) 2, 3, 5;
დ) 2, 3, 4
*ე) 1, 2, 3, 4, 5
277. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება გულის იშემიური
დაავადების რისკფაქტორებს?
ა) ჰიპოდინამია;
*ბ) ჰიპერთირეოზი;
გ) ასაკი;
დ) შაქრიანი დიაბეტი;
ე) არტერიული ჰიპერტენზია.

278. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ შემთხვევებშია ნაჩვენები კორონარული


ანგიოგრაფიის ჩატარება: 1. ნებისმიერი სიმძიმის სტაბილური სტენოკარდიის
(ოთხივე ფუნქციური კლასი) არსებობისას; 2. სტაბილური სტენოკარდიის
III და IV ფუნქციური კლასების არსებობისას; 3. არასტაბილური
სტენოკარდიის არსებობისას; 4. სტაბილური სტენოკარდიის I ფუნქციური
კლასის არსებობისას.
ა) 1;
ბ) 1, 3;
*გ) 2, 3;
დ) 3;
ე) 3, 4;

279. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ შემთხვევაშია ყველაზე მეტად


ნაჩვენები კალციუმის ანტაგონისტების გამოყენება:
*ა) პრინცმეტალის სტენოკარდია;
ბ) მოსვენების სტენოკარდია;
გ) გულის უკმარისობასთან ასოცირებული სტენოკარდია;
დ) ნებისმიერი ფორმის სტენოკარდია;
ე) ჰიპერტენზიით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. .

280. რა დოზით არის ნაჩვენები ასპირინის დანიშვნა სტენოკარდიის


მკურნალობისას?
ა) 50-75 მგ;
*ბ) 100-325 მგ;
გ) 325-500 მგ;
დ) 500-1000 მგ;

281. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატის დანიშვნაა ყველაზე


ნაკლებად რეკომენდებული მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაზე?
ა) ნიტროგლიცერინი;
ბ) ენალაპრილი;
გ) ბისოპროლოლი;
*დ) ნიფედიპინი;
ე) ატროპინი.

282. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს


სათანადო ჩვენებით დანიშვნის შემთხვევაში, რომელი მედიკამენტები
ამცირებენ სიკვდილიანობის მაჩვენებელს და განმეორებითი ინფარქტის
განვითარების რისკს: 1. საგულე გლიკოზიდები; 2. კალციუმის არხების
ბლოკერები; 3. ბეტა-ბლოკერები; 4. გახანგრძლივებული ნიტრატები.
ა) 1, 2, 3, 4;
ბ) 2, 3, 4;
*გ) 3;
დ) 2, 3;
ე) 2, 4.

283. რა შემთხვევაში ინიშნება ასპირინი (უკუჩვენების არარსებობისას)


მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს?
ა) ასპირინი უნდა მიეცეს მხოლოდ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც
უტარდებათ თრომბოლიზური თერაპია;
ბ) ასპირინი უნდა მიეცეს მხოლოდ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც
თრომბოლიზური თერაპია არ უტარდებათ;
*გ) ასპირინი ავადმყოფს უნდა მიეცეს მიუხედავად იმისა, უტარდება მას
თრომბოლიზური თერაპია, თუ არა;
დ) ასპირინი მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში არ უნდა დაინიშნოს.

284. რომელი მოსაზრებაა სწორი უეცარი სიკვდილის უშუალო მიზეზების


შესახებ: 1. უეცარი კარდიული სიკვდილის უშუალო მიზეზი შემთხვევათა
60%-ში ლეტალური არითმიებია; 2. ლეტალური არითმიები უეცარი
კარდიული სიკვდილის უშუალო მიზეზს წარმოადგენს შემთხვევათა თითქმის
90%-ში; 3. უეცარი კარდიული სიკვდილის გამომწვევი ლეტალური
არითმიები შემთხვევათა 50%-ში პარკუჭოვანი ტაქიკარდიით და/ან
ფიბრილაციით არის წარმოდგენილი; 4. უეცარი კარდიული სიკვდილის
გამომწვევი ლეტალური არითმიები შემთხვევათა 80%-ში პარკუჭოვანი
ტაქიკარდიით და/ან ფიბრილაციით არის წარმოდგენილი.
ა) 1, 3;
ბ) 1, 4;
გ) 2, 3;
*დ) 2, 4;
ე) 2.

285. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა შეიძლება იყოს დილატაციური


კარდიომიოპათიის განვითარების მიზეზი, გარდა ერთისა:
ა) კობალტის შემცველი საკვები პროდუქტების ხშირი მიღება;
ბ) კატექოლამინების ჭარბი ცირკულაცია სისხლში;
*გ) მაგნიუმის შემცველი საკვები პროდუქტების ხშირი მიღება;
დ) დოქსორუბიცინის გამოყენება;

286. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მოსაზრება მიესადაგება პერიპარტულ


კარდიომიოპათიას, გარდა ერთისა:
ა) პერიპარტული კარდიომიოპათია შეიძლება განვითარდეს ორსულობის
ბოლო თვეებში;
ბ) პერიპარტული კარდიომიოპათია შეიძლება განვითარდეს მშობიარობის
შემდეგ 3 თვის განმავლობაში;
გ) პერიპარტული კარდიომიოპათიის არსებობისას სიკვდილიანობის
მაჩვნებელი 30-60%-ია;
*დ) პერიპარტული კარდიომიოპათია სპონტანურად არასოდეს იკურნება;

287. დილატაციური კარდიომიოპათიის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს


ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს, გარდა ერთისა:
ა) ანტიკოაგულანტები;
*ბ) ვენტრიკულომიომექტომია;
გ) ბეტა-ბლოკერები;
დ) გულის გადანერგვა;
ე) დილატაციური კარდიომიოპათიის განვითარების მიზეზის მოცილება.

288. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისთვის დამახასიათებელია: 1.


სისტოლური დისფუნქცია; 2. დიასტოლური დისფუნქცია; 3. მარცხენა
პარკუჭის ობლიტერაციის ფაზის არსებობა; 4. დინამიკური გრადიენტის
არსებობა მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის;
ა) 1, 2, 3, 4;
ბ) 1, 3, 4;
*გ) 2, 3, 4;
დ) 2, 4;
ე) 1, 2;

289. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატ(ებ) ის დანიშვნაა


ნაკლებად მიზანშეწონილი ობსტრუქციით მიმდინარე ჰიპერტროფიული
კარდიომიოპათიის დროს: 1. ბეტა-ბლოკერები; 2. კალციუმის
ანტაგონისტები; 3. დიზოპირამიდი;
ა) 1
*ბ) 2
გ) 3
დ) 2;3
ე) 1;3

290. მწვავე პერიკარდიტის ყველაზე ხშირი მიზეზია:


ა) მიოკარდიუმის ინფარქტი;
ბ) სიმსივნური პროცესი;
გ) რევმატიზმი;
*დ) ვირუსული ინფექცია;
ე) ბაქტერიული ინფექცია.

291. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ახასიათებს რეინოს ფენომენს: 1.


კიდურის ფერის შეცვლა მყარია; 2. დამახასიათებელია მაპროვოცირებელი
ფაქტორის ზემოქმედების შედეგად კიდურების შეფერილობის კანონზომიერი
ცვლა; 3. ფერის შეცვლა, როგორც წესი, თითებს მოიცავს; 4. ფერის
შეცვლა მოიცავს მთელ კიდურს, მისი პროქსიმალური ნაწილის ჩათვლით.
ა) 1, 3;
ბ) 1, 4;
*გ) 2, 3;
დ) 2, 4.

292. რომელი არ განეკუთვნება კალიუმის დამზოგველ შარდმდენ


მედიკამენტებს?
ა) სპირონოლაქტონი;
*ბ) ბუმეტანიდი;
გ) ამილორიდი;
დ) ტრიამტერენი;

293. კარდიოსელექციურ ბეტა-ბლოკერებს მიეკუთვნება ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი გარდა ერთისა:
ა) აცებუტოლოლი;
ბ) ატენოლოლი;
გ) მეტოპროლოლი;
*დ) პროპრანოლოლი;

294. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვენების თრომბოზის გართულებას


წარმოადგენს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია: 1. ქვემო კიდურების
ღრმა ვენები; 2. მენჯის ღრმა ვენები; 3. ქვემო კიდურების ზედაპირული
ვენები.
ა) 1;
ბ) 2;
გ) 3;
*დ) 1, 2;
ე) 1, 2, 3;

295. რომელი მოსაზრებაა სწორი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის


შესახებ: 1. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას შემთხვევათა
უმრავლესობაში ვითარდება ფილტვის ინფარქტი; 2. სათანადო ასაკის და
რისკფაქტორების თანაარსებობისას ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის
სადიაგნოზოდ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლიანი ხველის
არსებობას; 3. სათანადო ასაკის და რისკფაქტორების თანაარსებობისას
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სადიაგნოზოდ ყველაზე დიდი
მნიშვნელობა აქვს პლევრისმიერი ტკივილის არსებობას.
ა) 1;
ბ) 2;
*გ) 3;
დ) 1, 2;
ე) 1, 3;

296. რომელი მოსაზრებაა სწორი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის


დროს გამოყენებული სამკურნალო მეთოდების შესახებ: 1. ფილტვის
არტერიის თრომბოემბოლიის დროს ანტიკოაგულაციური მკურნალობის მიზანია
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ახალი ეპიზოდების პროფილაქტიკა;
2. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს ანტიკოაგულაციური
მკურნალობის მიზანია პულმონური სისხლის მიმოქცევის აღდგენის დაჩქარება;
3. თრომბოლიზური თერაპიის ფონზე ხდება ფილტვის არტერიაში გაჭედილი
თრომბის გახსნა;
ა) 1
ბ) 2
გ) 3
დ) 1;3;
*ე) 2;3

297. რომელი მოსაზრებაა სწორი პულმონური ჰიპერტენზიის შესახებ:


*ა) პულმონური ჰიპერტენზიის კრიტერიუმი (საშუალო არტერიული წნევის
მაჩვენებელი ფილტვის არტერიაში, რომელიც პულმონურ ჰიპერტენზიაზე
მიანიშნებს) დამოკიდებულია, ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ცხოვრობს
პაციენტი;
ბ) პულმონური ჰიპერტენზიის შემთხვევათა ნახევარი ფილტვების პირველადი
ჰიპერტენზიით არის წარმოდგენილი;
გ) პულმონური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული
ნიტროგლიცერინი და ნატრიუმის ნიტროპრუსიდი;
დ) ფილტვების პირველადი ჰიპერტენზიის პროგნოზი კეთილსაიმედოა.

298. ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა განათლებისას ყველა


რეკომენდაცია მართებულია, გარდა ერთისა:
ა) არასოდეს შეცვალოს ანტიჰიპერტენზიული საშუალების მიღებისა და
დოზირების რეჟიმი ექიმთან შეუთანხმებლად;
ბ) აუცილებელი ფაქტორია თამბაქოს მიტოვება;
*გ) სხეულის მასის ინდექსის შემცირება რეკომენდებულია ყველა
პაციენტისათვის;
დ) ალკოჰოლი და კოფეინის მიღება შესაძლებელია შეზღუდული
რაოდენობით.

299. არტერიული ჰიპერტენზიის ეროვნული გაიდლაინის მიხედვით


არტერიული წნევის ციფრები 138/92 მმ/ვწყსვ მიეკუთვნება:
ა) ნორმოტენზიას;
ბ) პრეჰიპერტენზიას;
*გ) ჰიპერტენზია I სტადია;
დ) ჰიპერტენზია II სტადია:

300. მაღალი სხეულის მასის ინდექსის მქონე, ჰიპერტენზიით დაავადებული


პაციენტისათვის წონის კლების ეფექტური რეკომენდაციაა:
*ა) დაბალკალორიული დიეტა დოზირებულ ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად;
ბ) დაბალი ინტენსივობის ყოველდღიური ვარჯიში;
გ) მხოლოდ დაბალკალორიული დიეტა;
დ) ინტენსიური ყოველდღიური ვარჯიში;

301. პაციენტი, 62 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუდგინდა არტერიული


ჰიპერტენზია, ოჯახის ექიმის ოფისში მოსულია ქალიშვილთან ერთად.
ქალიშვილი თანახმაა მეთვალყურეობა გაუწიოს პაციენტს. ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან ყველა შეესაბამება არტერიული წნევის გაზომვის
პროტოკოლს, გარდა ერთისა:
ა) პაციენტს არ უნდა ჰქონდეს მიღებული კოფეინი, მოწეული თამბაქო და
განხორციელებული მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა წნევის გაზომვამდე
30 წუთის განმავლობაში;
*ბ) ყოველთვის აუცილებელია წნევის გაზომვა როგორც მჯდომარე, ისე
ფეხზე მდგომ პოზიციაში;
გ) უნდა დაფიქსირდეს როგორც სისტოლური (კოროტკოვის I ფაზა), ისე
დიასტოლური წნევა (კოროტკოვის V ფაზა);
დ) უნდა ჩატარდეს ორი ან მეტი გაზომვა მცირე ინტერვალებით.

302. ოჯახის ექიმის მიერ განხორციელებული არტერიული ჰიპერტენზიის


მეორეული პრევენცია გულისხმობს:
ა) პაციენტთა განათლებას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ; მაღალი
რისკის ჯგუფის პაციენტების გამოვლენას და შესაბამისი ღონისძიებების
გატარებას;
*ბ) არტერიული წნევის პერიოდული გაზომვა.
გ) არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა სამიზნე ორგანოების
დაზიანების გამოვლენა და დაზიანებათა თავიდან აცილება ეფექტური
მართვის გზით.

303. ახლად გამოვლენილი არტერიული ჰიპერტენზიისას ოჯახის ექიმის მიერ


განხორციელენული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევებიდან რომელი
არ განეკუთვნება რუტინულს?
ა) 12-განხრიანი ეკგ;
*ბ) სისხლის საერთო ანალიზი;
გ) კალიუმი სისხლში;
დ) გლუკოზა სისხლში.

304. რა მიზანს ისახავს არტერიული ჰიპერტენზიის სწორი შეფასება


პირველად ჯანდაცვაში:
ა) არტერიული წნევის ციფრების კლასიფიცირებას;
ბ) სამიზნე ორგანოების დაზიანების შეფასებას;
გ) სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიის ამოცნობას;
დ) რისკ-ფაქტორების შეფასებას;
*ე) წამყვანი პათოგენეზური მექანიზმის დასადგენად გულის წუთმოცულობის
განსაზღვრას.

305. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი რეკომენდაციაა სწორი არტერიული


ჰიპერტენზიის მკურნალობის შესახებ?
ა) ცხოვრების წესის შეცვლა არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას, თუ
პაციენტი იღებს ანტიჰიპერტენზიულ ფარმაკოლოგიურ პრეპარატს;
ბ) ცხოვრების წესის შეცვლა ყოველთვის საჭიროებს თანმხლებ
ფარმაკოთერაპიას, სამიზნე არტერიული წნევის ციფრების მისაღწევად;
გ) არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა ორ მესამედში სამიზნე
არტერიული წნევის ციფრების მიღწევა თითქმის ყოველთვის არის
შესაძლებელი ერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატით;
*დ) თუ სამიზნე არტერიული წნევის ციფრები არ იქნა მიღწეული მხოლოდ
ცხოვრების წესის შეცვლით და არ აღინიშნება სამიზნე ორგანოების დაზიანება
ან თანმხლები დაავადებები, ფარმაკოლოგიური მკურნალობის დაწყება
შესაძლებელია თიაზიდური შარდმდენებით ან მისი კომბინაციით სხვა
ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან.

306. პაციენტს, 62 წლის მამაკაცს, ოჯახის ექიმთან გეგმიური ვიზიტის


დროს გამოუვლინდა არტერიული წნევის ციფრები 150/95 მმ/ვწს. სამიზნე
ორგანოების დაზიანება ამ ეტაპზე არ გამოვლინდა. როგორია ექიმის ტაქტიკა?
ა) დაესვას პაციენტს ატერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი, I სტადია;
ბ) დაუყოვნებლივ დაიწყოს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა ბეტა-
ბლოკერებით;
გ) დაუყოვნებლივ დაიწყოს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა თიაზიდური
შარდმდენებით;
*დ) საჭიროა ჰიპერტენზიის დიაგნოზის დადასტურება განმეორებითი
შეფასების გზით 2 თვის განმავლობაში და რეკომენდაციის მიცემა ცხოვრების
წესის შეცვლის შესახებ.

307. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ მოიაზრება არტერიული


ჰიპერტენზიის იდენტიფიცირებად ფორმებში, რომლის დროსაც აუცილებელია
ჰიპერტენზიის მიზეზის დასადგენად რეფერალი მეორეული ჯანდაცვის
სპეციალისტთან:
*ა) შაქრიანი დიაბეტი;
ბ) აორტის კოარქტაცია;
გ) ფეოქრომოციტომა;
დ) კუშინგის სინდრომი და კორტიკოსტეროიდების სიჭარბით მიმდინარე
სხვა მდგომარეობები.

308. ქალბატონი 50 წლის ახლად გამოვლენილი არტერიული ჰიპერტენზიით


– II სტადია, არტერიული წნევის ციფრები 190/100 მმ/ვწს. პაციენტი
მსუქანია, მწეველია. როგორია ოჯახის ექიმის ტაქტიკა?
ა) საჭიროა დაუყოვნებელი რეფერალი მეორეული ჯანდაცვის
სპეციალისტთან;
*ბ) აუცილებელია დაუყოვნებლივი ფარმაკოთერაპია ორი
ანტიჰიპერტენზიული წამლით ცხოვრების წესის შეცვლასთან ერთად და
შეფასება 1 კვირის ან 1 თვის განმავლობაში;
გ) პირველ ეტაპზე საკმარისია პაციენტს მიეცეს რეკომენდაცია ცხოვრების
ჯანსაღი წესის, დაბალკალორიული კვებისა და სუფრის მარილის შეზღუდვის
შესახებ. განმეორებითი ვიზიტი 1 თვის შემდეგ;
დ) მკურნალობა იწყება შარდმდენებით; შეფასება 1 თვის შემდეგ.

309. ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტის მეთვალყურეობა არ


გულისხმობს:
ა) კარდიოვასკულური რისკფაქტორების პერიოდულ შეფასებას;
ბ) სისხლში კალიუმისა და კრეატინინის განსაზღვრას წელიწადში ერთხელ
ან 2-ჯერ;
გ) არტერიული წნევის მონიტორინგს;
*დ) ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდულ განსაზღვრას.

310. ესენციური ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტის განათლებისას,


პაციენტს უნდა განემარტოს, რომ ფარმაკოთერაპიის ხანგრძლივობა მოიცავს;
ა) 2-3 თვეს;
ბ) 6 თვეს;
გ) პერიოდს არტერიული წნევის ციფრების ნორმალიზაციამდე;
*დ) მთელი ცხოვრების პერიოდს.

311. არტერიული ჰიპერტენზიის მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს


განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) თამბაქოს მოხმარება;
ბ) სიმსუქნე;
*გ) მემკვიდრეობა;
დ) დაბალი ფიზიკური აქტიურობა;
ე) დისლიპიდემია.

312. 51 წლის მამაკაცმა, რომელიც ახლახან გადმოვიდა საცხოვრებლად


თქვენს სამიზნე რეგიონში, მომართა თქვენს საოჯახო მედიცინის ცენტრს
როგორც „ახალმა“ პაციენტმა. ის უარყოფს რაიმე სამედიცინო პრობლემის
არსებობას ანამნეზში. ის ძალიან იშვიათად მიმართავდა პირველადი
ჯანდაცვის ექიმს ძველ საცხოვრებელ ადგილზე. პაციენტი არ იღებს რაიმე
წამალს და უარყოფს რაიმე მემკვიდრეობითი სამედიცინო პრობლემის
არსებობას ოჯახში. ის ეწევა თამბაქოს (40 კოლოფი თვეში). გაზომვისას
მისი არტერიული წნევა აღმოჩნდა 170/95 მმ.ვწყ.სვ; ამასთან, გულზე
მოისმინება მეოთხე ტონი. სხვა მხრივ, მისი ფიზიკური გასინჯვის შედეგები
ნორმალურია. ქვემოთ მოცემულთაგან, რომელი მოსაზრებაა სწორი მოცემული
პაციენტის ჰიპერტენზიის მკურნალობასთან დაკავშირებით
ა) მოცემული პაციენეტისათვის საუკეთესო საწყისი მკურნალობაა ალფა-
ბლოკერის დანიშვნა;
ბ) მოცემული პაციენეტისათვის საუკეთესო საწყისი მკურნალობაა
თიაზიდური შარდმდენის დანიშვნა;
*გ) მოცემული პაციენეტისათვის საუკეთესო საწყისი მკურნალობაა
თიაზიდური შარდმდენი აგფ ინჰიბიტორთან კომბინაციაში;
დ) მოცემული პაციენტისათვის თამბაქოს წევის მიტოვებას არ ექნება რაიმე
ეფექტი არტერიული ჰიპერტენზიის მოწესრიგების თვალსაზრისით.

313. არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, სამიზნე


ორგანოების დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს:
ა) ბრონქულ ასთმით;
ბ) ღვიძლის ციროზით;
*გ) მიოკარდიუმის ინფარქტით;
დ) ვენების ვარიკოზულ გაგანიერებით.

314. პაციენტს, 59 წლის ქალბატონს, სხეულის მასის ინდექსით – 32,


აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზიის 2-წლიანი ანამნეზი. პაციენტი იღებს
შარდმდენს, წონაში დაიკლო 5 კგ-ით; არტერიული წნევის ციფრებია 160/95
მმ/ვვწყ.სვ. სამიზნე ორგანოების დაზიანება არ აღინიშნება. როგორი უნდა
იყოს ოჯახის ექიმის მოქმედება:
ა) მიეცეს პაციენტს რეკომენდაცია დიეტის გამკაცრებისა და ფიზიკური
აქტივობის გაზრდის თაობაზე;
ბ) აუცილებელია პაციენტის რეფერალი მეორეული ჯანდაცვის
სპეციალისტთან;
გ) შეიცვალოს თიაზიდური დიურეტიკი სხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული
საშუალებით;
*დ) მიეცეს პაციენტს რეკომენდაცია დიეტის გამკაცრებისა და ფიზიკური
აქტივობის გაზრდის თაობაზე, დაემატოს სხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული
საშუალება.

315. რეზისტენტული ჰიპერტენზიის მიზეზებს არ მიეკუთვნება:


ა) არტერიული წნევის არასწორად გაზომვა;
*ბ) ჰიპოკალორიული დიეტა;
გ) სუფრის მარილის ჭარბი მიღება;
დ) ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების არაადეკვატური დოზირება;

316. I სტადიის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთათვის


ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დანიშვნის ჩვენებას წარმოადგენს ყველა
ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) გულის უკმარისობა;
ბ) გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
გ) შაქრიანი დიაბეტი;
*დ) გლაუკომა;
ე) პერიფერიული არტერიების დაზიანება.

317. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყების შემდეგ სამიზნე წნევის


მიღწევამდე პაციენტთა უმრავლესობა I სტადიის გაურთულებელი
ჰიპერტენზიით ექიმთან განმეორებით ვიზიტებზე უნდა დაბრუნდეს:
*ა) 2-4-კვირიანი ინტერვალებით;
ბ) 1-2-თვიანი ინტერვალებით;
გ) 3-თვიანი ინტერვალებით;
დ) 6-თვიანი ინტერვალებით.

318. სამიზნე არტერიული წნევის ციფრების მყარად მიღწევისას


ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობაში განმეორებითი
ვიზიტები შესაძლოა განხორციელდეს:
ა) 1 ან 2-თვიანი ინტერვალებით;
ბ) წელიწადში ერთხელ;
*გ) 3-6 თვიანი ინტერვალებით;
დ) 2 ელიწადში ერთხელ.

319. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მოსაზრებაა სწორია ჰიპერტენზიით


დაავადებული პაციენტისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის
განმარტებისას, გარდა ერთისა:
ა) ამცირებს არტერიული წნევის ციფრებს;
ბ) ახდენს გართულებათა პრევენციას;
გ) აძლიერებს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ეფექტურობას;
*დ) შესაძლებლობას იძლევა, შეწყდეს მედიკამენტური მკურნალობა.

320. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მოსაზრებაა სწორია არტერიული


ჰიპერტენზიის თვითკონტროლის შესახებ, გარდა ერთისა:
ა) იძლევა ინფორმაციას თერაპიული ღონისძიებების შედეგებზე;
ბ) კარგი საშუალებაა თეთრი ხალათის ჰიპერტენზიის შესაფასებლად;
*გ) ზრდის მკურნალობის ხარჯებს;
გ) წამლით მკურნალობის რეჟიმის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.

321. 55 წლის მამაკაცმა მომართა თქვენს პირველადი ჯანდაცვის ოფისს.


ანამნეზიდან მნიშვნელოვანია თამბაქოს წევა (40 კოლოფი წელიწადში); სვამს
4 ლუდს ღამეში; მისი ფიზიკური აქტიურობა უმნიშვნელოა (ცოტად
მოძრაობს). ფიზიკური გასინჯვით: არტერიული წნევა 148/95 მმ.ვწყ.სვ.
სიმაღლე – 172 სმ, სხეულილს წონა – 80 კგ. დანარჩენი მონაცემები ნორმის
ფარგლებში. ლაბორატორიული გამოკვლევით – სისხლის საერთო ანალიზი,
ბიოქიმიური გამოკვლევების შედეგები, “TSH” და შარდის ანალიზი ნორმის
ფარგლებშია. ასევე ნორმის ფარგლებშია ეკგ. მომდევნო თვეების
განმავლობაში გაზომილი არტერიული წნევის ციფრები პირველის
ანალოგიურია. პაციენტის არტერიული წნევის გათვალისწინებით,
მკურნალობის რა სქემა უნდა შეთავაზოთ პაციენტს?
ა) არავითარი მკურნალობა;
ბ) დაკვირვება მომდევნო 6 თვის მანძილზე;
გ) ჰიპერტენზიის დადასტურება მომდევნო 2 თვის მანძილზე;
*დ) ჰიპერტენზიის დადასტურება მომდევნო 2 თვის მანძილზე,
დამატებული ცხოვრების წესის შეცვლა, ალკოჰოლის მიღების შემცირება,
წონაში დაკლება, თამბაქოს წევისთვის თავის დანებება და ზომიერი
ფიზიკური დატვირთვა.

322. 40 წლის ქალბატონმა, რომელსაც თქვენ რეზისტენტული ჰიპერტენზიის


გამო მკურნალობთ, მოგმართათ მორიგი ვიზიტისათვის. ლაბორატორიული
გამოკვლევის შედეგები ნორმის ფარგლებშია. ეკგ-ზე მარცხენა პარკუჭის
ჰიპერტროფიის ნიშნები ვლიდნება. ვიზიტის დროს მისი არტერიული წნევა
კვლავ მაღალია – 175/100 მმ. ვწყ.სვ. ანტიჰიპერტენზიული წამლებისა და
მათი დოზების შერჩევის პროცესში პაციენტის არტერიული წნევა ნაკლებად
იცვლება. ბოლო ვიზიტზე რაიმე ცვლილება არ გამოვლინდა, გარდა ნაზი
შუილისა მუცლის მარცხენა ზედა მეოთხედში. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან,
რომელი მოსაზრებაა სწორი რენოვასკულური ჰიპერტენზიის შესახებ?
ა) რენოვასკულური ჰიპერტენზია ძალზე იშვიათია პაციენტებში, რომელთაც
რეზისტენტული ჰიპერტენზია აღენიშნებათ;
*ბ) თირკმლის არტერიის სტენოზი ჰიპერტენზიას იწვევს რენინ-
ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გააქტიურებით, რაც იშემიით არის
განპირობებული;
გ) ფიბრომუსკულური დაავადება იშვიათად არის რენოვასკულური
ჰიპერტენზიის მიზეზი ამ ასაკის ქალებში;
დ) ათეროსკლეროზული და ფიბრომუსკულური სტენოზი თანაბარი
სიხშირით გვხვდება.

323. არტერიული ჰიპერტენზიის დაფიქსირებისას რომელი ქვემოთ


ჩამოთვლილი გამოკვლევები არ კეთდება რუტინულად (ჩვეულებრივ)?
ა) კრეატინინი სისხლში;
ბ) შარდის საერთო ანალიზი;
გ) გლუკოზა სისხლში;
*დ) ექოკარდიოსკოპია;
ე) ლიპიდური პროფილი;

324. თქვენს საოჯახო მედიცინის ოფისში მორიგ ვიზიტზე მოვიდა 64 წლის


მამაკაცი. თქვენ მას ჰიპერტენზიის გამო მკურნალობთ მრავალი წლის
მანძილზე. პაციენტი იღებს თიაზიდურ შარდმდენს და კალციუმის არხების
ბლოკერს. აღნიშნული რეჟიმით არტერიული წნევა მეტ-ნაკლებად
მოწესრიგებულია. პაციენტი გეკითხებათ, რამდენად სასარგებლო იქნება
მისთვის სისხლის წნევის ამბულატორიული მონიტორინგის (სწამ) გამოყენება.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მოსაზრებაა სწორი სწამ-ის შესახებ?
ა) სწამ-ი არ არის გამოსადეგი იმ პაციენტებში, რომელთაც ოფისში
გაზომვისას ნორმალური არტერიული წნევა აქვთ და აღენიშნებათ სამიზნე
ორგანოების დაზიანება;
ბ) სწამ-ი არ არის გამოსადეგი ავტონომიური დისფუნქციის შეფასებისას
პაციენტებში, რომელთაც ორთოსტატიკური ჰიპოტენზია აღენიშნებათ;
გ) გადამკვეთი კვლევებით დადგენილია, რომ ოფისში გაზომილი წნევის
მაჩვენებლები უფრო კარგ კორელაციაშია სამიზნე ორგანოების დაზიანებასთან,
ვიდრე სწამ-ის დროს მიღებული მაჩვენებლები;
*დ) სწამ-ი ძალზე სასარგებლო თეთრი ხალათის ფენომენის დასადგენად.

325. გულმკერდის არეში ტკივილის სინდრომისას, როდესაც ბოლო


ტკივილიდან გასულია 36 საათი, რომელი მარკერია ყველზე სპეციფიკური?
ა) მიოგლობინი;
ბ) კრეატინკინაზას MB ფრაქცია;
*გ) ტროპონინი;
დ) ლეიკოციტოზის და ედს-ის შეფასება.

326. პაციენტი 52 წლის მამაკაცი. ერთი თვის წინ გადატანილი ქვედა


კედლის ინფარქტი შთ სეგმენტის ელევაციით. მაღალი რისკის ნიშნების
გარეშე. მედიკამენტური მკურნალობის შედეგად თავს კარგად გრძნობს.
ფიზიკურად აქტიურია, ტკივილი არ ჰქონია. ეკგ-ზე თ კბილები
უარყოფითია III, აVF განხრებში. ექოსკოპიურად ქვედა კედლის
ჰიპოკინეზია. განდევნის ფრაქცია - 50%; რომელი სტრატეგიაა სწორი:
*ა) პაციენტის გაგზავნა დატვირთვის ტესტზე (სტრეს-ეკგ)
ბ) პაციენტის გაგზავნა კორონაროგრაფიაზე;
გ) მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელება თუკი მდგომარეობა
სტაბილურია;
დ) დობუტამინ-სტრესს ექოკარდიოგრაფიის კვლევაზე გაგზავნა;
327. პაციენტი 60 წ. ქალბატონი, 3 თვის წინ გადაიტანა წინა კედლის
ინფარქტი შთ სეგმენტის ელევაციით, ჩაუტარდა სტენტირება, აღენიშნებოდა
ერთი სტენოზი მარცხენა კორონარის წინა დასწვრივ ტოტში. ჩაუტარდა
პროფილაქტიკური გასინჯვა. ტესტები ნორმალურია. საერთო ქოლესტერინი
160 მგ/დლ. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები - 97 მგ/დლ. პაციენტი
ღებულობს სტატინებს. არის დიეტაზე. რა სტრატეგიაა სწორი:
ა) სტატინის დოზის განახევრება;
ბ) სტატინის მოხსნა და დიეტაზე დატოვება
*გ) სტატინის დოზის გაზრდა;
დ) იგივე მკურნალობის გაგრძელება.

328. როდის არის ნაჩვენები ანგიოპლასტიკისა და სტენტირების ჩატარება:


ა) მარცხენა წინა დაღმავალი ტოტის პროქსიმალური ნაწილის 99% და
შემომხვევი არტერიის 75% სტენოზი;
ბ) მთავარი ღეროს სტენოზი;
გ) შემომხვევი არტერიის პროქსიმალური 75% სტენოზი და ანამნეზში სინუს-
არესტი;
*დ) შემომხვევი არტერიის პროქსიმალური ნაწილის 75% და მარჯვენა
კორონარული არტერიის 99% სტენოზი

329. პაციენტი, 54 წლის, 2 წელია აღენიშნება გულმკერდში ტკივილი


მესამე სართულზე ასვლისას. საჭიროებს:
ა) მედიკამენტურ მკურნალობას სტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით;
ბ) დობუტამინ სტრეს-ტესტს
*გ) ფიზიკური დატვირთვის ეკგ სტრეს-ტესტს
დ) ანგიოგრაფიულ კვლევას

330. პაციენტი 40 წლის, სტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით. იმყოფება


სრულ მედიკამენტურ მკურნალობაზე (ბეტა-ბლოკერები, ასპირინი,
გახანგრძლივებული ნიტრატები, სტატინი). ბოლო ერთი კვირაა აღენიშნება
დატვირთვისას ტკივილი გულ-მკერდში და გულის უკმარისობის მოვლენები
(ქოშინი დატვირთვაზე და ფეხების შეშუპება). პაციენტს ესაჭიროება:
*ა) ანგიოგრაფია
ბ) ფიზიკური დატვირთვის სტრეს-ტესტი
გ) დობუტამინ სტრეს-ტესტი

331. პაციენტი 50 წლის, 6 წელია პერიოდულად აქვს რეტროსტერნალური


ტკივილი ერთი კმ გავლისას ან მე-5 სართულზე ასვლისას, ერთი თვის წინ
ჰქონდა პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდი, რომელიც მოეხსნა ჰოსპიტალში.
მას შემდეგ მიუხედავად მაღალი ფიზიკური დატვირთვებისა ტკივილი არ
ჰქონია. ღებულობს მხოლოდ ასპირინს და სტატინს. პაციენტს ესაჭიროება:
ა) სრულ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე გადაყვანა
*ბ) ანგიოგრაფია
გ) დატვირთვის სტრეს-ტესტი
დ) დობუტამინ სტრეს-ტესტი
332. პაციენტს 5 წლის წინ წარმატებულად ჩატარებული სტენტირების
შემდეგ კვლავ დაეწყო ტკივილი რეტროსტერნალურ არეში ფიზიკურ
დატვირთვაზე, რაც ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ ეხსნება. პაციენტი
საჭიროებს:
ა) მედიკამენტური მკურნალობის შეცვლას
ბ) დობუტამინ სტრეს-ტესტს
გ) დატვირთვის სტრეს-ტესტს
*დ) ანგიოგრაფიულ კვლევას

333. ოჯახის ექიმის პრაქტიკაში გულმკერდში აღმოცენებული ტკივილის


მიზეზი, უხშირესად არის:
ა) კორონარული დაავადება;
ბ) ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიები;
გ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება;
დ) ფსიქიატრიული პრობლემები.
*ე) ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიები და კორონარული დაავადება;

334. ყველაზე მაღალი სპეციფიკურობისა და სენსიტიურობის


(მგრძნობელობის) მქონე მარკერი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს
არის:
*ა) ST-სეგმენტის ელევაცია;
ბ) T-კბილის ინვერსია;
გ) ST-სეგმენტის დეპრესია;
დ) პათოლოგიური Q-კბილი.

335. პოსტინფარქტული პერიოდის მე-3 დღეს პაციენტს კვლავ აღმოუცენდა


ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან. განმეორებით
მიოკარდიუმის ნეკროზზე მიუთითებს:
ა) ტროპონინების მომატებული დონე;
ბ) მიოგლობინის მომატება;
*გ) კრეატინკინაზას MB ფრაქციის მომატება.

336. მაღალი რისკის მქონე პაციენტის განათლება გულმკერდში


აღმოცენებული ტკივილის დროს გულისხმობს:
ა) გადაუდებელ კონსულტაციას ექიმთან;
ბ) დაელოდოს სიმპტომების გაქრობას თუ თვლის, რომ ის საშიში არ არის
სიცოცხლისათვის;
გ) მიიღოს ასპირინი და ნიტროგლიცერინი;
დ) დაუყოვნებლივ წავიდეს სტაციონარში;
*ე) გადაუდებელ კონსულტაციას ექიმთან და ასპირინის და
ნიტროგლიცერინის მიღებას;

337. გულის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტთან


გულის სტრუქტურული პათოლოგიისა და გულის უკმარისობის სიმპტომების
გარეშე ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არჩევის პრეპარატია:
ა) თიაზიდური შარდმდენი
ბ) ბეტა-ბლოკერისა და თიაზიდური შარდმდენის კომბინაცია
*გ) აგფ-ინჰიბიტორი ან არბ ჩვენების მიხედვით
დ) კალციუმის ანტაგონისტი
ე) ბეტა-ბლოკერი

338. რომელია ყველაზე საკვანძო დიაგნოსტიკური ტესტი გულის შეგუბებითი


უკმარისობის გამოსავლენად?
ა) ელექტროკარდიოგრამა
ბ) გულ-მკერდის რენტგენი
*გ) ექოკარდიოგრაფია
დ) ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა
ე) გულის კათეტერიზაცია

339. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია გულის უკმარისობის ყველაზე


ხშირი მიზეზი?
*ა) არტერიული ჰიპერტენზია;
ბ) გულის სარქვლოვანი პათოლოგია;
გ) დილატაციური კარდიომიოპათია;
დ) შაქრიანი დიაბეტი;

340. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მედიკამენტის გამოყენებაა ყველაზე


მეტად გამართლებული გულის უკმარისობის ნებისმიერი სტადიის დროს?
*ა) ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი
ბ) დიგოქსინი
გ) ამიოდარონი
დ) კალციუმის არხის ბლოკერი
ე) ალდოსტერონის ანტაგონისტი

341. ჩამოთვლილთაგან რომელი ტერმინი ასახავს სისხლის იმ მოცულობას,


რომელიც გულიდან განიდევნება სისტოლის განმავლობაში?
ა) პოსტდატვირთვა;
ბ) პრედატვირთვა;
გ) გულის წუთმოცულობა;
*დ) დარტყმითი მოცულობა;
ე) განდევნის ფრაქცია.

342. გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ყველაზე ხშირი ჩივილია:


ა) დეზორიენტაცია;
ბ) ქვედა კიდურების შეშუპება;
გ) სიცივის აუტანლობა;
*დ) ქოშინი;
ე) საერთო სისუსტე.

343. ჩამოთვლილთაგან, რომელი განიხილება, როგორც არჩევის პრეპარატი,


სისტოლური დისფუნქციით მიმდინარე გულის უკმარისობის დროს?
*ა) აგფ-ინჰიბიტორები;
ბ) ბეტა ბლოკერები;
გ) დიურეტიკები;
დ) დიგოქსინი.

344. ყველა ჩამოთვლილი არის დიგოქსინის ტოქსიკური ეფექტი, გარდა


ერთისა:
ა) დეზორიენტაცია;
ბ) ანორექსია;
გ) გულისრევა;
*დ) სმენასთან დაკავშირებული პრობლემები;
ე) მხედველობის დარღვევა.

345. ჩამოთვლილთაგან, პრედატვირთვის ყველაზე ზუსტი განმარტებაა:


ა) კუნთოვანი შეკუმშვის ძალა სისტოლის განმავლობაში;
*ბ) დიასტოლის განმავლობაში გულთან მოდენილი სისხლის მოცულობა;
გ) ფილტვების ვენური წნევის სიდიდე;
დ) პერიფერიული სისხლძარღვთა რეზისტენტობის დონე;

346. გულის უკმარისობის დროს განვითარებული კომპენსატორული


მექანიზმებია:
*ა) სისტემური პერიფერიული რეზისტენტობის მომატება;
ბ) პრედატვირთვის შემცირება;
გ) სიმპათიკური სტიმულაციისადმი გულის მომატებული მგრძნობელობა.

347. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს შორის რენინ-ანგიოტენზინ-


ალდოსტერონის სისტემის აქტივაციის შესახებ დებულებებიდან ყველა სწორია,
გარდა ერთისა:
ა) ზემოხსენებული სისტემის აქტივაცია აზიანებს როგორც გულს, ასევე
პერიფერიულ სისხლძარღვთა ქსელს;
ბ) ანგიოტენზინ II არის ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი;
გ) ანგიოტენზინ II იწვევს ნორადრენალინის გამოყოფას გულის
სიმპათიკური ნერვებიდან;
*დ) ანგიოტენზინ II ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვთა ტონუსს;
ე) ალდოსტერონი ხელს უწყობს ნატრიუმის შეკავებას.

348. ჩამოთვლილთაგან რომელია, მარცხენა პარკუჭის სისტოლური


დისფუნქციის ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი მიზეზი:
ა) გულის იშემიური დაავადება;
ბ) ჰიპერტენზია;
გ) დილატაციური კარდიომიოპათია;
*დ) სისტემური სკლეროზი.

349. ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს გულის უკმარისობის განვითარების


ხელშემწყობ ფაქტორს, გარდა ერთისა:
ა) არტერიული ჰიპერტენზია;
ბ) ჰიპოთირეოიდიზმი;
*გ) პოლიციტემია;
დ) გულის იშემიური დაავადება;
ე) პულმონური ემბოლიზმი.
350. 59 წლის პაციენტი, რომელსაც აქვს არტერიული ჰიპერტენზია,
აღნიშნავს ქვედა კიდურების გამოხატულ შეშუპებას. ქოშინს ფიზიკური
დატვირთვისას, ორთოპნოეს და პაროქსიზმულ ღამის ქოშინს უარყოფს.
ფიზიკური გამოკვლევით საუღლე ვენებში წნევის მომატება არ ვლინდება.
ყველაზე მეტად ამისი მიზეზი შეიძლება იყოს:
ა) პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები;
*ბ) ვენური უკმარისობა;
გ) გულის უკმარისობა;
დ) ნატრიუმის დიდი რაოდენობით მიღება;
ე) მედიკამენტების მიღება.

351. ჩამოთვლილი ტესტებიდან, რომელი არ გამოიყენება გულის


უკმარისობაზე საეჭვო პაციენტის გამოსაკვლევად:
ა) შარდის საერთო ანალიზი;
ბ) უზმოზე სისხლში გლუკოზის რაოდენობის განსაზღვრა;
გ) გულმკერდის რენტგენოგრაფია;
დ) თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევა;
*ე) ფილტვების ფუნქციური გამოკვლევა;

352. ჩამოთვლილთაგან, რომელია შესაბამისი რეკომენდაცია, გულის


უკმარისობის მქონე პაციენტისათვის:
*ა) ყოველდღიურად აწონვა;
ბ) სისხლში ელექტროლიტების განსაზღვრა თვეში ერთხელ;
გ) პაციენტმა თავად უნდა შეარჩიოს დიურეტიკის დოზა შეშუპების ხარისხის
შესაბამისად;
დ) დღის განმავლობაში მისაღები სითხის რაოდენობის შემცირება 800 მლ-
მდე.

353. 84 წლის ქალს ახლახან დაუდგინდა გულის უკმარისობა მძიმე მარცხენა


პარკუჭოვანი დისფუნქციით. სისტოლური წნევა არის 96 მმ/ვწყ/სვ. შრატში
ნატრიუმის კონცენტრაცია 133 მექვ/ლ. რეკომენდებულია აგფ-ინჰიბიტორით
მკურნალობის დაწყება საცდელი დოზით:
*ა) კაპტოპრილი 6,25 მგ;
ბ) კაპტოპრილი 25 მგ;
გ) ენალაპრილი 10 მგ;
დ) ლიზინოპრილი 10 მგ;
ე) ფოზინოპრილი 10 მგ.

354. 62 წლის პაციენტს, რომელსაც აქვს გულის უკმარისობა, აღენიშნება


შეშუპების მატება, სველი ხიხინი და საუღლე ვენების გაფართოვება.
პაციენტი დაიწყო დღეში ერთხელ 40 მგ ფუროსემიდის მიღება, მაგრამ
უკმარისობის სიმპტომები არ მცირდება. ჩამოთვლილთაგან რეკომენდებულია:
ა) დაენიშნოს სხვა ჯგუფის შარდმდენი;
*ბ) გაიზარდოს ფუროსემიდის დოზა - 80 მგ ერთხელ დღეში;
გ) გაიზარდოს ფუროსემიდის დოზა - 40 მგ ორჯერ დღეში;
დ) გაიზარდოს ფუროსემიდის დოზა - 40 მგ სამჯერ დღეში.
355. პაციენტს აქვს გულის უკმარისობა გამოხატული შეგუბებითი
მოვლენებით, დიურეტიკებით პერორალურად მკურნალობა უეფექტოა.
მისთვის რეკომენდებულია:
ა) დიურეტიკების მიღების შეწყვეტა და მკურნალობის ალტერნატიული
მეთოდის შერჩევა;
ბ) გაგრძელდეს იგივე დიურეტიკის მიღება ინტრავენურად;
*გ) ნეფრონის სხვა ნაწილზე მოქმედი სხვა დიურეტიკის დამატება,
დ) გაგრძელდეს იგივე დიურეტიკის მიღება, მაგრამ მკაცრად შეიზღუდოს
მიღებული სითხის რაოდენობა.

356. ჩამოთვლილი დებულებებიდან, რომელი შეესაბამება სინამდვილეს


გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკერის გამოყენებასთან
მიმართებაში?
ა) მისი დანიშვნა უკუნაჩვენებია;
ბ) ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს მარცხენა პარკუჭის ფუნქციაზე;
გ) ფუნქციური აქტივობა შეიძლება შემცირდეს პაციენტებში, რომლებშიც
გულის უკმარისობა განპირობებულია კორონარული არტერიების დაზიანებით;
*დ) ამ პრეპარატმა შეიძლება შეანელონ გულის უკმარისობის პროგრესირება.

357. ჩამოთვლილთაგან, რომელი პრეპარატს ექნება დაბალი ეფექტი


პაციენტებში, რომელთაც აქვთ დიასტოლური დისფუნქცია, ხოლო
სისტოლური ფუნქცია ნორმალურია?
*ა) დიგოქსინი;
ბ) ნიტრატები;
გ) დიურეტიკები;
დ) კალციუმის ანტაგონისტები;
ე) აგფ-ინჰიბიტორები.

358. ასიმპტომური პაციენტები, რომელთაც აქვთ საშუალო ან მძიმე ხარისხის


მარცხენა პარკუჭოვანი სისტოლური დისფუნქცია, უნდა მკურნალობდნენ:
ა) დიგოქსინით;
ბ) დიურეტიკებით;
*გ) აგფ-ინჰიბიტორებით;
დ) ნიტრატებით;
ე) კალციუმის ანტაგონისტებით.

359. 28 წლის მამაკაცს რამდენიმე თვეა აღენიშნება არტერიული წნევის


მატება 128/84 მმ ვწყ სვ-მდე. პაციენტი მსუქანია, ეწევა თამბაქოს.
ფიზიკური გასინჯვით ცვლილებები არ ვლინდება. პაციენტს უნდა მიეწოდოს
ინფორმაცია, რომ მას აქვს:
ა) ნორმალური არტერიული წნევა
ბ) ჰიპერტენზია
*გ) პრეჰიპერტენზია
დ) ოპტიმალური არტერიული წნევა
360. 57 წლის მამაკაცს აქვს გარდამავალი კოჭლობა. როგორია დაბალი
სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის სამიზნე მაჩვენებელი
აღნიშნული პაციენტისთვის?
*ა) <100 მგ/დლ
ბ) <130 მგ/დლ
გ) <160 მგ/დლ
დ) <190 მგ/დლ

361. რისკის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება 54 წლის ტიპი 2 შაქრიანი


დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის (ა/წ 164/98 მმ ვწყ სვ) მქონე
ქალბატონი?
*ა) რისკის მაღალ კატეგორიას
ბ) რისკის საშუალო კატეგორიას
გ) რისკის დაბალ კატეგორიას

362. როგორია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის სამიზნე


მაჩვენებელი 54 წლის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და არტერიული
ჰიპერტენზიის (ა/წ 164/98 მმ ვწყ სვ) მქონე ქალბატონისთვის:
ა) <130 მგ/დლ;
*ბ) <100 მგ/დლ;
გ) <160 მგ/დლ;
დ) <190 მგ/დლ

363. 28 წლის მამაკაცს რამდენიმე თვეა აღენიშნება არტერიული წნევის


მატება 128/84 მმ ვწყ სვ-მდე. პაციენტი მსუქანია, ეწევა თამბაქოს.
ფიზიკური გასინჯვით ცვლილებები არ ვლინდება. რა იქნება შემდეგი
ნაბიჯი:
ა) პაციენტს უნდა მიეცეს ინსტრუქცია, მუდმივად აკონტროლოს
არტერიული წნევა და თუ მისი მაჩვენებლები გადააჭარბებს 140/90 მმ ვწყ
სვ-ს დაიწყოს მედიკამენტის მიღება;
ბ) დაინიშნოს ანტიჰიპერტენზიული საშუალება;
გ) პაციენტს მიეწოდოს ინფორმაცია, რომ მისი არტერიული წნევის ციფრები
სამჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების
რისკს;
*დ) დაიწყოს რისკ ფაქტორების ინტენსიური მოდიფიკაცია.

364. 40 წლის ქალს 3 თვის წინ დაესვა ჰიპერტენზიის დიაგნოზი და


დაენიშნა ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა. დიაბეტი და თირკმლების
დაავადება გამოირიცხა. პაციენტი მუდმივად იღებს ანტიჰიპერტენზიულ
საშუალებას და ასრულებს ცხოვრების წესის მოდიფიკაციის მიზნით მიღებულ
რეკომენდაციებს. ამჟამად მისი არტერიული წნევაა 138/88 მმ ვწყ სვ. რა
იქნება შემდგომი ეტაპი:
ა) დაემატოს ანტიჰიპერტენზიული საშუალება, სანამ არტერიული წნევის
მაჩვენებელი არ გახდება <120/80 მმ ვწყ სვ.
ბ) ანტიჰიპერტენზიული საშულების შეწყვეტა და მხოლოდ ცხოვრების წესის
მოდიფიკაციის გაგრძელება
*გ) გააგრძელოს მკურნალობის ამჟამინდელი რეჟიმი
365. 66 წლის ქალს აქვს არტერიული ჰიპერტენზია. ა/წ 162/70 მმ ვწყ სვ.
მკურნალობის მიზნით იღებს აგფ ინჰიბიტორისა და თიაზიდური შარდმდენის
კომბინაციას. პაციენტი საჭიროებს:
ა) დაკვირვებას, რადგან დიასტოლური წნევა კონტროლირებადია
*ბ) მესამე ანტიჰიპერტენზიული საშუალების დამატებას
გ) დაკვირვებას, რადგან კარდიო–ვასკულური დაავადების განვითარების
რისკი უპირატესად დიასტოლურ წნევაზეა დამოკიდებული

366. 50 წლის მამაკაცს აქვს დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია.


მკურნალობას იტარებს აგფ ინჰიბიტორით. ასევე, ასრულებს რეკომენდაციებს
ცხოვრების წესის მოდიფიკაციის მიზნით. თუმცა არტერიული წნევის ციფრები
კვლავ მომატებულია 158/85 მმ ვწყ სვ. სამიზნე არტერიული წნევის
მიღწევის მიზნით რეკომენდებულია:
ა) ცხოვრების წესის მოდიფიკაციის რეკომენდაციების უფრო მეტად
გამკაცრება, ანტიჰიპერტენზიული საშუალების დამატება აუცილებლობას არ
წარმოადგენს
*ბ) ერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალების დამატება
გ) ორი ანტიჰიპერტენზიული საშუალების დამატება
დ) გლუკოზის დონის უფრო მეტად აგრესიული კონტროლი

367. 56 წლის ქალი იმყოფება რუტინულ ვიზიტზე. ჩივილები არა აქვს.


გასინჯვით ა/წ 156/96 მმ ვწყ სვ, პულსი - 72 წუთში, მცირედ
გამოხატულია ტერფების შეშუპება, გულის უკმარისობის სხვა ნიშნები არ
ვლინდება შარდის ანალიზით პროტეინურია არ აღინიშნება. თირკმლების
ფუნქცია ნორმალურია. ეკგ - არსებითი ცვლილებების გარეშე. რა სახის
მკურნალობაა რეკომენდებული:
ა) კალციუმის არხების ბლოკერი
ბ) ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერი
გ) ბეტა ბლოკერი
*დ) თიაზიდური შარდმდენი ან აგფ-ინჰიბიტორი
ე) არ საჭიროებს მედიკამენტის მიღებას

368. 52 წლის ჰიპერლიპიდემიის მქონე მამაკაცი მოგმართავთ განმეორებით


ვიზიტზე. მკურნალობას იტარებს: ასპირინით, სიმვასტატინით,
ჰიდროქლორთიაზიდით. თამბაქოს არ მოიხმარს. ა/წ 144/88 მმ ვწყ სვ, P –
72, R – 16. ფიზიკური გასინჯვით: ტერფების არეში მცირედ გამოხატული
შეშუპება, გულმკერდის აუსკულტაციით - პათოლოგიური ხმიანობა არ
მოისმინება. გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით:
პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 24 (ნორმა 7-18 მგ/დლ),
კრეატინინი 1.6 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ). ეკგ - არსებითი ცვლილებების
გარეშე. როგორი რეკომენდაციაა მართებული:
ა) ჰიპოთიაზიდის შეწყვეტა
ბ) ბეტა ბლოკერის დამატება
*გ) აგფ ინჰიბიტორის დამატება
დ) ჰიპოთიაზიდის შეწყვეტა და ბეტა ბლოკერის დამატება
369. 62 წლის მამაკაცმა გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი.
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დაკარგა დანიშნულების ფურცელი, ამიტომ
მკურნალობას აგრძელებს პრეჰოსპიტალური დანიშნულებით, რომელიც
მოიცავს: ასპირინს, სიმვასტატინს, ლიზინოპრილს და ჰიპოთიაზიდს.
ვლინდება ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას (+), ღამის პაროქსიზმული
ქოშინი (+), ტერფების შეშუპება (1+). თამბაქოს არ ეწევა. ა/წ 144/88 მმ
ვწყ სვ, P – 72, R – 16. გულმკერდის აუსკულტაციით-პათოლოგიური
ხმიანობა არ მოისმინება. გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით:
პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 24 (ნორმა 7-18 მგ/დლ),
კრეატინინი 1.8 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ). ეკგ-მარცხენა პარკუჭის
ჰიპერტროფია. პაციენტისთვის რეკომენდებულია:
ა) აგფ ინჰიბიტორის შეწყვეტა
ბ) ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერის დამატება
*გ) ბეტა ბლოკერის დამატება
დ) აგფ ინჰიბიტორის შეწყვეტა და ბეტა ბლოკერის დამატება

370. 44 წლის ჰიპერტენზიის მქონე ქალი უჩივის ქოშინის მატებას.


მკურნალობას იტარებს მეტოპროლოლითა და ჰიპოთიაზიდით. აღნიშნავს
ხველას დილით ლორწოვანი ნახველით. თამბაქოს ეწევა. ალერგიას უარყოფს.
ა/წ 142/92 მმ ვწყ სვ, P – 60, R – 20. გულმკერდის აუსკულტაციით-
ექსპირაციული მსტვინავი სუნთქვა. გულისცემა რითმული. შარდის საერთო
ანალიზით: პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 12 (ნორმა 7-18
მგ/დლ), კრეატინინი 0.9 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), K+ 3.2. ეკგ- იშემია
არ ვლინდება. განდევნის ფრაქცია-ნორმის ფარგლებში. პაციენტისთვის
რეკომენდებულია:
ა) ბეტა ბლოკერის შეწყვეტა
ბ) თიაზიდის შეწყვეტა
გ) აგფ ინჰიბიტორის დამატება
დ) ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერის დამატება
*ე) ბეტა ბლოკერის შეწყვეტა და აგფ ინჰიბიტორის დამატება

371. 44 წლის მამაკაცი იმყოფება ოჯახის ექიმთან განმეორებით ვიზიტზე.


ანამნეზიდან საყურადღებოა მიოკარდიუმის ინფარქტი, ტიპი 2 შაქრიანი
დიაბეტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ცერებრო–ვასკულური დაავადება
(ანამნეზში ინსულტით). მკურნალობას იტარებს მეტოპროლოლით,
ფუროსემიდით, ასპირინით, სიმვასტატინით. ვლინდება ქოშინი ფიზიკური
დატვირთვაზე (+), პაციენტი მწეველია, ა/წ 142/92 მმ ვწყ სვ, P – 60, R
– 20. გულმკერდის აუსკულტაციით - პათოლოგიური ხმიანობა არ
მოისმინება. გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით:
პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 18 (ნორმა 7-18 მგ/დლ),
კრეატინინი 1.9 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), გფრ <60, K+ 3.5. გულის
ულტრაბგერითი კვლევით განდევნის ფრაქცია 35%, დიასტოლური
დისფუნქცია. პაციენტისთვის რეკომენდებულია:
*ა) აგფ ინჰიბიტორის დამატება
ბ) ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერის დამატება
გ) კალციუმის არხების ბლოკერის დამატება
დ) ალდოსტერონის ანტაგონისტის დამატება
372. 48 წლის მამაკაცს ახლახან დაუდგინდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.
იმყოფება განმეორებით ვიზიტზე. მკურნალობას იტარებს ჰიპოთიაზიდით.
ანამნეზიდან აღსანიშნავია პოლიურია. ალერგიას უარყოფს. ა/წ - 164/106
მმ ვწყ სვ, P – 72. პაციენტი მსუქანია, გულმკერდის აუსკულტაციით -
პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება. გულისცემა რითმული. შარდის
საერთო ანალიზით: პროტეინურია (2+), სისხლში შარდოვანა 14 (ნორმა 7-
18 მგ/დლ), კრეატინინი 1.7 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), Na 140, K+ 3.8.
პაციენტისთვის რეკომენდებულია:
ა) თიაზიდური შარდმდენის შეწყვეტა
*ბ) აგფ ინჰიბიტორის დამატება
გ) ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერის დამატება
დ) კალციუმის არხების ბლოკერის დამატება

373. ჰიპერტენზიის მქონე 45 წლის ქალი იმყოფება განმეორებით ვიზიტზე.


ანამნეზიდან საყურადღებოა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, თირკმლების
ქრონიკული დაავადება და გულის შეგუბებითი უკმარისობა. პაციენტი
მსუქანია. მკურნალობას იტარებს ჰიპოთიაზიდით და ბეტა-ბლოკერით. ა/წ -
138/88 მმ ვწყ სვ, P – 50. გულმკერდის აუსკულტაციით-პათოლოგიური
ხმიანობა არ მოისმინება. პერიფერიული შეშუპება არ ვლინდება. გულისცემა
რითმული. შარდის საერთო ანალიზით: პროტეინურია (2+), სისხლში
შარდოვანა 14 (ნორმა 7-18 მგ/დლ), კრეატინინი 1.9 (ნორმა 0.5-1.5
მგ/დლ), Na 140, K+ 4.0. პაციენტისთვის რეკომენდებულია:
ა) თიაზიდური შარდმდენის შეწყვეტა
*ბ) აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერის დამატება
გ) კალციუმის არხების ბლოკერის დამატება

374. ჰიპერტენზიის მქონე 52 წლის მამაკაცი იმყოფება განმეორებით


ვიზიტზე. ანამნეზიდან საყურადღებოა ასთმა. მკურნალობას იტარებს
კალციუმის არხების ბლოკერით. ა/წ - 162/102 მმ ვწყ სვ, P – 80.
გულმკერდის აუსკულტაციით-პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება.
ვლინდება პერიფერიული შეშუპება (2+). გულისცემა რითმული. შარდის
საერთო ანალიზით: მიკროალბუმინურია, სისხლში შარდოვანა 24 (ნორმა 7-
18 მგ/დლ), კრეატინინი 1.0 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), Na 140, K+ 4.1.
პაციენტისთვის რეკომენდებულია:
ა) თიაზიდური შარდმდენის დამატება
ბ) ფუროსემიდის დამატება
გ) თიაზიდური შარდმდენის და ფუროსემიდის დამატება
*დ) აგფ ინჰიბიტორის დამატება

375. 74 წლის მამაკაცმა ახლახან გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი.


მკურნალობას იტარებს ასპირინით, დოქსაზოზინით, სიმვასტატინით,
ლიზინოპრილით და ჰიპოთიაზიდით. ვლინდება ქოშინი ფიზიკური
დატვირთვისას (+) და ღამის პაროქსიზმული ქოშინი (+). თამბაქოს არ
ეწევა. ა/წ - 144/88 მმ ვწყ სვ, P – 72, R – 16. გულმკერდის
აუსკულტაციით-პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება. ვლინდება
პერიფერიული შეშუპება (1+). გულისცემა რითმული. შარდის საერთო
ანალიზით: პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 28 (ნორმა 7-18
მგ/დლ), კრეატინინი 1.8 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), ეკგ - მარცხენა
პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტისთვის რეკომენდებულია:
ა) ალფა ბლოკერის შეწყვეტა
ბ) აგფ ინჰიბიტორის შეწყვეტა
გ) ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერის დამატება
დ) ბეტა ბლოკერის დამატება
*ე) ალფა ბლოკერის შეწყვეტა და ბეტა ბლოკერის დამატება

376. რას ურჩევთ 54 წლის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და არტერიული


ჰიპერტენზიის (ა/წ 164/98 მმ ვწყ სვ) მქონე ქალბატონს, რომლის
ლიპიდური სპექტრის განსაზღვრისას გამოვლინდა დაბალი სიმკვრივის
ლიპოპროტეინების ქოლესტერინი 160 მგ/დლ:
ა) პირველ ეტაპზე ცხოვრების წესის მოდიფიკაცია. თუ 6 კვირიანი
მოდიფიკაციის მიუხედავად დსლპ-ქ სამიზნე მაჩვენებელი ვერ მიიღწევა -
მედიკამენტური მკურნალობის დაწყება
ბ) მედიკამენტური მკურნალობის დაწყება აუცილებლობას არ წარმოადგენს,
მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკვები რაციონის ცვლილებასა და ფიზიკური
აქტივობის გაზრდაზე
*გ) ცხოვრების წესის მოდიფიკაციის პარალელურად მედიკამენტური
მკურნალობის დაწყება (სტატინებით)
დ) ცხოვრების წესის მოდიფიკაცია აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს,
მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება
სტატინების მაღალი დოზით

377. 62 წლის მამაკაცი მიეკუთვნება რისკის საშუალო კატეგორიას


(რამდენიმე კარდიო-ვასკულური რისკ-ფაქტორი (2+), ფრემინგემის 10
წლიანი გლობალური რისკი 15%). ლიპიდური სპექტრის განსაზღვრით
ვლინდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი (დსლპ-ქ)
172 მგ/დლ. ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული აღნიშნულ პაციენტთან
დაკავშრებით:
ა) დსლპ-ქ სამიზნე მაჩვენებელი პაციენტისთვის <100 მგ/დლ. პირველ
ეტაპზე ვთავაზობთ ცხოვრების წესის მოდიფიკაციას. თუ 6 კვირიანი
მოდიფიკაციის მიუხედავად დსლპ-ქ მაჩვენებელი კვლავ >160 მგ/დლ -
მედიკამენტური მკურნალობის დაწყება
*ბ) დსლპ-ქ სამიზნე მაჩვენებელი პაციენტისთვის <130 მგ/დლ. პირველ
ეტაპზე ვთავაზობთ ცხოვრების წესის მოდიფიკაციას. თუ 3 თვიანი
მოდიფიკაციის მიუხედავად დსლპ-ქ მაჩვენებელი კვლავ >130 მგ/დლ -
მედიკამენტური მკურნალობის დაწყება
გ) ცხოვრების წესის მოდიფიკაციის პარალელურად მედიკამენტური
მკურნალობის დაწყება (სტატინებით);
დ) ცხოვრების წესის მოდიფიკაცია აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს,
მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება
სტატინების მაღალი დოზით

378. 45 წლის მამაკაცი მიეკუთვნება რისკის დაბალ კატეგორიას (1 რისკ


ფაქტორი). ლიპიდური სპექტრის განსაზღვრით ვლინდება დაბალი სიმკვრივის
ლიპოპროტეინების ქოლესტერინი (დსლპ-ქ) 198 მგ/დლ. ჩამოთვლილთაგან
რომელია მართებული აღნიშნულ პაციენტთან დაკავშრებით:
ა) დსლპ-ქ სამიზნე მაჩვენებელი პაციენტისთვის <130 მგ/დლ. პირველ
ეტაპზე ვთავაზობთ ცხოვრების წესის მოდიფიკაციას. თუ 6 კვირიანი
მოდიფიკაციის მიუხედავად დსლპ-ქ მაჩვენებელი კვლავ >130 მგ/დლ -
მედიკამენტური მკურნალობის დაწყება
*ბ) დსლპ-ქ სამიზნე მაჩვენებელი პაციენტისთვის <160 მგ/დლ. პირველ
ეტაპზე ვთავაზობთ ცხოვრების წესის მოდიფიკაციას. თუ 3 თვიანი
მოდიფიკაციის მიუხედავად დსლპ-ქ მაჩვენებელი კვლავ >190 მგ/დლ -
მედიკამენტური მკურნალობის დაწყება;
გ) ცხოვრების წესის მოდიფიკაციის პარალელურად მედიკამენტური
მკურნალობის დაწყება (სტატინებით);
დ) ცხოვრების წესის მოდიფიკაცია აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს,
მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება
სტატინების მაღალი დოზით

379. ექიმს მიმართავს 47 წლის ქალი. პაციენტი მსუქანია, ლიპიდური


სპექტრის განსაზღვრისას გამოვლინდა ტრიგლიცერიდების მატება 308 მგ/დლ.
ჩამოთვლილთაგან, რომელი ღონისძიება არ გააუმჯობესებს ტრიგლიცერიდების
მაჩვენებელს:
*ა) დღის განმავლობაში 1-2 ჭიქა წითელი ღვინის მიღება
ბ) წონაში 3-6 კილოგრამის დაკლება
გ) ე. წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტა
დ) დღის განმავლობაში 40 წუთის მანძილზე ჩქარი სიარული, კვირაში 4
დღეზე მეტი სიხშირით

380. ექიმს მიმართავს 47 წლის ქალი. პაციენტი მსუქანია, ლიპიდური


სპექტრის განსაზღვრისას გამოვლინდა ტრიგლიცერიდების მატება 308 მგ/დლ.
ექიმმა შესთავაზა ცხოვრების წესის მოდიფიკაცია: წონის დაკლება, საკვები
რაციონის ცვლილება (ე. წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტა), ფიზიკური
აქტივობის გაზრდა. 3 თვეში ლიპიდური სპექტრის განმეორებითი
შეფასებისას ტრიგლიცერიდების დონე კვლავ მაღალია. ჩამოთვლილთაგან
რომელი მედიკამენტი შეამცირებს ყველაზე ეფექტურად ტრიგლიცერიდების
დონეს:
ა) ნიაცინის გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატები
ბ) სტატინები
გ) ნიაცინის სწრაფად მოქმედი ფორმები
*დ) ფიბრატები

381. 50 წლის მამაკაცს აწუხებს ღებინება. აგრეთვე აღნიშნავს პერიოდულად


სახის ძლიერ წამოწითლებას. მისი გადმოცემით, სისხლში ქოლესტერინის
მაღალი მაჩვენებლის გამო ახლახან დაიწყო მკურნალობა რაღაც
მედიკამენტით. ჩამოთვლილთაგან რომელი საშუალება შეიძლება იყოს
პაციენტის ჩივილების გამომწვევი:
ა) პრავასტატინი
ბ) სიმვასტატინი
გ) თევზის ქონი
*დ) ნიკოტინის მჟავა

382. ჩამოთვლილთაგან რომელი პაციენტისთვისაა რეკომენდებული სტატინის


დანიშვნა:
ა) 45 წლის ქალბატონი დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით,
ძუძუთი კვებავს ჩვილს
ბ) 40 წლის მამაკაცი გულის იშემიური დაავადებით და აქტიური
ჰეპატიტით
*გ) 50 წლის მამაკაცი გულის იშემიური დაავადებით, ჩატარებული აქვს
თირკმლის ტრანსპლანტაცია

383. 53 წლის მამაკაცი, დიაგნოსტირებული აქვს პერიფერიული არტერიების


დაავადება. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაჩვენებელი - 172
მგ/დლ. დაენიშნა მკურნალობა ატორვასტატინით (10 მგ დღეში). რამდენ
ხანში უნდა ჩატარდეს ლიპიდური სპექტრის განმეორებითი ანალიზი:
ა) 1 თვეში
ბ) 2 კვირაში
*გ) 6 კვირაში
დ) 6 თვეში

384. 67 წლის პაციენტი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა


სტენტირება (ჩაიდგა 2 სტენტი მარჯვენა და მარცხენა შემომხვევ კორონარში)
იმყოფება რუტინულ ვიზიტზე. ამჟამად ღებულობს 75 მგ ასპირინს, 75 მგ
კლოპიდოგრელს, 40 მგ ატორვასტატინს და 50 მგ მეტოპროლოლს 2-ჯერ
დღეში. საერთო ქოლესტერინი 140 მგ/დლ და დსლპ-ქოლესტეროლი 72
მგ/დლ. პაციენტმა პოპულარულ გამოცემაში წაიკითხა, რომ სისხლში
ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებლები ასოცირებულია ფსიქიატრიულ
დარღვევებთან და სუიციდურ მიდრეკილებებთან. რის გამოც შეწუხებულია
და ფიქრობს, რომ სტატინების მიღების გაგრძელება საჭირო აღარაა. რას
ურჩევთ მას:
ა) შეუწყვეტთ სტატინების მიღებას და ურჩევთ კვების რაციონის
მოდიფიკაციას და ცხოვრების წესის შეცვლას
*ბ) პაციენტს დაამშვიდებთ, აუხსნით რომ საშიში არაფერია, მიაწვდით მეტ
ინფორმაციას და გააგრძელებთ სტატინებით მკურნალობას
გ) გაანახევრებთ სტატინის დოზას და შემდგომში თანდათან შეუწყვეტთ მის
მიღებას

385. 70 წლის ქალბატონს აწუხებს კუნთების ტკივილი. ანამნეზიდან


აღსანიშნავია ჰიპოთირეოზი, ჰიპერქოლესტერინემია და თირკმლის მსუბუქი
უკმარისობა. მკურნალობას იტარებს პრავასტატინით და თიროქსინით, თუმცა
ზოგჯერ თიროქსინის მიღება ავიწყდება. სავარაუდოა მიოზიტის არსებობა.
ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული:
*ა) არანამკურნალები ჰიპოთირეოზი ზრდის სტატინებით გამოწვეული
მიოზიტის რისკს
ბ) თირკმლის უკმარისობა ამცირებს სტატინებით გამოწვეული მიოზიტის
რისკს
გ) ჰიპოთირეოზსა და მიოზიტს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს
დ) პრავასტატინითა და თიროქსინით ერთდროული მკურნალობისას,
როგორც წესი, ადგილი აქვს მიოზიტის კლინიკური სურათის განვითარებას

386. 58 წლის მამაკაცმა მოგმართათ ქვედა კიდურებში ტკივილის გამო.


ტკივილი ეწყება ფეხით სიარულისას და აიძულებს გაჩერებას. ობიექტურად -
ორივე ტერფის ზურგის არტერიაზე პულსაცია შესუსტებულია, წვივებზე
თმიანობა არ აღინიშნება, ფეხის ფრჩხილები დისტროფიულია. რა არის
ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) ოსტეოართროზი
*ბ) პერიფერიული არტერიების დაავადება
გ) რადიკულიტი
დ) ზურგის ტვინის თიაქარი

387. მოგმართათ 23 წლის მწეველმა ქალმა ჰაერის უკმარისობით. ქალი


პრაქტიკულად ჯანმრთელია, რეგულარულად ღებულობს პერორულ
კონტრაცეპტივს. ქოშინი დაეწყო უეცრად გულ-მკერდში ტკივილთან ერთად,
ტკივილი დაკავშირებულია სუნთქვასთან. გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს
ტაქიპნოე, ტაქიკარდია და მარჯვენა ქვედა კიდურის შეშუპება. სავარაუდო
დიაგნოზის გათვალისწინებით, რა არის რეკომენდებული მკურნალობა:
ა) ანტიბიოტიკი
ბ) სტეროიდი
გ) დიურეტიკი
*დ) ანტიკოაგულანტი
ე) ბრონქოდილატორი

388. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი განაპირობებს ღრმა ვენების


თრომბოზისა და პულმონური ემბოლიის რისკის მატებას:
ა) ჰიპერქოლესტერინემია
ბ) ინტენსიური ვარჯიში
*გ) ხანგრძლივი იმობილიზაცია
დ) ანემია

389. მოგმართათ 29 წლის მწეველმა ქალმა ჰაერის უკმარისობით. დისპნეა


დაეწყო უეცრად გულ-მკერდში ტკივილთან ერთად, ტკივილი
დაკავშირებულია სუნთქვასთან. გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს ტაქიპნოე
და ტაქიკარდია. ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელია სწორი
პულმონური ემბოლიზმის შესახებ:
ა) თუ ეკგ-ზე არის დამახასიათებელი ცვლილებები, ეს მაღალსპეციფიკურია
პულმონური ემბოლიზმისათვის
ბ) გულ-მკერდის რენტგენოგრაფიული კვლევით, შემთხვევათა
უმრავლესობაში ვლინდება სოლისებური ჩრდილი
*გ) სადიაგნოზო სტანდარტია ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფია
დ) პულმონური ემბოლიზმი იშვიათად რჩება არადიაგნოსტირებული

390. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომლის გამოყენება არ არის რეკომენდებული


პაციენტებში გულის უკმარისობით:
ა) რამიპრილი
ბ) დიგოქსინი
გ) კარვედილოლი
*დ) ნიფედიპინი
ე) სპიროლაქტონი

391. 58 წლის მამაკაცი გამოეწერა საავადმყოფოდან მიოკარდიუმის ინფარქტის


გადატანის შემდეგ. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ ითვლება ეფექტურ
საშუალებად ნაადრევი სიკვდილობის პრევენციის თვალსაზრისით ამ
პაციენტებში:
ა) ასპირინი
*ბ) ამლოდიპინი
გ) სიმვასტატინი
დ) რამიპრილი
ე) ატენოლოლი

392. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის მოციმციმე არითმიის


მიზეზი:
*ა) ჰიპოთირეოზი
ბ) მიტრალური სტენოზი
გ) გულის იშემიური დაავადება
დ) კოფეინი
ე) ჰემოქრომატოზი

393. 45 წლის მამაკაცი, ოჯახის ექიმს, 36 საათის წინ აღმოცენებული


გულის ფრიალის გამო მიმართავს. გულის ფრიალს ტკივილი, ქოშინი ან სხვა
მოვლენები არ ახლავს. მსგავსი პაციენტს არც ადრე ჰქონია. გასინჯვით
კარდიო–ვასკულური პათოლოგია არ ვლინდება-გარდა არარეგულარული
პულსისა. ელექტროკარდიოგრაფიულად დასტურდება მოციმციმე არითმია,
პულსი წუთში 120. რა არის ამ შემთხვევაში ყველაზე გამართლებული
მოქმედება:
ა) ასპირინი და ბეტა ბლოკერი
ბ) ასპირინი და ვარფარინი
გ) დიგოქსინი და ასპირინი
დ) დიგოქსინი და ვარფარინი
*ე) პაციენტის ჰოსპიტალიზაცია

394. 80 წლის მამაკაცს მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით გამოწვეული


გულის უკმარისობით, დანიშნული აქვს ასპირინი, სიმვასტატინი,
ბისოპროლოლი, ფუროსემიდი და რამიპრილი. მიუხედავად ამისა, პაციენტი
აღწერს, რომ უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე (20 მეტრის გავლა)
ქოშინი ეწყება. აუსკულტაციით ფილტვი სუფთაა, გამოხატულაი ქვედა
კიდურების მსუბუქი შეშუპება. როგორ მოიქცევით:
ა) ბისოპროლოლს ჩაანაცვლებთ ატენოლოლით
*ბ) მიმართავთ პაციენტს კარდიოლოგთან
გ) შეწყვეტთ ასპირინს
დ) მკურნალობის სქემას დაამატებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების
ბლოკერს
ე) მკურნალობის სქემას დაამატებთ სპიროლაქტონს

395. 28 წლის მამაკაცი სამი დღეა უჩივის ტემპერატურის მომატებას და


ძლიერ, მჭრელ ტკივილის გულმკერდის შუა არეში. ტკივილი ღრმა
ჩასუნთქვისას ძლიერდება და წინ გადახრისას სუსტდება. გასინჯვით
ტემპერატურა 38.8 გრადუს C, გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული
სისტემების მხრივ გასინჯვით პათოლოგია არ ვლინდება. რომელია ყველაზე
მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) მიოკარდიუმის ინფარქტი
ბ) პნევმოთორაქსი
გ) მიოკარდიტი
*დ) პერიკარდიტი
ე) პნევმონია

396. 30 წლის ქალი მოგმართავთ მარცხენამხრივი, გამჭოლი ტკივილის გამო


გულმკერდის არეში. ტკივილი ღრმა ჩასუნთქვისას ძლიერდება. მას ასევე
აღენიშნება ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვისას. პაციენტი მწეველი
არ არის და იღებს კომბინირებულ ორალურ კონტრაცეფციულ პრეპარატებს.
რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) მიოკარდიუმის ინფარქტი
ბ) პნევმოთორაქსი
გ) პნევმონია
დ) პერიკარდიტი
*ე) ფილტვის ემბოლიზმი

397. უფროსი ასაკის ბავშვს ფილტვის ეოზინოფილური ინფილტრატის


შემთხვევაში უმეტესად აღენიშნება:
ა) წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი;
ბ) კრეპიტაცია;
გ) გაფანტული სველი და მშრალი ხიხინი;
*დ) პერკუსიული და აუსკულტაციური ცვლილებების არარსებობა.

398. ალერგიულ ფარინგოტრაქეიტს ახასიათებს:


*ა) ხველა გამჭვირვალე ლორწოიანი ნახველით;
ბ) ხველა ჩირქოვანი ნახველით;
გ) მსტვინავი ხასიათის მშრალი ხიხინი;
დ) ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით.

399. ალერგიული ფარინგოტრაქეიტის სამკურნალოდ გამოიყენება:


*ა) ზადიტენი;
ბ) პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს ხველის რეფლექსს;
გ) ანტიბიოტიკი;
დ) კალციუმ-გლუკონატი.

400. მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტის (კრუპის სინდრომის) შეტევას არ


ახასიათებს:
ა) ხმაურიანი სუნთქვა;
ბ) ცხელება;
გ) უხეში ხველება;
დ) ხმის ჩახლეჩა;
ე) ქოშინი, ციანოზი;
*ვ) გამოხატული ტოქსემია.

401. კარტაგენერის სინდრომს არ ახასიათებს:


*ა) გონებრივი ჩამორჩენილობა;
ბ) დექსტროკარდია;
გ) ბრონქოექტაზიები;
დ) სინუსიტი.

402. ახალშობილთა პნევმონიის დროს იშვიათად ვლინდება:


ა) ციანოზი;
ბ) სუნთქვის გახშირება;
გ) სუნთქვისა რიტმის დარღვევა;
დ) ცხელება;
ე) აგზნება, მოუსვენრობა;
*ვ) ხველა.

403. ბრონქიოლიტს არ ახასიათებს:


ა) ძლიერი მოუსვენრობა;
ბ) სუბფებრილური ტემპერატურა;
*გ) ყველა შემთხვევაში ძლიერი, შემაწუხებელი ხველება;
დ) ქოშინი (70 - 90 წუთში) ციანოზით და სუნთქვაში დამხმარე
კუნთების მონაწილეობით.

404. ბრონქიოლიტს არ ახასიათებს:


*ა) ბრონქული სუნთქვა;
ბ) წვრილბუშტუკოვანი და კრეპიტაციული ხიხინი;
გ) პერკუსიით კოლოფისებრი ხმა;
დ) გულის მოყრუების საზღვრების შემცირება, ღვიძლისა და ელენთის
საზღვრების ქვემოთ დაწევა.

405. ბრონქიოლიტის ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია:


ა) პარაგრიპის ვირუსი;
*ბ) რესპირაციულ - სინციტიური ვირუსი;
გ) ადენოვირუსები;
დ) გრამდადებითი კოკები;
ე) გრამ-უარყოფითი ბაქტერიები;

406. ბრონქიოლიტს არ ახასიათებს:


ა) დეჰიდრატაცია დ აციდოზი;
ბ) გულ - სისხლძარღვთა უკმარისობა;
გ) სუნთქვის პროგრესირებადი უკმარისობა ანოქსიითა დ შესაძლო
ლეტალური გამოსავლით;
*დ) ბრონქოექტაზიები მოგვიანებით პერიოდში.
407. სტაფილოკოკურ პნევმონიას ბავშვებში არ ახასიათებს:
ა) ცხელება, ინტოქსიკაცია;
ბ) ძლიერი სიფერმკრთალე;
გ) ქოშინი, მკვნესარე სუნთქვა;
დ) გამოხატული მიდრეკილება დესტრუქციისაკენ;
*ე) პლევრის მხრივ რეაქცია არ აღინიშნება.

408. ბავშვის სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზის გამოვლინების ძირითადი


კლინიკური ფორმაა:
ა) პირველადი კომპლექსი;
*ბ) ტუბერკულოზური ბრონქადენიტი;
გ) ბრონქების ტუბერკულოზი;
დ) დისემინირებული ტუბერკულოზი;
ე) ტუბერკულოზური პლევრიტი.

409. ფილტვის სეგმენტური და წილოვანი დაზიანების მახასიათებლებიდან


რომელია არასწორი ბავშვის ტუბერკულოზის შემთხვევაში?
ა) სეგმენტური და წილოვანი დაზიანებები პირველადი კომპლექსის ან
ბრონქადენიტის გართულებაა;
ბ) გამოვლინება, ჩვეულებრივ, მწვავეა მაღალი ტემპერატურის, მაგრამ
შედარებით დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობის ფონზე;
*გ) უხშირესი ლოკალიზაციის ადგილია მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი;
დ) დიაგნოსტიკურ სირთულეს წარმოადგენს დაზიანების დიფერენცირება
გახანგრძლივებული, არასპეციფიკური სეგმენტური პნევმონიისგან.

410. მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის დროს ბრონქიოლიტი


ყველაზე ხშირად ვლინდება:
*ა) დაავადების 1-3 დღეზე;
ბ) დაავადების 4-5 დღეზე;
გ) დაავადების 6-7 დღეზე;
დ) 7 დღეზე მეტი.

411. რა ასაკის ბავშვებშია ყველაზე ხშირად უცხო სხეულის ბრონქში


მოხვედრა?
ა) I თვის ასაკამდე;
ბ) 6 თვის ასაკამდე;
*გ) 1-დან 3 წლამდე;
დ) 3-დან 7 წლამდე;
ე) 7 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში.

412. მწვავე რესპირაციული ინფექცია აერთიანებს ყველა დაავადებას,


გარდა:
ა) ფარინგიტისა;
ბ) ბრონქიტისა;
გ) ბრონქიოლიტისა;
დ) პნევმონიისა;
*ე) მედიასტინიტისა.

413. მწვავე რესპირაციული ინფექციის დროს ანტიბაქტერიული მკურნალობა


გამართლებულია:
ა) პნევმონიის საპროფილაქტიკოდ;
ბ) პლევრიტის საპროფილაქტიკოდ;
გ) ბრონქიოლიტის საპროფილაქტიკოდ;
*დ) ანტიბაქტერიული მკურნალობა გამართლებული არ არის.

414. პნევმონიით ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია:


*ა) 2 თვემდე ასაკში;
ბ) 6 თვემდე ასაკში;
გ) 1 წლამდე ასაკში;
დ) 5 წლამდე ასაკში.

415. მწვავე რესპირაციული ინფექციის შემთხვევაში 2 თვემდე ასაკის


ბავშვებში პნევმონიის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად ითვლება სუნთქვის
სიხშირე:
*ა) 60 და მეტი წუთში;
ბ) 50 და მეტი წუთში;
გ) 40 და მეტი წუთში.

416. მწვავე რესპირაციული ინფექციის შემთხვევაში 2 თვიდან 1 წლამდე


ასაკის ბავშვებში პნევმონიის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად ითვლება
სუნთქვის სიხშირე:
ა) 60 და მეტი წუთში;
*ბ) 50 და მეტი წუთში;
გ) 40 და მეტი წუთში.

417. მწვავე რესპირაციული ინფექციის შემთხვევაში 1 წლიდან 5 წლამდე


ასაკის ბავშვებში პნევმონიის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად ითვლება
სუნთქვის სიხშირე:
ა) 60 და მეტი წუთში;
ბ) 50 და მეტი წუთში;
*გ) 40 და მეტი წუთში.

418. მწვავე ლარინგოტრაქეიტს (კრუპს) ახასიათებს:


ა) პროდუქციული ხველა;
*ბ) გაძნელებული ჩასუნთქვა;
გ) გაძნელებული ამოსუნთქვა;
დ) პროდუქციული ხველა; გაძნელებული ჩასუნთქვა;
ე) გაძნელებული ამოსუნთქვა; გაძნელებული ჩასუნთქვა

419. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ფარინგიტს ყველაზე ხშირად იწვევს:


*ა) ვირუსი;
ბ) სტრეპტოკოკი;
გ) სტაფილოკოკი;
დ) რიკეტსია;

420. სტრეპტოკოკული ფარინგიტი ყველაზე ხშირია:


ა) 2 თვემდე ასაკში;
ბ) 2 თვიდან 1 წლამდე ასაკში;
გ) 2 წლამდე ასაკში;
დ) 2 წლიდან 5 წლამდე ასაკში;
*ე) 5 წელზე მეტ ასაკში.

421. ბრონქოდილატატორებს არ იყენებენ:


*ა) 2 თვემდე ასაკში;
ბ) 2 თვიდან 1 წლამდე ასაკში;
გ) 1 წლიდან 5 წლამდე ასაკში;
დ) 5 წელზე მეტ ასაკში.

422. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული


ანტიპირექსიული საშუალებაა:
ა) ასპირინი;
ბ) ანალგინი;
*გ) პარაცეტამოლი;
დ) იბუპროფენი.

423. ბრონქული ასთმის რა ფორმა არ გვხვდება ბავშვებში:


ა) ატოპიური;
ბ) ინფექციურ-ალერგიული;
გ) დაძაბულობის (დატვირთვის) ასთმა;
*დ) ასპირინული ასთმა.

424. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელია ყველაზე ეფექტური


ქრონიკული ბრონქიტის ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობისათვის:
ა) საინჰალაციო ბეტა-აგონისტები;
*ბ) საინჰალაციო ანტიქოლინერგული პრეპარატები;
გ) საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები;
დ) ორალური პრედნიზოლონი;
ე) ითვლება, რომ საინჰალაციო ბეტა-აგონისტები, საინჰალაციო
ანტიქოლინერგული პრეპარატები და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები
თანაბრად ეფექტურია.

425. პიკ-ფლოუს მაჩვენებელი


ა) იზრდება სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს;
ბ) არ არის დამოკიდებული ჩაბერვის სიძლიერეზე;
გ) ბრონქოდილატატორების მიღების ფონზე მაჩვენებლის გაზრდა 20%-ით
ადასტურებს ასთმის დიაგნოზს;
დ) მასზე ზეგავლენას ახდენს სასუნთქი გზების სანათურის დიამეტრი;
*ე) ბრონქოდილატატორების მიღების ფონზე მაჩვენებლის გაზრდა 20%-ით
ადასტურებს ასთმის დიაგნოზს; მასზე ზეგავლენას ახდენს სასუნთქი გზების
სანათურის დიამეტრი;
426. ბრონქული გზების ანტიგენით სტიმულაციის შედეგად რომელი
უჯრედია პასუხისმგებელი საპასუხო რეაქციის დაწყებაზე.
ა) ბაზოფილი;
*ბ) პოხიერი უჯრედი;
გ) ეოზინოფილი;
დ) ბრონქების ეპითელიოციტები;
ე) ბრონქების ლორწოს გამომამუშავებელი ფიალისებური უჯრედები;

427. რომელია ბრონქული ასთმისათვის პათოგნომური ნიშანი?


*ა) ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა;
ბ) ბრონქების ჰიპორეაქტიულობა;
გ) ხიხინი;
დ) ქოშინი;
ე) ღამის ქოშინი.

428. რომელია შერჩევის მედიკამენტი სასწრაფო ბრონქოდილატაციისათვის?


*ა) საინჰალაციო ბეტა-2- აგონისტები;
ბ) ამინოფილინი პერორალურად;
გ) საინჰალაციო ანტიქოლინერგული საშუალებები;
დ) საინჰალაციო ნატრიუმის კრომოგლიცეატი;
ე) ორალური კორტიკოსტეროიდები.

429. ბრონქების კარცინომის დროს დაავადების ინოპერაბილურობაზე


მიუთითებს შემდეგი ფაქტორები:
ა) ჰემიდიაფრაგმის დამბლა;
ბ) ხმოვანი იოგების დამბლა;
გ) პლევრის ღრუში სითხე;
დ) პულმონალური ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია;
*ე) ჰემიდიაფრაგმის დამბლა; ხმოვანი იოგების დამბლა; პლევრის ღრუში
სითხე;

430. საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტების შესახებ ჩამოთვლილი


განცხადებებიდან რომელია სწორი
ა) საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტები სრულიად უვნებელი პრეპარატებია;
*ბ) საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტები დაკავშირებულია ასთმით
სიკვდილიანობის ზრდასთან;
გ) საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტები გამოყენება შეიძლება დღის
განმავლობაში იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა;
დ) საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტები სრულიად უვნებელი პრეპარატებია;
საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტები გამოყენება შეიძლება დღის განმავლობაში
იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა;
ე) საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტები სრულიად უვნებელი პრეპარატებია;
საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტები დაკავშირებულია ასთმით სიკვდილიანობის
ზრდასთან;
431. ჩამოთვლილი ბეტა-2-აგონისტებიდან რომელს ახასიათებს ყველაზე
ხშირი გვერდითი ეფექტები:
ა) მეტაპროტერენოლი;
*ბ) ტერბუტალინი;
გ) ალბუტეროლი;
დ) პილბუტეროლი;
ე) რც ერთი ზემოთ აღნიშნული.

432. ქვემოთ ჩამოთვლილი ფილტვის ფუნქციური სინჯებიდან რომელს აქვს


განსაკუთრებული მნიშვნელობა ასთმის დიაგნოსტირებისას:
ა) ფორსირებული სასიცოცხლო მოცულობის შემცირება;
ბ) ნარჩენი მოცულობის გაზრდა;
*გ) 1 წამში ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის შეფარდება
ფორსირებულ სასიცოცხლო მოცულობასთან < 75%;
დ) ფუნქციური ნარჩენი მოცულობის გაზრდა;
ე) ფილტვის საერთო მოცულობის გაზრდა.

433. ბავშვთა ასაკის ასთმის შესახებ ქვემოთ მოყვანილი განცხადებებიდან


რომელი არ არის სწორი:
ა) ავშვის ასთმით დაავადების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის მისი
მემკვიდრეობითი ხასიათი;
ბ) ბავშვებში ასთმა დაკავშირებულია მშობლების მიერ თამბაქოს მოწევასთან;
გ) ასთმიანი ბავშვების ხშირად ალერგიულნი არიან ასპირინის მიმართ;
დ) სწორად დანიშნული საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები არ
წარმოადგენენ დიდ რისკს ან საშიშროებას ბავშვის ზრდისათვის;
*ე) ასთმით დაავადებული ბევრი ბავშვი ინკურნება ასაკის მატებასთან
ერთად.

434. რომელი მოსაზრებაა სწორი ბრონქის კარცინომის შესახებ?


ა) პირველადი სიმსივნეების უმრავლესობა ადენოკარცინომაა;
ბ) შესაძლოა თან ახლდეს დემენცია;
გ) პათოლოგიურ პროცესში სიმპათიკური წნულის ჩათრევამ შეიძლება
გამოიწვიოს ჰომერსის სინდრომი;
*დ) შესაძლოა თან ახლდეს დემენცია; პათოლოგიურ პროცესში
სიმპათიკური წნულის ჩათრევამ შეიძლება გამოიწვიოს ჰომერსის სინდრომი;

435. ფილტვის გენეტიკურად პირობადებულ დაავადებებს განეკუთვნება


ა) სარკოიდოზი;
*ბ) მუკოვისციდოზი და ალფა1 - ანტიტრიპსინის დეფიციტი;
გ) გამარტოქონდრომა.

436. მუკოვისციდოზს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი კლინიკურ-


ლაბორატორიული მაჩვენებები, გარდა
ა) უწყვეტი ხველა ძნელად ამოსაღები ნახველით;
*ბ) პერიფერიული და გულმკერდის შიდა ლიმფური ჯირკვლების
გადიდება;
გ) ბლანტი ნახველი;
დ) დოლის ჯოხის ფორმის ხელის თითები საათის შუშის მსგავსი
ფრჩილებით.

437. მუკოვისციდოზის უტყუარი დიაგნოსტიკური ნიშანია


ა) ჰემოგრამაზე ანთებისთვის დამახასიათებeლი ცვლილებები;
*ბ) ოფლში ნატრიუმისა და ქლორის იონების მომატებული შემცველობა;
გ) ჰიპერგლიკემია;
დ) იმუნოდეფიციტი.

438. მწვავე ბრონქიტის წარმოშობის ძირითადი მიზეზია


ა) გაზებისა და აეროზოლების შესუნთქვა ჰაერგამტარი გზების ლორწოვანი
გარსის გაღიზიანებით;
ბ) გადაცივება;
*გ) ვირუსულ-ბაქტერიული ინფექცია;
დ) თამბაქოს წევა.

439. მწვავე ბრონქიტის მკურნალობა, ჩვეულებრივ, წარმოებს


*ა) ამბულატორიულ პირობებში;
ბ) სტაციონარში;
გ) ჯერ ამბულატორიულად, შემდეგ სტაციონარში.

440. მწვავე ბრონქიტის მკურნალობის ტაქტიკა უნდა მიმდინარეობდეს


შემდეგის გათვალისწინებით
ა) დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი;
ბ) ანთებითი პროცესის უპირატესი ლოკალიზაცია;
გ) ანთებითი პროცესის ფაზა, მეორადი ინფექციის არსებობა;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

441. მწვავე ბრონქიტის ანტიბაქტერიული თერაპიის ჩვენებებია


ა) დაავადების მძიმე კლინიკური მიმდინარეობა;
ბ) ჩირქიანი ნახველის გამოჩენა;
*გ) ყველა ჩამოთვლილი.

442. მსხვილი ბრონქების ლორწოვანი გარსის უპირატესი დაზიანებით


(ტრაქეობრონქიტი) მიმდინარე მწვავე ბრონქიტის პროგნოზია
*ა) კეთილსაიმედო;
ბ) უმეტეს შემთხვევებში კეთილსაიმედო, შეიძლება გართულდეს
პნევმონიით;
გ) უმეტეს შემთხვევებში კეთილსაიმედო, არის განსაზღვრული რისკი;
დ) უმეტეს შემთხვევებში კეთილსაიმედო, შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ
ბრონქიტში;
ე) უმეტეს შემთხვევებში კეთილსაიმედო, შესაძლოა ტრანსფორმირდეს
ბრონქოექტაზურ დაავადებად.

443. ქრონიკული ბრონქიტით ჭაბუკობისა და ხანდაზმულ (70 წლამდე)


ასაკში უფრო ხშირად ავადებიან
*ა) მამაკაცები;
ბ) ქალები.

444. ბრონქების ლორწოვანი გარსის ქრონიკული გაღიზიანება (თამბაქოს


წევისას და სხვა) ხველითა და ნახველის გამოყოფით არ შეიძლება
გაიგივებული იყოს ქრონიკულ ბრონქიტთან შემდეგის გამო
ა) სიმპტომატიკის მონოტონურობისა და დაავადების ნიშნების ტალღისებური
განვითარების არარსებობის;
ბ) ჰაერგამტარი გზების ობსტრუქციის გაძლიერების (ჩქარი ან ნელი)
არარსებობის;
გ) მიუხედავად გამოვლინების ხანგრძლივობისა, გართულებების
არარსებობის;
დ) გამღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ სიმპტომატიკის გაქრობის
გამო;
*ე) ყველა ჩამოთვლილის გამო.

445. ქრონიკული ბრონქიტის აღმოცენებას ხელს უწყობს


ა) თამბაქოს წევა, საწარმოო გაზები არასასურველი კლიმატური ფაქტორები;
ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგია-ხერხემლის სკოლიოზი,
ბეხტერევის დაავადება;
გ) ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები;
დ) მემკვიდრული წინასწარ განწყობა ფილტვების დაავადებისადმი;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

446. ქრონიკული ბრონქიტი, მიმდინარე მეორადი ინფექციის მიერთებით,


ფილტვებში მრავალრიცხოვანი ხიხინით, ნახველში დიდი რაოდენობით
დაშლის სტადიაში მყოფი ნეიტროფილებით, იწოდება
ა) უბრალო ბრონქიტი;
*ბ) ჩირქოვანი ბრონქიტი;
გ) ობსტრუქციული ბრონქიტი.

447. ავადმყოფებს ქრონიკული ბრონქიტით, მსხვილი ბრონქების უპირატესი


დაზიანებით, ახასიათებს თავისებური გარეგნობა, პერკუსიული და
აუსკულტაციური სიმპტომები, ჰემატოლოგიური მაჩვენებლები 1.
ჰიპერსთენიული კონსტიტუცია, განვითარებული მუსკულატურა, კასრისებური
გულმკერდის ყაფაზი, კანისა და ლორწოვანი გარსების მოვარდისფრო
შეფერილობა; 2. ასთენიური აგებულება, ლორწოვანი გარსების ციანოზი,
სხეულის მასის კლება; 3. ფილტვის ზემოთ კოლოფისებური პერკუსიული
ბგერა, დიაფრაგმის თაღის დაბლა დგომა; 4. ფილტვისმიერი პერკუსიული
ბგერა კოლოფისებური ჟღერადობით; 5. შესუსტებული სუნთქვა და
ფილტვებში მშრალი ხიხინი; 6. მკვეთრად შესუსტებული სუნთქვა,
ფილტვებში ხიხინი უფრო ხშირად არ აღინიშნება; 7. ერითროციტოზი,
ჰემოგლობინის მაღალი შემცველობით; 8. ერითროციტებისა და ჰემოგლობინის
ნორმალური შემცველობა პერიფერიულ სისხლში.
*ა) სწორია 1,3,5,7;
ბ) სწორია 1,4,5,7;
გ) სწორია 2,3,6,8;
დ) სწორია 2,3,5,7.
448. ჩირქოვანი ბრონქიტის კლინიკური სიმპტომატიკა განისაზღვრება
ა) ბრონქოსპაზმით;
ბ) ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითა და მუკოცილიარული
ტრანსპორტის დარღვევებით;
გ) ინფექციით;
დ) ყველა ჩამოთვლილით;
*ე) ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითა და მუკოცილიარული
ტრანსპორტის დარღვევებით და ინფექციით;

449. ქრონიკული ბრონქიტის გართულებად ითვლება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ბრონქიოლებისა და წვრილი ბრონქების გაფართოება და დეფორმაცია;
ბ) კეროვანი და დიფუზური პნევმოსკლეროზი;
გ) ცენტრიაცინური და ბულოზური ემფიზემა;
დ) სისხლის მიმოქცევის მცირე წრის წვრილი სისხლძარღვების ობლიტერაცია
და გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია;
*ე) წილობრივი და სეგმენტური პნევმოციროზი.

450. ქრონიკული ბრონქიტის კლინიკური ნიშნების არსებობისას ფილტვების


რენტგენოლოგიური კვლევა გამოავლენს ყველა ჩამოთვლილს, გარდა
*ა) მთელი ფილტვის ან მისი ნაწილის ციროზისა;
ბ) არათანაბარ დიფუზურ ემფიზემისა;
გ) არათანაბარ პნევმოსკლეროზისა დეფორმირებული ფილტვის სურათით;
დ) ფილტვის მსხვილი სისხლძარღვების გაფართოებისა;
ე) გულის ჩრდილის შეცვლილ კონფიგურაციისა (წვეთოვანი ან
ფილტვისმიერი გული).

451. ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის მკურნალობა უნდა


ტარდებოდეს
*ა) უწყვეტად;
ბ) დაავადების გამწვავების პერიოდში;
გ) დაავადების გამწვავების პერიოდში და გაზაფხულისა და შემოდგომის
პროფილაქტიკური კურსების სახით.

452. ამბულოტორულ პირობებში ბრონქოსპაზმოლიტური პრეპარატების


ოპტიმალური დოზის შერჩევის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი
ა) პარენტერალური;
ბ) პერორალური;
*გ) ინჰალაციური.

453. ბრონქოსპაზმოლიტური პრეპარატის ინჰალატორიდან გამოფრქვევისას


ავადმყოფმა უნდა გააკეთოს
ა) მკვეთრი ჩასუნთქვა;
*ბ) ნელი ჩასუნთქვა;
გ) შეაჩეროს სუნთქვა.
454. ბრონქოსპაზმოლიტური პრეპარატის ინჰალაციის შემდეგ ავადმყოფმა
უნდა
ა) მკვეთრად ამოისუნთქოს;
ბ) ნელა ამოისუნთქოს;
*გ) შეაჩეროს სუნთქვა 10 წმ-ით.

455. ამბულატორიულ პირობებში პურინის ჯგუფის ბრონქოდილატატორების


განუწყვეტელი მიღების დროს აუცილებელია
ა) მუდმივი საექიმო კონტროლი;
ბ) პაციენტის ყოველკვირეული ვიზიტი პოლიკლინიკაში;
გ) ექიმის ყოველთვიური კონტროლი;
*დ) ყოველ 6 თვეში ერთხელ სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის გაზომვა
(იგი არ უნდა აღემატებოდეს 15 მკგ/მლ).

456. ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს სტეროიდული თერაპიის


ჩვენებებია
ა) მძიმე კლინიკური მიმდინარეობა;
ბ) ბრონქოსპაზმოლიტური პრეპარატების არაეფექტურობა;
გ) ბრონქოსპაზმოლიტური პრეპარატების ორგანიზმის მიერ აუტანლობა;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

457. ნახველის ჰიდრატაციას და სათანადოდ მისი ამოხველების გაადგილებას


ხელს უწყობს
ა) სითხეების მიღება;
ბ) ტუტე ხსნარების ინჰალაცია;
გ) მუკალტინის მიღება;
*დ) სითხეების მიღება; ტუტე ხსნარების ინჰალაცია;
ე) მუკალტინის და სითხეების მიღება;

458. ნახველის წებოვნება მცირდება შემდეგი პრეპარატების დანიშვნისას


ა) ბრონქული ლორწოს ცილის პეპტიდური კავშირების დამშლელები;
ბ) ბრონქული ლორწოს ცილის სულფიდური კავშირების დამშლელები;
გ) ფილტვის სურფაქტანტური სისტემის სტიმულატორები;
*დ) ყველა ჩამოთვლილი

459. ქრონიკული ბრონქიტის დროს ნაჩვენებია


ა) პაციენტის დისპანსერული დაკვირვება და განუწყვეტელი მკურნალობა
დაავადების ფორმისა და ფაზის დამოუკიდებლად;
ბ) პაციენტის დისპანსერული დაკვირვება, განუწყვეტელი მკურნალობა
მხოლოდ ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში;
გ) დისპანსერული დაკვირვება ყველა ფორმის დროს, უწყვეტი მკურნალობა
მხოლოდ ობსტრუქციული ბრონქიტის დროს;
დ) დისპანსერული დაკვირვება, უბრალო და ჩირქოვანი ბრონქიტის
მკურნალობა მხოლოდ გამწვავების პერიოდში;
*ე) დისპანსერული დაკვირვება ყველა ფორმის დროს, უწყვეტი მკურნალობა
მხოლოდ ობსტრუქციული ბრონქიტისას და დისპანსერული დაკვირვება,
უბრალო და ჩირქოვანი ბრონქიტის მკურნალობა მხოლოდ გამწვავების
პერიოდში;

460. ატოპიური ბრონქული ასთმის ძირითადი ნიშნებია


*ა) მწვავე დასაწყისი, უფრო ხშირად ადვილი მიმდინარეობა, შედარებით
იშვიათი და გვიან განვითარებული გართულებები, ასთმური სტატუსის
შედარებით იშვიათი აღმოცენება;
ბ) თანდათანობითი დასაწყისი, ხშირად მძიმე მიმდინარეობა, შედარებით
ხშირი და ადრე განვითარებული გართულებები, ასთმური სტატუსის ხშირი
აღმოცენება;
გ) ყველა ჩამოთვლილი.

461. ბრონქული ასთმის შეტევის პიკზე ავადმყოფის დაღუპვის ძირითადი


მიზეზია
ა) ფილტვების მწვავე შებერვა;
ბ) ბრონქების ლორწოვანი გარსის გენერალიზებული შეშუპება;
გ) გენერალიზებული ბრონქოსპაზმი;
*დ) წვრილი ბრონქების სანათურის გენერალიზებული დახშობა წებოვანი
სეკრეტით.

462. ასთმური სტატუსის ძირითადი კლინიკური სინდრომებია


ა) სუნთქვის პროგრესირებადი უკმარისობა;
ბ) ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის გაძლიერება;
გ) მძიმე ნეიროფსიქიკური სინდრომი;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

463. პნევმონიით ავადმყოფის აუსკულტაციისას შეიძლება გამოვლინდეს


ა) შესუსტებული სუნთქვა, ხიხინის არარსებობა;
ბ) მშრალი ხიხინები;
გ) მსხვილბუშტუკოვანი სველი ხიხინები;
დ) წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინები;
ე) კრეპიტაცია;
*ვ) ყველა ჩამოთვლილი.

464. პნევმონიის დიაგნოზი დგინდება შემდეგის საფუძველზე


ა) დაავადების კლინიკური სიმპტობები;
ბ) ფიზიკური გამოკვლევის მონაცემები;
გ) ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევების შედეგები;
დ) ლაბორატორიული ანალიზების მაჩვენებლები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

465. პნევმონიის გამომწვევ აგენტად უფრო ხშირად გვევლინება


*ა) პნევმოკოკი;
ბ) სტრეპტოკოკი;
გ) სტაფილოკოკი;
დ) ნაწლავის ჩხირი კლებსიელა.
466. პნევმონიის მიმდინარეობა განისაზღვრება
ა) პნევმონიის გამომწვევით;
ბ) ეტიოტროპული თერაპიის დაწყების დროით;
გ) ბრონქების მდგომარეობით;
დ) ორგანიზმის რეაქტიულობის დამთრგუნველი დაავადებების არსებობა-
არარსებობით;
*ე) ყველა ჩამოთვლილით.

467. პნევმონიის დროს კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპიის ჩვენებებია


ა) პნევმონიის მძიმე მიმდინარეობა ინფექციური აგენტის ბუნების შესახებ
ინფორმაციის არარსებობისას;
ბ) ინფექციის შერეული ხასიათი;
გ) ანტიბაქტერიული ეფექტის გაძლიერების აუცილებლობა;
დ) ინფექციური აგენტის ბუნების შესახებ მონაცემების არარსებობა და გრამ-
უარყოფით ბაქტერიებზე ეჭვის მიტანა;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

468. ავადმყოფებს ბენზინპენიცილინზე ალერგიული რეაქციებით ჩამოთვლილი


ანტიბიოტიკებიდან უნდა დაენიშნოს
ა) ამპიცილინი;
ბ) ცეფაზოლინი;
*გ) გენტამიცინი.

469. პნემოკოკურ პნევმონიაზე ეჭვის არსებობისას ავადმყოფს უნდა


დაენიშნოს
ა) ტეტრაციკლინი;
ბ) სტრეპტომიცინი;
*გ) პენიცილინი;
დ) ერითრომიცინი;
ე) ლევომიცეტინი.

470. მიკოპლაზმურ პნევმონიაზე ეჭვის მიტანისას ავადმყოფს უნდა დაენიშნოს


ა) პენიცილინი;
*ბ) ერითრომიცინი;
გ) ლევომიცეტინი;
დ) სტრეპტომიცინი;
ე) ცეპორინი.

471. გახანგრძლივებული და მორეციდივე პნევმონიით შეპყრობილი ასაკის 40


წელზე მეტი ხნის ავადმყოფის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს
ა) ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია;
ბ) ფილტვების ტუბერკულოზი;
*გ) ფილტვის კიბო.

472. ორსულობის შემთხვევაში პნევმონიისას არ შეიძლება დაინიშნოს


ა) პენიცილინი;
*ბ) ტეტრაციკლინი;
გ) ამპიცილინი;
დ) ცეფალორიდინი.

473. ბრონქოექტაზიური დაავადებით შეპყრობილი პაციენტებს ჩვეულებრივ


აქვთ შემდეგი ჩივილები
ა) ცხელება, ტკივილები მკერდის არეში;
ბ) ხველა ნახველის ადვილი ამოღებით, უფრო დილაობით;
გ) სისხლით ხველა, ფილტვისმიერი სისხლდენა;
დ) ქოშინი;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

474. ბრონქოექტაზიური დაავადებით ავადმყოფებს ფილტვების


აუსკულტაციისას, ჩვეულებრივ, უვლინდებათ
ა) პრონგოექტაზიის ზონაში არამუდმივი მშრალი ხიხინები;
ბ) გაფანტული მშრალი და სველი ხიხინები;
გ) ლოკალური წვრილბუშტუკოვანი და კრეპიტაციული ხიხინები;
*დ) ლოკალური მსხვილ- და საშუალო ბუშტუკოვანი ხიხინები, ხანდახან
მშრალ ხიხინთან შერეული.

475. ფილტვის კიბოთი უფრო ხშირად ავადდებიან


*ა) მამაკაცები;
ბ) ქალები;
გ) ერთნაირი სიხშირით მამაკაცები და ქალებიც.

476. ფილტვის კიბოს მიმართ წინასწარგანწყობას იწვევს


ა) ალკოჰოლიზმი და ყოფითი ლოთობა;
*ბ) თამბაქოს წევა;
გ) ნარკომანია და ტოქსიკომანია;
დ) ყველა ჩამოთვლილი.

477. ფილტვის კიბო უფრო ხშირად აღენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებიც


დაავადებული არიან
ა) დიაბეტით;
ბ) კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით;
*გ) ფილტვების არასპეციფიკური ქრონიკული დაავადებით;
დ) ბრონქული ასთმით.

478. ხანგრძლივი მშრალი ხველა ბოლოში სისხლიანი ანახველის გამოყოფით


უპირველეს ყოვლისა გვაფიქრებინებს
*ა) ბრონქის კიბოზე;
ბ) ფილტვების კავერნოზულ ტუბერკულოზზე;
გ) ბრონქოექტაზიურ დაავადებაზე;
დ) პნევმოკონიოზზე.

479. ფილტვების არაინფექციური ბუნების უხშირეს გრანულომატოზურ


დაზიანებებს წარმოადგენს
ა) სილიკოზი;
*ბ) სარკოიდოზი;
გ) ჰისტიოციტოზი.

480. სასუნთქი ორგანოების სარკოიდოზის დასადგენ ძირითად მეთოდად


ითვლება
ა) კლინიკური;
ბ) ლაბორატორიული;
*გ) რენტგენოლოგიური;
დ) ბრონქოსკოპიული.

481. ექსუდაციური პლევრიტის ძირითადი ნიშნებია


ა) ფილტვის პერკუტორული ბგერის მოყრუება პლევრული ექსუდატის
ლოკალიზაციის შესაბამის არეში;
ბ) ფილტვის აუსკულტაციისას სუნთქვითი ხმიანობების შუსუსტება
პერკუტორული ბგერის მოყრუების არეში;
გ) შუასაყარის ორგანოების გადანაცვლება დაზიანებული ფილტვის
საწინააღმდეგო მხარეზე;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

482. მშრალი პლევრიტი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომით, გარდა


ა) მკერდში ტკივილებისა;
ბ) მშრალი ხველისა;
გ) ოფლიანობისა;
დ) სუბფებრილიტეტისა;
*ე) აკროციანოზისა.

483. პლევრული ექსუდატის პერკუტორულად განსაზღვრა შესაძლებელია


მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი მოცულობა შეადგენს:
ა) 50 მლ;
ბ) 100 მლ;
*გ) 200 მლ;
დ) 500 მლ.

