You are on page 1of 8

მწვავე C ჰეპატიტი

მედიცინის ფაკულტეტი

VI ჯგუფი:

მეიშვილი დავით

ქვლივიძე ზაქარია 2017 წ.


შესავალი

C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ვითარდება


მწვავეC ჰეპატიტი. მწვავეC ჰეპატიტი არისC ჰეპატიტის ვირუსით
გამოწვეული ინფექციური პროცესის მწვავე ფაზა. ოფიციალური
განმარტებით, მწვავეC ჰეპატიტი ეს არისC ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული
ინფექციური პროცესი, განვითარებული ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან 6
თვის ფარგლებში. მწვავე/ახალიC ჰეპატიტი იგივე მწვავეC ჰეპატიტია,
გამოვლენილი დაავადების ძალიან ადრეულ სტადიაზე, კერძოდ,C
ჰეპატიტის ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან რამდენიმე დღის ფარგლებში.
მწვავეC ჰეპატიტის სამეცნიერო კვლევით შესაძლებელია შესწავლილ იქნეს
ინფექციური პროცესის თავისებურებები ვირუსის ორგანიზმში შეჭრის
პირველივე დღეებიდან.დადგენილია, რომ მწვავეC ჰეპატიტისგან
თვითგანკურნება (ანუ მკურნალობის გარეშე განკურნება) ხდება ასიდან 15-
30 შემთხვევაში, ხოლო მკურნალობის შედეგად - 95-ში. ზოგიერთი ავტორი
უფრო მაღალ პროცენტსაც ასახელებს. როგორც აღვნიშნეთ, მწვავეC
ჰეპატიტისგან თვითგანკურნებაც არის შესაძლებელი. თვითგანკურნება
მოსალოდნელია ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 12-14 კვირის
განმავლობაში. სწორედ ამიტომ ელიან ანტივირუსული მკურნალობის
დაწყებამდე 12 კვირის გასვლას. თუC ჰეპატიტის ვირუსმა ზემოთ აღნიშნულ
პერიოდში არ დატოვა ორგანიზმი, მცირეა ალბათობა, რომ შემდგომ
მკურნალობის გარეშე მან ორგანიზმი დატოვოს, ამიტომ სასურველია
ანტივირუსული მკურნალობის დაწყება. სამწუხაროდ,C ჰეპატიტის
საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავეC
ჰეპატიტის ასიდან 15-30 შემთხვევა თვითგანკურნებით მთავრდება, ხოლო
70-85 ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. თუ ინფიცირებიდან 6 თვის
შემდეგ ვირუსი კვლავ არის ორგანიზმში, ეს უკვე ქრონიკულიC ჰეპატიტია.
კლინიკური თავისებურებები

მწვავეC ჰეპატიტი ასიდან დაახლოებით 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ


მიმდინარეობს, ამიტომ ინფექციის ამ სტადიაზე დიაგნოზის დასმა ხშირად
ვერ ხერხდება. უსიმპტომო მიმდინარეობა იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფს
არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება, ამიტომ არც ექიმს
მიმართავს და მწვავეC ჰეპატიტისგან შესაძლოა ისე განიკურნოს, რომ ვერც
კი გაიგოს. ასიდან დაახლოებით 25 შემთხვევაში კი ვითარდება მწვავეC
ჰეპატიტის სიმპტომური ფორმა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება სიყვითლე
და/ან სხვა სიმპტომები. ეს სიმპტომებია: სიყვითლე კანსა და სკლერებზე,
შარდის გამუქება, განავლის გაბაცება, ინტოქსიკაციის მოვლენები
(გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი და სხვა), საერთო
სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, დისკომფორტი მუცლის არეში.
სიმპტომურიC ჰეპატიტი მიმდინარეობით (კლინიკურად) სხვა მწვავე
ვირუსული ჰეპატიტებისგან არ განსხვავდება. თითოეული ჩამოთვლილი
სიმპტომი შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული.
სიმპტომური (კლინიკურად გამოვლენილი) მწვავეC ჰეპატიტი ძირითადად
მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. მძიმე მიმდინარეობა
იშვიათია, ხოლო მწვავეC ჰეპატიტის ფულმინანტური ფორმები
პრაქტიკულად არ არსებობს. მწვავე ფაზის გავლის შემდეგ, თუ ამ ხნის
განმავლობაში თვითგანკურნება არ მოხდა, პროცესი იღებს ქრონიკულ
ხასიათს (ასეა ასიდან 70-75 შემთხვევაში). ქრონიკულC ჰეპატიტს
ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს და დაავადების შესახებ
ავადმყოფი მეტისმეტად გვიან, ზოგჯერ ათეულობით წლის შემდეგ
შეიტყობს ხოლმე.მწვავეC ჰეპატიტი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს
და ავადმყოფისთვის ეს სტადია პრაქტიკულად შეუმჩნევლად ჩაივლის.
დაავადების ეს თავისებურებაC ჰეპატიტის ვირუსისა და ორგანიზმის
ურთიერთქმედების ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი მექანიზმებით არის
განპირობებული. სწორედ ამ თავისებურებათა შესასწავლად ხდება
დაკვირვება ახალ/მწვავე HCV ინფექციაზე. მწვავე/ახალიC ჰეპატიტის
გამოვლენისას, რაც მხოლოდ ლაბორატორიულად შეიძლება მოხდეს,
საშუალება გვეძლევა, ინფექციის ადრეულ სტადიაში დავაკვირდეთ როგორც
ვირუსს, ასევე ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, მაგალითად, როგორია
ვირუსის გამრავლების ტემპი და როდის აღწევს ვირუსი მაქსიმალურ
კონცენტრაციას (ვირუსის კინეტიკა), ანდა როგორ იმუნურ პასუხს იწვევსC
ჰეპატიტის ვირუსი ინფექციური პროცესის პირველივე დღეებში ორგანიზმის
(მასპინძლის) მხრიდან.

მწვავე C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგია


საქართველოში

მწვავე C ჰეპატიტის ავადობის დინამიკა საქართველოში:

დინამიკა
300

250

200
დინამიკა
150

100

50

0
2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013

წელი-შემთხვევათა რაოდენობა:

2001-206 2002-194 2003-184 2004-225 2006-223 2007-203 2008-144 2009-68 2010-61

2011-46 2012-180 2013-266


მწვავე C ჰეპატიტის ხვედრითი წილი ვირუსული ჰეპატიტებით
ავადობაში 2010-2014 წლებში:

Series 1
A ჰეპატიტი 2.2%

მწვავე B ჰეპატიტი 4.0%

ქრონიკული B ჰეპატიტი 33.0%

მწვავე C ჰეპატიტი 4.0%

ქრონიკული C ჰეპატიტი 56.8%

მწვავე C ჰეპატიტის ლაბორატორიული


დიაგნოსტიკა

თანამედროვე კლინიცისტისთვის მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა


