You are on page 1of 15

ბაქტერია სფეროსებრი, ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკარიოტული ერთუჯრედიანი

ორგანიზმებია, დღეისთვის აღწერილია ათი ათასამდე ბაქტერიათა სახეობა და ვარაუდობენ,


რომ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება.

ბაქტერიების შემსწავლელ მეცნიერებას ბაქტერიოლოგია ეწოდება.


იგი მიკრობიოლოგიის განშტოებას წარმოადგენს.
ბაქტერიები დედამიწაზე ყველგან არსებობს — მიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ
ნარჩენებში, ზღვის წყალში და დედამიწის წიაღში. ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40
მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი — მილიონს.
ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნივთიერებათა ცვლაში დედამიწაზე.
ატმოსფერული ჰაერის აზოტის ფიქსაცია, მაგალითად, მთლიანად ბაქტერიებზეა
დამოკიდებული. მრეწველობაში ბაქტერიები გამოიყენება ისეთ პროცესებში, როგორიცაა
საკანალიზაციო წყლების გაწმენდა, ყველის და სხვა რძის პროდუქტების წარმოება
ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10–ჯერ აღემატება საკუთრივ
ადამიანის უჯრედების რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები კანზე და კუჭ–
ნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი
იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც,
რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ქოლერა, სიფილისი, კეთრი, შავი
ჭირი, ციმბირული წყლული. ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე რესპორატორულ ბაქტერიულ
დაავადებებს მიაქვს. მარტო ტუბერკულოზით ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება.
ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება, თუმცა მათი ფართო
გამოყენების შედეგად ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მდგრადები ხდებიან და მათთან
ბრძოლისათვის მუდმივად ახალი ანტიბიოტიკების მოძიებაა საჭირო. ბაქტერიების ბუნებრივი
ანტაგონისტებია ბაქტერიული ვირუსები ანუ ბაქტერიოფაგები. 100-მდე ბაქტერიულ გვარს
გააჩნია თავისი სპეციფიური ბაქტერიოფაგი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიები თავიანთი აღნაგობით მარტივები არიან, მათ შეუძლიათ
საკმაოდ რთული კავშირების დამყარება სხვა ორგანიზმებთან. ეს სიმბიოზური გაერთიანება
შეიძლება დაიყოს სამ მასპინძელ ორგანიზმთან თანაცხოვრების სახედ: პარაზიტიზმი,
კომენსალიზმი და მუტუალიზმი. რადგან ისინი მცირე ზომის არიან, კომენსალური ბაქტერიები
ყველგან გავრცელებულნი არიან და იზრდებიან ცხოველებსა და მცენარეებში ზუსტად ისე,
როგორც სხვა ზედაპირებზე.

მტაცებლები
გარკვეული სახეობა ბაქტერიებისა კლავს და შემდეგ მოიხმარს სხვა მიკროორგანიზმებს. ამ
სახეობას ეწოდება მტაცებელი ბაქტერია. მათში შედიან ისეთი ორგანიზმები,
როგორიცაა Myxococcus xanthus(გრამ-უარყოფითი).ეს ბაქტერია აყალიბებს რაღაც გარკვეული
ჯგუფის უჯრედებს, რომლებიც კლავენ და მოინელებენ ნებისმიერ ბაქტერიას, რომელიც მასთან
შეჯახებას გადაწყვეტს.სხვა მტაცებელი ბაქტერიები ან პირდაპირ თავს ესხმიან მსხვერპლს, იმის
მაგივრად რომ მოინელონ ან შთანთქონ ისინი, მაგალითად Vampirovibrio chlorellavorus,(გრამ-
უარყოფითი) ან იჭრებიან უჯრედში და იზრდებიან ციტოზოლში მაგალითად Daptobacter.
არსებობს მოსაზრება, რომ მტაცებელი ბაქტერიები განვითრადნენ საპროფაგებიდან, რადგან მათ
საშუალება ჰქონდათ მოეხმარათ სხვა მკვდარი მიკროორგანიზმები.

მუტუალისტები
გარკვეული ტიპის ბაქტერიები, რომლებსაც საარსებოდ სჭირდებათ სხვა ორგანიზმი , რათა
ჰქონდეთ ურთიერთსასარგებლო თანაცხოცვრება.
მიწაში, იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ბინადრეობენ რიზოსფეროში (ფენა, სადაც არის
გარეფესვები მცენარის) ბოლომდე მიყავთ აზოტფიქსაცია, რადგან უზრუნველყოფენ აზოტის
გარდაქმნას გარკვეულ სტრუქტურებად. ეს ხელს უწყობს მცენარეებს, რომ მიითვისონ ისეთი
ფორმა აზოტის, რომელის დამოუკიდებლად შეძენაც არ შეუძლიათ. გარდა ამისა არსებობს
ძალიან ბევრი ბაქტერია, რომელიც ადამიანის და ასევე სხვა ორგანიზმის სიმბიოზია. არსებობსა
1000 ზე მეტი ბაქტერიული კლასი ნორმალურ ადამიანში, მაგალითად ნაწლავის ჩხირი
რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის იმუნიტეტის განვითარებას , რადგან ასინთეზებს ვიტამინებს
როგორიცაა მაგალითად ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი K და ბიოტინი, გარდაქმნის შაქარს
რძემჟავად და იწვევს კომპლექსური მოუნელებელი ნახშირწყლების დუღილს. ასევე აფერხებს
პათოგენური ბაქტერიების ზრდას (ხშირშემთხვეაში მცირეოდენი უპირატესობით).

