You are on page 1of 5

ჯაყოს ხიზნები კითხვებზე პასუხი

2 თავი

1) თეიმურაზის ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა გამოცდილი


„ნა“ გამოხატავს წარსულს

2) მას ჰქონდა პაპისეული ციხე-დარბაზი, ქვიტკირის მოზრდილი ბოსელი, მუხის


ბეღელი, თავმონგრეული კოშკი, მარანი, ხუთიოდე დღიური ბაღ-ვენახი, კაკლის
დიდი ჭალა და სამიოდე ათასი დღიური სახნავი. ლიახვის სათავეში, როკის ხეობაში
მასვე ეკუთვნოდა ოთხი ათასი დღიური ხელუხლებელი ნაძვნარი
3) ჯაყო თხუთმეტი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა მისი ბიძა ქეშელა ჯავის ხეობიდან
დედიან-ბუდიანად დაიძრა და ავთანდილ ხევისთავს შეეხიზნა. ობოლი ჯაყოც თავის
ბიძას გადმოჰყვა, ბატონს მენახირედ დაუდგა და თავიდანვე ისეთი ძაღლური
ერთგულება, ხელმარჯვება და მუყაითობა გამოიჩინა, რომ ქანც-მილეული პეტრე
მალე ხელში ჩაიგდო
4) რადგან მისი მტრები ისარგელებდნენ არეულობით და გაზეთებში გალანძღავდნენ და
საქვეყნოდ თავს მოჭრიდნენ.
5) ზარმაცს, უყურადღებოს ...
6) ჯაყო თხუთმეტი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა მისი ბიძა ქეშელა ჯავის ხეობიდან
დედიან-ბუდიანად დაიძრა და ავთანდილ ხევისთავს შეეხიზნა. ობოლი ჯაყოც თავის
ბიძას გადმოჰყვა, ბატონს მენახირედ დაუდგა და თავიდანვე ისეთი ძაღლური
ერთგულება, ხელმარჯვება და მუყაითობა გამოიჩინა, რომ ქანც-მილეული პეტრე
მალე ხელში ჩაიგდო და მისი მაგივრობაც დაიმკვიდრა. ცოტა ხნის შემდეგ ჯაყომ
თეიმურაზს უთხრა რომ ტყე გაჩეხეს და გაანადგურეს ჯაყომ ისიც დააჯერა
თეიმურაზს, რომ ხელსაყრელიც აღარ იყო ადგილის მოვლა და ორას თუმნად
გააყიდინა.
7) იმ დროს თავისი სახლის ჭერის თავზე სამი ყუთი აღმოაჩინა დამპალ და ჩრჩილ-ნაჭამ
გუჯრებით და ძველი წიგნებით გავსებული.ახალგაზრდა მეცნიერს ჯერ ეგონა, ვითომ
საქართველოს ისტორიის მეჩვიდმეტე საუკუნე გადმოატრიალა, ზოგ ბუნდოვან ამბავს
შუქი მოჰფინა და ძველის-ძველი ქრონიკების უუძველესი ვარიანტები აღმოაჩინა. 
8) ნაშინდრელი გლეხები ბატონს მოსვენებას არ აძლევდნენ. დღე არ გაივლიდა, რომ
მემამულის ციძე-გალავანში გლეხები არ შესულიყვნენ, თეიმურაზის ფანჯრის ძირში
არ ატუზულიყვნენ და ყაყანი არ დაეწყოთ.
9) ჯაყო თეიმურაზს საყვედურობდა მისი სიქველის გამო დაჯაყო თეიმურაზს
ეუბნებიდა აღარ გინდა ჯაყოს სამსახური! აბა ეხლა სხვა ჯაყო იშოვნეო ამ სიტყვებით
აშანტაშებდა ჯაყო ახალგაზრდა ბატონს.
10) თეიმურაზი სოფლიდან დაბრუნებას ძალიან მოიჩქაროდა: ტფილისში
მოუთმენლად ელოდებოდნენ მჭლე გაზეთი, გაკოტრებული  კოოპერატივი,
ძილმორეული კულტურული საზოგადოება, სახალხო სახლი, უფასო კურსები და
ათასი უთავბოლო ჩხირკედელობა, ფუსფუსი, ჩურჩული, ლაყბობა და ენის მოსაფხანი
ამბავი.
12) რაზედაც უნდა ყოფილიყო ბაასი, - შესახებ სუდანის ირიგაციისა, ინგლისის
პოლიტიკისა ეშმაკის კუნძულზე, გერმანელების დამკვიდრებისა აფრიკაში, პორტ-
ჯიბუტის გარშემო ატეხილ დავისა, ზანზიბარის სულთანის გარდაცვალებისა,
თუნდ ჩარტისტულ მოძრაობისა . თუნდ ახალ ზელანდელ ქალების საარჩევნო
უფლებისა, ან ახალ მნათობის აღმოჩენისა, ან რომელიმე მეცნიერულ გამოკვლევისა,
კომბის ან ლოიდ-ჯორჯის გეზისა, ან რომელიმე ქვეყნის რომელიმე მოღვაწის
რომელიმე სიტყვის ახსნა-განმარტებისა, - თეიმურაზი მუდამ უდავო მსაჯული და
მცოდნე იყო ყველასი და ყველაფრისა. სადაც მცირედი დავა და კამათი ასტყდებოდა
შესახებ რომელიმე ამბავის სისწორისა ან მცნების განმარტებისა, იმის მაგივრად, რომ
მოდავეებს ენციკლოპედიურ ლექსიკონში ჩაეხედნათ, დავის გადასაჭრელად
თეიმურაზთან მირბოდნენ. თეიმურაზიც ცნობას და განმარტებას ხალისით აძლევდა.

