You are on page 1of 355

I თავი

საბედისწერო ნახტომი
გიორგობის დღეს შიკრიკი მოვარდა ზუგდიდის სასახლეში.
სამწუხარო ამბავი ამცნო მან სასახლეში მყოფთ. ასხის ტყეში ნადირობისას
ცხენთა უეცარი შეძგერებით მანუჩარ დადიანი გამხდარა შეუძლოდ.
გლოვამ და მოთქმამ მოიცვა ზუგდიდის შემოგარენი. ყველანი, როგორც
მიცვალებულს ისე მისტიროდნენ ოდიშის მთავარს. სახლთუხუცესმა ვახტა
ჩიჩუამ სახლიკაცებს უბრძანა შფოთისა და ავი-დარაბისთვის
მოერიდებინათ მანუჩარის ბიჭი. მათ არც კი იცოდნენ, რომ უფლისწული ამ
დროს ციხე-კოშკის აივნიდან გადაჰყურებდა კავკასიონის თხემზე
გაწოლილ თვალუწვდენელ მთის კალთებს და ლარჭემს აკვნესებდა.
ლევანი ხშირად დაჰყვებოდა მამას თავისი ორკაპით სამეგრელოს ტყეებში
სანადიროდ, თუმცა იმ დღეს სასახლეში დარჩენა არჩია ბიჭმა. შედანთან
ერთად ჭადრაკის თამაშმა ისე აიყოლია, რომ მამის თხოვნას ყური არ
ათხოვა . ეს სპილოსძვლისტარიანი ჭადრაკი მანუჩარის სიმამრმა კახეთის
მეფემ ალექსანდრემ უსახსოვრა ლევანს გრემის სასახლეში. ჭადრაკის
ანბანით ომის გაკვეთილებს უტარებდა ბაბუა შვილიშვილს და სამხედრო
დისციპლინას აჩვევდა სიყრმიდანვე. ამიტომაც თვალის ჩინივით
უფრთხილდებოდა ბიჭი მოხუცის საჩუქარს. ახლაც დინჯად,
აუღელვებლად დაჰყურებდა საჭადრაკო დაფას და როცა მორიგი
საჭადრაკო სვლის გაკეთებას აპირებდა ანაზდად ბუკის გაბმული ხმა
მოესმა, რასაც მალე დაფდაფების განუწყვეტელი ცემა მოჰყვა.
- უთუოდ რაღაც უბედურებაა ჩვენს თავს შედან, - ენის ჩლექით
აღმოხდა ლევანს და თავქუდმოგლეჯილი გაექანა სასახლისკენ. შედანი
ფეხდაფეხ მიჰყვა ძმობილს. ბიჭებმა შორიდანვე მოჰკრეს თვალი საკაცეზე
მწოლიარე მანუჩარს, რომელსაც ოთხი ვაჟკაცი ძლივ-ძლივობით
ეზიდებოდა სასახლის კიბის საფეხურებზე. ფერდებშელეწილ, ერთიანად
დასახიჩრებულ მთავარს, შვილის დანახვაზე მიმქრალ თვალებში სინათლე
ჩაუდგა და მოღლილი ხელით თავისთან მოიხმო ვაჟი. ლევანი ფეხაკრებით
მიფორთხდა სათაყვანებელ მამასთან. მიტკალივით გაფითრებოდა სახე
მანუჩარს, მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ ორიოდე სიტყვას მაინც მოუყარა
თავი.
- ხომ ხედავ ბედმა როგორ მიმუხთლა ბაბა-სკუა. ოფშკვითში სვიმონ
მეფეს ვძლიე სახელოვან ომში, აქ კი ირემზე ნადირობამ გადამიყოლია
სულაც.
გულშეძრული და თავზარდაცემული ლევანი ერთხანს ხმას ვერ
იღებდა. ბავშვური მზრუნველობით ჩაცუცქულიყო სულთმობრძავის
სასთუმალთან და ისეთი გულმოდგინებით ჩაშჭიდებოდა მანუჩარის
გაოფლილ მკლავს, თითქოს ასე ლამობდა შეეფერხებინა მამის ზეციურ
სასუფეველში გარდასვლა.
-მამას რა დაემართა ბიძია გიორგი? - გულმოკლული ხმით შეაგება
მზერა ბიჭმა მანუჩარის ძმას.
- ჩვენც შენსავით გაოგნებულები ვართ მომხდარით შვილო. თავიდანვე
ჩვეული ჟინით შევყევით ნადირობას, პირველ დღეებში მრავალი ტყიური
მოვინადირეთ. მარეკებიც ფრთხილობდნენ და ტაატით მიერეკებოდნენ
ნადირს შემეჩხერებული ტყიდან . ლაქაშმოდებულ ჭაობთან ფურ-ირემის
ბღავილი მოგვესმა ანაზდად. ამ დროს ფურ- ირმები მაკედ არიან და ხშირ
ტყეში ემალებიან ხარ-ირმებს. ისინი კი თავის მხრივ გამალებით ეძებენ
ტყეში მიმალულ ირმებს და საშინელი ბღავილით იკლებენ იქაურობას.
სწორედ ამ ბღავილის ხმამ აიტაცა ბავშვივით მანუჩარი. მარეკების მზაობას
არ დაელოდა და მგლური შემართებით გაექანა მყვირალა ირმისკენ. ჩვენ
კვალდაკვალ გამოვედევნეთ პატრონს , მაგრამ მანუჩარი ისეთი სისწრაფით
მიაქროლებდა ცხენს , რომ ყველანი ნასროლი ისრის მანძილით ჩამოვრჩით
პატრონს. ქაცვიან ბექობზე მიეწია მამაშენი პირუტყვს. კაპარჭიდან ისრის
ამოღება რომ დააპირა, სწორედ მაშინ მხრარმარცხნიდან ფარუხია გოშაძე
დაეძგერა თავისი ჯაგლაგა ცხენით. დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ
გრუხუნის ხმა ორიოდე ვერსის მანძილზე მოესმა ჩამორჩენილ ამალას.
ცხენებმა საშინელ ტანჯვაში დალიეს სული. ფარუხია უვნებლად გადარჩა,
მანუჩარი კი...
ლევანი განაბული ისმენდა გიორგის ნაუბარს. მისი ბავშვური ფსიქიკა
ვერ ურიგდებოდა იმ შემზარავ ფაქტს, რომ სრულიად ჯან-ღონით აღსავსე
მამა მალე სამუდამოდ უნდა გაცლოდა საწუთროს. ერთადერთი იმედი რაც
ბიჭს ასულდგმულებდა შამადავლე ექიმის ყოვლისშემძლეობა იყო.
მანუჩარის პირად დასტაქარს არაერთგზის გამოუხსნია ის სიკვდილის
მარწუხებისგან, იქნებ ახლაც ჩაიდინოს სასწაული და დედით დაობლებულ
ბიჭს მამა შეუნარჩუნოს.
შამადავლემ შარბათის წვეთები ასვა დავრდომილს. თხის ქონში
ამოვლებული მალამოთი დაჟეჟილი გულმკერდიც გულმოდგინედ
დაუზილა. სანელებლები, სამკურნალო ბალახები და მცენარეების ძირები
ერთმანეთში შეკაზმა და წასაცხები ფრთხილად დაადო შელეწილ
ფერდებზე, მაგრამ მანუჩარს გამოკეთება ოდნავადაც არ დაეტყო. ხედავდა
გამოცდილი ექიმი , რომ ოდიშის მთავარს სააქაო პირი არ უჩანდა.
- თეს ვა ხვარ მუთუნი ლიპარტია. 1 , - ოხვრით ამოისუნთქა
დარბაზიდან გამოსულმა შამადავლე ექიმმა და თავისი სააქიმო ზანდუკით
ფეხისთრევით დატოვა მდუმარე სასახლე.
ლევანს სულის არეში შემხუთველი ტკივილი დაეუფლა. ალალი
გულით ეცოდებოდა მამა, რომელიც ასე უსახელოდ ელეოდა საწუთროს.
საღამოსთვის მანუჩარმა სხეულში ძალის უეცარი მოზღვავება შეიგრძნო.
მიმქრალი ხმით გიორგი მოიხმო სასთუმალთან, ხელში წმინდა გიორგის
ხატი შეაჩეჩა ძმას და სასოებით შეევედრა.
- დაიფიცე ილორის წმიდა გიორგის ხატზე, რომ ჩემს შვილს არ
შეეცილები ოდიშის გვირგვინს!
- ვფიცავ ჩვენი ძმობის სიმტკიცეს, რომ ლევანი გახდება ოდიშის
მთავარი!- წამიერი დაყოვნებაც არ იკადრა გიორგიმ.
მანუჩარის ცვილივით ჩამოცვენილ ლოყაზე ჩილამურმა იელვა. ოდნავ
წამოიწია სასთუმალზე, მამობრივი სიყვარულით ჩახედა თავის პატარა
მემკვიდრეს აცრემლებულ თვალებში და მშვიდად უთხრა :
- აწი სიკვდილიც არ მენანება ბაბა .- ოდნავ სულის მოთქმის შემდეგ კი
დასძინა :
- თე ცხოვრება პოტიკ ოფე სქუა! 2
ალიონზე სუნთქვა შეწყვიტა მანუჩარ დადიანმა.

1.) ამას არ შველის არავითარი ლიპარტია


2.) ეს ცხოვრება არაფერი ყოფილა შვილო.
II თავი
მთავარი

მანუჩარის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ლევანმა მამის


სულის საოხად ილორის წმიდა გიორგის ხატს ყმები შესწირა.
ეპისკოპოსებმა სამეგრელოს ყველა ეპარქიაში პარაკლისი გადაიხადეს და
მანუჩარის სული შეავედრეს მაცხოვარს. მალაქია კათალიკოსის რჩევით
გიორგიმ და მისმა ძმისწულმა აღდგომის დღეებში ბიჭვინთის
ღვთისმშობლის ხატისადმი ერთობლივი შემოწირულობა გაიღეს.
ლევანს,როცა მამა გვერდში ეგულებოდა, ფეხი ცისთვის ჰქონდა
მიბჯენილი. ხავსიან ქვებში ასხმარტალებული კალმახისა და ჭურიის
ღრანტეებში წითელი მელიის შეპყრობის სურვილი უფრო აღელვებდა
ბიჭს, ვიდრე სახელმწიფო საქმეებზე დინჯად მოსაუბრე სახლიკაცების
ყურისგდება. დღენიადაგ თავის თანატოლებთან ერთად უბელო ცხენს
დააქროლებდა ოდიშის ჭალებსა და ველ-მინდვრებში. დილიდანვე
აიყოლიებდა შედანს და სოფლის ბიჭებთან ერთად ფეხშიშველა დაძრწოდა
ქვა-ეკლებით დახერგილ ბილიკებზე. საღამოობით ხუთ- მტკაველიანი
ჩოგნით ლელოს ცემდა გამეტებით და გაჭენებული ცხენიდან ზუსტად
ისროდა ნიშანში.
მაგრამ ნადირობის ერთმა უჩვეულო დღემ ძირფესვიანად შეცვალა მისი
დაუღვინებელი ფსიქიკა. მოკლული მამის ნაღველი ბიჭის თვალებს არ
სცილდებოდა. მუდამ გულჩათხრობილი დაიარებოდა სამეფო პალატებში,
ძვირად თუ ამოიღებდა ხმას, ისიც მაშინ როცა ბიძასთან გამართული
თათბირის შემდეგ ამა თუ იმ სიგელს მოაწერდა ხელს. ბურთაობის და
ნადირობის ნაცვლად ლევანმა ეკლესიების აღდგენა-მშენებლობას მიჰყო
ხელი. მისივე დასტურით მრავლი ეკლესია მოიხატა და შეიმკო ძვირფასი
ხატებით. ხედავდა გიორგი ძმისწულის გარდასახვას და სულ იმას
ცდილობდა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ბიჭისთვის სამთავროს მართვის
სიმძიმე. მართალია, ზოგჯერ ისიც კაი ხნით ჩაიკეტებოდა თავის
სალიპარტიანოში, მაგრამ ლევანი შორიდანაც გრძნობდა თავისი ტკბილი
მამის სანაცვლო ბიძის ყურადღებას და მუდამ უხაროდა მისი სტუმრობა.
ამიტომაც როცა ხელქვეითმა რიხით აუწყა სასახლეში გიორგის გამოჩენა
თავისი საქმეები უმალ მიაგდო და კარის ზღურბლთან შეეგება ბიძას.
- სალიპარტიანოს რა ისმის გიორგი ბატონო?-მკერდზე ეამბორა
ლევანი გიორგის და გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟა სტუმარი.
-ისეთი არაფერი ძმისწულო შენი ყურადღების ღირსი რომ იყოს,
თუმცა ორიოდე კვირის უკან ქალი შევირთე, როვანოზ ჭილაძის ასული.
-მე რატომ არ გამაგებინე, უთუოდ გეწვეოდი სოფელში და
შესაფერის ძღვენსაც მოგართმევდი?- იწყინა ლევანმა ბიძის
უყურადღებობა.
- ეს ჩემი მესამე ცოლია ძმისწულო. ყოველი ცოლის მოყვანაზე შენ
რომ გაწვიო, მაშინ შეუწყვეტლივ უნდა აჭენო ცხენი ზუგდიდსა და
სალიპარტიოს შორის,- გულიანად გაიცინა გიორგიმ და ჭაღარა თმაში
შეიცურა ხელი
- შენ ისეთი შემართებით ოხუნჯობ ცოლის შერთვაზე, რომ უთუოდ
ჩემთვისაც გეყოლება ქალი შერჩეული.
- არც უმაგისობაა. გუშინ, ალიონზე აფხაზებმა საზღვრისპირა
სოფლები აგვიოხრეს, მოსახლეობა მთებსა და უკაცრიელ ტყეებში
გაიხიზნა. აფხაზთა მონათესავე ტომები განუწყვეტლივ მოედინებიან
ჩვენსკენ დაუცველი ბილიკებით და ხეობებით. დიდი ხანია ამ
გადამთიელებს ჩვენს ტერიტორიებზე უჭირავთ თვალი. თუ დროზე არ
ავლაგმეთ მათი შემოსევები, კელასურის ძველი კედელი ვერას
გვიშველის ულისწულო .
- როგორც მივხვდი აფხაზებთან დამოყვრებას მთავაზობ გიორგი!-
უმალ ჩასწვდა ლევანი ბიძის ქარაგმულ ნაუბარს.
- აფხაზებთან დამოყვრებით ზურგს გავიმაგრებთ უფლისწულო და
ჩვენი მომრევიც არავინ იქნება.
- ხო, მაგრამ აფხაზები ყოველთვის ჩვენი ვასალები იყვნენ. მამაჩემისგან
გამიგონია აფხაზი მთავრები მორჩილების ნიშნად ხარკსაც გვიხდიდნენ
მწევარ-ძაღლებისა და დაგეშილი მიმინოების სახით. ახლა როგორ იქნება,
ჩემი ქვეშევრდომის ქალი რომ შევირთო ცოლად? -გაიოცა ოდნავ ბიძის
არჩევანი ლევანმა.
- აფხაზთა მთავრები კაი ხანია უკვე არ გვემორჩილებიან, - ჩვეული
სიდარბაისლით განაგრძო გიორგიმ, - მათ ცალკე მანუჩარის ტრაგიკული
აღსასრულით ისარგებლეს, ცალკე - შენი მცირე წლოვანებით და
ოსმალების ხელშეწყობით ჩვენგან გამოყოფა მოახერხეს. ამ ბრძოლაში
ჩერქეზები და ჯიქებიც გვერდში ედგნენ, თუმცა ძვირად დაუჯდათ
მთიელებს ეს განკერძოება. ოსმალო ფაშებმა თავიანთი ემისრები მიავლინეს
აფხაზეთს და იქაური ფეოდალური არისტოკრატია მუსლიმანურ ყაიდაზე
მოაქციეს. ვშიშობ რელიგიური ნიშნით სამცხე-საათაბაგოს მსგავსად
აფხაზეთის მიწაც არ გამოგვეცალოს ხელიდან. რაც შეეხება ვასალებთან
დანათესავებას ამგვარ დინასტიურ ქორწინებებს ხშირად მიმართავდნენ
ჩვენი წინაპრები.
- და მაინც ვის ხელს მთავაზობ გიორგი! - ოდნავ გამოცოცხლება
დაეტყო ლევანს.
- ამჟამად აფხაზ მთავრებში ჯარის სიმრავლითა და სიმდიდრით
სეტემან შერვაშიძე გამოირჩევა. მისი გავლენა უდავოდ დიდია სხვა აფხაზ
მთავრებზე. მას ჯიქებიც ემორჩილებიან. აფხაზ-ჯიქთა ლაშქარს ხშირად
გაუწევია სათანადო დახმარება ჩვენთვის, არც მომავალში გვაწყენდა მათი
თანადგომა და მეომრული სულის გამოვლენა. სეტემანთან დამოყვრების
გზით სხვა მთავრებს ხელ-ფეხი შეეკვრებათ და მორჩილებით განეწყობიან
ჩვენდამი. რაც შეეხება სეტემანის ქალიშვილს, თანურიას, მისი
მშვენიერებისა და სათნოების შესახებ სულაც ლეგენდები დადის
აფხაზეთის მთებში.
თანურია შერვაშიძის ღვთაებრივ სილამაზეზე ლევანსაც ჰქონდა
ალალბედად ყური მოკრული, თუმცა მისხლადაც არ იფიქრებდა
დედოფლად თუ დაისვამდა აფხაზ ქალს როდესმე. აფხაზთა მზარდი
აღზევება და გაუთავებელი შემოსევები კი მართლაც მოითხოვდა
მისგან ქმედითუნარიან, წინდახედული პოლიტიკის გატარებას.
მანუჩარის ძმადნაფიცს დათუა ბისკაიას არაერთხელ ჰყავდა აფხაზები
ბრძოლის ველზე დამარცხებული. ის ახლაც ომისკენ აქეზებდა
ახალგაზრდა მთავარს, თუმცა ლევანი შორს ჭვრეტდა. მას ჯერ არ
ძალუძდა აფხაზთა მთავრების იარაღით დამორჩილება. ამ დამოყვრებით
კი ერთგვარ კონტროლს დააწესებდა ამბოხებულ მეზობლებზე. ამასთან
არც გიორგის ენდობოდა ბოლომდე. მართალია, ბიძამისმა ილორის
წმიდა გიორგის ხატზე კი დაიფიცა ტახტს რომ არ შეეცილებოდა
უფლისწულს, მაგრამ იქნება ხელქვეითებმა გონება აურიონ და
ძმისწულის წინააღმდეგ განაწყონ სალიპარტიოს გამგებელი. ამგვარად,
ეს ქორწინება მის საშინაო ძალაუფლებას უფრო განამტკიცებდა - ვიდრე
გიორგისას. უმთავრესი და უჩვეულო მაინც ის იყო, რომ ამ დამოყვრების
ინიციატორად და სულისჩამდგმელად ბიძამისი გამოდიოდა.
- იყოს ნება შენი გიორგი,-თვინიერი მზერით მიუბრუნდა ლევანი
აღმზრდელს,- თუ ეს ნათესაური კავშირი ოდიშს უსაფრთხოებას
მოუტანს მე მზად ვარ მოვიქცე ისე, როგორც ჩემი სამთავროს
ინტერესები მიკარნახებს. მანამდე კი უმჯობესია მალაქია კათალიკოსმა
ილორის ეკლესიაში მაკურთხოს სამეგრელოს მთავრად. ჩემი
ხელთდასხმით აფხაზებიც უსათუოდ მომეტებული პატივით
მომეპყრობიან. ეგაა მხოლოდ, რომ კოლხური თაფლივით1 გესლიანი არ
გამოდგეს აფხაზებთან დამოყვრება.
- მამაშენი უთუოდ იამაყებდა შენით შვილო. ოთხი წელი ვიყავი
შენი მეურვე. ამ ხნის მანძილზე ყველა ის ვარჯიშობა და თამაში
შეგასწავლე, რაც სახელმწიფო საქმეების გაძღოლაში რიგიანად
გამოგადგება. აწი დროა უჩემოდ გაუძღვე ქვეყანას, მე კი ჩემს
სალიპარტიანოს მივხედავ, ქუგალე!- მშვიდი განწყობათ ჩაამთავრა
სათქმელი გიორგიმ და თავის ვეზირთუხუცეს გასძახა ომახიანად.
- ლევანის კურთხევა შობის დღეს დაინიშნოს ჯავახ, ასე ისურვა
უფლისწულმა!- ეს გიორგის უკანასკნელი ბრძანება იყო თანამართველის
რანგში.

. . .
-კურთხევის დღეს უჩვეულოდ ღელავდა ლევანი. შედან ჭილაძე
და მამუკა ბისკაია აჩრდილივით დაჰყვებოდნენ და მეგობრული
შეძახილებით ამხნევებდნენ უფლისწულს.
- აყრის დროა ლევან, კათალიკოსი რა ხანია ტაძარში გველოდება,-
აიკრიფა თავისებურად მამუკა.
- ტაროსიანი დღეა თუ წვიმიანი შედან?
- ღრუბლის ნასახი არა ჩანს ზეცაზე ბატონო.
- კარგია ჩემს გამთავრებას მზე რომ დაჰყურებს მაღლიდან. დიად
საქმეებს მზე აცისკროვნებს მუდამჟამს,- მორჭმული ბრძენივით დაცდა
ლევანს და ჩქარი ნაბიჯებით მიაშურა ეზოში გამოფენილ სახლიკაცებს.
ცის ძგიდეზე ჩარჩენილი მზე უნიათოდ აწვდიდა მილეულ
სხივებს ილორის ქვა-ღორღიან შარა-გზაზე მიმავალ ცხენოსნებს.
ტანსაცმელდაკონკილი, თმაგაჩეჩილი ბალღები ჟრიამულით მისდევდნენ
უკან ულისწულის ამალას. ორღობეებში გამოფენილი მოსახლეობა
ხელების ფრიალითა და ხმამაღალი შეძახილებით ესალმებოდნენ
ფორთხვით მიმავალ პროცესიას. მანდატურთუხუცესი განუწყვეტლივ
იძლეოდა მითითებებს და საქმიანი იერით ტუქსავდა ზოზინა
ხელქვეითებს. ლევანმა ილორში პირადი რაზმი იახლა მხოლოდ.
შავჩოხიანი ცხენოსნები მაღლა შემართული გრძელი შუბებითა და
აფრიალებული დროშებით გვერდს უმშვენებდნენ გულაღტკინებულ
უფლისწულს, ქვეითები კი გამეტებით ცემდნენ მახვილს ჯვარედინა
ფარებს.
ილორში ლამის მთელ სამეგრელოს მოეყარა თავი. ყველას საკუთარი
თვალით სურდა ენახა ტახტის ახალი მემკვიდრე. ყმა-გლეხები და
უპოვრები მუხლებზე დაჩოქილნი ხელმწიფურ სამოსელს უკოცნიდნენ
ლევანს. უფლისწული თავმოდრეკით შევიდა ტაძარში და
საკურთხეველთან დადგა. კათალიკოსმა ჯვარი გადასწერა და ჩვეული
მგზნებარებით აღავლინა ლოცვა.
- კურთხეულ არს გვირგვინი შენი მირონცხებული. უფალმა ინებოს
შენი დიდებული სკიპტრის ქვეშ ყველა გულანთებული მამულიშვილი
გაერთიანდეს, ხოლო ყველა მოღალატე კრულ იყოს და შეჩვენებული,
ამინ!
- ამინ,- გუგუნებდა მრევლი ტაძარში და სასოებით ისმენდა ოდიშის
ახალგაზრდა მთავრის კურთხევას.
მალაქია კათალიკოსმა რუდუნებით დაადგა თავზე ლევანს ოქროს
გვირგვინი. მარჯვენა ხელში სკიპტრა დააკავა, მარცხენაში- კვერთხი.
მირონცხებული მთავარი მკერდზე ეამბორა ქვეყნის სულიერ მესაჭეს.
გიორგიმ საგვარეულო მახვილი შემოარტყა წელზე და პირველმა
მიულოცა გადადიანება ძმისწულს.

მესამე თავი
ყაბახი
ილორიდან მობრუნებულზე ყაბახის გამართვა ბრძანა
ახალკურთხეულმა მთავარმა. სიყრმიდანვე იტაცებდა მიზანში სროლა
ლევანს. პატარაობის ჟამს თავის კბილა ყმა-გლეხებსაც გაეჯიბრებოდა
ხოლმე ისრის სროლაში და ხელ-შუბის ტყორცნაში. ყაბახიც ხშირად
იმართებოდა ზუგდიდში, სადაც ყველა წარჩინებული ცხენოსანი
იყრიდა თავს. მანუჩარის დაკრძალვის მერე ყველა თამაშობა და
შეჯიბრი აკრძალა გიორგიმ. ზოგიერთმა დიდებულმა ღრმა
მგლოვიარობის ნიშნად შავი ტანსაცმელი მოირგო ტანზე და ძუა-ფაფარ
შეკრეჭილი ცხენებიც შავი ტილოს ნაჭრებით შეკაზმა.
ხედავდა ლევანი, რომ მრავალწლიანი გლოვის შემდეგ ძაძებში
გახვეულ მოსახლეობას სეირის ნახვა სწყუროდა. ამადაც დაავალა კოჩა
გახარიას ყაბახის გამართვა შუაგულ ზუგდიდში, რათა ოდნავ მაინც
განექარვებინა მოსახლეობისათვის დაზაფრული გული. კოჩა თავისი
დაგვაჯული და მოუხეშავი აღნაგობით ულურიის ტყეში რკოზე
გამოზრდილ ტახს უფრო წააგავდა, ვიდრე- ყაბახის მოქნილ
მოასპარეზეს. ადრე კოჩაც აქტიურად მონაწილეობდა შეჯიბრში, მაგრამ
ერთხელაც გაქანებული ცხენიდან უხეიროდ ჩამოვარდა და თეძოს
ძვალი ამოიგდო. იმ დღიდან ქულა1 კოჩა შეარქვეს სასახლის
კარისკაცებმა. მანუჩარმა შეიბრალა ხეიბარი ხელქვეითი და ყაბახის გაძ-
ღოლა დაავალა. მას შემდეგ კოჩამ მრავალი თამაშობა გამართა სამთავრო
კარზე და ყველგან მოასპარეზეთა ქება დაიმსახურა.
საყვარელ ხელობასთან სამწლიანი განშორების შემდეგ კოჩამ
ჩვეული ოსტატობით აღმართა ჭადრების ხეივანში ერთმანეთზე
თოკებით შეკრული ორი გრძელი სარი და გაწვრილებულ წვერზე ხუთი
თითის სისხო პატარა მაგიდის მსგავსი ფიცარი დაამაგრა. ამ ფიცარზე
ისეთი რუდუნებით მოათავსა ვერცხლის თასი, თითქოს ჭურჭელი
სანაქებო ღვინით ყოფილიყო შევსებული პირთამდე. მოგვიანებით კოჩამ
ბიჭებს ის ადგილი მოანიშნებინა, საიდანაც ასპარეზობაში მონაწილე
ცხენოსნები უნდა გამოქანებულიყვნენ ნიშანში მოსახვედრად.

ყაბახში მონაწილეობის უფლებით მხოლოდ თავადები და აზნაურები


სარგებლობდნენ , თუმცა პირველი გასროლა თავადისშვილებს
ერგებოდათ. შებინდებისას ჯაიანები, ფაღავები, ჭილაძეები და ჩიჩუები
დანიშნულ ალაგს ამალითურთ გამოცხადნენ. ყველანი ისეთი
მდიდრული სამოსელით იყვნენ შეკაზმულები, რომ ქორწილში
მოწვეულ სტუმრებს უფრო წააგავდნენ, ვიდრე- ყაბახის მოასპარეზეებს.
მათ შორის ქერეშ ფაღავა გამოირჩეოდა თავისი ჭრელ-ჭრულა
სამოსელით. ახალგაზრდა თავადს ძვირფასი თვლებით შემკულ პერანგზე
სიასამურის ბეწვი ჰწონდა მოცმული, ვერცხლის ღილებით ნაჭედ
ახალუხზე კი ოქროთი მოსავადებული სარტყელი ეკეთა, რაზედაც
მოკლე სატევარი ღვედებით ჰქონდა დამაგრებული. მდიდრული
სამოსელით გალაღებული ქერეში თავმომწონედ აპარებდა მზერას ალვის
ხეებზე ამოფარებულ ქალებისკენ და კმაყოფილების ნიშნად ხშირ-
ხშირად გადაისვამდა ხოლმე თითებს აპრეხილ ულვაშებზე.
სასახლის დივანმა მატუტა ჩენსერიამ შესაშური კოპწიაობით
ჩამოწერა თავის დავთარში ყაბახში მოასპარეზე თავადისშვილთა გვარ-
სახელები და შეჯიბრის წესებიც შეახსენა თავაწყვეტილ
ახალგაზრდებს.წარჩინებულ დიდებულთა შემდეგ მინდორზე შავი
ყაბალახებით თავშეკრულმა აზნაურებმა შემოაგელვეს ფეხმარდი
ულაყები. სადადიანოს აზნაურებიდან ჯგებე გაბუნია და გაჯი
კორზახია გამოვიდნენ თავშეყრილთა წინაშე. საეკლესიო აზნაურებიდან
კაცია გამისონია იყო მხოლოდ მოწვეული, სათავადო აზნაურებიდან კი
ხახუ გვიჩია და ჯვატ ხაინდრავა გამოარჩიეს თამაშის
ორგანიზატორებმა. შეჯიბრის მონაწილენი ისეთი მეომრული განწყობით
ელოდნენ ასპარეზობის დაწყებას, თითქოს სულაც ოდიშის ბედი
წყდებოდა ჭადროვანში იმ დღეს.
მაღალ ფერდობზე თავშეყრილი მოსეირენი შეუნელებელი
ინტერესით ადევნებდნენ თვალ-ყურს ცხენოსანთა მზაობას. კარვიდან
გამოსულ ლევანს შორიახლო უცხო ქალის ალერსიანი მზერა შეეფეთა.
ქალების ყურადღებით ოდიშის მთავარს თავი ჰქონდა მობეზრებული,
მაგრამ ამ უცნობი ქალიშვილის ამღვრეულმა თვალებმა ისე დააბნია,
რომ წამით სულ მიივიწყა ყაბახი და მისი სტუმრები.

- ეს ქალი საიდანღაც მეცნობა შედან!- მოჩვენებითი გულგრილობით


იკითვა მთავარმა.
- პაპუნა ჭილაძის ასული გახლავთ, ნესტანი, ბიძათქვენის გიორგი
ლიპარტელიანის მესამე ცოლი.
- მესამე ცოლი რა უბედურებაა, მუსულმანურ სჯულზე ხომ არ
მოიქცა გიორგი,- აიმრიზა ლევანი გულარძნილად.
- კაი წუწკი ვინმე კი ყოფილა ბიძაშენი ლევან. ანა დადიანისა და
თაჯი ამილახვარის ალერსი არ იკმარა დალოცვილმა, ახლა ჩემს
მოგვარეს გადასწვდა გაუმაძღარი აფთარივით,- ამოანთხია დაგროვილი
ღვარძლი შედანმა.
უსიამოდ გააჟრჟოლა ლევანს სხეულში. ეხამუშა ახალგაზრდა
ბიცოლას ასე ურცხვად რომ გაუყარა თვალი. ეცადა პირი მოერიდებინა
პირმშვენიერი ასულისათვის, თუმცა ვნებამორეული თვალები მაინც
მისკენ გაურბოდა.
მოედანზე თავშეყრილ ხალხს კი თმენა ელეოდა და ყიჟინით
მოითხოვდა ასპარეზობის დაწყებას. ლევანის ნიშანზე კარის დეკანოზმა
ალოეს კმევით ჩამოუარა ცხენოსნებს და მოკლე ლოცვით თამაში
აკურთხა. მოასპარეზებმა მსუბუქად გაიჯირითეს და სავარჯიშოდ
ისრებიც გაისროლეს. მცირე მოთელვის შემდეგ კოჩას აწეულ ალამზე
ყველანი ერთ რიგად ჩამწკრივნენ და ნიშნის მიცემის მოლოდინში
ფარსაგად გაისუსნენ. დაშვებულ ალამზე ჯერ თავადიშვილები
გამოენთნენ მგლური შემართებით. უკან დადევნებული ძაღლები
ფეხებში ებლანდებოდნენ ფაფარაყრილ ულაყებს და ყეფით აყრუებდნენ
იქაურობას. ერთო რუხისფერი ქოფაკი ისე ახლოს მიიჭრა ხიხუ
აფაქიძის ცხენთან, რომ დამწყებმა მოასპარეზემ წონასწორობა ვერ
შეინარჩუნა და მიწაზე მოადინა ზღართანი. მიწისფერმა გადაჰკრა
სახეზე ქაიხოსროს. ასპარეზობის დასაწყისშივე არ ელოდა შვილისგან
ამგვარ სიგლახეს. გაჭენებული ცხენიდან მოზიდა მშვილდი ქერეშ
ფაღავამ , მაგრამ უმტყუნა მარჯვენა გამოცდილ მხედარს.
- აზნაურებთან ასპარეზობამ თამაშის ხალისი დამიკარგა, ამიტომაც
უგერგილოდ ვესროლე სანიშნოს,- თავს იმართლებდა ქერეში
მოასპარეზეებთან და ბოროტად აბრიალებდა თვალებს. ვერც ხახუ
ჩიჩუა გაისარჯა რიგიანად. მისმა ნატყოტცნმა შუბმა ერთი მტკაველით
აუქცია გვერდი ვერცხლის თასს. ახლა ოდიშელმა აზნაურებმა
გაუტყლაშუნეს მათრახები თავიანთ ბედაურებს. თავადისშვილთა
ხელმოცარვით ფრთაშესხმულმა აზნაურებმა შუბებისა და ისრების

მერეხი დააყარეს სამიზნეს, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ აზნაურთა ქვეყნის


შვილები. პალოსთან ახლოს მდგომი მატუტა ჩენსერია თავის წოწოლა
ქუდს წამდა-უწუმ ისწორებდა და გულმოდგინედ ინიშნავდა
მოთამაშეთა მიერ წესების დარღვევას.
ლევანი ნირწამხდარი გაჰყურებდა ცხენოსანთა უიღბლო შეჯიბრს.
დრო და დრო ნესტანს გახედავდა ნიშნისმოგებით. ქალიც ისეთი
მოფერებით აფახულებდა წამწამებს, თითწოს შეჯიბრზე იწვევდა
ახალგაზრდა მთავარს. ლევანს სისხლი მოეძალა ძარღვებში.
ვარჯიშობაზე არაერთგზის ჩამოუგდია ორმოცი მტკაველის სიმაღლეზე
დადებული სანიშნო, რაღა აქ გაუწყრება ღმერთი ჯინაზე.
- კოჩას ოდნავ მაღლა აუწევია კოჭები, ამიტომაცაა მოასპარეზეებს
ხელი რომ მოეცარათ. თქვენის ნებართვით ოდნავ ქვემოთ ჩამოვწევ
სანიშნოს,- სულს ძლივს ითქვამდა ლევანის ფეხებთან მწევარ-
ძაღლივით ჩაცუცქული მატუტა.
- ხელი არ ახლო კოჭებს, მე თავად გავალ ყაბახზე,- მძიმედ წამოდგა
სელიდან ლევანი.
- კურთხევის პირველ დღესვე შერცხვენა არ ივარგებს ბატონო ,-
სიტყვა დააწია შედანმა ლევანს.
- დამარცხებას არც ვაპირებ. მეჯინიბეთ უხუცეს გასძახე ჩემს თეთრას
საკაზმეები შეაბას და აქ მომგვაროს!
თეთრა ჩერქეზეთის მთავარმა კოსიაკმა უსახსოვრა ლევანს. სამი დღე
ხედნიდნენ მეჯინიბეები ჩერქეზული სისხლივით დაუდეგარ ულაყს.
ბოლოს ისევ ლევანმა ამოსდო ლაგამი გაშმაგებულ ცხენს. ოდნავ გამხდარი
ეჩვენა პირუტყვი ოდიშის მთავარს, თუმცა ძვირი სიტყვა არ აკადრა მოხუც
მეჯინიბეს. ფრთიანი გვირგვინით შემკული მუზარადი მოიხადა, ჯავშნის
ტიხარიც შეიხსნა და თეთრაზე ამხედრებული მინდვრის შუაგულში
მედიდურად გამორიალდა. თავშეყრილებმა მხურვალე ოვაციები
გაუმართეს ჭაბუკ მთავარს. ლევანი თხემზე მოეფერა ხალხის ყიჟინით
დამფრთხალ ულაყს, უზანგებში გაყოფილი ფეხები ხვიარასავით
შემოარტყა მუცელზე და შურდულივით გაჰქანდა სანიშნოსკენ.
პალოსგან ოცი მხარის დაშორებით ცხენი ყალყზე შეაყენა და
პირველივე სროლით ჩამოაგდო სამიზნე. მოსეირეებმა საშინელი
ყივილი დასცეს და მთავრის წარმატებით გულანთებულებმა ნაბდიანი
ქუდები ააგდეს ცაში.
მთავრად კურთხევა ისე არ გახარებია ლევანს, როგორც ყაბახში
გამარჯვება. წარმატებით შეზარხოშებულმა სეფექალებში ჩამალულ
ნესტანს გაუსწორა თვალი, ცხენდაცხენ მიეახლა და ვერცხლის თასი
გაუწოდა ძალუას.
-ამ თასით თქვენი გამარჯვების სადღეგრძელოს შევსვამ მთავარო!-
მაღლა ასწია ვერცხლის თასი ნესტანმა და მაცთური ღიმილი
შეაფრქვია მაზლისშვილს.
ლევანის ამღვრეული, გამჭოლი გამოხედვა თვალში არ მოუვიდა
გიორგი ლიპარტელიანის სახლთუხუცეს ჯავახ დგებუაძეს.
- როგორ მოგეწონა გიორგი, ვერცხლის თასი რომ მიართვა შენმა
ძმისწულმა ნესტანს!- მოურიდებლად მიახალა კარავში განმარტოებულ
პატრონს თავისი გულისტკივილი ჯავახმა.
- რა ნახე ამაში შეუფერებელი და უჩვეულო ჯავახ, ძმისშვილმა
თავის ბიცოლას საჩუქარი რომ მიართვას დასაძრახი რატომ უნდა იყოს!
- დასძრახი იქნებ არც იყოს არაფერი, რომ არა უფლისწულის
ანთებული თვალები. ბიცოლას ამგვარი ჟინით არ უნდა უყურებდეს
ძმისწული.
ღმერთმანი აჭარბებ ჯავახ!- სახე მოეღუშა გოირგის,- სამეგრელოში
ლამაზი ქალი დაილია ჩემს ცოლს რომ არ გაუმიჯნურდეს ჩემივე
აღზრდილი. ისედაც არა მგონია პირტიტველა ყმაწვილი მე რომ
გამეჯიბროს. ხომ გაგიგია:
მაფა გეგუთს რე დო
ლიპარტია მაღლაკის.1
გარდა ამისა ლევანმა სეტემანის ქალიშვილის ცოლად მოყვანაზე
თანხმობა განაცხადა უკვე. აფხაზებსაც სიტყვიერად დაუდასტურეთ
დამოყვრების სურვილი და ისინი დღე-დღეზე ელოდებიან ჩვენგან
მაყრიონს. ამასთან ერთად თანურია შერვაშიძე სილამაზითა და ეშხით
არაფრით არ ჩამოუვარდება ნესტანს. არა მგონია ქალის გამო ჩემმა
აღზრდილმა ყველაფერს რომ ჯვარი გადაუსვას. თავის აღთქმულ
სიტყვასაც არ გასტეხს ლევანი მგონი.
- ღმერთმა ყოველივე ისე ინებოს, როგორც თქვენ გწადიათ
ბატონო!- ფუჭ კამათს მოერიდა ჯავახი და გაჩუმება არჩია.
თუმცა გიორგიც სხვაგვარად ჭვრეტდა უკვე. ხედავდა ცხოვრებით
დაუნჯებული ხელისუფალი, რომ ის უკვე არ იყი ტკბილი მამის
სანაცვლო ბიძა. შეჯიბრზე ლევანის უბირი თვალების წარმოსახვაც
ეხამუშა სულით ხორცამდე. ამიტომაც ოდნაც დაზაფრული ხმით
უთხრა ქვეშევრდომს.
- ხვალვე მაყარი ასტუმრე აფხაზეთს ჯავახ!
1 მეფე გეგუთშია და
ლიპარტია- მაღლაკში.

მეოთხე თავი
კოლხური თაფლი

ზუგდიდის ორიარუსიანი ქვითკირის სასახლე ირანელ ოსტატს


ააგებინა მანუჩარ დადიანმა. ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას
მოიხიბლა ის ისკანდერის მიერ მტკვრის პირას აშენებული ციხე-
დარბაზებითა და სავაჭრო ქარვასლებით. ამიტომაც როცა თეიმურაზ
მეორის მორიგი შეკვეთა მოათავა ირანელმა ოსტატმა რიყეზე,
დიდსულოვნად შეისმინა მანუჩარის თხოვნა და ოდიშის მთავარს
სამეგრელოში გამოჰყვა ხუროთმოძღვართუხუცესად. ლევანი იმჟამად
პირშიშველი ყმაწვილი იყო, მაგრამ მამას მაინც დღენიადაგ
ეტიტინებოდა ალექსანდრე პაპას მსგავსად
მასაც იტალიელი ოსტატები მოეწვია ზუგდიდში. მანუჩარი არ დაჰყვა
ბავშვის კაპრიზებს, არ შეისმინა მისი თხოვნა და საბოლოო არჩევანი
ისკანდერზე შეაჩერა.
სასახლის მშენებლობისას ლევანი თავისი გაუთავებელი
მითითებებით თავს აბეზრებდა ირანელს. ბავშვის სურვილი იყო
ზუგდიდის სასახლე გრემის სასახლისათვის მიემსგავსებინა ისკანდერს
და მეტწილად ქართული ელემენტები გამოეყენებინა . ოსტატმა ხათრი
ვერ გაუტეხა ბატონიშვილს და ირანული თაღოვანი პორტალი
ქართული ჩუქურთმებით შეამკო, სამეფო დარბაზის სვეტებიანი
კედლები კი სულაც ნაციონალური ორნამენტებით დაამშვენა. როცა
სასახლე სრულად განასრულა და დარბაზის კედლებიც სანადირო
სცენებით მოხატა ლევანმა საკარცხლულის დამზადება მოსთხოვა
ოსტატს. ორიოდე დღეში სპილისძვლისაგან გამოთლილ სავარძელში
კოტრიალობდა უფლისწული ბავშვური უდარდელობით. საკარცხლულს
გვერდებიდან ხახადაფჩენილი ურჩხულების ქანდაკებები დაუმშვენა
ისკანდერმა. პატარაობისას ამ ფრთოსანი დრაკონების ხილვით
უსიამოვნო განცდა ეუფლებოდა ლევანს, თუმცა მერე და მერე მიეჩვია
მათი შემზარავი სახეების ცქერას. ახლაც, აფხაზური მაყრიონის
ლოდინში საკარცხლულზე მოკალათებული ბატონიშვილი
გულდათუთქული იხსენებდა გარდასულ წლებს და იმ დროს
შენატროდა, როცა ყველაფერი ვარდისფერ ფერებში ეხატებოდა. შედანი
თითქოს მიუხვდა მეგობრის გულისნადებს.
- დასანანია შენი მშობლები რომ ვერ მოესწრნენ ამ ზეიმს,-
ნაღვლიანად შენიშნა შედანმა და თანაგრძნობით თეავლო მზერა
ლევანის პირგამეხებულ სახეს.
ლევანს არ ჩვეოდა საკუთარ სამძიმალზე საუბრის ჩამოგდება,
მეტადრე სანუკვარი დედის სახელის გახმიანება, რომელიც მას გადაჰყვა
მუცელზე, ამიტომაც მრავლისმეტყველად წაუყრუა შედანს. მხოლოდ
ქაიხოსრო აფაქიძის მისამართით გასცა შეუვალი ბრძანება:
- სასტუმრო დარბაზის ინტერიერი საზეიმო ფერებით გააწყვეთ,
იატაკი ოქროსა და ვერცხლის შანდლებით მოჰფინეთ, ხორაგი
გასაოცარი სიუხვით დაახვავეთ სურაზე, ჩემგან არ გესწავლებათ
ყოველივე ეს ქაიხოსრო ბატონო. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ბატონი
თავის ქვეშევრდომებზე მუდამჟამს უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ
შთაბეჭდილებას.
- ილორის მადლმა, სტუმრების წინაშე თავს არ შევირცხვენთ
ბატონიშვილო,- ჩვეული სიხალისით შეესიტყვა ქაიხოსრო ლევანს.
მიუხედავად სიჭარმაგისა სახლთუხუცესი ახალგაზრდული ენერგიით
უძღვებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სტუმრების დახვედარაში
და გამასპინძლებაში ისე იყო გაწაფული, რომ სასახლის მსახურები
უსიტყვოდ უგებდნენ და პირნათლად ასრულებდნენ მის მითითებებს.
სასახლის შემოგარენი სტუმრების მოლოდინში სისხლიან
სასაკლაოს დაემსგავსა. ბოსელში დამწყვდეული საქონელი თითქოს
გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას და შესაბრალისი ბღავილით
იკლებდა იქაურო ბას. მოკლე სატევრებით შეიარაღებული მსახურები
მოხერხებულად იგერიებდნენ გაცოფებული პირუტყვის რქენას და
უმოწყალოდ უსწორდებოდნენ დუჟმორეულ ცხოველებს. იქვე
ჩასაფრებული ყასბები კი ალესილი დანებით ოთხში იღებდნენ
ყელგამოჭრილ ცხოველებს და უზარმაზარ საძროხე ქვაბებში
მოისროდნენ. მოთუხთუხე ქვაბებს ისეთ ოხშივარი აუდიოდა, რომ
ნახარშის სურნელი ლამის ორიოდე ვერსის მანძილძე იფრქვეოდა.
პირტიტველა ყმაწვილები უფროსების დაჟინებით უხალისოდ
ირჯებოდნენ და ხარების, მოზვრებისა და თხების თავებს სავენახე
სარებზე ოსტატურად აგებდნენ. ქალები უფრო ღომის ცეცხვით იყვნენ
დაკავებულები, თუმცა დრო და დრო საქმიანი ფუსფუსით კაცების
საქმეებშიც ენერგიულად ერეოდნენ.
შებინდებისას ცხენების ფლოქვების ტკაცუნმა და მხედრების
გახმაურებულმა ყიჟინმა კანტი-კუნტად შემოაღწია ზუგდიდის
ორღობეებში. აფხაზ წარჩინებულებს გიორგი შეეგება თაღოვან
ალაყაფთან. აზნაურები შორიახლო დაქვეითდნენ და მოკრძალებული
ნაბიჯებით ეახლნენ ლევანის აღმზრდელს. შედან ჭილაძე და მამუკა
ბისკაია ცნობისმოყვარეობისაგან ბავშვებივით ცქმუტავდნენ ადგილზე.
ახალგაზრდა დიდებულებს უმთავრესად მომავალი დედოფლის
გარეგნული იერ-სახის ხილვა აინტერესებდათ, ამიტომაც გიორგისთან
ერთად შუაგულ ეზოში შეეგებნენ მაყრიონს.
- დღეგრძელობა არ მოუშალოს ღმერთმა დადიანების ბრწყინვალე
საგვარეულოს!- სათნო ღიმილით დაქვეითდა ცხენიდან ბესლანო
შერვაშიძე და მკერდზე ეამბორა დიდი ხნის უნახავ გიორგის.
- უფალი იყოს თქვენი შემწე. ილორის მადლმა უზომოდ გამახარა
თქვენმა სტუმრობამ.
- სუფრა დაგვიძველდა გიორგი ბატონო. მოიწყინეს შენმა ნაუქარმა
ჯიხვის ყანწებმა კედელზე უქმად კონწიალით.- ნიშნისმოგებით ჩაეკითხა
ბესლანო მასპინძელს და მორცხვად მომღიმარ თანურიას შეაშველა
ხელი.
- ჯიხვის ყანწებით მალე აქ მოგვიწევს ერთმანეთთან გაჯიბრება.
შენთვის საგანგებოდ გადანახული ოჯალეშის ჭურს დღეს დილით
ავხადე თავი. საამისო მიზეზიც გვაქვს ჯიმა!- ორჭოფულად გადაუკრა
გიორგიმ ძვირფას სტუმარს და თანურიას გაუსწორა გამჭოლი მზერა.
- თანურია ჩვენი საგვარეულოს თვალი და გულია. ღმერთმა ინებოს
ამ ქორწინებით ჩვენს ძმობას და მეზობლობას რვალის სიმტკიცე
შეემატოს!- ერთგვარი სიამაყით დაცდა სათქმელი ბესლანო შერვაშიძეს
და თავისი ძმის შვილი თამამად წარუდგინა ლევანის ბიძას...გიორგიმ
პირ-ბადე მოკრძალებით გადაუწია თავს უკან თანურიას და შუბლზე
ეამბორა შემკრთალ ასულს.
- ფეხბედნიერი იყოს შენი შემობრძანება დადიანების სასახლეში!-
ისეთი მეფური რიხით დაიგუგუნა გიორგიმ, რომ ოდნავ ეჩოთირა
კიდეც თავისავე ენის წვერიდან გაქცეული სიტყვების. ხანგამოშვებით
ავიწყდებოდა მოხუცს მის რეგენტობას ყავლი რომ ჰქონდა გასული და
და ოდიშს უკვე ერთპიროვნული მმართველი რომ ჰყავდა.
ლევანი სასახლის კიბისთავზე შეეგება მაყრიონს. მამაკაცური
სულწასულობით შეავლო მზერა თრითინასავით მთრთოლვარე
საცოლეს შეფაკლულ ღაწვებზე. ეამა აფხაზი ქალის ნატიფი სახისა და
ამღვრეული თვალების ხილვა. უძველესი გვარის დაუთრგუნავი სიამაყე
გამოკრთოდა თანურიას ველურ გამოხედვაში.
- მგზავრობამ ხომ არ მოგქანცათ თანურია?- ამაღელვებელი
პირფერობით იკითხა ლევანმა და საცოლეს პირისფარეშს დააშტერდა
მოურიდებლად მისი საოცრად მახინჯი შესახედაობის გამო.
- მადლობას მოგახსენებთ ბატონო. ბედად ამინდმა გამოიხედა და
შეფერხების გარეშე ჩამოვაღწიეთ ზუგდიდს. ეს კი ჩემი ერთგული
მხევალია, ორადა. ყვავილი შეეყარა გაზაფხულზე, მიტომაც
გამოიყურება აგრე პირშავად.- თითქოს შეიცნო თანურიამ ლევანის
შეცფუნების მიზეზი.
ოდიშის მთავარმა გუნებაში გაიფიქრა ვინმემ ქალაჩუნობაში არ
ჩამომართვასო ქალებთან მომეტებულად დაყოვნება და სეფექალებს
გადაულოცა თანურია, თავად კი დროულად ისარგებლა შიმუნვარების
აცვენილი ჟრიამულით და სეტემან შერვაშიძის ნაჩუქარი ულაყების
სანახავად გაეშურა საჯინიბოს. წვივმაღალი, ფაფარაყრილი ცხენების
უცნაურ ხვიხვინზე ტანში გააჟრჟოლა ლევანს. ჯიშიანი ბედაურების
შემხედვარემ აღელვება ვერ დაიოკა და ყვრიმალებზე მოეფერა
რჩეულებს.
- ასეთი ცხენებით გახურებულ ომში დაუნდობლად
შევასკდებით და წელში გავწყვიტავთ ჩვენს მტრებს. არა შედან!?- არ
მალავდა ლევანი თავის აღტაცებას სასიმამროს ძღვენით.
- ღმერთმა გისმინოთ ბატონო. ეს შუბივით შემართული ცხენები
მართლაც რომ გამოგვადგებიან თავაწყვეტილი შეძგერების დროს,-
კვერი დაუკრა შედანმა მთავარს და მისი მიბაძვით თავადაც მოეფერა
თხემზე ორიოდე ულაყს.
- სწორედ რომ ასეა,- ახლა მამუკამ გამოიდო თავი,- მართლაც რომ
ღირსეულად შეაფასა სეტემანმა თქვენგან მორთმეული ქალის
გამოსასყიდი.
- არ შეაფასებდა და ძვირად დაუჯდებოდა აფხაზთა მთავარს
ლევანთან გახუმრება,- ორჭოფული ღიმილით შენიშნა შედანმა და
თვალი გააყოლა აფხაზ მოინალეებს, რომლებიც ხვნეშით ეზიდებოდნენ
ვერცხლით მოსავადებულ ზანდუკებს სასახლის კიბეებზე.
- ჯვრისწერისათვის ყველაფერი მზადაა. მალაქია კათალიკოსი
ქართული ეკლესიების მოსანახულებლად და წმინდა ადგილების
მოსალოცადაა წასული იერუსალიმში. ჯვრისწერას წალენჯიხის
ეპისკოპოსი ევდემიონ ხახუტაია გაუძღვება თქვენის ნებართვით,-
ჩაამთავრა სათქმელი ვახტა ჩიჩუამ და პასუხის მოლოდინში მზერა არ
მოაცილა პატრონს. ლევანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა
მანდატურთუხუცეს და ჩქარი ნაბიჯებით მყისიერად მოწყდა
ქვეშევრდომებს.
. . .
ასწლოვანი ცაცხვების ჩრდილში შეყუჟული წალენჯიხის მაცხოვრის
ეკლესია იდუმალებით გადმოსცქეროდა ჩანისლული ხეობის ვიწროებს.
გორაკზე შეფენილ ხალხს მოუთმენლობისაგან სული ელეოდათ. მათ
ყურმოკვრით ჰქონდათ მოსმენილი ოდიშის მესვეური აფხაზი მთა-
ვრის ასულზე ჯვარს სწორედ მათ ტაძარში რომ იწერდა, ამიტომაც
როცა საქორწილო პროცესია სოფლის სიახლოვეს გამოჩნდა ისეთი
ყიჟინა ასტეხეს[ თითქოს მეხი დასცემოდეს ფესვმაგარ მუხას.
ლევანმა შეგნებულად შეარჩია მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია
ჯვრისწერისათვის. პატარაობისას განაგონი ჰქონდა, რომ მისი
მშენებლობა თურმე თამარ მეფის სახელს უკავშირდებოდა. ერთხელ
ხუთი წლის ბავშვს მანუჩარისთვის უკითხავს:
- მამა, მართლა თამარს აუგია ეს ტაძარი ჩვენში?
- ჰო შვილო! გადმოცემის თანახმად თამარ მეფეს სვანეთში ასვლა
და იქ დასვენება მოუწადინებია. გზად ხურჯინგადაკიდებული ჯორი
დაკარგვიათ. მაძებრებმა მალე მოიძიეს ჯორი და მეფეს მოახსენეს!-
პირუტყვი იმ ალაგს ვნახეთ, სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო.
თამარს მოსწონებია ეს ადგილი და ტაძრის აგება უბრძანებია.
მოსახლეობამ კი ამ ალაგს ჭე დიხა, წყალს კი - ჭე წყარო , უწოდაო.
მამის მოგონებაზე თვალები აუწყალდა ლევანს, თუმცა მალევე
გაირინდა, სული გაიმხნევა, იფიქრა - გულჩვილობა არ ამოიკითხონ
ჩემს სახეზე მსახურებმა და საცოლეს მიაპყრო მზერა. თანურიას
მარგალიტებით მოოჭვილი ტანისამოსი ისე მოხდენილად ეცვა, რომ
ყველაზე ენაგასილაქებულ და ენაჭარტალა დედაკაცებსაც კი
გაეკმინდათ ხმა,
- ასეთი მომხიბლავი მოჭყუდუ1 კაი ხანია ჩვენს კუთხეს არ
ახსოვს!- კმაყოფილებით გაიძახოდნენ ისინი. თუმცა გაოცებით იმასაც
დასძენდნენ, რომ ასეთ ლამაზ პატარძალს ასეთი მახინჯი მეჯვარე
რატომ უდგას გვერდშიო.
მამა ევდემიონს არაერთგზის ჩაუტარებია საქორწილო რიტუალი
ტაძარში, თუმცა ამჟამად თავის ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეულ
ჯვრისწერას უნდა გასძღოლოდა. მამაომ მხურვალედ აღავლინა ლოცვა
ნეფე-დედოფლის საპატივცემლოდ. ალოეს კმევის შემდეგ კი ჯერ
ლევანს დაადგა გვირგვინი და მშვიდად ჩაამარცვლა:
- გვირგვინოსან არს მონა ღვთისა ლევანი!
მოგვიანებით თანურიას მოხადა აბრეშუმის საბურველი და როცა
მასაც დაადგა გვირგვინი,შეამჩნია რომ სეტემანის ქალიშვილი უზომოდ
აეტანა ცახცახს.
- გვირგვინოსან არს მონა ღვთისა თანურია,- განაგრძობდა ალოეს
კმევას ეპისკოპოსი.
ეკლესიის წინამძღვარმა მამა ბოდოკიამ საზედაშე ღვინის თასები
მიაწოდა ნეფე-პატარძალს. შედანმა მამა-პაპათა წესით ლევანისა და
თანურიას ტანისამოსები მათი სამუდამოდ ერთად ყოფნის ნიშნად
აბრეშუმის სარჩულით ერთმანეთზე გადანასკვა.ლევანს ოდნავ
ამჟავებული აჩვენა საზედაშედ მორთმეული ღვინო, თუმცა
დიდსულოვნად არ ჩეიმჩნია სახლიკაცების ეს მცირე დაუდევრობა და
მამუკას გადაუჩურჩულა ღიმილით:
- სუფრაზე მაინც დამალევინეთ ღირსეული ღვინო თქვე
უღმერთოებო!
მამა ევდემიონი ჩვეული აზარტით ასრულებდა ჯვრისწერის
ცერემონიალს;
-უფალმა ინებოს ისევე ტკბილად განვლოთ ცხოვრების დარჩენილი
წლები, როგორი სიტკბოთითაც ეს საზედაშე ღვინო მიირთვით და
სიკვდილის გარდა ვერავითარმა სხვა ძალამ ვერ დაგაშოროთ. შედანმა
დრო იხელთა და ბებუთი მოიმარჯვა ნეფე-პატარძლის დაკემსებული
ტანისამოსის გადასაჭრელად,მაგრამ დროულად შეამჩნია, რომ
გაკვანძული სამოსელი თავისით შეხსნილიყო. ავად ენიშნა ეს მცირე
სარიტუალო ლაფსუსი შედანს.
ეკლესიის კარიბჭესთან მომლოდინე მაყრებმა თოფების ბათქითა და
კუჩხა ბედნიერის თანხლებით გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ
გაატარეს ნეფე-პატარძალი,რამაც პროცესიას საერთო მხიარულება
შესძინა.
მოაჯირეებით გარშემორტყმული სასახლის განიერ ტერასაზე სამი
დღის მანძილზე პართამდე ივსებოდა ვერცხლით მოვარაყებული
ყანწები თავანკარა ცოლიკაურით. ორ რიგად ჩამწკრივებული აფხაზი
და მეგრელი დიდებულები ძირამდე ცლიდნენ უზარმაზარ ყანწებს და
ალავერდს მორიგეობით გადადიოდნენ ერთმანეთთან. გაოფლილი
მერიქიფეები დაპირიპირებულ მხარეებს შორის შეუსვენებლივ
დაარბენინებდნენ თასებსა და ყანწებს და თითოეული მონადიმის მიერ
დალეულ სასმელს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ, დაეჭვების
შემთხვევაში კი შედანთან აბეზღებდნენ ღვინიპარიებს.
ორი დღე გაუძლეს აფხაზებმა ოდიშელების მოძალებას. გახურებულ
სმაში გასამხნევებლად აფხაზური ვარადაც შემოსძახეს.
ჯიბატ მარღანიამ დ არზაყან აჩბამ მექორწილეებზე ზემოქმედების
მოსახდენად შუა ქორწილში ტანისამოსის გამოცვლაც მოახერხეს, თუმცა
ვერც ამ ფანდმა უშველა წყალწაღებულებს. აფხაზების გაყოყოჩება
თვალში არ მოუვიდა მამუკას:
- ის წორწილი რა ქორწილია თუ მაყრები არ გაილახნენ!- გაავებით
იღრინებოდა ის და მუშტრის თვალებით ამჭირვალებდა თავგასულ
აფხაზებს.
- აქ აყალ-მაყალი არ ივარგებს მამუკა. გარდა ამისა არა მგონია ამ
ყანწს რომ მოერიონ სტუმრები! ამ სიტყვებზე მესხების ათაბაგის ბავშა
ქავთარაძის ნაჩუქარ ყანწს გადასწვდა შედანი და მერიქიფეს ხელით
აფხაზებს გადაულოცა.
- ასე იჭყაფ დიარა,1- გახალისდა მატუტა და რვა გოჯის სიგრძის
ყანწი ბესლანო შერვაშიძეს მიართვა უპირველესად. უშველებელი ყანწის
ხილვამ გუნება წაუხდინა სეტემანის ძმას. რის ვაი-ვაგლახით დაცალა
ბესლანომ მორთმეული ძღვენი, თუმცა ახალგაზრდა აფხაზებიდან
ვერც ერთი ვერ გაისარჯა ღირსეულად. ზოგიერთებს ბარბაციც
დაეწყოთ და მალე ღვინით დაოსებულებმა სულაც გაშლილ სუფრაზე
ჩაქინდრეს თავები.
- ჩვენგან გამოყოფა კი მოახერხეს, მაგრამ ღვინის სმაში მაინც
ჯაბანნი არიან!- რიხიანად გაილაღა მამუკამ და ძირამდე გამოცლილი
ყანწი უდიერად მოისროლა სტუმრების სუფრაზე.
- მოწინააღმდეგის სმაში დაჯაბნას ბრძოლის ველზე მტრის ძლევა
გერჩივნოს ვეჟო!- ღიმილი მოეფინა სახეზე ლევანს.
- გინოცოთამას 2 ხომ დაესწრებით მთავარო,მანუჩარს უყვარდა
უზომოდ მისით შექცევა?- წამოაყრანტალა ღვინით გალეშილმა მატუტამ
და მასხარას ტანისამოსში შეკაზმული აეტუზა ოდიშის მთავარს.

1 ახლა იწყება ქეიფი.


2შესაწევარი.
2
- რას ამბობ მატუტა უპოვარო!- შიცხადა ლევანმა მსახურის თხოვნა.
რაში ჭირდება ხალხს ისეთ მთავარი, რომელიც მუდაჟამს თავისი
ხელქვეითებისაგან ელის წყალობას!
- მამაშენს იმდენი სიკეთე მიუძღვის ამ ხალხის წინაშე, რომ ეს
მცირეოდენი ძღვენი ოდნავადაც ვერ გადასწონის მის მიერ გაღებულ
ამაგს. გარდა ამისა ყველას გულით უხარია შენი გაბედნიერება და ნუ
ეტყვა უერს.
- კარგი მატუტა, ასე იყოს, ოღონდ ზედმეტად არ შეაწუხო სუფრის
წევრები შე ოჩოპინტრე,1 შენა,- შეაგულიანა ლევანმა მატუტა,
რომელმაც თავისი მოვერცხლისფრო სინით მომეტებული შემართებით
ჩამოურბინა მექორწილეებს.
- აბა, ვინ რამდენს გაიღებს ჩვენი სიძე-პატარძლისათვის, აბა, ვის არ
ენანება შესაწევარის გაცემა?- გაჰკიოდა ხმამაღლა და მწევარ-ძაღლივით
დაძრწოდა საქორწილო სუფრის მწკრივებში. როცა გვარიანად
დაუგროვდა ოქროს მონეტები მობოდიშებით მივარდა ლევანთან და
შინაურივით ჩაურაკრაკა:
- ყველამ უშურველად გაიღო ოქროები, ხოლო ეს ოქროს ხუთი
დუკატი თუთაშხიამ 2 მოგართვათ მთავარო, მოიბოდიშა იმ ჩემი
ცოდვით სავსემ: მეტის მოტანა მინდოდაო, მაგრამ ჭირნახულის
მოუსვლელობამ დაგვაზარალა და მეორე ცოლის მოყვანისას უფრო
მეტს მოგართმევო!
ლევანს მსუბუქად გაეღიმა მატუტას სახვეწარზე და სტუმრების მიერ
გაცემულ წყალობაზე. საჩუქრებს არასოდეს არ იყო დახარბებული,
მაგრამ ამ ძველისძველი რიტუალის ჩატარებამ მაინც საოცარი
სულიერი კმაყოფილება მოჰგვარა.
- ჯერ ერთი ცოლი შემარგე სი დიხამინოცუმილ! 1- გაწკეპლა
ლევანმა ფეხარეული ყმა.

1 აშმაკი
2 წყალობის, ჭირნახულის ღმერთი.

- ერთი ცოლი რა ბედენაა თქვენო მეუფებავ, ზოგ-ზოგებს სამი ცოლი


არ ჰყოფნით და თქვენ ერთი რატომ უნდა იკმაროთ?!- დარბაზის
გასაგონად დაიძახა მატუტამ და ხელმეორედ გაინავარდა შესახვეწარის
მოთხოვნით.
ლევანი მყისიერად მიუხვდა თუ ვისაც გულისხმობდა მატუტა,
მაგრამ არ აჰყვა მთვრალი კაცის ბჟუტურს, მხოლოდ სმით გალაღებულ
შედანს გასძახა ომახიანად:
- დაეხსენი ილორის მადლმა სტუმრებს, მცირედით მაინც დაინდე
აფხაზური მაყრიონი შედან! თავად უგუნებობა მოიმიზეზა სუფრის
წევრებთან და სასახლის ბაღში ბილიკად დაფენილ მთვარის შუქს
გაუყვა უმისამართოდ.
.
მეხუთე თავი
უფლის ახალი ვენახი

უთენია წვევის წიგნი მოართვა მანდატურთუხუცესმა ლევანს.


იმერეთის მეფე გეგუთში იწვევდა ოდიშის მთავარს სათათბიროდ.
ლევანმა მცირე დარბაზობა გამართა სასახლის რიკულებიან აივანზე.
ვახტა ჩიჩუამ დაწვრილებით მოახსენა დარბაზის წევრებს შაჰ-აბაზის
მიერ გართლ-კახეთის აოხრების ამბები.
- ქართველ მეფეებს ხომ არ შეემთხვათ რამე განსაცდელი?-
თავაუღებლივ იკითხა ლევანმა.
- თეიმურაზი და ლუარსაბი იმერეთს შეეხიზნენ მცირე ამალით. შაჰ-
აბაზი ლიხის ქედს მოადგა უშველებელი ლაშქრით. გიორგი მეფისადმი
გაგზავნილ არზაში თურმე უკმეხად მიუწერია: უვიცობის ცხენზე
შემჯდარან ლუარსაბი და თეიმურაზი და შენ მაინც მოიქეცი
გონიერადო. დაუყოვნებლივ უნდა გადმომცე ორივე მეფე, თუ არა და
მთელს იმერეთს ამოვაგდებო.
- გიორგიმ რა უპასუხა?
- მეფემ მეფური პასუხი გასცა თავქარიან ყაენს. ქართველებს წესად
არა გვაქვს შემოკედლებული მოყვრების ვინმეზე გადაცემა. იმერეთის
დარბევით კი ღომის მეტს ვერაფერს ვერ იშოვითო და ვისაც ღომი არ
უჭამია მიირთვას, გამუნიანდებაო.
- ჩვენგან რას ითხოვს მერმე გიორგი, თავად გადაუწყვეტია ვგონებ
ყველაფერი.?!
- გიორგი რომ ქართველ მეფეებს ყაენს არ გადასცემდა ეს თავად
ყაენსაც უნდა სცოდნოდა, მეგრამ ეტყობა მეფეს სურს ქართველთა ერთ
მუშტად შეკვრა უჩვენოს მომხდურს! -დაამთავრა თავისი სიტყვა
ვაზირთუხუცესმა.
- შენ რაღას იტყვი შედან, წავიდეთ იმერეთს? - გამომცდელად
შეხედა ლევანმა სიყრმის მეგობარს.
- იმერეთის მეფემ შემოგვითვალა დადიანისა და გურიელის გარეშე
ირანის შახს პასუხს არ შევუთვლიო. როგორც ჩანს მეფე ანგარიშ
გასაწევ ძალად მიგვიჩნევს და რატომ უნდა გამოვრჩეთ ყველას.
- იქნებ მახეს გვიგებენ!- წამოენთო მამუკა ჩვული ჟინით,- მამასგან
ვიცი არაერთგზის მიუმართავთ იმერეთის მეფეებს ამგვარი
სიმუხთლესთვის.
- არა მგონია ახლა ამისთვის მოიცალოს გიორგი მეფემ,- წარბები
აიზიდა ლევანმა,- გარდა ამისა მცირე ამალით როდი ვაპირებ იმერეთს
წასვლას. დღეის სწორს სპათა მზაობა შეჰყარე შედან. დროა ყველამ
იხილოს ჩვენი მკლავის სიმაგრე.

. . .
გეგუთის ციხე-დარბაზის იავარქმნილი გუმბათი შორიდანვე შენიშნა
ლევანმა. ქვეყნის განსხეულების მსახვრალი ხელი თოთქოს მის
შელეწილ ბასტიონებსაც დატყობოდა ძალუმად. დანანებით შეავლო
თვალი ოდიშის მთავარმა ციხე- გალავნის ნამუსრევს.
- აქ იწრთობოდა საწართველოს ერთიანობის სული შედან. დავით
აღმაშენებლის მამაცი სარდლები სწორედ ამ მორღვეული კარიბჭედან
მიეშურებოდნენ ალფ-არსლანის ურდოებთან საომრად. რამდენმა
საუკუნემ იწვიმა მას შემდე, მაგრამ გეგუთის ბებერი კედლები იმ
დიდებული საუკუნის ჰაერით სუნთქავენ ჯერაც.
ციხე-დარბაზის შემოგარენში დაბანაკებულ მეომრებს საომარი
მზაობა გაემერთათ. გალავნის გასწვრივ მჭედლები სახელდახელოდ
გამართულ გახურებულ ქურებში ცეცხლს აღვივებდნენ და
ალმოდებულ ხმლებს ურიგებდნენ ომმოშიებულ სპას. მეჯინიბეები
გაუწაფავ მხედრებს ცხენების დაურვებაში შველოდნენ და გაწაფული
ოსტატებივით უჩვენებდნენ თუ როგორ უნდა ამოედოთ გაუხედნავი
ულაყებისათვის ლაგამი. უფრო გამოცდილები ტყავის გუდაში
ჩაწყობილ ქამარ- ხანჯლებს და ვერცხლის ზოლებიან დამბაჩებს
საგულდაგულოდ ათვალიერებდნენ და იარაღის ქებით ერთმანეთში
მოურიდებლად იწონებდნენ თავს. ლევანს და მის ამალას
გალავნის ჭიშკართან მესტუმრეთუხუცესი შეეგება კარისკაცების
თანხლებით.
- ბეშქან ვაჩნაძე გახლავართ თქვენო მეუფებავ, სასახლეში
მობრძანდით, ყველანი იქ გელიან მოუთმენლად.- იმერული
დარბაისლობით გაუძღვა მასპინძელი სტუმრებს.
ლევანმა თამამად შეაბიჯა ოქროსფერი ჩუქურთმებით მოქარგული
დარბაზის ტალანში. მრგვალ ბუხართან შექუჩული ქვეყნის მესვეურებმა
ბჭობა მიატოვეს და დარბაისლურად წამოიშალნენ. პირველმა ლუალსაბ
მეფემ შეიფერა ლევანის მთავრად კურთხევა, მერმე იმერეთის მეფემ
გაუწოდა ხელი ოდიშის მთავარს, გადადიანება მიულოცა გიორგიმ ყოფილ
ქვეშევრდომს. მამია გურიელმა ხელის ჩამორთმევა არ იკმარა და გულში
ბავშვივით ჩაიხუტა ოდიშის მმართველი. ლევანს ოდნავ ეჩოთირა მოხუცი
მთავრის გულჩვილობა, თუმცა არ შეიმჩნია და ღიმილით გაეშურა
თემურაზისკენ. ხუთი წლის უნახავი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ალალი
ძმებივით გადაეხვივნენ ერთმანეთს.
-ნაადრევი ჭაღარა გამოგრევია ბიძაშვილო! -შეაშველა პირველი სიტყვა
ლევანმა თეიმურაზს.
-ეხ ჩემო ლევან! ირანის შაჰმა ისეთი ჯოჯოხეთი დაგვინთო ფეხქვეშ,
რომ ყველა ჩვენთაგანს სულში გაგვიჩინა ადრეული ჭაღარა. შაჰ-აბაზის
ურდოებმა მიწასთან გაასწორეს გრემის ქალაქი, გადაწვეს და იავარქნეს
ალექსანდრე მეფის აგებული სასახლე. გახსოვს პატარაობაში როგორ
გავილაღებდით ხოლმე მის პრიალა დერეფნებში კოტრიალით.
-გრემი ჩემი ბავშვობის ქალაქია. ახლაც ყურში ჩამესმის ქარვასლებში
მოვაჭრე სოვდაგრებისა და ხელოსანთა მოგუგუნე ხმა. რამდენი ქალამანი
გამიცვეთია მის ციცაბო ფერდობებზე ბობღიალით. მოხუცი დიაკონი სულ
გვაწიოკებდა, მაგრამ მაინც შევიპარებოდით მთავარანგელოზის ტაძარში,
ხვეული კიბეებით ავუყვებოდით მის სამრეკლოს და ცივ-გომბორის
კალთებიდან მონაბერი გრილი ნიავით შუბდაცვარულნი ხელის გულების
გატყავებამდე ვარისხევდით დედო-ზარებს.
-ის თუ გახსოვს ონწობაში რომ ჩავირბენდით საბანაოდ და შიშველი
გოგონების ცქერით ვერ ვძღებოდით? ერთი მუგუზალივით შავი გოგოს
გამო წავეკიდეთ კიდეც ერთმანეთს. მაშინ ის გოგო მე დავიმარტოხელე. შენ
ისე გაბრაზდი რომ დიდხანს მტრად გადამეკიდე. შემთხვევით ახლა ხომ არ
აპირებ ბიძაშვილო სამაგიეროს გადახდას და ჩემი თავის შაჰისათვის
გადაცემას? - ღიმილით გადაკრა მხარი თეიმურაზმა ლევანს.
-კარგია, ასეთი ძნელბედობის ჟამს ხუმრობა რომ არ დაგლევია. ისე ნუ
მიწყენ და როგორც ახლობელს უნდა გაგიბედო, ამ ღვარძლიანი და
თავქარიანი შაჰის მორჯულება ისე არ შეილებოდა სისხლის წვიმები რომ
არ დასტყომოდა კახეთს?
-მაშინ ისლამი უნდა მიმეღო და შაჰის ფანდურზე მეცეკვა. ასეთი
ქმედებით მისი ყურ-მოჭრილი მონა უნდა გავმხდარიყავი. რაც მთავარია
ხალხიც მე მომბაძავდა და სადღეისოდ ზარების რეკვის მაგიერ
თბილისქალაქელებს მინარეთზე შესკუპული მოლას ქადაგება
გამოაღვიძებდა. ვიდრე მუხლი მიჭრის სისხლს გავუშრობ ყაენს. კახეთი
არასოდეს არ გახდება ირანის ვალი.
-პირველმა ბზარმა სად იჩინა თავი თქვენს ურთიერთობაში თეიმურაზ,
-იკითხა ხმადაბლა ლევანმა.
-პირველად შემახას ციხის აღების დროს შემომიწყრა შაჰი, როცა ჩემი
ჯარით შემახას ციხის გარემოცვა მიბრძანა. მე შეგნებულად ავარიდე თავი
შემახას ბრძოლას. შაჰი იმაზეც მემდუროდა, ლუარსაბის და ხორეშანი
სამეფო ტახტზე რომ დავისვი დედოფლად. თურმე ჩემი რჩეული
თავისთვის ჰყოლია შეგულიანებული. ლუარსაბის ერთი და არ იკმარა
ურჯულომ, მეორეს ხილვაც მოინდობა თავის ჰარამხანაში. წერილობითაც
შემატყობინა,- ხორეშანს თავი დაანებეო. მე რა ბაგრატიონი ვიქნებოდი
ირანის შაჰისთვის ქალი რომ დამეთმო. მაგრამ ეს ყველაფერი საბაბი იყო
მხოლოდ კახეთში შემოსაჭრელად. უფრო ქართლ-კახეთის დამოყვრება და
ჩვენი მოსალოდნელი გაერთიანება ვერ გადახარშა შაჰმა, ვიდრე
-პირადული ღირსების შელახვა.
-ახლა როგორ მოვიქცეთ, როცა ძალა აღმართს ხნავს რითი
დავუსპირისპირდეთ შაჰს,-დიდი ხნის დუმილი დაარღვია ლუარსაბმა.-
დაიქანცა ხალხი უთანასწორო ომით. იქნებ დროა შაჰს ვეახლო და
შეწყალება ვსთოვო. ამ გზის იქნებ ქართლს მაინც ავაცდინო ის უბედურება,
რაც კახეთს გადახდა.
-მაგას ნუ იზამ ლუარსაბ! -შეიცხადა მეფის ნათქვამი კახტა ბატონმა.
ჯერ მალაქია კათალიკოსის და პაატა აბაშიძეს დაბრუნებას დაველოდოთ.
ვნახოთ რა პასუხით გამოისტუმრებს ირანის მბრძანებელი ჩვენს ელჩიონს.
-სანამ შაჰისგან პასუხი მოგვივა იქნებ ჭურიის ტყეში წავინადიროთ
მეფეო. მალე რუსეთიდან ელჩებს ველოდებით. სანდო წყაროებით
შევიტყვე, რომ რუსთა ხელმწიფემ სერიოუზულად მოგვაპყრო ყური. თუ
თქვენი ნება იქნება ჩემს დას მარიამსაც მოგათხოვებთ. ჩვენი დამოყვრებით
იქნებ შაჰი შეფიქრიანდეს და ხელი აიხოს ქართლ-კახეთის გათათრებაზე.
-სამეგრელოს მთავარი სიმართლეს ამბობს მეფეო,-დაწინაურდა ისევ
თეიმურაზი. ამ დინასტიური ქორწინებით ორი ტახტის მპყრობელი
იქნები. გაერთიანებული ქვეყნის მესაჭეს კი უფრო მეტი პატივით მოექცევა
შაჰ-აბაზი.
-შაჰის ნდობა არ შეიძლება ლუარსაბ,-ახლა გიორგიმ გამოიდო თავი,-
მას შენი გამოტყუება სურს, რათა უპატრონო ქვეყანას უვნებლად და
უდრტვინველად დაეუფლოს.
-თითოეული თქვენთაგანის თანაგდომა ძალას და მხნეობას მმატებს
უცილოდ?-აუღელვებლად დაიწყო სათქმელი ლუარსაბ მეფემ,- შენთან
დამოყვრება კი ლევან დიდი პატივია ჩემთვის, მაგრამ მე უკვე არჩევანი
გავაკეთე. შაჰ-აბაზს გორში ვეახლები და ყარაიაში გავყვები სანადიროდ.
სარო-ხოჯამაც უვნებლობის ფიცი მომიტანა თვით შაჰის ხელმოწერით.
გარდა ამისა შაჰს ჩემი და ჰყავს ცოლად. მარიამის მიერ დაწერილი
მისანდობის წერილიც მომართვა შაჰის კაცმა დღეს დილით, ასე რომ არა
მგონია ასე უღმერთოდ გამწიროს ყაენმა.
ლუარსაბ მეფე მძიმედ წამოდგა ფეხზე. მანდატურებმა მყისიერად
ოქროცურვილი მოსასხამი მოაცვეს ზურგზე. დაღვრემილი სახით გაშორდა
ლუარსაბი სახტად დარჩენილ დარბაზის წევრებს.

. . .
საღამო ჟამს მოსვენება ინება ლევანმა. ასე ადრე ძილს არ იყო
ჩვეული, მაგრამ იმერეთის მონახულებამ ისე გადაღალა, რომ
კარისკაცებიც საგანგებოდ გააფრთხილა,- ცა რომ ჩამოიქცეს მიწაზე,
მაინც არ გამაღვიძოთო. ბედად თანურიაც სალხინოს ეგულებოდა.
ვეზირთუხუცეს ხახუ ქორთოძეს მიუცილებია ფეხმძიმე დედოფალი
მცირე ამალით დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში. რატომღაც იქ
აპირებდა ოდიშის დედოფალი თურმე მოლოგინებას. ოდნაც ეუცხოვა
ლევანს მისი თანხმობის გარეშე რომ გადასწყვიტა დედოფალმა
სალხინოს გამგზავრება, თუმცა გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც
თანამეცხედრესთან განშორება. დროებით მაინც მიეცემოდა მოწოლილ
ფიქრებს გარეშე მყოფთაგან ხელშეუშლელად და ოცნების სამყაროში
მაინც გაინავარდებდა ნესტან-დარეჯანთან. ვერაფრით ვერ ივიწყებდა
ახალგაზრდა მთავარი ქალის მხურვალე მზერას და ვნებიანი ტუჩების
ცმაცუნს. როცა ნესტანზე ფიქრით დაღალულს რული მოერია
ტალანიდან შედანის აღგზნებული ყვირილის ხმა მოესმა. სიყრმის
მეგობარი პატრონის გაღვიძებას ბრძანებდა საჩქაროდ. კარისკეცები არ
შედრკნენ და საწოლი ოთახისკენ არ გაატარეს ახალგაზ რდა სარდალი.
მაშინ იმძლავრა შედანმა, ჩოხაზე შემორტყმული საბელიდან მათრახი
დააძრო და უმოწყალოდ დაერია ჩაფხუტიანებს.
- მტერი ხომ არ შემოგვესია შედან,- სიცილ-ხარხარით შეეგება
ლევანი აცვენილ მეგობარს,- ისე დამიწიოკე ბიჭები, რომ კარგა ხანს
არივარგებენ ჩემს გუშაგებად.
- ბოდიშსა ვარ ლევან ბატონო ძილი რომ დაგიფრთხეთ, ფრანგი
ბერები ლუი გრანჟე და სტეფან ვიო გვესტუმრნენ ომერ ფაშას
ბანაკიდან. ასე ამბობენ,- სულტანის გრაგნილი დღესვე უნდა გადავცეთ
სამეგრელოს მთავარსო.
- ფრანგი მისიონერების შუამავლობა უთუოდ მისასალმებელია,
მაგრამ არა მგონია ჩვენთვის სასარგებლოდ რომ ირჯებოდნენ ისინი,
უფრო ოსმალთა იტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ კათოლიკე
ბერები. თუ დაღლას არ გრძნობენ აწვიე სტუმრები-, მძიბედ წამოიმართა
სასთუმლიდან ლევანი და უცხოელებზე შთაბეჭდილების მოსახდენად
ძვირფასი თვლებით მოოჭვილი აბრეშუმის მოსასხამი მოისხა.
ელჩიონის შემოსვლადე გიორგი შემორიალდა ნამძინარევი სახით,
ხვნეშით ჩაეშვა საკარცხლულში და გიშრის კრიალოსანი აათამაშა.
ცეცხლფარეშმა თითბრის შანდლებზე მაჯის სიმსხო სანთლები აანთო და
ოქროსფრად ააციმციმა ხალიჩებით მოფენილი დარბაზი. უცხოელებს
შედანი შემოუძღვა მაშხალით ხელში. ოფიციალური წარდგენის თანავე
ლუი გრანჟემ რომის პაპის ურბანოს მერვეს წერილი გადასცა ლევანს და
მდაბლად დაუკრა თავი.
-თქვენო კეთილშობილებავ, მშვიდობა და ღვთის წყალობის ნათელი
არ მოაკლდეს თქვენს სამკვიდროს. ჩვენთვის დიდი პატივია აზიის
უპირველეს სამთავროში სტუმრობა.
-მიხარია უვნებლად და მშვიდობით რომ ჩამოაღწიეთ ჩვენს
სამთავროში, -არ ჩამორჩა ლევანი სტუმრებს ქების შესხმაში, -დიდი ხანია
ზუგდიდს ევროპელი მისიონერები არ წვევიან. ადრე გენუელი და
ვენეციელი ვაჭრები გვსტუმრობდნენ ხოლმე. ზოგიერთებმა ჩვენს
ქალებზეც კი იქორწინეს და ჩაგვესიძნენ კიდევაც, მაგრამ ოსმალთა მიერ
კონსტანტინეპოლის აღებამ დროებით შეაფერხა ჩვენი კავშირები. ამიტომაც
დავავალე ჩემს ელჩს საგანგებოდ ენახა კონსტანტინეპოლში მყოფი
საფრანგეთის ელჩი ბარო სანჩიუსი და ჩემი თხოვნა გადაეცა მისთვის
სამეგრელოში ლათინთა მისიონერების ჩამოყვანის თაობაზე. იმედია აქ
დიდხანს დარჩებით და მისიონსაც ჩამოაყალიბებთ.
-თქვენო მეუფებავ,-ახლა სტეფან ვიომ ითხოვა სიტყვა
დიდსულოვნად,-თქვენი ელჩი კონსტანტინეპოლში კეთილად მიიღო ბარო
სანჩიუსმა და იეზუიტების საზოგადოების უფროსს კლაუდიო აქვავივას ამ
საქმის მოგვარება. მამა კლაუდიოსმა კი სხვა იეზუიტებში ჩვენ ამოგვარჩია
და სამეგრელოში გამოგვისტუმრა, თან 500 ოქორს ფულიც მოგვცა რათა
ჩვენს მისიონს საქმე კეთილად მოემთავრებინა.
- გავიგე მცირე განსაცდელი შეგმთხვევიათ ზღვაში, - შეწუხებული
ხმით იკითხა ლევანმა.
- მართლაც შავი ყოფილა თქვენი ზღვა მთავარო. ბათუმის ყურეში
საშინელი ავდარი დაიჭირა. ისეთი გრიგალი ამოვარდა, რომ იალქანის
ბაგირები მთლიანად დაწყვიტა და ჩვენი ხომალდი გონიოს კლდეს მიაჯახა.
სამი ქრისტიანი დაგვეხრჩო. მათ შორის ერთი მეგრელი იყო. გზაში სულ
თავისი კუთხის სიყვარულზე გვიყვებოდა სხვადასხვა ამბებს. არ
დასცალდა სამშობლოს ხილვა საცოდავს. უშველებელმა ტალღამ ზღვაში
მოისროლა. ჩვენმა ლაზმა მოენემ გაშმაგებული ზვირთებიდან კი დაიხსნა
თვისტომი და ნაპირზეც გაუწია სათანადო შემწეობა, თუმცა საღამოსთვის
მაინც მიიცვალა. სიკვდილის წინ აღსარება ვათქმევინეთ. იქვე,ბათუმის
სანაპიროზე დავასაფლავეთ ქრისტიანული წესით.
უფლის ნება და მადლი ყოფილა, რომ სწორად ბათუმში , ქართულ მიწაზე
ჰპოვა სამუდამო სასუფეველი იმ საწყალმა, - მინიშნებით აღნიშნა შედანმა
და გამომცდელად შეათვალიერა იეზიტელი ბერები.
მისიონერებმა შეგნებულად წაუყრუეს შედანის ნათქვამს. ისინი
სამეგრელოში ბათუმის თურქებისათვის გადაცემის მისიით იყვნენ
მოსულნი და ახლა შუა მოლაპარაკების ჟამს ამ ქალაქის ქრისტიანული
სამწყსოდ წარმოჩენა სულაც არ შედიოდა მათი ინტერესებში. ლევანი
უმალვე მიუხვდა ფრანგი სტუმრების დადუმების მიზეზს და უხალისოდ
იკითხა.
- ის ლაზი ამჯამად სად არის წარწინებულნო?
- სასახლის ბაღში გველოდება თქვენო მეუფებავ. იმ საბედისწერო
შემთხვევის შემდეგ საშინლად დაზაფრულია ნენეში.
- მართალია ფაშა სამეგრელოში შემოსვლის უფლებას ,რომ არ გაძლევდათ
დიდხანს?
ჩვენი სურვილი უწინარესად ის იყო, რომ შუაგულ სამეგრელოში შესვლის
უფლება აგვეღო ფაშასგან, თუმცა ის სულთანის ბრძანებით მოქმედებდა, -
ოდნავ სული მოითქვა ლუიმ.
- მერე რას ბრძანებდა ამისთანას სულტანი?
- სანამ მშვიდობის საქმე არ მოგვარდებოდა სამეგრელოს მთავარს არავინ
არ ეახლოსო.
- უცნაურია მუსლიმები ქრისტიანების სიცოცხლეს რომ უფრთხილდებიან,
ისიც ქრისტიანების ქვეყანაში-, ირონიული შენიშნა ოდიშის მთავარმა-,
მერე რა მოხდა, როგორ შეგელიათ მოწყალე ფაშა?
ლუი გრონჟემ ყურებს მიღმა გაატარა ლევანის გესლნარევი სიტყვები,
ორიოდე წინადადება გადაუჩურჩულა მამაო სტეფანეს და მშვიდად
განაგრძო საუბარი.
- უკვე კონსტანტინეპოლში ვაპირებდით დაბრუნებას. ოსმალებმა
უვნებელი მგზავრობისათვის მოწმობებიც ჩამოგვირიგეს. სწორედ ასეთ
დროს მამია გურიელის მოამბე მოვარდა და ზავის ჩამოგდება ინება. წმ.
ლუჩის დღეობაზე. ბათუმის ნავსადგურში გურის მთავარმა და ფაშას კაცმა
ზავი შეკრეს. ამ ზავის მიხედვით გურიამ ისევ იკისრა ხარკის გადახდა და
ბათუმზეც უარი განაცხადა. სწორედ ამის შემდეგ დაგვრთო უფლება ფაშამ
თქვენს სამთავროში შემოვსულიყავით.
ლევანმა უკვე იცოდა მამია გურიელის მიერ ბათუმის დათმობის ამბავი.
ოდნავ ეჩოთირა ახალგაზრდა მთავარს გურიელმა მასთან შეუთანხმებლად
რომ გადაწყვიტა ოსმალეთთან ზავის დადების საკითხი, - ეტყობა
დაავიწყდა გურიის მთავარს ბათუმი ერთხანს ოდიშის მთავრებს ბედიანებს
რომ ეკავათ-, გუნებაში გაიფიქრა ლევანმა, თუმცა სტუმრებთან არ ისურვა
ამ თემაზე საუბრის ჩამოგდება.
- გურიის მთავარს თუ შეხვდით?- ახლა შედანი შეეხმიანა სტუმრებს.
- მთავარი განსაკუთრებული პატივით დაგვხვდა თავის სამთავრო
პალატაში. ის რომის ეკლესიის დიდი თაყვანისმცემელია და ჩვენთან
შეხვედრისას კონსტატინეპოლის საეპისკოპოსო საყდრის დამხობაც რომის
წმინდა ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობით ახსნა. თქვენთან
გამომგზავრების კვირაძალს ნათლისღების დღესასწაულზე მთელი
ცხოვრების აღსარება ჩაგვაბარა კიდეც.
- რომის ეკლესიისადმი არც ჩვენ ვართ გულგლირნი და თქვენი ქვეყნის
მცედლობასაც ჩვენი და ოსმალების მორიგების საკითხში დიდად
ვაფასებთ, მაგრამ ჩემი ელჩების სტამბოლში დაპატიმრება რას უნდა
მივაწეროთ. განა ასეთი მიუღებელი მეთოდებით უნდა გადაიჭრას სადავო
საკითხები? -აღელვება დაეტყო ლევანს ხმაში.
-ჩვენთან საფრანგეთში ელჩები ხელშეუხლებლები არიან, მაგრამ
ოსმალეთზე ეს პატივი არ ვრცელდება. სტამბოლში ჩვენი ელჩებიც
ჩავარდნილან ხშირად უხერხულ მდგომარეომაში. ამიტომაც თქვენი
მოხელეების დაპატიმრება და დილეგში გამომწყვდევა იქ არავის
უკვირს. სხვათაშორის, ქართული ელჩიონის ციხიდან დახსნაც იმაზეა
დამოკიდებული, თუ რუგორი მსვლელობა მიეცემა სულთანის
ბრძანებას,- არ მოერიდა მამა სტეფანე სიმართლის პირში თქმას და
შემცივნებულმა რამდენჯერმე დაახველა კიდეც.
- მაინც რას ითხოვს ჩემგან სულტანი?- მკვახედ იკითხა ლევანმა.
- აჭარის დაბრუნებას და ხარკის გადახდას მოითხოვს ოსმალეთის
ფადიშაფი. ამ შემთხვევაში ყველა სხვა წყენას გაპატიებს სუზერენი.
ხედავდა ოდიშის მთავარი, რომ საფრანგეტის ხელისუფლება ყოვე-
ლმხრივ ცდილობდა ოსმალეთსა და საქართველოს სამეფო-სამთავროებს
შორის ჩამოვარდნილი ომის საფრთხე როგორმე აეცილებინა თავიდან,
რადგანაც მათი ვარაუდით ეს კონფლიქტი ირანსაც ჩაითრევდა
დაუსრულებელ ომში, რაც უთუოდ დააზიანებდა საფრანგეთის სავაჭრო
მონოპოლიებს ახლო აღმოსავლეთში.
- თქვენი უნიათო და შემწყნარებლური პოლიტიკით ოსმალები
იმდენად გაკადნიერდნენ, რომ ევროპის სრულად გამუსლიმება და
რომის წმინდა პეტრეს ტაძრის ბოსლად გადაქცევა დააპირეს. იმის
ნაცვლად რომ ჯვარით მოქადული ღვთისმოსავი ხალხის
სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვათ ურჯულოებს უდგეხართ
გვერდში. თუმცა ეს ჩემი საყვედური სულაც არ აკნინებს თქვენს
გარჯას და ძალისხმევას მშვიდობის მიღწევის საქმეში. პასუხს
ხვალისათვის მოგახსენებთ მოწყალეო სინიორებო!- მშრალად მიუგო
ლევანმა სტუმრებს და აუდიენციის დამთავრების ნიშნად
საკარცხლულიდან წამოდგა.
- ჩვენ აუცილებლად შევაწევთ თქვენს სიტყვას რომის პაპს და
ვთხოვთ ჩვენს სულიერ მწყემსს, რომ თავის ლოცვებში უფალს
შეავედროს საქართველო, საქრისტიანოს ეს უძველესი ვენახი,- ამ
ტირადით კათოლიკე ბერებმა ჯვარი გარდასახეს იქაურობას და
მოწიწებით გამოემშვიდობნენ ოდიშის მთავარს.
კათოლიკე მისიონერებს ჯერაც არ გქონდათ სასახლის კედლები
დატოვებული, რომ ბუხრიანი ოთახიდან კარისკაცები შალიფად
შემოსილ უწვერულ ყმაწვილს შემოუძღვნენ.
- შენ ნენეში უნდა იყო ვგონებ?- ხელის ჩამორთმევით მიეგება
ოდიშის მთავარი გაოცებულ ლაზს.
- ნენეში ვარ, მთავარო.
- რომელი კუთხიდან ხარ?- ისე ჩაეძია შედანი ლაზს, თითქოს
მთელი ლაზისტანი საკუთარი ფეხით ჰქონოდა მოვლილი.
- რიზედან ვარ ბატონო. იქ სულ ლაზები ცხოვრობენ.
- ამჟამად გილხინთ თუ გიჭირთ ლაზებს?
- გაჭირვება ჩვენი ცხოვრების მოუშუშებელ იარად გვქცა გოგაჭარე1.
ოსმალოები ლაზ მამაკაცებს ძალით გვერეკებიან იანიჩრებში. ქალები
მშობლების გადარჩენის მიზნით იძულებით თხოვდებიან იანიჩრებზე.
საეროდ უფრო და უფრო მომრავლდნენ ისეთი ლაზები, რომლებიც
მაჰმადიანებში ცვივიან და ოსმალებს იმის უფლებას აძლევენ , რომ მათ
შვილებს წიდადაცვეთა გაუკეთონ. არადა, უფლის მადლი ჯერაც რომ
ძალუმად ღვივის ჩვენს ძარღვებში ფრანგი ბერების მოქმედებითაც
გამოჩნდა. მათ ჩემს თვალწინ ორასამდე ლაზი მონათლეს, რამაც ლაზებში
საოცარი აღტკინება გამოიწვია. თუმცა იმდენად მაშტაბურია ოსმალების
რელიგიური შემოტევ ა, რომ მალე ქრისტიანი ლაზები ერთიანად
მოვისრებით და ჩვენი დალოცვილი მიწა ამ უღმერთოებს დარჩებათ
საჯიჯგნად.
-ჩვენგან რას ითხოვენ ლაზები ნენეშ?- ისე ჩუმად ჩაეკითხა შედანი
ნენეშს, თითქოს ოსმალოელი ჯაშუშები კარებთან ყოფილიყვნენ
ატუზულები.
- თუ გსურთ რომ ლაზებმა ქართული სული შევინარჩუნოთ და
ნათლისღებაც არ დავკარგოთ არაფერი არ უნდა დაუთმოთ თურქებს. მე
შეგნებულად ავედევნე კათოლიკე ბერებს, რათა გამეფრთხილებინეთ,
რომ ერთი გოჯი მიწის ნაგლეჯიც არ უნდა დაუთმოთ ოსმალებს. თუ
აჭარა ისევ მოექცევა საქრისტიანოს დედულეთში მაშინ ლაზებსაც
გვეშველება უთუოდ.
- ისე რა ხელობისა ხარ ნენეშ?- სიტყვა ბანზე მოუქცია ლევანმა
ლაზს.
- მეზღვაური ვარ გოგიხთე. ჩვენ უფალმა გაჩენისთანავე ზღვაოსნობა
დაგვანათლა. ზღვაზე უნეტარესი ამ ქვეყნად რა უნდა იყოს.
ერთი წამითაც ვერ დავდგები ფარდულში სავაჭროდ. ვერც მიწის
მუშაკად გამოვდგები. ცვილივით დავილევი თუ ჩემს ყურებს წყლის
შხუილი არ დაჰყვა უსასრულოდ.
- მაგრამ ზოგჯერ მართლა ხომ პირშავი და დაუნდობელია ეს ჩვენი
ზღვა, ამაზე რას იტყვი?
- მე მისი მრისხანება უფრო მახარებს, ვიდრე - მოჩვენებითი
სიმშვიდე. ლაზები სიყრმიდანვე ვართ ჩვეულნი შავი ზღვის სიშმაგეს
და ჩვენი მღელვარე ხასიათიც მისგან დაგვენათლა ვგონებ.
- მაშ შენთვის ყველაფერი ზღვა და ნავი ყოფილა ნენეშ?-
ჩაფიქრებით თქვა შედანმა.
- ნავია ჩემი სიცოცხლის მეგზური, ზღვა კი თავის ტალღებით
მსუბუქად არწევს ჩემი ცხოვრების იალქანს, და თუ მართლა მიწერია
ერთ დროს დაღუპვა, მირჩევნია შავი ზღვის ფსკერზე გავუჩინარდე
ჩაძირულ ხომალდივით, ვიდრე გუთნისდედად მოვკვდე ბელტებად
აყრილ მიწაზე.
- შენ ყველაფერთან ერთად პოეტიც ყოფილხარ ლაზო. დარჩი ჩემს
სამსახურში. ზღვასთან მიმართებაში დიდი გეგმები მაქვს
დასახული.შენი გამოცდილება უთუოდ გამომადგება ნენეშ.
- დავრჩები გოგაჭარე,1 აბა რას ვიზამ! იქნებ თქვენი შემწეობით
მიჩქმალული ბოღმა ამოვანთხიო და პირადან სისხლი ვარწყევინო
ოსმალებს.
გიორგი ამ ხნის მანძილზე უძრავად იჯდა საკარცხლულში და
მშვიდად უგდებდა ყურს თავისა აღზრდილის მიერ გამართულ
თათბირს. როცა ბატონიშვილებს სათქმელი გამოელიათ სალიპარტიოს
მმართველმა სულთნის მიერ გამოგზავნილ გრაგნილს ბეჭედი ახადა და
დინჯად წაიკითხა;
"ალაჰის სახელით გიბრძანებთ დაუყონებლივ გაიყვანოთ ჯარები
აჭარის ციხეებიდან და ხარაჯის გაცემაც განაახლოთ."
- ასე სისხლით დაბრუნებული მიწა ხონჩით როგორ მივართვათ
ოსმალოებს გიორგი ბატონო?! - ვერ იოკებდა სიბრაზეს შედანი და
გულმოსულად ატრიალებდა მოკლევადიან სატევარს ვერცხლისფერ
ქარქაშში.
- ახლა დაფიქრება გვმართებს ბატონიშვილებო. ბათუმის ციხესთან
ჩვენი სიმამაცე კი ვუჩვენეთ ოსმალებს , მაგრამ მაშინ სულთანი ირანთან
ომში იყო ჩაბმული და ჩვენთვის რიგიანად ვერ მოიცალა.
- ირანი რის გამორჩენას ელოდა ამ ომში ბიძავ ბატონო.
- შაჰ-აბასი დასავლეთ საქართველოს დაპყრობას და შავ ზღვაზე გასვლას
იმედოვნებდა. ისე რომ იცოდეთ ჯერ კიდევ VI საუკუნეში ხოსრო
ანუშირვან - I გეგმავდა ფეხის მოკიდებას შავ ზღვაზე, მაგრამ ლაზთა
მეფის გუბაზ I ის გააფრთებულ წინააღმდეგობას წააწყდა მაშინ.
სიცოცხლის ფასად დაუჯდა გუბაზ მეფეს ირანელთა გამძვინვარებული
მადის დაცხრომა. - ის რაც თავის დროზე ხოსრო ანუშირვანმა ვერ შეძლო მე
უნდა აღვასრულოო, მე უნდა მოვუპოვო შავ ზღვაზე გასასვლელი ირანსო, -
იქადნებოდა თურმე თავგასული ყაენი. მაგრამ იმ დროს შეთანხმებულად
მოქმედებდნენ ჩვენი მეფე მთავრები. მათ ელჩები გაგზავნეს სტაბულში და
ოსმალეთს საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენასაც დაჰპირდნენ.
- შეასრულეს თავიანთი დანაპირები ჩვენმა მთავრებმა? - გახალისდა
ისტორიული ეკსკურსით შედანი .
- მანუჩარ დადიანი და მამია გურიელი არათუ დაეხმარნენ
ურჯულოებს, არამედ ისარგებლეს სულთნის კარზე ჩამოვარდნილი
არეულობით და აჭარაში ჯარები შეიყვანეს. ამ ომში აჭარლებმაც ივაჟკაცეს
და მაჭახელასთან სასტიკად დაამარცხეს გათავხედებული ოსმალოები.
უმთავრესი მაინც ის იყო, რომ გონიოს ციხის აღებისას ჩვენს ჯარებთან
ერთად კაზაკებიც მონაწილეობდნენ. როცა გაუჭირდათ დნეპრის კაზაკებს
მანუჩარმა 50 მდე ერთ ხეში ამოღებული ლაზური ნავებით 500- მდე
მეომარი დაახმარა ზღვის მოთარეშეებს.. მაშინ ამ მცირე საზღვაო რაზმს მე
წარვუძეხი. ოსმალები არ ელოდნენ ზღვიდან ჩვენს შემოტევას და გაქცევით
უშველეს თავს. რომ იცოდეთ რა სასიამოვნო სანახავია შეშინებული და
ბრძოლის ველიდან გაქცეული ოსმალო. ჩვენი მთავრები ამ გამარჯვებას არ
დაჯერდნენ და ხარკის მიცემაც შეუწყვიტეს სულთანს.
- როდის მოხდა ეს ამბები გიორგი ბატონო?
- 1609 წლის მაისის თბილი დღეები იდგა როცა ჩვენი გამარჯვებული
ჯარი ზუგდიდის შუკებში შემორიალდა. ყველანი უზომოდ გახარებულნი
ფეხ-ქვეშ ყვავილებს გვიფენდნენ და მშვიდობით დაბრუნებას
გვილოცავდნენ. შენ და შედანიც აბჯარშემოსილნი დაუხვდით
მანუჩარს.ცხონებული მამაშენი სულ ჰაერში გაფურთავებდა. დიდი ნადიმი
გადაიხადა მაშინ ოდიშის მთავარმა მერკულაში.
- ასე იოლად შეურიგდა ამ მარცხს ფადიშაჰი?
-ოსმალები საერთოდ ვერ აგუებიან მარცხს, უბრალოდ მათ ანგარიში
გაუწიეს ქართველ მეფე-მთავართა ერთსულოვნებას და დროებით
დაიცხრეს პოლიტიკური ზრახვები. მათ ჩვენი ქედის მოსადრეკად სხვა
ნაცად ხერხს მიმართეს. ეკონომიურ ტყვეობაში მოგვაქციეს. ტრაპიზონიდან
მომავალ ვაჭრებს სამეგრელოში მარილისა და რკინის შემოტანა აუკრძალეს.
მას შემდეგ ლამის ექვსი წელი გავიდა, მაგრამ ხალხი დღესაც მძიმედ
განიცდის მარილისა და რკინის სიმცირეს.
-მაინც რას მირჩევ გიორგი, მარილსა და რკინას ვანაცვლო ძირძველი
ქართული მიწა? - მოურიდებლად შეაწყვეტინა ლევანმა სათქმელი ბიძას.
- აჭარა უკვე ისედაც გამოგვეცალა ხელიდან , ოსმალოელი ჩარჩი
ვაჭრები კაი ხანია ბათუმში თავიანთ სავაჭრო ხაბაკებს მართავენ, ომერ ფაშა
ორი ხომალდით ქობულეთის სანაპიროს მოადგა, გურიამ წინააღმდეგობა
შეწყვიტა, იმერეთიც მეფეც უცნაურად დუმს. მარტო ოდიში კი რას
გახდება უშველებელ იმპერიასთან. ამჯერად მოგვიწევს ბათუმზე ხელის
აღება, თუმცა უკან დახევა ყოველთვის როდი ნიშნავს დამარცხებას.
ბათუმი უფრო ადრეც წავართვით თურქებს. როსტომ გურიელმა შავი დღე
აყარა ფადიშაჰის ჯარებს მახინჯაურთან. ლამის ტრაპიზონამდე გარეკა
გათამთიელები, თუმცა ჩვენივე უნიათობით მალევე დავკარგეთ აჭარა.
უფალი ინებებს ისევე დავიბრუნებთ ჩვენი რწმენის აკვანს.
- იყოს ნება შენი გიორგი , - მცირე დაფიქრების შემდეგ დაცდა ლევანს,-
საზავო ხელშეკრულებას მერკულას ციხე-დარბაზში შენ მოაწერ ხელს.
შედანი და მამუკაც გეახლებიან ჩემი ხომალდით, ლაზიც გაიყოლიეთ თან.
ეს მისი პირველი საზღვაო დავალება იქნება.
გიორგიმ მყისიერად აუღო ალღო ლევანის უცნაურ ახირებას. მიხვდა
ვეზირთ უხუცესი, რომ ახალგაზრდა მთავარს არ სურდა მარცხიანი
ხელშეკრულებისათვის მოეწერა ხელი, ამიტომაც უსიტყვოდ დამორჩილდა
თავის აღზრდილის კაპრიზებს. მისთვის უმთავრესი იყო მშვიდობა
ჩამოვარდნილიყო ოსმალეთსა და ოდიშს შორის, ყველაფერს დანარჩენს კი
ავათ თუ კარგად მაინც მოევლებოდა თავის დროზე.
...
შვეული თხემის თავზე აღმართულ მერკულას ციხე- დარბაზს
თავდაპირველი ბრწყინვალება ოდნავ დაჰკარგვოდა , თუმცა მაინც მეფური
იერით გადმოჰყურებდა უღრანი ტყეებით დახუნძულ მთის კალთებს.
ფრანგი მისიონერები სასახლის აივანზე დახვდნენ გიორგის. ოჯალეშის
ბუთხუზა მტევნებს შეექცეოდნენ საზღვაო მგზავრობით გადაღლილი
პატრები.
- რატომ ლევანი არ ჩამობრძანდა ხელის მოსაწერად-, ეუცხოვა პატრ
ლუის გიორგის მარტო გამოჩენა მერკულა სასახლეში.
- ოდიშის მთავარი შეუძლოდ გახლავთ-, მშვიდად თქვა გიორგიმ და
ადრე ხელმოწერილი გრაგნილი დემონსტრაციულად გადასცა ბერებს.
- ყაბარდოელი ულაყების გახედვნითა და ალმოდებული ხმლების
გამოჭედვით ხომ იცლის,- ნირ- წამხდარი განწყობით ჩაიდუდუნა ლუი
გრანჟემ და გიორგის მიერ დასმულ ხელმოწერას თავისი ხელმოწერა
დაუსვა გვერდით.
- რომის კეთილშობილ პაპს მშვიდობა და კეთილდღეობა გადაეცით
ჩვენი სახელით, - სიტყვა ბანზე აუგდო გიორგიმ სტუმრებს,- სულთანს კი
დამატებითი ეს წერილი გადაეცით პირადად ოდიშის მთავრისაგან.
- ამ არზას კონსტანტინეპოლის მისადგომებთან გავხსნით თქვენის
ნებართვით. მდაბლად დაუკრეს პატრებმა თავი მასპინძლებს და ლოცვა-
კურთხევით გამოემშვიდობნენ აზნაურების ქვეყანას.
კონსტანტინეპოლისაკენ ხომალდით მიმავალ ლუი გრანჟეს ოსმალეთის
ხელისუფლებისათვის ხელსაყრელ ზავთან ერთად ერთი სადარდელიც
მიჰყვებოდა სამეგრელოდან. გუმანით გრძნობდა კათოლიკე ბერი, რომ
ოდიშის მთავარი სასიკეთოდ არ გაირჯებოდა თავის წერილში. ამის
წინათგრძნობის მიუხედავად შუა ზღვაში მაინც ახადა ბეჭედი ფირმანს.
- არასოდეს მეგრელები ოსმალოების მოხარკეები არ ვყოფილვართ, -
იტყობინებოდა ახალგაზრდა მთავარი, - და თუ ამჟამად ნებით
გადმოგეცით ბათუმი და ხარკიც ვიკისრეთ, მხოლოდ იმიტომ , რომ ჩემს
ქვეყანაში ცეცხლით და მახვილით არ მოსულიყავით. მაგრამ თუ მაინც
გაბედავთ და ჩვენს კურთხეულ მიწაზე შემოიჭრებით, ვფიცავ მაღალ
ღმერთს, რომ უმალვე ჩემი უძლეველი ჯარით შეიმუსრებით.
თავი მეექვსე
ამბოხი

სამეგრელოში სტუმრობა ლამის შინაპატიმრობად ექცა თეიმურაზს.


დიდთოვლობით შეჭირვებული კახეთის მეფე და ოდიშის მთავარი
ჟამიდან-ჟამ თუ ახერხებდნენ სამუხლე თოვლში მუხლმაგარი
ულაყებით შარა-გზის გაკაფვას და სხვადასხვა სახელმწიფო საქმეების
მოგვარებას. თებერვალში პირი იბრუნა ზამთარმა. მილეულ მზეს ძალა
მიეცა და თოვლისგან შეკრული ბილიკებიც ალაგ-ალაგ გაიხსნა.
ლევანმაც ჩვეული ჟინიანობით გაილაღა. ოდიშის მთავარი მზის
ამოსვლამდე აიყოლიებდა კახეთის მეფეს და ქანცგაწყვეტამდე
დაატარებდა სამეგრელოს სოფლებში. მის უმთავრეს საზრუნავს
საზღვრების გამაგრება და სამთავროს ირგვლივ ციხე-სიმაგრეების
მთელი კომპლექსის აგება-შეკეთება წარმოადგენდა. შავი ზღვის
მხრიდან მტრის შემოჭრა ნაკლებად აღელვებდა ლევანს, რადგანაც იქ
მოდებული ხშირი ტყეები და გაუვალი ჭაობები ბუნებრივ
დაბრკოლებას უქმნიდა დაუპატიჟებელ სტუმრებს. ამიტომაც ლევანმა
თეიმურაზის რჩევით მხოლოდ ის იკმარა, რომ ზღვის ნაპირზე ხის
ციხე-კოშკები ააგო და შიგ მეთოფეები ჩააყენა. ჩრდილოეთიდანაც
დაცული ჩანდა ოდიში. კავკასიონის მარადთოვლიანი ხეობები
ბუნებრივი ზღუდეების მაგივრობას კი უწევდა სამთავროს, თუმცა
აფხაზეთის მხრიდან გაშლილი მთების მეშვეობით გადამთიელებს
დაუბრკოლებრივ შეეძლოთ შემოეღწიათ. ლევანმა სამოცი ათასი
ნაბიჯის სიგრძეზე ქვითკირის კედლის აგება განიზრახა. ისკანდერის
მიერ შედგენილი ნახაზებით კედელი კელასურის მარცხენა სანაპიროზე
უნდა აგებულიყო, შემდეგ ფანავის ქედის გასწვრივ გაივლიდა,
ღალიძგის ხეობას გაუყვებოდა და კოდორის ხეობის ზემო წელს
რკალად მოექცეოდა. თეიმურაზმა ჩანაფიქრი კი მოუწონა ბიძაშვილს,
თუმცა მისი ეს წამოწყება საძნელო საქმედ მიიჩნია. ერთხელაც
წალენჯიხის ატალახებულ შარა-გზაზე მსუბუქად გაკენწლა ოდიშის
მმართველი.
- ასეთი გრძელი კედლის აგება მატერიალურ სახსართან ერთად
ბევრ მუშა-ხელსაც მოითხოვს ლევან. გარდა ამისა საგუშაგოებზეც
მოგიწევს მეციხოვნეების ჩაყენება.
- კედლის მშენებლობისათვის გამოსადეგი ქვა-ღორღი კელასურის
გასწვრივ საკმარისად მოიპოვება. სამი ათასამდე მოინალესაც უკვე
მოუყარე თავი, ისინი ჩემი ბრძანებისამებრ ყველა საძნელო სამუშაოს
უსიტყვოდ შეასრულებენ. კედელს კი მორიგეობით ოდიშის
დიდებულები, თავადები და ეპისკოპოსები დაიცავენ თავიანთი
ჯარებით. საამისოდ ყოველ ხუთ იარდზე კოშკებს ავაგებ, საიდანაც
გუშაგები ფხიზლად მიადევნებენ თვალ-ყურს მტრის გადაადგილებას.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოს მაგ წამოწყებაში, მაგრამ
დღესდღეობით აფხაზების სასურველი სიძე ხარ და ამ მიუწვდომელი
კედლით ვისგან იცავ თავს ნეტავი? - ისევ გაკილა თეიმურაზმა ლევანი.
- - დღეს იქნებ მართლა ვიყო აფხაზთა მოკავშირე, მაგრამ განა მზე
ყოველთვის თანაბარი ძალით ანათებს. არავინ უწყის ამ კედლის მიღმა
როდის გაავდდრდება თეიმურაზ! - მშვიდად თქვა ლევანმა და
ფიქრიანი მზერა გააყოლა ბრდღვიალა მნათობს.
-არადა რა დასანანია ასეთი ყოფა, დღეს გამალებით კი ვეფიცხებით
მზეს, მაგრამ ერთხელაც იქნება მისი მწველი სხივები ვერ გაათბობს ჩვენ
გათოშილ სხეულს,-ჩუმად დაცდა თეიმურაზს მზის სამდურავი.
-თუ კარგათ გავირჯებით მზე ჩვენს შემდეგაც გაანათებს
ბიძაშვილო!
-განათებით კი გაანათებს, მაგრამ არა ჩვენთვის!
-უეჭველად ჩვენთვისაც გაანათებს,-ომახიანად დაიბუბუნა ლევანმა
და მაცხოვრის ეკლესიის კარიბჭესთან სადავე დაუმოკლა ფალავანს.
-გავიგე ომერ ფაშას ბანაკიდან ფრანგი ბერები გყოლია სტუმრად, მე
რატომ არ მიმიწვია თათბირზე, განა ჩემი დასწრებით საერთო საქმეს
წავახდენდი, თუ არ მენდობი?-სიტყვა მოუნაცვლა კახეთის მეფემ ოდიშის
მთავარს.
- ტყუილად მემდური ბიძაშვილო, შენ და ხახუ ქორთოძეს
დილამდე მოგილხენიათ იეზიტ მისიონერებთან ერთად. მათ
პატივსაცემად გამართულ ნადიმზე შენი თხოვნით საგალობელიც
აღუვლენიათ. ვიფიქრე, დაღლილი იქნება მეთქი და ამადაც მოვერიდე შენს
წვევას თათბირზე.
- ჩემთან საუბარში კათოლიკე ბერებმა მეგრული ენის შესწავლაზე
და ჩვენი კუთხეების კილოკავების თავისებურებაზე ჩამოაგდეს სიტყვა,
თუმცა არა მგონია ასეთ დიდ გზაზე მარტო ამის გამო შეწუხებულიყვნენ
უცხოელები!-ეჭვით იკითხა თეიმურაზმა.
-მართალს ბრძანებ ბიძაშვილო. მარტო მეგრული ენის
სიყვარულით არ ჩამობრძანებულან ფრანგი ბერები. ისინი ოსმალეთის
სულთნის დავალებით მოქმედებდნენ და თავისიც გაიტანეს. ბათუმის
კვლავაც ოსმალეთის გადაცემაზე დაგვითანხმეს მე და მამია გურიელი.
ერთხანს ხმა არ გაიღო თეიმურაზმა. ეს გაიფიქრა მხოლოდ
გვირგვინოსანმა,-ამაზე უფრო დიდი დამცირება რა უნდა იყოს
ბაგრატოვანი მეფისთვის, როცა მისი ყოფილი ქვეშევრდომი ისე ასხვისებს
ქართულ მიწას, რომ მას ცნობის ღირსადაც არ თვლის,-ფეხაკრებით
შერიალდა ეკლესიაში დაღვრემილი მეფე.
-ამ კვირას მესამეჯერ ამოვედით მაცხოვრის ტაძარში, როგორც
ვატყობ განსაკუთრებულად გიყვარს ლევან ეს ღვთის სახლი?
- ეგ სწორად შენიშნე, როცა მოვკვდები ამ ტაძრის ეკვდერში უნდა
დავიმარხო უთუოდ!
- ცაში მიმავალ გზას ცოტა ნაადრევად ხომ არ ეძებ, - გაიოცა
თეიმურაზმა და მაშხალებით განათებულ ჯვარცმის ფრესკას შეავლო
თვალი.
- სიკვდილზე ფიქრი არასოდეს არ არის ნაგვიანევი, მეტადრე
მაშინ, როცა გამუდმებით გიხდება მასთან შეყრა. ისე ერთხელ მაინც
მოვიქცევდე მკლავებში იმ ტყაშ-მაფას და მერე სასიკვდილო ფიალასაც
გამოვცლიდი ძირამდე.
- ვინ ტყაშ- მაფას მოიქცევდი?- ცბიერად მოჭუტა თვალები
თეიმურაზმა.
- ამას აღდგომაზე შეიტყობ,- მოკლედ მოჭრა ლევანმა.
- ამაოდ ცდილობ აღდგომამდე ჩემს აქ შენაპირებას. იმერელ
მეურმეებს ამბავი დაუგდიათ: კახეთში არეულობა შეინიშნებაო, იქნებ
უფრო ადრე გამიმხილო შენი რჩეულის ვინაობა.?
ოდიშის მთავარი უხერხულად შეიშმუშნა. ის უკვე ნანობდა თავისი
გულის ხვაშიადი ასე ალალად რომ გაუმხილა სტუმარს. ბედად ცხენების
თქარუნის ხმა მოესმათ ორთავეს. ტაძრიდან გამოსულებმა
ჩამოწოლილი ბინდის მიუხედავად ცხენებზე ამხედრებული ვახტა ჩიჩუა
და დათუა ბისკაია შეიცნეს. მხარმარცხნივ ოდიშის წარჩინებულებს
საომრად შეკაზმული ცხენოსანთა რაზმი მოუყვებოდათ. ლევანს
ჩვეულებად ჰქონდა ორ დღეზე მეტ ხანს არ გაჩერებულივო ერთ ალაგს.
ეს მისმა სახლიკაცებმაც იცოდნენ კარგად, ამიტომაც ცოტა ეუცხოვა
შებინდებულზე მათი ტაძარში გამოჩენა. გალავნის მისადგომთან
ყმაწვილური შემართებით დაქვეითდნენ ჭარმაგი მხედრები და
მხურვალე თაყვანი სცეს ქვეყნის მესვეურებს.
- აწი ჩვენც მალე შეველეოდით აქაურობას!- მომდურავად მიმართა
ლევანმა დათუას.
- კახეთიდან შიკრიკი გეახლათ ბატონო. გაიძახის: დაყოვნება არ
ივარგებსო , ამადაც წამოვიყვანეთ საჩქაროდ ამ სიშორეზე.
ცხენოსნებს ჩაფხუტიანი მეომარი გამოეყო. ქშენით ამოიარა ციცაბო
აღმართი, ტაძრის დანახვაზე პირ-ჯვარი გადაიწერა და მუხლი მოიყარა
ორთავე ბატონის წინაშე.
- შენი სახე მეცნობა ვეჟო, საიდან უნდა მახსოვდე ნეტავი?-
ნიშნეულად იკითხა მფემ და დაჟინებით დააცქერდა ნაიარევ სახეზე
ამბის მომტანს.
- ჯანდიერის შიკრიკი გახლავართ მოწყალეო მეფეო, აღათანგ
ხერხეულიძე. შარშან ვაშლოვანის ტყეში ინებეთ ნადირობა ჩემს
ბატონთან ერთად. მე მარეკების რაზმს ვმეთაურობდა. სამი ეშვი
მოვინადირეთ ხელშუბების ამარა იმ დღეს. მესამე ტყიურმა იდაყვთან
მირქინა ეშვი. გვარიანად გამკაწრა იმ გადარეულმა. თქვენი აქიმი რომ
არა სისხლისგან დავიცლებოდი უთუოდ.
- მაშ ჩემგან ფრიად დავალებული ყოფილხარ, სანაცვლად სასიკეთო
ამბავი თუ მოგაქვს!
- ყიზილბაშებს ლიხის ქედამდე გზები აქვთ შეკრული. ამიტომაც
უსტარის წამოღება ვერ გავბედე. ჯანდიერის დანაბარები ზეპირად უნდა
გაუწყოთ ბატონო,- სიჩქარეში სიტყვებს ყლაპავდა შიკრიკი და
გაფართოებულ თვალებს გაფაციცებით არიჟენებდა.
- ილაპარაკე, ლევანთან არაფერი მაქვს გასაყოფი.
- მოგეხსენებათ, შაჰ-აბაზმა ფეიქარ-ხანი დანიშნა კახეთის
მმართველად. დიდი უჟმური ვინმეა. უსასტიკესი ხრიკებით ცდილობს
მოსახლეობაში ხარკის აკრეფას ის ურჯულო. გამალებით აგებს სოფლებში
მიზგითებს და მეჩეთებს. მინარეთებზე გამუდმებით მოლების
სულისგამყინავი ლოცვები გაისმის. აგვევსო მოთმინების საწყაული
კახელებს მეფევ ბატონო. საგარეო ვითარებაც კარგად აეწყო ჩვენთვის.
ოსმალეთმა ომი გამოუცხადა ირანს. ოქუზმეჰმედ ფაშას არმია უკვე
დაიძრა ალეპოსაკენ. ყველანი მოუთმენლად გელიან ბატონო.
- სამახარობლო გეკუთვნის ასეთი ცნობისთვის შიკრიკო. როგორც იქნა
გაბედა ირანის სულთანმა და 1612 წელს ირანთან დადებული ზავი
დავიწყების თახჩაზე შემოდო. თუმცა მარტო თავქარიან აგარიანთა
იმედზე ვერ ვიქნებით. შირვანში თუ შეინიშნება საომარი სამზადისი.?
- შირვანელებს დულუ-მელიქი ჩაუდგა სათავეში. ის
სულმოუთქმელად მოელის თქვენს გამოლაშქრებას. შირვანელი
სარდალი თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია და ყიზილბაშებს
ამოწყვეტით ემუქრება დაუცხრომლად.
- რას იტყვი ლევან, იქნება დადგა ჟამი მუსლიმთა ძლევისა?-
თოთქოს სული ამოაყოლა თეიმურაზმა სიტყვას.
- დავით ჯანდიერთან მხარდამხარ ბრძოლა ჩემთვის ფრიად
საამაყოა. სწორედ მან და ბებერ ვაჩნაძემ ბაბუაჩემის, მეფე ალექსანდრეს
მკვლელი, სულწასული კონსტანტინე, შუბებით განგმირეს. მაშინ
დედაშენმა ააფრიალა აჯანყების დროშა და არ შეარჩინა მამის
მკვლელს უღვთოდ დაღვრილი სისხლი. მიუხედავად ამგვარი
აღტკინებისა სიფრთხილის გამოჩენა არ გვაწყენდა ბიძაშვილო.
აჯანყებაში ქართლის მესვეურების ჩართვის გარეშე უთუოდ გაჭირდება
წარმატების მიღწევა. ისე, ლუარსაბ მეფესაც ჩვენი რჩევა რომ შეესმინა
და შადიმან ბარათაშვილისათვის არ ეგდო ყური, ახლა არ იქნებოდა
გულაბყარის ციხეში გამომწყვდეული.
- ქსნის და არაგვის ერისთავებმა კრიჭა შეკრეს, თითო- ოროლა
გულანთებული ვაჟკაცი საკუთარი ნებით თუ გაგვიწევს შემწეობას,
თორემ სხვა მხრივ ქართლიდან დამხმარე ძალას არ ველი,-
ნაღვლიანად შენიშნა ქართლის მეფემ.
- თუ ჩვენს მხარეში ერთსულოვნება დაივანებს მე ჩემს ლაშქარს
მოგაშველებ ბიძაშვილო!
თეიმურაზი მყისიერად ჩასწვდა ოდიშის მთავრის შეფარულ
ნათქვამს. არ ენდობოდა ამპარტავანი მთავარი იმერეთის მეფესა და
მამია გურიელს სრულად. იქნებ ამისი მიზეზი ჰქონოდა კიდეც, თუმცა
თეიმურაზის გათვლით არც თე ისე საფუძვლიანი უნდა ვოფილიყო
ლიხს იქეთა სამეფო-სამთავროების მოსალოდნელი დაპირისპირება.
პირიქით, მეფე დამოყვრების გზით ელტვოდა მათ შეკავშირებას
ჩვეული ჟინიანობით. აგაა ოღონდ ვერ გადაეწყვიტა, რომელი სამთავრო
დაემოყვრებინა იმერეთის სამეფო კარისთვის. უფრო ოდიშის
სასარგებლოდ იხრებოდა თეიმურაზი. საამისო საბაბს ლევანის
მეომრული შემართებაც იძლეოდა.
- შენ მაგის დარდი ნუ გექნება ლევან,- გუნებაშეცვლილი
განწყობით გაილაღა თეიმურაზმა და თავისი დიდრონი მკლავით
გვარიანად შეანჯღრია ჩაფიქრებული მთავარი,- საქმეს ისეთი პირი
უჩანს, რომ იქნებ სულაც დამოყვრდეთ შენ და იმერეთი. ამას უკან
გიორგიმ შენს დაზე, მარიამზე ჩამომიგდო სიტყვა. ასე რომ ის დროა
შუღლის მაგიერ ქორწილი გავჩარხოთ და გაუთავებელ სმაში
გავეჯიბროთ ერთმანეთს.
- ილორის მადლმა, თუ ყველაფერი რიგიანად წარიმართა ჩემგან
დაყოვნება არ იქნება თეიმურაზ. შენ გურია-იმერეთის სპას მოუყარე
თავი, მე ჩემი ლაშქრით სამ დღეში ქუთაისში გეახლები. ვინძლო, შაჰს
ყელზე დაადგეს ჩვენი სამხედრო გაერთიანების მცდელობა.
- სავაგლახოდ, ასეთი სამხედრო კავშირები მხოლოდ წამიერი
გაელვებაა ჩვენი მოუსვენარი ხასიათის. უმთავრესი ისაა, რომ ამგვარ
ერთსულოვნებას შეუწყვეტელი სახე მიეცეს. ამისათვის კი უწინარესად
გაავებული გულები უნდა დავიცხროთ ლევან.
- ღმერთმა გისმინოს,- გულწრფელად გაეღიმა ოდიშის მთავარს,-
მეგრელებში ჯერაც არ დაშრეტილა ცოტნეს გმირობის ნაკვალევი. ხალხი
ახლაც მოწიწებით დაიარება ნოჯიხევის ეკლესიაში. მართალია, იქ მისი
შვილთაშვილის ცოტნე მეორის ფრესკაა შემონახული, მაგრამ მისი სახით
მეგრელები ცოტნე დადიანის ნაამაგარს ეთყვანებიან დღესაც. შუღლი და
მესისხლეობა არავის გვარგებს ბიძაშვილო!
- თუ მასეა, წინ რაღა გვიდგას. იქნებ დაგვადგეს საშველი და
თათრების ჯავრი ვიყაროთ ვნების კვირაში,- მეფური ღიმილი მოეფინა
ჭორფლიან სახეზე თეიმურაზს და ჭაბუკური ანცობით გაუტყლაშუნა
მათრახი ჩერქეზულ ულაყს.

. . .

არაგვის ველზე კარვები გაემართა დავით ჯანდიერის სპას.


ძილფხიზლობდა მუდამ ფრთხილი და ზომაზე მეტად ფოციანი
სარდალი. უბრალო ამბავი ხომ არ იყო კასპიის სანახებიდან არაბეთის
ზღვამდე გადაჭიმული იმპერიის წინააღმდეგ ამხედრება. ერთ მოუზომავ
ნაბიჯსაც გამოუსწორებელი შედეგის მოტანა შეეძლო
ამბოხებულთათვის. თოთო ბავშვივით ღელავდა ომებში
გამოწრთობილი კახელი დიდებული.
- იქნება ამაოდ ავყარეთ ამდენი ხალხი,- მალი-მალ შეესიტყვებოდა
ხოლმე ის თეთრ ულაყზე ამხედრებულ ნოდარ ჯორჯაძეს, რომელიც
შიკრიკის მოლოდინში დაუცხრომლად გაჰყურებდა გაღმა ნაპირს.
- არა მგონია თეიმურაზმა დიდ ხანს რომ დაგვახანოს. მზვერავებმა
მაუწყეს არაგვის კლდის ნაპრალებთან ვიღაც შავ-ყაბალახიანი მხედარი
შევნიშნეთო. მდინარეზე გადმოსასვლელ ფონს დაეძებსო გაშმაგებით.
უეჭველი შიკრიკი იქნება თეიმურაზისგან მოგზავნილი.
მალე გუშაგებმა წყლისგან ერთიანად გალუმპული შიკრიკი
მიჰგვარეს მოთმინებადალეულ სარდლებს. ახალი ამბის შტყობინების
მოლოდინით დაზაფრული ჯანდიერი უმალ დაქვეითდა და თავისი
მოსასხამი მოაცვა სიცივისაგან გათოშილ მეომარს. შიკრიკმა
სულისმოთქმისთანავე თამამად გაილავაშა ენა.
- თეიმურაზი ერთი დღის სავალზეა აქედან, მაგრამ თუ ლაშქარმა
შუსვენებლივ იარა, იქნებ საღამოსთვის არაგვამდეც მოაღწიონ დავით
ბატონო!- ენას უკიდებდა ოდნავ მსახური.
- ლიხს იქეთა მეფე-მთავრები თუ მოაცილებენ თეიმურაზს?
- იმერეთის მეფემ ოდიშისა და გურიის მთავრებთან ერთად ლამის
არაგვამდე მოაცილეს თეიმურაზი. მეფე-მთავრები ისეთი დიდი ჯარებით
ახლდნენ კახთა ბატონს, რომ თავიდანვე მათი ეს ნაბიჯი სამხედრო
დახმარებას უფრო წააგავდა, ვიდრე თავიანთი ქვეყნიდან- საპატიო
სტუმრის გაცილებას. ცხადია, ირანის ყაენის თვალის ასახვევად
შენიღბულად მოქმედებდნენ ქვეყნის მესვეურები.
- სურამისა და გორის ციხეებს როგორ აუქციეთ გვერდი. მის
კოშკურებში ხომ ყიზილბაშთა გარნიზონი დგას?- ახლა ჯორჯაძემ
გამოიდო თავი.
- ყიზილბაშთა ციხიონს თავი არ გამოუყვია ციხე-სიმაგრის
ქონგურებიდან. უეჭველად ჩვენი ჯარის სიმრავლემ დააფრთხო მტერი.
სახელდახელოდ გამართულ თათბირზე თეიმურაზ მეფემ გორის ციხის
წართმევა დაუპირა ბასტიონებში გამაგრებულ შაჰ-აბაზის ურდოებს. იმ-
ერეთის მეფემ დაიჟინა ციხის გარემოცვამ იქნებ აჯანყების
მსვლელობაზე ცუდი ზეგავლენა იქონიოსო. ოდიშის მთავარმა და
გურიელმა ზურგში მტრის დატოვება კარგს არაფერს გვიქადისო და
ერთნიშნად თეიმურაზს მიემხრნენ. ამან საშინლად განარისხა გიორგი
მეფე და თავისი ლაშქარი უკან მოაბრუნა. იმერლების უკუქცევამ
ძალზედ შეაშფოთა ლევან დადიანი და მამია გურიელი. მთავრების
მტკიცებით შემომწყრალ მეფეს შურისძიების საბაბით თავისუფლად
შეეძლო მათი უპატრონოდ მიგდებული სამთავროები აეოხრებინა, უკან
მობრუნებული მთავრებისათვის კი გზები შეეკრა. ამიტომაც არ
მოისურვეს გზის გაგრძელება და უკანდახევის ბრძანება გასცეს.
მხოლოდ ლევან დადიანმა დატოვა მცირე რაზმი ოდიშელი
დიდებულის შედან ჭილაძის წინამძღოლობით. ის ახლა მეფე
თეიმურაზთან ერთად კახეთისკენ მოეშურება.
- არ ყოფილა ჩვენი საშველი,- სიმწრით გაიქნია თავი ჯანდიერმა,-
ისევ მარტო მოგვიწევს ხმალთან გასიტყვება, თუმცა არა უშავს,
პირსისხლიან ყაენს ჩვენც ვეყოფით გასამწარებლად.
მეშვიდე თავი
კუჩხა.