484. ტუბერკულოზით დაავადების რისკი იმატებს


ა) ტუბერკულოზით ავადმყოფთან მჭიდრო კონტაქტისას;
ბ) იმუნოდეპრესიული პრეპარატების (კორტიკოსტეროიდები და სხვა)
ხმარებისას;
გ) ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ფსიქიკური დაავადების შემთხვევებში;
დ) შაქრიანი დიაბეტისას;
*ე) ყველა ჩამოთვლილისას.

485. ტუბერკულოზის დროს პარასპეციფიკური რეაქციები ვლინდება


ა) კვანძოვანი ერითემის;
ბ) პონსეს რევმატიზმის;
გ) კერატოკონიუნქტივიტის სახით;
*დ) ყველა ჩამოთვლილის სახით.
486. ფილტვების ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზზე ეჭვისას
საჭიროა დიფერენცირება
ა) ფილტვის ქრონიკული აბსცესთან;
ბ) ინფექციით გართულებული ფილტვის კისტოზურ ჰიპოპლაზიასთან;
გ) ფილტვის კიბოს კავერნოზულ ფორმასთან;
*დ) ყველა ჩამოთვლილ დაავადებასთან.

487. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ პათოლოგიებს მოიცავს ფილტვების


ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება: 1. ქრონიკული ბრონქიტი; 2.
ფილტვების ემფიზემა; 3. ბრონქული ასთმა; 4. ბრონქოექტაზია;
ა) 1, 2, 3, 4;
ბ) 1, 2, 3;
გ) 2, 3, 4;
დ) 2, 3;
*ე) 1, 2

488. რომელი მოსაზრებაა სწორი ბეტა-ბლოკერების გამოყენების შესახებ


ბრონქების ჰიპერრეაქტიულობის არსებობისას: 1. ბეტა-ბლოკერების დანიშვნა
იმ პირებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა, არ
იწვევს ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის მატებას; 2. ბეტა-ბლოკერები
ხშირად იწვევენ ბრონქოსპაზმს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ
ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა; 3. სელექციური ბეტა1-ბლოკერები არ იწვევენ
ასთმის შეტევას პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ ბრონქების
ჰიპერრეაქტიულობა; 4. ბრონქოსპაზმის განვითარებას იწვევენ მხოლოდ
არასელექციური ბეტა-ბლოკერები; სწორია:
ა) 1, 3;
ბ) 2, 3, 4;
გ) 2, 4;
დ) 1;
*ე) 2;

489. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ მიეკუთვნება ბრონქული ასთმის


მკურნალობისათვის მოწოდებულ მედიკამენტებს?
ა) ბეტა-აგონისტები;
ბ) ლეიკოტრიენების მოდიფიკატორები;
გ) მეთილქსანტინები;
დ) გლუკოკორტიკოიდები;
*ე) ტრანკვილიზატორები.

490. კისტური ფიბროზის დროს ფილტვების გარდა ზიანდება: 1) ღვიძლი


და სანაღვლე გზები; 2) კუჭუკანა ჯირკვალი; 3) კუჭ-ნაწლავის ტრაქტი;
ა) 1
ბ) 2
გ) 3
*დ) 2;3
491. რამდენად მაღალია ფილტვის კიბოს განვითარების რისკი თამბაქოს
მწევლებს შორის არამწევლებთან შედარებით?
ა) რისკი 60-80%-ით მაღალია;
ბ) რისკი 80-100%-ით მაღალია;
გ) რისკი 2-3-ჯერ მაღალია;
*დ) რისკი 6-7-ჯერ მაღალია;

492. რომელი ორგანოები ზიანდება ყველაზე ხშირად სარკოიდოზის დროს?


1. ფილტვები; 2. კანი; 3. თვალი; 4. ლიმფური კვანძები;
*ა) 1, 2, 3, 4;
ბ) 1, 2, 3;
გ) 1, 3, 4;
დ) 1, 2, 4;
ე) 1, 4.

493. რომელი მოსაზრებაა მცდარი ტუბერკულოზის პროფილაქტიკის შესახებ:


1) პირველი ვაქცინაციის ვადა ახალშობილებში დაბადებიდან 0-5 დღეა; 2)
რევაქცინაცია უტარდებათ ტუბერკულინდადებით ბავშვებს; 3) მეორე და
მესამე რევაქცინაცია ტარდება 11-12 და 16-17 წლის ასაკში;
ა) 1
*ბ) 2
გ) 3
დ) 1;2
ე) 1;3.

494. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მიკრობი იწვევს პნევმონიას


მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნოდეფიციტური
მდგომარეობა:
ა) რიკეტსია (Coxiella Burnetii);
ბ) მიკოპლაზმა (Mycoplasma pneumoniae);
გ) ინფლუენცას ჩხირი;
*დ) პროტოზოა Pneumocystis carinii;
ე) Legionella pneumophila;

495. პნევმოკონიოზისათვის დამახასიათებელი ჩივილების ტრიადა მოიცავს:


1. ქოშინი; 2. ხველა; 3. ცხელება; 4. ტკივილი გულმკერდში.
ა) 1, 2, 3;
ბ) 2, 3, 4;
გ) 1, 3, 4;
*დ) 1, 2, 4;

496. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს პნევმოკონიოზის


მიზეზი:1. სილიციუმის ორჟანგი; 2. სილიკატები; 3. ცემენტი;
4. ბარიტი; 5. ნახშირი;
ა) 1, 2, 3, 4;
ბ) 2, 3, 4, 5;
გ) 1, 2, 4, 5;
დ) 2, 3, 4
*ე) 1, 2, 3, 4, 5

497. პირველადი ტუბერკულოზის ყველაზე ხშირი ფორმაა:


*ა) მკერდშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი;
ბ) ფილტვების დისემინირებული ტუბერკულოზი;
გ) ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზი;
დ) ფილტვების კავერნოზული ტუბერკულოზი;

498. რომელი მოსაზრებაა სწორი მანტუს სინჯის შესახებ:


ა) მანტუს სინჯი კეთდება კანზე;
ბ) მანტუს სინჯი კეთდება კანქვეშ;
გ) მანტუს სინჯის ჩატარებისას უნდა შეფასდეს ერითემის ზომა;
*დ) ტუბერკულინური ალერგია უნდა შეფასდეს 48-72 საათის შემდეგ.

499. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია 60 წლის ასაკის ზემოთ პლევრის


ღრუში სითხის დაგროვების ყველაზე ხშირი მიზეზი:
ა) გულის უკმარისობა;
ბ) ღვიძლის ციროზი;
*გ) ონკოლოგიური პათოლოგია;
დ) ურემია;
ე) რევმატოიდული ართრიტი.

500. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს პნევმოთორაქსის


მიზეზი: 1. ვისცერული პლევრის დაზიანება; 2. გულმკერდის კედლისა და
პარიეტული პლევრის დაზიანება; 3. დიაფრაგმის დაზიანება; 4. საყლაპავის
დაზიანება;
ა) 1, 2, 3;
ბ) 2, 3, 4;
გ) 2, 3;
დ) 1, 2;
*ე) 1, 2, 3, 4.

501. პლევრის ღრუში სითხის დაგროვების ონკოლოგიურ მიზეზებს შორის


ყველაზე ხშირია:
*ა) ფილტვის კიბოს „ჩაზრდა“ პლევრაში;
ბ) მეიგსის სინდრომი;
გ) კუჭის კიბო;
დ) ავთვისებიანი მეზოთელიომა;
ე) კეთილთვისებიანი მეზოთელიომა.

502. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პარამეტრების გაზომვაა


რეკომენდებული პლევრის ღრუდან აღებულ სითხეში ექსუდატისა და
ტრანსუდატის ურთიერთგასამიჯნავად: 1. ცილის შემცველობა; 2.
ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობა; 3. ლეიკოციტების რაოდენობა; 4.
გლუკოზის დონე; 5. pH.
*ა) 1, 2, 3, 4, 5;
ბ) 1, 2, 3, 4;
გ) 1, 2, 3, 5;
დ) 1, 3, 4;
ე) 1, 3 5.

503. რომელი დებულება არის მართებული თეოფილინის მიმართ?


ა) თეოფილინი ამჟამად არ გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ
ბ) თეოფილინი განაპირობებს გლუვი კუნთების შეკუმშვას.
გ) თეოფილინი თრგუნავს დიაფრაგმის კუმშვადობას.
დ) თეოფილინი ამცირებს მუკოცილიარულ კლირენსს
*ე) თეოფილინს შესაძლოა გააჩნდეს გარკვეული ანთები საწინააღმდეგო
ეფექტი

504. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი განიხილება, როგორც


პროფესიული ასთმის განვითარების არაალერგიული მიზეზი, გარდა ერთისა:
ა) ქლორინი;
ბ) შედუღების შედეგად გამოყოფილი მტვერი;
*გ) კობალტი;
დ) დიზელის საწვავის გამონაბოლქვი;
ე) ჰიდროგენ-სულფიდი.

505. ასთმის გახანგრძლივებული და მუდმივი შეტევების მქონე 37 წლის


პაციენტს აღენიშნება შრომის უნარის დაქვეითება. პაციენტის გრძელვადიანი
მკურნალობა გულისხმობს:
ა) ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების დაბალ დოზის ან ლეიკოტრიენის
გამოყენებას;
ბ) მხოლოდ პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებას;
გ) კრომოლინ ნატრიუმის (ინტალ-რეტარდი, ნასალკრომ-რეტარდი) ან
ნედოკრომილ ნატრიუმის (ტილადე) ინჰალაციას;
დ) ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების საშუალო დოზით გამოყენებას
საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივებული მოქმედების
ბრონქოდილატატორთან ერთად;
*ე) ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზით გამოყენებას
გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორთან ერთად და,
საჭიროების შემთხვევაში, სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდების
ჩართვას.

506. 34 წლის მსუბუქი ფორმის ასთმით დაავადებულ პაციენტ ქალს ასთმის


პერიოდული შეტევებით, ბოლო დროს შაკიკის გამო ატენოლოლით
საპროფილაქტიკო მკურნალობის ფონზე განუვითარდა ბრონქოსპაზმი.
პაციენტისათვის უნდა დაენიშნოს:
ა) თეოფილინი;
*ბ) იპრატროპიუმ-ბრომიდი (ატროვენტი);
გ) ნებულაიზერ- ალბუტეროლი (პროვენტილი, ვენტოლინი);
დ) ტერბუტალინი (ბრეტაირი);
ე) ზაფირლუკასტი (აკოლატი).
507. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ეტიოლოგიური ფაქტორი ასოცირებულია
ფილტვების რესტრიქციულ დაავადებასთან, გარდა ერთისა:
ა) პლევრის დაავადება
*ბ) ემფიზემა
გ) კიფოსკოლიოზი
დ) ფილტვების ინტერსტიციული დაავადება
ე) სიმსუქნე

508. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ასოცირებულია ბავშვთა ასაკში


ასთმის განვითარებასთან, გარდა ერთისა:
ა) ატოპიური ალერგიის ანამნეზი
ბ) მტვრის ტკიპით დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება
*გ) ადრეული ბავშვთა ინფექციები
დ) თამბაქოს კვამლით დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება

509. ცისტოზური ფიბროზით დაავადებული პაციენტების უმრავლესობის


სასუნთქ გზებში გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი პათოგენური აგენტია:
ა) Aspergillus fumigatus
*ბ) Pseudomonas aeruginosa
გ) საფუარას სოკო
დ) Moraxella catarrhalis

510. 58 წლის მწეველს აღენიშნება ქრონიკული ხველა და ემფიზემა.


გულმკერდის რენტგენოგრაფიით ფილტვში აღინიშნება ერთეული,
პერიფერიული, დიდი ზომის კვანძი. შემდგომი კვლევებით გამოვლინდა
მეტასტაზის არსებობა თავის ტვინში. ფილტვის კვანძის ბიოფსიით აღინიშნა
კვანძში ზრდის ჰორმონის. სავარაუდოა, რომ სიმსივნური წარმონაქმნი
განეკუთვნება:
*ა) ადენოკარცინომას
ბ) სკვამოზურუჯრედოვან კარცინომას
გ) დიდუჯრედოვან კარცინომას
დ) მცირეუჯრედოვან კარცინომას

511. რესპირატორული დაავადების რეციდივების მქონე პაციენტის


მიზანმიმართული პროფესიული ანამნეზის შეკრება მოიცავს შემდეგი
ინფორმაციის მიღებას:
ა) პროფესიული საქმიანობის შეცვლა უძღოდა თუ არა რესპირატორული
სიმპტომების აღმოცენებას
ბ) დაკავშირებული იყო, თუ არა სიმპტომების ცვალებადობა სამუშაოზე
ყოფნის ხანგრძლივობასთან
გ) იდენტური სიმპტომების არსებობა თანამშრომლებში
დ) რა სამუშაოს ასრულებს პაციენტი
*ე) ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს

512. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შეიძლება შეგვხვდეს პაციენტებში სასუნთქი


გზების ობსტრუქციით, გარდა ერთისა:
ა) ერთ წამში ფორსირებული ამოსუნთქული ჰაერის მოცულობის შემცირება
ბ) სტაბილური ფორსირებული სასიცოცხლო მოცულობა
გ) გაზრდილი ფორსირებული სასიცოცხლო მოცულობა
დ) ერთ წამში ფორსირებული ამოსუნთქული ჰაერის მოცულობისა და
ფორსირებული სასიცოცხლო მოცულობის შეფარდების შემცირება 75%-ზე
ნაკლებად
*ე) ექსპირატორული ნაკადის პიკის გაზრდა

513. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც


მტვრის ტკიპის სალიკვიდაციო მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გარდა ერთისა:
ა) ლეიბის მოთავსება ჰაერგაუმტარ დამცავებში?
ბ) საძინებელის სველი წესით დასუფთავება ცხელი წყლით
*გ) ქიმიური აგენტების გამოყენება ტკიპების გასანადგურებლად ან მათი
ანტიგენების შესაცვლელად
დ) ბალიშების შეფუთვა ან მათი ყოველკვირეული გარეცხვა
ე) ხალიჩების მოცილება

514. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ასოცირებულია ფილტვების ქრონიკული


ობსტრუქციული დაავადების განვითარებასთან, გარდა ერთისა:
*ა) ასთმისა და ატოპიის ანამნეზი
ბ) თამბაქოს მოწევა
გ) დაბინძურებული გარემოს ხანგრძლივი ზემოქმედება
დ) პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მავნე გამღიზიანებლების
ხანგრძლივი ზემოქმედება
ე) ჰომოზიგოტური ალფა1-ანტიტრიფსინის დეფიციტი

515. რომელი პროცენტული მაჩვენებელი ასახავს უკეთ ფილტვების


ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების სიხშირეს მწეველებში?
ა) 5%- ზე ნაკლები
*ბ) 10-დან 15%-მდე
გ) 25-დან 30%-მდე
დ) დაახლოებით 50%
ე) 65-დან 70%-მდე

516. 36 წლის პაციენტს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების


ოჯახური ანამნეზით აღენიშნება ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა.
პაციენტის გადმოცემით მოზარდობის ასაკში ეწეოდა დღეში რამდენიმე
სიგარეტს. პროფესიული ანამნეზი და მისი სამუშაო გარემოს შეფასება
გამორიცხავს იმ ფაქტორთა არსებობას, რომლებიც ასოცირებულნი არიან
პროფესიული რესპირატორული დაავადებების განვითარებასთან. პაციენტის
შემდგომი კვლევა მოიცავს:
ა) ფილტვების კომპუტერულ ტომოგრაფიას
ბ) ფილტვების ბიოფსიას
*გ) შრატში ალფა1-პროტეაზას ინჰიბიტორის დონის გამოკვლევას
დ) შრატში IgE-ს დონის განსაზღვრას
ე) ფილტვების არტერიოგრაფიულ გამოკვლევას
517. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი დამახასიათებელია გამოხატულ
ემფიზემასთან ასოცირებულ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციულ
დაავადებასთან, გარდა ერთისა:
ა) გულმკერდის ანტეროპოსტერიული დიამეტრის მომატება
ბ) ღვიძლის ქვემო კიდის საზღვრის დაწევა
გ) მძიმე ჰიპერკაპნია
*დ) ფორსირებული ამოსუნთქვის დროის შემცირება 4 წამზე ნაკლებად

518. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე 62 წლის


პაციენტს აქვს ნახველის გაძლიერებული გამოყოფა და ძლიერი ქოშინი.
პაციენტს არ აღენიშნება ფებრილური მდგომარეობა და ფიზიკური
გამოკვლევითაც არ იქნა გამოვლენილი ფილტვებში ლოკალური დაზიანების
ნიშნები. სისხლის საერთო ანალიზით ლეიკოციტები 8.400 მმ3. ნახველი
ჩირქოვანია და მასში აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტების სიჭარბე.
რომელი პათოგენური მიკრობის გამოვლენა არის ნაკლებად მოსალოდნელი:
ა) Streptococcus pneumoniae
ბ) Haemophilus influenzae
*გ) Klebsiella pneumoniae
დ) Moraxells catarrhalis

519. რომელია პირველი რიგის პრეპარატი ქრონიკული ობსტრუქციული


ბრონქიტის შემთხვევაში ბრონქოდილატაციური ეფექტის მისაღებად:
*ა) იპრატროპიუმი
ბ) ალბუტეროლი
გ) თეოფილინი
დ) კრომოლინის ნატრიუმი

520. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა არ წარმოადგენს


ხანგრძლივი ოქსიგენოთერაპიის ჩვენებას ფილტვების ქრონიკული
ობსტრუქციული დაავადებების დროს:
ა) მოსვენებულ მდგომარეობაში PaO2 უდრის 54 მმ ვწყ.
ბ) ფიზიკური დატვირთვისას ჟანგბადის სატურაცია უდრის 89%-ს
გ) ჰემატოკრიტის მაჩვენებელია 59 და PaO2 უდრის 59 მმ ვწყ
დ) ეკგ-ზე აღენიშნება ფილტვისმიერი გულის ნიშნები და ჟანგბადის
სატურაციის მაჩვენებელი აქვს 89%.
*ე) ჰემატოკრიტის მაჩვენებელია 54%, PaO2 - 60 მმ ვწყ და გულის მხრივ
რაიმე პათოლოგია არ აღინიშნება

521. ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შესახებ რომელი დებულება


არის ჭეშმარიტი?
*ა) აღნიშნული პათოლოგიის სიხშირე და გავრცელება იზრდება ასაკთან
ერთად
ბ) გავრცელების სიხშირე 20%-ით მეტია ქალებს შორის
გ) აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის ყველაზე ხშირი მიზეზია
სარკოიდოზი
დ) მსტვინავი სუნთქვა ყველაზე მეტად დამახასიათბელი სიმპტომია
522. ქრონიკული ხველა ყველაზე მეტად დამახასიათებელია:
ა) ასბესტოზისათვის
ბ) სილიკოზისათვის
*გ) მეშახტეთა პნევმოკონიოზისათვის

523. 32 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელი პაციენტი პროტეინის დერივატზე


დადებითი სინჯის შემდგომ გამოკლვეულია რენტგენოლოგიურად, და
დადგენილი აქვს ფილტვის კარისა და პარატრაქეალური ადენოპათია და
ფილტვების დიფუზური დაზიანების ნიშნები. ფიზიკური გამოკვლევის
შედეგები ნორმალურია. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:
*ა) სარკოიდოზი
ბ) სილიკოზი
გ) ალფა1- ანტიტრიფსინის დეფიციტი
დ) ცისტური ფიბროზი
ე) მეშახტეთა პნევმოკონიოზი

524. ცისტური ფიბროზით დაავადებული 29 წლის პაციენტი უჩივის მწვავედ


განვითარებულ სულის ხუთვის შეტევას, ტკივილს გულმკერდის არეში და
სისხლიან ხველას. არ აღინიშნება ნახველის რაოდენობისა და ხასიათის
ცვლილებები და ხველის ინტენსივობის მომატება. ყველაზე სავარაუდო
დიაგნოზია:
ა) აორტის განშრევებადი ანევრიზმა
*ბ) პნევმოთორაქსი
გ) ბრონქოექტაზია
დ) პნევმონია
ე) ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზი

525. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდებულია ციხტოზური ფიბროზით


დაავადებული პაციენტის მართვისათვის, გარდა ერთისა:
ა) პოსტურული დრენაჟი გულმკერდის პერკუსიით
*ბ) ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების რუტინული გამოყენება
გ) რეგულარული ვარჯიში
დ) პანკრეასის ფერმენტების ჩანაცვლებითი თერაპია
ე) A, D და K ვიტამინების შემცველი დანამატების გამოყენება

526. მწეველებში სასუნთქი სისტემისა და ფილტვის კიბოს განვითარების


სიხშირის პროცენტული მაჩვენებელია:
ა) 25%-ზე ნაკლები
ბ) დაახლოებით 50%
გ) დაახლოებით 66%
*დ) 90%-ზე მეტი

527. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობაა ასოცირებული ფილტვის


გიგანტურუჯრედოვან კარცინომასთან?
ა) ანტიდიურეზული სინდრომი
ბ) კუშინგის სინდრომი
*გ) გინეკომასტია
დ) ჰიპერკალცემია
ე) ჰიპერპიგმენტაცია

528. ფილტვის კიბოს რომელი ფორმის დროს უდრის სიცოცხლის


ხანგრძლივობა 5 წელს?
ა) ადენოკარცინომა
ბ) სქვამოზურუჯრედოვანი კარცინომა
გ) გიგანტურუჯრედოვანი კარცინომა
*დ) მცირეუჯრედოვანი კარცინომა

529. 62 წ. პაციენტს აღენიშნება ხველა, ღამის ოფლიანობა და წონაში


დაკლება. პაციენტი ყოფილი პატიმარია, არის მწეველი. ობიექტური
მონაცემები: კახექსიურია, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა 38,8 გრად C,
აუსკულტაციით დიფუზური მშრალი ხიხინი. გულ-მკერდის
რენტგენოგრაფიით: ქვედა წილების ინფილტრაცია და ფილტვის კარის
ლიმფური კვანძების გადიდება. ნახველის ბაქტერიოლოგია აჩვენებს დიდი
რაოდენობით ლეიკოციტებს (ბაქტერია არ ამოითესა). ინფექციის გამომწვევი
სავარაუდოდ არის:
ა) ატიპური მიკობაქტერია
*ბ) Mycobacterium tuberculosis
გ) S. pneumoniae
დ) Klebsiella pneumoniae
ე) Legionella pneumophila.

530. M. tuberculosis-ით ინფიცირებულ მოზრდილ მამაკაცს კავერნული


ცვლილებების გარეშე ენიშნება სტანდარტული ოთხ-კომპონენტიანი თერაპია
რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს გარდა ერთისა:
ა) იზონიაზიდი
ბ) რიფამპიცინი
გ) პირაზინამიდი
დ) ეტამბუტოლი
*ე) სტრეპტომიცინი.

531. 62 წლის პაციენტი შემოვიდა შემდეგი ჩივილებით: წონაში დაკლება,


ღამის ოფლიანობა და ხველა. იგი თამბაქოს მომხმარებელია. წარსულში იგი
იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. მას აღენიშნა ცხელება
38,8C; არის კახექსიური. აუსკულტაციისას მოისმინება დიფუზური ხიხინი.
გულმკერდის რენდგენოგრამაზე ფილტვის ქვედა წილში ინფილტრაციული
კერა და კვანძები ფილტვის კარის მიდამოში. ნახველის ანალიზში აღმოჩნდა
დიდი რაოდენობით ლეიკოციტები, ბაქტერიები არ ამოითესა. ყველაზე
სავარაუდო დიაგნოზია ინფექცია, რომელიც გამოწვეული:
ა) ატიპიური მიკობაქტერი-ით
*ბ) mycobaqterium tuberculosis-ით
გ) streptococcus pneumonia-ით
დ) klebsiella pneumonia-ით
ე) legionella pneumonia-ით
532. ტუბერკულოზით დაავადებული 52 წლის მამაკაცის, სტანდარტული
ოთხწამლიანი მკურნალობა მოიცავს შემდეგ მედიკამენტებს, ერთის გარდა:
ა) იზონიაზიდი
ბ) რიფამპიცინი
გ) პირაზინამიდი
დ) ეტამბუტოლი
*ე) სტრეპტომიცინი.

533. 50 წლის მამაკაცს ერთი კვირაა დაუდგინდა ფილტვის ტუბერკულოზი


ბაქტერიაგამოყოფით (მგბ+ შემთხვევა). პაციენტი მასწავლებელია და ბოლო 6
კვირაა ასწავლის 25 მოსწავლისაგან შემდგარ კლასს. აღნიშნულთან
მიმართებაში რომელი დებულებაა მართებული:
ა) მოსწავლეთა მშობლების დამშვიდება, რომ ბავშვებზე შემდგომი
დაკვირვება საჭირო არაა
ბ) სკოლის ყველა მოსწავლეზე დაკვირვება
გ) დაკვირვება ესაჭიროებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომელთაც პაციენტი
ამჟამად ასწავლის
*დ) მეთვალყურეობა ესაჭიროებათ მოსწავლეებს, რომელთაც ამჟამად ან
მინიმუმ გასული 3 თვის მანძლზე ასწავლიდა პაციენტი

534. 50 წლის ქალს აქვს ლატენტური ტუბერკულოზი. ჩამოთვლილთაგან,


რომელი მდგომარეობის დროს გაიზრდება აქტიური ტუბერკულოზის რისკი:
*ა) სილიკოზის არსებობისას
ბ) თირკმლების ფუნქცია ნორმალურია
გ) პაციენტი აივ ნეგატიურია

535. ტუბერკულოზის გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში აზიანებს:


ა) მხოლოდ ფილტვებს
*ბ) ნებისმიერ ორგანოს
გ) მხოლოდ თავის ტვინის გარსებს
დ) მხოლოდ ძვალ-სახსართა სისტემას

536. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდის)


გამწვავებებთან დაკავშირებით მართებულია დებულება:
*ა) პაციენტებს შორის, რომელთაც ხშირი გამწვავებები აქვთ, მაღალია
სიკვდილობა
ბ) დაავადების დამძიმებასთან ერთად გამწვავებების სიხშირე კლებულობს
გ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავებები
ძირითადად ვირუსულ ინფექციასთანაა დაკავშირებული

537. ჩამოთვლილთაგან რომელია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული


დაავადების მძიმე გამწვავების ნიშანი:
ა) ჰემოფტიზი
*ბ) გულმკერდის კედლის პარადოქსული მოძრაობა
გ) გულმკერდში შებოჭვის შეგრძნება
დ) ღამით ხველის გაძლიერება
538. მიკობაქტერიით ინფიცირების დროს, ჩამოთვლილთაგან, რა
შემთხვევაშია მაღალი აქტიური ტუბერკულოზის განვითარების რისკი:
ა) 57 წლის პაციენტი დაავადებულია არტერიული ჰიპერტენზიით
ბ) 40 წლის ქალს აქვს სიმსუქნე (სმი 32 კგ/კვადრატულ მეტრზე.)
გ) 62 წლის ქალს აქვს კორონარული არტერიების დაავადება
*დ) 37 წლის მამაკაცი, ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებელია

539. ასთმის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით მართებულია დებულება:


ა) გულმკერდის რენტგენოგრაფია გადამწყვეტია ასთმის დიაგნოსტიკაში
ბ) ნორმალური სპიროგრამა (ან PEF) გამორიცხავს ასთმის დიაგნოზს
*გ) სპირომეტრია უპირატესი საწყისი გამოკვლევის მეთოდია სასუნთქი
გზების ობსტრუქციის არსებობისა და მისი სიმძიმის შესაფასებლად
დ) ნახველში ეოზინოფილების მომატება (>2%) ან FENO (>25 ppb 50
მლ/წმ-ზე) სპეციფიურია ასთმისათვის

540. პაციენტს ასთმისთვის დამახასიათებელი დღის სიმპტომები კვირაში 2-


ზე მეტი აქვს, ფიზიკური აქტივობა მცირედაა შეზღუდული, სიმპტომების
გამო ბოლო თვის მანძილზე 3-ჯერ გაეღვიძა, ფორსირებული ამოსუნთქვის
მოცულობა პირველი წუთის მანძილზე მოსალოდნელის 75%-ია. სიმძიმის
რომელ საფეხურს მიეკუთვნება პაციენტის დაავადება;
ა) ინტერმისიულს
ბ) მსუბუქ პერსისტულს
*გ) საშუალო სიმძიმის პერსისტულს
დ) მძიმე პერსისტულს

541. ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაშია რეკომენდებული სპირომეტრია:


ა) დიაგნოზის დასასმელად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში
ბ) ასთმის მწვავე შეტევის დასაწყისის ამოსაცნობად
*გ) მოზრდილებში ასთმის დიაგნოზის დასასმელად
დ) ასთმის სამკურნალო საშუალებების დოზის შესარჩევად

542. ჩამოთვლილთაგან, რომელია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული


დაავადების გამწვავების კარდინალური ნიშანი:
ა) ტკივილი გულმკერდში
ბ) ჰემოფტიზი
*გ) ნახველის ჩირქოვნობის მატება
დ) ღამით ოფლიანობა
ე) მაღალი ცხელება

543. ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდა სპირომეტრია. შედეგები


შემდეგნაირია:• ფორსირებული სასიცოცხლო მოცულობა (ფსმ): 3.92 ლ
(მოსალოდნელის 83%)• ფორსირებული ამოსუნთქვითი მოცულობა პირველი
წამის მანძლზე (ფამ1):2.24 ლ (მოსალოდნელის 61%)• ტიფნოს ინდექსი
(ფამ1/ფსმ): 57%. როგორ შეაფასებთ სპირომეტრიის მონაცემებს:
ა) სპირომეტრიული მონაცემები ნორმის ფარგლებშია
ბ) ვლინდება მსუბუქი ობსტრუქცია
*გ) ვლინდება ზომიერი ობსტრუქცია
დ) ვლინდება მძიმე ობსტრუქცია
ე) ვლინდება მსუბუქი რესტრიქცია და ზომიერი ობსტრუქცია

544. 50 წლის მამაკაცს, ერთი კვირაა, დაუდგინდა ფილტვის


ტუბერკულოზი ბაქტერიაგამოყოფით (მგბ+ შემთხვევა). ჩამოთვლილთაგან,
მკურნალობის რომელი რეჟიმია რეკომენდებული პაციენტისთვის:
ა) იზონიაზიდი და რიფამპიცინი
ბ) იზონიაზიდი, რიფამპიცინი და პირაზინამიდი
*გ) იზონიაზიდი, რიფამპიცინი, პირაზინამიდი და ეტამბუტოლი
დ) იზონიაზიდი, ლევოფლოქსაცინი და ეტამბუტოლი

545. 40 წლის მამაკაცი მიმართავს კლინიკას მანტუს სინჯის გასაკეთებლად.


იგი კონტაქტში იმყოფებოდა ტუბერკულოზით დაავადებულთან და იცის, რომ
რისკის ქვეშაა, რადგან აივ ინფიცირებულია. ჩატარდა სინჯი. 48 სთ-ის
შემდეგ ინდურაციის ზომა 0 მმ-ია. ეს სიტუაცია შესაძლოა აიხსნას ყველა
ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზით, გარდა:
ა) შესაძლოა, პაციენტს არ აქვს ტუბერკულოზი
ბ) შესაძლოა, პაციენტი ანერგიულია, ასეთ შემთხვევაში ტუბერკულინზე
რეაქცია არ ვლინდება დაავადების არსებობის დროსაც კი. აივ
ინფიცირებულები უფრო ხშრად არიან ანერგიული აივ არაინფიცირებულებთან
შედარებით
გ) შესაძლოა, ტუბით დაავადებულთან კონტაქტიდან გასულია 10 კვირაზე
ნაკლები. დაავადების გადაცემიდან 2-10 კვირაა საჭირო ტუბერკულინზე
დადებითი სწორი პასუხის მისაღებად. განმეორებითი ტესტირება უნდა
ჩატარდეს კონტაქტიდან 10 კვირაში
*დ) ტუბერკულოზით დაავადებულთა კონტაქტიდან ძალიან დიდი დროა
გასული, რის გამოც მანტუს სინჯი დადებით პასუხს აღარ იძლევა

546. 50 წლის მამაკაცს ერთი კვირაა დაუდგინდა ფილტვის ტუბერკულოზი


ბაქტერიაგამოყოფით (მგბ+ შემთხვევა). დაენიშნა მკურნალობა
იზონიაზიდით, რიფამპიცინით, პირაზინამიდით და ეტამბუტოლით.
მკურნალობის დაწყებიდან 1 თვეში პაციენტი მიმართავს ექიმს მხედველობის
გაუარესების გამო. სნელენის ტაბულით გამოკვლევამ გამოავლინა
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. ჩამოთვლილთაგან რომელ
მედიკამენტს შეიძლება გამოეწვია აღნიშნული სიმპტომი:
ა) პირაზინამიდს
ბ) იზონიაზიდს
*გ) ეტამბუტოლს
დ) რიფამპიცინს

547. 50 წლის მამაკაცს ერთი კვირაა დაუდგინდა ფილტვის ტუბერკულოზი


ბაქტერიაგამოყოფით (მგბ+ შემთხვევა). დაენიშნა მკურნალობა
იზონიაზიდით, რიფამპიცინით, პირაზინამიდით და ეტამბუტოლით.
მკურნალობის დაწყებიდან 1 თვეში პაციენტი მიმართავს ექიმს მხედველობის
გაუარესების გამო. სნელენის ტაბულით გამოკვლევამ გამოავლინა
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. როგორია შემდგომი ტაქტიკა:
ა) პაციენტის დამშვიდება, რომ მსგავსი გვერდითი ეფექტი დასაშვებია და
მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს
ბ) ეტამბუტოლის დოზის შემცირება
*გ) ეტამბუტოლის მიღების სასწრაფოდ შეწყვეტა
დ) პირაზინამიდის მიღების შეწყვეტა

548. 65 წლის მამაკაცს დაუსვით ტუბერკულოზის დიაგნოზი. პაციენტს აქვს


არტერიული ჰიპერტენზია. ფტიზიატრის მიერ დაწყებულია ტუბსაწინააღმდეგო
მკურნალობა. 6 კვირის შემდეგ შარდოვანასა და ელექტროლიტების
რუტინული განსაზღვრისას აღმოჩნდა თირკმლის ფუნქციის მსუბუქი
გაუარესება. რეკომენდებულია:
ა) პირაზინამიდის დოზის შემცირება
ბ) იზონიაზიდის შეწყვეტა
*გ) ეტამბუტოლის დოზის შემცირება
დ) რიფამპიცინის შეწყვეტა

549. 34 წლის ქალი იტარებს სტანდარტულ მკურნალობას ტუბერკულოზის


გამო, მას აინტერესებს ხომ არ ურთიერთქმედებს ანტიტუბერკულოზური
საშუალებები ორალურ კონტრაცეპტივებთან, რომელთა მიღების დაწყებასაც ის
აპირებს. ჩამოთვლილთაგან, რომელი მედიკამენტი აჩქარებს ორალური
კონტრაცეპტივების მეტაბოლიზმს:
ა) ეტამბუტოლი
ბ) იზონიაზიდი
გ) პირაზინამიდი
*დ) რიფამპიცინი

550. პაციენტი იტარებს სტანდარტულ მკურნალობას ტუბერკულოზის გამო.


ის მოგმართავთ ტერფის ცერა თითის შესიებისა და ტკივილის გამო.
ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, აღნიშნულ სიმპტომებს იწვევს:
*ა) პირაზინამიდი
ბ) იზონიაზიდი
გ) ეტამბუტოლი
დ) რიფამპიცინი

551. 60 წლის მამაკაცს 3 თვეა აქვს ხველა, რომელიც თანდათან გაუარესდა.


ხველა პროდუქტიულია მოყავისფრო ნახველით. პაციენტი, ასევე, აღნიშნავს
ოფლიანობას ღამით. ტუბერკულოზის დიაგნოზი დადასტურდა და დაიწყო
მკურნალობა სტანდარტული ანტიტუბერკულოზური რეჟიმით. თუმცა,
მკურნალობიდან 4 თვის შემდეგ, პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს და
ნახველი (მგბ) დადებითია. პაციენტის გადმოცემით, სამკურნალო
საშუალებებს რეგულარულად იღებს, რასაც სამედიცინო პერსონალიც
ადასტურებს. ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული?
*ა) საეჭვოა რეზისტენტული ტუბერკულოზის არსებობა
ბ) რეზისტენტული ტუბერკულოზი ნაკლებ სავარაუდოა, რადგან პაციენტს
ამ უკანასკნელის რისკ ფაქტორები არ აქვს
გ) საქმე გვაქვს ნახველის ნაცხის არასწორ ინტერპრეტაციასთან
დ) პაციენტის მდგომარეობის გაუარესება ფილტვის სხვა პათოლოგიამ
გამოიწვია

552. მოგმართავთ ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტის მეუღლე,


რომელსაც აინტერესებს შეიძლება თუ არა გაეწიოს დაავადებულს პალიატიური
მკურნალობა. შერჩევის კრიტერიუმია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ა) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არა უმეტეს 3–6 თვისა
ბ) შემდგომი მკურნალობის ნებისმიერი მცდელობის მიზანშეუწონლობა
გ) ავადმყოფის ისეთი ჩივილები და სიმპტომები, რომლებიც სიმპტომური
თერაპიისა და მოვლისათვის სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებს
*დ) პალიატიური მოვლის დაწყება შეიძლება მოხდეს ონკოლოგიური
პაციენტები დაავადების ნებისმიერ სტადიაზე

553. 55 წლის მამაკაცს 4 თვეა აქვს ხველა, რომელიც უარესდება კვებასთან


დაკავშირებით. პაციენტი მსუქანია. ფიზიკური გასინჯვით ცვლილებები არ
აღენიშნება. გულმკერდის რენტგენოგრაფიით გამოვლინდა დიაფრაგმის
საყლაპავის ხვრელის თიაქარი. ხველის მიზეზი ამ შემთხვევაში შეიძლება
იყოს:
ა) სიმსუქნე
*ბ) გასტროეზოფაგური რეფლუქსი
გ) დიაფრაგმის საყლაპავი ხვრელის თიაქრის გამო ფილტვების სასიცოცხლო
ტევადობის შემცირება
დ) პოსტნაზალური წვეთის სინდრომი

554. 34 წლის მამაკაცს 4 წელია აქვს ქრონიკული ხველა მომწვანო ფერის


ნახველის გამოყოფით. პაციენტი არამწეველია. 6 წლის წინათ ჰქონდა მძიმე
პნევმონია, რის გამოც მოთავსებული იქნა კლინიკაში. ბოლო 4 წლის
მანძილზე რამდენჯერმე დასჭირდა ანტიბიოტიკოთერაპია „ფილტვების
ინფექციის“ გამო. აუსკულტაციით მოისმინება ბიბაზალურად სველი ხიხინი.
ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
*ბ) ბრონქოექტაზია
გ) გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული ხველა
დ) ფილტვის ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმა

555. ახალგაზრდა ქალი დაავადებულია ასთმით. ადრე ასთმის სიმპტომები


დღის მანძილზე ვლინდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო გახშირდა
ღამით. მკურნალობის მიზნით პაციენტი იღებს მხოლოდ ხანმოკლე
მოქმედების ბეტა აგონისტს, საჭიროების მიხედვით. რა ცვლილების შეტანაა
მიზანშეწონილი მკურნალობის გეგმაში:
ა) ხანგრძლივად მოქმედი ბეტა ადრენერგული საშუალების დამატება
ბ) ორალური სტეროიდების დამატება
*გ) საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დამატება
დ) თეოფილინის დამატება
ე) იპრატროპიუმის ბრომიდის დამატება
556. 25 წლის პაციენტი პერსისტული ასთმის გამო მკურნალობას იტარებს
საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდების დაბალი დოზით. პაციენტს ესაჭიროება
ნაბიჯი-ზემოთ თერაპია. რომელის დამატება იქნებოდა ყველაზე მეტად
ეფექტური:
ა) ორალური სტეროიდების ხანმოკლე კურსის
ბ) ორალური თეოფილინის
*გ) გახანგრძლივებული მოქმედების საინჰალაციო ბეტა მიმეტურ საშუალების
დ) საინჰალაციო იპრატროპიუმის ბრომიდის

557. 44 წლის ქალს აქვს მძიმე ასთმა, რომელიც საინჰალაციო


კორტიკოსტეროიდებით და გახანგრძლივებული მოქმედების საინჰალაციო ბეტა
მიმეტურ საშუალებით მკურნალობით კონტროლირებადი აღარაა.
ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული სამკურნალო საშუალების
დამატებასთან დაკავშირებით:
ა) ორალური კორტიკოსტეროიდები არაეფექტური იქნება
ბ) თეოფილინი დრამატულად გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას
*გ) თეოფილინის გამოყენება რამდენადმე შეზღუდულია ტოქსიურობის გამო
დ) ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტები ისეთივე ეფექტურია,
როგორც ორალური კორტიკოსტეროიდები

558. 13 წლის პაციენტი მოგმართავთ სუნთქვის უკმარისობის და მსტვინავი


სუნთქვის გამო, რომელიც ფეხბურთის თამაშის ან ფიზიკური დატვირთვის
დროს ეწყება. მოგვიანებით ვლინდება ხველა. სხვა ჩივილები არ აქვს და არც
ზემოაღნიშნული სიმპტომები ვითარდება დატვირთვის გარეშე.
ჩამოთვლილთაგან მართებულია:
ა) საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები ფიზიკურ დატვირთვამდე 30 წუთით
ადრე
*ბ) გახანგრძლივებული მოქმედების საინჰალაციო ბეტა აგონისტები ფიზიკურ
დატვირთვამდე 30 წუთით ადრე
გ) ორალური თეოფილინი ფიზიკურ დატვირთვამდე 30 წუთით ადრე
დ) ორალური სტეროიდების დამატება დატვირთვის დღეებში

559. 38 წლის ქალი დაავადებულია ასთმით. იტარებს მკურნალობას


საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დაბალი დოზითა და ხანგრძლივად
მოქმედი ბეტა ადრენერგული საშუალების კომბინაციით. აღნიშნული რეჟიმით
მკურნალობის შედეგად 3 თვეზე მეტია პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ამ
ხნის მანძილზე დღის სიმპტომები მხოლოდ ერთხელ გამოვლინდა და ერთხელ
გახდა საჭირო შემამსუბუქებელი საშუალების მიღება. პიკფლოუმეტრიას
ყოველდღიურად იტარებს და მაჩვენებელი მოსალოდნელის >80%. როგორ
მოიქცევით:
ა) კიდევ 3 თვე გააგრძელებთ იგივე რეჟიმით მკურნალობას და კონტროლის
შენარჩუნების შემთხვევაში განახორციელებთ „ნაბიჯი ქვემოთ“ ქმედებას
(ხანგრძლივად მოქმედი ბეტა ადრენერგული საშუალების შეწყვეტა, მხოლოდ
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გაგრძელება დაბალი დოზით)
*ბ) 3 თვის მანძილზე დაავადების კონტროლირებადი მიმდინარეობა უკვე
საშუალებას იძლევა განხორციელდეს „ნაბიჯი ქვემოთ“ (ხანგრძლივად
მოქმედი ბეტა ადრენერგული საშუალების შეწყვეტა, მხოლოდ საინჰალაციო
კორტიკოსტეროიდების გაგრძელება დაბალი დოზით)
გ) „ნაბიჯი ქვემოთ“ განხორციელდეს შემდეგნაირად: ხანგრძლივად მოქმედი
ბეტა ადრენერგული საშუალების შეწყვეტა და საინჰალაციო
კორტიკოსტეროიდების გაგრძელება საშუალო დოზით, რათა ბეტა აგონისტის
შეწყვეტამ დაავადების გამწვავება არ გამოიწვიოს
დ) ხანგრძლივად მოქმედი ბეტა ადრენერგული საშუალების შეცვლა
ლეიკოტრიენების მოდიფიკატორით, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების
გაგრძელება დაბალი დოზით

560. 32 წლის მამაკაცი დაავადებულია ასთმით. მკურნალობას იტარებს


საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების საშუალო დოზითა და ხანგრძივად
მოქმედი ბეტა ადრენერგული საშუალების კომბინაციით. პაციენტი ავად გახდა
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, რამაც დაავადების გამწვავება
განაპირობა. როგორი ქმედება იქნება მართებული:
*ა) სისტემური სტეროიდების ხანმოკლე კურსის დანიშვნა დაავადებაზე
კონტროლის სწრაფად აღდგენის მიზნით
ბ) გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა აგონისტის დოზის გაზრდა
გ) მკურნალობის გეგმაში მესამე მედიკამენტის, მაგ. ლეიკოტრიენების
მოდიფიკატორის დამატება
დ) მკურნალობის გეგმაში რაიმე ცვლილების შეტანა საჭიროებას არ
წარმოადგენს - უნდა გაგრძელდეს იგივე რეჟიმით. ვირუსული ინფექციის
ჩავლის შემდეგ დაავადება კვლავ კონტროლირებადი გახდება

561. ჩამოთვლილთაგან, რომელი პაციენტის მართვის გეგმაში ჩართავდით


სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ხანმოკლე კურსს:
ა) 25 წლის ასთმით დაავადებული პაციენტი. მკურნალობის მიზნით
პაციენტი იღებს მხოლოდ ხანმოკლე მოქმედების ბეტა აგონისტს, საჭიროების
მიხედვით. ბოლო თვის მანძილზე ორჯერ გამოვლინდა დღის სიმპტომები
ბ) 37 წლის მამაკაცი პერსისტული ასთმის გამო მკურნალობს საინჰალაციო
კორტიკოსტეროიდების დაბალი დოზითა და ხანგრძლივად მოქმედი ბეტა
ადრენერგული საშუალების კომბინაციით. პიკფლოუმეტრიას ყოველდღიურად
იტარებს და მაჩვენებელი მოსალოდნელის >80%
*გ) 45 წლის ქალი პერსისტული ასთმის გამო მკურნალობს საინჰალაციო
კორტიკოსტეროიდების საშუალო დოზითა და ხანგრძლივად მოქმედი ბეტა
ადრენერგული საშუალების კომბინაციით. განუვითარდა ასთმის მწვავე შეტევა
დ) 18 წლის გოგონას, გულმკერდში შებოჭვა და მსტვინავი სუნთქვის
ეპიზოდები, უვითარდება მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშრებით.

562. ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული დებულება თეოფილინების


როლის შესახებ ასთმის მკურნალობაში:
ა) პირველი რიგის მკურნალობის საშუალებებია
ბ) საინჰალაციო კორტიკოსტეროიდისა და გახანგრძლივებული მოქმედების
ბეტა მიმეტურ საშუალების კომბინაციაში შესაძლებელია ჩაანაცვლოს
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი
*გ) შეიძლება დაემატოს გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა მიმეტურ
საშუალებისა და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის კომბინაციას, მათი
არაეფექტურობის შემთხვევაში
დ) ასთმის მკურნალობაში თეოფილინები საერთოდ არ გამოიყენება

563. ასთმით დაავადებული პაციენტის სიმპტომები არაკონტროლირებადია


საშუალო დოზით საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მონოთერაპიის
პირობებში. როგორი ქმედება იქნება მართებული:
ა) საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება და
გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა ადრენერგული საშუალების დამატება
ბ) საშუალო დოზით საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს უნდა დაემატოს
ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტები
გ) გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა ადრენერგული საშუალებით
მონოთერაპიის დანიშვნა
*დ) საშუალო დოზით საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს უნდა დაემატოს
გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა ადრენერგული საშუალება

564. რა სიხშირით უნდა შემოწმდეს კლინიცისტის მიერ ასთმით


დაავადებული პაციენტის მიერ საინჰალაციო საშუალების მოხმარების ტექნიკა:
ა) წელიწადში ერთხელ
ბ) 6 თვეში ერთხელ
*გ) ყოველ ვიზიტზე

565. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობასთან


დაკავშირებით, ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული:
ა) ბრონქოდილატატორების მიღება ნებულაიზერის საშუალებით უფრო
ეფექტურია დოზირებულ ინჰალატორებთან შედარებით
ბ) ინტრავენური ამინოფილინის გამოყენება ამცირებს მკურნალობის
უეფექტობას და ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობას
*გ) გლუკოკორტიკოიდების დამატება ბრონქოდილატატორებით მკურნალობის
რეჟიმზე მიზანშეწონილია თუ ფამ1 <50%
დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამო,
ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს კორტიკოსტეროიდები ინტრავენურად უნდა
დაენიშნოთ

566. 68 წლის მამაკაცი მოათავსეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში


ქოშინისა და ჩირქოვანი ნახველის გამო. პაციენტი მწეველია. აქვს მძიმე
ფქოდ. ბოლო წლის მანძილზე 3-ჯერ მოხვდა ჰოსპიტალში და ჩაუტარდა
ანტიბიოტიკოთერაპია. ნახველში გამოვლინდა P.aeroginosa. გულმკერდის
რენტგენოგრამაზე ვლინდება ჰიპერინფლაცია, თუმცა კონსოლიდაციის ნიშნები
არ ჩანს. ჩამოთვლილთაგან, რომელ ანტიბიოტიკს დაუნიშნავთ პაციენტს:
ა) აზიტრომიცინს
*ბ) ციპროფლოქსაცინს
გ) ამოქსიცილინ-კლავულანატს

567. ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდა სპირომეტრია. შედეგები


შემდეგნაირია: ფორსირებული სასიცოცხლო მოცულობა (ფსმ): 3.92 ლ
(მოსალოდნელის 83%)• ფორსირებული ამოსუნთქვითი მოცულობა პირველი
წამის მანძილზე (ფამ1):2.24 ლ (მოსალოდნელის 61%)• ტიფნოს ინდექსი
(ფამ1/ფსმ): 57%. რა მკურნალობას დაუნიშნავთ პაციენტს:
*ა) ხანგრძლივად მოქმედი ბეტა ადრენერგულ ან ხანგრძლივად მოქმედი
ანტიქოლინერგულ საშუალებას
ბ) საინჰალაციო კორტიკოსტეროიდს
გ) საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის და ხანგრძლივად მოქმედი ბეტა
ადრენერგული საშუალების კომბინაციას
დ) ხანგრძლივად მოქმედი ბეტა ადრენერგული საშუალების და
ხანგრძლივად მოქმედი ანტიქოლინერგული საშუალების კომბინაციას

568. 80 წლის პაციენტს აქვს ხველა. შვილის გადმოცემით პაციენტი


აგზნებულია. ანამნეზიდან ცნობილია, რომ ის დაავადებულია ფქოდ-ით.
ობიექტურად: სუნთქვის სიხშირე 28/წუთში, მარჯვნივ ქვემო წილის დონეზე
აუსკულტაციით - კრეპიტაცია. გულმკერდის რენტგენოგრაფიით მარჯვენა
ფილტვის ქვედა წილში ვლინდება ინტენსიური დაჩრდილვა.
ჩამოთვლილთაგან მართებულია:
ა) პაციენტის მკურნალობა შესაძლებელია ბინის პირობებში
*ბ) პაციენტი უნდა მოთავსდეს კლინიკაში
გ) მკურნალობა სავსებით საკმარისი იქნება ორალური ამოქსიცილინით
დ) საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება და შედეგის მიხედვით
მკურნალობის ადგილის გადაწყვეტა

569. 50 წლის მამაკაცი მიმართავს ოჯახის ექიმს. იგი 7 დღის წინ


დაბრუნდა მოგზაურობიდან. აქვს ძლიერი მშრალი ხველა. სუნთქვის სიხშირე
40 წუთში, ა/წ 70/50 მმ ვწყ სვ. პერკუსიით გულმკერდის მარჯვნივ
ვლინდება მოყრუება. აუსკულტაციით ამავე მხარეზე - სუნთქვის შესუსტება
და კრეპიტაცია. ჩამოთვლილთაგან მართებულია:
ა) პაციენტს უნდა დაენიშნოს მკურნალობა მხოლოდ კლარითრომიცინით
*ბ) უნდა ჩატარდეს ლეგიონელოზისა და პნევმოკოკური პნევმონიის
დიაგნოსტიკა
გ) პაციენტის სიკვდილობის რისკი <10%
დ) პაციენტის მკურნალობა შესაძლებელია ბინის პირობებში

570. მწვავე ბრონქიტის მკურნალობასთან დაკავშირებით მართებულია:


ა) მწვავე ბრონქიტის დროს ანტიბიოტიკოთერაპიის თავიდანვე დაწყება
თავიდან აგვაცილებს პნევმონიის განვითარებას
*ბ) მწვავე ბრონქიტის დროს ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება თუ ცხელება
კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა
გ) მწვავე ბრონქიტის უხშირესი გამომწვევია ვირუსი, ამიტომ სჯობს
თავიდანვე დაინიშნოს ანტივირუსული საშუალებები

571. ჩამოთვლილთაგან, მწვავე ბრონქიტის მქონე რომელ პაციენტისთვისაა


მართებული ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა:
*ა) 19 წლის პაციენტს აქვს მწვავე ბრონქიტი და ოტიტი
ბ) 34 წლის მამაკაცს მე-3 დღეა აქვს მწვავე ბრონქიტი, სხეულის
ტემპერატურა 7
გ) 25 წლის მწეველ გოგონას მე-2 დღეა აქვს მწვავე ბრონქიტი, ზოგადი
სისუსტე და სუბფებრილური ტემპერატურა

572. 66 წლის ქალს დაუდგინდა ლეგიონელოზური პნევმონია. რა


ხანგრძლივობით არის რეკომენდებული ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება:
ა) 3-6 დღე
ბ) 7-9 დღე
გ) 10-13 დღე
*დ) 14 – 21 დღე

573. 64 წლის მამაკაცს 3 თვეა აწუხებს მშრალი ხველა. პაციენტი


არამწეველია. გულმკერდის რენტგენოგრამა და სპირომეტრიის მონაცემები
ნორმის ფარგლებშია. დაახლოებით 3 თვე ნახევრის წინ, მიოკარდიუმის
მწვავე ინფარქტის გადატანის შემდეგ, პაციენტს დაენიშნა რამიპრილი. როგორ
მართავთ აღნიშნულ შემთხვევას:
ა) შეამცირებთ რამიპრილის დოზას
*ბ) რამიპრილის ნაცვლად დაუნიშნავთ ლოზარტანს
გ) შეაჩერებინებთ რამიპრილის მიღებას და თუ 2 კვირაში ხველამ არ
გაიარა, დაასკვნით, რომ ხველის მიზეზი აღნიშნული მედიკამენტი არაა

574. 55 წლის არამწეველ ქალს 10 თვეა აქვს ხველა. ხველა პერიოდულად


პროდუქტიულია - მცირე რაოდენობით სეროზული ნახველით. პერიოდულად
აქვს „ცხვირის გაჭედვა“ და ჩახველება „ყელის ჩაწმენდის“ მიზნით.
ანამნეზიდან აღსანიშნავია წარსულში ურტიკარიის ეპიზოდი.
მედიკამენტებიდან „ცხვირის გაჭედვის“ მოსახსნელად იყენებს ადგილობრივ
სიმპატომიმეტურ საშუალებებს (დეკონგესტანტებს). სხვა რესპირაციული
სიმპტომების არსებობას ან წონაში კლებას უარყოფს. გულმკერდის ფიზიკური
გასინჯვით და რენტგენოლოგიური კვლევით ცვლილებები არ ვლინდება.
როგორია თქვენი ტაქტიკა:
ა) ორალური კორტიკოსტეროიდებით საცდელი მკურნალობის დაწყება
ბ) რეფერალი სპეციალისტთან ბრონქოსკოპიის ჩასატარებლად
*გ) ნაზალური კორტიკოსტეროიდებით საცდელი მკურნალობის დაწყება

575. პოსტნაზალური წვეთის სინდრომის დროს მკურნალობა


რეკომენდებულია:
*ა) პირველი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებებით და
დეკონგესტანტებით (სიმპატომიმეტური საშუალებებით)
ბ) ანტიბიოტიკებით
გ) per os სტეროიდებით
დ) H2 რეცეპტორის ბლოკერებით

576. 60 წლის მამაკაცი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული


დაავადებით, მკურნალობას იტარებს სალბუტამოლით, ატროვენტითა და
მუკოლიზური საშუალებებით. მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი უჩივის
ქოშინს. როგორ მოიქცევით:
ა) მოახდენთ ანტიბიოტიკების როტაციას:
აუგმენტინი/დოქსიციკლინი/კლარითრომიცინი
ბ) პრედნიზოლონი 30 მგ პერ ორალურად 7 დღე
გ) ფილტვის რეაბილიტაციის პროგრამა
*დ) 4 კვირა ბეკლომეტაზონის კურსი
ე) ორალურად ამინოფილინი

577. 46 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება ფქოდ-ის ოჯახური


ანამნეზი, მოგმართავთ ვიზიტზე. პაციენტი ამჟამად ჩივილებს არ აღნიშნავს,
მაგრამ შიშობს, რომ მასაც შეიძლება განუვითარდეს ფქოდ-ი, რადგან
მწეველია 20 წლის ასაკიდან. რომელი პროცენტული მაჩვენებელი ახასიათებს
უკეთ ფქოდ-ის განვითარების სიხშირეს მწეველებში:
ა) 5%-ზე ნაკლები
*ბ) 10-15%
გ) 25-30%
დ) დაახლოებით 50%
ე) 65-70%

578. 62 წლის მამაკაცი, უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით,


პროგრესირებად ქოშინს. ინსპექციით ვლინდება აკროციანოზი, კომბლისებრი
თითები და საათის მინის ფორმის ფრჩხილები. პერკუსიით აღინიშნება
კოლოფისებრი ხმიანობა. აუსკულტაციით - მკვრივი სუნთქვა
გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, მშრალი მსტვინავი და მოგუგუნე, აგრეთვე
სველი საშუალო–ბუშტუკოვანი ხიხინი. სისხლში ვლინდება ზომიერი
ლეიკოციტოზი, ედს-ის აჩქარება. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის
სურათის დაზონრება და ბადებრიობა. სავარაუდოა დიაგნოზია:
ა) ქრონიკული ბრონქიტი
*ბ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
გ) ბრონქული ასთმა
დ) ბრონქოექტაზია
ე) ბრონქოპნევმონია

579. სპირომეტრიის რომელი პარამეტრი გამოიყენება ფილტვების


ობსტრუქციული და რესტრუქციული პათოლოგიების სადიფერენციაციოდ:
ა) ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (ფფსტ)
ბ) ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა 1 წმ-ში
*გ) ტიფნოს ინდექსი
დ) სუნთქვითი მოცულობა

580. 36 წლის პაციენტს ფქოდ-ის ოჯახური ანამნეზით, აღენიშნება


ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა. პაციენტის გადმოცემით, მოზარდობის
ასაკში ეწეოდა დღეში რამდენიმე სიგარეტს. სამუშაო გარემოს შეფასება
გამორიცხავს იმ ფაქტორთა არსებობას, რომლებიც ასოცირებულნი არიან
პროფესიული რესპირატორული დაავადების განვითარებასთან. როგორია
ოჯახის ექიმის ტაქტიკა ამ შემთხვევაში:
ა) ფილტვების კომპიუტერიულ ტომოგრაფიას
ბ) ფილტვების ბიოფსიას
გ) შრატში ალფა-პროტეაზას ინჰიბიტორის დონის გამოკვლევას
დ) შრატში IgE დონის განსაზღვრას
ე) ბრონქოგრაფიას
*ვ) სპეციალისტის კონსულტაცია

581. ფქოდ-ით დაავადებულ 62 წლის პაციენტს აქვს ნახველის


გაძლიერებული გამოყოფა და ძლიერი ქოშინი. პაციენტს არ აღენიშნება
ფებრილური მდგომარეობა და ფიზიკალური გამოკვლევითაც არ იქნა
გამოვლენილი ფილტვებში ლოკალური დაზიანების ნიშნები. სისხლის საერთო
ანალიზი - ლეიკოციტები 8,4. ნახველი ჩირქოვანია და მასში აღინიშნება
ნეიტროფილური ლეიკოციტების სიჭარბე. რომელი პათოგენური მიკრობის
გამოვლენა არის ნაკლებად მოსალოდნელი:
ა) Stretococcus pneumoniae
ბ) Haemophilus influenzae
*გ) Klebsiella pneumoniae
დ) Moraxella catarrahalis

582. 62 წლის მამაკაცი, მწეველია 20 წლის ასაკიდან. ბოლო 3 წელია


აღენიშნება ხველა ნახველის გაძნელებული გამოყოფით, ქოშინი ზომიერი
ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ანამნეზში გიდ-ის ოჯახური ანამნეზი.
პაციენტს არ აღენიშნება ტემპერატურა. აუსკულტაციით– შესუსტებული
ვეზიკულური სუნთქვა. სპირომეტრიით გამოვლინდა: FEV1/ FVC= 0,7;
FEV1=82%. დიაგნოზის დასადგენად საჭიროა დამატებითი გამოკვლევები:
ა) გულმკერდის რენტგენოგრაფია
ბ) ალფა-ანტიტრიპსინის განსაზღვრა
გ) ბრონქოდილატატორით შექცევადობის ტესტი
*დ) დამატებითი გამოკვლევები საჭირო არ არის

583. 55 წლის მწეველი მამაკაცი, პერიოდულად იღებს ხანმოკლე მოქმედების


ბრონქოდილატატორებს. მოგვმართავს პროდუქტიული ხველისა და ქოშინის
პროგრესირების გამო, სპირომეტრიული გამოკვლევით დადგინდა :
FEV1/FVC=0,67 ; FEV1=56%. როგორია თქვენი მოქმედების ტაქტიკა:
ა) ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორის დოზის გაზრდა
*ბ) გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორით რეგულარული
მკურნალობა
გ) საინჰალაციო სტეროიდებით უწყვეტი მკურნალობა
დ) ნებულაიზერით თერაპია მდგომარეობის სტაბილიზაციამდე

584. ფქოდ-ის მკურნალობისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი პრეპარატი, გარდა:
ა) მეთილქსანტინების
ბ) ბეტა-2 ადრენომიმეტიკების
გ) გლუკოკორტიკოიდების
დ) ანტიბიოტიკების
*ე) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების

585. 48 წლის მამაკაცი, რომელიც იმყოფება აღრიცხვაზე ფქოდ-ის


დიაგნოზით, მოგმართავთ მორიგ ვიზიტზე მდგომარეობის გაუარესების გამო.
კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების
საფუძველზე გამოვლინდა ფილტვისმიერი გული. როგორ ფიქრობთ, რა არის
ყველაზე მეტად დამახასიათებელი ფქოდ-ის ფონზე განვითარებული
ფილტვისმიერი გულისათვის:
ა) რენტგენოლოგიურად – ფილტვების გამჭვირვალობის მომატება
ბ) ვენტილაცია-პერფუზიის პროპორციული ზრდა
გ) PAO2>45 მმ.ვწყ.სვ
*დ) PAO2<45 მმ.ვწყ.სვ
ე) ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის შემცირება 40%-ით

586. მოგმართავთ 19 წლის გოგონა, რომელიც უჩივის ღამის ხველასა და


სულხუთვის შეგრძნებას, რაც ხელს უშლის ძილში. თქვენ ეჭვობთ ბრონქული
ასთმის დიაგნოზზე. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ქვემოთ ჩამოთვლილი
გამოკვლევებიდან, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას:
ა) ფილტვების რენტგენოგრაფია
ბ) პერიფერიულ სისხლში ეოზინოფილების განსაზღვრა
*გ) გარეგანი სუნთქვის ფუნქციების გამოკვლევა
დ) პლაზმაში IgE დონის განსაზღვრა
ე) ნახველის გამოკვლევა

587. სასუნთქი გზების ობსტრუქციის შექცევადობის გამოსავლენად


სპირომეტრიული გამოკვლევის დროს, ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი
მაჩვენებლის სიდიდეა გადამწყვეტი:
*ა) FEV1 (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა 1 წმ–ში);
ბ) FVC (ფორსირებული ამოსუნთქვის სასიცოცხლო ტევადობა);
გ) MVV (ფილტვების მაქსიმალური ვენტილაცია);
დ) RV (ფილტვის ნარჩენი მოცულობა)

588. ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისას PEF–თან დაკავშირებით ქვემოთ


ჩამოთვლილიდან რომელია მცდარი:
ა) PEF არის მოხერხებული მაჩვენებელი ინდივიდუალურ საუკეთესო
პარამეტრებთან შესადარებლად
ბ) გაუმჯობესება 60 ლ/წთ (ან PEF >20% ზრდა) ბრონქოდილატატორის
ინჰალაციის შემდეგ, ან PEF დღიური ვარიაბელობა >20% მიუთითებს
ბრონქული ასთმის დიაგნოზზე
*გ) ასთმის კონტროლის შეფასების მიზნით პიკ–ფლოუმეტრია უნდა
ჩატარდეს დღეში ერთხელ დილაობით
დ) პიკ-ფლოუმეტრია (PEF) მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა, როგორც
დიაგნოსტირების, ასევე, ასთმის მონიტორინგისათვის

589. პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა. ამჟამად მოგმართავთ


ჩივილებით სულხუთვის შეტევებზე კვირაში სამჯერ, რის გამოც უწევს
ხანმოკლე მოქმედების წ2 აგონისტის ხმარება, ასევე, უკანასკნელი 1 წლის
განმავლობაში აღნიშნავს გამწვავების ორი ეპიზოდის არსებობას, რისთვისაც
დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. როგორ
შეაფასებდით ამ პაციენტის მდგომარეობას:
*ა) ნაწილობრივ კონტროლირებული ასთმა
ბ) არაკონტროლირებული ასთმა
გ) კონტროლირებული ასთმა

590. მოგმართათ 23 წლის მამაკაცმა, რომელსაც დადგენილი აქვს ბრონქული


ასთმის დიაგნოზი და დანიშნული აქვს ხანმოკლე მოქმედების b2 აგონისტი,
საჭიროების შემთხვევაში. ამჟამად პაციენტი უჩივის სულხუთვის შეტევებს
კვირაში სამი დღის განამავლობაში და ასთმის სიმპტომების გამო კვირაში
ერთხელ ღამით გამოღვიძებას. რა იქნება შემდგომი ნაბიჯი ამ პაციენტის
მდგომარეობის მართვის თვალსაზრისით:
ა) მკურნალობაში გახანგრძლივებული მოქმედების საინჰალაციო b2
აგონისტის ჩართვა
ბ) მკურნალობაში გახანგრძლივებული მოქმედების თეოფილინის ჩართვა
*გ) პაციენტისთვის საინჰალაციო სტეროიდის დანიშვნა დაავადების
სიმძიმისთვის შესაბამისი დოზით
დ) პაციენტისთვის ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტის დანიშვნა

591. მძიმე პერსისტიული ასთმის შემთხვევაში მაკონტროლებელი


მკურნალობის საშუალებას არ მიეკუთვნება:
*ა) ხანმოკლე მოქმედების თეოფილინი
ბ) ლეიკოტრიენების ანტაგონისტები
გ) ორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები
დ) ანტი IgE მკურნალობა

592. ბრონქოდილატატორებთან დაკავშირებით, ქვემოთ ჩამოთვლილიდან,


რომელია არასწორი:
ა) სალბუტამოლის ფონზე შესაძლებელია ტრემორისა და გულის ფრიალის
განვითარება
ბ) თეოფილინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ინსომნია
გ) იპრატროპიუმის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე
*დ) სალმეტეროლი ხასიათდება ორალური კანდიდოზის განვითარებით

593. ასთმის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელია მცდარი:


ა) ნებისმიერ საფეხურზე შემამსუბუქებელი მედიკამენტები უნდა მიეცეს
მოთხოვნილებისამებრ, სიმპტომების სწრაფად კუპირებისათვის
ბ) ახლად დიაგნოსტირებული პაციენტების (რომლებიც ჯერ არ იღებენ
მედიკამენტებს) მკურნალობა უნდა დაიწყოს მე-2 საფეხურიდან (ან თუ
სიმპტომები ძლიერ გამოხატულია - მე-3 საფეხურიდან)
*გ) 5 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში კრომონები რეკომენდებულია
ინიციალური მკურნალობისთვის
დ) უპირატესობა ენიჭება საინჰალაციო გზით მედიკამენტების მიღებას

594. საინჰალაციო სტეროიდებით მკურნალობის დანიშვნის ჩვენება არ არის:


ა) კვირაში სამჯერ ან მეტჯერ საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტის გამოყენება
ბ) ასთმის გამო, კვირაში ერთი უძილო ღამე
გ) ბოლო 2 წლის მანძილზე ასთმის ისეთი გამწვავების არსებობა, რომლის
დროსაც საჭირო გახდა პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენება
*დ) ასთმის სიმპტომების გაჩენა კვირაში ორჯერ
595. ასთმის მწვავე შეტევის მკურნალობის თვალსაზრისით, სწორია ყველა
ჩამოთვლილი, გარდა:
ა) საინჰალაციო გზით ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2-აგონისტის მიცემას
უპირატესობა ენიჭება ინტრავენურთან შედარებით
ბ) სისტემური სტეროიდების მიცემა რეკომენდებულია ასთმის მძიმე
გამწვავების ყველა შემთხვევაში
გ) წ2 აგონისტები/ანტიქოლინერგული კომბინირებული თერაპია ამცირებს
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების სიხშირეს და ხელს უწყობს PEF და FEV1-ის
გაუმჯობესებას
*დ) ინტრავენური ამინოფილინის გამოყენება რეკომენდებულია იმ
პაციენტებშიც, რომლებიც უკვე იმყოფებიან თეოფილინით პერორალურ
მკურნალობაზე

596. ფილტვის ტუბერკულოზზე ეჭვის მიტანის შემდეგ, პაციენტს პირველ


რიგში უნდა ჩაუტარდეს:
ა) გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა
*ბ) ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
გ) მანტუს სინჯი
დ) კომპიუტერული ტომოგრაფია

597. რას ნიშნავს “მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი”:


ა) დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია რეზისტენტულია სტრეპტომიცინისა
და იზონიაზიდის მიმართ
ბ) დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია რეზისტენტულია რიფამპიცინისა და
ეტამბუტოლის მიმართ
*გ) დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია რეზისტენტულია იზონიაზიდისა
და რიფამპიცინის მიმართ
დ) დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია რეზისტენტულია რიფამპიცინის,
ეტამბუტოლისა და სტრეპტომიცინის მიმართ

598. ფილტვის ტუბერკულოზის ეჭვის მიტანა შესაძლოა, გარდა:


ა) მუდმივი სუბფებრილიტეტი თვეების მანძილზე
*ბ) შეტევითი ხასიათის ხველა და სუნთქვის გაძნელება
გ) ხველა 2-3 კვირა და სუბფებრილიტეტი
დ) ხველა დიდი რაოდენობით ნახველით და პერიოდული სისხლდენები

599. ოჯახის ექიმს მიმართა 22 წლის მამაკაცმა, რომელიც ბოლო 3 დღის


განმავლობაში უჩიოდა მუცლის ძლიერ ტკივილს, ტემპერატურულ რეაქციას
და საერთო სისუსტეს. სხვა, მათ შორის რესპირატორულ ჩივილებს,
პაციენტი არ აღნიშნავდა. პალპაციით მუცელი რბილი და თავისუფალი;
აუსკულტაციით მარჯვენა ფილტვის შუა და ქვემო წილების პროექციაზე
სუნთქვა არ ტარდებოდა. გულმკერდის რენტგენოგრაფიით მარჯვენა ფილტვის
მეოთხე ნეკნის არიდან დაფიქსირდა ინტენსიური დაჩრდილვა ირიბი ხაზით.
რა არის ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი ამ შემთხვევაში:
ა) მწვავე ქოლეცისტიტი
ბ) მწვავე პანკრეატიტი
*გ) მარჯვენამხრივი ექსუდაციური პლევრიტი
დ) პნევმონია

600. ოჯახის ექიმს მიმართა 33 წლის იძულებით გადაადგილებულმა,


სოციალურად დაუცველმა ქალბატონმა, რომელსაც ანამნეზში 2 წელიწადზე
მეტია აღენიშნებოდა მშრალი, ჩახველებითი ხასიათის ხველა, საერთო
სისუსტე და ადვილად დაღლა. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ამ ჩივილებს
დაემატა ფებრილური ტემპერატურა. აუსკულტაციით მარჯვენა ფილტვის
პროექციაზე დაფიქსირდა გაფანტული სველი ხიხინი. გულმკერდის
რენტგენოგრაფიით მარჯვენა ფილტვის პროექციაზე აღინიშნებოდა
არაჰომოგენური დაჩრდილვა განათების უბნებით. როგორ მოიქცევით:
ა) სასწრაფოდ უზრუნველყოფთ პაციენტის ჰოსპიტალიზაციას
*ბ) მიმართავთ პაციენტს ტერიტორიულად ყველაზე ახლო მდებარე
ფტიზიატრიულ კაბინეტში
გ) დანიშნავთ მკურნალობას ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით
დ) პაციენტს დაამშვიდებთ და ეტყვით, რომ საშიში არაფერია და ეს
მდგომარეობა შესაძლოა უბრალოდ ფსიქიკური გადაძაბვით იყოს
განპირობებული
ე) ფილტვის კიბოს გამორიცხვის მიზნით, პირველ რიგში გააგზავნით
პაციენტს ონკოლოგთან

601. მემკვიდრული წინასწარგანწყობა აღინიშნება შემდეგი


გასტროენტეროლოგიური დაავადების დროს
ა) წყლულოვანი დაავადება;
ბ) კალკულოზური ქოლეცისტიტი;
გ) პანკრეატიტი;
*ე) წყლულოვანი დაავადება; კალკულოზური ქოლეცისტიტი;
ე) პანკრეატიტი; კალკულოზური ქოლეცისტიტი;

602. ამილაზა წარმოიშობა


ა) სანერწყვე ჯირკვლებში;
ბ) კუჭქვეშა ჯირკვალში;
გ) ნაწლავებში;
*დ) სანერწყვე ჯირკვლებში და კუჭქვეშა ჯირკვალში;

603. კონიუგირებული (შეკავშირებული) ბილირუბინი ღვიძლის უჯრედებში


წარმოიშობა შემდეგი ფერმენტის მეშვეობით
*ა) გლუკურონილტრანსფერაზის;
ბ) ლეიცინამინოპეპტიდაზის;
გ) მჟავე ფოსფატაზის;
დ) ნუკლეოტიდაზის;

604. სისხლის შრატში არაკონიუგირებული (არაშეკავშირებული,


თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მატება დამახასიათებელია ყველა
ჩამოთვლილი დაავადებისათვის, გარდა
ა) ჰემოლიზური ანემიისა;
ბ) ჟილბერის ფუნქციური ჰიპერბილირუბინემიისა;
გ) კრიგლერ-ნაჯარის სინდრომისა;
*დ) ქრონიკული აქტიური ჰეპატიტისა;
ე) თალასემიისა.

605. ურობილინოგენი წარმოიშობა


*ა) ნაწლავებში;
ბ) თირკმელებში;
გ) ღვიძლში;
დ) ნაწლავებში და თირკმელებში;

606. ალანინ-ტრანსამინაზის აქტივობის მატება სისხლის შრატში შეიძლება


გამოწვეული იყოს ყველა ჩამოთვლილით, გარდა
ა) ნებისმიერი ეტიოლოგიის ჰეპატოციტების ნეკროზისა;
*ბ) თირკმლების დაავადებისა;
გ) ჩონჩხის კუნთების ტრავმისა;
დ) მიოკარდიუმის ინფარქტისა.

607. სისხლში ალანინ-ტრანსამინაზის აქტივობა მატულობს ყველა


ჩამოთვლილი დაავადებისას, გარდა
ა) ქრონიკული აქტიური ჰეპატიტისა;
ბ) ღვიძლის აქტიური ციროზისა;
გ) მიოკარდიუმის ინფარქტისა;
*დ) ცხიმოვანი ჰეპატოზისა;
ე) ქრონიკული ქოლესტაზური ჰეპატიტისა.

608. ღვიძლშიდა ქოლესტაზის მაჩვენებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


*ა) სისხლის შრატში არაკონიუგირებული (თავისუფალი) ბილირუბინის
შემცველობის ზრდისა;
ბ) ბილირუბინურიისა;
გ) ჰიპერქოლესტერინემიისა;
დ) შარდში ნაღვლის მჟავების გაჩენისა.
ე) სისხლში ტუტე ფოსფატაზის აქტივობის ზრდისა;

609. პოლიკლინიკაში შემოვიდა 35 წლის მამაკაცი ჩივილებით: პერიოდული


ტკივილები გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში, წვის შეგრძნებები, პირიდან
უსიამოვნო სუნი. ბოლო თვეებში ხანდახან აღენიშნება დისფაგია. ხშირად
ემართება ფილტვების ანთება ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოდ
ა) საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
*ბ) საყლაპავ-ბრონქული ფისტულა;
გ) საყლაპავის დივერტიკული;
დ) საყლაპავის ახალაზია.

610. იმ დაავადებებიდან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ


ეზოფაგოგასტროდუოდენალური სისხლდენა, სისხლიანი ღებინება ყველაზე
ნაკლებად ახასიათებს:
ა) კუჭის წყლულს;
ბ) დიაფრაგმის თიაქარს;
გ) დიაფრაგმის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას;
დ) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს;
*ე) საყლაპავის დივერტიკულს.

611. საყლაპავის სიმსივნის დიაგნოზისათვის საჭიროა ყველა გამოკვლევა


ჩატარება, გარდა
ა) მედიასტინოსკოპიისა;
ბ) საყლაპავის რენტგენოგრაფიისა;
გ) გულ-მკერდის რენტგენოგრაფიისა;
დ) ეზოფაგოსკოპიისა;
*ე) სისხლის ბიოქიმიური ანალიზისა.

612. მწვავე ტკივილები მახვილისებური მორჩის ფუძესთან, გულში


ირადიაციით, აღმოცენდებიან ან ძლიერდებიან ჭამიდან 1/2 სთ-ის შემდეგ,
ფიზიკური დატვირთვისას და სხეულის დახრისას; ალმაგელი ტკივილებს არ
ხსნის.აღინიშნება ჰაერით ბოყინი, მოხრჩობის გრძნობა, ხველა. ბარიუმის
ფაფით რენტგენოლოგიური კვლევისას-საკონტრასტო მასის რეფლუქსი კუჭიდან
საყლაპავში. ყოველთვე ეს ბადებს ეჭვს
*ა) აქსიალური (მცოცავი) დიაფრაგმული თიაქრისა და რეფლუქსის-
არსებობაზე;
ბ) საყლაპავის კიბოზე;
გ) ბრონქულ ასთმაზე;
დ) ქრონიკულ გასტრიტზე;
ე) კარდიის ახალაზიაზე.

613. დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრისას ტკივილების მოსახსნელად


ყველაზე ეფექტური პრეპარატებია:
ა) ატროპინი;
ბ) პლატიფილინი;
გ) ნო-შპა;
*დ) ცერუკალი;
ე) სედუქსენი.

614. დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის ოპერაციული მკურნალობის


ჩვენებებია
ა) განმეორებითი სისხლისდენა;
ბ) საყლაპავის პეპტიური წყლული;
გ) საყლაპავის სტრიქტურა;
*დ) განმეორებითი სისხლისდენა; საყლაპავის სტრიქტურა;
ე) საყლაპავის პეპტიური წყლული; საყლაპავის სტრიქტურა;

615. ფსევდოკარდიული (ეზოფაგური) სინდრომის დროს ტკივილებს ხსნიან


ა) ნიტროგლიცერინით;
*ბ) სხეულის მდებარეობის შეცვლით (ჰორიზონტალურიდან
ვერტიკალურზე);
გ) ტრანკვილიზატორებით;
დ) ქოლინოლიტიკებით;
ე) სპაზმოლიტიკებით.
616. ავადმყოფს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრით ბოლო ხანებში
შეეცვალა დაავადების კლინიკური სურათი: გაქრა გულძმარვა და
რეგურგიტაცია, გაუჩნდა დისფაგია მკვრივი საკვების მიღებისას, დაეკარგა
მადა, დაიწყო გახდომა სავარაუდო დიაგნოზი
*ა) საყლაპავის კიბოს განვითარება;
ბ) კუჭის კიბოს განვითარება;
გ) თიაქრის ჩაჭედვა.

617. წყლულის კუჭქვეშა ჯირკვალში პენეტრაციის დროს სისხლში


მატულობს:
*ა) ამილაზის აქტივობა;
ბ) ლიპაზის აქტივობა;
გ) გლუკოზის დონე;
დ) ტუტე ფოსფატაზის აქტივობა;

618. სიმპტომური წყლულები წყლულოვანი დაავადებისაგან განირჩევიან


შემდეგით
ა) წყლულის ლოკალიზაციით;
ბ) წყლულის სიდიდით;
*გ) ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობის არარსებობით;
დ) სისხლდენებით;
ე) ხშირი პენეტრაციით.

619. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიმართ


ციტოპროტექციული მოქმედება ახასიათებს:
ა) დე-ნოლს;
ბ) სუკრალფატს;
გ) სოლკოსერილს;
დ) B-ჯგუფის ვიტამინებს;
*ე) დე-ნოლს და სუკრალფატს;

620. წყლულოვანი დაავადების მკურნალობის არამედიკამენტოზური


მეთოდებიდან მიმართავენ ყველას, გარდა
ა) რეფლექსოთერაპიისა;
ბ) მაგნიტოთერაპიისა;
გ) ჰიპერბარული ოქსიგენაციისა;
*დ) რადონის აბაზანებისა;
ე) ლაზეროთერაპიისა.

621. ერთთვიანი მკურნალობის შედეგად წყლული არ შეხორცდა, აღინიშნება


მუდმივი ტკივილები ეპიგასტრიუმში, მადის დაქვეითება, წონაში კლება
გრძელდება. ავადმყოფის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა უნდა იყოს
ა) მკურნალობის წინა სქემის გაგრძელება;
ბ) მკურნალობაში კორექციის შეტანა;
*გ) ენდოსკოპიის ჩატარება დამიზნებითი ბიოფსიითა და ჰისტოლოგიური
გამოკვლევით;
დ) საკითხის დაყენება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობაზე.

622. დემპინგ-სინდრომი უფრო ხშირად ვითარდება ყველა ჩამოთვლილი


პროდუქტის მიღების შემდეგ, გარდა
ა) რძის პროდუქტებისა;
ბ) თხიერი ფაფებისა;
გ) ტკბილეულისა;
*დ) ხორცისა.

623. დემპინგ-სინდრომის დროს ნიშნავენ:


*ა) ანტიქოლინერგულ პრეპარატებს;
ბ) ნახშირწყლებით მდიდარ დიეტას;
გ) დიეტას სითხის დიდი რაოდენობით;
დ) ცხიმებით მდიდარ დიეტას;
ე) ანტაციდებს.

624. პოსტგასტრორეზექციული სინდრომის ძირითადი კლინიკური


გამოვლინებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) დიარეა;
ბ) მკვეთრიგახდომა;
გ) ჰიპოვიტამინოზი;
დ) ანემია;
*ე) ჰიპერგლიკემია.

625. ანასტომოზის პეპტიური წყლულით ავადმყოფებს უნიშნავენ ყველა


ჩამოთვლილს, გარდა
ა) დამზოგი დიეტისა;
ბ) ალმაგელისა;
გ) გასტროცეპინისა;
*დ) კუჭის წვენისა;
ე) რეპარანტებისა.

626. ჟილბერის სინდრომის დამახასიათებელი ლაბორატორული


მაჩვენებლებია:
*ა) სისხლში არაკონიუგირებული (თავისუფალი) ბილირუბინის მატება;
ბ) ბილირუბინურია;
გ) ტრანსმინაზების აქტივობის მატება;
დ) რეტიკულოციტოზი;
ე) ჰიპოალბუმინემია.

627. სისხლში კონიუგირებული (შეკავშირებული) ბილირუბინი არ იზრდება:


ა) როტორის სინდრომის დროს;
ბ) დაბინ-ჯონსონის სინდრომის დროს;
*გ) ჰემოლიზური სიყვითლის დროს;
დ) ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის დროს;
ე) ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზის დროს.
628. ჰეპატომეგალია, ჰიპერგლიკემია, კანის ჰიპერპიგმენტაცია, სისხლის
შრატში რკინის დონის მატება ახასიათებს:
ა) ვირუსული ეტიოლოგიის ქრონიკულ ჰეპატიტს;
*ბ) ჰემოქრომატოზს;
გ) ღვიძლის ციროზს;
დ) თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპერფუნქციას;
ე) ვილსონ-კონოვალოვის დაავადებას.

629. ღვიძლის ქრონიკული დაავადებებიდან იმუნოდეპრესიული თერაპიის


კლინიკური ჩვენებებია:
ა) მეორადი ბილიარული ციროზი;
ბ) ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
*გ) ქრონიკული აუტოიმუნური ჰეპატიტი;
დ) ღვიძლის სიმსივნეები;

630. ორგანიზმში ალკოჰოლის მეტაბოლიზმის მთავარი ადგილია:


ა) ცხიმოვანი ქსოვილი;
ბ) თირკმელები;
*გ) ღვიძლი;
დ) თავის ტვინი;
ე) კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

631. ქრონიკული ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს ადეკვატურ მკურნალობას


წარმოადგენს შემდეგი პრეპარატების დანიშვნა:
ა) პრედნიზოლონის;
ბ) აზათიოპრინის;
*გ) ესენციალეს;

632. ღვიძლის ციროზს არ ახასიათებს შემდეგი მორფოლოგიური


ცვლილებები:
ა) ნეკროზი;
ბ) ფიბროზი;
*გ) ცხიმოვანი დისტროფია;
დ) რეგენერაცია;
ე) ღვიძლის არქიტექტონიკის გარდაქმნა.

633. ღვიძლის ციროზის დროს შეიძლება განვითარდეს:


ა) მხედველობის დაქვეითება;
ბ) ყბაყურა ჯირკვლების გადიდება;
გ) ყურის ნიჟარების რიგიდობა;
დ) მაღალი სასა;
*ე) დიუპუიტრენის კონტრაქტურები.

634. ღვიძლის ციროზის ყველაზე იშვიათი ფიზიკალური ნიშანია:


ა) პალპირებული ღვიძლი;
ბ) ასციტი;
*გ) სიყვითლე;
დ) პალპირებული ელენთა;
ე) სისხლძარღვოვანი ვარსკლავები.

635. მყარი ასციტი, რომელიც არ ემორჩილება დიურეზული პრეპარატებით


თერაპიას, გვხდება ყველა დაავადებისას, გარდა
*ა) ჰეპატომებისა;
ბ) ბად-კიარის ავადმყოფობისა;
გ) კარის ვენის ქრონიკული თრომბოზისა;
დ) კონსტრიქციული პერიკარდიტისა.

636. შეგუბებითი ციროზის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია:


ა) მიტრალური სტენოზი;
ბ) აორტალური უკმარისობა;
გ) ფილტვის არტერიის სტენოზი;
დ) კონსტრიქციული პერიკარდიტი;
*ე) მიტრალური სტენოზი; კონსტრიქციული პერიკარდიტი;

637. გულის უკმარისობით გამოწვეული ვენური შეგუბების დროს ღვიძლში


ყველაზე ხშირად აღინიშნება:
ა) პერიპორტული ანთება;
ბ) საფეხურებრივი ნეკროზები;
*გ) ცენტრლობულური ნეკროზები;
დ) ფოკალური ნეკროზები;

638. ღვიძლის შეგუბებითი ციროზის ყველაზე მძიმე გართულებად ითვლება:


*ა) საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენა;
ბ) ღვიძლისმიერი კომა;
გ) სიყვითლე;
დ) ასციტი;
ე) შეშუპებები.

639. ამონიუმის დიდი რაოდენობა ღვიძლის მიერ გარდაიქმნება


ა) გლუტამინად;
ბ) ხ-კეტოგლუტარატად;
გ) არგინაზად;
*დ) შარდოვანად;
ე) მერკაპტანად.

640. ღვიძლისმიერი სუნი დაკავშირებულია შემდეგი ნივთიერებების


ცვლასთან:
ა) ქოლინის;
ბ) ბილირუბინის;
*გ) მეთიონინის;
დ) გლუტამინის;
ე) ალფა-კეტოგლუტარის მჟავის.
641. შემდეგი სახის ოქსიგენოთერაპია ღვიძლის კომის მკურნალობაში
ეფექტურ შედეგს იძლევა
ა) ჟანგბადის ინჰალაცია;
ბ) ჟანგბადის კოქტეილები;
*გ) ჰიპერბარული ოქსიგენაცია;
დ) არტერიული სისხლის მუდმივი პერფუზია ღვიძლის გავლით.

642. სანაღვლე გზების დაზიანებით მიმდინარე ლამბლიოზის სამკურნალოდ


ხმარობენ:
ა) ლევომიცეტინს;
*ბ) ფურაზოლიდონს;
გ) კანამიცინს;
დ) ნევიგრამონს;
ე) ენტეროსეპტოლს.

643. ნაღვლის კენჭები უფრო ხშირად შედგება:


ა) ნაღვლის მჟავების მარილებისაგან;
*ბ) ქოლესტერინისაგან;
გ) ოქსალატებისაგან;
დ) შარდმჟავასაგან;
ე) ცისტინისაგან.

644. ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტის დიაგნოზის


დასაზუსტებლად აუცილებელია ჩატარდეს:
ა) დუოდენური ზონდირება;
ბ) ინტრავენური ქოლეგრაფია;
გ) მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოგრაფია;
დ) ულტრაბგერითი გამოკვლევა;
*ე) ინტრავენური ქოლეგრაფია; ულტრაბგერითი გამოკვლევა;

645. ნაღვლის ბუშტის კენჭების დაშლას იწვევს ყველა ჩამოთვლილი


პრეპარატი, გარდა
*ა) ქოლესტირამინისა;
ბ) ქენოფალკისა;
გ) ურსოფალკისა.

646. ნაღვლის ბუშტში კენჭის ლითოტრიფსიის ჩვენებად ითვლება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა:
ა) ერთეული კენჭებისა;
ბ) კენჭები 2 სმ-ზე ნაკლები დიამეტრით;
*გ) სიყვითლე;
დ) ქოლესტერინული კენჭები;
ე) ნაღვლის ბუშტის კუმშვადობის შენარჩუნება.

647. პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომის სამკურნალოდ იხმარება ყველა


ჩამოთვლილი პრეპარატი, გარდა
ა) ნო-შპასი;
ბ) ლევომიცეტინისა;
*გ) გასტროცეპინისა;
დ) ტაზეპამისა;
ე) ქოლაგოლისა.

648. პანკრეასის წვენის სეკრეციის ყველაზე აქტიური სტიმულატორებია:


ა) სომატოსტატინი;
ბ) გასტრინი;
გ) სეკრეტინი;
დ) ქოლეცისტოკინინი;
*ე) სეკრეტინი; ქოლეცისტოკინინი;

649. ქრონიკული პანკრეატიტის დამახასიათებელი კლინიკური ნიშანია:


ა) შაქრიანი დიაბეტის განვითარება;
*ბ) ექსკრეტორული ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოფერმენტემია);
გ) სიყვითლე;
დ) ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება;
ე) ჰეპატომეგალია.

650. ქრონიკული პანკრეატიტის რემისიის ფაზაში სამკურნალოდ იხმარება:


ა) კორტიკოსტეროიდები;
ბ) კონტრიკალი, ტრასილოლი;
*გ) ფერმენტული პრეპარატები;

651. ტკივილების დახასიათება პანკრეატიტის დროს:


ა) უფრო ხშირად ლოკალიზდება მუცლის ზედა ნახევარში;
ბ) უფრო ხშირად ლოკალიზდება მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში;
გ) ატარებს სარტყლისებრ ხასიათს, ძლიერდება ზურგზე წოლისას;
დ) უფრო ხშირად ლოკალიზდება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში;
*ე) უფრო ხშირად ლოკალიზდება მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში;
ატარებს სარტყლისებრ ხასიათს, ძლიერდება ზურგზე წოლისას;

652. ქრონიკული პანკრეატიტის ყველაზე ხშირი შედეგია:


*ა) კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული უკმარისობა;
ბ) პერიტონიტი;
გ) ფსევდოკისტები;
დ) ასციტი;

653. ქრონიკული ენტეროკოლიტის გამწვავებას ახასიათებს ყველა


ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა
ა) ფაღარათისა;
ბ) სისხლის ელექტროლიტური შემადგენლობის დარღვევისა;
გ) წონაში დაკლებისა;
*დ) ასციტისა;
ე) ორგანიზმის დეჰიდრატაციისა.
654. გაღიზიანებული სწორი ნაწლავის სინდრომის დროს კოპროლოგიური
გამოკვლევისას ვლინდება:
ა) საპნიანი სტეატორეა;
ბ) იოდოფილური ფლორა;
*გ) ანთების ელემენტების არარსებობა;
დ) ლეიკოციტების დიდი რაოდენობა;
ე) კუნთოვანი ბოჭკოები.

655. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ძირითადი კლინიკური


ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ნაწლავური სისხლდენისა;
ბ) მუცლის ტკივილისა;
გ) ფაღარათისა;
*დ) პერიანალური აბსცესებისა.

656. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დიაგნოსტიკაში წამყვანია:


ა) ფიზიკალური გასინჯვა;
ბ) განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
გ) ირიგოსკოპია;
დ) კოლონოსკოპია;
*ე) ირიგოსკოპია; კოლონოსკოპია;

657. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის რეციდივის პროფილაქტიკაში


მნიშვნელობა ენიჭება:
ა) დამზოგავ დიეტას;
*ბ) სულფასალაზინის მიღებას 1-2 გრ სადღეღამისო დოზით;
გ) ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვას;
დ) სედაციური საშუალებების მიღებას;

658. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის გამწვავებისას


რეკომენდებულია:
*ა) დიეტა რძის გარეშე;
ბ) არაცილოვანი დიეტა;
გ) გახეხილი საკვები;
დ) დიეტა მონოსაქარიდების გამორიცხვით;
ე) დიეტა ცხიმებით შეზღუდვით.

659. საშუალო სიმძიმის არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის


სამკურნალოდ შერჩევითი მედიკამენტებია:
ა) კორტიკოსტეროიდები;
ბ) ფთალაზოლი;
გ) ლევომიცეტინი;
*დ) სულფასალაზინი;
ე) ამპიცილინი.

660. არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის ოპერაციული მკურნალობის


ჩვენებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ნაწლავის პერფორაციისა;
ბ) კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობისა;
გ) დაავადების ფონზე აღმოცენებული სიმსივნისა;
*დ) მსხვილი ნაწლავის ტოტალური დაზიანებისა.

661. კანდიდამიკოზის (კანდიდოზის) დროს უნდა დაინიშნოს:


ა) ნევიგრამონი;
ბ) ლევომიცეტინი;
*გ) ლევორინი;
დ) ნევიგრამონი; ლევომიცეტინი;
ე) ლევორინი; ნევიგრამონი;

662. ლურჯ-ჩირქა ჩხირით გამოწვეული დისბაქტერიოზის დროს უკეთესია


დაინიშნოს
ა) კარბენიცილინი;
ბ) გენტამიცინი;
გ) ერითრომიცინი;
დ) გენტამიცინი; ერითრომიცინი;
*ე) კარბენიცილინი; გენტამიცინი;

663. კუჭის წყლულოვანი დაავადება უმეტესად აღმოცენდება ხოლმე შემდეგ


ასაკობრივ ჯგუფებში:
ა) 10-20 წლის;
ბ) 20-30 წლის;
გ) 10 წლამდე;
*დ) 40 წლის შემდეგ;
ე) ნებისმიერ ასაკში.

664. ჩვეულებრივ რა არის ავთვისებიანი დისფაგიის მიზეზი:


ა) ბარეტის საყლაპავის დროს სქვამოზურ უჯრედოვანი კარცინომა;
*ბ) ბარეტის საყლაპავის დროს ადენოკარცინომა;
გ) ადენოკარცინომა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბარეტის
საყლაპავტან;

665. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან ყველა H2 რეცეპტორების


ბლოკერებს მიეკუთვნება, გარდა ერთისა?
ა) ციმეტიდინი;
ბ) რანიტიდინი;
გ) ფამოტიდინი;
*დ) ზადიტენი.
ე) ციმეტიდინი;

666. კუჭის წყლულის დიაგნოზსა და მკურნალობასთან დაკავშირებული


რომელი განცხადებაა სწორი:
ა) კუჭის წყლულის დროს ტკივილი, 12-გოჯა ნაწლავის წყლულისაგან
განსხვავებით საკვების მიღებით ზოგჯერ უფრო ძლიერდება, ვიდრე
მცირდება;
ბ) ანორექსია, გულისრევა, ღებინება უფრო ხშირია კუჭის წყლულით
დაავადებულ პაციენტებში, ვიდრე 12-გოჯა ნაწლავის წყლულით
დაავადებულებში;
გ) კუჭის წყლულის დროს წყლულის შეხორცების პროცესი ჩვეულებრივ
უფრო ხანგრძლივია, ვიდრე 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს;
*ე) კუჭის წყლულის დროს ტკივილი, 12-გოჯა ნაწლავის წყლულისაგან
განსხვავებით საკვების მიღებით ზოგჯერ უფრო ძლიერდება, ვიდრე
მცირდება; ანორექსია, გულისრევა, ღებინება უფრო ხშირია კუჭის
წყლულით დაავადებულ პაციენტებში, ვიდრე 12-გოჯა ნაწლავის წყლულით
დაავადებულებში;

667. რა არის ციროზის ყველაზე ხშირი მიზეზი?


ა) ჰეპატიტი A;
ბ) ჰეპატიტი B;
გ) ჰეპატიტი "არც A" და "არც B";
*დ) ალკოჰოლური ჰეპატიტი;
ე) ციტომეგალოვირუსული ჰეპატიტი.

668. ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელი შეიძლება იქნას


გამოყენებული ციროზის ფონზე განვითარებული ასციტის სამკურნალოდ?
ა) ნატრიუმის შეზღუდვა;
ბ) წყლის შეზღუდვა;
გ) სპიროლაქტონი;
*დ) ნატრიუმის შეზღუდვა; სპიროლაქტონი;
ე) ნატრიუმის შეზღუდვა; წყლის შეზღუდვა; სპიროლაქტონი;

669. ჩამოთვლილიდან რომელი ლაბორატორიული ტესტია ნორმიდან


გადახრილი მწვავე ვირუსული ჰეპატიტის დროს?
ა) შრატის ასპარტატამინოტრანსფერაზა;
ბ) შრატის ბილირუბინი;
გ) შრატის ალანინამინოტრანსფერაზა;
დ) შრატის ტუტე ფოსფატაზა;
*ე) კრეატინინი.

670. ციროზი კლინიკურად მანიფესტირდება შემდეგი სახით, გარდა ერთისა:


ა) დაღლილობა;
ბ) სიყვითლე;
გ) სპლენომეგალია;
*დ) ჰიპერგლიკემია;
ე) ჰიპოალბუმინემია;

671. ვირუსული ჰეპატიტის ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ტიპია


დაკავშირებული ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის განვითარებასთან:
ა) ჰეპატიტი B;
ბ) არც A და არც B ჰეპატიტი;
გ) ჰეპატიტი A;
*დ) ჰეპატიტი B; არც A და არც B ჰეპატიტი;
672. კრონის დაავადება
ა) მოხუცებში შედარებით იშვიათად აღინიშნება მსხვილი ნაწლავის ჩართვა
პათოლოგიურ პროცესში;
ბ) შემთხვევათა დაახლოებით 70%-ში საბოლოოდ საჭირო ხდება
ქირურგიული ჩარევა;
გ) დამახასიათებელია კვანძოვანი ერითემა;
დ) ჩვეულებრივ ახლავს პერიქოლანგიტი;
*ე) შემთხვევათა დაახლოებით 70%-ში საბოლოოდ საჭირო ხდება
ქირურგიული ჩარევა; ჩვეულებრივ ახლავს პერიქოლანგიტი;
ვ) მოხუცებში შედარებით იშვიათად აღინიშნება მსხვილი ნაწლავის ჩართვა
პათოლოგიურ პროცესში; შემთხვევათა დაახლოებით 70%-ში საბოლოოდ
საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა; დამახასიათებელია კვანძოვანი ერითემა;

673. პირის ღრუს მორეციდივე წყლულები:


ა) ზოგიერთ შემთხვევაში აქვს აუტოიმუნური საფუძველი;
ბ) შესაძლოა გამწვავდეს ორსულობისას;
გ) ხშირად დაკავშირებულია საკვების აუტანლობასთან;
დ) ხშირად პროვოცირდება ან უარესდება თამბაქოს მოწევით;
*ე) ხშირად დაკავშირებულია საკვების აუტანლობასთან; ხშირად
პროვოცირდება ან უარესდება თამბაქოს მოწევით;

674. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ არის დამახასიათებელი ოჯახური


ადენომატოზური პოლიპოზისათვის?
ა) გადაეცემა მემკვიდრეობით, როგორც აუტოსომურ-დომინანტური
მდგომარეობა;
ბ) არის კიბოსწინარე მდგომარეობა;
გ) ვითარდება მძიმე წყლულოვანი კოლიტის დროს;
დ) იწვევს ელექტროლიტურ დისბალანსს;
*ე) შეიძლება იყოს ასიმპტომური.

675. რომელი მოსაზრებაა სწორი ჰელიკობაქტერიების შესახებ


ა) არიან გრამ-დადებითი ბაცილები;
ბ) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში ვლინდება პაციენტების
უმრავლესობაში;
გ) კარგად ემორჩილება მეტრონიდაზოლით, ტეტრაციკლინითა და ბისმუტის
პრეპარატებით მკურნალობას;
*დ) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში ვლინდება პაციენტების
უმრავლესობაში; კარგად ემორჩილება მეტრონიდაზოლით, ტეტრაციკლინითა
და ბისმუტის პრეპარატებით მკურნალობას;

676. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სადიაგნოსტიკო ნიშნებია, ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა:
ა) არასრული დეფეკაციის შეგრძნება;
ბ) სწორი ნაწლავიდან ლორწოს გამოყოფა;
*გ) სწორი ნაწლავიდან სისხლდენა;
დ) მუცლის შებერვის შეგრძნება;
ე) წონის დაკლება.

677. რომელი მოსაზრებაა სწორი კუჭის კიბოს შესახებ


*ა) დაკავშირებულია კუჭის გადატანილ ოპერაციასთან;
ბ) პირველივე ვიზიტისას შესაძლოა სიმსივნეთა უმრავლესობის პალპაცია;
გ) თან ახლავს ჰიპერაციდური მდგომარეობა;
დ) იშვიათად ვრცელდება ლიმფურ კვანძებში;

678. თანდაყოლილი პილოროსტენოზს არ ახასიათებს:


*ა) გამოვლინება ძირითადად დღენაკლულ ახალშობილებში;
ბ) მჟავესუნიანი საკვები მასის შადრევნისებრი ღებინება;
გ) გაძლიერებული პერისტალტიკა ეპიგასტრიუმის არეში - "ქვიშის საათის"
სიმპტომი;
დ) დეჰიდრატაცია, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა,
ჰემორაგიული სინდრომი.

679. თანდაყოლილი პილოროსტენოზის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებიდან


რომელია არასწორი?
ა) ღრმა პალპაციით შესაძლებელია კუჭის გამკვრივებული პილორული
ნაწილის შეგრძნება;
ბ) რენტგენოლოგიურად ბარიუმის მასის დაყოვნება კუჭში 12 სთ-ზე
მეტად;
*გ) დადებითი შედეგი სპაზმოლიზური თერაპიის ფონზე;
დ) კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში ფიბროსკოპის გადასვლის
შეუძლებლობა.

680. კუჭის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში რა დროით უნიშნავენ


ბავშვს #1 სამკურნალო მაგიდას სრული რემისიის პერიოდში?
ა) 1-2 კვირით;
ბ) 1-2 თვით;
გ) 6 თვემდე;
*დ) 12 თვემდე;
ე) დისპანსერული მეთვალყურეობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

681. რემისიის მიღწევიდან რა დროის შემდეგ შეიძლება თორმეტგოჯა


ნაწლავის წყლულით დაავადებული ბავშვის გაგზავნა სანატორიულ-
კურორტული მკურნალობისთვის?
ა) 3-4 კვირის შემდეგ;
ბ) 3 თვის შემდეგ;
*გ) 6 თვის შემდეგ;
დ) 1 წლის შემდეგ;
ე) 2 წლის შემდეგ.

682. ღვიძლის ციროზს ბავშვობის ასაკში არ ახასიათებს:


ა) ზოგადი სისუსტე, დისპეფსიური გამოვლინებები;
ბ) ჰეპატოსპლენომეგალია და სიყვითლე;
გ) ხელისგულების ერითემა;
*დ) არტერიული ჰიპერტენზია;
ე) კანზე ტელეანგიექტაზიები.

683. ცელიაკიას არ ახასიათებს:


ა) კლინიკური სურათის მანიფესტაცია ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის ან
დამატებითი კვების შემდეგ;
ბ) მუცლის ზომების მკვეთრი მატება;
გ) ფიზიკურ განვითარებაში მკვეთრი ჩამორჩენა;
*დ) ჰეპატოსპლენომეგალია და სიყვითლე.

684. ჰირშპრუნგის დაავადებას (თანდაყოლილ მეგაკოლონს) არ ახასიათებს:


ა) მუდმივი ყაბზობა სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე;
ბ) მეტეორიზმი;
გ) მუცლის გადიდება და ასიმეტრია ("ბაყაყის მუცელი");
*დ) სწორი ნაწლავის გამოვარდნა.

685. ენტერობიოზის გამოვლინების ძირითადი სიმპტომია:


ა) ანორექსია;
ბ) თავის ტკივილი და თავბრუ;
*გ) უკანა ტანის ქავილი ღამით;
დ) მოვლითი ტკივილი მუცლის არეში;
ე) დიარეა ლორწოს შემცველი განავლით.

686. ენტერობიოზის სამკურნალოდ ყველაზე უფრო ეფექტურია:


ა) დეკარისი (ლევამიზოლი);
*ბ) ვერმოქსი (მებენდაზოლი);
გ) ნაფთამონი;
დ) დიფეზილი;
ე) პირანტელი.

687. უმეტესად ნაწლავთა პოლიპები ლოკალიზებულია:


ა) წვრილ ნაწლავში;
ბ) განივ კოლინჯში;
გ) სიგმოიდურ კოლინჯში;
*დ) სწორ ნაწლავში;
ე) ანალურ არხში.

688. პილოროსტენოზულ ღებინებას ახასიათებს:


ა) იშვიათი ამოქაფება;
ბ) ამონაღები მასა მეტია მიღებული საკვების რაოდენობაზე;
გ) ხშირი ამოქაფება;
*დ) ღებინება "შადრევნისებურად".

689. ბავშვს 6 დღე აღენიშნება მუცლის ტკივილი, ტემპერატურა 39 grad.C.


სისხლში ლეიკოციტოზი - 1მარჯვენა ილეოცეკალურ არეში პალპაციით
ვლინდება მტკივნეული სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი. ექიმის ტაქტიკაა:
ა) ანტიბიოტიკთერაპიის დანიშვნა, ცივი მუცელზე;
ბ) კონსულტაცია ქირურგთან;
*გ) სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ განყოფილებაში;
დ) სადიაგნოსტიკოდ მუცლის ღრუს მიმოხილვითი სურათის გადადება.

690. ინვაგინაცია უხშირესად გვხდება:


*ა) 2 წლამდე ასაკში;
ბ) ახალშობილებში;
გ) სკოლის ასაკში;
დ) მოზარდებში.

691. ბავშვებში კუჭის წვენის მჟავიანობის დადგენის ჩვენებაა:


ა) დიზურიული მოვლენები;
*ბ) "მშიერი ტკივილები" ეპიგასტრიუმის მიდამოში;
გ) ტკივილი დეფეკაციის დროს;
დ) დისფაგია.

692. პილოროსპაზმი უმეტესად ვლინდება:


*ა) 6 თვემდე ასაკში;
ბ) 1-დან 3 წლამდე ასაკში;
გ) სკოლამდელ ასაკში;
დ) სკოლის ასაკში.

693. უფროსი ასაკის ბავშვებში პილოსპაზმის განვითარება შესაძლებელია:


ა) პილორუსის მორეციდივე წყლულის დროს;
ბ) გასტრიტის დროს;
გ) დუოდენიტის დროს;
*დ) დუოდენოგასტრალური რეფლუქსის დროს.

694. უფროსი ასაკის ბავშვებში ენტეროკოლიტის განვითარების ხშირი


მიზეზია:
ა) ყაბზობა;
ბ) დიეტის დარღვევა;
*გ) ნაწლავთა გახანგრძლივებული ინფექცია;
დ) კომპენსირებული დისბაქტერიოზი.

695. ბავშვებში ქრონიკული ენტერიტის განვითარების ყველაზე ხშირი


მიზეზია:
ა) ხშირი ნაწლავური ინფექცია;
ბ) დისბაქტერიოზი;
გ) კვების დეფექტები;
*დ) არაკორეგირებული თანდაყოლილი ფერმენტოპათიები.

696. კოლიტის რისკის ჯგუფის ბავშვებს უნიშნავენ:


ა) ნაღვლმდენ დიეტას;
ბ) დამზოგველ დიეტას;
*გ) დიეტას, რომელიც არეგულირებს დეფეკაციის რიტმს;
დ) ანტაციდურ დიეტას.
697. გაღიზიანებული სწორი ნაწლავის ფიტოპროფილაქტიკას აწარმოებენ:
*ა) გვირილათი, კრაზანათი, უდაბურათი;
ბ) ნაღვლმდენი საშუალებებით;
გ) სენას ფოთლებით;
დ) ხეჭრელას ექსტრაქტით.

698. ბავშვებში სწორი ნაწლავიდან სისხლის დენის ყველაზე ხშირი მიზეზია:


ა) წყლულოვანი კოლიტი;
*ბ) უკანა ტანის (ანუსის) ნახეთქი;
გ) პოლიპები;
დ) ჰემოფილია;
ე) ლეიკოზი.

699. 2 წლის ბავშვს, რომელსაც ყაბზობა აქვს, განავლის ბოლო ულუფა


შეფერილია სისხლით, თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ნაწლავის ინვაგინაცია;
ბ) სწორი ნაწლავის პოლიპი;
*გ) უკანა ტანის ნახეთქი;
დ) მეკელის დივერტიკული;
ე) 12-გოჯა ნაწლავის წყლული.

700. 6 წლის ავადმყოფს დეფეკაციის დროს პერიოდულად აღენიშნება სწორი


ნაწლავიდან მცირე რაოდენობის ალისფერი სისხლი, თქვენი სავარაუდო
დიაგნოზია:
ა) ნაწლავის ინვაგინაცია;
*ბ) სწორი ნაწლავის პოლიპი;
გ) სწორი ნაწლავის ლორწოვანის ნახეთქი;
დ) მეკელის დივერტიკული;
ე) 12-გოჯა ნაწლავის წყლული.

701. რას ადასტურებს ახალშობილის მუცლის ღრუს მიმოხილვით


რენტგენოგრამაზე სითხის 2 დონის არსებობა?
ა) განივი კოლინჯის ატრეზიას;
ბ) ჰირშპრუნგის დაავადების მწვავე ფორმას;
გ) პილორული არხის ატრეზიას;
*დ) 12-გოჯა ნაწლავის თანდაყოლილ გაუვალობას;
ე) არტერიო-მეზენტერიალურ გაუვალობას.

702. რომელი ორგანოს ფერმენტის დეფიციტითაა განპირობებული


მეკონიუმური გაუვალობა?
ა) წვრილი ნაწლავის;
ბ) ლარგენჰანსის კუნძულების უჯრედების;
გ) ღვიძლის;
*დ) კუჭქვეშა ჯირკვლის ეკზოკრინული უჯრედების;
ე) კუჭის.
703. 6 თვის ჯამრთელ ბავშვმა უეცრად დაიწყო ტირილი. ტემპერატურა
ნორმალური აქვს. მუცელი დაჭიმული, კუჭის მოქმედება არა ჰქონია.
რექტალური გასინჯვით დროს თითზე სისხლია. თქვენი დიაგნოზი:
ა) მწვავე აპენდიციტი;
ბ) მწვავე პანკრეატიტი;
გ) მწვავე გასტროენტერიტი;
*დ) ინვაგინაცია.

704. ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარის გამოყენება ეფექტურია:


ა) ახალშობილობის პერიოდში;
ბ) ჩვილობის პერიოდში;
გ) 5 წელზე მეტ ასაკში;
დ) 5 წლამდე ასაკში;
*ე) ყველა ასაკში.

705. დიარეის დროს ორალური რეჰიდრატაციის ჩასატარებლად


აუცილებელია:
ა) კოპროლოგიური გამოკვლევა;
ბ) განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
*გ) ექსიკოზის (გაუწყლოვნების) ხარისხის დადგენა;
დ) პერიფერიული სისხლის საერთო ანალიზი;

706. ბავშვებში ექსიკოზის (გაუწყლოვნების) ნიშნებია:


ა) ცხელება, ღებინება;
ბ) შეშუპება, ჰიპერტენზია, არიტმული პულსი, ტაქიკარდია;
*გ) ჩაცვენილი თვალები, კანის ელასტიკურობის დაქვეითება, ლორწოვანი
გარსების და ენის სიმშრალე, წყურვილის გრძნობა;
დ) ღებინება, გახშირებული პულსი, ჰიპერტენზია.

