You are on page 1of 11

ანტიმიკრობული სასუალებები

1) 24 წლის ორსული ქალი დააწვინეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში,


ჩივილებით : სხეულის ტემპერატურის მომატება, აგრეთვე, შარდვის გაძნელება და
გახშირება. ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი: საშარდე გზები ინფექცია. მისი
მდგომარეობის ( ორსულობის) გათვალისწნებით და ნაყოფზე ანტიმიკრობული
საშუალებების არასასურველი მოქმედების პრევენციი მიზნით, რომელ პრეპარატს არ
დავუნიშნავთ მას ?
ა) ნიტროგურანტოინი
ბ) ამოქსიცილინი
გ) ცეფალექსინი
დ)ტობრამიცინი

2) აღნიშნეთ Streptococcus pneumoniae-ს ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ


რეზისტენტობის მექანიზმი ?
ა) სამიზნე უბნის მოდიფიკაცია
ბ) წამლის უჯრედშიდა დონის შემცირება, უჯრედის განვლადობის შეცვლის
შედეგად
გ) წამლის უჯრედშიდა დონის შემცირება, წამლის უჯრედიდან გამომაძევებელი
ტუმბოს გამომუშავების შედეგად
დ) ფერმენტული ინაქტივაცია

3) ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს შორის რომელია ვიწრო სპექტრის ანტიბიოტიკი?


ა) ცეფტრიაქსონი
ბ) ციპროფლოქსაცინი
გ) იზონიაზიდი
დ)იმიპენემი

4) ქვემოთ ჩამოთვლლ ანტიბიოტიკებს შორის რომელი ავლენს კონცენტრაცია-


დამოკიდებულ ეფექტს ?
ა) კლინდამიცინი
ბ) ლინეზოლიდი
გ) ვანკომიცინი
დ) დაპტომიცინი

5) ქვემოთ ჩამოთვლილ ანტიბიოტიკებს შორის რომელს ახასიათებს ხანგრძლვი


პოსტანტიბიოტიკური ეფექტი, რაც მისი დღეში ერთჯერადად გამოყენების
საშუალებას იძლევა
ა) გენტამიცინი
ბ) პენიცილინ G
გ) ვანკომიცინი
დ) აზტრეონამი
6) კლინიკაში წევს 58 წლის მამაკაცი ასციტით, დიაგნოზით სპონტანური ბაქტერიული
პერიტონიტი. მას ანამნეზში C ჰეპატიტით განპირობებული ციროზი აღენიშნება.
ღვიძლის დაავადებებიდან გამომდინარე, რომელი ანტიბიოტიკი ითხოვს დოზის
კორექციას და მკურნალობაზე გულმოდგინე მეთვალყურეობას ?
ა) პენიცილინ G
ბ) ტობრამიცინი
გ) ერითრომიცინი
დ)ვანკომიცინი

7) ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიბიოტიკებიდან რომელია უსაფრთხო ახალშობილებისთის


?
ა) ქლორამფენიკოლი
ბ) სულფამეთოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი
გ) ტეტრაციკლინი
დ)პენიცილინ G

8) ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის რომელი არ ახდენს გავლენას თავ-


ზურგტვინის სითხეში წამლის გადასვლასა და კონცენტრაციაზე?
ა) წამლის ცხიმში ხსნადობა
ბ) წამლის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია
გ) წამლის ცილებთან შეკავშირების უნარი
დ) წამლის მოლეკულური წონა

