You are on page 1of 5

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

IV კურსი „თ“ ჯგუფი

საგანი: ფტიზიატრია

ლექტორი: ნანა ქირია

რ ე ფ ე რ ა ტ ი

ტუბერკულოზი და აივ ვირუსი

ირაკლი ცომაია

2022წ.
აივ ინფექცია არის რთულად დიაგნოსტირებადი დაავადება რომელსაც პროდრომულ
ფაზაში ძალიან არასპეციფიკური სიმპტომები გააჩნია, ხოლო ტუბერკულოზი
იმუნოკომპრომენტირების შედეგს და აივ ინფექციის გართულებას მიეკუთვნება. ჩვენ არ
შევჩერდებით აივ ინფექციის დეტალურად განხილვაზე, არამედ განვიხილავთ იმ
განსხვავებებს რომლებიც თავს იჩენენ ტუბერკულოზით დაავადებული აივ დადებით
პაციენტებში.

ეპიდემიოლოგია

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულთა რიცხვი 2021 წლის


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით დაახლოებით 38 მილიონ
ადამიანს შეადგენს, რომელთაგან დიდი ნაწილი აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობს (1).
თავის მხრივ ტუბერკულოზის გამოვლენილი დაინფიცირების შემთხვევები 2021 წელს
შეადგენს დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს (2). როგორც ტუბერკულოზური ასევე აივ
ინფექცია გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში, რომელთაც არ აქვთ დაავადების
კონტროლის თანამედროვე მეთოდები და ინფიცირების პრევენციის სახსრები. აქედან
გამომდინარე ერთდროულად ტუბერკულოზითა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით
დაავადებული პაციენტების უდიდესი ნაწილი სწორედ აფრიკის რეგიონზე მოდის. თუმცა
ჩვენს ქვეყანაშიც არის ამ ორი დაავადების ერთდროულად მქონე პაციენტების გარკვეული
რაოდენობა.
ტუბერკულოზის მიმდინარეობა აივ-დადებით
პირებში

ტუბერკულოზი იმუნოკომპიტენტურ პაციენტებში შეიძლება შემოიფარგლოს


ლატენტური ტუბერკულოზით. გარდა ლატენტური ტუბერკულოზისა
შესაძლებელია განვითარდეს პირველადი ტუბერკულოზი თუ დაავადება
განვითარდა ინფიცირების მომენტიდან რამდენიმე თვიდან ორ წლამდე პერიოდში.
ორი წლის შემდეგ განვითარებულ ტუბერკულოზს მეორადი ეწოდება.
მოცემული პერიოდები შეიძლება იყოს შემცირებული აივ-დადებითი პაციენტებში ,
რადგან მათი იმუნური სისტემა ვერ უმკლავდება ტუბერკულოზის მიკობაქტერიას.
ასევე იმუნოკომპრომენტირებული პაციენტებისთვის დამახასიათებელია
ტუბერკულოზის მიმდინარეობის უფრო მკვეთრი სურათი. უფრო ხშირად გვხვდება
ფილტვგარეთა ფორმა, კერძოდ კი აივ-დადებით პაციენტებში უფრო ხშირად
გვხვდება შუასაყრის ლიფადენოპათია და უფრო ხშირად გვხვდება ბილატერალური
პნევმოთორაქსი (3). გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევისას უფრო ხშირია
მრავლობითი კეროვანი ჩრდილები იმუნოკომპეტენტურ პაციენტებთან შედარებით,
მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა პაციენტს გააჩნია იმუნური უჯრედების გარკვეული
რაოდენობა. აივ-ინფექციის ბოლო სტადიებზე მყოფ პაციენტებს ნაკლები
ცვლილება აქვთ რენტგენოგრამაზე (4).
გართულების შემთხვევაში უფრო მაღალია ლეტალური დასასრულის რისკი.
იმუნურის სისტემის დაქვეითებისას უფრო მაღალია სხვა ბაქტერიული ინფექციის
გაჩენის ალბათობა. ასევე მაღალია რეზისტენტობის ჩამოყალიბების რისკი.