13) თეიმურაზი საქმეს ხალისით აიღებდა, მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს ვერ მიატანდა. ხან
არზას დროზე არ დასწერდა, ხან განსაჩივრების ვადას გადააცილებდა, ხან ნაკისრი საქმე სულ
დაავიწყდებოდა, ხან კიდევ საქმის გარჩევას ვერ დაესწრებოდ

14)რადგან მოურავის ერთგული იყო

16) ორ-ადლიან წერილს გასჭიმავდა შესახებ მოუსავლობის, დაბალ მაზანდის, გლეხების


გაჭირვებისა და მემამულეთა გაუმაძღრობის, გულქვაობისა და დაუნდობლობისა.

3 თავი

1) ერთ დღეს ვიღაცამ გაკვრით ჰკითხა თეიმურაზს:


თეიმურაზ, რატომ ცოლს არ შეირთავ?
თეიმურაზს ეს სიტყვები გულში ჩაუვარდა და იმავე ღამეს, როცა ლოგინში ჩაწვა,
თითქოს ობლობა იგრძნო და თავის თავს ჰკითხა:
- მართლა, რატომ ც... ცცოლს არ შევირთავ?
2) თეიმურაზი რედაქციაში ცხრა წერილს წერდა როდესაც ახლად აჭრელებულ
ფურცელს ჩრდილი გადაეფარა. თეიმურაზმა აიხედა. უცნობი ლამაზი ქალი თავთ
დასდგომოდა. მორცხვად იღიმებოდა და თეიმურაზს ჭრელი ქაღალდის ნაგლეჯს
ხელში აჩეჩებდა, თანაც ნუშის შავ თვალებს ეშმაკურად აციმციმებდა:
3) რადგად წერილი მეტად კაპსი კილოთი იყო დაწერილი და თეიმურაზი თავს შემდეგი
სიტყვებით იმართლებს ჭორი მომიგონეს და ჩემი მოღვაწეობა უდიერად მოიხსენიეს.
4) ეს ღმერთმა ადღეგრძელოს მომავალი ხევისთავი და ყაფლანიშვილი, რადგან ორივე
გვარი ამ თაობაში სწყდება, ამიტომ ჩვენმა მომავალმა შვილმა უნდა ორივე გვარი
დაიმკვიდროს. ამას ამ თავითვე ვ.... ვაცხადებ. გაუმარჯოოოს!
5) ძველმა ციხე-დარბაზმა, კოშკმა, ხევისთავთა საგვარეულო საგანძურმა და კარგად
მოვლილმა ბაღ-ვენახმა მარგო აღტაცებაში მოიყვანეს და მისი გული ახალგაზრდა და
სახელმოხვეჭილ ქმრის გულს უფრო მჭიდროდ მიაბეს.
6) ჯაუომ და მისმა ცოლმა მარგოს შვილების მონათვლა სთხოვეს.
7) ათასი გადაუდებელი საქმე ჰქონდა . რადგან სოფელში მშვენიერი ბუნება, საღი ჰავა,
მშვიდობა იყო .
8) არა ქორწინებას თეიმურაზის ცხოვრებისნწესი დიდად ვერ შეცვალა
9) დრო გავიდა. ქურუმი ნელ-ნელა გაცვდა. მარგომაც თანდათან ქმრის ხატზე ლოცვას
დაუკლო და საკუთარ თავის გართობას მიჰყო ხელი. კარგად იცვამდა და იხურავდა,
სვამდა და სჭამდა, სტუმრად დადიოდა, თვითონაც უხვად მასპინძლობდა და არც
ერთს სანახავსა და გასართობს არ აკლდებოდა.

