You are on page 1of 89

საგანი:

ქართული სალიტერატურო
ენის ისტორია

ლექტორი: პროფ. დარეჯან თვალთვაძე


2020-1
შესავალი

 სალიტერატურო ენის ისტორიის ადგილი ფილოლოგიურ მეცნიერებებში

 ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, როგორც მეცნიერული


დისციპლინა. მისი საგანი, წყაროები და მეთოდები.

 სალიტერატურო ენის რაობა. ენის სხვა ვარიანტებისგან მისი


განმასხვავებელი ძირითადი ნიშნები.

 სალიტერატურო ენის ისტორია და ენის ისტორია.

 ქართული სალიტერატურო ენის განმსაზღვრელი ისტორიული,


სოციალური და კულტურული პირობები.
სალიტერატურო ენის ისტორიის ადგილი
ფილოლოგიურ მეცნიერებებში

რას არის ფილოლოგია?


 ეტიმოლოგია:
 Φιλω - მიყვარს ; Λογος- სიტყვა = სიტყვის სიყვარული

 დეფინიცია:
 „ ფილოლოგია - ჰუმანიტარულ დისციპლინათა ერთობლიობა, რომელიც სწავლობს
კაცობრიობის სულიერ კულტურას ამა თუ იმ ხალხის ენისა და ლიტერატურის
მეშვეობით. უპირატესად დაწერილი სიტყვის, წერილობითი ტექსტების განმარტებაზე,
მათ ენობრივ და სტილისტურ ანალიზზე დაყრდნობით“.

 „ფილოლოგია არის ჰუმანიტარულ დისციპლინათა ერთობლიობა, რომელიც სწავლობს


კაცობრიობის სულიერი კულტურის არსსა და ისტორიას წერილობითი ტექსტების
ენობრივი და სტილისტური ანალიზის მეშვეობით“ (მოკლ.ლიტ.ენც.).
ტექსტი, თავისი არსით, რთული ფენომენია

 ამიტომ ფილოლოგია, რომელიც


წერილობითი ძეგლების (ტექსტის)
კომენტირებისაგან წარმოიშვა, თანდათან
განიტოტა რამდენიმე დამოუკიდებელ
დისციპლინად (ენათმეცნიერება,
ლიტერატურატურათმცოდნეობა,
ტექსტოლოგია, წყაროთმცოდნეობა და
სხვ.).

 სამწუხაროდ, მათგან ზოგი (მაგ.


ლინგვისტიკა და ლიტმცოდნეობა)
მრავალი ასპექტით საკმაოდ დაშორდა
ერთმანეთს.
 სალიტერატურო ენის ისტორია განეკუთვნება ლინგვისტურ
დისციპლინათა რიგს და მჭიდროდ არის დაკავშირებული
მათთან . ის იყენებს ყველა იმ დისციპლინის მიღწევებს (კვლევის
შედეგებს), რომლებიც ენის სტრუქტურას, მის წყობას,
აგებულებას შეისწავლის.

 მისი ათვისება სერიოზულ ფილოლოგიურ მომზადებას


მოითხოვს.
წერილობითი ტექსტი - ფილოლოგიის შესწავლის ძირითადი
ობიექტი

 ტექსტის შესწავლა მრავალი ასპექტით არის შესაძლებელი ( გავიხსენოთ


ჰომეროსის პოემების კომენტატორები).

 ძველი ტექსტების აბსოლუტური უმრავლესობა უმეტესად გვიანდელი


ასლების სახით არის მოღწეული და ამდენად მნიშვნელოვანია მათი
პირველსახის რეკონსტრუირება (//კრიტიკული ტექსტის დადგენა),
რასაც ხშირად ( მეტნაკლები წარმატებით) აკეთებენ ტექსტოლოგები
ტრადიციული ფილოლოგიური მეთოდების გამოყენებით.
 ტექსტის გაგება ნიშნავს ტექსტის უკან მდგარი მთელი ეპოქის
ცხოვრების გაგებას, შეცნობას.

 ამიტომაც ფილოლოგია არის კავშირთა კავშირი. ფილოლოგია


არის არა მარტო ჰუმანიტარული მეცნიერების საფუძველი,
არამედ, საერთოდ, ადამიანური კულტურის საყრდენი
(დ.ლიხაჩოვი).

 Д. Лихачев, Об искустве Писма и филологии, 1989


N 1ლექციის თემა: ქართული სალიტერატურო ენის
ისტორიის საგანი, წყაროები, მეთოდები

 ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, როგორც მეცნიერული


დისციპლინა, მისი საგანი, წყაროები და მეთოდები.

 სალიტერატურო ენა, მისი რაობა და არსი, სალიტერატურო ენის


ჩამოყალიბებისა და განვითარების განსხვავებული პროცესები სხვადასხვა
ენაში.

 ქართული სალიტერატურო ენის განმსაზღვრელი ისტორიული,


სოციალური და კულტურული პირობები.

 ქართული სალიტერატურო ენის სათავეები, კილო, რომელიც საფუძვლად


დაედო ქართულ სალიტერატურო ენას, მისი გავრცელების გეოგრაფიული
არეალი.

 ქართული ენის ისტორია და მისი მიმართება ქართული სალიტერატურო


ენის ისტორიასთან.
რას სწავლობს სალიტერატურო ენის ისტორია ?

სალიტერატურო ენის ისტორია სწავლობს:

 თუ სად, რა პირობებში, როდის ჩამოყალიბდა სალიტერატურო ენა, რას ემყარება იგი;

 როგორ იცვლებოდა სალიტერატურო ენის ფონემატური, გრამატიკული, ლექსიკური


და სემანტიკური სისტემები და როგორია ამ ცვლილებების ქრონოლოგია.

 რა მიმართებაა ისტორიულად სალიტერატურო ენის ნორმებსა და ცოცხალ


მეტყველებას შორის;

 რა მიმართებაა სალიტერატურო ენასა და დიალექტებს შორის;

 რა მიმართებაა სალიტერატურო ენასა და მონათესავე და მეზობელი ქვეყნების ენებს


შორის.

 სალიტერატურო ენის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა,


დაადგინოს როგორია ენობრივ ცვლილებათა ტენდენციები.


როგორ იცვლებოდა სალიტერატურო ენის ფონემატური,
გრამატიკული, ლექსიკური და სემანტიკური სისტემები

 ფონემატური - ჲ, ჳ, ჴ, ჱ, ჵ.

