You are on page 1of 280

1 მკითხველთა ლიგა

ივანე ტურგენევი

მამები და შვილები

მთარგმნელი გივი დოლიძე

2 მკითხველთა ლიგა
მიძღვნა

ეძღვნება ვისარიონ გრიგორიევიჩ ბელინსკის ხსოვნას

3 მკითხველთა ლიგა
მამები და შვილები

I
- რაო, პეტრე? კიდევ არ ჩანან? - ეკითხებოდა თავის მსახურს
1859 წლის 10 მაისს ***შარასთან მდებარე ფუნდუკის დაბალ
პარმაღზე უქუდოდ გამოსული, ორმოც წელს გადაცილებული
ბატონი, რომელსაც დამტვერილი პალტო და კუბოკრული შარ-
ვალი ეცვა. მსახური ახალგაზრდა, ბუთხუზა ყმაწვილი იყო, ნი-
კაპზე მოთეთრო ღინღლითა და მქრქალი წვრილი თვალებით.
მისი ფირუზის საყურე, მოპომადებული ნაირფერი თმა, თავა-
ზიანი მიხრა-მოხრა, - ერთი სიტყვით, ყველაფერი ამჟღავნებდა
მასში უახლესი, გაუმჯობესებული თაობის ადამიანს. მსახურმა
მოწყალე თვალით გახედა გზას და მიუგო, „არა, ბატონო, არ ჩა-
ნან“.
- არ ჩანან? - კვლავ შეეკითხა ბატონი.
- არ ჩანან, - ხელმეორედ მიუგო მსახურმა.
ბატონმა ამოიოხრა და დაბალ სკამზე ჩამოჯდა. სანამ ასე
ფეხმორთხმული ზის და ფიქრმორეული თვალს ავლებს არემა-
რეს, გავაცნოთ მკითხველს იგი.
მას ნიკოლაი პეტროვიჩ კირსანოვი ჰქვია. ამ ფუნდუკიდან 15
ვერსის დაშორებით კარგი მამული აქვს, ორასი სული ყმით ან,
როგორც თვითონ იტყვის ხოლმე, მას აქეთ, რაც გლეხებს
გაემიჯნა და „ფერმა“ მოაწყო, - ორი ათასი დესეტინა მიწა. მამა-
მისი, 1812 წელს ნაბრძოლი გენერალი, თითქმის უსწავლელი,
უხეში, მაგრამ უწყინარი რუსი ადამიანი, მთელი თავისი სიცოც-
ხლე ჭაპანწყვეტაში იყო, ჯერ ბრიგადას მეთაურობდა, მერე დი-
ვიზიას და მუდამ პროვინციაში ცხოვრობდა, სადაც თავისი ჩინის
წყალობით საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ნიკო-
4 მკითხველთა ლიგა
ლაი პეტროვიჩი დაიბადა სამხრეთ რუსეთში, ისევე როგორც მი-
სი უფროსი ძმა პავლე, რომელზედაც ლაპარაკი შემდეგ გვექნე-
ბა, და თოთხმეტი წლის ასაკამდე შინ იზრდებოდა, გარშემორ-
ტყმული იაფფასიანი გუვერნიორებით, მოურიდებელი, მაგრამ
პირმოთნე ადიუტანტებითა და პოლკისა და შტაბის სხვა მომსა-
ხურე პირებით. დედამისი, კოლიაზინების გვარისა, ქალიშვი-
ლობაში აგატჰე, ხოლო როგორც გენერლის მეუღლე - აგაკოფ-
ლეა კუზმინიშნა კირსანოვისა, მიეკუთვნებოდა „დედილო-
კომანდირშების“1 რიგს, რომელთაც „დედილოებს“ უწოდებ-
დნენ, ატარებდა მდიდრულ თავსაბურავებსა და შრიალა აბრე-
შუმის კაბებს, ეკლესიაში პირველი ემთხვეოდა ხოლმე ჯვარს,
ლაპარაკობდა ხმამაღლა და ბევრს, დილაობით შვილებს ხელზე
კოცნის ნებას აძლევდა, დაძინების წინ მათ ჯვარს გადასახავდა,
- ერთი სიტყვით, ცხოვრობდა ისე, როგორც სურდა. ნიკოლაი
პეტროვიჩი, - თუმცა მამაცობით არ გამოირჩეოდა და პირიქით,
მეტსახელად მშიშარაც კი შეარქვეს, - როგორც გენერლის ვაჟი,
მისი ძმის, პავლეს მსგავსად, სამხედრო სამსახურში უნდა შესუ-
ლიყო, მაგრამ სწორედ იმ დღეს, როცა მისი თანამდებობაზე
გამწესების შესახებ ცნობა მოვიდა, - ფეხი მოიტეხა; ამის შემდეგ
ორი თვე ლოგინში იწვა და სამუდამოდ „კოჭლი“ დარჩა. მამამ
მასზე ხელი ჩაიქნია და სამოქალაქო გზით გაუშვა. როგორც კი
თვრამეტი წელი შეუსრულდა, მამამ პეტერბურგში წაიყვანა და
უნივერსიტეტში მიაბარა. სწორედ ამ დროს მისმა ძმამ გვარდი-
ის პოლკის ოფიცრობა მიიღო. ახალგაზრდებმა ცხოვრება ერ-
თად, ერთ ბინაში, დედის ბიძაშვილის - ილია კოლიაზინის, დი-
დი მოხელის შორეული მეთვალყურეობით დაიწყეს. მამა კი და-
უბრუნდა თავის დივიზიასა და თავის მეუღლეს და მხოლოდ ხან-

1„კომანდირშა“ - მეთაური ქალი (რუს. командирша; ასე ეძახიან ოფიცრების,


მეთაურების ცოლებს).

5 მკითხველთა ლიგა
დახან უგზავნიდა ვაჟიშვილებს გაკრული ხელით აჭრელებული
რუხი ქაღალდის დიდ ფურცლებს. ამ ფურცლების ბოლოს ამშვე-
ნებდა გულმოდგინე „ღვარჭნილებით“ შემკული სიტყვები, „პი-
ოტრ კირსანოვი, გენერალ-მაიორი“. 1835 წელს ნიკოლაი პეტ-
როვიჩმა უნივერსიტეტი კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და,
ამავე წელს, გენერალი კირსანოვი, რომელიც უხეირო სამხედ-
რო შემოწმებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს, საცხოვრებ-
ლად მეუღლითურთ პეტერბურგში ჩავიდა. ის იყო, თავრიდის
ბაღის ახლოს სახლი იქირავა და ინგლისურ კლუბშიც ჩაეწერა,
რომ უეცრად დამბლით გარდაიცვალა. მალე მას აგაკოფლეა
კუზმინიშნაც თან მიჰყვა. იგი ვერ შეეჩვია სატახტო ქალაქის დუ-
ნე ცხოვრებას, სამსახურიდან დათხოვნილი მეუღლის დარდმა
შეჭამა. ამასობაში ნიკოლაი პეტროვიჩს, ჯერ კიდევ მშობლების
სიცოცხლეშივე და მათდა სამწუხაროდ, თავისი ბინის ყოფილი
პატრონის, მოხელე პრეპოლოვენსკის ქალიშვილი შეუყვარდა.
იგი იყო სანდომიანი და, როგორც იტყვიან ხოლმე, განვითარე-
ბული ქალიშვილი, ჟურნალებში სერიოზულ სამეცნიერო წერი-
ლებს კითხულობდა. როგორც კი გლოვის ვადა გავიდა, ნიკო-
ლაი პეტროვიჩმა შეირთო ეს ქალი, მიატოვა საუფლისწულო მა-
მულების სამინისტრო, სადაც მამამ ნაცნობობით მოაწყო, და
თავის მაშასთან ერთად ჯერ სატყეო ინსტიტუტის ახლოს - აგა-
რაკზე ნეტარებდა, შემდეგ ქალაქში, პატარა და კოპწია ბინაში,
რომელსაც სუფთა კიბე და გრილი სასტუმრო ოთახი ჰქონდა,
დაბოლოს - სოფელში, სადაც იგი სამუდამოდ დამკვიდრდა და
მალე ვაჟი, არკადი შეეძინა. ცოლ-ქმარი კარგად და მყუდროდ
ცხოვრობდა, ისინი თითქმის განუყრელნი იყვნენ, ერთად კით-
ხულობდნენ, უკრავდნენ ფორტეპიანოზე ოთხი ხელით, მღე-
როდნენ დუეტებს. ცოლი ყვავილებს რგავდა და თვალყურს
ადევნებდა საფრინველეს, ქმარი დროგამოშვებით სანადიროდ
დადიოდა და მეურნეობას განაგებდა, ხოლო არკადი იზრდებო-

6 მკითხველთა ლიგა
და და იზრდებოდა - ასევე კარგად და წყნარად. ათმა წელმა სიზ-
მარივით განვლო. 47 წელს კირსანოვის ცოლი გარდაიცვალა.
კირსანოვმა ძლივს გადაიტანა ეს უბედურება, რამდენიმე კვირა-
ში გაჭაღარავდა, ის იყო, დარდის გასაქარვებლად საზღვარგა-
რეთ გამგზავრება დააპირა, რომ 48 წელმა მოუსწრო. იგი ძა-
ლაუნებურად სოფელს დაუბრუნდა და საკმაოდ ხანგრძლივი
მოქმედების შემდეგ ხელი სამეურნეო გარდაქმნებს მიჰყო. 55
წელს ვაჟი უნივერსიტეტში მიაბარა და მასთან პეტერბურგში სა-
მი ზამთარი ისე გაატარა, რომ თითქმის არსად არ გამოდიოდა
და მხოლოდ არკადის ახალგაზრდა ამხანაგების გაცნობას ცდი-
ლობდა. მაგრამ ნიკოლაი პეტროვიჩმა უკანასკნელ ზამთარს
ვერ შეძლო პეტერბურგში ჩასვლა, - და აი, 1859 წლის მაისში
ჩვენ მას სრულიად გაჭაღარავებულს, ჩასუქებულსა და ოდნავ
მხრებში მოხრილს ვხედავთ. იგი ელოდება ვაჟიშვილს, რომელ-
მაც ისევე, როგორც ოდესღაც თავად, კანდიდატის ხარისხი
მიიღო.
მსახური ზრდილობისთვის, ან იქნებ იმიტომ, რომ ბატონს
მორიდებოდა, ჭიშკარს მიეფარა და ჩიბუხი გააბოლა. ნიკოლაი
პეტროვიჩმა თავი ჩაქინდრა და პარმაღის ძველ საფეხურებს და-
უწყო ცქერა. მოზრდილი, ჭრელი წიწილა დინჯად დასეირნობდა
საფეხურებზე და მაგრად აბაკუნებდა თავისი დიდი ყვითელი ფე-
ხებით. გათხუპნილი კატა პრანჭვა-გრეხით გაწოლილიყო
მოაჯირზე და მტრულად უთვალთვალებდა წიწილას. მზე აცხუ-
ნებდა; ფუნდუკის ნახევრად ბნელი წინკარიდან თბილი ჭვავის
პურის სუნი გამოდიოდა. ჩვენი ნიკოლაი პეტროვიჩი ოცნებამ
გაიტაცა. „ჩემი ვაჟი... კანდიდატია... არკაშა...“ შეუჩერებლივ
უტრიალებდა გონებაში. ცდილობდა, სხვა რამეზე ეფიქრა, მაგ-
რამ კვლავ იმავეს უბრუნდებოდა. მოაგონდა განსვენებული მე-
უღლე... „ვერ მოესწრო“, - ნაღვლიანად წაიჩურჩულა... გზიდან
მსუქანი, ვეჟანი მტრედი გადმოფრინდა და წყლის დასალევად

7 მკითხველთა ლიგა
ჭის ახლოს მდებარე გუბეს მიაშურა. ნიკოლაი პეტროვიჩმა
მტრედს თვალი გააყოლა. სწორედ ამ დროს ყრუდ ჩაესმა
თვლების რახრახი, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა... ალა-
ყაფიდან მსახური გამოხტა.
- ალბათ ისინი მობრძანდებიან, - მოახსენა მან.
ნიკოლაი პეტროვიჩი წამოხტა და გზას გახედა. გამოჩნდა ნა-
ქირავები ცხენების სამეულში შებმული ტარანტასი. ტარანტასში
სტუდენტის ქუდის არშიამ, ძვირფასი სახის ნაკვთებმა გაიელ-
ვა...
- არკაშა, არკაშა! - შეჰყვირა კირსანოვმა და ხელების ქნევით
გაიქცა... რამდენიმე წამის შემდეგ მისი ტუჩები უკვე მიჰკონებო-
და ახალგაზრდა კანდიდატის უწვერულ, გამტვერიანებულსა და
მზისგან დამწვარ ლოყას.

8 მკითხველთა ლიგა
II
- გაბერტყვა მაინც მაცალე, მამილო, - ეუბნებოდა მგზავრო-
ბისგან ოდნავ ჩახლეჩილი, მაგრამ წკრიალა-ყმაწვილური ხმით
არკადი და მხიარულად პასუხობდა მამის ალერსზე, - მთლიანად
მოგსვრი.
- რა უშავს, რა უშავს, - გრძნობამორევით იმეორებდა მოღი-
მარი ნიკოლაი პეტროვიჩი. მან ორგზის ჩამოჰკრა ხელი შვილის
ფარაჯის საყელოსა და საკუთარ პალტოს, - აბა მეჩვენე, მეჩვენე
ერთი, - დაუმატა მან, უკან დაიხია და მაშინვე გაეშურა ფუნდუ-
კისკენ, თან ამბობდა, „აი, აქეთ, აქეთ, აბა, ცხენები ჩქარა“.
ნიკოლაი პეტროვიჩი თავის ვაჟზე უფრო შეშფოთებული ჩან-
და, ოდნავ დაიბნა, თითქოს მორცხვობდა. არკადიმ შეაჩერა.
- მამილო, - უთხრა მან, - ნება მომეცი, გაგაცნო ჩემი კარგი
მეგობარი, ბაზაროვი, რომლის შესახებ შენთვის ხშირად მომი-
წერია. მან იმდენი პატივი დაგვდო, რომ დამთანხმდა, სტუმრად
გვწვეოდა.
ნიკოლაი პეტროვიჩი სწრაფად შემობრუნდა, მიუახლოვდა
ტარანტასიდან გადმომავალ მაღალ კაცს, რომელსაც ტანთ
ფართო ფუნჯებით შეკრული მოსასხამი ემოსა და მძლავრად
ჩაბღუჯა ზანტად გამოწვდილი მისი უხელთათმანო, წითური ხე-
ლი.
- სულით და გულით მოხარული ვარ, - დაიწყო მან, - და მად-
ლობას გიძღვნით მობრძანებისთვის, იმედი მაქვს... ნება მიბო-
ძეთ, გავიგო თქვენი სახელი და მამის სახელი?
- ევგენი ვასილიჩი, - მიუგო ბაზაროვმა ზანტი, მაგრამ ვაჟკა-
ცური ხმით, მოსასხამის საყელო გადაიწია და ნიკოლაი პეტრო-
ვიჩს სახე მთლიანად უჩვენა. ამ მაღალშუბლიან სახეს, მოგრძო-
სა და გამხდარს, - ზემოთ ბრტყელი და ქვემოთ წაწვეტებული
ცხვირით, დიდრონი, მომწვანო თვალებითა და მოგრძო ქვიშის-
9 მკითხველთა ლიგა
ფერი ქილვაშებით, დინჯი ღიმილი აცოცხლებდა. იგი თავდაჯე-
რებასა და ჭკუას გამოხატავდა.
- იმედი მაქვს, ძვირფასო ევგენი ვასილიჩ, რომ ჩვენთან არ
მოიწყენთ, - განაგრძობდა ნიკოლაი პეტროვიჩი.
ბაზაროვის თხელი ტუჩები ოდნავ შეირხა, მაგრამ პასუხი არ
გასცა, მადლობის ნიშნად მხოლოდ ქუდი ოდნავ ასწია. მისი მუ-
ქი ქერა, გრძელი და ხშირი თმა ვერ ფარავდა დიდი თავის ქა-
ლის მოზრდილ ამონაბურცებს.
- მაშ, როგორ მოვიქცეთ, არკადი, - კვლავ მიუბრუნდა თავის
ვაჟს ნიკოლაი პეტროვიჩი, - ახლავე შევაბმევინოთ ცხენები? ან
ეგებ დასვენება გსურთ?
- შინ დავისვენებთ, მამილო. უბრძანე, შეაბან.
- ახლავე, ახლავე, - დასძინა მამამ. - ჰეი, პეტრე, გესმის?
დატრიალდი, ძმობილო, დააჩქარე.
პეტრემ, როგორც მსახურს შეჰფეროდა, არ აკოცა ხელზე
ახალგაზრდა ბატონს, მხოლოდ შორიდან დაუკრა თავი და
კვლავ ალაყაფის კარში მიიმალა.
- მე ეტლი მყავს თან, მაგრამ შენი ტარანტასისთვისაც არის
სამი ცხენი, - ფუსფუსებდა ნიკოლაი პეტროვიჩი, - მაგრამ ჩემი
ეტლი ორადგილიანია და არ ვიცი, შენს მეგობარს რა ვუყოთ...
არკადი ამ დროს რკინის ჩამჩით დიასახლისის მორთმეულ
წყალს სვამდა, ხოლო ბაზაროვმა ჩიბუხი გააბოლა და მეეტლეს-
თან მივიდა, რომელიც ცხენების გამოხსნას შესდგომოდა.
- ის ტარანტასით წამოვა, - ხმადაბლა შეაწყვეტინა მამამისს
არკადიმ, - შენ მას ნუ ებოდიშები, გეთაყვა. იგი ჩინებული ყმაწ-
ვილია, ისეთი უბრალო, აი, ნახავ.
ნიკოლაი პეტროვიჩის მეეტლემ ცხენები გამოიყვანა.
- აბა, გაინძერი, სქელწვერავ! - მიმართა ბაზაროვმა მეეტ-
ლეს.

10 მკითხველთა ლიგა
- გესმის, მიტიუხა, - გამოეპასუხა მეორე, რომელიც იქვე იდ-
გა და ხელები ტყაპუჭის უკანა საჯიბეებში ჩაეყო, - ხედავ, ბატონ-
მა რა გიწოდა? მართლაც რომ სქელწვერა ხარ, აი.
მიტიუხამ ქუდი შეათამაშა და გაოფლიანებულ შუა ცხენს სა-
დავეები მოხსნა.
- აბა, მკვირცხლად, მკვირცხლად, ბიჭებო, მოეხმარეთ, - წა-
მოიძახა ნიკოლაი პეტროვიჩმა, - არყის ფულს მიიღებთ!
რამდენიმე წუთში ცხენები შეაბეს და მამა და შვილი ეტლში
მოთავსდნენ. პეტრე კოფოზე აძვრა. ბაზაროვი ტარანტასში შეხ-
ტა, ტყავის ბალიშს მიაყრდნო თავი და ორივე ეტლი დაიძრა.

11 მკითხველთა ლიგა
III
- მაშ, ასე, უკვე კანდიდატი ხარ და შინ დაბრუნდი, - ამბობდა
ნიკოლაი პეტროვიჩი და ხან მხარზე უთათუნებდა ხელს არკა-
დის, ხან - მუხლზე, - ძლივს!
- ბიძაჩემი როგორ არის, ხომ კარგადაა? - ჰკითხა არკადიმ.
მიუხედავად იმისა, რომ იგი გულწრფელი, თითქმის ბავშვური
სიხარულით იყო აღსავსე, მაინც უნდოდა საუბრის მღელვარე
ტონი რაც შეიძლება მალე დაეცხრო.
- კარგადაა. წამოსვლაც კი უნდოდა ჩემთან ერთად შენს შე-
სახვედრად, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა.
- დიდხანს მელოდი? - ჰკითხა არკადიმ.
- ჰო, დაახლოებით ხუთ საათს.
- კარგო მამილო!
არკადი სწრაფად შემობრუნდა და მამას ლოყაზე ძლიერად
აკოცა. ნიკოლაი პეტროვიჩმა ჩუმად გაიცინა.
- იცი რა მშვენიერი ცხენი მყავს შენთვის? - დაიწყო მან, - აი,
ნახავ. შენს ოთახში კიდევ შპალერი გავაკარით.
- ბაზაროვისთვის არის ოთახი?
- მაგისთვისაც გამოვნახავთ.
- მამილო, გეთაყვა, მოეფერე. ვერ წარმოიდგენ, როგორ ვა-
ფასებ მის მეგობრობას!
- ეგ ახლახან გაიცანი?
- ახლახან.
- იმიტომაცაა, წარსულ ზამთარს რომ არ მინახავს. რა მოხე-
ლეა?
- მისი მთავარი საგანი ბუნებისმეტყველებაა. საერთოდ კი
ყველაფერი იცის. გაისად საექიმო გამოცდების ჩაბარებას აპი-
რებს.

12 მკითხველთა ლიგა
- ჰოო! მედიკოსი ყოფილა, - შენიშნა ნიკოლაი პეტროვიჩმა
და გაჩუმდა. - პეტრე, დაიძახა მან და ხელი წინ გაიშვირა, - მგო-
ნი, ჩვენი გლეხები მოდიან.
პეტრემ გაიხედა იქით, საითაც ბატონი მიუთითებდა. სოფ-
ლის ვიწრო გზაზე მოქროდა რამდენიმე ფორანი, რომლებშიც
უაღვირო ცხენები ება. თითოეულ ფორანში თითო-თითო, ზოგ-
შიც ორ-ორი ტყაპუჭებგადაღეღილი გლეხი იჯდა.
- სწორედაც, - წარმოთქვა პეტრემ.
- სად მიდიან, ქალაქში ხომ არა?
- ალბათ ქალაქში, სამიკიტნოში, - ზიზღით დაამატა პეტრემ
და მეეტლისკენ ოდნავ გადაიხარა, თითქოს მისგან დასტურს
ელისო, მაგრამ მეეტლე არც განძრეულა, იგი გახლდათ ძველი
ყაიდის კაცი, რომელიც უახლეს შეხედულებებს არ იზიარებდა.
- ამ წელს გლეხების გამო დიდი საზრუნავი მაქვს, - ეუბნებო-
და ნიკოლაი პეტროვიჩი თავის ვაჟს. - ღალას არ იხდიან. აბა, რა
უნდა ქნა?
- დაქირავებული მუშებით კმაყოფილი ხარ?
- ჰო, - გამოცრა კბილებში ნიკოლაი პეტროვიჩმა. - იმათაც
აქეზებენ, აი, რა არის უბედურება, ამიტომ დიდ გულმოდგინებას
არ იჩენენ. აკაზმულობას აფუჭებენ, თუმცა გვარიანად კი მოხ-
ნეს. როცა დაფქვავენ, ფქვილიც იქნება. მაგრამ შენ ახლა გაინ-
ტერესებს მეურნეობა?
- ჩერო არა გაქვთ, აი, რა მადარდებს, - შენიშნა არკადიმ, ხო-
ლო ბოლო კითხვაზე არ უპასუხა.
- ჩრდილოეთის მხრიდან აივანს ზემოთ დიდი საჩიხი გავუკე-
თე, - შეესიტყვა ნიკოლაი პეტროვიჩი, - ახლა ჰაერზე სადილო-
ბაც შეიძლება.
- მეტისმეტად აგარაკს დაემსგავსება... თუმცა ეს ყველაფერი
წვრილმანია. სამაგიეროდ რა ჰაერია აქ! რა საამური სუნი
ტრიალებს! მართალი გითხრა, მგონი, ქვეყანაზე ვერსად ვერ

13 მკითხველთა ლიგა
იგრძნობ ისეთ სურნელებას, როგორიც ამ ადგილებშია! ანდა ეს
ცა... - არკადი უცებ შეჩერდა, ალმაცერად უკან მიიხედა და გა-
ჩუმდა.
- რა თქმა უნდა, - შენიშნა ნიკოლაი პეტროვიჩმა, - შენ აქ
დაიბადე, აქ ყველაფერი განსაკუთრებულად უნდა გეჩვენებო-
დეს...
- არა, მამილო, ეგ სულერთია, სადაც უნდა დაიბადოს ადა-
მიანი.
- მაინც...
- არა, ეს სავსებით სულერთია.
ნიკოლაი პეტროვიჩმა ალმაცერად გახედა შვილს და ეტლმა
მთელი ნახევარი ვერსი გაიარა, სანამ მათ შორის საუბარი გა-
ნახლდებოდა.
- არ მახსოვს, მოგწერე თუ არა, - დაიწყო ნიკოლაი პეტრო-
ვიჩმა, - შენი ყოფილი გამდელი, ეგოროვნა, გარდაიცვალა.
- ნუთუ? საბრალო მოხუცი! პროკოფიჩი ცოცხალია?
- ცოცხალია და ოდნავადაც არ შეცვლილა. ისევ ისე ბუზღუ-
ნებს. საერთოდ მარიინოში დიდ ცვლილებებს ვერ ნახავ.
- მოურავი იგივე გვყავს?
- აი, მოურავი კი გამოვცვალე. გადავწყვიტე, გააზატებულები
ან ყოფილი შინაყმანი აღარ ვიყოლიო ან, ყოველ შემთხვევაში,
საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არ დავაყენო (არკადიმ თვა-
ლით პეტრეზე ანიშნა). Il est libre, en effet,2 - დაბალი ხმით შე-
ნიშნა ნიკოლაი პეტროვიჩმა, - მაგრამ ეგ ხომ კამერდინერია.
ახლა მოურავი მეშჩანებიდან მყავს, მგონია, საქმიანი კაცი უნდა
იყოს. წლიურად ორას ორმოცდაათი მანეთი დავუნიშნე. თუმცა,
- დაუმატა ნიკოლაი პეტროვიჩმა და ხელი შუბლსა და წარბებზე

2 მართლაც, ის ხომ აზატია (ფრ.).

