You are on page 1of 13

ბავშვის კვების პრინციპები

ბავშვის სწორი ადეკვატური კვება მისი ჯანმრთელობის, გონებრივი და ფიზიკური განვითარების ერთ-
ერთ აუცილებელ პირობას წარმადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით
მოწოდებულია კვებასთან დაკავშირებული შემდეგი ტერმინოლოგია:

1. ბუნებრივი, ანუ ძუძუთი კვება ეწოდება კვების ისეთ წესს, როდესაც ბავშვი დედის რძით იკვებება.
ბუნებრივი კვება თავისთავად იყოფა:

ა) “ექსკლუზიური ძუძუთი კვება”, ანუ მხოლოდ ძუძუთი კვება - ნიშნავს ჩვილის კვებას მხოლოდ
დედის რძით, სხვა საკვებისა და სასმელის (მათ შორის წყლის) შემატების გარეშე (გამონაკლისს
წარმოადგენს წამლები, ვიტამინები და მინერალური დანამატები, დასაშვებია გამოწველილი რძის
მიცემაც).

ბ) “პრედომინანტული ძუძუთი კვება”, ანუ უპირატესად ძუძუთი კვება. ბავშვი ქალის რძესთან
ერთად არარეგულარულად ღებულობს წყლის მცირე რაოდენობას, წყლის შემცველ სითხეებს,
ჩაის, წვენს, ან რძის შემცვლელ ხსნარებს 100 მლ-მდე დღე-ღამის განმავლობაში.

გ) ძუძუთი კვება ანუ შერეული კვება, რომლის დროსაც ბავშვი დედის რძესთან ერთად
რეგულარულად იღებს რძის შემცვლელ ხელოვნურ ნარევს. ამ შემთხვევაში ძუძუთი კვების
ჯერადობა 1-ზე მეტია და მიღებული ქა¬ლის რძის რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 100-150 მლ-ს
დღე-ღამეში.

2. დამატებითი კვება (კომპლემენტური კვება), როდესაც ბავშვი 6 თვის შემდეგ არ კმაყოფილდება


მხოლოდ დედის რძით და მასთან ერთად ღებულობს ნახევრადმყარ დამატებით საკვებს.

3. ხელოვნური კვება. კვების ისეთ წესს, როდესაც ბავშვი საერთოდ არ ღებულობს ქალის რძეს (ან
ღებულობს მას მხოლოდ ერთხელ დღე-ღამის განმავლობაში და მისი რაოდენობა სადღეღამისო
რაციონის მხოლოდ 1/5-ია) და იკვებება რძის შემცვლელი საკვებით ხელოვნური კვება ეწოდება.

ბუნებრივი კვება (ძუძუთი კვება)

დედის რძე ახალშობილისა და ჩვილის საუკეთესო საკვებია.

რატომ არის დედის რძე ბავშვისთვის შეუცვლელი?

• დედის რძე ცოცხალი ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების


შესაბამისად; სრულფასოვანი საკვებია. მასში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი
ბავშვისათვის საჭირო ყველა სასიცოცხლო ნივთიერება;
• დედის რძე - ბავშვის პირველი აცრაა, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტისხეულებს და იცავს ბავშვს
სხვადასხვა ინფექციური, ალერგიული თუ სხვა სახის დაავადებისაგან;
• ადვილი მოსანელებელია;
• ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის სრულყოფილ განვითარებას;
• უსაფრთხო და მოსახერხებელია, არ მოითხოვს ადუღებას და შეთბობას;
• ხელს უწყობს ბავშვის ენისა და სახის კუნთების განვითარებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს
შემდგომში სწორი თანკბილვის და მეტყველებისთვის;
• ძუძუთი კვება იცავს ქალს მშობიარობის შემდგომი სისხლდენისაგან, ხელს უწყობს საშვილოსნოს
შეკუმშვას, იცავს ხელახალი დაორსულებისაგან, ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის
სიმსივნური დაავადებების რისკს;
1
• ძუძუთი კვება ზოგავს ოჯახის ბიუჯეტს;
• ბავშვი იღებს სითბოსა და სიყვარულს და კვებასთან ერთად დედასთან ურთიერთობის
მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებს;

რძის შემადგენლობა

დედის რძე ახალშობილი და ჩვილი ბავშვის სრულფასოვანი საკვებია, მასში საუკეთესო


თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ოპტიმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა
საციცხლო ნივთიერება: წყალი, ცილა, ნახშირწყალი, ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები და მინერალები.
დედის რძე შეცავს ფერმენტებსა და დამცველობით ნივთიერებებს, რის გამოც იგი ადვილი
მოსანელებელია და მნიშვნელოვანი დამცველობითი ფუნქციაც გააჩნია.

ცილა

 ცილა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის აუცილებელი კომპონენტია.


• ქალის რძის ცილა ძირითადად წარმოდგენილია შრატის ცილებით ლაქტალბუმინითა და
ლაქტოფერინით, რომლებიც ბავშვისთვის შეუცვლელი ამინომჟავების წყაროა.
• ქალის რძის ცილა ადვილად იშლება და აითვისება. ქალის რძეში ნაკლებია კაზეინის შემცველობა.
ქალის რძის კაზეინი ძროხის რძის კაზეინისგან განსხვავდებით შედარებით ადვილად
მოსანელებელია.
• ქალის რძის ცილების გარკვეული ნაწილი (იმუნოგლობულინები, ლაქტოფერინი, ლიზოციმი და
სხვ.) დაუშლელად გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და აქტიურად მონაწილეობს დამცველობითი
ფუნქციის შესრულებაში. ამავე დროს ქალი რძის ცილა ბავშვისთვის უცხო არ არის და არ იწვევს
ალერგიულ რეაქციებს.

ცხიმი

 ცხიმი ბავშვის ორგანიზმისთვის ენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.