 გრამატიკული - მორფოლოგიური (კაც-მან კაც-მა), სინტაქსური


(აბრაჰამ შვა ისააკ)

 ლექსიკური - სიტყვის მნიშვნელობის ცვლა. დავიწროება,


გაფართოება; ფრაზეოლოგია -მყარი სიტყვათა შეხამებანი/იდიომები

მაგალითისთვის ვნახოთ სახარების რამდენიმე მუხლის ძველი


ქართული თარგმანი
სახარებაჲ მათჱსი, თავი 25, მუხლი 24 – 30

G.24. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ
ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ.
Pr.24. ფიცხელ კაც ხარ შენ; განაბნიი .
G. 25. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა, ესერა, შენი შენ თანა
არს.
Pr.25. დავჰფალ ტალანტი შენი ქუეყანასა.
G. 26. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ
მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ.
Pr.26. უკეთურო მონაო და მედგარო!.
G. 27. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი
აღნადგინებითურთ.
G. 28. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი.
Pr.28. რომელსა აქუს ათი ტალანტი.
G. 29. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს
და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ
ყურნი სმენად, ისმინენ!
G. 30. და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და
ღრჭენაჲ კბილთაჲ.
მოვნიშნოთ არქაული ფორმები

G.24. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ
ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ.

G. 25. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა, ესერა, შენი შენ თანა არს.

G. 26. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ
მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ.

G. 27. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი
აღნადგინებითურთ.

G. 28. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი.

G. 29. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და
რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი
სმენად, ისმინენ!

G. 30. და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ
კბილთაჲ.
შდრ.: მათე, 25,24-30 ( ახალი ქართული თარგმანი)

24. ეახლა ერთი ტალანტის* მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ;
მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია.

25.ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს.

26.ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ
მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.

27.ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს


მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.

28.მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.

29.რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.

30.ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და


კბილთა ღრჭიალი.

*ტალანტი- ვერცხლის ან ოქროს ფული


მაგალითისთვის ავიღოთ სიტყვა მედგარის
მნიშვნელობაში მომხდარი ცვლილებები

მათ. 25,26 „..ბოროტო მონაო და მედგარო!..“

 ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით დღეს „მედგარი“ ნიშნავს


ძლიერს, მტკიცეს, შეუპოვარს, უშიშარს (ქეგლი)

 მედგარი (ზედსართავი სახელი. ნათესაობითი ბრუნვა: მედგრის)

1. ძლიერი, შეუპოვარი. მედგარი წინააღმდეგობა. მედგარი ომი.


2. უშიშარი, ძლიერი (პიროვნება). მედგარი კაცი.
www.ganmarteba.ge
თუ ქართული ენის ეროვნულ კორპუსში (ქეეკ) ჩავიხედავთ, შევძლებთ დიაქრონულ
ჭრილში თვალი მივადევნოთ ამ სიტყვის ისტორიას.
http://gnc.gov.ge/gnc/page
ქართული ენის ეროვნული კორპუსი(ქეეკ/GNC)
http://gnc.gov.ge/gnc/page
GNC - კორპუსები
ძიების შედეგი : მედგარ*
ძიების შედეგი : მედგრ*
სიტყვათა სია
გრამატიკული მახასიათებლები და წყარო
GNC სიტყვათა სია (მედგარ*/ მედგრ*)
კოლოკაციები
ძველ ქართულში ამ სიტყვას დღევანდელისგან
განსხავებული მნიშვნელობები ჰქონდა.

 „ მედგარი - ცუდი, ავი, ბოროტი, გამოუსადეგარი, საძაგელი,


მშიშარა, ზარმაცი“;

 „მედგრობა - ბოროტი, უძლურება, სისუსტე“.

ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973, გვ.229

სიტყვა მედგარი გვხვდება ბიბლიური წიგნების ძველ თარგმანებში.


გავიხსენოთ ზემოთ განხილული მათე, 25, 26
„ბოროტო (//უკეთურო) მონაო და მედგარო!“
„ბოროტო (//უკეთურო) მონაო და მედგარო!“

 აქ “მედგარი" დღევანდელ “ზარმაცს„ ნიშნავს და სწორედ ესაა მედგარის პირველადი მნიშვნელობა,


რადგანაც ეტიმოლოგიურად იგი "დგომა" ზმნასთან უნდა იყოს დაკავშირებული და უნდა
ნიშნავდეს “მდგომარეს“ , ე.ი “გაუნძრეველს" ანუ “მცონარეს", “ზარმაცს" (მე-დგ-არ-ი; დგ-ომ-ა).

 ცნობისათვის: ამ მუხლის ახალ ქართულ თარგმანში ეს სიტყვა სწორედ მცონარედ არის თარგმნილი:
„უკეთურო და მცონარა მონავ! “

 მაგრამ ძველ ქართულშივე ეს სიტყვა ყოველთვის არ არის გაგებული როგორც “ზარმაცი". იგი
ნიშნავს მზაკვარსაც.

მაგ.: ზ. სარჯველაძის ძველი ქართული ენის ლექსიკონში მედგრობა განმარტებულია, როგორც


მზაკვრობა („უკუეთუ ჯერეთ მედგრობდნენ ჰურიანი“) და სიზარმაცე („მცონარობისა წილ
თქუმულ არს მედგრობაჲ“).

ზ. სარჯველაძე, ძველი ქარული ენის ლექსიკონი, თბ., 1995, გვ.112


საშუალი ქართული
„ვეფხისტყაოსანი“ ( სტ. 582)

,,ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,


დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა.

მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა.

ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა“.


სულხან-საბას განმარტებით
 "მედგარი (25, 26 მათე) მცონარი და მოუძლურებული; მედგარი ითქმის
მარადის ძვირისა დამმარხველი გულთა შინა აღუჴოცელად; მედგარი
მსოფლიოთა ენითა მზაკვარად ითქმის, რომელმან ჴერჴითა დააკვეთის
მორკინალი თვისი მიწასა ზედა ძლიერად", საბა 694, 463.

 ამ სიტყვის განმარტებისას საბა, როგორც ჩანს, ძველ ქართველ


მწიგნობართა ცნობებს ეყრდნობა მათ შორის, ეფრემ მცირის ერთ
„შეისწავეს“.
ეფრემ მცირის “ შეისწავე”

 ბასილი დიდის "სამოღვაწეო წიგნის" ეფრემისეულ თარგმანის აშიაზე


დართულია სქოლიო („შეისწავე:), რომელიც მთარგმნელი ტექსტში ერთ
ადგილას დამოწმებულ სახარების სიტყვებს "მონაო ბოროტო და მედგარო“
(δοῦλε καὶ ὀκνηρέ ) განმარტავს:
 "შეისწავე, რამეთუ სახელსა ამას მედგარისასა ორი სახე აქუს: წიგნურად მცონარსა
უჴმობს მედგრად, ხოლო სოფლურად მზაკუვარსა ჰრქჳან მედგარი თჳთ ქართულსა ენასა
ზედა”

 წიგნური = სალიტერატურო ენა


 სოფლური = სასაუბრო, ცოცხალი მეტყველება, დილექტური ფორმა
წიგნური = “განშუენებული სიტყუაჲ” VS სოფლური - უშუერი, ლიტონი
სიტყუაჲ”
ეფრემი ამ სიტყვას სხვა ადგილასაც განმარტავს:

 "შეისწავე, რამეთუ ამას ადგილსა


სახარებისასა, ვითარმედ: "მონაო ბოროტო და მედგარო",
მცონარებისა წილ თქუმულ არს მედგრობაჲ, დაღათუ რომელთამე
ადგილთა მედგარი მზაკვარად გულისჴმა იყოფების; უფროჲსღა
ლიტონსა საუბარსა შინა".

