You are on page 1of 9

ბიოლოგია

თემა:
ცილები
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“
მოსწავლე: გიორგი ლორთქიფანიძე
რაარისცილადარასტრუქტურააქვსმას?

ცილა პოლიმერია რომლის მონომერი ამინომჟავაა. ცილის შენებაში


კი ოცი სხვადასხვა ამინომჟავა მონაწილეობს . ყველა ამინომჟავაში
ამინო და კარბოქსილის ჯგუფი ერთნაირია . ისინი ერთმანეთისგან
მხოლოდ რადიკაცით განსხვავდებიან. ზოგი ამინომჟავას რადიკალი
ჰიდროფობურია ზოგის ჰიდრო ფილური,ზოგის დადებითადაა
დამუხტული და ზოგის კი უარყოფითად.
ამინომჟავები ერთმანეთთან კოვალენტური იგივე
პეპტიდური ბმებით არიან დაკავშირებული და
წარმოქმნიან პოლიპეპტიდს ანუ ძაფისებრ
სტრუქტურას. ძაფი სპირალად იხვევა. სპირალში
სუსტი წყალბადური ბმები ფიქსირდება და
წარმოიქმნება მეორეული სტუქტურა. სპირალი შემდეგ
ძაფის გორგალივით იხვევა და ცილის მესამეულ
სტრუქტურას წარმოქმნის. ზოგიერთ ცილაში
მესამეული სტრუქტურის მქონე რამდენიმე გორგალი
ერთიანდება და მეოთხეულ სტრუქტურას წარმოქმნის.
ცილების ერთერთი
უმნიშვნელოვანესი ფუნქცია
უჯრედში ქიმიური რეაქციების
წარმართვაა. მაგალითად როდესაც
ცილა-ფერმენტის აქტიურ ცენტრს
სუბსტრატი უკავშირდება და
პროდუქტად გარდაქმნის რომელიც
მყისვე ტოვებს ფერმენტის
მოლეკულას.
ინსულინი მნიშვნელოვანი პეპტიდური ჰორმონია,
რომელიც სისხლში გლუკოზას შემცველობას არეგულირებს.
გლუკოზას კონცენტრაციის მომატებისას , კუჭქვეშა
ჯირკვლის, ანუ პანკრეასის, სპეციალური უჯრედები
ინსულინს გამოათავისუფლებს. ეს ჰორმონი შემდეგ
ღვიძლისა და ორგანიზმის სხვა ნაწილების უჯრედებს
უკავშირდება და ეხმარება მათ გლუკოზას შთანთქმაში. ამ
პროცესის შედეგად სისხლში გლუკოზას კონცენტრაცია
.საწყის, ნორმალურ დონეს უბრუნდება
ჩვენ ორგანიზმში სხვადასხვა
სახის ცილებიც არსებობენ
რომელსაც სხვადასხვა
ფუნქციები გააჩნიათ.
როგორებიცაა მაგალითად:
სტრუქტურული,სატრანსპორ
ტო,სამარაგო ,
დამცველობითი და სხვა.
რა მოხდება თუ ნაკლებ ცილას მივიღებთ?
საკვებში ცილის ნაკლებობა ბავშვებში ანელებს ზრდასა და განვითარებას, ხოლო
მოზრდილებში იწვევს ღვიძლის ღრმა ცვლილებებს, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების
მოქმედების დარღვევას, ჰორმონული ფონის ცვლილებებს, საკვები ნივთიერებების
ათვისების გაუარესებას, მეხსიერებისა და შრომის ნაყოფიერების დაქვეითებას. ყოველივე
ეს იმის ბრალია, რომ ცილები ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში მონაწილეობს. იგი
არის უჯრედების საშენი მასალა, ძვლოვანი და კუნთური მასის საფუძველი. ზრდასრული
ადამიანის ორგანიზმს დღე-ღამეში 100-150 გრამი ცილა სჭირდება. ცილის დეფიციტი
ამცირებს ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას, ვინაიდან ამცირებს ანტისხეულების
წარმოქმნის ინტენსივობას. ირღვევა სხვა დამცველობითი ფაქტორების: ლიზოციმისა და
ინტერფერონის - სინთეზიც, რის გამოც მწვავდება ანთებითი პროცესების მიმდინარეობა.
გარდა ამისა, ცილის ნაკლებობას ხშირად თან ახლავს B12, A, D, K ავიტამინოზიც, რაც ასევე
ვნებს ჯანმრთელობას.
რა მოხდება თუ მეტი რაოდენობის ცილას მივიღებთ?

თუ რაციონში ცილის რაოდენობა მცირედით არის მომატებული, ზიანი


ნაკლებმოსალოდნელია. ამ შემთხვევაში ჭარბ ამინმჟავებს ორგანიზმი,
უბრალოდ, ენერგიის წყაროდ გამოიყენებს. თუმცა არასაკმაოდ ინტენსიური
ფიზიკური აქტივობის ფონზე მასის ყოველ კილოგრამზე 1,7 გრამზე მეტი ცილის
მიღებამ ადამიანთა უმრავლესობას შესაძლოა ავნოს. ჭარბად ცილოვანი საკვების
მიღება სარგებლობას ვერ მოგვიტანს, რადგან ცილა ორგანიზმში არ გროვდება.
ნაცვლად ამისა, ღვიძლი ჭარბ ცილას გარდაქმნის გლუკოზად და აზოტოვან
ნაერთებად, როგორიცაა, მაგალითად, შარდოვანა, რომელიც თირკმელებმა
აქტიურად უნდა გამოყონ ორგანიზმიდან. ცილების სიჭარბე იწვევს ორგანიზმში
მჟავა რეაქციას, რაც, თავის მხრივ, ზრდის კალციუმის დანაკარგს.
გმადლობთ
ყურადღებისთვის💜

You might also like