14 მკითხველთა ლიგა
მოისვა, - მე ეს წამია, გითხარი, მარიინოში ცვლილებებს ვერ
ნახავ-მეთქი... ეს მთლად მართალი არ არის, ჩემს მოვალეობად
მიმაჩნია, გაგაფრთხილო, რომ... თუმცა...
მას წამით ენა დაება და მერე ფრანგულად განაგრძო:
- მკაცრი მორალისტი ჩემს გულახდილობას უადგილოდ ჩათ-
ვლიდა, მაგრამ, ჯერ ერთი, ამის დაფარვა შეუძლებელია, და
მეორეც, შენც იცი, რომ მამა-შვილის ურთიერთდამოკიდებულე-
ბის შესახებ მე ყოველთვის განსაკუთრებული აზრის ვიყავი.
თუმცა, ცხადია, უფლება გაქვს, ჩემი საქციელი დაგმო. ჩემს
ასაკში... ერთი სიტყვით, ის... ის ქალიშვილი, რომლის შესახებ,
ალბათ, უკვე გაგიგონია...
- ფენეჩქა? - მოურიდებლად შეეკითხა არკადი.
ნიკოლაი პეტროვიჩი გაწითლდა, - ნუ ახსენებ მას, გეთაყვა,
ხმამაღლა... ჰო, იმას ვამბობდი... ის ახლა ჩემთან ცხოვრობს.
ჩვენს სახლში დავაბინავე... იქ ორი მომცრო ოთახი იყო. თუმცა
ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
- რას ბრძანებ, მამილო, რისთვის?
- შენი მეგობარი გვესტუმრა... უხერხულია...
- ბაზაროვისა, გეთაყვა, ნუ გეფიქრება, იგი ყოველივე ამაზე
მაღლა დგას.
- ან თავად შენ, - ჩაილაპარაკა ნიკოლაი პეტროვიჩმა, - ფლი-
გელი კი ცუდია - ესაა ხათაბალა.
- მომიტევე, მამილო, - ჩამოართვა სიტყვა არკადიმ, - შენ
თითქოს ბოდიშს იხდი, როგორ არ გრცხვენია!
- დიახაც უნდა მრცხვენოდეს, - მიუგო ნიკოლაი პეტროვიჩმა
და უარესად წამოწითლდა.
- კმარა, მამილო, კმარა, თუ გიყვარდე! - არკადიმ ალერ-
სიანად გაუღიმა. „რისთვის იხდის ბოდიშს!“ - გაიფიქრა მან და
ერთგვარი სინაზე იგრძნო თავისი კეთილი და გულჩვილი მამი-
სადმი. ამ გრძნობაში საკუთარი უპირატესობის შეგრძნებაც

15 მკითხველთა ლიგა
ერია, - კმარა, გეთაყვა, - გაიმეორა მან კიდევ და უნებლიეთ
ტკბებოდა იმით, რომ თვითონ ასეთი განვითარებული და თავი-
სუფალი შეგნების პატრონი იყო.
ნიკოლაი პეტროვიჩმა შვილის თითებშორის გახედა, რომ-
ლითაც შუბლის სრესას განაგრძობდა და გულში რაღაცამ გაჰ-
კრა... მაგრამ იმწამსვე თავის თავს დასდო ბრალი.
- აი, უკვე ჩვენი ყანები იწყება, - ჩაილაპარაკა მან ხანგრძლი-
ვი სიჩუმის შემდეგ.
- ის კი, წინ, მგონი, ჩვენი ტყეა? - იკითხა არკადიმ.
- ჰო, ჩვენია, მაგრამ გავყიდე. წელს უნდა გაჩეხონ.
- რატომ გაყიდე?
- ფული მჭირდებოდა, ამასთან, ეს მიწა გლეხებზე გადადის.
- რომლებიც ღალას არ გიხდიან?
- ეს უკვე მათი საქმეა, თუმცა ოდესმე ხომ გადაიხდიან.
- მენანება ტყე, - შენიშნა არკადიმ და იქაურობას თვალი მო-
ავლო.
ადგილები, რომლებიც მათ გაიარეს, არ იყო თვალწარმტაცი.
მინდორი მინდორს ცის ტატნობამდე მისდევდა, ხან ოდნავ
აიბორცვებოდა, ხან კვლავ დაივაკებდა. აქა-იქ მოჩანდა პატარ-
პატარა ტყეები და მიიკლაკნებოდა დაბალი, მეჩხერი ბუჩქნა-
რით მოფენილი ღრანტეები, რომლებიც ეკატერინეს დროინ-
დელ ძველებურ გეგმებზე გამოსახულ ღრანტეებს მოგაგონებ-
დათ. შიგადაშიგ ნაპირებმორღვეული ღელეები და პაწაწა გუბუ-
რების მინგრეული კაშხალები მოჩანდა, შემდეგ - სოფლები და-
ბალი ქოხმახებით. ქოხმახებს ჩაშავებული, ხშირად ნახევრად
მორღვეული სახურავები ჰქონდა. დაცარიელებულ კალოებთან
გვერდმოქცეული, წნულკედლებიანი სალეწი ფარდულების ჭიშ-
კრებს დაეღოთ პირი. მოჩანდა ეკლესიები, ზოგან აგურისა, აქა-
იქ ბათქაშჩამოცლილი, ზოგან კიდევ ხისა, გვერდზე გადაზნექი-
ლი ჯვრებითა და გაოხრებული სასაფლაოებით. არკადის თან-

16 მკითხველთა ლიგა
დათან გული ეკუმშებოდა. თითქოს განზრახ, წინ სულ ჩამოფ-
ლეთილი გლეხები ხვდებოდნენ, რომლებიც უბადრუკ ჯაგლა-
გებზე ისხდნენ; როგორც ძონძებში გამოხვეული მათხოვრები,
ისე იდგნენ გზის პირას ქერქშემოცლილი და ტოტებმომ-
ტვრეული ტირიფები. მჭლე, აბურძგნილი, თითქოს გაძვალტყა-
ვებული ძროხები თხრილებში ხარბად წიწკნიდნენ ბალახს. გე-
გონებოდათ, ეს-ესაა, თავი დააღწიეს ვიღაცის საშიშ, მომაკვდი-
ნებელ ბრჭყალებსო. ქანცმილეულ პირუტყვთა საცოდავი შესა-
ხედაობა ამ მშვენიერ გაზაფხულის დღეს მოგაგონებდათ უსიხა-
რულო, გაუთავებელი ზამთრის თეთრ აჩრდილს, თავისი ქარბუ-
ქით, ყინვებითა და თოვლით... „არა, - გაიფიქრა არკადიმ, - არ
არის ეს მხარე მდიდარი, არც ბარაქით გაგაოცებს, არც შრომის-
მოყვარეობით; არ შეიძლება, არ შეიძლება მისი ასე დატოვება,
გარდაქმნები აუცილებელია... მაგრამ როგორ გინდა განახორ-
ციელო ან როგორ უნდა დაიწყო?..“
ასე ფიქრობდა არკადი და სანამ იგი ფიქრობდა, გაზაფხულს
თავისი გაჰქონდა. ირგვლივ ამწვანებულ მიდამოს ოქროსფერი
დაჰკრავდა, თბილი სიოს მსუბუქი ქროლა ყველაფერს ლაღად
არხევდა და აელვარებდა, -ხეებს, ბუჩქებსა და ბალახსაც; ირ-
გვლივ ტოროლების გაუთავებელი წკრიალა გალობა ისმოდა.
პრანჭიები ხან შესძახებდნენ და მდელოს თავს დასტრიალებ-
დნენ, ხან კი უხმოდ კოლბოხიდან კოლბოხზე ხტებოდნენ. ლა-
მაზ შავ ლაქებად მოჩანდნენ ნორჩ ჯეჯილში მოსეირნე ჭილყვა-
ვები. ისინი მიიმალებოდნენ ხოლმე უკვე ოდნავ შეთეთრებულ
ჭვავის ყანაში და მის ნისლისფრად მოლივლივე ტალღებში თა-
ვებს აქა-იქ წამოყოფდნენ. არკადი უცქეროდა ყოველივე ამას
და ამ ყოფაში მისი ფიქრები თანდათან ილეოდა და ქრებოდა.
მან ფარაჯა გაიძრო და ისე მხიარულად, ბავშვურად შეანათა
თვალები მამას, რომ მან ისევ გულში ჩაიკრა.

17 მკითხველთა ლიგა
- აწი უკვე აღარაა შორს, - შენიშნა ნიკოლაი პეტროვიჩმა, -
აი, ამ გორაკზე ავაღწევთ და სახლიც გამოჩნდება. მე და შენ ჩი-
ნებულად ვიცხოვრებთ, არკაშა; შენ მეურნეობაში მომეხმარები,
თუ არ მოგბეზრდება. ჩვენთვის ახლა საჭიროა დაახლოება, ერ-
თმანეთის კარგად გაცნობა, ხომ მართალია?
- რასაკვირველია, - ჩაილაპარაკა არკადიმ, - ხედავ, რა საუც-
ხოო დარია დღეს?!
- შენი მოსვლის გამოა ეს, ჩემო სულო. გაზაფხული მართლაც
ბრწყინვალეა. თუმცა ვეთანხმები პუშკინს - გახსოვს „ევგენი
ონეგინში“ რომ ამბობს:
როგორ მაღონებს შენი მოსვლა,
გაზაფხულო, ჟამო ტრფობისავ!
როგორი...
- არკადი! - მოისმა ტარანტასიდან ბაზაროვის ხმა, - გამომიგ-
ზავნე ასანთი, ჩიბუხი ვერაფრით გამიჩაღებია.
ნიკოლაი პეტროვიჩი ჩაჩუმდა, ხოლო არკადიმ, რომელიც
ერთგვარი განცვიფრებით, მაგრამ მაინც თანაგრძნობით უსმენ-
და მამას, სასწრაფოდ დააძრო ჯიბიდან ასანთიანი ვერცხლის
კოლოფი და პეტრეს ხელით ბაზაროვს გაუგზავნა.
- სიგარა ხომ არ გინდა? - ისევ დაუძახა ბაზაროვმა.
- მომეცი, - მიუგო არკადიმ.
პეტრე დაბრუნდა და კოლოფთან ერთად გადასცა მას მსხვი-
ლი, შავი სიგარა, რომელიც არკადიმ დაუყოვნებლივ გააბოლა
და ირგვლივ დაობებული თამბაქოს ისეთი მძაფრი, მყრალი სუ-
ნი დააყენა, რომ ნიკოლაი პეტროვიჩმა, რომელიც თუთუნს არ
ეწეოდა, უნებლიეთ, თუმცა შეუმჩნევლად, რომ შვილს არ სწყე-
ნოდა, სახე განზე მიაბრუნა. მეოთხედი საათის შემდეგ ორივე
ეტლი ხის ახალი სახლის პარმაღის წინ გაჩერდა. სახლი ნაც-
რისფრად იყო შეღებილი და რკინის წითელი სახურავი ჰქონდა.

18 მკითხველთა ლიგა
ეს იყო მარიინო, იგივე „ნოვაია სლობოდკა“, ანუ - გლეხების
შერქმევით, „ბობილი ხუტორი“.

19 მკითხველთა ლიგა
IV
შინაყმები ბატონების შესახვედრად პარმაღზე არ გამოფენი-
ლან. გამოჩნდა მხოლოდ ერთი თორმეტი წლის გოგო, ხოლო
მის შემდეგ სახლიდან გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც
ძალიან ჰგავდა პეტრეს. მას ლივრეის ქურთუკი ეცვა, გერბიანი
თეთრი ღილებით. იგი პაველ პეტროვიჩ კირსანოვის მსახური
იყო. ბიჭმა უხმოდ გაუღო მათ ეტლის კარი და ტარანტასს წინსა-
ფარი მოხსნა. ნიკოლაი პეტროვიჩი შვილთან და ბაზაროვთან
ერთად ბნელი და თითქმის ცარიელი დარბაზით, რომლის კარს
უკან ახალგაზრდა ქალის სახემ გაიელვა, სასტუმრო ოთახისკენ
გაემართა. სასტუმრო უახლესი გემოვნებით იყო მორთული.
- აი, უკვე შინ ვართ, - წარმოთქვა ნიკოლაი პეტროვიჩმა,
კარტუზი მოიხადა და თმა შეარხია. - ახლა ვივახშმოთ და დავის-
ვენოთ - ესაა მთავარი.
- ჭამა, მართლაც, ურიგო არ იქნება. - შენიშნა ბაზაროვმა, გა-
იზმორა, დაამთქნარა და დივანზე დაეშვა.
- ჰო, ჰო, ვივახშმოთ, ვახშამი ჩქარა! - ნიკოლაი პეტროვიჩმა
სრულიად უმიზეზოდ დააბაკუნა ფეხები. - აი, პროკოფიჩიც - და-
ბარებულივით მოვიდა.
შემოვიდა ასე, სამოცი წლის თმათეთრი, გამხდარი და შავ-
გვრემანი კაცი; სპილენძისღილებიანი მიხაკისფერი ფრაკი ეცვა
და ყელზე ვარდისფერი ხილაბანდი ჰქონდა შემოხვეული. ღრე-
ჭით არკადის ხელზე ეამბორა, შემდეგ თავი დაუკრა სტუმარს,
კარისკენ დაიხია და დოინჯი შემოიყარა.
- ამას ხედავ, პროკოფიჩ, - დაიწყო ნიკოლაი პეტროვიჩმა, -
როგორც იქნა, გვაღირსა ჩამოსვლა... ჰა? როგორია?
- უკეთესს რას ნახავ, - ჩაილაპარაკა მოხუცმა და კვლავ გაიკ-
რიჭა, მაგრამ მაშინვე შეჰკრა თავისი ჯმუხი წარბები. - სუფრის
გაწყობას ხომ არ მიბრძანებთ? - დასძინა რიხით.
20 მკითხველთა ლიგა
- ჰო, ჰო, გეთაყვა. მაგრამ ჯერ თქვენს ოთახში ხომ არ შეივ-
ლიდით, ევგენი ვასილიჩ?
- არა, გმადლობთ, არ ვსაჭიროებ. უბრძანეთ მხოლოდ, იქ ჩე-
მი ჩემოდანი შეიტანონ და აი, ეს ტანისამოსიც, - დაუმატა ბაზა-
როვმა და მოსასხამი გაიხადა.
- კეთილი. პროკოფიჩ, რას უცდი, ჩამოართვი ფარაჯა (პრო-
კოფიჩი თითქოს წამით შეფიქრიანდა, მერე ორივე ხელით აიღო
ბაზაროვის ტანსაცმელი, თავს ზემოთ ასწია და ფეხაკრეფით გა-
ვიდა). შენ კი, არკადი, არ გაივლი შენს ოთახში რამდენიმე წუ-
თით?
- ჰო, ტანსაცმელი უნდა გავიწმინდო, - მიუგო არკადიმ და ის
იყო, კარს მიაშურა, რომ სწორედ იმწუთას სასტუმრო ოთახში
შემოვიდა შუა ტანის კაცი, რომელსაც შავი ინგლისური კოს-
ტიუმი და ლაქის ფეხსაცმელი ეცვა, ყელზე კი მოდური ყელსახ-
ვევი გაენასკვნა. იგი პაველ პეტროვიჩ კირსანოვი გახლდათ.
ერთი შეხედვით, ორმოცდახუთისა თუ იქნებოდა; მისი მოკლედ
შეკრეჭილი თმა ვერცხლივით მუქად ბზინავდა; მის სახეს, -
ღვარძლიანს, მაგრამ უნაოჭოს, უჩვეულოდ სწორი და თითქოს
ფაქიზი და მსუბუქი ძერწით გამოკვეთილს, მომხიბვლელობის
კვალი ჯერაც ემჩნეოდა, განსაკუთრებით მოგეწონებოდათ ნა-
თელი, შავი, გრძივი მოყვანილობის თვალები. არკადის ბიძის
ლაზათიან და ჯიშიან გარეგნობას ჯერ კიდევ შერჩენოდა ჭაბუკუ-
რი შესახედაობა და სიმაღლეებისკენ სწრაფვა, რაც, უმეტეს შემ-
თხვევაში, ოცი წლის ასაკის შემდეგ ქრება.
პაველ პეტროვიჩმა ამოიღო შარვლის ჯიბიდან თავისი ლამა-
ზი ხელი, გრძელი და ვარდისფერი ფრჩხილებით, რომელიც კი-
დევ უფრო მშვენიერი ჩანდა ერთადერთი ოპალით შებნეული
თოვლივით თეთრი სახელოს ფონზე, - და ძმისწულს გაუწოდა.

21 მკითხველთა ლიგა
მან ჯერ ევროპული „shake hands“3 გააკეთა და მერე რუსულად
სამჯერ გადაკოცნა, ე.ი. სამჯერ შეეხო თავისი სურნელოვანი
ულვაშით არკადის ლოყას და წარმოთქვა, კეთილი იყოს შენი
მოსვლაო.
ნიკოლაი პეტროვიჩმა იგი ბაზაროვს გააცნო. პაველ პეტრო-
ვიჩმა თავისი წერწეტი ტანი ოდნავ მოხარა, გაიღიმა, მაგრამ
სტუმრისთვის ხელი არ გაუწვდია. ის კი არა, უკანა ჯიბეშიც კი
ჩაიწყო.
- ისიც კი ვიფიქრე, დღეს აღარ მოვლენ-მეთქი, - დაიწყო მან
სასიამოვნო ხმით, თავაზიანად შეირხა, მხრები აიჩეჩა და მშვე-
ნიერი თეთრი კბილები გამოაჩინა, - გზაში ხომ არაფერი მომ-
ხდარა?
- არაფერი, - მიუგო არკადიმ, - ისე, ცოტათი შევფერხდით. სა-
მაგიეროდ ახლა მგლებივით მშივრები ვართ. მამილო, დააჩქა-
რე პროკოფიჩი, მე კი ახლავე მოვბრუნდები.
- დაიცა, მეც წამოვალ, - შესძახა ბაზაროვმა და დივნიდან წა-
მოიჭრა. ახალგაზრდები გავიდნენ.
- ეგ ვინ არის? - იკითხა პაველ პეტროვიჩმა.
- არკადის მეგობარი, მისი სიტყვით, ძალიან ჭკვიანი კაცი.
- სტუმრად დარჩება ჩვენთან?
- დიახ.
- ეს ბანჯგვლიანი?
- ჰო, მაშ.
პაველ პეტროვიჩმა მაგიდაზე ფრჩხილები ააკაკუნა.
- ვამჩნევ, რომ არკადი s’ est degourdi,4 - შენიშნა მან. - მოხა-
რული ვარ, რომ დაბრუნდა.

3 ხელის ჩამორთმევა (ინგლ.).


4 მოურიდებელი გახდა.

22 მკითხველთა ლიგა
ვახშამზე ბევრი არ ულაპარაკიათ. განსაკუთრებით ბაზაროვს
- სიტყვაც არ დაუძრავს, ჭამით კი ბევრი ჭამა. ნიკოლაი პეტრო-
ვიჩი მოჰყვა ამბებს თავისი, როგორც თვითონ ამბობდა, ფერმე-
რული ცხოვრებიდან; შეეხო მთავრობის მომავალ ღონის-
ძიებებს, კომიტეტებს, - დეპუტატების, მანქანების შემოღების
აუცილებლობას და სხვა. პაველ პეტროვიჩი კი ოთახში ბოლთას
სცემდა (ის არასდროს არ ვახშმობდა), ზოგჯერ მოსვამდა ხოლ-
მე წითელ ღვინოს პატარა ჭიქიდან, კიდევ უფრო იშვიათად სიტ-
ყვას ჩაურთავდა ან შესძახებდა, „ოჰო! ჰეი-ჰეი! ჰმ!“ არკადიმ
უამბო პეტერბურგის რამდენიმე ახალი ამბავი, მაგრამ ოდნავ
უხერხულობას გრძნობდა, რომელიც ჩვეულებრივ ახალგაზრდა
ადამიანს ემართება ხოლმე, რომელიც ეს-ესაა ბავშვობის ასაკი-
დან გამოვიდა და იმ არემარეში მოუხდა დაბრუნება, სადაც ბავ-
შვობა გაატარა და ჯერაც ბავშვად თვლიდნენ. არკადი სიტყვებს
აბრტყელებდა, ყოველმხრივ ცდილობდა, „მამილო“ არ ეხმარა,
ერთხელ კიდეც ჩაიბურდღუნა, „მამაო“, თუმცა სიმართლე უნდა
ითქვას, ეს უკანასკნელი ჩუმად შეაპარა. გადაჭარბებული სითა-
მამით დაისხა გაცილებით მეტი ღვინო, ვიდრე უნდოდა, და ბო-
ლომდე დაცალა. პროკოფიჩი თვალს არ აშორებდა მას და მხო-
ლოდ ტუჩებს აცმაცუნებდა. ვახშმის შემდეგ ყველანი მალევე
დაიშალნენ.
- ახირებული ბიძა გყოლია, - ეუბნებოდა არკადის ბაზაროვი,
როდესაც მის საწოლთან იჯდა და მოკლე ჩიბუხს ეწეოდა. - სო-
ფელში ამგვარი კოხტაობა, ვითომ რაო! მერე რა ფრჩხილები
აქვს, პირდაპირ გამოფენაზე გასაგზავნი!
- შენ არ იცი, - მიუგო არკადიმ, - ეგ თავის დროზე მაღალი სა-
ზოგადოების ლომად მოიაზრებოდა. ოდესმე გიამბობ მაგის
თავგადასავალს. იცი, რა ლამაზი კაცი იყო? ქალებს თავბრუს
ახვევდა.

