You are on page 1of 15

რა არის ბიოლოგიური იარაღი?

ბიოლოგიური იარაღი „ბიო-იარაღი“, როგორც მას ხშირად უწოდებენ წარმოადგენს ცოცხალ


ორგანიზმებს ან გამრავლებად არსებებს (მაგ: ვირუსები) რომლებიც რეპროდუცირდებიან ან
რეპლიცირდებიან ცოცხალ ორგანიზმში და იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. ბიოლოგიური
ომი წარმოადგენს ბიოლოგიური ტოქსინების და სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევი
აგენტების მაგ: ბაქტერიების, ვირუსების და სოკოვანი სპორების გამოყენებას ადამიანების,
ცხოველების და მცენარეების დაინფიცირების მიზნით.

სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების მისაღწევად ბიოლოგიური იარაღის გამოყენების


მრავალი გზა არსებობს. ბიოლოგიურ აგენტებს შეიძლება ჰქონდეთ ლეტალური ან
არალეტალური შედეგი და შესაძლებელია გამოყენებული იქნან როგორ ცალკეული ინდივიდის
საწინააღმდეგოდ, ასევე ადამიანების ჯგუფების ან მთელი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ბიოლოგიური იარაღის წარმოება შესაძლებელია მოხდეს ან სახელმწიფოს ან დამოუკიდებელი
ჯგუფების მიერ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში ეს აქტი განიხილება როგორც ბიოტერორიზმი.

ბიოლოგიური იარაღი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თავდასხმის ან თავდაცვის მიზნით,


ასევე იგი შეიძლება მიმართული იყოს როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის ასევე ომში
ჩართული სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ. ბიოლოდიური იარაღი ასევე გამოიყენება
მცენარეეების (მაგ: სასოფლო-სამეურნეო სავარგულები) და ცხოველების (მაგ: საომარ
მოქმედებებში გამოყენებული გამწევი ძალა). ბიოლოგიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება
გამოიწვიოს როგორც მაღალი სიკვდილიანობა მშვიდობიან მოსახლებასა და ჯარში ასევე დიდი
ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს ეკონომიკას.

მიჩნეულია, რომ შეტევის მიზნით ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ნაკლებ ეფექტურია.


რადგან ბიოლოგიური იარაღის კონტროლი ძალზედ ძნელია: კერძოდ, ბიოლოგიურ იარაღს
შეუძლია დააზიანოს თვით მოიერიშე მხარე და ამ შემთხვევაში შესაძლებელია თავდამსხმელი
უფრო დაზიანდეს ვიდრო სამიზნე ობიექტი. ისეთი აგენტის გამოყენება როგორიც არის
„ყვავილის გამომწვევი ვირუსი“ ან სხვა ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებადი ბიოლოგიური
აგენტი აუცილებლად გავრცელდება დიდ ტერიტორიაზე და დიდი ალბათობაა იმისა რომ
მოიერიშეც დაზარალდება. თუმცა არსებობს ისეთი ბიოლოგიური აგენტები რომელთა
გავრცელების არეალი საკმაოდ მწირია და ისინი დიდი სიზუსტით მიზანმიმართულად
შეიძლება იყოს გამოყენებული.
ცოცხალი ორგანიზმების წინააღმდეგ გამოყენებული ბიოლოგიური აგენტები რომ ეფექტური
იყოს უნდა ხასიათდებოდნენ მაღალი ინფიცირების ხარისხით, მაღალი ვირულენტობით, მათ
წინააღმდეგ ვაქცინების არ არსებობით და ეფექტური და მოსახერხებელი გავრცელების
საშუალებებით. ასევე აუცილებელია რომ ბიოლოგიური აგენტი იყოს სტაბილური ანუ
შეინარჩუნოს ვირულენტობა დიდი ხნის განმავლობაში. ბიოლოგიური იარაღი ადვილად
შესაქმნელი უნდა იყოს და გამომყენებელს უნდა გააჩნდეს ამ აგენტით გამოწვეული დაავადების
წინააღმდეგ თავდაცვის პრევენციული საშუალებები. ბიოლოგიური იარაღის შექმნის სირთულე
მდგომარეობს არა ბიოლოგიური აგენტის წარმოებაში (რაც ხშირ შემთხვევაში ძალზედ
მარტივია) არამედ, ბიოლოგიური აგენტის იარაღში ჩანაერგვასა და შემდგომ მის
ტრანსპორტირებაში. მაგალითად Bacillus anthracis - ჯილეხის გამომწვევი ბაქტერია
ეფექტური აგენტია რიგი მახასიათებლების გამო: პირველ რიგში იგი წარმოქმნის მყარ სპორებს
რაც ძალზედ ხელსაყრელია მისი აეროზოლური, დისპერირებადი იარაღის შესაქმნელად. მეორე
- იგი არ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე და იშვიად შემთხვევაში იწვევს მეორად
ინფექციებს. ჯილეხის ფილტვის ფორმა (ჰაერწვეთოვანი გზით შეძენილი) იწყება ჩვეულებრივი
გრიპის სიმპტომებით და 3-7 დღეში რთულდება ჰემორაგიული სისხლდენებით, რაც 90% -ის
შემთხვევაში მკურნალობის არ არსებობისას პაციენტის სიკვდილით სრულდება. მესამე -
არსებობს ვაქცინა ამ დაავადების წინააღმდეგ. ამიტომ ამ აგენტის გამომყენებელი მხარე
დაცული იქნება ამ ინფექციის გავრცელებისაგან.

მცენარეების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო სავარგულების წინააღმდეგ გამოყენებულმა


ბიოლოგიურმა იარაღმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს როგორც ადამიანებს, პირუტყვს ასევე
სახელმწიფო ეკონომიკას. ხშირ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ნათესების
გასანადგურებლად გამოიყენება როგორც ჰერბიციდები, ასევე ქიმიური ნივთიერებები.
ბიოლოგიური იარაღი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მარცვლეულის ასევე სხვა
ფოთლოვანი ნათესების მიმართ.

ცხოველების წინააღმდეგ გამოყენებული ბიოლოგიური იარაღი მიზნად ისახავს ან საბრძოლო


მოქმედებებში გამწევ ძალად გამოყენებული პირუტყვის დაინფიცირებას ან მესაქონლეობაში
საკვებად გამოყენებული ცხოველების დაინფიცირებას. ამ უკნასკნელის შემთხვევაში ინფექცია
შესაძლებელია პირუტყვიდან გავრცელდეს ადამიანებზეც.

