You are on page 1of 7

დამწერლობის წარმოშობა

დამწერლობა არის კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენა,


შესაძლოა იგი ცეცხლის აღმოჩენასაც კი გავუტოლოთ.მას
დიდი მნიშვნელობა ენიჭება კაცობრიობის კულტურის
განვითარების ისტორიაში. დამწერლობას აქვს თვისებები
რომლებიც მას ბგერითი ენისგან განასხვავებს. ბგერითი
ენა შეზღუდულია დროსა და სივრცეში, მისი მეშვეობით
შეგვიძლია კონტაქტის დამყარება მხოლოდ ახლო
მანძილზე, შორ მანძილზე იგი გამოუსადეგარია. ზეპირ
მეტყველებას არ აქვს ისტორია იგი წარმოთქმის თანავე
მთავრდება. ასე რომ ბგერითი მეტყველება ვერ იქნება
ინფორმაციის შენახვისა დაგადაცემის კარგი საშუალება.
აქვე გავიხსენოთ ანდაზა „სიტყვები ფრენენ, ნაწერი რჩება“.
კაცობრიობა ერთბაშად არ მისულა დამწერლობამდე, მას
წინ უძღვოდა ხანგრძლივ მოსამზადებელი პერიოდი. სანამ
გაჩნდებოდა დამწერლობა ადამიანები მიმართავდნენ
საგანთა სიმბოლიკას ასეთი შემთხვევები ისტორიაში
მრავლად გვაქვს. მაგალიტად ომის გამოცხადების ნიშნად
შუბის, ისრის ან სხვა საბრძოლო იარაღის გაგზავნა. თუმცა
საგანთა სიმბოლიკას ვერ ვაღიარებთ დამწერლობად,
ადამიანს გაუჩნდა სურვილი შეექმნა დამწერლობად და
შექმნა კიდე ც იგი.ა ამ დარგში პირველები იყვნენ ძველი
ეგვიპტელები, შუმერები და ჩინელები. ეგვიპტური და
შუმერული დამწერლობა ძვ. წ.IV ათასწლეულში
წარმოიშვა, დამწერლობასთან ერთად გაჩნდა ძველი
სახელმწიფოებიც ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში.
პირველი იყო შუმერთა სახელმწიფო. ძვ.წ. ოთხი ათასი
წლის წინ შეიქმნა ეგვიპტელთა და შუმერთა სახელმწიფო,
თუმცა არ ვიცით დამწერლობა ჯერ ეგვიპტელებმა შექმნეს
თუ შუმერებმა.უფრო მეტად გვიანდელია ჩინური
დამწერლობა თუმცა ჩინური დღესაც
მოქმედია.ეგვიპტური დამწერლობა XIX საუკუნეში
გაიშიფრა. ნაპოლეონის ლაშქრობის დროს ეგვიპტეში
შემთხვევით აღმოაჩინეს როზეტას ქვა რომელზედაც
წარწერა ბერძნულ და ეგვიპტურ ენებზე იყო
შესრულებული.წარწერა გაიშიფრა ფრანგი მეცნიერის
შამპილიონის მიერ. თავდაპირველად ეგვიპტელები
პაპირუსზე წერდნენ ასევე იყენებდნენ თიხის
ფირფიტებსაც, ხოლო ქაღალდი შედარებით გვიან გაჩნდა
ჩინეთში. მათ დიდი ძალისხმევისა და შრომის
შედეგადმიაგნეს ქაღალდის შექმნის საიდუმლოებას,
რომელსაც დიდხანს მკაცრად იცავდნენ, თუმცა ბაღდადის
ხალიფის ნაცვალმა დაატყვევა ორი ჩინეელი და ოსტატი
და საიდუმლოს ფარდა აეხადა.

პიქროგრამული დამწერლობა. პირველი დამწერლობა


იყო ხატოვანი ანუ პიქტოგრამული. ტერმინინ პიქტოგრამა
ლათინურად ნიშნავს ნახატს, ხოლო ბერძნულად
წერას.ყველა ენაში სხვადასხვანაირი პიქტოგრამები
გამოხატავდნენ სიტყვებს. ზოგიერთი პიქტოგრამა დღესაც
გვხვდება მაღაზიების გარეკნებზე (მაგალითად ხორცის
მაღაზიას გარედან ახატია ხორცი და ჩვენ იქ ტანსაცმლის
ყიდვის მიზნით არ შევალთ).

