You are on page 1of 4

რთული თანწყობილი წინადადება

რთული წინადადება შედგება ორი ან მეტი მარტივი ან შერწყმული წინადადებისაგან და


აზრობრივ-ინტონაციურად მთლიან ერთეულს წარმოადგენს.

რთული წინადადების მიღების ერთ-ერთი გზა არის თანწყობა, ამ გზით მიღებულ


წინადადებას რთული თანწყობილი წინადადება ეწოდება. მისი ბერძნული შესატყვისი
ტერმინია პარატაქსი.

რთული თანწყობილი ეწოდება ისეთ წინადაადებას, რომელიც მიღებულია თანწყობის


გზით და შედგება გრამატიკულად თანასწორი წინადადებებისაგან, რომელთაგან ერთი
გულისხმობს მეორეს, მაგრამ ისე, რომ დაქვემდებარებას ადგილი არ აქვს. მაგალითად:

,,შველი გარბის, ირემი ყვრის და ტყე შრიალებს“

,,მე მიყვარს დედა, ქალს უყვარს დედა“

,, მისმა ბედნიერებამ გაახალისა გარემო, მისმა ბედნიერებამ აავსო სახლი“

თანწყობილი წინადადების წევრებს შორის შესაძლოა გამოიხატოს სამი სახის აზრობრივი


მიმართება: 1) ერთდროულობა - ნიშნებია : ა) რთული წინადადების ყველა კომპონენტში
ერთდროულად ხდება მოქმედება. ბ) წინადადებები ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურად
თანასწორია. გ) წინადადებაათა ადგილის შეცვლა შესაძლებელია. დ)კომპონენტები
ერთმანეთის მიმართ ტოლუფლებინია.

,, მზე ამოდის, დილა დგება, მიხარია გაღვიძება“

,, ღრუბლები მოცურავს, ამინდი იცვლება“

2) თანმიმდევრობა

გვხვდება მაშინ, როცა მომდევნო მოქმედება წინას შემდეგ ხდება ან პირველის შედეგია.

,, მთვარე აოვიდა და ცა განათდა“

,, ოკეანე მოდიდდა და მიწა იძრა“

წიგნი გადავშალე და ფურცელი აფრიალდა“

3) მიზეზშედეგობრიობა

ამ შემთხვევაში რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტები ერთმანეთს


აზრობრივად უპირისპირდება.

,, მე ვიბრძოლე, მაგრამ შენ დანებდი“

,,მე მოვედი, მაგრამ შენ მომატყუე“

თანწყობილი წინადადების შეერთების საშუალებები


თანწყობილი წინადადების კომპონენტები შეიძლება შეერთებული იყოს კავშირით ან
უკავშიროდ. კავშირიანი შეერთებისას გამოიყენება მაჯგუფებელი, მაცალკევებელი,
მაპირისპირებელი და მაიგივებელი კავშირები.

მაჯგუფებელი კავშირებიდან ხშირად გამოიყენება ,,და“ კავშირი.

,,დილა გათენდა და ნათელი ამობრწყინდა“

,, თვალები დავხუჭე და წარმოსახვები წამოვიდა“

თუ თანწყობილი წინადადება უარყოფითი შინაარსისაა მაშინ გამოიყენება უარყოფითი


შინაარსის გამომხატველი კავშირ3ები; არც-არც ვერც- ვერც, აღარც-აღარც, ვეღარც-ვეღარც

,, არც მე წავალ, არც შენ წახვალ“

,,ვერც მე გავიგე და ვერც მან გაიგო“

,,აღარც გაწვიმდა, აღარც გათოვდა“

ასევე გვაქვს მაცალკევებელი კავშირები: ან-ან, ხან (ხან-ხან) ან-ან კიდევ, ხან-ხან კიდევ,
თუ...

,,ან ბავშვი მოვა, ან მოხუცი მოვა“

ხან დედა მირეკავს, ხან მამა“

თუ მაშინ გამოიყენება თუ რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტები კითხვითი


შინაარსისაა.

,,ეს ცრემლია თუ წყალმა სახე დაგისველა?“

მაპირისპირებელი კავშირებიდან თანწყობილ წინადადებაში გამოიყენება მაგრამ, ხოლო


და კი.

მაგრამ იწყებს თანწყობილი წინადადების მორე კომპონენტს და აპირისპირებს


პირველთან.

,, გაწყენინეს, მაგრამ ფეხზე უნდა წამოდგე“

,, მთელი დღე გაკვირდებოდი, მაგრამ შენი გონება სხვაგან ქროდა“

ხოლო, აპირისპირებს მეორე კომპონენტს პირველთან, მაგრამ დაპირისპირება ისეთი


მკვეთრი არ არის, როგორიც მაგრამ შემთხვევაში.

