You are on page 1of 15

ტრიპანოსომა

ჯგუფის წევრები:
ნინო ასლამაზაშვილი
თათია თაბორიძე
მარიამ ოზბეთელაშვილი
ანა გოგიაშვილი
ქრისტინე ციცხვაია
ზოგადი დახასიათება

TRYPANOSOMA-ს გვარის წარმომადგენლები ადამიანის პარაზიტები არიან.


გეოგრაფიული გავრცელებისა და დამახასიათებელი პათოგენურობის მიხედვით იყოფა 2
ჯგუფად. აფრიკული სახესხვაობა იწვევს აფრიკული ძილის დაავადებას. მეორე სახესხვაობა
ამერიკული სახესხვაობა კი ამერიკულ ტრიპანოსომოზს ანუ ჩაგასის დაავადებას. იგი
უჯრედშიდა პარაზიტია, თუმცა აზიანებს სისხლს და სხვა ქსოვილოვან სითხეებსაც.
აფრიკული
ტრიპანოსომოზი
აფრიკული ძილის დაავადებას იწვევს TRYPANOSOMA BLUCEI-ს ორი ქვესახეობა: TRYPANOSOMA
BLUCEI RHODESIENSE და TRYPANOSOMA BRUCEI GAMBIENS. მათი სასიცოცხლო ციკლი
ერთნაირია ,მაგრამ განსხვავებისათვის აუცილებელია შემდეგი ფაქტორები:

Glossina-ს გვარის 21 სახეობიდან რომელი


ასრულებს ვექტორის როლს

რომელი ხერხემლიანი ცხოველია მასპინძელი

დროის რა მონაკვეთია საჭირო პარაზიტის


განვითარებისთვის მასპინძელსა და ვექტორში

რა დრო სჭირდება დაავადების განვითარებას


ხერხემლიან მასპინძელში
სასიცოცხლო ციკლი

პარაზიტის ინფექციური სტადიის გადაცემა


მასპინძელ ადამიანზე ხდება ვექტორის-ბუზი
ცეცეს კბენის დროს. სისხლით კვებით დროს
მწერი მსხვერპლის კანში გამოყოფს პარაზიტების
შემცველ ნერწყვს, რომელიც აფართოებს
სისხლძარღვებს და ხელს უშლის სისხლის
კოაგულაციას. ნერწყვთან ერთად კანში ხვდება
უმარტივესის ინფექციური ფორმა მეტაციკლური
ტრიპომასტიგოტა. პარაზიტის სასიცოცხლო
ციკლის დასრულებისა და ადამიანის
დაინფიცირებისათვის საჭიროა, რომ მწერში
მოხვდეს მოკლე და მსხვილი ტრიპომასტიგოტა.
ეპიდემიოლოგია

ბუზი ცეცე
სახელიდან გამომდინარე აფრიკული
ტრიპანოსომის გავრცელების არეალია აფრიკა.
პირველად აფრიკული ძილის დაავადება გამოჩნდა,
როდესაც ადამიანი ბუზი ცეცეს ბიოტიპში მოხვდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში 3/4 მილიონი ადამიანი
გარდაიცვალა ცენტრალურ აფრიკაში აფრიკული
ტრიპანოსომოზით. ყოველწლიური 20 000
შემთხვევიდან დაახლ. 50% ფატალურია, ხოლო
დანარჩენი 50%-ში აღინიშნება ტვინის
დაზიანება.
ეპიდემიოლოგია

Trypanosoma brucei
rhodesiensis იწვევს აფრიკული
ძილის დაავადების უფრო
ვირულენტურ, აღმოსავლურ აფრიკულ
ანუ როდეზიულ ფორმას , რომლის
გადამტანია Glossina morsitans.
Trypanosoma brucei gambiensis
იწვევს დასავლეთ აფრიკულ,
ეკვატორულ ან გამბიურ ძილის
დაავადებას, რომელიც ქრონიკულია.
რეზერვუარის როლს ასრულებს შინაური
და გარეული ცხოველები.
სიმპტომატოლოგია
აღნიშნული ორი სახეობის პარაზიტით
გამოწვეული დაავადებები ერთმანეთისგან
განსხვავდება მხოლოდ განვითარებისთვის
საჭირო დროის ინტერვალით. ბუზი ცეცს კბენიდან
1-2 დღეში ნაკბენის ადგილას ჩნდება ანთებითი
რეაქცია. დამახასიათებელია:
 ტრიპანოსომული შანკრის გაჩენა
 სისხლისა და ლიმფის დაინფიცირების შემდეგ
იწყება თავის ტკივილი და არაალერგიული
ცხელება
 ენისა და ქუთუთოების ტრემორი
 მენტალური სისუსტე
 პროგრესირებადი აპათია
 ნევროლოგიური სიმპტომები
 კლინიკური სიმპტომები(წონის სწრაფი კლება,
ანემია ძილიანობა, შეუქცევადი კომა)
დიაგნოზი

დიაგნოზის დასმა წარმოადგენს


მრავალ ეტაპიან პროცედურას:

I ეტაპი შეადგენს კლინიკურ


შეფასებას
II ეტაპი სისხლის ნაცხის ან ძვლის
ტვინის და ცერებტოსპინალური
სითხის შესწავლა
III ეტაპის დროს კეთდება
სპეციალური ტესტი სისხლში
ანტისხეულების აღმოსაჩენად
მკურნალობა

მკურნალაობა დაავადების
გამოვლინებასთან ერთად უნდა დაიწყოს,
ვიდრე ჩაითრევს ცნს-ს, რადგან ყველაზე
ეფექტური მედიკამენტებიც კი ვერ გადიან
ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში.

