You are on page 1of 1

კომპლექსური დავალების პირობა:

მე-20 საუკუნის დასაწყისში, დასავლეთ საქართველოში, გაჩეხილი კოლხური ტყის


დაჭაობების შედეგად გაჩნდა მალარია. ეს დაავადება გადადის კოღოების მეშვეობით ,
კოღოების განვითარების აუცილებელ პირობას კი წყალი წარმოადგენს.

მალარიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჭაობების ამოშრობა


განსაკუთრებით დიდ პრობლემებთან დაკავშირებული აღმოჩნდა.

ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, სტალინის განკარგულებით ჩრდილოეთ ამერიკიდან


ჩამოიტანეს ევკალიპტის ხეები, რომლებიც დღესაც ამშვენებს შავი ზღვის სანაპირო
ზოლს.

გაეცანით ევკალიპტის თვისებურებას ( ტრანსპირაციის უნარს), იმსჯელეთ ამ


გადაწყვეტილების საფუძვლებზე. როგორ იხსნა ევკალიპტებმა ადამიანების სიცოცხლე ?

დავალება წარმოადგინეთ პოსტერის ან ესსეს სახით.

ნაშრომში ხაზგასმით აჩვენეთ:

1.მცენარის სატრანსპორტო სისტემის აგებულების თავისებურება - 2 ქულა

2. რას ემსახურება ტრანსპირაციის უნარი მცენარეში? – 1 ქულა

3. რა დაემართება მცენარეს სატრანსპორტო სისტემის დაზიანების შემთხვევაში - 2 ქულა

3. რა შესაბამისობაა ფოთლების აგებულების თავისებურებასა და გარემო პირობებს


შორის? – 2 ქულა

4. მცენარე უფრო მეტ გავლენას ახდენს გარემოზე თუ გარემო მცენარეზე?

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროს კომპონენტების


ურთიერთქმედების ბალანსის რღვევამ? – 3 ქულა

You might also like