707. დიარეის დაწყებისთანავე აუცილებელია:


ა) ძუძუთი კვების შეწყვეტა, სითხეებით დატვირთვა, გაუწყლოვნების
ნიშნების გამოვლენა;
ბ) სითხეებით დატვირთვა, ძუძუთი კვების გაგრძელება, დიარეის
საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება;
*გ) სითხეებით დატვირთვა, ძუძუთი კვების გაგრძელება, გაუწყლოვნების
ნიშნების გამოვლენა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში
მედპერსონალთან მიმართვა;

708. ანტიბაქტერიულ პრეპარატებს იყენებენ:


ა) როტავირუსული ინფექციის შემთხვევაში;
ბ) კვებითი მოწამლის შემთხვევაში;
გ) დისბაქტერიოზის შემთხვევაში;
*დ) შიგელოზის (დიზენტერიის) შემთხვევაში;

709. დიარეის დაწყების დროს ავადმყოფმა:


ა) არ უნდა მიიღოს სითხე, ვინაიდან დიარეა გაძლიერდება;
ბ) უნდა მიიღოს ანტიდიარეული პრეპარატები;
*გ) უნდა მიიღოს ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარი;
დ) უნდა გადავიდეს "მშიერ დიეტაზე".

710. ძუძუთი კვებაზე მყოფ 6 თვემდე ასაკის ბავშვს, რომელსაც დიარეის


გამო უტარდება რეჰიდრატაცია, ურჩევთ:
ა) შეწყვიტოს ძუძუთი კვება 6 საათით;
ბ) შეწყვიტოს ძუძუთი კვება 24 საათით;
*გ) გააგრძელოს ძუძუთი კვება;
დ) 6 საათი შეწყვიტოს ძუძუთი კვება და მისცეს სოიოზე დამზადებული
ხელოვნური ნარევი.

711. 1 წლის ასაკის ბავშვს, რომელსაც გამოხატული გაუწყლოვნების გამო


უტარდება რეჰიდრატაცია, ურჩევთ:
ა) განაგრძოს საკვების მიღება;
*ბ) მიიღოს საკვები რეჰიდრატაციის დაწყებიდან 4 საათის შემდეგ;
გ) მიიღოს საკვები რეჰიდრატაციის დაწყებიდან 6 საათის შემდეგ;
დ) მიიღოს საკვები რეჰიდრატაციის დაწყებიდან 12 საათის შემდეგ.

712. არაწყლულოვანი დიპეფსიის სამკურნალოდ რეკომენდებულია ქვემოთ


ჩამოთვლილი ღონისძიებები, ერთის გარდა:
ა) ცხოვრების წესის შეცვლა (დიეტა, წონის შემცირება, თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტა და სხვ.)
ბ) მარტივი ანტაციდების გამოყენება;
გ) პერისტალტიკის დაქვეითების შემთხვევაში, მისი მასტიმულირებელი
საშუალებების გამოყენება;
*დ) H2 რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება.

713. კოლინჯისა და სწორი ნაწლავის კიბოს ადენომატოზური სტადიის ან


ლოკალიზებული სტადიის იდენტიფიცირებისათვის საოჯახო მედიცინის
პრაქტიკაში გამოიყენება შემდეგი მეთოდები: 1. რექტალური გასინჯვა; 2.
რენტგენოგრაფია; 3. განავლის ანალიზი ფარულ სისსხლდენაზე; 4.
სიგმოიდოსკოპია; 5. კომპიუტერული ტომოგრაფია.
ა) სწორია 1, 2, 4;
ბ) სწორია 3, 5;
გ) სწორია 2, 4, 5;
*დ) სწორია 1, 3, 4.

714. რომელი მოსაზრებაა სწორი ღვიძლის ციროზის განვითარების ძირითადი


მიზეზების შესახებ: 1) ციროზის ძირითადი მიზეზი დასავლეთის
განვითარებულ ქვეყნებში არის ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება; 2) ციროზის
ძირითადი მიზეზი როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში
არის ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება; 3) ციროზის ძირითადი მიზეზი როგორც
განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში არის ვირუსული ჰეპატიტი; 4)
ციროზის ძირითადი მიზეზი განვითარებად ქვეყნებში არის ვირუსული
ჰეპატიტი
ა) 1
ბ) 2
გ) 3
დ) 1;2
*ე) 1;4

715. ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მნიშვნელოვანი მატება


დამახასიათებელია:
ა) ჰემოქრომატოზისთვის;
ბ) ვილსონის დაავადებისთვის;
გ) ბად-კიარის სინდრომისთვის;
*დ) პირველადი ბილიარული ციროზისთვის;
ე) კარდიული ციროზისთვის;

716. ჟილბერის სინდრომისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) ოჯახური ანამნეზი
ბ) ფერმენტ გლუკურონილტრანსფერაზას დეფიციტი
გ) პერიოდული სიყვითლე
*დ) კონუგირებული ჰიპერბილირუმინემია
ე) დაავადების გამოვლენა უპირატესად 20 წლის ასაკის შემდეგ

717. დაბინ-ჯონსონის სინდრომისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) სიყვითლის რეციდივები
ბ) სისხლში კონუგირებული (შეკავშირებული) ბილირუბინის მომატება
*გ) კანის ქავილი
დ) შეუცვლელი ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ე) დაავადების გამოვლენა ბაშვობის ასაკში

718. ანტიბიოტიკების რომელი კომბინაციას გამოიყენებთ ღვიძლის პიოგენური


აბსცესის სამკურნალოდ (ემპირიულად): 1) მეორე გენერაციის
ცეფალოსპორინებს ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში; 2) ფართო სპექტრის
პენიცილინებს ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში; 3) კლინდამიცინი +
ამინოგლიკოზიდები
ა) 1, 3
ბ) 2, 3
გ) 3
*დ) 1, 2, 3
ე) 1, 2, 3

719. ღვიძლის ციროზის გავნითარების რისკ ფაქტორებია ყველა, გარდა


ერთისა:
ა) ალკოჰოლის მიღება > 50 გ/დღეში
ბ) სისხლის გადასხმა
გ) ნარკოტიკების ინტრავენური გამოყენება
*დ) არტერიული ჰიპერტენზია
ე) ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების ხმარება
720. ციროზის დროს ცუდი პროგნოზული მაჩვენებელია ყველა ქვემოთ
ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) გახანგძლივებული სიყვითლე
*ბ) არტერიული ჰიპერტენზია;
გ) ხანგძლივად გამოხატული ჰიპოტონია;
დ) ასციტი;
ე) ალბუმინის დაბალი დონე სისხლში < 2,5 გ%.

721. ჰეპატომეგალია, ნევროლოგიური და ფსიქიკური სომპტომატიკა, თვალის


რქოვანა გარსისა და სკლერის საზღვარზე ოქროსფერი ან მომწვანო-ოქროსფერი
რგოლის არსებობა, შარდში სპილენძის კონცენტრაციის მატება ახასიათებს:
ა) ჰემოქრომატოზს
ბ) პირველად ბილიარულ ციროზს
*გ) ვილსონის დაავადებას (ჰეპატოლენტიკულური დეგენერაცია)
დ) იდიოპათიურ ქრონიკულ ჰეპატიტს
ე) მწვავე ჰეპატიტს

722. ვილსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი ლაბორატორიული


მონაცემებია ყველა, ერთის გარდა:
ა) შარდში სპილენძის კონცენტრაციის მომატება
*ბ) სისხლში სპილენძის კონცენტრაციის მომატება
გ) სისხლის შრატში ცერულოპლაზმინის კონცენტრაციის დაქვეითება
დ) სისხლის შრატში შარდმჟავას დაბალი შემცველობა
ე) სისხლის შრატში სპილენძის ნორმალური შემცველობა

723. ღვიძლის ციროზის კლინიკური სურათი ფილტვების ემფიზემასთან


ერთად ახასიათებს:
ა) ვილსონის დაავადებას
ბ) ჰემოქრომატოზს
*გ) ალფა 1- ანტიტრიფსინის დეფიციტს
დ) პირველად ბილიარულ ციროზს
ე) მეორად ბილიარულ ციროზს

724. ღვიძლის რომელი დაავადების დროს მიმართავენ ვენესექციას სისხლის


გამოშვების მიზნით:
ა) ვილსონის დაავადება
*ბ) ჰემოქრომატოზი
გ) პირველადი ბილიარული ციროზი
დ) ალფა - 1 ანტიტრიფსინის დეფიციტი
ე) ქრონიკული ჰეპატიტი

725. ღვიძლის რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება


პენიცილამინი:
*ა) ვილსონის დაავადება
ბ) ჰემოქრომატოზი
გ) პირველადი ბილიარული ციროზი
დ) ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი
ე) ქრონიკული ჰეპატიტი

726. ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების ანუ ცხიმოვანი ინფილტრაციის


(სტეატოზი) მიზეზი შეიძლება იქნეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი,
გარდა ერთისა:
ა) ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღება;
ბ) შაქრიანი დიაბეტი;
გ) სიმსუქნე;
დ) ზიგიერთი მედიკამენტების (გლუკოკორტიკოსტეროიდები,
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, ვალპურის მჟავა) ხანგრძლივად
მიღება;
*ე) ზოგადი ათეროსკლეროზი.

727. ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს


ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, გარდა ერთისა:
ა) ვირუსული ჰეპატიტი;
ბ) მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება;
გ) სოკოთი მოწამვლა;
დ) ბად-კიარის სინდრომი;
*ე) მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

728. ღვიძლის მწვავე უკმარისობას ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი,


გარდა ერთისა:
*ა) ჰეპატომეგალია;
ბ) ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
გ) კოაგულოპათია და სისხლდენა გასტოინტესტინალური ტრაქტიდან;
დ) სიყვითლე;
ე) პირიდან „ღვიძლისმიერი“ სუნი (Fetor hepaticus) .

729. ქრონიკული გასტრიტის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა


ენიჭება:
ა) კუჭის რენტგენოლოგიურ გამოკლვევას;
ბ) კუჭის წვენის გამოკვლევას;
გ) ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას;
*დ) კუჭის ლორწოვანი გარსის ბიოფსიას და ბიოპტატის ჰისტოლოგიურ
შესწავლას;

730. კუჭის კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი საკვები პროდუქტებია


ყველა, გარდა ერთისა:
ა) შემწვარი ხორცი;
ბ) დამარილებული ბოსტნეული (მწნილი);
*გ) რძე, რძის პროდუქტები;
დ) შებოლილი ხორცი;
ე) შებოლილი თევზი.

731. კუჭის კიბო კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი სიმპტომით, გარდა ერთისა:
ა) უმადობა, საკვების, განსაკუთრებით ხორცის შეძულება;
ბ) გაურკვეველი ხასიათის დისკომფორტი მუცლის (ეპიგასტრიუმის) არეში -
სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ;
*გ) ტკივილი, რომელიც იხსნება საკვების ან ანტაციდური საშუალებების
მიღებით;
დ) წონაში მნიშვნელოვანი დაკლება;
ე) გულისრევა და ხშირი ღებინება ყავის ნალექის მსგავსი მასის ამონაღები
მასით.

732. არასპეციფიკური წყლულოვან კოლიტს ახასიათებს ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა;
ა) ანთებითი ცვლილებები ძირითადად გამოხატულია მსხვილი ნაწლავის
ლორწოვან გარსში;
ბ) ანთებითი პროცესი შესაძლებელია გავრცელდეს ლორწქვეშა გარსზეც;
გ) ხშირია რექტრალური არის დაზიანება - წყლულოვანი პროქტიტი;
*დ) ხშირის წვრილი ნაწლავის დაზიანება;
ე) ხშირია სიგმოიდური ნაწლავის დაზიანება - პროქტოსიგმოიდიტი.

733. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისთვის დამახასიათებელია ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) კუჭში ხშირი გასვლა (10-40-ჯერ) თხიერი განავლით, რომელიც
შეიცავს ლორწოსა და სისხლს;
ბ) ძლიერი შეტევითი ტკივილი მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელიც
ვრცელდება მთელ მუცელში;
*გ) პერირექტალური გართულებები (ფისტულა და აბსცესი) ;
დ) მსხვილი ნაწლავის მწვავე გაგანიერება - ტოქსიკური მეგაკოლონი;
ე) ანემია.

734. ალკოჰოლური ჰეპატიტის კლინიკური ნიშნებია ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) უმადობა და წონის დაქვეითება;
ბ) სიყვითლე;
*გ) ღვიძლის ნორმალური ზომები;
დ) სპლენომეგალია;
ე) ენცეფალოპათია.

735. პეპტიკური წყლულის გამომწვევი უხშირესი მიზეზია:


ა) გენეტიკური მიდრეკილება;
ბ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
*გ) Helycobacter pylori;
დ) თამბაქოს წევა;
ე) ფსიქოლოგიური სტრესი.

736. Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიკური წყლულის


მკურნალობა ტარდება:
ა) ანტიბიოტიკებით მონოთერაპიით;
ბ) მხოლოდ ტრადიციული პრეპარატებით (ანტაციდებით, 2 -
რეცეპტორების ანტაგონისტებით, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით,
შემომგარსველი საშუალებებით) ;
*გ) ანტიბიოტიკებითა და ტრადიციული პრეპარატებით;

737. Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიკური წყლულის


ანტიბაქტერიული სამკომპონენტიანი სქემა გულისხმობს:
ა) ცეფალოსპორინებით, მეტრონიდაზოლითა და ბისმუტის პრეპარატებით
მკურნალობას;
ბ) პენიცილინის ჯგუფის, ცეფალოსპორინებითა და ბისმუტის პრეპარატებით
მკურნალობას;
*გ) ტერტრაციკლინით, მეტრონიდაზოლითა და ბისმუტის პრეპარატებით
მკურნალობას;
დ) ტეტრაციკლინით, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებითა და ბისმუტის
პრეპარატებით მკურნალობას;

738. Helicobacter pylori -სთან არაასოცირებული პეპტიკური წყლულის


ტრადიციული მკურნალობა გულისხმობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა
ერთისა:
ა) ანტაციდური საშუალებების გამოყენება;
*ბ) ანტიბიოტიკების გამოყენება;
გ) H2 - რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება;
დ) შემომგარსავი საშუალებების გამოყენება;
ე) პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენება.

739. მალაბსორბციის სინდრომის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს


ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) პანკრეასის ეგზოგენური უკმარისობა;
ბ) ნაღვლის მჟავების დეფიციტი;
გ) ბაქტერიების ჭარბი ზრდა წვრილ ნაწლავში;
დ) პარაზიტული დაავადებები;
*ე) ქრონიკული ჰეპატიტი.

740. ქრონიკული პარნკრეატიტის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება;
ბ) პანკრეასის სადინარის დახშობა;
გ) ჰიპერლიპიდემია;
*დ) ქრონიკული გასტრიტი;
ე) ჰიპერპარათირეოზი.

741. პანკრეასის კიბოს პრევენციული ღონისძიებები გულისხმობს ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა ერთისა:
ა) თამბაქოს წევაზე უარის თქმა;
ბ) ქრონიკული პანკრეატიტის დროული ამოცნობა და მკურნალობა;
*გ) ნატურალური ყავის მიღებაზე უარის თქმა;
დ) საკვებში ცხოველური ცხიმის შეზღუდვა;
ე) ნავთობის პროდუქტებთან კონტაქტის შეწყვეტა.

742. პაციენტს აღენიშნება ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის


ზემო ნაწილში ირადიაციით წელსა და ზურგში. ღებინება, რომელსაც
პაციენტისთვის შვება არ მოაქვს. ტკივილის დაწყებას უკავშირებს
ცხიმის შემცველი საკვებისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებას.
პაციენტი გაფითრებულია, შუბლზე აღენიშნება ცივი ოფლი. მუცლის
მარჯვენა და მარცხენა ზედაპირზე გამოხატულია მოლურჯო-მოიისფრო
ლაქები. მუცელი პალპაციით რბილია, აღინიშნება მტკივნეული წერტილის
არსებობა ჭიპის მარცხნივ 3 სმ-ის ზემოთ. სისხლის საერთო ანალიზით -
ლეიკოციტოზი. რომელ დაავადებაზე მიიტანთ ეჭვს?
ა) მწვავე ქოლეცისტიტი;
*ბ) მწვავე პანკრეატიტი;
გ) მწვავე აპენდიციტი;
დ) მწვავე გასტრიტი;
ე) თირკმლის კოლიკა.

743. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოსაზრება არ არის მართებული


რეფლუქს-ეზოფაგიტის მიმართ?
*ა) საყლაპავის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადებაა
ბ) დაავადების დროს შესაძლებელია საყლაპავში ეროზიებისა და წყლულების
გაჩენა შემდომში ნაწიბურის ჩამოყალიბებით
გ) მისი მიზეზია კუჭის შიგთავსის განმეორებითი რეფლუქსი საყლაპავის
დისტალურ ნაწილში
დ) დაავადება საყლაპავის ქვედა ეზოფაგური სფინქტერის ფუნქციის
დარღვევის შედეგია;
ე) საყლაპავის ანთება კუჭის წვენის ზეგავლენის შედეგია

744. მწვავე პანკრეატიტის მკურნალობა მოიცავს: 1) ავადმყოფის


გაძლიერებულ კვებაზე გადაყვანას 2) მორფინის ინტრავენურად შეყვანას 3)
პრომედოლის, ინდომეტაცინის დანიშვნას 4) შიმშილს 5) ინფუზიურ
თერაპიას (გლუკოზა, ჰემოდეზი და ა. შ. )
ა) სწორია 1, 3, 5
ბ) სწორია 1, 2, 5
*გ) სწორია 3, 4, 5
დ) სწორია 2, 3, 4
ე) სწორია 1, 2, 3

745. ღვიძლის მწვავე უკმარისობის კლინიკაში წამყვანი სიმპტომია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) ენცეფალოპათია
ბ) კოაგულოპათია
*გ) ჰიპერგლიკემია
დ) ჰიპოგლიკემია
ე) ჰეპატორენალური სინდრომი
746. 42 წლის პაციენტმა მოგმართათ ჩივილებით: ეპიგასტრალური მიდამოს
ყრუ ხასიათის ტკივილები, გულძმარვა, წონაში კლება, პერსისტიული
ღებინება. თქვენი მოქმედება:
ა) ჩაუტარებთ ენდოსკოპიურ გამოკვლევას
ბ) ჩაუტარებთ გამოკვლევას H.Pylori-ზე
გ) დაიწყებთ ანტისეკრეტორულ მკურნალობას
*დ) მიმართვა სპეციალისტთან შემდგომი გამოკვლევებისთვის

747. 34 წლის პაციენტი უჩივის ტკივილებს ეპიგასტრიუმის და მარჯვენა


ფერდქვეშა არეში, მუცელში სისავსის შეგრძნებას საკვების მიღების შემდეგ.
თქვენი ტაქტიკა:
ა) ჩაუტარებთ ენდოსკოპიურ გამოკვლევას
*ბ) გამოიკვლევთ H.Pylori-ზე
გ) დანიშნავთ არამედიკამენტური მკურნალობის ორკვირიან კურსს

748. მოგმართათ პაციენტმა, რომელსაც აღენიშნება მწვავე ტკივილები


მახვილისებრი მორჩის ფუძესთან გულში ირადიაციით. ტკივილები
აღმოცენდება ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისას და
სხეული დახრისას. მარტივი ანტაციდები ტკივილებს არ ხსნის. პაციენტს
აღენიშნება ჰაერით ბოყინი, მოხრჩობის გრძნობა, ხველა. ყოველივე ეს,
ბადებს ეჭვს:
*ა) აქსიალური (მცოცავი) დიაფრაგმული თიაქარისა და რეფლუქსის
არსებობაზე
ბ) საყლაპავის კიბოზე
გ) ქრონიკულ გასტრიტზე
დ) კარდიის ახალაზიაზე

749. 78 წლის მამაკაცი იმყოფება აღრიცხვაზე რევმატოიდური


პოლიართრიტის გამო. უჩივის მშიერ და ღამის ტკივილებს ეპიგასტრიუმის
მიდამოში და გულძმარვას. პაციენტი ღებულობს აასს-ს. ასეთ შემთხვევაში
აასს-თან ერთად სამკურნალოდ გამოიყენება:
*ა) მიზოპროსტოლი
ბ) დე–ნოლი
გ) ალმაგელი
დ) ციმეტიდინი

750. პაციენტი მამაკაცი უჩივის წვას და პოსტპრანდიული სისავსის


შეგრძნებას მუცელში. პაციენტს დაესვა ფუნქციური (არაწყლულოვანი)
დისპეფსიის დიაგნოზი. როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები:
*ა) პაციენტს ესაჭიროება მარტივი ანტაციდებით მკურნალობა და ცხოვრების
წესის მოდიფიცირება
ბ) პაციენტს ესაჭიროება H2 რეცეპტორების ინჰიბიტორებით მკურნალობა
გ) მარტივი ანტაციდებისა და H2 რეცეპტორების ინჰიბიტორების კომბინაცია

751. მოგმართათ პაციენტმა, რომელსაც აღენიშნება ტკივილისა და წვის


შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, სისავსის შეგრძნება. პაციენტს დაუსვეს
წყლულოვანი დაავადების დიაგნოზი, ჩატარებული აქვს ერადიკაციული
მკურნალობა. როგორი იქნება თქვენი მოქმედება:
*ა) ჩაუტარდეს ურეაზული ტესტი, ან განავლის ტესტი ანტიგენზე და
განხილულ იქნეს ენდოსკოპიის საკითხი
ბ) ჩაუტარდეს სეროლოგიული ტესტი
გ) ჩაუტარდეს ენდოსკოპიური გამოკვლევა

752. რომელი მოსაზრებაა სწორი გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების


(გერდ-ის) შეფასებასთან მიმართებაში:
*ა) ენდოსკოპია არ უნდა იქნეს გამოყენებული რუტინულად გერდ-ის
შეფასებისას
ბ) ენდოსკოპია უნდა იქნეს გამოყენებული რუტინულად გერდ-ის
შეფასებისას
გ) გერდ-ის შეფასება ხდება რადიოლოგიური კვლევით – ბარიუმის ფაფით

753. მოგვმართა პაციენტმა, რომელიც აღნიშნავს გულძმარვას, პერიოდულად


უსიამოვნო შეგრძნებას და წვას ეპიგასტრიუმში. პაციენტს დაესვა
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების დიაგნოზი, როგორია თქვენი
ტაქტიკა:
*ა) უნდა ჩატარდეს საცდელი ემპირიული მკურნალობა ანტისეკრეტორული
საშუალებებით
ბ) უნდა გაიგზავნოს რეფერალზე სპეციალისტთან
გ) უნდა ჩაუტარდეს არა მედიკამენტური მკურნალობა

754. პაციენტი მამაკაცი 58 წლის, ახლად დადგენილი გასტროეზოფაგური


რეფლუქს დაავადების დიაგნოზით. ჩატარებული ემპირიული მკურნალობის
მიუხედავად, გამოხატული აქვს ღამის სიმპტომები. როგორი იქნება
მკურნალობის ტაქტიკა:
ა) გაორმაგდეს პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების დოზა
*ბ) ჩაუტარდეს მომდევნო ერთ თვიანი მკურნალობა პროტონის ტუმბოს
ინჰიბიტორებით და ძილის წინ H2 რეცეპტორების ანტაგონისტებით
გ) პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებს დაემატოს ანტაციდები

755. 50 წლის პაციენტი დიაბეტით, წარსულში ალკოჰოლის ჭარბი


მომხმარებელი და მძიმე მწეველი, მუცლის არეში მუდმივი და მზარდი
ინტენსივობის ტკივილის გამო მოგმართავთ. ტკივილი ირადირებს ზურგში.
რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) ნაღვლის ბუშტის კენჭები
*ბ) პანკრეასის კიბო
გ) ვირუსული ინფექცია
დ) ალკოჰოლით ინტოქსიკაცია

756. ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელია მართებული


ჰემოროიდული დაავადების შესახებ:
ა) პალპირებადი წარმონაქმნი ანუსის მიდამოში ჩვეულებრივ შიდა
ჰემოროიდია
*ბ) ჰემოროიდები ასოცირებულია ორსულობასთან, ყაბზობასთან და
პორტულ ჰიპერტენზიასთან
გ) ჰემოროიდების მკურნალობა მოიცავს დაბალკალორიულ დიეტას
დ) შიდა ჰემოროიდები, ჩვეულებრივ, მტკივნეული ხდება მხოლოდ
პროლაფსის შემდეგ

757. ჩვეულებრივ როგორი ტიპის ანემია ვითარდება თირკმლის ქრონიკული


უკმარისობის დროს?
ა) ჰიპოქრომული;
ბ) მაკროციტული;
*გ) ნორმოქრომულ-ნორმოციტული;
დ) მიკროციტული;
ე) ჰიპოქრომულ -მიკროციტული.

758. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი კლინიკური სიმპტომოკომლექსი


ახასიათებს ნეფროზულ სინდრომს?
*ა) პროტეინურია>3,5გ/დღეში, შეშუპება, ჰიპოალბუმინემია და
ჰიპერქოლესტეროლემია;
ბ) პროტეინურია 0.3 - 1 გ/დღეში , შეშუპება, ჰიპერქოლესტეროლემია;
გ) პროტეინურია>3,5გ/დღეში, არტერიული ჰიპერტენზია; ჰიპოალბუმემია;
დ) პროტეინურია>3,5გ/დღეში, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება,
ჰიპერქოლესტეროლემია.

759. რას მოიცავს ნეფროზული სინდრომის მკურნალობა?


ა) კორტიკოსტეროიდები;
ბ) მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები;
გ) თიაზიდური დიურეზული საშუალებები;
დ) ცილის შეზღუდვა;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

760. სტრეპტოკოკული ინფექციის წყაროს არსებობისას მწვავე


გლომერულონეფრიტი ჩვეულებრივ ვითარდება:
ა) ინფექციური დაავადების დროს;
ბ) დაავადებიდან 5-7 დღის;
*გ) დაავადებიდან 10-14 დღის შემდეგ;
დ) დაავადებიდან 15-20 დღის შემდეგ.

761. ნეფროფტოზი შეიძლება გართულდეს


ა) პიელონეფრიტით;
ბ) ფორნიკალური სისხლდენით;
გ) არტერიული ჰიპერტენზიით;
*დ) ყველა ჩამოთვლილით.

762. ჰიპოკალიემია შეიძლება აღინიშნებოდეს ყველა ჩამოთვლილი


მდგომარეობის დროს, გარდა:
ა) პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმისა;
ბ) იცენკო-კუშინგის დაავადებისა;
გ) რენოვასკულარული ჰიპერტენზიისა;
დ) რენინმაპროდუცირებელი სიმსივნისა;
*ე) თირკმლის უკმარისობის ოლიგურიული ფორმისა.

763. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დაავადება შეიძლება გართულდეს


ბაქტერიული შოკით?
*ა) პიელონეფრიტი;
ბ) გლომერულონეფრიტი;
გ) პოდაგრული ნეფროპათია;
დ) ამილოიდოზი.

764. ნეფროზული სინდრომი შეიძლება აღინიშნებოდეს ყველა ჩამოთვლილი


დაავადებისას, გარდა
*ა) პიელონეფრიტისა;
ბ) ამილოიდოზისა;
გ) სისტემური წითელი მგლურასი;
დ) თირკმლის ვენების თრომბოზისა.

765. თირკმლების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულს სისხლის


გამოკვლევისას აღმოაჩნდა გამოხატული ჰიპოკალიემია. რა შეიძლება იყოს
ამის მთავარი მიზეზი?
ა) კვების პროდუქტების შემადგენლობა;
*ბ) ღებინება;
გ) აგფ ინჰიბიტორის მიღება;
დ) ბეტა ბლოკატორის მიღება.

766. თირკმლების ქრონიკული უკმარისობის უმნიშვნელოვანესი


ეტიოლოგიური ფაქტორია:
ა) ქრონიკული პიელონეფრიტი;
*ბ) ქრონიკული გლომერულონეფრიტი;
გ) ჰიპერტონიული დაავადება;
დ) შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები.

767. ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ყველაზე სუსტი დიურეზული მოქმედება


გააჩნიათ
ა) ჰიპოთიაზიდს;
*ბ) ვეროშპირონს;
გ) ტრიამპურს;
დ) ფუროსემიდს.

768. ყველაზე გამოხატული კალიურეზული მოქმედება გააჩნია


ა) ტრიამტერენს;
*ბ) ჰიპოთიაზიდს;
გ) ლაზიქსს;
დ) ურეგიტს.

769. ვეროშპირონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს


ა) გინეკომასტია მამაკაცებში;
ბ) ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
გ) ჰირსუტიზმი;
დ) ჰიპერკალიემია;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

770. შოკის დროს თირკმლების მწვავე უკმარისობის მიზეზია


ა) ვეგეტატიური დარღვევები;
ბ) დაზიანებული ქსოვილებიდან ინტოქსიკაცია;
*გ) არტერიული წნევის დაქვეითება;
დ) თანმხლები ინფექცია;
ე) ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსის ჩამოყალიბება.

771. თირკმლების მწვავე უკმარისობის გამოწვევა შეუძლია ანტიბიოტიკების


შემდეგ ჯგუფებს
ა) პენიცილინებს;
ბ) მაკროლიდებს;
გ) ტეტრაციკლინებს;
*დ) ამინოგლიკოზიდებს;
ე) ცეფალოსპორინებს.

772. თირკმლების მწვავე უკმარისობის დროს ოლიგურიის შესაძლო


ხანგრძლივობა არის
ა) 1-2 კვირა;
ბ) რამდენიმე საათი;
გ) რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

773. 529. დიურეზის აღდგენის პერიოდი თირკმლის მწვავე უკმარისობისას


ხასიათდება
ა) შარდის ხვედრითი წონის მატებით;
*ბ) პოლიურიით;
გ) იზოსტენურიით.

774. თირკმლების მწვავე უკმარისობის დროს დიურეზის აღდგენის პერიოდში


ავადმყოფს შეიძლება დაემუქროს
ა) ფილტვების შეშუპება;
*ბ) ჰიპოკალემია;
გ) ჰიპერჰიდრატაცია;
დ) ურემიული პერიკარდიტი;
ე) ყველა ჩამოთვლილი.

775. 531. შარდის დათესვა რეკომენდებულია:


ა) მწვავე ჩირქოვანი პიელონეფრიტის;
ბ) ქრონიკული აქტიური პიელონეფრიტის;
გ) ქრონიკული ლატენტური პიელონეფრიტის დროს;
*დ) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში;
ე) არც ერთ ჩამოთვლილ შემთხვევაში.

776. ტუბერკულოზის მიკობაქტერიის თირკმლებში მოხვედრის ძირითადი გზა


არის
*ა) ჰემატოგენური;
ბ) კონტაქტური მეზობელი ორგანოებთან;
გ) აღმავალი;
დ) ლიმფოგენური;
ე) ყველა ჩამოთვლილი.

777. მეორადი ამილოიდოზი შეიძლება განვითარდეს


ა) რევმატოიდული ართრიტის;
ბ) ფსორიაზული ართრიტის;
გ) სიმსივნეების;
დ) ბრონქოექტაზების დროს;
*ე) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში.

778. მეორადი ამილოიდოზის დროს პროგნოზი, ძირითადად, განისაზღვრება


*ა) თირკმელების;
ბ) თირკმელზედა ჯირკვლების;
გ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის;
დ) პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებით.

779. პოდაგრული ნეფროპათიის სამკურნალოდ იხმარება


ა) ბენამიდი;
*ბ) ალოპურინოლი;
გ) კურანტილი;
დ) თიაზიდური შარდმდენები.

780. ლეიკოციტურია აღმოცენდება


ა) პიელონეფრიტის;
ბ) გლომერულონეფრიტის;
გ) ამილოიდოზის დროს;
*დ) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში.

781. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ახალგაზრდა ქალებში ნეფრიტის უხშირესი


მიზეზი შეიძლება იყო:
ა) დერმატომიოზიტი;
*ბ) სისტემური წითელი მგლურა;
გ) სისტემური სკლეროდერმია;
დ) თრომბოციტოპენიური პურპურა;
ე) კვანძოვანი პერიარტერიიტი.

782. ნეფროზულ სინდრომს ახასიათებს:


*ა) მნიშვნელოვანი პროტეინურია, ჰიპოალბუმინემია;
ბ) ჰიპოლიპიდემია;
გ) ჰიპერტონია;
დ) ჰიპოფიბრინოგენემია.

783. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა არ ახასიათებს ნეფროზულ სინდრომს?


ა) შეშუპება
ბ) პროტეინურია
*გ) არტერიული ჰიპერტენზია
დ) ჰიპოალბუმინემია
ე) ჰიპერლიპიდემია

784. დღე-ღამის შარდში ცილის რა რაოდენობა განეკუთვნება ნეფროზული


რანგის პროტეინურიას?
ა) 0,5 - 1,0 გ
*ბ) > 3,5 გ
გ) 1,0 - 3,0 გ
დ) < 0,5 გ

785. ნეფროზული სინდრომი შესაძლოა გართულდეს:


ა) თირკმლის ვენის თრომბოზით
ბ) თირკმლების მწვავე უკმარისობით
გ) ორთოსტაზული ჰიპოტენზიით
დ) ფილტვების შეშუპებით
*ე) ყველა ჩამოთვლილით

786. თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს ჰიპოკალცემიის მიზეზია


ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
*ა) კალციუმის ინტენსიური კარგვა დიარეის გამო
ბ) თირკმლებში “D” ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტის სინთეზის
დათრგუნვა
გ) ნაწლავებში კალციუმის შეწოვის დაქვეითება
დ) პლაზმაში არაორგანული ფოსფორის შემცველობის მომატება
ე) კალციუმის გაძლიერებული დაგროვება ძვლებში

787. თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს დიეტური შეზღუდვა


გულისხმობს ყველა ქვემოთჩამოთვლილს, გარდა ერთისა:
ა) საკვებში ცილის რაოდენობის შეზღუდვა
ბ) საკვებში კალიუმის რაოდენობის შეზღუდვა
*გ) საკვებში ადვილადშეწოვადი ნახშირწყლების შეზღუდვა
დ) საკვებში ფოსფორის რაოდენობის შეზღუდვა
ე) საკვებში სუფრის მარილის შეზღუდვა

788. მწვავე გლომერულონეფრიტს ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი,


გარდა ერთისა:
ა) მწვავე დასაწყისი ოლიგურიით ან ანურიით
*ბ) ლეიკოციტურია
გ) არტერიული ჰიპერტენზია
დ) ჰემატურია
ე) პროტეინურია
789. მწვავე გლომერულონეფრიტის განვითარების მიზეზი შესაძლოა გახდეს
1. ინფექციური ენდოკარდიტი; 2. ინფექციური მონონუკლეოზი; 3.
ჰეპატიტი; 4. მალარია;
ა) სწორია 1, 4
ბ) სწორია 2, 3
გ) სწორია 1,2, 3
დ) სწორია 1, 3
*ე) სწორია ყველა

790. ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს


ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა ერთისა:
ა) ნეფროზული სინდრომი
ბ) არტერიული ჰიპერტენზია
გ) იზოლირებული შარდის სინდრომი
*დ) ჰიპოკალიემია
ე) თირკმლების ქრონიკული უკმარისობა

791. ბერჟეს დაავადებისთვის (“IgA” ნეფროპათია) დამახასიათებელია:


ა) დაავადების აღმოცენება ახალგაზრდა ასაში (35 წლამდე)
ბ) ავადდებიან უპირატესად მამაკაცები
გ) მაკროჰემატურია
დ) არანეფროზული რანგის პროტეინურია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

792. მწვავე მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტის მკურნალობა


გულისხმობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა ერთისა:
ა) ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი
*ბ) ანტიბიოტიკით (პენიცილინის ჯგუფი, ერითრომიცინი) მკურნალობის
ხანმოკლე კურსი
გ) საკვებში ცილის შემცველობის შეზღუდვა
დ) პრედნიზოლონი
ე) სუფრის მარილისა და სითხის რაოდენობის შეზღუდვა

793. თირკმლების ამილოიდოზს ახასიათებს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა


ნიშანი, გარდა ერთისა:
ა) შეშუპება
ბ) ნეფროზული რანგის პროტეინურია (შარდში ცილის შემცველობა > 3,5
გ/დღ)
*გ) არტერიული ჰიპერტენზია
დ) ჰიპერლიპიდემია
ე) ჰიპოალბუმინემია

794. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თირკმლების მწვავე უკმარისობის


განვითარების უხშირესი მიზეზია:
*ა) თირკმლების ჰიპოპერფუზია
ბ) ტოქსიკური ზემოქმედება
გ) არატრავმული რაბდომიოლიზი
დ) ჰეპატორენული სინდრომი

795. ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი შეიძლება გახდეს


თირკმლების მწვავე უკმარისობის პრერენული ფორმის მიზეზი?
ა) ინტერსტიციული ნეფრიტი;
ბ) პროსტატის ჰიპერპლაზია;
*გ) ჰიპოვოლემია;
დ) მწვავე ტუბულარული ნეკროზი;
ე) კენჭით შარდსაწვეთის ობსტრუქცია.

796. ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი შეიძლება გახდეს


თირკმლების მწვავე უკმარისობის რენული ფორმის მიზეზი:
ა) კენჭით შარდსაწვეთის ობსტრუქცია
ბ) ფიმოზი
*გ) მწვავე ტუბულარული ნეკროზი
დ) დამწვრობა
ე) დეჰიდრატაცია

797. თირკმლის მწვავე უკმარისობის ოლიგო-ანურიის ფაზის მკურნალობა


ძირითადად გულისხმობს:
ა) კალიუმის ფიზიოლოგიური ანტაგონისტების გამოყენებას
ბ) კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითებას პლაზმაში მისი პლაზმიდან
უჯრედში გადანაწილების გზით
გ) კალიუმის გამოძევებას ორგანიზმიდან
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილს

798. ხველა სისხლიანი ნახველით და გლომერულონეფრიტის კლინიკური


სურათი დამახასიათებელია:
ა) თირკმლების ამილოიდოზისთვის
ბ) ესენციური შერეული კრიოგლობულინემიისთვის
*გ) გუდპასჩერის დაავადებისთვის
დ) ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომისთვის
ე) ლიმფოგრანულომატოზისათვის

799. ყველა ქვემოთჩამოთვლილი შესაძლებელია გახდეს თირკმლების


ამილოიდოზის მიზეზი, გარდა ერთისა:
ა) ტუბერკულოზი
ბ) ოსტეომიელიტი
გ) რევმატოიდული ართრიტი
*დ) ჰიპერტონიული დაავადება
ე) პერიოდული დაავადება

800. თირკმლების ამილოიდოზს ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი,


გარდა ერთისა:
ა) ნეფროზული რანგის პროტეინურია
*ბ) არტერიული ჰიპერტენზია
გ) თირკმლის ზომების გადიდება
დ) თირკმლის ვენის თრომბოზი
ე) მწირი მონაცემები შარდის ნალექის ანალიზში

801. მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტის მნიშვნელოვანი სადიაგნოზო


კრიტერიუმია:
ა) შარდის ნალექში ერითროციტული ცილინდრების არსებობა
ბ) შარდის ნალექში ლეიკოციტური ცილინდრების არსებობა
*გ) შარდის ნალექში ეოზინოფილების არსებობა
დ) უმნიშვნელო ან საშუალო ინტენსივობის პროტეინურია
ე) შარდში ურატების დიდი რაოდენობით არსებობა

802. საშარდე გზების ინფიცირების ყველაზე ხშირ მიზეზია:


ა) “Chlamidia trachomatis”
ბ) “Ureaplasma urealiticum”
გ) “Streptococus neoformans”
*დ) ნაწლავის ჩხირი
ე) საპროფიტული სტაფილოკოკი

803. მწვავე პიელონეფრიტის სადიაგნოზო კრიტერიუმებია ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) დაავადების უეცარი დასაწყისი, მაღალი ცხელებით
ბ) დიზურიული მოვლენები
*გ) სახის შეშუპება
დ) ბაქტერიურიის ხარისხი აღემატება 100 000 --ს 1 მლ-ში
ე) ნეიტროფილური ლეიკოციტოზი

804. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მტკიცება არ არის მართებული


თირკმლების ქრონიკული უკმარისობის კონსერვატული მკურნალობის მიმართ:
ა) კონსერვატული თერაპიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დიეტაა
ბ) კონსერვატული მკურნალობა უნდა დაიწყოს შეძლებისდაგვარად ადრე
გ) არტერიული ჰიპერტენზიის კორექციის მიზნით აგფ ინჰიბიტორები
არჩევის პრეპარატებს წარმოადგენს თირკმლების ქრონიკული უკმარისობის
დროს
*დ) ატიბაქტერიული თერაპიის ჩვენებისას მიზანშეწონილია
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენება
ე) მკურნალობაში აუცილებელია ფოსფორის შემბოჭავი პრეპარატების რაც
შეიძლება დროული ჩართვა.

805. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მტკიცება არ არის მართებული მწვავე


გლუმერულონეფრიტის მიმართ?
ა) მწვავე გლომერულონეფრიტი თირკმლების ორმხრივი, დიფუზური
დაავადებაა;
ბ) მწვავე გლომერულონეფრიტი თირკმლების იმუნური ანთებითი
დაავადებაა;
*გ) წვავე გლომერულონეფრიტის დროს არ აღინიშნება გორგლოვანი
ფილტრაციის შემცირება;
დ) მწვავე გლომერულონეფრიტის პათომორფოლოგიური საფუძველი
გორგლების ენდოკაპილარული პროლიფერაცია;
ე) მწვავე გლომერულონეფრიტს უეცარი დასაწყისი ახასიათებს.

806. თირკმლების მწვავე უკმარისობის დროს ავადმყოფის ჰემოდიალიზზე


გადაყვანის კრიტერიუმებია ყველა, გარდა ერთისა:
ა) მკვეთრი ჰიპერაზოტემია (კრეატინინის კონცენტრაცია 700-800
მკმოლ/ლ-ზე და მეტი)
ბ) ურემიული გართულებები (პერიკარდიტი, და ა. შ.)
*გ) შარდის სადღეღამისო რაოდენობის შემცირება 500მლ-მდე
დ) კონსერვატიული თერაპიის მიმართ რეფრაქტერული ჰიპერკალიემია
ე) კონსერვატიული თერაპიის მიმართ რეფრაქტერული ჰიპერჰიდრატაცია

807. 62 წლის ქალბატონი უჩივის შარდვის გახშირებას, მოშარდვის ძლიერ


სურვილსა და შარდის სუნის შეცვლას. მსგავსი ეპიზოდი ბოლო ერთი წლის
მანძილზე 6–ჯერ აღენიშნებოდა. რომელი ღონისძიების ჩატარებაა
მიზანშეწონილი შემდგომი ინფექციის განვითარების პრევენციის მიზნით:
ა) ორალური ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია
*ბ) ანტიბიოტიკოტერაპიის ხანმოკლე კურსის ჩატარება სიმპტომების
დაწყებისთანავე, როდესაც სავარაუდოა ცისტიტის არსებობა
გ) სითხეების ჭარბი რაოდენობით მიღება
დ) პირადი ჰიგიენის დაცვა

808. 30 წლის ქალბატონი უჩივის საშარდე გზების ინფექციის ხშირ


განვითარებას, უკავშირებს სქესობრივ ურთიერთობას. მას აინტერესებს
დაეხმარება თუ არა სპერმიციდი, რას ურჩევდით:
*ა) სპერმიციდული აგენტის გამოყენება ზრდის ინფექციის განვითარების
რისკს
ბ) სპერმიციდული აგენტის გამოყენება ამცირებს ინფექციის განვითარების
რისკს
გ) სპერმიციდული აგენტის გამოყენება არ მოქმედებს ინფექციის
განვითარებაზე

809. რომელი მედიკამენტის გამოყენებაა მართებული 25 წლის 2 თვის


ორსულ ქალბატონთან დადგენილი საშარდე გზების ინფექციის შემთხვევაში:
ა) ტრიმეტროპრიმი
ბ) ციპროფლოქსაცინი
*გ) ამოქსიცილინი
დ) ტეტრაციკლინი

810. 40 წლის ქალბატონს ეპილეფსიის ანამნეზით განუვითარდა საშარდე


გზების ინფექცია, პენიცილინზე აღენიშნება ალერგია, ინფექცია გამოწვეულია
E.coli,: მგრძნობელობა არის შემდეგი რეპარატებისადმი: ოფლოქსაცინი,
ამოქსაცილინი, ნიტროფურანტოინი. რომელი მედიკამენტით იწყებთ
მკურნალობას:
ა) ციპროფლოქსაცინი
ბ) ამოქსიცილინი
გ) კოტრიმოქსაზოლი
დ) ოფლოქსაცინი
*ე) ნიტროფურანტოინი

811. პოპულაციაში, სადაც “E.colis” რეზისტენტობა TMP მიმართა >10%


ნაჩვენებია მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით:
ა) “TMP-SMX”
*ბ) ფტორქინოლონი
გ) მეორე ან მესამე თაობის ორალური ცეფალოსპორინები
დ) ამინოპენიცილინებს+ლაქტამების ინჰიბიტორები

812. 25 წლის მამაკაცი უჩივის ძლიერ ტკივილს სათესლე ჯირკვლებში.


შარდის საერთო ანალიზით გამოვლინდა პიურია. ყველაზე მეტად სავარაუდო
დიაგნოზია:
ა) ვარიკოცელე
ბ) მწვავე ორხიტი
*გ) მწვავე ეპიდიდიმიტი
დ) სათესლე ჯირკვლის კიბო

813. მოგმართათ 34 წლის მამაკაცმა წელის არეში 1 საათის წინ დაწყებული


ძლიერი ტკივილის და ღებინების გამო. პაციენტი აფებრილურია, გასინჯვის
შემდეგ ეჭვი მიიტანეთ შარდ-კენჭოვან დაავადებაზე. რომელი კვლევაა
დიაგნოსტირების "ოქროს სტანდარტი" შარდ-კენჭოვანი დაავადების დროს:
ა) ინტრავენური პიელოგრაფია
ბ) მიმოხილვითი რენტგენი
გ) ექოსკოპია
*დ) კომპიუტერული ტომოგრაფია

814. ცისტოსკოპიის წინ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელ შემთხვევაში


უნდა დაინიშნოს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია:
ა) 34 წლის ქალი ბავშვობაში დახურული პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტით
ბ) 54 წლის მამაკაცი პეისმეკერით
*გ) 40 წლის ქალი მიტრალური სარქვლის პროლაფსით და რეგურგიტაციით
დ) 57 წლის მამაკაცი სტაბილური სტენოკარდიით

815. 40 წლის მამაკაცს აღენიშნება ძლიერი მარცხენამხრივი თირკმლის


კოლიკა, კომპიუტერული ტომოგრაფიით დაფიქსირებულია 4მმ-იანი
კონკრემენტი მარცხენა შარდსაწვეთის დისტალურ ნაწილში, ჰიდრონეფროზი
არ აღინიშნება. რომელია ყველაზე მეტად გამართლებული მართვის ტაქტიკა
აღნიშნულ შემთხვევაში:
ა) სასწრაფო ლითოტრიფსია
*ბ) ამბულატორიული დაკვირვება, ტკივილის მართვა
გ) ჰოსპიტალიზაცია და ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია
დ) სერიული ექოსკოპიური კვლევა

816. 52 წლის მამაკაცს, ჯანმრთელობის შემოწმებისას ჩატარებული შარდის


საერთო ანალიზით, გამოუვლინდა მიკროჰემატურია. პაციენტი
ასიმპტომურია, ჰემატურიის ეპიზოდს ანამნეზში არ აღნიშნავს.
მიკროჰემატურია სტაბილურია შემდგომ 2 ანალიზშიც. ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი ზრდის შარდის ბუშტის კიბოს
არსებობის ალბათობას:
ა) შარდი ყველა ჯერზე აღებულია წინა დღეს ძლიერი ფიზიკური
დატვირთვის ფონზე
*ბ) პაციენტი არის მწეველი
გ) წელის ტკივილის გამო აცეტამინოფენის რეგულარული გამოყენება
დ) პოსტსტრესული მდგომარეობა
ე) წინმსწრები მწვავე რესპირატორული ინფექცია

817. პაციენტს დაუდგინდა თირკმელების პოლოკისტოზი. ქვემოთ


ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგიაა ასოცირებული მის დაავადებასთან:
ა) ქრონიკული ჰეპატიტი
ბ) კუჭის წყლულოვანი დაავადება
გ) პერიფერიული არტერიების დაავადება
*დ) ცერებრული ანევრიზმა

818. თანდაყოლილ პირველად ჰიპოთირეოზს არ ახასიათებს:


ა) ფსიქომოტორული ჩამორჩენა;
ბ) ახალშობილთა სიყვითლის გახანგრძლივება;
გ) კანის სიმშრალე;
*დ) დიარეა.

819. შაქრიან დიაბეტს არ ახასიათებს:


ა) წყურვილი;
ბ) შარდვის გახშირება;
გ) სიგამხდრე;
*დ) შარდვის სიხშირის შემცირება.

820. ადრენოგენიტალური სინდრომის მარილდეფიციტურ ფორმას


ახასიათებს:
ა) მოთენთილობა;
ბ) კუნთთა ჰიპოტონია;
გ) თხელი განავალი;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილი;

821. თანდაყოლილ პირველად ჰიპოთირეოზს არ ახასიათებს:


ა) ეკგ-ზე კბილების ვოლტაჟის შემცირება;
ბ) თირეოტროპული ჰორმონის მომატება;
გ) T3 და T4-ის შემცირება;
*დ) ზრდის ჰორმონის მაღალი დონე.

822. შაქრიან დიაბეტს არ ახასიათებს:


ა) წყურვილი;
ბ) პოლიურია;
*გ) ეგზოფთალმი;
დ) კანზე ნაკაწრები ქავილის შედეგად.

823. თანდაყოლილ პირველად არანამკურნალევ ჰიპოთირეოზს არ


ახასიათებს:
*ა) პოლიურია;
ბ) ქსოვილების პასტოზურობა;
გ) მაკროგლოსია;
დ) კანის სიმშრალე.

824. "დიაბეტურ კეტოაციდოზურ კომას" არ ახასიათებს:


ა) უგონო მდგომარეობა;
ბ) კუსმაულის ხმაურიანი სუნთქვა;
გ) კანის სიმშრალე;
*დ) მრავლობითი ხიხინი ფილტვებში;
ე) კუსმაულის ხმაურიანი სუნთქვა; მრავლობითი ხიხინი ფილტვებში;

825. თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკულ უკმარისობას (ადისონის


დაავადებას) ახასიათებს:
*ა) კანის ჰიპერპიგმენტაცია, გამოხატული საერთო სისუსტე, წონაში კლება
ბ) სიყვითლე, წონაში კლება, ტაქიკარდია
გ) კანის ჰიპერპიგმენტაცია, არტერიული ჰიპერტენზია,
ჰიპერქოლესტეროლემია
დ) სიყვითლე, წონაში მატება, შეშუპება

826. პირველად ჰიპერალდოსტერონიზმს (კონის სინდრომს) ახასიათებს:


ა) სისხლში შაქრის მომატება, დაბალი არტერიული წნევა, ჰიპოკალიემია
*ბ) პოლიურია, არტერიული ჰიპერტენზია, კუნთოვანი სისუსტე
გ) არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოგლიკემია, წონაში კლება
დ) კუნთოვანი სისუსტე, დაბალი არტერიული წნევა, ტაქიკარდია

827. კონსტიტუციურ-ეგზოგენური სიმსუქნის სამკურნალოდ არ გამოიყენება:


ა) დიეტთერაპია;
ბ) სამკურნალო ფიზკულტურა;
გ) ანორექსიგენული პრეპარატები;
*დ) ქლოდიტანი.

828. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დროს არ აღინიშნება:


ა) ეგზოფთალმი;
ბ) კუნთოვანი სისუსტე;
გ) ტრემორი;
დ) ძლიერი ოფლიანობა;
*ე) ბრადიკარდია

829. ჰაშიმოტოს თირეოიდიტს არ ახასიათებს:


ა) დაავადება აუტოიმუნური ხასიათისაა;
*ბ) უფრო ხშირია ბიჭებში;
გ) დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორი;
დ) დაავადების პროგრესირება იწვევს ჰიპოთირეოზის განვითარებას;

830. მეორადი ჰიპოთირეოზის ეტიოლოგიური ფაქტორი არ არის:


ა) სამშობიარო ტრავმა;
ბ) მენინგოენცეფალიტი;
გ) სიმსივნური პროცესი თავის ტვინში;
დ) თავის ქალას ტრავმა;
*ე) ჰიდროცეფალია.

831. ჩამორჩენა ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში თანდაყოლილი


ჰიპოთირეოზის დროს გამოიხატება:
*ა) 5-6 თვის ასაკში;
ბ) 9-12 თვის ასაკში;
გ) 2-3 წლის ასაკში;
დ) სასკოლო ასაკში.

832. ჰიპოთირეოზის მანიფესტაციას ბავშვებში არ ახასიათებს:


ა) გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;
ბ) ქონდროდისტროფიული ცვლილებები ფიზიკური განვითარების მხრივ;
გ) კანის სიმშრალე და აქერცვლა;
დ) მიქსედემური შეშუპება;
ე) კარდიომეგალია, სისტოლური შუილი, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია;
*ვ) ჰეპატოსპლენომეგალია.

833. შაქრიანი დიაბეტის გამოვლინებად ჩვილობის ასაკში არ შეიძლება


მივიჩნიოთ:
ა) ძუძუსა და საწოვრის ხარბი წოვა;
ბ) საფენების "გახამებული შესახედაობა" შარდის გაშრობის შემდეგ;
გ) მაგიდის ზედაპირზე შარდის მოხვედრის შემდეგ წებოვანი ლაქების
დარჩენა;
დ) დაოდვილობა, რომელიც ძალიან ძნელად ექვემდებარება მკურნალობას;
*ე) ნაწლავთა არამყარი მოქმედება.

834. შაქრიან დიაბეტს ბავშვებში არ ახასიათებს:


ა) პოლიდიფსია;
ბ) პოლიურია;
გ) ნიქტურია;
დ) კანის სიმშრალე და ქავილი;
*ე) გასუქება.

835. ჰიპერგლიკემიურ კომას არ ახასიათებს:


ა) ტაქიკარდია;
ბ) ტოქსიკური სუნთქვა;
გ) ღებინება;
დ) დეჰიდრატაცია;
ე) აცეტონის სუნი პირიდან;
*ვ) გონების სწრაფი დაკარგვა.
836. ჰიპოგლიკემიურ მდგომარეობას არ ახასიათებს:
ა) გულისრევა და ღებინება;
ბ) ხელების კანკალი;
გ) ოფლიანობა;
დ) გონების დაბინდვა;
*ე) უნებლიე შარდვა და დეფეკაცია.

837. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის უკმარისობას არ ახასიათებს:


ა) ჰიპოგლიკემია;
ბ) ჰიპოტენზია;
*გ) ბრადიკარდია;
დ) წონაში დაკლება.

838. ცერებრულ (ჰიპოფიზურ) გიგანტიზმს არ ახასიათებს:


ა) კლინიკური გამოვლინება მეტწილად ემთხვევა პუბერტულ პერიოდს;
ბ) სიმაღლეში სწრაფი ზრდა;
გ) მერყევი (მოუხერხებელი) სიარული;
*დ) სხეულის ნაწილების მკვეთრი დისპროპორცია;
ე) ინტელექტის დაბალი კოეფიციენტი;

839. ჰიპოფიზურ ნანიზმს არ ახასიათებს:


ა) გამოვლინება 2-3 წლის ასაკში;
ბ) სქესობრივი ინფანტილიზმი;
გ) კანის დანაოჭება (მოხუცის სახე);
დ) ზრდის მკვეთრი შეჩერება;
ე) ნეგატივიზმი;
*ვ) ოლიგოფრენია.

840. ღვიძლის ზომების ზრდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულში


განპირობებულია
*ა) ცხიმოვანი ჰეპატოზით;
ბ) ჰეპატიტით;
გ) ციროზით;
დ) ყველა ჩამოთვლილით.

841. სისხლში გლუკოზის (სუფთა გლუკოზა) ნორმალური ბაზალური დონე


შეადგენს მმოლ/-ლ-ში
ა) 8.3 - 10.1;
ბ) 6.2 - 9.3;
გ) 2.7 - 5.5;
დ) 3.8 - 6.7;
*ე) 3.3 - 5.5.

842. შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით,


გარდა
ა) კეტოაციდოზის;
ბ) ლაბილური მიმდინარეობის;
გ) სისხლძარღვოვანი გართულებების (რეტინოპათია, ნეფროპათია,
ნეიროპათია);
*დ) კატარაქტის.

843. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მცირე ანტიგენური თვისებით ხასიათდება


ა) მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ინსულინი;
*ბ) ღორის ინსულინი;
გ) ცხვრის ინსულინი;
დ) ვეშაპის ინსულინი.

844. ინსულინით მკურნალობის შემთხვევაში დილის ჰიპერგლიკემიის


პროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
*ა) ხანმოკლე მოქმედების ინსულინის საღამოს დოზის გაზრდისა;
ბ) დილის 6 სთ-ზე ხანმოკლე მოქმედების ინსულინის დამატებითი
შეყვანისა;
გ) ხანმოკლე მოქმედების ინსულინის საღამოს დოზის შეცვლა 12-სთ-ანი
მოქმედების ინსულინით.

845. შაქრიანი დიაბეტისას ინსულინოთერაპიის დაწყების ჩვენებაა ყველა


ჩამოთვლილი, გარდა შემდეგისა:
ა) კეტოაციდოზი, პრეკომატოზური მდგომარეობები;
ბ) ორსულობა, მშობიარობა;
გ) კანის მძიმე დისტროფიული დაზიანებები (კარბუნკულები,
ფურუნკულოზი, ტროფიკული წყლულები, ნეკრობიოზი);
დ) დიაბეტური გლომერულოსკლეროზის ნეფროსკლეროზული სტადია;
*ე) გულის იშემიური დაავადების გამწვავება.

846. სიმსუქნის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ალიმენტარული ფაქტორი,


გარდა შემდეგისა:
ა) მცირე ულუფებით ხშირი კალორიული კვება;
*ბ) მცენარეული საკვები პროდუქტის ჭარბი მიღება;
გ) ნახშირწყლების ჭარბი მიღება;
დ) ცხიმების ჭარბი მიღება.

847. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან დიფუზურ ტოქსიკურ ჩიყვს ახასიათებს


ა) გახდომა;
ბ) მუდმივი გულისფრიალი;
გ) საერთო ჰიპერჰიდროზი;
დ) კიდურების კანკალი, კუნთოვანი სისუსტე;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

848. ტოქსიკური კვანძოვანი ჩიყვის მკურნალობის ძირითადი მეთოდი 30


წლამდე ავადმყოფებში არის
*ა) ოპერაციული მკურნალობა;
ბ) J131-ით მკურნალობა;
გ) მერკაზოლილით მკურნალობა;
დ) კომბინირებული მკურნალობა მერკაზოლილით და
გლუკოკორტიკოიდებით.

849. ჰიპოთირეოზისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


შემდეგისა:
ა) კანის საფარველის სიმშრალე;
ბ) ყაბზობისაკენ მიდრეკილება;
გ) ძილიანობა;
დ) ბრადიკარდია;
*ე) სხეულის მასის კლება.

850. კუშინგის დაავადებისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა შემდეგისა:
ა) კიდურების განლევა;
ბ) საჯდომის კუნთების ატროფია;
გ) სტრიების არსებობა;
დ) კისერზე კლიმაქტერული კუზის გაჩენა;
*ე) ბოქვენისა და იღლიების თმოვანი საფარველის გაცვენა.

851. სომატოტროპულ ჰორმონს არ გააჩნია


ა) დიაბეტოგენური;
ბ) ცხიმის მობილიზაციის;
გ) ანაბოლური;
*დ) კატაბოლური მოქმედება.

852. პირველადი ალდოსტერონიზმისთვის დამახასიათებელია 1). დადებითი


სინჯი ვეროშპირონზე; 2). ჰიპერკალიემია; 3). შეუცვლელი
ეკგ; 4). ჰიპოკალიემია.
ა) ელექტროკარდიოგაფიულად ცვლილებები არ არინიშნება
ბ) დაბალი არტერიული წნევა
*გ) ჰიპერკალიემია
დ) ვეროშპირონის მიღების შემდეგ არტერიული წნევა მატულობს

853. კლიმაქტერულ პერიოდს შეიძლება თან ახლდეს ყველა ჩამოთვლილი


სიმპტომი, გარდა შემდეგისა:
ა) ალები;
*ბ) შემცივნებები, მაღალი ტემპერატურა;
გ) გულის ტკივილები;
დ) ჰაერის უკმარისობა;
ე) დიენცეფალური კრიზები.

854. კუშინგის დაავადების მძიმე ფორმისათვის დამახასიათებელია


ა) პროგრესირებადი კუნთოვანი სისუსტე;
ბ) ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები;
გ) გულ-ფილტვის უკმარისობა;
დ) მძიმე ფსიქიკური მოშლილობები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.
855. ბიგუანიდების შესახებ ყველა ჩამოთვლილი მოსაზრება მართებულია,
გარდა:
*ა) უკუნაჩვენებია დიაბეტით დაავადებულ მსუქან პაციენტებში;
ბ) ცნობილია, რომ მოქმედებს ციმეტიდინთან;
გ) ჯანმრთელ პირებში დიდი დოზით მიღებისას იწვევს ჰიპოგლიკემიას;
დ) პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით ზრდის ტუტე
აციდოზის განვითარების რისკს;
ე) ალკოჰოლთან ერთად მიღებისას ტოვებს მეტალის გემოს.

856. II ტიპის დიაბეტის დროს შემთხვევათა რამდენ პროცენტში ვითარდება


დიაბეტური ნეფროპათია?
ა) 80%;
ბ) 60%;
გ) 40%;
*დ) 20%;
ე) 5%.

857. I ტიპის დიაბეტის დროს შემთხვევათა რა პროცენტში ვითარდება


დიაბეტური ნეფროპათია?
ა) 80%;
ბ) 60%;
*გ) 40%;
დ) 20%;
ე) 5%.

858. ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან დიეტისა და დიაბეტის შესახებ


რომელია მცდარი?
ა) დიაბეტის მკურნალობის საფუძველია დიეტის დაცვა;
*ბ) ახალი მონაცემების მიხედვით დიაბეტით დაავადებულმა პაციენტისათვის
აუცილებელი არ არის შეზღუდოს მარტივი კარბოჰიდრატების შეცველი
ტკბილეულის და საკვების მიღება.
გ) ინსულინოთერაპიის დროს პაციენტი საკვებს უნდა ღებულობდეს დღეში
სამჯერ ერთსა და იმავე დროს.
დ) ინსულინოთერაპიის დროს პაციენტი უნდა ღებულობდეს კალორიებს
მეტ-ნაკლებად ფიქსირებული რაოდენობით.

859. როგორია ინსულინის საშუალო საწყისი დოზა ახლად


დიაგნოსტირებული დიაბეტის შემთხვევაში?
ა) 2-4 ერთ.;
ბ) 6-8 ერთ.;
გ) 10-12 ერთ.;
*დ) 15-20 ერთ.;
ე) 25-30 ერთ.

860. II ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში:


ა) პაციენტთა უმრავლესობა ექიმს გამოვლენილი სიმპტომებით მიმართავს.
*ბ) პაციენტთა უმრავლესობას დიაგნოზის დასმისას არ აღენიშნებათ
სიმპტომები, გარდა ჭარბი წონისა;
გ) პაციენტთა უმრავლესობაში დიაბეტი კონტროლირდება დიეტითა და
ვარჯიშით.
დ) პაციენტების უმრავლესობას არ უვითარდება გართულებები;
ე) პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 40-ს არ აღემატება.

861. II ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, თუ იგი ახალგაზრდა


ასაკში დაიწყო:
ა) პაციენტების სხეულის წონა ჩვეულებრივ ნორმალური ან ნორმაზე
ნაკლებია;
ბ) დაავადებას აქვს აუტოსომურ-დომინანტური ხასიათი;
გ) ამ ტიპის დიაბეტი უვითარდებათ ღვიძლი და-ძმების 50%-ს;
*დ) სწორია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;
ე) არც-ერთი ჩამოთვლილი არაა სწორი.

862. ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობას ჩვეულებრივ ახასიათებს:


ა) ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების თანდართვა
ბ) შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგიების თანდართვა
გ) ფსიქიატრიული ავადობის რისკის გაზრდა;
დ) მიკროვასკულარული პათოლოგიები;
*ე) ზრდის შეფერხება; წონის დაკლება; მიკროვასკულარული
პათოლოგიები;

863. დიაბეტი მოხუცებში:


ა) 60იან 70იან წლებში დიაგნოსტირებული დიაბეტი არ მოქმედებს
სიცოცხლის ხანგრძლივობაზე;
ბ) დამახასიათებელი ნიშანია ვულვის ქავილი;
გ) დაკავშირებულია კატარაქტის განვითარების რისკის მომატებასთან;
*დ) დამახასიათებელი ნიშანია ვულვის ქავილი; დაკავშირებულია
კატარაქტის განვითარების რისკის მომატებასთან;
ე) არც ერთი ჩამოთვლილი არაა სწორი.

864. ჰიპოთირეოიდიზმისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:


ა) მენორაგია;
ბ) ასციტი;
გ) ცერებრალური ატაქსია;
დ) ნორმოქრომული ანემია;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

865. ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ჯგუფებია:1. პაციენტების


გახანგრძლივებული ამენორეით (ორსულობის გარეშე) კლიმაქტერიული
პერიოდის დადგომამდე; 2. პაციენტები ნადრევი მენოპაუზით; 3.
პაციენტები ქრონიკული ატროფიული გასტრიტით; 4. პაციენტები,
რომელნიც დიდი ხნის განმავლობაში იტარებენ მკურნალობას
პრედნიზოლონით (დღეღამეში > 7. 5 მგ)
ა) სწორია 1, 2;
ბ) სწორია 2, 3, 4;
*გ) სწორია 1, 2, 4;
დ) სწორია 1, 3, 4.

866. ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის დროს აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი


სიმპტომი, გარდა:
ა) კანის სიფერმკრთალე, ოფლიანობა
ბ) კუნთების ჰიპერტონუსი
*გ) ლორწოვანი გარსების, კანის გამოხატული სიმშრალე
დ) დაბალი არტერიული წნევა, ტაქიკარდია
ე) თვალის კაკლების მომატებული ტონუსი

867. სწორია თუ მცდარი შემდეგი მოსაზრება: 62 წლის პოსტმენოპაუზის


პერიოდში მყოფ ქალს დაუდგინდა პლაზმაში კალციუმის დონის მომატება.
იგი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და უარყოფს წონაში დაკლებას ან
მომატებას. მას არ უტარდება ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპია და არ
იღებს სხვა მედიკამენტებს. ფიზიკური გამოკვლევები ნორმაშია. სისხლის
საერთო ანალიზი ნორმის ფარგლებშია, გლუკოზის ალბუმინის და
გლობულინების დონეები აგრეთვე ნორმაშია. შრატის ქლორიდისა და
ფოსფატის თანაფარდობა 35:1. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია პირველი
რიგის გამოკვლევა ამ პაციენტისათვის?
*ა) პარათჰორმონის განსაზღვრა
ბ) თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა
გ) გუკოზით დატვირთვის ტესტის ჩატარება
დ) ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფია

868. სწორია თუ მცდარი შემდეგი მოსაზრება: 62 წლის პოსტმენოპაუზის


პერიოდში მყოფ ქალს დაუდგინდა პლაზმაში კალციუმის დონის მომატება.
იგი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და უარყოფს წონაში დაკლებას ან
მომატებას. მას არ უტარდება ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპია და არ
იღებს სხვა მედიკამენტებს. ფიზიკური გამოკვლევებით იგი ნორმაშია.
სისხლის საერთო ანალიზი ნორმის ფარგლებშია, გლუკოზის ალბუმინის და
გლობულინების დონეები აგრეთვე ნორმაშია. შრატის ქლორიდისა და
ფოსფატის თანაფარდობა 35:1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ტესტის
ჩატარება არ არის მიზანშეწონილი კვლევის საწყის ეტაპზე?
ა) პარათიეროიდული ჰორმონის განსაზღვრა
*ბ) კისრის/ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია
გ) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა
დ) ვიტამინი დ-ს განსაზღვრა

869. ქვემოთ ჩამოთვლილი პასუხებიდან რომელია მართებული


ოსტეოპოროზის დეფინიციასთან დაკავშირებით:
ა) ეს არის ჩონჩხის სისტემური დაავადება
ბ) ოსტეოპოროზი ნიშნავს „ფოროვან ძვალს“
გ) ოსტეოპოროზი გულისხმობს ძვლოვანი მასის შემცირებას
*დ) ყველა სწორი პასუხი სწორია
870. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულებაა მართებული:
ა) ადრეული მენოპაუზის დროს ოსტეოპოროზი შედარებით გვიან ვითარდება
*ბ) ესტროგენ-ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე ძვლის მინერალური
სიმკვრივე მაღალია, რაც ოსტეოპოროზის შედარებით დაბალ რისკზე
მიუთითებს
გ) ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი ქალები უფრო მიდრეკილნი არიან
ოსტეოპოროზის განვითარებისაკენ
დ) ანამნეზში დიდი რაოდენობით აბორტები ზრდის ოსტეოპოროზის
განვითარების რისკს

871. დენსიტომეტრიის ჩატარება ნაჩვენებია:


ა) 50 წლამდე პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში
*ბ) 65 წლის ზემოთ ქალებსა და 70 წლის ზემოთ მამაკაცებში კლინიკური
რისკ–ფაქტორების პროფილის მიუხედავად
გ) ყველა ასაკის პაციენტებში მოტეხილობის ანამნეზით
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში

872. ოსტეოპოროზის პრევენციისას, პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში დღიურ


საკვებ რაციონში, კალციუმის შემცველობა უნდა შეადგენდეს:
ა) 750 მგ
*ბ) 1000 მგ
გ) 500მგ
დ) 250 მგ

873. 42 წლის მამაკაცი იმყოფება ოჯახის ექიმთან პრევენციულ ვიზიტზე.


პაციენტი მსუქანია (სმი 31კგ/მ2). აქვს დიაბეტის ოჯახური ანამნეზი.
ჩაუტარდა უზმოდ გლუკოზის ტესტი და შაქრის რაოდენობა გამოვლინდა 120
მგ/დლ. რა იქნებოდა ამ პაციენტის მართვისათვის ყველაზე ოპტიმალური
ვარიანტი:
*ა) ცხოვრების წესის მოდიფიკაცია (დიეტა, ფიზიკური აქტივობა)
ბ) მეთფორმინი
გ) გლიბურიდი

874. 70 წლის მამაკაცს დაუდგინდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. როდის


დაიწყებთ დიაბეტური რეტინოპათიის სკრინინგული ღონისძიებების
განხორციელებას:
*ა) დაუყოვნებლივ
ბ) დიაგნოზიდან 2 წლის შემდეგ
გ) დიაგნოზიდან 3 წლის შემდეგ
დ) სიმპტომების გაჩენისას

875. შაქრიანი დიაბეტის ეტიოლოგიური კლასიფიკაციით ცნობილია ყველა


კატეგორიის დიაბეტი, გარდა ერთი მათგანისა:
ა) დიაბეტი ტიპი 2
ბ) დიაბეტი ტიპი 1
*გ) უშაქრო დიაბეტი
დ) გესტაციური დიაბეტი
876. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით გლუკოზისადმი
ტოლერანტობის დარღვევა დიაგნოსტირდება იმ შემთხვევაში, თუ:
*ა) უზმოზე განსაზღვრული გლუკოზა < 7,0 მმოლ/ლ(126მგ/დლ) + 2 სთ
პლაზმის გლუკოზა >7,8 მმოლ/ლ (140მგ/დლ) < 11,1მმოლ/ლ
(200მგ/დლ)
ბ) უზმოზე განსაზღვრული გლუკოზა >7,0 მმოლ/ლ(126მგ/დლ) + 2 სთ
პლაზმის გლუკოზა >11,1მმოლ/ლ (200მგ/დლ)
გ) უზმოზე განსაზღვრული გლუკოზა < 6,0 მმოლ/ლ(110მგ/დლ) + 2 სთ
პლაზმის გლუკოზა <7,8 მმოლ/ლ (140მგ/დლ)

877. დიაბეტი ტიპი 1 დაავადების ალბათობა, თუკი ორივე მშობელი


დაავადებულია შეადგენს:
ა) 50%
ბ) 90%
გ) 2%
*დ) 15%

878. ჩამოთვლილთაგან, ყველა წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის სიმპტომებს


გარდა ერთისა:
ა) პოლიურია/პოლიდიფსია
ბ) წონაში კლება
*გ) შარდვის სიხშირის შემცირება
დ) საერთო სისუსტე/ადვილად დაღლა

879. დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი პირი, გარდა ერთისა:
ა) ქალები საკვერცხის პოლიკოსტოზით, სიმსუქნით
ბ) ყველა ინდივიდი კარდიო – ვასკულური დაავადებით
გ) 55 წელს გადაცილებული პირები
*დ) თირკმლის უკმარისობით დაავადებული ნებისმიერი პირი

880. დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია:


ა) კეტოზური სუნთქვა
ბ) ცნობიერების დარღვევა და შოკი.
გ) დეჰიდრატაცია, ჰიპერვენტილაცია
*დ) ყველა სწორი პასუხი სწორია

881. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა


სკრინინგული კვლევა დიაბეტური ნეფროპათიის გამოსავლენად. სისხლში
ალბუმინ/კრეატინინის დონე 2,7 (ნორმაშია). როგორია თქვენი სამოქმედო
გეგმა:
*ა) გავიმეორებთ სკრინინგულ ტესტს 1 წელიწადში
ბ) გავიმეორებთ სკრინინგულ ტესტს 3 წელიწადში
გ) გავაკეთებ შარდის საერთო ანალიზს
დ) დავნიშნავთ ACE ინჰიბიტორს
882. ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი შაქრიან დიაბეტთან მიმართებაში:
*ა) დიაბეტის დიაგნოზი ისმება გლუკოზის ჰომეოსტაზის დარღვევიდან 9–
12 წლის შემდეგ
ბ) ახლად დიაგნოსტირებული ტიპი 2 დიაბეტის დროს კარდიოვასკულური
გართულებების ალბათობა დაბალია
გ) ტერფების რეგულარული დათვალიერება ამცირებს წყლულოვანი
დაზიანებისა და ამპუტაციის რიცხვს 25–30%–ით

883. პაციენტი ტიპი 2 დიაბეტის 5 თვიანი ანამნეზით, იმყოფება


მეთფორმინზე და გლიპიზიდზე, დაიკლო წონაში, გეგმიურ ვიზიტზე
გამოვლინდა არტერიული წნევის ციფრები 144/82მმ/ვწს, თან აქვს
არტერიული წნევის ამბულატორიული მონიტორინგის ბარათი, სადაც ბოლო
10 დღის გაზომვის მონაცემები აღემატება 150/90 მმ/ვწ.სვ–ს.
მიკროალბუმინურიაზე ტესტი უარყოფითია. მართვის შემდეგი საფეხურია:
ა) დავაკვირდეთ კიდევ 3 თვის განმავლობაში
*ბ) დავიწყოთ ACE ინჰიბიტორი
გ) დავიწყოთ CCB (კალციუმის არხების ბლოკერი)

884. პაციენტი ტიპი 2 დიაბეტის 5 თვიანი ანამნეზით, იმყოფება


მეთფორმინზე და გლიპიზიდზე, დაიკლო წონაში, გეგმიურ ვიზიტზე
გამოვლინდა არტერიული წნევის ციფრები 144/82მმ/ვწს, თან აქვს
არტერიული წნევის ამბულატორიული მონიტორინგის ბარათი, სადაც ბოლო
10 დღის გაზომვის მონაცემები აღემატება 150/90მმ/ვწს.
მიკროალბუმინურიაზე ტესტი უარყოფითია. პაციენტი მოსულია გეგმიურ
ვიზიტზე. ასრულებს კვებით და ფიზიკური აქტივობის შესაბამის
რეკომენდაციებს. იღებს: მეთფორმინს 2500მგ-ს დღეში; გლიპიზიდს 20მგ
1–ჯერ დღეში; რამიპრილს 10მგ 1–ჯერ დღეში. გამოკვლევების შედეგები:
უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია 18,7 მმოლ/ლ; „HbAc“ 12,4%;
გლუკოზურია, კეტონური სხეულები უარყოფითია. მართვის შემდეგი
საფეხურია:
ა) დავიწყოთ აკარბოზა
ბ) გავზარდოთ მეტფორმინისა და გლიპიზიდის დოზა
*გ) რეკომენდებულია ინსულინოთერაპია

885. მოგმართავთ ტიპი 2 დიაბეტის პაციენტი. მისი სმი 31კგ/კვ.მ.


პაციენტს ესაჭიროება მკურნალობის დანიშვნა. მკურნალობის I საფეხური
გულისხმობს:
ა) ცხოვრების წესის მოდიფიკაცია + ჰიპოგლიტაზონი
*ბ) ცხოვრების წესის მოდიფიკაცია + მეთფორმინი
გ) ცხოვრების წესის მოდიფიკაცია + სულფონილშარდოვანა
დ) ცხოვრების წესის მოდიფიკაცია + ბაზალური ინსულინი

886. მოგმართავთ ტიპი 2 დიაბეტის პაციენტი. მისი სმი 31კგ/კვ.მ.


პაციენტს ესაჭიროება მკურნალობის დანიშვნა და რჩევების მიცემა ცხოვრების
წესის მოდიფიკაციის მიზნით. ჩამოთვლილთაგან, რომელი პასუხია სწორი
ვარჯიშსა და ფიზიკური აქტივობის გაზრდასთან დაკავშირებით:
ა) აუმჯობესებს მგრძნობელობას ინსულინზე და გლუკოზის ტოლერანტობას
ბ) ზრდის ენერგიის ხარჯვას და შედეგად წონის კლებას
გ) ზრდის შრომისუნარიანობას
დ) აუმჯობესებს სისხლის წნევას და ლიპიდურ პროფილს
*ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი სწორი პასუხი

887. დიაბეტის სკრინინგი მიზანშეწონილია ყველა ჩამოთვლილ


შემთხვევაში სათანადო ინტერვალებით, გარდა ერთისა:
ა) 55 წლის შემდეგ ასაკის პაციენტებში სამ წელიწადში ერთხელ
ბ) პაციენტებში კარდიოვასკულური ავადობის და/ან დიაბეტის მაღალი
რისკით სკრინინგი 45 წლის შემდეგ რეკომენდებულია ყოველწლიურად
გ) 45 წლის შემდეგ ასაკის პაციენტებში სამ წელიწადში ერთხელ
*დ) ქალები საკვერცხის პოლიკისტოზით ყოველწლიურად

888. დიაბეტით დაავადებულთა მიმდინარე მეთვალყურეობის დროს,


მიზანშეწონილია, განხორციელდეს ყველა ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური
კვლევა მითითებული ინტერვალებით, გარდა ერთისა:
ა) არტერიული წნევის გაზომვა ყოველ 6 თვეში ერთხელ
*ბ) ოფთალმოლოგის კონსულტაცია 6 თვეში ერთხელ
გ) სიმაღლე/წონა/წელის გარშემოწერილობა (BMI) ყოველ 6 თვეში ერთხელ
დ) ფეხების დათვალიერება/გასინჯვა ყოველ 6 თვეში ერთხელ

889. ჰიპერგლიკემიურ კომას არ ახასიათებს;


ა) ტაქიკარდია
ბ) ღებინება
*გ) გონების სწრაფი დაკარგვა
დ) ტოქსიური სუნთქვა

890. დიაბეტით დაავადებულ პაციენტთათვის ანტიჰიპერტენზიული თერაპიის


საჭიროებისას არჩევის ჯგუფს წარმოადგენს:
ა) ბეტა ბლოკატორები
*ბ) აგფ ინჰიბიტორები
გ) კალციუმის არხების ბლოკატორები
დ) თიაზიდური შარდმდენები

891. თქვენთან მოიყვანეს 14 წლის გოგონა რათა შეაფასოთ მისი სიმსუქნე.


პაციენტის დედაც მსუქანია. ფიზიკური გასინჯვით სმი 38,7. არტერიული
წნევა 124/95მმ/ვწს. ტონზილები ჰიპერტროფიული. კისრისა და იღლიის
ნაკეცებში გამოხატულია აკანტოკერატოდერმია. ლაბორატორიული კვლევებით
დგინდება დისლიპიდემია, დარღვეულია უზმოზე გლუკოზისა და ინსულინის
შემცველობა. ALT და AST ნორმაშია. ულრაბგერითი გამოკვლევით
საკვერცხეზე მოცულობითი წარმონაქმნი არ გამოვლინდა. სიმსუქნის
გამომწვევი რა მიზეზები არის მეტად სავარაუდო:
ა) მონოგენური სიმსუქნე
*ბ) გენეტიკური და გარემო ფაქტორები
გ) პრადერ ვილის სინდრომი
დ) კუშინგის სინდრომი
892. 53 წლის ჭარბი წონის ქალბატონს ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი
დიაბეტით თვალის გარშემო განუვითარდა მოყვითალი წანაზარდები.
პაციენტი მძიმე მწეველია. დათვალიერებით აღინიშნება მოყვითალო
ფოლაქები თვალბუდის მედიალურ ზედაპირზე. რომელია ყველაზე მეტად
სავარაუდო დიაგნოზი:
ა) მილია
ბ) სირინგიომა
გ) ფსორიაზი
დ) ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა
*ე) ქსანთელაზმა

893. თქვენი მიზანია 50 წლის ქალბატონს სიმსუქნით წონის დაკლებაში


დაეხმაროთ, მაგრამ აქამდე განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიაღწიეთ. ქვემოთ
ჩამოთვლილიდან, რომელია ყველაზე ნაკლებად ეფექტური წონის
დაკლებისთვის:
ა) ორლისტატი
*ბ) ჯანსაღი კვების ჩვევა
გ) ვარჯიში
დ) ჯგუფური თერაპია
ე) დაბალკალორიული დიეტა

894. 38 წლის ქალი, უჩივის თმის ცვენას, მათ შორის წარბების


ლატერალურ ნაწილში, კანის სიმშრალეს, ხმის ჩახლეჩას, უმადობის
მიუხედავად წონაში მატებას, საერთო სისუსტეს, გუნება-განწყობილების
გაუარესებას, სიცივის შეგრძნებას. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ფსიქოგენური ანორექსია
ბ) დეპრესია
*გ) ჰიპოთირეოზი
დ) პრემენსტრუალური სინდრომი

895. 25 წლის ახალგაზრდა ქალი 2 წელია უჩივის მენსტრუალური ციკლის


დარღვევას, რამდენიმე თვის წინ დაეწყო თავის ტკივილი, მხედველობის
გაუარესება, კუნთების სისუსტე და ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება,
ძილიანობა. ჩატარებული გამოკვლევებიდან: „TSH“-ის კონცენტრაცია არის
0.1 „IU/l, T4“ – ნორმაზე ნაკლებია, ხოლო პროლაქტინის კონცენტრაცია
მკვეთრად მომატებულია. კონკრეტულ შემთხვევაში ჰიპოთირეოზის რომელ
ფორმასთან გვაქვს საქმე:
ა) პირველადი
*ბ) ცენტრალური
გ) პერიფერიული
დ) სუბკლინიკური

896. 25 წლის ახალგაზრდა ქალი 2 წელია უჩივის მენსტრუალური ციკლის


დარღვევას, რამდენიმე თვის წინ დაეწყო თავის ტკივილი, მხედველობის
გაუარესება, კუნთების სისუსტე და ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება,
ძილიანობა. ჩატარებული გამოკვლევებიდან: „TSH“-ის კონცენტრაცია არის
0.1 „IU/l, T4“ – ნორმაზე ნაკლებია, ხოლო პროლაქტინის კონცენტრაცია
მკვეთრად მომატებულია. ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში როგორია ოჯახის
ექიმის ტაქტიკა:
ა) თავის ქალის რენტგენოგრაფია
ბ) ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
გ) თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია
*დ) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
ე) გამოკვლევა სასქესო ჰორმონებზე

897. ოჯახის ექიმს მომართა 17 წლის გოგონამ, რომელსაც 1 წლის წინ


დაუდგინდა იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი.
ამჟამად, ის უჩივის ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებას, საერთო სისუსტეს,
სიცივის შეგრძნებას. ჩატარებული გამოკვლევებიდან საყურადღებოა: „ TSH“-
ის კონცენტრაცია – 8.4“ IU/l“, პალპაციით ისინჯება სიმეტრიულად
გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ენდემური ჩიყვი
*ბ) აუტოიმუნური თირეოიდიტი
გ) ცენტრალური ჰიპოთირეოზი
დ) ჰიპერთირეოზი

898. 42 წლის მამაკაცს, რომელსაც აღენიშნება ჰიპოთირეოზის კლინიკური


ნიშნები,ანესაზღვრა TSH-ის კონცენტრაცია – 6,5 IU/L, ოჯახის ექიმის
გადაწყვეტილება შემდგომი ქმედების თაობაზე შეიძლება მოიცავდეს ყველას,
გარდა:
ა) დიაგნოზის დაზუსტების მიზნით TSH-ის კონცენტრაციის გადამოწმება
განმეორებითი ანალიზით
ბ) მკურნალობის სქემის შერჩევა
გ) ენდოკრინოლოგის კონსულტაციის აუცილებლობის განსაზღვრა
*დ) თირეოიდული ანტისხეულების განსაზღვრა

899. 21 წლის გოგონას ოჯახის ექიმის რეკომენდაციით ჩატარებული


გამოკვლევების შედეგად დაესვა პირველადი ჰიპოთირეოზის დიაგნოზი.
რომელია არჩევის პრეპარატი ჩანაცვლებითი თერაპიის მიზნით:
ა) ტრიიოდთირონინი
ბ) თირეოიდინი
*გ) ლევოთიროქსინი
დ) თირეოკომბი

900. პაციენტი 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება გ.ი.დ.,


უჩივის საერთო სისუსტეს, ძილიანობას, წონაში მატებას, ყაბზობას, თმის
ცვენას. ჩატარებული გამოკვლევებიდან საყურადღებოა ჰიპერქოლესტერინემია,
TSH-ის კონცენტრაცია – 7,5 IU/L, T4-ის კონცენტრაცია დაქვეითებულია.
როგორია ექიმის რეკომენდაცია ლევოთიროქსინის საწყისი დოზის თაობაზე:
ა) 50-70 მკგ/დღეში
ბ) 75-100 მკგ/დღეში
გ) 25-50 მკგ/დღეში
*დ) 12.5 მკგ/დღეში
901. 52 წლის ქალბატონს ახლახან დაუსვეს ჰიპოთირეოზის დიაგნოზი და
დაუნიშნეს მკურნალობა. ამ შემთხვევაში სწორია ყველა დებულება, გარდა:
ა) ავადმყოფობის მდგომარეობის სუბიექტური გაუმჯობესება სწორი
მკურნალობის დროს მოხდება თანდათანობით, რამოდენიმე კვირის
განმავლობაში
ბ) თირეოტროპული ჰორმონის დონე მცირდება ნორმამდე 6-8 კვირის
შემდეგ
*გ) ჩანაცვლებითი თერაპიისთვის არჩევის პრეპარატია ტრიიოდთირონინი
დ) საერთო “ T“4 ნორმალიზდება მკურნალობის დაწყებიდან 5-6 კვირის
შემდეგ

902. 62 წლის მამაკაცი მიოკარდიუმის ინფარქტის 2 წლიანი ანამნეზით,


რომელსაც აღენიშნებოდა ჰიპოთირეოზის სიმპტომები, ოჯახის ექიმის მიერ
გაგზავნილ იქნა ენდოკრინოლოგთან. მის მიერ შერჩეულ იქნა
ლევოთიროქსინის ადექვატური დოზა. დოზის ტიტრაცია ხდებოდა 2 თვიანი
ინტერვალებით, მიუხედავად ამისა, თირეოტროპული ჰორმონის დონე
რჩებოდა მომატებული, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს:
ა) მკურნალობის რეჟიმის დარღვევა
ბ) მალაბსორბცია
გ) მედიკამენტური ურთიერთქმედება
*დ) ყველა პასუხი სწორია

903. პაციენტი 28 წლის ქალი, ჰყავს 1 ჯანმრთელი შვილი, ანამნეზში არ


აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ან სხვა ენდოკრინული სისტემის
პათოლოგიის არსებობა. გეგმავს მეორე ორსულობას. თქვენი ტაქტიკა
აღნიშნულ შემთხვევაში:
*ა) თტჰ-ის განსაზღვრა
ბ) იოდის პრეპარატით თერაპია – 400 მკგ/დღეში
გ) ლევოთიროქსინის მინიმალური დოზით თერაპიის დაწყება
დ) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი

904. მოგმართავთ 46 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება შაქრიანი


დიაბეტის ოჯახური ანამნეზი. პაციენტი ამჟამად სიმპტომებს არ
წარმოადგენს, მაგრამ შიშობს, რომ ისიც დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით.
პაციენტს აღენიშნება სიმსუქნე, სმი -32კგ/მ2, არტერიული წნევა-130/70
მმ.ვწყ.სვ. უზმოზე ვენურ პლაზმაში გლუკოზის დონე 6.8 მმოლ/ლ.
როგორ ფიქრობთ რასთან გაქვთ საქმე:
ა) პაციენტი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით
ბ) პაციენტს აღენიშნება გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა
*გ) დიაგნოზის დასასმელად საჭიროა დამატებითი გამოკვლევები
დ) შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი საფუძველს მოკლებულია

905. მოგმართავთ 40 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება შაქრიანი


დიაბეტის ოჯახური ანამნეზი, პაციენტს ამჟამად ჩივილები არ აღენიშნება,
მაგრამ აქვს შაქრიანი დიაბეტით დაავადების შიში. პაციენტს ჩაუტარეთ
გამოკვლევები, რომლის დროსაც გამოვლინდა უზმოზე ვენურ პლაზმაში
გლუკოზის დონე 6.6 მმოლ/ლ. გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტის
ჩატარებისას გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათვის შემდეგ 9 მმოლ/ლ.
არტერიული წნევა ვწყ სვ. 120/80 მმ. სმი-30 კგ/მ2. როგორ ფიქრობთ
რასთან გაქვთ საქმე:
ა) პაციენტი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით
*ბ) პაციენტს აღენიშნება გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა
გ) უზმოდ გლიკემიის გაუარესება
დ) მეტაბოლური სინდრომი

906. 44 წლის ქალბატონი, რომელიც იმყოფება თქვენთან აღრიცხვაზე


შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–ის დიაგნოზით 3 თვეა. მოგმართავთ მორიგ
ვიზიტზე. პაციენტს დანიშნული აქვს ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია და
მეტფორმინი. გამოკვლევისას პაციენტს გამოუვლინდა უზმოზე ვენურ
პლაზმაში გლუკოზის დონე 10 მმოლ/ლ, გლიკირებული ჰემოგლობინი 8%,
არტერიული წნევა 130/80 მმ ვწყ.სვ, სმი-34 კგ/მ2. როგორი იქნება თქვენი
გადაწყვეტილება მკურნალობასთან დაკავშირებით:
ა) ცხოვრების სტილი და მეტფორმინი
*ბ) ცხოვრების სტილი და მეტფორმინი და სულფოშარდოვანას პრეპარატები
გ) ცხოვრების სტილი და სულფოშარდოვანას პრეპარატები
დ) ცხოვრების სტილი და ინსულინი

907. პაციენტი 48 წლის მამაკაცი, იმყოფება აღრიცხვაზე არტერიული


ჰიპერტენზიით 4 წელია. ამჟამად სკრინინგული გამოკვლევით, გამოუვლინდა
ვენურ პლაზმაში გლუკოზის დონის 7.8 მმოლ/ლ. როგორ შეაფასებდით
აღნიშნულ მდგომარეობას:
ა) გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა
ბ) უზმოზე გლიკემიის გაუარესება
*გ) შაქრიანი დიაბეტი

908. პაციენტი 46 წლის დაავადებულია მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით.


პაციენტს მიეცა რჩევა ცხოვრების წესის მოდიფიცირების შესახებ და დაენიშნა
მეტფორმინი. მოგმართავთ მორიგ ვიზიტზე. გამოკვლევისას ვლინდება
პლაზმაში გლუკოზის დონე პრეპრანდიალური 7.2 მმოლ/ლ და
პოსტპრანდიალური 9 მმოლ/ლ. გლიკირებული ჰემოგლობინი 6.6%.
შეიძლება ჩაითვალოს თუ არა, რომ ამ შემთხვევაში გლუკოზის კონტროლი
მიღწეულია:
ა) კონტროლი ოპტიმალურია
*ბ) მოსაზღვრე კონტროლი
გ) ცუდი კონტროლი
დ) კონტროლი დარღვეულია და პაციენტი საჭიროებს სპეციალისტთან
გაგზავნას

909. პაციენტი 48 წლის მამაკაცი დაავადებული შაქრიანი დიაბეტით ტიპი 2.


ამჟამად დაუდგინდა არტერული ჰიპერტენზია II (JNC-VII). პაციენტს
დანიშნული აქვს მკურნალობა. როგორია არტერიული წნევის სამიზნე დონე:
ა) <140/90 მმ. ვწყ.სვ
*ბ) <130/80 მმ. ვწყ.სვ
გ) <130/85 მმ.ვწყ.სვ
დ) <120/80 მმ.ვწყ.სვ

910. 50 წლის ქალბატონი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით 7 წელია.


ამჟამად, დაუდგინდა არტერიული ჰიპერტენზია II (JNC VII). აღენიშნება
პროტეინურია. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელს შეარჩევდით
არტერიული წნევის კონტროლის მიზნით:
ა) თიაზიდური შარდმდენები
ბ) ბეტა ბლოკერები
*გ) აგფ ინჰიბიტორები
დ) კალციუმის არხების ბლოკერები

911. პაციენტი 50 წლის მოდის ექიმთან სამედიცინო ცენტრში ფორმა 100-ის


მისაღებად. აქვს ჭარბი წონა და ანამნეზით დედა დაავადებული ჰყავს
შაქრიანი დიაბეტით. გასინჯვით არტერიული წნევა 134/80 მმ. ვწყ.სვ.
პულსი 80, სმი-29კგ/მ2. ორგანოების მხრივ პათოლოგია არა აქვს. როგორ
დაგეგმავთ პაციენტზე მეთვალყურეობას:
*ა) რჩევა დიეტის, ფიზიკური აქტივობის შესახებ, ვიზიტი 1 წელში
ბ) სისხლში შაქრის განსაზღვრა ყოველ 6 თვეში
გ) გლიკემიის კონტროლი ყოველ 3 წელში
დ) შაქრის დონის კონტროლი 5 წელში ერთხელ

912. რომელი დიეტური რეკომენდაციები არ არის მისაღები დიაბეტის ორივე


ტიპისათვის:
ა) ნახშირწყლები უნდა შეადგენდეს საერთო კალორაჟის დაახლოებით 50-
60%-ს
ბ) ცილა უნდა შეადგენდეს დღიური კალორაჟის დაახლოებით 10-20%-ს
გ) ტოტალური ცხიმი უნდა მოიცავდეს საერთო კალორაჟის 30%-ზე
ნაკლებს, ხოლო ქოლესტერინისა <300მგ/დღეში
*დ) მარილის შეზღუდვა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მისი დღიური
რაოდენობა 2 გრამზე მეტია
ე) ავადმყოფებმა არ უნდა გამოიყენონ საკვებად მზა «დიაბეტური»
პროდუქტები, რომლებიც შაქრის შემცვლელების გამოყენებითაა (ქსილიტი,
სორბიტი და ფრუქტოზა) დამზადებული (დიაბეტური შოკოლადი, ვაფლი,
ნამცხვარი, ჯემი) და ასევე შეიცავენ ჩვეულებრივ ნახშირწყლებსაც (ფქვილი
და სხვ.)

913. თუ ავადმყოფობის დროს დიაბეტიანს ჩვეულებრივ რეჟიმში კვება არ


შეუძლია, რომელი მეთოდია ყველაზე პრაქტიკულად მოსახერხებელი
მისთვის:
ა) "თეფშის" მეთოდი
ბ) ურთიერთშემცვლელი პროდუქტების მეთოდი
*გ) "საათობრივი ნორმირების მეთოდი"
დ) პურის ერთეულების გამოთვლის მეთოდი
ე) გლუკოზური დატვირთვის გამოთვლის მეთოდი

914. 25 წლის ქალბატონი ჭარბი წონის გამო მოგმართავთ. ანამნეზის


შეკრებისას ადგენთ, რომ პაციენტს ადრე უთხრეს, რომ მეტაბოლური
სინდრომი აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ წარმოადგენს
მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს:
ა) სისხლში გლუკოზა უზმოზე> 5.6 მმოლ/ლ
ბ) ტრიგლიცერიდები მომატებულია და > 1.7 მმოლ/ლ
*გ) თიროქსინის დონე დაქვეითებულია > 8pmol/L
დ) მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები დაქვეითებულია
ე) არტერიულ წნევა მომატებულია

915. ქრონიკული დაავადებებიდან რომელია ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზი?


ა) ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
*ბ) თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
გ) გულის შეგუბებითი უკმარისობა;
დ) აუტოიმუნური დაავადება;
ე) ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება.

916. ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან ფოლის მჟავას დეფიციტის


შესახებ რომელია მცდარი
ა) ფოლის მჟავას დეფიციტზე მიგვანიშნებს მაკროციტული ანემია;
ბ) პერიფერული სისხლის ნაცხში ხშირად ნახულობენ ჰიპერსეგმენტირებულ
ნეიტროფილებს;
გ) ფოლის მჟავას დეფიციტის ყველაზე ხშირი მიზეზია საკვებში მისი
ნაკლებობა;
*დ) ფოლის მჟავას დეფიციტი იშვიათია იმ პაციენტებში, რომლებიც ჭარბად
ღებულობენ ალკოჰოლს;
ე) ფოლის მჟავას დონის დაქვეითება ჩვეულებრივ ვლინდება
ერიტროციტებში და პლაზმაში.

917. ელენთის ფუნქციებს განეკუთვნება


ა) ანტისხეულების წარმოქმნა;
ბ) სისხლის უჯრედების სეკვესტრაცია;
გ) ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის დათრგუნვა;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

918. ქალებში რკინადეფიციტური ანემიის განვითარების მიზეზები შეიძლება


უშუალოდ დაუკავშირდეს ანამნეზურ მონაცემებს
ა) კუჭის რეზექცია;
*ბ) მშობიარობების მაღალი სიხშირე;
გ) ნეფრექტომია;
დ) ჰიპოსეკრეტორული გასტრიტი.

919. ართრალგიური სინდრომი არაიშვიათად წარმოადგენს ყველაზე ადრეულ


გამოვლინებას შემდეგი დაავადებისა
*ა) ჰემოლიზური ანემიისა;
ბ) მრავლობითი მიელომისა;
გ) მწვავე პორფირიისა;
დ) ერითრემიისა.
920. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადებისათვისაა
დამახახიათებელი ერითროციტების დალექვის დაბალი სიჩქარე (< 3 მმ/
სთ-ში ნაკლები) ?
ა) კრიოგლობულინემია;
ბ) გოშეს დაავადება;
*გ) ერითროციტოზი;
დ) თალასემია;
ე) ლიმფომა.

921. "ანტიგენი" არის


ა) ბაქტერია ან ვირუსი;
ბ) ცილები;
*გ) იმუნური პასუხის გამომწვევი ნებისმიერი ნივთიერება;
დ) პოლისაქარიდები.

922. ლეიკოზების კლასიფიკაცია ემყარება


ა) დაავადების კლინიკური სურათს;
ბ) ანამნეზურ მონაცემებს;
*გ) დაავადების უჯრედოვანი სუბსტრატის სიმწიფის ხარისხს;
დ) ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
ე) მიმდინარე თერაპიის ეფექტურობას.

923. მწვავე ლეიკოზზე ეჭვისას აუცილებელია ჩატარდეს


ა) ლიმფური კვანძის ბიოფსია;
*ბ) სტერნალური პუნქცია;
გ) ელენთის პუნქცია;
დ) რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა.

924. ქალებში რკინადეფიციტური ანმიის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) უხვი და ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენისა;
ბ) რანდიუ-ოსლერის ავადმყოფობისა;
გ) ჰემოროისა;
დ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნისა;
*ე) ქრონიკული გასტრიტისა დაქვეითებული სეკრეციით.

925. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ძირითადი პრინციპებია


ა) მთლიან სისხლის დროული გადასხმა;
ბ) ინტრავენურად რკინის პრეპარატების ხანგრძლივი შეყვანა;
დ) პერორალურად რკინის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება ფოლიუმის
მჟავასთან ერთად;
*ე) სისხლდენის კერის ლიკვიდაცია (წყლული, სიმსივნე, ანთება) და
პერორალურად რკინის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;

926. რკინის დეფიციტის მკურნალობა გულისხმობს:


ა) ინტრავენურად რკინის პრეპარატების შეყვანის და ხორციანი დიეტის
დაცვა;
ბ) ინტრავენურად რკინის პრეპარატებისა და კანქვეშ B ჯგუფის ვიტამინების
შეყვანას;
გ) ეროციტარული მასის რეგულარული ტრანსფუზიებს და ხილით მდიდარი
დიეტის დაცვას;
*დ) რკინის პრეპარატების პერორალური ხანგრძლივი მიღებას.

927. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის პერიოდში სწორი


რეკომენდაციებია
ა) ვეგეტერიანული დიეტა ვაშლის, სტაფილოს, ბროწეულის, ნიგვზის უხვი
რაოდენობით;
ბ) ხიზილალის, ხორცის, ფრინველის, თეთრი თევზის ყოველდღიური
მიღება;
გ) ყოველდღიურ რაციონში 300 გრ-დე ძროხის ღვიძლის პაშტეტის მიღება;
*დ) ბალანსირებული კვება და რკინის პრეპარატების პერორალურად
ხანგრძლივი მიღება.

928. ორსული ქალისათვის ქრონიკული რკინადეფიციტური ანემიის


შემთხვევაში აუცილებელია
*ა) მშობიარობამდე და ლაქტაციის მთელი პერიოდში მიიღოს რკინის
პრეპარატები;
ბ) კვების რაციონში შეიტანოს წითელი თევზი, ბროწეული, სტაფილო;
გ) მშობიარობამდე გადაესხას ერითროციტული მასა;
დ) ინტრავენურად შეყვანილ იქნა ფერრუმ ლეკი.

929. ტყვიით მოწამვლის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებია


ა) სიყვითლე;
*ბ) ღრძილებზე ნაცრისფერი არშია;
გ) სისხლი განავალში;
დ) თირკმლის ჭვალი.

930. პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებს მიეკუთვნება


ა) ფენილინი;
*ბ) ჰეპარინი;
გ) ახლადგაყინული პლაზმა;
დ) ტიკლიდი;
ე) ამინოკაპრონის მჟავა.

931. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებს მიეკუთვნება


*ა) ფენილინი;
ბ) ჰეპარინი;
გ) ახლადგაყინული პლაზმა;
დ) ტიკლიდი;
ე) ამინოკაპრონის მჟავა.

932. ანტიაგრეგანტებს განეკუთვნება


ა) ფენილინი;
ბ) ჰეპარინი;
*გ) კლოპიდოგრელი;
დ) ამინოკაპრონის მჟავა.

933. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს ჰემოლიზური კრიზის


კლინიკურ ნიშანს?
*ა) კანის ყვითელი შეფერილობა;
ბ) შეშუპება;
გ) პირის სიმშრალე;
დ) პოლიურია.

934. წამლისმიერ ნეიტროპენიას არ ახასიათებს:


ა) მწვავე დასაწყისი, შემცივნება;
ბ) ლორწოვანი გარსების (პირის ღრუს, სწორი ნაწლავის ლორწოვანი
გარსის) წყლულები;
გ) კანის ინფექცია და პნევმონია;
დ) სეფსიური ცხელება;
*ე) ჩირქოვანი ექსუდაცია, პიემიური კერები.

935. ავთვისებიან აგრანულოციტოზს პერიფერიულ სისხლში არ ახასიათებს:


ა) ნეიტროფილების რაოდენობა 1 000 და ნაკლები;
*ბ) ანემია, თრომბოპენია;
გ) მონოციტოზი;
დ) ეოზინოფილია.

936. ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან ლიმფოგრანულემატოზის შესახებ


რომელი არ არის მართებული?
ა) 5 წლის ასაკამდე ბავშვები იშვიათად ავადდებიან;
ბ) ყველაზე მუდმივი ნიშანია კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
*გ) ცხელება და ღამით ოფლიანობა არ აღინიშნება;
დ) დაავადება უნდა ივარაუდონ, როდესაც ვლინდება აუხსნელი გენეზისის
პერსისტირებული ლიმფადენოპათია.

937. ვერლჰოფის დაავადების მანიფესტაციას არ ახასიათბს:


ა) გაურთულებელ შემთხვევებში ავადმყოფის კარგი ზოგადი მდგომარეობა;
ბ) ჰემორაგიული გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;
გ) ელენთის პალპაციის შესაძლებლობა შემთხვევათა 10%-ში;
დ) კისრის ჯირკვლებით შემოფარგლული არამკვეთრი ლიმფადენოპათია;
*ე) გამოხატული ჰეპატომეგალია;
ვ) მიდრეკილება სისხლჩაქცევებისადმი ტრავმის ადგილებში.

938. ვერლჰოფის დაავადებას არ ახასიათებს:


ა) პერიფერიული სისხლში თრომბოციტების რიცხვის მკვეთრად დაკლება;
ბ) სისხლის ნაცხში დიდი ზომის თრომბოციტების (მეგათრომბოციტების)
წარმოქმნა;
გ) სისხლის დენის დროისა და კოლტის რეტრაქციის დარღვევა;
*დ) როგორც წესი, ანემიის გამოვლენა ლეიკოციტოზითა და მარცხნივ
გადახრით
939. რომელი გართულება არ ახასიათებს ვერლჰოფის დაავადებას?
ა) სისხლის დენა ცხვირიდან, პირის ღრუს ლორწოვანიდან და
ღრძილებიდან;
ბ) ჰემატურია და მელენა;
გ) სისხლჩაქცევები შინაგან ორგანოებში;
დ) სისხლჩაქცევები თავისა და ზურგის ტვინში;
*ე) ჰემატომები ღრმა კუნთოვან ქსოვილებში.

940. რკინის დეფიციტის კლინიკური ნიშნებია ქვემოთ ჩამოთვლილი, ერთის


გარდა:
ა) კანის სიმშრალე;
ბ) კოილონიხია;
გ) თმების ცვენა;
*დ) ენის წვა, ტკივილი;
ე) გემოვნების გაუკუღმართება.

941. ჰემოლიზის ნიშნებია ქვემოთ ჩამოთვლილი, ერთის გარდა:


ა) სიყვითლე;
*ბ) კანის ქავილი;
გ) არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინებია;
დ) ჰემოგლობინურია;
ე) ნორმოქრომიული ანემია.

942. მწვავე ჰემოლიზისათვის (ჰემოლიზური კრიზი) დამახასიათებელი


სიმტომებია:
ა) პირველივე საათებში მაღალი ცხელება და ჰეპატოსპლენომეგალია,
ბ) თანდათანობითი დასაწყისი, მუცლის და წელის ტკივილი, ცხელება
გ) თანდათანობითი დასაწყისი, მუცლის ტკივილი, შეფერილი შარდი
*დ) უეცარი დასაწყისი, ცხელება, მუცლის და წელის არეში ტკივილი
ე) უეცარი დასაწყისი, ცხელება, ჰიპერქრომული ანემია

943. ქრონიკული ჰემოლიზური ანემიის დამახასიათებელი გართულებაა:


ა) ოლიგოანურია;
ბ) მწვავე გასტროინტესტინური ჰემორაგია;
*გ) ქოლელითიაზი;
დ) ნეფროლითიაზი;

944. მიკროსფეროციტოზი დამახასიათებელია:


ა) მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიისათვის;
ბ) აპლაზიური ანემიისათვის;
გ) ნამგლისებრუჯრედული ანემიისათვის;
*დ) მინკოვსკი-შოფარის დაავადებისათვის.

945. რომელი დაავადებისათვის არის დამახასიათებელი ედს-ის მკვეთრი


შემცირება:
ა) მიელომური დაავადებისათვის;
ბ) რკინადეფიციტური ანემიისათვის;
*გ) ერითრემიისათვის;
დ) პერნიციოზული ანემიისათვის;
ე) აპლაზიური ანემიისათვის.

946. სამიზნისმაგვარი ერითროციტების არსებობა დამახასიათებელია:


ა) მინკოვსკი-შოფარის დაავადებისათვის;
ბ) ტყვიით მოწამვლისათვის;
*გ) თალასემიისათვის;
დ) მიელომური დაავადებისათვის;
ე) ვილებრანდის დაავადებისათვის.

947. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი ჰენოხ-


შონლაინის დაავადებისათვის?
ა) სახსროვანი სინდრომი;
*ბ) ჰეპატოლიენური სინდრომი;
გ) კანისმხრივი ცვლილებები;
დ) თირკმლების დაზიანება;

948. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი


მიელომური დაავადებისათვის?
ა) ოსალგია;
ბ) ანემია
გ) მაღალი ედს;
*დ) თრომბოციტოზი;
ე) ჰიპერპროტეინემია.

949. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი ვიტამინი


12-ის დეფიციტით განპირობებული ანემიისათვის?
ა) ქრონიკული ჰემოლიზის ნიშნები;
*ბ) მწვავე ჰემოლიზის ნიშნები;
გ) საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანების ნიშნები;
დ) ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები;
ე) ერითროციტების ბაზოფილური პუნქტაცია.

950. მეგალობლასტური ანემიების რიცხვს მიეკუთვნება:


ა) ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია;
ბ) ნამგლისებრუჯრედული ანემია;
*გ) პერნიციოზული ანემია;
დ) მინკოვსკი-შოფარის დაავადება;
ე) ტყვიით მოწამვლით განპირობებული ანემია.

951. ლიმფომების რიცხვს მიეკუთვნება:1. ჰოჯკინის დაავადება; 2.


ვალდენსტრემის დაავადება; 3. ბერკიტის ლიმფომა; 4. სოკოსებრი მიკოზი;
5. ადისონ-ბირმერის დაავადება.
ა) სწორია 1, 3;
ბ) სწორია 3, 5;
გ) სწორია 2, 3, 4
*დ) სწორია 1, 3, 4

952. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს მემკვიდრულ


კოაგულოპათიას? რიცხვს მიეკუთვნება 1. ჰემოფილია; 2.
ვილებრანდის დაავადება; 3. ვიტამინიას უკმარისობა; 4. დისემინირებული
სისხლძაღვთაშიდა შედედების სინდრომი; 5. ვერლჰოფის დაავადება.
ა) ვერლჰოფის დაავადება;
ბ) დისემინირებული სისხლძარღვთაშიდა შედედების სინდრომი;
*გ) ვილებრანდის დაავადება;
დ) თალასემია;
ე) პერნიციოზული ანემია.

953. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადებაა ნორმოქრომული?


ა) 12 დეფიციტური ანემია;
ბ) რკინადეფიციტურ ანემია;
გ) ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია;
*დ) მწვავე ჰემოლიზური ანემია;

954. ეოზინოფილია დამახასიათებელია


ა) აპლაზიური ანემიისათვის;
ბ) ინფექციური მონონუკლეოზისათვის;
გ) მიელომური დაავადებისათვის;
დ) ქრონიკული ლიმფოლეიკოზისათვის;
*ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილისათვის

955. ინფექციური მონონუკლეოზის დროს პერიფერიული სისხლის ანალიზში


აღინიშნება:
ა) ლეიკოციტოზი;
ბ) ლიმფოციტოზი;
გ) მონოციტოზი;
დ) ატიპური მონონუკლეარები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი;

956. ლეიკოპენიის აღმოცენება მოსალოდნელია:


ა) იმუნოსტიმულატორებით მკურნალობისას;
ბ) კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას;
*გ) ციტოსტატიკური პრეპარატებით მკურნალობისას;
დ) ამინოგლიკოზიდებით მკურნალობისას;

957. ქვემოთ ჩამოთვლითაგან, რომელი დაავადებისათვისაა დამახასიათებელი


ედს-ის მკვეთრი მატება?
ა) ერითრემია;
ბ) ჰოჯკინის დაავადება;
გ) ქრონიკული ლიმფოლეიკოზი;
*დ) მიელომური დაავადება.
958. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადების დროს აღინიშნება
ერითროციტოზი?
ა) ქრონიკული პიელონეფრიტის დროს;
ბ) ძვლის ტვინის აპლაზიის დროს;
*გ) ფილტვების ობსტრუქციული დაავადების დროს;
დ) კუჭის კიბოს დროს;
ე) მწვავე გლომერულონეფრიტის დროს

959. რეტიკულოციტური ინდექსი გამოითვლება პაციენტის რეტიკულოციტების


რაოდენობით და:
ა) ერითროციტების საშუალო მოცულობით (MCV)
ბ) ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაციით ერითროციტში (MCHC)
*გ) ჰემატოკრიტით
დ) ჰემოგლობინის კონცენტრაციით

960. ერითროციტების გაძლიერებული დაშლით გამოწვეული ანემიის


დიაგნოზს ადასტურებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ა) მაღალი რეტიკულოციტური ინდექსი
*ბ) დადებითი კუმბსის არაპირდაპირი ტესტი
გ) არაპირდაპირი ბილირუბინის რაოდენობის მატება
დ) ლაქტატ-დეჰიდროგენაზას მაღალი დონე.

961. თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის დროს არჩევის თერაპია


არის:
ა) სტეროიდების მაღალი დოზა
ბ) თრომბოციტული მასის ტრანსფუზია
გ) ასპირინი
*დ) პლაზმაფერეზი.
ე) ვინკრისტინი

962. მოზრდილებში თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს ქვემოთ


ჩამოთვლილთაგან რომელია ანემიის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი
ფაქტორი?
ა) ძვლის ტვინის ფიბროზი
ბ) ფოლიუმის მჟავას დეფიციტი
გ) განმეორებითი სისხლდენები
*დ) ერითროპოეტინის დაბალი დონე
ე) ჰიპერკალიემია

963. უხშირესად ქრონიკული ანემიის მქონე პაციენტებს უვითარდებათ


ჩივილები, იმ შემთხვევებში, როდესაც ჰემოგლობინის კინცენტრაცია არის:
ა) 11 გ%
ბ) 10 გ%
გ) 9 გ%
*დ) 8 გ%

964. ანემიის დროს პაციენტმა ექიმს შეიძლება მიმართოს ჩივილით:


ა) თავბრუსხვევა
ბ) სტენოკარდიის გამწვავება
გ) პულსირებადი თავის ტკივილი
დ) დაცემის ეპიზოდები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

965. ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნებიდან რომელი არ არის


დამახასიათებელი B-12-ის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული
მაკროციტული ანემიისათვის?
ა) გლოსიტი
ბ) მაკროგლოსია
*გ) პეტექიები
დ) ანგულარული ხეილოზი.

966. რევმატულ დაავადებებთან ასოცირდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი


ანემია, გარდა ერთისა:
ა) ანემია ქრონიკული ანთების დროს
*ბ) ფოლიუმის, ან B-12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემია
გ) იმუნური ჰემოლიზური ანემია
დ) რკინადეფიციტური ანემია

967. ანემიაზე ეჭვის დროს საწყისი გამოკვლევისათვის რეკომენდებულია


ყველა ჩამოთვლილი ტესტის ჩატარება გარდა ერთისა:
ა) ერითროციტების საშუალო მოცულობა (MCV)
ბ) რეტიკულოციტების რაოდენობა
*გ) ერითროციტების დალექვის სიჩქარე
დ) პერიფერიული სისხლის ნაცხი
ე) ჰემოგლობინის კონცენტრაცია ერითროციტებში (MCHC)

968. რეტიკულოციტური ინდექსის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი


დებულებებიდან, რომელია მართებული?
ა) არ არის ინფორმატიული იმ ანემიების დროს, რომელთა მიზეზია
ერითროციტების პროდუქციის დაქვეითება
*ბ) რეტიკულოციტური ინდექსი იზრდება პოსტჰემორაგიული ანემიების
დროს.
გ) იგი ასახავს ერითროპოეზურ აქტიურობას უფრო ნაკლები სიზუსტით,
ვიდრე რეტიკულოციტების რაოდენობა.
დ) მნიშვნელოვანი ტესტია მულტიფაქტორული ანემიის დროს
ეთიოლოგიური მიზეზების კატეგორიზებისათვის.

969. ანემიური პაციენტის რეტიკულოციტური ინდექსის მაჩვენებელია 4,2.


ანემიის ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ეტიოლოგიური მიზეზია:
ა) ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
ბ) იმუნური ჰემოლიზი
გ) ჰიპერსპლენიზმი
*დ) თირკმლების ქრონიკული უკმარისობა
ე) პირუვატკინაზას დეფიციტი
970. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ასოცირდება პერიფერიულ
ნაცხში ერითროციტების ფრაგმენტაციასთან გარდა ერთისა:
ა) დისემინირებული სისხლძარღვთა შიდა შედედება
*ბ) ტყვიით ინტოქსიკაცია
გ) სარკოიდოზი
დ) გულის შეგუბებითი უკმარისობა,
ე) ეკლამფსია

971. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ტესტია ყველაზე ინფორმაციული


ასაკოვან მოზრდილებს შორის რკინადეფიციტური ანემიის განსასხვავებლად
ქრონიკული დაავადებების დროს განვითარებული ანემიისაგან:
ა) რკინის პროცენტული სატურაცია
ბ) შრატის რკინა
*გ) შრატის ფერიტინი
დ) სისხლის შრატის საერთო რკინის შეკავშირების უნარი
ე) შრატის ტრანსფერინი

972. ქრონიკული დაავადების ფონზე განვითარებული მიკროციტული ანემიის


დროს რკინის შემცველობის განმსაზღვრელი ტესტების შედეგები შეიძლება
იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ა) შრატის ფერიტინის ნორმული მაჩვენებელი
ბ) შრატის რკინის დაბალი დონე
*გ) სისხლის შრატის საერთო რკინის შეკავშირების უნარის მაღალი დონე
დ) რკინის სატურაციის დაბალი პროცენტი

973. 23 წლის პაციენტს მიკროციტული ანემიით აქვს შრატის ფერიტინის


დაბალი მაჩვენებელი (ნორმის ქვედა ზღვარზე) და სისხლის შრატის საერთო
რკინის შეკავშირების უნარის ნორმული მაჩვენებელი. პაციენტი სხვა მხრივ
ჯანმრთელია, ჰემოდინამიკა სტაბილურია. როგორი უნდა იყოს ამ პაციენტის
შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევა:
ა) ძვლის ტვინის ბიოფსია
ბ) ძვლის ტვინის ასპირაცია
*გ) პერორალური რკინის პრეპარატებით საცდელი მკურნალობა
დ) ინტრავენური რკინის პრეპარატებით საცდელი მკურნალობა

974. გასტროინტესტინური ტრაქტიდან რკინის შეწოვას ამცირებს ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) ფენობარბიტალი
ბ) ქოლესტერამინი
გ) მაგნიუმის ტრისილიკატი
*დ) ნიფედიპინი
ე) კალციუმის კარბონატი

975. 56 წლის პაციენტი უკანასკნელ ხანებში უჩივის საერთო სისუსტეს და


დაღლილობას. ლაბორატორიული გამოკვლევებით აღინიშნება მიკროციტული
ანემია და შრატის ფერიტინის დაბალი მაჩვენებელი. განავლის
მარავალჯერადი გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე უარყოფითია.
დიაგნოსტიკური ძიების შემდეგი ეტაპია:
ა) ორალური რკინის პრეპარატებით საცდელი მკურნალობა
ბ) განავლის სერიული გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე 1 თვის
განმავლობაში
გ) ჰემატოლოგის კონსულტაცია
*დ) გასტროინტესტინური ენდოსკოპია
ე) სისხლის გადასხმა

976. რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში რკინის შემცველი პრეპარატებით


თერაპიის შესახებ რომელი მოსაზრებაა მართებული?
ა) რკინით თერაპიის დაწყების შემდეგ ტოტალური რკინის მაჩვენებელი
უბრუნდება ნორმას 1 კვირაში.
*ბ) ჰემოგლობინის კონცენტრაცია უბრუნდება ნორმას 6 კვირაში.
გ) მკურნალობის დაწყებიდან 1-2კვირის შემდეგ უნდა ჩატარდეს
განმეორებითი გამოკვლევა ჰემოგლობინის კონცენტრაციის გასაკონტროლებლად
დ) რკინის პრეპარატების ორალური მიღება უნდა შეწყდეს ჰემოგლობინის
ნორმაში დაბრუნებიდან 1-2 კვირაში.

977. რა არის პირველი რიგის თერაპია კლინიკურად მნიშვნელოვანი


იმუნური ჰემოლიზის დროს?
*ა) პრედნიზოლონი
ბ) აზატიოპრინი
გ) ციკლოფოსფამიდი
დ) დანაზოლი
ე) სპლენექტომია

978. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია ჰემოლიზის ყველაზე ნაკლებად


სავარაუდო გამომწვევი პაციენტთან გლუკოზო-6-ფოსფატ - დეჰიდროგენაზას
დეფიციტით?
ა) აცეტამინოფენის მაღალი დოზა
ბ) ნაფტალინი
*გ) ერითრომიცინი
დ) ნიტროფურანტიონი

979. პაციენტისათვის თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურით


დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
*ა) შედედების უნარის მაჩვენებელი ტესტების ნორმიდან გადახრა
ბ) თირკმლების დისფუნქცია
გ) ნევროლოგიური დარღვევები
დ) ცხელება
ე) მძიმე ანემია და თრომბოციტოპენია

980. პაციენტისათვის ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომით ყველაზე ნაკლებად


დამახასიათებელია:
ა) თირკმლების დისფუნქცია
ბ) ცხელება
*გ) ნევროლოგიური დარღვევები
დ) მძიმე ანემია
ე) თრომბოციტოპენია

981. აპლაზიური ანემიით დაავადებულ პაციენტებს შორის ინფექციის


განვითარებას, ჩვეულებრივ, იწვევს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა
ერთისა:
ა) კანდიდა
ბ) ასპერგილა
*გ) ვირუსები
დ) გრამ-დადებითი ბაქტერიები
ე) გრამ-უარყოფითი ბაქტერიები

982. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა სწორი ბავშვებში ანემიის


შესახებ?
ა) ანემიის დიფერენციული დიაგნოზი ბავშვებში ისეთივა, როგორც
მოზრდილებში.
*ბ) კვების თავისებურებით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემია ბავშვებში
უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში.
გ) ჰემოგლობინოპათია ბავშვებში ანემიის უკიდურესად იშვიათი მიზეზია.
დ) 6 წლის ბავშვთან ჰემოგლობინი 11,5გ% ანემიის მაჩვენებელია.
ე) 8 წლის ბავშვთან ჰემატოკრიტი 34,5% ანემიის მაჩვენებელია.

983. 6-დან 24 თვის ასაკის ბავშვებში არანამკურნალებმა რკინადეფიციტურმა


ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს:
ა) ზრდა-განვითარების ჩამორჩენა
ბ) ინფექციებისადმი დაქვეითებული რეზისტენტობა
გ) დაღლილობა
დ) აპათია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

984. ახალშობილთა ანემიის შესახებ, რომელი მოსაზრებაა მართებული?


ა) ნაყოფი გამოიმუშავებს მხოლოდ ჰემოგლობინ F-ს
ბ) ჰემატოკრიტის ნორმა ახალშობილებთან არის 45%-50%.
*გ) დაბადებიდან 2-3 თვეში ჰემატოკრიტი მცირდება 35%-მდე
დ) ნეონატალური პერიოდის ანემია იშვიათად არის ჰემოლიზური.

985. 12-18 თვის ბავშვებში ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზია:


*ა) რკინის დეფიციტი
ბ) ტყვიით ინტოქსიკაცია
გ) მემკვიდრეობითი ჰემოლიზური ანემია.
დ) მცირე თალასემია
ე) ერითროციტების მემბრანის პათოლოგია

986. მოგმართათ 18 წლის გოგონამ საერთო სისუსტის ჩივილით. ბოლო 1


წლის განმავლობაში აღნიშნავს ინტენსიურ მენორაგიას. სისხლის საერთო
ანალიზში ჰემოგლობინი 8.9 g/dL, ჰემატოკრიტი 27%, MCV 72 fL, RDW
16. პაციენტს, სხვა მხრივ, გასინჯვით პათოლოგია არ გამოუვლინდა. თქვენ
დაგეგმეთ შრატის რკინა, ფერიტინი და TIBC (ტოტალური რკინის
შეკავშირების უნარი). როგორია მეტად მოსალოდნელი პასუხი:
ა) მაღალი რკინა, დაბალი ფერიტინი, მომატებული TIBC
ბ) დაბალი რკინა, მაღალი ფერიტინი, დაქვეითებული TIBC
გ) დაბალი რკინა, დაბალი ფერიტინი, დაქვეითებული TIBC
*დ) დაბალი რკინა, დაბალი ფერიტინი, მომატებული TIBC

987. რკინა–დეფიტური ანემიის გამო დაინიშნა რკინის პრეპარატი. რომელი


ტესტი გიჩვენებთ დადებით დინამიკას პირველი:
ა) შრატის ფერიტინის დაქვეითება
*ბ) რეტიკულოციტების რაოდენობის მატება
გ) ჰემატოკრიტის მატება
დ) ჰემოგლობინის მატება

988. რკინა–დეფიციტური ანემიის გამო მკურნალობთ 25 წლის ქალს რკინის


პრეპარატით. მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები მოწესრიგდა. როგორი
უნდა იყოს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა:
*ა) გაგრძელდეს რკინის პრეპარატი 3-6 თვე
ბ) გაგრძელდეს რკინის პრეპარატი 1 წელი
გ) მოიხსნას რკინის პრეპარატი და გაგრძელდეს მკურნალობა
მულტივიტამინით
დ) აღარ არის საჭირო მედიკამენტური მკურნალობა, დაინიშნოს რკინით
მდიდარი დიეტა

989. პაციენტს რკინა–დეფიციტური ანემიის გამო დაენიშნა რკინის


პრეპარატი, საკონტროლო კვლევაზე დადებითი დინამიკა არ დაფიქსირდა.
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომელი შეიძლება იყოს რკინით
მკურნალობის ხელისშემშლელი:
ა) ენალაპრილი
ბ) ჰიპოთიაზიდი
გ) პარაცეტამოლი
*დ) ომეპრაზოლი
ე) პერორული კონტრაცეპტივი

990. 18 წლის ყმაწვილმა მოგმართათ საერთო სისუსტის გამო, რამდენიმე


დღის წინ ჰქონდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რის გამოც
იღებდა ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზონს. ამჟამად პაციენტი აფებრილურია,
აქვს ტაქიკარდია, სკლერები და ხელისგულები მსუბუქად იქტერიული,
თრომბოციტები და ლეიკოციტები ნორმა, ჰემოგლობინი 9,4გ/დლ,
ბილირუბინი და ლაქტატდეჰიდროგენაზა მომატებულია, შრატის
ჰაპტოგლობინი დაბალია, შრატის ბიოქიმია სხვა მხრივ საყურადღებო არ
არის. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) B-12 დეფიციტური ანემია
ბ) ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია
*გ) გლუკოზო-6 ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
დ) რკინადეფიციტური ანემია
ე) ფოლიუმდეფიციტური ანემია

991. 65 წლის მამაკაცს აღენიშნება პროგრესირებადი ტკივილი წელის არეში.


სისხლის ანალიზი თირკმლის უკმარისობაზე მიუთითებს, ხოლო
ერითროციტების დალექვის სიჩქარე მომატებულია. ქვემოთ ჩამოთვლილიდან
რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) პეჯეტის დაავადება
ბ) რევმატოიდული ართრიტი
გ) ოსტეოართრიტი
დ) მაანკილოზებელი სპონდილიტი
*ე) მრავლობითი მიელომა

992. თავის ტვინის სიმსივნეებს უპირატესად ახასიათებს:


ა) ღებინება ჭამის შემდეგ;
*ბ) ღებინება უზმოზე, თავის ტკივილი, განსაკუთრებით დილით;
გ) მენინგიალური სიმპტომები;
დ) თავის ტკივილი, რომელიც მცირდება ღებინების შემდეგ.

993. სეროზული მენინგიტის საწყის სიმპტომს მიეკუთვნება:


ა) თავის ტკივილი, ღებინება ნორმალური ტემპერატურის დროს;
ბ) თაბრუსხვევა და ღებინება;
გ) ტემპერატურის მომატება, კატარული მოვლენები;
*დ) ტემპერატურის მომატება, თავის ტკავილი, ღებინება.

994. ვირუსული ეტიოლოგიის სეროზულ მენინგიტს მკურნალობენ:


ა) ანტიბიოტიკებით და სადეჰიდრატაციო საშუალებებით;
*ბ) სიმპტომური და სადეჰიდრატაციული საშუალებებით;
გ) პლაზმის შემცვლელებით;
დ) მხოლოდ ანტიბიოტიკებით.

995. ჩირქოვან მენინგიტს ახასიათებს:


ა) მრავალჯერადი ღებინება;
*ბ) ტემპერატურის მომატება, შემცივნება, თავის ტკივილი, ღებინება;
გ) მოუსვენრობა, პერიოდული სისუსტე, ჰიპერსთეზიები;
დ) სიელმე, ნისტაგმი, სუნთქვითი არიტმია, კოლაპსი.

996. ბილირუბინული ენცეფალოპათია ვლინდება:


*ა) ჰიპერკინეზული პარეზით;
ბ) ორმაგი ჰემიპლეგიური პარეზით;
გ) სპასტიკურ-ასტატიური პარეზით.

997. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ენცეფალიტი უმეტესად ვითარდება:


*ა) გრიპის და ადენოვირუსული ინფექციის დროს;
ბ) წითელას, ჩუტყვავილას, წითურას დროს;
გ) დიზენტერიის დროს;
დ) პაროტიტის დროს.
998. ქორეას არ ახასიათებს:
ა) ჰიპერკინეზები;
ბ) კუნთთა ჰიპოტონია;
*გ) დამბლა;
დ) კოორდინაციის მოშლა.

999. რევმატიული ქორეის დიფერენცირება არ არის საჭირო:


ა) ლოკალურ ტიკოზთან;
ბ) გავრცელებულ ჰიპერკინეზებთან;
გ) აკვიატებულ ნევროზთან;
*დ) მენინგიტთან.

1000. სისტემური წითელი მგელურას დროს ნერვული სისტემის დაზიანება


უმეტესად ვლინდება:
ა) მენინგიტით;
*ბ) პოლირადიკულონევრიტით;
გ) ენცეფალიტით;
დ) მენინგოენცეფალიტით.

1001. რევმატიულ ქორეას არ ახასიათებს:


*ა) მენინგიალური სიმპტომები;
ბ) კოორდინაციის დარღვევა;
გ) კუნთთა ჰიპოტონია;
დ) ემოციური სტატუსის შეცვლა;
ე) ჰიპერკინეზები.

1002. ვეგეტოდისტონიის ვაგოტონიურ ტიპს არ ახასიათებს:


ა) ჰიპერჰიდროზი;
ბ) წითელი, მდგრადი დერმოგრაფიზმი;
გ) გულის წასვლა;
*დ) არტერიული წნევის მომატება.

1003. სიმპათიკოტონიას ახასიათებს:


*ა) თეთრი დერმოგრაფიზმი;
ბ) ბრადიკარდია;
გ) ვესტიბულური დარღვევების გამოვლენა ტრანსპორტში;
დ) სისხლძარღვოვანი ჰიპოტონია.

1004. სიმპათიკოტონიას არ ახასიათებს:


ა) მიდრეკილება არტერიული ჰიპერტონიისადმი;
ბ) მიდრეკილება ტაქიკარდიისადმი;
*გ) ბრადიკარდია;
დ) თეთრი დერმოგრაფიზმი.

1005. ვეგეტოდისტონია შედეგია:


ა) ნევროზის;
ბ) რეზიდუალური პერინატალური პათოლოგიის;
გ) კონსტიტუციური თავისებურების;
დ) სომატური პათოლოგიის;
*ე) ყველა ზემოჩამოთვლილის;

1006. ჰიპერტენზიულ-ჰიდროცეფალურ სინდრომს არ ახასიათებს:


ა) ორალური ავტომატიზმის გაძლიერება;
ბ) ქვედა ყბისა და კიდურების კანკალი;
გ) ზომიერი ეგზოფთალმი, გრეფეს და "მზის ჩასვლის" სიმპტომი;
*დ) ყიფლიბანდი ჩავარდნილია, არ პულსირებს;
ე) კისრის გამშლელ კუნთთა ჰიპერტონუსი თავის უკან გადახრით.

1007. კრუნჩხვას არ იწვევს:


*ა) ჰიპონატრიემია;
ბ) ჰიპოკალციემია;
გ) ჰიპომაგნიემია;
დ) ჰიპოგლიკემია;
ე) B 6 ვიტამინის დეფიციტი.

1008. ტეტანიას (ჰიპოკალციემიურ კრუნჩხვას) არ იწვევს;


ა) ჰიპოპარათირეოზი;
ბ) ჰიპომაგნიემია კალციუმის ნორმალური შემცველობის ფონზე;
გ) მეტაბოლური ალკალოზი;
*დ) მეტაბოლური აციდოზი.

1009. ჰიპოკალციემიურ კრუნჩხვას არ ახასიათებს:


ა) მოროს რეფლექსის სპონტანური გამოვლინება;
*ბ) მყესთა რეფლექსების გაქრობა;
გ) ხვოსტეკის ნიშნის (ჩაქუჩის დარტყმის საპასუხოდ გარეთა სასმენი
ხვრელის წინ სახის კუნთების შეკუმშვა) გამოვლინება;
დ) ტრუსოს ნიშნის ("მეანის ხელის" განვითარება მხარზე ლახტის
რამდენიმე წუთით გადაჭერისას) გამოვლინება.

1010. ცვლილებები თავ-ზურგის ტვინის სითხეში არ გამოვლინდება:


ა) სუბდურული ჰემატომის დროს;
ბ) სუბარაქნოიდული ჰემატომის დროს;
გ) პარკუჭთაშიგა სისხლჩაქცევის შემთხვევაში;
*დ) ეპიდურული სისხლჩაქცევის შემთხვევაში.

1011. ინტრაცერებრულ სისხლჩაქცევას ახასიათებს:


*ა) მონო-და ჰემიპარეზი;
ბ) კრუნჩხვა;
გ) სიელმე;
დ) ნისტაგმი;
ე) ყლაპვის მოშლა.

1012. პარკუჭშიგა სისხლის ჩაქცევას არ ახასიათებს:


ა) ვეგეტატიური ფუნქციების მკვეთრი მოშლა და თერმორეგულაციის
დარღვევა;
ბ) მძიმე კომური მდგომარეობა;
გ) ტონური კრუნჩხვა ოპისტოტონუსით;
*დ) უპირობო რეფლექსების შენარჩუნება;
ე) ანიზოკორეა, ნისტაგმი.

1013. თანდაყოლილ ჰიდროცეფალიას არ ახასიათებს:


ა) ბავშვის დაბადებისას თავის დიდი გარშემოწერილობა;
ბ) ყიფლიბანდის ზომების მატება და ნაკერების გახსნა;
*გ) კლონური კრუნჩხვა;
დ) "ჩამავალი მზის" სიმპტომი;
ე) თავის ქალას პერკუსიისას კოლოფისებრი ("გაბზარული ქოთნის") ხმა;

1014. თავის ტვინის თიაქრის ქვემოაღნიშნული მახასიათებლებიდან რომელია


არასწორი:
ა) უფრო ხშირად ლოკალიზებულია კეფისა და შუბლის წილებში;
ბ) პალპაციით უმტკივნეულოა;
*გ) პულსაცია არ შეიგრძნობა;
დ) ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვა.

1015. ბავშვთა ცერებრული დამბლის ქვემოაღნიშნული მახასიათებლებიდან


რომელია არასწორი:
ა) დაავადება ბავშვთა ინვალიდობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია;
*ბ) ყველა შემთხვევაში ვლინდება მკვეთრი გონებრივი ჩამორჩენა;
გ) დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანებამ მუცლადყოფნის,
ინტრანატალურ ან ადრეულ პოსტნატალურ პერიოდებში;
დ) ასოცირებული მოშლილობა შეიძლება გამოიხატოს ეპილეფსიით,
ორთოპედიული დეფორმაციით, მეტყველებისა და ფსიქიკური განვითარების
შეფერხებით.

1016. ენცეფალიტს არ ახასიათებს:


ა) მწვავე დასაწყისი ცხელებით, ღებინებითა და თავის ტკივილით;
ბ) თავის ტვინის კეროვანი დაზიანების სიმპტომატიკა;
გ) კრუნჩხვა;
*დ) სპეციფიკური ცვლილებები სისხლსა და ლიქვორში.

1017. პოლიომიელიტის მენინგიალურ ფორმას არ ახასიათებს:


ა) ღებინება;
ბ) თავის ტკივილი;
გ) კეფის კუნთების რიგიდობა;
დ) კერნიგის სიმპტომი;
*ე) ატროფიული დამბლა.

1018. ჩირქოვანი მენინგიტის ეტიოლოგიური ფაქტორი არ არის:


ა) სტრეპტოკოკი;
ბ) სტაფილოკოკი;
გ) მენინგოკოკი;
დ) ნაწლავის ჩხირი;
*ე) ვირუსები

1019. ჩირქოვან მენინგიტს არ ახასიათებს:


ა) თავისა და მუცლის ტკივილი, განმეორებითი ღებინება;
ბ) კისრის კუნთების რიგიდობა, კერნიგისა და ბრუძინსკის დადებითი
სიმპტომები;
*გ) კეროვანი დაზიანების სიმპტომატიკა;
დ) ოპისტოტონუსი.

1020. ჩირქოვანი მენინგიტის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად არ


შეიძლება მივიჩნიოთ:
ა) თანდაყოლილი ჰიდროცეფალია;
ბ) მენინგომიელოცელე;
გ) თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი;
*დ) დიდი თალასემია;
ე) ლოკალური ინფექცია (სინუსიტი, მასტოიდიტი, ენდოკარდიტი და
სხვ.).

1021. ჩირქოვანი მენინგიტის დროს თავ-ზურგის ტვინის სითხეში არ


აღინიშნება:
ა) მღვრიე, ზოგჯერ მომწვანო-ყვითელი ფერის ლიქვორი;
*ბ) ლიქვორში შაქრის შემცველობის მომატება;
გ) ცილის შემცველობის მომატება 0,66-1,0 გ/ლ-მდე;
დ) მკვეთრად გამოხატული (2 000-3 000) ნეიტროფილური ციტოზი.

1022. სეროზულ მენინგიტს არ ახასიათებს:


ა) დაავადების უფრო ხშირად იწვევს ეპიდემიური პაროტიტის ვირუსი და
ენტეროვირუსები;
ბ) მძიმე ინტოქსიკაციის ნიშნები არ ვლინდება;
გ) აღინიშნება მენინგიალური ნიშნების შერწყმა თავისა და ზურგის ტვინის
კეროვანი დაზიანების სიმპტომებთან;
*დ) პირამიდული სიმპტომატიკა (ატაქსია, სახის ასიმეტრია, ენის
დევიაცია) არ ვლინდება.

1023. ტვინის შერყევის მსუბუქ ფორმას არ ახასიათებს:


ა) გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი დღე-ღამის განმავლობაში
ტრავმის მიღების მომენტიდან;
ბ) გონების ხანმოკლე დაკარგვა, ზოგ შემთხვევაში ადინამია და მოდუნება;
*გ) ლოკალური დაზიანების სიმპტომატიკა;
დ) ქალასშიგა ჰიპერტენზიისა და თვალის ფსკერზე ცვლილებების
არარსებობა.

1024. ტვინის შერყევის მძიმე ფორმას არ ახასიათებს:


ა) ღებინება;
ბ) თავის ძლიერი ტკივილი;
გ) გონების დაკარგვა;
დ) ამნეზია;
*ე) არეფლექსია;

1025. ნახშირბადის ოქსიდით მწვავე სხვადასხვა მდგომარეობისას კანი ხდება


ა) მკრთალი;
ბ) ციანოზური;
*გ) ვარდისფერი;
დ) მოყვითალი.

1026. ადრეული ასაკის ბავშვებში გენერალიზებული კრუნჩხვის უხშირესი


მიზეზია:
ა) ჩირქოვანი მენინგიტი;
ბ) მწვავე მოწამვლა;
*გ) ენცეფალოპათიური რეაქცია ვირუსულ ინფექციაზე;
დ) ეპილეფსია.

1027. ჩვილ ბავშვებში კრუნჩხვას უმეტესად იწვევს:


ა) ეპილეფსია;
ბ) ტვინის სიმსივნე;
გ) სისხლჩაქცევა ტვინში;
*დ) ჰიპერთერმია.

1028. კრუნჩხვის შემთხვევაში პირველი დახმარებისთვის იყენებენ:


*ა) დიაზეპამს;
ბ) ლაზიქსს;
გ) პრედნიზოლონს.

1029. თუ ჰოსპიტალიზაციამდე სედუქსენმა არ მოხსნა კრუნჩხვა, საჭიროა:


ა) სწრაფი მოქმედების ბარბიტურატების შეყვანა ინტრავენურად;
ბ) ნატრიუმოქსიბუტირატის შეყვანა ინტრავენურად;
გ) ამინაზინისა და პიპოლფენიის შეყვანა;
*დ) სედუქსენის განმეორება.

1030. ავადმყოფს მოტორული აფაზიით


*ა) გაეგება წინადადების მნიშვნელობა, მაგრამ არ შეუძლია ლაპარაკი;
ბ) არ გაეგება და არ შეუძლია ლაპარაკი;
გ) ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ არ გაეგება მისდამი მიმართვა;
დ) შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ მეტყველება აქვს სკანდირებული.

1031. წამლისმიერი პოლინეიროპათიის მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი


პრეპარატების მოქმედებაა
ა) ციტოსტატიკური;
ბ) ჰიპოტენზიური;
გ) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო;
*დ) ციტოსტატიკური; ტუბერკულოზის საწინააღმდეგო;
ე) ციტოსტატიკური; ჰიპოტენზიური;
1032. სამწვერა ნერვის ნევრალგიის პათოგენეზური თერაპიის ეფექტურ
საშუალებად ითვლება
ა) ანალგეტიკები;
ბ) სპაზმოლიზური საშუალებები;
*გ) კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები;
დ) ყველა ჩამოთვლილი.

1033. თავის ტვინის აბსცესის არსებობაზე ეჭვი ჩნდება


ა) ქალასშიდა ჰიპერტენზიის გაძლიერებისას;
ბ) კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკის გაჩენისას;
გ) თავის ტვინის პათოლოგიის ზოგადი მოვლენების დროს;
დ) ქალასშიდა ჰიპერტენზიის გაძლიერებისას; კეროვანი ნევროლოგიური
სიმპტომატიკის გაჩენისას;
*ე) ყველა შემთხვევაში.

1034. კისრის ოსტეოქონდროზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება არტერია


ა) ძირითადი;
*ბ) მალების;
გ) შიგნითა საძილე;
დ) გარეთა საძილე;
ე) კეფის.

1035. თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის გარდამავალი მოშლის დიაგნოზი


დაისმება მაშინ, თუ კეროვანი ცერებრული სიმპტომატიკა განიცდის სრულ
რეგრესს არა უგვიანეს
*ა) 1 დღე-ღამისა;
ბ) ერთი კვირისა;
გ) ორი კვირისა;
დ) სამი კვირისა;
ე) ერთი თვისა.

1036. იშემიური ინსულტის კერის ტვინშიდა "გაქურდვა"


ვაზოდილატატორების შეყვანის შემდეგ ვითარდება:
ა) კერაში სისხლის მიმოქცევის აუტორეგულაციის დარღვევის შედეგად;
ბ) ტვინის დაზიანებული უბნის სისხლძარღვების სპაზმის შედეგად;
გ) ტვინის დაუზიანებელი ნაწილების სისხლძარღვების სპაზმის შედეგად;
*დ) ტვინის დაუზიანებელი ნაწილების ჯანსაღი სისხლძარღვების
გაფართოების შედეგად;
ე) არტერიო-ვენური ანასტომოზების გახსნის შედეგად.

1037. ტვინის სისხლძარღვების თრომბოზისათვის ყველაზე დამახასიათებელია


ა) ანამნეზში ტრანზიტორული იშემიური შეტევების არსებობა;
ბ) მომასწავებელი სიმპტომების არსებობა;
*გ) კეროვანი სიმპტომატიკის თანდათანობითი ფორმირება;
დ) ზოგადი ტვინისმიერი სიმპტომატიკის ნაკლები გამოხატულება.
1038. იშემიური ინსულტის დროს ანტიკოაგულანტების დანიშვნას არა აქვს
უკუჩვენებები
*ა) რევმატიზმის;
ბ) >200 /100 მმ ვწ/ არტერიული წნევის;
გ) ღვიძლის დაავადებების.
დ) კუჭის წყლულოვანი დაავადების;
ე) თრომბოციტოპათიის არსებობისას.

1039. პარენქიმულ-სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის აუცილებელი სიმპტომია


ა) ცნობიერების დაკარგვა;
*ბ) სისხლიანი ლიქვორი;
გ) შუალედური ექო-სიგნალის გადანაცვლება;
დ) კონტრალატერალური ჰემიპარეზი;
ე) ყველა ჩამოთვლილი.

1040. ჰიპერტონული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის აუცილებელი ნიშანია


ა) ცნობიერების დაკარგვა;
ბ) გუგის მოშლილობა;
გ) ნისტაგმი;
*დ) მენინგეალური სინდრომი;
ე) ორმხრივი პირამიდული პათოლოგიის ნიშნები.

1041. სამწვერა ნერვის ნევრალგიით დაავადებულს აქვს დამახასიათებელი


ჩივილები
ა) მუდმივი შემაღონებელი ტკივილები სახის ნახევარ მხარეზე;
*ბ) სახეზე მსუბუქი მიკარებით პროვოცირებული ინტენსიური ტკივილების
ხანმოკლე პაროქსიზმები;
გ) ტკივილების გაძლიერება თვალების, ყბების, კბილების მიდამოებში,
რომელსაც თან ახლავს ცრემლ- და ნერწყვდენა;
დ) ხანგრძლივი ტკივილები თვალის ორბიტების, თვალის კუთხეების არეში,
რომელსაც თან ახლავს მხედველობის დარღვევები.

1042. მენინგიტის დიაგნოსტიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს


ა) დაავადების მწვავე დასაწყისს ტემპერატურის მომატებით;
ბ) დაავადების მწვავე დასაწყისს მენინგეალური სინდრომით;
*გ) ზურგის ტვინის სითხის ცვლიბებებს;
დ) ინფექციურ-ტოქსიური შოკის სინდრომის მიერთებას.

1043. წინ გაშლილი ხელების ტრემორი:


ა) ჩვეულებრივ ექვემდებარება პროპრანოლოლით მკურნალობას;
ბ) ხშირად აქვს ოჯახური ხასიათი და კეთილთვისებიანია;
გ) შეიძლება გაუარესდეს აგზნების შედეგად.
დ) უმჯობესდება პირიმიდონის მიღების ფონზე;
*ე) პასუხი ყველა ჩამოთვლილი.

1044. შაკიკი
ა) უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში;
*ბ) ფრო ხშირია პაციენტებში, აღნიშნული დაავადების ოჯახური
ანამნეზით;
გ) უფრო გავრცელებულია დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფენის
პაციენტებში;
დ) უფრო ხშირია ქალაქის, ვიდრე სოფლის მცხოვრებლებში;

1045. შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:


ა) სტრესი;
ბ) ზედმეტი ძილიანობა;
გ) გარკვეული საკვები და ალკოჰოლი;
დ) ამინდის ცვლილება;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1046. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია პარკინსონის დაავადებისათვის


ყველაზე მეტად დამახასიათებელი ნიშანი?
ა) ორთოსტატიული ჰიპოტენზია;
ბ) დეპრესია;
გ) სიარულის მოშლა;
*დ) ტრემორი;
ე) რიგიდობა.

1047. სად ლოკალიზდება პათოლოგიური პროცესი პარკინსონის დაავადების


დროს?
ა) კუდიანი ბირთვი;
*ბ) შავი სუბსტანცია;
გ) ჰიპოთალამუსი;
დ) არც ერთი ჩამოთვლილი.

1048. რომელი ნივთიერების დეფიციტითაა გამოწვეული პარკინსონის


დაავადება?
ა) აცეტილქოლინი;
ბ) სეროტონინი;
გ) გამა-ამინოერბოს მჟავა;
*დ) დოპამინი;
ე) ნორადრენალინი.

1049. მედიკამენტების უმრავლესობა იწვევს გვერდითი ეფექტებს, რომელიც


პარკინსონის დაავადების ზოგიერთი სიმპტომის მსგავსია. Qქვემოთ
ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი არ იწვევს ამ სიმპტომებს?
*ა) დიაზეპამი;
ბ) ჰალოპერიდოლი;
გ) ქლორპრომაზინი;
დ) პერფენაზინი;
ე) რეზერპინი.

1050. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი შეიძლება დაინიშნოს


პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ?
ა) ბრომოკრიპტინი;
ბ) პერგოლიდი;
გ) ამიტრიპტილინი;
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;
ე) არც ერთი ჩამოთვლილი.

1051. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი არ ახასიათებს


პარკინსონის დაავადებას?
ა) ტრემორის ცალმხრივი დასაწყისი;
ბ) ბრადიკინეზიის ცალმხრივი დასაწყისი;
გ) წონასწორობის დარღვევა;
დ) კუნთების რიგიდობა;
*ე) ფსიქომოტორული აჟიტირება.

1052. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული


პარკინსონის დაავადებასთან?
*ა) დიდი დეპრესია;
ბ) ცერებროვასკულარული დაავადებები;
გ) ეპილეფსია;
დ) შიზოფრენია;
ე) შიზო-აფექტური მოშლილობა.

1053. ტრანზიტორული იშემიური შეტევის და იშემიური ინსულტის


განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ერთისა:
ა) ასაკი
ბ) სქესი
გ) თამბაქოს ჭარბი მოხმარება
*დ) ჰემატოკრიტის დაკლება
ე) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

1054. გულის დაავადებებს, რომლებიც იწვევენ თავის ტვინის სისხლის


მიმოქცევის მოშლას იშემიური ტიპით, მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,
გარდა ერთისა:
ა) მიტრალური სარქვლის პროლაფსი
ბ) ინფექციური და არა ბაქტერიული ენდოკარდიტი
*გ) პერიკარდიტი
დ) მოციმციმე არითმია

1055. არტერიულ სისხლძარღვთა დაავადებებს, რომლებიც იწვევენ თავის


ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლას იშემიური ტიპით, მიეკუთვნება ყველა
ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) არტ. ჰიპერტენზია
ბ) ათეროსკლეროზი
გ) ინფექციური არტერიიტი
დ) ნოდოზური პერიარტერიტი
*ე) რეინოს დაავადება
1056. დაავადებებს, რომლებიც იწვევენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის
მოშლას იშემიური ტიპით, მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) სისტემური წითელი მგლურა
ბ) ტაკაიასუს დაავადება
გ) პოლიციტემია
*დ) შონლაინ-ჰენოხის დაავადება.

1057. ჰემორაგიული ინსულტის გამომწვევი რისკფაქტორებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა:
ა) არტერიულ-ვენური მალფორმაცია
ბ) პარკისებური ანევრიზმა
გ) არტერიული ჰიპერტენზია
*დ) მოციმციმე არითმია.

1058. ნათხემში ჰემორაგიის დიაგნოსტიკისათვის ყველაზე ინფორმაციული


მეთოდია:
ა) მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია
*ბ) კომპიუტერული ტომოგრაფია
გ) პოზიტრონულ-ემისარული ტომოგრაფია
დ) ექოენცეფალოსკოპია

1059. ტრანზიტორულ იშემიური შეტევის ჰეპარინოთერაპიისას აღმოცენებული


თრომბოციტოპენიის დროს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს:
*ა) ასპირინით
ბ) კლოპიდროგრელით
გ) ფრაქსიპარინით
დ) ვარფარინით

1060. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის არადიფერენცირებულ


მკურნალობას მიეკუთვნება ყველა მანიპულაცია გარდა:
ა) სუნთქვის მოქმედების რეგულაცია
ბ) ჰემოდინამიკის აღდგენა და მისი ნორმალიზაცია
*გ) ანტიკოაგულანტური თერაპია
დ) წყალ-მარილოვანი ბალანსის რეგულირება

1061. კომატოზური მდგომარეობების გლაზგოს შკალით შესაფასებლად


გამოიყენება ყველა კრიტერიუმი გარდა:
ა) თვალების გახელა
*ბ) რეფლექსების საერთო ფონი
გ) ვერბალური პასუხი
დ) მამოძრავებელი პასუხი

1062. მენინგიტის გამოვლინებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ერთისა:
ა) თავის ძლიერი ტკივილი
ბ) ღებინება
გ) ცხელება
დ) ბოდვა
*ე) ბრადიკარდია

1063. მენინგიალურ სიმპტომოკომპლექს მიეკუთვნება ყველა ნიშანი გარდა:


ა) კერნიგის ნიშანი
ბ) კეფის კუნთების რიგიდობა
გ) ბრუძინსკის ნიშანი
*დ) ლასეგის სიმპტომი

1064. გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკაში უპირატესი მნიშვნელობა


ენიჭება შემდეგ ნეიროვიზუალიზაციის მეთოდს:
ა) კომპიუტერული ტომოგრაფია
ბ) სმენითი და მხედველობითი გამოწვეული პოტენციალები
*გ) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
დ) მაგნიტური ენცეფალოპათია

1065. ზოგადცერებრულ სიმპტომებს, რომელიც დაკავშირებულია ქალასშიდა


წნევის მომატებასთან თავის ტვინის სიმსივნის დროს მიეკუთვნება ყველა
ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) თავის ტკივილი
*ბ) არტერიული ჰიპოტენზია
გ) ღებინება
დ) თავბრუხვევა
ე) ბრადიკარდია

1066. ტვინის სიმსივნის დროს თვალის ფსკერის გამოკვლევისას ყველაზე


ხშირად ვხვდებით შემდეგ სიმპტომს:
ა) სისხლჩაქცევა ბადურა გარსზე
ბ) ვერცხლის მავთულის ნიშნები
გ) მხედველობის ნერვის დვრილის ატროფია
დ) არტერიულ-ვენური გადაჯვარედინების ნიშნები
*ე) მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება

1067. ეპილეფსიური სტატუსის მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს


ყველა პრეპარატს გარდა:
ა) ბენზოდიაზეპინი ი. ვ.
ბ) ფენიტოინი ი. ვ.
გ) ფენობარბიტალი ი. ვ.
დ) ბენზოდიაზეპინის სანთლები რექტალურად
*ე) ქლორალჰიდრატის ოყნა

1068. მიასთენიის პათოგენეზური თერაპია გულისხმობს შემდეგი პრეპარატის


გამოყენებას:
*ა) ანტიქოლინესთერაზული პრეპარატები
ბ) კორტიკოსტეროიდები
გ) იმუნოსუპრესიული პრეპარატები
დ) ქოლინობლოკატორები.

1069. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი გამოკვლევები მიეკუთვნება ოჯახის


ექიმის მიერ ჩატარებულ რუტინულ გამოკვლევებს თავის ტკივილის
შემთხვევაში:1. წნევის გაზომვა 2. თვალის ფსკერის
დათვალიერება 3. კრანიალური ნერვების შემოწმება 4. თავის ქალას
რენტგენოფრაფია
ა) სწორია 1, 2, 3, 4
*ბ) სწორია 1, 2, 3
გ) სწორია 2, 3, 4
დ) სწორია1, 3, 4
ე) სწორია 1, 2, 4

1070. რომელი მოსაზრებაა მცდარი შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობის


შესახებ;
ა) შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის შეიძლება გამოყენებული
იქნეს ბეტა ბლოკერები;
ბ) შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის შეიძლება გამოყენებული
იქნეს კალციუმის ანტაგონისტები;
გ) შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის შეიძლება გამოყენებული
იქნეს ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
დ) შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის შეიძლება გამოყენებული
იქნეს ასპირინი;
*ე) შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება წლების განმავლობაში
გაგრძელდეს.

1071. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადება არ წარმოადგენს


შეიძლება შაკიკის სამკურნალოდ სუმატრიპტანის დანიშვნის უკუჩვენებას?
ა) არასტაბილური სტენოკარდია
ბ) გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
გ) რეზისტენტული არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია
*დ) აუტოიმუნური თირეოიდიტი

1072. რომელია შაკიკის შესაძლო აურის ყველაზე იშვიათი ფორმა?


*ა) სიცივისა და სიცხის მონაცვლეობის შეგრძნება
ბ) ფოტოფსია
გ) სკოტომა
დ) შავი წერტილები მხედველობის არეში

1073. ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან რომელი არ ითვლება თავის


ტკივილის გამომწვევად?
ა) შოკოლადი
ბ) ნიტრიტების შემცველი საკვები
გ) თირამინი
*დ) გლუტენი
ე) გლუტამინის მონოსოდიუმი
1074. პაციენტი დაძაბვის ცეფალგიით ყველაზე მეტად უნდა მოერიდოს:
*ა) ხმაურს.
ბ) მკვეთრ სინათლეს,
გ) გამაღიზიანებელ სუნს,
დ) სიცივეს,
ე) სიცხეს.

1075. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა სწორი ბავშვთა ასაკში


შაკიკის შესახებ?
ა) უფრო ხშირია გოგონებს შორის, ვიდრე ბიჭებს შორის.
ბ) ფაქტიურად ყველას, ვისაც ბავშვობისას ჰქონდა შაკიკი, ექნება იგი
მოზრდილობის პერიოდშიც.
*გ) ზღვის დაავადება შეიძლება იყოს მოზრდილობის პერიოდში შაკიკის
განვითარების მაჩვენებელი.
დ) გასტროინტესტინური სიმპტომები შაკიკის დროს ჩვეულებრივ
უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ აღინიშნება.
ე) ბავშვებთა ასაკში არ გვხვდება ჰემიპლეგიური შაკიკი.

1076. 30 ქალი უჩივის განმეორებად ძლიერ ტკივილს, რომელიც


ლოკალიზებულია მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. ამ პერიოდში ის
აგზნებულია, რის გამოც იღვიძებს. თავის ტკივილს წინ უსწრებს ჩხვლეტის
შეგრძნება ტკივილის ლოკალიზაციის ადგილში. თავის ტკივილი აღენიშნება
ყოველდღიურად ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ჰქონდა მინიმუმ
10-12 ასეთი პერიოდები. გასინჯვით აღინიშნება ქუთუთოების შეშუპება და
ცხვირის გაჭედვა. სავარაუდო დიაგნოზია:
ა) შაკიკი აურით
ბ) დაძაბვის ცეფალგია
*გ) კლასტერული თავის ტკივილი
დ) გლაუკომა
ე) პრეპარატის მოხსნით გამოწვეული თავის ტკივილი

1077. ზაფხულში სეზონის წინა ვარჯიშების დროს 15 წლის გოგონას,


რომელიც თამაშობს ფეხბურთს დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი. ტრავმის
შემთხვევა არ ყოფილა, რაიმე ინფექციის სისტემური ნიშნები არ აღინიშნება.
რა არის ნაჩვენები მოცემულ შემთხვევაში?
ა) ნევროლოგის სასწრაფო კონსულტაცია
ბ) თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
*გ) საცდელი მკურნალობა ინდომეტაცინით.
დ) ბეტა ბლოკატორები
ე) სუმატრიპტანი

1078. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი იწვევს თავის


ტკივილს ყველაზე იშვიათად?
ა) ლიზინოპრილი
*ბ) ცეფალექსინი
გ) იბუპროფენი
დ) იზოტრეტანიონი
ე) ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი.

1079. 22 წლის მამაკაცი უჩივის მოჭერითი ხასიათის ბიტემპორალურ


ტკივილს. ტკივილი გრძელდება საათობით, ბოლო დღეების განმავლობაში
აღმოცენდება რამდენჯერმე დღის მანძილზე. თავის ტკივილი ასოცირდება
დაღლილობასთან, ცუდ ძილთან, ზომიერ ფოტოფობიასა და გულისრევის
შეგრძნებასთან. რამდენიმე ოჯახის წევრს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
ყველაზე მეტად სავარაუდოა:
ა) შაკიკი
*ბ) დაძაბვის ცეფალგია
გ) კლასტერული თავის ტკივილი
დ) სიმულაცია
ე) ინტრაკრანიული პათოლოგია.

1080. თავის ტკივილის დროს გამოკვლეული უნდა იქნეს ყველა


ჩამოთვლილი თავის ტვინის ნერვი გარდა:
*ა) II
ბ) V
გ) VII
დ) IX
ე) X

1081. 56 წლის პაციენტი უჩივის ახლად აღმოცენებულ თავის ტკივილს


მარცხენა საფეთქლის მიდამოში. ტკივილის ინტენსივობაა ზომიერიდან ძალიან
ძლიერამდე. გასინჯვით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან რომელი ტესტია რეკომენდებული დიაგნოსტიკის პირველ
ეტაპზე?
ა) მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა
ბ) კომპიუტერული ტომოგრაფია
*გ) ერითროციტების დალექვის სიჩქარე
დ) ლუმბალური პუნქცია
ე) ანგიოგრაფია

1082. პაციენტის გადმოცემით, თავის ტკივილის დროს იგი ეძებს ცივ


გარემოს და გადააქვს ყურადღება სხვადასხვა მოქმედებებზე, რათა აირიდოს
ძლიერი ტკივილის შეგრძნება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მიესადაგება
ყველაზე მეტად ამ პაციენტს?
ა) შაკიკი
ბ) დაძაბვის ცეფალგია
*გ) კლასტერული თავის ტკივილი
დ) სიმულაცია
ე) ინტრაკრანიული პათოლოგია

1083. შაკიკის მართვისათვის განკუთვნილ რომელ მედიკამენტს აქვს ყველაზე


სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი?
*ა) ასპირინი
ბ) იბუპროფენი
გ) ნაპროქსენის სოდიუმი
დ) ნაპროქსენი

1084. 29 წლის ორსულმა, რომელსაც აღენიშნება შაკიკი, თავი უნდა


შეიკავოს შაკიკის სიმპტომების გასაკონტროლებლად გამოყენებული ყველა
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღებისაგან გარდა ერთისა:
*ა) მეტოკლოპრამიდი
ბ) ერგოტამინი
გ) სუმატრიპტანი
დ) რიზიტრიპტანი

1085. ერგოტამინის პრეპარატების მწვავე გვერდითი ეფექტია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) გულისრევა,
*ბ) შეკრულობა
გ) კუნთების სპაზმი
დ) დისკომფორტი კიდურებში

1086. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ


ტრიპტანით თავის ტკივილის გამო?
ა) 43 წლის მამაკაცი მძიმე არტერიული ჰიპერტენზიით.
ბ) 28 წლის ქალი ბაზილარული შაკიკით
გ) 33 წლის ქალი, რომელიც დეპრესიის გამო ცოტა ხნის წინ მკურნალობდა
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორით.
*დ) 39 წლის მამაკაცი, რომელიც შაკიკის გამო წარმატებულად
მკურნალობდა ტრიპტანით, მაგრამ განუვითარდა რეკურენტული თავის
ტკივილები.
ე) 24 წლის ქალი, რომელიც იღებს ფლუოქსეტინს.

1087. პაციენტს აქვს შაკიკის ხშირი შეტევები. პროფილაქტიკური


მკურნალობისათვის არჩევის მედიკამენტია:
ა) მეტოკლოპრამიდი
ბ) ერგოტამინი სუბლინგვალურად
გ) ნატრიუმის ვალპროატი
*დ) პროპრანოლოლი

1088. პაციენტი შემოვიდა სტაციონარში შაკიკის ძლიერი შეტევით. ქვემოთ


ჩამოთვლილთაგანი რისი გამოყენება არ არის რეკომენდებული?
ა) სუმატრიპტანი კანქვეშ
ბ) დიჰიდროერგოტამინი კუნთში
გ) კეტოროლაკი კუნთში
დ) მეტოკლოპამიდი ან ქლორპრომაზინი
*ე) ნარკოტიკული საშუალება კუნთში

1089. ქალს აწუხებს ძლიერი შაკიკის ტიპის თავის ტკივილი უკანასკნელი 72


საათის განმავლობაში. განზრახულია აგრესიული მკურნალობა,
დეჰიდრატაციის კორექცია, ნევროლოგიური გამოკვლევა. აღწერილის
გათვალისწინებით, ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელია
რეკომენდებული:
ა) ფენიტოინი
*ბ) სტეროიდული პრეპარატები
გ) ვერაპამილი
დ) ამიტრიპტილინი
ე) კაპტოპრილი

1090. 34 წლის მამაკაცს აღენიშნება დაძაბვის ცეფალგია. ყველაზე ეფექტური


მედიკამენტი იქნება:
ა) აცეტამინოფენი
ბ) აცეტამინოფენი კომბინირებული კოფეინთან
*გ) იბუპროფენი
დ) ასპირინი

1091. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელია რეკომენდებული,


როგორც საპროფილაქტიკო საშუალება 29 წლის ქალისათვის, რომელსაც
აღენიშნება ქრონიკული დაძაბვის ცეფალგია?
*ა) ამიტრიპტილინი
ბ) ცილკობენზაპრინი
გ) ფლუოქსეტინი
დ) პროპრანოლოლი
ე) ვერაპამილი

1092. მწვავე კლასტერული თავის ტკივილის დროს ყველაზე ეფექტური


მკურნალობაა:
ა) სტეროიდი ინტრავენურად
*ბ) 100% ჟანგბადის მიწოდება
გ) სუმატრიპტანი კანქვეშ
დ) ერგოტამინის ინჰალაცია
ე) ვერაპამილი ინტრავენურად

1093. 8 წლის ბავშვს აღენიშნება შაკიკის ტიპის თავის ტკივილები. ქვემოთ


მოყვანილი დებულებებიდან რომელია სწორი?
ა) ჩვეულებრივ არ ახასიათებს აბდომინური სიმპტომები და ღებინება
ბ) თავის ტკივილი თითქმის ყოველთვის ხანგრძლივია
გ) ბავშვებში ძნელია სრულყოფილი ანამნეზის შეკრება სწორი დიაგნოზის
დასადგენად.
*დ) სუმატრიპტანი უკუნაჩვენებია
ე) მეტოკლოპრამიდი არჩევის მედიკამენტია

1094. 26 წლის ქალი, რომელსაც აღენიშნება შაკიკის ტიპის თავის


ტკივილები, იყენებს პერორულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას. მას
აინტერესებს ურთიერთკავშირი ორალურ კონტრაცეფციას, შაკიკსა და
ინსულტს შორის. თქვენი პასუხი იქნება:
ა) პერორალური კონტრაცეფცია უკუნაჩვენებია, თუ პაციენტს აქვს შაკიკი
აურით.
ბ) შაკიკით შეპყრობილ ქალს პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო
პრეპარატების მიღებისას ინსულტის მომატებული რისკი აღენიშნება, თუ
სახეზეა ისეთი დამატებითი რისკ-ფაქტორები, როგორებიცაა თამბაქოს
მოხმარება და არტერიული ჰიპერტენზია.
გ) მხოლოდ პროგესტერონის შემცველი პერორალური ჩასახვის
საწინააღმდეგო პრეპარატებს ახასიათებს შაკიკის გამწვავებისა და ინსულტის
განვითარების ერთნაირი რისკი.
დ) ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მცირე დოზით არ წარმოადგენენ
ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორს.
*ე) პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას ამ
პაციენტისათვის ინსულტის განვითარების რისკი მატულობს წელიწადში
6/100000-დან წელიწადში 19/100000-მდე.

1095. ოჯახის ექიმის პრაქტიკაში რომელია ახლად აღმოცენებული თავის


ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი?
*ა) დაძაბვის ცეფალგია
ბ) შაკიკის ტიპის თავის ტკივილი.
გ) კლასტერული თავის ტკივილი
დ) მედიკამენტის გვერდითი მოქმედება
ე) ტრავმა

1096. 34 წლის პაციენტის აქვს ძლიერი შაკიკის ტიპის თავის ტკივილის


ინტენსიურობის შემცირება მწვავე შეტევისას, ასევე შეტევების პროფილაქტიკა
მედიკამენტური მკურნალობის გარდა შესაძლებელია:
*ა) რეგულარული ფიზიკური ვარჯიშებით
ბ) მარილის შეზღუდვით საკვებ რაციონში
გ) მანუალური თერაპიით
დ) საკვებიდან კოფეინის შემცველი პროდუქტების ამოღებით

1097. სწორია თუ მცდარი შემდეგი მოსაზრება თავის ტკივილის შესახებ?


*ა) შაკიკი და დაძაბვის ცეფალგია ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად
გვხვდება
ბ) ნაზალური ბუტორფანოლი წარმოადგენს ეფექტურ სამკურნალო
საშუალებას შაკიკის ტიპის თავის ტკივილის დროს
გ) ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები არის არჩევის პრეპარატი დაძაბვის
ცეფალგიის დროს, ვინაიდან, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
პრეპარატებისაგან განსხვავებით, ისინი არ იწვევენ გულისრევას და
გასტროინტესტინურ სიმპტომებს.
დ) შაკიკით შეპყრობილ პაციენტებს, რომლებიც იტარებენ
პროფილაქტიკური მკურნალობას, როგორც წესი, სიმპტომები საერთოდ აღარ
აღენიშნებათ.

1098. მოგმართათ 18 წლის გოგონამ საერთო სისუსტის ჩივილით. ბოლო 1


წლის განმავლობაში აღნიშნავს ინტენსიურ მენორაგიას. სისხლის საერთო
ანალიზში ჰემოგლობინი 8.9 g/dL, ჰემატოკრიტი 27%, MCV 72 fL, RDW
16. პაციენტს, სხვა მხრივ, გასინჯვით პათოლოგია არ გამოუვლინდა. თქვენ
დაგეგმეთ შრატის რკინა, ფერიტინი და TIBC (ტოტალური რკინის
შეკავშირების უნარი). როგორია მეტად მოსალოდნელი პასუხი:
ა) მაღალი რკინა, დაბალი ფერიტინი, მომატებული TIBC
ბ) დაბალი რკინა, მაღალი ფერიტინი, დაქვეითებული TIBC
გ) დაბალი რკინა, დაბალი ფერიტინი, დაქვეითებული TIBC
*დ) დაბალი რკინა, დაბალი ფერიტინი, მომატებული TIBC

1099. რკინა–დეფიტური ანემიის გამო დაინიშნა რკინის პრეპარატი. რომელი


ტესტი გიჩვენებთ დადებით დინამიკას პირველი:
ა) შრატის ფერიტინის დაქვეითება
*ბ) რეტიკულოციტების რაოდენობის მატება
გ) ჰემატოკრიტის მატება
დ) ჰემოგლობინის მატება

1100. რკინა–დეფიციტური ანემიის გამო მკურნალობთ 25 წლის ქალს რკინის


პრეპარატით. მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები მოწესრიგდა. როგორი
უნდა იყოს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა:
*ა) გაგრძელდეს რკინის პრეპარატი 3-6 თვე
ბ) გაგრძელდეს რკინის პრეპარატი 1 წელი
გ) მოიხსნას რკინის პრეპარატი და გაგრძელდეს მკურნალობა
მულტივიტამინით
დ) აღარ არის საჭირო მედიკამენტური მკურნალობა, დაინიშნოს რკინით
მდიდარი დიეტა

1101. პაციენტს რკინა–დეფიციტური ანემიის გამო დაენიშნა რკინის


პრეპარატი, საკონტროლო კვლევაზე დადებითი დინამიკა არ დაფიქსირდა.
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომელი შეიძლება იყოს რკინით
მკურნალობის ხელისშემშლელი:
ა) ენალაპრილი
ბ) ჰიპოთიაზიდი
გ) პარაცეტამოლი
*დ) ომეპრაზოლი
ე) პერორული კონტრაცეპტივი

1102. 18 წლის ყმაწვილმა მოგმართათ საერთო სისუსტის გამო, რამდენიმე


დღის წინ ჰქონდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რის გამოც
იღებდა ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზონს. ამჟამად პაციენტი აფებრილურია,
აქვს ტაქიკარდია, სკლერები და ხელისგულები მსუბუქად იქტერიული,
თრომბოციტები და ლეიკოციტები ნორმა, ჰემოგლობინი 9,4გ/დლ,
ბილირუბინი და ლაქტატდეჰიდროგენაზა მომატებულია, შრატის
ჰაპტოგლობინი დაბალია, შრატის ბიოქიმია სხვა მხრივ საყურადღებო არ
არის. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) B-12 დეფიციტური ანემია
ბ) ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია
*გ) გლუკოზო-6 ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
დ) რკინადეფიციტური ანემია
ე) ფოლიუმდეფიციტური ანემია
1103. 65 წლის მამაკაცს აღენიშნება პროგრესირებადი ტკივილი წელის
არეში. სისხლის ანალიზი თირკმლის უკმარისობაზე მიუთითებს, ხოლო
ერითროციტების დალექვის სიჩქარე მომატებულია. ქვემოთ ჩამოთვლილიდან
რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) პეჯეტის დაავადება
ბ) რევმატოიდული ართრიტი
გ) ოსტეოართრიტი
დ) მაანკილოზებელი სპონდილიტი
*ე) მრავლობითი მიელომა

1104. ბავშვობის ასაკში რევმოკარდიტის ფონზე ყველაზე უფრო ხშირად


ვითარდება:
ა) მიოკარდიოსკლეროზი;
ბ) აორტის სტენოზი;
გ) აორტის სარქვლის უკმარისობა;
დ) მიტრალური ხვრელის სტენოზი;
*ე) მიტრალური სარქვლის უკმარისობა.

1105. იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს არ ახასიათებს:


ა) ინტერმისიული ხასიათის ცხელება;
ბ) დილის შებოჭილობა;
გ) რევმატოიდული კვანძები;
დ) ბურსიტი ან ტენდოსინოვიტი;
*ე) მიოზიტი.

1106. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს სახსრების მხრივ


გამოვლინებებს არ ახასიათებს:
ა) ტკივილი სახსრის შესივების გარეშე, ან სახსრის შესივება ტკივილის
გარეშე ანდა ორივე ერთად;
ბ) პირველ რიგში მსხვილი სახსრების დაზიანება მონოართრიტის სახით;
გ) სახსრების დაზიანების ასიმეტრიულობა;
*დ) ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის მალთაშორისო სახსრების
დაზიანება;
ე) ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშორისო სახსრების დაზიანება.

1107. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში თვალების მხრივ


რომელი დაზიანებაა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი?
ა) კატარაქტა;
*ბ) უვეიტი;
გ) ქორიოიდიტი;
დ) რქოვანას ზონრისებრი დისტროფია;
ე) ბადურა გარსის აშრევება.

1108. იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს არ ახასიათებს:


ა) ეპიფიზური ოსტეოპოროზი;
ბ) სახსრების ნაპრალის შევიწოება;
*გ) ოსტეოლიზისი;
დ) პერიარტიკულური ქსოვილის გასქელება.

1109. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში


კორტიკოსტერიოდების დანიშვნის ჩვენებას წარმოადგენს:
*ა) დაავადების მწვავე დასაწყისი მონოართრიტის ფორმით;
ბ) დაავადების სისტემური ვარიანტი, რომელიც არ ექვემდებარება
აცეტილსალიცილმჟავას დიდი დოზით მკურნალობას;
გ) ახლადგამოვლენილი უვეიტი;
დ) დაავადების მწვავე დასაწყისი ოლიგოართრიტის ფორმით.

1110. სისტემური წითელი მგლურა უმეტესად უვლინდებათ:


ა) სკოლამდელი ასაკის ბიჭებს;
ბ) სკოლამდელი ასაკის გოგონებს;
*გ) ახალგაზრდა ქალებს
დ) მამაკაცებს 40 -50 წლის ასაკში

1111. სისტემური წითელი მგლურას დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს არ


განეკუთვნება:
ა) სახეზე ერითემული, ლაქოვან-პაპულური გამონაყარი ,,პეპელას~ სახით;
ბ) რეინოს სინდრომი;
გ) ართრიტი დეფორმაციის გარეშე;
*დ) ჰეპატოსპლენომეგალია;
ე) ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია.

1112. სისტემური წითელი მგლურას დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს არ


განეკუთვნება:
ა) პლევრიტი, პერიკარდიტი;
ბ) სისხლში დიდი რაოდენობით L-უჯრედები;
გ) დღე - ღამეში 3,5გ-ზე მეტი პროტეინურია;
*დ) ვარსკვლავისებრი ტელეანგიექტაზიები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
ე) ფოტოსენსიბილიზაცია.

1113. არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს არ მიეკუთვნება:


ა) აცეტილსალიცილმჟავა;
ბ) დიკლოფენაკი;
გ) ინდომეტაცინი;
*დ) პრედნიზოლონი.

1114. ბავშვთა ასაკში არტერიული წნევის მყარი მატების ყველაზე ხშირი


მიზეზია:
ა) ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
*ბ) თირკმლის დაავადება;
გ) გულის მანკი.

1115. მასწავლებელმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ 10 წლის გოგონა


ადვილად ბრაზდება, გახდა მტირალა, გაუფუჭდა ხელწერა, ცუდად
ასრულებს დავალებებს შრომის გაკვეთილზე. ოჯახში ან კლასში ახალი
ინციდენტი არ მომხდარა. ეჭვი უნდა მოვიტანოთ:
ა) ნევროზზე;
ბ) მხედველობის გაუარესებაზე;
*გ) ქორეაზე;
დ) პერიფერიული ნერვების ანთებაზე.

1116. თვალის დაზიანება ახასიათებს:


ა) შონლეინ-ჰენოხის დაავადებას;
ბ) დერმატომიოზიტს;
გ) რევმატიზმს;
*დ) რევმატოიდულ ართრიტს.

1117. კონიუნქტივიტი ახასიათებს:


ა) რევმატოიდულ ართრიტს;
*ბ) რეიტერის სინდრომს;
გ) რევმატიზმს;
დ) სკლეროდერმიას.

1118. კონიუნქტივიტი არ ახასიათებს:


ა) სისტემურ წითელ მგლურას;
ბ) ადენოვირუსულ ინფექციას;
გ) იერსენიოზს;
დ) რეიტერის სინდრომს;
*ე) რევმატიზმს.

1119. კვანძოვან ერითემას არ ახასიათებს:


ა) სიმეტრიულად განლაგებული, მკვრივი და მტკივნეული, ალუბლისფერ-
წითელი ფერის კვანძები კანქვეშა ქსოვილში;
*ბ) ქავილი;
გ) სხეულის ტემპერატურის მომატება;
დ) ინტოქსიკაციის სიმპტომები.

1120. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია ფელტის სინდრომის


დამახასიათებელი ნიშანი?
ა) სპლენომეგალია;
ბ) ნეიტროპენია;
გ) რევმატოიდული ფაქტორის არსებობა;
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1121. რომელი სიმპტომია ყველაზე მეტად დამახასიათებელი რევმატოიდული


ართრიტისათვის?
*ა) სახსრების შებოჭილობა დილაობით;
ბ) სახსრების პროგრესული მტკივნეულობა;
გ) მცირე სახსრების უპირატესი დაზიანება;
დ) სახსრების შესიება
1122. რევმატული პოლიმიალგიის დახასიათებისას რომელი მოსაზრებაა
მართებული?
ა) უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში;
ბ) ცხელება გამორიცხავს დიაგნოზს;
გ) უმრავლეს შემთხვევებში ადგილი აქვს შრატში ტუტე ფოსფატაზის დონის
მომატებას;
*დ) ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს) ნორმალურია პაციენტების
5%-ში;
ე) მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

1123. მაანკილოზირებელი სპონდილიტის შესახებ რომელი მოსაზრებაა


მართებული?
ა) ისევეა გავრცელებული, როგორც რევმატოიდული ართრიტი;
ბ) მდგომარეობა უმჯობესდება ვარჯიშის შემდეგ;
გ) მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში, შეფარდებით 10:1
*დ) ისევეა გავრცელებული, როგორც რევმატოიდული ართრიტი და
მდგომარეობა უმჯობესდება ვარჯიშის შემდეგ;
ე) სწორია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1124. სტრეპტოკოკული ინფექციის გავრცელების გზები არის:


ა) კონტაქტურ-წვეთოვანი;
ბ) თეთრეულის მეშვეობით;
გ) ჭურჭლის მეშვეობით;
დ) რძის პროდუქტები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1125. რევმატიზმის პათოგენეზის წამყვანი მექანიზმებია


ა) ჰუმორალური იმუნიტეტის შეცვლა;
ბ) უჯრედული იმუნიტეტის შეცვლა სტრეპტოკოკულ ან სხვა ქსოვილოვან
ანტიგენთან მიმართებაში;
გ) სტრეპტოკოკის ანტიგენის მაღალი კარდიოტროპულობა;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

1126. პირველადი რევმატიზმის ტიპიურ სიმპტომებს არ მიეკუთვნება:


ა) მიოკარდიუმის ანთება (მიოკარდიტი);
ბ) ქორეა;
გ) არტრიტი;
*დ) ნეფრიტი;
ე) კანქვეშა კვანძები.

1127. დერმატომიოზიტის მკურნალობაში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება:


*ა) პრედნიზოლონს მაღალი დოზებით;
ბ) პრედნიზოლონს საშუალო დოზებით;
გ) ანტირევმატული ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს;
დ) ციკლოფოსფანს;
ე) პლაზმაფერეზს.
1128. რევმატიზმის დამახასიათებელი სადიაგნოსტიკო ნიშანია
ა) ავადმყოფობის დაკავშირება გადატანილ ცხვირ-სახის ინფექციასთან;
ბ) 2-4 კვირის ხანგრძლივობის ლატენტური პერიოდის არსებობა;
გ) ავადმყოფობის პირველი ნიშნების გამოჩენა ბავშვობის ასაკში;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

1129. რევმატიული პოლიართრიტისთვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა
ა) მწვავე სინოვიტი;
ბ) თანმხლები ცხელება;
გ) სახსრების დაზიანების "მცოცავი" ხასიათი;
*დ) უპირატესად წვრილი სახსრების დაზიანება.

1130. რევმატიზმის ძირითად სადიაგნოზო კრიტერიუმს წარმოადგენს:


ა) კარდიტი;
ბ) პოლიართტრიტი;
გ) ქორეა;
დ) კანქვეშა რევმატიული კვანძები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1131. რევმატოიდული ართრიტის დროს უპირველესად ზიანდება


ა) სხივის;
ბ) ხერხემლის;
გ) გავა-თეძოს;
*დ) პროქსიმალური ფალანგთაშუა და მტევნის სახსრები;
ე) მუხლის სახსრები.

1132. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გართულებაა მეტად


დამახასიათებელი ხანგრძლივი მიმდინარეობის რევმატოიდული
ართრიტისათვის?
ა) სისხლძარღვთა ზოგადი ათეროსკლეროზი;
ბ) ნახშირწყლების ცვლის მოშლა;
*გ) ამილოიდოზი;
დ) მიკოზი;
ე) პორფირია.

1133. რევმატიზმის დროს ყველაზე ხშირად (გულის გარდა) ზიანდება


*ა) სახსრები;
ბ) ცენტრალური ნერვული სისტემა;
გ) თირკმლები;
დ) კანი.

1134. სტეროიდული თერაპიის გართულებებს მიეკუთვნება


ა) მეორადი ინფექციის მიერთება;
ბ) კუნთების სისუსტე;
გ) ჰიპერგლიკემია;
დ) თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვა;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1135. მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი ყველაზე ხშირად გვხვდება


ა) ბავშვებში;
ბ) მოხუცებში;
*გ) მოზარდებსა და ახალგაზრდა მამაკაცებში (15-30 წლის);
დ) ქალებში კლიმაქტერულ პერიოდში;
ე) ახალგაზრდა ქალიშვილებში.

1136. სისტემური წითელი მგლურას დიაგნოზს ადასტურებს ყველა


ლაბორატორიული მაჩვენებელი, გარდა შემდეგისა:
ა) LE-უჯრედები;
ბ) ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები;
*გ) რევმატოიდული ფაქტორი;
დ) გამა-გლობულინემია;
ე) ანტისხეულები ფოსფოლიპიდების მიმართ.

1137. ჰებერდენის კვანძები არის


*ა) მემკვიდრული დეგენერაციული დაავადებების ერთ-ერთი ნაირსახეობა;
ბ) რევმატოიდული ართრიტის თანმხლები მოვლენა;
გ) შარდმჟავას დალექვა პოდაგრის დროს;
დ) ფიბროზული ცვლილებები ტენდოვაგინიტის შემდეგ;
ე) ორგანიზმის განსაკუთრებული რეაქციის გამოვლინება ბრონქიტისა და
ბრონქოექტაზების დროს.

1138. რევმატიზმის დროს უფრო აქტიური ანტიბიოტიკოთერაპიის დამატებიs


ჩვენებად ითვლება ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ქრონიკული ტონზილიტი ხშირი გამწვავებით;
ბ) მეორადი ბაქტერიული ენდოკარდიტით გართულებებისა;
*გ) პროცესის ლატენტური მიმდინარეობა;
დ) ანტისტრეპტოკოკული ანტისხეულების მაღალი ტიტრი;
ე) ორგანიზმში ქრონიკული ინფექციის სხვა კერების არსებობა.

1139. მიტრალური სტენოზის სიმძიმის ხარისხის შესაფასებლად


მნიშვნელოვანია ყველა ჩამოთვლილი მაჩვენებელი, გარდა
ა) მიტრალური ხვრელის ფართობისა ექოკარდიოგრაფიული მონაცემების
მიხედვით;
ბ) მაქსიმალური ტრანსმიტრალური წნევის დიასტოლური გრადიენტისა;
*გ) მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური ზომისა;
დ) მაქსიმალური ტრანსმიტრალური წნევის გრადიენტის დროის ორჯერ
შემცირებისა.

1140. სისტემური წითელი მგლურას მაპროვოცირებელი ფაქტორებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) ინსოლაცია
*ბ) დიკლოფენაკის მიღება
გ) ორსულობა
დ) ჰიდრალაზინის მიღება

1141. დერმატიომიოზიტით დაავადებულ ყველა პაციენტს აღენიშნება:


*ა) ჩონჩხის კუნთების დაზიანება
ბ) ცხელება
გ) სახსროვანი სინდრომი
დ) ნერვული სისტემის დაზიანება

1142. დერამტომიოზიტის აღმოცენება შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთმა


ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
ა) მკვეთრი ინსოლაცია
ბ) გაცივება
*გ) სიმსივნური დაავადება
დ) ვირუსული ან ინფექციური დაავადება

1143. დერმატომიოზიტის დამახასიათებელი ტიპური პარაკლინიკური ნიშანია:


ა) ედს-ის მკვეთრი მომატება
ბ) ჰიპოქრომიული ანემია
გ) ზომიერი პროტეინურია
*დ) არც ერთი ჩამოთვლილთაგანი

1144. რეიტერის სინდრომისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი ნიშნები, გარდა ერთისა:
ა) ართრიტი
ბ) ურეთრიტი
*გ) სინოვიტი
დ) კონიუნქტივიტი.

1145. კვანძოვანი პოლიარტერიტით უხშირესად ავადდებიან:


ა) ზრდასრული ქალები
ბ) ვაჟები პუბერტატულ პერიოდში
გ) გოგონები პუბერტატულ პერიოდში
*დ) ზრდასრული მამაკაცები

1146. პოდაგრის დროს პათოგნომურ რენტგენოლოგიურ ნიშნად ითვლება:


ა) ეპიფიზების სრული ლიზისი
ბ) ძვალშიდა კისტები
*გ) „სახვრეტელას სიმპტომი“
დ) სასახრე ნაპრალის გაფართოება და რბილი ქსოვილების მოცულობის
მომატება

1147. პოდაგრის მწვავე კრიზის კუპირებისათვის ყველაზე მეტად


მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს:
ა) ურიკოდეპრესანტები
ბ) ურიკოელიმინატორები
*გ) კოლხიცინი
დ) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
1148. პოდაგრული კვანძები უხშირესად ვითარდება:
*ა) ხრტილოვან ქსოვილში
ბ) რბილ ქსოვილებში
გ) ძვალოვან ქსოვილში
დ) შინაგან ორგანოებში

1149. კვანძოვანი პოლიარტერიტის დასაწყისში და რეციდივის პერიოდში


ბაზისური თერაპია ტარდება:
ა) გლუკოკორტიკოიდებითა და დეზაგრეგაციული საშუალებებით
*ბ) გლუკოკორტიკოიდებითა და ციტოსტატიკური საშუალებებით
გ) ციტოსტატიკური საშუალებებითა და ანტიკოაგულანტებით
დ) გლუკოკორტიკოიდებითა და პერიფერიული ვაზოდილატატორებით

1150. ბეჰჩეთის დაავადებისათვის დამახასიათებელი ტრიადაა:


ა) მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, ართრიტი, უვეიტი
*ბ) მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, სასქესო ორგანოების ნეკროზულ-
წყლულოვანი დაზიანება, უვეიტი
გ) მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, სეროზიტი, უვეიტი
დ) მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, სეროზიტი, ართრიტი

1151. ჭეშმარიტი სკლეროდერმიული თირკმლის ტიპური გამოვლინებაა:


*ა) თირკმლების მწვავე უკმარისობის სინდრომი
ბ) ნეფროზული სინდრომი
გ) მაღალი პროტეინურია
დ) მაკროჰემატურია

1152. რეიტერის სინდრომისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოდ


ჩამოთვლილი ნიშანი ერთის გარდა:
ა) ურეთრიტი
*ბ) უვეიტი
გ) კონიუნქივიტი
დ) ართრიტი

1153. შეგრენის სინდრომის (დაავადების) ნიშნებია ჩამოთვლილთაგან


ერთის გარდა
ა) ქსეროსტომია
*ბ) პოლივისცერიტი
გ) რეგიონული ლიმფადენოპათია
დ) მშრალი კონიუნქტივიტი

1154. კვანძოვანი ერითემისთვის დამახასიათებელია ქვემოთ ჩამოთვლილი


ნიშნები, ერთის გარდა:
ა) კანის დაზიანება
*ბ) სეროზიტი
გ) მიალგია
დ) ართრალგია
1155. ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება ნაკლებად ახასიათებს:
ა) მაანკილოზებელ სპონდილიტს;
*ბ) სისტემურ სკლეროზს;
გ) სისტემურ წითელ მგლურას;
დ) პოლიმიოზიტს;
ე) ვეგენერის გრანულომატოზს.

1156. ყველა ქვემოთჩამოთვლილი მიეკუთვნება კოლხიცინის ტოქსიკურ


ეფექტებს, გარდა:
ა) თირკმელების უკმარისობისა;
*ბ) ჰიპერკალციემიისა;
გ) კრუნჩხვებისა;
დ) დიარეისა;
ე) კარდიოვასკულური კოლაფსისა.

1157. ჩამოთვლილი სახსრებიდან რომლის დაზიანებაა ნაკლებად


მოსალოდნელი რევმატოიდული ართრიტის დროს?
ა) ნებ_ფალანგის სახსრები;
ბ) პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსრები;
*გ) კოჭ-წვივის სახსარი;
დ) მაჯის სახსარი.

1158. ჩამოთვლილი ტესტებიდან, რომელია ყველაზე ხშირად დადებითი


სისტემური წითელი მგლურას დროს?
*ა) ანტინუკლეარული ანტისხეულების ტესტი;
ბ) ანტი-Sm-ბირთვული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტი;
გ) ანტი_SS-A (ანტი-Ro. ანტისხეულების ტესტი);
დ) ანტი_კარდიოლიპინური ანტისხეულების ტესტი;
ე) ანტი_ჰისტონური ანტისხეულების ტესტი;

1159. ორსულებში, რომლებიც ავად არიან სისტემური წითელი მგლურით,


მაღალია ქვემოთ ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიის განვითარების რისკი,
გარდა:
ა) სპონტანური აბორტი;
ბ) ჰიპოტროფიული ახალშობილის დაბადება;
*გ) ვადაგადაცილებული ორსულობა.
დ) დღენაკლული ახალშობილის დაბადება;

1160. იმ პაციენტებიდან, რომელნიც მიმართავენ ზოგადი პრაქტიკის ექიმს,


რამდენ პროცენტს აქვს ჩონჩხკუნთოვანი ჩივილები?
ა) 2%
*ბ) 10%;
გ) 35%;
დ) 20%;
1161. შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების დროს პათოლოგიურ პროცესში
შეიძლება ჩაერთოს:
ა) სახსრები;
ბ) მყესები;
გ) პლევრა;
დ) ფილტვები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1162. ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროს ზიანდება სინოვიალური გარსი


და სასახსრე ნაპრალი, გარდა:
*ა) სკლეროდერმიის;
ბ) ჰემოფილიის;
გ) ლაიმის დაავადების;
დ) პოდაგრის;
ე) რევმატოიდული ართრიტის.

1163. ოჯახური მიდრეკილება ნაკლებად დამახასიათებელია შემდეგი


დაავადებისათვის:
ა) რევმატოიდული ართრიტი;
ბ) სისტემური წითელი მგლურა;
*გ) ოსტეოართრიტი;
დ) პოდაგრა;

1164. მოგმართათ 50 წლის ქალმა თვალის და პირის სიმშრალის გამო.


გასინჯვით ვლინდება სანერწყვე ჯირკვლების გადიდება. ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან რომელია მეტად სავარაუდო დიაგნოზი?
ა) მაანკილოზებელი სპონდილიტი;
ბ) ვეგენერის გრანულომატოზი;
გ) რეიტერის სინდრომი;
*დ) შეგრენის სინდრომი;
ე) ბეჰჩეთის სინდრომი.

1165. პირის ღრუს ლორწოვანის წყლულები ნაკლებად მოსალოდნელია


პაციენტებში, რომელთაც აქვთ:
*ა) სკლეროდერმია;
ბ) სისტემური წითელი მგლურა;
გ) ბეჰჩეთის სინდრომი;
დ) რეიტერის სინდრომი.

1166. მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია უხშირესად გვხვდება პაციენტებში,


რომელთაც აქვთ:
ა) ფილტვების ინტერსტიციული დაავადება;
ბ) სისტემური წითელი მგლურა;
გ) რევმატოიდული ართრიტი;
*დ) სისტემური სკლეროზი.
1167. 24 წლის მამაკაცს აღენიშნება სახსრების ტკივილი და მოწითალო
პუსტულოზური და ქერქიანი გამონაყარი ხელისა და ფეხის გულებზე. ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:
ა) დერმატომიოზიტი;
ბ) სისტემური წითელი მგლურა;
*გ) რეიტერის სინდრომი;
დ) რევმატოიდული ართრიტი;
ე) ბეჰჩეთის სინდრომი.

1168. სახსარი, რომელიც ყველაზე ხშირად ზიანდება ოსტეოართროზის დროს


არის:
*ა) ცერა თითის სახსარი;
ბ) საჩვენებელი თითის ნებ-ფალანგის სახსარი;
გ) იდაყვის სახსარი;
დ) მუხლის სახსარი;
ე) კოჭის სახსარი.

1169. ჭეშმარიტი ბარძაყის სახსროვანი ტკივილი ლოკალიზდება:


ა) ბარძაყის ლატერალურად;
ბ) დუნდულუების არეში;
გ) ზურგში;
*დ) საზარდულის არეში.

1170. ჩამოთვლილთაგან რომლის დროს არის რევმატოიდულ ფაქტორზე


ტესტი პოზიტიური?
ა) ფიზიოლოგოირი სიბერის დროს;
ბ) ინფექციური მონონუკლეოზის;
გ) ლაიმის დაავადების;
დ) პერიოდული დაავადების;
*ე) ყველა ქვემოთჩამოთვლილი.

1171. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი წარმოადგენს ჭეშმარიტს _


ანტინუკლეარული ანტისხეულების ტესტთან მიმართებაში?
ა) ის არის ძლიერ სპეციფიური რევმატიული დაავადებების დროს;
ბ) ხშირად შესაძლებელია მოგვცეს ცრუ_დადებითი შედეგი;
გ) ჩვეულებრივ, ის არ არის ძლიერ მგრძნობიარე სისტემური წითელი
მგლურას მიმართ;
*დ) ის არ უნდა იქნეს გამოყენებული თუ მგლურას ალბათობა დაბალია.

1172. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია არასწორი სინოვიალური


სითხის ვიზუალურ გამოკვლევასთან მიმართებაში?
ა) ის არის საკმაოდ ინფორმატიული;
*ბ) ასპირატში ლეიკოციების არსებობა გვაფიქრებინებს რევმატოიდულ
ართრიტზე;
გ) სისხლიანი სითხე გვაფიქრებინებს ჰემართროზის არსებობას;
დ) სისხლიანი სითხე გვაფიქრებინებს ტრავმულ ასპირაციას.
1173. სინოვიალური სითხის გამოსაკვლევი ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტია:
ა) წებოვნების ანალიზი;
*ბ) ლეიკოციტების რაოდენობისა დადგენა;
გ) ცილის განსაზღვრა;
დ) გლუკოზის განსაზღვრა.

1174. 34 წლის მამაკაცის სინოვიალური სითხის ანალიზი გვიჩვენებს, რომ


ლეიკოციტები 100 000 მმ3-ზე მეტია. ამ ანალიზით ყველაზე მეტად
სავარაუდოა:
ა) არაანთებითი მიზეზი;
*ბ) ინფექცია;
გ) კრისტალ_ინდუცირებული ართროპათია;
დ) სპონდილოართროპათია.

1175. ჩამოთვლილთაგან რომელია არჩევის მეთოდი ინტრაარტიკულარული


და პერიარტიკულარული დარღვევების გამოსავლენად?
ა) სცინტიგრაფია;
ბ) ართროგრაფია;
გ) კომპიუტერული ტომოგრაფია;
*დ) მაგნიტურ_რეზონანსული კვლევა;
ე) ულტრასონოგრაფია.

1176. ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს პოდაგრის რისფაქტორს, გარდა:


ა) თირკმელების უკმარისობა;
ბ) ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება;
გ) ტყვიასთან ხანგრძლივი კონტაქტი (მაგ. პროფესიული);
დ) ჰიპერლიპიდემია;
*ე) ღვიძლის დაავადებები.

1177. პოდაგრით დაავადებულებს უნდა ვურჩიოთ, რომ მოერიდონ:


ა) პურინების შემცველ საკვებს;
ბ) ასპირინის მცირე დოზებსაც კი;
გ) ალკოჰოლს;
*დ) ყველა ჩამოთვლილს.

1178. პოდაგრიან პაციენტს, რომლისთვისაც კოლხიცინით და


არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ჩატარებული
მკურნალობა უეფექტო იყო, რეკომენდებულია დაენიშნოს:
ა) ოქროს პრეპარატები;
ბ) მეტოტრექსატი;
*გ) პრედნიზოლონი;
დ) დაფსონი;
ე) იმუნოგლობულინი.

1179. ალოპურინოლის გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა:
ა) გამონაყარისა;
*ბ) ყაბზობისა;
გ) თავის ტკივილისა;
დ) დისპეფსიისა.

1180. ოსტეოართროზის არჩევის პრეპარატი ტკივილის მოსახსნელად არის:


*ა) აცეტამინოფენი;
ბ) ფენაცეტინი;
გ) მინოციკლინი;
დ) იბუპროფენი;
ე) კაფსაიცინი ადგილობრივად

1181. 61 წლის პაციენტს აქვს მუხლის სახსრის ოსტეოართროზი. სახსრის


ანთებითი პროცესის რეგულირება პერორალურად მიღებული მედიკამენტებით
_ ვერ ხერხდება. სახსრის ინფექცია გამოირიცხა. რეკომენდირებული
მაქსიმალური რაოდენობა კორტიკოსტეროიდების სახსარშიდა ინექციებისა,
რომელიც პაციენტს შეუძლია გაიკეთოს წლის განმავლობაში, არის:
ა) ერთი ან ორი;
*ბ) სამი ან ოთხი;
გ) ხუთი ან ექვსი;
დ) არცერთი ჩამოთვლილი _ ინექციების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

1182. ახლადდიაგნოსტირებული რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში


არჩევის პრეპარატია:
ა) პარაცეტამოლი;
ბ) პრედნიზოლონი დაბალი დოზით;
გ) დიკლოფენაკი;
დ) პრედნიზოლონი მაღალი დოზით;
*ე) მეტოტრექსატი.

1183. პროგრესირებადი დესტრუქციული რევმატოიდული ართრიტის დროს


ყველაზე ხშირად, რომელი სახსარი საჭიროებს სინოვექტომიას:
ა) ნებ-ფალანგის სახსრები;
*ბ) მაჯის სახსარი;
გ) იდაყვის სახსარი;
დ) კოჭის სახსარი;
ე) პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსრები.

1184. მგლურას დიაგნოსტირებისათვის საჭიროა 11 სპეციფიკური


კრიტერიუმიდან 4-ის არსებობა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა
მიეკუთვნება სპეციფიკური კრიტერიუმების რიცხვს გარდა ერთისა:
ა) დისკოიდური გამონაყარი;
ბ) კრუნჩხვები ან ფსიქოზი სხვა მიზეზების არარსებობისას;
*გ) კრანიალური ნერვების დამბლა;
დ) პირის ღრუს ან ნაზოფარინგეალური მიდამოს წყლულები;
ე) პოლისეროზიტი.
1185. სისტემური წითელი მგლურათი დაავადებული ორსულის მკურნალობა
უკუნაჩვენებია ყველა ჩამოთვლილი პრეპარატით, გარდა ერთისა:
ა) მეტოტრექსატი;
*ბ) პრედნიზონი;
გ) აზათიოპრენი;
დ) დანაზოლი;
ე) ციკოფოსფამიდი.

1186. ჩამოთვლილთაგან კაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში:


ა) რევმატოიდული ართრიტი;
ბ) რევმატიული პოლიმიალგია;
გ) ოსტეოართროზი;
*დ) პოდაგრა;
ე) სისტემური წითელი მგლურა.

1187. ჩამოთვლილიდან ყველა ამცირებს ქალებში რევმატოიდული ართრიტის


სიმპტომების სიმწვავეს, გარდა:
ა) ორსულობა;
*ბ) მენსტრუალური ციკლის პრეოვულატორული ფაზა;
გ) პერორალური კონტრაცეპტივების მიღება;
დ) ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპია პოსტმენოპაუზალურ პერიოდში.

1188. იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოა:


*ა) თიმუსი;
ბ) ცენტრალური ნერვული სისტემა;
გ) ელენთა;
დ) ლიმფური კვანძები;
ე) ნუშურა ჯირკვლები;

1189. საკვებისმიერი ალერგიის დროს არაა რეკომენდებული:


*ა) სტაფილოს წვენი;
ბ) ქლიავის წვენი;
გ) ალუბლის წვენი;
დ) ვაშლის წვენი.

1190. ატოპური დერმატიტის დამახასიათებელია:


ა) კანის ქავილი;
ბ) გამონაყრის პოლიმორფიზმი;
გ) კლინიკური სიმპტომების ასაკობრივი სტადიურობა;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილი.

1191. ცნება "საკვებისმიერი ალერგია" მოიცავს:


*ა) საკვებ პროდუქტებზე ალერგიულ რეაქციას;
ბ) საკვები პროდუქტების ტოქსიკურ მოქმედებას;
გ) საკვები პროდუქტების აუტანლობას;
დ) საკვები პროდუქტების ლიბერაციულ ეფექტს.
1192. მედიკამენტურ ალერგიას პრაქტიკულად არ იწვევს:
*ა) ანტიჰისტამინური პრეპარატები;
ბ) სულფანილამიდური პრეპარატები;
გ) სიცხის დამწევი საანელგეზიო პრეპარატები და ანალგეტიკები;
დ) ანტიბიოტიკები.

1193. ჭინჭრის ციების დამახასიათებელი სიმპტომი არ არის:


ა) კანის ქავილი;
*ბ) ეგზემისებრი და ლიქენისებრი სინდრომები;
გ) ლაქოვანი და ბუშტუკოვანი გამონაყარი;
დ) ართრალგია.

1194. რესპირაციული ალერგოზების სამკურნალო ბაზისური პრეპარატია:


ა) სუპრასტინი;
*ბ) ზადიტენი;
გ) ეუფილინი;
დ) ვილოზენი.

1195. ქრონიკული ჭინჭრის ციების ყველაზე გავრცელებული მიზეზია:


ა) საკვებისმიერი ალერგია;
ბ) შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება;
გ) მედიკამენტური ალერგია;
*დ) იდიოპათიური;
ე) ვირუსული ინფექცია.

1196. ახალშობილის ატოპური ეგზემის ყველაზე სარწმუნო სიმპტომია:


*ა) ერითემატოზული პაპულურ-ვეზიკულური გამონაყარი, ექსუდაციით;
ბ) კანის ლიქენიზებული დაზიანება კიდურების მომხრელ ზედაპირებზე;
გ) ჭინჭრის ციება;
დ) კონიუნქტივიტი.

1197. სეროზულ ალერგიულ რინიტს არ ახასიათებს:


ა) ცხვირიდან სისხლის დენა;
ბ) ცხვირის ღრუს პოლიპოზი;
გ) გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა;
*დ) ყვითელი ფერის ექსუდაციური გამონადენი ცხვირიდან.

1198. ურტიკარია შეიძლება გამოწვეული იყოს:


ა) ასპირინისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებით;
ბ) სიცივით (ცივი ამინდი, ცივი წყალი და სხვ.);
გ) ფიზიკური დატვირთვით;
დ) ემოციური სტრესით;
*ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი.

1199. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს ბავშვებში ატოპიური


დერმატიტის გამწვავების ყველაზე ხშირ მიზეზს?
*ა) საკვები;
ბ) აეროალერგენები;
გ) ნაწლავთა პარაზიტები;
დ) წამლები;
ე) აეროალერგენები; წამლები;

1200. ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ არ გამოიყენება:


ა) ადგილობრივად, კორტიკოსტეროიდები;
ბ) სისტემური კორტიკოსტეროიდები;
გ) სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატები;
*დ) ციკლოფოსფამიდი.

1201. კონტაქტური დერმატიტი გამოწვეულია:


ა) საკვებით;
ბ) წამლებით;
გ) მწერის ნაკბენით;
*დ) ლოკალური ზემოქმედებით კანზე;
ე) აეროალერგენებით.

1202. კონტაქტური დერმატიტის განვითარებას ხელს უწყობს:


ა) კოსმეტიკური საშუალებები;
ბ) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
გ) საიუველირო ნაკეთობა;
დ) საყოფაცხოვრებო ინდუსტრიული ქიმიური ნაწარმი;
ე) მცენარეები;
*ვ) ყველა ზემოჩამოთვლილი.

1203. მცენარეული აეროალერგენებით გამოწვეული დერმატიტის


ლოკალიზაციის ადგილს არ წარმოადგენს:
ა) სახე;
ბ) კისერი;
გ) ხელები და წინამხრები;
*დ) გენიტალური მიდამო;
ე) ფეხები.

1204. საიუველირო მეტალებიდან კონტაქტურ დერმატიტს ყველაზე ხშირად


იწვევს:
ა) ოქრო;
ბ) ვერცხლი;
*გ) ნიკელი;
დ) ქრომი;
ე) კობალტი.

1205. კონტაქტური დერმატიტის საპროფილაქტიკო ღონისძიებაა:


*ა) შემდგომი კონტაქტის თავიდან აცილება;
ბ) გახანგრძლივებული მოქმედების სისტემური კორტიკოსტეროიდების
ხანგრძლივი ხმარება;
გ) სპეციფიკური დესენსიბილიზაცია;
დ) იმუნოსუპრესია;

1206. ურტიკარიულ გამონაყარს არ იწვევს:


ა) ასპირინი;
ბ) პენიცილინი;
გ) სულფანილამიდები;
დ) "B" ვიტამინის კომპლექსი;
*ე) დარიშხანი.

1207. მრავალფორმიანი ერითემა გამოვლინდება:


ა) სამიზნისმაგვარი დაზიანებებით;
ბ) ბულური დაზიანებებით;
გ) ჰიპერთერმიით;
დ) ლორწოვანის დაწყლულებით;
*ე) ყველა ზემოჩამოთვლილით.

1208. მრავალფორმიანი ერითემის ეტიოლოგიურ ფაქტორს არ წარმოადგენს:


ა) სულფანილამიდები;
ბ) ტეტრაციკლინი;
გ) ვირუსული ინფექცია;
დ) ბაქტერიული ინფექცია;
*ე) დიურეზული პრეპარატები.

1209. ფიქსირებულწამლოვან გამონაყარს არ ახასიათებს:


ა) ჰიპერპიგმენტური მაკულა;
ბ) განმეორებადობა სხეულის ერთსა და იგივე მხარეს;
*გ) სიმეტრიულობა;
დ) ასიმეტრიულობა;
ე) ფოლაქისებრი გამონაყარი.

1210. ჩამოთვლილთაგან ფიქსირებულწამლოვან გამონაყარს ყველაზე ხშირად


იწვევს:
ა) პარაცეტამოლი;
*ბ) ანალგინი;
გ) ქლოროქინი;
გ) ყველა ზემოჩამოთვლილი;

1211. ექსფოლიაციურ დერმატიტს იწვევს:


ა) დარიშხანის პრეპარატები;
ბ) ოქროს პრეპარატები;
გ) სულფანილამიდები;
დ) ქლოროქინი;
*ე) ყველა ზემოაღნიშნული;

1212. ატოპური დერმატიტი ყველაზე ხშირად ვლინდება:


ა) დაბადებიდან;
*ბ) 1 თვის ასაკიდან;
გ) 1 წლის ასაკიდან;
დ) სკოლამდელი ასაკიდან.

1213. ლაიელის სინდრომი მიეკუთვნება:


*ა) ალერგოდერმატოზებს;
ბ) პიოდერმიებს;
გ) ვასკულიტებს;
დ) მემკვიდრულ დერმატოზებს.

1214. ატოპიური დერმატიტის ადგილობრივი მკურნალობისთვის არ


უნიშნავენ:
ა) ნაფტალანის პასტას და მალამოს;
ბ) კუპრის პასტებს;
*გ) ანტიბაქტერიულ მალამოს.

1215. ექსუდაციურ-კატარულ (ალერგიულ) დიათეზს არ ახასიათებს:


ა) სებორეა, რძიანა ფუფხები;
ბ) გეოგრაფიული ენა;
გ) ეგზემური გამონაყარი სახესა და თავის არეში;
*დ) სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებში;
ე) რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდება.

1216. ატოპიურ დერმატიტს (ეგზემას) ბავშვობის ასაკში არ ახასიათებს:


ა) კანის შეწითლება, შეშუპება, შემდგომში ვეზიკულები;
*ბ) კანის ინფილტრაცია;
გ) ინტენსიური ქავილი;
დ) უხვი სერიოზული ექსუდაცია დაზიანებულ უბანზე;
ე) პროცესის გავრცელება სხეულზე, კიდურებზე, თავის არეში, ყურის
ნიჟარებზე.

1217. ნეიროდერმიტს არ ახასიათებს:


ა) კანის გასქელება და გაუხეშება, მისი რელიეფის გამოხატვა;
*ბ) კანის ვეზიკულური დაზიანება და უხვი ექსუდაცია;
გ) ერითემა, ურტიკარიული ან პაპულური ელემენტები დაზიანების
ადგილებში;
დ) კანის დაზიანებული უბნების მოყავისფრო პიგმენტაცია ან
დეპიგმენტაცია;
ე) კანის დაზიანების სიმეტრიულობა;
ვ) ეოზინოფილია.

1218. პოლინოზს იწვევს:


ა) კვებითი ალერგენები;
ბ) მედიკამენტური ალერგენები;
გ) ინფექციური ალერგენები;
*დ) მცენარეებისა და ყვავილების მტვერი.

1219. ბრონქული ასთმის შეტევას არ ახასიათებს:


ა) იძულებითი მდებარეობა;
ბ) ხმაურიანი, გაძნელებული სუნთქვა;
*გ) სველი, პროდუქციული ხველება;
დ) ექსპირაციული ქოშინი და ციანოზი;
ე) აუსკულტაციით ფილტვებში მრავლობითი მშრალი და სველი ხიხინი.

1220. ბავშვობის ასაკში ბრონქულ ასთმას არ ახასიათებს:


ა) ნახველში შარკო-ლეიდენის კრისტალების, კურშმანის სპირალებისა და
ეოზინოფილების დიდი შემცველობა;
ბ) სისხლის შრატში საერთო IgE-ს მაღალი შემცველობა;
*გ) რენტგენოლოგიურად ფილტვის ქსოვილის გამჭვირვალობის დაქვეითება;
დ) კანის დადებითი და პროვოკაციული ინჰალაციური სინჯები სპეციფიკურ
ანტიგენებზე.

1221. კანის ატოპიურ დაზიანებას მიეკუთვნება:


ა) საფენების დერმატიტი;
*ბ) ნეიროდერმიტი;
გ) სებორეული დერმატიტი;
დ) გნეისი;
ე) კონტაგიოზური იმპეტიგო.

1222. სიცოცხლის პირველ წელიწადს სახეზე უპირატესი ლოკალიზაცია


ახასიათებს:
ა) სებორეულ დერმატიტს;
*ბ) ეგზემას (ატოპიურ დერმატიტს);
გ) მუნს;
დ) სტროფულუსს;
ე) ყველა ზემოჩამოთვლილს.

1223. ანტიჰისტამინური პრეპარატები ყველაზე მეტად ეფექტურია:


ა) ატოპიური დერმატიტის დროს;
*ბ) ფსევდოალერგიული რეაქციების დროს;
გ) ციტოტოქსიკური დერმატიტის დროს;
დ) კონტაქტური დერმატიტის დროს;
ე) იმუნოკომპლექსური დაავადებების დროს.

1224. სუნთქვის დარღვევის მიზეზი ბრონქული ასთმის დროს არის ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ბრონქოსპაზმის;
*ბ) ფილტვების გაძლიერებული ვენტილაციის;
გ) ჰიპერსეკრეციის;
დ) ბრონქული ხის ლორწოვანი გარსის შეშუპების.

1225. დაუყოვნებელი ტიპის ალერგიისას ნელა მოქმედ ბიოლოგიურად


აქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება
ა) აცეტილქოლინი;
ბ) ჰისტამინი;
*გ) ლეიკოტრიენი;
დ) სეროტონინი.

1226. ჩამოთვლილი ალერგენებიდან ატოპური ასთმის ყველაზე ხშირი


მიზეზია
*ა) ოთახის მტვერი;
ბ) ობის სოკოების სპორები;
გ) ჰაერის ბაქტერიების ცხოველმყოფელობის პროდუქტები;
დ) ჰელმინთები.

1227. კვებითი ალერგიის მცნებაში შედის


*ა) საკვებ პროდუქტებზე ალერგიული რეაქცია;
ბ) საკვები პროდუქტების ტოქსიკური მოქმედება;
გ) საკვები პროდუქტების აუტანლობა;
დ) საკვები პროდუქტების ტოქსიკო-ალერგიული მოქმედება.

1228. ობლიგატურ კვებით ალერგენებს განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) კვერცხი;
ბ) შოკოლადი;
*გ) ხორცი;
დ) თევზი.

1229. კვებითი ალერგიის შემთხვევაში სპეციფიური მაჰიპოსენსიბილიზებელი


საშუალებებია
ა) ანტიჰისტამინურ პრეპარატები;
*ბ) ელიმინაციური დიეტეზი;
გ) ჰისტოგლობულინი.

1230. ცნება "შრატისმიერი დაავადება" მოიცავს


ა) ალერგიულ რეაქციას მედიკამენტებზე;
ბ) ტოქსიკურ რეაქციას მედიკამენტებზე;
გ) ტოქსიკურ რეაქციას ცხენის შრატის ცილაზე;
*დ) ალერგიულ რეაქციას უცხო შრატის ცილაზე.

1231. იმუნოსტიმულატორებს განეკუთვნება


*ა) დეკარისი;
ბ) ლევომიცეტინი;
გ) ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტები;
დ) გამტუტიანებელი შენაერთები.

1232. ჯინჭრის ქრონიკული ციებისა და კვინკეს შეშუპების პათოგენეზში


მნიშვნელობა ენიჭება
ა) სენსიბილიზებულ ლიმფოციტებს;
ბ) არაიმუნურ მექანიზმებს;
გ) კომპლემენტის სისტემაში არსებულ მემკვიდრულ დეფექტს;
დ) „ IgE“
*ე) კომპლემენტის სისტემაში არსებულ მემკვიდრულ დეფექტს; „IgE“-
ს;
ვ) სწორია ყველა ჩამოთვლილი.

1233. ქოლინერგული ჯინჭრის ციების არასპეციფიური მკურნალობის მიზნით


ყველაზე ეფექტური საშუალებებია
ა) ანტიჰისტამინური პრეპარატები;
ბ) გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატები;
გ) ჰისტოგლობულინი;
*დ) ქოლინოლიტური პრეპარატები.

1234. იმუნური რეაქტიულობის გამოვლინებებია


ა) ანტისხეულების გენეზი;
ბ) დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობა;
გ) დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობა;
დ) იმუნური ტოლერანტობა;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1235. იმუნოკომპეტენტური უჯრედებია


ა) T-ლიმფოციტები;
ბ) B-ლიმფოციტები;
გ) მაკროფაგები;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

1236. ანტიგენის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანია


ა) უცხო წარმოშობა;
ბ) ანტიგენობა;
გ) იმუნოგენურობა;
დ) სპეციფიურობა;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1237. დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის განვითარებაში მონაწილე


მედიატორია
ა) ჰისტამინი;
ბ) ნელა მოქმედი ანაფილაქსიის სუბსტანცია;
გ) პროსტაგლანდინები, თრომბოქსანი;
დ) თრომბოციტების აგრეგაციის ფაქტორი, ეოზინოფილური ქემოტაქსისის
ფაქტორი;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1238. ატოპიას განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი დაავადება, გარდა


ა) ალერგიული ასთმისა;
ბ) ატოპიური დერმატიტისა;
*გ) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა;
დ) ალერგიული რინიტისა და კონიუნქტივიტისა;
ე) ალერგიული ჯინჭრის ციებისა.
1239. ალერგიის დიაგნოსტიკაში გამოიყენება
ა) კანის ალერგიული სინჯები;
ბ) „IgE“ რაოდენობრივი განსაზღვრა
გ) რადიოალერგოსორბენტული ტესტი;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

1240. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებისას


განვითარებული იმუნოდეფიციტი დაკავშირებულია შემდეგი უჯრედების
დაზიანებასთან:
*ა) T-ჰელპერები;
ბ) T-სუპრესორები;
გ) B-ლიმფოციტები;
დ) მაკროფაგები;
ე) NK-უჯრედები

1241. რომელ სამკურნალო პრეპარატს დაუნიშნავთ შვიდი წლის ბიჭს,


რომელიც დაავადებულია ალერგიული რინიტით?
*ა) ბუდესონიდი (რინოკორტი);
ბ) მომეტაზონ ფუროატი (ნაზონექსი);
გ) ტრიამცინოლონ აცეტონიდი (ნაზაკორტი);
დ) ფლუტიკაზონი (ფლონაზი).

1242. ჩვეულებრივ, რომელი ჯგუფის პრეპარატებია ყველაზე ეფექტური


მონოთერაპიის სახით სეზონური ალერგიული რინიტის მკურნალობის
მიზნით?
ა) ადგილობრივი შესუპების საწინააღმდეგო პრეპარატები;
ბ) ანტიქოლინერგული პრეპარატები;
გ) მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები;
*დ) ინტრანაზალური სტეროიდები.
ე) პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორები.

1243. ალერგიული რინიტით დაავადებული პაციენტი, რომელიც არ


აღნიშნავს მნიშვნელოვან სეზონურ ცვლილებებს, არ საჭიროებს ალერგიული
სინჯის ჩატარებას შემდეგ ალერგენზე:
*ა) ოთახის მტვერი;
ბ) მტვრის (ოთახის) ტკიპა;
გ) ცხოველის ქერტლი;
დ) სოკოს ობი.

1244. ალერგიული პაციენტს იმუნოთერაპიის დაწყებამდე ჩაუტარდა


ალერგიული სინჯი. 10 წუთის შემდეგ წინამხარზე აღინიშნა 18 მმ ზომაში
ვეზიკულა. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მართებული?
ა) პრეპარატის შემდგომი შეყვანა უსაფრთხოა;
*ბ) პრეპარატის 0. 5 მლ უნდა განზავდეს 4. 5 მლ გამხსნელში და სინჯი
განმეორებით ჩატარდეს.
გ) აღნიშნულ შემთხვევაში იმუნოთერაპია უკუნაჩვენებია;
დ) აუცილებელია ეპინეფრინის სასწრაფო დანიშვნა;
ე) შესაძლებელია იმუნოთერაპიული საწყისი დოზის გაორმაგება.

1245. იმუნოთერაპიული პრეპარატის შეყვანისთანავე პაციენტს დაეწყო ხელისა


და ფეხის გულების ქავილი. სწრაფად განვითარდა ჭინჭრის ციება და
შესივება რასაც მოჰყვა ცხვირის ლორწოვანის შესივება და სუნთქვის
გაძნელება. საჭიროა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილის განხორციელება, გარდა
ერთისა:
ა) ეპინეფრინის დანიშვნა;
ბ) ოქსიგენოთერაპია;
*გ) ინექციის დისტალურად ტურნიკეტის დადება;
დ) მზადყოფნა ინტრავენური ინექციის განსახორციელებლად („ვენის
აღება“);
ე) პაციენტი საჭიროებს გულდასმით მეთვალყურეობას.

1246. 40 წლის ქალს ალერგიული რინიტით უტარდება კანის ალერგიული


ტესტები. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომელი უნდა მოიხსნას,
რათა გავლენა არ მოახდინოს დაგეგმილ კვლევაზე:
ა) პერორული კონტრაცეპტივი
*ბ) ანტიჰისტამინი
გ) ათენოლოლი
დ) ამიტრიპტილინი

1247. 23 წლის ქალს აღენიშნება მძიმე პერსისტული ალერგიული რინიტი.


მკურნალობს ლორატადინით, მაგრამ უშედეგოდ. როგორია მართვის ყველაზე
მეტად გამართლებული ტაქტიკა:
ა) შეიცვალოს ლორატადინი ციტერიზინით
ბ) მოიხსნას ლორატადინი და დაინიშნოს პერორული კორტიკოსტეროიდი
*გ) გაგრძელდეს ლორატადინი და დაემატოს ნაზალური სტეროიდი
დ) გაგრძელდეს ლორატადინი და დაემატოს ლეიკოტრეინების ინჰიბიტორი

1248. მოგმართათ 38 წლის ქალმა მძიმე პერსისტული ალერგიული


რინიტით. პირველ რიგში, რომელი სხვა ქრონიკული დაავადების არსებობას
შეაფასებთ:
ა) გულის უკმარისობა
*ბ) ბრონქული ასთმა
გ) არტერიული ჰიპერტენზია
დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
ე) გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

1249. მოგმართათ 25 წლის ქალმა ალერგიული რინიტის ჩივილებით. თქვენ


შეაფასეთ დაავადება როგორც მსუბუქი პერსისტული ალერგიული რინიტი.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია პაციენტის ალერგოლოგთან რეფერალის
ჩვენება:
ა) ქრონიკული გასტროდუოდენიტი
ბ) 2 კვირიან ანტიჰისტამინზე არასრული კლინიკური გაუმჯობესება
*გ) ბრონქული ასთმის თანაარსებობა
დ) თანდართული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია
1250. მოგმართათ 24 წლის ორსულმა ქალმა რინიტის გამო. ქვემოთ
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი ხდის მეტად სავარაუდოს
ორსულთა რინიტის დიაგნოზს:
ა) რინიტის დასაწყისი ორსულობის პირველ ტრიმესტრში
ბ) რინიტის დასაწყისი ორსულობის მესამე ტრიმესტრში
*გ) ცხვირის გაჭედვა სხვა რესპირაციული ნიშნებისა და ცემინების გარეშე
დ) ორსულობამდე დიაგნოსტირებული ალერგიული რინიტი

1251. 24 წლის ორსულს (გესტაციის 30 კვირა) დაუდგინდა ალერგიული


რინიტი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მედიკამენტის გამოყენება იქნება
უსაფრთხო და ეფექტური:
ა) ნაზალური დეკონგესტანტების 1 თვიანი კურსი
*ბ) პერორალური ანტიჰისტამინი - ლორატადინი ან ციტერიზინი
გ) პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდი
დ) პერორალური დეკონგესტანტი

1252. ყბაყურას (პაროტიტს) არ ახასიათებს:


ა) პანკრეატიტი;
ბ) სუბმანდიბულური და სუბლინგვალური ჯირკვლების დაზიანება;
გ) ენცეფალიტი;
*დ) ნეფრიტი;
ე) ორხიტი (ან ადნექსიტი).

1253. წითელას შემთხვევაში პრაქტიკულად არ გვხვდება:


ა) ენცეფალიტი;
*ბ) ოსტეომიელიტი;
გ) ოტიტი;
დ) ბრონქოპნევმონია;
ე) კრუპი.

1254. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირების რისკის


კონტინგენტს არ განეკუთვნებიან:
*ა) ჰეტეროსექსუალები;
ბ) ჰომო- და ბისექსუალები;
გ) მეძავები;
დ) ჰემოფილიით დაავადებულები და სისხლის სხვა რეციპიენტები;
ე) ნარკომანები.

