You are on page 1of 97

ივ. ჯავახიშვილის სახ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

გეოგრაფიის დეპარტამენტი

საგანი: ნ ი ა დ ა გ მ ც ო დ ნ ე ო ბ ა

ლექციების კურსი

ლ.მაჭავარიანი

თბილისი
თსუ
1
შესავალი

ხანგრძლივი დროის მანძილზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უმრავლესობა მიეკუთ-


ვნებოდა დარგებს მკაცრი, უცვლელი საზღვრებით. მაგ., მინერალოგია სწავლობდა მინერა-
ლებს, ბოტანიკა – მცენარეებს, მაშინ როდესაც მინერალების გავლენა მცენარეებზე და,
პირიქით, მცენარეების მინერალებზე, მკვლევარების ყურადღების მიღმა რჩებოდა.
ბუნებაში კი ყველაფერი ურთიერთკავშირში იმყოფება.
მოგვინებით დაიწყო საბუნებისმტყველო მეცნიერებების ურთიერთშეღწევის პროცესი. ამ
პროცესის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება იყო ნიადაგმცოდნეობა. სწორედ ამიტომ
ნიადაგმცოდნეობას ხშირად ერთნაირად მიიჩნევენ როგორც გეოგრაფიულ მეცნიერებად,
ისე გეოლოგიურ, ბიოლოგიურ, აგრარულ, ეკოლოგიურ და სხვ. მეცნიერებებად.
ნიადაგმცოდნეობა არის მეცნიერება ნიადაგების - მათი წარმოშობის, შენების, შედგენი-
ლობისა და თვისებების შესახებ. ის სწავლობს ნიადაგების გეოგრაფიული გავრცელების
კანონზომიერებებს, ნიადაგის გარემოსთან ურთიერთობის კავშირებს, რაც გულისხმობს
უმთავრესი თვისების – ნაყოფიერების ფორმირებას და განვითარებას, ნიადაგური საფარის
შეცვლას.
სწავლება ნიადაგზე როგორც დამოუკიდებელ, ბუნებრივ-ისტორიული სხეულზე შეიქმნა
XIX საუკუნის ბოლოს. ეს იყო ბუნებისმტყველების ახალი დარგი – გენეზისური ნიადაგ-
მცოდნეობა, რადგანაც მას საფუძვლად უდევს სწავლება გენეზისის შესახებ, ანუ ნიადაგის
წარმოშობის, განვითარებისა და ევოლუციის შესახებ.

2
ცნება ნიადაგის შესახებ. ნიადაგის ძირითადი ფუნქციები.
ნიადაგის შესწავლის მნიშვნელობა ფიზიკური გეოგრაფიისათვის.

დედამიწის გარსის სფერულ აგებულებაში წარმოდგენილ გეოსფეროებს შორის როგორიცაა:


ჰაეროვანი გარსი – ატმოსფერო; წყლის გარსი – ჰიდროსფერო; მყარი, ხმელეთოვანი გარსი
– ლითოსფერო; ცოცხალი გარსი – ბიოსფერო, სადაც სიცოცხლე არს ებობს და ვითარდება
(და სხვა გეოსფეროებშ იც აღწევს), გარკვეული ადგილი უკავია პედოსფეროსაც – ნიადაგურ
საფარს, რომელიც ლითოსფეროს ზედაპირულ ფხვიერ ნაყოფიერ ფენას წარმოადგენს.
ნიადაგი იმყოფება პლანეტარული გარსების – ლითოსფეროს, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს
ურთიერთობისა და კონტაქტის საზღვარზე და ქმნის განსხვავებულ გეოსფეროს –
პედოსფეროს, ანუ დედამიწის ნიადაგურ საფარს. თითოეულ გეოსფეროს თავისი ასაკი
გააჩნია, მათ შორის ნიადაგსაც.

3
რით განსხვავდება ქანი ნიადაგისაგან? ქანი მყარია - ნიადაგი ფხვიერი, ქანი მინერალური
შედგენილობისაა - ნიადაგი ორგანულ-მინერალური. ამის გამო მას ნაყოფიერება გააჩნია,
ქანი კი უნაყოფოა. მაგრამ ნიადაგი ქანისაგან არა მარტო სიფხვიერითა და ნაყოფიერებით
განსხვავდება, არამედ მორფოლოგიური ნიშნებითაც, რითაც თვით ნიადაგებიც ერთი
მეორისაგან განსხვავდება.
მიწათმოქმედების გაჩენასთან ერთად ადამიანმა შემოიღო ცნება ნიადაგის როგორც
შედარებით ფხვიერი ფენის შესახებ, რომელშიც ფესვიანდებიან მცენარეები და რომელიც
წარმოადგენს სამიწათმოქმედო დამუშავების საგანს. ნიადაგის ცნება გაიგივებული იყო
მიწასთან, როგორც დედამიწის ზედაპირის ნაკვეთთან რომელზეც ბინადრობს ადამიანი.

ნიადაგს გააჩნია გარკვეული გავრცობა სივრცის სამ განზომილებაში. მას აქვს მდებარეობა
სივრცეში, მოცულობა და საზღვრები.
ნიადაგის ქვედა საზღვარი განისაზღვრება იმ სიღრმით, რომელზეც ნიადაგწარმოქმნის
პროცესში მოხდა საწყისი ქანის შეცვლა.
ნიადაგის ზედა საზღვარი წარმოადგენს ნიადაგსა და ატმოსფეროს შორის გამყოფ
ზედაპირს;
ნიადაგის გვერდითი საზღვრები დიფუზურია . იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწაზე
ნიადაგური საფარი მთლიანია და ნიადაგები ერთმანეთში თანდათანობით გადადიან,
მკვეთრი საზღვრების გარეშე, საზღვარი ორ სხვადასხვა ნიადაგს შორის დიფუზური ხდება
და ძნელად გამოიყოფა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზღვარი არ არსებობს: დიფუზური
საზღვარიც საზღვარია, მაგრამ მას გააჩნია გაურკვევლობის ზღვარი. ნიადაგმცოდნეობაში
მიღებულია ნიადაგების გვერდითი საზღვრები, რომლებიც ემთხვევა მონათესავე ნიადაგურ
ინდივიდუმებს შორის ზედაპირების სიბრტყეებს.
4
?!

ნიადაგზე მარტივი წარმოდგენა სრულებით აკმაყოფილებდა კაცობრიობას მრავალი


ათასწლეულის მანძილზე, რადგანაც ადამიანი უშუალოდ არ აწყდებოდა მიწათმოქმე-
დების ისეთ პრობლემებს როგორიცაა შიმშილის საშიშროება, მცირემიწიანობა, ეროზია,
გაუდაბნოება, ნაყოფიერების დაცემა, და სხვ. ამ ზოგადი ამოცანების გადაწყვეტის
აუცილებლობამ განაპირობა ახალი მეცნიერების – ნიადაგმცოდნეობის ჩასახვა. ეს
მეცნიერება ვითარდებოდა არა როგორც აღწერილობითი დისციპლინა, არამედ ჩამოყა-
ლიბდა ინტენსიურად განვითარებადი მიწათმოქმედების პრაქტიკული მოთხოვნების
საპასუხოდ.
ნიადაგის მიმართ ადამიანს სამგვარი დამოკიდებულება აქვს: 1. როგორც ბუნებრივი
სხეულისადმი; 2. როგორც შრომის საგნისადმი; 3. როგორც შრომის პროდუქტისადმი.
ნიადაგი აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ ბუნებრივ სხეულად, რომელიც განასხვავებს
მას ბუნების სხვა სხეულებისაგან; ნიადაგი ისტორიული მოვლენაა, რომელსაც გააჩნია
ასაკი და წარმოშობის ისტორია. არსებობს ფუნქციონალური კავშირი ნიადაგსა და ბუნების
სხვა სხეულებსა და მოვლენებს შორის.
ნიადაგის ძირითადი თვისება არის ნაყოფიერება – უნარი დააკმაყოფილოს მცენარეების
მოთხოვნილება კვების ელემენტებით, წყლით, უზრუნველყოს მათი ფესვთა სისტემა
ჰაერის, სითბოს საკმარისი რაოდენობით ნორმალური მოსავლის მისაღებად.

5
ცნობილია, რომ ნიადაგის თვისებებში აისახება გეოგრაფიული ლანდშაფტის დამახასია-
თებელი ნიშნები. ლანდშაფტი არის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი, რომლის ყველა
ძირითადი კომპონენტი: ქანი, რელიეფი, კლიმატი, წყლები, მცენარე, ცხოველი და ნიადაგი
მორგებულია ერთმანეთზე, რთულ და მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან და ქმნიან
ერთიან, განუყოფელ სისტემას, რომელიც განვითარების ერთგვაროვანი პირობებით
ხასიათდება. ანუ ნიადაგი ლანდშაფტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს.

ლანდშაფტებზე სწავლების შემქმნელი ლ.ს. ბერგი აღნიშნავდა, რომ “სამეცნიერო


ნიადაგმცოდნეობის ფუძემდებელი ვ. დოკუჩაევი თანამედროვე გეოგრაფიის
ფუძემდებელიც იყო” . ამით კიდევ უფრო ძლიერდება ფიზიკური გეოგრაფიისათვის
ნიადაგმცოდნეობის მნიშვნელობა. ამიტომ ნიადაგების შესწავლის შედარებით-გეოგ-
რაფიული მეთოდი ფიზიკურ-გეოგრაფიული კვლევების უმნიშვნელოვანეს ნაწილს
წარმოადგენს.

6
თავის მხრივ, ნიადაგი ფორმირდება ლანდშაფტის ყველა სხვა კომპონენტის ურთიერთმოქ-
მედების შედეგად (დედაქანი,ჰავა, ბიოსფერო, რელიეფი, და, რა თქმა უნდა დრო/პერიოდი
ძირითად ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორებს წარმოადგენენ, თვით ადამიანიც კი (რომელიც
მოგვიანებით იქნა დამატებული) შეიძლება ნ–წ ფაqტორად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ
ანთოროგენური, სამეურნეო ზემოქმედება ნიადაგზე იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია
შეცვალოს ნიადაგწარმოქმნის ბუნებრივი განვითარების პროცესი და სხვა მიმართულებით
წარმართოს – შედეგად ვიღებთ განსხვავებულ გენეტიკურ ტიპს, ვიდრე ეს ბუნებრივად
მოხდებოდა.

ნიადაგმცოდნეობის მთავარ პარადიგმას წარმოადგენს მისი კლასიკური განსაზღვრება:


„ ნიადაგს ყოველთვის გააჩნია თავისი წარმომავლობა; ის ყოველთვის და
ყველგან წარმოადგენს ქანის, კლიმატის, ცოცხალი ორგანიზმების, რელიეფისა
და ხნოვანების ერთობლივი მოქმედების შედეგს ”.
ყველა ეს კომპონენტი მეტ-ნაკლებად თანაბარი მონაწილეობით ურთიერთმოქმედებენ და
ქმნიან ნიადაგის ამა თუ იმ გენეტიკურ ტიპს. თითოეული ამ კომპონენეტის (ნიადაგის
მაფორმირებელი ფაქტორების) განსხვავებულობა ან თუნდაც მცირეოდენი ცვლილება
განაპირობებს ნიადაგების განსხვავებულობასაც.
„ნიადაგი არის დედამიწის ქერქის ზედა ფხვიერი ფენა, რომელიც წარმოიქმნება ქანის,
კლიმატის, რელიეფის, ცოცხალი ორგანიზმებისა და ხნოვანების ურთიერთმოქმედების
შედეგად, რომლის ძირითადი თვისებაა ნაყოფიერება”.
ნიადაგის შემადგენელი ნაწილებია: მყარი ფაზა, წყალი, ჰაერი, ცოცხალი ორგანიზმები.
მყარ ფაზაზე მოდის ნიადაგის მოცულობის 40-65%, სადაც მინერალური ნივთიერება
შეადგენს 90-99% (გარდა ორგანოგენური ნიადაგებისა).
7
ნიადაგს აქვს ორმაგი ბუნება: ერთის მხვრივ, ის არის ფიზიკური გარემო, ადამიანების
სასიცოცხლო სივრცე, მეორეს მხვრივ - ეკონომიკური საფუძველია, წარმოების საშუალებაა.
ცნებები “ნიადაგი” და “მიწა” სინონიმები არ არიან. მას მსოფლიოს ყველა ხალხი განასხვა-
ვებს და მეცნიერებაშიც ისინი განსხვავებულია.
ნიადაგი დამოუკიდებელი ბუნებრივ-ისტორიული სხეულია, რომელსაც გააჩნია ნაყოფი-
ერება. ბ ე ნ ე ბ რ ი ვ ი ა – რადგანაც ფორმირდება ბუნებაში და განასხვავება ბუნების სხვა
სხეულებისაგან; ი ს ტ ო რ ი უ ლ ი ა იმიტომ, რომ გაჩნია ასაკი და წარმოშობის ისტორია და
მის ჩამოყალიბებას სჭირდება დრო.
მიწა კი რთული ბუნებრივ-ისტორიული და ამავდროულად სოციალურ-ეკონომიკური
ცნებაა, რომელიც განეკუთნება ბუნებრივ რესურსს და მოიცავს არა მარტო ნიადაგს,
როგორც ასეთს, არამედ დედამიწის ზედაპირის გარკვეულ ნაწილს, მის მდგომარეობას
გეოგრაფიულ სივრცეში და სოციალურ-ეკონომიკურ პოტენციალს.
როგორც რესურსი, ნიადაგი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითად
საშუალებას და მიეკუთვნება ამოწურვად და რთულად აღდგენად ბუნებრივ რესურსს.

ნიადაგს გააჩნია რამდენიმე გლობალური ფუნქცია:


1. დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის უზრუნველყოფა;
2. დედამიწის ზედაპირზე ნივთიერებების დიდი გეოლოგიური და მცირე ბიოლოგიური
წრებრუნვის (ციკლის) მუდმივი ურთიერთქმედების უზრუნველყოფა;
3. ატმოსფეროს და ჰიდროსფეროს ქიმიური შედგენლობის რეგულირება;
4. ბიოსფერული პროცესების რეგულირება;
5. დედამიწის ზედაპირზე აქტიური ორგანული ნივთიერების და მასთან დაკავში-
რებული ქიმიური ენერგიის აკუმულირება.
8
პირველი და უმთავრესია – დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის უზრუნველყოფა.
სწორედ ნიადაგიდან იღებენ მცენარეები, ცხოველები და ადამიანი მინერალური კვების
ელემენტებს და წყალს თავისი ბიომასის შესაქმნელად. ნიადაგში გროვდება ორგანიზმე-
ბისთვის საჭირო ბიოფილური ელემენტები მათთვის მისაწვდომი ქიმიური ნაერთების
სახით. ნიადაგში ფესვიანდება ხმელეთის მცენარეები, მათში ბინადრობს ცხოველების
დიდი მასა, ნიადაგი მჭიდროდ არის დასახლებული მიკროორგანიზმებით. ნიადაგის გარეშე
დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობა შეუძლებელია. ნიადაგი წარმოადგენს
სიცოცხლის შედეგს და ერთდროულად არის მისი არსებობის პირობა.
მეორე უმნიშვნელოვანესი გლობალური ფუნქცია – დედამიწის ზედაპირზე ნივთიე-
რებების დიდი გეოლოგიური და მცირე ბიოლოგიური წრებრუნვის (ციკლის) მუდმივი
ურთიერთქმედების უზრუნველყოფა. დედამიწის ზედაპირზე (დედამიწის ქერქის
ფორმირების, ვულკანიზმის, რღვევის ამონთხვების დროს) მოხვედრილი პირველადი ქანები
განიცდიან გამოფიტვას. გამოფიტვის ქერქის ზედა ნაწილში ფორმირდება ნიადაგი, რომელშიც
ხდება ცოცხალი ორგანიზმების კვების ელემენტების აკუმულირება. ნიადაგიდან ეს
ელემენტები ამოიღება მცენარეების მიერ და რიგი გარდამავალი ტროფიკული ცოკლების
(მცენარე-ცხოველები-მიკროორგანიზმები) მეშვეობით უბრუნდება ნიადაგს, რაც წარმოად-
გენს ნივთიერებების მცირე ბიოლოგიურ წრებრუნვას. ნიადაგიდან ელემენტები ნაწილობრივ
გამოიტანება ატმოსფერული ნალექებით ჰიდროგრაფიულ ქსელში, აკუმულაციის ზონებში
და საბოლოო ჯამში – მსოფლიო ოკეანეში, რითაც ხელს უწყობენ დანალექი ქანების წარმო-
ქმნას, რომლებიც დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში შეიძლება თავიდან გამოვიდნენ
ზედაპირზე, ან ჯერ განიცადონ სირღმითი მეტამორფიზმი. ე სარის ნივთიერებების დიდი
გეოლოგიური წრებრუნვა. ნიადაგი წარმოადგენს დედამიწის ზედაპირზე ნივთიერებების
ამ ორი ციკლის დამაკავშირებელ რგოლს და ურთიერთმოქმედების რეგულატორს.
მესამე გლობალური ფუნქცია – ატმოსფეროს და ჰიდროსფეროს ქიმიური შედგენლობის
რეგულირება. ფოტოსინთეზთან და ცოცხალი ორგანიზმების სუნთქვასთან ერთად ნიადა-
გური “სუნთქვა” განმსაზღვრელ როლს თამაშობს მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის
მთლიანად ატმოსფეროს შედგენილობის შექმნასა და შენარჩუნებაში. დედამიწის გეოლო-
გიურ ისტორიაში ნიადაგმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე ატმოსფეროს
შექმნაში. მეორეს მხვრივ სწორედ ნიადაგური საფარი განსაზღვრავს იმ ნივთიერებების
შემადგენლობას, რომლებიც ხვდება ჰიდროსფეროში წყლის გლობალური წრებრუნვის
კონტინენტალურ შტოში.
მეოთხე გლობალური ფუნქცია – ბიოსფერული პროცესების რეგულირება, კერძოთ
დედამიწაზე სიცოცხლის სიმჭიდროვის რეგულირება, ნიადაგური ნაყოფიერების დინამი-
კური აღწარმოების გზით. დედამიწის ხმელეთზე ცოცხალი ორგანიზმების განაწილება და
მათი სიმჭიდროვე კლიმატურ ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვნად განისაზღვრება
ნიადაგის გეოგრაფიული არაერთგაროვნებით და მისი ნაყოფიერებით.
მეხუთე გლობალური ფუქნცია – დედამიწის ზედაპირზე აქტიური ორგანული
ნივთიერების და მასთან დაკავშირებული ქიმიური ენერგიის აკუმულირება.

9
ნიადაგმცოდნეობის კავშირი სხვა მეცნიერებებთან .
ნიადაგმცოდნეობა ფართო საბუნებისმეტყელო დისციპლინაა, რომელსაც ერთის მხვრივ
აქვს შეხება ფუნდამენტალურ მეცნიერებთან (ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა), რომლის
მეთოდებს ნიადაგთმცოდნეობა ფართოდ იყენებს, ხოლო მეორეს მხვრივ, საბუნების-
მეტყველო, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური მეცნიერებანი, რომლებთან ნიადაგ-
მცოდნეობა იმყოფება მუდმივი თეორიული გაცვლის მდგომარეობაში. მათ რიცხვს
მიეკუთვნებიან: გეოლოგიურ-გეოგრაფიული ციკლის მეცნიერებანი (გეოლოგია მინერა-
ლოგია და პეტროგრაფია, ჰიდროგეოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია, გეობოტანიკა) და
აგრობიოლოგიური ციკლის მეცნიერებანი (ბიოლოგია, მიკრობიოლოგია, ბიოქიმია, აგრო-
ქიმია, მცენარეთა ფიზიოლოგია, მემცენარეობა, მიწათმოქმედება, მემდელოება, მეტყევეობა).

ნიადაგმცოდნეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი განხრებია:


• ნიადაგების გენეზისი – სწავლება ნიადაგების ფორმირებაზე და განვითარებაზე;
• ნიადაგების გეოგრაფია – სწავლება ნიადაგურ საფარზე როგორც გარემოსთან ურთი-
ერთდაკავშირებულ ერთიან სივრცობრივ წარმონაქმნზე;
• აგროტექნიკა და მელიორაცია – სწავლება ნიადაგების და ნიადაგური საფარის ნაყოფიე-
რებაზე და მისი რეგულირების პრინციპების შესახებ.

ნიადაგმცოდნეობაში მთავარ განხრებთან ერთად გამოიყოფა მისი ფუნდამენტალური


განხრები ნიადაგური მასის თვისებების მიხედვით (ნიადაგების ფიზიკა, ნიადაგების ქიმია,
ნიადაგების ბიოლოგია და ა.შ.) და გამოყენებითი განხრები ნიადაგების და ნიადაგური
საფარის გამოყენების ფორმების მიხედვით (აგრონომიული, სატყეო და მელიორაციული
ნიადაგთმცოდნეობა და ა.შ.) ეს გამოყენებითი ნაწილები დიდ გავლენას ახდენენ ნიადაგ-
მცოდნეობის საერთო თეორიის განვითარებაზე, რადგანაც წარმოადგენენ ვრცელი
პირველადი მასალის წყაროს და თეორიული კონცეფციების შემოწმების ბაზას.
განსაკუთრებულ განხრას წარმოადგენს ნიადაგების კლასიფიკაცია, რომელიც უნდა
იყენებდეს ყველა განხრის მასალას და წარმოადგენდეს ერთიან ტაქსონომიურ სისტემას
ნიადაგების კარტირებისათვის, მათი ნაყოფიერების დახასიათების და კომპლექსური
შეფასებისათვის, ქვეყნის ერთიანი მიწის კადასტრის შესაქმნელად და მონაცემების
შესაგროვებლად მათი მომდევნო მათემატიკური ანალიზისათვის.

10
ნიადაგი გამოირჩევა სტრუქტურული ორგანიზაციის
იერარქიული დონეებით.
ყველაზე დაბალი სტრუქტურულ-ორგანიზაციული დონეა
- ატომური. ამ დონის მატერიალურ ელემენტებს წარმო-
ადგენენ ნიადაგში არსებული ან მასში შეტანილი რადია-
ქტიური იზოტოპები;
ნიადაგის სტრუქტურული ორგანიზაციის მეორე დონეს
წარმოადგენს კრისტალურ-მოლეკულურული ან მოლე-
კულურ-იონური, რომლის ელემენტებად გამოდიან
მოლეკულები და იონები ნიადაგურ ხსნარში, ჰაერში და
მყარი ნიადაგური ნაწილაკების ზედაპირზე;
ნიადაგის სტრუქტურული ორგანიზაციის მესამე დონეა
- ელემენტარული ნიადაგური ნაწილაკები. ამ დონის
ელემენტებია “ელემენტარული ნიადაგური ნაწილაკები”,
რომლებიც გამოიყოფა ნიადაგიდან სხვადსხვა ზომის
ფრაქციების სახით.
ნიადაგების ორგანიზაციის მეოთხე სტრუქტურული დონეა
ნიადაგური აგრეგატები, მოიცავს მიკრო- და მაკროაგრე-
გატებს, მის სტრუქტურულ ერთეულებს. აგრეგატების
ცნება მოიცავს აგრეთვე სპეციფიკურ ნიადაგურ ახალქ-
მნილებებს: კონკრეციებს, ნაღვენტებს, აპკებს, ორტშტეი-
ნებს, მარილების, თაბაშირის, კირის ახალქმნილებებს,
რომლებიც არ წარმოქმნიან მთლიან ჰორიზონტებს და
გვხვდება იზოლირებულად ნიადაგურ მასაში.
ნიადაგის შემდეგი მეხუთე სტრუქტურული დონეა -
ნიადაგური ჰორიზონტი. ნიადაგის ყველა თვისება და
პარამეტრი, სხვადასხვა რაოდენობრივი გამოვლინებით, დაკავშირებულია სწორედ
გარკვეულ გენეზისურ ჰორიზონტებთან
მეექვსე დონეს ნიადაგური პროფილი (ნიადაგური ინდივიდუმი), ანუ თვით ნიადაგი
წარმოადგენს, როგორც განსაკუთებული ბუნებრივი სხეული.
ბუნებაში სხვადასხვა ნიადაგები თანდათანობით ცვლიან ერთმანეთს, წარმოქმნიან სხვა-
დასხვა კომბინაციებს და ურთიერთმოქმედებენ ნივთიერებების ჰორიზონტალური გადა-
ადგილებით ჰაერისა და წყლის ნაკადების მეშვეობით. ნიადაგების მოზაიკა შეადგენს
ნიადაგური ირგანიზაციის მომდევნო, მეშვიდე სტრუქტურულ დონეს – ნიადაგურ საფარს.

11
მეცნიერების განვითრებასთან ერთად, ნიადაგწარმოქმნის კლასიკურ განსაზღვრებას
ეწოდა „ორწევრიანი ფორმულა”, რომელიც შემდეგი სისტემის სახით წარმოგვიდგებოდა:
“ნიადაგი – გარემო“ ან “ნიადაგის თვისებები – ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორები”.
ამგვარი მიდგომა საკმაოდ დიდხანს არსებობდა ნიადაგმცოდნეობაში, მას ფაქტორული
ეწოდა, რადგან შეზღუდული იყო მხოლოდ შესწავლითა და კონსტატაციით ნიადაგის
თვისებებისა გარემოს ფაქტორებთან. მოგვიანებით, დაისვა საკითხი ძველი ე.წ. „დოკუჩა-
ევისეული“ ფორმულის მოდერნიზაციის საჭიროებისა და აუცილებლობის შესახებ.
ამდენად, ნიადაგმცოდნეობის განსაკუთრებულ მიღწევას წარმოადგენდა მისი თითქმის
სრული გადასვლა ძველი ე.წ. “ორწევრიანი” ნიადაგმცოდნეობიდან “სამწევრიანზე”, სადაც
ჩაერთო მისი ფორმირების მექანიზმის კვლევა (ნიადაგი – გენეზისი – გარემო).
გეოგრაფიულ მეცნიერებაში არსებობს ქრესტომატიული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ
ნიადაგი არის „ლანდშაფტის სარკე“, რადგან იგი ასახავს გარემოსა იმ პირობებს, რომელშიც
ის რეალურად იმყოფება და რომელშიც მოხდა მისი ფორმირება / ჩამოყალიბება.
ეს არის ნიადაგმცოდნეობის ძირითადი პოსტულატი . ნიადაგი ლანდშაფტის არა
მარტო ერთ-ერთი კომპონენტი, არამედ ერთდროულად მისი მაჩვენებელიცაა.

ნიადაგის შესწავლის მეთოდები.

ნიადაგის შესწავლის მეთოდები დაკავშირებულია სწავლებასთან ნიადაგის შესახებ.


ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგად ნიადაგი იძენს
გარკვეულ თვისებებს; ნიადაგთწარმომქმნელი ფაქტორების შეცვლით ეს თვისებები
კანონზომიერად იცვლება.
ნიადაგების შესწავლის ძ ი რ ი თ ა დ ი მ ე თ ო დ ი ა – შედარებით-გეოგრაფიული, რომელიც
გულისხმობს ნიადაგების და ნიადაგთწარმომქმნელი ფაქტორების შეთანაწყობილ,
ერთდროულ გამოკვლევას სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში მათი მომდევნო
შეჯერებით.
ნიადაგების კვლევების მ ე ო რ ე მ ე თ ო დ ი ა – სტაციონარული კვლევების მეთოდი. ის
გულისხმობს სისტემატიურ მეთვალყურეობას ამა თუ იმ ნიადაგურ პროცესზე.

გენეზისური ნიადაგმცოდნეობის განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიადა-


გების მიკრომორფოლოგიის – მიკროპედოლოგიის როლი. თანამედროვე მიკრომორფო-
ლოგიის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში ძირითადი როლი ეკუთვნის გერმანელ
მეცნიერს ვალტერ კუბიენას.

12
ნიადაგის ფორმირება იწყება ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე. დედაქანი, ანუ ნიადაგ-
წარმომქმნელი ქანი წარმოადგენს იმ სუბსტრატს, რომელზეც ვითარდება ნიადაგი. ქანები,
რომლებიც ხვდებიან დედამიწის ზედაპირზე კარგავენ თავის მდგრადობას და განიცდიან
ნაიადაგწარმოქმნის პროცესების ზემოქმედებას. გამოფიტვის სინონიმად ხშირად იხმარობა
ტერმინი “ჰიპერგენეზი”.
გამოფიტვა არის რთული და მრავალფეროვანი პროცესების ერთობლიობა, რომელიც
იწვევს ქანებისა და მინერალების რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებებს ატმოსფეროს,
ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს ზემოქმედებით.
ქანების იმ ჰორიზონტებს, სადაც გამოფიტვის პროცესები მიმდინარეობს, ეწოდება
გამოფიტვის ქ ე რ ქ ი . მასში გამოიყოფა გამოფიტვის ორი ზონა: ზედაპირული
(თანამედროვე) და სიღრმითი (ძველი). თანამედროვე გამოფიტვის ქერქის სიმძლავრე
რამდენიმე სანტიმეტრიდან 2-20 მეტრამდე მერყეობს.
არჩევენ გამოფიტვის სამ ფორმას: ფიზიკურს, ქიმიურს და ბიოლოგიურს.

ფ ი ზ ი კ უ რ ი გ ა მ ო ფ ი ტ ვ ა არის ქანებისა და მინერალების მექანიკური დაშლა


მათი ქიმიური შედგენილობის შეუცვლელად.
გამოფიტვა იწყება ზედაპირიდან, თანდათანობით მოიცავს ქანის უფრო ღრმა ფენებს და
წყდება მუდმივი ტემპერატურების ზონაში. ფიზიკური გამოფიტვის ინტენციურობა დამოკი-
დებულია, ერთის მხრივ, ქანის მინერალოგიურ შედგენილობასა და სიმკვრივეზე, მეორეს
მხრივ, იმ გარემო პირობებზე, რომელიც ამ გამოფიტვას იწვევს. ესენია: ტემპერატურის
რყევადობა, წყლის გაყინვა, წყლებისა და ქარის ზემოქმედება.
ყველაზე ინტენსიურად გამოფიტვა
მიმდინარეობს ტემპერატურების
რყევადობის დიდი ამპლიტუდების
დროს. დღისით ქანების გათბობისას,
მინერალები ფართოვდება; ღამით კი
გაცივებისას - იკუმშება. შედეგად,
ქანები სკდება და თანდათანობით
მექანიკურად ქუცმაცდება. ფიზიკური
გამოფიტვა განსაკუთრებით ძლიერია
უდაბნოებსა და მაღალმთიან რეგიო-
ნებში, სადაც დიდია დღე-ღამური
ტემპერატურის (t) რყევადობა. მაგ.,

13
ცხელ უდაბნოებში ზედაპირი ცხელდება 60-700C, ღამით თითქმის 00C-მდე ეცემა, რაც მათ
მექანიკურ დაშლა-დაქუცმაცებას განაპირობებს. ფიზიკურ გამოფიტვას აჩქარებს წყალი,
რომელიც აღწევს დამსკდარი ქანის ნაპრალებში. არქტიკულ და მაღალმთიან მხარეებში
ადგილი აქვს წყლის გაყინვას, რომლის დროსაც უფრო ძლიერდება წყლის დამანგრეველი
ძალა. ამ დროს ის ფართოვდება თავისი მოცულობის 1/10-ით და ძლიერ დაწოლას ახდენს
ქანების ნაპრალების კედლებზე. არიდული კლიმატის პირობებში ანალოგიურ როლს
თამაშობენ მარილები, რომლებიც აღწევენ ნაპრალებში და აქ კრისტალიზდებიან.
ფიზიკური გამოფიტვისას ქანებს, დაქუცმაცებითა და გაფხვიერებით, შეუძლია გაატაროს
ჰაერი და წყალი, დააკავოს მისი გარკვეული რაოდენობა, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს
ქიმიური გამოფიტვისათვის.

