You are on page 1of 4

ინფექცია, ინფექციური დაავადება, ინფექციური პროცესი, ინფექციური დაავადების

ფორმები

ინფექცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დასნებოვნებას.

ინფექციური დაავადება, ესაა ჯგუფი დაავადებების, რომელსაც ყავს თავისი


სპეციფიური გამომწვევი, ხასიათდება გადამდებლობით, ციკლური მიმდინარეობით
(ციკლური მიმდინარეობა - იწყება დაავადება და მთავრდება რაღაცით, აქვს
გამოსავალი: გამოჯანმრთელება, ქრონიზაცია, სიკვდილი) და პოსტ-ინფექციური
იმუნიტეტის გამომუშავებით.

ინფექციური პროცესი ეს არის მიკრო და მაკროორგანიზმს შორის


ურთიერთდამოკიდებული კომპლექსი, ორგანიზმის პასუხი გამრავლებულ
მიკროორგანიზმზე, რომელიც საბოლოოდ მიმართულია დარღვეული ჰომეოსტაზის
და გარემოსთან წონასწორობის აღდგენისაკენ.

ინფექციური დაავადების ფორმები:

მიმდინარეობის მიხედვით - მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული

სიმძიმის მიხედვით - მსუბუქი, საშუალო, მძიმე, პულმინანტური

შეიძლება ინფექციური დაავადება განვითარდეს სუბკლინიკური ფორმით - როცა


კლინიკის ერთი ნიშანი არის, სხვა არ არის ა.შ.

ლატენტური ფორმით - არანაირი კლინიკური ნიშანი არ გამოვლინდეს

კოინფექციური ფორმა - როდესაც ავადმყოფი დაინფიცირებულია ერთდროულად


ორი სხვადასხვა ვირუსით

სუპერ ინფექცია - ჯერ ერთი ვირუსით არის დაინფიცირებული და მერე დაერთვის


მეორე

ინფექციური დაავადებების მიმდინარეობა (პერიოდები)

1) ინკუბაციური პერიოდი - შეჭრიდან პირველი კლინიკური ნიშნის


გამოვლინებამდე
2) პროდრომული პერიოდი - შეჭრიდან ვლინდება პირველი არაპათოგნომური
ნიშანი
3) კლინიკური სურათის გაშლის პერიოდი - ვლინდება დაავადების სპეციფიური
ნიშნები (მაგ. დიფტერიისას შეჭრის ადგილას ფიბრინული ნადების გაჩენა,
ჰერპესვირუსის დროს ბუშტის განვითარება, ჩუტყვავილის დროს სპეციფიური
გამონაყარი - მაკულა (ლაქა), პაპულა (შემოსაზღვრული სიწითლე, კანიდან
ოდნავ წამოწეული), ვეზიკულა (ბუშტუკი), პუსტულა (ჩირქიანი ბუშტუკი),
ინფექციური მონონუკლეოზისას - ლიმფადენოპათია, სპლენომეგალია, ანგინა,
ცხელება)

ინფექციურ დაავადებათა კლასიფიკაცია

1) გამომწვევის მიხედვით - ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული,


ვირუსული ინფექციებით, ქლამიდიებით, უმარტივესებით, ჰელმინთებით...
2) გადაცემის გზების მიხედვით - ჰაერ-წვეთოვანი, ფეკალურ-ორალური,
ტრანსმისიული...
3) ორგანოთა და ორგანოთა სისტემების დაზიანებების მიხედვით - ნაწლავური
ინფექციები, სასუნთქი სისტემის ინფექციები, სისხლის ინფექციები...
4) ინფექციის წყაროს მიხედვით - ანთროპონოზები, ანთროპოზოონოზები,
ზოონოზები, საპრონოზები (გამომწვევისთვის სპეციფიური აბიოტური გარემოა
საჭირო, მაგ. ლეგიონელასთვის კონდიციონერი)

ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების დახასიათება და მათი დამაზიანებელი


ფაქტორები

ბაქტერიები - მათ უნდა ჰქონდეთ ადჰეზიის უნარი, კოლონიზაციის უნარი,


ინვაზიურობის უნარი, ტოქსინის პროდუცირების უნარი, პერსისტენციის უნარი.

ბაქტერიები არიან პათოგენური, პირობით-პათოგენური (ყველაზე ხშირად E. Coli) და


აპათოგენური მიკრობები.

მიკრობების პათოგენურობას განაპირობებს - მათი ტოქსიგენობა (ენდო და


ეგზოტოქსინები) და ვირულენტობა.

ენდოტოქსინებს მიკრობი ათავისუფლებს მისი დაღუპვის შემდეგ. ენდოტოქსინი


ლიპოპოლისაქარიდული ბუნებისაა. აზიანებს სისხლძარღვების ენდოთელიუმს, რის
შედეგადაც ორგანოს მიკროცირკულაცია ირღვევა და შესაძლებელია სისხლძარღვთა
ენდოთელიუმის ნეკროზიც გამოიწვიოს. გრამის წესით იღებება ნარინჯისფერ-
მოწითალო ფერში და არიან გრამუარყოფითები. ენდოტოქსინური ინფექციის
გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არამყარია.

