You are on page 1of 29

ვიტამინები

ვიტამინი — ორგანული ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი არ ასინთეზებს (ან


მცირე რაოდენობით ასინთეზებს) და მისი მიღება აუცილებელია ხელოვნური გზით.
შესაბამისად კონკრეტული ნივთიერება ზოგიერთი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს
ვიტამინი. ხოლო სხვისთვის არა. მაგალითად, ვიტამინ C, ასკორბინმჟავა: ის
ადამიანებისთვის ვიტამინია, ხოლო სხვა დანარჩენი ორგანიზმების
უმრავლესობისთვის არა, რადგან მათ ორგანიზმში ხდება მისი სინთეზი.
შუა საუკუნეებს ამ საქმეში დიდი წვლილი არ შეუტანია, – ეტყობა, ყველა მეტ-
ნაკლებად ნორმალურად იკვებებოდა ან ჯანმრთელობას სხვა მტრები უფრო
უსპობდნენ, ასე რომ, არც იდუმალი ნივთიერებების ნაკლებობა შეუმჩნევია ვინმეს და
არც მათი არსებობა უეჭვია.
XIX საუკუნის ბოლომდე მთელი მსოფლიო პროდუქტების საკვებ ღირებულებას
მათში შემავალი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, წყლისა და მინერალური
მარილების მიხედვით განსაზღვრავდა. ამ შეხედულებისთვის საფუძვლის შერყევა
პირველად 1881 წელს სცადა რუსმა ქირურგმა ნიკოლაი ლუნინმა – თაგვების ერთ
ჯგუფს რძე ასვა, მეორეს კი რძის იმ დროისთვის ცნობილი ყველა ინგრედიენტის
ხელოვნური ნარევი. პირველი ჯგუფი თავს ნორმალურად გრძნობდა, მეორე კი
დაიხოცა. დასკვნაც ზუსტი გამოიტანა: ბუნებრივი საკვები, გარდა ცნობილი
ძირითადი ნივთიერებებისა, სიცოცხლისთვის შეუცვლელ სხვა ნივთიერებათა
მიკროსკოპულ რაოდენობასაც უნდა შეიცავდეს, რომელთა აღმოჩენა თანამედროვე
მეთოდებით ვერ ხერხდებაო. ასეთ აშკარა ფაქტებსაც არ დაუჯერეს, თუმცა არა
თავკერძობის გამო – უბრალოდ, სხვა მეცნიერებს ცდის განმეორებისას იგივე შედეგი
არ მიუღიათ. დღეს ვიცით, რომ მათ, სავარაუდოდ, რძის შაქრის ბოლომდე გაწმენდა
ვერ მოახერხეს, ლუნინს კი, უბრალოდ, გულმა უგრძნო და ეს ნახშირწყალი
ჩვეულებრივი შაქრით, საქაროზით ჩაანაცვლა. ასე რომ, დასკვნის აღიარება 20 წლით
გადაიდო.
ასეა თუ ისე, პირველი ვიტამინი 1912 წელს, კრისტალური სახით გამოყო პოლონელმა
მკვლევარმა კაზიმირ ფუნკომ. სწორედ იგი გახლავთ ამ სასიცოცხლო ნივთიერებების
აღმომჩენი. ვიტამინი ლათინურიდან მომდინარეობს – „ვიტა” სიცოცხლეს ნიშნავს.
რაც შეეხება ამინებს, მოგვიანებით გაირკვა, რომ ყველა ვიტამინი ცილოვანი ბუნებისა
არ იყო, ანუ ამინომჟავას არ წარმოადგენდა, თუმცა სახელი სახელად დარჩადღეს
ვიტამინების ოჯახი 20-მდე წევრს ითვლის და როგორც ყველამ ვიცით, ლათინური
ასოების სახელები ჰქვიათ, ოღონდ ამ ასოების რიგითობა ვიტამინების აღმოჩენის
თანამიმდევრობას სულაც არ ემთხვევა.
შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ პირველი ვიტამინის პატივი C ვიტამინს უნდა რგებოდა.
მისი დეფიციტით გამოწვეულ სურავანდს კაცობრიობა ანტიკური ხანიდან იცნობს,
კოლუმბისა და მაგელანის ეპოქამ კი ის ნაოსანთა რისხვად აქცია. მიუხედავად იმისა,
რომ თითქოსდა ბალანსირებულად იკვებებოდნენ, მოგზაურებსა და ზღვაოსნებს
ღრძილებიდან სისხლდენა, ძლიერი ტკივილები ეწყებოდათ, ჭრილობები ძნელად
უხორცდებოდათ და იხოცებოდნენ კიდეც. 1749 წელს შოტლანდიელმა ქირურგმა
ჯეიმს ლინდმა აღმოაჩინა, რომ ციტრუსების მოყვარულთ სურავანდი აღარ
ემართებოდათ და ბრიტანეთის სამეფო ფლოტს სენის პროფილაქტიკისთვის
ლიმონის გამოყენება ურჩია. ხელმძღვანელობამ დაიჯერა, კაპიტნებმა და
მეზღვაურებმა – ნაკლებად. ადმირალიტეტს მეტსახელად მჟავე შეარქვეს, თანაც
საუკუნენახევრის განმავლობაში უმრავლესობას მტკიცედ სწამდა, რომ სურავანდის
თავიდან ასაცილებლად ჰიგიენა, რეგულარული ვარჯიში და, რაც მთავარია,
მორალური ძლიერება იყო საჭირო. სამივეს განუხრელი დაცვის მიუხედავად,
სურავანდს არქტიკული ექსპედიციის უამრავი წევრი ეწირებოდა... C ვიტამინი კი
მხოლოდ 1932 წელს გამოყვეს სუფთა სახით. ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტია –
უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი გავლენისგან იცავს, ეს
უკანასკნელნი კი საკვებისგან ან გარემოს მავნე ზეგავლენის, მაგალითად, თამბაქოს
წევის ან მაიონიზებელი რადიაციის შედეგად წარმოიქმნებიან. C ვიტამინი
უმნიშვნელოვანესია კანის, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილის სიჯანსაღისთვის,
ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და რკინის შეწოვას, თუმცა გრიპისა და
გაციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, გავრცელებული შეხედულების
მიუხედავად, არ გამოგვადგება.