პათოგენები
თუ ბაქტერია პარაზიტულ თანაცხოვრებას აირჩევს სხვა ორგანიზმთან, ისინი განიხილებიან
უკვე როგორც პათოგენები და იწვევენ ისეთ დაავადებებს ადამიანში როგოიცაა ტეტანუსი,
დიფტერია, სიფილისი, ქოლერა ტუბერკულიოზი და ასე შემდეგ. პათოგენიის გამომწვევი
მიზეზი შეიძლება დადგინდეს წლების შემდეგ. ბაქტერიული დაავადებები ასევე ძალიან
მნიშვნელოვანია აგრონომიაში. მაგალითად ფოთოლზე ლაქები, ნაყოფის განადგურება და
ჭკნობა მცენარეებში; პარტუბერკულიოზი,სარძევე ჯირკვლის ანთება , სალმონელეზი და
ციმბირული წყლული ფერმის ცხოველებში.
თითეულ პათოგენს განსხვავებული და დამახასითებელი ურთიერთობა აქვს მასპინძელ
ორგანიზმთან. ზოგიერთი მათგანი მაგალითად სტაფილოკოკს ან სტრეპტოკოკს შეუძლიათ
გამოიწვიონ კანის ინფექცია, პნევმონიას ან მენინგიტს ორგანიზმის სისტემის მოშლა,
სისხლძარღვთა მასიური გაფართოება და სიკვდილი. მაგრამ გარდა ამისა ზოგიერთი მათგანი
ჩვეულებრივად ბინადრობს ადამიანში მაგალითად კანზე ან ცხვირში ისე , რომ არ იწვევს
არანაირ დაავადებას.
ბაქტერიული ინფექციები ხშირ შემთხვევაში მარცხდება ანტიბიოტიკებით. ისინი ან კლავენ ან
აფერხებენ ბაქტერიის ზრდას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტიბიოტიკები და თითეული
მათგანი აფერხებს პროცეს რომელიც დამახასიათებელია სხვადასხვა პათოგენებისთვის.

ბაქტერიული დაავადებები
როგორც უკვე აღვნიშნეთ ადამიანის მრავალი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს
ბაქტერია. ასეთი ბაქტერიული დააბადებებია: ქოლერა, სიფილისი, კეთრი, შავი ჭირი,
ციმბირული წყლული, ტუბერკულოზი, ტეტანუსი, დიფტერია და სხვა.

ქოლერა
ქოლერა ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება; ახასიათებს
ძლიერი ფაღარათი და პირღებინება. იწვევს ქოლერის ვიბრონი. ვიბრონი
მრავლდება ტუტე არეში, პროდუქტებზე ძლებს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. 100 C
ტემპერატურაზე მაშინვე იღუპება.

ქოლერა ცნობილია უძველესი დროიდან. მისი ენდემური


კერებია ინდოეთი და პაკისტანი. 1817 — 1926 ქოლერის 6 პანდემიაიყო. XX ს-ის მეორე
ნახევრიდან დაიწყო დაავადების მე-7 პანდემია, რომელიც გამოიწვია არა ტიპიური (აზიური)
ქოლერის ვიბრიონმა, არამედ ბიოტიპმა ელ-ტორმა.

ქოლერის წყაროა ავადმყოფი ან ვიბრიონმატარებელი. ადამიანი ავადდება კუჭნაწლავში


ვიბრიონით გაბინძურებული წყლისა და საკვების მოხვედრის შედეგად. ქოლერის გავრცელებაში
დიდ როლს თამაშობს წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის გაშვება, სასმელად ასეთი წყლის
გამოყენება, გაბინძურებულ წყალსატევებში ბანაობა სხვა. ინკუბაციური პერიოდი მით უფრო
ხანმნკლეა, რაც უფრო მძიმეა დაავადების ფორმა და საშუალოდ 2 — 3 დღე-ღამე გრძელდება.
ტიპიურ შემთხვევაში დაავადება იწყება ინტენსიური წყლისებრი ფაღარათით (30 — 40-ჯერ
დღე-ღამეში), რასაც დაერთვის პირღებინება. ორგანიზმის გაუწყლოებისა და მარილების დიდი
რაოდენობით დაკარგვის შედეგად ვითარდება ე.წ. ალჰიდური მდგომარეობა — წნევა და
ტემპერატურა ეცემა, აღინიშნება ციანოზი, ქოშინი, კრუნჩხვები; ავადმყოფს სახე წაწვეტებული
აქვს, თვალები და ლოყები ჩაცვენილი. ნელ-ნელა ეკარგება სმენა, ებინდება გონება,
უვითარდება კომატოზური მდგომარეობა, რის შედეგადაც ავადმყოფი იღუპება.

მკუნალობისათვის გამოიყენება სპეციალური მარილხსნარების დიდი რაოდენობით


შეყვანა; ანტიბიოტიკები.

იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ აღნიშნული დაავადება საჭიროა დასახლებული


ადგილების დასუფთავება, სანიტარული კონტროლი, საზღვრების სანიტარული დაცვა;
ეპიდემიურ კერაში — კარანტინი და სხვა.

ქოლერას სიმპტომები შესაძლოა იყოს:

 დიარეა. ქოლერასთან ასოცირებული დიარეა მალე იწყება და შესაძლოა გამოიწვიოს


სითხის უსწრაფესი კარგვა– 1 ლიტრი 1 საათშიც კი. დიარეულ მასას ძირითადად
უფერული, რძისებრი შეხედულება აქვს, რომელიც მოგაგონებთ ბრინჯის ნარეცხ
წყალს.
 გულისრევის შეგრძნება და ღებინება. ღებინება განსაკუთრებით ქოლერას ადრეულ
სტადიაში გვხვდევა და შესაძლოა საათობით გაგრძელდეს.
 გაუწყლოება. გაუწყლოება შესაძლოა სიმპტომების დაწყებიდან რამდენიმე საათში
გამოიხატოს. გააჩნია, რამდენი სითხე დაკარგა ადამიანმა, გაუწყლოება შესაძლოა იყოს
მსუბუქი ან მძიმე. მთლიანი სხეულის წონის 10%ზე მეტი სითხის დაკარგვა მიანიშნებს
მძიმე გაუწყლოებაზე.
 ქოლერას ნიშნები და სიმპტომები ასევე არის გაღიზიანებადობა, ლეთარგია, თვალების
"ჩავარდნა", პირის სიმშრალე, ძლიერი წყურვილი, მშრალი კანი, რომელიც კარგავს
ელასტიურობას, შარდის არარასებობა ან მცირე რაოდენობით გამოყოფა, დაბალი წნევა,
არარეგულარული გულისცემა (არითმია).
 გაუწყლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს მინერალების–ელექტროლიტების კარგვა
სხეულიდან. ელექტროლიტები სითხის განაწილებას აწესრიგებენ ორგანიზმში.
ქოლერას დროს ვითარდება ელექტროლიტური დისბალანსი.
 ელექტროლიტური დისბალანსი
 ელექტროლიტური დისბალანსი იწვევს მძიმე ნიშნებსა და სიმპტომებს, ესენია:
 კუნთის კრუნჩხვები. ეს გამოწვეულია ნატრიუმის, ქლორის და კალიუმის კარგვით.
 შოკი. შოკი გაუწყლოების ყველაზე საშიში გართულებაა. შოკი დგება, როცა სისხლის
მოცულობის გამო იკლებს სისხლის წნევა და ჟანგბადის კონცენტრაცია ორგანიზმში.
მკურნალობის გარეშე, მძიმე ჰიპოვოლემიური შოკი იწვევს სიკვდილს რამდენიმე
წუთშიც კი.