ფიზიკური
გამოფიტვის
მაგალითები

წნევის ზემოქმედების შედეგი

“არკა” – მექანიკური
გამოფიტვის შედეგი (აშშ)

მარილების “თვლები” – გამოფიტვის შედეგი (კალიფორნია)

14
ქ ი მ ი უ რ ი გ ა მ ო ფ ი ტ ვ ა არის პროცესების კომპლექსი, რაც იწვევს ქანებისა და
მინერალების ქიმიურ ცვლილებებს და ახალი მინერალებისა და ნაერთების წარმოქმნას.
ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წყალი (H2O), ჟანგბადი (O2), ნახშირორჟანგი
(CO2). ქიმიური გამოფიტვა მიმდინარეობს ჩვეულებრივი ქიმიური რეაქციების სახით,
რომელთა შორის მთავარია; გახსნა, ჟანგვა, ჰიდრატაცია, კარბონატიზაცია და სხვ. მინერა-
ლების ქიმიური დაშლის მსვლელობაზე გავლენას ახდენს ტემპერატურაც (t).
წყალი ქანისა და მინერალის ენერგიული
გამხსნელია. მაღალი ტემპერატურა აძლიერებს
და აჩქარებს გახსნის პროცესს, ხელს უწყობს
ქიმიურ გამოფიტვას. t-ის ზრდა ყოველ 100C
აჩქარებს ქიმიური რეაქციების მსვლელობას 2-
2,5-ჯერ. ამით აიხსნება ინტენსიური ქიმიური
გამოფიტვა ეკვატორიალურ ოლქებში და
შენელებული – პოლარულში.
მნიშვნელოვანია ნახშირორჟანგის როლი ქანის
გამოფიტვის პროცესში. CO2 ადვილად იხსნება
წყალში, რითაც აბსძლიერებს ნივთიერების გახსნის უნარს. წყლით ქანების გახსნა, განსა-
კუთრებით იმ ქანებისა, რომლებიც შეიცავენ CO2 ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში.
წყალთან ერთად CO2 აღწევს ქანში, უერთდება მძლავრ ფუძეთა იონებს, რომლებიც
წარმოქმნიან კარბონატებს და ბიკარბონატებს. მაგ., 250C-ის დროს 1 ლიტრ წყალში იხსნება
კალციტის 0,0145 გ, ხოლო მაშინ, როდესაც წყალში არის CO2 მისი ხსნადობა მკვეთრად
იზრდება, რადგანაც CaCO3 გადადის ბიკარბონატში:

CaCO3 + CO2 + H20 Ca (HCO3)2

გ ა ხ ს ნ ა . ყოველი მინერალი და ქანი ამა თუ იმ


როდენობით იხსნება წყალში. გახსნილი ნივთიერება
ირეცხება ღრმა ფენებში  გრუნტის წყალში 
მდინარეში  ზღვაში. გახსნის შედეგად ქანს
აკლდება ხსნადი ნაწილი და რჩება უხნადი, ან
ძნელად ხსნადი. განირჩევა: ადვილად ხსნადი
(ქლორიდები, ნიტრატები, კარბონა ხტები, ბიკარბო-
ნატები); საშუალოდ ხსნადი (თაბაშირი, სულფა-
ტები); ძნელად ხსნადი (კირი, რკინის და ალუმინის
ჟანგები, სილიკატები, ალუმოსილიკატები). კვარცის
ხსნადომა იმდენად უმნიშნელოა, რომ პრაქტი-
კულად უხსნადი რჩება.
15
ჰიდრატაცია ისეთი ქიმიური მოვლენაა, როდესაც უწყლო ქიმიური შენაერთი
იერთებს ერთ, ან რამდენიმე მოლეკულა წყალს და გადადის ჰიდრატში. მაგ.: ტენიანი ჰავის
პირობებში ჰემატიტის H2O -თან შეერთებით წარმოიქმნება ლიმონიტი:
2Fe2O3 + 3H20 = 2Fe2O3 • 3H20
ჟანგვა ფართოდ გავრცელებული
რეაქციაა გამოფიტვის ზონაში. ჟანგვის
შედეგად მინერალი იცვლის პირვნდელ
შეფერილობას, იძენს მოწითალო, ყვითელ,
ჟანგისფერ ელფერს. ჟანგვას ექვემდე-
ბარება მრავალი მინერალი, რომლებიც
შეიცავენ ზეჟანგებს. იცვლება მინერა-
ლების ქიმიური ბუნება, რის შედეგადაც
ერთი მინერალი გადადის მეორეში.

ქიმიური გამოფიტვის შედეგად იცვლება ქანების, მინერალების ფიზიკური მდგომარეობაც.


ქიმიური გამოფიტვის შედეგად ქანი მდიდრდება ახალი (მეორადი) მინერალებით და
იძენს ბმულობას, ტენტევადობას, შთანთქმის უნარიანობას და სხვა თვისებებს.

16
ბ ი ო ლ ო გ ი უ რ ი გ ა მ ო ფ ი ტ ვ ა არის ორგანიზმებისა და მათი ცხოველმოქმე-
დების შედეგად ქანებისა და მინერალების მექანიკური დაშლისა და ქიმიური სახეცვლის
პროცესი.
ქანების დაშლაში აქტიურად მონაწილეობენ ცოცხალი ორგანიზმები; წყალმცენარეები,
ლიქენები, ცხოველები და ფესვები. ბიოლოგიური გამოფიტვისას ცოცხალი ორგანიზმები
შთანთქავენ ქანიდან მათთვის საჭირო მინერალურ ნაერთებს, ახდენენ მათ აკუმულაციას
და ქმნიან პირობებს ნიადაგწარმოქმნისათვის. ქანებზე ორგანიზმების დასახლებით მისი
გამოფიტვა მნიშვნელოვნად ძლიერდება. მცენარეების ფესვები და მიკროორგანიზმები
გამოყოფენ CO2-ის აირს და სხვადასხვა მჟავებს, რომლებიც ახდენენ მინერალებზე დამან-
გრეველ ზემოქმედებას. მჟავები ხსნიან მინერალურ ნაერთს და აძლიერებენ გამოფიტვის
პროცესს. ცხოველები, ისევე როგორც მცენარეების ფესვები, მექანიკურადაც შლიან ქანებს
და თავისი გამონაყოფებით ხელს უწყობენ მათ შეცვლას.

შენობები, რომლებიც აგებულია ნებისმიერი ქვისგან, აგურისგან ან ბეტონისგან, ისევე


ექვემდებარებიან გამოფიტვას, როგორც ნებისმიერი ქანი/ქვა დედამიწის ზედაპირზე. ასევეა
ძეგლები, მონუმენტები, ორნამენტული დაფები, რომლებიც შეიძლება დაზარალდნენ
გამოფიტვის ბუნებრივი პროცესებისგან. ეს პროცესი განსაკუთრებით ჩქარდება მჟავე
წვიმებისგან დაზარალებულ რეგიონებში.

17
სხვადასხვა ქანებსა და მინერალებს გააჩნიათ გამოფიტვის პროცესებისადმი განსხვავებული
მდგრადობა.

ქანებიდან გამოფიტვისადმი :
 ყველაზე მდგრადია მეტამორფული ქანები (მაგ., კვარციტები);
 ნაკლებად მდგრადია დანალექი ქანები;
 ყველაზე მეტად განიცდის გამოფიტას ვულკანური ფერფლი, რომელიც
გამოირჩევა მაღალი ფორიანობით და ისეთი მინერალების შემცველობით,
რომლებიც ადვილად განიცდიან გამოფიტვას .

მინერალებიდან გამოფიტვისადმი ყველაზე მდგრადია კვარცი. ამიტომ ის გროვდება


გამოფიტვის ქერქში. გამოფიტვისადმი ნაკლებად მდგრადია რკინის ქვეჟანგის შემცველი
მინერალები. შუალედურ მდგომარეობას იკავებენ მინდვრის შპატები.

ნიადაგწარმომქმნელ ქანებში და ნიადაგებში გავრცელებულია პ ი რ ვ ე ლ ა დ ი ( > 0 , 0 0 1 მ მ )


და მ ე ო რ ა დ ი ( < 0 , 0 0 1 მ მ ) მინერალები. გამოფიტვის დროს, პირველადი მინერალების
დაშლით წარმოიქმნება მეორადი მინერალები. ყველაზე გავრცელებული პირველადი
მინერალებია: კვარცი, მინდვრის შპატები, ამფიბოლები, პიროქსენები და ქარსები. მეორად
მინერალებს შორის ძირითადია: მარტივი მარილების მინერალები, ჰიდროჟანგების და
ჟანგეულების მინერალები, თიხამინერალები.

გამოფიტვის პროცესებისადმი მინერალების მდგრადობა


მდგრადობის ხარისხი პირველადი მინერალები მეორადი მინერალებო
ჰალიტი, მირაბილიტი, თაბაშირი
ძალიან არამდგრადი ოლივინი, აპატიტი, ანორთიტი
და ორგანული მარილები
არამდგრადი ავგიტი, რქატყუარა, ლაბრადორი კალციტი, არაგონიტი, დოლომიტი
ქლორიტი, ნონტრონიტი, ილიტი,
საშუალოდ მდგრადი ბიოტიტი, ანდეზინი, ძოწი, ეპიდოტი
სერიციტი
ორთოკლაზი, მიკროკლინი, ალბიტი, ვერმიკულიტი,მონტმორილონიტი,
მდგრადი
ოლიგოკლაზი ბეიდელიტი
კვარცი, მუსკოვიტი, ცირკონი,
კაოლინიტი, ჰალუაზიტი, ბემიტი,
ყველაზე მდგრადი ტურმალინი, რუტილი, ილმენიტი,
ჰემატიტი, გოეთიტი, ლიმონიტი
ანატაზი, კიანიტი, ტიტანიტი, მაგნეტიტი

გამოფიტვის პროცესების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხსნარების კონცენტრა-


ციას, მარილების შემადგენლობას, რეაქციას (pH სიდიდე), ჟანგვა-აღდეგინით პირობებს და
ა.შ. გამოფიტვის პროცესები მნიშვნელოვნად განპირობებულია კლიმატით. გამოფიტვის
ინტენსიობა მნიშვნელოვნად განპირობებულია ტემპერატურით და ნალექების რაოდენო-
ბით. გვალვიანი კლიმატის პირობებში გამოფიტვის ხსნადი პროდუქტები გროვდება,
ხოლო ტენიანი კლიმატის – გამოიტუტება. ამიტომ დედამიწაზე წარმოიქმნება სხვადასხვა
ტიპის გამოფიტვის ქერქი, რომლებიც განსხვავდება მინერალოგიური შედგენილობით.

18
არსებობს გამოფიტვის ქერქის ორი ძირითი ტიპი:
სიალიტური, რომელიც გავრცელებულია ზომიერად-ტენიანი კლიმატის
რეგიონებში. მისთვის დამახასიათებელია მონთმორილონიტის ჯგუფის და ჰიდროქარ-
სების ტიპის თიხამინერალების წარმოქმნა, ყველაზე მდგრადი პირველადი მინერალების
შენარჩუნება;

ა ლ ი ტ უ რ ი , რომელიც ფორმირდება ტენიანი სუბტროპიკული და ტროპიკული


კლიმატის პირობებში, რომლებისთვის დამახასიათებელია რკინის და ალუმინის ჰიდრო-
ქარსების ჯგუფის მეორადი მინერალების სიჭარბე, პირველადი მინერალების (გარდა
კვარცისა) თითქმის სრული დაშლა, ფუძეების და კაჟმიწის გამოტანა; თიხა მინერალებში
ჭარბობს კაოლინიტი და ჰალუაზიტი.

გამოფიტვის ქერქი იყოფა ლექის/ლამის ფრაქციაში Si02 : R203 მოლეკულური შეფარდების


მიხედვით.

1. ალიტურში (Si02 : R203 < 2,5) გამოიყოფა: ალიტური (AI203 მკვეთრად ჭარბობს Fe203),
ფერალიტური (AI203 ჭარბობს Fe203) და ფერიტური (Fe203 ჭარბობს Si02 და AI203 არა
მარტო ლექის ფრაქციაში, არამედ მთლიანად ქერქში).

2. სიალიტურში (Si02 : R203 > 2,5) გამოიყოფა: სიალუტური და ფერსიალუტური. უკანასკ-


ნელისთვის დამახასიათებელია Si02 : R203 შემჭიდროვებული შეფარდება.

19
ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორები

დედამიწის ნიადაგური საფარი ფორმირდება, არსებობს და ვითარდება ძირითადად დედა-


მიწის ზედაპირთან არსებული გეოგრაფიული გარსების – ლითოსფეროს, ატმოსფეროს,
ჰიდროსფეროს, და ბიოსფეროს ურთიეთმოქმედების შედეგად. ყოველი ეს გარსი წარმოდ-
გენილია ნიადაგურ საფარში მატერიალურად:
ლითოსფერო – ნიადაგური მინერალებით;
ატმოსფერო – ნიადაგური ჰაერით;
ჰიდროსფერო – ნიადაგური ტენით;
ბიოსფერო – ნიადაგური ბიოტით.

ამიტომ ნიადაგი თავისი შემადგენლობითა და სტრუქტურული მრავალფეროვნებით


წააგავს გეოსფეროს „ანაბეჭდს“. ნიადაგის “სიცოცხლის” დინამიკაში აისახება მთელი
გეოგრაფიული გარსის დინამიკა. ამიტომაც ნიადაგის შესწავლით შესაძლებელია პასუხის
მიღება მრავალ საკითხზე, რომლებიც ეხება უფრო რთულ და ვრცელ გეოგრაფიულ
სისტემებს. ამიტომაც ნიადაგს განმარტავენ როგორც “ლანდშფტის სარკეს”. მეორეს მხვრივ
ნიადაგწარმოქმნის პროცესების არსის, ნიადაგების შენების თავისებურებანი და დედამიწის
ზედაპირზე მათი გავრცელების კანონზომიერებების გაგება შესაძლებელია გეოგრაფიული
გარსის ყველა კომპონენტის სპეციალური მიზანდასახული კვლევის საფუძველზე, ანუ იმ
გარსის, რომელშიც ჩაისახა, განვითარდა და არსებობს ნიადაგური საფარი.

ნიადაგის, როგორც ბუნებრივ-ისტორიული სხეულის ყველა განმარტებაში ამა თუ იმ


ფორმით ფიგურირებენ ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორები – გეოგრაფიული გარემოს შემადგე-
ნელი ნაწილები: ქანები, რელიეფი, კლიმატი, ცოცხალი (მცენარეული და ცხოველური)
ორგანიზმები; უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ადგილის ასაკიც, სადაც განლაგებულია ნიადაგი.
ნიადაგწარმოქმნის ყველა შემადგენელი ნაწილი წარმოადგენს თანაბარმნიშვნელოვან სიდი-
დეს და იღებს თანაბარ მონაწილეობას ნიადაგის ფორმირებაში. ამიტომ, ნაიადგის შესას-
წავლად, აუცილებელია ყველა აღნიშნული ნიადაგთწარმომქმნელი კომპონენტის შესწავლა.
20
ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორი-1 – ქ ა ნ ე ბ ი.
ქანს, რომელზეც წარმოიქმნება ნიადაგი - დედაქანი, ანუ ნიადაგწარმომქმნელი ქანი
ეწოდება.ნიადაგწარმომქმნელი ქანი განსაზღვრავს ნიადაგის მრავალ თვისებას. მის შედგე-
ნილობაზე დამოკიდებულია ნიადაგების მინერალოგიური და ქიმიური შედგენილობა.
ქანების სიმკვრივე და სიფხვიერე განსაზღვრავენ ნიადაგების აგებულების ხასიათს.
ქანებთან არის დაკავშირებული ნიადაგების სიმძლავრე, მისი აგებულება ვერტიკალური
და ჰორიზონტალური მიმართულებით, ნიადაგების თბური და წყლოვან-ფიზიკური
თვისებები.
დედაქანის საწყისი მახასიათებლები ნიადაგწარმოქმნის პროცესში სხვადასხვა ხარისხით
გარდაიქმნება. ზოგი მათგანი პრაქტიკულად უცვლელად მკვიდრდება ნიადაგში (ყველაზე
მდგრადი მინერალები, ქვიანი კომპონენტები), ზოგიც მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდება.
ახალგაზრდა ასაკის ნიადაგები შედგენილბით და აგებულებით ახლოს არიან დედაქა-
ნებთან. რაც უფრო ხნიერია ნიადაგი, მით უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს მასში
ნიადაგწარმოქმნისა და გამოფიტვის პროცესები, მით უფრო მეტია განსხვავება ნიადაგებსა
და საწყის ნიადაგწარმომქმნელ ქანებს შორის.
ქანების პეტროგრაფიული შედგენილობის მრავალფეროვნება განაპირობებს ბუნებაში
ნიადაგების მრავალფეროვნების მიზეზს. ერთი და იგივე ბიოკლიმატურ და გეომორფო-
ლოგიურ პირობებში ფორმირებული ნიადაგები შეიძლება განსხვავებული იყოს, თუ ისინი
განსხვავებულ ნიადაგწარმოქმნელ ქანებზე ფორმირდებიან.

არჩევენ ქანების სამ ჯგუფს - მაგმურს, მეტამორფულს და დანალექს.

მაგმური ანუ ამონთხეული ქანები


წარმოიშვა დედამიწის ქერქის
სიღრმეში. მათ აქვთ კრისტალური
შენება – მაგ., გრანიტები. მაგმური
ქანები დედამიწის მყარი ნაწილის
95% შეადგენენ, მაგრამ იშვითად
ვრცელდებიან დედამიწის ზედა
ფენებში და ამგვარად ნაკლებად
მონაწილეობენ ნიადაგწარმოქმნაში.

მეტამორფული ქანები – წარმოადგენენ მეორად მაგმურ ქანებს (ფიქლები) და ისინიც


ნაკლებად მონაწილეობენ ნიადაგწარმოქმნაში.
დანალექი ქანები – წარმოადგენენ მაგმური და მეტამორფული ქანების გამოფიტვის
პროდუქტებს და სწორედ ისინი მიეკუთვნებიან ძირითად ნიადაგწარმოქმნელ ქანებს.

21
მეოთხეული დანალექი ქანები შეიძლება იყოს სხვადასხვა გენეტიკური ტიპის:

 ელუვიური ქანები ანუ ელუვიონი – ძირითადი ქანის გამოფიტვის პროდუქტებია,


რომლებიც რჩება წარმოქმნის ადგილას. ელუვიონი გამოირჩევა შედგენილობის და სიმძ-
ლავრის დიდი მრავალფეროვნებით. მისთვის დამახასიათებელია მჭიდრო კავშირი საწყის
ქანთან, თანდათანობითი გადასვლა ფხვიერ წვრილმიწა მასალისგან – მკვრივი ქანისკენ.
 დელუვიური ქანები ანუ დელუვიონი – ფერდობებზე წვიმისა და გამდინარე წყლებით
წარმოქმნილი ნაფენებია. დელუვიონი ილექება დამრეცი შლეიფის სახით. შლეიფის ზედა
ნაწილში ხშირად გროვდება უხეში მასალა, ზოგჯერ ნატეხი, ხოლო შლეიფის ბოლოს –
მტვრიანი, თიხიანი. დელუვიონისთვის დამახასიათებელია შედარებით დახარისხიბული
და კარგად გამოხატული შრეობრიობა. გვხვდება აგრეთვე დაუხარისხებელი და არაშრე-
ობრივი ნაფენები. დელუვიური ქანი ფართოდ არის გავრცელებული მთისწინებში.
 პროლუვიური ქანი ანუ პროლუვიონი ფორმირდება მთის ძირებში დროებითი წყლისა
და ღვარცოფების მოქმედების შედეგად. პროლუვიონი ხასიათდება ცუდი დახარისხებით,
უხეში მსხვილნატეხი მასალის ჩართვით. ხშირად აღინიშნება დელუვიონის და პროლუვი-
ონის შეხამება და წარმოიქმნება დელუვიურ-პროლუვიური ნაფენი.
 ალუვიური ქანები ანუ ალუვიონი – მდინარეების მიერ მოტანილი ნაფენები; წარმო-
ადგენს მდინარეების ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად წარმოქმნილ ნალექს (ჭალის
ალუვიონი). ალუვიურ ქანს მიეკუთვნება აგრეთვე მდინარეების ფსკერული ნაფენი (კალა-
პოტის ალუვიონი). კალაპოტის ალუვიონი ძირითადად წარმოდგენილია სხვადასხვა
მარცვლოვნების ქვიშებით. მთის მდინარეები, ვაკის მდინარეებისგან განსხვავებით,
აყალიბებენ მხოლოდ ფსკერულ ალუვიონს. ალუვიური ნაფენი ხასიათდება ჰორიზონტა-
ლური ან დამრეცი შრეობრიობით, მინერალური მარცვლების დამრგვალებულობით,
ორგანული ნარჩენების ჩართვით.
 ტბური ნაფენები – ტბების ფსკერზე დაგროვილი მასალა და შემდგომში გადაადგილ-
ებული ზედაპირზე; ტბური ნაფენი ავსებს ძველი რელიეფის ჩადაბლებებს და ხასიათდება
თიხიანობით და შრეობრიობით.
 მყინვარული ანუ მორენული ნაფენები – დაკავშირებულია მყინვარების მოქმედებას-
თან; წარმოადგენს მყინვარით გადაადგილებული სხვადასხვა ქანის გამოფიტვის პროდუქტებს.
 ფლუვოგლაციალური ანუ წყალ-მყინვარული ნაფენი დაკავშირებულია მძლავრი მყინ-
ვარული ნაკადების ქმედებასთან.
 საფარი თიხნარები გავრცელებულია მყინვარული ნაფენების ზონაში.
 ლიოსებს და ლიოსისებრ თიხნარებს აქვთ სხვადასხვა გენეზისი. მათი საერთო ნიშანია
ჩალისფერი ან ყომრალ-ჩალისფერი შეფერილობა, კარბონატულობა, მტვრიან-თიხნარი
მექანიკური შედგენილობა მსხვილმტვრიანი ფრაქციის (0,05-0,01 მმ) სიჭარბე, ფქვილო-
ვანობა, ფორიანობა, ფხვიერი აგებულება, მიკროაგრეგირება, კარგი წყალგამტარობა.
22
 ეოლური ნაფენები – ქარის მოქმედების შედეგად დაგროვილი ნაფენები; წარმოიქმნება
ქარის აკუმულაციური ქმედების შედეგად.
 ზღვიური ნაფენები – ზღვის მოქმედებით დაგროვილი ნაფენებია. წარმოიქმნება ზღვების
სანაპირო ზოლის გადაადგილების შედეგად. ზღვიური ნაფენები განსხვავდება შრეობრი-
ობით, დახარისხებით და მარილების ინტენსიური აკუმულაციით.

ნიადაგების და ნიადაგწარმომქმნელი ქანების მინერალოგიური შედგენილობა.


ნიადაგებში და ნიადაგწარმოქმნელ ქანებში გავრცელებულია პირველადი (>0,001 მმ) და
მეორადი (<0,001 მმ) მინერალები.
პირველადი მინერალებიდან ყველაზე გავრცელებულია: კვარცი, მინდვრის შპატები,
ამფიბოლები, პიროქსენები და ქარსები.
მეორადი მინერალებიდან: მარტივი მარილების მინერალები, ჰიდროჟანგების და ჟანგეუ-
ლების მინერალები, თიხამინერალები.

მ ა რ ტ ი ვ ი მ ა რ ი ლ ე ბ ი ს მ ი ნ ე რ ა ლ ე ბ ი წარმოიქმნება პირველადი მინერალების


გამოფიტვის დროს და ნიადაგწარმოქმნის პროცესის შედეგად;
ჰ ი დ რ ო ჟ ა ნ გ ე ბ ი ს და ჟ ა ნ გ ე ბ ი ს მ ი ნ ე რ ა ლ ე ბ ს მიეკუთვნება
კაჟის, ალუმინის, რკინის, მანგანუმის ჰიდროჟანგები, რომლებიც წარმოიქმნება ამორფული
ფორმით პირველადი მინერალების გამოფიტვის დროს;
თ ი ხ ა მ ი ნ ე რ ა ლ ე ბ ი წარმოიქმნება პირველადი მინერალების (ჰიდროჟანგები,
მარილები) გამოფიტვის მარტივი პროდუქტებიდან სინთეზის შედეგად. ყველაზე გავრცე-
ლებულ თიხამინერალებს მიეკუთვნება: მონტმორილონიტი, კაოლინიტი, ჰიდროქარსები,
ქლორიტები, შერეულშრიანი მინერალების ჯგუფი.

იმის გათვალისწინებით, რომ ფხვიერმა დანალექმა ქანმა გაიარა განვითაების ხანგრძლივი


ციკლი დედამიწის ზედაპირის პირობებში, თავის თავზე განიცადა გამოფიტვის სხვად-
ასხვა აგენტის ზემოქმედება და, როგორც წესი, მრავალჯერ ხდებოდა მისი გადალექვა,
ამიტომ მისი შედგენილობა გამოირჩევა პირველადი მინერალების შედარებით დაბალი
წილით და მეორადი მინერალების მაღალი შემცველობით.

23
ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორი-2 – რ ე ლ ი ე ფ ი.
რელიეფი წარმოადგენს ნიადაგწარმოქმნის და ნიადაგების გეოგრაფიული გავრცელების
მნიშვნელოვან ფაქტორს. ის წამყვან როლს თამაშობს დედამიწის ზედაპირზე გამოფიტვის,
სითბოსა და ტენის, ნიადაგწარმოქმნის პროდუქტების გადანაწილებაში. რელიეფი ნიადა-
გური საფარის სტრუქტურის “კანონმდებელია” და ნიადაგური კარტოგრაფიის საფუძველი.

დედამიწის ზედაპირზე მზის ენერგიისა და ატმოსფერული ნალექების ტენის გადანა-


წილება ხდება რელიეფის ფორმების შესაბამისად. რადიაციული ენერგიის გადანაწილება
გამოწვეულია სხვადასხვა დახრილობის და ექსპოზიციის ფერდობების არსებობით.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა განედებზე წლის ყველა სეზონში ჩრდილოეთი
ფერდობები იღებენ რადიაციის ყველაზე ნაკლებ რაოდენობას, არიან ყველაზე ცივი.

მაგ., ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ოქტომ-


ბერში ჩრდილოეთი და სამხრეთი ფერდობების ტემპერატურის განსხვავდება 80C. სამხრეთ
ფერდობებზე გარკვეულ დაქანებამდე, ჰორიზონტალურ ზედაპირთან შედარებით, მზის
რადიაციის ნაკადი იზრდება, განსაკუთრებით ზამთარში. ზაფხულობით სამხრეთი ექსპო-
ზიციის ციცაბო ფერდობები დამრეცთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელ პირობებშია,
რადგანაც შუადღის სხივები მიემართებიან ზედაპირისკენ ბლაგვი კუთხით, ე.ი. იწყებენ
სრიალს ფერდობის გასწვრივ.

24
სხვადასხვა ექსპოზიციის ფერდობებზე ნიადაგების სითბური რეჟიმის თავისებურებანი
გავლენას ახდენენ მათ წყლოვან რეჟიმზე და მცენარეულობის ხასიათზე, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს ნიადაგში შესამჩნევი ცვლილებები რელიეფის პირობებთან კავშირში.
სამხრეთ ფერდობებს აქვთ ნიადაგის სახესხვაობები შედარებით ნაკლები დატენიანებით
და უფრო კონტრასტული ტემპერატურული რეჟიმით. ჩრდილოეთი ფერდობები, პირიქით,
ხელს უწყობენ უფრო ცივი და ტენიანი ნიადაგების ფორმირებას. ეს მოვლენა განსაკუთ-
რებით მკაფიოდ ჩანს მთებში. სამხრეთი ფერდობების ნიადაგი ჩვეულებრივ ნაკლებად
განვითარებულია, ხშირად უფრო კარბონატულია. ჩრდილოეთი ფერდობების ნიადაგები
ხშირად უფრო ქვიანი, უფრო განვითარებული და უფრო მძლავრია.
ჰაერის მასების მოძრაობის თავისებურებებთან დაკავშირებით რელიეფის სხვადასხვა
ფორმები (თხემები, ფერდობები, ვაკეები) განსხვავდებიან კლიმატური მაჩვენებლებით.
ამაღლებული ადგილებიდან ცივი ჰაერის ჩამოდინების შედეგად ვაკეების კლიმატი,
როგორც წესი, გამოირჩევა სითბოს და ტენიანობის მეტი კონტრასტულობით, ვიდრე
ფერდობები, თხემები. შესაბამისად მათი ნიადაგებიც არსებითად განსხვავდება.
რელიეფის უსწორმასწორებები ახდენენ რა გავლენას წყლების ზედაპირულ ჩამონადენზე,
დიდ როლს თამაშობენ დედამიწის ზედაპირზე ატმოსფერული ტენის გადანაწილებაში.
მოსული ნალექები რელიეფის შემაღლებული ელემენტებიდან ჩამოედინება ფერდობებზე
დადაბლებულ ადგილებში და ამგვარად რელიეფის შემაღლებული წყალგამყოფი ნაკვეთები
ჩვეულებრივ კარგავენ ატმოსფერული ნალექების ტენის ნაწილს, ხოლო დადაბლებული
ადგილების ნიადაგები იღებენ დამატებით ტენს ზემოდან ჩამოდინების შედეგად.

ჰორიზონტალური ზედაპირი იდეალურად სწორი არასდ-


როსაა და მოიცავს ამაღლებებს და ჩაღრმავებებს, რომლებიც
გადაანაწილებენ ატმოსფერული ნალექების ტენს, რაც აისახება
ნიადაგური საფარის ხასიათში. რელიეფის სიმაღლეების
(რამდენიმე სანტიმეტრამდე) უმნიშვნელო მერყეობამ შეიძ-
ლება გამოიწვიოს მკვეთრი სხვაობა ტენის უზრუნველყო-
ფაში და ნიადაგწარმოქმნაში, რაც განსაკუთრებით ნათლად
მჟღავდება ჭარბი და არასაკმარისი დატენიანების ზონებში.
გარდა დასახელებული ფაქტორებისა თავს იჩენს ადგილის
აბსოლუტური სიმაღლეც. სიმაღლის შეცვლასთან ერთად
იცვლება ყველა კლიმატური მაჩვენებელი: წნევა, ინსოლაცია,
ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა, ნალექების რაოდენობა და
ა.შ. სიმაღლის მატებასთან ერთად დიდდება მზის რადიაცია
და იზრდება ბიოლოგიურად აქტიური ულტრაიისფერი
სხივების ნაკადი. ამიტომ მთებში სიმაღლის ყოველ 100
მეტრზე ტემპერატურა საშუალოდ კლებულობს 0,50-ით.
25
მთებში ნალექების რაოდენობა განიცდის უფრო რთულ ცვლილებას. ნალექების ყველაზე
მეტი რაოდენობის ზონა ხშირად ემთხვევა ტყის სარტყელს ან სუბალპური სარტყლის
ქვედა ნაწილს, სადაც ყველაზე დიდი ღრუბლიანობაა, ძლიერი ნისლი და უხვი ნამი.
კლიმატური პირობების შეცვლა სიმაღლის მატებასთან ერთად, რასაც პირველხარისხოვანი
მნიშვნელობა აქვს ნიადაგწარმოქმნისთვის, იწვევს მცენარეულობის და ნიადაგების ვერტი-
კალურ დიფერენციაციას, ე.ი. ვერტიკალური ბუნებრივი ზონალობის წარმოქმნას. ნიადაგურ-
მცენარეული ზონები თანმიმდევრულად ცვლიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ვერტიკა-
ლურ ნიადაგურ სტრუქტურებს. ვ. დოკუჩაევი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ “რელიეფი
ნიადაგების ბედის მწერალია”.
არჩევენ რელიეფის სამ ფორმას: მაკრო-,
მეზო- და მიკრორელიეფი.
მაკრო-რელიეფს მიეკუთვნებიან ყველაზე
მსხვილი ფორმები, რომლებიც განსაზ-
ღვრავენ დიდი ტერიტორიის იერს - ვაკე,
პლატო, მთის სისტემები. მაკრორელიეფის
წარმოქმნა ძირითადად უკავშირდება ტექ-
ტონიკურ მოვლენებს დედამიწის ქერქში.

მეზო-რელიეფი წარმოადგენს საშუალო


ზომის რელიეფს: ბორცვები, ველები,
ტერასები და მათი ელემენტები – ვაკე ადგილები, სხვადასხვა დაქანების ფერდობები.
მეზორელიეფის ჩამოყალიბება ძირითადად უკავშირდება ეკზოგენურ გეოლოგიურ
პროცესებს (დენუდაციური პროცესები, ეკზოგენური გეოლოგიური პროცესები), რაზეც
დიდ გავლენას ახდენენ ხმელეთის ცალკეული უბნების ნელი აწევები და ჩაძირვები.

მიკრო-რელიეფს მიეკუთვნება რელიეფის წვრილი ფორმები, რომლებიც იკავებენ უმნიშვ-


ნელო ფართობებს (რამდენიმე კვადრატული დეციმეტრიდან რამდენიმე ასეული კვადრა-
ტულ მეტრამდე), ფარდობითი სიმაღლის რყევადობით ერთი მეტრის ფარგლებში. მათ
მიეკუთვნება ხორკლი, დადაბლება, რომელიც ჩნდება რელიეფის ვაკე ზედაპირზე ჩაღრმა-
ვების მოვლენებით, მზრალობით ან სხვა მიზეზებით. ფართოდ არის გავრცელებული
რელიეფის ფერდობითი ფორმები, რომლებიც ხასიათდებიან დახრილობით, ფორმით და
ექსპოზიციით.
რელიეფი, ექსპოზიციის და დაქანების მიხედვით, არის მზის რადიაციისა და ნალექების
მთავარი გამანაწილებელი. ყოველივე ეს გავლენას ახდენს წყლოვან, სითბურ, საკვებ,
ჟანგვა-აღდგენით და დამლაშების რეჟიმებზე.