• ცხიმზე მოდის ქალის რძის კალორიულობის დაახლოებით ნახევარი;
• ქალის რძის ცხიმი ადვილად იშლება და აითვისება ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ქალის რძეში
შემავალი ფერმენტი ლიპაზა ხელს უწყობს ცხიმის მონელების პროცესს;
• ქალის რძე გამოირჩევა უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით. უჯერი ცხიმოვანი
მჟავები (არაქიდონის და ლინოლენის, ომეგა-3) აუცილებელია ბავშვის ნერვული ქსოვილის,
განსაკუთრებით კი ტვინის ქერქის განვითარებისა და მხედველობის ნორმალური ფუნქციის
ჩამოყალიბებისთვის, რის გამოც მათ ხშირად ტვინის არქიტექტორებსაც უწოდებენ; ხელოვნური
საკვები ქალის რძისგან განსხვავებით შეიცავს აქროლად და ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს.
• ცხიმის შემცველობა ქალის რძეში იცვლება - დღის განმავლობაში (დილით შედარებით ნაკლებია,
საღამოს მეტი), ბავშვის ასაკთან ერთად, უშუალოდ კვების პროცესში - წინა რძე შეიცავს ნაკლებ,
ხოლო უკანა რძე მეტი რაოდნეობით ცხიმს.

ნახშირწყალი

 ნახშირწყლები ქალის რძეში ძირითადად ლაქტოზით (და ოლიგოსაქარიდებით არის


წარმოდგენილი.
• ნახშირწყლებზე მოდის ქალის რძის კალორიულობის დაახლოებით 40% და წარმოადგენს ენერგიის
ერთ-ერთ ძირითად წყაროს ბავშვის ორგანიზმისთვის;
• ქალის რძის ნახშირწყლები ადვილად აითვისება, ქალის რძეში შემავალი ფერმენტი ლაქტაზა
გარდაქმნის მათ მარტივ შაქრებად;

2
• ლაქტოზა თავის ტვინის უჯრედების ძირითადი ენერგეტიკული წყაროა და ხელს უწყობს ტვინის
განვითარებას;
• (ლაქტოზა ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ჩამოყალიბებას (კერძოდ, კი ბიფიდუმ
ბაქტერიების ზრდას) და შესაბამისად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ძროხის რძე და ხელოვნური საკვები იწვევს ნაწლავში პირობით პათოლოგიური მიკრობის ნაწლავის
ჩხირის გამრავლებას.

ვიტამინები და მინერალები

 ქალის რძეში ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობა მნიშვნელოვანწილად


დამოკიდებულია დედის კვებაზე.
• თუ დედა მრავალფეროვანი საკვებით იკვებება, რძე საკმარისი რაოდენობით შეიცავს აღნიშნულ
ნივთიერებებს და 6 თვის ასაკამდე ბავშვთან მიკროელემენტების დეფიციტის განვითარების რისკი
დაბალია;
• ქალის რძეში არსებული ვიტამინები და მიკროელემენტები ადვილად აითვისება ბავშვის
ორგანიზმის მიერ.
• რკინა - ქალის რძეში რკინა შედარებით დაბალი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი, თუმცა მისი
ათვისების უნარი დაახლოებით ოთხჯერ უფრო მაღალია რკინით გამდიდრებულ ხელოვნურ
საკვებთან შედარებით. დროულ ახალშობილს დაბადებისას რკინის საკმარისი მარაგი აქვს და
ექსკლუზიური ძუძუთი კვების შემთხვევაში ქალის რძე სრულად აკმაყოფილებს ჩვილის
მოთხოვნილებას რკინაზე 6 თვის ასაკამდე.
• კალციუმი და ფოსფორი - ქალის რძეში კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობა საუკეთესოა
მოცემული მიკროელემენტების სრულყოფილი შეწოვისათვის.
• თუთია - თუთიის შემცველობა ქალის რძეში დაბალია, თუმცა იგი უფრო კარგად ათვისება, ვიდრე
ხელოვნური ნარევის ან სხვა საკვები პროდუქტის თუთია. ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე მყოფ
ბავშვებს 6 თვემდე პრაქტიკულად არ უვლინდებათ თუთიის დეფიციტი.
• D ვიტამინი – ერთადერთი ვიტამინი, რომლის დამატებაც აუცილებელი ძუძუთი კვებაზე მყოფ
ბავშვებში, ვინაიდან დედის რძე არ შიცავს მას საკმარისი რაოდენობით.

წყალი

ქალის რძე 80-90% წყალს შეიცავს და ხშირი კვების შემთხვევაში დედის რძე სრულად აკმა¬ყოფილებს
ბავ¬შვის მოთხოვნილებას სით¬ხეებზე. ამიტომ ექსკლუზიური ძუძუთი კვების დროს ბავშვი არ
საჭიროებს დამატებით სითხეების მიღებას.

ფერმენტები

ქალის რძე, დაახლოებით, 20 ფერმენტს შეიცავს (ლაქტაზა, ლიპაზა, ამილაზა, რიბონუკლეაზა,


პეროქსიდაზა და სხვ), რომლებიც ხელს უწყობენ:

• ქალის რძეში შემავალი საკვები ინგრედიენტების მონელებას;


• მიკროელემენტების და ვიტამინების ათვისებას.

ზრდის ფაქტორები და ჰორმონები

ქალის რძე შიცავს სხვადასხვა ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ შესაბამისი ქსოვილების
მომწიფებას. ქალის რძე შეიცავს თხუთმეტამდე ჰორმონს, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვის ორგანოთა
და სისტემების მომწიფებას.

დამცველობითი ნივთიერებები
3
ქალის რძე შეიცავს მრავალ ნივთიერებას, რომელიც ერთი მხრივ იცავს ბავშვს მრავალი ინფექციური,
არაინფექციური და ალერგიული დაავადებისაგან, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ბავშვის იმუნური
სისტემის მომწიფებას. მათ შორისაა ანტისხეულები, ლაქტოფერინი, იმუნოგლობულინები და სხვ.

