You are on page 1of 13

ბიოლოგიური ტერორიზმი - ბიოტერორიზმი

დიდი დეპრესიის პერიოდში ცნობილი ბაქტერიოლოგი და ისტორიკოსი ჰანს ზინსერი თავის


წიგნში „ ვირთხები, ტილები და ისტორია“ წერდა: „სამყაროში დარჩენილ მცირეოდენ
თავგადასავლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ინფექციური დაავადებებია.
ინფექციური დაავადება ცოცხალი ორგანიზმების უდიდესი ტრაგედიაა. ეს არის განუწყვეტელი
ბრძოლა სხვადასხვა ფორმით არსებობისათვის, სადაც არ მოქმედებს არც შეწყალება და არც
დროებითი ზავი - სახეობების ნაციონალიზმი სახეობების წინააღმდეგ.“

ისტორიულად, მიკროორგანიზმებით გამოწვეული ადამინთა მსხვერპლი აღემატება იმ


მსხვერპლს რაც სხვადასხვა ომებმა მოიტანა. მაგ: ინდიელთა პოპულაციის 95% იმსხვერპლა
ჭირმა, ყვავილმა, წითელამ და ტიფმა; მე-14 საუკუნეში 25 მილიონი ევროპელი (მოსახლეობის
მეოთხედი) გაწყვიტა ჭირმა, ხოლო 1918-1919 წლის ესპანური გრიპის პანდემიამ იმსხვერპლა
21 მილიონი ევროპელი. მსოფლიოში ბუნებრივად წარმოშობილი ინფექციური დაავადებები
არიან სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მიზეზი. ამერიკაში მნიშვნელოვნად შემცირდა
ვირულენტული ბიოლოგიური აგენტების ან მათი ტოქსინების რიცხვი, რადგანაც აქ
საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის სისტემა კარგად მუშაობს. მიუხედავად ამისა
ადამიანების დიდი რაოდენობა (დაახლოებით 70,000) ყოველწლიურად იღუპება ინფექციური
დაავადებით. მოგზაურობა და ვაჭრობა რაც აუცილებელია ეკონომიკური
გლობალიზაციისათვის ხელს უწყობს ინფექციური აგენტების გადატანას ცხოველებიდან
ადამიანებზე. მრავალ დიდ, ურბანულ ქალაქში ინფექციური აფეთქებები მოსახლეობისათვის
ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. ამას ემატება კიდევ ის რომ მრავალი პათოგენი
რეზისტენტული გახდა არსებული ანტიმიკრობული აგენტების მიმართ. ჯანდაცვის
თანამედროვე განვითარება დიაგნოსტირების და ახალი ფარმაკოლოგიური საშუალებების
შექმნა აუცილებელია მოსახლების ინფექციური დაავადებებისაგან თავდაცვისათვის. მაგრამ
სამწუხაროდ ბუნებრივად არსებული ინფექციები არ წარმოადგენენ ერთადერთ საშიშროებას
კაცობრიობისათვის.

ბიოტერორიზმი წარმოადგენს ვირუსების, ბაქტერიების და სხვა ბიოლოგიური აგენტების


გამიზნულ გავრცელებას, რაც გამოიწვევს ადამიანების, ცხოველების ან მცენარეული საფარის
დაინფიცირებას ან სიკვდილს. ეს აგენტები ბუნებაში არსებობს, მაგრამ არის შესაძლებლობა რომ
მათი მოქმედების სპექტრი შეიცვალოს რათა გამოიწვიონ უფრო მძიმე დაავადება მაღალი
სიკვდილიანობით, ან დაავადების ისეთი ფორმა რომელიც რეზისტენტული იქნება არსებული
თერაპიული საშუალებების მიმართ, ან დაავადება უფრო ადვილად გავრცელებადი გახდეს
ბუნებრივ პირობებში. ბიოლოგიური აგენტების გავრცელება შესაძლებელია ჰაერით, წყლით და
საკვების საშუალებით. ტერორისტებმა შესაძლებელია გამოიყენონ ბიოლოგიური აგენტები
რადგან მათი დეტექცია ძალიან ძნელია და აგრეთვე მათი გამოვლინება შესაძლებელია
შეყოვნდეს რამოდენიმე საათი ან რამოდენიმე დღე. ზოგიერთი ბიოლოგიური აგენტი მაგ.
ყვავილის ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამინზე რაც უფრო ზრდის დაინფიცირების
რისკებს, ხოლო ზოგიერთი აგენტი მაგ. ჯილეხი არ არის გადამდები. პათოგენების ან
ბიოლოგიური აგენტების მიზანმიმართული გამოყენება ადამიანების, ცხოველების, მცენარეების
ან სხვა ცოცხალი ორგანიზმების წინააღმდეგ უდიდეს საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ჩვენს
პლანეტაზე. ბიოტერორიზმისათვის ხელსაყრელ პოტენციურ აგენტებს წარმოადგენენ
ბაქტერიული, სოკოვანი და ვირალური პათოგენები, აგრეთვე ცოცხალი ორგანიზმებით
შექმნილი ტოქსინები. ბიოლოგიური იარაღი ძალიან ხელსაყრელია ტერორისტებისათვის
მრავალი მიზეზის გამო: ბიოლოგიური აგენტების აეროზოლები უხილავი, უსუნო, უგემო და
ადვილად გასავრცელებელია. ისინი 600-2000-ჯერ უფრო იაფია ვიდრე მასიური განადგურების
იარაღი. გამოანგარიშებულია რომ ბიოიარაღის შექმნისათვის საჭირო თანხა იგივე რაოდენობის
კონვენციური იარაღის დანახარჯის 0.05% შეადგენს, რასაც ერთნაირი მსხვერპლი შეიძლება
მოყვეს ერთ კვადრატულ კილომეტრზე. ბიოლოგიური იარაღის შექმნა თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით გაცილებით უფრო ადვილია. მათი ტრანსპორტირება
თვითმფრინავით, გემით ან მანქანით არანაირ პრობლემას არ შეადგენს. ბაქტერიული
ორგანიზმების უმრავლესობის საინკუბაციო პერიოდს 3-7 დღე შეადგენს, ეს საკმარისი დროა
ტერორისტებისათვის რომ გამოძიების დაწყებამდე თავი სამშვიდობოს დააღწიონ. გარდა ამისა,
ენდემური ინფექციური დაავდებების გამომწვევი აგენტების გამოყენების შემთხვევაში რთულია
დადგინდეს ეს ინფექციური დაავადება ბუნებრივად გავრცელდა თუ ტერორისტული აქტის
შედეგი იყო. ბიოლოგიური აგენტების ეფექტი ძალზედ მრავალფეროვანია. მათ შეუძლიათ
სწრაფად მოახდინონ ფართომაშტაბიანი გავლენა საზოგადების ჯანდაცვასა და სხვა მასთან
დაკავშირებულ ორგანიზაციებზე. მოსახლეობის უმეტესობა შესაძლებელია აღმოჩნდეს ამ
ბიოლოგიური აგენტის მსხვერპლი. სიკვდილიანობის პროცენტი საკმაოდ მაღალი შეიძლება
იყოს. ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადება ძნელად დიაგნოსტირებადია,
განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც ეს ინფექციური დაავადება ადრე არ იყო გავრცელებული.
რამოდენიმე კილოგრამმა ჯილეხის ბაქტერიულმა ფხვნილმა შესაძლებელია იმსხვერპლოს 100
000-მდე ადამიანი. რაც შეეხება ეკონომიურ ზარალს ეს გაცილებით უფრო მაშტაბურია.
ბიოლოგიური აგენტით გამოწვეული მსხვერპლი შესაძლებელია ბევრად უფრო მაღალი იყოს
ვიდრე სხვა ტიპის იარაღით მიღებული მსხვერლი. მაგ. აშშ-ს ტექნოლოგიების შეფასების
ოფისის 1993 წლის ანგარიშში ერთ-ერთი შესაძლებელი შეტევის სცენარი ასე გამოიყურება:
საჰაერო შეტევა განხორციელდა ღრუბლიან ამინდში (დღისით ან ღამით), ზომიერი ქარის
პირობებში, ქალაქზე რომლის მოსახლება შეადგენდა 3 000 -10 000 ადამიანს თითო კმ2:

– 12,5 კტ ბირთვული იარაღი გაანადგურებს 7.8 კმ 2 ფართობზე და მოკლავს 23,000-80,000


ადამიანს
– 300კგ ზარინი მოკლავს 60-200ადამიანს 0.22 კმ 2 ფართობზე
– 30 კგ ჯილეხი მოკლავს 30,000-100,000 ადამიანს 10 კმ 2 ფართობზე

ბიოტერორისტული შეტევის ტიპები

ბიოტეროროისტული შეტევა შეიძლება განხორციელდეს ორი სცენარის მიხედვით: აშკარა და


ფარული. ძირითადად ბიოტერორიზმის საპასუხო რეაქციები მომზადებული იყო აშკარა
შეტევებისათვის: დაბომბვა და ქიმიური იერიში რაც იწვევს აშკარა ეფექტს. თუმცა
ბიოტერორისტული შეტევა უმეტესად ფარულად ხორციელდება. იგი იწვევს მრავალ
გაუთვალისწინებელ პრობლემას და ამ შემთხვევაში აუცილებელია ეფექტურად იყოს ჩართული
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურები. ბიოლოგიური აგენტით განხორციელებულ
შეტევას არ აქვს მყისიერი ეფექტი, რადგანაც დაავადების გამოვლენას განსაზღვრული დრო
ჭირდება. ამიტომ ბიოტერორიზმის პირველი მსხვერპლი უნდა დაადგინოს სამედიცინო
გამოკვლევამ. ამ გამოკვლევის საფუძველზე უნდა დადასტურდეს რომ ნამდვილად
ბიოტერორიზმს ჰქონდა დგილი, შემდეგ უნდა მოხდეს გამომწვევი ბიოლოგიური აგენტის
იდენტიფიცირება და გატარდეს ამ ინფექციური დაავადების გავრცელების წინააღმდეგ
პრევენციული ზომები (ვაქცინაცია და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები). ბიოლოგიური
შეტევის შემდეგ შესაძლებელია გავრცელდეს სრულიად ახალი მედიცინისათვის უცნობი
დაავადების ფორმა, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს იმ ტერიტორიისათვის არა ედნემური
დაავადება, ან წელიწადის იმ დროისათვის უჩვეული არადამახასითებელი ინფექცია, ცნობილი
პატოგენით გამოწევული დაავადება რომელსაც არა ბუნებრივი რეზისტენტულობა გააჩნია,
არაორდინალური კლინიკური გამოვლინებით, გენეტიკური პათოგენი რომელიც სწრაფად
ვრცელდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში.

დადგენილია რომ დაახლოებით 10 სახელმწიფო ფლობს ბიოლოგიურ იარაღს. აშშ-ს თავდაცვის


დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, შვიდი ქვეყნიდან რომლებიც ასპონსორებენ
ინტერნაციონალურ ტეროროზმს, სულ ცოტა ხუთს გააჩნია ბიოლოგიური იარაღის პროგრამა.
ზოგ დისიდენტურ დაჯგუფებას გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია
განსაკუთრებულად საშიში პათოგენების კულტივირებისათვის და ფლობენ მათი გამოყენების
საშუალებებს ბიოლოგიური ტერორიზმის განსახორციელებლად. იაპონურმა რელიგიურმა
დაჯგუფებამ „ აუმ შინრიკიომ“ გამოიყენა ზარინის გაზი ტოკიოს მეტროში და მათ გააჩნდათ
აგრეთვე გეგმა ბიოლოგიური ტეროროიზმის მოწყობისათვის. მათ ჰქონდათ დიდი რაოდენობის
საკვები არეები, ბოტულინის ტოქსინი, ჯილეხის ბაქტერიული კულტურა და თვითმფრინავი
რომელიც აღჭურვილი იყო აეროზოლური საფრქვევი აპარატით. ამ დაჯგუფების წევრები 1992
წელს იმყოფებოდნენ ზაირში ებოლას ვირუსის მოსაპოვებლად. აუმ შინრიკიო წარმოადგენდა
კარგად დაფინანსებული ორგანიზაციის მაგალითს, რომელიც გეგმავდა ბიოლოგიური იარაღის
მასიურ წარმოებას და შემდგომ მის გამოყენებას. ამგვარი ორგანიზაცია შეიცავს დიდ საფრთხეს
რადგან მას დიდი ზარალის მიყენება შეუძლია, გარდა იმისა რომ ასეთ დაჯგუფებებში
გაერთიანებული არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მათ გააჩნიათ ბიოლოგიური
აგენტები და გავრცელების საშუალებები.

უფრო მცირე, ნაკლებად დახვეწილმა დაჯგუფებებმა შესაძლებელია გამოიყენონ ბიოლოგიური


აგენტები თავიანთი კონკრეტული მიზნების მისაღწევად და არა მასიური დესტაბილიზაციის
გამოსაწვევად. ასეთმა ორგანიზაციებმა შესაძლოა გამოიყენონ უკვე არსებული ადვილად
ხელმისაწვდომი აგენტები. ამის მაგალითი იყო ინდური რელიგიური სექტის მცდელობა
გავლენა მოეხდინა დალასში ადგილობრივ არჩევნებზე. მათ სალმონელას ბაქტერიებით
დააინფიცირეს სალათის კერძები რამოდენიმე კვების ობიექტში.

მესამე ტიპს წარმოადგენენ მცირერიცხოვანი დაჯგუფებები ან ცალკეული ინდივიდები,


რომელთაც შეიძლება გააჩნდეთ კონკრეტული სამიზნე - შენობები ან კონკრეტული ადამიანები.
მათ მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი არ იწვევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის
სერიოზულ დესტრუქციას. 2003 წლის რიცინის წერილები ამის ნათელი მაგალითია. როდესაც
რიცინი გამოყენებული იყო ერთი პიროვნების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ბიოლოგიური იარაღის სისტემა შედგება ოთხი კომპონენტისაგან:

1) საკუთრივ ბიოლოგიური აგენტი;


2) საბრძოლო მასალა;
3) მიწოდების სისტემა;
4) დისპერსიული სისტემა.

საკუთრივ ბიოლოგიური აგენტი წარმოადგენს პათოგენს რომელიც გამიზნულია ადამიანიების,


მცენარეული საფარის ან ცხოველების დასაინფიცირებლად. საბრძოლო მასალა იცავს და
გადააქვს ბიოლოგიური აგენტი ისე რომ მან არ დაკარგოს თავისი ვირულენტობა
ტრანსპორტირების დროს, ანუ წარმოადგენს იარაღის კონკრეტულ სახეობას, რომელშიც
ჩანერგილია ბიოლოგიური იარაღი (ტყვია, ბომბი და ა.შ) მიწოდების სისტემა შეიძლება იყოს
სარაკეტო სისტემა, თვითმფრინავი, გემი, ავტომობილი, სატვირთო მანქანა ან საარტილერიო
ჭურვი. დისპერსიული სისტემა უზრუნველყოფს ბიოლოგიური აგენტის გავრცელებას სამიზნე
ტერიტორიაზე. გავრცელების პოტენციურ მეთოდებს წარმოადგენს აეროზოლური,
ასაფეთქებელი ნივთიერებები, საკვების და წყლის კონტამინაცია. აეროზოლური
შესაპკურებლები ყველაზე უფრო ეფექტური დისპერსიული საშუალებებია. დამაინფიცირებელი
ნივთიერება შეიძლება გავრცელდეს რამოდენიმე ასეულ კილომეტრზე, რაც დამოკიდებულია
ატმოსფერულ პირობებსა და თვით ბიოლოგიური აგენტის ნაწილაკის ზომაზე. თუმცა ისეთმა
ფაქტორებმა როგორიცაა: ბიოლოგიური აგენტის ზომა, მისი სტაბილურობა, ულტრაიისფერმა
გამოსხივებამ, ქარის მიმართულებამ და სიჩქარემ შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეცვალოს ამ
აგენტის მოქმედების ეფექტურობა. ასაფეთქებელი საშუალებები უმეტეს შემთხვევაში
ინაქტივირებას უკეთებენ ბიოლოგიურ აგენტებს რის გამოც გავრცელების ეს ფორმა ნაკლებად
ეფექტურია. წყლის დაინფიცირება მოითხოვს ძალზედ დიდი რაოდენობის ბიოლოგიური
აგენტის გამოყენებას დიდი ქალაქების ინფიცირებისათვის, რადგან წყლის გამფილტრავ
სისტემას შეუძლია შეაკავოს ბიოლოგიური აგენტი. საკვების დაინფიცირება უფრო ადვილია და
ინფექციის განვითარების ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია შეცდომით აღქმული იყოს
როგორც ბუნებრივად წარმოქმნილი ინფექცია.