იდეოგრაფიული დამწერლობა. დამწერლობის ეს ფორმა


განვითარდა პიქტოგრაფიულისგან. პიქტოგრაფიულ
დამწერლობაში საგანი ასე თუ ისე ჰგავს პიქტოგრამას. ე.ი.
პიქტოგრაფიული დამწერლობა ემყარება იკონურობის
პრინციპს. პიქტოგრაფიულ დამწერლობას საფუძვლად
უდევს პირობითობის პრინციპი. დღევანდელობაში
იდეოგრამებს წარმოადგენენ ციფრები. ჩვენ მას ნებისმიერ
ენაზე ვკითხულობთ სწორედ იმიტომ რომ ისინი ბგერებს
არ გამოხატავენ. იდეოგრაფიული დამწერლობა
პიქტოგრამულის ტრანსფორმააციის შედეგია. როგორც
ვიცით პიქტოგრამა იკონური ნიშანია , ხოლო იდეოგრამა
პირობითი. ჩინურჩი დღეისათვის გვაქვს 40 დან 50
ათასამდე იდეოგრამა,თუმცა განათლებული
მკითხველისთვის საკმარისია 6 ათასიდან 10 ათასამდე
იდეოგრამის ცოდნა. თავდაპირველად იეროგლიფები
ძველმა ბერძნებმა უწოდეს ეგვიპტურ ნაწერებს, ხოლო
შემდეგ იეროგლიფი ჩინურ, ხეთურ და სხვათა
დამწერლობასაც ეწოდა.

ანბანური დამწერლობა. ეგვიპტური დამწერლობა არ


ყოფილა მხოლოდ პიქტოგრამული, იგი იყო
იდეოგრაფიულიც. ეგვიპტურ დამწერლობაში ჩაისახა
დამწერლობის ის ტიპი,რომელსაც ჩვენ ენბანურს
ვუწოდებთ. დროთა განმავლობაში ბევრმა იდეოგრამამ
განიცადა ცვლილება და მხოლოდ სიტყვის საწყისი
ბგერის აღმნიშვნელი გახდა. ის შემთხვევა რომ
თითქოსდა მოცემული იდეოგრამები ასოები იყვნენ
შამპილიონმა დაუშვა. ამრიგად ანბანური დამწერლობის
ჩანასახი ეგვიპტურ დამწერლობაში გამოჩნდა, მაგრამ
ანბანი მაინც არ შეუქმნიათ ეგვიპტელებს. ანბანი შექმნეს
ფინიკიელებმა. ამით მათ უკვდავყვეს თავიანთი სახელი
ისტორიაში. ფინიკუირ დამწერლობაას საფუძველი დაედო
ეგვიპტური დამწერლობიდან, კერძოდ კი ისინი
გამოხატავდნენ თანხმოვნებს. ფინიკიელებმა ამ ნიშნით
შექმნეს ანბანური დამწერლობა, სადაც 22 ასო შედიოდა,
ესენი იყვნენ მხოლოდ თანხმოვნები, ამიტომაც მას
ეწოდება კონსონანტური. ფინიკიური ანბანი ასევე
საფუძვლად დაედო ძველ ბერძნულ დამწერლობას.
ბერძნებმა შემოიღეს ხმოვნები და ამ გზით შექმნეს
ნამდვილი ანბანური დამწერლობა. ბერძნულ დამწერლობა
სემყარება ისეთი ცნობილი დამწერლობები როგორიცაა
ლათინური, ქართული, სომხური, სლავური.

ფინიკიურის მეორე განშტოებაა არამეული, რომელიც


კონსონანტურ დამწერლობას წარმოადგენს. იგი წარმოიშვა
ძვ.წ. I ათასწლეულში. არამეული საფუძვლად დაედო
სირიულ,ებრაულ,არაბულ,ფალაურ,უიგურულ და
მონღოლურ დამწერლობებს. ასე რომ, ანბანი შექმნა
ფინიკიურმა ხოლო მისმა ორმა განშტოებამ საფუძველი
დაუდო მრავალ სხვა დამწერლობას.

