You are on page 1of 8

სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკა:

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის


ცენტრის ოთხნაბიჯიანი სამოქმედო გეგმის
მხარდაჭერა ანტიმიკრობული რეზისტენტობის
წინააღმდეგ
შემუშავებულ იქნა 2016 წლის ანტიმიკრობული რეზისტენტობისადმი მიძღვნილი მსოფლიო კონგრესისთვის

ანტიბიოტიკი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პრეპარატია, რომელიც, ხშირად, არამიზნობრივად


გამოიყენება. მართალია, ანტიბიოტიკებმა მკვეთრად შეცვალა როგორც მედიცინის პრაქტიკა, ასევე ჩვენი
დამოკიდებულება მედიცინისადმი, როგორც სამკურნალო ხელოვნებისადმი. ხსენებული პრეპარატების
არამიზნობრივ და გაუფრთხილებელ მოხმარებას უარყოფითი შედეგები მოჰყვა როგორც ინდივიდუალურ, ისე
საზოგადოებრივ დონეზე.

„ამერიკის ინფექციური დაავადებების ასოციაციამ“ (IDSA) ანტიმიკრობული თერაპიის სტანდარტები გამოაქვეყნა.


ანტიმიკრობულ თერაპიაში გასათვალისწინებელია: 1,2

 ინფექციის ზუსტი დიაგნოსტირება


 ემპირიული თერაპიის ნაცვლად, სტრატეგიულად მიმართული თერაპიის გამოყენება
 ვიწრო-სპექტრის, ხარჯთ-სარგებლიანი პერორალური საშუალებების იდენტიფიკაცია, რომელთა
მოქმედებაც რაც შეიძლება პატარა ვადებითაა გათვალისწინებული
 ანტიმიკრობული ფუნქციის გააზრება; ანტიმიკრობული პრეპარატებისა და მიკრობული ორგანიზმების
მახასიათებლების კარგად გაცნობა
 ანტიმიკრობული საშუალებების გვერდითი მოვლენების ამოცნობა
 ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგიის მნიშვნელობის გააზრება - როდისაა
საჭირო ინფექციური დაავადებების სპეციალისტთან ვიზიტი? ასევე, ისეთი მდგომარეობების ამოცნობა,
როდესაც ანტიმიკრობული თერაპია საჭირო არაა.

IDSA-ს თანახმად, „ხსენებული ზოგადი პრინციპების დაცვით პრაქტიკოს ექიმებს საშუალება მიეცემათ
ანტიმიკრობული პრეპარატები გონივრულად დანიშნონ, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც ცალკეული
ინდივიდებზე, ისე საზოგადოებაზე“.

თუმცა, კლინიკური მედიცინა იმდენად კომპლექსურია, რომ გაიდლაინებთან შესატყვისობა ზედმიწევნით


შესაძლოა ვერ მოხერხდეს. იქიდან გამომდინარე, რომ მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგები 24-72 სთ-ის
განმავლობაში შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს, როგორც წესი, ინფექციის საწყისი მკურნალობა ემპირიულია
და კლინიკურ მანიფესტაციას ეფუძნება. მკურნალობის დაყოვნებამ, სულ რაღაც ერთი საათითაც კი, შეიძლება
გამოიწვიოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მდგომარეობის დამძიმება, ავადობისა და
სიკვდილიანობის ზრდა, საავადმყოფოში გატარებული დროის გახარგძლივება.3 დირექტივის თანახმად, თუკი
პაციენტი სტაბილურია, ანტიბიოტიკების დანიშვნა ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მოსვლამდე არ
შეიძლება, თუმცა ეს ასე ხშირად არ ხდება. ექიმები ხშირად იძულებულნი არიან , ემპირიული მკურნალობა
დანიშნონ იმ მნიშვნელოვანი მონაცემების გარეშე, რომელსაც, წესით, უნდა ეფუძნებოდეს გადაწყვეტილებები.