ქოლერას ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში


ზოგადად, ბავშვებს იგივე სიმპტომები აქვთ, როგორიც მოზრდილებს, მაგრამ ისინი
განსაკუთრებით ადვილად ავითარებენ სისხლში შაქრის დაბალ დონეს –
ჰიპოგლიკემიას, სითხის კარგვის გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს:

 ცნობიერების ცვლილება
 გულყრები
 კომა

სიფილისი
სიფილისი არის ქრონიკული ინფექციური დაავადება. სიფილისის დროს
ზიანდება კანი, ლორწოვანი გარსი, შინაგანი ორგანოები, ძვალსახსროვანი ,
იმუნური და, ნერვული სისტემები.მისი გამომწვევია ბაქტერია - ტრეპონემა.
დაავადება გადამდებია დაავადების პირველი და მეორე სტადიის მქონე
პირისაგან.სიფილისით დაინფიცირების ყველაზე ხშირი გზა არის
სქესობრივი, და სქესობრივი კონტაქტის ხვადასხვა ფორმები.სიფილისი
დაიფიცირების მომენტიდან არის ზოგადი ინფექციური დაავადება,
რომელიც არანამკურნალებ ავადმყოფებში გრძელდება წლების
განმავლობაში და გამოირჩევა ტალღისებური მიმდინარეობით.
გამწვავების პერიოდში კანზე, ლორწოვანზე და შინაგან ორგანოებზე
შეიმჩნევა სიფილისის აქტიური გამივლინებები.თუმცა სიმპტომები შეიძლება არც
გამოვლინდეს ან ჩვეული თანმიმდევრობით არ განვითარდეს.

პირველადი სიფილისი კანზე მცირე ზომის წარმონაქმნით ხასიათდება, რომელსაც


შანკრი ეწოდება. შანკრი როგორც წესი, ერთეულია, თუმცა იშვიათად რამდენიმე
ადგილზე შეიძლება განვითარდეს. ზოგჯერ ეს წარმონაქმნი უმტკივნეულოა და
საშოს ან სწორი ნაწლავის არეში ვითარდება, ამიტომ შეიძლება შეუმჩნეველი
დარჩეს. შანკრი თავისთავად ხორცდება დაახლოებით 6 კვირის ვადაში.
მეორადი სიფილისი პირველადი შანკრის შეხორცებიდან რამოდენიმე კვირაში
ვითარდება. გამონაყარი იწყება ტანიდან და შემდეგ კიდურებზე ვრცელდება ხელისა
და ფეხისგულების ჩათვლით. გამონაყარი ქავილის გარეშეა. მდგომარეობას ზოგჯერ
თან ახლავს კუნთების ტკივილი, ცხელება, ყელის ტკივილი და გადიდებული
ლიმფური კვანძები. ეს სიმპტომები რამდენიმე კვირაში უკუგანვითარდება და
შეიძლება წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განმეორდეს.
დაავადების უმკურნალოდ დატოვების შემთხვევაში სიფილისის ფარული
(ლატენტური) სტადია ვითარდება, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს და
რამდენიმე წელი შეიძლება გაგრძელდეს. სიმპტომები შეიძლება აღარ განმეორდეს ან
პროგრესი განიცადოს მესამეულ სტადიაში.
პაციენტების 15-30 %-ს სიფილისის მესამეული სტადია უვითარდება. ეს უკანასკნელი
ტვინის, ნერვული სისტემის, თვალების, გულის, სისხლძარღვების, ღვიძლის,
ძვლებისა და სახსრების დაზიანებით მიმდინარეობს.
სიფილისის დიაგნოზისთვის შემდეგი გამოკვლევები ტარდება:
 სისხლის ანალიზი
 გამონაყრიდან აღებული მასალის ანალიზი
 თავ-ზურგტვინის სითხის ანალიზი.

სიფილისის მკურნალობა ანტიბიოტიკ- პენიცილინის ინექციას მოიცავს.


შორსწასული სტადიების შემთხვევაში დამატებითი მკურნალობა შეიძლება გახდეს
საჭირო.

კეთრი
ადამიანის ქრონიკული, გენერალიზებული ინფექცია. უმთავრესად აზიანებს კანს, ლორწოვან
გარსებსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას. კეთრი კაცობრიობისათვის ცნობილი ერთ-
ერთი უძველესი ინფექციაა. მასზე ცნობები მოცემულია ჯერ კიდევ 3000 წლის წინანდელ
ჩინურ ტრაქტატებში. ქვეყნების უმრავლესობაში კეთრით დაავადება სამოქალაქო
სიკვდილს უდრიდა, რაც ნიშნავდა საზოგადოებიდან მოკვეთას. ავადმყოფს ან კლავდნენ
ან აძევებდნენ უდაბურ, დაუსახლებელ ადგილებში.

დაავადების გამომწვევია ლეპრის მოკობაქტერია.


კეთრით დასნებოვნებას ხელს უწყობს მოსახლეობის მჭიდრო დასახლება, სივიწროვე,
არასაკმარისი კვება, ცუდი სანიტარულ-ჰიგიენური
პირობები. ორგანიზმის დამასუსტებელი ყველა ფაქტორი არა მარტო აქვეითებს მის
რეზისტენტობას, არამედ ხშირად გამოავლენს კიდევაც კეთრის გამომწვევს, რომელიც
აქამდე ლატენტურ მდგომარეობაში იმოფებოდა. დასნებოვნების უშუალო წყაროა
დაავადებული ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით გამოყოფს ბაქტერიებს. ყველაზე
უფრო მოსალოდნელია დასნებოვნება ცხვირის ლორწოვანი გარსისა და დაზიანებული
კანის მეშვეობით.

