You are on page 1of 8

ნავსიანი ლეჩაქი

ზაფხულის ხვატისგან შეწუხებული მხედრები ზლაზვნით მიჰყვებოდნენ


ცხენისწყლის შლამიან სანაპიროს. მდინარის გასწვრივ მოშრიალე ჭალის
ტყეები , გვიმრები და კატა-ბარდები გაუვალს ხდიდა მიმდებარე
ტერიტორიას.
ცხენოსნები უსიერ ჯაგნარში გაჭირვებით იკაფავდნენ გზას. სიცხისაგან
დაოსებულ მაჩანჩალა კამეჩებს წყალში ისეთი დგაფუნი ჰქონდათ, რომ
გვარიანად დააფრთხეს დოღში გამოცდილი ფეხმარდი ულაყები. კოკიმ
სიფრთხილით მოქაჩა აღვირი თავის წინწკლებიან ცხენს , ჩოხის კალთები
დაუდევრად აიკეცა და თოხარიკით შეაგელვა დაფეთებული პირუტყვი
აქაფებულ მდინარეში. ჯათუმ მშვიდად მიადევნა თვალი ბიძაშვილს,
ღონივრად მიმართა მოსართავები და დინებას ოდნავ აღმა მოუძებნა ფონი.
-აჩუ, შე სამგლე შენა, ასე რამ დაგაჩიავა?-შეუძახა კოკიმ ომახიანად წყალში
გალუმპულ ცხენს და ისე მძლავრად გაუტყლაშუნა ცერის სისხო მათრახი
ზურგზე, თითქოს ერთიანად მასზე აპირებდა ჯაბრის ამოყრას.
- ბედაურს უმიზეზოდ ნუ უწყრები კოკი, თორემ იგივე შეგემტვევა, რაც
ჯანსუღ აკაბელიას გადახდა შარშან, წყრომით დამარცვლა სიტყვები ჯათუმ
და ყმაწვილური შემართებითგაინავარდა უნაგირზე.
- ასეთი რა შეემთხვა ჯანსუღს, მასთან შესადარად რომ გამიხადე საქმე? -
ნაწყენი ხმით იკითხა კოკიმ.
- ისეთი სარკო არაფერი, უბრალოდ შენსავით ქალის სანახავად რომ
მიეშურებოდა , ცხენმა უვანა. დუჟმორეული პირუტყვი ცოფიანივით ყრიდა
ტღინქებს და გაოჩნებული ადგილიდან არ იძვროდა. კინაღამ ჭკუაზე
გადავიდა ჯანსუღი, მაგრამ სხვა გზა რა ჰქონდა. ფეხით ხომ არ ეახლებოდა
სასიმამროს. უკან მიბრუნებულზე კი სანამ თვინიერი ცხენი მოიხედნა, ქალს
უფრო მოწესრიგებული მთხოვნელი გამოუჩნდა. საპატარძლოს მოკეთებმაც
ასე განსაჯეს, - ეს კაცი ცხენს ვერ ათვინიერებს და ქალს როგორ მოუვლისო? -
ადგნენ და პატარძაიც უფრო დაღვინებულ პატრონს ჩააბარეს
- მაგის დარდი ნუ გექნება ჯათუ. მე ქალი მომეწონოს და ულაყმა
მიმუთხლოს?! - დაიურვა ოდნავ წართმეული აღვირი კოკიმ და ბედაური ისე
მარდად ამოახტუნა აბიბინებულ მდელოზე, თითქოს ჯანსუღის ბედისწერა
ზანზალაკების ჟღარუნით ეპარებოდა დალეული მზის აჩრდილში.
ესეც შენი სამეგრელო - იმერეთის საზღვარი. საბაჟო და საგუშაგო პუნქტები
გვაკლია, თორემ ყველა სხვა სახელმწიფო ატრიბუტიკა იცოცხლე. სანაქებოდ
გვაქვს მოწყობილი, „ვაი აახავაი“ – 1 ნაღვლიანად ჩაამთავრა მონოლოგი
ჯათუმ და ჩამორჩენილ ბიძაშვილს გულისხმიერად მიაყურადა.