დაავადებულ ზრდასრულებში ანტიბიოტიკების დანიშვნაზე ჩატარებულმა ერთწლიანმა კვლევამ გამოავლინა,


რომ 40 მილიონი პაციენტიდან, რომელთაც დაენიშნათ ანტიბიოტიკოთერაპია, ეს უკანასკნელი მხოლოდ 1/3-ს
სჭირდებოდა. პაციენტთა 2/3 - ს საერთოდ არ სჭირდებოდა ანტიბიოტიკოთერაპია და ეს უკანასკნელი
პრაქტიკულად, უსაფუძვლოდ დაენიშნათ4,5 სხვა კვლევაში მწვავე რესპირატორული ინფექციით დაავადებული
ბავშვების 57%-ს დაენიშნა ანტიბიოტიკები, თუმცა აქედან მხოლოდ 27%-ს გამოუვლინდა ბაქტერიული ინფექცია.
6 ბაქტერიული გამომწვევის ვირუსულისგან სწრაფად, კლინიკურად დიფერენცირება ჭირს, რაც ჯანდაცვის

ხარჯების სწრაფ ზრდას და რესურსების არაეფექტურ გადანაწილებას განაპირობებს, მათ შორის ანტიბიოტიკების
არარაციონალურ მოხმარებას, რაც, თავის მხრივ, ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) განვითარების მთავარი
მიზეზია. ანტიბიოტიკების ჭარბი მოხმარება კი პირდაპირ კავშირშია მდგრადი ბაქტერიული შტამების
განვითარებასთან. 5,7

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შეფასებით ა.შ.შ-ში ყოველწლიურად ორი მილიონი


ადამიანი ავადდება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით, 23,000 კი ხსენებული ინფექციების
შედეგად იღუპება. 8 დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ციფრები
კონსერვატულ ვარაუდებს ეყრდნობა და შესაძლოა მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენდეს, რადგან
მაჩვენებელი მხოლოდ ხელმისაწვდომ, რეგისტრირებულ მონაცემებს ეფუძნება. სამედიცინო მომსახურება ა.შ.შ-
ში ყოველწლიურად 250,000 ადამიანს სჭირდება, ხოლო 14,000 ადამიანი Clostridium dificile -ს ინფექციით
იღუპება. ამ უკანასკნელის პათოგენური მოქმედება კი ანტიბიოტიკების გამოყენებასთანაა დაკავშირებული.
ანტიბიოტიკების გონივრული მოხმარება მრავალი ინფექციის პრევენციის საშუალებაა. გარდა ამისა, ა.შ.შ-ში
ამრ-ზე, უშუალოდ სამედიცინო მომსახურებაში გაწული ყოველწლიური ხარჯი 22 მილიარდ დოლარზე მეტია,
დანაკარგი პროდუქტიულობის აღდგენაში კი - 39 მილიარდი.

ამიტომ, ისმის კითხვა: რატომ ხდება ანტიბიოტიკების


არაგონივრული დანიშვნა? მრავალ ფაქტორს შორის
მთავარი მიზეზი ზუსტი დიაგნოზის არ ცოდნაა“

ხშირად, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების კლინიკური მანიფესტაცია მსგავსია. ადგილზე, დაუყოვნებელი


სამედიცინო მომსახურების არსი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ამჟამად არსებულ, მოძველებურ
მეთოდებთან, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა კულტივირება და რამდენიმე დღე ლოდინი. უკანასკნელ
ათწლეულებში საოცარი ტექნოლოგიური მიღწევების
მიუხედავად, ხსენებული მეთოდი სტანდარტადაა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, მრავალ პაციენტს ემპირიულ
მკურნალობა კონკრეტული გამომწვევის იდენტიფიცირების გარეშე ენიშნება.