• დაავადების გამოვლინება ვარიაბელურია და დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და


მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ სტატუსზე.
• განასხვავებენ კეთრის 3 ძირითად ფორმას:
• ლეპრომატოზული ტიპი-იგი წარმოადგენს მულტიბაცილარულ ფორმას. გამოვლინდება
ანთებითი კვანძების, მაკულების, ბალთების და კანქვეშა წარმონაქმნების სახით.
დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, ყურები, იდაყვები, მუხლები და დუნდულები.
შორსწასულ შემთხვევებში გამოვლინდება ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, ეპიტაქსისი,
წარბების ცვენა და ”ლომის სახე”.
• მოსაზღვრე ტიპი-ეს ტიპი აერთიანებს ორი ძირითადი ტიპის სიმპტომების ერთობლიობას
(გამონაყარი ჰიპოპიგმენტური ლაქების სახით, პერიფერიული ნეიროპათია).
• ტუბერკულოიდური ტიპი-იგი ძირითადად გამოვლინდება ჰიპო- იშვიათად
ჰიპერპიგმენტური ლაქების სახით, რომელთაც თან ახლავს ანესთეზია. დაავადებისათვის
დამახასიათებელია ტკივილი, კუნთები სისუსტე, მშრალი კანი, კიდურების მუტილაცია და
სიბრმავე.
• დაავადების სამოვე ტიპს აქვს საერთო ნიშნებიც:
• პერიფერიული ნერვების გამსხვილება.
• ტკივილის, ტემპერატურის და შეხების შეგრძნების დაქვეითება ან სრულად გაქრობა.
• კუნთების ატროფია და კონტრაქტურები.
• მშრალი ლორწოვანი გარსები.

დაავადება გადამდებია და გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, ასევე დაზიანებულ კანთან უშუალო


კონტაქტით.

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა ადექვატური მკურნალობის პირობებში ბევრად


უმჯობესდება სუბიექტური და ობიექტური კლინიკური ნიშნები და რაც მთავარია,
პაციენტი საშიშროებას აღარ წარმოადგენს გადადების თვალსაზრისით.

• კეთრის მკურნალობა ხდება WHO-ს მიერ მოწოდებული სქემის მიხედვით, რომელიც აერთიანებს
რამდენიმე კომპონენტს (დაფსონი, რიფამპიცინი და კლოფაზიმინი)
• მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პაციენტის იზოლაცია.
• იმუნოთერაპია.

შავი ჭირი
მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს შავი ჭირის ჩხირი – Yersinia pestis.
მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს.

შავი ჭირის გამომწვევი მდგრადია დაბალი ტემპერატურების მიმართ, კარგად ძლებს ნახველში,
მაგრამ 550 C დროს იღუპება 10-15 წუთის განმავლობაში, ხოლო დუღილისას –
პრაქტიკულად დაუყონებლივ. ორგანიზმში ხვდება კანის, სასუნთქი გზების, საჭმლის
მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსების, კონიუნქტივის გავლით. შავი ჭირის
ბაქტერიებით დასნებოვნებული რწყილების კბენის დროს ნაკბენის ადგილზე
შესაძლებელია წარმოიქმნას პაპულა ან პუსტულა, ავსებული ჰემორაგიული
შემცველობით (კანის ფორმა). შემდეგ პროცესი ვრცელდება ლიფური ძარღვებით,
ლიმფანგიტის გამოვლინების გარეშე. ბაქტერიების გამრავლება ლიმფური კვანძების
მაკროფაგებში იწვევს მათ მკვეთრ გადიდებას, შერწყმას და კონგლომერატის წარმოქმნას
(ბუბონური ფორმა). ინფექციის გენერალიზაციამ, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრ
აუცილებლობას, განსაკუთრებით თანამედროვე ანტიბიოტიკოთერაპიის პირობებში,
შესაძლებელია გამოიწვიოს სეპტიკური ფორმა, რასაც თან ახლავს პრაქტიკულად ყველა
შინაგანი ორგანოს დაზიანება.