23 მკითხველთა ლიგა
- აი, თურმე რა ყოფილა! მაშ, ძველს არ იშლის! ვაი, რომ აქ
მოსახიბლავი არავინაა. სულ შევცქეროდი, რა საოცარი საყე-
ლო აქვს, თითქოს ქვისააო, და ნიკაპიც ისე სუფთად გაუპარ-
სავს... არკადი ნიკოლაევიჩ, ეს ხომ სასაცილოა?
- შეიძლება, მაგრამ მერწმუნე, იგი კარგი ადამიანია.
- არქაული მოვლენაა! აი, მამაშენი კი დიდებული ვინმეა.
ოღონდ ლექსებს ტყუილად კითხულობს, არც ის მგონია, მეურ-
ნეობის გაეგებოდეს რამე, მაგრამ უაღრესად გულკეთილი კია.
- მამაჩემი საუცხოო ადამიანია.
- ის თუ შენიშნე, რომ დარცხვენილია?
არკადიმ თავი დაუქნია, თითქოს თვითონ არ ყოფილიყო
დარცხვენილი.
- საკვირველი ამბავია, - განაგრძობდა ბაზაროვი, - ეს ძველი
რომანტიკოსები აღგზნებამდე მიიყვანენ ხოლმე თავიანთ ნერ-
ვულ სისტემას... ცხადია, წონასწორობაც ირღვევა. მაგრამ, კმა-
რა, მშვიდობით! ჩემს ოთახში ინგლისური ხელსაბანი დგას, კა-
რი კი არ იკეტება. მაინც წასახალისებელია ეს ინგლისური ხელ-
საბანები, რაც უნდა იყოს, პროგრესია!
ბაზაროვი წავიდა, არკადი კი სიხარულმა აიტაცა. ტკბილია
დაძინება მშობლიურ სახლში, ნაცნობ გარემოში, იმ საბანქვეშ,
რომლის შეკერვაზე ძვირფას ხელებს უცოდვილიათ. იქნებ ეს
გამდელის ალერსიანი, კეთილი და დაუღალავი ხელებიც იყო.
არკადის ეგოროვნა მოაგონდა, ამოიოხრა, ცათა სასუფეველი
უსურვა მას... თავისთვის არკადი არ ლოცულობდა. როგორც
მას, ისე ბაზაროვსაც მალე ჩაეძინა, მაგრამ სხვებს სახლში თვა-
ლი დიდხანს არ მოუხუჭავთ.
ვაჟის დაბრუნებამ ნიკოლაი პეტროვიჩი ააღელვა. ლოგინში
ჩაწვა, მაგრამ სანთელი არ ჩაუქრია, ხელზე თავდაყრდნობილი
ღრმა ფიქრებს მისცემოდა. შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო,
მაგრამ მისი ძმაც ისევ ისე იჯდა ფართო სავარძელში, თავის კა-

24 მკითხველთა ლიგა
ბინეტში, ბუხრის წინ, რომელშიც ნელინელ იფერფლებოდა ქვა-
ნახშირი. პაველ პეტროვიჩს ტანთ არ გაუხდია, მხოლოდ ლაქის
ფეხსაცმელი უქუსლო ჩინურმა წითელმა ფოსტლებმა შეცვალა.
ხელში Galignani-ს ბოლო ნომერი ეჭირა, მაგრამ არ კითხუ-
ლობდა; ჩაშტერებოდა ბუხარს, სადაც მტრედისფერი ალი ხან
ჩაკვდებოდა, ხან ისევ გაიელვებდა. ვინ იცის, სად არ ტრიალებ-
და მისი ფიქრები, მაგრამ არა მარტოოდენ წარსულში. სახე და-
ძაბული და პირქუში ჰქონდა; ასე კი არ ხდება, როდესაც ადა-
მიანი მხოლოდ მოგონებებითაა გატაცებული. უკანა პატარა
ოთახში კი დიდ სკივრზე ახალგაზრდა ქალი ჩამომჯდარიყო -
ფენიჩკა; ტანთ ქათიბი ეცვა, მუქ თმაზე თეთრი თავსაფარი წაეკ-
რა. ის ხან მიაყურადებდა, ხან ჩათვლემდა, ხან გაღებულ კარს
შეავლებდა თვალს, რომელშიც ბავშვის პაწია საწოლი მოჩანდა
და მძინარე ბავშვის მშვიდი სუნთქვა მოისმოდა.

25 მკითხველთა ლიგა
V
მეორე დილას ბაზაროვმა ყველაზე ადრე გაიღვიძა და სახ-
ლიდან გავიდა. „ეჰე!“ გაიფიქრა მან, როცა არემარეს თვალი
მოავლო, „არცთუ თვალისმომჭრელია ეს ადგილი“. როდესაც
ნიკოლაი პეტროვიჩი გლეხებს გაემიჯნა, იძულებული გახდა,
ახალი კარ-მიდამოსათვის ოთხი დესეტინა სრულიად მოტიტ-
ვლებული, ვაკე ადგილი გამოეყო. აქ ააგო სახლი, ფერმა,
გააშენა ბაღი და გუბურა და ორი ჭა ამოთხარა; მაგრამ ნორჩმა
ხეებმა არ გაიხარა, გუბურაში ცოტა წყალი დაგროვდა, ხოლო
ჭების წყალი მლაშე გამოდგა. კარგად მხოლოდ აკაციისა და
იასამნის ტალავერმა გაიხარა; იქ ზოგჯერ ჩაის სვამდნენ და სა-
დილობდნენ. ბაზაროვმა რამდენიმე წუთში შემოირბინა ბაღის
ყველა ბილიკი, შევიდა ბაკში, საჯინიბოში, მონახა ორი შინაური
ბიჭუნა, რომლებთანაც წამსვე გააჩაღა ნაცნობობა და მათი თან-
ხლებით ბაყაყების დასაჭერად გაემართა პატარა ჭაობისკენ,
რომელიც ერთი ვერსით იყო დაშორებული კარ-მიდამოს.
- რად გინდა, ბატონო, ბაყაყები? - ჰკითხა ერთ-ერთმა ბიჭმა.
- აი, რად, - მიუგო ბაზაროვმა, რომელსაც მდაბიო ხალხში
ნდობის მოპოვების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, თუმცა
არასოდეს მათ თავს არ უყადრებდა და უყურადღებოდაც ექ-
ცეოდა, - ბაყაყს გავჭრი და გავიგებ, რა ხდება მის შიგნეულში -
და რაკი მე და შენც ბაყაყები ვართ, ოღონდ ორ ფეხზე დავდი-
ვართ, მაშინ ისიც მეცოდინება, თუ რა ხდება ჩვენს სხეულში.
- კი, მაგრამ რაში გჭირდება ამის ცოდნა?
- იმისათვის, რომ შეცდომა არ დავუშვა, თუ ავად გახდი და
შენი მკურნალობა მომიხდა.
- შენ განა ექიმი ხარ?
- ჰო.

26 მკითხველთა ლიგა
- ვასკა, გესმის, ბატონი ამბობს, რომ თქვენც ბაყაყები ხარ-
თო, არ გიკვირს?!
- ბაყაყების მეშინია, - შენიშნა ვასკამ, შვიდი წლის ბიჭმა, რო-
მელსაც სელივით თეთრი თავი ჰქონდა, მაღალსაყელოიანი კა-
ზაკინი ეცვა და ფეხშიშველა იყო.
- რა საშიშია? განა იკბინებიან?
- აბა, ფილოსოფოსებო, ჩახტით წყალში, - მიმართა მათ ბაზა-
როვმა.
ამასობაში ნიკოლაი პეტროვიჩმაც გაიღვიძა და არკადის
ოთახში შევიდა. ის უკვე ჩაცმული დაუხვდა. მამა და შვილი ტე-
რასაზე გავიდნენ. მოაჯირთან, მაგიდაზე, იასამნის დიდ თაიგუ-
ლებს შორის სამოვარი თუხთუხებდა. გამოჩნდა გოგო, სწორედ
ის, რომელიც წინადღით პირველი გამოეგება მოსულებს და
წვრილი ხმით მოახსენა:
- ფედოსია ნიკოლაევნა ცოტა შეუძლოდ გახლავთ, გამოს-
ვლა არ შეუძლია, მიბრძანა გკითხოთ, თვითონ ინებებთ ჩაის
დასხმას თუ დუნიაშა გამოვგზავნოო?
- მე თვითონ დავასხამ, თვითონ, - აჩქარებით შეაწყვეტინა
ნიკოლაი პეტროვიჩმა. - შენ, არკადი, ჩაის რით დალევ, ნაღე-
ბით თუ ლიმონით?
- ნაღებით, - მიუგო არკადიმ და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ
მიმართა, - მამილო!
ნიკოლაი პეტროვიჩმა დაბნევით ახედა შვილს.
- რაო? - წარმოთქვა მან.
არკადიმ თვალები დახარა.
- მაპატიე, მამილო, თუ ჩემი შეკითხვა უადგილოდ გეჩვენოს,
- დაიწყო მან, - მაგრამ შენი გუშინდელი გულახდილობით მიწ-
ვევ, მეც გულახდილი ვიყო... არ გაჯავრდები?..
- თქვი.

27 მკითხველთა ლიგა
- შენ მაბედვინებ გკითხო... იქნებ ჩემი აქ ყოფნაა იმის მიზე-
ზი, რომ ფენ... რომ ის არ გამოვიდა ჩაის დასასხმელად?
ნიკოლაი პეტროვიჩმა პირი ოდნავ მიიბრუნა.
- შესაძლებელია, - ჩაილაპარაკა მან ბოლოს, - ის ფიქრობს...
მას რცხვენია...
არკადიმ სწრაფად შეავლო თვალი მამას.
- ტყუილად რცხვენია. ჯერ ერთი, შენ იცი ჩემი შეხედულებები
(არკადის დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ამ სიტყვების წარმოთქმა),
მეორე, - განა მე ვცდილობ, ოდნავად მაინც შევავიწროო შენი
ცხოვრება, შენი ჩვეულებები? ამასთან, დარწმუნებული ვარ,
რომ შენი არჩევანი ცუდი არ იქნება. თუ ნება მიეცი შენთან ერთ
ჭერქვეშ ყოფნისა, მაშასადამე, ის ამის ღირსია. ყოველ შემ-
თხვევაში, შვილი მამის მსაჯული ვერ იქნება, განსაკუთრებით
მე, თანაც ისეთი მამისა, როგორიც შენა ხარ, შენ ხომ არასოდეს
და არაფრით არ შეგიზღუდავს ჩემი თავისუფლება.
დასაწყისში არკადის ხმა უთრთოდა. იგი გრძნობდა თავის
დიდსულოვნებას, თუმცა ამავდროულად, ისიც ესმოდა, რომ და-
რიგებისმაგვარი გამოსდიოდა, მაგრამ საკუთარი სიტყვების
ჟღერადობა ძლიერად მოქმედებს ადამიანზე, ამიტომაც არკა-
დიმ ბოლო წინადადება მტკიცედ, ეფექტურად წარმოთქვა.
- გმადლობ, არკაშა, - ყრუდ წამოიწყო ნიკოლაი პეტროვიჩმა
და თითები კვლავ აათამაშა წარბებსა და შუბლზე. - შენი ვა-
რაუდი მართლაც სამართლიანია, რასაკვირველია, ეს ქალიშვი-
ლი რომ ღირსი არ ყოფილიყო... ფუქსავატურ ჟინად ნუ ჩამო-
მართმევ. მეუხერხულება შენთან ამაზე ლაპარაკი; მაგრამ მიხ-
ვდები, რომ მისთვის ძნელია აქ გამოსვლა, როცა შენ აქ ხარ,
განსაკუთრებით შენი ჩამოსვლის პირველ დღეს.
- მაშ, თუ ასეა, მე თვითონ ვეახლები, - წამოისროლა არკა-
დიმ, რომელსაც კვლავ მოაწვა კეთილშობილური გრძნობები

28 მკითხველთა ლიგა
და სკამიდან წამოხტა. - მე მას დავარწმუნებ, რომ ჩემი მოსარი-
დებელი არაფერი აქვს.
ნიკოლაი პეტროვიჩიც ადგა.
- არკადი, - დაიწყო მან, - გთხოვ... როგორ შეიძლება... იქ...
წინასწარ მაინც გამეფრთხილებინა...
მაგრამ არკადიმ ყურიც არ ათხოვა და ტერასიდან გაიქცა. ნი-
კოლაი პეტროვიჩმა თვალი გააყოლა შვილს და დარცხვენილი
სკამზე ჩამოჯდა. გულმა ჩქროლვა დაუწყო. იქნებ თვალწინ წარ-
მოუდგა შვილთან მომავალი ურთიერთობის გარდაუვალი უც-
ნაურობა, იქნებ იმასაც გრძნობდა, რომ არკადი მეტ პატივისცე-
მას გამოიჩენდა მისადმი, ამ საქმეს სრულიადაც რომ არ შეხე-
ბოდა, ან თავის თავს საყვედურობდა სისუსტეს - ძნელი სათქმე-
ლია, ყველა ეს გრძნობა ერთად დაგროვდა მასში, მაგრამ შეგ-
რძნებების სახით და თანაც - ბუნდოვნად. სახე კი ერთიანად გას-
წითლებოდა და გული უჩქროლავდა.
მოისმა აჩქარებული ფეხის ხმა და არკადი გამოჩნდა.
- ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, მამა! - შესძახა მან ალერსიანი,
გამარჯვებული და გაბრწყინებული სახით. - ფედოსია ნიკოლა-
ევნა დღეს მართლაც უქეიფოდ ყოფილა და მოგვიანებით გამო-
ვა. მაგრამ რატომ არ გამიმხილე, რომ ძმა მყოლია? მე მას გუ-
შინვე ჩავკოცნიდი, როგორც ახლა ჩავკოცნე.
ნიკოლაი პეტროვიჩს უნდოდა რაღაც ეთქვა, წამომდგარიყო,
შვილი გულში ჩაეკრა... არკადი მივარდა და ყელზე შემოეჭდო.
- რაო, ისევ ერთმანეთს ეხვევით? - მოისმა მათ უკან პაველ
პეტროვიჩის ხმა.
მამასა და შვილს იმწუთას ერთნაირად გაუხარდათ მისი გა-
მოჩენა; არის ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში წუთები, შეიძლება
მგრძნობიარე და ტკბილიც, მაგრამ მაინც გული რომ გელევა და
ერთი სული გაქვს, როდის დააღწევ თავს შექმნილ ვითარებას.

29 მკითხველთა ლიგა
- რატომ გაიკვირვე? - მხიარულად ალაპარაკდა ნიკოლაი
პეტროვიჩი. - ძლივს მოვესწარი არკაშას ნახვას... გუშინდელს
აქეთ გული ვერ ვიჯერე მისი ცქერით.
- სრულიადაც არ გამკვირვებია, - შენიშნა პაველ პეტროვიჩ-
მა, - თვითონაც სიამოვნებით გადავეხვევი.
არკადი მიუახლოვდა ბიძას და ისევ იგრძნო ღაწვებზე მისი
სურნელოვანი ულვაშის შეხება. პაველ პეტროვიჩი მაგიდას მი-
უჯდა. მას ინგლისური ყაიდის მოხდენილი დილის კოსტიუმი ეც-
ვა; თავზე პატარა ფესკა ეხურა. ფესკა და შილიფად გასკვნილი
ყელსახვევი მის სოფლურ ცხოვრებასთან შეუგუებლობას
მიანიშნებდა, მაგრამ როგორც დილის მორთულობისთვის
შეუფერებელი კოპლებიანი (და არა თეთრი) პერანგის ვიწრო
საყელო, ჩვეულებრივი შეუბრალებლობით მიბჯენოდა მის მო-
პარსულ ნიკაპს.
- შენი ახალი მეგობარი სადღაა? - ჰკითხა მან არკადის.
- შინ არ არის; იგი ჩვეულებრივ ადრე დგება და დაეხეტება
ხოლმე. ოღონდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ცერემონიები არ უყ-
ვარს.
- ჰო, ეტყობა კიდეც. - პაველ პეტროვიჩმა პური აიღო და აუჩ-
ქარებლად შეუდგა კარაქის წაცხებას. - დიდხანს დარჩება ჩვენ-
თან?
- გააჩნია! მამამისთან მიდიოდა და გზად გამოიარა...
- მამამისი სად ცხოვრობს?
- ჩვენსავე გუბერნიაში, აქედან ოთხმოციოდე ვერსის მან-
ძილზე. იქ პატარა მამული აქვს. წინათ პოლკის ექიმი იყო.
- ტა-ტა-ტა, იმიტომაც არ ვეკითხებოდი ჩემს თავს, ეს გვარი
სად გამიგონია-მეთქი, ბაზაროვი?.. ნიკოლაი, თუ გახსოვს, მა-
მაჩვენის დივიზიაში იყო ერთი მკურნალი ბაზაროვი.
- მგონი, იყო.

30 მკითხველთა ლიგა
- ნამდვილად, ნამდვილად, მაშ, ის მკურნალი მაგის მამაა?
ჰმ! - პაველ პეტროვიჩმა ულვაში შეათამაშა, - ჰოდა, თავად ბა-
ტონი ბაზაროვი ვინ ბრძანდება? - იკითხა მან.
- ბაზაროვი ვინ არის? - არკადიმ ჩაიცინა. - თუ გნებავთ, გეტ-
ყვით, ბიძაჩემო, ვინცაა ბაზაროვი.
- ძალიან დამავალებ, ჩემო ძმისწულო.
- იგი ნიჰილისტია.
- როგორაო? - ჰკითხა ნიკოლაი პეტროვიჩმა, ხოლო პაველ
პეტროვიჩმა შემართა დანა, რომლის წვერზეც კარაქის ნაჭერი
წამოეცვა და გაქვავდა.
- ნიჰილისტია-მეთქი, - გაიმეორა არკადიმ.
- ნიჰილისტი, - ჩაილაპარაკა ნიკოლაი პეტროვიჩმა. - ეს სიტ-
ყვა ლათინური ნიჰილ-დან წარმოდგება, რაც, ვგონებ, „არა-
ფერს“ ნიშნავს. ანუ, ის არის კაცი, რომელიც... რომელსაც არა-
ფერი სწამს?
- თქვი ბარემ, რომელიც არაფერს პატივს არ სცემს, - ჩამო-
ართვა სიტყვა პაველ პეტროვიჩმა და ისევ განაგრძო პურზე კა-
რაქის წაცხება.
- რომელიც ყველაფერს კრიტიკული თვალით უყურებს. - შე-
ნიშნა არკადიმ.
- ეს განა სულერთი არ არის? - იკითხა პაველ პეტროვიჩმა.
- არა, არ არის სულერთი. ნიჰილისტი ის ადამიანია, რომე-
ლიც ქედს არ იხრის არც ერთი ავტორიტეტის წინაშე, განუსჯე-
ლად არავის პრინციპს არ აღიარებს, რაგინდ საპატიოდაც უნდა
იყოს მიჩნეული.
- და მერე ეს კარგია? - გააწყვეტინა პაველ პეტროვიჩმა.
- გააჩნია, ვისთვის და როგორ, ბიძაჩემო. ზოგისთვის კარგია,
ზოგისთვის კი ძლიერ ცუდი.
- ოჰო! ვხედავ, ეს საჩვენო საქმე არ ყოფილა. ჩვენ, ძველი
ყაიდის ადამიანები ვფიქრობთ, რომ პრინციპების გარეშე (პა-

31 მკითხველთა ლიგა
ველ პეტროვიჩი ამ სიტყვას რბილად, ფრანგულ ყაიდაზე გა-
მოთქვამდა, არკადი კი პირიქით, პირველ მარცვალზე სვამდა
მახვილს და ამბობდა, „პრინციპი“), რომელიც, შენი თქმით, ვი-
თომც განუსჯელად მიგვიღია, ნაბიჯის გადადგმა, სულის მოთ-
ქმაც კი შეუძლებელია. Vous avez changé tout cela,5 ღმერთმა
მოგცეთ ჯანი და გენერლის ჩინი, ჩვენ კი მხოლოდ თქვენი მზე-
რით დავტკბებით, ბატონებო... როგორაო?
- ნიჰილისტები, - გარკვევით წარმოთქვა არკადიმ.
- დიახ. წინათ ჰეგელისტები იყვნენ, ახლა კი ნიჰილისტები
არიან. ვნახოთ, როგორ იარსებებთ სიცარიელეში, უჰაერო სივ-
რცეში; ახლა კი, გეთაყვა, ძმაო ნიკოლაი პეტროვიჩ, დაურეკე
ერთი - დროა, ჩემი კაკაო დავლიო.
ნიკოლაი პეტროვიჩმა ზარი დააწკარუნა და დაიძახა, „დუ-
ნიაშა!“ მაგრამ დუნიაშას მაგივრად ტერასაზე თვითონ ფენიჩკა
გამოვიდა. იგი იყო ოცდასამიოდე წლის ახალგაზრდა ქალი,
თეთრი და ფუნჩულა, მუქი თმითა და თვალებით, წითელი, ბავ-
შვურად აბურცული ტუჩებითა და ნაზი ხელებით. ტანთ სუფთა
ჩითის კაბა ემოსა, ცისფერი, ახალი თავსაფარი მსუბუქად ეფინა
მრგვალ ბეჭებზე. დიდი ფინჯნით კაკაო მოჰქონდა და როდესაც
ფინჯანი პაველ პეტროვიჩს დაუდგა წინ, ერთობ დაირცხვინა.
ალისფერ ტალღად მოედო ცხელი სისხლი მისი სანდომიანი სა-
ხის თხელ კანს. თვალები დახარა, მაგიდასთან შეჩერდა და თი-
თის წვერებით ოდნავ დაეყრდნო. თითქოს ერცხვინებოდა მოს-
ვლა და თანაც გრძნობდა, რომ აქ გამოსვლის უფლება ჰქონდა.
პაველ პეტროვიჩმა მკაცრად შეჰკრა წარბები, ნიკოლაი პეტ-
როვიჩი კი შეკრთა.
- გამარჯობა, ფენიჩკა, - ჩაიდუდუნა მან.

5 თქვენ ეს ყველაფერი შეცვალეთ (ფრ.).

32 მკითხველთა ლიგა
- გაგიმარჯოთ, - მიუგო ფენიჩკამ დაბალი, მაგრამ ჟღერადი
ხმით, ალმაცერად შეათვალიერა არკადი, რომელიც მეგობრუ-
ლად უღიმოდა და წყნარად გავიდა. სიარულის დროს ოდნავ ქა-
ნაობდა, მაგრამ ესეც შვენოდა.
ტერასაზე რამდენიმე წამით დუმილი გამეფდა. პაველ პეტ-
როვიჩი კაკაოს სვამდა, მერე ანაზდად თავი ასწია.
- აი, ბატონი ნიჰილისტიც მობრძანდება, - შენიშნა მან დაბა-
ლი ხმით.
მართლაც, ბაღში, ყვავილნარის გასწვრივ ბაზაროვი მოაბი-
ჯებდა. მისი ტილოს პალტო და შარვალი ტალახით მოსვრილი-
ყო. ძველ მრგვალ ქუდს ჭაობის რომელიღაც მცენარე მოსდებო-
და. მარჯვენა ხელში პატარა ტომარა ეჭირა, ტომარაში რაღაც
ფართხალებდა. იგი ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა ტერასას, იქ
მყოფთ თავი დაუკრა და თქვა:
- გამარჯობათ, ბატონებო! მაპატიეთ, რომ ჩაიზე დავიგვიანე;
ახლავე დავბრუნდები, აი, ეს ტყვეები თავიანთ ადგილზე უნდა
მოვათავსო.
- ეს რა არის, წურბელები? - იკითხა პაველ პეტროვიჩმა.
- არა, ბაყაყები.
- თქვენ მათ მიირთმევთ თუ ამრავლებთ?
- ცდებისთვის მჭირდება, - გულგრილად ჩაილაპარაკა ბაზა-
როვმა და სახლში შევიდა.
- ეგ მაგათ გამოფატრავს, - შენიშნა პაველ პეტროვიჩმა. -
„პრინსიპების“ არა სწამს და ბაყაყების კი სჯერა.
არკადიმ გულისტკივილით შეათვალიერა ბიძამისი. ნიკო-
ლაი პეტროვიჩმა მალვით მხრები აიჩეჩა. თვითონ პაველ პეტ-
როვიჩმაც იგრძნო, რომ უხეიროდ იხუმრა და ლაპარაკი ჩამო-
აგდო მეურნეობასა და ახალ მოურავზე, რომელიც წინა დღით
მასთან მისულა და შეუჩივლია, თომა მოჯამაგირე საქმეს აჯან-
ჯლებს და მთლად ხელიდან წავიდაო. „ასეთი ეზოპეაო“, - უთ-

33 მკითხველთა ლიგა
ქვამს სხვათა შორის, „ყველგან ცუდ კაცად აჩვენა თავი, იჩანჩა-
ლებს ასე ბრიყვულად და მაინც ბრიყვად დარჩებაო“.