დიაგნოსტიკური უზუსტობის პრაქტიკულ შედეგებზე ბევრი ნაშრომი დაიწერა. პედიატრიულ ლიტერატურაში


ნახსენებია, რომ ანტიბიოიკების ჭარბი ან არამიზნობრივი მოხმარება ძალიანაა გავრცელებული -
ანტიბიოტიკების 50% შეცდომით ენიშნებათ ვირუსით ინფიცირებულ პირებს.6 ანტიბიოტიკების არამიზნობრივი
მოხმარება გვერდითი მოვლენებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებასთანაა დაკავშირებული.
თუმცა, დიაგნოსტიკური უზუსტობის პრობლემა ცალმხრივი როდია. ამის საპირწონედ, პედიატრიული
პაციენტების 20% ანტიბიოტიკოთერაპიას დროულად ვერ იღებს, რასაც დაავადების გახანგრძლივება,
გართულებები და ჰოსპიტალიზაცია შეიძლება მოჰყვეს. 6

დროული და ზუსტი დიაგნოსტირების გარეშე ემპირიული მკურნალობა თერაპიის ეფექტურობას აქვეითებს.


გარდა ამისა, ემპირიულ თერაპიას „სუპერორგანიზმების“ განვითარება შეიძლება მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ,
ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრმა ამრ სერიოზულ საფრთხედ შეაფასა. ამრ კომპლექსური პრობლემაა. უმოქმედობამ
შეიძლება კატასტროფული შედეგებამდე მიგვიყვანოს.8 ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა: „პოსტ-ანტიბიოკური ეპოქა - ეპოქა, სადაც ბანალური ინფექციები და მარტივი
ტრავმები სიკვდილის მიზეზი იქნება - არც მთლად აპოკალიპტური ფანტასტიკის სცენარს წარმოადგენს. ეს
გამოწვევა 21 საუკუნის რეალური საფრთხეა“. ყველაფერი ეს კი თანამედროვე მედიცინის მიღწევებს საფრთხეს
უქმნის.9

ახლა უკვე აგრესიული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო რეზისტენტობის გავრცელებისა და ახალი რეზისტენტობის
მექანიზმების აღმოცენების შესაჩერებლად. ამრ-თან საბრძოლველად დკპც-მ ოთხი მთავარი სამოქმედო
ნაბიჯისგან შემდგარი გეგმა შეიმუშავა, რომელსაც აქ სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტირების ჭრილში
განვიხილავთ:

ინფექციისა და რეზისტენტობის გავრცელების პრევენცია

ინფექციის პრევენცია არათუ ამცირებს ანტიბიოტიკების მხომარებას (რაც, თავისი არსით, ამრ სტრატეგიის
მთავარი მიზანია), არამედ რეზისტენტული ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების გავრცელებასაც ამცირებს.
მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ინფექციების პრევენცია მრავალი გზით შეიძლება: იმუნიზაცია, ხელების
დაბანა, საკვების მომზადების უსაფრთხოების წესების დაცვა, ინფექციის კონტროლისა და პრევენციის პრაქტიკის
წარმოება და ანტიბიოტიკების გონივრული მოხმარება დკპც-ის მიერ ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებადაა
შეფასებული.

დკპც-მ სხვადასხვა ინიციატივები შეიმუშავა: 8 (1) ეროვნულ, რეგიონულ და ლოკალურ დონეზე რეზისტენტობაზე
დაკვირვება და პატერნების განსაზღვრა; (2) ანტიბიოტიკების გონივრული მოხმარებით დაინტერესებული
საავადმყოფოებისთვის ზედამხედველობის შეთავაზება; (3) ინფექციის პრევენცია ინფექციის კონტროლის
გაიდლაინებისა და ლაბორატორიული ექსპერტიზის დანერგვის გზით.

პოლიტიკური ინიციატივები მაკრო დონეზე ხორციელდება.8 სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკა მიკრო


დონეზე, ადგილზე განსახორციელებელი პარალელური მეთოდია რეზისტენტობის გავრცელებასთან
საბრძოლველად. ამჟამად ხელმისაწვდომია ისეთი ტესტები, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრის მიერ ყველაზე საშიშ დ საფრთხის შემცველ ინფექციების დეტექციას ახდენს; მათ შორისაა:
მეთიცილინ-რეზისტენტული SA, C.difficile, კარბაპენემ-რეზისტენტული ორგანიზმები, ვანკომიცინ-
რეზისტენტული ენტეროკოკი და მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზი. 10

სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა საშუალებას გაძლევთ ორგანიზმები, მათ შორის - მკურნალობის მიმართ
მდგრადი შტამები რეალურ დროში გამოავლინოთ, რაც დაგეხმარებათ სამედიცინო საქმიანობის
გაუმჯობესებაში. ექიმს დროულად შეუძლია კოლონიზებული პაციენტების იდენტიფიცირება, იზოლირება და,
შესაბამისად, რეზისტენტული შტამების გავრცელების პრევენცია. სამწუხაროდ, სწრაფი მოლეკულური
ტესტირების მიღწევები, ხშირად, ექიმებამდე ვერ აღწევს და მისი სარგებელი ყველასათვის გასაგები როდია. 11

დაავადებაზე დაკვირვება და მეთვალყურეობა

თანამედროვე ინფორმაციის ეპოქაში მონაცემების ფლობა დიდი უპირატესობაა. შეიძლება ითქვას, რომ
სამედიცინო გადაწყვეტილებების 70% ლაბორატორიულ მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემების მოგროვება სულ
უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ინფორმაციის ზრდასთან ერთად ინფორმაციასთან სწრაფი გამკლავება,
უსაფრთხოდ და სწორად მართვა სულ უფრო რთულდება. გამოწვევა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ
მონაცემები ექიმებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ლაბორატორიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან წვდომა
და მნიშვნელოვანი შეხედულებების გაზიარების შესაძლებლობა დღეს პრაქტიკულად აუცილებლობას
წარმოადგენს.

მედიკოსებს, როგორც წესი, შეზღუდული წვდომა აქვთ ხსენებულ ინფორმაციაზე, რაც მათ პაციენტის უკეთ
მართვაში დაეხმარებოდათ. დღევანდელ სამედიცინო გარემოში წარმატებული ფუნქციონირებისათვის ექიმებს
დაუყოვნებელი წვდომა უნდა ჰქონდეთ პაციენტის ინფორმაციოასთან. იმისათვის, რომ ინფორმაციის
მოგროვებისა და მართვის პროცესი სწრაფი, ზუსტი და უსაფრთხო იყოს, საკმაოდ რთული ნაბიჯებია
გადასადგმელი. ერთიანი საინფორმაციო ბაზის არსებობა სასარგებლო იქნება ცალკეული საავდმყოფოების,
დიდი სამედიცინო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის
სააგენტოებისათვის როგორ ურბანულ, ისე არაურბანულ გარემოში.

სწრაფი მოლეკლური დიაგნოსტიკა დაავადებაზე რეალურ დროში დაკვირვების საშუალებას გაძლევთ. უნდა
მოხდეს, ერთი მხრივ, რეალურ დროში ჩატარებული ტესტების შედეგების მოგროვება, ხოლო მეორე მხრივ -
უსაფრთხო, შეუმჩნეველი და სკალირებაადი ციფრული კავშირების გაყვანა. აქტიური დაკვირვება ინფორმაციის
სწრაფ გაზიარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ინფექციის მართვასა და გავრცელების შემცირებას
უზრუნველყოფს. ამ მეთოდით საქაღალდე სამუშაოები მინიმუმამდეა დაიყვანება, რაც საკმაოდ მოძველებული,
შრომატევადი და დროის მხრივ არაეკონომიურია. საქაღალდე ანგარიშებიდან მასალის გადატანა,
გადათარგმნა და დამუშავება დაკავშირებულია ხარჯებთან, სირთულეებთან და მონაცემების დამახინჯებასთან. 13
აქტიურ დაავადებაზე დაკვირვების სარგებლიანობის მაგალითია 2010 წელს მსოფლიოს ჯანდაცვის
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ტუბერკულოზზე (ტბ) Xpert® MTB/ RIF -ის გამოყენებით. ეს უკანასკნელი
ავტომატიზებული, დნმ-ის ამპლიმიფაციის ტესტია, რომელიც ერთ კარტრიჯში ხორციელდება. მისი მეშვეობით
ტუბერკულოზის მიკობაქტერიისა და რიფამპიცინ-რეზისტენტული შტამის ერთდროული დეტექციაა შესაძლებელი.
კულტურის ნათესთან შედარებით, რომელსაც პასუხის მისაღებად სამ თვემდე შეიძლება დასჭირდეს, Xpert® MTB/ RIF
რევოლუციური მიღწევაა TB-ს სამედიცინო მომსახურებასა და კონტროლში. ამ ტესტის საშუალებით ზუსტი პასუხი სულ
რაღაც ორ საათში მიიღება. ამ დროისათვის უკვე 5,000-მდე სისტემა და 15 მილიონამდე Xpert® MTB/ RIF კარტრიჯი
დამზადდა ჯანმოს ტუბერკულოზის გლობალური პროგრამის ფარგლებში. სისტემების რაოდენობის ზრდამ ტბ ინფექციის
პრევალენტობაზე და რიფამპიცინ-რეზისტენტულ შტამზე დაკვირვების და მეთვალყურეობის უნიკალური შესაძლებლობა
შექმნა.