ღამე კი მრუმე ნაბადივით გაწოლილიყო იმერეთის კოხტა ჭალებსა და
ველებზე. ღრუბლებში ჩამალული ფერკმთალი მთვარე ისეთი სისწრაფით
ჩადევნებოდა ღამის ბინდბუნდში მიმქრალ ცხენოსნებს, თითქოს დოღში
გაემართა მათთან შეჯიბრი. შიში უცხო იყო ძიძიშვილებისთვის, თუმცა მაინც
სიფრთხილით მითქარუნობდნენ უშველებელი, ტოტებგაცაცხულ ნაძვების
ჩერიოში. სულ მცირე ფაჩუნზეც შესდგებოდნენ, მთვარიანი ღამის კვალობაზე
გვარიანად მიმოზვერავდნენ არე მარეს და საფრთხის არგამოჩენით
შეგულიანებულები კვლავაც ტატიით დაადგებოდნენ ნაცნობ შარაგზას.
მართალია, გიორგი მეფესა და ელვან დადიანს შორის ჩამოგდებულმა ზავმმა
დროებით დააშოშმინა გუშინდელი მოსისხარნი, თუმცა ერთმანეთთან
შეხვედრის მაინც ერიდებოდნენ.
- მაინც რამდენი ქორ-მიმინო დაადო ხარკად ლევან დადიანმა იმერეთის
მეფეს? - ირონიული გუნება-განწყობით გადასძახა კოკიმ ბედაურის
უზანგებზე უფლისწულივით წელგამართულ ძიძიშვილს.
- იმდენი, რამდენი მეომარიც აღესრულა იმ დღეს გოჯურასთან. თუ არ
ვცდები სამოცდაათამდე სპა შეეწირა ხელისუფალთა უგუნურ კინკლაობას
მაშინ.
გულუხვად შეუფასებია ამდენი ოჯახის დაქცევა ჩვენს მთვარეს!
ნართაულად მოუქცია კოკიმ და თავზე გაკრული ყაბალაახი მათრახის ტირით
მონდომებით გაისწორა.
- შენც კაი დროს მოგეძალა სიყვარულის სამსალა. აქაური ჰაერი ჯერაც ომის
სუსხითაა ათანგული. შვილმკვდარი დედების თვალებში ცრემლი არ
შეშრობიათ. შენ კი ქალი აიტეხე, სწორედ რომ შესაფერისი დრო შეარჩია
საღლაფუცოდ!
-მე შენთვის არ დამიძალებია ამ საქმეზე გამოყოლა ჯათუ -
გაღიზიანებული განწყობით გამოსცრა კოკიმ.
-საწყენად როდი მითქვამს შე კაცო. ისე, ამბობენუმშვენიერესიაო
აგიშველის უმცროსი ქალიშვილი. მაინც ასეთი რა მოიგმირეამგვარი ქალის
ყურადღება რომ მიიპყარი? - სიტყვა ბანზე ააგდო ჯათუმ.
აბა რა გითხრა მე თავად არ ვიცი რით მოვაწონე თავი თავადის ასულს. იმ
დღეს ხატობაზე გამართულ მრულაში მახუტი არუნიას ბედაური
ლენცოფნაჭამივით დაწინაურდა. თითქოს დემონი ჩასახვოდას ხეულში.
დაუზოგავად გავულაწუნე მათრახი ჩემს მერანს. მაინც ცხენის კისრის
სიგრძით გამასწრო ჰელომდე იმ ბნედიანმა. წესით და რიგით გამარჯვების
მანტია მუხუტიას უნდა რგებოდა, მიიღო კიდეც წითელი ბაირაღი მარულას
ორგანიზატორებისაგა, მაგრამ აბრეშუმის ლეჩაქი მე მერგო აგიაშვილის
ქალისგან. ეტყობა ნასვამი იყო ქალი და ლექაჩი შემთხვევით მე ჩამიკუჭა
ხელში. თუმცა ისიც უნდა გახსოვედს ჯათუ, რომ უმშვენიერესი უმშვენიერესს
შეხვდება ხოლმე! - ამ სიტყვებზე ისეთი ხარხარი აუვარდა ორთავეს რომ
თავიდანვე შეცფუნდნენ ღამის დუმილში ანაზდად ავარდნილი ალიაქოთის
გამო. ცხენოსნები ერთსაათიანი შეუსვენებელი ჭენების ბოლოს ხელით
გასროლილი ქვის მანძილზე მიუახლოვდნენ თავადის სასახლის
ერთზღუდიან გალავანს, რომელიც თავის მიუდგომელი მდებარეობით
ციხესიმაგრეს უფრო წააგავდა, ვიდრე - საცხოვრებელს, გალავნის ალაყაფთან
მესაყვირენი ბუკს სცემდნენ რიგრიგობით.