შავი ჭირი – სიმპტომები, მიმდინარეობა. შავი ჭირის ბუბონური ფორმა ხასიათდება


კონგლომერატების მკვეთრი მტკივნეულობით, ხშირად საზარდულის ლიმფური
კვანძებისა ცალ მხარეზე. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2-6 დღეს. რამდენიმე დღის
განმავლობაში კონგლომერატის ზომები მატულობს, მის ზევით კანი ჰიპერემიულია.
ამავდროულად ვლინდება სხვა ჯგუფის ლიმფური კვანძების გადიდებაც – მეორადი
ბუბონები. პირველადი კერის ლიმფური კვანძებირბილდება, მათი პუნქციით
ღებულობენ ჩირქოვან ან ჰემორაგიულ შემცველობას, რომლის მიკროსკოპული ანალიზი
ავლენს დიდი რაოდენობით გრამუარყოფით ჩხირებს. ანტიბაქტერიული თერაპიის
ჩაუტარებლობის დროს დაჩირქებული ლიმფური კვანძები იხსნება. შემდეგში კი ხდება
ნაწიბურების თანდათანობითი შეხორცება. ავადმყოფთა მდგომარეობა თანდათანობით
მძიმდება, სწრაფად ვლინდება მაღალი ცხელება; ზოგჯერ პირველ დღეებში ავადმყოფთა
მდგომარეობა რჩება დამაკმაყოფილებელი. ამასთან ნებისმიერ მომენტში შავი ჭირის
ბუბონურმა ფორმამ შესაძლებელია გამოიწვიოს პროცესის გენერალიზაცია და
გადავიდეს მეორად-სეპტიკურ ან მეორად-ფილტვისმიერ ფორმაში. ასეთ შემთხვევებში
ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ინტოქსიკაციის სიმპტომები
მატულობს ყოველ საათში. ძლიერი შემცივნების შემდეგ ტემპერატურა აღწევს მაღალ
ციფრებს; აღინიშნება სეფსისის ყველა ნიშანი: კუნთების ტკივილი, მკვეთრი სისუსტე,
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების დამუხრუჭება, ზოგჯერ ძლიერი აგზნება,
უძილობა. პნევმონიის განვითარებასთან ერთად მატულობს ციანოზი, ვლინდება ხველა
ქაფიანი სისხლიანი ნახველით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შავი ჭირის
ჩხირებს; სწორედ ეს ნახველი წარმოადგენს ადამიანიდან ადამიანზე დასნებოვნების
წყაროს, პირველადი ფილტვისმიერი შავი ჭირის განვითარებით. შავი ჭირის სეპტიკური
და ფილტვისმიერი ფორმა მიმდინარეობს როგორც მძიმე სეფსისი, დისემინირებული
სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომის გამოვლინებით: შესაძლებელია წვრილი
სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან,
გამოხატული ტაქიკარდია, არტერიული წნევის სწრაფად დაცემა, რომელიც მოითხოვს
კორექციას. აუსკულტაციით – ორმხრივი კეროვანი პნევმონიის სურათი. პირველადი
სეპტიკური ან პირველადი ფილტვისმიერი ფორმის კლინიკური სურათი პრინციპულად
არ განსხვავდება მეორადი ფორმისაგან, მაგრამ პირველად ფორმებს არაიშვიათად აქვთ
შედარებით ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდი – რამდენიმე საათამდე. დიაგნოზი.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ ანამნეზი, ლაბორატორიული
დიაგნოსტიკა.

შავი ჭირი – მკურნალობა. აუცილებელია დაუყონებლივი ჰოსპიტალიზაცია ინფექციური


სტაციონარის ბოქსში. შავი ჭირის ბუბონური ფორმის დროს ავადმყოფს კუნთებში
უკეთდება ანტიბიოტიკები. ინტოქსიკაციის დროს ვენაში კეთდება მარილოვანი
ხსნარები, ჰემოდეზი. არტერიული წნევის დაცემა ბუბონური ფორმის დროს განიხილება
როგორც პროცესის გენერალიზაციის ნიშანი, სეფსისის ნიშანი; ამასთან წარმოიქმნება
რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა. მდგომარეობის
გაუმჯობესების დროს ანტიბიოტიკების დოზას ამცირებენ. ჰემორაგიის განვითარებისას
დაუყონებლივ იწყებენ დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდორმის
კუპირებას: ტარდება პლაზმოფერეზი.

შავი ჭირი – პროგნოზი. თანამედროვე თერაპიის პირობებში სიკვდილი ბუბონური ფორმის


დროს არ აღემატება 5-10%-ს; გამოჯანმრთელების პროცენტი მაღალია, თუკი
მკურნალობა დროულადაა დაწყებული.

(საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და


ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები
დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად
მიმართეთ mpifarm@gmail.com)

ციმბირული წყლული
ციმბირის წყლული, იგივე ჯილეხი, მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ჯილეხის
ბაცილა (Bacillus antracis). ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური
ცხოველი, განსაკუთრებით - მსხვილი რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში
ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი
ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან გამომწვევის შეჭრა უმთავრესად
დაავადებული საქონლის მოვლისა და დაკვლის, დაცემული პირუტყვის გატყავებისა და
დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს ხდება.
დროული სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა მოკვდეს.

როგორ შეიძლება დაავადდეთ ჯილეხით


თუ პირუტყვის დაკვლა დააპირეთ, აუცილებლად შეატყობინეთ ვეტექიმს და შემდეგ მისი
რეკომენდაციისამებრ იმოქმედეთ. თუ საქონელი მოულოდნელად დაეცა, არამცთუ მოვლას,
შეხებასაც კი ნუ ეცდებით, ვიდრე საქმის კურსში არ ჩააყენებთ ვეტექიმს. მხოლოდ მას შეუძლია
გირჩიოთ, როგორ მოიქცეთ. ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა გადაეცეს მიწასთან
კონტაქტითაც. მისი სპორები წლობით ძლებს ნიადაგში და ინარჩუნებს დასნებოვნების
უნარს. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ დაცემული ცხოველების სამარხს. ასეთი
ადგილები, წესით, შემოკავებული უნდა იყოს და გაკეთებული ჰქონდეს სათანადო
წარწერა. შესაძლოა დაავადდეთ აგრეთვე ნაყიდი ხორცის დამუშავების, მისგან კერძის
მომზადების დროს და, რა თქმა უნდა, ჭამის შედეგადაც, ამიტომ უნდა ეცადოთ, ხორცი
საიმედო ადგილას, მის სარეალიზაციოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში შეიძინოთ.
ყოველი შემთხვევისთვის გამყიდველს მაინც მოსთხოვეთ ხორცის ხარისხიანობის
დამადასტურებელი ცნობა. თუ მაინც მოგიხდათ ხორცის შეძენა გზატკეცილზე, ქუჩაში,
მასობრივი თავშეყრის ადგილას, აუცილებლად მოითხოვეთ ცნობა ხორცის შემოწმების
შესახებ. დაიმახსოვრეთ: დაავადებული საქონლის ხორცის ჭამა ძალიან საშიშია. თუ
პირუტყვი დაეცა, იგი აუცილებლად უნდა დაიმარხოს.

როგორ დავიცვათ შინაური ცხოველები დაავადებისგან?


თუ პირუტყვი აცრილია ჯილეხზე, მისი დაავადების საფრთხე არ არსებობს.

თუ დაავადდით
თუ მაინც დაავადდით, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს და დაიწყეთ სათანადო
მკურნალობა. ყოველი დღე შესაძლოა საბედისწერო გახდეს, განსაკუთრებით - თუ
გამომწვევის შეჭრა სახისა და კისრის არეში მოხდა.

