You are on page 1of 1

მარტივი წკირიანი კბილის დამზადების კლინიკო–

ლაბორატორიული ეტაპები

პროტეზირებისთვის ფესვის ვარგისიანობის დადგენის შემდეგ უნდა დამუშავდეს


ფესვის არხი და მისი ორალური ზედაპირი. ამის შემდეგ იწყება კლინიკო-
ლაბორატორიული ეტაპები.
კლინიკური ეტაპი–პირველ ეტაპზე პაციენტი მოდის უკვე დაბჟნილი ფესვით,
ექიმი უკვე ზედმეტ ნაწილს ფესვისას გაათავისუფლებს საბჟენი მასალისგან,
დატოვებს მხოლოდ მწვერვალოვან ნაწილს და მოარგებს ამ ფესვში წკირს. წკირთან
ერთად ავიღებთ ანაბეჭდს, როცა ჩამოვიღებთ ანაბეჭდს აუცილებლად უნდა
ჩამოჰყვეს წკირი ანაბეჭდს. თუ მოხდა ისე, რომ არ ჩამოჰყვა ხდება ხელმეორედ
ანაბეჭდის აღება, მანამ სანამ ანაბეჭდს წკირი არ წამოყვება. ამის შემდეგ უკვე
ავიღებთ ანტაგონისტიდან ანაბეჭდს და განვსაზღვრავთ თანკბილვას.
ლაბორატორიული ეტაპი–ჩამოვასხხავთ მოდელებს, მოდელზე რა თქმა უნდა
გადმოვა წკირი (რაც ანაბეჭდში გვაქვს) და მოდელზე წკირზე ხდება ცვილის დასხმა და
კბილის ანატომიური ფორმის აღდგენა. შემდეგ გადადის სათაბაშირე ოთახში და ხდება მისი
დათაბაშირება დარიჯაში, ცვილის გამოდნობა და მისი შეცვლა პლასტმასით.

წკირიანი კბილის დამზადება ერთ სეანსსში (დროებითად) - თუ სასწრაფოდ


სჭირდება იმავე დღესვე მოტეხილი კბილის აღდგენა - დროებითად მზადდება წკირიანი
კბილი ერთ სეანსში. თუ ფესვი გვაძლევს ამის საშუალებას, ექიმი მოარგებს წკირს, შემდეგ
ავიღებთ გარნიტურის კბილს, უკანა მხარეს მრგვალთავიანი ბორით გავაფართოვებთ და
გავუკეთებთ ჩანაჭდევს. შემდეგ ამ გარნიტურის კბილს და წკირს ერთმანეთთან
დავაკავშირებთ სწრაფმაგარი პლასტმასის საშუალებით და ამის დაცემენტება ხდება შემდეგ
პირის ღრუში.

ფესვის არხი მუშავდება მისი სიგრძის 2/3ზე და ფესვის მწვერვალოვანი მესამედი


უნდა იყოს ობტურირებული.!!!!!!!!!!!!

You might also like