9) კლინიკაში წევს 72 წლის მამაკაც, რომელიც უჩივის ტემპერატურის მომატებას,


ხველებას, სისუსტესა და სუნთქვის გაძნელებას. რენტგენოგრამაზე მას აღენიშნება
ორმხრივი ინფილტრაციული ცვლილება პნევმონიით. ბრონქიალური სეკრეტი
ანალიზით გამოვლენილია Pseudomonas aeruginosa ინფექცია, რომელიც მგრძნობიარეა
ცეფეპიმის მიმართ. ცეფეპიმს დრო-დამოკიდებული ბაქტერიოციდული აქტივობა
ახასიათებს. შეარჩიეთ დოზირების სქემა ამ პაციენტისთვის.
ა) 1 გ. 6 საათში ერთხელ,ინფუზიის ხანგრძლივობა 30 წთ
ბ) 2გ. 12 საათში ერთხელ, ნფუზიის ხანგრძლივობა 3 სთ
გ) 4გ. 24 საათში ერთხელ, ინფუზიის ხანგრძლივობა 30 წთ
დ) 4გ. 24 საათიანი უწყვეტი ინფუზიის სახით

10) ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომლის გამოვლენის შემთხვევაში


ეკრძალება პაციენტს მომავალში ამ რეაქციის გამომწვევი წამლის გამოყენება?
ა) პენიცილინით განპირობებული გამონაყარი/ქავილი
ბ)სულფამეთოქსაზოლი/პრიმეტოპრიმით განპირობებული სტივენ-ჯონსონის
სინდრომი
გ) კლარითრომიცინით განპირობებული დისპეპსია
დ) მოქსიფლოქსაცინით განპირობებული სუპერინფექცია Clostridium difficile-თი
უჯრედის ედლის სინთეზის ინფიბიტორები

1) 3 დღის წინ კლინიკაში დააწვინეს 45 წლის მამაკაცი მძიმე ცელულიტითა და


მარცხენა ფეხის ფართ აბსცესით. აბსცესის კვეთისა და დრენირების შემდგომი
მიკრობიოლოგიური სინჯის მიხედვით გამოვლიდა ინფექციის წყარო:
მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოოკი. შეარჩიეთ ინტრავენური
სამკურნლო საშუალება,რომელიც გამოიყენება დღეში ერთხელ, რის გამოც ის
საუკეთესოა ამბულატორიული პაცინეტისთვის
ა) ერტაპენემი
ბ)ცეფტაროლინი
გ) დაპტომიცინი
დ)პიპერაცილინი/ტაზობაქტამი

2) აღნიშნეთ დამპტომიცინთან ასოცირებული არასასურველი რეაქცია


ა) ოტოტოქსიკურობა
ბ)“წითელი კაცის“ სინდრომი
გ)QT ინტერვალის გახანგრძლიევბა
დ) რაბდომიელოზი

3) მოხუცთა სახლიდან კლინიკაში გადაიყვანეს 72 წლის მამაკაცი მძიმე პნევმონიის


დიაგნოზით. იგი ერთი კვირის წინ გაეწერა ჰოსპიტალიდან, სადაც ჩაუტარდა
კარდიოქირურგიული პროცედურა. ანამნეზის მიხედვით პაციენტს არ აღენიშნება
ალერგია. ანამნეზიდან იმ დასკვნის გამოტანაც შეიძლება, რომ მას ჰოსპიტალში
გავრცელებული, მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკითა და Pseudomonas
aeruginosa-ით განპირობებული ინფექცია აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილი
ანტიბაქტერიული რეჟიმებიდან რომელს შეურჩევთ პაციენტს ემპირიული
მკურნალობისთვის?
ა) ვანკომიცინი+ცეფეპიმი+ციპროფლოსაცინი
ბ) ვანკომიცინი+ცეფაზოლინი+ციპროფლოქსაცინი
გ)ტელავანცინი+ცეფეპამინი+ციფროპლოქსაცინი
დ) დაპტომიცინი+ცეფეპიმი+ციპროფლოქსაცინი

4) აპენდიციტის მწვავე შეტევის გამო 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში


მიიყვანეს. დათვალიერებისას აღმოჩნდა , რომ ჭია ნაწლავის მთლიანობა
დარღვეულია, რის გამოც გადაწყდა სასწრაფო ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.
პოსტოპერაციულმა მიკრობიოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა Escherichia coli-სა
და Bacteroides fragillis-ს არსებობა. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიბიოტიკებიდან
რომლის სპექტრი მოგცემთ Escherichia coli-ითა და Bacteroides fragillis-ით
განპირობებული ინფექციის ემპირიული მკურნალობის საშუალებას?
ა) ცეფეპიმი
ბ) პიპერაცილინი/ტაზობაქტამი
გ)აზტრეონამი
დ)ცეფტაროლინი
5) მოხუცთა სახლიდან კლინიკაში გადაიყვანეს 68 წლის მამაკაცი ჩივილებით:
ცხელება,შარდვის გაძნელება და შეუკავებლობა,მენტალური სტატუსის
ცვლილებები. ანამნეზით მას პენიცილინის მიმართ ანაფილაქსიური რეაქცია
აღენიშნება. მოსალოდნელია, რომ მას გრამ-უარყფითი მიკროორგანიზმებით
განპირობებული ინფექცია აღენიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიბიოტიკებიდან
რომელს შეურჩევდით ამ პაციენტს ?
ა) ცეფეპიმი
ბ) ერტაპენემი
გ) აზტრეონამი
დ) ცეფტაროლინი

6) 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიიყვანეს. მას აწუხებს ძლიერი


ტკივილები და დაწყლულება სასქესო ორგანოების მიდამოში.ეს ჩივილები 1-2
კვირის წინ დაეწყო. იგი აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჰქონდა
დაუცველი სქესობრივი კავშირი ახალ პარტნიორთან. სისხლის ვლევით
დადგინდა Treponema pallidum-ის არსებობა. ქვემოთ ჩამოთვლილი
ანტიბიოტკებიდან რომლის ერთჯერადად გამოყენება მოგცემთ ამ ინფექციის
განკურნების საშუალებას?
ა) ბენზატინ პენიცილინ G
ბ)ცეფტრიაქსონი
გ) აზტრეონამი
დ) ვანკომიცინი

7) 20 წლის ახალგაზრდა ქალი მიიყვანეს გადაუდებელი დახმარების კლინიკაში.


ბოლო ორი დღის განმავლობაში იგი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, კისრის
გაშეშებასა და ცხელებას. ექიმებმა მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. ქვემოთ
ჩამოთვლილი ანტიბიოტიკებიდან აღნიშნეთ მენინგიტის სამკურნალო საშუალება
ა) ცეფაზოლინი
ბ) ცეფდინირი
გ)ცეფოტაქსიმი
დ)ცეფუროქსიმის აქსეტილი

8) ქვემოთ ჩამოთვლილ ცეფალოსპორინებს შორის რომელს ახასიათებს გრამ-


უარყოფითი ანაერობული ინფექციის გამომწვევი ( მაგ. : Bacteroide fragillis)
საწინააღმდეგო აქტივობა?
ა) ცეფოქსიტინი
ბ) ცეფეპიმი
გ) ცეფტრიაქსონი
დ) ცეფაზოლინი

9) ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებს შორის რომლის დროს არის უპრიანი


ტელავანცინის გამოყენება?
ა) 29 წლის ორსული ქალი, დიაგნოზით ვენტილაციურ სისტემებთან
ასოცირებული პნევმონია
ბ) 76 წლის მამაკაცი , დიაგნოზით ჰოსპიტალში გავრცელებული პნევმონია,
რომელიც ატრიული ფიბრილაციის გამო იღებს ამიოდარონს
გ) 36 წლის მამაკაცი ,დიაგნოზით მეთიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკით
განპირობებული ცელულიტი და აბსცესი
დ) 72 წლის ქალი თირკმლების საშუალო სიმძიმის დისფუნქციითა და
„დიაბეტური ტერფით“. ინფექცია განპირობებულია მეთიცილინ რეზისტენტული
სტაფილოკოკით