 ეფრემის ამ მინაწერებში ჩვენი სალიტერატურო ენის


ისტორიისათვის უტყუარი და უაღრესად საინტერესო ის არის,
რომ XI საუკუნეში ქართულ ცოცხალ მეტყველებაში ან რომელიმე
დიალექტში "მედგარი" ესმოდათ როგორც "მზაკვარი".
 ზემოთ თქმულის გათვალისწინებით სიტყვა მედგარის ისტორია
ასეთი ჩანს:

 მედგარი ( მდგომი),  ზარმაცი, მცონარე ( დიალექტებში -


მზაკვარი)  შეუპოვარი, უშიშარი, მამაცი, ძლიერი.

 სალიტერატურო ქართულ ენაში ის ურყოფითი კონოტაციის/


შინაარსის მქონე სიტყვიდან ( ზარმაცი, მცონარე (// მზაკვარი)
დადებითი კონოტაციის სიტყვად იქცა ( უშიშარი, შეუპოვარი,
მამაცი, ძლიერი ).
რა არის სალიტერატურო ენა?
 სალიტერატურო ენა არის ეროვნული ენის უმაღლესი და დახვეწილი,
ნორმირებული სახე.

 ლიტერა ლათინური სიტყვაა და ასოს, გრაფიკულ ნიშანს ნიშნავს.

 სალიტერატურო ენა = მწიგნობრობის ენა = სამწერლობო ენა.

 დამწერლობა არის მეტყველების ნაკადის დოკუმენტირება გრაფიკულ


ნიშანთა სისტემის მეშვეობით. მისი მიზანია სამეტყველო ინფორმაციის
გადაცემა და შენახვა.

 ყოველი ერის სალიტერატურო ენის ისტორია დამწერლობის შექმნიდან


იღებს სათავეს.

 ქართული სამწიგნობრო ენა სულ მცირე 16 საუკუნეა უწყვეტად


ფუნქციონირებს, როგორც სახელმწიფო, საეკლესიო და სალიტერატურო
ენა.
დავიმახსოვროთ:

სალიტერატური ენა ენის ნაირსახეობაა.

სალიტერატური ენა ეროვნული ენის


უმაღლესი და დახვეწილი,
ნორმირებული სახეა

სალიტერატური ენა იქმნება ერის


განვითარების გარკვეულ ეტაპზე.
 სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებას განაპირობებს ქვეყნის
განვითარების კულტურულ-პოლიტიკური დონე (ზოგჯერ მხოლოდ
წმინდა პოლიტიკური მიზეზიც:

 მაგალითად სსრკ-ში მრავალ ხალხს, მათ შორის აფხაზებს, ხუნძებს და


სხვ. შეუქმნეს ავტონომიები და მოჩვენებითი სახელმწიფოებრიობის
გამოვლენის ნიშნად შეიქმნა ამ ენებისთვის დამწერლობაც და
ჩამოყალიბდა სალიტერატურო ენებიც.

 სალიტერატურო ენის ერთი ნაწილის ჩამოყალიბებას რელიგიური


საფუძველი აქვს (მაგ. გოთური, სომხური, ალბანური... – ქრისტიანობა).
ენის ვარიანტები:

 დიალექტი.

 ზედიალექტი _ დედაქალაქის, დიდი ქალაქის მეტყველება.

 საერთო სახალხო ენა –კოინე (იქმნება ქვეყნის განვითარების გარკვეულ


საფეხურზე, გაერთინების პირობებში.

მაგალითად _ საბერძნეთი, გერმანია, საფრანგეთი

 სალიტერატურო ენა (ხელოვნურად შემუშავებული სტანდატრული ენა,


რომელიც ეფუძნება საერთო სახალხო ენას).
კოინე  მეტყველების ზედიალექტური ნაირსახეობა

 კოინე ანუ ზედიალექტი ეწოდება მეტყველების იმ ნაირსახეობას,


რომელიც რამდენიმე დიალექტისათვის დამახასიათებელ ნიშან-
თვისებებს აერთიანებს და, ამდენად, დიალექტთაშორისი
ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს.

 ანუ: კოინე (ზედიალექტი) არის სტიქიურად გამომუშავებული


მეტყველება, რომელშიც მეტ-ნაკლებად ნიველირებულია ამა თუ იმ
დიალექტისათვის ნიშანდობლივი სპეციფიკური მოვლენები და ამიტომაც
ერთნაირად გასაგებია და მისაღები სხვადასხვა დიალექტის
მფლობელთათვის (ბ. ჯორბენაძე)
კოინე (ზედიალექტი) არსებითად შუალედური წარმონაქმნია

დიალექტსა და საერთო-ეროვნულ ენას შორის .


 კოინეს ნიმუშები უკვე უძველეს ეპოქებში დასტურდება.

 ძველ ბერძნულში ოთხი დიალექტი გამოიყოფოდა:


 იონური,

 ატიკური,

 დორიული

 ეოლიური.

 მათ საფუძველზე გამომუშავდა ეგრეთწოდებული η κοινη διαλεκτος „საერთო


კილო“, ან უბრალოდ  კოინე (=„ერთად, ერთობლივ, თანხმობით“),
რომელსაც დაეფუძნა ძველი ბერძნული სალიტერატურო ენა.
გამოიყოფა კოინეს რამდენიმე ნაირსახეობა:

 ა) ქალაქური კოინე,
 ბ) ინტერდიალექტური (დიალექტთაშორისი) კოინე
 გ) პოეტური კოინე
 ა) ქალაქური კოინე წარმოიქმნება ქალაქში თავმოყრილი დიალექტების
ინტერფერენციის (ურთიერთშერევის, უკეთ: ურთიერთშეღწევის) საფუძველზე. საერთო,
მსგავსი მკვიდრდება და საყოველთაოდ სახმარად იქცევა, სპეციფიკური (გამომრჩევი)
ნიველირდება, უგულებელიყოფა.

 გარკვეულ როლს ასრულებს ამ დროს ქალაქში პოვნიერი სხვა ენების ზეგავლენაც.


წარმოიქმნება მეტყველების განზოგადებული ტიპი (ზედიალექტი), რომელიც
ლიტერატურული დამუშავებისა და ფართოდ გავრცელების გზით საფუძვლად ედება
სალიტერატურო ენას (ა. დესნიცკაია).
ბ) ინტერდიალექტური (დიალექტთაშორისი) კოინე

 ინტერდიალექტური (დიალექტთაშორისი) კოინე, წარმოიქმნება სხვადასხვა


დიალექტის მფლობელთა ინტენსიური ურთიერთობის დროს  ხდება ამ
დიალექტებისათვის ნიშანდობლივი საერთო მოვლენების წინ წამოწევა,
ხოლო სპეციფიკური ფორმები მეტ-ნაკლები ნიველირდება.