შობის დღეს უხვი თოვლი მოვიდა ზუგდიდში. დილიდან ისე


ხვახვრიელად ბარდნიდა, რომ ცხენოსნებს აჭა-გაჭით უწევდათ თოვლის
გორებში ბობღიალი. ხანდაზმულები და ბავშვიანი ქალები ცხენით
მგზავრობას მარხილებით გადაადგილებას ამჯობინებდნენ. თოვლის
ხედების უცნაური დუმილი ზღაპრულ იდუმალებას სძენდა თეთრად
გასუსულ არემარეს. მხოლოდ დამშეული ირმების შორეული ბღავილი
თუ შეარხევდა კალმით მოხატულ მყუდროებას.
ლევანს მამისგან ჰქონდა დაბევებული, მთელი წლის ბედნიერება
ახალი წლის მობრძანებაზე რომ იყო დამოკიდებული. თავადაც ჰქონდა
შენიშნული, რომ შობის ღამეს თუ გვარიანად მოილხენდა, მაშინ მთელი
წელი მისთვის ბარაქიანად წარიმართებოდა. მთავარია, კუჩხობას ჩაევლო
ტრადიციული წეს-ჩვეულებით. ამიტომაც უთენია დაგზავნა თავისი
კარისკაცები ახლომდებარე ყმების სახლებში, რათა შობის დადგომამდე
ყველა ქვეშევრდომი თავისი ხელობის კვალობაზე რიგიანად
გარჯილიყო.
ლევანის შვილებს ეზოს შუაგულში ცადაზიდულ ბჟოლოს ხესავით
აეყარათ ტან-ფეხი. გეგე ახოვნებით მამას წააგავდა, მანჩოს კი უფრო
დედის სინატიფე და სათნოება დაჰყოლოდა იმთავითვე. პატარებს სულაც
არ ადარდებდათ უხვი თოვლისგან შეჭირვებული ხალხის
გაუთავებელი წუწუნი და სოფლის ბიჭებთან ერთად ჟრიამულით
გუნდაობდნენ თოვლით გადასერილ შუკებში. შებინდებულზე თანურიამ
ძლივს შემოყარა სიცივისაგან ხელ-ფეხ გაყინული ბავშვები სასახლეში.
ბიჭები წამით შექუჩუჩდნენ აგიზგიზებულ ბუხართან, როცა გათოშილ
სხეულში სიმხურვალის ჩაეღვარათ, ორადას აეკიდნენ და საახალწლო
კვერების გამოცხობა მოსთხოვეს ძიძას. ორადამ ხათრი ვერ გაუტეხა
ძმებს და ღორის ქონში გამოცხობილი კვერები სახელდახელოდ
გამოუცხო პატარებს. როცა ბიჭებმა კვერების ჭამით გული იჯერეს
ორადას კისერზე ჩამოეკიდნენ და ახლა კაკალზე მარჩიელობას
შეეხვეწნენ.
- სახლი მაინც დამალაგებინეთ თქვე ჭინკებო, თქვენა!- გაიძახოდა
ხელ-საქმით დაზაფრული ორადა და ფეხემში გაბლანდულ
უფლისწულებს სამზარეულოდან მიერეკებოდა.
/ - სულ ერთხელ მაინც გვიმარჩიელე ორადა, თორემ მალე
სოფლებიდან მახარობლები დაიძრებიან და ჩვენთვის ვეღარ მოიცლი,-
არ ეშვებოდნენ ბიჭები პურის ფქვილში ამოგანგლულ ძიძას და
მარჩიელობის იმედით მონუსხულები ირანულ დივანზე მოკალათდნენ.
- კარგით, ვნახოთ აბა როგორი ბედ-იღბალი გიცინით ამ წელს,-
უშნო სახეზე ალალი ღიმილი მოეფინა აფხაზ ქალს და კაკლის
მტვრევას ჩვეული სახალისით შეუდგა.
- აბა, პირველი ვინ ჩაიფიქრებს სურვილს?
- მე ჩავიფიქრებ ორადა, მე,- დაასწრო მანჩომ უფროს ძმას.
- კარგი, შენ იყავი პირველი,- გამხიარულდა ორადა მანჩოს
სიმკვირცხლით,- ხომ გახსოვს მარჩიელობის წესი, მხოლოდ მაშინ
შეგისრულდება ნატვრა, თუ გატეხილი კაკლის გული სავსე და
მთლიანი იქნება.
- ვიცი ორადა, ვიცი! ჩქარა გატეხე კაკალი თორემ დამავიწყდა
ჩემი სურვილი უკვე,- ახალშობილი ძაღლის ლეკვივით ცქმუტავდა
მანჩო.
ორადამ როცა კაკლის სატეხი ვერსად ვერ მოიძია ორი კაკალი
მუშტშში მოიქცია და ჩვეული სისხარტით ლაწუნი გაადენინა ცალ
კაკალს.
- სამწუხაროდ შენი კაკლის გული არ აღმოჩნდა სავსე,-
მიუბრუნდა ის შეცფუნებულ პატარას და ნიგოზის ნაფცქვენები დაწნულ
ხონჩაში მოისროლა.
მანჩომ ცრემლიანი თვალები მიაპყრო ორადას. არ ელოდა ის
აღმზრდელისაგან ასეთ უგულო მოქცევას. მთელი წელიწადი
დაზაფრული ელოდა ბიჭი კაკლის გატეხვას, ძიძამ კი მის ოცნებას
ერთი გაელვებით გამოუყვანა წირვა.
- ასეთი რა ინატრე მანჩო, რომ ლამის ცრემლად დაიღვარე?-
დაუყვავა სამზარეულოში შემოსულმა მარიამმა გულაჩუყებულ პატარას.
- მე.. მე დედის კარგად ყოფნა ვინატრე, მეტი არაფერი მამიდა!-
ქუთუთოებზე მოწოლილ ცრემლებს ძლივს იკავებდა უფლისწული.
- ნუ გეშინია პატარა, დედა ისედაც კარგად გეყოლება,- გულში
ჩაიკრა მარიამმა ბიჭი და ცრემლიანი ლოყები დაუკოცნა.
სასახლის საყარაულო კოშკიდან მიმქრალად მოისმა ბუკის ხმა.
ყარაულები ალილოების მოსვლას ამცნობდნენ სასახლეში მყოფთ.
ბიჭები ორადას შეეშვნენ და და გულაფრიალებულები მივარდნენ
მაშხალებით გაცისკროვნებულ სარკმელთან. ალილოები კირილეისონის
გალობით უახლოვდებოდნენ სასახლის კარიბჭეს:
ალილუია,ალილუია, ჰოი ალილუია ჰო,
ქრისტეს შობას მიგახვამანქ
შობას მახარობელ ვორექ და ჰო!
პროცესიას კარის ეპისკოპოსი ექვთიმე მოუძღვებოდა უფლის
ხატით ხელში. სასახლის დარბაზში შესვლისთანავე მან ერთ რიგად
ჩამომწკრივებულ ოჯახის წევრებს ალოე აკმია და შობა-ახალი წელი
მიულოცა ოდიშის მთავარს.
თეოფილე მღვდელმა სასახლის დარბაზის კედლები
საგულდაგულოდ შემოსა სუროს ფოთლებითა და რტოებით.
სახლთუხუცესმა ოდიშის მთავარს და მის მეუღლეს მოოქროვილ
ხონჩაზე დაწყობილი ძვირფასი თვლებით შემკული გვირგვინები
უბოძა. სხვებს არც მეჯინიბეთუხუცესი ჩამორჩა და სუფთა არაბული
ჯიშის ულაყი შემოაგელვა თოვლით გადაპენტილ ეზოში.
- ეს ბედაური მე მაჩუქე ბაბა,- ხვეწნით მიეგება გეგე აივანზე
გამოსულ ოდიშის მთავარს.
- შენი იყოს შვილო, ოღონდ სანამ შეჯდომას დააპირებ ჯერ
კარგად გახედნე და ლაგამიც მაგრად ამოდე პირში.
გეგემ გაბრწყინებული მზერა შეავლო ფაფარაყრილ ცხენს. მამის
მორიდება რომ არა ახლავე შესკუპდებოდა ვერცხლით მოჭედილ
უნაგირზე და ყალყზე შეაყენებდა მოუთვინიერებელ პირუტყვს,
როგორც ამას მატუტა ასწავლიდა ენგურის ქვიშიან სანაპიროზე.
- შეხედე მანჩო, რა ნაირ-ნაირი საჭმელები მოაქვთ მზარეულებს,-
შეაგულიანა დაღონებული ბიჭი ორადამ.
მანჩომ ხარბი მზერა გააყოლა მხრებზე შამფურებწამოდებულ
მზარეულებს, რომლებიც ერთი დროშის ქვეშ დარაზმული
ჯარისკაცებივით მოხრიგინებდნენ სასახლის აივნის გაყოლებაზე.
უშველებელ შამფურებზე წამოცმულ ხოხბებს, კურდღლებსა და გოჭებს
ისეთი შიშინი გაუდიოდათ, რომ უკვე კაგად დანაყრებულ ლევანსაც
ნერწყვი მოადგა პირზე.

1 ალილუა, ალილუა, ჰოი ალილუია


ქრისტეს შობას მოგილოცავ, შობას მახარობელი ვარ!

დარბაზში რიგ-რიგობით შემორიალდნენ ხაბაზი, მეღვინე და


მებაღე. ხაბაზმა ფუმფულა პურის ნატეხები ჩამოურიგა ოჯახის
წევრებს. მეღვინემ ერთი ხელადა ოჯალეში წრიულად შემოატარა და
სატუჩარიდან ყველას მოასმევინა თავანკარა სასმელი. მუდამ პირმცინარე
ელუკა კი თავაწყვეტით დარონინებდა აუარება ხალხში და კოხტად
დაწნული კალათიდან ყველას მოხდენილად აწვდიდა ლოყაწითელ
ვაშლებსა და ნარინჯისფერ ფორთოხლებს.
გარიჟრაჟზე ხელთოფების ბათქმა-ბუთქმა გააყრუა ზუგდიდის
შემოგარენი. აივანზე გადმომდგარმა ლევანმაც ქოშინით გამოცალა
დამბაჩის ფალია. გეგემ თავისი ბუთხუზა თითები სახელურზე წაავლო
მამას და თავისკენ მოქაჩა
- უთენია თოფს ვის ესვრი ბაბა?- წაიკნავლა თოფების გრიალით
ელდანაცემმა ბიჭმა.
- ვის და ჩვენს მტრებს ბაბაია. ავსა და ბოროტ სულს რა
გამოლევს ამ ქვეყანაზე. ამ სროლით კი ყველანი დაფრთხებიან და
თავიანთ სოროებში შეძვებიან.
თოფების ხმა მიწყნარდა თუ არა ეზოში მეკვლე გამოჩნდა
ჩიჩილაკით ხელში. მსახურები დაჟინებით დააცქერდნენ სტუმარს,
თუმცა მეკვლე ისე იყო ყაბალახით თავშებურული, რომ ვერაფრით ვერ
ამოიცნეს მისი ვინაობა. მეკვლემ წრიულად შემოუარა ეზოს კარ-
მიდამოს და ღომის მარცვლები ლაზათიანად მიმოაბნია ირგვლივ.
- ღმერთო სახიერო, მრავალი ახალი წელი გაგვითენე ბედნიერად
და დოვლათიანად!- გაიძახოდა ის ბნელში ხმადაბლა და დაუღალავად
აგრძელებდა სამუხლე თოვლში ბორიალს. როცა ყველა სადგომი და
კუთხე-კუნჭული მოიარა მარნის კარები შეაღო, საღვინე ქვევრებს
ფრთხილად აუარა გვერდი და ტკბილეულითა და დაფნის რტოებით
შემკული ჩიჩილაკი მარნის კუთხეში მიაყუდა. ლევანის ვაჟები
ფეხდაფეხ აედევნენ მეკვლეს და სასიამოვნო მოსახდენით
გატრუნულები მარნის კიდესთან შექუჩუჩდნენ. მეკვლემ საწნახელზე
სანთლები აანთო, კედლიდან საახალწლო კვერებით დახუნძული
გიდელი ჩამოიტანა და მთელი ძალით საწნახელს მიარტყა:

ჩქიმ მამული ხარგელია,


შხვაშ მამულს ფურცელია,
ჩქიმი ყურზენი ტიანია
შხვაშ ყურძენს ფურცელია!
ამ სიტყვების გაგონებისთანავე მანჩო და გეგე საწნახელთან
მივარდნენ და ჯოხების დარტყმით მეკვლეს სადღესასწაულო ლოცვები
გაიმეორეს, ჩიჩილაკის ხუჭუჭა წილამურებზე 1 ხილეული დაკიდეს და
მარნიდან გამოსულ მეკვლეს კვალდაკვალ აედევნენ. ეზოში
გამოსვლისთანავე მეკვლემ კვერები მაღლა აისროლა. ძმები ყიჟინით
დააცხრნენ კვერებს და გამალებით დაიწყეს შეგროვება. სტუმარი არ
დაელოდა პატარების ფაცხა-ფუცხს და სასახლისაკენ აიღო გეზი. კიბის
საფეხურების ჩამთავრებისთანავე კარზე მოკრძალებით დააკაკუნა და
სამჯერვე გაიმეორა- კარი გამიღეთო.
თეთრებში გამოწყობილმა თანურიამ მორიდებით გახედა ლევანს.
- როგორ მოვიქცე ბატონო, გავუღო კარები?--იკითხა თვინიერად
შეცფუნებულმა ქალმა.
ლევანს დაბნეულობა დაეტყო სახეზე. მაინც ვის უნდა გაებედა
მეკვლეობა მისი ნებართვის გარეშე ოდიშის მთავრის კარზე.ფიქრებმა
წამიერად გაუელვა თავში, თუმცა გონს მალევე მოეგო.
- გაუღე კარები. მეკვლეა ის დალოცვილი, მტერი- ხომ არა.
- ვინ ხარ და რა მოგაქვს?- გასძახა თანურიამ ჩარაზული
კარებიდან.
- მეკვლე ვარ, მომაქვს წმინდა ბასილის წყალობა, ოჯახის
მშვიდობა, ოქრო, ვერცხლი, სიჯანსაღე და გამრავლება.
თანურიამ ფართოდ გამოაღო მუხის მძიმე კარები. ფარეშები და
კარისგამრიგე მსახურები გალურსულები შემოეწყვნენ შემოსასვლელს.
ყველას აინტერესებდა გაბედული უცხო მეკვლეს ვინაობა.
უცნობმა მარჯვენა ფეხი შემოდგა დარბაზში, ყაბალახი ფიცხლივ
მოიხსნა და დაჩოქილმა ხმამაღლა დაიძახა:
- ღორონთიქ ბრელ წანა მეგრჩათ პატონსქუა!2
- შედან, შენა ხარ?- მოულოდნელი სიხარულისგან ლევანის
ყვირილმა ჭერს უწია. როდის ჩამოხვედი, ხომ არ დაიჭერი, მეომრები
სადღა არიან?- კითხვას-კითხვაზე აყრიდა ის სიყრმის მეგობარს და თან
ჯიკაობით გაშლილი სუფრისკენ ეზიდებოდა.
შედანმა ჩიჩილაკი თაროზე შემოდა, თანურიას და
თვალებმოციმციმე პატარებს კიდევ ერთხელ მიულოცა დამდეგი შობა-
ახალი წელი და საახალწლო სუფრას კმაყოფილი სახით მიუჯდა.

1 ხუჭუჭად ნათალი ხვეულები, ბასილას წვერები.


2 ღმერთმა მრავალ წელიწადს შეგასწროთ ბატონისშვილო!

როცა სუფრას ოდნავ გაუშინაურდა ხონჩაზე დადებულ ღორის თავს


გვერდულად მცირე ნაჭერი აათალა და ისე გემრიელად მიირთვა, რომ
სხვა სუფრის წევრებიც ჭამის იშთაზე მოიყვანა. ელუკამ ხილით სავსე
კალათა მიაგდო და ღვინით სავსე ხელადას წა ეპოტინა თავისი ნატიფი
თითებით, იფიქრა მერიქიფემ არ დამასწროსო და საჩქაროდ შეუვსო
ყანწი გადაღლილ მგზავრს. შედანმა კიდეც ერთხელ დაილოცა,
მორთმეული ყანწი სულმოუთქმელად დაცალა და ლაპარაკის
საღერღელიც აეშალა.
- წუხელის ოციოდე მეომართან ერთად აჭა- გაჭით ჩამოვაღწიეთ
ზუგდიდს. დანარჩენები ახლაც თოვლის არტახებში იკვლევენ შარა-
გზას, თუმცა არაფერი უშავთ, შაჰ-აბაზის რისხვას გადაურჩნენ და
როგორმე თოვლის ნამქერსაც დააღწევენ თავს.
- ყველანი თუ არიან სახეზე?- გაუბედავად იკითხა ლევანმა.
- ოცდაორი ოდიშელი მეომარი შეეწირა კახეთის აჯანყებას
თქვენო მეუფებავ. მათ შორის ვახტა ჩიჩუას ვაჟი, ვარდან ჩიჩუაც
აღესრულა ბრძოლის ველზე.
- როგორ მოხვდა ეს ყოველივე?- საახალწლო განწყობა
გაუფერმკთალდა ლევანს.
- რა ჟამს უკან დაბრუნება ინებეთ იმ დღესვე, შებინდებისას
თქვენი ბრძანების თანახმად უვნებლად გადავცურეთ არაგვი. გაღმა
ნაპირზე დავით ჯანდიერი და ნოდარ ჯორჯაძე გველოდნენ კახელ
აჯანყებულებთან ერთად. იქვე დულუ-მელიქიც დაგვხვდა თავისი
შირვანელებით. თურმე ყიზილბაშებს ისე დაერბიათ მისი სახანო, რომ
ჟინმორეული სარდალი სამაგიეროს გადახდით ემუქრებოდა ირანის
ყაენს. ნაწილობრივ აუსრულა კიდეც დანაპირები. როგორც კი არაგვი
გადავლახეთ, ცეცხლითა და მახვილით შემოვეწყვეთ ყიზილბაშების
სადგომებს. სამი დღის მანძილზე საშინლად დავარბიეთ კახეთისა და
შირვანის ციხეები, მეციხოვნეები უმოწყალოდ ამოვჟლიტეთ, არავის არ
ვინდობდით. მეფე თეიმურაზი საკუთრივ ირანის სიღრმეში აპირებდა
შეჭრას, მაგრამ ოსმალეთის სულთანის უნიათო ქმედებამ საბოლოოდ
ხელი ააღებინა ამ განზრახვაზე.
- შაჰ-აბაზმა რა მოიმოქმედა საპასუხოდ?- ბავშვური
ცნობისმოყვარეობით ჩაეკითხა მამუკა დიდი ხნის უნახავ მეგობარს.
- შაჰმა ხუთმეტათასიანი რჩეული ლაშქარი აფრინა ალი-ყული
ხანის სარდლობით. სპარსელები წიწამურთან დაბანაკდნენ. თეიმურაზმა
მტრის ბანაკში გამწესებული ქართველი შაჰისევანების თავის მხარეზე
გადმობირება მოახერხა. ისინი მეტად საჭირო და დროულ ცნობებს
აწვდიდნენ კახეთის მეფეს. მანაც ყველაფერი კარგად განჭვრიტა და
ალავერდობის დღეს სისხლიანი სასაკლაო მოვუწყვეთ ყიზილბაშებს.
ალი-ყული ხანმა მცირე ამალასთან ერთად სასწაულად გააღწია
სამშვიდობოს. სამწუხაროდ,სწორედ ამ ომში დავკარგეთ ვარდან ჩიჩუა.
ყველამ ვაჟკაცურად დაიტირა ახალგაზრდა სარდალი. იქვე, წიწამურის
ველზე გაუთხარეთ საფლავი ოდიშელ დიდებულს.
სუფრაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.
- მამამ თუ იცის შვილის ამბავი?- დაზაფრულად იკითხა ლევანმა
და თანაგრძნობით თავადვე დასძინა,- ვინმემ უნდა ითაოს ამის
შეტყობინება, ნელა შეაპარეთ მოხუცებულს სამძიმალი. ფეხზე წამოდგა
ოდიშის მმართველი და შესანდობარი თქვა ვარდან ჩიჩუასი. ყველანი
მყისიერად წამოიშალნენ და ლევანის მიბაძვით პატივი მიაგეს უშიშარ
სარდალს.
- გიორგი სააკაძე თუ შეეხმიანა თეიმურაზს?- თავდაპირველი
შემართებით განაგრძო ლევანმა შედანის გამოკითხვა.
- თბილისის მოურავი ქართლის დიდებულების ჩაბმას ცდილობდა
კახეთის აჯანყებაში, თუმცა მათ არ ისურვეს ერთსისხლიერ
თვისტომთა დახმარება და შაჰს მორჩილება გამოუცხადეს. მანაც
დროულად ისარგებლა ჩვენი დაქსაქსულობით და თოფებითა და
ზარბაზნებით შეიარაღებული მუდმივი ჯარი მოგვისია ყოველი
მხრიდან. თეიმურაზმა და გიორგი სააკაძემ თათბირე გამართეს, სადაც
ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ასეთ დიდ ძალას ამჯერად წინ ვერ
აღუდგებოდნენ. კახეთის მეფე რჩეული ამალით კვლავ იმერეთს
შეეხიზნა. შირვანელი დულუ-მელიქიც თან ახლავს. ჩვენ ორიოდე დღე
დავყავით ქუთაისში. მოგვიანებით მეფის კარისკაცებმა მარხილები
გვიშოვეს და ზარ-ზეიმით ხობისწყალამდე გამოგვაცილეს.
- თეიმურაზმა კახეთი უპატრონოდ როგორ მიატოვა. იქ ხომ შაჰ-
აბასი სისხლის წვიმებს დააყენებს უსათუოდ!?- აღელვებით ჩაილაპარაკა
ლევანმა.
-დააყენა კიდეც. სომეხმა ვაჭრებმა ქუთაისში ცუდი ამბები
მოიტანეს. გამძვინვარებული შაჰი თურმე ქვას-ქვაზე არ ტოვებს
კახეთში. კახელებს თურმე ხელოვნური ციხე-სიმაგრეები აუგიათ და
თავგანწირვით შებრძოლებიან მომხდურებს, თუმცა მარტონი რას
გახდებოდნენ ურიცხვ მტერთან. ყაენს დედაწულიანად აუყრია
მოსახლეობა და სპარსეთში გადაუსახლებია. ვინც არ შეეგუა მის
ბრძანებას ხმლებით აუკუწავთ სულძაღლიანებს. არც ალი-ყული ხანის
გადარჩენილი მეომრები დაინდო შაჰმა. ზოგიერთები ცოცხლად
დაუმარხავს, ზოგსაც თვალები დაუვსო. თავად ალი-ყული ხანი კი
აიძულა სამხედრო ბანაკში მთელი დღის მანძილზე დედაკაცის
სამოსელით რომ ევლო.
ლევანმა აგიზგიზებულ ბუხართან გაინაპირა შეზარხოშებული
მეგობარი, საცეცხლურით მიმოფანტული ნაკვერჩხლები ერთად
შეაქუჩეჩა და აქოჩრებულ კოცონს მონდომებით შეუბერა სული.
- თეიმურაზი ხომ არ ბრაზობს ჩემზე?- ნიშნისმოგებით
მიუბრუნდა კოპებშეკრული მთავარი შედანს.
- რა დაგიმალო და ფრიად გაჯავრებულია შენზე თეიმურაზი.-
აღელვებისაგან ყელი უთრთოდა შედანს. ბიძაშვილი ამას რომ
გაგიკეთებს სხვისგან რას უნდა ელოდეო?- გაძახოდა წამდა-უწუმ ჩვენს
გასაგონად. ჩვენც იძულებული ვიყავით წაგვეყრუებინა
გულდაზაფრული მეფის სამდურავისთვის.
- პირველად გიორგი მეფემ იბრუნა პირი, მე მხოლოდ ოდიშის
დაუცველობის შიშმა ამიტანა და ამადაც გამოვეშურე ჩემი ლაშქრით
უკან. თავადაც იქ იყო და ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდა
თეიმურაზი.
- ყოველივე ეს უკვე ნაკლებად აღელვებს თეიმურაზს. მას მერე
მეფე ისეა აღრენილი, რომ შენი და იმერეთის სამეფო კარის
დამოყვრების მცდელობა ჩაშალა და გურია-იმერეთის დამოყვრების
კამპანია ააგორა.
-იმერეთისა და გურიის დინასტიური დაკავშირება ჩვენსკენ
მოქნეული მახვილის ტოლფასია, მაგრამ ერთი ქორწინებით ჩემთან
ვერაფერს გახდებიან. ხო მართლა, შორს არსად წახვიდე შედან. ხვალ
შენ უნდა იყო მაკუჩხურუ, შემთხვევით ვინმე ბნედიანმა არ მიკუჩხოს
ბიჭო. ისე, ფეხიც კარგად გქონია დაცდილი,- ოქროჭედილი სელიდან
მძიმედ წამოდგა ლევანი, ზეზეულად მთვლემარე გეგე ხელში აიტაცა
და საწოლ ოთახში გაიყვანა უფლისწული.

მერვე თავი
კაზაკები

მზის მკრთალი სხივები ოქროსფერი ნათებით დასთამაშებდა


ანაკლიის ლაჟვარდოვან სანაპიროს. აქაურობა მშობლიურ ლაზეთს აგო-
ბდა ცხელ ქვიშაზე მოხეტიალე ნენეშს. ზღვაც ისეთივე მღელვარე და
გიჟმაჟია, როგორც - რიზეში, ბუნებაც - ისეთივე ველური და უკარება,
როგორც - ტაოს უფსკრულები. თუმცა ლაზებისაგან განსხვავებით
მეგრელები ზღვის სანაპიროზე ცხოვრებას გაურბიან. იქნებ ოსმალების
შიშით არ სახლდებიან ზღვის სიახლოვეს და უსაფრთხოების გამოისო-
ბით სამეგრელოს მთიანეთში ამჯობინებენ ცხოვრებას, - ფიქრობდა
თავისთვის ნენეში და ვერც შენიშნა უნებლიედ, ფერდობზე მდგარ
ეკლესიას რომ მიუახლოვდა. მას შემდეგ რაც მოინათლა ანაკლიის
ეკლესიის წინამძღვრის მამაო თეოფილეს დაუცხრომელი მრევლი
გახდა. თუმცა განმარტოებით უფრო ერჩივნა ტაძარში ლოცვა და შან-
დლებზე სანთლების აბრდღვიელება. ამიტომაც მამლის ყივილამდე
ამოდიოდა ხოლმე ღვთის საუფლოში და დაუცხრომლად მიეცემოდა
უფლის სიყვარულს. ახლაც მორწმუნის სიფრთხილით შეაღო ეკლესიის
მძიმე კარები და გაოცებისაგან სახე გაუშეშდა. ტაძრის აცვენილ
ფილაქანზე უცხო ადამიანები მიმოდიოდნენ და ხმამაღალი შეძახილე-
ბით ერთმანეთს ეხმიანებოდნენ. ნენეშს უპირველეს ყოვლისა მათი
უცნაური თმის ვარცხნილობა და ჩაცმულობა ეუცხოვა. უკლებლივ
ყველას სანახევროდ ჰქონდათ თავი გადაპარსული და ერთი კინკილა
ნაწნავიღა შერჩენოდათ კეფაზე. ტანზე აბრეშუმის ბრდღვიალა შარვლე-
ბი ეცვათ, ზედ კი ოქროს თასმებით დამაგრებული ნამგალივით
მორკალული ხმლები ეკიდათ. უცხოელები წმიდა გიორგის ხატთან მო-
წიწებით იდგნენ და უცხო ენაზე ლიტურგიას აღავლენდნენ. ზოგიე-
რთები გამალებით იწერდნენ პირჯვარს და წყალობის სახით ტრაპე-
ზთან მდგარ თეფშს ოქროს მონეტებით ავსებდნენ. ნენეში მოურიდე-
ბლად მიუახლოვდა უცხოელებს და ლაზურად მიესალმა. უჩვეულო
სტუმრებს ოქროსკულულებიანი ყმაწვილი გამოეყო და ხელმწიფური
იერით შეეგება გარინდებულ ლაზს.
- მე გრიცკო მქვია,- ალალად გაეღიმა უცნობს.
- მე ნენეში ვარ, ლაზი!
- ლაზი?!- გაიოცა უხოელმა,- თქვენს მხარეს კარგად ვიცნობ. ჩვენ
კაზაკები ვართ. შარშან, როცა ტრაბიზონის ნავსადგური დავარბიეთ,
ოსმალებმა გაქცევით უშველეს თავს, მხოლოდ ლაზებმა გამოიდეს თა-
ვი. თქვენი ხალხის ერთსულოვნება და სიმამაცე რომ
არა საშინლად ავაოხრებდით ტრაპიზონს.
- თქვენს შესახებ მეც საკმარისად მაქვს ყური მოკრული.
ოსმალოებს თქვენს გაგონებაზე ტანში ცივად აჟრჟოლებთ ხოლმე.
მაინც როგორ ახერხებთ თქვენი მცირეზომიანი ხომალდებით თურქული
საპატრულო ხომალდების ჩაძირვას?
- ჩვენი ხომალდები მართლაც მცირე ზომისაა, მაგრამ სწრაფი
მანევრირების უნარი გააჩნიათ. ამიტომაც სანამ ოსმალოები მიზანში
ამოგვიღებენ ჩვენ შეუმჩნევლად მივეპარებით, ბაგირებით ელვისუსწ-
რაფესად ავცოცდებით გემბანზე და ხელჩართულ ომში მუსრს ვავლებთ
აგარიანებს,- გათამამდა ოდნავ გრიცკო და ოღრო-ჩოღრო შუკებით
ენგურის შესართავისკენ გაუძღვა ნენეშს.
ლაზმა შორიდანვე შეამჩნია ზღვის ტალღებზე მსუბუქად
მოფარფატე ოცდაათიოდე ტანმორჩილი ფრეგატა. წყალქვეშა
კლდეებიდან ამოხეთქილი ზღვის ტალღები ზღვაში შედინებისას
უზარმაზარ მორევს ქმნიდა და იქ შეცურებულ ხომალდებს ნაფო-
ტივით არწევდა.
- თუ საიდუმლო არ არის ენგურის შესართავთან რატომ
ჩაუშვით ღუზები?- თავაუღებლივ ისე იკითხა ნენეშმა, რომ კაზაკთა
ფლოტილიისათვის თვალი არ მოუცილებია.
- ყირიმთან ჩვენი სტრუგებით1 თურქულ საპატრულო
ხომალდებს გადავეყარეთ. უმალ იერიში მივიტანეთ ოსმალოებზე და
ხანმოკლე ბრძოლის შედეგად თითქმის მთელი ფლოტილია გავუნა-
დგურეთ. როცა სანაპირო ხაზის გასწვრივ გამოვცურეთ საქართველო-
სკენ ცხუმის ყურეში სხვა დადევნებული ოსმალური ხომალდები წამო-
გვეწივნენ. იძულებული ვიყავით ენგურის საღრმეში შეგვეცურა, რა-
დგანაც ვიცოდით, რომ იქ თურქული გემები თავიანთი სიდიდის გამო
ვერ შემოაღწევდნენ.
- ახლა იქნებ ვერ შემოაღწიონ, მაგრამ თუ სულთნის ბრძანება
შესრულდა მაშინ ენგურის შესართავთან გადამღობი ჯებირები, ან
სულაც ციხესიმაგრე უნდა აიგოს, რაც ერთი-ორად გაართულებს ჩვენს
სანაოსნო წყლებში თქვენს თარეშს.
- ეს ყველაფერი საიდან იცი ლაზო?
- ოდიშის სამთავრო კარზე საზღვაო საქმეება მაბარია. ამას უკან,
თათბირზე დესპანმა რიხით გვამცნო სულთნის ახალი ბრძანება.
- თქვენი მთავარი როგორ პირობაზეა მერე?
- ამაზე საშინელი ბრაზი მოერია ლევანს. ლამის მთელი ჯავრი
ამბის მომტანზე იყარა,- ჩვენს მიწა-წყალზე რას ავაგებთ ეს ჩვენი
გადასაწყვეტია, ხოლო თუ საკუთარი ძალებით გადაღობავთ კალაპოტს
უმალ მეწყერივით დაგეძგერებით და ერთიანად წავლეკავთ ხერგი-
ლებს!- ცოფიანივით ყვიროდა ჩვენი მთავარი. იცის ლევანმა, რომ ამ
ხერგილებს ციხის აგებასაც მოაყოლებენ ოსმალოები და მერე მთიანი
სამეგრელოს დაპყრობასაც შეეცდებიან.
-ამ მიდამოებს კაზაკებმა ნახუტურუ შევარქვით. შარშან აქაურო-
ბას როცა ვეწვიეთ მიწა-ყრილები ავაგეთ თავდაცვის მიზნით, ირგლივ
ქოხებიც ჩავდგით და მცირე ბაზრობაც გავმართეთ, სადას ნაძარცვ სა-
ქონელს აქაურ გლეხებს ჩალის ფასად ვაძლევდით. ახლა არაფერი არ
ჩანს. შენ ხომ არ იცი აქაურობას რა ბედი ეწია ნენეშ?- ალმაცერად გაუ-
სწორა მზერა უცხოელმა ლაზს და სანაპიროსკენ აიღო გეზი.
- გაზაფხულზე ამ ალაგს დიდი შტორმი იყო. აზვირთებულმა
ტალღებმა მთლიანად წალეკა თქვენი ნახუტურუ. თუ აქ დარჩენას
გადაწყვეტთ ამგვარ სადგომებს უმოკლეს დროში აგიშენებთ.
- ჩვენი აქ დარჩენა თქვენს ხელისუფალზეა დამოკიდებული. ჩვენ
მისი დავალებით საგანგებო მისიით ჩამოვედით თქვენს ქვეყანაში. თუ
ყველაფერი კეთილად წარიმართა იქნებ კაი ხნითაც მოგვიწიოს აქ შე-
ყოვნება. მანამდე სადმე ცხენს თუ იყიდის აქ კაცი. არ მინდა ასე
უხეიროდ რომ წარვსდგე თქვენი მთავრის წინაშე, თან ძღვენიც უნდა
მივართვა, რომელიც საკმაოდ მძიმეა ფეხით სათრევად.
- ჩემს ცხენს დაგითმობ. მუხლმაგარი და საკმარისად ამტანი პი-
რუტყვია,- ალალად გაისარჯა ნენეში.
- მერე შენ ცხენის გარეშე იმგზავრებ? ამას მირჩევნია ქისას
მოვხსნა თავი. შენ ნუ ნაღვლობ ძმობილო. ჯიშიანი ულაყის შესაძენად
ოქროს დუკატებს არ დავიშურებ იცოდე,- როყიოდ წამოროშა გრიცკომ
და ნენეშს ტორივით ხელი მეგობრულად გადაჰკრა მხარზე.
- თუ ასეა რა გაეწყობა. აქვე ახლოს, იმ მწვანე კორდოხზე
შეძლებული გლეხები სახლობენ. ერთი მათგანი ხანგამოშვებით
ცხენებითაც უნდა ვაჭრობდეს. ვესტუმროთ, ალალბედზე იქნება შეე-
ლიოს ერთ ულაყს მაინც.
დაწნულ ხის ღობესთან შექუჩული გლეხები ისე მშვიდად
მასლაათობდნენ, რომ უცებ ვერც შენიშნეს ჭიშკართან მომდგარი უცხო
სტუმრები.
- თქვან ჯგირობუა1,- მიესალმა ნენეში გლეხებს თავაზიანად,- ჯუ-
ბლა რომელია თქვენში?
- მე გახლავართ ბატონო. გამარჯობა არ მოგაკლოთ ილორის
მადლმა!- გაუბედავად გაიღო ხმა ხალვათად შემოსილმა შუახნის კაცმა
და მოწიწებით შეეგება სტუმრებს.
- ცხენი უნდა მომყიდო ჯუბლა. უცხო ხალხი გვეწვია რუსთა სა-
ხელმწიფოდან.
მასპინძელი უსიტყვოდ გაიძურწა თავლაში. სტუმრებს დიდ ხანს
არ მოუწია ლოდინი. ხუთიოდე წუთში კუნაპეტ ღამესავით შავი ულაყი
სტუმრების ფერთხით გაალმასებით ყრიდა ტორებს.
- სადაური ცხენია ჯიმაღურელი?- არ დამალა ნანახით აღტაცება
ნენეშმა.
- ჩერქეზულია ბატონო. კაი კვარკვანტია2 კია ეს ოხერი. შარშან
მერკულაში გახლდით ნათესავის ქორწილში. უკან მობრუნებულზე,
უმთვარო ღამეში ვიღაც აბრაგი გადამიდგა შარა-გზაზე და ცხენიდან
ჩამოსვლა მომთხოვა. ფალიაშემართული დამბაჩა დავახალე იმ ყეყეჩს.
ტვინგადმონთხეული უსულოდ დაეცა მიწაზე. ისღა დამრჩენოდა დამფ-
რთხალი ცხენიც მე წამომეყვანა. მდევრის წამოწევის შიშით მთელი
ღამე დაუზოგავად მოვაჭენებდი ულაყებს. საბედნიეროდ გარიჟრაჟზე
მშვიდობით ვუწიე ენგურს.
ნენეშმა კბილები შეუმოწმა პირუტყვს, ძუაზე შეავლო ხელი, თეძო-
ებზეც უჩქმიტა რბილად.
- რას ითხოვ?
- თორმეტი დუკატი მინდა მაგ ცხენში ჯიმა!3

1. თქვენი კაგად ყოფნისა იყოს.


2. მოქნილი.
3. ძმაო.

ნენეში ვაჭრობას არ იყო ჩვეული. მყისიერად გადაუთვალა


თორმეტი დუკატი გლეხკაცს.
- ალალი იყოს შენთვის ეს ფული, მხოლოდ ცხენი დამილოცე
ჯუბლა.
მასპინძელი თხემის რქაზე მოეფერა ულაყს და ჩურჩულით წაი-
ღიღინა.
- უფალმა ინებოს რომ ამ ცხენის მყიდველი ომიდან მუდამ
გამარჯვებული დაბრუნდეს, ნადირობის დროს მრავალი ირემი და
ეშვი მოინადიროს, კეთილი მგზავრობა დაებედოს და ბარგის მოტანით
სახლში ქონება მოუმრავლდეს.
როცა მხედრებმა სანაპირო ველზე გაივაკეს გრიცკომ მსუბუქად
გასძახა გვერდზე მიმყოლ თანამგზავრს.
- ეს რა კარგი წესი გქონიათ მეგრელებს, ისე რუსებად ტყუილად
მოგვიხსენიე ნენეშ. ჩვენ დნეპრის სანახებიდან ვართ, ეს კი უკრაინაა
ძმობილო.
ნენეშმა მხრები უდარდელად აიჩეჩა. მისთვის სულერთი იყო თუ
ვინ იყვნენ წარმოშობით ეს გაბედული მეზღვაურები. მთავარია, სამე-
გრელოს გამოდგომოდნენ შეჭირვების ჟამს და სხვას რას დაეძებდა.
ოდიშის მთავარი სასახლის ბაღში დაუხვდა სტუმრებს. ზამთრის
გრძელი ღამეებით თავმობეზრებული მთავარი ბებერი ჩაცხვის ქვეშ
მოკალათებულიყო და განცხრომით ეფიცხებოდა იანვრის მილეულ მზეს.
ხანგამოშვებით კი შედანის მიერ მოწოდებულ სიგელ-გურჯებს
ეცნობოდა. ზოგიერთ გრაგნილს ყურადღებით კითხულობდა, ზოგსაც
ზერელედ გადაავლებდა თვალს და უხალისოდ აწერდა ხელს.
გრიცკოს დანახვით უზომოდ გაიხარა ერთფეროვანი
ცხოვრებით მოყირჭებულმა მთავარმა.
- კარგია თქვენი გეტმანი რომ გამოეხმაურა ჩემს თხოვნას, თუმცა
ცოტა შეგაგვიანდათ. სხვები სად არიან?
- ამჯერად ათასი მეომარით ვესტუმრეთ თქვენს ქვეყანას. ორმო-
ცდაათი მეზღვაური ქვეითად მოამართება, დანარჩენები ენგურის
შესართავთან დაბანაკდნენ და თქვენს განკარგულებას ელოდებიან. ისე,
კაზაკები კი ვართ რთულ ცხოვრებას ჩვეულნი, მაგრამ ღია ცის ქვეშ
თავშესაფრის გარეშე დალხინებულად ვერ ვიქნებით. ჩვენი ქოხები
გამძინვარებულ ზღვას შთაუნქავს თურმე, თუ ცოტაოდენ ხე-ტყეს
მოგვაშველებ მთავარო ჩვენი დურგლები ორიოდე დღეში კიდევ ერთ
ნახუტურუს მოიცოდვილებენ.
- მაგის დარდი ნუ გექნებათ, ყველანაირ დახმარებას აღმოგიჩენთ.
ჩემი ძღვენი თუ მიუვიდა საგაიდაჩნის?- სხვათაშორის იკითხა ლევანმა.
- გეტმანმა ფრიად გაიხარა თქვენი საჩუქრებით. ასეთი ლამაზი და
უჩვეულო ფორმის ჟვრები მანამდე არ ენახა ჩვენს მეთაურს. რამდენიმე
ოქროს ჯვარი და ხატი პოლონეთის მეფეს, სიგიზმუნდ მესამეს
გაუგზავნა თქვენი სახელით. მეფემ ფრიად გაიხარა საჩუქრებით და
სანაცვლოდ მცირე ძღვენი მოგართვათ.
კარისკაცებმა გრიცკოს ნიშანზე ცხენზე გადაკიდებული ოქროს
მონეტებით სავსე ტომრები ხვნეშით დაახვავეს ტაბლაზე.
- ნენეშმა მითხრა ანაკლიის ეკლესიაში ოქროს დუკატები შეგიწი-
რავთ წმიდა გიორგის ხატისთვის. ამგვარ ხელგაშლილობას ხშირად
მიმართავთ ხოლმე კაზაკები?- ნიშნეულად აღნიშნა ლევანმა და ოქროს
ტომარაში ისე შინაურულად შეაცურა ხელი, თითქოს ელოდა კიდეც
პოლონეთის მეფისგან ასეთ საბოძვარს.
- მხოლოდ მაშინ, როცა იღბლიანი ლაშქრობა დაგვებედება მთავა-
რო. თქვენს სანაპიროებთან სამი თურქული ხომალდი დავარბიეთ. ოსმა-
ლოელ სოვდაგრებს ნავაჭრი ავწაპნეთ და ეს ოქროები წყალობის სახით
ანაკლიის ტაძარს შევწირეთ.
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თუ იმ ხომალდებში მოთავსებული
საქონელი ჩვენი ხალხისათვის იყო განკუთვნილი მაშინ როგორ
მოვიქცეთ! განა თქვენ არ იცით, რომ ოსმალოელი ვაჭრები თავიანთი
ხომალდებით საქართველოსკენ მოცურავენ ხოლმე და ისეთ ნივთებს
ეზიდებიან ჩვენთვის, რომლის ნაკლებობას აშკარად განვიცდით?- წარ-
ბები აიზიდა შედანმა თავისებურად.
- მაგის გარჩევა შუა ზღვაში ერთობ რთულია თავადო. თუმცა
გამოსავალი აქაც შეიძლება მოიძებნოს. სულერთია, იმდენი სამხედრო
ნადავლი დაგვიგროვდა, რომ ჩვენი მჩატე ნავებით ყველაფერს მაინც
ვერ გადავზიდავთ უკრაინაში. ამიტომაც ოსმალოებისაგან შესაძენ
საქონელს ჩვენ მოგყიდით ნახევარ ფასში . ასეთი მორიგებით ჩვენც
მოგებული დავრჩებით და თქვენი- ხალხიც.
- კარგი მეომარი მეგონე და უფრო, კარგი ვაჭარი ყოფილხარ გრი-
ცკო,- გაილაღა ლევანმა ჩვეული სიდარბაისლით.
- ცხოვრებამ მოიტანა თორემ კაზაკი და ვაჭრობა ვის გაუგია ჩემო
ბატონო?!- ოდნავ შეიშმუშნა სტუმარი და მერიქიფეს მიერ მორთმეულ
ღვინოს გემო გაუსინჯა,- ამ სასმელს სიმაგრე აკლია- გადასძახა კაზაკმა
უკმაყოფილო ტონით მერიქიფეს. შარშან ჩვენი გარილკის1 მსგავსი არა-
ყი მოგვიტანეს გლეხებმა ნახუტურუში. თუ არ ვცდები ჩაჩას ეძახიან
თქვენში.
მესტუმრემ ორგამოხდილი ჭაჭა ჩამოუსხა სტუმარს ხის ჯამში.
- ნა ზდრავია- დაილოცა უკრაინულად გრიცკომ და ერთი ამოსუ-
ნთქვით გადაჰკრა სასმელი.
- ასეთი ცეცხლოვანი არაყი რომ გვქონდეს სტამბულს
წავართმევდით აგარიანებს!- პირდათუთქული მოსთქვამდა კაზაკი და
ხელის გულით ინიავებდა პირის ღრუს.
- ჩვენი წესით და ადათით კარგი ამბის მომტანს ერთი კოვზის
შაქრის ჭმევით ვაჯილდოვებთ, თუმცა შენ ისე დაგეწვა პირი, რომ
მგონი ორი კოვზიც არ გეყოფა!- გულიანად გადაიხარხარა ლევანმა და
ერთი მუჭა შაქრით პირი გამოუტენა გრიცკოს.
- არადა ჩვენში დღესაც ბოგინობს წინასწარმეტყველება სტამბულის
აღების შესახებ,- თავისას არ იშლიდა გრიცკო და შაქრის ფხვნილი ნა-
რჩენებს ხელის გულით საგულდაგულოდ იწმენდდა.
- სტამბულის რა მოგახსენო, მაგრამ ამ ათიოდე წლის უკან შენმა
თანამემამულეებმა დიდი სამსახური გაგვიწიეს, როცა,მამაჩემს,
მანუარ დადიანს და მამია გურიელს ბათუმის ციხის აღებაში შეეშველ-
ნენ.
- დღეიდან გაორმაგებული ძალისხმევით ამოგიდგებით მხარში. მა-
რთალია, მას შემდეგ რაც ჩვენმა გეტმანმა, პეტრ საგაიდაჩნიმ დნეპრის
შესართავთან ოსმალური ფლოტილია გაანადგურა და ქალაქ
კაფუს დაეპატრონა პოლონეთის შლიახტამ ხონთქრის დაჟინებული
მოთხოვნით ოსმალურ გემებზე თარეში აგვიკრძალა, მაგრამ ჩვენ
თავისუფალი ხალხი ვართ, მათი მუქარა არაფრად მივიჩნიეთ და
ძველებურად გავნაგრძეთ თურქების რბევა. ამის გამო პოლონელებთა-
ნაც მოგვიხდა დაპირისპირება, თუმცა მალე თავად სიგიზმუნდ მეფეს
დასჭირდა ძალების შევსება მოსკოვში ლაშქრობის დროს და ჩვენი
რაზმების გაზრდაზე დაიწყო ზრუნვა. ამასთან ერთად მეფემ ოსმალთა
იმპერიიდანაც შეიცნო რეალური საფრთხე და ანტიოსმალური კოა-
ლიციის დროშა ააფრიალა.
- კიდევ ვის უპირებთ ანტიოსმალურ კოალიციაში ჩართვას?- ორაზ-
როვნად იკითხა შედანმა.
- ევროპის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ოსმალეთის ყველაზე
დაუნდობელი და მძვინვარე მტერი სეფიანთა ირანია. მათი აზრით
სწორედ ირანს ძალუძს შეაჩეროს თურქთა მომძლავრებული აგრესია. მე
ჩემის მხრივ, გეტმანისაგან უფლებამოსილი ვარ ყაენის წინაშე
წარვსდგე და მას კაზაკთა სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება გავა-
ცნო ამ საკითხის ირგვლივ. მაგრამ სეფიანთა ირანისა და დნეპრის
კაზაკების შეკავშირება ქართული სამეფო-სამთავროების მონაწილეობის
გარეშე შეუძლებელია. ეს კარგად უწყის თქვენმა კეთილისმყოფელმა
მისიონერმა პეტრე დელა ვალემ, რომელიც დიდი გავლენით
სარგებლობს შაჰის კარზე და მთელი არსებით ლამობს საქართველოს
მეფე-მთავრები ამ კამპანიაში ჩააბას.
- ამ იტალიელი მოგზაურის შესახებ მეც მომიკრავს ყური, თუმცა
ჩემთვის უცნობია თუ როგორ წარმოუდგენია მას ირანელებისა და
ქართველების ერთი განზრახვით შეკავშირება. იქნებ გარკვეული
გეგმაც აქვს შემუშავებული?- სიტყვა შეაწყვეტინა ლევანმა სტუმარს და
მესტუმრეს უბრძანა შემწვარი ხოხობი მიერთმია გრიცკოსთვის.
- დონ პიეტროს პროექტი ნაწილობრივ თქვენს სამხედრო გეგმას
ითვალისწინებს მთავარო. ჩვენმა გეტმანმა ფრიად მოიწონა გეგმა
რომლის მიხედვითაც ოსმალეთთან ომის განახლების შემთხვევაში ანაკ-
იის ნავსადგურის დათმობას რომ აპირებთ კაზაკებზე. ცოტა უფრო ადრე
მამია გურიელმა განუცხადა თანხმობა ზაპოროჟიეს კაზაკებს ურეკის
პლაცდარმად გადაცემაზე. თუ ასე მოხდა ჩვენს სამხედრო ძალებს
თქვენს პორტებში განვალაგებთ და ყიზილბაშების დახმარებით
ტრაპიზონსა და მიტაცებულ სამცხეს დაგიბრუნებთ უმოკლე დროში.
კაზაკთა დესპანის მიერ წარმოდგენილი პროექტი ერთი შეხედვით
მიმზიდველად გამოიყურებოდა, თუმცა მისი განხორციელება საძნელო
საქმედ მიიჩნია ლევანმა. უწინარესად ცბიერი ყაენის მიმართ ჰქონდა
ნდობა დაკარგული ოდიშის მთავარს, ან როგორ უნდა ერწმუნა ისეთი
კაცის, რომელმაც თავისი ავადმყოფური ახირებით თეიმურაზ მეფის
დედას და შვილებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. გარდა ამისა
სარწმუნო კაცთაგან ისიც უწყოდა ლევანმა, რომ ყაენი ციხე-სიმაგრის
აგებას აპირებდა გურიაში და შიგ ყიზილბაშთა გარნიზონის ჩაყენებას.
როცა ოსმალეთთან ომი მოთავდებოდა ციხე პოლონეთის მეფის განკა-
რგულებაში გადავიდოდა, ქართული სამეფო - სამთავროები კი მის
მორჩილებაში მოექცეოდნენ. რაც მთავარია ირანის ბებერი ლომი ისე
განკარგავდა მათ სვე-ბედს, როგორც მოთამაშე - ნარდის კამათელს.
- როგორც შენი ნაამბობიდან ჩანს პოლონელები თქვენც არ
გეხატებათ გულზე და ჩვენ როგორღა შევეთვისებით მათ?- მიუბრუნდა
ლევანი ჭაჭით გათამამებულ გრიცკოს,- მეგრელები გრდემლსა და
და უროს შორის ვართ მოქცეული, მაგრამ არც ირანს ვემორჩილებით
და არც - ოსმალეთს, არც შორეული პოლონეთის უღელს დავიდგამთ
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ. ჩემი ჭოჭმანი
სულაც არ ნიშნავს ამ პროექტის ჩაშლის მცდელობას. დღეის სწორს
ჩემი კაცები ჩაგიყვანენ ქუთაისში, იქიდან კი იმერეთის მეფე იზრუნებს
ისფაჰანში თქვენს გამგზავრებას. შენს არყოფნამდე სურსათ-სანოვაგეს
არ მოვაკლებთ კაზაკებს, თუ არადა თურქთა ქალაქები აქედან ხელის
გაწვდენაზეა და დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ. როცა
ისფაჰანიდან მშვიდობით დაბრუნდები მოქმედების გეგმასაც მაშინ
დავსახავთ გრიცკო
მძიმედ წამოიგრაგნა სუფრიდან კაზაკთა დესპანი, მდაბლად
თავის დაკვრით გამოემშვიდობა მასპინძლებს და მესტუმრეს
მოსასვენებლად გაჰყვა ხულაში.
- რას იტყვით სარდლებო ამ პროექტის თაობაზე,- მცირე
დაყოვნების შემდეგ შეფიქრიანებული გამომეტყველებით მიმართა
ოდიშის მთავარმა მამუკასა და შედანს.
თავიდან მამუკა ბისკაიამ ითხოვა მოკრძალებით სიტყვა.
- ილაპარაკე, რა ხანია შენგან რჩევა არ მიმიღია - ყასიდად თქვა
ლევანმა.
- სალაპარაკო ბევრი არც არაფერი მაქვს პატრონო,- მშვიდად
დაიწყო სარდალმა,- ყიზილბაშები და ოსმალები ერთნაირად არიან
ჩვენი დაუძინებელი მტრები, ორთავეს ჩვენ მიწა-წყალზე უჭირავთ
ქორისებრ თვალი. .ტრაპიზონისა და ლაზისტანის ტერიტორიების
შემოერთება მართლაც რომ საშური საქმეა მთავარო, მაგრამ თუ
განთავისუფლებულ ციხეებში შაჰის მეციხოვნეები ჩადგებიან ჩვენთვის
რა ბედენაა ბატონო. სწორედ ამაზეა ნათქვამი: მუ დონთხაფექ დო
მუ დობაზაფექ.1

1 რა დაცემულხარ და რა დაქცეულხარ.

- მამუკა მართალს ბრძანებს,- მხარი აუბა მეგობარს შედანმა,- ერთი


მტრის მეორისადმი დაჯახება ჩვენი სანუკვარი მიზანი იყო
ყოველთვის, მაგრამ არა მგონია შაჰ-აბასის შემთხვევაში ამ საბრძოლო
ტაქტიკამ რომ გასჭრას. გარდა ამისა, ჩვენ რომ დავთანხმდეთ ამ გეგმას
თეიმურაზი მაინც არ გამოატარებს ყაენის ჯარს. იმერეთს შეხიზნული
მეფე დღენიადაგ იმას ჯავრობს შაჰ-აბასს აქამდე რომ არ მიუზღო
სამაგიერო კახეთის ამოგდების გამო და ახლა ჩვენს გამო თავის
დაუძინებელ მტერს შეეკვრება? თან დღეს ახალი ამბავი მამცო შიკრი-
კმა. თურმე ოსმალეთის სულთანს თეიმურაზისათვის სტამბულში
გაგზავნილი ელჩის იღუმენი ხარიტონის საპასუხოდ ჩვენგან
წართმეული გონიო უბუძებია. კახეთის მაფეს სამი ათასი კაცის
დარაზმვა მოუხერხებია და ხალილ ფაშას ხელშწყობით თბილისისკენ
გაჭრილა, თუმცა ტრაპიზონისა და არზრუმის იანიჩრების უთაობის გა-
მო ქალაქი ვერ დაუხსნია.ცხადია თეიმურაზი მანამ არ ჩააგებს მახვილს
ქარქაშში, ვიდრე კახეთის გვირგვინს არ დაიდგამს თავზე. რაც შეეხება
ტრაპიზონისა და სამცხის შემოერთებას ირანელთა თანადგომით, ეს
იგივეა მგელს რომ ცხვარი ანდო სამწყემსოდ.
გადაწყდა, ნაჩქარევი დასტურისაგან ჯერხნობით თავინ შეეკა-
ვებინათ და გრიცკოს მოსვლამდე მხოლოდ სპათა საომარი მზაობა შე-
ემოწმებინათ. თითქოს წელამდე მოწოლილი თოვლი და უჩვეულოდ
განაბული ბუნებაც უმოქმედობის განწყობას აღვივებდა ირგვლივ,
მხოლოდ შაშვის გალობა და კამკამა თოვლის მარწუხებში მოქცეული
წყაროს რაკრაკი იძლეოდა იმის ნიშანწყალს, რომ სიცივით გათანგულ
დედამიწას სულ მალე გაზაფხულის მხარნაქცევი სიო გაამზიანებდა.
მეცხრე თავი
განხეთქილება.

იმერეთის სამეფო კარისა და გურიელის სამოყვარეო კავშირიდან


ერთ წელზე მეტი გასულიყო, მაგრამ ლევანს ჯერაც არ ჰქონდა ბრაზი
გულის სიღრმიდან სრულად ამოგდებული. ოდიშის მთავარს ვერაფრით
ვერ მოენელებინა მისი გარიყვა საერთო სამოკავშირეო საქმიდან.
მართალია, თეიმურაზი დაჟინებით უმტკიცებდა ამ სამოყვარეო
კავშირის ოდიშისთვის უვნებლობას, თუმცა ლევანს არაფრით არ
სურდა ამის დაჯერება. მის სხეულში გამჯდარი ეჭვის სამსალა
დაუცხრომლად ხრავდა და ანადგურებდა იმ მცირეოდენ ნდობის მა-
რჭვალს, რომელიც ჯერ კიდევ მეტნაკლებად ფქონდა აქა-იქ
შერჩენილი. თუმცა როცა საგანგებოდ შეატყობინეს მოსკოვის მეფისთვის
წიგნის გაგზავნის მზაობის შესახებ ის აქტიურად გამოახმაურა
ბიძაშვილის ინიციატივას და ქუთაისის სამეფო კარზე როსტომ ფაღავა
მიავლინა. თავად შედანი და მამუკა აიყოლია და ილორის ტაძრის
მოსალოცად გაეშურა. ენგურის სანაპირომდე არც ერთ მათგანს ხმა არ
გაუღია, მხოლოდ რიყის ქვებზე ცხენების ფლოქვების წკარუნი თუ
არღვევდა დრო და დრო ბეგობრებს შორის ჩამოვარდნილ უხერხულ
დუმილს. ენგურის უვნებლად გადალახვის შემდეგ აეხსნა ლევანს
დადუმებულ ბაგეზე კლიტე.
- ხომ კარგი ვქენით როსტომ ბატონი რომ მივავლინეთ
ქუთაისშიწიგნის დაწერაში მონაწილეობის მისაღებად. ოსმალეთი რომ
ჩვენს მოკავშირედ არ გამოდგებოდა ამაში დიდხანს ვარწმუნებდი
თეიმურაზს, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა ჩემი ჩიჩინით. ჩვენ
ოსმალეთის მოკავშირეობის სანაცლოდ ბათუმი დავთმეთ უსისხლოდ,
სულთანმა კი მადლობა იმით გადაგვიხადა, რომ ჩვენი სამეფო-
სამთავროები ყიზილბაშებს მიუგდო საჯიჯგნად.. ასე რომ დროულად
ავიღეთ რუსეთისაკენ გეზი, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა აქაც
გვმართებს უთუოდ.
- მართალი ბრძანებაა ლევან ბატონო,- შედანი გამოექომაგა
ლევანს,- რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება
უთუოდ განარისხებდა ჩვენს უკეთურ მეზობლებს. ამიტომ ვგონებ
მართებულად მოვიქეცით რომ ოდიშის სახელით წერილი არ
გავაგზავნეთ რუსთა მეფის კარზე და ამჯერად მხოლოდ მეფე-
მთავართა მოკავშირედ გამოვდივართ. ჯერ ვნახოთ რა შედეგს გამო-
იღებს რუსეთთან დაახლოების ეს პირველი მცდელობა.
- ეს მცდელობა პირველი როდია შედან,- მეხსიერება დაძაბა
შუბლშეკვრით ლევანმა,- ჯერ კიდევ ჩემი პაპა ლამობდა რუსთა
მეშვეობით კახეთის ყიზილბაშთა ხელიდან დახსნას. მაშინ პატარა
ვიყავი, მაგრამ ჩემს მეხსიერებას მაინც შემორჩა რუსი ელჩების
ხმაურიანი ვიზიტი გრემის სასახლეში. საოცარი შემართება და
სიხარული დაეუფლა კახეთის მოსახლეობას რუსთა ელჩიონის წვევით.
დუქნებსა და ქუჩა-ბანდებში უთავბოლო ღრეობასა და ყიზილბაშთა
ძაგებას ბოლო არ უჩანდა. სასახლის დარბაზში მდიდრული მიღება
გაუმართეს დიპლომატებს. რუსები თავიანთ აღფრთოვანებას არ
მალავდნენ გრემის სასახლის დიდებულებით. საბოლოოდ პაპაჩემი
რუსთ ხელმწიფეს ერთგულების ფიცით შეეკრა, და ეს მაშინ მოხდა,
როცა თავად შაჰის კარზე იყო მიწვეული. შედეგად აოხრებული გრემი
და გაპარტახებული კახეთი შეგვრჩა ხელთ.
- არც მე ვარ რუსთა დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ამ
სულძაღლიანებს ისევ ერთმორწმუნე ხალხი მირჩევნია. სერაფის ზავით
ისევ ყიზილბაშებმა და ოსმალოებმა იხეირეს, ჩვენი პოლიტიკური
მისწრაფებები კი ჩირადაც არ მიითვალეს, თითქოს არც ვარსებობდეთ
ამ ქვეყანაზე. მაგრამ რუსებს ჯერ ძალა არ ერჩით კავკასიაში.
ბუტურლინის სასტიკი მარცხიც დაღესტნის მთებში არ უნდა იყოს
შემთხვევითი. ამიტომაც ვიდრე მოსკოვის მეფე ძალას მოიკრებს,
აჯობებს შორიდან ცქერით დავკმაყოფილდეთ,- დინჯად ჩაერთო
საუბარში მამუკა და გამეტებით გადაუჭირა მათრახი წაბლისფერ
ულაყს.
ეამა ლევანს თანამოძმეთა გულახდილი და გონიერი საუბარი.
ღალიძგის ბექობზე მოწყვეტით შეაყენეს ცხენები. შორიახლო ოყეს 1
ომახიანი გუგუნის ხმა მოესმათ. მალე ილორის ეკლესიის შემოგარენიც
გამოჩნდა, რომელიც ჩარდახიანი ურმებითა და შესაწირი ხვასტაგით
იყო გადაჭედილი. ურმებიდან ხაჟალებით 2 შეპყრობილი ავადმყოფები
იცქირებოდნენ საწყალობლად. ხეიბარნი, სნეულნი და მახვეწარნი
დაჩოქილნი დახოხავდნენ ეკლესიის მეხატულესთან 3 და შველას

1 სპილენძის საყვირი.
2 ჯაჭვები
3 მნათე.

ევედრებოდნენ. როგორც კი მათ მნათე გულმოდგინედ დააკვალიანებდა


ისინი გაფაციცებით შეუდგებოდნენ მინდობილ საქმეს.
- წელს ვინ არის მეხატულედ არჩეული?- სამადლოდ იკითხა
ლევანმა და ცხენიდან აუჩქარებლად დაქვეითდა.
- ძიკი მარკელია უნდა იყოს ბატონო. მისი გვარი ჯინჯი 1 ხატის
საგვარეულოდანაა და სხვებზე მეტად მას მოეკითხება მახვეწარის
წყალობა.
ეკლესიასთან თავშეყრილი უპოვრები მყისიერად გაიკრიფნენ
ეზოს შუაგულიდან და ოდიშის მთავარს ტაძრისკენ მისასვლელი გზა
გაუნთავისუფლეს. ლევანი თავს ვალდებულად თვლიდა წელიწადში
ერთხელ მაინც დასწრებოდა ილორის ტაძარში ავზნიანების განკრნების
ცერემონიალს. თავადაც კარგად ერკვეოდა სააქიმო საქმეებში. კარაბადი-
ნშიც ისე საფუძვლიანად იყო ჩახედული, რომ ამ სააქიმო წიგნის
მიხედვით საკუთრივაც ამზადებდა სხვადასხვა სახეობის წამალს.
გალავნის კარებთან უდროოდ გაჭაღარავებული დედაკაცი შენიშნა
მთავარმა. ქალი ცალი ხელით ავზნიან შვილზე იყო ჩაფრე-
ნილი, ცალითაც - რკინის სამკუთხა ნაჭერს ეკლესიის ხის კარებს
ურტყამდა მოკრძალებით. ხმაურზე მნათემ გამოაღო კარები. ლევანის
დანახვაზე ოდნავ შეკრთა, თუმცა ჩქარავე მოეგო გონს და ოდიშის
მთავარს ეკლესიის სატრაპეზოსკენ გაუძღვა.
- ავზნიანის დალოცვას თუ დაესწრებით მთავარო!- საქმიანი
კილოთი იკითხა ძიკიმ.
- ამხელა გზა სწორედ მაგისთვის გამოვიარეთ მნათე ბატონო!- მო-
ეფერა თავისებურად ლევანი ხატისკაცს.
- რა ჭირს ბიჭს?- მზრუნველი იერით მიუბრუნდა მნათე
სასოებით შეპყრობილ ქალს.
- ავი თვალი შეეფეთა ძიკი ბატონო, დღემდე ასეა მოჯადოებული.
ილორის წმინდა გიორგის ხატს აღვუთქვით მშვილდში გატარება. ხეში
გინოლუაფარს 2 არ დაგამადლით მამაო, მანამდე კი დიდი კურატი
მოგართვით ძღვნად.
ძიკიმ ხელი მაგრად ჩასჭიდა ავთვალიანს და წმ. გიორგის ხატის
წინ დააყენა, ხელში რკინის მშვილდი აიღო და შეხვეწილი სამჯერ
გაატარა მასში. ყოველ გატარებაზე იტყოდა, ეშმაკებს გომიფართხუ-
ანსია.

1 ძირეული
2დასამწყალობელი

ტანსაცმელშემოძონძილი ბიჭი შეშინებული თვალებით მორჩილად


ასრულებდა მნათეს მითითებებს. როცა მესამეჯერ გაა-
ტარა ბავშვი მშვილდში დააჩოქა, ოყა მიუახლოვა და სამჯერ დაუყვირა
საყვირი. ამით თითქოს საბოლოოდ დააფრთხო ავი სულები.
- დღეიდან ხარ ახსნილი, შვება მოგეცემა და ავი თვალი არ შეგეყრე-
ბა.
შედანმა შეამჩნია, რომ პატრონს განწყობა წაუხდინა ავზნიანი
ბავშვის ცქ ერამ და ცოტა ხნით ეზოში გავლა შესთავაზა ლევანს. უცებ
საიდანღაც მოხუცებული კაცი მივარდა ხელაპყრობით და
ტანსაცმელზე ეამბორა ოდიშის მთავარს.
- ილორის მადლმა, ლევან ბატონო,- ლუღლუღებდა საბრალოდ
მოხუცი,- ერთი კვირაა ტაძარში ვდგევართ,ღამეს ვუთევთ სულით
ავადმყოფს. ხატიში ითონჯირაფა 2 ახლახან დასრულდა,იქნება პატივი
დაგვდოთ და ქალიშვილის განკურნებას დაესწროთ.
- რა გვარისა ხარ მოხუცო?- ამის თქმაღა მოახერხა გაუბედურებუ-
ლი მამის შემხედვარე ლევანმა.
- ბჟანიები ვართ ბატონო, მზის სიყვარული მოგვდევს
დასაბამიდან. ჩვენი გვარიც აქედან იღებს სათავეს.
- ბავშვს რა დაემართა?
- უკეთურებმა მომტაცეს მთავარო. სულზე მიუსწარი ურეკში
ხომალდს. ცეცხლის ფასად გამოვისყიდე ერთადერთი ნაშიერი
ოსმალებისგან. მაგრამ რაღა დროს! ვერ გაუძლო მისმა პატარა გულმა
ამდენ განსაცდელს. ჟინიში ლახარა 3 შეეყარა საცოდავს.
ლევანმა მედიდურად თავის დაკვრით უფლება მისცა მნათეს
სულით ავადმყოფის განკურნებისათვის ელოცა.
მნათემ ეკლესიის კარებთან დააყენა დავრდომილი, საკლავი
გარშემო შემოატარა და ნელი ხმით წაიღიღინა.

სქანი გამო ყოფე


თენა ლეხი,

1 ეშმაკებს დამიფრთხობსო.
2 ხატის წინ ავადმყოფის წამოწოლა.
3 ბნედა.

სქანი ძალაშე ამდღარიში იშო


სითავისუფლე სი ქიმეჩი. 1
მნათემ ავადმყოფის ახლობლებს უბრძანა ატლეჩობა 2 გაემართათ.
სნეულის ნათესავებმა მომეტებული ჟინითა და მონდომებით გამართეს
ტაშისცემა, თან ხმამაღალი ყვირილითა და შეძახილებით ამხნევებდნენ
დავრდომილს.
ატლეჩობა თემურ ყვარა,
ღორონთქ მეჩას მუშ მოხვარა
გევდირთათი ქოვსხაპათო
აწ მიღუნა ჩქი მოხვარა. 3
ტაძრიდან გამოსულ ოდიშის მთავარს ფეხდაფეხ აედევნენ
მახვეწრები და გლახაკები. გულისგამაწვრილებელი ხმით ითხოვდნენ
ისინი დიდებულებისგან შენდობასა და წყალობას. შედანმა
ვერცხლის მონეტები უწყალობა ყველასაგან მოძულებულ ღვთის
გლახებს.
- წახემსებას სად ინებებ ლევან?- შინაურულად იკითხა მამუკამ.
- სალიპარტიოს ხომ არ წავიდეთ, რა ხანია ბიძაჩემი არ მინახავს.
იქნება ისე გაუხარდეს ჩემი ნახვა, რომ დეკეულის მწვადები
ააშიშხინოს ყაურზე.
შედანი უმალ ჩაწვდა ლევანის ქარაგმულ ნათქვამს. მშვენივრად
უწყოდა სარდალმა თუ რა ძალა მიაქანებდა ოდიშის მთავარს სალიპა-
რტიოს. ყაბახის შემდეგ ერთხელაც არ ენახა როვანოზ ჭილაძის ასული
ლევანს. საოცრად მოენატრა მისი დიდრონი, ეშხიანი თვალების ფარული

1 შენი მიზეზით ყოფილა


ეს ავადმყოფი,
შენი ძალა სითავისუფლე
დღეიდან მიეცი.
2 ტაშისცემა.
3 ატლეჩობა თემურ ყვარა,
ღმერთმა მისცეს თავის შველა,
მოდი ავდგეთ ჩვენ ვიცეკვოთ
აწ გვექნება დახმარება.

ჭვრეტა. აბორგებული სისხლი მოაწვა საფეთქლებზე ახალგაზრდა მთა-


ვარს. შედანისა და მამუკას რჩევას არც დაელოდა ისე გაჰქუსლა
სალიპარტიოს სანახებისკენ.
ოდიშის მთავრის მოულოდნელმა წვევამ დიდი მითქმა-მოთქმა
გამოიწვია გიორგის სამყოფელში. ტარჩულის სასახლე არაფრით არ
ჩამოუვარდებოდა დადიანების სამთავრო რეზიდენციას. თლილი ქვით
ნაგები ორგუმბათიანი შენობის დარბაზის კედლები ფერწერული
ტილოებითა და ნანადირევი ცხოველების ტყავებით იყო მორთული.
ბუხრიანი დარბაზი კი სულაც ოდიშის სამხედრო ისტორიის სცენებით
იყო მოხატული.
- გიორგი სად ბრძანდება?- ბრძანების ტონით ჰკითხა ლევანმა
სახლთუხუცეს და შინაურელად ბუხარს ცეცხლი შეუკეთა.
- სამანჩოში 1 გადავიდა დილიდან, ჭოღას მიდამოებში ნმყერზე
წავინადირებო, თან დაგვიბარა,- რა ხანია ხობისწყალზე კალმახები არ
ამიცვია ანჩახზეო. ახლავე კაცს გავაგზავნი ამბის მისატანად მთავარო.
- არ არის საჭირო, ისედაც მალე უნდა გავემგზავრო ზუგდიდს.
ნესტანი მაინც თუ არის შინ მოხუცო,- ნიშნეულად მიმართა ლევანმა
კარისკაცს.
- შინ გახლავთ ბატონო, ქარგვით იქცევს თავს, ახლავე ვუხმობ,-ხმ-
ის ბორძიკით წალასლასდა ჯავახი .
სასახლის ფარეშებმა დარბაზში მაჯის სიმსხო სანთლებს
მოუკიდეს. მესტუმრე ნიავის სიმსუბუქით შემოსარსალდა ოთახში, საცე-
ცხლურით ბუხარში ცეცხლი ააჩხაკუნა, ერთი ხელადა ღვინოც
აკურატულად შემოდო ვერცხლისფერ ტაბლაზე და ფეხაკრეფითვე
გაუჩინარდა. მონატრებული სითამამით წარუდგა ნესტანი ოდიშის მთა-
ვარს. მისალმებისთანავე მაცთურად მოიხადა ვუალით შეკრული ფერა-
დად მოხატული ქუდი და გამომწვევად აიზნიქა ნიკაპი. ლევანმა
ავხორცი მზერა გააყოლა დალალებად დაწნულ გრძელ თმებს, რომე-
ლიც ლამის თეძოებამდე გადმოეყარა ქალს.
- აქაური ტალახის ზელა არ მოგბეზრდა ნესტან, მარტოსულობას
ხომ არ უჩივი სოფელში?- ტახტიდან წამოდგომის გარეშე შეეგება
ლევანი ბიცოლას.
- ისევ ყაბახზე ხომ არ მეპატიჟები მთავარო!?- არ ჩამორჩა ქალი
მიკიბულ-მოკიბულში სტუმარს და თვალების მზაკვრული ციმციმით
საკარცხლულს იდაყვებით დაეყრდნო.
1 საუფლისწულო.

- ყაბახი არა, და ოდიშის ტახტი შენ გელოდება თავადის


ასულო,- წელში გამართვა ვერ მოასწრო ისე ჯიქურ მიიჭრა ლევანი
ქალთან, ხშირ თმებში ხელის მტევანი უხეშად შეუცურა და გაშმაგებით
დააცხრა გაბუტულ ტუჩებზე,- მალე ჩემი გახდები იცოდე!- ისეთი
ხელაღებით დაცდა ეს სიტყვები სასახლიდან გასვლისას ოდიშის
მთავარს, თითქოს ავად ემუქრებოდა ისედაც შიშისგან ათრთოლებულ
ქალს . ზუგდიდის სასახლეში როსტომ ფაღავას ქუთაისიდან დაბრუნება
ახარეს ლევანს. პოლიტიკური კრიზისის დროს იმერლებს არ ჩვეოდათ
ნადიმობითა და მუხლებგადატყავებული სტუმართმოყვარეობით თავის
მოწონება. ამადაც ეუცხოვა ოდიშის მთავარს როსტომის ასე დიდხანს
დაყოვნება ქუთაისში.
- მეგონა დაგიტოვეს იმერლებმა მძევლად, ჩვენ უკვე შენი ტყვე-
ობიდან დახსნის გეგმას ვადგენდით როსტომ ბატონო,- გაეხუმრა
მონატრებულ ვეზირს ლევანი და დაღლილ სტუმარს ტახტზე მიუჩინა
ადგილი.
- კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ ლევან ბატონო და იმერლებმა
თავად არ ისურვეს ჩემი საჩქაროდ შინ დაბრუნება.
-ვითომ რატომ. განა მოსკოვის მეფისათვის ერთი წერილის
შედგენას ამდენი დრო დასჭირდა?
- არა თქვენო მოწყალებავ,- სიმხნე მოემატა ვეზირს,- ქუთაისში
რომ ჩავაღწიე რუსთა მეფისადმი გასაგზავნ წერილში ჩვენი
მოკავშირეობა დავადასტურე და თქვენი დაბარებისამებრ
რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი ხელმოწერით გავამყარე. ცოტა
კი იწყინეს თქვენი გამოუცხადებლობა, თუმცა ხმამაღლა სამდურავი
არავის დაცდენია.
- აბა აქამდე რამ დაგაყოვნა, იმერელ ქალებს ხომ არ დაადგი
თვალი შე წუწკო მოხუცო?
- რა დროს ჩემი ქალებია ბატონო. უბრალოდ ქუთაისში ჩემი
ჩასვლა დიდ არეულობას დაემთხვა. მოგეხსენებათ უფლისწულ
ალექსანდრეს მამია გურიელის ასული ჰყავდა თანამეცხედრედ. ვიღაც
ქუთაისელ ვაჭართან ღალატობდა თურმე ქალი მეუღლეს. რა ჟამს
შეიტყო მეფემ ცოლის მრუშობის ამბავი საშინლად განრისხდა და

ქალი ბავშვთან ართად უკან, გურიაში გამოისტუმრა. ამ ამბის


ჩაცხრომისთანავე იმერეთის მეფემ პაატა წულუკიძე შერისხა. ყველა
პატივი აყარა ვეზირთუხუცეს, მამულებიც ჩამოართვა და ქვეყნიდანაც
გააძევა. წამოსვლისას თქვენთას შეხვედრის სურვილი გამოთქვა
პატივაყრილმა თავადმა. დრო არ იცდიდა. თუ დათქმულ
ვადაში იმერეთის საზღვარს არ დატოვებდა მეფის ხელქვეითებისაგან
ჩაქოლვა ელოდა პაატას. მცირე ყოყმანის შემდეგ სამეგრელოში
წამოვიყოლიე ყველასგან მოკვეთილი დიდებული.
- ცოტა უკეთეს საჩუქარს ველოდი შენგან როსტომ, თუმცა არა
უშავს. იქნება ამ საჩუქარმაც ივარგოს ერთ დროს. აწვიეთ პაატა
წულუკიძე დარბაზში!- ომახიანი ღიმილით გასძახა ლევანმა მსახურებს.
მესტუმრემ მშვილდივით მოხრილი საშუალო აღნაგობის კაცი
წარუდგინა ოდიშის მთავარს. უხერხულად იშმუშნებოდა იმერელი
დიდებული. ასე ეგონა, ღირსებააყრილსა და დამცირებულს ოდიშის
სამთავრო კარზეც აბუჩად აიგდებდნენ, თუმცე ლევანს არ ჩვეოდა
განწირული კაცის ფეხ-ქვეშ გათელვა, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე
ეხებოდა მისი დაუძინებელი მტრის მსახურს.
- მაინც რას გერჩოდა მეფე პაატა ბატონო, ასე უმოწყალოდ როგორ
გაგწირა პატრონმა?- თანაუგრძნო ლევანმა დევნილ თავადისშვილს.
- როგორც როსტომ ფაღავამ მოგახსენათ ალექსანდრემ ცოლს
შესწამა ღალატი, ჯოხი კი ჩემზე გადატეხა რატომღაც.
- შენ მაინც რას გერჩოდა ის სულწაწყმედილი?
- აბა რა ვიცი,- ნაღვლიანად ამოიხვნეშა პაატამ,- ჩემი ბრალი
თურმე ის ყოფილა, რომ დროზე ვერ ავღკვეთე ეს უმსგავსოება.
- ეტყობა მართლა ღალატობდა ქალი ქმარს, რაკი მამამ შვილის
წარმომავლობა საეჭვოდ მიიჩნია და თავისი ნებით თქვა მასზე უარი.
- პირადად მე არ შევსწრებივარ მათ ხვევნა-კოცნას, თორემ
უეჭველი მოვახსენებდი მეფეს. ერთი ვერ გამიგია მაინც, ისე როგორ
უნდა გათავხედდე უბრალო ვაჭარი, რომ მეფის ცოლთან გააბა
სასიყვარულო რომანი. ქალი დაილია ამ ქვეყანაზე, მეფეს რომ არ
გაუყადრო თავი.
იქნებ უყვარდა იმ ვაჭარს მეფის ასული, ამაზე არ გიფიქრია პა-
ტა ბატონო?
- სიყვარულით სულმნათ შოთასაც უყვარდა თამარ დედოფალი,
თუმცა გულისქმას როდი აყვა დიდი პოეტი. ვნებით გახელე-

ბულმა წიგნი დაწერა და თავსდატეხილ სიყვარულს ასე მოერია.


- ყველას ლექსის წერა როდი ეხერეხება, ისე რას იტყვით ჩემი და,
მარიამი რომ მივათხოვო გურიის უფლისწულს,- მოზეიმე იერით აუთა-
მაშთდა ლევანს თვალები.
- დიდი უდღეური და გიჟმაჟი ვინმეა სიმონი ლევან ბატონო,-ეთ-
აკილა არჩევანი შედანს,- არ იქნება მარიამი ბედნიერი მის ხელში.
- ეს ნაკლებად მაღელვებს შედან, მთავარია იმერეთის მეფეზე
შემომწყრალი გურიელი როგორმე ჩვენსკენ გადმოვიბიროთ. ასეთი
პოლიტიკური კავშირი სამერმისოდ უთუოდ წაგვადგება. რაც შეეხება
სიმონის უმეცრებას, მარიამი თავისი სათნოებითა და განსწავლულობით
უეჭველად მოათვინიერებს უფლისწულს.
- მარიამის გურიაში გათხოვებით მზრუნველი ხელი მოაკლდება
სამეგრელოს მთავარო. თქვენი დის ხელშეწყობითა და მუყაითობით
წლეულს წალენჯიხის, ცაიშის და ხობის ეკლესიები მოიხატა.
თბილისიდან საგანგებოდ ჩამოყვანილ ოქრომჭქდლებს ძვირფასი
თვლებით შემკული ხატები მოაჭედვინა. დარში თუ ავდარში
სოფელ-სოფელ დაიარებოდა და უწიგნურებს წერა-კითხვის მადლს
აზიარებდა. ვშიშობ მის შემდეგ ვერავინ ვერ ითავოს მოსახლეობაში
წიგნიერების ესოდენ გამალებით შეტანა.
- არა უშავს, გურია შორს როდია. მარიამი იქიდანაც მოახერხებს
თავის საგანმანათლებლო მოღვაწეობას. მე ახლა ამ მოსალოდნელი
ქორწილისადმი გიორგი მეფის რეაგირება უფრო მანაღვლებს. თუ
იმერეთმა გურიასთან ჩვენი დამოყვრება ვერ მოინელა მაშინ ამ ხნის
მანძილზე ჩვენს შორის ჩამოგდებული მშვიდობა ფარისევლობა ყოფილა
და სხვა არაფერი, ვინაიდან არა მგონია ერთმა დინასტიურმა ქორწილმა
სერიოზულად ავნოს მის სახელმწიფო სხეულს,- თვითდაჯერება შეემატა
ოდიშის მთავარს.
- მე ასე მგონია იმერეთი საბაბს ეძებს ჩვენთან ომის დასაწყებად,-
მამუკამ ითავა თათბირის გაგრძელება,- და თუ ეს ასეა, ვიდრე
ერთმანეთს წავეკიდებით მანამდე დავუმოყვრდეთ გურიას, რადგანაც
ომის შემთხვევაში გურიის ჩაურევლობაც საკმარისი იქნება იმერთა
ძლევისთვის.
- შენ თუ შეგინიშნავს პაატა ბატონო რაიმე აგრესია სამეგრელოს
მიმართ?- მიუბრუნდა ლევანი შემომწყრალ ვეზირს.
- ღმერთი ნუ გამიწყრება და თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებო-
დი თქვენი მისამართით წარმოთქმულ ლანძღვა-გინებას. ამას
წასაქეზებლად როდი ვამბობ ლევან ბატონო , მაგრამ მერწმუნეთ გი-
ორგი მეფე მახვილს ემუსაიფება ჩუმად.
- მაშინ უნდა ვიჩქაროთ სარდლებო. მართალია, სიმონი ფრიად
გაუწონასწორებელია, თუმცა იქ ჯერ მამამისია მთავარი. მამია
გურიელი კი სულ სხვა მიწისგანაა მოზელილი და უთავბოლოდ
პარპაშის უფლებას არ მისცემს გახელებულ ვაჟს. ამიტომაც დღესვე ჩემი
კაცი გააგზავნეთ ოზურგეთს, სამოყვარეო კავშირზე დასტურის სიგელი
მიართვით ჩემგან მამიას.
ლევანი სასახლის უკანმდებარე ბაღში ჩავიდა და მიმოზების
ხეივანით შადრევნისკენ აიღო გეზი. ზოგჯერ აქ გადაეყრებოდა მუდამ
საქმეებით მოფუსფუსე მარიამს თავის სეფე-ქალებთან ერთად. თავის
გაშენებულ ყვავილნარში უყვარდა საღამოობით გარონინება თავადის
ასულს. მთელი დღის ჯაფისაგან დაზაფრულს კოკორგაშლილი
ყვავილების თავბრუდამხვევი სურნელი ენითუთმქელ სიამოვნებას
ანიჭებდა ქალს. ლევანმა მიმქრალი მთვარის შუქზე შორიდანვე მოჰკრა
თვალი მარიამსა და მის მხლებლებს. მათი თავშეუკავებელი სიცილი
/ისეთი როგორ გაუთხოვარ ქალწულებს ჩვევიათ ხოლმე/ მიძინებულ
არემარეს ღვთაებრივ იდუმალებას სძენდა. ლევანის დანახვაზე
მოახლეები დაფეთებით წამოიშალნენ და ბაღის სხვა და სხვა მხარეს
უწესრიგოდ მიმოიფანტნენ. დაღონებული ეჩვენა ოდიშის მთავარს
მარიამი. მამაკაცური ალღოთი მიხვდა ვიღაცას უკვე რომ ეხარებინა
დისთვის გურიაში მისი გათხოვების ამბავი.
- როდის უნდა გავემგზავრო გურიას?- თავაუღებლივ
ჩაიდუდუნა მარიამმა.
- რაც უფრო ჩქარა გადავიხდით ქორწილს, მით უფრო მალე
იხეირებს ქვეყანა.
- ჩემს ბედზე სულაც არ გიფიქრია, იქნებ ვინმე სხვა მიყვარს!-
განწირულ ხმაში სიმტკიცე შეემატა ქალს.
- მეც სხვა ვინმე მიყვარდა, მაგრამ აფხაზი ქალი შემრჩა ცოლად,-
მოკლედ მოუჭრა ლევანმა დას.
- აქაურობის დატოვება მენანება ლევან,- თვალები აუწყალიანდა
მარიამს,- "ვეფხისტყაოსნის" გადაწერაც ვერ გავასრულე ბოლომდე,
ცაიშის ეკლესიის კედლებიც ვერ შევამკეთ ფრესკებით სრულად. სხვა
მრავალი გეგმაც მქონდა დასახული მაგრამ...
- განა უცხო ქვეყანაში გათხოვებ დაო.!- სიტყვა შეაწყვეტინა
ლევანმა მარიამს,- გურიაშიც საკმარისად მოიპოვება წიგნები და
ეკლესიები. გარდა ამისა არც გურულებს აწყენთ შენი წიგნიერება და
ღვთისმოსაობა.
უსიცოცხლოდ წამოდგა საკარცხლულიდან მარიამი. ადრე
აყვავილებულ წყლის შროშანს მოეფერა სულიერივით, ისეთი მეტყველი
მზერა მიმოავლო შებინდებულ არე-მარეს, თითქოს სამუდამოდ
შორდებოდა აქაურობას. ბოლოს ძმისთვისაც მოიცალა, ახლოს მივიდა
და თაფლისფერ თვალებში ჩახედა დაჟინებით, ცოტა ხანს უცქირა,
ბოლოს კი ეს დასცდა ათრთოლებული ხმით:
- ჩემს წიგნიერებაზე ასრერიგად თუ ღელავ სჯობს იმერეთის
მეფის ვაჟზე გაგეთხოვებინე ლევან. ამბობენ ქართული ანბანი არ
არ იცისო უფლისწულმა. წერა-კითხვას მაინც შევასწავლიდი
გვირგვინოსანს,- მზერა მოუნაცვლა გურიის მომავალმა დედოფალმა
ოდიშის მთავარს და ფეხაკრეფით გაუყვა სურნელოვან ყვავილნარს.

.
მეათე თავი
დადიანის საყვირი

ოზურგეთის მდიდრულ სასახლეში გამართულ დის ქორწილში


გვარიანად მოლხენა ვერც მოასწრო ლევანმა, ისე დაატყდა თავს ცნობა
იმერელთა საომარი მზაობის შესახებ. საჩქაროდ მაცნეები აფრინეს
სეტემან შერვაშიძესთან ლაშქრის მოსაშველებლად. შედანმა ოდიშის
ოთხივ მხარეს დააგზავნა შიკრიკები, ეკლესიის ყველა სამრეკლოზე
მნათები შეუსვენებლივ არისხებდნენ ზარებს და ხალხს
შეიარაღებისაკენ მოუწოდებდნენ. დაზაფრული ეჩვენა ქაიხოსრო
აფაქიძეს ახალგაზრდა მთავარი, ის წლები მოაგონდა სარდალს, როცა
თავადაც ომის სუსხით გათანგულს მუხლები არ ემორჩილებოდა
ძმათაშორის ომში წასასვლელად.
-ამაოდ ღელავთ ლევან ბატონო,- დაამშვიდა ქაიხისრომ ოდიშის
მთავარი,- ყველა მეგრელს ფარ-ხმალი, აბჯარი და სამაჯეები
სასთუმალთან უწყვია. თქვენს ერთ დაძახებაზე უკლებლივ ყველანი
თქვენს საომარ ბანაკში გაჩნდებიან უმალ.
- მე სულ სხვა რამ მაღელვებს ქაიხოსრო ბატონო!- სულის
სიმძიმით აღმოხდა ლევანს.
მიხვდა ცხოვრებით დაუნჯებული თავადი თუ რის გამო შეეყარა
შავნაღვლიანობა ოდიშის მთავარს. ისევ ქართველთა სისხლი უნდა
დაღვრილიყო ქართველთა მიერ.
განგაშის გამოცხადებიდან მესამე დღეს ათი ათასმა ქვეითმა და
ხუთი ათასმა ცხენოსანმა მეომარმა სამეგრელო-იმერეთის საზღვართან
მოიყარა თავი. შებინდებისას ლევანის რჩეულმა რაზმებმა შუფერხებლად
გადალახეს ცხენისწყალი და წყალწითელას დელტასთან დასცეს ბანაკი.
ლევანის მითითებით მამუკამ და შედანმა მიჯრით შეფენილ გორაკებზე
დარაჯები დააყენეს. მათ ბანაკის გასწვრივ უწყვეტი თვალთვალი უნდა
ეწარმოებინათ და ყველა არასაიმედო მოქმედებაზე შესაბამისი
რეაგირება მოეხდინათ.საღამოსთვის, ჭრიჭინის საამური სტვენის
თანხლებით, ოთხკუთხა კარავში მცირე დარბაზი გამართა ლევანმა.
- იმერლები გოჭოურას ველზე დაბანაკებულან, ილორის მადლმა მე
არ მსურდა მათთან ხმალდახმალ შერკინება, მაგრამ გიორგი მეფემ
თავისი არ დაიშალა და ჩვენც სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა,- შეიცხადა
ლევანმა თავის სარდლებთან მოსალოდნელი სისხლისღვრა.
- იმერეთის მეფე როგორც ქვეშევრდომს ისე გვიყურებს ჯერაც.
გურიასთან ჩვენი დამოყვრება ისე შეიცხადა, თითქოს ურჯულოებთან
დაგვეწეროს ჯვარი. ომი ჩვენ არ აგვიტეხავს, ეს მათ იშიშვლეს
პირველად მახვილი, ხოლო მახვილის მტვირთველი მახვილითვე
მოისრება უთუოდ. თუ თქვენი ნება იქნება ახლავე დავიძრებით მტრის
ბანაკისკენ,- მყინვარიდან დაშვებული თოვლივით აზვავდა მამუკა
ბისკაია და მრავალნაცადი მახვილი მსუბუქად შეათამაშა ჰაერში.
-ჩემგან არ გესწავლებათ მაგრამ ღამე ბრძოლა არ ივარგებს დათუა
ბატონო. მხოლოდ დროშების განსხვავებული ფერები ვერ დაგვეხმარება
ერთმანეთის გარჩევაში. სიბნელეში იქნებ ჩვენიანი მოვკლათ უნებლიედ.
წესით არც იმერლებმა უნდა იკადრონ წყვდიადში მახვილის ქნევა,
თუმცა ეშმაკს არ ძინავს. მზვერავთა ჯგუფები მაინც აყარეთ,
საგულდაგულოდ გაჩხრიკონ ტყეები და ღრანტეები. იქნება მართლა
დააპიროს მეფემ ღამით შემოტევა. ჰო მართლა, ბიძაჩემს არ ვხედავ, ავად
ხომ არ შეიქნა გიორგი?- ყასიდად დასძინა თავის ნათქვამს ლევანმა.
- არა მგონია ავად რომ იყოს სალიპარტიოს მართველი. სანდო
კაცთა მტკიცებით ბიძათქვენი სრულ ჯანზეა და ნადიმობითა და
ქალებთან ლაციცით ერთობა უთავბოლოდ.
- ჩემი ბარათი თუ მიუტანეს დროზე შიკრიკებმა?
- ჩემს მიერ გაგზავნილმა მსახურებმა დროულად აუწყეს
იმერეთთან ომის ჩამოგდების ამბავი, თუმცა ის საკმაოდ უგერგილოდ
გამოეხმაურა ამ ცნობას. მეტიც, მან ისიც არ ინება, რომ ჩვენი
მოამბეებისათვის თავისი დასტურის მაუწყებელი ფირმანი
გამოეტანებინა. თურმე სახალხოდ გაიძახის სალიპარტიოს უფლისწული,-
ჩემს საუფლოში მე ვარ ყველაფრის განმკარგავი, ვერავინ ვერაფერში
შემეცილება და არც მოდავე მყავს ვინმეო. რაც შეეხება ჩემს
ხელქვეითებს, ისინი ყოველთვის იქ დადგებიან სადაც მე ვისურვებო.
ტარჩულის სასახლიდან ბოლო ხანებში არც თუ ისე სახარბიელო
ამბები მოუდიოდა ოდიშის მთავარს. იმერეთის სამტროდ მოკიდებას არ
იზიარებდა თურმე გიორგი, ამადაც დაუფარავად ქირდავდა ძმისწულს
და საერთო შფოთის ჩამოგდების გამო თავის ხელქვეითებთან
საჯაროდ ამუნათებდა. სხვა მოარული და ხალხში გაბნეული ეჭვებიც
არ ასვენებდა მის დაუდგრომელ სულს. იქნება მიხვდა გულთმისანი
მოხუცი მის ახალგაზრდა ცოლს რომ ეკურკურებოდა ლევანი
ფარულად. სწორედ ეს ფარდაახდილი საიდუმლო უნდა ყოფილიყო
მიზეზი იმისა, რომ გიორგიმ ოდიშის მთავრის მხარდამხარ არ ინება
მახვილის ქნევა. მართალია, ამ ქმედებით ლევანს საბაბი ეძლეოდა
მკაცრად დაესაჯა დაუმორჩილებელი ქვეშევრდომი. სამეგრელოში ხომ
არავის არ ჰქონდა უფლება უმიზეზოდ ჯარიდან დათხოვნისა. ეს
კარგად უწყოდა გიორგიმ, ამიტომაც ომში არ წასვლა უკვე ამბოხს
ნიშნავდა მისი მხრიდან. თუმცა იმდენად დიდი და აუწონავი გავლენა
ჰქონდა თავის სამკვიდროში, რომ მისი დატუსაღება უთუოდ
ააჯანყებდა სალიპარტიანოს მცხოვრებთ.
- არც ვარდან ქორთოძემ ინება თავისი ამალით ომში
გამოცხადება,- შეაწყვეტინა შედანმა მოძალებული ფიქრები ლევანს,-
ამბობენ გიორგისთან არისო ფიცხვერცხლით შეკრული ცბიერი ვაზირთ-
უხუცესი. გარდა ამისა სხვა ბევრ უკუღმართ საქციელშია ის
მხილებული, თუმცა ამის შესახებ სხვა დროს მოგახსენებთ ლევან
ბატონო.
- უმთავრესი მაინც ისაა, ამ გაგანია ომში აფხაზ-ჩერქეზთა
ლაშქარი რომ გვიდგას გვერდში,- შეახსენა კოჩა ფაღავამ თავი
მეთათბირეებს.
- გავიგე ბესლან შერვაშიძე შეუძლოდ გამხდარა, ახლა ვინ
ხელმძღვანელობს ჩვენს მოყვრებს,- დაფანჩული წარბები აიზიდა
ლევანმა.
- აფხაზებს დიდგვაროვანი ჯიბატ მარღანია მოუძღვება. ჯერ
თურმე არსად თავი არ შეურცხვენია ამ ახალგაზრდას. ამბობენ ერთი
ხელის მოქნევით ცხენიანად კვეთსო მოწინააღმდეგეს.
- ეს ის ჯიბატ მარღანია არ არის თანურიას მაყრიონს რომ ახლდა
ქორწილში და შედანმა რომ დაჯაბნა ღვინის სმაში?- ორაზროვნად
იკითხა ლევანმა.
- ის გახლავთ ბატონო. თურმე მაშინდელ ხელისმოცარვას ისე
გაუხელებია თავადისშვილი, რომ მას მერე შელახული თავმოყვარეობის
გამრთელებას ესწრაფვის დაუცხრომლად. ბედად ახლა მიეცა ამის
შესაძლებლობა. ამიტომაც საგანგებოდ ემზადება სისხლისღვრისათვის
შერცხვენილი დიდებული.
- ჩერქეზებზე რას იტყვი, შორმა მანძილმა ხომ არ დაღალა
მთიელები?
- ჩერქეზებს მეფე კოსიაკის შვილობილი ნაზარბეგ ჩერქეზი
მეთაურობს. ალანთა დაუზოგავი მტერი ყოფილა ნაზარბეგი. ამბობენ
ორასამდე ოსისთვის უგრძნეულოდ გამოუჭრია ყელი და საკუთარი
ხელით წამოუცვამს სარებზე.
- თათბირს რატომ არ დაესწრნენ, უპრიანი იქნებოდა მათი
სამხედრო სტრატეგიის მოსმენა.
- კარგ ღვინოს დანატრებულმა მთიელებმა ზღვარი ვერ მოთოკეს
და კაი ხანია ღვინით გალეშილები თავიანთ კარვებში უგონოდ არიან
გაშხლართულნი.
- შედან, იქნებ შეასმინო მეომრებს ომის წინ ღვინის სმას
ზედმეტად ნუ მიეძალებიან. მზის ჩასვლამდე ვაპირებ იმერლების
გატეხვას . როცა ბრძოლას წარმატებით მოვამთავრებთ მაშინ იცოცხლე,
ყველას სადადიანო ღვინით გავუმასპინძლდები.
შედანმა არც კი იცოდა როგორ უნდა დაეშალა ნადიმობა იმათვის,
ვისაც იქნებ უკანასკნელად უწევდა ღვინით შეზარხოშება. თათბირის
დამთავრებისთანავე ფეხაკრეფით ჩაიარა რამდენიმე კარვის წინ.
თავადაზნაურობა და გლეხობა ირანულ ხალიჩებზე ისხდნენ
ფეხმორთხმით და ენებად აშვერილ კოცონს მშვიდი მასლაათით
აყოლებდნენ მზერას. ზოგიერთი ოდიშელი დიდებული ისე საზეიმოდ
იყო შემოსილი, რომ სააღლუმოდ შემართულ მეომარს უფრო წააგავდა,
ვიდრე- ომში მიმავალს. აზნაური ლონგინოზ ელიავა გადაუდგა წინ.
ღვინით თავაშვებულმა წარჩინებულმა პირთამდე სავსე ყანწი მიაწოდა
შედანს. ხათრი ვერ გაუტეხა სარდალმა შეკრებილებს, გამარჯვება
უსურვა ომში მიმავალთ, ყველას სათითოდ გამოჰკი თხა ოჯახური
მდგომარეობა. წასვლისას მეგობრულად ურჩია მონადიმეებს ქეიფი
ღრეობად არ გადაექციათ და ბარბაცით გაუდგა ღორღიან შარაგზას.

. . .

საყვირების გულისწამღებმა ხმამ ძილბურანიდან გამოიყვანა


ოდიშის მთავარი. რიგიანად აბჯარი არ ჰქონდა ასხმული, ისე შეეჩეხა
კარვის კალთასთან აღელვებული შედანი.
- ვინ გასცა საყვირზე დაკვრის ბრძანება?- გულმოსულად იკითხა
ლევანმა.
- მზვერევებმა ამბავი მოგვიტანეს იმერელთა ბანაკი საომრად
აიყარაო. ამადაც მივიჩნიე საჩქაროდ ჩვენი საყვირის გახმიანება,-
დამნაშავესავით ჩაიდუდუნა შედანმა.
- მამაჩემისგან გამიგია, იმერლებთან შეტაკებისას საყვირის
პირველად ჩაბერვის უპირატესობა ოდითგანვე მათ ეკუთვნითო. ოდიში
ხომ ერთ დროს იმერეთის განუყოფელი ნაწილი იყო და როგორც
ყოფილ ქვეშევრდომს საყვირის პირველად აღმართვა ჩვენ არ
გვმართებს.
უფროს-უმცროსის ტრადიცია ბრძოლის ველზეც არ უნდა შეილახოს

შედან. მაგრამ ეს ჩვენი პირველი ომია და ამგვარი ლაფსუსი გვეპატიე-


ბა ორთავეს.
- მესაყვირეები ლიპარტელიანისა და გურიელის ბუკების ცემას
აპირებენ?- ახლა მამუკამ ითავა საყვირის საქმის მოწესრიგება.
- ლიპარტიანის საყვირს არავინ არ ჩაბეროს. მე ჩემი ანგარიში მაქვს
ბიძასთან. რაც შეეხება გურიელის საყვირს გურია ამჟამად ჩვენი
მოკავშირეა და ამის შეხსენება არ აწყენდა იმერთა მეფეს.
გაშლილ ველზე ერთმანეთის პირისპირ დადგნენ იმერელთა და
ოდიშელთა ჯარები. საოცარი სიმამაცე და ბრძოლის ჟინი აღბეჭდოდათ
პირგამეხებულ სახეებზე. ლევანის ნიშანზე ხუთასიოდე მეისრე
დაწინაურდა და ისრების მერეხი დააყარეს იმერთა მოწინავე რიგებს. არ
შედრკნენ იმერლები და სპარსული ფარები იფარეს ჯავშანზე. ბეშქან
ვაჩნაძის ნიშანზე იმერელი ქვეითები რაზმებად გადაეწყვნენ და
საბელების გასკდობამდე მოზიდეს მშვილდები. ოცამდე მეგრელი
შეეწირა ორპირი ისრების სეტყვას.
ლევანმა ქვეით მეომრებს უბრძანა ცხენოსნებს ამოფარებოდნენ და
ბრძოლაში მანამდე არ ჩაბმულიყვნენ, ვიდრე თავად არ ანიშნებდა.
ნიშნის მიცემისთანავე თეთრი დროშები აღმართეს მეგრელებმა და
ჩერქეზული ცხენებით ისეთი ველური ყიჟინით ეკვეთნენ იმერლებს,
თითქოს ქრისტიან თვისტომთა ნაცვლად ურჯულო აგარიანები ედგნენ
თვალწინ. პირველივე შეტაკებისთანავე შედანის რაზმებმა უმოწყალოდ
აჩეხეს წინმდგომი მეომრები და როცა მტრის სიღრმეში შეჭრა დააპირეს
მოულოდნელად პირი იქციეს. ამით გათამაბემულმა გიორგი მეფემ
აოტებულ დევნილებს ცხენოსნები დაადევნა. ერთი ვერსიც არ ჰქონდა
გარბენილი შედანის ცხენოსნებს, რომ ჩირგვებში მიმალულმა მამუკას
მეთოფეებმა საშინელი წვიმის ტყვიები დააწიეს გაუფრთხილებელ
წითელდროშიანებს. მეომრებთან ერთად მრავალი ულაყი დაეცა
უსულოდ ცვარნამიან ბალახზე. .მიხვდნენ იმერლები კარგად დაგებულ
ხაფანგში რომ იყვნენ მოქცეულნი, მაგრამ არ იკადრეს უკანმოუხედავად
გაქცევა. ალექსანდრე უფლისწულის შეძახილზე ხმლები იშიშვლეს
წულუკიძეებმა, ნაკაშიძეებმა, აგიაშვილებმა და ხელჩართულ ომში
ხმალდახმალ ეკვეთნენ ოდიშელებს. თოთქოს ერთი შეხედვით
გათანაბრდა ბრძოლის სასწორი,იმერელთა მხარეს შევსებამაც სულზე
მოუსწრო, თუმცა მხარმარცხნიდან აფხაზ-ჩერქეზთა ლაშქრის
შემოტევას ვეღარ დაუდგნენ და ერთიანად აირივნენ. ჯიბატ მარღანიას
ცხენოსნებმა დაუნდობლად გადათელეს იმერელთა მეწინავე რაზმები.
ლევანმა არ მისცა უფლება თავის მეომრებს უკან დადევნებოდნენ
ზურგშექცეულ მეზობლებს.
- ღვთის შეწევნით გავიმარჯვეთ. მსხვერპლი ირივე მხრიდან
ისედაც ბევრია, სჯობს დაჭრილებს უაქიმოთ დროზე.
დიდძალი სიმდიდრე ჩაუვარდა ხელში ოდიშის მხარეს.
საპალნიანი ცხენები და ფარდაგიანი ურმები, მდიდრული კარვები და
ირანული ნოხები ლამის თითოეულ მეგრელ მეომარს ერგო ალაფად.
მუზარადების, მშვილდების, ხელ-თოფების შეგროვებას ვერ აუდიოდნენ
მსახურები. ცოტაოდენი ტყვეებიც წაასხეს ზუგდიდს გამარჯვებულმა
ოდიშელებმა.
ზუგდიდს მობრუნებულმა ლევანმა წმინდა გიორგის ხატი შესწირა
ილორის ეკლესიას. ვერცხლით მოქადულ ხატზე ისკანდერს ოქროს
ასოებით ამოატვიფრებინა მისი პირველი წარმატება, როგორც
წინაპირობა მომავალი გამარჯვებების.
მეთერთმეთე თავი
ღალატი

იმერეთის მეფეზე გამარჯვების მილოცვებს უღიმღამოდ


ღებულობდა ოდიშის მთავარი. მისი მეხსიერებიდან ჯერაც არ
ამოშლილიყო შედანის გაფრთხილება ვარდან ქორთოძეს უგვანო
საქციელის გამო. თანურიას მიმართ მცირე ეჭვით ისედაც იყო შე-
პყრობილი ლევანი, მაგრამ ომიდან მობრუნებულს ცოლ-შვილი შინ რომ
არ დაუხვდა ეს ეჭვი კიდევ ურო განუმტკიცდა. თითქოს მათივე
უსაფრთხოების გამო წაეყვანა ვაზირთუხუცესს ლევანის ჯალაბობა
სალხინოში. საშინელმა რისხვამ გადაურბინა ოდიშის მთავარს სახეზე.
- ჩემი ნებართვის გარეშე როგორ გაბედა ვარდანმა ჩემი ოჯახის
ზუგდიდიდან გაყვანა?- ხაფანგში მომწყვდეული ტყიურივით ყვიროდა
ლევანი.
შიმუნვარები და ხელშინაურები დაფეთებულები დაძრწოდნენ
სასახლის დარბაზებში. მსახურების ერთი ნაწილი კარადაში ჩაიკეტა და
იქიდან მალულად უთვალთვალებდნენ რისხვამორეული ლევანის
გაწამაწიას. შიშისგან დაზაფრულებმა არც კი იცოდნენ რა პასუხი
გაეცათ პატრონისთვის. მხოლოდ ქაიხოსრო აფაქიძემ მოიკრიბა
მცირედით ძალ-ღონე:
- ლევან ბატონო დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე,-ტკბილი ენით
შეაპარა სათქმელი გავეშებულ მთავარს ვეზირმა,- ვარდანმა ისეთი
სისავსით დააჯერა თქვენი ცოლი მოსალოდნელი ომის მარცხში, რომ
ვერაფერს ვერ გავხვდი. თანურიამ არანაირი მუდარა არ შეისმინა, მოჰკი-
და ბავშვებს ხელი და ზუგდიდიდან მოუკითხავად აიბარგა. თავიდან
მეგონა აფხაზეთს აპირებდა წასვლას, თუმცა მოგვიანებით მხევლებმა
შემატყობინეს, რომ სალხინოს საზაფხულო რეზიდენციაში
დაბინავებულა დედოფალი.
- ვარდანიც იქ იქნება?
- იქ გახლავთ ბატონო!
- რამეს ხომ არ მიმალავ ქაიხოსრო, შენს ხელში ვარ გაზრდილი
და თვალთმაქცობა არ შეგშვენის იცოდე?
- თქვენი რისხვა ნუ მომცემია ბატონო. ეტყობა სიბერეში თვალი
დამევსო და ყური დამეგმანა, თორემ რაიმე საეჭვოს უთუოდ
შევნიშნავდი მათ ურთიერთობაში. ისე, მეჭორეებს ხმა დაუგდიათ,-მა-
ტუტამ ნახა ისინი ხილნარში ერთად ჩახუტებულებიო.
ფეხმოკვეთილი ეახლა მატუტა ჩენსერია გაცოფებულ ლევანს. ისე
მოუხეშავად მოაძუნძულებდა ის თავის ზორბა სხეულს, თითქოს
სხვათა ცოდვებისათვის მას უნდა გამოესყიდა დანაშაული.
-აბა მატუტია უპოვარო, ამოღერღე ახლავე თუ რა ნახე ხილნარში?
გაალმასებული მიუვარდა მთავარი ქვეშევრდომს.
- მე... არაფერი ბატონო, რა უნდა მენახა,- შიშისგან ენის ბორძიკი
აუვარდა მატუტიას.
- ახლავე მითხარი შე უდღეურო თორემ ოთხში ამოგიღებ იცოდე!-
სატევარზე გაივლო ხელი ლევანმა და შედანის ჩარევა რომ არა
უეჭველად შიგნეულს გამოუტანდა მსახურს.
- მე მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი მათ ალერსს ბატონო. ისე
ვიყავი მომხდარით გაოგნებული, რომ დღემდე არ მჯეროდა ნანახის
სიცხადე, თუმცა სალხინოში მათმა გამგზავრებამ ყველანაირი ეჭვი
გამიფანტა,- წისქვილის დოლაბივით დაფქვა საღერღელი მატუტიამ.
- როდის შეესწარი მათ ხვევნა-კოცნას?- გესლი გამოერია ლევანს
სიტყვაში.
- შარშან, შემოდგომის მიწურულს თქვენო მოწყალებავ.
- რატომ აქამდე არ მითხარი?
- აკი მოგახსენეთ ბატონო, რომ მანამდე არ მჯეროდა მათი სიყვა-
რულის, ვიდრე განმარტოებულად არ გაემგზავრებოდნენ სალხინოს
სასახლეში.
ფერწასული დაეშვა ლევანი ირანულ ტახტზე, საშინელი
მარტოობა და მიუსაფრობა შემოენთო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თი-
თქოს ჭინკები შემოსეოდნენ და უმოწყალოდ ფლეთდნენ მისი სხეულის
ნაწილებს. საღამოს ხურვება მოეძალა. სასწრაფოდ შამადავლე აქიმს
უხმეს. მისი მითითებით გახურებულ შუბლზე ცივი მტლეები დაადეს
ავადმყოფს, ცოტაოდენი სისხლიც გამოუდინეს. როცა ლევანმა ოდნავ
შვება იგრძნო მოღლილი თვალებით შედანი მოძებნა.
- გოჭოურთან რაღაცის თქმა გინდოდა ჩემთვის შედან?-
ვედრებნარევი ხმით იკითხა ლევანმა.
- უკვე არაფერი მაქვს სათქმელი, ყველაფერი ისედაც ცხადია
ვგონებ!- დამნაშავესავით სახე მოარიდა შედანმა მეგობარს.
- საყარაულო რაზმი აიყოლიე და ორივენი აქ მომგვარე. ორთავეს
ჩემი ხელით უნდა გამოვფატრო მუცელი. შენს გარდა სხვას ვის და-
ვავალო ეს საქმე. ოღონდ ბავშვები არ დამიშინო შედან, თუმცა ისიც
საკითხავია თუ ვისი შვილები არიან ისინი.
- ილორის მადლი ნუ გაგიწყრებათ ბატონო. მანჩო პირწავარდნილი
თქვენი ორეულია, გეგეს კი სულაც თქვენი სხივი დასთამაშებს სახეზე.
- არ ვიცი ღმერთმანი რა ვიფიქრო. ესეც შენი სამოყვარეო
კავშირის სასურველი ნაყოფი. მუდამ სხვას ვუკიჟინებდი, მთელს ოდი-
შში ვცდილობდი სამართლიანობის დანერგვას და თურმე თავად
მქონია ოჯახში წესრიგი დასამკვიდრებელი. სადაც მთავრის სახლი
არ არის დაცული გაბახებისგან, იქ სხვის ოჯახს რა უნდა მოეკითხოს.
ყველაფერი იმ გაიძვერა ბიძაჩემის ბრალია. ეს მან დამაწერინა ჯვარი
აფხაზ ქალზე. ვარდანიც უეჭველად მან განაწყო ჩემდამი სამტროდ
ნესტანისადმი ჩემი ტრფიალის სანაცვლოდ. თურმე ძმობის ფიცითაც
ყოფილან ერთმანეთთან შეკრული. არ შევარჩენ მაგ ხვანჯიანებს ჩემი
ღირსების ფეხქვეშ გათელვას.
უხალისოდ შეუდგა შედანი პატრონის ბრძანების აღსრულებას.
გულით არ ეწადა უმწეო ქალის დატყვევება და ჩაფრების თანხლებით
ზუგდიდის სასახლეში მისი უკან მობრუნება. ამიტომაც თვითნებურად
მიიღო გადაწყვეტილება; როგორც დედოფალს ისე მოქცეოდა თანურიას.
ბედად სალხინოს შესასვლელთან, მდინარე წაჩხურას სანაპიროზე
თავად ვარდან ქორთოძეს წააწყდა. ხელებდაკაპიწებული თავადი
სლიპინა ქვებში გულმოდგინედ აფათურებდა ხელებს და პირ-
დაფჩენილ თევზებს მწვანეზე ალაგვერდულად ისროდა.
- როგორც ჩანს ოქროსხალიანი კალმახები მზის ამოსვლამდე უნდა
მიართვას ამ უდღეურმა დედოფალს, თორემ გარიჟრაჟზე არათუ
დიდებულები უბირი გლეხებიც არ კადრულობენ ცივ წყალში თევზის
ჭერას,- გაიფიქრა შედანმა და ცხენი შვერილ ფერდობზე შეაყენა.
- არ ვიცოდი შიშველი ხელით თუ გიყვარდათ თევზაობა ვარდან
ბატონო, მაგრამ იქნებ ცოტა ხნით მაინც შეელიოთ გაყინულ წაჩხურას.
ოდიშის მთავარი გიბარებთ თავისთან,- მისალმებაც არ აღირსა შედანმა
ვაზირთუხუცესს.
შედანის დანახვაზე შიშნარევი განცვიფრება გამოეხატა სახეზე
ვარდანს. მისგან არათუ აგდებულ სიტყვას უბრალო გახუმრებასაც არ
იყო ჩვეული. ამიტომაც ეს ადრიანი გამოცხადება ავად ენიშნა
განდიდებულ ვეზირს.
- სასახლეში შემობრძანდით შედან ბატონო,- იხტიბარი არ
გაიტეხა ვარდანმა და ლორთქო ბალახზე ფეხაკრეფით გამოიძურწა,- ვი-
დრე ტანისამოს გამოვიცვლი მსახურები დაბრაწულ კალმახებს
მოგართმევენ ჭადრების ჩეროში.
- ეს კალმახები ვისთვისაც დაიჭირე იმას მიართვი ლანგრით. რაც
შეეხება ტანსაცმლის გამოცვლას არა მგონია ამის საჭიროება ახლა რომ
იყოს. ვეზირთუხუცესის ხალათს მალე ისედაც შეელევი ჯიმაღურელი,-
ხმაში მუქარა გამოერია შედანს. მის ნიშანზე ახალგაზრდა მხევლები
მიცვივდნენ ვარდანს, გონს მოსვლა არ აცალეს ისე შეუკრეს ხელ-ფეხი
და ტომარასავით გარდი-გარდმო გადაკიდეს უნაგირზე.
- ახლავე ზუგდიდის გზას დაადექით. ვარდანს დიდი გავლენა აქვს
ამ მხარეში და თუ მისმა მსახურებმა პატრონის დატყვევება შეიტყვეს
უეჭველად გამოიდებენ თავს. იჩქარეთ, იქნებ უაზრო სისხლისღვრა
ავიცილოთ თავიდან,- კიდევ ერთხელ შეუძახა შედანმა თავისიანებს და
სალხინოს სასახლისკენ გააქანა ულაყი.
- იცოდე, არ ვიმსარურებ ასეთ მოპყრობას შედან!- დააწია ვარდანმა
სასოწარკვეთით.
- ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა ლევან დადიანს რომ უტოლებდი
თავს!- არ შეარჩინა შედანმა ეს მცირე გაძალიანებაც თავგასულ დიდე-
ბულს.
ადრე აყვავებული ალუბლის ხეების ჩრდილში ლახტის თამაშით
ერთობოდნენ პატარა უფლისწულები. შედანის დანახვაზე
თავპირისმტვრევით გამოქანდნენ ვიწრო ბილიკით. გეგე ხვიარასავით
შემოეხვია კისერზე მონატრებულ მამის ძმადნაფიცს.
- მამაც ხომ არ ჩამოსულა შედან ბიძია? - ალალი სათნოებით
ატიტინდა გეგე.
- არა, მამამ ვერ მოიცალა, მე გამომიშვა თქვენს წამოსაყვანად.აბა,
საჩქაროდ მოუსვით სახლისკენ, დედა გააფრთხილეთ, მე ძველ
წისქვილთან დაგელოდებით!- არ ისურვა შედანმა უთენია
დედოფალთან შეყრა. ქალი იქნებ მართლაც იმსახურებდა გაკიცხვას,
მაგრამ ეს მისი განსასჯელი როდი იყო. წისქვილში დიდხანს არ
მოუწია დოლაბების გუგუნის მოსმენა. თანურია მალე გამოჩნდა დამრეც
ბილიკზე ხელჩაკიდებულ ბიჭებთან ერთად დედოფლური
ამპარტავნობით მომავალი. შედანმა შეამჩნია, რომ თვალის უპეებთან
მცირე ნაოჭი გასჩენოდა თანურიას, თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებდა
მის ქალურ მომხიბვლელობას. შინაურული უბრალოებით მიესალმა
შედანი ოდიშის დედოფალს.
- ასე ადრიანად რამ აგყარა შედან, ან ამდენი მხევალი რაში
დაგჭირდა?- შეცბუნებით შეავლო თვალი თანურიამ შავჩოხიან ცხე-
ნოსნებს,- ცოტა ხნით მაინც დაგესვენათ, ცივი ოჯალეშით
ჩაისველებდით ყელს. ხომ იცი სალხინო ქებულია ჩინებული ღვი-
ნოებით.
- ლევანს ბავშვები მოენატრა ძლიერ, ამადაც მიბრძანა პატრონმა
მზი ჩასვლამდე თქვენი საჩქაროდ შინ მობრუნება,- უვნებლად იცრუა
შედანმა.
- მარტო ბიჭები მოენატრა ლევანს?- ორაზროვნად იკითხა
დედოფალმა და კარისკაცს გამომცდელად ჩახედა თვალებში.
შედანმა თვალი მოარიდა თანურიას, არ ჩვეოდა ქალებთან
თვალთმაქცობა და ბევრი ლაპარაკი. ახლაც დიდსულოვნად წაუყრუა
დედოფალს, უფლისწულებს ცხენზე ამხედრებაში შეაშველა ხელი და
გასვლის ბრძანება გასცა. გუმანით გრძნობდა ოდიშის დიდებული მოსა-
ლოდნელ სამძიმალს, ამადაც მიუყვებოდა დაღვრემილი მარტვილის
აყვავებულ შარა-გზას, მხოლოდ შიგა და შიგ თუ გაუწყრებოდა
უმიზეზოდ სიცხისგან გაოფლილ ულაყს.
თანურიასთან შეხვედრა არ ისურვა ლევანმა, მხოლოდ ბავშვებს
მოეფერა უგულოდ. გეგეს ეუცხოვა მამის უჩვეულო საქციელი და
გულამოსკვნილი ქვითინით აიკლო სასახლის დარბაზები. შვილის ტი-
რილმა ოდნავადაც არ მოულბო გული ოდიშის მთავარს. მისი
სულიერი სამყოფელი იმდენად იყო დაცლილი და შერყეული
მომხდარით, რომ შურისგების გარდა სხვა არაფერი არ აღელვებდა.
- ის გველის წიწილი სად არის, ახლავე აქ მომგვარეთ, თვალებში
უნდა ჩავხედო ჩემი ოჯახის გამლანძღველს!- სიბრაზეს ვერ იოკებდა
ლევანი და ნერვიულად დააბოტებდა ფილაქნიან დარბაზში.
მამუკამ ხელ-ფეხშეკრული ვაზირთუხუცესი უდიერად შემოათრია
სასახლეში და ნანადირევი ტყიურივით ლევანის ფეხ-ქვეშ განართხო.
- თავი ასწიე და შემომხედე შე ღვთის გლახა! რას ხედავ ჩემს
თვალებში?- კბილების კრაჭუნით გამოსცრა ლევანმა.
- რისხვას!- ძლივს აწეული თავი მოკვეთილივით დაუშვა ვარდანმა.
- ხომ ხარ ღირსი ცოცხლად მიწაში რომ დაგმარხოს კაცმა?!
- მე უბრალო ვარ თქვენს წინაშე ლევან ბატონო. ეს ბინძური ხმები
უკეთურმა კაცებმა დააგდეს ჩვენს შორის შფოთის ჩამოსაგდებად.
- მე კი ვიცი რა სასჯელსაც იმსახურებ, მაგრამ ამჯერად მომიწევს
ცოტა ხნით დაშოშმინება. ჩემს სიძესთან გურიაში გაგამწესებ
შინაპატიმრობაში. იქ მოგხედავენ რიგიანად, მაგრამ თუ იქაც არ
მოხვედი ჭკუაზე, შენთვის საგანგებოდ გამოვიგონებ წამების ახალ
მეთოდს.
- მეგონა მოღალატეს თავს არ შეარჩენდი მხრებზე,- თითქოს
ეცოტავა სასჯელი შედანს და ამრეზით გააყოლა მზერა კარებში
თვალმიფარებულ ვარდანს.
- ვარდანს ბევრი ერთგული ქვეშევრდომი ჰყავს, მისმა უეცარმა
მოკვდინებამ იქნებ შინაური ამბოხი გამოიწვიოს. ნოქალაქევისა და
თამაკონის ციხეებიც მას უკავია. იქ ჩაყენებული მეციხოვნეები
უეჭველად თავს გაწირავენ მისთვის. ამიტომაც ჰყავდეს სიმონ გურიელს
დილეგში გამომწყვდეული მანამდე, ვიდრე ყველაფერი ბრმად ნასროლ
ისარს არ დაბრალდება. ისე, არა მგონია ჩვენი ძღვენი რომ არ
ესიამოვნოს გურიის უფლისწულს.
- დღეიდან გურიას ახალი უფლისწული ჰყავს თქვენი
დისშვილის სახით.
- გონება ისედაც დაბინდული მაქვს შედან, სჯობს პირდაპირ
მითხრა რა ამბავია გურიას.
- დღეს შიკრიკებმა ორი ამბავი მამცნეს ოზურგეთის სასახლიდან.
ნასმურევზე უბრალო რამეზე წაკიდებულან მამა და შვილი. სიმონზე
ღმერთი განრისხებულა და სარეცელზე უღონოდ მწოლიარე მამა
შესაწირი ცხვარივით დაუკლავს. სულკურთხეული მამია გურიელის
ცხედარი მიწას არ იყო მიბარებული ისე დაუდგამს თავზე სამთავროს
გვირგვინი მამისმკვლელს . მომხდარით შეძრწუნებულ მარიამს შუა
ღამით მუცელი ასტკივებია. აქიმების დროული ჩარევა რომ არა
უთუოდ ცოდვა დატრიალდებოდა გურიელების სამყოფელში.
- მადლი უფალს რომ ყველაფერი კეთილად დამთავრდა. ხვალვე
ილორის წმინდა გიორგის ხატს ხვასტაგი შესწირე ამ დღის აღსანიშნა-
ვად შედან. მართალია, მამისმკვლელი ჟერ კიდევ არ ნიშნავს მოღალა-
ტეს, მაგრამ ამგვარი აცუნდრუკებული კაცისგან ყველაფერია მოსალო-
დნელი. ვარდან ქორთოძის იქ გაგზავნაც ადრე თუ გვიან სრულად
წარმოაჩენს ახალი მთავრის ხელმწიფურ ნებას და ჩვენდამი
ერთგულების სიმართლეს.
- ვარდანს ქალიშვილი ჰყოლია გათხოვილი პაატა გურიელზე.
ვნახოთ როგორ გამოიყენებს გურიის სამთავრო სახლის ნათესაობას
შერისხული დიდ-აზნაური.
- დედოფალი სად ბრძანდება,- გაბზარული ხმით გამოცრა ლევანმა.
- თავის საძინებელშია.
- ბიჭები?
- ბიჭები ორადამ წაიყვანა წირვაზე ცაიშის ეკლესიაში.
- წადი ჯიბღუ ჯალათს დამიძახე, მატუტას ეცოდინება მისი ავან-
ჩავანი.
- რას უპირებ ლევან თანურიას?
- მაგი ჯიბღუს ჰკითხე,- ისე ავად დააკვესა ლევანმა თვალები,
რომ შედანს თანურიასადმი შესაბრალისი სიტყვები ენაზე შეახმა.
შებინდებულზე ჯიბღუ ქოშინით მოვარდა სასახლეში. ჯვალოს
ტილოს ნაგლეჯი ნახევრად უფარავდა სიშიშვლეს. წელზე ვერცხლის
ფულაქებით შემკული ქამარი ეკეთა, რომლის სარჩულზე რამდენიმე
ორლესული დანა და კაუჭიანი სამართებელი ღვედით ჰქონდა
დამაგრებული.
- რას მიბრძანებთ ბატონო?- მუხლი მოიყარა ჯიბღუმ მთავრის
წინაშე.
- იცი შენ რაც უნდა გააკეთო, დამნაშავეც იცი ვინ არის,-
ნიშნისმოგებით შეათვალიერა ლევანმა ჯალათი და მზერა საძინებელი
ოთახისკენ გაიწვდინა.
- ღმერთს ნუ სცოდავ ლევან!- კიდევ ერთხელ სცადა შედანმა
მეგობრის დაშოშმინება,- ქალი რომც იმსახურებდეს ასეთ სასჯელს
უნდა დაინდო მაინც. თანურია უფლისწულების დედაა და გთხოვ
აპატიო ეს უგუნური საქციელი. ერთ ცოდვას მეორეს ნუ დაამატებ.
შვილებს მთლად დაუსახიჩრებ ისედაც გავერანებულ სულს. სეტემან
შერვაშიძეს მიუბრუნე თავისი ასული. დაე, მამამ მოიკითხოს შვილის
ცოდვები.
- იმ უჩონჩხომ ოდიშის მთავრის სარეცელი შებღალა. დღეიდან
ყველამ უნდა იცოდეს, რომ მე ლევანი ვარ დადიანი და სასჯელიც
შესაფერისი მიეგება ჩემი ტახტის შემგინებელს.
ხედავდა შედანი, რომ ოდიშის მთავარი უკან დახევას არ
აპირებდა. ბედსშერიგებული კაცის გრძნობით ჩამოსცილდა ის
საძინებელი ოთახის კარებს და ტალანში უღონოდ გამოიძურწა. კიბის
საფეხურებთან მდგომ მოსეირეებში ირანელი დასტაქარი შენი-
ნიშნა. შედანმა თვალით ანიშნა უცხოელს აივანზე ამოსულიყო სააქიმო
ზანდუკით, თავად კი ავის მოლოდინში გაილურსა. მალე ქალის
შემზარავმა კივილმა ჯოჯოხეთური ნაკადით გადაურბინა სასახლის
კედლებს. შედანს მოეჩვენა, რომ ეს კივილი დაკოდილი ტყიურის
ხავილს უფრო წააგავდა ვიდრე- ადამიანის გმინვას. შედანმა აქიმი
წინ წაიმძღვარა და ოთახში მოკვეთილივით შელასლასდა. ირგვლივ
სისხლის გუბეები იდგა. ნოხები და ფარდაგები სისხლით იყო
მოთხვრილი. თანურია იატაკზე იყო გართხმული და უმწეოდ
ასავსავებდა სისხლიან ხელებს. ჯიბღუს სახეზე ერთი ძარღვიც არ უტო-
კავდა. ჯალათმა აუღელვებლად გაახვია თანურის მოჭრილი ცხვირი
ტილოს ნაჭერში და გაყინული მზერა შეავლო ოთახში შემოსულებს.
აქიმმა დრო იხელთა და თამამად მიაშურა სისხლში ამოსვრილ
დედოფალს, თავისი სადასტაქრო ბუდედან მალამოები ამოიღო და
ნაზად დაადო ჭრილომაზე. უჩვეულო სანახაობით შეძრწუნებული
შედანი ერთხანს უძრავად იდგა, თანაგრძნობის ერთი სიტყვაც არ
მოადგა ენაზე. უჰაერობით სული შეეხუთა, აივანზე გამავალი სარკმელი
ფართოდ გამოაღო და მობერილ ზღვაურს შეუშვირა გაოფლილი
შუბლი.
მეთორმეტე თავი

კიარაზები

სიძესგან ამგვარ სისასტიკეს არ ელოდა სეტემან შერვაშიძე. სა-


სწრაფოდ მთელს საერისთავოში მსტოვრები აფრინა ჯარის
შესაკრებად. სეტემანს დამოყვრების კვალობაზე კარგად ჰქონდა
შეცნობილი სიძის ხასიათი და ისიც მშვენივრად უწყოდა ცხვირმო-
კვეთილი თანურიას უკან მობრუნებას რომ არ დასჯერდებოდა
ოდიშის მთავარი ნხოლოდ. თუმცა ნაგვიანები აღმოჩნდა მისი
ფიქრი და განსჯა. ერთგულმა მესაზღვრეებმა შეშფოთებით აუწყეს
მეგრელთა მიერ კოდორის უშფოთველად გადმოლახვა. არც ჯარის
სიმრავლე დაუმალავთ მოსალოდნელი ომით გალაფრიალებულებს.
ბუკის ხმამ ექოსავით გადაურბინა აფხაზეთის ამწვანებულ მთებს
და ველებს. მესაყვირეები მოსახლეობას დალის ხეობაში დროულად
გახიზვნას ამცნობდნენ. დათუა ბისკაია არ დაელოდა ძირითადი ჯარის
ნაწილებს და მცირე რაზმეულით დაედევნა ხეობაში შეხიზნულ
აბჟუებს. წებელდის ვიწროებში შეფარებულმა აფხაზმა მოისრეებმა
ისრების სეტყვა დააწიეს მეგრელ ქვეითებს. არ ელოდა დათუა
აფხაზების ეგზომ გაძალიანებას წებელდის მთებში. ეს ხეობა
მარშანიების სამყოფელი იყო, ისინი კი ოდითგანვე დადიანების
ვასალები იყვნენ და მუდაჟამს მათთან კეთილმეზობლური
ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
- როგორც ჩანს მომეტებულად გადიდგულდნენ ჩვენი მეზობლე-
ბი,- რიხით გასძახა დათუამ თავის მეომრებს,- დროა ვუჩვენოთ ამ თხა-
პარიებს ჩვენი მკლავი სიმაგრე!
თავზეხელაღებული ჟინით შეასკდნენ მეგრელები მტრის მოწინავე
რიგებს. ასხეპილი სიმინდის ტაროებივით ცვიოდნენ ციცაბო ფერდობი-
დან სეტემანის რჩეული მებრძოლები. თავმოძულებული შემართებით
იქნევდა მახვილს ლევანის ნახევარძმა იესე დადიანი. ის პირველად იყო
ომში, თუმცა ისეთი გამეტებით ირჯებოდა ბრძოლის ველზე, რომ
ბევრ გამობრძმედილ მეომარსაც კი შეშურდებოდა მისი . სწორედ იესეს
ყიჟინით გულანთებულმა თეთრდროშიანებმა კიდევ ერთხელ მედგრად
შეუტიეს დიდრონ ხეებს ამოფარებულ აფხაზებს და მძლავრი შეძგე-
რებით გაარღვიეს მათი საბრძოლო რკალი. რა ნახეს, გაჭირდა
ომი, უკუიქცნენ აფხაზი დიდაზნაურნი, თუმცა გაქცეულებმაც ისევ
იმძლავრეს და ხელშუბები დააყარეს ფეხდაფეხ დადევნებულ
ცხენოსნებს. ერთმა ძლიერმა ნატყორცნმა შუბმა თორი გაუპო დათუა
ბისკაიას. მატუტიამ და ნენეშმა ბრძოლის ველს გაარიდეს დაჭრილი
სარდალი. სიკვდილი ჩადგომოდა თვალებში ომებში გაჭაღარავებულ
დათუას. ერთი სურვილი ტანჯავდა მხოლოდ, ისე არ გაცლოდა
საწუთროს, ლევანი არ ენახა სიკვდილის წინ. შეღამებულზე მიუსწრო
ოდიშის მთავარმა სულთმობრძავ დათუას. ფუჭი ნუგეში არ აკადრა
სიკვდილის საუფლოში გარდასულ თანამებრძოლს ლევანმა, მხოლოდ
დაიჩოქა და შუბლზე ეამბორა ვალმოხდილ სარდალს.
- ნუ გეშინია ლევან ბატონო,- დამჭკნარი ტუჩებიდან გამოცრა
დათუამ,- ჯერაც არ დამტყობია სხეულზე ისეთი ჭრილობა ჩემს ოდიშს
საბოლოო გამარჯვებისთვის რომ გამოდგომოდეს!
- სეტემან შერვაშიძე სადღაა?- ისეთი ბრაზიანი კილოთი
იკითხა ლევანმა, თითქოს დათუა მის სიმამრს მოეკლას ორთაბრძო-
ლაში.
- ყველანი მთებში გაიხიზნენ. სეტემანი დაჭრილი უნდა იყოს
მსუბუქად. ის დიდხანს ვერ გაბედავს ჩვენი საზღვრების აწიოკებას.
მათ დევნას აზრი არ უნდა ჰქონდეს ბატონო. ისე არიან
დამფრთხალნი,რომ იქნებ ჩერქეზეთის მთებსაც მიაღწიონ ჭენებით,-გვე-
რდში ამოუდგა შედანი ლევანს და მორიგი დავალების მოლოდინში
ცხენს მოსართავები შეუკაზმა.
- დღეისთვის მართლა საკმარისია სისხლისღვრა. ლაშქარი
შემოაბრუნე შედან. შენ მცირე რაზმით ზუფუს გაჰქუსლე და თანურია
სეტემანის სასახლეში დასტოვე. აქეთობას კი სალიპარტიოს მიაკითხე,
მაინც როდემდე უნდა იყოს ნესტანი ქაჯთა ციხეში?
შედანი უნალ მიხვდა თუ რას ითხოვდა სიყვარულით გახელებული
მთავარი მისგან. სასწრაფოდ მოიხმო თავისი რაზმეულები, ხელ-შუბი
მაღლა აღმართა და სალიპარტიოს მიმართულებით გაისროლა.
- ყოველივე ისე იქნება როგორც თქვენ ისურვებთ ბატონო. გამთე-
ნიისას ზუგდიდის სასახლეში გაახლებთ გულისწორს.
ზუგდიდისკენ მიმავალ შარა-გზაზე ლევანი გვერდიდან არ
მოსცილებია საკაცეზე მწოლიარე დათუას. დრო და დრო გამამხნევებელ
სიტყვებს შეუძახებდა ხვნეშით და ტკივილით გაწამებულ სარდალს,
მანუჩარ დადიანთან გატარებულ საომარ ბატალიებს მოაგო-
ნებდა უშიშარ თანამებრძოლს. ერისწყალთან უდრტვინველად
მიიცვალა დათუა. ღიად დარჩენილი ჩამქრალი თვალები
აკანკალებული თითებით დაუხურა ლევანმა.
- ამას არ შევარჩენ მაგ ბედშავ კიარაზებს!1- ავად დაიმუქრა ოდიშის
მთავარმა და ბედიის ტაძრისკენ აიღო გეზი, ფეხაკრეფით შევიდა
ღვთის სახლში, წმინდა გიორგის ხატთან დაიჩოქა და დათუას სული
შეავედრა უფალს. შუა ლოცვისას ეკვდერის მხრიდან მატუტია დაადგა
თავზე აალებული სანთლებით ხელში.
- ბატონო ლევან,- ჩუმად გაიღო ხმა მატუტიამ,- იტალიელი მისი-
ონერები გელოდებიან გალავნის შესასლელთან.
ლევანმა ლოცვა მიატოვა და ეკლესიის ზღურბლთან შეეგება
სტუმრებს.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! საიდან მოდიხართ და რამ
ჩამოგიყვანათ ჩვენს გაუბედურებულ მხარეში?- დაუფარავი გაოცებით
მიესალმა ის უცხოელებს და ტაძარში შემოიწვია.
- ჩვენ დომინიკიანელთა ორდენის მღვდლები ვართ. პროპაგანდის
კრებამ პაპის ხელთდასხმით შავი ზღვისპირეთში გამოგვგზავნა, რათა
აქაური ხალხების ტრადიციები და ზნე-ჩვეულება დაგვედგინა. ცოტა
ხანს კაფუში დავყავით. იქიდან ჩერქეზეთს ვეწვიეთ ხომალდით. ჩერქე-
ზების მთავარმა კოსიაკმა გულითადი მასპინძლობა გაგვიწია და აფხა-
ზეთს გამოგვისტუმრა. ერთი კვირის მანძილზე თითქმის მთელი
აფხაზეთი მოვიარეთ, მის კოპწია ეკლესიებში მოვილოცეთ და ბოლოს
თქვენსკენ გამოვწიეთ. მართლაც რომ გულით გვეწადა თქვენი ხალხის
ცხოვრების წესი და ეკლესიური ყოფა შეგვეცნო. ამიტომაც
ვისარგებლეთ სიახლოვით და კეთილი ნებით მოგინახულეთ.
- ჩემთვის დიდად სასიამოვნოა იტალიელი მღვდლების გაცნობა
და მასპინძლობა. თქვენს ხალხს მე ყველაზე წარჩინებულ და
განათლებულ ხალხად მივიჩნევ დედამიწის ზურგზე. ჩემი წინაპრები
მუდამჟამს ოცნებობდნენ თქვენს ხალხთან შეხვედრას. მადლი უფალს
რომ მე მერგო ეს პატივი. თქვენს მეზობლად რომ გვეცხოვრა ჩვენც
საუცხოო ქმნილებებით დავამშვენებდით ქვეყნიერებას, თუმცა განგებამ
ისე ისურვა, რომ დღემდე ბნელეთის ხალხებთან გვიწევს თანაცხო-
ვრება.