კიდევ გავიდა ხანი. ქურუმი დადნა და დაპატარავდა. უხატო მარგოსაც ყველაფერი


მოსწყინდა და მოჰბეზრდა: უხალისო სიცოცხლეც, უცეცხლო თეიმურაზიც, მისი
მჩატე ნააზრევიც, მისი მუდმივი ფუსფუსი და საქვეყნო მოღვაწეობაც. კაბები და
გასართობიც. შვილის მოლოდინი და აზრიანი მომავლის ძიებაც. ბოლოს,
ახალგაზრდა კნეინაც ისე შეურიგდა ამ ქვეყანას და დაემორჩილა თავის ხვედრს,
როგორც ემორჩილება მას - გარდუვალსა და უძლეველ ბედს - ათი და ათასი მილიონი
ადამიანი
10)თეიმურაზის გვარი წარსულში საქართველოს წარჩინებულებს პირველობას
ედავებოდნენ, ერთ დროსქართლში ბედსაც განაგებდზე მისი მამა და პაპაც გვარს
ღირსებით და ფახით ატარებდნენ. გულში თვითონ თეიმურაზიც არ იწუნებდა
გვარიშვილობას, მაგრამ უზრდელ ქვეხნას და გვარიშვილობას საქვეყნოდ არ
კადრულობდა.
11)თეიმურაზი სწუხდა და იდუმალის დარდით სდარდობდა უშვილძირობას და ამაყ
ხევისთავთა ნაშიერობის გაქრობას. რაც ხანი გადიოდა, უშვილო თეიმურაზიც ჯიშის
გაგრძელების ალღოსაც უფრო და უფრო ცხარედ ჰგრძნობდა და, შვილის ძებნით
გატაცებული, გულმოდგინედ ოფლში იწურებოდა, მაგრამ ოხუნჯისა და ულმობელ
ბედის წყალობით მას "ბერწი მეუღლე შეჰხვდა". მუღამი - გულისნადები არ
შეუსრულდა. მეუღლენი წლითი-წლობით შვილს ელოდებოდნენ, უშვილობას
ერთმანეთს აბრალებდნენ და რჩევისა და დარიგებისათვის ხან ერთს ექიმს
მიადგებოდნენ, ხან მეორეს, ზოგჯერ კი არც სახალხო წამლებს ერიდებოდნენ
12)ნამდვილი სიყვარულის უნახავმა მარგომ, ბოლოს, თავისი თავი დააჯერა, ვითომ
ასეთი მჩატე სიყვარული და ასეთი უსისხლო ცოლ-ქმრობა ამ ქვეყნიური და
ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო, ხოლო ის გაგიჟება და ცაში ავარდნილი ვნება,
რომელიც წიგნებში ჰქონდა წაკითხული, პოეტების მშვენიერი ნაჭორალი და მათი
ადუღებული ტვინის ნაბოდვარი ეგონა. დააჯერა მარგომ თავისი თავი და ძლივს
გააყუჩა მოუსვენარი გული, რომელიც ხანდახან ისევ უცნაურად ჰკვნესოდა და
გაუგებარს ჰბოდავდა, ისევ თავისას მოითხოვდა და ნისლოვან ლანდებს მისდევდა.
თეიმურაზი კი მარგოს ლანდებს არ ჰხედავდა. იმის გულსა და ყურს მარგოს გულის
ტირილი და სისხლის ჩქეფა არ სწვდებოდა
13)თეიმურაზი წითელ რევოლუციას სიხარულით შეხვდა
14)ამ ქვეყანამ და თეიმურაზ ხევისთავმა თანდათან ისე შეიძულეს და შეიზიზღეს
ერთმანეთი, როგორც კერპმა მამამ შეიძულა უძღები შვილი, რომელმაც განუზომელი
ურჩობა, უმადურება, კადნიერება და ამპარტავნება გამოიჩინა და საკუთარ ფეხებზე
დადგომა და საკუთარი გზით სიარული გაჰბედა.
იმ დღიდან თეიმურაზს მისი სიცოცხლე კისერზე ისე ჩამოეკიდა, როგორც ლეკვის
აყროლებული ლეში, რომელიც, ვერ იქმნა, ვერ ჩამოიგლიჯა, ვერ მოიშორა, და
თვითონაც იმ ლეშიან ცხოვრებას ვერსად გაექცა და ვერსად დაემალა.