1255. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირების ძირითადი


კლინიკური გამოვლინებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ხანგრძლივი ცხელებისა, სხეულის მასის დაკლებისა;
ბ) ლიმფადენოპათიისა;
გ) თხიერი განავლისა;
დ) ოპორტუნისტული ინფექციების მიერთებით გამოწვეული პათოლოგიური
პროცესებისა;
*ე) პიგმენტური ჰემატოზისა.
1256. ქოლერის ძირითადი სიმპტომებია : 1) ცხელება; 2) თხიერი,
წყლიანი განავალი; 3) ინტოქსიკაციის ნიშნები; 4) ღებინება; 5)
ტკივილი მუცლის არეში.
ა) ცხელება და ღებინება
ბ) თხიერი განავალი და ტკივილი მუცლის არეში
*გ) თხიერი განავალი და ღებინება
დ) ცხელება და ტკივილი მუცლის არეში

1257. ქოლერის დროს განავლოვანი მასის მახაიათებელია:


ა) სისხლიანი, თხიერი, ცუდი სუნის მქონე
*ბ) ბრინჯის ნახარშის შესახედაობის, უსუნო
გ) სისხლითა და ნაღვლით შეფერილი თხიერი მასა
დ) მკვეთრი სუნის მქონე სისხლიანი თხელი მასა

1258. ორალური რეჰიდრატაცისთვის გამოიყენება


ა) ფიზიოლოგიურ ხსნარს;
ბ) გლუკოზის 10% ხსნარს;
*გ) რეჰიდრონი;
დ) გლუკოზის 20%-იან ხსნარს.

1259. მწვავე დიზენტერიის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია


ა) ცხელება და ინტოქსიკაციის სხვა ნიშნები;
ბ) ტკივილები მუცლის ღრუში;
გ) კუჭის ხშირი მოქმედება ლორწოვანი და სისხლიანი განავალით;
დ) მტკივნეული სიგმოიდური ნაწილი;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1260. დიფთერიის დროს ნუშისებური ჯირკვლებიდან ნადების მოცილების


შემდეგ
*ა) რჩება სისხლმდენი ეროზიები;
ბ) ნუშისებურ ჯირკვლებიდან სისხლის გამოჟონვა არ აღინიშნება;
გ) ნუშისებური ჯირკვლების ზედაპირი ოდნავ ჰიპერემიულია

1261. ინფექციური მონონუკლეოზის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია


ა) ცხელება, სისუსტე, თავის ტკივილი;
ბ) ყელის ტკივილი, ანგინა;
გ) ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია;
დ) გამონაყარი და სიყვითლე;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1262. სისხლის დამახასიათებელი სურათი ინფექციური მონონუკლეოზის


დროს შემდეგია
ა) ლეიკოციტოზი;
ბ) ლიმფოციტოზი;
გ) მონოციტოზი;
დ) ატიპიური მონონუკლეარები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1263. წითელას პროდრომულ პერიოდს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი


სიმპტომი, გარდა
ა) ცხელებისა;
ბ) ხველებისა;
გ) სურდოსი;
*დ) სახსრების ტკივილისა.

1264. გამონაყარი წითელას დროს არის


*ა) ლაქოვან-პაპულური;
ბ) ერითემატოზური;
გ) როზეოლურ-პეტექიური;
დ) პუსტულოზური

1265. წითელას ძირითადი კლინიკური სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) გამონაყარისა, ენანთემისა რბილი და მაგარი სახის ლორწოვანზე;
ბ) კატარული მოვლენებისა, კონიუნქტივიტისა;
გ) ლიმფადენოპათიისა, ღვიძლისა და ელენთის გადიდებისა;
დ) ცხელებისა;
*ე) სიყვითლისა.

1266. წითურას ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა


*ა) გამოხატული პროდრომული პერიოდისა;
ბ) ერთბაშად აღმოცენებული გამონაყარისა;
გ) გამონაყარის გაქრობის შემდეგ ლაქების არარსებობისა;
დ) კეფისა და კისრის უკანა ლიმფური კვანძების უპირატესი გადიდებისა;
ე) ორსულობის პერიოდში ნაყოფის მძიმე დაზიანებისა.

1267. გაყვითლების შემდეგ ავადმყოფის გუნებ-განწყობა უმჯობესდება


*ა) „A“ ვირუსული ჰეპატიტის;
ბ) „B“ ვირუსული ჰეპატიტის;
გ) „delta“-ინფექციის მიერთების დროს.

1268. სეზონურობა ახასიათებს


*ა) A ვირუსულ ჰეპატიტს;
ბ) B ვირუსულ ჰეპატიტს;
გ) C ვირუსულ ჰეპატიტს.

1269. ლეპტოსპიროზისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) მწვავე დასაწყისისა;
ბ) სეზონურობისა;
გ) შემცივნებისა;
დ) სიყვითლისა ;
*ე) ანგინისა.
1270. გრიპის დროს ზოგადტოქსიკური სინდრომია 1). ცხელება; 2).
ართრალგია; 3). თავის ტკივილი; 4). ხველა; 5). თვალის
კაკლების ტკივილი.
*ა) სწორია 1,2,3;
ბ) სწორია 2,3,4;
გ) სწორია 3,4,5;
დ) სწორია 1,4,5;
ე) სწორია 2,4,5.

1271. გრიპს ახასიათებს 1). ანურია; 2). დაავადების მწვავე დასაწყისი;


3). საერთოტოქსიკური სინდრომის სიჭარბე რესპირატორულზე; 4).
ჰემორაგიული სინდრომი; 5). სიყვითლე.
ა) სწორია 1,2,3;
*ბ) სწორია 2,3,4;
გ) სწორია 3,4,5;
დ) სწორია 1,4,5;
ე) სწორია 2,4,5.

1272. გრიპის დროს რესპირატორული სინდრომისთვის დამახასიათებელია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) მშრალი ხველისა;
ბ) მკერდის უკან "ჩაკაწვრის" შეგრძნებისა;
გ) ყელში ღიტინის შეგრძნებისა;
დ) ცხვირის გაჭედვისა;
*ე) სურდოსი.

1273. გრიპის დროს ანტიბიოტიკები ინიშნება:


ა) მაღალი ცხელებით მიმდინარეობის შემთხვევაში;
ბ) ზოგადი ინტოქსიკაციით მიმდინარე შემთხვევებში;
*გ) ბაქტერიული გართულების აღმოცენების შემთხვევაში
დ) ცხელების გახანგძლივებისას 3 დღეზე მეტად

1274. მუცლის ტიფის დროს გამონაყარი ჩნდება


ა) 1-5 დღეზე;
*ბ) 6-12 დღეზე;
გ) 13-20 დღეზე.

1275. ბოტულიზმით დაავადებულთა ძირითადი ჩივილებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა შემდეგისა:
*ა) მუცელში ძლიერი ტკივილები;
ბ) მხედველობის დარღვევა;
გ) ყლაპვის მოშლა;
დ) სუნთქვის გაძნელება;
ე) სისუსტე.

1276. ბოტულიზმით დაინფიცირების წყაროებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) სახლში დაკონსერვებული სოკოსი;
ბ) სახლში დაკონსერვებული ბოსტნეულისა;
*გ) ხილის, რძის და რძის პროდუქტებისა;
დ) სახლში დამარილებული და შებოლილი თევზისა;
ე) სახლში დამზადებული ლორისა, ქონისა, ძეხვისა.

1277. ბოტულიზმისათვის დამახასიათებელია:


ა) ცხელება;
ბ) პროფუზული ფაღარათი;
გ) მრავალჯერადი ღებინება;
*დ) ყლაპვის მოშლის გამო სითხის ცხვირიდან გამოსვლა;
ე) სუბფებრილიტეტი

1278. ტეტანუსის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა შემდეგისა:
ა) ტრიზმი;
ბ) სახის კეფის, ზურგის, მუცლის, კიდურების, ნეკნთაშუა კუნთების
ტონური დაძაბვა;
გ) სხეულის ტემპერატურის მომატება;
დ) კრუნჩხვები;
*ე) გულისრევა, ღებინება.

1279. მენინგოკოკური ინფექციის გენერალიზებულ ფორმებს მიეკუთვნება


ყველა ჩამოთვლილი, გარდა შემდეგისა:
*ა) ნაზოფარინგიტი;
ბ) მენინგოკოკცემია;
გ) მენინგიტი.

1280. მენინგოკოკურ ინფექციას ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა


შემდეგისა:
ა) მწვავე დასაწყისი;
*ბ) თანდათანობითი დასაწყისი;
გ) ძლიერი თავის ტკივილი;
დ) ცნობიერების ხშირი დაკარგვისა.

1281. მენინგიტის ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა შემდეგისა:
ა) ცხელება;
ბ) თავის ტკივილი;
გ) ღებინება;
დ) მენინგეალური სიმპტომება, ცნობიერების მოშლა;
*ე) ხველების, მუცელში ტკივილისა.

1282. ნემატოდოზებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი ჰელმინთოზი, გარდა


შემდეგისა:
ა) ასკარიდოზი;
ბ) ტრიქოცეფალოზი;
გ) ენტერობიოზი;
*დ) ტენიარინქოზი;
ე) სტრონგილოიდოზი.

1283. ადამიანიდან ადამიანზე უშუალოდ გადადის


ა) ასკარიდოზი;
*ბ) ენტერობიოზი;
გ) ტრიქოცეფალოზი;
დ) ექინოკოკოზი;
ე) ოპისტორქოზი.

1284. პაციენტი უჩივის ანუსიდან ლენტური ჰელმინთის ნაწილაკების


გამოყოფას სავარაუდოა
ა) ჰიმენოლეპიდოზი;
ბ) ტრიქოცეფალოზი;
გ) დიფილობოტრიოზი;
დ) ტრიქინელოზი
*ე) ტენიარინქოზი.

1285. პერიანარული ქავილი მნიშვნელოვანი სიმპტომია


ა) ასკარიდოზის;
*ბ) ენტერობიოზის;
გ) სტრონგილოიდოზის;
დ) ტრიქინელოზის
ე) დიფილობოტრიოზის დროს.

1286. ნაწლავის გაუვალობის მიზეზი შეიძლება იყოს


*ა) ასკარიდოზი;
ბ) ტრიქოცეფალოზი;
გ) სტრონგილოიდოზი;
დ) ანკილოსტომიდოზი;
ე) ენტერობიოზი.

1287. ნაწლავის ასკარიდოზის სამკურნალოდ საუკეთესო პრეპარატია


ა) ჰიპერაზინი ტაბლეტებში;
ბ) ჰიპერაზინის სეროფი;
გ) ნაფთამონი;
*დ) დეკარისი;
ე) ვერმოქსი.

1288. თუ პაციენტის ეპიდანამნეზში აღინიშნება თერმულად არასაკმარისად


დამუშავებული ღორის ხორცით კვება, მეტად სავარაუდოა:
ა) ენტერობიოზი;
ბ) ოპისტორქოზი;
გ) ფასციელოზი;
დ) პარაგონიმოზი;
*ე) ტრიქინელოზი.
1289. დიზენტერიის გავრცელებაში მონაწილეობს შემდეგი ფაქტორები:
ა) წყალი, საკვები პროდუქტები, ჰაერი, ბუზები;
ბ) ბუზები, წყალი, საკვები პროდუქტები, ტილები;
გ) ნიადაგი, საკვები პროდუქტები, ბუზები, კოღოები;
დ) წყალი, ბუზები, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო საგნები,
ჰაერი;
*ე) საკვები პროდუქტები, წყალი, ბუზები, საყოფაცხოვრებო საგნები.

1290. A ჰეპატიტის ინფექციის წყაროა:


ა) ვირუსმტარებლები;
ბ) ქრონიკული ფორმით დაავადებული პირები;
*გ) მწვავე ფორმით დაავადებულები;
დ) მწვავე და ქრონიკული ფორმით დაავადებულები;

1291. რომელი სახის იმუნიზაციის დროს აღინიშნება ყველაზე ხშირად


ცხელება და ბავშვის აგზნებადობის მომატება?
ა) პოლიომოელიტი;
*ბ) ყივანახველა;
გ) დიფტერია;
დ) ტეტანუსი;
ე) არც ერთი ჩამოთვლილი.

1292. 6 თვის ბავშვს იმუნიზაციის შემდეგ დღეს აღენიშნება ცხელება - 38,


5, აგზნებულია, ტირის. როგორი იქნება თვენი რეკომენდაცია?
ა) ბავშვის ჰოსპიტალიზაცია;
ბ) ტემპერატურის ნორმალიზაციის მიზნით ურჩევთ დედას მისცეს ბავშვს
ასპირინი;
*გ) ტემპერატურის ნორმალიზაციის მიზნით ურჩევთ დედას მისცეს ბავშვს
აცეტამინოფენი;
დ) ჩაატარებთ სისხლის საერთო ანალიზს, აიღებთ სისხლს და შარდს
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისათვის, გაითვალისწინებით ლუმბალური
პუნქციის აუცილებლობას;
ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

1293. ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან პოლიომიელიტის


საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ რომელია მართებული?
*ა) სადღეისოდ არსებობს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი
ფორმა;
ბ) პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ორალური ვაქცინა წარმოადგენს
ცოცხალ, ატენიურებულ ტრივანელტურ ვაქცინას, რომელიც ცნობილია,
როგორც სოლკის ვაქცინა;
გ) პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ტრივალენტური
ვაქცინა ცნობილია, როგორც საბინის ვაქცინა;
დ) პასუხი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;
ე) არც-ერთი ჩამოთვლილი არ არის სწორი.
1294. ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან B ჰეპატიტის საწინააღმდეგო
ვაქცინაციის შესახებ ბავშვებში რომელია სწორი?
ა) არ არის რეკომენდირებული რუტინული იმუნიზაციისათვის;
ბ) რეკომენდირებულია რუტინული იმუნიზაციისათვის, რომლის პირველი
დოზა უნდა გაკეთდეს 8 თვის ასაკში;
გ) რეკომენდირებულია რუტინული იმუნიზაციისათვის რომლის პირველი
დოზა უნდა გაკეთდეს 6 თვის ასაკში;
დ) რეკომენდირებულია რუტინული იმუნიზაციისათვის რომლის პირველი
დოზა უნდა გაკეთდეს 4 თვის ასაკში;
*ე) არ არის სწორი არც ერთი ჩამოთვლილი.

1295. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი ვაქცინა უნდა გაკეთდეს პირველად


12-15 თვის ასაკში?
ა) B ჰეპატიტი;
ბ) დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო;
*გ) წითელა-წითურა-ყბაყურა;
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;
ე) სწორია ა და ბ.

1296. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით ტუბერკულოზის საწინააღმდეგო


პირველადი ვაქცინაცია ტარდება:
ა) 1-2 კვირის ასაკში;
ბ) 2 თვის ასაკში;
*გ) 0-5 დღის ასაკში;
დ) 3-4 კვირის ასაკში.

1297. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით დიფტერიის, ყივანახველას და


ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველადი სერია ტარდება:
*ა) 2, 3 და 4 თვის ასაკში;
ბ) 1, 2 და 3 თვის ასაკში;
გ) 2, 3.5 და 5 თვის ასაკში;
დ) 3, 4.5 და 6 თვის ასაკში.

1298. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით დიფტერიის, ყივანახველას და


ტეტანუსის საწინააღმდეგო პირველადი რევაქცინაცია ტარდება:
*ა) 18 თვის ასაკში;
ბ) 2 წლის ასაკში;
გ) 1 წლის ასაკში;
დ) 5 წლის ასაკში.

1299. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით პოლიომიელიტის საწინააღმდეგო


ვაქცინაციის პირველადი სერია ტარდება:
ა) 1, 2 და 3 თვის ასაკში;
*ბ) 2, 3 და 4 თვის ასაკში;
გ) 2, 3.5 და 5 თვის ასაკში;
დ) 3, 4.5 და 6 თვის ასაკში.
1300. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით პოლიომიელიტის საწინააღმდეგო
პირველი რევაქცინაცია ტარდება:
*ა) 18 თვის ასაკში;
ბ) 2 წლის ასაკში;
გ) 1 წლის ასაკში;
დ) 5 წლის ასაკში.

1301. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით პოლიომიელიტის საწინააღმდეგო


მეორე რევაქცინაცია ტარდება:
ა) 14 წლის ასაკში;
ბ) 7 წლის ასაკში;
*გ) 5 წლის ასაკში;
დ) 2 წლის ასაკში;

1302. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით წითელასა და ყბაყურას


საწინააღმდეგო პირველადი ვაქცინაცია ტარდება:
*ა) 1 წლის ასაკში;
ბ) 18 თვის ასაკში;
გ) 6 თვის ასაკში;
დ) 2 თვის ასაკში.

1303. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით წითელასა და ყბაყურას


საწინააღმდეგო პირველადი ვაქცინაცია ტარდება:
*ა) ერთ დღეს;
ბ) 1 დღის ინტერვალით;
გ) ერთი კვირის ინტერვალით;
დ) ერთი შპრიცით.

1304. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით დიფტერიის და ტეტანუსის


საწინააღმდეგო მესამე რევაქცინაცია ტარდება:
*ა) 14 წლის ასაკში;
ბ) 18 წლის ასაკში;
გ) არ ტარდება;
დ) 10 წლის ასაკში.

1305. ვაქცინაციის წინააღმდეგჩვენებებია:


ა) კანის ლოკალური ინფექცია, ეგზემა, დერმატიტი;
ბ) ახალშობილის დღენაკლულობის ხარისხი;
გ) უეცარი სიკვდილის შემთხვევები ოჯახის ანამნეზში;
დ) ანამნეზში პენიცილინისადმი ალერგიული რეაქცია;
*ე) არცერთი ზემოჩამოთვლილი;

1306. ვაქცინაციის წინააღმდეგჩვენებებია:


ა) სტაბილური ნევროლოგიური დარღვევა (დაუნის დაავადება, ბავშვთა
ცერებრული დამბლა);
ბ) ალერგია, ალერგიული დიათეზი, ბრონქული ასთმა, პოლინოზი;
გ) გულის, ფილტვის, თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები;
დ) ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი, ანემია;
*ე) არცერთი ჩამოთვლილი

1307. ვაქცინაციის წინააღმდეგჩვენებებია:


ა) არანამკურნალევი მწვავე ტუბერკულოზი;
ბ) მძიმე პათოლოგიური რეაქციები ვაქცინის წინა დოზაზე;
გ) პირველადი იმუნოდეფიციტი;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილი;
ე) არცერთი ზემოჩამოთვლილი.

1308. ვაქცინაციის გადავადების ჩვენებაა:


ა) მწვავე დაავადება მიმდინარე ცხელებით (38.5 გრად. C და მეტი) და
მძიმე ფორმით;
ბ) დიარეა მკვეთრი ინტოქსიკაციით;
გ) კორტიკოსტეროიდების დიდი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობა;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილი;
ე) არცერთი ზემოჩამოთვლილი.

1309. ცოცხალი ვირუსის ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) შტამს


შეიცავს:
*ა) პოლოიმიელიტის ვაქცინა;
ბ) ბცჟ ვაქცინა;
გ) B ჰეპატიტის ვაქცინა;
დ) დტყ ვაქცინა;

1310. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით 2 თვის ბავშვი ერთდროულად


უნდა აიცრას:
*ა) დტყ, ოპვ და B ჰეპატიტის ვაქცინებით;
ბ) არ უნდა აიცრას;
გ) ბცჟ, დტყ, ოპვ და B ჰეპატიტის ვაქცინებით;
დ) დტყ და ოპვ ვაქცინებით.

1311. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით 4 თვის ბავშვი ერთდროულად


უნდა აიცრას:
*ა) დტყ, ოპვ და B ჰეპატიტის ვაქცინებით;
ბ) არ უნდა აიცრას;
გ) დტყ და ოპვ ვაქცინით
დ) წითელა, წითურა, ყბაყურა და B ჰეპატიტის ვაქცინით.

1312. იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით 1 წლის ბავშვი ერთდროულად


უნდა აიცრას:
*ა) წითელა, წითურა და ყბაყურას ვაქცინებით;
ბ) არ უნდა აიცრას;
გ) დტყ და ოპვ ვაქცინებით;
დ) მხოლოდ B ჰეპატიტის ვაქცინით.
1313. დტყ, დტ, ტდ, წითელას, ყბაყურას და B ჰეპატიტის ვაქცინების
ერთჯერადი ასაცრელი დოზაა:
ა) 0.05 მლ;
ბ) 0.01 მლ;
*გ) 0.5 მლ;
დ) 1 მლ.

1314. 1 წლისა და 1 თვის ბავშვს სამშობიარო სახლში გაუკეთდა ბცჟ აცრა,


ხოლო 7 თვის ასაკში პირველად დტყ და ოპვ აცრები. ბავშვს აქვს სურდო.
სწორი ტაქტიკაა:
ა) ვაქცინაციის გადავადება 1 კვირით;
ბ) დტყ და ოპვ ვაქცინებით ერთდროულად აცრა და მომდევნო ვიზიტზე
დაბარება 1 თვის შემდეგ;
*გ) დტყ, წითელას, ოპვ და ყბაყურას ვაქცინებით ერთდროულად აცრა და
მომდევნო ვიზიტზე დაბარება 1 თვის შემდეგ;
დ) დტყ, ოპვ, წითელას და ყბაყურას ვაქცინებით ერთდროულად აცრა და
მომდევნო ვიზიტზე დაბარება 6 თვის შემდეგ;

1315. დტყ ვაქცინა შეიცავს:


ა) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ჩხირებს;
ბ) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ვირუსებს;
გ) ცოცხალ ვირუსს;
დ) ანატოქსინებს; ცოცხალ ბაქტერიებს;
*ე) ანატოქსინებს; ინაქტივირებულ ჩხირებს;

1316. ოპვ ვაქცინა შეიცავს:


ა) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ჩხირებს;
ბ) ანატოქსინებს;
გ) ინაქტივირებულ ჩხირებს;
*დ) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ვირუსებს;
ე) ცოცხალ ვირუსს;

1317. დტ და ტდ ვაქცინები შეიცავს:


ა) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ჩხირებს;
*ბ) ანატოქსინებს;
გ) ინაქტივირებულ ჩხირებს;
დ) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ვირუსებს;
ე) დახოცილ ბაქტერიებს;

1318. ბცჟ ვაქცინა შეიცავს:


*ა) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ჩხირებს;
ბ) ანატოქსინს;
გ) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ვირუსებს;
დ) დახოცილ ბაქტერიებს;
ე) ინაქტივირებულ ჩხირებს;

1319. წითელას ვაქცინა შეიცავს:


ა) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ჩხირებს;
ბ) ანატოქსინს;
გ) ინაქტივირებულ ჩხირებს;
*დ) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ვირუსებს;
ე) დახოცილ ბაქტერიებს;

1320. ყბაყურას ვაქცინა შეიცავს:


ა) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ჩხირებს;
ბ) ანატოქსინს;
გ) ინაქტივირებულ ჩხირებს;
*დ) ცოცხალ ვირულენტობაშესუსტებულ (ატენუირებულ) ვირუსებს;
ე) ცოცხალ ვირუსს;

1321. 15 წლამდე ასაკის ბავშვებში პოლიომიელიტზე საეჭვო შემთხვევად


ითვლება:
ა) სიმსივნური ეტიოლოგიის დამბლა;
ბ) სახის ნერვის დამბლა;
*გ) გიენ-ბარეს სინდრომი და მწვავე დუნე დამბლა;
დ) მწვავე დუნე დამბლა; სახის ნერვის დამბლა

1322. მწვავე დუნე დამბლის გამოვლენის შემთხვევაში უნდა აიღონ:


*ა) ფეკალიების (8-10გ) 2 სინჯი 24-48 საათის ინტერვალით დამბლის
დაწყებიდან,პირველი 14 დღის განმავლობაში;
ბ) ფეკალიების (8-10გ) 1 სინჯი დამბლის დაწყებიდან პირველი 7 დღის
განმავლბაში;
გ) ფეკალიების (8-10გ) 2 სინჯი 24-48 საათის ინტერვალით დამბლის
დაწყებიდან,პირველი 21 დღის განმავლობაში;
დ) ფეკალიების (8-10გ) 2 სინჯი 48-72 საათის ინტერვალით დამბლის
დაწყებიდან,პირველი 14 დღის განმავლობაში.

1323. მწვავე დუნე დამბლის ნარჩენი მოვლენების გამოვლენის მიზნით


ავადმყოფზე ზედამხედველობა გრძელდება:
ა) 30 დღე;
ბ) 45 დღე;
*გ) 60 დღე;
დ) 21 დღე.

1324. განსაკუთრებით საშიშ ინფექციას არ მიეკუთვნება:


ა) ქოლერა;
ბ) შავი ჭირი;
*გ) ბოტულიზმი

1325. ტოქსიკურ დიფტერიას არ ახასიათებს:


ა) ცხელება, ყელის ტკივილი;
ბ) კისრის ქსოვილის შეშუპება, ტონზილური ლიმფადენიტი;
*გ) რეგიონული ლიმფადენიტი კისრის ქსოვილის შეშუპების გარეშე;
დ) ნუშურა ჯირკვლების და პირ-ხახის გამოხატული შეშუპება;
ე) გავრცელებული ფიბრინული ნადები პირ-ხახაში.

1326. პერიტონზილარული აბსცესის და დიფტერიის ტოქსიკური ფორმის


დიფერენციალური დიაგნოზისას დიფტერიის სასარგებლოდ მეტყველებს:
ა) ცხელება;
ბ) მწვავე ტკივილი ყლაპვისას, ტრიზმი;
გ) ნუშურა ჯირკვლების და სასის რკალის შეშუპება ცალ მხარეს;
*დ) პირ-ხახის და კისრის ქსოვილების შეშუპება, ფიბრინული ნადები
ნუშურა ჯირკვლებსა და მის მიმდებარე ქსოვილებზე.

1327. მენინგოკოქცემიას ახასიათებს:


ა) როზეოლური გამონაყარი;
ბ) პუსტულური გამონაყარი;
*გ) ჰემორაგიული გამონაყარი;
დ) ჰერპესული გამონაყარი.

1328. მენინგოკოქცემიის ელვისებურ ფორმას არ ახასიათებს:


ა) ცხელების დაკლების ტენდენცია;
*ბ) II - III ხარისხის ექსიკოზი;
გ) ოლიგოანურია;
დ) სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პროგრესირებადი დარღვევები;
ე) მეტაბოლური აციდოზი.

1329. ქუნთრუშასმიერ ეგზანთემას არ ახასიათებს:


ა) გამონაყრის უპირატესი განლაგება გულმკერდის გვერდით ზედაპირებსა
და ხელის მომხრელ ზედაპირზე;
ბ) გამონაყრის არსებობა ბარძაყის შიდა ზედაპირზე;
*გ) გამონაყრის ინტენსივობა მსხვილ სახსრებზე, ხელისგულებსა და
ფეხისგულებზე;
დ) გამონაყრის არარსებობა ცხვირ-ტუჩის არეში;
ე) გამონაყრის ეტაპობრიობის არარსებობა.

1330. ქუნთრუშის დროს გამონაყარი ვლინდება კლინიკური სიმპტომების


დაწყებიდან:
*ა) 24-48 საათში;
ბ) დაავადების მე-3-4 დღეს;
გ) დაავადების მე-5 დღეს;
დ) დაავადების მე-2 კვირას.

1331. ინფექციურ მონონუკლეოზს არ ახასიათებს:


ა) ცხელება;
ბ) პოლიადენია, უპირატესად კისრის უკანა ჯირკვლების გადიდებით;
*გ) დიარეა;
დ) ჰეპატო-სპლენომეგალია;
ე) ჰემოგრამაში - ატიპიური მონონუკლეარები.

1332. ეპიდემიურ პაროტიტს არ ახასიათებს:


ა) ცხელება;
ბ) ყურისახლო სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
გ) ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
დ) ტკივილი მუცლის არეში;
*ე) ანგინა.

1333. ეპიდემიური პაროტიტის დროს არ ვითარდება:


ა) სეროზული მენინგიტი;
*ბ) ჩირქოვანი მენინგიტი;
გ) პანკრეატიტი;
დ) ორქიტი;
ე) თირეოიდიტი.

1334. გაურთულებელ ეპიდემიურ პაროტიტს მკურნალობენ:


ა) პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით;
ბ) ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით;
*გ) სიმპტომური საშუალებებით;
დ) ადამიანის იმუნოგლობულინით.

1335. ყივანახველას არ ახასიათებს:


*ა) ჰიპერთერმია;
ბ) შეშუპებული სახე;
გ) ხველა სპაზმური შესუნთქვით;
დ) ბლანტი ნახველის გამოყოფა;
ე) ღებინება ხველების დროს.

1336. წითელას კატარულ პერიოდს არ ახასიათებს:


ა) ცხელება;
ბ) სურდო;
გ) ყრუ ხველა;
*დ) კრუნჩხვა;
ე) კონიუნქტივიტი.

1337. წითელას დროს გამონაყრის ტიპიური თავისებურებებია:


ა) გამონაყარი არ ვლინდება ავადმყოფობის პირველ დღეს;
ბ) ლაქოვანი გამონაყარი შერწყმის ტენდენციით;
გ) გამონაყრის გამოვლენის და გაქრობის ეტაპურობა;
*დ) ყველა პასუხი სწორია;

1338. წითურას კლინიკურ გამოვლინებას არ წარმოადგენს:


ა) სუბფებრილური ცხელება, მსუბუქი კატარული მოვლენები;
ბ) უპირატესად პაპულური გამონაყარი;
გ) კისრის უკანა და კეფის ლიმფური კვანძების გადიდება და
მტკივნეულობა;
*დ) კრუპი;
ე) ერთდროულად ვლინდება ყველა სიმპტომი.
1339. წითურას დროს გამონაყარის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა:
*ა) სახე, ტანი, კიდურების გამშლელი ზედაპირები, დუნდულები;
ბ) ტანის გვერდითი ზედაპირი, თეძოების შიდა ზედაპირი, კიდურების
მომხრელი ზედაპირები;
გ) გამონაყრის ეტაპური გავრცელება სახეზე, ტანზე, კიდურებზე;
დ) ტანი, კიდურები ელემენტების კონცენტრაციით ტერფებზე, მტევნებზე,
სახსრების ირგვლივ;
ე) ტიპიური ლოკალიზაცია არ არის დამახასიათებელი.

1340. ჩუტყვავილას გამონაყარს არ ახასიათებს:


ა) პოლიფორმიზმი ვეზიკულების საჭარბით, მათი ადვილი დაცლა
გაჩხვლეტის შემდეგ, ცალკეული ელემენტები ჭიპისმაგვარი ჩაღრმავებებით;
ბ) უპირატესი ლოკალიზაცია სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, ტანზე,
კიდურებზე;
გ) განმეორებითი გამონაყარი 1_2 დღის შუალედებით;
*დ) ერთმომენტიანი გამონაყარი;
ე) გამონაყარი ხელისგულებზე, ფეხისგულებზე.

1341. ბავშვებში ჰერპესული ინფექციის ხშირი ფორმაა:


ა) ოფთალმოჰერპესი;
ბ) გენიტალური ჰერპესი;
*გ) მწვავე სტომატიტი;
დ) ენცეფალიტი;
ე) გენერალიზებული ფორმა.

1342. მოზარდ ბავშვებსა და მოზრდილებში ჰერპესული ინფექციის ყველაზე


ხშირი ფორმაა:
ა) ოფთალმოჰერპესი;
*ბ) კანისა და ლორწოვანის ჰერპესი;
გ) მწვავე სტომატიტი;
დ) ენცეფალიტი;
ე) გენერალიზებული ფორმა.

1343. დიფთერიის ეტიპოათოგენეზური მახასიათებლებიდან რომელია


არასწორად მითითებული:
ა) დიფთერიის ჩხირის პათოგენურობის ძირითადი ფაქტორია მის მიერ
გამომუშავებული ეგზოტოქსინი;
*ბ) ავადმყოფი კონტაგიოზურია მხოლოდ კლინიკური სურათის გაშლის
პერიოდში;
გ) დიფთერიის გადაცემის ძირითადი გზა ჰაერ-წვეთოვანია;
დ) დიფთერიის დროს ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი დაცვითი რეაქცია
გამოიხატება ანტიტოქსინის გამომუშავებით.

1344. ხახის დიფთერიის შემთხვევაში არ აღინიშნება:


ა) მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, კანის საფარის მკვეთრი
სიფერმკრთალე;
ბ) ხახის ნუშურების დაფარვა სქელი, ხორკლიანი, მოთეთრო-მორუხო ან
რუხი ფერის ნადებით, რომელიც ვრცელდება რბილ სასაზე;
*გ) მძიმე ინტოქსიკაციის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის, აგრეთვე
ნერვული სისტემის დაზიანების გამოვლინება დაავადების მე-2-3 დღეს;
დ) კისრის ლიმფური ჯირკვლების მტკივნეული ინფილტრაცია;
ე) ანორექსია, ღებინება, მუცლის ტკივილი.

1345. მიუთითეთ გართულება, რომელიც არ ახასიათებს დიფთერიას:


ა) სასუნთქი კუნთების დამბლა;
*ბ) წყლულოვან-ნეკროზული ენტეროკოლიტი ნაწლავის პერფორაციით;
გ) ტოქსიკური ნეფროზი;
დ) მძიმე მიოკარდიტი, გულის მწვავე უკმარისობა;
ე) პნევმონია.

1346. წითელას პროდრომულ პერიოდს არ ახასიათებს:


ა) ზედა სასუნთქი გზების კატარი;
ბ) მაღალი ცხელება;
გ) თავის ტკივილი, მოდუნება და ანორექსია;
*დ) კისრისა და კეფის ლიმფური ჯირკვლების შესივება;
ე) კონიუნქტივიტი და სინათლის შიში, ბლეფაროსპაზმი;
ვ) ფილატოვ-კოპლიკის ლაქები ლოყის ლორწოვანზე.

1347. რომელი ინფექციისათვისაა დამახასიათებელი ფილატოვ-კოპლიკის


ლაქების გაჩენა?
ა) ყივანახველა
ბ) ყბაყურა
გ) წითურა
*დ) წითელა

1348. წითელას ნიშნებიდან რომელია არასწორი:


*ა) დაავადების მწვავე სტადიაში სისხლიდან და ცხვირ-ხახის ნაცხიდან
გამოიყოფა წითელას ვირუსი;
ბ) გამონაყრის ელემენტები მე-3-4 დღიდან უკუვითარდება (ქრება) ისეთივე
თანმიმდევრობით, როგორც წარმოიქმნება;
გ) ინკუბაციური პერიოდის ლეიკოციტოზი და ნეიტროფილოზი კლინიკური
გამოვლინების სტადიაზე იცვლება ლეიკოპენიით, ეოზინოპენიითა და
თრომბოციტოზით;
დ) წითელასმიერ ენცეფალიტს ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა, ხშირად
ნარჩენი მოვლენები და მაღალი (10-15%) ლეტალობა.

1349. წითელას გამონაყარს არ ახასიათებს:


ა) ვარდისფერი, მცირე ზომის, რბილი კონსისტენციის პაპულები;
*ბ) ზეწოლისას გამონაყრის ელემენტები არ ქრება;
გ) გამონაყრის შემდგომი პიგმენტაცია 1-2 კვირის მანძილზე;
დ) შეუცვლელი კანის უბნების არსებობა გამონაყრის ნაწილობრივშეერთებულ
ელემენტებს შორის.
1350. წითურას ქვემოჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რომელია არასწორი:
ა) წითურას გამომწვევი განეკუთვნება მიქსოვირუსების ჯგუფს;
*ბ) დაავადების გადაცემაში გამორიცხულია ტრანსპლაცენტური გზა;
გ) ავადდებიან ძირითადად 1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები;
დ) ვირუსის არსებობა ცხვირის ლორწოვანის სეკრეტში ზოგ შემთხვევაში
აღინიშნება გამონაყრის გაქრობიდან ორი კვირის მანძილზე.

1351. წითურას არ ახასიათებს:


ა) კეფისა და კისრის უკანა ჯირკვლების შესივება;
ბ) გამონაყარის ლოკალიზაცია კიდურების გამშლელ ზედაპირებზე;
*გ) გამონაყრის ელემენტების მიდრეკილება შეერთებისკენ;
დ) მკრთალი წითელი, მრგვალი ან ოვალური ფორმის გამონაყარი.

1352. ქუნთრუშას არ ახასიათებს:


ა) მაღალი ცხელება;
ბ) ღებინება;
გ) სიფერმკრთალე ცხვირ-ტუჩის არეში;
*დ) პეტექიური გამონაყარი;
ე) თეთრი დერმოგრაფიზმი;

1353. ქუნთრუშას გამონაყარს არ ახასიათებს:


ა) გამონაყარი თავდაპირველად წარმოიქმნება კისერზე და გულმკერდის
ზედა ნაწილში, საიდანაც ვრცელდება სახესა და მთელს სხეულზე;
ბ) გამონაყრის ელემენტები განლაგებულია ჰიპერემიულ ფონზე;
გ) თითის ზეწოლით გამონაყარი ქრება;
დ) გამონაყარი შედგება მჭიდროდ განლაგებული წვრილწერტილოვანი
ლაქებისგან;
*ე) გამონაყრის ელემენტები შემოსაზღვრულია წითელი ქობით, ხოლო მათი
ცენტრი შედარებით მკრთალია.

1354. რომელი გართულება არ ახასიათებს ქუნთრუშას:


ა) ადენოფლეგმონა;
ბ) სეფსისური მიოკარდიტი;
გ) დიფუზური გლომერულონეფრიტი;
*დ) სეფსისური ენდოკარდიტი;
ე) პნევმონია.

1355. ქვემოათ ღნიშნულიდან რა არ ასახავს სწორად ყივანახველას


ეტიოპათოგენეზს?
ა) ყივანახველას გამომწვევა ბორდე-ჟანგუს ჩხირი;
ბ) ყივანახველას შემთხვევები გვხვდება 6 თვემდე ასაკშიც;
გ) ძირითადი დამზიანებელი ფაქტორია გამომწვევის მიერ გამომუშავებული
ტოქსიკური ნივთიერება;
*დ) გამომწვევს აქვს მიდრეკილება ბაქტერიემიისა და სხვა ქსოვილებში
(გარდა სასუნთქი გზებისა) შეღწევისკენ;
ე) სპაზმური ხველის მექანიზმში წამყვანი როლი ენიჭება ცენტრალურ
ნერვულ სისტემაში მყარი აგზნების კერის (დომინანტის) ჩამოყალიბებას.
1356. ყივანახველას მეორე (სპაზმურ) პერიოდს არ ახასიათებს:
ა) სპაზმური ან კონვულსიური ხველის შეტევები;
ბ) ხველის სერიებს შორის მსტვენავი ჩასუნთქვა (რეპრიზი);
*გ) პროდუქციული ხველა დიდი რაოდენობის თხელი სეროზულ-ჩირქოვანი
ნახველით;
დ) შეტევისას ავადმყოფის სახე შეწითლებულია ან ციანოზური;
ე) ხველის შეტევის გაძლიერება ღამის საათებში.

1357. ყივანახველას დროს პერიფერიული სისხლში აღინიშნება:


*ა) ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, დაბალი ან ნორმალური ედს-ი;
ბ) ლეიკოპენია, ნეიტროპენია, მომატებული ედს-ი;
გ) ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, მომატებული ედს-ი;
დ) გამოხატული ანემიზაცია, ლეიკოპენია, მომატებული ედს-ი.

1358. ყივანახველას მკურნალობაში ყველაზე ეფექტურია:


ა) ანტიბიოტიკებისა და ანტიჰისტამინური პრეპარატების კომბინირება;
ბ) ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების ერთდროული დანიშვნა;
*გ) ანტიბიოტიკებისა და ნეიროლეპტიკების კომბინირება.

1359. მიუთითეთ არასწორი პასუხი ჩუტყვავილას ეპიდემიოლოგიასთან


დაკავშირებით:
ა) კონტაგიოზურობა აღინიშნება გამონაყრის წარმოქმნიდან მე-9 დღემდე;
ბ) გადაეცემა მხოლოდ ჰაერ-წვეთოვანი გზით;
*გ) გამომწვევთან პირველი კონტაქტისას მიმღებლობა დაბალია;
დ) ძირითადად ავადდებიან 10 წლის ასაკამდე ბავშვები.

1360. ქვემოჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელი არ ახასიათებს ჩუტყვავილას


გამონაყარს?
ა) იშვიათი გამონაყარი ფეხის- და ხელისგულებზე;
ბ) კანზე ერთდროულად აღინიშნება განვითარების სხვადასხვა სტადიაში
არსებული ელემენტები (პოლიმორფული გამონაყარი);
გ) გამონაყრის ელემენტები გამჭვირვალე სითხის შემცველი ვეზიკულებია,
რომლებიც შემოსაზღვრულია ჰიპერემიის ვიწრო ქობით;
*დ) გამონაყრის ელემენტები არ წარმოიქმნება ლორწოვან გარსებზე;
ე) ელემენტები გაქრობის შემდეგ არ ტოვებს ნაწიბურებს.

1361. რომელი გართულება არ ახასიათებს ჩუტყვავილას?


ა) კერატიტი;
ბ) კანის მეორადი ინფექცია;
გ) ბრონქოპნევმონია;
დ) ენცეფალიტი;
*ე) ორხიტი.

1362. ეპიდემურ პაროტიტს (ყბაყურას) არ ახასიათებს:


ა) ყბისუკანა ჯირკვლის შესივება;
ბ) ცხელება;
გ) ანორექსია;
დ) ყურის ტკივილი;
*ე) თავის ძლიერი ტკივილი.

1363. ქვემოჩამოთვლილი გართულებებიდან რომელი არ გვხვდება ყბაყურას


დროს?
*ა) პერიკარდიტი;
ბ) ორხიტი;
გ) მიოკარდიტი;
დ) პანკრეატიტი;
ე) მენინგოენცეფალიტი.

1364. ინფექციური მონონუკლეოზის მიმდინარეობაში არ აღინიშნება:


ა) რემისიული ხასიათის ცხელება ან სუბფებრილიტეტი;
ბ) კისრის უკანა და ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლების შესივება;
გ) ჰეპატოსპლენომეგალია;
*დ) გამოხატული ჰიპერბილირუბინემია და სიყვითლე;
ე) კატარული, ლაკუნური ან წყლულოვანი ანგინა.

1365. ინფექციური მონონუკლეოზის შემთხვევაში პერიფერიული სისხლის


სურათში არ აღინიშნება:
ა) გამოხატული ლეიკოციტოზი (15-30÷10**9/ლ); (** - აღნიშნავს
ახარისხებას)
ბ) ერთბირთვიანი უჯრედების (ლიმფოციტებისას და მონოციტების) მატება;
*გ) გამოხატული ანემია და რეტიკულოციტოზი;
დ) ედს-ის ზემიერად მატება.

1366. პოლიომიელიეის ეტიოპათოგენეზს სწორად არ ასახავს:


ა) გამომწვევი განეკუთვნება ენტეროვირუსების ჯგუფს;
ბ) გამომწვევი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით;
გ) ინფექციის შეჭრის ყველაზე სავარაუდო ჭიშკრად მიჩნეულია ხახის
ლიმფური ჯირკვლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი;
დ) სრული დამბლა ვითარდება კერაში ნერვული უჯრედების არანაკლებ
3/4-ის დაღუპვის შემდეგ;
*ე) პოლიომიელიტი დროს პნევმონია და გულის კუნთის დაზიანება
ვირუსის უშუალო ზემოქმედების შედეგია.

1367. ცენტრალური ნერვული სისტემის რომელი ნაწილის დაზიანებაა


განსაკუთრებით გამოხატული პოლიომიელიტის დროს?
ა) თავის ტვინის ღეროს უჯრედების დაზიანება;
ბ) ნათხემის ქერქქვეშა კვანძების დაზიანება;
*გ) ზურგის ტვინის კისრისა და წელის არის რუხი ნივთიერების წინა
რქების დაზიანება;
დ) ზურგის ტვინის უკანა რქების დაზიანება.

1368. პოლიომიელიტის დასაწყის (პრეპარალიზურ) სტადიას არ ახასიათებს:


ა) ზედა სასუნთქი გზების კატარული მოვლენები;
ბ) ცხელება;
გ) თავის ტკივილი და ღებინება;
დ) დიარეა ან ყაბზობა;
ე) კრთომა, კანკალი, კრუნჩხვა;
*ვ) ქვედა კიდურების პარეზი.

1369. პოლიომიელიტის დაწყებით (პრეპარალიზურ) სტადიაზე რომელია


მართებული ლიქვორის შესახებ?
ა) ლიქვორი გამოედინება დაბალი წნევით, გამჭვირვალეა;
ბ) ლიქვორში მკვეთრადაა მომატებულია ცილა,
*გ) გამოხატულია ციტოზი ცილის უმნიშვნელო მომატების ფონზე
დ) შაქრის შემცველობა მკვეთრად მომატებულია მომატებული.

1370. მიუთითეთ ფაქტორი, რომელიც არ მონაწილეობს სუნთქვის


უკმარისობის განვითარებაში პოლიომიელიტის დროს:
ა) დიაფრაგმისა და ნეკნთაშორისი კუნთების დამბლა;
ბ) სუნთქვის ცენტრისა და ცდომილი ნერვის (ვაგუსის) დათრგუნვა;
გ) ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია სეკრეციულ-სალივაციური
პროდუქტების პასაჟის დარღვევის გამო;
*დ) ფილტვის შეშუპება.

1371. ამებიაზის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 2 დღე;
ბ) 7-9 საათი;
*გ) 2-4 კვირა.

1372. ჩუტყვავილას ინკუბაციური პერიოდია:


ა) 1-2 დღე;
ბ) 1 თვე;
გ) 24 საათი;
*დ) 10-21 დღე.

1373. დიფტერიის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 24-72 საათი;
*ბ) 2-5 დღე;
გ) 1 თვე;
დ) 10-15 დღე.

1374. წითურას ინკუბაციური პერიოდია:


ა) 3 დღე;
*ბ) 14-21 დღე;
გ) 1,5 თვე;
დ) 3-10 დღე.

1375. „A“ ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდია:


*ა) 21-30 დღე;
ბ) 2 თვე;
გ) 6 თვე;
დ) 7-10 დღე.

1376. „B“ ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 1 თვე;
*ბ) 6 კვირიდან - 6 თვემდე;
გ) 1 წელი;
დ) 7-14 დღე.

1377. „C“ ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 7-14 დღე;
ბ) 1-1,5 თვე;
*გ) 2 თვე;
დ) 1 წელი.

1378. „D“ ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 1 თვე;
*ბ) 6 კვირიდან 6 თვემდე;
გ) 6 თვიდან 1 წლამდე;
დ) 14-21 დღე.

1379. ბოტულიზმის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 1,5-3 სთ;
*ბ) 6 სთ - 8 დღე;
გ) 14-21 დღე;
დ) 21-30 დღე.

1380. ინფექციური მონონუკლეოზის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 7 - 14 დღე;
ბ) 3 - 5 დღე;
*გ) 5 - 10 კვირა;
დ) 3 - 6 თვე.

1381. გრიპის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 6-12 საათი;
*ბ) 1-3 დღე;
გ) 7-10 დღე;
დ) 2 კვირა.

1382. წითელას ინკუბაციური პერიოდია:


ა) 1-5 დღე;
ბ) 1 თვე;
გ) 1,5 თვე;
*დ) 6-21 დღე.

1383. მენინგოკოკური მენინგიტის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 2-3 კვირა;
ბ) 2-6 საათი;
*გ) 2-10 დღე;
დ) 1 თვე.

1384. ყბაყურას ინფექციური პერიოდია:


ა) 1 კვირა;
*ბ) 12-25 დღე;
გ) 2-3 თვე;
დ) 12-24 სთ.

1385. სტრეპტოკოკული ფარინგიტის ინკუბაციური პერიოდია:


*ა) 1-4 დღე;
ბ) 5-7 საათი;
გ) 7-21 დღე;
დ) 1 თვე.

1386. სალმონელოზის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 7-14 დღე;
*ბ) 6-72 საათი;
გ) 1 კვირა;
დ) 21 დღე.

1387. ქუნთრუშას ინკუბაციური პერიოდია:


ა) 1 კვირა;
*ბ) 1-4 დღე;
გ) 21 დღე;
დ) 1 თვე.

1388. ტუბერკულოზის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 6 თვე;
ბ) 3-4 თვე;
*გ) 2-10 კვირა;
დ) 7-10 დღე.

1389. ყივანახველის ინკუბაციური პერიოდია:


*ა) 2-11 დღე;
ბ) 1-2 დღე;
გ) 21 დღე;
დ) 1-1,5 თვე.

1390. ადენოვირუსული ინფექციის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 24 სთ;
*ბ) 2-14 დღე;
გ) 3-4 კვირა;
დ) 1-2 თვე.

1391. პოლიომიელიტის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 3-5 დღე;
ბ) 1 თვე;
*გ) 7-21 დღე;
დ) 6 თვე.

1392. ტოქსოპლაზმოზის ინკუბაციური პერიოდია:


*ა) 4-21 დღე;
ბ) 1 თვე;
გ) 3-6 თვე;
დ) 1,5-3 თვე.

1393. ტეტანუსის ინკუბაციური პერიოდია:


ა) 1 თვე;
*ბ) 3-8 დღე;
გ) 21 დღე;
დ) 1-2 დღე.

1394. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი “A” ჯგუფის


ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკის ქრონიკული მტარებელი პაციენტების
შესახებ:
ა) მათ აქვთ ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული
ფარინგიტის შემდგომ ჩირქოვანი გართულებების მომატებული რისკი;
ბ) მათ აქვთ ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული
ფარინგიტის შემდგომ არაჩირქოვანი გართულებების მომატებული რისკი;
გ) წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს;
დ) ყველა დებულება სწორია;
*ე) არცერთი დებულება არ არის სწორი.

1395. აციკლოვირით მარტივი ჰერპესის მკურნალობისას შესაძლოა მიღებული


იქნას ყველა შედეგი, გარდა ერთისა:
ა) ვირუსემიის შემცირება
ბ) მოკლე დროში გამოჯანმრთელება
გ) სიმპტომურად მდგომარეობის გაუმჯობესბა
*დ) რეციდიული გენიტალური ინფექციების განკურნება
ე) სიმპტომური ეპიზოდების რეციდივების შემცირება

1396. 12 წ. ბიჭს უკბინა ძაღლმა მარჯვენა წვივის ქვედა მესამედში.


დაზიანებული უბნის გარშემო სწრაფად განვითარდა ცელულიტი. რომელი
მედიკამენტია არჩევის პრეპარატი?
*ა) ამოქსიცილინ -კლავულინატი
ბ) ცეფალექსინი
გ) ცეფადროქსილი
დ) ლორაკარბეფი
ე) ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი.
1397. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გამოვიყენოთ 9 წლის
გოგონას ცელულიტის მკურნალობისთვის, როდესაც განსაზღვრული არ არის
გამომწვევი:
*ა) ორალური პენიცილინი;
ბ) კლარითრომიცინი;
გ) ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი
დ) ორალური ციპროფლოქსაცინი.

1398. 6 წლის გოგონას განუვითარდა ერითემული ლაქა მარჯვენა ფეხზე,


რომელიც მალე დაიფარა ფუფხით, ფუფხის ქვეშ არის წყლული,
რომლიდანდაც ჩირქი გამაოიყოფა. სამკურნალოდ მიზანშეწონილია:
*ა) პენიცილინი;
ბ) ამოქსიცილინი;
გ) ცეფალექსინი;
დ) ერითრომიცინი;
ე) აზითრომიცინი.

1399. ქვემოთ ჩამოთვლილთაგაბ რომელია Herpes simplex-ის ვირუსით


გამოწვეული ინფექცია?
ა) ჩუტყვავილა;
*ბ) კონტაგიოზური მოლუსკი;
გ) მეჭეჭი
დ) წითელა

1400. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულება არის ჭეშმარიტი 20 დღის


ახალშობილის შესახებ, რომელსაც აქვს ცხელება:
ა) ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი,
ბაქტერიოგრამის შედეგების მიღებამდე.
*ბ) სისხლის, შარდის და ზოგიერთ შემთხვევაში თავზურგტვინის სითხის
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარებამდე ემპირიულად დაენიშნოს
ამპიცილინის და გენტამიცინი ინტრავეუნრად.
გ) სისხლის, შარდის და ზოგიერთ შემთხვევაში თავზურგტვინის სითხის
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარებამდე ემპირიულად დაენიშნოს
ცეფტრიაქსონი.
დ) სისხლის, შარდის და ზოგიერთ შემთხვევაში თავზურგტვინის სითხის
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარებამდე ემპირიულად დაენიშნოს
ტიკარცილინ კლავულანატი.

1401. არანამკურნალებ პაციენტებში რა პერიოდია საჭირო აივ–ინფიცირებიდან


შიდსის განვითარებამდე:
ა) 2 კვირიდან ერთ თვემდე
ბ) ერთი წლიდან 2 წლამდე
გ) რამდენიმე თვიდან საშუალოდ 20 წლამდე
*დ) რამდენიმე თვიდან საშუალოდ 10 წლამდე
ე) შიდსი ვითარდება აივ–ინფიცირებიდან მაშინვე
1402. რომელი ინფექციური დაავადების განვითარების მომატებული რისკი
აქვთ აივ –ინფიცირებულ პირებს:
ა) პნევნომია გამოწვეული Pneumocystis jirovec–ით
ბ) ტოქსოპლაზმოზური ენცეფალიტი
გ) Mycobacterium avium–ით გამოწვეული დისემინირებული კომპლექსური
დაავადება
დ) ტუბერკულოზი
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1403. გენიტალური წყლული წარმოადგენს გენიტალური მიდამოს წყლულოვან


დაავადებას, რომელიც ძირითადად გამოწვეულია:
ა) გენიტალური ჰერპესით
ბ) სიფილისით ან გენიტალური ჰერპესით
გ) შანკროიდით ან გენიტალური ჰერპესით
*დ) გენიტალური ჰერპესით, სიფილისით ან შანკროიდით
ე) შანკროიდით

1404. ჩამოთვლილთაგან, რომელ პაციენტს არ ესაჭიროება სტაციონარში


მოთავსება:
ა) პაციენტს აქვს სეპტიცემია და წითელი ქარი
ბ) პაციენტს აქვს წითელი ქარი და ძლიერი ღებინების გამო ვერ იღებს
ორალურ ანტიბაქტერიულ საშუალებებს
გ) წითელი ქარით დაავადებული ახალშობილი
*დ) 8 წლის ბიჭი დაავადებულია იმპეტიგოთი

1405. მოგმართათ 19 წლის ახალგაზრდამ ჩივილებით: სისუსტე, ყელის


ტკივილი, სუბფებრილიტეტის 3 დღიანი ანამნეზი. გასინჯვით -
ტემპერატურა 37.7 გრადუს C, ექსუდაციური ფარინგიტი და კისრის
ლიმფადენოპათია. თქვენ დაიწყეთ მკურნალობა ამოქსიცილინით. პაციენტმა
მოგაკითხათ 2 დღეში იგივე ჩივილებით, რასაც დაემატა ორმხრივი
სიმეტრიული მაკულო–პაპულური ერითემატოზური გამონაყარი. რა არის
პაციენტის სიმპტომების ყველაზე მეტად სავარაუდო მიზეზი:
ა) ქუნთრუშა
ბ) ალერგიული რეაქცია ამოქსცილინზე
*გ) ინფექციური მონონუკლეოზი
დ) ვირუსული ეგზანთემა
ე) წითურა

1406. პნევმოკონიოზი მიმდინარეობს


ა) მხოლოდ მწვავედ;
ბ) ქვემწვავედ;
*გ) მხოლოდ ქრონიკულად;
დ) შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტი.

1407. რომელი მავნე პროფესიული ფაქტორი იწვევს პნევმოკონიოზის


განვითარებას?
ა) მაიონებელი გამოსხივება;
ბ) საწარმოო ვიბრაცია;
გ) დაბალი ატმოსფერული წნევა;
დ) ნებისმიერი მტვერი;
*ე) საწარმოო მტვერი.

1408. რაში მდგომარეობს პნევმოკონიოზის არსი?


ა) ფილტვის ქსოვილის დაჩირქება;
ბ) ფილტვის ანთება;
*გ) ფილტვების ფიბროზი;
დ) ფილტვის ქსოვილის ნეკროზი.

1409. რა სახის პროფესიული პათოლოგია ვითარდება გამაღიზიანებელი


ნივთიერების მოქმედების შედეგად?
ა) მხოლოდ მწვავე;
ბ) მხოლოდ ქვემწვავე;
გ) მხოლოდ ქრონიკული;
*დ) შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით განვითარდეს.

1410. რა იწვევს პირველადი პროფესიული ბრონქული ასთმის განვითარებას?


ა) საწარმოო ნებისმიერი მტვერი;
*ბ) საწარმოო ალერგენი ნებისმიერ აგრეგაციულ მდგომარეობაში;
გ) საწარმოო გამაღიზიანებელი აირები;
დ) საწარმოების არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებისა და
ნებისმიერი საწარმოო მტვრის მაღალი კონცენტრაციის ერთდროული
მოქმედება.

1411. რას ეწოდება პირველადი პროფესიული ბრონქული ასთმა?


*ა) ბრონქული ასთმა, რომელიც ვითარდება საწარმოო ალერგენთან
კონტაქტის შემდეგ და რომელსაც წინ არ უძღვის სასუნთქი სისტემის
რომელიმე მწვავე ან ქრონიკული პათოლოგია;
ბ) ბრონქული ასთმა, რომელიც ყალიბდება სასუნთქი სისტემის რომელიმე
პროფესიული პათოლოგიის ფონზე - პნევმოკონიოზი, ტოქსიკური
პნევმონია, მტვრისმიერი ბრონქიტი და სხვა;
გ) ბრონქული ასთმა, რომელიც გამოწვეულია წარმოებაში არსებული
არახელსაყრელი მიკროკლიმატური პირობების ზეგავლენით;
დ) ბრონქული ასთმა, რომლის შეტევები პირველად აღმოცენდება მუშაობის
დაწყების შემდეგ ნებისმიერ წარმოებაში, სადაც არსებობს ნებისმიერი მავნე
პროფესიული ფაქტორი.

1412. რა არის პნევმოკონიოზის ნელა პროგრესირება?


ა) პათოლოგიური პროცესი აღმოცენდა საწარმოო მტვერთან კონტაქტში
მუშაობის დაწყებიდან 3-5 წლის შემდეგ;
*ბ) ფილტვების ფიბროზი გამოვლინდა საწარმოო მტვერთან კონტაქტში
მუშაობის დაწყებიდან 10-15 წლის შემდეგ;
გ) დაავადება გამოვლინდა ფიბროგენულ მტვერთან კონტაქტის შეწყვეტიდან
რამდენიმე წლის შემდეგ.
1413. რა შემთხვევაში ისმება სწრაფად პროგრესირებადი პნევმოკონიოზის
დიაგნოზი?
*ა) დაავადება თავს იჩენს საწარმოო მტვერთან კონტაქტში მუშაობის
დაწყებიდან 3-5 წლის შემდეგ;
ბ) ფილტვების ფიბროზი ვლინდება საწარმოო მტვერთან კონტაქტში
მუშაობის დაწყებიდან 10-15 წლის შემდეგ;
გ) დაავადება ვლინდება ფიბროგენულ მტვერთან კონტაქტის შეწყვეტიდან
რამდენიმე წლის შემდეგ.

1414. რა არის მოგვიანებითი პნევმოკონიოზი?


ა) დაავადება იჩენს თავს საწარმოო მტვერთან კონტაქტში მუშაობის
დაწყებიდან 15-20 წლის შემდეგ;
ბ) ფილტვების ფიბროზი ვლინდება საწარმოო მტვერთან კონტაქტში
მუშაობის დაწყებიდან 30 წლის შემდეგ;
*გ) პათოლოგიური პროცესი თავს იჩენს საწარმოო მტვერთან კონტაქტის
შეწყვეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ;
დ) დაავადება ვლინდება მხოლოდ ჩივილების სახით და რენტგენოლოგიურ
ცვლილებებს ადგილი არ აქვს.

1415. პნევმოკონიოზის განვითარების რომელ პერიოდში გვხვდება ფილტვების


ტუბერკულოზი?
ა) ტუბერკულოზი წინ უსწრებს პნევმოკონიოზის განვითარებას;
ბ) ტუბერკულოზური და პნევმოკონიოზური პროცესი ვითარდება
ერთდროულად;
გ) ტუბერკულოზი პნევმოკონიოზის დროს საერთოდ არ გვხვდება;
*დ) პნევმოკონიოზი რთულდება ფილტვების ტუბერკულოზით;
ე) ტუბერკულოზი პნევმოკონიოზის დროს მხოლოდ თანმხლებ პათოლოგიას
წარმოადგენს.

1416. გვხვდება თუ არა ფილტვისმიერი გული პნევმოკონიოზის დროს?


ა) გვხვდება და პნევმოკონიოზის განვითარებას წინ უსწრებს;
*ბ) გვხვდება როგორც პნევმოკონიოზის გართულება;
გ) გვხვდება როგორც გულის თანმხლები პათოლოგიის გართულება;
დ) საერთოდ არ გვხვდება.

1417. გვხვდება თუ არა პნევმოკონიოზის დროს ფილტვის კიბო?


*ა) გვხვდება როგორც პნევმოკონიოზის გართულება;
ბ) იშვიათია და წარმოადგენს თანმხლებ დაავადებას;
გ) არ გვხვდება.

1418. არის თუ არა რაიმე კავშირში პნევმოკონიოზი და პროფესიული


ბრონქული ასთმა?
ა) არ არის;
ბ) ბრონქული ასთმა წინ უსწრებს პნევმოკონიოზების განვითარებას;
გ) ბრონქული ასთმა პნევმოკონიოზის დროს თანმხლები დაავადებაა;
*დ) პნევმოკონიოზი რთულდება ბრონქული ასთმით.
1419. გვხვდება თუ არა პნევმონია პნევმოკონიოზის დროს?
*ა) გვხვდება გართულების სახით;
ბ) არ გვხვდება;
გ) პნევმონია წინ უსწრებს პნევმოკონიოზის განვითარებას;
დ) პნევმონია თანმხლები პათოლოგიაა.

1420. გვხვდება თუ არა ბრონქოექტაზიური დაავადება პნევმოკონიოზის


დროს?
ა) არ გვხვდება;
ბ) იგი წინ უსწრებს პნევმოკონიოზის განვითარებას;
გ) ორივე დაავადება ვითარდება პარალელურად და დამოუკიდებლად;
*დ) პნევმოკონიოზი ბრონქოექტაზიური დაავადებით რთულდება.

1421. შესაძლებელია თუ არა პნევმოთორაქსის განვითარება პნევმოკონიოზის


დროს?
ა) გამორიცხულია;
*ბ) შესაძლებელია გართულების სახით;
გ) პნევმოთორაქსი რთულდება პნევმოკონიოზით;
დ) პნევმოთორაქსის განვითარება პნევმოკონიოზის ფონზე შესაძლებელია
მხოლოდ როგორც თანმხლები არაპროფესიული ფილტვისმიერი პათოლოგიის
გართულება.

1422. რა სახის მტვერი იწვევს სილიკოზის განვითარებას?


ა) შეკავშირებული სილიციუმის დიოქსიდის შემცველი საწარმოო მტვერი;
*ბ) კვარცის მტვერი;
გ) ნახშირის მტვერი;
დ) ბამბის მტვერი;
ე) შერეული შემადგენლობის საწარმოო მტვერი.

1423. რა არის მეორადი პროფესიული ბრონქული ასთმა?


ა) დაავადება ვითარდება იმ პირებში, რომლებსაც აქვთ კონტაქტი საწარმოო
ალერგენთან;
ბ) დაავადება უვითარდება მომუშავეებს არახელსაყრელ მიკროკლიმატურ
პირობებში მუშაობის შედეგად, ხშირი, მწვავე რესპირაციული დაავადებების
გადატანის გამო;
*გ) ასთმის შეტევები ეწყება ავადმყოფებს, რომლებსაც უკვე აქვთ
დადგენილი რესპირაციული პათოლოგია პროფესიული ხასიათის;
დ) ასთმის შეტევები ავადმყოფს დაეწყო მუშაობის დაწყებამდე, ხოლო
დაავადება მკვეთრად დამძიმდა მუშაობის დაწყების შემდეგ.

1424. რის საფუძველზე გამორიცხავს ექიმი ბრონქული ასთმის პროფესიულ


ხასიათს უკვე ალერგოლოგიური ანამნეზის შესწავლის დროს?
ა) შეტევები იშვიათია, აღმოცენდება მხოლოდ ღამით;
ბ) სულის ხუთვას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში აქვს ადგილი;
გ) ასთმის შეტევა ავადმყოფს აქვს როგორც მუშაობის პერიოდში, ისე
შვებულების დროს;
*დ) ასთმის შეტევები ავადმყოფს ჰქონდა მუშაობის დაწყებამდე იმ
წარმოებაში, სადაც მას კონტაქტი აქვს საწარმოო ალერგენთან;
ე) წარმოებაში, სადაც მუშაობს ავადმყოფი, მრავალრიცხოვანი კოლექტივია
და ასთმის არც ერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული.

1425. რა გზით შეიძლება პირველადი პროფესიული ბრონქული ასთმის


შემთხვევების შემცირება და ამ დაავადებით გამოწვეული პროფესიული
ინვალიდობის ლიკვიდაცია?
ა) ნაადრევი ფორმების გამოვლინება პერიოდული შემოწმების დროს და
აქტიური მკურნალობა შრომის მოწყობის გარეშე;
ბ) დროებით გადაყვანა სხვა სამუშაოზე, სადაც არ არის საწარმოო ალერგენი
- შეტევების ლიკვიდაციამდე, რის შემდეგაც ავადმყოფი უბრუნდება თავის
ჩვეულ პროფესიულ შრომას;
*გ) საწარმოო ალერგენთან კონტაქტის ნაადრევი, სრული და სამუდამოდ
შეწყვეტა შრომითი მოწყობით ისეთ პირობებში, სადაც ავადმყოფს არ ექნება
საქმე ალერგენებთან, სასუნთქი გზების გამაღიზიანებელ აეროზოლებთან,
არახელსაყრელ მეტეოპირობებთან და მძიმე ფიზიკურ შრომასთან.

1426. რომელი მავნე პროფესიული ფაქტორი იწვევს ვიბრაციულ დაავადებას?


ა) საწარმოო ხმაური;
ბ) მაიონიზებელი გამოსხივება;
გ) სისტემატური მძიმე ფიზიკური შრომა;
*დ) დანადგარებისა და ხელსაწყოების რხევა;
ე) ერთგვარი მონოტონური შრომა ზედა ან ქვედა კიდურებით;
ვ) მაღალი არტერიული წნევა.

1427. რა არის ტყვიისმიერი ყაეთანი?


*ა) მორუხო-ლურჯი ფერის ზოლი წინა კბილების ღრძილების ნაპირებზე;
ბ) კანზე მუქი ფერის ზოლების გაჩენა სატურნიზმის დროს;
გ) ტყვიით იმპრეგნაცია მხედველობის ორგანოში;
დ) დეპიგმენტაციის ზოლების გაჩენა კანზე სატურნიზმის დროს.

1428. პოდაგრით დაავადებულებში სისხლში შარდმჟავას მატება


განპირობებულია
ა) ურატების სინთეზის გაძლიერებით;
ბ) პლაზმის ცილებთან შეკავშირების გაძლიერებით;
გ) შარდმჟავას შარდოვანამდე მეტაბოლიზმის შენელებით;
დ) თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირებით;
*ე) ყველა ჩამოთვლილით.

1429. პოდაგრას ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი მოვლენა, გარდა


ა) სახსრების დაზიანება;
ბ) თირკმლების დაზიანება;
გ) შარდმჟავას შემცველობის მატება;
*დ) სპონდილიტი.
1430. მწვავე პოდაგრული ართრიტის მაპროვოცირებელი ფაქტორია ყველა
ჩამოთვლილი, გარდა
ა) ალკოჰოლი;
ბ) პურინებით მდიდარი საკვები პროდუქტები;
გ) რენტგენოთერაპია;
დ) ქირურგიული ჩარევა;
*ე) აკტჰ-ის მოქმედება.

1431. პორფირინის ნაირსახეობა, რომელიც ნორმაში გამოიყოფა შარდისა და


განავლის გზით, არის
ა) უროპორფირინი;
ბ) პროტოპორფირინი III;
გ) განავლოვანი პროტოპორფირინი;
*დ) ნაწლავური პროტოპორფირინი;
ე) დელტა-ამნოლევულინის მჟავა.

1432. ოსტეომალაციის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს


ა) ლულოვანი ძვლების დაგრეხვა;
ბ) მილკმანის სინდრომი (ცრუ მოტეხილობები);
გ) ძვლის მაგარი ფირფიტის არარსებობა;
დ) ნეფროკალიცინოზი;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1433. პეჯეტის ავადმყოფობის გართულებად ითვლება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) თირკმლებში კალციუმის კენჭების გაჩენა;
ბ) ოსტეოგენური სარკომა;
გ) ჰიპერკალციემია;
*დ) მეორადი ჰიპერპარათირეოზი.

1434. ვილსონის ავადმყოფობის ტრიადა შეიცავს ყველა ჩამოთვლის, გარდა


ა) ღვიძლის ციროზი;
ბ) ცერულოპლაზმინის დაბალი შემცველობა;
გ) ბაზალური განგლიების დაზიანების ნიშნები;
*დ) სპილენძის მომატებული შემცველობა პლაზმაში.

1435. "A" ვიტამინის ნაკლებობის ძირითადი სიმპტომებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ზრდის შეჩერების;
*ბ) გაძვალების პროცესის დარღვევების;
გ) ქსეროფთალმიის, კერატომალაციის;
დ) ქათმის სიბრმავის.

1436. ვიტამინ "A"-სა და კაროტინის შემცველი ძირითადი პროდუქტებია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ღვიძლი;
ბ) თევზის ქონი;
*გ) კარტოფილი;
ე) სტაფილო;
ვ) კარაქი.

1437. „D“ ავიტამინოზის ძირითადი სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
*ა) დერმატიტი;
ბ) ოსტეოპოროზი;
გ) ოფლიანობა;
დ) გაძვალების პროცესის დარღვევები;
ე) მომეტებული გაღიაზიანებადობა.

1438. „E „ავიტამინოზის ძირითადი სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) სათესლე ჯირკვლების ატროფია;
ბ) სპონტანური აბორტები;
გ) კუნთოვანი დისტროფია;
*დ) პოლინევრიტი.

1439. „E „ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს


ა) კარაქი;
ბ) ვირთევზას ღვიძლი;
გ) რძე;
დ) ზეითუნის ზეთი;
*ე) ხორბლისა და სიმინდის კვირტების ზეთი.

1440. „ B“1-ავიტამინოზის ძირითადი სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) პოლინევრიტები;
ბ) კუჭის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევები;
გ) შეშუპებები;
*დ) მხედველობის დარღვევები.

1441. „ B“1 -ვიტამინის შემცველი ძირითადი პროდუქტებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ხბოს ხორცი;
ბ) უხეშად დაფქვილი პური, წიწიბურას ბურღული;
გ) ბარდა და ლობიო;
დ) ღვიძლი;
*ე) ნიორი.

1442. „ C“ ავიტამინოზის ძირითადი სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ადვილად დაღლა;
*ბ) სპონტანური აბორტები;
გ) მომატებული სისხლდენა;
დ) პეტექიული სისხლჩაქცევები.
1443. ენდემიური ჩიყვით არ ავადდებიან, თუ ორგანიზმი დღე-ღამეში იღებს
იოდს (მკგ-ში):
ა) სასმელი წყლით 30;
ბ) სასმელი წყლით 3;
გ) საკვები პროდუქტებით, წყლით, ჰაერით 10;
*დ) საკვები პროდუქტებით, წყლით, ჰაერით 120;
ე) საკვები პროდუქტებით, წყლით, ჰაერით 50.

1444. რომელი ვიტამინების უკმარისობა იწვევს ენის დვრილების


მიკროსიმპტომ ჰიპერტროფიას? 1). ასკორბინის მჟავა; 2).
თიამინი; 3). რიბოფლავინი; 4). პირიდოქსინი; 5). ნიკოტინის
მჟავა; 6). რეტინოლი.
*ა) სწორია 2, 3;
ბ) სწორია 1, 3, 4;
გ) სწორია 2, 3, 4, 6;
დ) სწორია 1, 2, 4, 5.

1445. რომელი ვიტამინის ნაკლებობა წარმოადგენს ალიმენტური


პოლინევრიტით დაავადების მიზეზს?
ა) „ A“ ვიტამინის;
*ბ) „ B1“ ვიტამინის;
გ) „B2“ ვიტამინის;
დ) „C“ ვიტამინის;
ე) „D“ ვიტამინის;
ვ) „E“ ვიტამინის;
ზ) „PP“ ვიტამინის.

1446. რომელი ვიტამინები ღებულობენ მონაწილეობას სისხლის წარმოქმნაში?


1). „A „ ვიტამინი; 2). „B-1“ ვიტამინი; 3). „B-12“ ვიტამინი;
4). „C“ ვიტამინი; 5). ფოლიუმის მჟავა.
*ა) სწორია 3,5
ბ) სწორია 2, 3,
გ) სწორია 1, 3,
დ) სწორია 3, 4,

1447. რომელი ვიტამინის ნაკლოვანება იწვევს დავადება პელაგრას?


ა) „ A“ ვიტამინის;
ბ) „ B1“ ვიტამინის;
გ) „B2“ ვიტამინის;
დ) „C“ ვიტამინის;
ე) „D“ ვიტამინის;
ვ) „E“ ვიტამინის;
*ზ) „PP“ ვიტამინის.

1448. რომელი ვიტამინის ნაკლოვანება წარმოადგენს სკორბუცით


(სურავანდი) დაავადების მიზეზს?
ა) „ A“ ვიტამინის;
ბ) „ B1“ ვიტამინის;
გ) „B2“ ვიტამინის;
*დ) „C“ ვიტამინის;
ე) „D“ ვიტამინის;
ვ) „E“ ვიტამინის;

1449. რომელი ვიტამინები არ სინთეზდება და არ დეპონირდება ადამიანის


ორგანიზმში?
ა) რეტინოლი;
ბ) რიბოფლავინი;
გ) თიამინი;
დ) ასკორბინის მჟავა;
ე) ერგოკალციფეროლი;
*ვ) ყველა ჩამოთვლილი სწორია.

1450. რომელი ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ოსტეოპოროზს?


ა) „ A“ ვიტამინის;
ბ) „ B1“ ვიტამინის;
გ) „B2“ ვიტამინის;
დ) „C“ ვიტამინის;
*ე) „D“ ვიტამინის;

1451. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ვიტამინის უკმარისობა იწვევს


სიმპტომს - ღრძილებიდან სისხლის დენას? ა) „ A“ ვიტამინის;
ბ) „ B1“ ვიტამინის;
გ) „B2“ ვიტამინის;
*დ) „C“ ვიტამინის;
ე) „D“ ვიტამინის;

1452. რომელი ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ტუჩების ხეილოზს?


ა) რეტინოლი;
ბ) თიამინი;
*გ) რიბოფლავინი;
დ) პირიდოქსინი;
ე) ნიკოტინის მჟავა;
ვ) ასკორბინის მჟავა.

1453. ამჟამად ვიტამინური უკმარისობის რომელი ფორმებია უფრო მეტად


გავრცელებული? 1). ავიტამინოზები; 2). ჰიპოვიტამინოზები;
3). ფარული ფორმები.
*ა) სწორია 2, 3;
ბ) სწორია 1, 2, 3;
გ) სწორია 1, 2.

1454. რომელი ვიტამინი ღებულობს მონაწილეობას ორგანიზმში ძვლოვანი


ქსოვილის ფორმირებაში ?
ა) A ვიტამინი;
ბ) B1 ვიტამინი;
გ) B12 ვიტამინი;
დ) C ვიტამინი;
*ე) D ვიტამინი;
ვ) E ვიტამინი;
ზ) ფოლიუმის მჟავა;

1455. მიუთითეთ ჩვენებები ანტირაბიული ვაქცინით აცრების "პირობითი",


კურსის ჩასატარებლად.
ა) მაწანწალა ძაღლის ნაკბენი;
ბ) მელიის ნაკბენი;
გ) მაწანწალა კატის მიერ მიყენებული დადორბვლა და განაკაწრი;
*დ) ძაღლის ნაკბენი, რომელზეც შეიძლება დაწესდეს მეთვალყურეობა.

1456. როდის ტარდება ტეტანუსის სპეციფიკური პროფილაქტიკა?


ა) ტრავმებისას, როდესაც საფარი ქსოვილის მთლიანობა ირღვევა;
ბ) მოყინვისას და დამწვრობის მეორე-მეოთხე სტადიისას;
გ) ცხოველების მიერ დაკბენისას;
*დ) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში.

1457. ცხიმში ხსნადი ვიტამინებია ყველა გარდა ერთისა:


ა) “K” ვიტამინი
ბ) “D” ვიტამინი
გ) “E” ვიტამინი
*დ) “B1” ვიტამინი

1458. “K” ვიტამინის დეფიციტი იწვევს:


ა) რაქიტს
ბ) ჰიპოკალცემიას
*გ) ჰემორაგიას
დ) ქსეროფთალმიას

1459. ორსულობის დროს საშვილოსნოს გადიდება ხდება


ა) საშვილოსნოს კუნთოვანი ბოჭკოების ჰიპერტროფიის ხარჯზე;
ბ) საშვილოსნოს კუნთოვანი ბოჭკოების ჰიპერპლაზიის ხარჯზე;
გ) საშვილოსნოს კედლების გაფართოებით, რაც გამოწვეულია ნაყოფის
ზრდით;
*დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი;

1460. კლიმაქტერიის ძირითად ფაზებს ეკუთვნის1) პრემენოპაუზა; 2)


მენოპაუზა; 3) პოსტმენოპაუზა; 4) პერიმენოპაუზა
ა) სწორია 1,2;
*ბ) სწორია 1,2,3;
გ) ყველა პასუხი სწორია;
დ) სწორია მხოლოდ 4;
ე) არც ერთი არ არის სწორი
1461. გინეკოლოგიაში ლაპარასკოპიის უკუჩვენებებს მიეკუთვნება ყველა
ჩამოთვლილი, გარდა
ა) მუცლის ღრუში გამოხატული შეხორცებითი პროცესისა
ბ) საშვილოსნოს ორსულობის დარღვევისა
*გ) მწვავე ანთებითი პროცესებისა დანამატებში
დ) ავადმყოფის მძიმე მდგომარეობისა

1462. ნაყოფის გულისცემის ბაზალური სიხშირე ეწოდება


ა) სიხშირეს, საშვილოსნოს შიდა წნევის მომატებისას, შეტევის დროს
ბ) ოსცილაციების რაოდენობას გამოკვლევის 1-წთ-ის განმავლობაში
გ) ნაყოფის გულისცემას მშობიარობის პროცესის დაწყებამდე
*დ) სიხშირეს რომელიც არ იცვლება 10წთ და მეტი ხნის განმავლობაში
ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი

1463. ჰისტეროსკოპიის ჩვენებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენისა;
ბ) პოსტმენოპაუზური სისხლდენისა;
გ) უნაყოფობისა;
*დ) საშვილოსნოსგარე ორსულობაზე ეჭვის მიტანისა.

1464. ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებისას ორსულობის მე-2


ტრიმესტრში განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ
ა) ნაყოფის ფეტომეტრიის მაჩვენებელს;
ბ) პლაცენტის მდგომარეობას;
გ) ნაყოფის ნორმალურ განვითარებას;
*დ) ყველა ჩამოთვლილს

1465. ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ტესტებს ჩვეულებრივ მიეკუთვნება1)


ყელის ლორწოს გამოკვლევა2) ბაზალური ტემპერატურის ცვლილება3)
კოლპოციტოლოგია4) ენდომეტრიუმის ბიოფსია
ა) სწორია 1,2,3;
ბ) სწორია 1,2;
გ) ყველა პასუხი არასწორია;
დ) სწორია მხოლოდ 4;
*ე) ყველა პასუხი სწორია.

1466. დედის ორგანიზმსა და ნაყოფს შორის კავშირი ძირითადად


ხორციელდება
ა) საშვილოსნოს კედლის ბარორეცეპტორებით;
*ბ) პლაცენტით;
გ) სანაყოფე წყლების გარსებით;
დ) საშვილოსნოს დეციდუალური გარსით;
ე) ყველა ჩამოთვლილით.

1467. დედასა და ნაყოფს შორის გაზთა (ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის)


ცვლა ხორციელდება შემდეგი გზით
ა) ფაგოციტოზის;
*ბ) უბრალო დიფუზიის;
გ) შერჩევითი აბსორბციის;
დ) პინოციტოზის;
ე) ყველა ჩამოთვლილი გზით.

1468. ორსული ქალის სასუნთქ ორგანოებში აღინიშნება


ა) ჰიპერვენტილაცია;
ბ) ნახშირორჟამგის პარციალური წნევის დაქვეითება სისხლში;
გ) ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შემცველობის არტერიო-ვენოზური
სხვაობის შემცირება;
დ) არც ერთი არაა სწორი;
*ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი;
ვ) ნახშირორჟამგის პარციალური წნევის დაქვეითება სისხლში; ჟანგბადისა
და ნახშირორჟანგის შემცველობის არტერიო-ვენოზური სხვაობის შემცირება;

1469. ფიზიოლოგიური ორსულობის დროს ადგილი აქვს დედის


ჰემოდინამიკის შემდეგ ცვლილებებს
ა) დედის ჰემოდინამიკა არ იცვლება
ბ) მატულობს არტერიული წნევა
გ) ჩნდება დიასტოლური შუილები ყველა მოსასმენ წერტილზე
*დ) გულის წუთმოცულობა იზრდება 30-50%-ით
ე) გულისცემის სიხშირე მცირდება

1470. დაწყებული 24-ე კვირიდან, ნაყოფის სიგრძე გამოითვლება


ორსულობის თვის რიცხვის გადამრავლებით
ა) 3-ზე;
ბ) 2-ზე;
*გ) 5-ზე;
დ) 4-ზე.

1471. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ყველაზე ხშირად მოსალოდნელი


გართულებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
*ა) ნეფროპათიისა;
ბ) ადრეული ტოქსიკოზისა;
გ) ანემიისა;
დ) ჰიპოტონიისა;
ე) ორსულობის შეწყვეტისა.

1472. ორსულობის დროს ქვედა კიდურების შეშუპებისადმი მიდრეკილება


განპირობებულია
ა) სისხლის პლაზმაში ოსმოსური წნევის დაქვეითებით;
ბ) ქვედა ღრუ ვენაზე ორსული საშვილოსნოს ზეწოლით და ქვედა
კიდურებში ვენური წნევის მომატებით;
გ) ორგანიზმში ნატრიუმის დაკავებით;
დ) ალდოსტერინის სეკრეციის მომატებით;
*ვ) ყველა ჩამოთვლილით.
1473. საშვილოსნოს მაქსიმალური გაფართოება ხდება ორსულობის
ა) 20-26-ე კვირას;
ბ) 27-30-ე კვირას;
*გ) 31-36-ე კვირას;
დ) 37-39-ე კვირას;
ე) 40 კვირას.

1474. ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას დედის სისხლში


ა) მატულობს თრომბოციტების რაოდენობა;
ბ) მატულობს ფიბრინოგენის შემადგენლობა;
გ) მატულობს სისხლის შედედება;
დ) არც ერთი ჩამოთვლილი არაა სწორი;
*ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი.

1475. მშობიარობის ოპტიმალური ხანგრძლივობა პირველი მშობიარისთვის


არის
ა) 2- 4 სთ;
ბ) 5- 7 სთ;
გ) 8-10 სთ;
დ) 12-14 სთ;
*ე) 10-12 სთ.

1476. მშობიარობის ფიზიოლოგიურ სისხლდენად ითვლება სისხლის დაკარგვა


*ა) 400 მლ-მდე;
ბ) 500 მლ-მდე;
გ) 600 მლ-მდე;
დ) 800 მლ-მდე.

1477. მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოს ზომა უბრუნდება


ნორმალურს მშობიარობიდან
*ა) 8 კვირაში;
ბ) 10 კვირაში;
გ) 16 კვირაში;
დ) 20 კვირაში.

1478. მოსამზადებელი შეტევები სამშობიარო შეტევებისაგან განსხვავდება,


უპირველეს ყოვლისა
ა) არარეგულარული ხასიათით და იშვიათი ინტერვალებით;
ბ) ამპლიტუდის გაზრდის არარსებობით;
გ) უმტკივნეულობით;
დ) საშვილოსნოს ყელის სტრუქტურული ცვლილების არ არსებობით;
*ვ) ყველა ჩამოთვლილით.

1479. ფიზიოლოგიური მშობიარობისას ჭინთვები იწყება, როცა


ა) ნაყოფის თავი ჩამოდგება დიდი სეგმენტის მცირე მენჯის შესასვლელში;
ბ) მოხდება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნა;
გ) ნაყოფის თავი იმყოფება მენჯის ფუძეზე;
*დ) მოხდება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნა და ნაყოფის თავი
იმყოფება მენჯის ფუძეზე;

1480. ტერმინი ~მშობიარობის შემდგომი პერიოდი~ ჩვეულებრივ ნიშნავს


ა) მშობიარობის შემდგომი ამენორეას;
ბ) ახალშობილის ძუძუთი კვების პერიოდს;
*გ) მშობიარობის შემდგომ 2 თვეს;
დ) ყველა ჩამოთვლილს.

1481. ლოქიები არის


ა) მშობიარობის შემდეგ გამონაყოფი საშვილოსნოდან;
ბ) ნამშობიარევი საშვილოსნოს სეკრეტი;
გ) დეციდუალური გარსის გამოყოფა;
დ) არც ერთი ჩამოთვლილი არ არის სწორი;
*ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი.

1482. ნორმალური ორსულობის დროს გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან


დედის ორგანიზმში აღინიშნება შემდეგი ცვლილებები1) მარცხენა პარკუჭის
ზომიერი ჰიპერტროფია;2) სისხლის გადასროლის გაძლიერება 40%-ით;3)
სისხლძარღვთა ზოგადი ტონუსის მომატება;4) ტაქიკარდია.
*ა) სწორია 1,2;
ბ) სწორია 1,2,4;
გ) ყველა პასუხი სწორია;
დ) სწორია მხოლოდ 4;
ე) ყველა პასუხი არასწორია

1483. ნორმალური ორსულობისას დედის ორგანიზმში აღინიშნება შარდის


გამომყოფი სისტემის შემდეგი ცვლილებები 1) ძლიერდება თირკმლის
სისხლის მიმოქცევა; 2) მატულობს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე;
3) თირკმლის ფიალა ფართოვდება; 4) ქვეითდება შარდის ბუშტისა და
შარდსაწვეთის ტონუსი.
ა) სწორია 1,2,3;
ბ) სწორია 1,2;
გ) სწორია მხოლოდ 4;
*დ) ყველა პასუხი სწორია;
ე) ყველა პასუხი არასწორია.

1484. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია ორსულობის დამადასტურებელი


სარწმუნო ნიშანი?
ა) საშვილოსნოს ზომების გადიდება;
ბ) ამენორეა;
გ) შარდში ქორიონული გონადოტროპინის არსებობა;
*დ) ნაყოფის გულის ცემის არსებობა.
1485. მშობიარობის შემდგომ და ადრეული ლოგინობის ხანაში სიხლდენის
პროფილაქტიკისათვის გამოიყენება 1) მეტილერგომეტრინი; 2)
ოქსიტოცინი; 3) პროსტაგლანდინები; 4) ერგოტალი.
ა) სწორია 1,2,3;
ბ) სწორია 1,2;
გ) ყველა პასუხი არასწორია;
დ) სწორია მხოლოდ 4;
*ე) ყველა პასუხი სწორია.

1486. პლაცენტის როლი დედა-ნაყოფის იმუნურ ურთიერთობაში


ა) ეწინააღმდეგება ანტიგენების, ანტისხეულებისა და უჯრედების
თავისუფალ ტრანსპორტს;
ბ) უზრუნველყოფს დედის ანტიგენურ სტიმულაციას;
გ) აყალიბებს დედა-ნაყოფის ურთიერთობის მექანიზმს;
დ) ყველა ჩამოთვლილი არასწორია;
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია.

1487. რეზუს კონფლიქტის წარმოშობის პირობებია:


ა) დედა რეზუს-უარყოფით; ნაყოფი რეზუს-დადებითი;
ბ) დედის სენსიბილიზაცია რეზუს-ფაქტორისადმი;
გ) ანამნეზში შეუთავსებელი სისხლის გადასხმა;
დ) აბორტი ანამნეზში;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1488. ვადაგადაცილებული ორსულობისათვის დამახასიათებელია1).


მცირეწყლიანობა; 2) საშვილოსნოს ბაზალური ტონუსის მომატება;3).
მიომეტრიუმის აღგზნებადობის შემცირება;4). მუცლის გარშემოწერილობის
შემცირება.
ა) სწორია 1,2,3;
ბ) სწორია 1,2;
გ) ყველა პასუხი არასწორია;
დ) სწორია მხოლოდ 4;
*ე) ყველა პასუხი სწორია.

1489. "გადამწიფებული" ნაყოფის ძირითადი ნიშნებია1). მშრალი კანი; 2).


ხაჭოსებრი ნაცხის არარსებობა;3). ვიწრო ნაკერები და ყიფლიბანდი; 4).
თავის ქალის მკვრივი ძვლები.
ა) სწორია 1,2,3;
ბ) სწორია 1,2;
გ) ყველა პასუხი არასწორია;
დ) სწორია მხოლოდ 4;
*ე) ყველა პასუხი სწორია.

1490. ორსულებში რევმატიზმის აქტივობა არის მშობიარობის წარმართვის


ჩვენება
ა) ნაყოფის ვაკუუმ-ექსტრაქციის ოპერაციით;
*ბ) საკეისრო კვეთის ოპერაციით;
გ) სამეანო მაშების დადების ოპერაციით;
დ) კონსერვატიული მშობიარობით.

1491. ორსულებში გულის დაავადების სარწმუნო ნიშნებად ითვლება


ა) ქოშინი;
ბ) გულის საზღვრების მნიშვნელოვანი გადიდება;
გ) გულის არეში სისტოლური და დიასტოლური შუილი;
დ) გულის რითმის დარღვევა;
ე) გულის საზღვრების მნიშვნელოვანი გადიდება; და გულის არეში
სისტოლური და დიასტოლური შუილი;
*ვ) ყველა ჩამოთვლილი.

1492. ორსულობის დროს გენიტალური ჰერპესით ქალის პირველადი


დაინფიცირებისას ხშირად აღინიშნება
ა) თვითნებური აბორტი;
ბ) ნაადრევი მშობიარობა;
გ) ნაყოფის ანტენატალური სიკვდილი;
დ) ჩამოთვლილიდან არც ერთი;
*ე) ჩამოთვლილიდან ყველა.

1493. ვირუსული ჰეპატიტი ორსულებში შეიძლება გართულდეს


ა) თირკმლის უკმარისობით;
*ბ) ღვიძლის მწვავე მასიური ნეკროზით;
გ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით;
დ) ცნს-ის დაზიანებით;
ე) ჩამოთვლილიდან არც ერთით.

1494. უროგენიტალური ქლამიდიოზი არის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია


ა) ბაქტერიით;
ბ) ვირუსით;
*გ) უჯრედშიდა პარაზიტით;
დ) არც ერთით.

1495. მოზრდილებში ქლამიდური ინფექციის გადაცემის გზებია:


*ა) სქესობრივი გზით;
ბ) ინექციის გზით;
გ) აირ-წვეთოვანი გზით;
დ) ყველა ჩამოთვლილი გზით.

1496. ორსულებში უროგენიტალური ქლამიდიოზი ხელს იწვევს:


ა) ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას;
ბ) მშობიარობის შემდგომი ინფექციის განვითარებას;
გ) ახალშობილის დაავადებას;
დ) ჩამოთვლილიდან არც ერთს;
*ე) ჩამოთვლილიდან ყველას.
1497. ორსულებში უროგენიტალური ქლამიდიოზი კლინიკურად ხშირად
მიმდინარეობს
ა) გამოხატული ანთებითი რეაქციით;
ბ) მეზობელი ორგანოების დაზიანებით;
*გ) უსიმპტომოდ;
დ) გამოხატული ანთებითი რეაქციით; უსიმპტომოდ;

1498. დედის გონორეის შემთხვევაში ახალშობილის დაინფიცირება


ჩვეულებრივ ხდება:
*ა) მშობიარობის დროს;
ბ) აღმავალი გზით;
გ) ტრანსპლაცენტურად.

1499. საშოს ტრიქომონადა ეკუთვნის


ა) სოკოებს;
ბ) ბაქტერიებს;
გ) პარაზიტებს;
*დ) უმარტივესებს

1500. ეპილეფსიით დაავადებულის დაორსულებისას ნაჩვენებია


*ა) ორსულობის შეწყვეტა ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესებისას;
ბ) ორსულობის შეწყვეტა II ტრიმესტრში;
გ) ორსულობის შეწყვეტა III ტრიმესტრში;
დ) ორსულობის შენარჩუნება.

1501. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ქალებს ორსულობის დროს ხშირად


უნვითარდებათ შემდეგი გართულებები
ა) გვიანი ტოკსიკოზი;
ბ) ბადურას ანგიოპათია;
გ) შარდსასქესო სისტემის ქრონიკული ინფექციის გამწვავება;
*დ) ჩამოთვლილიდან ყველა;

1502. ორსულობის გავლენა ორგანიზმზე შაქრიანი დიაბეტის დროს


მდგომარეობს შემდეგში
ა) გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება;
ბ) ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითება;
გ) ინსულინის დაშლის დაჩქარება;
*დ) ჩამოთვლილიდან ყველა.

1503. ორსულთა რკინადეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა
ა) სისუსტისა;
ბ) ქოშინის, გულისწასვლისა;
*გ) პირის სიმშრალისა;
დ) თავის ტკივილის, თავბრუსხვევისა;
ე) ფრჩხილების მტვრევადობის, თმების ცვენისა.
1504. პიელონეფრიტის დროს ორსულობის შეწყვეტის ჩვენებებია
ა) თირკმლის უკმარისობა;
ბ) ერთი თირკმელი;
გ) ცვლილებები თვალის ფსკერზე;
დ) თირკმლის უკმარისობა; ცვლილებები თვალის ფსკერზე;
*ე) ჩამოთვლილიდან ყველა.

1505. ეკლამფსიის დროს ქალებში ტაქიკარდიის განვითარების მიზეზებია:


*ა) ჰიპოქსია;
ბ) მეტაბოლიზმის დარღვევით განპირობებული ინტოქსიკაცია;
გ) ჰიპოკალიემია;
დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი.

1506. ეკლამმფსიის დიფერენცირება აუცილებელია:


ა) ეპილეფსიასთან;
ბ) ჰიპერტონულ დაავადებასთან;
გ) ტვინის სიმსივნესთან;
*დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი;

1507. ნორმალური, მენსტრუალური ციკლისთვის დამახასიათებელი


გონადოტროპული ჰორმონების ექსკრეცია ყალიბდება:
*ა) 16-17 წლის ასაკში;
ბ) 15-14 წლის ასაკში;
გ) 13-12 წლის ასაკში;
დ) 11-10 წლის ასაკში;
ე) 9 წლის ასაკში.

1508. იუვენილური სისხლდენები საშვილოსნოდან უფრო ხშირად


განპირობებულია:
ა) სასქესო სისტემის ორგანული დარღვევით;
*ბ) საკვერცხის ჰორმონების რიტმული პროდუქციის დარღვევით;
გ) ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის დაავადებით;
დ) ყველა ჩამოთვლილით;
ე) ჩამოთვლილიდან არც ერთი მიზეზით.

1509. ცენტრალური გენეზის სქესობრივი მომწიფების შეფერხების ძირითადი


მიზეზებია:
ა) ჰიპოთალამუსის მარეგულირებელი ფუნქციის დარღვევა;
ბ) ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მემკვიდრული ჰიპერფუნქცია;
გ) ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებები (ქრონიკული ტონზილიტი,
რევმატიზმი, ვირუსული გრიპი);
*დ) ჰიპოთალამუსის მარეგულირებელი ფუნქციის დარღვევა; ინფექციურ-
ტოქსიკური დაავადებები (ქრონიკული ტონზილიტი, რევმატიზმი, ვირუსული
გრიპი); სტრესული სიტუაციები;

1510. სქესობრივი განუვითარებლობა განპირობებულია:


*ა) ქრომოსომული ანომალიებით;
ბ) პუბერტატულ ასაკში გადატანილი მცირე მენჯის ორგანოების ვირუსული
ეტიოლოგიის ანთებითი პროცესებით;
გ) ადრეული ბავშობის ასაკში გადატანილი ინფექციური დაავადებებით;
დ) ყველა ჩამოთვლილით;
ე) ჩამოთვლილთაგან არც ერთით.

1511. კლიმაქტერული სინდრომის დროს პრემენოპაუზაში ქალს აქვს შემდეგი


კლინიკური სინდრომები
ა) ვეგეტო-სისხლძარღვოვანი;
ბ) ფსიქო-ემოციური;
გ) ენდოკრინული-ცვლითი;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

1512. ქალთან, რომელსაც ჰქონდა რეგულარული მენსტრუალური ციკლი,


ამენორეად ითვლება ციკლის არარსებობა:
ა) 2 თვის მანძილზე;
*ბ) 3 თვის მანძილზე;
გ) 6 თვის მანძილზე;
დ) ყველა ჩამოთვლილი მართებულია;
ე) ყველა ჩამოთვლილი მცდარია.

1513. სქესობრივი მომწიფების შეფერხება ნიშნავს არარსებობას:


ა) მეორეული სასქესო ნიშნებისა 12 წლის ასაკისათვის, მესტრუაციისა 16
წლისათვის;
*ბ) მეორეული სასქესო ნიშნებისა 14 წლის ასაკისათვის, მენსტრუაციისა 16
წლის ასაკისათვის;
გ) მეორეული სასქესო ნიშნებისა 14 წლის ასაკისათვის, მენსტრუაციისა 18
წლისათვის;
დ) მეორეული სასქესო ნიშნებისა 12 წლის ასაკისათვის, მენსტრუაციისა 18
წლისათვის.

1514. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მენოპაუზის ტიპიური


კლინიკური სიმტომი?
ა) ალები
ბ) ძილის დარღვევა
გ) საშოს სიმშრალე
დ) დეპრესია
*ე) არტერიული წნევის დაქვეითება

1515. ფიზიოლოგიური ამენორეა არის მენსტრუაციის არარსებობა1)


გოგონებში 10-12 წლამდე; 2) ორსულობის დროს;3) ლაქტაციის დროს;
4) მოხუცებულობის ასაკში.
ა) მართებულია 1,2,3;
ბ) მართებულია 1,2;
დ) მართებულია 4;
*ე) ყველა ჩამოთვლილი მართებულია.
1516. ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტებია1) ყელის ლორწოს გამოკვლევა;
2) ბაზალური ტემპერატურის გამოკვლევა;3) კოლპოციტოლოგია; 4)
ენდომეტრიუმის ბიოფსია.
ა) მართებულია 1,2,3;
ბ) მართებულია 1,2;
გ) არც ერთი არაა მართებული;
დ) მართებულია 4;
*ე) ყველა ჩამოთვლილი მართებულია.

1517. პრემენსტრუალური სინდრომის კლინიკური გამოვლინება1) თავის


ტკივილი, თავბრუსხვევა;2) დეპრესულობა, ზოგჯერ აგრესიულობა;3)
სარძევე ჯირკვლების მტკივნეული გამაგრება;4) სხეულის მასის 1-2 კგ-ით
დაკლება.
*ა) მართებულია 1,2,3;
ბ) მართებულია 1,2;
გ) მართებულია 2,3,4;
დ) მართებულია 4;
ე) ყველა ჩამოთვლილი მართებულია.

1518. კლიმაქსური სინდრომის შემთხვევაში ენდოკრინულ-ცვლითი


დარღვევებია1) გაცხიმოვნება; 2) ათეროსკლეროზი; 3) ოსტეოპოროზი;4)
ცვლილებები კიდურებსა და სახსრებში.
ა) მართებულია1,2,3;
ბ) მართებულია 1,2;
გ) ჩამოთვლილიდან არც ერთი არაა მართებული;
დ) მართებულია 4;
*ე) ყველა ჩამოთვლილი მართებულია.

1519. კლინიკური სიმპტომები, რომელებიც ყოველთვის წინ უსწრებს


საშვილოსნოს დანამატების ჩირქოვანი წარმონაქმნის პერფორაციას, შემდეგია:
ა) შემცივნება;
ბ) ყაბზობა;
გ) მტკივნეული შარდვა;
*ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი;

1520. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ლაქტაციური


მასტიტის განვითარების პირობებს?
ა) ლაქტოსტაზი;
ბ) დვრილების ნახეთქები;
გ) ჰიპოგალაქტია;
*დ) ლაქტოსტაზი; დვრილების ნახეთქები;
ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი.

1521. მშობიარობისშემდგომი მასტიტის შემთხვევაში დაზიანება უფრო


ხშირად:
ა) ორმხრივია;
ბ) გვხვდება განმეორებით მშობიარეებში;
გ) ვითარდება ქვედა-შიდა კვადრანტში;
*დ) დაზიანება ცალმხრივია

1522. მშობიარობისშემდგომი სეპტიური ინფექციის განვითარების რისკ-


ფაქტორებია:
ა) უროგენიტალური ინფექცია;
ბ) ვირუსული ჰეპატიტი;
გ) ეკლამფსია
*დ) უროგენიტალური ინფექცია;

1523. ინფექციის გადაცემის სქესობრივი გზა ძირითადად დამახასიათებელია:


ა) მარტივი ჰერპესის ვირუსისათვის;
ბ) სოკოვანი ინვაზიისათვის;
გ) ტრიქომონადისათვის;
დ) მარტივი ჰერპესის ვირუსისათვის; სოკოვანი ინვაზიისათვის;
*ე) ქლამიდიებისათვის; ტრიქომონადისათვის;

1524. ქრონიკული სალპინგოოფორიტის გამწვავებისას აღინიშნება:


ა) ტკივილები მუცლის ქვემო და წელის არეში;
ბ) მტკივნეულობა საშვილსნოს ყელის უკანა ნერვული წნულის პალპაციისას;
გ) მტკივნეულობა მუცლის წინა კედელზე ჭიპსა და ბოქვენისა სიმფიზს
შორის ხაზის შუაწერტილში;
დ) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში;
*ე) ტკივილები მუცლის ქვემო და წელის არეში; მტკივნეულობა
საშვილსნოს ყელის უკანა ნერვული წნულის პალპაციისას;

1525. ლაქტაციური მასტიტის განსაკუთრებით მძიმე ფორმად ითვლება:


*ა) განგრენული;
ბ) ფლეგმონური;
გ) აბსცესური;
დ) ინფილტრაციულ-ჩირქოვანი;
ე) ინფილტრაციული.

1526. მშობიარობისშემდგომი ანთებითი დაავადებების დროს ჩატარებული


ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტურობის კრიტერიუმებია:
ა) კლინიკური სიმპტომების დადებითი დინამიკა;
ბ) თეთრ სისხლში მარცხნივ გადახრის შემცირება ან გაქრობა;
გ) დღე-ღამის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის მერყეობის
შემცირება";
დ) მართებულია ყველა ჩამოთვლილი;
*ე) კლინიკური სიმპტომების დადებითი დინამიკა; თეთრ სისხლში
მარცხნივ გადახრის შემცირება ან გაქრობა

1527. ქრონიკული ენდომეტრიტის დროს სასქესო ორგანოებიდან აღინიშნება


სისხლიანი გამონადენი
ა) პრედმენსტრუალური;
ბ) პოსტმენსტრუალური;
გ) ინტერმენსტრუალური (ოვულაციური);
*დ) მართებულია ყველა ჩამოთვლილი;

1528. საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში სამკურნალო ტაქტიკის


შერჩევა დამოკიდებულია
ა) დაავადების სტადიაზე;
ბ) სიმსივნის ჰისტოსტრუქტურაზე;
გ) ავადმყოფის ასაკზე;
დ) შინაგანი ორგანოების მდგომარეობაზე;
*ე) ყველა ჩამოთვლილზე.

1529. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს მკერდის კიბოს


განვითარებისათვის რისკ-ფაქტორს?
ა) მრავალშვილიანობა
*ბ) სიმსუქნე პოსტმენოპაუზურ პერიოდში;
გ) ესტროგენის დაბალი დონე;
დ) გვიანი პირველი მშობიარობა - 45 წლის ზემოთ
ე) მენარხეს გვიანი დაწყება

1530. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია შერჩევის პრეპარატი ორსულთა


მძიმე ღებინების და გულისრევის მკურნალობისას?
ა) პროქლორპერაზინი;
ბ) პრომეთაზინი;
გ) ქლორპრომაზინი;
*დ) მეთოკლოპრამიდი;
ე) ოდანსეტრონი.

1531. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია შერჩევის მეთოდი ორსულთა


ყაბზობის სამკურნალოდ:
ა) რკინის პრეპარატების მიღების შეწყვეტა;
ბ) ბოჭკოვანი საკვების გაზრდა რაციონში;
გ) ფიზიკური აქტივობის გაზრდა;
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;
ე) არც ერთი ჩამოთვლილი.

1532. ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან რომელია სწორი ორსულობის


პერიოდში თამბაქოს წევის შესახებ?
ა) იმატებს დაბალი წონის ახალშობილის გაჩენის წილი;
ბ) მწეველ ქალებში მატულობს პერინატალური სიკვდილიანობის
მაჩვენებელი;
გ) იმატებს ნაადრევი მშობიარობირობის რისკი
*დ) ყველა ჩამოთვლილი;

1533. რომელია შერჩევის მედიკამენტი ქრონიკული ჰიპერტენზიის


მკურნალობისათვის ორსულებში?
ა) ატენოლოლი;
ბ) პროპრანოლოლი;
*გ) ალფა-მეთილდოპა;
დ) ნიფედიპინი;
ე) კაპტოპრილი.

1534. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომლის გამოყენებაა მეტად


მიზანშეწონილი ორსულობის დროს ჰიპერტენზიის სამკურნალოდ?
ა) თიაზიდური დიურეზული საშუალებები;
ბ) ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები;
*გ) კალციუმის ანტაგონისტები;
დ) ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები

1535. რა არის პერინატალური სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ჩვილებში,


რომლებსაც აღენიშნებათ საშვილოსნოსშიდა განვითარების ჩამორჩენა.
*ა) საშვილოსნოსშიდა ასფიქსია;
ბ) დედის პრეეკლამფსია;
გ) დედის დიაბეტი;
დ) მეკონიუმის ასპირაცია;
ე) არც ერთი ზემოთ მოყვანილი.

1536. დედის მხრივ რომელი პათოლოგიის არსებობა არის ყველაზე ხშირად


დაკავშირებული ემბრიონული ზრდის ჩამორჩენასთან?
*ა) დედის ჰიპერტენზია;
ბ) დედის ანემია;
გ) დედის რენალური პათოლოგია;
დ) დედის ანთებითი ნაწლავური დაავადება;
ე) დედის გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება.

1537. ორსულობის პერიოდში თამბაქოს წევის შესახებ რომელი დებულება


მცდარი?
ა) სიგარეტის მოწეეა აფერხებს ნაყოფის ზრდას მოწეული ღერების
რაოდენობის პირდაპირპროპორციულად, რაც მეტია რაოდენობა, მით მაღალია
რისკი;
ბ) ორსულობის დროს თამბაქოს წევა მრავალ სხვა გართულებას იწვევს,
როგორიცაა: ნაადრევი მშობიარობა, პლაცენტის წინამდებარეობა და
პლაცენტის აცლა;
*გ) თამბქოს წევის საშიშროებათა ახსნა თითქმის ყოველთვის საკმარისია მის
მიერ მოწევის შესაწყვეტად;
დ) თამბაქოს მოწევა იწვევს ემბრიონული ზრდის ჩამორჩენას;
ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

1538. დედის მიერ რომელი მედიკამენტის მოხმარება წარმოადგენს უდიდეს


საშიშროებას ნაყოფის ზრდის ჩამორჩენისა და სხვა ფეტალური პრობლემების
თვალსაზრისით?
*ა) ფენიტოინი;
ბ) პროპრანოლოლი;
გ) ვერაპამილი;
დ) ატენოლოლი;
ე) დილთიაზემი.

1539. ორსულობა ვადაგადაცილებულად ითვლება თუ მისი ხანგრძლივობა


აღემატება:
ა) 280 დღეს;
ბ) 287 დღეს;
*გ) 294 დღეს;
დ) 273 დღეს;
ე) 301 დღეს.

1540. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს სპონტანური აბორტის


ყველაზე ხშირ ხელისშემწყობ ფაქტორს?
*ა) ქრომოსომული ანომალია;
ბ) დედის "ხანდაზმული" ასაკი;
გ) დედის ქრონიკული პათოლოგიის ფონი;
დ) ალკოჰოლის მოხმარება;
ე) თამბაქოს მოწევა.

1541. ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელ შემთხვევაში


აღინიშნება აბორტის მომატებული რისკი?
ა) ჰიპოთირეოიდიზმი;
ბ) კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი;
*გ) არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი;
დ) ორსული ქალის მიერ ჩვეული ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება;
ე) სექსუალური ურთიერთობის გაგრძელება ორსულობისას

1542. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია რისკ-ფაქტორი რეციდივული


კანდიდოზური ვულვო-ვაგინიტისათვის?
ა) შაქრიანი დიაბეტი;
ბ) ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა;
გ) ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსი;
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;
ე) არც-ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

1543. ქვემოთ ჩამოთვლილი ვაგინალური ინფექციებიდან რომლისათვისაა


დამახასიათებელი "ამინის სუნი"?
ა) ტრიქომონიაზი;
*ბ) ბაქტერიული ვაგინოზი;
გ) კანდიდოზი;
დ) ფიზიოლოგიური გამონადენი;
ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1544. რომელია ვაგინიტის ყველაზე ხშირი ფორმა?


ა) კანდიდური ვულვოვაგინიტი;
ბ) ტრიქომონიაზი;
*გ) ბაქტერიული ვაგინოზი;
დ) ქლამიდიური ვაგინიტი;
ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

1545. ქვემოთ ჩამოთვლილი ვირუსებიდან რომელთან არის ყველაზე ხშირად


დაკავშირებული საშვილოსნოს ყელის კიბო?
ა) მარტივი ჰერპესის I ტიპის ვირუსი;
ბ) მარტივი ჰერპესის II ტიპის ვირუსი;
*გ) ადამიანის პაპილომა-ვირუსი;
დ) ადამიანის პარვოვირუსი;
ე) ადენოვირუსი.

1546. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის საშვილოსნოს ყელის კიბოს


პირდაპირი რისკ-ფაქტორი?
ა) პარტნიორი, რომელსაც რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორი ჰყავს;
ბ) სქესობრივი ცხოვრების ადრეული დაწყება;
გ) სქესობრივი ურთიერთობა სამზე მეტ პარტნიორთან;
დ) მახვილწვეტიანი კონდილომის კლინიკური ანამნეზი;
*ე) II ტიპის მარტივი ჰერპესული ინფექცია.

1547. როგორია მენსტრუაციის დროს დაკარგული სისხლის საშუალო


რაოდენობა?
ა) 10 მლ;
ბ) 30 მლ;
*გ) 50მლ;
დ) 80 მლ;
ე) 100 მლ.

1548. საშოდან პათოლოგიური სისხლდენა შეიძლება აღინიშნოს შემდეგი


დაავადების დროს:
ა) ჰიპოთირეოიდიზმი;
ბ) ჰიპერთირეოიდიზმი;
გ) ციროზი;
დ) თირკმლის უკმარისობა;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1549. საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენის მკურნალობა გულისხმობს


შემდეგს:
ა) პაციენტის დამშვიდება და ახსნა განმარტება;
ბ) პეროლარული კონტრაცეპტივები;
გ) ციკლური პროგესტერონი;
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;
ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

1550. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია ორალური კონტრაცეპტივების


გვერდითი ეფექტები:
ა) თავის ტკივილი;
ბ) გულის რევა და ღებინება;
გ) საშვილოსნოს ყელის ექტოპია;
დ) ჰეპატოცელურალური ადენომა;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1551. ლაქტაციის პერიოდში კონტრაცეპტივების გამოყენების შესახებ რომელი


განცხადებაა მართებული?
ა) კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება არ უნდა
მოხდეს ორსულობის დროს ახალშობილზე მისი არასასურველი გავლენის გამო
*ბ) მხოლოდ პროგესტერინის შემცველი ორალური კონტრაცეპტივების
გამოყენება უსაფრთხოა მეძუძური დედებისათვის
გ) საშვილოსნოსშიდა სპირალის ინსტალაცია მშობიარობიდან მოკლე ხანში
ზრდის ენდომეტრიტის რისკს
დ) კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი უსაფრთხოდ შეიძლება
დაინიშნოს მშობიარობის შემდეგ პირველივე კვირიდან.