კიარაზები -აფხაზი მებრძოლები


- თქვენი ერი ისედაც უხვადაა მოქადული ცოდნითა და წარჩინებით.
ამაზე თუნდაც ეს მშვენიერი ეკლესია მეტყველებს.- არ ჩამორჩა დონ
ივანე ოდიშის მთავარს ქათინაურში და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი
უცნობი მხატვრის მიერ შესრულებულ სერობის სცენას.
- ჩვენში ამბობენ კაცი სუფრაზე ან მგზავრობაში გაიცნობაო. სამე-
გრელოს შემოვლას ამჯერად შეგნებულად არ შემოგთავაზებთ, ისედაც
გადაღლილები ჩანხართ. რაც შეეხება სუფრას აქ უფრო იოლად
გავალთ ფონს. დღეის სწორს ჩემი ქორწილია დანიშნული. თქვენზე
უფრო სასურველი სტუმარი არავინ მეყოლება იმ დღეს.
- აუცილებლად დავესწრებით ლხინს და შესაფერის ძღვენსაც მო-
გართმევთ მთავარო.
ლევანის ბრძანებით ქვითკირის სვეტებიან სახლში დააბინავეს
მისიონერები. მთელს ოდიშში განთქმული მზარეულები მიუჩინეს,
რომლებიც ნაირ-ნაირი კერძებითა და ნუგბარებით ანებივრებდნენ
სტუმრებს. ლევანმაც არ უღალატა ტრადიციას და ბეჭის უძვლო ჩამო-
ნათალი გაუგზავნა უცხოელ პატრებს.
ნასამხრევს ნესტანის მოტაცების ამბავი ამცნეს მსტოვრებმა ლე-
ვანს. უმტკივნეულოდ ჩაევლო სალიპარტიოში შედანის განავარდებას,
მხოლოდ ორიოდე მხევალი შემოელახათ მსუბუქად მის კაცებს. შედანმა
ნესტანის თხოვნა შისმინა და უკლებლივ ყველა მისი სეფექალი წამოი-
მძღვანია ტარჩულის სასახლიდან, რათა მოწყენის ჩრდილი არ ჩასდგო-
მოდა სამეგრელოს ახალ დედოფალს გიშრისფერ თვალებში.
ლევანს გულმა არ მოუთმინა და ყმაწვილკაცური ამჩატებით გაე-
შურა სანატრელი ქალის სანახავად. ნესტანი ვენეციური სარკის წინ
სავარძელში მოკალათებულიყო და კოკეტურად ივარცხნიდა მხრებამდე
ჩამოშლილ თმებს.
- დააღწიე თავი ნესტან ქაჯეთის ციხეს? - სარკასტული ღიმილით
ჩაიკრა ლევანმა ათრთოლებული ქალი მკლავებში,- თავად ქაჯები რა
იქნენ, როგორ მოინელეს შენი გატაცების ამბავი?
- ტარიელობა გამოგეჩინა და თავად იხილავდი ბიძაშენის
ფერმკრთალ სახეს!- გაკილა ნესტანმა ქალური ეჭვიანობით ოდიშის
მთავარი,- ისე შიმუნვარებმა შემომითვალეს, თავის ტანში ვერ ეტევაო
თურმე გიორგი. მთელს სალიპარტიოში მწევარ-ძაღლივით დაძრწის და
ჩვენს წინააღმდეგ აიარაღებს ხალხს. ჩემს მოტაცებასაც ისე გლოვობს,
თითქოს მკვდარი ვესვენო საფლავში. თავადაც შავ სამოსელში
დაიარება და ქალივით ხმამაღლა მოთქვამს. თუ დროულად არ
ვიმოქმედეთ, უთუოდ დიდ უსიამოვნებას დაგვაწევს ჩემი ქმარყოფილი
ლევან. ვიცი მისი უკუღმართი ხასიათი. მანამ ამ მოისვენებს წერასატა-
ნილი, ვიდრე ჯავრს არ ამოიყრის ჩვენზე.
- მაგას ნუ ნაღვლობ ნესტან!- წარბები მშვილდივით მოზიდა
ლევანმა,- ბიძაჩემი მიხრწნილია უკვე, ნახევარი ფეხი სამარეში აქვს
უკვე ჩადგმული. მისი ეს გაწამაწიაც სასიკვდილოდ დაკოდილი
ტყიურის უდღეურ გაფორთხიალებას უფრო წააგავს. მე ბევრი
ერთგული კაცი მყავს მის გარემოცვაში. ისინი უსისხლოდ მოაგვარებენ
ამ საქმეს. ერთიც გახსოვდეს ნესტან, მე თუ ერთხელ მაინც ცხოვრებაში
ვინმეს ან რამეს დავეუფლები, ეშმაკიც ვერ შემეცილება მის თავს
ქუგალე.
თავი მეცამეტე
შეთქულება

გურიელთა ციხე-გოდოლი მაღალი გორაკის გავაკებაზე იყო


აღმართული და ზვიადად გადაჰყურებდა ქვემოთ მოფენილ ფარღალალა
ქოხმახებს. ციხის ქონგურებიანი გალავანი ხეობის გასწვრივ ხვეულად
მიიკლაკნებოდა და მთის მოსწორებულ წვერზე კოპწიად შემართულ
სამსართულიან კოშკს ვიწრო ბილიკით უკავშირდებოდა.
სწორედ ამ კოშკის კედლებში ჰყავდა დამწყვდეული გურიის მთავარს
ვარდან ქორთაძე. ლევანმა წერილობით რამდენჯერმე კი შეატყობინა
თავის სიძეს საიმედო ალაგს ჰყოლოდა დამწყვდეული ორგული
ქვეშევრდომი, თუმცა ოდიშის დიდებულზე პირობითად თუ ითქმოდა
პატიმარი. ციხეში ლამის ყოველდღე აკითხავდა ტანკენარი ანუკა თავის
მეუღლესთან ერთად.თვეში ჩამდგარი ქალიშვილი თავისი თბილი და და-
მაიმედებელი საუბრებით სამძიმალს უქარვებდა მშობელ მამას. ვარდანი
ბედნიერად მიიჩნევდა თავის თავს იმის გამო, რომ სწორედ პაატა
გურიელს მიათხოვა ერთადერთი ქალიშვილი. ახლა მის უმთავრესს
საზრუნავს სიძის მეშვეობით სიმონ გურიელთან დაახლოება და გუ-
რიის მთავრის ლევან დადიანისადმი სამტროდ მოქცევა წარმოადგენდა.
ამიტომაც განუწყვეტლივ აგულიანებდა ანუკას ქმრის გადმობირებაში
და თავის ავზნიან ფიქრებს კრავდა გონებაში. თავის მხრივ პაატა
გურიელი მთავრის ამალაში ერია და ყმა-მამულის მართვაშიც ეხმარე-
ბოდა სიმონს. ახალგაზრდა თავადს სიმამრის ციხიდან დახსნის სურვი-
ისე არ აღელვებდა, როგორც სამთავრო კარზე დაწინაურების პერსპე-
ქტივა, ამიტომაც აქტიურად გამოიღო ხელი და თავისი
გულისგამაწყალებელი საუბრებით ლამის დააჯერა გურიის მთავარი
ვარდან ქორთაძის საჭიროებაში. თავად სიმონსაც კაი ხანია
ლევანისადმი ნათესაური სიყვარულის გრძნობა განელებოდა, მაგრამ
ფრთხილობდა მთავარი, დარბაზობაზე მაინც არ ამხელდა თავის
არაკეთილგანწყობას ცოლისძმის მიმართ.
- მაინც რაში უნდა დაგვჭირდეს ამ ყურუმსაღის დახმარება,-
ერთხელაც მოჩვენებითი ეჭვით ჰკითხა პაატას,- ლევანის მოღალატე
ქვეშევრდომმა ვითომ მე რატომ უნდა მაწიოს ხეირი?
- ბოლომდე არ გენდობა ოდიშის მთავარი და იმიტომ. ეს
შემომწყრალი ნავაზირალიც უთუოდ შენს გამოსაცდელადაა გამოგზა-
ვნილი. ერთი თვეა რაც საპატიო ტყვეობაში გვყავს. მოყვანის დღიდან
თქვენთან შეხვედრას ლამობს. თუ თქვენი სურვილი იქნება ახლავე
გაახლებთ ოდიშელ დიდებულს.
- კარგი აწვიე. ვნახოთ ერთი რა შვილია ეს თქვენი ვარდანი!
წარჩინებული თავადისათვის შეუფერებელი მოწიწებით
შემორიალდა ვარდან ქორთოძე დარბაზში. მისი ამაყი, ბატონკაცური
მზერა დამშრალ წყაროსავით მილეულიყო. სიმონის ნიშანზე
ფინიასავით ჩაცუცქდა ირანულ ნოხზე და ისე მიამიტურად დააფახულა
თვალები, რომ ერთი გაფიქრება, ლამის სიმონ გურიელსაც შეეპარა
ეჭვი მის უდანაშაულობაში.
- მართლა ჰყვარობდი ლევანის ცოლს ვარდან?- დამცინავი ხმით
გამოესარჩლა სიმონი შერისხულ თავადს.
- ლევანი ზედმეტად ეჭვიანი და გაუწონასწორებელი გახდა სიმონ
ბატონო. ვიდრე ის მთავრის სავარძელშია მშვიდად ცხოვრება არც
ერთს არ გვიწერია,- სიტყვა ბანზე აუგდო ახალგაზრდა მთავარს
ვარდანმა.
- შენი სიცოცხლე იქნებ მართლა ბეწვზე ჰკიდია, მაგრამ მე რატომ
უნდა გამწიროს ლევანმა. სხვა თუ არაფერი მისი სიძე ვარ?- ცბიერად
ჩაიცინა სიმონმა.
- შენ გგონია დიდ ხანს შეგარჩენს ლევანი მამის მოკვლას. როცა ეს
უბედურება დატრიალდა მაშინ ზუგდიდს გახლდით და დღესავით
მახსოვს, თუ რა წყევლა და ღვარძლი იფრქვეოდა შენდამი. გარდა ამისა
ის ვინც სარეცელზე მძინარე მამას ჰკლავს ცოლისძმას რატომ დაინდო-
ბს ვითომ?
- ზომაზე მეტს ხომ არ ყბედობ თავადო?
- ამას მე როდი ვამბობ ჭირიმე,- სიტყვა ყელში გაეხირა ვარდანს.-
ამჯერად ლევან დადიანის პირით გელაპარაკებით. ვიცი მისი
ხვანჯიანი ხასიათი და ამიტომაც გაფრთხილებთ ასე გულდაჯერებით.
- მაინც რას მთავაზობ?
- ლევანმა ამ სისხლშემრევი ქორწინებით ბიძის გარდა ნახევარი
ოდიში მოიმდურა. სალიპარტიოს მმართველი ისე იქცევა, თითქოს
ცოლი გარდაცვლილი ჰყოლოდეს. უროსი თაობა უმადურად მოიხსენიე-
ებს ლევანს. მათი ღრმა რწმენით ბიძას შეეძლო ლევანის მცირეწლოვა-
ნებით ესარგებლა და თავად გამხდარიყო ოდიშის მმართველი, მაგრამ
არ გატეხა მომოკვდავი ძმისთვის მიცემული სიტყვა გიორგიმ.
ძმისწულმა კი მადლობის მაგიერ ცოლი წაართვა. როგორი საქმეა,
შენი გაზრდილი ძმის შვილი, ქალს რომ შეგეცილება. თურმე მთელი
ოდიში დასებად დაიყო, ასაკოვნები გიორგი ლიპარტელიანს თანაუგ-
რძნობენ, ახალშეღერებული ჭაბუკები კი ლევანს ემხრობიან. ჩვენ უნდა
ვისარგებლოთ ამ შინაარეულობით და კისერი მოუგრიხოთ ამპარტავან
მთავარს.
- იმერეთის მეფის გარეშე ვერას გავხდებით ვგონებ,- როგორც იქნა
პაატა გურიელმაც ამოღერღა ორიოდე სიტყვა.
- არათუ იმერლები აფხაზებიც გამოიღებენ ხელს. სეტემან
შერვაშიძე მეტად შეურაცყოფილია ყოფილი სიძისგან. ლევანმა
ერთადერთი ასულის შერცხვენა და სახელის გატეხვა როდი აკმარა
თავმოყვარე მთავარს. მისი სამკვიდროც სასტიკად აუოხრებია ოდიშის
გულღვარძლიან მმართველს. მერწმუნეთ, ლევანის დაუდგრომელი
ხასიათის გამო მომიჯნავე მთავრები მუდამ განსაცდელში იქნებით.
მან იმერეთი და აფხაზეთი უკვე მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ. ხელმ-
წიფედ გახდომის გზაზე ერთი გურიაღა დარჩა ძაღლის ძვალივით
ყელში გაჩხერილი. ისე, როდემდე უნდა იყოთ მეგრელების მორჩილე-
ბაში. ისინი თქვენი სამფო-ამთავროებიდან ყველაფერს ისე ითვისებენ,
თითქოს კანონიერად ეკუთვნოდეთ სარგებელი. ლევანის სამყოფელი
დღითი-დღე იზრდება და ღონიერდება, იმერეთისა და გურიის
სანახები კი ისე შემცირდა, რომ ლამის ორიოდე ციხის გარდა
არაფერი არც შეგრჩათ. დამიჯერეთ მესვეურნო, მე ლევანის სიძულვილი
როდი მალაპარაკებს . უმთავრესად ის არ მსურს ლევან დადიანმა
მთელი იბერიის სამეფოს დიადემის გვირგვინი რომ დაიდგას თავზე.
- ეს არც ჩვენ გვსურს, მაგრამ შენ ის მითხარი ამ საქმის მოკვა-
რახჭებას როგორ აპირებ. იქნებ ჩვენი შეერთებული ძალებით უნდა
შევესიოთ ოდიშს, თუ უკეთესი აზრი გიტრიალებს თავში?- ხუშტურის
ხასიათი მოეძალა გურიის მთავარს.
- ამისათვის სულაც არ არის საჭირო ზღვა სისხლის დანთხევა
სიმონ ბატონო,- ოდნავ სიმხნევე შეემატა შერისხულ თავადს,- როგო
რი ხვანჯითა და ღალატით განდიდდა ლევანი, ჩვენც იმავე დაუნდო-
ბლობით მოუღოთ ბოლო. ყველაფერი კი ერთი თავგანწირული კაცის
შემართებაზე და მოქნილობაზეა იქნება დამოკიდებული. როცა საქმე
მოგვარდება ოდიშის მთავრად ლევანის ძმა იესე დავსვათ. ეს ყმა-
წვილი მანუჩარ დადიანს ათაბაგის ქალისგან ჰყავდა და არ მგონია ამ
საქმეში რომ არ დავითანხმოთ. ის ბევრად უფრო ზრდილი და
დამჯდარი ბუნების კაცია. როცა ლევანი აღარ იქნება ცოცხალი,
მხოლოდ მაშინ შევესევით ჩვენი ჯარებით სამეგრელოს. ლევანის
მოკვლით დაზაფრული მეგრელები ჩვენთან შეჯახებით თავს არ
გამოიდებენ და მთელი ოდიში ჩვენ დაგვრჩება.
-რატომ გგონია იესე რომ გაწირავს თავის ძმას? რამდენადაც მე
ვიცი აქამდე ჩინებულ ძმობას უწევდნენ ერთმანეთს.
- დღევანდელ დღემდე ძმები მართლაც არ ემდუროდნენ ერთმა-
ნეთს, მაგრამ აფხაზეთში ლაშქრობისას იესე ცხენიდან ჩამოვარდნილა
და ლევანს სპის თანდასწრებით დაუცინია ძმისთვის. თურმე გულში
ბოღმას ვერ იტევს უფლისწული. სწორედ რომ შესაფერისი დროა მის
გადმოსაბირებლად. მას ჰყავს ისეთი ერთგული კაცები, რომლებიც
უცილოდ დაგვეხმარებიან ჩანაფიქრის აღსრულებაში.
- შენ შერჩეულიც გეყოლება ვინმე ისეთი, ვინც თავზეხელაღებუ-
კი კაცის განწყობით მიზანში ამოიღებს ოდიშის მთავარს.
- ერთი გულადი აფხაზი მეგულება, ასტამური ჰქვია. შარშან
წებელდის ტყეში დათვი მოვინადირეთ ორკაპით. აფხაზეთში ლევანის
ბოლო ლაშქრობისას ძუძუმტე მოკვდომია საცოდავს. გაალმასებით
იმუქრება თურმე:- მანამ არ მოვისვენებ, ვიდრე ძუძუმტის სისხლს არ
ვაზღვევინებ ლევანსო. გარდა ამისა სეტემანის ძმადნაფიციც ყოფილა
და მის გამო დაუფიქრებლად გადაშვება უფსკრულში.
- ლევანი თავისავე ქორწილში უნდა აღესრულოს!,- წარბშეუხრე-
ლად წარმოთქვა განჩინება გურიის მთავარმა,- მე თავს მოვიავადმყოფებ
და ქორწილში არ წავალ. ვფიქრობ მარიამიც ვერ წავა ძმის მისალო-
ვად. ოტიას რა ხანია მაღალი სიცხეები ვერ დაუგდეს ექიმებმა. თუმცა
მარიამის აქ დარჩენა კიდევ უფრო მეტი ხიფათის მომტანია ჩვენთვის.
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რამე ავბედითი არ იყნოსოს ჩემმა მეუღლემ,
თორემ აუცილებლად დაგვასმენს თავის ძმასთან. სწრაფად უნდა
ვიმოქმედოთ. თუ არ ვცდები ქორწილი სულის მოფენის დღესაა
დანიშნული. ეცადეთ ყველაფერი გონივრულად განსაჯოთ და მხოლოდ
მაშინ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, როცა არსებულ ვითარებას
კარგად გაიაზრებთ. მე იმერეთის მეფეს ვეწვევი საგანგებოდ და ჩვენს
განზრახვას გავუზიარებ. აფხაზეთშიც დღესვე გავაგზავნი მსტოვრებს.
თუ ფიცით შევეკვრებით ერთმანეთს და ჩვენ-ჩვენ სიტყვას არ
გადავალთ ვინძლო გვეღირსოს ამ გულარძნილი კაცის თავიდან
მოცილება.

. . .
ქაიხოსრომ ხუთას ნაბიჯზე ბრძანა სეფის გაშლა,- ისეთი
წვეულება უნდა გავმართოთ, ხონთქარს რომ დაუდგეს თვალი,- მალი-
მალ შეახსენებდა ხოლმე სახლთუხუცესი მესუფრეებს სუფრის ავან-
ჩავანს და თითოეულ წვრილმანს საგულდაგულოდ დავთარში
ინიშნავდა. სუფრაჯობა ფართხუ თანაფიას დაეკისრა, რომელმაც
დიდსულავნად შეიფერა ეს დაწინაურება და ჩვეული სილაღით
გაუძღვა სუფრის წინმდგომის საპატიო მოვალეობას. მისი გულისგამა-
წვრილებელი ჯიჯღინით თავმობეზრებული ხაბაზები და მზარეულე-
ბი აქოშინებულები დაბობღავდნენ იხშივარმოკიდებულ ქვაბებს შორის
და მალულად, ბილწსიტყვაობით ამკობდნენ ფართხუს.
- აბა თქვა ჩვინგალებ,- შეუძახებდა ისიც დრო და დრო ოფლში
გაღვარულ ხელშინაურებს გამყინავი ხმით,- დღეს ქორწილში ჩვენს
ხელმწიფეს უცხოელები ჰყავს მოწვეული და სირცხვილი არ მაჭამოთ,
თორემ ჩემი ხელით ცოცხლად გაგაძრობთ სამკეცა ტყავს.
ერთადერთი, ვისაც ფართხუს სიტყვა ჩირად არ უღირდა, ელუკა
იყო. პირმშვენიერი ასული ყელმოღერებით დაგოგმანებდა სეფის
მწკრივებში და ხალისიანი ქცევით საზეიმო განწყობას ასხივებდა
ირგვლივ. მისი დაჟინებული თხოვნით სუფრას ისეთი ჭრელი ხავერდის
ტილო გადააფარეს მთელ სიგრძეზე, რომ შავებში შემოსილ ფართხუს
გული შეუღონდა. სიყვარულით ფრთაშესხმული ელუკა თითოეულ
წვრილმანს განსაკუთრებული მონდომებით დაჰფოფინებდა. მისი მითი-
თებით შიმუნვარებმა აბრეშუმის ბაღდადები კოხტად შემოაწყვეს
დაწნული ხონჩების გარშემო, თუმცა ელუკას გული მაინც ვერ მოიგეს.
ფაღავას ასულმა ხელმეორედ ჩამოუარა გაშლილ სეფას და თითოეული
სტუმრის ალაგზე ისეთი სიფაქიზით დააფინა ხავერდის ფარჩები, თი-
თქოს თავისი ცხოვრების მოკლე სარბიელზე უკანასკნელ ქორწილს
აფერადებდა. განსაკუთრებული მონდომებით სათამადო ალაგი
გაალამაზა ათასნაირი ფარჩეულითა და ჭრელ-ჭრულა ჩითებით, რადგა-
ნაც იცოდა, რომ შედანი უნდა გასძღოლოდა საპატიო ქორწილს.
შებინდებულზე სტუმრებმაც დაიწყეს ნელ-ნელა შემოდინება. მეჯი-
ნიბეები ცხენოსნების დხვედრას ვერ აუდიოდნენ და ქორწილისათვის
საგანგებოდ აშენებულ თავლაში აბინავებდნენ გაოფლილ ულაყებს. მე-
სტუმრეები ძვირგას სამოსში გამოწყობილ დიდაზნაურებს შესაფერისი
პატივით ხვდებოდნენ და რიგ-რიგობით შეჰყავდათ საზეიმო დარბაზში.
ფაღავები, ჭილაძეები, ჯაიანები, დგებუაძეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ
გულუხვობაში და საოცარი პირმოთნეობით ჩუქნიდნენ საქორწინო
ძღვენს ნეფე-პატარძალს. ყაბალახწაკრული აზნაურები კი მისართმევ
საჩუქარს მესტუმრეებს აბარებდნენ. ისინი თავის მხრივ დავთარში
ინიშნავდნენ თუ ვის რა ძღვენი მოჰქონდა პატრონისთვის. ლევანი გო-
ჭოურას ომში ნაღრძობ ფეხს იტკივებდა ოდნავ, თუმცა ხელგაშლილ
სტუმრებს ალალი გულით ღებულობდა და ძღვენსაც თავშეკავებული
მადლიერებით იფერებდა.
- თამადობას ვის უპირებთ ლევან ბატონო?- ყასიდად თქვა
შედანმა და აჯამეთის მუხასავით აშოლტილ იმერელ თავადებს ავად
შეავლო თვალი.
- მაგაში შენ ვინ შეგეცილება ძმობილო!- ალალად გაეღიმა
ოდიშის მთავარს.
- ხო მაგრამ, დღეს ისეთი ამბავი მამცნეს სალიპარტიოდან ჩემმა
კაცებმა, რომ სულაც არ მეთამადება ჩემო ბატონო.
- ასეთი რა ამბავი გამცნეს ბიჭო.
- თურმე დღეს დილით, ვახშმობისას ბიძათქვენს გასკდომია
გული.
- გაუსკდა თუ თქვენ შეაშველეთ ხელი!?- ორაზროვნად იკითხა
ლევანმა.
- გამორჩეული ადამიანები გამორჩეულად სტოვებენ საწუთროს
ლევან ბატონო,- იქედნურად ჩაიცინა შედანმა და უშველებელი ყანწი
ბავშვის სათამაშოსავით შეათამაშა გოლიათურ ხელში.
შეღამებულზე დომენიკიანელი ბერებიც გამოჩნდნენ. უცხოელი
სტუმრების დანახვაზე დარბაისელმა მეგრელებმა ფართოქობიანი
ქუდები მოახადეს და უცნაური ყიჟინი ასტეხეს.
- აქამდე სად იყავით, სული დაგველია თქვენს მოსვლამდე?- მსუ-
ბუქად უსაყვედურა ოდიშის მთავარმა დაგვიანებულ სტუმრებს და
ნესტანს წარუდგინა თეთრზოლებიან ანაფორაში გამოწკიპულ მისიონე-
რები
- იტალიელი ბერები ხელზე ეამბორნენ სამეგრელოს დედოფალს.
დონ ივანემ ოქროს სამაჯური და ვერცხლით მოჭედილი ზარდახშა
მიართვა პატარძალს.
- ისევ აფხაზთა მიწაზე მოგვიწია დაბრუნება მთავარო,- გადაღლი-
ლი სახის გამომეტყველებით აღნიშნა დონ ივანემ,- აფხაზთა მთავარი
პუტო გვეახლა ხომალდზე და ავადმყოფი ცოლის მონახულება
გვთხოვა. მიუხედავად დაქანცულობისა მაინც გავყევით მთავარს და
მის ამალას. ციებაშეყრილ დედოფალს მაღალი სიცხეებისაგან
ცნობიერება ჰქონდა დაკარგული. სასწრაფოდ ერთნაირი ბალახისაგან
შემზადებული წამალი ვასვით, რომელსაც აქაური ბალახის სახელი
მიტირდატე დავარქვი. ორიოდე დღეში ჩვენი წამლობისა და ღვთის
შემწეობით დედოფალი გამომჯობინდა. წამოსვლისას ვენეციური სარკე
და ბროლის თასი ვუსახსოვრეთ მასპინძლებს, თუმცა ისინი ამას არ
დასჯერდნენ და უბის საათის მოყიდვა მომთხოვეს, რომელიც
თქვენთვის მქონდა შეგულიანებული. საოცრად მეწყინა მათგან ასეთი
უგვანო საქციელი, მაგრამ მაინც დათმობა ვარჩიე და ჩვენივე
უსაფრთხოების გამო ძვირფას ნივთს შეველიე.
- სხვისი ნივთებისა და მიწების წართმევაში ჯვარი უწერიათ
აბჟუებს. პუტოსგან კი სულაც არ გამკვირვებია ამგვარი სულწასულობა.
ერთხელაც იქნება ხელში ჩავიგდებ იმ უდღეურს და ჩემს საათსაც
დავიბრუნებ. კაცს მომაკვდავი მეუღლე გადაურჩინეთ და კიდევ აქეთ
გამოგართვეს უსირცხვოდ ძღვენი?
- ყველაფერი ღვთის ნებაა შვილო ჩემო.- პირჯვარი გადაიწერა
პატრმა და გაოცებული მზერა მოავლო სუფრაზე დახვავებულ
სანოვაგეს. ვერცხლისფერ ლანგრებზე უწესრიგოდ ელაგა მსხვილად
დაჭრილი ძროხის ხორცის ნაჭრები და მოხარშული ღორის თავები.
მექორწილეებზე შთაბეჭდილების მოსახდენად მატუტიამ რამდენიმე
დაუჭრელი ღორიც შემოადებინა მსახურებს ხონჩებზე. უფრო მცირე
ლანგრებზე უხვად ელაგა დაშაქრული პური და ხორცით შეზავებული
ფლავი. ლევანმა პურის მოზრდილი ნაჭრები ისეთი მზრუნველი სახით
ჩამოურიგა პატრებს, რომ მათთაც მთავრის ქმედება განსაკუთრებულ
ყურაღებად მიითვალეს და ხარბად შეექცნენ დაშაქრულ პურებს. დონ
ივანე თავ-პატიჟს ვერ აუდიოდა და მცირე ულუფობით ყველა კერძს
აგემოვნებდა. მალე მისი ყურადღება მაშხალებით ხელდამშვენებულმა
მხევლებმა მიიპყრო, რომელთაც აჭა-გაჭით შემოზიდეს მოხარშული

ხარის ბეჭი და საგულდაგულოდ მიართვეს ოდიშის მთავარს. ლევანმა


ხანჯლით აათალა უძვლო ნაჭრები და სტუმრებს მიაწოდა. დონ
ივანეს სადღაც წაეკითხა, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი
დროიდან ბეჭის ხორცის მირთმევით მასპინძელი ქვეყნის მესვეური
თავის მოკრძალებულ პატივისცემას გამოხატავდა სტუმრისადმი,
ამიტომაც გაღებული წყალობის გამო ფეხზე ადგომით მოახსენა
მადლობა ლევანს.
- ამბობენ კოლხეთის მეფემ აიეტმაც თავისი ხელით მიაწოდა
იასონს მის მიერვე მოკლული ხარის ბეჭის ნაჭერი!- შეიფერა
ლევანის ძღვენი უცხოელმა.
- ამის შესახებ მეც გამიგია სადღაც. ეს ჩვეულება მამა-პაპათგან
მოგვდგამს და მას სამეგრელოში თითქმის ყველა დიდ ნადიმზე ვიცა-
ვთ.
- სამწუხაროდ ჩვენთან ნეაპოლში ამგვარი დაძალება არ იციან.
ზოგჯერაც ისე დამთავრდება ნადიმი, რომ სუფრიდან ნახევრად
მშივრები ვდგებით,- დაიჩივლა საწყალობლად დონ ჯუზეპემ და ხორბ-
ბლის ბარკალი ჩაკბიჩა მადიანად.
- ხოხობს ოჯალეში უხდება დონ ჯუზეპე- მოსწრებულად
შენიშნა შედანმა და მორჩილი ზომის ყანწი მიართვა სტუმარს.
- თქვენ არავინ გაძალებთ სმას. იმდენი მოსვით რამდენსაც ინე-
ბებთ!- დიდსულოვნად დაუყვავა ლევანმა ნირწამხდარ მისიონერს.
- თქვენი გამარჯვებისა იყოს მთავარო!- მოკლე სადღეგრძელოთი
დაკმაყოფილდა პატრი და ძირამდე გამოცალა სასმელი.
უცხოელი პატრის საქციელით აღფრთოვანებულმა მეგრელებმა
ყიჟინი დასცეს. შედანმა ატეხილი ღრიანცელით ისარგებლა და ბეშქან
ვაჩნაძეს გაუგზავნა ყანწი. იმერელი დიდებული თავის თანამეინახე-
ბთან ერთად სეფის შუაგულში დადგა და სიმღერის თანხლებით შესვა
ხასხასა ღვინო. მას არც აგიაშვილები და წერეთლები ჩამორჩნენ და
ერთმანეთის მიყოლებით დაცალეს სასმისები. რა ნახეს ჯაიანებმა და
ფაღავებმა ნამდვილი სმა რომ გაჩაღდა მერიქიფეებს უფრო მოზრდი-
ლი ყანწები შეავსებინეს და ჩქარი ნაბიჯებით სტუმრების ალაგს
მიაშურეს, ყანწები სულმოუთქმელად დაცალეს და გამარჯვების ნიშნად
ჰაერში შეატრიალეს სასმისები.
იტალიელი მისიონერები თვალს არ აშორებდნენ მათ თვალწინ
გაჩაღებულ უცხო სანახაობას, რომელიც თანდათანობით შეჯიბრის
ხასიათს ღებულობდა. როცა მსმელთა პირველ წყებას მეორე შეენაცვლა
და სმა კიდევ უფრო მეტი ეშხით გაგრძელდა, დონ ივანემ თავისი
გაოცება რიდით გაამჟღავნა.
- ამდენი ღვინის სმას როგორ აუდიან თქვენში ლევან ბატონო,
ევროპის ბევრ ქვეყანაში გახლდით, ოსმალეთში და ირანშიც არაერთ-
გზის ვყოფილვარ, თუმცა ასეთი გაუთავებელი სმა არსად არ მინახავს.
- სამეგრელოში სტუმრის პატივისცემას განსხვავებული
სასმისებითა და წრფელი გულით გამოხატავენ უწინარესად. მე
პირადად ღვინოს ზომიერად ვეტანები და არც სხვას ვაძალებ ზედმე-
ტად, არ მიყვარს გალეშილი კაცის ყურება, თუმცა ეს ჩვენი ცხოვრების
წესია და რომც შემეძლოს ვერაფერს ვერ შევცვლი.
- ქალები რატომ სხედან მარტო სუფრაზე?- ახლა დონ ჯუზემ
გამოიდო თავი.
- ეს წესი ოსმალეთიდან დამკვიდრდა ჩვენში, თუმცა ჩვენ როდი
უკრძალავთ ქალებს სუფრაზე ჩვენს სიახლოვეს ყოფნას.
- იტალიაში კი ქალები მამაკაცებზე მეტად აქტიურობენ და
თავგასული სითამამი წყალობით ხშირად აყალ-მაყალის მიზეზიც
ხდებიან.
- ქალების გამო ჩხუბი და ჯახი ჩვენშიც ხშირია, თან ამ მხრივ
არც ეს ქორწილია გამონაკლისი უნეტარესო- ორაზროვნად ჩაეცინა
ნესტანს და ალალგვერდულად დასძინა,- თქვენში როგორი ქორწილი
იციან მაინც?
- იტალიაში ცოლს უფრო მზითევის გამო ირთავენ. რომში და
ნეაპოლში ხშირად დავსწრებივარ ისეთ ქორწილებს, სადაც მოხდენილი
ყმაწვილი კაცი გამორჩენის მიზნით უკბილო დედაბერზე იწერდა
ჯვარს. თქვენში კი ოდიშელ მამაკაცებს ოქრო და ვერცხლი ნაკლებად
ადარდებთ, ქალში უფრო ფიზიკურ შვენიერებას და სათნოებას
აფასებენ.ასე რომ ბევრი რამ თქვენგან უნდა ვისესეხოთ მოწყალეო
ქალბატონო.
- თუ ასეა დარჩით ჩვენთან, თავშესაფარს გამოგიყოფთ, ყმებს
მოგცემთ, ეკლესიასაც გადმოგცემთ, სადაც თქვენი ტიბიკონით
აღავლენთ წირვას.
- გმადლობთ მოწყალეო დედოფალო ასეთი ამაგისთვის, თუმცა
ჩვენი აქ დარჩენა ჩვენზე როდია დამოკიდებული. რომის პაპის
ნებართვის გარეშე ვერ დავრჩებით. თუ თქვენ პაპს მიმართავთ
სამეგრელოში ბერ-მონაზვნების გამოგზავნის თხოვნით მაშინ
სიამოვნებით ვითავებთ ამ მისიას. ისე, რა კოპწია ეკლესია აგიგიათ
დრანდაში, წმინდა პეტრეს ეკლესიას წააგავს ოდნავ, თუმცა ზომით
ბევრად მცირეა ჩვენსაზე.საკმაოდ გაწაფულ მხატვარსაც შეუვლია ხელი.
გუმბათი ცოცხლადაა მოხატული სული წმიდის მოფენის სცენებით,
მოციქულებს კი თავზე ცეცხლის ენები დაჰნათის. ასეთი ჯვარით
მოქადულ ოსტატს ჩვენშიაც ანდობდნენ ეკლესიის მოხატვას.
- კიდევ ბევრი ეკლესიის აგება მაქვს განზრახული ძვირფასო
პატრებო და თუ უფალმა მადროვა, თქვენი ხელმეორედ ჩამოსვლისას,
უთუოდ ახალი ეკლესიების აგებით გაგახარებთ.
- დიდად დაგვავალებთ ლევან ბატონო,- შეიფარა დონ ივანემ
მასპინძლისგან სამეგრელოში წვევა და მადლობის ნიშნად რვალულიანი
ბროლის გრაფინი აჩუქა ოდიშის მთავარს.
ლევანმა აღტაცება არ დამალა უცნობი იტალიელი ხელოსნის
ნამუშევრით. მართალია, ოსმალოებს სამეგრელოში უხვად ჩამოჰქონდათ
შუშისგან დამზადებული თასები და ლარნაკები, მაგრამ თავისი
სინატიფით ეს იაფასიანი ნივთები ვერც შეედრებოდა იტალიელი
ოსტატის ქმნილებას.
- ილორის მადლმა, დიდად შეგვეწევით, თუ იტალიიდან ისეთ
ახალგაზრდა ხელოსნებს ჩამოიყვანთ, ვისეც ასეთი მოხდენილი ნივთის
გაკეთება ძალუძს. ჩვენი ქვეყანა ძლიერ განიცდის ხელმარჯვე
ოსტატების სიმცირეს. განსაკუთრებით ისეთი ოქრომჭედლები მჭი-
რდება, ვისაც მინანქრების ოსტატობა ეხერხებათ.
- კარგი ხელოსნები და ოქრომჭედლები სამშობლოშიაც შოულო-
ბენ კარგ საშოვარს და ასეთ შორეულ ქვეყანაში გამგზავრებას არ
ინებებენ. სამეგრელიში ჯერხნობით მხოლოდ ისინი მოეშურებიან,
ვასაც გული სათნოებითა და სიყვარულით აქვს სავსე. ამ მხრივ კი აქ
სამკალი მართლაც რომ ბევრია ლევან ბატონო.
- მაინც რა არის თქვენი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანი დონ
ივანე?- ისევ ნესტანი ჩაერთო საუბარში.
- ჩვენი მიზანია თქვენი ხალხი იმ მართებული ცხოვრების გზეზე
დავაყენოთ, რომელსაც ჩვენ ვადგივართ, და თუ თქვენ ჩვენს
მოძღვრებას იწამებთ მაშინ რომის პაპი ყველანაირ შემწეობას აღმოგი-
ჩენთ, მათ შორის - მატერიალურ დახმარებასაც.
- რაღაც არა მგონია მარტო ამის გამო ჩამოსულიყვნენ ამ
სიშორეზე ეს უცნაური აღკასმულობის ბერები ლევან ბატონო. ისინი
ჩვენში ლათინური ტიბიკონის და მკვიდრებას ლამობენ უწინარესად,-
ჩუმად ჩაიქირქილა მამაო ნიკოლოზმა, რომელსაც როგორც ბერძნული
სკოლის მიმდევარს კონსტანტინეპოლის ეპარქიისაგან საგანგებოდ
ჰქონდა მინდობილი სამეგრელოში მართლმადიდებლური სარწმუნოების
შეურყვნელად დაცვა.
- ამაში მე პირადად ვერ ვხედავ დიდ მკრეხელობას,- ოდნავ
განცვიფრება გამოეხატა ლევანს სახეზე,- ბიზანტიელებს რომ მიეღოთ
თავის დროზე ლათინური ტიბიკონი, იქნებ ოსმალური ჯოჯოხეთიც
აეცილებინათ თავიდან. პირადად მე იმ ქვეყნის ცხოვრების წესს
დავამკვიდრებ სამეგრელოში, ვინც პოლიტიკურ მეკავშირეობას გაგვიწე-
ვს.
- მაგ მხრივაც შეინიშნება სასიკეთო ძვრები ევროპის
ქვეყნებისგან,- გაცხარება დაეტყო იტალიელ მისიონერს ნიკოლოზ ბერის
საუბარში მოურიდებელი ჩართვით. ევროპაში ანტიოსმალური
კოალიცია დღითი-დღე ფართოვდება. ესპანეთიდან პოლონეთამდე
გაცხოველებული საომარი მზაობა მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნების
ლიდერებმა ესპანეთის მეფე ფილიპეც დაითანხმეს ამ ლაშქრობაში
მონაწილეობის მისაღებად. მალე აღნიშნული არმია ზღვითა და
ხმელეთით დაიძრება კონსტანტინეპოლისაკენ. ეს იქნება რიგით
მეცამეტე ჯვაროსნული ლაშქრობა. ამ კოალიციის სულისჩამდგმელი
პატრი ჟოზეფ კაპუჩინია, რომლის დავალებითაც ჩვენ ჯერ კაზაკებს
ვესტუმრეთ, შემდეგ კი თქვენსკენ გამოვწიეთ. ევროპის ქვეყნების
მეფეებს ძლიერ ეიმედებათ ოსმალეთის ტყვეობაში მყოფი ხალხების
მეომრული სულისკვეთებისა. დონისა და კაფუს კაზაკებმა უკვე
გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა აღნიშნულ ანტიოსმალურ
კოალიციაში მონაწილეობისა. ირანი ელჩობას ალჩობაზე აგზავნის
რომის პაპის კარზე და დახმარების შემთხვევაში იერუსალიმის
დაბრუნებას ჰპირდება ურბანოს მერვეს. ასე რომ " წმინდა ლაშქრობა"
თითქმის გარდაუვალია და ახლა ჯერი თქვენზეა. პაპი იმედოვნებს,
რომ თქვენც თქვენი მამაცი მეომრებით ხალისით შეუერთდებით ამ
კოალიციას. მე ვიცი რომ პაპი საგანგებო მიმართვას ამზადებს თქვენი
სამეფო-სამთავროების მესვეურთათვის, სადაც ყველა წვრილმანი და
შტრიხი ჯეროვნად იქნება ასახული.
- კაზაკები უკვე გვესტუმრნენ აღნიშნული მისიით. მე ყოველმხრივი
დახმარება აღვუთქვი და ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაბმის სურვილიც
გამოვთქვი. გარკვეული ხარჯიც გავიღეთ მათი ისპაჰანში
გასამგზავრებლად, თუმცა ისინი ჯერაც არ დაბრუნებულან ირანიდან
და არც არანაირი პასუხი არ შემოუთვლიათ.კაზაკების ერთი ნაწილი
ანაკლიასთან დავასახლეთ და ომის მოლოდინში არიან. ისე, მადლობის
მეტი რა გვეთქმის. თუ ასეთი კოალიცია შედგა მე ჩემი ჯარით იქ
გავჩნდები, სადაც იერუსალიმის გათავისუფლების ზარი აგუგუნდება.ამ
სიტყვების წარმოთქმისთანავე ლევანმა იერუსალიმიდან ჩამოტანილი
ჯვარი გულ-მკერდიდან მოიხსნა და მხურვალედ ეამბორა.
მისიონერებს ფრიად ესიამოვნათ ოდიშის მთავრის თანადგომა და
მზადყოფნა კოალიციასთან შემოერთებისა და მადლიერების ნიშნად
წმინდა ლოცვა "გახსენი კრული ცოდვათა" იგალობეს. ღვინით შეზა-
რხოშებულმა მექორწილეებ სმას დაეხსნენ და თავიანთი ყურთასმენა
დაჟინებით მიაყურადეს მისიონერების საღვთისმსახურო ლიტურგიას.
- რა მშვენიერი გალობა გცოდნიათ იტალიელებს,- თვალები
აუწყალიანდა ნესტანს.
- ეს გალობა ლათინურ ენაზე შევასრულეთ. ეს ენა დღესღეობით
მხოლოდ წირვა-ლოცვისას გამოიყენება მოწყალეო დედოფალო!- ერთგ-
გვარი მწუხარებით აღნიშნა დონ ივანემ.
- ასეთი ბროლოვით წკრიალა ხმები არსად არ მომისმენია,- თავის
აღტაცებას არ მალავდა ლევანი,- თუმცა არც ჩვენი სიმღერებია
ხელწამოსაკრავი. აბა, ჩვენი მაფშალია სად არის, რა ხანია როდიას
სევდიანი სიმღერები არ მომისმენია?- ხმამაღლა შემოსძახა ოდიშის
მთავარმა და მედიდურად აიქნია ხელი.
როდია მიქელაძე მთელს ოდიშში საუკეთესო მომღერლად იყო
მიჩნეული. მისი სიმღერები მტრედის ტირილივით გაისმოდა ქორწი-
ლიდან ქორწილში. თუმცა ახლა არ ემღერებოდა გულმოკლულ
ქალიშვილს. ის ჯერ კიდევ აკვანში იყო დანიშნული მამუკა ბისკაიაზე
და თავის სამქროსთან ერთად მწარედ დასტიროდა სასიმამროს.
შიმუნვარებში ჩაკარგულმა როდიამ ლევანის დაძახებაზე უნებლიედ
მამუკას გახედა, ოქრომკედით მოქარგული მოსასხამი მოიცვა და სეფას
შუაგულში ქორფა ყვავილივით გაიშალა. არამიწიერი ხმით გაიჟღერა
ჰაერში ო, დოიას ჰანგებმა. მისიონერები გასუსულები შესციცინებდნენ
ღვთაებრივი სილამაზის ქალს და თავიანთ აღტაცებას დაუჯერებელი
სახეებით გამოხატავდნენ. ისინი იმდენად იყვნენ მონუსხულნი როდიას
მშვენიერებით, რომ ვერც შენიშნეს, თუ როგორ ადღეგრძელა შედანმა
მათი წარმტაცი ქვეყანა. ჩონგურს აყოლილმა მუსიკოსებმა ჭიანური
მომართეს და ისეთ ხმაზე ააკვნესეს საკრავი, რომ მისიონერებს
დაზაფრული გული კიდევ უფრო აუჩუყდათ. ჩანგოსნებს სასახლის
სეფექალები აყვნენ და დაირაზე დაკვრით ისეთი ცეცხლი შეუნთეს
მექორწილეებს, რომ ზოგიერთები გაშლილი მკლავებით სეფის
შუაგულში გამორიალდნენ და ფერხული გააჩაღეს. ლევანი თვალს არ
აშორებდა მის ახლოს შექუჩებულ მროკავებს. უცებ ამ ზედახორაში მზა-
კვრულად მოჭუტულ თვალებს წააწყდა. სადღაც ენახა ოდიშის მთავარს
ეს სისხლიანი თვალები და ნახმლევი სახე. როცა მგალობლებმა
ვენიჩელი წამოიწყეს ლევანმა გაფაციცებით მოავლო მზერა მოსეირეებს,
მაგრამ ამჯერად მათში დაღიანი სახით ვერავინ ვერ შეიცნო. უცნაური
გრძობა დაეუფლა, თითქოს ხიფათის მოლოდინში მხარი აეწვა, სადღაც
ახლოს ისევ მოჰკრა მზერა ყინულივით უძრავ თვალებს. წამით
ლევანმა ისე უჩვეულოდ და დაუცველად იგრძნო თავი, რომ კარისკა-
ცების თავისთან მოხმობაც მოიწადინა, თუმცა უმალვე გონებიდან
მოიშორა ეს უხერხული განზრახვა და სანახაობით აფორიაქებულმა
ზურგს უკან ხელის ცეცებით ხის ტიხარი მოძებნა და საიმედოდ მიე-
ყრდნო. და სწორედ მაშინ როცა წამოდგომა და მოცეკვავებში
შევარდენივით გალაღება დააპირა უკანა მხარეს ბასრი საგნის ჩხვლეტა
შეიგრძნო. პირველივე ტკივილზე ლევანი უნებურად წინ გადაიხარა
და საშინელი ღრიალით სუფრაზე პირქვე დაემხო. შავ ნაბადში
გახვეულმა მოხდურმა ხალხში ატეხილი ჩოჩქოლით ისარგებლა, მოკლე
სატევარით სეფის კალთა ჩაჭრა და წყვდიად ღამეში გაუჩინარდა.
რომანოზ ჭილაძემ მდევრები დააწია მკვლელს, ყველგან მომიჯნავე
გზები და შუკები შეკრეს, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ უყო პირი, მის
კვალს ვერავინ ვერ მიაგნო.
ლევანს ფერდიდან ხელ-შუბი ამოუღეს და სასახლეში სიფრთხი-
ლით შეაბრძანეს. ნესტანი ერთი მტკაველითაც არ შორდებოდა
დაჭრილს და აქიმის მოსვლამდე ნაიარევზე ტილოს სახვევებს ადებდა.
შამადავლემ სასახლეში მოსვლისთანავე მინდორში შეკრებილი ხალხის
დათხოვნა და სახლებში გაშვება მოითხოვა. მისი თქმით ავადმყოფს
უპირველეს ყოვლისა სიმშვიდე და მოსვენება სჭიროდა. ზედმეტი ავი-
დარაბა და ფორიაქი კიდევ უფრო დაამძიმებდა დაჭრილის მდგომარე-
ობას. თუმცა მოხდარით შეძრწუნებული მეგრელები არათუ სახლში
აპირებდნენ წასვლას, არამედ იარაღის ჟღარუნით სასახლის ირგვლივ
წრეებს არტყამდნენ და გამყინავი ყიჟინით დამნაშავის დასჯას
ითხოვდნენ. დრო და დრო სასახლის ბაღში დაბანაკებულებს სხვები
ემატებოდნენ. ყველას გახევებულ სახეზე სიბრაზე და გაოგნება
აღბეჭვდოდა. შედანი დარწმუნდა, რომ ვიდრე შეთქმულთაგან მოსალო-
დნელი თავდასხმის საფრთხე არ ჩაივლიდა, მანამდე ფეხსაც არ მოი-
ცვლიდა არავინ ოდიშის მთავრის სამკვიდროდან. ამიტომაც იმთავითვე
გაამაგრა იმერეთისა და გურიის საზღვრები, ხუთასიოდე მეომარი კი
მამუკას თავკაცობით ეგრისწყალის მიდამოებში განალაგა, რათა
ზუგდიდში ჩამოვარდნილი შფოთით არ ესარგებლათ შურისძიებით
გულანთებულ აბჟუებს.
სამი დღე არ მოცილებია შამადავლე აქიმი ლევანის სასთუმალს.
მართალია, ჭრილობა ღრმა არ აღმოჩნდა, თუმცა დიდძალი სისხლის
დაკარვის გამო ავადმყოფი მეტად დასუსტებული ჩანდა და ხანგრძლივ
მკურნალობას საჭიროებდა. შედანმა, მიუხედავად შამადავლე
აქიმისადმი ღრმა პატივისცემისა, მისი გამოცდილება საკმარისად არ
მიიჩნია და თბილისიდან ჩამოიყვანა ცნობილი დასტაქრები. ერთი
კვირის თავზე გამოკეთება დაეტყო ოდიშის მთავარს, გიორგობაზე კი
ისე გამომჯობინდა, რომ ქვეშევრდომთა დაუხმარებლად ახერხებდა
გადაადგილებას.
ერთხელაც ლევანმა სარკმლიდან აუარება შეიარაღებულ კაცს
მოჰკრა თვალი და სხეულში მადლიერების გრძნობა ჩაუდგა.
- შედან, რატომ სახლში არ დაბრუნდებიან ეს მეომრები, რა ხანია
საოჯახო საქმეებს რომ არიან მოცილებულნი!- დასუსტებული ხმით
მიუბრუნდა ლევანი მეგობარს.
- ჯერ საფრთხე ჩავლილად არ მიაჩნიათ ლევან ბატონო, თქვენც
არ უნახიხართ განკურნებული. თუ თქვენი ნება იქნება რამოდენიმე
დიდებულს შემოვიყვან დარბაზში, რათა საკუთრივ დარწმუნდნენ
თქვენს გამოჯანსაღებაში.
- ჩემს ხალხს სარეცელზე დამხობილი ვერ დავენახვები. აღკაზმუ-
ლობა მომიტანეთ, მე თავად ვეახლები ჯარს.
თორ-აბჯარში შეჭურვილი ლევანის დანახვაზე მეომრებს დაღონე-
ბულ სახეებზე სიხარული მოეფინათ. ყველანი ხელ-თოფების ბათქითა
და სულისგამყინავი ყიჟინით ეგებებოდნენ ფალავანზე ამხედრებულ
ოდიშის მრისხანე მთავარს.

მეთოთხმეტე თავი
ცალი თითით სატირელი

იმ ავადსახსენებელი დღიდან მოყოლებული ლევანის გონი და


თვალი შეპყრობილივით მისჩერებოდა შეთქმულთა ბოლიკს. მაინც ვის
უნდა გაებედა მისი სიცოცხლის ხელყოფა, ვის უნდა გაეყარა თავი
საკუთარი ნებით მარყუჟში. მართალია, შინაგანი ალღო კარნახობდა თუ
ვისი ხელითაც იყო მოქსოვილი შეთქმულთა პერანგი, მაგრამ ვიდრე
ხელშესახები სამხილი ხელში არ ჩაუვარდებოდა მანამდე არ აპირებდა
უსაბუთო ეჭვების ხელაღებით გამზეურებას. ამ მოლოდინით
შეგულიანებული ყოველდღიურად ჩასჩიჩინებდა თავის ხელქვეითებს
ასი ყური გამოებათ და ასი თვალი გამოესხათ, ყველანაირი ღონე
ეხმარათ, რათა დამნაშავეები მიწისქვეშიდანაც ამოეძვრინათ და
სამსჯავროზე წარედგინათ.
შეთქმულთა შეპყრობის დაუოკებელი წადილით სასახლის
კარისკაცთა შორის მატუტა ჩენსერია გამოირჩეოდა. სასახლის დივანი
სათითაოდ იბარებდა თავისთან მსახურებს და დაჟინებით უკიჟინებდა
ქორწილში შემჩნეული ყველა საეჭვო მომენტი მოეგონებინათ და
მისთვის დაწვრილებით მოეხსენებინათ. მატუტიას ურყევად
სჯეროდა, რომ შინაგამცემის ხელშეწყობის გარეშე ლევანზე თავდასხმას
უცხო პირი უბრალოდ ვერ მოახერხებდა.
ერთხელაც ფართხუ თანაფიამ მოიწვია ის თავისთან ხაშზე. მხარი
უგრძნობდა მატუტიას, რომ მხოლოს ხაშის საჭმელად არ ეძახდა
მას სუფრაჯი. როცა ერთი ღრმა თეფში მადიანად ამოასუფთავა
გვერდულად ამოხედა სუფრის წინამდგომს.
- ვიდრე მეორე თეფშს არ შევთვქლიფავ მანამ არ გაამხელ ფართხუ
ჩემი მოწვევის ნამდვილ მიზეზს?- ორაზროვნად დაეკითხა მასპინძელს.
- ისეთი მნშვნელოვანი რამ თქვენი ყურადღება რომ მიიქციოს არც
არაფერი მაქვს სათქმელი მატუტია ბატონო, მაგრამ თავდასხმის დღეს
ერთი კაცის ქცევა არ მომივიდა თვალში.
- ვინ არის ის კაცი, ან ასეთი უჩვეულო რა შენიშნე ქორწილში?-
- მე არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, მხოლოდ იმას მოგახსენებთ
რაც ჩემი თვალით ვიხილე. შუა ქორწილში ერთი მერიქიფის უჩვეულო
ფაცი-ფუცმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. თუ არ ვცდები ძღიბუ ჰქვია იმ
შეჩვენებულს. ქარზე უსწრაფესად დაარბენინებდა უშველებელ ყანწებს
დაპირისპირებულ მსმელებს შორის, ერთი-ორჯერ ფეხიც დაუცდა ამ
ორომტრიალში. ერთხელაც უნებლიედ შევამჩნიე თუ როგორი შემა-
რთებით ჩაუკრა თვალი ლევანის ძმას იესეს. იმ დროისთვის მისი
ქმედება საეჭვოდ არ მივიჩნიე, მაგრამ ლევანის დაჭრის შემდეგ სულ
სხვა ნიშნით აღვიქვი მსახურის საქციელი. მართლაც, როდის აქეთ
უპაჭუნებდნენ თვალს უბრალო მსახურები ხელმწიფის ტოლა ხალხს.
მას შემდეგ აჩრდილივით ავედევნე ძღიბუს, მალულად მის მიმართ
თვალ-თვალიც დავაწესე, თუმცა ხელმოსაჭიდს ვერაფერს გამოვრჩი,
გარდა იმისა რომ იასე ბატონიშვილის სახლისკენ მოუხშირა სიარულს.
- სულ ესაა, რაც იცი ფართხუ ბატონო?- კმაყოფილი კილოთი
ჩაიქირქილა მატუტიამ.
- კიდევ იმას ვიტყვი, რომ ძღიბუს ძმები ჰყავს და ქორწილში
სუფრას ხელებდაკაპიწებულები ისინიც დასტრიალებდენ. იმ წიოკის
მერე ერთხელაც არ გამოჩენილან სასახლის სიახლოვეს, თითქოს მაზა-
კვალებივით გაუჩინარდნენ თვალსა და ხელს შუა.
მატუტიამ დაუყონებლივ მოახსენა სუფრაჯის ნაამბობი ოდიშის
მთავარს. ლევანმაც ეს ამბავი ხელშესახებ ცნობად მიიჩნია და
ქვეშევრდომებს უბრძანა მანამდე ეწამებინათ ძღიბუ, ვიდრე დანაშაულ-
ში არ გამოტყდებოდა. ძღიბუ არ იყო წარჩინებული გვარიშვილი.
მოკეთეები და სისხლისმიერი ნათესავები მისი გათავისუფლებისათვის
დიდად არ გამოიდებდნენ თავს. ამადაც გადაწყვიტა შედანმა შუაგულ
მოედანზე, ყველასთვის სასეირო ალაგს დაესაჯა თავგასული მსახური.
- ჯვარზე გავაკრათ თუ ხეზე ჩამოვკიდოთ შედან ბატონო ეს
ჩვინგალი?- რიხით ჩაიხვიხვინა მატუტიამ და მიწაზე უმწეოდ მოფა-
რთხალე ძღიბუს ლაზათიანად უთავაზა მათრახი.
- ხეზე ჩამოკიდეთ, ხეზე!- ეს ისეთი ეშმაკის ფეხი ჩანს, რომ
ჯვარზე გაკვრით უცებ არ აჭიკჭიკდება.
მსახურებმა შესაშური ენერგიით გამოაბეს მაჯის სიმსხო თოკი
ეჭვმიტანილს ცალ ხელზე და მსხლის ხეზე გიდელივით ჩამოჰკიდეს.
- ჯერ კაცი არ მინახავს ვინმეს ამ წვალებისთვის რომ გაეძლოს,
ესეც მალე გამოტყდება!- მშვიდად ჩაილაპარაკა მატუტიამ და თვალი
გააყოლა ხის ტოტზე აკონწიალებულ შეთქმულს.
ძღიბუმ ერთხანს კი იფორთხიალა ახალთავწაჭრილი მამალივით,
მაგრამ როცა სიმძიმის დაწოლით ალაგ-ალაგ კანი გაუსკდა და სისხლ-
მაც მხრებში დაუწყო გაჟონვა, მაშინ კი ამოუშვა ღრიალი.
- ოღონდაც დამეხსენით და რაც ვიცი ყველაფერს ვიტყვი!
- აბა, ჩამოღაჭე შე უდღეურო რაც იცი, თორემ ხეზე კონწიალი
სამოთხედ მოგეჩვენება იმასთან შედარებით რაც წინ გელოდება,- არ
აცალა მატუტიამ ტკივილისაგან სახედაჯღანულ ძღიბუს ნიწაზე
ნებიერად დაშვება.
- ეს შეთქმულება სიმონ გურიელმა და ვარდან ქორთოძემ დაგეგ-
მეს შედან ბატონო. ლევანის მოკვლის შემთხვევაში იესეს უპირებდნენ
გახელმწიფებას!- ძლივს ამოღერღა ორიოდე სიტყვა ძღიბუმ და
ნაიარევს სული შეუბერა.
- იმერეთის მეფე და სეტემან შერვაშიძე თუ არიან ამ საქმეში გა-
რეულნი?
- კი არიან შედან ბატონო! სიმონ გურიელი საგანგებოდ ჩავიდა
ქუთაისში, სადაც იმერეთის მეფესთან ერთად საიდუმლო თათბირზე
ლევანის მოკვლის გეგმა შეიმუშავეს. ერთი კვირის თავზე აფხაზეთის
მთავარმა თავისი პირადი მცველი გამოაგზავნა, რომელიც იესემ
შეიკედლა სასახლეში და შესაშურ პატივში ჰყავდა. დიდი პირქუში და
უხეში კაცი გამოდგა ეს აფხაზი. საჭმელ-სასმელს და ქალებს არ
ვაკლებდით, ასი ოქროს დუკატიც იესემ წინასწარვე ჩაუჩხრიალა ჯიბე-
ში, თუმცა მაინც სულ ბუზღუნით იქნევდა თავს და აფხაზურადაც
ილანძღებოდა.
- შენი ძმები სადღა არიან?
- ჩემი ძმები ჩემზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ. მათ თავი დაიზღვიეს
და ასხის ტყეს შეაფარეს თავი.
- შენ თუ გგონია ასხის ტყეს ვერ მივწვდებით და იქაურობას
საგულდაგულოდ არ გავჩხრიკავთ ძალიანაც ცდები. ტყის თითოეულ
გოჯ მიწას გადავატრიალებთ და შენს ძმებს სულ მალე გვერდით
მოგიწვენთ სატუსაღოში.
ძღიბუს უკვე ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. მატუტიას
მორიგ მუქარასაც სასიკვდილიოდ გადაგებული კაცის გუნება-განწყობით
შეხვდა. მხოლოდ იმაზე წყდებოდა გული, რომ დღეიდან ცხელი
ელარჯით ვერ ამოივსებდა სტომაქს.
ლევანი თავისი უტყუარი ალღოთი ისედაც გრძნობდა
შეთქმულების მოთავე გურიის მთავარი რომ იყო, მაგრამ ძღიბუს აღი-

არებამ ის მცირე ეჭვიც გაუფანტა, კიდევ რომ მისხლად შერჩენოდა


აქა-იქ, თუმცა თავი ისე დაიჭირა თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა
ეჭვმიტანილთა ვინაობის შესახებ. ოდიშის მთავარი გარშემომყოფთ
ისე აჩვენებდა თავს, თითქოს საკუთარი ჯამრთელობის და გამოკეთე-
ბის გარდა სხვა არაფერი არ ადარდებდა. ნააღგდომევს წერილი
მისწერა სიძეს, მოჩვენებითი სითბოთი მოიკითხა და ვარდან ქორთოძის
ზუგდიდში მობრუნება სთხოვა,- მომენატრა ჩემი ყოფილი
ვაზირთუხუცესი და ცოტას გავერთობითო.
ყელზე დანის სიბასრე შეიგრძნო ვარდანმა. კარგად უწყოდა
ნავაზირალმა, რომ ლევანი სალაზღანდაროდ არ იბარებდა ზუგდიდის
სასახლეში. ქალივით ატირდა, მუხლებში ჩაუვარდა სიმონს და
საწყალობლად ეაჯა, რათა გამძვინვარებულ ოდიშის მთავართან არ
გაეგზავნა.
- საცოდავო ჩემო თავო,- სასოწარკვეთით მოსთქვამდა ვარდანი,- ცხა-
დია დადიანი ამდერძის ასაგებად მიხმობს. შეუთვალე ლევანს, თითქოს
თავი მომეკლას ციხეში, იქნება დაიჯეროს ეს თვალთმაქცობა. სხვა მხრივ
მირჩევნია სიცოცხლეს აქვე გამოვესალმო, ვიდრე ლევანის რისხვა
დამატყდეს თავს.
- მაინც რისი გეშინია ვარდან? - სცადა სიმონმა შეცბუნებული
პატიმრის დაშოშმინება,- როცა ლევანს სამხილი ჰქონდა მაშინ არ
აღმართა შენზე ხელი და ახლა რა ღმერთი გაუწყრება იმ დალოცვილს,
საფუძვლიანი მიზეზის გარეშე რომ დაგსაჯოს. ანდა განა ისეთი
უმნიშვნელო კაცი ხარ, რომ ლევანი ასე იოლად დარწმუნდეს შენს
თვითმკვლელობაში.
- რაღა რა მაშინებს მთავარო. გული მიგრძნობს, რომ შეთქულება
გამხელილია. ლევანს ჩემზე კარგად არავინ იცნობს. საშინელ წამებას
შემპირდა ის ხელმეორე ღალატის ჩადენისას.
- დარდი ნუ გაქვს ვარდან. სჯობს ვიდრე ლევანი მართლაც რამეს
შეიტყობდეს მანამ გაემგზავრო ზუგდიდს. მე პირადად გიშუამდგომლებ
დადიანთან და ფაქტებით დავუმოწმებ შენს უდანაშაულობას ამ
საქმეში.
გურიის მთავარი თავად იყო ეჭვმიტანილთა სიაში შეყვანილი,
ამიტომაც ვარდანის გაწირვით საკუთარი ტყავის გადარჩენას ლამობდა
უწინარესად. სიმონი მარტო ვარდანის ზუგდიდში გასტუმრებას არ
დასჯერდა. მან დროულად შეუთვალა ცოლის ძმას, რომ ვარდანთან,

ციხეში მონახულების საბაბით საეჭვო ხალხი დაიარებოდა და იქნებ


შენი მოკვლის მცდელობაშიც იყოს გარეულიო.
უგერგილოდ შეხვდა ოდიშის მთავარი ნავაზირალს. სამი დღე
სატუსაღოში აშიმშილა გაუბედურებული ვარდანი. მხოლოდ ამის
შემდეგ უბრძანა შედანს ცეცხლის დიდ ვაზნაში მოეთავსებინათ
პატიმარი და ქვემეხში ჩაეტენათ.
-ხომ შეგპირდი ვარდან, თუ ხელმეორედ განიზრახავდი უკეთურ
საქმეს, შენთვის საგანგებოდ მოვიგონებდი დასჯის ახალ მეთოდს,- ხრი-
ნწიანი ხმით ჩასძახა ლევანმა ქვემეხის ლულაში საცოდავად შეყუჟულ
მსახურს.
- ცამდე მართალი ვარ თქვენს წინაშე ლევან ბატონო. ისედაც,
როგორ გავივლებდი გონებაში თქვენდამი ღალატს. უდანაშაულო კაცს
ნუ გამწირავთ ასე უღმერთოდ,- უმწეოდ გაიფართხალა ქვემეხში მო-
მწყვდეულმა ვარდანმა.
- თუ მამა აბრამის ბატკანივით უცოდველი ხარ, მაშ გამოდის ჩემი
სიძე ტყუის? ამ წერილში სიმონი შენსკენ იშვერს ხელს,- ლევანმა
ქაღალდის გრაგნილი აუფრიალა განწირულს და ღვარძლიანად ჩახედა
ჩასისხლულ თავალებში.
- თავად სიმონია მოღალატე ლევან ბატონო. ის არის შეთქმულების
თავკაციცა და ყველაფრის მოთავე,- არ დაიბნა სიმონის მუხანათობით
გულშეძრული ვარდანი და სამმაგი წყევლა შეუთვალა გურიის მთავა-
რს.
- გაისროლეთ, ოღონდაც ქვემეხს პირი ცოტა გვერდზე უქენით,ავა-
რდნილმა კვამლმა ახლადგაფურჩქვნილი ყვავილნარი არ გამიხმოს.
ქვემეხის გუგუნმა ცა და მიწა საშინლად შეაზანზარა. ბაღის
შემოგარენში შექუჩულმა მოსეირეებმა შიშნარევი განწყობით მიადევნეს
თვალი თუ როგორ აირია ერთმანეთში დამნაშავის სისხლი და ხორცი.
მეწამული კვამლი კი ზანტად უწევდა ტყვიისფერ ზეცას.
იმავე ქარიშხლიან საღამოს ძღიბუს და მის ძმებს ძირში დააჭრეს
ხელ-ფეხი. თურმე მწყემსებს მაშინ შეეპყროთ ასხის მთას შეფარებული
შეთქმულნი, როცა ისინი ძილ-ბურანში მყოფ მეჯოგეებს ცხენებს
პარავდნენ. იასეს დასჯა იმ დღეს არ ინება ლევანმა. არ სურდა ოდიშის
მთავარს უბირ გლეხებთან ერთად გაეწირა ერთადერთი ძმა. წამით
იესეს დაბადებით გაცისკროვნებული მანუჩარის სახე წარმოუდგა
თვალწინ. მაშინ ხუთი წლისა არც იქნებოდა, თუნცა მიმქრალად მაინც

ახსოვდა თუ როგორი სიხარულით შეხვდა ცოლის გარდაცვალებით


დათრგუნვილი მამამისი იესეს ამქვეყნად მოვლინებას. მალე უმცროსი
ძმის მიმართ მამის მომეტებულმა ყურადღებამ ეჭვის სამსალა გაუჩინა
ლევანს, სულ უმნიშვნელო რამეზეც ეჯუჯღუნებოდა ის უფროსები-
საგან უზომოდ განებივრებულ ძმას. თუმცა მანუჩარი ძმობის ისეთი
მოსიყვარულე გულით ზრდიდა ორთავეს, რომ ასაკში შესულ ძმებს
ერთმანეთის მიმართ იოტისოდენა წყენაც არ ჩაუდვიათ გულში.
მხოლოდ ერთხელ გაკიცხა თავისი უმცროსი ძმა ლევანმა, როცა დალის
ხეობაში ქვა-ღორღიან ბილიკზე აფხაზების დევნაში ფეხი დაუცდა იესეს
სადადიანო ულაყს. ნუთუ ეს მცირე დაცინვა ვერ მოენელა იესემ, ან
იქნებ გამთავრების სურვილმა გადაიყოლია მისი უმანკო სული!?- გა
მალებით ნასკვავდა ლევანი მოძალებულ აზრებს გონებაში. როცა
ბორკილ-გაყრილი იესე დილეგში მოინახულა მხოლოდ ეს უთხრა
უმცროს ძმას:
- განა ერთი მამის შვილობა არ იყო საკმარისი იესე ჩემი მოკვლა
რომ არ გაგევლო გულში?
- ეტყობა არ ყოფილა საკმარისი ლევან!- სიმწრით აღმოხდა
ბრალეულს.
- თუ ჩემი ხალხის წინაშე დაიჩოქებ და პატიებას მთხოვ ილორის
მადლმა სიცოცხლეს გაჩუქებ იესე!
- რა შენ მოგიკლივარ და რა ჩემს ღირსებას - ლევან!- დაუხანებლად
შეესიტყვა ლევანი დილეგის კართან მდგომ ძმას.
სხვა პასუხს არც ელოდა ლევანი ძმისგან. ალიონზე ბუკის
ყურისწამღებმა ხმამ ჭექა-ქუხილის გვრვინვასავით შეძრა ზუგდიდის
სამოსახლო. ახლო მიდამოებიდან დაძრული ზუგდიდელები ბებერი
კაკლების ხეივანში გროვდებოდნენ და სულგანაბულნი ელოდებოდნენ
ოდიშის მთავრის საშინელ სამართალს. მალე, ამწვანებული ბექობიდან
მაცნეს მჭექარე ხმით გაისმა განაჩენი:
- ხალხო, მოისმინეთ ოდიშის მთავრის სურვილი და ადამიანთა
მოსაწონი სამართლის ძიების წესი, რათა ის სხვებისათვის სამაგალითო
გახდეს. ჩვენი მთავრის ძმამ იესე დადიანმა ამბოხი მოაწყო, რათა
ლევანის სიცოცხლე მოესპო და მისი ტახტი მიეტაცა. ეს შეთქულება,
რომელიც მან გურიის მთავართან ერთად მოაწყო, საბოლოოდ
გამჟღავნდა. მისი მოთავენი სასტიკ დასჯას იმსახურებენ, რადგანაც
დანაშაული შეგნებულად ჩაიდინეს. დაე, აღსრულდეს განაჩენი
სისრულეში.
უმთავარო ღამეში დაუვსო ჯალათმა თვალები იესეს. საოცარი
სიმტკიცე და ნებისყოფა გამოავლინა ლევანის ძმამ, ერთხელაც არ
იკადრა ხალხის წინაშე საწყალობლად დაკვნესება. ლევანმა ყველანაირი
პატივი და ქონება ჩამოართვა იესე დადიანს, მხოლოდ საგვარეულო
ციხე-კოშკი და ათიოდე ყმა გაუმწესა საარსებოდ თავისავე სამკვიდრო-
ში.
იესე უფლისწულის სიკვდილით დასჯას უცილოდ სიმონ გურიელის
მოკვდინება უნდა მოჰყოლოდა, რასაც გულ-ხელდაკრეფილი ვერ დაე-
ლოდებოდა თავად გურიის მთავარი. შედანს გაგონილი ჰქონდა სიმო-
ნის მეომრული ხასიათის შესახებ, ამადაც არწმუნებდა ოდიშის მთავარს
რიონთან დიდხანს არ დაეყოვნებინათ და მანამდე შესეოდნენ გურიის
სანახებს, ვიდრე ფიცხი გურულები წელამდე აისხამდნენ იარაღს.
- გურიის დალაშქვრას ყოველთვის მოვასწრებთ შედან,- ოდნავ
დააცხრო ლევანმა მეგობრის აღტკინება,- უმთავრესი ეგაა ნაკლები
სისხლის ფასად შემოვიმტკიცოთ ეს მშვენიერი კუთხე. გამთავრების
შემდეგ ჩემმა სიძემ ბევრი მოკეთე მოიმდურა. ბიძამისი, მალაქია
კათალიკოსი ხომ სათოფეზე არ ეკარება ძმისწულს. მართალია, არც
მალაქიაა სიწმინდის ორნამენტი, მაგრამ მისი გადმობირება უთუოდ
წაგვადგება ბრძოლის წინ. ბევრი სხვა წარჩინებულიც ემდურის სიმონს,
რითაც აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ. მათი მილეული
ერთიანობის გასათიშად კი მხოლოდ იარაღის ავად ჟღარუნი არ
ივარგებს. უპრიანი იქნება ჩვენი კეთილგანწყობა და სათნოება მოვა-
ხვიოთ თავს, რათა დროულად შევაფერხოთ მათი შეკავშირება.
- გურიის დიდებულების გადმობირება მოკლე დროში არ
მოხერხდება ლევან, არადა ამას უკან ისეთმა ზღვაურმა დაუბერა, რომ
უთუოდ მალე გაავდრდება, რაც აშკარად დააბრკოლებს ჩვენს მიერ
რიონის გადალახვას.
- მე გურიის წარჩინებულთა თანხმობას როდი დაველოდები
შედან. ჩემი მოვალეობაა გურიის უკეთილშობილესი თავადები
გავაფრთხილო, რომ მე მოვდივარ არა მათი დამხობისა და დარბევის
მიზნით, არამედ მხოლოდ მათი ხელისუფალის - ასალაგმავად, ვინა-
დან ნება არ მქონდა და არც მსურდა დაუსჯელი დამეტოვებინა
სიმონის ვერაგული ქმედება. ვფიქრობ, გურიის თავადები საღად
შეაფასებენ არსებულ ვითარებას და ამ ომში მამის მკვლელს არ დაუ-
დგებიან გვერდში. დღესვე დაუგზავნეთ შეწყალების წერილები გურიის
წარჩინებულებს, ხვალ ალიონზე კი ოზურგეთს შევესევით ჩვენი
უძლეველი ჯარით.
გამთენიისას შედანის მიერ გურიაში გაგზავნილ შიკრიკებს ლა-
მის ფეხ-დაფეხ აედევნენ მძიმედ შეჭურვილი ცხენოსნები და ქვეითე-
ბი. რიონის გადალახვისთანავე ისინი სოლივით შეიჭრნენ შუაგულ
გურიაში და დაუნდობლად შეუდგნენ მოსახლეობის დარბევას.
ომის ფერხულით ატკინებული მეომრები შედანის დავალებით
ოზურგთს შეესივნენ და იმ ფეოდალთა მამულები მისცეს ცეცხლს,
რომელთაც დადიანის მიწებზე ეჭირათ თვალი. ოზურგეთის აკლების
შემდეგ შედანისა და მამუკას რაზმებმა ჩოჩხათი. კონჭკათი, ზედუბანი
მოარბიეს და სატყაპელასთან დაბანაკდნენ. მზვერავთა შეტყობინებით
სწორედ სუფსის ამ პატარა სოფელთან ელოდა სამეგრელოს ჯარს სიმონ
გურიელი, რომელმაც მიუხედავად მომხდურთა ელვისებური შემოჭრისა
მაინც მოახერხა უმცირეს დროში მძლავრი ჯარის შემოკრება. ერთხანს
დაპირისპირებული მხარეები ისეთი ჟინითა და გარინდებით
უცქერდნენ ერთმანეთს, თოთქოს უცხო გორისანი ყოფილიყვნენ. თუმცა
მალევე გამოერკვნენ განასკვული ფიქრებიდან, გრძელი შუბები გამარ-
თეს და ომის წესების დაუცველად უმოწყალოდ დაიწყეს ერთმანეთის
ჩეხვა.
ოდიშის მთავარი მეწინავე რაზმში რიგითი მეომარივით იბრძოდა
და თავის მებრძოლებს ომახიანი შეძახილებით აგულიანებდა. ბრძოლის
ველს ქორივით დასტრიალებდა სიმონ გურიელიც. ის ახოვნებითა და
საბრძოლო შემართებით სულაც არ ჩამოუვარდებიდა თავის ცოლის
ძმას. მისი სტრატეგიული ჩანაფიქრის წყალობით გურულებმა ჩახე-
რგილი ხეობის ვიწროებში მოიქციეს მეგრელთა რაზმები. ახლო კვეთაში
გურულმა მშვილდოსნებმა მოახერხეს კაპარჭებიდან ისრების ამოღება
და ცხენები დაუხოცეს ხმალშემართულ მეგრელებს. უცხენოდ
დარჩენილმა მეომრებმა ომი წაგებულად ჩათვალეს და მწყობრად დაიწ-
ყეს უკან დახევა. ბრძოლის გარდატეხის ჟამს შურისძიებით
გულგასენილი მალაქია კათალიკოსი შემოენთო თავისი რაზმებით
ბრძოლის ველს. იმ დღიდან რაც ძმისწული ვერაგულად გაუსწორდა
მამია გურიელს, მალაქიას სისხლის აღების შეგრძნება არ ასვენებდა.
თავის მომხრეებთან ერთად ოზურგეთის სასახლეს განერიდა და
ოჩხომურას ტყეებს შაფარა თავი. როცა ლევან დადიანისგან
შეწყალების წერილი მიიღო მან გონივრულად შაეფასა მოვლენები და
ამ დაპირისპირებაში ლევანის მხარე დაიჭირა. შემეჩხერებული ტყის
სანახებიდან ზვავივით დაშვებულმა მალაქიას ჯარის ნაწილებმა სიმონ
გურიელის გადაღლილი მეომრები ალყაში მოაქციეს და სასტიკად
გაუსწორდნენ. სიმონის დაბნეული მეომრები ვიშვიშით გარბოდნენ
ბრძოლის ველიდან. მალაქიას ერთგულმა კარისკაცებმა დრო იხელთეს
და უთვისტომოდ მიტოვებული სიმონი დაატყვევეს.
სიმონ გურიელის შეპყრობით ლევანმა საბრძოლო მისია
გურიაში წარმამატებულად მონათლა. ომის ჩარხის შემობრუნებით
დალხინებულმა თავის მეომრებს უბრძანა ლმობიერად მოპყრობოდნენ
უდანაშაულო ქრისტიან ტყვეებს, განსაკუთრებით კი მიწის მუშაკებს,
რომლებიც ამ ომში ძალად იყვნენ ჩათრეულნი.
ოზურგეთის სასახლე გაძარცული დახვდა ოდიშის მთავარს.
მეომრებს ოქროთი მოვარაყებული შანდლებიც გაეზიდათ სასახლის
დარბაზებიდან. აქა-იქ მიმოფანტულმა მსახურებმა პატრუქებს მოუკი-
დეს და ჩაბნელებული ოთახები ოდნავ გაანათეს. ტალანის შუაკართან
მარიამი შენიშნა ლევანმა, პატარა ოტიას ავახშმებდა გურიის დედოფა-
ლი საკუთარი ხელით. ლევანმა მზერა მოარიდა დას და შეცფუნებულ
ოტიას თავზე გადაუსვა ხელი.
- თუ ასე გიყვარს შენი დის შვილი ნუ დააობლებ ღვთის
გულისთვის, შეუნარჩუნე ბავშვს მამის სიცოცხლე!- სამგლოვიარე
განწყობით შეეგება მარიამი ლევანს.
- ჩემს სიცოცხლეს და ჯამრთელობას არ დაეძებ მარიამ!?- მოკლედ
მოუჭრა ლევანმა დას,- შენი მეუღლე იცხოვრებს, მხოლოდ მზეს ვერ
გაუსწორებს ღალატიან თვალებს.
შეღამებულზე დარბაზობა მოიწვია ლევანმა. თითქმის ყველა
გავლენიანი თავადი გამოცხადდა ოზურგეთის სამთავრო რეზიდენცი-
აში, რათა საკუთარი ყურით მოესმინათ სამართლიანი განაჩენი.
შედანმა მსახურებს დარბაზში ბორკილგაყრილი გურიის მთავარი
შემოაყვანინა. მიუხედავად სახალხო დამცირებისა და შეურაცყოფისა
სიმონ გურიელი მაინც ინარჩუნებდა თავის ხელმწიფურ მედიდურობას.
მეფური მორთხმით ჩამოჯდა ის ხის სავარძელში და მკაცრი განაჩენის
მოლოდინში გაისუსა. სომონი ერთავად ფილაქნიან იატაკს
მიშტერებოდა, თითქოს თვალს არიდებდა გარშემომყოფთა დამცინავ
მზერას.
ლევანი გურიის მთავართა საკარცხულში მოთავსდა, გვერდით
მალაქია კათალიკოსი მოისვა და მწყალობლის კილოთი მიმართა
სტუმრებს.
- ჩემო კეთილისმყოფელო მეგობრებო. როგორც ადრევე გაუწყეთ
ამ კუთხეში თქვენს დასარბევად არ მოვსულვარ და არც მიცდია
რომელიმე თქვენთაგანისთვის შეურაცყოფა მიმეყენებია. ახლა მაინც
ყველა აშკარად დარწმუნდით იმაში, რომ თქვენს მთავარს ჩემი მოკვლა
სურდა. თუმცა მისი ეს განზრახვა სულაც არ არის გასაკვირი იმისთ-
ვის, ვინც მშობელი მამა არ დაინდო მხოლოდ იმის გამო, რომ დროზე
ადრე გამეფებულიყო. ამგვარ ცბიერ და გაიძვერა კაცთან ურთიერთობა
თქვენც ძვირად დაგიჯდებოდათ. ამიტომაც გამოვიღე ხელი და მისი
ხელყოფისაგან გაგათავისუფლეთ. დღეიდან ახალი მთავარი
გეყოლებათ მალაქია კათალიკოსის სახით. ახლა მხოლოდ საკუთარ
თავზე და ჩემზე უნდა იზრუნოთ. ერთგული სამსახურისათვის კი
ყველას სათანადო პატივს მოგიზღვავთ.
სამარისებურ სიჩუმეში ნირწამხდარ სიმონ გურიელს პირქუში
შესასახედაობის ჯალათი მიუახლოვდა ჯმუხი ნაბიჯებით. გავარვარე-
ბული, წვეტიანი შამფურები ისე ჰქონდა მომარჯვებული ჯიბღუს, რო-
გორც ყასაბს- ხორცის ასაქნევი სატევარი.
- ლევან ჯობია მომკლა, ვიდრე თვალები დამთხარო. სიკვდილის
მეშვეობით ტანჯვას გადავურჩები, ბრმა კი - მუდამ ტანჯვაში ვიქნები,-
ნახმლევით დაღარული შუბლი ასწია სიმონმა და მავედრებელი
თვალებით ახედა ლევანს.
- მამის მკვლელობა ვის შერჩენია შენ რომ შეგრჩეს. მე აქ არაფერ
შუაში ვარ. უფალმა არ ინება ამგვარი ბოროტება დაუსჯელი რომ
დარჩენილიყო. მე უფლის ნება აღვასრულე მხოლოდ. შენ შენის სიხა-
რბითა და ღალატით ერთდროულად დაჰკარგე ტახტი, ცოლი და
ერთადერთი ვაჟი, მასთან ერთად - თვალის ჩინი და თავისუფლება.
ზუგდიდის სასახლეში მობრუნებულ ლევანს ბიჭის დაბადება ახარა
სახლთუხუცესმა. უზომოდ გაილაღა ოდიშის მთავარმა. თითქოს
უშველებელი ლოდი მოეხსნა მხრებიდან. თანურიას ღალატით
გაბოროტებულს უფრო და უფრო ეძალებოდა ეჭვი თავისი ბიჭების
მამობაზე, რასაც ნესტანის განუწყვეტელი ჩიჩინიც აღვივებდა.
დედოფალი ხშირად მოაგონებდა ლევანს თანურიას მრუშობის ამბავს
და იმასაც, რომ თანურიას ნაშობი ვაჟები მისი კანონიერი მემკვიდრეები
არ უნდა ყოფილიყვნენ. ნესტანმა ისეთი სიმძლავრით გაუღვივა
სიძულვილი ლევანს საკუთარი შვილების მიმართ, რომ ომიდან
მობრუნებულმა მთავარმა ერთხელაც არ მოიკითხა ბიჭები. ნესტანთან
ერთად ჩაიკეტა თავის საძინებელში და დღენიადაგ პატარა უფლისწუ-
ლის ფერებაში აღამებდა. თუმცა ყველაფრისაგან დაღლილმა ვერც
ცოლის სასთუმალთან იპოვა შვება და სიმშვიდე. ნესტანის გამუდმე-
ბული გულისგამაწვრილებელი სისინი სულს უწეწავდა ლევანს.
ხედავდა ოდიშის მთავარი, რომ დედოფალმა მეტი მოძალებით
მოუხშირა გერების ლანძღვას, რადგანაც პატარა ალექსანდრეს გაჩენის
შემდეგ ნესტანი მის ვაჟებს უკვე ტახტის მოცილეებადაც აღიქვამდა.
- მაინც როდემდე უნდა ინავარდონ სასახლის დარბაზებში ვარდან
ქორთოძეს ნაბუშრებმა,- ქოთქოთებდა ის დილიდანვე და ათკეც წყევლას
უთვლიდა ნესტან შერვაშიძეს.
ლევანმა ვერ აიტანა ამდენი ბოღმის გადმონთხევა მის შვილებზე,
ნადირობა მოიმიზეზა, შედანი აიყოლია და ლებარდეს სანახებს
მიაშურა მწევარ-ძაღლებით. სასახლეში ეულად დარჩენილმა ნესტანმა
თავისი არ მოიშალა და ახლა სეფექალებთან მიჰყო ბიჭების გათათხ-
ვას ხელი, თუმცა ყველა მსახური როდი თანაუგრძნობდა ავ დედინა-
ცვალს. განსაკუთრებული ღვთისმოსაობით და გულმოწყალებით ელუკა
გამოირჩეოდა. თავად ობლობაში გაზრდილს გული ეწვოდა
უფლისწულების საცოდაობით და დღენიადაგ იმას ცდილობდა
ბავშვებისადმი მომართული დედოფლის მოზღვავებული ზიზღი როგო-
რმე გაენელებინა. ერთი წამითაც არ ტოვებდა პატარებს უყურადღებოდ.
მთელი დღის მანძილზე სახალისო ამბების მოყოლით ართობდა გეგეს
და მანჩოს, საღამოობით კი დედის გაუჩინარებით გულგასენილ ბიჭებს
ზღაპრებს უკითხავდა და მოწოლილ დარდს უქარვებდა მცირედით.
თავისი სათნოებით ის ერთხანს ახერხებდა დედოფლის ბნელი
ზრახვების მოთოკვას, მაგრამ ახალი მემკვიდრის გაჩენისთანავე
მისთვისაც შეუძლებელი გახდა გამძვინვარებული ნესტანის დაშოშმი-
ნება. გაბოროტებული და გონებაარეული დედინაცვალი სეტემანის
ძაღლის ლეკვებად მოიხსენიებდა გერებს, ლამის შეთქმულების
თანამონაწილეებად შერაცხა უმწეო ბალღები.
- ჯერ ამ პატარებს პირზე რძე არ შეშრობიათ და ღალატს გულში
როგორ გაივლებდნენ მოწყალეო ქალბატონო?- ერთხელაც სცადა
ელუკამ გაკაპასებული დედოფლის დაურვება.
- როცა შეაშრებათ მერე გვიან იქნება ღალატიც და ერთგულებაც.
ამათმა ნაქებმა ბაბუამ გამოგვიგზავნა მკვლელი აფხაზეთიდან, რამაც
კინაღამ შეიწირა ლევანის სიცოცხლე. ვიდრე ეს ნაბიჭვრები ამ სასახლე-
ში ბოგინობენ, მანამ არ ექნება მომავალი ჩემს ალექსანდრეს,- ტყი-
ურივით გაჰკიოდა დედოფალი.
- მერედა ამათმა რა დააშავეს. მათი ბრალი ხომ არ არის ძარღვე-
ბში აფხაზური სისხლი რომ უჩქეფთ. გარდა ამისა სეტემანი
შვილიშვილებს ხომ არ გაუმხელდა შეთქმულების ამბავს. მერწმუნეთ,
ისინი სავსებით უწყინარნი არიან დედოფალო. როგორც ყველა ბავშვი
ისინიც უბიწოები და უმანკოები არიან. როცა მათ ზღაპარს ვუყვები
სახე უნათდებათ, თვალები უწყლიანდებათ. ურყევად მჯერა, რომ გეგე
და მანჩო არასოდეს არ ჩაიდენენ ბოროტებას,- ლამის სულში ჩაუძვრა
ელუკა ნესტანს, თუმცა მაინც ვერ მოახერხა მისი განრისხებული
გულის დაოკება.
სიკვდილი ჩახმახივით შემართულიყო უფლისწულების თავზე. ელ-
უკას მოქნილად უნდა ემოქმედა და სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდო-
მოდა, ბიჭები უნდა გამოეხსნა ამ ჯოჯოხეთიდან. ერთადერთი ხსნა
აფხაზეთზე გადიოდა. ძმები მოკლე ბილიკებით შეუმჩნევლად უნდა
გადაეყვანა სეტემან შერვაშიძის სამკვიდროში. ერთი პირობა ისიც
გაიფიქრა, რომ შედანისთვისაც გაემხილა თავისი განზრახვა, მაგრამ
მალევე თავიდან მოიცილა ეს ჩანაფიქრი. შვილების გაუჩინარებით
გაბოროტებულ ლევანს იქნებ ცნობიერება დაეკარგა და ერთგულ
მსახურზეც აეღო ხელი. სატრფოს სიცოცხლეს ასე უანგარიშოდ ვერ
გაწირავდა ელუკა. სხვათა დახმარების გარეშე უნდა ემოქმედა და ბიჭე-
ბი სამშვიდობოს გაეყვანა.
ოდიშის დედოფლის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია ელუ-
კას დედაშვილური დამოკიდებულება ძმებისადმი. ნესტანს არც ის
ხიბლავდა შედანის დანიშნული მთელს უქმე დღეებს ბავშვებთან რომ
ატარებდა და შეჭირვებულ მდგომარეობას უმსუბუქებდა მისი ვაჟის
სატახტო მეტოქეებს. ერთხელაც სასტუმრო დარბაზში დაიბარა ელუკა
და ისეთი მოჩვენებითი სათნოებით შეეგება, რომ თავადის ასულს
სიხარულისაგან ბეღურასავით შეუფრთხიალდა დაზაფრული გული.
- რატომ ხშირ-ხშირად არ მაკითხავ ელუ,- მსუბუქი საყვედურით
მოეფერა ის სეფექალს,- განა ჩემი ალექსანდრე შენგან უფრო მეტ
ყურადღებას არ იმსახურებს?!
- მომიტევეთ ქალბატონო ჩემი დაბნეულობა. ეს დღეები შეუძლოდ
გახლდით,- ღაწვები შეუფაკლდა ელუკას ტყუილისგან.
- კარგი, არა უშავს. ერთი სათხოვარი მაქვს შენთან. ხვალ ილორო-
ბაა ღვთის მადლით. მთელი სამეგრელო იქ მოიყრის თავს, აფხაზეთი-
დან და სვანეთიდანაც ჩამოვლენ სტუმრები დღესასწაულზე. მე ჯერაც
არ ძალმიძს ცხენზე ამხედრება. გარდა ამისა ჩვილსაც ვერ ვიახლებ
ასეთ პირქუშ ამინდში. დილიდან მშრალი ხველება აუვარდა ალექსან-
დრეს. ექიმებმა მაჯნუნი კი ასვეს ბლომად, თუმცა გამოკეთება დიდად
არ დატყობია. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ისინი
ახალშობილის გამო წინასწარმეტყველებენ. კუტი უნდა იყოსო ალექსა-
ნდრე დაბადებით და მოსალოდნელია ზრდაში შეფერხება განიცადოსო.
საგანგებოდ ჩამოქნილი სანთელი მინდოდა შემეწია წმიდა
გიორგისთვის, მაგრამ როგორც ხედავ იქ წასვლას ვერ ვახერხებ. შენ
უნდა შეგავედრო ალექსანდრეს სახელზე ილორში სანთლის დანთება
და სნეულის გამოლოცვა. შედანიც იქ იქნება. საოცრად დაამშვენებთ
ლევანის ამალას,- ორაზროვნად გაეღიმა დედოფალს.
შედანის გაგონებაზე სირცხვილის ალმურმა გადაურბინა სახეზე
ელუკას, - როგორც თქვენ მიბრძანებთ ისე მოვიქცევი მოწყალეო
დედოფალო!- ძლივს გააგონა მინავლებული ხმა ნესტანს და კიბის
საფეხურებს ჩაუყვა რონინით.
ილორობაზე ღამისთევით გაჩერება კეთილი სიზმარივით შერჩე-
ნოდა ლევანის მეხსიერებას. როგორც ყველა ოდიშელს მასაც ურყევად
სჯეროდა, წმიდა გიორგის ილორობის ღამეს ზღვის მხრიდან
ნაკურთხი ხარი რომ მოჰყავდა. ისიც კარგად ახსოვდა თუ როგორი
ფაცი-ფუცით ცდილობდნენ ეკლესიის მსახურნი ხალხის
დასაჯერებლად ეკლესიის კარის დაკეტვას და ზედ ბოქლომის დადებას.
როცა ღამის თევით გადაღლილი მლოცველები გამთენიისას კარებს
ფართოდ გამოაღებდნენ ლევანი თავპირისმტვრევით გაიჭრებოდა
ეკლესიის ეზოს შუაგულისკენ, რათა პირველს ენახა წმიდა გიორგის
მიერ მოყვანილი ხარი. ნანახით გულდამშვიდებული სხვა
მლოცველებთან ერთად ეკლესიის წინ დაიჩოქებდა და სასოებით
აღუვლენდა ლოცვას წმიდა გიორგის.
ახლაც თავის ამალასთან ერთად საზეიმო განწყობით გადაჭრა
ხალხით გაჭედილი ეკლესიის ეზო და გალავნის კარიბჭესთან მდგომ
ეპისკოპოზს უზარმაზარი კლიტეთი დააკეტინა რკინის კარები. როცა
კარები საგულდაგულოდ ჩარაზული იგულვა ლევანმა ეუჩქარებლად
დაასვა კლიტეს საგვარეულო ბეჭედი და მთელი ღამის მანძილზე
ოჯახის კეთილდღეობას ავედრებდა წმიდა გიორგის. ამის შემყურე
ღვთისმშობლის ხატთან ქადაგად დავარდნილ ელუკას სახეზე სიმშ-
ვიდე მოეფინა. მას უკვე არ სტანჯავდა სინდისის ქეჯნა ზუგდიდის
სასახლეში ასე ხელაღებით მიტოვებული უფლისწულების გამო.
გარიჟრაჟზე ლევანმა საკუთარი ხელით მოხსნა ბეჭედი კლიტეს და
ვერცხლის სქელი ფურცლებით შეჭედილი კარები ღრჭიალით გამოაღო.
გალავნის შუაში განცხრომით წამოწოლილი ხარის დანახვაზე ლევანმა
პირჯვარი გადაიწერა და ხარის მოყვანისათვის მადლობა მოახსენა
წმინდა გიორგის. მნათეებმა თაღოვან სამრეკლოში ზარები ააწკარუნეს.
ცვარით დანამული ხარის დანახვაზე მლოცველებმა შვებით ამოისუ-
ნთქეს.
- ამ წელს ღვინის და ღომის კარგი მოსავალი იქნება ბატონო,-გა
ხარებით ამცნეს მათ ოდიშის მთავარს უხვი მოსავლის შესახებ, თუმცა
ის დაუმალეს ლევანს ხარს ქერა ფერი რომ მიჰყვებოდა მუცელზე,
რაც მნათეთა წინასიტყვაობით სიკვდილის მანიშნებელიც იყო. უმალ
ნესტანის სახემ გაიელვა მის გონებაში. მოაგონდა თუ როგორი
დაჟინებით ცდილობდა დედოფალი მანჩოს და გეგეს საეჭვო ჩამომა-
ვლობის დამტკიცებას. ილორში წამოსვლის წინაც შეახსენა ლევანს, რომ
დიდხანს ვერ მოითმენდა ქორთოძეს ბუშების ყურებას საკუთარ
სახლში. მწველი მოგონებით დათრგუნვილს გეგე გაახსენდა, ნაკურთხი
ხარის რქების მოტანას ეაჯებოდა შვილი მამას. ბავშვური გულწრფე-
ლობით სჯეროდა გეგეს, რომ თუ ხარის რქისგან დამზადებული
ყანწით წმინდა გიორგის სადღეგრძელოს შესვამდა, მაშინ წმინდანი
ყოველთვის დაიფარავდა ავი თვალისგან და უვნებლად ამყოფებდა.
გალავნის კიდესთან სისხლში ამოთხვრილი ყასაბი შენიშნა ლევანმა.
პეღუს უკვე ოთხში ამოეღო დაკლული ხარი და მოკლე სატევარით
გულმოდგინედ აცალკევებდა ხარის რქებს სისხლიანი თავისგან.
მოულოდნელად სისხლის წინწკლები სახეზე შეესხურა ლევანს, თუ-
მცა ყასაბის ეს დაუდევრობა დიდსულოვნად არ შეიმჩნია და აბრეშუ-
მის ფარჩით მალულად მოიწმინდა ლაქები.
ნაწირვებს სუფთად დათლილი რქები მოართვეს ოდიშის მთავარს.
უნებლიედ იქვე მობალახე ცხენს მოჰკრა თვალი. ახლა საკმარისია
ფალავანზე ამხედრდეს და გეგეს ნანატრი ძღვენი მიურბენინოს, მაგრამ
რაღაც უხილავი ძალა ბოჭავს და ნაბიჯს არ ადგმევინებდა წინ. ის
შეპყრობილივით იდგა ეკლესიის ეზოს შუგულში და ისეთი
მონუსხული თვალებით მისჩერებოდა მოსარკულ ცას, თითქოს იქიდან
ელოდა ხსნას. ზლაზვნით შევიდა ეკლესიაში. კედელზე დაკიდებულ
შუბს შეავლო თვალი. გული მოეფხანა იმის გამო, რომ ამ შუბის შიშით
ვერც ერთი სულიერი, ქრისტიანი თუ მუსლიმი ვერ ბედავდა ტაძრის
შეურაცყოფას. ლევანი ვერცხლის დიდრონ ფეშხუმზე დადგმულ
ემბაზთან შეჩერდა და როცა შიგ მოწიწებით ჩაიხედა სახტად დარჩა.
მირონცხებულ წყალზე ნესტანის სახე აირეკლა. ლევანს სული შეეხუთა
იმის ყურებით, თუ როგორი უსულო სახით მიიპარებოდა დედოფალი
ბიჭების საძინებლისკენ.ახლა მოაგონდა ის დღე, როცა საოცარი
თვითდაჯერებით უხსნიდა ნესტანს ილორობის ღამეს ჩადენილი
დანაშაული ყველას რომ ეპატიებოდა.ამ რწმენით გულმოცემული
დედინაცვალი გველივით მიიკლაკნება სასახლის დარბაზებში,
უფლისწულების სასთუმალთან რუმბივით შესიებულ თავს მაღლა წევს
და შემზარავად მიაშტერებს ჩასისხლულ თვალებს გერებს.
- რატომ აქამდე არ გძინავთ ბიჭებო?- წაისისინებს მოჩვენებითი
ალერსით.
- დედიკოს ველოდებით დეიდა ნესტან. თურმე აფხაზეთში
წასულა გიორგობაზე. ელუკამ გვითხრა შუა ღამით მოაღწევსო ზუგ-
დიდს,- ატიტინდა გეგე ჩვეული სიხალისით.
- დედას გზაზე ცუდი ამინდა შეყრია. საეჭვოა, დათქმულ დროს
რომ ჩამობრძანდეს. თქვენ, როგორც ვხედავ, ძილი სათოფედ არ
გეკარებათ. ეს წამალი დალიეთ და უმალ ჩაგეძინებათ.
- ეს რა წამალია! დედას რომ ჩვენთვის ეს წამალი არასოდეს არ
შეუსმევია?- გულწრფელად გაიოცა გეგემ და ოვალური შუშის ლამბაქი
მსუბუქად შეანჯღრია მარცხენა ხელით.
- ეს ახალი წამალია. იტალიელმა ბერებმა თქვენთვის საგანგებოდ
ჩამოიტანეს ნეაპოლიდან.
- რა ლამაზი ნახელავია. წამალს რომ გამოვცლით შუშის ლამბაქი
შეგვინახეთ დეიდა ნესტან. დედას ვაჩუქებთ გიორგობაზე!

. . .
სამეფო აკლდამა არ გათხრილა ნოემბრის იმ პირქუშ ამინდში. წალე-
ნჯიხის უბრალო სასაფლაომ ჩაიკონა მათი პატარა სხეულები. მთელი
ოდიში გულით დასტიროდა თავის ღირსეულ მემკვიდრეებს. ზღვა
ცრემლი დაიღვარა უფლისწულების საფლავზე იმ დღეს, მაგრამ იქ არ
დაღვრილა ლევან დადიანის ცრემლი.
მეთუთხმეტე თავი
" ვლე არე ოდიშისანი"

ძაღლების გაბმულმა ყეფამ მატუტია უთენია წამოახტუნა თბილი


საწოლიდან. ნახევრად უძინარმა, თვალჩაღამებულმა შალიფად ჩაიცვა
და შლეგივით გავარდა ბაზიერთა სადგომებისკენ. მატუტიას
უმიზეზოდაც ჩვეოდა ბაზიერთა და მეჯოღორეთა ლაზათიანად
აწიოკება, მაგრამ საპატიო სტუმრის მოლოდინით დამუხტული
გაათმაგებული ჟინით დაერეოდა ხოლმე მსახურებს და მათრახის
როზგით სამკეცა ტყავს აძრობდა უქნარებს, თუმცა ამჯერად არ მოუ-
წია მათი გამათრახება. ბაზიერები და მეძაღლეები დილიდანვე
მონდომებით შედგომოდნენ ქორ-მიმინოების და მწევარ-ძაღლების და-
პურებას. განსაკუთრებული თავგამოდებით ქუჩუია გამოირჩეოდა. ის
სახელდახელოდ ამოწმებდა პირუტყვისათვის განკუთვნილ სალაფავს და
უკმაყოფილობის შემთხვევაში საკუთარი ხელით ამატებდა ულუფას.
მისი მოწადინებით შეგულიანებულმა მოინალებმა მოხარშული
კურდღლის ბარკლები ისეთი ხელგაშლილი სიუხვით დაუყარეს
გომურებში შეყუჟულ ძაღლებს, რომ თავად მატუტიამაც არ დამალა
თავისი განცვიფრება.
- აიტ, თქვა ჩვეგებ! მაინცდამაინც თბილისის მოურავი უნდა
გვეწვიოს, ხელმარჯვედ რომ გაისარჯოთ,- მადიანად შეამკო მატუტიამ
მსახურები და საყარაულო კოშკისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა.
მაღალ გორაკზე შეფენილი თამაკონის ციხე-გოდოლი ერთგულ
გუშაგივით გადმოსცქეროდა ტეხურისა და აბაშისწყლის ხეობას.ლევანმა
მიწისძვრის შედეგად ციხის მორღვეული კედლები და სახურავი
დროულად შეაკეთებინა კალატოზებსა და კირითხუროებს,
სათოფურებიც და სათვალთვალო ქონგურებიც ისე საგულდაგულოდ
განაახლა, თითქოსდა მილეთი მტრის შემოსევას ელოდა ჭყონდიდის
ეპარქიის შემოგარენში. უხაროდა მატუტიას ამ განახლებულ ციხე-
დარბაზში რომ აპირებდა ოდიშის მთავარი გიორგი სააკაძის საზეიმოდ
დახვედრას. მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა სასახლის მდივანს;
სადადიანო კულუხის ღვინოს თუ მოიწონებდა მუხრანის ღვინის
ნაჟურს მიჩვეული მარტყოფის გმირი.
ციხის ალაყაფთან შეეგება ლევანი სახელოვან სარდალს და მის ამა-
ლას. დარბაისლურად გადაეხვივნენ ერთმანეთს სტუმარ-მასპინძელი.

- მიხარია ოდიშის მიწაზე რომ დავდგი ფეხი. ეს ჩემი პირველი


სტუმრობაა სამეგრელოში და ვიმედოვნებ - არა უკანასკნელი,- რიხით
დაქვეითდა გიორგი და ღრმად ჩაისუნთქა სალხინოს ხეობიდან
მონაბერი გრილი ჰაერი.
- დღეიდან სადადიანოს კარი მუდამ ღია იქნება შენთვის დიდო
მოურავო!- ომახიანად მიესალმა ლევანი სასურველ სტუმარს და გოროზი
მზერა შეავლო მის მცირე ამალას,- ავთანდილი რომელია ამათში,
მსურს აქვე მიულოცა შენს ვაჟს იმერეთის მეფის ასულზე დაქორწინე-
ბა.?
- ავთანდილი ამჯერზე ვერ დავიყოლიე და სამეგრელოში
წამოსვლას თავის ახალჯვარდაწერილ ცოლთან დარჩენა არჩია. მეც ვერ
დავუშალე აცვენილ გვრიტებს მოძალებული ჟღურტული. გარდა ამისა
ავთანდილი მსუბუქად დაჭრეს ყიზილბაშებმა ასპინძასთან გამართულ
ომში და ჭრილობა ჯერაც არ შეხორცებია სრულად,- ოდნავ
გაუშინაურდა გიორგი მასპინძლებს და ცნობისწადილით გახედა
მწევარ-ძაღლებით გარემოცულ ბაზიერებს.
ლევანის დაკვირვებულ თვალს არ გამოპარვია სტუმრის სახეზე აღ-
ბეჭდილი განცვიფრების კვალი. მიხვდა ოდიშის მთავარი, სტუმარს
ოდნავ რომ ეუცხოვა სანადირო ტანსაცმლით აღკაზმული მეგრელი
დიდაზნაურების ხილვა. მოარული ხმებით ისიც უწყოდა ლევანმა, რომ
გიორგი სააკაძესთან მიკიბულ-მოკიბული არ ჭრიდა, ამიტომაც მოური-
დებლად უთხრა სათქმელი დოინჯშემოყრილ მოურავს.
- რა დაგიმალოთ და ხვალისთვის ველოდი შენს მობრძანებას
გიორგი ბატონო. მანამდე მსურდა ტყეში წანადირებით დრო მომეკლა
და თითო-ოროლა ტყიური ამეგო შუბზე. ამადაც ვართ ასე სანადიროდ
გამოწკიპულნი, მაგრამ შენ მგზავრობით დაღლილი იქნები, ამიტომაც
უმჯობესია დაისვენო და უთენია შეუდგეთ ნადირის ხოცვას.
- რომელი დავრდომილი მე მნახეთ ნადირობაზე რომ ხელი ავიღო.
ბარემ ვეღირსე ჩემი ცხოვრების მიწურულს სამეგრელოს ტყეებში
დაუცხრომლად განავარდებას და მაგას გამოვაკლდები!- მცირე წყენა
შეეპარა მოურავს ხმაში.
- მაშინ რა გაეწყობა, ოჩოპინტეს საკლავი შესწირეთ უხვად, ნაღარას
დაჰკარით, მწევარ-ძაღლები და მიმინოები აუშვით, ყველაფერი ისე
უნდა ჩატარდეს, როგორც დიდი მოურავის სტუმრობას ეკადრება,-
ირიბულად გასცა ბრძანება ოდიშის მთავარმა და შედანს სანადირო
მარქაფის თვალყურის დევნება დაავალა.
მტვრიან შარა-გზაზე ლაფშურად მიმავალ ცხენოსნებს მარეკები
ჯიქურ გამოეყვნენ და საყვირების ცემით მოედვნენ ჭყონდიდის
მიდამოებს. ისინი ჟინმორეული სიფიცხით აფრთხილებდნენ
დოლმახორე1 გლეხებს,რომ საქონელი არ გამოეშვათ თავიანთი კარ-
მიდამოებიდან, რათა ნადირობაში ხელი არ შეშლოდა ოდიშის მთავარს.
- თქვენში ნადირობის როგორ წესს იცავენ მთავარო?- დაუფარავი
ინტერესით იკითხა მოურავმა.
-უწინარესად სამეგრელოში მშვილდითა და ხელშუბით ნადირობენ,
ხელთოფით ტყიურის მოკვლა მონადირეს ვაჟკაცობაში არ ჩაეთვლება.
ჩვენებური წესით გამარჯვებული ისაა, ვინც პირველად დაკოდავს
ტყიურს. ამავე დროს მონადირემ უსათუოდ გაჭენებული ცხენიდან
უნდა მოზიდოს მშვილდი.
-ერთმანეთს ხომ არ გავეჯიბროთ ლევან ბატონო?- ყმაწვილური
სილაღით აიწყვიტა სტუმარმა,- დაე, დამარცხებულმა გამარჯვებულის
სურვილი უყოყმანოდ აღასრულოს.
- ეგრე იყოს. მაშის ცხენებს აუჩქაროთ, თორემ გაავდრებას უნდა
აპირებდეს. ხელხვავიან ნადირობას კი ტაროსიანი ამინდი უხდება
უფრო,- ღრუბლებში მიმალულ მზეს ახედა ლევანმა და მათრახი
რბილად გადაუჭირა ფალავანს.
საცალფეხო ბილიკი მალევე მოილიეს ცხენოსნებმა და შუადღისთვის
ასხის ტყის სანახებში შეაგელვეს ულაყები. ასწლოვანი კედარებისა და
ცასმიბჯენილი რცხილების ხილვამ უცნაურად ააფორიაქა გიორგი.
- მელა თუ ბოგინობს სამეგრელოს ტყეებში?- უხერხულად
ჩამოვარდნილი დუმილის გასაფანტავად იკითხა მოურავმა.
- მელა ზედმეტად ფრთხილი და ცბიერი ცხოველია, მაგრამ სამე-
გრელოში ცხოვრება ამ ბოლო დროს ერთობ გაუჭირდა, რადგან
მეგრელ მონადირეებს გადამკიდე მოხერხებულობას ვერ იჩენდა და
ხშირად ებმეოდა მათ მიერ დაგებულ მახეში. ამიტომაც ერთხელაც
მოითათბირეს და გაქცევით უშველეს თავს.
- მაინც საით გაიქცნენ ეს მსუნაგები?- ხალისით აყვა მოურავი
ლევანის თავშექცეულ ზღაპარს.
- იმერეთის ტყეებს შეესივნენ და ახლაც იქ დაძრწიან გავეშებით.
- ხოხობი თუ ბინადრობს აქეთ,- არ ელეოდა ინტერესი გიორგის.
- - ხოხობი ფოთის ჭალების დაბურულ ბუჩქებში იმალება და მასზე
ცხენით დადევნება საოცრად დამღლელია. ხოლო ფეხით თუ გაეკიდე
იმდენს გარბენინებს, რომ არაქათი გამოგეცლება, თან ეკალ- ბარდებშიც
გვარიანად დაიკაწრები. ამიტომაც ხოხობზე მხოლოდ გლეხები
ნადირობენ ეჟვნებიანი მიმინოებით. თუმცა ჩვენი ნადიმი ამ საუცხოო
ფრინველის გარეშე მაინც არ ჩაივლის. მე ადრევე დავიჭირე თადარიგი
და მსახურები გავაგზავნე ფოთის სანახებში. ასე რომ მოგვიწევს
ნადიმზე მისი ხორცით პირის ჩატკბარუნება.
-ირანში თუ იციან ხოხობზე ნადირობა,- ენის ჩლექით იკითხა
შედანმა და მოურავის ბედაურს მხარმარცხნიდან წამოეწია.
- ირანშიც ხოხბებზე დაგეშილი მიმინოებით ნადირობენ.
ერთხელაც შაჰ-აბასს ვახლდი შირაზში. ამამ-ყულიხან უნდილაძემ
საგანგებოდ გამაფრთხილა, რომ მიმინო ოდნავ გვიან ამეშვა
შოლტიდან, რათა შაჰის რისხვა ამეცილებინა თავიდან. მე უსიტყვოდ
დავყაბულდი, თუმცა ჩემი მიმინო ისეთი სისწრაით მომწყდა მაჯიდან,
რომ მისი შეჩერება ვერ მოვახერხე. შაჰის მიმინოც კვალდაკვალ მიჰყვა
ჩემსას, თუმცა ვიდრე დაეწეოდა და ხოხობის თავზე კამარას შეკრავდა,
ჩემი მიმინო გვერდიდან მოექცა და შურდულივით დაეძგერა
ფრინველს. ახლა იმას ვნატრობდი ჩემს მიმინოს არ დაეკორტნა
თავქოჩორა ხოხობი,მაგრამ თითქოს ბედი დამცინოდა იმ დღეს. როცა
ცხენდაცხენ მივეწიეთ დანიშნულ ალაგს შაჰი ქორივით გადაევლო
უნაგირს და ჩემს მიმინოს კლანჭებიდან გამოსტაცა ხორცდაფლეთილი
ნადავლი.
- შენმა მიმინომ პირველმა ჩაასო ნისკარტი ხოხობს,მიხარია
სწორუპოვარ მეომარს ნადირობაც ჩინებული რომ გცოდნიაო,- ისე
გაილაღა შაჰმა ჩემი წარმატებით თითქოს მისი ოჯახის წევრი
ვყოფილიყავი. ასე რომ მიფრთხილდი ლევან ბატონო,ხომ ხედავ, ირანის
მზეს არ შევეპუე და არც შენ დაგითმობ პირველობას.
- ნადირობის რა მოგახსენო, მაგრამ მატყოფთან მართლაც რომ
სასტიკი მარცხი ვაწვნიეთ ყაენს. კახეთის სოფლებში ჩამოსახლებული
თურქმენული ტომებიც დედაბუდიანად გავუჟლიტეთ, წარჩინებულ
ყიზილბაშთა მოჭრილი თავები კი ოსმალეთის დიდ-ვეზირ ჰაფიზ-
ფაშას გავუგზავნეთ. ლამის ნახევარი საუკუნეა თურმე მსგავსი
სირცხვილი ირანს არ უნახავს. ძნელი არ უნდა იყოს იმის განჭვრეტა,
თუ რა დღე დაადგებოდა ყაენს დანარჩენი საქართველოც გვერდში რომ
ამოდგომოდა კახეთს. ამისთვის კი ერთი მეფის მორჩილებაა საჭირო.
გამარჯვებით აღფრთოვანებულ ხალხს ჩემი გამოცხადება სურდა
მეფედ. მე შორს დავიჭირე მათი თხოვნა, ვინაიდან ურყევად მჯეროდა,
რომ ქვეყანა ბაგრატოვანს უნდა ემართა. მე თეიმურაზს შევთავაზე
ქართლ-კახეთის ტახტის დაჭერა. ერთ ხანს ჭოჭმანი დაეწყო შენს
ბიძაშვილს. თურმე უკეთურებს ხმები დაეგდოთ თითქოს მე მახეს
ვუგებდი კანონიერ მეფეს. წამოწვლისას თეიმურაზს უთქვამს;
- თუ ასე ნებავს უფალს დაე აღსრულდეს მისი სურვილი, უკანასკნე-
ლად მაინც გავუღიმებ მშობლიურ ცას, რომლის ქვეშაც ამეხილა
თვალიო. არადა გულში წამითაც არ გამივლია მისდამი ღალატი. სვე-
ტიცხოვლის ტაძარში კათალიკოსმა საზეიმოდ აკურთხა თეიმურაზი
ქართლ-კახეთის მეფედ. ყველანი ერთგულების ფიცით შევეკარით
გვირგვინოსანს, თუმცა ამპარტავანმა თავადებმა მაინც ვერ მოინელეს
ჩვენი სიახლოვე და გველის მართვებივით ასისინდნენ. სწორედ მათი
წყალობით არ მიღეს სამხედრო მჭობაზე ბრძოლის ჩემეული გეგმა და
მარაბდის გაშლილ ველზე დავუპირისპირდით ისა-ხან ყორჩიბაშის
უშველებელ ჯარს. თოთხმეტი ათასმა ყიზილბაშმა მეთოფემ ახლად
შეძენილი არკებუზებით საშინელი ზალპი გახსნა ჩვენი მიმართუ-
ლებით, რასაც კოჯორ-ტაბახმელის ვიწროებში ვერაფრით ვერ
მოახეხრხებდნენ. ჩვენც დავაყარეთ ხელთოფებისა და ისრების წვიმა,
თუმცა მათმა ჯაჭვკურტაკებმა იოლად აიტანეს ჩვენი თოფებისა და
ისრების დარტყმა. ასე რომ, დიდებულების კისერზეა მარაბდის ველზე
უსაზმნოდ დაღვრილი ქართველთა სისხლი. ახლაც, ჩემი აქ ყოფნის
ჟამს ვინ იცის რა საძაგლობას არ უწვეთავენ ჩემს შესახებ მეფეს.
- ის რას მივაწეროთ თეიმურაზი ყაენს რომ მეფედ უცვნია, რა-
ღაც მზაკვრული ექნება ჩაფიქრებული ირანის მბრძანებელს,- მამუკა
ბისკაია წამოეწია ცხენოსნებს.
- როგორც ჩანს შაჰ-აბასმა ჩათრევას ჩაყოლა არჩია. მე ვიცი რომ
ეს მოჩვენებითი კეთილგანწყობა ისეთივე მყიფეა, როგორც ურეკის
ნავსადგურში სამი ტყვის ფასად შეძენილი თურქული ლარნაკი, მაგრამ
ოსმალები აიშალნენ დამასკოში, რამაც აიძულა შაჰი მცირე დათმობაზე
წასულიყო. თუმცა ჩვენ მისი სიტყვა როდი ვირწმუნეთ, ამადაც
მიბრძანა თეიმურაზმა იმერეთისა და სამეგრელოს მონახულება, რათა
ფიცის წიგნით შევეკრათ ერთმანეთს და ირანიდან აგორებულ მეწყერს
საერთო სულისკვეთებით დავუხვდეთ. ჩემი ვაჟის იმერეთის მეფის
ასულზე დაქორწინება ამ სამოყვარეო კავშირის ნაწილია. ჯერი შენზეა
ოდიშის მთავარო.
- ავთანდილისა და ხვარამზეს დაქორწინება უთუოდ წაადგება
საერთო საქმეს. ჩემის მხრივ, მეც ვუერთდები ამ სამოყვარეო კავშირს,
მაგრამ ისიც ცხადია, რომ მე და იმერეთის მეფე ერთ კარავში ვერ
გამოვიზამთრებთ. ან როგორ უნდა ვენდო ისეთ კაცს, რომელმაც
თავისი ცხოვრების მიზნად ჩემი მოკვლა დაისახა.
- შენ იქნებ მართალიც იყო ლევან, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა იმას
როდი ნიშნავს მეზობლები მთელი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთს
რომ ემტეროთ. როცა ღვარძლიანმა თავადებმა ლუარსაბ მეფეს
გადამამტერეს და მასთან შესარიგებელი ყველა გზა მომიჭრეს, ისპაჰა-
ნის ქვიშიანი უდაბნოს გზას დავადექი. ეს არ იკმარეს ამ უნამუსოებმა
და ლუარსაბის მკვლელობაც მე დამაბრალეს, თითქოს მე მერჩიოს
შაჰისთვის ასტრაბადის ციხეში ქართველი მეფის საბლით მოშთობა.
მათ ჰგონიათ, როგორი ქვენა ვნებებით თავად სულდგმულობენ,
ისეთივე ავი გრძნობები მე რომ მამოძრავებდეს. არადა ამ
დიდებულებს ლუარსაბ მეფესთან რომ არ წავეკიდე ქართლის მსგავსად
იქნებ კახეთსაც აცდენოდა შაჰისგან დაწეული სისხლის წვიმები.
როცა ყიზილბაშთა ჯარით საქართველოს საზღვრებს მოვადექი ყვე-
ლანი მინდვრის თაგვებივით სოროებში შეძვრნენ, მაგრამ მე არც ერთ
მათგანზე ხელი არ აღმიმართავს. ჩემს თავს მოვერიე და ყველას
შევუნდე ცოდვები, რადგანაც მარტყოფი და მარაბდა მელოდა წინ.
ზოგჯერ საერთო საქმის გამო მტერსაც უნდა შევეკრათ ლევან ბატონო,
მეტადრე როცა იცი, რომ ეს მტერი ქრისტიანია და შენი - თვისტომი.
შენზე ასაკით უფროსი ვარ და ვგონებ ორიოდე ჯაჭვის პერანგიც
მომეტებულად მექნება ბრძოლებში გაცვეთილი. ამიტომაც ასეთი
დამრიგებლური ტონით საუბარი მეპატიება კიდეც,- თითქოს თავი
გაიმართლა გიორგიმ და მწყრალად გახედა უცნაური ყვირილით
მორბენალ მარეკებს.
ლევანი მონუსხული უსმენდა სტუმარს. მას არ სჩვეოდა მტრისადმი
სიბრალული და პატიების გაღება. ის ხშირად იტყოდა ხოლმე სხვების
გასაგონად,- დაკოდილი მტერი თავისავე სოროში უნდა გაისრისოს
შემოდგომის ფოთოლივითო. ოდიშის მთავარი მუდამჟამს ამ
შეუბრალებელი ცხოვრების წესით იღწვოდა და არც აპირებდა
არასოდეს ამ გზიდან გადახვევას, თუმცა გიორგი სააკაძის სახელი და
თეიმურაზ მეფის ბაძაშვილობა ავალდებულებდა დროებით უარი ეთქვა
თავის პრინციპებზე და იმერეთის მეფესთან ზავი დაედო.
- იყოს ეგრე, როგორც შენ ბრძანებ დიდო მოურავო,- დუმილი
დაარღვია ლევანმა,- ვნახოთ, რა სასურველ შედეგს გამოიღებს ჩვენი
შერიგება! ისე, გიორგი ბატონო, უცნაურად არ გეჩვენება ოსმალეთის
სულთანი ჩვენს შორის შუამავლის როლს რომ თამაშობს. ორიოდე
დღის უკან სტამბოლიდან მოსულმა შიკრიკმა არზა მომართვა. სუ-
ლთანი მე და მალაქია კათალიკოს დაჟინებით მოგვიწოდებს
ყიზილბაშთა წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში შენ რომ ამოგიდგეთ
გვერდში.
- ამას ჩვენი სიყვარულით როდი ჩადის სულთანი. მას ირანის
მომძლავრება აშფოთებს უწინარესად. ჩვენი უბედურებაც ესაა, რომ
დღენიადაგ ირანსა და ოსმალეთს შორის გვაქვს არჩევანი
გასაკეთებელი. ჩემი მახვილის პირი ყიზილბაშთა და თურქთა
სისხლით თანაბარი დოზითაა შეღებილი, მაგრამ საქართველოს დღეს
შაჰ-აბასზე დიდი მტერი არ ჰყავს. ერთხელაც , თავრიზში უცხოელი
ელჩებისადმი გამართულ მეჯლისზე ასეთი რამ წამოროშა ჩვენი
სისხლით გალეშილმა ყაენმა; - ქართველი ხალხი თავისი სილამაზითა
და მხედრული სულის წყალობით უფრო მეტი ღირს, ვიდრე- მათი
ქვეყანა. ამიტომაც უმჯობესია მათი სრული გადასახლება სპარსეთშიო.
შაჰი ამ სიტყვებში მარტო ქართლ-კახეთს როდი გულისხმობდა. თუ
ჩვენს აყრას მოახერხებს მერე დასავლეთ საქართველოსაც იოლად
მიწვდება. მას ჯერაც არ დავიწყნია გეგუთის სასახლიდან თქვენს მიერ
გაგზანილი უკმეხი წერილის შინაარსი.
მსახურებმა დაფდაფების ცემას მოუხშირეს. გაუსაძლისი ყიჟინისა
და საყვირების ღრიანცელის თანხლებით მარეკებმა ტყე შეკრეს და
ირმების ჯოგი ჯაგნარისკენ გამოდევნეს. ნადირობის ჟინით
გულაფრიალებული მოასპარეზენი ტეხურის ბექობიდან ადევნებდნენ
თვალყურს ყელმოღერებული ირმების ლაღიაობას და მოთმინებით
ელოდნენ თავიანთ ჯერს.
- პირველი გასროლა სტუმრისაა!- მასპინძლის პირმოთნეობით
შენიშნა ლევანმა.
- მოურავმა სწორსაკინძიანი ახალუხი ფაქიზად გაისწორა, კაპარჭი-
დან ამოღებული ისარი მშვილდში მოაქცია და ჟინმორეული
შემართებით გაისროლა ირმების მიმართულებით. სპილენძისბუნიკიანმა
ისარმა ზუზუნით გაჰკვეთა ჰაერი. დამრთხალი ჯოგი უწესრიგოდ
მიმოიფანტა ტყის სიღრმეში. ადგილზე მიჭრილ მონადირეებს მწვანეზე
გაშოლტილი, დრუნჩმოქცეული ფურ-ირემი დახვდათ. კისერში
დაკოდილი საწყალობლად ხროტინებდა, თვალებში სიცოცხლე მილე-
ულად ჩაცვენოდა, მხოლოდ ჩლიქები უტოკავდა ხანგამოშვებით.
-ამ ირმის თავი შენ გეკუთვნის გიორგი ბატონო!- თვითკმაყოფილი
კილოთი შემოსძახა ლევანმა.
მატუტია ელვის სისწრაფით გადაეშვა უნაგირიდან, სარტყელიდან
მოკლე სატევარი დააძრო და გაქნილი ყასაბივით მოაჭრა თავი
სიცოცხლედაშრეტილ პიტუტყვს.
- ეს ერთი და სხვა ათასი დიდო მოურავო!- მატუტიამ შუბის
ტარზე წამოგებული ირმის სისხლიანი თავი მაღლა შემართა და
გამარჯვების ნიშნად ომახიანი ყიჟინაც დასცა.
იქვე, ტეხურის კიდეზე სახელდახელოდ გაიმართა პურობა. ოქრო-
მკესით ნაქსოვ ხალიჩებზე შვებით მოირთხეს ფეხი მონადიმეებმა.
ამჯერად მამუკა ბისკაიამ იმარჯვა და თამადობა ჩამოართვა შედანს.
ჯერ უფლის სადიდებელი თქვა გამოცდილმა თამადამ, მეორე
სადღეგრძელოთი კი წესისამებრ ფეხბედნიერი ნადირობა დალოცა.
გიორგიმ ოდნავ მოსვა კულუხის ღვინო და გვერდში მჯდომ
დიდაზნაურს გადაულოცა ვერცხლისფერი ბარძიმი.
- დღევანდელი დღე უნდა მაპატიოთ მეგრელებო. სამი დღეა ჭაჭებს
ვიტკიებ. ქუთაისში აქიმებმა კი მასვეს შარბათები, თუმცა ტკივილი
სრულად არ გამიყუჩდა. ჩემს მაგიერ კეთილშობილი თავადი ალექსა-
ნდრე ღოღობერიძე გაგიწევთ სმაში მეტოქეობას. მესუფრეებმა ალმაცე-
რად ახედეს მხარბეჭიან, ოქროსკულულებიან ვაჟკაცს, რომლის
თაფლისფერ თვალებში სათნოებასთან ერთად დაუოკებელი ჯიბრის
სურვილი იკითხებოდა.
მოურავი ჭამასაც სანამცეცოდ ეძალებოდა. სინანულით აყოლებდა
მზერას ირმის ცურის მწვადებს, ჯიხვის ყაურმასა და გარეული ღორის
კუჭმაჭს. მხოლოდ აჯიკით შეზავებულ ჩახოხბილსა და გებჟალიას
შეექცეოდა მონატრებული მადიანობით.
- ირანში თუ იციან ღვინის სმა?- სერიოზული გამომეტყველებით
ჩაეძია შედანი სტუმარს.
- შაჰი და წარჩინებული სპარსელები განსაკუთრებულ დღეებში
დაუფარავად მიირთმევენ საუკეთესო ღვინოს, ხოლო ჰარამხანებში
მოწყობილ ორგიებში სულაც უღმერთოდ ილეშებიან. შაჰ-აბასი
მხოლოდ იმამ-ყული- ხან უნდილაძეს ენდობა ღვინის შერჩევის
საკითხში. შირაზის ბეგლარბეგი თავის მარნებში ჩინებულ ღვინოებს
აყენებს და ყაენის სახელზე საგანგებოდ აგზავნის ისპაჰანში. მეც ხშირად
მიწევდა ხოლმე ყაენის მიერ გამართულ მეჯლისებზე შირაზული
ღვინით გამოთრობა. ისე, იქ სმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს. ვინიცობაა,
შაჰის კარზე თუ მოხვდი შენი სმის წყალობით გვარიანად გაითქვამ
სახელს.
მერიქიფეებმა ოქროთი მოვარაყებული აზარფეშა მოართვეს ოდიშის
მთავარს. ლევანმა ისეთი გოროზი მზერით გადახედა სუფრაზე გარი-
ნდებულ წარჩინებულებს, თითქოს თავიდანვე მიანიშნებდა ყველას
მორიგი სადღეგრძელოს განსაკუთრებულობას.
- დღეს მთელი ოდიში სიამაყის გრძნობითაა შეპყრობილი. ჩვენს
კუთხეს ხომ მარტყოფის სახელოვანი გმირი ესტუმრა. განგებამ ისე
ინება, რომ მის თავგანწირვას დროულად ვერ ავყევთ და ლიხსაქეთა
მხრიდამ ვუმზერდით მარტყოფთან და მარაბდასთან გამართულ
სისხლიღვრას. ვიცი არ არის სასახელო ამგვარი განსაცდელის ჟამს
განზე რომ გადგები და ცოდვის ჭაოში იხრჩობი, მაგრამ როცა შენი
თვისტომი ამოგდებით გემუქრება, სხვა გზა არ გრჩება, გარდა
წინააღმდეგობის გაწევისა. ჩემი და იმერეთის მეფის მტრობა რომ არა
შაჰ-აბაზის მეომრებს სვავების საძიძგნად გავუხდიდით საქმეს. მეფე
თეიმურაზმა და გიორგი სააკაძემ უდიდესი მსხვერპლი გაიღეს
ქვეყნისთვის. დღეს ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ ყიზილბაშთა სისხლით
შევღებოთ ჯვარით მოქადული ქართული მიწა. ჩემი პასუხი ასეთი;
თუ უფლის ნება იქნება მეგრელები იქ დავდგებით სადაც მთელი
საქართველო დადგება და ამ ომში ცოტნე დადიანის მოწამეობრივი
სული გაგვიძღვება წინ. გიორგი სააკაძეს გაუმარჯოს დარბაისელნო!
- გაუმარჯოს!- ერთხმად იხუვლეს მესუფრეებმა და უშველებელი
ყანწები გაშლილი დროშებივით ააფრიალეს.
გიორგისთვის უცხო იყო გულჩვილიბა. მაგრამ ლევანის სიტყვებმა
ისე აუჩუყეს გული, რომ წამით თამარის საქართველოში ყოფნა ინატრა.
ომებით დაოსებულ მოურავს ცოტნე დადიანის ნაკვალევზე გავლის
სურვილი აღეძრა.
- ნოჯიხევის ღვთისმშობლის ეკლესია აქედან შორს ხომ არ არის
ლევან. ყურმოკვრით გამიგია, რომ ამ ეკლესიაში ცოტნე დადიანის სამა-
რხი უნდა იყოს გაჭრილი. მსურს მუხლი მოვიყარო სახელოვანი
წინაპრის საფლავზე.
- ნოჯიხევის ეკლესია ბევრი სხვა სიწმინდეებითაცაა გამორჩეული
გიორგი ბატონო. აქ ღვთისმშობლის პერანგი, წმინდა მარინესა და
წმინდა კვირიკეს ნაწილებია დაცული.
- ეს სიწმინდეები ნოჯიხევის ეკლესიაში საიდან მოხვდა ლევან?-გა-
ოცებით იკითხა გიორგიმ.
- ოსმალთა მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ ბერძენმა
ეპისკოპოსებმა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ოდიშს შეაფარეს თავი.
ღვთისმშობლის პერანგი და სხვა სიწმინდეებიც სწორედ მაშინ
ჩამოაბრძანეს ჩვენს ტაძარში.
ლევანმა თამადას ანიშნა ლხინი ჩვეულ რიტმში განეგრძო, თავად
მეჯინიბეთუხუცესს ცხენები შეაკაზმინა და გიორგისთან ერთად
ნოჯიხევის შარა-გზას დაადგა. სოფლის შუკებში უკვე ბინდი
დაშვებულიყო, თუმცა მთვარის შუქი გამობრძმედილ მემაშხლესავით
ადევნებოდა საცალფეხო ბილიკზე მიმავალ ცხენოსნებს. ღობე-ყორეს
აკრული გლეხები გვიან მობრუნებულ საქონელს სახრეების ცემით
მიერეკებოდნენ და მოწიწებით ესალმებოდნენ ბნელში მიმავალ
მგზავრებს.
- ნეტაი ამათ!- ორაზროვნად დაცდა მოურავს,- ერთი შეხედვით არც
ირანი უნდა ადარდებდეთ და არც - ოსმალეთი. ალბათ, ახლა ერთი
სული აქვთ შინმობრუნებულზე მუცლები ამოიყორონ და თავიანთ
დედაკაცებს გათენებამდე უსრისონ მკვრივი ძუძუები.
- ზემოთ, თეიმურაზთან მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ჩამოაგდე
სიტყვა,- სათქმელი არ დაამთავრებინა ლევანმა მოურავს,- მართლა
დაიძაბა თქვენს შორის ურთიერთობა თუ მცირედით წაკინკლავდით
მხოლოდ?
- თეიმურაზი რატომღაც განუხრელად დიდ იმედებს ამყარებს
რუსეთზე, არადა ცხადია, მოსკოვის სამეფო კარი კიდევ დიდხანს ვერ
გამოგვადგება მოსარჩლედ. მათ ჯერ დაღესტნის მთიელები ვერ
დაუმარცხებიათ და ჩვენ როგორღა გაგვიწევენ შემწეობას. თეიმურაზს
არც ირანის სახელმწიფოებრივ მართველობაში მოქცევა ესახება
მიუღებლად. მართალია, ყაენმა თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ
სცნო, თუმცა საკუთარი იმპერიის ნაწილად მიგვიჩნევს და ამაზე
ჩვენგან ოფიციალურ დასტურსაც მოითხოვს.
- შენი პოზიცია როგორია დიდო მოურავო?
- მეც მსურს რომელიმე ძლიერ სახელმწიფოს დავეყრდნოთ, მაგრამ
ისე, რომ ჩვენი თავისუფლება არ შეიბღალოს. ირანი და ოსმალეთი
დღენიადაგ იმას გეგმავენ, თუ როგორ გვაქციონ თავიანთი იმპერიის
ნაწილად. რუსეთი კი მეტად შორსაა და ერთმორწმუნეობის გრძნობე-
ბს აყოლილნი მის ძიებაში მუხლებს ვერ დავიტყავებთ. ჩემი
გულისთქმა ევროპისაკენ იხრება. ხშირ-ხშირად უნდა გავაგზავნოთ
დესპანები ევროპის ქვეყნებში, რათა მათ მეფეებს ჩვენი გაჭირვება
შევასმინოთ და სამხედრო დახმარების გაწევაზე დავითანხმოთ.
მგზავრებმა შეუსვენებლივ აჭენეს ცხენები და გარიჟრაჟზე
ნოჯიხევის ხეობას უწიეს. ხობისწყლის განაპირას მოურავმა
ქვებში მოჩხრიალე ნაკადული შენიშნა, ხალისით დაქვეითდა, წოწოლა
ქუდი მოიხადა და პეშვით დაეწაფა ყინულივით ცივ წყალს.
- იქნებ თასითაც დაგელიათ ნოჯიხევის წყურგილე გიორგი ბატო-
ნო,- ნიშნეულად გადასძახა ლევანმა სტუმარს.
გიორგიმ ახლაღა შენიშნა ძეწკვზე გამობმული ოქროს თასი, რომე-
ლიც ხის ჯირკზე დამაგრებულ კაუჭზე ეკიდა.
- ნუთუ ასეთი მდიდარი ხარ ლევან წყურვილის მოსაკლავად
მოსულ ხალხს ოქროს ფიალით რომ უმანსპინძლდები?!-
ალალად გაეცინა გიორგის და ოქროს თასი მკრთალად მოკიანთე
მზეზე აალაპლაპა.
- მე ნივთიერ სიმდიდრეს როდი მივსტირი მოურავო, მაგრამ როცა
აქ გამოვლილი მგზავრი სულს არ წაირწყმედს და ოქროს თასს ხელს
არ გაატანს, მაშინ სულ სხვა სიმდიდრე შემიპყრობს ხოლმე,-
კმაყოფილებით აღნიშნა ოდიშის მთავარმა და ნოჯიხევის აღმართს
აუყვა.
ეკლესიის ქონგურებიან გალავანთან მამა იორამი შეეგება
მოულოდნელ სტუმრებს. ქორფა კიტრით და ახალი კაკლით
გაუმასპინძლდა დეკანოზი ქვეყნის მესვეურებს. ლევანი ჯვრული
კამარით გადახურულ ეკვდერში შეუძღვა სტუმარს, სადაც თაღის
კუთხეებში ჯერაც შეიმჩნეოდა გარდასული მხატრული კომპოზიციის
ნამუსრევი.
- ამ ეკლესიის გუმბათი თავიდან უნდა მოვახატვინო ირორდის,-
თითქმის ჩურჩულით თქვა ლევანმა და ეკვდერის კუთხეში გაჭრილ
საფლავთან მიიტანა მაშხალა.
- აქ განისვენებს მონა ღვთისა, ოდიშის უპირველესი ერისთავი
ცოტნე დადიანი!- დამარცვლით ამოიკითხა გიორგიმ სამარის ქვაზე
ამოტვიფრული ეპიტაფია.
ლევანმა ეკლესიის კედელში დატანებული ბეჭდით დალუქული
ოქროს ლუსკუმა ფრთხილად გამოიტანა, თავადვე ახსნა კიდობანს
კლიტე და ბისონზე დასვენებული ღვთისმშობლის კვართი მოწი-
წებით მიაწოდა გიორგის. თბილისის მოურავმა მკერდზე მიიკრა
მაცხოვრის დედის სუდარა, მუხლი მოიყარა ცოტნეს საფლავთან და
ქვეყნის გამთლიანება შეავედრა სულმნათ წინაპარს.
ნოჯიხევის ხეობიდან მობერილმა გრილმა ნიავმა დაზაფრული
გუნება-განწყობა გამოუკეთა ეკლესიიდან გამოსულ ოდიშის მთავარს და
მის სტუმარს. ცხენზე ამხედრებულმა ლევანმა ოქროსპირიანი მეგრული
სარტყელი და სპილოსძვლისტარიანი ხმალი უბოძა დიდ მოურავს.
ხმლის მოელვარე ტარმა თვალი მოსჭრა სააკაძეს, მოსავადებელ პირზე
საჩვენებელი თითი ნელა გაატარა და მოწონების ნიშნად დაფანჩული
წარბები აიზიდა.
- ვინ მოთვლის რამდენი ხმალი არ უჩუქნიათ ჩემთვის, მაგრამ
ასეთი ნატიფი და ორლესული არავის მოურთმევია. ღმერთმა ინებოს,
რომ ამგვარი მახვილი ხვალ ათასობით მეგრელმა შეირტყას წელზე
სრულიად საქართველოს სასიკეთოდ.
-აღდგომა და ხვალეო!- იყო ლევანის პასუხი.
.