როგორ ამოვიცნოთ ციმბირის წყლული


თუ გამომწვევი კანიდან შეიჭრა, პირველი ნიშანიც კანზე გაჩნდება, სწორედ იმ ადგილზე,
რომელიც შეეხო დაავადებული პირუტყვის ხორცს, გამომწვევით დაბინძურებულ საგანს თუ
მიწას. ამ ადგილას წარმოიქმნება ლაქა, რომელიც მოგვიანებით მოყვითალო-მოშავო ფერის
შიგთავსიან ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკი მქავანაა. ზოგჯერ - სწორედ ქავილის გამო, ზოგჯერ კი
თავისთავად ბუშტუკი სკდება და მის ადგილას ჩნდება წყლული, საიდანაც დის სეროზულ-
ჰემორაგიული სითხე. წყლულის ირგვლივ ვითარდება შეშუპება და სიწითლე, რომელიც
ზოგჯერ მოზრდილ არეს იკავებს. წყლული იფარება შავი ნეკროზული ქერქით. ქერქი ნახშირს
ჰგავს, რის გამოც მას ანთრაქსი (ბერძ. ნახშირი) უწოდეს. წყლულის ირგვლივ ჩნდება მოწითალო-
მოვარდისფრო შვილეული ბუშტუკები, რომლებიც, ძირითადი ბუშტუკის მსგავსად,
წყლულდება. ეს წყლულის გაფართოებას იწვევს. კარბუნკულის დიამეტრმა შესაძლოა 8-15 სმ-საც
კი მიაღწიოს. ციმბირის წყლულის კარბუნკული უმტკივნეულოა, ამიტომაც ხალხმა დაავადებას
"ბედნიერი" უწოდა. განასხვავებენ დაავადების ორ კლინიკურ ფორმას: კანისას (ლოკალურს,
ადგილობრივს) - გვხვდება შემთხვევათა 98%-ში - და სეპტიკურს (გენერალიზებულს). ეს
უკანასკნელი გაცილებით იშვიათია. კანის ფორმა ათიდან 8 შემთხვევაში მსუბუქად ან საშუალო
სიმძიმით მიმდინარეობს, მხოლოდ 20%-ში გვხვდება მძიმე მიმდინარეობა. კანის ფორმის დროს
ქირურგიული ჩარევა ნაჩვენები არ არის. მკურნალობა კომპლექსურია. იყენებენ ჯილეხის
საწინააღმდეგო ჰეტეროგენულ გლობულინს, ანტიბიოტიკებს (პენიცილინის,
ცეფალოსპორინების ჯგუფი). მძიმე და გენერალიზებული ფორმის შემთხვევაში ტარდება
დეზინტოქსიკაციური თერაპია. ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს რეკომენდებულია
ჰორმონოთერაპია. ლოკალური ფორმის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა, გენერალიზებულის
შემთხვევაში კი გამოჯანმრთელება იშვიათია.
პროფილაქტიკური ღონისძიებები
დაავადებასთან საბრძოლველად სამედიცინო და ვეტერინარული სამსახურები
კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის
მიზანია ინფექციის წყაროს გამოვლენა, კერების აღრიცხვა, ცხოველთა აცრა,
ზედამხედველობა ხორცისა და ცხოველთა ნედლეულის დამზადებაზე, შენახვასა და
ტრანსპორტირებაზე, დაღუპულ პირუტყვთა გაუვნებლებასა და სპეციალური სამარხების
მოწყობაზე. ჯილეხის მხრივ საეჭვო და ჯილეხიან ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი
პირები 8-10 დღით იზოლირებულნი უნდა იყვნენ. საავადმყოფოდან გაწერა შეიძლება
ქერქის მოშორებისა და დანაწიბურების შემდეგ. მათ, ვინც რისკჯგუფში შედის,
საპროფილაქტიკოდ პირველი 5 დღის განმავლობაში უკეთებენ ჯილეხის საწინააღმდეგო
გლობულინს. ჯილეხის პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარიულ-
საგანმანათლებლო მუშაობას ანუ მოსახლეობის ინფორმირებას. დაავადებული
პირუტყვის ხორცის განზრახ გაყიდვა ისჯება კანონით.

ტუბერკულოზი
"სიმჭლის, ანუ ხორცმოკლებულთა (გამხდართა) სენი" - ასეა განმარტებული ჭლექი, იგივე
ტუბერკულოზი, სულხან-საბას ლექსიკონში. საუკუნეების მანძილზე ეს დაავადება მართლაც
უპოვართა სნეულებად მიიჩნეოდა. მისი წარმოშობა და გავრცელება ბევრად არის
დამოკიდებული ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე, კვების რაციონზე, ჯანმრთელობის დაცვის
სისტემის სრულყოფილებაზე, მაგრამ დღეს იგი უკვე შეძლებულთა და სოციალურად
უზრუნველყოფილთა დაავადებადაც იქცა.

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დაავადება, პრაქტიკულად, დამარცხებულად მიიჩნეოდა,