26
ა ვ ტ ო მ ო რ ფ უ ლ ი ნ ი ა დ ა გ ე ბ ი – ფორმირდებიან სწორ ზედაპირებზე და
ფერდობებზე, ზედაპირული წყლების თავისუფალი ჩამონადენის და გრუნტის წყლების
ღრმად დგომის (6 მეტრზე უფრი ღრმა) პირობებში.
ნ ა ხ ე ვ რ ა დ ჰ ი დ რ ო მ ო რ ფ უ ლ ი ნ ი ა დ ა გ ე ბ ი – ფორმირდებიან
ზედაპირული წყლების ხანმოკლე ან გრუნტის წყლების 3-6 მეტრის სიღრმეზე დგომისას
(კაპილარული ხაზი შეიძლება აღწევდეს მცენარეების ფესვებს).
ჰ ი დ რ ო მ ო რ ფ უ ლ ი ნ ი ა დ ა გ ე ბ ი – ფორმირდებიან ზედაპირული წყლების
ხანგრძლივი ზედაპირული ან გრუნტის წყლების 3 მ-ზე ნაკლებ სიღრმეზე დგომისას
(კაპილარული ხაზი შეიძლება აღწევდეს ნიადაგის ზედაპირს).

რელიეფი შეიძლება იყოს მცენარეულობის და ნიადაგების ევოლუციის ფაქტორი. მდინარის


კალაპოტის თანდათანობითი შეჭრის დროს, ჭალის ტერასა გარდაიქმნება ჭალისზედა
ტერასად. ეს იწვევს დატენიანების რეჟიმის შეცვლას და, შედეგად, ნიადაგების განვითა-
რებას ავტომორფულ და არა ჰიდრომორფულ და ნახევრად ჰიდრომორფულ პირობებში.

27
ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორი-3 – კ ლ ი მ ა ტ ი.

კლიმატთანაა დაკავშირებული ნიადაგების გეოგრაფიის ყველაზე ზოგადი


კანონების გამოვლენა. კლიმატი უშუალოდ მოქმედებს ნიადაგწარმოქმნაზე
და მართავს მის ყველა მოვლენას. მზის რადიაცია წარმოადგენს ენერგიის
ძირითად წყაროს გეოგრაფიულ გარსში, მათ შორის ნიადაგურ საფარში.

ატმოსფერულ კლიმატში იგულისხმება ამა თუ იმ ტერიტორიის (დედამიწის, მატერიკის,


ქვეყნის, ოლქის, რაიონის) ატმოსფეროს საშუალო მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება
მეტეოროლოგიური ელემენტების საშუალო მაჩვენებლებით (ტემპერატურა, ნალექები,
ჰაერის ტენიანობა და ა.შ.) და მათი უკიდურესი მაჩვენებლებით, რომლებიც იძლევიან
დღე-ღამის, სეზონების და მთელი წლის რყევადობის ამპლიტუდებს.
იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწის ზედაპირზე მოსული მზის ენერგია ექვემდე-
ბარება სხვადასხვა ხანგრძლიობის რიტმებს (დღე-ღამურს, სეზონურს, წლიურს, მრავალ-
წლიურს), ნიადაგში ხდება დათბობის და გაცივების, გაყინვის და ლღობის პროცესების
მონაცვლეობა. ამ პროცესების სხვადასხვა კომბინაციები კონკრეტულ მახასიათებლებთან
ერთად აყალიბებენ ნიადაგების სითბურ რეჟიმებს.

ამგვარად კლიმატის, როგორც ნიადაგწარმოქმნის ფაქტორის მნიშვნელობა ნაირგვარია:


- კლიმატი წარმოადგენს ბიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების განვითარების მნიშვ-
ნელოვან ფაქტორს. ტემპერატურული პირობების და დატენიანების გარკვეული შეხამება
განსაზღვრავს მცენარეულობის ტიპს, ორგანული ნივთიერების შექმნის და დაშლის ტემპებს,
ნიადაგური მიკროფლორის და ფაუნის შემადგენლობასა და ქმედების ინტენსივობას;
- ატმოსფერული კლიმატი ნიადაგის თვისებებისა და შემადგენლობის მეშვეობით დიდ
გავლენას ახდენს ნიადაგის ჰაერ-წყლოვან, ტემპერატურულ და ჟანგვა-აღდგენით რეჟიმებზე;
- კლიმატურ პირობებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ნიადაგში მინერალური ნაერთების
გარდაქმნის პროცესები (გამოფიტვის მიმართულება და ტემპი, ნიადაგთწარმოქმნის
პროდუქტების აკუმულაცია და სხვ.).
- კლიმატი დიდ გავლენას ახდენს ნიადაგების ქარისმიერი და წყლოვანი ეროზიის
პროცესებზე.

28
კლიმატის უმთავრესი თერმული ჯგუფების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს სავეგე-
ტაციო პერიოდში (>100C) საშუალო დღე-ღამური ტემპერატურების ჯამი (აქტიურ ტემპე-
რატურათა ჯამი).
საქართველოში გამოიყოფა დედამიწის ყველა (ცხელი-ტროპიკულის გარდა) ძირითადი
კლიმატის თერმული ჯგუფები:

>100C ჰაერის
კლიმატის ჯგუფი
ტემპერატუკჯჰრათა ჯამი

ცივი (პოლარული) <6000


ზომიერად ცივი (ბორეალური) 600-20000

ზომიერად თბილი (სუბბორეალური) 2000-38000


თბილი (სუბტროპიკული) 3800-80000

კლიმატის აღნიშნული თერმული ჯგუფები განლაგებულია ვერტიკალური სარტყლების


მიხედვით. კლიმატის თერმული ჯგუფების მიხედვით საქართველოში ძირითადი
ნიადაგები შემდეგნაირად ნაწილდება:
ცივი (პოლარული) - მთა-მდელოს, მთა-მდელოს შავმიწისებრი, მთა-ტყე-მდელოს;
ზომიერად ცივი (ბორეალური) – ყომრალი, ყომრალ-შავი, შავმიწა;
ზომიერად თბილი (სუბბორეალური) – ყვითელ-ყომრალი, შავი, ყავისფერი, მდელოს-
ყავისფერი;
თბილი (სუბტროპიკული) – წითელმიწა, ყვითელმიწა, ყვითელმიწა-ეწერი, ყვითელმიწა-
ეწერლებიანი, რუხი-ყავისფერი, მდელოს-რუხი-ყავისფერი.

29
კ ლ ი მ ა ტ ი ს დახასიათების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ.
დატენიანების კოეფიციენტს - ატმოსფერული ნალექების შეფარდებას აორთქლებასთან.
მისი მაჩვენებლებია ტემპერატურა და დატენიანება.
დატენიანების მიხედვით დედამიწაზე გავრცელებულ კლიმატის ძირითადი ექვსი ჯგუფი-
დან საქართველოში გვხვდება ოთხი (მშრალი-არიდული და ძალიან მშრალის გარდა):

დატენიანების
კლიმატის ჯგუფი
კოეფიციენტი

ძალიან ტენიანი (ექსტრაჰუმიდური) >1,33


ტენიანი (ჰუმიდური) 1,33-1

ნახევრად ტენიანი (სემიჰუმიდური) 1-0,55


ნახევრად მშრალი (სემიარიდული) 0,55-0,33

დატენიანების კოეფიციენტი (ანუ არიდულობის ინდექსი) წარმოადგენს მოსული ნალექების


შეფარდებას აორთქლებასთან. დატენიანების კოეფიციენტთან არის დაკავშირებული
ნიადაგების ტენის რეჟიმი ნალექების რელიეფზე ერთნაირი განლაგების დროს; ნიადა-
გების ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი, თანაბარი თერმული პირობების დროს; გამოფიტ-
ვის და გამოტუტვის ხარისხი.
მნიშვნელოვანია დატენიანების კოეფიციენტის მაჩვენებელი 1-თან მიმართებაში. თუ
დატენიანების კოეფიციენტი >1 – საქმე გვაქს მჟავე ნიადაგთან, ხოლო თუ <1 – ტუტე,
კარბონატულ, ზოგჯერ დამლაშებულ ნიადაგთან.

საქართველოში ძირითადი ნიადაგები დატენიანების კოეფიცინტის მიხედვით შემდეგ-


ნაირად ნაწილდება:

კლიმატის ჯგუფი ნიადაგი

წითელმიწა, ყვითელმიწა, ყვითელმიწა-ეწერი,


ძალიან ტენიანი (ექსტრაჰუმიდური) ყვითელმიწა-ეწერლებიანი, მთა-მდელოს,
მთა-მდელოს შავმიწისებრი, მთა-ტყე-მდელოს

ტენიანი (ჰუმიდური) ყვითელ-ყომრალი, ყომრალი, ყომრალ-შავი

ნახევრად ტენიანი (სემიჰუმიდური) შავი, შავმიწა

ყავისფერი, მდელოს-ყავისფერი,
ნახევრად მშრალი (სემიარიდული)
რუხი-ყავისფერი, მდელოს-რუხი-ყავისფერი.

30
სხვადასხვა ბიოკლიმატურ სარტყელში ტემპერატურის მაჩვენებელი
ნიადაგების 20 სმ სიღრმეზე და ჰაერის მიწისზედა შრეში

ყველაზე

მაჩვენებელი
ნიადაგების
ყველაზე საშუალო აქტიურ

გათბობის
თბილი წლიური
ცივი თვის წლიური ტემპერატუ-
თვის ამპლიტუდა,
ტემპერატურა, ტემპერატურა, რათა ჯამი
სარტყელი ტემპე- 0C
0C
0C ∑ 0C
რატურა, 0C
ჰაერის
ნიადაგი ჰაერი ნიადაგი ჰაერი ნიადაგი ჰაერი ნიადაგი ჰაერი ნიადაგი ჰაერი
∑ t 0C
სუბტრო-
25,9 22,7 5,8 4,9 20,1 17,8 15,5 13,5 4850 4070 1,19
პიკული
სუბბორე-
21,5 20,0 -0,5 -4,0 21,0 24,0 11,3 8,8 3530 3120 1,13
ალური
ბორეა-
16,8 16,8 -3,4 -15,0 20,2 31,8 4,5 0,6 1570 1550 1,01
ლური
პოლა-
6,0 7,0 -11,0 -24,2 17,0 31,3 -5,5 -9,4 130 170 0,76
რული

ნიადაგების ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს ნალექების განაწილება წლის სეზონების


მიხედვით, ნალექების მოსვლის ინტენსივობა, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა და ჰაერის
მოძრაობის სისწრაფე. ყველა ეს მოვლენა გავლენას ახდენს ბიოლოგიური და ნიადაგური
პროცესების თავისებურებებზე და განსაზღვრავს ნიადაგების წყლისმიერი და ქარისმიერი
ეროზიის განვითარებას.
ნიადაგწარმოქმნაზე კლიმატი ახდენს პირდაპირ და ირიბ გავლენას. პირდაპირ გავლენას
წარმოადგენს ნიადაგის დატენიანება, გათბობა, გაცივება, ხოლო ირიბს – მცენარეული და
ცხოველთა სამყარო.

31
ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორი-4 – ბ ი ო ლ ო გ ი უ რ ი ფ ა ქ ტ ო რ ი (ორგანიზმები).
ცოცხალი ორგანიზმები (ბიოლოგიური ფაქტორი ნიადაგწარმოქმნაში) წარმოადგენენ
ნიადაგების ფორმირების პროცესის განუყოფელ ნაწილს. ნიადაგს არ შეუძლიათ იარსებოს
ბიოლოგიური ზემოქმედების გარეშე. მრავალი ცოცხალი ორგანიზმი და მათი ფუნქციო-
ნირების პროდუქტები უშუალოდ შედის ნიადაგის შემადგენლობაში. ცოცხალი ორგანიზ-
მების ერთობლიობა ე.წ. “ცოცხალი ნივთიერება”, მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა,
მთელი პლანეტის მასასთან შედარებით, ასრულებს კოლოსალურ როლს, წარმართავს
გეოქიმიური პროცესების მიმდინარეობას და წარმოადგენს დედამიწის ლანდშაფტების
იერის განმსაზღვრელი უმთავრეს ფაქტორს.
ორგანიზმების ცხოველმოქმედების პროცესში ხორციელდება ნიადაგწარმოქმნის უმნიშვ-
ნელოვანესი ჯაჭვები: ორგანული ნივთიერების სინთეზი და დაშლა, მინერალების დაშლა,
ნივთიერებების მიგრაცია, აკუმულაცია და სხვ. მოვლენები, რომლებიც წარმოადგენენ
ნიადაგწარმოქმნის პროცესის არსს და განსაზღვრავენ ნიადაგის უმთავრეს თვისებას –
ნაყოფიერებას.

ნიადაგის, როგორც ბუნების დამოუკიდებელი სხეულის წარმოქმნა, შესაძლებელია მხოლოდ


ქანებზე ბიოლოგიური ფაქტორის ზეგავლენით. მცენარეული თანასაზოგადოებების გეოგ-
რაფიამ მნიშვნელოვნად განაპირობა ნიადაგების გეოგრაფია. სწორედ ცოცხალი ორგანიზ-
მები ახდენენ ნიადაგწარმოქმნის პროცესში მზის რადიაციული ენერგიის ჩართვას, გარდა-
ქმნიან მას პოტენციალურში, ხოლო შემდეგ გეოქიმიური პროცესების კინეტიკურ ენერგიაში.
სწორედ ამიტომ ნიადაგწარმოქმნის ბიოლოგიურ ფაქტორს ხშირად განმარტავენ როგორც
“წამყვანს”.
32
ნიადაგწარმოქმნაში მონაწილეობს ორგანიზმების სამი ჯგუფი – მწვანე მცენარეები (მერქნიანი,
გარდამავალი მერქნიან-ბალახოვანი, ბალახოვანი, უდაბნოს ფორმაციები და ლიქენ-
ხავსიანი), მიკროორგანიზმები (ბაქტერიები, სოკოები, აქტინომიცეტები, წყალმცენარეები
და ლიქენები - შედგებიან სოკოებსა და წყალმცენარეებისგან) და ცხოველები, რომლებიც
წარმოქმნიან ხმელეთს რთულ თანასაზოგადოებებს.

ნიადაგურ ჰუმუსში აკუმულირდება ენერგია, რომელიც ასიმილირდება მცენარეებში


ფოტოსინთეზის დროს. ნიადაგების პირველად და მეორად მინერალებზე ზემოქმედების
შედეგად ხდება მათი დაშლა და ორგანულ-მინერალური ნივთიერებების წარმოქმნა.
ჰუმუსოვანი ნაერთების წყალობით ხდება ნიადაგის ცალკეული ნაწილაკების შეწეპება
სტრუქტურულ აგრეგატებში.
დედამიწის ცოცხალი ნივთიერება უპირატესად (თითქმის 99%) შედგება მცენარეული
ორგანიზმების ორგანული მასისგან, ამიტომ ბიოლოგიური წრებრუნვის ხასიათი პირელ
რიგში განისაზღვრება მწვანე მცენარეების ცხოველმოქმედებით.
ნივთიერებების ბიოლოგიური წრებრუნვის ტიპების და რაოდენობრივი მახასიათებლების
დასადგენად საჭიროა ვიცოდეთ მისი ძირითადი მაჩვენებლები: ბიომასა (ფიტომასა), მკვდარი
ორგანული ნივთიერება, წლიური შემატება, ჩამონაცვენი, მცენარეული ნარჩენების დაშლის
ინტენსიობა, ნაცრიანობა.

33
ბიომასა (ფიტომასა) – მცენარეულ თანასაზოგადოებებში მიწისზედა და მიწიქვედა
ნაწილებში ცოცხალი ორგანული ნივთიერების საერთო რაოდენობა.
მკვდარი ორგანული ნივთიერება – ორგანული ნივთიერების რაოდენობა, რომელიც
მოქცეულია მკვდარ საფარში, ველის ქეჩში და სხვ.
წლიური შემატება – ორგანული ნივთიერების რაოდენობა, რომელიც მატულობს
თანასაზოგადოების მიწისქვეშა და მიწიზედა სფეროებში ერთი წლის განმავლობაში.
ჩამონაცვენი – ფართობის ერთეულზე ყოველწლიურად დაგროვილი ორგანული
ნივთიერების რაოდენობა.
ორგანული ნივთიერების გახრწნის ინტენსიობა - მკვდარი საფარის შეფარდება
ჩამონაცვენთან.
ნაცროვნება – ნაცროვანი ელემენტების შემცველობა მცენარეებსა და მის ნაწილებში (%).

მცენარეულის ძირითადი ტიპების ბიოლოგიური პროდუქტიულობის სხვადასხვა მახასია-


თებლები მოტანილია ცხრილში.
ყველაზე დიდი ბიომასა დამახასიათებელია ტყის მცენრაეულობისთვის (4000-5000 ც/ჰა).
სავანებში, სტეპებში და ბუჩქოვან ტუნდრებში ეს სიდიდე იმყოფება 250-650 ც/ჰა ფარგლებში.
მინიმალური საერთო ბიომასა აღინიშნება პოლარულ და ტროპიკულ უდაბნოებში – 50 ც/ჰა
ნაკლები. მცენარეულობის სხვადასხვა ტიპებს შორის საკმაოდ ნათლად მჟღავნდება
სხვაობა ბიოლოგიური პროდუქტიულობის სტრუქტურას შორის. ასე, მაგალითად, ტყის
ზონაში დიდია მიწისზედა ბიომასის წილი, მცენარეული ნარჩენების მნიშვნელოვანი
ნაწილი გროვდება მკვდარ საფარში ნიადაგიუს ზედაპირზე. სტეპის, ტუნდრის, უდაბნოს
ფიტოცენოზებში, პირიქით, ბიომასის ძირითადი რაოდენობა მოდის ფესვთა სისტემებზე,
მათი კვდომის დროს ორგანული ნივთიერება უშუალოდ აღწევს ნიადაგის სიზრქეში.
ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ნიადაგში, მრავალმხვრივად მოქმედებენ მასზე:
აჩქარებენ ორგანული ნარჩენების დაშლას, აფხვიერებენ ნიადაგს და ხელს უწყობენ
ზოოგენური სტრუქტურის წარმოქმნას.
ნიადაგში ბინადრობენ ცხოველის მრავალი ათასი სახეობა, რომლებიც მნიშვნელოვნად
განსხვავდებიან ზომებით, ცხოველმოქმედების და ნიადაგზე ზემოქმდების ფორმებით.
ისინი წარმოდგენილია ნანოფაუნით – უმარტივესი ორგანიზმებით, რომლებიც
ცხოვრობენ ტენიან გარემოში; მიკროფაუნით – უწვრილესი მწერებით (ტკიპები და სხვ.);
მეზოფაუნით (ტენის ჭიები, ობობები, მრავალფეხები, წვრილი მოლუსკები) და
მაკროფაუნით, რომელიც შეიცავს ჭიაყელებს, კიბორჩხალებს, გველებს, მღრნელებს და სხვ.
ნიადაგის ყოველ კვადრატულ მეტრზე ბინადრობს ათეული და ასეული ჭიაყელა, ათასი
და მილიონი მიკროსკოპული უხერხემლოიანი. მღრნელების სოროების რიცხვი აღწევს 3-4
ათას 1 ჰექტარზე.

34
ცოცხალი ორგანიზმები გავლენას ახდენენ ნიადაგის ქიმიურ და მინერალოგიურ შედგე-
ნილობაზე, მის ფიზიკურ თვისებებზე, სითბურ და წყლოვან რეჟიმზე და სხვ.

მცენარეულობის ძირითადი ტიპების ბიოლოგიური პროდუქტიულობა

ბიომასა, ც/ჰა

წლიური ნამატი, ც/ჰა

მკვდარი საფარი ან
სტეპის ქეჩი, ც/ჰა
მრავალწლიური
მწვანე ნაწილი
მცენარეულობის ტიპი

ფესვები
საერთო
არქტიკული ტუნდრა 60 15 10 35 10 35
ბუჩქნარი ტუნდა 280 32 17 231 25 835
ჩრდილოეთ ტუნდრის ფიჭვნარები 807 67 567 178 33 462
სამხრეთ ტაიგის ფიჭვნარები 2800 140 2024 635 61 448
ჩრდილოეთ ტაიგის ნაძვნარები 1000 80 700 220 45 300
სამხრეთ ტაიგის ნაძვნარები 3300 1654 2400 735 85 350
მუხნარები 4000 40 3000 960 90 150
მდელოს სტეპები 250 80 0 205 137 120
ზომიერად გვალვიანი სტეპები 250 45 0 205 112 62
მშრალი სტეპები 100 15 0 85 42 15
ნახევრადბუჩქიანი უდაბნოები 43 1 4 38 12,2 -
ეფემერ-ნახევრადბუჩქიანი უდაბნოები 125 18 3 104 95 -
სუბტროპიკული ფოთლოვანი ტყეები 4100 120 3160 820 245 100
მშრალი სავანები 268 29 126 113 73 13
სავანები 666 83 544 39 120 0,2
ტენიანი ტროპიკული ტყეები 5000 400 3700 900 325 0,1

35
ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორი-5 – დ რ ო / ხ ნ ო ვ ა ნ ე ბ ა .

დრო ნიადაგწარმოქმნის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ნიადაგწარმოქმნის


პროცესი დროში მიმდინარეობს. ნიადაგწარმოქმნის ყოველ ახალ ციკლს (სეზონურს,
წლიურს, მრავალწლიურს) შეაქვს გარკვეული ცვლილებები ნიადაგურ პროფილში
ორგანული და მინერალური ნივთიერებების გარდაქმნაში. ამიტომ, დროის (ასაკის)
ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ფორმირებასა და განვითარებაში.
ნიადაგს, ისევე როგორც ნებისმიერ ბუნებრივ-ისტორიულ სხეულს, გააჩნია თავისი ასაკი:
აბსოლუტური (რომელიც გვიჩვენებს დროს მისი ფორმირების დასაწყისიდან დღევანდელ
დღემდე); შეფარდებითი (რომელიც გვიჩვენებს ნიადაგწარმოქმნის პროცესის სიჩქარეს,
მისი განვითარების სტადიების მონაცვლეობას).
აბსოლუტური ასაკი მერყეობს რამდენიმე წლიდან მილიონ წლამდე. ყველაზე ასაკოვანია
ტროპიკული ტერიტორიების ის ნიადაგი, რომელსაც არ განუცდია სხვადასხვა რღვევები
(წყლისმიერი ეროზია, დეფლიაცია და ა.შ.).
შეფარდებითი ასაკი დამოკიდებულია ნიადაგწარმოქმნის პროცესის სიჩქარესა და მიმარ-
თულებაზე; რელიეფის პირობების ცვლილებებზე, თვისებების და ქანების შედგენილობის
ცვლილებებზე.
მეოთხეულ ეპოქაში, ანუ ანთროპოგენში, როდესაც დედამიწა აქტიური გარდაქმნების
ისტორიას განიცდიდა, ხმელეთის მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო შეენარჩუნებინა
ყოფილი ნიადაგური საფარი. ძველი ნიადაგები ირღვეოდა, ირეცხებოდა, იმარხებოდა.
ახალი ნიადაგების წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ჰოლოცენში (ეკუთვნის
მეოთხეულ ეპოქას) და უკანასკნელი 12 ათასი წელი გრძელდება დღევანდელობამდე.
მეოთხეული ეპოქა – დედამიწის ისტორიის თანამედროვე ეტაპი, დაიწყო 2,588 მლნ წლის
წინ და სრულდება ჰოლოცენით. ეს ყველაზე მოკლე გეოლოგიური პერიოდია, მაგრამ
სწორედ მასში იქნა ფორმირებული რელიეფის თანამედროვე ფორმების უმრავლესობა და
მოხდა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა დედამიწაზე – გამყინვარება, ადამიანის გაჩენა.

ასაკი,
ეპოქა პერიოდი
მლნ. წლის წინ
ჰოლოცენი 0—0,0117
მეოთხეული
( ანთროპოგენი)
პლეისტოცენი 0,0117—2,588

ნეოგენი პლიოცენი მეტი

36
საქართველოში ზღვის დონიდან 1000 მეტრის ზემოთ ნიადაგებს აქვთ ჰოლოცენური ასაკი
(10 000 – 12 000 წელი), ხოლო 1000 მეტრამდე – გაცილებით უფრო მეტი. ყველაზე
ახალგაზრდაა ჭალის (ალუვიური) ნიადაგები.
როგორც ვიცით, ნიადაგმცოდნეობის ძირითადი პოსტულატია მოსაზრება იმის თაობაზე,
რომ ნიადაგი არის „ლანდშაფტის სარკე“, რადგან იგი ასახავს გარემოს იმ პირობებს,
რომელშიც ის რეალურად იმყოფება და რომელშიც მოხდა მისი ფორმირება / ჩამოყალიბება.
მაგრამ ნიადაგი არის სარკე არა მხოლოდ თანამედროვე ლანდშაფტებისა, რომელშიც
ამჟამად იმყოფება, არამედ იმ ლანდშაფტებისაც, რომლებშიც იგი არსებობდა ძველად.
შესაბამისად, ნიადაგი, პირდაპირი გაგებით, მხოლოდ „სარკისებურ არეკვლას“ არ იძლევა.
ის თვისებები, რომლებიც ჩამოყალიბდა ნიადაგში წარსულ პირობებში, უკვალოდ არ ქრება,
ისინი ნარჩუნდება მეტ-ნაკლედ ხანგრძლივი დროით. ამდენად, ნიადაგის ევოლუცია
ფართოდ გავრცელებული მოვლენაა და იგი წარმოადგენს არა მხოლოდ სივრცეში ცვალებად
ერთეულს, არამედ დროშიც საკმაოდ არამდგრადს.
ნიადაგური პროფილები ყოველთვის ადეკვატური არ არის თანამედროვე პირობებისა.
ზოგჯერ ისინი ინარჩუნებენ შთენილ თვისებებს განვითარების წინამორბედი ეტაპები-
საგან, „იმახსოვრებენ“ ყველა მოვლენას ლანდშაფტის ცხოვრებაში. შედეგად, ნიადაგი
გვევლინება არა მხოლოდ როგორც „ლანდშაფტის სარკე“, არამედ როგორც “ლანდშაფტის
მეხსიერება”, რომელიც ინარჩუნებს პალეოგეოგრაფიულ, რელიქტურ ნიშან-თვისებებს.

სწორედ ამით განსხვავდება ნიადაგი ლანდშაფტის სხვა კომპონენეტებისაგან.

ნიადაგების თანამედროვე შეფასებისას გამოიყოფა რამდენიმე მაჩვენებელი: ნიადაგური


საფარის ასაკი, ნიადაგური ტიპის ასაკი, კონკრეტული პროფილის ასაკი, ნიადაგის
ცალკეული ჰორიზონტის ასაკი და ა.შ. აგებულების მიხედვით, ნიადაგების პროფილები
იყოფა: მონოგენეტურ და პოლიგენეტურად. ნიადაგი მონოგენეტურია, თუ მისი პროფილი
ერთი ასაკით ხასიათდება (ჰორიზონტები სინგენეტურია და ფორმირებულია ერთად და
ერთდროულად); თუ ფენების ასაკი განსხვავებულია – პროფილი პოლიგენეტურია.
ნიადაგებს გააჩნიათ თვისებების ორი ძირითადი კატეგორია: ლითოგენური (რომლებიც
შთენილია (ნიადაგწარმოქმნელი ქანისაგან), პედოგენური (ნიადაგწარმოქმნის პროცესის
შედეგადა ფორმირებული). პედოგენურებს შორის კი გამოირჩევა: პალეოგენეტური
(ნიადაგური წარმოშობი ს, ოღონდ შთენილი ნიადაგწარმოქმნის წინამორბედი ეტაპებისაგან)
და ცენოგენეტური (ფორმირებული თანამედროვე ბიოგეოცენოზის გავლენით).

37
ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორი-6 – ა დ ა მ ი ა ნ ი .

ადამიანის ფაქტორი (სამეურნეო მოქმედება) მოგვიანებით იქნა დამატებული ნიადაგის


განმარტებაში, როგორც ნ-წ ფაქტორი. ის შეიძლება ნ–წ ფატორად ჩაითვალოს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ანთროპოგენური, ანუ სამეურნეო ზემოქმედება ნიადაგზე იმდენად დიდია,
რომ მას შეუძლია შეცვალოს ნიადაგწარმოქმნის ბუნებრივი განვითარების პროცესი და
სხვა მიმართულებით წარმართოს ნ-ის განვითარება. შედეგად ვიღებთ ნიადაგის განსხვა-
ვებულ გენეტიკურ ტიპს, ვიდრე ეს ბუნებრივად მოხდებოდა. ამიტომ ანთროპოგენური
(ადამიანის) ფაქტორი შეიძლება დამატებით (და არა ძირითად) ნიადაგწაროქმნელ
ფაქტორად ჩაითვალოს.
ამ ფაქტორის ზემოქმედების ერთ-ერთი შედეგია ნიადაგების გ ა კ უ ლ ტ უ რ ე ბ ა , ადამი-
ანის საწარმოო საქმიანობა (დამუშავება, განაყოფიერება, მელიორაცია და ა.შ.) წარმოადგენს
ნიადაგზე და ნიადაგწარმოქმნის მთელ კომპლექსზე (მცენარეულობა, კლიმატის ელემენ-
ტები, ჰიდროლოგია) გავლენის მძლავრ სპეციფიკურ ფაქტორს. ნიადაგზე მიზანმიმარ-
თული ზემოქმედება (მოკირიანება,მოთაბაშირება, სასუქების შეტანა ნაყოფიერების ასამაღ-
ლებლად, დაშრობითი ან მორწყვითი მელიორაცია და სხვ.) იწვევს მისი თვისებებისა და
რეჟიმების შეცვლას გაცილებით უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე ეს ბუნებრივი ნიადაგწარ-
მოქმნისას ხდება. ადამიანის საწარმოო საქმიანობა დედამიწის მნიშვნელოვან სივრცეზე
აღინიშნება და წარმოადგენს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების გადამწყვეტ ფაქტორს.
ამასთან ნიადაგის შეცვლის ხასიათი და მნიშვნელობა დამოკიდებულია სოციალურ-ეკო-
ნომიკურ საწარმოო ურთიერთობებზე, მეცნიერების
და ტექნიკის განვითარების დონეზე.
ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც მძლავრ სამრეწ-
ველო ზემოქმედებას ექვემდებარება, ნიადაგები
ძლიერ სახეცვლას განიცდიან და წარმოიქმნება ე.წ.
ანთროპოგენური ნიადაგები, რომლებსაც საქართ-
ველოში 0,1% ფართობი უკავია (>80 კვ.კმ). პრო-
ფილის ზედა ნაწილი ანთროპოგენურ ზეგავლენას
განიცდის, მათ დაკარგული აქვთ ბუნებრივი შენება.
ანთროპოგენურ ნიადაგებზე ჩვეულებრივ არსებობს
წყლისმიერი ან ქარისმიერი ეროზიის განვითა-
რების საშიშროება. ნიადაგის თვისებებისა და
განვითარების პირობების გაუთვალისწინებლობა,
ამა თუ იმ ხერხის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების არასწორი გამოყენება
არა მარტო არ იწვევს ნიადაგების ნაყოფირების ამაღლებას, არამედ მათი არსებითი
გაუარესებაც შეუძლია გამოიწვიოს (ეროზიის განვითარება, მეორადი დამლაშება, დაჭაობება,
ნიადაგის დაჭუჭყიანება და ა.შ.).

38
„ანთროპოგენური“ ნიადაგები

-- “ -- “ --
გარდა ძირითადი ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორებისა (ქანი, რელიეფი, კლიმატი, ცოცხალი
ორგანიზმები, დრო) ზოგჯერ გამოყოფენ მთელ რიგ საკმაოდ ძლიერ, მაგრამ ლოკალურად
მოქმედ ფაქტორებს. მათ შორის პირველ რიგშია გრუნტის წყლები, რომელთა რეჟიმი და
ქიმიური შედგენილობა ხშირად განსაზღვრავს ნიადაგურ პროცესებს.
ნიადაგწარმოქმნის დამოუკიდებელ ლოკალურ ფაქტორებს ზოგიერთ შემთხვევაში მიეკუ-
თვნება წყალდიდობების ზედაპირული წყლებიც, რომლებიც პერიოდულად ტბორავენ
მდინარეების ჭალებს და დელტებს. ზღვებსა და ოკეანეებში ჩამდინარე მდინარეების
დელტებში და ზღვის სანაპიროების დაბლობებზე ნიადაგების განვითარების ადგილო-
ბრივ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ზღვის წყლები.
ნიადაგწარმოქმნის ლოკალურ ფაქტორად ზოგჯერ განიხილება ვულკანური ფაქტორი.
მოქმედი ვულკანების რეგიონებში, პერიოდულ ამონთხევებს თან ახლავს ატმოსფეროში
ვულკანური ფერფლის ამოტყორცნა მათი მომდევნო დალექვით ნიადაგის ზედაპირზე.
რასაკვირველია, ყველა ჩამოთვლილი ლოკალური ფაქტორი გავლენას ახდენს ნიადაგის
განვითარებაზე. შეზღუდული ტერიტორიების ფარგლებში მათ შეუძლიათ განსაზღვრონ
ნიადაგწარმოქმნის მიმართულება. მაგრამ მათი გამოყვანა ძირითადი ნიადაგწარმომქნელი
ფაქტორების ჩარჩოების გარეთ არ არის აუცილებელი. ისეთი ლოკალური ფაქტორები,
როგორიცაა ვულკანიზმი, მიწისძვრა, მიწისქვეშა წყლები და სხვ., თავისუფლად შეიძლება
განხილულ და შეფასებულ იქნეს როგორც ძირითადი ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორი:
ქანები, მაგალითად, როგორც გეოლოგიური ფაქტორი ზოგადად (მასში ვულკანიზმის და
ჰიდროგეოლოგიური პირობების ზემოქმედების ჩართვით), კლიმატი, როგორც მრავალფე-
როვანი ნიადაგური და კოსმოსური მოვლენების ერთობლიობა (მათ შორის მდინარეების
და ტბების ჰიდროლოგიური რეჟიმი) და ა.შ.