34 მკითხველთა ლიგა
VI
ბაზაროვი დაბრუნდა, მაგიდას მიუჯდა და აჩქარებით დაიწყო
ჩაის სმა. ორივე ძმა უხმოდ შესცქეროდა მას, არკადი კი მალუ-
ლად ხან მამას გადახედავდა ხოლმე, ხან ბიძას.
- შორს იარეთ? - ჰკითხა ბოლოს ნიკოლაი პეტროვიჩმა.
- აქვე ჭაობი გქონიათ, ვერხვის ჭალასთან. ხუთი ჩიბუხა
ავაფრინე, არკადი, შენ შეგიძლია მოკლა ისინი.
- განა თქვენ თვითონ არ ნადირობთ?
- არა.
- თქვენ საკუთრივ, ფიზიკას სწავლობთ? - შეეკითხა თავის
მხრივ პაველ პეტროვიჩი.
- დიახ, ფიზიკას, საერთოდ - საბუნებისმეტყველო საგნებს.
- ამბობენ, ნემცებმა ბოლო დროს ამ დარგში ბევრი რამ
გააკეთესო.
- დიახ, გერმანელები ამაში ჩვენი მასწავლებლები არიან, -
გულგრილად მიუგო ბაზაროვმა.
სიტყვა „ნემცები“ „გერმანელების“ ნაცვლად პაველ პეტრო-
ვიჩმა დაცინვით იხმარა, მაგრამ ეს არავის შეუმჩნევია.
- ასეთი დიდი აზრის ხართ გერმანელებზე? - განსაკუთრებუ-
ლი თავაზიანობით ჩაეკითხა პაველ პეტროვიჩი. მას თანდათან
ბრაზი ერეოდა. მისი არისტოკრატიული ბუნება აღშფოთებული
იყო, რომ ბაზაროვს ასე თავისუფლად ეჭირა თავი. იმ მკურნა-
ლის შვილს არათუ ერიდებოდა მათი, პირიქით, ნაწყვეტ-
ნაწყვეტ და უხალისოდ პასუხობდა და მის ხმაში სიტლანქე,
თითქმის თავხედობაც კი გამოსჭვიოდა.
- იქაური მეცნიერები საქმიანი ხალხია.
- მაშ, ასე? გამოდის, რუს მეცნიერებზე ასეთი კარგი შეხედუ-
ლება არ გექნებათ?
- იქნებ ასეცაა.
35 მკითხველთა ლიგა
- საქებარი თავგანწირვაა, - წარმოთქვა პაველ პეტროვიჩმა,
წელში გაიმართა და თავი უკან გადაიგდო. - მაშინ როგორ გავი-
გოთ არკადი ნიკოლაიჩის ახლახან ნათქვამი, რომ თქვენ არც
ერთ ავტორიტეტს არ ცნობთ? არ გწამთ მათი?
- რატომ უნდა ვცნობდე? რა უნდა ვიწამო? თუ საქმიან რამეს
მეტყვიან, დავეთახმები. მორჩა და გათავდა.
- გერმანელები კი ყველაფერს საქმიანს ლაპარაკობენ? -
ჩაილაპარაკა პაველ პეტროვიჩმა და მისმა სახემ ისეთი გულ-
გრილი, შორეული გამომეტყველება მიიღო, თითქოს მისი ჭკუა-
გონება ამ დროს სადღაც შორეულ ცისიერში იმყოფებოდა.
- ყველა არა, - მიუგო მთქნარებით ბაზაროვმა, რომელსაც
აშკარად ეტყობოდა, რომ სულაც არ ეპიტნავებოდა ამ კამათის
გაგრძელება.
პაველ პეტროვიჩმა არკადის გადახედა, თითქოს სურდა ეთ-
ქვა, „მართალი რომ ითქვას, ძალიან თავაზიანი კი ბრძანდება
შენი მეგობარი“.
- რაც შემეხება მე, - განაგრძო მან ერთგვარი ძალდატანე-
ბით, - უნდა მოგახსენოთ, რომ გერმანელებს არ ვწყალობ. რუ-
სეთში მცხოვრებ გერმანელებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ვი-
ცით, რანიც ბრძანდებიან. მაგრამ მე გერმანელ გერმანელებსაც
ვერ ვიტან. ძველებს კიდევ... ასე თუ ისე; ადრე მაგათ ჰყავდათ -
ვთქვათ, შილერი, გოეთე... აი, ჩემი ძმა სწყალობს მათ განსა-
კუთრებით... ახლა კი სულ ვიღაც ქიმიკოსები და მატერიალის-
ტები მომრავლდნენ...
- რიგიან ქიმიკოსს ყოველ პოეტზე ოცჯერ მეტი სარგებლო-
ბის მოტანა შეუძლია, - გააწყვეტინა სიტყვა ბაზაროვმა.
- მაშ ასე, - მიუგო პაველ პეტროვიჩმა და, თთქოს ეძინებაო,
წარბები ოდნავ აზიდა. - თქვენ, მაშასადამე, ხელოვნებას არ
ცნობთ?

36 მკითხველთა ლიგა
- ხელოვნება ფულის მოხვეჭაა და ზედმეტი მუწუკიც აღარ
გექნება! - შესძახა ბაზაროვმა და ზიზღით გაიღიმა.
- მოიცა, მოიცა. აი, როგორ ინებეთ გახუმრება. ესე იგი,
თქვენ ყოველივე ამას უარყოფთ? კარგი. დავუშვათ. მაშასადა-
მე, თქვენ მხოლოდ მეცნიერება გწამთ?
- მე უკვე მოგახსენეთ, რომ საერთოდ არაფერი არ მწამს; ან-
და რა არის მეცნიერება, - მეცნიერება საზოგადოდ? არსებობს
ცალკე დარგები მეცნიერებისა, როგორც არსებობს სხვადასხვა
ხელობა, ხოლო მეცნიერება, საზოგადოდ, სრულიადაც არ არ-
სებობს.
- ბატონი ბრძანდებით. კარგი და, რას იტყვით ადამიანთა
ყოფა-ცხოვრებაში დადგენილ წეს-ჩვეულებებზე. იმათაც უარ-
ყოფთ?
- ეს რა, დაკითხვაა? - ჰკითხა ბაზაროვმა.
პაველ პეტროვიჩი თითქოს გაფითრდა... ნიკოლაი პეტრო-
ვიჩმა საჭიროდ მიიჩნია, საუბარში ჩარეულიყო.
- ჩვენ ოდესმე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ საგანზე,
ძვირფასო ევგენი ვასილიჩ, თქვენს აზრსაც გავიცნობთ, ჩვენსა-
საც მოგახსენებთ. ჩემი მხრივ, მოხარული ვარ, რომ საბუნების-
მეტყველო მეცნიერებებს ეტანებით. მსმენია, ლიბიხს გასაოცა-
რი აღმოჩენები აქვს მიწის განოყიერების დარგშიო. თქვენ ხომ
შეგიძლიათ დამეხმაროთ აგრონომიულ საკითხებში, სასარგებ-
ლო რამ მირჩიოთ.
- მზადა ვარ, გემსახუროთ, ნიკოლაი პეტროვიჩ; მაგრამ ლი-
ბიხთან სად მოვალთ! ჯერ ანბანი უნდა შევისწავლოთ და მერე
წიგნს მოვკიდოთ ხელი, ჩვენ კი ჯერ ანაბანაც არ გვინახავს თვა-
ლით.
„ჰეი, ვხედავ, რომ მართლაც ნიჰილისტი ყოფილხარ“, -
გაიფიქრა ნიკოლაი პეტროვიჩმა.

37 მკითხველთა ლიგა
- ნება მომეცით, მაინც მოგმართოთ, თუ დამჭირდა, - დასძინა
მან ხმამაღლა. - ახლა კი, ძმაო, ვგონებ, დროა, წავიდეთ და
მოურავს მოველაპარაკოთ.
პაველ პეტროვიჩი სკამიდან წამოდგა.
- ჰო, - ჩაილაპარაკა მან ისე, რომ არავისთვის შეუხედავს, -
უბედურებაა, თუ ხუთი წლის სოფელში გატარებამ მოგიწია, დიდ
მოაზროვნეთაგან შორს! თურმე სრულიად გამოშტერდები. შენ
იმას ცდილობ, - ის მაინც არ დაგავიწყდეს, რაც გისწავლია და
დახე! ეს ყველაფერი მიქარვა ყოფილა. გეუბნებიან, საქმიანი
ხალხი ამგვარი წვრილმანებით თავს აღარ იწუხებს, შენ კი ერთი
ჩამორჩენილი ვინმე ხარო. რას იზამ! ჩანს, ახალგაზრდობა მარ-
თლაც ჩვენზე ჭკვიანია.
პაველ პეტროვიჩი ნელა შეტრიალდა ქუსლებზე და აუჩქა-
რებლად გავიდა; ნიკოლაი პეტროვიჩიც მიჰყვა.
- ყოველთვის ასეთია? - გულგრილად ჰკითხა არკადის ბაზა-
როვმა, როგორც კი ძმებმა კარი გაიხურეს.
- მისმინე, ევგენი, შენ მას მეტისმეტად უხეშად მოექეცი, - შე-
ნიშნა არკადიმ, - შენ მას შეურაცხყოფა მიაყენე.
- აბა ფერებას ვერ დავუწყებ ამ პროვინციულ არისტოკრა-
ტებს! ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ამპარტავნო-
ბაა, ძველი ყოყლოჩინობა, ქარაფშუტობა! თუ ასეთი აზრისაა,
რატომ არ გააგრძელა თავისი მოღვაწეობა პეტერბურგში?.. იცი,
მე წყლის ხოჭოს საკმაოდ იშვიათი ეგზემპლარი ვიპოვე,
Dytiscus marginatus. წამო, გაჩვენებ.
- მე რომ შეგპირდი, მის თავგადასავალს გიამბობ-მეთქი? -
დაიწყო არკადიმ.
- ხოჭოს თავგადასავალს?
- ოხ, კარგი, გეყოფა, ევგენი. ბიძაჩემზე გელაპარაკები. აი,
ნახავ, სულაც არ არის ისეთი ადამიანი, როგორიც შენ წარმო-
გიდგენია; ის უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე დაცინვისა.

38 მკითხველთა ლიგა
- არ გედავები, მაგრამ რაში გჭირდება?
- სამართლიანები უნდა ვიყოთ, ევგენი.
- საიდან გამომდინარე?
- არა, ყური მიგდე...
და არკადიმ უამბო მას თავისი ბიძის თავგადასავალი. მკით-
ხველი ამას მომდევნო თავში გაეცნობა.

39 მკითხველთა ლიგა
VII
პაველ პეტროვიჩ კირსანოვი თავდაპირველად შინ იზრდებო-
და, ისევე როგორც მისი უმცროსი ძმა ნიკოლაი, შემდეგ პაჟების
კორპუსში. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა შესანიშნავი გა-
რეგნობით, ამასთან, იყო თავდაჯერებული, ცოტათი ცინიკოსი
და ენამწარე გამრთობი, - შეუძლებელი იყო, საზოგადოებაში არ
მოსწონებოდათ. როგორც კი ოფიცრობა მიიღო, ელიტაში დაიწ-
ყო ტრიალი. ხელისგულზე ატარებდნენ, თვითონაც ნებივრობ-
და, ანცობდა, იპრანჭებოდა კიდეც, მაგრამ ესეც უხდებოდა. ქა-
ლები მისთვის ჭკუას კარგავდნენ, კაცები კი ქარაფშუტას ეძახ-
დნენ და შეფარვით შურდათ მისი მდგომარეობა. პაველ პეტრო-
ვიჩი, როგორც უკვე ვთქვით, ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ძმა
გულწრფელად უყვარდა, თუმცა არაფრით მას არ ჰგავდა. ნიკო-
ლაი პეტროვიჩი ოდნავ კოჭლობდა, სახის ნაკვთები წვრილი,
საამური ჰქონდა, ხოლო თმა - რბილი და თხელი, მაგრამ მის
მომცრო და შავ თვალებში ერთგვარი სევდა გამოკრთოდა. ხან-
დახან სიზარმაცე სძლევდა, თუმცა კითხვაც უყვარდა, აი, საზო-
გადოებაში გასვლას კი უფრთხოდა. სამაგიეროდ, პაველ პეტ-
როვიჩი არც ერთ საღამოს შინ არ ატარებდა. იგი განთქმული
იყო გამბედაობითა და სიმარდით (ერთ დროს ელიტურ ახალ-
გაზრდებში თითქმის მოდურიც კი გახადა ტანვარჯიში) და სულ
ხუთი-ექვსი ფრანგული წიგნი თუ წაეკითხა. ოცდარვა წლისა უკ-
ვე კაპიტანი იყო; მას ბრწყინვალე კარიერა მოელოდა, მაგრამ
უეცრად ყველაფერი შეიცვალა.
იმ ხანებში პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში გამოჩნდა
ერთი ქალი, რომელიც დღემდე ახსოვთ, - კნეინა რ. ქმარი
ზრდილი და წესიერი კაცი გახლდათ, მაგრამ მოსულელო, შვი-
ლები კი არ ჰყავდათ. კნეინა მოულოდნელად გაემგზავრებოდა
ხოლმე საზღვარგარეთ, მოულოდნელადვე ბრუნდებოდა რუ-
40 მკითხველთა ლიგა
სეთში, საზოგადოდ, უცნაურ ცხოვრებას ეწეოდა. მას თავქა-
რიანი, კეკლუცი ქალის სახელი ჰქონდა გავარდნილი; გატაცე-
ბით ეძლეოდა ყოველგვარ სიამოვნებას, ქანცის გაწყვეტამდე
ცეკვავდა, კისკისებდა და ხუმრობდა ახალგაზრდა ყმაწვილებში,
რომლებსაც სადილის წინ სასტუმროს ბინდბუნდში იღებდა
ხოლმე; ღამღამობით კი ტიროდა და ლოცულობდა, ვერსად სიმ-
შვიდეს ვერ პოულობდა და ხშირად დილამდე ბორგავდა, ხე-
ლებს იმტვრევდა, ან იჯდა ფერმიხდილი, გაყინული და დავითნს
ჩაშტერებოდა. მაგრამ გათენდებოდა და ისევ მაღალი წრის მან-
დილოსნად გადაიქცეოდა, საზოგადოებაში გამოჩნდებოდა,
იცინოდა, მასლაათობდა და თავდავიწყებით ეძლეოდა ყველა-
ფერს, რაც ოდნავ მაინც გაართობდა. შესანიშნავი აღნაგობა
ჰქონდა; მისი ოქროსფერი და ოქროსავით მძიმე ნაწნავი მუხლს
ქვევით სცემდა, მაგრამ მზეთუნახავი სულაც არ იყო. მთელ სა-
ხეზე მხოლოდ თვალები მოგეწონებოდათ და არა მხოლოდ თვა-
ლები - წვრილი და ნაცრისფერი, - არამედ მათი გამოხედვა, -
სწრაფი და ღრმა, თავაწყვეტილობამდე უდარდელი და მჭმუნვა-
რებამდე ჩაფიქრებული, - საოცრად იდუმალი გამოხედვა. რა-
ღაც არაჩვეულებრივი გამოკრთოდა მის თვალებში, მაშინაც კი,
როცა სრულიად უშინაარსოდ ტიტინებდა. ქალი მოხდენილად
იცვამდა. პაველ პეტროვიჩი მას ერთ მეჯლისზე შეხვდა, მასთან
მაზურკა იცეკვა, რომლის დროსაც არც ერთი საზრიანი სიტყვა
არ უთქვამს და გაგიჟებით შეუყვარდა იგი. გამარჯვებებს ჩვეულ-
მა ვაჟმა აქაც მალე მიაღწია მიზანს, მაგრამ იოლმა გამარჯვებამ
როდი გაანელა მისი გრძნობა, პირიქით, მეტი ტანჯვით, უფრო
ძლიერად შეუყვარდა ეს ქალი, მასთან სრული თავდავიწყების
წუთებშიც კი რაღაც ფარული და მიუღწეველი რჩებოდა, რასაც
ბოლომდე ვერა და ვერ ჩასწვდენოდა. რა იყო ჩაბუდებული მის
სულში - ღმერთმა უწყის! თითქოს ეს ქალი რომელიღაც იდუ-
მალ, მისთვის უცნობი ძალების ხელში იმყოფებოდა, რომლებიც

41 მკითხველთა ლიგა
მას თავის ნებაზე ათამაშებდნენ. მისი პატარა ტვინი ვერ
ერეოდა მათ ჟინს... მთელი მისი ყოფაქცევა შეუსაბამობათა
მთელ წყებას წარმოადგენდა. ერთადერთი, რასაც მის ქმარში
სამართლიანი ეჭვის აღძვრა შეეძლო, წერილები იყო, რომლე-
ბიც მან მისთვის თითქმის უცხო კაცს მისწერა. მის სიყვარულს
კი სევდის ელფერი დაჰკრავდა; ქალი აღარ იცინოდა, აღარც
ხუმრობდა იმ ჭაბუკთან, ვისაც სამუსაიფოდ აირჩევდა ხოლმე;
შესცქეროდა გაკვირვებით, გაოცებით უსმენდა. ზოგჯერ, უმეტე-
სად ანაზდად, ეს გაკვირვება უსაზღვრო შიშში გადასდიოდა, სა-
ხეზე მკვდრისფერი ედებოდა და ველურ გამომეტყველებას
იღებდა; მაშინ ქალი ჩაიკეტებოდა თავის საწოლ ოთახში და მის
მოახლეს შეეძლო, თუ საკეტს ყურს მიადებდა, მისი ყრუ ქვითი-
ნი გაეგონა. არაერთხელ უგრძნია ტკბილი პაემნის შემდეგ შინ
მობრუნებულ კირსანოვს გულის დამგლეჯი და მწარე ჯავრი,
რომელიც ადამიანს საბოლოო დამარცხების შემდეგ აღეძვრება
ხოლმე. „სხვა რაღა მინდა?“ - ეკითხებოდა იგი თავის თავს, გუ-
ლი კი მაინც უკვნესოდა. ერთხელ კირსანოვმა ქალს ბეჭედი
აჩუქა, რომლის შუაგულში სფინქსი იყო ამოტვიფრული.
- რა არის ეს? - შეეკითხა ქალი, - სფინქსია?
- დიახ, - მიუგო კირსანოვმა, - და ეს სფინქსი თქვენ ხართ.
- მეე? - ჰკითხა ქალმა და წყნარად მიაპყრო თავისი გამოუც-
ნობი მზერა. - და იცით, რომ ეს ჩემთვის ქების ტოლფასია? -
დაუმატა მან, სახეზე ღიმილმა გადაურბინა, თვალები კი ისევ
ისე უცნაურად იყურებოდნენ.
მძიმე იყო პაველ პეტროვიჩის მდგომარეობა, მიუხედავად
იმისა, რომ კნეინა რ-ს იგი უყვარდა; მაგრამ როდესაც კნეინამ
მასზე გული აიყარა, ეს კი ძალიან მალე მოხდა, კირსანოვი კი-
ნაღამ ჭკუაზე შეცდა. იგი იტანჯებოდა, ეჭვიანობდა, ქალს მოსვე-
ნებას არ აძლევდა, ყველგან უკან დასდევდა. კნეინას მოჰბეზ-
რდა მისი განუწყვეტელი კუდში დევნა და საზღვარგარეთ გაემ-

42 მკითხველთა ლიგა
გზავრა. მიუხედავად მეგობრების თხოვნისა და უფროსთა რჩე-
ვისა, პაველ პეტროვიჩი სამსახურიდან გადადგა და კნეინას
კვალდაკვალ გაჰყვა; უცხო ქვეყნებში მან ოთხი წელი გაატარა.
ხან აედევნებოდა კნეინას, ხან განზრახ დაკარგავდა მის კვალს,
თავისი თავის რცხვენოდა, აღშფოთებული იყო საკუთარი სულ-
მოკლეობით... მაგრამ არაფერი შველოდა. კნეინას სახე, ამო-
უცნობი, თითქმის უაზრო, მაგრამ მომხიბვლელი, ძალიან
ღრმად ჩაჰბეჭდოდა გულში. ბადენში როგორღაც შეძლო და
ისევ დაუახლოვდა. ასეთი გზნებით იგი ქალს თითქოს არასო-
დეს ჰყვარებია... მაგრამ ერთი თვის შემდეგ ყველაფერი დამ-
თავრდა. ტრფობის ალმა უკანასკნელად იფეთქა და სამუდამოდ
ჩაქრა. პაველ პეტროვიჩი წინასწარ გრძნობდა განშორების
გარდაუვალობას და უნდოდა, კნეინას მეგობრად მაინც დარჩე-
ნილიყო, - თითქოს შესაძლებელია ასეთ ქალთან მეგობრობა...
ქალი მალულად წავიდა ბადენიდან და მას შემდეგ კირსანოვს
მუდამ გაურბოდა. კირსანოვი დაბრუნდა რუსეთში, შეეცადა,
ძველებურად ეცხოვრა, მაგრამ ძველ კალაპოტში ვეღარ ჩადგა.
მოწამლულივით ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, აქეთ-იქით
დაეხეტებოდა; საზოგადოებაში მაინც გამოდიოდა, მაღალი
წრის კაცის ყველა ჩვევაც შეინარჩუნა, ქალებში ორი-სამი ახა-
ლი გამარჯვებაც მოიპოვა, მაგრამ განსაკუთრებულს აღარა-
ფერს მოელოდა არც თავისი თავისგან, არც სხვისგან და არც
არაფერს ჰკიდებდა ხელს. მოხუცდა, გაჭაღარავდა, საღა-
მოობით კლუბში ჯდომა მოთხოვნილებად გადაექცა. დადარ-
დიანება, უცოლოთა წრეში გულგრილი კამათი, - როგორც ცნო-
ბილია, ცუდი ნიშანია. დაცოლშვილებაზე, ცხადია, არც ფიქრობ-
და. ამ ყოფაში ათმა წელმა განვლო... უფერულად, უნაყოფოდ
და სწრაფად, საოცრად სწრაფად. არსად ისე არ გარბის დრო,
როგორც რუსეთში; ამბობენ, საპატიმროში დრო კიდევ უფრო
სწრაფად გარბისო. ერთხელ, სადილობისას, კლუბში პაველ

43 მკითხველთა ლიგა
პეტროვიჩმა კნეინა რ-ს სიკვდილის ამბავი გაიგო. კნეინა, თით-
ქმის შეშლილი, პარიზში გარდაცვლილიყო. პაველ პეტროვიჩმა
მაგიდა მიატოვა, დიდხანს იარა კლუბის ოთახებში და ხანდახან
კარტის მოთამაშეთა მახლობლად გახევდებოდა, მაგრამ
ჩვეულებრივზე ადრე სახლში არ დაბრუნებულა. რამდენიმე
დღის შემდეგ მის სახელზე გამოგზავნილი პაკეტი მიიღო, მასში
კნეინასთვის მიძღვნილი ბეჭედი აღმოჩნდა. კნეინას სფინქსზე
ჯვრისმაგვარი ხაზი გაევლო და შემოეთვალა, გამოცანას ჯვარი
ახსნისო.
ეს მოხდა 48 წლის დასაწყისში, სწორედ იმ დროს, როდესაც
ნიკოლაი პეტროვიჩმა მეუღლე დაკარგა და პეტერბურგში ჩამო-
ვიდა. პაველ პეტროვიჩს თითქმის არ ენახა თავისი ძმა მას შემ-
დეგ, რაც იგი სოფელში დასახლდა. ნიკოლაი პეტროვიჩის ქორ-
წილი პაველ პეტროვიჩის მიერ კნეინას გაცნობის პირველ დღე-
ებს დაემთხვა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პაველ პეტ-
როვიჩი ძმასთან იმ განზრახვით გაემგზავრა, რომ ორიოდე თვე
მასთან დარჩენილიყო, მისი ბედნიერების ცქერით დამტკბარი-
ყო, მაგრამ მხოლოდ ერთ კვირას გაძლო. განსხვავება ძმების
მდგომარეობაში ძალიან დიდი იყო. 48 წელს ეს განსხვავება
შემცირდა, ნიკოლაი პეტროვიჩმა დაკარგა ცოლი, პაველ პეტ-
როვიჩმა - თავისი მოგონებები; კნეინას სიკვდილის შემდეგ იგი
ცდილობდა, საერთოდ არ ეფიქრა იმ ქალზე, სამაგიეროდ, ნი-
კოლაი პეტროვიჩს დარჩა მიზანშეწონილად გატარებული ცხოვ-
რებისგან საზრუნავი - თვალწინ ვაჟი ეზრდებოდა; პაველ პეტ-
როვიჩი კი, პირიქით, მარტოხელა კაცის იმ ბნელსა და ბუნდო-
ვან ასაკში შედიოდა, როდესაც სინანული იმედს ემსგავსება,
იმედი კიდევ - სინანულს, როდესაც ახალგაზრდობამ განვლო,
მაგრამ სიბერის ჟამი ჯერაც არ დამდგარა.