შეტევითი ბიოლოგიური ომი მოიცავს ბიოლოგიური იარაღის მასიურ წარმოებას, დაგროვებას


და მის გამოყენებას. ბიოლოგიური იარაღის განვითარება, წარმოება და გამოყენება აკრძალული
იყო 1972 წელს ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის კონვენციის მიერ (ბიტიკ- BTWC). ამ
კონვენციის მიზანს, რომელშიც გაერთიანებულია 180 ქვეყანა, წარმოადგენს ბიოლოგიური
იარაღის გამოყენების აკრძალვას, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მშვიდობიანი
მოსახლეობის დაზიანება და დიდი დარტყმა მიაყენოს ეკონომიურ და სოციალურ
ინფრასტრუქტურას. მრავალი ქვეყანა რომელიც გაერთიანებულია ბიტიკ-ში ამჟამად აწარმოებს
მეცნიერულ კვლევევბს ბი-ის (ბიოლოგიური იარაღი) წინააღმდეგ თავდაცვისათვის, ეს არ არის
აკრძალული ბიტიკ-ის მიერ. ზოგიერთი სახელმწიფოები ან სოციალური ჯგუფები
შესაძლებელია წარმოადგენდნენ რეალურ საშიშროებას ბიოლოგიური იარაღის გამოყენების
თვალსაზრისით. ამ იარაღით მიყენებული ზარალი შეიძლება აღემატებოდეს ბირთვული,
ქიმიური ან კოვენციური იარაღით მიყენებულ ზარალს. ამის გათვალისწინებით ბიოლოგიური
აგენტები შესაძლებელია წარმოადგენდნენ სტრატეგიულ საშუალებას ბიოლოგიური ომის
პრევენციის ან შეჩერებისათვის. ომის შემთხვევაში, ბიოლოგიური იარაღის როგორც ერთ-ერთი
ტაქტიკური იარაღის გამოყენების მნიშვნელოვანი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მისი
ეფექტურობის გამოსავლენად საჭიროა რამოდენიმე დღე, რაც თავის მხრივ აყოვნებს მის
წინააღმდეგ სტრატეგიულ, საპასუხო რეაქციას. ამავდროულად ზოგიერთი ბიოლოგიური
აგენტი (ციმბირის წყლული, ყვავილი და მრავალი სხვა) ვრცელდება ერთი ადამიანიდან
მეორეზე ჰაერწვეთოვანი გზით, რაც რა თქმა უნდა ზრდის იმის რისკს რომ ამ დაავადებით
შესაძლებებლია დაავადდეს როგოც მოწინააღმდეგის ასევე თვით ამ აგენტის გამომყენებლის
მხარეც. მაშინ როდესაც ბიოლოგიური ომი ზოგიერთი ტერორისტული და კრიმინალური
დაჯგუფებებისათვის არ წარმოადგენს ტაბუ დადებულ მოქმედებას, თითქმის მთელი
მსოფლიოს სამხედრო და სამოქალაქო ნაწილისათვის ბიოლოგიური ომი ეს არის
უმნიშვნელოვანესი პრობლემა.

ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ადრეულ ხანებში


ბიოლოგიური ომის ჩანასახოვანი ფორმები წარმოიშვა ჯერ კიდევ ადრეულ ხანებში.
ისტორიული მონაცემების თანახმად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ასირიელები
წამლავდნენ მტრის ჭებს შხამიანი სოკოებით. 184 წელს კართაგენელი ჰანიბალის ბრძანებით
მისი მეომრები თიხის ქოთნებს ავსებდნენ შხამიანი გველებით და ესროდნენ მოწინაღმდეგეების
გემებს. რაც შეეხება შუა საუკუნეების ისტორიულ მონაცემებს მონღოლი, თურქი და სხვა
მეომრები მოწინაღმდეგეების ჭებში ყრიდნენ დაავადებული ცხოველების გვამებს, რათა
მოეწამლათ სასმელი წყალი.

იმისთვის რომ გარკვეულ ქმედებას მიენიჭოს ბიოლოგიური იარაღის გამოყენების სტატუსი


აუცილებელია შეფასებული და გამოკვლეულ იქნას რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.
პირველ რიგში ამ ქმედებას უნდა ქონდეს პოლიტიკური და ისტორიული აზრი, ამავდროულად
მოვლენა გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი დეტალებით რაც საშუალებას მოგვცემს მოხდეს
მისი სამართლებრივი შეფასება. აუცილებელია რომ მოვლენაში აღწერილი ქმედებები
ტექნიკურად შესრულებადი უნდა იყოს ამ ფაქტის მოხდენის დროის სამეცნიერო ცოდნის
თვალსაზრისით. ანგარიშში მოხსენიებული ესა თუ ის ინფექციური დაავადების აფეთქება უნდა
იყოს მოცემული ქმედების შედეგი და არა ამ ინფექციური დაავადების გავრცელება ბუნებრივი
გზით. ისტორიული მტკიცებულებების წყარო კარგად უნდა იყოს დოკუმენტირებული და
არსებობდეს ამ მტკიცებულებების გამამყარებელი საბუთები (მაგ. ისტორიული
პირველწყაროები და თვითმხილვევლების ჩვენებები). ყოველივე ზემოთხსენებული
საკითხების შესწავლის და გათვალისწინების შემდეგ შესაძლებელი ხდება მოვლენის სწორი
შეფასება და მისთვის ბიოლოგიური იარაღის გამოყენების კვალიფიკაციის მიცემა.

ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ წყაროს, რომელიც აღწერს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას,


მიეკუთვნება 1340 და 1346 წლების თუნ ევექუს და კაფას ბრძოლები. მე-14 საუკუნის შუა
ხანებში, როდესაც ინგლისის მეფემ ედვარდ მე-3-ემ მოინდომა საფრანგეთის მეფობა,
საფრანგეთსა და ინგლისს შორის დაიწყო 100 წლიანი ომი. 1337 წელს ედვარდმა იერიში მიიტანა
თუნ-ევექიუს ციხე-სიმაგრეზე, რომელიც მდებარეობდა მდინარე ესკალტზე საფრანგეთის
ჩრდილო დასავლეთით. 100 წლიანი ომის დასაწყისისათვის ეს მდინარე მდებარეობდა
ფლანდრიაში, რომელიც ერთი მხრიდან ესაზღვრებოდა ინგლისს, მეორე მხრიდან კი
საფრანგეთს. ამ იერიშში ჯარს ხელმძღვანელობდა სერ ვალტერ მანი, რომლის ბრძანებითაც
ციხე-სიმაგრე მოექცა ინგლისელების ალყაში. ისტორიული წყაროებიდან ჩანს რომ ამ ალყის
პერიოდში ინგლისელი მეომრები ციხე-სიმაგრეს გამუდმებით ესროდნენ დიდი ზომის ქვებს,
რომ დაენგრიათ კედელი ხოლო შემდგომ კედელში გაჩენილ ხვრელებში ისროდნენ დახოცილი
ცხენების და სხვა ცხოველების გვამებს, რომელთაც უკვე ხრწნა ჰქონდათ დაწყებული.
დაახლოებით ერთ-თვიანი ალყის შემდეგ ციხე-სიმაგრე ჩაბარდა ინგლისელებს. დახოცილი
ცხენებით და სხვა ცხოველებით ციხე-სიმაგრის იერიში შეიძლება ჩაითვალოს ბიოლოგიური
იარაღის გამოყენების მცდელობად, თუმცა ეს აგრეთვე შეიძლება განვიხილოთ როგორც
საბრძოლო იარაღის სიმცირის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული იარაღის გამოყენება. ან კიდევ
შესაძლებელია რომ ხრწნადი ცხოველების გვამების გამოყენება მიზნად ისახავდა
ალყაშემორტყმულ მოსახლეობაში რაიმე ინფექციის გავრცელებას.

მეორე პირველწყაროს, რომელშიც აღწერილია შუა საუკუნეებში ბიოლოგიური იარაღის


გამოყენების მაგალითი წარმოადგენს კაფას ციხე-სიმაგრის ირგვლივ გაჩაღებული ბრძოლა. ამ
ბრძოლის აღწერა ეკუთვნის იტალიელ - გაბრიელ დე მუსის რომელიც ეყრდნობა კაფას
ბრძოლის მონაწილის ჩვენებებს. გაბრიელ დე მუსის აზრით, რომელიც ეყრდნობა ისტორიულ
მონაცემებს, კაფას ბრძოლამ განაპირობა ყირიმიდან ხმელთაშუაზღვის საპორტო ქალაქებში
ჭირის ინფენქციის გავრცელება.

კაფა (ეხლანდელი ფეოდოსია) წარმოადგენდა იტალიელების საპორტო ქალაქს ყირიმის


სანაპიროზე, რომელიც დაარსებული იყო 1266 წელს. იგი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო
ცენტრს რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ხმელთაშუაზღვის სანაპიროს მოვაჭრეებს
შორეული აღმოსავლეთის სავაჭრო ქარავნებთან, აგრეთვე კაფას საშუალებით მყარდებოდა
კავშირი მდინარე ვოლგასთან და დონთან. მე-14 საუკუნის შუა ხანებში იგი წარმოადგენდა დიდ,
კოსმოპოლიტურ ქალაქს, 50 000 -ზე მეტი მაცხოვრებლით. იგი 1308 წელს დანგრეულ იქნა
მონღოლთა ოქროს ურდოს შეტევის შედეგად. ხოლო 6 წლის შემდეგ კაფა აღადგინეს და მას
გალავნად შემოერტყა ორმაგი კედელი. 1343 წელს უთანხმოებები წარმოიშვა ვენეციელთა
სავაჭრო ქალაქ თანაში (ეხლანდელი აზოვი), რამაც გამოიწვია იტალიელი ვაჭრების გადადინება
პორტ კაფაში, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ მოექცა ალყაში, კვლავ ოქროს ურდოს ხანის
ჯანიბეგის მეთაურობით. ალყა მოიხსნა 1344 წელს მხოლოდ ერთი წლით და კვლავ განახლდა
1345 წელს და გაგრძელდა მანამ სანამ ოქროს ურდოში არ იფეთქა შავმა ჭირმა.

ჭირის აფეთქება ყირიმის სანაპიროზე გაურკვეველია. ეს დაავადება გავრცელებულია


მღრღნელებში და წარმოადგენს ენდემურ დაავადებას ევრაზიული სტეპების თახვებში და
ციყვებში. ადამიანებში ამ დაავადების გავრცელება უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია ველური
ცხოველებიდან საყოფაცხოვრებო ცხოველებზე (რუხი ვირთხები) ტრანსმისიით და შემდგომ ამ
დაავადების გადატანით ადამიანებზე ტკიპების საშუალებით. სავარაუდოდ მე-14 საუკუნეში
ჭირის ეპიდემიამ იფეთქა აზიაში, კერძოდ მონღოლეთში და შემოტანილ იქნა ყირიმში მონღოლ
მებრძოლთა მიერ. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრება, რის მიხედვითაც ჭირი გავრცელდა 1346
წლის გაზაფხულზე მღრნელების პოპულაციებში შავი ზღვის სანაპიროზე საიდანაც იგი
გავრცელდა ყირიმში. მიუხედავად ამ დავადების წარმოშობისა მან დამანგრეველი გავლენა
მოახდინა კაფაზე. რაგდან ჭირი მძვინვარებდა მონღოლ მეომრებს შორის რომლებმაც ალყა
შემოარტყეს პორტ კაფას, მსხვერპლის და დაინფიცირებულთა რაოდენობა დღითი-დღე
იზრდებოდა რის გამოც მათ შეასუსტეს ქალაქზე იერიშის მიტანა. მონღოლ მხედართმთავართა
ბრძანებით მეომრებმა დაიწყეს ინფიცირებული გვამების კატაპულტირება პორტ კაფაში რამაც
გამოიწვია ჭირის ეპიდემიის გავრცელება ამ ქალაქში. სასოწარკვეთილი კაფას მცხოვრებნი
ცდილობდნენ მონღოლი მეომრების გვამების დასაფლავებას, ხოლო ნაწილს კი ზღვაში
ყრიდნენ, რამაც შესაბამისად გამოიწვია წყლის დაბინძურება, ამან კი უფრო მეტად შეუწყო ხელი
დაავადების გავრცელებას და მოსახლების დაღუპვას კაფაში. მონღოლებმა ალყა მოხსნეს 1346
წელს, მაგრამ კაფაში მძვინვარებდა შავი ჭირი, რომელიც შემდგომ გავრცელდა
კონსტანტინოპოლში 1347 წლის გაზაფხულზე, მესინაში 1347 წლის ოქტომბერში, გენუაში,
ვენეციასა და მარსელში 1348 წლის იანვარში.