39
ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ლოკალური ფაქტორიდან, რომელიც ადრე მხოლოდ
ათვისებულ ტერიტორიებზე მოქმედებდა, გარდაიქმნა მძლავრ გლობალურ ფაქტორად. ეს
დაკავშირებულია სოფლის და სატყეო მეურნეობის საყოველთაო ქიმიზაციასთან, დიდი
ტერიტორიების მორწყვის და დაშრობის ფართო პროექტების განხორციელებასთან,
მრეწველობის და ტრანსპორტის განვითარებასთან და საერთო ტექნოგენური დატვირთვის
გაძლიერებასთან. სამეურნეო საქმიანიობის ცენტრებიდან საკმაოდ დაშორებული რაიონები,
მათ შორის ნაკრძალები, ვერ იქნებიან იზოლირებული ჰაერის მასების გლობალური და
რეგიონალური გადატანებით გამოწვეული ატმოსფეროდან მოსული ტექნოგენური ქიმიური
ნივთიერებების ზეგავლენისგან.
ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორები სპეციფიკურ გავლენას ახდენენ ნიადაგწარმოქმნაზე და
მათი ურთიერთშენაცვლება დაუშვებელია. ისინი თანაბრად მნიშვნელოვანია.
-- “ -- “ --
საქართველო გამოირჩევა ძალზე საინტერესო ნიადაგური საფარით. აქ მრავალი ნიადაგი
გვხვდება, რაც აიხსნება იმით, რომ ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების კომბინაციები
ხშირად იცვლება. ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების მრავალფეროვნების გამო, საქართველო
უნიკალურ რეგიონს წარმოადგენს, სადაც ნიადაგური საფარის ფართო სპექტრია (შეიძლება
ითქვას – დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა ძირითადი გენეტიკური ტიპი).
საქართველოს მცირე ტერიტორიაზე ვხვდებით ნიადაგებს, დაწყებული დასავლეთის ნოტიო
სუბტროპიკების ჭაობიანი ნიადაგიდან – აღმოსავლეთის არიდული და სემიარიდული
ნახევარუდაბნოს ნიადაგებით დამთავრებული; სიმაღლებრივად, საქართველო ვრცელდება –
ზღვის დონიდან, მაღალ მთებამდე – მარადიული თოვლის ზონებამდე.

40
რატომ ასეთი მრავალფეროვნება? საქართველოში რთული გეოლოგიური აგებულება და
ქვეფენილი ქანების სიჭრელე, რელიეფის არაერთგვაროვნა, კონტრასტული კლიმატური
პირობები, მცენარეული საფარის სპეციფიკურობა და ბიომრავალფეროვნება – კომპლექსურად
განაპირობებენ საქართველოს ნიადაგური საფარის მოზაიკურობასა და თავისებურ გეოგ-
რაფიულ განაწილებას. ამიტომ, შემთხევითი არ არის, რომ საქართველო ცნობილია როგორც
„ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი ღია ცის ქვეშ“
უფრო მეტიც, გეოგრაფიულ მეცნიერებაში სწავლება ნიადაგური და ზოგადად გეოგრაფიული
ზონალობის შესახებ სწორედ საქართველოს მაგალითზე, ამიერკავკასიის ნიადაგების
შესწავლის შედეგადაა ჩამოყალიბებული.
საქართველოში ნიადაგური საფარის მრავალფეროვნება განსაკუთრებით შესამჩნევია ბარში
და ვაკე რელიეფის მქონე პირობებში, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ
ნიადაგურ ოლქებშია მოქცეული (დას., აღმ., სამხრ.), შესაბამისი ქვეოლქებით, ზონებით,
რაიონებით. მთებში კი ეს განსხვავება ნაკლებად ვლინდება, რადგან იქ ვერტიკალურ
ზონალობას – სიმაღლებრივ სარტყლურობას ექვემდებარება და შესაბამისად, მოიცავს მთა-
ტყეთა და მთა-მდელოს ზონებში გავრცელებული ნიადაგების გენეტიკურ ტიპებს.

41
ნიადაგის მორფოლოგია

ნიადაგი განსხვავდება ნიადაგწარმომქმნელი ქანისაგან არა მარტო სიფხვიერითა და ნაყოფი-


ერებით, არამედ მორფოლოგიური ნიშნებითაც. მაგრამ მორფოლოგიურად არა მარტო
ნიადაგი და ქანი, არამედ ნიადაგებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მორფოლოგიური
ნიშნებით შეიძლება ვისმჯელოთ ნიადაგწარმოქმნის პროცესის მიმარულებასა და გამოხატუ-
ლების ხარისხზე.
ნიადაგწარმოქმნის პროცესის შედეგად ნიადაგი იყოფა გენეტიკურ ჰორიზონტებად.
ნიადაგური ჰორიზონტი — ნიადაგწარმოქმნელი პროცესების შედეგად ფორმირებული და
ნიადაგური პროფილის შემადგენელი სპეციფიკური ფენები, რომლებიც ერთმანეთისაგან
განსხვავდებიან მორფოლოგიური ნიშნებით, შედგენილობითა და თვისებებით.
ნიადაგური პროფილი —გენეტიკურად დაკავშირებული და კანონზომიერად მონაცვლე
ჰორიზონტების ერთობლიობა, რომელიც დანაწევრებულია ნიადაგწარმოქმნის პროცესის
ზეგავლენით საწყისი ქანის დიფერენციაციის შედეგად.
ნიადაგური საფარი — ნიადაგების ერთობლიობა, რომელიც დედამიწის ზედაპირს ფარავს.
ზოგჯერ ნიადაგები ფორმირდება საწყისად არაერთგვაროვან ვერტიალურად ან სამწევრიან
ქანებზე, რაც თავის კვალს ტოვებს ნიადაგწარმომნასა და ჰორიზონტების თანაწყობაზე.
ნიადაგის ძირითად მორფოლოგიურ ნიშნებს მიეკუთვნება: პროფილის შ ე ნ ე ბ ა (ჰორი-
ზონტების წყობა); ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე (ნიადაგის და ჰორიზონტების სისქე); შ ე ფ ე რ ი ლ ო ბ ა ;
მ ე ქ ა ნ ი კ უ რ ი შ ე დ გ ე ნ ი ლ ო ბ ა ; ა გ ე ბ უ ლ ე ბ ა (სიმკვრივე, ფორიანობა); ს ტ რ უ ქ ტ უ რ ა ;
ა ხ ა ლ ქ მ ნ ი ლ ე ბ ი ; ჩ ა ნ ა რ თ ე ბ ი ; ნიადაგის ხ ი რ ხ ა ტ ი და სხვ.

42
Seneba
ნიადაგური პროფილის შ ე ნ ე ბ ა წარმოადგენს მის გარეგნულ იერს, ჰორიზონტების
მონაცვლეობას ვერტიკალური მიმართულებით. ყოველი ნიადაგური ტიპისა და ქვეტიპი-
სათვის დამახასიათებელია პროფილის განსხვავებული წყობა.
ნიადაგურ პროფილში წარმოდგენილი
ცალკეული გენეტიკური ჰორიზონტები
ხშირად იყოფა ქვეჰორიზონტებად.
თითოეულ ჰორიზონტს თავისი სახელი
და პირობითი ინდექსი გააჩნია.
მაგალითად: აკუმულაციური ჰორიზონტი
(A); ელუვიური (B), ილუვიური (C),
დედაქანი (D) და ა.შ. მორფოლოგიურად,
ნიადაგური პროფილის შენების ზოგადი
სქემა პირობითად შეიძლება
შემდეგნაირად აისახოს: A – B – C – D.
უფრო ზუსტი დახასიათებისათვის ხშირად
გამოიყენება დამატებითი ციფრული
ინდექსები, მაგ.: A 0 , A 1 , A 2 , B 1 , B 2 , B 3 ,
C 1 , C 2 და ა.შ. გამოიყენება ასევე დამატებითი ასოების ინდექსებიც. მაგ.: f – გარკინიანება /
Fe – რკინიანობა; g – გალებება / G - ლებიანობა; Ca – გაკარბონატება, t – ტორფიანობა და ა.შ.
მაგ.: B f ან B g ან C C a და ა.შ. გამოიყოფა ასევე გარდამავალი ჰორიზონტები – A1A2 ან AB ან BC
და ა.შ. ყოველ ნიადაგურ ტიპს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ჰორიზონტების
კომბინაცია, მაგ.: AB-B1-B2-C ან A1-A2-BC-C და ა.შ.
აკუმულაციური (ორგანოგენური) ჰორიზონტი A – პროფილის ზედა ორგანული ნივთიე-
რების შემცველი ჰორიზონტია, რომელიც ბიომასის ხარჯზე ფორმირდება. ხასიათის
მიხედვით მასში გამოიყოფა: A0 (ან AO) – აკუმულაციური ჰორიზონტის ზედა ნაწილი ტყის
ნიადაგების ზედაპირზე – ე.წ. მკვდარი საფარი (შეიცავს ჩამონაცვენ მცენარეულ მასალას);
At (ან T) – ტორფის შემცველი ჰორიზონტია ჭაობიან ნიადაგში; ჰუმუსოვან-აკუმულაციური
(ნეშომპალიანი), მინერალური ფენის ზედა ნაწილში (შეიცავს მცენ. და ცხოვ. ნარჩენებს და
ჰუმუსად გარდაქმნილ მასას; მუქი შეფერილობისაა); A2 – ჰუმუსოვან-ელუვიური, სადაც
შეინიშნება მინერალური ნივთიერებების დაშლა და ა.შ.
ელუვიური (გამორეცხვის) ჰორიზონტი B – წარმოიშობა მინერალური ნაწილის ინტენსი-
ური დაშლისა და ქვედა ჰორიზონტებში ნაშალი პროდუქტების ჩარეცხვის პროცესების
შედეგად, რის გამოც შედარებით ღია შეფერილობისაა. ელუვიურ ჰორიზონტს ზოგჯერ E ან
A2 ინდექსითაც აღნიშნავენ.

43
ილუვიური (ჩარეცხვის) ჰორიზონტი C – ფორმირდება ელუვიური ჰორიზონტის ქვეშ,
წარმოადგენს გარდამავალს დედაქანისკენ; შედარებით მკვრივია, თიხით გამდიდრებული;
გროვდება ელუვიურიდან გამორეცხილი პროდუქტები. განასხვავებენ სხვადასხვა სახის
ილუვიურ ჰორიზონტებს: C F e (რკინის ნივთიერების ჩარეცხვა); C h (ჰუმუსოვანი ნივთიე-
რების ჩარეცხვა); C i (წბრილი ლამის ნაწილაკების ჩარეცხვა); C s (სულფატების და ქლორი-
დების ჩარეცხვა).
გალებებული (ლებიანი) ჰორიზონტი G – წარმოიშობა ჰიდრომორფულ ნიადაგებში,
ხანგრძლივი ან მუდმივი ჭაბტენიანობისას და თავისუფალი ჟანგბადის უკმარისობისას
ნიადაგში მიმდინარეობენ ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, რაც იწვევს Fe და Mn ჟანგების
ზეჟანგში გადასვლას დეზაგრეგირებას და ლებიანობის წარმოქმნას. გარეგნულად გალებე-
ბული ჰორიზონტი იძენს მოცისფრო-მონაცრისფრო (ე.წ. მტრედისფერ) შეფერილობას. თუ
გალებების ნიშნები სხვა ჰორიზონტებშიც აღინიშნება, მათ მიეწერება ინდექსი „g“, მაგ., Bg.
დედაქანი – ჰორიზონტი D, წარმოადგენს ნიადაგწარმოქმნელ ქანს, რომელსაც სუსტად
შეეხო ნ-წ პროცესი.
ქვეფენილი ქანი – გამოიყოფა იმ შემთხვევაში, როდესაც ნიადაგური ჰორიზონტები
წარმოიშობა ერთ ქანებზე, ქვემოდ კი სხვა თვისებების მქონე განსხვავებული ქანი ძევს.
ქვეფენილი მკვრივი ქანი R იდექსით აღინიშნება.
ცალკეული ჰორიზონტების მორფოლოგიურ-გენეტიკური ნიშნების აღწერისას, მნიშვნე-
ლოვანია ჰორიზონტებს შორის საზღვრების ფორმა და გადასვლის ხასიათი.

ჰორიზონტებს შორის საზღვრების ფორმები შეიძლება იყოს:


 სწორი – დამახასიათებელია უმეტესი ნიადაგისთვის, განსაკუთრებით პროფილის
ქვედა, ნაკლებად დიფერენცირებული ნაწილისთვის;
 ტალღოვანი – ხშირად დამახასიათებელია ტყის ნიადაგების ჰუმუსოვანი
ჰორიზონტის ძირისთვის ანდა ერთი და იმავე ჰორიზონტის ქვეჰორიზონტებს შორის
გადასვლებისათვის;
 ჯიბისებრი – დამახასიათებელია სტეპის ნიადაგების ჰუმუსოვანი ჰორიზონტების
ძირისთვის და უმეტესად აკუმულაციური ჰორიზონტების საზღვარს წარმოადგენს;
 ენისებრი – დამახასიათებელია ელუვიური ჰორიზონტების ძირისთვის, თუმცა
შეიძლება სტეპის ნიადაგების ჰუმუსოვანი ჰორიზონტების ქვედა ნაწილშიც შეგვხდეს;
 გადარეცხილი – დამახასიათებელია იმ ნიადაგებისთვის, რომლებშიც ელუვიური
პროცესები ძლიერადაა გამოხატული.
ერთი ნიადაგური ჰორიზონტის მეორეში გადასვლის ხასიათი შეიძლება იყოს:
* მკვეთრი – ერთი ჰორიზონტის ცვლა მეორეთი ხდება არა უმეტეს 2-3 სმ სიღრმეზე;
* აშკარა – გადასვლა ხდება 3-5 სმ-ის ფარგლებში;
* თანდათანობითი – ჰორიზონტებს შორის გადასვლის მანძილი 5 სმ აღემატება
(6-10 სმ საზღვრებში გამოიყოფა).
44
ნიადაგების პროფილში ჰორიზონტებს შორის საზღვარი უმეტესად ფერის მიხედვით გამო-
იყოფა. თუ ეს ნიშანი საკმარისი არ არის, იყენებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა სტრუქ-
ტურა, მექანიკური შედგენილობა, აგებულება, ახალწარმონაქმნები, ჩანართები და სხვ.
ნიადაგების პროფილში გენეტიკური ჰორიზონტების თანაფარდობის ხასიათის მიხედვით
ნიადაგური პროფილები იყოფა ორ ჯგუფად – მარტივ და რთულ. მათ შორის შეიძლება
გამოიყოს რამდენიმე ტიპი.

მარტივი პროფილების ტიპები:


 პრიმიტიული პროფილი – ასახავს ნიადაგწარმოქმნის საწყისს სტადიას; ნიადაგის
სიმძლავრე მხოლოდ რამდენიმე სმ-ით შემოიფარგლება;
 არასრულად განვითარებული პროფილი – წარმოდგენილია გენეტიკური
ჰორიზონტების სრული წყობით, მაგრამ მათი მცირე სიმძლავრით;
 ნორმალური პროფილი – დამახასიათებელია გენეტიკური ჰორიზონტების სრული
წყობა ზომიერი სიმძლავრით;
 სუსტად დიფერენცირებული პროფილი – დამახასიათებელია გამოფიტვის მიმართ
გამძლე ნიადაგწარმომქმნელ ქანებზე ფორმირებული ნიადაგისთვის; პროფილში
გენეტიკური ჰორიზონტების გამოყოფა გაძნელებულია.
 ეროზირებული პროფილი – დამახასიათებელია წყლისმიერი და ქარისმიერი
ეროზიის ან მოხვნის შედეგად სხვადასხვა ხარისხით დაზიანებული
ნიადაგებისთვის.
რთული პროფილების ტიპები:
 რელიქტური – თანამედროვე ნიადაგის ქვეშ დამარხულია ძველი ნიადაგის მთლიანი
პროფილი ან ცალკეული ჰორიზონტები;
 მრავალწევრიანი – ფორმირდება მრავალწევრიან ნიადაგწარმომქმნელ ქანებზე;
 პოლიციკლური – ფორმირდება ნიადაგწარმომქმნელი მასალის პერიოდულად
დალექვის პირობებში;
 ანთროპოგენურ-დიფერენცირებული (ხელოვნური) –ადამიანის მიერ შექმნილი
(რეკულტივაცია, პლანტაჟი და სხვ.).

ნივთიერებების განაწილების ხასიათის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი ტიპის ნიადაგური


პროფილები:
 აკუმულაციური – პროფილში მაქსიმალური რაოდენობით გროვდება ჰუმუსოვანი
ნივთიერებები;
 ელუვიური – პროფილში ნივთიერებები იშლება და გამოიტანება პროფილის გარეთ;
 ელუვიურ-ილუვიური – ელუვიურ ჰორიზონტში ნივთიერებების დაშლის
პროდუქტები გამოიტანება და გროვდება ილუვიურ ჰორიზონტში;
 არადიფერენცირებული – ნიადაგის მთლიან პროფილში ნივთიერებების თანაბარი
განაწილება ახასიათებს.
45
simZlavre

ნიადაგისა და მისი ცალკეული ჰორიზონტების ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე არის ნიადაგის საერთო


სისქე მისი ზედაპირიდან სიღრმეში დედაქანამდე, რომელზეც სუსტადაა შეხებული
ნიადაგწარმოქმნა. იზომება სანტიმეტრებში. სხვადასხვა ნიადაგს განსხვავებული სიმძლა-
ვრის პროფილი და ჰორიზონტები გააჩნია.

ჰორიზონტის სიმძლავრე აღინიშნება 1 სმ სიზუსტით;


ამასთანავე მიეთითება მისი ზედა და ქვედა საზღვარი
(მრიცხველში) და მისი სისქე (მნიშვნელში), მაგ., თუ
კონკრეტული გენეტიკური ჰორიზონტი იწყება 7 სმ
სიღმიდან (ზედა საზღვარი), ხოლო სრულდება 20 სმ
სიღმეზე (ქვედა საზღვარი), მისი საერთო სიმძლავრე (13
სმ) შემდეგნაირად გამოიხატება:

7 – 20 20 – 38
A1 = _________ სმ; ან A2 = _________ სმ და ა.შ.
13 18

სიმძლავრის მიხედვით მიღებულია ნიადაგური პრო-


ფილების შემდეგი გრადაციები:

 მცირე სიმძლავრის პროფილი (<50 სმ);


 საშუალო სიმძლავრის პროფილი (50-100 სმ);
 მძლავრი (100-150 სმ);
 ზემძლავრი (>150 სმ).

46
Seferiloba

ფერი – ნიადაგის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი და ყველაზე თვალშისაცემი მორფოლოგიური


ნიშანია. ამის გამო ფერი ხშირად ნიადაგების დასახელებებშიც ფიგურირებს (მაგ. შავმიწა,
წითელმიწა, ყვითელმიწა, ყავისფერი, რუხი-ყავისფერი და ა.შ.). ნიადაგის ფერი გულის-
ხმობს არა მხოლოდ შეფერილობას, არამედ ფერების განაწილების ხასიათსაც ნიადაგური
პროფილის ან ცალკეული ჰორიზონტის შიგნით. ნიადაგის ფერი საკმაოდ მრავალგვარია
და განპირობებულია ქიმიური შედგენილობით და ფიზიკური მდგომარეობით. ქიმიურ
შედგენილობაში იგულისხმება: ჰუმუსის, რკინის და მანგანუმის ნაერთების, რკინის
ქვეჟანგების, კარბონატების, ალუმინის ჰოდროქსიდის, კაჟმიწას, ნახშირმჟავას, ძნელად
ხსნადი მარილების და სხვ. გავლენა (მაგ. ნიადაგის მუქი შეფერილობა ჰუმუსის სიჭარბის
მაჩვენებელია; მოთეთრო – კაჟმიწის; მოწითალო, ნარინჯისფერი – რკინის შენაერთების და
ა.შ). ფიზიკურ მდგომარეობაში იგულისხმება – განათება, ტენიანობა, დისპერსიულობა და
სხვ. მაგ., ნიადაგის ფერზე მოქმედებს წყალი – ტენიანი ნიადაგი ჩვეულებრივ უფრო მუქია,
ვიდრე მშრალი. მოქმედებს ასევე ნიადაგის სტრუქტურული მდგომარეობა – მარცვლოვანი
და კოშტოვანი ნიადაგი უფრო მუქი ჩანს, ვიდრე უსტრუქურო. აღინიშნება ფერის
ხარისხიც – მუქი რუხი, ბაცი ყავისფერი და სხვ.; გარდამავალი ფერები – მოწითალო-
წაბლა, მონაცრისფრო-რუხი და სხვ.

ნიადაგების ფერის დასადგენად გამოიყენება “მანსელის ფერთა სკალა”.

ამ სკალაში მოცემულია ფერთა დიაგრამები და ის მოიცავს სხვადასხვა განსხვავებულ


სტანდარტულ ფერთა ნიმუშს. ისინი აღნიშნულია შესაბამისი სიმბოლიკით და მოთავსე-
ბულია ცალკეულ ფურცლებზე. “მანსელის სკალაში” მიღებულია ფერთა შემდეგი განზო-
მილებები: ელფერი (ფერის კავშირი სხავადასხვა ფერებთან – წითელთან, ყვითელთან,
მწვანესთან, ლურჯთან), სიდიდე (გაბაცება ან სიღიავე) და ინტენსივობა (სიმძლავრე).

“მანსელის ფერთა სკალაზე” ელფერი აღნიშ-


ნულია ფურცლის მარჯვენა ზედა კუთხეში;
ვერტიკალურად იცვლება ფერის სიდიდე,
ჰორიზონტალურად – ფერის ინტენსივობა.
ნიადაგის ნიმუშთან მისადაგებით აღინიშნება
მისი ფერის ინდექსი (მაგ. 10YR, 5/6).
“მანსელის ფერთა სკალაზე” საკმაოდ ზუსტად
აისახება ნიადაგის ნიმუშების ფერის მრავალ-
ფეროვნება.

47
meqanikuri Sedgeniloba

ნიადაგის მყარი ფაზა შედგება სხვადასხვა ზომის ნაწილაკებისაგან, რასაც მ ე ქ ა ნ ი კ უ რ ი


ე ლ ე მ ე ნ ტ ე ბ ი ეწოდება. განასხვავებენ მინერალურ, ორგანულ და ორგანულ-მინერალურ
ნაწილაკებს. ზომების მიხედვით ნაწილაკები ჯგუფდებიან ფ რ ა ქ ც ი ე ბ ა დ . ნაწილაკების
დაჯგუფებას ფრაქციებად ეწოდება მ ე ქ ა ნ ი კ უ რ ი ე ლ ე მ ე ნ ტ ე ბ ი ს კ ლ ა ს ი ფ ი კ ა ც ი ა .

გამოიყოფა შემდეგი ზომის ფრაქციები :


1. ქვები .................................................................. >3 მმ
2. ღორღი .........................................,...................... 3-1 მმ
3. ქვიშა ........................................................... 1-0.05 მმ
მსხვილი ............................................................... 1-0.5 მმ ფიზ. ქვიშა
საშუალო ............................................................... 0.5-0.25 მმ >0.01 მმ
წვრილი ................................................................. 0.25-0.05 მმ
4. მტვერი ......................................................... 0.05-0.001 მმ
მსხვილი ............................................................... 0.5-0.01 მმ
საშუალო ............................................................... 0.01-0.005 მმ
წვრილი ................................................................. 0.005-0.001 მმ
ფიზ. თიხა
5. ლამი .............................................................. <0.001 მმ <0.01 მმ
უხეში .................................................................... 0.001-0.0005 მმ
წვრილი ................................................................. 0.0005-0.0001 მმ
6. კოლოიდები ......................................................... <0.0001 მმ

---„“---„“---
ფიზ. თიხა
<0.01 მმ ფიზიკური თიხა.............................................. <0.01 მმ

ფიზ. ქვიშა ფიზიკური ქვიშა.............................................. >0.01 მმ


>0.01 მმ

1 მმ-ზე მეტი ზომის ნაწილაკებს - ხირხატი ეწოდება;


1 მმ-ზე ნაკლები ზომის ნაწილაკებს კი - წვრილმიწა.

ხირხატი წვრილმიწა
> 1 მმ < 1 მმ

48
ფრაქციები ხასიათდებიან სხვადასხვა მინერალოგიური და ქიმიური შედგენილობით.
ქვები (>3 მმ) წარმოდგენილია ძირითადად ქანის ნატეხებით. ქვიშიანობა უარყოფითი
თვისებაა ნიადაგისათვის.
ღორღი (3-1 მმ) შედგება პირველადი მინერალების ნატეხებისაგან. ნიადაგს არახელ-
საყრელ თვისებას ანიჭებს. ხასიათდება დაბალი ტენტევადობით - ატარებს ტენს.
ქვიშის ფრაქცია (1-0.05 მმ) შედგება პირველადი მინერალების ნატეხებისაგან, ძირითადად
კვარცისა და მინდვრის შპატებისაგან. ამ ფრაქციას გააჩნია მაღალი წყალგამტარობა, არ
იჯირჯვება, არაა პლასტიკური. ღორღისაგან განსხვავებით გააჩნია მეტი ტენტევადობა და
კაპილარობა. იყოფა მსხვილ (1-0.5 მმ), საშუალო (0.5-0.25 მმ) და წვრილ (0.25-0.05 მმ) ქვიშად.
მტვერი (0.05-0.001 მმ) იყოფა მსხვილი, საშუალო და წვრილი მტვრის ნაწილაკებად.
მსხვილი მტვრის (0.5-0.01 მმ) ფრაქცია მინერალოგიური შედგენილობით თითქმის არ
განსხვავდება ქვიშის ფრაქციისაგან და მისი მსგავსი ფიზიკური თვისებები ახასიათებს.
საშუალო მტვრის (0.01-0.005 მმ) ფრაქცია ხასიათდება ქარსების მეტი რაოდენობით, რაც
მატებს პლასტიკურობას. უფრო დისპერსულია და ამიტომ მეტად აკავებს ტენს, მაგრამ
სუსტი წყალგამტარობა გააჩნია, არ მონაწილეობს სტრუქტურწარმოქმნაში. წვრილი
მტვრის (0.005-0.001 მმ) ფრაქცია შედარებით მაღალდისპერსულია. შედგება პირველადი
და მეორადი მინერალებისაგან, ამიტომ სტრუქტურწარმოქმნის უნარი გააჩნია, შეიცავს
ჰუმუსოვან ნივთიერებებს. მისი სიჭარბე კი იწვევს არაგრეგირებას, დაბალ წყალგამ-
ტარობას, მაღალ გაჯირჯვებას, წებოვნებას, დაბზარვას, მკვრივ აგებულებას.
ლამი (<0.05-0.001 მმ), ანუ ლექის ფრაქცია შედგება მაღალდისპერსული მეორადი მინერა-
ლებისგან. პირველადი მინერაკებიდან გვხვდება კვარცი, ორთოკლაზი, მუსკოვიტი. მას
დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ნაყოფიერების შექმნაში. დიდი როლი აქვს მიმდინარე
ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებში. მაღალი შთანთქმის უნარი გააჩნია, შეიცავს ბევრ ჰუმუსს.
სტრუქტურწამოქმნაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ლამის ფრაქციით გამდიდრებულ
ნიადაგებს შესწევთ უნარი მექანკური ელემენტების აგრეგატებად კოაგულირებისა და
წებოვნებისა. დისპერსულ ლამის ფრაქცაიას არახელსაყრელი ფიზიკური თვისებები გააჩნია.
მექანიკური ფრაქციები ორ დიდ ჯგუფადაა გაყოფილი: ფიზიკური ქვიშა (>0.01 მმ) და
ფიზიკური თიხა (<0.01 მმ), და გაანიათ შესაბამისად ქვიშისა და თიხის თვისებები.
ნიადაგში მექანიკური ელემენტების შემცველობას ეწოდება გრანულომეტრიული , ანუ
მექანიკური შედგენილობა.
ფრაქციების თვისებების მიხედვით, შემცველ ნიადაგებსაც შესაბამისად განსხვავებული
თვისებები გააჩნიათ.
მექანიკური შედგენილობის მიხედვით ნაიადაგების მრავალფეოვნება შეიძლება გაერთი-
ანდეს რამდენიმე ჯგუფად. ამ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ფიზიკური თიხისა და
ფიზიკური ქვიშის შეფარდება (ცხრილი).

49
ფიზიკური თიხა ფიზიკური თიხა
(<0.01 მმ), % (<0.01 მმ), %
დასახელება

ველის ნიადაგები

ველის ნიადაგები
ტყის ნიადაგები

ტყის ნიადაგები
ბიცი ნიადაგები

ბიცი ნიადაგები
მექანიკური
შედგენილობის
მიხედვით

ქვიშა
ფხვიერი ქვიშა 0-5 0-5 0-5 100-95 100-95 100-95
ბმული ქვიშა 5-10 5-10 5-10 95-90 95-90 95-90
ქვიშნარი 10-20 10-20 10-15 90-80 90-80 90-85
თიხნარი
მსუბუქი თიხნარი 20-30 20-30 15-20 80-70 80-70 85-80
საშუალო თიხნარი 30-40 30-45 20-30 70-60 70-55 80-70
მძიმე თიხნარი 40-50 45-60 30-40 60-50 55-40 70-60
თიხა
მსუბუქი თიხა 50-65 60-75 40-50 50-35 40-25 60-50
საშუალო თიხა 65-80 75-85 50-65 30-20 25-15 50-35
მძიმე თიხა >80 >85 >65 <20 <15 <35

ნიადაგის ქვიანობის ხარისხი


>3 მმ ფრაქციის
ქვიანობის ხარისხი
შემცველობა (%)
<0.5 არაქვიანი
0.5–5.0 სუსტად ქვიანი
~
5–10 საშუალოდ ქვიანი
>10 ძლიერ ქვიანი
კაჩინსკის კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ასევე ჭარბი ფრაქციის დამატებითი გათვა-
ლიწინება: ღორღიანი (3-1 მმ); ქვიშიანი (1-0.05); მსხვილ-მტვრიანი (0.05-0.01 მმ); მტვრიანი
(0.01-0.001 მმ) და ლამიანი (<0.001 მმ). დამატებით დასახელებაში აღინიშნება ჭარბად
წარმოდგენილი ფრაქციები. მაგ., მსუბუქი თიხნარი (ძირითადი) მსხვილმტვრიან-ქვიშიანი
(დამატებითი).
ნიადაგის მექანიკური შედგენილობა წარმოადგენს ნიადაგწარმოქმნელი ქანისგან შთენილ
შედარებით მდგრად თვისებას. მექანიკური შედგგენილობა დიდ გავლენას ახდენს ნიადაგ-
წარმოქმნაზე და სასოფლო-სამეურნეო გამოყენებაზე. მასზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდე-
ბული მრავალი პროცესის ინტენსივობა, ამიტომ ერთსა და იმავე ბუნებრივ პირობებში
სხვადასხა მექანიკური შედგენილობის ქანებზე ფორმირდება განსხვავებული თვისების
ნიადაგები.
50
საველე პირობებში მ ე ქ ა ნ ი კ უ რ შ ე დ გ ე ნ ი ლ ო ბ ა ს საზღვრავენ მიახლოვებითი სიზუს-
ტით. უფრო ზუსტი მონაცემებისათვის საჭიროა ლაბორატორიული ანალიზის გამოყენება.