1552. მხოლოდ პროგესტერონის შემცველი კონტრაცეპტული აბების გამოყენება


ნაჩვენებია პაციენტებში:
ა) რომლებსაც სურთ მიიღონ მხოლოდ ერთი ჰორმონი;
ბ) სურს კონტრაცეპტივების უმცირესი შესაძლო დოზის მიღება;
გ) არ აპირებს ტაბლეტზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩენას;
*დ) გააჩნია შედარებითი ან აბსოლუტური უკუჩვენება კომბინირებულ
ორალურ კონტრაცეპტივებში შემავალი ესტროგენული კომპონენტის მიმართ;
ე) არ გაამართლა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების
გამოყენებამ.

1553. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი ასუსტებს


კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას ერთდროული
გამოყენებისას?
ა) ფენიტოინი;
ბ) რიფამპინი;
გ) დიაზეპამი;
დ) ამიტრიპტილინი;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1554. ორსულობის დროს ქვემოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების


მიღებისასა რომელია მართებული მოსაზრება?
ა) აღწერილია, რომ ნატრიუმის ვალპროატი იწვევს სპინა ბიფიდა-ს
განვითარების რისკის გაზრდას;
ბ) ფენიტოინი დაკავშირებულია გულის თანდაყოლილ მანკებთან;
გ) ლითიუმის კარბონატი იწვევს გულის თანდაყოლილ პათოლოგიებს;
დ) ჰეპარინი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დეფექტებს;
*ე) პასუხი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1555. აღწერილია, რომ შემდეგი მედიკამენტების ზემოქმედებით იცვლება


დედის რძის რაოდენობა;
ა) ეთანოლი;
ბ) მეტოკლოპრამიდი;
გ) ბრომოკრიპტინი;
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;

1556. ორსულებში ასიმპტომური ბაქტერიურია:


ა) დაკავშირებულია ნაადრევი მშობიარობის რისკის მომატებასთან;
ბ) წარმოადგენს პიელონეფრიტის განვითარების რისკს;
გ) დაკავშირებულია ნაყოფის წონის შემცირების რისკთან;
*დ) პასუხი ყველა ზემოთ აღნიშნული;

1557. დიაბეტი ორსულებში დაკავშირებულია შემდეგ მდგომარეობებთან:


ა) მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკის გაზრდა;
ბ) ორსულის რეტინოპათიის განვითარების შენელება;
*გ) პრე-ეკლამფსიური ტოქსემია; ნაყოფის კარდიალური მალფორმაცია;
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1558. გენიტალურ ჰერპესთან დაკავშირებით მართებულია:


ა) ჩვეულებრივ ახასიათებს ინკუბაციური პერიოდი 14-21დღე, დიაგნოზი
დასტურდება სეროლოგიური ანალიზით;
ბ) მისთვის დამახასიათებელია პირველი შედარებით სუსტი შეტევა, რომლის
ინტენსივობა რეციდიული მიმდინარეობისას მატულობს;
გ) რეზისტენტულია ყველა ანტი-ვირუსული პრეპარატის მიმართ;
*დ) ჩვეულებრივ ახასიათებს ინკუბაციური პერიოდი 4-5 დღე; ყველაზე
ზუსტ დადასტურებას იძლევა უჯრედული კულტურა;

1559. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი არის რისკ ფაქტორი საშვილოსნოს ყელის


კიბოსთვის გარდა ერთისა:
ა) თამბაქოს მომხარება
ბ) მრავლობითი სექსუალური პარტნიორები
*გ) პირველი სქესობრივი კავშირი 21 წლის ასაკის შემდეგ
დ) ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირება

1560. სექსუალურად აქტიური ახალგაზრდა ქალები გამოკვლეული უნდა


იყვნენ:
*ა) ქლამიდიოზზე
ბ) ბაქტერიულ ვაგინოზზე
გ) ტრიქომონიაზზე
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე
ე) არცერთ ჩამოთვლილზე

1561. 35 წლის ქალი აღნიშნავს ჭარბ სისხლდენას მენსტრუაციის დროს.


ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება მენორაგიის რისკ-ფაქტორს:
*ა) სამი ან მეტი მშობიარობა ანამნეზში
ბ) 30 წლამდე ასაკი
გ) არამწეველი სტატუსი
დ) ალკოჰოლის ჭარბად მიღება

1562. 36 წლის ქალი უჩივის თმიანობის მატებას სახეზე. ანამნეზის


შეგროვებისას ვლინდება, რომ იტარებს მკურნალობას გინეკოლოგიური
პრობლემის გამო. თუმცა რა საშუალებით, ვერ ასახელებს.
ჩამოთვლილთაგან, რომელი იწვევს ყველაზე ხშირად აღნიშნულ სიმპტომს:
ა) მეფენამის მჟავა
ბ) ტრანექსამის მჟავა
გ) კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები
*დ) დანაზოლი

1563. ჩამოთვლილთაგან, რომელი პაციენტის შემთხვევაშია სავარაუდო


მეორადი დისმენორეა:
ა) 16 წლის გოგონა დისმენორეას აღნიშნავს მენარხეს პერიოდიდან
ბ) 18 წლის გოგონას ტკივილი ეწყება მენსტრუალური ციკლის დროს ან
დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და გრძელდება 24 საათამდე
*გ) 27 წლის ქალი, დისმენორეა გამოვლინდა 25 წლის ასაკიდან, თან
ახლავს დისპარეუნია და მენორაგია

1564. 16 წლის გოგონა მოგმართავთ სახეზე გამონაყარის არსებობის გამო.


მისი გადმოცემით გამონაყარი გაუჩნდა 2-3 თვის წინ, ასევე აღნიშნავს ხმის
დადაბლებას, თმიანობის მომატებას ნიკაპსა და მკერდზე. ბოლო 4-5 თვეა
მენსტრუაცია არარეგულარული გახდა. დათვალიერებით სახეზე ვლინდება
პაპულები და პუსტულები, ჰირსუტიზმი სახეზე, ხელებსა და მკერდზე,
ასევე ჭიპის ირგვლივ. რა იქნება შემდგომი ნაბიჯი:
*ა) საკვერცხის ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის გამორიცხვა
ბ) კონტრაცეპტივების დანიშვნა
გ) ჰიდროკორტიზონის დაბალი დოზებით მკურნალობის დაწყება
(სავარაუდოა გვიან გამოვლენილი თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი
ჰიპერპლაზია) და მდგომარეობის გაკონტროლება 2 თვეში
დ) ორსულობის გამორიცხვა და იზოტრეტინიონით მკურნალობის დაწყება
ე) მკურნალობის დაწყება ბენზოლის ზეჟანგით, მეტრონიდაზოლით და
ადგილობრივი რეტინოიდებით

1565. ორსულობის დროს ნორმალური სხეულის მასის ინდექსი გულისხმობს:


ა) სმი < 18,5
*ბ) სმი 18.5 – 24.9
გ) სმი 25 – 29.9
დ) სმი 30 – 34.9

1566. რა ზეგავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე ფოლის მჟავას


დეფიციტი:
ა) ნაყოფის ზრდა–განვითარების შეფერხება
ბ) თანდაყოლილი ანემია
*გ) ნერვული ღეროს დეფექტი
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1567. რომელ პერიოდშია რეკომენდებული ფოლის მჟავას მიღება ნერვული


ღეროს დეფექტების სიხშირის შესამცირებლად:
ა) ჩასახვიდან გესტაციის 12 კვირამდე
*ბ) ჩასახვამდე 2 თვით ადრე და ორსულობის პირველი 12 კვირის
მანძილზე
გ) მთელი ორსულობის მანძილზე
დ) ორსულობის მესამე ტრიმესტრში

1568. რა დოზითაა რეკომენდებული ფოლის მჟავას მიღება ორსულობის


დროს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების პრევენციისათვის?
ა) 2,5 მკგ სამჯერ დღეში
*ბ) 4 მკგ ერთხელ დღეში
გ) 10 მკგ ერთხელ დღეში
დ) 5 მკგ ორჯერ დღეში

1569. ორსულობის რა ვადაზეა რეკომენდებული ულტრაბგერითი


გამოკვლევის ჩატარება ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების (დაუნის
სინდრომი, ნერვული ღეროს ღია დეფექტი) გამოსავლენად:
ა) ორსულობის ადრეულ ვადაზე ( 6–8 კვირა)
ბ) ორსულობის მესამე ტრიმესრტში
*გ) ორსულობის 18–20 კვირაზე
დ) ორსულობის 10–11 კვირაზე

1570. ჰემოგლობინის ნორმალური დონე ორსულობის დროს არის:


ა) 11 გ/დლ მთელი ორსულობის მანძილზე
ბ) 10 გ/დლ ორსულობის პირველ ტრიმესრტრში
*გ) 11 გ/დლ პირველი ვიზიტის დროს და 10,5 გ/ლ ორსულობის მესამე
ტრიმესტრში
დ) 12 გ/დლ ორსულობის მესამე ტრიმესტრში

1571. ჰემოგლობინის რა მაჩვენებელზე არის საჭირო ორსულის მკურნალობის


დაწყება რკინის შემცველი პრეპარატებით:
*ა) < 10,5 გ/დლ –ზე
ბ) < 12 გ/დლ ზე
გ) < 11 გ/დლ–ზე

1572. ორსულობის პერიოდში რომელი ვიტამინის გადაჭარბებულმა მიღებამ


შეიძლება ტერატოგენულად იმოქმედოს ნაყოფზე:
*ა) A ვიტამინის
ბ) E ვიტამინის
გ) D ვიტამინის
დ) B ვიტამინის

1573. რომელი დებულებაა მართებული იოდის დანიშვნასთან დაკავშირებით


ორსულობის დროს:
ა) იოდის რუტინული დანიშვნა ორსულ ქალებში რეკომენდებული არაა
ბ) იოდის დანიშვნა უნდა მოხდეს ორსულობამდე პერიოდში
*გ) იოდის დამატება იმ პოპულაციაში, სადაც მაღალია ენდემური
კრეტინიზმის სიხშირე, იწვევს ამ დაავადების სიხშირის მნიშვნელოვან
შემცირებას გვერდითი ეფექტების გარეშე
დ) იოდის დამატება იმ პოპულაციაში, სადაც მაღალია ენდემური
კრეტინიზმის სიხშირე, იწვევს ამ დაავადების სიხშირის მნიშვნელოვან
შემცირებას, თუმცა გააჩნია მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები

1574. თქვენთან იმყოფება 25 წლის ორსული. პირველი ორსულობაა,


ორსულობის ვადა 28 კვირა. სამეანო და სამედიცინო ანამნეზი –
საყურადღებო ინფორმაციას არ ასახავს. მას ჩატარებული აქვს ყველა ის
გამოკვლევა, რაც რეკომენდებულია პირველ ვიზიტზე. კვლევების შედეგები
ნორმის ფარგლებშია. იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, ჩივილები არ
აქვს. სურს ინფექციების გამოსავლენად კვლევების ჩატარება რა
რეკომენდაციას მისცემდით:
ა) უნდა ჩაუტარდეს ტესტი ტოქსოპლაზმოზის გამოსავლენად,
ბ) უნდა ჩაუტარდეს ტესტი ციტომეგალოვირუსულ ინფექციაზე
გ) უნდა ჩაუტარდეს ტესტი როგორც ჰერპესზე
*დ) ტესტის ჩატარება ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე რუტინულად
რეკომენდებული არ არის

1575. თქვენთან იმყოფება 12 კვირის ორსული ქალბატონი. რომელი


კვლევების ჩატარებას ურჩევდით პრევენციის მიზნით, თუ იგი არის
ჯანმრთელი და მისი ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად:
ა) კვლევას სიფილისზე, ტოქსოპლაზმოზზე და ქლამიდიურ ინფექციაზე
ბ) კვლევას აივ–ინფექციაზე, ციტომეგალოვირუსზე და ქლამიდიაზე
*გ) კვლევას აივ–ინფექციაზე, B ჰეპატიტზე და ათაშანგზე
დ) არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კვლევას არ ჩავუტარებდი

1576. თქვენთან იმყოფება 10 კვირის ორსული ქალბატონი, რომელსაც


აწუხებს გულისრევა და ღებინება. ღებინება აღენიშნება დღეში 2–3 ჯერ.
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა მართებული ორსულთა
ღებინებასთან დაკავშირებით:
ა) გულისრევა არის ორსულობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი
სიმპტომი და ძირითადად გვხვდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში
ბ) ორსულს მივცემდი რეკომენდაციას ანტიემეტური მედიკამენტების
გამოყენების შესახე
*გ) ორსული ინფორმირებული უნდა იყოს რომ გულისრევა და ღებინება
ძირითად შემთხვევაში თავისით გაივლის 16–20 კვირის ვადაზე და ეს არ
არის დაკავშირებული ორსულობის ცუდ გამოსავალთან
დ) ორსულობის პირველ ტრიმესტრში გულისრევა– ღებინებამ შესაძლოა
გამოიწვიოს სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა

1577. 30 წლის ქალი 2 წელია აღნიშნავს ჭარბ სისხლდენას მენსტრუაციის


დროს. ანამნეზით და გასინჯვით ორგანული პათოლოგია არ ვლინდება.
პაციენტი ითხოვს მკურნალობის დანიშვნას. მას 2 შვილი ჰყავს და უახლოეს
მომავალში ორსულობას არ გეგმავს. მკურნალობასთან დაკავშირებით
ჩამოთვლილთაგან, მართებული დებულებაა:
ა) პირველი რიგის მკურნალობად შეიძლება დანაზოლის დანიშვნა
*ბ) ეფექტური იქნება მკურნალობა ლევორონგესტრელის საშვილოსნოს შიდა
საშუალებით
გ) შეიძლება ორალური პროგესტერონის დანიშვნა ლუთეინურ ფაზაში
დ) ეტამზილატი ეფექტურია პირველი რიგის მკურნალობად

1578. 30 წლის ქალი 2 წელია აღნიშნავს ჭარბ სისხლდენას მენსტრუაციის


დროს. ანამნეზით და გასინჯვით ორგანული პათოლოგია არ ვლინდება.
პაციენტი ითხოვს მკურნალობის დანიშვნას. მას 2 შვილი ჰყავს და უახლოეს
მომავალში ორსულობას არ გეგმავს. პაციენტს შესთავაზეთ მკურნალობა
ლევორონგესტრელის საშვილოსნოს შიდა საშუალებით. მკურნალობის
აღნიშნულ მეთოდთან დაკავშირებით მართებულია დებულება:
*ა) საშვილოსნოსშიდა საშუალების ჩადგმის შემდეგ, ხშირია
არარეგულარული სისხლდენა
ბ) ხშირად ვლინდება ჰორმონთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები,
როგორიცაა სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, აკნე, თავის ტკივილი
გ) საშვილოსნოს პერფორაციის რისკი, საშუალების ჩადგმის დროს 1%-ია

1579. 22 წლის გოგონა უჩივის ტკივილს მენსტრუალური ციკლის დროს.


გამოვლინდა მენარხედან 1 წლის შემდეგ. ტკივილი ეწყება მენსტრუალური
ციკლის დროს ან დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და გრძელდება 1-2 დღე.
რას ურჩევთ პაციენტს:
*ა) პაციენტს დაამშვიდებთ და აუხსნით, რომ ტკივილი ორგანული
ხასიათის არაა და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების
მიღება ტკივილს შეამცირებს
ბ) პაციენტს ეტყვით, რომ მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია და
საჭიროებს სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევას
გ) პაციენტს აუხსნით, რომ საჭიროა ჰორმონული კვლევების ჩატარება და
ამის შემდეგ გადაწყდება მკურნალობის მეთოდის არჩევა

1580. ჩამოთვლილთაგან, რომელი პაციენტისთვისაა რეკომენდებული


მკურნალობა ორალური პროგესტოგენით:
ა) 26 წლის ქალი უჩივის მენორაგიას და ტკივილს მენსტრუაციის დროს.
რეგულარულ მკურნალობას არ იტარებს. ბავშვები არ ჰყავს და რამდენიმე
წელი არ გეგმავს დაორსულებას
*ბ) 30 წლის ქალს მენორაგიის გამო ჩატარებული აქვს მკურნალობა
ლევონორგესტრელის საშვილოსნოს შიდა საშუალებით, ტრანექსამის მჟავით,
კოკ-ებით, თუმცა უშედეგოდ. აასს-ების მიმართ აქვს აუტანლობა
გ) 40 წლის ქალს აქვს მენორაგია და 5 სმ დიამეტრის საშვილოსნოს
ფიბრომული კვანძები. არ სურს ქირურგიული მკურნალობის ჩატარება
დ) 35 წლის ქალს აქვს მენორაგია. სურს ხანგრძლივმოქმედი საშუალებით
მკურნალობა და კონტრაცეფცია

1581. ჩამოთვლილთაგან, რომელი პაციენტისთვისაა რეკომენდებული


მკურნალობა ლევონორგესტრელის საშვილოსნოს შიდა საშუალებით:
*ა) 26 წლის ქალი უჩივის მენორაგიას და ტკივილს მენსტრუაციის დროს.
რეგულარულ მკურნალობას არ იტარებს. ბავშვები არ ჰყავს და რამდენიმე
წელი არ გეგმავს დაორსულებას
ბ) 30 წლის ქალს მენორაგიის გამო ჩატარებული აქვს მკურნალობა
ლევონორგესტრელის საშვილოსნოს შიდა საშუალებით, ტრანექსამის მჟავით,
კოკ-ებით, თუმცა უშედეგოდ. აასს-ების მიმართ აქვს აუტანლობა
გ) 40 წლის ქალს აქვს მენორაგია და 5 სმ დიამეტრის საშვილოსნოს
ფიბრომული კვანძები. არ სურს ქირურგიული მკურნალობის ჩატარება

1582. ჩამოთვლილთაგან რომელი პაციენტისთვისაა რეკომენდებული


ენდომეტრიუმის აბლაცია:
ა) 26 წლის ქალი უჩივის მენორაგიას და ტკივილს მენსტრუაციის დროს.
რეგულარულ მკურნალობას არ იტარებს. ბავშვები არ ჰყავს და რამდენიმე
წელი არ გეგმავს დაორსულებას
ბ) 30 წლის ქალს მენორაგიის გამო ჩატარებული აქვს მკურნალობა
ლევონორგესტრელის საშვილოსნოს შიდა საშუალებით, ტრანექსამის მჟავით,
კოკ-ებით, თუმცა უშედეგოდ. აასს-ების მიმართ აქვს აუტანლობა
გ) 40 წლის ქალს აქვს მენორაგია და 5 სმ დიამეტრის საშვილოსნოს
ფიბრომული კვანძები
*დ) 40 წლის ქალი 2 წელია აღნიშნავს ჭარბ სისხლდენას მენსტრუაციის
დროს. სისხლდენა იმდენად ინტენსიურია, რომ აუარესებს ცხოვრების
ხარისხს. ქალი მომავალში ბავშვის გაჩენას აღარ გეგმავს

1583. 26 წლის მეძუძურმა ქალბატონმა მოგმართათ კონტრაცეპტივის


შერჩევის მიზნით. მშობიარობა ჰქონდა 2 თვის წინ, მენსტრუალური ციკლი
არ აღენიშნება. რომელი მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი
მისთვის:
*ა) კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი
ბ) საშვილოსნოსშიგა საშუალებები
გ) კონდომები
დ) ლაქტაციური ამენორეის მეთოდი
ე) მხოლოდ პროგესტინული საშუალებები

1584. მოგმართათ 32 წლის მეძუძურმა ქალბატონმა კონტრაცეპტივის


შერჩევის მიზნით. ახლაშობილი 2 თვიაა და იმყოფება ექსკლუზიურ ძუძუთი
კვებაზე. დედას აინტერესებს რამდენად დაიცავს ძუძუთი კვება დაუგეგმავი
ორსულობისგან. რომელი დებულებაა ყველაზე მართებული:
ა) ლამი (ლაქტაციური ამენორეის მეთოდი) ეფექტურია ძუძუთი კვების
მთელ პერიოდში
ბ) ლამი ეფექტურია ძუძუთი კვების პირველი 3 თვის განმავლობაში
გ) ლამი ეფექტურია ძუძუთი კვების განმავლობაში, თუ ქალს არ აქვს
მენსტრუაცია
დ) ლამი ეფექტურია ძუძუთი კვების პირველი 6 თვის განმავლობაში, თუ
ქალს არ აქვს მენსტრუაცია და ძუძუთი კვებავს ბავშვს
*ე) ლამი ეფექტურია ძუძუთი კვების პირველი 6 თვის განმავლობაში, თუ
ქალს არ აქვს მენსტრუაცია, ბავშვის კვებათა შორის ინტერვალი არ
აღემატება დღის განმავლობაში 4, ხოლო ღამით 6 საათს

1585. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს


რეფერალის ჩვენებაა:
ა) გულისრევა
ბ) სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა
გ) დიარეა
დ) თავის ტკივილი
*ე) სიყვითლე

1586. მოგმართათ 38 წლის ქალბატონმა, რომელსაც დაუნიშნეთ კოკი


კონტრაცეპციის მიზნით. რამდენ ხანში დაიბარებთ პაციენტს განმეორებითი
კონსულტაციისთვის:
ა) 1 თვეში
ბ) 2 თვეში
*გ) 3 თვეში
დ) 6 თვეში

1587. 45 წლის ქალბატონი მკურნალობს არტერიული ჰიპერტენზიის გამო.


რომელი კონტრაცეპტივის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი მისთვის:
*ა) კოკი
ბ) საშვილოსნოსშიგა საშუალებები
გ) პროგესტინული აბები
დ) კონდომები

1588. 37 წლის მწეველი ქალბატონი გთხოვთ კონტრაცეპციის მეთოდის


შერჩევას, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მეთოდის გამოყენება არ არის
მიზანშეწონილი:
ა) კონდომები
ბ) სპერმიციდები
*გ) კოკები
დ) პროგესტინული საშუალებები
ე) საშვილოსნოსშიგა საშუალებები

1589. მოგმართათ 18 წლის გოგონამ კონტრაცეპციის მიზნით. რომელი


მეთოდის გამოყენებაა მიზანშეწონილი მისი რეპროდუქციული ასაკის
გათვალისწინებით:
ა) ქირურგიული სტერილიზაცია
ბ) საშვილოსნოსშიგა საშუალება
*გ) კოკი, კონდომი
დ) კოკი
ე) კონდომი

1590. 43 წლის ქალბატონი მოგმართავთ კონტრაცეპციისთვის, მას ჰყავს სამი


შვილი და გთხოვთ „ყველაზე საიმედო“ საშუალებას. რომელ მეთოდს
შესთავაზებდით:
ა) კოკი
ბ) ბარიერული
*გ) ქირურგიული სტერილიზაცია
დ) საშვილოსნოსშიგა საშუალება
ე) ბუნებრივი მეთოდი
1591. რომელი ნიშანია დამახასიათებელი ქლამიდიური ცერვიციტისათვის:
ა) დიზურია, პიურია
ბ) გახანგრძლივებული მენსტრუაცია
გ) ხშირი შარდვა
*დ) ჩირქოვანი ან ლორწოვან– ჩირქოვანი გამონადენი საშოდან

1592. ქლამიდიოზის დიაგნოსტიკაში რომელი სადიაგნოსტიკო ტესტია


ყველაზე ზუსტი (მაღალმგრძნობიარე):
ა) სეროლოგია
*ბ) ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტი (NAAT)
გ) ფერმენტ–დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი ( Enzyme linked
immunosorbent assay [ELISA])
დ) უჯრედული კულტურა

1593. საშვილოსნოს ყელისა და ურეთრის გაურთულებელი გონოკოკური


ინფექციის სამკურნალოდ მოწოდებული სქემებიდან რომელია სწორი:
*ა) ცეფტრიაქსონი 125 მგ IM ერთჯერადად ან ცეფიქსიმი 400 მგ
პერორალურად ერთჯერად დოზად
ბ) ციპროფლოქსაცინი 500 მგ პერორალურად ორჯერ დღეში
გ) ოფლოქსაცინი 500 მგ პერორალურად ორჯერ დღეში
დ) ლევოფლოქსაცინი 500 მგ პერორალურად ერთჯერადად

1594. მოზრდილებში C.Trachomatis მიერ გამოწვეული ინფექციების


მკურნალობისთვის პირველი რიგის არჩევის პრეპარატია:
ა) ერითრომიცინი 500 მგ ოთხჯერ დღეში შვიდი დღე
ბ) ერითრომიცინი 500 მგ ორჯერ დღეში 14 დღე
*გ) დოქსიციკლინი 100 მგ ორჯერ დღეში შვიდი დღე ან აზიტრომიცინი
1 გრ პერორარულად ერთჯერადად
დ) ტეტრაციკლინი 500 მგ ოთხჯერ დღეში შვიდი დღე

1595. მოგმართათ 22 წლის გოგონამ გინეკოლოგიური შემოწმების მიზნით.


მას არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს. საუბარში
გაირკვა, რომ სქესობრივად აქტიურია და პერიოდულად აქვს დაუცველი
სექსი. პაციენტმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მას
ჰყავდა 4 სქესობრივი პარტნიორი. მენჯის ანთებითი დაავადებების
პრევენციის მიზნით რომელია მათებული პირველი საფეხური:
ა) ემპირიული მკურნალობის დაწყება N. Gonorrhoeae და C.
trachomatis ინფექციებისა
ბ) კონსულტირების ჩატარება მაღალი რისკის ქცევის შემცირების მიზნით
*გ) სკრინინგი N. Gonorrhoeae და C. trachomatis ინფექციებზე,
მკურნალობის დაწყება დადებითი სწორი პასუხის შემთხვევაში
დ) სკრინინგი N. Gonorrhoeae და C. trachomatis ინფექციებზე,
მკურნალობის დაწყება სიმპტომების გაჩენისთანავე

1596. რომელია სამი ყველაზე ხშირი დაავადება რომელიც ასოცირებულია


საშოდან გამონადენთან:
ა) ქლამიდიოზი, კანდიდოზი, ტრიქომინიაზი
ბ) ბაქტერიული ვაგინოზი (ნორმალური ვაგინალური ფლორის ჩანაცვლება
ანაერობული მიკროორგანიზმების, მიკოპლაზმებისა და Gardnerella
vaginalis–ის ჭარბი ზრდით), ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი
გ) გენიტალური ჰერპესი, ბაქტერიული ვაგინოზი , კანდიდოზი
*დ) ბაქტერიული ვაგინოზი, ტრიქომონიაზი, კანდიდოზი

1597. ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობისათვის მეტრონიდაზოლის რა


დოზით გამოყენებაა რეკომენდებული:
ა) მეტრონიდაზოლი 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 10 დღის
განმავლობაში;
ბ) მეტრონიდაზოლი 250 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 7 დღის
განმავლობაში;
*გ) მეტრონიდაზოლი 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 7 დღის
განმავლობაში
დ) მეტრონიდაზოლი 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 14 დღის
განმავლობაში ან მეტრონიდაზოლის 0.75%–იანი გელი, ერთი სრული
აპლიკაცია (5გ) ინტრავაგინალურად, დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში

1598. მენჯის ღრუს ანთებით დაავადებების არსებობაზე მიუთითებს ქვემით


ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ–ერთი :
*ა) მტკივნეულობა სქესობრივი აქტის დროს, მენსტრუაციათა შორის
სისხლდენა
ბ) სუნიანი, უხვი გამონადენი საშოდან
გ) წვის შეგრძნება შარდვისას
დ) საშოს ქავილი

1599. რომელი რეკომენდაციაა მართებული მცირე მენჯის ღრუს ანთებითი


დაავადებების მკურნალობის შესახებ:
ა) ქალები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მენჯის ღრუს ანთებითი
დაავადებებით მკურნალობას არ საჭიროებენ
ბ) მკურნალობისათვის პაციენტი უნდა გაიგზავნოს ქირურგთან
*გ) მცირე მენჯის ანთებითი დაავადების მკურნალობა უნდა დაიწყოს
მაშინვე, როგორც კი დაისმება წინასწარი დიაგნოზი, რადგანაც შორეული
გართულებების პრევენცია დამოკიდებულია შესაბამისი ანტიბიოტიკის
დაუყოვნებელ დანიშვნაზე
დ) ამბულატორიულ თერაპიას არ შეუძლია ხანმოკლე და შორეული
გართულებების ისეთივე სიხშირით პრევენცია, როგორც ჰოსპიტალური
მკურნალობის დროს

1600. მოგმართათ 24 წლის სქესობრივად აქტიურმა ქალმა მეტრორაგიის


გამო. მანამდე ციკლი რეგულარული ჰქონდა, ბოლო მენსტრუაცია - 5
კვირის წინ. ობიექტური შეფასებიდან საყურადღებოა პალპაციით მუცლის
ქვედა ნაწილისა და ბოქვენზედა მიდამოს მტკივნეულობა. საწყისი
დაიგნოსტიკური კვლევებიდან, რომელია ყველაზე მართებული:
ა) სისხლის საერთო ანალიზი და ტრანსაბდომინალური ექოსკოპია
ბ) სისხლის და შარდის საერთო ანალიზი
*გ) ქორიოგენული გონადოტროპინი და ვაგინალური ექოსკოპია
დ) ქორიოგენული გონადოტროპინი და მცირე მენჯის კომპიუტერული
ტომოგრაფია

1601. მოგმართათ 34 წლის ქალმა მუცლის ტკივილის, გულისრევისა და


განმეორებითი ღებინების ჩივილით. გამოკითხვით გაირკვა, რომ ციკლი
რეგულარული ჰქონდა, მაგრამ ბოლოს დაეწყო 1 კვირით ადრე და ახლა
მესამე დღეს, სისხლდენა ჩვეულებრივზე ინტენსიურია. პაციენტი
სქესობრივად აქტიურია, თავს იცავს არარეგულარულად, ჰყავს მეუღლე და 2
შვილი. თქვენ ჩაატარეთ ორსულობის ტესტი, რომელიც დადებითია. ქვემოთ
ჩამოთვლილი ანამნეზური მონაცემებიდან რა მიგანიშნებთ ექტოპიური
ორსულობის მომატებულ რისკზე:
ა) კუჭის წყლული
*ბ) მცირე მენჯის ანთებითი დაავადება
გ) საშარდე გზების მწვავე ინფექცია
დ) ქრონიკული ყაბზობა

1602. 60 წლის ქალბატონი უჩივის არეოლაზე ვარდისფერი მაცერირებული


უბნის არსებობას. ცოტა ხნის წინ გამოცვალა სარეცხი ფხვნილი, რასაც
უკავშირებს აღნიშნულ ჩივილის გაჩენას, თვლის, რომ ეს ალერგიული
რეაქციაა. ტოპიკური კორტიკოსტეროიდის არაეფექტურობის შემთხვევაში,
როგორი უნდა იყოს შემდგომი ტაქტიკა:
ა) ანტიბიოტიკით მკურნალობა
*ბ) მამოგრაფია
გ) ანტიმიკოზური მკურნალობა
დ) დ ვიტამინით მკურნალობა

1603. მოგმართათ 39 წლის ქალბატონმა სარძევე ჯირკვალში არსებული


წარმონაქმნის გამო. პალპაციით თქვენ სინჯავთ მკვრივ, უმტკივნეულო
ფიქსირებულ კვანძს, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 1 სმ-ია, კიდეები
უსწორმასწოროა. როგორი იქნება მეტად გამართლებული მართვის ტაქტიკა
აღნიშნულ შემთხვევაში|:
ა) დავამშვიდოთ პაციენტი და გავუშვათ ბინაზე
ბ) დავგეგმოთ მამოგრაფიული კონტროლი 3 თვეში
გ) ჩავატაროთ გენეტიკური ანალიზი ბიოფსიის საკითხის გადასაწყვეტად
*დ) ჩავატაროთ ექოსკოპია და დამიზნებითი ბიოფსია
ე) დავგეგმოთ მამოგრაფია 40 წლის ასაკიდან

1604. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელია ქალებში ყველაზე მეტად


გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე:
*ა) ძუძუს კიბო
ბ) საკვერცხის კიბო
გ) საშვილოსნოს ყელის კიბო
დ) ფილტვის კიბო
ე) ენდომეტრიუმის კიბო
1605. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის ძუძუს კიბოს რისკ –
ფაქტორი:
*ა) დაგვიანებული მენარხე
ბ) დაგვიანებული მენოპაუზა
გ) ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი
დ) ასაკი
ე) კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მოხმარება

1606. მენოპაუზად ითვლება სპონტანური ამენორეა ჯანმრთელ ქალთან


რეპროდუქციული სისტემის სხვა პრობლემების გარეშე შემდეგი პერიოდის
განმავლობაში:
ა) 6 თვე
ბ) 24 თვე
*გ) 12 თვე
დ) 18 თვე

1607. 28 კვირის ორსული მოვიდა ანტენატალურ ვიზიტზე. მას დაუდგინდა


III ჯგუფის სისხლი, რეზუს–უარყოფითი. რომელი გამოკვლევების
ჩატარებაა რეკომენდებული აღნიშნულ ვიზიტზე:
ა) შარდში პროტეინურიის ხარისხის დადგენა, სკრინინგი ანემიისა და
რეზუს–ანტისხეულების გამოვლენის მიზნით
ბ) შარდში პროტეინურიის ხარისხის დადგენა, სკრინინგი ანემიისა და
გესტაციური დიაბეტის გამოვლენის მიზნით
*გ) შარდში პროტეინურიის ხარისხის დადგენა, სკრინინგი ანემიის,
გესტაციური დიაბეტის და რეზუს–ანტისხეულების გამოვლენის მიზნით
დ) შარდში პროტეინურიის ხარისხის დადგენა, სკრინინგი გესტაციური
დიაბეტის და რეზუს–ანტისხეულების გამოვლენის მიზნით

1608. 16 კვირის ორსულს ჩაუტარდა სამმაგი სკრინინგ ტესტი. ალფა–


ფეტოპროტეინის რაოდენობა სისხლის პლაზმაში 3–ჯერ აღემატება ორსულის
აღნიშნული ვადისათვის საშუალო ნორმალურ მაჩვენებელს. ყველა
ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობა განმარტავს ამ პათოლოგიურ მოვლენას,
გარდა ერთისა. შემოხაზეთ სწორი პასუხი:
ა) ანენცეფალია
*ბ) დაუნის სინდრომი
გ) 12–გოჯა ნაწლავის ატრეზია
დ) ომფალოცელე
ე) ტყუპი ნაყოფი

1609. 32 კვირის ორსული მივიდა ანტენატალურ ვიზიტზე ოჯახის ექიმთან.


აღნიშნული ორსულობა პირველია, აქვს რეზუს–უარყოფითი, 0 (I) ჯგუფის
სისხლი. რომელი გამოკვლევების ჩატარებაა რეკომენდებული აღნიშნულ
ვიზიტზე:
*ა) შარდში პროტეინურიის ხარისხის დადგენა, სამეანო ულტრაბგერითი
გამოკვლევა
ბ) შარდში პროტეინურიის ხარისხის დადგენა, სკრინინგი ანემიასა და
რეზუს ანტისხეულების გამოვლენის მიზნით
გ) სკრინინგი ანემიაზე, სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა
დ) შარდში პროტეინურიის ხარისხის დადგენა, სკრინინგი რეზუს–
ანტისხეულების გამოვლენის მიზნით, სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევა

1610. 35 წლის ქალბატონმა ორსულობის 12 კვირის ვადაზე მიმართა


ოჯახის ექიმს. შარდში გამოვლინდა ბაქტერიურია (კოლონიზაციის ხარისხი
>105). პაციენტი ჩივილებს არ წარმოადგენს. თავს კარგად გრძნობს.
არტერიული წნევა 90/60 მმ ვერცხლ. სვ–ისა. ქვემოთჩამოთვლილთაგან,
შემოხაზეთ სწორი პასუხი:
ა) ასიმპტომური ბაქტერიურია საფრთხეს არ წარმოადგენს ორსულობის
შემდგომი განვითარებისათვის
*ბ) ასიმპტომური ბაქტერიურიის გამოვლენა და მკურნალობა ამცირებს
პიელონეფრიტის განვითარების რისკს
გ) ასიმპტომური ბაქტერიის მკურნალობა არ არის რეკომედებული

1611. 18 წლის გოგონამ მიმართა ექიმს ჩივილებით: ტკივილი მუცლის


ქვედა არეში, სხეულის ტემპერატურის მომატებას 38.50C. ანამნეზიდან
ირკვევა, რომ უკანასკნელი სქესობრივი კავშირი ჰქონდა 10 დღის წინ,
მენსტრუაცია დაუმთავრდა 3 დღის წინ. პაციენტის გასინჯვის შედეგად
გამოვლინდა: მტკივნეული დანამატები, საშვილოსნოს ყელიდან ჩირქოვანი
გამონადენი, ქვემოთჩამოთვლილთაგან, შემოხაზეთ სავარაუდო დიაგნოზი:
ა) ქლამიდიოზი
ბ) ტრიქომონიაზი
*გ) გონორეული ინფექცია
დ) ქრონიკული ადნექსიტის გამწვავება

1612. მოგმართავთ 20 კვირის ორსული. არის მე–3 ორსულობა, პირველი


მშობიარობა ჰქონდა ნაადრევად, მე–2 მშობიარობა – დროულად. ამჟამად
უჩივის წელის ტკივილს. ჩაუტარდა ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი
გამოკვლევა 2 დღის წინ. საშვილოსნოს ყელის სიგრძეა – 30 მმ. აღენიშნება
საშვილოსნოს უკანა კედლის ჰიპერტონუსი. ნაყოფის პათოლოგია
გამოვლენილი არ არის. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელ ტაქტიკას
აირჩევდით პრობლემის მართვისათვის:
ა) რადგან ორსულს ანამზნეზში აღენიშნება ნაადრევი მშობიარობა,
რეკომენდებულია მისი ჰოსპიტალიზაცია
ბ) ანამნეზში ნაადრევი მშობიარობის გამო რეკომენდებულია ცირკულარული
ნაკერის დადება საშვილოსნოს ყელზე
გ) საშვილოსნოს ყელის სიგრძის გამო განხილულ უნდა იქნას
ცირკულარური ნაკერის დადების შესაძლებლობა
*დ) ორსულს უნდა დაენიშნოს ტრანსვაგინალური კვლევა, საშვილოსნოს
ყელის სიგრძის შეფასების მიზნით, ორსულობის 24–ე კვირის ვადაზე

1613. მოგმართავთ 24 კვირის ორსული. პაციენტი 18 წლისაა. წონა 49


კგ, სიმაღლე 168 სმ. მისი გადმოცემით ექიმთან ვიზიტის წინა დღეს
აღენიშნებოდა ვარდისფერი გამონადენი საშოდან. ულტრაბგერითი
გამოკვლევით პლაცენტის წინამდებარეობა გამოირიცხა. საშვილოსნოს ყელის
სიგრძე არის 24.5 მმ. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელ ტაქტიკას აირჩევდით
პრობლემის მართვისათვის:
ა) ორსული საჭიროებს დაკვირვებას და ტოკოლიზური პრეპარატების
დანიშვნას ნაყოფის შენარჩუნების მიზნით
ბ) ორსული არ წარმოადგენს მაღალი რისკის ჯგუფს, ამიტომ არ საჭიროებს
ნაადრევი მშობიარობის პრევენციას
*გ) ორსული წარმოადგენს მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის მაღალი
რისკის ჯგუფის პაციენტს. ის უნდა მოთავსდეს სტაციონარში და პრევენციის
მიზნით, განხილულ უნდა იქნას საკითხი საშვილოსნოს ყელზე
ცირკულარული ნაკერის დადების შესაძლებლობის შესახებ
დ) ორსული საჭიროებს ტოკოლიზური პრეპარატებით მკურნალობის
დაწყებას, რაც შეიძლება, სწრაფად

1614. მოგმართათ 28 წლის ორსულმა, რომელსაც აღენიშნებოდა


მოჭარბებული გამონადენი საშოდა, ძლიერი ქავილისა და წვის შეგრძნება
გარეთა სასქესო ორგანოების არეში. პაციენტს ჩაუტარდა საშოს ნაცხის
ბაქტერიოსკოპიული კვლევა და დაუდგინდა კანდიდური ვაგინიტი.
ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელ ვარიანტს აირჩევდით აღნიშნული
პრობლემის მართვის მიზნით:
ა) ორსულს უნდა დაენიშნოს ვაგინალური კანდიდოზის პერორალური და
ადგილობრივი მკურნალობა
ბ) ორსულს უნდა დაენიშნოს იმიდაზოლის ადგილობრივი გამოყენება 20
დღის განმავლობაში
*გ) ორსულს უნდა დაენიშნოს იმიდაზოლის ადგილობრივი გამოყენება 1
კვირის განმავლობაში
დ) ადგილობრივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს აღმავალი ინფექცია,
ამიტომ ორსულს უნდა დაენიშნოს მხოლოდ პერორალური მკურნალობა

1615. მოგმართათ 47 წლის ქალბატონმა, რომელიც უჩივის სისხლდენას


საშვილოსნოდან უკვე 1 წელია. მენომეტრორაგიის გამო მკურნალობდა
სხვადასხვა ექიმთან, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ პაციენტს
აღენიშნება I ხარისხის სიმსუქნე, არტერიული წნევა 140/95 Hg mm.
საშვილოსნოს ზომა ნორმაშია. ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელ ვარიანტს
აირჩევდით აღნიშნული პრობლემის მართვის მიზნით:
ა) დაუნიშნავთ ესტროგენებს
ბ) დაუნიშნავთ ანთებისაწინააღმდეგო მკურნალობას
გ) დაუნიშნავთ კონტრაცეპტივებს პერორალურად
*დ) დაუნიშნავთ საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკურ გამოფხეკას

1616. ექიმს მიმართა 35 წლის ქალბატონმა ჩივილებით: საშოდან


გამონადენი, საერთო სისუსტე. გასინჯვისას, გამოვლინდა საზარდულის
ლიმფური ჯირკვლების გადიდება, მოვარდისფრო გამონაყარი ხელისა და
ფეხის გულზე. ანამნეზიდან ირკვევა, რომ 2 თვის წინ გარეთა სასქესო
ორგანოების არეში, კანზე შეამჩნია მცირე ზომის უმტკივნეულო წყლული,
რომელიც მკურნალობის გარეშე გაქრა. სავარაუდოდ, რომელ ინფქციასთან
გვაქვს საქმე:
ა) ქლამიდიოზი
ბ) ტრიქომონიაზი
*გ) სიფილისი
დ) გონორეა
ე) ბაქტერიული ვაგინოზი

1617. 28 წლის პაციენტმა მოგვმართა ჩივილებით: სუნიანი, მომწვანო


გამონადენი საშოდან და გამოხატული ქავილი ვულვის არეში. პაციენტი
აღნიშნავს, რომ მსგავსი სუნით, ოღონდ მცირე რაოდენობით გამონადენი აქვს
მის პარტნიორსაც. გასინჯვისას, საშვილოსნოს ყელის არეში დაფიქსირდა ღია
წითელი ფერის ლაქები. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:
ა) კანდიდიოზი
ბ) ქლამიდიოზი
*გ) ტრიქომონიაზი
დ) გონორეა
ე) სიფილისი

1618. 28 წლის არანამშობიერებმა ქალმა მიმართა ოჯახის ექიმს ჩივილებით:


ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მტკივნეული შარდვა. აღნიშნული
მდგომარეობა გრძელდება რამდენიმე თვეა. ვაგინალური გასინჯვით
გამოვლინდა ჩირქოვან–ლორწოვანი გამონადენი საშვილოსნოს ყელიდან,
შარდის გამოკვლევით კი დიდი რაოდენობით ლეიკოციტი. შემოხაზეთ მეტად
სავარაუდო დიაგნოზი:
ა) გონორეა
ბ) ტრიქომონიაზე
გ) ბაქტერიული ვაგინოზი
*დ) ქლამიდიოზი

1619. 48 წლის ქალბატონს საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ


დანიშნული ჰქონდა 1 კვირის განმავლობაში პენიცილინი. ანტიბიოტიკის
მიღების შემდეგ მას დაეწყო თეთრი გამონადენი საშოდან, გარეთა სასქესო
ორგანოების არეში ძლიერი ქავილი. შეარჩიეთ ამ ტიპის ვაგინიტისათვის
სწორი მკურნალობა:
ა) მეტრონიდაზოლი
ბ) ესქტორგენების შემცველი კრემი
გ) სულფანილამიდური ვაგინალური კრემი
*დ) სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა
ე) დალაცინის კრემი

1620. მშობიარობის შემდგომ, ლოგინობის პერიოდში, ქალბატონს 4 დღის


განმავლობაში აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, მიუხედავად იმისა, რომ ამ
ხნის განმავლობაში მკურნალობს 3 სხვადასხვა ანტიბიოტიკით. 6 დღის წინ,
პაციენტს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ნაყოფის ჰიპოქსიის გამო ყველაზე
მაღალი ალბათობით,. მშობიარობის შემდგომ რომელ გართულებასთან გვაქვს
საქმე:
ა) ინფიცირებული ჰემატომა
*ბ) მენჯის ვენების თრომბოფლებიტი
გ) საშარდე გზების ინფექცია
დ) პარამეტრიტი
ე) მასტიტი

1621. 30 წლის ქალბატონმა იმშობიარა ბუნებრივად, ეპიდურული


ანესთეზიით. შარდის შეკავების გამო, მას ჩაუტარდა კათეტერიზაცია.
მშობიარობიდან 2 დღის შემდეგ პაციენტი უჩივის ტკივილს ზურგის არეში,
შემცივნებას. მშობიარობის შემდგომ, რომელ გართულებასთან გვაქვს საქმე;
ა) ინფიცირებული ჰემატომა
ბ) მენჯის ვენების თრომბოფლებიტი
*გ) საშარდე გზების ინფექცია
დ) პარამეტრიტი
ე) მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები

1622. მშობიარობის შემდგომი რისკ ფაქტორებია ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) გახანგრძლივებული მშობიარობა
ბ) მძიმე ანემია
*გ) ტყუპი ნაყოფით მშობიარობა
დ) ხანგრძლივი უწყლო პერიოდი
ე) ხშირი საშოსმხრივი გასინჯვა

1623. 25 წლის ქალბატონს მშობიარობიდან მე–10 დღეს აეწია ტემპერატურა


და დაეწყო შემცივნება. სარძევე ჯირკვალი გამკვრივებული და ჰიპერემიული.
პაციენტს დაესვა მასტიტის დიაგნოზი. შეარჩიეთ ცხელების მართვის სწორი
ტაქტიკა:
ა) ძუძუთი კვების შეწყვეტა, ცეფალექსინი 500 მგ 6 სთ–ში ერთჯერ 10–14
დღის განმავლობაში
*ბ) ძუძუთი კვება, ცეფალექსინი 500 მგ 6 სთ–ში ერთჯერ 10–14 დღის
განმავლობაში
გ) ძუძუთი კვების შეწყვეტა, ოფლოქსაცინი 400 მგ 10 დღის განმავლობაში
დ) ძუძუთი კვება, ოფლოქსაცინი 400 მგ დღეში და მეტრონიდაზოლი 1500
მგ დღეში

1624. ჯანმრთელი ბავშვი თავისით ბრუნდება მუცელზე და ჯდება


დახმარებით:
*ა) 4-5 თვის ასაკიდან;
ბ) 6-7 თვის ასაკიდან;
გ) 3-4 თვის ასაკიდან;
დ) 5-6 თვის ასაკიდან.

1625. რას შეიცავს მცნება "პერინატალური სიკვდილიანობა"?


ა) 1 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობას ყოველ 1000
ცოცხლადშობილზე;
*ბ) მკვდრადშობილების რაოდენობას + 7 დღემდე ასაკში გარდაცვლილ
ახალშობილთა რაოდენობა გამრავლებული 1000-ზე და გაყოფილი ცოცხალი
და მკვდრადშობილი ბავშვების რაოდენობათა ჯამზე;
გ) მკვდრადშობილთა რაოდენობას.
1626. შობადობის კოეფიციენტი განისაზღვრება:
ა) დაბადებულ ბავშვთა რაოდენობით (პროცენტებში);
ბ) დაბადებულ ბავშვთა რაოდენობით (პრომილეებში);
გ) წლის განმავლობაში ცოცხლადშობილების რაოდენობის 1000-ზე
ნამრავლის გაყოფით მოსახლეობის საერთო რიცხვზე (პროცენტებში);
*დ) წლის განმავლობაში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობის შეფარდებით
მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან (პრომილეებში).

1627. რა ასაკშია პულსის ნორმალური სიხშირე 110-115 წუთში?


ა) 1 წელი;
*ბ) 2 წელი;
გ) 5 წელი;
დ) ახალშობილი.

1628. რა ასაკშია პულსის ნორმალური სიხშირე 135-140 წუთში:


ა) 1 წელი;
ბ) 2 წელი;
გ) 5 წელი;
*დ) ახალშობილი.

1629. 2 წლის ბავშვი შეიძლება ჩაითვალოს ხშირად მოავადედ თუ:


*ა) მწვავე დაავადებები აღენიშნებოდა წლის განმავლობაში 7-ჯერ;
ბ) ბრონქული ასთმის გამწვავება აღენიშნებოდა წლის განმავლობაში 2-ჯერ
და ასევე 2-ჯერ მწვავე რესპირაციული დაავადება;
გ) რეკონვალესცენციის სტადიაში რაქიტის ფონზე წლის განმავლობაში 3-
ჯერ აღენიშნებოდა მწვავე დაავადებები;
დ) ბავშვს აქვს ქრონიკული ოტიტი ხშირი გამწვავებით.

1630. 1 თვის ასაკის ბავშვის სმენის ფუნქციის ნორმალურ განვითარებაზე


მიუთითებს:
ა) თვალების ხამხამი და შეკრთომა უეცარ ხმაურზე;
*ბ) მოზრდილის ხმაზე მიყურადება;
გ) ხმაურის უხილავი წყაროს თვალებით მოძებნა;
დ) დედის ხმის ცნობა

1631. 3 თვის ასაკის ბავშვის ნორმალურ განვითარებას ასახავს ყველა, გარდა


ერთისა:
ა) ორიენტირებული მხედველობის რეაქციების განვითარება;
ბ) დადებით-ემოციური რეაქციების განვითარება;
გ) ზოგადი მოძრაობების განვითარება;
*დ) ხელის ფუნქციის განვითარება (სათამაშოს აღების უნარი)

1632. 1 თვის ასაკის ბავშვის ნორმალური განვითარების მაჩვენებელია


ყველა, გარდა ერთისა
ა) მოძრავი საგნის თვალთვალი;
*ბ) მხედველობის კონცენტრაცია;
გ) სმენითი ყურადღება;
დ) ურთიერთობაზე ღიმილით პასუხი;
ე) მუცელზე წოლისას თავის აწევა.

1633. 5 თვის ასაკის ბავშვის ნორმალურ განვითარებას ასახავს ყველა, გარდა


ერთისა
ა) ორიენტირებული მხედველობითი და სმენითი რეაქციები;
ბ) ჩვევები;
გ) ზოგადი მოძრაობები;
*დ) ლაპარაკის აღქმა;
ე) სამეტყველო აქტიურობა.
ვ) ხელის მოძრაობები

1634. 2 თვის ასაკის ბავშვის ნერვულ-ფსიქიკური განვითარების


გამოკვლევით გამოვლინდა: ემოციური რეაქციები - ურთიერთობისას
სწრაფად პასუხობს ღიმილით; ზოგადი მოძრაობები - წინამხრებზე
დაყრდნობილი და თავაწეული ხანგრძლივად წევს მუცელზე, იღლიებით
დაჭერისას ეყრდნობა მუხლის სახსრებში გასწორებულ ფეხებს, ვერტიკალურ
მდგომარეობაში იჭერს თავს; მეტყველებითი რეაქციები - მოსვენების
მდგომარეობაში ღუღუნებს; ორიენტირებული მხედველობის რეაქციები -
ხანგრძლივად აყოლებს თვალს მოძრავ საგანს. უყურებს სათამაშოებს;
ორიენტირებული სმენის რეაქციები - ძლიერი ხმაურისას ეძებს მის წყაროს.
შეაფასეთ ბავშვის ნერვულ-ფსიქიკური განვითარება:
ა) ნორმალური;
*ბ) წინმსწრები;
გ) ჩამორჩენა;
დ) მოზაიკური.

1635. პირველად მიმართვისას 12 თვის ასაკის ბავშვს ნერვულ-ფსიქიკური


რეაქციების შემოწმებისას აღმოაჩნდა, რომ მისი მეტყველების აქტიურობა
შეესაბამება 12 თვის ასავს; ლაპარაკის აღქმა - 12 თვის ასაკს, ზოგადი
მოძრაობები 7 თვის ასაკს, ჩვევები -8 თვის ასაკს, სენსორული განვითარება
- 15 თვის ასაკს; ბავშვში სჭარბობს დადებითი-ემოციური რეაქციები,
მადა კარგი, დღე ძინავს დიდხანს, დილით იღვიძებს ადრე, ღამის ძილი
მშვიდი და ხანგრძლივია. ამოირჩიეთ სწორი ტაქტიკა:
ა) აუცილებელია ნევროპათოლოგის კონსულტაცია;
ბ) ესაჭიროება მხოლოდ ასაკის შესაბამისი რეკომენდაციები;
*გ) დანიშნულება უნდა მიეცეს დიფერენცირებულად, ყოველი მაჩვენებლის
განვითარების დონის შესაბამისად.

1636. სკოლაში ბავშვების ფეხზე ხანგრძლივი დგომა არ არის


მიზანშეწონილი, რადგან იგი შეიძლება მიზეზი გახდეს:
ა) თირკმლის დაწევის;
*ბ) ორტოსტაზული "გულის წასვლის";
გ) გასტროპტოზის;
დ) ხერხემლის ზედმეტი დატვირთვის.
1637. ჩვილ ბავშვს ცურვის დანიშვნამდე უნდა ჩაუტარდეს ყველა
ქვემოჩამოთვლილი გამოკვლევა, გარდა:
ა) გულის შეკუმშვათა რიცხვის დათვლისა;
ბ) შარდის ანალიზისა;
*გ) გულმკერდის რენტგენოგრაფიისა;
დ) ეკგ-ის;
ე) სისხლის ანალიზისა.

1638. ხელის დომინანტობის ფორმირების პროცესი მთავრდება:


ა) 3 წლის ასაკში;
*ბ) 5 წლის ასაკში;
გ) 7 წლის ასაკში;
დ) 11 წლის ასაკში.

1639. რა ვადის შემდეგ უნდა აღდგეს სხეულის მასის დეფიციტი


ადეკვატური მკურნალობის შედეგად, თუ ბავშვს აქვს II ხარისხის
ჰიპოტროფია?
ა) 2 თვის შემდეგ;
*ბ) 5-6 თვის შემდეგ;
გ) 8 თვის შემდეგ;
დ) 12 თვის შემდეგ.

1640. 3 წლის ბავშვს, ანამნეზში პერინატალური ენცეფალოპათიით,


პირველად გამოუვლინდა სიმაღლის დაბალი მაჩვენებელი (მე-3
ცენტილამდე), სხეულის მასა შეესაბამებოდა სიმაღლეს. საკონსულტაციოდ
რომელ სპეციალისტთან უნდა გაოგზავნოს ბავშვი პირველ რიგში?
*ა) ენდოკრინოლოგთან;
ბ) ნევროპათოლოგთან;
გ) ორთოპედთან.

1641. მიუთითეთ ასაკობრივი პერიოდი, რომლის დროსაც დაჩქარებულია


სხეულის წონის მატების პროცესი:
*ა) ჩვილობის პერიოდი;
ბ) წინასკოლამდელი პერიოდი;
გ) სკოლამდელი პერიოდი;
დ) სასკოლო პერიოდი.

1642. 6 წლის ბავშვის ბიოლოგიური ასაკი სხეულის ნორმალური მასით


(წონით), წელიწადში სიმაღლის 5 სმ-იანი მატებით და ერთი მუდმივი
კბილით ფასდება როგორც:
ა) ასაკთან წინსწრება;
*ბ) ასაკთან ჩამორჩენა;
გ) ასაკთან შესაბამისობა.

1643. 1 თვის ბავშვის ნერვულ-ფსიქიკური განვითარება ფასდება ყველა


ჩამოთვლილით, გარდა ერთისა:
ა) მხედველობის ფუნქციის მდგომარეობით;
ბ) სმენის ფუნქციის მდგომარეობით;
გ) ზოგადი მოძრაობების განვითარებით;
დ) ემოციური რეაქციებით;
*ე) საუბრის აღქმით.

1644. რა ასაკში უნდა შეფასდეს პირველად ბავშვის მზადყოფნა სკოლაში


შესასვლელად?
ა) 3 წლიდან;
*ბ) 5 წლიდან;
გ) 6 წლიდან;
დ) 7 წლიდან.

1645. სკოლამდელ დაწესებულებაში შესვლისას ბავშვის ადაპტაციის მწვავე


სტადიის წამყვანი სიმპტომებია ყველა, გარდა ერთისა:
*ა) საჭმლის არჩევა;
ბ) გახანგრძლივებული ჩაძინება;
გ) ცივი კანი მარმარილოსებრი ელფერით;
დ) გახშირებული შარდვა;
ე) უარყოფითი ემოციური რეაქცია დედასთან დაშორებისას.

1646. ცაცია ბავშვის სკრინინგული დიაგნოსტიკისთვის არ არის


აუცილებელი:
ა) "წამყვანი" ხელის გამოვლენა ბავშვის ყოველდღიურ ყოფაში, თამაშში,
მეცადინეობებში;
ბ) "წამყვანი" თვალისა და ყურის გამოვლენა;
გ) მოტორული სინჯები;
*დ) ნევროლოგიური გამოკვლევა.

1647. ბოლო წლებში როგორ შეიცვალა ცაცია ბავშვთა რაოდენობა


პოპულაციაში?
ა) ცაცია ბავშვთა რაოდენობა შემცირდა;
*ბ) ცაცია ბავშვთა რაოდენობა მუდმივად იზრდება;
გ) ცაცია ბავშვთა რაოდენობა მუდმივია და არ იცვლება რამდენიმე
ათწლეულის განმავლობაში.

1648. ბავშვის ცაციობის ძირითადი მიზეზია:


ა) ცნს-ის ორგანული დაზიანება;
*ბ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური
თავისებურებები;
გ) ბავშვის აღზრდისა და სწავლების თავისებურებები.

1649. ბავშვის სკოლაში შესვლის მზადყოფნის სამედიცინო კრიტერიუმია


ყველა, გარდა ერთისა:
ა) ბიოლოგიური ასაკი;
*ბ) ინტელექტის დონე;
გ) ორგანიზმის რეზისტენტობის დონე.
1650. ბავშვის სკოლაში შესვლის მზადყოფნის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური
კრიტერიუმია ყველა, გარდა ერთისა:
ა) ინტელექტის დონე;
*ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობა;
გ) საბავშვო ბაღის პროგრამის ათვისების უნარი.

1651. ბავშვმა კბილები უნდა გამოიხეხოს:


*ა) პირველი დროებითი (სარძევე) კბილების ამოჭრისთანავე;
ბ) 2 წლის ასაკიდან;
გ) ყველა სარძევე კბილის ამოსვლის შემდეგ;
დ) სკოლაში წასვლის პერიოდისთვის.

1652. მოზარდებში ფსიქიკური ანორექსია მადის დაქვეითებით გამოწვეულ


ანორექსიისგან განსხვავდება:
*ა) სიმსუქნის შიშით;
ბ) საკვების დაწუნებითა და ამორჩევითობით.

1653. ენურეზი არ წარმოადგენს:


*ა) თირკმლის ანატომიური დეფექტის გამოვლინებას;
ბ) ნევროზის გამოვლინებას;
გ) შარდის ბუშტის ნეიროგენური დისფუნქციის გამოვლინებას;
დ) ურეტრის სტენოზის გამოვლინებას.

1654. ბულემია განპირობებულია:


ა) ფსიქიკური პათოლოგიით;
ბ) დიაბეტით;
გ) კორტიკოსტეროიდული თერაპიით;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილით;
ე) ფსიქიკური პათოლოგიით; დიაბეტით;

1655. სკოლიოზი არის:


*ა) თანდაყოლილი ან მემკვიდრული;
ბ) ტრავმის შედეგი;
გ) შეუსაბამო მერხზე ჯდომის შედეგი;
დ) რაქიტის შედეგი.

1656. ტერფმრუდობის მკურნალობა აუცილებელია:


ა) 6 თვის ასაკიდან;
ბ) 1 წლის ასაკიდან;
*გ) სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე;
დ) 3 წლის ასაკიდან.

1657. რაქიტის არ ახასიათებს:


ა) "კრიალოსანი";
ბ) "სამაჯური";
გ) ლულოვანი ძვლების გამრუდება;
*დ) კიდურების დამოკლება;
ე) ჰიპოტონია;
ვ) პარენქიმული ორგანოების გადიდება (ღვიძლის, ელენთის).

1658. რაქიტის დიაგნოზის დაზუსტებისთვის არაა საჭირო:


ა) კალციუმის განსაზღვრა;
ბ) ფოსფორის განსაზღვრა;
*გ) კალიუმის განსაზღვრა;
დ) ტუტე ფოსფატაზას განსაზღვრა;
ე) ნატრიუმის განსაზღვრა.

1659. ძუძუთი კვების უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:


ა) ბავშვს ოპტიმალური რაოდენობით მიეწოდება კვების კომპონენტები;
ბ) იოლად განსახორციელებელია;
გ) განაპირობებს ბავშვის იმუნურ დაცვას;
*დ) ყველა პასუხი სწორია.

1660. ძუძუთი კვების საკითხებზე ქვემოჩამოთვლილი მოსაზრებებიდან


სწორია:
ა) ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან 1-2 დღის შემდეგ;
*ბ) ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან 0,5-1 საათის
განმავლობაში;
გ) ბავშვმა არ უნდა მიიღოს ხსენი;
დ) ძუძუსთან ერთად ბავშვს უნდა მიეცეს სითხე დასალევად

1661. როგორ უნდა იკვებებოდეს ახალშობილი ძუძუთი:


ა) საათობრივი რეჟიმით, ღამის ინტერვალით;
ბ) საათობრივი რეჟიმით, ღამის ინტერვალის გარეშე;
*გ) ბავშვის მოთხოვნით დღე-ღამის განმავლობაში;
დ) დღეში 6-ჯერ.

1662. რა უწყობს ხელს დედის რძის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებას:


ა) ძუძუთი კვება მკაცრად დაცული საათობრივი რეჟიმით;
ბ) ძუძუთი კვება საათობრივი რეჟიმით, სარძევე ჯირკვლის გამოწველა
ყველა კვების შემდეგ;
*გ) ძუძუთი კვება ბავშვის მოთხოვნით;
დ) ძუძუთი კვება 6-ჯერ მაინც დღე-ღამეში.

1663. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არის საჭირო საკმარისი რაოდენობით


რაოდენობით რძის გამომუშავებისათვის?
ა) სპეციალური რძის მომყვანი სითხეები
ბ) ქერის ნახარში
გ) ღამით მინიმუმ 6 საათიანი შესვენება კვებებს შორის
*დ) ძუძუს ხშირი წოვა (8-10-ჯერ დღე-ღამეში).

1664. ძუძუთი კვება ბავშვის მოთხოვნილებით იწვევს:


ა) მასტიტის ჩამოყალიბებას;
*ბ) ლაქტაციის მომატებას;
გ) ლაქტაციის შემცირებას;
დ) დვრილების დაზიანებას.

1665. სრულფასოვანი ძუძუთი კვების განსახორციელებლად ახალშობილს


უნდა ჰქონდეს ყველა ნიშანი, გარდა ერთისა:
*ა) დვრილზე მზერის ფიქსაციის უნარი;
ბ) ძიების რეფლექსი;
გ) წოვის რეფლექსი;
დ) ყლაპვის რეფლექსი.

1666. რომელი ნიშანი უკეთ მიუთითებს ბავშვის მიერ საკმარისი


რაოდენობით რძის მიღებაზე:
ა) ბავშვი არ ითხოვს კვებას ღამის საათებში;
ბ) ბავშვი მშვიდდება და იძინებს ძუძუთი კვების დამთავრების შემდეგ;
გ) ბავშვი აკეთებს 3 საათზე მეტ ინტერვალს კვებათა შორის;
*დ) ბავშვი შარდავს დღეში 5-6- და მეტჯერ.

1667. ძუძუზე ბავშვის მოჭიდების სწორი პოზიციის ნიშანია:


ა) ჩაზნექილი ლოყები;
*ბ) გადაშლილი და გადმობრუნებული ტუჩები;
გ) წოვის დროს წკლაპუნის ხმა;
დ) ნიკაპი არ არის მიბჯენილი ძუძუზე.

1668. დაზიანებული დვრილების სწორი მკურნალობა პირველ რიგში


გულისხმობს:
ა) ძუძუთი კვებას ნაკლები სიხშირით;
*ბ) ძუძუსთან ბავშვის პოზიციის კორექციას;
გ) სადეზინფექციო მალამოების გამოყენება;
დ) ძუძუთი კვებას ნაკლები ხანგრძლივობით.

1669. "რძის ნაკლებობის" სინდრომის უხშირესი მიზეზია:


ა) ქალის ჭარბი წონა;
ბ) მცირე ზომის სარძევე ჯირკვალი;
გ) ძუძუთი ხშირი კვება;
*დ) ძუძუთი იშვიათი კვება.

1670. დედის რომელი პათოლოგია მიეკუთვნება ძუძუთი კვების დროებით


წინააღმდეგჩვენებას?
ა) შიდ-სი;
*ბ) სარძევე ჯირკვლის აბსცესი;
გ) მასტიტი;
დ) დაზიანებული მტკივნეული დვრილები.

1671. ბავშვის რომელი პათოლოგია მიეკუთვნება ძუძუთი კვების აბსოლუტურ


წინააღმდეგჩვენებას?
ა) სასისა და ზედა ტუჩის შეუხორცებლობა;
ბ) რძიანა;
*გ) ფენილკეტონურია;
დ) დიარეა.

1672. ძირითად კრიტერიუმად, რომლითაც შეიძლება შეფასდეს ქალის რძის


ხარისხიანობა, ითვლება:
ა) რძის ფერი;
ბ) რძის სიბლანტე;
გ) რძის სუნი;
*დ) არც ერთი ზემოჩამოთვლილი.

1673. რამდენ ხანს ინახება გამოწველილი ქალის რძე ოთახის ტემპერატურის


(15-20 გრად. C) პირობებში:
ა) 1 საათი;
*ბ) 3 საათი;
გ) 6-8 საათი;
დ) 12 საათი.

1674. რომელი მოსაზრებაა სწორი დედის რძის სარგებლიანობის შესახებ?


ა) იწვევს ალერგიას;
*ბ) იცავს ბავშვს დიარეის განვითარებისგან;
გ) განაპირობებს ჭარბ წონას;
დ) არ იცავს ბავშვს დაავადებებისგან

1675. ქალის რძეს ძროხის რძისგან განსხვავებით არ ახასიათებს:


ა) შეუცველი ამინომჟავების მაღალი შემადგენლობა;
*ბ) კაზეინის სიჭარბე;
გ) შეხაჭოების შედეგად წარმოქმნილი მცირე ფიფქები;
დ) დიასტაზასა და სხვა ფერმენტების მაღალი აქტივობა.

1676. ჩვილი ბავშვის საკვები ითვლება ადაპტირებულად, თუ იგი:


*ა) შედგენილობით უახლოვდება ქალის რძეს;
ბ) შედგენილობით უახლოვდება თხის რძეს;
გ) შედგენილობით უახლოვდება ძროხის რძეს;
დ) დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალებს

1677. ბავშვი აორმაგებს დაბადების წონას:


ა) 3-4 თვის ასაკში;
*ბ) 4-5 თვის ასაკში;
გ) 6-7 თვის ასაკში;
დ) 1 წელზე.

1678. ყველაზე კარგად რკინის ათვისება ხდება:


ა) ადაპტირებული ნარევიდან;
ბ) რკინით გამდიდრებული ადაპტირებული ნარევიდან;
*გ) დედის რძიდან;
დ) ვაშლის წვენიდან.
1679. ბავშვის კვების რაციონს ხორცის ბულიონი უნდა დაემატოს:
ა) 5 თვის ასაკში;
ბ) 7,5 თვის ასაკში;
*გ) 8 თვის ასაკში;
დ) 1 წელსა მეტ ასაკში.

1680. ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე მაწონი შეიძლება


მიიღონ:
ა) 4,5 თვის ასაკში;
ბ) 5 თვის ასაკში;
*გ) 6-7 თვის ასაკში;
დ) 8-9 თვის ასაკში.

1681. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვს ფაფებს უნიშნავენ:


ა) 3 თვის ასაკიდან;
ბ) 5 თვის ასაკიდან;
*გ) 6 თვის ასაკიდან;
დ) 7 თვის ასაკიდან.

1682. რა პრინციპით ხდება დამატებითი საკვების დანიშვნა?


ა) ჯერ ეძლევა დამატებითი საკვები, შემდეგ ძუძუ;
*ბ) ჯერ ეძლევა ძუძუ, შემდეგ დამატებითი საკვები;
გ) ძუძუთი კვება იცვლება დამატებითი საკვებით;
დ) ჯერ ეძლევა წყალი, შემდეგ დამატებითი საკვები

1683. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს დამატებითი კვებას უნიშნავენ:


ა) 4-5 თვის ასაკიდან;
*ბ) 6 თვის ასაკიდან;
გ) 7 თვის ასაკიდან;
დ) 8 თვის ასაკიდან.

1684. ექიმის რეკომენდაციები 2 თვის ასაკის ბავშვის კვების შესახებ


შეიძლება ითვალისწინებდეს ყველა რჩევას, გარდა ერთისა:
ა) ძუძუთი კვება 6-7-ჯერ დღეში;
ბ) ღამით კვებათა შორის ინტერვალის დაცვა;
*გ) წვენების მიღება 100 მლ-მდე;
დ) კვება ღამის ინტერვალის გარეშე.

1685. დამატებითი კვების მიღების წესებია:


*ა) დამატებითი საკვების თითოეული სახე ინიშნება თანდათან, დაწყებული
5-10 გ-დან;
ბ) ინიშნება ერთდროულად 2 სახის დამატებითი საკვები;
გ) ახალი დამატებითი საკვები ინიშნება წინა დამატების მიცემის მე-2
დღეს;
დ) დამატებითი საკვები ინიშნება ძუძუთი კვების წინ.
1686. რა უნდა იქნეს გათვალისწინებული დამატებითი კვების დანიშვნის
დროს?
ა) პირველი დამატებითი კვებისთვის უმჯობესია უხეში საკვების გამოყენება;
*ბ) პირველი დამატებითი კვებისთვის უმჯობესია ნახევრად მყარი
(ბოსტნეულის პიურეს ან ფაფების) საკვების გამოყენება;
გ) ვიტამინების შემცველი პროდუქტი უნდა მიეცეს მხოლოდ დილით;
დ) ხორცი უნდა მიეცეს მხოლოდ ერთი წლის ასაკში.

1687. როგორ ეძლევა ბავშვს საკვები ხელოვნური კვების დროს:


ა) ბავშვის მოთხოვნის მიხედვით;
*ბ) საათობრივი რეჟიმით ღამის ინტერვალით;
გ) საათობრივი რეჟიმით ღამის ინტერვალის გარეშე;
დ) დღე-ღამეში 8-10-ჯერ.

1688. ცილების დეფიციტის შესავსებად ბავშვის საკვებ რაციონში არ უნდა


იქნას შეტანილი:
ა) ქათმის ხორცი;
ბ) თევზი;
გ) მუხუდო;
*დ) კარტოფილი.

1689. 4-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვის დღიური საკვების მოცულობაა:


ა) სხეულის მასის 1/5 ნაწილი;
ბ) სხეულის მასის 1/6 ნაწილი;
*გ) სხეულის მასის 1/7 ნაწილი;
დ) სხეულის მასის 1/8 ნაწილი.

1690. ერთი წლამდე ასაკის ბავშვის კვების დანიშვნისას


გასათვალისწინებელია:
ა) სხეულის მასა;
ბ) კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის განვითარება;
გ) განავლის ხასიათი;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილი.

1691. 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვის სითხის დღიური მოთხოვნილება


შეადგენს:
ა) 200-250 მლ/კგ;
ბ) 150-200 მლ/კგ;
*გ) 100-150 მლ/კგ;
დ) 50 მლ/კგ.

1692. ბავშვის დიაბეტური ჰიპერგლიკემიური კომიდან გამოყვანისა და


პირღებინების შეწყვეტის შემდეგ კვების რაციონში არ უნდა ჩავრთოთ:
*ა) ტკბილი სასმელი;
ბ) ხილის წვენები;
გ) თხელი ფაფა;
დ) ჩირის ნახარში.
1693. ძუძუთი კვების შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ჯანმრთელი ბავშვის
წონის მატება სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ?
ა) მინიმუმ 800 გრ პირველ თვეებში
ბ) მინიმუმ 600 გრ პირველ თვეებში
*გ) მინიმუმ 500 გრ პირველ თვეებში
დ) მინიმუმ 300 გრ პირველ თვეებში

1694. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა ახასიათებს ქალის რძე ძროხის რძისაგან


განსხვავებით?
ა) უფრო მაღალი ცხიმიანობა;
ბ) ნახშირწყლების უფრო დაბალი შემცველობა;
*გ) ცილების უფრო დაბალი შემცველობა;
დ) ცილა-კაზეინის უფრო მაღალი კონცენტრაცია;
ე) რძის უფრო მაღალი კალორიულობა.

1695. კვების რომელი სახე უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ


ინტელექტუალურ განვითარებას?
*ა) ბუნებრივი;
ბ) ხელოვნური არაადაპტირებული ნარევებით;
გ) ხელოვნური, მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით
გამდიდრებული ნარევებით; დ). შერეული.

1696. თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისათვის ყველაზე დამახასიათებელია


*ა) ქორიორეტინიტი;
ბ) კატარაქტა;
გ) მიოკარდიტი;
დ) ჰემორაგიული სინდრომი.

1697. თანდაყოლილი ჰერპესვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელია


ა) ქორიორეტინიტი;
ბ) კატარაქტა;
გ) მიოკარდიტი;
*დ) ჰემორაგიული სინდრომი.

1698. ორსულობის რომელ დროს არის ყველაზე საშიში ქალის წითურით


დაავადება?
*ა) 1 თვეზე;
ბ) 4 თვეზე;
გ) 8 თვეზე;
დ) ნებისმიერ დროს.

1699. ყველაზე არასასურველ ზეგავლენას ნაყოფის განვითარებაზე


ორსულობის პირველი 2 თვის განმავლობაში ახდენს:
ა) მომატებული ფიზიკური დატვირთვა;
*ბ) ვირუსული ინფექციები;
გ) არასწორი კვება;
დ) ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი.

1700. რა შემთხვევაში ხდება ტოქსოპლაზმოზით ნაყოფის საშვილოსნოსშიდა


და ინფიცირება?
ა) ხანგრძლივი, დუნედ მიმდინარე ინფექციური პროცესისას;
ბ) ქრონიკული პროცესის გამწვავებისას;
*გ) ორსულობის დროს ქალის მწვავე დაავადებისას;
დ) ინფექციის წყაროსთან ხანმოკლე კონტაქტის შემთხვევაში.

1701. როგორ მოქმედებს ნაყოფის ინსულარულ აპარატზე დედის შაქრიანი


დიაბეტით დაავადება?
ა) ამუხრუჭებს ნაყოფის ინსულარული აპარატის უჯრედების ფუნქციას;
*ბ) ააქტიურებს ინსულარული აპარატის უჯრედებს;
გ) იწვევს ინსულარული აპარატის ატროფიას;
დ) არავითარ ზეგავლენას არ ახდენს.

1702. ორსულობის დროს სისტემური არტერიული წნევის პათოლოგიურ


დონედ ითვლება:
ა) 110/50 მმ ვ.წ.სვ. და მეტი;
ბ) 120/60 მმ ვ.წ.სვ. და მეტი;
გ) 130/80 მმ ვ.წ.სვ. და მეტი;
*დ) 140/90 მმ ვ.წ.სვ. და მეტი.

1703. ნაყოფის მოთხოვნილება რკინაზე მაქსიმალურია


ა) პირველ ტრიმესტრში;
ბ) მეორე ტრიმესტრში;
*გ) მესამე ტრიმესტრში;
დ) ორსულობის პირველ ნახევარში.

1704. ყველაზე ხშირად ორსულთა ანემია არის


ა) ჰიპოპლასტიური;
*ბ) რკინადეფიციტური;
გ) პოსტჰემორაგიული;
დ) ჰემოლიზური.

1705. რკინადეფიციტური ანემია ორსულობის დროს იწვევს


ა) მშობიარობის დროს სისხლის დაკარგვის მიმართ ცუდ ამტანობას;
ბ) ქრონიკული ჰიპოქსიის განვითარების რისკის მომატებას;
გ) ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების
შეფერხებას;
*დ) ყველა პასუხი სწორია.

1706. ორსული ქალისათვის საჭიროების შემთხვევაში


ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი ანტიბიოტიკის დანიშვნა შეიძლება
ნაყოფისათვის რისკის გარეშე?
*ა) ამოქსიცილინი;
ბ) ამინოგლიკოზიდები;
გ) ტეტრაციკლინი;
დ) ყველა ჩამოთვლილი.

1707. ახალშობილი ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელი ანატომიურ-


ფიზიოლოგიური თავისებურება განაპირობებს ამოღებინებას?
ა) მოკლე საყლაპავი;
ბ) კუჭის კარდიის ნაწილის არასაკმარისი განვითარება;
გ) კუჭის პილორული ნაწილის შედარებითი ჰიპერტონუსი;
*დ) ყველა პასუხი სწორია.

1708. დაბადებისას გამოვლენილი ანემიის რომელი მიზეზია ყველაზე ხშირი?


*ა) ჰემოლიზი;
ბ) მემკვიდრული მიკროსფეროციტოზი;
გ) ერითროციტული ფერმენტების დეფიციტი;
დ) მემკვიდრული ჰიპოპლასტიური ანემია.

1709. ახალშობილებში ნაწლავური ინფექციების ყველაზე მძიმე ფორმებს


იწვევს
ა) გრამდადებითი ბაქტერიები;
*ბ) გრამუარყოფითი ბაქტერიები;
გ) ვირუსები;
დ) ყველა ერთნაირად.

1710. რომელი ნიშნების საშუალებით შეიძლება განასხვაონ ექსიკოზი


ჰიპოტროფიისაგან?
ა) სხეულის მასის დაქვეითების სიჩქარე;
ბ) ანამნეზში სითხის პათოლოგიური დაკარგვის არ არსებობა;
გ) ლორწოვანი გარსების ნამიანობა;
*დ) ყველა პასუხი სწორია.

1711. ახალშობილებში ატონიური შეკრულობის (ყაბზობის) დროს ნაჩვენები


ღონისძიებებია:
ა) წვენების ადრეული გამოყენება;
ბ) მჟავე ნარევების გამოყენება;
გ) მუცლის მასაჟი;
*დ) ყველა პასუხი სწორია.

1712. მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციის ფონზე ახალშობილს


შეიძლება განუვითარდეს სინდრომები
ა) ვირუსული დიარეის;
ბ) კრუნჩხვითი;
გ) ნეიროტოქსიკოზი;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

1713. ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლე ხასიათდება


ა) დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობით;
ბ) განავლის და შარდის ჩვეულებრივი ფერით;
გ) სპონტანური უკუგანვითარებით,
*დ) ყველა ჩამოთვლილით

1714. შადრევანისებრი ღებინება შეიძლება აღინიშნებოდეს


ა) საყლაპავის ხალაზიის დროს;
ბ) აეროფაგიის დროს;
*გ) პილოროსტენოზის და ფსევდოპილოროსტენოზის დროს;
დ) ბავშვის ჭარბი კვებისას.

1715. ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე ხშირი სიმპტომია:


*ა) ჩაცურების სიმპტომი;
ბ) ბარძაყის განზიდვის შეზღუდვა;
გ) კანის ნაკეცების ასიმეტრია;
დ) ბარძაყის გარეთ როტაცია.

1716. ახალშობილებში ქლამიდიური ინფექციის არსებობისას უფრო


ეფექტურია შემდეგი ანტიბიოტიკები:
ა) ოქსაცილინი;
ბ) გენტამიცინი;
*გ) ერითრომიცინი;
დ) კლაფორანი.

1717. პირველი 12 კვირის ორსულობისას ემბრიონისთვის ყველაზე საშიშია


შემდეგი ანტიბიოტიკის ხმარება:
ა) სტრეპტომცინი;
ბ) გენტამიცინი;
გ) ამპიცილინი;
*დ) ტეტრაციკლინი.

1718. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისას რკინის პრეპარატების


ეფექტურობას ზრდის:
*ა) ასკორბინის მჟავა;
ბ) თიამინი;
გ) სპილენძის პრეპარატები;
დ) ვიტამინი B12.

1719. ნაწლავებში რკინის შეწოვას აბრკოლებს:


ა) ვიტამინი C;
ბ) ასკორბინის მჟავა;
*გ) კალციუმი;
დ) ფოლიუმის მჟავა.

1720. დღენაკლ ბავშვს სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ქირურგი


და ორთოპედი სინჯავენ
*ა) 1 და 3 თვის ასაკში;
ბ) 1, 3 და 6 თვის ასაკში;
გ) ყოველთვიურად 6 თვის ასაკამდე;
დ) 1 თვის ასაკში.

1721. ახალშობილის დროულად დაბადება ან დღენაკლობა განისაზღვრება


ა) ორსულობის ხანგრძლივობით;
ბ) ბავშვის სხეულის მასით და სიგრძით დაბადებისას;
გ) ბავშვის სიმწიფის (მოწიფულობის) დამახასიათებელი ნიშნებით;
*დ) ჩამოთვლილი მაჩვენებლების ერთობლიობით.

1722. დახურულ ბავშვთა კოლექტივებში ჯგუფური ინფექციური


დაავადებების გამომწვევია
ა) გრიპის ვირუსი;
ბ) RS - ვირუსი;
გ) ადენოვირუსი;
დ) ენტეროვირუსები;
*ე) ყველა პასუხი სწორია.

1723. ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის შემთხვევაში ახალშობილებში


ვლინდება შემდეგი ნიშნები, გარდა:
ა) მიკროცეფალია;
*ბ) დიდი წონის ნაყოფი;
გ) ხელისგულებზე პათოლოგიური ნაოჭები;
დ) გულის ძგიდის დეფექტი;
ე) თითების დეფორმაცია.

1724. ჩამოთვლილიდან რომელია ჩვილ ბავშვთა გადაჭარბებული


ჭირვეულობის და ტირილის ყველაზე მეტად სავარაუდო მიზეზი?
ა) ხელოვნური კვება;
ბ) ჰორმონული დარღვევა, რომელიც იწვევს ფსიაქიკურ პათოლოგიას ე. წ.
"ახალშობილის სტრესი";
გ) კუჭ-ნაწლავის ჰიპერპერისტალტიკა;
დ) დედის სტრესი;
*ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი; გადაჭარბებული ჭირვეულობის და
ტირილის მიზეზი უცნობია.

1725. რა სახის მკურნალობაა მიზანშეწონილი ჩვილი ბავშვისათვის


გადაჭარბებული ჭირვეულობის და ტირილის დროს, როდესაც ამის მიზეზი
უცნობია?
ა) სტაზმოლიზური საშუალებები უსაფრთხო და ეფექტურია;
ბ) ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება სედაციის თვალსაზრისით
შესაძლოა ეფექტური იყოს.
გ) მკურნალობის საუკეთესო გზაა ანტიჰისტამინური და სპაზმოლიზური
საშუალებების ერთდროული გამოყენება;
დ) ასპირინი პირველი რიგის მედიკამენტია;
*ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

1726. ვადაგადაცილებულ ახალშობილს არ ახასიათებს:


ა) ხელისგულებსა და ფეხისგულების კანის მაცერაცია;
ბ) კაზეოზური საცხის არარსებობა;
გ) გაზრდილი ფრჩხილები;
*დ) კანქვეშა ქსოვილის შეშუპება.

1727. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედის ახალშობილისთვის


დამახასიათებელია:
*ა) სხეულის ჭარბი წონა დაბადებისას;
ბ) ჰიპოგლიკემია;
გ) რესპირაციული მოშლილობების სინდრომის მაღალი სიხშირე;
დ) განვითარების მანკების მაღალი სიხშირე.

1728. ფენილკეტონურიისას დომინირებს:


ა) ნაწლავთა დაზიანება და მზარდი ჰიპოტროფია;
ბ) ჰემოპოეზის დეპრესია;
*გ) ნევროლოგიური სიმპტომატიკა;
დ) ეკზემა და ალბინიზმი.

1729. დაუნის დაავადებას არ ახასიათებს:


ა) გონებრივი ჩამორჩენა;
ბ) თვალების მონგოლოიდური ჭრილი;
გ) ნახევრად ღია პირი, ენის ექსპოზიცია და წინ წამოწეული ქვედა ყბა;
დ) ჰიპოტონია;
*ე) ჰეპატოსპლენომეგალია;
ვ) მოკლე თითები, ნეკის დეფორმაცია.

1730. რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფენილკეტონურიის წინასწარი


დიაგნოზისათვის?
ა) სისხლის საერთო ანალიზი;
ბ) პროტეინოგრამა;
*გ) ფელინგის დადებითი რეაქცია სისხლში;
დ) ელექტროენცეფალოგრაფია.

1731. ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლისათვის დამახასიათებელია


ყველა ნიშანი გარდა ერთისა:
*ა) ვლინდება დაბადებისთანავე
ბ) დამაკმაყოფილებელიზოგადი მდგომარეობა
გ) არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემია
დ) ჩვეულებრივი ფერის განავალი

1732. ახალშობილთა დისადაპტაციურ სინდრომებს მიეკუთვნება ყველა გარდა


ერთისა:
ა) შარდმჟავა ინფარქტი
ბ) "ორსულობის რეაქცია"
*გ) ახალშობილთა მასტიტი
დ) ახალშობილთა "ტრანზიტორული ცხელება"

1733. აპგარის შკალით ფასდება ყველა ნიშანი გარდა ერთისა:


ა) გულისცემის სიხშირე
ბ) სუნთქვის არსებობა
გ) კანის ფერი
*დ) ყლაპვის რეფლექსი

1734. ახალშობილთა ტეტანუსის პირველი კლინიკური ნიშანი არის:


ა) ცხელება
ბ) ღებინება
გ) კრუნჩხვები
*დ) წოვისა და ყლაპვის გაძნელება

1735. კრიგლერ- ნაიარის სინდრომისათვის დამახასიათებელია ყველა ნიშანი


გარდა ე3რთისა:
ა) მდგრადი სიყვითლე
ბ) ღვიძლისა და ელენთის ნორმალური ზომა
გ) ნევროლოგიური სიმპტომატიკა
*დ) პირდაპირი ჰიპერბილირუბინემია

1736. ახალშობილთა ჰემოლიზურ დაავადებას ახასიათებს


*ა) სიყვითლე
ბ) ღვიძლისა და ელენთის ნორმალური ზომა
გ) შარდისა და განავლის ფერის შეცვლა
დ) პირდაპირი ჰიპერბილირუბინემია

1737. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზისათვის დამახასიათებელია ყველა ნიშანი


გარდა
ა) ჰიპოთერმია
ბ) კუნთოვანი ჰიპოტონია
გ) პასტოზურობა
*დ) აგზნება, მოუსვენრობა

1738. ახალშობილთა სეფსისისათვის დამახასიათებელია


ა) წონის მატების შეჩერება
ბ) სუნთქვის დარღვევა
გ) ნევროლოგიური სიმპტომატიკა
*დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი

1739. ახალშობილებს ლაქტოზის აუტანლობა უვლინდებათ:


ა) მხოლოდ ძროხის რძის მიღებისას;
ბ) მხოლოდ ქალის რძის მიღებისას;
*გ) ქალის ან ძროხის რძის მიღებისას;
დ) ქალის, ძროხის რძის ან გლუკოზის მიღებისას

1740. თანდაყოლილი ათაშანგისათვის დამახასიათებელია ყველა ნიშანი გარდა


ერთისა:
ა) პემფიგუსი
ბ) დიფუზური ერითემა
გ) რობინზონ-ფურნიეს ნაწიბურები
*დ) ღვიძლისა და ელენთის ნორმალური ზომა

1741. თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისათვის დამახასიათებელია ტრიადა:


*ა) ჰიდროცეფალია, ქორიორეტინიტი, კალციფიკატები ტვინში
ბ) გულის თანდაყოლილი მანკი, კალციფიკატები ტვინში გ)
ჰეპატომეგალია
გ) ჰიდროცეფალია, ჰეპატოსპლენომეგალია, სუნთქვის დარღვევა
დ) კრუნჩხვა, ქორიორეტინიტი, დიარეა

1742. დაჭიმული პნევმოთორაქსის კლინიკა მოიცავს ყველა ნიშანს გარდა


ერთისა:
ა) გულმკერდის შებერვა დაზიანებულ მხარეს
ბ) სუნთქვითი ხმიანობის შესუსტება დაზიანებულ მხარეს
გ) სუნთქვის დარღვევას
*დ) დაზიანების მხარეს პერკუტორული ხმიანობის მოყრუებას

1743. რომელი მოსაზრებაა სწორი ხსენის შესახებ:


*ა) ხელს უწყობს ნაწლავის სწრაფ განთავისუფლებას მეკონიუმისაგან;
ბ) ქალის რძესთან შედარებით ნაკლებად კალორიულია;
გ) პირველივე საათებში დიდი რაოდენობით გამოიყოფა;
დ) შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს.

1744. ქალის რძეში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების თანაფარდობაა:


*ა) 1 : 3 : 6;
ბ) 2 : 4 : 8;
გ) 1 : 5 : 2;
დ) 1 : 3 : 12;

1745. პირველ დამატებით საკვებად იყენებენ:


ა) ფაფეულს;
ბ) ხორცის ნახარშზე დამზადებულ სუპებს;
*გ) ბოსტნეულის პიურეს;
დ) მაწონს ხაჭოსთან ერთად.

1746. ხელოვნური კვების დროს ოპტიმალური საკვებია:


ა) მხოლოდ ძროხის რძე
ბ) მხოლოდ მაწონი
გ) ძროხის რძე და მაწონი
*დ) ადაპტირებული ნარევები

1747. 1 - 3 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების რაციონში ცხოველური


წარმოშობის ცილა უნდა იყოს:
*ა) საერთო ცილის 75%
ბ) საერთო ცილის 50%
გ) საერთო ცილის 30%;
დ) მთლიანად ცხოველური წარმოშობის
1748. ბავშვთა კვების რაციონში კალციუმის ძირითადი წყაროა:
*ა) რძე და რძის პროდუქტები
ბ) ბურღულეული
გ) ხორცი
დ) ხილი

1749. 10 დღიდან 2 თვემდე ასაკის ბავშვის დღიური საკვების მოცულობაა:


*ა) სხეულის მასის 1/5
ბ) სხეულის მასის 1/6
გ) სხეულის მასის 1/7
დ) სხეულის მასის 1/8

1750. მასტიტის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა საშუალება გარდა


ა) ხშირი ძუძუთი კვება
ბ) რძის გამოწველა
გ) თბილი საფენები
*დ) ძუძუთი კვების დროებითი შეწყვეტა დაზიანებული სარძევე
ჯირკვლიდან

1751. ქალის რძე ძროხის რძისაგან განსხვავებით:


ა) შეიცავს მეტი რაოდენობის ცილას
ბ) შეიცავს მეტი რაოდენობით ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს
*გ) შეიცავს ანტისხეულებს
დ) შეიცავს ნაკლები რაოდენობით შაქარს

1752. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი სიგრძეში საშუალოდ იმატებს:


ა) 30- სმ-ს
*ბ) 25-სმ-ს
გ) 15-სმ-ს
დ) 20 სმ-ს

1753. სარძევე კბილების ამოჭრა იწყება:


ა) მე 4-6 თვეზე
*ბ) მე -6-8 თვეზე
გ) მე-8-9 თვეზე
დ) მე 10-11 თვეზე

1754. 2 წლის ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს:


ა) 10 კბილი
ბ) 12 კბილი
გ) 16 კბილი
*დ) 20 კბილი

1755. ახალშობილი ბავშვის სუნთქვის სიხშირეა:


ა) 20-40 წუთში
*ბ) 40-60 წუთში
გ) 60-70 წუთში
დ) 20-30 წუთში

1756. ახალშობილი ბავშვის პულსის სიხშირეა:


*ა) 140
ბ) 120
გ) 180
დ) 100

1757. რაქიტის დამახასიათებელია ყველა ნიშანი გარდა ერთისა:


ა) კრანიოტაბესი;
ბ) კუნთთა ჰიპოტონია;
გ) ოფლიანობა;
*დ) კანზე პეტექიური ხასიათის გამონაყარი;

1758. დღის განმავლობაში ბავშვებში სხეულის ტემპერატურა ყველაზე


დაბალია:
ა) შუაღამისას;
*ბ) 2-დან 6 სთ-მდე;
გ) 5-დან 7 სთ-მდე;
დ) 14-დან 18 სთ-მდე;
ე) 17-დან 19 სთ-მდე

1759. არჩევის პრეპარატი ბავშვებისათვის, რომელთაც აქვთ შუა ყურის


ანთება და საჭიროებენ ანტიბიოტიკოთერაპიას, არის:
*ა) ამოქსაცილინი;
ბ) ამოქსიცილინ_კლავულანატი;
გ) ლორაკარბეფი;
დ) კლარიტრომიცინი.

1760. 3 წლის ბავშვს აქვს შუა ყურის მწვავე ანთება გამონადენით, რომელიც
გრძელდება ორი თვის განმავლობაში. მისი მკურნალობისათვის
რეკომენდებულია:
*ა) კონსერვატიული ღონისძიებები, რომელიც მოიცავს
ანტიბიოტიკოთერაპიას;
ბ) პრედნიზოლონით მკურნალობა 7 დღის მანძილზე;
გ) ტიმპანოსტომია;
დ) ანტიჰისტამინური და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა
ე) ადენოიდექტომია.

1761. 3 წლის ბავშვს აქვს შუა ყურის მწვავე ანთება გამონადენით, რომელიც
გრძელდება ორი თვის განმავლობაში. ჩაუტარდა კონსერვატული მკურნალობა,
მათ შორის ანტიბიოტიკებით. ოთხთვენახევრის შემდეგ ბავშვს ისევ
განუვითარდა ზემოთ მოხსენიებული ცვლილებები. ამჟამად მკურნალობისთვის
რეკომენდებულია::
ა) ანტიბიოტიკოთერაპია გაგრძელდეს დამატებით 2 თვის განმავლობაში;
*ბ) ტიმპანოსტომია _ სმენის შეფასების შედეგების გათვლისწინებით;
გ) ანტიჰისტამინური და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა;
დ) პრედნიზოლონით 10 დღიანი მკურნალობა;
ე) ადენოიდექტომია.

1762. სამწლინახევრის ბავშვისათვის, რომელსაც აქვს შებრუნებითი მწვავე


შუა ოტიტი, მიზანშეწონილია:
*ა) პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
ბ) H. influenzae-ს ვაქცინით განმეორებითი იმუნიზაცია;
გ) ადენოიდექტომია;
დ) ყველა ზემოთ აღნიშნული;
ე) არცერთი ზემოთ აღნიშნული.

1763. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია ჭეშმარიტი, ბავშვებში


სინუსიტების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის?
ა) მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა არის არჩევის მეთოდი;
*ბ) სინუსების მიმოხილვითმა რენტგენოგრაფიამ შეიძლება დაავადების
ჰიპერდიაგნოსტირება მოახდინოს;
გ) სინუსების კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიწვევს ბავშვის უფრო
მაღალი დოზით დასხივებას, ვიდრე რენტგენოგრაფია.
დ) კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე
რენტგენოგრაფია
ე) რადიოლოგიური გამოკვლევები არ ინიშნება სინუსიტების დასადგენად
ასთმით დაავადებულ ბავშვებში.

1764. სინუსიტის დროს დამხმარე თერაპიისთვის ბავშვებში სასარგებლოა


გამოყენებული იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ყველა, გარდა:
ა) შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივად;
ბ) დატენიანება.
გ) სტეროიდები ადგილობრივად;
*დ) ანტიჰისტამინური საშუალებები;

1765. ბავშს აღენიშნება თვალების გაწითლება. ირიტზე და არა


კონიუნქტივიტზე გვაფიქრებინებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა
ერთისა:
*ა) სისხლძარღვები მეტად არის გაფართოებული რქოვანას პერიფერიაზე;
ბ) ტკივილი;
გ) ბილატერალური ფოტოფობია;
დ) გუგის რეაქციის შენელება.

1766. ოთხი დღის ახალშობილს დაავადება დაეწყო უეცრად ორივე


თვალიდან უხვი ჩირქოვანი გამონადენით, ქუთუთოების მნიშვნელოვანი
შეშუპებით. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია:
ა) “Clamidia trachomatis”-ით გამოწვეული კონიუნქტივიტი;
*ბ) “Neisseria gonorrhoeae”_ით გამოწვეული ახალშობილთა ოფთალმია;
გ) პროფილაქტიკური ანტიმიკრობული მკურნალობით გამოწვეული ქიმიური
კონიუნქტივიტი;
დ) ადენოვირუსით გამოწვეული კონიუნქტივიტი.
1767. ბავშვებში კონიუნქტივიტი ხშირად თან ახლავს:
ა) ფარინგიტს;
*ბ) შუა ოტიტს;
გ) ბრონქიტს;
დ) პნევმონიას.

1768. 3 წლის ბიჭმა შუადღის ძილის შემდეგ გაიღვიძა უეცარი და


გამოხატული ზედა ქუთუთოს შეწითლებითა და შესიებით. ქვედა ქუთუთო
და მის გარშემო ქსოვილებიც შეწითლებული, ცხელი და შეშუპებულია. კანს
შეშუპების ირგვლივ აქვს მოიისფრო ელფერი. თვალის კაკალი მოძრაობს
თავისუფლად, მხედველობა და გუგის რეაქციაც ნორმალურია. ვეზიკულები,
პუსტულები ან ქერქები თვალის ირგვლივ არ აღინიშნება, არც ტრავმა ან
მწერის ნაკბენი ვლინდება. ბავშვი გაღიზიანებულია, აქვს ცხელება. ამ
მდგომარეობის ყველაზე მეტად შესაძლო მიზეზია:
ა) S. aureus ინფექცია;
*ბ) H. influenzae ინფექცია;
გ) Herpes simplex ინფექცია;
დ) ადენოვირუსული ინფექცია.

1769. პათოგენი, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვებში


პერიორბიტული ცელულიტის. დროს არის:
ა) H. ihfluenzae;
*ბ) S. pneumoniae;
გ) S. aureus;
დ) S. pyogenes.

1770. ექვსი წლის გოგონას მარცხენა ფეხზე, კანის ტრავმის ადგილას


განუვითარდა ერითემული ლაქა, რომელიც მალე დაიფარა ფუფხით. ფუფხის
ქვეშ არის წყლული ჩირქოვანი ექსუდატით. ამ შემთხვევაში მკურნალობა
რეკომენდებულია:
*ა) პენიცილინით;
ბ) ამოქსიცილინით;
გ) ცეფალექსინით;
დ) ერითრომიცინით;
ე) აზიტრომიცინით.

1771. 7 წლის ბიჭს განუვითარდა მოწითალო, ქავანა ლაქები, რომლებიც


ნელა იზრდება. ისინი დაფარულია ქერცლით და დანაოჭებულია.
ჩამოთვლილი მეთოდებიდან, რომელი გამოიყენება დიაგნოზის დასადგენად?
ა) ლაქის არეში ფიზიოლოგიური ხსნარის 1 მლ ინექცია, შემდეგ შპრიცში
მისი ასპირაცია და მიღებული მასალის კულტურის გამოკვლევა;
*ბ) ლაქის გამოკვლევა ვუდის ფილტრით (ლუმინესცენტური მეთოდი);
გ) ლაქიდან აღებული ანაფხეკის გამოკვლევა ცანკის მეთოდით;
დ) ლაქიდან აღებული ანაფხეკის კალიუმის ჰიდროქსიდით გამოკვლევა;
1772. 7 წლის ბიჭს განუვითარდა მოწითალო, ქავანა ლაქები, რომლებიც
ნელა იზრდება. ისინი დაფარულია ქერცლით და დანაოჭებულია. ბავშვის
მკურნალობა შესაძლებელია ჩამოთვლილთაგან ერთერთით:
ა) პენიცილინით;
*ბ) კლინდამიცინით;
გ) ცეფალექსინით;
დ) ამოქსიცილინით;
ე) ამოქსიცილინ_კლავულანატით.

1773. 6 წლის ბიჭს აქვს მსუბუქი სიწითლე და აქერცვლა ალოპეციის არეში.


ჩამოთვლილი საშუალებებიდან მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია
ერთერთით:
ა) ეკონაზოლი ადგილობრივად;
ბ) კეტოკონაზოლი ადგილობრივად;
გ) ტერბინაფინი ადგილობრივად;
დ) კეტოკონაზოლი პერორალურად;
*ე) გრიზეოფულვინი პერორალურად.

1774. ორი კვირის ახალშობილს აქვს პაპულოპუსტულოზური გამონაყარი


სახესა და კისერზე. დაავადებული არიდან აღებული ანაფხეკის გამოკვლევამ
კალიუმის ჰიდროქსიდით გამოკვლევამ გამოავლინა ფსევდოჰიპები და
სპორების გროვები. რეკომენდებული მკურნალობაა:
ა) გოგირდის სულფიდის 2,5%_იანი ლოსიონი;
ბ) პროპილენგლიკოლი;
გ) ნატრიუმის თიოსულფატის 25%_იანი სუსპენზია;
*დ) 2%_იანი კეტოკონაზოლი ადგილობრივად.

1775. 4 წლის ბავშვს აღენიშნება მკრთალი პაპულები ცენტრში


უმბილიკაციით. პაპულის კომპრესიისას გამოიყოფა თეთრი ფერის კაზეოზური
შიგთავსი. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია:
ა) Herpes simplex ინფექცია;
ბ) ჩუტყვავილა;
*გ) კონტაგიოზური მოლუსკი;
დ) მეჭეჭი.

1776. 4 წლის ბავშვს აღენიშნება მკრთალი პაპულები ცენტრში


უმბილიკაციით. პაპულის კომპრესიისას გამოიყოფა თეთრი ფერის კაზეოზური
შიგთავსი. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს მკურნალობის დასაშვებ
მეთოდს გარდა:
ა) პაპულების კიურეტაჟი (გამორწყვა);
ბ) ტრიქლორაცეტილმჟავა ადგილობრივად;
*გ) ჰიდროკორტიზონი ადგილობრივად;
დ) კანტარიდინი ადგილობრივად.

1777. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ასოცირდება კეთილთვისებიან ფებრილურ


გულყრასთან ბავშვებში, გარდა ერთისა:
ა) ტონურ-კლონური კრუნჩხვები;
ბ) მხოლოდ ტონური კრუნჩხვები;
*გ) ატონიური კრუნჩხვები;
დ) ლოკალური ნიშნების არარსებობა;
ე) ხანგრძლივობა ნაკლებია 15 წუთზე.

1778. 14 თვის ბავშვისათვის, რომელსაც აღენიშნება ცხელება 39,5 გრადუს


C (103,1 F) აცეტამინოფენის რეკომენდებული დოზაა:
ა) 5_7 მგ/კგ;
*ბ) 10-15 მგ/კგ;
გ) 20 მგ/კგ;
დ) 25 მგ/კგ.

1779. ჩვილებში შარდის სტერილურად მიღებისათვის სტანდარტული


პროცედურაა:
ა) კათეტერიზაცია;
*ბ) ბოქვენზედა ასპირაცია;
გ) ჭურჭელში შეგროვება;
დ) ბავშვის საფენის გაწურვა.

1780. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი არის ბავშვებში პნევმონიისათვის


დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომი, გარდა ერთისა:
ა) ცხელება;
*ბ) მსტვინავი სუნთქვა;
გ) ხველა;
დ) სუნთქვის გახშირება.

1781. ჩამოთვლილთაგან სამი კვირის ასაკის ჩვილებში ვირუსული პნევმონიის


გამომწვევი ყველაზე იშვიათი მიზეზია:
*ა) ენტეროვირუსი;
ბ) რესპირაციულ_სინციტიალური ვირუსი;
გ) პარაგრიპის ვირუსი;
დ) ადენოვირუსი;
ე) გრიპის ვირუსი.

1782. ბავშვებში პნევმონიის ამბულატორიული მკურნალობისათვის შეიძლება


დაინიშნოს ყველა ჩამოთვლილი ანტიბიოტიკი, გარდა ერთისა:
ა) ცეფუროქსიმი;
ბ) ამოქსიცილინი
*გ) ციპროფლოქსაცინი
დ) ცეფალკორი;
ე) ამოქსიცილინ_კლავულანატი.

1783. ჩამოთვლილი დებულებებიდან, რომელია ჭეშმარიტი ბავშვებში


ქუნთრუშის დროს:
ა) საჭიროებს ორკვირიან ანტიბიოტიკოთერაპიას;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მიკრობი პენიცილინრეზისტენტულია, საჭიროა ორი
სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკის გამოყენება;
გ) უნდა მოხდეს ყელის კულტურის განსაზღვრა და მასზე დაყრდნობით
ანტიბიოტიკის შერჩევა.
*დ) არ საჭიროებს დამატებით სამკურნალო და სადიაგნოზო ღონისძიებების
ჩატარებას.

1784. ჩამოთვლილთაგან, რომელი გამოიყენება მწვავე ან ქრონიკული შუა


ოტიტის დროს გამონადენის შესამცირებლად?
ა) შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივად;
ბ) ანტიჰისტამინი პრეპარატები ადგილობრივად;
გ) შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატების სისტემურად მიღება;
დ) ანტიჰისტამინური პრეპარეტების სისტემურად მიღება;
*ე) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

1785. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია ნაკლებად დამახასიათებელი


ბავშვებში სინუსიტის დროს:
ა) ხველა;
ბ) გამონადენი ცხვირიდან;
გ) ცხელება;
*დ) ტკივილი სახის არეში.

1786. ბავშვებში ჰემორაგიული კონიუნქტივიტი გამოხატული პერიორბიტული


შეშუპებით უფრო ხშირად გამოწვეულია:
ა) “ Herpes simplex“;
ბ) “ Clamidia trachomatis“;
*გ) „Adenovirus“;
დ) „Neisseria gonorrhoeae“;
ე) „Hemophilus influenzae“

1787. იმპეტიგოს გართულება ჩამოთვლილთაგან შეიძლება იყოს ყველა,


გარდა ერთისა:
ა) მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი;
ბ) ჩირქოვანი ართრიტი;
*გ) რევმატიული ცხელება;
დ) ოსტეომიელიტი;
ე) პნევმონია.

1788. 18 თვის ბავშვებში მუნის მკურნალობა შესაძლებელია:


ა) ლინდანის მალამოს ერთჯერადი აპლიკაცია;
*ბ) პერმეტრინის მალამოს ერთჯერადი აპლიკაცია;
გ) პერმეტრინის მალამოს ორი აპლიკაცია;
დ) არცერთი ჩამოთვლილი.

1789. შიდსით დაავადებულ ბავშვებში კანის ინფექციებიდან ყველაზე


ხშირია:
*ა) კანდიდოზური ინფექცია;
ბ) ცელულიტი;
გ) კონტაგიოზური მოლუსკი;
დ) ერპეს ზოსტერ;
ე) მუნი.

1790. 6 წლის გოგონას აქვს ყელის ტკივილი და ცხელება 38,6 C (101,4


F) გამოკვლევისას აღინიშნება ხახის და ტონზილების ჰიპერემია ნადებით,
კისრის წინა ლიმფური კვანძები გადიდებულია. გამოხატულია
ერითემატოზული გამონაყარი მთელს სხეულზე, განსაკუთრებით ტორსზე.
საფიქრებელია, რომ დაავადების გამომწვევია:
ა) „Corynebacterium diphtheriae“;
ბ) კოქსაკის ვირუსი;
*გ) ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი;
დ) ებშტეინ - ბარის ვირუსი;
ე) ადენოვირუსი.

1791. ბავშვს, რომელსაც საეჭვოა, რომ აქვს A ჯგუფის ბეტა- ჰემოლიზური


სტრეპტოკით გამოწვეული ფარინგიტი, სწრაფი ანტიგენური ტესტი
სტრეპტოკოკულ ანტიგენზე უარყოფითი აქვს. ჩამოთვლილი დებულებებიდან
რომელია სწორი?
ა) ოჯახი შეიძლება მშვიდად იყოს, რადგან ეს არ არის ჯგუფის
ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ფარინგიტი;
*ბ) გამოკვლეული უნდა იქნას ყელის კულტურა;
გ) თუ სიმპტომები კვლავ აღინიშნება, ტესტი უნდა გამეორდეს 48 სთ-ში;
დ) ბავშვს უნდა ჩაუტარდეს პენიცილინით მკურნალობა;
ე) არცერთი ჩამოთვლილი.

1792. ბავშვს აქვს სიცხე და სტკივა ყელი. ყველაზე ხარჯთ-ეფექტური


მკურნალობაა:
ა) ემპირიულად ანტიბიოტიკოთერაპია;
ბ) ანტიბიოტიკოთერაპია, სწრაფი ანტიგენური ტესტის შედეგების
საფუძველზე;
გ) ანტიბიოტიკოთერაპია, ყელის კულტურის გამოკვლევის საფუძველზე;
*დ) ანტიბიოტიკების დანიშვნა სწრაფი ანტიგენური ტესტის მიხედვით _
ანტიგენნეგატიურ ბავშვებში, რომელთაც მიკრობის არსებობა დადასტურებული
აქვთ ყელის კულტურის გამოკვლევით.

1793. 9 წლის ბავშვს, რომელსაც აღენიშნება A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური


სტრეპტოკოკით გამოწვეული ფარინგიტი, მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს
პენიცილინის შემდეგი დოზით:
*ა) 250 მგ 2-3ჯერ დღეში;
ბ) 500 მგ 3_ჯერ დღეში;
გ) 500 მგ ერთჯერადი დღიური დოზა;
დ) 250 მგ 4-ჯერ დღეში;
ე) 500 მგ 2-3ჯერ დღეში.

1794. 14 თვის ბავშვისთვის შუა ყურის ანთებით და მოსალოდნელი


გართულებით საწყის ეტაპზე პირველი არჩევის პრეპარატად ითვლება:
*ა) ამოქსიცილინი
ბ) ერითრომიცინი
გ) ლორაკარბეფი
დ) ამოქსიცილინ -კლავულინატის კალიუმის მარილი

1795. 20 დღის ახალსობილს აღენიშნება ცხელება. რომელი ქვემოთ


მოყვანილი დებულება არის სწორი:
ა) ანტიბიოტიკებით თერაპია ნაჩვენები არ არის, სანამ არ ჩატარდება
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და ამის შესაბამისად მედიკამენტის შერჩევა
*ბ) სისხლის, შარდის და ხშირად ცერებროსპინალური სითხის
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიღებამდე ემპირიულად
შესაძლებელია ინტრავენურად ამპიცილინის და გენტამიცინის დანიშვნა.
გ) სისხლის, შარდის და ხშირად ცერებროსპინალური სითხის
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიღებამდე ემპირიულად
შესაძლებელია ცეფტრიაქსონის დანიშვნა.
დ) სისხლის, შარდის და ხშირად ცერებროსპინალური სითხის
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიღებამდე ემპირიულად
შესაძლებელია ტიკარცილინ-კლავულინატის დანიშვნა.