მაშინ როდესაც ჭირის გავრცელება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ევროპაში


დაკავშირებულია კაფადან გამოქცეულ მოსახლეობასთან, თვით ამ ქალაქში ჭირის გავრცელება
არის თუ არა ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგი არ არის ბოლომდე გარკვეული.
რადგანაც დე მუსი რომლის წყაროებსაც ჩვენ ვეყრდნობით თვით არ იყო ამ ბრძოლების
მონაწილე და იგი ეყრდნობოდა მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციას, რამდენად უტყუარია ეს
ინფორმაცია ბოლომდე გაურკვეველი რჩება. თუმცა ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ რომ
დე მუსი აღწერდა ამ მოვლენებს არა ერთი თვითმხილველის მონათხრობზე დაყრდნობით.
არაბული ისტორიული წყაროები იუწყებიან რომ კაფას ბრძოლებში ჭირის ეპიდემიით 85 000
მებრძოლი დაიღუპა. ამის გათვალისწინებით სავსებით დასაშვებია რომ მონღოლთა ურდოებმა
გამოიყენეს ინფიცირებული გვამები კაფას მოსახლებაში ამ დაავადების გასავრცელებლად და
მათი ძალების შესასუსტებლად, როდესაც ისინი ახდენდნენ გვამების კატაპულტირებას. კაფას
მცხოვრებლები ცდილობდნენ ეპიდემიის თავიდან აცილებას, რის გამოც ისინი მარხავდნენ
გვამებს. დაავადება ადვილად გადადის ინფიცირებულ ქსოვილის შეხებით. გარდა ამისა
ინფექციის გადამტანებს წარმოადგენდნენ მღრნელები რომლებიც ადვილად აღწევდნენ ალყის
ერთი მხარიდან მეორეში. ამრიგად დე მუსის მიერ აღწერილი ფაქტები ბიოლოგიური იარაღის
გამოყენების შესახებ სარწმუნოა.

ბიოლოგიური იარაღის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი აღწერილია მე-17 საუკუნის


ისტორიკოსის ანტუან ვარილასის მიერ, სადაც მოცემულია ჩეხი ერეტიკოსის ჯონ ჰასის და
რელიგიური ომის ისტორია რომელსაც ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპაში. ვარილასმა ეს
პროცესები აღწერა 250 წლის შემდეგ და ეყრდნობოდა იმდროინდელ წყაროებს რომლის
ავტორებიც არ არის დეტალურად აღწერილი, ამიტომ ამ ფაქტების სარწმუნობა ეჭვქვეშ დგება,
თუმცა მაინც დიდ ინტერესს წარმოადგენს ისტორიული და მეცნიერული თვალსაზრისით. ჰასი
იყო პოპულარული, ჩეხი რელიგიის რეფორმატორი, რომელიც ამტკიცებდა რომ ღმერთისკენ
გზა გადის რწმენაზე და არა ეკლესიაზე. იგი დაწვეს 1415 წელს მას მერე რაც იგი საეკლესიო
საბჭომ აღიარა ერეტიკოსად. ჯონ ჰასმა მოახერხა ჩეხი ხალხის გაერთიანება და მათ
გამოუცხადეს დაუმორჩილებლობა იმ დროინდელ სამღვდელოებას. ანუ ჩეხეთის ეკლესია
ითხოვდა დამოუკიდებლობას. ამ პერიოდში ჩეხეთის დიდგვაროვნებმა უნდობლობა
გამოუცხადეს უნგრეთის მეფეს სიგიზმუნდს და 1421 წელს სთხოვეს ალექსანდრე ვიტოლდს
ლიტველ დიდგვაროვანს გამხდარიყო ჩეხეთის მეფე. ალექსანდრე ვიტოლდისათვის ეს
შეთავაზება არ იყო ადვილი მისაღები, რადგანაც მას ჰქონდა წაყენებული პირობა ჩეხი
დიდგვაროვნების მიერ, რომ გამეფების შემთხვევაში მას უნდა ეღიარებინა ჩეხეთის
რელიგიური დამოუკიდებლობა, რაც რა თქმა უნდა განარისხებდა რომის პაპს და რომის
იმპერიას. მან ნდობით აღჭურვილ პირად ჩეხეთში გააგზავნა ბოჰემიის პრინცი კორიბუტი,
რომელიც გამორჩეული მეომარი და კარგი დიპლომატი იყო. კორიბუტმა საჯაროდ გამოუცხადა
მხარდაჭერა ჩეხეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას, რითითაც მოიპოვა ჩეხი დიდგვაროვნების
ნდობა. 1422 წელს კორიბუტის მხედართმთავრობით ჩეხეთის ჯარმა ალყა შემოარტყა
კარლშტეინს - ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კათოლიკურ ციხესიმაგრეს პრაგის მახლობლად.
კორიბუტს მრავალრიცხოვანი და ძლიერი არმია ჰყავდა თუმცა მან ვერ მოახერხა კარლშტეინის
აღება. ვარილასის მიერ აღწერილ ისტორიულ დოკუმენტში ნახსენებია, რომ კორიბუტის
ბრძანებით, ალყაშემორტყმული ქალაქის დასასუსტებლად, ხდებოდა მეომრების გვამების და
ნარჩენების კატაპულტირება სპეციალური სატყორცნი მანქანების საშუალებით. რას
გულისხმობდა ისტორიკოსი „ნარჩენების“ ხსენებისას გაურკვეველია. შესაძლებელია ეს იყო
ფეკალური მასები ან უბრალოდ საყოფაცხოვრებო ნაგავი. ფაქტი კი ის იყო რომ კარლშტაინის
მოსახლეობასა და დამცველებს შორის იფეთქა გაურკვეველმა ინფექციამ. რომლის აღმოფხვრა
შესაძლებელი გახდა მხოლოდ გამოცდილი, მდიდარი ბოჰემიელი აფთიაქარის ძალისხმევით.
არ არის გამორიცხული რომ „ნარჩენები“ წარმოადგენდნენ ბიოლოგიურ იარაღს ამ ბრძოლაში,
მართალია ამჯერად ბიოლოგიური იარაღი არ იყო ისეთი დამანგრეველი როგორც კაფას
ბრძოლის დროს , რომელმაც გამოიწვია შავი ჭირის გავრცელება ყირიმში, მაგრამ იგი შეიძლება
ჩაითვალოს როგორც ერთ-ერთი მაგალითი ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისა. თუმცა მისმა
გამოყენებამ კორიბუტს გამარჯვება ვერ მოუტანა და ხუთი თვის ალყის შემდეგ კორიბუტი
იძულებული გახდა უკან დაეხია.