- ჩვენ ხომ არ გვხვდებიან ასეთი მეფური პატივით? - შეიფერა ჯათუმ
მებუკეთა თავგამეტება და მედიდურად გაიმართა უნაგირზე.
უცხო სტუმრებს სასახლის მოურავი სეეგება იმერული თავაზიანობით,
დარბაისლურად დაქვეითდნენ ძიძიშვილები. ცოტათი კი ეხამუშათ
ცხენებთან განშორება. თუმცა მიღებულ ეტიკეტს უსიტყვოდ დაემორჩილნენ
და გაოფლილი ცხენები დიდსულოვნად დაუთმეს მეჯინიბეებს. აგიაშვილის
სასახლე რიყის ქვისგან იყო ნაგები. დარბაზის კედლები ნანადირევი ირმების
რიქებითა და გარეულითხის ეშვებიანი თავებით იყო დამშვენებული, სუფთად
დათლილი ვერცხლით მოჭედილი, პრიალა ჯიხვის ყანწები ავად
იმზირებოდნენ. ფოცრული იატაკი თურქული ნოხებითა და ფარდებით იყო
განწყობილი. ოვალური კედლის გასწვრივ ჭილობგადაფარებული განიერი
ტახტი იდგა.სადაც თვლებით მოსავადებულ ხანჯლები უწესრიგოდ ეყარა.
ტახტის გასწვრივ ხის კომოდზე შემოდებული ოქროთი მოვარყლებული
ვერცხლის ლარნაკი სარკესავით ირეკლავდა სარკმლიდან. შემოცურვილი
მთვარის ნათებას. ვერცხლის შანდლებზე აკიფებული სანთლებით კი
ბიბლიურ იდილიას აღვივებდა ირგვლივ.
დასველებული სტუმრები ბუხარში ალისფერად აგიზგიზებულ ცეცხლს
მიეფიცხნენ. არზმანებული ფუფუნებით ისე იყვნენ შეძრულნი, რომ ერთხანს
განაბულნი შესცქეროდნენ აშვერილ კოცონს. დარბაზსი დავანებული შითბო
და შიჩუმე ალერსით ეღვრებოდათ გათოშილ სხეულში.
- ბატონი მალე გეახლებათ. აჯამეთის ტყეში ნადირობს ეშვზზე. მანამდე
ამით ჩაისველეთ ყელი, ჩვენი ვენახებისაა, - დაუდევრად წაირუტუნა
საიდანღაც გამომტყვრალმა მოხუცმა და ერთი ჩალამი ოჯალეში ისე
ვაჯკაცურად დააბრეხვა ტაბაკზე, რომ დოქიდან ამოშხეფებულმა ღვინის
წინწკლებმა ჩოხის კალთა დაუსველა კოკის. ეთაკილა სტუმარს მსახურის
ამგვარი გაკადნიერება, თუმცა დიდსულოვნად არ შეიმჩნია მისი უხამსი
საქციელი, მხოლოდ მწყრალი თვალებით გახედა შინამოსამსახურეს.
ხომ სიმშვიდეა თქვენსკენ - გულისგარეთ იკითხა ჯათუმ და ლალისფერი
ღვინო რაინდული შემართებით ჩამოასხა საღვინე ჭინჭალაში.
- ჯერხნიბით კია სიმშვიდე და თქვენგან არ დაუბერა ზღვაურმა! -
შეფარული ირონიით ჩაიქირქილა მსახურმა და ფეხების ბაკუნით სამზადეში
წასარსალდა.