საველე კვლევების დროს მექანიკური შედგენილობის დასადგენად ნიადაგის ნიმუშს


წყლით ასველებენ, თითებით სრესენ, ხელისგულზე ათავსებენ და ამრგვალებენ. საველე
მდგომარეობაში მექანიკური შედგენილობა განისაზრვრება როგორც ნესტიან, ასევე მშრალ
მდგომარეობაში. ამისათვის გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

 ქვიშა – ნიადაგი უსტრუქტუროა და მშრალ მდგომარეობაში ადვილად იშლება.


შედგება ცალკეული მარცვლებისგან, რომელთა გარჩევა შესაძლებელია შეუიარაღებელი
თვალით. ზოგჯერ მცირე რაოდენობით შერეულია უფრო წვრილი ნაწილაკები. ნესტიან
მდგომარეობაში არ სორსლდება და არაპლასტიკურია;

 ქვიშნარი – ნიადაგი ბნევადია და მშრალ მდგომარეობაში თითებს შორის ადვილად


იფშვნება, შედგება მსხვილი მარცვლებისგან. ხელის შეხებით იგრძნობა ქვიშიანი ნაწილა-
კების სიჭარბე, უფრო წვრილი ნაწილაკები მცირე რაოდენობითაა. ნესტიან მდგომარე-
ობაში არ არის პლასტიკური და არ სორსლდება;

 მსუბუქი თიხნარი – ნიადაგი მშრალ მდგომარეობაში თითებს შორის გასრესვით


იძლევა წვრილ ფხვნილს, რომელშიც ხელის შეხებით შეიგრძნობა ქვიშიანი მარცვლები.
ნესტიან მდგომარეობაში სუსტად პლასტიკურია, ხელისგულზე დასორსლებული მასა
ადვილად წყდება;

 საშუალო თიხნარი – ნიადაგი მშრალ მდგომარეობაში თითებს შორის გასრესისას


წარმოქმნის წვრილ ფხვნილს, რომელშიც ხელის შეხებით იგრძნობა მხოლოდ ცალკეული
ქვიშიანი მარცვლები. ნესტიან მდგომარეობაში ნიადაგის მასას გააჩნია სუსტი პლასტიკუ-
რობა, ხელის გულზე დასორსოლებით იძლევა მთლიან ზონარს, რომელიც მოღუნვისას
ადვილად ტყდება;

 მძიმე თიხნარი – მშრალ მდგომარეობაში ნიადაგი იშლება წვრილ ფხვნილად.


აგრეგატების დაფშვნა, უმეტესად, დანის დახმარებით ხდება და არა თითებით. წვრილ
მასაში შესაძლებელია შეგვხდეს ცალკეული ქვიშიანი მარცვლები. ნესტიან მდგომარეობაში
პლასტიკურია, ხელისგულზე დასორსლებით იძლევა სწორ (გლუვ) ზონარს, მაგრამ მოღუ-
ნვისას იბზარება;

 თიხა – მშრალ მდგომარეობაში ნიადაგი ძალიან მკვრივია და აგრეგატები ძნელად


იშლება დანით წვრილ, ერთგვაროვან ფხვნილად. გასრესვის დროს თითებს შორის მარცვ-
ლები არ შეიგრძნობა. ნესტიან მდგომარეობაში ნიადაგი ბნევადია და გააჩნია პლასტიკუ-
რობის მაღალი უნარი. ხელისგულზე კარგად სორსლდება, იძლევა სწორ და გრძელ
ზონარს, რომელიც ადვილად იღუნება და არ იბზარება.

51
agebuleba

ა გ ე ბ უ ლ ე ბ ა გულისმობს ნიადაგის ფორიანობისა და სიმკრივის გარეგნულ


გამოხატულებას.
ფ ო რ ი ა ნ ო ბ ა ნიშნავს ნიადაგის შემადგენელ ნაწილაკებსა და სტრუქტურულ აგრეგატებს
შორის არსებულ სიცარიელეთა (ფორების) ერთობლიობას, მათ სახეს და კონფიგურაციას.
ფორიანობა დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შედგენილობასა და სტრუქტურაზე.
ფორიანობის ძირითადი ტიპებია: ი ნ ტ რ ა ა გ რ ე გ ა ტ უ ლ ი (აგრეგატშიდა); ი ნ ტ ე რ ა გ რ ე გ ა -
ტ უ ლ ი (აგრეგატშორისი); ტ რ ა ნ ს ა გ რ ე გ ა ტ უ ლ ი (არააგრეგატული). შესაბამისად, წვრილი
ფორები – აგრეგატების შიგნითაა განთავსებული, მსხვილი – აგრეგატების გარეთ.
ფ ო რ მ ი ს მიხედვით გამოირჩევა: მომრგვალო და მოგრძო ფორები.
ზ ო მ ი ს მიხედვით გამოირჩევა: მსხვილი / უხეში (200 მკმ–0.2 მმ), საშუალო (20–200 მკმ);
წვრილი (2–20 მკმ), ძალიან წვრილი (<2 მკმ).
ზოგიერთ ლიტერატურაში ზომების/დიამეტრის მიხედ-
ვით ფორების განსხვავებული გრადაციებიც არსებობს:
 მიკროფორები <0,075 მმ;
 ძალიან წვრილი 0,075–1 მმ;
 წვრილი 1–2 მმ;
 საშუალო 2–5 მმ;
 მსხვილი >5 მმ.
ფორების რ ა ო დ ე ნ ო ბ ა ნიადაგში ხასიათდება მათი
რიცხვით 1 დმ2 ფართობზე გათვლით:
 ცოტა 1–50;
 საშუალო 51–500;
 ბევრი >500.
ფორიანობა უფრო შესამჩნევია მშრალ ნიადაგში, ვიდრე ტენიანში. ფორიანობის მიხედვით
ნიადაგებს შორის განარჩევენ: წვრილფორიანს, ფორიანს, ღრუბლისებურს, დაჩვრეტილს,
უჯრედოვანს, მილისებრს და სხვ.
სტრუქტურულ ერთეულებში ფორების სიდიდისა და განლაგების მიხედვით არჩევენ
ა გ ე ბ უ ლ ე ბ ი ს შემდეგ ტ ი პ ე ბ ს :

 წვრილფორიანი – ნიადაგი გაჯერებულია <1 მმ დიამეტრის ფორებით;


 ფორიანი – ფორების დიამეტრი მერყეობს 1-3 მმ ფრგლებში;
 ღრუბლისებრი – ნიადაგში გვხვდება 3-5 მმ ზომის სიცარიელები;
 ხვრელისებრი – ნიადაგში გვხვდება 5-10 მმ ზომის სიცარიელეები;
 დანაპრალებული – ბზარისებური სიცარიელეების ზომა აღემატება 10 მმ;
 მილისებრი – სიცარიელეები არხების სახითაა.
52
ს ი მ კ ვ რ ი ვ ე ისევე როგორც ფორიანობა დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შედგენი-
ლობასა და სტრუქტურაზე. რაც უფრო მძიმეა ნიადაგის მექანიკური შედგენილობა, ანუ,
რაც უფრო მეტია მასში უწვრილესი ნაწილაკების (თიხა, ლამი, კოლოიდები) შემცველობა,
მით უფრო მეტია ნიადაგის მასის შეჭიდულობა და უფრო მკვრივია ნიადაგი. ამიტომ მეტი
სიმკვრივე ახასიათებს თიხა ნიადაგებს, უმცირესი სიმკვრივე – ქვიშიანს. ნიადაგის
სიმკრვრივეს ზრდის მასში ხირხატის დიდი შემცველობაც.
ნიადაგების აგებულებაში სიმკრივის მხვრივ არჩევენ: ძალიან მკვრივ, მკვრივ, მომკვრივო,
ფხვიერ და ფშვნად ნიადაგებს. მშრალ მდგომარეობაში ნიადაგებს მეტი სიმკვრივე
ახასიათებს; ტენიან მდგომარეობაში კი მკვრივი ნიადაგი წებოვანია. წებოვნება მით უფრო
მეტია, რაც უფრიო მძიმეა (თიხიანია) ნიადაგი, რაც გნაპირობებულია მასში უწვრილესი
ნაწილაკების (ლამი/ლექი, კოლოიდები) მეტი შემცველობის გამო.

ველზე ნიადაგის სიმკვრივის კატეგორიის დადგენის კრიტერიუმები:


ძალიან მკვრივი – თითქმის შეუძლებელია ბარით ორმოს
ამოღება; საჭირო ხდება ლომის ან წერაქვის გამოყენება;
მკვრივი – ორმოს ამოსაღებად საჭიროა მნიშვნელოვანი
ძალის გამოყენება. დამახასიათებელია თიხნარი ან თიხა
ნიადაგების ილუვიური ჰორიზონტებისათვის;
ფხვიერი – ორმო ადვილად ამოიღება; ბარიდან გადმოგდე-
ბული ნიადაგი ადვილად იშლება წვრილ ერთეულებად;
შეიმჩნევა თიხნარ და თიხა ნიადაგებში კარგად გამოხა-
ტული კოშტოვან-მარცვლოვანი სტრუქტურით. ასეთი შენება დამახასიათებელია აგრეთვე
სახნავი ფენებისათვის დამუშავების შემდეგ;
ბნევადი – დამახასიათებელია ქვიშა და ქვიშნარი ნიადაგების სახნავი ჰორიზონტებისათვის.

ერთი და იგივე ნიადაგის სხვადასხვა ფენაში ფორიანობა და სიმკვრივე განსხვავებულია.


ზედა ჰუმუსიანი სტრუქტურული ფენები უფრო ფხვიერია, ქვედა ფენები – უფრო მკვრივი.

53
struqtura

ს ტ რ უ ქ ტ უ რ ა ნიადაგის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სტრუქტურა არის ნიადაგში


სხვადასხვა სიდიდის, სიმკვრივისა და ფორმის ერთეულების ერთობლიობა. დაუშლელ
მდგომარეობაში მყოფი ნიადაგის დიდი ნიმუში 1 მეტრის სიმაღლიდან დაგდებისას მიწის
ზედაპირზე შეიძლება დაიშალოს სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ნაწილებად,
სტრუქტურულ ერთეულებად — აგრეგატებად (კოშტები, მარცვლები, სვეტები, პრიზმები).
ბუნებრივ მდგომარეობაში ნიადაგს ახასიათებს სტრუქტურიანობა, ანუ უნარი დაიშალოს
სხვადასხვა ფორმისა და ზომის აგრეგატებად. სტრუქტურა — ნიადაგის მყარი ფაზისა და
ფოროვანი სივრცის ფიზიკური აგებულებაა. ესაა ცალკეული ერთეულების ერთობლიობა,
რომელიც შედგება ჰუმუსითა და ლამის ნაწილაკებით შეწეპებული მექანიკური
ელემენტებისაგან, რომელ ერთეულებადაც ნიადაგს შესწევს უნარი დაიშალოს მასზე მარტივი
მექანიკური ზემოქმედებისას. ველზე ნიადაგის სტრუქტურას საზღვრავენ ნიდაგური კორძის
რამენიმეჯერადი შენჯღრევით, ასროლით, სანამ არ დაიშლება ცალკეულ ელემენტებად,
სტრუქტურულ ერთეულებად.
ნიადაგის მყარი ფაზა - ნიადაგში მყარ მდგომარეობაში მყოფი ყველა სახის ნაწილაკების
ერთობლიობაა ბუნებრივი ტენიანობისას.
ნიადაგის ფოროვანი სივრცე - ნიადაგის მექანიკურ ელემენტებსა და აგრეგატებს შორის
არსებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის სივრცეა, რომელიც ამოვსებულია ჰარითა ან
წყლით.

თითოეული ნიადაგური ტიპი და თითოეული ნიდაგური ჰორიზონტი ხასიათდება


გარკვეული სტრუქტურით. სტრუქტურულობა ძირითადად დამახასიათებელია ნიადაგის
ზედა ჰორიზონტებისათვის; ქვედა ფენებში სტრუქტურა სუსტად გამოიხატება. მაგ.
ჰუმუსოვანი ჰორიზონტი ხასიათდება მარცვლოვანი ან კოშტოვან-მარცვლოვანი სტრუქ-
ტურით; ელუვიური - სვეტოვანი, ან პრიზმული სტრუქტურით; ილუვიური - ფიქალი-
სებური, ბელტოვანი და სხვ. თუ სტრუქტურა არაერთგვაროვანია, გამოიყენება ორმაგი
(სამმაგი) დასახელება, ამასთანავე, ბოლო სიტყვით უპირატესი აღინიშნება (მაგ. მარცვ-
ლოვან-კაკლოვანი). ნიადაგს შეიძლება სტურუქტურა სულაც არ ჰქონდეს; ასეთ ნიადაგს
უსტრუქტურო ეწოდება.
აგრეგატების ზ ო მ ი ს მიხედვით ნიადაგში გამოირჩევა: მიკრო-, მაზო- და მაკრო-
სრუქტურა:
 მიკროაგრეგატები (მიკროსტრუქტურა) – <0,25 მმ დიამეტრის მქონე აგრეგატები;
 მეზოაგრეგატები (მეზოსტრუქტურა) – 0,25-7 (10) მმ დიამეტრის ზომის აგრეგატები;
 მაკროაგრეგატები (მაკროსტრუქტურას) – >7(10) მმ დიამეტრის აგრეგატები.

54
სტრუქტურის ხარისხი ნიადაგების სტრუქტურულობის დ ო ნ ე ს გამოხატავს. ამ მხრივ
გამოიყოფა ნიადაგის ოთხი გრადაცია:
 უსტრუქტურო – ნიადაგში აგრეგაცია ანუ აგრეგატების (პედების) წარმოქმნის
პროცესი არ შეიმჩნევა;
 სუსტი სტრუქტურა – ნიადაგში ბევრია არააგრეგირებული მასალა და პედები (ანუ
აგრეგატები) ნაკლებად შესამჩნევია;
 საშუალო სტრუქტურა – ნიადაგში შეიმჩნევა სხვადასხვაგვარი, ზომიერად მტკიცე
აგრეგატები, რომლებიც იშლებიან მთლიან პედებად და მცირეა არააგრეგირებული მასალა;
 მტკიცე სტრუქტურა – ნიადაგის დაურღვეველ მდგომარეობაში ნათლად ჩანს
მტკიცე აგრეგატები; მსუბუქი ზემოქმედებით ნიადაგი არ იშლება მთლიან პედებად.

გამოირჩევა სტრუქტურის სამი ძირითადი ტიპი: კუბური – სტრუქტურული ერთეულები


თანაბრადაა განვითარებული სამი ურთიერთ პერპენდიკულარული ღერძის მიმართ;
პრიზმული – სტრუქტურული ერთეულები ძირითადად განვითარებულია ვერტიკალური
მიმართულებით; ფილისებრი – სტრუქტურული ერთეულები განვითარებულია ძირითადად
ორი ჰორიზონტალური მიმართულებით.

ნიადაგის ტიპური სტუქტურული ერთეულები :

II ტიპი (პრიზმული) :
11) სვეტოვანი,
I ტიპი (კუბური) :
12) სვეტისებრი,
1) ბელტოვანი, 13) მსხვილ-პრიზმული,
2) კოშტოვანი, 14) პრიზმული,
3) წვრილ-კოშტოვანი, 15) წვრილ-პრიზმული,
4) მტვრისებრი, 16) ფანქრისებრი.
5) მსხვილ-კაკლოვანი,
6) კაკლოვანი,
7) წვრილ-კაკლოვანი, III ტიპი (ფილისებური) :
8) მსხვილ-მარცვლოვანი, 17) ფიქალისებური,
9) მარცვლოვანი, 18) ფირფიტოვანი,
10) წვრილ-მარცვლოვანი. 19) ფურცლოვანი,
20) უხეშ-ქერცლოვანი,
21) წვრილ-ქერცლოვანი.

55
სტრუქტურული ერთეულების კლასიფიკაცია ტიპის – გვარის – სახეობის დონებზე :
 კუბური ტიპი:
 გვარი ბელტოვანი
 სახეობა მსხვილ-ბელტოვანი — გვერდი >10 სმ
 სახეობა ბელტოვანი — გვერდი 10—5 სმ
 გვარი კოშტოვანი
 სახეობა მსხვილ-კოშტოვანი — გვერდი 5—3 სმ
 სახეობა კოშტოცანი — გვერდი 3—1 см
 სახეობა წვრილ-კოშტოვანი — გვერდი 1—0,5 სმ
 გვარი მტვრისებრი
 სახეობა მტვრისებრი — გვერდი <0,5 სმ
 გვარი კაკლოვანი
 სახეობა მსხვილ-კაკლოვანი — გვერდი >10 მმ
 სახეობა კაკლოვანი — გვერდი 10—7 მმ
 სახეობა წრილ-კაკლოვანი — გვერდი 7—5 მმ
 გვარი მარცვლოვანი
 სახეობა მსხვილ-მარცვლოვანი — გვერდი 5—3 მმ
 სახეობა მარცვლოვანი (ბურღულისებური) — გვერდი 3—1 მმ
 სახეობა წვრილ-მარცვლოვანი (ფხვნილისებური) — გვერდი 1—0,5 მმ
 პრიზმული ტიპი :
 გვარი სვეტოვანი
 სახეობა მსხვილ-სვეტოვანი— დიამეტრი >5 სმ
 სახეობა სვეტოვანი — დიამეტრი 5—3 სმ
 სახეობა წვრილ-სვეტოვანი — დიამეტრი <3 სმ
 გვარი სვეტისებური
 სახეობა მსხვილ-სვეტისებური — დიამეტრი >5 სმ
 სახეობა სვეტისებური — დიამეტრი 5—3 სმ
 სახეობა წვრილ-სვეტისებური — დიამეტრი <3 სმ
 გვარი პრიზმური
 სახეობა მსხვილ-პრიზმური— დიამეტრი >5 სმ
 სახეობა პრმური— დიამეტრი 5—3 სმ
 სახეობა წვრილ-პრიზმური — დიამეტრი 3—1 სმ
 სახეობა ფანქრისებური (წვრილ-პრიზმური) — დიამეტრი <1 სმ
 ფილისებური ტიპი :
 გვარი ფილისებური
 სახეობა ფიქალისბური — სისქე >5 მმ
 სახეობა ფილისებური — სისქე 5—3 მმ
 სახეობა ფირფიტისებური — სისქე 3—1 მმ
 სახეობა ფურცლისებური — სისქე <1 მმ
 გვარი ქერცლოვანი
 სახეობა ნაჭუჭისებური — სისქე >3 მმ
 სახეობა უხეშ-ქერცლოვანი — სისქე 3—1 მმ
 სახეობა წვრილ-ქერცლოვანი -— სისქე <1 მმ
42
a x a l q m n i l e b i და C a n a r T e b i

ახალქმნილები (ახალწარმონაქმნები) წარმოადგენენ სხვადასხვა ფორმისა და ქიმიური


შედგენლობის ნივთიერებების გროვებებს, ძარღვებს, ლაქებს, მარცვლებს, კონკრეციებს,
რომლებიც წარმოიქმნება ნიადაგწარმოქმნის პროცესის (გამორეცხვის, ჩარეცხვის) შედეგად.
ისინი შეიძლება იყოს ქიმიური და ბიოლოგიური წარმოშობის. შედგენილობისა და
ფორმის მიხედვით ახალქმნილები შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
 ადვილადხსნადი მარილების (ნატრიუმის ქლორიდებისა და სულფატების) ახალქმნი-
ლები – ძირითადად მოთეთრო ლაქებისა და ძარღვების სახითაა წარმოდგენილი;
 თაბაშირის (СaCO3 • 2H2O) ახალქმნილები – მოყვითალო კრისტალებისა და მოთეთრო
ძარღვების სახით;
 კირის (CaCO3) ახალქმნილები – მოთეთრო ლაქების, ძარღვების, მარცვლებისა და
მსხვილი კონკრეციების სახით გვხვდება ნიადაგში. დამახასიათებელია არიდული და
სემიარიდული რეგიონებისათვის;
 რკინის (Fe2O3 • nH2O) და ალუმინის (Al2O3 • nH2O) ჰიდროჟანგების ახალქმნილები ––
მოწითალო, ან მოშავო (ჰუმუსის შენაერთებთან ერთად) ლაქების, მარცვლების, ან
შეცემენტებული კონკრეციების – ორთშტეინის სახით გვხვდება ნიადაგში. მათი
მიგრაცია ჟანგვა-აღდგენით პოტენციალზეა დამოკიდებული;
 ჭაობიან ადგილებში, უჰაერობის გამო, აღსანიშნავია ნიადაგში რკინის ჟანგეულის
მარილების დაგროვება, რაც იწვევს ნიადაგში მოცისფრო–მოლურჯო, ან მომწვანო (ე.წ.
მტრედისფერ) შეფერილობას. ამ ფენას ლებიანი / გალებებული ჰორიზონტი ეწოდება.

43
Fe-Mn
კონკრეციები

ჩანართებს მიეკუთვნება ნიადაგში ‘’შემთხვევით’’ მოხვედრილი ორგანული ან მინერა-


ლური წარმოშობის ნებისმიერი სხეული, რომელიც არ არის დაკავშირებული ნიადაგწარ-
მოქმნის პროცესთან და მასთან გენეტიკური კავშირი არ გააჩნია – არქეოლოგიური
ნივთები, ცხოველების ძვლები, ქანის, აგურის, შუშის ნამტვრევები, ნახშირი და სხვ. მათი
არსებობა, გარკვეულწილად ნიადაგის ასაკის მაჩვენებელიც შეიძლება გახდეს.

გამოიყოფა ჩანართების შემდეგი ჯგუფები:


 ანთროპომორფული – ანთროპოგენური ჩანართები: აგურის ნატეხები, მინის ნამსხ-
ვრევები, კერამიკის ნამტვრევები, ლითონის საგნები, ნამარხი ნაშთები და სხვ.
 ბიომორფული – მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ჩანართები: ცხოველების
ძვლები, მოლუსკების ნიჟარები, ფესვების და ღეროების ნამარხი ნაშთები.

44
მნიშვნელოვან მორფოლოგიურ დიაგნოსტიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს მცენარეთა
ფ ე ს ვ ე ბ ი ს რაოდენობა, მათი გავრცელების სიღრმე. ნიადაგის პროფილში ფესვების
განაწილების დახასიათებისათვის საჭიროა ფესვების რაოდენობისა და ზომების აღწერა.

ფესვების რ ა ო დ ე ნ ო ბ ი ს მაჩვენებლები:
 არ არის 0;
 ძალიან ცოტაა 1-20 დმ2;
 ცოტაა 20-50 დმ2;
 საშუალოა 50-200 დმ2;
 ჭარბია >200 დმ2;

ფესვების ზ ო მ ე ბ ი ს თ ვ ი ს გამოიყენება შემდეგი გრადაცია (დიამეტრი, მმ):


 ძალიან წვრილი ფესვები <0,5;
 წვრილი ფესვები 0,5-2;
 საშუალო ფესვები 2-5;
 მსხვილი ფესვები >5.

მორფოლოგიური ნიშნების სწორი ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელოვანია ნიადაგების


ტ ე ნ ი ა ნ ო ბ ი ს საველე აღწერა შემდეგი კრიტერიუმებით:
 მშრალი ნიადაგი – ხელის შეხებით ტენი ან იგრძნობა, გამოშრობისას არ
ღიავდება და წყლის დამატებით მუქდება; ქვიშიანი ნიადაგის ნიმუში თითებით
მოსრესვისას იშლება ცალკეულ მარცვლებად;
 მონესტიანო ნიადაგი – არ მტვრიანდება თითებით მოსრესვისას, ხელით
შეხებისას იგრძნობა სიგრილე, ქვიშიანი ნიადაგი იშლება მარცვლებად და არამტკიცე
აგრეგატებად; თიხნარი და თიხიანი ნიადაგები იშლება მსუბუქ კოშტებად. გამოშრობისას
უმნიშვნელოად ღიავდება, წყლის დამატებით მუქდება;
 ნესტიანი ნიადაგი – ხელის შეხებით სინესტე იგრძნობა და ნიადაგი ატენიანებს
ფილტრის ქაღალდს. გამოშრობისას მნიშვნელოვნად ღიავდება, წყლის დამატებით არ
მუქდება. ქვიშა ნიადაგი არ იშლება თავისუფლად ცალკეულ მარცვლებად, ხელში
მოსრესვით არ ინარჩუნებს მიცემულ ფორმას. მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგი
შეხებისას ხელს აცივებს და მოსრესის შემდეგ ინარჩუნებს მიცემულ ფორმას;
 ტენიანი ნიადაგი – ხელის შეხებისას იგრძნობა ტენი, მსუბუქი მექანიკური
შედგენილობის ნიადაგი მოსრესვით არ იშლება. თიხნარი და თიხა ნიადაგები თითებით
მოსრესისას იზილება და იღებს სხვადასხვა ფორმას, ეკვრის თითებს. ნიადაგი გამოშრობის
დროს ღიავდება, წყლის დამატებით არ მუქდება.
 სველი ნიადაგი – თითებით მოსრესისას ნიადაგიდან წყალი ჟონავს. წყალი
ჟონავს ნიადაგური ჭრილის კედლებზეც.

საველე ტენიანობა შეიძლება გათვალისწინებული იქნას სხვა მორფოლოგიური მაჩვენებ-


ლების დასადგენად.

45
ნიადაგის ხირხატი

ხ ი რ ხ ა ტ ი ეწოდება ქანებისა და მინერალების ყველა იმ ნატეხს, რომლებიც გვხვდება


ნიადაგში და რომელთა ზომაც 1 მმ–ს აღემატება. ხირხატის მეტი რაოდენობა ახასიათებს
მაღალმთიან მხარეებს,სადაც ჭარბობს ქანების მექანიკური გამოფიტვა და ფერდობებს,
სადაც ნაკლებია ნიადაგის განვითრება და ადგილი აქვს ნიადაგის ზედაპირული ფხვიერი
ფენის ჩამორეცხვას.

ხირხატის რაოდენობის მიხედვით განირჩევა ძლიერი, საშუალოდ და სუსტად ხირხატიანი


(ხრეშიანო, ღორღიანი) ნიადაგები.

საველე აღწერისას ხირხატის ან ქანის ფრაგმენტების რ ა ო დ ე ნ ო ბ ი ს დასადგენად გამოიყე-


ნება შემდეგი გრადაციები:

არ არის 0%
ძალიან ცოტა 0-2%
ცოტა 2-5%
საშუალო 5-15%
ბევრი 15-40%
ჭარბი 40-80%
ზეჭარბი >80%

ხირხატის ზ ო მ ა ს შემდეგი მაჩვენებლებით აღწერენ:


წვრილი ხრეში 0,2-0,6 სმ;
საშუალო ხრეში 0,6-2 სმ;
მსხვილი ხრეში 2-6 სმ;
ქვები 6-20 სმ;
კაჭრები 20-60 სმ;
დიდი კაჭრები >60 სმ.

ნიადაგის მორფოლოგიური ნიშნების დეტალური აღწერისა და შეფასებისათვის წარმატებით


გამოიყენება მიკრომორფოლოგიური / მიკროპედოლოგიური მეთოდი.

46
ნიადაგის რეაქცია
(მჟავიანობა, ტუტიანობა)

ნიადაგის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისებაა რეაქცია, რომელიც გამოიხატება pH


ერთეულში. იგი განისაზღვრება ნიადაგურ ხსნარში H + და OH – თავისუფალი იონების
შეფარდებით:
H=OH ნეიტრალური რეაქციის ხსნარში pH=7
H>OH მჟავე რეაქციის ხსნარში pH<7
H<OH ტუტე რეაქციის ხსნარში pH>7
ამგვარად, ნიადაგის რეაქცია შეიძლება იყოს: მჟავე (როდესაც pH< 7); ნეიტრალური
(როდესაც pH = 7) და ტუტე (როდესაც pH > 7).
ნიადაგებში ნიადაგური ხსნარის რეაქცია (ანუ pH-ის მაჩვენებელი წყლის გამონაწურში)
მერყეობს 3,5-დან 8-9-მდე. ყველაზე მაღალი მჟავიანობა (pH 3.5-4) ახასიათებს ჭაობიანი
ნიადაგების ტორფნარებს; მჟავე რეაქცია (pH 4-6) – ეწერ, კორდიან-ეწერ ნიადაგებს;
ნეიტრალური (pH ±7) – შავმიწებს; ტუტე (pH 8-9) – ბიცებს, განსაკუთრებით სოდოვანს.
სასოფლო-სამეურნეო მცენარეები სხვადასხვა მოთხოვნებს ავლენენ ნიადაგის რეაქციის
მიმართ. ზოგადად ყველაზე ხელსაყრელად ითვლება სუსტი მჟავე და სუსტი ტუტე რეაქცია.

ნ ი ა დ ა გ ი ს მ ჟ ა ვ ი ა ნ ო ბ ა – ნიადაგის უნარი გაამჟავოს წყალი და ნეიტრალური მარილების


ხსნარები. განასხვავებენ აქტუალურ და პოტენციურ მჟავიანობას.
- ა ქ ტ უ ა ლ უ რ ი მჟავიანობა ნიადაგური ხსნარის მჟავიანობას ეწოდება;
- პ ო ტ ე ნ ც ი უ რ ი მჟავიანობა კი დამახასიათებელია ნიადაგის მყარი ფაზისათვის.
განასხვავებენ პოტენციური მჟავიანობის ორ ფორმას: გაცვლით და ჰიდროლიზურ მჟავია-
ნობას. გაცვლითი მჟავიანობა მჟვაე ნიადაგებში ვლინდება ნიადაგის ნეიტრალური მარილის
ხსნარით (KCl) დამუშავებისას, რის შედეგადაც წარმოიქმნება AlCl 3 . ჰიდროლიზური
მჟავიანობა ვლინდება ნიადაგის ჰიდროლიზურად ტუტე მარილის ხსნარით დამუშავე-
ბისას (CH3COONa), რის შედეგადაც წარმოიქმნება ძმარმჟავა. ჰიდროლიზური მჟავიანობა
შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ნიადაგის მჟავიანობის ჯამური რაოდენობა, რომელიც
შედგება აქტუალური და პოტენციური მჟავიანობისაგან.
გაცვლითი მჟავიანობა (გმ) გამოისახება H+ და Al3+ მგ.ექვ.-ში, ან მარილის გამონაწურში pH
სიდიდით. pHKCl სიდიდით განასხვავებენ მჟავე რეაქციის შემდეგ გრადაციებს: ძლიერ
მჟავე – pH<4.5; მჟავე – pH 4.6-5.0; სუსტი მჟავე – pH 5.1-5.5; ნეიტრალურთან ახლო – pH 5.6-6.0.
ჰიდროლიზური მჟვიანობა (ჰმ) გამოიხატება H+ მგ.ექვ.-ში/100 გრ. ნიადაგზე და აღინიშნება
სიმბოლოთი H.

47
შთანთქავ კომპლექსში შთანთქმული H+-ისა და Al3+-ის წილი განსაზღვრავს ნიადაგის
ფუძეებით მაძღრობის ხარისხს. ნიადაგის ფუძეებით მაძღრობის ხარისხი – ესაა შთანთ-
ქმული ფუძეების რაოდენობა (S), გამოხატული %-ში შთანთქმის ტევადობიდან (E):

S S
V= · 100 ან V= · 100
E S + Hჰმ

ნიადაგის მჟავიანობა ნიადაგის უარყოფითი თვისებაა, რადგან იგი სპობს კულტურული


მცენარეების განვითარებას, აძლიერებს მინერალების დაშლას (გაეწრებას). გარდა ამისა,
ალუმინის კათიონები ხსნარში ტოკსიკურია მცენარისათვის. მჟავიანობის თავიდან
ასაცილებლად ახდენენ ნიადაგის მოკირიანებას, გოგირდის შეტანას.

ნ ი ა დ ა გ ი ს ტ უ ტ ი ა ნ ო ბ ა . განასხვავებენ აქტუალურ და პოტენციურ ტუტიანობას.


აქტუალური ტუტიანობა განპირობებულია ნიადაგურ ხსნარში ჰიდროლიზურად ტუტე
მარილების არსებობით. პოტენციური ტუტიანობა განპირობებულია ნიადაგში შთანთ-
ქმული Na-ის არსებობით. განასხვავებენ ნიადაგის ტუტიანობის შემდეგ გრადაციებს:
pH 7.2-7.5 – სუსტი ტუტე; pH 7.6-8.5 – ტუტე; pH >8.5 – ძლიერ ტუტე.
ტუტიანობაც ძალზე არახელსაყრელი თვისებაა ნიადაგისათვის, აფერხებს მცენარის განვი-
თარებას, აუარესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს. ტუტიანობის თვიდან ასაცილებლად
ახდენენ ნიადაგის მოთაბაშირებას.

ნ ი ა დ ა გ ი ს ბ უ ფ ე რ უ ლ ო ბ ა .სასუქების შეტანით, ან რაიმე ნივთიერების მოხვედრისას


ნიადაგური ხსნარის რეაქცია შეიძლება შეიცვალოს. სხვადახვა ნიადაგში ეს პროცესი მეტ-
ნაკლებად ვლინდება ნიადაგის ბუფერულობის გამო.