 ამგვარ კოინეს, ჩვეულებრივ, ვხვდებით დიალექტთა გარდამავალ ზონებში


(ბორჯომის ხეობაში, დუშეთში, თიანეთში...).

 ინტერდიალექტურ კოინეს, როგორც წესი, ამა თუ იმ დიალექტის


მფლობელი იყენებს სხვა დიალექტის წარმომადგენელთან
ურთიერთობისას, იმავდროულად იგი თავის ენობრივ გარემოში თავისსავე
დიალექტზე მეტყველებს.
გ) პოეტური კოინე

 პოეტური ნაწარმოების ენა არაა იდენტური ცოცხალი

ყოველდღიური მეტყველებისა.

 პოეზია, იყო ჯადოქრობა და ამიტომაც პოეტური ენა ანალოგიას

პოულობს მაგიური რიტუალების ენასთან (ნ. მარი)

 ზღაპრები, ჩვეულებრივ, იქმნება დიალექტზე, პოეტურ

მეტყველებაში კი უპირატესად კოინე გამოიყენება.


რას ეფუძნება კოინეს წარმოქმნა?

 კოინეში (ზედიალექტში) თავს იჩენს სპეციფიკური დიალექტური


მოვლენების ნიველირებისა და საერთო ნიშან-თვისებების წინ
წამოწევის, დამკვიდრების ტენდენცია.

 არსებითად ანალოგიურ პრინციპს ეფუძნება სალიტერატურო


ენაც.

 სხვაობა ისაა, რომ კოინე სტიქიურად წარმოიქმნება და,


ჩვეულებრივ, შედარებით ვიწრო რეგიონით შემოიფარგლება.
კოინე გამორიცხავს ხელოვნურ ჩარევას, გააზრებულ დახვეწას.
 ქართული სალიტერატურო ენისათვის, როგორც ჩანს, კოინეს ამ სამივე
ნაირსახეობას უნდა ჰქონოდა მეტ-ნაკლები მნიშვნელობა, უწინარეს ყოვლისა
კი  ქალაქურ კოინეს.

 „ახალ სალიტერატურო ქართულს საძირკველი ეყრება თბილისში: დავით


აღმაშენებლის მიერ თბილისის განთავისუფლება თურქთაგან 1122 წ. და
პოლიტიკური და კულტურული ცენტრის ქუთაისიდან თბილისში
გადმონაცვლება (აქედან გამომდინარე ყველა შედეგით), ის დიდმნიშვნელოვანი
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენაა, რომელმაც ახალი ქართული
სალიტერატურო ენის წარმოქმნა შეაპირობა“

 (არნ. ჩიქობავა).
საერთო-ეროვნული ენა

 ეროვნული ენა არის ერის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი.

 ცნობილია განმარტება, რომ სალიტერატურო ენა არის ეროვნული


ენის უმაღლესი და დახვეწილი, ნორმირებული სახე.

 მაგრამ საკუთრივ ეროვნული ენის განსაზღვრა გარკვეულ


სირთულეებთან არის დაკავშირებული.
არსებობს ეროვნული ენის სხვადასხვანაირი დეფინიცია.

 ზოგი განმარტებით, ეროვნული და სალიტერტურო ენა ემთხვევა


ერთმანეთს: „ყველა ეროვნული ენა იმავე დროს სალიტერატუროც არის“
(არნ. ჩიქობავა). სალიტერატურო ენა იმავდროულად სამწერლობოცაა.

(თუ ასეა, მაშინ უმწერლობო ენა ეროვნული ვერ იქნება).

 გამოდის, რომ ეროვნული ენა განისაზღვრება დამწერლობის მქონებლობა-


უქონლობის მიხედვით. დამწერლობით კი მხოლოდ ენის ფიქსირება
ხდება, იგი არ შეიძლება იყოს ენის რაობის განმსაზღვრელი, პირიქით,
თვითაა ენის რაობით, ბუნებით შეპირობებული ( ბ. ჯორბენაძე).
სხვა განამრტებით:

 ეროვნულ ენას ქმნის ერთობლიობა იმ ენობრივი მოვლენებისა და მათში მონაწილე ელემენტებისა,


რომლებიც საერთოა ყველა (ან უმეტესი წილი) ტერიტორიული და სოციალური დიალექტებისა და ,
აგრეთვე, ყველა ზედიალექტური წარმონაქმნისათვის.

 სალიტერტურო ენა ეფუძნება ამ საერთო მონაცემს და მის ნორმირებულ, დახვეწილ სახეს წარმოადგენს.
(საერთოში იგულისხმება როგორც ფონემატური, ასევე გრამატიკული, სემანტიკური, ლექსიკური და
სტილისტური მონაცემები).

 ფონეტიკაში ესაა ბგერითი შედგენილობა, ფონეტიკურ მოვლენათა ერთგვაროვანი მიდრეკილება.

 მორფოლოგიაში  მორფოლოგიური ინვენტარისა და მის შემადგენელ ელემენტებს შორის მიმართებათა


საერთოობა.

 სინტაქსში  კონსტრუქციათა აგების ერთგვაროვანი პრინციპი.

 ცხადია, ივარაუდება ძირითადი ლექსიკური ფონდის საერთოობა და ა.შ.

 ამრიგად, საერთოობა ქმნის ეროვნულ ენას. ნაირგვარობა (ანუ: ის, რაც სხვაობას იძლევა ამ
საერთოსაგან) დიალექტური დიფერენცირების შედეგია.
 არსებობს თვალსაზრისი, რომ ეროვნული ენა არის სიტემა და ამ სისტემაში
იმთავითვეა ჩადებული პოტენცია, რომლის ხორცშესხმა (მატერიალიზაცია,
გამოხატვა  რეალური არსებობა) ხდება სხვადასხვა დიალექტის,
ზედიალექტის, სალიტერატურო ენისა თუ თვით იდიოლექტის
საშუალებით.

 მაგალითად, ქართულისათვის ზოგადად ნიშანდობლივია ასეთი ფონეტიკური


გარდაქმნის ტენდენცია: აე  ეე  იე (და-ე-მართა დე-ე-მართა  დი-ე-მართა). ესაა,
ასე ვთქვათ, ქართული ენის შესაძლებლობა, პოტენცია. სხვადასხვა მეტყველების
(დიალექტების, ზედიალექტების, სალიტერატურო ენის) დონეზე კი შესაძლებლობის
სხვადასხვა საფეხურია წარმოდგენილი.
სალიტერატურო ენა

 სალიტერატურო ენა ითვლება ეროვნული ენის უმაღლეს ფორმად.

 სალიტერატურო ენა ითვალისწინებს ეროვნული ენის განვითარების


ტენდენციებს და ყოველ ეპოქაში შესაბამისი წესების სახით ამკვიდრებს მას.

 სალიტერატურო ენა ხელს უწყობს ერის კონსოლიდაციას და აზიარებს მას


მსოფლიო ლიტერატურისა და მეცნიერების მიღწევებს.