1796. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ბავშვთა სიკვდილიანობის


ხშირი მიზეზი დაბადებიდან 10 წლის ასაკამდე?
ა) ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი
*ბ) ასთმა
გ) დაზიანებები ავტოსაგზაო შემთხვევისას
დ) შემთხვევითი ტრავმები

1797. ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის პრევენციისთვის, ახალშობილის


მშობლებმა უნდა იცოდენ ბავშვის ძილის რეკომენდებული პოზა:
*ა) ზურგზე წოლა
ბ) მოხრილი
გ) გვერდზე
დ) რბილ ზედაპირზე

1798. გაურთულებელი მშობიარობის შედეგად დაიბადა ჯანმრთელი გოგონა,


ის დედასთან ერთად სახლში გაეწერა დაბადებიდან 36 საათის შემდეგ.
ექიმმა იგი უნდა მოინახულოს:
*ა) ორი - ოთხი დღის ასაკში
ბ) ერთი კვირის ასაკში
გ) ორი კვირის ასაკში
დ) ერთი თვის ასაკში
ე) ექვსი კვირის ასაკში

1799. 6,5 წლის ბავშვს აქვს ტერფის ინფიცირებული ჭრილობა, ასაკობრივი


ვაქცინაცია მან 5 წლისა და ერთი თვის ასაკში დაამთავრა, ტეტანუსის
პროფილაქტიკის მიზნით როგორია სწორი ტაქტიკა:
ა) 0,5 ანტიტეტანური ანატოქსინის შეყვანა
ბ) ბავშვი არ საჭიროებს ვაქცინაციას
*გ) ანატოქსინი დოზით 0,5 მლ შეყვანილი უნდა იქნეს ორჯერადად
1800. დედამ ამბულატორიაში ვაქცინაციისათვის მოიყვანა 2 წლისა და ერთი
თვის აუცრელი ბავშვი, რომელი ვაქცინის გამოყენება არის
რეკომენდირებული ამ შემთხვევაში:
ა) ჰიბ ვაქცინის
*ბ) დპტ/დტ ვაქცინის
გ) ტდ ვაქცინის

1801. 1 წლის ბავშვს ამბულატორიაში ვიზიტისას რუტინულად ჩაუტარდა


ანტროპომეტრია, ექიმმა მიიღო შემდეგი შედეგი წონა, სიგრძე თავის
გარშემოწერილობა - სამივე პარამეტრი ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას.
რომელი დასკვნა მიესადაგება მიღებულ შედეგს:
*ა) სავარაუდოა გენეტიკური, კონსტიტუციური ანომალიები
ბ) სავარაუდოა მწვავე კვების დეფიციტი, გაძლიერებული მეტაბოლიზმი
გ) სავარაუდოა ქრონიკული კვების დეფიციტი, ენდოკრინული მიზეზებით
გამოწვეული ზრდის შეფერხება

1802. 4 თვის ბავშვის წონა შეადგენს 5000 გრამს, დაბადებისას ის 3000


გრამს იწონიდა, იკვებება ძუძუთი, მასის ნამატი ფასდება როგორც:
ა) არადასაშვები
ბ) ნორმაზე მეტი
*გ) მინიმალური დასაშვები ნამატი

1803. 3 წლის გოგონას 20 მარტს დაუდგინდა წითელა, ბოლო გამონაყარი


დაფიქსირდა 24 მარტს, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ის გადამდებად
ჩაითვლება:
*ა) 29 მარტამდე
ბ) პირველ აპრილამდე
გ) 5 აპრილამდე
დ) 15 აპრილამდე

1804. პირველად სმენის სკრინინგი ტარდება:


*ა) დაბადებისთანავე, რამდენიმე დღეში
ბ) 1 წლის ასაკში
გ) ექვსი თვის ასაკში

1805. 5 თვის ბავშვს აქვს საშარდე გზების ინფექცია. რომელი აგენტია


უპირატესი გამომწვევი ამ ასაკში:
*ა) ნაწლავური ფლორა
ბ) კლებსიელა
გ) პროტეუსი

1806. დედამ მოგიყვანათ 3 წლის ბავშვს აქვს ყელის ტკივილი, მისი


მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ის ვერ იკვებება, აქვს ფებრილური
ცხელება. ვაქცინაციის ისტორია - არ ჩატარებია სამშობიაროს მერე არცერთი
აცრა. ობიექტურად: ფარინგოსკოპია - ხახა ჰიპერემულია, ნუშურებზე
მონაცრისფრო- ჭუჭყიანი ნადები , რომელიც ძნელად შორდება; რომელი
პათოგენური აგენტი გამოიწვევდა დასახელებულ მოვლენებს:
ა) „Clostridium difficile“
ბ) „Streptococcus pyogenes“
*გ) „Corynebacterium Diphtheria“

1807. ბავშვს აქვს ყელის ტკივილი, ტემპერატურა. ფარინგოსკოპიით –


ხახა ძლიერ ჰიპერემულია, მკვეთრად გამოხატული ნადების გარეშე.
რომელი პათოგენური აგენტი იწვევს უხშირესად მსგავს მოვლენებს:
*ა) ვირუსი
ბ) „Streptococcus pyogenes“
გ) „Corynebacterium Diphtheria“

1808. ბავშვი ავადაა მეორე დღეა, მას აქვს ცხელება, ის ვერ იკვებება
ყელის ტკივილის გამო; ობიექტურად - ბავშვი მოდუნებულია, ტემპერატურა
38 გრადუს , ტონზილებზე თეთრი, ადვილად მოცილებადი ნადები;
რომელი პათოგენური აგენტი გამოიწვევდა დასახელებულ მოვლენებს:
ა) ვირუსი
*ბ) „Streptococcus pyogenes“
გ) „Corynebacterium Diphtheria“

1809. 1 წლის ბავშვს აქვს დეფეკაცია 8-ჯერ დიდი რაოდენობით სითხის


შემცველი განავლით, უპირატესად, რომელი ინფექციური აგენტით შესაძლოა
იყოს გამოწვეული დიარეა:
*ა) როტავირუსი
ბ) სალმონელა
გ) ნაწლავის ჩხირი

1810. 3 წლის ბავშვს დაესვა დიაგნოზი მწვავე ბრონქიტი, რომელი


პათოგენური აგენტი იწვევს უპირატესად ამ მდგომარეობის განვითარებას:
*ა) ვირუსი
ბ) კლებსიელა
გ) სოკო

1811. 7 წლის ბიჭი ერთი კვირა იყო ავად, მას ჰქონდა სუბფებრილური
ტემპერატურა, ყელის ტკივილი, უჭირდა ცხვირით სუნთქვა, 3 კვირაა რაც
აღადგინა სასწავლო პროცესი. ფიზკულტურის გაკვეთილზე მას უეცრად
დაეწყო მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი, აღენიშნა გონების კარგვა.
რომელი ინფექციური დაავადების გართულებას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი
აღწერილ სიტუაციაში:
ა) ყბაყურა
*ბ) მონონუკლეოზის
გ) ადენოვირუსულის

1812. 3 წლის ბავშს აქვს 39 გრადუსC ტემპერატურა, დაავადება დაეწყო


უეცრად, უჭირს ჩასუნთქვა და ვერ ყლაპავს ნერწყვს, არის იძულებით
პოზაში, რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
*ა) ეპიგლოტიტი
ბ) ქუნთრუშა
გ) მონონუკლეოზი
დ) ტონზილიტი

1813. გამოგიძახეს ბინაზე 13 წლის გოგონასთან, რომელიც სკოლაში ცუდად


გახდა და ძლიერი მუცლის ტკივილის გამო სახლში გამოუშვეს. ბავშვს
მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი აქვს. ტკივილი
სინათლეზე ძლიერდება. კანის დათვალიერებისას დიფუზური გამონაყარი
შენიშნეთ, რომელიც ზეწოლისას ფერმკრთალდება. რა საშუალებას მიმართავთ
ბავშვის დასახმარებლად:
ა) კუნთში ეპინეფრინი
*ბ) ბენზილპენიცილინი
გ) ჟანგბადი
დ) ასპირინი
ე) სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია
ვ) ვენაში ლორაზეპამი

1814. 5 წლის ბიჭის დედა შეწუხებული მოგმართავთ იმის გამო, რომ იგი
საწოლში კვლავაც ისველებს. როგორ დაეხმარებით ბავშვს:
ა) დესმოპრესინი
ბ) ტრიმეტოპრიმი
გ) შეკრულობის გამორიცხვა და მკურნალობა
დ) პაროქსეტინი
ე) მიმართვა პედიატრთან
*ვ) ჩარევა საჭირო არ არის

1815. 11 წლის ბიჭის დედა შეწუხებული მოგმართავთ იმის გამო, რომ იგი
საწოლში კვლავაც ისველებს. როგორ დაეხმარებით ბავშვს:
*ა) დესმოპრესინი
ბ) ტრიმეტოპრიმი
გ) შეკრულობის გამორიცხვა და მკურნალობა
დ) პაროქსეტინი
ე) მიმართვა პედიატრთან
ვ) ჩარევა საჭირო არ არის

1816. ნაღვლის ბუშტში კონკრემენტის გამოსავლენად ნაჩვენებია ყველა


გამოკვლევის მეთოდი, გარდა
ა) მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფიისა;
ბ) რეტროგრადული ქოლანგიოგრაფიისა;
გ) მუცლის ღრუს ულტრაბგერითი სკენირებისა;
დ) ინტრავენური ქოლეცისტოხოლანგიოგრაფიისა;
*ე) ნაღვლის ბუშტის სისხლძარღვთა ანგიოგრაფიისა.

1817. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის რენტგენოლოგიურ ნიშნებს


წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) "ნიშის" არსებობისა;
ბ) შიგთავსის ევაკუაციის დარღვევისა;
*გ) გამოთიშული ნაღვლის ბუშტისა;
დ) 12-გოჯა ნაწლავის ბოლქვის დეფორმაციისა.

1818. პერკუსიით და რენტგენოლოგიურად გამოვლინდა შუასაყარის ჩრდილის


გადაადგილება ჯანმრთელი მხარისკენ. ეს შეესაბამება
ა) ტოტალურ პნევმონიას;
*ბ) პლევრის ღრუში სითხის დაგროვებას ან დაჭიმულ პნევმოთორაქსს;
გ) ფილტვის ჰიპოპლაზიას;
დ) ფილტვის ატელექტაზს.

1819. ექიმს პირველად მიმართა 50 წლის ავადმყოფმა ერთად-ერთი


ჩივილით, რომ მას დაეწყო მშრალი ინტენსიური ხასიათის ხველა.
საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ არის
ა) მწვავე ბრონქიტი;
ბ) ბრონქოექტაზული დაავადება;
გ) პლევრიტი;
*დ) ფილტვის კიბო;
ე) ქრონიკული ბრონქიტი.

1820. თუ ეჭვია შუასაყარის სიმსივნეზე დიაგნოზის დასაზუსტებლად


ყველაზე ინფორმატიული მეთოდია
ა) პნევმომედიასტინოსკოპია;
ბ) ბრონქოსკოპია;
გ) ბრონქოგრაფია;
*დ) პნევმომედიასტინოტომოგრაფია;
ე) ხელოვნური პნევმოთორაქსი.

1821. ნეკნ-ხერხემლის კუთხეში ხშირად ლოკალიზდება ისეთი წარმონაქმნები


ა) როგორიცაა შუასაყრის ლიპომა;
*ბ) როგორიცაა შუასაყრის ნევრინომა;
გ) როგორიცაა შუასაყრის პარაზიტული კისტა;
დ) როგორიცაა შუასაყრის დერმოიდული კისტა;
ე) როგორიცაა ლოკალური მეზოთელიომა.

1822. სტეატორია დამახასიათებელია


ა) პოსქოლეცისტექტომიური სინდრომისათვის;
ბ) მწვავე პანკრეატიტისათვის;
*გ) ქრონიკული პანკრეატიტისათვის;
დ) ღვიძლის უკმარისობისათვის;
ე) კრონის დაავადებისათვის.

1823. მწვავე ანემიის კლინიკა ჩნდება სისხლის დანაკარგისას შემდეგი


რომლის რაოდენობაც უდრის
ა) 250 მლ;
ბ) 500 მლ;
*გ) 1000 მლ;
დ) 1500 მლ;
ე) 2000 მლ.

1824. 4 თვის ბავშვი გადმოვარდა შესახვევი მაგიდიდან. მშობლების


გადმოცემიდან გონების დაკარგვა არ ჰქონდა. ბავშვი იყო აღგზნებული,
ტიროდა, შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა. კვების შემდეგ აღინიშნებოდა
ამოქაფება. მეორე დღეს ბანაობის დროს მშობლებმა შეამჩნიეს რბილი
შეშუპება თხემის არეში. მიმართეს პოლიკლინიკას.სავარუდო დიაგნოზია:
ა) მწვავე ოტიტი;
ბ) თავის ტვინის შერყევა;
*გ) ტვინის დაჟეჟილობა, ქალას ძვლების მოტეხილობა, რბილი ქსოვილების
ჰემატომა;
დ) ქალას ძვლების მოტეხილობა;
ე) თავის ტვინის დაჟეჟილობა.

1825. 4 თვის ბავშვი გადმოვარდა შესახვევი მაგიდიდან. მშობლების


გადმოცემიდან გონების დაკარგვა არ ჰქონდა. ბავშვი იყო აღგზნებული,
ტიროდა, შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა. კვების შემდეგ აღინიშნებოდა
ამოქაფება. მეორე დღეს ბანაობის დროს მშობლებმა შეამჩნიეს რბილი
შეშუპება თხემის არეში. მიმართეს პოლიკლინიკას.ბავშვისათვის
აუცილებელია:
*ა) სასწრაფოდ მოთავსდეს ბავშვთა ნეიროქირურგიულ ან ქირურგიულ
განყოფილებაში;
ბ) გაუკეთდეს ქალას რენტგენოგრამა;
გ) გაიგზავნოს კონსულტაციაზე ბავშვთა ნევროპათოლოგთან;
დ) გაუკეთდეს ჰემატომის პუნქცია, გაგრძელდეს მკურნალობა
ამბულატორიულ პირობებში;

1826. 8 თვის ბავშვი აღმოაჩინეს მშობლებმა საბავშვო ეტლთან (ეტყობა


გადმოვარდა, მოწმეები არ არის). ქცევებში ცვლილებები არ აღინიშნება.
შუბლის წილში აღინიშნება მცირე სისხლდენაჟღენთი. კვების შემდეგ ბავშვს
ჰქონდა განმეორებითი ღებინება. ორჯერ აღინიშნა თხიერი განავალი.
ა) გაუკეთდეს ქალას რენტგენოგრაფია და ჩაუტარდეს ნეიროქირურგის
კონსულტაცია;
ბ) ჩაუტარდეს პედიატრის კონსულტაცია;
გ) ჩაუტარდეს მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში;
*დ) ჰოსპიტალიზაცია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში;

1827. მიღებაზე მიმართა ავადმყოფმა ჩივილებით სახის შუა ზონის


ტკივილებზე ამავე არეში აქვს შეშუპება და ჰემატომა. პირის გაღების
შეზღუდვა. გასინჯვისას გამოვლინ რბილი ქსოვილების შეშუპება და პირის
გაღების შეზღუდვა. ანამნეზიდან გაირკვა რომ ავადმყოფს 12 საათის წინ
სცემეს. ჰქონდა ხანმოკლე ცნობიერების დაკარგვა, აღნიშნავს გულის
რევას.ავადმყოფი უნდა
ა) გავუშვათ სახლში;
ბ) მოვათავსოთ სტაციონარში;
*გ) გავუშვათ სპეციალისტთან საკონსულტაციოდ;
დ) დავადოთ შურდულისებრი ნახვევი;
ე) ბინის პირობებში დავუნიშნოთ ანთების საწინააღმდეგო თერაპია.

1828. 32 წლის ავადმყოფმა მიმართა ექიმს ჩივილით, რომ არ შეუძლია


დახუროს პირი, ტკივილი აქვს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში, აქვს
მომატებული ნერწყვდენა. ეს მდგომარეობა დაეწყო 2 საათის წინ, როდესაც
ავადმყოფი შეეცადა მოეკბიჩა ვაშლის დიდი ნაჭერი, ფართოდ გააღო პირი,
ყურში გაიგონა ტკაცუნი, იგრძნო მკვეთრი ტკივილი საფეთქელ-ქვედა ყბის
სახსრის მიდამოში და ვეღარ შესძლო პირის დახურვა. ავადმყოფისათვის
საჭიროა
ა) დავადოთ კბილზედა არტაშანი;
ბ) დავადოთ შურდულისებური ნახვევი;
*გ) გავაგზავნოთ ქირურგ-სტომატოლოგთან;
დ) შევეცადოთ ჩავუსწოროთ ამოვარდნილობა;
ე) დავუნიშნოთ ანტიბიოტიკები;

1829. საჯდომი ნერვის ტრავმული დაზიანების დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი გარდა
ა) ტრავმის არსებობა;
ბ) სიარულის დროს ტერფის ჩამოკიდება;
*გ) ტკივილები საზარდულისა და ილეოცეკალურ არეში;
დ) კანჭის მომხრელების სისუსტე;
ე) აქილესის რეფლექსის დაქვეითება.

1830. დიდი წვივის ნერვის ტრავმული დაზიანების დამახასიათებელ ნიშანს


წარმოადგენს
ა) ტრავმის არსებობა;
*ბ) არ შეუძლია დგომა ფეხის წვერზე;
გ) არ არის აქილესის რეფლექსი;
დ) ტყუპი კუნთების ტკივილები;
ე) ტერფის ზურგის ზედაპირზე პულსი დაქვეითებულია.

1831. მცირე წვივის ნერვის ტრავმული დაზიანების დამახასიათებელ ნიშან


წარმოადგენს
ა) ტრავმის არსებობა;
ბ) სიარულისას ფეხი ჩამოეკიდება ტერფის წვერზე;
გ) შეუძია ფეხის წვერებზე დგომა;
დ) ტერფის ძირზე დარღვეულია ტკივილის შეგრძნება;
*ე) არ შეუძლია ქუსლზე დგომა.

1832. სიმპტომი "დოლის ჩხირები" და "საათის მინა"


ა) არის დამახასიათებელი მხოლოდ ბრონქოექტაზიური დაავადებისათვის;
*ბ) შეიძლება გამოვლინდეს ფილტვებისა და პლევრის სხვა ჩირქოვანი
დაავადებების დროს;
გ) უფრო დამახასიათებელია გულის მანკებისათვის;
დ) დამახასიათებელია აქტინომიკოზებისათვის;
ე) დამახასიათებელია ტუბერკულოზისათვის.
1833. ფილტვების ჩირქოვანი დაავადებებისათვის ყველაზე მეტად
დამახასიათებელ სიმპტომს წარმოადგენს
ა) ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, ოფლიანობა და ინტოქსიკაციის
სხვა მოვლენები;
*ბ) ხველება დიდი რაოდენობის ჩირქოვანი ნახველით;
გ) მაღალი ტემპერატურა;
დ) სისხლიანი ხველება;
ე) "დოლის ჩხირების" სიმპტომი.

1834. სპონტანური არასპეციფიური პნევმოთორაქსის მკურნალობა უნდა


დაიწყოს
*ა) პლევრის პუნქციით და ჰაერის ასპირაციით;
ბ) ფართო თორაკოტომიით;
გ) დინამიური დაკვირვებით;
დ) პლევრის ღრუს დრენირებითა და აქტიური ასპირაციით.

1835. სპონტანური პნევმოთორაქსი ყველაზე ხშირად ვითარდება


ა) ფილტვის აბსცესის დროს;
ბ) ფილტვის ექინოკოკის დროს;
გ) ფილტვის ცენტრალური კიბოს დროს ატელექტაზით და რღვევით
ატელექტაზის ზონაში;
დ) ფილტვის კავერნოზული ტუბერკულოზის დროს;
*ე) ფილტვის ბულოზური დაავადების დროს.

1836. ფილტვიდან სისხლდენის სარწმუნო ნიშანს წარმოადგენს


ა) სისხლის გამოყოფა პირიდან;
ბ) ხველება ალისფერი ქაფიანი სისხლის გამოყოფით;
გ) ფილტვში დაჩრდილვის არსებობა;
დ) პლევრის ღრუში ექსუდატის არსებობა;
*ე) ბრონქოსკოპიისას ბრონქებში სისხლის არსებობა.

1837. საყლაპავის ქიმიური დამწვრობისას პირველად სამედიცინო დახმარების


ოპტიმალურ მეთოდად ითვლება
*ა) ზონდის მეშვეობით საყლაპავისა დაკუჭის ამორეცხვა;
ბ) კუჭისა და საყლაპავის ამორეცხვა "რესტორნის" მეთოდით;
გ) სითხეებისა და მედიკამენტების შეყვანა ინტრავენურად;
დ) გამწმენდი ოყნები.

1838. კარდიოსპაზმისა და კარდიის კიბოს დიფერენციალური


დიაგნოსტიკისათვის საჭიროა ყველა მონაცემები, გარდა
ა) დაავადების ხანგრძლივობა;
ბ) დისფაგიის ხასიათი;
გ) რენტგენოლოგიური სემიოტიკის თავისებურებები;
დ) ენდოსკოპიური სურათი;
*ე) განავლის ხასიათი.
1839. საყლაპავის დივერტიკულის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია
შესრულდეს
ა) ეზოფაგოსკოპია;
*ბ) ფიბროეზოფაგოსკოპია და რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
გ) პნევმომედიანოტომოგრაფია;
დ) შუასაყარის ტომოგრაფია;
ე) ეზოფაგოსკოპია; შუასაყარის ტომოგრაფია;

1840. რეფლიუქს-ეზიფაგიტის ძირითადი მიზეზია


*ა) კარდიალური სფინქტერის უკმარისობა;
ბ) ალკოჰოლიზმი;
გ) დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
დ) კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
ე) ცხელი საკვების მიღება.

1841. რეფლიუქს-ეზიფაგიტის მკურნალობის ძირითადი რეკომენდაციები


მოიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა
ა) მცირე ულუფებით კვება;
ბ) ტანის მაღალი მდებარეობა ძილის დროს;
გ) სიმსუქნის დროს სხეულის მასის ნორმალიზაცია;
*დ) დიეტა უჯრედისის მცირე შემცველობით;
ე) თავისუფალი საცვალის (არამჭიდრო) ტარება.

1842. საყლაპავის ფართო დაზიანებები ვითარდება შემდეგი ქიმიური


აგენტების ხმარებისას
ა) არაორგანული მჟავეების;
*ბ) ტუტეების;
გ) ორგანული მჟავეების;
დ) ლაქების;
ე) ალკოჰოლის სუროგატების.

1843. საყლაპავის კიბოს მიმდინარეობის უფრო მეტად დამამძიმებელ


ფაქტორს წარმოადგენს
ა) 60 წელზე მეტი ასაკი;
ბ) მამრობითი სქესი;
გ) მდედრობითი სქესი;
*დ) ალკოჰოლიზმი;
ე) საყლაპავის ადრე გადატანილი ქიმიური დამწვრობა.

1844. 35 წლის ავადმყოფმა მიმართა პოლიკლინიკას ჩივილებით,


უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში საკვების გავლის გაძნელებაზე საყლაპავში.
ცნობილია, რომ 2 წლის წინ ავადმყოფმა შემთხვევით დალია ძმარმჟავის
ერთი ყლუპი. დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა დაინიშნოს უფრო მეტად
ინფორმატიული გამოკვლევები
ა) გულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
ბ) საყლაპავის კონტრასტული რენტგენოგრაფია;
გ) ფიბროეზოფაგოსკოპია;
დ) საყლაპავის გამოკვლევა ორმაგი კონტასტირების პირობებში;
*ე) საყლაპავის კონტრასტული რენტგენოგრაფია; ფიბროეზოფაგოსკოპია;

1845. ქვემო კიდურების ღრმა ვენების მწვავე თრომბოფლებიტისათვის


დამახასიათებელია
*ა) ქვემო კიდურის მწვავე შეშუპება;
ბ) ტერფის თითების ნეკროზი;
გ) ტერფის გაციება;
დ) ხანგამოშვებითი კოჭლობის სიმპტომი;
ე) ჰიპერემია და შეშუპება დაზიანებული ვენის მიმართულებით.

1846. ქვემო კიდურის ვენების თრომბოზისადმი წინასწარგანწყობილ ძირითად


ფაქტორებს ეკუთვნის ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ვენებში სისხლის ნაკადის შენელებისა;
ბ) ვენების შიგნითა გარსის მთლიანობის დარღვევისა;
გ) ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა;
*დ) მოციმციმე არითმია.

1847. ვენების ვარიკოზული გაგანიერების გართულებას ეკთვნის ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა
ა) ტროფიული წყლულისა;
ბ) ეგზემებისა და დერმატიტებისა;
გ) ქრონიკული ვენური უკმარისობისა;
*დ) იშემიური განგრენისა;
ე) თრომბოფლებიტისა.

1848. ქვემო კიდურების ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის ხშირი


სიმპტომებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა
ა) დისტალური შეშუპებისა;
*ბ) მგრძნობელობის დაქვეითებისა;
გ) სხეულის ტემპერატურის მომატებისა;
დ) ვენების მიმართულება კანის შეშუპებისა და სიწითლისა;
ე) პალპაციის დროს მკვეთრი მტკივნეულობისა.

1849. ქვემო კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზიული გაგანიერების


სიმპტომებს წარმოადგენს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა
ა) საღამოობით კიდურების დისტალური ნაწილების შეშუპებისა;
*ბ) ხანგამოშვებითი კოჭლობისა;
გ) კანჭის კანის ტროფიკის დარღვევის ნიშნებისა;
დ) კრუნჩხვებისა ღამით;
ე) კანქვეშა ვენების თვალით დასანახი გაფართოებისა.

1850. ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ოპერაციის შემდგომ პერიოდში


ვენური სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას ეკუთვნის ყველა ჩამოთვლილი,
გარდა
ა) კანჭის ტყუპი კუნთის შეკუმშვისა;
ბ) ქვემო კიდურების მაღლა მდებარეობისა;
*გ) ხანგრძლივი წოლითი რეჟიმისა;
დ) ფეხების ელასტიური ბინტით შეხვევა;
ე) ადრეული ადგომა.

1851. თრომბოზის დროს ძირითადი სამკურნალო ღონისძიებებია


ა) ანტიბიოტიკები;
ბ) სპაზმოლიტიკები;
*გ) ანტიკოაგულანტები;
დ) აქტიური მოძრაობა;
ე) დიდი რაოდენობით სითხეების პარენტერალური შეყვანა.

1852. ტროფიული წყლულების განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია


ა) ლიმფის მიმოქცევის დარღვევა;
ბ) არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
*გ) ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
დ) ტრავმული დაზიანება;
ე) წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა.

1853. კიდურების ღრმა ვენების მწვავე თრომბოზისათვის დამახასიათებელია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) მწვავე მჭრელი ხასიათის ტკივილებისა;
ბ) სხეულის ტემპერატურის მომატებისა;
გ) კიდურების შეშუპებისა;
დ) ციანოზისა;
*ე) დაზიანებული ვენების მიართულებით კანის ჰიპერემიისა.

1854. ქვემო კიდურების კანქვეშა ვენების მწვავე თრომბოფლებიტის


კონსერვატიული თერაპიისათვის რეკომენდირებულია ყველა ჩამოთვლილი,
გარდა
ა) წოლითი რეჟიმისა;
ბ) ბუტადიონისა;
გ) ანტიკოაგულანტებისა;
*დ) სიარულისა;
ე) კიდურის მაღალი მდებარეობისა.

1855. ქვემო კიდურების ვენების თრომბოზს ხშირად მივყავართ


თრომბოემბოლიამდე
ა) ტვინის სისხლძარღვების;
ბ) გვირგვინოვანი არტერიებისა და ვენების სისტემის;
*გ) ფილტვის არტერიის;
დ) ფილტვის ვენის;
ე) ღვიძლის და თირკმლის არტერიის.

1856. ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზისას, როგორც წესი


ვითარდება
*ა) რბილი ქსოვილების შეშუპება;
ბ) ლიმფანგოიტი;
გ) მცოცავი ფლეგმონა;
დ) ანაერობული განგრენა;
ე) ოსტეომიელემიტი.

1857. თრომბოზი ვითარდება ყველა ჩამოთვლილის შედეგად, გარდა


ა) სისხლის შემადედებლობის დარღვევისა;
ბ) სისხლძარღვის შიდა გარსის შეცვლისა;
*გ) მასიური სისხლდენისა;
დ) სისხლის ნაკადის სიჩქარის დაქვეითებისა;
ე) ემბოლიისა.

1858. კუჭის სისხლმდენი წყლულის დიაგნოზის დასაზუსტებლად პირველ


რიგში საჭიროა
ა) განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
ბ) კუჭის კონტრასტული რენტგენოსკოპია;
გ) კუჭის წვენის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
*დ) ფიბროგასტროსკოპია;
ე) ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის განსაზღვრა.

1859. კუჭიდან სისხლდენის დაწყების პირველ საათებში შეიძლება ჰქონდეს


ადგილი
ა) მელენა;
ბ) კუნთის დაცვის სიმპტომი;
გ) ღებინება "ყავის ნალექის" თერი შიგთავსით;
დ) ბრადიკარდია;
*ე) კოლაფსი.

1860. 12-გოჯა ნაწლავის მწვავე წყლულისათვის უფრო მეტად


დამახასიათებელია
ა) ავადმყოფის ხანშიშესული ასაკი;
*ბ) ანამნეზში ასპირინის ან კორტიკოსტეროიდის მიღება;
გ) ძლიერი შეტევისმაგვარი სეზონური ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში;
დ) ღებინება საკვებით, რომელიც მდგომარეობას ამსუბუქებს;
ე) შხეფის ხმა კუჭში.

1861. კუჭის რეზექციის შემდეგ ავადმყოფს აქვს ჩივილები, სიმძიმე


ეპიგასტრიუმში, სისუსტე- გონების დაკარგვამდე ტკბილი ან რძის
პროდუქტების მიღების შემდეგ,ეს არის ნიშნები
ა) პანკრეაასის ინსულომის;
ბ) მომტანი მარყუჟის სინდრომის;
გ) ანასტომოზის პეპტიური წყლულის;
*დ) დემპინგ-სინდრომის;
ე) მცირე კუჭის სინდრომის.

1862. პოსტრეზექციულ სინდრომებს არ ეკუთვნის


ა) მცირე კუჭის სინდრომი;
ბ) დემპინგ-სინდრომი;
გ) მომტანი მარყუჟის სინდრომი;
დ) ტაკვის ნაღვლოვანი გასტრიტი;
*ე) შაქრიანი დიაბეტი.

1863. 12-გოჯა ნაწლავის მასტენოზირებელი წყლულის სიმპტომებს ეკუთვნის


ქველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ღებინებისა;
ბ) კუჭის საპროექციო არეში შხეფის ხმისა;
*გ) კლოუბერის ფიალების არსებობისა;
დ) ბოყინისა;
ე) გახდომისა.

1864. კუჭის წყლულის პერფორაციის უფრო მეტად სარწმუნო კლინიკურ


გამოვლინებას წარმოადგენს
ა) ღებინება;
ბ) კუჭიდან სისხლდენა;
*გ) მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა, ღვიძლის მოყრუების გაქრობა;
დ) ხშირი თხიერი განავალი;
ე) სლოკინი.

1865. ავთვისებიან ტრანსფორმაციის უფრო ხშირად განიცდიან


ა) 12-გოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლული;
ბ) პოსბულბალური წყლული;
*გ) კუჭის მცირე სიმრუდის წყლული;
დ) კუჭის დიდი სიმრუდის წყლული;

1866. 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დიფერენცირება საჭიროა


შემდეგ დაავადებებთან, გარდა
ა) ქრონიკული ქოლეცისტიტისა;
ბ) ქრონიკულის კოლიტისა;
გ) ქრონიკული აპენდიციტისა;
დ) ქრონიკული პანკრეატიტისა;
*ე) მეზოადენტისა.

1867. 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული წყლულისათვის არ არის


დამახასიათებელი გართულება
ა) სისხლდენა;
*ბ) მალიგნიზაცია;
გ) პერფორაცია;
დ) პენეტრაცია კუჭუკანა ჯირკვალში;
ე) კუჭის გამოსავალი ნაწილის სტენოზირება.

1868. პილორუსის სტენოზის დამახასიათებელი ნიშნებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
*ა) სიყვითლისა;
ბ) შხეფის ხმისა უზმოზე;
გ) გახდომისა;
დ) ბოყინი "ლაყე კვერცხის" სუნით;
ე) მჭრელი ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში.

1869. 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დამახასიათებელი


ჩივილებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ტკივილებისა საკვების მიღებიდან 1-1,5 სთ-ის შემდეგ;
*ბ) სიყვითლისა;
გ) ტკივილების ირადიაციისა წელის არეში;
დ) ღამის ტკივილებისა;
ე) ღებინებისა.

1870. დემპინგ-სინდრომისათვის დამახასიათებელი არ არის


ა) კუნთების სისუსტე;
ბ) თავბრუსხვევა;
გ) ალები;
დ) ოფლიანობა;
*ე) მადის მომატება.

1871. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის მომენტში


უფრო ხშირად გვხვდება
ა) ტაქიკარდია;
ბ) შეტევისმაგვარი ტკივილი;
გ) ლოკალიზებული ზომიერი ტკივილი;
*დ) უეცარი ინტენსიური ტკივილი;
ე) თხიერი განავალი.

1872. კუჭის კიბო ყოველთვის იძლევა მეტასტაზებს


ა) ფილტვებში;
ბ) ღვიძლში;
*გ) რეგიონარულ ლიმფურ კვანძებში;
დ) ძვლებში;
ე) პერიტონეუმზე.

1873. კუჭის კიბოთი დაავადების რისკის მქონე პირებს ყოველწლიურად


უნდა ჩაუტარდეს
ა) კუჭის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
ბ) კუჭის სეკრეციის გამოკვლევა;
*გ) კუჭის ენდოსკოპიური გამოკვლევა;
დ) სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობის გამოკვლევა;
ე) განავლის გამოკვდევა ფარულ სისხლდენაზე.

1874. მუცლის კედლის თიაქარის ჩაჭედვის ნაადრევ ნიშნებს წარმოადგენს


ყველა ჩამოთვლილი, გადა
ა) მწვავე დასაწყისისა;
ბ) თიაქრის ჩაუსწორებლობისა;
გ) თიაქრის ამობურცულობის მტკივნეულობისა;
დ) მწვავე ტკივილისა;
*ე) მაღალი ტემპერატურისა.

1875. დიაფრაგმის ჩაჭედილ თიაქარს მოზრდილ პაციენტებში აქვს ყველა


დამახასიათებელი სიმპტომი, გარდა
ა) სუნთქვის გაძნელებისა;
ბ) ღებინებისა;
გ) ციანოზისა;
*დ) ანემია;
ე) რენტგენოლოგიური გამოკვლევით გამოვლენილი ჰაერით შევსებული
ნაწლავთა მარყუჟების გულმკერდის ღრუში.

1876. დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარისათვის დამახასიათებელია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) რეფლექს-ეზიფაგიტისა;
ბ) ჩაჭედვისა;
გ) სისხლდენისა;
*დ) კუჭის წყლულის გაჩენისა;
ე) ექსტრაკარდიალური სტენოკარდიისა.

1877. სანაღვლე სადინარების მაღალი ობტურაციის დროს პირველ პლანზე


გამოდის ყველა შემდეგი სიმპტომები, გარდა
ა) გამოხატული ცხელებისა;
ბ) სიყვითლის სწრაფი გამოვლინებისა;
*გ) სწრაფი გახდომისა;
დ) კანის ძლიერი ქავილისა;
ე) დისპერსიური დარღვევებისა.

1878. მწვავე პანკრეატიტის მიზეზი შეიძლება იყვეს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) დუოდენოსტაზისა;
ბ) ოდის სფინქტერის სტენოზისა;
გ) ალერგიის გამოვლინებისა;
დ) ნაღვლის რეფლუქსისისა პანკრეასის სადინარში;
*ე) ინფექციური დაავადებისა (ჰეპატიტისა).

1879. მწვავე პანკრეატიტი შეიძლება განვითარდეს ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი ფაქტორების მოქმედებით, გარდა
ა) სამკურნალწამლო პრეპარატების (შარდმდენი, აკტგ, ასპარგინი);
ბ) პანკრეასის ტრავმის;
გ) ქირურგიული ჩარევისა დიდ დუოდენალურ დვრილზე;
დ) ქირურგიული ჩარევისა მუცლის ღრუს ორგანოებზე;
*ე) თირეოტოქსიკოზისა.

1880. უმეტესწილად მწვავე პანკრეატიტის მიზეზი ქალებში შეიძლება იყოს


ა) ორსულობა;
*ბ) ქრონიკული ქოლეცისტიტი;
გ) ალკოჰოლიზმი;
დ) მუცლის ტრავმა;
ე) კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

1881. კალკულოზური ქოლეცისტიტის ნიადაგზე განვითარებული


ობტურაციული სიყვითლისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი
სიმპტომები, გარდა
ა) ღვიძლის ჭვალის ტიპის შეტევისმაგვარი ტკივილებისა;
ბ) ტკივილის შეტევის შემდეგ სიყვითლის სწრაფი განვითარებისა;
გ) ნაღვლის ბუშტი ხშირად არ ისინჯება, მისი მიდამო მკვეთრად
მტკივნეულია;
*დ) გახდომის, მკვეთრი სისუსტის;
ე) კანის არაინტენსიური ქავილისა.

1882. ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების რაციონალურ მკურნალობას წარმოადგენს


ა) დიეტური;
ბ) მედიკამენტოზური;
*გ) ქირურგიული;
დ) სანატორულ- კურორტული;
ე) მკურნალობა მინერალური წყლებით.

1883. 50 წლის ავადმყოფი დაავადებულია კალკულოზური ქოლეცისტიტით,


შაქრიანი დიაბეტით და დაძაბვის სტენოკარდიით, მისთვის უფრო
მიზანშეწონილია
ა) დიეტოთერაპია, სპაზმოლიტიკების გამოყენება;
ბ) სანატორიულ- კურორტული მკურნალობა;
*გ) გეგმური ქირურგიული მკურნალობა;
დ) შაქრიანი დიაბეტისა და სტენოკარდიის მკურნალობა;
ე) ქირურგიული მკურნალობა სასიცოცხლო ჩვენებით.

1884. ნაღვლოვანი კენჭები უფრო ხშირად შესდგება


*ა) ქოლესტერინისაგან;
ბ) ცისტინისაგან;
გ) ოქსალატებისაგან;
დ) ნაღვლმჟავა მარილებისაგან;
ე) შარდმჟავასაგან.

1885. ღვიძლის ამებური აბსცესით დაავადება, როგორც წესი ემთხვევა


*ა) ამებური დიზენტერიის შემთხვევათა გახშირებას;
ბ) ინფექციური ჰეპატიტის შემთხვევათა გახშირებას;
გ) ოპისტორხოზის შემთხვევათა გახშირებას;
დ) მწვავე რესპირატორულ ვირუსული დაავადების ეპიდემიას;
ე) 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სეზონურ გამწვავებას.

1886. ღვიძლის ციროზის გვიანი სტადიისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) სპლენომეგალიისა;
ბ) საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა;
გ) მუცლის წინა კედლის ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა;
დ) ასციტისა;
*ე) კუჭის მწვავე გაფართოებისა.

1887. სპლენომეგალია, "მედუზის თავი" და ასციტი ჩნდება


ა) ვირუსული ჰეპატიტი თ-ს შემთხვევაში;
*ბ) ჯავშნიანი პერიკარდიტის შემთხვევაში;
გ) ქრონიკული ქოლეცისტიტის შემთხვევაში;
დ) ჟილბერის დაავადების შემთხვევაში;
ე) ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაში.

1888. პირნაღებ მასებს, ნაწლავთა მწვავე გაუვალობისას აქვთ ყველა


ჩამოთვლილი თავისებურება, გარდა
ა) უპირატესად კუჭის შიგთავსით;
ბ) უპირატესად წვრილნაწლავური შიგთავსით;
*გ) უპირატესად მსხვილ ნაწლავური შიგთავსით;
დ) განავლის სუნით;
ე) ყავის ფერით შიგთავსით.

1889. ნაწლავთა მწვავე გაუვალობისას ტკივილები ხასიათდება ყველა


ჩამოთვლილით, გარდა
ა) ჩვეულებრივ იწყება უეცრად, არ არის დამოკიდებული საკვების
მიღებაზე, დღეღამის ნებისმიერ დროს, წინამორბედების გარეშე;
ბ) ხშირად ატარებს შეტევით ხასიათს;
*გ) აქვს მატებითი ხასიათი დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში;
დ) არა აქვს მკვეთრი ლოკალიზაცია მუცლის ღრუს რომელიმე ნაწილში;
ე) არის მუდმივად, არ ქრება მთლიანად არაშეტევით პერიოდში.

1890. პანკრეასის თავის კიბოს კლინიკური სურათი არ არის დამოკიდებული


ა) სიმსივნის ზომებზე;
ბ) სიმსივნის ლოკალიზაციაზე;
გ) სიმსივნის დამოკიდებულებაზე ნაღვლის საერთო სადინართან;
დ) სიმსივნის გავრცელებაზე 12-გოჯა ნაწლავზე;
*ე) სიმსივნის გავრცელებაზე ელენთის კარში.

1891. მხრის ჩვეული ამოვარდნილობის მკურნალობის ძირითად მეთოდს


წარმოადგენს
ა) ოპერაციული;
*ბ) კონსერვატიული;
გ) კომბინირებული.

1892. მრავლობითი და შეუღლებული დაზიანებების დროს ტრავმის შემდეგ


პირველ საათებში ლეტალობა განპირობებულია
*ა) შოკითა და სისხლის დაკარგვით;
ბ) ქალა ტვინის მძიმე ტრავმით;
გ) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით;
დ) ცხიმოვანი ემბოლიით.
1893. მოტეხილობა-ამოვარდნილობის კლინიკურ ნიშნებს ეკუთვნის ყველა
ჩამოთვლილი, გარდა
ა) სახსრებში ტკივილისა;
ბ) კიდურის იძულებითი მდებარეობისა;
გ) აქტიური მოძრაობის არქონისა;
*დ) კიდურის დაგრძელებისა;
ე) კიდურის დამოკლებისა;

1894. ნეკნის მოტეხილობის დროს პლევრის და ფილტვის ქსოვილის


დაზიანებისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოლთვლილი სიმპტომი, გარდა
ა) პნევმოთორაქსის;
ბ) კანქვეშა ემფიზემის;
*გ) ძლიერი ტკივილის მკერდის ძვლის უკან;
დ) სისხლიანი ნახველის;

1895. ბუასილის დიაგნოზის დადგენისათვის საკმარისია


*ა) სწორი ნაწლავის თითით გასინჯვა და ანალური ხვრელის
დათვალიერება;
ბ) რექტორომანოსკოპია;
გ) ირიგოსკოპია;
დ) კოლონოსკოპია.

1896. ავადმყოფს რამდენიმე წელი აქვს ბუასილი. ბოლო ორი კვირის


განმავლობაში აღენიშნება ძლიერი ტკივილები დეფეკაციის შემდეგ, ტკივილის
პაროქსიზმის ხანგრძლივობა 6-8 საათია, ტკივილს არ ხსნის ანალგეტიკები,
გაუჩნდა დეფეკაციის შიში, კლინიკური სურათის ცვლილება დაკავშირებულია
ა) ჰემოროიდალური კვანძების თრომბოზთან;
ბ) სფინქტერიტთან;
გ) პარაპროქტიტთან;
*დ) ანალური არხის ნაპრალთან.

1897. სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსცირებისათვის პირველ რიგში უნდა


ჩატარდეს
*ა) სწორი ნაწლავის თითით გასინჯვა და რექტორომანოსკოპია;
ბ) განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
გ) ლაპაროსკოპია;
დ) მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

1898. სიგმოიდური ნაწლავის კიბოს ყველაზე ხშირი გართულებაა


ა) სიგმოიდური ნაწლავის ანთება;
ბ) სიმსივნის ჯორჯალში პენეტრაცია;
*გ) ნაწლავის გაუვალობა;
დ) სიმსივნის პერფორაცია;
ე) პროფუზური სისხლდენა ნაწლავიდან.
1899. მწვავე ცისტიტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები 1. პოლაკიურია; 2.
ტკივილი შარდვის დროს; 3. ჰემატურია; 4. შარდვის შეკავება; 5.
პიურია; 6. ცხელება.
ა) სწორია 1,2,3;
ბ) სწორია 1,2,6;
*გ) სწორია 1,2,5;
დ) სწორია 2,5,6;
ე) სწორია 2,3,4.

1900. გაურკვეველი დიაგნოზის დროს სიმპტომი, რომელიც მიუთითებს


ცისტიტის არსებობაზე, არის
*ა) ლეიკოციტურია;
ბ) აზოტემია;
გ) ტკივილის არსებობა თითით რექტალური და ვაგინალური გასინჯვისას;
დ) ჰემატურია;
ე) შესიება ბოქვენის ზემოთ.

1901. მწვავე ცისტიტის მიმდინარეობა გართულდა შარდთან ერთად ჩირქის


გამოყოფით. ამ შემთხვევაში არის
ა) ჩირქოვანი პიელონეფრიტი;
ბ) ჩირქოვანი ცისტიტი;
გ) ჩირქოვანი კოლპიტი;
დ) ჩირქის შეღწევა ბუშტში;
*ე) ჩირქოვანი ცისტიტი;

1902. პარაცისტიტის ყველაზე მძიმე გამოსავალია


ა) შარდის შეკავება;
ბ) უროსეფსისი;
*გ) აბსცედირება, მეზობელ ღრუებში ჩირქის გადასვლით;
დ) ჰემატურია;
ე) ქრონიკულ სტადიაში გადასვლა.

1903. ორგანიზმში შეღწევისას ჩირქოვანი მიკროფლორის განვითარების


ხელშემწყობ პირობებს მიეკუთვნება ყველა, გარდა
*ა) კანის ეპიდერმისის ან ლორწოვანის ეპითელიუმის მთლიანობისა;
ბ) რამდენიმე სახის მიკრობ-სინერგისტთა შეჭრისა;
გ) კანის და ლორწოვანების დეფექტებისა;
დ) ტრავმის არეში დაჟეჟილი ქსოვილების არსებობისა;
ე) მომატებული ვირულენტობის მქონე მიკრობების შეჭრისა.

1904. ჩირქოვანი მიკროფლორის შეჭრა იწვევს ქსოვილის მხრიდან რეაქციას,


რომელიც გამოიხატება ყველა ჩამოთვლილით, გარდა
ა) არტერიული ჰიპერემიისა;
ბ) ვენური სტაზის;
გ) ტკივილის გაჩენის;
დ) ლოკალურად ტემპერატურის მომატების;
*ე) მგრძნობელობის დაკარგვის.
1905. ფურუნკულის გამომწვევი, როგორც წესი არის
ა) სტრეპტოკოკი;
*ბ) სტაფილოკოკი;
გ) გონოკოკი;
დ) ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირი;
ე) პროტეუსი.

1906. ჰიდრადენიტის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა


*ა) იღლიის ფოსოში;
ბ) გენიტალური და პერიანალურ მიდამოში;
გ) ჭიპის მიდამოში;
დ) დუნდულოს ნაკეცის მიდამო;
ე) გენიტალური და პერიანალურ მიდამოში;

1907. აბსცესი ინფილტრატისგან განსხვავდება


ა) ტკივილის არსებობით;
ბ) ჰიპერთერმიით;
*გ) ფლუქტუაციით;
დ) კანის ჰიპერემიით;
ე) ლეიკოციტოზით, ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრით.

1908. განასხვავებენ პანარიციუმის ყველა ჩამოთვლილ სახეს, გარდა


ა) კანის;
ბ) კანქვეშა;
გ) მყესის;
დ) ძვლის;
*ე) ხელის გულის.

1909. ზედა ტუჩის კარბუნკულისათვის დამახასიათებელი გართულებაა


ა) სეფსისი;
ბ) კანის ნეკროზი;
*გ) ტვინის სინუსების თრომბოზი;
დ) ზედა ყბის ოსტეომიელიტი;
ე) საძილე არტერიის თრომბოზი.

1910. ქვედა კიდურის მორეციდივე წითელი ქარის ყველაზე ხშირი


გართულება
ა) ოსტეომიელიტი;
ბ) თრომბოფლებიტი;
გ) პერიოსტიტი;
*დ) ლიმფოსტაზი;
ე) სეფსისი.

1911. ჭრილობების ქირურგიულ დამუშავებას ეწოდება ადრეული, თუ იგი


ჩატარდა ტრავმის მიღებიდან
*ა) პირველ 24 საათში;
ბ) 48 საათის შემდეგ;
გ) 72 საათამდე;
დ) 72 მეტი საათის შემდეგ.

1912. ანტიტუტანური შრატის პროფილაქტიკური შეყვანა საჭიროა ყველა


ჩამოთვლილ შემთხვევაში გარდა
ა) თავის დაჟეჟილი ჭრილობის;
ბ) ბაქძაყის II ხარისხის თერმული დამწვრობის;
გ) მწვავე განგრენოზული აპენდიციტის;
დ) მხრის ღია მოტეხილობის;
*ე) წვივის დახურული მოტეხილობის.

1913. 2 წლის ბიჭს ჩაეჭედა საზარდულის თიაქარი, მას შემდეგ გავიდა 8


საათი. აუცილებელია
*ა) სასწრაფო ოპერაციული ჩარევა;
ბ) თიაქარის გამობერილობის დამუშავება ქლორეთილით;
გ) თიაქარის თვითჩასწორებისთვის გათვალისწინებული კონსერვატიული
ღონისძიებების კომპლექსი;
დ) ხანმოკლე ნარკოზი;
ე) ოყნა ქლორალჰიდრატით.

1914. 3 წლის გოგოს ჩაეჭედა საზარდულის თიაქარის მას შემდეგ გავიდა 1


საათი. აუცილებელია
ა) თიაქრის ხელით ჩასწორება;
ბ) ხანმოკლე ნარკოზი;
*გ) სასწრაფო ოპერაციული ჩარევა;
დ) თიაქარის თვითჩასწორებაზე გათვალისწინებული კონსერვატული
ღონისძიებათა კომპლექსი;
ე) ოყნა ქლორალჰიდრატით.

1915. 1 წლის ბიჭს აქვს საზარდულის ჩაჭედილი თიაქარი, თიაქარის


გამობერილობის დათვალიერების და პალპაციის დროს აღინიშნება ქსოვილების
ჰიპერემია და პასტოზურობა. აუცილებელია
ა) თიაქარის თვითჩასწორებაზე გათვალისწინებული კონსერვატული
ღონისძიებების კომპლექსი;
ბ) თიაქარის ხელით ჩაბრუნება;
გ) თიაქარის სასწრაფო ჩაბრუნება ხანმოკლე ნარკოზის ქვეშ;
*დ) სასწრაფო ოპერაციული მკურნალობა;
ე) ბარბიტურატების დანიშვნა.

1916. საზარდულის თიაქრის დროს ოპერაციული ჩარევისათვის ოპტიმალური


ასაკია
ა) 6 თვე;
ბ) 1 წელი;
*გ) დიაგნოზის დადგენის შემდეგ;
დ) 3 წელი;
ე) 5 წელი.
1917. სათესლე ჯირკვლის გარსების და სეთესლე ბაგირაკის წყალმანკის
დროს ოპერაციული ჩარევისათვის ოპტიმალური ასაკია
ა) დიაგნოზის დასმის შემდეგ;
ბ) 6 თვე;
*გ) 1,5 წელი;
დ) 5 წელი;
ე) 6 წელი.

1918. ბარძაყის ამოვარდნილობის მკურნალობა უნდა დაიწყოს


*ა) ახალშობილობის პერიოდში;
ბ) პირველი 6 თვის განმავლობაში;
გ) 1 წლამდე;
დ) ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა;
ე) 1-დან 3 წლამდე.

1919. თანდაყოლილი ტერფმრუდობის მქონე ბავშვის მკურნალობა უნდა


დაიწყო
*ა) პირველი 3 კვირის განმავლობაში;
ბ) 3 თვის შემდეგ;
გ) 6 თვის ასაკში;
დ) 1 წლის შემდეგ;
ე) 1-დან 3 წლამდე.

1920. კრიპტორქიზმისთვის სწორია ყველა ჩამოთვლილი დებულება, გარდა


ა) კრიპტორქიზმის ძირითადი გართულებაა- ჰიპოგენიტალიზმი და
უშვილობა;
ბ) კრიპტორქიზმი-, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა
სათესლეების არ ჩამოსვლა;
*გ) კრიპტორქიზმის მკურნალობას იწყებენ 2წ.ასაკში;
დ) აუტოიმუნური აგრესია სათესლის დეგენერაციული ცვლილების ერთ-
ერთი გამშვები მექანიზმია;
ე) კრიპტორქიზმის მკურნალობას იწყებენ 6 თვის ასაკში.

1921. 2 წლის ბავშვს აღმოაჩნდა კრიპტორქიზმი საზარდულის ექტოპიის


სახით. ოპერაციული მკურნალობა რეკომენდირებულია
ა) 6 წლამდე;
ბ) 10 წლამდე;
გ) 12 წლამდე;
დ) 16 წლამდე;
*ე) ჩატარდეს დაუყონებლივ.

1922. თქვენთან ვიზიტზე იმყოფება 39 წლის ქალი მუცლის არეში ტკივილის


გამო. ჩამოთვლილი ანამნეზური მონაცემებიდან, რომელია მეტად
დამახასიათებელი მწვავე ქირურგიული პათოლოგიისათვის:
ა) ტკივილი მცირდება ჭამის შემდეგ
*ბ) ტკივილი დაეწყო უეცრად
გ) აღწერს, როგორც „ყრუ“ ტკივილს
დ) ლოკალიზებულია მუცლის ქვედა ნახევარში
ე) თანხლებულია ღებინებით

1923. სომატიზებული ფსიქიკური მდგომარეობებისას საჭმლის მომნელებელი


სისტემის ფუნქციური დარღვევების მხრივ ვლინდება ყველა ჩამოთვლილი,
გარდა შემდეგისა:
ა) ჩივილები მჩხვლეტავ ან ყრუ ტკივილებზე;
ბ) კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკის შესუსტება ან გაძლიერება;
გ) რეფლუქსი კუჭიდან საყლაპავში;
*დ) იძულებითი პოზა მუცელთან მიბჯენილი მუხლებით;

1924. სომატიზებული ფსიქიკური მოშლილობები ჭეშმარიტი სომატური


დაავადებებისაგან განსხვავდებიან
ა) მშფოთვარე და უგუნებო განწყობილებით, რომელსაც თვითონ
ავადმყოფები არ უჩივიან;
ბ) უცნაური სხეულებრივი შეგრძნებებით;
გ) ჩივილების დაწვრილებითი აღწერით;
დ) ანამნეზის გადმოცემის თავისებურებით (კონკრეტული ფაქტებისა და
ჩივილების ნაცვლად ავადმყოფი ასახელებს დაავადების მიზეზებსა და
მექანიზმებს;
*ე) ყველა ჩამოთვლილით.

1925. ალკოჰოლური დელირიუმის დროს ბოდვა უხშირესად შემდეგი


ხასიათისაა
ა) ნიჰილისტური;
ბ) უაზრო და ეფექტის გარეშე;
*გ) დევნა;
დ) განდიდება.

1926. მარიხუანას მოქმედება ვლინდება


ა) ეიფორიით;
ბ) მოჭარბებული მოტორული აქტივობით;
გ) აბსტინენციის არარსებობით;
*დ) ყველა ჩამოთვლილით.

1927. ნარკოლეფსიას ხშირად თან ახლავს


ა) იმპოტენცია;
ბ) გასუქება;
გ) ლიმფოციტოზი;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

1928. ფსიქიკური დარღვევები შიდს-ის დროს წარმოდგენილია შემდეგი


სიმპტომების
ა) მეხსიერებისა და კრიტიკის დაქვეითება;
ბ) დეზორიენტაციები და ჰალუცინაციები;
გ) პროგრესირებადი დემენცია;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

1929. ნევროზული ბულემიის დროს:


ა) არაეფექტურია შემეცნებით-ქცევითი თერაპია;
ბ) არ არის ეფექტური ჯგუფური ფსიქოთერაპია;
გ) ნევროზულ ანორექსიასთან შედარებით პროგნოზი ცუდია;
*ე) ეფექტურია შემეცნებით-ქცევითი თერაპია; ბულემიას ჩვეულებრივ
ახლავს ღებინება;
ვ) პასუხი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1930. მწვავე კონფუზია შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი


მდგომარეობების დროს:
ა) ჰიპოთირეოიდიზმი;
ბ) მძიმე პნევმონია;
გ) დამთრგუნველი გარემო;
დ) მკურნალობა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატებით;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1931. შიზოფრენიის ცუდი პროგნოზის მაჩვენებელია:


ა) დაავადების დაწყება ადრეულ ასაკში;
ბ) პრემორბიდულ პერიოდში პიროვნების ასოციალურობა;
გ) შიზოფრენიის ოჯახური ანამნეზი;
ვ) ნეგატიური სიმპტომები;
*ზ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1932. პოსტ-ტრავმული სტრესისული აშლილობის სპეციფიკური სიმპტომია:


ა) მხედველობითი ჰალუცინაციები
ბ) აკვიატებული ქცევა;
გ) სმენითი ჰალუცინაციები
დ) აგზნება;
*ე) სტრესორის განმეორებითი გახსენება დეტალებში, ე.წ. „ფლეშბექები“

1933. ენდოგენური დეპრესია ხასიათდება შემდეგი ნიშნებით:


ა) დილით ადრე გაღვიძება;
ბ) " უმაქნისობის" შეგრძნება;
გ) ლიბიდოს დაქვეითება;
*დ) პასუხი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1934. დეპრესიულ პაციენტებში სუიციდის მაღალი რისკზე მიუთითებს


შემდეგი ფაქტორები:
ა) ალკოჰოლის ჭარბად მიღება;
ბ) ანამნეზში აგრესიული ქცევა;
გ) თანაარსებული ქრონიკული სომატური დაავადება;
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;
ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.
1935. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ შეეფერება მწუხარების
(ჭირისუფლის) რეაქციას?
ა) დანაკარგის რეალურობის აღქმა;
ბ) დარდის, ტკივილის განცდა;
გ) შეგუება იმ გარემოსთან , სადაც გარდაცვლილი აღარ იქნება;
დ) ემოციური ენერგიის გამოხატვა სხვაგვარ მიმართებაში;
*ე) გარდაცვლილისა და მასთან დაკავშირებული ყველა მომენტის
დავიწყების მცდელობა.

1936. როდის ითვლება დასრულებულად ჭირისუფლის რეაქცია?


*ა) როდესაც შეუძლია გარდაცვლილზე იფიქროს ტკივილის გარეშე;
ბ) როდესაც გარდაცვალებიდან გაივლის წელიწადი;
გ) როდესაც პიროვნება ცდილობს დაასრულოს წუხილი;
დ) როდესაც დასრულდება ფსიქოთერაპიის კურსი;
ე) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი;

1937. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის პათოგნომური


ნორმალური ან მწვავე ჭირისუფლობისათვის?
ა) სომატური მოშლილობა;
ბ) პაციენტი მთლიანად დაკავებულია გარდაცვლილზე ფიქრით და მისი
გახსენებით;
გ) ჭირისუფლის რეაქციის დასრულებამდე პიროვნება კარგავს
პროდუქტიული მუშაობის უნარს;
დ) დანაშაულის შეგრძნება;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პათოგნომურია მწვავე ანუ ნორმალური
მწუხარების რეაქციისათვის;

1938. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის ნორმალური განცდა


ჭირისუფლისათვის?
ა) დარდი;
ბ) დანაშაული და თვით-გვემა;
გ) აგზნება;
*დ) შეგრძნება იმისა, რომ " არ ღირს ცხოვრება".
ე) დაღლილობა;

1939. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი ახასიათებს ჭირისუფლის


ნორმალურ რეაქციას?
ა) სიმძიმე და ტკივილი მკერდის არეში;
ბ) ხმაურის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
გ) გენერალიზებული კუნთოვანი სისუსტე;
დ) დეპერსონალიზაციის შეგრძნება;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;

1940. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის ნორმალური ქცევა


ჭირისუფლისათვის გაურთულებელ შემთხვევებში?
ა) ძილის მოშლა;
*ბ) მუდმივად აგრესიული ქცევა ოჯახის სხვა წევრების მიმართ;
გ) მადის მოშლა;
დ) სოციალური განყენება;
ე) გარდაცვლილთან დაკავშირებული ნივთების ტარება ან იმ ადგილებზე
ყოფნა, სადაც გარდაცვლილი ხშირად ატარებდა დროს.

1941. დიდი დეპრესიული მოშლილობის და ჭირისუფლობის შედარებისას


ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან რომელია სწორი?
ა) რთულია დიფერენცირება დიდ დეპრესიულ მოშლილობასა და
ჭირისუფლის ნორმალურ რეაქციას შორის;
*ბ) მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ დიდი დეპრესიული
მოშლილობის დროს პიროვნება კარგავს საკუთარი თავის მიმართ
პატივისცემას, ნორმალური ჭირისუფლობის დროს კი არა;
ბ) მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ნორმალური
ჭირისუფლობის დროს პიროვნებას აღენიშნება მადის მნიშვნელოვანი
დარღვევა, დიდი დეპრესიული მოშლილობის დროს კი არა;
დ) მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ნორმალური ჭირისუფლის
რეაქციისათვის დამახასიათებელია უძილობა დიდი დეპრესიული
დაავადებისათვის კი არა.

1942. ქვემოთ ჩამოთვლილი ფსიქიკური დაავადებებიდან რომელია


დაკავშირებული სუიციდის მაღალ რისკთან?
ა) დიდი დეპრესია;
ბ) შიზოფრენია;
გ) ალკოჰოლიზმი;
დ) დიდი დეპრესია; შიზოფრენია;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1943. ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან იმის შესახებ თუ როგორი


ზეგავლენა შეიძლება იქონიოს დედის პოსტნატალურმა დეპრესიამ ბავშვებზე
პასუხი შემდეგი:
ა) ქცევითი პრობლემები უფრო ხშირია ბავშვებში, რომელთა დედებსაც
ჰქონდათ პოსნატალური დეპრესია;
ბ) მნიშვნელოვანი შემეცნებითი დეფიციტი აღენიშნებათ ბავშვებს, რომელთა
დედებსაც ჰქონდათ დეპრესიის ეპიზოდი მშობიარობის შემდეგ პირველ
წელიწადს;
გ) არსებობს მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი ბავშვებში კითხვის
სირთულესა და დედის დეპრესიას შორის;
*დ) პასუხი ყველა ჩამოთვლილი;
ე) არც ერთი ჩამოთვლილი არ არის სწორი.

1944. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი პოსტნატლური


დეპრესიის განვითარებისათვის?
ა) დეპრესიის ანამნეზი;
ბ) ბიპოლარული აფექტური მოშლილობის ანამნეზი;
გ) მშობიარობის შემდეგ სისხლში პროგესტერონის დონის მკვეთრი დაცემა;
*დ) სტრესული მოვლენა უახლოეს წარსულში;
ე) არც ერთი ჩამოთვლილი.
1945. მოხუცებში დეპრესიას ახასიათებს 1) სიღარიბის ილუზია; 2)
ფსევდოდემენცია; 3) ხშირად დაკავშირებულია ჭირისუფლობასთან;
4) აჟიტირება; 5) მოტორული რეტარდაცია.
ა) პასუხი 1,2,5;
ბ) პასუხი 1,2,4, და 5;
*გ) პასუხი ყველა ჩამოთვლილი.

1946. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი თრგუნავს


სეროტონინის უკუშებოჭვას?
ა) იმიპრამინი;
ბ) დეზიპრამინი;
გ) ნორტრიპტილინი;
დ) ამოტრიპტილინი;
*ე) ფლუოქსეტინი.

1947. თქვენ გადაწყვიტეთ 85 წლის პაციენტს დეპრესიით, დაუნიშნოთ


ნორტრიპტილინი. როგორია აღნიშნული პრეპარატის საწყისი დღიური დოზა
ამ ასაკის პაციენტებში?
*ა) 10მგ;
ბ) 25 მგ;
გ) 50 მგ;
დ) 75 მგ;
ე) 100 მგ.

1948. დეპრესიის მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ


მცირე:
ა) 1 თვე;
ბ) 3 თვე;
*გ) 6 თვე;
დ) 12 თვე;
ე) 18 თვე.

1949. რომელია მოხუცებში ტრიციკლური ანტიდეპრესანტების პოტენციურად


ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტი?
ა) პირის სიმშრალე;
ბ) შეკრულობა;
გ) შარდის შეკავება;
*დ) ორთოსტატიული ჰიპოტენზია;
ე) ძილიანობა.

1950. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტოზური კომბინაციიდან რომელი


იწვევს ყველაზე ხშირად არასასურველ გვერდით ეფექტებს მოხუცებში?
ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები-ფსიქოტროპული
საშუალებები-ანტიბიოტიკები;
*ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები-ფსიქოტროპული
საშუალებები-ანალგეზიური საშუალებები;
გ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი მედიკამენტები-ფსიქოტროპული
საშუალებები-ანალგეზიური საშუალებები;
დ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი მედიკამენტები-ფსიქოტროპული
საშუალებები_ანტიბიოტიკები.

1951. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების რა საწყისი დოზაა


რეკომენდირებული მოხუცებში?
*ა) 10-25მგ;
ბ) 50-75მგ;
გ) 100-150 მგ;
დ) 150-225მგ;
ე) 250-300მგ.

1952. ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელია მოხუცებში


კონფუზიის გამომწვევი მიზეზი, რომლის განკურნებაც შესაძლებელია და
რომელიც ყველაზე ხშირად შეიძლება შეცდომით იქნას შეფასებული, როგორც
ალცჰეიმერის დაავადება.
ა) ჰიპოთირეოიდიზმი;
ბ) მულტიინფარქტული დემენცია;
გ) გულის შეგუბებითი უკმარისობა;
*დ) დიდი დეპრესია.

1953. ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან რომელია სწორი ალცჰეიმერის


დაავადების შესახებ?
ა) ალცჰეიმერის დაავადება გარკვეული ხარისხით 80 წლის ზემოთ ასაკში
აღენიშნება ყველას.
ბ) ალცჰეიმერის დაავადება არის სწრაფად პროგრესირებადი დემენცია;
გ) ადვილია ალცჰეიმერის დაავადების დიფერენცირება სხვა ტიპის
დემენციისაგან.
*დ) ალცჰეიმერის დაავადება პათანატომიური დიაგნოზია;
ე) ალცჰმეიერის დაავადება ჩვეულებრივ აქვს უეცარი დასაწყისი;

1954. დემენციისაგან განსხვავებით პაციენტები დეპრესიით ხშირად:


*ა) უჩივიან შემეცნებითი ფუნქციის გაუარესებას;
ბ) უარყოფენ შემეცნების დეფიციტის არსებობას;
გ) ცდილობენ დამალონ შემეცნებითი დეფიციტი;
დ) ცდილობენ უპასუხონ შეკითხვას, მაშინაც კი თუ არასწორად პასუხობენ
(არ იციან პასუხი);
ე) უჭირთ დავალების შესრულება.

1955. დემენციისაგან განსხვავებით დეპრესიის დროს შემეცნებითი ფუნქციის


გაუარესება:
ა) შედარებით ნელა ვითარდება;
*ბ) ვითარდება შედარებით სწრაფად;
გ) აქვს შედარებით მსუბუქი სახე;
დ) ანტიდეპრესანტების ფონზე მდგომარეობა არ უმჯობესდება;
ე) არც ერთი ჩამოთვლილი არ არის სწორი.
1956. მოხუცებში კონფუზიის გამომწვევი შექცევადი მიზეზებია:
ა) მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია;
ბ) ჰიპოთირეოიდიზმი;
გ) პერნიციოზული ანემია;
დ) ჰიპონატრემია;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1957. მოხუც პაციენტებში კონფუზიით, დიაგნოსტიკური ძიება(ხარჯთ-


ეფექტური) არ მოიცავს:
ა) სისხლის საერთო ანალიზს;
ბ) სისხლში ელექტროლიტებს;
გ) პლაზმაში გლუკოზის დონეს;
*დ) თავის სკენირებას;
ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევა ხარჯთ-ეფექტურია.

1958. თქვენ ჩაატარეთ დემენციის სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მაგრამ არა


ხართ დარწმუნებული აქვს პაციენტს ალცჰეიმერის დაავადება, თუ ეს არის
დიდი დეპრესია. რას გააკეთებთ?
ა) აციენტს განმეორებით გასინჯავთ სამი თვის შემდეგ;
ბ) პაციენტს მოვათავსებთ სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდება
ფსიქოთერაპია;
*გ) პაციენტს დაუნიშნავთ ტრიციკლური ანტიდეპრესანტების საცდელ
კურსს;
დ) არც ერთი ჩამოთვლილი.

1959. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია მნიშვნელოვანი ასპექტი დემენციის


მართვის პროცესში?
ა) ყოველდღიური ჩვეული საქმიანობის შენარჩუნება
ბ) უსაფრთხო გარემოს შექმნა;
გ) ოჯახის მხარდაჭერა;
დ) გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1960. მოხუც პაციენტებში ხშირად ვითარდება "მწვავე კონფუზიური


მდგომარეობა", რაც ასევე ცნობილია, როგორც:
ა) დემენცია;
ბ) ბოდვითი მდგომარეობა;
*გ) დელირიუმი;
დ) ფსევდოდემენცია;
ე) ფსევდოდელირიუმი.

1961. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია დაკავშირებული მოხუცებში მწვავე


კონფუზიურ მდგომარეობასთან?
ა) შემეცნების გლობალური გაუარესება;
ბ) ცნობიერების ნაწილობრივი დაკარგვა;
გ) მომატებული ან შემცირებული ფსიქომოტორული აქტივობა;
დ) ძილ-ღვიძილის ციკლის მოშლა
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1962. რა არის მოხუცებში დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზი?


ა) მედიკამენტებით გამოწვეული დემენცია;
ბ) მულტიინფარქტული დემენცია;
გ) ფსევდოდემენცია
*დ) ალცჰეიმერის დაავადება;
ე) ათეროსკლეროზული დემენცია.

1963. რომელია ალცჰეიმერის დაავადებისათვის ყველაზე დამახასიათებელი


ნიშანი:
ა) ინტელექტუალური ფუნქციის პროგრესული გაუარესება;
*ბ) მეხსიერების დაკარგვა
გ) განსჯის უნარის გაუარესება;
დ) პრობლემის გადაწყვეტის უნარის გაუარესება;
ე) ორიენტაციის გაუარესება;

1964. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი ალცჰეიმერის


დაავადებისათვის?
ა) საცხოვრებელი ადგილი;
ბ) თავის ტრავმის ანამნეზი;
გ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ანამნეზი;
*დ) დემენციის ოჯახური ანამნეზი;
ე) ფსიქიკური დაავადების ანამნეზი.

1965. დელირიუმის მთავარი წინაპირობაა:


ა) ასაკი >65 წელი;
ბ) ტვინის დაზიანება;
გ) ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება;
დ) ტვინის დაზიანება; ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

1966. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია დელირიუმის პროდრომალური


ნიშნები?
ა) მოუსვენრობა;
ბ) აგზნება;
გ) პაციენტს უჭირს აზროვნება;
დ) უძილობა;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.

1967. ჰალუცინაცია წარმოადგენს:


ა) რეალურად არსებული საგნის მცდარ აღქმას.
*ბ) უობიექტო აღქმას.
გ) აღქმის პროცესში ფსიქოსენსორული სინთეზის მოშლას.
დ) აღქმის ზღურბლის შეცვლას.
1968. ასოციაციათა პროცესის შეცვლას, რომლის დროსაც ხდება აზრთა
ტემპის საგრძნობი აჩქარება, ეწოდება:
ა) “ Sperrung“
*ბ) “ Fuga igearum“
გ) „ Femmung“
დ) „Delirium“

1969. აზრებს, რომლებსაც აქვთ ნაძალადეობის, თავს მოხვევის და ამასთან


ერთად, პიროვნებისათვის უცხოობის განცდა, ეწოდება:
*ა) აკვიატებული იდეები.
ბ) ინტერპრეტაციული ბოდვა.
გ) ზეღირებულოვანი იდეები.
დ) ხატოვანი ბოდვა.

1970. აკვიატებულ მდგომარეობებს არ მიეკუთვნება:


ა) ობსესია.
ბ) არითმომანია.
*გ) დისმორფომანია.
დ) კლაუსტროფობია.

1971. ინვოლუციურ ასაკში განვითარებულ დეპრესიას შფოთვითა და


აფორიაქებით ეწოდება:
ა) გაბოროტების მანია.
ბ) კლასიკური დეპრესია.
გ) სუბდეპრესია.
*დ) აჟიტაციური დეპრესია.

1972. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან გაბრუების ხარისხებს მიეკუთვნება:


ა) ობნუბილაცია
*ბ) სტუპორი
გ) სოპორი
დ) სომნოლენცია

1973. ნევროზული რეგისტრის სიმპტომებს არ მიეკუთვნება:


ა) ასთენიური სინდრომი
*ბ) პარაფრენიული სინდრომი
გ) ობსესიური სინდრომი
დ) ფობიკური სინდრომი

1974. სედატიური მოქმედების ბენზოდიაზეპინის ჯგუფის


ტრანკვილიზატორებს მიეკუთვნება:
ა) სერტრალენი
ბ) ქლორპრომაზინი
*გ) დიაზეპამი
დ) აზაფენი.

1975. ენდოგენური ანუ კლასიკური დეპრესიის ტრიადაში არ შედის:


ა) ასოციაციათა ტემპის შენელება
*ბ) მოტორული სფეროს აგზნება
გ) გუნებ- განწყობის დაქვეითება
დ) მოტორული შეკავება

1976. მანიაკალ-დეპრესიული ფსიქოზის ანუ ციკლოფრენიის შეტევებს შორის


არსებულ ნათელ პერიოდს ეწოდება:
ა) დემენცია
*ბ) ინტერმისია
გ) რემისია
დ) დისთიმია

1977. ქრონიკული ალკოჰოლიზმის მესამე ანუ ენცეფალოპათიური


სტადიისათვის დამახასიათებელია:
ა) ალკოჰოლიზმისადმი ტოლერანტობის ზრდა
ბ) ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა
*გ) ალკოჰოლიზმისადმი ტოლერანტობის მკვეთრი დაქვეითება
დ) ალკოჰოლური სასმელების ზომიერი მიღება

1978. გადაუჭრელი კონფლიქტებითა და მძიმე პრობლემებით აღმოცენებული


უარყოფითი ემოციური განცდის არაცნობიერ დონეზე ტრანსფორმაცია
სხვადასხვა ფსიქოპათოლოგიურ ფენომენში ეწოდება:
ა) რეპროდუქცია
*ბ) კონვერსია
გ) დისთიმია
დ) აუტიზაცია

1979. ჩამოთვლილი ფსიქოპათოლოგიური ნიშნებიდან ნევრასთენიისათვის არ


არის დამახასიათებელი:
ა) აქტიური ყურადღების დაქვეითება
ბ) ემოციური ლაბილობა
გ) პოლიმორფული სომატო-ვეგეტატიური სიმპტომები
*დ) ობსესიები

1980. პიროვნების კონსტიტუციურ, თანდაყოლილ და რიგ შემთხვევებში


აღზრდის შედეგად ჩამოყალიბებულ დისჰარმონიას ეწოდება:
ა) ოლიგოფრენია
ბ) დემენცია
*გ) ფსიქოპათია
დ) ცერებრასთენია

1981. ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, დეპრესიის ეპიდემიოლოგიის


შესახებ რომელია მართებული:
*ა) დეპრესია აღენიშნება მსოფლიოს მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ს
ბ) დეპრესიის პრევალენსი მამაკაცებში და ქალებში თანაბარია
გ) დიდი დეპრესიის დროს სუიციდის შემთხვევები პოპულაცისთან
შედარებით 2-ჯერ უფრო ხშირია
დ) შემთხვევათა 20%-ში დაავადება იძენს ქრონიკულ ხასიათს

1982. ქვემოთჩამოთვლილი მედიკამენტებისაგან, რომლის გამოყენებაა


ასოცირებული დეპრესის განვითარების რისკთან:
*ა) ათენოლოლი
ბ) ამლოდიპინი
გ) კაპტოპრილი
დ) იბუპროფენი
ე) ვოლტარენი

1983. 43 წლის მამაკაცს დიდი დეპრესიის გამო დაენიშნა ანტიდეპრესანტი.


პაციენტს აინტერესებს ინფორმაცია მკურნალობის შესახებ. დეპრესიის
მკურნალობის შესახებ რომელი მოსაზრებაა მართებული:
ა) ანტიდეპრესანტებს, პლაცებოსთან შედარებით, მნიშნელოვანი
უპირატესობა არა აქვთ
ბ) ანტიდეპრესანტით 1 კვირიანი მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში
უნდა გადაიხედოს მკურნალობა
*გ) ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საწყის პერიოდში იზრდება
სუიციდის რისკი
დ) ანტიდეპრესანტებით მკურნალობის მაქსიმალური ვადაა 12 კვირა

1984. 33 წლის ქალს აღენიშნება უძილობა, მუდმივი დაღლილობის


შეგრძნება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, წონაში კლება. პაციენტი
არის მოყვარული ავტომრბოლელი, ბოლო 2 თვეა აღარ აინტერესებს
ავტორბოლები. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ანორექსია
ბ) პანიკური აშლილობა
გ) ბულემია
*დ) დეპრესია
ე) შიზოფრენია

1985. 42 წლის მამაკაცს უტარდება მკურნალობა სეროტონინის უკუმიტაცების


ინჰიბიტორით დიდი დეპრესიის გამო. 18 კვირის შემდეგ მიღწეული იქნა
რემისია. როგორი უნდა იყოს ანტიდეპრესანტის გაგრძელების მინიმალური
ხანგრძლივობა:
ა) 1 კვირა
ბ) 4 კვირა
გ) 1 თვე
*დ) 6 თვე
ე) 12 თვე

1986. 22 წლის ქალს აღენიშნება მძიმე დეპრესია სუიციდალური


მიდრეკილებებით. 3 თვიანი მკურნალობის ფონზე სერტრალინით
(სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი) მიღწეული იქნა
სტაბილიზაცია. პაციენტი მოსულია თქვენთან ვიზიტზე და გაცნობებთ, რომ
არის ორსულად. როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია:
ა) შეწყდეს სერტრალინი ნაყოფის მალფორმაციის რისკის გამო
ბ) მოიხსნას სერტრალინი და დაინიშნოს ლითიუმი
გ) მოიხსნას სერტრალინი ნაადრევი მშობიარობის რისკის გამო
*დ) გაგრძელდეს სერტრალინი და დეპრესიის სიმპტომების მჭიდრო
მონიტორირება

1987. მოგმართათ 23 წლის ქალმა ჩივილებით: ბაქტერიებით დასნებოვნების


აკვიატებული შიში, რაზეც მუდმივად ფიქრობს, წარმოიდგენს თავად
ბაქტერიების მის სხეულზე მოხვედრის პროცესს, ამის გამო ცდილობს, არ
შეეხოს საგნებს მათი წინასწარ ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების გარეშე.
აცნობიერებს საქციელის აბსურდულობას, მაგრამ ვერ ახერხებს ამ ჩვევის
უგულვებელყოფას. აღნიშნული ჩივილები აღენიშნება ბოლო 4 კვირაა
მუდმივად. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) დეპრესია
ბ) შიზოფრენია
*გ) ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
დ) ტურეტის სინდრომი

1988. მოგმართათ 38 წლის მამაკაცმა, რომელიც მოყვა ავტოკატასტროფაში


12 კვირის წინ, ავტოკატასტროფისას დაიღუპა პაციენტის ოჯახის წევრი.
ანამნეზში საყურადღებოა 10 წლის წინ მკურნალობა წამალდამოკიდებულების
გამო. პაციენტს დაუდგინდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და 1
თვეა, უტარდება ფსიქოთერაპია, მაგრამ აღინიშნება მხოლოდ უმნიშვნელო
გაუმჯობესება. როგორი უნდა იყოს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა:
ა) გაგრძელდეს ფსიქოთერაპია
*ბ) შეირჩეს ახალი ფსიქოთერაპიული ტაქტიკა და დაემატოს სეროტონინის
უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი
გ) შეირჩეს ახალი ფსიქოთერაპიული ტაქტიკა და დაემატოს ბენზოდიაზეპინი

1989. მოგმართათ 30 წლის ქალმა ჩივილებით: ტაქიკარდია, სახის


წამოწითლება, კიდურების დაბუჟება, მოხრჩობის შეგრძნება, ჩივილები იწყება
უეცრად, ვერაფერს ვერ უკავშირებს, გრძელდება 20-25 წუთი და
თანხლებულია სიკვდილის შიშით. შეტევის გავლის შემდეგ პაციენტი თავს
დამაკმაყოფილებლად გრძნობს. აღნიშნული შეტევები აქვს ბოლო 2 თვეა.
მედიკამენტებს არ იღებს. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) დეპრესია
*ბ) პანიკური აშლილობა
გ) ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
დ) ალკოჰოლიზმი

1990. 40 წლის მამაკაცს დაუდგინდა პანიკური აშლილობა. მკურნალობის


რომელი სტრატეგიაა მეტად რეკომენდებული საწყის ეტაპზე:
ა) ბენზოდიაზეპინის ჯგუფი
*ბ) კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია
გ) კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და ბენზოდიაზეპინის კომბინაცია
დ) კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და ტრიციკლური ანტიდეპრესანტის
კომბინაცია
1991. მოგმართათ 34 წლის მამაკაცმა ჩივილებით: ადვილად ღიზიანდება,
უჭირს ჩაძინება, უჭირს კონცენტრირება, აქვს გადაჭარბებული შფოთვის
შეგრძნება. აღნიშნული სიმპტომები აქვს თითქმის ყოველდღიურად ბოლო 8
თვეა. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) უნიპოლარული დეპრესია
*ბ) გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
გ) ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
დ) პანიკური აშლილობა

1992. 45 წლის ქალს დაუდგინდა სეზონური აფექტური აშლილობა. როგორი


იქნება თქვენი რეკომენდაცია თერაპიის შესახებ:
ა) სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი
ბ) ფსიქოთერაპია
გ) ელექტრო კონვულსიური თერაპია
*დ) ინტენსიური სინათლის თერაპია
ე) ტრიციკლური ანტიდეპრესანტები

1993. 36 წლის ქალს დაუდგინდა პანიკური აშლილობა. რომელია


საუკეთესო არჩევანი მედიკამენტური თერაპიისათვის:
ა) ბენზოდიაზეპინის ჯგუფი
ბ) ტრიციკლური ანტიდეპრესანტები
*გ) სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები
დ) მაო - ინჰიბიტორები

1994. ორსულ ქალს აინტერესებს რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიონ


მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მეტად
მართებული სწორი პასუხი:
ა) მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ხელისშემწყობია ნაყოფის
არასასურველი სქესი
ბ) მშობიარობის შემდგომი დეპრესია ასოცირებულია ნაადრევ
მშობიარობასთან
*გ) მშობიარობის შემდგომი დეპრესია ხშირია, როდესაც ბავშვის მამა არ
იჩენს მზრუნველობას ორსულისადმი
დ) მშობიარობის შემდგომი დეპრესია უფრო ხშირია პირველი მშობიარობის
შემდეგ
ე) მშობიარობის შემდგომი დეპრესია უფრო ხშირია, როდესაც დედის ასაკი
40 წელზე მეტია

1995. მშობლებმა მოიყვანეს 7 წლის გოგონა, რომელიც ძალიან ცელქია, არ


უჯერებს მშობლებს, მუდმივად დარბის გარშემო, თავისი საქციელით
წყობიდან გამოყავს ოჯახის წევრები. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს აქვს
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი და იმედი აქვთ,
რომ მედიკამენტური თერაპია ბავშვის მდგომარეობას გააუმჯობესებს. როგორი
იქნება ამ ეტაპზე მართვის ყველაზე მართებული ტაქტიკა:
ა) კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დაწყება
ბ) სტიმულანტის (მეთილფენიდატი) დანიშვნა და 3 კვირაში განმეორებითი
შეფასება
*გ) სკოლის მასწავლებელთან გასაუბრება
დ) მშობლებისათვის ახსნა, რომ ასეთი ქცევა ასაკობრივად ნორმალურია
ე) ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩატარება

1996. პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს პანიკური აშლილობა,


ქვემოთჩამოთვლილიდან, რომელია მოსალოდნელი სიმპტომი:
ა) ჰალუცინაციები
ბ) იმპულსურობა
*გ) კანკალი
დ) მრისხანება

1997. მშობლებმა მოიყვანეს 8 წლის ბიჭი სკოლის მასწავლებლის თხოვნით.


მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ბოლო 6 თვეა ბავშვს აქვს კონცენტრირების
პრობლემა, არის ურჩი, ხშირად ჩხუბობს თანატოლებთან, კარგავს ნივთებს.
მშობლებიც აფიქსირებენ მსგავს ქცევას სახლში. რომელია ყველაზე მეტად
სავარაუდო დიაგნოზი:
ა) დეპრესია
ბ) აუტისტური აშლილობა
*გ) ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი
დ) პოსტსტრესული აშლილობა
ე) ასპერგერის სინდრომი

1998. მოგმართათ 38 წლის მამაკაცმა, რომელიც მოყვა ავტოკატასტროფაში,


სადაც დაიღუპა პაციენტის ოჯახის წევრი. პაციენტს აღენიშნება პოსტრავმული
სტრესული აშლილობის კლინიკური სურათი. როგორია სიმპტომების
მინიმალური ხანგრძლივობა აღნიშნული დიაგნოზის დასადასტურებლად:
ა) 1 კვირა
ბ) 2 კვირა
*გ) 4 კვირა
დ) 8 კვირა
ე) 12 კვირა

1999. მოგმართათ 45 წლის ქალმა უძილობის გამო. 6 კვირის წინ


გარდაეცვალა მეუღლე, რის შემდეგაც აქვს გუნება-განწყობის დათრგუნვა,
შფოთვა და ანორექსია, 3 კვირის წინ პაციენტმა განაახლა მუშაობა და
საცურაო აუზზე სიარული. ყველაზე მეტად გამართლებული მკურნალობაა:
ა) ანტიდეპრესანტი
ბ) დიდი ტრანკვილიზატორი
*გ) ხანმოკლე მოქმედების სედატიური პრეპარატი ძილის მოსაწესრიგებლად
დ) კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის კურსის შეთავაზება

2000. 7 წლის ბიჭს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის


სინდრომის გამო დაენიშნა მეთილფენიდატი. მშობლებს აინტერესებთ, რა
გამოკვლევები უნდა ჩატარდეს პრეპარატის მიღების დაწყებამდე მკურნალობის
გართულებების პროგნოზირების/თავიდან აცილების მიზნით. თქვენი სწორი
პასუხი იქნება:
ა) ელექტროკარდიოგრამა
ბ) ღვიძლის ფუნქციური სინჯები
*გ) სიმაღლისა და წონის შეფასება
დ) სისხლის საერთო ანალიზი

2001. 20 წლის სტუდენტმა გოგონამ მოგმართათ მკერდის ძვლის უკან


ტკივილისა და წვის შეგრძნების გამო, აქვს ხშირი გულძმარვა. ხახის
ლორწოვანი ზომიერად ჰიპერემიული, ზედა კბილებზე აღინიშნება
მრავლობითი კარიესები, პალპაციით - სანერწყვე ჯირკვლების გადიდება, სმი
- 16კგ/მ2, ელექტროკარდიოგრაფიულად აღინიშნება QT ინტერვალის
გახანგრძლივება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად
სავარაუდო დიაგნოზი:
ა) ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
*ბ) ნერვული ბულიმია
გ) ნერვული ანორექსია
დ) ჰიპოთირეოიდიზმი

2002. 19 წლის გოგონა აღნიშნავს, რომ ხშირად აქვს თავბრუსხვევა, ბოლო


პერიოდში მენსტრუალური ციკლი გახდა არარეგულარული. მისი სმი არის
15,2კგ/კვ.მ, ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ თქვენ ეჭვი
მიიტანეთ ნერვულ ანორექსიაზე, თუმცა პაციენტი უარყოფს დამახასიათებელ
ქცევას. ქვემოთჩამოთვლილი ანალიზებიდან, რომელი დაადასტურებს თქვენს
ეჭვს:
*ა) ჰიპოკალიემია
ბ) ლეიკოციტოზი
გ) მეტაბოლური აციდოზი
დ) მომატებული ედს-ი

2003. დემენციაზე საეჭვო შემთხვევაში, ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი


არ არის რეკომენდებული რუტინულად:
ა) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები
ბ) B12 ვიტამინი და ფოლის მჟავა
გ) გლუკოზა
დ) სისხლის საერთო ანალიზი
*ე) სიფილისზე სეროლოგიური ტესტი

2004. დესკვამაციური ერითროდერმიებისათვის დამახასიათებელია


*ა) დაზიანებული მიდამოს პერიფერიაზე აქერცვლა;
ბ) ეპიდერმისის ნაფლეთოვანი ჩამოცილება;
გ) ძალიან მძიმე ზოგადი მდგომარეობა;
დ) ყველა პასუხი სწორია.

2005. ბრტყელი ლიქენი


ა) ახასიათებს შეფერილ ელემენტებზე დეპიგმენტირებული დაზიანების
გაჩენა;
ბ) არ უნდა იქნეს ნამკურნალევი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით;
*გ) იწვევს ძლიერ ქავილს; ახასიათებს სპონტანური რემისიის ტენდენცია;
2006. გენერალიზებული ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს:
ა) ორსულობა;
ბ) ჰიპერთიროიდიზმი;
გ) რკინის სიჭარბე;
დ) მედიკამენტების არასწორი გამოყენება;
*ე) ორსულობა; ჰიპერთიროიდიზმი; მედიკამენტების არასწორი
გამოყენება
ვ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

2007. როზაცეა
ა) უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში;
ბ) ჩვეულებრივ გაივლის სპონტანურად 6-10 კვირაში;
გ) ემორჩილება ტეტრაციკლინით მკურნალობას;
დ) ემორჩილება მკურნალობას ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით;
*ე) არც ერთი ჩამოთვლილი.

2008. იმპეტიგო
ბ) შეიძლება განვითარდეს პაპულოზური გამონაყარი;
გ) შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს ცხელებას;
დ) ჩვეულებრივ განპირობებულია სტრეპტოკოკული ინფექციით;
*ვ) ჩვეულებრივ განპირობებულია სტაფილოკოკური ინფექციით;

2009. ბღერისათვის დამახასიათებელია


ა) ლენტიკულური პაპულები;
ბ) ხაზოვანი ექსკორიაციები;
*გ) წერტილოვანი ქავილის გამომწვევი ბუშტუკები;
დ) ბებერები;

2010. მოზრდილებში ბღერი ლოკალიზდება


ა) მუცლის არეში;
ბ) თითებშუა ნაოჭებში;
გ) სათესლე პარკზე, დუნდულებზე;
დ) სარძევე ჯირკვლებზე;
*ე) ყველა ჩამოთვლილ ადგილზე.

2011. ბღერის მკურნალობა მოიცავს ყველა ჩამოთვლილ საშუალებას, გარდა


ა) დემიანოვიჩის მეთოდისა;
ბ) ბენზილ-ბენზონატის 20% ემულსიისა;
გ) 33%-ანი გოგირდის მალამოსი, ვინკინსონის მალამოსი;
*დ) კორტიკოსტეროიდული მალამოსი.

2012. ფსორიაზის დამახასიათებელი ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) მკვეთრად შემოფარგლული წითელი ფერის ქერცვლადი პაპულების;
ბ) სტეარინული ლაქის, ტერმინალური აპკის და წერტილოვანი
სისხლდენის, რომლებიც შეიძლება აღმოვაჩინოთ მოფხეკვით;
გ) კებნერის ფენომენისა (ნაკაწრის ადგილზე პაპულების გაჩენა);
დ) თავის თმიანი ნაწილის ხშირი დაზიანებისა;
*ე) უიკხემის მოთეთრო ბადისა და პაპულების ზედაპირზე ჭიპისებური
ნაჭდევისა.

2013. ატოპიური დერმატიტის გამწვავების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ფსიქოემოციური გადაძაბვის, ნერვული სისტემის ფუნქციური და
ორგანული დარღვევების;
ბ) კვებითი ალერგიის და იდიოსინკრაზიის;
გ) მიკრობული ალერგიის;
*დ) თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპერფუნქციის;
ე) ალერგიისა სახლის მტვრის, ობის, შინაური ცხოველებით მიმართ.

2014. ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელი არ არის


ა) კანის ქავილი, თეთრი დერმოგრაფიზმი, პილომოტორული რეფლექსის
დარღვევა;
ბ) ჯინჭრის ციება და ქვინკეს შეშუპება;
*გ) ლიქენიფიკაცია-კანის გასქელება და გამოკვეთილი სურათი;
დ) ასაკობრივი ცვლილებები - კანის დაზიანებული უბნების ლოკალიზაციის
შეცვლა და ექსუდაციური მოვლენების შემცირება;
ე) მეორადი ინფექციით ხშირი გართულება და მიკრობული
სენსიბილიზაცია.

2015. მორეციდივე წითელი ქარის წარმოშობას ხელს უწყობს ყველა


ჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა
*ა) ანტიბიოტიკების ინექცია;
ბ) კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადება;
გ) ჰორმონალური პრეპარატების ხმარება;
დ) შაქრიანი დიაბეტა;
ე) დაზიანებული კანის ტრავმატიზაცია.

2016. კანის სტაფილოკოკურ დაზიანებებს არ განეკუთვნება


ა) ფურუნკულები და კარბუნკულები;
ბ) ფოლიკულიტები და ოსტეოფოლიკულიტები;
*გ) წითელი ქარი;
დ) ჰიდრადენიტი და ფსევდოფურუნკულოზი;
ე) ჩვეულებრივი სიკოზი.

2017. სტრეპტოკოკულ პიოდერმიებს არ განეკუთვნება


*ა) ორსულთა ჰერპეტიფორმული იმპეტიგო;
ბ) ბეჭდისებური იმპეტიგო;
გ) ზედაპირული ფრჩხილისირგვლივი პანარიციუმი;
დ) წითელი ქარი;
ე) სტრეპტოგენული მჭამელა.

2018. კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზის განვითარებას ხელს


უწყობს ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა
*ა) ინსოლაცია;
ბ) შაქრიანი დიაბეტი;
გ) ჰორმონალური მალამოების ხმარება;
დ) ანტიბიოტიკებით ან გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;
ე) საფარველი ქსოვილის მაცერაცია.

2019. მიკროსპორია ხასიათდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით, გარდა


ა) სადა, გლუვ კანზე ჰიპერემირებული კიდით შემოსაზღვრული აქერცლილი
უბნები;
*ბ) ანესთეზირებული აქერცვლადი უბნებისა თმის ბუსუსების ცვენით და
ოფლის გამოყოფის შეწყვეტით;
გ) თავის თმიან ნაწილზე მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ქერცვლადი
უბნებისა დატეხილი თმის ღეროებით;
დ) წვრილი ბუშტუკებისა და ქერქისაგან შემდგარი კონცენტრიული ბეჭდის
ფორმის უბნებისა;
ე) დაზიანებული თმების ნათებისა ლუმინესცენტური ნათურის ქვეშ.

2020. ვულგარულ პემფიგუსზე ეჭვი შეიძლება გაჩნდეს შემდეგ შემთხვევებში


*ა) შეუცვლელ კანზე დუნე საფარიანი ბუშტუკები, რომლებიც გადადიან
ქრონიკული ეროზიაში, რასაც თან ახლავს ნიკოლსკის სინდრომი
(ეპიდერმისის ჩამოფცქვნა კანზე ხელის ჩამოსრიალებით ზეწოლის დროს);
ბ) ქავილის გამომწვევი პოლიმორფული ქრონიკული ჯგუფური გამონაყარი
წვრილი მკვრივი ბუშტუკებით შეშუპებულ ერითემატოზულ ფონზე;
გ) ერითემატოზული ლაქებისა და ბუშტუკების მწვავე აღმოცენება,
თანმხლები მძიმე ზოგადი მდგომარეობით, დაავადების დაწყების წამლების
მიღებასთან დაკავშირება;
დ) ბავშვობის ასაკიდან უმნიშვნელო მექანიკური ზემოქმედების ადგილზე
განსაკუთრებით ხელებზე და ფეხებზე ბუშტუკების გაჩენა.

2021. შაქრიან დიაბეტს ახასიათებს კანის დაზიანების ყველა ჩამოთვლილი


სახე, გარდა
ა) ლიპოიდური ნეკრობიოზისა;
ბ) რუბეოზისა (დიაბეტური ერითემა);
გ) კანის ქავილი, შემოსაზღვრული ლიქენიფიკაციებით;
*დ) აფცელიუს-ლიპშუტცის ქრონიკული მიგრაციული მცოცავი ერითემისა;
ე) ინტერტრიგინოზული კანდიდოზისა, კანდიდოზური მჭამელებისა.

2022. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ლაიელის სინდრომი) დროს


აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა
ა) ნიკოლსკის დადებითი სიმპტომი;
ბ) უხვი ბულოზური გამონაყარი, რომელიც აზიანებს კანის 20%-ზე მეტს;
გ) მძიმე ზოგადი მდგომარეობა;
*დ) დუნე ქრონიკული მიმდინარეობა;
ე) ლორწოვანი გარსების გავრცობილი დაზიანება.

2023. კანგარეშე გამოვლინებებით მიმდინარე ფსორიაზის მძიმე ფორმებს


განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა
*ა) ფსორიაზული აკროპუსტულოზისა, ბარბერის პუსტულოზური
ფსორიაზისა;
ბ) პირველადი ფსორიაზული ერითროდერმიისა;
გ) ცუმბუშის პუსტულოზური ფსორიაზისა;
დ) ართროპატური ფსორიაზისა (სერონეგატიური ართრიტისა);
ე) ფსორიაზული კატარაქტისა.

2024. მოზრდილთა პრურიგოს განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება


ყველა ჩამოთვლილ ფაქტორს, გარდა
ა) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების;
ბ) ღვიძლის დაავადების;
გ) ინტოქსიკაციების;
დ) ენდოკრინული დარღვევების;
*ე) კონტაქტური ალერგიის.

2025. ალერგიულ ეგზემურ დაავადებებს განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) მონეტისებური ეგზემისა;
ბ) ატოპიური ეგზემისა;
გ) მიკრობული ეგზემისა;
დ) ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული კონტაქტური ეგზემებისა;
*ე) კაპოშის ჰერპეტიფორმული ეგზემისა.

2026. მცოცავ ნეკროზულ ერითემას არ ახასიათებს


ა) აღმოცენება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი დაავადებულებში;
ბ) ერითემატოზული კერების მიდამოში ინფილტრაცია;
გ) ეროზიების განვითარება ერითემატოზულ-ინფილტრაციულ კერებში;
დ) ეროზიების შეხორცების შემდეგ მდგრადი პიგმენტაცია;
*ე) ტყის ტკიპის კბენასთან დაკავშირება.

2027. ერითემატოზულ სიფილისტურ ანგინას არ ახასიათებს


*ა) მკაფიო სიწითლე ხახაში გამოკვეთილი საზღვრების გარეშე;
ბ) სუბიექტური გამოვლინებების არარსებობა ან უმნიშვნელო ხასიათი;
გ) ერითემის ციანოზური ფერი;
დ) ერითემის მკვეთრი საზღვრები;
ე) ცხელების არარსებობა და ნორმალური საერთო მდგომარეობა.

2028. მწვავე არტრიტით დაავადებულს აღმოაჩნდა ცალმხრივი ქვემწვავე


კონიუნქტივიტი და ქლამიდიური ურეთრიტი, აგრეთვე ხელისა და ფეხის
გულების კერატოდერმია. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ფსორიაზი;
ბ) გონორეა;
*გ) რეიტერის დაავადება;
დ) სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
ე) ბეხჩეტის სინდრომი.
2029. თუ ხანდაზმულ ადამიანს აღენიშნება კანის პიგმენტურ-დვრილოვანი
დისტროფია და ქავილი, აუცილებელია
*ა) ონკოლოგიური გამოკვლევა;
ბ) ალერგოლოგიური გამოკვლევა;
გ) მედიკო-გენეტიკური გამოკვლევა;
დ) ენდოკრინოლოგიური კვლევა, განსაკუთრებით ნახშირწყლების ცვლისა.

2030. ბღერის ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ქავილი, რომელიც ძლიერდება საღამოთი და ღამით;
*ბ) ქავილი, რომელიც თანაბრადინტენსიურია დღე-ღამის განმავლობაში;
გ) წვრილი პაპულოზური გამონაყარი მაჯებზე, ტანზე, ბოქვენის მიდამოში;
დ) ქავილიანი პაპულოზური გამონაყარი სარძევე ჯირკვლებზე, ბოქვენის
მიდამოში, ასოზე;
ე) ქავილიანი პაპულები თეძოებზე, პატარა მუცელზე.

2031. შემოფარგლული სკლეროდერმიისას აუცილებელია ჩატარდეს ყველა


სახის გამოკვლევა, გარდა
ა) კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევისა;
ბ) სასუნთქი ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევისა;
გ) ელექტროკარდიოგრაფიისა;
დ) თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლისა;
*ე) ნახშირწყლების ცვლის შესწავლისა.

2032. ნევუსის გაავთვისებიანობის ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


შემდეგისა:
ა) ლაქის გაზრდა;
ბ) ფერის შეცვლა;
*გ) ლაქის მიდამოში მტკივნეულობა;
დ) განტოტებების გაჩენა;
ე) ჰიპერემიის არშიის გაჩენა.

2033. თანდაყოლილ ბულოზურ ეპიდერმოლიზს არ ახასიათებს:


ა) დაბადებისთანავე ბუშტუკების გაჩენა კანსა და ლორწოვანზე მექანიკური
ზეწოლის ადგილებში;
ბ) გამსკდარი ბუშტუკების ადგილზე ეროზიის გაჩენა;
გ) ნიკოლსკის დადებითი სიმპტომი;
*დ) ქავილი.

2034. ვულგარული იქტიოზის კლინიკურ ნიშნებს არ მიეკუთვნება:


ა) კანის სიმშრალე;
ბ) მსხვილი- და საშუალო ფირფიტოვანი აქერცვლა;
გ) ფრჩხილების დისტროფია;
*დ) პუსტულური ელემენტები.

2035. პიოდერმიის ძირითადი მორფოლროგიური ელემენტია:


*ა) პუსტულა;
ბ) პაპულა;
გ) ბულა;
დ) ლაქა.

2036. ფსორიაზის ძირითადი კლინიკური ნიშანია:


*ა) ვერცხლისფერი ფაშარი ქერცლით დაფარული მოვარდისფრო-მოწითალო
პაპულა;
ბ) პოლიგონური ფორმის პაპულა, ჭიპისმაგვარად ჩაზნექილი ცენტრით;
გ) მუქი წითელი ფერის მკვრივი პაპულა.

2037. ლოკალური სკლეროდერმიის ძირითად კლინიკურ ნიშანს არ


მიეკუთვნება:
ა) მოწითალო-იისფერი ლაქა;
ბ) კანის გამკვრივება და ინდურაცია;
გ) კანის დისტროფია;
*დ) ქავილი.

2038. სტროფულუსის ძირითადი კლინიკური სიმპტომია:


ა) ვეზიკულა;
ბ) ბულოზური ელემენტები;
გ) პოლიგონური ფორმის პაპულა;
*დ) ვეზიკულო-პაპულა.

2039. სტროფულუსის შემთხვევაში არ კეთდება:


ა) განავლის ანალიზი დისბაქტერიოზზე;
ბ) განავლის ანალიზი ჭიის კვერცხებზე;
გ) სისხლის კლინიკური ანალიზი;
*დ) ნახველის ანალიზი.

2040. ვიტილიგოს კლინიკური ნიშანია


*ა) დეპიგმენტური ლაქა;
ბ) ჰიპერპიგმენტური ლაქა;
გ) კანის გამკვრივება.

2041. ვირუსულ დერმატოზებს არ მიეკუთვნება:


ა) მეჭეჭები;
*ბ) პრურიგო;
გ) ჰერპესი;
დ) კონტაგიოზორი მოლუსკი.

2042. მუნს უმეტესად ახასიათებს:


ა) ქავილი დღისით;
*ბ) ქავილი ღამით;
გ) ქავილის არარსებობა.
2043. 28 წლის მამაკაცი უჩივის ტერფის ცერა თითის ფრჩხილის
თავისუფალი კიდის მოყვითალო შეფერვას, გასქელებას, აქერცვლასა და
მტვრევადობას. კანი დაზიანებული არაა. სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ფრჩხილის დისტროფია ტრავმის შედეგად
*ბ) ონიქომიკოზი
გ) ფსორიაზი
დ) კონტაქტური დერმატიტი

2044. დედამ მოიყვანა 9 წლის გოგონა კონსულტაციაზე. ბავშვი ზოგადად


ჯანმრთელია. კისერზე აღენიშნება გამონაყარი. დედის გადმოცემით,
გამონაყარს დასაწყისში ქავანა ლაქას სახე ჰქონდა და შენიშნა მას შემდეგ, რაც
გოგონა აუზზე იმყოფებოდა. დათვალიერებით ვლინდება 3 სმ-მდე ზომის
მოყავისფრო-თაფლისფერი ქერქით დაფარული დაზიანების კერა გამონაჟონით.
გამოკითხვით ირკვევა, რომ გოგონას ძმას და მამას, ასევე, აღენიშნებოდათ
მსგავსი გამონაყარი, თუმცა უფრო მსუბუქი ფორმთ. ყველაზე მეტად
სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ვირუსული ეგზანთემა
*ბ) იმპეტიგო
გ) ფსევდომონაზური ფოლიკულიტი
დ) ეგზემა
ე) ფსორია

2045. აკნეს გამო მოგმართავთ 16 წლის გოგონა. გამონაყარის არსებობას


აღნიშნავს 3 წელია. დაზიანების კერები მცირე ზომისაა, უმტკივნეულო.
გოგონა შეწუხებულია დაავადების გამო და სურს მკურნალობის ჩატარება.
დათვალიერებით ვლინდება მრავლობითი, როგორც ღია, ასევე დახურული
კომედონები ზომით 0.5-1 სმ. გამონაყარი არაანთებადი ხასიათისაა, არც
კისტები ვლინდება, მხრები და მკერდის არე გამონაყარისგან თავისუფალია.
გოგონა სქესობრივად არააქტიურია. ჩამოთვლილთაგან, რომელ მკურნალობას
ენიჭება უპირატესობა:
ა) პაციენტის განათლება დიეტის, შოკოლადის, ცხიმიანი საკვების
შეზღუდვის შესახებ
ბ) ორალური დოქსიციკლინის დანიშვნა
*გ) ადგილობრივი რეტინოიდების დანიშვნა
დ) ორალური იზოტრეტინიონის დანიშვნა
ე) ორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა

2046. მუნის მკურნალობასთან დაკავშირებით მართებულია:


ა) არჩევის პრეპარატია მალათიონი
ბ) პერმეტრინი ძალზედ ტოქსიური პრეპარატია
*გ) ბავშვებში გამოყენებული უნდა იყოს წყალზე მომზადებული და არა
ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები
დ) ლინდანის გამოყენება უსაფრთხოა ბავშვებში

2047. ონიქომიკოზის მკურნალობასთან დაკავშირებით მართებულია:


ა) ფეხის ფრჩხილის ონიქომიკოზი კარგად ექვემდებარება მკურნალობას
ანტიფუნგალური საშუალებებით 6 კვირის მანძლზე
ბ) საწყისი მკურნალობისათვის რეკომენდებულია ადგილობრივი აზოლები
გ) ფრჩხილის ქირურგიული მოცილება ითვლება პირველი რიგის
მკურნალობად
*დ) ორალური ტერბინაფინი 250 მგ/დღეში დოზით უფრო ეფექტურია
იტრაკონაზოლთან შედარებით

2048. ავთვისებიანი მელანომის პროგნოზი დამოკიდებულია:


ა) დაზიანების დიამეტრზე
ბ) პიგმენტის რაოდენობაზე
*გ) დაზიანების სიღრმეზე
დ) დაზიანების ლოკალიზაციაზე

2049. ნებისმიერი ეტიოლოგიის კონიუნქტივიტის დროს პირველი დახმარება


მდგომარეობს
ა) ანესთეტიკების (15% ნოვოკაინის ხსნარი, 0.5-1%-ანი დიკაინის ან
კოკაინის ხსნარი);
ბ) ალბუციდის (15-30%);
*გ) ერთისაც და მეორისაც;
დ) არც ერთის, არც მეორის დანიშვნაში.

2050. ადენოვირუსული ეპიდემიური ფოლიკულური


კერატოკონიუნქტივიტისათვის დამახასიათებელია
ა) მწვავე დასაწყისი;
ბ) რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება;
გ) ქუთუთოების უმნიშვნელო შეშუპება, თვალებისა და ლორწოვანი გარსის
მკვეთრი ჰიპერემია;
*დ) ყველა ჩამოთვლილი.

2051. კონიუნქტივის ყვითელი შეფერილობა ახასიათებს ყველა ჩამოთვლილს,


გარდა
ა) ჰემოლიზური სიყვითლე;
ბ) ინფექციური სიყვითლე;
გ) მალარია;
*დ) ადისონის ავადმყოფობა.

2052. გლაუკომის მწვავე შეტევა შეიძლება პროვოცირებული იყოს


ა) ფსიქოემოციური გადაძაბვით;
ბ) ფიზიკური გადატვირთვით;
გ) მუშაობით დახრილ მდგომარეობაში;
*დ) ყველა ჩამოთვლილით.

2053. გლაუკომის მწვავე შეტევის კლინიკური სურათი ხასიათდება


ა) მკვეთრი ტკივილებით თვალსა და თავში;
ბ) მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით;
გ) გულისრევითა და ღებინებით;
დ) ფერადი გარსისა და კონიუნქტივის შეშუპებითა და ჰიპერემიით;
*ე) ყველა ჩამოთვლილი სიმპტომით
2054. გლაუკომის მიმდინარეობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს ყველა
ჩამოთვლილმა, გარდა
ა) კუჭის ამორეცხვა;
ბ) ვალიდოლის მიღება;
გ) ნიტროგლიცერინის მიღება;
დ) ატროპინის მიღება;
*ე) ნოვოკაინის შეყვანა.

2055. ცალმხრივი სიბრმავის სწრაფ განვითარებას იწვევს შემდეგი


მდგომარეობები:
ა) რეტრობულბარული ნეირიტი;
ბ) ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლია;
გ) მინისებრი სხეულის ჰემორაგია;
დ) პიგმენტური რეტინიტი;
*ე) ბადურის აშრევება;

2056. ბადურის ვენის ოკლუზია


ა) გლაუკომა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია;
ბ) სიმპტომები ჩვეულებრივ აღმოცენდება რამოდენიმე წუთში;
გ) ბადურის დაზიანებულ არეში ჩნდება დამახასიათებელი სისხლჩაქცევები;
დ) მხედველობის შემდგომი გაუმჯობესება ძალიან იშვიათია;
*ე) გლაუკომა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია; ბადურის დაზიანებულ
არეში ჩნდება დამახასიათებელი სისხლჩაქცევები;

2057. მხედველობის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის დროს წარმოდგენილია


ა) დიაბეტური რეტინოპათიით;
ბ) ბლეფარიტით;
გ) ჯიბლიბოთი;
დ) რქოვანას დისტროფიული ცვლილებებით;
*ე) ყველა ჩამოთვლილით.

2058. დიაბეტური რეტინოპათიის III, პროლიფერაციის, სტადიისათვის


დამახასიათებელი ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ბადურის ჩამოცლა;
ბ) მინისებურ სხეულში სისხლჩაქცევები;
გ) ახლადგაჩენილი სისხლძარღვები;
*დ) ვენების შეცვლა.

2059. კონიუნქტივიტის დიფერენცირებას ახდენენ:


*ა) დაკრიოცისტიტთან;
ბ) კატარაქტასთან;
გ) მიკროფთალმთან.

2060. თვალის პათოლოგიისა და ჰემატურიის შერწყმა ახასიათებს:


ა) ელერს-დანლოს სინდრომს;
*ბ) მემკვიდრულ ნეფრიტს;
გ) ვოლფ-პარკისონ-უაიტის სინდრომს;
დ) მარფანის დაავადებას.

2061. სიყრუის შერწყმა ჰემატურიასთან ახასიათებს:


*ა) ალპორტის სინდრომს;
ბ) ელერს-დანლოს სინდრომს;
გ) მარფანის სინდრომს;
დ) ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომს.

2062. ოფთალმოლოგის რეგულარულ დაკვირვებას საჭიროებს მკურნალობა:


ა) ტავეგილით;
*ბ) დელაგილით;
გ) ნოვოკაინით;
დ) ანაპრილინით.

2063. ბადურა გარსის პიგმენტური დეგენერაციის ძირითადი ნიშანია:


*ა) ღამის მხედველობის დაქვეითება;
ბ) დღის მხედველობის დაქვეითება;
გ) მხედველობის ზონის შეზღუდვა;
დ) მიოპია.

2064. ასტიგმატიზმის ძირითადი ნიშანია:


*ა) რეფრაქციის სხვაობა მთავარ მერიდიანებში და მხედველობის
დაქვეითება;
ბ) თავის დახრა საგნის დათვალიერების დროს;
გ) სინათლის შიში და ცრემლის დენა;
დ) გამონადენი თვალიდან.

2065. ახლომხედველობის ძირითადი ნიშანია:


*ა) შორი მხედველობის დაქვეითება;
ბ) ახლო მხედველობის დაქვეითება;
გ) განიერი გუგები;
დ) ღამის მხედველობის დაქვეითება.

2066. ასტიგმატიზმის დიფერენცირება საჭიროა:


ა) გლაუკომასთან;
ბ) კატარაქტასთან;
*გ) შორსმხედველობასა და ახლომხედველობასთან.

2067. რეტინობლასტომის ძირითადი სიმპტომია:


ა) თვალის კაკლის ზომების შემცირება;
ბ) ჩირქოვანი გამონადენი;
*გ) თვალის გუგის მოყვითალო-მომწვანო ნათება და მხედველობის
დაქვეითება.