44 მკითხველთა ლიგა
ეს პერიოდი პაველ პეტროვიჩისთვის ბევრად ძნელი იყო,
ვიდრე რომელიმე სხვისთვის. წარსულის დაკარგვით მან ყვე-
ლაფერი დაკარგა.
- აღარ გეპატიჟები მარიინოში, - უთხრა ერთხელ ნიკოლაი
პეტროვიჩმა (თავის სოფელს ეს სახელი ცოლის პატივსაცემად
შეარქვა), - შენ იქ განსვენებულის სიცოცხლეშიც კი მოიწყინე
და ახლა ალბათ სევდა მთლად მოგიღებს ბოლოს.
- მაშინ სულელი და მოუსვენარი ვიყავი, - მიუგო პაველ პეტ-
როვიჩმა, - მას შემდეგ თუ არ დავჭკვიანდი, დავცხრი მაინც. ახ-
ლა, პირიქით, თუ ნებას მომცემ, მზად ვარ, სამუდამოდ შენთან
დავსახლდე.
პასუხის ნაცვლად ნიკოლაი პეტროვიჩი გადაეხვია, მაგრამ
ამ საუბრიდან წელიწად-ნახევარი მაინც გავიდა, სანამ პაველ
პეტროვიჩი თავის განზრახვას სისრულეში მოიყვანდა. სამა-
გიეროდ, რაკი სოფელში დასახლდა, აღარ მიუტოვებია აქაურო-
ბა იმ სამ ზამთარსაც კი, როდესაც ნიკოლაი პეტროვიჩი თავის
ვაჟთან პეტერბურგში გადაბარგდა. პაველ პეტროვიჩი შეუდგა
კითხვას, უმეტესად ინგლისურად. საერთოდაც, მთელ მის ცხოვ-
რებას ინგლისური იერი მისცა, მეზობლებს იშვიათად ხვდებოდა
და მხოლოდ არჩევნებზე თუ წავიდოდა; იქაც უმეტესწილად
დუმდა და მხოლოდ ხანდახან თუ გააღიზიანებდა და შეაშფო-
თებდა ძველი ყაიდის მემამულეებს თავისი ლიბერალური გა-
მოსვლებით; ამავე დროს, ახალი თაობის წარმომადგენლების-
განაც შორს ეჭირა თავი. ერთნიცა და მეორენიც ამპარტავან კა-
ცად მიიჩნევდნენ; ერთნიც და მეორენიც პატივს სცემდნენ ჩინე-
ბული არისტოკრატული მანერებისა და იმ ხმების გამო, რომე-
ლიც მის წარსულ გამარჯვებათა შესახებ დადიოდა; იმის გამო,
რომ საუცხოოდ იცვამდა და ყოველთვის საუკეთესო სასტუმროს
საუკეთესო ნომერში ჩერდებოდა; რომ საერთოდ გემოვნე-
ბიანად სადილობდა და ერთხელ ველინგტონთან ერთადაც კი

45 მკითხველთა ლიგა
ისადილა ლუი-ფილიპესთან; იმის გამოც, რომ ყველგან თან
დაჰქონდა ნამდვილი ვერცხლის ნესესერი და სამგზავრო აბაზა-
ნა; რომ რაღაც არაჩვეულებრივი, საოცრად „კეთილშობილი“
სურნელება ასდიოდა; იმისთვისაც, რომ ოსტატურად თამაშობ-
და ვისტს, მაგრამ მუდამ აგებდა; დაბოლოს, პატივს სცემდნენ
უმწიკვლო პატიოსნებისთვისაც. მანდილოსნები მომხიბვლელ
მელანქოლიკად თვლიდნენ, მაგრამ მათგან თავი შორს ეჭირა.
- აი, ხომ ხედავ, ევგენი, - თქვა არკადიმ, როცა ამბავი დაას-
რულა, - რა უსამართლოდ მსჯელობ ბიძაჩემის შესახებ! იმაზე
აღარაფერს ვამბობ, რამდენჯერ გაჭირვებისგან უხსნია მამაჩე-
მი, რამდენჯერ მთელი თავისი ფული მიუცია. - შენ შეიძლება
არც კი იცოდე, რომ მამულიც კი არა აქვთ გაყოფილი, - ბიძაჩე-
მი მზადაა, ყველას დაეხმაროს და, სხვათა შორის, ყოველთვის
ესარჩლება გლეხებს, თუმცა, მათთან საუბრისას სახეს მანჭავს
და ოდეკალონს ყნოსავს ხოლმე.
- გასაგებია, ნერვები, - გააწყვეტინა ბაზაროვმა.
- შეიძლება, მაგრამ ეს კია, რომ ძალიან კეთილი გულისაა და
არც ჭკუა აკლია. იცი, რა სასარგებლო რჩევა-დარიგებას მაძ-
ლევდა ხოლმე?.. განსაკუთრებით... განსაკუთრებით ქალებთან
დამოკიდებულების შესახებ.
- ოჰო! ფაფის შეშინებული დოს უბერავდაო. ვიცით.
- ერთი სიტყვით, - განაგრძობდა არკადი, - იგი ძალიან უბე-
დურია, დამიჯერე, მისი ათვალწუნება არ ეგების.
- მერედა, ვინ აითვალწუნა? - შეესიტყვა ბაზაროვი. - მე მხო-
ლოდ იმას ვიტყვი, რომ კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვ-
რება ქალის სიყვარულზე დაამყარა, ხოლო მარცხის შემდეგ სუ-
ლით დაეცა და იმდენად წახდა, რომ აღარაფრის უნარი აღარ
შერჩა, ვაჟკაცი არ არის, არც ხვადია. ამბობ, უბედურიაო. ეს
ალბათ შენ უკეთ გეცოდინება, მაგრამ ვატყობ, ჭკუაზე ჯერაც
ვერ მოსულა. დარწმუნებული ვარ, თავი მართლა საქმიან კაცად

46 მკითხველთა ლიგა
მოაქვს, რადგან გალინიაშკას კითხულობს და თვეში ერთხელ
გლეხს ეგზეკუციისგან გადაარჩენს.
- კი მაგრამ, მოიგონე მისი აღზრდა, ის დრო, რომელშიც
ცხოვრება მოუხდა, - შენიშნა არკადიმ.
- აღზრდა? - ჩამოართვა სიტყვა ბაზაროვმა. - ყოველმა ადა-
მიანმა თავისი თავი თვითონ უნდა აღზარდოს. აი, თუნდაც მე,
მაგალითად... რაც შეეხება დროს! რატომ უნდა ვიყო მასზე და-
მოკიდებული? დაე, დრო თვითონ იყოს ჩემზე დამოკიდებული.
არა, ძმაო, ეს მხოლოდ თავაშვებულობაა და სიცარიელე! ანდა
რას ნიშნავს ეს რაღაც საიდუმლო დამოკიდებულება კაცსა და
ქალს შორის? ჩვენ, ფიზიოლოგებმა, კარგად ვიცით, როგორია
ეს დამოკიდებულება. აბა, შეისწავლე ერთი თვალის ანატომია,
საიდან უნდა გაჩნდეს, შენ რომ ამბობ ის იდუმალი გამოხედვა?
ეს სულ რომანტიზმია, სისულელე, დამპლობა, მაიმუნობა. წამო
ერთი, ისევ ხოჭოს დავხედოთ.
და ორივე მეგობარი გაემართა ბაზაროვის ოთახისკენ, სადაც
უკვე დამდგარიყო იაფფასიან თუთუნის სუნთან შერეული
მედიცინურ-ქირურგიული სუნი.

47 მკითხველთა ლიგა
VIII
პაველ პეტროვიჩმა მხოლოდ ერთხანს უსმინა ძმისა და
მოურავის საუბარს. მოურავი, მაღალი, გამხდარი, ეშმაკური
თვალების მქონე კაცი, ნიკოლაი პეტროვიჩის ყოველ შენიშვნა-
ზე შემპარავი, ჭლექიანის ხმით პასუხობდა, - რას ბრძანებთ, ეგ
ხომ ცხადიაო, და თან ცდილობდა, გლეხები ერთიანად ლოთე-
ბად და ქურდებად გამოეყვანა. ახლახან ახალ ყაიდაზე გადაყვა-
ნილი მეურნეობა გაუსაპნავი ურმის თვლებივით ჭრიალებდა,
ისეთი ჭრაჭუნი გაუდიოდა, როგორიც ნედლი ხისგან შინნაკე-
თებ ავეჯს. ნიკოლაი პეტროვიჩი გულს არ იტეხდა, მაგრამ ხში-
რად ჩაფიქრდებოდა და ხვნეშოდა, გრძნობდა, რომ უფულოდ
საქმე არ წავიდოდა, ფული კი თითქმის გამოელია. არკადიმ
მართალი თქვა, პაველ პეტროვიჩი არაერთხელ დახმარებია
თავის ძმას; არაერთხელ, როცა დაუნახავს ნიკოლაი პეტროვი-
ჩის წვალება და თავისტეხა გამოსავლის ძიებაში, აუჩქარებლად
ფანჯრისკენ მიბრუნებულა, ჯიბეებში ხელები ჩაუწყვია და ბუტბუ-
ტით უთქვამს, მაის ჯე პუის ვოუს დონნერ დე ლ’არგენტ, 6და მის-
თვის ფული მიუცია; მაგრამ იმ დღეს თვითონაც არ ჰქონდა და
ისევ გაცლა არჩია. სამეურნეო დავიდარაბა გულს უღონებდა;
თანაც ფიქრობდა, რომ, მიუხედავად სრული გულმოდგინებისა
და შრომისა, ნიკოლაი პეტროვიჩი საქმეს ისე არ უდგებოდა,
როგორც საჭირო იყო; თუმცა არც იმის მითითება შეეძლო, სა-
ხელდობრ რაში ცდებოდა ნიკოლაი პეტროვიჩი. „ჩემი ძმა საკ-
მარისად პრაქტიკული ვერ არის“, - მსჯელობდა თავისთვის, „ატ-
ყუებენ“, ნიკოლაი პეტროვიჩი კი, პირიქით, ძალიან დიდი წარ-
მოდგენის იყო პაველ პეტროვიჩის პრაქტიკული ნიჭის შესახებ

6 კი, მაგრამ მე შემიძლია, ფული მოგცეთ (ფრ.).

48 მკითხველთა ლიგა
და ყოველთვის რჩევას ეკითხებდა. „მე ერთი რბილი, სუსტი კა-
ცი ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება მივარდნილ კუთხეში გამიტარე-
ბია“, - ეტყოდა ხოლმე ნიკოლაი პეტროვიჩი თავის ძმას, - შენ კი
განა ტყუილად ტრიალებდი იმდენ ხანს ხალხში, შენ ადამიანებს
კარგად იცნობ; არწივისებური თვალი გაქვსო. პაველ პეტროვი-
ჩი პასუხად მხოლოდ პირს მიიბრუნებდა ხოლმე, მაგრამ ძმის
გადარწმუნებას არ ცდილობდა.
პაველ პეტროვიჩმა ძმა კაბინეტში დატოვა, თვითონ დერე-
ფანში გავიდა, რომელიც სახლს ორ ნაწილად ყოფდა, და როდე-
საც ერთ დაბალ კარს გაუსწორდა, შეჩერდა, შეყოყმანდა, ულვა-
ში მოიწიწკნა და დააკაკუნა.
- ვინ არის? შემობრძანდით, - მოისმა ფენიჩკას ხმა.
- მე ვარ, - ჩაილაპარაკა პაველ პეტროვიჩმა და კარი შეაღო.
ფენიჩკა სკამიდან წამოხტა, ხელში ბავშვი ეჭირა, ბავშვი გოგოს
გადასცა; გოგომ ჩვილი მაშინვე გაიყვანა ოთახიდან, ფენიჩკამ
კი აჩქარებით თავსაფარი შეისწორა.
- მაპატიეთ, თუ ხელი შეგიშალეთ, - დაიწყო პაველ პეტრო-
ვიჩმა, თან ქალს თვალს არიდებდა, - მე მხოლოდ მინდოდა
მეთხოვა... დღეს, ვგონებ, ქალაქში კაცი უნდა გაიგზავნოს... უბ-
რძანეთ, მწვანე ჩაი მიყიდონ.
- ბატონი ბრძანდებით, - უპასუხა ფენიჩკამ, - რამდენი მოვა-
ტანინო?
- ვფიქრობ, ნახევარი გირვანქა საკმარისია... აქ მე ცვლილე-
ბებს ვხედავ, - დაუმატა მან და ოთახს თვალი სწრაფად მოავ-
ლო, ეს თვალის მოვლება ფენიჩკას სახესაც არ ასცდა. - აი,
ფარდებზე ვამბობ, - ჩაილაპარაკა მან, როცა შენიშნა, რომ ფე-
ნიჩკა ვერ მიუხვდა.
- დიახ, ფარდები ნიკოლაი პეტროვიჩმა გვიბოძა, კარგა ხა-
ნია, ჩამოვკიდეთ.

49 მკითხველთა ლიგა
- მეც ხომ კარგა ხანია, თქვენთან არ ვყოფილვარ. ახლა აქ
ძალიან კარგია.
- ნიკოლაი პეტროვიჩის წყალობით, - წაიჩურჩულა ფენიჩკამ.
- აქ უკეთესად ხართ, ვიდრე წინანდელ ფლიგელში? - ჰკითხა
პაველ პეტროვიჩმა თავაზიანად, მაგრამ გაქვავებული სახით.
- რასაკვირველია.
- იქ ვინ შეასახლეს თქვენს ადგილას?
- ახლა იქ მრეცხავები არიან.
- ჰოო!
პაველ პეტროვიჩი დადუმდა. „ახლა წავა“, - ფიქრობდა ფე-
ნიჩკა, მაგრამ პაველ პეტროვიჩი ადგილიდან არ იძვროდა. ფე-
ნიჩკაც იდგა მის წინ გაშეშებული და ხელის თითებს ოდნავ ათა-
მაშებდა.
- რატომ გაისტუმრეთ თქვენი პაწია? - დაიწყო ბოლოს პაველ
პეტროვიჩმა. - მე ბავშვები მიყვარს. აბა, მაჩვენეთ.
ფენიჩკა სირცხვილისა და სიხარულისაგან ერთიანად აილე-
წა. მას პაველ პეტროვიჩის ეშინოდა; პაველ პეტროვიჩი არასო-
დეს ელაპარაკებოდა ხოლმე.
- დუნიაშა, - გასძახა ფენიჩკამ, - მოიყვანეთ მიტია (ფენიჩკა
სახლში ყველას თქვენობით ელაპარაკებოდა). თუმცა, დაიცა-
დეთ, ტანსაცმელს გამოვუცვლი.
ფენიჩკა კარისაკენ გაემართა.
- რა საჭიროა, - შენიშნა პაველ პეტროვიჩმა.
- ახლავე, - უთხრა ფენიჩკამ და სწრაფად გავიდა.
პაველ პეტროვიჩი მარტო დარჩა და ამჯერად განსაკუთრებუ-
ლი ყურადღებით მიმოიხედა. პატარა, დაბალჭერიანი ოთახი
სუფთა და მყუდრო იყო, აქ ახალშეღებილი იატაკის, გვირილისა
და ბარამბოს სუნი იდგა. კედლის გაყოლებით ქნარის მოყვანი-
ლობის ზურგიანი სკამები ჩაემწკრივებინათ. ეს სკამები ჯერ კი-
დევ განსვენებულ გენერალს შეეძინა პოლონეთში ლაშქრობის

50 მკითხველთა ლიგა
დროს. ერთ კუთხეში მარმაშისფარდიანი საწოლი იდგა, იქვე -
მოჭედილი მრგვალსახურავიანი სკივრი. მოპირდაპირე კუთხე-
ში, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დიდი და ჩაშავებული ხატის
წინ კანდელი ენთო. წითელი ლენტით შარავანდედზე მიმაგრე-
ბული პაწაწინა ფაიფურის კვერცხი წმინდანს გულზე ეკიდა. ფან-
ჯრის რაფაზე შარშანდელი მურაბით სავსე, გულმოდგინედ თავ-
მოკრული ქილები ეწყო და მათგან მწვანე შუქი გამოკრთოდა.
ქილების თავზე გადაკრულ ქაღალდზე თვითონ ფენიჩკას დაეწე-
რა მსხვილი ასოებით, „ხურტკმელი“; ნიკოლაი პეტროვიჩს გან-
საკუთრებით უყვარდა ეს მურაბა; ჭერქვეშ, გრძელ ზონარზე ჩა-
მოკიდებულ გალიაში მოკლეკუდიანი ჭივჭავი შეუჩერებლივ
ჭიკჭიკებდა და დახტოდა; გალიაც შეუჩერებლივ ქანაობდა. კა-
ნაფის თესლი მსუბუქი ხმაურით ცვიოდა იატაკზე. პატარა კამო-
დის თავზე გამოჭრილ თაღში გამვლელი მხატვრის მიერ შესრუ-
ლებული უხეირო ფოტოსურათები ეკიდა, ნიკოლაი პეტროვიჩი
სხვადასხვა პოზაში. აქვე იყო თავად ფენიჩკას სრულიად უმ-
სგავსო ფოტოსურათიც, თითქოს თვალებდათხრილი, სახეგახე-
ვებული იღიმებოდა შავ ჩარჩოში, - სხვა არაფრის გარჩევა არ
შეიძლებოდა. ფენიჩკას სურათს ზემოთ ერმოლოვისა ეკიდა;
ნაბდიანი ერმოლოვი მრისხანედ გასცქეროდა შორეულ კავკა-
სიონს; შუბლზე აბრეშუმის სანემსე ქოში ჩამოჰფარებოდა. გავი-
და ხუთი წუთი. მეზობელ ოთახში შრიალი და ჩურჩული ისმოდა.
პაველ პეტროვიჩმა კამოდიდან გაქონილი წიგნი აიღო - მასალ-
სკის „მსროლელთა“ ერთი ტომი, და რამდენიმე გვერდი გადა-
ფურცლა... კარი გაიღო და ბავშვით ხელში ფენიჩკა შემოვიდა.
მიტიასთვის საყელოზე სირმამოვლებული წითელი პერანგი ჩა-
ეცმია, თმა გადაევარცხნა და სახე მოეწმინდა. ბავშვი მძიმედ
სუნთქავდა, მთელი ტანით წინ იხრებოდა, პაწია ხელებს ისე
ასავსავებდა, როგორც ყველა ჯანმრთელ ბავშვს სჩვევია; ეტყო-
ბოდა, რომ კოხტა პერანგმა იმოქმედა. ფუნჩულა ბიჭუნა კმაყო-

51 მკითხველთა ლიგა
ფილებას მთელი არსებით გამოხატავდა. ფენიჩკას თმა თვითო-
ნაც მოეწესრიგებინა და თავსაფარიც უკეთესი ეხურა, თუმცა შე-
ეძლო, როგორც იყო, ისევე დარჩენილიყო. მართლაც, ნუთუ ამ-
ქვეყნად არსებობს იმაზე მომხიბვლელი რამ, როგორიცაა
ახალგაზრდა ლამაზი დედა ჯანსაღი ბავშვით ხელში?
- ამ ბუთხუზას დამიხედეთ! - მოწყალედ წარმოთქვა პაველ
პეტროვიჩმა და საჩვენებელი თითის გრძელი ფრჩხილით
ბავშვს ფაფუკ ნიკაპზე მოუღიტინა. ბავშვი ჭივჭავს მიაჩერდა, აჭ-
ყლოპინდა.
- ეს ბიძიაა! - ჩააგონა ფენიჩკამ, ბავშვისკენ დაიხარა და ოდ-
ნავ შეარხია.
დუნიაშამ ამ დროს ფანჯარაზე თამბაქოს მოსაკიდებლად ან-
თებული სანთელი ნელა შემოდგა და ქვეშ გროში ამოუდო.
- რამდენი თვისაა ახლა? - იკითხა პაველ პეტროვიჩმა.
- ექვსის. მალე მეშვიდეში ჩადგება, თერთმეტი რიცხვიდან.
- განა მერვეში არაა, ფედოსია ნიკოლაევნა? - მოკრძალებით
ჩაერია დუნიაშა.
- არა, მეშვიდეში; როგორ შეიძლება! - ბავშვი ისევ აჭყლო-
პინდა, სკივრს თვალი მიაპყრო და უცებ ხუთივე თითი დედის
ცხვირსა და ტუჩებს მოავლო, - ჰა, შე ცელქო! - ჩაილაპარაკა ფე-
ნიჩკამ, მაგრამ სახე არ მოუშორებია.
- ჩემს ძმას ჰგავს, - შენიშნა პაველ პეტროვიჩმა.
„აბა, ნეტავ ვის უნდა ჰგავდეს?“ - გაიფიქრა ფენიჩკამ.
- დიახ, - თითქოს თავისთვის განაგრძობდა პაველ პეტროვი-
ჩი, - უეჭველი მსგავსებაა.
მან ყურადღებით, თითქმის ნაღვლიანად შეათვალიერა ფე-
ნიჩკა.
- ეს ბიძიაა, - ამჯერად ჩურჩულით გაუმეორა ფენიჩკამ
ბავშვს.

52 მკითხველთა ლიგა
- ჰეი! პაველ! აი, თურმე სად ყოფილხარ! - მოისმა ანაზდად
ნიკოლაი პეტროვიჩის ხმა.
პაველ პეტროვიჩი სწრაფად შემოტრიალდა და შეიჭმუხნა,
მაგრამ ძმა ისე მხიარულად და ისეთი მადლიერებით შესცქერო-
და, რომ პაველ პეტროვიჩმა უნებურად გაუღიმა.
- მშვენიერი ბიჭი გყავს, - ჩაილაპარაკა მან და საათს დახედა.
- მე კი აქ ჩაის თაობაზე შემოვიარე.
პაველ პეტროვიჩმა გულგრილი გამომეტყველება მიიღო და
ოთახიდან მაშინვე გავიდა.
- თვითონ შემოვიდა? - ჰკითხა ფენიჩკას ნიკოლაი პეტროვიჩ-
მა.
- თვითონ მობრძანდა, დააკაკუნა და შემოვიდა.
- კარგი და, არკაშა არ ყოფილა?
- არ ყოფილა. იქნებ ჯობს, ფლიგელში გადავიდე, ნიკოლაი
პეტროვიჩ?
- ვითომ რატომ?
- ვიფიქრე, პირველ ხანს ასე უკეთესი ხომ არ იქნება-მეთქი.
- ა... არა, - ბორძიკით მიუგო ნიკოლაი პეტროვიჩმა და შუბ-
ლი მოისრისა, - ადრე უნდა გვექნა... გამარჯობა, ბუშტუკუნა, -
წარმოთქვა მან უეცარი ხალისით, ბავშვს მიუახლოვდა და ლო-
ყაზე აკოცა, მერე ოდნავ დაიხარა და ტუჩებით ფენიჩკას ხელს
შეეხო, რომელიც მიტიას წითელ პერანგზე რძესავით თეთრად
მოჩანდა.
- ნიკოლაი პეტროვიჩ! რას სჩადით? - წაილუღლუღა ფენიჩ-
კამ და თვალები დახარა, შემდეგ წყნარად აღაპყრო... მშვე-
ნიერი იყო მისი გამოხედვა, როდესაც წარბებქვეშიდან იყურე-
ბოდა და ალერსიანად და გულუბრყვილოდ იცინოდა.
ნიკოლაი პეტროვიჩმა ფენიჩკა შემდეგნაირად გაიცნო: ერ-
თხელ, ამ სამი წლის წინ, შორეული მაზრის ქალაქში ერთ ფუნ-
დუკში მოუწია ღამის გათევამ. იგი გააოცა მისთვის მიჩენილი

53 მკითხველთა ლიგა
ოთახის სისუფთავემ და თეთრეულის სიფაქიზემ; აქ გერმანელი
ქალი ხომ არ არის დიასახლისიო, - გაიფიქრა, მაგრამ დიასახ-
ლისი რუსი ქალი აღმოჩნდა. ორმოცდაათ წელს მიღწეული,
სუფთად ჩაცმული, სანდომიანი სახითა და დარბაისლური
სიტყვა-პასუხით; ჩაის სმის დროს ნიკოლაი პეტროვიჩი გა-
მოელაპარაკა მას და ძალიან მოეწონა. ნიკოლაი პეტროვიჩი
ის-ის იყო, თავის ახალ კარ-მიდამოში დასახლდა და, რადგან
ყმების ყოლა თავისთან არ უნდოდა, საჭირო ხალხს ქირით
ეძებდა. ეს დიასახლისიც, თავის მხრივ, მძიმე დროს და ქალაქ-
ში გამვლელი მგზავრების ნაკლებობას უჩიოდა. ნიკოლაი პეტ-
როვიჩმა თავისი სახლის ეკონომობა შესთავაზა. ქალი დათან-
ხმდა. ქმარი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, ჰყავდა მხოლოდ
ერთადერთი ქალიშვილი - ფენიჩკა. ორიოდე კვირის შემდეგ
არინა სავიშნა (ასე ერქვა ახალ ეკონომ ქალს) მარიინოში ქა-
ლიშვილთან ერთად ჩამოვიდა და ფლიგელში დასახლდა. ნიკო-
ლაი პეტროვიჩის არჩევანი კარგი გამოდგა. არინამ სახლში
წესრიგი დაამყარა. ფენიჩკას მაშინ ჩვიდმეტი წელი შეუსრულ-
და, მასზე არავინ ლაპარაკობდა და იშვიათად, რომ ვინმეს და-
ნახვებოდა. ცხოვრობდა წყნარად, მოკრძალებულად და მხო-
ლოდ კვირაობით, სამრევლო ეკლესიაში, სადმე კუთხეში თუ
მოჰკრავდა ხოლმე თვალს ნიკოლაი პეტროვიჩი მისი თეთრი
სახის ნაზ პროფილს. ასე გავიდა წელიწადზე მეტი.
ერთ დილას არინა ნიკოლაი პეტროვიჩს კაბინეტში ეახლა,
ჩვეულებისამებრ თავი მდაბლად დაუკრა და სთხოვა, ჩემს ქა-
ლიშვილს თვალში ნაპერწკალი ჩაუვარდა და ხომ არ შეგიძლი-
ათ, რითიმე დაეხმაროთო. ნიკოლაი პეტროვიჩი, როგორც შინ
ჯდომას მიჩვეული ყველა კაცი, ექიმბაშობდა და ჰომეოპათიური
აფთიაქიც კი გამოიწერა. მაშინვე უბრძანა არინას, მოეყვანა
ავადმყოფი. ფენიჩკამ რომ ყური მოჰკრა, ბატონი მიბარებსო,
ძალიან დაფრთხა, მაგრამ მაინც გაჰყვა დედას. ნიკოლაი პეტ-