 სალიტერატურო ენა არის ერის კულტურის ნაყოფი და იმავე დროს მისივე


განვითარებისა და წინსვლის მძლავრი საშუალება (ვ. თოფურია).
სალიტერატურო ენის განვითარებისა და დახვეწის ძირითადი
ფაქტორები

არსებობს ასეთი 3 ძირითადი ფაქტორი:

 განვითარების შინაგანი პოტენცია ( ეს უმთავრესია);

 სალიტერატურო ენის ურთიერთობა ცოცხალ კილოებთან


(არსებითია);

 სხვა ენებთან ურთიერთობა (ყოველი სალიტერატურო ენა მდიდრდება

სხვა ენებთან გონივრული ურთიერთობითაც).


ყოველ სალიტერატურო ენას აქვს თავისი ნიშნები:

ა) იგი არის საერთო და სავალდებულო ყველასათვის, ვინც ამ ენაზე


მეტყველებს;
ბ) სალიტერატურო ენა არის წერილობითი და ზეპირი (განსხვავებით
დიალექტებისაგან, რომლებიც მხოლოდ ზეპირი მეტყველების სახით
არსებობენ);
გ) სალიტერატურო ენა არის ნორმირებული (სალიტერატურო ენა საჭიროებს
მეცნიერულად დასაბუთებულ გონივრულ ჩარევას, მისი დახვეწისათვის
აუცილებელია მართებული პრინციპების გამომუშავება, რომლებიც
წარმართავენ მისი შემდგომი განვითარების გეზს; ანუ ხდება გარკვეული
ეპოქისათვის ენის ფუნქციონირებისა და განვითარების პროგრამირება);
დ) სალიტერატურო ენა არის ოფიციალური ურთიერთობის საშუალება.
სალიტერატურო ენა

საერთო და
არის
სავალდებულო რეალიზდება ნორმირებული და
ოფიციალური
ყველასათვის, წერილობითი და სტანდარტიზირებ
ურთიერთობის
ვინც ამ ენაზე ზეპირი ფორმით ულია
საშუალება
მეტყველებს;
გამოყოფენ ენის და, კერძოდ, სალიტერატურო ენის
ოთხ ძირითად ფუნქციას:

ექსპრესიული მააკუმულირებელი
მაკონსტრუირებელი
საკომუნიკაციო (ენით გამოიხატება
(არის ურთიერთობის პიროვნების აზრები და
( ენა არის აზრის
საშალება) ფორმირების საშუალება) (ენაშია დაუნჯებული
შეგრძნებები) საზოგადოების
გამოცდილება და
ცოდნა)
სალიტერატურო ენის გამოყენების სფერო.

 რაც უფრო ძლიერია სალიტერატურო ენა, მით უფრო ფართოა მისი


გამოყენების სფერო.

 კერძოდ, სალიტერატურო ენა, როგორც ოფიციალური ურთიერთობის


საშუალება, გამოიყენება:
 სახელმწიფო მმართველობაში,
 სასამართლოში,
 განათლების სფეროში,
 ხელოვნებაში,
 მეცნიერებაში,
 რელიგიაში,
 არმიასა და სპორტში,
 ყოფაცხოვრებაში და მისთ.
სალიტერატურო ენის გამოყენების სფერო

სალიტერატურო ენა, როგორც ოფიციალური ურთიერთობის საშუალება, გამოიყენება:

განათლება და
მეცნიერება

სახელმწიფო
მმართველობა, ხელოვნების
სფერო
სასამართლო..

სალიტერატურო
ენა

რელიგია ყოფაცხოვრება

არმია, სპორტი

რაც უფრო ძლიერია სალიტერატურო ენა, მით უფრო


ფართოა მისი გამოყენების სფერო.
გამოყენების სფერო განსაზღვრავს სალიტერატურო ენის სტილურ
ნაირსახეობებს.

სალიტერატურო ენისათვის, საერთოდ, დამახასიათებელია


მრავალსტილიანობა, რაც არ არის ნიშანდობლივი დიალექტური
მეტყველებისათვის (დიალექტის დონეზე სტილურ სხვაობას, ჩვეულებრივ,
იძლევა პოეტური და საყოფაცხოვრებო სფერო).

შენიშვნა: სტილური ნაირსახეობანი არ უნდა აგვერიოს ცალკეულ პიროვნებათა მეტყველების


მანერაში.
სალიტერტურო ენის ძირითადი განმასხვავებელი
ნიშნები ენის სხვა ვარიანტებისგან:

 სალიტერტურო ენა არის საერთო და სავალდებულო ყველასათვის, ვინც ამ


ენაზე მეტყველებს;
 სალიტერტურო ენა არის გარკვეულწილად ხელოვნური (სანსკრიტი =
ხელოვნურს) - სტანდარტიზირებული და ნორმირებული.
 ნორმირება მკაცრად რეგლამენტირებულია და მოითხოვება მისი დაცვა (
ნორმების დამდგენი კომისია). თუ დიალექტებში ვარიანტები დასაშვებია,
სალიტერტურო ენაში – არა.
 მოვიდა (მევიდა, მოიდა, მავიდ).
 ახასიათებს სტილებრივი დიფერნციაცია (პოეზიისა და პროზის ენა განსხვავდება
ლინგვისტური პარამეტრებით ( მაგ. პოსტპოზიცია, ემფატიკური -ა, არქაული ფორმები...);
პუბლიცისტური სტილი, თავისი ქვესტილებით – ქრონიკა, რეპორტაჟი, ნარკვევი...), სამეცნიერო
სტილი ( დარგობრივი განსხვავებები), ოფიციალირ-საქმიანი სტილი, ინდივიდუალური სტილი.

 რეალიზდება წერილობითი და ზეპირი ფორმით


 ამ ნიშნების ერთობლიობა ქმნის სწორედ სალიტერტურო ენის ფენომენს.
სალიტერატურო ენა რეალიზდება ზეპირი და წერილობითი ფორმით

 შდრ.:
 კარგათ - კარგად
 ვამბოფ - ვამბობ ...
 შეურაწყოფა - შეურაცხყოფა
რატომ ეწოდება ჩვენს კურსს სალიტერატურო
ენის ისტორია და არა ენის ისტორია?

 ძირითადად ყურადღება გადატანილია ქართული ენის იმ


პერიოდზე, რომლიც წერილობით ძეგლებშია
ფიქსირებული ( IV-V სს-დან).

 მაგრამ V საუკუნის ქართული, როგორც ლინგვისტური


ერთეული, სრულიად ჩამოყალიბებულია. ასეთი რთული
სტრუქტურის ენის ისტორია არ შეიძლება V საუკუნიდან
დაიწყოს.
ციტატა ზურაბ სარჯველაძის წიგნიდან: ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის
შესავალი, თბ., 1984, თავი I, გვ. 105-106
რა დროიდან მოდის ქართული ენა, როგორც ლინგვისტური
ერთეული?
რა არის ქართული ენა, როგორც ლინგვისტური ერთეული?
რა ადგილი უჭირავს მას მსოფლიო ენათა შორის?