იმისათვის რომ ბიოლოგიური იარაღი მაღალ ეფექტური იყოს სამი პირობა უნდა იქნას
ოპტიმიზირებული:
1.ბიოლოგიურმა აგენტმა ყოველთვის უნდა გამოიწვიოს სასურველი ეფექტი ანუ დაავადების
გავრცელება მიმდინარეობდეს შემუშავებული გეგმით. დაავადება უნდა იყოს ადვილად
გადამდები, ბაქტერიულ აგენტს უნდა ჰქონდეს მოკლე საინკუბაციო პერიოდი და მისი მცირე
რაოდენობით გამოყენებაც უნდა იყოს ეფექტური. დაავადების იდენტიფიცირება და მისი აღქმა
როგორც ტერორისტული აქტისა ძნელი უნდა იყოს.

2.შესაძლებელი უნდა იყოს ბიოლოგიური აგენტის მასიური წარმოება, მისი შენახვა, იარაღში
ჩანერგვა და მან სტაბილურობა არ უნდა დაკარგოს გავრცელების დროს.

3.მოსახლეობას, რომლის მიმართაც იქნება ეს ბიოლოგიური იარაღი მიმართული, უნდა


ჰქონდეს დაბალი ან საერთოდ არ გააჩნდეს იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ, ხოლო თვით
ტერორისტებს უნდა გააჩნდეთ თავდაცვის საშუალებები როგორც საკუთარი ძალებისათვის
ასევე თავიანთი მოსახლეობისათვის.

ბიოტერორისტული შეტევის ბიოლოგიური აგენტები

გავრცელების მახასიათებლების, გამოწვეული დაავადების სიმძიმის, ლეტალური შედეგის და


გამოყენების ალბათობის გათვალისწინებით ბიოლოგიური აგენტების კლასიფიკაცია სამ
კატეგორიას მოიცავს: A, B, C

A კატეგორიის აგენტები

A კატეგორიის აგენტები უმაღლესი პრიორიტეტის აგენტებს განეკუთვნება რადგან ისინი


საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას:

1. ისინი ადვილად გავრცელებადი აგენტებია და მათ მიერ გამოწვეული დაავდება ადვილად


გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე რაც იწვევს მეორად და მესამეულ შემთხვევებს;
2.იწვევს მაღალ სიკვდილიანობას მოსახლეობაში და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს
ჯანმრთელობის დაცვის ინფრასტრუქტურას;
3. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პანიკა მოსახლეობაში და საზოგადოებრივი აშლილობა;
4. საზოგადებრივ ჯანდაცვას ჭირდება სპეციალური მომზადება ასეთ შემთხვევებში. ამ
კატეგიარიას განეკუთვნებიან შემდეგი დაავადებები: ყვავილი, ჭირი, ჯილეხი, ბოტულიზმი,
ტულარემია, ებოლა, მარბურგის ვირუსი, ფილოვირუსები, არენავირუსები და მათთან
დაკავშირებული სხვა ვირუსები.

ჭირის გამომწვევი ბაქტერიაა Yersinia Pestis. იგი გრამ-ნეგატიური ბაქტერიაა


ენტერობაქტერიაცეების ოჯახიდან, იგი აერობულად იზრდება სხვადასხვა ტიპის საკვებ არეზე.
ჭირის ბაქტერიამ შესაძლებელია გამოიწვიოს კატასტროფული ეპიდემია. წყლულოვანი ჭირი
კარგად არის აღწერილი ჯერ კიდევ შუა საუკუნეების წყაროებში. ამ დაავადებამ გაწყვიტა
ევროპული მოსახლეობის მეოთხედი შუა საუკუნეებში. ყველაზე ბოლო ეპიდემია იყო მე-20
საუკუნის დასაწყისში, რომელიც დაიწყო ჩინეთში და მერე მთელ მსოფლიოს მოედო. 1910-1911
და 1920-1921 წლებში პნევმონიური ჭირის მძლავ აფეთქებას ადგილი ჰქონდა მანჯურიასა და
ინდოეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში მიმდინარეობდა კვლევები რომელიც
მიზნად ისახავდა ჭირის ბაქტერიის ბიოლოგიურ იარაღად გამოყენებას. ამერიკაში ტარდებოდა
Yersinia Pestis-ზე კვლევები, როგორც პოტენციურ აგენტზე 1950 წლამდე (ომის პერიოდის
ბიოლოგიური პროგრამის შეწყვეტამდე). Y. Pestis ბუნებაში არსებობს როგორც ზოონოზური
ინფექცია, რომელიც ბუდობს მღრღნელების ტკიპებში. ადამიანებში ამ დაავდების გავრცელება
ხდება მღრღნელების ტკიპების, ან ჰაერწვეთოვანი გზით (ინფიცირებული ადამიანიდან). თუ
ადამიანს უკბენს დაინფიცირებული ტკიპა, მის კანში ხდება ათასობით ბაქტერიის გადასვლა.
ბაქტერია მოძრაობს კანის ლიმფური ძარღვების საშუალებით ლიმფური კვანძებისაკენ სადაც
ისინი განიცდიან ფაგოციტოზსს მაგრამ არ იღუპებიან. ლიმფურ კვანძებში ისინი ძალზედ
სწრაფად მრავლდებიან რაც იწვევს სისხლში ენდოტოქსინების წარმოქმნას, სეფსისს და
ბაქტერემიას, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შოკი, გავრცელებადი ინტრავასკულარული
კოაგულაცია და კომა. ადამიანებში ჭირის სამ ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს
წყლულოვანი ჭირი (ბუბონური), პირველადი სეპტიკური ჭირი და პნევმონიური ჭირი
(ფილტვის ჭირი). მათი გავრცელების პროცენტულობა შესაბამისად წარმოადგენს 84%- 13% - 2%.
პაციენტებს ტიპიური სიმპტომები უჩნდებათ ტკიპას კბენიდან 2-8 დღის შემდეგ. სისტემური
სიმპტომებია: სიცხე, შემცივნება, სისუსტე და თავის ტკივილი რომელსაც შემდგომ მოსდევს
ლიმფური კვანძების შესიება და წყლულების წარმოქმნა. Y. Pestis- ით დაინფიცირების
ძუძუმწოვართა ორგანიზმის Y. Pestis- ით დაინფიცირებით გამოწვეული ფათოგენეზი
განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით, კერძოდ ამ ბაქტერიას შეუძლია თავი დააღწიოს
იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას, ხელი შეუშალოს ფაგოცოტოზსს და ანტისხეულების
წარმოქმნას. დაინფიცირებული ტკიპას კბენის შედეგად ბაქტერია კანის გავლით შედის
ორგანიზმში და ექსპრესირებს პლაზმინის ფაქტორს,რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან
ვირულენტურ ფაქტორს ჭირის ჩამოყალიბებაში. ბაქტერიის ვირულენტური ფაქტორები არიან
ანტიფაგოციტური ბუნების ანუ ფაგოციტებით არ ხდება მათი განადგურება, კერძოდ ბაქტერია
გამოოიმუშავებს 2 ძირითად ანტიფაგოციტურ ანტიგენს F1 (ფრაქცია1) და V ან  LcrV. ამ
ანტიგენების წარმოქმნა ბაქტერიის მიერ ხდება ადამიანის სხეულში ნორმალურ
ტემპერატურაზე. Y. Pestis წარმოქმნის F1 და V ანტიგენებს როდესაც იგი იმყოფება სისხლის
თეთრ უჯრედებში-მონოციტებში. შეძენილი ან ბუნებრივი იმუნიტეტი გამომუშავდება
სპეციფიური ოფსონური ანტისხეულების წარმოქმნით, რომლებიც მოქმედებენ F1 და V
ანტიგენების წინააღმდეგ. Y. pestis პროლიფერირდება ლიმფურ კვანძებში, სადაც იგი ვერ
ნადგურდება იმუნური უჯრედების, მაკროფაგების მიერ. ბაქტერიის უნარი ინჰიბირება
გაუკეთოს ფაგოციტოზის პროცესს საშუალებას აძლევს მას პროლიფერირდეს ლიმფურ
კვანძებში და გამოიწვიოს ლიმფოდენოფატია.
წყლულოვანი (ბუბონური) ჭირისაგან განსხვავებით პირველადი სეპტიკური ჭირის
შემთხვევაში პაციენტის სხეულზე წყლულოვანი წარმონაქმნები არ ჩნდება, პაციენტებს
უვითარდებათ ბაქტერემია (სისხლში დიდი რაოდენობით ბაქტერიების არსებობა) და ადამიანი
იღუპება. პნევმონიური ჭირის შემთხვევაში ინფექცია აღწევს პაციენტის ფილტვებში. გარდა
იმისა რომ ამ შემთხვევაში სიკვდილიანობის ალბათობა ძალზედ მაღალია ეს ფორმა ადვილად
ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ბიოლოგიური ტერორის შემთხვევაში ჭირის
ეპიდემიოლოგია, პათოგენეზი და კლინიკური გამოვლინება შესაძლებელია შეცვლილი იყოს.
ავადმყოფობის პირველადი სიმპტომები იქნება სიცხე ხველებით და ქოშინი, ხშირ შემთხვევაში
სისხლიანი ნახველით. ამას თან შეიძლება დაერთოს გასტრონაწლავური სიმპტომები - გულის
რევა, მუცლის ტკივილი, დიარეა რაც კიდევ უფრო ართულებს დიაგნოსტირებას.
ანტიბიოტიკები რომლებიც ეფექტურად გამოიყენება ჭირის მკურნალობისათვის მოიცავს
სტრეპტომიცინს, გენტამიცინს ტეტრაციკლინს და დოქსაციკლინს. პროფილაქტიკური
საშუალებებიდან რა თქმა უნდა პირველ რიგში აუცილებელია პაციენტის იზოლირება,
მომსახურე პერსონალის და ექიმების დაცვა სპეციალური ნიღბებით, ხელთათმანებით და
სათვალეებით. დიზინფექცია უნდა ჩატარდეს იქ სადაც მოთავსებული იქნება პაციენტები. ანუ
მკაცრი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია ინფექციის გავრცელების
თავიდან ასაცილებლად. Yersinia Pestis საკმაოდ მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ. იგი
მგრძნობიარე მზის სხივის და სიცხის მიმართ და თავისი მასპინძელი ორგანიზმის გარეშე
შეუძლია გაძლოს მაქსიმუმ მხოლოდ ერთი საათი. ვაქცინა არსებობს წყლულლოვანი ჭირის
წინააღმდეგ მაგრამ არ არის ეფექტური პნევმონიური ჭირის მიმართ.

