You are on page 1of 5

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება

ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ


გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. ენდემიური კერები გვხვდება აფრიკასა და
აზიაში, ასევე, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთში, თურქეთში და
საქართველოში. 1944 წელს დაავადება პირველად აღწერილი იქნა ყირიმში და მას
ყირიმის ჰემორაგიული ცხელება ეწოდა.  1956 წელს კონგოში აღწერეს მსგავსი
დაავადება.  1969 წელს დადგინდა, რომ ამ ორი დაავადების გამომწვევი ერთი და
იგივე პათოგენია და მას ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსი ეწოდა.

2009 წლიდან საქართველოში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიულ ცხელების რამდენიმე


ათეული შემთხვევაა აღრიცხული.

კლინიკა

დაავადების გამომწვევია ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსი.


დაავადება იწყება შემცივნებით, მაღალი ცხელებით (39–400 C), თავის, კუნთების და
სახსრების ტკივილით, რასაც მოსდევს ვირუსემია და ინტოქსიკაცია. ავადმყოფს
აწუხებს პირის სიმშრალე, თავბრუ, ღებინება. სახე, კისერი, ლორწოვანი გარსები
შეწითლებული აქვს, ზოგჯერ გამოხატულია სიყვითლე. კანზე ჩნდება პეტექიური
გამონაყარი (წითელი ლაქები), სისხლჩაქცევები, აგრეთვე შასაძლებელია
განვითარდეს სისხლდენა სხვადასხვა ღრუებიდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან,
საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან). სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია,
ნეიტროფილების მარცხნივ გადახრა, მომატებული ედს-ი, გამოხატულია
თრომბოციტოპენია. დაავადება მიმდინარეობს ტიპიურად და წაშლილი ფორმით.
დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი დგება ავადობის
მე–2 კვირას. ლეტალობის მაჩვენებელი 5-50%.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი  ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის
შემთხვევაში   არის 1–3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან
კონტაქტისას 5–6 დღე, მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი  13–14 დღეა.        

გადაცემის გზები

ადამიანი უფრო ხშირად ინფიცირდება ტრანსმისიულად (ტკიპების კბენით, ტკიპის
გასრესვით), ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო
კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია
დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ  სითხეებთან შეხებისას,
სამედიცინო მანიპულაციების დროს.

იქსოიდური ტკიპები ვირუსის რეზერვუარებიც არიან და გადამტანებიც,


განსაკუთრებით  სახეობა ჰიალომა (Hyalomma,), რომელიც საქართველოშიც არის
გავრცელებული.  მრავალრიცხოვანი გარეული და
შინაური ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ (თაგვები, ზღარბები, კურდ
ღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვა) ვირუსის დროებითი რეზერვუარებია.
ცხოველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ვლინდება აბორტეით.

მიმღებლობა და რისკის ჯგუფები

 ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს


ავად, თუ აქვს შეხება ინფიცირებულ რეზერვუართან (ტკიპი, ცხოველები,
ადამიანი). დაავადებისადმი მგრძნობიარეა ყველა ასაკი და ორივე სქესი. დაავადების
გადატანის შემდეგ ადამიანს უვითარდება მყარი იმუნიტეტი, სავარაუდოდ მთელი
სიცოცხლის მანძილზე.
მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: რისკის ჯგუფში შედიან სოფლის
მეურნეობის მაუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები,
ვეტერინარები, სამხედროები, მოგზაურები (ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების
ენდემიურ რეგიონებში), განსაკუთრებით, მედიცინის სფეროს მუშაკები. შემთხვევები
ხშირდება ივნის-სექტემბერში და უკავშირდება გადამტანის აქტივობას გარემოში
(ტკიპი Hyalomma).

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

 ვირუსის იზოლაცია – მიიღწევა 2-5 დღეში – ტესტს აქვს დაბალი


მგრძნობელობა (მხოლოდ მაღალ ვირემიას აფიქსირებს)
 RT-PCR – სპეციფიური, მგრძნობიარე, სწრაფი 1–7 დღე
 ანტიგენის დეტექცია
 ELISA ანტისხეულებისათვის (IgM/IgG) დაავედების დაწყების მე-5 მე-7
დღიდან  IgM ნარჩუნდება 7 დღიდან 4 თვემდე;

IgG აღმოჩენადია 7 დღიდან 5 წლის განმავლობაში

 შრატის ნეიტრალიზაცია
 იმუნოჰისტოქიმიური შეღებვა

მონიტორინგი

• კონტაქტი ბიოლოგიურ სითხეებთან

მონიტორინგი 14 დღის განმავლობაში ბოლო კონტაქტიდან, ტემპერატურის დღეში


ორჯერ გაზომვით
• თუ პირს განუვითარდება ტემპერატურა 38 ან მეტი, თავისა და კუნთების
ტკივილით, ჩაითვლება სავარაუდო შემთხვევად 

ჰოსპიტალიზაცია და რიბავირინი.

კონტროლის ღონისძიებები
·         სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას, ტკიპების საწინააღმდეგოდ,
პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი,
ხელთათმანები). ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დამუშავება აკარაციდებით;

·კანის რეპელენტების გამოყენება (დიეთილტოლუამიდის - N, N-Dietyl-meta-toluamide -


შემცველი);

 ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში:  ხელის ჰიგიენა,


პირადი    დამცავის აღჭურვილობა, უსაფრთხო ინექციის პრაქტიკა;
   ცხოველების დამუშავება აკარიციდებით ხოლო მათი სადგომების
ინსექტიციდებით (ადრე გაზაფხულსა და ზაფხულში); ავადმყოფი ცხოველის
იზოლაცია და მკურნალობა/ზრუნვა; დაკვლაში მონაწილეობისას
ხელთათმანების გამოყენება;
 ტკიპი ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ,
პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები;
 ვაქცინაცია ტარდება ეპიდჩვენების მიხედვით, თუმცა უსაფრთხო და
ეფექტური ვაქცინა ადამინთა ფართო ვაქცინაციისათვის, ჯერ–ჯერობით
შექმნილი არ არის.

პაციენტმა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს


სამედიცინო დაწესებულებას, რადგან ექიმის მიერ განხორციელდეს დროული,
ზუსტი დიაგნოსტირება და მკურნალობა. გასათვალისწინებელია კონტაქტირებულ
ადამიანებზე კონტროლი მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის
განმავლობაში. დიაგნოზის დასმაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიურ
ანამნეზს. დიაგნოზის დაზუსტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას.

You might also like