54 მკითხველთა ლიგა
როვიჩმა იგი ფანჯარასთან მიიყვანა და ორივე ხელით თავი
დაუჭირა. კარგად გაუსინჯა გაწითლებული და ანთებული თვა-
ლი, გამოუწერა სველი საფენი, რომელიც თვითონვე მოამზადა;
დახია თავისი ცხვირსახოცი და აჩვენა, როგორ უნდა დაესველე-
ბინა; ფენიჩკამ მოუსმინა და წასვლა დააპირა. „ხელზე აკოცე ბა-
ტონს, შე სულელო“, - უთხრა დედამ. ნიკოლაი პეტროვიჩმა არ
დაანება, დაიბნა და თვითონვე აკოცა ყმაწვილ ქალს დახრილ
თავზე. ფენიჩკას თვალი მალე მოურჩა, მაგრამ ნიკოლაი პეტ-
როვიჩს შთაბეჭდილება, რომელიც მასზე ფენიჩკამ მოახდინა,
დიდხანს არ განელებია. მას სულ თვალწინ ედგა ეს სუფთა, ნა-
ზი, შიშით მომზირალი სახე; ხელისგულებზე ჯერაც გრძნობდა
მისი რბილი თმის შეხებას, ხედავდა ამ უმანკო, ოდნავ გაპობილ
ბაგეს, რომლის მიღმა მზის შუქზე ნამიანი, მარგალიტივით კბი-
ლები ელავდა. დიდი ყურადღებით დაუწყო თვალიერება ეკლე-
სიაში, ცდილობდა გამოლაპარაკებოდა. ფენიჩკა თავიდან ძლი-
ერ მორცხვობდა და ერთხელ, შებინდებისას, როცა ნიკოლაი
პეტროვიჩი ჭვავის ყანაში გატკეპნილ ვიწრო ბილიკზე შეეჩეხა,
ქალმა მაღალ, ხშირი აბზინდითა და ღიღილოთი გაბარდულ
ჭვავის ყანას მიაშურა, რათა მის თვალს მოჰფარებოდა.
ნიკოლაი პეტროვიჩმა თვალი მოჰკრა მის თავს თავთავების
ოქროს ბადეში, საიდანაც იგი პატარა ნადირივით იყურებოდა
და ალერსიანად დაუძახა:
- გამარჯობა, ფენიჩკა! მე არ ვიკბინები.
- გაგიმარჯოთ, - ჩაიჩურჩულა ქალმა, მაგრამ სამალავი არ
მიუტოვებია.
ნელ-ნელა ფენიჩკა მიეჩვია ნიკოლაი პეტროვიჩს, მაგრამ მი-
სი თანდასწრებით ისევ მორცხვობდა. მოულოდნელად დედამი-
სი არინა ქოლერით გარდაიცვალა. რაღა უნდა ექნა ფენიჩკას?
მას დედისგან მემკვიდრეობით დაჰყვა წესრიგის სიყვარული,
გონიერება და სიდარბაისლე; მაგრამ ისეთი ახალგაზრდა, ისე-

55 მკითხველთა ლიგა
თი უთვისტომო იყო... ნიკოლაი პეტროვიჩი კი ისეთი კეთილი
და მორიდებული, რომ... დანარჩენს თქმა აღარ სჭირდება...
- მაშ, ჩემი ძმა ასე პირდაპირ შემოვიდა? - ეკითხებოდა ნიკო-
ლაი პეტროვიჩი. - დააკაუნა და შემოვიდა?
- დიახ.
- ჰო, ეს კარგია. აბა, მომეცი მიტია, გავეთამაშო.
და ნიკოლაი პეტროვიჩმა ბავშვი რამდენჯერმე თითქმის ჭე-
რამდე აისროლა. პატარას ეს ახარებდა, დედა კი ძალიან წუხდა
და ბავშვის ყოველი ასროლისას მისი შიშველი ფეხებისკენ იშ-
ვერდა ხელებს.
პაველ პეტროვიჩი კი დაბრუნდა თავის კოხტა კაბინეტში,
რომლის კედლებზე ლამაზი და უცნაური ფერის შპალერი გაეკ-
რათ; კედელზე, ჭრელ სპარსულ ნოხზე იარაღი ეკიდა, ოთახში
იდგა კაკლის ხის, მუქმწვანე ფერის ქსოვილით გადაკრული ავე-
ჯი, renaissance-ის7 სტილის ძველი, შავი მუხის კარადა წიგნე-
ბისთვის, საუცხოო საწერ მაგიდაზე - ბრინჯაოს ქანდაკებები, ბუ-
ხარი... პაველ პეტროვიჩი დივანზე მოწყვეტით დაეშვა, ხელები
თავქვეშ ამოიდო და დარჩა ასე უძრავად. თითქმის სასოწარკვე-
თილი ჭერს მიშტერებოდა. იქნებ კედლებისთვისაც კი სურდა
დაემალა, რაც მის სახეზე ხდებოდა, ან რაღაც სხვა მიზეზით,
მაგრამ ეს კია, რომ ადგა, ფანჯრებზე მძიმე ფარდები ჩამოუშვა
და კვლავ დივანზე დაეშვა...

7 რენესანსი (ფრ.) - აღორძინების ხანის (XV-XVI ს.) სტილი.

56 მკითხველთა ლიგა
IX
იმავე დღეს ბაზაროვიც გაეცნო ფენიჩკას. ბაზაროვი არკა-
დისთან ერთად ბაღში დასეირნობდა და უხსნიდა მას, თუ რატომ
არ იხარა ზოგიერთმა ხემ, განსაკუთრებით - მუხამ.
- აქ რაც შეიძლება მეტი ვერცხლისფერი ალვის ხე, ნაძვი და,
ვფიქრობ, შავი მიწის დამატებით ცაცხვიც იხარებს. აი, ტალა-
ვერს კარგად გაუხარია, - დაუმატა მან, - იმიტომ, რომ აკაცია და
იასამანი მაინცდამაინც მოვლას არ საჭიროებს. ეჰე! აქ ვიღაც
არის.
ტალავარში ფენიჩკა იჯდა დუნიაშასა და მიტიასთან ერთად.
ბაზაროვი შედგა, არკადიმ კი, როგორც ძველმა ნაცნობმა, ფე-
ნიჩკას თავი დაუკრა.
- ვინ არის? - იკითხა ბაზაროვმა, როგორც კი გვერდით
ჩაუარეს, - რა ლამაზია.
- ვისზე ლაპარაკობ?
- ცხადია ვისზეც, ლამაზი მხოლოდ ერთია.
არკადიმ ცოტა არეულად, მოკლედ აუხსნა, ვინ იყო ფენიჩკა.
- ჰოო! - ჩაილაპარაკა ბაზაროვმა, - მამაშენს პირის გემო
ჰქონია. მომწონს მამაშენი, ღმერთმანი. ყოჩაღია... მაგრამ უნდა
გავეცნო, - დაუმატა მან და უკან, ტალავრისკენ გაბრუნდა.
- ევგენი! - მიაძახა შეშინებულმა არკადიმ, - ფრთხილად, თუ
ღმერთი გწამს!
- ნუ ღელავ, - წაილაპარაკა ბაზაროვმა, - გამოცდილი ხალხი
ვართ, ქალაქში გვიცხოვრია.
მიუახლოვდა ფენიჩკას და კარტუზი მოუხადა.
- ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ, - დაიწყო მან თავაზიანი თავის
დახრით. - არკადი ნიკოლაევიჩის მეგობარი და უწყინარი ადა-
მიანი.
ფენიჩკა მერხიდან წამოიწია და უსიტყვოდ შეაცქერდა.
57 მკითხველთა ლიგა
- რა მშვენიერი ბავშვია! - განაგრძობდა ბაზაროვი. - ნუ წუხ-
ხართ, მე ჯერ არავინ გამითვალავს, რატომ აქვს ასეთი წითელი
ლოყები? კბილები ხომ არ ეჭრება?
- დიახ, - თქვა ფენიჩკამ, - ოთხი კბილი უკვე ამოუვიდა, ახლა
აი, ისევ შეუსივდა ღრძილები.
- აბა, მიჩვენეთ... ნუ შიშობთ, მე ექიმი ვარ.
ბაზაროვმა ხელში აიყვანა ბავშვი, რომელმაც წინააღმდეგო-
ბა არ გაუწია და არც შეშინდა. ამ გარემოებამ ძალიან გააკვირ-
ვა ფენიჩკაცა და დუნიაშაც.
- ვხედავ, ვხედავ... არაფერია, ყველაფერი რიგზეა. ყაჩაღანა
იქნება, თუ რამე მოხდა, მაცნობეთ. თქვენ თვითონ კარგად
ხართ?
- კარგად ვარ, ღვთის წყალობით.
- ღვთის წყალობა ყველაფერზე უკეთესია. თქვენ? - მიმართა
ბაზაროვმა დუნიაშას.
დუნიაშამ, სახლში ერთობ თავდაჭერილმა, სახლს გარეთ კი
მოკისკისე ქალიშვილმა, პასუხად მხოლოდ ჩაიცინა.
- ძალიან კარგი. ჩაიბარეთ თქვენი გოლიათი.
ფენიჩკამ ბავშვი გამოართვა.
- როგორ წყნარად იყო თქვენთან, - ჩაილაპარაკა მან დაბა-
ლი ხმით.
- ჩემთან ყველა ბავშვი წყნარადაა, - მიუგო ბაზაროვმა, - მე
ისეთი ხერხი ვიცი.
- ბავშვები გრძნობენ, ვისაც უყვართ, - შენიშნა დუნიაშამ.
- ეს მართალია, - დაუდასტურა ფენიჩკამ. - აი, მიტიაც - ზოგს
სულაც არ ეკარება.
- ჩემთან თუ მოვა? - იკითხა არკადიმ, რომელიც ჯერ შორიახ-
ლოს იდგა, ახლა კი ტალავერს მიუახლოვდა, მოიწადინა ბავ-
შვის აყვანა, მაგრამ მიტიამ თავი უკან გადააგდო და დაიღნავ-
ლა; ფენიჩკამ უხერხულად იგრძნო თავი.

58 მკითხველთა ლიგა
- არა უშავს, სხვა დროს იყოს, როცა მომეჩვევა, - გამოასწო-
რა მდგომარეობა არკადიმ და ორივე მეგობარი წავიდა.
- რა ჰქვია? - იკითხა ბაზაროვმა.
- ფენიჩკა, ფედოსია, - უპასუხა არკადიმ.
- მამის სახელი... ესეც საჭიროა ვიცოდე.
- ნიკოლაევნა.
- Bene.8 მასში ის მომწონს, რომ ძალიან დარცხვენილი არ
არის. ზოგი სწორედ ამას დაუწუნებდა. სისულელეა. რა აქვს და-
სარცხვენი? დედაა - მაშასადამე, მართალია.
- ეგ კი მართალია, - შენიშნა არკადიმ, - მაგრამ მამაჩემი...
- ისიც მართალია, - გააწყვეტინა ბაზაროვმა.
- არა, ჩემი აზრით, ასე არ არის.
- ჩანს, ზედმეტი მემკვიდრე არ გეპიტნავება?
- როგორ არა გრცხვენია, ასეთ რამეს რომ მწამებ! - ცხარედ
შეესიტყვა არკადი. - განა ამ თვალსაზრისით ვამტყუნებ მამა-
ჩემს? ჩემი აზრით, მამას ის უნდა შეერთო.
- ეჰე-ჰე! - მშვიდად ჩაილაპარაკა ბაზაროვმა, - აი თურმე რა
დიდსულოვნები ვყოფილვართ - შენ ქორწინებას კიდევ ანიჭებ
რაიმე მნიშვნელობას? ამას შენგან არ მოველოდი.
მეგობრებმა უსიტყვოდ გაიარეს რამდენიმე ნაბიჯი.
- დავათვალიერე მამაშენის ყველა წამოწყება, - დაიწყო ისევ
ბაზაროვმა. - საქონელი უვარგისია, ცხენები - დავარდნილი. შე-
ნობები შელახულია და მუშებიც ერთიანად ზარმაცები ჩანან,
ხოლო მოურავი ან შტერია, ან გაიძვერა, ჯერ კარგად ვერ გა-
მირჩევია.
- რაღაც მკაცრი ხარ დღეს, ევგენი ვასილიჩ.

8 კარგი (ლათ.).

59 მკითხველთა ლიგა
- ის კეთილი გლეხებიც უცილობლად გააცურებენ მამაშენს.
ხომ გაგიგონია ანდაზა, „რუსი გლეხი თვით ღმერთს შესანსლავ-
სო“.
- იცი, მგონი, მალე ბიძაჩემს დავეთანხმები, - შენიშნა არკა-
დიმ. - შენ გარკვეულად ცუდი აზრისა ხარ რუსებზე.
- დიდი ამბავიც მომხდარა! რუსი მარტო იმით არის კარგი,
რომ თვითონაა თავის თავზე უსაძაგლესი აზრის. საქმე ისაა,
რომ ორჯერ ორი ოთხია, დანარჩენი კი ყველაფერი მიქარვაა.
- ბუნებაც მიქარვაა? - წაილაპარაკა არკადიმ და ჩაფიქრე-
ბულმა გახედა ჩამავალი მზის სხივების მომხიბვლელი სიწყნა-
რით განათებულ ფერადოვან მინდვრებს.
- ბუნებაც მიქარვაა იმ გაგებით, როგორც შენ გესმის. ბუნება
ტაძარი კი არ არის, იგი სახელოსნოა, ხოლო ადამიანი - მასში
მშრომელი.
ამ დროს ორივეს ვიოლონჩელოს მინელებული ხმა ჩაესმა.
სახლში ვიღაც შუბერტის „მოლოდინს“ გრძნობით, მაგრამ გა-
მოუცდელი ხელით უკრავდა და ტკბილი ჰანგები თაფლივით იღ-
ვრებოდა ჰაერში.
- ეს რა არის? - წამოიძახა განცვიფრებულმა ბაზაროვმა.
- ეს მამაჩემია.
- მამაშენი ვიოლონჩელოზე უკრავს?
- ჰო.
- კარგი და, რა ხნისაა მამაშენი?
- ორმოცდაოთხის.
ბაზაროვმა უეცრად გადაიხარხარა.
- რას იცინი?
- მომიტევე! ორმოცდაოთხი წლის კაცი. pater familia...9 მ...-
ის მაზრაში და - ვიოლონჩელოზე უკრავს!

9 ოჯახის მამა.
60 მკითხველთა ლიგა
ბაზაროვი ხარხარებდა, მაგრამ არკადის, მიუხედავად დიდი
მოწიწებისა თავისი მასწავლებლის მიმართ, ოდნავაც არ გაღი-
მებია.

61 მკითხველთა ლიგა
X
თითქმის ორი კვირა გავიდა. მარიინოში ცხოვრება თავისი
გზით მიედინებოდა. არკადი სიბარიტობდა, ბაზაროვი მუშაობ-
და. სახლში ყველა შეეჩვია მის დაუდევარ მანერებს, მარტივსა
და მოჭრილ სიტყვა-პასუხს. განსაკუთრებით ფენიჩკა გაუშინა-
ურდა იმდენად, რომ ერთხელ ღამით გააღვიძებინა კიდეც, მიტი-
ას კრუნჩხვა მოსვლოდა. ბაზაროვი მოვიდა და, როგორც
სჩვეოდა, ნახევრად ხუმრობით და ნახევრად მთქნარებით მას-
თან ორი საათი დაყო და ბავშვსაც უშველა. სამაგიეროდ, პაველ
პეტროვიჩმა სულითა და გულით შეიძულა ბაზაროვი. მისი აზ-
რით, ის იყო ამპარტავანი, თავხედი, ცინიკოსი და პლებეი; პა-
ველ პეტროვიჩი გუმანით გრძნობდა, რომ ბაზაროვი პატივს არ
სცემდა და ლამის ითვალწუნებდა მას - პაველ კირსანოვს! ნიკო-
ლაი პეტროვიჩს, ცოტა არ იყოს, ეშინოდა ახალგაზრდა „ნიჰი-
ლისტისა“ და ეჭვობდა, რომ მას სასარგებლო გავლენა მოეხდი-
ნა არკადიზე, მაგრამ მაინც ხალისით უსმენდა და ესწრებოდა
მის ფიზიკურ და ქიმიურ ცდებს. ბაზაროვმა თან მიკროსკოპი ჩა-
მოიტანა და საათობით ჩაჰყურებდა შიგნით. მსახურებსაც შეუყ-
ვარდათ იგი, თუმცა მათ აგდებულად ეპყრობოდა. მიუხედავად
ამისა, ისინი გრძნობდნენ, რომ ის მათი კაცი იყო და არა ბატო-
ნივით დიდკაცი. დუნიაშა სიამოვნებით კისკისებდა ხოლმე მას-
თან და როცა „მწყერივით“ ჩაუგოგმანებდა, ცერად და მინიშნე-
ბით თვალს შეავლებდა. უკიდურესად თავმოყვარე და სულელ,
მუდამ დაძაბვით შუბლდანაოჭებულ პეტრესაც კი, რომლის მთე-
ლი ღირსება იმაში გამოიხატებოდა, რომ თავაზიანად ეჭირა თა-
ვი, დამარცვლით კითხვა შეეძლო და ხშირად წმენდდა ფუნჯით
თავის სერთუკს, - სახე ღიმილით გაუნათდებოდა ხოლმე, როცა
ბაზაროვი ყურადღებას მიაქცევდა; შინაყმა ბიჭები ხომ ფინიები-
ვით კუდში დასდევდნენ „დოხტურს“. მხოლოდ ბებერ პროკო-
62 მკითხველთა ლიგა
ფიჩს არ უყვარდა ბაზაროვი, სულ ბღვერით აწვდიდა საჭმელს,
„ტყავის გამძრობს“ და „გაიძვერას“ ეძახდა და ირწმუნებოდა,
ბაზაროვი თავისი ქილვაშებით ნამდვილი ღორია ჩირგვშიო.
პროკოფიჩი, თავის მხრივ, პაველ პეტროვიჩზე ნაკლები არის-
ტოკრატი როდი იყო.
დადგა წლის საუკეთესო დღეები - ივნისის პირველი რიცხვე-
ბი. მშვენიერი ამინდი იდგა. მართალია, შორიდან კვლავ ქოლე-
რა იმუქრებოდა, მაგრამ ...ის გუბერნის მოსახლეობა უკვე შეეჩ-
ვია მის სტუმრობას. ბაზაროვი ადრიანად დგებოდა და ორ-სამ
ვერსს გაივლიდა, არა სასეირნოდ - უმიზნო სეირნობა ჭირივით
სძულდა - არამედ ბალახების, მწერების შესაგროვებლად. ზოგ-
ჯერ არკადისაც გაიყოლიებდა თან. დაბრუნებისას ჩვეულებრივ,
კამათს გააბამდნენ ხოლმე და, როგორც ყოველთვის, კვლავ
არკადი მარცხდებოდა, თუმცა თავის მეგობარზე მეტს ლაპარა-
კობდა.
ერთხელ რატომღაც შეაგვიანდათ, ნიკოლაი პეტროვიჩი მათ
შესახვედრად ბაღში გავიდა და როდესაც ტალავერს გაუსწორ-
და, უეცრად ჩქარი ნაბიჯების ხმა და ახალგაზრდების ლაპარაკი
შემოესმა. ისინი ტალავრის მეორე მხარეზე მიდიოდნენ და მისი
დანახვა არ შეეძლოთ.
- შენ მამაჩემს საკმარისად არ იცნობ, - ეუბნებოდა არკადი.
ნიკოლაი პეტროვიჩი გაინაბა.
- მამაშენი კარგი კაცია, - ჩაილაპარაკა ბაზაროვმა, - მაგრამ
იგი უკვე დრომოჭმულია, წირვაგამოყვანილი.
ნიკოლაი პეტროვიჩმა მიაყურა... არკადიმ არაფერი უპასუხა.
„დრომოჭმული ადამიანი“ ორიოდე წუთს უძრავად იდგა და მე-
რე ნელა წაჩანჩალდა სახლში.
- გუშინწინ თვალი მოვკარი, პუშკინს კითხულობდა, - განაგ-
რძობდა ბაზაროვი. - შეაგნებინე ერთი, გეთაყვა, რომ ეს სრუ-
ლიად უსარგებლოა. ბავშვი ხომ არ არის, დროა, ამგვარ აბდა-

63 მკითხველთა ლიგა
უბდას თავი დაანებოს. ნეტავი მას, რომ ახლანდელ დროში რო-
მანტიკოსობა სწადია! რამე საქმიანი წიგნი მიეცი წასაკითხად.
- რისი მიცემა ჯობია? - ჰკითხა არკადიმ.
- ამჯერად, ვფიქრობ, ბიუხნერის Stoff und Kraft.10
- მეც ასე ვფიქრობ, - მოიწონა არკადიმ. - Stoff und Kraft პო-
პულარული ენითაა დაწერილი.
- ხედავ, როგორ მოვხვდით მე და შენ დრომოჭმულ ადამიან-
თა რიცხვში, - ეუბნებოდა იმავე დღეს, ნასადილევს, კაბინეტში
მყოფ თავის ძმას ნიკოლაი პეტროვიჩი, - ჩვენთვის წირვა თურმე
უკვე გამოუყვანიათ. რა გაეწყობა? იქნებ ბაზაროვი მართალი-
ცაა, მაგრამ გამოგიტყდები, რომ ერთ რამეზე მტკივა გული,
სწორედ ახლა ჩამესახა იმედი, რომ უფრო მეგობრულად დავუ-
ახლოვდებოდით არკადის. არადა, გამოდის, რომ მე ჩამორჩე-
ნილი ვყოფილვარ, ის წინ წასულა და ერთმანეთს ვეღარაფერს
გავუგებთ.
- მაინც რითი წასულა წინ? ან რით განსხვავდება ჩვენგან,
კაცმა რომ თქვას? - მოუთმენლად შესძახა პაველ პეტროვიჩმა. -
ეს სულ იმ სენიორმა ჩაუნერგა, იმ ნიჰილისტმა, იმან. მძაგს ეგ
მკურნალუკა, ჩემი აზრით, შარლატანია და მეტი არაფერი. დარ-
წმუნებული ვარ, მთელი თავისი ბაყაყებით ვერც ფიზიკაში გარ-
კვეულა.
- არა, ძმაო, ამას ნუ იტყვი. ბაზაროვი ჭკვიანია და მცოდნე.
- ან რა საზიზღარი თავმოყვარეობა აქვს, - გააწყვეტინა პა-
ველ პეტროვიჩმა.
- ჰო, - შენიშნა ნიკოლაი პეტროვიჩმა, - თავმოყვარეა. მაგ-
რამ უამისოდ, ჩანს, შეუძლებელია; მხოლოდ ერთი არ მესმის,
მგონია, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რათა საუკუნეს არ ჩამოვ-

10 მატერია და ძალა (გერმ.).