ყვავლი ინფექციური დაავადებაა რომელსაც იწვევს ორი ვირუსი: Variola major და Variola
minor. ყვავილის ვირუსის სალოკაციო ადგილს წარმოადგენს კანის მცირე სისხლძზარღვები და
პირის ღრუ. კანზე თავდაპირველად წარმოიქმნება მაკულოპაპულარული გამონაყარი
რომელზეც შემდგომ ჩნდება სითხით სავსე ბუშტუკები. V. Major იწვევს უფრო მძიმე ფორმის
დაავადებას რომლის დროს სიკვდილიანობა დაახლოებით 30-35% V. Minor იწვევს უფრო
მსუბუქი ფორმის დაავადებას რომლის დროსაც იღუპება დაინფიცირებულების დაახლოებით
1%. ყვავილი პირველად გავრცელდა 10,000 წლის წინ ჩვ.წ.-მდე. მე-18 საუკუნეში ევროპაში
ყვავილით იღუპებოდა დაახლოებით 400 000 ადამიანი ყოველწლიურად და იმ პერიოდში ეს
დაავადება იყო სიბრმავის ძირითადი მიზეზი. მე-20 საუკუნეში ყვავილმა იმსხვერპლა
დაახლოებით 300-500 მილიონამდე ადამიანი. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის
მონაცემით 1967 წელს დაავადდა 15 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2 მილიონი.
მოსახლეობაში საყოველთაო აცრების ჩატარების შემდეგ 1979 წელს მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციამ გამოაცხადა რომ ყვავილი როგორც დაავადება ლიკვიდირებულია. საინკუბაციო
პერიოდი ორგანიზმში ვირუსის მოხვედრიდან პირველ სიმპტომატიკამდე არის 12 დღე.
შესუნთქული ვირუსი ხვდება პირში, ყელში ან რესპირატორულ ეპითელურ ქსოვილში იქიდან
მიგრირებს ლიმფურ კვანძებში სადაც იწყებს აქტიურ გამრავლებას. შემდგომ სისხლით ვირუსი
ხვდება ელენთაში და ძვლის ტვინში. პროვირადული პერიოდი გრძელდება 2-4 დღე და 12-15
დღეს ჩნდება პირველი წითელი ფერის გამონაყარი პირის ღრუში, ენაზე და ყელში. ამ
პერიოდისათვის სიცხე იკლებს. წყლულები იწყებენ გასკდომას და ნერწყვში გადმოდის დიდი
რაოდენობით ვირუსი. V. Major იწვევს ოთხი ტიპის ყვავილის დაავადებას: ჩვეულებრივი,
მოდიფიცირებული, ბრტყელი (ავთვისებიანი) და ჰემორაგიული. ბოლო ორი უმეტეს
შემთხვევაში ფატალურად მთავრდება. არავაქცინირებული ადამიანების 90% უვითარდებათ
ჩვეულებრივი ყვავილის ფორმა. გამონაყარის გაჩენის მეორე დღეს კანზე ჩნდება
ამობურცულობა რომელიც მე-3-4 დღეს ივსება მღვრიე სითხით. შემდეგ ეს ამობურცულობები
იზრდებიან და ღრმად არიან ჩამჯდარი კანის დერმისში საიდანაც გამუდმებით გამოდის სითხე.
მეორე კვირის ბოლოს სითხისგან დაცლილი გამონაყარი იწყებს მოხმობას, უჩნდება ფუფხი
რომელიც ცილდება და მის ადგილას რჩება უფერო იარები. მოდიფიცირებული ყვავილის
ფორმით ავადდებიან უმეტესად ვაქცინირებული ადამიანები. ეს ფორმა ნაკლებად საშიშია.
უმეტესად ავადმყოფს გამონაყარის გაჩენის შემდეგ სიცხე უვარდება და კანზე გამონაყარი
ჩვეულებრივ ყვავილთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ბრტყელი ყვავილი (ავთვისებიანი) -
მძიმე ფორმაა. პროდორმალური ფაზა ხასიათდება მაღალი სიცხით, გამონაყარი
მრავალრიცხოვანია, მკვეთრად წითელი, ბრტყელი და ნაკლებად მკვრივი სითხით. ეს ფორმა
უმეტესად ლეტალურად მთავრდება. ჰემორაგიული ფორმა - მძიმე ფორმა რომელსაც თან სდევს
კანიდან, მუკოზური მემბრანებიდან და გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენა. ამ
დროს კანი არ წითლდება, პირიქით სისხლდენა მიდის კანის შიგნით და იგი შავ შეფერილობას
იღებს. ჰემორაგიული სისხლდენა იწყება მე-2-3 დღეს და თვალის თეთრი გარსი წითლდება,
შემდეგ სისხლდენები ჩნდება ელენთაში, თირკმელებში, სეროზულ გარსში, კუნთებში იშვიათ
შემთხვევებში ეპიკარდიუმში, ღვიძლში, სათესლეებში საკვერცხეებში და შარდის ბუშტში.
სიკვდილი ხშირად დგება უეცრად მეხუთე და მეშვიდე დღეებს შორის მაშინ როდესაც კანზე
უმნიშვნელო რაოდენობის მწვავე გამონაყარია. 1958 წელს საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის
მინისტრმა ვიქტორ ჟდანოვმა თხოვნით მიმართა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაეწყო
საყოველთაო ვაქცინაცია ყვავილის აღმოსაფხვრელად. 1979 წელს მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციამ გამოაცხადა ყვავილის მსოფლიოში აღმოფხვრის შესახებ: „ განვიხილეთ რა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ინიცირებული გლობალური პროგრამის შედეგები
ყვავილის აღმოფხვრის თაობაზე რომელიც დაიწყო 1958 წელს და განსაკუთრებით გაფრთოვდა
1967 წლიდან, საზეიმოდ ვაცხადებთ რომ მსოფლიო და მოსახლეობა განთავისუფლდა
ყვავილისაგან, რომელიც იყო ყველაზე უფრო დამანგრეველი ეპიდემიური დაავადება მრავალ
ქვეყანაში უძველესი დროიდან, რომელიც მის მიერ გავლილ გზაზე ტოვებდა სიკვდილს,
სიბრმავეს და მრავალ სიმახინჯეს და რომელიც მხოლოდ ათი წლის წინ მძვინვარებდა
აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში...“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რეზოლუცია
WHA33.3 პირველად ყვავილის ვაქცინა შექმნა ედვარდ ჯენერმა 1798 წელს.