პირველი ვიტამინი კი XVIII საუკუნის ბოლოს თუ XIX საუკუნის დასაწყისში გამოყვეს


თევზის ქონიდან. ეს ცხიმისმაგვარი ნივთიერება რაქიტისგან კურნავდა და ჯერ
“ანტირაქიტული A” უწოდეს, შემდეგ – A ვიტამინი, დღეს კი რატომღაც D ვიტამინი
ჰქვია. ვინ გადაწყვიტა კაცობრიობის დაბნევა, ძნელი დასადგენია, მაგრამ ის, რაც
დღეს D-ა, რომ ადრე A იყო, აღარავის ახსოვს და არც აღარავინ იბნევა.

მეორე ვიტამინის აღმოჩენას აღმოსავლეთ აზიაში ბერი-ბერის ეპიდემიას უნდა


ვუმადლოდეთ. ეს სნეულება ძლიერი დაღლილობით, ლეთარგიით, გულ-
სისხლძარღვთა, ნერვული, კუნთოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემების
მხრივი გართულებებით ვლინდებოდა და ზოგჯერ ფატალურადაც მთავრდებოდა.
1897 წელს კრისტიან ეიკმანმა შეამჩნია, რომ ბერი-ბერისგან გადასარჩენად
წიწილებისთვის საკენკად გარჩეული თეთრი ბრინჯის ნაცვლად ყავისფერი უნდა
დაეყარათ. მომდევნო წელს ფრედერიკ ჰოპკინსმა დაასკვნა, რომ ზოგიერთი საკვები
ორგანიზმის ფუნქციობისთვის აუცილებელ “დამატებით ფაქტორებს” შეიცავდა.
აღმოჩენას აღმოჩენა მოჰყვა და ჰოპკინსმაც და ეიკმანმაც 1929 წელს რამდენიმე
ვიტამინის აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღეს. ბერი-ბერის მიზეზსა და
პიონერს კი B1 ვიტამინი უწოდეს. B ვიტამინების მრავალრიცხოვანი ოჯახია,
რომელსაც სულ ცოტა ხანში შესაძლოა მე-14 წევრიც შეემატოს. მათი ძირითადი
დანიშნულება საკვებიდან ენერგიის მიღებისა და ორგანიზმში მისი წარმოქმნის
უზრუნველყოფაა, დეფიციტი კი ნერვული, საჭმლის მომნელებელი,
სისხლწარმომქმნელი სისტემების, კანის დაზიანებით ვლინდება.
როგორც ზემოთ ვთქვით, A ვიტამინის ნაკლოვანება მხედველობის სიმკვეთრის
დაქვეითებას ანუ ქათმის სიბრმავეს იწვევს – ადამიანი შებინდებისას ვერ ხედავს.
ვითარდება აგრეთვე თვალის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა დაზიანება, სრული
სიბრმავის ჩათვლითაც კი. ამავე ვიტამინის დეფიციტი ლორწოვანი გარსების
დაზიანებასაც იწვევს. K ვიტამინი სისხლის შემადედებელი სისტემის ნორმალურ
ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, მისი დეფიციტი სისხლდენებისაკენ
მიდრეკილებით ვლინდება. E ვიტამინი რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობაში
მონაწილეობს, ამიტომ მისი დეფიციტი შესაძლოა უშვილობის ან ორსულობის
შეწყვეტის მიზეზიც გახდეს. იგი მონაწილეობას აგრეთვე კუნთოვანი და ნერვული
სისტემების ფუნქციონირებაში.

ვიტამინები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: წყალში და ცხიმში ხსნადად.წყალში ხსნად