მხოლოდ კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან
დაავადებას არ აქვს პათოგნომური სიმპტომები, ანუ ისეთი სიმპტომები,
რომლებიც მხოლოდ მისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. ამას ისიც
ემატება, რომ დაავადება უმეტესად საერთოდ უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო
გამოვლინებით მიმდინარეობს. ამიტომ არის აუცილებელი მწვავეC
ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ამჟამად მწვავეC ჰეპატიტის
ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია სისხლშიC
ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა დაC ჰეპატიტის
ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა (პოლიმერაზული ჯაჭვური
რეაქციის - ე.წ. PCR მეთოდით).ქრონიკულიC ჰეპატიტის ლაბორატორიული
დიაგნოსტიკაც ზემოთ აღნიშნულ მაჩვენებლებს ემყარება. განსხვავება ის
არის, რომ მწვავეC ჰეპატიტის დროს ხშირად ავადმყოფის სისხლში
აღმოაჩენენ მხოლოდ ვირუსს (ვირუსის გენეტიკურ მასალას), ხოლო
ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს ვერ პოულობენ. მწვავეC ჰეპატიტის
დროს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არარსებობის მიზეზი ის
არის, რომ პროცესი ახალია და დროის ამ მოკლე მონაკვეთში ვირუსის
საწინააღმდეგო ანტისხეულებმა შესაძლოა ვერ მოასწრონ განვითარება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავადმყოფის სისხლში ანტისხეულების
არარსებობის ფონზე ვირუსის აღმოჩენა მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის
სასარგებლოდ მეტყველებს. არცთუ იშვიათად ვირუსის გენეტიკურ
მასალასთან ერთად სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც
განისაზღვრება. ამ შემთხვევაში მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის დასმაში
გვეხმარება ეპიდემიოლოგიური ანამნეზი - ავადმყოფის გამოკითხვა იმის
თაობაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ინფექცია ან როდის შეიძლება
იყოს იგი ინფიცირებული. მაგალითად, საყურადღებოა, თუ ავადმყოფი
აღნიშნავს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩაიტარა რაიმე სამედიცინო
მანიპულაცია, რომელიც შესაძლოა ვირუსით ინფიცირების მიზეზი
გამხდარიყო. ხშირად მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის დასმაში გვეხმარება
შემდეგი მონაცემი: თუ ავადმყოფმა ზუსტად იცის, რომ დაახლოებით 6-12
თვის წინ ჩატარებული გამოკვლევისასC ჰეპატიტი არ ჰქონდა, ახლა კი
დაავადება აღმოაჩნდა, ესეც მწვავეC ჰეპატიტზე მიანიშნებს.
მწვავე C ჰეპატიტის გადაცემის ფაქტორები
საქართველოში 2010-2014 წლიბის მონაცემებით
ჰემოტრანსფუზია 1.1%

ქირურგიული მანიპულაციები
8.3%

სტომატოლოგიური
მანიპულაციები 13.1%

ინექციები და სხვა სახის


სამედიცინო მანიპულაციები
15.5%

სქესობრივი კონტაქტი 6.1%

ნარკომანია (ინტრავენური)
17.1%

კონტაქტი კერაში HBV-


ინფიცირებულთან 2.9%

გადაცემის ფაქტორი ვერ


დადგინდა 35.9

მწვავე C ჰეპატიტის მკურნალობის ტაქტიკა

მწვავეC ჰეპატიტის მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაციების


თანახმად, თუ საქმე გვაქვს სიმპტომებით მიმდინარე მწვავეC ჰეპატიტთან
(სიმპტომური მწვავეC ჰეპატიტი), უმჯობესია დავიცადოთ 12-14 კვირა და
მკურნალობა ამის შემდეგ დავიწყოთ. თუ საქმე გვაქვს უსიმპტომო მწვავეC
ჰეპატიტთან, მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნეს რაც შეიძლება ადრე,
მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის დასმისთანავე, ანუ 12-14 კვირის გასვლას არ
დაველოდოთ.

ანტივირუსული მკურნალობით მწვავეC ჰეპატიტისგან განკურნება ასიდან


დაახლოებით 95 შემთხვევაშია შესაძლებელი. ზუსტი მექანიზმი არც აქ არის
ცნობილი. სავარაუდოდ, ადრეულ ეტაპზე (მწვავე სტადიაზე)C ჰეპატიტის
ვირუსს ორგანიზმი გარკვეულ წინააღმდეგობას უწევს, ხოლო
ანტივირუსული პრეპარატი (პრეპარატები) ორგანიზმს ეხმარება და ვირუსის
მიმართ მის წინააღმდეგობას უფრო მეტად ზრდის. ასეთი გაძლიერებული
წინააღმდეგობისას ვირუსის დამარცხების ალბათობა იმატებს.

You might also like