ბიოლოგიური ომი ინდიელების წინააღმდეგ

ახალი ქვეყნის კოლონიზაციამ ევროპელების მიერ, რომელიც დაიწყო მე-15 საუკუნეში


გამოიწვია დამანგრეველი კულტურული, სოციალური და ეკოლოგიური ცვლილებები
ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ევროპელთა კოლონიზატორულმა მანევრებმა ფაქტიურად
გამოიწვია ადგილობრივი ინდიელების დემოგრაფიული კოლაფსი. ევროპული დაავადებები
ისეთი როგორიცაა ყვავილი, წითელა და გრიპი გაჩნდა ინდიელ დასახლებებში ევროპელ
კოლონიზატორთა ჩამოსვლის შემდეგ. ხოლო ისეთი დაავადებები როგორიცაა მალარია და
ყვითელი ციებ-ცხელება შემოტანილ იქნა ახალ ქვეყანაში აფრიკელი მონების მიერ. ეს
ეპიდემიები გამოირჩეოდა უჩვეულო ვირულენტობით, რადგანაც ინდიელებში არ არსებობდა
სელექციური გენეტიკური კოდი რეზისტენტული ამ დაავადებების მიმართ. გარდა ამისა
ინდიელები გამოირჩეოდნენ ძალზედ მწირი გენეტიკური მრავალფეროვნებით. სხვა ენდემური
დაავადება მაგ: ტუბერკულოზი უფრო ვირულენტული გახდა სოციალური ქაოსის და
დემოგრაფიული კოლაფსის გამო. გარდა ამისა ევროპელების მიერ შემოტანილი იყო
ტუბერკულოზის ახალი უფრო ვირულენტული შტამები მაგ: Micobacterium tuberculosis. იმ
მრავალრიცხოვან დაავადებებეს შორის, რომლებიც შემოიტანეს ევროპელებმა ახალ ქვეყანაში,
ყველაზე უფრო ვირულენტული და დიდი ზიანის მომტანი იყო ყვავილი. ეს არის ეპიდემიური
დაავადება, რომელიც ამჟამად შეჩერებულია ვაქცინაციის (აცრების) საშუალებით. ევროპელ
მოსახლეობაში ამ დაავადებამ დაახლოებით 30-40 % ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება
ინდიელების პოპულაციას 90% -ზე მეტი ლეტალური შედეგით ხასიათდება. მაშინ როდესაც
ყვავილის ეპიდემია მე-19 საუკუნეში შედარებით შესუსტდა ევროპელებში, მისი გავრცელების
ხარისხი ინდიელებში საკმაოდ მაღალი რჩებოდა. ეს განპირობებული იყო შიმშილით და
შესაბამისი სამკურნალო საშუალებების ნაკლებობით ინდიელ ტომებში. მაგალითად ვილიამ
ბრედფორდი აღწერს 1633 შემთხვევას მასაჩუსეტის შტატში ინდიელთა კოლონიებში.
ფატალური შედეგების რაოდენობას ზრდიდა ის ფაქტი, რომ ყვავილით დაავადებულთა შორის
მაღალი იყო თვითმკვლელობის ფაქტები. აგრეთვე ცნობილია ისეთი ფაქტები როდესაც ოჯახის
თავკაცები სიცოცხლეს ასალმებდნენ თავიანთ ცოლებს და შვილებს ამ დაავადების თავიდან
აცილების მიზნით. ყველა ინფექციური დაავადების გავრცელება ახალ ქვეყანაში იყო
ერთმხრივი ანუ ევროპელებიდან ინდიელებზე, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ მე-16
საუკუნეში ევროპაში გავრცელებული ვირულენტული სიფილისი შემოტანილი იყო ახალი
ქვეყნის კოლონიზატორების მიერ.

იმის მტკიცება, რომ ყვავილი გამიზნულად იქნა შეტანილი და გავრცელებული ინდიელთა


შორის ევროპელ კოლონიზატორთა მიერ ცოტა ძნელია, თუმცა არსებობს ამის
დამადასტურებელი ფაქტებიც. მაგალითად 1812 წელს ევროპელ კოლონიზატორებს
წინააღმდეგობა გაუწიეს კოლუმბიის მდინარის სათავეებთან მცხოვრებმა ინდიელებმა.
არსებობს ჩანაწერები სადაც აღწერილია კოლონიზატორების შეხვედრა ინდიელი ტომების
ბელადებთან. ამ შეხვედრაზე გენერალმა მაკდაუგალმა თავი წარუდგინა ინდიელ ბელადებს
როგორც ყვავილის ბრძანებელი, აჩვენა მათ ბოთლი და უთხრა რომ იქ მას დამწყვდეული ყავდა
ამ საშინელი დაავადების გამავრცელებელი საშუალება და აღუთქვა ბელადებს რომ ის არ
გამოიყენებდა მათ წინაარმდეგ ამ იარაღს იმ შემთხვევაში თუ ინდიელები თავისი ნებით
დათმომდნენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს. რა თქმა უნდა ასეთმა ფაქტებმა შექმნეს
ილუზია რომ ეს საშინელი დაავადება გამიზნულად იყო შემოტანილი ევროპელების მიერ.