ვიტამინებს ეკუთვნის B ჯგუფის ყველა ვიტამინი და ვიტამინი C, ხოლო ცხიმში
ხსნად ვიტამინებს — A, D, E და K ვიტამინები. ეს სხვაობა მნიშვნელოვანია იმით,
რომ ვიტამინის ადეკვატური შეწოვისთვის ზოგ შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ
წყლის არსებობა, ზოგჯერ საჭიროა ცხიმის არსებობაც. ცხიმში ხსნადი ვიტამინების
მიღებისას და შეწოვისას აუცილებელია მცირე რაოდენობით ცხიმის არსებობ/ან
მიღება აბსორბციის გაადვილებისთვის. ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტი
უფრო იშვიათა, ვიდრე წყალში ხსნადის, ვინაიდან ცხიმთან ერთად შესაძლებელია
მათ მარაგის გაზრდა. თუმცა ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში შესაძლებელია
იყოს მათი დეფიციტის მომატებული რისკი. ვიტამინების გადაჭარბებული მიღება
თავის მხრივ ტოქსიურობის და მოწამვლის რისკთან არის ასოცირებული.
ნაადრევად დაბადებულ ახალშობილს შეიძლება ჰქონდეს ყველა ვიტამინის
დეფიციტი. თუ ნაკლები ცილებით იკვებება ბავშვი შეიძლება ჰქონდეს B1, B2,
ფოლატის (ფოლიუმის მჟავა) და A ვიტამინის დეფიციტი. ვიტამინები - წამლების
მოქმედებით (ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი იღებს მედიკამენტებს) შეიძება
განვითარდეს ფოლატის , B 12 , D, და B6 ვიტამინების დეფიციტი. ცხიმოვანი
მალაბსორბციის სინდრომის დროს (როდესაც არ ხდება ცხიმების სათანადო
რაოდენობით მიღება, ან შეწოვა რაიმე დაავადების გამო) - ვითარდება ყველა ცხიმში
ხსნადი ვიტამინის დეფიციტი. ძუძუთ კვების დროს შეიძლება განვითარდეს : B1,
B12, D ვიტამინის, K ვიტამინის და ფოლატის დეფიციტები. ორსულობამდე და
დაორსულობების შემდგომ მნიშვნელოვანია ფოლიუმის დეფიციტი, რომლის
მიღებაც აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვის განვითარებისთვის. ბარიატრიული
ქირურგიის შედეგად შეიძლება განვითარდეს B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი.
ვიტამინი D — ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდი, რომელიც ხელს უწყობს
ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისადა თუთიის შეწოვას.
ადამიანისთვის ამ ნაერთების ჯგუფიდან ყველაზე მნიშვნელოვანია
ვიტამინი D3 (ასევე ცნობილია როგორც ქოლეკალციფეროლი) და
ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი). საკვებით მიღებული ან კანში სინთეზირებული
D ვიტამინი არ არის ბიოლოგიურად აქტიური. აქტივაცია საჭიროებს ფერმენტულ
გარდაქმნას, ჰიდროქსილირებას (-OH ჯგუფის დამატება), რომელიც
მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმელებში. შემთხვევები მიუთითებენ იმაზე,
რომ ულტრაიისფერი B სხივების მიერ ინდუცირებული ვიტამინის სინთეზი
რეგულირდება უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით, რაც თავიდან გვაცილებს მის
ტოქსიკურ ეფექტს, მაგრამ მზის სხივების მიერ სიმსივნის რისკის გაზრდასთან
დაკავშირებით აზრთა შეუჯერებლობის გამო, არ არსებობს რაიმე კონკრეტული
რეკომენდაციები მზეზე ექსპოზიციის დროსთან დაკავშირებით (რომელიც
საკმარისი იქნებოდა D ვიტამინის ადეკვატური წარმოქმნისთვის და არ გაზრდიდა
სიმსივნის წარმოშობის რისკს). მიუხედავად ამისა, ადამიანებში, რომლებიც
გარკვეული დროით იმყოფებიან მზისსხივების მოქმედების ქვეშ, ვიტამინი D
სინთეზირდება ადეკვატური რაოდენობით, აქედან გამომდინარე, შეიძლება
ჩაითვალოს, რომ ქოლეკალციფეროლი არ არის მკაცრად ვიტამინი, არამედ
არის ჰორმონი (აღსანიშნავია ასევე, რომ მისი სინთეზისა და ბიოლოგიური
აქტივობის ადგილმდებარეობა ორგანიზმში განსხვავებულია, რაც ასევე ჰორმონების
მახასიათებელია). ვიტამინი D კრიტიკულ როლს თამაშობს
კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში.
D ვიტამინის უდავო როლი რაქიტისა და ოსტეომალაციის თავიდან ასაცილებლად
უკვე კარგადაა ცნობილი, მაგრამ ბუნდოვანი რჩება მისი სხვა ეფექტები
ჯანმრთელობაზე. გაურკვეველია D ვიტამინის დიეტაში დამატების გავლენა
სიკვდილიანობაზე. არ არსებობს მკაფიო რეკომენდაციები D ვიტამინთან
დაკავშირებთ, რადგან, ერთი მხრივ, გამოვლენილია მისი დადებითი გავლენა
ძვლების ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ კი არაა დადასტურებული დადებითი
ეფექტები სხვა რაიმე პროცესებთან მიმართებით.

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) ღვიძლში გარდაიქმნება კალციდიოლად,


რომელიც ცნობილია, ასევე, კალიფედიოლად, 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი
(აბრევიატურა: 25(OH)D3).25(OH)D3). ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ღვიძლში
გარდაიქმნება 25-ჰიდროქსიერგოკალციფეროლად (აბრევიატურა: 25(OH)D2).
ვიტამინ D-ს სწორედ ამ სპეციფიკური მეტაბოლიტების განსაზღვრა ხდება შრატში
ადამიანის D ვიტამინის სტატუსის დასადგენად.. 25-ჰიდროქსიკალციფეროლის
ნაწილი თირკმელებში გარდაიქმნება კალციტრიოლად, D ვიტამინის აქტიურ
ფორმად. კალციტრიოლი ცირკულირებს სისხლში, როგორც ჰორმონი და
არეგულირებს მასში კალციუმისა და ფოსფატის კონცენტრაციას და ხელს უწყობს
ძვლების ნორმალურ ზრდასა და რემოდელირებას. კალციტრიოლი ასევე მოქმედებს
ნერვკუნთოვან და იმუნურ ფუნქციებზე.