რძის პროდუქცია

რძის პროდუქცია და გამოყოფა ძირითადად ჰიპოფიზის ჰორმონებით - პროლაქტინითა და


ოქსიტოცინით რეგულირდება. ძუძუს წოვის პროცესი ასტიმულირებს ორივე ჰორმონის გამომუშავებას.
შესაბამისად, რაც უფრო ხშირად წოვს ბავშვი, მით უფრო მაღალია ჰორმონების კონცენტრაცია დედის
სისხლში და მით მეტია გამომუშავებული რძის რაოდენობა.

• პროლაქტინი ხელს უწყობს რძის წარმოქმნას. პროლაქტინის პროდუქცია განსაკუთრებით მაღალია


ღამის სათებში. ამდენად, ღამის კვება ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რძის გამომუშავების
რეგულირებისთვის.
• ოქსიტოცინი განაპირობებს სარძევე ჯირკვლის კუნთოვანი უჯრედების შეკუმშვას, რასაც თან სდევს
რძის გამოყოფა. ოქსიტოცინის დონე დამოკიდებულია ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც:
ბავშვთან სიახლოვე, დედის სურვილი ძუძუთი კვებოს ბავშვი, დადებითი ემოციური განწყობა,
მშვიდი და მყუდრო გარემო ხელს უწყობს ოქსიტოცინის გამომუშავებას და პირიქით, სტრესული
სიტუაცია, გაღიზიანება აფერხებს მას. ოქსიტოცინი მოქმედებს საშვილოსნოს კუნთოვან
ქსოვილზეც, შესაბამისად მისი მაღალი დონე მნიშვნელოვანია საშვილოსნოს შეკუმშვისთვის.
• ინჰიბიტორები არეგულირებენ რძის სეკრეციის კონტროლს და იცავენ სარძევე ჯირკვალს ძლიერი
გადავსებისაგან. აღნიშნული ნივთიერებები აქვეითებენ რძის გამომუშავების ინტენსივობას, იმ
შემთხვევაში, თუ ძუძუში რძე დიდხანს რჩება. რძის პროდუქციისთვის განსაკუთრებული
მნიშვნელობა სარძევე ჯირკვლის ბოლომდე დაცლას ენიჭება.

როგორია ძუძუთი კვების პრინციპები?

• ძუძუთი კვების დაწყება მშობიარობიდან 1/2-1 საათის განმავლობაში;


• ექსკლუზიური (მხოლოდ) ძუძუთი კვება პირველი 6 თვის მანძილზე;
• დამატებითი საკვების დაწყება 6 თვის შემდეგ ძუძუთი კვების პარალელურად
• ძუძუთი კვების გაგრძელება 2 წლამდე.

ძუძუთი კვების ადრეული დაწყება და კანით კანთან კონტაქტი

კანით-კანთან კონტაქტი გულისხმობს შიშველი ახალშობილის (ახალშობილს თავზე უნდა ეხუროს


ქუდი და ეცვას წინდები) მოთავსებას დედის გულმკერდზე, აუცილებელია დედას და ბავშვს ეფაროს
საბანი. ჯანმრთელი, დროული ახალშობილის კანით-კანთან კონტაქტი დედასთან უნდა
განხორციელდეს ფიზიოლოგიური მშობიარობისთანავე და გაგრძელდეს მინიმუმ 30 წუთის
განმავლობაში. საკეისრო კვეთის დროს კანით-კანთან კონტაქტი ტარდება დედის ნარკოზიდან სრული
გამოფხიზლების შემდეგ.

კანით კანთან კონტაქტი და ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ხელს უწყობს:

• ეფექტური წოვითი რეფლექსების ჩამოყალიბებას


• ახალშობილის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას;
• დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ფსიქოემოციური კავშირის დამყარებას.
• ბავშვის სხეულზე დედის მიკრობების დასახლებას

ძუძუზე პირველი მოჭიდების დროს ახალშობილი იღებს პირველ რძეს – ხსენს, რომელიც
მაღალკალორიული ნივთიერებაა. იგი მცირე რაოდენობით გამოიყოფა. მიუხედავად იმისა, რომ იგი
4
მცირე რაოდენობით გამოიყოფა ხშირი კვების შემთხვევაში ხსენი მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის
მოთხოვნილებას, იგი ხომ ბავშვის კუჭის მცირე მოცულობას შეესაბამება. ამიტომ არ არის საჭირო
სიცოცხლის პირველ დღეებში, ბავშვისთვის სითხეების და სხვა საკვების დამატება. ხსენი იცავს ბავშვს
სხვადასხვა ინფექციისა და ალერგიისაგან. ხსენი გასნაკუთრებით მდიდარია დამცველობითი
ნივთიერებებით და A ვიტამინით, რის გამოც მას ხშირად ახალშობილის პირველ აცრასაც უწოდებენ.

რას ნიშნავს ექსკლუზიური ძუძუთი კვება?

ექსკლუზიური ძუძუთი კვება ანუ მხოლოდ ძუძუთი კვება - ნიშნავს ჩვილის კვებას მხოლოდ დედის
რძით, ინდივიდუალური რეჟიმით, მოთხოვნილების მიხედვით 8-12-ჯერ დღე-ღამეში, სხვა საკვებისა
და სასმელის (მათ შორის წყლის) შემატების გარეშე.

როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი ძუძუთი?