ჯილეხი. Bacillus anthracis არის ანაერობული, გრამ – დადებითი სპორის წარმომქმნელი


უმოძრაო სახეობა, რომელიც ბიოლოგიურ საომარ საშუალებად ძალიან კარგად გამოიყენება.
მისი სასიცოცხლო ციკლი მოიცავს ვეგეტატიურ გამრავლებას მსხვერპლში, უმეტესად
მცოხნელებში – მანამ, ვიდრე წარმოქმნილი ტოქსინები სიკვდილს არ გამოიწვევს. შემდეგ
როდესაც ცხოველი კვდება, ბაქტერია წარმოქმნის გარემოში ძალიან მდგრად სპორებს,
რომლებიც იცავს ორგანიზმს მანამ, ვიდრე ის ხელახლა შეიჭრება ახალ მსხვერპლში. ის ფაქტი,
რომ სპორები გარემოში დეგრადაციისადმი ძალიან მდგრადია და ლეტალობა მაღალია, ნიშნავს,
რომ ჯილეხი იდეალური ბიოლოგიური საომარი საშუალებების აგენტია. სპორები ადვილად
იზრდება ჩვეულებრივ საკვებ არეზე 37 გრადუსზე და ძალიან დამახასიათებელი შესახედაობა
აქვს. იმისათვის რომ ჯილეხის ბაქტერიამ სიკვდილიანობა გამოიწვიოს ინდივიდმა უნდა
შეისუნთქოს 10000 – 20000-მდე სპორა. მას შემდეგ, რაც სპორები გაღვივდება, მასპინძელ
ორგანიზმში ინფექცია სწრაფად ვითარდება, და ინფიცირებულთა გადასარჩენად საჭიროა
ანტიბიოტიკების ეფექტური კურსის ჩატარება ჯილეხის წინააღმდეგ ვაქცინაცია შესაძლებელია,
მაგრამ მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში პრაქტიკული არაა. აეროზოლირებული ჯილეხით
შეტევის შემთხვევაში ხშირად ადგილი აქვს დაბნეულობას, და საჭიროა ჩატარდეს
დეკონტამინაცია. ჯილეხით ინფიცირება შეიძლება მოხდეს სპორების შესუნთქვით, კანის
ჭრილობიდან სპორების შესვლით და საკვებთან ერთად (ჯილეხით დაავადებული ხორცი)
სპორების გასტრო-ენტერო სისტემაში მოხვედრით. ფილტვებში შესული სპორებს შთანთქავენ
მაკროფაგები და გადააქვთ ისინი ლიმფურ ჯირკვლებში. გაღივებას რამოდენიმე დღე სჭირდება,
მაგრამ როგორც კი გაღივება დაიწყება, დაავადების გამომჟღავნება ძალიან სწრაფად ხდება.
ლიმფურ კვანძებში მოხვედრის შემდეგ სპორები გარდაიქმნებიან აქტიურ ბაქტერიებად
რომლებიც სწრაფად მრავლდებიან, მაკროფაგები სკდება და დიდი რაოდენობით ბაქტერია
გადადის სისხლში, რომელსაც გადააქვს იგი მთელს ორგანიზმნში. სისხლში ბაქტერია გამოყოფს
ტოქსინს - ჯილეხის ტოქსინს, რომელიც სამი ცილისაგან შედგება. ეს ცილებია: ლეთალური
ფაქტორი, ედემა ფაქტორი და დამცველი ანტისხეული. დამოუკიდებლად სამივე ცილა არ არის
ტოქსიური მაგრამ მათი კომბინაცია სასიკვდილოა ადამიანებისათვის. დამცველი ანტისხეული
უკავშირდება ამ ორ ცილოვან ფაქტორს და წარმოქმნის ლეთალურ და ედემა ტოქსინს. გასტრო-
ნაწლავური ინფექცია ვითარდება დაუმუშავაბელი საკვების მიღების შემდეგ. ნაწლავებში
მოხვედრის შემდეგ ბაქტერია გადადის სისხლში და დიდი რაოდენობით წარმოქმნის
ტოქსინებს. ლეტალური შედეგი აღინიშნება 20-60% შემთხვევაში. კანის ინფექცია წარმოიქმნება
ჭრილობაში სპორების მოხვედრით და 2-5 დღის შემდეგ კანზე ჩნდება შავი ფერის იარები,
უმეტეს შემთხვევაში იარები ტკივილს არ იწვევს. კანის ფორმა ნაკლებად ლეტალური,
მკურნალობის შემთხვევში სიკვდილიანობის დონე ნულია, ხოლო უმკურნალობის შემთხვევაში
დაახლოებით 20% აღწევს. ჯილეხის ვაქცინა 1881 წელს შექმნა ლუის პასტერმა.

B კატეგორიის აგენტები

ამ კატეგორიის აგენტები შედარებით ადვილი გასავრცელებელია, ნაკლებად საშიშ ინფექციებს


იწვევენ და ხასიათდებიან სიკვდილიანობის დაბალი პროცენტული მაჩვენებლით, საჭიროებენ
სპეციფიურ დიაგნოსტირებას და დაავადების გაძლიერებულ ეპიდემიოლოგიურ
ზედამხედველობას.

B კატეგორიის დაავადებებია Q-ცხელება, ბრუცელოზი, ქოთაო და მელიოდოზი, ალფა


ვირუსები - ვენესუელური ენცეფალომიელიტი, ცხენის გრიპი და მრავალი სხვა.

