You are on page 1of 5

პლანეტარული რელიეფი

და მისი ფორმა

პრეზენტატორი: დავით აგაშენაშვილი


რა არის პლანეტარული რელიეფი
 რელიეფის ფორმები — არის დედამიწის ზედაპირის
უსწორმასწოროებების ერთობლიობა. დედამიწის
ზედაპირზე გვხვდება დიდი, საშუალო და პატარა ზომის
ხმელეთის ზედაპირის ელემენტები, რომლებიც
გამოირჩევიან კარგად გამოხატული მოხაზულობითა და
წარმოშობის ისტორიით. რელიეფის ფორმები იყოფა
დადებით და უარყოფითად, მარტივ და რთულ და ჩაკეტილ
და გახსნილ ფორმებად.
რელიეფის ფორმები და მათი

გარჩევა
მარტივი რელიეფის ფორმები წარმოქმნილია ერთი რელიეფწარმომქმნელი
პროცესებით. მაგალითად: დიუნა — როგორც რელიეფის დადებითი ფორმა
იქმნება ეოლური პროცესებით, ხევი — უარყოფითი ფორმა ეროზიული
პროცესებით, ზღვის ტერასა — აბრაზიული პროცესებით; ვერძის შუბლი —
მყინვარული მოქმედებით და ა.შ.
 უფრო რთული რელიეფის ფორმები იქმნება რამდენიმე ეგზოგენური პროცესების
შედეგად, მაგალითად: ხეობა იქმნება როგორც ეროზიული, ისე აკუმულაციური,
დენუდაციური, გრავიტაციული და სხვა პროცესებით.
 მეტისმეტად რთული რელიეფის ფორმების გენეზისი წარმოიქმნება ეგზოგენური
და ენდოგენური პროცესების შეხამებით, რომელსაც მოჰყვება ისეთი რელიეფის
ფორმების შექმნა, როგორიცაა ღრმული.
 ფორმები განირჩევა შემდეგნაირად: ზომებით, წარმოშობით, ასაკისა და სხვა
ნიშნებით და ფორმით. რელიეფის ზომები სხვადასხვაგვარია. ფორმათა სიდიდის
მიხედვით გამოიყოფა მეგა, მაკრო, მეზო, მიკრო და ნანორელიეფური ფორმები.
რელიეფის ფორმები გვხვდება აბსოლუტურად ყველგან, სადაც კი არსებობს
საერთოდ რელიეფი.
 საქართველო რელიეფის ფორმებით მეტად მდიდარია. საქართველოში გვხვდება:
ვულკანური, გრავიტაციული, ფსევდოკარსტული, კარსტული, ეროზიული,
პალეოგლაციალური, ანთროპოგენური და სხვა რელიეფის ფორმები, რომლებიც
ართულებენ საქართველოს რთულ რელიეფს.
დადებითი და უარყოფითი რელიეფები

მთები ვაკეები
ალპები ამაზონის დაბლობი
კორდილიერები ინდ-განგის დაბლობი
ჰიმალაი დიდი ჩინეთის ვაკე
დრაკონის მისისიპის დაბლობი
კავკასიონი თურანის დაბლობი
ურალის კოლხეთის დაბლობი
ბრაზილიის ზეგანი ლა-პლატის დაბლობი
აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთი კასპიისპირა დაბლობი
შუა ციმბირის ზეგანი მესოპოტამიის დაბლობი
ტიბეტის ზეგანი შუა დუნაის დაბლობი
დეკანის ზეგანი აღმოსავლეთ ევროპის ვაკე
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like