• ბავშვი უნდა იკვებებოდეს ხშირად, მოთხოვნილების მიხედვით, როდესაც იგი მთელი სხეულით
ანიშნებს, რომ შია (სხვადასხვა ინტონაციის ბგერები, ტუჩების ცმაცუნი, წოვითი მოძრაობა,
ტირილი) და არა საათობრივი რეჟიმით. იგი უნდა იკვებებოდეს, როგორც დღისით, ისევე ღამით.
ღამის კვება ხელს უწყობს რძის გამომუშავებას. თავდაპირველად კვების სიხშირე დაახლოებით 8-
12-ს უნდა შეადგენდეს, შემდეგ თანდათან მცირდება 7-9-მდე დღე-ღამეში. 1-1,5 თვის ასაკში ყველა
ბავშვი გამოიმუშავებს კვების საკუთარ რიტმს; თუ ბავშვი ზარმაცია და ხშირად არ იღვიძებს დღის
განმავლობაში აუცილებელია მისი გაღვიძება 3 სთ-ში ერთხელ და კვება. ღამის ინტერვალი 5 საათს
არ უნდა აღემატებოდეს.
• ახალშობილი თავად არეგულირებს მისაღები საკვების რაოდენობას; თუ ბავშვს არ აკმაყოფილებს
რძე ერთი ძუძუდან, შეიძლება 1 კვებაზე მეორე ძუძუდანაც მოწოვოს. თუმცა აუცილებელია, რომ
ერთი ძუძუ ბოლომდე დაიცალოს, ვინაიდან რძის “ბოლო“ ულუფა ცხიმით მდიდარია და თუ
ბავშვი მას ვერ მიიღებს, მალევე მოშივდება და წონაშიც ვერ მოიმატებს. თუ ბავშვს უჭირს ძუძუს
დაცლა, საჭიროა რძის გამოწველა და კოვზით ან პიპეტით მიცემა; თუ ბავშვი წოვის დაწყებისთანავე
იძინებს (ე.წ. სუსტი მწოვარა და ზარმაცი ბავშვი), საჭიროა მისი გაღვიძება ფრთხილი, ნაზი
მოძრაობებით (ნაზი შეხება, მოფერება, წინდების გახდა და სხვ.). წოვის დამთავრების შემ¬დეგ
მიზანშეწონილია, 10-15 წუთით ბავშვი დაიჭირონ ვერტიკალურად, რათა ამოაქარვოს წოვის დროს
გადაყლაპული ჰაერი.
• პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე ბავშვის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე
მთლიანად აკმაყოფილებს. სითხეების მიწოდება, ან ადრე დაწყებული დამატებითი საკვები
ამცირებს რძის წარმოქმნას და საკვების მონელების პრობლემებსაც ქმნის;
• 6 თვის ასაკიდან ბავშვს აუცილებლად სჭირდება დამატებითი საკვები. დამატებითი კვების
დაგვიანებული დაწყება საზიანოა, ვინაიდან შეიძლება ბავშვს საჭირო ნივთიერებები – ვიტამინები
და მიკროელემენტები დააკლდეს, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება.
• ძუძუთი კვება მიზანშეწონილია 2 წლამდე გააგრძელდეს, დღეში ერთხელ მაინც. ეს დაიცავს ბავშვს
სხვადასხვა დაავადებისაგან. 1 წლის შემდეგ ქალის რძის შემადგენლობა ხსენის შემადგენლობას
უახლოვდება და იცავს ბავშვს ინფექციებისაგან. ძუძუსგან მოცილების ტექნიკა მარტივია. წლის
ბოლოსათვის ბავშვი მხოლოდ 2-3-ჯერ წოვს ძუძუს, ამცირებენ ჯერ პირველ კვებას, 2 კვირის შემდეგ
ამცირებენ შემდეგ კვებასაც, რაც თავისთავად მკვეთრად ამცირებს ლაქტაციას და იგი თავისთავად
წყდება.

რას ნიშნავს სწორი მოჭიდება?

5
ძუძუთი კვება წარმატებით მიმდინარეობს, თუ ბავშვი სწორად ეჭიდება ძუძუს. სწორი მოჭიდების
განსახორციელებლად პირველ რიგში დედა უნდა მოთავსდეს მოხერხებულად, ბავშვი მთელი
სხეულით უნდა იყოს მიბრუნებული დედისკენ.

ძუძუს ფიქსირდება ხელის 4 თითსა (ძუძუს ქვემოთ) და ცერს შორის (ზემოთ). წოვის დაწყებამდე
დვრილით ან თითით უღიზიანებენ ბავშვს პირის კუთხეს, რომ მან პირი ფართოდ გააღოს და მხოლოდ
დვრილს კი არა, მის ირგვლივ მუქი რგოლის (არეოლას) 2 სმ-ს მაინც მოეჭიდოს. თუ ბავშვი პირს
ფართოდ არ აღებს და მხოლოდ დვრილს ეჭიდება, იგი ვერ გამოწოვს რძეს და დვრილის დახეთქვასაც
გამოიწვევს.

სწორი და არასწორი მოჭიდებისა და პოზიციის ნიშნები

სწორი მოჭიდების და პოზიციის ნიშნები არასწორი მოჭიდების და პოზიციის ნიშნები


ბავშვი მთელი სხეულით შეტრიალებულია ბავშვი შემოტრიალებულია დედისკენ, მაგრამ არ
დედისაკენ და ეხება მის სხეულს ეხება მის სხეულს
პირი ფართოდ არის გაღებული, ტუჩის პირი მოკუმულია ისე, თითქოს მოჭიდებულია
ლორწოვანი ჩანს საწოვარაზე, ტუჩის ლორწოვანი არ ჩანს
ლოყები გამობერილია და არ მონაწილეობს წოვის ლოყები ჩავარდნილია და მონაწილეობს წოვის
აქტში აქტში
ბავშვის ნიკაპი მიბჯენილია ძუძუზე ნიკაპი არ არის ძუძუზე მიბჯენილი
ბავშვის პირის ღრუში დვრილთან ერთად ბავშვის პირის ღრუში მოთავსებულია მხოლოდ
მოთავსებულია არეოლას 2,5 სმ დვრილი
ბავშვის ზედა ტუჩთან არეოლას უფრო მეტი არეოლა კარგად ჩანს ორივე ტუჩის გარეთ
ნაწილი ჩანს, ვიდრე ქვედა ტუჩთან
1-2 წოვით აქტს მოყვება ყლაპვა ისმის წკლაპუნი. ყლაპვა მოყვება 10-12 წოვით
მოძრაობას
ბავშვი კმაყოფილია, და მშვიდი ბავშვი უკმაყოფილოა, ტირის
დედა არ განიცდის ტკივილს დედა გრძნობს დვრილის ტკივილს
დედის ხელით ფიქსირებულია ბავშვის კეფა და დედის ხელით ფიქსირებულია თხემის მიდამო
კისერი
ბავშვის თავი, კისერი და სხეული ერთ ხაზზეა ბავშვის თავი და სხეული არ არის ერთ სწორ ხაზზე,
დედისკენ მიტრიალებულია მხოლოდ თავი