მეთექვსმეტე თავი
ურჩი აზნაურების ქვეყანა.

ფოთის ციხეში შეყუჟული მთვრალი იანიჩრების მიერ ქვემეხიდან


ჭურვის გასროლამ სამი ფიოში1 გლეხის სიცოცხლე შეიწირა ჭალადი-
დში. მიუხედავად ოსმალოელ მეციხოვნეთა გაუფრთხილებელი
ქმედებისა ოდიშის მთავარი არ აჰყვა წამიერ აფეთქებას. მართალია, ის
ამრეზით უყურებდა ციხე-ქალაქში განლაგებულ თურქთა გარნიზო-
ნს, თუმცა ისიც კარგად უწყოდა, რომ უშველებელ იმპერიასთან
ხელაღებით დაპირისპირებას იქნებ საბედისწერო შედეგი მოეტანა მისი
სამთავროსთვის. უმთავრესი მაინც ეგ იყო; ქვეყნის საშინაო ვითარება
ოსმალეთის საგარეო პოლოტიკური კურსისთვის შეეფარდებინა და ამის
მიხედვით დაესახა სამოქმედო გეგმა. ხელთარსებული ცნობების
მიხედვით კი ოსმალეთი ისეთ საშინაო კრიზისში იყო გახვეული, რომ
ლევანს თავისუფლად შეეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკა
ეწარმოებინა და საკუთარი ძალებით ფოთის ციხის აღებაზეც ეზრუნა.
ოდიშის მთავარს არ ჩვეოდა გამორჩეულ სახელმწიფოებრივ
საკითხებზე დიდი დარბაზობის გამართვა. ამიტომაც მხოლო შედანს,
მამაუკას და ნენეშს უხმო სათათბიროდ ახლადაყვავილებულ ხილნა-
რში. გაზაფხული წლის ყველა დროს ერჩივნა ლევანს. გულს უხარებდა
ყვავილებით დახუნძული რტოებისთვის თვალის შევლება. კახური
ჯიშის ატმის ხეებსაც ვარდისფერი ყვავილობა დაოცხრომლად
შეპარვოდა, რაც გამორჩეულად ახალისებდა მის ცნობიერებას. ეს ატმის
ნერგები ხომ თეიმურაზმა საგანგებოდ მოართვა ძილიხანის
ამქვეყნად მოვლინების აღსანიშნავად. თან ყველა ნერგმა ისე გაიხარა
და გამოისხა, თითქოს კახეთის ნოყიერ მიწაში გაედგათ ფესვები.
ლევანს შედანისა და ნენეშის ხმამაღალი საუბარი მოესმა ზურგსუკან.
ძმადნაფიცები მომეტებულად გამოურევდნენ ხოლმე თავიანთ სიტყვე-
ბში სულთნისა და ფაშების სახელებს, რაც სულაც არ გაჰკვირვებია
ოდიშის მთავარს.
- დილიდან ოსმალეთის მესვეურების სახელები რომ გაკერიათ პი-
რზე რას უნდა მივაწერო შედან?- მისალმება არ აცალა ლევანმა სასა-
ხლის კარისკაცებს.
- ნასამხრალზე ანაკლიაში გახლდით ლევან ბატონო. მარილით
დატვირთული სამი ოსმალური ხომალდი მოადგა ჩვენს სანაპიროს.
ჩვენი მსტოვრებიც უვნებლად დაგვიბრუნდნენ კონსტანტინეპოლიდან.
მათი უწყებით ოსმალეთი ღრმა კრიზისში უნდა იყოს. ფადიშაჰის პო-
ლიტიკით უკმაყოფილო იანიჩრები სასახლეში შეჭრილან თურმე და
მურად მეოთხის თვალწინ მისი დიდვეზირი ხმლებით აუკუწავთ. ბევრ
უგვანო საქმეში ყოფილა მხილებული ეს კარისკაცი, ამადაც მოექცნენ
მას ასე ოლმობლად. სულთანმაც ყველა ცოდვა მოკლულ ქვეშევრდომს
შეაწმინდა და გაავებული იანიჩრებიც ამ გზით დააშოშმინა. თუმცა
მალე სხვა საფრთხე გამოუჩნდა სულთანს. არზრუმის ბეგლარბეგი
აბაზა ფაშა განდგომია თავისი ჯარებით. თურმე სტამბოლის აღებითა
და ფადიშაჰის ჩამოგდებით იმუქრება მეამბოხე ფაშა.
- ნეტამც მთელი ოსმალეთი ცეცხლის ალში გაეხვიოს!- ფიქრებში
ჩაიძირა ლევანი. კაი ხანია, რაც ამ ურჯულოებს შავი ზღვა თავიანთ
ტბად გაეხადათ. თავიდან აჭარის სანაპირო მიიტაცეს ქურდულად,
შემდეგ გურიისა და ოდიშის სანაპიროებზეც მოიკიდეს მკვრივად ფეხი.
მოგვიანებით კი ალი ფაშამ რიონის შესართავთან ციხის აგებით და იქ
გარნიზონის ჩაყენებით მეგრელები კიდევ უფრო დააშორა შავ ზღვას.
მხოლოდ მეთევზეები თუ გაბედავდნენ დრო და დრო თავიანთი მჩატე
ნავებით გაშლილ ზღვაში შეცურვას.
- ხომ არ დადგა ნენეშ დრო ჩვენი შავ ზღვაში გაჭრისა?- ფიქრებიდან
გამოერკვა ოდიშის მთავარი.
- სამეგრელოში მოსვლის დღიდან სულ ზღვისკენ მიჭირავს თვალი
ლევან ბატონო, -შეიფერა ლაზმა მთავრის ყურადღება,- ჯერ კიდევ
ლაზეთში ყოფნისას მესმოდა მოხუცების ნაუბარი ფოთის ციხე-
ქალაქისა და მდინარე რიონის ყოვლისშემძლეობის შესახებ. თურმე,
ძველ დროში, როცა მეზღვაურები ხომალდებს ზღვის სიღრმეში
შემოაცურებდნენ, მყისიერად იწყებდნენ ჭურჭელში დაგროვილი წყლის
დაცლას და მათარებს რიონის წყლით ავსებდნენ. მათი რწმენით შავ
ზღვაზე მოგზაურობა ვერ შედგებოდა, თუ რიონის წყალს უხვად არ
მოიმარაგებდნენ. ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე და
მდინარის შესართავი დღეს აგარიანების ხელშია. როგორც ჩანს არ
კმარა მარტო აქოთებული ჭაობებით რომ ვატარებთ ამ ურჯულოებს.
თუ გვსურს, რომ ისინი სამუდამოდ განვდენოთ ჩვენი მიწიდან
უწინარესად ფოთის ციხე უნდა წავართვათ და სანაპირო ზღუდეებიც
საგულდაგულოდ გავამაგროთ.
- მაინც როგორ მოახერხეს ამ უდღეურებმა რიონის შესართავთან
ციხის აგება?- სიტყვა შეაწყვეტინა მამუკა ბისკაიამ ლაზს.
- ეტყობა ჩვენი უდარდელობითა და უგერგილობით ისარგებლეს
ოსმალოებმა. მამის მონაყოლით ვიცი, რომ 1578 წელს ოსმალოებს
ირანზე გალაშქრება განუზრახავთ. ოცდაათამდე თურქული ხომალდი
მოადგა თურმე მაშინ რიონის შესართავს. ქუთაისამდე უვნებლად მი-
უღწევიათ მეზღვაურებს და როცა სამშვიდობოს იგულვეს თავი, სწო-
რედ მაშინ მოუწყვეს ვიწროებში ჩასაფრება იმერლებმა. უამრავი
ხალხი დაუხოცეს თავგასულ ოსმალოებს და რამდენიმე ხომალდიც ჩა-
უძირეს. იმედგაცრუებულმა ამირბარმა ალი აშამ ფლოტილია უკან მოა-
ბრუნა და რიონის შესართავთან ციხე ააგო. იმერლები უკან დაედევნენ,
მაგრამ ოდიშთან არსებული საომარი ვითარების გამო მტერს ვერ
დაეწივნენ და ციხის მშენებლობაც ვერ დაუშალეს აოტებულ ოსმა-
ლოებს. იმავე მიზეზით ჩვენც ვერ ვივარგეთ და დღემდე შორიდან შე-
ვყურებთ აგარიანთა გაუთავებელ პარპაშს.
- მაინც რამდენი მეციხოვნე ჰყავთ ოსმალებს ციხეში?- ახირებით
იკითხა მამუკამ.
- დღესდღეობით ციხის გარნიზონი ორასიოდე კაცს ითვლის. გარდა
ამისა ოცთახუთი ქვემეხი ციხის გოდლების გარშემო აქვთ განლაგე-
ბული. ერთობ გაჭირდება ზარბაზნების გარეშე ციხის აღება. იქნებ
ჩვენს ფრანგ მოხელეს ჯერ ქვემეხების ჩამოსხმა ვაცადოთ და მერე გა-
ვილაშქროთ ფოთზე,- ხმაში ბზარი გაერია შედანს.
- ქვემეხების დამზადება მეტად საშური საქმეა, მაგრამ ვიდრე ეს
ფრანგი ქვემეხებს ჩამოასხამს ჩვენს სამჭედლოში, აგარიანები ჩვენს გან-
ზრახვასაც შეიტყობენ და ციხესაც საგანგებოდ გაამაგრებენ. ამასთან
ერთად ჩვენი ლაშქრობა დაგეგმილ ომს კი არ უმდა წააგავდეს, არა-
მედ - ცხელ გულზე ავარდნილ ამბოხს. რაც შეეხება ზარბაზნებს,
მათ როგორც ნაალაფარს, ისე წამოვიმძღვანიებთ ციხე-ქალაქიდან.
- შენ რაღაც ჩაფიქრებული გექნება ნენეშ, თორემ ასეთი რიხით არ
მოუკიდებდი ენას,- ესიამოვნა ოდიშის მთავარს ლაზის შემართება.
- არც უმაგისობაა გოგაჭარე. ფოთის ციხე მოხერეხებით უნდა
ავიღოთ ლევან ბატონო. ამის სიცხადეში მაშინ დავრწმუნდი, როცა კა-
ზაკებთან ერთად გულმოდგინედ დავზვერე ციხის მისადგომები.
ყველამ კარგად უწყით, რომ ფოთის ციხე რიონის შესართავთან
მდებარეობს. მას გარშემო მდინარის ორი ტოტი უვლის, რის გამოც
ციხე, ერთგვარად, ხელოვნურ კუნძულზეა მოქცეული, რომელიც ორა-
სიოდე ნაბიჯის სიგრძისა თუ იქნება. ამ კუნძულზე ხშირად
დაბორიალებენ ფოთელი მეთევზეები, რომლებიც მთელი დღის
მაძილზე ისეთი სიუხვით იჭერენ ზუთხსა და ორაგულს, რომ
შეღამებულზე ოსმალოელ გუშაგებზე სარფიანად ყიდიან ხოლმე.
მეციხოვნეები განსაკუთრებული სიმძაფრით ზუთხზე არიან
დაგეშილები, ამიტომაც არანაირ ფულს არ იშურებენ მოშიებული ჟინის
დასაცხრობად. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ ვითარებით და მეთევზეები
სატყუარას როლში გამოვიყვანოთ. უფრო მეტი თვთდაჯერებისათვის
მორჩილი ხომალდებით მივადგებით ნავსადგურს, ოცდაათამდე კაზაკ
მეომარს მეთევზის სამოსში გამოვაწყობთ, წინ ოსმალებისათვის ნაცნობ
მეთევზეებს წავიმძღვანიებთ და ციხეში შევაღწევთ. ჩვენი
მოულოდნელი თავდასხმით არეულობას შევიტანთ მეციხოვნეთა
რიგებში, რითაც თქვენ ისარგებლებთ და შეუფერხებლად
შემოცვივდებით ციხე-ქალაქში.
- ციხეში შეღწევის გეგმა ურიგოდ არ შეგიმუშაებიათ, მაგრამ როცა
კაზაკების ხომალდებით მიადგებით ციხეს ოსმალოელი გუშაგები
დურბინდის გარეშეც ამოიცნობენ კაზაკებს და სათოფურებიდან
ცეცხლს გაგიხსნიან. ისინი ისედაც ეჭვობენ, რომ კაზაკებს ჩვენ მივეცით
თაცშესაფარი. ორიოდე თვის უკან ხონთქრის სახელით
ელჩიც გვეწვია და ჩვენთან შეხიზნული კაზაკების გადაცემა მოითხოვა.
მე არ დამიმალავს კაზაკთა ყოფნა სამეგრელოში, თუმცა ისიც
მოვახსენე ელჩს, რომ ეს კაზაკები მიწის მუშაკნი არიან და საომარ
მოქმედებაზე წარმოდგენაც არა აქვთ მეთქი. რამდენად დაიჯერა ელჩმა
ჩემი თვალთმაქცობა რთული სათქმელია, თუმცა ისიც ცხადია, რომ მათ
მსტოვრებს დიდ ხანს ვერ შევაყრით თვალში ნაცარს.
- ჩვენ ეს მოსალოდნელი საფრთხეც გავითვალისწინეთ და კაზაკთა
ხომალდების ნაცვლად ლაზური ტიპის ხომალდებით გავცურავთ
ფოთის ციხისკენ.
- ერთი ხისგან გამოთლილი ორმოცმტკაველიანი სიგრძის ნავებით
აპირებთ ფოთისკენ გეზის აღებას? რიონის შესართავთან გაჩენილი
მცირე მორევიც უმალ ამოატრიალებს ჩვენს მჩატე ოჩხამურებს,- დაი-
წუნა მამუკამ ნენეშის გეგმა.
- მე ჩვენს მსუბუქ კამარებზე როდი მოგახსენებთ მამუკა ბატონო.
ჩვენი მოწყალე მთავრის ხელშეწყობით გემთსაშენი გავმართეთ ნახუტუ
როში, სადაც კაზაკ ხელოსნებს შეუწყვეტლივ ვამარაგებდით ხე-ტყით,
სელით, კანაფით და სხვა გემთსაშენი მასალებით. მათთაც საოცარი მუ-
შაკობა გამოიჩინეს და სულ მცირე დროში სამი ტანმორჩილი ხომალდი
ააგეს. ამ ხომალდებს ჩვენი ნავების მსგავსად ქიჩოც და ქიმიც წაწვე-

ვეტებული გავუკეთეთ, რათა აზვირთებული ტალღების შემთხვევაში


ორივე ბოლოთი ყოფილიყო შესაძლებელი ხომალდის ნაპირთან
მიახლოება და ღუზის ჩაშვება. ამ ხომალდებმა ოდიშის ფლოტილიას
უნდა დაუდონ დასაბამი. მეწინავე ხომალდს არგო შევარქვით. სწორედ
ის გაუძღვება დანარჩენ ხომალდებს ფოთის ციხისკენ. გრიცკოსაც თან
ვიახლებთ. მასზე უკეთ ვინ იცის ჩვენი სანაპიროების ავან-ჩავანი.
- შენი გეგმა ურიგოდ არ გამოიყურება ნენეშ ბატონო, მაგრამ
მეთევზეები თუ გამოგვადგებიან ამ ომში? ციხის აღება თევზის ჭერა
ხომ არ ჰგონიათ შენს მებადურებს. იქნებ სიცოცხლის ფასადაც
დაუჯდეთ ეს გამოწვევა!?
- არც ერთ მეთევზეს თქვენთვის სამსახურის გაწევაზე ჭოჭმანი
არ დაუწყია. სულ იმას გაიძახიან; - ჩვენ ძველი ფაზისის მემკვიდრეები
ვართ და გვეველება კიდეც ციხის გამოხსნაში ღირსეულად თავის წა-
რმოჩენაო. ოციოდე თავზეხელაღებული ვაჟკაცი შევარჩიე მათ შორის.
სამი კვირა შეუსვენებლივ ვავარჯიშე შურდულსა და მშვილდის
სროლაში. იმედია, შუა ომში მუხლი არ გაუდრკებათ და ზურგს არ
შეაქცევენ მტერს.
- თუ ეგრეა შებინდებულზე დავესხათ თავს აგარიანებს, რათა მათი
ქვემეხებიდან გამოსროლილმა ჭურვებმა ჩვენს ნაკვალევზე ცეცხლი არ
გააჩინოს. შესაშური თავგამეტებით დაეძებენ ოსმალოელი ჩაფრები
ხომალდებიდან გამოქცეულ კაზაკებს, ხოდა იხილავენ მალე
მონატრებულ უკრაინელებს ფოთის ციხის კარიბჭესთან. მამაჩემის
სურვილიც ეგ იყო; ფოთის ციხე ჩვენს საზღვრებშო მოგვექცია
როგორმე. დადგა ჟამი სულკურთხეული მანუჩარ დადიანის ნატვრა
ავასრულოთ ძმებო.
დათქმულ დღეს ქვემეხის წალპზე რაზმებად დაეწყვნენ მეგრელი
და უკრაინელი მეომრები. ლევანმა სიამაყით გადაავლო თვალი ერთ
მუშტად შეკრულ ჯარს. თვითოეულ მათგანის გახევებული სახის
ნაკვთებზე ბრძოლის ჟინი და უსაზღვრო სიძულვილი იგრძნობოდა.
- უთუოდ სიკვდილის ჯარისკაცებს დაემგვანებოდნენ ხელებში
ცელი რომ ეჭიროთ,- სიხარულით შენიშნა ოდიშის მთავარმა.
- სულ დარჩეული ბიჭები არიან ლევან ბატონო, თქვენი ერთი
სიტყვა და დაუთრობლად გადაეშვებინ ბრძოლის ქარცეცხლში,- არ
ჩამორჩა შედანი ჯარასკაცების ქება-დიდებაში ოდიშის მთავარს.

- ნენეში და გრიცკო სადღა არიან?


- უთენია აიყარნენ და ანაკლიისკენ გასწიეს. იქ მეთევზეები
ელოდებიან სულმოუთქმელად. იქნებ უკვე იალქნებიც გაშალეს და
ფოთის ციხე-ქალაქისკენაც გაცურეს. დროა ჩვენც ავიბარგოთ
თქვენო მოწყალებავ.
- ჩვენი ცხენოსანი კაზაკების ატამანი ვინაა შედან?- თავის
სიტყვას მზერა გააყოლა ლევანმა.
- გრიცკოს მარჯვენა ხელი - ცალთვალა სტეფანე. ხელაღებული
და უშიშარი მეომარია სტეფანე. თავისი მოულოდნელი თავდასხმებით
მრავალჯერ ჰყოლია გამწარებული ოსმალოელი მეზღვაურები.
შედანის ნიშანზე კაზაკთა რაზმეულს ახმახი კაზაკი გამოეყო.
თვალის არესთან გავლებული შავი არშია მის უძრავ სახეს ერთი-ორად
მატებდა ხასიათის სიმკვეთრეს. სტეფანემ მუხლი მოიდრიკა ოდიშის
მთავრის წინაშე.
- თვალი სად დაკარგე კაზაკო?- თანაუგრძნო ლევანმა თვალდა-
შრეტილს.
- ოსმალებს ქალაქ კაფუში გავუცვალე ჩემო ბატონო. ჩემი თვალი
რა მოსატანია. იმ დღეს კაფუს ციხე-ქალაქის მისადგომებთან ასობით
კაზაკი დაეცა გმირულად. მე შეიძლება გამიმართლა კიდეც მარცხენა
თვალის ჩინი რომ დავკარგე მხოლოდ.
- დღეს შეგიძლია შური იძიო შენი თანამოძმეების გამო, თუმცა
ცალი თვალით იქნებ გაგიჭირდეს კიდეც აგარიანთა შემუსვრა?-
ორაზროვნად ჩაეკითხა მამუკა კაზაკს.
- ცალი თვალი რას მიქვია, მეორე თვალიც რომ დამევსოს
ჯოჯოხეთში ჩავყვები ამ ეშმაკის მოციქულებს და სათითაოდ იქ
მოვაშთობ ჩემი ხელებით.
-ზღვითა და ხმელეთით ეს ჩვენი პირველი ლაშქრობაა კაზაკო,
ამიტომაც ამ ომში ხელისმოცარვა ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასი
იქნება უთუოდ.
- ხუთი წლის უკან ტრაპიზონის, სამსუნისა და სინოპის პორტები
სასტიკად ავაოხრეთ, და ეს პატარა ციხე რა გახდა ოსმალთა ხელიდან
რომ ვერ დავიხსნათ,- სიფიცხემ გადაუარა სახეზე სტეფანეს.
- დიდი და პატარა ციხე არ არსებობს სტეფანე. ხშირად, ზურგში
დარჩენილი პატარა ციხე უფრო მეტ განსაცდელს შეუქმნის
მთავარსარდალს, ვიდრე - ცხვირწინ ატუზული მეციხოვნეებით სავსე

ბასტიონი. ერთსა და მეორესაც თანაბარი თავგანწირვა სჭირია იცოდე.


- მესმის ჩემო ბატონო,- თორ-აბჯარი სხეულზე მოირგო სტეფანემ,-
ისე, ჩემს მეომრებს ერთი სული აქვთ ბრძოლის წინ სიტყვით რომ
გაამხნევოთ.
ლევანს არ უყვარდა ლაშქრობის წინ საბრძოლო სიტყვის წარმო-
თქმა, მაგრამ ამჯერად უარი ვერ უთხრა უცხოელს.
- კაზაკებო!- ომახიანად იხუვლა ფალავანზე შემართულმა ოდიშის
მთავარმა,- ორი რამ აერთიანებს ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან;- თავისუ-
ფლება და აგარიანთა სიძულვილი. თქვენ შორეული დნეპრის
სანახებიდან ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენც ღვთისნიერი სიყვარულით
მიგიღეთ და როგორც ქრისტიანებმა ქრისტიანებს მრავალჯერ
გაგიწოდეთ დახმარების ხელი. თქვენი ხომალდები ყოველთვის
პოულობდნენ მშვიდ ნავთსაყუდელს ჩვენს სანაპიროებთან. თქვენც
არაერთგზის დაგვიმტკიცეთ უსაზღვრო თანადგომა და ერთგულება,
თქვენი მოუსვენარი და დაუდგრომელი ბუნება მუდამჟამს წალეკვით
ემუქრებოდა ოსმანთა იმპერიას. დღეს ისევ გვჭირია თქვენი ვაჟკაცური
შემართება ბებერი ფაზისის დასახსნელად. დარწმუნებით ვიცი
სიცოცხლესაც რომ არ დაიშურებთ ჩვენთვის, მაგრამ ისიც გახსოვდეთ,
რომ ამ მიწაზე ცხოვრობს ხალხი, რომელსაც თავისუფლების გზაზე
პირზე მზე დასთამაშებს.

. . .
ლაზური ხომალდის კიჩოსთან თავმომწონედ შემართული ნენეში
დრო და დრო ომახიანად შეუძახებდა მეთევზის სამოსში გამოწყობილ
მეზღვაურებს ღონივრად მოესვათ ნიჩბებისთვის ხელი, ზოგჯერაც
ისეთი მონუსხული მზერით დააშტერდებოდა ზღვის უკიდეგანო
სივრცეს, როგორც ცაში აჭრილი თოლია დაცქერის ხოლმე წყლის
ზედაპირზე მოტივტივე ორაგულს.
- ასე მოჯადოებული რას უცქერ ნენეშ ?- შეეხმიანა ლაზის ფიქრებს
გრიცკო.
-რას და ზღვას - გრიცკო. ზღვის ცქერა სასარგებლოა ძმობილო,
რადგანაც ის ადამიანების ოცნებებითაა ნასაზრდოები.
მოულოდნელად გაჩენილმა ზურგქარმა განწყობა გამოუკეთა ნენეშს.
მან გემბანზე მობორიალე მეზღვაურებს უბრძანა სასწრაფოდ აეშვათ
ოთხკუთხა იალქნები და სანაპიროსკენ აეღოთ გეზი. მალე წითელი
აგურით ნაგები ციხე-ქალაქიც გამოჩნდა ჰორიზონტზე. ნენეშმა შვებით
ამოისუნთქა და მოწმენდილ ცას გაუსწორა მზერა. მერცხლები
შემომსხდარიყვნენ ხომალდის ანძაზე.
- მერცხლები რომ მიგვაცილებენ ეს კარგი ნიშანია ლაზო,-
გამოცოცხლდა გრიცკო ფრინველების ჭიკჭიკზე,- როცა ტრაპიზონის
პორტი დავარბიეთ მაშინაც მერცხლები გვიწევდნენ მეგზურობას.
- მერცხლები ჩემს ოცნებას ინახავენ, მიტომაც მიხარია მათი ჟღუ-
რტულის სმენა,- მეგობრულად დაემოწმა ნენეში კაზაკს და დურბინდით
შეათვალიერა ციხის შემოგარენი. ზღვისკიდესთან ლაზმა შეამჩნია, რომ
კოშკის ზღუდის გარშემო ოსმალოებს ორმაგად განიერი თხრილები
შემოევლოთ, რაც ქალაქის აღებას კიდევ უფრო საძნელოს ხდიდა.
- მაინც რა თევზი უნდა მიართვათ წითეჩალმიანებს უკანასკნელად?-
არ მიიჩნია ნენეშმა ოსმალთა მიერ ციხის გამაგრება სერიოზულ
საფრთხედ და მეთევზეთა გასამხნევებლად ლაზური სიმღერა
წაიღიღინა.
- ორაგული და ზუთხი უნდა ჩავაცეცხლოთ ამ ჩვინგალებს. ეს
ჩვენი საქელეხო ნობათი იქნება აგარიანთათვის,- ალალად გაიხარეს
მეთევზეებმა და თევზით სავსე კალათები ხვნეშით მიაჩოჩეს ხომალდის
კიჩოსთან.
- როგორც ვხედავ კაი ძვირი გიჯდებათ ამ ურჯულოების ქელე-
ხი გოგაჭარე.
- არა უშავს ნენეშ ბატონო. ამათ ქელეხს ჩვენი შვილების ქორწილი
მოჰყვება უთუოდ და ქელეხის ზარალსაც ასე ავინაზღაურებთ,-
ცალყბად გაიხუმრა ტოჩია მეთევზემ და ციხესთან მიახლოებით
გულაფრიალებულმა მარდად მოუსვა ნიჩბებს ხელი.
ნავმისადგომთან ჩამწკრივებული ოსმალოელი მებაჟენი და გუშაგნი
ისე მუყაითად მუშაკობდნენ, რომ თავიდან ვერც შეამჩნიეს მათკენ
მოცურავე მეწინავე ხომალდი, ხოლო როცა იქიდან მომზირალ ნაცნობ
მეთევზეთა სახეები ამოიცნეს, არხეინად გამოაღეს ციხის ალაყაფის
კარები და კეთილი მასპინძლებივით შეეგებნენ სტუმრებს. ტოჩიამაც
ისარგებლა ოსმალთა კეთილგანწყობით და ხომალდის ბაგირი
შინაურულად გადაუსროლა ფიცარნაგზე მდგომ გუშაგს.
- სალამ მალეიქუმ!- ოსმალურად გაიჯეჯილა ტოჩიამ.
- მალეიქუმ სალამ, როგორ გიკითხოთ ეფენდი!?- ზრდილობიანად
გაისარჯა ახალგაზრდა მებაჟეც და კალათის გადმოზიდვაში ხელი
შეაშველა მეთევზეს.

- ეს დღეები ბარაქიანი თევზაობა დაგვებედა, ისეთი ქონიანი ზუთ-


ხები ამოვაყოლეთ ბადეს,, რომ მეშინია ჭამისას თითები არ
მოიკვნიტოთ,- გახუმრება სცადა ტოჩიამ და ხომალდზე დარჩენილებს
ხელის ქნევით ხმელეთზე გადმოსვლა ანიშნა.
ტოჩიას სითამამით გულმოცემულმა მებადურებმა და მეთევზის
სამოსში გამოწკიპულმა კაზაკებმაც მოურიდებლად გადაუგდეს
ბაგირები გუშაგებს, თევზით სავსე კალათები მხრებზე შემოიდეს და
ღიღინით გაუყვნენ ციხისკენ მიმავალ ბილიკს. მეციხოვნეებს ოდნავ კი
ეუცხოვათ მეთევზეთა მოჭარბებული სითამამის, თუმცა ისე გაერთნენ
ბაგირების ბოძებზე მიმაგრებით, რომ კარგად ვერც შეათვალიერეს
ტვირთმოკიდებული სტუმრები. როცა ხომალდების დაბინავებას
მორჩნენ აჩქარებული ნაბიჯებით ფეხდაფეხ დაედევნენ უცნაურად
აფორიაქებულ მეზღვაურებს და ალაყაფის ზღურბლთან წამოეწივნენ,
თუმცა მუხლებს ქვემოთ ჩამოწვდენილ სქელ ნაქსოვ პერანგსა და
წელზე გარჭობილ ცულებს რომ შეავლეს თვალი მაშინ კი ატეხეს
განგაში. კაზაკებმაც არ დაახანეს, ჯვალოს ტილოებში გადამალული
ცულები ამოაძვრინეს და საზარელი ყიჟინით დაერივნენ გონებაარეულ
ოსმალოებს. ციხის მცველები ამ უეცარი თავდასხმით აირივნენ და
გალავნის კიდისკენ უწესრიგოდ დაიხიეს. მალე მეთევზეებმაც მხარი
აუბეს კაზაკებს და შურდულებით ქვები დაუშინეს გაქცეულებს.
ნენეში თავისი რაზმით ციხის აღმოსავლეთისკენ გაიჭრა,
,შეუბრალებელი მრისხანებით ამოხოცა თავგზაარეული გუშაგები და
დაგმანულ კარიბჭეს საკუთრივ შეახსნა უშველებელი ურდული.
სწორედ ამ კარიბჭით უნდა ესარგებლათ ფოთლოვან ხეებში მიმალულ
ლევან დადიანის რაზმებს, რომლებიც სუნთქვაშეკრულნი მოთმინებით
ელოდნენ ციხეში შეღწევის ნიშანს. ნენეშმაც არ დააყოვნა, ფილტვების
ამოხეთქვამდე ჩაჰბერა საყვირს და თავზეხელაღებული კაცის
შემართებით კოშკის ზედა საფეხურებისკენ გაიჭრა. მას წამითაც არ
დავიწყნოდა ოდიშის მთავრისთვის მიცემული სიტყვა; რომ ციხიდან
გამოსროლილ არც ერთ ჭურვს ცეცხლი არ უნდა გაეჩინა მეგრელ
მეომართა ფეხქვეშ. ამ ფიცით გულანთებული ნენეში ციხის კოშკურაზე
შეყუჟულ მეზარბაზნეებს მანამდე დააცხრა თავს, ვიდრე ისინი
ჭურვებით ქვემეხების დატენვას მოასწრებდნენ.
საყვირის ხმაზე ლავან დადიანის მეომრებმა იხუვლეს და ახსნილი

კარიბჭისკენ გააჭენეს გახელებული ულაყები. ოსმალები ციხის


ალაყაფთან მედგრად დაუხვდნენ მომხდურებს. ხელ-თოფების ბათქთან
ერთად ხის მორები და ქვა-ღორღი დააყარეს ციხის ეზოში შემოცვენი-
ლებს, თუმცა იმარჯვეს მეგრელებმა და მუხლმაგარი ცხენების
ხეთქებით უმოწყალოდ გადათელეს წითელჩალმიანები. სტეფანემ თავის
კაზაკებთან ერთად გალავნის უკანა კედლიდან შეაღწია ციხეში და
ზურგში მოქცეულ აგარიანებს ღვთის მერეხი დააწია. კაზაკების
მხარდამხარ შედანი და მამუკა გამეტებით იქნევდნენ მახვილს და
თავიანთი სიმამაცით სხვებსაც აგულიანებდნენ. შედანმა მცირე რაზმი
აიყოლია და ციხე-კოშკის სხვენისკენ მიმავალ კიბის საფეხურებს აუყვა.
იქ ნენეში ეგულებოდა, სურდა რომ პირველს მიელოცა გამარჯვება
ლაზისთვის. როცა გვამებით მოფენილი საფეხურები ჩაამთავრა კოშკის
თაღოვან სარკმელთან გრიცკოს მოჰკრა თვალი. კაზაკს მუზარადი
მოეხადა და შეძრწუნებული სახით თავსქვევით იცქირებოდა. შედანი
მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა გრიცკოს და ავისმომასწავებელი მოლო-
დინით გადაიხედა ციხის სამზერიდან. ზვირთცემის შედეგად ოსმალთა
გვამები ნაპირზე გამოერიყა ზღვას. მათ შორის შედანმა სილაზე
პირაღმა მწოლიარე ნენეში შეიცნო. დგაფუნა ტალღები მხრებზე ისე
ნაზად ცემდნენ ლაზს, თითქოს ზღვის სიღრმეში სურდათ გაეტაცათ
მისი უსულო სხეული.
მომხდარით დაზაფრულმა შედანმა ნაღვლიანი მზერა გაუსწორა
ნაპირს მოცილებულ ხომალდს. კირჩხიბზე აღმართული ოქროსფერი
მნათობი კი ისე იწვოდა, თითქოს სხივების ფერხული გაემართა ცის
ტატნობზე, მისგან მოფენილი ნათება კი ამაყად აფრიალებდა ხომალდის
ანძაზე აღმართულ ოდიშის ბროლივით ქათქათა დროშას.

თავი მეჩვიდმეტე
უფლის ახალი ვენახი

შობა-ახალი წლის დადგომა ისე არ გახარებია თეიმურაზს, რო-


გორც - ევროპიდან საკუთარი ელჩის უვნებლად მობრუნება. 1629 წლის
ენკენისთვეს მიავლინა მეფემ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ევროპას. სამი
წლის მანძილზე მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. მხოლოდ
გორში ჩამოსული თეათინელი ბერებისგან შეიტყო მეფემ თავისი
ერთგული კარისკაცის ავან-ჩავანი. თურმე საქართველოში
გამომგზავრების წინ ქართველი ელჩი და იტალიელი მისიონერები
ერთმანეთს მესინაში შეხვედრიან. ბერებს ბევრი სასარგებლო რჩევა
მიუციათ ნიკოლოზისთვის ნეაპოლში გამგზავრების წინადღეს. სწორედ
მათი თხოვნით მოიქცა ის კათოლიკურ სარწმუნოებაზე და ახალი
მოძღვრებით აღჭურვილი წარსდგა რომის პაპის წინაშე. თავის მხრივ,
რჩევა-დარიგება არც ნიკოლოზს დაუშურებია და ბერებს ოსმალეთში
მოხვედრის შემთხვევაში სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
ნიკოლოზს გორში ჩამოსვლისთანავე ახარეს ბერების
საქართველოში უვნებლად ჩამობრძანება. ერთი სული ჰქონდა პატრების
მიერ აგებულ ეკლესიაში მოელოცა, თუმცა ისიც კარგად უწყოდა, რომ
თეიმურაზი ელოდა მოეთმენლად. ამიტომაც საქარავნო გზას გვერდი
აუქცია და სამეფო სასახლისაკენ აიღო გეზი. ქალაქს ჯერაც ეტყობოდა
მახვილისა და ცეცხლის კვალი. კალატოზებს ღიღინით ამოჰყავდათ
ნაცრად ქცეული თლილი ქვის სახლების კედლები. მიუხედავად მათი
მუხლჩაუხრელი გარჯისა ნიკოლოზმა ერთი მრთელი შენობაც ვერ და-
ლანდა ქალაქის შუკებში, მხოლოდ მეფის სასახლე გადარჩენოდა
ყიზილბაშთა მსახვრალ ხელს.
თეიმურაზი სასახლის ბაღში დაუხვდა ნიკოლოზს. მეფე მკერდზე
ეამბორა დიდი ხნის უნახავ მღვდელმთავარს.
- მიხარია ცოცხალს და უვნებელს რომ გხედავ მამაო,- ალალად
გაიხარა მეფემ და ირანულ ტახტზე მოასვენა მოქანცული ბერი.
- ეს სამი წელი ქვეყნის სიყვარულმა გამაძლებინა მეფევ ბატონო.
თითქმის მთელი ევროპა შემოვიარე და მათი ქვეყნების მესვეურებს
ჩვენი ტკივილი გულმართლად გავუზიარე.
- გავიგე კათოლიკურ რწმენაზე შემდგარხარ ნიკოლოზ?
- ეგრეა ჩემო ბატონო და ერთი წამითაც არ ვნანობ ჩემს საქციელს.
სამი წელია უკვე, რაც ნიკიფორე ირბახად ვიწოდები. პიეტრომ და
იაკობმა მირჩიეს კათოლიკედ წარვმდგარიყავი რომის პაპის კარზე
და ამგვარად წარმომეჩინა მისდამი ჩემი პატივისცემა.
- ჩემთვის მაინც ყოველთვის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იქნები,-
სათნოებით გაეღიმა თეიმურაზს. ჩემი წერილი თუ მიართვი რომის
პაპს?
- დიახ, თქვენო მეუფებავ! განსაკუთრებით ის ესიამოვნა
კათოლიკეთა მწყემსმთავარს სარწმუნოების სვეტი და უპირველესი
მღვდელმთავარი რომ უწოდეთ. ისიც არანაკლებ გაუხარდა უნეტარეს,
გარსმოჯარულ მტერს რომ ვებრძვით და მხოლოდ რომის ეკლესიას
რომ ვუცხადებთ საყოველთაო მორჩილებას. თქვენი წერილი
პროპაგანდის კრებამაც განიხილა და ერთხმად დაადგინეს, რომ ჩვენი
სარწმუნოება დიდად არ განსხვავდება კათოლიკეთა რწმენისგან.
თქვენი თხოვნის პასუხად პაპმა გასაცნობი წერილები გადმომცა
ევროპის წამყვან ქვეყნებში წასაღებად. სწორედ პაპის შუამდგომლობის
წყალობით წარვსდექი ესპანეთისა და ნეაპოლის მეფეებთან,
ფლორენციის ტოსკანის დუკასთან და ვენეციის პაჟების საბჭოსთან.
მისი ხელშეწყობითა და კურთხევით მწყემსობრივი მზრუნველობით
მხვდებოდნენ საფრანგეთის, უნგრეთის, ბოჰემიის, პოლონეთის და
შვეციის მეფეები. ყველანი მეფური წესითა და პატივით ეკიდებოდნენ
ჩვენს სატკივარს. ფლორენციაში კი მედიჩებმა ჩემს გამო დიდი ხარჯი
გაიღეს და წამოსვლისას საუკეთესო ჯიშის ცხენიც მაჩუქეს თავისი
ძვირფასი აღკაზმულობით. რომის პაპმა კი კეთილ სურვილებთან
ერთად წიგნიც გამომატანა თქვენთან.
თეიმურაზმა საჩქაროდ ახსნა ბეჭედი წერილს და ერთი ამოსუნთ-
ქვით ჩაიკითხა ნაწერი. თითქოს ნაკითხმა არ დააკმაყოფილა და კიდევ
რამდერჯერმე გადაავლო თვალი ოქროთი მოვარაყებულ გრაგნილს.
- ისეთ საიდუმლო ამბავს ხომ არ იწერება პაპი, ჩვენ უბრალო
მოკვდავებმა რომ არ ვიცოდეთ?- არ დამალა ცნობისწადილი ნიკოლო-
ზმა.
- ერთადერთი შენ გაქვს უფლება მეფეებს გაუყადრო თავი!-
გულიანად გაეცინა თეიმურაზს და დიდსულოვნად გადააწოდა
გრაგნილი ელჩს. ნიკოლოზი მოწიწებით ემთხვია პაპის წერილს და
ხმამაღლა შეუდგა კითხვას.

- კეთილშობილო მეფევ! მშვიდობა და ღვთის წყალობა არ მოაკლდეს


საქართველოს, რომელიც მალე მოირწყვის დაუშრეტელი
წყაროს წყლით. გიგზავნით ღვთიურ მეცნიერებაში განსწავლულ
მღვდლებს, რომლებიც სხვას არას ნარტობენ, თუ არა ერის ბედნიერე-
ბას და მეფეთათვის დიდების შეძენას. რაოდენ ბედნიერი შეიქმნებით,
უკეთუ ეცდებით, რომ თქვენმა ქვეშევრდომმა ერმა მოისმინოს მათი
სასარგებლო მოძღვრება, რომელიც მიღებული აქვთ ქრისტეს
მკერდიდან,რომელსაც შეუძლია კაცი ანგელოზად აქციოს და ქვეყანა
სასუფეველად შეცვალოს. ჩვენ კი ვევედრებით ღმერთს, რომ მისცეს
მხნეობა თქვენს ძლევამოსილ მხედრობას.
როდესაც კათოლიკურ სარწმუნოებას აღიარებთ და თქვენს მიერ
გამოცხადებულის მორჩილების მოწმობას ჩვენდამი წარმოაგზავნით,
მაშინ მოციქულებრივის ძალით, ჩვენის მღვდელმთავრის კურთხევით
და დიდებით დაგამტკიცებთ მეფედ. რომი თქვენგან მოელის
გულმოდგინებას და ზრუნვას. ამისათვის კი საჭიროა ეპისკოპოსებმა და
მღვდლებმა, რომლებიც საქართველოში ერს სულიერად უვლიან, იარონ
უფლის სახლში და თქვენთან ერთად სცნონ პეტრე მოციქულის
უპირატესობა.
თუ გვეღირსა შეტკბობა და შეთვისება მოციქულებრივის
სიყარულით თვენებრ დიდებით და სიმხნით განთქულის მეფისა, მაშინ
შეგამკოთ ყოველის სულიერი სიკეთით.
რომი. 2 დეკემბერი. 1928 წ. ურბანო მერვე.
- ზეციური მფარველობისათვის მადლობელი ვართ უსაზღვროდ,
თუმცა ჩვენისთანა შეჭირვებულ ერს სამხედრო დახმარებაც არ
გვაწყენდა. ესპანეთის მეფეს თუ გადაეცი ჩემი წერილი და საჩუქრები?-
წერილის ჩამთავრება არ აცალა მეფემ ნიკიფორეს.
- ესპანეთში თავიდან არც დამიჯერეს თქვენი ელჩი რომ ვიყავი
და კერძო სასტუმროში დამაბინავეს. თუმცა ჩვენი მისიონერის დონ
პლაჩიდო მირიტოს მეცადინობით ესპანეთის სამეფო კარზე ნამდვილ
ელჩად მაღიარეს და მიღებაც შესაფერისი მომიწყვეს.
- ჩემი წინადადება თუ მოიწონეს მადრიდის სამეფო კარზე ირანზე
ლაშქრობასთან დაკავშირებით?
- თქვენო მოწყალებავ,- დინჯად დამარცვლა სიტყვები ელჩმა,- ჩემი
იქ ყოფნის მანძილზე დავრწმუნდი, რომ ესპანეთის სამეფო კარი
ოსმალეთის წინააღმდეგ მოსალოდნელ ჯვაროსნულ ომში ერთადერთ
ძლიერ მოკავშირედ ირანს მიიჩნევს. ამიტომაც მხოლოდ სიტყვიერი
თანაგძნობითა და ცარიელი დაპირებებით შემოიფარგლა ფილიპე
მეოთხე.
ქვეყნის ოცწლიანი მართველობის გამოცდილება ავალდებულებდა
თეიმურაზს უფრო რეალურად დაესახა საკუთარი ხალხის
გათავისუფლების გზები და ხერხები. ევროპის ქვეყნების მესვეურები
მის ერთ დაძახებაზე უთვალავ ლაშქარს რომ არ შეკრებდნენ და
ირანისკენ არ წაიწევდნენ, ეს კარგად ჰქონდა განჭვრეტილი მეფეს. ის
იმითაც იყო კმაყოფილი, რომის პაპმა და ევროპელმა მეფეებმა
ღირსეული პატივით რომ მიღეს მისი ელჩი. ამასთან ერთად
თეათინელი ბერების გამოგზავნასაც ემადლიერებოდა თეიმურაზი
ურბანო მერვეს, მითუმეტეს რომ მრავალი ხიფათისა და განსაცდელის
გადახდენით ჩამოუღწევიათ იტალიელ პატრებს საქაერთველოს
საზღვრებამდე. პიეტრო ავიტაბილიმ ისიც მოახსენა დაწვრილებთ, თუ
როგორ დასწამეს ოსმალებმა ჯაშუშობა მისიონერებს. თურმე
საფრანგეთის ელჩის თავგამოდება რომ არა ორთავეს ციხეში
უპირებდნენ ჩაქოლვას. სამი ათასი ოქროს დუკატი დაჯდომია ფრანგ
დიდებულს მათი ტყვეობიდან გამოხსნა.
თეიმურაზი პირველი დღიდანვე არ აკლებდა ყურადღებას და
შემწეობას კათოლიკე ბერებს. მათ მიერ ნაბოძები ნივთებიც
სასიამოვმოდ დაურჩა და სანაცვლოდაც ყველა თხონა შეუსრულა. ფა-
რსაგს არც ითხოვდნენ მისიონერები მეფისგან. მათი ერთადერთი
საზრუნავი ქვეყანაში უშიშრად ყოფნა და კათოლიკური რწმენის
ქადაგება იყო. თეიმურაზის ბრძანებით პატარა ეკლესია და სახლი
გადასცეს ბერებს. პატრებმა სულ მცირე დროში ისე შეაყვარეს ყველას
თავი, რომ მათ წირვა-ლოცვაზე უამრავი ხალხი იყრიდა თავს. კვირა-
უქმეობით მისიონერების ქადაგებას მეფეც ესწრებოდა დიდებულებთან
ერთად.
სულ მალე მისიონერებმა კარგი დასტაქრობითაც გამოიჩინეს თავი.
შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად ხალხი მძიმე დღეში იყო ჩავარდნილი.
ყაენს ყველა ცნობილი ექიმი ისპაჰანს წაეყვანა. ბერებმა როგორც კი
შიტყვეს მოსახლეობის გასაჭირი იმთავითვე შეისწავლეს ქართული ენა
და სნეულთა მკურნალობას დიდი გულისხმიერებით შეუდგნენ. მათ
ეკლესიასთან ახლოს სასნეულოც გამართეს, სადაც შორეული
კუთხეებიდან ჩამოსულ დავრდომილებს უსასყიდლოდ კურნავდნენ,
უპოვრებსა და გლახაკებს კი ღამესაც ათევინებდნენ და მკურნალობა-
სთან ერთად მცირე საზრდოსაც აძლევდნენ.
თეიმურაზის პატივისცემა მისიონერებისადმი ერთი-ორად მაშინ
გაიზარდა, როცა პატრებმა სასთუმალს მიჯაჭვული ხორეშან
დედოფალი მსუბუქი წამლებით ერთ კვირაში ფეხზე დააყენეს. არადა
სპარსეთის გამოჩენილ აქიმებსაც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული მის
განკურნებაზე. დედოფლის მორჩენით აღტაცებულმა მეფემ ეკლესიაში
წირვა გადაიხადა და უფალს მადლი აღუვლინა მის სამეფოში ზეცისგან
მოვლენილი ორი ღვთისნიერი კაცის გამო. მისი ბრძანებით ყოველდღი-
ური ულუფა დაუნიშნეს მღვდელმთავრებს და ეკლესიის შესამკობად
ოქრო-ვერცხლითაც ფაღურად შეეწივნენ.
ხორეშანის განკურნებამ ისე გაუთქვა სახელი პატრებს, რომ
თეიმურაზი ავადმყოფობის დროს მხოლოდ მათ მიერ შემზადებულ
წამლებს სვამდა. კათოლიკეთა ტაძარშიც მოუხშირა მეფემ სიარულს.
გვირგვინოსნის ქმედებით გულმოცემული ხალხიც მეფეს ბაძავდა და
შეუშინებლად ესწრებოდნენ მისიონერთა ქადაგებას. პატრებიც
ხორციელ კურნებასთან ერთად სულიერადაც კურნავდნენ კათოლიკური
მოძღვრების მიმდევრებს. ისინი ეკლესიაში მოსულ მრევლს
საქრისტიანო დოგმებს ასწავლიდნენ და პაპისადმი მორჩილებას
უნერგავდნენ.
- მამა პიეტრო და იაკობი როგორ შეეთვისნენ ჩვენი ცხოვრების
წესს? გავიგე, ხორეშანი განუკურნავთ უკერნებელი სენისგან,- თითქოს
მიუხვდა გულთმისანი ბერი თიმურაზის ფიქრებს.
- იტალიელი პატრები წმინდა ამბორისყოფით მივიღეთ გორში.
ისინი საოცრად სათნო და ღვთისნიერი ადამიანები აღმოჩნდნენ. მათმა
თავგანწირულობამ და უანგარობამ მთელი ქვეყანა ფეხზე დააყენა.
არათუ მდიდრები, ღარიბებიც თავს ვალდებულად თვლიან უკანასკნე-
ლი ლუკმა ალალად გაუყონ შორეული ქვეყნიდან გადმოხვეწილებს.
კარგი იქნება რომის პაპის კურთხევით რამდენიმე მისიონერი კიდევ
თუ გვეწვევა. მე უკვე ვესაუბრე მამა პიეტროს, მან გამოთქვა
მზადყოფნა დაუყოვნებლივ გაეშუროს რომს და ჩემი დანაბარები პირა-
დად აუწყოს კათოლიკეთა სულიერ მწყემსს. შენს მიერ ჩამოტანილმა
ამბებმაც საზრუნავი ერთი-ორად მომიმატა. ამიტომაც, დღესვე ასტუმრე
დონ პიეტრო ჩემთან. მსურს ხელში გადავსცე პაპთან წასაღები წიგნი.
ნიკიფორე კრძალვით დაემშვიდობა მეფეს. დიდხანს არ დასჭირვე-
ბია მისიონერების ძებნა. გორის ციხის გალავნის გაყოლებაზე
ეგელებოდა ერთი მცირე ზომის ეკლესია, სადაც პატრები
ყოველდღიურად ატარებდნენ წირვა-ლოცვას. ეკლესიის ტალანში
სასიამოვნოდ ჩაესმა ყურში ლათინურ ენაზე შესრულებული გალობა.
ეს იაკობი მღეროდა "ავე მარიას." ხშირად ისმენდა ნიკიფორე ამ
გალობას რომის წმ პეტრეს ტაძარში. ჩუმად უნატრია კიდეც გორის
რომელიმე ეკლესიაში მოფენილიყო მარიამ ღვთისმშობლისადმი
მიძღვნილი ეს ჯადოსნური ჰანგები. თითქოს აუსრულდა კიდევაც
ნატვრა. მისი მოქანცული სხეული თრთოლვით ისმენდა ღვთიმშობლის
სადიდებელს.
შაჰ-აბასის მიერ იავარქმნილი ეკლესიების კვალობაზე კათოლიკე
ბერთა ეს ტაძარი მდიდრულად გამოიყურებოდა. ხატებითა და
კანდელებით ლამის მთელი ეკლესია იყო შემკული. გუმბათის
ცენტრალური ნაწილი საიდუმლო სერობის სცენებით იყო მოხატული.
სატრაპეზოსთან მდგარმა დონ პიეტრომ უმალვე შენიშნა მისკენ
ღიმილით მომავალი ნიკიფორე. მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს
დიდი ხნის უნახავი სულიერი ძმები.
- მშვიდობა თუ სუფევს იტალიის მიწაზე მამა ნიკიფორე?-
დამდუღრული ხმით იკითხა პატმმა და აბრეშუმის ფარჩით მოიწმინდა
აწყლიანებული თვალები.
- ბედნიერი ხალხი ხართ იტალიელები. ოსმალოები თქვენ არ გაწუ-
ხებენ და - სპარსელები. ზოგჯერ ერთმანეთს თუ დაერევით ხოლმე
უძღები შვილებივით, თორემ გარეშე მტერი თქვენ არ გერჩით ღვთის
წყალობით.
- ჩვენი კეთილმოსურნე პაპი თუ მოინახულე?
- ვინახულე და წერილიც გამომატანა თეიმურაზთან. პაპი
კათოლიკური რწმენის საქვეყნოდ აღიარებას სთხოვს მეფეს. ჩვენი მე-
სვეური ოდნავ დაიზაფრა ამგვარი მოულოდნელი წინადადებით.
ამადაც გიბარებს სასახლეში. სურს პირადად შენ მიგავლინოს რომს,
რათა საკუთრივ მოახსენო პაპს ქვეყანაში შექმნილი გაუსაძლისი
ვითარება.
მამა პიეტროს თავადაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა შეტანი-
ლი ქვეყანაში ლათინთა წესების დამკვიდრებაში, ამიტომაც
აუღელვებლად მიიღო პაპის ეს მოთხოვნა. ის წლების მანძილზე
დაუცხრომლად აგზავნიდა წერილებს თავის სულიერ მწყემსთან, სადაც
დაუფარავად აღწერდა ქართველი ხალხის კეთილგანწყობას
კათოლიკური მოძღვრებისადმი. ერთ წერილში ისიც გაუმხილა პაპს,
რომ მორწმუნეთა რიცხვი ქართლში ყოველდღე მატულობდა, რომ მისი
მეცადინეობის შედეგად მრევლი მყისიერად ტოვებდა ბერძნების
სარწმუნოებას და რომის ეკლესიის დოგმებს უერთდებოდა.
- სიამოვნებით დავყვები თეიმურაზის ნებას,- სათნოებით აღსავსე
სახე გაებადრა მამა პიეტროს,- რომის პაპს ადგილზე მოვუთხრობ იმის
შეხახებ, რომ საქართველო, როგორც შესამუშავებელი ქვეყანა ერთობ
დიდი და ნაყოფიერია.
სასახლეში მისიონერების სტუმრობა ბერძენი მღვდელმთავრების
აუდიენციას დაემთხვა. ერთ-ერთ მათგანში ტრაპიზონის ეპისკოპოსი
შეიცნო მამა ნიკიფორემ. მონაზვნებმა მდაბლად დაუკრეს ერთმანეთს
თავი და კეთროვანებივით განშორდნენ ერთმანეთს.
- ესენი კარგ საქმეზე არ შეაწუხებდნენ მეფეს!- ეჭვნარევი კილოთი
ჩაილაპარაკა ნიკიფორემ და დარბაზისკენ გაუძღვა მისიონერს.
ჩვეული დარბაისლობითა და თავაზიანიბით შეეგება თეიმურაზი
პატრებს.
- სამშობლო ხომ არ მოგენატრა მამა პიეტრო. კი მენანება შენთან
განშორება, მაგრამ სხვას ვის უნდა ვანდო ეგზომ საპასუხიმგებლო
მისია?
- აქ განძის საძებნელად როდი ჩამოვსულვარ მეფევ ბატონო!- ვალ-
მოხდილი ჯარისკაცივით წელში გაიმართა უცხოელი,- ჩვენი მიზანი
ხალხის ცხონებისათვის ზრუნვა და ქვეყნის ერთგული სამსახურია. ამი-
ტომაც მზად ვარ ახლავე გავეშურე იტალიას და მცირე სარგებელი
მაინც მოვუტანო თქვენს გაუბედურებულ ქვეყანას. რაც შეეხება ჩემი
გამგზავრებით გამოწვეულ დანაკლის, ამასაც მოევლება როგორმე.
პროპაგანდის კრებას მამა ერქანჯელო ლამბერტი და ჯუდიჩი
გამოუსტუმრებია საქართველოში. ისინი უკვე გზაში არიან და სულ
მალე ქართულ მიწაზე დადგამენ ფეხს. მეც ხელცარიელი არ
დაგიბრუნდებით. აუცილებლად გამოვიყოლიებ კეთილი გულის
ადამიანებს, რათა მეტი ძალისხმევით გავშალოთ ჩვენი მოღვაწეობა.
თეიმურაზი სიხარულით შეეგება იტალიიდან პატრების გამო-
თხოვების ამბავს, თუმცა პაპის შეუვალობამ ერთი-ორად დაძაბა მისი
ისედაც აწეწილი გონება. ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება
იძულებულს ხდიდა ფრთხილად მოქცეულიყო, რათა ისედაც
შენჯღრეული სამეფო ტახტი მთლად არ მორყეოდა. მართალია, თავა-
დები ჯერაც მორჩილებდნენ, მაგრამ შესაძლოა სულ მცირე მიზეზის
გამო განსდგომოდნენ და შფოთი გამოეწვიათ ქვეყანაში. ასეთ დროს
ბერძენთა წესის საქვეყნოდ მიტოვებამ და ლათინთა დოგმებზე
შედგომამ შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოეღო მისთვის. ამასთან
ერთად ბერძენი მღვდელ-მონაზონებიც არ იშლიდნენ ღვარძლის
დათესვას და ყველანაირად ლამობდნენ მისიონერები მოსახლეობისა-
თვის შეეძულებინათ. ზოგიერთი მათგანი იმდენად გაკადნიერდა, რომ
მოურიდებლად მოდიოდნენ მეფესთან და საჯაროდ ამუნათებდნენ
პატრებს. ამასაც არ ჯერდებოდნენ და მათი ქვეყნიდან გაძევებას
მოითხოვდენენ დაჟინებით. ერთხელაც ისე გაცხარდა თეიმურაზი, რომ
ავად დაემუქრა თავგასულ ბერძნებს:
- მირჩევნია თქვენი ყველა აქ მყოფი ბერძენი ამოვწყვიტო, ვიდრე
ერთი ამ მონაზონთაგანი გავდევნო ჩემი სამეფოდან.
არც ამ გაფრთხილებამ შეაშინა ბერძენი მღვდლები და თავიანთი
ცილისწამებლური საქმიანობა მომეტებული ახირებით გააჩაღეს.
ერთხელ თავად პიეტროსაც შეექმნა განსაცდელი ერთი ტრაპიზონელი
მღვდლისგან. ამ ამბავმა მეფის ყურემდც მოაღწია, ამიტომაც არ დამალა
თავისი ცნობისმოყვარეობა გვირგვინოსანმა.
- გავიგე ვინმე მონაზონი ფილიპე გადაგმტერებიათ საშვილიშვი-
ლოდ. მაინც რას გერჩოდათ ის დალოცვილი?- ყასიდად იკითხა მეფემ.
- ეს ფილიპე დიდი უკუღმართი კაცია. თურმე სოფლებში კარ-
დაკარ დაიარებოდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა კათოლიკური
სარწმუნოების მიმდევრებს. ერთხელაც მამა პიეტრომ ვერ მოითმინა
და ბერძენი მღვდელი სამართლიანად გაამტყუნა. ისიც არ დარჩა
ვალში და ჯოხით გაიწია პატრის საცემად. მაშინ დონ პიეტრომ დაიჩო-
ქა და მორჩილად მიუშვირა ზურგი გათავხედებულ მონაზონს- მაცხო-
ვარი ასე გვიბრძანებსო. იქ მყოფმა ბერძენმა მღვდლებმა არ მოიწონეს
ფილიპეს საქციელი და სასტიკად გაკიცხეს თავიანთი თვისტომი.
- მისი ბედი, რომ დროზე შეუკავებია თავი ბერძენ მღვდელს,
თორემ კინწისკვრით გავაძევებდი ქვეყნიდან. თქვენ ნუ ნაღვლობთ მამა
პიეტრო, ამიერიდან, პირადად მე ვიქნები თქვენი ქომაგი და მოსარჩლე,-
დაამშვიდა თეიმურაზმა აღელვებული სტუმარი.
- თანაგრძნობისათვის მადლობელი გახლავართ თქვენო მოწყალებავ,
მთავარია მშვიდობიანად მოგვარდა ყველაფერი. უმჯობესია, ჩვენს
სათქმელს დავუბრუნდეთ მეფეო,- წყნარად ჩაიდუდუნა სტუმარმა.
- დონ პიეტრო, შენ ყველაზე ღირსეული ხარ იმათ შორის, ვისაც
ოდითგანვე ფეხი დაუდგამს ჩვენს მიწაზე, ამიტომაც სწორედ შენ უნდა
ითავო ეს რთული მისია და შთააგონო თქვენს მწყემსმთავარს, რომ
დღესდღეობით ნაადრევია ქვეყნის კათოლიკურ რწმენაზე მოქცევა.
უპრიანია სხვა მხრივ დავაკმაყოფილოთ პაპის მოთხოვნილება. ახლა
ჩვენი ქვეყანა თქვენისთანა ღვთისნიერი ადამიანების მფარველობასა და
მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ თქვენ უნდა შეაჩვიოთ მოსახლეობა
კათოლიკურ დოგმებსა და წესებს, რათა უმტკივნეულოდ მოხდეს მათი
რომაულ ტიბიკონზე გადაყვანა. თუმცა ყველაფერი უნდა
განხორციელდეს ნებაყოფლობითა და საკუთარი სურვილით. თუ
ხალხი სრულად შეიმეცნებს და გაითავისებს ახალი რწმენის ავან-
ჩავანს, მაშინ კათოლიკური სარწმუნოების საქვეყნოდ აღიარებასაც წინ
არაფერი დაუდგება.
- თქვენს გულისნადებს და თხოვნას აუცილებლად მოვახსენებ
რომის პაპს. დარწმუნებული ვარ ჩვენი სულიერი მწყემსი გაგებით
მოეკიდება ამ წინადადებას.
- მე მირჩევნია აქვე გაეცნო პაპისადმი გამზადებულ წიგნს. ამ
წერილში მკაფიოდ და ნათლად გამოვხატე ჩემი ნააზრევი.
თეიმურაზმა საკუთრივ გადასცა ქაღალდის გრაგნილი დონ
პიეტროს. იტალიელი მისიონერი იმდენად იყო უკვე გაწაფული
ქართულ ენაში, რომ თავაუღებლივ, გამართულად შეუდგა კითხვას.
- " დიდ მადლობას ვუძღვნი თქვენს უწმინდესობას თქვენი ლოცვა-
კურთხევისათვის. მივიღეთ თქვენი უწმინდესობის წერილი პატრი
პიეტრო და იაკობ თეათინელი მონაზონებისთვის. ჩვენ ეს მამები დიდი
სიამოვნებით მივიღეთ და ყველანაირო პატივი მივაგეთ. ვუბოძეთ
საუკეთესო ადგილი თავის სადგომად და მცირე ეკლესია, სადაც უში-
შრად შეუძლიათ აღასრულონ ღვთის მსახურება თავიანთი სჯულისა
და წესისამებრ.
თქვენო ბრწყინვალებავ! დიდი კონსტანტინეს დროიდან დღემდე
ქრისტეს სარწმუნოება დღემდე ისე შეუცვლელად დავიცავით, თითქოს
ეს სიყვარული ღვთის მიერ ყოფილიყოს აღბეჭდილი ჩვენს გულში. მა-
რთალია, სპარსელებმა ჩვენი სამეფო უმოწყალოდ ააოხრეს, მაგრამ
ჩვენი სარწმუნოება ისე მტკიცედ დავიცავით, რომ არავითარი
მწვალებლობა არ გამოგვრევია. ჩვენ დიდი სასოება გვაქვს ღვთისა,
რათა ამავე სარწმუნოებაში მტკიცედ დავრჩეთ და განუხრწნელად და-
ვიცვათ ის, ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე."
- რას იტყვი მამა პიეტრო, შეისმენს ურბან მერვე ჩვენს სატკივარს.
იქნებ სათმელი ისე ვერ ჩამოვაყალიბე, როგორც მის უნეტერესობას
ეკადრება?- არ აცალა თეიმურეზმა წიგნის ბოლომდე ჩაკითვხა მამაოს.
- მე ვინ მომცა უფლება მეფეთა ცხოვრების წესი რომ განვსაჯო.
უმთავრესი მაინც ეგაა, რომ ყოველივე ამ წიგნში თქმული თქვენს
ქვეყანას წაადგეს სასიკეთოდ. ჩვენი პაპი კი მოწყალეა. მას უანგაროდ
უყვარს თქვენი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ ამჯერადაც უთუოდ
სასიკეთოდ გაირჯება.
მეფეს ეამა დონ პიეტროს გულწრფელი ნაუბარი, შვილივით
გულში ჩაიკრა შეცბუნებული მღვდელი და შორეული იტალიისაკენ
დაულოცა გზა.

თავი მეცხრამეტე
ოქროს საათი

ყარაბახის ომიდან გამარჯვებით ხელდამშვენებულ ლევანს


ქაიხისრო აფაქიძე დახვდა გარდაცვლილი. ალალი ცრემლით დაიტირა
ოდიშის თავარმა თავისი ერთგული ქვეშევრდომი. ზანის მამულში
დაკრძალეს მუდამჟამს სახელმწიფო საქმეებით დამშვრალი სახლთუხუ-
ცესი. ლევანმა ორასიდე უღელი ხარ-კმეჩი, ასი ცხენი და ხუთასი
ოქროს სკუდი უფეშქაშა განსვენებულის ჯალაბობას, სახლთუხუცესად
კი ქწრეშ ფაღავა გაამწესა. როსტომს არ ჩვეოდა მადლიერების უნაპი-
როდ გამოვლენა. წარჩინებული თავადისათვის საკადრისი მედიდურო-
ბით შეიფერა ეს დაწინაურება.
- რათა ხარ მუდამ კრიჭაშეკრული ქერეშ ბატონო, ნუთუ არ
გაგიხარდა ჩემი წყალობა?- მას შემდეგ დაცდა მცირე სამდურავი
ლევანს, რაჟამს აშკარად თვალშისაცემი გახდა როსტომის დაზაფრუ-
ლობა.
- რას ბრძანებთ ლევან ბატონო!- კიდევ უფრო დაიძაბა ქერეში,-
თქვენი წყალობა არ მომაკლოს ღმერთმა. მე მხოლოდ ის მადარდებს,
თქვენს აქ არყოფნაში ქვეყანას რომ ვერ ვუპატრონეთ ჯეროვნად.
- ისევ აფხაზებმა ხომ არ აგვაწიოკეს ჯიმაღურელი!- ბრაზისგან
თვალის გუგები გაუფართოვდა ლევანს და ტახტზე წამოწოლილმა
მუთაქები შემოიწყო გვ ერდებში.
- დიახ ჩემო ბატონო, მშიერ ტურებივით უმთვარო ღამეში
დაგვეცნენ თავს და ჩვენი საზღვრისპირა სოფლები სასტიკად ააოხრეს.
- როგორ გაბედეს ამ ჭინკებმა ჩვენი სოფლების დარბევა.
სასაზღვრო ჯარს ქანდარაზე ეძინა ალბათ. გუშაგები სადღა იყვნენ, მათ
მაინც როგორ არ დაანთეს კოშკურებზე განგაშის ცეცხლი?- კიდევ უფრო
მოერია რისხვა ლევანს.
- წინა ღამეს უსაზმნოდ მოელხინათ თურმე ჩვენს გუშაგებს.
ეტყობა არსაიდან საფრთხეს არ ელოდნენ და უსაზმნოდ მიეძალნენ
ღვინოს. ნაბახუსევზე, მთვლემარე ბიჭებს პატო ალჩიბაია მიეპარა
თავისი კიარაზებით და ხატზე შესაწირი ცხვრებივით გამოსჭრეს კის-
რები. შეშინებული მოსახლეობა მთებში გაიხიზნა, თუმცა ოციოდე ყმის
დატყვევება მაინც მოახერხეს ამ კაციპარიებმა. მსხვილფეხა საქონელიც
გვარიანად წაასხეს. მე საჩქაროდ შევკრიბე ჯარი, მაგრამ ვერ მივეწიე
მომხდურებს. ხორცშესხმული ლანდებივით გაქრნენ კოდორის ხეობის
ქარაფებში. გზადმიმავლებმა მოქვის მიმდებარე სანახები გადაწვეს.
უცებ ამოვარდნილმა ქარმა ცეცხლის არეალი მოქვის ეკლესიამდე მო-
იცვა. მღვდლები ვერაფერს ვერ გახდნენ, ცეცხლი ეკლესიასაც მოედო
და გვარიანად დააზიანა.
- როგორ, ეკლესიებსაც დაერივნენ ეს ვიგინდარები?-შეშლილი სახით
იყვირა ოდიშის მთავარმა,- ღვთის შიში არც არასოდეს ჰქონიათ აფხა-
ზებს, მაგრამ ახლა მთლად აიშვეს თავი.
- ოსმალოები უკვე დაუფარავად ეწევიან მავნებლობას ჩვენს
სამეზობლოში. ისინი კაი ხანია რაც, აშკარად ავრცელებენ მაჰმადიანო-
ბას აფხაზებში. ამბონენ, პატოც შედგაო მაჰმადის რჯულზე. იქნებ
მართლა გაუცივდა ჩვენს რწმენაზე გული აფხაზ მთავარს!- მსტოვრების
მოტანილი ამბავი გადაუმოწმებლად მოახსენა შედანმა ოდიშის
მესვეურს.
- ეს ის პატო არ არის ჩემი საათი რომ მიისაკუთრა?
- ის გახლავთ ბატონო! პატო აჩიბაია სეტემან შერვაშიძესაც არ
ემორჩილება და თავისი თავი წებელდის მთავრად გამოაცხადა.
- იტალიელი მისიონერის მიერ ჩემდამი განკუთვნილი საათი
ხელიდან ამწაპნა ამ უდღეურმა. ვგონებ დროა ჩემი ნივთი უკან
დავიბრუნო შედან!
- სწორედ რომ შესაფერისი დროა ლევან ბატონო,- დაემოწმა შედანი
პატრონს-, თუმცა დროებით უმჯობესია თავი ისე მოვაჩვენოთ
აფხაზებს,თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. აფხაზები ხომ მიუვალ
ხეობებში ცხოვრობენ და მათი იქიდან ძალით გამოდევნება საძნელო
საქმე იქნება. ცრუ დაპირებებით უფრო იოლად გავალთ ფონს. ეს საქმე
როსტომ ფაღავას მივანდოთ. ჩვენი კი მსტოვრების მეშვეობით ხმა
დავაგდოთ, თითქოს ეკლესიის გადაწვა მათი ბრალი არ ყოფილიყოს
და ყველაფერი განგების ნებით მომხდარიყოს.
ლევანმა მოიწონა შედანის რჩევა-დარიგება და დიდ ხუთშაბათს
ქერეში მიავლინა ზავის დასადებად აფხაზ მთავართან. პატო ისედაც არ
ენდობოდა ოდიშის მთავარს, ეკლესიის გადაწვის შემდეგ კი
არანაირი სურვილი არ ჰქონდა თავისი ფეხით გამოცხადებულიყო
ზუგდიდში და ზავი შეეკრა მოსისხლე მტერთან. თავის მხრივ, ქერეშ
ფაღავასაც არაფრით არ სურდა პირველსავე სახელმწიფო დავალებაზე
ხელი მოცარვოდა და პირში ჩალაგამოვლებული დაბრუნებულიყო შინ,
ამიტომაც მომეტებული თვითდაჯერებით შეუდგა სახლთუხუცესი
აფხაზი მთავრის დარწმუნებას.
- ლევანი სულაც არ არის გულბოროტი!- უმტკიცებდა ის
გულარძნილ მთავარს,- თუ ზავის ჩამოგდებაზე დათანხმდები არაფერს
გავნებს ჩემი პატრონი.
- მაინც არ ვენდობი მაგას. მართალია, ჩემმა მეომრებმა უნებლიედ
გადაწვეს ეკლესია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ოდიშის მთავარი მე
მადანაშაულებს ამ ქმედებაში.
- ენაჭარტალა ქალების ჭორებს ნუ აყვებით პატო ბატონო,- არ
ცხრებოდა თავის მხრივ სახლთუხუცესი,- ლევანი დარწმუნებულია,
რომ ეკლესია შენი ბრძანებით არ გადაუწვავს ჯარს, ამიტომაც უანგა-
როდ გთავაზობს მშვიდობას.
- ასე ალალგვერდულად მაინც თავს ვერ ჩავიგდებ თავს საფრთხეში.
მან თავის მეუღლეს მოაჭრა ენა და მე რატომ დამინდობს ვითომ. თუ
ამანათის სახით რაიმე ხალსაჭიდს დამიტოვებთ, მხოლოდ მაშინ
ვიგრძნობ თავს უსაფრთხოდ. ოდიშის წარჩინებულ თავადთა სამი ვაჟი
მძევლად მომეცით და ხვალვე გეახლებით მთელი ჩემი ამალით.
ლევანმა ყვაყვა მიქელაძის, პეღუ ჩელიას და ზებედე მარღანიას
პირმშოები საჩქაროდ გაისტუმრა წებელდას. ამ ქმედებით
გათამამებულმა პატომ საზეიმო მსვლელობა გამოაცხადა სასახლეში.
თავადაც საზეიმოდ შეიკაზმა და ამალასაც ძვირფასი ტანსაცმლით
შემოსვა უბრძანა. პატოს მეუღლემ ქალური წინათგძნობით შეიცხადა
ეს მსვლელობა.
- არ წახვიდე დადიანის ქვეყანაში ბატონო. ლევანი ისეთი
დაუნდობელია, რომ თავისი ჟინის მოსაკლავად ამ ბიჭების სიცოცხლე-
საც ჩირადაც არ ჩააგდებს,- არწმუნებდა დედოფალი თავის აცვენილ
ქმარს.
- ჩემისთანა დაგლახაკავებული მოხუცის გამო სამი უმანკო
ყმაწვილის სიცოცხლეს როგორ გაწირავს ოდიშის მთავარი?- სცადა
მთავარმა თავისი პირმშვენიერი მეუღლის დამშვიდება,- ვგონებ, არც
ხელმწიფურ სიტყვას დააგდებს ფუჭად ლევანი, მაგრამ თუ მაინც
ჩამოიქცა ზეცა და სიკვდილით დამსაჯა, იცოდე არ შეარჩინო სიტყვის
გამტეხს ჩემი დაწყევლილი სიცოცხლე. ამ ყმაწვილებს კი იმ დღესვე
აუგე ანდერძი.
თოფების სროლითა და დიდი ზარ-ზეიმით შეეგება ოდიშის მთა-
ვარი კოდორის ბექობთან მომდგარ პატო აჩიბაიას. მეფური სუფრა
გაიშალა ოქუმის საზაფხულო რეზიდენციაში. გემოზე შეთრობაც არ
აცალეს არხეინად მოქეიფე სტუმრებს ლევანის მხევლებმა. ისეთი
თავბრუდამხვევი სისწრაფით გაკოჭეს მათ პატო აჩიბაია, რომ
სატევარზე ხელის გავლებაც ვერ მოასწრეს ფიცხმა აფხაზებმა. მატუტიამ
გულის უბედან ოქროს საათი ამოაცალა აფხაზ მთავარს და სიამაყით
მიართვა ლევანს.
- მოცემული სიტყვა რატომ დაარღვიე ოდიშის მთავარო?- ტყიური
ტახივით გმინავდა ხელ-ფეხშეკრული პატო.
- შენ ღვთის სიტყვა დაგმე და ჩემი სიტყვის გატეხვას ვინ ჩივის.
შეუძლებელია პირობა შეუსრულო ისეთ კაცს, ვინც ღმერთი შეურაცყო
თავის სახლში.
ლევანის ბრძანებით ასწლოვანი ცაცხვის ქვეშ თავი მოჰკვეთეს
პატო აჩიბაიას. მისი მეუღლე ორმოცი დღე ბნელში იგლოვდა თავის
გულუბრყვილო თანამეცხედრეს. რაჟამს გლოვა მოთავდა დედოფალმა
სამივე წარჩინებული მძევალი დილეგიდან დაიხსნა და ზუგდიდში
უვნებლად გაისტუმრა.
- ასეთი ბრძანება რატომ გაეცი დედა?- ცეცხლმოდებული
მუგუზალივით აზვავდა ასტამური,- მათ ხომ მუხანათურად მომიკლეს
მამა!
- მერე და ამ უცოდველი ბიჭების დახოცვით გინდა მამაშენის
სისხლი აიღო? თუ მართლა მისი ჯიშისა ხარ და მეომრული სისხლი
გიდუღს ძარღვებში შენი სიცოცხლის ფასად იძიე შური მამაშენის
მკვლელზე. მაშინ ჩემი ხელით დაგადგამ თავზე სამთავრო გვირგვინს!
ისევ ბნელი ჩამოწვა კოდორის ხეობის ნისლოვან ვიწროებში.

თავი მეთვრამეტე
ორისავ ტახტის მჭერი

თბილის-ქალაქის ციხეებში ყიზილბაშთა გარნიზონი იყო


განლაგებული. შურის ციხისა და ნარიყალას ბასტიონებში შეყუჟული
აგარიანები მედგრად იცავდნენ ქალაქის შემოსასვლელ კარიბჭეებს.
ხედავდა თეიმურაზ მეფე, რომ ქალაქის ხანგრძლივად გარემოცვა და
იერიშით აღება ათასობით ქართველის სიცოცხლეს შეიწირავდა. ამასთან
ერთად თბილისის აღება საალყო მანქანების საჭიროებას მოითხოვდა,
რაც საკმარისი რაოდენობით არ გააჩნდა თეიმურაზს. დიდებულებმა
მეფეს ურჩიეს შაჰ-აბასის მიერ გადაბუგული გრემის ნასახლარზე ახალი
სატახტო ქალაქი აეშენებინა, თუმცა თეიმურაზმა შორს დაიჭირა მათი
მოთხოვნა, ვინაიდან ნაცარში ჩაფერფლილ ქალაქს ერთი სასიცოცხლო
ნერვიც არ უტოკავდა. მხოლიოდ ტურები თუ შეახსენებნენ
მოსახლეობას თავიანთი შემზარავი კივილით, რომ აქ ერთ დროს
სიცოცხლე თავანკარა ღვინოსავით ჩქეფდა.
თეიმურაზმა არ ისურვა უხუცესთა საბჭოს აზრის გაზიარებაც და
დედაქალაქი თელავში გადმოიტანა. გრემიდან გაქცეული მოსახლეობა
თელავში დასახლებულიყო და ქალაქის განაშენიანებაში თავიანთი
მოკრძალებული წვლილი შეჰქონდა. ქოლბაკებსა და ფუნდუკებში
მომუშავე ხელოსნები თავიანთი ნახელავით იწონებდნენ თავს და ომა-
ხიანი შეძახილებით იხმობდნენ მუშტარს. სამიკიტნოებში და დუქნებში
ერთ ხელადა ღვინოზე შემთვრალი თელაველები სიმღერებით
იხშობდნენ ბოღმას და მადლიანი შექცევით ხალისიან განწყობას
უნერგავდნენ სიცოცხლედაშრეტილ კახელებს.
თეიმურაზმა კალატოზებს და კირითხუროებს ციხე-გალავანში
მდებარე ძველი სასახლე შეაკეთებინა, გალავნის კედლები კირის დუ-
ღაბით გაამაგრა და მასში დატანებული სათოფურებიც განაახლა. არც
ხორეშანმა ისურვა უსაქმოდ ყოფნა. დედოფალმა კარის მხატვარს
სასახლის შიდა კედლები რელიგიური სცენებით მოახატვინა, ჭრელ-
ჭრელა აბრეშუმის ფანჩატურებით შეამკო თაღოვანი სარკმლები,
სამეფო ბუხარიც თლილი ქვებით გააწყო და ძველი ხიბლი დაუბრუნა
აქაურობას. თითქოს მონატრებულმა სიმშვიდემ დაისადგურა თეიმუ-
რაზის ოჯახში. მეფე პატარა დათუასთან ერთად საათობით იჯდა
ბუხრის პირას და თავის ნაბოლარა ბიჭს საინტერესო ამბების მოყო-

ლით ართობდა.
ბაზალეთის ომში გამარჯვებამ და ნუგზარ ერისთავის მოკვდინებამ
ქართლ-კახეთიხ მეფედ კი აქცია თეიმურაზი, თუმცა იმასაც ამჩნევდა
გვიგვინოსანი, რომ ხელისუფლებაში კახელების სიჭარბის გამო
ქართლის დიდებულები ემდუროდნენ შეფარვით. ისპაჰანიდანაც
არასასურველო ხმები ისმოდა. თურმე გამაჰმადიანებული ხოსრო-მირზა
შაჰ-სეფის ტახტზე აყვანის სანაცვლოდ ქართლ-კახეთის მეფობას
ითხოვდა. ისიც უწყოდა მეფემ თუ როგორი სისწრაფით ივსებოდა
ხოსრო-მირზას სამხედრო ბანაკი მისგან გაქცეული მოღალატე თავადე-
ბით. ჯარშიაც შეიმჩნეოდა აღელვება მცირედით. საჩქაროდ რაღაც
უნდა ეღონა თეიმურაზს. სწორედ ასეთ დროს დაუდ-ხან უნდილაძის
მობრძანება აუწყეს კარისკაცებმა.
განჯის ბეგლარბეგი ისპაჰანში გამართულ მეჯლისზე გაიცნო
თეიმურაზმა. მაშინ თექვსმეტი წლის ყმაწვილს სამშობლოსაკენ
მიმავალი გზა სწორედ დაუ-ხანმა და მისმა ძმამ, იმამ-ყული ხან
უნდილაძეებმა დაულოცეს. ძმებმა მოფერებით თეოფილე შეარქვეს
ჯერაც უწვერულ ჭაბუკს. მას შემდეგ ძმები ირანის შაჰის კარზე ისე
აღზევდნენ, რომ გავლენითა და ჯარის სიმრავლით უპირველესი
წარჩინებულები შეიქნენ. იმამ-ყული ხანი შირაზის მართველად
დაინიშნა. ამ პროვინციის საზღვრები ორი თვის სავალზე იყო ისპა-
ჰანიდან. დაუდ-ხანი კი თეიმურაზის შემორიგების სამადლობოდ
განჯის და ყარაბახის ბეგლარბეგად გაამწესა შაჰ-აბასმა.
სასიამოვნო შესახედაობის კაცი წარუდგა თეიმურაზს. ოცი წელი
გასულიყო მათი უკანასკნელი შეხვედრიდან, თუმცა წლები დიდად არ
დასტყობოდა განჯის მართველს. თაფლისფერი, დიდრონი თვალები,
კეხიანი ცხვირი და ფართო შუბლი აშკარად ავლენდა დაუდ-ხანის
ქართულ წარმომავლობას.
- ბაზალეთში გამარჯვებას გილოცავ მეფეო,- ქართული დარბაისლო-
ბით გაილაღა დაუდ-ხანმა, - სააკაძემ თავისი ქმედებით შესაფერისი სა-
ზღაურიც დაიმსახურა, თუმცა ასეთ უსახელო სიკვდილს მაინც არ
იმსახურებდა დიდი მოურავი.
- ოსმალთა ხელიდან გიორგი სააკაძის ღალატით მოკვლა მეც
დამენანა დაუდ-ხან ბატონო, თუმცა აზნაური ბაგრატოვანს რომ
გაუტოლებს თავს მას ღვთის რისხვა არ აცდება იცოდე. ჯერ არ
ყოფილა ჩვენი სისხლით დაწერილ ისტორიაში ყმას პატრონზედ რომ

გაემარჯვოს.
-არა, მე მაგას როდი ვამბობ შენთან მიმართებაში რომ ყოფილიყოს
მართალი სააკაძე,- სიმსუბუქე შეავლო სიტყვას სტუმარმა,- უბრალოდ
ახლა უეჭველად გამოგვადგებოდა მისი სამხედრო ნიჭი.
- ასეთს რას აპირებ, გიორგი სააკაძის მახვილის სიბასრე რომ
მოგენატრა დაუდ-ხან ?- იჭვნეულად იკითხა მეფემ.
- სიბლაგვე არც ჩემს მახვილს შემოპარვია ჯერაც, თუმცა რაც
უფრო მეტი ბასრი მახვილი აელვარდება ქართულ ცაზე, მით უფრო
იხეირებს ჩვენი ქვეყანა. მე მართალია სჯულით მაჰმადიანი ვარ, მაგრამ
ამ ბებერ სხეულში სხვაზე არანაკლებად მიცემს ქართული გული. შაჰ-
აბასის ურდოების მიერ კახეთიდან გადმოხვეწილ ადამიანებს რომ
ვუყურებდი გული ტკივილისაგან მეკუმშებოდა. მე და ჩემმა ძმამ
იმთავითვე ხელი გაუმართეთ სასოწარკვეთილ თანამემამულეებს.
საზრდო და თავშესაფარი მივეცით, ოქრო-ვერცხლითაც შევეწიეთ.
ორმოც ართულ ოჯახს ჩემი სოფელი ამნაბადი დაუთმე. ყსაფრთხოების
მიზნით სუფელს გალავანი შემოვავლე, თუმცა ამაო გამოდგა ჩვენი
ნუგეში. ბევრმა მათგანმა სამშობლოსთან განშორება ვერ აიტანა და
სიცოცხლე მახვილით მოისწრაფა. ბევრმაც საქართველოსკენ გამოსწია
და ქვიშიან უდაბნოში ჰპოვეს ცივი სამარე. დადგა ჟამი, რომ გულები
გავიქვავოთ და დაგროვილი ბოღმა ამოვანთხიოთ. მინდა ჯავრი ვიყარო
იმ შეშლილი კაცის გამო, ვინც მუჰამედის ჩრდილს ეძახდა თავის თავს
და ვინმაც საკუთარ ვნებას ასიათასობით ქართველის სიცოცხლე
შეაწმინდა.
- ჩემგან რას ითხოვ დაუ-ხან?- ჯიქურ წამოცდა თეიმურაზს.
- ვერაგმა შაჰმა თავისი ბოღმა და ღვარძლი შენს ოჯახზეც
გადმოანთხია. ახლაც თვალწინ მიდგანან შენი უბედური ბიჭები.
რამდენი არ ვეაჯეთ მე და ჩემი ძმა, მაინც ვერ მოვალბეთ მისი
გაავებული გული. არაფრით არ შეიცოდა უცოდველი უფლისწულები.
თეიმურაზს შვილების გახსენებაზე თვალებზე ბინდი გადაეკრა,
ნიკაპი აუცახცახდა, მაგრამ მაინც მოერია თავს და სტუმარს გაწეული
თანადგომისთვის მადლობა მოახსენა.
- მაინც როგორ აპირებ შურისძიებას. ირანის შაჰთან გაჯიბრება
უბრალო საქმე როდია.
- ჩვენ მარტო როდი ვიქნებით ამ ომში. როცა ხოსრო-მირზამ
შაჰ-აბასის შვილიშვილი აიყვანა ტახტზე მე და ჩემი ძმა იმთავითვე
აგვითვალწუნა, რადგანაც იცოდა რომ ჩვენ სხვისი გახელმწიფება

გვსურდა. ერთხელაც მეჯლისზე კამათი მომივიდა ვეზირებთან, შაჰმა


ხოსროს გამოუცხადა თანადგომა და მე კეთროვანივით გამაძევა დარბა-
ზიდან. მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა ჩვენს შორის ურთიერთობა.
შაჰმა ჩემი ძმა დაიბარა ისპაჰანში, ის არ დაემორჩილა მბრძანებელს და
ოცდაათიათასიანი ჯარი ჰყავს მზადყოფნაში მოყვანილი. შენს მიმართაც
შაჰი დროებითაა ლოიალურად განწყობილი. ამბობენ ხოსრო მირზას
ამზადებსო ქართლ-კახეთის მეფედ, რათა ამაგი დაუფასოს გაწეული
სამსახურისთვის. განსაცდელი ისედაც გვიახლოვდება თეიმურაზ, ასე
რომ ჯობს იქით მიუხდეთ შაჰს და ავაოხროთ ირანის პროვინციები,
როგორც ეს ჩვენს წინაპრებს უქნიათ მრავალგზის. მე ყაჯართა ჯარს
ვიახლებ, ისინი უიარაღონი იქნებიან, რადგანაც წინასწარ დავარწმუნებ
ჩვენს უბრალოებაში. როგორც კი იორზე დავდგებით, ჩემს ნიშანზე
შენი მეომრებით გამოენთები და ბდღვირს ავადენთ ყაჯარელებს.
ამის შემდგომ განჯის დარბევის ჯერიც დადგება.
- უიარაღო ყაჯარელთა ამოხოცვა საძნელო საქმეს არ წარმოადგენს,
ისინი იმსახურებენ კიდევაც ამგვარ სასჯელს. სწორედ ყაჯართა ტომის
თავგანწირულმა შემართებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენს
დამარცხებაში მარაბდის ველზე. მაგრამ შაჰმა განჯაში გამწესებული
ლაშქარი რომ მოგვისიოს გავუმკლავდებით ჩვენი ძალებით?
- ყაჯარელები უბადლო მეომრები არიან და მათი ამოწყვეტა
თავზარს დასცემს განჯის ციხიონს. სანამ მაშველ ჯარი მოუვათ აგა-
რიანთა მოკვეთილი თავებით შევამკობთ განჯის ციხეზე აღმართულ
მინარეთებს.
- თუ ეგრეა, შეფიცვაღა გვაკლია და მახვილზე - ხელის გავლება.
ხმალზე დაფიცების შემდეგ თეიმურაზმა ვაზირთუხუცესი დავით
ასლანიშვილი იხმო. მეფე გაოცდა, როცა თორ-აბჯარში ჩამჯდარი
ხელქვეითი იხილა.
- აბჯარს სასთუმალზე მაინც თუ იხდი ჩემო დავით?- მსუბუ-
ქად გაკენწლა თეიმურაზმა თავისი ერთგული სარდალი.
- ასე უფრო მოხერხებულად ვგრძნობ თავს ჩემო ბატონო. თან
გულიც მკარნახომს, რომ ომი უნდა იყოს მალე!
- თუ გული გკარნახობს იქნება კიდევაც ომი. ახლავე წიგნები
დაუგზავნე ოდიშის, იმერეთისა და სამცხის მესვეურებს. არც ერთი
ქართული კუთხე არ უნდა ჩამორჩეს ამ ლაშქრობას. ათასამდე ისეთი
კახელი ვაჟკაციც შეარჩია, ვინმაც სხვებზე მწარედ იწვნია შაჰ-აბასის
მსახვრალი ხელი.
1632 წლის შემოდგომის თბილი დღე იწურებოდა. მოკრიალებულ
ცას სამხრეთით ალისფერი დაჰკრავდა ოდნავ. თეიმურაზის ლაშქარს
იორზე ფონი მოეძებნა და უვნებლად გადადიოდა გაღმა ნაპირზე.
ახალბედა კახელები გამობრძმედილი მეომრებივით მიაგელვებდნენ
ულაყებს მდინარის მღვრიე ტალღებში.
- სად შეარჩიე ეს მგელივით ბიჭები დავით?- კმაყოფილებით
გადასძახა მეფემ ვაზირთუხუცესს.
- შერჩევა არც დამჭირვებია მეფევ ბატონო. უკლებლივ ყველამ
თავად ისურვა თქვენს გვერდით ყოფნა. ასე იძახიან,- ჩვენი მამების და
დედების სისხლი უნდა ვაზღვევინოთო აგარიანებს.
ყაჯარელებით გარშემორტყმული დაუდ-ხანი ბექობზე იდგა და
მაცდური ღიმილით ეგებებოდა ცხენოსნებს. მისი იმედით შეგულიანე-
ბულ ყაჯარელთა ბელადებს განიარაღებული ჯარი ბროწეულის
ხეივანში გაეშვათ, თავად კი ნაპირზე გადმოსხმულ სტუმრებს შერიგე-
ბის ნიშნად ხასხასა ბროწეულები მიართვეს. პასუხად ჯავრით
შეყრილმა კახელებმა ხმლები იშიშვლეს და ჩალმიანი თავები
დააგდებინეს გულუბრყვილო მასპინძლებს. შემზარავი ყვირილით
მიმოიფანტნენ ყაჯარელები ბაღის შუაგულისკენ, თუმცა გაავებული
კახელების რისხვა კვალდაკვალ აედევნა აოტებულებს.
შვიდასი ყაჯარელის უსულო სხეული ზედახორასავით
მიმოყრილიყო ბროწეულის ხეივანში, მათი სისხლი კი წვეთობით
ავსებდა გვალვისგან დამსკდარ მიწის ნაპრალებს.
- უფალი ხომ არ გაგვიწყრება ამ სასაკლაოსთვის?!- თვალი გაუ-
სწორა დაუდ-ხანმა თეიმურაზს, მეფე ყაჯარელთა სისხლით შეღე-
ბილ მახვილს აუჩქარებლად წმენდდა ჩოხის ახალუხით.
- მათ ის მოიმკეს, რაც - დათესეს. ახლა კი ვიდრე განჯის კარები
ჯერ ჯიდევ ღიაა, ცხენებს მათრახები ვუთავაზოთ და დაღამებამდე
ციხეს ვუწიოთ უვნებლად.
ელვისებური სისწრაფით დაიძრა ქართული მხედრობა ციხე-
ქალაქისკენ. გალავნის ჭიშკართან ატუზულმა გუშაგებმა შეუფერხებლად
გაატარეს თავიანთი ბეგლარ-ბეგი და მისი უჩვეულო სტუმრები ციხის
ეზოში. ცხენების ფლოქვებისაგან აყრილმა მტვერმა ნაცრისფერ
საბურველში გაახვია ქალაქის ქუჩები. ცნობისმოყვარე განჯელები
შეპყრობილივით მისჩერებოდნენ სისხლში ამოსვრილ ქართველებს.
მათ ჯერ სრულად ვერ გაეთავისებინათ თავს დამტყდარი უბედურება

და ჩაძიებისგან დიდად არც იწუხებდნენ თავს. მხოლოდ ჩარჩ-ვაჭრებსა


და სოვდაგრებს დაეტყოთ ოდნავ შიში. მათ თითქოს იყნოსეს ჩასაფრე-
ბული საფრთხე და დუქნები საგულდაგულოდ ჩარაზეს.
- ქრისტეს სახელით!- იხუვლეს კახელებმა და გამძინვარებული
მხეცებივით მოედვნენ ციხის ვიწრო შუკებს. დაფეთებული განჯელები
შეწყალებას ითხოვდნენ თეიმურაზის პირგამეხებული მეომრებისგან.
დაუდ-ხანის ბრძანებით ქალაქის ბაზარი, ქარვასლა და სახელოსნოები
ცეცხლს მისცეს კახელებმა, მხოლოდ სასახლე არ გაიმეტა დასანგრევად
თეიმურაზმა.
სასახლის სარდაფებში ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი თვლებით
გატენილ ზანდუკებს წააწყდნენ თეიმურაზის ჩაფრები, თუმცა მეფეს
ნაალაფარის სიუხვე ისე არ ადარდებდა, როგორც- სასახლის დარბაზე-
ბის ფეხაკრეფით შემოვლა. ერთ სვეტებიან დარბაზში ოქროთი
მოჭედილ საკარცხული შენიშნა მეფემ.
- ეს შაჰ-აბასის სავარძელია, ამბობენ საქართველოში შემოსევის
კვირაძალს აქედან გასცემდა ბრძანებებს ყაენი,- როყიოდ თქვა დაუდ-
ხანმა და შეფიქრიანებულ თეიმურაზს მზერა გაუსწორა.
- გამოდის რომ ქეთევანი და ჩემი ვაჟები აქ მიუღია ჩემი ოჯახის
ამომგდებს და დამაქცევარს,- თავაუღებლივ წარმოთქვა მეფემ და
მძიმედ დაეშვა შაჰის საკარცხულში. მოციქულებსაც აქედან მიგზავნიდა
ეტყობა. თავიდან ყაენმა უმცროსი ვაჟის გაგზავნა მომთხოვა. როცა
თხოვნა შევუსრულე ცინიკურად მომწერა,- ძიძა ხომ არა ვარ ასეთი
პატარა რომ გამომიგზვნეო, და ლევანის გამოშვებაც მომთხოვა.
ქეთევანი მაფრთხილებდა შაჰს ჩვენი საგვარეულოს ამოწყვეტა აქვს
განზრახული და ლევანი შენთან დაიტოვეო.რატომ სუნთქვა არ
შემიწყდა და სისხლი არ ჩამექცა თავში. არ დაუჟერე დედაჩემს და
დიდებულების შთაგონებით ლევანიც ისპაჰანს გავისტუმრე. ჩემი
ხელით გავწირე ჩემი უმანკო ბიჭები.
- შენც არანაკლებ გაამწარე შაჰ-აბასი. ამბობენ საქართველოს ჯავრი
მიწაში ჩაიტანაო ყაენმა.
- ასეცაა ჩემო დაუდ-ხან. ყაენის ლაშქარი ასოციათასს მეომარს
ითვლიდა თავიდან. აქედან თითქმის ნახევარი ჩვენ გავუწყვიტეთ,
მეორე ნახევარსაც იგივე ბედი ეწეოდა სრულიად საქართველო რომ
ჩაბმულიყო ამ წმიდათაწმიდა ომში. თუმცა ახლაც არ არის გვიან.
დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები მოემართებიან ჩვენს
დასახმარებლად. ყველამ თანაბრად უნდა დაიდოს წილი ამ ამბოხებაში.
თეიმურაზი იორთან შეეგება საპატიო სტუმრებს. იმერელთა და
მეგრელთა ერთად ხილვა ისე გაუხარდა მეფეს, რომ ცრემლი მოადგა
თვალზე. ამ დღის აღსანიშნავად დიდებული ლხინი გამართა
თეიმურაზმა განჯის ხანთა სასახლეში. იმერეთის მეფე და ოდიშის
მთავარი გვერდი-გვერდ მოიცვა თეიმურაზმა საზეიმო სუფრაზე.
- ახლაც იტყვიან ჩემზე ყიზილბაშები,- თეიმურაზს უდარდელობის
ფარდა აქვს ჩამოფარებული გამჭრიახობის თვალზეო. ამგვარმა
უდარდელობამ ერთი დროშის ქვეშ კი დარაზმა ქართველები და სხვას
რას დავეძებ,- ხორხოცებდა მეფე და თავისი თეფშიდან აწვდიდა
სტუმრებს ულუფას.
- შენ ისე ხარ შემართული ბიძაშვილო, რომ უთუოდ ისპაჰანის
აღებასაც არ დაჯერდები მგონი-, არ დაახანა ლევანმაც და ნიშნისმოგე-
ბით გაიქნია თავი.
- ისპაჰანის რა მოგახსენო, მაგრამ მე და დაუდ-ხანს ყარაბახისა და
ბარდავის აოხრება გვაქვს განზრახული, თუმცა არ დაგიმალავთ და
უფრო შორსგამიზნული მიზნებიც გვამოძრავებს. თქვენ იცით რომ საჰ-
აბას მემკვიდრე არ დარცა. ყველას თავად გამოუტანა სასტიკი განაჩენი.
დღევანდელი ყაენი კი შაჰის მიერ მოკლული შვილის რეზეფ-სეფის
ვაჟია. თუმცა შაჰ-აბას მაინც დარჩენია ერთი შვილი ცოცხალი და
სწორედ ის არის მისი კანონიერი მემკვიდრე.
- და ვინ არის ეს მემკვიდრე?- იკითხა გაოცებით ოდიშის მთავარმა.
- ჩემი ძმის იმამ-ყული ხან უნდილაძის შვილი,- თეიმურაზს
სიტყვა დაასწრო დაუდ-ხანა.
- ეგ როგო უნდა გავიგოთ!- ახლა იმერეთის მეფემ გაიკვირვა.
- მთელს უკიდეგანო ირანში ბაცშვმაც კი იცის, რომ შირაზის ხანის
შვილი შაჰ-აბასის ღვიძლი ვაჟია. ერთხელ თურმე ყაენს ჩემი ძმა
ჰარამხანაში წაუყვანია და თავისი ერთ- ერთ ცოლთან დაწოლა
შეუთავაზებია. ჩემს ძმას შეურჩევია ულამაზესი დიაცი და შაჰის
ნებართვით მასთან ღამე გაუტარებია. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ქალი
უკვე ურსული ყოფილა ყაენისგან. როვა ბავშვი გაჩნდა ის იმამ-ყული
ხანმა იშვილა და მეფური პატივით ზრდიდა. ახლა ბიჭი მამასთანაა
შირაზში და ამბოხებულთა ჯარს თავკაცობს. თუ ყოველივე კარგად
წარიმართა შირაზიდან ჩემო ძმის მხედრობა ისპაჰანისკენ დაიძრება
და სულ მალე ალაჰის წყალობით ახალი ყაენის სახელზე აღვავლენთ
ხუტბას. ამ ომში შირვანისა და ერევნის ხანებიც აპირებენ ჩაბმას.
თანხმობის წიგნები უკვე მოგვივიდა მათი შიკრიკების მიერ.
- შირვანისა და ერევნის ხანებს თანადგომისათვის უკვე მივწერე
სამადლობო წერილები, თუმცა მათ მოსვლამდე ჯარს ვერ დავაყო-
ვნებ. ხვალვე უნდა შევესიოთ ირანის პროვინციებს და ჩვენი ერთსუ-
ლოვნება ვუჩვენოთ ახალგაზრდა შაჰს,- ურყევად წარმოთქვა
თეიმურაზმა და თავისი მეფური სიტყვა ბეჭედივით დაასვა სამეფო
გრაგნილს.
შეფიცულებმა დასტურის ნიშნად ჯვარედინად აღმართეს ხმლები
და უფალს გამარჯვების მოსავლენად ვედრება აღუვლინეს.

. . .

ზანგაზურის მთებში მოქცეული ყარაბახის ციხე სულაც არ იყო


მიუდგომელი და მიუვალი, მაგრამ მისი ელვისებური შეტევით აღება
ოდნავ საჩოთიროდ ეჩვენა დაუდ-ხანს. თუმცა ყარაბახელები სულაც არ
აპირებდნენ თავდაცვითი ომი წარმოებას. არდევილისა და ბარდავის
ხანების დახმარებით გულმოცემულმა ყარაბახის ციხისთავმა თავისი
მრავალრიცხოვანი ჯარი ციხის გასწვრივ ჩაამწკრივა, ქონგურებზე კი
მეთოფეები დააყენა და თოფ-წამალითაც კარგად აღჭურვა.
ყარაბახელები იმედოვნებდნენ რომ ქართველებს საკმარისი რაოდენობის
თოფი არ ექნებოდათ არსენალში, მაგრამ როცა სქელტანიან ხეებს
ამოფარებული ქართველი მეთოფეების მხრიდან ზალპი იწვნიეს, მაშინ
კი ატეხეს გნიასი. თეიმურაზი ამას არ დასჯერდა და მეთოფეთა
ცეცხლს ცხენოსანთა ჯარი მოაყოლა. იმერელთა და ოდიშელთა
მეწინავე ცხენოსანთა რაზმებმა მოულოდნელი, თავბრუდამხვევი
იერიშით სიმინდის ჩალასავით გადათელეს დამბაჩაშემართული
ყიზილბაშები. ლევანი წინ მიუძღოდა ოდიშელებს და თავისი
სწორყუიანი მახვილით უმოწყალოდ კაფავდა ნირწამხდარ აგარიანებს.
შედანი და მამუკა მტკაველითაც არ შორდებოდნენ პატრონს და
ფხიზლად იცავდნენ მის უსაფრთხოებას. ყარაბახელებმა ერთხანს
გაუძლეს ქართველთა მომძლავრებას,თუმცა მალევე იქციეს პირი
და ციხისკენ უკუიქცნენ. თეიმურაზმა იმერელთა და სამცხელთა
რაზმები მიუსია ყარაბახის ციხის სანახებში მიმოფანტულ აგარიანებს.
თავად კახელ-ოდიშელთა ჯარი შემოიკრიბა და შეუსვენებლივ
ბარდავისაკენ აიღო გეზი.
- ეს ქალაქი ერთხელ თამარ მეფის ჯარმა დაარბია ლაშა-გიორგის
გაჩენის აღსანიშნავად. მას შემდეგ ქართველ მეომარს ფეხი არ დაუ-
დგამს ბარდავის მიწაზე. ჩვენ ვართ პირველები, ვინც ირანის ასეთ
სიღრმეში გაბედა შემოჭრა,- წარსულის გაკვეთილებს გადაავლო თვალი
თეიმურაზმა.
- თუ საერთო თანხმობა იქნება კიდევ უფრო შორს გავილაშქრებთ
ბიძაშვილო. ამაში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც - დღევანდელ
გამარჯვებაში,- არ ჩამორჩა ბრძოლის პათოსში ოდიშის მთავარი
თეიმურაზს.
ბარდავის ციხე-ქალაქი დაცარიელებული დახვდა ქართულ
მხედრობას. აქა-იქ თუ გაიფორთხიალებდნენ ირანულ ხალათებში
შესუდრული მოხუცები და მოლები. ისინი არ მალავდნენ თავიანთ
უკმაყოფილებას და ალაჰის სახელით კრულვას უთვლიდნენ დაუპატი-
ჟებელ მომხდურებს. ბარდავის ხანთა სასახლეში უსიამო ამბავი
დაახვედრეს დაუდ-ხანს. მის ძმას, პორტუგალიელთა მხრიდან
დახმარების იმედი ამოწურვოდა და მორჩილების გზას დადგომოდა.
შირაზის ხანი თავის ძმასაც მოუწოდებდა დროზე ადრე შეეწყვიტა
ამბოხება და პატიება ეთხოვა შაჰისთვის. სასახლის სეფექალებმა
გაგრილებული შარბათი მოართვეს სტუმრებს. თეიმურაზს ნაღველი
შემოაწვა გულზე, ამიტომაც უგერგილოდ გადასძახა მსახურებს წითელი
ღვინო მოერთმიათ მისთვის.
- პორტუგალიელების კმაყოფაზე რატომ იყო იმამყული-ხანი, განა
საკუთარი ძალებით არ ძალუძდა ისპაჰანზე გალაშქრება,- შეეცადა
ოდიშის მთავარი საუბარში აეყოლებინა თეიმურაზი გულის მოსაოხად.
- ამ ხუთიოდე წლის უკან დაუდ-ხანმა ინგლისელთ დახმარებით
პორტუგალიელებს კუნძული ორმოზი წაართვა. ყაენმა ამ კუნძულს
ბენდერ-აბასი უწოდა და ის ირანის უმთავრეს ნავსადგურად აქცია.
შაჰ-აბასმა კუნძულის დაბრუნების აღსანიშნავ მეჯლისზე მეც მომიწვია
საპატიო სტუმრად. ახლა როცა იმამყული- ხანმა ყაენის ჩამოგდება
დააპირა დახმარების სანაცვლოდ მზად იყო პორტუგალიელებისთვის
უკან დაებრუნებინა წართმეული კუნძული, თუმცა მათ არ ისურვეს
ინგლისელებთან საქმის გართულება და უომროდ გაეცალნენ სპარსეთის
ყურეს.
- შენი შვილებისა და ქეთევანის მკვლელს რა პირით ეახელი
თეიმურაზ? ვიცი გეთაკილება ჩემი სიტყვები, მაგრამ ამას გეუბნები არა
როგორც მეფეს, არამედ როგორც - ბაძაშვილი მამიდაშვილს.
- ჩემი შვილები ქვეყნის კეთილდღეობის მცდელობას შეეწირა
ლევან. ჩემთვის რთული იყო მათი უშუალო მკვლელისთვის თვალებში
ჩახედვა, მაგრამ მე მეფე ვარ და ის რაც უბრალო მოკვდავს ეპატიება,
მე არ მეპატიება. დაუდ-ხანის დაუდგრომელი ძალისხმევით შაჰმა
შემორიგება შემომთავაზა და ქართლ-კახეთის ტახტზე დასამტკიცებლად
ისპაჰანში ჩამოსვლა მომთხოვა. ყაენთან არწასვლა და ურჩობის
გამოვლენა უწინარესად ქვეყანას წაადგებოდა უკუღმართად. გარდა
ამისა შირაზში ქეთევანის ნაკვალევზე მსურდა გამევლო და ყველაფერი
იმამყული ხანისგან შემეტყო. მართალია დედაჩემი მისმა ჯალათებმა
აწამეს, თუმცა ის ამ საქმეში უბრალო იყო. სწორედ მისი დამსახურებაა,
ქეთევანმა არაფერი რომ არ იცოდა ბავშვების არაადამიანური წამების
შესახებ. შირაზის ხანი თურმე დედაჩემსაც არწმუნებდა მოჩვენებითად
მიეღო მაჰმადიანობა, ქრისტეს რწმენა კი გულში დაემარხა. სამი თვე
უმალავდა ის ქეთევანს შაჰის საშინელ განაჩენს, მაგრამ მოგვიანებით
იძულებული გამხდარა სიმართლე ეთქვა დედოფლისთვის. დედაჩემს
ამაყად უთქვამს შირაზის მართველისთვის:
- შენი ხელმწიფე თუნდაც ყველა სულდგმულის უფალი იყოს და
მთელი თავისი სახელმწიფო მე მომცეს, არ ვუარყოფ ქრისტეს, ჩემს
უფალს და არ ვუღალატებ სიყვარულს, რომელიც მისდამი მაქვს!
დედაჩემის თავდადება ჩემო ლევან, უწინარესად მაგალითი უნდა იყოს
იმ მერყევი ქართველებისათვის, ვინც ქართულ სამოსს სპარსულ
ხალათებს ამჯობინებს.
შირაზში ყოფნისას იტალიელი მისიონერი პიეტრო დელა ვალე
თავისი ღვთისნიერებითა და კეთილი გულით გაუსაძლისს ყოფას
უმსუბუქებდა დედაჩემს. მანვე გადმომცა ქეთევანის ნაქონი ლოცვანი,
რომელსაც აშიაზე ქეთევანის ცრემლისაგან დარჩენილი ლაქა ატყვია.
- ქეთევანის ნეშთი ვინ ჩამოასვენა საქართველოში?
- პორტუგალიელი მისიონერები მამა ემბროსიო და მამა პედრო
სამი თვე ეძებდნენ დედაჩემის საფლავს. როცა სამარხს მიაკვლიეს ღამე
გათხარეს, ქეთევანის ნეშთი ამოასვენეს და ისპაჰანში ავგუსტინელ
მისიონერთა მონასტერში დამალეს. მალე შაჰის ბრძანებით ავგუსტინელ
მისიონერებს ირანში მოღვაწეობა აეკრძალათ. ზოგიერთი პატრი
დააპატიმრეს კიდეც და შირაზში გადაასახლეს. მათ ყველანაირი
საქმიანობა აუკრძალეს, თუმცა დედაჩემის ნეშთს მაინც რუდუნებით
ინახავდნენ. როცა პორტუგალიელ მისიონერებს კვლავ დართეს სამი-
სიონერო მოღვაწეობის უფლება, მათ ისარგებლეს შაჰის წყალობით
და საქართველოსკენ გამოეშურნენ. გზაში ბევრი ფათერაკი გადახდათ
თუმცა მაინც უვნებლად ჩამოაღწიეს გორში და დედაჩემის სხეულის
ნაწილები დიდი პატივით გადმომცეს. ალავერდის ეკლესიაში დავასვენე
ქეთევანის განაწამები ნეშთი, პატრებს კი რამდენიმე სოფელი და ყმები
ვუწყალობე. მალე ჩემი შემწეობით გორში ულამაზესი ეკლესია ააგეს,
სადაც უამრავი ხალხი დაიარება წირვაზე.
თეიმურაზი მძიმედ წამოდგა საკარცხულიდან, თაღოვანი
სარკმლიდან ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას მიაჩერდა გულთმისანი
მარჩიელივით. დიდხანს უჭვრეტდა მეფე მთვარიან ღამეს, თითქოს
მის ზედაპირზე სურდა ამოეკითხა თავისი დაწყევლილი სიცოცხლის
დარცენილი წლების საიდულოება.
- ნეტავი კიდევ რა განსაცდელს მიმზადებს მუხანათი საწუთრო,
ერთი შვილი დამრჩა ცოცხალი და ის მაინც შემარჩინოს ღმერთმა,- გუ-
ლსაკლავად ამოიკვნესა თეიმურაზმა და ხელანთებული მაშხლით
შემოსულ მსახურს მიაპყრო მზერა.
- აღათანგი გახლავართ მეფეო, განძასარის კათალიკოსი გეწვიათ
ულევი ჯარითა და საბოძვარით!
- აწვიეთ კათალიკოსი!- რას იტყვი ლევან,- მიუბრუნდა მეფე
ოდიშის მთავარს,- ამხელა გზაზე ტყუილუბრალოდ არ შეიწუხებდა
თავს სომეხთა კათალიკოსი.
ვიდრე ლევანი ხმას გაიღებდა შავ ანაფორაში გახვეული
კათალიკოსი ჩქარი ნაბიჯებით შემორიალდა სამეფო დარბაზში. ის
თავისი დევგმირული აღნაგობით მეომარს უფრო წააგავდა, ვიდრე-
სასულიერო პირს. სათნო სახეზე თვალები ცეცხლმოდებული
ნაკვერჩხალივით უელავდა, რაც მთელი სისავსით ავლენდა
კათალიკოსის გულისნადებს. თეიმურაზმა ტახტზე მოასვენა სტუმარი
და წვრილად გამოჰკითხა სომხეთის ამბები.
- სომხებს ძლიერ გაგვიჭირდა ბოლო დროს,- ნაღვლიანად შენიშნა
კათალიკოსმა,- დიდი სომხეთი და კილიკიის სამეფო ოსმალთა მიერ
იქნა იავარქმნილი. რაც შემოგვჩა იქიდანაც გვერეკებიან მუსლიმები.
არც ყიზილბაშებმა დაგვაკლეს მსახვრალი ხელი. შაჰ-აბასმა კახელების
მსგავასდ სამასი ათასი სომეხი გადაასახლა შუა ირანის პროვინციებში.
თუ ასე გაგრძელდა სომხურ მიწაზე სომეხი არ იბოგინებს და ჩვენს
მამაპაპეულ ალაგს ლეშიჭამია სვავები დაეპატრონებიან. არადა ჯერაც
საკმაოდ მიაძებნებიან გულანთებული სომხები, ვინც საკუთარ
სიცოცხლეს დაუფიქრებლად მიიტანენ ქვეყნის სამსხვერპლოზე. ირანში

თქვენმა ლაშქრობამ მხნეობა შემატა ჩვენს ხალხს და ყველანი


სასოებით მოველით მთელი საქრისტიანოს დახსნას.
- მაინც რას მთავაზობთ უნეტარესო, სრულიად ირანის დაპყრობის
სურვილი ხომ არ გაქვთ გულში გავლებული?- ქილიკის ხასიათზე
დადგა თეიმურაზი.
-შვიდივ საქართველოს ლაშქარი თან გახლავს მეფეო, თავად
ორისავ ტახტის მჭერი ხარ. ორმოცი ათას მეთოფეს მე გამოვიყვან.
ასეთი მრავალრიცხოვანი ჯარით თავრიზამდეც შევძლებთ გაწევას.
ვიდრე ყაენი ჯარს შეყრის ადირბეგანის ბატონები გამოვცვალოთ და
მათ ნაცვლად ქართველი დიდებულები დავაყენოთ. მე თქვენის
ბრძანებით ხონთქართან ჩავალ და იქიდან ჯარს მოგაშველებთ. ღვთის
მადლით ამ ომში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება უთუოდ, თქვენ კი
თბილის- ქალაქში ქართველთა და სომეხთა ხელმწიფედ გაკურთხებთ.
- თქვენო მოწყალებავ, როგორც ვხედავ ზედმეტად ზერელედ
აფასებთ ყაენის ძალას და ღონეს. მართალია, არც ჩვენ გამოვიყურებით
უმწეოდ, თუმცა იმამყული-ხანის გამოკლებამ ჩვენი საერთო ძალები
გვარიანად შეარყია. გადავწყვიტე ეს ზამთარი ქართლში გამოვიზამთრო,
ხონთქარს ფეშქაშს შევაძლევ და ჯარის მოშველებას ვთხოვ, გაზაფხუ-
ლზე კი უფრო დიდი ლაშქრით გავეშურები შაჰის მოსანახულებლად.
- ყაენი იმდენად მიამიტი როდია გაზაფხულამდე გაცალოს ჯარის
ხელმეორედ შეყრა. სარწმუნო კაცებმა მაუწყეს, რომ ის უკვე ამზადებს
კიდეც ჯარს, რათა სამაგიერო გაზღვევინოს მიყენებული ზარალისთვის.
მარტო ცხვარ-ძროხის დასატაცებლად იქნება არ ღირდა ამხელა გზაზე
იმერეთის მეფისა და ლევან დადიანის წამოყოლიება. ამ ალაფის
შეგროვებას ქართლ-კახეთის კაცებითაც შეძლებდი მეფეო. თუმცა თუ
არ ვიჩქარეთ შაჰი ამ ნაძარცვსაც არ შეგარჩენს და ძროხების
სანაცვლოდ შენს ხალხს წაასხამს ისპაჰანში ტყვეებად.
- ცხვრების და ძროხების დატაცება თქვენსკენ მოიკითხეთ,- არ
შეარჩინა ლევანმა სომეხ მღვდელმთავარს უშნოდ ნათქვამი,- აქ ყოველი
ქართველი შვიდივ საქართველოს ტკივილითაა გათანგული და თუ
ვინმემ რამეს ხელი გაატანა ამაშიც არაფერია დასაძრახი. ალაფის
შეგროვება ომის წესია და ამ წესს ვერავის ვერ აუქცევს გვერდს. ასე
რომ თქვენი დახმარების გარეშეც გავალთ ფონს. ისე სომხებს ვაჭრობა
უფრო გეხერხებათ - ვიდრე ომი. რუხში ვაჭრობის გამართვას ვაპირებ
და იქნებ სომეხი ვაჭრები დამახმაროთ უნეტარსო.

