You are on page 1of 2

დიფტერია

დიფტერა ნიშნავს აპკს. ხოლო ქართულად დიფტერიას ჰქვია ხუნაკი.

არის სუფთა ეგზოტოქსინური ინფექცია, გრამ-დადებითი მიკრობია. იღებებიან რუხ


ან მოშავო ფრად.

დიფტერიის გამომწვევია კორინბაქტერია დიფტერია. კორინ ნიშნავს


ხელკეტს,ქინზისთავს.

ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, ან კორინბაქტერიის


მტარებლები. დაავადების გადაცემის გზა ჰაერ-წვეთოვანია. შეიძლება ასევე
გავრცელდეს დაიმფიცირებული საგნებით.

დიფტერიის სავიზიტო ბარათი - ნებისმიერი ტიპის დიფტერიის დროს შეჭრის


ადგილას ვითარდება ფიბრინული ნადები. მექანიზმი - დიფტერიის ეგზოტოქსინს
გააჩნია ერთ-ერთი ფრაქცია, რომელსაც ნეკროტოქსინი ეწოდება. ნეკროტოქსინი
შეჭრის ადგილას იწვევს სისხლძარღვთა ნეკროზს. შედეგად, პლაზმით იჟღინთება
ირგვლივმდებარე ქსოვილები. პლაზმაში არის ფიბრინოგენი. დაზიანებული
სისხლძარღვებიდან კი გამოიყოფა თრომბოპლასტინი. ფიგრინოგენისა და
თრომბოპლასტინის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება ფიბრინული ნადები,
რომელიც მჭიდროდ ეკვირს ქვეშმდებარე ქსოვილს და თუ ვეცდებით მის მექანიკურ
მოშორებას, ის იქნება სისხლმდენი.

დიფტერია ლოკალიზაციის მიხედვით შეიძლება იყოს:

 სასუნთქი სისტემის დიფტერია: ხახის, ხორხის და ცხვირის დიფტერია


 სასუნთქი სისტემის გარეშე დიფტერია: კანის, გარეთა სასქესო ორგანოების და
თვალის დიფტერია

 ყველაზე ხშირად და მსუბუქი მიმდინარეობით გვხვდება ხახის დიფტერია.


ყველაზე მძიმეა ხორხის დიფტერია.

ნადების გავრცელების თვალსაზრისით ხახის დიფტერია შეიძლება იყოს:

 კუნძულოვანი ფორმა - ფიბრინული ნადები ფიფქებივითაა მიყრილი ნუშურა


ჯირკვლებზე.ნადების მოშორება რთულია. ინტოქსიკაცია ნაკლებადაა
გამოხატული.
 გავრცელებული ფორმა - ნადები გადადის ნუშურებზე, რბილ სასაზე და ნაქზე.
დასაწყისი აქვს მწვავე, ტემპერატურის მატებით 38-38, ზოგადი
ინტოქსიკაციით, ყელის ტკივილით,შემცივნებით, ღებინებით,ზოგჯერ მუცლის
ტკივილით.
 აპკოვანი ფორმა - მთლიანად ეკვრის ნუშურებს.ინკუბაცია 3-7 დღე.იწყება
ტემპერატურის მატებით 37,5-39,სისუსტით, ფარინგიტით, ყელის
ტკივილით,მაჯის აჩქარებით,მორუხო-მოთეთრო ფერის ფიბრინული
ნადები(ობობის ქსელის მსგავსი)
 ტოქსიური ფორმა - ვიზუალურად ჩანს რბილი ქსოვილების შეშუპება,
მოგვაგონებს ხარის კისერს. ის ხშირად უმკურნალები დიფტერიის შედეგია.

არსებობს დიფტერიის ტოქსიგენური და არატოქსიგენური შტამები. ტოქსიგენობა


დამახასიათებელია ლიზოგენიური შტამებისთვის (ლიზოგენია - ფარული
ვირუსული ინფექციის არსებობა ბაქტერიის შიგნით, ბაქტერიოფაგის სახით).
ლიზოგენიური შტამების გამომწვევს გააჩნია B ფაგი, რომელთა ქრომოსომებში
ჩართულია გენი, რომელიც დეტერმინირებულია ტოქსიგენობით. B ფაგი შესაძლოა
გადავიდეს ტოქსიგენური შტამებიდან არატოქსიგენურებშიც და ისინიც გახადოს
ტოქსიგენური - პროცესს ეწოდება ლიზოგენიზაცია.

კლინიკა

ხახის დიფტერია იწყება ტემპერატურის მომატებით, ყელის ტკივილით, ყლაპვის


გაძნელებით, სიფერმკრთალით, ლიმფური ჯირკვლების გადიდებით
(განსაკუთრებით კისრის ლიმფური კვანძების).

ხორხის დიფტერია შესაძლოა დამთავრდეს ასფიქსიით, რადგან ხორხში ერთშრიანი


ბრტყელი ეპითელიუმია, რომელსაც ნადები მარტივად შორდება და იჭედება
სანათურში.

მკურნალობა

სპეციფიკური მკურნალობა- დიფტერიის საწინააღმდეგო შრატის შეყვანა კანში.


(ცხენის შრატი). თანამედროვე გაიდლაინით შრატი უნდა შევიყვანოთ
ინტრავენურად,დოზის მინიმუმ ნახევარი. ასევე ვიყენებთ ანტიბიოტიკოთერაპიას
პარენტერალურად, კუნთებში ან ვენაში.

პროფილაქტიკა

აქტიური იმუნიზაცია. ვაქცინაცია არ იძლევა იმუნიტეტს მთელი სიცოცხლის


განმავლობასი. იმუნიზაციის გაკეთება შესაძლებელია 2 თვიდან.

You might also like