საწოვარა და ბოთლი

ძუძუთი კვების დროს არ არის მიზანშეწონილი საწოვარას და ბოთლის გამოყენება, განსაკუთრებით


საწყის ეტაპზე, ვიდრე ბავშვს კარგად არ ჩამოუყალიბდება სწორი მოჭიდების ჩვევა. ვინაიდან
ბოთლიდან წოვის პროცესში ბავშვი განსხვავებულად ეჭიდება საწოვარას, მისი ხშირი გამოყენების
შემთხვევაში კი ვეღარ ახერხებს ძუძუზე სწორი მოჭიდების განხორციელებას (პირის აპარატის
შესაბამისი კუნთების განვითარების შეფერეხების გამო), რაც სერიოზულად აფერხებს ძუძუთი კვების
წარმატებით განხორციელებას. ბოთლიდან კვების გამოყენება ზრდის ძუძუზე უარის თქმის რისკს.

რა ნიშნები მიუთითებს, რომ ბავშვს არ ყოფნის დედის რძე?

რძის არასაკმარისი პროდუქციის ყველაზე უფრო სარწმუნო ნიშანს წარმოადგენს შარდვის სიხშირე. თუ
მხოლოდ ძუძუთი კვებაზე დღე-ღამეში ბავშიის შარდვის სიხშირე ნაკლებია 6-ზე ბავშვს არ ყოფნის
დედის რძე და საჭიროებს ხელოვნური საკვების დამატებას და შერეულ კვებაზე გადაყვანას. რძის
არასაკმარის პროდუქციაზე შეიძლება მიუთითებდეს გამოხატული ყაბზობა (მკვრივი კონსისტენციის,

6
მუქი ფერის განავლით) და წონის არასაკმარისი ნამატიც. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წონის
ნამატის შეჩერება ან ნორმაზე მცირე ნამატი შეიძლება გამოწვეული იყო კვების ტექნიკის დარღვევით,
როდესაც ბავშვი არ ცლის ძუძუს ბოლომდე და იღებს მხოლოდ წინა რძეს.

ძუძუთი კვებისთვის სხვადასხვა პოზიცია გამოიყენება

"აკვნის პოზიცია" "რაგბის ბურთის" პოიზცია

ზურგზე და გვერდზე წოლის პოზიცია

ძუძუთი კვების უკუჩვენებები და დაბრკოლებები

ძუძუთი კვების უკუჩვენება – შეიძლება იყოს აბსოლუტური და დროებითი.

აბსოლუტური

• შიდსი - Aარსებობს შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსის რძით გადაცემის ალბათობა. შიდს-


ით დაავადებულმა დედამ არ უნდა კვებოს ბავშვი ძუძუთი, თუ შესაძლებელია უსაფრთხო
ალტერნატიული საკვების გამოყენება.

7
• ფერმენტოპათიები ბავშვთან (ფენილკეტონურია, გალაქტოზემია და სხვ.) – როდესაც ბავშვს არ
აქვს დედის რძეში შემავალი ნივთიერებების მონელების უნარი. ასეთ შემთხვევაში ბავშვი
საჭიროებს სპეციალურ სამკურნალო ნარევებს და ძუძუთი ან ძროხის რძეზე დამზადებული
ხელოვნური საკვებით კვების შემთხვევაში უვითარდება გონებრივი განვითარების მძიმე
შეფერხება

დროებითი

• ზოგიერთი მედიკამენტის მიღება,


• სარძევე ჯირკვლის აბსცესი
• ტუბერკულოზის ღია ფორმის დროს უკუნაჩვენებია კონტაქტი დედასა და ბავშვს შორის, ვიდრე
დედას არ ჩაუტარდება მკურნალობის სრული კურსი.
• დვრილის ჰერპესული დაავადება

დედის მწვავე ინფექციური დაავადება ძუძუთი კვების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.

შერეული და ხელოვნური კვება

შერეული და ხელოვნური კვება გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენებების
არსებობისას, როდესაც ვლინდება რძის ნაკლებობა ან დედისა და ბავშვის ის დაავადებები, რომელთა
დროსაც წინააღმდეგნაჩვენებია ძუძუთი კვება.

თუ ბავშვი 6 თვის ასაკამდე დედის რძესთან ერთად ღებულობს ხელოვნურ ნარევს, ამას შერეული კვება
ეწოდება. შერეული კვების ძირითად ჩვენებას დედის რძის ნაკლებობა წარმოადგენს. თუ ბავშვი ვერ
იღებს რძის საკმარის რაოდენობას, ეს მჟღავნდება პირველ რიგში შარდვის გაიშვიათებით (6-ზე ნაკლები
შარდვის სიხშირე 24 სთ-ის განმავლობაში, მიუთითებს, რომ ბავშვს არ ყოფნის საკვები), წონის მატების
შეჩერებით ან მისი დაქვეითებით, რომელიც აისახება ბავშვის წონის ნამატის მრუდზე, შეკრულობით
ე.წ. "მშიერი" განავლით. ყურადღებას იპყრობს ბავშვის გაღიზიანება და ჭირვეულობა.