კოკი უმალ წასწვდა მასპინძლის გულისთქმას. ცოტა კი ეუცხოვა უბრალო
ფარუშისგან ასეთი სითამამე, მაგრამ არ აჰყვა ციდა მოხუცის გულის სისხლად
დაცდენილ სიტყვებს.
- ერთი ამ ყიამყრალს დანიხედე, როგორ ატარტალებს ენას, - შეიცხადა
მსახურის უგვანო საქციელი ჯათუმ.
- შეეშვი თუ ღმერთი გწამს, მოხუცს არტუნს ასე უდიერად ნუ განიკითხავ,
გამოესარჩლა ბერიკაცს კოკი, მისი უხეში სიმართლე გერჩივნოს მოყვრად
შენიღბული კაცის პირფერობას.
ხელმეორედ დასცეს მებუკეებმა საყვირს მთელი ხმით. ამჯერად ბატონის
ნადირობიდან უსაფრთხოდ მობრძანებას ამცნობდნენ სასახლეში მყოფთ.
თუმცა არც თუ ისე უვნებლად ჩაევლო ასპარეზობას აჯამეთის ტყეში. შუა
ნადირობისას მწევრების კბენისაგან გახელებული ტახი ქაიხოსროს ცხენს ისე
უღმერთოდ დატაკებოდა გზაზე
, რომ თავადის უნაგირზე თავი ვერ შეემაგრებინა და უხელროდ მოადინა
მიწაზე ზღართანი. ფერდებდალეწილი და გვერდებხილაქებული თავად
საკაცით ოთხმა მსახურმო ძლივს შემოასვენა ფარდაგებით მოფენილ
დარბაზში.
თითქოს ერთბაშად სული ჩაედგა მიძინებულ სასახლეს. კარი-კაცებმა მალ-
მალ მოუხშირეს მისაღებში საქმიანი ფუსფუსით ტანტალს. მალაქია ექიმიც
ლანდისუსწრაფესად გამოცხადდა სასახლეში თავისი საექიმო ზანდუკით.
თხის ქონში შეზავებული ბალზამი წაუსვა დალოლიავებულ გვერდებზე
ავადმყოფს. როგორც კი შვება იგრძნო და უკეთესობა დაეტყო თავადს,
მომატებული მრისხანებით შეუტია შინამოსამსახურეებს, თითქოსდა მათი
უნიათობის გამო მოტეხვოდა ხელი ნადირობისას. მხოლოდ ედუკიას ვერ
უბედავდა მცირეოდენ შესიტყვებასაც. ისიცი გვერდიდან არ სცილდებოდა
დავრდომილს და თავისი გაუთავებელი ტიტინით სამძიმალს უმსუბუქებდა
მოსიყვარულე მამას.
- ხომ გაგაფრთხილე მამავ ბატონო ასეთ ერეთ-მერეხში ნადირობაზე ხელი
აგეღო, ზოგჯერ ჩემი თხოვნაც ხომ უნდა შეისმინო? - გაბუტული ხმით
ეჩხუბებოდა ედუკია ქაიხოსროს და ხაკისფერ მუთაქებს გამალებით
უსწორდებოდა თავქვეშ.
- მარეკების ბრალია ყველაფერი, ბაბა სკუა დროზე ვერ გამოდენეს ნადირი
ტყიდან და სწორედ მაშინ დასცეს ბუკზე, როცა ის ტიალი ღორი ცხვირწინ
ამეტუზა და ცოფიანივით ჩემკენ გამოქანდა. ხელთოფი კი დავახალე იმ
გადარეულ ტყიურს, მაგრამ მაინც მოასწრო მცირედით ეშვის მოქნევა.
მერცხალ რომ არა სავალალოდ გამიხდებოდა საქმე. არადა ჩემზე ესე არ
ვდარდობ , როგორც ცხენზე, დღეისწორს მეფის კარზე ვარ მიწვეული და
დამთხვეული ცხენით ხომ არ ვეახლები პატრონს!