არსებობს D ვიტამინის რამდენიმე ფორმა (ვიტამერი). ორი მნიშვნელოვანი ფორმაა


ერგოკალციფეროლი (D2) და ქოლეკალციფეროლი (D3). ვიტამინი D ინდექსის გარეშე
შეესაბამება D2-ს, D3-ს ან ორივეს. ვიტამინი D2 ქიმიურად დაახასიათეს 1931 წელს.
1935 წელს ვიტამინ D3-ის ქიმიური სტრუქტურა გახდა ცნობილი, რომელიც 7-
დეჰიდროქოლესტეროლზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით მიიღეს.
ქიმიურად D ვიტამინის ვარიაციული ფორმები არის სეკოსტეროიდები
ანუ სტეროიდები, რომელთა სტეროიდულ ციკლებში ერთი რომელიმე ბმა არის
გაწყვეტილი. ქიმიური განსხვავება ერგო და ქოლეკალციფეროლს შორის
მდგომარეობს იმაში, რომ ერგოკალციფეროლს გვერდით ჯაჭვში აქვს ორმაგი ბმა 22-
ე და 23-ე ნახშირბადებს შორის და მეთილის ჯგუფი 24 ნახშირბადზე.
რაციონში D ვიტამინის ნაკლებობა, მზეზე არაადეკვატურ ექსპოზიციასთნ ერთად
იწვევს ოსტეომალაციას — ძვლის დარბილებას (ან რაქიტს, როდესაც საქმე ბავშვებს
ეხება), განვითარებულ ქვეყნებში ეს იშვიათი შემთხვევაა. თუმცა D ვიტამინის
ნაკლებობა გახდა მსოფლიო პრობლემა.

D ვიტამინის ტოქსიკურობა იშვიათია. ის უფრო მეტად გამოწვეულია D ვიტამინის


დიდი რაოდენობით მიღებით (დიეტით ან სხვა სახით) ვიდრე მზეზე დიდხანს
ესპოზიციით. არ არის განსაზღვრული D ვიტამინის კონცენტრაციის ტოქსიკურობის
ზღვარი, თუმცა, ზოგიერთი კვლევის თანახმად, მიღების დასაშვებ ზედა ზღვრად
ითვლება 4,000 IU/დღეში (IU-International Unit, საერთაშორისო ერთეული) 9-71
წლის ასაკობრივ ფარგლებში. სხვა კვლევების მიხედვით, ჯანმრთელ
ზრდასრულებში 1250 μg/დღეში (50,000 IU) მუდმივმა მიღებამ შეიძლება
გამოიწვიოს აშკარა ტოქსიკურობა რამდენიმე თვის შემდეგ და
ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის დონე შრატში შეიძლება გაიზარდოს 150 ნგ/მლ-მდე
და მეტად. ინდივიდები გარკვეული სამედიცინო მდგომარეობით, როგორიცაა
მაგალითად, პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი ბევრად უფრო მგრძნობიარენი
არიან D ვიტამინის მიმართ და უვითარდებათ ჰიპერკალციემია D ვიტამინის
მიღების გაზრდის საპასუხოდ, მაშინ როდესაც ორსულობის დროს დედის
ჰიპერკალციემიამ შეიძლება გაზარდოს ნაყოფის მგრძნობელობა D ვიტამინის
ეფექტების მიმართ და გამოიწვიოს გონებრივი ჩამორჩენილობის სინდრომი და
ფაციალური (სახის) დეფორმაციები.

D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ჰიპერკალცემიას. ასევე,


მისი სიმპტომებია ანორექსია, გულისრევა, პოლიურია, პოლიდიფსია,
სისუსტე, უძილობა, ნერვიულობა, ქავილი და საბოლოოდ, თირკმლის უკმარისობა.
ასევე, შეიძლება განვითრდეს პროტეინურია, აზოტემია და მეტასტაზური
კალციფიკაცია (განსაკუთრებით თირკმელებში). D ვიტამინის ტოქსიკურობის სხვა
სიმპტომებს მიეკუთვნება გონებრივი ჩამორჩენილობა პატარა ბავშვებში, ძვლის
არანორმალური ზრდა და ჩამოყალიბება, დიარეა, აღგზნებადობა, წონის კარგვა და
მწვავე დეპრესია. D ვიტამინის ტოქსიკურობის მკურნალობა ხდება მისი მიღების
შეწყვეტითა და კალციუმის მიღების შეზღუდვით. თირკმლის დაზიანება შეიძლება
შეუქცევადი იყოს. მზეზე დიდი ხნით გაჩერება, როგორც წესი, არ იწვევს D
ვიტამინის ტოქსიკურობას. დაახლოებით 20 წუთით მზეზე გაჩერებისას ღია კანის
ფერის ადამიანებში წარმოქმნილი D ვიტამინის პრეკურსორები აღწევენ
წონასწორობას (მეტად პიგენტირებულ კანს სამჯერ-ექვსჯერ მეტი დრო სჭირდება).
ვიტამინი A — ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც საკვებიდან მიიღება. ვიტამინი
A განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების ზრდა განვითარებისთვის და
მხედველობისთვის.