შერეული კვების დაწყებამდე მიზანშეწონილია რძის გამომუშავების სტიმულაცია, ძუძუთი კვების


სიხშირის გაზრდისა და ღამით კვების უზრუნველყოფის გზით. შერეული კვების დროსაც
შესაძლებელია ბავშვი თავად განსაზღვრავდეს შემატებული საკვების რაოდენობას. ასეთ შემთხვევაში
ბავშვი იღებს თავდაპირველად დედის რძეს ორივე ძუძუდან, შემდეგ კი მომზადებულ საკვებს იმ
რაოდენობით, რამდენიც უკმაყოფილებს მოთხოვნილებას. შემატებული საკვები შეიძლება დაინიშნოს
მხოლოდ რამდენიმე კვების ან ყველა ძუძუთი კვების შემდეგ, ლაქტაციის უნარის გათვალისწინებით.
შემატებული საკვები ბავშვს უნდა მისცენ კოვზით და არა საწოვრით, რადგან ამ უკანასკნელის
შემთხვევაში ბავშვი ეჩვევა საკვების იოლად მიღებას და ხშირად უარს აცხადებს ძუძუთი კვებაზე.
შემატებულ საკვებს შორის სასურველია დაცული იყოს საათობრივი ინტერვალი 3, 3,5 ან 4 სთ. შერეული
კვების დროს შემატებულ საკვებად გამოიყენებენ იმავე ნარევებს, რომელთაც ხმარობენ ხელოვნური
კვების შემთხვევაში.

ხელოვნური კვება. როდესაც ბავშვი დაბადებიდან არ ღებულობს ქალის რძეს (ან მისი რაოდენობა
სადღეღამისო რაციონის 1/5) და ხელოვნური ნარევით იკვებება, ამას ხელოვნური კვება ეწოდება.
ხელოვნური კვების დანიშვნა ხდება მკაცრი სამედიცინო ჩვენებების არსებობისას. ხელოვნური
კვებისათვის იყენებენ ქალის რძის შემცვლელ ნარევებს, ე.წ. ხელოვნურ ფორმულას. არსებობს 2 ჯგუფის
ნარევი: არაადაპტირებული და ადაპტირებული.

8
ადაპტირებულ ნარევებს ეკუთვნის ქარხნული წესით დამზადებული ნარევები, რომლებიც
სპეციალური ტექნოლოგიური გადამუშავების საფუძველზე მაქსიმალურად მიახლოებულია ქალის
რძესთან და შედარებით უფრო სრულფასოვანია (დამატებული ვიტამინები და მიკროელემენტები),
ვიდრე არაადაპტირებული ნარევი. არაადაპტირებულ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება ძროხის რძე
და მაწონი თავისი განზავებებით. ადაპტირებული ნარევები იყოფა ორ ჯგუფად: I ტიპის ნარევი ე.წ.
ფორმულა 1, რომელიც გამოიყენება ბავშვის კვებისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში. II ტიპის
ნარევი, რომელიც გამოიყენება 6 თვის ასაკის შემდეგ. არსებობს სამკურნალო ნარევები, რომლებიც
სხვადასხვა დაავადების დროს ინიშნება სამედიცინო ჩვენებით.

ხელოვნური კვების განსახორციელებლად უნდა დადგინდეს დღე-ღამეში საჭირო საკვების რაოდენობა


და შეირჩეს ხელოვნური ნარევი. პირველი 10 დღის განმავლობაში ახალშობილს ერთ ჯერზე ეკუთვნის
10,0Xn, სადაც n დღეების რიცხვია. 2 კვირის ასაკიდან იყენებენ მოცულობით მეთოდს, რომლის
მიხედვითაც 10 დღიდან 2 თვემდე ბავშვს სადღეღამისოდ ეკუთვნის სხეულის მასის 1/5; 2-დან 4
თვემდე - 1/6; 4-დან 6 თვემდე - 1/7; 6-8 თვემდე -1/8; სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს - 1/9.
ხელოვნური კვების დროს შესაძლებელია კვებათა შორისი ინტერვალების დაცვა, ანუ საათობრივი
კვების რეჟიმი. დაბადებიდან 1 თვე ჩვილი 7 ჯე¬რად კვებაზეა ანუ იკვებება ყოველ 3 სთ-ში ერთხელ,
ღამის 6 საათიანი ინტერვალით. 1 თვიდან 4 თვემდე - 6 ჯერად კვებაზეა ანუ იკვებება 3,5 სთ-ში ეთხელ,
4 თვის შემდეგ 1 წლამდე - 5 ჯერად კვე¬ბაზე იმყოფება - 4სთ-ში ერთხელ. შესაძლებელია ახალშობილი
ხელოვნურ კკვებაზეც თავდ არეგულირებდეს კვების დროს და იკვებებოდეს თავისუფალი რეჟიმით.

ხელოვნური კვებისათვის გამოიყენება ბოთლი და საწოვარა. საწოვარას ნახვრეტი უნდა იყოს ისეთი
ზომის, რომ ბოთლის გადმობრუნებისას საკვები გადმოდიოდეს წვეთებით და არა ნაკადით. საკვების
მიცემამდე აუცილებელია შემოწმდეს საკვების ტემპერატურა, რაც ხორციელდება საკვების წვეთების
ხელზე დასხმით. წოვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბოთლის ყელი სავსე იყოს რძით, რათა
ბავშვს კუჭი არ ამოევსოს ჰაერით. ჰაერის კუჭში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ამოქაფება და
მუცლის შებერვა. დაუშვებელია ბავშვის ჰორიზომტალურ მდგომარეობაში კვება, რაც ზრდის საკვების
გადაცდენის რისკს, იგი უნდა იკვებებებოდეს ნახევრად ვერტიკალურ მდგომარეობაში.

დამატებითი კვება

პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე მთლიანად აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას საკვებსა
და სითხეზე. ბავშვის ინტენსიურ ზრდასთან ერთად იზრდება მისი კვებითი და ენერგეტიკული
მოთხოვნილება, რის გამოც აუცილებელი ხდება დედის რძესთან ერთად დამატებითი საკვების
მიწოდება კვებითი რაციონის ცილით, ცხიმით, ნახშირწყლით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით
შესავსებად.

დამატებითი კვება - 6 თვის შემდეგ დედის რძესთან (ხელოვნურ ნარევთან) ერთად ნახევრადმყარი
დამატებითი საკვების მიღება.