გარდა ამისა არსებობს ჩანაწერები, ახალი ქვეყნის კოლონიზატორთა არქივებიდან, სადაც


მითითებულია რომ ინდიელებთან მოლაპარაკებაზე მისულ სამხედრო პირებს თან ჰქონდათ
სამხედრო ჰოსპიტალიდან წამოღებული ლოგინის საცვალი, რომელსაც ისინი ინდიელებს
საჩუქრად გადასცემდნენ. ეს „საჩუქარი“ წარმოადგენდა ყვავილით დაინფიცირებული
მეომრების ლოგინის საცვალს, რომელსაც ინდიელები ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ
იღებდნენ და რაც წარმოადგენდა ინდიელბს შორის ყვავილის გავრცელების ერთ-ერთ
საშუალებას.

არსებობს აგრეთვე ზოგიერთი ისტორიული ფაქტი რის მიხედვითაც ახალი ქვეყნის ინდიელები
იყენებდნენ, მართალია ძალზედ იშვიათად, ბიოლოგიურ იარაღს თეთრკანიანი
კოლონიზატორების წინააღმდეგ. 1710 წლის სექტემბერში, დედოფალ ანას მართველობის
პერიოდში, ინგლისელებმა ნიუ-იორკის შტატში გააგზავნეს 2500 კაცისაგან შემდგარი ჯგუფი,
რომელთაც ტბებ საკრამენტთან და ჩამპლეინთან უნდა განელაგებინათ კოლონიზატორული
დასახლებები. მათ თან ახლდათ ინდიელთა ტომები-იროკეზები. თუმცა ცოტა ხანში იროკეზებმა
გადაწყვიტეს რომ მათი ინგლისელი მოკავშირეები ძალზედ მომძლავრდნენ და გადაწყვიტეს
მათზე ფარული თავდასხმის განხორციელება. ისტორიული წყაროები გვამცნობენ რომ
იროკეზების ოთხმა ტომმა თანადგომა აღუთქვა ინგლისელ კოლონიზატორებს,თუმცა
სინამდვილეში მათ სხვა განზრახვა ჰქონდათ. კერძოდ ინგლისელებს უნდოდათ ინდიელების
დახმარებით განედევნათ ფრანგი კოლონიზატორები კანადიდან. მაგრამ ინდიელები კარგად
ხვდებოდნენ იმას რომ მას მერე რაც ინგლისელები ადგილობრივების დახმარებით ბრძოლებს
მოუგებდნენ ფრანგებს მათ უკვე აღარც ინდიელების ყოფნა მოუნდებოდათ ამ ტერიტორიებზე.
ამიტომ ინდიელებს ჩაფიქრებული ჰქონდათ მონრეალის განთავისუფლება ფრანგებისაგან,
ინგლისელების დახმარების გარეშე. ინდიელების და ინგლისელების ჯარები განლაგებული იყო
მდინარის სანაპიროებთან. იროკეზები მთელ დროს ნადირობაში ატარებდნენ, ხოლო
დახოცილი ცხოველების ტყავებს კი ყრიდნენ მდინარეში იმ ადგილებთან ახლოს სადაც
ინგლისელები იყვნენ დაბანაკებული. რა თქმა უნდა ამან გამოიწვია სასმელი წყლის
დაბინძურება. ინგლისელებისათვის არ იყო ცნობილი ინდიელთა ეს მზაკვრული ქმედებები,
ამიტომ ისინი აგრძელებდნენ მდინარიდან სასმელი წყლის მოპოვებას, რამაც სერიოზული
შედეგები გამოიღო. კერძოდ ინგლისელებს შორის გავრცელდა ინფექცია რამაც გამოიწვია
მაღალი სიკვდილიანობა ჯარისკაცებს შორის. დაუძლურებულმა და რაოდენობით
შემცირებულმა ინგლისელებმა ხელი აიღეს თავიანთ განზრახვაზე და მიატოვეს საბრძოლო
პოზიციები. რა თქმა უნდა იმის მტკიცება რომ ასეთი დიდი დანაკარგი ინგლისელებმა
განიცადეს იროკეზების მიერ განხორციელებული ქმედებით ცოტა ძნელია, თუმცა უნდა
აღინიშნოს რომ სასმელი წყლის დაბინძურებას, გახრწნილი ცხოველური ტყავებით,
შესაძლებელია გამოეწვია მძიმე კუჭ-ნაწლავური ინფექციები, რაც თავის მხრივ
მრავალრიცხოვან ლეთალურ შედეგში შეიძლება ასახულიყო. უნდა აღინიშნოს რომ ეს არის
ბიოლოგიური იარაღის გამოყენების პირველი მაგალითი ახალ ქვეყანაში.

უფრო მოგვიანებით, 1870 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე კანადაში მდინარე სასკაჩევანის


სანაპიროებთან იფეთქა ყვავილის ეპიდემიამ. ფორტ პიტთან განლაგებული კოლონიზატორების
გარნიზონში მრავალი ჯარისკაცი დაავადდა ამ სენით. ოფიცრების ბრძანებით ცხედრებს
დაუმარხავს ტოვებდნენ ფორტის მისადგომებთან, რამაც გამოიწვია ყვავილის ეპიდემიის
გავრცელება ინდიელებს შორის. იყო ეს გამიზნული ბიოლოგიური იარაღის გამოყენება
კოლონიზატორების მხრიდან, თუ ისინი ცდილობდნენ თავი დაეზღვიათ და ხელი შეეშალათ ამ
დაავადების გავრცელებისათვის ჯარისკაცებს შორის გაურკვეველია, თუმცა ამ ქმედების
შედეგად ეპიდემიამ იმსხვერპლა ათასობით ინდიელის სიცოცხლე.

ბიოლოგიური ომი ამერიკის რევოლუციის დროს

ცნობილი ინგლისელი მეცნიერი ელიზაბეტ ფენნი, თავის ნარკვევებში აღწერს მრავალ ფაქტს,
თუ როგორ ცდილობდნენ ინგლისელი კოლონიზატორები ყვავილის ინფექციის გავრცელებას
კონტინენტალურ არმიაში. ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილია თუ როგორ ხდებოდა
გამიზნულად ყვავილით დაინფიცირება, კერძოდ ყვავილის დროს წარმოქმნილი წყლულის
საშუალებით. თუმცა უმეტეს შემთხვევებში ყვავილის ამ გზით გავრცელებას ნაკლები ზიანი
მოჰქონდა რადგანაც ამ დროს გამომუშავდებოდა იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ. მაგრამ
ამავდროულად ხდებოდა ინფიცირებულებიდან ჯამრთელ ადამიანებზე ინფექციის გადაცემა
და ხშირ შემთხვევაში ადგილი ქონდა ყვავილის ეპიდემიის აფეთქებას.