ვიტამინი A დიდი ხანია ექიმებისთვის ცნობილია, როგორც


ძლიერი ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტები ეხმარებიან ორგანიზმს თავისუფალ
რადიკალებთან ბრძოლაში და ამით ონკოდაავადებებისგან გვიცავენ. ამის
მიუხედავად ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ A ვიტამინის შემცველი
დანამატების მიღება სრულიად საპირისპირო ეფექტს იძლევა. ადამიანის
ორგანიზმში A ვიტამინი გარდაიქმნება ორგანოების ჯანმრთელობისთვის
აუცილებელ ბეტა-კაროტინად. ბუნებრივი სახით ის გვხვდება ფოთლოვან
ბოსტნეულში და სტაფილოში. ამის გარდა ეს ვიტამინი შედის პრაქტიკულად ყველა
ვიტამინურ კომპლექსში. პრეპარატებიდან წარმოებული ბეტა-კაროტინი, როგორც
აქამდე ითვლებოდა ძალიან სასარგებლოა მწეველებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ
თუ მწეველი იღებს საკვებიდან ბევრ ბეტა-კაროტინს მისი ორგანიზმის
ბრძოლისუნარიანობა კიბოს უჯრედების მიმართ მატულობს.

 მხედველობისათვის და ძვლების რეგენერაციისათვის.

 იცავს ქათმის სიბრმავისაგან.

 ხელს უწყობს როდოპსინის სინთეზს თვალში.

 ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ.

 გარე კანის საფარველს ინახავს ჯანმრთელ მდგომარეობაში.

 ხელს უწყობს ძვლების ზრდას და გამაგრებას, კანის, თმების, კბილების და


ღრძილების ჯანმრთელობას.

 გარე გამოყენების დროს გამონაყარის, ფურუნკულების, კარბუნკულების


მკურნალობას შველის.

 ხელს უწყობს ემფიზემას და ჰიპერთირეოზის მკურნალობას.

A ვიტამინი მარაგდება ღვიძლში. ვიტამინ A-ს აქტრიური ფორმაა რეტინოლი,


რეტინალი და რეტინმჟავა. მცენარეში სინთეზირდებიან კაროტინოიდების ჯგუფის
შენაერთების სახით (ლათ. carota- სტაფილო), რომლებიც იხლიჩებიან ზემოთ
ჩამოთვლილ ნივთიერებებად. კაროტინოიდები მცენარეს აძლევენ მოყვითალო-
სტაფილოსფერ ან მუქ მწვანე შეფერილობას. რეტინოლი ორგანიზმში გარდაიქმენბა
რეტინოლფოსფატად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესში.
რეტინოლფოსფატი აუცილებელია ნორმალური ზრდის რეგულაციაში და ლორწოს
სეკრეციისათვის საჭირო ნივთიერებების წარმოსაქმნელად. იგი მოქმედებს როგორც
სტეროიდული ჰორმონი, არეგულირებს ზრდას და დიფერენცირებას. ვიტამინი A
ასევე საჭიოა ნორმალური ეპითელური ქსოვილის შესანარჩუნებლად, რკინის
მატრანსპორტირებელი ცილის- ტრანსფერინის სინთეზისათვის, მხედველობის
გასაუმჯობესებლად და გააჩნია კიბოსგან დამცავი ეფექტი.

ვიტამინი A-ს დეფიციტი არღვევს იმუნურ სისტემას, ნორმალურ ზრდას, ასევე


იზრდება სიმსივნური უჯრედების გაჩენის შანსი და იწვევს ქათმის სიბრმავეს
(ოდნავი შებინდებისას ადამიანი ვეღარ ხედავს). დეფიციტის კლინიკური
სიმპტომები იშვიათია, მაგრამ ხშირია ღვიძლის დაზიანების ან დაავადების დროს.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი ჭარბი მიღება შეიძლება ტოქსიკური იყოს.
ჰიპერვიტამინოზის(სიჭარბის) სიმპტომები, ჩვეულებრივ გამოიხატება ძვლის
ტკივილით, ქერცლოვანი დერმატიტით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით,
გულისრევით და დიარეით. ნორმალური საკვებით კვების დროს ჰიპერვიტამინოზი
პრაქტიკულად შეუძლებელია, ის ძირითადად ვითარდება ვიტამინის შემცველი
პრეპარატების გადაჭარბებული მიღებისას. ვიტამინ A-ს შეიცავს სტაფილო,
პომიდორი, კვერცხის გული, ღვიძლი, კარაქი, რძე, ხაჭო, ყველი და სხვ.
ვიტამინი E — წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას . მას აქვს უნარი
დაიცვას სხვადასხვა ნივთიერებები ზეჟანგვითი ცვლიებებისგან , თრგუნავს
ცილების , ნუკლეინის მჟავების და სტეროიდების ცვლას. ვიტამინი E საკვებში
გვხდება ტოკოფეროლებისა და ტოკოტრიენოლების სახით ისინი მარგადებიან
მოცირკულირე ლიპოპროტეინებში, უჯრედულ მემბრანაში და ცხიმოვანი მარაგის
ადგილებში, სადაც ისინი მქომედებენ თავისუფალი რადიკალების ხაფანგებად.
ვიტამინი E არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. ალფა-ტოკოფეროლი წარომადგენს
ჟანგბადის რეაქტიული სახეობების ყველაზე ძლიერ ხაფანგს, ხოლო გამა-
ტოკოფეროლი აზოტის რეაქტიული სახეობების ხაფანგია. ტოკოფეროლები და
ტოკოტრიენოლები მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის
თვალსაზრისით. ვიტამინი E აუცილებელია ნორმალური იმუნური ფუნქციის
შენარჩუნებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია კუნთების სისუსტის და გონებრივი
ჩამორჩენის დროს, რომელიც ძირითადად მოხუცებში გვხვდება. ალფა-ტოკოფეროლი
ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას ადრეულ ასაკში.