64 მკითხველთა ლიგა
რჩე, გლეხების საქმე მოვაწესრიგე, ფერმა ისე მოვაწყვე, რომ
მთელ გუბერნიაში წითლობასაც კი მწამებენ; ვკითხულობ,
ვსწავლობ... საერთოდაც, ვცდილობ, რომ თანამედროვე მოთ-
ხოვნილებათა სიმაღლეზე ვიდგე, ესენი მეუბნებიან - შენი წირვა
გამოსულიაო. ეხ, ძმაო, თვითონაც მზად ვარ ვიფიქრო, რომ
მართლაც გამოსულია ჩემი წირვა.
- ეს რატომაო?
- აი, რატომ. დღეს ვზივარ და პუშკინს ვკითხულობ... მახ-
სოვს, ბოშები მომხვდა ხელთ... უეცრად არკადი მომიახლოვდა
და უსიტყვოდ, სახეზე სიბრალულის გამომეტყველებით, ფრთხი-
ლად, როგორც ბავშვს, წიგნი ხელიდან გამომაცალა და წინ
სხვა, გერმანული წიგნი დამიდო... გაიღიმა და წავიდა, პუშკინიც
თან გაიყოლა.
- რას ამბობ! მერე რა წიგნი მოგცა?
- აი, ეს.
და ნიკოლაი პეტროვიჩმა სერთუკის უკანა ჯიბიდან ბიუხნე-
რის ყბადაღებული ბროშურის მეცხრე გამოცემა ამოიღო.
პაველ პეტროვიჩმა წიგნი ხელში შეატრიალა.
- ჰმ, ჰმ! არკად ნიკოლაევიჩი ზრუნავს შენს აღზრდაზე. რა ქე-
ნი, სცადე წაკითხვა?
- ვცადე.
- მერე რა?
- ან მე ვარ სულელი, ან ეს ყველაფერი ჩმახვაა. ალბათ მე
ვარ სულელი.
- გერმანული ხომ არ დაგვიწყებია? - ჰკითხა პაველ პეტრო-
ვიჩმა.
- გერმანული მესმის.
პაველ პეტროვიჩმა ისევ შეატრიალა წიგნი ხელში და წარ-
ბებქვეშიდან გახედა ძმას. ერთხანს ორივე დუმდა.

65 მკითხველთა ლიგა
- ჰო, მართლა, - დაიწყო ნიკოლაი პეტროვიჩმა, ეტყობოდა,
საუბრის თემის შეცვლა სურდა. - კოლიაზინისაგან წერილი მი-
ვიღე.
- მატვეი ილიჩისგან?
- მისგან. ***-ში ჩამოსულა გუბერნიის სარევიზიოდ. ახლა ის
ბობოლაა და მწერს, რომ სურს ნათესაურად მოგვინახულოს და
მე, შენ და არკადის ქალაქში გვეპატიჟება.
- განა წახვალ? - შეეკითხა პაველ პეტროვიჩი.
- არა. შენ?
- არც მე. რაში მჭირდება ორმოცდაათ ვერსზე კისელის დასა-
ლევად თრევა. Mathieu-ს სურს, მთელი თავისი დიდებულებით
გვეჩვენოს; ეშმაკსაც წაუღია მისი თავი! გუბერნიის გუნდრუკიც
ეყოფა, უჩვენოდაც გაძლებს. დიდი რამე, თუ საიდუმლო მრჩე-
ველია! მე რომ სამსახური გამეგრძელებინა და ეგ სულელური
ჭაპანი მეწია, ახლა გენერალ-ადიუტანტი ვიქნებოდი. თანაც
ჩვენ ხომ დრომოჭმული ადამიანები ვართ.
- ჰო, ძმაო. ჩანს, დროა, კუბო დავუკვეთოთ და გულზე ხელე-
ბი დავიკრიფოთ, - შენიშნა ნიკოლაი პეტროვიჩმა და ამოიოხრა.
- მე კი ასე იოლად არ დავნებდები, - ჩაიბუზღუნა ძმამ. - წი-
ნასწარ ვგრძნობ, რომ ერთხელაც მოგვიწევს მაგ მკურნალთან
შეტაკება.
შეტაკება მოხდა იმავე დღეს, საღამოს, ჩაის სმისას. პაველ
პეტროვიჩი სასტუმრო თახში უკვე ბრძოლისთვის მომზადებული
ჩამოვიდა. გაგულისებული იყო. მხოლოდ საბაბს უცდიდა, რომ
მტერს დასძგერებოდა, მაგრამ საბაბი დიდხანს არ მიეცა. ბაზა-
როვი საერთოდ სიტყვაძვირი იყო „ბებერი კირსანოვების“ (ასე
ეძახდა ორივე ძმას) საზოგადოებაში, ხოლო ამ საღამოს უგუნე-
ბოდ იყო და ფინჯანს ფინჯანზე ხმაამოუღებლად ცლიდა. პაველ
პეტროვიჩი მოუთმენლობისგან იწვოდა. ბოლოს მისი სურვი-
ლიც ასრულდა.

66 მკითხველთა ლიგა
საუბარი ერთ-ერთ მეზობელ მემამულეს შეეხო. „საძაგელი
არისტოკრატუნა“, - გულგრილად შენიშნა ბაზაროვმა. მას პე-
ტერბურგში ენახა ეს კაცი.
- ნება მიბოძეთ, გკითხოთ, - დაიწყო პაველ პეტროვიჩმა და
ბაგე აუტოკდა, - თქვენი შეხედულებით „საძაგელი“ და „არის-
ტოკრატი“ ერთსა და იმავეს ხომ არ ნიშნავს?
- მე ვთქვი, „არისტოკრატუნა“-მეთქი, - ჩაილაპარაკა ბაზა-
როვმა და ჩაი ზანტად მოსვა.
- მართალია, მაგრამ ვგონებ, ერთნაირი აზრის ბრძანდებით
როგორც არისტოკრატებზე, ისე „არისტოკრატუნებზე“. ჩემს მო-
ვალეობად ვრაცხ მოგახსენოთ, რომ თქვენს აზრს არ ვიზიარებ.
გავბედავ და გეტყვით, რომ მე ყველა მიცნობს, როგორც ლიბე-
რალურსა და პროგრესის მოყვარულ ადამიანს, მაგრამ სწორედ
ამიტომ ვცემ პატივს ნამდვილ არისტოკრატებს, ნამდვილს-
მეთქი. გაიხსენეთ, მოწყალეო ხელმწიფევ (ამ სიტყვებზე ბაზა-
როვმა თვალი მიაპყრო პაველ პეტროვიჩს), გაიხსენეთ, მოწყა-
ლეო ხელმწიფევ, - გაიმეორა გამძვინვარებით, - ინგლისელი
არისტოკრატები. ისინი თავიანთი უფლებებიდან იოტისოდენა-
საც არავის უთმობენ და ამიტომაც სხვის უფლებებსაც პატივს
სცემენ; ისინი მოითხოვენ, რომ მათ მიმართ ნებისმიერი მოვა-
ლეობა პირნათლად იქნას შესრულებული და ამიტომ თვითონაც
ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. არისტოკრატიამ მიანიჭა
ინგლისს თავისუფლება და არისტოკრატია იცავს მას.
- ეს ჰანგი ბევრჯერ გვსმენია, - შეესიტყვა ბაზაროვი, - მაგრამ
რა გსურთ ამით დამიმტკიცოთ?
- ამეებით მინდა დაგიმტკიცოთ, მოწყალეო ხელმწიფევ (რო-
დესაც პაველ პეტროვიჩი ჯავრობდა, განგებ ამბობდა „ამეებით“
და „იმეებითო“, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ ეს გრამატიკუ-
ლად დაუშვებელი იყო. ამ ახირებაში მჟღავნდებოდა ალექსან-
დრეს დროის ჩვეულებათა ნაშთი. მაშინდელი ბობოლები იმ იშ-

67 მკითხველთა ლიგა
ვიათ შემთხვევებში, როდესაც მშობლიურ ენაზე ლაპარაკობ-
დნენ, ერთნი ეგი-ს ხმარობდნენ, მეორენი - აგიო; ესაო და, ჩვენ
მკვიდრი რუსები და ამავე დროს დიდკაცები ვართ და ნება
გვაქვს, სასკოლო წესები უგულებელვყოთო), მე ამეებით მსურს
დაგიმტკიცოთ, რომ თუ საკუთარი ღირსების გრძნობა, საკუთა-
რი თავისადმი პატივისცემა არ არის, - ხოლო არისტოკრატში ეს
გრძნობები განვითარებულია, - არ არსებობს არავითარი მტკი-
ცე საფუძველი საზოგადოებრივ... bien public...11 საზოგადოებ-
რივი შენობისათვის. პიროვნება, მოწყალეო ხელმწიფევ, - ესაა
მთავარი! პიროვნება უნდა იყოს მტკიცე, ვით კლდე, რადგან
მასზეა ყოველივე აგებული. მე ძალიან კარგად ვიცი, მაგალი-
თად, რომ თქვენ სასაცილოდ მიგაჩნიათ ჩემი ჩვეულებანი,
მორთულობა, დაბოლოს, ჩემი სიფაქიზეც, მაგრამ ეს ყველაფე-
რი გამომდინარეობს ჩემი საკუთარი თავისადმი პატივისცემის
გრძნობიდან, მოვალეობის გრძნობიდან, დიახ, დიახ, მოვა-
ლეობისა. მე ვცხოვრობ სოფელში, მივარდნილ ადგილას, მაგ-
რამ არ ვძაბუნდები, ჩემს თავში პატივს ვცემ ადამიანს.
- ნება მომეცით, პაველ პეტროვიჩ, - შეესიტყვა ბაზაროვი, -
აი, თქვენ თქვენს თავს პატივს სცემთ და გულხელდაკრეფილი
კი ზიხართ; რა სარგებლობა მოაქვს ამას bien public-ისთვის?
თქვენი თავის პატივისცემა რომ არა გქონდეთ, თქვენ მაინც ასე
გულხელდაკრეფილი იჯდებოდით.
პაველ პეტროვიჩი გაფითრდა.
- ეს სულ სხვა საკითხია. ზედმეტად მიმაჩნია აგიხსნათ, თუ
რატომ ვზივარ გულხელდაკრეფილი, როგორც თქვენ ბრძანეთ.
მინდა მხოლოდ მოგახსენოთ, რომ არისტოკრატიზმი პრინციპია
და უპრინციპოდ ცხოვრება ჩვენს დროში უზნეო ან უშინაარსო

11 საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის (ფრ.).

68 მკითხველთა ლიგა
ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ. ეს მე არკადის მისი ჩამოს-
ვლის მეორე დღესვე ვუთხარი და ახლა თქვენც გიმეორებთ.
ხომ ასეა, ნიკოლაი?
ნიკოლაი პეტროვიჩმა თავი დააქნია.
- არისტოკრატიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესი, პრინციპები,
- ამბობდა ამ დროს ბაზაროვი, - ხედავთ, რამდენი უცხო და...
უსარგებლო სიტყვაა! რუს ადამიანს ისინი მუქთადაც კი არ ესა-
ჭიროება.
- მაშ, რა ესაჭიროება მას, თქვენი აზრით? თქვენ რომ კაცმა
ყური გიგდოთ, გამოდის, რომ ჩვენ კაცობრიობის, მისი კანონე-
ბის გარეშე ვარსებობთ. მომიტევეთ, მაგრამ ისტორიის ლოგიკა
მოითხოვს...
- ეჰ, რას გვარგია ეს ლოგიკა? ჩვენ უამისოდაც იოლად მივ-
დივართ.
- ასე როგორ?
- აი, ასე. თქვენ, დარწმუნებული ვარ, ლოგიკა არ გჭირდებათ
იმისთვის, რომ მოშიებულმა ლუკმაპური პირში ჩაიდოთ. სად
ჩვენ და სად ეს განყენებული ამბები.
პაველ პეტროვიჩმა ხელები აიქნია.
- ამის შემდეგ თქვენი აღარაფერი მესმის. თქვენ შეურაცხყო-
ფას აყენებთ რუს ხალხს. არ მესმის, როგორ შეიძლება არ
ცნობდე პრინციპებს, ადათ-ჩვეულებებს! მაშ, რა ძალით მოქმე-
დებთ?
- უკვე გითხარით, ბიძაჩემო, რომ ჩვენ ავტორიტეტებს არ
ვცნობთ, - ჩაერია არკადი.
- ჩვენ ვმოქმედებთ იმ ძალით, რაც სასარგებლოდ მიგვაჩნია.
- თქვა ბაზაროვმა, - ახლანდელ დროში ყველაზე სასარგებლო
უარყოფაა, - ჩვენ უარვყოფთ.
- ყველაფერს?
- ყველაფერს.

69 მკითხველთა ლიგა
- როგორ? არა მარტო ხელოვნებას, პოეზიას, არამედ... გა-
მოთქმაც კი მიჭირს...
- ყველაფერს, - გამოუთქმელი სიმშვიდით გაიმეორა ბაზა-
როვმა.
პაველ პეტროვიჩი დააშტერდა. იგი ამას არ მოელოდა, ხო-
ლო არკადი სიამოვნებისგან კიდევაც წამოწითლდა.
- ერთი მიბრძანეთ, - დაიწყო ნიკოლაი პეტროვიჩმა. - თქვენ
ყველაფერს უარყოფთ, ან, უფრო სწორად, ყველაფერს ან-
გრევთ... მაგრამ აშენებაც ხომ საჭიროა.
- ეს უკვე ჩვენი საქმე არ არის... ჯერ ნიადაგი უნდა გაიწმინ-
დოს.
- ხალხის თანამედროვე მდგომარეობა ამას მოითხოვს, -
თავმომწონედ დაურთო არკადიმ, - ჩვენ ეს მოთხოვნილებები
უნდა შევასრულოთ, უფლება არა გვაქვს, პირადული ეგოიზმის
დაკმაყოფილებას ავყვეთ.
ეს უკანასკნელი ფრაზა, როგორც ჩანს, ბაზაროვს არ მოეწო-
ნა; ფილოსოფიის, ე.ი. რომანტიზმის სუნი უდიოდა (ბაზაროვი
ფილოსოფიასაც რომანტიზმად თვლიდა), მაგრამ მან საჭიროდ
არ ცნო თავისი ახალგაზრდა მოწაფის აზრის უარყოფა.
- არა, არა! - უეცარი ატაცებით წამოიძახა პაველ პეტროვიჩ-
მა, - არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენ, ბატონებო, ნამდვილად
იცნობთ რუს ხალხს, რომ თქვენ მის საჭიროებათა, მის მისწრა-
ფებათა წარმომადგენლები ხართ! არა, რუსი ხალხი ისეთი არ
არის, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. იგი წმინდად ინახავს
თავის ზნე-ჩვეულებას, პატრიარქალურია, მას სარწმუნოების
გარეშე ცხოვრება არ შეუძლია...
- მე ამაში არ შეგედავებით, - გააწყვვეტინა ბაზაროვმა, - მზად
ვარ კიდეც დაგეთანხმოთ, რომ ამაში თქვენ მართალი ხართ.
- და თუ მართალი ვარ...
- ეს მაინც არაფერს ამტკიცებს.

70 მკითხველთა ლიგა
- სწორედ რომ არაფერს ამტკიცებს, - გაიმეორა არკადიმ იმ
გამოცდილი მოჭადრაკის დარწმუნებით, რომელმაც წინასწარ
გაითვალისწინა მოწინააღმდეგის საშიში სვლა და ამიტომ სრუ-
ლიადაც არ შემკრთალა.
- როგორ თუ არაფერს ამტკიცებს? - წაილუღლუღა განცვიფ-
რებულმა პაველ პეტროვიჩმა. - მაშასადამე, თქვენ ხალხის წი-
ნააღმდეგ მიდიხართ.
- თუნდაც ასე იყოს! - წამოიძახა ბაზაროვმა. - ხალხის წარ-
მოდგენით, როდესაც ქუხს, ეს ილია წინასწარმეტყველი დასე-
ირნობს ცაში. რას იტყვით? დავეთანხმო? ამასთან - ის რუსია, და
განა მე თვითონ რუსი არა ვარ?
- არა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც აქ თქვით, თქვენ რუსი
არა ხართ! მე თქვენ რუსად ვერ მიგიჩნევთ.
- პაპაჩემი მიწას ხნავდა, - სიამაყით მიუგო ბაზაროვმა, -
შეეკითხეთ ნებისმიერ თქვენს გლეხს - ვის უფრო მიიჩნევს თა-
ნამემამულედ - თქვენ თუ მე. თქვენ მასთან ლაპარაკიც კი არ
იცით.
- თქვენ კი მას ელაპარაკებით და ამავე დროს ზიზღით უცქე-
რით.
- რატომაც არა, თუკი ზიზღის ღირსია! თქვენ ჩემს მიმართუ-
ლებას გმობთ, და ვინ მოგახსენათ, რომ ამ მიმართულებას შემ-
თხვევით ვადგავარ, რომ ის შეხედულებები სწორედ იმ ხალხუ-
რი სულით არ არის გამოწვეული, რომლის სახელითაც თქვენ
ასეთი თავგამოდებით იბრძვით?
- როგორ არა! ძალიან საჭირონი კი არიან ნიჰილისტები!
- საჭირონი არიან თუ არა - ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. აი,
თქვენც ხომ არ მიგაჩნიათ თქვენი თავი უსარგებლოდ.
- ბატონებო, ბატონებო, გთხოვთ, პირად ღირსებას ნუ შეეხე-
ბით! - წამოიძახა ნიკოლაი პეტროვიჩმა და წამოდგა.

71 მკითხველთა ლიგა
პაველ პეტროვიჩმა გაიღიმა, ძმას მხარზე ხელი დაადო და
კვლავ თავის ადგილას დასვა.
- ნუ წუხხარ, - ჩაილაპარაკა მან, - მე წონასწორობას არ დავ-
კარგავ სწორედ პირადი ღირსების იმ შეგნების გამო, რომელ-
საც ასე სასტიკად დასცინის ბატონი... ბატონი ექიმი. ნება მიბო-
ძეთ, - განაგრძო მან და ისევ ბაზაროვს მოუბრუნდა, - თქვენ იქ-
ნებ გგონიათ, რომ თქვენი მოძღვრება ახალია? ტყუილად გგო-
ნიათ. მატერიალიზმი, რომელსაც თქვენ ქადაგებთ, არაერ-
თხელ გამოუყენებიათ პრაქტიკაში, მაგრამ ყოველთვის უსუსუ-
რი გამომდგარა.
- ისევ უცხო სიტყვა! - გააწყვეტინა ბაზაროვმა. მას უკვე ბრაზი
ერეოდა და მის სახეს რაღაც სპილენძისებური და უხეში ფერი
დაედო. - ჯერ ერთი, ჩვენ არაფერსაც არ ვქადაგებთ, ჩვეულებად
არა გვაქვს...
- მაშ, რას აკეთებთ?
- აი, რას, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ
ჩვენი მოხელეები ქრთამს იღებენ, რომ ჩვენ არც გზები გაგვაჩ-
ნია, არც ვაჭრობა, არც სწორი სამართალი...
- ჰო, დიახ, დიახ, თქვენ მამხილებლები ბრძანდებით, - მგო-
ნია, ასე უწოდებენ ამას. ბევრ თქვენს მხილებას მეც ვეთანხმები,
მაგრამ...
- მერე კი მივხვდით, რომ ლაყბობა და მხოლოდ ლაყბობა
ჩვენი წყლულების შესახებ შრომადაც არ ღირს, რომ ამას უხამ-
სობასა და დოქტრინამდე მივყავართ, ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვე-
ნი ჭკუის კოლოფები, ე. წ. მოწინავე ადამიანები და მამხილებ-
ლები, არაფრად ვარგან, რომ ჩვენ უქმად ვშრომობთ, ვმსჯე-
ლობთ რაღაც ხელოვნებაზე, შეუცნობელ შემოქმედებაზე, პარ-
ლამენტარიზმზე, ადვოკატურაზე, და ეშმაკმა იცის, კიდევ რაზე;
და ეს მაშინ, როდესაც საარსებო პურია საძებარი, როდესაც უტ-
ლანქესი ცრუმორწმუნეობა გვახრჩობს, როდესაც ყველა ჩვენი

72 მკითხველთა ლიგა
აქციონერული საზოგადოება იშლება მხოლოდ იმიტომ, რომ პა-
ტიოსან ადამიანთა ნაკლებობაა, როდესაც თვით თავისუფლე-
ბამ, რომელზედაც მთავრობა ზრუნავს, ვეჭვობ, რაიმე სარგებ-
ლობა მოგვიტანოს, რადგან ჩვენი გლეხი მზადაა, თავისი თავი
გაქურდოს, ოღონდ კი სამიკიტნოში გამოიბრუჟოს.
- მაშ ასე, - გააწყვეტინა პაველ პეტროვიჩმა, - ამგვარად,
თქვენ ყოველივე ამაში დარწმუნდით და გადაწყვიტეთ, თვითონ
არაფერს სერიოზულად ხელი აღარ მოჰკიდოთ.
- გადავწყვიტეთ, არაფერს ხელი არ მოვკიდოთ, - პირქუშად
გაიმეორა ბაზაროვმა. იგი თავის თავზე გაბრაზდა იმის გამო,
რომ ასე ვრცლად გამოთქვა აზრი ამ ბატონის წინაშე.
- და მხოლოდ ილანძღოთ?
- და ვილანძღოთ.
- და ამას ეწოდება ნიჰილიზმი?
- და ამას ეწოდება ნიჰილიზმი. - გაიმეორა ბაზაროვმა ამჯე-
რად განსაკუთრებული კადნიერებით.
პაველ პეტროვიჩმა თვალები ოდნავ მოჭუტა.
- აი, თურმე რა ყოფილა! - თქვა მან უცნაურად მშვიდი ხმით, -
ნიჰილიზმმა საერთო ჭირ-ვარამს უნდა უშველოს, და თქვენ,
თქვენა ხართ ჩვენი მხსნელები და გმირები. კარგი, მაგრამ რის-
თვისღა ლანძღავთ სხვებს, თუნდაც იმავე მამხილებლებს?
თქვენც ისევე არ ლაყბობთ, როგორც სხვები?
- შეიძლება, მაგრამ ცოდვილნი არ ვართ. - გამოცრა კბილებ-
ში ბაზაროვმა.
- აბა რა, მოქმედებთ თუ სამოქმედოდ ემზადებით?
ბაზაროვმა არ უპასუხა. პაველ პეტროვიჩი შეკრთა კიდეც,
მაგრამ წამსვე მოერია თავს.
- ჰმ!.. მოქმედება... ნგრევა... - განაგრძობდა იგი, - მაგრამ
როგორ შეიძლება ანგრევდე, თუ არც კი იცი, რატომ ანგრევ?

73 მკითხველთა ლიგა
- ვანგრევთ იმიტომ, რომ ჩვენ ძალა ვართ, - შენიშნა არკა-
დიმ.
პაველ პეტროვიჩმა ძმისწულს გადახედა და ჩაიცინა.
- დიახ, ძალა! ის ახსნა-განმარტებას არ იძლევა, - თქვა არკა-
დიმ და წელში გასწორდა.
- უბედურო! - დაიღრიალა პაველ პეტროვიჩმა; მას მოთმინე-
ბის ფიალა აევსო, - იმას მაინც დაუფიქრდი, რას უჭერ მხარს რუ-
სეთში შენი უგვანო სენტენციით! არა, ამას ანგელოზიც კი შეუძ-
ლია გამოიყვანოს მოთმინებიდან! ძალაო! ველურ ყალმუხშიც,
მონღოლშიც არის ძალა - მერე რად გვინდა ჩვენ ის? ჩვენთვის
ძვირფასია ცივილიზაცია, დიახ, დიახ, მოწყალეო ხელმწიფევ!
ჩვენთვის ძვირფასია მისი ნაყოფი და ნუ მარწმუნებთ, რომ ეს
ნაყოფი უმნიშვნელოა. უკანასკნელი მჯღაბნელი, un
barbouilleur. უკანასკნელი ტაპიორებიც კი, რომლებსაც შაურს
უხდიან საღამოში, თქვენზე სასარგებლო არიან, იმიტომ, რომ
ისინი არიან წარმომადგენლები ცივილიზაციისა და არა უხეში
მონღოლური ძალისა! თქვენ თავი მოწინავე ადამიანებად მო-
გაქვთ, სინამდვილეში კი ყალმუხის ჩარდახიან ურემში უნდა ის-
ხდეთ! ძალაო! გაიხსენეთ მაინც, ბატონო ძლიერნო, რომ თქვენ
სულ ოთხ-ნახევარი კაცი ხართ, ხოლო ისინი - მილიონები. ისი-
ნი არ გაგათელვინებენ თავის უწმინდეს რწმენას, ისინი გაგსრე-
სენ!
- თუ გაგვსრესენ, გზაც იქით გვქონია, - თქვა ბაზაროვმა, -
მაგრამ ვინ იცის, საეჭვოა. არც ისე ცოტანი ვართ, როგორც
გგონიათ.
- როგორ? მართლა ფიქრობთ, მოერიოთ, მოერიოთ მთელ
ხალხს?
- კაპიკიანმა სანთელმა, თქვენც იცით, მოსკოვი გადაწვა, -
მიუგო ბაზაროვმა.