ბუფერულობა ეწოდება ნიადაგის უნარს წინ აღუდგეს ნიადაგური ხსნარის რეაქციის


შეცვლას. განასხვავებენ ბუფერულობას გამჟავიანებისკენ და ბუფერულობას გატუტიანე-
ბისკენ. ბუფერულობა დამოკიდებულია ნიადაგის ქიმიურ შედგენილობაზე, შთანთქმის
ტევადობაზე, შთანთქმული კათიონების შედგენილობაზე და ნიადაგური ხსნარის თვისე-
ბებზე. რაც მეტია შთანთქმის ტევადობა – მეტია ბუფერულობა. მაღალი ბუფერულობა
ახასიათებს მძიმე მექანიკური შედგენილობის მაღალჰუმუსიან ნიადაგებს.

48
ნიადაგის ორგანული ნაწილი
ნიადაგის ორგანული ნაწილი შედგება ორგანული (მცენარეული და ცხოველური) ნარჩე-
ნებისა და ჰუმუსისაგან. ჰუმუსის წყაროს წარმოადგენს უმაღლესი მცენარეების, მიკროორგა-
ნიზმებისა და ცხოველების ორგანული ნარჩენები. ჰუმუსწარმოქმნელი ორგანული ნივთიე-
რების პირველადი და ძირითადი წყაროა მწვანე მცენარეულობა ფესვებისა და ჩამონაცვე-
ნის სახით.
ორგანული ნარჩენების ძირითად მასას (75-90%) შეადგენს წყალი, ხოლო მშრალი ნივთიე-
რება შეიცავს: ნახშირწყლებს, ცილებს, ლიგნინს, ფისებს და სხვ. ორგანული ნარჩენები
ყოველთვის შეიცავენ ნაცროვანი ელემენტების გარკვეულ რაოდენობას: K, Ca, Mg, Si, P, S,
Fe და სხვ. დაბალი ნაცროვანება გააჩნია ხე-მცენარეულობას; ბევრია ნაცროვანი ელემენტები
ბალახოვანი მცენარეულობის ნარჩენებში. მცენარეული ნარჩენების დაშლის სიჩქარე
დამოკიდებულია მათ ქიმიურ შედგენილობაზე. ხე-მცენარეულობაში ბევრია ლიგნინი,
ფისი, მაგრამ ცოტაა ცილები; ამ ნარჩენების დაშლა ნელა მიმდინარეობს. ცილებით
მდიდარი პარკოსანი ბალახები სწრაფად იშლებიან.
სახნავ ნიადაგებში ჰუმუსის წყაროა კულტურული მცენარეულობის ფესვები და ნარჩენი
მასა, აგრეთვე ორგანული სასუქები (ნაკელი, ტორფი).
ნიადაგში ორგანული ნარჩენის გარდაქმნა ჰუმუსად მიმდინარეობს მიკროორგანიზმების,
ცხოველების, ჟანგბადისა და წყლის მონაწილეობით. ნიადაგში მოხვედრილი მწვანე
მცენარეების ნარჩენები იშლება მიკროორგანიზმების მიერ (ისინი მათ მიერ გამოიყენება
როგორც კვებისა და ენერგიის წყარო). დაშლისას მწვანე მცენარეების ნარჩენები კარგავენ
ანატომიურ შენებას, მათი შემადგენელი ნივთიერებები კი გადადიან უფრო მოძრავ და
მარტივ შენაერთებში. მათი ნაწილი მთლიანად მინერალიზდება მიკროორგანიზმების
მიერ, ნაწილი კი გამოიყენება ჰეტეროტროფული მიკროორგანიზმების მიერ, რაც ქმნის
პლაზმას ახალი მიკროორგანიზმებისათვის. დაბოლოს, დაშლის პროდუქტების გარკვეული
ნაწილი გარდაიქმნება სპეციფიკურ რთულ მაღალმოლეკულურ ნივთიერებად –
ჰუმუსოვან მჟავად. ამ პროცესს ჰუმიფიკაცია ეწოდება, რომლის აგენტებია: ჰაერის
ჟანგბადი, წყალი, მიკროორგანიზმების ფერმენტები.
ჰუმუსწარმოქმნაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ მიკროსკოპული და მაკროსკოპული
ცხოველები, რომლებიც ერთმანეთში ურევენ ნიადაგურ მასას, ორგანულ ნარჩენს, მათი
დაშლის პროდუქტებს, გადაამუშავებენ მათ და გამოყოფენ ეკსკრემენტების სახით.
განსაკუთრებულ როლს ასრეულებენ ჭიაყელები. ორგანული ნარჩენების დაშლისა და
მინერალიზაციის პროცესი ფერმენტების მონაწილეობით მიმდინარეობს, რომლებსაც
მიკროორგანიზმების გამოყოფენ. მიმდინარეობს ჰიდროლიზისა და ჟანგვა-აღდგენის
პროცესები, რაც საბოლოოდ იწვევს ორგანული შენაერთების სრულ მინერალიზაციას.
აერობულ პირობებში ჭარბობს ჟანგვის პროცესები, ანაერობულში – აღდგენითი
(წარმოიშობა CO2, წყალი – ესენიც რთული მინერალიზაციის პროდუქტებია).
49
ორგანული ნარჩენების დაშლისა და მინერალიზაციიის პარალელურად ნიადაგში მიმდი-
ნარეობს ჰუმიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც წარმოიშობა დაშლისადმი შედარებით
მდგრადი ჰუმუსოვანი ნივთიერებები.
ჰუმუსოვანი ნივთიერებები წარმოიშობიან ცილებისაგან, ლიგნინისაგან, მცენარეული,
მიკრობული და ცხოველური ნარჩენების სხვა კომპონენტებისაგან.
ჰუმუსწარმოქმნის ხასიათი და სიჩქარე სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში განსხვავებულია,
რასაც ნიადაწარმოქმნელი პირობები განაპირობებს: ნიადაგის წყალ-ჰაეროვანი და სითბური
რეჟიმი (1); მცენარეული ნარჩენების შედგენილობა და ნიადაგში მოხვედრის ხასიათი (2);
მიკროორგანიზმების სახეობა და ცხოველმოქმედების ინტენსიურობა (3); ნიადაგის მექანი-
კური შედგენილობა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (4).
მაგალითები:
(1) ჰუმუსწარმოქმნაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნიადაგის წყალ-ჰაეროვანი და
სითბური რეჟიმი. აერობულ პირობებში ტენის საკმარისი რაოდენობისას (60-80%), აგრეთვე
ხელსაყრელი ტემპერატურისას (25-30°C) ორგანული ნარჩენები ინტენსიურად იშლებიან.
ასეთ პირობებში მინერალიზაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ნიადაგში გროვდება ცოტა
ჰუმუსი, მაგრამ ბევრი ნაცროვანი და აზოტოვანი კვების ელემენტები (რუხი ნიადაგი).
ტენის დიდი ნაკლებობისას ნიადაგში გროვდება ცოტა მცენარეული ნარჩენი, დაშლისა და
ჰუმუფიკაციის პროცესი შენელებულია და ჰუმუსი ცოტა გროვდება. მუდმივი ჭარბტენი-
ანობისა და დაბალი ტემპერატურისას ჰუმიფიცირების პროცესი შენელებულია, დაშლა
თანდათან წყდება, ჰუმიფიკაცია სუსტდება და ორგანული ნარჩენები ტორფად იქცევა.
ჰუმუსის დაგროვებისათვის ყველაზე ხელსაყრელია ოპტიმალური ჰიდროთერმული და
წყალ-ჰაეროვანი რეჟმების შერწყმა და პერიოდული გამოშრობა. ასეთ პირობებში ხორციე-
ლდება ორგანული ნარჩენების თანდათაბითი დაშლა, ენერგიული ჰუმუფიკაცია და
ჰუმუსოვანი ნივთიერების დამაგრება მინერალური ნაწილის მიერ (შავმიწები).
(2) ჰუმუსწარმოქმნის სიჩქარესა და მიმართულებაზე დიდ გავლენას ახდენს მცენარეული
ნარჩენების ქიმიური შედგენილობა და ნიადაგში მოხვედრის ხასიათი. ბალახოვანი მცენა-
რეულობის ნარჩენები, რომელთა ფესვები მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით და
ნაცროვანი ელემენტებით, იშლებიან ნიადაგში ფუძეების (ძირითადად Ca) მნიშვნელოვანი
რაოდენობის მონაწილეობით. ასეთ პირობებში წარმოიშობა ნიადაგურ მასაში თანაბრად
გაჟღენთილი „რბილი“ (მულისებური – mull) ჰუმუსი. ასეთი ჰუმუსი ფოთლოვანი და
შერეული ტყის ნიადაგებშიც წარმოიშობა, სადაც ინტენსიურია ნიადაგური ფაუნის
მოქმედება. უამრავი მწერი და ჭიაყელა ერთმანეთში ურევენ ფოთლოვან ჩამონაცვენს
მინერალურ ნაწილთან და ხელსაყრელ პირობას ქმნიან ჰუმიფიცირებისათვის. ხე-მცენარე-
ულობის ნარჩენები, რომლებიც ღარიბია ცილებით, შიცავენ ცოტა ნაცროვან ელემენტს,
გამდიდრებულია ლიგნინით, ფისებით, ხდებიან ნიადაგის ზედაპირზე ჩამონაცვენის
სახით და იშლებიან ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით, სოკოების მონაწილეობით

50
და დიდი რაოდენობის ორგანული მჟავების წარმოქმნით. მჟავე რეაქცია აფერხებს ჰუმუფი-
კაციას და ნიადაგის ზედაპირზე ფორმირდება შედარებით „უხეში“ (მოდერ – moder) ჰუმუსი,
რომელიც ნახევრადდაშლილი მცენარეული ნარჩენების დიდ რაოდენობას შეიცავს.
(3) ჰუმუსწარმოქმნაზე დიდ გავლენას ახდენს ნიადაგური მიკროორგანიზმების სახეობა და
მათი ცხოველმოქმედების პროდუქტები. ჩრდილოეთის ეწერი ნიადაგები ხასიათდებიან
მიკროორგანიზმების უმცირესი შემცველობით და დაბალი ცხოველ-მოქმედებით. სამხრე-
თისაკენ მათი რაოდენობა იზრდება, სახეობები მრავალფეროვანი ხდება, ცხოველმოქმედება
მნიშვნელოვნად იზრდება. ნიადაგის როგორც ძლიერი, ისე სუსტი ბიოგენურობა ხელს არ
უწყობს ჰუმუსის დაგროვებას. ჰუმუსის ყველაზე დიდი რაოდენობა გროვდება
მიკროორგანიზმების საშუალო რაოდენობისას.
(4) ჰუმუსწარმოქმნაზე არანაკლებ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნიადაგის მექანიკური
შედგენილობა და ქიმიური თვისებები. ქვიშიან და ქვიშნარ ნიადაგებში კარგი აერაციაა,
ადვილად თბება. ორგანული ნარჩენების დაშლა ასეთ ნიადაგებში ჩქარდება. მატი მნიშვნე-
ლოვანი ნაწილი სრულიად მინერალიზდება, ხოლო წარმოქ-მნილი ჰუმუსოვანი ნივთიერება
სუსტად მაგრდება ნაწილაკების ზედაპირზე და სწრაფად მინერალიზდება. თიხიან და
თიხნარ ნიადაგებში ორგანული ნარჩენების დაშლის პროცესი შენელებულია, ჰუმუსოვანი
ნივთიერება მეტი წარმოიშობა, ისინი კარგად მაგრდება დისპერსული მინერალური
ნაწილაკების ზედაპირზე და თანდათანობით გროვდება ნიადაგში. ჰუმუსის დამაგრებას
ნიადაგში აძლიერებს მონტმორილონიტის და ვერმიკულიტის ტიპის თიხოვანი მინერალები.

ჰუმუსის შედგენილობა. ჰუმუსი არის ორგანული შენაერთების რთული დინამიკური


კომპლექსი, რომელიც წარმოიშობა ორგანული ნარჩნების დაშლისა და ჰუმიფიკაციის
შედეგად. ჰუმუსის რაოდენობა ნიადაგში დამოკიდებულია ნიადაგწარმოქმნის პროცესის
ხასიათსა და პირობებზე. ზედა ჰორიზონტებში ჰუმუსის რაოდენობა მერყეობს 1-2-დან 12-
15%-მდე. სიღრმით კლებულობს (მკვეთრად ან თანდათანობით). ჰუმუსის რაოდენობა და
შედგენილობა დინამიკურია, რადგან სისტემატურად ხვდება ორგანული ნარჩენები და
შეუჩერებლად მიმდინარეობს ჰუმიფიცირება და დაშლა.

ჰუმუსი, ტორფი და მკვდარი საფარი (ხე-მცენარეულობის ჩამონაცვენი) შეიცავენ შენაერთთა


ორ ჯგუფს: 1) არაჰუმუსოვან ნივთიერებებს; 2) ჰუმუსოვან ნივთიერებებს.

არაჰუმუსოვანი ნივთიერებები ჰუმუსში ჩვეულებრივ არ აღემატება ორგანული შენაერ-


თების საერთო მასის 10-15%. ტორფიან ჰორიზონტებში და მკვდარ საფარში – 50-80%. ეს
ჯგუფი წარმოდგენილია ცილებით, ნახშირწყლებით, ლიგნინით, ფისებით.

ჰუმუსოვანი ნივთიერებები წარმოადგენენ მაღალმოლეკულური აზოტისშემცველი ორგა-


ნული შენაერთების სისტემას, რომელიც განაპირობებს მათ ურთიერთმოქმედებას ნიადაგის
მინერალურ ნაწილთან და მათი გამაგრების საშუალებას ქმნის.

51
ჰუმუსოვანი ნივთიერებების სისტემის დამახასიათებელი თავისებურებაა მისი ჰეტეროტრო-
ფულობა, ანუ მასში ჰუმიფიკაციის სხვადასხვა სტადიაში მყოფი კომპონენტების არსებობა.
ნიადაგში არსებობს ჰუმუსოვანი მჟავების ორი ძირითადი ჯგუფი: ჰუმინის მჟავების ჯგუფი –
მუქად შეფერილი ნაკლებად დისპერსული, რომელიც წარმოშობის ადგილზე გროვდება;
ფულვომჟავების ჯგუფი – წაბლისფრად, ან ყვითლად შეფერილი, მეტად მოძრავი,
პროფილში შედარებით ადვილად გადაადგილებადი, უფრო დისპერსული, ვიდრე
ჰუმინის მჟავები. ზოგჯერ გამოყოფენ ასევე ჰუმინებს – ჰუმინო- და ფულვომჟვების
კომპლექსი მჭიდროდ შეკავშირებული ნიადაგის მინერალურ ნაწილთან.
ჰუმინის მჟავების მარილები (ჰუმატები) და ფულვომჟვების მარილები (ფულვატები)
თვისებებით ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ნიადაგწარმოქმნაშიც განსხვავე-
ბული როლი მიეკუთვნება.

ჰუმუსის ფორმები. განასხვავებენ ჰუმუსის ჯგუფურ და ფრაქციულ შემადგენლობას.


ჯ გ უ ფ უ რ შემადგენლობაში იგულისხმება ჰუმინის მჟავების, ფულვომჟავებისა და
ჰუმუსის არაჰიდროლიზური ნარჩენების ჯამური რაოდენობა. ჯგუფური შემადგენლობის
არსებითი მაჩვენებელია ჰუმინის მჟავების შეფარდება ფულვომჟავებთან (ანუ Cჰ : Cფ
შეფარდება). ეს შეფარდება ნიადაგის ჰუმუსიანობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ამის
მიხედვით განასხვავებენ ჰუმუსოვანი ნივთიერებების შემდეგ ტიპებს: ფულვატური (<0.6);
ჰუმატურ-ფულვატური (0.6-0.8); ფულვატურ-ჰუმატური (0.8-1.2) და ჰუმატური (>1.2).
ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგისათვის არის ჰუმატური და ფულვატურ-ჰუმატური, რადგან
ცოტაა თავისუფალი ფულვომჟავები.
ჰუმუსის ფ რ ა ქ ც ი უ ლ ი შემადგენლობა ეწოდება მინერალურ ნაწილთან სხვადასხვა
ხარისხის სიმჭიდროვით დაკავშირებული ჰუმინის და ფულვომჟავების ცალკეული
ფრაქციების რაოდენობას.
ორგანული ნივთიერების ტიპები

სუსტად დაშლილი დისპერსული ორგანული


ორგანული ნარჩენები ნივთიერება - ჰუმუსი

52
ამგვარად, ნიადაგში გამოიყოფა ჰუმუსოვანი ნივთიერების სამი ფორმა:
 თავისუფალი ჰუმუსოვანი მჟავები (ჰუმინის და ფულვომჟავები);
 ჰუმუსოვანი მჟავების ჰეტეროპოლარული მარილები (ჰუმატები და ფულვატები);
 ჰუმუსოვანი მჟავების კომპლექსურ-ჰეტეროპოლარული ორგანულ-მინერალური
მარილები (ალუმო- და რკინა-ჰუმუსოვანი მარილები).
ნიადაგის ათვისებისას, ჰუმუსის შემცველობა და შედგენილობა ნიადაგში იცვლება. მცირდება
ჰუმუსი, მატულობს ფულვომჟავის რაოდენობა. ორგანული სასუქების მაღალი ნორმების
სისტემატური შეტანისას სახნავ ჰორიზონტში, ჰუმუსი მატულობს, უმჯობესდება მისი
შედგენილობა, იზრდება ჰუმინის მჟავების წილი.
ჰუმუსი უდიდეს როლს ასრულებს ნიადაგის ნაყოფიერებაში. ჰუმუსის რეგულირები-
სათვის სასურველია ორგანული სასუქების სისტემატური შეტანა, ბალახების თესვა და სხვ.

გარემოსდაცვით უმნიშვნელოვანეს საქმიანობას წარმოადგენს ე.წ. კ ო მ პ ო ს ტ ი რ ე ბ ა .


კომპოსტი – მცენარეული და ცხოველური ნივთიე-
რებების დაშლისა და გარდაქმნის შედეგად მიიღება.
იგი ეფექტურად გამოყენება ნიადაგის ნაყოფიერების
ასამაღლებლად, მის გასამდიდრებლად ჰუმუსით.
კომპოსტი შეიცავს მცენარისათვის აუცილებელ ყველა
მაკრო- და მიკროელემენტს, აუმჯობესებს ნიადაგის
სტრუქტურას. ბუნებაში ყველა ორგანული ნივთიე-
რება დროთა განმავლობაში კომპოსტად იქცევა,
მაგრამ ბუნებრივად თვითნებური დაშლის პროცესს დიდი დრო (საუკუნეები) ესაჭიროება.
კომპოსტის შემთხვევაში კი ნარჩენები სწრაფად
გარდაიქმნება საკვები ნივთიერებებით მდიდარ
მასად, რომელიც იდეალურია მიწათმოქმე-
დებაში გამოსაყენებლად. კომპოსტი არ შეიცავს
ქიმიკატებს, რაც ჯანსაღ და იაფ ალტერნატივას
წარმოადგენს ძვირი მინერალური სასუქების
საპირწონედ.

საკომპოსტე
მოცულობები

53
ნიადაგის კოლოიდები
ნიადაგი რთული სისტემაა, შედგება სხვადასხვა ზომის ნაწილაკებისაგან. ნიადაგის ყველაზე
დისპერსულ ნაწილაკს (<0.0001 მმ) კოლოიდი ეწოდება. მათი რაოდენობა ნიადაგში
განსხვავებულია და 1-2%-დან 30-40%-მდე მერყეობს. ისინი წარმოიშობიან უფრო მსხვილი
ნაწილაკების დისპერგაციის (დაქუცმაცების) გზით. კოლოიდი – ორფაზიანი სისტემაა და
შედგება დისპერსული ფაზისაგან (კოლოიდური ნაწილაკების მასა) და დისპერსული
არისაგან (ნიადაგური ხსნარი). კოლოიდურ ნაწილაკს მიცელა ეწოდა. კოლოიდურ ნაწილა-
კებს შორის განასხვავებენ: აციდოიდებს, ბაზოიდებს და ამფოლიტოიდებს. acidoidebi
ეწოდება უარყოფითად დამუხტულ კოლოიდებს; bazoidebi – დადებითად დამუხტული
კოლოიდებია. amfolitoidebi წარმოადგენენ კოლოიდებს, რომლებსაც შეუძლიათ
შეცვალონ მუხტის ნიშანი რეაქციის მიხედვით. ისინი შეიძლება იყვნენ ბაზოიდებიც და
აციდოიდებიც. ნიადაგში კოლოიდების ძირითადი მასა აციდოიდებითაა წარმოდგენილი.
კოლოიდებს შორის განასხვავებენ ასევე ჰიდროფილურ (რომლებსაც შეუძლიათ წყლის
მოლეკულების შთანთქმა) და ჰიდროფობულ კოლოიდებს (რომლებიც პრაქტიკულად არ
ჰიდრატირდებიან). კოლოიდები შეიძლება ორ (თხევად და მყარ) მდგომარეობაში იყვნენ:
ზოლი (კოლოიდური ხსნარი) და გელი (კოლოიდური ნალექი). კოლოდის გადასვლას
ზოლის მდგომარეობიდან გელში (ანუ თხევადიდან მყარში) ეწოდება კ ო ა გ უ ლ ა ც ი ა ;
ხოლო გელის მდგომარეობიდან ზოლში გადასხვას (ანუ მყარიდან თხევადში) – პეპტიზაცია.
ნიადაგში განასხვავებენ მინერალურ, ორგანულ და ორგანულ-მინერალურ კოლოიდებს.
მინერალური კოლოიდები წარმოდგენილია თიხოვანი მინერალებით, კაჟმიწისა და 1½
ჟანგეულების კოლოიდური ისინი ძალზე მდგრადი არიან პეპტიზაციის მიმართ, რის
შედეგადაც გროვდებიან ნიადაგში ახალწარმონაქმნების სახით.
ორგანული კოლოიდები წარმოდგენილი არიან ჰუმუსოვანი მჟავებით და მათი მარილებით
(ჰუმატები, ფულვატები, ალუმო- და რკინა-ჰუმუსოვანი შენაერთები). წარმოადგენენ რა
ჰიდროფილურ კოლოიდებს, ისინი ადვილად იცვლიან მდგომარეობას – პეპტიზირდებიან
ტუტე ხსნარების მოქმედებისას და კოაგულირდებიან ორ- და სამვალეტიანი კათიონების
მოქმედებით. ნიადაგში ძირითადად გელის მდგომარეობაში იმყოფებიან.
ორგანულ-მინერალური კოლოიდები ფართოდ არიან გავრცელებული ნიადაგის ზედა
ჰორიზონტებში, შედგებიან მაღალდისპერსული მინერალებისა და ჰუმუსოვანი ნივთიერე-
ბებისაგან, რომლებიც დაფარულია ჰუმუსოვანი მჟვებისა და ჰუმატების აპკებით.
ამ კოლოიდების შემადგენლობაში შემავალი ძირითადი მინერალებია მონტმორილონიტისა
და ქარსების ჯგუფის მინერალები, 1½-ჟანგეულები და კაჟმიწა; ნაკლებად – კაოლინიტი. ეს
კოლოიდები ნიადაგში ფორმირდებიან ჰუმუსოვანი მჟავების მინერალურ ნაწილთან
შეწებვის პროცესის (ადგეზიის) შედეგად, სადაც ჭარბობენ მინერალური ბუნების
ნივთიერებები.

54
ნიადაგის შთანთქმის უნარიანობა
შ თ ა ნ თ ქ მ ა – ნიადაგის უნარი დააკავოს გახსნილ მდგომარეობაში მყოფი შენაერთები, ან
მათი ნაწილაკები, აგრეთვე მინერალური და ორგანული ნივთიერებების კოლოიდური
ნაწილაკები, ცოცხალი მიკროორგანიზმები და უხეში სუსპენზიები.
გამოყოფენ ნიადაგის შთანთქმის უნარის 5 სახეს: მექანიკურ, ფიზიკურ, ფიზიკურ-ქიმიურ
(ანუ გაცვლით), ქიმიურ და ბიოლოგიურ შთანთქმას.
მექანიკური შთანთქმა – ნიადაგის თვისება, როგორც ფოროვანი სხეულისა, დააკავოს თავის
წიაღში უფრო დიდი ზომის მყარი ნაწილაკები, ვიდრე ფოროვანი სისტემაა.
ფ ი ზ ი კ უ რ ი შთანთქმა – ნიადაგის მყარი ნაწილაკების ზედაპირზე გახსნილი ნივთიერე-
ბების კონცენტრაციის შეცვლა.
ფ ი ზ ი კ უ რ - ქ ი მ ი უ რ ი (ანუ გაცვლითი) შთანთქმა – ნიადაგის უნარი შეცვალოს მყარ ფაზაში
მყოფი კათიონების რაღაც ნაწილი ხსნარში მყოფი კათიონების ექვივალენტურ რაოდე-
ნობაზე.
ქ ი მ ი უ რ ი შთანთქმა – გახსნილი მარილების ანიონების უნარი მოგვცენ კათიონებთან
უხსნადი მარილები, რომლებიც გამოილექებიან.
ბ ი ო ლ ო გ ი უ რ ი შთანთქმა – მიკროორგანიზმების და მცენარეების უნარი შთანთქან ნიადა-
გური ხსნარიდან სხვადასხვა ნივთიერებები.
ნიადაგის მაღალდისპერსული მყარი ნაწილაკების ერთობლიობა, რომელსაც გაცვლითი
შთანთქმის უნარი შესწევს, ნიადაგის შთანმთქავი კომლექსი ეწოდება.
მსხვილ ფრაქციებს გავლითი შთანთქმის უნარი არ გააჩნიათ.
ნიადაგური კოლოიდების მნიშვნელოვანი თვისებაა – სორბცია (ადსორბცია) – ნიადაგური
კოლოიდების მიერ სხნარში მყოფი იონების (კათიონების, ანიონების) და/ან ნივთიერებათა
მთელი მოლეკულების შთანთქმა. განასხვავებენ იონურ და მოლეკულურ სორბციას.
იონური სორბცია გაცვლით ხასიათს ატარებს და მდგომარეობს გაცვლით რეაქციაში
მიცელის დიფუზიური ფენის კათიონებსა და მის გარემომცველ გარსს შორის.
მოლეკულური სორბცია – მიცელის ზედაპირზე რაიმე შენაერთების (მაგ. წყლის) მოეკუ-
ლების შთანთქმაა (ფიქსაცია).
ნიადაგების მიერ კათიონების შთანთქმა ხორციელდება გაცვლითი იონური სორბციის,
უცვლადი ფიქსაციის, ქიმიური და ბიოლოგიური შთანთქმის გზით.
გაცვლითი სორბცია – ნიადაგური კოლოიდების კათიონების უნარი შეენაცვლოს იმ ხსნარის
კათიონების ექვივალენტურ რაოდენობას, რომელიც მას ეკვრის.
შთანთქმულ კათიონებს შორის მთავარი როლი ეკუთვნის კალციუმს, რომლესაც შთანთქავ
კომპლექსში შეღწევის უნარი გააჩნია და იქიდან ძნელად გამოიდენება. Ca-ის კათიონები
ძლიერ შთაინთქმებიან ჰუმინის მჟავებისა და მონთმორილონიტის მიერ.
55
კათიონების უცვლადი შთანთქმა (ფიქსაცია) მიმდინარეობს ნიადაგში თანდათანობით და
გაცვლითი კათიონების ნაწილი გადადის უცვლად ფორმაში. ყველაზე ინტენსიურად
ფიქსირდებიან K და ამონიუმის იონები.
გაცვლითი კათიონების შედგენილობა. ნიადაგის გაცვლითი კათიონების შედგენილობაში
მონაწილეობენ Ca, Mg, ნაკლები რაოდენობით K+ და NH4+. ზოგან – H+ და Al3+, ან Na+.
გაცვლითი კათიონების შედგენილობის მიხედვით განასხვავებენ ნიადაგების ორ ჯგუფს:
ფუძეებით მაძღარი ნიადაგი, რომლის გაცვლითი კათიონების შემადგენლობაში შედის Ca,
Mg და Na; ფუძეებით არამაძღარი ნიადაგი, რომლებიც Ca, Mg-თან ერთად შეიცავენ H+ და
Al3+ კათიონებს.
გაცვლითი კათიონების ჯამურ რაოდენობას ეწოდება ნიადაგის შ თ ა ნ თ ქ მ ი ს ტ ე ვ ა დ ო ბ ა
(მგ.ექვ./100 გრ. ნიადაგზე). იგი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც ახასიათებს
კოლოიდების რაოდენობას, მათ შედგენილობას და ნიადაგის შთანთქმის უნარიანობას.
შთანთქმის ტევადობა მერყეობს ნიადაგის რეაქციის შესაბამისად. ტუტე რეაქციისას იგი
მატულობს, მჟავე არეში – კლებულობს.
შედარებითი დახასიათებისათვის გამოიყენება შთანთქმის ტევადობის ერთეული pH 7-
ისას. შავმიწებში დომინირებს Ca, Mg და აღნიშნება მაღალი შთანთქმის ტევადობა;
ეწერებში – Ca, Mg, H და Al – შთანთქმის ტევადობა მნიშვნელოვნად ნაკლებია; ბიცობ
ნიადაგებში – ბევრია გაცვლითი Na.
ნიადაგურ პროფილში ჰუმუსის შემცირებასთან ერთად შთანთქმის ტევადობის სიდიდეც
შესაბამისად კლებულობს.
ანიონების შთანთქმა. ანიონები ნიადაგის მიერ შთაინთქმევიან სხვადასხვა ხარისხით
კოლოიდების შედგენილობის, რეაქციისა და ანიონის ბუნების მიხედვით. Cl- და NO3- პრაქტი-
კულად არ შთაინთქმებიან ცოცხალი ორგანიზმების მონაწილეობის გარეშე; ნაწილობრივ
შთაინთქმებიან SO42- და CO32-; კარგად შთაინთქმებიან H2PO42-, HPO42- და PO43.
ანიონების შთანთქმის ძირითადი სახეებია ქიმიური და ბიოლოგიური.
მჟავე ნიადაგები უფრო ენერგიულად შთანთქავენ ანიონებს, ვიდრე ნეიტრალური და ტუტე
რეაქციისას, რადგან მომატებული რაოდენობით შეიცავენ მოძრავ 1½ ჟანგეულებს.
ნიადაგი შთანთქავს არა მარტო კათიონებსა და ანიონებს, არამედ მთელ მოლეკულებს,
რასაც მოეკულური სორბცია ეწოდება. მოლეკულური სორბცია შეიძლება მოხდეს წყლის,
გაზების, მინერალური მარილების, ორგანული ნივთიერებისა და სხვ.
მყარი მაღალდისპერსული ნაწილაკების ზედაპირზე გამოლექილი მინარალური და
ორგანული შენაერთების მჭიდრო დამაგრება ხორცილედება ადგეზიის პროცესში.
ადგეზია ეწოდება სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის რაიმე ნივთიერებების ზედაპი-
რების შეწეპებას.

56
ნიადაგის ფიზიკური თვისებები

ნიადაგის სხვადასხვა თვისებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფ ი ზ ი კ უ რ –


მექანიკური და ზოგადი ფ ი ზ ი კ უ რ ი თვისებების შესწავლას. მათზე, სხვა
ფაქტორებთან ერთად (მაგ. მაქანიკური შედგენილობა, სტრუქტურა), დამოკიდებულია
ნიადაგის ნაყოფიერება და სხვა გამოყენებითი თვისებები.

ზოგადი ფიზიკური თვისებებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიადაგის წყალმართვი,


ჰაეროვანი და სითბური თვისებები, რომლებზეც დამოკიდებულია ნიადაგში მიმდინარე
ქიმიურ–ბიოლოგიური პროცესები და მცენარის ზრდა–განვითარება. გამოყენებითი თვალ-
საზრისით მნიშვნელოვანია ისეთი ფიზიკურ–მექანიკური თვისებები, როგორიცაა ნიადაგის
შებმულობა, წებოვნება, პლასტიკურობა, გაჯირჯვება, დაწევა, წინაღობა და სხვ.
ნიადაგის ზოგადი ფიზიკური და ფიზიკურ–მექანიკური თვისებები დამოკიდებულია
ნიადაგის მექანიკურ შედგენილობაზე, სტრუქტურაზე, კოლოიდურ თვისებებზე, ქიმიურ
შედგენილობაზე და სხვ. ამიტომ, ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შევმიწების,
ეწერების, ბიცობები და სხვ. ნიადაგების წყალმართვი, ჰაეროვანი და სითბური თვისებები.

იმის გამო, რომ ნიადაგი თავისი ბუნებრივი განვითარებისა და განსაკუთრებით მისი


გამოყენების პროცესში მნიშვნელოვად იცვლის თავის სახეს და თვისებებს – ამიტომ
საკმაოდ დინამიკურია მათი ფორიანობა, წყალმართვი, ჰაეროვანი და სითბური თვისებები.