დადებითი თვისებები:

 კუნთების ქმედუნარიანობის შენარჩუნებისათვის, სისხლძარღვოვანი და


ენდოკრინული სისტემისათვის;

 იცავს გულის და ნერვული დაავადებებისაგან, მოწევის და დაბინძრებული


ჰაერის მავნე ზემოქმედებისაგან;

 ახალგაზრდული იერის შენარჩუნებისათვის, უჯრედების დაბერების


პროცესის შენელებისათვის;
 აფართოებს სისხლძარღვებს;

 იცავს ფილტვებს ჰაერის დაბინძრებისაგან;

 სისხლის ტრომბების გაჩენას აფერხებს;

 დამწვრობის მოშუშებას აჩქარებს;

 მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება და შეუძლია სისხლის წნევის


დაწევა;

 იცავს ნაყოფს მუცლისმოწყვეტისაგან.

ვიტამინი E -ს დეფიციტი იწვევს პერიფერიულ ნეიროპათიას, სპინოცერებრალურ


ატაქსიას, ხერხემლის კუნთების ატროფიას, რეტინოპათიას. ვითარდება ცხიმების
მალაბსორბცის დროს, ან ვიტამინი E-ს გენეტიკური დარღვევების დროს.
დარღვეულია მისი მეტაბოლიზმი/ტრანსპორტი.
ვიტამინი E ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება. E ვიტამინს შეიცავს:
მცენარეული ზეთი, ხორბალი, სოიო, ბროკოლი, პომიდორი, ისპანახი, შოკოლადი,
კვერცხი, რძე და სხვ.

ვიტამინი K — ბუნებაში არსებობს ორი ფორმით რომელსაც ადამიანი ითვისებს 1) K 1


შეიცავს ბოსტნეული, ხილი და საკვების სხვა ფორმები. K 2 მიიღება ნაწლავებში არსებული
ბაქტერიული ფლორისგან. K ვიტამინი აუცილებელია პროთრომბინის II ფაქტორის, VII -
ფაქტორის, IX - ფაქტორის სინთეზისთვის.
 K ვიტამინი ითვლება სისხლდენის საწინააღმდეგო ვიტამინად;

 ხელს უწყობს ძვლის ქსოვილების რეგენერაციას და წარმოქმნას;

 ხელს უწყობს ოსტეოკალცინის სინთეზს – ძვლის ქსოვილის ცილას, საიდანაც


კრისტალიზირდება კალცი;

 K ვიტამინი ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას

K ვიტამინის დეფიციტი იწვევს სისხლდენებს, განსაკუთრებით ყურადსაღებია


ახალშობილებში აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი ჰემორაგიების მხრივ. მაგ.
ინტრაკრანიალური სისხლდენა;. ახალშობილებში K ვიტამინის დეფიციტი შეიძლება
აღმოცენდეს დაბადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამიტომ ახალშობილებს ამ
ვიტამინს უსხავენ მშობიარობის შემდგომ დეფიციტის პრევენციისთვის.
ვიტამინი K ფართოდაა გავრცელებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში,
ძირითადად, მცენარეების მწვანე ნაწილში- მწავანე პომიდორი, ასკილი, ბროკოლი,
ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, ჭვავი, შვრია.

B ვიტამინები — წყალში ხსნად ვიტამინთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებიც დიდ


როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში. B ვიტამინი 1912 წელს
აღმოაჩინა პოლონელმა მეცნიერმა კაზიმირ ფუნკმა. თავიდან ითვლებოდა, რომ B
ვიტამინი იყო ერთი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ერთი ნაერთი კი არა,
ნივთიერებათა მთელი კომპლექსი იყო, რომლებიც ქიმიურად განსხვავდებოდნენ და
ერთსა და იმავე საკვებში თანაარსებოდნენ. ამ აზოტოვან ნივთიერებათა
ერთობლიობას B ჯგუფის ვიტამინები უწოდეს. ჯგუფის თითოეული ელემენტი
დანომრილია - B1-დან B20-მდე. კომპლექსის ყოველ წევრს თავისი ბიოლოგიური
მნიშვნელობა აქვს. მთლიანობაში კი B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ
ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას, ერთობლივად აგებენ პასუხს
ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციობაზე,
ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე. B ჯგუფის ვიტამინების
ერთობლივი მოქმედება ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე ამ ჯგუფში შემავალი
თითოეული ვიდრე თითოეული ვიტამინისა ცალკ-ცალკე.
B ვიტამინი საჭიროა მეტაბოლიზმის სიხშირის შესანარჩუნებლად და მის
გასაძლიერებლად, იმუნური და ნერვული სისტემის გასაუმჯობესებლად, ხელს
უწყობს უჯრედთა ზრდას და მათ გაყოფას, მათ შორის ერითროციტების რაც
გვეხმარება თავიდან ავირიდოთ ანემია. ასევე ამცირებს პანკრეასის კიბოს გაჩენის
რისკს — მაშინ როდესაც მას მივიღებთ საჭმელთან ერთად და არა ტაბლეტებით.
როგორც ვიტამინთა უმრავლესობა ზედმეტი რაოდენობით მიღებული B ვიტამინი
შარდთან ერთად გამოიყოფა და ამიტომაც საჭიროა მისი რეგულარულად შევსება.
B ჯგუფის ვიტამინები:

 თიამინი (ანუ ანევრინი)

 რიბოფლავინი (B2)

 ნიაცინი (ანუ ნიკოტინ მჟავა)

 პანტოთენის მჟავა(B5)

 პირდოქსინი (B6)

 ციანკობალამინი (ანუ კობალამინი) (B12)

 ფოლიუმის მჟავა (B9)

 ბიოტინი (B7)

 ლეციზინი

B1 (ტიამინი) ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების ენერგიად


გარდაქმნას, მას შეიცავენ: ღვიძლი, ღორის ხორცი, მარცვლეული, კაკალი და
სხვა. ავიტამინოზი იწვევს დაავადებას ‘ბერიბერი’. ჰიპოვიტამინოზის დროს
აღინიშნება: დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა,
ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდვები, მუცლის
ტკივილი (ადრეული სიმპტომები); პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის,
რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა); კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების
დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).

B2 (რიბოფლავინი) მონაწილეობს ყველა ნივთიერებათა ცვლის


პროცესში.მნიშვნელოვანი როლი აქვს მხედველობითი ფუნქციების კანის
ნორმალური მდგომარეობის და ჰემოგლობინისსინთეზის უზრუნველყოფაში. მას
შეიცავს ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული, პური, მარცვლეული,
კაკალი და სხვა. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კანისა და პირის ღრუს
ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი.
გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია); თვალის დაზიანება (მხედველობის
სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა);
სებორეული ეგზემა; ზრდის დარღვევები; ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია;
ნევროლოგიური დარღვევები.
ავიტამინოზის დროს: არიბოფლავინოზი.
B3 (ნიაცინი) ათავისუფლებს ენერგიას ყველა საკვები ნივთიერებიდან რომელიც
შეიცავს კალორიებს ახდენს ცილების და ცხიმების სინთეზს. მას შეიცავს ხორცი,
კვერცხი, პური, კაკალი, მარცვლეული, თევზი და სხვა. ნეაცინის დეფიციტი
ორგანიზმში ტრიპტოფანთან ერთად იწვევს პელაგრას. ჰიპოვიტამინოზის დროს
აღინიშნება: საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა,
თავბრუხვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3-თვიანი დეფიციტის დროს);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება. კანის დაზიანება (კანის გაუხეშება, აქერცვლა ).

B6 ( პიროდოქსინი) მონაწილეობას იღებს ნახშირბადის ცვლის პროცესში,


ჰემოგლობინის სინთეზში, ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში
ერითროციტების რეგენერაციაში და ანტი სხეულების წარმოქმნაში. მას შეიცავენ
ყველა ცილით მდიდარი საკვები, ბანანი, ზოგიერთი ბოსტნეული, ხორცი და სხვა.
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კრუნჩხვები (უმეტესად - 2 წლამდე ასაკის
ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია; პერიფერიული ნევრიტი, ტერფების
წვა; დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში,
მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები); მადის დაქვეითება,
გულისრევა, ღებინება. ავიტამინოზმა შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული ანემია.

B7 ( ბიოტინი) ხელს უწყობს ენერგიის გათავისუფლებას ბმებისგან რომლებიც


კალორიებს შეიცავენ. ის გვხვდება სხვადასხვა საკვებში და ასევე წარმოიქმნება კუჭის
მიკრო ფლორის საშუალებით.მისი დეფიციტი ზრდასრულებში სიმპტომებს არ
ავლენს მაგრამ ახალშობილებში შეუძლია ნევროპათოლოგიური დაზიანებები
გამოიწვიოს. მას ტოქსიკურობა არ გააჩნია.