10) ბოლო სამი დღეა 18 წლის ქალი უჩივის შარდვის გახშირებას , შეუკავებლობას და
სხეულის ტემპერატურის მომატებას. სიმპტომებისა და შარდის ანალიზის
მონაცემებიდან გამომდინარე მას დაუსვეს საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზი.
მიკრობიოლოგიური კვლევით დადგინდა ინფექციის გამომწვევი- პან
სენსიტიური Enterococcus Faecalis-ი [ პან სენსიტიური ნიშნავს ნიშნავს , რომ
ისინი რეზისტენტულია ანტიფსევდომონური ცეფალოსპორინების
( ცეფტაზიდიმი და ცეფეპიმი), ანტიფსევდომონური კარბაპენემის ( იმიპენემი და
მეროპენემი), პიპერაცილინ/ ტაზობაქტამისა და ციპროფლოქსაცილინის მიმართ].
ამ პაციენტითვის ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან შეარჩიეთ ერთ-ერთი
ორალური საშუალება.
ა) ცეფალექსინი
ბ) ვანკომიცინი
გ) ცეფდინირი
დ) ამოქსიცილინი

ცილის სინთეზის ინჰიბიტორები

1) ქვემოთ მოცემული კომბინაციებიდან რომელია შეუსაბამო, იმ კუთხით , რომ


ანტიბიოტიკები ანტაგონისტურად მოქმედებს ერთსა და იმავე უბანზე
ა) კლინდამიცინი და ერითრომიცინი
ბ) დოქსიციკლინი და ამოქსიცილინი
გ) ტიგეციკლინი და აზითრომიცინი
დ)ციპროფლოქსინი ამოქსიცილინი

2) 8 წლამდე ასაკის ბავშვებს ტეტრაციკლინები არ ენიშნებათ, რადგან ტეტრაციკლინები:


ა) იწვევს მყესების დაზიანებას
ბ) გროვდება იმ ქსოვილებში, რომლებიც კალციფიკაციას ექვემდებარება
გ) არ კვეთს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს
დ) იწვევს აპლასტიურ ანემიას
3) 30 წლის ორსულ ქალს აღენიშნება მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკით
განპირობებული ცელულიტი. რომელი ანტიბიოტიკის დანიშვნაა რეკომენდირებული
ამ პაციენტის ამბულატორიული მკურნალობისთვის ?
ა) დოქსიციკლინი
ბ)კლინდამიცინი
გ) ქვინუპრისტინ/დალფოპრისტინ
დ) ტიგეციკლინი

4) კლინდამიცინით 3 კვირიანი მკუნალობის შემდეგ პაციენტი გაეწერა კლინიკიდან.


რომელი გვერდითი მოვლენის შესახებ უნდა გაესაუბროს ექიმი ?
ა)ჰიპერბილირუბინემია
ბ) ნეფროტოქსიკურობა
გ) Clostridium difficile-ით განპირობებული ფაღარათი
დ) თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე

ქინოლონები, ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტები და საშარდე გზების ანტისპეტიკური


საშუალებები

1) 32 წლის მამაკცმა მიმართა ამბულატორიულ დაწესებულებას. მას 5 დღეა


აწუხებს პრდუქციული ხველება ნახველით და სუნთქვის გახშირება. პაციენტს
დაუდგინდა პნევმონია. ანამნეზში ამპიცილინზე მწვავე ალერგია
( ანაფილაქსია) აღენიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატთაგან, რომელი
წამალი უნდა დაენიშნოს ამ პაციენტს ?
ა) ლევოფლოქსაცინი
ბ) ციპროფლოქსაცინი
გ) პენიცილინ VK
დ) ნიტროფურანტოინი

2) 22 წლის ახალგაზრდა ქალს 2 დღეა აღენიშნება დიზურია, გახშირებული


შარდვით. შარდის ანალიზისა და კულტურის გამოკვლევისას დადგინდა, რომ
საშარდე გზების გამომწვევია E.coli. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან
რომლის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი ამ პაციენტისთვის?
ა) ლევოფლოქსაცინი
ბ) კოტრიმოქსაზოლი
გ) მოქსიფლოქსაცინი
დ) ნიტროფლურანტოინი

3) ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელია სწორად დაწყვილებული მის


მიერ გამოწვეულ არასასურველ მოვლენებთან ?
ა) ლევოფლოქსაცინი-ჰიპერალიემია
ბ) ნიტრუფურანტოინი-ფილტვის ფიბროზი
გ) კოტრიმოქსაზოლი-ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია
დ) მეთენამინი-ნისტაგმი

4) ქვემოთ ჩამოთვლილ მიკროორგანიზმთაგან რომელი არ არის მგრძნობიარე


კოტრიმოქსაზოლის მიმართ ?
ა) Pseudomonas aeruginosa
ბ) საზოგადოებაში გავრცელებული მეთიცილინრეზისტენტული
სტაფილოკოკი
გ) Nocardia asteroides
დ) Stenotrophomonas maltophilia

კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

1) გულის შეგუბებით უკმარისობით დაავადებულ 68 წლის ქალს დაუდგნდა საკვერცხის


კიბო. მისი მურნალობა დაიწყეს ცისპლატინით, მაგრამ პაცინეტს განუვითარდა
ძლიერი ღებინება. ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატთაგან რომელი შეიძლება
გამოვიყენოთ ამ პაციენტისთვის ღებინების შემსუბუქების მიზნით, გულის
პრობლემების დამძიმების გარეშე ?
ა) დროპერიდოლი
ბ)დოლასეტრონი
გ)პროქლორპერაზინი
დ)დრონაბინოლი
ე)პალონოსეტრონი

2) 45 წლის ქალი უჩივის გამუდმებულ გულძმარვასა და უსიამოვნო, მჟავე გემოს


შეგრძნებას. ექიმმა ივარაუდა გასტროეზოფაგული რეფლუქსი, ამიტომ ურჩია მას,
რომ საწოლის თავი აეწია 6-8 ინჩით ( დაახლოებით 15-20 სმ) მაღლა, ბოლო კვება
დაესრულებინა ღამის ძილამდე რამდენიმე საათით ადრე და დღის განმავლობაში
ხშირად მიეღო საჭმლის მცირე ულუფები. ორი კვირის შემდეგ მან კვლავ მიაკითხა
ექიმს. მიუხედავად იმისა ,რომ სიმპტოების ინტენსივობამ იკლო, იგი მაინც
შეწუხებულია. ექიმმა გადაწყვიტა გამოუწეროს მას წამალი. ქვემოთ ჩამოთვლილი
პრეპარატებიდან რომელს დაუნიშნავდით ამ პაციენტს ?
ა) ანტაციდი, მაგ.: ალუმინიუმის ჰიდროქსიდი
ბ) დიციკლომინი
გ) ალპრაზოლამის მსგავსი შფოთვის საწინააღმდეგო საშუალება
დ) ესომეპრაზოლი

3) ქორწინების მე-40 წლისთავის აღსანიშნავად დაოჯახებული წყვილი პერუში


გაემგზავრა მაჩუპიჩუს დასათვალიერებლად. საკუთარი მოგზაურობის პრაქტიკიდან
გამომდინარე, წვილმა მიმართა ექიმს ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალების
შერჩევის მიზნით. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელ ურჩევდით მათ?
ა) ომეპარაზოლი
ბ) ლოპერამიდი
გ) ფამოტიდინი
დ) ლორაზეპამი

4) 34 კვირის ორსულ 24 წლის ქალს დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი. იგი უჩივის
ყაბზობას. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს დაუნიშნავდით მას?
ა) აბუსალათინის ზეთი
ბ) დოკუზატი
გ) მინერალური ზეთი
დ) ლოპერამიდი

5) ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი იწვევს ენის ფერის შეცვლას ?