1775 წელს კონტინენტალურმა არმიამ ალყა შემოარტყა ინგლისელების ჯარებს ბოსტონში.


კონტინენტალური არმია წარმოიქმნა ამერიკაში რევოლუციური ომის დროს და მასში
გაერთიანებული იყო 13 კოლონია, რომელიც იბრძოდა ინგლისელების წინააღმდეგ. კერძოდ
მათ უნდოდათ დიდი ბრიტანეთისაგან გამონთავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება და
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამ 13 კოლონიაში
გაერთანებული იყო შემდეგი შტატები: დელავერი, მასაჩუსეტსი, პენსილვანია, ნიუ-ჯერსი,
ჯორჯია, კონეკტიკუტი, მერილენდი, სამხრეთ კაროლინა, ნიუ ჰემფშირი, ვირჯინია, ნიუ-
იორკი, ჩრდილოეთ კაროლინა, როდაილენდი და პროვიდენსის პლანტაციები.
კონტინენტალურ არმიას ხელმძღვანელობდა ჯორჯ ვაშინგტონი. ამ დროს ინგლისელების
ჯარში, ჯარისკაცებს შორის ადგილი ჰქონდა ყვავილის რამოდენიმე შემთხვევას და
ხელმძღვანელობამ დაიწყო ჯარისკაცების ინტენსიური აცრები. ამას ჰქონდა პროფილაქტიკური
ხასიათი, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის აცრა ატარებდა მზაკვრულ მიზნებს. რადგანაც
მოსახლეობა გარბოდა ალყაში მოქცეული ქალაქიდან და ის ვისაც ვაქცინაცია არ ჰქონდა
ჩატარებული წარმოადგენდა პოტენციურ საშიშროებას ამ დაავადების გავრცელებისათვის.
ამიტომ კონტინენტალური არმიის მიერ გაიცა ბრძანება ბოსტონიდან წამოსული მოსახლეობა
ყოფილიყო გარკვეული დროის განმავლობაში კარანტინში, რამაც ხელი შეუშალა ყვავილის
გავრცელებას კონტინენტალურ ჯარში. 1776 წელს ინგლისელებმა დატოვეს ბოსტონი და ეს
ქალაქი დაიკავა კონტინენტალურმა არმიამ. ამ დროისათვის ჯარში ადგილი ჰქონდა ყვავილის
ინფექციის რამოდენიმე შემთხვევას და არმიის მხედარმთავრის გენერალ არტემას ხარდის
ბრძანებით დაიწყო კონტინენტალური არმიის ჯარისკაცების ყვავილის წინააღმდეგ აცრა.

არსებობს აგრეთვე მონაცემები რომ ქალაქ კვებეკის ალყის დროს, ინგლისელები ატარებდნენ
მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით ვაქცინაციას და შემდეგ უშვებდნენ მათ რომ კონტაქტი
დაემყარებინათ კონტინენტალური არმიის ჯარისკაცებთან. ყვავილის ეპიდემიამ იფეთქა
ჯარისკაცებს შორის და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ კონტინენტალურმა
არმიამ ვერ მოახერხა ქალაქ კვებეკის დაკავება.

ყვავილის ხელოვნურად გავრცელების მცდელობას ინგლისელების მხრიდან აგრეთვე ადგილი


ჰქონდა სამხრეთშიდაც, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ მონები, რომლებიც მონობიდან თავის
დაღწევის მიზნით გადადიოდნენ ინგლისელების მხარეს. ინგლისელები კი თავის მხრივ
ყვავილით დასნეულებულ აფრო-ამერიკელ მონებს აგზავნიდნენ უკან ამერიკელების
პლანტაციებში რათა მათ გაევრცელებინათ ყვავილი ამერიკელებს შორის. ყველა ეს ფაქტი და
აგრეთვე ფორტ პიტის მაგალითი მოწმობს იმაზე რომ ინგლისელები ყვავილს იყენებდნენ
როგორც ბიოლოგიურ იარაღს მტრის წინააღმდეგ.

ყველა ზემოთ მოხსენიებული ფაქტი ერთის მხრივ წარმოადგენს ბიოლოგიური იარაღის


გამოყენების მცდელობას, თუმცა ყველა ამ ფაქტს ჭირდება მეცნიერული ახსნა და დასაბუთება.
ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევები სხვადასხა საომარი მოქმედებების დროს არ
იყო ხშირი. გარდა ამისა ზოგიერთი ისტორიული ჩანაწერი ეყრდნობა ისეთ ფაქტებს რომელთა
მართებულობაში შესაძლებელია ეჭვის შეტანა. თუმცა იმის აღიარება რომ პირველი
ბიოლოგიური იარაღის გამიზნულ გამოყენებას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში
სავსებით შესაძლებელია.

არცერთ ისტორიულ წყაროში სადაც არის აღწერილი ბიოლოგიური იარაღის გამოყენება არ არის
ოდნავი მინიშნება იმისა რომ, ამ იარაღის გამომყენებლებს ჰქონდათ რაიმე ინფორმაცია
ადრეულ მცდელობებზე ბიოლოგიური იარაღის გამოყენების. ყველა ფაქტი: მკვდარი
ცხოველების გახრწნილი სხეულების გამოყენება ტუნ ევეკუს ფორტში, შავი ჭირით
დასნეულებული გვამების გამოყენება კაფაში და რევალში, და ცხედრების გამოყენება
კარლშტაინში განპირობებული იყო ადგილობრივი მდგომარეობით და თითოეულ შემთხვევა
იყო ინდივიდუალური საბრძოლო საშუალებების გამოყენება. მონაცემების თანახმად
ბიოლოგიური შეტევა ადგილობრივ ამერიკელ ინდიელებზე განხორციელდა მხოლოდ ერთხელ,
თუმცა აგრეთვე უნდა აღინიშნოს იმ დროინდელი ისტორიული ფაქტების დოკუმენტირების
სიმწირე. ამრიგად შეიძლება დავასკვნათ რომ ბიოლოგიური ომი ევროპელ მეომართა და
ინდიელთა მიერ ჩაღდებოდა სპონტანურად უმეტეს შემთხვევაში ამას დიდი მსხვერპლი არ
მოყვებოდა, თუმცა იყო შემთხვევები როდესაც ასეთი შეტევა ფართოდ გავრცელებულ
ეპიდემიაში გადაიზარდა.