Q-ცხელება პირველად აღწერილი იქნა ავსტრალიაში და მას ეს სახელი დაერქვა იმიტომ რომ
თავიდან ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია არ იყო გარკვეული. ამ დაავადებას იწვევს
რიკეთსია - Coxiella burnetti – ფართოდ გავრცელებული ზოონოზი, იგი ძირითადად ბუდობს
მსხვილფეხა რქოსან საქონელში, ცხვარში და თხებში, იშვიათად ძაღლებში, კატებში და ჩიტებში.
ინფიცირებულ ცხოველებს არ უვითარდებათ დაავადება სამაგიეროდ ისინი დიდი
რაოდენობით ატარებენ ბაქტერიულ ორგანიზმებს რძეში, შარდში და განსაკუთრებით დიდი
რაოდენობით პლაცენტაში. ადამიანი ინფიცირდება ამ დაავადებით დაინფიცირებული ჰაერის
შესუნთქვის გზით. Q-ცხელება ატიპიური ფილტვების ანთებით წააგავს მიკოპლაზმას,
ლეგიონერების დაავადებას, ქლამიდიურ პნევმონიას და ჰანტა-ვირუსულ ინფექციას. ეს
დაავადება ვითარდება მას მერე რაც ადამიანი ჩაისუნთქვს Coxiella burnetti - ბაქტერიას. ამ
დაავადების სიმპტომებია სიცხე, შემცივნება, ხველება, თავის ტკივილი, სისუსტე, უმადობა,
კოორდინაციის დაკარგვა (ატაქსია) და ზოგიერთ შემთხვევაში დიარეა და ყაბზობა. ბაქტერიის
საინკუბაციო პერიოდია 2-14 დღე და დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ბაქტერია ჩაისუნთქა
ადამიანმა. ფილტვების ანთება ვითარდება პაციენტების 50% , ხოლო მწვავე ჰეპატიტი - 30%-ში.
დაავადების სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებებს წარმოადგენს ტეტრაციკლინი ან
დოქსაციკლინი და აგრეთვე ციპროფლოქსაცინი. პროფილაქტიკისათვის ეფექტურ საშუალებას
წარმადგენს ვაქცინაცია, რომელიც 95% შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას ამ
დაავადებისაგან დაახლოებით 5 წლის განმავლობაში. Coxiella burnetti- ს კვლევები
მიმდინარეობდა დეტრიკში „თეთრხალათიანების“ სახელწოდებით ცნობილ ექსპერიმენტებში
მოხალისეებზე.
ბრუცელოზი - წარმოადგენს ზოონოზურ დაავადებას რომელსაც იწვევს Brucella -ს ბუნებაში
არსებული ექსვსი სახეობიდან ერთ-ერთი. ამ ბაცილის ბუნებრივი მატარებლები არიან
ძირითადად ბალახისმჭამელი ცხოველები: თხა, ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და
ღორები. არსებული ექვსი სახეობიდან ოთხი არის პათოგენური ადამიანებში. ადამიანის
დაინფიცირება ხდება უმი ან კარგად დაუმუშავებელი ხორცის და რძის მიღებით, აგრეთვე
დაინფიცირებული ჰაერის ინჰალაციით. ბრუცელოზით დაინფიცირების დიდი პროცენტი
მოდის ჰაერიდან შესუნთქვის გზით ადამიანის დასაინფიცირებლად საკმარისია 10-100 მდე
ბაქტერიის შესუნთქვა. Brucella საკმაოდ მდგრადია ბუნებრივი პირობების მიმართ და იგი
დიდი ხნის განმავლობაში რჩება საკვებსა და ნოტიო მიწაში. ეს თვისება მათ ხელს უწყობს რომ
იყვნენ ბიოტერორიზმის პოტენციიური აგენტები. დაავდება საკმაოდ ხანგრძლივად
მიმდინარეობს რაც პაციენტს უუნაროს ხდის. გამიზნულად დიდი რაოდენობით ამ
ბაქტერიების შემცველი აეროზოლის გაშვებამ ჰაერში შეიძლება გამოიწვიოს ინკუბაციური
პერიოდის შემცირება და გაზარდოს მისი კლინიკური გამოვლინება. თუმცა სიკვდილიანობის
დონე მკურნალობის არ ასრებობის შემთხვევაში 5% არ აღემატება. ბრუცელოზი გახდა ერთ-
ერთი პირველი ბიოლოგიური იარაღი, რომელიც შექნმეს ამერიკელებმა პაინ-ბლაფის
არსენალში 1954 წელს. საერთოდ ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი 8-14 დღეა თუმცა ეს
შეიძლება უფრო ხანგრძლივიც იყოს. ბრუცელოზი მიმდინარეობს როგორც არასპეციფიური
ცხელება თავის ტკივილით, სისუსტით, კუნთების ტკივილით, შემცივნებით და ხველებით.
სახსრების ტკივილი აღინიშნება შემთხვევების 60%-ში. ანორექსია, ყაბზობა, თავბრუსხვევა და
დიარეა - 70%-ში. გართულებებიდან უნდა აღინიშნოს ოსტეოარტიკულარული ინფექციები
ხერხემალსა და ძვლებში, პერიფერიული ართრიტი, გრანულომატოზური ჰეპატიტი, მენინგიტი,
ენცეფალიტი, პერიფერიული ნეიროპათია, ანემია და ლეიკოპენია. მკურნალობა საკმაოდ
ხანგრძლივია და ამ დროს გამოიყენება დოქსაციკლინი სტრეპტომიცინთან ან რიმფამიცინთან
ერთად. გართულების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია. პროფილაქტიკისათვის
გამოიყენება ცხოველების ვაქცინაცია, ადამიანების ვაქცინაცია არ არის რეკომენდირებული.

ქოთაო და მელიოდოზი - ამ დაავადებების გამომწვევი ბაქტერიებია Burkholderia mallei და


Burkholderia pseudomallei . ორივე წარმოადგენს გრამ-ნეგატიურ ბაქტერიას. ქოთაოს გამომწვევი
Burkholderia mallei აავადებს ცხენებს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ვირებს. ადამიანებში ეს
დაავადება ძალზედ იშვიათად ვლინდება. ეს შესაძლებელია განპირობებული იყოს ამ
ორგანიზმების დაბალი კონცენტრაციით და ადამიანის ორგანიზმის მიმართ მათი ნაკლები
ვირულენტობით. მწვავე ფორმები რომლებიც უმეტესად ვლინდება ხარებში და ვირებში
ლეტალურად მთავრდება 3 ან 4 კვირაში. ქრონიკული ფორმა უფრო ცხენებშია გავრცელებული
რაც ხასიათდება ლიმფოდენოფატიით, მრავალრიცხოვანი წყლულებით კანზე და ლიმფური
კვანძების შესიებით. იშვიათ შემთხვევაში ეს დაავადება ვლინდება ვეტერინარებში ან იმ
ადამიანებში რომელთაც ხშირი კონტაქტი აქვთ ინფიცირებულ ცხოველებთან ან ბაქტერიის
შესუნთქვის ან ჭრილობის დაინფიცირების შედეგად. Burkholderia pseudomallei - მელიოდოზის
გამომწვევი აგენტი ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში.
იგი ენდემური ბაქტერიაა სახმრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში.
ადამიანები ინფიცირდებიან შესუნთქვით ან დაინფიცირებულ კანთან შეხების შემდეგ.
მელიოდოზი არის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი შეძენილი სეფსისის
ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამხედრო
მოსამსახურე პირებს იმ რეგიონში. ამ ბაქტრეიების შემცველი აეროზოლები აგრეთვე დიდ
საშიშროებას წარმოადგენენ ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალისათვის. ორივე ეს ბაქტერია
განიხილება როგორც ბიოლოგიური იარაღის პოტენციური აგენტი. პირველი მსოფლიო ომის
დროს გერმანია გამიზნულად ახდენდა რუსეთის კავალერიის ცხენების ქოთაოს ვირუსით
ინფიცირებას. ზოგიერთ, დაუზუსტებელ მონაცემებზე დაყრდნობით ამან გამოიწვია
ადამიანების დაინფიცირებაც რუსეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელები
აინფიცირებდნენ ცხენებს, მშვიდობიან მოსახლეობას და ტყვეებს Burkholderia pseudomallei -ით
პინ-ფანგის საცდელ ლაბორატორიებში (ჩინეთი). ამერიკა სწავლობდა ორივე ვირუსს როგორც
პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღს 1943-1944 წლებში, მაგრამ ამ ბაქტერიების შემცველი იარაღი
არ შეუქმნია. არსებობს მონაცემები რომ საბჭოთა კავშირშიც მიმდინარეობდა ამ მიმართულებით
კვლევები. ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი 10-14 დღე გრძელდება. მწვავე ფორმის
შემთხვევაში ორივე დაავადება მიმდინარეობს როგორც მწვავე პულმონარული ინფექცია ან
მყისიერი, ფატალური სეფსისური დაავადება. სწორედ ასეთი დაავადების გამოვლინება არის
მოსალოდნელი ამ ბაქტერიების ბიოლოგიური იარაღის ფორმით გამოყენების შემთხვევაში.
ზედა სასუნთქი გზების ინფიცირება და ჯირკვლების გაღიზიანება წარმოადგენს ამ დაავადების
ერთ-ერთ სიმპტომს. სისტემური დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია კანზე ჩირქოვანი
გამონაყარის გაჩენა, რამაც შესაძლებელია მცდარი დიაგნოზირება გამოიწვიოს.