B9 ( ფოლიუმის მჟავა) ხელს უწყობს უჯრედების


გაყოფას, ერითროციტების წარმოქმნას და ნაყოფის განვითარებას. მას შეიცავს
ღვიძლი, ბოსტნეული, ხორბალი, ფორთოხალი, თევზი, ხორცი, რძე და სხვა.
ავიტამინოზმა შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული ანემია.
B12 ( ციანოკობალამინი) ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას, ნერვული
სისტემის ზრდასა და ფუნქციონირებას.მას შეიცავს ღვიძლი, თირკმელები, ხორცი,
თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები და სხვა. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
მეგალობლასტური ჰიპოქრომული ანემია; ალოპეცია; პირის ღრუს ლორწოვანი
გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი). ვიტამინოთერაპია არსებობს როგორც
მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები. მონოვიტამინები
სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ
პროფილაქტიკურ საშუალებად.
ვიტამინების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა მათი ბიოლოგიური
თვისებები შეიცვალოს. მაგალითად, C ვიტამინის დოზის გაზრდისას მცირდება B2
ვიტამინის მოთხოვნილება, საკვებში ამ უკანასკნელის ნაკლებობის დროს კი
მცირდება ქსოვილებში C და B1 ვიტამინების დონე; არსებობს ერთგვარი
ანტაგონიზმი B1-სა და B12-ს შორის; C და P ვიტამინების ერთდროული მიღება მათ
მოქმედებას აძლიერებს; C ვიტამინი ცუდად ეთავსება სპილენძს; E ვიტამინი ჭარბი
ოდენობის რკინასთან ერთად მიღებისას აქტივობას კარგავს. პოლივიტამინური
პრეპარატის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, შეიცავს თუ არა ის ადამიანისთვის
აუცილებელ ვიტამინებს და როგორია მათი დოზირება. დოზები არ უნდა
ჭარბობდეს ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს
მინერალებისა და მიკროელემენტების გარეშე შედგენილ პოლივიტამინებს ან ისეთ
ფორმებს, რომლებშიც ვიტამინები და მიკროელემენტები სხვადასხვა აბის სახით
არის წარმოდგენილი და სხვადასხვა დროს მიიღება.
ასკორბინის მჟავა (წყალში ხსნადი), — ეგრედ წოდებული ვიტამინი C,
ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი არეგულირებს სისხლის შედედებას, აწესრიგებს
კაპილარების გამტარობას, მონაწილეობს სისხლწარმოქმნაში, მოქმედებს ანთებისა
და ალერგიის წინააღმდეგ, აწესრიგებს სტრესის შედაგად გამოწვეულ პრობლემებს,
აძლიერებს რეპარაციულ (აღდგენით) პროცესებს, ზრდის ინფექციების მიმართ
მდგრადობას.
მნიშვნელოვანია, რომ C ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა ორგანიზმში ბევრად
უფრო ზრდის В1, В2, A, E ვიტამინების, პანტოტენისა და ფოლიუმის მჟავეების
მდგრადობას. ჰორმონები, რომელთაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოჰყოფს,
შეიცავენ უფრო მეტ ასკორბინს, ვიდრე სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი. ვიტამინი
C ეხმარება ამ ,,სტრესული’’ ჰორმონების გამოყოფას და იცავს ორგანიზმს
ტოქსინებისაგან, რომლების წარმოიქმნება მათი მეტაბოლიზმის (გარდაქმნის)
პროცესში.

ვიტამინი C აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას და ორგანიზმიდან


გამოჰყავსტოქსიკური სპილენძი, ტყვია და ვერცხლისწყალი.

 ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის გაზრდა, რკინის ათვისების


გაუმჯობესება, ჰემოგლობინის დონის შენარჩუნება;
 მთავარ როლს თამაობს კოლაგენის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია
ქსოვილების უჯრედების, ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების
ზრდისა და აღდგენისათვის;

 აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას;

 ჭრილობების შეხორცების, დამწვრობის მოშუშების და სისხლმდენი


ღრძილებისათვის;

 ოპერაციის მერე შეხორცებისათვის;

 ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;

 იცავს მრავალი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან;

 მოქმედებს როგორც ბუნებრივი სასაქმებელი;

 ამცირებს ტრომბის წარმოქმნის შანსს;

 შველის გაციებების მკურნალობას;

 ამცირებს სხვადასხვა ალერგენების მოქმედებას.

ვიტამინი C - დეფიციტი იწვევს სკარბის (სუროვანდი), პეტექიებს, ექიმოზს,


ღრძილებიდან სისხლდენა, სახსრების შეშუპება, რეგენერაციის დაქვეითება. მისი
დეფიციტი ვითარდება, როცა მიღება ნაკლებია 10 მგ/დღეზე. დეფიციტს იწვევს
მოწევა (თამბაქოს მოხმარება), ალკოჰოლიზმი. ვიტამინი С ორგანიზმში საკვების
საშუალებით ხვდება.
არასასურველი რეაქციები, შესაძლებელია ასკორბინის მჟავას გამოყენებისას:
 ალერგიული კანის გამონაყარი;
 დაღლილი, თავის ტკივილი, უძილობა;
 გულისრევა, კუჭის კრუნჩხვები, ღებინება;
 ჰიპეროქსალურია, კალციუმის ოქსილატის თირკმლის ქვების ჩამოყალიბება
(მაღალი დოზით D ვიტამინის შემთხვევაში);
 დამწვრობა, ქავილი, საშოში, ჰიპერემია, ლორწოვანი შეშის გაზრდა, ვულვას
შეშუპება (ინტრავინალისტებთან ერთად);
 შეგრძნება ცხელი.
ამრიგად, ვიტამინები სიცოცხლისათვის აუცილებელი მიკროელემენტებია,
რომლებიც ადამიანს ესაჭიროება ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის, სილამაზის,
ტვინის აქტიური მუშაობის და საერთოდ, სიცოცხლის ძალების
შესანარჩუნებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

 „ბიოლოგიის ლექსიკონი“ ავტორი:ქორინ სტოკლი. „ბაკურ სულაკაურის


გამომცემლობა“ თბილისი 2005წ.

 https://www.dietitians.ca/Your-Health/Nutrition-A-Z/Vitamins/Food-Sources-of-
Vitamin-B12.aspx

 სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი


 https://www.aversi.ge/cnobari/1589/vitaminebis-istoria

You might also like