 დედამიწის მოსახლეობის ენათა რაოდენობა ზუსტად არ არის


დადგენილი, ასხელებენ 4000-დან 7000-მდე ენას

 ასეთ დიდ სხვაობას იწვევს ენობრივ ერთეულთა სტატუსის


სხვადასხვაგვარი განსაზღვრა ( ენა, დიალექტი თუ კილოკავი).

 ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციის მიხედვით, სხვადასხვა დროს


სხვადასხვა მკვლევარი ქართულს ენათა სხვადასხვა ოჯახში ათავსებდა
(ინდოევროპული, სემიტური...)
მეთიუ დრაერის ლინგვისტური რუკა
 მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე ისტორიულ-შედარებითი
მეთოდის საშუალებით ძირითადად დადგენილია მსგავსი სტრუქტურისა და
ურთიერთმონათესავე ენათა ოჯახები.

 გავრცელებული შეხედულებით, მსოფლიოში გამოიყოფა: ინდოევროპულ,


სემიტურ, ფინურ-უნგრულ, თურქულ, იბერიულ-კავკასიურ, სამოდიურ, მონ-
გოლურ, ტუნგუსურ-მანჯურულ, ჩინურ-ტიბეტურ, დრავიდულ, მუნდა,
მალაიურ-პოლინეზიურ, პალეოაზიურ, ავსტრალიის, პაპუა, აფრიკულ,
პალეოაფრიკულ, ჩრდილოეთ ამერიკულ, ცენტრალურ ამერიკულ, სამხრეთ
ამერიკულ ენათა ოჯახები;

 ცალკეა: იაპონური, კორეული, აინუური და ბასკური ენები (სპეციალისტთა ერთ


ნაწილს ბასკური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შეაქვს).
 დიდი ხნის ისტორია აქვს ქართული ენის ძირეული კავშირების ძიებას წინა აზიის

უძველეს ენებთან - ხურიტულთან, ხეთურთან, შუმერულთან.

 ფ.ბოპიდან მოყოლებული დღემდე არაერთხელ გამხდარა კვლევის საგანი

ქართული ენისა და ინდოევროპული ენების ნათესაობის საკითხიც, მაგრამ ამ

მიმართულებით დამაჯერებელი არგუმენტები ჯერჯერობით არ ჩანს.

 თ.გამყრელიძის, ვ.ივანოვისა და სხვათა მიხედვით, ინდოევროპულ-ქართველური

ტიპოლოგიური შეხვედრები კვლევის საინტერესო სფეროა.

 გ.დეეტერსის აზრით, ქართველურში თანაარსებობს ინდოევროპული და

იბერიულ-კავკასიური ფენები (ამ მოსაზრებას იზიარებს გ.მაჭავარიანიც).


გავრცელებული თეორიით (ი.ჯავახიშვილი, არნ.ჩიქობავა...)

 ქართული ენათესავება ჩერქეზულ, ჩეჩნურ-ინგუშურ(ნახურ) და დაღესტნურ


ენებს და შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში.

 მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული ქართველურ ენათა


ოჯახის ენაა, რომელშიც, ქართულის გარდა, ერთიანდება კიდევ 2 ან 3 ენა –
სვანური, ზანური (//კოლხური =მეგრულ-ჭანური ( ან მეგრული და ჭანური
(იგივე ლაზური) ცალ-ცალკე).

 ეს ენები ერთ დროს ერთი ფუძე ენის, წინარექართველური ენის


(პროტოქართველურის), საერთოქართველური ენის, დიალექტები იყვნენ.
1.

ქართველური ენების ოჯახი

კოლხური
ქართული სვანური
(ზანური)
2.

ქართველური ენების ოჯახი

ლაზური
ქართული სვანური მეგრული ( ჭანური)
 მეცნიერთა ერთი ნაწილი, ასეთი საერთოქართველური ფუძე ენის არსებობის

ეპოქად ძვ. წ. აღ–ის II-I ათასწლეულებს ასახელებს

( ა. ჩიქობავა, ჰ.ფოგტი, ტ. ფუტკარაძე)

 მეორე ნაწილის აზრით კი, საერთოქართველური ფუძე ენა IV ათასწლეულში უკვე

არსებობდა.

( თ. გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი, ვ. ივანოვი, მ. ქურდიანი...),


 ისტორიული ქრონოლოგიის დასადგენად გლოტაქრონოლოგიის, ანუ ლექსიკურ-სტატისტიკურ მეთოდს
იყენებენ (განისაზღვრება ძირითადი ლექსიკური ფონდიდან აღებული 100-200 სიტყვის ცვლილების
კოეფიციენტი).

 არ არსებობს ერთიანი აზრი იმის თაობაზეც, თუ თუ სად, რა სივრცეში იყო

გავრცელებული ეს ენა. შესაძლოა გავრცელებული იყო უფრო დიდ

ტერიტორიაზე, ვიდრე დღეს არის.


სპეციალისტთა შორის კამათის საგანია
საერთოქართველურის დივერგენციის სქემაც.

 მეცნიერთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ფუძე ენას ჯერ


გამოეყო სვანური და ზანურ-ქართული, შემდეგ კი ზანურ-
ქართული დაიშალა ქართულად და მეგრულ-ლაზურად
(ზანურად).

 ქართველურ ენობრივ ერთეულთა დაშლის ამ სქემას დეეტერსის


სქემას უწოდებენ (სქემის ავტორის, გერმანელი მეცნიერის გ.
დეეტერსის სახელის მიხედვით)/
გერჰარდ დეეტერსის სქემა:

საერთო ქართველური

ზანურ-ქართული

სვანური ლაზური მეგრული ქართული


საერთო ქართველური

სვანური ზანურ-ქართული

ზანური

მეგრული ლაზური

ქართული
 არნ. ჩიქობავას აზრით, საერთოქართველურს ჯერ
გამოეყო ზანურ-სვანური დიალექტური ჯგუფი,
რომელიც შემდეგ დაიშალა ზანურ და სვანურ ენობრივ
ერთეულებად.

 არნ. ჩიქობავას სქემა:


არნ. ჩიქობავას სქემა:

სვანური

ზანურ-სვანური

ზანური

საერთოქართველური ქართული
ზანური

ზანურ-სვანური

სვანური

საერთო
ქართველური

ქართული
როდის მოხდა დაყოფა?

 აქაც აზრთა სხვადასხვაობაა:

 გიორგი კლიმოვის აზრით, საერთოქართველურიდან სვანურის


გამოყოფა დაიწყო II ათასწლეულის დასაწყისში, ხოლო ზანურისა – I
ათასწლეულის დასწყისში.

 თამაზ გამყრელიძისა და გივი მაჭავარიანის აზრით, სვანურის გამოყოფა


ძვ. წ. აღ-ის X საუკუნეში მოხდა, ხოლო ქართულ-ზანურის
დიფერენცირება – ძველი და ახალი წელთაღიცხვის მიჯნაზე.
 ცხადია, რომ ამ ხნის მანძილზე ( სულმცირე 30 საუკუნე) ამ

ენობრივმა ერთეულებმა დიდი ცვლილება განიცადეს.