B კატეგორიის ვირუსული აგენტები.

ცხენის ენცეფალიტი - კოღოს საშუალებით გავრცელებადი ალფა ვირუსი იწვევს ვენესუელურ


ცხენის ენცეფალიტს (VEE), დასავლურ ცხენის ენცეფალიტს (WEE) და აღმოსავლურ ცხენის
ენცეფალიტს (EEE). ეს სამივე დაავადება ძალზედ მსგავსია, ახასიათებს ერთნაირი
ეპიდემიოლოგია და ხშირად ძნელი გასარჩევია კლინიკურად. ბუნებრივად ეს ვირუსი თავს
იჩენს სხვადასხვა სახეობის მწერის კბენის შემდეგ, ბუნებრივად წარმოქმნილი ეპიდემიების
დროს ამ დაავადებებს მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებთ ცხენებში, მსხვილფეხა რქოსან
პირუტყვსა და ვირებში, ვირუსი შეიძლება ადამიანებზეც გადავიდეს. ბიოლოგიური იარაღის
გამოყენების შემთხვევაში როდესაც ეს ვირუსი გამიზნულად გავრცელებული იქნება
აეროზოლის საშუალებით ძირითადი სამიზნე ადამინები იქნებიან. ადამიანის
დამაინფიცირებელ დოზას VEE-ს შემთხვევაში წარმოადგენს 10-100 ორგანიზმნი, დაავადების ეს
ფორმა უფრო სუსტია და ენცეფალიტი დაბალი სიხშირით ვითარდება. რაც შეეხება WEE და EEE
ფორმებს ენცეფალიტის განვითარების ალბათობა ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია. ამ ვირუსის
განადგურება შესაძლებელია მაღალი ტემპერატურის პირობებში 80C 0 30 წუთის განმავლობაში.
ადამიანიდან ადამიანის დაინფიცირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

B კატეგორიის ბიოლოგიური ტოქსინები

რიცინის ტოქსინი - წარმოადგენს ცილოვან ციტიტოქსინს რომელიც დიდი რაოდენობით არის


აბუსლათინის შემცველი მცენარეების მარცვლებში. ეს მცენარეები ფართოდ არის
გავრცელებული და ტოქსინის ტრანსპორტირება საკმაოდ ადვილია. ტოქსინი მდგრადია და მას
ახასიათებს მაღალი ტოქსიურობა. ამ ტოქსინის ორგანიზმში მოხვედრის 4-8 საათის შემდეგ
სხეულის ტემპერატურა იმატებს, ვითარდება ქოშინი, ხველა, თავბრუსხვევა და სახსრების
ტკივილი. 18-24 საათის შემდეგ ვითარდება მწვავე რესპირატორული დისტრესია, ხოლო 36-72
საათში ყალიბდება ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა) და ორგანიზმი იღუპება.
რიცინის საშუალო ლეტალური დოზა დაახლოებით 22 მკგ/კგ, დაახლოებით ერთი ასპირინის
აბის 1/228 ნაწილი თუ ადამიანი შეისუნთქავს ან ინექციის გზით მიიღებს ამ დოზას. პირდაპირი
მიღება ნაკლებ ტოქსიურია და მისი ლეტალური დოზა არის 1 მილიგრამი კილოგრამზე.
სამწუხაროდ ამ ტოქსინის საწინააღმდეგო არანაირი სპეციფიური თერაპია არ არსებობს. არც
ვაქცინა და არც პროფილაქტიკური იმუნოთერაპია არ არსებობს ადამიანებისათვის. ცხოველებში
გამოიყენება ვაქცინაცია.

ალფა ტოქსინი - Clostridium perfingers წარმოქმნის 12 ტოქსინს, ამათგან ორი შეიძლება


გამოყენებული იქნას როგორც ბიოლოგიური იარაღი. ალფა ტოქსინი არის ძლიერ ტოქსიური
ფოსფოლიპაზა რომელიც აეროზოლის სახით ლეტალურ ეფექტს იძლევა, მას აგრეთვე შეუძლია
გამოიწვიოს თრომბოციტოპენია და ღვიძლის დაზიანება. რიმფამიცინმა შესაზლებელია
შეასუსტოს ტოქსინის წარმოქმნა, თუმცა არ არსებობს რაიმე სპეციფიური პროფილაქტიკური
საშუალებები ამ ტოქსინების საწინაარმდეგოდ.

ენტეროტოქსინი B – ეს არის ცილოვანი ტოქსინები რომელთა მოლეკულური წონა მერყეობს


23,000 – 29,000 დალტონის ფარგლებში. Staphylococcus aureus - ი წარმოქმნის რამოდენიმე
ეგზოტოქსინს და რადგანაც ისინი გავლენას ახდენენ გასტროენტერო სისტემაზე მათ
ენტეროტოქსინებს უწოდებენ. მათ აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც პიროგენულ ტოქსინებს
რადგან მათი მოქმედება ორგანიზმში ტემპერატურის მნიშვნელოვან მომატებას იწვევს.
Staphylococcus Enterotoxin B - წარმოადგენს პიროგენულ ტოქსინს რაც იწვევს საკვებით
მოწამვლას ისეთი საკვების მიღებით რომელიც კარგად არ არის თერმულად დამუშავებული ან
სათანადოდ შენახული დაბალ ტემპერატურაზე. ამ ტოქსინის შესუნთქვა განსხვავებულ
სიმპტომატიკას ავლენს. მცირე დოზითაც კი <1/100 შესუნთქვა იწვევს გასტროენტეროლოგიური
ტრაქტის მოშლას. დაავადება ვითარდება სწრაფად 1-12 საათში, ავადმყოფს უწევს სიხცე, აქვს
შემცივნება, თავის და სახსრების ტკივილი და მშრალი ხველა. ამ ტოქსინის საწინააღმდეგოდ არ
არის ვაქცინა და არც რაიმე სპეციფიური პროფილაქტიკური ღონისძიებები.

T-2 მიკოტოქსინები

ამ ჯგუფში გაერთიანებულია 40-ზე მეტი ტოქსინი რომელსაც წარმოქმნიან სხვადასხვა


ფილამენტური სოკოები. ისინი ძალზედ მდგარადები არიან გარემო პირობების მიმართ და
წარმოადგენენ ერთადერთ ბიოლოგიურ ტოქსინებს რომლებიც იწვევენ კანის დაზიანებას. ისინი
ინარჩუნებენ ბიოაქტიურობას ავტოკლავში დამუშავების შემდეგაც კი. კანის დაზიანების გარდა
ეს ტოქსნიები აზიანებენ რესპირატორულ ტრაქტს, გასტროინტესტინალურ ტრაქსტს და
თვალებს. მძიმე ინტოქსიკაცია იწვევს შოკს და სიკვდილს. არსებობდა ეჭვი რომ ამ ტოქსინის
გამოყენება სავარაუდოდ განხორციელდა რუსეთის მიერ „ყვითელი წვიმის“ სახელწოდებით
თუმცა საბოლოოდ ეს არ დადასტურდა. მიკოტოქსინების აქტიური კვლევა მიმდინარეობდა
ფორტ დეტრიკში. პროფილაქტიკური საშუალებებიდან ყველაზე ეფექტურია საპნიანი წყლით
დაბანა პირველი 1-6 საათის განმავლობაში. კონტამინირებულ ტანსაცმელთან ან კანთან შეხებამ
შესაძლებელია გამოიწვიოს კანის მეორადი დაინფიცირება. გარემოს დეკონტამნირება ტარდება
1%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიდის და 0.1%- იანი NaOH-ის ნარევით დაბინძურებული
ტერიტორიის 1 საათის განმავლობაში დეზინფიცირებით.