ჰემოლიმფურ სტადიაზე გამოიყენება-ურამინ


ნატრიუმის ექვსი ინტერვალური ინექცია.

ცნს-ის სტადიაზე- დარიშხანის შემცველი


პრეპარატები.
ამერიკული ტრიპანოსომოზი

Trypanosoma cruzi- საკმაოდ დიდიხნის წინ იყო


გავრცელებული, მაგრამ მისი სასიცოცხლო ციკლი
მხოლოდ 1909 წელს ბრაზილიელმა ექიმმა და მეცნიერმა
ჩიგასმა შეისწავლა. პარაზიტით გამოწვეულ დაავადებას
ამერიკული ტრიპანოსომოზი (ჩაგასის
დაავადება)ეწოდეაბა.
სასიცოცხლო ციკლი

T.cruzi-ის ინფექციური სტადიაა


მეტაციკლური ტრიპომასტიგოტა,რომლებიც
ვითარდებიან ე.წ.“მკოცნავი ბაღლინჯოს“
panstrongylus megistus-ის უკანა ნაწლავში და
ნახევარფრთიან მწერებში. დაინფიცირებული
ბაღლინჯო კბენს ადამიანს და იწყებს
დეფეკაციას, ადამიანის დაინფიცირება კი ხდება
ქავილის დროს ექსკრემენტების მოხვედრით
თვალსა და ლორწოვან გარსებში. ამ გზას
ეწოდება კონტამინაცია.
ძუძუმწოვარი მასპინძლის დაინფიცირება ხდება
ინფიცირებული მწერის შეჭმის დროს, ხოლო
ბაღლინჯოს დაინფიცირება ხდება
ტრიპომასტიგოდების შემცველი სისხლის წოვის
დროს.
ეპიდემიოლოგია

დაავადების გავრცელების
Trypanosoma cruzi ფართოდ არის ადგილები
გავრცელებული ლათინურ ამერიკაში, სადაც
საშუალოდ 24მილიონ ადამიანს
აინვაზირებს. T.cruzi-ით ინფიცირება უფრო
ხშირად ხდება სისხლის გადასხმით.
შემთხვევების რაოდენობა ძალიან დიდია
სოფლებში, განსაკუთრებით ღარიბი ფენის
ადამიანებში, რომელთა პრიმიტიული
საცხოვრებელი პირობები ხელს უწყობს
დაავადების განვითარებას. ამერიკული
ტრიპანოსომოზი ტიპური ზოონოზია,
რომელიც აინვაზირებს ძაღლებს,
კატებს,ღამურებს, ჯავშოსნებს, მღრღნელებს
და სხვა ძუძუმწოვრებს.
სიმპტომოლოგია

ამერიკული ტრიპანოსომა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შმდეგ შედის კანქვეშა


ქსოვილის მაკროფაგებში და იწვევს ადგილობრივ წყალმანკოვან შეშუპებას, რომელსაც
ეწოდება ჩაგომა. ენდემურ ზონებში, დაავადების პროგრესირებისას პაციენტებს უჩნდებატ
წყალმანკოვანი ლაქები მთელ სხეულზე,უფრო ხშირად სახის ერთ მხარეს. ამ ცალმხრივი
წყალმანკის დროს ხშირად ვითარდება კონიუქტივიტი, ამ სინდრომს ეწოდება რომანიას ნიშანი.
დიაგნოზი

T. cruzi-ს ტრიპამასტიგოტების აღმოჩენა შეიძლება


დაავადების დაწყებიდან 1-2 თვეში სისხლში,
განსაკუთრებით, თუ სისხლი აღებულია ცხელების დროს.
სეროლოგიური ანალიზი და კლინიკური შესწავლა,
ზოგჯერ იძლევა სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას.
პირდაპირი აგლუტინაციის ტესტი IgM-ის პლაზმური
ფრაქციით საკმაოდ მგრძნობიარეა მწვავე შემთხვევების
დროს, როდესაც პარაზიტი ძალზე მცირე
რაოდენობითაა. მარტივ და პრაქტიკულ მეთოდს
წარმოადგენს ქსენოდიაგნოსტირება, რომლის დროსაც
ლაბორატორიულ პირობებში გამოზრდილ ვექტორს
საშუალებას აძლევენ, რომ გამოწოვოს საეჭვო პაციენტის
სისხლი.
გმადლობთ
ყურადღებისთვის!

You might also like