მაგრამ 20-25 წლის შემდეგ იგი უფრო აგრესიული, გაძლიერებული და ტუბსაწინააღმდეგო
პრეპარატებისადმი მდგრადი ფორმით დაუბრუნდა კაცობრიობას. ტუბერკულოზი ინფექციური
დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის მონაცემებით:
 ამ პათოლოგიით მსოფლიოში ყოველწლიურად 8,5 მილიონი ადამიანი ავადდება და 2,7-3
მილიონი იღუპება. ამათგან 100 ათასამდე ბავშვი და არასრულწლოვანია.
 ყოველ 10 წამში ტუბერკულოზით ერთი ადამიანი კვდება.
 დედამიწის ყოველი მესამე ადამიანი ატარებს ტუბერკულოზის ჩხირს.
 არც ერთი სხვა ინფექციით იმდენი ხალხი არ იღუპება, რამდენიც ტუბერკულოზით.
 დაავადებულთა საერთო რიცხვი 60 მილიონს აღწევს.
 იგი კაცობრიობის გლობალურ საშიშროებადაა აღიარებული.
 ერთი ბაქტერიაგამომყოფი საშუალოდ 10-15 ადამიანს გადასცემს ინფექციას.
ტუბერკულოზი არ წარმოადგენს რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემას, იგი მსოფლიო,
გლობალური საშიშროებაა.
ტუბერკულოზი და საქართველო
 საქართველოში ყოველ ასი ათას მცხოვრებზე 133 დაავადებული მოდის.
 სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,5%-ს შეადგენს.
 მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით ეპიდემიური მაჩვენებლები
გაუმჯობესდა, საქართველო მაინც რჩება იმ 27 ქვეყნის რიცხვში, სადაც ტუბერკულოზი
მძიმე ტვირთად არის აღიარებული.
 ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში უფასოა.
 სპეციფიკური ჩაკეტილი გარემოს გამო დაავადება ყველაზე დიდ საფრთხეს პატიმრებს
უქმნის - მათ შორის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 2,8%-ია
დაავადების ისტორია
დაავადება უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ევროპაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად
აღმოჩენილია ქვის ხანაში გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი, რომლის გულმკერდის მალებსაც
ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ცვლილებები ემჩნევა. ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები,
რომლებსაც ტუბერკულოზურად შეცვლილი ძვლები აქვთ. დაავადების აღმოჩენისთანავე გახდა
ცნობილი, რომ მას ინფექციური ბუნება აქვს. ამიტომ სპარსეთში დაავადებულებს, კეთროვნების
მსგავსად, იზოლაციაში აქცევდნენ. ინდოეთში იკრძალებოდა შეუღლება როგორც
დაავადებულთან, ისე მისი ოჯახის წევრებთან. დაავადება პირველად ჰიპოკრატემ აღწერა. მან
მიუთითა, რომ უმთავრესად ახალგაზრდები ავადმყოფობენ არახელსაყრელი მეტეოროლოგიური
ფაქტორების ზემოქმედების პირობებში. ავიცენა დასნებოვნების მომენტში ორგანიზმის
მდგომარეობის მნიშვნელობაზე მიუთითებდა. ტერმინი "ტუბერკულოზი" მედიცინაში ფრანგმა
მეცნიერმა ლაენეკმა დაამკვიდრა. მნიშვნელოვან თარიღებად მიიჩნევა:
 1882 წელი, როდესაც გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი -
მიკობაქტერია აღმოაჩინა.
 1921 წელი - ფრანგმა მეცნიერებმა კალმეტმა და გერენმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო
პროფილაქტიკური BCG ვაქცინა შექმნეს.
 1944 წელი ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დასაწყისად ითვლება, როდესაც მეცნიერ
ვაქსმანის მიერ სინთეზურად მიღებულმა ანტიბიოტიკმა სტრეპტომიცინმა გადამწყვეტი
როლი შეასრულა დაავადების მკურნალობაში.
დაავადების გამომწვევი
დაავადების გამომწვევი მიკობაქტერიათა დიდ ჯგუფს მიეკუთვნება. მას რამდენიმე სახელით
იხსენიებენ: კოხის ბაცილა, კოხის ჩხირი, ტუბერკულოზის მიკობაქტერია. ცნობილია ადამიანის,
ხარისა და ფრინველის ტიპის მიკობაქტერიები. ადამიანი ყველაზე მეტად პირველი ორი ტიპის
მიმართ არის მგრძნობიარე. მიკობაქტერიის დამახასიათებელი თვისება მისი მჟავაგამძლეობაა,
იგი მშვენივრად ინახავს თავს მჟავე არეში.

ტეტანუსი
ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტეტანუსის ჩხირი იწვევს. ტეტანუსის
ჩხირი კი ორგანიზმში ხვდება კანის დაზიანებული საფარიდან, განსაკუთრებით თუ ტრავმა
მიღებულია დაბინძურებული საგნით:

 ჭრილობა რომელიც დაბინძურებულია ტალახით/მიწით, ფეკალიებით ან ნერწყვით

 ჭრილობა გამოწვეული კანის ჩხვლეტით, მაგალითად ლურსმნით ან ნემსით

 დამწვრობა

 ავტოსაგზაო შემთხვევა

 იშვიათ შემთხვევებში მწერის ნაკბენი, მრავლობითი მოტეხილობები, ქრონიკული


ჭრილობები.
ტეტანუსს საკმაოდ მძიმე სიმპტომები ახასიათებს და შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს
დაავადების ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 3 დღიდან რამდენიმე კვირამდე. რაც უფრო
ხანმოკლეა საინკუბაციო პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და მაღალია
სიკვდილიანობა.

ტეტანუსის სიმპტომებია:

 სარდონიული ღიმილი

 ტრიზმი (ყბის სპაზმი, კრიჭის შეკვრა)

 ოპისტოტონუსი

 კუნთების უცაბედი, უნებლიე შეკუმშვა/სპაზმი, განსაკუთრებით ზურგის კუნთების

 მთელი სხეულის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა)

 ყლაპვის გაძნელება

 ცხელება და ოფლიანობა

 მაღალი არტერიული წნევა და გახშირებული გულისცემა


დიაგნოზის დასმა ხდება დამახასიათებელი ნიშნების და სიმპტომების მიხედვით.

ტეტანუსი მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და საჭიროებს:

 ჰოსპიტალიზაციას

 მყისიერ მკურნალობას ანტიტეტანური შრატით და იმუნოგლობულინით

 ვაქცინაციას

 მედიკამენტებს კუნთების სპაზმის საკონტროლოდ

 ჭრილობის დამუშავებას

 ანტიბიოტიკებს
ტეტანუსის საუკეთესო „მკურნალობაა“ პროფილაქტიკა იმუნიზაციის გზით.

მოსახლეობის უმრავლესობა, ვაქცინაციის წყალობით, ტეტანუსისგან დაცულია, ამიტომ


ტეტანუსი, ძირითადად ემართებათ მათ, ვისაც მიღებული აქვთ ჭრილობა და არ აქვთ ანტი
ტეტანური აცრა ჩატარებული ან აცრა ჩატარებული აქვთ არასრულყოფილად.

საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, ტეტანუსის საწინააღმდეგო


ვაქცინაცია იწყება 2 თვიდან, ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინით და 6 -ჯერადია (2თვის, 3
თვის, 4 თვის, 18 თვის, 5 წლის და 14 წლის ასაკში), ტეტანუსის ვაქცინა შედის კომბინირებული
ვაქცინების შემადგენლობაში, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო დოზა 14 წლის ასაკში
კეთდება, ამის შემდეგ რეკომენდირებულია აცრა 10 წელიწადში ერთხელ.
ჭრილობის მიღების შემთხვევაში (თუ ჭრილობა მიწით დაბინძურდა), დამატებითი დოზის
შეყვანა საჭიროა, თუ ბოლო ვაქცინაციიდან გასულია 5 წელზე მეტი, ვაქცინაცია სრულყოფილად
არ არის ჩატარებული ან საერთოდ არ არის პაციენტი ვაქცინირებული ტეტანუსზე.

ჩაიტარეთ საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ყველა აცრა.

თუ მცირე ალბათობა მაინც არსებობს, ჭრილობა ინფიცირებული იყოს ტეტანუსის ჩხირით,


დაუყოვნებლივ მიმართეთ ქირურგს, მკურნალობა და შემდგომი ვაქცინაცია დამოკიდებულია
იმუნიზაციის სტატუსსა და ჭრილობის ბუნებაზე.

დიფტერია
დიფტერია მძიმე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ძირითადად აზიანებს ცხვირის
ღრუსა დაყელის ლორწოვან გარსს. დიფტერია იწვევს ყელის ტკივილს, სიცხეს,
ჯირკვლების შესიებასა და სისუსტეს. თუმცა დიფტერიის მთავარი
მახასიათებელი ნიშანია სქელი, ნაცრისფერი ნადები ყელის უკანა ნაწილში,
რომელიც ახშობს სასუნთქ გზებს და ართულებს სუნთვას

დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავრცელების შედეგად დიფტერია


განვითარებულ ქვეყნებში ძალიან იშვიათად გვხვდება.

არსებობს დიფტერიის საწინააღმდეგო მედიკამენტები. თუმცა გვიანდელ


ეტაპებზე, დიფტერიმ შესაძლოა დააზიანოს გული, თირკმელები და ნერვული
სისტემა. ამ შემთხვევაში მკურნალობის მიუხედავად დიფტერია შესაძლოა იყოს
სიცოცხლისთვის საშიში- სიკვდილიანობა დიფტერიით დაავადებულ
პაციენტებში 3-მდე % აღწევს.

გამომწვევი მიზეზი
კორინებაქტერიუმ დიფტერია არის ბაქტერია, რომელიც იწვევს დიფტერიას. ეს
ბაქტერია, ძირითადად, მრავლდება ყელის ლორწოვან გარსზე ან მის მიმდებარე
ტერიტორიაზე. დიფტერია გადაეცემა სამი გზით:

 ჰაერწვეთოვანი გზა. როდესაც ინფიცირებული ადმაიანი აცემინებს ან ახველებს,


გამოიყოფა დაბინძურებული წვეთები. ეს წვეთები შესაძლოა ჩაისუნთქოს ახლო მყოფმა
ადმაინმა. დიფტერია ამ გზით ეფექტურად ვრცელდება, განსაკუთრებით ხალმხრავალ
ადგილებში.
 პაციენტის დაბინძურებული ნივთები. ადამიანები, ზოგჯერ, ინფიცირდებიან
დაავადებული ადამიანის ნივთებთან კონტაქტის დროს. მაგალითად:დაავადებული
ადამიანის ჭიქიდან დალევის დროს, მისი ხელსაწმენდის გამოყენებისას და ა.შ.
 სახლის დაბინძურებული ნივთები. იშვიათ შემთხვევებში, დიფტერია ვრცელდება
სახლის ნივთებით, როგორიცაა სათამაშო ან პირსახოცი.

გადადება აგრეთვე შესაძლებელია ინფიცირებულ ჭრილობასთან კონტაქტით.

დაავადებულ ადამიანს, რომელსაც არ უმკურნალია შეუძია გადასდოს


არაიმუნიზირებულ პაციენტს ინფექცია 6 კვირის განმავლობაში - მიუხედავად
იმისა, აღენიშნება თუ არა მას სიმპტომები.

სიმპტომები
დიფტერიის სიმპტომები ინფექციიდან 2-5 დღეში ვლინდება:

 სქეული, ნაცრისფერი ნადები, რომელიც ფარავს ყელსა და ტონზილებს


 ხმის ჩახლეჩა და ყელის ტკივილი
 გადიდებული ჯირკვლები (ლიმფური კვანძები) კისრის არეში
 გაძნელებული ან სწრაფი სუნთვა
 გამონადენი ცხვირიდან
 სიცხე და ციება
 ზოგადი დისკომფორტი

ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ბაქტერია მსუბუქ გამოვლინებებს იწვევს, შესაძლოა


სიმპტომები საერთოდ არ აღინიშნებოდეს. ინფიცირებულმა ადამიანებმა, ვინც არ იციან
თავიანთი ინფექციის შესახებ არიან დიფტერიის მატარებლები. მიუხედავად იმისა, რომ
ასეთ ადამიანებში სიმპტომები არ აღინიშნება, მათ დაავადება შესაძლოა სხვას
გადასდონ.

კანის დიფტერია

 დიფტერიის მეორე ფორმა აზიანებს კანს, იწვევს ტკივილს, სიწითლესა და შესიებას.


ასეთი გამოვლინებები სხვა ბაქტერიებით ინფექციასაც ახასიათებას. შესაძლოა
აღინიშნებოდეს ნაცრისფერი გარსით დაფარული წყლულები კანზე.
 მიუხედავად იმისა, რომ დიფტერია უფრო გავრცელებულია ტროპიკული კლიმატის
სარტყელში არსებულ ქვეყნებში, დაავადება განვითარებულ ქვეყნებშიც გვხვდება,
მაგალითად ხალხმრავალ ადგილებში ან იმ ადამიანებში, ვინც ცუდად იცავს ჰიგიენურ
ნორმებს.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენს შვილს ჰქონდა კონტაქტი დიფტერიით დაავადებულ ადამიანთან,


მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ არ გახსოვთ აცერით თუ არა ბავშვი დიფტერიაზე,
აგრეთვე მიმართეტ ექიმს. უზრუნველყავით აგრეთვე საკუთრი ვაქცინაცია

You might also like