ამრიგად, ანბანური დამწელობა არის ეგვიპტურის


მრავალგზის ტრანსფორმაციის შედეგი, სხვაგვარად
წარიმართა შუმერული და ჩინური დამწერლობის
განვითარების ისტორია.მათ არ მიციათ ანბანური
დამწერლობა თუმცა გარკვეული ტრანსფორმაცია
განიცადეს. ჩინური დამწერლლობიგან განვითარდა
იაპონური დამწერლობა რომელიც იდეოგრაფიული და
სილაბური დამწერლობის ნაერთია. სილებურ
დამწერლობაში გვაქვს მარცვლები და არა ფონემები.
სილაბური დამწერლობის კარგი მაგალითია ინდური
დამწერლობა, რომელიც დივანგარის სახელითაა
ცნობილი, დივანგარის ყველა ნიშანი გამოხატავს
მარცვლებს, ა გახმოვანებით მაგალითად: პა, ბა და ა.შ.
ხმოვნიანი მარცვლების წასაკითხად გამოიყენებენ
დიაკრიტიკულ ნიშნებს. სილაბურ დამწერლობაში
გრაფიკული ნიშნები წარმოადგენენ არა ასოებს არამედ
სილაბებს. გარკვეულად შეიცვალა ასევე შუმერული
დამწერლობა მას შემდეგ რაც ბაბილონელებმა დაამარცხეს
შუმერები მათი დამწერლობა საგრძნობლად შეცვალეს.
ბაბილონელებისგან დამწერლობა გავრცელდა ასურეთსა
და ხეთებში, შუმერულმა დამწერლობამ განიცადა
მრავალი ტრანსფორმაცია მაგრამ ანბანური მისგანაც არ
შექმნილა. ასე რომ, შუმერული და ასურულ-ბაბილონური
დამწერლობა შორს არ წასულა.

1. დაასახელეთ დამწერლობის სამივე საფეხურის


(პიქტოგრაფია, იდეოგრაფია, ანბანური) შექმნის
თარიღები; პიქტოგრაფიაული IVათასწლეული,
იდეოგრაფიულიIII ათასწლეული, ანბანური II
ათასწლეული.

2. დაასახელეთ, რა პრინციპები უდევს საფუძვლად


თითოეულ ამ საფეხურს (პიქტოგრაფია, იდეოგრაფია,
ანბანური); პიქტოგრაფიული დამწერლობა ემყარება
იკონურობის პრინციპს, იდეოგრაფიული-
პირობითობის.

3. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ცვლიან ჩინელები


დამწერლობის არსებულ სისტემას, რა უპირატესობა
აქვს იდეოგრაფიულ დამწერლობას ანბანურთან
შედარებით? ჩემი აზრით, ჩინურ იდეოგრაფიულ
დამწერლობას აქვს დიდი მნიშვნელობა არა მარტო
ჩინეთისთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან
ის არის ისტორია დამწელობისა.მთელი მისი
განვითარების ეტაპები არის ძალიან მნიშვნელოვანი
ლინგვისტებისთვის როდესაც ისინი იკვლევენ
დამწერლობას და მიმაჩნია რომ იგი არის მთლიანად
ჩინეთის სავიზიტო ბარათი და ამ ერის ისტორია.
4. როგორ გაშიფრა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა
"როზეტას ქვა", რა შეამჩნია ისეთი, რაც მანამდე არავის
შეუმჩნევია? "როზეტას ქვაში'' შამპილიონმა დაინახა
ფონეტიკური და იდეოგრაფიული ნიშნები.

5. რა იცით და რა ვერსიები გსმენიათ ქართული


დამწერლობის წარმოშობის შესახებ? ქართულმა
დამწერლობამ გაიარა სამი საფეხური: ასომთავრული,
ნუსხა-ხუცური და მხედრული. მეცნიერთა კვლევების
საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ, საქართველოში
ქარისტიანობის შემოსვლამდე შეიქმნა დამწერლობა.
ძველმა ქართულმა წარმართმა ტომებმა შექმნეს
დამწერლობა რაც ფარნავაზის ეპოქაში ქართველთა
საერთო ეროვნულ დამწერლობას იქცა.

You might also like