You are on page 1of 2

ინფექციის გადაცემის გზები:

1) ალიმენტარული კანალით (საკვებ-სასმელის მიღებით) (არაა აუცილებელი სახელის


ცოდნა)

საკვები პროდუქტი არის პათოგენი მიკრობების გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული


მეთოდი, არასწორად დამუშავებული საკვები ხშირად ე.კოლის მატარებელია და ცუდად
დამუშავებული კონსერვები კი შეიძლება შეიცავდნენ კლსოტრიდიუმ ბოტულინიუმს
(Clostridium botulinum).
2) ვექტორული გადაცემა

ვექტორი არის ისეთი ორგანიზმი რომელის მეშვეობითაც მიკრობი ხვდება ერთი მასპინძლიდან
მეორეში, ვექტორში პათოგენურობა არ ვლინდება ანუ ამ მიკრობის ტარებისას ვექტორი არ
ზიანდება. ვექტორების როლს ხშირ შემთხვევაშ ასრულებენ მწერები, მაგალითად კოღოები.
კოღო კბენს დაავადებულ ადამიანს შემდეგ მიდის კბენს ჯანმრთელს და აავადებს მას. ამ გზით
გადადის მალარია, ზიკას ვირუსი და სხვა.

3) დაბინძურებული ნივთი

მიკრობების ნაწილს აქვთ უნარი გარკვეული დროის მანძილზე იცხოვრონ რამე ნივთის
ზედაპირზე იქნება ეს მეტალის სახელური, პლასტმასის სათამაშო თუ კერამიკის ჭურჭელი, ეს
ყველაფერი ასიანი არის დაბინძურებული. ასეთ ზედაპირზე კონტაქტში შესვლისას ხდება
მიკრობის გადაცემა, მერე ხელი მოგხვდება პირში თვალში ან სხვა ადგილებში და წავა ინფექცია.

4) ფეკალურ-ორალური

იმედია დიდი ახსნა არ უნდა. უბრალოდ ტუალეტის მერე ხელები დაიბანეთ...

ფეკალურ ორალური გადაცემის გზა გულისხმობს ერთი ადამიანის ფეკალური მასის


მიკროსკოპული ნაწილაკების მოხვედრას მეორე ადამიანის პირში. მასეთი რამ ხდება
სანიტარული წესების გამო. მზარეულმა ხელები არ დაიბანა და მასე მიაწოდა საკვები.
ფეკალიებით დაბინძრებული წყალი ასევე ძაან სახიფათოა. ხელის მოკიდება ყველაფრისთვის
რაც შეიძლება ფეკალიებით იყოს დაბინძურებული მაგალითად: პამპერსები, ონკანის
გასახსნელი საზოგადო ტუალეტში, ზემოდხსენებული მზარეულისთვის ხელი და სხვა -
ფეკალურ ორალური ინფექციის გამომწვევები არიან.

5) პარენტერალური (სისხლის გადასხმით, ორგანოს გადანერგვით და მსგავსი სახის


მანიპულაციებით)

თუ სისხლის დონორი იყო ინფიცირებული და ეს სისხლი გადავუსხით პაციენტს მაშინ


პათოგენი მოხვდება პაციენტში. ორგანოს ტრანსპლანტაციაზეც იგივე ხდება.

6) უშუალო კონტაქტი
მიკრობის გადაცემა ხდება კანი კანთან კონტაქტის (ხელის ჩამორთმევისას) დროს ან ლორწოვანი
გარსის მეშვეობით (ინტიმი და რამე რუმე)

7) აირწვეთოვანი

ცემინების და ხველების დროს ადამიანი პირიდან გამოსტყორცნის ეგრედ წოდებულ


აეროზოლს. პაწაწინა წვეთებს რომლებშიც მიკრობების დიდი რაოდენობაა. წვეთის ზომიდან
გამომდინარე მიკრობი ჰაერში გაჩერდება რამდენიმე წამით და გავრცელდება 1-2 მეტრის
სიგრძეზე (თუ დიდი წვეთებია) ან გაჩერდება წუთების ან მეტი დროის განმავლობაში და
გავრცელდება უფრო დიდ მანძილზე (თუ პატარა წვეთებია). მიკრობი ასევე შეიძლება ამოჰყვეს
ამოსუნთქულ ჰაერს და მასე ყველანაირი ხველებისა და ცემინების გარეშე გავრცელდეს.
მიკრობი ასევე შეიძლება მოხვდეს მტვრის ნაწილაკზე და ჰაერში იყვნენ გაჩერებულნი დიდი
ხნის განმავლობაში.

8) ვერტიკალური გადაცემა/ტრანსპლაცენტური

ამ დროს ხდება პათოგენის გადაცემა დედიდან ბავშვზე, რომელიც ჯერ არ დაიბადა. გადაცემა
შეიძლება მოხდეს ემბრიონზე (პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში როცა ფორმირდება
ბავშვი), ნაყოფზე (როცა ფორმირებულია უკვე ბავშვი და ზრდის ფაზაზეა) ან მშობიარობის
დროს.

You might also like