ყოველი მცდელობა ინფექციური დაავადების გავრცელების ინდიელთა შორის შეიცავდა რისკის


ფაქტორს თვით გამავრცელებლებს შორის. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც რომ ასეთმა
ბიოლოგიურმა აგრესიამ დამანგრეველი შედეგი მოუტანა როგორც ინდიელთა პოპულაციას
ასევე გარემოს. ევროპელების ბიოლოგიური შეტევები როგორც ავღნიშნეთ ხორციელდებოდა
არა მხოლოდ ინდიელების წინააღმდეგ არამედ კონტინენტალური არმიის წინააღმდეგაც,
რომლის შემადგენლობაში იყვნენ ამერიკელები და ევროპელები. რა თქმა უნდა ყვავილის
ინფექციის გავრცელება ინგლისელების მხრიდან ეს იყო გამიზნული სამხედრო მანევრი მტრის
შესასუსტებლად. რა თქმა უნდა ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შუა საუკუნეებში და
ამერიკის კოლონიზატორული ომის დროს მიმდინარეობდა ყოველგვარი ეთიკური ნორმების
დარღვევით, იგი არ იკრძალებოდა იმ დროინდელი მმართველობით.

მე-20 საუკუნის ეთიკური და საკანონდებლო ნორმები განსხვავებულია ზემოთაღწერილი


ნორმებისაგან. 1925 წელს ჟენევის პროტოკოლით აიკრძალა ბიოლოგიური იარაღის გამოყენება
რასაც მხარს უჭერს მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა. ჟენევის პროტოკოლი ეხება როგორც საომარ
მოქმედებებს სხადასხვა ქვეყნებს შორის, ასევე სახელმწიფოთა შიგნით გაჩაღებულ სამოქალაქო
კონფლიქტებსაც. დღესდღეობით სამოქალაქო თავდაცვა ანუ მოსახლეობის დაცვა არის
მთავრობის მოვალეობა, თუმცა ეს მოვალეობები ზოგიერთ ქვეყნებში ამჟამადაც ირღვევა.
ინგლისელების მიერ გამიზნულად ყვავილის გავრცელება კონტინენტალურ არმიაში
ამერიკული რევოლუციის დროს რომ მომხდარიყო მე-20 საუკუნეში განხილული იქნებოდა
როგორც ჟენევის პროტოკოლის დარღვევა. ხოლო მე-18 მე-19 საუკუნეებში ადგილობრივი
ამერიკელი ინდიელების წინააღმდეგ ბიოლოგიური შეტევები შესაძლებელია განვიხილოთ
როგორც ამ უკანასკნელთა გენოციდი და რა თქმა უნდა ესეც წარმოადგენს ჟენევის შეთანხმების
დარღვევას. მიკრობიოლოგიის დარგში მომხდარმა რევოლუციამ ძირფესვიანად შეცვალა
საზოგადოების თვითშეგნება, ინფექციური დაავადებების გავრცელების ჯაჭვური რეაქციის
ბუნების შესახებ. 1880-1900 წლებში დამტკიცებული იქნა ინფექციური დაავადებების
მიკრობული ეთიოლოგია. გაანალიზებული და შესწავლილი იქნა ინფექციური დაავადების
გამომწვევი ბაქტერიების და ვირუსების გავრცელების მექანიზმები. ამან თავის მხრივ დახვეწა
და გააუმჯობესა ბიოლოგიური იარაღის წარმოების ტექნოლოგია.

1890-იან წლებში გერმანელი მეცნიერის მესნერის და ამერიკელი ლუის ლაგარდის


გამოკველევებმა დაადასტურა, რომ ტყვიის ზედაპირზე განლაგებული ბაქტერიები (როგორც
ვეგეტატიური უჯრედები ასევე სპორები) უძლებენ მაღალ ტემპერატურას, წნევას და ჰაერის
წინაღობას ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შემთხვევაში. ექპერიმენტებმა, რომელშიც
გამოიყენებოდა სტერილური სამიზნე და დაინფიცირებული ტყვიები, აჩვენა როგორც სამიზნის
დაინფიცირება აგრეთვე ტყვიის ტრაექტორიის დაინფიცირება იმ ბაქტერიოლოგიური აგენტით
რომლითაც დაფარული იყო ტყვიები. ცხოველებზე ჩატარებულმა იგივე ტიპის ექსპერიმენტებმა
დაადასტურა ცხოველების ინფიცირება იმ პათოგენური რეაგენტებით (ციმბირის წყლულის
სპორები და ვეგეტატიური უჯრედები), რომლითაც დაინფიცირებული იყო ტყვიები. მართალია
ეს ექსპერიმენტები უმეტესად მოტივირებული იყო იმ მიზნით რომ გამოევლინათ ტყვიით
მიყენებული ჭრილობის დაინფიცირების დონე, ინფექციის მკურნალობის ოპტიმალური გზების
საპოვნელად, ეჭვი იმისა რომ ეს შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო მზაკვრული
მიზნითაც უსაფუძვლო არ იყო. სხვა ექსპერიმენტებმა აგრეთვე აჩვენა, რომ ბაქტერიებმა და
მათმა სპორებმა შესაძლებელია გაუძლონ დიდი სიმძლავრის აფეთქებას, რაც საშუალებას
იძლევა მათი ჭურვებსა და ბომბებში ჩანერგვისა. საბედნიეროდ მცდელობა იმისა რომ ბომბების
და ჭურვების წარმოებაში გამოეყენებინათ ბიოლოგიური აგენტები არ განხორციელებულა და
ბიოლოგიური ომი არ წარმოადგენდა სამხედროების და მეცნიერების ინტერესს პირველ
მსოფლიო ომამდე, ამ პერიოდში უმეტესობა ქვეყნების გარდა გერმანიის და საფრანგეთისა
ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. მხოლოდ 1930 წლებში გაიზარდა ინტერესი
ბიოლოგიური იარაღის წარმოებისადმი, დაიხვეწა ტექნოლოგიები მათი წარმოებისათვის თუმცა
მათი გამოყენება ძალზედ იშვიათი იყო.

You might also like