- რა მაგგისი პასუხია და ოდიშიდან სტუმრები გვეწვივნენ როსტომ ბატონო,
კოკი ობიშხაიზე უკეთ ვინ იცის წმინდა ულაყების ავან ჩავანი? - მორიდებით
ამცნო ტალანიდან წინკარში შემოფეთებულმა მოურავმა ახალი ამბავი ბატონს.
კოკის ხსენებაზე მზერა გაეყინა ედუკის. უცნაური ძრწოლა დაეუფლა
თავადის ასულს. მოულოდნელი ცნობისაგან სისხლი ისე აუმხედრდა,
როგორც თვინიერ ზღვას აუზვავდებიან გაავებული ტალღები. მოხდენილად
გაისწორა და ჩუმად განერიდა მამას.
კოკიმ სარკმლიდან მოჰკრა თვალი ჭისაკენ თანკენარად მიმავალ ედუკიას.
ოქროს სიმებით მოქარგული შავი კაბა და მხრებზე გადაკიდებული ძვირფასი
ქვებით შემკული მატყლის ოქროქსოვილი დედოფალივით შვენოდა ქალს.
ჩამოშვერილი, ფირუხებით შემკული საყურეები ყვრიმალებამდე წვდებოდა
შუაზე გაპობილი ხორბლისფერი თმა მზის შუქზე ოქროსფრად უბზინავდა.
ედუკიამ მოხდენილად ასწია თიხით გალესილი გვიმი 1 და თოკის კაუჭზე
აცმული პატარა სურია ფრთხილად ჩაუშვა ჭაში. ისე ფაქიზად უძღვებოდა ამ
საქმეს, რომ კოკიმ მიხმარება საჭიროდ არ ჩათვალა. ფარულად უხაროდა
კიდეც ასეთი მშვენიერი არსება მისთვის რომ ირჯებოდა მცირედით.
- ცივ წყალს ხომ არ ინებებთ ბატონო? - დარბაზში შემოსვლისთანავე
იკითხა ქალმა და სტუმრებს მდაბლად დაუკრა თავი
- შენგან მორთმეულს შხამსაც დავლევ ედუკია, - წაიჩურჩულა კოკიმ და
პატარა სურია ტუჩმიუდებლად ისე გამოსცალა, რომ ქალისთვის თვალი არ
მოუცილებია.
ჟამა ედუკიას სტუმრის ლაღნარევი სითამამე. ჟურუს დღესავით სძაგდა
უნიათო, სირცხვილისაგან
შემკრთალი მამაკაცები. თავზეხელაღებული, მუდამ საომრად შემართულ
ვაჯკაცს შენატროდა. თითქოს აუსრულდა კიდეც ოცნება. თუმცა მამის
ახირებული ხასიათის გადამკიდეს საკუთარი ბედისწერისა ისე ეშინოდა,
როგორც ტყვედ გაყიდულ ქართველს-უცხეოეთის ცის ქვეშ ცხოვრება.
- კიდევ არ მიატოვე ბიჭო მახინჯობა?2 შემოესმა ზურგს უკან ბატონის
დამცინავი ხმა კოკის.
- ჯერ ვაჯკაცობა არ დალეულა ოდიშში ქაიხოსრო ბატონო, მყისიერი
პასუხი შეაგებეს ფეხზე წამოცვენილმა სტუმრებმა მასპინძელს
- მაგაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს ვაჟკაცობა ჩვენს ურთიერთქიშპობას რომ
ვერ გასცდა, ეს მიკლავს გულს. ამის უკან იტალიელი მისიონერები
სტუმრობდნენ გიორგი მეფეს კრისტეფორე კასტელის ხელმძღვანელობით.