- ესაა თქვენი საბოლოო პასუხი?- უკმეხად მიუბრუნდა კათალი-


ლოსი თეიმურაზს.
- ჯერ ეს უნდა ვიკმაროთ უნეტარესო. თუ ყველაფერი კარგად
წარიმართა გაისად კიდევ ერთხელ შევანჯღრევთ აგარიანთა საუფლოს.
მანამდე გორში გეპატიჟებით ნადიმზე, სადაც იტალიელი მისიონერებიც
მეყოლება მოწვეული.
- ვინ უცხოელ მისიონერებზე ლაპარაკობ თეიმურაზ?- სხარტად
წამოდგა სელიდან ოდიშის მთავარი და ბუზღუნით მიმავალ სომეხთა
მწყემსმთავარს გააყოლა თვალი.
- ხუთი წლის უკან ჩემი ელჩი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი
მივავლინე ევროპის ქვეყნებში. პირველად ეპანეთის მეფეს ესტუმრა
ელჩის რანგში და ჩემი თხოვნა გადასცა, რათა საზღვაო არმადა
გამოეგზავნა სპარსეთის შაჰის წინააღმდეგ საომრად. ასევე ფილიპე
მეოთხეს ოსმალეთზე ერთიანი ლაშქრობის სანაცვლოდ კონსტანტინეპო-
ლის საიმპერატორო ტახტიც შევთავაზე. ესპანეთის ხელისუფლება
მეტად სერიოზულად მიუდგა ჩემს წინადადებას და სახელმწიფო
საბჭოს სხდომაზე განიხილეს კიდევაც ეს საკითხი. ზოგიერთმა
ჰერცოგმა და მარკიზმა ეჭვი შეიტანა ნიკოლოზის ელჩობაში,
ზოგიერთმაც აქტიური მხარდაჭერა გამოგვიცხადა და მეფეს მოუწოდეს
თავისი გალერები დაეძრა შავი ზღვისკენ. სხდომას თურმე მეფეც
ესწრებოდა. მან დაწვრილებით გამოჰკითხა თურმე ნიკოლოზს ელ-
ჩობის მიზნები. საბოლოოდ ნიკოლოზი საჩუქრებითა და კეთილი
სიტყვებით დაიმედებული გამოისტუმრეს, თან წერილიც მისცეს
საქართველოსა და ესპანეთს შორის მეგობრული ერთიერთობის
დამყარების თაობაზე. ამასთან ერთად რომის პაპთან და ევროპის
მეფეებთან სარეკომენდაციო წერილებით გაისტუმრეს. ნიკოლოზე ერთი
წელი დარჩა მადრიდში და 1628 წლის იანვარში რომის პაპს წარუდგა.
ის რომის პაპმა დიდი პატივითა და სულგრძელობით მიიღო, თუმცა
მანამდე კათოლიკურ რწმენაზე მოქცევა სთხოვა. რომში ჩემს ელჩს
ჩვენი კეთილისმყოფელი პიეტრო დელა ვალე შეხვედრია და
შესაფერისი დახმარებაც აღმოუჩენია. მისივე დახმარებით ჩენი წერილი
საგანგებოდ უთარგმნიათ ლათინურ ენაზე და ისე მიურთმევიათ
პაპისთვის. წერილში პაპს ვატყობინებდი საქართველოში ისეთი
მისიონერები გამოეგზავნა, ვინც მოსახლეობას სულიერ და ხორციელ
განკურნებაში დაეხმარებოდა. პაპმა ყურად იღო ჩვენი თხოვნა და

ორი მისიონერი გამოაგზავნა საქართველოში. პიეტრო ავიტაბილემ და


ჯაკობი სტეფანემ წვალებით ჩამოაღწიეს ჩვენამდე და პაპის წერილიც
გადმომცეს. მისიონერებისადმი ხელშეწყობას და თანადგომას მთხოვდა
მღვდელმთავარი.
- მაინც რას საქმიანობენ ეს პატრები, რით განირჩევიან სხვა
ბერებისგან?- თეიმურაზის ნაუბარმა ინტერესი გაუღვივა ლევანს.
- მათი უმთავრესი მიზანი ესაა; კათოლიკური სარწმუნოების
მარცვალი ჩვენს მიწაზე დათესონ და ღვთის შემწეობით გაახარონ.
პატრებმა ჩამოსვლისთანავე ჩემს მიერ ნაჩექარ ეკლესიებში ხალხის
საქრისტიანო მოძღვრების სწავლება დაიწყეს . ისინი მრევლს პაპისადმი
მორჩილებას და სიყვარულს უქადაგებენ. იტალიიდან ჩამოსულმა
ნიკოლოზმაც არ დაახანა და იმთავითვე ხელი გაუმართა მისიონს.
პაპმა ნიკოლოზის მეშვეობით მთხოვა საქვეყნოდ მეღიარებინა
კათოლიკური სარწმუნოება. ჩემი მხრიდან რომაული სამოციქულო
დოგმების სახელმწიფო რელიგიად აღიარება ნაჩქარევი ნაბიჯი
იქნებოდა. ამის გამო პატრი ავიტაბილე საგანგებოდ მივავლინე რომში.
მღვდელმთავარს დავავალე თავის აღსარებაში შთაეგონებინა რომის
პაპისთვის, რომ მისი მოწოდება სხვა გზით დაგვეკმაყოფილებინა,
კერძოდ - მისიონერების მფარველობაში და მათვის თანადგომის
აღმოჩენაში. მამა პიეტრო უკვე ჩამოსული უნდა იყოს გორში, თუმცა
მანამდე მისი შემწეობით არქანჯელო ლამბერტი და ჯუზეპე ჯუდიჩი
მეწვივნენ. მათი სტუმრობა ჩემი ქალიშვილისა და იმერეთის
უფლისწულის ბაგრატის ქორწილს დაემთხვა ანაზდად. საპორწელის
სასახლეში დიდებული ნადიმი გადავიხადე. პატრებმა წმინდა ხატები
და ოქროთი შემკული ჭურჭლეულობა უბოძეს ძღვნად ნეფე-
პატარძალს. არც ზაქარია კათალიკოსს დასწყვიტეს გული და საჩუქრად
ერთი საეპისკოპოსო ძვირფასი თვალ-მარგალითით მოოჭვილი მიტრა
და ოქრომკედის ძვირფასი ფილონი უსახსოვრეს. ორივე კათოლიკური
ფორმისა იყო. კათალიკოს არც ერთი არ გამოადგა და ამიტომაც ორივე
მე მისახსოვრა.ისე, ერთი სული მაქვს ვიცოდე რა პასუხი მოიწერა
კათოლიკეთა მწყემსმთავარმა ჩემს წერილზე. სხვათაშორის, მამა
პიეტრომ პირველივე ჩამოსვლაზე რომის პაპისაგან შენდამი
მობარებული წიგნიც ჩამოიტანა ლევან,- ყასიდად დასძინა მეფემ.
- აგრერიგად რით დავიმსახურე მისი უმაღლესობის ყურადღება?-
შენი არ იყოს მეც მოუთმელობამ შემიპყრო უკვე. რაც შეიძლება მალე
მინდა გავიცნო იტალიელი მისიონერები.
- ხვალ უთენია უნდა ავიყაროთ, ასე რომ ორიოდე დღეში გორში
ვიქნებით და რომის პაპას უშუალოდ შეესიტყვები წიგნით.
გორში მობრუნებულმა თეიმურაზმა ვარნის ჭალასა და ნეფის
წყაროში ანადირა საპატიო სტუმრები. ორიოდე ეშვის მონადირება
ძლივს მოასწრეს, რომ ცხენდაცხენ მანდარტუხუცესი შიოშ
ბარათაშვილი ეახლა მეფეს. სასახლის ფარეშმა მდიდრულად
მოქარგული ქაღალდის გრაგნილი გადასცა ქვეყნის მესვეურს.
- რამე ფეშქაშიც ხომ არ გამოუგზავნია შაჰს ჩემთვის,- დამცინავი
კილოთი თქვა მეფემ და ცხენზე ამხედრებულმა თვალი დინჯად
გადაავლო წერილს, წამშივე გაფიცხებით დაგრაგნა და მუშტშში
მოიქცია დაჭმუჭვნილი ქაღალდი.
- ასეთი ლამაზი ვარაყითა და მხატვობით მორთული გრაგნილი
მზერითაც არ მომიკრავს არსად. იქნებ თვალსაჩინოდ მაინც შეგვენახა
ეს მოქარგული წიგნი მამავ ბატონო?- ყმაწვილური ამჩატებით ეაჯა
დათუა თეიმურაზს.
- როცა ყაენი ჩვენთან დატკბობას მოინდომებს, მაშინ მოაყოლებს
ხოლმე ხელს მდიდრულად შემკულ გრაგნილებს. ეტყობა ოზბეგებმა და
ავღანელებმა შეაწუხეს ზომაზე მეტად. ეს ერთიც დაიხსომე შვილო;
მტრის ხელით გამოგზავნილი წიგნი უმალვე უნდა მოიცილო თავიდან,
თუ გინდა რომ სამძიმალი ლოდივით არ დაგადგეს გულზე.
- მაინც რას იწერება ასეთს ყაენი, პურობაზე ხომ არ გვიხმობს
ისპაჰანში?- ალალად შეიცხადა დაუდ-ხანმა და სადავე დაუჭირა ცხენს.
- პურობის რა გითხრა დაუდ-ხან, მაგრამ ყაენი დიდსულოვნად
მაპატიებს დანაშაულს თუ შენს თავს გადავცემ. რით ვერ შეიგნეს ამ
უჯიშოებმა, რომ ბაგრატოვნებს წესად არ გვაქვს ძმადნაფიცების
ღალატი. ისიც არ დაგავიწყდეს დაუდ-ხან, რომ მე და შენ ხმალზედ
ვართ მინდობილები და სანამ პირში სული მიდგას უვნებელი იქნები
ჩემს ქვეყანაში.
- შენ რომ სიტყვას არ გატეხ ეგ კარგად ვიცი თეიმურაზ ბატონო,
მაგრამ მაინც ჯობს დროულად გავეცალო შენს სამკვიდროს. არზრუმის
ფაშა სტამბულს მეპატიჟება იანიჩრების სპასალარად. ასე რომ
ოსმალების მხარდამხარ კიდევ მრავალჯერ გავამწარებ სპარსელებს.
- რა გაეწყობა, ნება შენია, თუმცა სანამ ხონთქარს ესტუმრები ერთი
კარგად უნდა გამოგათრო ჩემი ვენახებისაგან მოწეული მუხრანულით.
მესტუმრეთუხუცესიც პურობის მზაობასაც მანიშნებს უკვე.
ნადიმი გორის სასახლის ორხოებით მორთულ დარბაზში გაიმა-
რთა. საზეიმო ელფერის გასახვიარებლად სასახლის იატაკი და
კედლები განჯიდან წამომძღვანებული ირანული ხალიჩებით შეამკეს
საგანგებოდ, რათა ყველა სტუმარი დამტკბარიყო ომში მოპოვებული
ნაალაფარის ხილვით. დარბაზი ისე იყო განათებული ორმოცგირვა-
ნქიანი მაშხლებით და პატრუქიანი ჭრაქებით, თითქოს თაკარა მზე
შემოჭრილიყო სარკმელში. თეიმურაზმა გვერდი-გვერდ მოისვა
ალექსანდრე ბატონიშვილი და ოდიშის მთავარი. ორივენი
მდიდრულად იყვნენ შემოსილები, თუმცა იმერეთის უფლისწული
თავის ზორბა სხეულზე მორგებული ბეწვებშემოვლებული მეწამული
კაბითა და ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროსფერი გვირგვინით ისე
ასხივებდა დარბაზში, რომ სასახლის სეფექალები თვალს ვერ
წყვეტდნენ ახოვან სტუმარს.
სუფრაჯმა დაუდ-ხანი მეფის გასწვრივ დადგმულ ჩუქურთმებით
მოქარგულ საკარცხულში დასვა , იოთამ ამილახვარისა და ფარსადან
ციციშვილის გარემოცვაში. მანდატურთუხუცესმა თეიმურაზს პიეტრო
ავიტაბილეს ჩამოსვლა აუწყა იტალიიდან, ისიც დასძინა, რომ მისიონის
პრეფექტს პაპის დავალებით სხვა პატრებიც ჩამოეყვანა გორში.
თეიმურაზმა ოქროსთვლებიანი სასმისით ნადიმი დალოცა და
ღირსეული გამარჯვება მიულოცა მესუფრეებს.
-დღეგრძელი იყოს ორივ ტახტის მჭერი მეფე თეიმურაზი,- აგუ-
გუნდნენ საპასუხოდ ყოველი მხრიდან მენადიმენი.
იმერელ თავადიშვილებთან სმის მარქაფაში ჩათრეულმა შედანმა
წამით დრო იხელთა და გაოცებით გააყოლა თვალი შავ ანაფორაში
შემოსილ ბერებს, რომლებსაც სახლთუხუცესი მიუძღვებოდა დარბაზის
შუაგულისკენ. მისიონერებმა სამჯერ მდაბლად თავი დაუკრეს
თეიმურაზს და შინ მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. სუფრიჯმა
უცხოელებს ოქროს ტაბაკი დაუდგა მეფის სიახლოვეს.
- იტალიიდან ჩამოსვლა ისე არ შეგაგვიანდათ მამა პიეტრო,
როგორც სუფრაზე მოსვლა,- მცირე საყვედური აკადრა მეფემ მამა
ავიტაბილეს.
-ბაზარში გახლდით თქვენო მოწყალებავ. დილიდანვე ჭორები
დაირხა ქალაქში აუარება ხარ-კამეჩი იყიდებაო იაფად. მართალი გა-

მოდგა მოარული ხმები. ათი ლავაშის ფასად ერთი მეწველი კამეჩი


შევიძინე. ამიტომაც შემაგვიანდა ოდნავ, თან ჩემი თანამოაზრე-
ბიც გვიან შემოვიკრიბე.
- მამაო არქანჯელოს და მამაო ჯუზეპეს წარდგენა არ ჭირდება,
უკვე დავძმობილდით კიდეც შენს აქ არყოფნაში. შენს ახალ
თანამგზარს კი სიამოვნებით გავეცნობი,- ნიშნისმოგებით დამარცვლა
სიტყვები მეფემ.
- ქრისტეფორე კასტელი გახლავთ მეფევ ბატონო! მის გარდა კიდევ
ხუთი ბერი გამოვიყოლიე რომიდან. ყველანი მოყვასისადმი
სიყვარულითა და კეთილი საქმეების კეთებით არიან ნასაზრდოები.
- ამ ბერების ჩამოყვანისათვის მადლობის მეტი რა მეთქმის,
მაგრამ ჩემი თხოვნა ხომ არ დაივიწყე. დანგრეული ეკლესიების
აღსადგენად და დავრდომილი მოსახლეობის სამკურნალოდ მხატვრე-
ბისა და ექმების ჩამოყვანას დამპირდი.
- თქვენს დანაბარებს როგორ დავივიწყებდი მეფეო, მაგრამ მთელს
იტალიაში ერთი კაციც არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ყველაფერზე ხელს
აიღებდა და თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდოდა. მათ ჩვენს მსგავსად
მოყვასის სიყვარული როდი ამოძრავებთ. ისინ ყველაფერს ანგარებითა
და მოგების ანგარიშით საზღვრავენ. თუმცა ჩემს ამალაში ურევია
ისეთი პატრები, ვისაც ეხელწიფება მხატვრობა და აქიმობაც. აი,
მაგალითად მამა ქრისტეფორე კარგი მხატვარია და სურვილიც აქვს
სამხატვრო გაკვეთილები ჩაუტაროს მოსახლეობას უსასყიდლოდ.
- მე თუ დამხატავთ მამაო ქრისტეფორე?
- თუ თქვენი ნება იქნება ხვალვე შევუდგები საქმეს. პოზიორობა
არ დაგვჭირდება. ზეპირად მოვინიშნავ თქვენი გარეგნული პორტრეტის
უმთავრეს შტრიხებს. თუმცა ნახატვისთვის ნუ დამძრახავთ.
- მამაო პიეტრო, რომის პაპს თუ შთააგონეთ საქართველოში
კათოლიკური რწმენის აღიარება ჯერხნობით რომ ნაადრევია?
- პაპმა დიდი სიყვარულით მოგიკითხათ მეფეო. მე ცდა არ
დამიკლია თქვენი ხალხის ღვთისნიერების დაჯერებაში და კათოლიკუ-
რი რწმენისადმი მიდრეკილებაში. ამასთან ერთად ჩვენი ეკლესიების
შეერთების აუცილებლობაზეც ვიქადაგე არც თუ ისე შორეულ
მომავალში, ვინაიდან ის ხალხი რომელიც ცრემლმორეული ისმენს
უცხო ენაზე ქადაგებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიმეცნებს

რომის წესებსა და კანონებს. თუმცა ისიც დავძინე, რომ ამ საქმეში


აჩქარება არ ივარგებდა მეთქი. მაგრამ ჩემი მოხსენებით პაპი მაინც ვერ
დავარწმუნე სიმართლეში. მან წერილი გამომატანა თქვენთან, სადაც
იწერება, რომ ნუღარ აყოვნებთო, სძლიეთ ყველანაირ სიძნელესო, და
თუ დღემდე ივერიის სამეფო იყო თეატრი თქვენი გამარჯვების, ისე
ახლა ვატიკანი შეიქმნება თქვენი სარწმუნოების ტაძრადო. პაპი ისევ
გირჩევთ რომის ეკლესიის უპირატესობა სცანით და ყველაფერი კარგად
წაგივათო. ჩვენ დღესდღეობით ამაზე უკეთესს საშუალებას საქართვე-
ლოში მშვიდობის დასამყარებლად ვერ ვხედავთო.
თეიმურაზი სტუმრების თანდასწრებით მოერიდა ამ საკითხის
დარბაზში განხილვას და მდგომარეობის განსამუხტად სამართლის
საჯაროდ განჩინების გამართვა ბრძანა. მეფეს სურდა უცხოთა თვალში
სამართლიანი მორჭმულის სამოსელში წარმოჩენილიყო.
დარბაზში ქართულ ჩოხაში გამოწკიპული ახალგაზრდა სპა
შემოიყვანეს. მეომარმა თაყვანი სცა მეფეს და დიდებულებს.
- რა ედება ბრალად ამ კაცს?- იკითხა მეფემ გულმოსულად.
- ქართლში ტყვეთა სყიდვა აკრძალულია მეფევ ბატონო, მან კი გან-
ჯიდან გატაცებული სამი დედაკაცი გაყიდა მალულად,- ზეპირად
წაიკითხა განჩინება სახლთუხუცესმა.
-სახელი რა გაქვს?- მიუბრუნდა მეფე მსახურს.
- ბეშქანს მეძახიან თქვენო მოწყალებავ.
- წესი და კანონი რატომ დაარღვიე ბეშქან. განა არ იცი, რომ
ტყვეთა სყიდვა აკრძალულია ჯერაც.
- ვიცი მეფევ ბატონო, მაგრამ ასე შაჰ-აბასზე ამოვანთხიე ბოღმა.
ყიზილბაშებმა ჩემი ულამაზესი ქალი გაიტაცეს ირანში.
- შენ სად იყავი ამ დროს?
- მე ბრძოლის ველზე ვესვენე ისრით დაკოდილი.
- კი მაგრამ სამ მოტაცებულ ქალში აღებული ფულით როგორ
გინდა შური იძიო ბეშქან?- ცნობისწადილმა შეიპყრო მეფე.
- კახეთში ლაშქრობით გადიდგულებულ ყაენს ნადიმზე
დაუტრაბახია,-ულამაზეს ქართველ ასულებს ერთ აბაზად გავყიდიო.
ერთ თავზეხელაღებულ ყიზილბაშს შეუხსენებია მბრძანებლისთვის,- აი,
შენ ერთი აბაზი და ერთი ქალი მომყიდეო. ყაენმა სიტყვა არ გატეხა
და ერთ ულამაზეს ქართველ დედაკაცს აბაზად შეელია. ამის
სანაცვლოდ მე სამი ულამაზესი ირანელი ქალი გავყიდე ნახევარ

აბაზად. აღებული ფულით კი ნალი ვიყიდე ცხენისთვის, რათა ჭენების


დროს მუდამჟამს მესმოდეს არამად ნაშოვნი ნალის წკარუნი.
- განა შაჰმა შენი ქალი გაყიდა აბაზად?
- ჩემი თუ არა ჩემი მოძმისა ხომ იქნებოდა ის უბედური მეფევ
ბატონო,- წყნარად გაიღო ხმა ბეშქანმა.
- თავისუფლება მიეცით ამ კაცს,- განაცხადა მეფემ განჩინება,- ის
შაჰ-აბასზე ამაყი ყოფილა.
- ამგვარ სულგრძელობას უფალი დაგიფასებთ თეიმურაზ ბატონო!-
კმაყოფილი დარჩა მამა არქანჯელო თეიმურაზის განჩინებით.
- დღეს თითოეული ქართველი ასე ამაყი და თავაწეულია. ჩვენმა
მხედრობამ საოცარი თავგანწირვითა და შემართებით ყიზილბაშთა
ჯარი მისავე მიწაზე დაამარცხა, რაც არ მომხდარა სულმნათი თამარის
შემდეგ. რაც ყველაზე მთავარია ამ საშვილიშვილო ომში იმერეთის
მეფემ და ლევან დადიანმა ღირსეულად წარმოაჩინეს თავიანთი თავი.
თუ არ ვცდები მამა პიეტრო შენ უკვე მეექვსე წელია ანაფორას ქვეშ
დაატარებ რომის პაპის მიერ ამ სინიორებისადმი მობარებულ
წერილებს.
- დიახ, თქვენო ბრყინვალებავ! თქვენმა კარისკაცებმა მე წინასწარ
მომახსენეს, რომ ამ ნადიმზე შევხვდებოდი აღმოსავლეთ აზიის ორ
უკეთილშობილეს პრინცს. ამიტომაც საგანგებდ წამოვიმძღვანიე ეს
წერილები. ჩვენს სულიერ მწყემსმთავარს დიდად ეიმედება თქვენი,-
ამ სიტყვებზე მამა პიეტრომ ანაფორას გვერდიდან ორი წერილი
ამოიღო და ალექსანდრე მეფესა და ოდიშის მთავარს გადასცა.
ლევანმა უქეიფობა მოიმიზეზა, სუფრის წევრებს კრძალვით
მოუბოდიშა, ხელაღებითი სიმკვირცხლით ჩავიდა სასახლის ბაღში
და მთელი არსებით მიეცა რომის პაპის შეგონებას.
" ოდიშის ქართველ მთავარს.
_ თქვენო კეთილშობილებავ, მშვიდობა და ღვთის მადლის
ნათელი თქვენ. მღვდლებს, რომლებსაც ვაგზავნით საქართველოში
იმედი აქვთ ჰპოვონ კავკასიის მთებზე კარმელის მთის ბრწყინვალება
და რიონის ნაპირზე - იორდანის მდინარე. უკეთუ თქვენმა
კეთილშობილებამ მფარველობა გაუწია და ანუგეშა, ყველა ნათესავთა
სამშობლო რომი თავის მხრივ გპირდებათ ვატიკანშ ი პატივი სცეს
თქვენს სახელს, უკეთუ ამ სამსახურით ანუგეშეთ ეკლესია.
- აწ აზიის მთავარს ვერც ევროპა სთხოვს უკეთესს ნიშანს
ერთსულოვნებისა, რომელიც უნდა გამოიჩინოს მღვდლების მიმართ,
რომელთაც დაივიწყეს ყველა სიამოვნება, უკუაგდეს შიში ყოვლისა
განსაცდელისა და არჩიეს თქვენი სამშობლო თავიანთ საკუთარ
სამშობლოს. საქართველოში იმიტომ კი არ მოდიან, რომ ქონება და
სიმდიდრე შეიძინონ, არამედ იმისათვის, რომ უფლის ბრძანებას
დაემორჩილონ და ხალხს სულიერი ხსნა მიანიჭონ. ამ სულთა
ცხონებაზეა დამოკიდებული რომის მღვდელმთავრის დიდებაც.
არათუ სარწმუნოება, არამედ თვით კაცობრივი გრძნობა არ ექნება
იმას, ვინც სიყვარულით არ მიიღებს ამ მღვდლებს, რომელნიც მოდიან
ეგრეთ შორეულ სამთავროში, რათა თქვენი ბედნიერებისათვის
იშრომონ.
ყველგან მიღებულია, რომ სიყვარულისა და სარწმუნოების ნიშნად
კაცმა უკუაგდოს თავისი საკუთარი ინტერესები და იზრუნოს მოყვასის
სიკეთისათვის. მათი სურვილია ქართველ ერს და მთავრებს მოუპოვონ
წყალობა ღვთისა და შესძინონ მას საუკუნე სიმდიდრე. მგზავრობის
სიძნელე, მტრების მახე, ზღვის ღელვა თქვენი ცხონებისათის საკუთარ
სასჯელად მიიღეს და თქვენი კეთილშობილებისაგან შემწეობას
ითხოვენ.
- როგორც კი ჩვენს მოციქულებს პატივით მიიღებთ და
სახიერებით მოუსმენთ, მაშინვე თქვენი სახელი შესაშური ქებით
გაიბრწყინებს რომის ქალაქში. ამასთანავე თქვენს მთავრობას
გააბედნიერებს მოწყალე ღმერთი, რომელიც თქვენგან ასეთ საქმეს
თხოულობს. თქვენთვის ამ მადლს ვთხოვ უზენაეს და ვნატრობთ,
რომ სულის წმინდის ნათელმა განანათლოს თქვენი კეთილშობილება,
რათა დაიმკვიდროთ ზეცას მისი უდიდესი მეფობა, ვიდრე ამ ქვეყანაზე
გაქვთ."
რომი. 1626. პაპი ურბანო მერვე.
საოცარი სითბო ჩაეღვარა ოდიშის მთავარს გათოშილ სხეულში.
მას, აღმოსავლეთ ქევყნების ერთ ქრისტიან მთავარს თავად რომის პაპი
უგზავნიდა წყალობას და მიიჩნევდა ქრისტეს მხედრად. ნადიმის
დიდი ხნით მიტოვება შეუმჩნეველი არ დარჩებოდა მესუფრეებისათვის.
ლევანმა ქამარ-ხანჯალი მოიწესრიგა. აბრეშუმის მოსასხამი მხრებზე
გაისწორა და ამაღლებული გუნება-განწყობით დაუბრუნდა ნადიმს.
მამა არქნჯელო დალანდა სუფრის თავში, ირმის ფეხშოს მიირთმევდა
მადიანად მისიონერი.
- სამეგრელოში როდის გვესტუმრებით მამაო არქანჯელო. პაპი
უმორჩილესად მთხოვს ჯეროვანი მასპინძლობა გაგიწიოთ ჩემს
სამთავროში,- გამომცდელი კილოთი ჩაეკითხა ლევანი პატრს.
- მამა ნიკიფორემაც მირჩია სამეგრელოში გამგზავრება და იქ
მისიონის დაარსება. თუ თქვენი ხელშეწყობაც იქნება გაისად
აუცილებლად გეწვევით მთავარო.
- ყველაფერს გავაკეტებ იმისათვის, რომ თქვენისთანა ნასწავლმა
ხალხმა მშვიდად და უშფოთველად იღვაწონ ჩემს ქვეყანაში.
- ხვალვე გაუდგეთ გზას შინისაკენ ბატონო,- გვერდიდან შედანის
ხმა მოესმა ლევანს.
- ელუკასთან ღლაბუცი ხომ არ მოგენატრა ძმობილო,- ნიშნისმო-
გებით გადაჰკრა ლევანმა.
- უფრო - ოდიში ჩემო ბატონო,- ნაღვლინად დაცდა შედანს.

თავი მეოცე
მზე შავი ზღვით მოსული

მარიამი იმდენად ფერმიხდილი იყო, რომ თავიდან უასაკოდ


მოეჩვენა ის დონ არქანჯელოს. სვეგამწარებული მეუღლის მწარე
ხვედრმა მძიმე დაღი დაასვა სვიმონ გურიელის ცოლყოფილს.
მართალია, მარიამი ლევანის მიმართ საყვედურს საჯაროდ არ ამხელდა,
თუმცა გულის სიღრმეში მაინც ამუნათებდა ძმას შეუბრალებელი
ქმედების გამო. თავად ლევანიც ჟამიდან-ჟამ გრძნობდა მარიამისგან
მოპყრობილ დამთრგუნველ მზერას და მდიდრული ხელგაშლილობით
ლამობდა დის განებივრებას. ოჯახური სიმყუდროვის ხელყოფამ
ცნობიერება და სიცოცხლის ხალისი როდი დააკარგვინა მარიამს. ის
მთელს სამეგრელოში ამორძალივით დააქროლებდა ცხენს და ყველა
შეჭირვებულს ეხიდებოდა. ზოგჯერაც ლევანის არყოფნაში საქვეყნო
საქმეებსაც უძღვებოდა, და როგორც თავად ოდიშის მთავარი
აღნიშნავდა არც თუ ურიგოდ გამოსდიოდა ეს საქმე. ახლაც მოუწია
გურიის ყოფილ დედოფალს სახელმწიფოებრივი აზროვნების წარმოჩენა.
ოდიშის მთავარი მერკულაში აყრილიყო სანადიროდ, ამიტომაც
ნიკიფორე ჩოლოყაშვილისა და მისიონერების მასპინძლობა მარიამმა
იტვირთა თავის თავზე. კოზხეთის სასახლეში საუცხოო ნადიმი
გაუმართა მგზავრობისაგან მოქანცულ სტუმრებს. მთვარის ამოწვერამდე
ლევანმაც ჩამოაღწია თავისი ამალით. უცხოელთა წვევით ისე იყო
აცვენილი, რომ ტანსაცმლის გამოცვლაც არ ინება და სანადირო
სამოსელით წარუდგა მისიონერებს. პატრებმა ოდიშის მთავარს
ვერცხლით მოჭედილი ხატები, დურბინდი და შორ მანძილზე
გასახედი სათვალე მიართვეს. ლევანს განსაკუთრებით სათვალის
ჩუქება გაეხარდა, რადგანაც უკვე ორმოც წელს გადაცილებულს
მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა ოდნავ. მარიამს ოქროთი
მოქარგული სარკე უსახსოვრა მამა არქანჯელომ.
როგორ იმგზავრეთ?- შინაურულად შეეგება ოდიშის მთავარი
სტუმრებს,- გავიგე თეიმურაზს არ გამოუტარებიხართ ქუთაისით და
ახალციხის გზით შემოსულხართ გურიაში. მაინც რას გერჩოდათ ჩემი
ბიძაშვილი. თუ არ ვცდები თავის დროზე სულ ხელის გულზე გატა-

რებდათ ის დალოცვილი.
- თურქები რომ არ გვატარებენ კონსტანტინეპოლით ამას კაი
ხანია მივეჩვიეთ უკვე, ყველგან ჯაშუშები ელანდებათ ამ ურჯულოებს.
მაგრამ თუ ქრისტიანი მეფე გზას შეგვიკრავდა და თავის მიწაზე არ
გაგვატერებდა ამას ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდით. ჩვენ ორ წელზე
მეტ ხანს დავყავით მის სამკვიდროში და სიკეთის გარდა ცუდი
არაფერი მოგვიწევია მისთვის. თუმცა სულაც არ ვნანობ გურიაში
გამოვლას. იქ მალაქია კათალიკოსმა არნახული შემწეობა გამოიჩინა
და თქვენი დიდი ხათრი რომ არ ჰქონოდა სულაც არ აპირებდა ჩვენს
გამოშვებას.
- ეტყობა ძლიერ გაუჭირდა თეიმურაზს რაკი თქვენზე ამოანთხია
ბოღმა, თუმცა სამეფო გვირგვინის დაკარგვა მართლაც არ უნდა იყოს
იოლი მოსანელებელი,- თამამად ჩაერთო მამაკაცთა საუბარში მარიამი.
- ჩვენ უფრო მეტ შეჭირვებასა ვართ შეჩვეული მშვენიერო
ქალბატონო,- მოკლედ მოჭრა მამა ჯუზეპემ,- ჩვენ გლახაკის ტანისამო-
სით მოსულნი სიღარიბისაგან შეწუხებული ევროპელი მონაზვნები
ვართ. ჩვენ საკუთარი ნება-სურვილით დავტოვეთ ამქვეყნიური ამაოება,
იტალიის მშვენიერი ქალაქი რომი, საეკლესიო საყდარი, რომელიც
ყოველ ერს უწესებს საეკლესიო კანონებს. მან აგვირჩია და
წარმოგვზავნა თქვენს მსახურად. თქვენი დიდი სახელითა და
გულკეთილობით გათამამებულებმა ჩვენი ნებით ვიტვირთეთ ზღვისა
და ხმელეთის გაჭირვება. სრულებითაც არ გვსურს სიმდიდრის შეძენა,
რადგანაც ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია უარვყავით ყველანაირი ნი-
ვთიერი სიუხვე. დიდსულოვანო დედოფალო, ჩვენი ერთადერთი
მიზანია თქვენს ერს ვასწავლოთ კათოლოკური სარწმუნოების
ჭეშმარიტება და მოვუპოვოთ მარადიული სათნოება.
რაც შეეხება თეიმურაზის სამძიმალს მას სამეფო გვირგვინზე უფრო
ძვირფასი რამ გამოეცალა ხელიდან. როცა შაჰმა განჯისა და ყარაბახის
დარბევის ამბავი შეიტყო საშინელმა რისხვამ მოიცვა, თეიმურაზი
ტახტიდან გადააყენა და მის ნაცლად ქართლ-კახეთის მეფედ
გამაჰმადიანებული როსტომ-ხანი დანიშნა. მასვე ჩააბარა ჯარის წინამ-
ძღოლობა და საქართველოსკენ გამოისტუმრა. თეიმურაზმა სამი ათას
კაცს ძლივს მოუყარა თავი და უშეღავათო ომი გაუმართა მომხდურთ.
ერთ-ერთ ბრძოლაში თეიმურაზის ნაბოლარა, დათუა ბატონიშვილი
განგმირეს ხელ-შუბით. როსტომ-ხანმა დიდსულოვნად გაუხსნა
იმერეთისკენ შეკრული გზა მწუხარებისაგან დაოსებულ მეფეს. მთე-
ლმა იმერეთმა საკუთარი შვილივით დაიტირა უფლისწული.
სათნო გულით შეიცხადა ლევანმა თეიმურაზის ვაჟის სიკვდილი.
დათუა ერთადერთ ნუგეშად შემორჩენოდა ორშვილ მკვდარ მეფეს.
სწორედ უმრწმესი შვილის წყალობით ფეთქავდა მის დავრდომილ
სხეულში სიცოცხლის ნერვი. ლევანს ვერც წარმოედგინა თუ როგორ
უნდა ეცხოვრა თეიმურაზს დათუას გარეშე. იმ წუთას მთელი არსებით
ისურვა მის გვერდში ყოფნა, რათა ნუგეში ეთქვა მამიდაშვილისთვის.
- გავიგე თქვენს შორისაც ჩამოფენილა უნდობლობის ფარდა.
აგრერიგად რით გაანაწყენეთ თქვენი მწყალობელი მეფე?- ყასიდად
თქვა ლევანმა და მსახურს უბრძანა პატრუქისათვის სინათლე
მოემატებინა.
- ყარაბახის ომის შემდეგ თეიმურაზმა მალევე იცვალა ზნე და
ხასიათი. თავის ქვეშევრდომებსაც ალმაცერად დაუწყო ცქერა. ახალი
გადასახადები დააწერა მოსახლეობას და ვინც არ იხდიდა ჩაფრები
ყველას ძალით ართმევდნენ. მალე ჩვენც გადმოგვწვდა და იტალიიდან
ჩამოსულ მამა პიეტროს ათი ათასი სკუდი მოსთხოვა სესხად.
- რა ქნა მერე მამა პიეტრომ, მისცა ფული მეფეს?
- რაც არ ჰქონდა რას მისცემდა ლევან ბატონო?!- გამოექომაგა
მისიონერებს მამა ნიკიფორე,- მე აუხსენი თეიმურაზს, რომ თეათინელი
ბერები ყველაზე უპოვარნი არიან სხვა ორდენის წევრთა შორის და
მხოლოდ თავიანთი გონებითა და მკლავით შოულობენ სახსარს მეთქი.
თოთქოს დავაჯერე მეფე პატრების სიღარიბეში და ასეთი თანხა მათ
სიზმარშიც რომ არ ექნებოდათ ნანახი, თუმცა მან ამ ამბის შემდეგ
გული აიცრუა მათზე.
- ეგრე გამოდის რომ მისალმებიხართ თეიმურაზის ნაცლად
როსტომ-ხანის დანიშვნას ქართლ-კახეთის მეფედ?- ოდნავ ითაკილა
ლევანმა მამიდაშვილის გაკილვა.
- თქვენო მეუფებავ! ბოლო წლებში თეიმურაზისთვის არანაირი
კანონი და მორალი არ არსებობდა. ჩვენც ზომაზე მეტად შეგვავიწროვა.
რაც შეეხება როსტომს მან იმთავითვე დაგვიყვავა და სახსარი გვიბოძა.
როცა მეფემ მხატვრობაში ჩვენი გაწაფულობის შესახებ შეიტყო დიდად
გაიხარა და მამა ქრისტეფორეს სთხოვა გორის ციხის ნახატი
შეესრულებინა მისთვის. მამა ქრისტეფორემაც სამ დღეში გააკეთა
ნახატი და მეფეს სასახლეში მიართვა. როსტომ-ხანი კმაყოფილი დარჩა
ნამუშევრით და წყალობის სახით ორი ეკლესია გადმოგვცა. თუმცა
მალე ხალხი მასაც შემოწყრა, რადგანაც ახალი გადასახადები შემოიღო;
ოცდაათ კომლზე ერთი ქალ-ვაჟი უნდა გაეგზავნა შაჰის ჰარამხანაში,
რამაც უზომო უკმაყოფილება გამოიწვია თბილისში.
- თუ ამგვარ მფარველობას გიწევდათ როსტომ-ხანი და
კათოლიკური მრწამსის გულშემატკივარი იყო, რატომ არ ინება ვინმე
ნასყიდა ლიპომანის გამართლება. თბილისიდან ჩემმა კაცებმა მომწერეს
ის კაცი უეჭველი სიკვდილისგან შენ გადაგირჩენია მამაო,-
ეჭვნარევად იკითხა მარიამმა.
- თქვენს სარწმუნო კაცებს ყველაფერი ზუსტად უამბნიათ მოწყა-
ლეო ქალბატონო. თხუთმეტი წლის ნასყიდა გორში ემსახურებოდა
პატრებს. მალე ისე მოიხიბლა ყმაწვილი მონაზნური ცხოვრებით,
რომ კათოლიკობაზე მოიქცა და დანიშნულ ქალზეც უარი თქვა.
სამადლოდ სასიმამროს შეატყობინა, რომ საამქვეყნო ცხოვრებას უნდა
შეველიო და შენი ქალი სხვას მიათხოვეო. ქალის მამამ სულით-ხორცა-
მდე შეიცხადა ეს ამბავი და სომხურ თემთან დაასმინა სასიძო.
სომხებმა ცემა-ტყეპით ჩაიყვანეს საცოდავი ბიჭი თბილისში და მეფეს
მოსთხოვეს სიკვდილით დაესაჯა ურჩი თვისტომი.
კოლაუბანში სასამართლო კრება შედგა, სადაც როსტომ- ხანმაც
იკადრა დასწრება. მეც იქ გახლდით, მაგრამ ძიების საქმეში არ ვერე-
ოდი. როცა კათალიკოსმა სიტყვა მომანდო თამამად წარვდექი
სასამართლოს წინაშე. მე პირუთვნელად მოვახსენე საზოგადოებას, რომ
ნასყიდას რწმენა არ შეუცლია იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ
ქართველების და კათოლიკების ღწმენა ერთი და იგივეა მეთქი. ან
როგორ შეიძლება დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ქრისტეს ნაფეხურებს
კოცნის და მის მოწამეობრივ სიცოცხლეს დასტირის. ამასთან ერთად თუ
თუ ქრისტიანი ქართველები მაჰმადიანები ხდებიან და ამისათვის არ
ისჯებიან ,რატომ უნდა დაისაჯონ გაფრანგებული ქართველები.
-შენი სიტყვა განსაკუთრებით როსტომს მოეფინებოდა გულს,- ყა-
სიდად დასძინა ლევანმა.
- მე შეგნებულად გავუსვი ხაზი გამაჰმადიანების ამბავს ჩემს სი-
ტყვაში, ვინაიდან თუ მეფე რწმენის შეცვლის გამო დასჯიდა ნასყიდას,
მაშინ მას ათეულობით იმ ქართველი წარჩინებულის დასჯაც მოუწე-
ვდა, ვინც ანგარების გამო ყიზილბაშთა წესზე ექცეოდა. როსტომ-ხანი
მოერიდა ვითარების გამწვავებას და ჩაფრებს იმ დღესვე გაანთავისუფ-
ლებინა ნასყიდა. მანაც სამონასტრო სამოსი ჩაიცვა და მორჩილი ძმა
გახდა. მამა პიეტრო ავიტაბილემ ანდრიად მონათლა და ინდოეთში
წაიყვანა ყმაწვილი, სადაც თავისი ღვთისნიერებით ისეთი სახელი
მოიხვეჭა, რომ წმინდა პეტრე შეარქვეს მოფერებით. სამწუხაროდ
დიდხანს არ დასცალდა ღვთის სამსახურში ყოფნა. კალკუტაში უცხო
სენი შეეყარა და მალევე მიიცვალა უბედური. ამ ამბის შემდეგ როსტომ-
ხანმა ჩვენც აგვითვლწუნა. მალე ქალაქში მისი ბრძანება გავრცელდა,
რომლის მიხედვითაც სიკვდილით დაისჯებოდა ყველა ის პიროვნება,
ვინც სარწმუნოებას ნებით შეიცვლიდა. მეფის ეს ბრძანება ჩვენ აღვი-
ქვით ჩვენი სამისიონერო მოღვაწეობის საწინააღმდეგო მოწოდებად,
ამიტომაც იძულებული ვიყავით დაგვეტოვებინა გორი.
საწოლი ოთახიდან ბავშვის ტირილის ხმა მოესმა სტუმრებს. პალა-
ტაში ხელანთებული შანდლით პაპუნა წულუკიძე შემორიალდა.
თამამად მივიდა სახლთუხუცესი ოდიშის მთავართან, სტუმრებს მო-
წიწებით მიესალმა და დაზაფრულად თქვა:
- გულიკო გეძახით ბატონო, ისევ ბნედა მოერია პატარას.
გველცემულივით წამოხტა სელიდან ლევანი. უცებ ჯიქურ
მოუტრიალდა პატრებს და მახვეწარი ხმით დასძინა.
- თქვენ აქიმობაც გეხერხებათ ვგონებ. თეიმურაზის მეუღლეც
განგიკურნავთ მძიმე სენისგან. იქნებ ჩემს შვილებსაც უწამლოთ რამე.
თქვენ არ იცით რა აუტანელია მამისთვის საწოლს მიჯაჭვული
შვილების ცქერა. ჩემს ალექსანდრეს არ ვჩივი. ირანისა და ბულგარეთის
საუკეთესო აქიმებმა ვერაფერი გააწყვეს მის მოსარჩენად. თითქოს
შევურიგდი მწარე რეალობას. მაგრამ იქნებ ჩემი სამი წლის ქალიშვილი
მაინც მოახედოთ სამზეოს. ის დაბადებიდან კუტია და ლაპარაკი ც
უჭირს. თუ არ დაიზარებთ ახლავე გაჩვენებთ ჩემს საბრალო ქალი-
შვილს.
ლევანი აჩქარებული ნაბიჯებით გაუძღვა პატრებს საწოლი
ოთახისკენ. ქათქათა ქვეშაგებში საწყალობლად იყო გახვეული ნაზი
შესახედაობის გოგონა. სათნო თვალებით საპყარივით უმზერდა ჭერს.
ლევანი ფეხაკრეფით მილასლასდა საწოლთან და შუბლზე ემბორა
დავრდომილს.
მამა არქანჯელომ მაჯა გაუსინჯა პატარას, ციცქნა თვალებში
ღრმად ჩახედა და პირჯვარი გარდასახა სახეზე. მამა ჯუზეპემ ბროლის
კრიალოსანი აჩუქა და მცირე ლოცვა აღუვლინა ავადყოფს.
- რამდენ ხანს შერჩება სული ჩემს ქალიშვილს?- ოთახიდან გა-
მოსვლისთანავე ვედრებასავით ამოიგმინა ლევანმა.
- ჩვენ ცდას არ დავაკლებთ ლევან ბატონო,- თავაუღებლივ თქვა
დონ ჯუზეპემ,- ყველა აუცილებელ წამალს მივცემთ, დღენიადაგ მის
განკურნებაზე ვიზრუნებთ, მაგრამ თუ ბავშვი მორჩა ეს ღვთის წყალო-
ბა უფრო იქნება, ვიდრე - ჩვენი აქიმობის შედეგი.
- თქვენ ახალი ჩამოსულები ხართ სამეგრელოში და და იქნებ ბეცრი
რამ უჩვეულო იყოს თქვენთვის. საერთოდ სამი რამ უნდა მისცე ხალხს
დონ არქანჯელო, თუ გინდა რომ ის შენი მადლიერი იყოს:
განსაკურნებელი წამალი, პური და ღვინო. ჩემი ქვეყანა პურის
სიმცირეს განიცდის, ამიტომაც საგანგებოდ შემომაქვს ხორბლის
მარცვლეული ოსმალეთიდან და თბილისიდან. ირანიდან და
ოსმალეთიდან სხვადასხვა სახის ქსივილები ჩამოაქვთ სომეხ ვაჭრებს.
ქარვისა და ქსოვის ოსტატებიც ჩამოვაყვანინე ჩემს კაცებს
სამეზობლოებიდან, რათა ჩვენი ქალებისათვის ხელსაქმე
შეესწავლებინათ. მათთაც მალე აუღეს ალღო ქარგვას და მშვენიერი
ტანისამოსის გამზადებას მიჰყვეს ხელი. რაც შეეხება აქიმობას,
იმისათვის რომ ჩემი ქვეყნის მკურნალი ვყოფილიყავი პატარაობიდანვე
ვკითხულობდი მრავალ სააქიმო წიგნს. .ჩემს მწიგნობრებს
ლათინურიდან ქართულზე მრავალი სააქიმო ნაშრომი ვათარგმნინე.
საგანგებოდ შევისწავლე მრავალი სანელებლის, სამკურნალო ბალახის
მომზადება. ირანელი ექიმებისგან წასაცხები და სასმელი წამლების
დამზადება შევითვისე. ამგვარი წამლებით სავსე მაქვს ყუთები და ჩემი
კაცები ყველა გაჭირვებულს სრულიად უსასყილოდ ურიგებენ. თუმცა
როგორც ხედავთ ჩემი ეს მცდელობა და განსწავლულობა საკმარისი არ
აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემი ქალიშვილი განმეკურნა.
- ჩვენთან ამის მოვალეობას აფთიაქები და სასნეულოები
ასრულებენ, თუ თქვენი ნება იქნება აქაც გავხსით მსგავს სასნეულოს
ლევან ბატონო?
ლევანმა მოსასვენებლად მესტუმრეთუხუცეს ჩააბარა პატრები, დამ-
შვიდობებისას დიდსულოვნად იმასაც შეპირდა, რომ უახლოეს დღეებში
ეკლესიას და ყმა-მამულს გადასცემდა პირად სარგებლობაში.
მამა ნიკიფორეს დესპანის ჩამოსვლამდე სურდა როსტომ-ხანის
დანაბარები გადაეცა ლევანისთვის, თუმცა მისიონერებისა და მარიამის
თანდასწრებით მოერიდა მეფის ბრძანების გამხელას ხუცესი. ახლა
როცა მისიონერები წაბრძანდნენ და მარიამმაც მწუხრი მშვიდობისა
დაიბარა, აგიზგიზებულ ბუხარს მიეფიცხა მღვდელმთავარი და
შინაურულად გააბა მუსაიფი ოდიშის მთავართან. ლევანსაც ეამა
ევროპაში ნამყოფი ბერი რომ დაიმარტოხელა სალაპარაკოდ.
- გორში არ მომეცა საშუალება უფრო ახლოს რომ გაგცნობო-
დით მამაო,- მიუბრუნდა ლევანი სტუმარს,- დიდი და პატარა ევროპაში
თქვენი მოგზაურობის შესახებ ჭორაობს. მაინც როგორ გამოიყურება
ევროპა ნიკიფორე ბატონო, ან ხალხი რით ერთობა სოფლად და
ქალაქად?
- ჩვენგან განსხვავებით იქ ქალაქებში უფრო ბევრი ხალხი ცხო-
ვრობს, ვიდრე - სოფლებში. ნეაპოლში, მადრიდში, რომსა და
ფლორენციაში ულამაზესი ტაძრებისა და სასახლეების ბრწყინვალება
მოგჭრის თვალს. ყოველ ნაბიჯზე ხალხი ჭიანჭველივით ირევა. ყველა
თავისი საქმითაა გართული. ცენტრალურ მოედნებზე ყველანაირი
ხელობის ადამიანი იყრის თავს. ვის არ შეხვდებით აქ;
ნელსაცხებლებით გამურულ მანდილოსნებს, თორ-აბჯარში გამოწყობილ
რაინდებს, ქორ-ვაჭრებს, ხელოსნებს. ქუჩები ღამით პატრუქიანი
ლამპიონებითაა განათებული. საღამოობით უბრალო ადამიანები
დუქნებში ღვინის სმით იქარვებენ ნაღველს. გრაფები და ჰერცოგები
მდიდრული ეტლებით დასეირნობენ ქვაფენილიან შუკებში, უქმეებზე
კი ულამაზესი თეატრების ლოჟებიდან დასაკეცი დურბინდებით
ადევნებენ თვალ-ყურს სასცენო წარმოდგენებს. ყველა დიდ ქალაქში
კოლეჯი და უნივერსიტეტია გახსნილი, სადაც ახალგაზრდები
მრავალმხრივ განათლებას ღებულობენ.
- ჩვენს შესახებ თუ იციან რამე?
- უბრალო ხალხი ნაკლებად გვიცნობს, მაღალ წრეებში კი
გვიცნობენ, როგორც ბერძნული რწმენის მიმდევრებსა და მეომრული
სულის მატარებელ ხალხს.
- იტალიური ენა შეგისწავლიათ მამა ნიკიფორე. როგორ მოახერხეთ
უცხო ენის ასეთ მცირე დროში შესწავლა?- ჩაეძია ლევანი სტუმარს.
- რომში ერთი წელი დავყავი ლევან ბატონო. ყველანი ისეთი
პატივით მეპყრობოდნენ, რომ გადავწყვიტე მათი მშვენიერი ენა
შემესწავლა, რათა საზეიმო მიღებებზე მეტი შთაბეჭდილება მომეხდინა
მასპინძლებზე. მალე ისე გავიწაფე იტალიურში, რომ დიდი იტალიელი
პოეტის პეტრარქას სონეტებს ვკითხულობდი დედანში. რომში
ყოფნისას ფრიად განათლებულ მწიგნობარს სტეფანე პაოლინას
დავუახლოვდი, რომელმაც სიღრმისეულად მაზიარა იტალიური ენის
საიდუმლოებას. მალე თაცადაც მოიხიბლა ჩვენი ენის მუსიკალურობით
და ჩემი ხელშეწყობით ქართულის შესწავლას შეუდგა. ბოლოს
უშუალოდ რომის პაპისა და წმინდა კონგრეგაციის თაოსნობით
იტალიურ-ქართული ლექსიკონი შევადგინეთ, რომელიც რომიდან ჩემი
წამოსვლის შემდეგ გამოიცა კიდეც. ლექსიკონის შედგენაში აქტიური
მონაწილეობა მიიღო პიეტრო დელა ვალემ, რომელმაც ამის გამო
ქართული ენის სიტყვარიც შეადგინა. მან ქართული სტამბის დაარსების
აუცილებლობაშიც დაარწმუნა ვატიკანის მწყემსმთავარი,
რადგანაც ამ გზით უფრო იოლად გაავრცელებდნენ კათოლიკობას
საქართველოში.
- გორში თქვენს მოძმესაც, ვინმე ფრანჩესკო მაჯოსაც შეუდგენია
ქართულ-ლათინური გრამატიკა. დიდად დამავალებს ამ წიგნს თუ
გამომიგზავნის მამა ფრანჩესკო.
- ეს პატრი ჩვენთან ერთად აპირებდა ოდიშში გამომგზავრებას,
თუმცა წამოსვლის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და ხანგრძლივ
მგზავრობას მოერიდა. ფრანჩესკო უაღრესად განსწავლული ბერია. მე
საგანგებოდ შევატყობინებ თქვენს თხოვნას მთავარო. ვიმედოვნებ, ის
სიხარულით გამოეხმაურება ამ მოწადინებას და წიგნს უმოკლეს დროში
გამოაგზავნის.
- ახლა უმთავრეს საკითხზეც გავმართოთ თათბირი,- შედანს გახედა
მეტყველი თვალებით ოდიშის მთავარმა,- წერილობით უკვე მივიღე
შეტყობინება როსტომ -ხანისგან სამოყვარეო კავშირის დადების თაობაზე
თუმცა მეგონა ელჩის პირით მომახსენებდნენ სიტყვას.
- მეფის ელჩი რომანოზ ტფილელი ჩვენთან ერთად გამოეშურა
გორიდან, თუმცა გურიაში მდინარის გადალახვისას წყალი გადაეყლაპა
სასულეში. პატრებმა ძლივს მოასულიერეს ელჩი, მაგრამ მგზავრობა
მაინც ვერ შესძლო და მალაქია კათალიკოსთან მოგვიწია მისი
დატოვება. ის დღე-დღეზედ გეახლებათ და თავად მოგახსენებთ რო-
სტომის დანაბარებს.
- ჩემთვის დიდი პატივია როსტომ-ხანთან დანათესავება, თუმცა არა
მგონია ქართლ-კახეთის მეფეს ეს არჩევანი ირანის ყაენის თანხმობის
გარეშე გაეკეთებინოს, არადა სულ რაღაც ორიოდე წლის უკან
სასტიკად ავაოხრეთ მისი პროვინციები. ეტყობა თეიმურაზის
გაუვნებელყოფას და სახელმწიფოებრივი ასპარეზიდან სრულ მოკვეთას
ისახავს მიზნად შაჰ-სეიფი.
- მეც ეგრე ვფიქრობ ლევან ბატონო,- შედანმაც ინება აზრის
გამოთქმა,- მალე ირანსა და ოსმალეთს შორის ომია მოსალოდნელი.
შაჰს იმისი შიში აქვს, ომის შემთხვევაში თეიმურაზი ოსმალეთს არ
მიემხროს და ზურგში არ ჩასცეს მახვილი. სწორედ ასეთ დროს
სჭირია მას თქვენი თანადგომა და ერთგულება, რათა საჭიროების ჟამს
იმერეთს შევესიოთ და იქ თავშეფარებულ თეიმურაზ მეფეს ამბოხის
წამოწყების სურვილი ჩანასახშივე მოუსპოთ.
- შენ იქნებ სწორად გამოიცანი ირანის შაჰის ზრახვები, მაგრამ
მე ჩემი გეგემები მაქვს ამ სამოყვარეო გარიგებიდან,- გამომწვევად
დასძინა ლევანმა,- რა ხანია უკვე ჩემი სამთავროს კვახჭირის ქედამდე
გავრცელებას რომ ვაპირებ. მარიამის როსტომზე გათხოვებით როგორც
იქნა აღვასრულებ ჩემს ოცნებას და იმერეთს შუაზე გავიყოფთ მე და
როსტომ-ხანი. ომჯობესია ჩვენ მივიერთოთ იმერეთის მიწა-წყალი,
ვიდრე ის ოსმალეთმა დაისაკუთროს, ისე როგორც სამცხე-საათაბაგო
აგვწაპნა თვალსა და ხელს შუა. თუ ყველაფერი ჩემი გეგმით წარიმართა
ვინძლო მალე დავიდგამ თავზე კოლხეთის მეფის გვირგვინს.
მითუმეტეს რომ საბაბიც გვაქვს საამისოდ, როსტო-ხანისაგან დევნილი
თეიმურაზი სწორედ გიორგი მეფემ შეიფარა ქუთაისში, რის გამოც
უნდა დაისაჯოს იმერეთის ხელმწიფე. ისიც არ დაავიწყდეს არავის, რომ
დედის მხრიდან ბაგრატიონთა სისხლი მიდუღს ძარღვებში და სხვაზე
არანაკლებად ვიმსახურებ ბაგრატოვანთა გვირგვინს.
მამალის პირველმა ყივილმა ოდნავ დაუცხრო ზღვარგადასული
ჟინიანობა მოთათბირეებს.
- ჭკვიანი ფრინველია მამალი- მხოლოდ ჩვენს გაღვიძებაზე როდი
ზრუნავს ის. ზოგჯერ მოსვენების უპრიანობასაც გვთავაზობს ეს
გრძნეული ფრინველი. ახლა სწორედ ის დროა, რომ მოთენთილი
სხეულები მოვასვენოთ და ცივი გონებით განვსაჯოთ ხვალინდელი
დღის ავან-ჩავანი,- ნიშნისმოგებით თქვა ლევანმა და ალმაცერად გახედა
შედანს, რომელსაც ამწკლარტებული კაბისონისგან ტუჩები ჰქონდა
ამრეზილი.
- და ხვალ რა იქნება ბატონო?- გულუბრყვილოდ იკითხა შედანმა
და ხის თასი გულმოსული გამომეტყველებით შემოდა თახჩაზე.
- რა უნდა იყოს! მამალი იყივლებს ისევ. ჩვენ კი იმერეთს
შევესევით და თავანკარა ღვინით გამოვთვრებით უღვთოდ.
. . .

თვალის წამიერად მილულვაც ვერ მოასწრო მამა ნიკიფორემ ისე


დაადგა თავზე სასახლის კარისკაცი;
- თქვენო უწმინდესობავ! ლევან ბატონი გიბარებთ თავისთან,- ომა-
ხიანად ამცნო ბრგე ვაჟკაცმა დანაბარები ხუცესს.
საჩქაროდ შეიმოსა მღვდელმთავარი და სასიამოვნო ამბის
შეცნობით გულაფრიალებული ყმაწვილივით გაჰქანდა დარბაზისკენ.
შუა პალატაში ტახტზე მჯდარი მარიამი შენიშნა. დედოფალყოფილი
ხელსახოცით იწმენდდა აცრემლებულ თვალებს და დრო და დრო
უმწეოდ აქნევდა თავს.
- მომიტევეთ მამა ნიკიფორე მყუდროება რომ დაგირღვიეთ, მაგრამ
სხვა ვერავინ მოვიძიე გულის მოსაოხად.რომანოზ ტფილელი გახლდათ
ახლახან აქ. როსტომ-ხანის წერილი მომართვა დამოყვრების შესახებ
ელჩმა. მაგრამ რად გინდა, ჩემი სულელი და უარზეა, გაიძახის,-
მაჰმადიანს არ გავყვებიო. იქნებ შენ შეასმინო რამე ამ ჭირვეულ ქალს
მამაო,- ბრაზიანი ხმით შეეგება კარებში შემოფეთებულ ხუცესს ოდიშის
მთავარი.
- დედოფალო, ჩვენ განუზომლად ვაფასებთ თქვენს ღვთისმოსაო-
ბას და უფლისადმი სიყვარულს,- მყისიერად შეუდგა სტუმარი მარიამის
მოთვინიერებას,- მაგრამ ამგვარი პოლიტიკური გარიგებით უწინარესად
თქვენი სამთავრო იხეირებს სარფიანად. გარდა ამისა თქვენ არავინ
გზღუდავთ რწმენის სიყვარულსა და აღმსარებლობაში.
- ჩემს პირველ ქორწინებასაც პოლიტიკური სარჩული ედო
საფუძვლად. მაშინაც ძალად გამათხოვა ჩემმა ძმამ სიმონ გურიელზე.
მერე რა გამოვიდა ამ გარიგებიდან სახეირო? თვალების ამოწვის ფასად
დაუჯდა გურიის მთავარს ჩემი ხელის თხოვნა. თუ ქრისტიანი მეუღლე
არ გამომადგა, მაჰმადიანი რატომ გამომადგება ვიტომ?- შემოწყრა
მსუბუქად მარიამი ორთავეს.
- შენმა ქმარმა ჩემი მოკვლა განიზრახა და მიტომაც ერგო ამგვარი
სასჯელი. როსტოხ-ხანი კი მეგობრობას და სამოყვარეო კავშირს
მთავაზობს. ისიც არ უნდა დაივიწყო, რომ შენი უარით არა მარტო
ქართლის მეფეს მოვიმდურებთ, არამედ ირანის შაჰსაც გადავიკიდებთ
მტრად, შენი თავი თუ არ გენანება ოტია მაინც შეიცოდე. როსტომი
მიხრწნილია უკვე. მისი სიკვდილის შემთხვევაში შენი ვაჟი დაიდგამს
ქართლის მეფის გვირგვინს. ამაზე თუ გიფიქრია ოდნავ მაინც
გურიის დედოფალო?- სიფიცხე მოერია ლევანს.
- შენ ურჯულო სპარსელების ბედი უფრო გაღელვებს, ვიდრე- ჩემი
ხვედრი. რაც შეეხება გურიის დედოფლობას კაი ხანია უკვე რაც
ტახტის მმართველი არა ვარ შენი წყალობით,- მოხდენილად აიფარა
თვალებზე რიდე მარიამმა და მძლავრად მოიჯახუნა მუხის კარები.
მარიამის ამჩატებამ ღიმილი მოჰგვარა ლევანს. პატარაობიდანვე
იყო ჩეული მის ჭირვეულ ხასიათს. ამიტომაც დიდად არ აღელვებულა
მისი გაძალიანებით. იცოდა ოდიშის მთავარმა, რომ ადრე თუ გვიან
მის ნებას დაჰყვებოდა მარიამი.
- ხვალვე დაადექით თბილისის გზას ნიკიფორე ბატონო,- გახედა
გვერდზე ოდნავ შეცფუნებულ ხუცესს ლევანმა,- რომანოზ თფილელთან
ერთად ჩემი ვეზირი პაატა წულუკიძე დაგემგზავრებათ. ის
გამოცდილი კარისკაცია და უებარ დახმარებას გაგიწევთ ქორწილისა
და სხვა გადაუდებელი საკითხების მოგვარებაში. უფალმა ინებოს ამ
ქორწინებით საქართველოს გაერთიანებას დაედოს დასაბამი.

. . .

მისიონერებმა იმთავითვე გულთან ახლოს მიიტანეს ლევან


დადიანის ტკივილი და გულმოდგინედ შეუდგნენ მისი ხეიბარი
ქალიშვილის განკურნებას. დონ არქანჯელოს ნეაპოლიდან საექიმო
წიგნი ჰქონდა წამოღებული, რომლის მიხედვით გორში ყოფნისას
დაუზარებლად ამზადებდა წამლებსა და საცხებებს. რამდენიმე ღამე
სწორედ ამ სადასტაქრო წიგნის კითხვაში გაათენა ხუცესმა. თავაუღე-
ბლივ დაჰფოფინებდა სურნელოვანი ყვავილებისა და ბალახების
ძირებს, ზოგიერთ მათგანს მარილიან წყალში ხარშავდა და ნახარშს
იტალიიდან წამოღებულ ჩამიჩში აზავებდა. ერთხელაც მან მამა
ჯუზეპეს ახარა, რომ დამბლადაცემულისთვის შეეძლო უებარი წამალი
მოემზადებინა ზეთში შემწვარი ძაღლის ხორცისა და სხვა კომპონე-
ნტთა ნარევისაგან.
ვიდრე ნელსაცხებლის მომზადებას შეუდგებოდნენ პატრებმა
მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ოდიშის მთავრისთვის შეეთანხმები-
ნათ ყოველივე, რადგანაც ძაღლის ხორცის საწამლოდ გამოყენება
ადგილობრივებში დაუფარავ ზიზღს იწვევდა. მას შემდეგ რაც ოდიშის
მთავარმა დასტური შემოუთვალა მისიონერებს, ისინი ერთი კვირის
მანძილზე თავიანთ თავშესაფარში ჩაიკეტნენ და დიდი ჯაფის შედეგად
ისეთი მალამო მოამზადეს, რამაც ძალიან არგო დავრდომილს. ოცი
დღის მანძილზე კურნავდნენ პატრები გულიკოს. ლევანის მეუღლე
თავზე ადგა აქიმებს და ყველანაირ უმართავდა ხელს უცხოელებს.
აღდგომის წინა დღეს პატარამ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა. ეს უკვე
სასწაულად მიიჩნიეს სასახლეში, მაგრამ როცა გოგონამ დაკუტებული
ხელ-ფეხი აამოძრავა, შედანმა შენიშნა თუ როგორ აევსო ჩილამურით
თვალის გუგები ლევანს. ასულის გამოკეთებით გულშეძრულმა
მთავარმა მისიონერებს ორი ეკლესია გადასცა ჭიპურიაში. სხვა მხრივაც
არ აკლებდა ჯეროვან ყურადღებას სტუმრებს. უძვლო ხორცსა და
სურნელოვან ხილს უგზავნიდა მოჭარბებულად, თუმცა როგორც კი
მარხვა დაიწყო დედოფალს გულნიაზობა შეეპარა. მან აკვიატებულად
დაუჩემა ლევანს დროებით შეეწყვიტათ მკურნალობა.
- არ არის მისაღები მარხვის დროს ქალიშვილს ძაღლის ქონი რომ
წავუსვათ ტანზე. ეკლესია ჩვენი სასახლიდან ხელის გაწვდენაზეა და
უხერხულია ხატმა ძაღლის ქონის სუნი რომ იყნოსოსო.
დარეჯანმა აჭი-გაჭით დაიყოლია ლევანი და ქალიშვილი სალხინოს
საზაფხულო რეზიდენციაში გახიზნეს, პატრები კი დროებით
გაანთავისუფლეს ბავშვის მეურვეობისაგან. მისიონერებმა დაინახეს, რომ
საუკეთესო შემთხვევა მიეცათ სიკეთის ქმნისა და უფლისათვის ახალი
სულების შეძენისა. უწინარესად მეგრული ენის შესწავლას მიჰყვეს
ხელი, რათა ამ გზით უფრო გაეთავისებინათ მასახლეობის ტკივილები
და განცდები. გარდა ამისა მეგრელებს ქართული მწიგნობრული ენა
დავიწყნოდათ, თუმცა საღმრთო და საერო წიგნებს ქართულად
კითხულობდნენ ჯერაც. განსაკუთრებულად მეგრელი ქალები
უფრთხილდებოდნენ ქართულ დამწერლობას და შეძლებისდაგვარად
ცდილობდნენ თავიანთი ცოდნა სხვებისთვისაც ჩაენერგათ. რაც შეეხება
სამთავრო კარს დონ არქანჯელომ იმთავითვე შენიშნა, რომ მთავარი და
დიდებულები ოდიშის კარზე უპირატესობას ანიჭებდნენ ქართულს,
როგორც უფრო პატივდებულ ენას. თავიდან მეგრულის სწავლა ოდნავ
გაუჭირდათ პატრებს. თუმცა გულმოდგინე მეცადინეობის შედეგად
სულ მცირე დროში იმდენად კარგად შეისწავლეს მეგრული ენა, რომ
თარჯიმნის გარეშე ესაუბრებოდნენ მრევლს. რომის კათედრალური
ტაძრის საპატივცემლოდ ლევანის ნაჩუქარ ეკლესიას წმინდა პეტრეს
სახელი უწოდეს და შიგ ღვთის მსახურება რომის ტიბიკონებისამებრ
მოაწყვეს. მამაო არქანჯელო თავისუფალ დროს ულამაზეს
მინიატურებსა და ფერწერულ ნახატებს ქმნიდა. მალე ისე გაითქვა
სახელი თავისი ნამუშევრებით, რომ ლევანის ყურადღებაც მიიქცია.
ოდიშის მთავარმა დარეჯანთან ერთად საგანგებოდ ინახულა პატრები
და დახატვა მოთხოვა იტალიურ ყაიდაზე. მამაო არქანჯელომ იმდენად
მოხდენილად შეარულა მათი პორტრეტები, რომ კმაყოფილებისაგან
ლევანმა დამატებით გამოუყო მამულები და ყმა-კაცები.
თუმცა პატრებს დიდხანს არ მოუწიათ უფლის სამსახურით
ტკბობა. ლევანმა მატუტიას პირით მარიამის ქორწილში მაყრად
წამოსვლა სთხოვა მისიონერებს, რომლებმაც ხათრი ვერ გაუტეხეს
მთავარს და ამაღლებული განწყობით ეახლნენ დანიშნულ ალაგს. მათ
გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ცხენისწყლის ბექობზე ლამის
მთელი ოდიშის ჯარი იხილეს საომრად შეკაზმული.
- საქორწილოდ მივეშურებით შედან ბატონო იმერეთს თუ
საომრად?- არ დამალა თავისი გაოცება მამა ჯუზეპემ.
- ჩვენში ქორწილი უომროდ ისევე ვერ გაჩაღდება, როგორც- ცეცხ-
ლი- კვამლის გარეშე. იმერეთის მეფეს ლიხს იქეთა გზები შეუკრავს
და ჩვენსკენ მომავალ როსტომ-ხანის ლაშქარს არ ატარებს. მეფე
იძულებული შეიქნა ახალციხე-ზეკარის ვიწროებით ეტარებინა ჯარი
და მესხეთის მთებით მოეღწია ბაღდადამდის. ჩვენც დროულად უნდა
გადავლახოთ ცხენისწყალი და საჩხეიძეში შევეგებოთ სასიძოს, თუმცა
გიორგი მეფის ჩარევის შედეგად ასე იოლად არ შედგება ეს პაემანი.
ამადაც ვიახლეთ ქუდზე კაცით ჯარი.
- ლაშქრობის წინ ჯარს როგორი წესით აწყობთ შედან ბატონო?-
ინტერესით იკითხა მამა არქანჯელომ და ფანქარი მოიმარჯვა
ჩანახატის გასაკეთებლად.
- გააჩნია ომი ვისთან გვაქვს გამოცხადებული მამაო. ჯარის
განლაგება და სიჭრელე მოსახლეობის საცხოვრებელის მიხედვით
გვაქვს დადგენილი. თუ იმერეთთან გველოდება ომი ასეთ დროს მო-
წინავე ჯარს ისინი შეადგენენ ვინც იმერეთის საზღვართან ცხოვრობს.
შუა ჯარში ისინი არიან გამწესებული, ვინც შუა ოდიშში სახლობენ,
ხოლო აფხაზების საზღვართან მცხოვრებლები ზურგის ჯარს ავსებენ.
- და თუ აფახაზეთს გაილაშქებს ოდიშის მთავარი მაშინ როგორი
იქნება ჯარის განლაგება?- უნაგირის კიჩოზე დადებული წიგნი და
ფანქარი ტყავით გაწყობილ ჩანთაში ჩაალაგა დონ არქანჯელომ და
მომეტებული ყურადღებით მიაყურედა შედანს.
- ასეთ დროს მოწინავე ლაშქარი ზურგის ჯარად გადაიქცევა,
ხოლო ზურგისა- მოწინავედ.
- ომიდან გათავისუფლების უფლება თუ აქვს ვინმეს?- ახლა დონ
ჯუზეპე ჩააცივდა შედანს.
- რაც არ უნდა წარჩინებული გვარის კაცი იყოს სამეგრელოში
ომიდან თავს ვერავინ ვერ გაინთავისუფლებს. ხუთი ვაჟკაცი ჰყავს
ბარდღუ გახარიას, ყველანი გვერდში იახლა ომებში დაბერებულმა
სარდალმა. თოყვა ჩემიას შვიდიდან ოთხი ვაჟი შერჩა მხოლოდ, მაინც
არ დაუწყია წუწუნი ბერიკაცს. არც შეშვენის მის ჭაღარას შვილების
დამადლებული სიცოცხლე. მეგრელები პატარაობიდანვე ვართ
ჭირთათმენას ჩვეულნი. დარში თუ ავდარში ყველანი დაუშურველად
ვირჯებით დ ომში მიმავალნი ლევან დადიანის მზეს ვფიცულობთ.თუ
ვინმემ მაინც გაბედა და ომს თავი აარიდა ის სასტიკად დაისჯება.
დიდებულს ყმები და მამულები ჩამოერთმევა, უბირ გლეხს კი ხელ-
ფეხს მოჭრიან სახალხოდ. ასე რომ ომში ყველანი თანასწორნი ვართ.
არც ერთი დიდებული არ სარგებლობს უპირატესობით. ყველაზე კარგ
მაგალითს მაინც ჩვენი მთავარი იძლევა. ის მუდამჟამს საბრძოლო
შემართებითაა და ჯარს წამითაც არ ტოვებს უყურადღებოდ. ლევანი
ახლაც ციებ-ცხელებითაა ავად, წუხელის ხურვება ისე მოეძალა, ლამის
გონება დაჰკარგა მთავარმა, მაგრამ მაინც მხნედ უჭირავს თავი.
შედანი ოთხკუთხა კარავისკენ გაუძღვა სტუმრებს. ოდიშის
მთავარს ფერმიხდილ სახეზე მცირე ჩაქცევები შეატყო მამა არქანჯე-
ლომ, საჩქაროდ ციების წამალი დაალევინა სიცხისგან დაოსებულს.
- იქნებ დღეს არ ინებოთ ცხენისწყლის გადალახვა ლევან ბატონო,
მეშინია ხურვება არ მოგეძალოთ ისევ,- თავისი სააქიმო მოვალეობა
შეახსენა სტუმარმა მასპინძელს.
- პირიქით მამაო. სწორედ ასეთ დროს საგანგებოდ უნდა
შევაგელვო ულაყი მდინარეში, რათა ზოგიერთ მეორჭოფეს შიშის
გრძნობა გაუნელო. თავად თუ ხართ ომში ნამყოფნი მამაო?- დასძინა
ლევანმა.
- ერთხელ განვიცადეთ ამგვარი ბედნიერება. ფლორენციაში
მოღვაწეობისას ლუკა მედიჩს ვახლდი სიენის ლაშქრობაში, თუმცა
მაშინ ფიცხელ ომს გაგვარიდეს მთავრის მსახურებმა.
- შუა ომში აქაც არ მოგიწევთ ყოფნა დონ არქანჯელო,- ამ
სიტყვებზე მკვირცხლად წამოიმართა მთავარი და მსახურს თორ-აბჯარი
გამოართვა შესაკაზმად,- ჩემი სურვილი იყო საკუთრივ გენახათ
ოდიშელთა ამტანობა და ომის წესი. თუ ყველაფერს თქვენს წიგნში
ჩაიხატავთ დიდად მადლობელი დაგრჩებით.
ოდიშის მთავარმა ნასამხრალზე ჯარი აყარა და ცხენისწყალი სამი-
ქელაძეოს უბანში გადაკვეთა. ოტია მიქელაძემ არათუ უვნებლად
გაატარა მეგრელები, არამედ სურსათ-სანოვაგითაც მოამარაგა და მცირე
ამალით კაკასხიდამდე მიაცილა მრისხანე მეზობელი. აქ უკვე პაპუნა
ჩხეიძემ გამოიდო თავი. საოცარი ხელგაშლილობით შეეგება ის
ომახინად ამღერებულ ოდიშელებს და ყულის მიდამოებში გააშლე-
ვინა კარვები.
- უკვე იმერეთში ვართ მოწყალეო პატრებო, - სათნო ღიმილით
შეეხმიანა ლევანი პატრებს და შეზარხოსებულ მეომრებს უბრად
გადახედა.
- იმერეთის ბუნება და ხალხი ერთი შეხედვით დიდად არ
განსხვავდაება სამეგრელოსაგან. ასე რომ თქვენ რომ არ გეთქვათ ახლაც
სამეგრელოში მეგონებოდა თავი.
- მაგ მხრივ მართლაც ვერ გაარჩევ სამეგრელოს იმერეთისგან.
ჩვენი ჯარი მარტო ცხენისწყლის გადალახვით როდი ხვდება იმერეთში.
როცა ჩვენი მეომრები იმერეთისკენ მოეშურებიან შეუწყობლად,
არეული ხმებით მღერიან, როგორც კი საზღვარს გადაკვეთავენ იმერულ
ღვინოს ეძალებიან და მათ ნაზ სიმღერას რვალი ფოლადის წკარუნი
ემატება ხოლმე.
პაპუნა ჩხეიძის ბრძანებით უამრავი უშობელი და ხარ-კამეჩი
დაიკლა ჯარის გამოსაკვებად. ლევანმა სუფრაჯს კარვის გარეთ
გააწყობინა სადილი. ლუკმის გადაყლაპვაც ვერ მოასწრო ისე დალანდა
მისმა მახვილმა თვალმა გორაკზე შეფენილი ცხენოსნები.
- ესენი ვინ უნდა იყვნენ ნეტავი?- ფეხზე წამომხტარმა მამუკა
ბისკაიამ ხელი მიიჩრდილა შუბლზე და მონუსხულივით მიაშტერდა
საომრად შემართულ მეომრებს.
- იმერთა ბანაკიდან ჩემმა კაცებმა მამცნეს, რომ თავად გიორგი მეფე
აპირებდა ჩვენი ბანაკის დასაზვერად წამოსვლას. მე არ ვირწმუნე ეს
ამბავი, თუმცა როგორც ვხედავ არ შემცდარან ჩემი მსტოვრები,-
დაუნჯებით თქვა შედანმა და მატუტიას უბრძანა საჩქაროდ შეეკაზმა
ორი რაზმი.
- როდის აქეთ დაიწყეს იმერეთის მეფეებმა საბრძოლო ალაგის
დასაზვერად რიალი. ეტყობა ზომაზე მეტად გადაჰკრა ღვინო
გვირგვინოსანმა. ეცადეთ უვნებლად შეიპყროთ მეფე და ღირსების
შეულახავად აქ მომგვაროთ.
შედანი თავისი მეომრებით ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით
აიჭრა გორაკზე, რომ იმერლებმა მშვილდების მოზიდვაც ვერ მოასწრეს.
გიორგი მეფე თავისი მეფური სამოსით აშკარად გამოირჩეოდა
გვერდით მხლებ მზვერავთაგან. შედანი ჯიქურ მიიჭრა და ალყა
შემოარტყა დაბნეულ მეფესა და მის რაზმს. როცა ყველა გასაქცევი გზა
მოუჭრეს და თითოეული მომხდური სამიზნეში მოაქციეს შედანმა
დანებება შესთავაზა ბაგრატოვანს.
- ნაბრძანები მაქვს უვნებლად მიგიყვანოთ დანიშნულ ალაგს.
ისე თუ ინებებთ მეფევ ბატონო, რომ ჩემი მთავრის ბრძანება
უკუღმართად შევასრულო.
ნირწამხდარმა გიორგი მეფემ უხალისოდ გადასცა ოქროსყუიანი
მახვილი შედანს და თავის ამალასთან ერთად მორჩილად გაჰყვა
გვერდით ატუზულ ოდიშელ მეომრებს.
ოდიშის მთავარი დარბაისლურად მიეგება დატყვევებულ მეფეს და
გამაგრილებელი სასმელიც მიართვა მეფეთა წესისამებრ.
- მაინც რით ვერ მოინელე გიორგი ბატონო ჩემი დის
გაბედნიერების ამბავი. ჯერ იყო და სიმონ გურიელი დამიწუნე სიძედ.
ახლა როსტომ-ხანს აუხირდი ჭირვეული ბალღივით. თავადაც
ხომ მიათხოვე ასული გიორგი სააკაძის ვაჟს, მაგრამ არ ამიტეხავს
ავი-დარაბა. არც შენი და თეიმურაზის დამოყვრება აღმიქვამს ჩემს
წინააღმდეგ აგორებულ კამპანიად. მეტიც, მოგილოცე კიდეც
ალექსანდრეს დაქორწინება. ისე გამოდის, თითქოს შენი სამოყვარეო
კავშირები ქვეყნის სასარგებლოდ იკვანძება, ჩემი კი - საზიანოდ. თუმცა
იქ, სადაც საკუთარი ბიძაშვილი დის გათხოვებას არ მოგილოცავს და
სამტროდ მოგექცევა, სხვას რა უნდა მოსთხოვო პასუხი.
- როსტომ-ხანი გადაჯიშებული ბაგრატოვანი და ირანის შაჰის
ვასალია. მან ყაენის ჯარით თეიმურაზს ქართლ-კახეთის ტახტი წაართვა
და ქვეყანა ირანის ვალედ აქცია. შენ კი იმის მაგიერ, რომ გვერდში
ამოგვდგომოდი და პირსისხლიან აგარიანებს ერთობლივად
დავრეოდით, გადაგვარებულ ხოსროს მიეკედლე და მარიამიც მიათხოვე
სამადლოდ. ასე რომ თეიმურაზი სამართლიანად გემდურის. საჭირო
დროს სულ სხვა მხარეს აღმოჩნდი ოდიშის მთავარო.
- იმ ასაკში არა ვარ სხვათა რჩევითა და კარნახით რომ ვიმოქმედო
გიორგი ბატონო,- იუკადრისა მეფის ბრალდება ლევანმა,- თეიმურაზმა
თავისი სიჯიუტით დაჰკარგა ტახტი. ჯერ იყო და გიორგი სააკაძე
მოიმტერა, მერე თავის სიძეს, ნუგზარ ერისთავს სუფრაზე თავი
გაუჩეხა ღალატით. ახლა მე ამიხირდა უალაგოდ. მაინც როგორ უნდა
დავხმარებოდი თეიმურაზს, როცა მისმა ქვეშევრდომებმა არ ისურვეს
ბრძოლა და ფეხქვეშ ხალიჩასავით დაეფინნენ ირანელებს. ორპირობა
დასჩემდა ბოლო ხანებში ჩემს ბიძაშვილს. გიორგი სააკაძემ სამეფო
ტახტი ხონჩით მიართვა შენთან შემოხიზნებულს, მან კი ვერ შეიფერა
ეს ძღვენი და ბაზალეთის ომამდე მიიყვანა ქვეყანა. დღეიდან ქვეყნის
გაერთიანების გზაზე ჩემს მიერ დასახული გეგმით ვიმოქმედებ და არ
ვისურვებდი ამ გზაზე გადამიდგეს ვინმე. შენ კი, ვიდრე შენი ვაჟები
რიგიანად არ გაირჯებიან, ჩემი ტუსაღი იქნები.
იმერეთის სამეო ტახტის მემკვიდრეებმა როგორც კი შეიტყვეს
მამის დატყვევების ამბავი საჩქაროდ გამოეშურნენ მის დასახსნელად.
ყმაწვილებს თეიმურაზი აგულიანებდა ომებში ნაწრთობი სულისკვე-
თებით. ბარემ არ სურდა საკუთარ მამიდაშვილთან სახელდახელოდ
შებმა ლტოლვილ მეფეს, თუმცა იმ სასახლეში რა გააჩერებდა, რომლის
მასპინძელი მის მამიდაშვილს ჰყავდა სამარცხვინო ტყვეობაში.
მოქცეული. ფოკას მთებში ჩაუსაფრდნენ უფლისწულები ოდიშელთა
ჯარს. თავზეხელაღებული თავგანწირვით ეკვეთნენ ისინი მეწინავე
ცხენოსნებს, თუმცა პირველივე შეტაკებისთანავე სასტიკად
დამარცხდნენ და სირცხვილნაჭამნი ქუთაისის ცისეში ჩაიკეტნენ.
ლევანმა შეუფერხებლად ატარა ჯარი იმერეთის ველ-მინდვრებით
და კაკასხიდთან საზეიმო დახვედრა მოუწყო როსტომ-ხანს. მშვენივრად
უწყოდა ოდიშის მთავარმა, რომ რწმენით მაჰმადიანი ქართლის მეფის
სამეფო კარზე მაჰმადიანი ქართველები რომ ჭარბობდნენ ქრისტიანებს,
თუმცა მაინც ეუცხოვა ყიზილბაშური სამოსელით აღკაზმული
ქართველი დარბაისლების ხილვა. ოქროკემსით გაწობილ კარავში გამა-
რთეს თათბირი მოკავშირეებმა. როსტომმა ყაენის წერილი გადასცა
ლევანს, სადაც ირანის მრძანებელი ოდიშის მთავარს ვალეს ტიტულით
და საქართველოს ერთ- ერთ უდიდეს ხელმწიფეთაგანად მოიხსენიებდა.
თბილი დახვედრისა და მეგობრული ურთიერთმოკითხვის შემდეგ
ქართლის მეფემ გიორგის დატყვევება მიულოცა ლევანს.
-ვიცოდი, როგორც სიძეს მიდრულ საჩუქარს რომ მიმზადებდით
ლევან ბატონო, თუმცა ამნაირს მაინც არ ველოდი. მაინც როგორ
მოახერხეთ იმერეთის მეფის ამგვარად დატყვევება. ეტყობა სიმამაცის
გაკვეთილის ჩვენების სურვილი ჰკლავდა მეფეს, რაკი მცირე ამალით
აიჩემა დასაზვერად წასვლა.?
_ ეს პირველი შემთხვევა როდია იმერეთის მეფეთა დატუსაღებისა
როსტომ ბატონო,- შეიფერა ხოტბა ლევანმა,- ჯერ კიდევ
ბიძაჩემმა, მამია დადიანმა შეიპყრო ბრძოლის ველზე იმერეთის მეფე
ლევან პირველი. იმერელმა დიდებულებმა ისეთი ხანგრძლივი ვაჭრობა
გაუმართეს ბაძაჩემს, რომ იმერეთის მეფემ ციხეში ყოფნას ვერ გაუძლო
და აღესრულა კიდეც. ბაძაჩემმა თავისად დაიკავა ქუთაისი და სამეფო
ტახტზე როსტომ ბატონიშვილი დანიშნა. ჩემი აზრით შეცდომა დაუშვა
მამია დადიანმა, რადგანაც როსტომმა ტახტზე ასვლისთანავე ოდიშის
საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას მიჰყო ხელი. მამიას იმერეთის
სამეფო თავად უნდა დაესაკუთრებინა და ქუთაისიდან ემართა
გაერთიანებული სამეფო-სამთავროები. არ მსურს მამია გურიელის
შეცდომა რომ გავიმეირო. ვიდრე მეფე გიორგი სატუსაღოში მეყოლება
ვახტანგ გურიელის ვაჟი, ქაიხოსრო გურიელი ვაკურთხებინოთ
ეპისკოპოსს იმერეთის ტახტზე. მისი მეშვეიბით იოლად
შემოვიმტკიცებთ ბაში-აჩუკის ქვეყანას. ამის მერე იმერეთის სამეფოს
შუაზე გაყოფაც არ უნდა გაგვიჭირდეს ვგონებ.
- იმერეთი მუდამჟამს ქართლის ბაგრატიონების საუფლო იყო.
დადგა დრო ეს მიწა ისევ დაუბრუნდეს თბილისის მორჩილებას.
მაგრამ ვიდრე თეიმურაზი იქ დაბოგინობს გაჭირდება იმერეთის
უვნებლად შემოერთება. შენც არ შეგეპუა ჩემგან დევნილი მეფე. გა-
ვიგე ფოკასთან თავს დაგსხმია საყვარელი ბიძაშვილი, - ნიშნისმოგებით
ჩაილაპარაკა როსტომმა და ჟღალ წვერზე მოისვა ხელი.
- ფოკასთან მართლაც გამიმართეს მცირე ომი თეიმურაზმა და იმე-
რეთის უფლისწულებმა, თუმცა ვერაფერს გახდნენ ამ თავგანწირვით.
მხოლოდ იმას გამორჩნენ, რომ ასამდე იმერული ოჯახი დააობლეს
თავიანთი უნიათობითა და კუდაბზიკობით. ისე, გიორგის უმცროსი
ვაჟი, მამუკა ბატონიშვილი დიდი ხვანჯიანი ვინმეა. გამუდმებული
თავდასხმებით გვარიანად ამიწიოკა საზღვრისპირა მოსახლეობა. თუ
სადმე მოვიხელთე მამის გვერდზე მიუჩენ ადგილს იმ თავაშვებულს.
- მაგასაც მოევლება როგორმე,- მშვიდად აღნიშნა მეფემ,- მამუკა
ბატონიშვილზე უფრო აცვენილი მეამბოხეებისთვის მომიგრეხია კისერი
ლევან ბატონო. ახლა უმთავრესია ჩვენი სამოყვარეო კავშირი
ქორწილით დავადგინოთ. ყაენი დიდად მოხარულია ამ გარიგებით.
დასტურად ორმოცდაათი ათასი მარჩილი გამოგიგზავნა ფეშქაშად და
ჯამაგირის სახით ათასი თავრიზული თუმანიც დაგინიშნა. შენს
დიდებულებსაც უბოძა შესაფერისი ძღვენი.
- მადლობის მეტი რა მეთქმის მეფევ ბატონო. ვინძლო ამ
სამოყვარეო კავშირით ორივე მხარე ვიხეირებთ მალე, მაგრამ მანამდე
ერთი სათუთი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. ჩემმა დამ დაიჩემა,-
ერეტიკოს არ გავყვებიო, მირჩევნია სულაც არ გავთხოვდე, ვიდრე
გამაჰმადიანებულ როსტომს გავუზიარო სარეცელიო. იქნებ თვალის
ასახვევად აქაურ მღვდელს თქვენი მოჩვენებითი მონათვლის სცენა
შევასრულებინოთ.
- ყაბულსა ვარ,- ბავშვივით გახალისდა როსტომ-ხანი,- ცოტა ხნით
გაქრისტიანება არც მე მაწყენდა მთავარო.
კაკასხიდის თავში ფერიცვალების ეკლესია ეგულებოდა ოდიშის
კარის მოხელეებს. მატუტიამ სასწრაფოდ მოძებნა ეკლესიის მოძღვარი
და კატეგორიულოდ მოსთხოვა მისი მრძანებისამებრ ემოქმედა. უკეთუ
მის მოთხოვნას არ აღასრულებდა და მეფეს მოჩვენებითად არ
მონათლავდა, მწევარ-ძაღლივით მიუგდებდა მის თავს ოსმალოელ
ვაჭრებს გასაყიდად.
ურწმუნოებთან მოხვედრის შიშით შეპყრობილმა კარის მოძღვარმა
მარიამის თანდასწრებით თავი დაბანა როსტომ-ხანს. ლოცვაც ისე
თვალთმაქცურად აღავლინა, თითქოს სინამდვილეში ასრულებდა
მონათვლის რიტუალს. მარიამი იმდენად ღრმადმორწმუნე და
ღვთისნიერი იყო, რომ სიზმარშიაც არ დაიჯერებდა ასეთ მკრეხელობას
თუ ჩაიდენდა მღვდელი. თავისი ნების წინაამდეგ ათხოვებდნენ ისევ
დადიანის ასულს. სწორედ ეს მატებდა შავნაღვლიანობას მის
მთრთოლვარე სულს. თუმცა ქალური თვითკმაყოფილება მაინც
კიანთობდა მარიამის სათნო სხეულში. მისი გადედოფლებით ოტია
ბატონიშვილი ერთადერთი ქრისტიანი მემკვიდრე ხდებოდა ბაგრატო-
ვანთა სამეფო ტახტისა.

თავი ოცდამეერთე
სპილო

იმერეთის სამეფო კარმა დროულად აუღო ალღო ლევან დადიანის


შორსგამიზნულ ზრახვებს კოლხეთის სამეფოს ტიტულის ხელდასხმაზე
და უფლისწული ალექსანდრე სასწრაფოდ აკურთხა მეფედ. თეიმუ-
რაზმა ელჩიც გაგზავნა სტამბულში და ხონთქარს სთხოვა ლაგამი
ამოედო ოდიშის მთავრის ზღვარგადასული ხვანჯებისთვის, სანაცვლოდ
ირანთან მოსალოდნელი ომის შემთხვევაში თანადგომას და ქართლზე
გალაშქრებას ჰპირდებოდა. იცოდა მეფემ კახელები უკმაყოფილონი რომ
იყვნენ სელიმ - ხანის მართველობით და უკიდურესი გაჭირვების ჟამს
მას რომ მოიწვევდნენ სამეფო ტახტზე.
ლევან დადიანის მომძლავრება და მისი სეფიანთა ირანთან დაახ-
ლოება მხედველობის არედან არ გამოჰპარვია ოსმალეთის სასულთნოს.
ოსმალოელ მოენეებს არც სავაჭრო ხალათებში გადაცმული შაჰ-სეფის
მსახურების ზუგდიდში გახშირებული მიმოსვლა დარჩენიათ
შეუმჩნეველი. მათ ისიც აცნობეს მურად მეოთხეს, ოდიშის მთავარი
ყაენის წაქეზებით გონიოსა და ტირებოლეს მიმართულებით რომ
აპირებდა გაჭრას.
ოსმალეთი ყოველთვის შეშფოთებით უყურებდა ირანის მიერ შავ
ზღვაზე ფეხის მოკიდებას, მაგრამ ახლა როცა ეს საფრთხე ხელშესახები
გახდა სულთანი აქტიური ქმედების გზას დაადგა. მურად მეოთხემ
ირანთან ომი განაახლა და თავისი უშველებელი ჯარით ყარსის
მიდამოებში დაბანაკდა. აქ მას გურიისა და ოდიშის მთავართა მიერ
გამოგზავნილი ხარაჯა მოართვეს, თუმცა სულთანმა ეს ძღვენი არ
იკმარა და ორთავე მთავარს მასთან გამოცხადება უბრძანა. ზუგდიდში
მოვარდნილმა შიკრიკმა არზა მიართვა ლევანს;- შენ ჩემი მოხარკე ხარ
და რადგან ერევანი შენი სამეფოს მახლობლად არის, გევალება რომ
შენი ჯარით ჩემთან გამოცხადდე და ერევნის აღებაში დამეხმარო,-
იტყობინებოდა სულთანი.
ლევანმა თავის ხელდებულ მალაქია კათალიკოს შეუთვალა
უპასუხოდ დაეტოვებინა ოსმალეთის მბრძანებლის მოთხოვნა, თავად
კი მკვახე წერილი გაუგზავნა ხონთქარს; - მეგრელებს ვალად არ
გვადევს თურქების სამსახური, ამიტომაც სხვის ომში არც ახლა
გეახლებით. ჩვენ არაფრად ვაგდებთ თქვენა ძალას, და თუ მაინც

ხმელეთით ან ზღვით ჩვენს ქვეყანას მოადგებით ყველაფერს


გადავწვავთ, მთებში გავიხიზნებით და იქიდან გაგიმართავთ უმო-
წყალო ომს. მე ჩემს ქვეყანას იმავე კანონებით განვაგებ რაც მამა-
პაპათაგან მერგო სამემკვიდრეოდ და არც არავის ვურჩევ ჩემს
სახელმწიფოებრივ მართვაში ცხვირის ჩაყოფას.
ოსმალეთის სულთანმა სამართლიანად მიიჩნია ოდიშის მთავრის
ერევანში გამოუცხადებლობა, თუმცა მისი გაძალიანება გულში ბოღმად
დაირჩინა. იცოდა მურად მეოთხემ, რომ მეგრელები არაფრად
აგდებდნენ თურქების ძალას, ამიტომაც დუმილით უპასუხა ლევან
დადიანის უარს. რომც გადაეწყვიტა ოდიშის დაპყრობა ხონთქარს,
ამისთვის იმდენი ხარჯი და ცოცხალი ძალა უნდა გაეწია, რომ ამ
ხარჯად დაპყრობილი სამთავრო არც იღირებოდა.
იმერეთის ახალკურთხეულმა მეფემ დროულად მიიჩნია მის ხელთ
არსებული ყველა სახსარი გამოეყენებინა და მოხუცი მამა ლევანის
ტყვეობიდან დაეხსნა. ალექსანდრემ იმერელი დიდებულების რჩევით
დიდძალი გამოსასყიდი შეაძლია ოდიშის მთავარს, თუმცა ლევანი
შეგნებულად აჭიანურებდა მოლაპარაკებას. მას ჯერ კიდევ ჰქონდა იმის
იმედი, რომ თბილისში როსტომ - ხანთან მივლინებულ ქაიხოსრო
გურიელს იმერეთის სამეფო ტახტზე დასვამდა და უმტკივნეულოდ
შემოიერთებდა მეზობელ სამეფოს. მაგრამ მოგვიანებით ოსმალოების
მიერ ერევნის ციხის აღებამ და იმერლების შეურიგებლობამ აიძულა
ოდიშის მთავარი მოლაპარაკების მაგიდას მიჯდომოდა. ლევანი
დარწმუნდა, იმერეთის სამეფო არც ისეთი იოლი შემოსამტკიცებელი
რომ იყო, როგორც თავიდან ეგონა, ამიტომაც ორწლიანი პატიმრობის
შემდეგ დიდსულოვნად დათანხმდა მეფე გიორგის დილეგიდან
გათავისუფლებას.
შედანმა ლევანს ურჩია ამის სანაცვლოდ საჭილაძეოს და
სამიქელაოს მამულები გამოეტყუებინა ალექსანდრესთვის.
- ჭილაძეები და მიქელაძეები ისედაც ჩვენი ქვეშევრდომები არიან.
ეს კარგად გამოჩნდა ამასწინდელ იმერლებთან გადახდილ ომში. ამადაც
იოლად შეელევა ახალგაზრდა მეფე ამ საზღვრისპირა მიწებს,-
უჩიჩინებდა ის დღენიადაგ ლევანს.
ლევანს ეცოტავებოდა მარტო ახალი მამულების შემოერთებით
თავისი სამკვიდროს გაფართოება. მას სურდა იმერეთის მეფის
სახსარში ისეთი განძი მიეღო, რაც ოდიშის სამთავროს

ეკონომიურ წინსვლას გამოიწვევდა. ამიტომაც ერთხელაც გადაჭრით


უთხრა თავის ქვეშევრდომებს.
- თუ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოდ ვაქციოთ,
უწინარესად ვაჭრობის განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. იმერეთის
მეფეს ჩხარში სომეხი და ებრაელი ვაჭრები ჰყავს ჩასახლებული.
ისინი ხშირად დაიარებიან ირანსა და ოსმალეთში, საიდანაც ერთობ
საჭირო საგნები შემოაქვთ ქუთაისში. ალექსანდრეს უნდა მოვთხოვოთ
ეს ხალხი იქიდან აყაროს და სამეგრელოში წამოასხას. მათვის
საგანგებოდ რუხის ციხესთან ქალაქს გავმართავ და იქ დავასახლებ ამ
ჩარჩ-ვაჭრებს. თუ რუსეთი ზრუნავს სომხების ჩასახლებაზე და მათვის
უშურველად გასცემს სახსრებს, ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ სხვებს.
შაჰ-აბასმა კი ირანის მიწათმოქმედებისა და საგარეო ვაჭრობის
აღმავლობის მიზნით მთლიანად აყარა სომხური ქალაქ ჯულფის
მოსახლეობა და ისპაჰანის გარეუბანში გადაასახლა. მალე სომხები ისე
მომრავლდენენ, რომ ყაენის ბრძანებით გარეუბანს ახალი ჯულფი
უწოდეს, სომეხი ვაჭრები და ხელოსნები კი ყველანაირი გადასახა-
დისაგან გაათავისუფლეს.
ბჭობაზე გადაწყდა იმერეთის სამეფო კარისთვის დაუხანებლად
ეცნობებინათ ოდიშის მთავრის მოთხოვნა. ერთი კვირის თავზე რუხის
ციხის მიდამოები ებრაელ და სომეხ ვაჭართა ფარდაგებით აივსო.
ლევანმა ორთვალიანი ოდა-სახლები და ხის ფარდულები უსასყიდლოდ
გადასცა ძალად ჩამოსახლებულ სტუმრებს. მათ სიახლოვეს დუქნები,
ქამარ-ხანჯლებისა და იარაღების სახელოსნოები გაახსნევინა კარისკა-
ცებს.
ლევანს ისიც არანაკლებად ადარდებდა, რომ სამეგრელოში წესად
არ იყო ფულის ხმარება და აღებ-მიცემა საგნების ერთმანე-
თზე გაცვლით ხდებოდა. მან როსტომ-ხანს თბილისიდან გამოაშვებინა
ფულის მოჭრის ოსტატები და უმოკლეს დროში რუხის ციხის შუაგულ-
ში ზარაფხანა გამართა, სადაც ყოველწლიურად შაჰ-სეფის სახელზე
ათას ოქროს მონეტას ჭრიდა. ამ საქმის გაჩარხვაში თავად იარანის ყაე-
ნმა გაუმართა ხელი. ის ოცი ათასი მარჩილით შეეწია ოდიშის მთავარს,
თუმცა მარტო ამ ძღვენით როდი დაკმაყოფილდა სეფიანთა მბრძანე-
ბელი. ის ფულად დახმარებასთან ერთად სხვა გამორჩეული საჩუქრები-
თაც ანებივრებდა ლევანს. ერთხელაც მატუტიამ ნამწუხრევს საზეიმოდ
ახარა;
-ავთანდილ ბეი გესტუმრათ ლევან ბატონო ძვირფასი ძღვენით,-
კმაყოფილებისაგან ხელებს იფშვნეტდა სასახლის კარისკაცი.
- ასეთი რა ძღვენია ჩემო მატუტია გაოცებისაგან თვალები ბუსავით
რომ გაქვს გადმოკარკლული.
- სპილოა ბატონო. უზარმაზარი ინდური სპილო დააბოტებს სასა-
ხლის ბაღში,- ძლივს ამოღერღა მატუტიამ ყელზე მობჯენილი სათქმე-
ლი.
მიუხედავად დაუჯერებელი ცნობისა ლევანმა აუღელვებლად
გამოაღო აივნის კარები. ზღურბლზე ირანის ელჩი შეეფეთა გრაგნილით
ხელში. წიდელდოლბანდიანი ყიზილბაშის დანახვაზე უსიამოდ გაა-
ჟრჟოლა ლევანს. ელჩს უდაბნოს მწველი ქარისგან ისე ჰქონდა სახე
აცრეცილი და დამჭკნარი, რომ კეთროვანის შთაბეჭდილებას ტოვებდა
მნახველზე. სტუმარი თითქოს მიუხვდა ლევანის დაზაფრულ ფიქრებს
და გრაგნილის გადაცემისთანავე აივნის სვეტს ამოეფარა მოკრძალებუ-
ლი თაყვანისცემით.
- ჩემმა ბატონმა მხურვალე მოკითხვა დამაბარა თქვენთან. ეს
სპილოც გიფეშქაშათ როსტომ-ხანთან დამოყვრების დღის აღსანიშნა-
ვად.
- ამ ნობათისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ მისი
მოვლა-პატრონობა რომ არ ვიცით,- გადაკრულად თქვა ლევანმა და
ხილნარში ქშენით მობაჯბაჯე ცხოველს გაოცებული მზერა გააყოლა.
- სრულიად უწყინარი ცხოველია. ხილითა და ბოსტნეულით
საზრდოობს. მთავარია, წყალი არ მოაკლოთ. თუმცა მე ირანიდან
მესპილოე გამომაყოლეს, ბეისრაკული ჰქვია. სპილოს მოვლა ძვალ-
რბილში აქვს გამჯდარი, მაგრამ მარტო ამით როდი გამოირჩევა ის.
თავრიზში საუკეთესო ოქრომჭედლად ითვლებოდა ბეისრაკული. მისი
ნახელავით თვით ყაენი იწონებდა თავს,- მოჭუტული თვალები
ეშმაკურად აათამაშა ავთანდილ ბეიმ.
ლევანმა ახლაღა შეამჩნია გრძელკალათიან ხალათში გამოწყობი-
ლი ყიზილბაში, რომელიც სპილოს გამოჩენით აცვენილ ბავშვებს ხელის
ჯიკაობით იცილებდა თავიდან. ლევანმა თავისთან იხმო მესპილოე.
- სპარსულის გარდა სხვა ენა თუ იცი რომელიმე?- დაუნჯებით
იკითხა ოდიშის მთავარმა.
- ბერძნული ვიცი საყველპუროდ. ქართულადაც ვახერხებ აჭა-
გაჭით ლაპარაკს.
- თუ მასეა ჩემთან დარჩები, სამეგრელოში სანთლად ვერ ნახავ
სპარსული ენის მცოდნეს. ისპაჰანში გასაგზავნი წერილების შედგენაში
დაგვეხმარები. გარდა ამისა შარშან რუხში ზარაფხანა გავხსენი, სადაც
ოქროს მონეტაც მოვჭერი შაჰის სახელზე. შენი ცოდნა დიდად
წამადგება ამ საქმეში. ზარდახნის მწიგნობრადაც დაგნიშნავ და
გასამრჯელოსაც შესაფერის მოგცემ.
ბეისრაკულმა მორჩილების ნიშნად ხელები გულზე დაიკრიფა და
მდაბლად დაუკრა თავი ოდიშის მთავარს.
მიუხედავად შაჰის წყალობისა ლევანი მაინც არ გრძნობდა თავს
საიმედოდ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ავთანდილ ბეიმ თეიმუ-
რაზის მიერ კახეთიდან სელიმ-ხანის გაძევება ამცნო.
- ეს მერამდენედ უნდა დაიბრუნოს სამეფო ტახტი ჩემმა ბიძაშვი-
ლმა,- ნართაულად გადაუკრა ხილნარში ნაგვიანებად შემოსულ
სარდლებს ოდიშის მთავარმა.
- ოსმალეთის მიერ ერევნის აღებამ გაათამამა ეტყობა თეიმურაზი,-
ორჭოფულად შენიშნა შედანმა,- მაგრამ როსტომ-ხანმა რატომ მიუტევა
ეს თავხედური გამოხტომა?
- თავიდან როსტომს თეიმურაზის ტახტიდან ჩამოგდება
დაუპირებია, თუმცა ჩემს ბიძაშვილს ახლო ნათესაური კავშირები
შეუხსენებია ქართლის მეფისთვის და შაჰთან შუამდგომლობის გაწევაც
უთხოვია მისი კახეთის მეფედ დამტკიცების ხელშეწყობაზე.
- შეელია როსტომი კახეთს?- უკმეხად იკითხა მამუკამ.
- როსტომი ჭკვიანი მმართველია,- მოურიდებლად შეაქო ლევანმა
სიძე,- ჩანს მან არ ისურვა კახეთის გამაჰმადიანება. ჩემთანაც
არაერთგზის უთქვამს მეფეს, რომ კახეთის გამუსლიმებას უმალ
ქართლის მაჰმადიანურ სახელმწიფოდ გადაქცევა მოჰყვებოდა.
- განა თავად მაჰმადიანი არ არის როსტომი, რატომ ადარდებს
აგრერიგად ქართლის გამაჰმადიანების ამბავი?- მატუტია ჩაერთო
დარბაისელთა საუბარში.
- მაჰმადიანია, თუმცა მისი ხელთასხმით ჯერ არც ერთი მეჩეთი
არ აგებულა თბილისში, მაშინ როცა არაერთი ქრისტიანული ტაძარი
აიგო და განახლდა მისავე ბრძანებით. როცა მარიამმა სვეტიცხოვლის
ტაძრისთვის ჩამონგრეული გუმბათის აღდგენა დააპირა როსტომმა
დიდძალი სახსარი გაიღო ამისთვის. მან სამართლიანად არჩია
მაჰმადიან სელიმ-ხანს ქრისტიანი თეიმურაზი და ყაენსაც სთხოვა
დევნილი მეფის შემორიგება. ირანის შაჰმაც დაუთმო მეამბოხე მეფეს,
ათასი ოქროს თუმანი უთავაზა და ყველა ცოდვებიც დიდსულოვნად
შეუნდო, -დღეიდან შენ და როსტომმა მშვიდობიანად მართეთ თქვენ-
თქვენი ქვეყნებიო, - შემოუთვლია მბრაძანებელს ორთავესთვის.
- და ჩვენ რა ვქნათ ასეთ დროს?- მხრები აიჩეჩა შედანმა.
- თეიმურაზმა როგორც კი კახეთი დაისაკუთრა რუსეთში მიტრო-
პოლიტი ნიკიფორე გაგზავნა. კარგად ვიცნობ ჩემს ბიძაშვილს. მოსკოვის
მეფესთან ჩემს გათათხვას არ მოერიდებოდა თეიმურაზი. არც ყალბი
ცნობების მიწოდებას დაიშურებდა ის ჩვენს შესახებ. ირან-ოსმალეთის
ომიც ჩვენთვის კარგად ვერ აეწყო. ხონთქარიც მოვიმტერეთ ერევნის
გამო. ვიცი ის დაუსჯელად არ დატოვებს ჩემს ქმედებას. ასეთ დროს
უმოქმედოდ ვერ ვიქნებით. საზღვრები უნდა გავამაგროთ და ჯარიც
გავაძლიეროთ, თუმცა ეს საკმარისი როდია. ახალი მფარველის მოძიება
ჩვენც არ გვაწყენდა. სვანეთისა და ყაბარდოს ბილიკებით მღვდელი
გაბრიელ გეგენავა ელჩად მივავლინოთ მოსკოვის სამეფო კარზე.
ვნახოთ ერთი , როგორი მფარველობის კალთას გადაგვაფარებს ცივი
რუსეთი.

თავი ოცდამეორე
ანარკია.

ანაკლიის ციხის ორსართულიანი კოშკის სამზერებიდან შეუიარაღებელი


თვალით მოსჩანდაოსმალეთის საზღვაო ესკადრილია. ზღვის შუაგულ
სივრცეში ერთ რიგად ჩამწკრივებული ოცთაათნიჩბიანი,მაღალქიმიანი
ხომალდები მოზომილი სვლით უახლოვდებოდნენ მოლიპულ სანაპიროს.
ნავსადგურში მოფუსფუსე მებაჟეები ხმამაღალი შეძახილებითა და ხელების
გამალებული ქნევით ანიშნებდნენ მეზღვაურებს ანაკლიის ყურეში მოქცევის
ტალღის გამძვინვარებას, რომელიც პერიოდულად უფრო და უფრო
მასშტაბური ხდებოდა. გემის ქიმთან თავმოყრილი მენიჩბეები ნაპირიდან
გაფრთხილების გარეშეც ხედავდნენ გაავებული ზღვის უჩვეულო მოძალებას
და ხმელეთის სიახლოვით გულმოცემულნი გაორმაგებული შემართებით
უსვამდნენ ნიჩბებს, თუმცა გაშმაგებული ტალღების ტყვეობაში წინ გაჭრას
მაინც ვერ ახერხებდნენ. ხანგამოშვებით კი ზვირთების მძლავრი
ტორტმანისაგან სველ ბაქანზე წონასწორობას ვერ იცავდნენ და ერთმანეთს
ძალაუნებურად მოსისხლე მტრებივით ეხეთქებოდნენ.
ზღვაოსნების ყვირილი და იარაღის ჟღარუნი ავად ენიშნათ სადარაჯო
კოშკის ქონგურებში თავშეფარებულ ბიჭებს. კორკოტიამ და მამიამ
პირველებმა შეასწრეს თვალი თუ როგორ ცემდნენ მძიმე ხოფებს
ზღვაოსნები აბობოქრებულ ზღვას.
- ზღვა თუ ხვდება ამდენს და ღუზას არ აშვებინებს თავის წიაღში ამ
უწმინდურებს, ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა სტუმარსა და მტერს რომ ვერ
ვარჩევთ ერთმანეთისგან,- ხმადაბლა წაილუქლუქა კორკოტიამ და თაღოვანი
სათოფურიდან თამამად გამოჰყო თავი.
- იქნებ მოხეტიალე ჩარჩი - ვაჭრები გვესტუმრნენ, რა ხანია ცხენის
საკაზმები და ზანდუკები ხელს არ გამოუყოლებიათ,- თავი დაიმშვიდა მამიამ
და აღელვებულ კორკოტიას მზერა გაუსწორა.
- სავაჭრო ხომალდებს ამდენი აბჯროსანი მეომარი არ ახლავს ხოლმე,
თან ისე უკეთურად იბღვირებინ, რომ ავი ზრახვები სახეზე აწერიათ. ადრე,
სამეგრელოდანაც გაჰქონდათ თაფლი, სელი და ფიჭვის მორები, თუმცა ახლა
ამგვარი წვრილმანების გამო ამ სიშორეზე გამოცურვა არ უღირთ,- გაქნილი
ვაჭარივით გაისარჯა კორკოტია.
- აბა რისთვის შემორიალდნენ, რა დარჩენიათ ჩვენსას?
-რა დარჩენიათ და ჩვენი გოგო-ბიჭების მოპარვა თავიანთი
ჰარამხანებისა და ჯარის შესავსებად. ამ ბინძური საქმიანობით გვარიანად
მოითბეს ხელი.
მალე მეზღვაურების თავგამეტებამ თავისი გაიტანა და რამდენიმე
ხომალდმა წყალქვეშა მეჩეჩებისა და რიფების გვერდის ავლით გაჭირვებით
მოახერხა ანაკლიის ნავმისადგომთან მიცურვა.ხომალდები მოჭიმული
ბაგირებით საჩქაროდ მიაბეს ფიცარნაგზე აღმართულ სოლებს და ღუზებიც
ათ საზღვაო საჟენზე ჩაუშვეს ვიწრო ყურეში. ნაპირსამაგრი ზღუდეების
აგებისთანავე მძიმედ აღჭურვილმა მეზღვაურებმა ქვაღორღიან ნაპირზე
უხეიროდ დაიწყეს გადმოფორთხვა.
შორიახლო მოფუსფუსე მეთევზეები კოლხური სელისაგან მოქსოვილ
ბადეს ზიგ-ზაგებით შლიდნენ და ჩახეულ ნაწილებს შესაშური მოთმინებით
ნასკვავდნენ, მერე ერთიანი ძალებით შლამიან ქვიშაზე ჩასობილ პალოებზე
ფენდნენ და გულმოდგინედ ასუფთავებდნენ წვრილ-წვრილი კენჭებისაგან.
მზის ამოსვლამდე იმდენი ზუთხი ამოჰყოლოდა მათ სასროლ ბადეს, რომ
ისედაც ძირგამომპალ ნავებს თევზის სიმძიმით ლამის მთლიანად
ჩასცვენოდათ ძირი.
- ამათი თევზსაჭერი ნავები ისე ყოფილა გათვალული, რომ ბადეს
ამოყოლილი თევზი ისევ ზღვაში ადენდა ზღართანს. მამა არქანჯელომ ნავებს
წყალში ჩაშვების წინ ნაკურთხი წყალი ასხურა. ამის შემდეგ მებადურეებს
ხელხვავიანი თევზაობა დაებედათ. ნახე, ახლაც რამდენი ზუთხი
დაუჭერიათ!- არ მალავდა თავის აღტაცებას კორკოტია და ქვიშნარზე ტლანქი
ნაბიჯებით მიხვარხვალებდა.
- ესენი ისე არიან გართული თევზაობით, რომ ჯერაც არ შეუნიშნავთ
ნაპირზე გადმოსხმული ზღვაოსნები. ფეხს ავუჩქაროთ თორემ პირველებს
ამათ წაასხამენ ოსმალები სტამბულის მონათა ბაზარზე,- მხარი აუბა მამიამ
კორკოტიას და ფეხდაფეხ დაედევნა ძმობილს.
ბიჭებმა შორიდანვე შეამჩნიეს, რომ რამდენიმე მეთევზე აქტიური
სტვენით იყო გართული. ისინი მივიწყებულ რიტუალს შესაშური ოსტატობით
ასრულებდნენ და პირთამდე სავსე ნავსაც შეუსვენებლივ ცლიდნენ
თევზისგან.
- რა დროს სტვენაა, ოსმალები აქედან ორიოდე ვერსით არიან
დაშორებული-? მხრებს იჩეჩავდა მამია.
- უთუოდ ზღვაში აპირებენ შენავებას გაშლილი აფრებით, ასეთ დროს
კი უთუოდ ზურგქარმა უნდა დაუბეროს. ახლა ქარი ჩამდგარია, ინტენსიური
სტვენით კი ფრთამალი ზურგქარის გამოხმობას ლამობენ ძველი კოლხური
წეს-ჩვეულებით.
- გამარჯობათ თქვენი!- დიდი კაცივით მიესალმა კორკოტია მეთევზეებს. -
ასე როგორ გაგიტაცათ თევზაობამ, რომ ოსმალური გალერების შენაპირება
ვერ შეამჩნიეთ.?
მებადურებმა ახლაღა მიიჩრდილეს ხელები შუბლზე და ზღვის შორეთს
მოჭუტული თვალებით გახედეს. ერთხანს პროვინციული ინტერესით
ამჭირვალებდნენ ჩაფხუტიანი ოსმალების ზარდამცემ ყიჟინს. როცა
დარწმუნდნენ მათ არაკეთილგანწყობაში თევზაობას შეეშვნენ და ფარატინა,
მჩატე ნავებით ნაპირ-ნაპირ აუყვნენ რძესავით აქაფებულ წყალს.
- ის დროა განგაშის ზარი შემოვკრათ,- ყელზე მობჯენილ ბოღმას ვერ
იოკებდა მამია -,შენ მამა და დონ არქანჯელო გააფრთხილე, მე კი
სამრეკლოზე ავარდები მოკლე ბილიკებით.
კორკოტიამ დაფხრეწილ ქალამნებზე მიშვებული თასმები გულმოდგინედ
გადაიკვანძა და კისრისტეხით გაქანდა ციცაბო ბილიკზე. შინისკენ მიმავალს
ზარის გამუდმებული რეკვა ესმოდა. ალალი გულით უხაროდა მეგობრის
თავგამოდება, ცოტათი ინანა კიდეც მასთან ერთად რომ არ უხმობდა ხალხს
ზარების წკრიალით, თუმცა აწეწილი ფიქრები იმთავითვე მოიშორა თავიდან,
რადგანაც თავადაც მნიშვნელოვან ცნობას მიარბენინებდა სოფელში.
კორკოტიას მამას საგანგებო მისია ჰქონდა მინდობილი ლევან
დადიანისგან. მას მოჩვენებითი მზრუნველობა უნდა გაეწია სამეგრელოში
გამწესებულ ოსმალოელთა ელჩებისათვის და მტკიცედ დაერწმუნებინა ისინი
იმ უბრალო ჭეშმარიტებაში, რომ სამეგრელოზე უფრო ღარიბი და საცოდავი
ქვეყანა მეორე არ მოიპოვებოდა ახლო არემარეში. ამ რთული მისიის
სანაცვლოდ ომეხ კაგავას უფლება ეძლეოდა საკუთარი მწევრებითა და ქორ-
მიმინოებით ენადირა მთავრის უღრან ტყეებში. ზოგჯერ ისე გაიტაცებდა
ტყე-ღრეში ხეტიალი, რომ მისი ასავალ-დასავალი არავინ უწყოდა. მანამდე
არ გამოჩნდებოდა სამზეოზე, ვიდრე მოკლული ტახის ან ირმის თავს
საკუთარი ღობის სარზე არ ნახავდა წამოცმულს. ნანადირევით
გულაფრიალებული ომეხი მეუღლეს გადაჰკრავდა ხოლმე ცინიკურად;
- სრული ბედნიერებისათვის სამი რამაა საჭირო დადუ,- კარგი ცხენი,
უკეთესი ძაღლი და საუკეთესო მიმინო!
- ცოლ-შვილი რომ დაგავიწყდა ამ ცხოველების გადამკიდეს, მაგას არ
დაეძებ?- გაიბუტებოდა დადუ ბავშვური პირმოთნეობით.
- თუ ვაჟკაცს საუკეთესო ცხენი, მწევარი და თავქოჩორა მიმინო ჰყავს
ცოლ-შვილიც არხეინად ეყოლება უთუოდ.!- არ დაახანებდა პასუხს ომეხი და
თავისავე ნათქვამზე ისე გულიანად გადაიხარხარებდა, რომ დადუს
გაბუტულ ტუჩებზე ღიმილი ეფინებოდა.
კორკოტიაც ხშირად დაჰყვებოდა მამას კოლხეთის ჭალებსა და
ბალახოვან მინდვრებში სანადიროდ. ირმებისა და ეშვის დევნაში იწრთობოდა
მისი მეომრული სული. ზოგჯერ ნადირობის ეშხით სულწასული
მარტოხელაც გაიპარებოდა დაბურულ ტყეში და მამის ნაჩუქარი მშვილდ-
ისრით მუდამ ნადავლით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა. განსაკუთრებით
მწყერობის მოახლოებას შენატროდა კორკოტია. მწყერობისას
ბაზიერთუხუცესივით შეიმოსებოდა, მაჯაზე მოთვინიერებულ მიმინოს
დაისვამდა და თავის თანატოლებთან ერთად უმოწყალოდ დაერეოდა
უწყინარ ფრინველს. გამოცდილი მონადირეები ზედმიწევნით იცავდნენ
ნადირობის რიტუალს და ოჩონპინტეს სთხოვდნენ ბიჭებისათვის
ნადირობაში ხელის გამართვას.
-ოჩონპინტემ ინებოს იმდენი ფრინველი დაგეჭიროთ, რამდენი ბუმბულიც
ამ მიმინოს აქვსო,-აგულიანებდნენ ხელმარჯვე მონადირეები ჯერაც უწვერულ
ყმაწვილებს. ამგვარი რიტუალის აღსრულება ფრინველის დაუნდობელ
ხოცვას მოითხოვდა, რაც მიუღებელი იყო მამა არქანჯელოსთვის. ამიტომაც
პატრი მხურვალედ ეაჯებოდა ბიჭებს როგორმე დაეოკებინათ
ზღვარგადასული ჟინი და იმდენი ფრინველი მოენადირებინათ, რამდენსაც
საჭმელად იკმარებდნენ. კორკოტიაც უმალვე შეწყვეტდა მწყერის უთავბოლო
ხოცვა-ჟლეტას და დამნაშავესავით გაიტრუნებოდა. ბიჭს უცნაური ხათრი და
რიდი ჰქონდა პატრისადმი. მამა არქანჯელომ სულ მცირე დროში თავისი
თანალმობითა და აქიმობით მოსახლეობაში საყოველთაო სიყვარული
დაიმსახურა. განსაკუთრებით მაშინ იწამეს მისი სასწაულმოქმედი ძალა, როცა
უბრალო ქინაქინით შეძლებულ თავადს პეხუ ჩელიას ავადმყოფი მეუღლე
განუკურნა. გახარებულმა თავადმა საფასურად დიდძალი ოქრო-ვერცხლი
შეაძლია, თუმცა პატრმმა მისი თხოვნა შორს დაიჭირა. ის წამლობაში
სარგებელს და ანგარებას არასოდეს არ ეძებდა, მეტადრე იმ
დიდებულებისგან, რომლებიც ბავშვებს უსულგულოდ ცვლიდნენ თურქულ
ლარნაკზე. როცა თავადმა წმინდა სისხლის ბედაური მიართვა საჩუქრად
მამა არქანჯელოს, მან თავიდან დიდსულოვნად ისევ იუარა, თუმცა
მოგვიანებით ერთი სულის გადარჩენის სანაცვლოდ დათმობაზე წავიდა:
- თუ ასეა, მაშინ ის ბიჭი მიწყალობე ხვალ რომ თურქებზე უპირებ
გაყიდვას!- ჩუმად გაახმიანა პატრმმა თავისი ტკივილი.
თავადი მყისვე დათანხმდა ამ წინადადებას და ყმაწვილი ეკლესიაში
გააყოლა მამაოს. ამ ამბის შემდეგ მამა აწქანჯელოს სოფელში ღორონთიშ
კოჩი1 შეარქვეს.
კორკოტიამ პირველად უცხოელი მისიონერი ანაკლიის ნავსადგურში
იხილა. ეუცხოვა ბიჭს შავ ანაფორაში და თეთრ წინდებში გამოწყობილი
პატრის ნახვა და ენის ჩლექით უნებლიედ წამოცდა:
- ამ უკაცრიელ მხარეში ასეთი შორეთიდან რამ ჩამოგიყვანათ მამაო?
- ღვთის დიდებამ და ხალხის - სიყვარულმა შვილო,- უპასუხა მაშინ დონ
არქანჯელომ და თავზე ეაბბორა შეცფუნებულ ბიჭს.
მას შემდეგ კორკოტია ხშირი სტუმარი გახდა მისიონერთა რეზიდენციის,
რომელიც უმწეოთა თავშესაფარს უფრო წააგავდა, ვიდრე - საცხოვრებელს .
პატრი აქ თავის სულიერ ძმასთან, მამა ჯუზეპესთან ერთად მფარველობას
უწევდა სულგაყიდულ მებატონეთაგან გამოქცეულ ყმაწვილებს. ის
გამალებით ლიტანიობდა მათი სულთა გადარჩენისათვის და არავის არ
აძლევდა იმის უფლებას, რომ პატარა ქრისტიანები ურწმუნოებზე გაეყიდათ.

1
ღვთის კაცი

პატრებმა ყველაზე დიდ ცოდვად ყმებისა და ბავშვების მაჰმადიანებზე


გაყიდვა მიაჩნიეს და იმთავითვე შეურიგებელი ომი გააჩაღეს ამ უზნეო
სენის წინააღმდეგ. ისინი მწარედ მისტიროდნენ სტამბოლისაკენ მიმავალ
ქრისტიანი ყმაწვილებით დატვირთულ თურქების გემებს. მამა არქანჯელო
თავის ქადაგებაში უმოწყალოდ ამუნათებდა იმ წარჩინებულებს, რომლებიც
როგორც პირუტყვს ისე ეპყრობოდნენ თავიანთ ყმებს და სიხარბით
დაბრმავებულნი ორიოდე გროშის ფასად თავიდან იცილებდნენ. ეს
უკეთურები მხოლოდ ერის კაცების მოტაცება-გაყიდვას არ ჯერდებოდნენ,
ზოგჯერ თავიანთი უწმინდური ხელებით ღვთის მსახურებსაც ეხებოდნენ
და ურწმუნოებზე ყიდნენ. მამა არქანჯელო ხალხის ამგვარ უმსგავსო
ქმედებას მათი უმეცრებით ხსნიდა, ამიტომაც წირვა-ლოცვისას შეახსენებდა
ძეშეცთომილებს იმ ანბანურ ჭეშმარიტებას, რომ მაცხოვარმა ყველა ადამიანი
თავისი სისხლით დაიხსნა და მისი თავისუფლების ხელყოფის უფლება
არავის არ ჰქონდა. მალე მისიონერებმა ოდიშის მთავარსაც შთააგონეს
ტყვეთა სყიდვის მწარე ხვედრი. ლევან დადიანმაც გარკვეული ჭოჭმანის
შემდეგ აკრძალ ყმების გაყიდვა თათრებზე. პატრებმა ისე გაიხარეს ლევანის
გადაწყვეტილებით, რომ რომის პაპს აცნობეს თავიანთი მოღვაწეობის შედეგი,
თუმცა იმასაც ხედავდნენ, რომ ზოგ-ზოგებმა მაინც ვერ მოიშალეს მავნე
ჩვევა.
ახლაც, როცა კორკოტია საკუთარ ოდას უახლოვდებოდა, იმაზე
ფიქრობდა თუ სად ქადაგებდა ამჟამად ღვთის სიყვარულს მამა არქანჯელო:
სნეულთან, წირვა-ლოცვაზე თუ ნათლობაზე. ალაყაფთან მოფრუტუნე
ცხენების ხმაურმა მოზღვავებული ფიქრები გაუფანტა ბიჭს. მალე საიდანღაც
თურქული ენაგასატეხი სიტყვებიც შემოესმა. მელიასებური სიფრთხილით
აუარა გვერდი ბნელში მობორიალე ჩალმიან მეჯინიბეებს და ოდაში
შეპარვით შეალაჯა.
- კორკოტიას ვახლავარ, სად ხარ აქამდე, ასე უნდა სტუმარს დახვედრა?-
შებინდული მზერით შეეგება ღაბაბიანი ოსმალო წინკარში შემოფეთებულ
ბიჭს.

- ჩემს ჭერქვეშ შეფარებული სტუმარი იარაღს კარის კიდესთან ტოვებს


ხოლმე, შენ კი ისე შეჭურვილხარ, რომ ჯავშანის სიმძიმისგან ფეხზე
წამოდგომასაც ვერ ახერხებ,- ქარაგმულად გადაუკრა სიტყვა მამის იქ ყოფნით
გულმოცემულმა კორკოტიამ იბრაჰიმს, რომელიც ელჩის თანამდებობასთან
ერთად შიკრიკის მოვალეობასაც ითავსებდა ხოლმე.

- ეტყობა მგზავრობით დავიქანცე. ზღვაში ისეთი შტორმი იყო, რომ ასი


მილი ერთი კვირის მანძილზე ძლივს დავფარეთ ,- ეთაკილა ელჩს ბავშვის
მოურიდებელი სითამამე და ომეხს გახედა შეცფუნებით, რომელიც ჟანგიან
ლანჭაზე1 წვალებით ცდილობდა ჭანურის2 დაკიდებას.
- სად დაეხეტები შე ჭინკა 3, ამდენ ლაქლაქს გიჯობს ხმელი ფიჩხები
შეაშველო მამას,- მსუბუქად უსაყვედურა სამზადისში შემორიალებულმა
დადუმ შვილს და პურის მოზელილი გუნდები ქალური კოპწიაობით დააგო
ნაღვერდლით აშიშინებულ კეცებზე.
-ფუჩხოლია4 მინდა დედა,- ისეთი მიამიტური ხმით მოითხოვა
კორკოტიამ საჭმელი, რომ დადუს წყენამ უმალ გაუარა და ხის რძიან ჯამში
პურის ნატეხები ჩაუყარა ბიჭს.
პურის სურნელზე ისეთი მადიანი ნერწყვი მოადგა იბრაჰიმს, რომ
ცთუნებისაგან შავი აფრებივით ასხეპილ ულვაშებზე მეფურად გადაისვა
კოტიტა თითები. სამეგრელოში ყოფნისას ყველა ოჯახში ღომს აძალებდნენ,
რასაც ვერაფრით ვერ ეგუებოდა. დაიტანჯა კაცი ამ ცხელი ფაფის
გამუდმებული ჭამით. ახლა როცა პურის ოხშივარი მოვარდნილ ტალღასავით
ეცა, გუნება-განწყობა შესამჩნევად გამოუკეთდა და ლაპარაკის საღერღელიც
აეშალა.
- სადაური პურია ეფენდი?- დაუდევდად იკითხა იბრაჰიმმა და
ახალგამომცხვარ ფუმფულა პურს დაუკითხავად გადაწვდა.

- აქაური მოწეულია.
1
რკინის ჯაჭვი
2
სპილენძის ქვაბი
3
ეშმაკი
4
რძიანი შეჭამანდი

- ასეთი გემრიელი პური ამ ნესტიან მიწაზე როგორ მოიყვანეთ,- გაოცებას


არ მალავდა სტუმარი და ცხელ-ცხელი პურის ნატეხებს დაჭიანებული
კბილებით ლოშნიდა.
-ჩვენი ჭაობიანი მიწა მეტწილად უვარგისია, თუმცა აქაც მოიპოვება
მიწის სავარგულები, სადაც ხორბლის ჩინებული მოსავალი მოდის.
- და წელს როგორი პირი უჩანს მოსავალს?- ლუკმა დაადგა ყელზე იბრაჰიმს.
თითქოს გული კარნახობდა, რომ ამჯერადაც დიდად არ გაანებივრებდნენ
შეშაზე გამომცხვარი ცხელი შოთებით.
- პურის რა გითხრა, მაგრამ ღომმა არნახული თავთავი გამოიღო გიორგობის
თვეში. გლეხებმა წვიმების დადგომამდე კი მოასწრეს თავთავის გამოშრობაც
და ჩხვარუაც1, მაგრამ სულ ღომის ჭამით, შენი არ იყოს, ჩვენც დავილიეთ.
იმერეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო გზები შეკრულია და
ქართლიდან საკმაო რაოდენობის ხორბალი ვერ შემოაქვთ სომეხ ვაჭრებს.
იქნება თქვენ გამოიღოთ ხელი და პურის მცირე მარაგი მაინც შემოზიდოთ
სამეგრელოში?- ნიშნისმოგებით მიმართა ომეხიმ სტუმარს და გამურულ
კედელზე მიყუდებული ტაბაკი ჩვეული სისხარტით ჩამოიღო.
- არა ეფენდი, მაგას ვერ ვიზამთ!- შეშფოთებით შეიცხადა დესპანმა ,-
შარშან რტაპიზონიდან ხორბლით დატვირთული სამი ხომალდი მოვაყენეთ
ანაკლიას, თუმცა ისეთი დაბალი ფასი შემოგვთავაზეს, რომ უკან მოგვიწია
ტვირთის წაღება. გაცვლითაც ვერ ვიხეირეთ სარფიანად , ასე რომ არნახული
ზარალი ვნახეთ. როგორც ჩანს მეგრელები ისევე გადაეჩვიეთ პურის ჭამას,
როგორც ჩვენ - ღვინის სმას.
- რაც თქვენგან ზარალი გვინახავს სანაცვლოდ ამ ზარალს გადაიტანთ
როგორმე. ისე როდის აქეთ სვამდნენ ეს შეჩვენებულები ღვინოს, და რასაც
არ ეძალებოდნენ როგორღა გადაეჩვივნენ.?!- შინაურულად ჩაუმეგრულა
ომეხიმ მეუღლეს და თეთრი კრახუნა ალალი მასპინძელივით ჩამოუსხა
სტუმარს. იბრაჰიმმა აუჩქარებლად გამოართვა ღვინით სავსე თასი, გამოცდილ
მეღვინესავით დაყნოსა და მცირე ყლუპებად, გაუბედავად მოსვა. არ ეამა
ღვინის მწკლარტე გემო.
1
ცეცხვა.

სალახანასავით დაეჯღანა ისედაც გაბიჟვინებული სახე.


- დალახვროს ეშმაკმა!- ამისთანა მდაბიო ღვინოს ჩვენშიაც ხომ
დავლევდი?- მოურიდებლად გადმოაპურჭყა პირში დაგუბებული სასმელი
ოსმალომ და ღვინიანი ტუჩები საგულდაგულოდ მოიწმინდა ჭრელ-ჭრელი
ხალათის სახელურით.
ომეხის დანა პირს არ უხსნიდა, მაგრამ ეჭვის გასაქარწყებლად თავადაც
ერთი ჭინჭილა კრახუნა სულმოუთქმელად გამოსცალა.
- რას ერჩი აფენდი, ჩინებული ღვინოა,- ისეთი მოჩვენებითი
კმაყოფილებით გაიოცა ომეხიმ, თითქოს მართლა მეფეთა სანახებიდან
მოწეული ღვინო დაელიოს.
- რა ქენი შე კაცო, სტუმარს მდაბიო ღვინო როგორ შეაძლიე. ოჯალეშის
ჭურს თუ არ მოხსნიდი თავს კაბისონი მაინც გაგემეტებინა ამ
სულწაწყმედილისათვის!- გაწიწმატდა თავისებურად დადუ და მეუღლეს
ქოქოლა დააყარა მეგრულად.
- ამისთანა სტუმრის მოჩვევას უბეში გველის წიწილის მოთვინიერება
გერჩივნოს ჩქიმშენ1, გარდა ამისა წმ. გიორგის აღთქმა ხომ მივეცით
ოჯალეშის ჭური პეტრე-პავლობამდის რომ არ გაგვეხსნა. როგორც კი მაქსიმე
მღვდელი ჭურის თავზე ლოცვას აღავლენს და ერთ დოქ საზედაშე
ღვინოს ეკლესიაში გაგზავნის წმ. გიორგის სახელზე, მაშინ გაიხარე
თოლიგე, ოჯალეშის ჭურში ჩავახრჩობ ამ ღაბაბიან ოსმალოს.
- კი მაგრამ შარშან არ იყო გაძლიერებული ღომის ჭამაზე რომ გადაიყვანე
და კინაღამ გაამეგრელე ეს წვერცანცარა კაცი. ან ის არ კმაროდა აშმორებულ
ჭაობიან ბოლიკებზე და ამტუტებულ გუბეებზე რომ დაატარებდი წინა-
უკუღმა, ლოგინის ნაცვლად ნესტიან მიწაზე რომ დაუდე ბინა.
იქნებ ამ წელს მაინც დაგენდო ეს საცოდავი და ოხორეში 2 შეგეყვანა ღამის
გასათევად-, არ უკლებდა დადუ ენის ტარტალს და მეგრულ ტაბაკს ცხელი
მჭადები შემოუწყო კიდეზე.

1
ჩემი ცოდვით სავსე
2
სტუმრის მოსასვენებელი შენობა

- შენ ხომ იცი დადუ ამით ლევან დადიანის დავალებას რომ ვასრულებ
პირუთვნელად. საუკეთესო ღვინო და რჩეული პური თუ ვუწილადეთ ამ
უდღეურებს, ფიცრული სახლის მაგივრად სვეტებიან დარბაზებში თუ
დავუგეთ ქვეშაგები , მაშინ არსადაც არ წავლენ აქედან და ჩვენს მიწა-წყალს
თავისად გაიხდიან! ტყეებით მოცული ზღვის ნაპირი და გაუვალი ჭაობები
აუღებელი ციხე-სიმაგრის მაგივრობას კი გვიწევს ჯერაც, თუმცა ოსმალებმაც
ისწავლეს ჭკუა და ანაკლიას მოუხშირეს სტუმრობას, სადაც იმდენი ჭაობი
არაა, როგორც - ფაზისის მიდამოებში. დღეიდან მეტი ყურადღება და
მოქნილობა გვმართებს უთუოდ. ამიტომაც ჯერ სად ხარ, ამაღამ ლოგინის
ნაცლად ძონძებდაგებულ ფიცარზე რომ დავუფენ ქვეშაგებს ამ ოშმეშას 1, მერე
იხილოს ფერადი სიზმრები.
იბრაჰიმი ქართულს კი ამტვრევდა ჯახირით, მაგრამ მეგრულს ვერაფრით
ვერ აუღო ალღო. ამიტომაც ისეთი უდარდელი იერით შესციცინებდა
სარკმელზე მოვარდნილ თავსხმა წვიმას, თითქოს ცოლ-ქმარს შორის
გამართული დიალოგი მას არ ეხებოდა. არადა გულთმისანივით გრძნობდა
მასპინძლები არც თუ ისე სასიკეთოდ რომ ირჯებოდნენ მისთვის. უკარო,
ფარღალალა სახლის კუთხეში მიუჩინა დასაწოლი ომეხიმ იბრაჰიმს. ამას
ისიც დაერთო, რომ კოკისპირულმა წვიმამ ობმოდებულ სახურავში გაატანა
და ნახევრად გალუმპულ სტუმარს ნანატრი ძილი დაუფრთხო.
- ალაჰმა დასწყევლოს ეს მხარე! საჭმელი ამათ არა აქვთ და სასმელი,
ადამიანურ ძილსაც არ გაღირსებენ ეს ძაღლისშვილები,- ცოფიანივით
იღრინებოდა ელჩი და თავის მრისხანებას უმოწყალოდ ანთხევდა ბურუსით
მოცულ ღამეზე.
ელჩის დრტვინვა და ფორიაქი ისე აღელვებდა ომეხის, როგორც
ოსმალებს ადარდებდა ტანგარღვეული საქართველოს ბედი. ის
ხმალშეუხსნელად მიწოლილიყო ტახტზე და კორკოტიას ნაამბობს
აცნობიერებდა. დადუ ქსოვით იყოლიებდა დაზაფრულ გულს. დიდი ხანი არ
იყო რაც ამ ხელობას უძღვებოდა. თავიდან მატყლის ჩეჩვა და თითისტარზე
დართვა ისწავლა. მოგვიანებით კი ისე გაიწაფა, რომ ქარგვასაც მიჰყო ხელი.
1
ულვაშა

მის მიერ ჩიხტი-კოპით მოქარგული ბოლოგანიერი კაბები ახლო


სამოსახლოში დიდ მოწონებას იმსახურებდა. მუშტარიც მრავალი გამოუჩნდა,
თუმცა დადუ თავის ნაქსოვ-ნაქარგს უსასყიდლოდ ელეოდა. ბავშვივით
უხაროდა მისი ნახელავი სამოსელით რომ ირთვებოდა ნახევრადშიშველი
მოსახლეობა. ახლაც, გვიან ღამით , ჭრაქიანი მაშხლის შუქზე, ღვთის
სიყვარულით ქსოვაში ათენებდა, რათა ალიონზე ჭიშკართან გამოვლილი
გლახაკისთვის ახალუხი ან პერანგი მაინც დაეხვედრებინა.
თუმცა კორკოტიას მოუსვენარი სულის გადამკიდეს ძილი სათოფეზე არ
ეკარებოდა მაინც.
- სად დაძრწის აწყვეტილი კვიცივით ეს ცანცარა,- ხმადაბლა მოთქვამდა
დადუ, ერიდებოდა არ გაეღიზიანებინა მეუღლის ისედაც მოქანცული
სული. ომეხის კი ეჭვმიუცემლად სჯეროდა, რომ კორკოტიას მიერ
საკუთარი თვალით დანახული ოსმალური ფლოტილიის ანაკლიის
ნავსადგურში გაჩერება სასიკეთოს არაფერს უქადდა ქვეყანას. იბრაჰიმიც
არასოდეს არ ენახა ასეთი დაზაფრული და აღელვებული. იქნებ უმთავრესი
სათქმელი ჯერაც არ ჰქონდა გამხელილი სტუმარს. ყოველივე ეს ერთი-ორად
აფორიაქებდა მასპინძლის ისედაც აღგზნებულ ხასიათს.
გარიჟრაჟზე, რუხის ციხიდან ქვემეხების გამაყრუებელმა ბათქმმა
კარსმომდგარი საფრთხის სიცხადე კიდევ უფრო გაუმყარა ომეხის. ტახტიდან
წამოდგომაც ვერ მოასწრო ისე დაადგა თავზე ფეთხუმი და თმაგაჩეჩილი
კორკოტია. ბიჭი ისეთი სიხშირით აცეცებდა თვალებს, თითქოს შარა-გზაზე
მაზაკვალი1 ადევნებოდა კვალდაკვალ.
- სად დაბორიალობდი ბიჭო ამდენ ხანს, ან რომელ ლაფში
კოტრიალობდი ასეთი მონდომებით?- გაჯავრდა ომეხი შვილის
მოთხუპნული სახის შემხედვარე.
- ოსმალები კალიებივით შეესივნენ ჩვენს კარ-მიდამოებს ბაბა. ირგვლავ
ყველაფერს იკლებენ და აოხრებენ. დრანდის მონასტერი გადაწვეს
უღმერთოებმა. იქ დაცული კანდელები და ხატები შებილწეს. ზღვისპირეთის
მოსახლეობა დედა-ბუდიანად აიბარგა და მთებში გაიხიზნა.
1
უკუღმართი

ბევრმა სახლ-კარი თავისი ხელით გადაწვა. მე და მამია უმწეო ბავშვებს


და მოხუცებს ვეხმარებოდით. მუხლებამდის ტალახში ჩაფლულები მთელი
ღამე ხაბაკებს და ბოხჩებს ვეზიდებოდით ორთვალიან ურმებზე. უზომოდ
შეშინებულია ხალხი ბაბა,- სულმოუთმელად ჩაამთავრა სათქმელი
კორკოტიამ და დოქიდან მოთქრიალე ცივი წყალი ჩხრიალით ჩამოისხა
მოთხუპნულ თავ-კისერზე.
- რომელ ციხეს შეაფარა ხალხმა თავი?
- რუხის ციხეს ოსმალები შემოეწყვნენ. იქ ლევან დადიანია გამაგრებული
თავისი ციხიონით და მედგარ წინააღმდეგობას უწევს მტერს. ერთ-ერთი
შეტევისას შედანი დაჭრილა მსუბუქად, რამაც ისე გააცოფა ოდიშის მთავარი,
რომ გამთენიისას ციხის კარები განახვნა, მცირე რაზმით ალყა გაარღვია და
ორმოცამდე ოსმალო გაისტუმრა ყორნების საძიძგნად. ჩვენ ჭანისწყალს
აღმოსავლეთით ავუყევით და ჭაქვინჯის ციხეს ვუწიეთ. ციხე-სიმაგრე მაღალ
გორაკზეა აღმართული და კირის დუღაბით შეკრული გალავანიც საიმედოდ
არტყია გარს. ასე რომ თავისი მიუდგომელი ალაგის გამო ციხის აღებას
სარფთხე არ ემუქრება, თუმცა ციხისთავის არასაიმედო, მზაკვრული განწყობა
უფრო მაღელვებს. არავინ უწყის რას მოიმოქმედებს სამომავლოდ ეს ჩიჩიე 1
კაცი.
კორკოტიას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ისე მოადგნენ
წითელდოლბანდიანი ცხენოსნები თაღოვან ალაყაფს. ეზოში
შემოთქარუნებისთანავე რაზმის წინამძღოლი უსწრაფესად დაქვეითდა,
ახალგამოღვიძებულ ელჩს საიდუმლოდ ყურში რაღაც წაუჩურჩულა და
პასუხის მოლოდინში მწვანეზე ბოლთას ცემას მიჰყო ხელი. იბრაჰიმმა
ერთხანს იყუჩა, მერე ახალგაზრდული სისხარტით მიუხდა მამა-შვილს და
ელჩის კვალობაზე რიხიანად ჩაუპატაკა.
- ხონთქარი სრულ მორჩილებას ითხოვს ლევან დადიანისგან. ის კი თურმე
ხალხს აიარაღებს ჩვენს წინააღმდეგ. მისით დაშინებულ თავადებს კი ლამაზი
გოგო-ბიჭები ციხეებში გადაუმალავთ. აქვე ახლოს, ჭაქვინჯის ციხეში შენს
თანასოფლელებსაც შეუფარებიათ თავი. ციხის უფროსს თუ იცნობ, საბათარს?
1
უღირსი.

- ვიცნობ,- მოკლე პასუხით დაკმაყოფილდა ომეხი.

- ჰოდა თუ იცნობ საღამოსთვის იქ დამხვდი. ფაშას ვეზირთან ერთად


გეახლებით. იმედია, იქ მაინც გამოიჩენ სათანადო ყერადღებას. ციხემდე
მისასვლელ გზას კი უშენოდაც მივაგნებთ როგორმე. მეგზურადაც საიმედო
კაცი შევარჩიე უკვე,- სარკასტული ცინიზმით აიმაღლა ხმა იბრაჰიმმა და
ნიშნისმოგებით დაემშვიდობა მასპინძელს.

ელჩის გადიდგულებული ტონი ოდნავ ეჩოთირა ომეხის. გაგონილი


ჰქონდა, რომ იბრაჰიმი ოქროს დიდი მოყვარული იყო და სიმდიდრის ხელში
ჩასაგდებად არანაირ მზაკვრობას არ მოერიდებოდა, მეტადრე მაშინ, როცა
აბჯარასხმული მეომრების იმედით იყო გულმოცემული. ახლა კი ინანა
დადუს რჩევა რომ არ გაითვალისწინა და სტუმარს შესაფერისი დახვედრა არ
მოუწყო.

- ამ სალახანამ ციხეში თუ შეგვასწრო უთუოდ ცოდვის კალო


დატრიალდება. იბრაჰიმთან ერთად არც ციხისთავია სიწმინდის ორნამენტი.
მამა არქანჯელოს უნდა უხმოთ, იქნებ მისმა ღვთისმოსაობამ
კეთილისმყოფელი ზეგავლენა მოახდინოს საბათარზე და ხელი ააღებინოს
ტყვეთა გაყიდვაზე.
ვიდრე კორკოტია მისიონერის გზა-კვალს მიაგნებდა დადუმ ხელები
დაიკაპიწა და ქმარ-შვილისთვის სანოვაგის მომზადებას შეუდგა. ხის
დაწნულ ხონჩაში ფაქიზად ჩაალაგა მრგვალად მოხარშული დედლები,
დაშაშხული თათრი, რძეში ამოვლებული მრგვალად გადაზელილი
სულუგუნები და შოთის პურები. გვირისტით ამოქარგულ ქისაში კი კვესი,
სანთელი, კაჟი და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები მოათავსა ისეთი
რუდუნებით, თითქოს უსასრულო ომში ისტუმრებდა ოჯახობას. ეს ნაქსოვი
ქისა ომეხის ქამარზე ჰქონდა მიკრული და მგზავრობისას არასოდეს არ
იცილებდა ხოლმე.