 ქართული ენის დოკუმენტურად ფიქსირებულ ისტორიას ჩვენ
მხოლოდ მისი არსებობის ბოლო 15-16 საუკუნის მანძილზე
შეგვიძლია დავაკვირდეთ.

 ისიც ცხადია, რომ ცვლილებები ფუძე ენიდან გამოყოფის დღიდან V


საუკუნემდე პრინციპულად უფრო მეტია, ვიდრე V საუკუნიდან
დღემდე.
 ისტორია აქვს ყველანაირ ენას – წერილობითი ტრადიციის მქონესაც
და არმქონესაც. მაგ. მეგრულს ან სვანურს, რომელთა მიერ ფუძე
ენისგან გამოყოფის შემდეგ განვლილ გზას აღვადგენთ მონათესავე
ენებთან შედარებისა და შინაგანი რეკონსტრუქციის გზით.

 მოთხრობითი ბრუნვის ნიშნის ისტორია მან>მა/მ

 ერთ+ერთი >ერთმანეთი

 ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებად დღეს მეტყველებისას ისმის –თ, ( კარგათ,


ცუდათ), მაგრამ გვაქვს კარგადაც, ცუდადაც. ე.ი. ამგვარი შინაგანი
რეკონსტრუქციის გზით შეგვიძლია აღვადგინოთ, რომ ისტორიულად ბრ.ნიშანია-
ად და არა –ათ.
ე.ი. ენის ისტორია გულისხმობს წერილობით და
არაწერილობით პერიოდს.

 სალიტერატურო ენის ისტორია კი მხოლოდ წერილობით ძეგლებში


ფიქსირებული ენის ისტორიაა.

 ქართული ენის წერილობითი წყაროები გვაქვს გარკვული დროიდან.

 სალიტერატურო ენის ისტორიას დავიწყებთ იმ ეპოქიდან, როცა იწყება მისი


დოკუმენტირება გრაფიკულ ნიშანთა სისტემის მეშვეობით.

 სადაც დოკუმენტაცია არა გვაქვს, ვიყენებთ ისტორიულ-შედარებით


მეთოდს (რეკონსტრუქცია ხდება მონათესავე ენათა მონაცემების
შედარებით).
ფ. სოსიურის თქმით, მონათესავე ენის არმქონე ენა
(იზოლირებული ენა) ისტორიის არმქონეა.

ქართული მეგრული სვანური


ძმა ჯიმა ჯმი
ძაღლი ჯოღორი ჟეღ
 ცვლილებების გათვალისწინებით შეგვიძლია აღვადგინოთ საერთოქართველური
ფორმა.

გახსოვდეთ!
 წერილობითი ძეგლები აბსოლუტური სიზუსტით ვერ ასახავენ ენის რეალურ
მდგომარეობას, რადგან სალიტერატურო ენის ნორმირებულობის გამო მასში
თითქმის არ აისახება ( ან იშვიათად აისახება) ცოცხალი მეტყველება, დიალექტური
ფორმები.
 მაგალითად: “შუშანიკის წამებაში” არ გვაქვს არცერთი ხანმეტური ფორმა ( ცხადია,
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეხუთე საუკუნეში დაწერილი ეს თხზულება ჩვენამდე მხოლოდ გვიანდელი
ხელნაწერებითაა მოღწეული. მისი უძველესი ნუსხა მე-10 საუკუნის ბოლოთი თარიღდება ( პარხლის
მრავალთავი)
 ქართულის დიალექტებში ზოგან ისეთი რამაა დაცული, რაც
სალიტერატურო ენაში არაა ასახული. ( მაგ. ხანმეტობის ნაშთები,
ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის ფორმები უმჯობე
ტიპისა “იგი ჩემზე უხნეა” (ზემოიმერულში) და ა.შ.

 დიალექტური სხვაობების შესაძლებლობა ძველ ეპოქაში ბევრად


მეტია (იზოლირების დონე მაღალია), თუმაცა წერილობით
ძეგლებში ეს ნაკლებად აისახება.


ქართული ენის ისტორია და ქართული სალიტერატურო
ენის ისტორია

ქართული ენის ისტორია სალიტერატურო ენის ისტორია


 ქართული სალიტერატურო ენა არსებითად საერთო ქართულ მოვლენებს
ასახავს, სალიტერატურო ქართული საერთოა ყველა ქართული
დიალექტისთვის, ჩონჩხი, საყრდენი ერთიანია.
 მევიდა, მავიდა და მოვიდა ერთი ენობრივი ყალიბიდანაა გამოსული.

 ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ქართული


სალიტერატურო ენის ისტორია ეს ქართული ენის ისტორიაცაა.

 ქართული სალიტერატურო ენის ისტორია გვაძლევს საშუალებას საკმაოდ


დიდი სისრულით წარმოვიდგინოთ ქართული ენის ისტორია მთლიანად,
მიუხედავად დიალექტების განსხვავებული მონაცემებისა.
სალიტერატურო ენის სათავეებთან

 ზოგად ენათმეცნიერებაში არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოდ


სალიტერატურო ენები იქმნება XVIII-XIX სს-ში, მას შემდეგ რაც ინგრევა
ფეოდალიზმი და ხდება ქვეყნების გაერთიანება, (მაგ.საფრანგეთი,
რუსეთი,სადაც ს.პუშკინი ითვლება რუსული სალიტერტურო ენის
ფუძემდებლად, თუმცა ლიტერატურა მანამდეც არსებობდა).

 სპეციფიკური ვითარება იმ ქვეყნებში, სადაც სალიტერატურო ენის


ჩამოყალიბება უკავშირდება ქრისტიანობის შემოღებას. მაგ. საქართველოსა და
სომხეთში ეკლესიებში წირვა-ლოცვა IV-V საუკუნეებიდან მიმდინარეობდა
ეროვნულ ენებზე, რამაც შეაპირობა სალიტერატურო ენის დამყარება ბიბლიის
თარგმანების ენაზე.

სამწიგნობრო ენის შექმნისა და ფუნქციონირების
თვალსაზრისით საქართველოში უნიკალური ვითარება
გვაქვს:

ბერძნული, გერმანული, ესპანური, ფრანგული თუ სხვა სალიტერატურო


ენებისგან განსხვავებით, ქართველთა სამწიგნობრო ენა არ ეფუძნება ერთ
რომელიმე დიალექტს.