ფიზიკური თვისებების შესწავლა ხორციელდება უმთავრესად ველზე დაუშლელი


აგებულების ნიადაგებზე, ანდა ლაბორატორიაში შესაბამისი პირობებისას და ზუსტი
მეთოდების გამოყენებით.

57
ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები
(წებოვნება, შებმულობა, პლასტიკურობა, გაჯირჯვება, დაწევა)

ნიადაგის ფიზიკურ–მექანიკურ თვისებებს მიეკუთვნება ნიადაგის ისეთი მახასიათებლები,


როგორიცაა: წებოვნება, შებმულობა, პლასტიკურობა, გაჯირჯვება, დაწევა და სხვ.
წებოვნება და შებმულობა გამოხატავენ ნიადაგის შემადგენელი ნაწილაკების შეჭიდუ-
ლობის ხარისხსა და იმ ძალას, რომელიც საჭიროა ნიადაგის დასაშლელად. წ ე ბ ო ვ ნ ე ბ ა
( წ ე ბ ვ ა დ ო ბ ა ) არის ნიადაგის უნარი მიეწებოს სხვა სხეულს. შ ე ბ მ უ ლ ო ბ ა ( ბ მ უ ლ ო ბ ა )
კი არის ნიადაგის უნარი წინაღობა გაუწიოს დაწოლას – გარეშე ძალებს, მისი ნაწილაკების
განცალკევებისას. ორივე მოვლენა გამოისახება ერთეულში – გრ/სმ2.
ნიადაგის ეს თვისებები მთლიანად დამოკიდებულია მის მექანიკურ შედგენილობაზე,
განსაკუთრებით თიხისა და კოლოიდების რაოდენობაზე ნიადაგში. რაც უფრო მძიმეა
ნიადაგი, ანუ მეტია მასში კოლოიდები, მით უფრო მეტია მისი შებმულობა და წებოვნება.
ამის მიხედვით ყველაზე მეტი შებმულობა და წებოვნება ახასიათება მძიმე თიხა ნიადაგებს
და უმცირესი – ქვიშიანი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებს. მექანიკური შედგენი-
ლობისა და კოლოიდების აბსოლუტური რაოდენობის გარდა, ნიადაგის შებმულობი-
სათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ორგანუილი ნივთიერების რაოდენობას,
კოლოიდების შედგენილობასა და ნიადაგის ტენიანობას. ჰუმუსის მაღალი შემცველობის
ნიადაგები ვერ ამჟღავნებენ წებვადობის უნარს.

წებოვნების განსაზღვრა ველზე

რაც უფრო მეტია ნიადაგში ორგანული ნივთიერება, მით უფრო ნაკლებია მისი
შებმულობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს იმ ნიადაგების მიმართ, სადაც ორგანული
კოლოიდების დიდი რაოდენობით და ნიადაგში არსებული პირობებით შექმნილია კარგი
და მტკიცე სტრუქტურა. მიუხედავად მძიმე მექანიკური შედგენილობისა, ჰუმუსის
შემცველ ნიადაგებს (მაგ. შავმიწებს) ბევრად ნაკლები შებმულობა ახასიათებს, ვიდრე
უჰუმუსო თიხიან ნიადაგებს.
58
ორგანული კოლოიდების გარდა, ნიადაგის შებმულობისა და წებოვნების შემცირებაზე
გავლენას ახდენს ზოგიერთი მინერალური კოლოიდი (მაგ. რკინისა და ალუმინის ჟანგები).
მაგ. წითელმიწებში ისინი ხელ უწყობენ ნიადაგის უწვრილესი ნაწილაკების შეკვრას,
მიკროაგრეგატების შექმნას და ამით მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მის ფიზიკურ
თვისებებს.
აღნიშნული ფაქტორების გარდა, აგრეგატების შებმულობის ხარისხზე დიდ გავლენას
ახდენს ასევე მცენარეების ფესვთა სისტემაც და, შესაბამისად, ნიადაგის გაკორდების
ხარისხი. განსაკუთრებით გაკორდება დიდია ალპურ მდელოებზე, სადაც დამახასიათე-
ბელია ბალახეულის ძალიან სქელი და მჭიდრო ფესვთა სისტემა.
ნიადაგის შებმულობა და წებოვნება იცვლება ტენიანობის მდგომარეობასთან ერთად.
მძიმე თიხიანი ნიადაგი უფრო შებმული და მკვრივია მშრალ მდგომარეობაში, ტენიანში კი
– წებოვანი. მაგრამ ძლიერ ტენიანი (სველი) ნიადაგი, ისევე როგორც ძალიერ მშრალი –
კარგავენ წებოვნებას. ანუ წებოვნება დამახასიათბელია საშუალო ტენიანობის მქონე
ნიადაგისათვის (დაახლოებით 40–50%).
ძალიან დიდი სიმკვრივით (შებმულო-
ბით) მშრალ მდგომარეობაში და დიდი
წებოვნებით – ტენიანში გამოირჩევა
ბიცობი ნიადაგის მეორე ფენა, სადაც
განსაკუთრებით დიდია უწვრილესი
ნაწილაკების (მათ შორის კოლოიდე-
ბის) რაოდენობა. ხშირად ბიცობიანი
ნიადაგი დაწიდულია, ანუ მსხვილი
ნაპრალებით გამოირჩევა.

მნიშვნელოვან ფიზიკურ–მექანიკურ
თვისებას მიეკუთვნება ასევე ნიადაგის
პლასტიკურობა. პლასტიკურობა
არის ნიადაგის უნარი შეიცვალოს თავისი ფორმა მასზე გარე ძალის ზემოქმედებისას
დაურღვევბლად და შეინარჩუნოს მიცემული ახალი ფორმა გარეშე ძალის მოცილების
შემდეგ. ეს თვისება მთლიანად დამოკიდებულია მექანიკურ შედგენილობაზე, კერძოდ
კოლოიდების რაოდენობაზე ნიადაგში და ნიადაგის ტენიანობაზე. ამიტომ პლასტიკურობა
ყველაზე მეტად ახასიათებს მძიმე თიხიან ნიადაგებს ტენიანობის საშუალო მდგომა-
რეობაში. ქვიშნარ ნიადაგებს პლასტიკურობა არ გააჩნია. თიხა პლასტიკურობის თვისებას
კარგავს ძლიერ ტენიან (სველ), ან სრულიად მშრალ მდგომარეობაშიც. პლასტიკურობაზე
დიდ გავლენას ახდებს თიხის მინერალოგიური შედგენილობაც. ნიადაგის პლასტიკუ-
რობას დიდი მნიშვნელობა აქვს კერამიკაში და ტექნიკურ დარგებში.

59
გრუნტების (თიხების) კლასიფიკაციის თანახმად, ტენიანობის მდმგომარეობის შესაბამი-
სად განირჩევა: დენადობის ზედა საზღვარი, დენადობის ქვედა საზღვარი, მიკრობილობის
საზღვარი და დასორსილების საზღვარი. ნიადაგის პლასიკურობის ხარისხს განსაზღვრავს
ტენიანობის სხვაობა დენადობის ზედა საზღვარსა და დასორსილების საზღვარს შორის.
თიხის დენადობის ზედა საზღვარი უდრის ტენიანობის ისეთ მდგომარეობას, როდესაც
თიხა იდინება; დენადობის ქვედა საზღვარზე იგი დენადობას კარგავს და ცომივით
მოზელილი თიხის ორი გუნდა ერთიმეორეს ეწეპება. წებოვნების საზღვარზე თიხა აღარ
ეკვრება, სამაგიეროს იჩენს დასორსილების უნარს; დასორსილების საზღვარზე ცომივით
მოზელილი თიხა აღარ სორსილდება, შებმულობის საზღვარზე კი გუნდად აღარ იზილება.

ნიადაგის ფიზიკურ–მექანიკურ და წყალმართვ თვისებებს უკავშირდება ასევე ნიადაგის


გაჯირჯვებისა და დაწევის მოვლენებიც. ცნობილია, რომ ტენიანობასთან ერთად იცვლება
ნიადაგის შემადგენელი ნაწილაკების (აგრეგატების) მოცულობა. გ ა ჯ ი რ ჯ ვ ე ბ ა არის
ნიადაგის უნარი გაიზარდოს მოცულობაში დატენიანებისას; ხოლო დ ა წ ე ვ ა – ნიადაგის
უნარი შემცირდეს მოცულობაში გამოშრობის შედეგად.
ტენიან მდგომარეობაში ნიადაგი იჯირჯვება (მოცულობაში მატულობს), რაც აიხსნება
უწვრილესი ნაწილაკების შეკავშირებით წყლის მოლეკულებთან; გამოშრობისას კი
ნიადაგი იკუმშება – იწევა, ჯდება. ორივე მოვლენა გამოისახება %–ში. განსაკუთრებით
შესამჩნევია ეს რყევადობა კოლოიდებით მდიდარ თიხიან და ჰუმუსით მდიდარ
ნიადაგებში. მძიმე პლასტიკურ თიხებში გაჯირჯვებისას მოცულობა იზრდება 20–25%–
მდე, ქვიშებში – 5%–ზე ნაკლებია.
გამოკვლევებით დადგენილია, რომ გ ა ჯ ი რ ჯ ვ ე ბ ი ს დიდი უნარი აქვს ტუტე და, განსა-
კუთრებით ნატრიუმი შემცველ ბიოცობიან ნიადაგებს.რაც უფრო მეტია ნიადაგის
გაჯირჯვების უნარი, მით უფრო მეტ ცვლილებებს განიცდის ის შემდგომი გაშრობისას.
ამის გამო თიხა ნიადაგები ხანგრძლივი გვალვის დროის სკდება მსხვილ და ძალზე მკვრივ
ბელტებად, რაც ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს მის გამოყენებით თვისებებზე და
მცენარის ზრდა–განვითარებაზე. ხშირად მცენარის ფესვების გაწყვეტას და მის დაღუპვას
იწვევს.
ნიადაგის (გრუნტის) თვისებას – შეიმციროს მოცულობა გამოშრობისას დ ა წ ე ვ ა ეწოდება.
ეს მოვლენა აორთქლებული წყლის ხარჯზე ხდება. ნიადაგის დაწევისა და გაჯირჯვების
უნარი დამოკიდებულია მის მექანიკურ შედგენილობაზე და სიმკვრივის ხარისხზე.
უმეტესად მძიმე პლასტიკურ თიხებს ახასიათებს. ნიადაგის დაწევის უნარს ამცირებს მისი
ხელოვნული გამკვრივებაც – დატკეპნა.
როდესაც აორთქლებისას წყლის რაოდენობა პლასტიკურობის ქვედა საზღვარზე ნაკლები
ხდება – ნიადაგი პლასტიკური მდგომარეობიდან ნახევრადმყარში გადადის. ამ პროცესში
ნიადაგის მოცულობის შემცირება აორთქლებული წყლის რაოდენობის ტოლია. როგორც
კი ნიადაგის ტენიანობა მინიმუმამდე დადის, მისი მოცულობა აღარ მცირდება. ამ დროს
60
ნიადაგი მაგარ მდგომარეობაში გადადის. ტენიანობის იმ რაოდენობას, რომელიც ორი
მდგომარეობის საზღვარს უდრის, დაწევის საზღვარი ეწოდება.
გაჯირჯვებისა და შეკუმშვის (დაწევის) უნარი ბევრად ნაკლები აქვს მსუბუქი მექანიკური
შედგენილობის (თიხნარი, ქვიშნარი) და ასევე მძიმე, მაგრამ სტურუქტურულ ნიადაგებს.
ნიადაგის დაწევა, როგორც წესი, დიდ ფართობებზე არ ვრცელდება და მას ჩვეულებრივ
ადგილი აქვს ცალკეულ მონაკვეთებზე.
გრუნტის დაწევის მოვლენებს, ისევე როგორც წებოვნებას, პლასტიკურობას, გაჟღენთვას
და სხვა ფიზიკურ–მექანიკურ თვისებებს, დიდი მნიშვნელობა აქვს სამშენებლო დარგებში,
რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული დიდი შენობების აგებისას, გზათა მშენებლო-
ბებისას და სხვ.
ნიადაგის ამ თვისებების შესწავლის საფუძველზე შექმნილია მოძღვრება ნიადაგის
(გრუნტის) მექანიკის შესახებ, რომელიც ცალკე დარგად გამოყოფს საინჟინრო–სამშენებლო
გრუნტმცოდნეობას.

ნიადაგის ზოგადი ფიზიკური თვისებები

წყალმართვი თვისებები

ნიადაგის წყალმართვი თვისებების მნიშვნელობა ძალზე დიდია. წყალი უნივერსალურ


გამხსნელს წარმოადგენს და მაში მინერალური და ორგანულუი ნივთიერებების გახსნისა
და გადაადგილების საშუალებაა. ნიადაგის წყალი ერთადერთი წყაროა მცენარის ზრდა–
განვითრებისათვის. მასზეა დამოკიდებულია კულტურული მცენარეულობის მოსავლია-
ნობა. ნიადაგის წყლის ძირითად წყაროს წარმოადგენს: ატმოსფერული ნალექები წვიმისა
და თოვლის სახით; გრუნტის წყალი; ნაკლები მნიშვნელობით ატმოსფერულ ჰაერში მყოფი
ორთქლი. ამდენად, ნიადაგის წყალმართვ თვისებებს, წყლის რეჟიმს, ჰაეროვან და სითბურ
თვიოსებებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა.
ნიადაგის წყალმართვს თვისებებს მიეკუთვნება: წყალდაკავება, წყალგამტარობა და
წყალამწევი უნარი.
წ ყ ა ლ დ ა კ ა ვ ე ბ ა ესაა ნიადაგის უნარი დააკავოს ამა თუ იმ რაოდენობის წყალი, რაც
სორბციული და კაპილარული ძალებით ხორციელდება.
ნიადაგის უნარს ორთქლისებური წყლის სორბირება მოახდინოს – ჰიგროსკოპულობა
ეწოდება, შთანთქმულ ტენს კი – ჰიგროსკოპული წყალი ეწოდება.
ნიადაგის მაქსიმალური ჰიგროსკოპულობაა, როდესაც ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა
100% აღწევს.

61
ნიადაგი, გაჟღენთილი მაქსიმალური ჰიგროსკოპულობის მდგომარეობამდე, წყალთან
კონტაქტისას, იწოვს წყლის ახალ პორციას. ამგვარად სორბირებული წყალი ნიადაგური
ნაწილაკების მიერ ნაკლები ძალით კავდება, ვიდრე ჰიგროსკოპული და ამიტომ
სუსტადშეკავშირებული წყალი ეწოდება.
წყლის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც ახასიათებს ნიადაგის წყალდაკავების უნარს
ტენტევადობა ეწოდება., განასხვავებენ მაქსიმალურ ადსორბციულ, კაპილარულ, უმცირეს
(მინდვრულ) და სრულ ტენტევადობას.
მაქსიმალური ადსორბციული ტენტევადობა – სორბციული ძალებით დაკავებული
მჭიდროდშეკავშირებული წყლის მაქსიმალური რაოდენობაა.
კაპილარული ტენტევადობა – კაპილარული (მენისკური) ძალებით გრუნტის წყლის
დონის ზევით დაკავებული წყლის მაქსიმალური რაოდენობაა. კაპილარულ ტენტევადო-
ბასთანაა დაკავშირებული კაპილარული კანტი – ფენა გრუნტის წყლის დონესა და
ნიადაგის დასველების ზედა საზღვარს შორის.
უმცირესი ტენტევადობა – ბუნებრივ პირობებში ნიადაგის მიერ ფაქტიურად დაკავებული
წყლის რაოდენობაა (აორთქლებისა და ტენის შემოსავლის სხვა წყაროს გამორიცხვით).
სრული ტენტევადობაა – როდესაც ნიადაგის ყველა ფორა გაჯერებულია წყლით.
წ ყ ა ლ გ ა მ ტ ა რ ო ბ ა – არის ნიადაგის უნარი შეითვისოს და გაატაროს წყალი. განასხვავებენ
ორ სტადიას – შეწოვა და ფილტრაცია. როდესაც ფორები ნაწილობრივადაა სავსე წყლით,
წყლის მოხვედრისას კიდევ იწოვს დამატებით ტენს; ხოლო როდესაც მთლიანად გაჟღენ-
თილია – ხდება წყლის ფილტრაცია.

წ ყ ა ლ ა მ წ ო ვ ი უ ნ ა რ ი – ეს არის ნიადაგის თვისება გამოიწვიოს ტენის კაპილარული აწევა


ძლიერ მშრალი მდგომარეობისას. გრუნტის წყლები გავლენას ახდენენ ნიადაგზე. მათ
შეუძლიათ ნიადაგის ნაყოფიერების გაუარესებაც. კაპილარული აწოვის შედეგად
ჭარბტენიანობისას ნიადაგში ვითარდება აღდგენითი პროცესი, რაც იუწვევს გალებებას.

ნიადაგის ჰიდროლოგიური კონსტანტები:


1. მაქსიმალური ადსორბციული ტენტევადობა – ადსორბციის ძალით დაკავებული
მჭიდროდ დაკავშირებული წყლის მაქსიმალური რაოდენობა; მცენარისათვის
მიუწვდომელია.
2. მაქსიმალური ჰიგროსკოპულობა – ჰაერიდან წყლით გაჟღენთილი ნიადაგის მიერ
სორბირებული ტენის მაქსიმალური რაოდენობა; მცენარისათვის მიუწვდომელია.
3. მდგრადი ჭკნობის ტენი – მცენარის ჭკნობის ტენიანობა, რომლის დროსაც მცენარეს
ჭკნობის ნიშნები ეწყება;
4. კაპილარული კავშირის გაწყვეტის ტენი – ტენიანობა, რომელიც მოთავსებულია
უმცირეს ტენტევადობასა და ჭკნობის ტენს შორის.

62
5. უმცირესი (ზღვრული) საველე ტენტევადობა – ბუნებრივ პირობებში ნიადაგის მიერ
ფაქტიურად დაკავებული წყლის რაოდენობა.
6. კაპილარული ტენტევადობა – წყლის ის რაოდენობა, რომელსაც ნიადაგი იწოვს
კაპიკარული ძალით, რასაც კაპიკლარული ფორების განსაზღვრავენ.
7. სრული ტენტევადობა – წყლის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შეუძლია ნიადაგს
დააკავოს თავის მასაში ყველა ფორის შევსებისას

ყველა მოვლენათა ერთობლიობას: ნიადაგში ტენის მოხვედრა, გადაადგილება, დაკავება


ხარჯვა და სხვ. – ნიადაგის წყლის რეჟიმი ეწოდება.
ნიადაგის წყლის რეჟიმის რაოდენობრივ გამოხატულებას წყლის ბალანსი ეწოდება.

აგრონომიული თვალსაზრისით განარჩევენ ნიადაგში წყლის საერთო და სასარგებლო


მარაგს.

ნალექების შეფარდება აორთქლებასთან არის დატენიანების კოეფიციენტი.

წყლის საერთო მარაგი – ესაა მისი ჯამური რაოდენობა ნიადაგის მოცემულ სისქეში;
გამოიხატება მ3/ჰა.

წყლის სასარგებლო მარაგი – ესაა პროდუქტიული, ანუ მცენარისათვის მისაწვდომი ტენის


ჯამური რაოდენობა ნიადაგის ფენაში.

ჰაეროვანი თვისებები

ნიადაგის ჰაეროვანი თვისებების მნიშვნელობა ისევე დიდია, როგორც წყალმართვი


თვისებებისა. ისევე, როგორც წყალი, ჰაერიც წარმოადგენს აუცილებელ პირობას მცენარის
ზრდა–განვითარებისათვის, ბაქტერიების ცხოველმოქმედებისა და ნიადაგში მიმდინარე
ქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისათვის.
ნიადაგისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰაერის რაოდენობა და მისი მოძრაობა, რაც
მჭიდროდ უკავშირდება ნიადაგის ფორიანობას და წყლის რეჟიმს. რაც უფრო მეტია
ნიადაგში მსხვილი ფორები, მით უფრო მეტია იქ ჰაერის არსებული, ან შესაძლებელი
რაოდენობა, და მისი მოძრაობის პირობები.
ნიადაგის ძირითადი ჰაეროვანი თვისებებია: ჰაერტევადობა და ჰაერგამტარობა. ჰაერი
ნიადაგში იკავებს ყველა იმ ფორას, რომელშიც არ არის წყალი, ე.ი. მისი რაოდენობა
დამოკიდებულია ნიადაგის ფორიანობაზე და ტენიანობაზე. რაც უფრო მეტია ფორიანობა
და ნაკლებია ტენიანობა – მით უფრო მეტია ნიადაგში ჰაერი.
63
ჰ ა ე რ ტ ე ვ ა დ ო ბ ა – ესაა ნიადაგის მოცულობის ის ნაწილი , რომელიც დაკავებულია
ჰაერით მოცემული ტენიანობისას. იგი დინამიკური სიდიდეა. ნიადაგის ჰაერტევადობას
განსაზღვრავს მაში ჰაერის შესაძლებელი რაოდენობა რომელიც მშრალ ნიადაგში უდრის
მისი ფორების (უმთავრესად მსხვილი) რაოდენობას; ტენიან ნიადაგში კი ჰაერტევადობა
უდრის მის ფორიანობას ფორების იმ რაოდენობის გამოკლებით, რომელიც წყლით არის
დაკავებული. ჰაერტევადობა ნიადაგის ნორმალურ აერაციას განაპირობებს, თუ მისი
სიდიდე აღემატება ნიადაგის მოცულობის 15%–ს.

ჰ ა ე რ გ ა მ ტ ა რ ო ბ ა კი არის ნიადაგის უნარი გაატაროს თავის მასაში ჰაერი, რასაც


ფორიანობა განსაზღვრავს. . ჰაერგამტარობა აუცილებელიპირობაა გაზების მიმოცვლისა
ნიადაგსა და ატმოსფეროს ჰაერს შორის.
ნიადაგსა და ატმოსფეროს შორის გჰაერის მიმოცვლის პროცესს ა ე რ ა ც ი ა ეწოდება. რაც
უფრო მსხვილია ფორები, მით უფრო მეტია ნიადაგის აერაცია. აერაციის მეტი უნარი აქვს
სტრუქტურულ, ფხვიერ და არამძიმე (მსუბუქი) მქანიკური შედგენილობის ნიადაგებს
(ქვიშიანი, ქვიშნარი, მსუბუქი თიხნარი), რომელთაც მსხვილი ფორების მეტი რაოდენობა
ახასიათებთ.
აერაციის გამომწვევი ფაქტორებია: დიფუზია; ტემპერატურისა და ბარომეტრული წნევის
შეცვლა; ნიადაგში ტენის მოხვედრა ნალექებით, ან მორწყვისას; ქარის გავლენა; გრუნტის
წყლების დონის გავლენა.
დიფუზია – გაზების გადაადგილება წნევის შესაბამისად. ვინაიდან ნიადაგურ ჰაერში O2
ნაკლებია, ხოლო CO2 მეტი, ვიდრე ატმოსფეროში, დიფუზიისას იქმნება პირობა O2–ის
მოხვედრისა ნიადაგში და CO2–ის გამოყოფისა ატმოსფეროში.
ტემპერატურისა და და ბარომეტრული წნევის შეცვლაც იწვევს აერაციას, რადგან ხდება
ნიადაგური ჰაერის შეკუმშვა და გაფართოვება.
ნიადაგში ნალექებით და მორწყვით ტენის მოხვედრა იწვევს ნიადაგური ჰაერის შეკუმშვას,
მის გამოდენას და ატმოსფერული ჰაერის შეწოვას.
ქარის გავლენა აერაციაზე დიდ არაა და დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე, მაკრო– და
მიკრორელიეფზე, ნიადაგის სტრუქტურაზე და მისი დამუშავების ხასიათზე.
ყველა ფაქტორი ბუნებრივ პირობებში ერთობლივად მოქმედებენ. ყველაზე ძირითადი
დიფუზია. ჰაერისა და წყლის ხელსაყრელ შეფარდებას ნიადაგში ქმნის სტრუქტურა

64
სითბური თვისებები

ნიადაგის ტემპერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს მასში მიმდინარე ქიმიური და


ბიოლოგიური პროცესებისა და მცენარის ზრდა–განვითრებისათვის. რაც უფრო მაღალია
ტემპერატურა, ტენიანობის ხელსაყრელ პირობებში, მით უფრო ინტენსიურია ორგანული
ნივთიერების დაშლა, ქანების გამოფიტვა და მთელი რიგი სხვა პროცესები, რომლებიც
განსაზღვრავენ ნიადაგის წარმოქმნას, შედგენილობას, თვისებებს და ნაყოფიერებას.
ნიადაგის სითბოს ძირითად წყაროს წარმოადგენს მზის რადიაცია; ნაკლები მნიშვნელობა
აქვს დედამიწის შინაგან სითბოს, ნიადაგის ჰაერს, ნიადაგში მიმდინარე ქიმიურ და
ბიოლოგიურ პროცესებს და სხვ.
ნიადაგის სითბური თვისებებიდან მნიშვნელოვანია: თბოტევადობა, თბოგამტარობა,
სითბური რიჟიმი.
თბოტევადობა – ნიადაგის უნარი შთანთქას მზის ენერგია და დააკავოს შთანთქმული
სითბო. თბოტევადობას განსაზღვრავს სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ნიადაგის
წონის, ან მოცულობის ერთეულის გასათბობად 1°C–ით. განასხვავებენ ხვედრით და
მოცულობით თბოტევადობას. ხვედრითი თბოტევადობაა სითბოს რაოდენობა ჯოულებში,
დახარჯული 1 გრ ნიადაგის 1oC–მდე გასათბობად; მოცულობითი თბოტევადობაა სითბოს
რაოდენობა ჯოულებში, დახარჯული 1 სმ3 ნიადაგის 1°C–მდე გასათბობად.
თბოტევადობა დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შედგენილობაზე, ტენიანობაზე, ფერზე,
ორგანული ნივთიერების შედგენილობაზე, ტენიანობაზე, ადგილმდებარეობაზე და სხვ.
მეტი თბოტევადობა ახასიათებს თიხიან ნიადაგებს, ნაკლები – ქვიშიანებს, მიუხედავად
იმისა, რომ ქვიშიანი ნიადაგი ადრე თბება. თიხიან ნიადაგში სითბო იხარჯება იმ წყლის
აორთქლებაზე, რომელიც თიხიან ნიადაგს ახასიათებს; ამიტომ ეს ნიადაგი შთანთქავს მეტ
სითბოს, მაგრამ ნაკლებად თბება. ამის გამო თიხიანი ნიადაგი ცივ ნიადაგად ითვლება;
ქვიშიანი ნიადაგი კი თბილია. აქ სითბო იხარჯება უშალოდ ნიადაგის გათბობაზე
იხარჯება. ყველაზე თბილია ხირხატიანი ნიადაგი.
რაც უფრო მუქია ნიადაგი, მით უფრო მეტ სითბის შთანთქავს იგი და უფრო თბება, ვიდრე
ღია ფერის ნიადაგი. ამის მიხედვით უფრო თბილია ჰუმუსით მდიდარი ნიადაგი.
ნიადაგის გათბიობისათვის მნიშვნელოვანია ადგილდებარეობაც – ფერდობის მიამართუ-
ლება, დაქანება. ფერდობზე ნიადაგი უფრო თბება, ვიდრე ვაკეზე; უფრო თბილია ნიადაგი
სამხრეთ ფერდობზე, ვიდრო ჩრდილოეთის და ა.შ.

თბოგამტარობა – ნიადაგის უნარი გაატროს სითბო თავის მასაში.


იზომება სითბიოოს რაოდენობით ჯოულებში, რომელიც გაივლის წამში 1 სმ ფენის
ნიადაგის 1 სმ3–ს. ამ სიდიდეზე დამოკიდებულია მისი შემადგენელი ნაწილაკების

65
თბოგამტარობაზე, ე.ი. მის ქიმიურ და მექანიკურ შედგენილობაზე, ტენიანობაზე, სიმკვრი-
ვეზე, ნიადაგის ტემპერატურაზე.
რაც უფრო მეტია ნიადაგის თბოტევადობა, მით უფრო ნაკლებია მისი თბოგამტარობა,
ამიტომ სითბოს გამტარობის დიდი უარი აქვს ქვიშიან ნიადაგს, რომელიც უფრო ადრე
თბება, ვიდრე თიხიანი ნიადაგი; ყველაზე მეტად ატარებს სითბოს ხირხატიანი ნიადაგი,
რომლის თბოტევადობა უმცირესია. რაც უფრო მეტია ნიადაგში თიხა ნაწილაკები და
ნაკლებია ქვიშა, მით უფრო ნაკლებია მისი ეფექტური სითბოგამტარობა. სითბოს ყველაზე
ცუდი გამტარია ქვიშა; ამ მხრივ საშუალო ადგილი უკავია თიხნარ და ქვიშნარ ნიადაგებს.
რაც უფრო ნაკლებია ფორების ზომები, მით უფრო ნაკლებია მაშში არსებული ჰაერის
სითბოგამტარობის კოეფიციენტი, რაც იწვევს ნიადაგის სითბოგამტარობის შემცირებას.
სითბოს გამტარობის მერი უნარი აქვს წყალს, ნაკლები ჰაერს, ამიტომ სითბოს მეტი
გამტარია მკვრივი და არა ფხვიერი ნიადაგი, რომელშიც მეტია ჰაერი. სითბოს მეტი
გამტარია ასევე ტენიანი ნიადაგი, ვიდრე მშრალი.
ყველა მოვლენათა ერთობლიობას: ნიადაგში სითბოს მოხვედრა, გადაადგილება, გაცემა და
სხვ. – ნიადაგის სითბური რეჟიმი ეწოდება. ძირითადი მაჩვენებლია ნიადაგის ტემპერა-
ტურა (t), ამიტომ ხშირად ტემპერატურულ რეჟიმსაც უწოდებენ. იზომება ნიადსაგის t-ის
გაზომვით სხვადასხვა სიღრმეზე სხვადასხვა პერიოდებში.

სითბური რეჟიმის რაოდენობრივი მაჩვენებლია ნიადაგის სითბური ბალანსი.


სითბური რეჟიმის ტიპებია:
1. მყინვარული, სადაც ნიადაგის საშუალო წლიური ტემპერატურა უარყოფითია;
2. ხანგრძლივად სეზონურ–მყინვარული, სადაც ჭარბობს ნიადაგის პროფილის დადე-
ბითი საშუალო წლიური ტემპერატურა. უაყოფითი t-ის გაზომვის სიღრმეა არაუმე-
ტეს 1 მ. გაყინვის ხანგრძლივობა არაუმეტეს 5 თვისა;
3. გაუყინავი ტიპი, რომელიც გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ნიადაგის
გაყინვა არ შეინიშნება.

სითბური რეჟიმის რეგულირებისათვი იყენებენ: აგრომელიორაციულ, აგროტექნიკურ,


აგრომეტეოროლოგიურ ხერხებს.

66
ნიადაგის ეკოლოგიური პრობლემები

გარემოში არსებულ ძირითად პრობლემებს შორის უმნიშვნელოვანესია: ეროზია; გაუდაბ-


ნოება; ნიადაგების დეგრადაცია, დაბინძურება; მეორადი დამლაშება (სარწყავ ნიადაგებზე);
პროდუქტიული მიწების კარგვა (წიაღისეულის მოპოვებისას, წყალსაცავების აგებისას,
დასახლებული პუნქტების, საწარმოო დაწესებულებების, გზების მშენებლობისას) და სხვ.