- ბარემ მთელი დუქანი ამკიდე ქალო,- ხორხოცებდა ომეხი და ვერცხლით


მოჭედილ უნაგირზე გარდი-გარდმო ჰკიდებდა ტილოს შეკვრებს.
- იქნებ სადმე შემოგაღამდეთ და კოცონის დანთება მოგიწიოთ. შენზე
სულაც არ ვნაღვლობ, ტურასაც შეუჭამიხარ, ბიჭს არ შეემთხვას რამე!
-მაგაზე ნუ დარდობ დედაკაცო, ჭაქვინჯის ციხე აქედან ერთი დღის
სავალზეა, დაღამებამდე უთუოდ ჩავასწრებთ ჩვენი ფეხმარდი ცხენებით.
დროა შენც გაამზადო ბარგი- ბარხანა დადუ.
- მე აქ ვრჩები. აქაურობას ღვთის ანაბარად ვერ მივატოვებ,- ისეთი
თავდაჯერებით წარმოთქვა ეს სიტყვები დადუმ, რომ მის გადარწმუნებას
მამაზეციერიც ვერ შესძლებდა. არც ომეხის დაუწყია ხვეწნა-მუდარა და
კალთების ჩამოხევა.

-ჩვენ მალე დავბრუნდებით დადუ,- მხოლოდ ეს გასძახა მეუღლეს და


მამა აწქანჯელოს შესაგებებლად გაეშურა.
დადუ ქალური სიამაყით უმზერდა ფერდობზე ძუნძულით მიმავალ
შავ-ყაბალახიან ცხენოსნებს. ავი წინათგრძნობის მიუხედავად უყოყმანოდ
შინ დარჩენა არჩია. მისი ზვიადი ბუნება ვერ ურიგდებოდა იმ გარემოებას,
რომ ვიღაც გადამთიელები ასე ხელაღებით უნდა დაპატრონებოდნენ
უთვისტომოდ მიტოვებულ ოჯახს.
მხედრებმა საღამოსთვის უვნებლად უწიეს ფერდობზე შეფენილ
ციხესიმაგრეს. ციხის ქვედა ეზოში სახელდახელოდ გამართული ქოხები და
წკნელიანი კარვები იქ თავშეყრილი ხალხისათვის საკმარისი არ იყო.
ფარდაგიან ურმეზე ერთმანეთთან საცოდავად მიყუჟული თავსაფრიანი
დედაკაცები პატარების ღნავილს ვერ აუდიოდნენ და კოშმარული დღით
ზარდაცემულნი თავიანთ უბედურ დღეზე გაჩენას მისტიროდნენ. ღია ცის
ქვეშ უპატრონოდ მიგდებული მოხუცები წითელ კაბისონს წრუპავდნენ და
გარდასული ჟამის მოგონებებით ერთმანეთს ამხნევებდნენ. უცხოელი
მისიონერის დანახვაზე ბერიკაცები მყისიერად წამოიშალნენ და მოწიწების
ნიშნად ნაბდიანი ქუდები მოიხადეს. ისინი პატრს თავის კაცად მიიჩნევდნენ.
მისი გამოჩენით აღფრთოვანებულები სიხარულს არ მალავდნენ და ანაფორას
უკოცნიდნენ პატრს. გაოცებული სახეებით მომზირალი ცელქი ბიჭები
საჩვენებელ თითს იშვერდნენ მამაოს მისამართით და ხმამაღლა
გაჰკიოდნენ ;
- ღორონთიშ კოჩიქ ქუმორთ, ღორონთიშ კოჩიქ! 1
1
ღვთის კაცი მოვიდა,ღვთის კაცი!

ომეხიმ კარგად უწყოდა, რომ მამა არქანჯელოს ლოცვა- კურთხევით


მრავალი უქმად დარჩენილი ეკლესია ამოქმედდა სამეგრელოში. ის
დღენიადაგ ცდილობდა მართლმადიდებლებში საღმრთო სჯულის
გავრცელებას და თავის ლოცვებში საჯაროდ ამუნათებდა იმ
წარჩინებულებს, ვინც ქრისტიან ყმაწვილებს მაჰმადიან მოვაჭრეებზე ყიდდა.
მიუხედავად სიკეთის ქმნისა და უფლისათვის სულების შეძენისა მავანნი
მაინც გმობდნენ პატრის კათოლიკობას და ერეტიკოსად, მწვალებლად
რაცხავდნენ. უცხოელი მოთმინებით იტანდა მისდამი წაყენებულ
ბრალდებებს და სათნოებას ღაღადებდა ერთგულ მოწამეთა სულებში. ახლაც,
ციხის ეზოში თავშეყრილ ხალხს სასოებით აპკურებდა ნაკურთხ წყალს და
ქრისტეს სიყვარულს უქადაგებდა ვნების კვირაში.

- რა კარგად შეგისწავლიათ მამაო ქართული ენა,- არ დამალა თავისი


განცვიფრება ომეხიმ.

- ეს წვეთია ზღვაში. მალე ისე მინდა გავიწაფო თქვენს ენაში, რომ აქ,
სამეგრელოს შუაგულში, კოლეჯი დავაარსო და ქართული ენის გრამატიკა
შევასწავლო ბავშვებს.
- ილორის მადლმა, ასეთი ღვაწლით ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევთ
ჩვენს ხალხს,- გუნება გამოუკეთდა ომეხის,- უმრავლესობა ისე გადაეჩვია
წერა-კითხვას, რომ არც კი იციან "ვეფხისტყაოსნის" მადლიან სტრიქონებზე
რომ იზრდებოდნენ მათი წინაპრები. მარტო ბეჭის ტყავზე ნასწავლი
ქართულით შორს ვერ წავალთ. მართალია, ჩვენმა ქალებმა სათანადოდ იციან
ქართული ენა და ბავშვებსაც გადასცემენ თავიანთ ცოდნას, თუმცა უმეცრობის
მოსასპობად და დაქვეითებული სწავლა-განათლების ასაღორძინებლად ეს
მცდელობა საკმარისი როდია.
ომეხის დასრულებული არ ჰქონდა საუბარი ისე შემოესმა ბუკის ცემის
ხმა დასავლეთის კოშკიდან. მალე მათკენ მომავალი კარისკაცები შენიშნა.
ერთი შუბოსანი ჩქარი ნაბიჯებით დაწინაურდა და ცხვირწინ აესვეტა
მოსაუბრეებს.
- ციხისთავი სადარბაზოში გიხმობთ ორთავეს,- მდაბლად გადასცა
დანაბარები აბჯროსანმა და ჭვარტლიანი მაშხლით ნესტიან დერეფანში
გაუძღვა სტუმრებს.
საბათარი საშუალო ხნის, ბეჭებგანიერი, მზაკვრული შეხედულების კაცი
გახლდათ. თავისი მოკუმული, ვიწრო ტუჩებით და ხვლიკისებური
თვალებით გულარძნილ შთაბეჭდილებას სტოვებდა მნახველზე. მისი
ბოროტი გამოხედვა არც ომეხისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი, თუმცა
დიდსულოვნად არ აგრძნობინა მასპინძელს სახეზე აღბეჭდილი უსიამო
მზერის კვალი.
ციხისთავს ერთგვარი მოკრძალებული დამოკიდებულება ჰქონდა
სამეგრელოში გამწესებულ თეათინელთა მისიონისადმი. უტყუარ ცნობებზე
დაყრნობით ისიც მოეხსენებოდა, რომ პატრებს თავისი სახლი მისტიურ
თავშესაფრად ჰქონდათ გადაქცეული, სადაც თურქებზე გასაყიდ ბავშვებს
საიმედოდ მალავდნენ და ქრისტიანულ რწმენას აზიარებდნენ.
-თქვენისთანა ძვირფასი ადამიანების სტუმრობა დიდი პატივია
ჩემთვის!,- დაილია საბათარი მოჩვენებითი ქათინაურით და ქეჩგადაკრული
ლასტის ტახტზე მოასვენა ხანგრძლივი მგზავრობით არაქათგამოცლილი
სტუმრები.
- ციხისთავო, ლევან დადიანის ბრძანებამ თუ მოაღწია თქვენამდის!-
მცირეოდენი სულის მოთქმისთანავე საქმეზე გადავიდა დონ არქანჯელო..
- რომელ ბრძანებას ქადაგებთ მამაო, იქნებ შემახსენოთ?!- ირიბულად
გადაჰკრა საბათარმა სიტყვა.
-სამეგრელოს მთავრის სახელით უფლებამოსილი ვარ გაუწყოთ, რომ ის
ვინც დაემორჩილება ოდიშის სამთავროში შემოჭრილ ოსმალებს და ტყვეებს
მიჰყიდის, სასტიკად დაისჯება!- ჩაამთავრა პატრის ნაუბარი ომეხიმ და
ბეჭედდასმული ფირმანი გადასცა ციხისთავს.
საბათარი ოდნავ აიმღვრა. ემოციისგან ოფლი ღვარივით მოასკდა შუბლზე.
ის არ იყო ჩვეული საკუთარ სამყოფელში სტუმრისგან ესოდენ უდიერ
მოქცევას, თუმცა ამჯერად მასპინძლის ეტიკეტს არ უღალატა და გაშლილი
გრაგნილი მოჩვენებითი გაოცებით ჩამოართვა ომეხის.
- მე რატომ მიკითხავთ ამ ფირმანს, ფიქრადაც არ გამივლია ლევანისადმი
ღალატი? უბრალოდ, ჩემი რჩევა რომ შეესმინა მთავარს ოსმალები კიდევ
დიდხანს ვერ გაბედავდნენ ჩვენს მიწაზე ფეხის დადგმას.
- ასეთი რა ურჩიე ლევან ბატონს , რომ ყურად რომ შენი დარიგება
ყურად არ იღო,- ცინიკურად ჩაიღიმა პატრმმა.
- შარშან ოსმალეთის სულთანმა ლევანს მოსთხოვა კაზაკებისთვის
თავშესაფარი არ მიეცა. ამასთან ერთად თავისი ჯარის სამსახური და
ანაკლის ნავმისადგომის გადაცემა მოითხოვა, რათა კაზაკთა თარეში
ერთობლივად აელაგმათ. მაგრამ ოდიშის მთავარმა შემოთავაზებული გეგმა
დაიწუნა და თავად შეუდგა ზღვისპირა საზღვრების გამაგრებას. ხონთქრის
გაღიზიანება იმანაც გამოიწვია, რომ ერევნის ციხის ალყისას ლევან დადიანმა
საჭიროდ არ ჩათვალა საკუთარი ჯარით ოსმალებს მიშველებოდა. ამ
ნაბიჯით მეზობლების თვალში თითქოს მის უფლებამოსილებას უთუოდ
ჩრდილი მიადგებოდა. რაც შეეხება მის ბრძანებას ის აქ არ ჭრის. ჩემი ციხის
ბატონ-პატრონი მე ვარ და ჩემს ყმებს როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ისე
მოვექცევი,- ხმაში სიმტკიცე გაერია საბათარს და მეტი დაუმორჩილებლობის
ნიშნად ხელები ჯვარედინად გადაიკეცა გულ-მკერდზე.
- იქნება ოსმალეთის სულთანი იმან გაანაწყენა, რომ შესაფერისი
რაოდენობის გოგო-ბიჭები ვერ მიაწოდე ჰარამხანისთვის,- ცინიკურად
გადაჰკრა მამა არქანჯელომ საბათარს.
სტუმრებმა დარბაზობა დამთავრებულად ჩათვალეს, ცივად
დაემშვიდობნენ ციხისთავს და ეზოში მოფუსფუსე ხალხში გაერივნენ.
- ვინ იცის რა ელის ამ საცოდავებს ხვალ?- ფიქრობდა თავისთვის
კორკოტია და ნაბიჯით არ შორდებოდა მიუსაფარ გლეხკაცებს შორის
დინჯად მოსიარულე პატრს. საიდანღაც იავნანას ხმა
შემოესმა ბიჭს. გულმოკლული ხმით მღეროდა ქალი.
- ბაბა, თურქი დედები როგორ იავნანას უმღერიან თავიანთ ბაღნებს?,-
მიჩქმალული ხმით იკითხა კორკოტიამ.
- როგორს და ქურდობის იავნანას - შვილო !
- ეგ როგორ მამა?
- როგორ და აკვნის რწევისას დედები ასე წაიღიღინებენ ხოლმე:

" იავნანა, იავნანა, იავნანინაო,


გაიზარდე შვილო ქურდი, იავნანინაო!"

- შვენშიც ხომ ურევია ისეთი უკეთურები , ბავშვების მოტაცებაში ოსმალებს


რომ აფარებენ ხელს ბაბა?- არ ისვენებდა კორკოტია.
- კი ურევია ბაბა!
- იმათთაც ქურდობის ნანას უმღეროდნენ დედები?
- არა ბაბა, იმათ მეგრულ ნანას უმღეროდა დედა, მაგრამ ყველას
ერთნაირად ხომ არ ჩაესმის ძილისპირული,- ალალად გაეღიმა ომეხის და
შვილს ქოჩორზე გადაუსვა ხელი.
ჭაქვინჯის ციხის კოშკებზე მოკიაფე ოვალისებური მთვარე კი მსუბუქად
ჭყუმპალაობდა ნაოჭებივით დაღარული ღრუბლების თავზე და თავის
მილეულ სინათლეს უნიათოდ აწვდიდა ჩამობნელებულ ველ-მინდვრებს.
ჭრიჭინას გაბმული სტვენა და ციცინათელების ელვარება იდუმალ ხიბლს
მატებდა ირგვლივ ჩამოწოლილ უკუნეთ ღამეს და ძილის ბურანში ხვევდა
ციხეში შეხიზნულებს. კორკოტიას კი რული არ ეკარებოდა. დადუს სახლში
მარტოდ დარჩენას ნაღვლობდა ბიჭი. მწარედ ნანობდა თავის საქციელს იმ
უბრალო მიზეზის გამო, რომ უსიტყვოდ დამორჩილდა უფროსების ნებას და
თავისი არ გაიტანა.
- კორკოტია, კორკოტია!- გალავნის უკანა მხრიდან ნაცნობი ხმა შემოესმა
ბიჭს. კორკოტიამ სმენა დაძაბა და ძახილში მამიას ხმა შეიცნო. ათას ხმაში
გამოარჩევდა სიყრმის მეგობრის ჩახრენწილ ხმას.
- მამია შენ ხარ?!- ყრუ ხმით გასძახა თანაშეზრდილს და ხელის ცეცებით
ბნელ ღამეს გაუყვა.
- ხო, მე ვარ!
- აქ რას აკეთებ?
- იბრაჰიმს ავედევნე მალულად. შუა ღამით ელჩი და ფაშას ვეზირი
საიდუმლო მისიით ციხეში ესტუმრნენ საბათარს. უთუოდ უკეთური
განზრახვა აქვთ გულში ჩადებული. ჩემი ღრმა რწმენით ახლაც ერთმანეთში
უნდა თათბირობდნენ ეს ეშმაკის მოციქულები.
- სოფლის რა ისმის?
- სოფელი უკაცრიელ უდაბნოს დაამსგავსეს ოსმალებმა. დაუნდობელი
მძვინვარებით გადაბუგეს იქაურობა. თქვენი ოდაც ცეცხლს მისცეს. დედაშენი
კი ანაკლიის მიმართულებით გაიტაცეს. ხვალ აპირებენ ტყვეების წასხმას
ტრაპიზონში. ამბობენ იმდენი ტყვე შეიპყრეს ამ უღმერთოებმა, რომ
ხომალდებში ვერ ეტევიანო საცოდავები.
- კორკოტიამ საშინელი ტკივილი იგრძნო გულის არეში . დადუს
თაფლისფერი თვალები აკიაფდნენ ბიჭის მეხსიერებაში, თითქოს
ევედრებოდა დედა რამე ეღონა მის დასახსნელად, რათა ხვალიდან ამ
თვალებში ქართული ცის ელვარება სამუდამოდ არ ჩამქრალიყო. ცრემლი
მოაწვა ქუთუთოებზე ბიჭს. ერთი სული ჰქონდა ქვითინით ამოეყოლებინა
დაზაფრული გული, მაგრამ მეგობრის ხათრით გულჩვილობას არ მიეცა. მამია
უსიტყვოდ მიუხვდა თანატოლის გულისთქმას და მისავათებული ხმით
ცრემლსავსე ბურანიდან გამოიხმო ბიჭი.
- აქვე, შესასვლელი კარის გასწვრივ განიერი გვირაბი უნდა იყოს,
რომელიც სავარაუდოდ ციხის საყარაულო კოშკში გადის. ჯერ ამ
უკეთურების თათბირს მიუგდოთ ყური და მერე ციხიდან გაქცევის გეგმაც
შევიმუშავოთ.
ბიჭები ფეხაკრეფით აუყვნენ ბნელი გვირაბის ხვეულებს და საძრომი
ხვრელით ქვის კამარემით გადახურულ კოშკში ამოყვეს თავი. ქვიტკირის
კედელში დატანებული სარკმლიდან ბიჭების ყურამდე ზუზუნით აღწევდა
ნაცნობი ხმები:
- ამდენი ტყვე რატომ გადამალე ციხისთავო? შენ ხომ იცი სამეგრელო
ხონთქარს ეკუთვნის და მის ბრძანებას უნდა დაემორჩილო უსიტყვოდ.!
- ეს უმწეო ხალხი მე არ გადამიმალავს ვეზირო,- საბათარის ხმა შეიცნეს
მიჭებმა. ისინი თავისი ფეხით მოვიდნენ ჩემთან. მე მხოლოდ თავშესაფარი
მივეცი თქვენგან დევნილებს, აბა ტყეში ხომ არ დავაგდებდი მხეცების
საჯიჯგნად?!
- ხომ იცი, თუ დაკისრებულ ხარკს დროულად არ გადაიხდი ახალციხის
ფაშა ერთი-ორად გაზღვევინებს ურჩობას!
- მაინც რას ითხოვს ჩემგან ფაშა?
- ათი ქალ-ვაჟი და სამასი ეკიუ ვერცხლი გმართებს მისი. ყოველივე ამას
ოცდაათი ბადია აბრეშუმიც უნდა დაამატო. თუ ორიოდე დღეში ფაშას
სურვილს არ აასრულებ იძულებული ვიქნებით ზარბაზნებით შემოვეწყოთ
შენს ციხეს.
საბათარმა მშვენივრად იცოდა, რომ ოსმალებს ქვემეხები არ გააჩნდათ.
ფალია თოფების ამარა კი ციხესიმაგრის კარიბჭეს ვერ შელეწავდნენ
წითელჩალმიანები, თუმცა შიშმა მაინც წაახდინა ციხის უფროსი. ამასთან
ერთად ანგარებამაც მოიცვა მისი ცოდვილი სული. ტყვეები თავსაყრელად
ჰყავდა ციხეში და ათი ქალ-ვაჟს ნაცვლად ოცის შეგროვებასაც მოახერხებდა
როგორმე. დანარჩენი ტყვეების გაყიდვით კი თვითონაც გვარიანად
იხეირებდა. რაც მთავარია მისი ანგარიშითა და გამოთვლით ამ ქმედებაზე
თითქოს არავინ არ განიკითხავდა, ვინაიდან ოცი
სულიერის გასხვისებით ასობით ქრისტიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა.
იქნებ ამ მოჩვენებითი მოწამეობრივი ნაბიჯით ხალხის თვალში მხსნელის
მანტიითაც შემოსილიყო.
- გადაეცი ფაშას, რომ მე გულით ოსმალო ვარ და არა - მეგრელი,
ამიტომაც უყოყმანოდ შევასრულებ მის ბრძანებას,- გადაჭრით თქვა
საბათარმა საბოლოო სიტყვა.
ბიჭებმა საბათარში ტიპიური გამყიდველი ამოიცნეს. გულგახეთქილებმა
მყისიერად გააფრთხილეს უფროსები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ,
თავად ოთხკუთხა გალავანის დამრეც ფერდობს ჩაუყვნენ და მისი მიმდებარე
ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკეს, თუმცა ცენტრალური კოშკის კედელთან
ფხვიერი მიწით დაფარული შვერილების გარდა ისეთ ვერაფერი მოიძიეს,
რომ ტყვეების გაქცევა მოახერხებინათ. მალე საბათარის ბრძანებით ციხის
სამივე კოშკის კარი ურდულებით ჩარაზეს და ორზღუდიან გალავანზე
მეციხოვნეებიც ჩააყენეს, რამაც კიდევ უფრო გაართულა ციხიდან გაქცევის
მცდელობა.
გამთენიისას მაცნემ დიდი რიხით აუწყა შეხიზნულ მოსახლეობას
საბათარის უსტარი:
- ხალხო, ხონთქარი თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლის გამკითხავია.
მისი სურვილია ოცი
ბავშვი ჩვენი ბანაკიდან ოსმალეთში გაიყოლიოს. ჩვენ მოვალენი ვართ
მორჩილად აღვასრულოთ მისი დაჟინებული წადილი. უარეს შემთხვევაში
ყველას სტამბულის ბაზარზე მონებად წასხმა გველოდება.
უსტარის წაკითხვას სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. მეციხოვნეებმა მშიერი
მზერა გადაავლეს შეცფუნებულ მოსახლეობას და ცოფიანი აფთრებივით
დაიწყეს თარეში. მათ შორის განსაკუთრებული გულქვაობით ერთი ახმახი
ოსმალო გამოირჩეოდა. ის შეუბრალებელი სისასტიკით აგლეჯდა
გულწასულ დედებს თოთო ბავშვებს მკერდიდან და რკინის სალტეებით
დაგმანულ ურემში ათავსებდა. ქალების კივილი და უსასოო მოთქმა არანაირ
შეცოდებას არ იწვევდა მასში. ასისთავი გახელებული დაეხეტებოდა
ჩარდახიან ურმებს შორის და უსიცოცხლო თვალებით მორიგ მსხვერპლს
ეძებდა. ციტადელთან ახლოს ერთმა პირმშვენიერმა ქალმა მიიპყრო მისი
ყურადღება. ძაძებში გახვეული დედაკაცი იმედდაწრეტილი სასოებით
იხუტებდა გულში პატარა გოგონას და საიმედო ადგილზე ლამობდა
გადამალვას.
- ასეთმა ლამაზმმა და მოხდენილმა ერთ შვილზე მეტი რატომ არ
გააჩინე?- იქედნური საყვედურით მიუხდა ასისთავი მგლოვიარე ქალს და
შემოფლეთილ ძონძებში გახვეულ ჩვილს ისე წაეპოტინა, თითქოს
ახალმოგებულ ბატკანს ექაჩებოდა ფარეხიდან.
- თქვენს გასაწყვეტად კიდევ მოვასწრებ ბევრის გაჩენას!,- არამიწიერი
ხმით იკივლა შაოსანმა და ახალუხის სახელოში ჩამალული მოკლე სატევარი
ისეთი სისწრაფით აძგერა კისერში მომხდურს, რომ ოსმალომ ჰაერში ხელის
გასავსავება მოასწრო მხოლოდ.
კისერგამოღადრული ასისთავის დანახვაზე დოლბანდიანმა ჩაფრებმა
თავი ვერ შეიკავეს და თმებით ათრიეს გონწასული დედაკაცი.
- აიტ, თქვა დინაფილიშ შურეფ!, 1- თოფის წამალივით იფეთქა ომეხიმ და
მათრახის ტყლაშუნით დაერია მეციხოვნეებს. იძალეს საბათარის მცველებმა
და ვაივაგლახით მოახერხეს პირგამეხებული ომეხის განიარაღება. მამა
არქანჯელო და კორკოტია საკუთარი სხეულით გადაეფარნენ ომეხს და არ
დაანებეს კაციპარიებს წაქცეულის ცემა.
ავარდნილ ჩოჩქოლზე ეზოში ციხისთავი გამოენთო იბრაჰიმთან ერთად.
გათოკილი ომეხის დანახვაზე ელჩს მზაკვრული ღიმილი მოეფინა სახეზე,
საბათარს შინაურულად გადაულაპარაკა და ატეხილი შფოთის მოლოდინში
გიშრისფერი მძივებით ასხმული კრიალოსანი მარცვალ-მარცვალ აათამაშა.
საბათარი ერთხანს მომლოცველივით იცქირებოდა ცაში, უცებ ბოროტი
მზერა შეავლო გაკოჭილ ომეხის და უკმეხადა დასჭყივლა.

1 აიტ,თქვე დაკარგულის სულებო!

- ყველამ რაღაც დოზით მსხვერპლი გაიღო სხვათა გადასარჩენად. შენი


კორკოტია ვითომ რითია გამორჩეული აქ რომ დაბოგინობს. შენს ხელში
სულ დაჩიავდება ბიჭი, აი სტამბულში კი მისგან კარგი იანიჩარი დადგება.
ციხისთავის ნიშანზე ჩაფრები კორკოტიას ეცნენ, ზურგსუკან გადაგრეხილ
მკლავებზე ხუნდები დაადეს და ურემში პირუტყვივით დაამწყვდიეს.
შვილის ბედით გულშეძრული ომეხი დაჭრილი მხეცივით ხრიალებდა და
სიმწრით გამოზრდილ პირმშოს მისტიროდა. ხელიდან ეცლებოდა ის,
ვისთვისაც ცხოვრობდა და აზროვნებდა. რა პირით ეჩვენოს დადუს, და თუ
საერთოდ ეღირსა მეუღლის ნახვას როგორ გაუმრთელოს გახლეჩილი სული.
უსაშველოდ გაიწელა წამები. შორიახლოდან ლოყებდაკაწრული დედაკაცის
დაჟინებულ მზერას წააწყდა. ეს ხომ ის ქალია ხუთი შვილიდან ყველაზე
ლამაზი, ხუჭუჭა პატარა რომ წაართვეს. როგორი შეღონებით იცქირება,
თითქოს ნიშნისმოგებით ეუბნება ომეხის:
-შენი შვილი რითი სჯობს ვითომ ჩემსას, დაე ჩემსავით გოლმოკლულმა
გათელე დაჩენილი ცხოვრების ბილიკი!- მაგრამ საბათართან ეს სიტყვები
დასცდა შაოსანს.
- ციხისთავო, ამას ერთი ჰყავს, მე კიდევ - ხუთი. ისევ ჩემი წაიყვანეთ,
ცოდვაა ბიჭის დედა!- და ორიოდე წლის გოგონა საკუთარი ხელით გადასცა
ურჯულოებს.
* * *
ჭაქვინჯის ციხის ციცაბო ფერდობიდან თავჩაქინდრული მხედრები
ლაფშურად ეშვებოდნენ მტვრიან თემშარაზე. კორკოტიას გულს უწვრილებდა
ტყვეებით დატვირთული ორთვალა ურმების ჭრაჭუნის ხმა და იქიდან
მომზირალი პატარების გაოგნებული სახეების ხილვა. საბათარმა შეწირული
ხარკის შეგროვებისთანავე თავისთან მყოფი ხალხი ზედმეტ ბარგად მიიჩნია
და ციხის კარები დიდსულოვნად გაუღო შემოხიზნულებს. შვილების
დამკარგავ დედებს ციხეში რა გააჩერებდათ. ფერმიხდილები და
თმაგაწეწილები აჩრდილივით მიუყვებოდნენ ურმებს და ბორკილგაყრილ,
ერთმანეთზე გადაჯაჭვულ შვილებს შესაბრალისი შეძახილებით
ამხნევებდნენ.
- ქრისტეს რწმენას ნუ მიატოვებთ შვილებო, ქრისტეს რწმენას!-
გულგასენილი ხმით ეხმიანებოდა უბედური დედების გულმოკლულ
მოთქმას მამ არქანჯელო და მხურვალე ლოცვით უფალს ავედრებდა
პატარების სოცოცხლეს.
- უცნაური ხალხი ხართ ქართველები,- მიუბრუნდა პატრი ომეხის,-
ერთმანეთის ხოცვაში თავს არ ზოგავთ, მომხდურ მტერს კი მოყვარესავით
ექცევით. თითქმის ყველა ოდიშელი თავადი საკუთარი ტყავის გადარჩენის
მიზნით ახალციხის ფაშას ყურმოჭრილ მონასავით ეახლა და ფეშქაშად
ტყვეებიც უბოძეს.
- ყველა დიდებულზე ეს არ ითქმის მამაო!- უხალისოდ ჩაერთო საუბარში
ომეხი,- თავადი ჩხოტუა თქვენი ქადაგების შედეგად ხომ მოიქცა ჭეშმარიტი
ქრისტიანის გზაზე? ცოდვის განწმენდის მიზნით თავზე საკმეველიც
შემოივლო და გაყიდული ტყვეებიც უკლებლივ ყველა გამოისყიდა. ლევან
ჩიჩუა და როსტომ ჯაიანი კი ახლაც რუხში არიან და ჩვენს მთავარს
ოსმალების შემუსვრაში ეხმარებიან.
- საერთო გამარჯვებისთვის ეს ძალიან ცოტაა შვილო ჩემო,- ეს
თავგამოდებაც არ შეარჩინა მისიონერმა ომეხის,- ისე ამ ლაპარაკს
გვირჩევნია ცხენებს აუჩქაროთ და დროზე მიუსწროთ იმ სულძაღლებს
ნავსადგურში.
- მერე ოთხნნი რას გავხდებით მამაო მილეთი ჯარის წინაშე. არ აჯობებს
რუხში რომ ვეახლოთ ლევანს. იქნებ მთავარმა ხალხი მომაშველოს დადუს
დასახსნელად?- თავაუღებლივ ლუღლუღებდა ომეხი.
- ამჟამად არა მგონია ლევან დადიანმა შენთვის მოიცალოს. ოსმალების
გადამკიდეს სულზე ცეცხლი უკიდია. რაც შეეხება ურჯულოთა ხელიდან
დადუს გამოხსნას, ათმაგს შევთავაზებთ იმ ჩარჩ ვაჭარს, ვინც დედაშენი
შეისყიდა. დამიჯერე, ორასი ეკიუს გამო ნებისმიერი ოსმალო სულს
მიჰყიდის ეშმაკს.
ანაკლიის ნავმისადგომს დღის მიწურულს უწიეს მხედრებმა.
აფრაგაშლილი ოსმალური ხომალდები უკვე თვალს იყვნენ მიფარებულნი და
შავ წერტილებად ტორტმანებდნენ ჰორიზონტზე.
- გაგვასწრეს უღმერთოებმა!- თრთოლვით ამოიოხრა ომეხიმ და
დამნაშავესავით გახედა კორკოტიას, რომელიც მუხლმოკვეთილი იდგა
მზისგულზე და თვალს არ აშორებდა საზღვაო ზოლთან მკრთალად
მოციმციმე წერტილს. როცა ეს წერტილი სულაც მიილია და მირაჟივით
გაქრა, კორკოტიას ყურადღება სამალავიდან გამოსულმა მეთევზემ მიიქცია.
ის ისეთი მონუსხული და დაუჯერებელი თვალებით მისჩერებოდა ბიჭს,
თითქოს მის წინაშე ხორცშესხმული მოლანდება მდგარიყო.
- შენ კორკოტია ხომ არა ხარ?- ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ გაუბედავად
გამოეცნაურა მეთევზე ყმაწვილს.
კორკოტიას აღელვებისაგან ხმა ვერ დასცდა, თუმცა მისი გაოცებული
სახე უთქმელადაც ამჟღავნებდა ბიჭის ვინაობას.
- დედაშენი შენს სახელს მოსთქვამდა შეპყრობილივით,- თავდაჯერება
შეემატა მეთევზეს,- სამი მკლავმაგარი ოსმალო უმწეო ქალს ხომალდისკენ
ექაჩებოდა, მაგრამ ნავში ჩასხდომისას როგორღაც მოახერხა მათი ხელიდან
გასხლტომა და ჩვენამდე მოღწევა. მოულოდნელად თევზის საჭრელი დანა
ხელიდან გამოგვტაცა და მშვენიერი სახე საშინლად დაისერა. ყველანი
გაოგნებული მივშტერებოდით წახდენილ სილამაზეს. მისმა მყიდველმა უარი
განაცხადა დასახიჩრებული ქალის წაყვანაზე და სულ შაითან, შაითანის
ყვირილით ხომალდზე წალასლასდა. ოსმალოელი ვაჭარი ლამაზი ქალის
დაკარგვით ისე იყო გაცოფებული, რომ ნასყიდობის ქაღალდი ნაკუწ-ნაკუწ
აქცია და ზღვაში მიმოფანტა. დედაშენს ჭრილობები მოვბანეთ და როგორც
შეგვეძლო, ისე უაქიმეთ. მალე ანაკლიელებმა აქვე მოსახლე დასტაქარიც
მოიყვანეს, რომელმაც ნელსაცხებელი და მალამო დაადო ნაიარევზე
შეღონებულ ქალს. საცოდავი იმდენად შემზარავად გამოიყურება რომ აქვე
შორიახლო, მიწურში დაიდო ბინა და სირცხვილით არავის არ ენახვება.
კორკოტიამ შორიდანვე იცნო მიტოვებულ ოჩხომურაზე
პირქვედამხობილი დადუ. საუკუნეთა სიღრმიდან ამოხეთქილ სიმღერას
გალობდა ის მიმქრალი ხმით. ბიჭმა სახეზე მიფარებული სისხლით
მოსვრილი აბრეშუმის ხელსახოცი ფრთხილად მოაცილა და ჩაცვენილ
ლოყაზე ეამბორა გაწამებულ ქალს.
- შენ ჩემთვის ყოველთვის ლამაზი იქნები დადუ!- სიხარულის
ცრემლებს ყლაპავდა კორკოტია და მადლიერების მზერას არ აცილებდა
დედას.

თავი ოცდამესამე
ქალი, რომელიც უფრო ანგელოზს ჰგავდა.

უთენია, როცა მოქუფრულ ღრუბელს ამოფარებული მზე ჯერ


კიდევ უმწიფარი ქალწულივით ყელყელაობდა და ცისარტყელას
ტყვეობაში წვიმის ფერად ფანტელებად იღვრებოდა, დონ არქანჯელოს
კარზე გახშირებული კაკუნის ხმა მოესმა. პატრმა დაუფიქრებლად
შეახსნა ურდული ჭრაჭუნა კარს. ზღურბლზე პირმშვენიერი
ქალიშვილი იდგა. მაცთური ღიმილი დასთამაშებდა გაბუტულ
ტუჩებზე ადრეულ სტუმარს. ტანზე მოცმული აბრეშუმის კაბა კი
წვიმისაგან ისეთი სიფრიფანა და გამჭირვალე გახდენოდა, რომ ხელის
გულებით ძლივს იფარებდა მარგალიტის მძივებივით შემოტმასნულ
ძუძუს კერტებს.
მამა არქანჯელომ თავშეკავებული მზერა შეავლო ნახევრადშიშველ
ამორძალს, მოწიწებით ოთახში შემოიპატიჟა და აგიზგიზებულ
ბუხართან დასვა.
- ოსკვამა მქვია. შხაპუნა წვიმა დამედევნა ფეხდაფეხ. თქვენ ნუ
სწუხართ მამაო. ტანსაცმელს გავიშრობ და მალევე გაგეცლებით,- ისეთი
სიკეკლუცით გაიღო ქალმა ხმა, თითქოს მაფშალიას გალობა მოესმა
მამა არქანჯელოს უფლის ბაღში.
პატრმა ირანული ზანდუკი გახსნა, დიდხანს აფათურა ხელი მის
წიაღში, ბოლოს სურნელოვანი ლარნაკი და აბრეშუმის ფარჩეული
ამოალაგა ილაჯგაწყვეტით.
- ეს სახლი ყველა უმწეოსი და გაჭირვებულის თავშესაფარია
ოსკვამა. ასე რომ რამდენიც გენებოს იმდენხანს დარჩი აქ,- დაამშვიდა
პატრმა შემკრთალი ასული და ალოეს ფესვებისაგან შეკაზმული ნაზავი
ასვა ყლუპობით.
- აქ მარტო ხართ ღვთის სამსახურში მამაო?- ორაზროვნად იკითხა
ქალმა, სველი კაბა მოურიდებლად გაიძრო და სკამ-ლოგინზე ისე
მოხდენილად გაფინა, რომ მამა არქანჯელომ თვალი ვერ მოწყვიტა
ტანასხეპილ სილამაზეს.
- ამ სახლში ჩემთან ერთად დონ ჯუზეპე ცხოვრობს. აგერ უკვე ორი
წელია, რაც ერთად ვიმკით უფლის სამკალს. ახლა წარჩინებული
ტომიკელა ჩიქვანის ავადმყოფი ბიჭის დასახედად წაიყვანეს აქედან
სამი დღის სავალზე. მავშვის მამამ საგანგებოდ ცხენი და მეგზური
გამოაყოლა ჩაფრებს. საღამომდე იქნებ ჩამოაღწიოს კიდეც სოფელში,-
მშვიდად ჩაილაპარაკა მისიონერმა და ალისფერი აბრეშუმის ნაჭერი
სათნოებითი გულდაჯერებით შემოხვია ოსკვამას ტანზე. ქალმა
მადლიერების მზერა შემპარავად შეაფრქვია მამა არქანჯელოს და
თმების შემშრალებას მიჰყო ხელი.
პატრმა ლოცვანი აიღო ხელში და თავაუღებლივ წაიკითხა
რამდენიმე სტრიქონი.
მოძრავი შუქი ორივეს დაიოკებს,
მაცთური ქალი დაუოკებელია.
- ოჯახი თუ გყავს შვილო ჩემო?- დაარღვია ჩამოვარდნილი
დუმილი მამა არქანჯელომ.
- თათარყან ორტობილაია იყო ჩემი მეუღლე. სამი წელი ვიცხოვრე
ამ სულით და ხორცით მახინჯ ადამიანთან. იცოდა, რომ ნებით არ
გავყვებოდი და ყაჩაღივით დაეცა მამაჩემს სახლში. იმ დღეს მის
გულარძნილობას ჩემი ძმის სიცოცხლე შეეწირა. ხვამლის მთას
შევაფარეთ საიმედოდ თავი. ერთი წელი იქ ვიცხოვრეთ მეჯოგეებთან
ერთად. ორჯერ დავაპირე გაქცევა, მაგრამ თათარყანმა ორივეჯერ თავ-
პირის მტვრევითა და თმების თრევით უკან მომაბრუნა. სიცოცხლე
შემაძულა ამ ნავსიანმა კაცმა. მალე მამაჩემიც მიიცვალა. თათარყანს
უკვე არავისი შიში არ ჰქონდა და ბარში ჩამომიყვანა საცხოვრებლად.
აქ რაღაც უცნაური სენი მოუვლინა უფალმა იმ ჩემი ცოდვით
დავსილს. აქიმებმა ვერაფერი ვერ გაუგეს მის სნეულებას. ერთ კვირაში
სანთელივით დადნა მთასავით კაცი. მისი დასაფლავებისთანავე უამრავი
მთხოვნელი გამომიჩნდა, თუმცა მე ისე ვიყავი მამაკაცებზე იმედგაცრუ-
ებული, რომ ოჯახურ ცხოვრებას ვერც ერთ მათგანთან ვერ მოვეკიდე.
არც ისინი იკლავდნენ თავს ჩემთან დაოჯახების სურვილით. მხოლოდ
ერთი ღამის სიყვარულით იკმაყოფილებდნენ თავიანთ ხორციელ
ვნებებს. როცა ჟინს მოიკლავდნენ დამჭკნარი ვარდივით მიშორებდნენ
თავიდან.
- შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ იმისათვის, რომ ფუქსავატურ
ცხოვრებას განშორდე და წრფელ სიყვარულს ეზიარო,- მცირე
ქადაგებას მიეცა მამა არქანჯელო.

- და აქ ვერ ვიპოვი იმას რაც მინდა?,- ალალგვერდულად გაეღიმა


ქალს.
- აქ მხოლოდ სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებ ოსკვამა.
პატრმა იცოდა, რომ მავანნი ოდიშის მთავართან ხშირად
ასმენდნენ იმ ბრალდებით, რომ ის და მამა ჯუზეპე გამუდმე-
ბით ქალთა წრეში ტრიალებდნენ, თუმცა ხორციელად არავის ახლოს
არ იკარებდნენ. ისინი უთუოდ საჭურისები უნდა იყონო, მტელი ხმით
გაჰკიოდნენ ტაცად უზნეობის მორევში მოცეულნი,-მტელი ხმით
გაჰკიოდნენ ტაცად უზნეობის მორევში მოცეულნი,- ეს კი ბუნების
დაუწერელ კანონს ეწინააღმდეგებაო, რადგანაც ადამიანი უფლის მიერ
დედამიწაზე მემკვიდრეობის გასაჩენადაა მოვლენილი და არა - ხალხის
დასაჭურისებლადო. ამ მითქმა-მოთქმას დიდად არ აუღელვებია დონ
არქანჯელო, მაგრამ როცა ბუნების ულამაზესი ქმნილება მის
თავშესაფარს მოულოდნელად ეწვია, მაშინ კი გაჰკრა მცირე ეჭვმა; იქნებ
ლევანმა გამოგვიგზავნა ეს ქალი ჩვენი ღვთისმოსაობის და აღთქმის
გამოსაცდელადო. ქალი თითქოს მამა არქანჯელოს ფიქრებს ჩასწვდა
და როყიოდ წამოროშა.
- სოფელში თქვენზე ამბობენ საჭურისები არიანო! მომიტევეთ
ჩემი ამგვარი კადნიერება მამაო.
- ეს ენაჭარტალა ქალების მონაჭორია შვილო ჩემო. აქ ყველას
შეუძლებლად მიაჩნია, რომ კაცმა ხორციელი ვნება მოიკლას. ამიტომაც
საჭურისები ვგონივართ. შესაბამისად მათი განსჯით ხორციელი
ცთუნებაც არ გვამოძრავებს. არადა ეს ასე როდია. ჩვენ ჩვეულებრივი
ჯანსაღი მამაკაცები ვართ, რომლებმაც სათნოება და უფლის
სიყვარული ყველა სხვა იდეალზე მაღლა დავაყენეთ. ჩვენ ნებაყოფლო-
ბით დავისაჭურისეთ თავი ციური მეუფისათვის.
ქალს რული მოერი. დონ არქანჯელომ ხმელი ფიჩხები შეუკეთა
მიმქრალ ბუხარს. ცეცხლის ალმურმა საოცარი სათნოებით დაივანა
ქალის სხეულზე. ოსკვამას უნაკლო სახის სინატიფემ ზომაზე მეტად
დაზაფრა ნამწუხრევს მობრუნებული დონ ჯუზეპე.
- ვინ არის ეს ქალი მამაო არქანჯელო?- გაოცებით იკითხა მან.
- გზასაცდენილი ღვთის შვილი გამოგვეცხადა წუხელის. მამაკაცები
ქვენა ზრახვებით ყოფილან მისდამი შეპყრობილნი. მისი უჩვეულო
სილამაზე და მიმზიდველობა მრავალ კაცში უპატიებელ საქციელს
იწვევდა თურმე.
- ამ ლამაზი ქალის შემხედვარე კაცს მართლაც დიდი თავშეკავება
გმართებს, რომ ცთუნებაში არ ჩავარდე,- ყურში უჩურჩულა მამა
ჯუზეპემ დონ არქანჯელოს. ხომ არ დახატავ, ნახე რა უფლის
ანგელოზის სახით მიეძინა.
მამა არქანჯელოს თითქოს გონება გაუნათდა. ოსკვამას მშვენიერე-
ბამ მის ცნობიერებაში გამოუცნობი, ამაღლებული გრძნობები გააღვივა.
სამზადედან ქაღალდის გრაგნილი გამოიტანა, სათლელი დანით
ფანქარს წვერი გაუკეთა და ხატვას შეუდგა. მთვლემარე ოსკვამა ისე
მოხდენილად იცვლიდა ტანის მოყვანილობას ძილში, რომ პატრი
ძლივს იმორჩილებდა ფანქარშემართულ მარჯვენას. თუმცა
მოგვიანებით ისე გაილაღა, თითქოს რაფაელს ჰქონოდა ნაკოცნი მისი
ფანქრის წვერისთვის. მალე, სულ სხვა სამყაროში ლივლივებდა
ფერადი ოცნებებით ფრთაშესხმული. მთელი ღამე ღვთაებრივი
შთაგონებით ხატავდა ღამეულ სტუმარს.
უთენია მამა ჯუზეპე დაადგა თავზე სიქაგაცლილ მხატვარს.
- საოცარი ნახატი გამოგივიდა მამაო,- მოიწონა დონ ჯუზეპემ
მოძმის ნახელავი.
- არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ ერთი უეჭველად ის ვიცი, რომ
ამ ქალის სურათის შეხედვასაც უბედურების მოტანა შეუძლია მნახვე-
ლზე.
ნახატზე ოსკვამამაც არ დამალა თავისი აღტაცება. მამა არქანჯე-
ლომ ღვთის სამასახური და მორჩილება შესთავაზა ძეშეცთომილს.
- თუ შენში მცირედით მაინც შემორჩა ღვთაებრივი საწყისი და
ბოლომდე გამომყვები, გარწმუნებ, რომ უმოკლეს დროში გაზიარებ
ცხოვრების ნათელს.
იმ დღიდან პატრები პატიოსან და სათნო ცხოვრებას შთააგონე-
ბდნენ ოსკვამას. სულის ხსნისა და ცთომილების გამო უქადაგებდნენ
თვალმშვენიერ ასულს. შედეგმაც არ დააყოვნა. ოსკვამამ მალევე დაანება
თავი სიკეკლუცეს, ნელსაცხებლებს, ამაოების ტანისამოსი გაიძრო და
ძველმანებით შეიმოსა. უბრალო მსახურად დაუდგა პატრებს, არც ერთ
სამუშაოს არ თაკილობდა. ქალი ძლიერ განიცდიდა წარსულ
ცხოვრებას, ამიტომაც ეკლესიაში ხშირად ესწრებოდა წირვა-ლოცვებს
და აღსარებაში ცოდვებს ინანიებდა. მალე ისე გამოიცვალა, რომ
მნახველები და ახლობლები ვერც კი ცნობდნენ სულიერად გარდაქმ-
ნილს. ოსკვამამ ვნებითი მოკვდინების მაგალითით თავად დონ არქა-
ნჯელო განაცვიფრა.
ერთხელაც პატრმა ოდიშის მთავარს ოსკვამას სურათი გაუგზავნა.
- როგორც ჩანს ამ ქალის მომაჯადოვებელმა სილამაზემაც ვერ
აცთუნა მამა არქანჯელო. უთუოდ ეშმაკთანაა წილნაყარი ეს ჟღალ-
წვერა კაცი,- წყრომით დაიჩივლა შედანმა, როცა ნახატს შეავლო თვა-
ლი.
ლევანი ერთხანს შეპყრობილივით უმზერდა ნახატს, მერე კი
სურათის თავზე გაკეთებულ წარწერას დააკვირდა; -იგი ნაწილობრივ
ზეციურია დედამიწაზე შექმნილთა შორის, დამარცვლით წაიკითხა მამა
არქანჯელოს მინაწერი და თვალთმაქცურად ჩაიქირქილა.
- მართალია, დონ არქანჯელოს ღვთისმოსაობა ვერ ვაცთუნეთ,
მაგრამ ერთი ულამაზესი სურათი ხომ შეემატა ჩემს სათვალავს.
თავი ოცდამეოთხე
იდუმალი აღსარება

დილიდანვე უკმეხი ამინდი მძვინვარებდა წიფურიის შემოგარენში.


კოკისპირულ წვიმას დრო და დრო მეხის გვრინვა და ელვა
ენაცვლებოდა. რუხისფერი ღრუბლების ნაფლეთოვან ნაპრალეპში
შეცურებული მზის სხივები ხასხასა ოქროსავით ანათებდნენ და
ირგვლივ ნაფლეთივით მიმოფანტულ ნამქერთან ერთად დედამიწას
ჟუჟუნა წვიმის წვეთებად ეღვრებოდნენ. ძალაგამოლეული ღრუბლის
ნაგლეჯები ალაგ-ალაგ კვლავაც აზვავდებოდნენ, მოქუფრულ ცაზე
ავად შეიკვრებოდნენ და ისევ დაუშვებდა საშინელი მერეხი. შორიახლო
მეხის დაცემის ხმაც გაიგონა დონ არქანჯელომ. პატრმა პირჯვარი
გადაიწერა და ტაროსი შეავედრა უფალს.
-იტალიაში თუ იცის ამგვარი წვიმა და თქეში მამაო?-პირმოთნეობით
იკითხა როდიამ და სახატავი ფუნჯი ნაზად ამოავლო საღებავში
- თავსხმა წვიმა ჩვენშიაც იცის, თუმცა ნეაპოლში, სადაც მე ვცხოვრობ,
სულ მზე და ლურჯი ცა კრიალებს, იშვიათად თუ გადაირბენს მაჩანაჩალა
წვიმა ლორთქო ბალახზე.
- ნეტავი ერთხელ მაინც მეღირსებოდეს იტალიის ცის ხილვა?-
ნაღვლიანად ამოიოხრა როდიამ და თურქული ლარნაკის ხატვით
თავშექცეულ კორკოტიას გამოცდილი მხატვარივით შეუსწორა.
დონ არქანჯელოს გული დაეთუთქა პირმშვენიერი ასულის
სინანულით დაცდენილი სიტყვების გამო. სამი წელი გასულიყო მას
შემდეგ, რაც ღვთის ლოცა-კურთხევით მისიონერს სამხატვრო სკოლა
გაეხსნა წიფურიაში, სადაც ნიჭიერ მოსწავლეებს სამხატვრო გაკვეთილებს
უტარებდა. მოსწავლეებიც გულდასმით ლამობდნენ სრულყოფილად
შეეთვისებინათ მხატვრული ხელოვნების ყველა ის ხერხი და მეთოდი,
რასაც უანგაროდ გადასცემდა პატრი თავის გაკვეთილებზე. დონ
არქანჯელო თავის სიხარულს ვერ მალავდა ამდენი ბეჯითი მოსწავლის
ყოლით, თუმცა მათ შორის მონდომებითა და სწავლის წყურვილით როდია
მიქელაძეს განსაკუთრებულ შენაძენად მიიჩნევდა. მამუკა ბისკაიას
მეუღლემ უმოკლედ დროში ისე გაიწაფა ხელი, რომ მისიონერებს ის
ეკლესიის კედლების მოსახატავადაც დაჰყავდათ. დონ არქანჯელოს
მუდამჟამს ჰქონდა სურვილი გამორჩეული მოსწავლეები ევროპის
ქვეყნებში სასწავლებლად გაეგზავნა. ჯერ კიდევ გორში ყოფნისას დააპირა
მან ორი მოსწავლის რომში გამწესება, თუმცა მას შემდეგ რაც მეჭორეებმა
ხმა გაავრცელეს, თითქოს პატრები ბიჭებს თურქებზე გაყიდვას
უპირებდნენ, თავისი კეთილშობილური განზრახვა ეგრევე ამოიგდო
გულიდან. სამეგრელოში ყოფნისას კი ხელახლა აუჩქროლდა მიჩქმალული
ზრახვა და ნიჭიერ ბავშვებს თხემით-ტერფამდის აკვირდებოდა. მალე
პიეტრო დელა ვალეს ხელშეწყობით ქართველი სტუდენტებისათვის
კათოლიკური კოლეჯი უნდა დაარსებულიყო რომში. ამ ცნობით
შეგულიანებული დონ არქანჯელო მალი-მალ შეახსენებდა თავის
მოსწავლეებს, რომ შორს არ იყო ის დღე, როცა ისინი იტალიის კურთხეულ
მიწაზე დაადგამდნენ ფეხს.
- მე მიანც არ მეღირსება ეს ბედნიერება,-გულმოკვლით ამოიოხრა
ერთხელ როდიამ,-განა მამუკა ასეთ შორეულ გზაზე ჩემ თავს გაიმეტებს?
- შენისთანა ლამაზი ქალისათვის მართლაც სახიფათოა ოსმალეთის
გავლით იტალიაში მოხვედრა, მაგრამ თუ სასწავლებელი ღვთის მადლით
გაიხსნა, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ კორკოტია და გეგე მაინც მოვახვედრო
რომში. ვიცი, რომ ეს ბიჭები ამ წმინდა ქალაქში თავს არ შეირცხვენენ და
თავიანთ ქვეყანას განსწავლულები დაუბრუნდებიან.
მოულოდნელად სმენადქცეულმა კორკოტიამ ისეთი ხმაურით
დააცემინა, რომ საერთო მხიარულება გამოიწვია.
- ჟი მორდია კორკოტია, ჟი მორდია!-როგორც ჩანს მართლაც მალე
მოვხვდებით იტალიაში,-გულიანად გაეცინა მამიას და მეგობარს ზურგზე
სამჯერ მსუბუქად დაჰკრა ხელი.
-ჟი მორდია რას ნიშნავს?-ეუცხოვა მამა ჯუზეპეს ბიჭის საქციელი.
-ჟი მორდია ცაში დავანებულ ნათლიას ნიშნავს მამაო.
-ცაში რა უნდა ჩემს ნათლიას,-გაანჩხლდა კორკოტია მისებურად,-
ღუდუ ალანია ახლა ალბათ ანაკლიის ყურეში შლის ბადეს და
ორმტკაველიან ორაგულებს ეზიდება თავის ძირგამომპალ ოჩხამურაში.
-შენი და ჩემი ნათლია მართლაც რომ ზეცაშია ჩემო კორკოტია. კარგი
წესი ჰქონიათ მეგრელებს მცირე შეჭირვების დროსაც ზეცას რომ
შეჰყურებთ. ღვითმოსაობის მანიშნებელია ეს საქციელი.
ტალანში ნაცნობი ხმა შემოესმათ პატრებს. მსახურმა მამუკა ბისკაიას
მოსვლა ამცნო თავშეყრილებს.
მამუკას საგანგებოდ ჰქონდა დავალებული მოსკოვის კარზე ელჩად
გამწესებული გაბრიელ გეგენევას თერგის ციხე-სიმაგრემდე მიცილება.
დონ არქანჯელომ ლოცვა-კურთხევით დაულოცა გზა ყაბარდოში მიმავალ
მეგრელ დიდებულებს, ამიტომაც გაორკეცებულად გაუხარდა მისი
უვნებლად მობრუნება.
-მამა გაბრიელმა მხურვალე მოკითხვა დამაბარა თქვენთან მოწყალეო
პატრებო. ამიტომაც გეახელით ასე გვიან, რათა ეს ამბავი თქვენთვის
მეცნობებინა.
-ამჟამად სად არის მამა გაბრიელი?-კრძალვით იკითხა მამა ჯუზეპემ
და სამზადისში წაფათურდა.
-მე და მამა გაბრიელი ერთი კვირის მანძილზე ყაბარდოს მთავრის
სტუმრები ვიყავით. საოცარი ხელგაშლილობა და სტუმართმოყვარეობა
გამოავლინა ალეგუკა მურზამ ჩვენს მიმართ. მთელი ყაბარდო მოგვატარა,
ჯიხვებზე სანადიროდ დავყავდით კავკასიონის მაღალ მწვერვალებზე.
ჩემთან საუბარში ისიც გაგვიმხილა, რომ რუსებთან მიმართებაში
სიფრთხილე გამოგვეჩინა; მეც ერთგულების ფიცით ვიყავი შეკრული
მოსკოვის ხელმწიფესთან, თუმცა მან კი ეს არ იკმარა და სრული
მორჩილება მოითხოვა ჩემგან. რუსები ვერაგი ხალხია და მათი სრული
ნდობა არაფრით არ შეიძლებაო,-გვარწმუნებდა ალეგუკა და მამა გაბრიელი
გარკვეული მითითებით დამოძღვრა.
შობის ღამეს მოვილოცეთ. ეს ეკლესია დავით აღმაშენებელს აუგია
თავის დროზე და მას ყაბარდოელები თვალის ჩინივით უფრთხილდებიან.
იმ საღამოსვე მოსკოვიდან სტრელეცთა ასისთავი რომან ლიხაჩევი
მოთარეშდა და გაბრიელ გეგანავა თერგის ციხეში გაიყოლია. მე მცირე
ხნით კიდევ დავყავი სტუმრად ყაბარდოს მთავართან, მერე კი როგორც
იქნა შემელია ალეგუკა, მეგზურები მომცა, რომლებმაც მდინარე ბაქსანის
ხეობით ლამის იალბუზების კალთებამდე მომაცილეს. აქ უკვე სვანი
გამცილებლები დამხვდნენ, თუმცა ყაბარდოელი მეგზურები არ მომეშვნენ
და სოფელ ლაჭარაშამდე მომყვნენ. აქ უკვე მე ვიკისრე მათი მასპინძლობა
და ყაბარდოელი ძმები სვანური რახით ისე უღვთოდ გამოვათვრე, რომ
სამუხლე თოვლში კაი ხანს ვერ დადგნენ ყაბარდოსკენ მიმავალ გზას.
-უფალმა სულ კეთილი გზით გატაროს შვილო ჩემო,-დონ ჯუზეპემ
პირჯვარი გადასახა ღამეულ სტუმარს.
-როგირ მიდის ხატვის გაკვეთილები დონ არქანჯელო, დადგება
ჩემი მეუღლისგან რაფაელი?-ხმაში სილაღე მოემატა მამუკას და დიდი
ხნით უნახავ მეუხლეს თვალების ციალით მოეფერა.
როდია უკვე ჩამოყალიბებული მხატვარია. მან ისეთი მონდომებით
შეითვისა ჩემი გაკვეთილები, რომ ფანქრითა და ფუნჯის მეშვეობით
შესანიშნავ ტილოებს ქმნის. მის ნახატებში ულევი მზე და სინათლე ჩქეფს,
რითაც ასე მდიდარია თქვენი ქვეყანა. ის იტალიაში რომ დაბადებულიყო
უთუოდ გაითქვამდა სახელს, თუმცა მხატვარი ქალებით არც იტალიაა
განებივრებული. ისე, ჩემზე უფრო გამოცდილი მასწავლებლის გვერდით
როდია უფრო სწრაფად აიმაღლებდა ოსტატობას.
-თქვენზე უფრო კარგი მხატვარი ვინ უნდა იყოს მამაო?-იწყვინა გე-
გემ ბავშვური მიამიტობით.
-თუნდაც-ქრისტეფორე კასტელი. მას ნეაპოლის სამხატვრო სკოლა
აქვს დამთავრებული. დონ ქრისტეფორე მხატვრობას რომ გაყოლოდა მისი
სახიტ იტალია უეჭველად კიდევ ერთ დიდ მხატვარს შეიძენდა.
-ამჟამად სად არის დონ ქრისტეფორე?
-ის ახლა მალაქია კათალიკოსის მოწვევით გურიაში იღწვის. სამი
წლის უკან პიეტრო ავიტაბილემ მამა ქრისტეფორე და მამა ანტონ
ჯარდინა ჭეშმარიტების საქადაგებლად ოზურგეთში მიავლინა. გურიის
მთავარმა განსაკუთრებული მფარველობა გაუწიეს მისიონერებს. მისი
ხელშეწყობით ოზურგეთის შუაგულში პატრებმა კოლეჯი გამართეს. მათ
იმთავითვე შეიმეცნეს ის უტყუარი ფაქტი, რომ ერის კეთილდღეობი-
სათვის ისეთი სკოლის დაარსება იყო აუცილებელი, სადაც ბავშვებს
კარგ აღზრდას მისცემდნენ, რათა ისინი შემდგოში თათრების ხელში
არ მოხვედრილიყვნენ. ამიტომაც სკოლის გახსნისთანავე
დაუცხრომლად მიჰყვეს ხელი საქრისტიანო და სამეცნიერო საგნების
შესწავლას. გამუდმებით ასწავლიდნენ ბავშვებს რიტორიკას, გრამატიკას
და ხელოვნების ისტორიას.
გურულებმა საოცარი ნიჭიერება გამოავლინეს სწავლაში. ისინი ისე
ადვილად ითვისებდნენ საძნელო საგნებს, რომ პატრების აშკარა გაოცებაც
გამოიწვიეს. გორში ცხოვრების დროს მამა ანტონს სრულყოფილად ჰქონდა
შესწავლილი ქართული ენა, რაც მას უადვილებდა გურულ მოსწავლეებთან
შემოქმედებით მოღვაწეობას. პატრი ქართულად მეტყველების დროს
ცდილობდა მკაფიოდ და სწორად გამოეთქვა ქართული სიტყვები, რათა
რომში დაბრუნების შემდგომ იმ მისიონერებისათვის ესწავლებინა
თქვენი ენა, ვინც საქართველოში მოღვაწეობას მოისურვებდა. მას გორში
ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოც ჰქონდა შედგენილი, რომლის
ერთი ნიმუშის ჩამოტანა საგანგებოდ ლევან დადიანს უთხოვია მისთვის.
მანაც ხათრი ვერ გაუტეხა ოდიშის მთავარს და ეპისკოპოს შემოქმედელთან
ერთად ზუგდიდს გამოემგზავრა. იმ დღეს თურმე გაუსაძლისი სიცხე
ჩამოწოლილა შარა-გზაზე. ეპისკოპოსი ძლიერ შეაწუხა თაკარა მზის
სხივებმა. მისი ვიწრო ბერძნული ქუდი მისხლადაც ვერ იცავდა
აუტანელი სიმხურვალისგან, ამიტომაც მამა ანტონიმ თავისი წოწოლა
ქუდი დაუთმო, თავად კი თავშიშველამ განაგრძო გზა. ზუგდიდამდე
მშვიდობიანად კი უწია, მაგრამ იქ მზის დაკვრა მიიღო და დასნეუ-
ლდა. ჩვენ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვერდში ვედექით მამა
ანტონს. მალაქია კათალიკოსმაც არ დაახანა და საჩქაროდ გამოეშურა
ზუგდიდს. ის დიდად აფასებდა მისიონერის უმანკოებას და თავისი
ხარჯით შეეწია ავადმყოფს. თუმცა სულ ამაო გამოდგა გაწეული
ხელშეწყობა და ნაღვაწი. უფალმა ერთი კვირის თავზე მიიბარა მისი
ტანჯული სული. წიფურიას ეკლესიაში დავკრძალეთ კეთილი
საქმისათვის თავშეწირული პატრი. მამა ჯარდინა მისმა გულკეთილობამ
დაღუპა, არადა ვინ იცის კიდევ რამდენ სიყვარულს გასცემდა
საქართველოსთვის.
-დონ ქრისტეფორე მარტო დარჩა გურიაში?-ახლობელი ნათესავივით
მოიკითხა პატრის ასავალ-დასავალი კორკოტიამ.
-გურიაში მარტოსულად დარჩენილი მამა ქრისტეფორე
გაორმაგებული ძალით შეუდგა სამისიონერო მოღვაწეობას. ის თავისი
განსწავლულობით იმდენად ნაყოფიერად გაისარჯა, რომ მალაქია
კათალიკოსმა გურიის სამთავროს რომის ეკლესიასთან შეერთება
მოიწადინა. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად თავის სამკვიდროში
პიეტრო ავიტაბლე მოიწვია, რომელმაც გურიაში ოთხი მისიონერი
გამოიყოლია; მარიო მაჯო, იაკობ არგოლიოზი, ვინჩენცო ჯილიბერთი და
ანდრია ლიპომანო. მათ გურიაში ჩასვლისთანავე მუხლაჩაუხრელად
განაგრძეს მოსახლეობის სულიერი და ფიზიკური წვრთნა, რათა გურიის
კათოლიკურ რწმენაზე მოქცევა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე
მომხდარიყო.
-ვიდრე მამა ქრისტეფორე აქ ჩამოვა და ჩემ ცოლს ხატვის საიდუმლოს
აზიარებს მანამდე შინ წავიყვან და ცირას ჩავახუტებ. ორი დღეა ჩვენი
ქალიშვილი განუწყვეტლივ დედის სახელს ტიტინებს. წუხელის ნესტანმაც
მოიკითხა როდია. უკურნებელი სენი შეყრია დედოფალს. საწყალობლად
კვნესის სიცოცხლემოძულებული ქალი. წამოსვლისას გულმოკლული ხმით
მითხრა,-სიკვდილის წინ როდიას სიმღერა მომასმენინეთო.
-თქვენი მეუღლე მართლაც რომ სიკეთის განსახიერებაა სინიორ
მამუკა. ის ისეთივე მშვენიერი და უმანკოა, როგორც-ქართული
საგალობელი. თქვენ სამართლიანად უნდა ამაყოფდეთ მისით.
-ვამაყობ კიდეც,-შეიფერა მამუკამ უცხოელის ქათინაური.
-წავალ აწი მეც დონ არქანჯელო,- თავშალი გაისწორა როდიამ,-
ძილახანსაც დავხედავ. გულიკოს გარდაცვალების შემდეგ
გულისწასვლები დასჩემდა ლევანის ასულს. ცალკე დის სიკვდილი ვერ
მოინელა საბრალომ, ცალკე იმასაც დარდობს იგივე ბედი მე არ მეწიოსო.
შფოთსა და ტირილში თეთრად ათენებს ღამეებს . რამე სახალისო ამბით ან
სიმღერით შევიქცევ მის ყურადღებას. იქნებ ცოტათი მაინც დავამშვიდო
მისი აღელვებული ბუნება.
-წადი შვილო,- დაუყვავა დონ არქანჯელომ ქალს,- ოღონდაც
ზუგდიდში დიდხანს არ დააყოვნო. სერობის სცენა კორცხელის ეკლესიაში
ჯერაც არ მოგვიხატავს სრულად. უშენოდ გამიჭირდება მისი მოთავება
იცოდე.
მამუკას ორსართულიანი ქვიტკირის სახლი ლევანის სასახლესთან
მიბჯენით იდგა. ცირა ძილის ბურანში დაუხვდა როდიას. ოდნავ გული
ეტკინა სამი დღის უნახავი შვილის ტიტინს რომ ვერ მიაყურადა.
ფრთხილად ჩამოიღო ჩონგური სამაგრიდან და კაბის შარიშურით აუყვა
ლევანის სასახლის კიბეებს. გუშაგებმა უდრტვინველად გაატარეს
ჩონგურშემართული ქალი ტალანში. როდიამ საწოლი ოთახის კარები
მოკრძალებით შეაღო. თურქულ ქვეშაგებში ჩამალულ ძილიხანს ნესტანი
ლოცვებს უკითხავდა.
-უშენოდ არ იძინებს,-პირზე ამბორით შეეგება მგლოვიარე დედოფალი
როდიას. მე დაგტოვებთ ქუგალე. ასეთ დროს სულის ხუთვები მეწყება
ხოლმე. ბეისრაკულის მომზადებული ბანაჩეა მშველის დროდადრო, თუმცა
ბოლო დროს ვერც ეს წამალი მგვრის შვებას. წუხელის ლევანიც შეუძლოდ
გახდა. გულიკოს შემდეგ მასაც ხშირ-ხშირად დაეწყო გულის ფრიალი.
როდიამ მზერა მიადევნა წელში ცელივით მოხრილ ოდიშის დედო-
ფალს. ცვილივით შემომდნარი და დაგლახაკავებული ქალის ხილვამ
გუნება-განწყობა გაუფერმკრთალა, თუმცა სანუგეშო სიტყვასაც ვერ
მოუყარა თავი. ძილიხანს დაუკოცნა გიშრისფერი თვალები, ჩონგური
მომართა და ნელ ხმაზე წაიღიღინა;
ვა გიორქო მაა
ვა მორწონქო მაა.
იშენ, ქუგოლუაფუდა
სქანი ჭირიმაა.
- ეს რა კარგი სიმღერა დაგიწერია როდია,- თვალში ნათელი ჩაედგა
ძილიხანს.
- ეს სიმღერა გულიკოს ტკივილმა დამაწერინა ჩემო ძილიკო. ისე
მიიცვალა შენი საბრალო და, რომ წამითაც არ გაუხარია ამ საწუთროში.
- ასეთი რა ცოდვის ჯარა დატრიალდა ჩვენს თავს დეიდა როდია,

ყველანი სნეულები და ხეიბრები რომ მოვევლინეთ ქვეყანას. გულიკოს


მსგავსად ალექსანდრეც კუტი და ბნედიანი დაიბადა, მანჩოც სულ
ავადმყოფობს, მე ღამეული შიშები არ მასვენებს და ერთავად ძალამი-
ლეული დავბორიალებ. გუშინ ერთი მოხუცი ხაბაზის ლაპარაკს მო-
ვჰკარი ყური. ასეთი რამ უთხრა მან თავის შეგირდს;- ლევანის შვილები
ამგვარი ავადმყოფები რომ არიან, სულ მათი ცოდვილი დედის ბრალი-
აო. მაინც ისეთი რა ცოდვა ადევს დედაჩემს კისერზე, რომ მის შედეგს
შვილები ვიმკით ათმაგად.
- ჩვენ ყველანი მეტნაკლებად ცოდვილნი ვართ ძილიკო და
ერთმანეთის ცოდვებსაც ვერ მოვიკითხავთ. დედაშენს ისედაც
შერყეული აქვს ჯანმრთელობა, ლამის საკუთარ ლანდს დაემსგავსოს
ქალი. მოდი, ნუ დავუმძიმებთ ისედაც დაზაფრულ, მოქანცულ სულს,-
ჩაცვენილ ლოყაზე მოეფერა როდია ნესტანის ასულს და ჩონგურს
ნაზად ჩამოჰკრა ბროლივით ქათქათა თითები.
ნამწუხრევს კიდევ უარესად შეიქნა დედოფალი. ლევანის
ბრძანებით სამეგრელოს ყველა კუთხიდან მოაგროვეს ხატები და
დედოფლის საძინებლის წინ დააბრძანეს. ლევანი საათობით იყო
დაჩოქილი ხატებთან და უფალს მხურვალე ლოცვით ნესტანის
განკურნებას შესთხოვდა. მის საამებლად ოდიშელი თავადები ფეხა-
კრეფით შედიოდნენ ხატების სამყოფელში და გამოცდილი ვექილები-
ვით უმტკიცებდნენ ხატებს, რომ დედოფლისათვის ჯანი და ძალა
მიეცა.
ნესტანმა არ იკმარა ხატების სიმრავლე და ლევანს წმ. გიორგის
ხატის გაკეთება სთხოვა. ლევანმა ხატის გამოჭედვა ბეისრაკულს
დაავალა, თუმცა დედოფალმა გულღიად შეიცხადა მაჰმადიანის მიერ
იმ წმინდანის გამოჭედვა, ვისაც მთელი საქართველო შენატროდა და
ეთაყვანებოდა. ოდიშის მთავარმა დიდსულოვნად შეიწყნარა
დედოფლის უკანასკნელი თხოვნა, ბეისრაკული ეპისკოპოსს მოანა-
თვლინა ილორში და ნათლობის სახელად გიორგი შეარქვა. ქრისტეს
სჯულზე მოქცეული ბეისრაკული თავის სახელოსნოში ჩაიკეტა ერთი
კვირით. ამ ხნის მანძილზე მხოლოდ წყალზე და ხმელ პურზე იყო.
როცა ნამუშევარი დაასრულა თავად მიართვა დედოფალს სიმწრით
ნაჭედი ხატი. შეღამებულზე შამადავლე ექიმმა მწუხარებით ამცნო
ლევანს, რომ მეუღლეს გასაუბრებოდა,- იქნებ დილამდე ვერც გაიტანოს
დედოფალმაო.
ძლივსღა შეიცნო ნესტანმა თავისი თვალცრემლიანი თანამეცხედრე.
გაყინული მკლავებით წმ.გიორგის ხატს მოეჭიდა და ნელად ამოიოხრა.
- შვილებს მიხედე ლევან. ვიცი რომ ცოდვილი ვარ, სიკვდილის
წინ აღსარება მინდა ვთქვა, იქნებ უფალმა სამოთხე გაიმეტოს ჩემთვის.
შენ მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ. ხშირ-ხშირად იარე ჩემს საფლავზე და
მელაპარაკე, დაუცხრომლად მელაპარაკე, რათა ოდნავ მაინც დაოკდეს
ჩემი ცოდვილი სული.
სრულად აღსარების თქმაც ვერ მოასწრო ოდიშის დედოფალმა. სე-
ფექალების საზარელმა კივილმა მახვილივით გაჰკვეთა ლევანის ისედაც
მორღვეული სხეული. სამი დღე-ღამე ბნელში გლოვობდა ის თავის
სათაყვანებელ მეუღლეს. მისი ბრძანებით დედოფლის სულის
მოსახსენებლად სამეგრელოს ეკლესიებში ხატები შესწირეს, უპოვრებს
უხვად დაურიგეს ფარჩეული და ძვირფასი სამოსელი. ხუთასი ძროხა
და კამეჩი დააკვლევინეს ყასბებს, ხორცი და ტყავი უშურველად
უწილადეს ღარიბებს.
დაკრძალვის დღეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი წალენჯიხის
ეკლესიაში. საქართველოს მეფე-მთავრებმა თავიანთი ელჩები მიავლინეს
სამეგრელოს. როსტომ ხანმა ვეზირთუხუცესი შერმადინ ჩოლოყაშვილი
გამოაგზავნა. იმერეთის წარჩინებულებს ალექსანდრე ღოღობერიძე
თავკაცობდა. მან იმერეთის მეფისა და თეიმურაზის სამძიმრის
წერილები გადასცა ლევანს. წირვას ტრაპიზონის ეპისკოპოსი კირილე
გაუძღვა ჩვეული მჭერმეტყველებითა და ორატორობით.
ლევანმა თითოეული სტუმარი ძვირფასეულობითა და მდიდრული
საჩუქრებით გაისტუმრა. ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი კი ოქრო-ვერცხლით
აავსო და იერუსალიმში გაამგზავრა, რათა მას ნესტანის სულის
საამებლად მოელოცა იერუსალიმის წმინდა ადგილები. ოდიშის
მთავარმა მამა არქანჯელოს მიერ შესრულებული ნახატიც მისცა
ნიკოლოზს, სადაც ის და ნესტანი იყვნენ გამოხატულნი. გერასიმე
მხატვარს კი პირადად სთხოვა ნიკოლოზ ბერს იერუსალიმში
გაჰყოლოდა, რათა მას ლევანისა და ნესტანის სახეებით მოეხატა
ჯვრის მონასტრის კედლები.
ნესტანის დაკრძალვისთანავე ლევანმა ჭედილის ტყავის ფაფახი
დაიხურა, შიშველ ფეხებზე ჭედილის ტყავისგან შეკერილი ქალამნები
ჩაიცვა, ჟანგისფერი ტანისამოსით შეომოსა და მწყემსების ქოხში დაიდო
ბინა. ლევანმა მგლოვიარების ნიშნად ცხენსაც შავი ტილო გადააფარა
და მსახურებს ძუა-ფაფარი შეაკრეჭინა. ის ყოველდღე ამოდიოდა
ნესტანის საფლავზე და დედაკაცივით მოსთქვამდე. ლევანმა
აღთქმა დადო, რომ სამი წლის მანძილზე ხორციელს პირს არ
დააკარებდა. მხოლოდ შეუკაზმავ ფხალს და უმარილო ლობიოს
მიირთმევდა. ის მკაცრად იცავდა დათქმულ სიტყვას. მხოლოდ მესამე
წელს მისცა თავის თავს უფლება ჩამიჩი გაესინჯა, ისიც დონ
არქანჯელოს ხათრით და ჩიჩინით. მისიონერმა კონსტანტინეპოლისაკენ
მიმავალ ბერებს საგანგებოდ მისთვის დაავალა ამ აღმოსავლური
ბუგბარის ჩამოტანა, რათა ოდნავ მაინც განექარვებინა მისი
დადარდიანებული გული.
- სიცოცხლის ხალისი დავკარგე დონ არქანჯელო,- ნაღვლიანად
დაიჩივლა ლევანმა,- იქნებ დროა თქვენსავით ბერად აღვიკვეცო და
დარჩენილი სიცოცხლე ღვთის სამსახურში გავლიო.
- ეს შენი სულის მოწოდება უნდა იყოს მთავარო და არა უეცარი
აღტკინება. ამ ქვეყანაზე ყველა რაღაცის გასაკეთებლადაა მოვლენილი.
თქვენ უფალმა დიდი მისია დაგაკისრათ; უპატრონოთ და მოუაროთ
თქვენს ხალხს. არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ ვინც რამეს აკეთებს მას
უფალი მფარველობს.
- ეჰ, დონ არქანჯელო, არავინ იცის თუ რა ცეცხლი ტრიალებს
ჩემს გულში. ვისაც როგორც სურს ისე მოიქცეს, მე კი ჩემს სიტყვას არ
გადავალ. რაზედაც აღთქმას დავდებ იმას აუცილებლად შევასრულებ.
- ლევან ბატონო. დროა გლოვას რომ შეეშვათ და სამოსელი
გამოიცვალოთ. ღვთის განგებას ვერავინ ვერ გადავა. ოდითგანვე ასე
ყოფილა. ხან ქმარს მოუკვდება ცოლი, ხან ცოლს- ქმარი. ცოცხლად
დარჩენილმა თავისი სატრფო გულით უნდა დაიტიროს, მაგრამ
გლოვასაც აქვს თავისი დასასრული. მწუხარებას ყოველთვის
სიხარული ენაცვლება და შემკრთალ სიცოცხლეს ხალისიანი განწყობა
ეფინება.
- მადლობა მითქვია ნუგეშისათვის, მაგრამ მე მაინც ისე ვიზამ,
როგორც უფალს მოესურვებოდა.
ლევანმა ბერად შედგომაზე გული აიცრუა, თუმცა დადებული
აღთქმა შეასრულა და ბოლომდე უერთგულა დედოფლის ხსოვნას.
სამი წლის თავზე კი დარბაზობა გამართა და წარჩინებულებს გლოვის
შეწყვეტა ამცნო.
- დროა სიხარულმა დაივანოს ზუგდიდში და მთელს სამეგრელო-
ში,- მიმართა მან მთრთოლვარე ხმით სტუმრებს,- ნესტანს ყველაზე
მეტად ის ადარდებდა, რომ შვილების დაქორწინებას ვერ მოესწრო.
გლოვის დამთავრების პირველ დღესვე უნდა აღსრულდეს მისი
სურვილი. ახლავე მიავლინეთ ყაბარდოში ჩემი ელჩი თავეი კუჩალია.
შესაფერისი ძღვენი მიართვას ჩემი სახელით ყაბარდოს მთავარს და
ჩემი უფროსი ვაჟისთვის ქალიშვილის ხელი სთხოვოს.. მართალია,
დავრდომილია ალექსანდრე, მაგრამ არა მგონია ამის გამო დაგვიწუნოს
ყაბარდოს დიდმა მთავარმა.
1 მაღლა ნათლია.
-

თავი ოცდამეექვსე

დიაკების მიწა

ნესტანის გარდაცვალებით გულმოკლულ ოდიშის მთავარს ასე


ეგონა სიხარული ვერასოდეს ვერ დათრთვილავდა მეწყერივით
მოვარდნილ მწუხარებას, თუმცა როცა რუსეთიდან საკუთარი ელჩის
გარბიელ გეგენავას დაბრუნება ამცნო მატუტიამ, სახეზე უზადო
კმაყოფილება მოეფინა. ხანგძლივ მგზავრობას და უცხო კლიმატს
თავისი კვალი დაემჩნია მამა გაბრიელზე. უწინარესად გულწრფელი
სამძიმარი უთხრა კარის მღვდელმა მგლოვიარე პატრონს. ლევანმა
მისაღებ დარბაზში ბჭობა გამართა, სადაც დასასწრებად ქერეშ ფაღავა
და ვახტა ჩიჩუაც მოიწვიეს კარისკაცებმა.
- თერგის ციხე-სიმაგრეში დიდხანს რომ გაყურყუტეს ამის შესახებ
მამუკა ბისკაიამაც გვიამბო ნაწილობრივ,- უჩვეულო განწყობით დაიწყო
თათბირი ლევანმა,- შენ ის მოგვიყევი ცივმა რუსეთმა როგორ მიგიღო
და გაგითბო გათოშილი გული.
- თავიდან მოსკოვის სამეფო კარმა საკმაოდ ცივად და გულგრი-
ლად მიმიღო ლევან ბატონო. თერგის ციხეშიც ჩემი დაყოვნება
ვოევოდებისა და დიაკების შეუთანხმებელმა მოქმედებამ განაპირობა.
ჯერ ვოევოდებმა გააგზავნეს გვიან სიგელი მოსკოვში, სადაც საელჩოს
პრიკაზის დიაკებს შეატყობინეს, მიეცათ თუ არა ჩემთვის მოსკოვში
გამგზავრების უფლება. როგორც მოგვიანებით დიაკებმა მითხრეს მათ
დაუყოვნებლივ გამოუგზავნიათ თანხმობის სიგელი, თუმცა ამ ბარათს
თერგის ციხემდე არ მოუღწევია.
- ის თუ იცოდნენ ვოევოდებმა, რომ თერგის ციხე თავის დროზე
ბორის გოდუნოვმა ბაბუაჩემის ალექსანდრე მეორის წაქეზებით რომ
ააგო, რათა შიგ გარნიზონი ჩაეყენებინა და თერგ-კახეთის გზა დაეჭი-
რა,- შეაწყვეტინა სიტყვა ლევანმა მამაოს.
- ვოევოდებს ამის თაობაზე ჩემთან სიტყვა არ დაცდენიათ,- ოდნავ
დაიბნა კარის მღვდელი, რადგანაც ამის შესახებ თავადაც არაფერი არ
სმენოდა.
- შემდეგ რა მოიმოქმედეს ვოევოდებმა,- ვახტა ჩიჩუამ იკითხა მო-
რიდებით.
- ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ვოევოდებმა ხელმეორედ
გააგზავნეს შეკითხვა მოსკოვში, რასაც 1638 წლის მარტში მეორე
წერილის გამოგზავნა მოჰყვა, რითაც უფლება მეძლეოდა
დაუყოვნებლივ დავდგომოდი მოსკოვის გზას. ივნისის თვეში გავეშურე
რუსეთის სატახტო ქალაქისკენ. ვეებერთელა ყოფილა რუსთა ქვეყანა.
თერგიდან ასტრახანამდე სანაოსნო გზით ვიმგზავრე. ასტრახანში მცირე
ხომალდი დამახვედრეს და მდინარე ვოლგით სარატოვამდე გავცურეთ.
იქიდან სტეპების გავლით ვლადიმირამდე ვაჭენეთ მუხლმაგარი
ცხენები. ამ ძველ ქალაქში მხოლოდ ორიოდე დღე დავყავი, მესამე
დღეს ცხენშებმულ მარხილებში მოგვათავსეს, რომელსაც ისინი
ტროიკას ეძახიან და ერთ კვირაში მოსკოვში ჩავაღწიეთ. იქ ბერძნულ
უბანში დამაბინავეს, სადაც მცირე საკვები და თბილი ტანისამოსი
მომცეს. ძალიან მეუცხოვა როცა ხუთი მოსკოველი სტრელეცი დარაჯად
დამიყენეს.
მეორე დღესვე დიაკებმა ელჩების პრიკაზის დარბაზში შეხვედრა
მომიწყვეს. ისინი უწინარესად იმით დაინტერესდნენ მქონდა თუ არა
მის მეფურ უდიდებულებასთან წარსადგენი ლევან დადიანის სიგელი
და სიტყვიერი თხოვნა. მე ვუთხარი, რომ ასეთი სიგელი მქონდა და
ხელმწიფეს პირადად უნდა გადავცე მეთქი.
დიაკებმა კატეგორიულად მომთხოვეს სიგელი მათვის მეჩვენებინა
და მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნებდნენ მოსკოვის მეფესთან ჩემს
შეხვედრაზე. როცა მასპინძლებს ბერძნულ და ქართულ ენებზე
შედგენილი წერილი ვაჩვენე მათ გაოცება ვერ დამალეს და მკითხეს
თუ რა მიზეზით იყო წერილი შედგენილი ორ ენაზე. მე ავუხსენი რომ
ორენოვანი სიგელით უფრო იოლად გავაცნობდი მის მეუფებას წერი-
ლის შინაარს მეთქი. საპასუხოდ დიაკებმა მედიდურად დამაიმედეს,
რომ ჩვენი ქვეყანა უკიდეგანოა და მოსახლეობითაც იმდენად ჭრელია,
რომ წერილის გადმორუსულება არ გაგვიჭირდებოდაო.
- ეს დიაკები ვინღა არიან?- ისარგებლა ქერეშ ფაღავამ მამა გაბრიე-
ლის დაყოვნებით.
- დიაკები რუსი დიდებულები არიან, რომელთაც უცხოელი
სტუმრების დაკითხვა და მათი სამეფო კარზე წარდგენა ევალებათ.
პარადად ჩემს დაკითხვას თევდორე ლიხაჩოვი, მაქსიმე მატიუშკინი და
გროგოლ ლვოვი აწარმოებდნენ. ეს რუსი წარჩინებულები დიდი
გავლენით სარგებლობენ რუსეთის საიმპერეტორო კარზე. მათ
ყურადღებით დაათვალიერეს წერილი და მკითხეს,- თქვენი პატრონი
თავის თავს მეფედ მოიხსენიებს თუ -მთავრადო, ხარკს თუ უხდის
ვინმესო, რა სარწმუნოების მიმდევარია და ვისი ქვეშევრდომიაო?
- შენ რა უთხარი რუს წარჩინებულებს?- გამოცოცხლება დაეტყო
ლევანს.
- მე ყველეფერი ისე მოვახსენე, როგორც თქვენ დამაბარეთ. ლევან
დადიანი მეფედ იწოდება, სარწმუნოებით მეგრელები უძველესი
დროიდან ქრისტიანულ აღმსარებლობას მივსდევთ, მწიგნობრობა
ქართული გვაქვს, თუმცა ერთმანეთში სასაუბრო ენა მეგრული გვაქვს
მეთქი. ადრე ოდიშის მთავრები ოსმალეთის მოხარკენი იყვნენ, თუმცა
მას შემდეგ რაც ლევანი გადადიანდა, ხარკის მიცემა შევუწყვიტეთ
სულთანსო.
- კიდევ რით დაინტერესდნენ ეგ დიაკები?
- თქვენი ასაკი და ჯალაბობაც გამომკითხეს ბატონო. მე ცხადია
ჩამოვუთვალე ასულებისა და უფლისწულების სახელები მათი ასაკის
მიხედვით.
- ჩემთან დამოყვრებას ხომ არ აპირებს რუსთა ხელმწიფე. ისე შენი
სიტყვა თუ ირწმუნეს სამეფო კარზე?- დასძინა ღიმილით ოდიშის
მთავარმა.
- ჩემი სიტყვების ჭეშმარიტების დასადგენად დიაკებმა თეიმურაზის
ელჩი ნიკიფორე გამოკითხეს, რომელსაც მე შემთხვევით მისაღებ
დარბაზში წავაწყდი. რატომღაც უკმეხად მომესალმა ბერძენი
მღვდელმთავარი, რომელმაც ბევრი ისეთი ცრუ ინფორმაცია წამოროშა,
რაც ადრე არათუ რუს წარჩინებულებს, თავად მეც არ მომესმინა. უპი-
რველეს ყოვლისა ნიკიფორე მღვდელმა მოსკოვის ელჩიონში მთავრად
მოგიხსენიათ და არა - ხელმწიფედ. ამასთან ერთად ოსმალეთის
მოხარკედ დაგასახელათ, თითქოს სულთანს ასს ქალ-ვაჟს
ვუგზავნიდეთ და ორმოც არშინ - აბრეშუმს. თქვენი ოჯახური
ცხოვრებაც მუქ ფერებში აღუწერავს ნიკიფორე მღვდელს. არც ის დავი-
წყნია ბერძენ მღვდელმთავარს ამჟამად თეიმურაზთან რომ ხართ
უბრად. თქვენს ბიძაშვილს ისიც მიუწერია მეფისთვის, რომ დადიანს
სურს ივერიის ქვეყანაში მეფის ხელისუფლება მოსპოს და ივერიის ქვე-
ყნის ერთადერთი მეფე თავად გახდესო. მე არც დამიმალავს თქვენი
დაუოკებელი სწრაფვა საქართველოში ერთმეფობის დასამკვიდრებლად
და დიაკებს მოვახსენე, რომ ლევან დადიანი სამართლიანად იწოდება
ხელმწიფეთა ხელმწიფედ და ყოვლისა საქართველოს პატრონად.
- როგორც ვხედავ არც თუ უსაფუძვლოდ შეშთოთებულა ჩემი
ბიძაშვილი, მაგრამ რუს ხელმწიფესთან თუ დამასმენდა ამას სიზმა-
რშიაც ვერ წარმოვიდგენდი.
- თეიმურაზმა არათუ დაგასმინათ, არამედ ლამის ანტიქრისტედ და
ეშმაკის მოციქულად გამოგიყვანათ მოსკოვის მეფესთან. იმასაც ეცადა
კახთა მეფე, რომ ჩვენი მიღებაც ჩაეშალა, თუმცა აქ ვერაფერს გახდა და
ჩვენი ელჩობა მაინც შედგა. მიხეილ თევდორეს ძემ ახალი წლის
დღეებში მიმიღო. მე თბილად მოვიკითხე რუსთა მეფე და თქვენი
წერილი გადავეცი. სიგელი მეფემ ლიხაჩოვს მიაწოდა, რომელიც ბოხი
ხმით შეუდგა წერილის კითხვას. მე იქ მსხდომ ბოიარებთან ერთად
სულგანაბული ვესმენდი დიაკთა წინამძღოლს. სხვათაშორის თქვენი
წერილი მოსკოვში ყოფნის დროს გადავწერე და მთელი მოგზაურობის
მანძილზე ანაფორის უბით დამქონდა. მისი შინაარსის გაცნობა არც
ახლა გვაწყენდა ლევან ბატონო. თუ ნებას მომცემთ თათბირის წევრებს
გავაცნობ წერილის არსს. ლევანმა თანხმობის ნიშნად მცირედით
დახარა თავი.
- უმაღლეს კეთილმსახურს,- ომახიანად შეუდგა კითხვას მამა
გაბრიელი,- ღმრთივდაცულ თვითმპყრობელს, ხელმწიფე მეფეს
მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა, მრავალჟამიერ მეუფებას შენსას.
ქვეშევრდომი შენი სადადიანოს ხელმწიფე სახელად ლევანი მორჩი-
ლა სახით გიკრავს თავს, თაყვანს გცემს და ღმერთს ევედრება მრავალ-
ჟამიერ ჰყოს დიდი მეფის სახელმწიფოებრივი ძლევამოსილება. აქ
ივერიის ქვეყანაში მცხოვრები მართლმადიდებლები, რომლებიც
ქრისტეს სჯულის, მოციქულთა მოძღვრებისა და შვიდი კრების
ერთგულნი არიან შენგან მოველით აღდგომასა და სასოებას.
როგორც ვსასოებთ მომავალ საუკუნეს, ასევე ვსასოებთ წყალობასა
თქვენი დიდი მეუფებისგან, რადგან ქრისტემ მე გამომარჩია და
დამადგინა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან მეფედ და ყველა მე
მცამს თაყვანს.
ივერიის ქვეყანაში ხუთი ხელმწიფე იყო და მათგან ორი სპარსეთის
შაჰმა დახოცა, დანარჩენ სამ ხელმწიფე ქვეყნებს ღმრთის შეწევნით მე
ვფლობ.
დიდი ხანია მსურდა ვყოფილიყავი თქვენი დიდი მეუფების
სამსახურში, მაგრამ შესაფერისი დრო ვერ შევარჩიე, რათა ამის შესახებ
თქვენთვის მეთხოვა. ამჯერდ თქვენთან კარის ეკლესიის მღვდელს
გაბრიელ გეგენავას ვაგზავნი, რომლის სახელით გიცხადებთ, რომ
თაყვანს ვცემ თქვენს მეფურ უდიდებულესობას. თქვენი ქვეშევრდომი
წმინდა საღმრთო ეკლესიებითა და წმინდა ნაწილებით, მთელი ჩემი
სამთავროთი და მთელი ჩემი სახელმწიფოთი თქვენი დიდი მეუფების
სამსახურში ვდგები.
მე ლევან დადიანი თქვენგან ვითხოვ, რომ ჩემზე წყალობა გაიღოთ,
ელჩი სამეფო სიგელებით გამოაგზავნოთ და ჩვენი ქვეყანა თქვენი
მაღალი მეფური მფარველობის ქვეშ მიიღოთ.
- რა განაცხადა მეფემ ჩემს წერილზე?
- მეფემ და მთლიანად სამეფო კარმა სულგრძელად და მოთმინე-
ბით მომისმინეს. მიხეილ თევდორეს ძე კი სიტყვაძუნწი კაცი
აღმოჩნდა. მხოლოდ ორიოდე თავაზიანი სიტყვით შემოიფარგლა მეფე.
უფრო სათათბიროს დიაკი თევდორე ლიხაჩოვი ატანტალებდა ენას.
მანვე განმიმარტა, რომ მოსკოვის მეფე თანახმაა ჩვენი ქვეყანა თავისი
მფარველობის ქვეშ მიიღოს. იქვე ელჩიონი დაადგინეს პავლე
ზახარიევისა და ფედოტ ელჩინის შემადგენლობით, რომლებიც ჩემთან
ერთად გამოემგზავრებოდნენ სამეგრელოში და თავად გადმოგცემდნენ
მეფის სიგელს.
-რუსებს ცხოვრების როგორი წესი აქვთ, სმას თუ ეტანებიან
ჩვენსავით?- ჩრდილოელი მეზობლების მარიფათით დაინტერესდა
მამუკა.
- სმით იქ ყველა სვამს. მეფე, ბოიარინი, გლეხი, ქალი, ბავშვი,
ეპისკოპოსი გაუთავებლად ყლურწავენ არაყს. სოფლად და ქალაქად
მრავლად ნახავთ ღობე-ყორეზე აყუდებულ გალეშილ ადამიანებს, რო-
მელთა შორის ბევრი სახლისკენაც ვერ იკვლევს გზას და ხშირ
შემთხვევაში შიშველ მიწაზე ათენებენ ღამეს, რაც ზამთარში მათვის
სავალალოდ თავდება.
- ქალები როგორები ჰყავთ?
- ქალები მართლაც ტანკენარი აღნაგობის და მშვენიერი სახისანი
არიან. მამაკაცები ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდაც ჭკუის
სასწავლებლად მათრახით უმასპინძლდებიან ცოლებს. ეს მათრახები
საგანგებოდ კედელზე უკიდიათ და "დურას" ეძახიან. ვინც ცოლს არ
სცემს იმ ქალს უბედურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. რუსეთში
ცოლის გაროზგვა ეკლესიის მიერ არის დაშვებული და ამ განუკითხა-
ობით გალაღებული რუსი მამაკაცები დაურიდებლად ატყლაშუნებენ
მათრახს.
- ჩემი წერილი თუ მიგივიდათ დროულად?
თქვენმა წერილმა ხუდონში მოგვისწრო ლევან ბატონო. ამ
სოფელში სვანმა გამცილებლებმა მოგვაცილეს ჩერქეზეთის მთებით.
რუსმა დესპანებმა მადლობის ნიშნად სვანებს ინგლისური მაუდის ნა-
ჭრები და გერმანული დანები აჩუქეს, რითაც ისინი უზომოდ გაახარეს.
როცა სიგელში თქვენს მიერ მოწერილი კეთილგანწყობა და საქებარი
სიტყვები გადავეცი ელჩებს მათ პასუხად ხუდონის წმინდა გიორგის
ეკლესიაში წირვა აღავლინეს და მთელი დღე მხურვალედ ლოცულობდ-
დნენ. მერე თქვენს მიერ გამოგზავნილი ანდრია ეპისკოპოსი
შემოგვიერთდა. მას თან ახლდნენ ყაბარდოდან ახლად მობრუნებული
თქვენი ლჩი თავეი კუჩალია და ახალგაზრდა ჩერქეზები: უზდენ
ხაპუკა და მურზა ხოძიაკი. მამა ანდრიას თაოსნობით ერთი აზნაურის
ოჯახში დიდებული სუფრა გაიშალა, სადაც ჩვენთან ერთად
ჩერქეზებმაც გვარიანად მოილხინეს, რამაც რუსების გულისწყრომა
გამოიწვია, ხოლო როცა ეპისკოპოსმა მთიელებისათვის მისაცემ კერძებს
ჯვარი გადასახა სტუმრები კიდევ უფრო დაიბნენ, თუმცა ზედმეტი
ჩაძიებისაგან თავი შეიკავეს.
- ისინი ჯერ მოუნათლავები არიან და მიტომაც ვიქცევით ასე-,და-
ამშვიდა მამა ანდრიამ ოდნავ აღელვებული სტუმრები.
მოგვიანებით მამა ანდრიამ დედოფლის გარდაცვალება გვამცნო,
რამაც ყველას გული დაგვწყვიტა. მან დაწვრილებით აუხსნა ელჩებს
ამის გამო ოდიშში გლოვა რომ იყო გამოცხადებული და თქვენც რომ
დიდხანს ვერ მიიღებდით სასახლეში. მათ გაოცება არ დამალეს თქვენი
ესოდენ ხანგძლივი მგლოვიარებით. მე მათ ავუხსენი ჩვენი
ტრადიციები, ისიც ვუამბე მეფე-დედოფალი სიცოცხლეშივე რომ იყავით
შეფიცებულები და თუ რომელიმე ადრე გამოეცლებოდით საწუთროს,
დაქვრივებულს უბრალო ტანისამოსი უნდა ეტარებინა, ნაცარზე
მჯდარიყო, თავზე თიხა მოეყარა და მთელი წელი უნდა ემარხულა.
ელჩებმა დროის მოკვლის მიზნით ეკლესიების მონახულება და
დათვალიერება მოგვთხოვეს. როგორც შევატყვე დიაკებმა პავლე
ზახარიევი საგანგებოდ შეარჩიეს ჩვენთან გამოსამგზავრებლად. ეტყობა
თეიმურაზ მეფის წერილმა გარკვეული ეჭვები აღუძრა მოსკოვის
სამეფო კარს ჩვენი აღმსარებლობის ჭეშმარიტებაში და პავლე მღვდელს
დაევალა სიღრმისეულად შეესწავლა სამეგრელოში არსებული სარწმუ-
ნოებრივი მდგომარეობა. გამოერკვია, თუ რამდენად ვიცავდით ჩვენს
მართლმადიდებლურ რწმენას, ხომ არ დავშორდით ბერძენთა
აღმსარებლობას, ხომ არ შეგვერია ურიათა რწმენა და ლათინთა ეროსი.
მათ ისიც აინტერესებთ თუ როგორ ვასრულებთ ლიტურგიკას
ეკლესიებში და როგორ იმოსებიან ჩვენი მღვდელმთავრები წირვა-
ლოცვისას.
ჩვენ შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილეთ მათი ცნობისწადილი
და სამეგრელოში შემოსვლისთანავე ბევრი ეკლესია-მონასტერი
მოვატარეთ. უწინარესად ოსმალოების მიარ აოხრებული დრანდის
მონასტერი ვაჩვენეთ, სადაც ინტერესით დაათვალიერეს იქ დაცულ
მოწამეთა წმინდა ნაწილები. ელჩებმა აღფრთოვანება არ დამალეს
ილორის ეკლესიის სისადავით. მე მათ მოვუყევი წმინდა გიორგის იმ
სასწაულების შესახებ, რასაც ის სჩადის გიორგობის დღეს. მღვდელი
ზახარიევი გაოცდა, როცა ორსაჟენიანი სიმაღლის ისრები იხილა. მე
ავუხსენი, რომ ეს დიდმოწამე გიორგის ისრებია და ამ ისრებით
კაბადოკიელი რაინდი ურწმუნოებს მუსრავს მეთქი.
მირქმის დღესასწაულზე ბედიის ტაძარში მამა ანდრიას წირვას
დავესწარით. რუსები მოიხიბლნენ ქართული ლიტურგიით და ჩვენთან
ერთად ალოეს კმევით ტაძრის ეკვდერში დასვენებულ ბაგრატ მეფეს
მიაგეს პატივი. თებერვლის შუა რიცხვებში ბაიაობის კვირას ცაიშის
მონასტერს ვესტუმრეთ. აქაურმა გლეხებმა ბრწყინვალე მასპინძლობა
გაგვიწიეს. მალე ირანელი მესპილოე ბეისრაკული დაგვადგა თავზე.
ბეჭის ხორცი და ჭაჭა მოგვართვა უხვად თქვენი სახელით. მანვე
გვამცნო სამწუხარო ამბავი სპილოს გარდაცვალების შესახებ. ძლიერ
დამწყდა გული ამ უწყინარი ცხოველის გამო. ეტყობა ჩვენ ნესტიან
ჰავას მაინც ვერ შეეჩვია საბრალო.
- როგორც ჩანს, მართლა საფუძვლიანად გავუქირდივარ თეიმურა-
ზს რუსთა მეფესთან, რაკი ასე საფუძვლიანად გამოიკვლიეს ჩვენი
აღმსარებლობის ავან-ჩავანი. ახლა სადღა არიან სტუმრები?- წყრომით
დასძინა ლევანმა.
- ამჟამდ ძიგურაში გახლავან ელჩები. ევდემონ ჯაიანმა თავისი
სასახლის პალატები დაუთმო სტუმრებს. ჩემი ვარაუდით ახლა
ჩვენსკენ მოემართება რუსთა ელჩიონი.
- თუ ასეა მხევლები გააგზავნეთ, მე ჩემის ამალით რუხის
ციხესთან შევეყრები ელჩიონს. შენ რით დაგასაჩუქრო მამაო ამ
სამსახურისთვის,- მიუბრუნდა ოდიშის მთავარი გაბრიელ მღვდელს.
- ერთი თხოვნა მექნება თქვენთან ლევან ბატონო თუ არ მიწყენთ,-
მცირე დაყოვნებით სათქმელს თავი მოუყარა მამაომ,- იერუსალიმის
ჯვრის მონასტერს მინდა დავუბრუნდე. როცა ჯვარში წლების
მანძილზე მონასტრის წინამძღვარი ვიყავი, მაშინ თურქები გამუდმებით
ცდილობდნენ ჩვენთვის ამ ეკლესიის წართმევას. თუმცა ამ განზრახვის
სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს თურქებმა, რადგანაც ერთ ღამეს
საშინელმა ქარიშხალმა მონასტერთან სახელდახელოდ აგებული
მეჩეთი მიწასთან გაასწორა. შეშინებულმა თურქების მუფთიმ ავისმომა-
სწავებლად მიიჩნია ეს შემთხვევა და თავისი უკეთური განზრახვა შე-
ცვალა. წუხელის ზებედე ეპისკოპოსი ჩამოსულა იერუსალიმიდან. მან
მითხრა, რომ ახლა უკვე სომხები ცდილობენ ჯვრის ეკლესიის ხელში
ჩაგდებას. მონასტერს თურმე ვალები დაუგროვდა და თუ დროზე არ
გამოვიხსენით ამ ვალებიდან სომხები უეჭველად დაეპატრონებიან ჩვენს
უძველეს სალოცავს ლევან ბატონო.
- სომხები ვერასოდეს ვერ მოესწრებიან ჩვენი წმინდა ტაძრის
ხელში ჩაგდებას,- რისხვით დააბრიალა თვალები ლევანმა,- ახლავე
დაიჭირე თადარიგი იარუსალიმში წასასვლელად. ოქრო-ვერცხლს კი
იმდენს გაგატან, რომ სომხებს ერთხელ და სამუდამოდ გაუქრდეთ
სურვილი ჯვრის მონასტრის მიტაცებისა.
ლევანმა მაქსიმე მაჭუტაძეს ნოჯიხევის ეკლესიიდან მარიამ
ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანებინა და მრავალრიცხოვანი ამალით
ელჩიონთან შესახვედრად გაეშურა. რუსები რუხის ციხიდან ერთი
ვერსის დაშორებით გამოჩნდნენ, მოუხეშავად დაქვეითდნენ სტუმრები
ნაცრისფერი ულაყებიდან და ხელზე ემთხვივნენ უნაგირზე ამაყად
გაჯგიმულ ოდიშის მთავარს. ფედოტ ელჩინმა ხელმწიფის სიგელი
გადასცა ლევანს და მოსკოვის მეფის ტიტულების ჩამოთვლას შეუდგა
გამომწვევად.
- უმჯობესია ციხეში შევიდეთ ძვირფასო სტუმრებო და იქ
ვილაპარაკოთ,- არ აცალა ლევანმა სიტყვის თქმა ფედოტს და ციხე-
დარბაზისკენ გაიყოლია შეცბუნებული ელჩები.
რუსი დესპანები მკაცრად იყვნენ გაფთხილებულები დიაკების
მხრიდან იმ შემთხვევის გამო, რომ თუ ისინი ლევანის სასახლეში
ოსმალოელ ან ირანელ ელჩებს წააწყდებოდნენ უმალვე უარი უნდა
ეთქვათ მიღებაზე და შეხვედრა სხვა დროისთვის გადაედოთ. ძიგურაში
ყოფნისას მათ ალალბედად გაეგოთ თითქოს მაჰმადიანი ელჩები
სტუმრობდნენ ოდიშის მთავარს, ამიტომაც ყოველგვარი გამოკითხვის
გარეშე უკან დაბრუნება დააპირეს. მაქსიმე მაჭუტაძე წინ გადაუდგა
ზედმეტად ფრთხილ სტუმრებს და მოთაფლული ენით დაუყვავა.
- წამოდით გეთაყვათ სასახლეში, მეფე ლევანი არ შეარცხვინოთ,
ის ხომ ეპისკოპოსებთან და დიდებულებთან ერთად შემოგეგებათ,
ბერ-მონაზვნის სამოსს გეფიცებით, რომ იმერელი დიდებულის
ალექსანდრე ღოღობერიძის გარდა არავის სტუმრობს ოდიშის მთავარს.
ელჩები მცირე ჭოჭმანისა და მოთათბირების შემდეგ ზლაზვნით აუყ-
ვნენ რუხის ციხის ოვალურ საფეხურებს. ლევანმა ფეხზე წამოდგომა არ
იკადრა, არც ქუდის მოხდა აღირსა გაამპარტავნებულ ელჩებს. მხოლოდ
მსახურებმა გამოიჩინეს თავაზიანობა და ზუგდიდის ამინდის
კვალობაზე უჩვეულოდ თბილად შემოსილ სტუმრებს ხავერდით
გაწყობილი კვერნის ქურქების გახდაში შეეშველნენ. პირისფარეშებმა
მისაღები ოთახიდან რუსეთის მეფის მიერ გამოტანებული ორმოცი
სიასამურის ბეწვი და მოოქროვილი ხმალი მიართვეს მიართვეს ლე-
ვანს. ძღვენით თავმოწონებულმა და გულმოცემულმა ფედოტ ელჩინმა
თაყვანი სცა ოდიშის მთავარს.
- სამებაში განდიდებული ღვთის წყალობით სრულიად რუსეთის
დიდმა ხელმწიფემ, მეფემ ციმბირის, ასტრახანის, ნოვგოროდის,
სარატოვის, რიაზანის და სხვა მრავალი ქვეყნების ხელმწიფემ მიხეილ
თევდორეს ძემ მიბრძანა შენ, ლევან მეფეს თაყვანი გცე.
- ჯანმრთელად ხომ არის რუსეთის დიდი ხელმწიფე?- არ ჩამორჩა
ლევანი პირფერობაში სტუმარს და მახვილის პირს სიბასრე შეუმოწმა.
- ღვთის წყალობით მრავალი ხელმწიფის ხელმწიფე მიხეილ
თევდორეს ძე კეთილად და ჯანმრთელად არის.- მოკლედ მოჭრა
ფედოტმა.
-ჩვენი ეკლესიები როგორ მოგეწონათ ბატონებო?
- საოცრად მოხდენილი ეკლესიები გაქვთ, ძვირფასი ხატებითა და
კანდელებით შემკული. აქ ყოფნის დროს უკვე დავრწმუნდი, რომ
მეგრელები დიდი სიყვარულით სასოებთ ღმერთს, თაყვანს სცემთ
წმინდა სამებას და წმინდა მოციქულთა მოძღვრებას. გწამთ ერთი სამო-
ციქულო ეკლესია და ერთი ნათლისღება, რასაც აუცილებლად მოვა-
ხსენებ ჩემს ხელმწიფეს.
-თქვენი ხალხი თუ ეთაყვანება ქრისტეს ნაფეხურებს?
- მოსკოვის რუსული სარწმუნოება როგორც მნათობი, ისე ანათებს
მთელს ცისქვეშეთში და საყოველთაო ჭეშარიტებითა და სიდიადითაა
ნაქები,- მოურიდებლად მოჰყვა ტრაბახს მამა პავლე.
- მოსკოვის ქვეყანა ვინ მონათლა უნეტარესო?- მამუკამ შეაშველა
მოთათბირეებს ხმა.
-ჩვენი ქვეყანა დიდი მთავრის, ვლადიმირის დროს მოინათლა
მეათე საუკუნეში. მთავარი პირველი ეზიარა ქრისტეს რწმენას და მერე
მთელი მოსახლეობა წმინდა ნათლისღებით ნათელყო.
-ახლა დროა სიგელის შინაარსაც გავეცნოთ?
- ყველას თანდასწრებით თუ შეიძლება სიგელის წაკითხვა,-
თითქმის ჩურჩულით თქვა ელჩმა.
- დასამალი არაფერი მაქვს ჩემი კარისკაცებისთვის,- დიდრონი
თვალები დააფახულა ლევანმა და საკარცხულში მოხერხებულად
მოთავსდა.
მამა ზახარიევმა ანაფორის ზონარიანი ჯიბიდან კირილიცათი
დაწერილ სიგელ დასწვდა და კითხვას შეუდგა.
- " მეფე მიხეილის სიგელი სადადიანო მეფე ლევანისადმი.
- ღვთის წყალობით მე დიდმა მთავარმა და სრულიად რუსეთის
თვითმპყრობელმა ხელმწიფემ მიხეილ თევდორეს ძემ მოვიწვიეთ და
ყურადღებით მოვუსმინეთ თქვენს მიერ გამოგზავნილ ელჩს გაბრიელ
გეგენავას. სიგელში გვწერდი, რომ შენ, მეფე ლევანი და მთელი შენი
სახელმწიფო , რომელიც ივერიის ქვეყანაშია, არის მართლმადიდე-
ბლური და ჭეშმარიტად ქრისტიანული, და მრავალი წელია სურვილი
გაქვს ემსახურო ჩვენს მეფურ უდიდებულესობას. ამასთან ერთად
მთელი შენი სახელმწიფოთი გვევედრები, რომ შენდამი წყალობა
გავიღოთ და სამეფო სიგელით აღჭურვილი ელჩები გამოვაგზავნო, რათა
მათ თქვენი სახელმწიფო დაათვალიერონ და ამის შემდეგ ჩემი
მეფური უდიდებულესობის მაღალი ხელის მფარველობის ქვეშ
მიგიღოთ.
გიქებთ საქციელს, რომ ჩვენი სამეფოს წყალობა მოძებნე და შენი
ელჩი ჩვენთან თხოვნით გამოაგზავნე. ვიწყებთ შენი და მთელი შენი
ქვეყნის ჩვენი მეფური მფარველობის ქვეშ მიღებას და მასზე ზრუნვას.
ელჩები გადმოგცემენ ფიცის ტექსტს, რაზედაც უნდა დაიფიცოთ ჩვენს
ერთგულებაზე.
- ფიცის ტექსტი მე წავიკითხო თუ თქვენ პირადად გაეცნობით
დიდო მთავარო?- მორჩილი ხმით თქვა მამა პავლემ..
- უმჯობესია თქვენ გაგვაცნოთ ფიცის წიგნის შინაარსი. ხომ უნდა
ვიცოდე რას ვაწერ ხელს.
მღვდელმთავარი შთაბეჭდილების მოსახდენად მომეტებული
რიხით შეუდგა ლევანის მიერ დასაფიცებელი წიგნის წაკითხვას.
- " დიდ ხელმწიფე მეფეს და დიდ მთავარს, სრულიად რუსეთის
თვითმპყრობელს მე ლევან მეფე, ჩემი შვილების და შვილიშვილების,
ყველა ჩემი ახლობელი ადამიანის და მთელი სადადიანო ქვეყნის
სახელით ამ წმინდა და ცხოველმყოფელ საუფლო ჯვარზე ფიცს ვაძლევ
იმის შესახებ, რომ დიდ ხელმწიფემ მიხეილ თევდორეს ძემ მთელი
ჩემი სადადიანო ქვეყანა შეიწყალოს და თავისი მეფური მოწყალებრივი
მზრუნველობის ქვეშ იყოლიოს და ურწმუნოთაგან დაიცვას.
ჩემი მეფური სახელით ვფიცავ, რომ მის მეფურ უდიდებულესობას
არ განვუდგები, მის შვილებს ცუდს არ გავუკეთებ და სხვას არ
შევუდგები. მისი ხელმწიფის მეგობრისთვის მეგობარი ვიქნები და მისი
ხელმწიფის მტრისათვის - მტერი.
თუ კი ვინმე სადადიანოს ქვეყნიდან ხელმწიფის ქალაქებზე თერგში
ან ასტრახანში , ან სხვა ქალაქებში რამე ცუდს განიზრახავენ ან
ღალატს ჩაიდენენ, მაშინ მე ჩემს ხალხს სადადიანოს ქვეყანაში
მოვძებნი, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის დავსჯი და
კანონდარღვევას მოვაშლევინებ.
მე და ჩემი შვილები, მთელი ჩემი სადადიანოს ქვეყანა მისი
მეფური უდიდებულესობის შვილების მორჩილების ქვეშ ვიქნებით, არ
განვუდგებით არც არანაირი ხერხითა და მზაკვრობით, და ამ ფიცის
თანახმად სიცოცხლის ბოლომდე ყველაფერში მათთვის სიკეთე
გვენდომება."
- ფიცის ტექსტი ისე გამართულად შეგიდგენიათ, რომ ხელის
მოწერაღა აკლია ილორის მადლმა,- ეთაკილა ლევანს სტუმრის
პატეთიკური ტონი,- თქვენში თუ სუფევს ამჟამად მშვიდობა?
- ოსმალეთის წაქეზებითა და მხარდაჭერით ყირიმელი თათრები
დრო და დრო სასტიკად აოხრებენ ჩვენს სამხრეთის საზღვრებს.
ხუთიოდე წლის უკან კალუგისა და ტულის სანახებამდეც მოაღწიეს
ამ გათავხედებულმა ბრბოებმა. ყირიმის ხანმა ბეგადირ გირეიმ
შარშანაც გაბედა ჩვენს მიწაზე თავდასხმა და ათასობით ტყვე წაასხა
კაფაში. თუმცა კაზაკების მიერ აზოვის ციხე-ქალაქის აღებამ აიძულა
ყირიმის თათრები ზავის ჩამოგდებაზე წასულიყვნენ. ყირიმის ხანის
დესპანმა ყურანზე დაიფიცა, რომ დღეიდან მშვიდობიან ურთიერთობა-
ში იქნებოდნენ მოსკოვის მეფესთან, თუმცა ამ მშვიდობის სანაცვლოდ
გაზრდილ ხარკ-აღაპს ვუხდით თათრებს.
- აბა სარფიანად გარჯილან კაზაკები, რაკი მათ მიერ აზოვის აღებას
ყირიმის ხანთან თქვენი შერიგება მოჰყვა. დონის კაზაკებთან ჩვენც
გვაქვს სამხედრო კავშირი. მე პირადად მრავალჯერ მიმიცია
თავშესაფარი იმ კაზაკთა ხომალდებისათვის, რომლებიც
გამძვინვარებულ ოსმალთა დევნაში ჩვენს სანაპიროებს აწყდებოდნენ.
ერთხელაც მოთმინების საწყაული აევსო მურად მეოთხეს და შიკრიკის
პირით შემომითვალა,- თქვენ, კაზაკებთან ქრისტიანული რწმენა
გაკავშირებთ და ერთი მრწამსით შეპყრობილები ჩემს ქვეყანას
აჩანაგებთ. თუ კაზაკებთან ერთობლივ მოქმედებაზე უარს იტყვით,
რიონის შესართავებს ჩახერგავთ და კაზაკებს ნავთსაყუდელს მოუშლით
ჩემი მხრიდან მშვიდობასა და წყალობას მოიმკითო. მე ამაზე უარი
შევუთვალე ფადიშაჰს, რამაც ის ძალიან გაახელა. მან ჩემი დასჯის
მიზნით დიდი ფლოტილია გამოაგზავნა და სანაპიროები ამიოხრა.
თქვენს მიერ ნანახი დრანდის მონასტერიც სწორედ მაშინ გადაწვეს ამ
ურჯულოებმა.
- დიდი გამბედაობა გამოგიჩენიათ ლევან ბატონო. ოსმალეთთან
დაპირისპირებას ძლევამოსილი სახელმწიფოების მეფენიც გაურბიან,
მათ შორის - ჩვენი ხელმწიფეც,- მოხდენილად შეაპარა მამა პავლემ
ოდიშის მთავარს მოსკოვის მეფის დანაბარები, რაც სამეგრელო-
ოსმალეთის დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან სრულ
ჩაურევლობას გულისხმობდა.
- მე უწინარესად უფლის შემწეობის იმედი მაქვს და რუსთა
სახელმწიფოს თანადგომის,- თითქოს ვერ ჩაწვდა ლევანი ელჩის შეფა-
რულ ნათქვამს,- იქნებ მიხეილ თევდორეს ძის შუამავლობით
ოსმალეთის სულთანმა ხარკი შეგვიმსუბუქოს. ამ ხარკის გადახდა ჩემი
ნებით ვიტვირთე, თუმცა ამან არ უნდა გაათამამოს ფადიშაჰი. არც
სხვის ომში უნდა მიხმოს, როგორც ეს მოინდომა ერევნის ციხესთან
გამართულ ომში. თუ მაინც არ მოეგო გონს ჩვენც გამოვაჩენთ
ლომისებრ ბრჭყალებს. თქვენი თანადგომისა და ხელშეწყობის იმედიც
მაქვს. თუ მოსკოვის მეფის წაქეზებით დონის კაზაკები ოსმალეთის
განაპირა ქალაქებს დალაშქრავენ მე ჩემი ჯარით დათქმულ ადგილას
გავჩნდები და აგარიანთა ჩეხვაში დავიდებ წილს. თუმცა აქ ერთმა
გასაჭირმაც იჩინა თავი. კაზაკთა ზოგიერთი ჯგუფი ჩვენც არაფრად
გვაგდებს და სამეგრელოსკენ მომავალ თურქულ გემებს ძარცვავენ,
ჩვენთვის განკუთვნილ საქონელს კი თავისთვის ისაკუთრებენ. სამი
წელია უკვე, რაც არც ერთი ოსმალური ხომალდი არ შემოსულა ჩვენს
სანაოსნო წყლებში. კარგი იქნება მიხეილ თევდორეს ძემ ასეთი და-
უმორჩილებელი კაზაკები რომ მოათვინიეროს.
- კაზაკები ჩვენც არ გვემორჩილებიან მოწყალეო მთავარო. ასე რომ
მათი აცვენილი ძალის მოთოკვას ჩვენი მეფეც ვერ იკისრებს.
ოსმალეთის სულთანთან კი მიხეილ თევდორეს ძეს მშვიდობა და
თანხმობა აკავშირებს. ჩვენი ქვეყნების ელჩები სშირ-ხშირად
დაიარებიან სატახტო ქალაქებში განსაკუთრებული მისიით, რათა ეს
თანხმობა დიდი ხნით არ დაირღვეს.
- კეთილი და პატიოსანი,- საკარცხულიდან წამოდგა ლევანი,-
გადაღლილები იქნებით, მესტუმრე სახლამდე მიგაცილებთ, ჩემგან თუ
მოითხოვთ რამეს?
- კარგი იქნება მზარეულები რომ გამოგვიყოთ. ჩვენ არც თუ ისეთი
ახალგაზრდები ვართ საჭმლის გაკეთებაზე რომ მოვცდეთ.
ლევანმა მატუტიას უბრძანა საუკეთესო მზარეულები მიემაგრებინა
რუსებისათვის და რამდენიმე დარაჯიც გამოეყო მათი უსაფრთხოები-
სთვის. როცა ელჩები თვალს მიეფარნენ ლევანმა ორაზროვნად გაიქნია
თავი.
- როგორც ვხედავ, რუსთა მეფე თავისი სახელმწიფოს სივრცის
გაფართოებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე - ჩვენს მფარველობაზე. კარგა
ხნით დავაყოვნოთ სტუმრები ჩვენთან, ვნახოთ როგორ შეიცვლება
ვითარება. ჯერაც არ ჩამცხრალა ჩვენს მეზობლებში ომის ცეცხლი. რო-
გორც არსებული მდგომარეობა მიგვანიშნებს ჩვენც ისე ვიმოქმედებთ,
ჩემი გაცურება არც ისე იოლია მათ რომ ჰგონიათ,-დასძინა ლევანმა
და სარკმელში ჩამოწოლილ ნისლს მიადევნა ამღვრეული მზერა.

თავი ოცდამეშვიდე
ზეციური ემბაზი

დილაუთენია გურიის მთავრის სიკვდილი ამცნეს ლევანს.