4 თავი
1) თეიმურაზი ცოლის შერთვამდე შეძლებულ მემამულედ ითვლებოდა. მაგრამ
შემდეგ, როცა საკუთარი ბუდე აიშენა და საზოგადო საქმეებშიც უფრო ღრმად
შესტოპა, მისი მამულიც, უპატრონობის გამო და ჯაყოს წყალობით, თანდათან
დაილია. უთავბოლო და განურჩეველი ქველმოქმედება, გაზეთის გამოცემა,
რჩეული წიგნების ბეჭდვა, რამდენიმე ნიჭიერი ჯაბუკის გაზრდა, მარჯვნივ და
მარცხნივ დახმარების გაწევა, ხშირი სტუმრობა და პატიჟი, ღარიბ ნათესავთა
შენახვა და კარღია ოჯახი მუდმივ ახალ-ახალ დამატებას მოითხოვდნენ.
თეიმურაზიც ქართლში განთქმულ საყანურებს იქამდე ჰყიდდა ნაჭრობით,
სანამ ხელთ არ შერჩა მხოლოდ სახლ-კარი, ბაღი, ვენახი და ასიოდე დღიური
სახნავი.
2) რევოლჲუციის წყალობით თანდათან დაშრა და, ბოლოს, სულაც მოისპო,
თეიმურაზიც, მისი ოჯახიც და საქმენიც ზეთ-გამოლეულ ჭრაქივით
დაილივნენ და დადნენ.
3) მარგოს ეს ამბავი მეხივით დაეცა, თეიმურაზს კი გულს მოეშვა.
4) ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს თემურ? ის განძეულობა ათ წელიწადს მაინც
გვაცოცხლებდაო.
5) ლუკმა პურის შოვნა კი დღით-დღე ძნელდებოდა. თეიმურაზმა რომ მარგოს
სამკაული და თავიანთი ნიშნობის ბეჭდებიც კი გასცვალა დაშხამულ პურზე,
ოჯახის ნგრევას მიჰყო ხელი და რიგ-რიგობით გაიტანა ბაზარზე ხალიჩები,
როიალი, რბილი ავეჯი, თეთრეული, ფაიფური და ბროლის ჭურჭელი. ხოლო
როცა თეიმურაზს ცხოვრებამ მიწამდე მოუღუნა კისერი და ულმობლად
დაჰკეცა იგი, მოდრეკილმა მწიგნობარმა თავის წიგნებსაც წაავლო ხელი, - იმ
წიგნებს, რომელნიც თეიმურაზისთვის ღვიძლ შვილებს ედარებოდნენ და
უფრო საჭირონი და ძვირფასნი იყვნენ, ვიდრე ავეჯეულობა, მამა-პაპეული
განძეულობა, მარგოს თვალ-მარგალიტი, ბროლი, ფაიფური და თეთრეული.
6)წიგნების გაყიდვის ჯერი რომ მოვიდა, თეიმურაზმა მხოლოდ მაშინ იგრძნო და
გაიგო, რომ იგი კარგა ხანია შეუდგა თავის გოლგოთას, რომლის მწვერვალი, შავის
ნისლით დაბურული, ჯერ არც კი მოსჩანდა.
7) იმ მაღაზიებში საქვეყნოდ გატანილი ერთ ლუკმა პურისთვის! კაბები და საცვალი,
ჭურჭელი და სურათები, წიგნები და ალბომები, სამკაული და სათამაშო, ნაქარგი და
ნაქსოვი, ნაჩუქარი და სახსოვარი; ცოლ-ქმრობის, დანიშვნის, ჯვრისწერის, დაჲ-