ა) ამოქსიცილინი
ბ) ომეპრაზოლი
გ) ბისმუტის ნაერთები
დ) ლუბიპროსტონი

6) ქიმიოთერაპიის წინა „მოსალოდნელი ღებინების“ პრევენციის მიზნით პაციენტი


იღებს ლორაზეპამს. ქვემოთ ჩამოთვლილი ნაერთებიდან რომელი არ უნდა
დაენიშნოს ამ პაციენტს?
ა) დოკუზატი
ბ) ონდანსეტრონი
გ) პოლიეთილენ გლიკოლი
დ) ეთანოლი

7) ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს ახასიათებს ცუდი ამტანობა?


ა) აბუსალათინის ზეთი
ბ) მეთილცელულოზა
გ) პოლიეთილენ გლიკოლი
დ) დოკუზატი

8) ხანდაზმულ ქალს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. მას ამჟამად აწუხებს


გულძმარვა და იღებს სხვადასხვა წამალს,მათ შორის, ასპირინს,კლოპიდოგრელს,
სიმვასტატინს,მეტოპროლოლსა და ლიზინოპრილს. ქვემოთ ჩამოთვლილი
წამლებიდან რომელი არ დაენიშნება ამ პაციენტს?
ა) კალციუმის ციტრატი
ბ) ფამოტიდინი
გ) ომეპრაზოლი
დ)რანიტიდინი
ე) კალციუმის კარბონატი
9) ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელს ახასიათებს ექსტრაპირამიდული
სიმპტომები ?
ა) მეტოკლოპრამიდი
ბ) ალპრაზოლამი
გ)აპრეპიტანიტი
დ) ლოპერამიდი

10) კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომლის


გამოყენებაა უკუნაჩვენები ორსულებისთვის ?
ა) კალციუმის კარბონატი
ბ) ფამოტიდინი
გ) ლანსოპრაზოლი
დ) მიზოპროსტოლი

ერექციული დისფუნქციის და პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალო საშუალებები

1) ფოსფოდიესთერაზა 5-ის ინფიბიტორების მოქმედების მექანიზმის შესახებ


ქვემოთ ჩამოთვლილი რწმუნებულებებიდან რომელია სწორია?
ა) ფოსფოდიესთერაზა 5-ის ინჰბიტორები ზრდის პროსტაგლანდინების
პროდუქციას
ბ) ფოსფოდიესთერაზა 5-ის ინჰიბიტორები ზრდის აზოტის ოქსიდის ეფექტს
გ) ფოსფოდიესთერაზა 5-ის ინჰიბიტორები ავიწროებს ერექციული საკნის
სისხლძარღვებს
დ) ფოსფოდიესთერაზა 5-ის ინჰიბიტორები ციკლური GMP-ის ანტაგონისტებია

2) ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ ფოსფოდიესთერაზა 5-ის ერთ-ერთი


ინჰიბიტორის შერჩევისას წამლის რომელ თვისებებს გაითვალისწინებთ ?
ა) ტადალაფილი ყველაზე ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდით ხასიათდება
ბ) სილდენაფილის საკვებთან ერთად მიღებისას იზრდება მისი აბსორბცია
გ) ორალური დეზინტეგრირებული და შემოგარსული ტაბლეტები არ შეიცავს
ვარდენაფილის ექვივალენტური დოზას
დ) ავანაფილი ინიშნება სექსუალურ აქტივობამდე 1 საათით ადრე

3) ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ პაციენტი იღებს ფოსფოდიესთერაზა 5-


ის ინჰიბიტორს. მას სტენოკარდიაც აღენიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილი
ანტიანგინური პრეპარატებიდან რომელი არ დაენიშნება ამ პაციენტს ?
ა) მეტოპროლოლი
ბ) დილტიაზემი
გ)ამლოდიპინი
დ) ნიტროგლიცერინი
4) აღნიშნეთ ალპროსტადილის მოქმედების ზუსტი მექანიზმი.
ა) ალპროსტადილი აინჰიბირებს ციკლურ გმფ-ს
ბ) ალპროსტადილი აინჰიბირებს აზოტის ოქსიდს
გ) ალპროსტადილი ზრდის ფოსფოდიესთერაზა 5-ის აქტივობას
დ) ალპროსტადილი ზრდის ციკლური ამფ-ის დონეს