კათოლიკურ ეკლესიაში წირვას ასრულებდა მალაქია კათალიკო-
სი, როცა მოულოდნელად თავს რეტი დაესხა და უსულოდ მიესვენა
ტაძრის ფილაქანზე.
- მზის ამოსვლისათვის მაინც გეცლიათ თქვე უღმერთოებო, ასე
ადრიანად კაცის სიკვდილი რომ მახარეთ.- ირიბულად გაკიცხა
ლევანმა სულსწრაფი ქვეშევრდომები.
- დრო არ ითმენს ბატონო,- მამუკა ბისკაია მოურიდებლად ჩაეჭრა
ლევანს სიტყვაში,- გურიაზე იმერეთის მეფეს უჭირავს თვალი, ოსმალო
ფაშებიც ლეშმოწყურებული ათრებივით იღრინებიან. ჭანეთის და ლა-
ზეთის მიტაცება არ იკმარეს ამ სულძაღლიანებმა. დიდი ხანია მათი
მსტოვრები გადაცმულები დაიარებიან გურიის სოფლებში და
მოსახლეობას სულთნის კეთილგანწყობას უქადაგებენ. თუ ოსმალეთის
სახელმწიფომ რიონამდე მოაღწია არც ჩვენ დაგვადგება კარგი დღე.
- უფრო რიონი გაუყვება აღმა დინებას, ვიდრე მე სიმწრით და
ოფლით შემომტკიცებულ გურიას შეველიო. ჩემი სახელით ოზურგეთი
დალაშქრეთ, მალაქის კათალიკოსი პატივით მიაბარეთ მიწას, მის
ნაცვლად კი ვახტანგ გურიელი დასვით ტახტზე. იმედი მაქვს, რომ
მალაქიას ძმა ღირსეულად დაიცავს ჩემს მხარეს და ხარკსაც დროულად
გადამიხდის. მართალია მალაქიას დროსაც დროულად იკრიფებოდა
გადასახადები და ჩვენი სალაროც საგრძნობლად ივსებოდა,
თუმცა ბოლო დროს თავისი საკათალიკოსო მამულებიდან მცირე
შემოსავალს გვიგზავნიდა მღვდელმთავარი. ამიტომაც კარგად ჩაიხედეთ
მის ხაზინაში, იქნებ ფასდაუდებელ განძს გვიმალავდა ის სულკურთ-
ხეული.
- ვახტანგი უზნეო კაცი გახლავთ ლევან ბატონო,- გამოუძინებელი
სახით შენიშნა ქერეშმა,- უმეტეს დროს განცხრომაში და ქალებთან
ლაციცში ატარებს. ყველა უკეთურობასთან ერთად გურიაში
გამწესებულ მისიონს გადაემტერა ეს შეჩვენებული. თავად ქრისტეს
რჯულზე გულაყრილი პატრებს ერეტიკოსებს და მწვალებლებს ეძახის.
დონ ქრისტეფორეს ხომ საერთოდ არ აძლევს გასაქანს. ხომ არ აჯობებს
თქვენი დისშვილი, ოტია რომ არ დავსვათ გურიის ტახტზე. ამ
საქციელით დამდურებულ მარიამსაც მოიმადლიერებთ და გურიაც
საიმედო ხელში იქნება.
- არა მგონია ოტიას ხელში გურია საიმედოდ რომ გვეგულებოდეს.
მართალია სჯულისამებრ მას ეკუთვნის სამთავროს გვირგვინი, მაგრამ
როცა თავს საიმედოდ დაიბევებს, ვინ იცის თუ რას მოიმოქმედებს
თვალდაშრეტილი მამის შვილი. სავსებით მოსალოდნელია ჩემს
წინააღმდეგ აამხედროს გურულები. გარდა ამისა ოტია ქართლ-კახეთის
მეფედ მყავს შეგულიანებული. როსტომს წყალ-მანკი ჭირს თურმე და
მალე შეელევა საწუთროს. ვახტანგ გურიელის ხვანჯები კი ჩემთვისაც
საცნაურია, მაგრამ მისი წვრთვნა და მორჯულება სავსებით შესაძლე-
ბელია. ასე რომ დროულად შეუდექით საქმეს.
მამუკამ და ქერეშმა უმტკივნეულოდ აღასრულეს ლევანის
ბრძანება. მათ მცირე ჯარი იახლეს და ოზურგეთში ომახიანი
შეძახილებით შეაგელვეს ულაყები. გურიის დიდებულთაგან არავინ
ისურვა ხმალზე ხელის გავლება. ყველანი უსიტყვოდ დამორჩილდნენ
ოდიშის მთავრის ბრძანებას და მოჩვენებითი პირფერობით აღიარეს
ვახტანგ გურიელის გამთავრება. მამუკას დავალებით მსახურებმა ოცდა-
ათამდე მოზრდილი ზანდუკი თვალ-მარგალიტით პირთამდე აავსეს,
ჯორ-აქლემებს გარდი-გარდმო გადაჰკიდეს და ზუგდიდისკენ აიღეს
გეზი.
-ერთი ამ ავლა-დიდებას დამიხედეთ,- გაოცებას არ მალავდა
ოდიშის მთავარი მოულოდნელი ნობათით და სათითაოდ სინჯავდა
ძვირფას სამკაულებს,- ამ დაქცეულ გურიაში რამხელა განძი
მოუგროვებია მალაქიას. ისე, ცოდვა გამხელილი ჯობს და ბოლო დროს
არ მომწონდა მისი უთავბოლო წუწუნი. სულ მწევარ-ძაღლებისა და
მიმინოების გამოგზავნით მანებივრებდა, თავად კი თურმე ფუფუნებაში
ლივლივებდა. იმედი ვიქონიოთ რომ ვახტანგი ჩვენთვის განკუთვნილ
ხარკს არ გადამალავს და ღირსეულად გაირჯება.
- ესეც კაი უკუღმართი ვინმე ჩანს ლევან ბატონო,- წყალი გადაასხა
მამუკამ ლევანის შემართებას,- ჩვენი იქ ყოფნის ჟამს ის მოურიდებლად
ღებულობდა საჩუქრებს ქვეშევრდომებისაგან, ახლა კი სულ აიშვებს
თავს ის სულწაწყმედილი.
ზედმიწევნითი სიზუსტით გამართლდა მამუკას ეჭვები. ვახტანგ
გურიელმა გამთავრებისთანავე მძიმე გადასახადები დააწერა ისედაც
შეჭირვებულ მოსახლეობას. ქრისტეფორე კასტელსა და მის
თანამოძმეებს კი ისეთი თავგამეტებით გადაეკიდა, თითქოს მისი
დაუძინებელი მტრები ყოფილიყვნენ. მისი ბრძანებით სახლი, მამულე-
და ყმები ჩამოართვეს მისიონერებს. აიძულებდა თავიანთი
საცხოვრებელიდან შორს გამგზავრებულიყვნენ და მძიმე ავადმყოფებს
მომსახურებოდნენ. ერთხელაც ვახტანგმა პატრებს უბრძანა კათოლიკეთა
წესისამებრ ერთ ხატზე დაეფიცათ, რომ არასდროს საკუთარი ნებით
გურიას არ დატოვებდნენ. მამა კლაუდიო კისერზე მიბჯენილი
მახვილის წვერით დააფიცეს კიდეც ამ უმსგავსოებაზე, თუმცა დონ
ქრისტეფორეს მორჯულება მაინც ვერ მოახერხეს. მისიონერმა მალულად
კაცი გაგაზავნა ლევან დადიანთან და შველა სთხოვა. ლევანმაც არ
დააყოვნა და საქმის მასაგვარებლად პატრი ვიკარიო ხომალდით
საჩქაროდ გამოისტუმრა გურიას. მისიონერმა ოდიშის მთავრის წერილი
გადასცა გურიის მთავარს, სადაც ლევანი ვახტანგს ატყობინებდა, რომ
იტალიელი მღვდელმთავრები სამეგრელოში გამოეშვა. ვახტანგმა
ქრისტეფორე კასტელი და მისი თანამოძმენი დარბაზობაზე მოიწვია
და მათი თანხლეით უკმეხი პასუხი გასცა ლევანის დესპანს.
- ეს მისიონერები ჩემი ყმები არიან, ვინაიდან მე ამ სამთავროსთან
ერთად მათი თავიც ჩამბარდა. ასე რომ როგორც მომეპრიანება, ისე
მოვიქცევიო.
- ვახტანგ ბატონო,- აღელვებამ გადაჰკრა სახეზე უცხოელს,-
მართალია, უფალმა თქვენ სამთავრო მოგცათ, მაგრამ პატრები თქვენი
მონები არ არიან. ისინი პაპის ქვეშევდომნი და იესო ქრისტეს
მსახურნი არიან. იესო კი ყველა ჩვენთაგანის პატრონია და უფრო
ძლიერიც, ვიდრე თქვენ თვითონ ბრძანდებით.
გურიის მთავარმა მამა ვიკარიოს სიტყვებზე თავი ვერ შეიკავა და
ბრაზისგან გაცეცხლებულმა უშვერი სიტყვებით გალანძღა მისიონერები.
- თუ თქვენსას არ დაიშლით, აქედან შიშვლებს გაგიშვებთ და
ყველას თვალში შეგარცხვენთ იცოდეთ!- შეშლილი სახით უყვირა მან
მამა ქრისტეფორეს.
მაშინ მღვდელმთავარმა ყველას თანდასწრებით ფეხსაცმელი
გაიძრო, მტვერი გაბერტყა და შორს მოისროლა.
- ქრისტეს ცხოვრების წესისამებრ მე არ მსურს შენი
საბრძანებლიდან მტვერიც რომ წავიღო, რადგანაც შენ არ მოიწადინე
დაგეფასებინა ის ხალხი, ვინც შვიდი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის
იარებს კურნავდა.
მამა ქრისტეფორეს მსაგავსად სხვა პატრებმაც გაიძვრეს ფეხსაცმე-
ლები და შინისაკენ ფეხშიშველნი წავიდნენ.
გურიის მთავარმა მისიონერთა სახლს დარაჯები მიუჩინა, რათა
ისინა მალულად არ გაქცეულიყვნენ სამეგრელოში. როცა ლევანს
ვახტანგის მკრეხელური საქციელი მოახსენეს მან მუქარით სავსე
წერილი მისწერა გაყოყოჩებულ ხელქვეითს და პატრების დაუყოვნებ-
ლივი განთავისუფლება მოსთხოვა. ვახტანგი ვითარების გამწვავებას
მოერიდა და უცხოელები თავად მიაცილა სამეგრელოს საზღვრამდე.
ლევანმა ზუგდიდში ათასკაციანი წვეულება გამართა მამა
ქრისტეფორეს პატივსაცემად. სამი დღე გაგრძელდა ნადიმი. ლევანმა
კიდევ ერთხელ შერაცხა წმინდანებად პატრები და მათდამი თავისი
უსაზღვრო პატივისცემის ნიშნად მერკულაში, რუსი ელჩების
სიახლოვეს გამოუყო თავშესაფარი. ყმებისა და მამულების გარდა
სოფლის გორაკზე აღამართული ფერიცვალების ეკლესიაც უბოძა ახალი
მისიონის დაფუძნებით გახარებულ მამა ქრისტეფორეს. მანაც უმოკლეს
დროში ლევანისაგან ბოძებული ეკლესია ლათინური წესდებით მორთო
და საეკლესიო წესის აღსრულებასაც შეუდგა. უქეიფობის დროს ლევანი
ძილიხანს აიყოლიებდა ხოლმე და გარკვეული ხნით რჩებოდა მათ
სახლში. ასეთ დროდ მხოლოდ პატრების მიერ მორთეულ საჭმელს
მიირთმევდა, მათ მიერ მომზადებულ წამალს სვამდა და მოცალეობის
ჟამს ჭადრაკშიც გაეჯიბრებოდა მამა არქანჯელოს. მისმა ამგვარმა
დამოკიდებულებამ მოსახლეობაში კიდევ უფრო განამტკიცა
მისიონერებისადმი პატივისცემა და საერთო სიყვარული. მრისხანე
მებატონეთაგან გამოქცეული გლახაკები კათოლიკეთა საცხოვრებელში
პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს. პატრები განსაკუთრებით ვერ
აუდიოდნენ იმ უბირი ადამიანების მოწოლას, ვისაც თათრებზე
გაყიდვას უპირებდნენ უსულგულო წარჩინებულნი.
ერთხელაც, შემოდგომის სუსხიან ღამეს ტანსაცმელშემოკონკილი,
მშიერ-მწყურვალე ქალიშვილი მოადგა მათ სამწყსოს. წარჩინებულ
გვარიშვილს, მოკოდი ჩელიას გამოასწრო გოგონამ ბედად. სულწაწყმე-
დილ თავადს მრავალი ბავშვი ჰყავდა გაყიდული ჩალის ფასად. იმ
დღესაც ანაკლიაში თურქული ხალიჩის სილამაზემ თვალში სინათლე
დაუბნელა მოკოდის. ამადაც დააპირა პატარა ქრისტიანის თათრებზე
გაყიდვა და აღებული ფულით ხალიჩის შეძენა. პატრებმა თავისთან
დაიტოვეს დევნილი ქალიშვილი და ქრისტეს სიყვარულს აზიარეს.
როცა მოკოდი ჩელიამ გოგონას ალაგი შეიცნო კარისკაცები გაგზავნა
მის შესაპყრობად. ცხენოსნებმა ალყა შემოარტყეს მისიონერთა
თავშესაფარს და უშვერი სიტყვებით აიკლეს იქაურობა. მამა
ქრისტეფორე ფსალმუნით ხელში კარის ზღურბლთან დახვდა
მომხდურებს.
- ეს გოგო ახალციხის ფაშას უფეშქაშა მოკოდი ჩელიამ. ახლავე
გამოათრიეთ გარეთ ის გომბიო, თორემ აქაურობას ცეცხლს მივცემთ,-
დაჭრილი ტყიურივით კიოდა ასისთავი და მახვილს წკეპლასავით
ჰკვეთდა ჰაერში.
მორჩილი მხევალივით ეახლა მამა ქრისტეფორე ცხენოსანთა
ასისთავს.
- გადაეცით თქვენს ბატონს, რომ გოგონას ნაცვლად ჩემი თავი
დაუთმოს ოსმალოებს. ის ჯერაც პატარაა და ურჯულოებში
სარწმუნოებას ვერ შეინახავს,- დარბაისლური სათნოებით შეახსენა
დონ ქრისტეფორემ ქრისტეს მცნება განცვრიფრებულ სარდალს.
მომარჯვებული მახვილი ჰაერში გაუშეშდა ასისთავს. ამგვარ
პასუხს არ ელოდა ის უცხოელისგან. ერთხანს გაოგნებული იდგა, მერე
თავის ამალა მოაბრუნა და ხელცარიელი წარსდგა განრისხებული
პატრონის წინაშე.
- ვერას გავხდი ბატონო. თავი აქვს განწირული იმ უცხოელს,-
ორიოდე სიტყვა ძლივს ამოილუღლუღა ასისთავმა.
- ჭეშმარიტი მოყვასავით მოქცეულხარ. შენი წყალობით საუკუნე
ცოდვა ავიცილეთ თავიდან,- მადლიერების გრძნობით შეესიტყვა თავის
ქვეშევრდომს მოკოდი ჩელია. მამა ქრისტეფორეს საქციელმა ისეთი
ზემოქმედება მოახდინა მეგრელი წარჩინებულის ცნობიერებაზე, რომ
სრულად შეიცვალა და მისიონერთა ერთგული მსახურიც გახდა.
ეს ამბავი ისე გახმაურდა, რომ დიდსა თუ პატარას პირზე ეკერა.
ოდიშის მთავარმაც თავი ვალდებულად მიიჩნია, რომ თავად წვეოდა
მამა ქრისტეფორეს და ადგილზე გაერკვია სიმართლე. პატრები
საკუთარ საწნახელში დაწურული ღვინით გაუმასპინძლდნენ ძვირფას
სტუმარს, კინსტანტინეპოლიდან საგანგებოდ გამოგზავნილი ჩამიჩი და
შაქარმოყრილი ფინიკიც უხვად მიართვეს ტკბილეულობამოყვარულ
ოდიშის მთავარს. ყმაწვილივით გაიხარა ლევანმა ჩამიჩის ჭამით. გრემი
მოაგონდა, სადაც პაპამისი გამუწყვეტლივ ანებივრებდა ათასნაირი
ნუგბარით.
- ოსმალოები და ყიზილბაშები უთუოდ გამოირჩევიან
ტკბილეულის სიუხვით, თუმცა თქვენს გოზინაყს მაინც ვერაფერი
შეედრება.,- ალალი ქათინაურით დახვდა მამა ქრისტეფორე ლევანს და
მის ამალას.
- ახლა ისა არ მითხრა გოზინაყის სიყვარულმა ჩამომიყვანაო
თქვენს ქვეყანაში,- ხუმრობა სცადა ლევანმა.
- თავიდან იაპონიაში მინდოდა სამისიონერო მოღვაწეობა დამეწყო,
მაგრამ როცა აპოლონ როდოსელის არგონავტიკა წავიკითხე,
გადავწყვიტე საქართველოში წავსულიყავი, რადგანაც ამ წიგნმა ჩემში
ძველი კოლხეთის ნახვის სურვილი გაახელა. თუმცა ისიც უნდა
გითხრათ ლევან ბატონო, რომ აქ ნანახმა და განცდილმა ოდნავ
გამიცრუა მოლოდინი.
- მაინც რა არ მოგწონთ ჩვენში დონ ქრისტეფორე?
- თუნდაც ის, თუ როგორ ეპყრობით მსახურებს. პირდაპირ
აუტანელია იმის ყურება, თუ როგორი სისასტიკით და შეუბრალებლო-
ბით ყიდიან აქაური წარჩინებულები საკუთარ ტყვეებს თათრებზე.
ახლახან კინაღამ მარიუჩამაც გაიზიარა თავისი უბედური თანატოლების
ბედი,- ოდნავი აღელვებით თქვა პატრმა და იქვე მდგომ გოგონას
თავზე მოფერებით გადაუსვა ხელი.
- ჩვენი წესით და კანონით ყმა თავად-აზნაურთა საკუთრებაა და მე
უფლება არ მაქვს მათ დავაში ჩავერიო. გარდა ამისა მოსახლეობა
ამდენად შეჭირვებულია, რომ მხოლოდ ტყვეთა სყიდვით ირჩენს თავს.
- მერე ეს ამართლებს იმ ცოდვას, რომელსაც ისინი ვერასოდეს ვერ
გამოისყიდიან?- არ გამოექომაგა მამა ქრისტეფორე ლევანის თავის
მართლებას,- ღმერთმა კაცი თავისუფალი გააჩინა და მისი
პირუტყვივით გასხვისება იმდენად დიდი ბოროტებაა, რომ ამ ქმედებას
უთუოდ ღვთის რისხვა მოჰყვება ადრე თუ გვიან. იესო ქრისტემ
თავისი სისხლით დაიხსნა ეს ადამიანები და მათ ურწმუნოებზე
გაყიდვას არასოდეს არ შეეგუება. ერთხელ მე თავად შევესწარი ურეკის
ნავსადგურში იმ შემზარავ საქცილეს, რასაც ოსმალო ვაჭრები
დაუფარავად სჩადიან. შემაძრწუნებელია თვალი ადევნო თუ როგორ
მიერეკებიან ეს ურჯულოები ჯოჯოხეთში ათასობით ქრისტიანთა
სულებს. ისინი იმდენად არიან გათავხედებულები, რომ ამ საცოდავ
არსებებს ხომალდებში ასვლამდე თათრული ტანისამოსით მოსავენ,
თავიანთი ცრუ რჯულის აღსარების ნიშნად კი თითს ზეცაში
ააშვერინებენ,რათა ოსმალეთში ჩასვლამდე ქრისტეს სარწმუნოებისაგან
მოკვეთონ უბედურნი. ისინი ქრისტიანებს აიძულებენ ქართულ მიწაზე
დაგმონ უფალი და თავიანთი ჩვეულებების სწავლასაც იქვე
აწყებინებენ. ყველაფერს ამას სჩადიან ქრისტიანების თვალწინ და
ქრისტიანების ქვეყანაში. ჩემი აზრით ამ ბარბაროსულ ქმედებას ერთხელ
და სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო.
- მე რა შემიძლია გავაკეთო ამის აღსაკვეთად, განა ჩემი ჩარევა
ხალხს ამ მავნე ჩვევას შეაცვლევინებს? ყმების გაყიდვა თურმე ჩვენში
ძველი დროიდანვე ყოფილა ჩვევად და წესად.
- არა მგონია ამ ერის შემუსვრელ სენს ძველ დროში ჰქონოდა
ადგილი. ძველი მწერლები და მემატიენენიც ამის შესახებ არაფერს არ
წერენ. ეს ჭირი მაშინ გავრცელდა, როცა ოსმალოებმა თავისი წყეული
ფეხი შემოდგეს საქართველოში. თქვენი ჩარევა დარწმუნე-
ბული ვარ მალევე გამოიღებს სასურველ შედეგს, მანამდე კი ამ
ხალხს თქვენი უმოქმედობით აიძულებთ სამშობლოსთან ერთად
საკუთარ რწმენას მოაშოროთ. , რაც ორმაგი ცოდვაა. ის ვინც ქრისტეს
სისხლით გამოსყიდულ სისხლს ყიდის, ვერ გადაურჩება უზენაეს
სასჯელს. ამ ჯვარცმამ დაიხსნა ადამიანები ეშმაკთა ტყვეობისაგან და
ყველას მოეპოვება თავისუფლება. ყველას აქვს უფლება უზენაესის
მფარველობის ქვეშ ისარგებლოს ამ თავისუფლებით. თქვენ როგორ
გგონიათ, ლევან ბატონო, ეკლესია ვნების დღეებში რატომ აღებს
საპყრობილეს და ათავისუფლებს დატყვევებულებს?- მეტი სითამამე
შეაპარა თავის ნათქვამს მღვდელმთავარმა.
- თავისუფლება მე ლაგამაწყვეტილ ულაყს მომაგონებს, რომელსაც
დროზე თუ არ ამოსდე ლაგამი უთუოდ გადაგჩეხავს უფსკრულში.
ზღვარგადასული თავისუფლება ისეთივე საუგოა, როგორც - ქვეყნის
ღალატი.
- იქნებ ზღვარგადასული თავისუფლება მართლაც საზიანო იყოს
სარწმუნოებისათვის, ბაგრამ როცა ეკლესია მონებს ათავისუფლებს ამას
სჩადის არა ქვეყნის მომავლის საზიანოდ, არამედ - მის
საკეთილდღეოდ. რაკი მორწმუნეებს თავისუფლება ებოძათ, უწინარესად
თქვენ არ უნდა დაუმორჩილოთ მათი უმანკოება დემონთა ნებას. ამას
თქვენ ეკლესია გიშლით და გიკრძალავთ. ყველა წმინდა მამანი და
ვნებანი თქვენს წინააღმდეგ ღაღადებენ. თქვენ ხართ ვალდებული
აღმოფხვრათ თქვენს სამთავროში ეს ბარბაროსული ჩვეულება. სწორედ
თქვენ უნდა დაიცვათ და დაიხსნათ თქვენი ქვეშევრდომების მიერ
ურწმუნოებზე გასხვისებული ქრისტიანები, რადგანაც ამ ეშმაკისეულ
საქმეში სწორედ მათი ხელი ურევია. ისინი მოტყუებით, დაშინებით,
ძალის გამოყენებით ყიდიან ულამაზეს გოგო-ბიჭებს თათრებზე და შინ
გალაღებულნი მოეშურებიან. გზად იქნება ეკლესიაშიც შეიარონ და
ღვთის გმობით შიშით შეპყრობილებმა სანთელიც დაანთონ სამუდამოდ
დაკარგული ყმების სახელზე. ამით ისინი არა მარტო თავიანთი ყმების
ქონებას ისაკუთრებენ, არამედ უწყალობით გამძვინვარებულნი და
სიხარბით დაბრმავებულნი მათი სიკვდილ-სიცოცხლის უფლებასაც
ჩემულობენ. ჩვენ მოვასწარით რამდენიმე ქრისტიანი ურჯულოთა
ხელყოფისაგან დაგვეხსნა, მაგრამ ამით თვითკმაყოფილებას ვერ
მივეცემით, რადგანაც უმეცრების გამო ათასობით ქრისტიანს ემუქრება
უღმერთოების ხელში მოხვედრა.
ლევანი ისე აღელდა მამა ქრისტეფორეს ნათქვამზე, თითქოს
პირველად ისმენდა თავის ხელქვეითთა მკრეხელური ქმედების
შესახებ. მას ჭირის დღესავით სძაგდა მლიქვნელი კარისკაცების
ყურისგდება, მაგრამ არც იმგვარი სიმართლის მოსმენაც ეხატებოდა
გულზე, მამა ქრისტეფორემ რომ აჯახა მოურიდებლად. ისიც კარგად
უწყოდა ოდიშის მთავარმა, რომ ხალხის გახრწნილ წყლულებს თავისი
ქადაგებით ვერ უაქიმებდა, მაგრამ თუ რამე ღონოსძიებას სასწრაფოდ
არ მიმართავდა, ქვეყანა მოსახლეობისაგან დაეცლებოდა და მაშინ
არც მიწის მხვნელი ეყოლებოდა და არც - მახვილის მტვირთველი.
ლევანი ყმების გაყიდვის სანაცვლოდ სნეულების მოვლენის
შიშითაც იყო შეპყრობილი. ამიტომაც ბჭობის გაუმართავად დაავალა
მამუკას მთელს სამეგრელოში გაევრცელებინა ბრძანება ტყვეთა სყიდვის
აკრძალვის შესახებ. პატრებმა დიდად გაიხარეს ამ ცნობით და
რომის პაპსაც დაუყოვნებლივ ახარეს ოდიშის მთავრის შემართება, თა-
ვად კი გაორკეცებული ენერგიით გააგრძელეს ქადაგება. მათი
შთაგონებით ბევრმა დიდაზნაურმა ყმების გაყიდვა მოიშალა და
ეკლესიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ზოგიერთი წარჩინებული ამით არ
დაკმაყოფილდა და მისიონერთა გულის მოგების მიზნით ტყვეებს
თავისუფლება უბოძეს, ზოგიერთებს კი სამემკვიდრეოდ მცირე ქონებაც
გააყოლეს.
რუსი ელჩები შეუნიღბავი გულისწყრომით შესცქეროდნენ მი-
სიონერთა მოღვაწეობას და მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებდნენ
კათოლიკეთა ეკლესიაში სიარული მოეშალათ. ისინი იმითაც იყვნენ
უკმაყოფილონი ლევანი განუწყვეტლივ მდიდრულ სუფრებს რომ
უშლიდა იტალიელ ბერებს. მართალია, საჭმლის სიუხვით რუს
ელჩებსაც ნაკლები ჰქონდათ საწუწუნო, თუმცა პურის ნაკლებობასა
და ღომის ჭამას ვერაფრით ვერ შეეგუვნენ. მატუტიას უკვე თავი
ჰქონდა მობეზრებული მათი გაუთავებელი ჯუჯღუნის გამო. ერთხელაც
მამა პავლემ გადაჭრით უთხრა სასახლის ფარეშს.
- მი ეტუ კაშუ იესტ ნი ბუდემ.
- ჭირი ჩაცეცხლეთ თქვენ!- გაწიწმატდა მატუტიაც და ოდიშის
მთავართან დააბეზღა რუსები.
- რაო, მაუტია სულძაღლიანო, დამშეული დამიტოვე მოსკოველი
ელჩები?- სიცილი წასკდა ლევანს მატუტიას დაზაფრული სახის შემხე-
დვარეს.
- სულ სმა და ჭამა აკერიათ პირზე ამ შეჩვენებულებს,- ვერ
მოთოკა თავისი ბრაზი მატუტიამაც,- ჯერ ღომზე მითხრეს უარი, მერე
ფხალეული და თევზეულიც დამიწუნეს. გარდა ამისა სულ იმას
გაიძახიან ლევან მეფე ყმადნაფიცობის სიგელს ხელს როდის მოაწერსო.
თუ კიდევ დიდხანს აპირებს ჩვენს აქ დაყოვნებას ჭადრაკი მაინც
მოგვცესო თავშესაქცევადო.
- მიგეცა მერე, რახანია მაინც არავინ თამაშობს და თახჩაზე დევს
მტვერმოდებული.
- მივეცი ბატონო. ერთი-ორი პარტია ვეთამაშე კიდეც. დიდი
ვერაფერი მოთამაშეები ყოფილან. ისე პირწმინდად დავამარცხე, რომ
თამაშის ხალისი ვგონებ საერთოდ გაუქრათ. ხო, სიგელის შესახებ რა
მოვახსენო რუსებს?- საქმიანი კაცის იერით დასძინა მატუტიამ.
- როგორც ვატყობ რუსეთის მეფე თავის მოინალედ უფრო
მიმიჩნევს, ვიდრე- მოკავშირედ. მე საფიცრის წიგნზე თანხმობას
მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვაწერდი ხელს, თუ რუსთა ხელმწიფე
ჯარს მომცემდა და ოსმალოელთა მიერ წართმეული მიწების
დაბრუნებაში შემეშველებოდა. თუმცა ამის სურვილი მეფე მიხეილის
წერილში ვერ დავლანდე. ის მომეტებული სიფრთხილით უდგება
აგარიანებთან ურთიერთობას და არა მგონია ჩვენს გამო საქმე
გაირთულოს მათთან. ზოჰაბის ზავის დადების შემდეგ ჩვენც მეტი
სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. მართალია, მურად მეოთხის სული
უფალმა მიიბარა, თუმცა ახალციხის ფაშამ უმალვე ახარა ახალგაზრდა
ფადიშაჰს მოსკოვთან ჩვენი ურთიერთ-კავშირის შესახებ, რითაც უზო-
მოდ გაუხელებია ის. მარიამმაც მომწერა როსტომმა ტახტი განიმტკიცა
და არხეინად იყავიო, თუმცა ვიდრე როსტომი მომეშველება
გულაღრენილი ოსმალები სავალალოდ გაანიორწყლებენ ჩემს სამკვი-
დროს. ასე რომ მე ჩემი ხელით მონობის უღელს ვერ დავადგამ
სამეგრელოს.
ლევანს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ისე ახარა ვახტა ჩიჩუამ
ყაბარდოდან თავეი კუჩელიას ჩამოსვლა. ყაბარდოში გამწესებული
სამეგრელოს ელჩი ისეთი დამაიმედებელი მიხვრა-მოხვრით ეახლა
ლევანს, რომ ოდიშის მთავარი მიხვდა, ასე დიდკაცურად ამაოდ არ
გაირჯებოდა მცხოვანი წარჩინებული. იალბუზის მთასავით
აშოლტლილი ჩერქეზი დევკაცი წარუდგინა ელჩმა დარბაზს..
- სახელი რა გაქვს ჩერქეზო?- თბილად მოიკითხა ლევანმა ახოვანი
სტუმარი.
- ელბუზდაკი მქვია ბატონო, წარჩინებული გვარის შვილი
გახლავათ.
- ჩვენში თუ ყოფილხარ ადრე?
- სვანეთში ძმადნაფიცები მყავს მრავლად. მათთან ერთად მიუვალ
ჭიუხებში არაერთი ჯიხვი მომიკლავს. მთიან სამეგრელოშიც
გადავსულვარ იქიდან რამდენჯერმე და ასხის ტყეში მეგრელ
მეჯოგეებთან ერთად პურიც მაქვს გატეხილი.
-ნადირობას და ღვინით შექცევას აქაც არ მოვაკლებთ შენს მეგობა-
რს, მაგრამ ყაბარდოს მთავარი ჩემს პირობაზე თუა თანახმა?- თავეი
ქუჩელიას მიუბრუნდა ოდიშის მთავარი ეჭვნარევი მზერით.
- ალეგუკა თანახმაა შენს ვაჟს თავისი ქალიშვილი მიათხოვოს, სა-
ნაცვლოდ ოცდაათ ტყვეს, ვერცხლის ჭურჭელს, ნაქარგ ქსოვილებს, ასს
ფაშატ ცხენს და ასს ხარ-კამეჩს ითხოვს. ალალად ისიც დამაბარა
ყაბარდოს წინამძღოლმა,რომ ამ ძღვენს ჩვენი ადათ-წესების გამო
ვითხოვო, თორემ ქალის მოცემას როგორ დაგამადლიდიო.
- კიდევ რას იტყობინება ჩემი ძმადნაფიცი?- კმაყოფილი იერი
მოეფინა ლევანს სახეზე.
- ნუ დამძრახთ ჩემო ბატონო და ჩერქეზთა მეფემ ჩემი პირით
შემოგითვალათ რუსი ელჩები დიდხანს არ დააყოვნოსო ლევანმა.
მ ოსკოველების ყაბარდოდან სვანეთამდე უსაფრთხოდ გამგზავრება
თავის თავზე აიღო ალეგუკამ და შიშობს დიდი მთავარი რამე არ
დაუშავდეს ელჩებს და ამით რუსთა მეფე არ გადაიმტეროს.
ლევანს გადაწყვეტილი ჰქონდა რუსეთის მეფისათვის ეკლესიების
მოხატვის მიზნით ფერმწერებისა და საღებავების გამოგზავნა ეთხოვა,
თანაც გარკვეული მოსარგებლის სანაცვლოდ. მას კარგად ახსოვდა
ბაბუამისის თბილი დამოკიდებულება რუსი მხატვრებისადმი. კახეთის
მეფე უხვად ასაჩუქრებდა გრემში ჩასახლებულ მოსკოველ ფერმწერებს
და ქალაქში არსებული ეკლესიების უმრავლესობა ლამის მათ
მოახატვინა. პატარა ლევანი ხშირად აკითხავდა რუს მხატვრებს
სამუშაოზე, მოურიდებლად დაბობღავდა ხარაჩოებზე და თავისი
გამუდმებული ტიტინით გულს უჭირვებდა მუშაობაში ჩართულ
სტუმრებს. მან თავისი ბალღური ჟინიანობით იმდენი მოახერხა, რომ
რუსი ფერმწერების წინამძღოლმა სტეფანემ სამუდამოდ კახეთში
დასახლება არჩია. მან კახელი ქალიც შეირთო ცოლად და ეკლესიების
მოხატვასაც მეტი შემართებით შეუდგა. ამით შეგულიანებული ლევანი
იმედოვნებდა რუსი მხატვრების სამეგრელოში ჩამოყვანით ისეთი
პირობები შეექმნა მათვის, რომ ისინი აქ სამუდამოდ
დასახლებულიყვნენ, სამხატვრო სკოლაც გაემართათ და მეგრელი
ბავშვებისათვის ხატვის გაკვეთილები ჩაეტარებინათ. მართალია, მას
გარკვეული დროით კიდევ სურდა რუსი ელჩების ზუგდიდში
დაყოვნება, თუმცა ჩერქეზთა მეფის ხათრით მათ გაშვებას
დიდსულოვნად დაყაბულდა. შიშობდა ლევანი მთიელთა მომდურებით
სამოყვარეო კავშირი რომ არ შემდგარიყო, რადგანაც ამით კავკასიონის
გასასვლელები დაუცველი და ღიად დაურჩებოდა.
ოდიშის მთავარმა მოსკოველ სტუმრებთან მერკულაში ანდრია
ეპისკოპოსი მიავლინა. მღვდელმთავარი თავიდანვე უკმაყოფილოდ იყო
განწყობილი ელჩების მიმართ. უწინარესად მათი ამპარტავნობა და
მოჩვენებითი განსწავლულობა აღიზიანებდა ანდრიას, რაც კიდევ უფრო
თვალში საცემი გახდა სტუმრების მოსკოვში გამგზავრების კვირაძალს.
განსაკუთრებით ფედოტ ელჩინი აბეზრებდა თავს თავისი
დამიგებლური, ქედმაღლური ფრაზებით. ახლაც, ეკლესიის გალავანთან
სწორედ მას მოჰკრა თვალი.
- მამა პავლე სად ბრძანდება?- მისალმების გარეშე შეესიტყვა
ანდრია ეპისკოპოსი ფედოტს?
- დილიდან ბოსტანში დაფუსფუსებს. ისეთი გატაცებით ამოჰყავს
თურქული ლობიო სარებზე, რომ ნამწუხრევს წირვის მოსმენის გარეშე
დატოვა ეკლესიაში თავმოყრილი მრევლი.
- საჩქაროდ უხმე. თქვენთვის სანატრელი ცნობა მაქვს ოდიშის
მთავრისგან.
ფედოტ ელჩინის თავგამეტებულ ძახილზე ხელებდაკაპიწებული და
ოფლში გაღვარული რუსი მღვდელმთავარი აჩქარებული ნაბიჯებით
გამოეშურა, დინჯად მიესალმა მამა ანდრიას და სახლში შეიპატიჟა
მოუწვეველი სტუმარი.
- ამდენი არ მცალია,- უკმეხად მიუგო სტუმარმა მასპინძელს,- ლე-
ვანი ყაბარდოს მეფის სახელით შინ გიშვებთ. ალეგუკას დაუცხრომელი
ვედრება რომ არა, კიდევ დიდხანს მოგიწევდათ სამეგრელოს
ამტუტებულ ჭაობებში ბორიალი. სწორედ იმდენ დროს დაჰყოფდით
ჩვენში, რამდენი ხანიც ჩვენი ელჩი აყურყუტეთ ყინვასა და სიბნელეში.
თუმცა თქვენ ამ საქმეში ბრალი არ მიგიძღვით, რაც სრულად
გაითავისა ოდიშის მთავარმა და თქვენი ღვაწლიც სათანადოდ შეაფასა.
მამა ანდრიას ნიშანზე მსახურებმა ყიზილბაშური აბრეშუმის
ქსოვილები და მეწამული ფერის ხავერდის ნაჭრები მიართვეს
გაოცებულ ელჩებს. ქართველი ეპისკოპოსი ამას არ დასჯერდა და ვერ-
ცხლის მონეტებით პირთამდე სავსე ოქროს თასი თავისი სახელით
უსახსოვრა მამა პავლეს.
- ლევან მეფე ჩვენს ხელმწიფესთან ელჩს თუ აგზავნის?-
პირმოთნეობით იკითხა ფედოტ ელჩინმა.
- ჩვენი მეფე ამჟამად მგლოვიარეა და ამ მიზეზით მოსკოვში ელჩს
ვერ აგზავნის. ამჯერად მხოლოდ სიგელს გატანთ მის მეუფებასთან. მე
ნაბრძანები მაქვს ამ სიგელის შინაარსი აქვე გაგაცნოთ. გრძელი გზა
გაქვთ გასავლელი და ვინიცობაა, თუ წერილი დაგეკარგათ, მთავარ
სათქმელს ზეპირად უამბობთ მიხეილ ალექსის ძეს.
ანდრია ეპისკოპოსმა ანაფორის გულის საკინძედან ფრთხილად
ამოიღო სიგელი და რიხით შეუდგა კითხვას.
-" თაყვანს ვცემთ და ვადიდებთ ძლევამოსილ თქვენს მეფობას
დიდ ქალაქ მოსკოვში. მთელს მსოფლიოში თქვენი დიადი ხმა და სა-
ხელი ელვარედ ანათებს. თქვენმა სახელმა ჩვენამდეც მოაღწია და
ვითარცა კაშკაშა მზემ მთელი ჩვენი სამთავრო გაანათა.
მოხარული ვარ, რომ შენი კაცი, ერთგული ფედოტი, თანაშემწესთან
ერთად გამოაგზავნე. ჩვენ შენს მეფურ სიგელს გავეცანით და
ქვეშევრდომული სიყვარულით აღვიქვეთ იგი, როგორც ქრისტეს
მოწოდება, რადგანაც ვსასოებთ ღმერთს და წმინდა მოციქულთა
ბრძანებას.
ამ სიგელში თქვენი მეფური უდიდებულესობა მწერდა, რომ ისევე
თუ ვართ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, როგორებიც თავიდანვე
ვიყავით, მაშინ თქვენგან მივიღებდით მისაგებელს და მადლს უფლის
სასუფეველიდან. მოვისმინეთ რა, თქვენი მეფობის ასეთი წყალობა
თქვენი სამეფოს ხალხს მთელი ჩვენი სამთავრო მოვატარეთ. ვაჩვენეთ
მათ ჩვენი ეკლესიები და იქ დაცული წმინდა ნაწილები.
თქვენი მეუფებისათვის ცნობილია, რომ ივერიის ქვეყანაში ბევრი
ხელმწიფე მეფობდა და თურქებისაგან აოხრდნენ. ჩვენ კი კვლავ
ქრისტესა და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მადლით კეთილად ვართ.
ამჟამად კი თქვენმა დესპანებმა ნახეს ჩვენი ეკლესიები და იწყინეს,
რომ მათი უმეტესობა მოუხატავი და მოუწერელია. იქნებ თქვენ
ინებოთ გამოაგზავნოთ სამეგრელოში ხატმწერები ყოველგვარი საღება-
ვებით, რათა ეს ეკლესიები მოხატონ, თქვენი სამეფო კი ამით შესა-
ფერის მისაგებელს მიიღებს.
გევედრებით მეფეო, რახან ასეთი დიდი და კეთილი ხართ, ხელი
არ გვკრათ და თქვენი მფარველობის კალთა გადაგვაფარეთ. ჩვენ კი
გემსახურებით, როგორც ჯერ არს.
ამჯერად უცებ ვერ მოვასწარით ჩვენი ელჩის გამოყოლა თქვენი მე-
ფური უდიდებულესობის ელჩებთან ერთად, რადგანაც რაღაც
უბედურება დაგვატყდა თავს, რაც თქვენმა ელჩებმაც ნახეს. როგორც კი
ამის დრო მოვა თქვენი მეუფების თაყვანისცემად კაცს გამოვაგზავნი.
გვაქვს თქვენი დიდი მეფობის დიადი წყალობის იმედი!"
როცა ანდრია ეპისკოპოსი ნირწამხდარ ელჩებს გამოემშვიდობა მამა
პავლემ ეს უთხრა თავის თანაშემწეს.
_ ნუთუ ამხელა გზა მხოლოდ იმისთვის განვლიეთ, რომ ჭადრაკი
გვეთამაშა კაკლების ჩეროში?!
რუსი ელჩიონის სამშობლოში გასტუმრებით თითქოს შეკრული
კირთები შეეხსნა ოდიშის მთავარს. ლევანი დაუფარავად მიეცა პატრე-
ბის ქადაგებას და მათი გულმოდგინე მსახური შეიქნა. ის საქვეყნოდ
აღიარებდა, რომ მხოლოდ კათოლიკური სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი
სამართალი და რომის პაპი - მსოფლიოს ეკლესიების მწყემსი. ლევანი
გულწრფელად უქადაგებდა თავის ქვეშევდომებს, რომ კათოლიკებს
ჰქონდათ ორი თვალი, რათა გაარჩიონ ღვთაებრივი და კაცობრივი
საგნები, სხვა ქვეყნის კაცებს კი თითქოსდა ერთი თვალი აქვთ, რის გა-
მოც სიბნელეში იმყოფებიანო.
ერთ დღესაც ოდიშის მთავარმა გადაწყვეტილად განაცხადა, რომ
ლათინთა რწმენაზე სურდა მონათვლა. ის უმოკლეს დროში იმდენად
განისწავლა კათოლიკური სარწმუნოების კითხვებში, რომ პატრებს
სთხოვდა ნათლისღების წყალი გადაევლოთ მისთვის. თუმცა მისიონე-
რები არ ჩქარობდნენ ლევანის წმინდა პეტრეს მოსაყდრედ მოქცევას,
მაგრამ როცა რომის პაპისგან ბულლა მოვიდა, მაშინ სასწრაფოდ
წიფურიის ეკლესიაში დაიბარეს ოდიშის მთავარი.
- ვგონებ მოაწია ჟამმა ზეციური ემბაზისგან განსპეტაკდეთ ლევან
ბატონო!- სათნოებით შეეგება მამა არქანჯელო ლევანს და მის მცირე
ამალას.
- მე ვიცი ჩვენი სამღვდელოების გამო, თუ რა დიდ ხანს ვიმყოფე-
ფოდი სიბნელეში, ვინაიდან არ შეიძლებოდა, რომ ნათლისღებას
ვსცნობდით ცხონებისათვის საჭირო საიდუმლოდ და მას კი
სინამდვილედ არ ვღებულობდით. აღსარების საიდუმლოს ვთვლიდით
საჭიროდ ცოდვების მისატევებლად, თქმით კი არ ვამბობდით და
გვეგონა, რომ საკმევლის კმევა და მისი მსგავსი უბრალო კეთილი საქმე
მის ადგილს დაიჭერდა და ცოდვებს შეგვინდობდა. მადლობა ღმერთს,
რომ თქვენი შემწეობით დავადექი ჭეშმარიტ ნათელს. ჩემს მოვალეო-
ბად მივიჩნევ, რომ უმეცრებით ეგოდენ დაკარგული სული აღვიდგინო
და ჭეშმარიტ სარწმუნოებას ვეზიარო.
- ღვთის მადლით აუცილებლად გადმოვა თქვენზე ნათელი, რად-
განაც დიდი გულმხურვალება და მომზადება გამოიჩინეთ ნათლისღე-
ბისათვის,- ჩვეული სიდინჯით აღავლინა ქადაგება მამა არქანჯელომ
და კათოლიკურ ტაძარში შეუძღვა ოდიშის მთავარს.
ლევანმა მრავალრიცხოვანი მრევლის თანდასწრებით არ ისურვა
ახალ აღმსარებლობაზე მოქცევა. ხმოლოდ მამუკა ბისკაია და ვახტა
ჩიჩუა იახლა ტაძარში, სადაც დონ არქანჯელომ დიდი ზეიმითა და
პატივით აკურთხა ის კათოლიკედ. ლათინთა წესისამებრ ახალი სა-
ხელი კონსტანტინეც უწოდა მამობრივი სიყვარულით.
- როგორც სავლეს განუკურნა თვალთა სიბნელე ნათლისღების
წყალმა, ასევე გაგიწმინდოს მხედველობა შენ და მთელ შენს ხალხს
ქრისტესგან მონიჭებულმა ძალამ,- ღვთაებრივი სასოებით ქადაგებდა
მამა ამქანჯელო უფლის სიტყვებს და კიდევ ერთ ქრისტიანს
ავედრებდა ლათინთა სულიერ მწყემსს.

-
თავი ოცდამერვე
წერილები ისპაჰანიდან

ორი წელი გასულიყო შედანის ირანში გამგზავრების დღიდან,


მაგრამ ამ ხნის მანძილზე მის შესახებ მეჭორეთა სიტყვაც არ
გაჭაჭანებულა ზუგდიდის სასახლეში. ამიტომაც როცა ავთანდილ
მანსვეტაშვილმა ისპაჰანიდამ ჩამოტანილი წერილები გადასცა ოდიშის
მთავარს, მან ბავშვივით გაიხარა. მონატრებული სულმოუთქმელო-
ბით განმარტოვდა ლევანი და თრთოლვით შეუდგა წერილის კითხვას.
- სეფიანთა სატახტო ქალაქიდან გიძღვნით სალამს ლევან ბატონო,-
რიხით იწყებდა წერილს შედანი,- უკვე ერთი წელია რაც ისპაჰანში
ვცხოვრობ და აქაურობა ისე მომყირჭდა, რომ ლამის ფეხშიშველა გა-
მოვეშურო საქართველოსკენ. თუმცა ვიდრე ეს ნანატრი დღე
დადგებოდეს დაწვრილებით გიაბობთ ყოველივეს, რაც თავს გადამხდა.
თავიდან ელენეს ეჭვადაც არ გაუვლია გულში გურიის გზას რომ არ
ვადექით. მე დაჟინებით ვარწმუნებდა ათაბაგის ასულს საირმის
ტყეებით გადავალთ ოზურგეთს მეთქი, მაგრამ როცა უქიმერიონის
ციხეს გავუსწორდით მიხვდა ჩემს თვალთმაქცობას და გულსაკლავად
აქვითინდა. გორამდე ცრემლი არ შეშრობია საწყალს. ქალაქში ერთ
თეათინელ ბერს გადავეყარეთ. მან თავის მისიონში გაგვათევინა ღამე.
წამოსვლისას ჩვენი მარტო გამგზავრება არ ინდომა და ერთი
ქართველი კათოლიკე გამოგვაყოლა. ეს ჩვენებური პატრი, იმდენად
სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, რომ ლამის მთელ გზას მუნჯივით
მოგვაცილებდა, თუმცა მე ეს ნაკლებად მადარდებდა, ვინაიდან ამ
ბერმა შეუცთომლად გვატარა გაკვალული ბილიკებით და ერთი
კვირის თავზე დაუბრკოლებრივ ჩაგვიყვანა თბილისში.
ქალაქის მისადგომებთან ზარების რეკვა შემოგვესმა. მტკვრის
მარცხენა სანაპიროზე ყიზილბაშებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი და
ქალაქში შემომსვლელებს საბაჟოს ახდევინებენ. მეც მომთხოვეს ორი
დინარი. ამ ფულის გადახდა მე არ დამაქცევდა, მაგრამ მეთაკილა
ქართველთა უმთავრეს ქალაქში შესვლის გამო ფული ყიზილბაშთათვის
რომ უნდა მიმეცა. როცა გასაქანი არ მომცეს თქვენი ბეჭედასმული
ფირმანი ავუფრიალე ცხვირწინ ციხისთავს, რომელიც უმალ თვინიერი
ძაღლის ლეკვივით გაგვებლანდა ფეხებში და ქალაქშიც შემოგვიძღვა.
თბილისი კოპწია ქალაქია. მას მტკვარი ორ ნაწილად ჰყოფს.
მარცხენა ნაპირზე როსტომ მეფის სასახლეა აღმართული, მარჯვენა მხა-

რეს კი ციხეების ისეთი წყებაა წამოჭიმული, რომ მათ ცქერაში კაცს


თვალი მოგეღლება. ფართო მოედნებსა და დახურულ ბაზრებზე
სხვადასხვა ჯურის ხალხი დაიარება. თითქმის ყოველ ნაბიჯზე
წაწყდებით სპარსელებს, ინდოელებს, არაბებს, სომხებს, მოსკოველებს
და თვით ევროპელებსაც კი.
ნარიყალას ციხეშიც სპარსული გარნიზონი დგას. გული დამწყვიტა
ციხის ქონგურებზე მაღალტარიანი ირანული დროშების ფრიალმა.
ყიზილბაშები იშვიათად ტოვებენ ციხეს,ისინი ქალაქში ფიცხ თბილისე-
-ლებთან ჩხუბს გაურბიან, თუმცა თბილისელი ყმაწვილები თავად
ეძებენ ჩხუბის საბაბს. ისინი შეგნებულად მოდენიან ხოლმე ციხის
გალავანთან ჩასუქებულ ღორებს, კისრებს გამოჭრიან და მწვადების
ისეთ ოხშივარს დააყენებენ, რომ მისი სუნი ლამის ციხის ეზოს
ეფინება. ციხის მცველები თავიანთ სიბრაზეს არ მალავენ და იარაღის
ჟღარუნით ცდილობენ ბიჭების დაშინებას, თუმცა ისინი არაფრად არ
აგდებენ მათ შფოთვას და ღვინით აღტკინებულნი ლანძღვა-გინებით
იკლებენ გაყოყოჩებულ აგარიანებს.
ქალაქში მეფის სასახლის გარდა რამდენიმე მოხდენილი სასახლე-
ცაა აღმართული, სადაც თბილისელი წარჩინებულები განცხრომით
ბინადრობენ. აზნაურები,ხელოსნები და გლეხები ხის აივნიან სახლებში
ცხოვრობენ. აქ მტკვარი ისე ახლოს ჩამოუდის მოსახლეობას, რომ
ერთხელ შუა-ღამით მოვარდნილმა ღვარცოფმა ერთიანად წალეკა
ფარღალალა ქოხმახები და ტალახისგან მოზელილი მიწურები.
ჩვენ როსტომ ხანის ბრძანებით სპარსეთში გადახვეწილი ერთი
დიდგვაროვანის აივნიან სასახლეში მიგვიჩინეს მოსასვენებელი
ადგილი. დილაობით ამ რიკულებიანი აივნიდან ვადევნებთ თვალს
თბილისის ხედებს, ქალაქის ბაზრებსა და ქარვასლებს, დუქნებსა და
სახელოსნოებს. მარიამ დედოფალმა დიდად გაიხარა ჩვენი ჩამოსვლით.
დღენიადაგ სულიერად ამხნევებს ელენეს და გამუდმებით უჩიჩინებს
იმას, თუ როგორ უნდა მოახერხოს ქრისტიანმა ქალმა მაჰმადიანი
ქმრის ხელში რწმენის შენარჩუნება. თავად თქვენი და ყველგან
ქართულ კაბას იცვამს და ქრისტიანულ სამკაულებსაც არ იშორებს
თავიდან. როსტომ-ხანი ერთხანს არ იმჩნევდა ცოლის ახირებებს,
თუმცა ერთხელაც მოთმინების საწყაული აევსო და უხიაგად შესძახა
დედოფალს.
- დღეს ირანიდან სტუმრებს მოველით, ამიტომაც გთხოვ ერთხელ
მაინც ჩაიცვა სპარსული კაბა და თავზე გალეული მთვარის სამკაულები
გაიკეთო. არ შემშვენის მე, როსტომ ხანს, მაჰმადიანი სტუმრების
თვალში ჩემმა ცოლმა ქრისტიანული სამკაულებით რომ მოიწონოს
თავი.
- თქვენი სტუმრები ფეხის ფრჩხილადაც არ მიღირს ბატონო,- ამა-
ყად მიუგო მარიამ დედოფალმა,- სასჯელად კი ისიც მეყოფა
ქრისტიანი ქალი მაჰმადიანს რომ გამოგყევი ცოლად
როსტომი იმედოვნებდა, რომ მარიამი მაინც დაჰყვებოდა მის ნებას,
თუმცა თქვენი და სუფრაზე ატმის ყვავილით მოქარგული კაბით
და ჯვრით მოკაზმული გვირგვინით გამოცხადდა. როსტომი ამის
შემდეგაც თავისას არ იშლიდა და ოქრო-ვერცხლით მოჭედილ
სამკაულებსაც ბლომად ჩუქნიდა მეუღლეს, თუმცა ამაოდ დაშვრა.
ვერაფრით ვერ დაიმორჩილა დედოფლის ამაყი სული. თქვენი და
ღირსეულად იცავს ქრისტიანულ ღვთისმოსაობას და სათნოებას.
კათალიკოსთან ერთდ ქრისტიანულ დღესასწაულებზე დაუცხრომლად
ლოცულობს თბილისის ტაძრებში და ქვრივ-ობლებებსაც შემწეობას
აღუვლენს. ამის გამო ის ხალხმა გულით შეიყვარა და მის სახელს
მოწიწებით ეთაყვანებიან.
მარიამ დედოფალი მარტო ლოცვითა და წყალობის გაღებით როდი
კმაყოფილდება. ის მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად უძღვება
ეკლესია-მონასტრების მშენებლობისა და აღდგენის საქმეს. მისი
უშუალო თაოსნობით აღდგენილ იქნა შაჰ-აბასის მიერ იავარქმნილი
დავით-გარეჯი. მან ძირეულად განაახლა საგანმანათლებლო საქმიანობა
ამ სამონასტრო კომპლექსში. მისი ხელშეწყობითა და მზრუნველობით
დავით გარეჯის გადამწერებმა ქართველ მეისტორიეთა არა ერთი
ძვირფასი წიგნი გადაწერეს. მისივე თაოსნობით კალატოზებმა
სვეტიცხოცლის მორღვეული გუმბათი შეაკეთეს, ტაძრის კედლები კი
ძვირფასი ხატებითა და კანდელებით შეამკობინა ხატმწერებს. ამ აღმშე-
ნებლობით საქმიანობაში მარიამი არანაირ ხარჯებს არ ერიდება. მან
თავისი აზრიანი საუბრებით როსტომ-ხანი დააჯერა საგანმანათლებლო
საქმიანობის აუცილებლობაში და დიდძალი თანხები გააღებინა
ამისთვის. თუმცა საკუთარი სახსრებითაც ააგო ერთი მომცრო ეკლესია
თბილისში, რომელსაც თეთრაშენი უწოდა. მე და ელენე ტაძრის
კურთხევას დავესწარით. მარიამს სურდა ტაძრის კედლების მოხატვა

ცნობილი მხატვრისთვის დაევალებინა, მაგრამ ქალაქში ერთი რიგიანი


მხატვარიც არ მოიძებნა. მათი უმრავლესობა მარაბდის ველზე შეაკვდა
შაჰ-აბასს, ზოგიც სპარსეთში გაუსახლებიათ ყაენის მოთხოვნით. მათ
შორის ყოფილა ვინმე სიაუში, რომელსაც თავისი გაწაფული ხელით
შაჰის კარზე მოუპოვებია დიდი წარმატება. ისპაჰანში იტალიელ
მისიონერებსაც დაუვალებიათ მისთვის ერთი კათოლიკური ეკლესიის
მოხატვა. მე ვნახე მისი ნახელავი და გული დამწყდა ასეთი კარგი
მხატვარი საქართველოს რომ გამოაკლდა.
როგორც მოგახსენეთ მარიამს ძლიერ აწუხებდა ქალაქში
მხატვრების სიმცირე, ამიტომაც დიდად გაიხარა, როცა თბილისში
რუსი მხატვრის ივანე დანილოვის ჩამოსვლა შეიტყო. თურმე ივანე
მხატვარი რუს ელჩებს თევდორე ვოლკონსკისა და არტემ სვატოვს
ჩამოჰყვა. მარიამმა რუს მხატვარს სიონის ტაძრის კედლების მოხატვა
დაავალა. დანილოვს დიდი სიხარული არ გამოუვლენია ამ შეკვეთით.
ის ახალი დაქორწინებული ყოფილა დიდგვაროვან ქართველ ქალზე და
საღებავებში თხუპნიაობას ახალჯვარდაწერილ სატრფოსთან ნებივრობა
ერჩივნა. მარიამმა ძალად გამოკეტა მხატვარი ეკლესიაში და
სადღეღამისო დაცვაც მიუჩინა. დანილოვი საბოლოოდ დამორჩილდა
თქვენი დის ნებას და ორიოდე თვეში ბრწყინვალე ფრესკებით შეამკო
ტაძარი.
თბილისში ერთ მეჩეთსაც ვერ მოვკარი თვალი. თურმე შარშან
ნარიყალაში გამაგრებულ ყიზილბაშებს დაუპირებიათ მცირე მეჩეთის
აგება, თუმცა რამდენჯერაც წამოიწყეს მშენებლობა, იმდენჯერვე
აღშფოთებულმა თბილისელებმა მშენებლებს ქვები დაუშინეს. როცა
ციხის უფროსმა ამის გამო მეფესთან დაიჩივლა, მან უძლურობის
ნიშნად ხელები უმწეოდ გაასავსავა;
- მე რა შემიძლია, ეს ხალხი მეც არ მემორჩილებაო!
ქალაქში მრავალი ისეთი დუქანია, სადაც მედუქნეები ჩინებული
ღვინით გაგიმასპინძლდებიან. ზუგდიდინ წამოსულს წვეთი ღვინო არ
მქონდა დალეული, ამიტომაც როცა პირველივე დუქანში ერთი დოქი
მუხრანული სულმოუთქმელად დავცალე იქვე მოქეიფე ხელოსნებმა
სიცილი დამაყარეს;
- დამწყვდეული ხომ არ ჰყავდიო შენს პატრონს, ასეთი ჟინით რომ
ნთქავ სასმელსო?!
მე ცალყბად გამეცინა და კმაყოფილების ნიშნად კიდევ ერთი დოქი

დავაგემოვნე, რამაც მოსეირეების გამხიარულება გამოიწვია. საერთოდ


თბილისელები გულისხმიერი და თბილი სალხია. რამდენიმე მათგანთან
დამეგობრებაც მოვასწარი და წყნეთის ტყეებში წავინადირეთ კიდეც,
თუმცა თბილისის შემოგარენი ნადირის სიმრავლით ვერ დაიკვეხნის.
სამაგიეროდ აქ ფეხის ყოველ ნაბიჯზე ცხელი წყლის გოგირდოვან
აბანოებს წააწყდები. რამდენჯერმე ვიყავი კიდეც ერთ ჭრელ აბანოში
და მექისეთა უმოწყალო გარჯა საკუთარ ტყავზე ვიგემე. ქურთმა
მექისემ ისე დამილიავა ფერდები, რომ ლამის ისპაჰანამდე არ
დამჭირდა ცხელ წყალში ნებივრობა.
სულიწმინდის მოფენის დღეს მეტეხის ეკლესიაში მოვილოცეთ და
უფლის მადლით ირანის ცხელი უდაბნოების გზას დავადექით. მალე
ჩვენი ამწვანებული მინდორ-ველები ქვაღორღიანი ყიშლაღებითა და
იალაღებით შეიცვალა. ასობით ფარსანგი ისე გავლიეთ, რომ
ორკუზიანი აქლემების გარდა სულიერი არავინ დაგვილანდავს.
აყვავებული ბაღნარების ნაცვლად აშმორებული წყლის სიახლოვეს
გვიხდებოდა კაეავის გაშლა. კიდევ კარგი ბეისრაკულმა საკმაოდ
მოიმარაგა მათარებში წყალი, თორემ თავრიზამდე სული გაგვძრებოდა.
მაინც რა ბოღმა ამოძრავებთ ამ წყეულ ყიზილბაშებს თავიანთ ქვეყანაში
რომ ვერ ეტევიან და უკიდეგანო ქვიშნარს თელავენ შორეული
მიწების დასალაშქრად.
ერთ დაბაში ოთხთვალა ფორანი შევიძინე იაფად. საოცრად
მოხერხებული სამგზავრო საშუალებაა. მსახურებს ფორანის კიდეზე
მატყლისგან დამზადებული ჭილობი დავაგებინე. ელენესათვის
პირდაპირ შვება იყო ამ ჭილობზე გამართულად წამოწოლა, ვინაიდან
უნაგირზე ჯდომისაგან წელი ჰქონდა ქალს მოწყვეტილი. თავრიზის
მისადგომებთან სპარსელი მეჯოგეები წამოგვეწივნენ. მათი ყურადღება
ელენეს უჩვეულო სილამაზემ მიიპყრო. ქარავნის თავკაცმა
ბეისრაკულთან გამოცნაურებაც სცადა, მაგრამ როცა შეიტყო ელენეს
ვინაობისა და ჩვენი მგზავრობის მისიის შესახებ უმალ დაგვანება
თავი.
თავრიზის მთავარ კარიბჭესთან ქალაქის ამირა შემოგვეგება, თავის
სასახლეში მიგვიწვია და ცხელი შარბათი გვასვა. შეღამებულზე ქალა-
ქში წავიხეტიალე. აქ მეტწილად ადარბადაგანელები ცხოვრობენ. საო-
ცრად კეთილი და გულმოწყალე ხალხია. ზოგიერთებს გამოვესაუბრე
კიდეც, ერთმა სწავლულმა ისიც მითხრა, რომ თქვენმა მეფემ, თამარმა
ჩვენი შაჰი აბუბექარი დაამარცხაო შამქორის ველზეო.
აქაური მქსოველები აბრეშუმისგან და ბამბეულისგან მოხდენილ
ტანსაცმელს ამზადებენ. ხელოსნები მთელს ირანში ცნობილი არიან
სამხედრო აღჭურვილობის დამზადებით. ერთი მოხუცებული
ხელოსნისაგან მეც შევიძინე სპილოს ძვლით მოპირკეთებული
ხელთოფები და სპარსული მშვილდი. ბაზრობებზე ყველგან
წააწყდებით აბრეშუმის საქსოვ დაზგებს, სადაც ჩადროსანი ქალები
დღისით და ღამით თავაუღებლივ მუშაობენ საუკეთესო ირანული
აბრეშუმის ამოყვანისათვის.
თავრიზიდან ორი კვირის სავალზე ყაზვინს ვუწიეთ. ეს ქალაქი
ციხე-კოშკების გარემოცვაშია. აქ ყოველ ნაბიჯზე იატაგანმომარჯვებული
ყიზილბაშები დაძრწიან. ისინი ყველაფერს მომეტებული ყურადღებით
აკვირდებიან და მცირეოდენ ჩოჩქოლზეც უსწრაფესად რეაგირებენ. ყა-
ზვინთან ახლოს ხოშკარუს ქარვასლა მოვინახულეთ. აქ ასობით მონა
იყიდება. ისინი რუსეთიდან, ყირიმიდან, ინდოეთიდან, ეგვიპტიდან და
ჩინეთიდანაც ჩამოჰყავთ მონებით მოვაჭრეებს. ქარვასლაში იმდენი
ევროპელი ვნახე, რომ შუა ევროპაში მეგონა თავი. თვალი ამიჭრელდა
ქაშანური ხალიჩების, ქერმანული ქსოვილებისა და ხორასნული
ფირუზისფერი ფაიფურის ცქერისგან.
ხოშკარუს ქარვასლიდან ბედუინების ქარავანს გამოვყევით და მე-
სამე დღეს ისპაჰანში ჩავაღწიეთ. ერთ დროს ამ ქალაქის ყულარაღი
როსტომ-ხანი იყო, ახლა ისპაჰანს ვინმე ხატიფი განაგებს, რომელსაც
ელჩებისა და საპატიო სტუმრების მიღებაც ევალება. მისი ბრძანებით
ქალაქის ძველ უბანში დაგვაბინავეს, მაიდან შაჰზე. მსახურები და
მზარეულებიც მომიჩინეს, მოკლედ ისე მეპყრობიან, როგორც ნამდვილ
ელჩს შეეფერება. ელენე უფრო მდიდრულ სასახლეში გაამწესეს, სეფე-
ქალების ყურადღება და კეთილგანწყობა არ აკლია ათაბაგის ასულს,
თუმცა სულ თავ-პირი ჩამოსტირის. ისეთი ჯავრითაა შეპყრობილი
ვშიშობ რამე უკუღმართი არ დამართოს თავის თავს.
მაიდან შაჰი შაჰ-აბასის უშუალო ძალისხმევის შედეგად ააგეს
უცხოელმა ოსტატებმა. მაიდანს შავი თაბაშირით მოპირკეთებული
არხები არტყია გარს, სამხრეთიდან კი ულამაზესი ბაღი ეკვრის,
რომელიც ფრანგი მებაღეების მიერაა განაშენიანებული. მაიდნის შუაში
აღმართულია ბრწყინვალე თაღოვანი პორტალით მოპირკეთებული
შაჰის მეჩეთი, მისი ხილვით თავად ევროპელები არ მალავენ
აღფრთოვანებას.

ჩემი სასახლის მოპირდაპირედ კურანტებიანი საათი დგას,


რომელიც ყოველ საათში რეკავს. ყველაზე ომახიანად ალიონზე გაისმის
რეკვის ხმა, რასაც მინარეთზე შემოსკუპებული მოლას ხმამაღალი
ლოცვა მოსდევს. მეც ასეთ დროს გამოვალაჯებ ხოლმე ისპაფანის
ქუჩებში და ჩემთვის, უმისამართოდ დავეხეტები. მოცალეობის ჟამს
შაჰის საწიგნეში დავდივარ. აქ უამრავი ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნია
დაცული, მეტწილად ყურანის შესახებ დაწერილი წიგნები და
ქითაბებია, თუმცა ქართულ ხელნაწერებსაც მოვკარი თვალი. თურმე
შაჰ-აბასის ბრძანებით წიგნების საპალნეებით დატვირთული ასობით
აქლემი გამოუდენიათ თბილისიდან. ამით ირანის ყაენს სურდა
წიგნიერების და სწავლის სურვილი ჩაეკლა ჩვენს ხალხში.
მაიდან შაჰს დასავლეთით უხარმაზარი ბაზარი მიუყვება, სადაც
მილეთი ხალხი იყრის თავს. ერთმანეთში ირევიან თეთრ სამოსში
გამოწყობილი მოლები და დერვიშები, ხოჯები და ყადები, თუმცა
ყველას ხელოსნები და მათი ამქრები ჭარბობენ. ისინი, იქვე გახსნილ
სახელოსნოებში აწყობენ კრებებს, სადაც გაწაფულ შეგირდებს ნაიბის
მიერ ბეჭდით დამოწმებულ საბუთსაც აძლევენ. აქ საერთოდ ძვირად
ფასობს ხელოსანი და მას სასახლის ხაზინდარის მიერ ჯამაგირიც კი
ენიშნება.
ისპაჰანში ქალებს სახე ჩადრით აქვთ დაფარული. გულსაკლავია,
როცა ქუჩაში ტანაყრილ ჩადროსან მანდილოსანს გააყოლებ თვალს.
მთელი არსებით იწვი იმის სურვილით, რომ ოქროკემსილი ქსოვილის
ჭრილში მიმალული სილამაზე დაინახო, თუმცა ამის საშუალება
ყოველთვის არ გეძლევა. ზოგიერთი ქალი თავის სახეს არათუ აჩენს,
არამედ ხელის თითებით ჩადრის ბოლოებიც მკერდზე აქვს მიკრული,
თუმცა იმისთანებსაც წააწყდებით, რომლებიც თავიანთ ოთ-
ხკუთხა პირბადეებს მოიხსნიან და ისეთი ვნებით შემოგანათებენ, რომ
სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი გეღვრება.
სავაჭრო ფარდულებში ყველანაირი რჯულის ხალხს გადაეყრები,
თუმცა ყველას სომხები აჭარბებენ. მათ ირანში გარკვეულ
მფარველობასაც უწევენ. შაჰ-აბასს თურმე სამოცდაათი ათასი სომეხი
გადმოუსახლებია შუაგულ ირანში, რათა სომხებს ქვეყანაში ვაჭრობა
გამოეცოცხლებინათ. ამის გამო მათ გარკვეული შეღავათებიც დაუწესეს.
მაგრამ სომეხი ვაჭრები მხოლოდ შიდა ბაზარით არ დაკმაყოფილდნენ
და ებრაელებთან ერთად საგარეო ვაჭრობასაც მოჰკიდეს ხელი. ისინი
ევროპაში აბრეშუმის გატანის უფლებითაც სარგებლობენ. შაჰს დიდად
ეიმედება სომეხი მოხელეების მოქნილობის და მათ ევროპის ქვეყნების
მეფეებთან სახელმწიფო საქმეების გარიგების უფლებაც მიანიჭა, ხოლო
ახალ გარემოსთან შეთვისების საბაბით ძველი ჯულფიდან
გადმოსახლებული სომხებისათვის ქალაქი დაარსებინა და ახალი
ჯულფი უწოდა. სომხებს, ქართველებისაგან განსხვავებით,
გრიგორიანული აღმსარებლობის ქადაგებაში არავინ არ ავიწროებს.
ახლახან კი ქალაქში საკათედრო ტაძარიც ააგეს, სადაც დაუფარაცად
ეწევიან წირვა-ლოცვას.
ახალ ჯულფში ისე ვერ მოხვდები ალავერდ-ხან უნდილაძის მიერ
მდინარე ზენდერუდზე აგებულ ხიდზე რომ არ გაიარო. ერთხე;ლაც ამ
ხიდზე ბორიალისას ერთი ვაჭარის კილომ და ქცევამ მიიპყრო ჩემი
ყურადღება. ის ცხენშებმულ ოთხთვალა ფორანზე იდგა, ორივე ხელში
ღაბაბიანი ფრინველები ეჭირა და მთელი ხმით გაჰკიოდა;
-იყიდეთ ინდაური, ამერიკული ფრინველი. იყიდეთ და არ
ინანებთ, რადგანაც საოცრად გემრიელი ხორცი აქვს.
უცხო ფრინველის ხილვით გაოცებული ირანელები ქადაგად
დავარდნილ ვაჭარს ლამის ხელიდან სტაცებდნენ ინდაურებს და
ოქროს მონეტებს დაუნანებლად აჩრიდნენ ხელში.
- ეს რა ფრინველია?- ახლოს მივედი გამყიდველთან, რომლის
სპარსული ხალათის შიგნით სირმებით შემოვლებული ქართული კაბა
შევნიშნე. ქრისტიანულად დაყენებული წვერი და სახის მოყვანილობაც
მის არასპარსულ წარმომავლობაზე მიუთითებდა.
ჩემს დანახვაზე დაბნეულობა დაეტყო ინდაურებით მოვაჭრეს.
ერთხანს დაჟინებით მიცქერდა, მერე თვალები ეშმაკურად დააფახულა
და მეგრულად შემომძახა;
- კოკუჩი რე შედან პატენ. თქვან ჯგირობუა.1
- ჰმ! სი უხტო სკუა, მე საიდან მიცნობ?- გაოცებით გავკენწლე ჩემი
თვისტომი, რადგანაც შუა ისპაჰანში აშკარად არ ველოდი მეგრულ
ლაპარაკს.
- თქვენ ვინ არ გიცნობთ პატენ სქუა! პირველად მარულაზე გნახეთ
ზუგდიდში. მაშინ პირტიტველა ბიჭი სოფლიდან ფეხშიშველა
წამოვტანტალდი, რათა ამ ასპარეზობისათვის მეცქირა. მოგვიანებით
წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში გიხილეთ, ლევან დადიანთან
ერთად იყავით ამოსული წირვაზე.

- ამ სიშორეზე სავაჭროდ რამ ჩამოგიყვანა შე კაცო!


- ვითომ ქართველები რატომ უნდა ჩამოვრჩეთ სომხებს და
ებრაელებს. ეს ეგზოტიკური ფრინველი ქრისტეფორე კოლუმბის მიერ
ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შემოიტანეს ევროპაში, მაგრამ არავინ არ
კისრულობდა მათ ირანში წამოყვანას, რადგანაც უწყლობას ვერ იტანს
კოკუჩი. ვიდრე სომხები და ებრაელები სავაჭრო ანგარიშით იყვნენ
გართულნი მე ვენეციაში დაუფიქრებლად შევიძინე ორასამდე კოკუჩი
და დამასკომდე შეუფერხებლად ჩავაღწიე. დამასკოში სირიელმა
ქრისტიანებმა შემიწყვეს ხელი, შეღავათიან ფასში ოთხთვალა ურმები
მიშოვეს და ერევნამდე ჩამომყვნენ.. აქ ჩემი პატარა ფარდული მაქვს
გახსნილი. სომხებს გარიგება შევთავაზე, ფარდულის სანაცვლოდ ეს
ფრინველები უსაფრთხოდ ჩამატანინეთ ისპაჰანში მეთქი. ისინი
ყურადღებით მოეკიდნენ ჩემს წინადადებას და უვნებლად მომაცილეს
ისპაჰანამდე. ასე აღმოვჩნდი ირანის დედაქალაქში ჩემს კოკუჩებთაე
ერთად.
- წინათ სულ სხვა სახელს ეძახდი ამ ფრინველს.
- ევროპელებმა მას ინდაური შეარქვეს იქ მოსახლე ინდიელების
სახელის მიხედვით. მე კოკუჩი იმიტომ დავარქვი, რომ მეგრულად
ამის მაგვარ ხმას გამოსცემს.
- ევროპაში როგორ მოხვდი და ბავშვობის სახელი თუ გახსოვს ?-
დავინტერესდი ჩემი ახალი ნაცნობის ამბებით.
- სახელი როგორ არ მახსოვს შედან ბატონო,- გაიოცა ოდნავ
ჩვენებურმა,- დედამ შვატალა შემარქვა, პატარაობაში ყველაფერი პირქვე
მესხმოდა და მიტომაც შემრჩა ეს მეტსახელი. სარველაში
ვცხოვრობდით უდარდელად. მამაჩემს ხობისყლის სიახლოვეს პატარა
ოდა ჰქონდა გამართული. ორი ქცევა მიწა გვქონდა, სადაც ღომის
ღომი მოგვყავდა.
თუმცა მოსავალი მწირი მოდიოდა, ამიტომაც ჩემს ძმებთან ერთად
ტყეში ვნადირობდით და ასე ვირჩენდით თავს. ხუთი წლის ვიყავი
მშვილდით პირველი კურდღელი რომ მოვკალი. მას შემდეგ სახლში
იშვიათად მოვდიოდი ნანადირევის გარეშე.
ზაფხულობით თურქები ამოდიოდნენ სოფელში და თავიანთ
ნაწარმს იაფად გვთავაზობდნენ. ერთი ტრაპიზონელი თურქი
დაგვიახლოვდა, ბავშვებს ნაირ-ნაირი ნუგბარით გვათამამებდა. ერთ
ღამესაც თავის მეგობრებთან ერთად გვეწვია. მშობლებმა ავი არაფერი
იეჭვეს და სტუმრებს ღამე გაათევინეს. მათ ისარგებლეს ჩვენი
გულუბრყვილობით, მე და ჩემი მშობლები თოკებით გაგვკოჭეს და
ხომალდებში ცხვრებივით ჩაგვყარეს. გემზე უდიერად გვეპყრობოდნენ.
დედამ ვერ გაუძლო ტანჯვას. წყეულმა იანიჩრებმა მისი უსულო
სხეული ტომარაში გაახვიეს და ზღვაში მოისროლეს. მე და მამაჩემი
ტრაპიზონში ბერძენმა ფერმერმა შეგვისყიდა ბეხრეკა ცხენის ფასად.
დილიდან ზეთისხილის პლანტაციებში გვამუშავებდნენ პირუტყვივით.
მალე მამაც გამომეცალა ხელიდან
ერთხელაც ჩემმა ბატონმა თავის სავაჭრო საქმეებზე იტალიაში
მოისურვა გამგზავრება. ჩემდა გასაკვირად მეც თან მიახლა.
გაოგნებული დავდიოდი ფლორენციისა და ვენეციის ქუჩებში. არ
მეგონა სხვა ამგვარ სილამაზეს თუ წავაწყდებოდი დედამიწის ზურგზე.
გადავწყვიტე ჩუმად დავრჩენილიყავი, თუმცა ეს არც თუ ისე იოლი
მოსახერხებელი იყო, ვინაიდან მსახურები განუწყვეტლივ
გვითვალთვალებდნენ. როცა იმედი სავსებით გადამეწურა ორიოდე
დღით რომში მოგვიწია წასვლა. ნავანას მოედანზე იმდენი ეკლესია და
ღვთისმსახური ვნახე, რომ წამით ისიც გავიფიქრე, იქნებ სამეგრელოში
მოღვაწე რომელიმე პატრს გადავეყარო შემთხვევით მეთქი. ჩემდა
გასაოცად ხალხის მასაში შავ ანაფორაში და თეთრ წინდებში
გამოწყობილი მღვდელმთავარი შევნიშნე მრევლთან ერთად ეკლესიაში
შემავალი. სწორედ ასეთ სამოსში გახვეული იტალიელი პატრები
ამოდიოდნენ წალენჯიხის ეკლესიაში მოსალოცად. შევამჩნიე, მსახურებს
ყურადღება ჰქონდათ მოდუნებული. ვისარგებლე მათი გაფანტულობით
და ეკლესიაში შევყევი მღვდელმთავარს. ფერხთით დაუვარდი უცნობ
ბერს და სლუკუნით ავუხსენი ჩემი გასაჭირი. მან მამა ჯუზეპედ
გამაცნო თავი. პატრმმა გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ნაამბობი და
ეკლესიის სარდაფში გადამმალა. როცა საფრთხემ ჩაიარა სამალავს თავი
დავაღწიე და მამა ჯუზეპეს აჩრდილად ვიქეცი. ნაბიჯითაც არ
ვშორდებოდი ჩემს მფარველს და ვცდილობდი წესიერი ქცევით მისი
ნდობა დამემსახურებინა. პატრი გამუდმებით ეკლესიის მადლზე
მემუსაიფებოდა, მე კი უფრო ვაჭრობისაკენ მიმიწევდა გული. როცა
ჩემგან სულიერი სარგებელი ვერ ნახა ერთ ვერონელ ვაჭარს მიმაბარა.
ქალაქში მას ყველა პუტკუნა ვინჩენცოს ეძახდა. ვინჩენცომ სულ მცირე
დროში ვაჭრობის ისეთ საიდუმლოს მაზიარა, რომ საკმაოდ დიდ
თანხას მოვუყარე თავი. მალე ჩემით გავჩარხე სავაჭრო საქმიანობა და
მოგებაც სარფიანი ვნახე.

რასაც ხელი არ მოვკიდე ყველგან წარმატებას მივაღწიე. ამ


ინდაურების ყიდვაც ჩემი მორიგი გაბედული ნაბიჯია და როგორც
ხედავ არ შევმცდარვარ. ვენეციის ბაზარზე ორ ეკიუდ ნაყიდ ინდაურში
ისპაჰანში ხუთ თუმანს მაძლევენ. შენც კარგი ფეხი გქონია. რაც შენ
გამოჩნდი თითქმის ყველა ინდაური გავასაღე, ორიოდე დედალი
კოკუჩიღა დამრჩა ურემში და იმასაც ჩემი სომეხი მსახური გაასაღებს.
ჩვენ კი ურიგო არ იქნება ცოტა ყელი რომ გავისველოთ.
ჰასანაბადის უბანს ჩავუყევით, აქ ქართველები და ზოროასტრელი
სპარსელები თავიანთ დუქნებში სურნელოვანი ღვინით ვაჭრობენ. შვა-
ტალა შინაურივით შემიძღვა მიწისქვეშა დუქანში და მედუქნეს
ქართულად ერთი დოქი შირაზული ღვინო შეუკვეთა. მედუქნე
სიღნაღელი შიოშ გელაშვილი აღმოჩნდა. შიოშმა გულისტკივილით
გაიხსენა თავს დატეხილი უბედურება და საქართველოში საიდუმლოდ
გაქცევის გეგმაც გაგვანდო. კახელი გლეხის თავგადასავლის მოსმენით
გულგასენილმა შვატალამ სისხლივით წითელი ღვინო ჩამოასხა
თასებში;
- ეს ღვინო კახეთიდან გადმოხვეწილი მევენახეების მოწეულია. მა-
რთალია, მათ ვაზი ხორასნისა და შირაზის ველებზე გაახარეს, მაგრამ
დაწურულ ღვინოს შირაზული უწოდეს და ამგვარი ქართული
სახელწოდებით მიირთმევენ. ღმერთმა ინებოს რომ ამ ღვინის მადლი
მალე საქართველოში შეგვეწიოს.
დილამდე მოვილხინე ჩემს ახალ თანამეინახებთან ერთად. ცოტა
წავუღიღინეთ კიდეც, როცა სმის ეშხში შევედით ისეთი კახური
მრავალჟამიერი შემოვძახეთ, რომ სპარსელმა მესუფრეებმა თავიანთი
ჭიანურებიც კი მომართეს რობაიების სამღერად.
ამ წერილს აქ დავუსვამ წერტილს ლევან ბატონო და შემდეგ
წერილში იმას მოგახსენებთ გახურებულ სმაში შაჰი როგორ
დავამარცხე.
ლევანს ალალად გაეღიმა შედანის მოწერილზე,- ამის გამოსწორება
არ იქნებაო,- თავისთვის ჩაილაპარაკა, ბარათი კამოდის უჯრაში
შეინახა და ძილს მისცა თავი.

თავი ოცდამეცხრე
აბრეშუმის გზა

დღენიადაგ სახელმწიფო საქმეებზე გადაგებულ ლევანს ნაკლებად


რჩებოდა დრო შვილებზე მისახედად. ვიდრე დარეჯანი ცოცხალი იყო
ბავშვებზე ზრუნვას თავად დედოფალი უძღვებოდა, ლევანი მხოლოდ
მაშინ ჩაერეოდა ჩვილების წვრთნაში, როცა და-ძმები დანა-სისხლად
გადაეკიდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ დედოფლის გარდაცვალების
შემდეგ ოდიშის მთავარი თავის თავს ვალდებულად სთვლიდა
შვილების აღზრდისათვის მეტი დრო დაეთმო. მანუჩარსა და
ალექსანდრეს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებასაც მამობრივი
გულისტკივილით განიცდიდა ლევანი. ის ხშირად შეახსენებდა ძმებს
ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას, თუმცა ამ შეგონებებმა
არათუ გაალღო , არამედ კიდევ ურო გაამწვავა მათი მტრობა და
სიძულვილი. ხედავდა ლევანი, რომ მისი არყოფნის შემდეგ ოდიშის
სამთავროს არსებობას საფრთხე დაემუქრებოდა, ამიტომაც
სიცოცხლეშივე განიზრახა თავისი მემკვიდრეების მორიგება.
უწინარესად დიდ-აზნაურები დააფიცა ხატზე, რომ მისი
გარდაცვალების შემდეგ ისინი კეთილსინდისიერდ იზრუნებდნენ
ბიჭებზე და მათ შორის წამოჭრილ დავაში არ ჩაერეოდნენ. ლევანმა
უფლისწულებს მიწები და მამულები გაუყო. თითოეულს ორას-ორასი
კომლი ერგოთ სამემკვიდრეოდ, მაგრამ ამგვარი გაყოფით ალექსანდრე
უკმაყოფილო დარჩა. მას როგორც უფროს ძმას სამთავრო გვირგვინთან
ერთად მამულებიც მეტი ეკუთვნოდა, თუმცა იმასაც კარგად ხედავდა
დამბლადაცემული ალექსანდრე, ლევანი მანუჩარს რომ უპირებდა
გადადიანებას, ამიტომაც ცდილობდა სტრატეგიული მნიშვნელობის
მამულები თავისთვის დაეჭირა.
განსაკუთრებით რუხის ციხის გამო წაეკიდნენ ძმები ერთმანეთს.
ლევანის მიერ ჩხარიდან აყრილმა და იქ დასახლებულმა ებრაელმა და
სომეხმა ვაჭრებმა ორიოდე წელიწადში მოახერხეს სამეგრელოში
ჩამკვდარი აღებ-მიცემის გამოცოცხლება, რამაც საგრძნობლად შეავსო
სამთავროს ხაზინა. ასეთი საშემოსავლო წყაროს დაკარგვა კი არცერთ
უფლისწულს არ სურდა. თუმცა ლევანი იმასაც კარგად ჭვეტდა, რომ
მხოლოდ რუხში ჩასახლებული ვაჭრების იმედით საწადელს ვერ
მიაღწევდა. აუცილებელი იყო ევროპის ქვეყნებიდან მოეზიდა ვაჭრები
და სავაჭრო საქონელიც, რასაც ძმები მამის უცნაურ ახირებად
მიიჩნევდნენ. ლევანი თავისას არ იშლიდა და ბიჭებსაც არწმუნებდა
სამეგრელოს ევროპულ ყაიდაზე გამართვის უპირატესობაში. ამადაც
მგზავრობდა ხშირ-ხშირად რუხის ციხეში და ხელს უმართავდა იქ
მცხოვრებ ვაჭრებს. ამიტომაც როცა მატუტამ ამცნო რუხში ავაზაკთა
მიერ ზარაფხანას დარბევისა და ოქროს ნივთების გატაცების თაობაზე
სულ ცოფები ყარა, მცირე ამალა იახლა, მისიონერებიც აიყოლია და
რუხის ციხისკენ აიღო გეზი.
ყველაზე უკეთ ლევანმა უწყოდა, ევროპელი ვაჭრების დაყოლიება
და ქართული აბრეშუმით დაინტერესება მეტად საძნელო საქმე რომ
იყო. ოდიშის მთავრის გამოთვლით თუ ვენეციელი და ფრანგი
ვაჭრები რუხის ციხის საბაჟოდან გაიტანდნენ ირანულ და ქართულ
აბრეშუმს ისინი უფრო მეტ მოგებას ნახავდნენ, ვიდრე დამასკოს
საბაჟოდან ნახულობდნენ. ამ მიზნით მან სამი წლის წინ პიეტრო
ავიტაბილე მიავლინა ვენეციაში. იტალიელმა მისიონერმა ვენეციის
ბაილოს დაწვრილებით მოახსენა ლევანის სავაჭრო გეგმები. ქალაქის
დოჟმა მოიწონა ოდიშის მთავრის პროექტი და მისიონერს აღუთქვა,
რომ მის განსახორციელებლად ვენეციელ ვაჭარს ჯერონიმო დე
ტომაზოს მიავლენდა სამეგრელოში. მაშინ ვენეციასა და ოსმალეთს
შორის გამართულმა ომმა ჩანასახშივე ჩაახშო ლევანის გეგმები, რომის
პაპმა კი ავიტაბილე სამეგრელოს ნაცვლად ინდოეთში მიავლინა,
რითაც დიდად დაამწუხრა ოდიშის მთავარი.
ზღვაურიდან მობერილმა ნიავმა შხაპუნა წვიმა დააწია თოხარიკით
მიმავალ ცხენოსნებს. ტალახში აჭა-გაჭით მოფართხალე მოინალეებს
უშველებელი ხურჯინების თრევაში ფერდობებზე ფეხი
უცურდებოდათ, თუმცა წუწუნისა და ჩივილის გარეშე უძღვებოდნენ
მათზე დაკისრებულ საქმეს. მამა ქრისტეფორე მავედრებელი მზერით
შესცქეროდა ტალახში ამოსვრილ მოინალეებს.
- ლევან ბატონო, იქნებ მისცეთ უფლება მოინალეებს ცხენებით
გადაზიდონ ხურჯინები. გარდა იმისა, რომ ამ საცოდავებს ტვირთის
სიმძიმეს შევუმსუბუქებთ უფრო სწრაფადაც ჩავალთ რუხში.
ოდიშის მთავარი მიჩვეული იყო მამა ქრისტეფორესგან ჭკუის
დარიგებას, ამიტომაც აუღელვებლად დაამშვიდა შეცფუნებული პატრი.
- ჩემთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს თქვენი თხოვნის
შესრულება, მაგრამ თავადებმა და აზნაურებმა რომ იხილონ ცხენებზე
შემოსკუპებული მოინალები უთუოდ შეიცხადებენ. ჩემს ქვეყანაში
ყველა წოდებას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და მათი აღრევა
ცუდად წაადგება საერთო საქმეს. აზნაური იქნება, გლეხი თუ მოინალე
ყველა თავის წოდებაში უნდა დარჩეს, რაც არ უნდა სიმდიდრე
დააგროვონ, ან გასაოცარი ვაჟკაცობა გამოიჩინონ ომში.
- დღეისთვის მაინც რომ გავაკეთოთ გამონაკლისი! რა ხანია
მოვდივართ და მაინც არავინ შეგვხვედრია, ასე რომ ვერავინ ვერ
იხილავს ამ საწყლებს ცხენებზე ამხედრებულს. ერთიც ვერ
გამირკვევია ლევან ბატონო, მეგრელები სულ სოფლებში რომ ხართ
მიმოფანტული, რატომ არა გაქვთ ქალაქური ცხოვრება?
- მეგრელი ბუნებით თავისუფალია და ქალაქში ცხოვრება მის
თავისუფლებას უცილოდ შეზღუდავს. ერთად ცხოვრების შემთხვევაში
მეგრელი საერთო ცხოვრების წესს უნდა დაემორჩილოს. უნდა ჩაიცვას
ისე, როგორც მისი თანაქალაქელი იცვამს, ის უნდა ჭამოს, რასაც მისი
მეზობელი მიირთმევს. სწორედ ამ დამსგავსების ეშინია მეგრელს,
ამადაც არჩევს სოფლად ცხოვრებას.
რუხის ციხის მთავარ კარიბჭესთან ციხისთავი როსტომ ჯაიანი
შეეგება ოდიშის მთავარს და მის ამალას. ლევანს ეუცხოვა თორ-
აბჯარში შემოსილი ციხისთავის დახვედრა.
- საომრად გამზადებულხარ როსტომ ბატონო, მე კი ვიფიქრე აქ
მაინც ვეწევი სიმშვიდეს-მეთქი,- ცალყბად ჩაეკითხა სტუმარი
მასპინძელს.
- თქვენი დაბარებისამებრ ვმოქმედებ ლევან ბატონო. ხშირ-ხშირად
ვავარჯიშებ ხოლმე მეციხოვნეებს თოფის სროლასა და შუბის
ტყორცნაში.
- სათუფურები და სამიზნეები კარგად გაგიმართავს, მაგრამ ციხის
გალავანი ალაგ-ალაფ ჯერაც მორღვეულია. ეტყობა აფხაზთა შემოსევას
არ ელი უახლოეს დროში.
- ვიდრე აფხაზები რუხამდე მოაღწევენ კელასურისა და დრანდის
ციხეების აღება მოუწევთ, რაც მათ ძალას აღემატება ლევან ბატონო. გა-
რდა ამისა სათუფურების გამართვასთან ერთად საზარბაზნე
კვარცხბეკები მოვაწესრიგე შიდა ციხეში. ნააღდგომევს ასამდე ხელ-
თოფი და თორმეტი ზარბაზანი შემოვზიდეთ. თქვენმა ფრანგმა
მეზარბაზნემ ბერანჟემ ისეთი სიზუსტით განალაგა ზარბაზნები ციხის
ოვალურ სამიზნეებში, რომ იქიდან ნასროლი ჭურვი ყველაზე
თავზეხელაღებულ მტერსაც დააფრთხობს.
- გარეშე მტერი იქნებ მართლაც დაფრთხეს, თუნცა მის მოსვლამდე
შინაური მტერი დაგსევიათ ვირთხებივით. მაინც როგორ მოახერხეს
ქურდებმა ციხეში შემოღწევა, ან დარაჯები რატომ არ გყავდა
მიჩენილი?- ირიბად იკითახა ლევანმა და გალავანს გამჭოლი მზერა
შეავლო.
- დარაჯები როგორ არ მყავდა მიჩენილი. ათი კბილებამდე
შეიარაღებული დარაჯი იცავდა საგანძურს, მაგრამ ქურდებმა გალავანს
ქვემოთ მიწისქვეშა ხვრელი გათხარეს და მკვდრის ძვალით
მოაჯადოვეს ძილქუშმილეული დარაჯები. უთენია ხვრელის ბოლოში
ვნახეთ კიდეც ადამიანის ფეხის ძვალი.
- მკვდრის ძვალით ადამიანებს როგორ აჯადოებენ/- გაოცება
გამოეხატა სახეზე დონ ჯუზეპეს.
- ქურდები როცა ორმოს გამოთხრიან მაშინვე როდი შედიან
ოდაში. ისინი ჯერ მკვდრის ძვალს სახლის ირგვლივ შემოატარებენ,
რათა მასპინძლები მკვდრის ძვლის მეშვეობით ღრმა ძილში გახვიონ.
როცა დარწმუნდებიან რომ სახლში მყოფნი ძილის ბურანში არიან, აი
მაშინ იწყებენ ხვრელის გზით სახლში შეძრომას.
- და თუ მასპინძელს არ ჩაეძინა მაშინ რა იქნება?
- ასეთ დრო ქურდი გოგრას წამოაცმევს ჯოხზე და ხვრელით
სახლში შეაძვრენს. თუ შინმყოფნი გოგრას შეამჩნევენ და ყვირილს
ატეხავენ ქურდები გოგრას დააგდებენ და გაქცევით უშველიან თავს.
თუმცა ამჯერად როგორც ჩანს მომხდურებს არ დასჭირდათ გოგრის
გამოყენება.
- რა თანხა გაიტაცეს ქურდებმა?
- სამი ათასი ოქროს დუკატი გაატანეს ხელს იმ წყეულებმა. ამ
ფულით სომეხი ვაჭრები უნდა გამეგზავნა ირანში საქსოვი დაზგების
ჩამოსატანად.
- ოქროს და ვერცხლს ამ საქმისთვის არც ახლა დავიშურებ, თუმცა
მეტი სიფრთხილე გმართებს. ახლა კი შენი ქებული ოჯალეში
გამოგვიტანე, ნახე რა სასურველი სტუმრები მოგიყვანე. აქვე,
ალუბლების ხეების ჩეროში გააწყობინე სუფრა მსახურებს. ისეთი
მოწმენდილი ცაა, რომ ლამის ანაკლიის ნავსადგურს მივაწვდინო
მზერა,- გაილაღა ლევანმა და ამაყად გახედა ნისლივით მოწოლილ
ზღვის სანაპიროს.
-ჩვენი აქ მოყვანის ნამდვილ მიზეზს როდის გაგვიმხელთ ლევან
ბატონო? კორცხელში მელოდებიან, მძიმე ავადმყოფს უნდა დავხედო,-
უხალისოდ თქვა დონ არქანჯელომ და ფეხის ბორძიკით მიუჯდა
სახელდახელოდ გაწყობილ ტაბლას.
- აქ რომ მხოლოდ ენგურის თევზის შესამუსრად არ მომიწვევიხა-
რთ თავადაც ხვდებით. თქვენ კაგად მოგეხსენებათ თუ როგორ დუღს
და გადადუღს ვაჭრობა და ხელოსნობა ქართლში. მინდა
სამეგრელოშიც გამოვაცოცხლო ვაჭრობა, მართალია, რუხში
ჩამოსახლებულმა ვაჭრებმა ირანიდან რამდენიმე ადლი აბრეშუმის
ნედლეული შემოიტანეს ფარულად, ჩვენებურებმა კი კოლხური
აბრეშუმი ერზერუმში გაიტანეს, თუმცა ჩვენი მოსახლეობის შესაკაზმად
და ხაზინის შესავსებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ირანიდან
მხოლოდ აბრეშუმის შემოტანა საკმარისი არ არის. უმჯობესია
აბრეშუმისა და შალის მქსოველი ოსტატები ჩამოვიყვანოთ ევროპის
ქვეყნებიდან, რათა ირანიდან შემოტანილი საქსოვი დაზგებით
აბრეშუმი აქ ამოვიყვანოთ და ქსოვილის სახით ევროპის ქვეყენებში
გავიტანოთ. აქ თქვენ უნდა გაგვიწიოთ თანადგომა. სწორედ თქვენ
უნდა დაარწმუნოთ ევროპის ქვეყნების მესვეურები, რომ ირანის
აბრეშუმი ოსმალეთის გვერდის ავლით შევიტანოთ ევროპაში. ჩვენ
ნახევარ ფასში შევთავაზებთ ვენეციელ და ფრანგ ვაჭრებს აბრეშუმის
ნაწარმს, რითაც ისინი დიდ მოგებას ნახავენ.
- აბრეშუმის ნაწარმს ევროპის ქვეყნებს როგორ მიაწვდით ლევან
ბატონო. ოსმალეთს როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზები
გადაკეტილი აქვს, მათი ემისრები კი სასტიკად დევნიან იმათ, ვინც
შემოვლითი გზებით ცდილობს აბრეშუმის ევროპაში გატანას.
-აბრეშუმს ხომალდებით გადავზიდავთ. კაზაკების დახმარებით
ტვირთს უსაფრთხოდ გავიტანთ პოლონეთში, იქიდან კი პოლონელები
იზრუნებენ აბრეშუმის სხვა ქვეყნებში შესატანად.
- არ ვიცი შევძლებთ თუ არა ევროპის მეფეების ოდიშის
აბრეშუმით დაინტერესებას. ჩვენ ამ საქმეში ხომ სრულიად
გამოუცდელები ვართ. გარდა ამისა რომის პაპის ნებართვაც გვჭირდება.
- რომის პასისგან კურთხევა ისედაც გაქვთ. მან ხომ ბულა
გამომიგზავნა, სადაც რომში პროპაგანდის სკოლის გახსნასა და იქ
ქართველი ყნაწვილების გამოგზავნის შესახებ მატყობინებს. მე ვიცი
რომ თქვენ შერჩეულიც გყავთ ორი ყმაწვილი იტალიაში
გასამგზავრებლად, მაგრამ მათ მეგზურობას ვინ იტვირთავს, ჩემი
ელჩიონის რანგში ვინ წარსდგება კათოლიკეთა მოსაყდრის წინაშე?
- თქვენის ნებართვით იტალიაში მე გავემგზავრები,- მყისიერად
წამოდგა ფეხზე დონ ჯუზეპე,- მე კარგად ვიცნობ კონსტანტინეპოლში
მცხოვრებ ზოგიერთ ვენეციელ ვაჭარს, რომელთაც აბრეშუმი ალეპოდან
შემოაქვთ. ვეცდები დავარწმუნო ისინი ახალი გზის მომგებიანობაში.
ვენეციაში და რომშიც მეგულებიან ისეთი სახელმწიფო მოხელეები,
რომლებიც თავს გამოიდებენ ჩემთვის და შეძლებისდაგვარად
დახმარების ხელსაც გამიწვდენენ. გარდა ამისა პროპაგანდის სკოლაში
მისაბარებლად კაი ხანია უკვე კორკოტია და გეგე მყავს
შეგულიანებული. ისინი უკვე ერთი წელია რაც კათოლიკურ რწმენაზე
მოიქცნენ და იტალიური სახელებითაც მოვნათლეთ. კორკოტიას
ანტონი შევარქვით, გეგეს - იაკობი. ეს ბიჭები სწავლით თავს არ
შეირცხვენენ და თუ ერთ დროს უკან დაბრუნდებიან უთუოდ
ასახელებენ თავიანთ ქვეყანას, თუ არა და იტალიაშიც იღვაწებენ
საქართველოს სასიკეთოდ.
- კეთილი, შენზე უკეთეს ელჩს ვერც ვინატრებდი დონ ჯუზეპე.
ტრაპიზონამდე მსახურები ჩემი ხომალდით მიგაცილებენ. უფალი
იყოდ შენი შემწე ამ ღვთისნიერ საქმეში. გადაეცით პაპს, რომ
სარწმუნოების საკითხებში ჩვენი შეცდომა დიდი იყო და რომ ახლა
ვსტირით უმეცრობით დაკარგულ სულთათვის. მადლობა ღმერთს, რომ
მისი შემწეობით დავადექით ჭეშმარიტ ნათელს. უწინარესად მე
დავადექი ჭეშმარიტ ნათელს, რადგანაც მე ვარ უმწვერვალესი თავი
ჩემი სამფლობელოსი.
ჩემს თავს მოვალედ ვსთვლი, რომ ყველა ჩემი ქვეშევრდომისა
და პირადად ჩემი სახელით განუცხადოთ რომის პაპს ჩემი
შვილობრივი ქვეშევრდომობა და კათოლიკურ რწმენაზე მოქცევა. მე
თქვენ განიჭებთ ჩემს რწმუნებას და გაგატანთ წერილს რომის პაპთან,
ჩემი სახელით სთხოვეთ ურბან მერვეს, რომ მამობრივი სიყვარულით
მოგვანიჭოს თავისი კუთხევა და აღგვავსოს იმ ძვირფასი საუნჯით,
რომელიც მისი ხელით რიგდება. ასევე ეაჯეთ, რომ წმინდა ეკლესიის
შვილთა შორის შეგვრაცხოს და არ მოგვაკლოს თავისი ძლიერი
მფარველობა. რაც უმთავრესია შეავედრეთ, რომ სამეგრელოში ვაჭრები
და ხელოსნები მოავლინოს, რასაც ჩემს წერილში აღვნიშნავ კიდეც. პა-
პთან წასაღები წერილი გუშინ შევადგინე, მაგრამ მითითებული არ
მყავდა წერილის წამღები. ახლა როცა თქვენი თანხმობა გვაქვს
მატუტას ვუბრძანებ წერილში თქვენი სახელი ჩაწეროს და წერილის
შინაარსიც საჯაროდ გაგვაცნოს.
ლევანის ნიშანზე იქვე მყოფმა მატუტამ ქაღალდის გრაგნილი
გახსნა, ფრთიანი კალმით საჩქაროდ რაღაც მოხაზა და წერილის
კითხვასაც შეუდგა;
- დიდად პატივცემულო მამაო ურბან. უკვე ათი წელია რაც დონ
ჯუზეპე და დონ არქანჯელო ჩვენთან ჩამოვიდნენ და გადმოგვცეს
თქვენი პატივდებული წერილი. მაშინვე გადავწყვიტე თქვენთვის
გვეპასუხა, მაგრამ სიძნელეებმა, რომელთა შესახებაც ამ წერილის
მომტანი თავად მოგიყვებათ, არ მოგვცა საშუალება მოგვეხადა ჩვენი
ვალი. ამიტომ დავაგვიანეთ პასუხი. ახლა შედარებით თავისუფლად
ვსუნთქავთ. უზენაესი ღმერთის შემწეობით დავიმორჩილეთ ჩვენი
მეზობლები, აფახაზეთის, იმერეთისა და გურიის მთავრები. პატრი
ჯუზეპეს ხელით გიძღვნით ორ ბავშვს და გთხოვთ მათ კურთხევას.
ჩვენ პატივით მივიღეთ მამები, რომლებიც ინებეთ და გამოგვიგზავნეთ.
მათ გადავეცით კარგი ეკლესია, საცხოვრებელი სახლები, მსახურები
და საკმაო სურსათი. ჩვენ განსაკუთრებულად ვართ თქვენი მოვალენი
ასეთი კარგი ადამიანების გამოგზავნისათვის.
გავიგეთ რა, რომ თქვენ მართავთ მთელ ქვეყანას, როგორც
მემკვიდრე წმინდა პეტრესი და უფლისა ჩვენისა ქრისტესი, გვსურს
იყოთ ჩვენი მფარველი და მმართველიც. ჩვენს სამთავროში არ არიან
შალისა და აბრეშუმის მქსოველები, რომლებიც დაამზადებენ
ტანსაცმელს ჩვენი ქვეშევრდომებისთვის. ამიტომაც ისინი
იძულებულნი არიან ამ ნივთების საჭიროებისათვის თურქებს
მიჰყიდონ თავიანთი ყმები, რაც მიუღებელია და რასაც თვით
ადამიანის ბუნება ეწინააღმდეგება.
ჩვენ გემუდარებით გამოგვიგზავნოთ ამ ხელობის მასწავლებლები
დიდი რაოდენობით, რათა მათი დახმარებით გადავრჩეთ ამგვარ
ტანჯვას. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ დიდი ხელგაშლილობით
მივიღებთ მათ. თავიანთი არჩევანის მიხედვით მივცემთ
საცხოვრებელს, მოსამსახურეებს, კარ-მიდამოს და ყველაფერს იმას, რაც
კი მათ დასჭირდებათ სასურველი და წყნარი ცხოვრებისათვის. მეტიც,
მოწმედ დავიყენებთ უფალს, რომ არ ვიქნებით მოძალენი ამ
ხელოსნების მიმართ. ჩვენ დავიტოვებთ მხოლოდ იმათ, ვინც თავისი
ნება-სურვილით დარჩება. ვისაც შინ დაბრუნება მოუნდება მისთვის
გზა ხსნილი იქნება. დაე, ღვთის წყალობა და მისი უსაზღვრო
ლმობიერება იყოს ჩვენთან საყოველთაოდ. დაე, აღსრულდეს ასე.
მისიონერებმა წერილის შინაარსი მოიწონეს, დონ ჯუზეპემ კი ანა-
კლიის ნავსადგურის მონახულება მოითხოვა. პირადად სურდა პატრს
ის ადგილი დაეთვალიერებინა, საიდანაც ტრაპიზონისკენ მიმავალი
ხომალდი გავიდოდა.
- აქედან ანაკლია ერთი ხელის გაწვდენაზეა. თქვენი შეწუხება არ
მინდოდა ნეტარო მამებო, თორემ მე ისედაც ვაპირებდი ქერეშ ფაღავას
ნახვას. ნენეშის სიკვდილის შემდეგ სწორედ ქერეში უძღვება
ფლოტილიის აღმშენებლობის საქმეს ანაკლიაში. გარდა ამისა ჩვენი
მელექსე ბარძიმ ვაჩნაძე ჩამოსულა წუხელის. იმედია, ახლა მაინც
შეასრულა ბარძიმმა თავისი სიტყვა და თბილისიდან მხატვარი
ჩამოიყვანა.
- თუ არ ვცდები ბარძიმსაც ეხერხება ხატვა. მისი თაოსნობით
რამდენიმე წიგნიც მოიხატა მინიატურებით,- აუღელვებლად შენიშნა
დონ არქანჯელომ და უნაგირის კეჩოსთან შეკეცილი ანაფორა
გაისწორა.
- ბარძიმი მარტო თავის დაჭერაში როდია დიდკაცი. მან
ზედმიწევნით იცის ჩვენი მწერლობის ძეგლები და საღმრთო
წერილებიც. რაც შეეხება ხატვას მისი მინიატურები მეტწილად
სპარსულ ყაიდაზეა შესრულებული. მე კი რუსთაველის
"ვეფხისტყაოსნის" დასურათება მაქვს განზრახული. ბარძიმი შემპირდა,
რომ თბილისიდან ისეთ მხატვარს ჩამოიყვანდა, ვინც პოემის
დასურათებაში მხოლოდ ქართული შინაარსის მინიატურებს
გამოიყენებდა. ვნახოთ ერთი როგორ გაისარჯა ჩვენი კახელი
დიდებული,- უნაგირზე ზეზეულად გაიმართა ლევანი და გამჭოლად
გახედა მოსარკულ ზღვაზე ერთ მწკრივად მოცურავე ხომალდებს.
- ცხენებს აუჩქაროთ ლევან ბატონო, თორემ ქერეში თუ შუა
ზღვაში შევიდა მის ლოდინში ერთი კვირა მოგვიწევს ანაკლიის
სანაპიროზე ყურყუტი,- ირიბად თქვა მამუკამ და ცხენს მსუბუქად
უთავაზა მათრახი.
- ეჰ, ჩემო მამუკა. ღმერთმა იმ დღეს მომასწროს ოდიშის ფლოტს
წელგამართულსა და ბრძოლისუნარიანს ვხედავდე და ერთ კვირას კი
არა, სულაც არ მოვიცლი ფეხს ანაკლიიდან,- ტოლ-სწორად გასძახა
ლევანმა სიყრმის მეგობარს და სლიპინა ქვებზე მარდად გააჭენა
ფალავანი.
ქერეშ ფაღავა ნახუტორას სანაპიროსთან დახვდა ლევანსა და მის
ამალას. სარდალი დურბინდით გასცქეროდა ზღვაში მსუბუქად
მოლივლივე ხომალდებს და დრო და დრო იქვე მდგომ მსახურებს
მითითებებს აძლევდა. ოდიშის მთავრის სტუმრობას არ ელოდა
ქერეში, ამიტომაც ოდნავ დაბნეული სიტყვა-პასუხით შეიპატიჟა ძვი-
რფასი სტუმრები ნაბდით გადახურულ ფაცხაში. ტაბლას ჟღალ ჩოხებში
გამოწკიპული დიდებულები უსხდნენ და მდუმარედ სადილობდნენ.
ლევანის შემოსვლისთანავე მაგიდიდან წამოცვივდნენ და ოდიშის
მთავარს თაყვანი სცეს. მცირე ურთიერთმოკითხვის ჩამთავრებისთანავე
ბარძიმ ვაჩნაძემ სტუმარი წარუდგინა პატრონს;
- მამუკა თავაქეიშვილს იცნობდეთ ლევან ბატონო. ის
ხელნაწერების საუკეთესო დამსურათებლად ითვლება თბილისში. მის
მინიატურებში არსად არ შეიმჩნევა ირანული ხელწერა.
სტუმარი ოდნავ შეიშმუშნა ქებისაგან და უხერხულობისაგან
ქამარ-ხანჯალზე წაივლო ხელი.
- მე მეგონა მხატვარი ჩამომიყვანე ჩემო ბარძიმ, ამას კი ფუნჯის
ნაცვლად მახვილზე უჭირავს თვალი. ეს კაცი თავისი აღნაგობითა და
შემართებით ჩემი ჯარის რიგებს უფრო შეავსებდა ვგონებ, ვიდრე-
მხატვრებისას,- ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე ლევანს.
- მამუკა არც ფიცხელ ომში გახლავთ მხდალი ჩემო ბატონო. მისი
ბასრი მახვილის წვერზე ათობით ყიზილბაშია წამოგებული. მაგრამ მას
შემდეგ რაც თქვენმა დამ მისი მინიატურები იხილა, უმალ დაითხოვა
ის ჯარიდან და სასახლეში წიგნების შემკობა-მოხატვა დაავალა. მისი
თაოსნობით უკვე ათეულობით წიგნია ულამაზესი ნახატებით
შემკული.
- კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რუსთაველი სხვა ქართველ
მელექსეთთაგან გამორჩეული პოეტია, ამიტომაც მისი პოემაც განსა-
კუთრებული, ხელმშვენიერი მინიატურებით უნდა მოიხატოს. შეძლებს
ჩვენი სტუმარი შოთას ქმნილების ქართული ყაიდით მოქარგვას?
- ვიდრე ზუგდიდში ჩამოვიდოდი და თქვენს წინაშე
წარვსდგებოდი წინასწარ უკვე მქონდა მოფიქრებული ზოგიერთი
სურათის ესკიზი. ორიოდე ნახატი გაკეთებულიც მაქვს და თუ თქვენი
ნება იქნება ახლავე გაჩვენებთ.
მამუკამ ხურჯინიდან ქაღალდის გრაგნილი ამოაცურა და ფრთიანი
კალმის გავლებით ლევანს რამდენიმე ნახატი უჩვენა. ოდიშის
მთავარმა მოწონების ნიშნად წარბები მოიმშვილდა და ნახელავი
შეუქო სტუმარს.
- ანაკლიაში ჩამოსვლით გზა რატომ გაიმრუდეთ ბარძიმ ბატონო.
იმერეთთნ ახლა ზავი გვაქვს და გზებიც ხსნილია?
- ეს ჩვენთვისაც ცნობილი იყო, თუმცა მაინც თავი დავიზღვიეთ
და შემოვლითი გზით ვარჩიეთ სამეგრელოში შემოსვლა. გარდა ამისა
მამუკას ზღვის ხილვა სწყუროდა ერთობ.
- ამგვარი სულსწრაფობა რატომ გამოიჩინეთ მამუკა ბატონო, განა
თქვენი დაგვიანებული სტუმრობით ზღვა დაშრებოდა?
- ზღვას რა დააშრობს თქვენი ჭირიმე. უბრალოდ იმდენად
ჩამიყოლია "ვეფხისტყაოსნის" მოსურათების იდეამ, რომ იმთავითვე
მსურდა წკრიალა ტალღების დგაფუნის მოსმენა. შთაბეჭდილებებს კი
ყოველთვის პირადად ნანახი ამძაფრებს. შოთაც ისე ხშირად ეალერსება
თავის პოემაში ზღვას, თითქოს ზღვის ნაპირას დარწეულიყოს მისი
ბავშვობის აკვანი.
- ერთ სტრიქონს მაინც ხომ ვერ გაიხსენებ, სადაც ზღვას ეთაყვანება
პოეტი,- ლექსის ეშხი მოეძალა ლევანს.
მამუკამ ნაზად გახედა ლურჯად მოლივლივე ზღვას, გონება დაძაბა
და რამდენიმე სიტყვას მოუყარა თავი.
"ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე.
მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე."
მამუკა წამიერად გაირინდა, მერე მყისიერად მიუბრუნდა ლევანს და
უთხრა;
- თქვენს შემართებას და წადილს შოთას ეს სიტყვები უფრო
ესადაგება ბატონო;
" მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა."
- - კარგია ამგვარად რომ ფიქრობ, - მზერა გაუსწორა ოდიშის
მთავარმა სტუმარს,- დიდი პოეტის ზრახვათა გასულიერება უთუოდ
წაადგება საერთო საქმეს.
- ხომალდზე ხომ არ ინებეთ ამოსვლას ლევან ბატონო?
- მე არა მაგრამ მალე დონ ჯუზეპე უნდა გავამგზავროთ
ტრაპიზონში. რომის პაპთან ჩემი წერილი უნდა ჩაიტანოს მისიონერმა.
ყველაფერი თუ კარგად აეწყო და აბრეშუმის ახალ გზას გავკვალავთ,
ქვეყანა უთუოდ მოღონიერდება ქერეშ.
- ღმერთმა გისმინოთ ბატონო.
- შენ ის მითხარი კაზაკები თუ გეხმარებიან ძველებურად?
- კაზაკების ერთი ნაწილი შინ დაბრუნდა. აქ დარჩენილებმა კი
ჩვენს დურგლებს იმგვარი მზრუნველობით შეასწავლეს ხომალდის
აგების წესი, რომ ისინი სულ მცირე დროში საოცარი ოსტატობით
აგებენ ტანმორჩილ ხომალდებს.
- შენი დიდად მეიმედება ქერეშ. ხომ მოისმინე შოთას სიტყვები,-
მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესაო,- სწორედ ის დროა,
ჩვენც ჩვენი ნავი-ხომალდებით ევროპის შუაგულისკენ რომ გავცუროთ.
- -აღდგომა და ხვალეო ლევან ბატონო,- რიხით დაიქუხა ქერეშმა.

-
თავი ოცდამეათე
ღვინის ტრიუმფი

ანაკლიიდან მობრუნებულმა ლევანმა ნამწუხრევს შედანის მორიგ


წერილს ახსნა ბეჭედი, რომელიც პირველთან შედარებით უფრო
გამართული კალიგრაფიით იყო დაწერილი.
- შიკრიკებმა დათქმულ დღეს საზეიმო კურთხევით წარგვადგინეს
შაჰის კარზე,- იწერებოდა შედანი,- სეფიანთა მბრძანებელი ზეთისხილის
ხეივნის გასწვრივ გამართულ ხის ფანჩატურში დაგვხვდა
ფეხმორთხმით მჯდარი. მის მხარმარჯვნივ შავ კლდესავით
აყუდებული საყურეებიანი ზანგი გამალებით აქნევდა უშველებელ
მარაოს და თავის მარმარილოსებრ კბილებსაც ახალ მთავრესავით
გამოანათებდა ხოლმე. ყაენი მრისხანებით მისჩერებოდა აბრეშუმის
გრძელკალათიან ხალათებში გამოწყობილ მსახურებს, რომლებიც
თავდახრილი პატივით ეგებებოდნენ უცხოელ სტუმრებს. სასახლის
სვეტებიანი დარბაზის შუაგულში ერთ მწკრივად ჩამდგარი ევროპისა
და აზიის ქვეყნების ელჩები, ამირები, მღვდელმსახურები მოთმინებით
ელოდნენ თავიანთ რიგს ყაენთან შესახვედრად, რათა ძვირფასი ძღვენი
მიერთმიათ ირანის მბრძანებლისთვის. მსახურები მუშტრის თვალებით
ამჭირვალებდნენ ვერცხლისფერ სინზე გაწყობილ საჩუქრებს და
ოქროთი მოვარაყებულ ტაბლაზე ახვავებდნენ. როცა ჩვენმა რიგმა
მოაწია ყაენმა ფეხზე წამოდგომა იკადრა, თბილად მოგვესალმა და
გასხიპული თავაზიანობით მოგვისვა გვერდით.
- სამეგრელოს მთავარი მხურვალე სალამს გითვლით დიდო
ყაენო,- ომახიანად დავიგუგუნე და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი
სატევარი მივართვი ფადიშაჰს.
- ლევან ხელმწიფემ ისედაც მომართვა უკვე გამორჩეული ძღვენი
ელენეს სახით . ჯანზე თუ არის შენი პატრონი?- მითხრა შეფარული
პირმოთნეობით.
- უფლის წყალობით მხნედ გამოიყურება ოდიშის მთავარი მეთქი.
- ისპაჰანი როგორ მოგეწონათ?- ცალყბად მომიგო ყაენმა.
- ულამაზესი ქალაქია,- თავი გამოვიდე.
- ხელობა რა გაქვსო?
გადმოცემით ვიცოდი, რომ ირანში ადამიანს არაფრად აგდებდნენ,
თუ ის რამე ხელობას არ ფლობდა, ამიტომაც დურგლად გავასაღე
თავი.
- მორჩილი სათევზაო ნავების გაკეთება მეხერხება და ამით ვინახავ
ოჯახს მეთქი,- ვიცრუე ყაენთან.
- უქმე დღეებს როგორ ატარებენ თქვენში?- არ ელეოდა ყაენს
კითხვები.
- სმაში და ნადირობაში ვლევთ თავისუფალ დროს თქვენო
ბრწყინვალებავ.
- ნადირობა ჩვენშიაც უყვართ. რაც შეეხება ღვინით შეთრობას აქ
ერთგვარი ზღვარი მაქვს დაწესებული. ყველას როდი აქვს უფლება
თავაშვებულად მიირთვას ღვინო. ამიტომაც როცა დიდებულები ჩემთან
მოდიან ავადმყოფობას იმიზეზებენ და წუწუნებენ, აქაოდა სნეულების
მოსარჩენად ექიმმა ღვინო დაგვინიშნაო. ასეთი ტყუილებით სურთ სმის
ნებართვა გამოითხოვონ ჩემგან. მათი თვალთმაქცობა საჩინო და იოლი
მისახვედრია ჩემთვის, თუმცა ხშირად თვალს ვხუჭავ მათ ოინებზე,
რადგანაც მეც მომეკიდება ხოლმე თრობის ალმური და სასახლეში
საზეიმო მეჯლისებს ვმართავ. ასეთ დროს კი ბახუსი საუკეთესო
საშუალებაა სხეულის მოთენთვისა და სიმსუბუქის შესაგრძნობად.
ჩვენი დიდი პოეტები ომარ ხაიამი და ჰაფეზი ღვინის სმით
იქარვებდნენ ნაღველს. ამასთან ერთად სტომაქში ჩასული ღვინო ბევრ
უწმინდურობას გამოდევნის სხეულიდან. თქვენს ხელმწიფეს თუ უყვარს
თრობა და მეჯლისებზე სმაში შეჯიბრებს თუ აწყობს?
- ჩემი მეფეც მიირთმევს უქმეებზე ღვინოს, თუმცა დიდ
წვეულებებს და უშველებელი სასმისებით თრობას ერიდება ოდიშის
მთავარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საკუთარ ქორწილში
დაკოდეს უკეთურებმა ხელ-შუბით.
- მაგ მხრივ არც მე მაქვს დალხინებულად საქმე,- მომიგო ყაენმა
ირონიანარევი ღიმილით,- ჩემი მოკვდინებაც მოინდომეს სასახლის
მსახურებმა, თუმცა დროზე შევიტყვე შეთქმულების ამბავი და
საკადრისი სასჯელი მივაგე მოშურნეებს.
თურმე ამ ორიოდე თვის უკან მსახურებს ყაენის მოწამვლა
უცდიათ. მოახერხეს კიდეც თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა,
მაგრამ ფადიშაჰის ღონიერმა სხეულმა იოლად მოინელა
საწამლავი,თუმცა ორი დღის მანძილზე უგონოდ ესვენა სარეცელზე.
როცა გამოჯანსაღდა, უმალ შეუდგა დამნაშავეთა ძებნას. ერთ მსახურს
უთქვამს,- ჰარამხანას ქალებმა სცადეს შენი მოწამვლაო. ყაენსაც ძიების
გარეშე ცოცხლად დაუმარხავს საცოდავი ქალები საგანგებოდ გათხრილ
ორმოში. თუმცა ეს უკვე ნაკლებად ადარდებს, რადგანაც ელენეს
სილამაზით ლამის ყურებამდეა დაშანთული.
მალე ყაენმა წვეულების დაწყება ბრძანა. ორნამენტიან ქუდებში და
ზიმზიმებიან ხალათებში გამოწკიპულმა მერიქიფეებმა ხავერდით
გაწყობილ სუფრაზე მიჯრით დაალაგეს დაგრეხილი ჯიხვის ყანწები,
ოქროს თასები და ფიალები. ფანჩატურის შუაგულში სუფრაჯი იდგა
გულხელდაკრეფით და სუფრის წევრებს ღვინის სმაში შეჯიბრის
დაწყებას ამცნობდა. კარისკაცებს სათითაოდ შემოჰყავდათ მხარბეჭიანი
ვაჟკაცები დარბაზში, რიხით აცხადებდნენ მათ წარმომავლობას და
მათვის განკუთვნილ ადგილას ზარ-ზეიმით სვამდნენ. მე სუფრის თავში
დამსვეს და თამადობა მომანდეს. ჩემგან მხარმარცხნივ მონებით
მოვაჭრე ინდოელ დერვიშსა და ვენეციელ მარკიზს მიუჩინეს ადგილი,
მხარმარჯვნიდან კი - დამასკოელი არაბი და ტრაპიზონელი ბერძენი
დამიმშვენეს. სუფრის ბოლოდან ხორასნელი გოლიათი და სომეხი
არტუშა აბრიალებდნენ ავად თვალებს. სუფრაჯმა თავიდან მსახურებს
შარბათი და ფინიკის ღვინო ჩამოარიგებინა. ყველამ მცირედით მოსვა
მორთმეული სასმელები. მე თავაზიანი უარი ვთქვი,- ტკბილ სასმელებს
არ გეახლებით მეთქი.
ვიდრე სმა გაჩაღდებოდა ყაენმა ინება სიტყვის თქმა,- დღეს
მრავალი წარჩინებული სტუმარი ესწრება მეჯლისს,- მედიდურად
ჩამოკარკლა მან,- ჩვენს ქვეყანაში ხშირად ეწყობა შეჯიბრი ჭიდაობაში,
ცხენბურთში, დოღში, მაგრამ არასოდეს არ გამართულა ასპარეზობა
ღვინის სმაში. ჩემი სურვილია დღეს ვიხილო ამგვარი შეჯიბრი, მითუ-
მეტეს, რომ საამისო საბაბიც გვაქვს. სამეგრელოს უბრწყინვალესმა მთა-
ვარმა ჩემი თხოვნით უმშვენიერეს ელენესთან ერთად ოდიშის
უპირველესი მსმელიც გამომიგზავნა. მე მოგახსენებთ შედან ჭილაძეზე.
ის, როგორც მის ქვეყანაში იტყვიან, ხარივით სვამს თურმე ღვინოს.
დღეს აქ მოწვეულ სტუმრებს შანსი გეძლევათ ღვინის სმაში გაეჯიბროთ
ქართველ თავადს, რომლის ქების ხმამ თვით ასპაჰანის კედლებამდეც
კი მოაღწია. გამარჯვებული ოქროთი ნაჭედ უნაგირს მიიღებს ძღვნად.
მე უწინარესად ის მაღელვებდა, თუ რომელი ღვინოებით მომი-
წევდა ასპარეზობა,რადგანაც ზოგიერთი მოტკბო სპარსული ღვინის
მონელება უთუოდ გაუჭირდებოდა ჩემს სტომაქს. გულს მომეფინა, რო-
ცა სუფრაჯმა ხორასნული და შირაზული ღვინოებით გამოაცხადა
შეჯიბრის დაწყება. ეს ღვინოები ამტანობითა და სურნელით ქართულ
ღვინოებს ჩამოჰგავს ოდნავ, თან ორივე მათგანის დაჭაშნიკებაც
მოვასწარი ისპაჰანის დუქნებში.
თავიდან ოქროთი მომინანქრებული თასები ჩამოატარეს
მერიქიფეებმა. ფეხზე წამოვიშალეთ მოასპარეზენი, თასები მაღლა
შევმართეთ და ლამის ერთხმად ვიხუვლეთ.
- დღეგრძელი იყოს ჩვენი ყაენი!
სუფრაჯმა გულდასმით შეამოწმა თითოეული მოასპარეზის თასები.
როცა დარწმუნდა, რომ სასმელები ძირამდე იყო დაცლილი, ქაღალდში
რაღაც ჩაინიშნა და იქვე მსხდომ მესაკრავეებს დაკვრის უფლება მისცა.
მათთაც მყისიერად მომართეს ჩანგები და ისეთი ყურისწამღები
ბაიათები დაამღერეს, რომ ლამის ქეიფის ხასიათი წამიხდინეს. მე
ვისარგებლე ჩემი თამადობით მერიქიფეს რვა გოჯი სიგრძის ფიალა
ავავსებინე შირაზულით, ყაენს ელენეზე დაქორწინება მივულოცე და
უშველებელი სასმისი სულმოუთქმელად დავცალე. ჩემს თანასუფრეებს
არ ეჭაშნიკათ ჩემი ამგვარი თავგამოდება. მათ შორის კუპრივით შავი
ინდოელი გამოირჩეოდა. ის უკმაყოფილოდ ასავსავებდა ხელებს და
მაუდის შარვალზე მიშვებულ თასმებსაც მალი-მალ იკრავდა
პირგამეხებით. სუფრაჯმა ინდოელს თამადობის წესი აუხსნა და ღვინის
დალევა მოსთხოვა. მანაც ჩათრევას ჩაყოლა არჩია და თასის ხვრეპას
შეუდგა. შუა სმაში ბარბაცი დაეწყო მონებით მოვაჭრეს, სასმისი
ხელიდან გაუვარდა და მსახურებს ხელი რომ არ წაეშველებინათ იქვე
მდგომ აუზში მოადენდა ზღართანს.
მე სულის მოთქმა არ ვაცალე მოჯიბრეებს და გირვანქანახევრი-
ან ფიალას წავავლე ხელი.
- ამ სასმისით ქართლის მეფეს როსტომ ხანს გაუმარჯოს!- ისეთი
შემართებით ვიხუვლე, რომ თავად ყაენმაც იკადრა წამოდგომა. ირანის
მბრძანებელმა ვიწროყელიანი სურათი მორჩილი თასი აავსებინა
მერიქიფეს და ერთგულ მხევალივით მომაპყრო ჭრუტა თვალები.
- ხოსრო მირზა, რომელსაც ქართველები როსტომ ხანს ეძახით
მხოლოდ მწყალობელი როდია, ის უწინარესად მამობილია ჩემი. მისი
შემართება და გონიერება რომ არა სიზმარშიაც ვერ ვეღირსებოდი
ირანის ტახტს. ამის გამო სამარის კარამდე ვიქნები მისი მადლიერი.
ისიც მახარებს ჩემს მწყალობელ როსტომ ხანს ლევან დადიანი რომ
დაუმოყვრდა. ვიმედოვნებ რომ ეს კავშირი უთუოდ წაადგება ჩვენს
ქვეყნებს სახელმწიფოებრივ ასპარეზზე.
შაჰის ტირადის დამთავრებისთანავე მსახურებმა გვარიანად
შეტორტმანებულ ვენეციელ მარკიზს იღლიებში წაავლეს ხელები და
სასახლის ლურჯ დარბაზში აჭა-გაჭით მიასვენეს. ჩამოვარდნილი
შფოთით დრო ვიხელთე და მოზრდილი თასი ხელმეორედ აღვმართე.
მკრთალი ჭრაქის შუქზე მზესავით ლაპლაპებდა ოქროთი მოვარაყებუ-
ლი სასმისი. ამჯერად გონიერებას ვუხმე და სვენებ-სვენებით
ჩავამთავრე თასი. ტრაპიზონელმა ბერძენმა და დამასკოელმა არაბმა
ერთ-ხანს კი აცმაცუნეს დაოსებული ტუჩები, თუმცა როცა დარწმუნდ-
ნენ სასმელს რომ ვერ მოერეოდნენ უმწეოდ შეიშმუშნენ და
დამარცხების ნიშნად ჭრელ-ჭრელი ხელსახოცები ააფრიალეს ჰაერში.
სხვებმა გაჭირვებით დასცალეს თასები.
სულ სამნი შემოვრჩით სუფრას. სუფრაჯმა ვერცხლისფერ ლანგარზე
გაწყობილი აზარფეშები შემოატანინა მსახურებს. ჯულფელ არტუშას
ავად ემცხეთა სასმისის სიდიდე, ყაენთან მოიბოდიშა და ასპარეზობას
ნაადრევად გამოეთიშა. ღვინით გათამამებულმა ჩემებურად გავილაღე
და ქართულად შემოვძახე.
- ეს გურჯისტანს გაუმარჯოს მეთქი,- აზარფეშა თვალის
დახამხამებაში ვშთანთქე და ალავერდი ხორასნელ გოლიათთან გადა-
ვედი. ხორასნელმა ერთხანს კი გაიწია ლაზათიანად, თუმცა როცა
დარწმუნდა სმაში ვერ ამყვებოდა, თასი მერიქიფეს მიაწოდა და ზორბა
მხრებში თავი მორცხვად ჩაქინდრა.
მე გამარჯვების ნიშნად ერთი თასიც გადავხუხე და ყაენს მო-
კრძალებულად ვეახლე. კმაყოფილების იერი გადაჰკროდა სახეზე
ფადიშაჰს.
- ეს ოქროს უნაგირი შენ გეკუთვნის,- შემომცინა ირიბულად,-
საუკეთესო ცხენსაც გისახსოვრებ ჩემი საჯინიბოდან. დღეს იოლად კი
გაუსწორდი მოასპარეზეებს, თუმცა ფრთხილად იყავი, შემდეგისთვის
უფრო მრისხანე მეტოქეს შეგირჩევ გურჯო.

. . .

ნადიმობიდან ერთი კვირის თავზე ელენემ მიხმო თავისთან. წყენის


აჩრდილი კიანთობდა მის თაფლისფერ თვალებში.

- ჩემი არტაანი მენატრება შედან,- დამდუღრებით შემომჩივლა


დედოფალმა,- ქრისტეფორე კასტელიც მემდურის. ვიღაც უკეთურს
დავუსმენივარ პატრთან, თითქოს სარწმუნოებაზე ამეღოს ხელი. დღეს
ავთანდილ მანსვეტაშვილმა მისგან გამოგზავნილი წერილი მომართვა.
შენი თვალით წაიკითხე თუ რას იწერება პატრი.
მე სხვისი წერილების კითხვა არ მეხერხება, ამიტომაც უხალისოდ
გადავავლე თვალი მისიონერის მონაწერს.
- წერილი ტყვედ ჩავარდნილ სპარსეთის დედოფალს; - უძვირფასესო
ქრისტეს რჩეულო დაო,- დღე არ გავა, რომ არ ვიტირო შენთვის. არც
ჩემს გულისწყრომას დავმალავ და გეტყვი, რომ ფრიად დამწუხრებული
ვარ შენს გამო. აქ ბევრის თვალში შენ გაუფასურებული ხარ, რამეთუ
ქრისტეს მრწამსი შაჰის ცოლობაზე გაცვალე, თუმცა პირადად მე შენს
ღვთისმოსაობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. ვიცი, რომ შენც იტანჯები,
მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს წამება შენ ძალას მოგცემს და ღვთის
წყალობის წამლეკავი სიუხვე ისევ წამოგაყენებს. მთავარია,
გამოქვაბულის სიმარტოვეში სიბრმავეს არ ეზიარო და სინათლეს
ეძებდე შვილო ჩემო.
მისიონერი მწვავედ განიკითხავდა ელენეს არჩევანს, თუმცა დონ
ქრისტეფორემ არც კი იცის ელენე მოტყუებით რომ ჩავიყვანეთ
ისპაჰანში.
- როგორ დავარწმუნო პატრი იმაში, რომ მე მაცხოვრის ღალატი
გულში არ გამივლია და ჯერაც ქრისტეს რწმენის ერთგული რომ ვარ?-
ლამის ქვითინით მომიგო ელენემ.
- იქნებ წერილი მისწერო მამა ქრისტეფორეს და დაწვრილებით
აუხსნა ყველაფერი. ღვთის ნებით მალე საქართველოში მომიწევს
დაბრუნება და წერილს პირადად ხელში გადავცემ მისიონერს,- თითქოს
ოდნავ დავამშვიდე დედოფალი და ცრემლისაგან დანამული ლოყები
ხელსახოცით შევუმშრალე.
ელენეს ჭკუაში დაუჯდა ჩემი რჩევა და უმალვე შეუდგა წერილის
წერას. ისე ჩქარობს, თითქოს დღესვე ამეკრას გუდა-ნაბადი
ისპაჰანიდან.
- წასვლის წინ აუცილებლად შემოგივლით დედოფალო,-
დავამშვიდე ნერვებგაწეწილი ქალი და ჩემს სამყოფელს შევაფარე თავი.
ბაირამობის დღეს სასახლის ფარეშთუხუცესმა ყაენის ფირმანი
მომართვა. შაჰ-სეფი თავის საზაფხულო რეზიდენციაში ნადიმზე
მიწვევდა. მე ცოტა არ იყოს გამიკვირდა ეს მოპატიჟება, ვინაიდან
ყურმოკვრით მქონდა გაგებული შაჰის ავადმყოფობის შესახებ. არ
მეგონა ასეთ დროს ჩემთვის თუ მოიცლიდა ფადიშაჰი. მდიდრული
ტანისამოსით შევიმოსე და დათქმულ დროს სასახლეში გამოვცხადდი.
უქეიფოდ გამოიყურებოდა ირანის მბრძანებელი. ტახტზე გვერდულად
წამოწოლილი უხალისოდ ეთამაშებოდა ჭადრაკს შირაზის ბეგ-ლარბეგს
და ხანგამოშვებით თრიაქს ეწეოდა ჟინმორევით. ჩემს დანახვაზე
თითქოს გამოცოცხლდა, ტახტის კიდეზე ჩამოჯდა და ხელის დაქნევით
თავისთან მიხმო.
- იმ საღამოს სახელოვნად დაამარცხე მოასპარეზეები,- დაუნჯებით
შემეხმიანა შაჰი,- თქვენი შეჯიბრის ცქერამ დიდი სიამოვნება მომანიჭა.
აფსუს, მე რომ არ გავერიე თქვენს მარქაფაში. ზოგჯერ ჩემს
დიდებულებთან ერთად მეც გადავეშვები ღვინის სმის ორომტრიალში,
თუმცა ჩემი ქვეშევრდომები დიდსულოვნად მზოგავენ და შეჯიბრშში
ბოლომდე არ მომყვებიან. დღეს მე და შენ უნდა შევეჯიბროთ
ერთმანეთს. შენ აზიის უპირველესი მსმელი ხარ და შენთან განცდილ
მარცხს მოვინელებ როგორმე. ისედაც არ მიწერია დიდი ხნის
სიცოცხლე და ბარემ ღვინით გალეშილი განვეშორები საწუთროს.
- რა დროს თქვენი სიკვდილია მბრძანებელო!- ამოვილუღლუღე
მოჩვენებითი თანაგრძნობით.
ყაენი მძიმედ წამოდგა ტახტიდან, ხორაგით სავსე ტაბლასთან
მიმიყვანა, ლანგარზე მდგარი ფიალა მცირედით მოსვა და მე
გადმომიწოდა.
- მე ვიცი თქვენს ქვეყანაში მეფე ფიალას რომ მოსვამს და სასმისს
სტუმარს გადასცემს, ეს პატივისცემის ნიშანია. დღევანდელ ასპარეზო-
ბას ქართული წესით შევუყვეთ შედან.
რა მეთქმოდა! შაჰს მადლობა მოვახსენე ამგვარი პატივისთვის
და მორთმეული თასი მისივე ნაპირალიდან ჩავამთავრე. ვიდრე ცივი
სასმელი ჩემს სხეულში ჩანჩქერივით იღვრებოდა ყაენმა აბრეშუმის
წარმოებაზე ჩამოაგდო სიტყვა.
- ჩემმა ელჩმმა ავთანდილ მანსვეტაშვილმა მიამბო თითქოს
ოდიშის მთავარი ნედლი აბრეშუმის გატანას აპირებდეს ევროპის
ქვეყნებში. ამ გეგმის გამხორციელებით ჩვენი ქვეყნები უთუოდ
იხეირებენ. მაგრამ როგორ წარმოუდგენია ლევან ბატონს ოსმალეთის
გვერდის ავლით აბრეშუმის გატანა?
მე ძალიან გამიხარდა, ჩემი ელჩობა მხოლოდ ღვინის სმით რომ
არ შემოიფარგლა და სახელმწიფოებრივ საქმეებზეც რომ ჩამომიგდეს
სიტყვა. დაცლილი სასმელი მერიქიფეს მივეცი და ელჩის კვალობაზე
გვარიანად გავიჯგიმე.
- ჩემი ბატონი ხომალდებით აპირებს აბრეშუმის გატანას კაფუს
ქალაქში. ეს ქალაქი ამჟამად კაზაკებს უკავიათ. მათი ხელშეწყობით
უვნებლად მოვახერხებთ აბრეშუმის გატანას პოლონეთში, იქიდან კი
ჩვენი ვაჭრები სხვა ქვეყნებსაც მიაწვდენენ მზერას.
ამასობაში მერიქიფემ მორჩილად შეავსო ფიალა და ყაენის
ბრძანების მოლოდინში თრითინასავით გაისუსა.
- განა ხომალდებიც აქვს შენს ხელმწიფეს?- გაიოცა ყაენმა
გულწრფელად.
- ანაკლიაში კაზაკთა დახმარებითა და ხელშეწყობით ათიოდე
ხომალდი ავაგეთ, თუმცა მარტო ჩვენი გემებით როდი ვაპირებთ
აბრეშუმის გზის გაჭრას. პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ მეორესთან
დადებული სიტყვიერი შეთანხმებისაც გვეიმედება დიდად. ჩემი აქ
ყოფნის პერიოდში პოლონელების მეფეს თურმე თავისი ელჩიც
მოუვლენია ზუგდიდში.
შაჰი ერთხანს მონუსხული მისმენდა, მერე თითქოსდა გაახსენდა
შეჯიბრი რომ გვქონდა გამართული, მერიქიფეს თასი გამოგლიჯა და
უსიტყვოდ გადაჰკრა. შევატყვე, რომ ყაენს ოფლის წინწკლებით აევსო
ნაოჭებით დაღარული შუბლი.
- ხომ არ დავამთავროთ სმა ჩემო ბატონო?- ვიკითხე უნებლიედ.
- სმის რა მოგახსენო, მაგრამ შენი მისია ამით დამთავრებულია
გურჯო. შენ ბრწყინვალედ გაართვი თავი პატრონის დავალებას;
მშვენიერი ელენეც ჩამომიყვანე და სმაშიც კარგი გაკვეთილი
ჩაგვიტარე. ხვალ ჩემი მსახური ფირმანს გადმოგცემს. შენ კი როგორც
ელჩს წინასწარ გეტყვი, რომ თუ აბრეშუმის საქმე ადგილიდან დაიძრა
ლევან მეფეს ოქროს დუკატებით ავავსებ, შენ კი ჩემი ჯარების
წინამძღოლად დაგნიშნავ. ახლა კი ქართული ყანწი მიართვით შედან
ჭილაძეს.
სუფრაჯმა თახჩიდან შავპრიალა ჯიხვის ყანწი ჩამოიღო და
ერთხელ კიდევ აავსო სისხლისფერი ხორასნულით. მოულოდნელად
ყანწის კიდეზე ქართული წარწერა შევნიშნე. ხელის გული ფრთხილად
გადავუსვი დაორთქლებულ ასოებს და დამარცვლით ამოვიკითხე,-" ის
ვინც სისხლით აღზევდება გრუხუნით დაენარცხება მიწას." მე თითქოს
ძალა მომეცა. ნახევარმთვარესავით მორკალული ყანწი გვერდულად
მოვიყუდე და ელვისებური სისწრაფით დავლიე.
- ასე მტერი დაგეცალოთ ყაენო!- დავჭექე ქართულად და ცარიელი
ყანწი ჰაერში გადავაპირქვავე.
მსახურებმა შაჰი დაინდეს და ყანწი ნახევრამდე შეუვსეს.
- ცოტა შეუძლოდ კი ვარ, მაგრამ სულაც რომ წავიქცე ამ ყანწს
წვეთს არ შევარჩენ იცოდე. მყისიერად წამოდგა ფადიშაჰი და სმას
შეუდგა. ორიოდე ყლუპიც არ ჰქონდა შესმული, რომ სასმისი ხელიდან
გაუვარდა და ჭრელ ხალიჩაზე რუმბივით გაიშხლართა. მსახურები
ვიშვიშით მივარდნენ უგონოდ დაცემულთან. სუფრაჯმა ექიმის
მოსვლამდე საფეთქლები დაუზილა და შროშანის წვეთები ასვა, თუმცა
ყაენი არ იძროდა. მსახურებმა ხელში აიტაცეს და ტახტზე მოასვენეს
დავრდომილი. მე ჩოჩქოლით ვისარგებლე, ფირმანი უბეში ჩავიცურე
და ნირწამხდარი გამომეტყველებით დავტოვე სასახლე.
მზის ამოსვლამდე ქალაქის შუკებში დავხეტიალობდი უთავბო-
ლოდ. ნასმურევზე შიოს დუქანში ჩავედი. მედუქნემ ზიზილ-
პილპილით შეზავებული ჩანახი მომართვა. მესიამოვნა ნასმურევზე
წვნიანი კერძის ჭამა. როცა ჩანახს ცეცხლივით არაყი მივაყოლე
მედუქნემ ჩუმად მითხრა.
- დღეს დილით შაჰი მომკვდარა, სმას გადაჰყოლია თურმე
ბედშავი.
მე გალახულ ბავშვივით გავილურსე, შიოს ანგარიში გავუსწორე და
მაიდან შაჰისკენ გავწიე. ისპაჰანში უკვე არაფერი არ მესაქმებოდა.
ერთადერთი ვისი ნახვაც მსურდა ელენე იყო. ნამწუხრევს სასახლეში
ვეახელი ირანის დედოფალს. ქვრივის კვალობაზე მოხდენილად
გამოიყურებოდა ათაბაგის ასული. როცა მეუღლის გარდაცვალება
ვუთანაგრძნე,- დამცინიო,- შემომჩივლა გულდაწყვეტით. დონ ქრი-
სტეფორესთან წასაღები წერილი გადმომცა და ოქროს ჯვრიანი ძეწკვი
თავისი ხელით დამკიდა გულ-მკერდზე.
- ეს ჯვარი მშვიდობიანად ჩაგიყვანს შინ,- მითხრა ელენემ და გზა
დამილოცა საქართველოსკენ.

თავი ოცდამეთერთმეტე
ანგელოზთა ტაბლა.