მაღალი რისკის ქვეშ მოყოფი მოსახლეობის გამოსავლენად მსგავსი კვლევა ტუბერკულიოზზე ჩატარდა სამხრეთ
აფრიკაშიც. კვლევა ეპიდემიოლოგიური და გეოგრაფიული თავისებურებების გააზრებას და „ცხელი
წერტილების“ დეტექციას მოიცავდა.

ფართომასშტაბიანი ტესტირების შედეგად გაუმჯობესდა დაავადებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ანგარიშის


ჩაბარება. პროცესი დაცული და თანმიმდევრული იყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს
საშუალება მიეცათ ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე რესურსები გადაენაწილებინათ და დაავადების
გავრცელება ეკონტროლებინათ იქ, სადაც ყველაზე მაღალი იყო რეზისტენტული შტამების პრევალენტობა.

ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება

მსოფლიოში ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ორგანიზმების წარმოშობისა და გავრცელების შემცირების


მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. ანტიბიოტიკების რაციონალური მოხმარება ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ასპექტია. მიუხედავად ამრ-ზე აქტიური საუბრებისა და დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიაში სწრაფი
პროგრესისა, პაციენტების უმეტესობას, სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტირების ნაცვლად, ანტიბიოტიკოთერაპია
ემპირიულად ენიშნება. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ადამიანებსა და
ცხოველებში დანიშნული ანტიბიოტიკების 50% არარაციონალურია და კონკრეტული გამომწვევის ზუსტი
იდენტიფიკაციის გარეშე ხდება.8 არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ანტიბიოტიკების მოხმარება პირდაპირ
კავშირშია რეზისტენტული შტამების განვითარებასთან. შესაბამისად, ანტიბიოტიკების არასათანადო მოხმარების
შემცირებამაც კი ხელი უნდა შეუწყოს რეზისტენტული შტამების გავრცელების შეფერხებას. ამ მოვლენას
ანტიბიოტიკების რაციონალური მოხმარების სამოქმედო გეგმის სახელით ვიცნობთ. ის განიმარტება, როგორც:
„კოორდინირებული მიდგომა, რომელიც შემუშავებულია ანტიბიოტიკური პრეპარატების მოხმარების
გაუმჯობესებისა და შეფასების მიზნით, რომელიც მიიღწევა ოპტიმალური მედიკამენტოზური რეჟიმის დანიშვნის
გზით, მათ შორის დოზირების, თერაპიის ხანგრძლივობისა და პრეპარატის მიღების გზის გათვალისწინებით.“1,14

ანტიბიოტიკების რაციონალური მოხმარება აუცილებელია, თუმცა ქცევითი შაბლონების ცვლილება არც ისე
ადვილია. საჭიროა ადამიანების ინფორმაციისა და მისაღები სამოქმედო გეგმის მიწოდება. სწრაფ
დიაგნოსტირებას ანტიბიოტიკებთან დამოკიდებულების შეცვლა შეუძლია. ობიექტური მონაცემების დროული
მიღება ანტიბიოტიკების რაციონალურ მოხმარებას შეუწყობს ხელს. ადგილზე სწრაფ მოლეკულურ
დიაგნოსტიკას სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე შეუძლია პასუხი
გაგცეთ:
 ბაქტერიულია თუ ვირუსული დაავადების გამომწვევი ინფექცია?
 თუ ბაქტერიულია, რა ტიპის ბაქტერიაა გამომწვევი?
 რომელი ანტიბიოტიკის მიმართაა ესა თუ ის ბაქტერია რეზისტენტული?