2068. საცრემლე გზების დაავადებებს ახასიათებს:


ა) დაქვეითებული მხედველობა;
*ბ) ცრემლის დენა, ცრემლის შეგუბება, ჩირქოვანი გამონადენი;
გ) სიელმე;
დ) თვალის კაკლის გაწითლება.

2069. თანდაყოლილი კატარაქტის ძირითადი ნიშანია:


*ა) მხედველობის დაქვეითება, გუგის მიდამოს თეთრი ფერი;
ბ) თვალის კაკლის გაწითლება;
გ) გუგის ფორმის შეცვლა.

2070. თვალის დაზიანებას იწვევს თანდაყოლილი:


ა) წითურა;
ბ) ტოქსოპლაზმოზი;
გ) ციტომეგალია;
დ) ჰერპესული ინფექცია;
*ე) ყველა ზემოჩამოთვლილი;
ვ) ტოქსოპლაზმოზი; ციტომეგალია;

2071. თვალის დაზიანებას იწვევს:


ა) თანდაყოლილი წითურა;
ბ) თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი;
გ) თანდაყოლილი ციტომეგალია;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილი;

2072. დაკრიოცისტიტის დიფერენცირება საჭიროა


ა) კატარაქტასთან;
ბ) ირიტთან;
*გ) მწვავე კონიუნქტივიტთან.

2073. თანდაყოლილი გლაუკომის ძირითადი ნიშანია:


ა) კონიუნქტივის შეწითლება, გამონადენი;
*ბ) თვალის კაკლის გადიდება და მხედველობის შემცირება;
გ) თვალის კაკლის ჰიპერემია.

2074. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელი არ გვხვდება ბავშვებში


ირიტის დროს და გვხვდება კონიუნქტივიტისას(
*ა) რქოვანის პერიფერიაზე გაფართოებული სისხლძარღვები
ბ) ტკივილი
გ) ბილატერალური ფოტოფობია
დ) გუგის შენელებული რეაქცია.

2075. 4 დღის ახალშობილს აქვს შეშუპებული მტკივნეული ქუთუთოები, და


ჩირქოვანი გამონადენი ორივე თვალიდან, ყველაზე მეტად სავარაუდო
დიაგნოზია:
ა) ბაქტერიული კონიუნქტივიტი გამოწვეული ჩჰლამიდია ტრაცჰომატის-ით
*ბ) ნეონატალური ოფთალმია გამოწვეული გონორეული ინფექციით
გ) ქიმიური კონიუნქტივიტი გამოწვეული პროფილაქტიკური ანტიმიკრობული
პრეპარატის გამოყენებით
დ) ვირუსული კონიუნქტივიტი გამოწვეული ადენოვირუსით.

2076. პატარა ბავშვებში კონიუნქტივიტი ხშირად გვხვდება ასოციაციაში:


ა) ფარინგიტთან.
*ბ) შუა ყურის ანთებასთან.
გ) ბრონქიტთან.
დ) პნევმონიასთან.

2077. ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს მიზანშეწონილია ქვემოთ


ჩამოთვლილი ანტიბიოტიკების გამოყენება გარდა ერთისა:
ა) „Trimethoprim-polumyxin B-„ს მალამო.
ბ) 10% -იანი :Sulfacetamidi“
გ) „Polumyxin B“ -ს მალამო.
*დ) “ Neomycin“
ე) 4 % -იანი“ Suifisoxazole diolamine“

2078. ბავშვი, რომელსაც აქვს ბაქტერიული კონიუნქტივიტი, მკურნალობის


დაწყების შემდეგ შეიძლება დაბრუნდეს სკოლაში ან ბაღში:
ა) იმავე დღეს;
ბ) რამდენიმე დღეში;
*გ) 2-3 დღის შემდეგ;
დ) 4-5 დღის შემდეგ;
ე) 7-10 დღის შემდეგ.

2079. 3 წლის ბავშვს დღის ძილის შემდეგ მოულოდნელად გამოაჩნდა ზემო


ქოთუთოზე მოწითალო ფერის წარმონაქმნი. ქვედა ქუთუთო და მიმდებარე
ქსოვილები შეწითლებული, ცხელი და შესივებულია. თვალის მოძრაობა
შეზღუდული არ არის, მხედველობა და გუგის რეაქცია სინათლეზე
შენარჩუნებულია. გამონაყარი მიმდებარე ქსოვილებზე არ შეინიშნება, ცემის
ფაქტი არ ფიქსირდება. ბიჭი გაღიზიანებულია, აქვს დაბალი სიცხე, სხვა
ნიშნები არ შეიმჩნევა. ყველაზე მეტად ზემოთ აღნიშნულის გამომწვევია:
ა) „S. aureus“
*ბ) „H. influenzae“
გ) „Herpes simplex“
დ) „Adenovirus“

2080. ჩამოთვლილთაგან რომელი უნდა იქნეს გამოყენებული თვალის


რუტინული შემოწმებისას 40-დან 64 წლის ასაკის პაციენტებში
*ა) თვალშიდა წნევის გაზომვა
ბ) მხედველობის ველის გამოკვლევა
გ) ფერთა სიბრმავის ტესტი
დ) თვალშიდა კუნთის ტესტი

2081. მოგმართავთ 50 წლის ქალბატონი, უჩივის გულისრევა/ღებინებას,


მარჯვენა თვალის ტკივილსა და მხედველობის დაბინდვას. ჩივილები დაეწყო
რამდენიმე საათია. დათვალიერებით მარჯვენა თვალი წითელია და გუგა
გაფართოებულია. რაიმე დაზიანება არ შეიმჩნევა. რომელი პათოლოგია არ
უნდა ვივარაუდოთ;
ა) ტრავმა
*ბ) ბადურის ცენტრალური არტერიის ოკლუზია
გ) ბაქტერიული კერატიტი გამოწვეული კონტაქტური ლინზების მოხმარებით
დ) მწვავე დახურულ კუთხოვანი გლაუკომა
ე) წინა უვეიტი

2082. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის მწვავე დახურულ


კუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკ ფაქტორი;
ა) ჰიპერმეტროპია
ბ) აზიური წარმოშობა
*გ) მამრობითი სქესი
დ) ხანშიშესული ასაკი
ე) მიდრიატიკების გამოყენება

2083. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ ახასიათებს მწვავე დახურულ


კუთხოვან გლაუკომას:
ა) თავის ტკივილი
ბ) მუცლის ტკივილი
გ) ღებინება
*დ) ექსტრაოკულარული მოძრაობის შეზღუდვა
ე) ჰალოს ლაქები

2084. 52 წლის დიბეტი ტიპი 2–ით დაავადებული მამაკაცი უჩივის


მხედველობის მკვეთრ დაქვეითებასა და კაშკაშა შუქს ღამით მანქანის
მართვისას ორივე თვალში. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პათოლოგიაა
სავარუდო, უფრო მეტად, ამ პაციენტში:
ა) ბადურის აშრევება
ბ) გლაუკომა
*გ) კატარაქტა
დ) დიაბეტური რეტინოპათია

2085. 70 წლის მამაკაცი დაავადებული არტერიული ჰიპერტენზიით,


დიაბეტი ტიპი 2 და რევმატოიდული ართრიტით. უჩივის თვალების
ქრონიკულ სიწითლეს, ცრემლდენას. დათვალიერებით აღინიშნება მეიბომის
ჯირკვლების დახშობა. ქუთუთოები სხვა მხრივ პათოლოგიის გარეშეა.
სავარაუდო დიაგნოზია:
ა) მეიბომის ჯირკვლების დისფუნქცია
ბ) სტრეპტოკოკული ბლეფარიტი
*გ) ქალაზიონი
დ) სებორეული ბლეფარიტი
ე) ჯიბლიბო

2086. თქვენ ფიქრობთ, რომ პაციენტს აქვს ბლეფარიტი, რომელი ნიშანი


ადასტურებს თქვენს დიაგნოზს:
ა) კონიუნქტივის ინიცირება
ბ) ქუთუთოს ტელეანგიექტაზია
გ) რქოვანას კიდის ინფილტრაცია
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

2087. ბადურის აშრევების რისკ-ფაქტორს არ მიეკუთვნება:


*ა) გლაუკომა
ბ) აფაქია (ბროლის არ არსებობა)
გ) მიოპია
დ) თვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია წარსულში

2088. მოგმართათ 35 წლის ქალბატონმა წითელი თვალით. თქვენ დაუსვით


ვირუსული კონიუნქტივიტის დიაგნოზი. ის მუშაობს ბაღში მომვლელად და
აინტერესებს რამდენი ხანი უნდა მოერიდოს კონტაქტს ბავშვებთან:
ა) ორი დღე
ბ) ორი კვირა
*გ) მანამ, სანამ არ გაქრება გამონადენი
დ) ანტიბიოტიკის მიღებიდან 24 საათის შემდეგ

2089. მოგმართათ 40 წლის ქალბატონმა, რომელიც ამბობს, რომ


მხედველობაში ხელს უშლის მოტივტივე შავი ლაქების არსებობა, აგრეთვე
ხედავს „სინათლის ნაპერწკლებს„ საფეთქლისმხარეს, პერიფერიაზე მარცხენა
თვალში. აღნიშნავს, რომ ჩივილი დაეწყო წინა დღეს და არ მიუღია
ტრავმა. ხელის სანათით კვლევით, გუგების პირდაპირი და შეუღლებული
რეაქცია ნორმალურია, მარცხენა თვალში პერიფერიული მხედველობა
დაკარგულია. ოფთალმოსკოპიით მინისებურ სხეულში აღინიშნება
პიგმენტაცია, ბადურის პერიფერიაზე აღინიშნება რუხი შეშუპება. ყვითელი
ხალი პათოლოგიის გარეშეა. რომელი ქმედებაა ყველაზე სწორი ამ პაციენტის
სამართავად:
ა) მარცხენა თვალზე ცივი საფენის გამოყენება
*ბ) დაუყოვნებელი რეფერალი ოფთალმოლოგთან
გ) არტერიული წნევის დაქვეითება ი/ვ ლაბეტალოლით
დ) თიმოლოლის ხსნარის გამოყენება ადგილობრივად დაზიანებულ თვალზე

2090. პაციენტს მეიბომის ჯირკვლის დისფუნქციის დიაგნოზი დაუსვით,


მისი მართვა მოიცავს შემდეგს:
ა) დაკვირვება და პაციენტის დამშვიდება
*ბ) ყოველდღიურად თბილი კომპრესები თვალზე, ბავშვის შამპუნით
ქუთუთოების დაბანა, დოქსიციკლინი ან მეტრონიდაზოლი დასალევად
გ) ერითრომიცინის თვალის მალამოს გამოყენება
დ) ადგილობრივად თბილი კომპრესები, სტეროიდები და ხელოვნური
ცრემლის ხშირი გამოყენება

2091. 34 წლის მამაკაცს აღენიშნება თვალის სიწითლე, ცრემლდენა,


ფოტოფობია, ტკივილი და მხედველობის დაბინდვა უნილატერალურად.
როგორია თქვენი მართვის გეგმა:
ა) პაციენტის დამშვიდება და დაკვირვება
ბ) ადგილობრივად ცივი საფენები და სტეროიდების ხანმოკლე კურსი
*გ) დაუყოვნებელი რეფერალი ოფთალმოლოგთან
დ) ადგილობრივად ანტიბიოტიკების გამოყენება

2092. პაციენტი უჩივის თვალის ტკივილს. დათვალიერებით აღინიშნება


შესიება და სიწითლე საცრემლე პარკის არეში. თქვენ დასვით
დაკრიოცისტიტის დიაგნოზი. როგორია შედგომი მართვა:
ა) გადაუდებელი რეფერალი ოფთალმოლოგთან
*ბ) რეფერალი არა უგვიანეს 48 საათისა
გ) თბილი კომპრესები ადგილობრივად და დაკვირვება

2093. გარეთა სასმენ არხსა და ყურის ნაჟარაში ტკივილისა და ჰერპესული


გამონაყარის შეუღლება, სმენისა და ვესტიბულური ფუნქციების მოშლა
მიუთითებს
ა) ვესტიბულური ;
ბ) ფრთასასის;
*გ) დამუხლული;
დ) გასერის კვანძის დაზიანებაზე.

2094. ცხვირისა და ცხვირის ახლო სინუსების ავთვისებიანი სიმსივნეების


სიმპტომების სიმკვეთრე დამოკიდებულია
ა) სიმსივნის ლოკალიზაციაზე;
ბ) დაავადების სტადიაზე;
გ) სიმსივნის სახეობაზე;
დ) ავადმყოფის ასაკზე;
*ე) ყველა ჩამოთვლილზე.

2095. ცხვირის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულთა ძირითადი


ჩივილებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ცხვირით სუნთქვის გაძნელებისა;
ბ) ყნოსვის დარღვევისა;
გ) პერიოდული სისხლდენისა ცხვირიდან;
დ) თავის ტკივილისა;
*ე) თავბრუსხვევისა.

2096. ცხვირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნე დიფერენცირებული უნდა იყოს


ყველა ჩამოთვლილ დაავადებასთან, გარდა შემდეგისა:
ა) კეთილთვისებიანი სიმსივნე;
ბ) ცხვირის სიფილისი;
გ) ცხვირის ტუბერკულოზი;
დ) ცხვირის სკლერომა;
*ე) ჰიპერტროფიული რინიტი.

2097. დაავადებებს, რომელთა მსგავსად შეიძლება მიმდინარეობდეს სახის


სიმსივნე, განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა შემდეგისა:
ა) ადენოიდური ვეგეტაციები;
ბ) ქრონიკული ფარინგიტი;
გ) პარატონზილიტი;
დ) კისრის ლიმფადენიტი;
*ე) ხახის უკანა აბსცესი.

2098. ცხვირხახის სიმსივნეს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი,


გარდა შემდეგისა:
ა) ცხვირის გაჭედვა;
*ბ) ანოსმია;
გ) ლორწოვან-სისხლიანი გამონადენი;
დ) ხმის ტემბრის შეცვლა;
ე) ტკივილები.

2099. ნუშისებრი ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეები დიფერენცირებული


უნდა იყოს
ა) ფლეგმონოზურ ანგინასთან;
ბ) სიმანოვსკის ანგინასთან;
გ) ლიმფოგრანულომატოზთან;
დ) სიფილისთან;
*ე) ყველა ჩამოთვლილ დაავადებასთან.

2100. ყურის ნიჟარისა და გარეთა სასმენი მილის ობლიგატურ კიბოსწინარე


მდგომარეობად ითვლება ყველა ჩამოთვლილი, გარდა შემდეგისა:
ა) პიგმენტური ქსეროდერმა;
ბ) მოხუცებითი კერატოზი;
გ) ნევუსი;
*დ) ეგზემა;
ე) პეჯეტის დაავადება.

2101. რა არის სენსორონირონალური სიყრუის ყველაზე ხშირი მიზეზი


მოზრდილ მოსახლეობაში?
ა) მენიერის დაავადება;
ბ) ქრონიკული შუა ოტიტი;
*გ) პრესბიოკუზია;
დ) ოტოსკლეროზი;
ე) ასტოიდიტი.

2102. რა არის კონდაქტიური სიყრუის ყველაზე ხშირი მიზეზი


მოზრდილებში (დაფის აპკი გარეგნულად ნორმალურად გამოიყურება)?
ა) მენიერის დაავადება;
ბ) ქრონიკული შუა ოტიტი;
გ) პრესბიოკუზია;
*დ) ოტოსკლეროზი;
ე) მასტოიდიტი.

2103. მწვავე მასტოიდიტი:


ა) წარმოადგენს მწვავე შუა ოტიტის გართულებას;
ბ) გამომწვევი ყველაზე ხშირად არის- შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე;
გ) მწვავე ჩირქოვანი შუა ოტიტის ეპიზოდიდან 2, 3 კვირის შემდეგ
ვითარდება ოტალგია, ყურიდან გამონადენი და ცხელება;
*დ) პასუხი ყველა ჩამოთვლილი.

2104. ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან სინუსიტის შესახებ რომელია


სწორი?
ა) ალერგიული სინუსიტი და ვირუსული სინუსიტი წარმოადგენს
აღნიშნული პათოლოგიის ყველაზე ხშირ გამოვლინებას;
ბ) რინოვირუსი ვირუსული სინუსიტის ყველაზე ხშირი მიზეზია;
გ) ვირუსულ სინუსიტს ხშირად თან ახლავს ცხელება, სისუსტე და სხვა
სისტემური სიმპტომები;
დ) ალერგიული სინუსიტი და ვირუსული სინუსიტი წარმოადგენს
აღნიშნული პათოლოგიის ყველაზე ხშირ გამოვლინებას; რინოვირუსი
ვირუსული სინუსიტის ყველაზე ხშირი მიზეზია;
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

2105. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია შერჩევის პირველი რიგის


მედიკამენტი მწვავე ბაქტერიული სინუსიტის სამკურნალოდ?
*ა) ამოქსიცილინი (10 დღიანი კურსი);
ბ) ბაქტრიმი/სეპტრა (10 დღიანი კურსი);
გ) ცეფუროქსიმი (10 დღიანი კურსი);
დ) გენტამიცინი (10 დღიანი კურსი);
ე) ერითრომიცინი (10 დღიანი კურსი).

2106. ყურის მწვავე ინფექციის კლინიკური ნიშანია:


ა) ცხელება;
ბ) ყურის ტკივილი;
გ) ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილი.

2107. ყურის ქრონიკული ინფექციის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში თუ


გამონადენი ყურიდან გრძელდება:
ა) 7 დღე;
*ბ) 14 დღე;
გ) 21 დღე;
დ) 30 დღე.

2108. ანგინა არ რთულდება:


ა) ყბისქვეშა ლიმფადენიტით;
ბ) პარატონზილური აბსცესით;
*გ) სტომატიტით;
დ) პერიტონზილიტით.

2109. ოტიტის დროს არ არის ნაჩვენები:


ა) სისხლძარღვთა შემავიწროვებელი ცხვირის წვეთები;
ბ) სპირტის წვეთები ადგილობრივად;
გ) მშრალი სითბო ადგილობრივად;
*დ) ინჰალაციური თერაპია.

2110. მწვავე ჰაიმორიტის დროს გამოკვლევის დამატებითი მეთოდებია:


ა) წიაღების რენტგენოგრაფია;
ბ) ცხვირიდან გამონადენის ფლორის და ანტიბიოტიკოგრამის დადგენა;
გ) სისხლის საერთო ანალიზი;
დ) ულტრაბგერითი გამოკვლევა;
*ე) ყველა პასუხი სწორია.

2111. ბავშვს ხახისუკანა აბსცესით აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ყველა


გამოკვლევა, გარდა ერთისა:
ა) სისხლის საერთო ანალიზი;
*ბ) გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
გ) ხახის უკანა კედლის პალპაცია;
დ) ხახის უკანა კედლის დათვალიერება და პალპაცია.

2112. ხახისუკანა აბსცესის შემთხვევაში რეკომენდებულია:


ა) ანტიბიოტიკთერაპია;
ბ) აბსცესის პუნქცია;
გ) აბსცესის გაკვეთა;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილი.

2113. ქრონიკული ჰაიმორიტის სადიაგნოსტიკოდ ნაკლებინფორმაციულია:


ა) სისხლისა და შარდის ანალიზი;
ბ) ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფია;
*გ) ნევროპათოლოგის კონსულტაცია;
დ) ანტიბიოტიკოგრამა.

2114. ქრონიკულ ჰაიმორიტს მკურნალობენ:


ა) ანტიჰისტამინური პრეპარატებით;
ბ) ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით;
გ) ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროვებელი წვეთებით;
*დ) ფიზიოთერაპიით;

2115. მწვავე ჰერპესული სტომატიტის სიმპტომია:


ა) ყბისქვეშა ლიმფადენტი;
ბ) გინგივიტი;
გ) აფთები (წყლულები) პირის ღრუს ლორწოვანზე;
*დ) ყველა ზემოჩამოთვლილი;
ე) ყბისქვეშა ლიმფადენტი; აფთები (წყლულები) პირის ღრუს
ლორწოვანზე;

2116. არასპეციფიკური პაროტიტი ყბაყურისგან განსხვავდება:


ა) დაავადების მწვავე დასაწყისით;
ბ) დაზიანების ორმხრივობით;
*გ) პროცესის რეციდივობით;
დ) ყურის ახლო საღეჭ არეში გამოხატული ინფილტრატით.
2117. ტონზილექტომიის ჩვენებას წარმოადგენს:
ა) ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება;
*ბ) ქრონიკული მორეციდივე ანგინა;
გ) კისრის ჯირკვლების მორეციდივე ლიმფადენიტი;
დ) პერიტონზილური აბსცესი;
ე) ყველა ზემოჩამოთვლილი.

2118. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი მწვავე შუა ოტიტთან


მიმართებაში?
ა) ეს არის მიზეზი რომლის გამოც ბავშვები ყველაზე ხშირად მიჰყავთ
ექიმთან;
ბ) 1 წ-მდე ასაკის ბავშვთა 50%-ს ჰქონია ოტიტის ერთი ეპიზოდი მაინც;
*გ) დაავადების სიხშირე პიკს აღწევს 2_3 წლის ასაკის ბავშვებში;
დ) ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში.

2119. ჩამოთვლილთაგან მწვავე შუა ოტიტის გამომწვევი ნაკლებად


მოსალოდნელია, რომ იყოს:
ა) Streptococcus pneumoniae;
ბ) Hemophilus influenzae;
გ) Moraxella catarrhalis;
*დ) Staphylococcus aureus.

2120. 12 წლის მოზარდს აღენიშნება შუა ყურის მწვავე ანთება, იგი


ცხოვრობს გარემოში სადაც პოპულაცია ხასიათდება მაღალი რეზისტენტობით
"Streptococcus pneumoniae"-ს მიმართ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება
დაინიშნოს ყველა მედიკამენტი, გარდა:
ა) ამოქსიცილინი მაღალი დოზებით
ბ) ამოქსიცილინი-კლავულინატის კალიუმის მარილი
გ) კლინდამიცინი
დ) ცეფტრიაქსონი
*ე) ოფლოქსაცინი

2121. ექვსი წლის გოგონას აქვს ცხელება 38,6, სტკივა ყელი. ობიექტურად
აღინიშნება ხახის ლორწოვანის ჰიპერემია, შეშუპებული ნუშურა ჯირკვლები.
გადიდებულია კისრის წინა ლიმფური კვანძები. მთელს სხეულზე,
განსაკუთრებით გულმკერდის წინა ზედაპირზე, შეინიშნება წერტილოვანი
ერითემატოზული გამონაყარი. ქვემოთ ჩამოთვლილიდან ინფექციის ყველაზე
სავარაუდო გამომწვევია:
ა) დიფთერიის ჩხირი
ბ) კოკსაკის ვირუსი
*გ) A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი
დ) ეპშტეინ-ბარის ვირუსი
ე) ადენოვირუსი

2122. ბავშვს აქვს სიმპტომები, რომელიც მიუთითებს A ჯგუფის ბეტა


ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეულ ფარინგიტზე. ლაბორატორიული
გამოკვლევებით ტესტი სტრეპტოკოკულ ანტიგენებზე უარყოფითია. ქვემოთ
ჩამოთვლილიდან რომელია მართებული:
ა) ეს არის A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი თ გამოწვეული
ფარინგიტი
*ბ) აუცილებელია პირ-ხახიდან აღებული ლორწოს ბაქტერიოლოგიური
გამოკვლევა
გ) ჩივილების გაგრძელების შემთხვევაში ტესტი სტრეპტოკოკულ ანტიგენებზე
უნდა გამეორდეს 48სთ-ის შემდეგ
დ) ჩატარდეს პენიცილინოთერაპია
ე) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი

2123. ერთადერთი ანტიბიოტიკი, რომელიც ხელს უშლის A ჯგუფის ბეტა


ჰემოლიზური სტრეპტოკოკი თ გამოწვეული ფარინგიტის შემდეგ მწვავე
რევმატიული ცხელების განვითარებას:
*ა) ინტრამუსკულარულად ბენზინ-პენიცილინი
ბ) პენიცილინი V
გ) ამოქსაცილინი
დ) ამპიცილინი
ე) ერითრომიცინი

2124. 9 წლის ბავშვს A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი თ


გამოწვეული ფარინგიტით შეიძლება ჩაუტარდეს პერორალურად
პენიცილინოთერაპია დოზებით:
*ა) 250მგ 2-3-ჯერ დღეში
ბ) 500 მგ 3-ჯერ დღეში
გ) 500 მგ 1-ჯერ დღეში
დ) 250 მგ 4-ჯერ დღეში
ე) 500 მგ 2-3-ჯერ დღეში

2125. ჩამოთვლილიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი ჯგუფის


ბეტა ჰემოლიზურით სტრეპტოკოკული ინფექციის მწვავე ფორმისა და
ქრონიკული ბაქტერიამტარებლობის სადიფერენციაციოდ:
*ა) ანტისტრეპტოლიზინი 0 -ს ტიტრი
ბ) სწრაფი ტესტი სტრეპტოკოკულ ანტიგენებზე
გ) პირ-ხახის ლორწოვანის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევა
დ) სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

2126. ავადმყოფი A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ს


ქრონიკული მტარებელია. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია მართებული:
ა) მას აქვთ ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული
ჩირქოვანი ფარინგიტის განვითარების მომატებული რისკი.
ბ) მას აქვთ ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკით არაჩირქოვანი
ფარინგიტის განვითარების მომატებული რისკი.
გ) ისინი წარმოადგენენ ინფექციის გადამტანებს
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
*ე) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი
2127. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია მცდარი შუა ყურის მწვავე
ანთებასთან მიმართებაში:
ა) ეს არის მდგომარეობა,რის გამოც ბავშვები ხშირად მიმართავენ ექიმს.
ბ) 1 წლის ასაკისთვის ბავშვთა 50%-ს აქვს შუა ყურის მწვავე ანთება
*გ) დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში
დ) ის უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებში ვიდრე გოგონებში.

2128. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია შუა ყურის მწვავე ანთების


გამომწვევი:
ა) „ Streptococcus pneumoniae“
ბ) „Haemophilus influenzae“
გ) „Moraxella catarrhalis“
*დ) „Staphylococcus aureus“

2129. შუა ყურის მწვავე ანთების სამკურნალოდ არჩევის პრეპარატია:


*ა) ამოქსაცილინი
ბ) ამოქსაცილინ-კლავულინატი
გ) ლორაკარბეფი
დ) კლარითრომიცინი

2130. 3 წლის ბავშვს აქვს შუა ყურის მწვავე ანთება გამონადენით, რომელიც
გრძელდება ორი თვის განმავლობაში. მისი მკურნალობისათვის
რეკომენდებულია:
*ა) კონსერვატული ღონისძიებები, მათ შორის ანტიბიოტიკები
ბ) პრედნიზოლონის შვიდდღიანი კურსი
გ) ქირურგიული ჩარევა საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის
ტიმპანოპლასტიკა
დ) ანტიჰისტამინური და სუნთქვის გამაუმჯობესებელი საშუალებებით
მკურნალობა
ე) ადენოიდექტომია.

2131. 14 თვის ბავშვის მკურნალობა, რომელსაც აქვს შუა ყურის ანთება,


რომელი ანტიბიოტიკით არის უფრო მიზანშეწონილი
*ა) ამოქსიცილინი
ბ) ერითრომიცინ-სულფოქსაზოლი
გ) ლორაკარბეფი
დ) ამოქსაცილინ კლავულანატი
ე) ცეფრპოდოქსილ პროქსეტილი

2132. მწვავე ჰაიმორიტის სამკურნალოდ არ გამოიყენება:


*ა) პრედნიზოლონი;
ბ) სისხძარღვთა შემავიწროვებელი ცხვირის წვეთები;
გ) ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები;
დ) ფიზიოთერაპია

2133. პაციენტს ბოლო 4-5 წელია აწუხებს რინოსინუსიტი, რომელიც


წელიწადში რამდენჯერმე უმწვავდება. პაციენტს აინტერესებს, რითაა
გამოწვეული მისი ხშირი გამწვავებები. ქვემოთ ჩამოთვლილი
მდგომარეობებიდან, ყველაზე მეტად რომელი ითვლება ქრონიკული
რინოსინუსიტის ხელისშემწყობად:
ა) მწეველობა
*ბ) ალერგიული რინიტი
გ) გასტროეზოფაგური რეფლუქსი
დ) ანამნეზში ტრანზიტორული იშემიური შეტევები
ე) გარემოს დამტვერიანება

2134. სიმსივნური ტკივილის დროს პაციენტების რა პროცენტი ექვემდებარება


პირველი რიგის ანალგეზიურ მკურნალობას, როგორიცაა აცეტამინოფენი ან
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები
ა) 1%;
ბ) 5%;
გ) 10%;
დ) 15%;
*ე) 20%.

2135. ჩამოთვლილიდან რომელი პრეპარატები ითვლება სიმსივნური


ტკივილის მოხსნისათვის მეორე-რიგის მკურნალობად
*ა) ჰიდროკოდონი;
ბ) აცეტამინოფენი;
გ) მორფინის სულფატი;
დ) ლევორფანოლი;
ე) ჰიდრომორფონი.

2136. ჩამოთვლილიდან რომელი პრეპარატი არ განეკუთვნება სიმსივნური


ტკივილის მოხსნისათვის მესამე რიგის აგენტებს
ა) მეტადონი;
ბ) მორფინის სულფატი;
გ) ჰიდრომორფონი;
დ) ფენტანილი;
*ე) კოდეინი.

2137. ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების დანიშვნისას რომელია


ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი, რომელიც უნდა დავნიშნოთ
იმავდროულად?
*ა) პრეპარატი ყაბზობის თავიდან ასაცილებლად;
ბ) პრეპარატი გულისრევის და ღებინების თავიდან ასაცილებლად;
გ) პრეპარატი სედაციის გასაძლიერებლად;
დ) პრეპარატი ძილიანობის თავიდან ასაცილებლად;
ე) ანტიდეპრესანტები.

2138. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ეფექტური გზა ნარკოტიკული


ანალგეზიური საშუალებების დანიშვნით გამოწვეული კონფუზიისა და
ძილიანობის შესამცირებლად (ხარისხიანი ცხოვრების წლების შენარჩუნების
თვალსაზრისით)
ა) ანალგეზიური საშუალებების რაოდენობის შემცირება;
ბ) სხვა ორალურ ნარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალებაზე გადაყვანა;
*გ) მკურნალობის სქემაში მეთილფენიდატის ჩართვა;
დ) ტრანსდერმალური მიწოდების სისტემაზე გადასვლა.

2139. რომელია შერჩევის მედიკამეტი სიმსივნური კახექსიისა და ანორექსიის


მართვისათვის?
ა) პრედნიზოლონი;
ბ) პროქორპერაზინი;
გ) მეგესტროლ აცეტატი;
დ) ციპროფერადინი;
*ე) პრედნიზოლონი; მეგესტროლ აცეტატი;

2140. რომელია ყველაზე ხშირი სიმპტომი სიმსივნით დაავადებულ


პაციენტებში?
ა) ანორექსია;
*ბ) ასთენია;
გ) ტკივილი;
დ) გულისრევა;
ე) შეკრულობა.

2141. რა არის ქრონიკული გულისრევისა და ღებინების ყველაზე ხშირი


მიზეზი შორსწასული სიმსივნეების დროს?
*ა) ნაწლავის ობსტრუქცია;
ბ) ქალასშიდა წნევის მომატება;
გ) ნარკოტიკული ნაწლავის სინდრომი;
დ) ჰიპერკალცემია.

2142. რომელია შერჩევის მედიკამენტი სიმსივნური დაავადების ფონზე


განვითარებული ასციტის დროს?
ა) ჰიდროქლოროთიაზიდი;
*ბ) სპირონოლაქტონი;
გ) პრედნიზოლონი;
დ) დექსამეტაზონი;

2143. 54 წლის ონკოლოგიურ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი,


რის გამოც დანიშნული აქვს მორფინი. ამჟამად უჩივის ძლიერ შეკრულობას,
რომელი პრეპარატის დანიშვნაა მიზანშეწონილი სწრაფი ეფექტის მისაღწევად:
ა) მეთილცელულოზა
*ბ) ბისაკოდილი
გ) ლაქტულოზა

2144. 65 წლის სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულ პაციენტს


აღენიშნება გულისრევა, რომელი მედიკამენტი შეიძლება გამოვიყენოთ:
ა) ოქტრეოტიდი
*ბ) მეტოკლოპრამიდი
გ) დიფენჰიდრამინი
დ) ონდანსეტრონი (ზოფრანი)

2145. მორფინის მოქმედების მექანიზმი ქოშინის დროს ემყარება:


*ა) ცენტრალურ მოქმედებას, ჰაერის უკმარისობის სუბიექტური შეგრძნების
შემცირებას
ბ) მოქმედებს როგორც ადგილობრივი ბრონქოდილატატორი
გ) ამცირებს ანთებას ბრონქიოლებში
დ) ზრდის დიაფრაგმის ექსკურსიას

2146. თქვენს პაციენტს დაუდგინდა მელანომის დიაგნოზი მეტასტაზით


რამდენიმე თვის წინ. ამჟამად აწუხებს ძლიერი თავის ტკივილი და
გულისრევა. კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოჩნდა 2 მეტასტაზური კერა
შეშუპებით თავის ტვინში. ტკივილის შემსუბუქების მიზნით ღებულობს
აცეტამინოფენის მაქსიმალურ დოზას და მორფინის მაღალ დოზას. ყველაზე
მეტად რეკომენდებულია:
ა) ნეიროქირურგის კონსულტაცია
*ბ) დექსამეტაზონი
გ) სუმატრიპტანი
დ) იბუპროფენი
ე) მორფინის დოზის გაზრდა

2147. 65 წლის ქალბატონს მკერდის კიბოს დიაგნოზით აღენიშნება


გულისრევა/ღებინება, ძლიერი უმადობა. რომელი პრეპარატია მისთვის
რეკომენდებული:
ა) მეტოკლოპრამიდი
ბ) კორტიკოსტეროიდები
გ) პროგესტერონი
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

2148. რეანიმაციული ღონისძიებების გამოსავალი უფრო კეთილსაიმედოა


ა) სისხლის მიმოქცევის პირველადი გაჩერების შემთხვევაში;
*ბ) სუნთქვის პირველადი გაჩერების შემთხვევაში;
გ) ცნს პირველადი დაზიანების შემთხვევაში;
დ) ნეიროენდოკრინული სისტემის პირველადი დაზიანების შემთხვევაში;
ე) მრავლობითი ტრავმის შედეგად გულისა და სუნთქვის გაჩერების
შემთხვევაში.

2149. გაცოცხლება ცნს-ის ფუნქციების სრული აღდგენით შესაძლებელია


კლინიკური სიკვდილის შემდეგი ხანგრძლივობის დროს: 1. 3-4 წთ
ჰიპერთერმიის პროცესში; 2. 3-4 წთ ნორმოთერმიის; 3. 5-6 წთ
ნორმოთერმიის პირობებში; 4. 20-30 წთ სხეულის ტემპერატურის 31-32
გრადუსამდე დაქვეითებისას.
ა) სწორია 1,2;
ბ) სწორია 2,3;
გ) სწორია 3,4;
*დ) სწორია 2,4;
ე) სწორია 1,3.
2150. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის არაეფექტურობის შემთხვევაში
საჭიროა
*ა) თავის უკან გადაგდება, ქვედა ყბის წინ გამოწევა და რეანიმაციული
ღონისძიებების გაგრძელება;
ბ) თავის დაწევა;
გ) თავის აწევა;
დ) მეორე რეანიმატორის დახმარება.

2151. გულის გაჩერების ძირითადი ნიშნებია 1. კრუნჩხვები; 2. საძილე


არტერიაზე პულსის გაქრობა; 3. დამოუკიდებელი სუნთქვის არარსებობა; 4.
შევიწროვებული გუგები; 5. გაფართოებული გუგები.
ა) სწორია 1,2,3;
ბ) სწორია 2,3,4;
გ) სწორია 3,4,5;
*დ) სწორია 2,3,5;
ე) სწორია 1,4,5.

2152. გულ-ფილტვის სარეანიმაციო ღონისძიებების დაწყებამდე ავადმყოფს


უნდა მიეცეს შემდეგი მდებარეობა
*ა) ჰორიზონტალური ზურგზე წოლით;
ბ) ზურგზე თავის წამოწევის;
გ) ზურგზე თავის მკვეთრი დაწევით.

2153. მოზრდილებში გულის გარეგანი მასაჟის ჩატარებისას ხელისგულები


უნდა განლაგდეს
ა) მკერდის ძვლის ქვედა მესამედზე;
ბ) მკერდის ძვლის ზედა ნაწილზე;
*გ) მკერდის ძვლის შუაში;
დ) მარცხნივ მე-5 ნეკნთაშუა სივრცეში.

2154. გულის გარეგანი მასაჟის ეფექტურობას ადასტურებს ყველა


ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა შემდეგისა:
ა) გუგების შევიწროვება;
ბ) საძილე არტერიაზე პულსის გაჩენა;
გ) კანის ციანოზის შემცირება;
დ) ცალკეული სპონტანური ჩასუნთქვის გაჩენა;
*ე) თვალის კაკლის სკლერის სიმშრალე.

2155. პარკუჭების ციმციმის დროს მიმართავენ


*ა) ელექტრულ დეფიბრილაციას;
ბ) ლიდოკაინის ინტრავენური შეყვანას;
გ) ატროპინის, კალციუმის ქლორიდის, კალიუმის ქლორიდის ინტრავენურ
შეყვანას;

2156. სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის დროს ვითარდება


ა) მეტაბოლური ალკალოზი;
*ბ) მეტაბოლური აციდოზი;
გ) რესპირატორული ალკალოზი;
დ) რესპირატორული აციდოზი;
ე) შერეული მეტაბოლური და რესპირატორული აციდოზი.

2157. სასწრაფო ტრაქეოსტომია ნაჩვენებია: 1. კისრის მალის მოტეხილობისა


და ნეკნთაშუა კუნთების დამბლის დროს; 2. ბულბარული პოლიომიელიტის
დროს; 3. ბრონქოსპაზმის შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკის დროს; 4.
აპნოეს შემთხვევაში პარკუჭების ფიბრილაციის დროს; 5. ასთმური სტატუსის
დროს.
*ა) სწორია 1,2;
ბ) სწორია 2,3;
გ) სწორია 3,4;
დ) სწორია 4,5;
ე) სწორია 1,5.

2158. ავადმყოფი ბრონქული ასთმის სტატუსით აგზნებულია და აქვს შიშის


განცდა. ყველაზე რაციონალური დანიშნულებები იქნება: 1. 0.1 მგ/ კგ
დიაზეპამი; 2. 10 მლ 2.4% ეუფილინის ხსნარი 10%-ანი 250 მლ გლუკოზის
ხსნარში ინტრავენურად; 3. ამიტრიპტილინი პერორალურად; 4. 1მლ 1%
მორფინი კანქვეშ; 5. 40 მგ ლაზიქსი.
*ა) სწორია 1,2;
ბ) სწორია 2,3;
გ) სწორია 3,4;
დ) სწორია 4,5;
ე) სწორია 1,5.

2159. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სრული ატრიოვენტრიკულური


ბლოკადით გართულებისას ნაჩვენებია
ა) ატროპინის;
ბ) ნორადრენალინის;
გ) იზოპროტერენოლის;
*დ) რიტმის ხელოვნური წამყვანის იმპლანტაცია;

2160. შოკის ნიშნებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ფერმკთალი კანისა;
*ბ) სახის ჰიპერემიისა;
გ) არტერიული წნევის დაცემისა;
დ) კანის საფარველის გაცივებისა;
ე) ადინამიისა, დათრგუნვილობისა.

2161. ანაფილაქსიური შოკის დროს ნაჩვენებია


*ა) გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების დიდი დოზების ინტრავენური
შეყვანა;
ბ) ამინაზინის შეყვანა კანქვეშ;
გ) ტრაქეის ინტუბაცია ბრონქოსპაზმის მოხსნის მიზნით;
დ) დეჰიდრატაციული თერაპია.
ე) კუნთებში კოფეინისა და კორდიამინის შეყვანა;

2162. კარდიოგენური შოკის წინაჰოსპიტალურ ეტაპზე სამკურნალოდ


ხმარობენ ყველა ჩამოთვლილს, გარდა
*ა) ჰიპოტენზიური საშუალებებისა;
ბ) ფიზიოლოგიური ხსნარისა;
გ) გლუკოზის ხსნარისა;
დ) ანტიკოაგულანტებისა;
ე) ანალგეტიკური საშუალებებისა.

2163. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შემთხვევაში სასწრაფო


ღონისძიებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) გაუტკივარებისა;
ბ) თრომბოლიზური და ანტიკოაგულანტური თერაპიისა;
*გ) ცდომილი ნერვის დეპრესიული ზემოქმედების გაძლიერებისა;
დ) სისხლძარღვების სპაზმის მოხსნისა.

2164. კომის ხარისხის შეფასება გლაზგოს შკალის მიხედვით ეფუძნება


შემდეგს
*ა) მოძრაობა, საუბარი, თვალების გახელა;
ბ) მუხლის რეფლექსის შეფასება;
გ) გუგის ზომისა და სინათლეზე რეაქციის შეფასება;
დ) გარეგანი სუნთქვის ფუნქციის ადეკვათურობის შეფასება.

2165. მიუთითეთ დაკარგული სისხლის რაოდენობის მინიმალური სიდიდე,


რომლის დროსაც ხშირად ვითარდება შოკის კლინიკური სურათი
ა) 10-20%;
*ბ) 20-30%;
გ) 30-40%;
დ) 40-50%.

2166. ანაფილაქსიური რეაქციის დროს გამოთავისუფლდება ყველა


ჩამოთვლილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, გარდა
ა) ჰისტამინი;
ბ) ანაფილაქსიის ნელა მომქმედი სუბსტანცია;
გ) ჰეპარინი;
*დ) ადრენალინი.

2167. პენიცილინზე კანქვეშა სინჯის ჩატარებისას ავადმყოფს აღმოუცენდა


ტკივილები მკერდის არეში, გონება დაკარგა, აღენიშნებოდა კრუნჩხვები და
არტერიული ჰიპოტენზია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზი
ა) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
ბ) ეპილეფსიური გულყრა;
*გ) ანაფილაქსიური შოკი;
დ) ტოქსიკოინფექციური შოკი.
2168. ანაფილაქსიური შოკის გადაუდებელი თერაპიისას ყველაზე ეფექტური
პრეპარატია
ა) ნორადრენალინი;
ბ) პრედნიზოლონი;
გ) კალციუმის ქლორიდი;
დ) დიმედროლი;
*ე) ადრენალინი.

2169. II ხარისხის დამწვრობის დროს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის


მიზნით საჭიროა დაედოს
ა) სუფრის მარილის ჰიპერტონულ ხსნარში დასველებული ნახვევი;
ბ) ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ნახვევი;
გ) ნახვევი ვიშნევსკის მალამოთი;
*დ) ასეპტიკური ნახვევი;
ე) საერთოდ არ დაედოს.

2170. გარეთა კაპილარული სისხლდენის გასაჩერებლად აუცილებელია


ა) ლახტის დადება;
ბ) ჭრილობის ტამპონადა;
გ) ვიტამინი K-ს კუნთებში შეყვანა;
*დ) დამწოლი ნახვევი;
ე) მაგისტრალური არტერიის გადაკვანძვა.

2171. ჰემოფილიით ავადმყოფის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად


საჭიროა
ა) ცხვირის არხში შეუტანოთ წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბის
ტამპონი;
ბ) ჩაუტარდეს ცხვირის წინა ტამპონადა;
*გ) ჩაუტარდეს ცხვირის წინა და უკანა ტამპონადა;
დ) ჩაუტარდეს ცხვირის უკანა ტამპონადა;
ე) ავადმყოფს მკვეთრად დავახრევინოთ თავი.

2172. ხელოვნური სუნთქვის ჩვენებებია


*ა) სპონტანური სუნთქვის არარსებობა;
ბ) სარქვლოვანი პნევმოთორაქსი;
გ) პლევრის ემპიემა;
დ) ტაქიპნოე (სუნთქვის სიხშირე 40-ზე მეტი წთ-ში) ნორმალური
ტემპერატურის ფონზე და ჰიპოვოლემიის არარსებობა.

2173. გულის არაპირდაპირი მასაჟის დროს რეანიმატოლოგის ხელები


განლაგებული უნდა იყოს
ა) გულმკერდის ყაფაზის მარცხენა ნახევარში;
ბ) გულმკერდის ყაფაზის მარჯვენა ნახევარში;
*გ) მკერდის ძვალზე;
დ) მახვილისებურ მორჩზე.

2174. გულის არაპირდაპირი მასაჟის ეფექტურობის კრიტერიუმია


ა) გუგების შევიწროვება;
ბ) საძილე არტერიებზე პულსაციის გაჩენა;
გ) გუგების მაქსიმალური გაფართოება;
დ) ნეკნებისა და მკერდის კრეპიტაცია;
*ე) გუგების შევიწროვება; საძილე არტერიებზე პულსაციის გაჩენა;

2175. შხამის გადაყლაპვის შემთხვევაში უნივერსალური შხამსაწინააღმდეგო


საშუალებაა
ა) რძე და კვერცხი;
ბ) რძიანი ყავა;
გ) შემბოჭველი მჟავა, მაგნიუმის ჟანგი, ხის ნახშირი;
*დ) რძეში შერეული ხის ნახშირი;
ე) ცილასთან შერეული ზეითუნის ზეთი.

2176. ბავშვებში მოწამვლას უმეტესად იწვევს:


*ა) სამკურნალო პრეპარატები;
ბ) მცენარეული შხამები;
გ) საყოფაცხოვრებო ქიმიის პრეპარატები;
დ) შხამიანი სოკოები.

2177. ბავშვის პერორული მოწამვლის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა


ჩატარდეს:
ა) ფორსირებული დიურეზი;
ბ) საფაღარათო საშუალებების შეყვანა;
გ) სიფონის ოყნა;
*დ) კუჭის ამორეცხვა.

2178. ჩვილ ბავშვებში სიცხისდამწევ საშუალებად არ იყენებენ:


ა) ანალგინს;
ბ) აცეტამინოფენს;
*გ) აცეტილსალიცილმჟავას;
დ) პარაცეტამოლს.

2179. ფილტვების მწვავე შეშუპების მკურნალობისას გამოიყენება ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ა) ოქსიგენოთერაპია
ბ) მორფინის ხსნარი ინტრავენურად
*გ) ჰეპარინი ინტრავენურად
დ) ფუროსემიდი ინტრავენურად
ე) ნიტროგლიცერინის ხსნარი ინტრავენურად

2180. 50 წლის პაციენტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გულის უკმარისობის


დიაგნოზი დაუსვით, თქვენ პრაქტიკაში ქოშინითა და შეშუპებული სახით
შემოდის. მოსაცდელში პაციენტი გონებას კარგავს. რა საშუალებას მიმართავთ
მის დასახმარებლად:
*ა) კუნთში ეპინეფრინი
ბ) ბენზილპენიცილინი
გ) დეფიბრილაცია
დ) ასპირინი
ე) სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია
ვ) ვენაში ლორაზეპამი

2181. ჰიპოტენზიურ ანტიადრენერგულ საშუალებებს განეკუთვნება


*ა) რეზერპინი;
ბ) ნიფედიპინი;
გ) ვერაპამილი;
დ) ვეროშპირონი.

2182. არტერიოლების გლუვკუნთოვან კედლებზე უშუალოდ ზემოქმედებს


ა) კლოფელინი;
*ბ) აპრესინი;
გ) ჰიპოთიაზიდი;
დ) იზობარინი.

2183. ხანგრძლივი მიღებისას ორგანიზმში სითხის შემაკავებელ პრეპარატებად


ითვლება ყველა, გარდა
ა) გუანეთიდინისა;
ბ) რეზერპინისა;
გ) დოპეგიტისა;
*დ) ამილორიდისა.

2184. კატექოლამინების სეკრეციას არ ამცირებს


ა) კლოფელინი;
ბ) დოპეგიტი;
*გ) აპრესინი;
დ) რეზერპინი.

2185. ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიისას არასასურველია დაინიშნოს


ა) ქინიდინი;
ბ) ვერაპამილი;
*გ) კორდარონი;
დ) ლიდოკაინი.

2186. კაპტოპრილის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია


ა) ნატრიუმ-კალიუმ ატფ-აზას ბლოკადასთან;
*ბ) ანგიოტენზინ-გარდამქნელი ფერმენტის დათრგუნვასთან;
გ) ცენტრალურ "სიმპატოლიზურ" მოქმედებასთან.

2187. ინდომეტაცინისა და სალიცილატების ზემოქმედება კუმარინული


წარმოებულების ეფექტურობაზე შეიძლება იყოს
*ა) ეფექტის გაძლიერება;
ბ) ეფექტი არ იცვლება;
გ) ეფექტის შემცირება.
2188. ჰიპერტონული დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფებს ქრონიკული
ობსტრუქციული ბრონქიტის გამწვავებისას არ უნდა დაენიშნოთ
ა) დოპეგიტი;
ბ) კლოფელინი;
*გ) ობზიდანი;
დ) ჰიპოთიაზიდი.

2189. გვერდითი მოვლენები მოთენთილობის, ძილიანობის, დეპრესიის


სახით შეიძლება გამოიწვიოს ყველა პრეპარატმა, გარდა
ა) დოპეგიტისა;
ბ) კლოფელინისა;
გ) რეზერპინისა;
*დ) ნიფედიპინისა.

2190. რეზერპინის გვერდით მოვლენებს განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) დეპრესიისა და ადინამიისა;
*ბ) ტაქიკარდიისა;
გ) კუჭის სეკრეციის, ნაწლავების მოტორიკის გაძლიერებისა, ბრონქული
ასთმის, წყლულოვანი დაავადების გამწვავებისა;
დ) ცხვირის "გაჭედვისა".

2191. დოპეგიტის გვერდით ეფექტებს განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) მოთენთილობისა და დეპრესიისა;
ბ) ღვიძლის ფუნქციების გაუარესებისა;
გ) მამაკაცებში სასქესო ფუნქციის მოშლისა;
*დ) ჰიპერგლიკემიისა;
ე) ჰემოლიზური ანემიისა.

2192. მიუთითეთ რა არ არის სწორი, გულის გლიკოზიდების თერაპიული


დოზების გამოყენებისას
ა) მატულობს მიოკარდიუმის აგზნებადობა;
ბ) ძლიერდება მიოკარდიუმის კუმშვადობა;
*გ) ჩქარდება მიოკარდიუმის გამტარებლობა;
დ) მცირდება სინუსური კვანძის ავტომატიზმი.

2193. სიცხის დამწევი თვისებებით ყველაზე მეტად ხასიათდება


ა) ბრუფენი;
ბ) რეოპირინი;
*გ) ასპირინი.

2194. გულის უკმარისობის მკურნალობაში ღვიძლის ციროზის არსებობისას


უპირატესობას ანიჭებენ
*ა) დიგოქსინს;
ბ) დიგიტოქსინს;
გ) კორგლიკონს;
დ) ადენოზიდს.

2195. სინუსური რითმის არსებობისას საგულე გლიკოზიდები გულის


შეკუმშვათა სიხშირეს ამცირებენ ძირითადად
*ა) ცდომილი ნერვის ტონუსის მომატების;
ბ) გულის პარკუჭების აგზნებადობის შემცირების;
გ) სინუსის კვანძზე უშუალო ზემოქმედების ხარჯზე.

2196. წყლულოვანი დაავადების ფონზე მიმდინარე რევმატოიდული


ართრიტის მკურნალობისას უმჯობესია დაინიშნოს
ა) ასპირინი;
*ბ) ინდომეტაცინის სანთლები;
გ) ბრუფენი;
დ) პირაბუტოლი.

2197. საკმარისი დიგიტალიზაციის ნიშნებად ითვლება


*ა) ეკგ-ზე პარკუჭოვანი კომპლექსის ბოლო ნაწილის ცვლილება;
ბ) QT ინტერვალის გახანგრძლივება;
გ) ელექტრული სისტოლის ხანგრძლივობის ცვლილებები;

2198. გულის გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის კლინიკური გამოვლინებებია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) გულის რითმის დარღვევები;
*ბ) სისხლის შედედების უნარის დაქვეითება;
გ) ფერების აღქმის დარღვევები;
დ) ანორექსია.

2199. ატრიოვენტრიკულურ კვანძში აგზნების გატარების შემცირების მიზნით


ყველაზე ეფექტურ საშუალებაა:
ა) ობზიდანი;
ბ) ნოვოკაინამიდი;
*გ) ვერაპამილი;
დ) ლიდოკაინი.

2200. პარკუჭზედა ტაქიკარდიის პაროქსიზმის შესაწყვეტად ხმარობენ ყველა


პრეპარატს, გარდა
*ა) ლიდოკაინის;
ბ) ნოვოკაინამიდის;
გ) ვერაპამილისა;
დ) ატფ-ისა.

2201. ავადმყოფებს ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომით (პარკუჭების


ადრეული აგზნება), მოციმციმე არითმიის განვითარების პერიოდში არ უნდა
დაენიშნოს:
ა) ნოვოკაინამიდი;
ბ) რითმილენი;
*გ) ვერაპამილი;
დ) ლიდოკაინი.

2202. ლიდოკაინის დანიშვნის ძირითადი ჩვენება არის


*ა) პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია და ხშირი პარკუჭოვანი
ექსტრასისტოლია;
ბ) პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდია;
გ) წინაგულების თრთოლვა;
დ) კვანძოვანი ტაქიკარდია.

2203. ანთების საწინააღმდეგო ყველაზე გამოხატული მოქმედებით ხასიათდება


ა) იბუპროფენი;
*ბ) ვოლტარენი;
გ) ასპირინი;
დ) ბუტადიონი.

2204. ზოგიერთ ანტიარითმულ პრეპარატს გააჩნია არითმოგენული


მოქმედება, განსაკუთრებით
ა) ლიდოკაინს;
*ბ) ეტაციზინს;
გ) ფინოპტინს;
დ) ანაპრილინს.

2205. გულის იშემიური დაავადების ფონზე განვითარებული პარკუჭოვანი


ექსტასისტოლიის სამკურნალოდ უპირატესობა ენიჭება
ა) ეტმოზინს;
*ბ) ობზიდანს;
გ) რითმილენს;
დ) კინილენტინს.

2206. ამოსახველებელი საშუალება, რომელსაც ამავე დროს გააჩნია


ანტისეპტიკური თვისება, არის
ა) თერმოპსისის ბალახი;
ბ) ბრომჰექსინი;
გ) მუკალტინი;
*დ) ბეგქონდარის ბალახი.

2207. ნიტრატებისადმი ტოლერანტობის განვითარების თავიდან აცილების


მიზნით საჭიროა
ა) დღე-ღამეში პრეპარატის სისხლში თანაბარი კონცენტრაციის
უზრუნველყოფა;
*ბ) შესვენებები პრეპარატის მიღებისას;
გ) პრეპარატის მცირე დოზებით მიღება;
დ) პრეპარატის მაქსიმალური დოზებით მიღება.

2208. სუსტაკის მიმართ ტოლერანტობის განვითარებისას ის შეიძლება


შეიცვალოს
ა) ნიტრონგით;
ბ) ტრინიტროლონგით;
გ) სუსტონიტით;
*დ) კორვატონით.

2209. პრინცმეტალის სტენოკარდიის მკურნალობაში უპირატესობას ანიჭებენ


ა) კორდარონს;
ბ) ობზიდანს;
*გ) კორინფარს;
დ) კურანტილს.

2210. გლაუკომიანი ავადმყოფისათვის უკუნაჩვენებია


*ა) ამიტრიპტილინი;
ბ) ტაზეპამი;
გ) მებიკარი.

2211. ბეტა-ადრენობლოკატორი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ამცირებს


გულის შეკუმშვათა სიხშირეს არის
ა) ობზიდანი;
*ბ) ვისკენი;
გ) ატენოლოლი.

2212. გულის უკმარისობით გართულებული იშემიური დაავადების


მკურნალობა ნიტროგლიცერინით იწვევს დადებით ჰემოდინამიკურ ეფექტს.
რით ახსნით ამ მოვლენას
*ა) გულისაკენ ვენური სისხლის მოდინების შემცირებით;
ბ) გულის სისტოლურ გაძლიერებით;
გ) პერიპერიული წინააღმდეგობის მატებით;
დ) კორონარული სისხლის მიმოქცევის შემცირებით.

2213. კალციუმის ანტაგონისტებიდან რომელს გააჩნია კუმულაციის უნარი


*ა) ფინოპტინს;
ბ) კორინფარს;
გ) ფენიგიდინს;
დ) სენზიტს.

2214. გულის იშემიური დაავადებისას ასპირინის დანიშვნის ჩვენებებია


ა) ჰემატოკრიტის მაჩვენებლის შემცირება;
*ბ) თრომბოციტების აგრეგაციული უნარის მატება;
გ) პროთრომბინის მატება;
დ) სისხლის ფიბრონოლიზური აქტივობის შემცირება.

2215. ხანგრძლივად მოქმედ გლუკოკორტიკოიდებს მიეკუთვნება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
*ა) პრედნიზოლონის;
ბ) დექსამეტაზონის;
გ) ტრიამცინოლონის;
დ) ბეტამეტაზონისა.
2216. გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების შემცირებისათვის
მიზანშეწონილია ყველა ჩამოთვლილი, გარდა შემდეგისა
ა) თერაპიული ეფექტის მქონე მინიმალური დოზების დანიშვნა;
*ბ) სადღეღამისო დოზის თანაბარი განაწილება რამდენიმე მიღებაზე;
გ) 48-სთ-იანი დოზის ერთმომენტიანი მიღება დილით ყოველ II დღეს;
დ) სადღეღამისო დოზის მიღება დილის 6-8 სთ-დე საუზმესთან ერთად.

2217. პნევმოკოკით გამოწვეული მწვავე პნევმონიის სამკურნალოდ


ანტიბიოტიკ
ა) ტეტრაციკლინებს;
*ბ) პენიცილინებს;
გ) ცეფალოსპორინებს;
დ) ამინოგლიკოზიდების წარმოებულებს.

2218. გენტამიცინი, მისი არაეფექტური მოქმედებისას კლებსიელათი


გამოწვეული ორმხრივი პნევმონიის მკურნალობაში, შეიძლება შეიცვალოს
*ა) კეფზოლით;
ბ) პენიცილინით;
გ) ერითრომიცინით;
დ) ოქსაცილინის ნატრიუმის მარილით.

2219. მიკოპლაზმური ეტიოლოგიის პნევმონიის მკურნალობისას ეფექტურია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ერითრომიცინისა;
ბ) ტეტრაციკლინისა;
გ) ლინკომიცინისა;
*დ) ბენზილპენიცილინისა.

2220. მიუთითეთ ბრონქოსპაზმის მომხსნელი საშუალებები, რომელიც


ნაკლებად იწვევს ტაქიკარდიას
ა) ეუსპირანი;
ბ) ნოვოდრინი;
*გ) სალბუტამოლი.

2221. მიუთითეთ ყველაზე ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოსპაზმის


მომხსნელი საშუალებები
ა) ეუსპირანი;
ბ) ასთმოპენტი;
*გ) ბეროტეკი.

2222. პენიცილინების ჯგუფს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


*ა) დოქსიციკლინის;
ბ) კარბენიცილინის დინატრიუმის მარილის;
გ) დიკლოქსაცილინის ნატრიუმის მარილის;
დ) ოქსაცილინის ნატრიუმის მარილისა;
ე) ამპიცილინისა.
2223. ცეფალოსპორინების ჯგუფს მიეკუთვნება ყველა პრეპარატი, გარდა
*ა) ტობრამიცინის;
ბ) ცეფალორიდინის;
გ) ცეფალოტინის;
დ) კეფზოლისა;
ე) ცეფალექსინისა.

2224. ტეტრაციკლინების ჯგუფს მიეკუთვნება ყველა პრეპარატი, გარდა


ა) მორფოციკლინის;
ბ) მეტაციკლინის;
გ) დოქსიციკლინისა;
*დ) ტარივიდისა.

2225. ნაყოფის სისხლსა და ამნიონის სითხეში მცირე რაოდენობით გააღწევს


ყველა ანტიბიოტიკი, გარდა
ა) ლევომიცეტინის;
ბ) ტეტრაციკლინის;
*გ) ცეფალოსპორინებისა;
დ) ლინკომიცინისა.

2226. ოტოტოქსიური მოქმედებით ხასიათდება


ა) ჰიგროტონი;
*ბ) ურეგიტი;
გ) ფუროსემიდი.

2227. ავადმყოფს ქრონიკული აქტიური ჰეპატიტით განუვითარდა მწვავე


პიელონეფრიტი. შარდში ამოითესა ნაწლავის ჩხირი. ამოირჩიეთ
სამკურნალოდ პრეპარატი
ა) დოქსიციკლინი;
*ბ) ამპიცილინი;
გ) კანამიცინი;
დ) ლევომიცეტინი.

2228. ბრონქოსპაზმი შეიძლება გააძლიეროს


ა) თერმოპსისის ბალახმა;
ბ) ბრომჰექსინმა;
*გ) აცეტილცისტეინმა.

2229. ნაღვლის წარმოქმნის გამაძლიერებელ საშუალებებს განეკუთვნება


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) დექოლინისა;
ბ) ალოქოლისა;
*გ) ქსილიტისა;
დ) ქოლენზიმისა.
2230. ბრონქების ობსტრუქციისას, რომლის პათოგენეზური მექანიზმი
ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებაში მდგომარეობს, შერჩევის
პრეპარატად ითვლება
*ა) ეფედრინი;
ბ) ბეროტეკი;
გ) სალბუტამოლი;
დ) ატროვენტი.

2231. ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობისას, ავადმყოფებს გულის


იშემიური დაავადებით მიზანშეწონილია დაენიშნოთ
*ა) ბეტა-ადრენობლოკატორი;
ბ) რეზერპინი;
გ) კლოფელინი;
დ) დოპეგიტი;
ე) ჰიდროქლორაზიდი.

2232. პილორუსში ჰელიკობაქტერის აღმოჩენისას მკურნალობის არჩევით


პრეპარატად ითვლება
*ა) დე-ნოლი;
ბ) ციმეტიდინი;
გ) პერიტოლი;
დ) გასტროფარმი.

2233. ორსულობის I ტრიმესტრში პიელონეფრიტის სამკურნალოდ შეიძლება


დაინიშნოს
*ა) ნახევრადსინთეზური პენიცილინი;
ბ) ტეტრაციკლინი;
გ) ბისეპტოლი;
დ) კარბენიცილინის დინატრიუმის მარილი.

2234. ორსულობის I და II ტრიმესტრში პიელონეფრიტის სამკურნალოდ


არ უნდა დაინიშნოს
ა) ამპიცილინი;
*ბ) ლევომიცეტინი;
გ) 5-ნოკი;
დ) ნევიგრამონი.

2235. გონებრივი შრომით დაკავებული 55 წლის მამაკაცს აწუხებს ზომიერი


არტერიული ჰიპერტენზია და დაძაბულობის სტენოკარდიის შეტევები. რა
პრეპარატით უნდა დაიწყოს მისი მკურნალობა
ა) ჰიპოთიაზიდით;
ბ) ფუროსემიდით და რეზერპინით;
*გ) პროპრანოლოლით;
დ) კლოფელინით;
ე) დოპეგიტით

2236. ნიტროგლიცერინის მოქმედების მექანიზმის მსგავსი პრეპარატია


ა) ობზიდანი;
ბ) ნიფედიპინი;
*გ) მოლსიდომინი (კორვატონი, სიდნოფარმი);
დ) ვერაპამილი (ვერაპამილი, ვერაპამილი).

2237. ავადმყოფებს ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომით არითმიების დროს


შერჩევით ენიშნებათ
ა) ვერაპამილი;
*ბ) კორდარონი;
გ) ლანიკორი;
დ) ნოვოკაინამიდი;
ე) ობზიდანი.

2238. გულის იშემიური დაავადების თანმხლებ პათოლოგიას, რომლის


დროსაც þbeta-ადრენობლოკატორებისხმარებააბსოლუტურადუკუნაჩვენებია,
წარმოადგენს
*ა) სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
ბ) ხანგამოშვებითი კოჭლობა;
გ) რეინოს სინდრომი;
დ) ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი.

2239. ტრიმეტოპრიმის გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი


მოვლენები, გარდა
ა) მეგალობლასტური ანემია;
*ბ) სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
გ) დიარეა;
დ) თავის ტკივილი;

2240. ბიგუანიდების შესახებ პასუხი ყველა ჩამოთვლილი გარდა:


*ა) უკუნაჩვენებია დიაბეტით დაავადებულ მსუქან პაციენტებში;
ბ) ცნობილია, რომ მოქმედებს ციმეტიდინთან;
გ) ჯანმრთელ პირებში დიდი დოზით მიღებისას იწვევს ჰიპოგლიკემიას;
დ) პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით ზრდის ტუტე
აციდოზის განვითარების რისკს;
ე) ალკოჰოლთან ერთად მიღებისას ტოვებს მეტალის გემოს;

2241. ბენზოდიაზეპინების შესახებ პასუხი შემდეგი დებულება:


ა) ლორაზეპამის ერთჯერად დოზას უფრო ხანგრძლივი მოქმედება აქვს,
ვიდრე დიაზეპამისას;
ბ) მოხუცებში ნიტრაზეპამის, როგორც საძილე საშუალების გამოყენება
უსაფრთხოა;
გ) მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარება მეტად
მოსალოდნელია იმ პრეპარატების ხმარებისას, რომელთაც ახასიათებთ
ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდი;
*დ) ლორაზეპამის ერთჯერად დოზას უფრო ხანგრძლივი მოქმედება აქვს,
ვიდრე დიაზეპამისას; მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარება
მეტად მოსალოდნელია იმ პრეპარატების ხმარებისას, რომელთაც ახასიათებთ
ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდი;

2242. ომეპრაზოლის მიღებისას მოსალოდნელი გვერდითი ეფექტებია: 1)


გინეკომასტია; 2) მულტიფორმული ერითემა; 3) თავის ტკივილი; 4)
ბრადიკარდია; 5) პანკრეატიტი.
ა) 1, 2, 3, 4
ბ) 1,2,5
*გ) 1,2,3

2243. ბენზილპენიცილინი არ იძლევა ეფექტს, თუ ინფექციური პროცესი


გამოწვეულია:
ა) გრამდადებითი კოკებით (სტაფილოკოკებით, სტრეპტოკოკებით,
პნევმოკოკებით);
ბ) გრამუარყოფითი კოკებით (გონოკოკებით, მენინგოკოკებით);
გ) სპიროქეტებით;
*დ) გრამუარყოფითი ბაქტერიებით (ნაწლავის ჩხირით, სერაციით,
სალმონელათი და სხვ.);
ე) გრამდადებითი (დიფთერიის, ციმბირული წყლულის) ჩხირებით.

2244. პენიცილინის ჯგუფის რომელ ანტიბიოტიკს ახასიათებს ნაწლავთა


პერისტალტიკის გაძლიერება?
ა) ბენზილპენიცილინს;
*ბ) ოქსაცილინს;
გ) ამპიცილინს;
დ) კარბენიცილინს;
ე) მეტიცილინს.

2245. რომელი ანტიბიოტიკის დანიშვნა შეიძლება პენიცილინზე ალერგიის


შემთხვევაში?
ა) ამოქსაცილინის;
ბ) ამპიცილინის;
გ) ოქსაცილინის;
დ) მეტიცილინის;
ე) კარბენიცილინის;
*ვ) ერითრომიცინის.

2246. მე-3 თაობის ცეფალოსპორინთა რიგს მიეკუთვნება:


ა) ცეპორინი (ცეფალორიდინი);
ბ) კეფზოლი (ცეფაზოლინი);
გ) ცეფალექსინი (კეფლექსი);
დ) კეტოცეფი (ცეფუროქსიმი);
*ე) კლაფორანი (ცეფოტაქსიმი);
ვ) კეფლინი (ცეფალოტინი.

2247. ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკებიდან რომლის გამოყენება არ


არის მიზანშეწონილი მძიმე სტაფილოკოკური ინფექციის დროს?
ა) კეფზოლის;
ბ) ცეფობიდის;
*გ) კლაფორანის;
დ) მეფოქსინის;
ე) ფორტუმის.

2248. ამინოგლიკოზიდების ჯგუფს არ მიეკუთვნება:


ა) კანამიცინი;
ბ) გენტამიცინი;
გ) სიზომიცინი;
დ) ამიკაცინი;
ე) მონომიცინი;
ვ) ტობრამიცინი (ბრულამიცინი);
ზ) ნეომიცინი;
*თ) პოლიმიქსინი.

2249. რა შემთხვევაშია შეზღუდული ამინოგლიკოზიდების გამოყენება?


ა) ჩიქროვან-სეფსისური დაავადებების დროს;
ბ) სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების დროს;
გ) საშარდე სისტემის ინფექციის შემთხვევაში;
*დ) სანაღვლე გზების ინფექციის შემთხვევაში;
ე) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციის შემთხვევაში.

2250. მაკროლიდების ჯგუფს მიეკუთვნება:


ა) ლევომიცეტინი;
ბ) ტეტრაციკლინი;
*გ) ერითრომიცინი;
დ) ლინკომიცინი;
ე) პოლიმიქსინი.

2251. მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს ახასიათებს:


ა) მოქმედების ფართო სპექტრი;
ბ) მაღალი ტოქსიკურობა;
გ) მიკროორგანიზმების მხრივ რეზისტენტობის არარსებობა;
*დ) ბაქტერიოსტაზულობა.

2252. ოსტეოტროპული ეფექტი ყველაზე მეტად ახასიათებს:


ა) ამპიცილინს;
*ბ) ლინკომიცინს;
გ) ერითრომიცინს;
დ) კლაფორანს;
ე) გენტამიცინს.

2253. ნაწლავის ჩხირისა და სალმონელას მიმართ ყველაზე უფრო აქტიურია:


ა) პენიცილინი;
ბ) ერითრომიცინი;
გ) ლინკომიცინი;
*დ) პოლიმიქსინი;
ე) რიფამპიცინი.

2254. აქტიურ ანტიტუბერკულოზურ პრეპარატებს არ განეკუთვნება:


ა) სტრეპტომიცინი;
ბ) კანამიცინი;
გ) რიფამპიცინი;
დ) ბენბემიცინი;
*ე) ფუზიდინი.

2255. რომელი ანტიფუნგური (სოკოს საწინააღმდეგო) ანტიბიოტიკია


ეფექტური კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზის დროს?
ა) ნისტატინი;
ბ) ლევორინი;
*გ) ამფოგლუკამინი;
დ) ამფოტერიცინი.

2256. რომელ ანტიბიოტიკს უნიშნავენ სისტემური კანდიდოზის შემთხვევაში?


ა) ამპიცილინს;
ბ) გენტამიცინს;
გ) ნისტატინს;
*დ) ამფოტერიცინს;
ე) ტეტრაციკლინს.

2257. სულფანილამიდების ჯგუფს არ განეკუთვნება:


ა) სულფადიმეტოქსინი;
ბ) ბისეპტოლი (ბაქტრიმი);
*გ) ნიტროქსოლინი;
დ) ალბუციდი;
ე) გტალაზოლი.

2258. ბაქტერიციდული მოქმედების ანტიბიოტიკია:


ა) ერითრომიცინი;
ბ) ტეტრაციკლინი;
გ) ფუზუდინი;
დ) ლინკომიცინი;
*ე) ამიკაცინი.

2259. ბაქტერიოსტაზული მოქმედების ანტიბიოტიკია:


ა) ამპიცილინი;
*ბ) ლინკომიცინი;
გ) სტრეპტომიცინი;
დ) კლაფორანი;
ე) სიზომიცინი.

2260. ნეფროტოქსიკური მოქმედება არ ახასიათებს:


*ა) პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს;
ბ) ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს;
გ) ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს;
დ) სტრეპტომიცინს;
ე) ანტიფუნგური ჯგუფის ანტიბიოტიკებს.

2261. ჰეპატოტოქსიკური ეფექტი ახასიათებს:


ა) პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს;
ბ) ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს;
გ) ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს;
დ) მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს;
*ე) ანტიტუბერკულოზური (სტრეპტოლმიცინის, რიფამიცინის) ჯგუფის
ანტიბიოტიკებს.

2262. ანტიბიოტიკების რომელი კომბინირებაა დასაშვები ბავშვებში?


ა) გენტამიცინი + კანამიცინი;
*ბ) ამპიცილინი + გენტამიცინი;
გ) ლევომიცეტინი + კლაფორანი;
დ) სტრეპტომიცინი + პოლიმიქსინი.

2263. პროკაინ-პენიცილინის სადღეღამისო დოზაა:


*ა) 25 000 - 50 000 ერთ./კგ;
ბ) 100 000 - 150 000 ერთ./კგ;
გ) 200 000 - 500 000 ერთ./კგ.

2264. ბუნებრივი პენიცილინებისადმი მგრძნობიარეა:


ა) ნოკარდია;
ბ) ნაწლავის ჩხირი;
*გ) დიფტერიის ჩხირი;
დ) ლურჯ-მწვანე ჩირქმბადი ჩხირი.

2265. ბენზათინ-პენიცილინი ბავშვებში ინიშნება სადღეღამისო დოზით:


ა) 1,2 - 2,4 მილიონი ერთ. ყოველ 2-4 კვირაში ერთხელ;
ბ) 50 000 ერთ./კგ კუნთებში;
*გ) 100 000 ერთ./კგ კუნთებში;
დ) 100 000 ერთ./კგ. ინტრავენურად.

2266. ბავშვთა ასაკში პროკაინ-პენიცილინის სადღეღამისო დოზაა:


ა) 25 000 - 50 000 ერთ./კგ. ინტრავენურად;
*ბ) 50 000 ერთ./კგ. კუნთებში;
გ) 100 000 ერთ./კგ. კუნთებში;
დ) 100 000 ერთ./კგ. ინტრავენურად.

2267. დიდი დოზებით გამოყენებისას პენიცილინს არ ახასიათებს:


ა) ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია;
ბ) ნეიროტოქსიკოზი;
გ) ჰემოლიზური ანემია;
*დ) ღვიძლის უკმარისობა.
2268. ანტისტაფილოკოკური აქტივობა არ აქვს:
ა) დიკლოქსაცილინს;
ბ) გენტამიცინს;
*გ) ცეფტაზიდიმს;
დ) ვანკომიცინს.

2269. ოქსაცილინისადმი მგრძნობიარეა:


ა) ენტეროკოკი;
ბ) მიკოპლაზმა;
გ) ნაწლავის ჩხირი;
*დ) სტაფილოკოკი;
ე) აერობები.

2270. ოქსაცილინის სადღეღამისო დოზაა:


ა) 100-200 მგ/კგ, განაწილებული 2-ჯერად მიღებაზე;
ბ) 500 მგ/კგ, განაწილებული 4-ჯერად შეყვანაზე;
*გ) 100-200 მგ/კგ, განაწილებული 4-ჯერად შეყვანაზე;
დ) 50-100 მგ/კგ. დღეში ერთხელ.

2271. სტრეპტოკოკული ინფექციის სამკურნალოდ არაეფექტურია:


ა) ბენზილპენიცილინი;
ბ) ერითრომიცინი;
*გ) ციპროფლოქსაცინი;
დ) აზლოცილინი.

2272. ამოქსიცილინისადმი რეზისტენტულია:


ა) შიგელა;
ბ) კლოსტრიდია;
*გ) ლურჯ-მწვანე ჩირქმბადი ჩხირი;
დ) ნაწლავის ჩხირი;

2273. პენიცილინისადმი ალერგიის შემთხვევაში არ უნიშნავენ:


*ა) აზლოცილინს;
ბ) გენტამიცინს;
გ) კლინდამიცინს;
დ) ვანკომიცინს.

2274. კარბენცილინისადმი მგრძნობიარეა:


ა) ქლამიდია;
ბ) სტაფილოკოკი;
*გ) პროტეუსი;
დ) ენტეროკოკი;

2275. კარბენცილინის გართულებებს არ მიეკუთვნება:


ა) ჰემორაგიული დიათეზი;
ბ) ჰიპოკალიემია;
გ) ალერგიული რეაქციები;
*დ) ნეიროტოქსიკოზი;

2276. გრამ-დადებითი კოკების მიმართ შედარებით მაღალ აქტივობას


ავლენს:
ა) ცეფოტაქსიმი (კლაფორანი);
ბ) ცეფოპერაზონი (ცეფობიდი);
გ) პიპერაცილინი;
*დ) ცეფალექსინი.

2277. ცეფაზოლინის (კეფზოლის) მიმართ რეზისტენტულია:


ა) პნევმოკოკი;
ბ) მენინგოკოკი;
გ) ნაწლავის ჩხირი;
*დ) ენტეროკოკი.

2278. ბავშვებში მენინგიტის სამკურნალოდ გამოიყენება:


ა) ცეფამანდოლი (მანდოლი);
ბ) ცეფაზოლინი (კეფზოლი);
*გ) ცეფტრიაქსონი (ლონგაცეფი, როცეფინი);
დ) ცეფოპერაზონი (ცეფობიდი);

2279. მენინგიტის სამკურნალოდ არ გამოიყენება:


ა) ცეფოტაქსიმი (კლაფორანი);
ბ) ცეფტრიაქსონი (ლონგაცეფი, როცეფინი);
გ) მოქსალაქტამი (მოქსამი);
*დ) ცეფონიციდი (მონოციდი);
ე) ცეფტაზიდიმი (ფორტაქსი, ტაზიცეფი);

2280. აციკლოვირის მიმართ რეზისტენტულია:


ა) ჰერპესის მარტივი ვირუსი;
ბ) ციტომეგალოვირუსი;
გ) ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი.
დ) გრიპის ვირუსი;
ე) ციტომეგალოვირუსი; ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი.
*ვ) ჰერპესის მარტივი ვირუსი; ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი

2281. ყველაზე მეტად გამოხატული ნეფროტოქსიკური ეფექტი ახასიათებს:


ა) ამპიცილინ-გენტამიცინის კომბინაციას;
*ბ) ტობრამიცინ-პოლიმიქსინის კომბინაციას;
გ) ამპიცილინ-ოქსაცილინის კომბინაციას;
დ) ამოქსიცილინ-ცეფოტაქსიმის კომბინაციას.

2282. ანტიბიოტიკთერაპიის ძირითადი რეკომენდაციაა:


ა) ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტაზული ანტიბიოტიკების ერთდროული
დანიშვნა;
ბ) მკურნალობის წყვეტილი კურსის გამოყენება;
გ) ამინოგლიკოზიდების კომბინირება;
*დ) ანტიბიოტიკების საკმარისი კონცენტრაციის შექმნა;
ე) ეფექტურობის გასაძლიერებლად გლუკოკორტიკოიდებთან კომბინირება.

2283. რომელი არ განეკუთვნება თიაზიდებს და მათ მსგავს შარდმდენ


მედიკამენტებს?
ა) მეთოლაზონი;
*ბ) ამილორიდი;
გ) ქლორთალიდონი;
დ) ჰიდროქლორთიაზიდი;
ე) ინდაპამინი.

2284. პირდაპირი მოქმედების ვაზოდილატატორებს განეკუთვნება: 1.


რეზერპინი; 2. ჰიდრალაზინი; 3. ლაბეტალოლი; 4. მინოქსიდილი;
ა) 1, 2;
ბ) 2, 3;
გ) 3, 4;
დ) 1, 3;
*ე) 2, 4;

2285. ჰიპერტენზიული კრიზის სამკურნალო პარენტერალურ პრეპარატებს


განეკუთვნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ა) ნატრიუმის ნიტროპრუსიდი;
*ბ) კლოფელინი;
გ) ნიტროგლიცერინი;
დ) ჰიდრალაზინი;
ე) ლაბეტალოლი;

2286. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი თვისებებით ხასიათდება


ლაბეტალოლი: 1) ბეტა-ადრენორეცეპტორების სელექციური ბლოკადით; 2)
ბეტა-ადრენორეცეპტორების არასაელეცქიური ბლოკადით; 3) ალფა-
ადრენორეცეპტორების ბლოკადით;
ა) 1;
ბ) 2;
გ) 1, 3;
*დ) 2, 3;
ე) 3.

2287. პერიფერიული მოქმედების სიმპათოლიზურ საშუალებებს


(სიმპათოლიტიკებს) განეკუთვნება: 1) გუანეტიდინი; 2)
კლონიდინი; 3) რეზერპინი; 4) ჰიდრალაზინი;
ა) 1, 2, 3;
ბ) 2, 3, 4;
*გ) 1, 3;
დ) 2, 3;
ე) 3, 4.
2288. რომელი მოსაზრებაა სწორი სულფოშარდოვანას წარმოებულების
შესახებ?
ა) სულფოშარდოვანას წარმოებულები აქვეითებენ ინსულინის სეკრეციას;
ბ) სულფოშარდოვანას წარმოებულები ასტიმულირებენ ნახშირწყლების
შეწოვას;
გ) სულფოშარდოვანას წარმოებულები ამცირებენ ნახშირწყლების შეწოვას და
აძლიერებენ მათ შთანთქმას პერიფერიული ქსოვილების მიერ;
*დ) სულფოშარდოვანას წარმოებულების მიღებისას ალკოჰოლი ხელს უწყობს
ჰიპოგლიკემიის განვითარებას.

2289. მეორე გენერაციის სულფოშარდოვანას წარმოებულ პრეპარატებს


განეკუთვნება:
*ა) გლიბურიდი;
ბ) აცეტოჰექსამიდი;
გ) ქლორპროპამიდი;
დ) ბუფორმინი;
ე) გლიბენკლამიდი.

2290. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი თვისებაა დამახასიათებელი


ნიტრატების ჯგუფის პრეპარატებისათვის: 1. უპირატესად არტერიების და
ნაკლებად ვენების გაფართოების უნარი; 2. უპირატესად ვენების და
ნაკლებად არტერიების გაფართოების უნარი; 3. მარცხენა პარკუჭში საბოლოო
დიასტოლური წნევის შემცირების უნარი; 4. ნიტრატები არ მოქმედებენ
ათეროსკლეროზით დაზიანებულ გვირგვინოვან არტერიებზე;
ა) 1, 3, 4;
ბ) 2, 3, 4;
*გ) 2, 3;
დ) 1, 4;
ე) 1, 3.

2291. პენიცილინი წარმოადგენს არჩევის პრეპარატს ქვემოთ ჩამოთვლილი


მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის შემთხვევაში, გარდა:
ა) Clostridium perfringerns
ბ) Treponema pallidum
გ) Pasteurella multocida
*დ) Staphylococcus aureus
ე) Neisseria meningitides

2292. პაციენტს, რომელიც არის ალერგიული ბეტალაქტამური


ანტიბიოტიკების მიმართ, აღენიშნება ცხელება და მარცხენა ხელის ძვლების
დაზიანება მძიმე სტაფილოკოკური ინფექციის გამო. რომელი მედიკამენტი
წარმოადგენს არჩევის პრეპარატს?
ა) ცეფალექსინი
ბ) კლინდამიცინი
*გ) ვანკომიცინი
დ) ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი
2293. ენტერობაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული
მედიკამენტებიდან, რომელი ხასიათდება გულყრის ზღურბლის შემცირების
მაღალი პოტენციური შესაძლებლობით:
*ა) იმიპენემ-ცილასტატინი
ბ) ციპროფლოქსაცინი
გ) ტობრამიცინი
დ) ტიკარცილინი

2294. იზონიაზიდის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია:


ა) გამონაყარი
ბ) ცხელება
*გ) ჰეპატიტი
დ) ნეიროპათია

2295. მამაკაცებში, რეზისტენტული Escherichia coli-თ გამოწვეული


გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების დროს, ყველაზე ფართოდ
გამოიყენება:
ა) ამოქსაცილინი
ბ) ციპროფლოქსაცინი
*გ) ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი
დ) კლინდამიცინი
ე) ნიტროფურანტოინი

2296. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიბიოტიკებიდან, რომელი არ გამოიყენება


ბავშვებში?ა. აზიტრომიცინი
ა) კლარითრომიცინი
*ბ) ცეფოპერაზონი
გ) აციკლოვირი
დ) სტრეპტომიცინი

2297. პაციენტი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იღებს ნაფცილინის დიდ


დოზებს Staphylococcus aureus-ით გამოწვეული ოსტეომიელიტის გამო.
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა მეთოდი გამოდგება პაციენტის მდგომარეობის
პერიოდული შეფასებისათვის, გარდა ერთისა:
ა) სისხლის საერთო ანალიზი
ბ) ღვიძლის ფუნქცია
გ) შრატის კრეატინინის დონე
*დ) შრატის ამილაზის დონე

2298. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების ინტრავენური ინფუზიისას


რომლისთვის არის მეტად დამახასიათებელი სახის სიწითლე და ჰიპოტენზია:
ა) პენიცილინი
ბ) ტრიმეტოპრიმ-სულპამეტოქსაზოლი
გ) გენტამიცინი
*დ) ვანკომიცინი
ე) ცეფტრიაქსონი.
2299. ქიმიოთერაპიაზე მყოფ პაციენტს ნეიტროპენიით აღენიშნება ცხელება.
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომელი გამოდგება ემპირიული
მონოთერაპიისთვის?
ა) ვანკომიცინი
*ბ) ცეფტაზიდიმი
გ) ამიკაცინი
დ) კარბენიცილინი

2300. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომლის ექსკრეცია ხდება


დიდი რაოდენობით ბილიარულ ტრაქტში?
ა) ცეფოტაქსიმი
*ბ) ცეფტრიაქსონი
გ) ცეფტაზიდიმი
დ) ცეფუროქსიმი
ე) ლორაკარბეფი.

2301. რომელ მედიკამენტთან ერთად არის რეკომენდებული K ვიტამინის


დანიშვნა?
*ა) ცეფოპერაზონი
ბ) ცეფტრიაქსონი და ცეფოტაქსიმი
გ) ცეფიქსიმი
დ) ცეფუროქსიმი და ცეფაკლორი

2302. ამინოგლიკოზიდი, რომელიც ერთნაირად მოქმედებს სასმენ და


ვესტიბულურ აპარატზე არის:
ა) ამიკაცინი
ბ) გენტამიცინი
*გ) ტობრამიცინი
დ) სტრეპტომიცინი

2303. ფსევდომემბრანოზული კოლიტს უფრო ხშირად იწვევს:


*ა) კლინდამიცინი
ბ) ცეფალექსინი
გ) დოქსიციკლინი
დ) მეტრონიდაზოლი
ე) იმიპენემ-ცილასტატინი.

2304. ალკოჰოლის მიღება უნდა აეკრძალოს პაციენტს, რომელიც ღებულობს:


ა) კლინდამიცინს
ბ) ცეფუროქსიმს
*გ) მეტრონიდაზოლს
დ) ერითრომიცინს
ე) ციპროფლოქსაცინს.

2305. პაციენტს საშარდე გზების ინფექციით, რომელიც ხანგრძლივი დროის


მანძილზე პროფილაქტიკისათვის ღებულობდა ანტიბიოტიკებს განუვითარდა
შემცივნება, მიალგია და დისპნოე. რომელ მედიკამენტს ახასიათებს უფრო
მეტად აღნიშნული სიმპტომატიკა?
ა) ამოქსიცილინს
*ბ) ნიტროფურანტოინს
გ) ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლს
დ) ტეტრაციკლინს
ე) ოფლოქსაცინს.

2306. რომელი დებულებაა სწორი ფლუკონაზოლსა და ამფოტერიცინ B-ს


გამოყენებასთან დაკავშირებით პაციენტებში კანდიდემიით, რომლებსაც არ
აღენიშნებათ ნეიტროპენია:
ა) ამფოტერიცინ B-ს გამოყენება უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე
ფლუკონაზოლის გამოყენება
*ბ) დადგენილია ფლუკონაზოლის ნაკლებ ტოქსიკურობა ამფოტერიცინ B-
სთან შედარებით
გ) თითოეულ მათგანთან ასოცირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი
დაბალია, თუ მკურნალობა დაწყებულია დაავადების ადრეულ სტადიაზე
დ) პაციენტების აღნიშნული კატეგორიისთვის მოწოდებულია კომბინირებული
თერაპია ამ ორი მედიკამენტით.

2307. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს იტრაკონაზოლის გვერდით


ეფექტს გარდა ერთისა:
*ა) ჰიპერკალიემია
ბ) ღებინება
გ) პერიფერიული შეშუპება
დ) ღვიძლის ფუნქციების ცვლილებები.

2308. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი შეიძლება იყოს გამოყენებული


მწვავე შუა ყურის ანთებით დაავადებული 11 თვის ბავშვის სამკურნალოდ,
რომელიც ცხოვრობს გარემოში, სადაც ხშირია პენიცილინის მიმართ
რეზისტენული - streptococcus pneumonia-ის გამოვლენა, გარდა ერთისა:
ა) ამოქსიცილინი მაღალი დოზებით
ბ) ამოქსაცილინ კლავულანატი
გ) კლინდამიცინი
დ) ცეფტრიაქსონი
*ე) ოფლოქსაცინი

2309. რომელ პრეპარატებთან ერთად არის რეკომენდებული K ვიტამინის


დანიშვნა:
*ა) ცეფოპერაზონი
ბ) ცეფტრიაქსონი და ცეფოტაქსიმი
გ) ცეფიქსიმი
დ) ცეფუროქსიმი და ცეფაკლორი

2310. საუკეთესო პრეპარატი “მოგზაურთა” დიარეის სამკურნალოდ,


განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც მაღალია წამლების მიმართ
რეზისტენტობა, არის:
*ა) ციფროპლოქსაცინი
ბ) ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი
გ) მეტრონიდაზოლი
დ) ამოქსიცილინი
ე) დოქსიციკლინი

2311. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიდეპრესანტებიდან, რომლის მოქმედების


მექანიზმია სეროტონინის უკუმიტაცების ბლოკირება:
ა) იმიპრამინი
ბ) ნორტრიპტილინი
*გ) ფლუოქსეტინი
დ) დეზიპრამინი
ე) დოქსეპინი

2312. ქვემოთ ჩამოთვლილი ოპიოიდური აგონისტებიდან, რომელი


გამოიყენება მხოლოდ პარენტერალური გზით:
ა) მორფინი
ბ) კოდეინი
*გ) ფენტანილი
დ) მეტადონი
ე) პროპოქსიფენი

2313. ანტილიპიდური მკურნალობის რომელი მედიკამენტის გვერდითი


ეფექტებია: პროსტაგლანდინით გამოწვეული კანის სიწითლე, თავის
ტკივილი, სიმხურვალის შეგრძნება, ქავილი, ჰიპერპიგმენტაცია
(განსაკუთრებით კანის ნაოჭების არეში), შავი აკანტოზი, კანის სიმშრალე,
გულისრევა, ღებინება, დიარეა, მიოზიტი:
*ა) ნიკოტინის მჟავა
ბ) ნეომიცინი
გ) სიმვასტატინი
დ) პრავასტატინი
ე) ქოლესტირამინი

2314. ანტილიპიდური მკურნალობის რომელი მედიკამენტი იწვევს


ვარფარინის ეფექტის პოტენცირებას:
ა) გემფიბროზილი
ბ) სიმვასტატინი
გ) ლოვასტატინი
დ) ატროვასტატინი
*ე) ყველა ზემოთჩამოთვლილი

2315. სტატინების (HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების) ჯგუფის რომელი


მედიკამენტი არ იწვევს ვარფარინის ეფექტის პოტენცირებას:
ა) სიმვასტატინი
ბ) ლოვასტატინი
გ) ატროვასტატინი
*დ) პრავასტატინი და ფლუვასტატინი
2316. ანტიდეპრესანტებიდან, რომელი იწვევს სეროტონინის უკუმიტაცების
სელექციურ ინჰიბირებას, მინიმალური ეფექტით ნორეპინეფრინის
უკუმიტაცებაზე:
ა) პროტრიპტილინი
ბ) მაპროტილინი
*გ) ფლუოქსეტინი
დ) დეზიპრამინი
ე) ამოქსაპინი

2317. რომელ ანტილიპიდურ მედიკამენტს ახასიათებს ოტოტოქსიურობა და


ნეფროტოქსიურობა:
*ა) ნეომიცინი
ბ) სიმვასტატინი
გ) ქოლესტირამინი
დ) ნიკოტინის მჟავა
ე) ფიბრატები

2318. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ყველაზე ხშირი გვერდითი


ეფექტებია:
*ა) ანტიქოლინერგული ეფექტები
ბ) კრუნჩხვა
გ) არითმია
დ) ჰეპატოტოქსიკურობა
ე) ნეფროტოქსიკურობა

2319. ოპიოიდებთან მიმართებაში ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან


რომელია სწორი:
ა) ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების მიმართ არ ვითარდება
ჯვარედინი ტოლერანტობა
ბ) ტოლერანტობა თანაბრად ვითარდება ოპიოიდური ანალგეზიური
საშუალებების ყველა ეფექტის მიმართ
*გ) ოპიოიდები აქვეითებენ ტკივილს, აგრესიულობასა და ლიბიდოს
დ) მეტადონის მიღების სწრაფი შეწყვეტის სიმპტომები თვისობრივად
განსხვავდება ჰეროინის მიღების შეწყვეტის სიმპტომებისაგან

2320. რომელი ანტილიპიდური მედიკამენტი განსაკუთრებით ზრდის


დიგოქსინის დონეს:
*ა) როსუვასტატინი
ბ) ნეომიცინი
გ) ნიკოტინის მჟავა
დ) ქოლესტირამინი
ე) პრობუკოლი

2321. ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი ახასიათებს


მორფინს:
ა) მორფინი ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტ-ანტაგონისტია
ბ) ჰეროინული დამოკიდებულების მქონე პაციენტებში იგი იწვევს მოხსნის
სიმპტომების ინჰიბირებას
*გ) მაღალ დოზებში გამოყენებისას იგი იწვევს სიკვდილს, სუნთქვის
ცენტრის დათრგუნვის გამო
დ) იგი მიუ, კაპპა და დელტა რეცეპტორების სუსტი ანტაგონისტია
ე) მას კოდეინის მსგავსი წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარების
პოტენციალი გააჩნია

2322. რომელი ჯგუფის ანტილიპიდური მედიკამენტები იწვევენ ცხიმში


ხსნადი ვიტამინების, დიგოქსინის, ვარფარინის, თიაზიდების ბეტა
ბლოკერების, თიროქსინის და ფენობარბიტალის აბსორბციის დაქვეითებას:
*ა) ნაღვლის მჟავას სეკვესტრანტები
ბ) სტატინები
გ) ფიბრატები
დ) ქოლესტეროლის აბსორბციის ინჰიბიტორები
ე) ნიკოტინის მჟავა

2323. ანტილიპიდური სამკურნალო საშუალებების ჯგუფებია, გარდა ერთისა:


ა) HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები – სტატინები
ბ) ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტები (ნაღვლის მჟავების შემბოჭავი ფისები)
გ) ნიკოტინის მჟავა (ნიაცინი)
დ) ფიბრინის მჟავას დერივატები – ფიბრატები
*ე) ფენციკლიდინის ჯგუფი

2324. ანტილიპიდური მედიკამენტური მკურნალობის აბსოლუტური ჩვენებაა,


გარდა ერთისა:
ა) გიდ–ის რისკის მაღალ კატეგორიაში (მათ შორის შაქრიანი დიაბეტი)
დსლპ–ის მაღალი საწყისი დონე
ბ) ლიპიდური ცვლის გენეტიკური დარღვევები
გ) ცხოვრების წესის მოდიფიკაციის მიუხედავად დსლპ სამიზნე დონე
მიღწეული არ არის
*დ) მაღალია მსლპ მაჩვენებელი

2325. ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან, რომელი არ ახასიათებს


ფლურაზეპამს:
ა) იგი ბენზოდიაზეპინია
ბ) ძირითადად, საძილე საშუალებების სახით გამოიყენება
გ) იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას
*დ) იწვევს ეფექტურ ანალგეზიას
ე) მოქმედების ხანგრძლივობა >24სთ

2326. ჰიდრომორფონის ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან, რომლის


მიმართ არ ვითარდება ტოლერანტობა:
ა) ეიფორია
ბ) ანალგეზია
გ) გულისრევა და ღებინება
დ) სუნთქვის დეპრესია
*ე) ყაბზობა

2327. მეტადონის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებიდან, რომელი


არ არის სწორი?
ა) გამოიყენება, როგორც ანალგეზიური საშუალება
ბ) მორფინთან შედარებით, იგი გაცილებით უფრო ეფექტურია ორალურად
გამოყენებისას
*გ) მეტადონი ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტია
დ) მორფინთან შედარებით, მეტადონით განპირობებული მოხსნის სინდრომი
ნაკლები ინტენსივობის, მაგრამ უფრო ხანგრძლივად მიმდინარეა
ე) მეტადონის გვერდითი ეფექტებია ყაბზობა, სუნთქვის დეპრესია, სისუსტე

2328. ამიტრიპტილინის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან,


რომელი არ არის სწორი:
ა) იწვევს მნიშვნელოვან სედაციას
ბ) იწვევს ანტიქოლინერგულ ეფექტებს
*გ) მისი მოქმედების მექანიზმი უპირატესად სეროტონინის (და არა
ნორეპინეფრინის) უკუმიტაცებასთან არის დაკავშირებული
დ) იწვევს GABA რეცეპტორების სტიმულაციას
ე) ორთოსტატული ჰიპოტენზიის გამოწვევის მაღალი პოტენციალი

2329. ბენზოდიაზეპინების ნაწარმებს ცნს-ზე მოქმედების მრავალფეროვანი


ეფექტები ახასიათებთ, რომელთა გამო ისინი ფართო გამოიყენებიან
კლინიკურ პრაქტიკაში. ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან, რომელი
არ შეესატყვისება სინამდვილეს:
ა) ფლურაზეპამი უძილობის სამკურნალო საშუალებაა
ბ) დიაზეპამი გამოიყენება მწვავე ალკოჰოლური აბსტინენციის სამკურნალოდ
გ) ლორაზეპამი ენდოსკოპიის პრემედიკაციისათვის ინიშნება
*დ) კლონაზეპამი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების
ბაზისურ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს
ე) ქლორდიაზეპოქსიდი ხანგრძლივად მოქმედი ანქსიოლიზური საშუალებაა

2330. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან, რომლის ფარმაკოლოგიური


ეფექტები არ ხორციელდება პროსტოგლანდინების სინთეზის დათრგუნვის
შედეგად:
ა) ინდომეტაცინი
ბ) იბუპროფენი
*გ) აცეტამინოფენი
დ) პიროქსიკამი
ე) ნაპროქსენი

2331. ფენტანილის შესახებ ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან,


რომელი არ არის სწორი:
ა) იგი მორფინზე 100-ჯერ უფრო მეტად პოტენციურია
*ბ) ჩვეულებრივ ორალურად მიიღება
გ) გამოიყენება ანესთეზიისათვის
დ) მაღალ დოზებში იწვევს კუნთების რიგიდობას, რომლის მოხსნა
შეიძლება ნალოქსონით
ე) ნეიროლეპტანალგეზიის მისაღწევად გამოიყენება დროპერიდოლთან ერთად

2332. კოდეინის შესახებ, ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან,


რომელი არ არის სწორი:
ა) იწვევს სუნთქვის დეპრესიას, რომლის კუპირება ნალოქსონით არის
შესაძლებელი
ბ) ჰისტამინის გამონთავისუფლების შედეგად, შეიძლება გამოიწვიოს
ჰიპოტენზია
გ) აქვს ხველის საწინააღმდეგო მოქმედება
*დ) არ ექვემდებარება ნარკოტიკების კონტროლის კანონმდებლობას
ე) ნაწილობრივ ბიოტრანსფორმირდება მორფინად

2333. ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი არ ახასიათებს


ოპიატურ ანტაგონისტ ნალოქსონს:
ა) იგი აბათილებს ბუთორფანოლის ანალგეზურ ეფექტს
ბ) იგი გამოიყენება ოპიატების დოზის გადაჭარბების სამკუნალოდ
გ) იწვევს სწრაფი მოხსნის სინდრომის ინდუცირებას ჰეროინული
დამოკიდებულების მქონე პაციენტებში
*დ) ხსნის ფენობარბიტალით გამოწვეულ სუნთქვის დეპრესიას
ე) ორალურად მიღებისას, აქვს დაბალი ბიოშეღწევადობა

2334. 63 წლის მამაკაცი, წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის გამო


ჩატარებული ოპერაციის შემდეგ იტარებს სხივურ მკურნალობას ძვლებში
მრავლობითი მეტასტაზების გამო. მას აქვს ტკივილები მარჯვენა ბარძაყში და
წელის არეში. ტკივილები, უმნიშვნელო მოძრაობაზეც კი, ძალზე
უმწვავდება. აქამდე ტკივილის კუპირება ხერხდებოდა ოქსიკოდონის და
აცეტამინოფენის ფიქსირებული კომბინაციით, რომელსაც პაციენტი
პერორალურად იღებდა. ბოლო ხანებში, მიუხედავად ანალგეზიური
საშუალებების დოზის გაზრდისა, პაციენტს ტკივილები გაუძლიერდა.
ჩამოთვლილთაგან რომელი იქნება არჩევის პრეპარატი ამ პაციენტისათვის, თუ
თქვენ გადაწყვეტთ გააგრძელოთ მკურნალობა ორალური საშუალებებით:
*ა) მორფინის პრეპარატებით
ბ) პენტაზოცინი
გ) კოდეინი + ასპირინი

2335. ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების ქრონიკული გამოყენების


შემთხვევაში, რომელი ეფექტის მიმართ არ ვითარდება მნიშვნელოვანი
ტოლერანტობა?
ა) გულისრევა და ღებინება
*ბ) ყაბზობა
გ) ეიფორია
დ) სედაცია
ე) შარდის შეკავება
2336. ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების ქვემოთ ჩამოთვლილი
ეფექტებიდან, რომელი ხორციელდება კაპპა რეცეპტორების გააქტივების
შედეგად?
ა) თავის ტვინის სისხლძარღვების დილატაცია
ბ) საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება
გ) ეიფორია
*დ) სედაცია
ე) წამლის მიმართ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება

2337. რომელია ყველაზე საშიში გვერდითი ეფექტი, რომელიც ფენტანილის


პლასტირის, ანალგეზიის მიზნით, გამოყენების შედეგად შეიძლება
განვითარდეს?
ა) კანის ადგილობრივი რეაქცია
ბ) დიარეა
გ) ჰიპერტენზია
*დ) სუნთქვის დეპრესია
ე) ჩონჩხის კუნთების მოდუნება

2338. ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური მდგომარეობებიდან, რომელი არ


წარმოადგენს მორფინის გამოყენების წინააღმდეგჩვენებას:
ა) ადრენალური უკმარისობა
ბ) სანაღვლე გზების ქირურგია
გ) ჰიპოთირეოიდიზმი
დ) მშობიარობა
*ე) ფილტვის შეშუპება

2339. ჰეროინული დამოკიდებულების მქონე ახალგაზრდამ მიმართა


გადაუდებელი დახმარების ცენტრს. იგი უჩივის შემცივნებას, კუნთების
ტკივილს, დიარეას, ღებინებას. მას აღენიშნება ჰიპერვენტილაცია და
ჰიპერთერმია. გამოკითხვით დადგინდა, რომ ჰეროინი მას 12 საათის წინ
აქვს მიღებული ბოლო “დოზა” ინტრავენურად. ექიმმა გუგების გაფართოება
დააფიქსირა. რა შეიძლება იყოს აღნიშნული სიმპტომების მიზეზი?
ა) ოპიოიდების დოზის გადაჭარბება
ბ) “ქუჩის ჰეროინის” შემადგენლობაში შემავალი MPTP-ს ტოქსიკურობის
ადრეული გამოვლენა
გ) ოპიოიდებთან ერთად ბარბიტურის მჟავას ნაწარმების მიღება
*დ) აბსტინენციური სინდრომი
ე) B ჰეპატიტი

2340. ჰეროინული დამოკიდებულების მქონე ახალგაზრდამ მიმართა


გადაუდებელი დახმარების ცენტრს. იგი უჩივის შემცივნებას, კუნთების
ტკივილს, დიარეას, ღებინებას. მას აღენიშნება ჰიპერვენტილაცია და
ჰიპერთერმია. გამოკითხვით დადგინდა, რომ ჰეროინი მას 12 საათის წინ
აქვს მიღებული ბოლო “დოზა” ინტრავენურად. ექიმმა გუგების გაფართოება
დააფიქსირა. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი იქნება ყველაზე
ეფექტური ამ სიმპტომების მოსახსნელად:
ა) აცეტამინოფენი
*ბ) ბუპრენორფინი
გ) კოდეინი
დ) დიაზეპამი
ე) ნალტრექსონი

2341. ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატებიდან, რომელი არ ააქტივებს


ოპიოიდურ რეცეპტორებს, გამოიყენება ოპიოიდური დამოკიდებულების მქონე
პაციენტების სამკურნალო პროგრამებში და მისი ერთჯერადი ორალური დოზა
48 საათის განმავლობაში იწვევს ჰეროინის ინექციის ეფექტების ბლოკირებას?
ა) ამფეტამინი
ბ) ბუპრენორფინი
გ) ნალოქსონი
*დ) ნალტრექსონი
ე) პროპოქსიფენი

2342. ოპიოიდური რეცეპტორების რომელ სრულ აგონისტს აქვს საუკეთესო


ორალური ბიოშეღწევადობა, მორფინის ექვივალენტური ანალგეზიური
აქტივობა და მოქმედების მეტი ხანგრძლივობა. მორფინთან შედარებით, მისი
მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში მოხსნის სინდრომი უფრო მსუბუქად
მიმდინარეობს;
ა) ფენტანილი
ბ) ჰიდრომორფინი
*გ) მეტადონი
დ) ნალბუფინი
ე) ოქსიკოდონი

2343. ახალგაზრდა ქალს აღენიშნება მძიმე დეპრესიის სიმპტომები, რაც არ


უკავშირდება მის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაიმე დანაკარგს,
ან წამლისმიერ დამოკიდებულებას. ის, ამჯერად, არავითარ მკურნალობას არ
იტარებს. გადაწყდა პაციენტის სამკუნალოდ სეროტონინის უკუმიტაცების
სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება. ჩამოთვლილი რეკომენდაციებიდან
რომლის მიცემა არ არის აუცილებელი პაციენტისათვის:
ა) დოზების დაყოფა ამცირებს გულისრევას და ღებინებას
ბ) შეიძლება განვითარდეს კუნთების ტკივილი და კრთომა
გ) პაციენტმა უნდა გაგაგებინოთ, თუ იგი რომელიმე სხვა წამლის მიღებას
აპირებს
*დ) წამლის მიღება საღამოს, უზრუნველყოფს კარგ ღამის ძილს
ე) წამლის ეფექტის განვითარებას 2კვირა ან მეტი შეიძლება დასჭირდეს

2344. ამიტრიპტილინით მკურნალობის დროს ქვემოთ ჩამოთვლილი


ეფექტებიდან, რომელი ვითარდება ყველაზე ნაკლებად;
ა) ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკადა
*ბ) კრუნჩხვის ზღურბლის გაზრდა
გ) მიდრიაზი
დ) სედაცია
ე) შარდის შეკავება
2345. თამბაქოს მომხმარებელმა 54 წლის მამაკაცმა, რომელიც დეპრესიის
გამო იღებს ფლუოქსეტინს, სექსუალური დისფუნქციის განვითარების გამო
მისი მიღების შეწყვეტა გადაწყვიტა. თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ პაციენტის
მკურნალობის განახლებას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პრეპარატი იქნება
საუკეთესო არჩევანი:
ა) ამოქსაპინი
ბ) იმიპრამინი
*გ) ბუპროპიონი
დ) სენტრალინი
ე) ვენლაფაქსინი

2346. ანტიდეპრესანტების კლინიკურ გამოყენების შესახებ ქვემოთ


ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან, რომელი არ არის სწორი:
ა) დაუშვებელია ანტიდეპრესანტების მიღების უეცრად შეწყვეტა
ბ) დეპრესიის სამკურნალო წამლის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება
ბოლო მკურნალობის დროს პაციენტის ორგანიზმის საპასუხო რეაქციას
სპეციფიკურ წამალზე
*გ) დიდი დეპრესიის სამკურნალოდ სენტრალინი უფრო ეფექტურია, ვიდრე
ფლუოქსეტინი
დ) დეპრესიების დროს თანმხლები აგზნების, ფობიების და
ჰიპოქონდრიული სიმპტომების დროს ზოგჯერ ეფექტურია მაო-ს
ინჰიბიტორების გამოყენება
ე) სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენებისას
ხშირად აქვს ადგილი სხეულის წონის დაქვეითებას

2347. პაციენტი, რომელიც დიდი დეპრესის გამო ანტიდეპრესიულ


მკურნალობაზეა, ამიტრიპტილინის დღიური დოზის 30-ჯერ გადაჭარბების
გამო, გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოხვდა. ქვემოთ ჩამოთვლილი
კლინიკური სიმპტომებიდან, რომელი არ არის დამახასიათებელი ამ
მდგომარეობისათვის:
ა) აციდოზი
ბ) კომა და შოკი
გ) მშრალი, ცხელი კანი
*დ) გუგების მნიშვნელოვანი შევიწროება
ე) ჰიპოტენზია

2348. ანტიდეპრესანტების წამალთშორისი ურთიერთქმედებების შესახებ


ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან, რომელი არ არის სწორი:
ა) ტრაზოდონისა და ალკოჰოლის ერთად გამოყენებისას ავტომანქანის
მართვის უნარის დაქვეითება
ბ) მაო-ს ინჰიბიტორებისა და მეპერიდინის ერთად გამოყენებისას ქცევითი
აგზნება და ჰიპერტენზია
გ) ფლუქსეტინთან ერთად ლითიუმის გამოყენებისას პლაზმაში ამ
უკანასკნელის კონცენტრაციის გაზრდა
*დ) ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად გამოყენებისას მეთილდოფას
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება
ე) ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას ტრიციკლურების ნახევარდაშლის
პერიოდის გაზრდა

2349. მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში 74 წლის


ქალი მკურნალობდა ბენზოდიაზეპინებით. იგი უჩივის წამლებით
განპირობებულ სედაციას დღის საათებში. პაციენტს არა აქვს მნიშვნელოვანი
სამედიცინო პრობლემები, თუმცა, თავის ასაკთან შედარებით იგი სუსტად
გამოიყურება და აქვს ცუდი მხედველობა. იმის გამო, რომ მკურნალობის
ფონზე მისი დეპრესიული მდგომარეობა არ გამოსწორდა, თქვენ გადაწყვიტეთ
ანტიდეპრესიული მკურნალობის დაწყება. ქვემოთ ჩამოთვლილი
პრეპარატებიდან, რომელი იქნება ყველაზე უფრო შესაფერისი ამ
პაციენტისათვის:
ა) ამიტრიპტილინი
ბ) მიტრაზაპინი
*გ) პაროქსეტინი
დ) ფენელზინი
ე) ტრაზოდონი

2350. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიდეპრესანტებიდან, რომელი გამოიყენება


ენურეზისა და ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ:
ა) ბუპროპიონი
ბ) ფლუვოქსამინი
გ) ფენელზინი
*დ) იმიპრამინი
ე) სელეგილინი

2351. 67 წლის მამაკაცს პროსტატის სიმსივნით აღენიშნება ჰიპერკალცემია.


აგრეთვე ჰიპერტენზია და გიდ–ი. რომელი პრეპარატი გააუარესებს
ჰიპერკალცემიას:
ა) ამლოდიპინი
*ბ) თიაზიდური შარდმდენი
გ) ფუროსემიდი
დ) ლიზინოპრილი
ე) ამილორიდი

2352. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ წარმოადგენს წაქცევის რისკ–


ფაქტორს:
ა) ხანდაზმული ასაკი
ბ) კოგნიტიური ფუნქციების გაუარესება
გ) წარსულში წაქცევის არაერთი ეპიზოდი
დ) მხედველობის გაუარესება
*ე) ზედა კიდურების სისუსტე

2353. ხანდაზმულებში წაქცევის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ა) ანამნეზში წაქცევის ეპიზოდების გამოვლენა
ბ) შარდის შეუკავებლობის ანამნეზის შესწავლა
გ) კოგნიტიური ფუნქციების შეფასება და ნევროლოგიური გასინჯვა
დ) კარდიო–ვასკულური გასინჯვა და მედიკამენტური რეჟიმის გადახედვა
*ე) სმენის შეფასება

2354. 70 წლის მამაკაცი უკვე 7 თვეა უჩივის წონის კლებას და წელის


ტკივილს. მას, ასევე, შარდვის გახშირება აღენიშნება. ქვემოთ
ჩამოთვლილიდან, რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ა) პეჯეტის დაავადება
ბ) რევმატოიდული ართრიტი
გ) ოსტეოართრიტი
დ) მაანკილოზებელი სპონდილიტი
*ე) ავთვისებიანი პროცესი
ვ) წელის მექანიკური ტკივილი

You might also like