,, ბაბუამ წყალი მოიტანა, ხოლო ბიძიამ შოკოლადი მაჩუქა“

,, ვაშლს შენ მოიტან, ხოლო ბროწეულს მე დავკრეფ“

კი ფუნქციით ხოლო-ს უალოვდება, მაგრამ არასდროს არ იწყებს მეორე წინადადებას


,,მე დილით ადრე მივდივარ, შენ კი შუადღემდე გძინავს“

,,ბავშვი სკოლაში მიმყავს, მე კი სამსახურში მივდივარ“

მაიგივებელი კავშირებიდან გამოიყენება ანუ და ესე იგი, რომლებიც აზუსტებენ ან


განმარტავენ რაიმეს.

,,გადაწყვეტილება მივიღე, ესე იგი ყველაფერი ისევ ისე დარჩა“

,,ისევ გეძახი, ანუ გაბრაზებამ გადამიარა“

ასევე გვაქვს უკავშირო შეერთება, რომლის დროსაც, წინადადების წევრები ინტონაციის


საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს, სასვენი ნიშნებიდან კი გამოყენებულია მძიმე.
წინადადებაში იწერება იმდენი მძიმე, რამდენი კომპონენტიც არის, ერთის გამოკლებით.

,, კოდალა ხეზე უკაკუნებს, დათვი გარბის, ტყე ცოცხალია“

,,ნავი მიცურავს, მე მას მივყვები უნაპირო ოკეანეში“

შეიძლება, რთულ თანწყობილ წინადადებაში გვქონდეს კავშირიანი და უკავშირო


შეერთება ერთდროულად, ეს ხდება მაშინ, როცა რთული თანწყობილი წინადადება სამი
ან მეტი კომპონენტისაგან შედგება.

,,წიგნი გადავშალე, ფანჯარა გამოიღო და გრილმა ჰაერმა შემოუბერა“

,, ხილი დავჭერი, კრემი გათეთრდა და საახალწლო განწყობა მოიტანა“

პუნქტუაცია

თანწყობილ წინადადებაში სასვენ ნიშნებად გამოიყენება: მძიმე, წერტილ-მძიმე და ტირე.

მძიმე იწერება უკავშირო შეერთებისას

,, ბავშვები გარბიან, ბაბუები მხიარულად იცინიან“

ასევე მაგრამ კავშირის წინ

,, ვიცინი მაგრამ ირგვლივ სრული სიჩუმეა“

ხან კავშირთან, თუკი ის წყვილშია

,, ხან ერთ მხარეს მიქროდა მანქანა, ხან მეორე მხარეს გარბოდა მატარებელი“

და, კი, ან და ხან კავშირების წინ არ იწერება მძიმე, თუ ისინი არ მეორდება,

,, გიორგი მალე მოვიდა, საჩუქარი კი იგვიანებდა“

,, დედა გაიხარებს ან მამა გაჯავრდება“


წერტილ-მძიმე გამოიყენება თანწყობილ წინადადებაში, მაშინ როცა წინადადების
კომპონენტები ისე ახლოს არ არიან აზრობრივად რომ მათ შორის მძიმე დავწეროთ.

,, შებინდდა; გული ამიხმაურდა; ბუნება გაირინდა“

ტირე გამოიყენება უკავშირო შეერთების დროს, ზოგჯერ მაშინ, როცა მეორე კომპონენტში
ერიდებიან შემასმენლის გამოყენებას.

,, წავიდეთ სადმე- ჩამკიდე ხელი ამ უჰორიზონტო სივრცეში“

,, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე- მთელი ქვეყანა“

გაუმართლებელია ერთ წინადადებაში ორი მაპირისპირებელი კავშირის გამოყენება, ან


ერთი უნდა დავტოვოთ ან მეორე

,, მე გამეღიმა, ხოლო შენ კი თვალი ამარიდე“

არასწორია, უნდა იყოს ,, მე გამეღიმა, შენ კი თვალი ამარიდე“ ან ,,მე გამეღიმა, ხოლო შენ
თვალი ამარიდე“

ზოგჯერ ,,კი“ კავშირი გაძლიერეული ,,და“ და ,,მაგრამ“ კავშირით, ამ შემთხვევაში


უმჯობესია გამაძლიერებლის ამოღება და კი-ს დატოვება.

,, მორბოდა პატარა ბავშვი და ის კი ვიღაცასთან საუბრობდა“

სწორია: ,,მორბოდა პატარა ბავშვი, ის კი ვიღაცასთან საუბრობდა“

You might also like