ანტიბიოტიკების რაციონალური მოხმარების მიმართულებით ჩატარებული კვლევები ადასტურებს სწრაფი


დიაგნოსტიკური ტესტების მაღალ ღირებულებას. პარტასა და მისი კოლეგების კვლევით Xpert® MRSA/SA BC
ტესტზე გამოვლინდა, რომ სტაფილოკოკის ბაქტერემიით დაავადებულ პაციენტებში ტრადიციულ მეთოდებთან
შედარებით, სწრაფი ტესტის გამოყენებას არამიზნობრივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემიცრება მოჰყვა, კერძოდ -
მკურნალობის დაწყებამდე საშუალო დროის 44,6 საათით შემცირებით.15 ბაუერის და მისი კოლეგების,16 აგრეთვე
ვონგისა და მისი კოლეგების17 კვლევამაც აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება ემპირიული მკურნალობის და
სათანადო მკურნალობის დაწყებას შორის. ამ უკანასკნელ შემთხვევას, მთლიანობაში, ანტიბიოტიკებთან
ექსპოზიციის, საავადმყოფოში გატარებული დროის, სამედიცინო ხარჯების შემცირება მოჰყვა.

მნიშვნელოვანია აღინიოშნოს, რომ მხოლოდ სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკა საკმარისი არაა. მხოლოდ
სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებას შედეგი როდი ექნება, თუ ანტიბიოტიკების რაციონალური
მოხმარების პროგრამა მთავარი მამოძრავებელი ძალა არ იქნება.18 იგივე ბაუერისა და მისი კოლეგების კვლევით
გამოვლინდა, რომ სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტების გამოყენებისა და ზუსტი დიაგნოზის არსებობის
მიუხედავად, ანტიბიოტიკების მოხმარების გაუმჯობესება არ მოხდა, რადგან არ არსებობდა ეფექტური სამოქმედო
სტრატეგია.18 შესაბამისად, საუკეთესო შედეგის მისაღებად სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტირების გამოყენება
ანტიბიოტიკების რაციონალურ მოხმარების პროგრამებთან კომბინაციაციაშია რეკომენდირებული.

ანტიბიოტიკების მოხმარების მიდგომები შეგვიძლია


შევცვალოთ სწრაფი დიაგნოსტირების გამოყენებით,
ანტიბიოტიკების რაციონალური მოხმარების
პროგრამებისათვის სათანადო მონაცემების მიწოდების გზით.
ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს პაციენტთა გაუმჯობესებულ
მართვას და გვიცავს ახალი რეზისტენტული შტამებისაგან“.