დამატებითი კვების ვადები დამატებითი საკვების დაწყების ვადების განსაზღვრა ემყარება ბავშვის
მზაობას მიიღოს ნახევრადმყარი საკვები, დადგენილია, რომ პირველი ღეჭვითი მოძრაობა 4-5
თვისთვის ფორმირდება, ქრება საკვების გადმოგდების რეფლექსი და შესაძლებელია დამატებითი
კვების მიწოდება. დამატებითი კვება იწყება 6 თვიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში (წონის
არასაკმარისი მატება, ბავშვის ინტერესი სხვა საკვების მიმართ) შესაძლებელია მისი დაწყება 4 თვიდან.

დამატებითი საკვების ნაადრევი დაწყება ამცირებს რძის პროდუქცია და ზრდის კუჭ-ნაწლავის


ტრაქტის დაავადებების, ალერგიის და სხვ. რისკს. დამატებითი საკვების დაგვიანებული დაწყება ხელს

9
უშლის საღეჭი კუნთების სრულფასოვან ჩამოყალიბებას და იწვევს ორგანიზმის გაღარიბებას
ვიტამინებით და მიკროელემენტებით.

დამატებითი საკვების შემადგენლობა და კვების ტექნიკა

ბავშვი უნდა იკვებებოდეს მრავალფეროვანი საკვებით. ასაკის გათვალისწინებით მან ყოველდღე უნდა
მიიღოს პროდუქტი საკვების ყველა ჯგუფიდან

• ხილი და ბოსტნეული
• ბურღულეული
• ხორცი და რძის პროდუქტი;
• ცხიმები (მცენარეული და ცხოველური

6 თვიდან 8 თვემდე ჩვილს შეუძლია მიიღოს პიურეს ტიპის, გატარებული საკვები. საკვები უნდა იყოს
ჰომოგენური, 8 თვიდან ბავშვმა უნდა მიიღოს დაჭყლეტილი საკვები, 12 თვის შემდეგ ბავშვი უკვე უნდა
იკვებებოდეს ოჯახის საკვებით. თუ მყარი საკვების გამოყენება იწყება 10 თვის შემდეგ ან უფრო გვიან
ეს ზრდის მოგვიანებით კვებითი პრობლემების განვითარების რისკს

ბავშვმა დამატებითი საკვები უნდა მიიღოს დღეში საშუალოდ:

• 6-8 თვის ასაკში - 2-3 ჯერ;


• 9-11 თვის ასაკში - 3-4 ჯერ;
• 12-24 თვის ასაკში - 4 ჯერ.

დამატებით კვებათა შორის აუცილებელია საათობრივი რეჟიმის მკაცრი დაცვა, არანაკლებ 3,5-4
საათისა. კვებათა შორის დასაშვებია წახემსება (მაგ: ხილ-ფაფის მიწოდება) 1-2 ჯერ დღეში.

წლამდე არ შეიძლება ცხიმის შეზღუდვა, რადგან ის ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

დამატებითი კვების ტექნიკა:

• ბავშვისთვის საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ;


• საკვების მომზადებისას აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა;
• ბავშვის შეგუება ახალ საკვებთან უნდა მოხდეს თანდათანობით. სასურველია ახალი საკვების
პირველი ულუფა დღის განმავლობაში შეადგენდეს საშუალოდ 5-10 გ (1-2 ჩაის კოვზი) და
თანდათან გაიზრდოს. დამატებითი საკვების მინიმალურ რაოდენობად მიჩნეულია 4 სუფრის
კოვზი (საშუალოდ 80-100 გ) საკვები, რომელიც 9 თვემდე ასაკის ბავშვს ეძლევა ძუძუთი კვების
შემდეგ, 9 თვის ასაკის შემდეგ კი ძუძუთი კვების წინ;
• მარცვლეულის ფაფის დამატება იწყება უგლუტენო მარცვლეულით (წიწბურა, ბრინჯი,
სიმინდი);
• ხილფაფის და ბოსტნეულის პიურეს დაწყებისას თავდაპირველად იყენებენ ერთი სახეობის
პროდუქტს, რომელსაც თანდათან ემატება განსხვავებული ხილი და ბოსტნეული 1-2 დღიანი
ინტერვალით;
• ბავშვის კვება უნდა განხორციელდეს კოვზით, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის საღეჭი
კუნთოვანი აპარატის განვითარებას;

არ არის რეკომენდებული

• ბავშვისთვის ორი ან მეტი ახალი საკვების ერთდროულად მიცემა. შემდგომი ახალი პროდუქტის
გამოყენება, უმჯობესია, რამდენიმე დღიანი ინტერვალის დაცვით, მას შემდეგ, რაც ბავშვი იღებს
წინა დამატებით საკვების სრულ ულუფას;
10
• დამატებითი საკვების მიწოდება ბოთლით და საწოვარათი;
• ბავშვის საკვებისთვის მარილის ან შაქრის დამატება;
• 12 თვის ასაკამდე ძროხის რძის გამოყენება, რადგან იგი იწვევს რკინის შეწოვის შეფერხებას და
ანემიას
• ციტრუსის და კვერცხის ცილის თაფლის 12 თვის ასაკამდე მიწოდება ალერგიის განვითარების
რისკის შემცირების მიზნით.
• ჩაი - შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს და ამცირებს რკინისა და სხვა მიკროელემენტების
შეწოვას

დამატებითი საკვების დანიშვნის ვადები

პროდუქტი ასაკი თვეებში

6 7 8 9-12

ხილფაფა

ბოსტნეულის პიურე /სუფი

მაცვლეულის ფაფა

მაწონი

კვერცხის გული

ხორცის პიურე

ყველი (უმარილო)

ნადუღი

პური, ორცხობილა

მცენარეული ზეთი/ კარაქი

თევზი

ხაჭო

ხორცის ნახარში

ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვის კვება

1 წლის შემდეგ ბავშვი აგრძელებს ინტენსიურ ზრდა-განვითარებას, იწყებს აქტიურ მოძრაობას,


სიარულს, თამაშს და შესაბამისად მისი მოთხოვნილება ენერგიასა და ძირითად საკვებ ნივთიერებებზე
უფრო მეტია, ვიდრე პირველი წლის ბოლოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით 2 წლის ასაკამდე ოჯახის საკვებთან ერთად


ბავშვი უნდა იღებდეს დედის რძეს. ქალის რძე ამ პერიოდში მნიშვნელოვანი კვებითი ღირებულებით
აღარ გამოირჩევა, მაგრამ 1 წლის შემდეგ მის შემადგენლობაში იზრდება დამცველობითი ფაქტორების
რაოდენობა.