მრავალი წელია ესეთი კეთილშობილი პატრი თავისი სათნოებითა და
ღვთისმოსაობით კეთილად იღწვის ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. თავისი
დაუღალავი ქადაგებით ბევრი განდგომილი ერედიკოსი მოაქცია ქრისტეს
სჯულზე. მისივე თაოსნობით მრავალი ავადმყოფი განკურნეს და ანუგეშეს. ამ
ხსნის მანძილზე ქართულთან ერთად მეგრულიც შეუსწავლია, რამაც მისი
ავტორიტეტი მოსახლეობაში ერთი-ორად გაიზარდა. კასტელიმ არაერთხელ
მიიღო აქტიური მონაწილეობა ლევან დადიანისა და იმერეთის მეფის
მორიგებაში. ამჯერად აქტიურად გაისარჯა და პირველად ეხლა შედის სამეფო
პა;ატაში. იქნებ მისი შთამომავლობითა და ძალისხმევით არ დაირღვეს
ნანატრი მშვიდობა. უსაზმნოდ დაიღალა ხალხი უაზრო სისხლისღვრით. -
ჯიკური მასალა ბრტყელ-ბრტყელი ამბები ქაიხოსრომ გაღმანაპირელებს.
1.) ჯაზე დასადგამი
2.) ქურდობა

-უცხოელების შესარიგებელი რაგვჭირს თავადო, მართალია, კასტელი ახლო


მდგომი პირია, როგორც დადიანის, ასევე იმერეთის სამეფო კარისა. ის თავის
სულიერ ძმებთან ერთად ღირსეულად ირჯება დღესაც, თუმცა ჩვენს შორის
ჩამოვარდნილ გაუცხოებას ჩვენვე უნდა დავუსვათ წერტილი, - არ დამალა
სატკივარი კოკიმაც.
მე უფრო ოპტიმიზმის საფუძველს ის მაძლევს, რომხელშეკრულების ფიცი
სამეგრელოსა და იმერეთს შორის სამეფო ადათის მიხედვით დაადასტურეს
ჩვენმა დიდებულებმა.
- ეს რაში გამოიხატება თავადო? - არ დამალა თავისი გაოცება ჯათუმ.
-რაში და ლევან დადიანმა იმერეთში მეუღლე ჩამოიყვანა. მისი ბრძანებით
დედოფალმა მკერდი გაიხსნა და მეფეს ძუძუები მოაწოვინა. ამით საუკუნო
მშვიდობა და შერიგება შეჰფიცეს ერთმანეთს.
- კოკი შეჰზარა ამ ბარბაროსულმა ქმედებამ. არც ამ აქტით შეძენილი
მშვიდობისა სჯეროდა დიდად, თუმცა მასპინძელთან ამ თემაზე შესაძლო
კამათს მოერიდა და ყურადღების გასაფანტავად შემწვარი კალმახი გადაიღო
ლანგარიდან. ქაიხოსრომაც შეამჩნია, რომ სტუმრები შეგნებულად
გაურბოდნენ საუბრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას.
- მოდი სახელმწიფო საქმეებს შევეშვათ და ჩვენს გასაჭირს მივხედოთ.
ქვეყნიშ მესვეურები უჩვენოდაც ჩინებულად გაართმევენ თავს დასახულ
მიზნებს. ასე არ არის? - შეფარული ინტერესით იკითხა თავადმა და სიმწრით
მონადირებული შამფურზე წამოცმული ტახის მწვადები საკუთარი ხელით
მიაწოდა კოკის.
კოკისაც არ ეპიტნავებოდა მოჩვენებითი ზრუნვით შეპყრობილი
ზოგიერთი კაცის სახელმწიფო საქმეებზე გაუთავებელი ლაქლაქი და როყიო
კამათი. ისიც იცოდა, რომ ხალხი ასე ხელაღებით ჭინააშლილობის შენისაგან
ვერ განიკურნებოდა. მართალია, მას როგორც რიგითი ჯარისკაცს არ ძალუძდა
ხალხის დაჭაობებული ცნობიერების ამოვსება, მაგრამ სხეულში დაგებებულ
პროტესტს ჟამიდან-ჟამ ამოანთხევდა ხოლმე.
საბოლოოდ ამ პროტესტმა მაშინ ამოხეთქა , როცა ლევინ და დიანმა
იმერეთზე სალაშქროდ ქედზე კაცს უხმო. კოკიმ მაცნეს პირიტთ უარი
შეუთვალა მთვარის და გასაქცევად ცხენიც შეკაზმა. კარგად იცოდა, როგორც
გავლენიან აზნაურს დაუმორჩილებლობის გამო მრისხანე ბატონისაგან
ჯვარზე გაკვრა არ ასცდებოდა. ასხის მთას შეფარა თავი. ძიძიშვილთან ერთად.