დიაგნოსტირების ახალი გზების განვითარება


დღესდღეობით ახალი ანტიბიოტიკების შემუშავება უკვე აუცილებელია. რეზისტენტობის
გამომუშავება ბაქტერიებში და ვირუსებში სელექციის ბუნებრივი ფორმაა. ამ პროცესის აღმოფხვრა
და მართვა ჩვენ არ შეგვიძლია. რეზისტენტობის განვითარების მთავარი მიზეზი ანტიბიოტიკების
არაგონივრული და ჭარბი მოხმარებაა. ამრ-სთან საბრძოლველად სწორედ ამ უკანასკბნელის
მართვა გვმართებს. ახალი მედიკამენტებისა და დიაგნოსტირების მეთოდების შემუშავება
ოპტიმალური სამკურნალო გეგმის დასახვის მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება. ინოვაციების
მხარდასაჭერად მრავალმა მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი ფინანსური საპრიზო ფონდები გამოჰყო
 The Longitude Prize (დიდი ბრიტანეთი): პრიზი 10 მილიონი ევროს ოდენობით ადგილზე
სადიაგნოსტიკო ტესტირების სისტემისთვის, რომელიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის
გლობალური პრობლემის გადაჭრასაჭრელად იქნება მომართული. პრიზი გადაეცემა
დიაგნოსტიკურ ინოვაციას, რომელიც იქნება „სწრაფი, ზუსტი, ხელმისაწვდომი და
გამოსაყენებლად მარტივი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში“. კონკურსის შერჩევა 2019 წლის
სექტემბრამდე გრძელდება. 19
 ანტიმიკრობული რეზისტენტობის სწრაფი, ადგილზე დოაგნოსტირების ტესტი; გამოწვევა
(ა.შ.შ): ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NIH) და ბიომედიცინის თანამედროვე კვლევებისა და
განვითარების დეპარტამენტი (BARDA) (CDC-ისა და FDA-ს მხარდაჭერით) აცხადებს 20 მილიონი
დოლარის პრიზს რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების დეტექციისათვის სწრაფი, ადგილზე
დოაგნოსტირების ტესტების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. 20
ყურადსაღებია თავად ის ფაქტი, რომ ამხელა საპრიზო თანხები გაიცემა დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების
განვითარებისთვის.

დასკვნა
ისმის კითხვა: უნდა მიიღოთ თუ არა თქვენ, სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლებმა ის ფაქტი,
რომ კიბოს პაციენტთა ორ მესამედს არასწორი ქიმიოთერაპია ენიშნება? უნდა მიიღოთ თუ არა თქვენ
ის ფაქტი, რომ ექიმი თქვენი შვილისთვის სწორ დიაგნოზს მხოლოდ ერთ მესამედ შემთხვევაში სვამს?
ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ, ვიყოთ უკეთესნი. ჩვენ გვმართებს, ის სივრცე შევამციროთ,
რომელიც ინფექციური დაავადებების მკურნალობასა და სამედიცინო მომსახურების პრაქტიკულ
ნაბიჯებს შორის არსებობს. ამრ-სთან ბრძოლა უდაოდ სავალდებულოა. ამ მიმართულებით
გადადგმული ნაბიჯების მიზანია სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და ამრ-თან
დაკავშირებული საფრთხეების შეჩერება. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ოთხი
სამოქმედო ნაბიჯი ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილია და რეზისტენტობის
განვითარების საწინააღმდეგოდ მიმართული უმნიშვნელოვსნესი პროგრამაა. იმ დროში, რომელიც
ტექნოლოგიური მიღწევებით გამოირჩევა, ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება
ამოცანის შესრულებას კიდევ უფრო გაადვილებს.
ამრ-სთან ბრძოლის თერაპიული და საზოგადოებრივი ღირებულებულება ცალსახად
მნიშვნელოვანია, თუმცა მრავალი გამოწვევა ჯერ კიდევ გადასალახავია. პოლიტიკის შეცვლა და
ახალი გეგმების იმპლემენტაცია გადამწყვეტია. სათანადო და დროული მკურნალობის დანიშვნა
ბევრად უფრო რთული იქნება ექიმებისთვის სწრაფი დიაგნოსტირების გარეშე. სამედიცინო
დაწესებულებებში, ადგილზე სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკის დანერგვა საჭიროებს როგორც
ტესტების ეფექტურობის, ისე ხარჯთ-სარგებლიანობის დემონსტრირებას მკაცრად გაწერილ
კვლევებში. გარდა ამისა, საჭირო იქნება სამედიცინო ინფორმატიკაში ეფექტიანობის დანერგვაც,
ვინაიდან დღესდღეობით ხელმისაწვდომი სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდებს არც თუ ისე ეფექტიანად
ვიყენებთ. ამ მხრივ, დადებითი ფაქტია ის, რომ ხსენებულ საკითხზე უკვე ბევრი დაიწერა,
საჭიროებაზეც ბევრი ითქვა, შეიქმნა საჯარო პოლიტიკური დოკუმენტები და დაიხვეწა
ტექნოლოგიები, რაც უახლოეს მომავალში კლინიკაში გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას
მოახდენს და შეცვლის მთლიან სისტემას.