 შდრ.: ესპანური, კატალონიური, პროვანსული ლათინურისგან მომდინარე


ერთგვაროვანი მოძმე ენა-კილოებია, რომლებზეც სხვადასხვა დროს შეიქმნა
დამწერლობა; მათგან ზოგი გამოცხადდა სახელმწიფო ენად, ზოგი - არა;
შესაბამისად, მათ შორის დღემდე გრძელდება მეტოქეობა იმის მიუხედავად, რომ
ზოგ მათგანს ენის სტატუსი აქვს მინიჭებული, ზოგს - დიალექტისა (მაგ., დღემდე
საკამათოა კატალონიური და პროვანსული ერთი ენის კილოებია თუ ორი
დამოუკიდებელი ენაა).
სულ სხვაგვარია ქართველური ენობრივი სამყაროს ისტორია:

 თანამედროვე ქართული სამწიგნობრო ენა უშუალო მემკვიდრეა


არქაული საეკლესიო ენისა, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება
საერთოქართველურ ენობრივ მოდელს და არა ქართლურ, კახურ,
იმერულ, მეგრულ, მესხურ თუ სვანურ ენობრივ ერთეულებს;

ქართული სამწიგნობრო ენა უნიკალურია იმითაც, რომ, ის, სულ


მცირე, 16 საუკუნეა უწყვეტად ფუნქციონირებს, როგორც
სახელმწიფო, საეკლესიო და სალიტერატურო ენა.
 უძველეს ქართულ ნაწარმოებებში ახალი აღთქმის წიგნთა და
ფსალმუნთა ქართული თარგმანების არა მარტო ციტატებს ვხვდებით,
არამედ ბიბილიურ ლექსიკას, ფრაზეოლოგიზმებს, მხატვრულ სახეებს.

 ქართული სალიტერატურო ენა მთელი თავისი არსებობის მანძილზე


ეფუძნება ბიბლიის ქართული თარგმანებს, რამაც შეაპირობა ის, რომ იგი
აღმოჩნდა გამაერთიანებელი ფაქტორი მთელი ქართველი ხალხისთვის.

 ”ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა


ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების” (გიორგი
მერჩულე).
რა დროიდან არსებობს ქართული სალიტერატურო
ენა?

 ჩვენამდე მოღწეული პორველივე ქართული წერილობითი ძეგლები


მკაცრად ნორმირებულ ენაზეა შექმნილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ
ენის სტანდარტიზაციაზე სპეციალურად ზრუნავდნენ.

 შეიძლება ითქვას, რომ ქართული სალიტერტურო ენა არსებობს IV-V


საუკუნებიდან, რადგან ამ პერიოდში შექმნილ წერილობით ძეგლებში
უკვე გამოვლენილია ყველა ის ნიშანი, რომლებიც სალიტერატურო ენას
ახასიათებს:

 ძველი ქართული ძეგლების ენა ნორმირებულია ( არ წერდნენ ისე, როგორც


ლაპარაკობდნენ).
 წარმოდგენილია სტილებრივი განსხვავებანი (აგიოგრაფიული,
ჰიმნოგრაფიული, ეგზეგეტიკური, ჰომილეტიკური, ისტორიული
თხზულებების, ნათარგმნი და ორიგინალური ძეგლების ენის
სტილისტური მახასიათებლები ერთნაირი არაა, ხოლო X-XI საუკუნიდან
იკვეთება ავტორის ინდივიდუალური სტილიც: ექვთიმე და გიორგი
ათონელები, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი,იოანე პეტრიწი) .
 ამდენად, დაკვირვებას როგორ იცვლებოდა ქართული სალიტერატურო
ენა, მისი ფონემატური, გრამატიკული, ლექსიკური და სემანტიკური
სისტემები და როგორია ამ ცვლილებების ქრონოლოგია, სწორედ ამ
პერიოდიდან ვიწყებთ.
 ცხადია, სალიტერატურო ენა V საუკუნიდან დღემდე საკმაოდ შეიცვალა,
მაგრამ ის არ მომკვდარა.

 ძველი ქართული ენა (V-XI საუკუნეების წერილობითი ძეგლების ენა) არაა


მკვდარი ენა (როგორც, მაგალითად, ძველი ბერძნული ან ლათინური),
არამედ ის ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის ერთი ეტაპი// ან
პერიოდია.
ქართული `ქართული სალიტერატურო ` ქართული სამწიგნობრო
სალიტერატურო ენის შექმნაში მონაწილეობას ენის ისტორია ცხადყოფს,
(სამწიგნობრო) ენა იღებდნენ: ქართლელები, რომ თანამედროვე
კახელები, იმერლები,
ჩამოყალიბების დღიდან მეგრელები, სვანები, ჭანები
სალიტერატურო
დღემდე ქართული და სხვანი. ქართული ქართულის ფონემატური,
კულტურის, ქართული სალიტერატურო ენა სახელური, ზმნური,
ცნობიერების იმდენადვე სვანურია და სინტაქსური და
ჩამომძერწავი ფენომენია მეგრული, იმდენადვე ლექსიკურ-სემანტიკური
და ქართველთა გურულია და იმერული, სტრუქტურები
თვით/იდენტობის რამდენადაც ქართლური. ის ძირითადად
არის ღვიძლი სამწერლო ენა
განმსაზღვრელი ყველა საქართველოს
საერთოქართველური
უმნიშვნელოვანესი ტომისათვის~ ენის იგივეობრივია”.
ფაქტორი.
( ნიკო მარი)

„გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე - მოდის... ხალხი კი უკვდავია.


უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია; ენა თაობიდან თაობას
გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის: ხალხის მეობას მისი
ენა გვანიშნებს.
ენის საშუალებით გადაეცემა შემდგომ თაობას, რაც წინა თაობას ცოდნა-
გამოცდილება დაუგროვებია. ეს რომ არა, კულტურის განვითარება შეუძლებელი
იქნებოდა.
ბუნებრივია, რომ ყოველ ადამიანს უყვარს თავისი ენა, უყვარს დედა-ენა. ასევე
ბუნებრივია სხვის ენას პატივისცემით ვეკიდებოდეთ: “სხვისი ენა” აკი ვიღაცისთვის
დედა-ენაა... “.
ლიტერატურა:

 ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბ. 1984; თავი I; გვ. 105-107;
 ბ. ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია, თბ., 1989, თავი VIII, გვ. 147-155; 171-180;
 დ. მელიქიშვილი, ქართული სალიტერატურო ენის ნორმირების ისტორიიდან: კრებული “ქართული
სალიტერატურო ენის საკითხები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა”, თბ., 2007, გვ. 125-131,
 თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის პრინციპები: კრებული
“თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები”, I, 1986, გვ. 1-8;
 ტ. ფუტკარაძე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმირების საკითხები: კრებული “ქართული ენის
ისტორია”, თ. V, ქუთ. 2006, გვ. 253-266;
 ივ. ქავთარაძე, ენის ისტორიის წყაროები და მათი გამოყენების პრინციპები, ქართული ენის
სტრუქტურის საკითხები, V. თბ., 1981;
 არნ. ჩიქობავა, ქართული ენის ზოგადი დახასიათება, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი I,
თბ. 1950;
 http://www.lingua.ge/normalizacia.html
 http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=27
 www.ena.ge
 ქართული ენის ეროვნული კორპუსის (ქეეკ) გამოყენების ინსტრუქცია სტუდენტებისათვის;
 ტიტუსის გამოყენების ინსტრუქცია სტუდენტებისთვის https://e-learning.tsu.ge/course/view.php?id=870

You might also like