11
1 წლის ასაკის შემდეგ კვება ჩვეულებრივ 4 ჯერადია, შუალედებში 2-ჯერ წახემსებით. 4 ჯერადი კვება
მიზანშეწონილია განხორციელდეს 11-12 წლამდე. შემდეგ კვება 3 ჯერადია. 1 წლის ასაკის ბავშვი
ცდილობს დამოუკიდებლად ჭამოს, დაიჭიროს კოვზი და ჭიქა, რასაც წახალისება სჭირდება. ამავე
ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბონ ბავშვს კვებასთან დაკავშირებული ჰიგიენური ნორმები (ხელების
დაბანა, წინსაფრის და ხელსახოცის გამოყენება და სხვ.). არ არის რეკომენდებული ბავშვის კვება
თამაშის, სირბილის დროს და ჭამის დროს მისი ყურადღების გაფანტვა (სათამაშოებით, წიგნებით ან
ზღაპრის მოყოლით და სხვა). დაუშვებელია ბავშვის ძალით კვება, რაც ხშირად უარყოფითი ემოციას და
მადის დაქვეითებას იწვევს. ხანგრძლივი სეირნობის, მოძრავი და ხმაურიანი თამაშის შემდეგ ჭამამდე
რეკომენ¬დებულია მცირე პაუზა.

ორ წელზე მეტი ასაკის ბავშვის კვება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია კვების პირამიდა (თეფში), რომელიც


ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ემსახურება და შეიცავს ინფორმაციას, თუ რომელი საკვების და
რა რაოდენობით მიღება არის მიზანშეწონილი დღის განამვლობაში. სურათზე მოცემულია საკვების
პირამიდა (თეფში) 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვისათვის. კვების პირამიდის (თეფშის) მიხედვით საკვები
პროდუქტები დაყოფილი 5 ჯგუფად. 6 წლამდე ბავშვებში იყენებენ ქვემოთ მოცემულია ულუფის 2/3-ს.

I ჯგუფს ეკუთვნის: პური, ორცხობილა, მარცვლეული, ბრინჯი, მაკარონი. რეკომენდებულია ბავშვმა


მიიღოს მოცემული პროდუქტების დაახლოებით 6 ულუფა დღეში. 1 ულუფას შეადგენს:

• 1 ნაჭერი პური (30-40 გრ);


• 2 პატარა ორცხობილა;
• 1/2 ჭიქა ფაფა (ბრინჯი, ხორბალი, წიწიბურა)
• 1/2 ჭიქა მაკარონი;

ეს პროდუქტები საკვებ რაციონში ენერგიის ძირითადი წყაროა. პური და ფქვილი მდიდარია B ჯგუფის
ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

II ჯგუფს მიეკუთვნება ბოსტნეული და ხილი. ბავშვმა სასურველია მიიღოს დღეში 5 ულუფა


(ბოსტნეული 3 და ხილი 2 ულუფა). 1 ულუფას შეადგენს:

• 1/2 ჭიქა ბოსტნეული (უმი ან მოხარშული).


• 1 ჭ. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.
• 1 საშუალო ზომის პომიდორი.
• 1 საშუალო ზომის ხილი (ვაშლი, მსხალი ან 2 ქლიავი).
• 1/2 ჭიქა ახალი კენკრა ან 1/4 ჭიქა გამხმარი ხილი (ჩირი).
• 3/4 ჭ. ხილის წვენი.

ეს პროდუქტები ვიტამინების და მინარალური ნივთიერებების წყაროა. თუმცა ხანგრძლივი (5-10 წთ-


ზე მეტი) ხარშვისას ვიტამინების უმეტესი ნაწილი იშლება. უმჯობესია უმი ხილი და კენკრა, თუ ახალი
ხილი არ აქვთ, ბავშვს უნდა მისცენ ხილის ჩირი, კომპოტი ან კისელი.

III ჯგუფი წარმოდგენილია რძითა და რძის პროდუქტებით. მიზანშეწონილია ბავშვმა დღეში მიიღოს 2
ულუფა. 1 ულუფას შეადგენს:

• 1 ჭ რძე, მაწონი, ან იოგურტი.


• 45 გრ. ანუ ასანთის კოლოფის ზომის, ყველის ნაჭერი.
• 1/4 ჭ. ხაჭო.

12
ეს პროდუქტები მდიდარია კალციუმით, ცილებითა და ვიტამინებით. ბავშვთა კვების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პროდუქტია რძე, რომელიც შეიცავს სრულფასოვან ცილებს, ცხიმებსა და
ნახშირწყლებს, მდიდარია ვიტამინებით, კალციუმისა და ფოსფორის მარილებით. რძის ზედმეტი
რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მადის დაქვეითება, მეტეორიზმი და ფაღარათი, ამიტომ არ
არის მიზანშეწონილი მისი 550-500 მლ-ზე მეტი რაოდენობით მიღება.

IV – ჯგუფი შეიცავს ხორცს, თევზს, ორლებნიანებს (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოიო), ნიგოზსა და მიწის
თხილს. ეს ჯგუფი ცილის და რკინის ძირითადი წყაროა. მიზანშეწონილია დღეში 2 ულუფის მიღება. 1
ულუფას შეადგენს:

• 1/2 ჭ. მოხარშული ლობიო ან სხვა ორლებნიანი.


• 1 კვერცხი.
• 30-50 გრ. ხორცი ან თევზი.

V ჯგუფი: – კარაქი, მარგარინი, ერბო, მცენარეული ზეთი, ტკბილეული და მარილი. ბავშვმა უნდა
მიიღოს მცირე რაოდენობით.

13

You might also like