წ ყ ა როე ბ ი

1. Barlam TF, et al. Implementing an Antibiotic Stewardship Program: Guidelines by the Infectious Diseases Society of America and the Society for Healthcare Epidemiology
of America. Clinical Infectious Diseases 2016;62:e51-e77.
2. Leekha S, et al. General Principles of Antimicrobial Therapy. Mayo Clin Proc 2011;86:156-167.
3. Dellinger RP, et al. Surviving Sepsis Campaign: International Guidelines for Management of Severe Sepsis and Septic Shock: 2012. Crit Care Med. 2013;41:580-
637.
4. Shapiro DJ, et al. Antibiotic prescribing for adults in ambulatory care in the USA, 2007–09. J Antimicrob Chemother. 2014;69:234-240
5. O’Neill J. Rapid diagnostics: Stopping unnecessary use of antibiotics. The Review on Antimicrobial Resistance. Oct 2015. Accessed 12 July 2016. http://amr-
review.org/sites/default/files/Paper-Rapid-Diagnostics-Stopping- Unnecessary-Prescription-Low-Res.pdf
6. Kronman MP, et al. Bacterial Prevalence and Antimicrobial Prescribing Trends for Acute Respiratory Tract Infections. Pediatrics. 2014;134:e956-65.
7. Goossens H, et al. Outpatient antibiotic use in Europe and association with resistance: A cross-national database study. Lancet 2005;365:579-87.
8. CDC. Antibiotic resistance threats in the United States, 2013. Accessed 12 July 2016. http://www.cdc.gov/drugresistance/threat-report-2013/pdf/ar- threats-2013-
508.pdf#page=31.
9. WHO. Antimicrobial resistance: Global report on surveillance. 2014. Accessed 12 July 2016. http://www.who.int/drugresistance/documents/
surveillancereport/en/.
10. Biggest Threats. Accessed 18 July 2016. http://www.cdc.gov/ drugresistance/biggest_threats.html.
11. Caliendo AM, et al. Better Tests, Better Care: Improved Diagnostics for Infectious Diseases. Clin Infect Dis. 2013;57:S139-S170.
12. Anonychuk A, et al. A Framework for Assessing the Value of Laboratory Diagnos- tics. Healthcare Management Forum Oct 2012 vol. 25 no. 3 suppl S4-S11.
13. Andre E, et al. Connectivity of diagnostic technologies: improving surveillance and accelerating tuberculosis elimination. Int J Tuberc Lung Dis. 2016;20: 999-1003.
14. Fishman N. Policy statement on antimicrobial stewardship by the Society for Healthcare Epidemiology of America (SHEA), the Infectious Diseases Society of America
(IDSA), and the Pediatric Diseases Society (PIDS). Infect Control Hosp Epidemiol 2012;33: 322-7.
15. Parta M, et al. Impact of an assay that enables rapid determination of Staphylococcus species and their drug susceptibility on the treatment of patients with positive
blood culture results. Infect Control Hosp Epidemiol. 2010;31:1043-8.
16. Bauer KA, et al. An antimicrobial stewardship program’s impact with rapid polymerase chain reaction methicillin-resistant Staphylococcus aureus/S. aureus blood
culture test in patients with S. aureus bacteremia. Clin Infect Dis 2010;51:1074-80.
17. Wong JR, et al. Antimicrobial stewardship pharmacist interventions for coagulase-negative staphylococci positive blood cultures using rapid polymerase chain
reaction. Ann Pharmacother. 2012;46:1484-90.
18. Bauer KA, et al. Review of Rapid Diagnostic Tests Used by Antimicrobial Stewardship Programs. Clinical Infectious Diseases 2014;59:S134-45.
19. Longitude Prize. Accessed 12 July 2016. https://longitudeprize.org.
20. Request for Comment for Antimicrobial Resistance Rapid Point of Care Diagnostic Test Challenge. Accessed 12 July 2016. https://www.challenge.
gov/challenge/request-for-comment-for-antimicrobial-resistance-rapid-point- of-care-diagnostic-test-challenge.

You might also like