ტებერკულოზის დიაგნოსტიკა აივ-დადებით პირებში

აივ დადებით პირებში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ყველა ის


მეთოდი რომელსაც ჩვეულებრივ ვიყენებთ იმუნოკომპეტენტურ პირებში:
გულმკერდის რენგენოგრამა, ტომოგრაფია, ბაქტერიული კულტურის დათესვა,
ბაქტერიოსკოპია და სხვა. ჩამოთვლილ კვლევებს ემატება სეროლოგიური კვლევა
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აღმოსაჩენად.
აივ-დადებით პაციენტებში იმუნოკომპეტენტურ პაციენტებთან შედარებით ძალიან
მაღალია მანტუს სინჯის ცრუ უარყოფითი პასუხი. ეს ნიშნავს იმას რომ პაციენტის
ორგანიზმში ტუბერულოზის მიკობაქტერიის არსებობის შემთხვევაშიც კი მაჯაზე
არსებული ინდურაცია არ იქნება საკმარისად დიდი ტუბერკულოზზე ეჭვის
მისატანად. ყოველივე ეს ართულებს ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმას და
საჭიროს ხდის აივ-დადებითი პაციენტების ინტენსიურ და ხშირ გამოკვლევას.
ასევე ტუბერკულოზული ცვლილებები შეიძლება იყოს ძალიან მცირე
რენტგენოლოგიური კვლევისას იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აქვს აივ ინფექციის
ბოლო სტადია (5).
სტაციონარში მოხვედრილ ყველა პაციენტს უნდა უტარდებოდეს გამოკვლევა აივ
ინფექციის გამოსარიცხად.

ტებერკულოზის მკურნალობა აივ-დადებით პირებში

ჯერჯერობით ტუბერკულოზის ყველაზე ეფექტური მკურნალობა აივ-დადებით


პირებში გულისხმობს ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებისა და
ანტირეტროვირუსული მედიკამენტების (პროტეაზას ინჰიბიტორები, ბირთვული
უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები და სხვა.) პარალელურად დანიშნვას.
მკურნალობის მოცემული მეთოდი აქვეითებს მიკობაქტერიების რაოდენობას
ორგანიზმში და აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
აივ-დადებით პაციენტების მკურნალობისას აღსანიშნავია მკურნალობის შემდგომი
პარადოქსული გაუარესების ფენომენი. ის აღინიშნება ზოგიერთ პაციენტებში და
ვითარდება მაშინ როცა პაციენტის იმუნური სისტემა ძლიერდება
ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიღების შედეგად. პაციენტს აღენიშნება
მუცლისა და შუასაყრის ლიმფური კვანძების გადიდება, ცხელება, პნევმოთორაქსი
და კანის დაზიანებები. ასევე მდგომარეობის გაუარესება აღინიშნება
რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად, მეტადაა გამოხატული ინფილტრაცია და
კეროვანი დაჩრდილვები. ეს ფენომენი დაკავშირებულია ციტოტოქსიკური CD4
უჯრედების რაოდების მატებასთან და სუპრესორული CD4 ლიმფოციტების
რაოდენობის კლებასთან, რის შედეგადაც ორგანიზმში ძლიერდება ანთებითი
რეაქციები (5).

გამოყნებული მასალა
1. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/hiv-aids
2. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/tuberculosis
3. Ankobiah WA, Finch P, Powell S, Heurich A, Shivaram I, Kamholz SL. Pleural
tuberculosis in patients with and without AIDS. J Assoc Acad Minor Phys.
1990;1(2):20-3. PMID: 2135693.
4. Given MJ, Khan MA, Reichman LB. Tuberculosis among patients with AIDS and a
control group in an inner-city community. Arch Intern Med. 1994 Mar 28;154(6):640-
5. PMID: 8129497.
5. https://www.atsjournals.org/doi/epdf/10.1164/ajrccm.158.1.9712001?role=tab

You might also like