5) ალპროსტადილი ადგილობრივად გამოიყენება. ქვემოთ ჩამოთვლილი


რწმუნებულებებიდან რომელია სწორი ალპროსტადილის ადგილობრივად
გამოყენებასთან მიმართებაში ?
ა) ალპროსტადილის ადგილობრივად გამოყენება მისი სისტემური აბსორბციის
შემცირების საშუალებას იძლევა
ბ) ალპროსტადილის ადგილობრივად გამოყენებისას იზრდება წამალთშორისი
ურთიერთქმედების რისკი
გ) ალპროსტადილი ადგილობრივად მალამოს სახით გამოიყენება
დ) ალპროსტადილის ადგილობრივად გამოყენება იწვევს ფერადი მხედველობის
დარღვევას

6) აღნიშნეთ ტერაზოზინის მოქმედების ზუსტი მექანიზმი


ა) ტერაზოზინი აინჰიბირებს 5-α რედუქტაზას
ბ) ტერაზოზინი აინჰიბირებს α 1A ადრენორეცეპტორებს
გ) ტერაზოზინი აინჰიბირებს ფოსფოდიესთერაზა 5-ის აქტივობას
დ) ტერაზოზინი აინჰიბირებს α 1A და α 1B ადრენორეცეპტორებს

7) პაციენტმა უნდა დაიწყოს მკურნალობა ტერაზოზინით.იგი აღნიშნავს, რომ ძალზე


მგრძნობიარეა წამლების, განსაკუთრებით კი, მათი გვერდითი მოვლენების
მიმართ.ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენებიდან რომლის
გამოვლენაა მოსალოდნელი ამ პაციენტში?
ა) ერექციული დიფუნქცია
ბ) გინეკომასტია
გ) თავბრუსხვევა
დ)ღებინება

8) აღნიშნეთ ძირითადი განსხვავება ტერაზოზინსა და ტამსულოზინს შორის.


ა) ტერაზოზინი აინჰიბირებს α 1A ადრენორეცეპტორებს, ტამსულოზინი კი - α

1A-სა და α 1B
ბ) ტერაზოზინი აინჰიბირებს α 1A და α 1B ადრენორეცეპტორებს, ტამსულოზინი

კი მხოლოდ α 1A-ს
გ) ტერაზოზინი აინჰიბირებ 5 -α , ტამსულოზინი კი ფოსფოდიესთერაზა 5-ს
დ) ტერაზოზინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად, ტამსულოზინი კი
უზმოზე მიიღება
9) ფინასტერიდის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი რწმუნებულებებიდან რომელია
სწორი ?
ა) ფინასტერიდი იწვევს მნიშნვნელოვან ჰიპოტენზიას
ბ)ფინასტერიდი ტერატოგენულია და იწვევს ნაყოფის სიმახინჯეს
გ)ფინასტერიდის ეფექტი მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში ვლინდება
დ)ფინასტერიდი ორგაიზმიდან თირკმლების მეშვეობით გამოიყოფა

10) 70 წლის მამაკაცს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია


აღენიშნება.მიუხედავად იმისა, რომ იგი იღებს ტამსულოზინს, მაინც
პროგრესირებს წინამდებარე ჯირკვლის ზომის ზრდა. გადაწყდა მკურნალობის
რეჟიმში დუტასტერიდის ჩართვა. ტამსულოზინთან ერთად იქი იღებს
ჰიდროქლოროთიაზიდს , ტესტოსტერონსა და სექსუალური ატივობის წინ ,
ვარდენაფილს( საჭიროების მიხედვით). რომელ წამალთან არის მოსალოდნელი
დუტასტერიდი წამალთაშორისი ურთიერთქმედება?
ა) ჰიდროქლოროთიაზიდი
ბ) ტამსულოზინი
გ) ტესტოსტერონი
დ) ვარდენაფილი

You might also like