You are on page 1of 1

მე-20-დან 28-ე სტროფის

ჩათვლით

მხატვრული ესე

ვფიქრობ,რომ სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა,რომელიც შეყვარებულებს


შორის ყველასა და ყველაფერს აღემატება.ეს გრძნობა ადამიანს აამაღლებს და ყოველგვარ
ამქვეყნიურ მანკიერებებს დაავიწყებს.ამ გრძნობით შეპყრობილი თითქოს ისევ პატარაობის
ვარდისფერ სამყაროში ვარდება,სადაც ბედნიერებისთვის ცაზე უბრალო ‘თითფრინავის’
გამოჩენაც იყო საკმარისი. ასეთ ყოვლისშემძლე გრძნობაზე არის საუბარი მეთორმეტე
საუკუნის უმთავრესს ხელით საგოგმანებ სამიჯნურო პოემაში.ყველა დანარჩენ ადამიანურ
გრძნობებთან და ურთიერთობებთან ერთად შოთა რუსთაველი სიყვარულ დეტალურად
გვიხასიათებს.ავტორის გადმოცემით ეს გრძნობა პირით აღუწერელია,აღმაფრენის მომცემი და
ამასთან ერთად დიდი მოთმინების უნარის მომთხოვნ
„ვინცა ეცდების,თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა“
ზემო აღნიშნული თვისებები საკუთარ თავზე გამოცადა რიო-პედრას ნაპირთან ჩამომჯდარმა
ატირებულმა გოგონამაც. მან თავის საყვარელ ადამიანთან ერთად მთელი ესპანეთი მოიარა
და მოულოდნელი წყენის,გულის ტკივილისა თუ იმედგაცრუების მიუხედავად მის გვერდით
დარჩა ბოლო წუთებამდე.

რეალური მიჯნური ავტორის სიტყვებით შმაგი უნდა იყოს. მისი ფიზიკური და


მატერიალური მხარე, ინტელექტუალურ ნაწილთან ერთად საკუთარი სატრფოს მონათესავე
უნდა იყოს. ნაწყვეტის მიხედვით მას თავდამბლობა, მორიდება და მოთმინება ჰმართებს.
ვფიქრობ ამ თვისებებით ‘აწყობილი’ ჰუმანოიდი,როგორც სიყვარულში ისე ყოველდღიურ
ცხოვრებაში ადამიანობის პიკია. მისი ბუნება არ დაიკარგება ბრბოში და თავისი პიროვნებით
მუდამ გამორჩეული და ‘ამაღლებული’ იქნება ფლიდ რაყოფებთან.
„მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა შესადარი“
ვეთანხმები ავტორის მომდევნო ტაეპებსაც და მივიჩმევ,რომ მიჯნური საკუთარ თავს ამ
სახელით არ უნდა მოიხსენიებდეს თუ „დღეს ერთი უნდა,ხვალე სხვა“ . არა ერთ ადამიანს
გამოუცდია, რომ ტკივილიდან ყველაზე მწარე გულის გატეხვაა, თან ზოგჯერ ისეთი
გაუსაძლისი,რომ პიროვნებას ღმერთთან მიახლოვების ყველა გზას უჭრის და თავისივე ნებით
აშლევინებს (იგულისხმება სუიციდი) განვლილ და შემდგომში გასავლელ მოგონებების
ფოლიანტს.

პროლოგის ეს ნაწილი მთლიანად სიყვარულზე,მის ბურუსში გახვეულებზე და მისთვის


შეუფერებელ ადამიანებზეა. ეს გრძნობა , ხომ ყველასთვის არ არის შესაფერისი ,რადგან მას
გულით არ ატარებენ.
„მძულს უგულო სიყვარული,ხვევნა,კოცნა,მტლაშა-მტლუში“
პოემისთვის დამახასიეთებელია სპციფიური მხატვრულობა,რათა მისი კითხვა არა მარტო
მიმზიდველი და ინტერესის აღმძვრელი იყოს არამედ ჟრუანტელის მომგვრელიც იყოს.
აღსანიშნავია მხოლოდ ამ პოემისთვის დამახასიათებელი მხატვრული ხერხი შაირი ,რომელიც
მარცვლების ოდენობის საზომია. მოცემული მონაკვეთი ,როგორც ტექსტის უმრავლესი ნაწილი
16 მარცვლიანი საზომით არის დაწერილი. სხვა საშალებებიდან აღსანიშნავია მეტაფორები
გამოყენებული შეყვარებულის დასახასიათებლად და სხვა : „საღმთო სიახლე ,დაშვრების
აღმაფრენითა“ ; „კეკლუცთა ზედა ფრენითა“ ; „მისი კერძი გარდაქარდეს“ .

You might also like