 ეროზია – ნიადაგის დაშლის პროცესი წყლისა და ქარის ზემოქმედებით. განასხვავებენ


წყლისმიერ და ქარისმიერ ეროზიას, ანუ დეფლაც იას.
წ ყ ლ ი ს მ ი ე რ ი ე რ ო ზ ი ა იყოფა ზედაპირულ და ხაზობრივად.
ზედაპირული ეროზია – ნიადაგის ზედა ჰორიზონტის გადარეცხვა ფერდობებზე წვიმისა
და მდნარი წყლების ჩამოდენით. ამის შედეგად სახნავ ფენაში თანდათანობით მცირდება
ზედა ჰუმუსუანი ჰორიზონტი და მექმედებაში შედის ქვედა ნაკლებად ნაყოფიერი
ჰორიზონტი. პროფილის სისქე კი მცირდება და ფორმირდება გადარეცხილი ნიადაგი.
ხაზობრივი ეროზია – ესაა ნიადაგების სიღრმით გამორეცხვა უფრო მძლავრი წყლის
ნაკადით, რომელიც ფერდობზე ჩამოედინება. მათი შემდგომი განვითარება იწვევს
ხრამების წარმოშობას. ხაზობრივი ეროზია ნიადაგის მთლიან განადგურებას იწვევს.
მას საზღვრავენ ფართობის პროცენტით, რომელიც ხრამებს უკავია, ან ხრამების საერთო
განფენილობით ტერიტორიის ფართობზე (კმ/კმ2). გრადაციები: სუსტი (<0.25 კმ/კმ2),
საშუალო (0.2500.50 კმ/კმ2); ძლიერი (0.50–0.75 კმ/კმ 2); ძალიან ძლიერი (>0.75 კმ/კმ2).
მთიან მხარეებში ადგილი აქვს ზვავურ ნაკა-
დებსაც, რომლებიც წარმოიშობა ძლიერი თოვლ-
დნობისას და ინტენსიური წვიმებისას. ზვავი
დიდი სიჩქარით მოძრაობს და დიდი რაოდე-
ნობის მასალა მოაქვს (წვრილმიწა, ღორღი, ქვები).
იგი დიდ ნგრევებს იწვევს და საჭიროვებს
ზვავისსაწინააღმდეგო ნაგებობების აშენებას.
განასხვავებენ ეროზიის განვითარების სოცია-
ლურ–ეკონომიკურ (ადამიანის არასწორი მოქმე-
დებით გამოწვეული) და ბუნებრივ (კლიმატი,
რელიეფი, გეოლოგიური აგებულება, მნენარე-
ულობა) პირობებს.
ქ ა რი სმი ერი ე რ ო ზ ი ა (დეფლაცია)
ვლინდება მტვრიანი ქარბუქებუსა და ადგილო-
ბრივი ქარისმიერი ეროზიის სახით, რომელიც
პერიოდულად მეორდება და დიდ ტერიტო-
რიებს მოიცავს.
67
 გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია.
გაუდაბნოება – ეკოსისტემის დეგრადაციის პროცესი – გლობალური პრობლემაა. როგორც
წესი განპირობებულია ბუნებრივი (მათ შორის, კლიმატური) ფაქტორებით, მაგრამ ხშირად
ამ პროცესის დაჩქარებასა და გააქტიურებას ადამიანის ზემოქმედებაც განაპირობებს (ინტენ-
სიური მიწათმოქმედება, გადაჭარბებული ძოვება, ქარსაცავი ზოლების არარსებობა და ა.შ.).
საქართველოში გაუდაბნოების საშიშროების ქვეშ მყოფ ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად
ტერიტორიად ტრადიციულად ითვლება დედოფლისწყაროს რეგიონი (კახეთი), რომელიც
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისათვის მომზადებულ მე–2 ეროვნული
შეტყობიბის თანახმად, ქვეყნისთვის პრიორიტეტადაა მიჩნეული.
საქართველოსთვის გაუდაბნოება, ისევე როგროც
მთელი მსოფლიოსთვის, სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენს. ისედაც მცირე ტერიტორიის ქვეყ-
ნისათვის, სადაც სახნავი მიწების 0.14 ჰა მოდის 1
სულ მოსახლეზე, თითოეული ჰექტარი მიწის
დაკარგვა სერიოზულ საშიშროებას შეუქმნის
ქვეეყნის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და
სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას.
საქართველოში კლიმატის გლობალური ცვლი-
ლების ფონზე, ბუნების სტიქიურ მოვლენათა
შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გვალ-
ვებს, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში
გააქტიურდნენ ბოლო ათწლეულებში. სისტემა-
ტური გვალვიანობის შემთხვევაში, რასაც ხელს
უწყობს ტემპერატურის მატება, ნალექების შემცი-
რება, და წყლის რესურსების ნაკლებობა, რამაც
შესაძლოა გაუდაბნოების საშიშროება შექმნას.
68
 ნიადაგის დაბინძურება და ნაყოფიერი ფენის რღვევა (განსაკუთრებით ტექნოგენულ
ლანდშაფტში – ეკოლოგიური კატასტროფების ზონებში (ღია კარიერული წესით
მიმდინარე სამთო–მოპოვებითი და სამთო–გამამდიდრებელი კომბინატების
მახლობლად), სადაც აქტიურად მიმდინარეობს ნიადაგების დეგრადაციის პროცესი.

დაბინძურების მხრივ, ნიადაგი ბუნების ყველაზე სპეციფიკურ და რთულ კომპონენტს


წარმოადგენს. რატომ არის ნიადაგი ყველაზე რთული ობიექტი? მაგ., წყლისა და ჰაერის
შემთხვევაში, ტოქსიკური ნივთიერებების მოცილების შემდეგ, ისინი ადვილად უბრუნ-
დებიან თავიანთ საწყის მდგომარეობას. ნიადაგის შემთხვევაში ეს პროცესი გაცილებით
უფრო გართულებულია. თუ ნიადაგი დაბინძურებულია და მისი პირველადი ბალანსი
დარღვეულია, ამ ბალანსის აღდგენას ძალიან დიდი დრო ესაჭიროვება.

ყველაზე მნიშვნელონი პრობლემაა მ ძ ი მ ე ლ ი თ ო ნ ე ბ ი თ ნიადაგების დაბინძურება.


ზოგიერთი მათგანი მაღალი ტოქსიკურობით ხასიათდება და მათი გარკვეული რაოდე-
ნობის მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმში, მთელი ჯაჭვის გავლით, ძალიან დიდი
უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია მის ჯანმრთელობაზე.

კაზრეთის კარიერი

69
ქვეყნის ისეთ ტერიტორიებზე, რომ-
ლებიც ექვემდებარება მძლავრ სამრეწ-
ველო ზემოქმედებას, ნიადაგები
ძლიერ სახეცვლას განიცდიან და
წარმოიქმნება ე.წ. ანთროპოგენური
ნიადაგები, რომლებსაც საქართვე-
ლოში 0,1% ფართობი უკავია (>80
კვ.კმ). პროფილის ზედა ნაწილი ანთ-
როპოგენურ ზეგავლენას განიცდის,
მათ დაკარგული აქვთ ბუნებრივი
შენება. ანთროპოგენური ნიადაგები
ჩვეულებრივ არსებობს წყლისმიერი
ან ქარისმიერი ეროზიის საშიშროება.

ნიადაგის ორგანული
ნაწილის რეგრესი

70
საქართველოს ნიადაგები

საქართველო ხასიათდება ნიადაგური საფარის ფართო სპექტრით, რაც განპირობებულია


ნიადაგარმომქმნელი ფაქტორების მრავალფეროვნებით. რთული გეოლოგიური აგებულება
და ქვეფენილი ქანების არაერთგვაროვნება, რელიეფის თავისებურება და კონტრასტული
კლიმატური პირობები, მცენარეული საფარის სპეციფიკურობა და ბიომრავალფეროვნება,
კომპლექსურად განაპირობებენ საქართველოს ნიადაგური საფარის მოზაიკურობასა და
თავისებურ გეოგრაფიულ განაწილებას. საქართველოს ნიადაგური საფარის მრავალფე-
როვნება იმაშიც გამოიხატება, რომ სწავლება ჰორიზონტული და ვერტიკალური (სიმაღ-
ლებრივი) გეოგრაფიული და ნიადაგური ზონალობის შესახებ სწორედ ამიერკავკასიის
ნიადაგების შესწავლის შედეგადაა ჩამოყალიბებული. აქ წარმოდგენილია როგორც
დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკების დაბლობი ტერიტორიების, ისე
აღმოსავლეთ საქართველოს არიდული რეგიონებისთვის დამახასიათებელი, ასევე
მთისწინების, მთა-ტყეთა და მთა-მდელოს ზონებში გავრცელებული გენეტიკური ტიპები.
საქართველოს ნიადაგური საფარის მრავალფეროვნება განსაკუთრებით შესამჩნევია ბარში
და ვაკე რელიეფის მქონე რეგიონებში, მთებში ეს განსხვავება ნაკლებად ვლინდება.
საქართველოში თითოეულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ოლქს მისთვის დამახასიათებელი ნია-
დაგური ტიპების კომპლექსი ახლავს.
კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი ს ოლქისათვის დამახასიათებელია ნიადაგური საფარის ვერტიკალური
სარტყლურობის ერთიანი წყობა. თუმცა, ადგილობრივი კლიმატური და სხვა პირობები-
დან გამომდინარე, ცალკეულ რეგიონში ნიადაგური ტიპების სპექტრი განსხვავებულია.
დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე ჭარბობს მთა-ტყის ყომრალი ნიადაგები. უფრო
ზემოდ წარმოდგენილია მთა-მდელოს სუბალპური და ალპური ნიადაგები, რომლებიც
მაღალმთიანეთის ნივალურ სარტყლამდე აღწევენ პრიმიტიული ნიადაგების სახით.
ს ა მ ხ რ ე თ მ თ ი ა ნ ე თ ზ ე ჭარბობენ მთის შავმიწები. უფრო მაღალ მასივებზე, ქედებსა
და ფერდობებზე განვითარებულია მთა-მდელოს ნიადაგები. მცირე კავკასიონის გარე ფერ-
დობებისათვის დამახასიათებელია ყომრალი, მთა-ტყის ყავისფერი და მთა-მდელოს ნია-
დაგები.
კ ო ლ ხ ე თ ი ს დ ა ბ ლ ო ბ ზ ე უპირატესად ჰიდრომორფული ნიადაგებია გავრცელებული
_ ჭაობის, ალუვიური, ლებიანი, სუბტროპიკული ეწერი (ყვითელმიწა-ეწერი). დაბლობის
შემაღლებულ ნაწილებზე _ წითელმიწები და ყვითელმიწები.
მ ტ კ ვ რ ი ს დ ა დ ა ბ ლ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს დამახასიათებელია მშრალი სუბტროპიკების ნიადა-
გები _ მდელოს რუხი-ყავისფერი, რუხი-ყავისფერი, დამლაშებული (ბიცი, ბიცობი).
საქართველოში გამოიყოფა 3 ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ნიადაგურ-გეოგ-
რაფიული ოლქი (დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს) შესაბამისი ქვეოლ-
ქებით, ზონებითა და რაიონებით. დასავლეთ საქართველოს ნიადაგური ოლქის ფარგლებში

71
გამოიყოფა სამი ნიადაგურ-გეოგრაფიული ქვეოლქი (კავკასიონის, მთათაშორისი დაბ-
ლობების, სამხრეთ მთიანეთის განივი ქედების); აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგური
ოლქის ფარგლებში _ კავკასიონის, მთათაშორისი დაბლობებისა და ზეგნების, სამხრეთ
მთიანეთის განივი ქედების ქვეოლქები; სამხრეთ საქართველოს ნიადაგური ოლქის
ფარგლებში კი ახალციხის მთათაშორისი ქვაბულის და სამხრეთ საქართველოს ვულკანური
ზეგნების ქვეოლქები. თითოეული ნიადაგურ-გეოგრაფიული ქვეოლქი შესაბამის ნიადაგურ
ზონებსა და რაიონებს მოიცავს.
დასავლეთ საქართველოს ნიადაგური ოლქის მათათაშორისი დაბლობების ქვეოლქში
ძირითადად წარმოდგენილია კოლხეთის დაბლობის ნიადაგების ზონა რამდენიმე ნიადა-
გურ-გეოგრაფიული რაიონით, სადაც გავრცელებულია ჭაობიანი, ეწერ-ლებიანი, სუბტრო-
პიკული ეწერი და ალუვიური ნიადაგები. ამავე ოლქის კავკასიონის ქვეოლქის ფარგლებში
გამოიყოფა: გორაკ-ბორცვიანი მთისწინების ნიადაგების ზონა ყვითელმიწა, წითელმიწა და
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; მთა-ტყის ნიადაგების ზონა ნეშომპალა-კარბონა-
ტული და ყომრალი ნიადაგების სახესხვაობებით; მთა-მდელოს ნიადაგების ზონა მთა-მდე-
ლოთა კორდიანი, კორდიან-ტორფიანი და პრიმიტიული ნიადაგებით. დასავლეთ
საქართველოს ნიადაგური ოლქის სამხრეთ მთიანეთის განივი ქედების ქვეოლქის
ფარგლებში წარმოდგენილია გორაკ-ბორცვიანი მთისწინების ნიადაგების ზონა, სადაც
ყვითელმიწებისა და წითელმიწების გარდა ტყის ყომრალი, ყვითელ-ყომრალი, ნეშომპალა-
კარბონატული და მთა-მდელოთა ნიადაგების სახესხვაობები გვხვდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგური ოლქის მათათაშორისი დაბლობებისა და ზეგ-
ნების ქვეოლქში ორი ძირითადი ზონაა წარმოდგენილი: უდაბნო ველებისა და ველების
ნიადაგების ზონა რუხი-ყავისფერი, მდელოს რუხი-ყავისფერი, შავმიწა და დამლაშებული
ნიადაგებით; ვაკეების გარდამავალი ტყე-ველისა და ტყის ნიადაგების ზონა მდელოს ყავი-
სფერი, შავმიწისებრი, დამლაშებული და ალუვიური ნიადაგებით. ამავე ოლქის კავკასიო-
ნის ქვეოლქი ასევე სამ ნიადაგურ ზონას მოიცავს: მთისწინების გარდამავალი ტყე-ველისა
და ტყის ნიადაგების ზონა შავმიწისებრი, ტყის ყავისფერი, რუხი-ყავისფერი და ნეშომ-
პალა-კარბონატული ნიადაგებით; მთა-ტყეთა ნიადაგების ზონა _ ტყის ყავისფერი, ნეშომ-
პალა-კარბონატული და ტყის ყომრალი ნიადაგებით; მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა
მთა-მდელოთა და პრიმიტიული ნიადაგების სახესხვაობებით.
სამხრეთ საქართველოს ნიადაგური ოლქის ახალციხის მთათაშორისი ქვაბულის ქვეო-
ლქის ვაკისა და მთისწინების გარდამავალი ტყე-ველისა და ტყის ნიადაგების ზონაში
გაერთიანებული ნიადაგური რაიონები მოიცავს მდელოს ყავისფერ, რუხ-ყავისფერ და
ტყის ყავისფერ ნიადაგებს, ხოლო მთა-ტყეთა ნიადაგების ზონა _ ტყის ყავისფერ და ტყის
ყომრალ ნიადაგებს. ამავე ოლქის ვულკანური ზეგნების ქვეოლქის მთის ველების
ნიადაგების ზონა მოიცავს მთის შავმიწების ნიადაგურ-გეოგრაფიულ რაიონებს; მთა-
მდელოთა ნიადაგების ზონა კი მთა-მდელოთა შავმიწისებრ ნიადაგებს.

72
საქართველოს ჰუმიდური რეგიონებისთვის დამახასიათებელი ნიადაგები ქვეყნის დასა-
ვლეთით და მთიანეთის უმეტეს ნაწილშია გავრცელებული. არიდული ჰავისათვის დამახა-
სიათებელი ნიადაგები აღმოსავლეთ საქართველოს ბარშია წარმოდგენილი. გარდამავალი
(სემიჰუმიდური, სემიარიდული) პირობებისთვის დამახასიათებელი ნიადაგები კი
კავკასისწინეთის დასავლური ნაწილის ვაკეზე, მთიანეთის პერიფერიულ დაბალ
ნაწილებში და ზეგნებზეა გავრცელებული.
ამდენად, ძირითად გენეტიკურ ტიპებს, რომლებიც საქართველოს ნიადაგური საფარის
სტრუქტურაში სიმაღლებრივ სარტყლებს ქმნიან, მიეკუთვნება: მთა-მდელოს, ყომრალი,
ტყის ყავისფერი, შავმიწა, რუხი-ყავისფერი, მდელოს რუხი-ყავისფერი, ალუვიური, მლა-
შობები, წითელმიწა, ყვითელმიწა, სუბტროპიკული ეწერი, ეწერ-ლებიანი და სხვ. აღნიშ-
ნული ზონალური ნიადაგური ტიპები, ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების შესაბამისად,
მრავალ ქვეტიპად, გვარად და სახეობად იყოფა. საქართველოში გავრცელებული აზონა-
ლური ნიადაგების წარმოქმნა, რომლებიც ზონალურ პრინციპს არ ექვემდებარება, გამოწვე-
ულია სხვადასხვა ადგილობრივი ფაქტორებით: ლითოლოგიურით (ნეშომპალა-კარბო-
ნატული), ჰიდროლოგიურით (ჭაობიანი, მლაშობები, ალუვიური), გეომორფოლოგიურით
(ქვიან-ხირხატიანი) და ა.შ.

73
ამგვარად, საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით დასახელების ნიადაგური ნომენკ-
ლატურა გამოიყოფა. თითოეული გენეტიკური ტიპი თავისებური მაკრო- და მიკრომორ-
ფოლოგიური მაჩვენებლებით ხასიათდება. ქვემოდ მოცემულია საქართველოს ნიადაგების
ძირითადი მორფოქიმიური მაჩვენებლები.

მთა-მდელოს ნიადაგები საქართველოს ალპურ და სუბალპურ ზონა-


შია გავრცელებული, ხასიათდება მცირე ან საშუალო სიმძლავრის არა-
დიფერენცირებული პროფილით, კარგად გამოხატული მუქი ჰუმუ-
სოვანი ჰორიზონტით, ფულვატური ან ჰუმატურ-ფულვატური ჰუმუ-
სით, მჟავე და სუსტად მჟავე რეაქციით, საშუალო და მძიმე თიხნარი
მექანიკური შედგენილობით, გამკვრივებული ილუვიური ჰორიზო-
ნტის ხირხატიანობით, ქანის ფრაგმენტების მაღალი შემცველობით. გენეტიკური
პროფილი მორფოლოგიურად აგებულია შემდეგი ჰორიზონტებისგან: Аd-А-В-ВС-С. მათ
შორის გამოირჩევა კორდიანი, ტორფიანი და პრიმიტიული ქვეტიპები.

მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები (Ао-АВ-ВС ან Ао-А-АВ-СD) სუბალპურ


ზონაშია გავრცელებული, ხასიათდება არადიფერენცირებული
პროფილით, მაღალი და ღრმა ჰუმუსირებით, ზედა ჰორიზონტის
მუქი შეფერილობით და ფესვების დიდი რაოდენობით, მცირე ან
საშუალო სიმძლავრით, ძლიერი გამოტუტვით, არამყარი სტრუქ-
ტურით, მჟავე რეაქციით, თიხნარი მექანიკური შედგენილობით,
მაღალი ღორღიანობითა და ქანის ფრაგმენტების მონაწილეობით.

74
მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები (А1'-А1"-ВС ან А1'-А1"-В-ВС),
რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ საქართველოს სუბალპურ და
ალპურ ზონაში, ხასიათდება მცირე ან საშუალო სიმძლავრის არადი-
ფერენცირებული პროფილით, ჰუმატური ტიპის ჰუმუსის მაღალი
შემცველობით და ღრმა ჰუმუსირებით, სუსტი მჟავე რეაქციით, შთა-
ნთქმის მაღალი ტევადობით, თიხნარი და/ან თიხიანი (სიღრმით)
მექანიკური შედგენილობით.

ყომრალი ნიადაგები (A-Bm-C) გავრცელებულია საქართველოს მთა-ტყე-


თა ზონაში, ხასიათდება პროფილის სუსტი დიფერენცირებით, მონოტო-
ნური წაბლისფერი შეფერილობით, კარგად გამოხატული მკვდარი საფა-
რით, მუქი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, კოშტოვან-კაკლოვანი და მარცვ-
ლოვანი სტრუქტურით, ფულვატური ჰუმუსის ზომიერი შედგენილო-
ბით, ღრმა ჰუმუსირებით, თიხნარი მექანიკური შედგენილობით, სიღრ-
მისაკენ შესამჩნევი დამძიმებითა და ხირხატიანობით, პროფილის გათი-
ხებით, ლექის სუსტი გადაადგილებით პროფილში, სიღრმით კლებადი მჟავე რეაქციით,
რკინის მოძრავი ფორმების მაღალი შემცველობით.

ყომრალ-შავი ნიადაგები (Ао-А1'-А1"-А1'"-ВС2) გავრცელებულია სამხ-


რეთ საქართველოს ტყის ყომრალების მიჯნაზე, ხასიათდება მოშავო-
წაბლისფერი შეფერილობის ჰუმუსიანი ჰორიზონტით, კოშტოვან-
კაკლოვანი სტრუქტურით, ფხვიერი აგებულებით, მჟავე რეაქციით,
ფულვატური ჰუმუსის საშუალო შემცველობითა და ღრმა ჰუმუსი-
რებით, თიხნარი მექანიკური შედგენილობით და ლექის თანაბარი
განაწილებით პროფილში.
75
კორდიან-კარბონატული ნიადაგები (А-АВ-СD ან А-АВ-ВС ან А-АС)
ფორმირებულია კარბონატულ ქანებზე და გავრცელებულია მთა-ტყის,
ასევე ნოტიო და მშრალი სუბტროპიკების და მაღალმთიანეთის
ზონებში, ხასიათდება პროფილის სუსტი დიფერენცირებით, კარგად
გამოხატული ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, მარცვლოვანი ან წვრილ-
კოშტოვანი სტრუქტურით, ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციით, ჰუმატური ჰუმუსის
ზომიერი და დაბალი შემცველობით, ღრმა ჰუმუსირებით, კარბონატების მაღალი
შემცველობით. კორდინან-კარბონატული ნიადაგების ჯგუფი მოიცავს წითელ ქვეტიპს, ე.წ.
ტერა-როსას (terra-rossa).

მთის შავმიწები, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ საქართვე-


ლოს ვულკანურ მთიანეთზე, ხასიათდება ჰუმუსის მაღალი შემცვე-
ლობითა და შავი შეფერილობის ჰუმუსიანი ჰორიზონტით, კოშტო-
ვან-კაკლოვანი და კოშტოვან-პრიზმული სტრუქტურით, სუსტი
ტუტე რეაქციით, პროფილის გათიხებით, თიხიანი ან მძიმე თიხნარი
მექანიკური შედგენილობით. ვერტიკალური პროფილის გამოირჩევა
შემდეგი მორფოლოგიური აგებულებით: А1'-А1"-АВ-ВС.

76
ბარის შავმიწები (შავი) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს
მთათაშორის სტეპურ ზონაში მშრალი სუბტროპიკული კლიმატის
პირობებში. ხასიათდება პროფილის სუსტი დიფერენცირებით, მუქი
შეფერილობის მძლავრი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, ჰუმატური ტიპის
ჰუმუსის საშუალო შემცველობით, კოშტოვან-კუთხოვანი ან კაკლოვან-
პრიზმული სტრუქტურით, კარგად გამოხატული კარბონატული ჰორიზონტით, მძიმე
მექანიკური შედგენილობით, პროფილის შუა ნაწილის გათიხებით, ზედაპირიდანვე
აღნიშნული კარბონატულობით, დაწიდულობის ნიშნებით, ნეიტრალური ან სუსტი ტუტე
რეაქციით. პროფილის მორფოლოგიური აგებულებაა: А1'-А1"-АВ-В-ВС-С.

ყავისფერი ნიადაგები (А-ВСа-ВС(ВССа)-ССа) გავრცელებულია აღმოსავ-


ლეთ საქართველოს ტყე-სტეპის ზონაში მშრალი სუბტროპიკული
კლიმატის პირობებში, ხასიათდება პროფილის დიფერენცირებით, -
ჰუმუსოვანი ჰორიზონტის მუქი შეფერილობით, კოშტოვანი ან მარცვ-
ლოვანი სტრუქტურით, პროფილის გათიხებით, მეტამორფული ჰორი-
ზონტის არსებობით, სუსტი ტუტე ან ნეიტრალური რეაქციით, ჰუმატური ტიპის ჰუმუსის
საშუალო შემცელობით და ღრმა ჰუმუსირებით.

77
მდელოს ყავისფერი ნიადაგები (А-АВ-В-ВС-С ან А-А1"-В1-В2-ВС)
გავრცელებულია ყავისფერი ნიადაგების არეალის დეპრესიულ
მონაკვეთებში გრუნტოვანი ზედაპირული გალებების პირობებში,
ხასიათდება სუსტად დიფერენცირებული პროფილით, მუქი ყავის-
ფერი შეფერილობით, კოშტოვან-ბელტური სტრუქტურით, მძიმე
მექანიკური შედგენილობით, პროფილის კარბონატულობით ზედა-
პირიდან, სუსტად გამოხატული კარბონატულ-ილუვიური ჰორიზონტით, სუსტი ტუტე ან
ტუტე რეაქციით, ფულვატურ-ჰუმატური ჰუმუსის ნაკლები შემცველობით, ღრმა ჰუმუსი-
რებით, მსუბუქი და სუსტი თიხიანი მექანიკური შედგენილობით, კარგად გამოხატული
გათიხებით პროფილის შუა ნაწილში.

რუხი ყავისფერი ნიადაგები (А1'-А1"-АВ-В1Са-С1-С2) გავრცელებულია


სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ სტეპურ ზონაში, ხასი-
ათდება არადიფერენცირებული პროფილით, მძლავრი ჰუმუსოვანი და
კარბონატული ჰორიზონტებით, ფულვატურ-ჰუმატური ჰუმუსის
დაბალი შემცველობით, პროფილის შუა ნაწილში გალებებით,
ზედაპირიდან კარბონატულობით, მძლავრი და კარგად გამოხატული
კარბონატულ-ილუვიური ჰორიზონტით, სუსტი ტუტე ან ტუტე რეაქციით, მძიმე თიხნარი
მექანიკური შედგენილობით, ფუძეებით მაძღრობით.

78
მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგები (АСа-В1Са-В2Саt,g-BCCag-Cg) გავრ-
ცელებულია მდელოს ყავისფერ ნიადაგებს შორის შედარებით
ტენიან ტერიტორიებზე ზომიერად მშრალი სუბტროპიკული კლი-
მატის პირობებში, ხასიათდება არადიფერენცირებული და მძლავრი
პროფილით, გალებების ნიშნებით, სუსტი ტუტე ან ტუტე რეაქ-
ციით, ფულვატურ-ჰუმატური ჰუმუსის დაბალი შემცველობით,
თუმცა ღრმა ჰუმუსირებით, მთელი პროფილის სიღრმისაკენ გაძლიერებული
კარბონატულობით, მაღალი შთანთქმის ტევადობით, მსუბუქი და საშუალო თიხნარი
მექანიკური შედგენილობით, პროფილის ქვედა ნაწილის გათიხებით.

დამლაშებული ნიადაგები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართვე-


ლოს ვაკის სტეპურ ზონაში მშრალი სუბტროპიკული კლიმატის პირო-
ბებში. აერთიანებს ბიც (ბიცნარ) და ბიცობ (ბიცობნარ) ტიპებს,
რომლებიც მძიმე მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან. ბიცი
გამოირჩევა ადვილადხსნადი მარილების შემცველობით ზედაპი-
რიდან, ბიცნარი _ სიღრმიდან. ხასიათდებიან კალციუმის სიჭარბით,
ჰუმუსის დაბალი შემცველობით და მკვეთრი კლებით პროფილში, ქლორიტულ-სულ-
ფატური ადვილადხსნადი მარილების მნიშვნელოვანი მატებით სიღრმისაკენ. ბიცობი
გამოირჩევა შთანთქმული ნატრიუმის არსებობით შთანთქავ კომპლექსში და ტუტე
რეაქციით. ბიცობი და ბიცობნარები ხასიათდებიან ელუვიურ-ილუვიური ტიპის
დიფერენცირებული პროფილით, ტუტე რეაქციით, მკვრივი ბიცობიანი ჰორიზონტით,
შთანთქმული ნატრიუმის მაღალი შემცველობით და სუსტი წყალგამტარობით.

79
წითელმიწები გავრცელებულია საქართველოს ნოტიო სუბტროპი-
კული ზონის გორაკ-ბორცვიან მთისწინებში. ხასიათდება მძლავრი
პროფილით, მოწითალო-ნარინჯისფერი შეფერილობით, კოშტოვანი
სტრუქტურით, მჟავე რეაქციით, ფულვატური ჰუმუსის მაღალი
შემცველობით, დაბალი და საშუალო შთანთქმის ტევადობით,
მძიმე მექანიკური შედგენილობით, ერთნახევარი ჟანგეულების
(რკინისა და ალუმინის ჰიდროჟანგების) სიუხვით, ფერალიტური
გამოფიტვით. პროფილის აგებულებაა: А-АВ-В-ВС-С.

ყვითელმიწები გავრცელებულია საქართველოს ნოტიო სუბტროპიკული


ზონის გორაკ-ბორცვიანი მთისწინების პირობებში, ხასიათდება
ყვითელი შეფერილობის მძლავრი პროფილით, კოშტოვანი სტრუქტუ-
რით, ფულვატური ჰუმუსის მაღალი შემცველობით, მჟავე რეაქციით,
მძიმე თიხნარი და თიხიანი შედგენილობით, ფერალიტური და
სიალიტური გამოფიტვით. პროფილი აგებულია შემდეგი გენეტიკური
ჰორიზონტებისგან: А0-А-АВ-В-ВС.

80
სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები გავრცელებულია საქართველოს
ნოტიო სუბტროპიკების სუსტად შემაღლებულ ზღვიურ და მდინარე-
ულ ტერასებზე. ხასიათდება პროფილის ტექსტურული
დიფერენცირებით, ზედა ჰორიზონტებში რკინის კონკრეციების
სიჭარბით, ზოგჯერ მკვრივი ორთშტეინიანი ფენის არსებობით პრო-
ფილის მძიმე და მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ფენებს შორის,
მჟავე რეაქციით, ფულვატური ჰუმუსის დაბალი და საშუალო შემცველობით, დაბალი
შთანთქმის ტევადობით, თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენილობით, სიღრმისაკენ
მკვეთრი დამძიმებით, ოქსიდების არათანაბარი განაწილებით. გენეტიკური პროფილის
მორფოლოგიური აგებულება რთულია: А1А2n-ВSf-Вt,f-BGt ან А1А2n-ВSf-Вt,g-BGt-
[B/Cg,h]).

ეწერ-ლებიანი ნიადაგები (А-А1А2-В1-В2-ВС-СDg-G ან А1А2-А2-А2В-


ВСg) გავრცელებულია სუბტროპიკული ეწერების უფრო დადაბლე-
ბულ ადგილებში; ხასიათდება პროფილის ტექსტურული დიფერენ-
ცირებით, ინტენსიური გალებებით, კონკრეციების მონაწილეობით
მთელ პროფილში, ზოგჯერ ორთშტეინიანი ფენის სახით, მჟავე, ან
იშვიათად, ნეიტრალური რეაქციით, ფულვატური ჰუმუსის ზომიერი
და ღრმა ჰუმუსირებით, თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენი-
ლობით.

81
ჭაობიანი და დაჭაობებული ნიადაგები (А-В-ВС) გავრცელებულია
რელიეფის დადაბლებული ელემენტების სუსტად დრენირებულ
მონაკვეთებზე, ხასიათდება მძლავრი პროფილით, ჰუმუსის მაღალი
შემცველობით, სუსტი ნეიტრალური რეაქციით, მძიმე მექანიკური შედ-
გენილობით მთელს პროფილში, მაღალი დისპერსულობით, ოქსი-
დების არათანაბარი განაწილებით. გამოიყოფა ტორფიან-ჭაობიანი და
ლამიან-ჭაობიანი ნიადაგები.

ალუვიური კარბონატული და არაკარბონატული (А-ВС-С-СD) ნიადა-


გები გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა ბუნებრივ ზონაში.
მათი განსხვავებული რეჟიმი, შენება და თვისებები განპირობებულია
იმ აუზის ბუნებით, სადაც ისინი წარმოიშობიან. ხასიათდება პროფი-
ლის შრეობრიობით მექანიკური შედგენილობის მიხედვით, ხირხატი-
ანობით, სუსტი სტრუქტურულობით, ღრმა ჰუმუსირებით, ჰუმუსის
საშუალო ან დაბალი შემცველობით, მჟავე, ნეიტრალური ან ტუტე
რეაქციით (რეგიონის სუბსტრატიდან გამომდინარე).

82
ქვეყნის ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ექვემდებარება მძლავრ სამრეწველო ზემოქ-
მედებას ნიადაგები ძლიერ სახეცვლას განიცდიან და წარმოიქმნება ე.წ. ანთროპოგენური
ნიადაგები, რომლებსაც საქართველოში 0,1% ფართობი უკავია (>80 კვ.კმ). მათ დაკარგული
აქვთ ბუნებრივი შენება და პროფილის ზედა ნაწილი ანთროპოგენურ ზეგავლენას განიც-
დის. ისინი ხასიათდება მჟავე, ნეიტრალური ან ტუტე რეაქციით, ჰუმუსის მცირე ან საშუ-
ალო შემცველობით, შთანთქმის დაბალი ან საშუალო ტევადობით, ღარიბია საკვები
ელემენტებით. ჩვეულებრივ ანთროპოგენური ნიადაგები გაბინძურებულია რადიო-
ნუკლიდებით და ამ ტერიტორიებზე იქმნება წყლისმიერი ან ქარისმიერი ეროზიის
საშიშროება.

83

You might also like