ძმობის, მამა-შვილობის და მეგობრობის ათასნაირი წვრილმანი, უთვალავი
მოგონებით აღსავსე, ნატიფი ნახელოვნევი, ინტიმური და ძვირფასი ნივთი.
იმით, რომ თეიმურაზი იმ მაღაზიებში ნაცნობთა სამკაულს და ნივთაბსაც
წააწყდებოდა.
8) გაკოტრებულ მეწვრილმანე ურიას დაემსგავსა
9) რადგან ისინი რევოლუციის სალეწავ მანქანაში ჩავარდნენ.
10) რადგან ახალ წესრიგის შეგუება არ ძალუძდა და არ შეეძლო
11) ვაჭრობით.. ის მწიგნობარის მაგუვრად ხარაზი, დურგლი ან ზეინკალი უნდოდა
რო ყოფილიყო
12) მკვდრები მკვდარ თეიმურაზს ეჭიდებოდნენ და სამარემდე მითრევას
ემუდარებოდნენ, ხოლო ცოცხალი მეგობრები სულთა-მხუთავის კლანჭებში
ჩავარდნილ თეიმურაზს ფიცხლად შემოეფანტნენ. ქუჩაში მიმავალ დაღვრემილ
ნაკაცარს ისე ერიდებოდნენ, თითქო მათი მოკეთე და მადლის დამთესავი ხევისთავი
გაცოფებულიყო. ხშირად თითქო ვერც კი სცნობდნენ: შორიდანვე თავს ჩაჰღუნავდნენ
და ნაბიჯს მოუმატებდნენ, ან მაღაზიის დასათვალიერებლად შეტრიალდებოდნენ და
თეიმურაზს ზურგს შეაქცევდნენ.
13) უდარდოდ და ფაქიზად გაზრდილ მარგოს არასოდეს არ ჰქონდა ნაცადი
ცხოვრებასთან ბრძოლა და ლუკმა პურის დევნა. მას ხასიათშივე ჰქონდა დაყოლილი
უჩინარი ბედის შიში და მორჩილება, ხოლო უკანასკნელ ხანებში ეს მომთმენი
დედაკაცი საბოლოოდ ხელთ ჩაუვარდა უჩვეულო ცხოვრებას, სავსებით დაემორჩილა
მას და უსიტყვოდ და ხელის გაუნძრევლად მისცა თავი სრულ გულგრილობას,
სულერთიანობას და გარინდულობას.

5 თავი
1) როცა გლეხობას მიწის ციებ-ცხელება აუტყდა, როკის მთაში ჯაყოს ძმებიც
აღმოუჩნდნენ და ბიძებიც.
2) კვირა არ გავიდოდა, რომ შეიარაღებული ჯაყო გორის ან ცხინვალის
ხელისუფლებს კრიჭაში არ ჩასდგომოდა და არ ახვიხვინებულიყო.
3) ბოლოს, თვითონ თეიმურაზის თხოვნით, ჯაყოს ქვემო ნაფუზრებში თოთხმეტი
დღიური მიუზომეს. ჯაყომ სახნავ-სათესი იშოვნა, ხოლო სახლ-კარისა და ბაღ-
ვენახის დაჩემება სამერმისოდ გადასდო. მერმე ქალაქში ჩამოვიდა, თეიმურაზს
ზღვენი ჩამოუტანა და ერთი კვირის ღიჯინით, მუდარით და მუქარით ისე
გააბრუა ჯერ კიდევ ძლიერი თეიმურაზი, რომ დაშინებულმა თავადმა თავის
მოურავს სახლ-კარიც და ბაღ-ვენახიც თითქმის უფასოდ დაუთმო იჯარით.

You might also like