You are on page 1of 6

26.

ეკოლოგიური პრობლემა - ზოგადი მიმოხილვა

რას შეისწავლის ეკოლოგია?


ეკოლოგია ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს
შორის ურთიერთკავშირებს შეისწავლის.
რომელ საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს იცნობთ?
გრიპნისი, გარემოს დაცვის, მწვანე ჯვარი.
ეკოლოგიური კრიზისი - ბუნებასა და საზოგადოებას შორის დაძაბული
ურთიერთობა, რომელიც ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების მასშტაბების
ზრდითა და ადამიანის მიერ შეცვლილი ბუნების საზოგადოებაზე
ზემოქმედებით ხასიათდება.
ეკოლოგიური პრობლემა - ესაა საზოგადოებისა და ბუნების
ურთიერთზემოქმედების, გარემოს დაცვისა და შენარჩუნების პრობლემა.
ადამიანმა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბუნებაში ჩარევის
მაშტაბებიც გაზარდა, ყურადღების მიღმა დატოვა ისეთი მნიშვნელოვანი
ფაქტორი, როგორიცაა ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება.
რეგენერაცია - დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების აღდგენა
ორგანიზმების მიერ.
გარემოზე საზოგადოების უარყოფითი ზემოქმედების ფაქტორები და
ფორმები:
მოსახლეობის რიცხოვნობის, განსაკუთრებით, საქალაქო მოსახლეობის
ზრდა:
 საზოგადოების საწარმოო და არასაწარმოო საქმიანობა -
ინდუსტრიალიზაცია, სასოფლო და სატყეო მეურნეობის
ინტენსიფიკაცია (გაძლიერება), ტრანსპორტის განვითარება,
დასვენებისა და ტურიზმის განვითარება
 საწარმოო ძალების განვითარება - ბუნებრივი რესურსების
განვითარება, გარემოს გაუარესება.
გარემოს დაცვის პრობლემის გადაჭრისას რა როლი ენიჭება ჩვენი
პლანეტის თითოეულ მცხოვრებს?
ბუნებრივი რესურსები რაციონალურად და ყაირათიანად უნდა
გამოვიყენოთ, გარემო დავიცვათ გაჭუჭყიანებისაგან, სწორად უნდა იყოს
დაგეგმილი საწარმოთა, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მენეჯმენტი.
გარემოს ცვლილება და მასზე ზემოქმედება, განსაკუთრებით, XX საუკუნის
მეორე ნახევრიდან გაიზარდა, რაც გამოწვია მოსახლეობის ზრდამ,
ინტენსიურმა ინდუსტრიალიზაციამ და ურბანიზაციის პროცესმა. შედეგად
დაირღვა ბიოსფეროს ნივთიერებათა ბუნებრივი წრებრუნვა, საფრთხის ქვეშ
აღმოჩნდა თაობების ჯანმრთელობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება.
როგორ ფიქრობთ, დედამიწის რომელ რეგიონებში და მეურნეობის რომელ
დარგებში ვლინდება ეკოლოგიური პრობლემა ყველაზე მეტად და რატომ?
ურბანიზებულ ზონებში, სამთო - მოპოვებით ტერიტორიებზე და სამრეწველო
ცენტრებში.

ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ძირითადი ფაქტორები:


 სამხედრო
 პოლიტიკური
 სოციალური
 ეკონომიკური
სწრაფი ტემპით ნადგურდება ტროპიკული ტყეების გავრცელების ორი
უდიდესი არეალი - ამაზონეთის ტროპიკული ტყეების განადგურება და
ზომიერი სარტყლის ტყეები.
ტროპიკული ტყეების გაჩეხვის, მაღალი მაჩვენებელია:
ბრაზილია, რუსეთი, კანადა, ინდონეზია.

ტყეების გაჩეხვასთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს


გაუდაბნოების პროცესი, განსაკუთრებით მძაფრად აფრიკაში, საჰარის
უდაბნოს საზღვართან მდებარე ქვეყნებში გამოვლინდა. XX საუკუნის 70-80 -
იან წლებში ამ ქვეყნებში, რამდენიმეწლიანი გვალვის შედეგად,
მილიონობით აფრიკელი დაიღუპა. გვალვა კი აფრიკის ტროპიკებს შორის
მოქცეულ ტერიტორიებზე მიწების არაწორი და ექსტენსიური მეთოდებით
ექსპლუატაციის გამოძახილი იყო, ასევე უარყოფითი როლი შეასრულა
ინტენსიურმა გადაძოვებამაც, რის გამოც ისედაც მწირი მცენარეული
საფარი სულ განადგურდა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მტკნარი წყლის პრობლემაა


ატმოსფეროს გლობალური პრობლემები:

ატმოსფეროს დაჭუჭყიანების ძირითადი

წყაროები:
 თბოენერგეტიკა
 ავტოტრანსპორტი
 შავი და ფერადი მეტალურგია
 საშენ მასალათა მრეწველობა
 ნავთობგადამუშვება
 ქიმიური მრეწველობა

ატმოსფეროს დაცვა
 გამწმენდი და გამფილტრავი საშუალებები
 გატყიანება
 ბაღები და სკვერები
თანამედროვე ეკოლოგიურ პრობლემებს ასევე მიეკუთვნება დიდ და
მსხვილ ქალაქებში ადამიანების ცხოვრების პირობების გაუარესება,
მსოფლიო ოკეანის დაჭუჭყიანება და სხვა.
სად არის ეკოლოგიური პრობლემათა კომპლექსში ყველაზე სახიფათო
რგოლი?
ყველაზე სახიფათო რგოლია ატომური სადგურებიდან გაჟღენთილი
რადიაცია.
გაუძლებს კი ეკოლოგიური სისტემები მზარდ „სამეურნეო დატვირთვებს?
გონივრული საქმიანობის შედეგად გაუძლებს
შეძლებს თუ არა კაცობრიობა, თავი დააღწიოს მის მიერვე შექმნილ
ეკოლოგიურ „ჩიხს“?
შეძლებს თუ სწორად შეიმუშავებს და სწრაფად და ეფექტურად
განახორციელებს გარემოს დაცვის სტრატეგიებს.
რით აიხსნება ის ფაქტი, რომ გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები XX
საუკუნის მეორე ნახევრიდან იზრდება?
მეცნიერულ-ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგად გაიზარდა
მეურნეობის განვითარების ტემპები და მოიმატა მოსახლეობის
რიცხოვნობამ.
გარემოზე ნეგატიურ ცვლილებებს სხვადასხვა ქვეყანაში თავისი
სპეციფიკა გააჩნია. ახსენი მათ შორის არსებული განსხვავებები
განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში?
განვითარებულ ქვეყნებში ეკოლოგიური პრობლემები ძირითადად
ვლინდება ატმოსფეროს, წყლის რესურსების დაჭუჭყიანებით.
განვითარებად ქვეყნებში - უმეტესად რესურსების არარაციონალური
გამოყენებით.
რატომ არის აუცილებელი ეკოლოგიური პრობლემის გადასაწვეტად
საერთაშორისო თანამშრომლობა?
ეკოლოგიური პრობლემები შეიძლება ლოკალურ ან რეგიონულ
დონეზე ვლინდებოდეს, მაგრამ რადგან მათთვის არ არსებობს ცნება
„სახელმწიფო საზღვარი“, ამიტომ ისინი გლობალურ ხასიათს იღებენ.
მათ გადასაწყვეტად ყველა ქვეყნის თანამშრომობაა საჭირო, რომელთა
გაერთიანებას საერთაშორისო ორგანიზაციები თაოსნობენ.

You might also like