You are on page 1of 3

ფილოსოფია

12-ვარიანტი
1.ემპირიზმი და რაციონალიზმი
2. აზროვნება, შემეცნება, გაგება-გნოსეოლოგია,
ეპისტემოლოგია
3. საკმაო საფუძვლის კანონი

ემპირიზმი და რაციონალიზმი:
ადამიანს შემეცნების პროცესის განსახორციელებლად აქვს გონების ორი
უნარი: გონება და გამოცდილება. შემეცნების პროცესში მონაწილეობს
როგორც გონება , ისე გრძნობა. აქედან გამომდინარე განასხვავებენ ემპირიზმს
( ცდა) და რაციონალიზმს ( გონება). შემეცნება იწყება შეგრძნებებით და ჩვენი
გონების მთელი შინაარსი მიღებულია ცდიდან. ამიტომ ცოდნის მოპოვების
პროცესში მთავარია ცდა, შეგრძნებები და აღქმა. ცდაში შეიძლება
მოპოვებული ცოდნის ჭეშმარიტების შემოწმება.
რაციონალიზმი კი მიუთითებს გონების მნიშვნელობაზე ადამიანური
შემეცნების პროცესში. მართალია შემეცნების შინაარსი მიღებულია
შეგრძნებების და ცდის მეშვეობით, მაგრამ მხოლოდ გონებას შეუძლია
დაინახოს მოვლენის ან საგნის ფარული და შინაგანი კანონზომიერება,
რომელიც არ მოგვეცემა გრძნობებში.
ემპირიზმი და რაციონალიზმი ერთმანეთისგან განსხვავდებიან , ასევე
შემეცნების საგნების შერჩევითაც. ემპირიზმი მიიჩნევს , რომ შემეცნების საგანი
ერთეული ემპირული საგანია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გრძნობებით და
ცდით.საგნის ცალკეულ თვისებებს შევიმეცნებთ ცდის , აღქმის მეშვეობით.
რაციონალიზმი კი მიიჩნევს, რომ გონებას შეუძლია შეიმეცნოს უშუალოდ
რეალობა. ანუ შემეცნების ძირითადი საგანია არა ცალკეული ერთეული ,
არამედ საგანთა სიმრავლის ზოგადი არსება. ზოგადი არ მოგვეცემა
შეგრძნებებში, რომელიც ჩვენამდე აღწევს მხოლოდ გონებით.
ემპირიზმის მიხედვით, ჩვენ ვიცით მაშინ, როცა ვიცით კონკრეტული ემპირული
საგანი. მაგრამ რაციონალიზმის მიხედვით ჩვენ ვიცით საგანი , თუ ვიცით მისი
შინაგანი და ზოგადი არსი.
კანტმაც ისაუბრა უფრო დეტალურად გონების როლზე შემეცნების პროცესში.
კანტის მიხედვით,ცნობიერება აპრიორული (ცდამდელი) სინთეზის უნარია.
სინთეზურობა ორი დონისაა, ცნობიერება რომელიც ქმნის შემეცნების საგანს
და შემდეგ ჩვენი გონება ახორციელებს საგნის შემეცნებას.

2. აზროვნება, შემეცნება, გაგება-


გნოსეოლოგია,ეპისტემოლოგია.
ადამიანები თავისი ბუნებიდან გამომდინარე ესწრაფვიან ცოდნისაკენ. არც
ერთ ცოცხალ არსებას არ ახასიათებს სურვილი მოიპოვოს ცოდნა.
ადამიანური გონების განსაკუთრებული აქტივობაა აზროვნება. აზროვნება არის
სიბრძნის სიყვარული. ფილოსოფიური აზროვნების მთავარი მიზანია პირველ
მიზეზისა და საბოლოო მიზნების განსაზღვრა. ფილოსოფიური აზროვნების
უმთავრესი ნიშანია კითხვის დასმა.გონება ყველას აქვს მაგრამ აზროვნების
ნიჭი არა.
აზროვნება არის ადამიანის გონების უნარი , შექმნას ახალი იდეები.რომლებიც
ხასიათდება მრავალფეროვნებით.
შემეცნება არის ადამიანის გონების მიერ განხორციელებული მოქმედებების
ერთობლიობა. რის შედეგაც ვიღებთ შედეგს , ანუ ცოდნას
ვპოულობთ.შემეცნება გულისხმობს გონების აქტივობას,რომლის საგანია
ემპირიული რეალობა .
გაგება არის ადამიანის სულიერების, წვდომის წესი. გაგება არის ადამიანური
გონების უნარი. ტერმინი გნოსეოლოგია შემოტანილი იყო მე-18 საუკუნეში ,
გერმანიაში. გნოსეოლოგია - იკვლევს ადამიანის ადამიანის შემეცნების
პროცესს. მისი მიზანია დაადგინოს გონების არსი, თუ რა არის გონება. როგორც
ადამიანური შემეცნების იარაღი და გონების რომელი ელემენტები
მონაწილეობენ შემეცნების პროცესში. გნოსეოლოგია სწავლობს ცოდნის
მოპოვების პროცესს და სვამს საკითხს ცოდნის მოპოვების მეთოდებზე.
ეპისტემოლოგია - ფილოსოფიური დისციპლინაა, ეს ტერმინი გავრცელდა მე-
20 საუკუნეში.მისი კვლევის და ანალიზის საგანია შემეცნების შედეგი, ანუ
ცოდნა. მან უნდა დაადგინოს ცოდნის ჭეშმარიტების პირობები. ადამიანის
სინამდვილესთან შემეცნებითი დამოკიდებულების შედეგია ცოდნა.

3. საკმაო საფუძვლის კანონი


აზროვნების უმაღლეს პრინციპად მიჩნეულია საკმაო საფუძვლის კანონი. ამ
კანონის მიხედვით წინადადება არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი , თუ არ არსებობს
მისი ჭეშმარიტების საკმაო საფუძველი.იმისათვის , რომ ჭეშმარიტად
მივიჩნიოთ წინადადება, უნდა ვეყრდნობოდეთ ჭეშმარიტების საკმაო
საფუძველს. ზოგიერთ დებულებას ჭეშმარიტად მივიჩნევთ გრძნობადი
მონაცემების საფუძველზე, ზოგიერთს კი შეთანხმებით.საკმაო საფუძვლის
კანონი ბუნდოვანია, რადგან მასში არ არის მითითებული საფუძვლის
სფეციფიკა და არ არის მითითებული მოძებნის მექანიზმი. ანუ მას არ აქვს
წმინდა ლოგიკური შინაარსი. საკმაო საფუძვლის კანონის თანახმად
ნებისმიერი დებულება უნდა დასაბუთდეს რაიმე არგუმენტებით,რომ ლოგიკა
ჰქონდეს ამ დებულებას. ეს კანონი მოითხოვს რომ მსჯელობას ჰქონდეს
დამტკიცების ძალა და თეზისი იყოს დასაბუთებული და ლოგიკური.

You might also like