ბიოტერორიზმის C კატეგორიის აგენტები

ამ კატეგორიის აგენტები მოიცავენ ისეთ პათოგენებს რომლებიც შესაძლებელია ხელოვნურად


შეიქმნას მასიური გავრცელებისათვის. მათი მახასითებლები რაც ხელსაყრელია
ბიოტერორისტული თავდასხმის ჩასატარებლად შემდეგია:

1. ხელმისაწვდომობა;
2. მათი წარმოება ადვილია და ადვილად გავრცელებადია;
3. გააჩნიათ დაავადების გამოწვევის მაღალი პოტენციალი და სიკვდილიანობის მაღალი
პროცენტი და მნიშვნელოვნად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ამ კატეგორიაში შედის: ნიპა ვირუსი, ჰანტა ვირუსი, ჰემორაგიული ცხელების ვირუსი,
ენცეფალიტის ვირუსი, ყვითელი ცხელება, წამლის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზი,
შიდსის ვირუსი.

ბიოტერორიზმის აქტების ისტორიული მონაცმები:

 ოქროს ურდოს მეომრები 1346 წელს კაფას ალყის დროს აწარმოებდნენ შავი ჭირით
დაინფიცირებული გვამების კატაპულტირებას გარშემორტყმულ ქალაქში
 ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაინფიცირდა
ყვავილით და წითელათი ესპანელი კონკვისკადორების შეჭრის შემდეგ
 მე-18 საუკუნეში ინგლისელი სამხედროები იყენებდნენ ყვავილით დაინფიცირებულ
თეთრეულს ჩრდილო ამერიკის ინდელებს შორის ამ დაავადების გასავრცელებლად
 თანამედროვე ბიოლოგიური იარაღის განვითარება დაიწყო პირველი მსოფლიო ომის
დასაწყისში. იაპონელებმა ჩინეთის ქალაქებში 1930 და 1940 წლებში გაავრცელეს ჭირის
გადამტანი მწერები. 1940-1942 წლებში იაპონურმა ქვედანაყოფმა ჩინეთის ორ ქალაქში
ქუაქსიანსა და ნიგშინში ჩამოაგდეს 15 მილიონი ჭირით დაინფიცირებული მწერი
რომელმაც 120 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამავე დროს წყლის რეზერვუარები
დაბინძურებული იქნა ჯილეხის, ქოლერის, შიგელას და სალმონელას ბაქტერიებით
 1970 წელს ამერიკის რევოლუციურმა ჯგუფმა სცადა ბიოლოგიური აგენტების მოპოვება
დეტრიკის ლაბორატორიიდან შანტაჟის გზით, ამერიკის რამოდენიმე ქალაქის
პარალიზების მიზნით. ამ ქმედებით მათ უნდოდათ ეჩვენებინათ ფედერალური
მთავრობის უუნარობა
 1972 წელს კოლეჯის სტუდენტების ერთმა ჯგუფმა, ეკოტერორისტის იდეოლოგიის
გავლენით, გადაწყვიტა მთელი მსოფლიოს მოსახლეობაზე განეხორციელებინათ
ბიოტერორისტული აქტი ტიფის, დიფტერიის, დიზინტერიის და მენინგიტის
გავრცელებით. შემდგომ მათ შეამცირეს მოქმედების არეალი ჩიკაგოს ირგვლივ მდებარე
5 ქალაქით. მცდელობა გამოაშკარავებული და აღკვეთილი იქნა
 1978 წელს ბულგარელი დისიდენტი გეორგ მარკოვი მოკლული იქნა რიცინის ტოქსინით,
რომელიც მოთავსებული იყო ქოლგის წვერზე დამაგრებულ კაფსულაში.
 1979 წელს სვერდლოვსკში, ბიოლოგიური იარაღის კვლევის ლაბორატორიიდან
შემთხვევით (სავარაუდოდ) გავრცელდა ჯილეხის ბაქტერის რომელმაც სვერდლოვსკში
დააინფიცირა 77 ადამიანი აქედან 60 გარდაიცვალა
 1980 წელს მარქსისტული იდეოლოგიის რევოლუციურმა დაჯგუფებამ, პარიზში
არალეგალურად კონსპირაციულ სახლში აწარმოა ბოტულინის ტოქსინის კულტივირება
და გეგმავდა გერმანელი ლიდერების მიმართ ამ ბიოიარაღის გამოყენებას. საბოლოოდ ეს
ინფორმაცია არ დადასტურდა
 1984 წელს ინდოელი წარმოშობის რელიგიურმა დაჯგუფებამ - რაჯნეშიმ, მიზნად
დაისახა სალმონელას ბაქტერია შეეტანათ რესტორნების ქსელში ორეგონსა და დალასში.
მათ სურდათ ამომრჩევლის მწყობრიდან გამოსვლა და ადგილობრივი მართველობის
ხელში ჩაგდება. მათ ეს ბიოტერორისტული აქტი განახორციელეს, რის შედეგადაც
დაინფიცირდა 751 მშვიდობიანი მოსახლე ხოლო 45 პაციენტი სალმონელას მწვავე
ფორმით ჰოსპიტალიზირებული იქნა. ეს გამოაშკარავდა მხოლოდ მას შემდეგ რაც
რელიგიური სექტა დაიშალა და თვით ყოფილმა წევრებმა აღიარეს თავიანთი
დანაშაული.
 1991 მინესოტაში მემარჯვენე „პატრიოტების“ ორგანიზაციამ მოიპოვა რიცინის ტოქსინი.
ისინი გეგმავდნენ ამ ტოქსინის შერევას საღებავის გამხსნელში ან ხელის ნელსაცხში ანუ
ტოქსინის შეღწევა ორგანიზმში კანის საშუალებით მოხდებოდა. ეს ბიოტერორისტული
აქტი იგეგმებოდა მინესოტას საგადასახადო სამსახურის და სამართალდამცავი
ორგანოების წინააღმდეგ. დაჯგუფების ეს განძრახვა დროულად აღკვეთა ფედერალური
სამსახურის ბიურომ
 1995 წელს რელიგიური დაჯგუფება „ აუმ შინრიკიო“ (ახალი საუკუნე - ქვეყნიერების
დასასრული) იაპონიაში ცდილობდა დაემკვიდრებინა თეოკრატული სახელმწიფო. ამ
დაჯგუფებამ 10-ჯერ სცადა ჯილეხის, ბოტულინის ტოქსინის და ებოლას ვირუსის
გამოყენება აეროზოლის სახით. ყველა ეს მცდელობა კრახით დამთავრდა, ხოლო
ქიმიური იაღარის გამოყენებას (ზარინის გაზი) იაპონიის რამოდენიმე ქალაქში
მსხვერპლი მოყვა. ნერვული გაზის ზარინის გაშვებამ ტოკიოს მეტროში 12 ადამიანი
იმსხვერპლა, ხოლო 55 დაშავდა.
 1997 წელს ტეხასის შტატში გამიზნულად მოხდა დონატების და მაფინების
დაინფიცირება ლაბორატორიაში კულტივირებული შიგელას ვირუსით. 45
ლაბორატორიის წევრი დიზინტერიით საავადმყოფოში აღმოჩნდა
 1998 წელს მემრჯვენე „პატრიოტთა“ სახელით ლარი ვეინ ჰარისი მრავალჯერადად
იმუქრებოდა ჯილეხის ბიოიარაღის გამოყენებას ლას ვეგასში. იგი დააკავეს მაშინ
როდესაც ღიად საუბრობდა ბიოტერორიზმზე
 2001 წელს დაუდგენელმა პირებმა გაავრცელეს ჯილეხის სპორებით სავსე ქაღალდის
კონვერტები ამერიკის ფოსტის საშუალებით. ამ ტერორისტული აქტის შედეგად
დაიღუპა 5 ადამიანი, 22 დაინფიცირდა, ხოლო ბევრი სახელმწიფო დაწესებულება იყო
კონტამინირებული და გარკვეული დროით მწყობრიდან გამოვიდა.
 2003 რიცინის წერილები. ეს იყო ერთი პიროვნების მიერ ორგანიზებული
ტერორისტული აქტი, რაც გამიზნული იყო პირადი ინტერესების
დაკმაყოფილებისათვის.

You might also like