ერთ დროს უღრანი ტყე ალაგ-ალაგ აჩეხილი დახვდა ძიძიშვილებს.
შემოკავებულ ადგილას იმერელ მწყემსებს უკვე მოესწროთ კარვების გაშლა.
მეგრელ მეცხენეებს კი ღომის დათესვაც მოესწროთ და წნელის ღობით -
ყანების ერთმანეთის გამიჯვნაც. ისინი ისეთი დიდი ხნით სტუმრობდნენ
აქაურობას, რომ ზოგიერთ მათგანს ჯირგვალიც კი ჰქონდა გამართული.
მწყემსები აქ მობარებულ ცხენებს მეთვალყურეობდნენ.
ასხის მთაზე ცხენის ქურდები საგანგებოდ ამოდიოდნენ და თავიანთი
ხელობის კვალობაზე რიგიანადაც ირჯებოდნენ. ცხენის დაკარგვის
შემთხვევაში მწყემს პატრონისათვის ზარალი უნდა აენაზღაურებინა.
ამიტომაც ხშირად უწევდათ იარაღასხმულ მწყემსებს ღამეების თეთრად
გათენება თუმცა კოკისა და მის ძიძიშვილს ყოველთვის გულღიად
გებულობდნენ , რადგანაც კოკი სადაც პურს შეჭამდა იქ თავს არ შეირცხვენდა
არაფრით.
ყმაწვილკაცობიდანვე უყვარდა კოკის მწყემსებთან ერთად შეღამებულზე
მუსაიფი და ვაჟკაცური შეზარხოშება. სწორედ მათ შეასწავლეს ჯერ კიდევ
პატარის აწკეპილი, შიშველი ხელებით წყურგილეს 1 ხავსიან ქვებში
მიმალული კალმახის დაჭერა და გარეულ ცხოველებზე ორკაპით 2 ნადირობა.
ტუმცა არც ღომის ყანაში მუშაობა ეთაკილებოდა. გამრჯე გუთნისდედასავით
გაუყვებოდა ხოლმე ღომის არეულ მწკრივებს და გულმოდგინედ
გამოთოხნიდა დატაროებულ, ზღვასავითაქოჩრილ ყანას. ზოგჯერ სიმღერაც
შემოენთებოდა გულზე, ხარისას წაიღიღინებდა თავისთვის :
„აშო მორთი სოლოშო 1
ღვინ მისხუნე თხოლოშა“.
ნადზე კი , ოდოია დოიას შემოსძახებდა მიწის სურნელით გახელებული.
ზოგჯერ ისე გაიტაცებდა თოხნა, რომ ჯათუ მსუბუქად საყვედურობდა კიდეც.
- აზნაური და თოხი რა საკადრისია ძიძიშვილო?
- საჭმელი აზნაურსაც და გლეხსაც ერთნაირად სჭირია ჯათუ, შიმშილი
რომ შეგაწუხებს აზნაურისშვილობა ვერ გიშველიც იცოდე, - დატუქსავდა
კოკი ჯათუს და ღონივრად შემოკრავდა მარჯვენას მაშინაც ნათესების
გამრგვლით ირჯებოდა, როცა მწყებმა ქაიხოსრო აგიშვილის დანაბარები
აუწყეს და ისიც დაუხანებლად გამოეშურა იმერეთს.
კოკის წამიერი გარინდება და ფიქრებში ხეტიალი მსახურების
გამალებულმა რონინმა შეანჯღრია. მათ რიგ-რიგობით შემოჰქონდათ
ჩონჩხითნიორწყალში მრგვალად მოხარშული დედლები, ტყემლით
შეზავებული ჯიხვის მწვადები, წითელიხალიანი, კეცზე შემწვარი კალმახები
და შამფურზე წამოცმული ხოხბები. იმერული თავინკარა ღვინოს ლიკლიკით
1.) წყარო
2.) მშვილდ-ისარი
3.) აქეთ მოდი ახლოსაო
ღვინო მასვი ლაყისაო (თხელისაო)

You might also like