You are on page 1of 2

კლინიკური შემთხვევა #3 - ჰერპეს ზოსტერი

44 წლის მამაკაცმა მოგმართათ გამონაყარის ჩივილით მკერდის მარჯვენა მხარესა და


იღლიის ქვეშ რომელიც გაუჩნდა 2 დღეა. თავდაპირველად ჰქონდა 2 დღე ქავილისა და
ტკივილის შეგრძნება, რის გამოც მიიღო იბუპროფენი. ამ სიმპტომებს თან დაერთო
სიწითლე ამ ადგილას და შემდეგ მრავლობითი გამონაყარი.

1. შეკრიბეთ ანამნეზი
2. აღწერეთ კლინიკური სურათი
3. რა სადიაგნოსტიკო ტესტებს გამოიყენებდით
4. გაატარეთ დიფერენციალური დიაგნოზები და წარმოადგინეთ საბოლოო
დიაგნოზი
5. მკურნალობის გეგმა

1. პირველ რიგში უნდა შეაგროვოთ ზოგადი ინფორმაცია პაციენტის შესახებ , რას


საქმიანობს, არის თუ არა ალერგიული, გადატანილი დაავადებები და
ქირურგიული ჩარევები, აქვს თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება და იღებს თუ
არა მედიკამენტებს. უშუალოდ დაავადებასთან დაკავშირებული კითხვები იქნება :
რას უკავშირებს დაავადების დაწყებას, გადატანილი აქვს თუ არა ჩუტყვავილა
ბავშვობაში, როგორია სუბიექტური სიმპტომების, როგორიცაა ქავილი , წვა ,
ტკივილი, ინტენსიობა, სიხშირე და ხასიათი. ჩაიტარა თუ არა რაიმე სახის
მკურნალობა.
2. კლინიკურად გულმკერდის მარჯვენა მხარეს ცალმხრივად გულმკერდის მე-4 - მე-5
ნეკნთაშუა ნერვის გაყოლებაზე იღლიის ფოსოზე და მკერდის ძვლისკენ
გადასვლით აღენიშნება ჰიპერემიულ ფონზე ჯგუფად დალაგებული მრავლობითი
ბუშტუკები და ერთეული ბულა.
3. სადიაგნოსტიკო ტესტებიდან შესაძლებელია გამოვიყენოთ ნაცხი ანაბეჭდი
ტცანკის უჯრედებზე და PCR დიაგნოსტიკა ვარიცელა ზოსტერის ვირუსის
აღმოსაჩენად, თუმცა ძირითადად სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანია კლინიკური
სურათი. ვირუსის ან მის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენის ტესტებს
სჭირდება გარკვეული დრო.
4. დიფერენციალური დიაგნოზებია:
a. მარტივი ჰერპესი
b. ჰერპეს ზოსტერი
c. აუტოიმუნური ბულოზური დაავადებები
d. ბულოზური იმპეტიგო
e. კონტაქტური დერმატიტი
f. წამლისმიერი გამონაყარი
კლინიკური სურათის და სუბიექტური სიმპტომების გათვალისწინებით საბოლოო
დიაგნოზი იქნება ჰერპეს ზოსტერი.

5. ჰერპეს ზოსტერი თვითგანკურნებადი დაავადებაა, თუმცა განკურნების შემდეგ


შესაძლებელია პაციენტს დაუტოვოს ნერვის ძლიერი და შემაწუხებელი ტკივილები
და დისკომფორტი. ზოსტერის მკურნალობის მიზანია მწვავე სიმპტომების
შემსუბუქება, დაავადების ხანგრძლივობის შემცირება და გართულებების თავიდან
აცილება. პირველი რიგის მკურნალობა მოიცავს ანტივირუსულ სისტემურ
მედიკამენტებს აციკლოვირით, ვალაციკლოვირით ან ფამციკლოვირით.
სასურველია მკურნალობის დაწყება სიმპტომების გამოვლენიდან 72 საათში.
ტკივილების შესამსუბუქებლად გამოიყენება არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო საშუალებები. მიზანშეწონილია B ჯგუფის პრეპარატები.
ადგილობრივი თერაპია მოიცავს გამონაყარის მოშუშებას და მეორადი ინფექციის
პრევენციას, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამწმენდი
ანტისეპტიკური ხსნარები საფენებით, სანჯღრები ან გელები .

You might also like