სარკმელში დავბრუდამხვევი სისწრაფით შემოჭრილმა


მერცხალმა იმედის ნაპერწკალი გაუღვივა ელუკას. გულგასენილმა
ქალმა ოთახში მერცხლის შემოფრენა ისპაჰანიდან შედანის უვნებლად
დაბრუნების ნიშნად მიიჩნია. შეყვარებულთან გატარებული დღეები
მოაგონდა. წამიერად ისიც გაიხსენა თუ როგორი სიკისკისით
გარბოდნენ ბებერი ჭადრების ხეივანში შხაპუნა წვიმისაგან
გალუმპულები და ვნებისაგან გახელებულნი გაშმაგებით რომ კოცნიდ-
ნენ ერთმანეთს. მას შემდეგ წვიმაში ხეტიალი დასჩემდა ელუკას. შედა-
ნის ნაჩუქარ წნულ სანდლებს შეიხსნიდა და ფეხშიშველი სერავდა
მწვანედ აბიბინებულ ბალახს.
შედანთან განშორების შემდეგ თავისი ქალწულობა გამოიტირა
ელუკამ და უფლის წინაშე აღთქმაც დადო, რომ თავისი რჩეულის
გარდა არავის გაჰყვებოდა ცოლად. იმ დღიდან სხეულის
მოთვინიერებასაც შეუდგა გულმოდგინედ. ოქროკემსულით მოქარგული
აბრეშუმის მოსასხამი გაიძრო და ყუთმაჯებიანი გრძელი ჯვალოთი
შეიმოსა. მდიდრულ ფარჩეულზე უარი განაცხადა, შედანის ნაჩუქარი
ვერცხლისფერი სარტყელიც შეიხსნა და დღენიადაგ თხის ბეწვის
ქსოვილზე წვებოდა. ცხოვრებაზე გულაყრილმა მამა ქრისტეფორეს
ეკლესიაში მოუხშირა სიარულს. ღვთის სახლში ცოდვის ლაქებს
მარხვითა და ლოცვით იბანდა ელუკა.
სხეულის წრთვნამ კიდევ უფრო სანატრელი გახადა ის
მთხოვნელების თვალში. ჩოხა-ახალუხში გამოჯგიმული სასიძოები
დედოფალივით ანებივრებდნენ სასოწარკვეთილ ქალს. მათ შორის
ყველაზე გამომწვევად სორექ ასკანავა გამოირჩეოდა. ის და ელუკა
აკვანშივე იყვნენ ერთმანეთზე დანიშნულნი, ონწეშ-იკოდგუმას1 წესის
მიხედვით კი ქალი სორექს უნდა რგებოდა, თუ არადა სისხლი უნდა
დაღვრილიყო დანიშნულ მოკეთეებს შორის. სორექ ასკანავამ
ისიც კარგად უწყოდა, რომ თავად უბრალო აზნაური მთელს
სამეგრელოში ბრწყინვალე თავადად მიჩნეულ შედან ჭილაძეს ვერ
გაეჯიბრებოდა. მაგრამ რაკი შედანი შუაგულ ირანში ეგულებოდა,
სორექსაც იმედი მიეცა. ხან ძვირფას ტანსაცმელს ჩუქნიდა ელუკას,
ხანაც მოპარული ცხენით აწონებდა თავს, ხანგამოშვებით კი ქალს
უძველესი წესის პირნათლად შესრულებასაც შეახსენებდა . ელუკას კი,
ერთი სული ჰქონდა სადმე გადახვეწილიყო და არასასურველ სიძეებს
სამუდამოდ გაცლოდა. ერთხელაც მამა ქრისტეფორე დახვდა
დაღვრემილი. როცა მოწყენის მიზეზი ჰკითხა პატრმა უღიმღამოდ
მიუგო.
- იმერეთის მეფეს სურს ჩემი სამსახური. ელექსანდრემ ოდიშის
მთავარს სთხოვა ცოტა ხნით ჩემი თავი რომ დაეთმო. ლევანი
დათანხმდა; ერთი წლით შეველევი მისიონერსო, მაგრამ როგორც კი
მინდობილ საქმეს მორჩება უკანვე უნდა გამომიგზავნოო. ამასთან
ერთად ძილიხანზე დაქორწინება შესთავაზა მამუკა ბატონიშვილს,
რათა ამ დამოყვრებით მშვიდობამ დაივანოს იმერეთსა და ოდიშს
შორის. ეს სიტყვა მე უნდა ჩავიტანო ქუთაისის სამეფო კარზე, როგორც
შუამავალმა. ხვალისთვის ვაპირებ სამეგრელოს დატოვებას.
- მეც თან წამიყვანე,- ეაჯა ელუკა პატრს.
- წამოდი. შენთან ერთად მეც არ მოვიწყენ. ერთად მოვფინოთ
საღვთო სიტყვის თესლი იმერეთის სამეფოს. არადა ჯერ არც ერთ
თეათინელ ბერს ფეხი არ დაუდგამს იმერეთში.
მეორე დღესვე აიყარნენ მამა ქრისტეფორე და ელუკა ფეხმარდი
ცხენებით. შეუსვენებელი ჭენებით საღამოსთვის ჩააღწიეს ქუთაისში.
ომახიანი შეძახილებითა და ბუკების ცემით შეეგებნენ საპატიო
სტუმრებს გალაღებული ქუთაისელები. მეფეს წინასწარ დაეჭირა
თადარიგი და წარჩინებულ ქუთაისელებისთვის ძვირფასი ტანსაცმლით
შემოსვა ებრძანებინა. მათაც არ დაახანეს და ებრაელი ვაჭრებისაგან
საუკეთესო სამოსი შეიძინეს. მათ უმრავლესობას არასოდეს არ ენახა
იტალიელი სტუმარი, ამიტომ, როგორც არამიწიერ არსებას, ისე
შესცქეროდნენ დონ ქრისტეფორეს.
ნადიმი ბაგრატის მთაზე აღმართულ ციხე-სასახლეში გადაიხადა
მეფემ. დარბაზები სპარსული ხალიჩებითა და თურქული ფარჩეულით
მოაკაზმვინა მსახურებს. თავად დონ ქრისტეფორე გვერდით მოისვა და
სტუმარს მომეტებული ყურადღებით ანებივრებდა.
- თქვენმა სათნოებამ კარგა ხანია განაბრწყინა ჩვენი სამეფო-
სამთავროები და თუ ჩემს სამეფოს დღემდე არ ეღირსა თქვენი ხილვა,
ამის მიზეზი ის როდია, თითქოს თქვენს ნახვას არ ვნატრულობდით.
მამაჩემის გარდაცვალებამ ყველა გლოვის სამოსელში გაგვხვია, ამადაც
მოვერიდეთ თქვენს მოწვევას. ახლა როცა პატივი დაგვდეთ და
გვეწვიეთ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი პატივისცემა და შემწეობა
არ მოგაკლდებათ. ყოველი თქვენი ნება აღსრულებული იქნება.
დონ ქრისტეფორემ ოდნავ უხერხულად იგრძნო თავი ამგვარი
უჩველო დახვედრისა და თაყვანისცემის გამო. ის გაოცებული
შეჰყურებდა თორ-აბჯარში გამოწკიპულ დიდაზნაურებსა და იმერულ
შემოდგომასავით გათქვირულ უმშვენიერეს მანდილოსნებს, რომლებიც
თავიანთ მწველ მზერას არ აცილებდნენ შეცბუნებულ უცხოელს.
- თქვენ რომ არ მოგეწვიეთ მე მაინც ვალდებული ვიყავი
მომენახულებინა თქვენი სამეფო და რომის პაპის კურთხევაც გადმომე-
ცა,- გაკადნიერდა დონ ქრისტეფორე,- კათოლიკეთა მოსაყდრე მთელი
საქრისტიანოს მცველია. მან პირადად დამავალა თქვენთან
მოკითხვა. ის დღენიადაგ ევედრება უფალს
რათა თქვენს კეთილშობილებას დიდება დაემორჩილოს, მიანიჭოს
ზეციური კერთხევა და სანატრელი ბედნიერების სასყიდელი.
- რომის პაპის კურთხევა არ მოგვიშალოს უფალმა. დარწმუნებუ-
ლი იყავით, რომ მის სიკეთეს სასოებით დავაფასებთ, თქვენ კი როგო-
რც მის ელჩს სათანადოდ მოგეპყრობით,- მოწიწებით აღნიშნა მეფემ და
ვერცხლის თასი მიაწოდა სტუმარს.
დონ ქრისტეფორემ ოდნაც მოსვა მეფის ნაპირალიდან ღვინო და
მობოდიშებით ტაბლაზე დადო.
- ეს ოდიშელთა მჟავე ღვინო არ გეგონოთ თქვენო ბრწყინვალებავ,
ამ ღვინის გაკეთებაში უფლის ხელი ურევია უთუოდ,- გაეცინა მეფეს
და მეტი დამაჯერებლობის ნიშნად თასი ბოლომდე დასცალა.
- რატომ?- ალალად გაიკვირვა დონ ქრისტეფორემ,- სამეგრელოშიც
დამილევია ჩინებული ღვინოები.
- ვხუმრობ თორემ მეგრულ ოჯალეშსა და კაბისონს რა შეედრება
ჩემო ბატონო,- მცირე შესწორება შეიტანა თავის ნათქვამში გვირგვინო-
სანმა. იცოდა ალექსანდრემ თუ რა ძვირად დაუჯდებოდა მოუზომავი
ხუმრობა ხვანჯიანი ოდიშის მთავრის გადამკიდეს.
- თქვენის ნებართვით დღეს ადრე დაგტოვებთ. ხანგრძლივი მგზა-
ვრობისაგან მოვითენთე ოდნავ, ძველებურად ძალა არ მერჩის,- ხელ--
ჯოვხე დაყრდნობით მძიმედ წამოდგა მისიონერი სუფრიდან.
- ხვალ ჩემი საჯინიბოდან არაბულ ულაყს მოგართმევენ დონ ქრი-
სტეფორევ და ქუთაისს მოგატარებთ. ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონებათ
ჩვენი უძველესი ქალაქი.
შეპირებისამებრ ალიონზე ნაცრისფერი ცხენი მიჰგვარეს უცხო
სტუმარს. დონ ქრისტეფორეს უმალვე ეხამუშა თვალ-მარგალიტით შეკა-
ზმულ ცხენზე ამხედრება და კარისკაცებს ულაყის გამოცვლა მოთხოვა;
უბრალო საეკლესიო პირს არ მეკადრება ამგვარი ძვირფასი ცხენით
მგზავრობაო. თუმცა ის მალევე დაარწმუნეს, ამით უწინარესად მეფეს
რომ გააწბილებდა და პატრიც ძალაუნებურად შეურიგდა ბედს.
იმერეთის მეფე თავად უწევდა მეგზურობას დონ ქრისტეფორეს.
გვირგვინოსანი ისეთი შემართებით ათვალიერებინებდა სტუმარს ქალა-
ქის მოედნებსა და სკვერებს, თითქოს ამით სურდა ქუთაისის ზუ-
გდიდზე უპირატესობა წარმოეჩინა. პატრიც აღფრთოვანებას არ მალა-
ვდა ქუთაისის ხედების ცქერით. განაკუთრებით ბაგრატის ტაძრის
გრანდიოზულობით მოიხიბლა მრავლისმნახველი მისიონერი. არ ელ--
ოდა დონ ქრისტეფორე ევროპიდან ასეთ შორეულ ალაგს ამგვარი სი-
დიადის ტაძარს თუ იხილავდა.
- ეს ტაძარი გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ
მესამემ ააგო თქვენო უწმინდესობავ,- თავი გამოიდო იმერეთის მესვე-
ურმა და სტუმარს ღვთის სახლში შეუძღვა. მაცხოვრის ხატთან მეფემ
ერთი მარცვალი საკმეველი ამოიღო ჯიბიდან, თავზე შემოივლო, ქუ-
რაში დანთებულ ცეცხლში ჩააგდო და პირჯვარ გადაიწერა.
- ასე უცნაურად რატომ გაისარჯეთ მეფეო,- გაოცებით იკითხა
დონ ქრისტეფორემ.
- უპატიებელი საქციელი ჩავიდინე მამაო. საკმევლის დაწვით კი
ღმერთი დამშვიდდება და დანაშაულს მომიტევებს.
- სინდისის განწმენდისა და ცოდვის მონანიებისათვის სულაც არ
არის აუცილებელი საკმეველი დაწვათ ან ოქრო-ვერცხლით შეამკოთ
ეკლესიის კედლები. უმჯობესია გულწრფელი აღიარება თქვათ და ასე
შეავედროთ თქვენი თავი მაცხოვარს,- თავისი პირველი შეგონებაც არ
დაახანა მისიონერმა.
- თქვენ სად ინებეთ დაყუდებას?- სიტყვა მოუქცია მეფემ გა-
თამამებულ სტუმარს.
- მე სოფიოს ეკლესია მომეწონა. თუ ამ ეკლესიას გადმომცემთ
დიდად გავიხარებ. უფლის შემწეობით ეკლესიის გვერდით სასნე-
ულოს გავხსნი, სადაც დავრდომილებსა და უპოვრებს ვუმკურნალებ.
მეფემ ბეჭედასმული გრაგნილით უყოყმანოდ დაუმტკიცა ეკლესია
მისიონერს და საგლახაკოს დასაარსებლად სახსრებითაც შეეწია. პატრი
ისეთი გულმოდგინებით შეუდგა თავის საქმიანობას, რომ სულ მცირე
დროში იმერლებმა ზეცით მოვლენილი კაცი უწოდეს. ის სნეულთა
მკურნალობისას სულიერ ნეტარებას განიცდიდა. უმეტესად მაშინ ივსე-
ბოდა მისი სული ღვთის მადლით, როცა ძნელად მოსარჩენ ავადმყო-
ფებს კურნავდა. ასეთ დროს პატრი კიდევ უფრო მეტ გულისხმიერებას
იჩენდა, რადგანაც მას არავითარი სამედიცინო განათლება არ ჰქო-
ნდა მიღებული და მთლიანად ღვთის ნებას იყო მინდობილი. იცნობდა
მხოლოდ წამლების მომზადების რამდენიმე სააქიმო წიგნს, რომელთაც
გვერდიდან არ იცილებდა და ყველგან თან დაატარებდა. როცა მეფეს
მისი საქმიანობის შესახებ მოახსენეს მან როყიოდ თქვა, რომ ასეთ
სასარგებლო კაცს ვერ მოვიშორებ და დადიანს უკან ვერ გაუგზავნიო.
ელუკა დონ ქრისტეგორეს თავშესაფარში დასახლდა და პატრს
სულის ცხონებასა და ხალხის ხორციელი შემწეობის ზრუნვაში ეხმა-
რებოდა. მალე წამლობაშიც ისე გაიწაფა, რომ დამოუკიდებლად მიჰყო
ხელი სნეულთა მკურნალობას, წამლებსაც შინ ატანდა და თავადაც
აკითხავდა სახლში მძიმე ავადმყოფებს.
ერთხელაც მოწამეთაში სთხოვეს ავადმყოფის მონახულება. მანაც
ცუდი არაფერი იეჭვა და დაუბრკოლებლივ გაჰყვა გამცილებლებს. ჯა-
რგვალში შავ-ყაბალახიანი დამხვდურები დალანდა, რომლებიც კერიას
უსხდნენ და სულის შებერვით ცეცხლს აღვივებდნენ. სტუმრის დანა-
ხვაზე მასპინძლები წამოიშალნენ და ელუკას იქვე ზურგშექცეულად
მწოლიარე ავადმყოფი უჩვენეს. ელუკა გვერდით მიუჯდა სნეულს და
უწინარესად მაჯა გაუსინჯა.
- მაინც როგორ მიცემს გული ელუკა?- ცინიკურად გაისმა კერი-
ასთან ნაცნობი ხმა.
ელუკა ზარდაცემულივით აიმღვრა და ბორძიკნარევი ნაბიჯებით
კარებისკენ გაიწია, თუმცა უმალვე იგრძნო მკლავში უხეშად ხელის წა-
ვლება.
- აქ შედანი ვერ გიშველის იცოდე!
ელუკამ თვალმილეულ სიბნელეში სორექი შეიცნო. უსიამოდ
გააჟრჟოლა სხეულში, მაინც მოიკრიბა ძალა და ხელი წაართვა
გათავხედებულ დანიშნულს.
- რამე უკეთური არ გაივლო გულში, თორემ შედანი ისპა-
ჰანიდანაც მოგვწვდება შე უბედურო.
- რასაც შენ უკეთურს ეძახი ის ჩვენმა მშობლებმა აკვანშივე
დაგვანათლეს. აი, შეხედე ამ სამკაულს. ეს ჯვარი მამაჩემმა სანიშნოდ
ჩამოჰკიდა შენს აკვანზე,- იყვირა სორექმა და ძეწკვიანი ჯვარი ხელში
შეაჩეჩა ქალს.
- ჩემი აკვანში ნებივრობისას შენმა მშობლებმა რა იპრუტუნეს ეს
ნაკლებას მაღელვებს. ჩემი საქმრო შედან ჭილაძეა და თუ შენს ბინძურ
განზრახვაზე ხელს არ აიღებ ხეზე კონწიალი არ აგცდება იცოდე,- ცხე-
ლი კრულვა ამოანთხია ელუკამ და სამკაულიც ცხვირ-პირში შეალეწა
მოძალადეს.
ცოლის ღალატზე წასწრებული მრასხანებით აინთო სორექ ასკანავა.
თანამზრახველების დახმარებით ხელ--ფეხი შეუკრა ელუკას, ნაბადში
გაახვია და უხეშად გადააყირავა უნაგირზე.
- შედანს რომ ყვარებოდე ასე უთვისტომოდ არ მიგაგდებდა ძვირ-
ფასო,- ქათინაური გაურია სიტყვაში სორექმა და ღინივრად გადაუჭირა
მათრახი ცხენს.
- შედანის რისხვა ყველგან მოგწვდება სორექ!- კიდევ ერთხელ
დაიმუქრა ელუკამ და უმწეოდ შეფართხალდა უნაგირზე.
- იმ ალაგს სადაც ჩვენ მივალთ ადამიანის ნაკვალევი არ არტყია
ჯერაც, და რომც მოგვაგნოს ვინმემ გვიანი იქნება, რადგან მზის ჩა-
სვლამდე ჩემი გახდები ელუკა.
ციცაბოდ ჩაკიდებულ ბილიკზე ლაგამაწყვეტილი სისწრაფით
მიჰქროდნენ მუგუზალივით შავი ბედაურები. ავი ფიქრები შემოწო-
ლოდა ელუკას ამღვრეულ გონებას. სადღაც, მწყემსის სადგომში უნდა
გათელილიყო მისი ქალური ღირსება, ბანჯგვლიანი სორექის გაუმაძღარ
ვნებას უნდა შეწირვოდა მისი ადრე გაზაფხულივით გაუფურჩქნავი
სხეული. მისთვის ამაზრზენი იყო იმის გაფიქრებაც, რომ ის მალე
თავის უმანკოებას შეელეოდა და შემოდგომის ხესავით გაძარცული
დაუხვდებოდა ირანიდან მომავალ გულისწორს. უეცრად უხეირო აზრმა
გაუელვა თავში, წვალებით დასწვდა ქამარზე გამოკრულ ტყავის გუდას,
იქიდან ფრთხილად ნემსი ამოაძვრინა და ფაფარაყრილ ცხენს ღრმად
ჩაასო მარცხენა ფერდში. ტკივილისაგან საცოდავ პირუტყვს ფეხები
აებლანდა, ყალყზე შედგა და უფსკრულში მხედართან ერთად
გადაიჩეხა.
- ჩემი ცოდვა არ შეგრჩება იცოდე სორექ!
შემზარავი განაჩენივით ისმოდა კლდოვან ნაპრალებში განაწამები
ქალის ცადამწვდენი კივილი.
თავი ოცდამეთორმეტე

ბერანჟეს ხრიკები

ამაოდ ცდილობდა მატუტია ელუკას შემზარავი მოკვდინების ამბავი


დაემალა შედანისთვის. ქუთაისში უკლებლივ ყველა გაუთავებლივ
ელუკას მუხანათურ მკვლელობაზე ყბედობდა. ეს მოარული ხმები და
ჭორები შედანის ყურთასმენასაც არ გამორჩენია. მატუტიაც იძულებული
იყო სიმართლე ეთქვა გულმოკლელი პატრონისთვის. მან მწვანე
დუქანში მიიწვია შორეული მგზავრობით გადაღლილი შედანი და
მოკლედ უამბო ელუკას გატაცების ამბავი. ისიც დასძინა, რომ ქალის
დასახიჩრებული სხეული მე ამოვზიდე უფსკრულიდანო.
- თავად იმ არაკაცების თვალშესალაგს თუ მიაგენი?- ალალგვერდუ-
ლად იკითხა შედანმა.
- მივაგენი და ანდერძიც ავუგე იმ ჩვინგალებს. თურმე ხვამლის
მთას აფარებდნენ თავს. მათ ძებნაში ადგილობრივი მწყემსები გადმო-
ვიბირე. შუა ღამით ჩემი ჩაფრებით ალყა შემოვარტიყთ ქალიპარიებს
და ცხელი ტყვიები დავახალეთ. დახოცილები იქვე დავაგდთ მხეცების
საჯიჯგნად.
შედანმა ელუკას შენდობისა თქვა და უხალისოდ მოსვა სასმისი.
მისთვის უკვე სულერთი იმის მოსმენა, თუ როგორი ჯოჯოხეთის
ცეცხლში იწვოდნენ ელუკას მკვლელები.
- მამა ქრისტეფორე სად ცხოვრობს, გავიგე ქუთაისში გადმოსახლე-
ბულა დროებით პატრი?- სიტყვას მოუქცია შედანმა.
- აქვე ახლოს, თეთრი ქვების ბექობზე გამოუყო მეფემ თავშესაფა-
რი. საბრალომ მძიმედ განიცადა ელუკას ამბავი. დღე და ღამე მისი
სულისთვის ლოცულობს უცხოელი.
დონ ქრისტეფორე სახლის კარიბჭესთან დახვდა შედანს. წესისა-
მებრ წირვაზე მიიჩქაროდა მისიონერი. უწინარესად მშვიდობით
დაბრუნება მიულოცა ოდიშის ბრწყინვალე თავადს.
- ელენე როგორ გრძნობს თავს, სულ ხომ არ დავავიწყდი დედო-
ფალს?- დაღლილი ხმით დასძინა პატრმა.
ელენე დედოფალი ისპაჰანში გეპატიჟებათ მამაო. რეზიდენციის
დაარსება სურს და კათოლიკეთა წინამძღვრადაც თქვენ ეგულებით. ასე
რომ იქ წასვლით დიდ ნუგეშს მიანიჭებთ სასოწარკვეთილ ქალს. შე-
დანს ნათქვამი არ ჰქონდა დამთავრებული ისე ამოაცურა ჯიბიდან
წერილი და მოწიწებით გადასცა პატრს.

- ისპაჰანში გამგზავრება მარტო ჩემს სურვილზე როდია დამო-


კიდებული. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, თავად რომის პაპისგან
უნდა გამოვითხოვო ნებართვა. თუმცა დასტურის შემთხვევაშიც
საეჭვოა ჩემი ირანში მოხვედრა. უკვე მიხრწნილი ვარ და ასეთი ხა-
ნგრძლივი მგზავრობისათვის არც ვარგივარ ვგონებ,- ნაღვლიანად
ამოიოხრა დონ ქრისტეფორემ და ელენეს წერილს ნეტარებით ეამბორა.
- ჩემი მოვალეობა იყო ეს წერილი გადამეცა თქვენთვის. დანა-
რჩენი თავად უნდა გადაწყვიტოთ მამაო.
- ვიცი შედან ბატონო და ამისთვის დიდად მდლიერი ვარ თქ-
ვენი. ზუგდიდში როდის აპირებთ გამგზავრებას.
- გამთენიისას. თქვენც ხომ არ შმოგვიერთდებით დონ
ქრისტეფორე?
- მგონი მომიწევს შენთან ერთად ცხენის შეკაზმვა,- ალმაცერად
გაიხედა პატრმა საჯინიბოსკენ,- ჩემს აქ დარჩენას კაი ხანია ყავლი
გაუვიდა. ლევანმაც რამდენჯერმე მთხოვა ზუგდიდში
დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვერაფრით ვერ შემელია მეფე. ერთი
თვის უკან აზნაური ავთანდილ სალაყაია გამოაგზავნა ოდიშის
მთავარმა იმერეთის სამეფო კარზე. ჩემი სამეგრელოში დაბრუნების
საქმე უნდა მოეკვარახჭებინა მას, თუმცა მეფემ თვალთმაქცობას
მიმართა და ლევანს შეატყობინა, თითქოს მე ავადმყოფი თავადის
სააქიმოდ ვყოფილიყავი გადასული საირმეში. ოდიშის მთავარი
იმდენად აღშფოთდა ამ სიცრუით, რომ ქუდზე კაცს უხმო და
იმერეთის აოხრებით დაემუქრა ალექსანდრეს. ისიც იძულებული იყო
ჩემს გაშვებაზე ეზრუნა და მოსალოდნელი სისხლისღვრა თავიდან
აეცილებინა. სწორედ წუხელის მომართვეს მეფის სახელით ჩემი
ზუგდიდში დაბრუნების ფირმანი.
- მაშინ ნუ დავაყოვნებთ დონ ქრისტეფორე. სამი წელია ჩემი
ოდიში არ მინახავს. ვაგლახ, ვინც ყველაზე მეტად მენატრებოდა იმას
რომ ვერ ვნახავ, მაგრამ მის გახარებულ ბზის ნერგებს მაინც
მოვეფერები. შარშანწინ ბზობაზე ელუკამ თავი ხელით დარგო ჩემს
ბაღში ბზის ნერგები.
- ელუკას მერე არც მე მსურს აქ გაჩერება. ეს ბაღი და სახლი
მუდამ მის მომღიმარ სახეს მაგონებს. ისეთი სიყვარულით ევლებოდა
ყვავილებს, რომ წალკოტს დაამსგავსა აქაურობა.
შედანმა გამღალავი მზერა შეავლო ამწვანებულ ბაღს. ყველგან
ელუკას კოხტა და ფაქიზი ხელის ნაკვალევი იკითხებოდა. წამით ისიც
გაიფიქრა, რომ კვირტგაუშლელი შროშანებისგან თაიგული
გაეკეთებინა და ისევე მძლავრად ჩაეკონა გულში, როგორი ვნებითაც
ელუკას სხეულს იხუტებდა მოშრიალე აკაციების ხეივანში, თუმცა
დონ ქრისტეფორესი მოერიდა და ცალყბად დასძინა;
- ხვალ სისხამ დილით უნდა ავიბარგოთ მატუტია, ცხენები
აბალახე. უთუოდ ხვალვე უნდა ჩავაღწიოთ ზუგდიდს.

. . .
საპატიო სტუმრების პატივსაცემად ოდიშის მთავარმა პურობა
გამართა. თუ შედანი სიყვარულითა და ძმური თანაგრძნობით
მოიკითხა დონ ქრისტეფორეს დამდუღრებული და მოქუფრული
დაუხვდა.
- ასეთი რა დაგიშავეთ, ორი წლით რომ მოგვიძულეთ
მამაო!- მსუბუქად დატუქსა მან პატრი.
- ჩემი იმერეთში დაყოვნება ხალხის სიყვარულმა
განაპირობა ლევან ბატონო,- თვალი თვალში გაუყარა მისიონერმა
ოდიშის მთავარს. იმერეთში მისიონის გახსნა ჯერ კიდევ ურბან მერვემ
დაგვავალა მე და ჩემს მოძმეებს. ეს ორი წელი იმერელთა სულის
ცხონებასა და მისი ხორციელი შემწეობის ზრუნვაში განვლიე.
ყმაწვილებს სხვადასხვა მეცნიერება შევასწავლე, დამწყები მხატვრები
წმინდანების დახატვის საიდუმლოებას ვაზიარე. ხუროთმოძღვრებაშიც
გავწვრთენი რამდენიმე ყმაწვილი. მათ ისე კარგად შეითვისეს
მშენებლობის გაკვეთილები, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს მრავალი
ძველი შენობა შეაკეთეს და ახლის აგებაც მოახერხეს.
- კარგია მოხდენილი სასახლეების აგება რომ ისწავლეს
იმერლებმა, მაგრამ თუ მეფე ალექსანდრე ჩვეული უხიაგობით
გააგრძელებს ქვეყნის მართვას სიმინდის ხუხულასავით თავზე
დაემხობა ეს სიმწრით ნაგები ქვის ლოდები,- შენიშნა შედანმა
წყრომით.
- ასე მალე აირია ქვეყანა,- გაოცებით იკითხა დონ
ქრისტეფორემ,- მამუკა ბატონიშვილი ხომ არ აცუნდრუკდა ისევ?
- სწორედ რომ მან გადმოლახა ცხენისწყალი შუადღისთვის
თავისი მარბიელი რაზმით. ლამის კვალდაკვალ დაგედევნათ იმერელი
უფლისწული. ეს პირველი შემთხვევა როდია. ადრე, უფრო ღრმადაც
შემოუტოპავს ჩვენს საზღვრებში და ნადავლითაც ხელდამშვენებული
დაბრუნებულა უკან. ამჯერად ორასამდე ტყვე წაუსხამს ურეკის
მიმართულებით, -მამუკა ბისკაიამაც ამოღერღა ორიოდე სიტყვა.
- ეს თავხედობა არ უნდა შერჩეს იმერელ უფლისწულს.
მართალია, საოცარი ძალითა და სამხედრო ნიჭით გამოირჩევა, მაგრამ
მაინც უნდა მოვახერხოთ მისი გაუვნებელყოფა,- გამომცდელი იერით
გახედა შედანმა ლევანს.
-თავის დროზე ძილიხანი შევთავაზე ცოლად, მაგრამ ჩემს
სიძეობას ბეჟია ჩხეიძის მოყვრობა არჩია მამუკამ. მისი ქალიშვილი
დაისვა თანამეცხედრედ. თურმე უთქვამს; - მე ბაგრატიონი ვარ და
ჩემი ყოფილი ქვეშევრდომის ასულს ცოლად ვერ შევირთავო. თითქოს
ანუკი ჩხეიძე იყოს დიდი თამარის პირდაპირი შთამომავალი.
- ზოგი ჭირი მართლაც რომ მარგებელია ლევან ბატონო.
- რას გულისხმობ შედან?
- რას და იქნებ კარგიცაა თქვენი და რომ არ მიათხოვეთ მამუკა
ბატონიშვილს. თბილისში ყოფნისას მარიამისგან შევიტყვე, რომ
ქართველი დიდებულების მოთხოვნით როსტომ-ხანს სწორედ მამუკა
ჰყოლია თავის მემკვიდრედ შეგულიანებული. მათ იმდენი უჩიჩინეს
მეფეს, რომ დაარწმუნეს თავიანთ არჩევანში, ანუ თუ ბაგრატოვან
უფლისწულს იშველიებდა მაშინ იმერეთს ნებიერად დაიმორჩილებდა
და ქვეყანაც დაწყნარდებოდა. როსტომი დათანხმებულა ამ
წინადადებას და მამუკაც ზარ-ზეიმით ჩაუყვანიათ თბილისში. მალე
დიდებულებმა თავიანთი ხვანჯები გამოაჩინეს კიდეც. მათ მეფის
მოკვლა განიზრახეს და აბანოში მკვლელიც მიუგზავნეს, თუმცა მეფის
ნაცვლად მისი მსახური შემოაკვდათ შემთხვევით. თავადებმა როგორც
კი შეიტყვეს შეთქმულების გამჟღავნების ამბავი საჩქაროდ განარიდეს
იმერეთის უფლისწული თბილისს.
- შენ მართალს იძახი შედან. ასეთი უპირო კაცის ხელში მაინც
ვერ შევასხამდი ხორცს ჩემს ჩანაფიქრს. შენ ის მითხარი ჩემი და
როგორ არის, ოტიას გარდაცვალება როგორ გადაიტანა საბრალომ?
- ძლირე ცუდადაა საქართველოს დედოფალი. დღე ღა ღამე
საწყალობლად მოსთქვამს. ასე იძახის; ტახტის მოცილეებმა
მომიწამლეს შვილიო.
- განა მართლაც მოწამლეს ოტია?
- როსტომ-ხანის ბრძანებით სასახლის კარის-გამგებლებმა ძიება
აწარმოეს, თუმცა საგულისხმოს ვერაფერს მიაკვლიეს. თბილისელი
აქიმების აზრით ოტია უკურნებელი სენით იყო შეპყრობილი.
- მე ხომ არ მემდურის მარიამი?
- თქვენი სამდურავი ჩემთან არ დაცდენია ლევან ბატონო.
პირიქით, მოკითხვა დამაბარა და ქართლის ცხოვრების კრებული
გამომატანა თქვენთვის. მისი ბრძანებით ამ წიგნის რამდენიმე ცალი
გადაწერეს კალიგრაფებმა. მწუხარებას და სამძიმალს აღმშენებლობითი
საქმიანობით იქარვებს მარიამი. ღვთისმშობლის მიძინების დღეს
მცხეთაში მიმიწვია და სვეტიცხოვლის აღდგენილი გუმბათი
დამათვალიერებინა. იქვე, ტაძრის სამხრეთულ კედელზე გერასიმე
მხატვრის მიერ შესრულებული ფრესკა მიჩვენა, სადაც ის და ოტია
არიან გამოსახულნი. გული შემიღონდა იმის ყურებით, თუ როგორი
მწუხარებით ეფერებოდა თქვენი და შვილის ფრესკას.
- ოტია მართლაც ღირსეულად გაუძღვებოდა ქვეყანას და ჩემი
ოცნებაც აღსრულდებოდა, მაგრამ უფლის ნებას ვერ გადაუვა ვერავინ.
ისევ ცეცხლითა და მახვილით მოგვიწევს საქართველოს დაფლეთილი
სხეულის შეკოწიწება. საამისო საბაბიც გვაქვს ვგონებ.
- საბაბი კი გაქვთ, თუმცა ამჯერად უფრო რთულადაა საქმე
ლევან ბატონო,- შენიშნა დონ ქრისტეფორემ,- ქუთაისში ყოფნისას
საკუთარი თვალით ვიხილე თუ რა სქელი გალავანი შემოარტყა მეფე
ალექსანდრემ ბაგრატის ციხეს. თავადაც იქ გამაგრდა და იმერელი
დიდებულებიც თავისი ჯალაბობით ირგვლივ შემოიკრიბა. იქნება
ყველა რესურსი არ ამოიწურა და მშვიდობიანად მოგვარდეს ეს
დაპირისპირება.
- მე დიდად ვაფასებ თქვენს ძალისხმევას დონ ქრისტეფორე,
თუმცა ამჯერად უომროდ ვერ გადაწყდება ეს საქმე. რაც შეეხება
გალავანს მას ბერანჟეს ზარბაზნებით შევმუსრავთ უთუოდ. სად არის
ეს ფრანგი, ჩემი შეკვეთა თუ მოათავა ვითომ?- თავის სარდლებს
გადახედა ლევანმა ნიშნეულად.
- სამჭედლოში გახლავთ ბატონო. დღეს მოვინახულე აქეთობას.
გახურებულ ქურაში აქვს ლამის თავი ჩარგული, - მილეული თვალები
დააფახულა მამუკამ.
- ახლავე გაეშურეთ შენ და შედანი სამჭედლოში და
ზარბაზნების საკითხი გაარკვიეთ. გახსოვდეთ, ამჟამად ქვეყნის ბედი
ბერანჟეს ზარბაზნებზეა დამოკიდებული.
ბერანჟეს ძარღვებში ფრანგი არისტოკრატის სისხლი ჩქეფდა,
და ამით ამპარტავნობდა კიდეც უცხოელი, თუმცა როცა
ახალგაზრდობაში ზარბაზნის ჩამოსხმის ოსტატობას დაეუფლა, ისე
გაიწაფა ამ საქმეში, რომ თავისი ჩამომავლობა მიივიწყა და უბრალო
ხელოსანივით მუშაკობდა სამჭედლოში. სულ მალე ისე გაითქვა
სახელი, რომ ოსმალეთის სულთანმა სტამბულში მოიწვია სამუშაოდ,
თუმცა ფრანგმა მალე აითვალწუნა იქაურობა და სულთანმაც მის
მაგივრად პორტუგალიელი მეზარბაზნეები მოიხმო. ბერანჟე ახალი
სამუშაოს ძებნაში ტრაპიზონელ ჩარჩ-ვაჭრებს გადაეყარა, რომლებმაც
თავის მხრივ ფრანგს ოდიშის სამთავროში გამგზავრება შესთავაზეს.
ლევანმა უცხოელი ხელოსანი ზარ-ზეიმით მიიღო, სამასი ოქროს
დუკატი გადაუხადა ვაჭრებს და ბერანჟე საიმედოდ გამოკეტა რუხის
სამჭედლოში.
ოდიშის მთავარმა თავისუფლების სანაცვლოდ ოცდაათი
ზარბაზნის ჩამოსხმა დაავალა გაოცებულ უცხოელს. ისიც
გაათკეცებული ენერგიით შეუდგა საქმეს, რათა დროულად
მოემთავრებინა მთავრის შეკვეთა და სამშობლოში მალე
დაბრუნებულიყო.
ფრანგული თავაზიანობითა და პირმოთნეობით მიესალმა
ბერანჟე სამჭედლოში მოულოდნელად შემოფეთებულ შედანს.
- სამშობლო ხომ არ მოგენატრა ჩემო ბერანჟე?- ქილიკით შეეგება
შედანი მასპინძელს.
- სამშობლო ვის არ ენატრება, მე რომ არ მომენატროს ბატონო!
- თუ მასეა, რატომ აყოვნებ, სადაა შენი შეპირებული ზარბაზნები?
- მე თქვენი მთავრის დავალება გადაჭარბებით შევასრულე,-
შიშნარევი მოკრძალებით დაცდა ბერანჟეს,- ლევანის მიერ მოცემული
რკინის მადანი და სპილენძი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ
შეპირებულზე სამი ზარბაზნით მეტი ჩამოვასხი. ასე რომ ოცდაცამეტი
ზარბაზანი თქვენს განკარგულებაშია შედან ბატონო, თუმცა
ზარბაზნების გასამართი ხელსაწყოები და ჭურვები საკმარისად ვერ
მოვიმარაგეთ. ასე რომ ზარბაზნების ხელმეორედ დატენვისათვის
გარკვეული დრო დაგვჭირდება
-თუ ამდენი ზარბაზნიდან გასროლილმა ჭურვებმა არაფერი არ
ავნო ქუთაისის ციხეს, მაშინ არც ხელმეორედ დატენვა გამოიღებს
სასურველ შედეგს. ნაბრძანები მაქვს ხვალვე მოვემზადოთ
იერიშისთვის. ასე რომ მეზარბაზნეების მომზადებას და ხელსაწყოების
მომარაგებას ვერ დაველოდებით უცხოელო.
ოღრო-ჩოღრო, ატალახებული ბილიკები საგრძნობლად
ზღუდავდა მძიმედ შეჭურვილი ჯარის გადაადგილებას. თავსხმა წვიმა
და თქეში კიდევ უფრო აძნელებდა ზარბაზნების გადაზიდვას. ხარ-
კამეჩებზე წამოსკუპებული მოინალები დაუცხრომლად
უტყლაშუნებდნენ ცერის სიმსხო სახრეებს მუხლებამდე ტალახში
ჩაფლულ პირუტყვს, ისინიც ზლაზვნით მიიწევდნენ წინ და თოკებზე
გამობმულ ორთვალიან ზარბაზნებსაც წვალებით ექაჩებოდნენ.
ბაგრატის ციხის ბექობზე წვიმისაგან გალუმპულ ცხენოსნებს
დიდვეზირ სალიმ-ფაშას შიკრიკი წამოეწია. სულთნის მოკითხვა და
ტვიფარდასმული წერილი გადასცა მან საომრად შემართულ ოდიშის
მთავარს. ლევანმა სარწმუნო კაცთა უწყებით იცოდა, იმერეთის მეფეს
სალიმ-ფაშასთვის სამი ათასი ოქროს დუკატი რომ ჰქონდა მიცემული.
სანაცვლოდ ოსმალო დიდვეზირს ზემოქმედება უნდა მოეხდინა
ოდიშის მთავარზე, რათა მას ქუთაისზე არ გაელაშქრა. ამიტომაც არ
გაჰკვირვებია ლევანს შიკრიკის ასე ანაზდად გამოცხადება. უხალისოდ
გადაავლო გრაგნილს თვალი. მისი მოლოდინი გამართლდა; სალიმ-
ფაშა დაუყოვნებლივ მოითხოვდა ლევანისგან იმერეთს დახსნოდა და
თავისი სამთავროსთვის მიეხედა.
- სამი ათასი ჩემთვის მოეცა ალექსანდრე მეფეს და იქნება
შემერჩინა მისთვის იმერეთის მეფის გვირგვინი. შენ რა აზრისა ხარ
შედან?
- მეფე ამას როდი დასჯერდა ჩემო ბატონო. ლენტეხელი სვანები
მოუხმია ალექსანდრეს, საფარ-ფაშასაც მიუშველებია ჯარი. არადა
ოსმალეთის სატახტო ქალაქში დიდი არეულობაა .იენიჩარებმა
ქარაფშუტა სულთანი იბრაჰიმი მოკლეს და ტახტზე მისი შვიდი
წლის ვაჟიშვილი მეჰმედ მეოთხე აიყვანეს. სახელმწიფო საქმეებს კი
დედამისი თურჰან სულთანი უძღვება. ასე რომ ოსმალეთს ამჟამად
ჩვენი თავი არა აქვს და არც იმდენი ძალა შესწევს, ჩვენს საქმეებში
რომ ჩაერიოს. მიუხედავად ამისა იმერეთის მეფეს ისე მედიდურად
უჭირავს თავი, რომ ცა სარკედ არ მიაჩნია და დედამიწა- ქალამნად.
- თუ აგრეა მით უარესი მისთვის. ზედმეტი ყოყოჩობა
სიფხიზლეს დაუკარგავს და მოადუნებს მის თავდაცვისუნარიანობას.
ეს კი გაგვიიოლებს ციხის აღებას. ერთხელ იმერეთმა თავისი
გამოყოფით საქართველოს დაშლას დაუდო დასაბამი, ახლა კი მისი
გაუქმებით ქვეყნის გაერთიანებას უნდა დაედოს სათავე.
ლევანმა ბერანჟეს უბრძანა ნასროლი ისრის მანძილზე
განელაგებინა ზარბაზნები. უფრო ახლოს მაინც შეუძლებელი იყო
ზარბაზნების მიგორება, რადგანაც ელექსადრე მეფეს წინასწარ
დაეკავებინა თადარიგი და ციხესთან მისასვლელი ბილიკები
უზარმაზარი ლოდებითა და ხანდაკებით გადაეტიხრა.
თითქოს ცა გაიპო გასროლი ჭურვების მეხთატეხისგან. რამდენიმე
ჭურვმა ქონგურებიანად შელეწა ციხის ბასტიონი, ოცამდე მეციხოვნეც
ემსხვერპლა ჭურვის ნასხლეტებს. ვიდრე ბერანჟემ მეზარბაზნეებს
ხელმეორედ დაატენინა ზარბაზნები ბაგრატის ციხიდანაც გაისმა
ზალპის ხმა.
- თურმე იმერლებსაც ჰქონიათ ზარბაზნები,- მეყსეულად
შენიშნა ბერანჟემ.
- აქვთ რამდენიმე მათგანი,- დამცინავად თქვა მატუტიამ,- თუმცა
ჩვენგან განსხვავებით ისინი გაფრთხილების ნიშნად ისვრიან, რათა
ტყეებში გაიხიზნონ და ტყვედ არ ჩაგვივარდნენ.
შედანმა ორიათასამდე ქვეითს მოუყარა თავი და ციხე-გალავნის
სამხრეთული კოშკის დასაზვერად გაოყოლია. მიახლოებულიც არ იყო
კედელთან ისე გადმოდგნენ საფარ-ფაშას მეთოფეები ციხის
ქონგურებზე და გამალებული სროლით მიწას განართხეს მეგრელები.
მოულოდნელად გუშაგებმა ციხის ალაყაფის კარები ფართოდ
გამოაღეს, თავად კი საგულდაგულოდ აეტუზნენ კედელს. ცისიდან
დაძრულმა ცხენოსნებმა ლამის მინდვრის ყვავილივით გადათელეს
შედანის მეომრები. მატუტიამ ზედრაქ ცხენზე ამხედრებული მამუკა
ბატონიშვილი იცნო და ლევანს საჩქაროდ დამხმარე ჯარის მიშველება
სთხოვა. ვიდრე მაშველი ჯარი შედანის ქვეითებამდე მიაღწევდა
იმერეთის უფლისწულმა ლაზათიანად დაარბია მათი რიგები და
უვნებლად შებრუნდა ციხე-სიმაგრეში.
გაცოფებულმა ლევანმა მამუკას ციხიდან გამოსატყუებლად
აჯამეთისა და ჩხარის მიდამოები ააოხრა, თუმცა მამუკა არ გაება
დაგებულ მახეში და მისაშველებლად ციხიდან ასე შორს გალაშქრება
არ ინება. ჟამიდან-ჟამ ბინდის ჩამოწოლით ისარგებლებდა ხოლმე
თავგასული უფლისწული და მოულოდნელი თავდასხმებით არევ-
დარევა შეჰქონდა ოდიშელ მეომართა რიგებში.
როცა ამ ფანდმაც არ გაჭრა ბერანჟემ ლევანს ურჩია საჩხეიძოს
მამული გაეპარტახებინათ, რათა მამუკა ბატონიშვილს თავისი ცოლის
მამულეთის გავერანებით შეურაცყოფილად ეგრძნო თავი და სიმამრის
დასახმარებლად გაქაჩულიყო.
- შენი ზარბაზნებით ვერაფერი გააწყვე და ახლა ოინებით გსურს
იოლად გახვიდე ფონს?- მისწვდა ლევანი თაღლითი ფრანგის
ზრახვებს.
- რატომაც არა. იქ სადაც ზარბაზნების ცეცხლი არ ჭრის იქნებ
მოხერხებამ და ცბიერებამ გაჭრას. აკი თქვენი დიდი პოეტიც
ბრძანებს, " ხერხი ჯობია ღონესაო"
ლევანს მაინც ჭკუაში დაუჯდა ბერანჟეს რჩევა და მცირე ბჭობის
შემდეგ შედანი და პაატა წულუკიძე საჩხეიძოს დასარბევად
გაისტუმრა. თავად კი ბაგრატის ციხეს ალყა მოხსნა და ზუგდიდისკენ
გამოეშურა, რათა ამით მეტი თავისუფალი მოქმედების საშუალება
მიეცა მამუკა ბატონიშვილისთვის.
შედანმა ცეცხლს მისცა საჩხეიძოს შემოგარენი, თავად ბეჟია
ჩხეიძეც შეიპყრო და სახალხოდ გაამათრახებინა მსახურებს. სიმამრის
გაროზგვით შეურაცყოფილმა უფლისწულმა ათას კაცამდე შეჰყარა და
ბეჟიას დასახსნელად დაიძრა. შედანმა სოფლის ჭაობიან ალაგს
სანგრები გაათხრევინა მეომრებს და ჩასაფრება მოუწყო აფორიაქებულ
ბატონიშვილს. შუა ღამით მოსულმა უხვმა თოვლმა კიდევ უფრო
გაუვალი გახადა ჭაობიანი ადგილები.
- ასე გაუთავებლად თუ ითოვა მამუკა ბატონიშვილი და მისი
მხევლები სამუხლე თოვლში გზას ვერ გაიკვლევენ და იხვის
ჭუკებივით დავიჭერთ სათითაოდ,- თავს იმხნევებდა პაატა წულუკიძე
და თავის მსახურებსაც აგულიანებდა.
- მამუკას ისეთი ზედრაგი ცხენი ჰყავს, რომ ამ თოვლშიც იოლ-
ად გაინავარდებს. ამგვარად, ასე იოლად ნუ გეგმავთ მის შეპყრობას
პაატა ბატონო,- ცალყბად დასძინა მატუტიამ და დურბინდით გახედა
თოვლიან სივრცეს.
ვიდრე შედანი და პაატა თოვლში გაკვალულ ვიწრო ბილიკს
უჭვრეტდნენ მატუტიამ თეთრი ბურანიდან შვერილად ამოწვერილი
შავი ყაბალახების ჯარი შენიშნა.
- მგონი მეფე ალექსანდრემ ლაზათიანი საქმე გაგვიჩარხა,-
კმაყოფილებით ჩაიბუტბუტა მატუტიამ და დურბინდი ოფრო
მარჯვედ მიიტანა თვალის უპეებთან.
- რამე ძღვენი ხომ არ გამოგიგზავნა მეფემ მამუკა ბატონიშვილის
ხელით,- დამცინავად ჩაირქიქილა პაატამ.
-სწორედ რომ ჩვენდა სასიკეთოდ გაისარჯა მეფე. ქუთაისში
ყოფნისას არაერთხელ შევსწრებივარ იმ ვითარებას, როცა მეფე მამუკა
ბატონიშვილს მისსავე უვნებლობის გამო სამეგრელოს სოფლების
ასაწიოკებლად წასვლას უშლიდა. დასჯის მიზნით კი იმ ზედრაქ
ულაყს უმალავდა, რომლის გარეშეც უფლისწულს ბრძოლის ველზე
გასვლა ვერც წარმოედგინა. არც ერთი ჩვენი ცხენი საომარ
შერკინებაში ვერ უტოლდებოდა მის ულაყს. როგორც ვხედავ მეფეს
ახლაც გადაუმალავს მამუკას შმაგი ცხენი, რადგანაც უფლისწული
ტანმორჩილ ფაშატზეა ამხედრებული.
შედანმა სმენა მოარიდა მატუტიას პრუტუნს და ქვეითებს
მშვილდების მოზიდვა უბრძანა, თუმცა ბოლო წამს დაენანა
უფლისწულის ისრით დაკოდვა და ცხენოსნები მიუსია გალაღებულ
იმერლებს. პირველივე შეტაკებისთანავე შუბის ძგერებით მამუკა
ბატონიშვილმა სამი კაცი გამგმირა. მისი შემართებით გულმოცემული
ჯარისკაცები გააფთრებული ეკვეთნენ თოვლში აჭა-გაჭით მოძრავ
ოდიშელებს. სისხლის წინწკლები წითელ სამოსელივით ეფინებოდა
რძის ქაფივით ქათქათა თოვლს. ირგვლივ დაჭრილების ყურისწამღები
ყვირილი და გნიასი ისმოდა. შედანი შეზარა ამ სანახაობის ხილვამ.
ხვალიდან ისევ შავძაძიანი დედების, აჩეხილ ჯარისკაცთა ქვრივების,
თვალდაშრეტილი ობლებისა და მოხუცების ქვითინისთვის უნდა
ესმინა თავმოდრეკით. მსახურებს ცხენის მოყვანა უბრძანა.
ბრაზმორეული მდუმარებით ამხედრდა წყვდიადივით შავ ულაყზე და
ბრძოლის ველს მიაშურა. ოცამდე მეომარი კვალდაკვალ დაედევნა
სახელოვან სარდალს. შედანმა ისე ჩაუქროლა თოვლის არტახებში
მოქცეულ ქვეითებს, რომ ქარქაშიდან მახვილის ამოწვდენა არ ინება.
როცა უფლისწულს გაუსწორდა ცხენი შეაყენა, სადავეები დაუმოკლა
და მიზანმიმართულად დაეძგერა მხედარს. მამუკა ბატონიშვილმა თავი
ვერ შეიმაგრა უნაგირზე და ატალახებულ თოვლში მოადინა ბრაგვანი.
ვიდრე მძიმედ შეჭურვილი მამუკა წელში გაიმართებოდა ოდიშელმა
მეომრებმა ფიხცლავ შებოჭეს და შედანს მიჰგვარეს გაკოჭილი
უფლისწული. უმეთაუროდ დარჩენილმა იმერლებმა პირი იბრუნეს და
საჩხეიძოს ციხე-კოშკისკენ აოტდნენ.
შედანს ალალად შეეცოდა ბორკილგაყრილი გვირგვინოსანის
ხილვა და მხევლებს უბრძანა თოკები შეეხსნათ მისთვის.
- კი ხარ უფლისწულო უფლის ტოლა კაცი, მაგრამ ამჯერად
ჩვენი ტყვე ხართ,- დაუყვავა თავისებურად და ლაშქრის
შემობრუნების ბრძანება გასცა.
- ძლივს არ ვეღირსე თავისუფლებას!- ილაჯგაწყვეტით
სლუკუნებდა ბერანჟე და სიცივისაგან გათოშილ თითებს გამალებით
უბერავდა სულს.

-
-

თავი ოცდამეცამეტე.
მიტოვებული ღმერთების მიწა

სამი წელი გასულიყო მამა ჯუზეპე ჯუდიჩეს იტალიაში


გამგზავრების დღიდან, თუმცა ამ ხნის მანძილზე ჩამი-ჩუმი არ ისმოდა
მის შესახებ. მხოლოდ 1648 წლის მარტის თვეში მოაღწიეს
საქართველოს საზღვრებს ჯოვანო მილანელმა და ჯაკომო კრემონელმა.
მათვე აუწყეს სამწუხარო ამბავი ოდიშის მთავარს მამა ჯუზეპეს
გარდაცვალების შესახებ.
ლევანი ძლიერ შეწუხდა ამ შეტყობინებით. საკუთარი შვილივით
იგლოვა ახალგაზრდა მისიონერი, რომელსაც თავის ნათლიადაც
მოიხსენიებდა. ყველაფერი დაწვრილებით და თანმიმდევრულად გამო-
ჰკითხა პატრებს. უწინარესად იმის ცნობისწადილი ჰკლავდა თუ რა
ბედია ეწია მეგრელ ბიჭებსო.
პატრებს არქანჯელო ლამბერტი შემოუძღვა სასახლეში. ჯოვანო
მილანელს ერთი სული ჰქონდა, თუ როდის წარსდგებოდა ლევანის
წინაშე აღსარების ჩასაბარებლად, ამიტომაც როცა ამის შანსი მიეცა
დაუღალავად შეუდგა თავსგადამხდარი ამბის მოყოლას.
-მამა ჯუზეპემ ბიჭებთან ერთად კეთილად მიაღწია იტალიის
სანაპიროს. რომში ყოფნისას პიეტრო დელა ვალეს დაუკავშირდა, რო-
მლის შუამდგომლობითაც კორკოტია და გეგე რომის პროპაგანდის
სკოლაში მიაბარეს. დონ პიეტრო ერთი მტკაველითაც არ შორდებოდა
ბიჭებს და თავის სახლშიც ხშირად ეპატიჟებოდა. მისი ქართველი
მეუღლე მარიუჩაც გახარებული იყო საქართველოდან ჩამოსული
სტუმრების ხილვით და ქართული კერძების მომზადებით ანებივრებდა
ბიჭებს.
გეგემ საოცარი ნიჭი გამოავლინა კოლეჯში სწავლების დროს. სი-
ღრმისეულად აითვისა იტალიური და ლათინური ენები, დაეუფლა
თეოლოგიას, ფილოსოფიას, ლოგიკას. კოლეჯის პროფესორები დიდ
იმედებს ამყარებდნენ მასზე, თუმცა გეგეს უცნაური სენი შეეყარა და
ორიოდე თვეში გარდაიცვალა. კორკოტიამ კი თეოლოგიის მორალში
ხარისხს მიაღწია და კოლეჯს დაეთხოვა.
- მამა ჯუზეპემ ჩემი წერილები თუ გადასცა რომის პაპს და
პროპაგანდის კარდინალებს?
-ამის შესახებ მე მოგახსენებთ ლევან ბატონო,- მამა ჯაკომომ
ითხოვა მორიდებით სიტყვა,- რომში დაბრუნებულ დონ ჯუზეპეს ურ-
ბანო მერვე გარდაცვლილი დახვდა. ახალმა პაპმა ინოჩენციო მეათემ
კეთილად კი მიიღო თქვენი ელჩი, თუმცა თქვენი წამოწყებისადმი
დიდი ცნობისწადილი არ გამოუმჟღავნებია. მთელმა იტალიამ იცის,
რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას პაპის ძმის ქვრივი განაგებს. ის
დიდი გავლენით სარგებლობს სამოციქულო ეკლესიაში და მისი
დასტურის გარეშე არც ერთი საკითხი არ განიხილება. მამა ჯუზეპემ
იმდენი მოახერხა, რომ თქვენი თხოვნა პირადად გადასცა ქვრივს, თუ-
მცა მან მოურიდებლად გვახალა პირში, რომ ასეთ შორეულ გზაზე
აბრეშუმის ქსოვის ოსტატები არანაირი გასამრჯელოს სანაცვლოდ არ
გამოეშურებოდნენ.
რაც შეეხება კარდინალებს ისინი მოხარულები არიან იმით, რომ
ლათინთა ეკლესიის დოგმები იწამეთ და ახალი ნათლისღება რომ
მიიღეთ. აგრეთვე იმასაც გიბარებენ, რომ მომავალში სამოციქულო
მისიონერების ნდობის მოსაპოვებლად მათი დარიგებებით
იხელმძღვანელოთ, თუმცა სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესახებ
ჩვენთან შეხვედრის დროს არაფერი არ დაცდენიათ.
-თავად პაპმა როგორ აღიქვა ჩემი კათოლიკურ რწმენაზე მოქცევა?-
მშრალად თქვა ლევანმა და მსახურებს უბრძანა ხილი და ღვინო
მიერთმიათ სტუმრებისთვის.
- რომის პაპმა დიდად გაიხარა, როცა შეიტყო თქვენი ნათლისღების
შესახებ. მამა ჯუდიჩემ სათნოებით აუწყა პაპს, რომ როგორც სავლეს
განუბანა თვალთ სიბნელე ნათლისღების წყალმა- ესრე გაეწმინდა
მხედველობა ლევან დადიანსო. ისიც მოახსენა რომ სხვას არაფერს
ნატრობს, თუ არადა თქვენს ნახვასო, რათა თქვენს წინაშე აღიაროს
კათოლიკური სარწმუნოება. ამიტომაც პაპი, ვითარცა საყოველთა მამა,
თავის საყვარელ შვილად გთვლით და უხვად განიჭებთ თავის
კურთხევას. ამასთან ერთად მოგიწოდებთ კათოლიკური
გულმოდგინებით საქვეყნოდ აღიაროთ რომის ეკლესიის სარწმუნოება
და ეცადოთ სამეგრელოში გამწესებული სამოციქულო მისიონერების
სრული ნდობა იქონიოთ, რადგანაც ისინი დიდ სიკეთეს მოუტანენ
თქვენს ქვეყანასო.
- პაპი რომ საკუთარ შვილად მთვლის ეს ძალიან მახარებს, მაგრამ
მე ის უფრო გამიხარდებოდა თქვენთან ერთად აბრეშუმის და შალის
მქსოველები რომ გამოეგზავნა. განა ასე ჭირს რამდენიმე მქსოველი
ოსტატის სამეგრელოში გამოსტუმრება.
- როგორც მოგახსენეთ მამა ჯუზეპემ ცდა არ დააკლო თქვენს
თხოვნას. ვენეციის ბაილოსაც წარუდგინა თქვენი პროექტი, საკუთრივაც
გაუმართა საქმიანი საუბარი ვენეციელ ვაჭრებს, თუმცა
ოსმალეთის გავლით არავის სურს საქართველოში მოხვედრა. ეს გზა კი
უხიფათო რომ არ არის მამა ჯუზეპეს მოწამეობრივმა აღსასრულმაც
ცხადყო ლევან ბატონო.
- საცოდავი მამა ჯუზეპე,- მოიქუფრა ოდიშის მთავრი,- მაინც
როგორ მოხდა კონსტანტინეპოლში თქვენი შეპყრობა?
პატრებმა ერთმანეთს გადახედეს და ნიშნეულად ერთმანეთს თავი
დაუკრეს. ისევ მამა ჯოვანომ ითავა სიტყვის თქმა.
- ჩვენი იტალიაში ყოფნის დროს ოსმალეთსა და ვენეციას შორის
ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ამის გამო სულთანმა თავისი
ჯაშუშური ქსელი კიდევ უფრო მძლავრად აამოქმედა. მათ არც ის
გამოპარვიათ მხდველობიდან კონსტანტინეპოლში სწორედ ვენეციის
გემით რომ ჩავედით. მართალია, ხომალდი სავაჭრო დანიშნულებისა
იყო, თუმცა მათ ყველა ვაჭარში და ბერში გადაცმული ჯაშუშები
ელანდებათ.
დარდანელში, იქაურმა ფაშამ ევროპელ სახელმწიფოთა ჯაშუშობა
დაგვწამა და ხელ-ფეხ შებორკილები სტამბულის ციხეში ჩაგვამწყდია.
ჩვენ იმას ვეჭვობთ, რომ ოსმალოელი ჯაშუშები ვენეციაშიც
გვითვალთვალებდნენ, რადგან საპყრობილეში დაკითხვისას სულ იმას
გვეჩიჩინებოდნენ ვენეციის ბაილოში რა გესაქმებოდათო. ჩვენ
აბრეშუმის შესახებ სიტყვაც არ დაგვიძრავს. თავადაც ხედავდნენ, რომ
ჩვენს შორის არც ერთი აბრეშუმის მქსოველი არ იყო. ვენეციის
სენატორებთან შეხვედრა ჩვენი მისიის აუცილებლობით ავხსენით,
თუმცა მათი ცნობისმოყვარეობა ვერ დავაცხრეთ. ახლა იმის შესახებ
დაგვიწყეს გამოკითხვა სამეგრე;ლოში რა გესაქმებათო, იქ რა ხეირი
უნდა ნახოთო? როცა მოვახსენეთ, რომ სამეგრელოს კათოლიკურ
სარწმუნოებაზე მოქცევას ვაპირებთ მეთქი სიცილი დაგვაყარეს,
ციხეში შეურაცყოფას გვაყენებდნენ. გვცემდნენ, გვაფურთხებდნენ,
ვენეციელ ღორებს გვიწოდებდნენ. რამდენჯერმე გამუსლიმებაც
მოგვთხოვეს. თუ არ დავაგდებდით ქრისტეს რჯულს სასტიკი
წამებითაც გვემუქრებოდნენ, რაზეც მამა ჯუზეპემ მოთმინებით
შეუძახებდა,- სხვას ვერავითარ უმაღლეს სიკეთეს თქვენგან ვერ
მივიღებ თუკი მომკლავთ იმისთვის, ვინც ჩემთვის მოკვდა. მე
უღირსმა განა ამგვარი პატივისცემა დავიმსახურე?

მამა ჯუზეპე დღენიადაგ გვამხნევებდა და გვაგულიანებდა. ხშირად


იმასაც გვახსენებდა, რომ უფალმა განსაცდელი მოგვივლინა და ლოცვა-
კურთხევით ეს განსაცდელიც უნდა დავძლიოთო. სავაგლახოდ, მისმა
სათნო გულმა ვერ გაუძლო დუჟმორეული აფთრების მოძალებას და
მორიგი წამებისას ჯალათებს ჩააკვდა ხელში.
- თქვენ როგორ დააღწიეთ თავი სატუსაღოს?
- ჩვენთან ერთად პოლონელი დომინიაკიანელი მღვდელიც იყო
დატყვევებული. მან ციხეში ერთი ჯალათი მოისყიდა და მისი
მეშვეობით პოლონეთის სამეფოს საელჩოს წერილით მიმართა, რათა
მისთვის დახმარება აღმოეჩინათ. პოლონეთის საელჩომ საფრანგეთის
საელჩოს ჩვენი უბედურებაც ამცნო. საერთო ძალისხმევისა და
მონდომების შედეგად ოსმალებმა ციხიდან გაგვათავისუფლეს, თუმცა
გვიბრძანეს ორ დღეში დაგვეტოვებინა სტამბული. ხომალდში
დაბინავებისას პატრი გაეთანო დალექსანდრო და მორჩილი ძმა
კლაუდიო შემოგვიერთდნენ. ისინი დიდი ხანია საქართველოში
სამისიონერო მოღვაწეობაზე ოცნებობდნენ. იმავე საღამოს ყველანი
ხომალდით ტრაპიზონისკენ გამოვეშურეთ, იქიდან კი ლაზებმა
მორჩილი ნავებით ურეკამდე მოგვაცილეს.
- მამა ჯუზეპეს სიკვდილი მე მადევს კისერზე, მწუხარებით
დასძინა ლევანმა,- არ უნდა დამევალებინა მისთვის ესოდენ სახიფათო
დავალების შესრულება. მან თავისი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო
საქათველოში აბრეშუმის გზის გასაკვალად. ადრე თუ გვიან ეს
მსხვერპლი შედეგს გამოიღებს და აბრეშუმის ქსოვილი დონ ჯუზეპეს
სულთმოფენით სრულიად საქართველოს მოეფინება.
იმ ღღეს დონ არქანჯელოს სიტყვა არ დაცდენია. მისიონერმა
იმდენად განიცადა ძმადნაფიცის მუხანათური მოკვდინება, რომ საქა-
რთველოში დარჩენის არანაირი სურვილი არ დარჩა. მან თავისი მისია
ამოწურულად ჩათვალა და ლევანს წერილობითაც შეატყობინა თავისი
გადაწყვეტილების შესახებ.
აღდგომის მეორე დღეს კი თავმოდრეკით ეახლა ოდიშის მთავარს
დონ ფრანჩესკო მაჯოსთან ერთად. ლევანი თეთრ-ფიქლებით გაწყობილ
ბუხრის კედელს იყო მიყრდნობილი და შედანს ემაასლათებოდა. პატრე-
ბი მშვიდად მიესალმნენ მასპინძლებს და სელის ტახტზე მოკალათ-
თნენ.
- წერილიდან შევიტყვე თქვენი გადატყვეტილების შესახებ. მიჭირს
თქვენთან განშორება დონ არქანჯელო,- უკმაყოფილო ტონით
ჩაილაპარაკა ლევანმა.
- მეც მიჭირს აქედან წასვლა ლევან ბატონო, მაგრამ დარწმუნებული
ვარ დღეიდან იტალიაში უფრო სასარგებლოდ გავირჯები თქვენს გამო,
ვიდრე აქ - სამეგრელოში. განზრახული მაქვს წიგნი დავწერო თქვენს
ქვეყანაზე. წიგნის გარკვეული ნაწილი უკვე შედგენილიც მაქვს, მაგრამ
საქართველოში სტამბა არ არსებობს, ხელნაწერის სახით კი სათუოა
ჩემი წიგნი მომავალ თაობებს რომ შემორჩეს. ნეაპოლში დაბრუნებისას
წიგნს სტამბაში ავაწყობ და მთელს იტალიას გავაცნობ თქვენი ხალხის
ისტორიასა და კელტურას. მამა ფრანჩესკოც დამეხმარება წიგნის
შედგენაში. თან ორს ერთად უფრო გაგვიადვილდება შორეული
მგზავრობის დაძლევა.
გარდა ამისა მამა ჯუზეპესაც შემორჩა ჩანაწერები თქვენი ლამაზი
ქვეყნის შესახებ. თუ უფალმა ინება მისი ნაწერებიც მინდა ერთ
კრებულად ავკინძო და ნეაპოლის სტამბაში დავბეჭდო. ამით ერთხელ
და სამუდამოდ უკვდავყოფთ მამა ჯუზეპეს ღვაწლსა და ამაგს.
- თქვენ მრავალი ცოდვა და განსაცდელი აგვაცდინეთ თავიდან.
თქვენი მონდომება რომ არა ახლაც სიბნელეში ვიქნებოდით. იმედია,
თქვენს თანამემამულეებს ცუდი კუთხით არ გააცნობთ ჩვენს თავს?-
ეჭვნარევი ირონიით ჩაიღუღუნა შედანმა.
- ჩემი აქ ყოფნის ჟამს სიმართლე ყოველთვის პირში მითქვამს
ბატონებო. წიგნშიც ყველაფერს იმას გადავიტან, რაც ცოცხლად
შევიგრძენი და საკუთარი თვალით ვიხილე. წასვლის ჟამს კვლავაც
მსურს ერთი სასარგებლო რჩევა მოგცეთ. გავიგე თურმე სამეგრელოში
დაწესებული ერთცოლობის ტრადიციის მოსპობა განგიზრახავთ ვიღაც
ერთი ახირებული აზნაურის აცუნდრუკების გამო. გახსოვდეთ, რომ
უჯერო ნების დასაკმაყოფილებლად ძველი დროის კანონები არაფრის
დიდებით არ უნდა მოშალოთ, თორემ ასეთი ქცევა მკრეხელობას და
უზნეობას დანერგავს ხალხში.
თქვენი სარწმუნოების პირვანდელ დედას, წმინდა ნინოს არ
უსწავლებია ასეთი სამარცხვინო საქმე. ადამიანს არ აქვს უფლება ჰქმნას
ის, რასავ ღმერთი და ბუნაბა უკრძალავს. გევედრებით, ნუ ინებებთ და
ნუ დაკარგავთ თქვენი მეფობის იმ კეთილსა და ბრძნულ სახელს,
რომელიც აქამდე შეგიძენიათ. მე კი ჩემს დარჩენილ ცხოვრებას ლოც-
ვით და კურთხევით საქართველოს სულიერ გაბრწყინებას შევაწევ.
- საჩუქრად რა მოგცეთ მამაო?- გული აუჩუყდა ლევანს პატრის ტი-
რადით.
- ჩემთვის საჩუქრად ისიც კმარა, რომ საქართველოს სიყვარული
მიმყვება საგზლად. ისე, როდიამ მომიძღვნა მცირე ნობათი. მამუ-
კა ბისკაიას ცოლმა ოქრომკედით ნაქარგი ტილო მისახსოვრა, სადაც
გარდამოხსნის სცენაა ამოქარგული. ჩემთვის ესეც საკმარისია. როდიას
ნახატი გამინათებს გზას შორეული იტალიისკენ.
. . .

ანაკლიის ნაპირზე შეყრილი ზღვა ხალხი ჰაეროვან ამბორს


უგზავნიდა მამა არქანჯელოს. როცა ხომალდი ორი ფარასანგის
მანძილზე მოსცილდა ნაპირს მამა არქანჯელოს თვალებზე ცრემლი
შენიშნა დონ ფრანჩესკომ.
- რისთვის ტირიხართ მამაო? თქვენ ხომ სულ მალე შინ იქნებით!-
ჰკითხა მან გაოცებით მისიონერს.
- ეჰ, ჩემო სულიერო ძმაო,- ტკივილით აღმოხდა დონ არქანჯე-
ლოს,- ვუმზერ საქართველოს და გული ცრემლით მევსება. უწინ
დედამიწის სამოთხე რომ იყო, იგი კვნესის ქაოსად გადაქცეულა. იმ
ადამიანებზე ვსტირი, რომლებიც ქრისტეს დროშისთვის შეუპოვარნი და
მამაცი მებრძოლები რომ იყვნენ, ახლა კი ეშმას მონებენ. საქარ-
თველოს იმ მიწას ვსტირი, რომელიც აღთქმული და ქრისტეს
მიმბაძველი ქვეყანა იყო, ახლა კი მისი ტაძრის საძოვარზე ნარ-ეკალი
გაზრდილა.
იმ ქვეყანას ვსტირი, რომლის მცხოვრებლებმა ქვეყანა განანათლეს,
ახლა კი ბნელეთის დასაბამი გამხდარა.
იმ ქვეყანას ვსტირი, რომელმაც ანტიკური ბერძნული სიბრძნე
წარმოშვა, ახლა კი უვიცობის წყარო გამხდარა, სადაც თავიანთი შემე-
ცნების სიბრმავის გამო ბევრი სიღატაკეში ჩავარდნილა და სადაც
ყველა ღმერთი მიტოვებულია.

თავი ოცდამეთოთხმეტე
შხეფის ტყვეობაში

ვიდრე მამუკა ბატონოშვილი შხეფის ციხის სამზერებიდან


ტეხურის მიდამოების თვალიერებით ტკბებოდა, მეფე ალექსანდრე
ზუგდიდში ელჩებს ელჩებზე აგზავნიდა, რათა გამძვინვარებული ოდი-
შის მთავარი ძმის განთავისუფლებაზე დაეყოლიებინა როგორმე.
ლევანი კი მოლაპარაკებებს შეგნებულად აჭიანურებდა და ცდი-
ლობდა რაც შეიძლება მეტი სარგებელი ენახა ამ საქმიდან. ამიტომაც
როცა ქუთაისიდან გენათელი ეპისკოპოსი ზაქარია ქვარიანი ესტუმრა
განსაკუთრებული მისიით მას ისეთი სამშვიდობო გეგმა წარუდგინა,
რომ სახტად დატოვა მრავლისმნახველი მღვდელმთავარი.
- იმ შემთხვევაში გავუშვებ ციხიდან ალექსანდრე ბატონიშვილს
თუ უფლისწულ ბაგრატს ამანათის სახით გამომიგზავნის მეფეო!
იმერეთის მეფე უყოყმანოდ დათანხმდა ამ წინადადებას და
ერთადერთი ძე მძევლად მიაბარა სამეგრელოს მესვეურს. თუმცა ლევა-
ნს აზრადაც არ უფიქრია მამუკას ტყვეობიდან გაშვება. მან კიდევ
უფრო გაამკაცრა თავისი პირობები და უფლისწულის ციხიდან დახსნის
სანაცვლოდ არგვეთამდე მიწა-წყლის დათმობა მოსთხოვა ალექსანდ-
რეს. მეფე აღშფოთებას არ მალავდა ლევანის ორპირობით და მთელ
თავის ჯავრს ზაქარია ეპისკოპოსს ანთხევდა თავზე.
- შენი წაქეზებით მივეცი ბავშვი ამ ურჩხულსო!- ხშირ-ხშირად
ამუნათებდა ის მღვდელმთავარს პატარა ამის გამო.
მეფის საამებლად გენათელმა ეპისკოპოსმა მოწამეთას ეკლესიაში
ხატზე შეაჩვენა ოდიშის მთავარი. უნაგირას ხეობიდან დაგორებული
მეწყერივით აზვავდა ლევანი. მისი ბრძანებით ქუდზე კაცი შეყარა შე-
დანმა და გენათელის ციხე-კოშკს ზარბაზნებით შემოეწყო. ორიოდე
დღეში სასტიკად დაარბია ეპისკოპოსის სამყოფელი, იქ გამაგრებული
დიდ-აზნაურები კი ტყვედ წამოასხა ზუგდიდს.
მოვლენების ამგვარად წარმართვამ აიძულა იმერეთის მეფე
მომეტებული სიფრთხილითა და მზრუნველობით მოკიდებოდა ძმის
საპყრობილედან დახსნას. სწორედ ასეთ დროს კახეთიდან დევნილი
თეიმურაზ მეფე გამოეცხადა მხსნელად. იცოდა ალექსანდრემ ლევანს
ერთგვარი ხათრი რომ ჰქონდა თეიმურაზისადმი, ამიტომაც ეხვეწა
გულდაჯერებით გვირგვინოსანს, რომ შუამდგომლობა გაეწია ამ
საქმეში.
თავის მხრივ როსტომ-ხანთან ომწაგებულ თეიმურაზს არსებითად
ერთი სურვილი ამოძრავებდა ; როგორმე შვილიშვილი ერეკლე აეყვანა
კახეთის ტახტზე. მისივე გათვლით ამ იდეის ხორცშესხმა უწინარესად
სამეგრელო-იმერეთის გაერთიანებული ლაშქრით იყო შესაძლებელი.
ამიტომაც დიდსულოვნად დათანხმდა სიძის შემოთავაზებას.
მორჭმული დიდებით შეეგება ლევანი დევნილ მეფეს.
- კაი ხანია ჩვენსკენ არ მოგიხედავს ბიძაშვილო. ხომ იცი ლევან
დადიანს ღვინო არ გაუმწარდება ხანდახან მაინც თუ მოგვინახულებ,-
ოდნავი ქარაგმით გადაჰკრა თმაშევერცხლილ გვირგვინოსანს.
- ვიცი ეს ყოველივე ლევან, ამიტომაც მოგინახულე ოდნავ
დაგვიანებით. თუმცა ვიდრე შენი ღვინო გამწარდებოდა მე გამიმწარდა
ისედაც მოძულებული სიცოცხლე. ჩემი დათუა არ მიდგას გვერდში,-
აცახცახებული თითებით ცრემლი მოიწმინდა თეიმურაზმა და მსუბუქი
საყვედურით გახედა ოდიშის მთავარს.
- დათუა საკუთარი შვილივით ვიტირე ილორის მადლმა. მენანება
ასეთ უებარ ვაჟკაცს ამგვარი უსახელო სიკვდილი რომ ხვდა წილად.
მისგან მართლაც ღირსეული მეფე დადგებოდა. მაინც რით ვერ
მოარიდე ერთადერთი პირმშო ბრძოლის ველს?
- ეჰ, ჩემო ლევან,- მძიმედ ამოიკვნესა თეიმურაზმა,- ჩემი სვედა-
ვსილი წუთისოფელი ყიზილბაშებთან შერკინებას შევალიე სრულად.
კვირების მანძილზე უნაგირიდან არ ჩამოვსულვარ, მარტო პურზე და
წყალზე ვშთენილვარ, შიშველ ფიცარზე მძინებია, მაგრამ ერთხელაც არ
დამიწუწუნია და რიგითი ჯარისკაცივით ვიტანდი გაჭირვებას.
როსტომ-ხანთან გამართულ ბრძოლაშიც უშეღავათოდ შევასკდებოდი
აგარიანებს, მაგრამ თავად დათუამ მომარიდა ფიცხელ ომს,- უკვე ისე
არ მოგდგამს ჯანი და ომს მე გავუძღვები მამავ ბატონოო,- მსუბუქად
მისაყვედურა თავად პირტიტველა ბიჭმა.
- მაინც ვინ უღმერთომ გასწირა დათუა?
- როცა როსტომ-ხანს აჯანყების მტვერი დავუყენე მან ყაზახის
მართველ ჯამალ-ხანისგან ითხოვა შველა. ისიც თავისი ყაზაყლარებით
დაუყოვნებლივ გამოეშურა კახეთისკენ. მე ჯარის ორად გაყოფა მომი-
წია. დათუა ქიზიყს გავაგზავნე ჯამალ-ხანის შესაჩერებლად, მე
თიანეთს დავდექი. აქ, სოფელ უღლისთან, ვახტანგ მუხრან ბატონი და
ზაალ ერისთავი შუაღამისას თავს დამესხნენ. უკანასკნელ წამს კახელმა
დიდებულებმა მიღალატეს, თორემ უთუოდ ვძლევდი როსტომ-ხანის
ჯარს. დათუა კი ანაგასთან შეებრძოლა ყაზაყლარებს. ის პირველი
შეიჭრა მომხდურთა რიგებში და თავისი სიმამაცით ლამის გაანახევრა
ჯამალ-ხანის ჯარი. თუმცა მალე გამოცდილმა სარდალმა ხევის
გასაყართან გაინაპირა დათუას ლაშქარი და ტყვიის კორიანტელში
გახვია. ერთმა აგარიანელმა იცნო ჩემი ვაჟი და ხელთოფით გული
განუგმირა უფლისწულს.
- იმერეთში როგორ გადმოხვედი. კარგად ვიცნობ როსტომ-ხანს. ის
უმალვე დაიჭერდა ქართლიდან იმერეთში გადასასვლელ ბილიკებს.
- დაიკავა კიდეც. თითქმის ყველგან თავისი ჩაფრები დააყენა და
გზები შეგვიკრა. ჩემგან ოტებულმა კახელმა დიდებულებმა ჩემი
დატყვევება ურჩიეს მეფეს, თუმცა როსტომ-ხანმა შორს დაიჭირა მათი
შემოთავაზება და შერისხა კიდეც მლიქვნელი თავადები ამგვარი უხამ-
სობის გამო. მე ჯერ არ გამეგო დათუას მოკვლის შესახებ და ხორე-
შანი გავაგზავნე როსტომთან მოსალაპარაკებლად. როსტომ-ხანმა იცოდა
დათუას გარდაცვალება, თუმცა ხორეშანს არ გაუმხილა სიმართლე.
მეფემ დაგვრთო უფლება იმერეთში გასახიზნად. ამისათვის ხუთასი
თუმანი უფეშქაშა და ხუთასი ცხენ-ჯორიც გამოაყოლა ხორეშანს.
თურმე მარიამმაც გამოიდო თავი და ტკბილი სიტყვით ანუგეშა დედო-
ფალი. მხოლოდ ქუთაისში შევიტყვეთ დათუას ამბავი. მეფე
ალექსანდრემ ლამის მთელი იმერეთი შეყარა სატირალში. გელათის
ტაძრის ეკვდერში დავკრძალეთ დათუას წამებული ნეშთი.
- არ დაგიმალავ და როსტომმა შემომითვალა,- რით ვერ დაწყნა-
რდება შენი ბიძაშვილი, ურჩიე დაწყნარდეს და ჩვენი ქვეყნებიც
მოვასვენოთო. მე თავი შევიკავე ამგვარი მიმართვისაგან, რადგანაც
ვიცოდი, რომ ყურად არ იღებდი ჩემს რჩევას.
- ჩვენი ქვეყნები მოვასვენოთო არა! რა იოლად ლაპარაკობს
ურწმუნო მეფე. მე კი მანამდე ვერ მოვისვენებ, ვიდრე " ჩვენი
ქვეყნების" ნაცვლად ერთმეფობა არ აღმოცენდება ქართულ მიწაზე.
- მაინც რას აპირებ?- შეფარვით თქვა ლევანმა.
- შენ იცი დათუას შვილი რომ დარჩა. მართალია, ერეკლე ჯერ
მხოლოდ რვა წლისაა, თუმცა კოჭებზე ეტყობა, ნამდვილი ბაგრატო-
ვანი რომ იზრდება. ალექსანდრემ სკანდის ციხე მომცა სარჩოდ, სადაც
მოცალეობის ჟამს ლექსების წერით ვერთობი, მაგრამ ეს იმას როდი
ნიშნავს ჩემს შვილიშვილს კუთვნილი ტახტის დაბრუნებაში არ დავე-

ხმარო. ასე უპირველესად ჩემი დათუას ხსოვნის წინაშეც ვიქნები


პირნათელი.
- რუსული ხიშტით აპირებ ერეკლესთვის ტახტის დაბრუნებას?
შევიტყვე, შენ და იმერეთის მეფეს ელჩებიც გაგიგზავნიათ ალექსი
მიხეილის ძესთან. აქეთ თუ მოიწერა რამე სახეირო რუსთა ხელმწიფემ?-
სისხარტე გამოურია სიტყვაში ლევანმა.
- არ დაგიმალავ და ალექსი მიხეილის ძეს მე და ალექსანდრემ
მართლაც გავუგზავნეთ ელჩები. მე მოურიდებლად აღვნიშნე ჩემს
წერილში, რომ კახეთის ტახტის დაკარგვა ჩემმა რუსულმა გეზმა
გამოიწვია მეთქი. ამის სანაცვლოდ ჯარის გამოგზავნა ვთხოვე მეფეს.
იმერეთის მეფემ კი რუსეთის მესვეურს აუწყა, რომ იმერეთი თერგიდან
ერთი კვირის მანძილზეა და თუ გსურს, რომ მას ოსმალები არ
დაეპატრონონ და ჩვენი მიწა-წყალი თქვენი ბრწყინვალების
მორჩილების ქვეშ აღმოჩნდეს ოცი ათასი მეომარი გამოაგზავნეთო.
- მე კი სარწმუნო კაცებმა მომახსენეს, რომ ამ ოცი ათას კაცს ჩემს
წინააღმდეგ ამხედრებს იმერეთის მეფე. ამისათვის საბაბიც უნდა
ჰქონდეს საკმარისი. მისი ძმა ხომ ჯერაც ჩემი საპატიო სტუმარია,- ნა-
რთაულად მოუქცია ლევანმა.
- ასეთი რამ მეფე ალექსანდრეს რომც მოეთხოვა მე დავუშლიდი.
ხომ იცი ტყუილი და ორპირობა არ მჩვევია ლევან. სხვა სიკეთესთან
ერთად ერთი თეფშიდან ვართ ნასაზრდოებნი.
- მერე რა მოიმოქმედა ალექსი მიხეილის ძემ, გამოაგზავნა იმერეთ-
ში ჯარი?- შედანი გაუთამამდა დევნილ მეფეს.
- მეომრების ნაცვლად ელჩები გამოაგზავნა მეფემ. ალექსეი იევლევი
და ნიკიფორე ტოლოჩანოვი გვესტუმრნენ მარიამობას. სხვათაშორის,
პირველი რაც მათ იკითხეს, ის იყო თუ როგორ ურთიერთობაში ხართ
ლევან დადიანთანო.
- მოკითხვისათვის მადლობელი ვარ,- გულიანად გაეცინა ლევანს-,
თუმცა ბოლომდე არ უნდა ამბობდე სათქმელს ბიძაშვილო.
- დასამალი არც არაფერი მაქვს ,- თეიმურაზმა ღვინო მოსვა
მცირედით და მეტი თვითდაჯერებით განაგრძო,- რუსმა ელჩებმა
დახმარების სანაცვლოდ იმერეთის მეფისგან ფიცით შემომტკიცება
მოითხოვეს, ჩემგან კი ერეკლეს მოსკოვში წაყვანა მოისურვეს მძევლად.
მე კი ასეთი გეგმა მაქვს დასახული. თუ შხეფის ციხიდან მამუკას
გაათავისუფლებ მე პატარა ერეკლეს მოსკოვის ნაცვლად ზუგდიდში
გავისტუმრებ. ვიცი უფლისწულის გაზრდაში ისევე არ დაიზარებ,
როგორც პაპაჩვენმა ალექსანდრემ არ დაიზარა ჩვენი გაწვრთნისას. შენი
და ალექსანდრეს შერიგებით კი როსტომ-ხანსაც აუჭრიალებთ ჟანგიან
კარებს.
- არც კი ვიცი რა პასუხი გაგცე თეიმურაზ. მამუკა ბატონიშვილის
ციხიდან დახსნაზე იქნებ ყაბულზეც ვიყო, მაგრამ როსტომ-ხანის წი-
ნააღმდეგ გამოსვლა უპატიებელი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან. მას
დედოფლად ჩემი და უსვია ტახტზე. ან ხალხი როგორ აღიქვამს ჩემს
მიერ ოჯახის წევრებზე გალაშქრებას. ყველა ჭკუათმყოფელი გაკიცხავს
ჩემს ნაბიჯს. ერეკლეს კი სიამოვნებით დავიტოვებ და რაინდულადაც
გავზრდი. ესეც უნდა გახსოვდეს ბიძაშვილო, რომ ყველა ომს აქვს
თავისი დასაწყისი და დასასრული.
ქუთაისისკენ გაცრეცილი ბილიკით მიმავალი თეიმურაზი კარგა
ხანს დუმილით მიუყვებოდა გაზაფხულის ფერადებით აციმციმებულ
ტყემლების ხეივანს. საღამოსთვის ადიდებულ ცხენისწყალში უშიშრად
შეაგელვა გაოფლილი ბედაური, უნაგირზე ზეზეულად წამოიწია და
აღათანგ ხერხეულიძეს უთხრა ცალყბად:
- როცა ყოფილი ქვეშევრდომი შენს საუფლოში ტოლ-სწორივით
გეპყრობა და მოძღვარივით გარიგებს, იქ რა ხეირს უნდა ელოდო ვეჟო.

. . .

მეფე თეიმურაზის გამგზავრებიდან მეორე დღეს პაატა წულუკიძე


ჩამოვიდა რუხიდან. ქუთაისის სასახლიდან გამოძევებულ კარისკაცს
ავ წინათგრძნობად გამოჰყვა მამუკა ბატონიშვილის ახირებანი და
ხვანჯები. ამიტომაც, როცა გაიგო ლევანი გათავისუფლებას უპირებსო
ამპარტავან უფლისწულს მუხლი მოიყარა პატრონის წინაშე.
- ორი უფლისწული ტყვეობაში გყავს და ახლა აპირებ მამუკას
ციხიდან უსახსროდ დახსნას. ის კვლავაც გააგრძელებს ჩვენი მიწების
აწიოკებას. ნუ ინებებ ბატონო ამგვარი სიბრალულის გამოჩენას,- ლამის
ცრემლად დაიღვარა იმერელი დიდებული.
- პაატა ჭეშმარიტებას ღაღადებს ლევან!- კვერი დაუკრა
შემოხიზნულ სტუმარს შედანმა,- იმერეთის მეფე ახლა სოროშია მომწყ-
ვდეული და იქიდან მისი გამოდევნა ჩვენივე ნებით არ უნდა
ვიჩქაროთ. უმჯობესია ალექსანდრე მამულებისა და ყმების გადმოცემაზე
დავითანხმოთ როგორმე.
ხედავდა ლევანი, რომ ზედმეტი დაყოვნება და ზოზინი კარგს
არაფერს უქადდა მის მიერ დასახულ გეგმას. რუსი ელჩებიც ისეთი
გამალებით ცდილობდნენ იმერეთის მეფის ფიცით შემომტკიცებას, რომ
ლამის არჩევანის საშუალებას არ უტოვებდნენ ალექსანდრეს. რაც
მთავარია ყოველივე ამას იქნებ რუსის ჯარის შემოსვლა მოჰყოლოდა
ქუთაისში. ლევანმა საჩქაროდ მატუტია იხმო დარბაზში.
- ახლავე გაეშურე იმერეთში და ორმოცდაათი ხარ-კამეჩი
საჩუქრად მიართვი თეიმურაზს ჩემი სახელით. ალექსანდრეს კი
ურჩიოს, რომ ოცდაათი იმერელი დიდებული თავისი მამულებით მე
გადმომილოცოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიდება ზავი ჩვენს შორის.
მატუტია უსიტყვოდ დამორჩილდა ოდიშის მთავრის წინადადებას
და ვნების კვირაში დათქმული ძღვენი უკლებლივ მიართვა კახეთის
მეფეს. თეიმურაზმა მშვენივრად უწყოდა, რომ ალექსანდრე არაფრით
არ დათმობდა სანაპირო მიწებს, თუმცა შეფარვით მაინც შეაპარა სიძეს
ლევანის შემონათვალი.
- ჩვენთვის ახლა უმთავრესია მამუკა გამოვიხსნათ ტყვეობიდან.
მივცეთ ლევანს მოჩვენებითად ეს მიწები. დრო იქნება და ისევ
დავიბრუნებთ წართმეულს.
- ეს ხომ იგივეა ჩემი ხელით მოვიხადო გვირგვინი და ჩემივე
ხელით დავადგა თავზე ლევან დადიანს,- უხეირო გუნება-განწყობით
დაცდა ალექსანდრეს,- გარდა ამისა ის ისეთი უპირო კაცია, ამჯერადაც
არ შეასრულებს სიტყვას და უფლისწულებს თავისთან დაიტოვებს.
ვიდრე მეფენი დაძარღვული ვნებებით სახელმწიფო საქმეებზე
ბჭობდნენ ქუთაისის შუკებში მოხეტიალე მატუტია გულისყურით
ადევნებდა თვალ-ყურს მოსკოველი ელჩების გახშირებულ მიმოსვლას
სასახლის შემოგარენში. თავადაც ითხოვა რამდენჯერმე მეფეებთან
პაემანის მოწყობა, თუმცა ყოველ ჯერზე თავაზიან უარს ეუბნებოდნენ,-
მეფეები ზედმეტად მოუცლელნი არიან და ჯერ ვერ მიგიღებენო.
ხედავდა მატუტია, რომ რუსი ელჩები მალე მიაღწევდნენ საწადელს და
იმერეთის მესვეურს ადრე თუ გვიან თავიანთ პირობაზე
დაითანმებდნენ. მოარული ხმებით მოსკოველი სტუმრები თურმე ამის
გამო კარისკაცთა მოსყიდვასაც არ ერიდებოდნენ.
მატუტიამ თავადაც გადაწყვიტა ვინმეს გადმობირება და ქუჩუს
დაავალა სასახლის თარჯიმანთან გამოენახა საერთო ენა. ქუჩუმაც
იმდენი იფორთხიალა, რომ სულ ხუთიოდე დუკატის ფასად
დააფქვევინა თარჯიმანს სიმართლე.
- მაინც რა გითხრა იმ წუწკმა?- სიხარულისგან ხელებს იფშვნეტდა
მატუტია.
- პირწავარდნილი მექრთამეები და გამომძალველები ყოფილან ეს
რუსის დიაკები მატუტია ბატონო,- სულს ძლივს იბრუნებდა მთელი
დღის ჯაფისაგან არაქათგამოცლილი ქუჩუ. თურმე იმდენი მოუხერხე-
ბიათ ამ ვიგინდარებს, რომ სახლთუხუცეს ზაქარიას, ფეშანგ მდივანს
და თარჯიმანს ქრთამის სახით სიასამურის ბეწვები და ქაშანაურის
აბრეშუმის ნაჭრები ჩამოურიგეს ბლომად.
- და ამ ქრთამის მიცემა რისთვის დასჭირდათ თუ იცი?
- ამბობენ რაღაც საბუთზე აპირებსო მეფე ხელის მოწერას მალე და
ამისათვის თადარიგს იჭერენ თურმე ელჩები.
- ეცადე რამე სასარგებლო კიდევ დაცინცლო იმ ყურუმსაღს,- თით-
ქმის ჩურჩულით თქვა მატუტიამ და ოქროთი სავსე ქისა ჩაუცურა
ჯიბეში ქუჩუს.
მატუტია მიჩვეული იყო მუდამ მომღიმარი და ხალისიანი
ქუთაისელების ხილვას, თუმცა მარიამობის დღეს სულ სხვა,
ამაღლებული განწყობა შეამჩია ქალაქელთა იერ-სახეებზე. მდიდრულ
სამოსში გამოწყობილი წარჩინებულები მედიდურად დარიალებდნენ
ქალაქის ვიწრო ქუჩებში და ერთმანეთს ხალისით ემაასლათებოდნენ.
თავიდან მატუტიას ეგონა, რომ საზეიმოდ განწყობილი ხალხი
საეკლესიო წირვისათვის იჩენდა მზაობას, მაგრამ როცა ბუკების
გახშირებული ხმა მოესმა, მიხვდა, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეზე
იყრიდა ხალხი თავს. მატუტიამ მოკლეზე გადაკვეთა თაღებიანი ხიდი
და ბაგრატის ტაძრის აღმართს აუყვა ჩქარი ნაბიჯებით. ერთხანს
ეკლესიის ეზოში თავშეყრილ ხალხს მიაპყრო მზერა, თავაზიანად
მიესალმა ნაცნობ დიდებულებს და დაუბრკოლებრივ შეაღწია სალოცა-
ვში. საკურთხეველთან მეფე ალექსანდრეს მოჰკრა თვალი. იმერეთის
მესვეური მოსკოვის ელჩებს და არქიმანდრიტ ევდემონს დარბაისლუ-
რად ემუსაიფებოდა. მალე მის ყურთასმენამდე მეფის დაუცხრომელმა
ღაღადისმაც მოაღწია;
- მე იმერეთის მეფე ალექსანდრე, ჩემი შვილით ბაგრატით და ჩემი
ძმით მამუკათი სამუდამო ყმა ვარ სრულიად რუსეთის ხელმწიფის და
დიდი მთავრისა ალექსი მიხეილის ძისა...
მატუტიამ არ ისურვა ბოლომდე დასწრებოდა ფიცის დადების
ცერემონიალს და ტაძარში მიმოფანტულ მრევლში ჯიკაობით გაიკვალა
გზა. წმინდა ემბაზთან ქუჩუს ჭორფლიანი სახე დალანდა, უფრო მეტი

მონდომებით გაარღვია ხალხის ტალღა და ტაძრის სამხრეთულ


სვეტთან აჭა-გაჭით მიწვდა მეჯინიბეს.
- რა ქენი შე სულძაღლიანო, გამოქექე რამე?- კბილების კრაჭუნით
აღმოხდა მატუტიას და მათრახის ტარი მსუბუქად უთავაზა ქუჩუს.
- ყველაფერი ისე გავსკვანჭე როგორც თქვენ დამაბარეთ,-სული
ძლივს მოიბრუნა ქუჩუმ,- სულ ორიოდე ოქრო დამიჯდა ამჯერად
თარჯიმნის მოქრთამვა. ამ ფასად მეფე ალექსანდრეს მიერ მოსკოვში
გაგზავნილი წერილის ასლი შევიძინე. წერილი გუშინ შიკრიკს გავატანე
ზუგდიდში. იმერელი მესაზღვრეებისათვის თვალის ასახვევად შიკრიკი
ძველმანებით შევმოსე. თან ისეთ ფეხმარდ ცხენზე შევსვი, რომ იმედია
სამშვიდობოს იქნება უკვე.
- სწორად მოქცეულხარ. დღეის იქით ჩვენც არ დაგვედგომება უკვე
აქ. სანამ მათრახებით არ აგვიჭრელეს ზურგები, მანამდე გავასწროთ
აქაურობას.
ვიდრე მატუტია და ქუჩუ ქუთაისიდან ზუგდიდს ჩამოაღწევდნენ
ლევანმა სასახლეში ბჭობა გამართა, სადაც თათბირის მონაწილეებს
შიკრიკის მიერ ჩამოტანილი წერილის შინაარსი გააცნო;
- ნახეთ რას სწერს ალექსანდრე მეფე რუსთ ხელმწიფეს,- ადგილს
ვერ პოულობდა იმერელ მესვეურთა ღალატით შეძრული ოდიშის
მთავარი და გამალებით სცემდა ბოლთას დარბაზში,- პირში გვეპირფე-
რებიან, ზურგს უკან კი მახვილს ილესავენ. მე უკვე მივიღე
გადაწყვეტილება მამუკა ბატონიშვილთან მიმართებაში, თუმცა მანამდე
მინდა ამ წერილის შინაარსს ყველა თქვენთაგანი გაეცნოს.
მამუკა წულუკიძე დინჯად წამოდგა საკარცხულიდან, ვერცხლის
ტაბაკზე დადებული წერილი მოკრძალებით გამართა და რიხით
შეუდგა კითხვას.
" მე ალექსანდრე მეფე და ხელმწიფე იმერეთისა, ჩემი თავადები,
ყმები და მთელი ჩემი ქვეყანა, თქვენი უდიდებულესობის ქვეშევრდო-
მად და მორჩილად მიგვიღეთ. ამიერიდან თქვენი ყმები ვართ და
მომავალშიც ვიქნებით.
დადიანი ჩემი მონა-მორჩილი იყო და ხარკსაც მე მიხდიდა. ახლა
გადამიდგა და სტამბულის თურქთა სულტანს მიემხრო. ჯარები
შეკრიბა და სამჯერ თავს დამესხა. აფხაზებსა და ჯიქებს აგროვებს და
ყოველ წელს ჩემს წინააღმდეგ ლაშქრობს და ოთხასს ქრისტიან ბავშვს
თურქეთის სულთანთან ტყვეებად გზავნის. ხოლო იმ ხარკს, რომელსაც
მე მიხდიდა ახლა თურქეთის სულთანს უხდის. მე იმისათვის
გადამიდგა, რომ ქრისტიანი მეფე ვარ, მან კი რჯული შეიცვალა და
სულთანს მიემხრო. ახლა უნდა ჩვენი ქვეყანაც ოსმალოებს მიუგდოს.
მეფეო, შეგიძლია ოცი ათასი მეომარი გამოაგზავნო ჩვენში და ეს
ადგილები, ნაცვლად იმისა რომ მაჰმადიანებს ჩაუვარდეთ ხელში
თქვენი ძალაუფლების ქვეშ მოაქციოთ. ორივე მეფე მუხლმოდრეკით
გევედრებით და შევთხოვთ უფალს მოწყალება გაიღოთ და თქვენი
უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ მიგვიღოთ. ხოლო თუ წყალობას არ
გაიღებთ და ჩვენზე უარს იტყვით, მაშინ ჩვენს მიწას ოსმალოები
დაეპატრონებიან და ეკლესიების ნაცვლად მეჩეთებს აღმართავენ
ქართულ მიწაზე."
- თურმე ყველაფერთან ერთად ურჯულო, ბავშვების გამტაცებელი
და ხონთქრის მონაც ვყოფილვარ,- სამარისებური სიჩუმე ლეკურივით
გაარღვია ლევანმა,- როგორი იქნება თქვენი განჩინება წარჩინებულნო?
- დაისაჯოს, დაისაჯოს!- ლამის ერთხმად იყვირეს მეთათბირეებმა.
- ახლავე ჯიბღუ ჯალათს უხმეთ შხეფის ციხეში. როგორც ვხედავ,
მეფე ალექსანდრეს გონების სინათლე დახშობია . თუ ასეა, თვალის
ჩინი მის ძმას დაეხშოს სამარადჟამოდ!

თავი ოცდამეთუთხმეტე
წმინდა ქალაქი

1652 წლის აღდგომის დღე ბედნიერად გაუთენდა ლევანს.


სასახლის კარისკაცებმა იერუსალიმიდან ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის
ჩამოსვლა ამცნეს მუდამ სიახლეებით გულაფრიალებულ ოდიშის
მთავარს. აყვავებული ბაღის ფანჩატურში გაინაპირა ლევანმა
იერუსალიმის ჯვრის მამა სავახშმოდ. შვიდი წლის უკან მიავლინა მან
მამა ნიკოლოზი წმინდა ქალაქში, რათა ეკლესიის საქმეები
მოეგვარებინა მღვდელმთავარს. თუმცა ერთგული მოძღვრის გამოჩენით
დაუფლებული სიხარული უმალვე გაუფერმკრთალდა ლევანს.
სამწუხარო ამბავი აუწყა მას მამა ნიკოლოზმა. მამა გაბრიელ გეგენავა
მხეცურად მოკლესო ოსმალოებმა.
- ჯუზეპე ჯუდიჩეს მოკვლის შემდეგ რა გასაკვირია მამა
გაბრიელიც რომ ამოეღოთ მიზანში ამ ურჯულოებს,- ვერ დაიოკა
ნერვები ლევანმა,- მაინც რას ერჩოდნენ, რისთვის გაწირეს ასე
ხელაღებით?
- მამა გაბრიელი წინამძღვარ-იღუმენი იყო და წარმატებით იღწვოდა
ჯვრის ეკლესიაში. ის გოლგოთის წინამძღვრადაც ითვლებოდა და
ქართულ თემსაც წარმატებით უძღვებოდა. მე იმ დროს ქალაქში
გახლდით საყიდლებზე და ვერ შევესწარი ამ უბედურ შემთხვევას.
მოგეხსენებათ, ჯვრის ეკლესიას გალავნის გაყოლებით ბროწეულისა და
ლეღვის ნარგავები არტყია. იანიჩრებმა ტკბილი ხილით პირის
გასველება მოიწადინეს და კალიებივით შეესივნენ ნორჩ ხეებს. მამა
გაბრიელს შენიშვნა მიუცია გათავხედებული მეომრებისათვის,- ნაყოფი
მიირთვით ბატონებო რამდენიც გნებავთ იმდენი, ოღონდაც ტოტები არ
დალეწოთო. იანიჩრებმა იუკადრისეს მამა გაბრიელის თავგამოდება და
ხმლით აუკუწავთ საბრალო მოხუცი.
- მადლი უფალს თქვენ მაინც რომ ჩამოაღწიეთ მშვიდობით.
- მეორე დღეს იანიჩრებმა ეკლესიაზეც მიიტანეს იერიში. მე
ჯვარით ხელში გადავეღობე დუჟმორეულ ბრბოს და ავუხსენი, რომ
გოლგოთას მთისკენ მიმავალ გზაზე იესო ქრისტემ მხარზე გადებული
ჯვრით აქ შეისვენა და ამ ეკლესიასაც ჯვრის სახელი ამიტომაც ეწოდა
მეთქი. ჩემს სიტყვებზე იანიჩრებმა იყუჩეს და მუხლმოკვეთით გაიძუ-
რწნენ ეკლესიის ეზოდან.
- ბერძენი მღვდელმთავრები რას იქმნიან, ისინიც ხომ არ
გვეცილებიან ჯვრის ეკლესიას?
- ბერძნები ოსმალოებზე არანაკლებ მსუნაგები და ღორმუცელები
არიან. საქართველოდან ყოველწლიურად ექვსი ათასი პიასტრი
იგზავნება ჩვენი სიწმინდეების მოწყალებად, თუმცა ისინი გამუდმებით
უკმაყოფილონი არიან. შემოგვითვალეს,- მეტი თანხა გადაიხადეთ, თუ
არადა თქვენს ეკლესიებს ჩვენ მივხედავთო.
- ახლა ის მითხარი, ეს ხიფათებით აღსავსე გზა შეუცთომლად
როგორ განვლეთ შენ და გერასიმემ?
- თბილისში არიან ისეთი გამყოლები, რომლებიც გარკვეული
გასამრჯელოს ფასად მომლოცველებს და ვაჭრებს იერუსალიმამდე
მეგზურობას უწევენ. მათ ქალაქში მოქალაქე ბელადებს უწოდებენ. თუ-
მცა მე არ დამჭირდა მათი დაქირავება. თბილისში შემთხვევით ჩვენს
წალენჯიხელ ილარიონ ეპისკოპოსს წავაწყდი. ის მოგეხსენებათ
წარმოშობით ებრაელია და ხუთი თითივით იცის იერუსალიმის გზა.
მართლაც, ორ თვეში ისე ჩავედით წმინდა ქალაქში, რომ გზას
ერთხელაც არ ავცდენილვართ.
ისე დიდი გაჭირვების ჟამი უდგას ჯვრის მონასტერს ლევან
ბატონო. თურქებმა იმდენად დიდი გადასახადები დაგვაკისრეს, რომ
ეკლესიის შენახვა გვარიანი ჯაფის ფასად გვიხდება.ერთხანს იქ
მუშაობაც აგვიკრძალეს,- ვიდრე ვალებს არ გადაიხდით ტაძარში არ
შეგიშვებთო. ვალების გასასტუმრებლად სესხიც კი ავიღეთ და
საეკლესიო ინვენტარიც დავაგირავეთ, თუმცა ვერც ამან მოგვცა
სასურველი შედეგი. წინათ თუ 47 კანდელი ერთდროულად ენთო
სამლოცველოში, დღეს მხოლოდ ერთი ბჟუტავს უკუნეთ წყვდიადში.
- ჩემმა შემიწირულობამ თუ ჩააღწია იერუსალიმში?
- თქვენმა შემწეობამ სწორედ რომ სულზე მოგვისწრო ლევან
ბატონო. თანხა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჯვრის ეკლესია
ხელმეორედ მოგვეხატა. პეტრე იბერის დროინდელი ფრესკებიდან თი-
თქმის არაფერი იყო შემორჩენილი. ჩვენ ჯერ დახეთქილი კედლები
შევლესეთ და კარგადაც გამოვაშრეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა
გერასიმე ტაძრის მოხატვას. იატაკი მოზაიკით და ფერადი
მარმარილოთი განვაახლეთ, საკურთხევლის ადგილი კი ლამაზად
მოვფიქლეთ.
- ნახატი როგორი გამოვიდა?- მორიდებით იკითხა ლევანმა.
- გერასიმემ მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
ერთი თვის მანძილზე ფუნჯი არ გაუგდია ხელიდან. განუწყვეტლივ
დაბობღავდა ხარაჩოებზე და უმშვენიერესი რელიგიური სცენებით
მოხატა ტაძრის გუმბათი და კედლები. თქვენ და ნესტანი ეკლესიის
სამხრეთ კედელზე გამოგსახათ დიდი რუდუნებით და სიფაქიზით.
ორთავეს ხელში ჯვრის ეკლესიის მაკეტი გიჭირავთ, შუაში კი თქვენი
უფროსი ვაჟი ალექსანდრეა გამოსახული.
სხვათაშორის, როცა იერუსალიმში ჩავაღწიეთ, ტაძრის
საკურთხევლის სვეტზე თქვენი დის მარიამ დედოფლის ვედრებით
აღსავსე სახე დაგვხვდა გამოსახული.
- რატომ გაიკვირვეთ მამაო?!- ოდნავ შეიცხადა ლევანმა,- მარიამს
უკვე მისი სათნოების გამო მთელი თბილისი აღმერთებს. ის დღენიადაგ
ქვრივ-ობლებზე და უპოვრებზე ზრუნავს. ვგონებ თამარ მეფის შემდეგ
არც ერთ გვირგვინოსან ქალს ამდენი სიკეთე და წყალობა არ გაუღია
თავისი ხალხისთვის, რამდენიც მან გაიღო. სამწუხაროდ ჩემზე აიყარა
გული მარიამმა. მამუკა ბატონიშვილის დასჯა არ მაპატია საყვარელმა
დაიკომ. თურმე ძაძებით შემოსილა და ისე უგლოვია იმერელი
უფლისწული.
- მამუკა ბატონიშვილი აქეთობას მოვინახულე შხეფის ციხეში
ლევან ბატონო,- სიტყვა ბანზე ააგდო მამა ნიკოლოზმა.
- რაო, რა გითხრა უფლისწულმა?
- ალექსანდრეს ემდურის. გადაეცი ჩემს ძმას, რომ მე ჯერ კიდევ
ცოცხალი ვარო.
- სამართლიანადაც საყვედურობს თავის ძმას მამუკა ბატონიშვი-
ლი,- ლაკონურად შენიშნა ოდიშის მთავარმა,- ალექსანდრეს ძმის
დახსნა რომ ნდომებოდა უთუოდ შეელეოდა სანაპირო მიწებს.
- თქვენის ნებართვით ისევ ჯვრის ეკლესიაზე მოგახსენებთ ლევან
ბატონო. თქვენს მიერ გაწეული ამაგი საგანგებოდ ამოვატვიფრინე
აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო ეკლესიის აღაპებში ამგვარად აღვნუსხეთ
თქვენი შემწეობა;- ესე ღვთიური და ყველასაგან პატივცემული ტაძარი
წმინდა ცხოველმყოფელი ჯვარისა, მოხატული და განახლებული
ბრწყინვალე ხელმწიფისა ლეონ დადიანის ხარჯითა და შემწეობით.
- მე შემწეობას და ხარჯებს ჩემი სახელის უკვდავსაყოფად როდი
გავცემ მამაო,- წამით ჩაფიქრდა ლევანი,- ჯვრის მონასტერი ყველა
ქართველის სიამაყეა და მის გადასარჩენად თითოეულმა ჩვენთაგანმა
უკანასკნელი საზრდო უნდა გაიღოს. ჩვენ მრავალგზის დავკარგეთ
ჩვენი უფლებრივი მოვალეობები ეკლესიაზე. მრავალჯერ დააქციეს მისი
წმინდა კედლები აქლემებზე ამხედრებულმა ბედუინებმა თუ ქვიშასა-
ვით ურიცხვმა იანიჩრებმა, თუმცა ჩვენი წინაპრები ყოველთვის
ახერხებდნენ ამ ჩაფერფლილი ნანგრევებიდან მის ხელმეორედ გამო-
ბრწყინებას.
ჯვრის ეკლესია ჩვენი განათლების კერაცაა. აქ შოთა რუსთაველმა
დააღამა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები. მისი ძვალშესალაგიც
ეკლესიის შემოგარენში უნდა იყოს. ეს კი გვავალდებულებს, რომ
ჯვრის ეკლესია არავის დავანებოთ და ეს სიძველე სამარადჟამოდ ჩვენ
დავიმკვიდროთ.
- სწორედ ამის გამო მინდა შენდობის პარაკლისი გადავიხადო
ლევან ბატონო. ვიცი კურთხევაზე უამრავი ხალხი მოვა ცოდვების
მოსანანიებლად და თანხასაც არ დაიშურებენ. მგონი უნდა მოგროვდეს
იმდენი თანხა, რომ სრულად გამოვიხსნათ ტაძარი ვალებისაგან. ერთი
თხოვნაც მექნება თქვენი ჭირიმე!
- ბრძანეთ მამა ნიკოლოზ.
- მოგეხსენებათ იერუსალიმი ამჟამად ოსმალოების ხელშია, იმათ კი
ნაკლებად აღელვებთ ჩვენი სიძველეების დაცვა. ქალაქში ქურდბაცა-
ცები დაშლიგინებენ უთავბოლოდ, ჩვენთანაც შემოიპარა რამდენიმე
უკეთური და წმინდა გიორგის ხატი აგვწაპნეს თვალსა და ხელს შუა.
კარგი იქნება რომელიმე ცნობილ ოქრომჭედელს ანალოგიუხ ხატს თუ
გამოაჭედებინებთ. კათალიკოსი მაქსიმე მაჭუტაძე მალე აპირებს
იერუსალიმში გამგზავრებას და ხატს მას გავაყოლებდით.
-მაგაზე არ ინაღვლოთ მამაო ნიკოლოზ. ხვალვე ვესტუმრები ნო-
ჯიხევში ვინჩენცოს დ ხატის გაკეთებას დავავალებ.
ვინჩენცო ნოვიცარი რომის პაპის კურთხევით ეწვია ოდიშის
მთავარს. ლევანი ისე იყო გახარებული მისი ჩამოსვლით, რომ თავად
იტვირთა მისი მეგზურობა და ლამის მთელი ოდიშის ეკლესია-
მონასტრები მოატერებინა სტუმარს. იტალიელი ხელოსანი განსაკუთრე-
ბით ნოჯიხევის ეკლესიის ფრესკებით მოიხიბლა. მან უყოყნანოდ
ურჩია ლევანს სწორედ ნოჯიხევის ეკლესის შემოგარენში გაეხსნა
ჭედურობისა და ხატწერის სამჭედლო.
- რატომ მაინცდამაინც ნოჯიხევში?- უკითხავს ლევანს
გაკვირვებით.
- როცა ამგვარი უბადლო ფრესკების შემყურე დამწყები მხატვარი
პირველად ამოავლებს საღებავში ფუნჯს, ის უთუოდ გამორჩეული
გემოვნების ფერმწერად ჩამოყალიბდება.
ლევანსაც ბევრი არ უფიქრია და ზედ ყობისწყლის ფერდობზე
გახსნა სამჭედლო. თავად დღე არ გავიდოდა სახელოსნოში რომ არ შე-
ევლო და იტალიელი ხელოსანი არ მოენეხულბინა. განსაკუთრებით
დარეჯანის გარდაცვალების შემდეგ მოუხშირა სიარულს სახელოსნოში.
მეუღლის სულის საამებლად ყველა ნივთის ოქროში გავლება მოისურვა
ლევანმა, თუმცა ვინჩენცო არ დამორჩილდა მთავრის ნებას. მისი
აზრით ყველა ნივთი თავისი ნაკეთობით არ იმსახურებდა ოქროში
გავლებას.
- ოქროს ბზინვარება მხოლოდ უნაკლო, ჭეშმარიტი ხელოვნების
ქმნილებას უნდა მოერგოს, სხვა შემთხვევაში ოქროც დაკარგავს თავის
ძალას და სინატიფეს,- იტყოდა ხოლმე ვინჩენცო ხმამაღლა თავისი
შეგირდების გასაგონად და ბრაზმორეული ახურებდა ქურებს.
ლევანიც თითქოს შეურიგდა დონ ვინჩენცოს უცნაურ ახირებებს და
თავისი რჩევებით თავს არ აბეზრებდა ხელოსანს, თუმცა მამა ნიკოლო-
ზის თხოვნამ კვლავაც გააღვივა მასში ამპარტავნული ჟინი და ნოჯი-
ხევში ჩასვლისთანავე პირში მიახალა გაკადნიერებულ ხელოსანს.
- დონ ვინჩენცო! იერუსალიმის ჯვრის ეკლესიაში წმინდა გიორგის
ხატი მოუპარავთ არამზადებს. მინდა თქვენ რომ გაუძღვეთ ამ ხატის
გამოჭედვის საქმეს. ხატი ადამიანის სიმაღლისა უნდა იყოს, განით კი -
ათ მტკაველზე მეტისა. ოქროს და ვერცხლს თავსაყრელად მოგცემთ,
ოღონდაც ეს ნაკეთობა ზუგდიდში უნდა განასრულოთ.
- რატომ ზუგდიდში?- იკითხა გულუბრყვილოდ ვინჩენცომ.
- იქ გვერდში ვიქნები და უფრო თავისუფლად შევძლებ ხატზე
მუშაობისას მითითებების მოცემას. გარდა ამისა ნოჯიხევში დაუცველი
იქნები და მეშინია ქურდებმა ოქრო არ წარგტაცონ.
- ჩვენი წესის მიხედვით ოქრომჭედელს არ შეეფერება თავისი
სამჭედლო რომ მიატოვოს და სხვა სახელოსნოში იმუშაოს,- ხელმეო-
რად გაჯიუტდა იტალიელი სტუმარი.
- მე დიდ პატივს ვცემ თქვენს წესებს დონ ცინჩენცო, მაგრამ სამი
გირვანქა ოქრო უნდა მოგცეთ ამ მასიური ხატის გამოსაჭედად, რის
გამოც შეიძლება დიდ უსიამოვნებას გადაეყაროთ ნოჯიხევში.
- მე მაინც აქ ვარჩევდი დარჩენას,- მცირე ფიქრის შემდეგ
მტკიცედ განაცხადა ვინჩენცომ.
- განა პაპმა ჩემა სამსახურისთვის არ გამოგაგზავნა სამეგრელოში,-
რისხვით აენთო თვალები ლევანს.
- ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ჩვევას ვუღალატო და ერთი ბო-
განო მჭედლის მსგავსად სხვა სახელოსნოში ვიმუშაკო ლევან ბატონო!
მიწისფერმა გადაჰკრა ოდიშის მთავარს, თუმცა დიდსულოვნად და-
უთმო გაჯიუტებულ ხელოსანს.
- იყოს ნება შენი დონ ვინჩენცო,- მწარედ აღმოხდა ლევანს,-
მაგრამ შენი ნახელავი უნდა ღირდეს ამ თავგამოდებად.
ვიდრე ოდიშის მთავრის ცხენის ფლოქვების თქარუნი მილეულად
წვდებოდა სახელოსნოს შემოგარენს, მანამ ვერ გაებედა ხმის ამოღება
ჯოტო ტამელიას. ვინჩენცოს ყველაზე გამორჩეულ მოწაფეს გონებაში
ვერც წარმოედგინა, თუ როგორ უნდა გაებედა უბრალო მოკვდავს
ლევან დადიანთან თავის გაყადრება.
- მაინც საიდან ასეთი სითამამე ძმაო ვინჩენცო,- ჩუმად ჩაიდუდუ-
ნა ჯოტომ,- მთელი სამეგრელო თრთის ლევან ბატონის წინაშე, შენ კი
ისე ელაპარაკებოდი, თითქოს შენი ტოლი და თანასწორი ყოფილიყოს.
- ეხ, ჩემო ჯოტო! ჩემი ხელობის სიმარჯვემ და საკუთარი თავის
რწმენამ გამაბედინა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა. ლევანს იმისათვის კი
არ მოვუწვევივარ ამ სიშორეზე, ერთი ურჩობის გამო ქათამივით რომ
გამაგდებინოს თავი. ის კარგად ერკვევა ხატწერაში და ოქრომჭედლობა-
შიც, ამიტომაც არ გამიმეტა ასე უსულგულოდ.
- განა იქ, შენს სამშობლოშიც არ ემორჩილებოდი მეფესა თუ
მთავრებს?
- არასოდეს არ მიცეკვია მაგათ დუდუკზე. ამის გამო ბევრი
უსიამოვნებაც შემყრია, ხმელი პური და აქოთებული წყალი
მომნატრებია, უპოვარივით ცივ მიწაზეც ვწოლილვარ და ცოფიანი
ძაღლების გნიასში პირქუში ღამეები მითენებია. მაინც ვიყავი კერკეტი
კაკალივით, რადგანაც ამგვარი ყოფა უფრო მიხაროდა, ვიდრე მუცელზე
ხოხვა და დიაცისებური წუწუნი. შენც იმიტომ ამოგარჩიე
მრავალათასში, რომ ნიჭთან ერთად უჩვეულო ხასიათითაც გამოირჩევი
ჯოტო.
- მე ვერასოდეს გავუძალიანდები ჩემს მთავარს,- თავი ჩაქინდრა
მხრებში ჯოტომ.
- როცა შენს ნახელავს ყველა მოიწონებს, შენც ისეთივე სიამაყე
დაგჩრდილავს, როგორი სიამაყითაც ნებისმიერი ჭეშმარიტი ხელოვანია
შეპყრობილი. მაშინ მეფენიც შენს ფეხქვეშ განერთხმევიან და სამეფო
ტახტის გვერდზე მოგისვამენ. ახლა კი ქურები გავახუროთ და საქმეს
შევუდგეთ, ეს ოქრო კი სკივრში ჩავაწყოთ და ორმოში შევინახოთ.
მართლა არ აგვწაპნოს ვინმემ, თორემ სიამაყესთან ერთად თავსაც
წავაგებთ უეჭველად.
ორი თვე ლამის სამჭედლოში ჩაიკეტნენ ვინჩენცო და ჯოტო. არც
საჭმელი ახსოვდათ და არც- წყალი. იმდენად იყვნენ მუშაობით
ქანცგაწყვეტილე ბი, რომ ზეზეულად ღამეების თევისაგან მილეული
სანთელივით ჩამოხმნენ და ყანაში მდგარ ფრინველების საფრთხობელას
დაემსგავსნენ. მაინც თავისას არ იშლიდნენ და მუშაობით
დაზაფრულები ერთმანეთსაც აგულიანებდნენ, რათა დაპირებისამებრ
მოესწროთ ხატის გამოჭედვა. ერთხელაც ისეთი ძილქუში მოეკიდათ,
რომ ქურდებმა უგრძნეულად შეაღწიეს სახლში, მიწაში ჩამარხული ოქ-
რო მოიპარეს და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ.
ხასიათი წაუხდა ვინჩენცოს. თავჩაქინდრული წარსდგა ოდიშის
მთავრის წინაშე.
- აქ მოსვლას სიკვდილი მერჩივნა ლევან ბატონო,- აღსარებასავით
დაცდა უცხოელს,- თქვენს მიერ მობარებული ოქრო სკივრიანად გაი-
ტაცეს ქურდებმა. ნება მიბოძეთ სამშობლოში დავბრუნდე. პატიოსან
სიტყვას გაძლევთ, რომ იტალიაში ფულს ვიშოვი, უკან დავბრუნდები
და დანაკარგსაც უკლებლივ აგინაზღაურებთ.
- თქვენ ფულის შოვნა არ გევალებათ სინიორ ვინჩენცო,- აუღელვე-
ბლად მიუგო ლევანმა სტუმარს,- ოქრო მე მომპარეს. ამით მე მომაყენეს
შეურაცყოფა და არა -თქვენ. ასე რომ დამშვიდდით. ახლა ეს
მითხარით, ხატი ხომ არ წაუღიათ?
- ვერცხლის ხატისთვის რატომღაც ხელი არ უხლიათ! არადა დღე-
დღეზე უნდა დაგვეწყო ხატის ოქროთი მომინანქრება.
- სამეგრელოში ხატებს არათუ იპარავენ, არამედ ყველა სასოებითა
და თაყვანისცემით ეპყრობა. საკმარისია თხოვნით მიმართოთ და ხატი
აუცილებლად დაამიზეზებს ქურდებს. ხოლო თუ შესაწირს გააკეთებთ
ქურდებმა იქნებ ნაქურდალიც დააბრუნონ.
- ჩვენ კიდევ იმის გვეშინია, რომ ქურდებმა სულაც სასიკვდილოდ
არ გაგვწირონ.
- აქაურ ქურდებს ჩვევად არა აქვთ ხალხის ხოცვა. ბევრი მათგანი
საქურდაოდ შეგნებულად მიდის იარაღის გარეშე, რათა შემთხვევით
ვინმე არ შემოაკვდეს. ასე რომ მშვიდად გააგრძელეთ საქმიანობა.
ოქროზე კი ნუ იდარდებთ. იმაზე მეტს მოგცემთ, რამდენიც ხატის
მოქარგვას დასჭირდება. ჩემი დურგლები კი ორსართულიან სახლს
აგიშენებენ, რათა ოქრო ქურდებისაგან მიუწვდომელ ალაგს შეინახოთ.
ისე, ჩემთვის რომ გესმინათ და ხატი ზუგდიდში გამოგეჭედათ, ამდენი
სადარდებელი არც თქვენ გექნებოდათ და არც -მე. თუმცა რა გაეწყობა.
ახლა უმთავრესია დროზე მოვამთავროთ საქმე. მამა მაქსიმე დღეის-
წორს მიემგზავრება იერუსალიმში და არ მინდა ხელცარიელი რომ ჩა-
ვიდეს წმინდა ქალაქში.
დათქმულ ვადაში განასრულა ხატის მომინანქრება დონ ვინჩენცომ,
თუმცა მთავრის ნათქვამი ხატის ყოვლისშემძლეობაზე მოსვენებას უკა-
რგავდა.
- მართლაც დაასნეულებს ხატი ქურდებს?- მალი-მალ ეკითხებოდა
ის ჯოტოს.
- თუ შესაწირს მივართმევთ ხატს, ის უეჭველად დაამიზეზებს
ქურდებს. წმინდა გიორგის ხატი ყველაზე მამაცია სხვა ხატებს შორის
და მასზე გამწყრალებს რისხვად მოევლინება ხოლმე,- ქადაგად
გადაიქცა ჯოტოც.
- რატომღაც არ მჯერა ხატის მიერ გამოტანილი განაჩენის, თუმცა
რა გვიდგას წინ. ეკლესიაც აქვეა, წავიღოთ შესაწირი, იქნებ ქურდებმა
შეიცხადონ და ნაქურდალი უკან დააბრუნონ.
ჯოტოს დიდად არ სიამოვნებდა ქურდების ხატზე გადაცემის
ცერემონიალზე დასწრება, მაგრამ ვინჩენცოს უარს როგორ ეტყოდა.
ამიტომაც უხალისოდ მოუყარა თავი შესაწირს და ეკლესიისაკენ
გაუძღვა იტალიელ სტუმარს.
შესაწირად კი კარის მღვდელმა ორი ნაჭერი პური და ერთი დოქი
ღვინო იკმარა. მან შესაწირი თავზე შემოავლო ხატის წინ მდგარ
ვინჩენცოს და მის სახელზე მოკლე ლოცვაც წარმოთქვა. ვინჩენცო-
მაც დარიგებისამებრ ვედრებოთ მიმართა ხატს;
-შენ უწყი, რომ მე გამქურდეს და რომ მე არ ძალმიძს ხელთ
ვიგდო ქურდი. გთხოვ ამ ძღვენით, რომელიც მე მოგართვი, მოსპო ის.
ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ვინჩენცომ ხატის წინ ჯოხი
ჩაასო და მანამდე ურტყა ჩაქუჩი, ვიდრე ჯოხი მთლიანად არ ჩაა-
ფლო მიწაში,- უკეთუ ქურდმა ნაქურდალი არ დააბრუნა, მოექეცი მას
ისე, როგორც მე მოვექეცი ამ ჯოხს,- მუქარით დაასრულა ვედრება დონ
ვინჩენცომ. . . .

ჯოტოს ჭირის დღესავით სძაგდა ალიონზე ადრე ადგომა, მაგრამ


უჩვეულო ხმაურმა და კარის ჭრიალმა უსიამო შეგრძნება განუ-
ახლა. სასწრაფოდ წამოდგა, უხალისოდ მოირგო სანდლები და ეზოში
გამორიალდა. ალაყაფის ზღურბლზე ტაბაკი შენიშნა, სადაც მზის
სხივების ანარეკლზე ოქროს გროვა ჩახჩახებდა თვალისმომჭრელად.
თავი ოცდამეთექვსმეტე
განშორება

როდია შეღამებულზე ეწვია ოდიშის მთავარს. ლევანი ღია


სარკმელთან იდგა და წვიმიან ცას გასცქეროდა. ქალმა ფეხი მოირთხა
მის წინაშე.
- განა ისეთი რა უნდა მთხოვო როდია შენი ვედრება რომ არ
შევისმინო, ან მუხლის მოდრეკა რაში დაგჭირდა სახელოვანი დათუა
ბისკაიას რძალსა და ჩემი ძმადნაფიცის მეუღლეს,- ხელი შეაშველა
ლევანმა თავადის ასულს.
მოწყალეო ბატონო,- წელში გაიმართა როდია,- უკვე მრავალი
წელია , რაც ქრისტეფორე კასტელი დამაშვრალი პილიგრიმივით
იღწვის საქართველოში. ამ ხნის მანძილზე უამრავი სნეული განკურნა
მხურვალე ლოცვით, მრავალ გაჭირვებულსა და გლახაკს შეეწია,
ბევრიც ჭეშმარიტების გზაზე მოაქცია. მიეცი უფლება თავის ქვეყანაში
წავიდეს და სამუდამო განსასვენებელი მშობლიური ცის ქვეშ დაივა-
ნოს.
იცოდა ოდიშის მთავარმა ეს დღეც რომ მოაწევდა და დიდი
იტალიელი შინისკენ მიმავალ გზას რომ დაადგებოდა. ამიტომაც მოსა-
ლოდნელი განაჩენივით აღიქვა როდია მიქელაძის მაუწყებელი ამბავი.
- მე ძლივს მოვინელე მამა არქანჯელოსთან განშორება, ახლა კი
დონ ქრისტეფორე კასტელსაც უნდა დავცილდე. მაინც როდის აპირებს
პატრი გამგზავრებას?
- დონ ქრისტეფორე აივანზე გელოდებათ. ის თავად მოგახსენებთ
სათქმელს.
ფერმიხდილი ეჩვენა ოდიშის მთავარს იტალიელი მისიონერი.
მისი დაბებკილი სამოსიც არ მოუვიდა თვალში.
- თქვენც თუ მოგერეოდათ სნეულება არ მეგონა დონ ქრისტეფო-
რე?!- ალალი ღიმილით შეეგება ლევანი სტუმარს.
- მე ისეთი სნეულება შემეყარა ლევან ბატონო, რომელსაც არც
ერთი წამალი არ შველის. მხოლოდ მშობლიური გენუის მარილიანი
ზღვის ჰაერი თუ მომიყვანს ჯანზე.
- გულნატკენი ხომ არ მიდიხარ ჩვენგან დონ ქრისტეფორე?
- გულნატკენი რომ ვყოფილიყავი აქამდეც დავტოვებდი აქაურობას.
ერთ რამეზე მწყდება გული მხოლოდ. აქაურმა ტენიანმა ჰავამ ბევრი
ჩემი თანამოძმის სიცოცხლე შეიწირა. მე განგებამ ეს საფრთხე
ამაცდინა, თუმცა კოლხურმა ციებამ მეც დამრია მსახვრალი ხელი.
რას ვიზამთ? ზოგჯერ ექიმებიც ვხვდებით ავად, ჩვენც ვსაჭიროებთ
მზრუნველ და მგრძნობიარე ხელს. ეს არცაა გასაკვირი. მე ხომ სულ
ახალგაზრდამ დავდგი ფეხი ქართულ მიწაზე თქვენი ხალხის წყლუ-
ლების განსაკურნად.
- თქვენ ჭეშმარიტად ღვთისაგან მოვლენილი ადამიანი ხართ დონ
ქრისტეფორე. ამიტომაც შეგარქვეს მეგრელებმა '' ღორონთიშ კოჩი',-
ცრემლს ვერ იკავენდა როდია და მავედრებელი თვალებით შესციცინე-
ბდა პატრს.
- მეც დიდად დავალებული ვარ ღვთისაგან შვილო ჩემო, რადგანაც
სწორედ მისი დიდი გულმოწყალებით მოვხვდი ამ მიწაზე. იმ მიწაზე,
სადაც რძე და თაფლი თანაბრად მოედინება, სადაც განუწყვეტლივ
მორაკრაკებს სარწმუნოების სიცოცხლის წყალი, სადაც შემოქმედი
ღმერთის ჩაუქრობელი სინათლე ელვარებს მუდამ, სადაც
ქრისტეს სისხლი დღე და ღამე გვიხმობს დალაქავებული სულის
გასაწმენდად.
ოცდაექვსი წლის მანძილზე მოძღვრის კვერთხი მეკავა ხელში და
წირვა-ლოცვით საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული შემოვიარე.
თქვენს მიწაზე ქრისტეს ნაცვალი ვიყავი და მრევლს სულის ხსნას
ვუქადაგებდი.
-მოგვენატრებით მამაო!- ძლივს მოთოკა მოწოლილი ნაღველი
შედანმა.
. მეც მომენატრებით ბრწყინვალე თავადო. მე ხომ მთელი ჩემი
სიცოცხლე იმათ მოვახმარე, ვინც ამ მადლიან მიწაზე ცხოვრობს. ახლა
კი მიჭირს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, მუდმივად ცხენზე
ჯდომა. ჩემი სხეული დაუძლურდა. ხშირად ისე დამართნია, რომ
სიცივისაგან ყველა ძარღვი გამშეშებია. დროა, ჩემი დავრდომილი
სხეული და სული მშობლიური იტალიის მზემ გაათბოს. მე მივდივარ
იმისათვის, რომ სასახელო საქმეს მოვკიდო ხელი და მოვკვდე ჩემს
იტალიაში.
- დონ ქრისტეფორე,- მზერა გაუსწორა ოდიშის მთავარმა მისიო-
ნერს,- დღემდე ყოველთვის დაუფარავად ამხელდით ჩვენს მავნე ჩვევე-
ბს და ცხოვრების წესს. გამგზავრების ჟამსაც უნდა გვითხრათ ალალად,
მაინც როგორი მომავალი უჩანს ჩვენს ხალხს?
- თუ გაერთიანდებით, რწმენას არ დააგდებთ და ზნეობით შეიმო-
სებით თქვენსავით მოქადული ერი არ იქნება დედამიწის ზურგზე,-
ხელ-ჯოხზე დაყრდნობით წამოიმართა დონ ქრისტეფორე და მწუხრი
მშვიდობისა უსურვა ყველას.

. . .
ანძამოშვებული თურქული ხომალდები ნელა ირწეოდნენ ანაკლიის
აქაფებულ ტალღებზე. სოფლის მოსახლეობა დიდ-პატარიანად
ხომალდების გემბანზე შარიშურობდნენ და დაუცხრომლად
ეზიდებოდნენ ხმელეთზე ყველანაირ იარაღსა და აღკაზმულობას,
ქალისა და კაცის მზა ტანსაცმელს, ირანულ ნოხებსა და აბრეშუმის
ქსოვილებს. ოსმალო ვაჭრები სარფიანი მუშტრის პოვნით
გულმოცემულნი თამამად დააბიჯებდნენ ნაბდის სქელი ნაჭრებით
გადახურულ კარვებსა და გადაგრეხილი წნელისაგან აგებულ ქოხ-
მახებს შორის. ისინი მეტწილად ლამაზი გოგო-ბიჭების ყიდვის ჟინით
იყვნენ შეპყრობილნი და მშიერი ტურებივით დაეძებდნენ ტყვეებს,
თუმცა მთელი სანაპიროს გაყოლებაზე ერთი მიუსაფარი მოინალეც ვერ
მოიხელთეს. ლევანმა დონ ქრისტეფორეს ბაზარში გავლა შესთავაზა
უკანასკნელად.
- ხედავ მამაო როგორ დაშინდა ხალხი ჩვენი წამოწყებით. მთელი
ბაზრის გაყოლებაზე ერთი გაყიდული ბავშვის ქვითინიც არ ისმის,-
კმაყოფილებით აღნიშნა ლევანმა და ბაზრის შუაგულისკენ გაემართა.
- ყოველ ნაბიჯზე თქვენი მზვერავები დაშლიგინებენ ლევან
ბატონო და რომელი ჭკუათმყოფელი გაბედავს თქვენი ბრძანების
დარღვევას.
სამეგრელოს გორაკებიდან მონაბერ ნიავ-ქარს დონ ქრისტეფორეს
ხომალდისთვის ზურგქარის მოვალეობა უნდა შეესრულებინა. ლევანს
სურდა საკუთარი ხომალდით გაემგზავრებინა იტალიელი მისიონერი
კონსტანტინეპოლში. ქერეშ ფაღავასაც ამ დროისათვის დაპირებისამებრ
უნდა მოესწრო რამდენიმე კოლხური ოჩხომურის აგება. ლევანმა
შედანი გაგზავნა გემთსაშენისკენ, თავად კი ცნობისმოყვარე ხალხს
მზერა მოარიდა და დონ ქრისტეფორესთან ერთდ შემოვლითი
ბილიკებით ნავსადგურისკენ აიღო გეზი. ნახევრად შიშველი
მხლებლები მხრებზე მოდებული ბარგით სირბილით გაეკიდნენ ჩქარი
ნაბიჯებით მიმავალ ოდიშის მთავარს, რომელიც, დრო და დრო ხელის
გულს მზისგან იჩრდილავდა და სუნთქვაშეკრული გაჰყურებდა
პაპანაქება სიცხისაგან აორთქლებულ ზღვის უშველებელ სივრცეს.
მალე ენგურის ყურედან ზღვაში ანძაგაშლილი ხომალდი
შემოცურდა. ლევანმა მის კიჩოზე შედანი და ქერეში შეიცნო. ნელი
სვლით მიუახლოვდა ხომალდი ფიცარნაგით აგებულ ნავსადგურს,
სადაც ქერეშის ძახილზე მეზღვაურებმა ორი მცირე ღუზა შაუშვეს
წყალში.
ლევანმა თავად ისურვა გემბანზე ასვლა და გემის კაპიტნის
გაცნობა. ქერეშმა ჩაფსკვნილი, ულვაშებიანი ოსმალო წარუდგინა
ოდიშის მთავარს.
- მე მეგონა ჩვენებური კაპიტანი წარუძღვებოდა ჩვენს პირველ
ხომალდს ქერეშ ბატონო,- ტოლ-სწორად სცა თაყვანი ლევანმა დიდი
ხნის უნახავ ქვეშევრდომს.
-ტრაპიზონის ფაშას ნაოსნობის უფლება კი გამოვსტყუე, მაგრამ
ჯერხნობით მათი კაპიტნები გაჰყვებიან ჩვენს ხომალდებს. ლოცმანობას
კი მე ვიკისრებ. ისინი გაწაფული მეზღვაურები არიან და ამ
ფათერაკიან მგზავრობასაც უვნებლად ჩაამთავრებენ. ახლა მთავარია
შემხვედრი ქარი არ ამოვარდეს. ისე ტრაპიზონში ყოფნისას რამდენიმე
კომპასიც შევიძინე. ასე რომ შემდეგში ხანგრძლივი და დამოუკიდე-
ბელი მგზავრობისთვისაც მზად ვიქნებით ლევან ბატონო.
- შენი სახელი კაპიტანო,- მიუბრუნდა ლევანი ოსმალოს.
- მუსტაფას მეძახიან ჩემო ბატონო.
-ადრე არ მინახივხარ ჩვენსკენ.
- მართალს ბრძანებთ. პირველად ვარ სამეგრელოს წყლებში. ადრე
ყირიმის სახანოში ვნაოსნობდი ეფენდი.
- იცოდე მუსტაფა, რომ საქართველოსათვის ძვირფასი ადამიანი
მოგზაურობს ამ ხომალდით. მართალია, მე მას საგანგებო საბუთი
მივეცი, რომლის მეშვეობითაც უხიფათოდ შეეძლება ხმელეთზე
გადასვლა, თუმცა დღევანდელ დროში მარტო ბეჭდიანი სიგელით
შორს ვერ წახვალ. პირადად შენ გთხოვ, რომ ეს იტალიელი მისიონერი
უსაფრთხოდ ჩაიყვანო კონსტანტინეპოლში, სადაც მას პატრონობას
საფრანგეთის ელჩი გაუწევს. ამ სამსახურისთვის კარგადაც გადაგიხდი
კაპიტანო.
შედანმა ოქროთი სავსე ქისა ამოაძვრინა აბრეშუმის პერანგიდან და
მუსტაფას შეაჩეჩა ხელში.
- ჩემთვის თქვენი სიტყვაც საკმარისი იყო ეფენდი,- ჩარჩ-ვაჭარივით
გააკრაჭუნა ოქროს კბილები კაპიტანმა და ქისა ოსტატურად შეაცურა
ჯიბეში.
ოდიშის მთავარი მეგრული წეს-ჩვეულებით მკერდზე ეამბორა
მისიონერს და იერუსალიმიდან ჩამოტანილი ჯვრის ფრაგმენტები
მიაწოდა თაყვანისცემით.
- უნეტარესო მამაო. უფლის ნებით თქვენ იტვირთეთ უდაბნოში
ყოფნისას მშიერი ქრისტეს ფარა გემწყემსათ და მგლების კლანჭებისგან
დაგეხსნათ ჩვენი ქვეყანა. თქვენ ჩინებულად გაართვით თავი
დაკისრებულ მოვალეობას და ამაყად მიამგზავრებით თქვენს
სათაყვანებელ იტალიაში. უფალი გფარავდეთ შინისკენ მიმავალ გზაზე
მამაო!
ქრისტეფორე კასტელიმ მოღლილი მზერე შეავლო ქართულ მიწას
და ჩურჩულით დაცდა.
- ოცდაექვსი წელი საქართველო ჩემი სატრფო იყო ლევან ბატონო!

You might also like