ეგზოტოქსინებს მიკრობები თავიანთი სიცოცხლის პერიოდში გამოყოფენ.


ეგზოტოქსინი ცილოვანი ბუნებისაა. გრამის წესით იღებებიან იისფრად და არიან
გრამდადებითები. ეგზოტოქსინური ინფექციის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი
ძირითადად მყარია.

ანტიტოქსინი - იხმარება მკურნალობის მიზნით

ანატოქსინი - იხმარება პროფილაქტიკის მიზნით. მასში დაქვეითებულია


ტოქსიგენობა და შენარჩუნებულია იმუნოგენობა. შეყვანიდან მე-10-მე-11 დღეს ხდება
სპეციფიური ანტისხეულების გამომუშავება

ორგანიზმის რეაქცია გამღიზიანებელზე - სპეციფიური და არასპეციფიური დაცვის


მექანიზმები

სპეციფიური დაცვის მექანიზმებია - უჯრედული (ხორციელდება T ლიმფოციტებით)


და ჰუმორული იმუნიტეტი (ხორციელდება B ლიმფოციტებით).

როდესაც ანტიგენი პირველად შეიჭრება ორგანიზმში, მას პირველად ხვდება


მაკროფაგი. მაკროფაგი იწყებს და ამთავრებს იმუნურ პასუხს. ის თავდაპირველად
ჩაიჭერს ანტიგენს, დაამუშავებს და პრეზენტაციას გაუკეთებს T ლიმფოციტს. T
ლიმფოციტს გააჩნია უცხო ანტიგენების შეცნობის უნარი. ამოცნობის შემდეგ ის T
ჰელპერების (CD4 მოლეკულების) მეშვეობით ინფორმაციას გადასცემს B
ლიმფოციტებს. აქ მთავრდება უჯრედული იმუნიტეტის პასუხი და იწყება
ჰუმორული იმუნიტეტის პასუხის გააქტიურება. როდესაც B ლიმფოციტი
ინფორმაციას მიიღებს ანტიგენის შემოჭრასთან დაკავშირებით, გარდაიქმნება
პლაზმურ უჯრედად და იწყებს სპეციფიური ანტისხეულების გამომუშავებას. ამ
ანტისხეულების გამომუშავებას აკონტროლებენ CD8 ლიმფოციტები - T სუპრესორები
(მათ შეუძლიათ ჩართონ, ან გამორთონ ანტისხეულების სინთეზი).

არასპეციფიურ დაცვის მექანიზმებს მიეკუთვნება - კანი, მოციმციმე ეპითელიუმი,


ლიზოციმი, კუჭის PH…

დაცვის მექანიზმებზეა დამოკიდებული დაავადების გამოსავალი.

გამოჯანმრთელება - ხდება იმდენივე ანტისხეულის გამომუშავება რამდენი


ანტიგენიცაა შეჭრილი და ხდება სრული იმუნური კომპლექსების წარმოქმნა.
პასუხის დაყოვნება/შესაძლებელი ქრონიზაცია - გამოიყოფა ანტიგენებზე ნაკლები
ანტისხეულები.

ლეტალური გამოსავალი - ავტოიმუნური პროცესები - ხდება ჭარბი ანტისხეულების


გამომუშავება და ორგანო საკუთარი ანტისხეულების მსხვერპლი ხდება (CD8
ლიმფოციტები ვერ ფუნქციონირებენ, ან მათი დეფიციტია - მაგ. დუნკანის
დაავადება).

ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა

 ჯაჭვური პოლიმერიზაციის რეაქცია - PCR რეაქცია


 CT - კომპიუტერული ტომოგრაფია
 MRI - მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია
 რენტგენოლოგიური გამოკვლევა
 ცხვირ-ხახიდან ნაცხის აღება
 ბაქტერიოლოგიური კვლევა - სისხლი (ბაქტერიული ინფექციის დროს
სისხლის საერთო ანალიზის სურათი - სისხლში ლეიკოციტოზი, ფორმულის
მარცხნივ გადახრით ჩხირბირთვიანების მომატების ხარჯზე და მომატებულია
ედს-ი. ედს-ის აჩქარების მიზეზი: ალბუმინების რაოდენობა ქვეითდება და
მატულობს გლობულინების რაოდენობა. ნორმაში ერითროციტები
დაკავშირებულია ალბუმინებთან, რომლებიც ერითროციტების გარშემო ქმნიან
ჰიდრატულ გარსს. ბაქტერიული ინფექციის განვითარებისას ეს გარსი ირღვევა,
ხდება ერითროციტების აგრეგაცია (ერთმანეთთან შეწებება), ისინი მძიმდებიან
და ილექებიან სწრაფად), შარდი, განავალი, ყელიდან აღებული ნაცხი...
 იმუნოფლურესცენციის მეთოდი - ვნახულობთ ანტიგენ-ანტისხეულის
კომპლექსის ნათებას.
 ბიოქიმიური ანალიზი
 სეროლოგიური დიაგნოსტიკა - შრატის გამოკვლევა

პროფილაქტიკა

ვაქცინა - შექმნეს პასტერმა და ჯენერმა. პირველად მოისპო ყვავილის ვირუსი.


გამოსაკვლევად აკვირდებოდნენ ძროხის მწველავ ქალებს.

You might also like