74 მკითხველთა ლიგა
- ასე, ასე, ჯერ სიამაყე - თითქმის სატანისებური, შემდეგ მას-
ხრად აგდება. აი, აი რით არის გატაცებული ახალგაზრდობა, აი,
რა იპყრობს ბავშვთა გამოუცდელ გულებს! აი, შეხეთ, ერთი
მათგანი თქვენ გვერდით ზის, - ის ხომ თითქმის ლოცულობს
თქვენზე, დატკბით (არკადიმ პირი გვერდზე იბრუნა და მოიღ-
რუბლა). და ეს გადამდები სენი უკვე ძლიერ გავრცელდა. მე მი-
ამბეს, რომ ჩვენს მხატვრებს რომში ყოფნისას ვატიკანში ფეხიც
არ შეუდგამთ. რაფაელს თითქმის სულელად მიიჩნევენ, იმი-
ტომ, რომ ავტორიტეტიაო, თავად მათი უნაყოფობა და უძლურე-
ბა კი სისაძაგლემდე მიდის, ხოლო მათი ფანტაზია „შადრევან-
თან მდგომ ქალიშვილს“ ვერ გასცილებია და ქალიშვილიც რომ
უმსგავსოდაა დახატული?! თქვენი აზრით, ისინი ყოჩაღი ბიჭები
არიან, ხომ?
- ჩემი აზრით, - მიუგო ბაზაროვმა, - არც რაფაელი ღირს
გროშ-კაპიკად, და არც ისინი არიან უკეთესები.
- ვაშა, ვაშა! მოუსმინე, არკადი... აი, როგორ უნდა მსჯელობ-
დნენ თანამედროვე ახალგაზრდები! და განა შეიძლება, ისინი
თქვენი მიმდევრები არ გახდნენ?! წინათ ახალგაზრდებს სწავლა
უხდებოდათ; არ უნდოდათ უვიცის სახელი ჰქონოდათ, ამიტომ
ძალაუნებურად შრომობდნენ, ახლა კი საკმარისია თქვან, -
ქვეყნიერებაზე ყველაფერი მიქარვააო, - და საქმე გაჩარხულია.
ახალგაზრდებს გაუხარდათ. და მართლაც! უწინ, უბრალოდ,
ბრიყვები იყვნენ, ახლა კი უცებ ნიჰილისტები გახდნენ.
- აი, ხომ გიღალატათ საკუთარი ღირსების ნაქებმა შეგნებამ,
- გულგრილად შენიშნა ბაზაროვმა, იმ დროს, როდესაც არკადი
ერთიანად აენთო და თვალები დააბრიალა, - ჩვენი კამათი ძა-
ლიან შორს წავიდა... ვგონებ, ჯობს შევწყვიტოთ. მე კი მაშინ და-
გეთანხმებით, - დაუმატა მან და წამოდგა, - როდესაც თქვენ და-
მისახელებთ ჩვენი ოჯახური ან საზოგადოებრივი ყოფის თუნ-

75 მკითხველთა ლიგა
დაც ერთ წეს-ჩვეულებას, რომელიც სრული და ულმობელი უარ-
ყოფის ღირსი არ იქნება.
- ამგვარ წეს-ჩვეულებათა რიცხვს მილიონობით მოგიყვანთ,
- წამოიძახა პაველ პეტროვიჩმა, - მილიონობით! აი, თუნდაც მა-
გალითისთვის, თემი.
ცივმა ღიმილმა ბაზაროვს სახე მოუღრიცა.
- თემის შესახებ უმჯობესია, - თქვა მან, - თქვენს ძმას ესაუბ-
როთ. მან მგონი საქმით იწვნია, რა არის თემი, ურთიერთთავ-
დებობა, სიფხიზლე და ამის მსგავსი რამეები.
- ოჯახი, ბოლოს და ბოლოს, ოჯახი იმ სახით, როგორიც
ჩვენს გლეხს აქვს! - შეჰყვირა პაველ პეტროვიჩმა.
- ვფიქრობ, თქვენთვისაც უმჯობესი იქნება, თუ ამ საკითხს
დაწვრილებით არ გავარჩევთ. ალბათ გაგიგონიათ სნოხაჩე-
ბის12 შესახებ. დამიჯერეთ, პაველ პეტროვიჩ, ერთი-ორი დღის
ვადა მიეცით თქვენს თავს, ერთბაშად არა მგონია, რაიმე გამო-
ნახოთ. ყველა ჩვენი წოდება გადაჩხრიკეთ და კარგად ჩაუფიქ-
რდით ყოველ მათგანს, მე და არკადი კი მანამდე...
- ყველაფერს მასხრად აიგდებთ, - ჩამოართვა სიტყვა პაველ
პეტროვიჩმა.
- არა, შევუდგებით ბაყაყების ფატვრას. წავიდეთ, არკადი.
ნახვამდის, ბატონებო!
ორივე მეგობარი გავიდა. ძმები მარტო დარჩნენ და ერთხანს
უხმოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს.
- აი, - დაიწყო ბოლოს პაველ პეტროვიჩმა, - აი, ახლანდელი
ახალგაზრდობა! აი, ჩვენი მემკვიდრეები!
- მემკვიდრეები, - გაიმეორა დაძმარებულმა ნიკოლაი პეტ-
როვიჩმა და ამოიოხრა. მთელი კამათის განმავლობაში ის თით-

12 სნოხა - რძალი (რუს.).

76 მკითხველთა ლიგა
ქოს ეკლებზე იჯდა და მხოლოდ მალვით, გულის ტკივილით შე-
ავლებდა ხოლმე თვალს არკადის. - იცი, ძმაო, რა მომაგონდა?
ერთხელ განსვენებულ დედაჩემთან უსიამოვნება მომივიდა. აყ-
ვირდა, სიტყვის გაგონებაც არ ისურვა... ბოლოს მივაძახე,
თქვენ ჩემსას ვერას გაიგებთ, ჩვენ სხვადასხვა თაობას
ვეკუთვნით-მეთქი. საშინლად ეწყინა, მე კი გავიფიქრე, რას
იზამ? მწარეა აბი, მაგრამ უნდა გადაყლაპო-მეთქი. აი, ახლა
დადგა ჩვენი რიგი და ჩვენს მემკვიდრეებს შეუძლიათ გვით-
ხრან, ჩვენი თაობის არა ხართ, ყლაპეთ აბიო.
- შენ მეტისმეტად სულგრძელი და მორიდებული ხარ, -
შეუტია პაველ პეტროვიჩმა, - მე, პირიქით, დარწმუნებული ვარ,
რომ ჩვენ გაცილებით მართალი ვართ ამ ვაჟბატონებზე, თუმცა
იქნებ რამდენადმე მოძველებული vieilli ენით ვლაპარაკობთ და
არც მათნაირი უტიფარი თავდაჯერება გაგვაჩნია... ან რა გაბე-
რილია ეს ახლანდელი ახალგაზრდობა! რომელიმეს რომ ჰკით-
ხო, რომელ ღვინოს ინებებთ, წითელს თუ თეთრს? „მე ჩვეულე-
ბად მაქვს, წითელი ვამჯობინოო!“ გიპასუხებს ბოხი ხმით და
ისეთი გაბღენძით, თითქოს ამ წუთში მთელი მსოფლიო მას შეს-
ცქეროდეს...
ამ დროს ფენიჩკამ ნახევრად გაღებულ კარში თავი შემოყო
და ჩაილაპარაკა, - ჩაის აღარ ინებებთ?
სანამ მოკამათეთა ხმები ისმოდა, მას სასტუმრო ოთახში შე-
მოსვლა ვეღარ გაებედა.
- არა, შეგიძლია გაატანინო სამოვარი, - უპასუხა ნიკოლაი
პეტროვიჩმა და მის შესახვედრად წამოიმართა. პაველ პეტრო-
ვიჩმა მოკლედ უთხრა ძმას, bon soir13 და თავისი კაბინეტისკენ
გაემართა.

13 საღამო მშვიდობისა (ფრ.).

77 მკითხველთა ლიგა
XI
ნახევარი საათის შემდეგ ნიკოლაი პეტროვიჩმა ბაღში თავის
საყვარელ ტალავერს მიაშურა. მწარე ფიქრები მოაწვა. ცხადად
შეიგრძნო, როგორ გაერიყა შვილს; ის წინასწარ გრძნობდა,
რომ ეს გარიყვა დღითი დღე გაღრმავდებოდა. ჩანს, სულ
ტყუილი იყო ზამთრობით პეტერბურგში სიარული, მთელი დღე
უახლესი თხზულებების კითხვა, ახალგაზრდების საუბრის ყურის
გდება; სულ ტყუილად უხაროდა, როდესაც მათ გაცხარებულ კა-
მათში სიტყვის ჩართვას მოახერხებდა ხოლმე. „ჩემი ძმა ამ-
ბობს, რომ ჩვენ მართალი ვართ“, - ფიქრობდა იგი, „და ყოველ-
გვარ თავმოყვარეობას რომ თავი დავანებოთ, მგონია, ისინი
მართლაც ჩვენზე შორს არიან ჭეშმარიტებისაგან. ამავე დროს
იმასაც ვგრძნობ, რომ მათ რაღაც ისეთი აქვთ, რაც ჩვენ არ გვა-
ბადია, რაღაც უპირატესობას ფლობენ... იქნებ სიყმაწვილე?
არა, არა მარტო სიყმაწვილე, იმაში ხომ არ მდგომარეობს ეს
უპირატესობა, რომ მათში ნაკლებია ბატონკაცობის კვალი, ვიდ-
რე ჩვენში?
ნიკოლაი პეტროვიჩმა თავი ჩაქინდრა და სახეზე ხელი მოის-
ვა. „მაგრამ პოეზიის უარყოფა?“ - გაიფიქრა ისევ, - „მხატვრო-
ბის, ბუნების უგულებელყოფა...“ - და მან იქაურობას თვალი მო-
ავლო, თითქოს სურდა გაეგო, როგორ შეიძლება კაცი ბუნებას
არ უთანაგრძნობდეს. ბინდდებოდა; მზე ამოეფარა პატარა ვერ-
ხვის ჭალას, რომელიც ბაღიდან ნახევარი ვერსით იყო დაშორე-
ბული; მისი ჩრდილი უსასრულოდ გადაწოლილიყო უძრავ ვე-
ლებზე. ჭალის გასწვრივ, ბინდიან გზაზე თეთრი ცხენით ჩორ-
თით მიდიოდა გლეხი და ისე კარგად ჩანდა, რომ მის მხარზე და-
კერებულ ნაჭერსაც კი გარკვევით დაინახავდით. საამოდ, გარ-
კვეულად მოძრაობდნენ ცხენის ფეხები. მზის სხივები ჭალაშიც
შეჭრილიყვნენ და ფოთოლხშირში გამძვრალ ვერხვთა ტანებს
78 მკითხველთა ლიგა
ისეთ თბილ სინათლეს ჰფენდნენ, რომ ვერხვები ნაძვის ტანებს
ემსგავსებოდნენ, ფოთლებს კი ლურჯი ფერი დაჰკრავდა. ხოლო
მათ ზევით დაისით ოდნავ შეფერილი ბაცი ცისფერი ცა გადაჭი-
მულიყო. მერცხლები მაღლა დაფრინავდნენ; ქარი ჩადგა; დაგ-
ვიანებული ფუტკრები ზარმაცად ბზუოდნენ იასამნის ყვავილებ-
ში; განმარტოებულ, შორს გაშვერილი რტოს მუმლი ეხვეოდა.
„ახ, რა კარგია, ღმერთო ჩემო!“ - გაიფიქრა ნიკოლაი პეტრო-
ვიჩმა და საყვარელი ლექსი ბაგეზე მოადგა, მაგრამ მოაგონდა
არკადი, Stoff und Kraft, და ხმა გაიკმინდა, თუმცა ადგილიდან
არ დაძრულა, გაჰყვა ნაღვლიან და ნეტარ ფიქრთა დინებას. ოც-
ნება უყვარდა; ეს თვისება მას სოფლის ცხოვრებამ განუვითარა,
დიდი ხანია განა, ასევე რომ ოცნებობდა ფუნდუკში, არკადის
რომ ელოდებოდა, მას შემდეგ კი უკვე მოხდა ცვლილება, უკვე
გამოირკვა მაშინ ჯერ კიდევ ბუნდოვანი დამოკიდებულება... გა-
მოირკვა და მერე როგორ! თვალწინ კვლავ განსვენებული ცო-
ლი წარმოუდგა, მაგრამ არა ისეთი, მრავალი წლის განმავლო-
ბაში რომ იცნობდა, არა როგორც მეოჯახე, კეთილი დიასახლი-
სი, არამედ როგორც ახალგაზრდა, ტანწერწეტა, უმანკო, ცნო-
ბისმოყვარეთვალებიანი და ბავშვურ კისერთან მკვრივად გა-
დახვეულნაწნავიანი ქალიშვილი. მასთან პირველი შეხვედრა
გაიხსენა. მაშინ სტუდენტი იყო, ქალი თავისი ბინის კიბეზე შე-
მოხვდა, უნებურად მხარი გაჰკრა, მოიხედა, ბოდიშის მოხდა
დააპირა და ესღა წაიბუტბუტა, „პარდონ, მონსიეურ“-ო; ქალიშ-
ვილმა თავი დახარა, ჩაიცინა და უცებ, თითქოს შეეშინდაო - გა-
იქცა, კიბის მოსახვევთან სწრაფად გამოხედა, მერე სერიოზული
სახე მიიღო და წამოწითლდა. და შემდეგ პირველი გაუბედავი
შეხვედრები, ენის ბორძიკი, ნაზი ღიმილი, გაუგებრობაც, სევ-
დაც, გატაცებაც და ბოლოს ეს სულის შემხუთავი სიხარული...
სად გაქრა ყოველივე? ქალი მისი ცოლი გახდა, ნიკოლაი პეტ-
როვიჩი ბედნიერი იყო ისე, როგორც ბევრი არ ყოფილა დედა-

79 მკითხველთა ლიგა
მიწაზე. „მაგრამ“, - ფიქრობდა იგი ახლა, - „რატომ არ უნდა
ცოცხლობდეს მარადიულად, უჭკნობი სიცოცხლით ის ნეტარი,
პირველი წამები?“
არ ცდილობდა ამ აზრში გარკვეულიყო, მაგრამ გრძნობდა,
რომ სწადდა, ის ნეტარი რაღაც უფრო ძლიერით დაემაგრებინა,
ვიდრე მეხსიერებაა, სურდა კვლავ ეგრძნო თავისი მარიას სიახ-
ლოვე, მისი სითბო და სუნთქვა, და უკვე ელანდებოდა, თითქოს
მის ზევით...
- ნიკოლაი პეტროვიჩ, - გაისმა მის ახლოს ფენიჩკას ხმა, - სა-
და ხართ?
შეკრთა. არც წყენა, არც სინდისის ქენჯნა არ უგრძნია. მის-
თვის ცოლსა და ფენიჩკას შორის შედარებაც კი არ არსებობდა;
მაგრამ არ ესიამოვნა, რომ ფენიჩკამ ძებნა დაუწყო. ქალის ხმამ
ერთბაშად მოაგონა თავისი ჭაღარა თმა, მოხუცებულობა, სი-
ნამდვილე...
ის მომაჯადოებელი სამყარო, რომელშიც მან ფეხი უკვე შედ-
გა, რომელიც წარსულის ნისლიან ტალღებში ინაკვთებოდა, შე-
ირხა და გაქრა.
- აქ ვარ, - მიუგო მან, - მოვალ, წადი. - „აი, კიდევ ერთი დიდ-
კაცობის ნაშთი“, - გაუელვა გონებაში. ფენიჩკამ უხმოდ შეიხედა
ტალავერში და მიიმალა; ნიკოლაი პეტროვიჩმა განცვიფრებით
შენიშნა, რომ გვარიანად დაღამებულიყო მას შემდეგ, რაც ოც-
ნებამ გაიტაცა. ყველაფერი დაბნელდა და მიყუჩდა. ფენიჩკას
სახეც, რომელმაც მის თვალწინ გაიელვა, მკრთალი და პატარა
ეჩვენა. წამოდგა, შინ დაბრუნება დააპირა, მაგრამ აჩვილებული
გული ვერ დაეშოშმინებინა. ნელა დაიწყო ბაღში სეირნობა. ჩა-
ფიქრებული ხან ძირს იყურებოდა, ხან მზერას ზეცისკენ აღაპ-
ყრობდა. იქ უკვე კიაფობდნენ და ციმციმებდნენ ვარსკვლავები.
დიდხანს ისეირნა, დაიღალა კიდეც, მაგრამ მღელვარება, რაღა-
ცის მაძიებელი, გაურკვეველი, სევდის მომგვრელი მღელვარე-

80 მკითხველთა ლიგა
ბა არ გაქრა. ოო! როგორ დასცინებდა ბაზაროვი, რომ შეეტყო,
რაც მის გულში ხდებოდა! თვითონ არკადიც დაძრახავდა. მას,
ორმოცდაოთხი წლის კაცს, აგრონომსა და მეურნეს, თვალზე
ცრემლი მოადგა, უმიზეზო ცრემლი; ეს ვიოლონჩელოზე ასჯერ
უარესი იყო.
ნიკოლაი პეტროვიჩი განაგრძობდა სეირნობას და ვერ
გაებედა სახლში შესვლა, ამ მშვიდობიანსა და მყუდრო ბინაში,
რომელიც ასე ალერსიანად უმზერდა თავისი გაჩირაღდნებული
ფანჯრებით. ვერ ელეოდა ამ ბაღს, სუფთა ჰაერის ქროლას სახე-
ზე და ამ სევდას, ამ მღელვარებას...
გზის მოსახვევში პაველ პეტროვიჩი შემოხვდა.
- რა დაგემართა? - შეეკითხა ნიკოლაი პეტროვიჩს, - ფერ-
მკრთალი ხარ, როგორც მოჩვენება, ავად ხომ არ ხარ? რატომ
არ წვები?
ნიკოლაი პეტროვიჩმა მოკლედ აუხსნა თავისი სულიერი გან-
წყობილება და გაშორდა. პაველ პეტროვიჩი ბაღის ბოლომდე
მივიდა და ისიც ჩაფიქრდა. მანაც ახედა ცას, მაგრამ მის მშვენი-
ერ, შავ თვალებში არაფერი გამკრთალა, გარდა ვარსკვლავე-
ბის შუქის ანარეკლისა. ის არ იყო რომანტიკოსად დაბადებული,
მისმა ნატიფმა და მშრალმა, ვნებიანმა, ფრანგული ყაიდის მი-
ზანტროპულმა სულმა ოცნება არ იცოდა.
- იცი რა? - ეუბნებოდა იმავე ღამეს ბაზაროვი არკადის, - დი-
დებული აზრი მომივიდა. მამაშენი ამბობდა დღეს, რომ მოწვევა
მიუღია თქვენი წარჩინებული ნათესავისგან. თვითონ არ მიდის,
მოდი, მე და შენ გავვარდეთ ...-ში, ის ბატონი ხომ შენც გეპატი-
ჟება. ხედავ, რა ამინდია, გავისეირნებთ, ქალაქს ვნახავთ, ხუთ-
ექვს დღეს ვიხეტიალებთ და მორჩა!
- მერედა, იქიდან აქ დაბრუნდები?
- არა, მამაჩემთან უნდა გავიარო. ხომ იცი, ის ...-დან ოც-
დაათი ვერსის დაშორებით ცხოვრობს. დიდი ხანია არ მინახავს

81 მკითხველთა ლიგა
არც ის, არც დედა; მინდა, მოხუცებს ვასიამოვნო. კარგი მშობ-
ლები მყავს, განსაკუთრებით მამა, ძალიან ხუმარაა. მე ხომ ერ-
თადერთი ვყავარ მათ.
- და დიდხანს დარჩები მათთან?
- არა მგონია... ალბათ, მომეწყინება.
- დაბრუნებისას ჩვენთან არ შემოივლი?
- არ ვიცი... ვნახოთ. მაშ, მივდივართ?!
- შეიძლება, - ზანტად შენიშნა არკადიმ. ამხანაგის წინადადე-
ბა გულში ძლიერ გაუხარდა, მაგრამ თავის მოვალეობად ჩათვა-
ლა, დაემალა ეს გრძნობა. ტყუილად ხომ არ იყო ნიჰილისტი!
მეორე დღეს ბაზაროვთან ერთად გაემგზავრა ...-ში, მა-
რიინოს ახალგაზრდობას გული დასწყვიტა მათმა გამგზავრე-
ბამ. დუნიაშამ წამოიტირა კიდეც... მოხუცებმა კი შვებით
ამოისუნთქეს.

82 მკითხველთა ლიგა
XII
ქალაქი ...-ი, სადაც ჩვენი მეგობრები გაემგზავრნენ, ერთი
ახალგაზრდა, პროგრესისტი და დესპოტი გუბერნატორის გამ-
გებლობაში იყო, როგორც ხდება ხოლმე რუსეთში. თავისი გამ-
გებლობის პირველსავე წელს მოასწრო მან, წაჩხუბებოდა არა
მარტო გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, სამსახური-
დან გადამდგარ გვარდიის შტაბ-როტმისტრ, ცხენსაშენის მეპატ-
რონესა და სტუმართმოყვარე კაცს, არამედ საკუთარ მოხელე-
ებსაც. მათ შორის ატეხილი შუღლი იმ ზომამდე მივიდა, რომ პე-
ტერბურგში სამინისტრომ საჭიროდ ცნო, ადგილზე გამოსარკვე-
ვად ნდობით აღჭურვილი პირი გაეგზავნა. უფროსების არჩევანი
მატვეი ილიჩ კოლიაზინზე შეჩერდა. იმ კოლიაზინის შვილზე,
რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფებოდნენ ოდესღაც ძმები
კირსანოვები. ისიც „ახალგაზრდებიდან“ იყო, ე.ი. ახლახან შე-
უსრულდა 40 წელი, მაგრამ უკვე სახელმწიფო მოღვაწის როლს
უმიზნებდა. მკერდს ორივე მხარეს თითო ვარსკვლავი უმშვენებ-
და, თუმცა, ერთი მათგანი უცხო და უმნიშვნელო იყო. გუბერნა-
ტორის მსგავსად, რომლის საქმის გასარჩევადაც ჩამოვიდა, იგი
პროგრესისტად ითვლებოდა და თუმცა უკვე ბობოლა იყო, ბო-
ბოლების უმრავლესობას არ ჰგავდა. თავის თავზე ძალიან დიდი
წარმოდგენის იყო; მის პატივმოყვარეობას საზღვარი არ ჰქონ-
და, მაგრამ თავი უბრალოდ ეჭირა, კეთილგანწყობილად იყურე-
ბოდა, მოწყალე სახით გისმენდა და ისე გულღიად იცინოდა,
რომ პირველ ხანებში „საუცხოო ადამიანის“ სახელიც კი შეეძ-
ლო მოეხვეჭა, მაგრამ სერიოზულ შემთხვევებში, როგორც იტ-
ყვიან, ბრჭყალების გამოჩენაც ეხერხებოდა. „ენერგია აუცილე-
ბელია“, იტყოდა ხოლმე , l’energie est la premi’ere qualite d’un

83 მკითხველთა ლიგა
homme d’etat“14 მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ მშრალზე რჩე-
ბოდა და ნებისმიერი, რამდენადმე გამოცდილი მოხელე თავზე
აჯდებოდა. მატვეი ილიჩი დიდი პატივისცემით იხსენიებდა გი-
ზოს15 და ცდილობდა, ყველასთვის ერთად და თითოეულისათ-
ვის ცალკე ჩაენერგა, რომ ის რუტინერებისა და ჩამორჩენილი
ბიუროკრატების რიცხვს არ ეკუთვნის, რომ უყურადღებოდ არ
ტოვებს საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან
მოვლენას... ყველა მსგავსი სიტყვა მისთვის კარგად იყო ცნობი-
ლი. მართალია, ზერელედ და მედიდურად, მაგრამ მაინც თანა-
მედროვე ლიტერატურის განვითარებასაც ადევნებდა თვალს,
აი, მოზრდილი ადამიანი ქუჩაში ბიჭბუჭების ჯგუფს რომ გადაეყ-
რება და ხანდახან შეუერთდება. არსებითად მატვეი ილიჩი
შორს არ იყო ალექსანდრეს დროის იმ სახელმწიფო კაცების-
გან, რომლებიც საღამოს, მათ დროს პეტერბურგში მცხოვრებ ქ-
ნ სვეჩინასთან მისვლას რომ დააპირებდნენ, ჯერ კიდევ დილით
კონდელიაკიდან ერთ გვერდს თვალს გადაავლებდნენ ხოლმე.
ოღონდ ხერხები გახლდათ სხვა, უფრო თანამედროვე; ეს იყო
მოხერხებული კარისკაცი, დიდი გაიძვერა და მეტი არაფერი.
საქმისა არაფერი გაეგებოდა, ჭკუა არ ჰქონდა, მაგრამ საკუთა-
რი საქმეების მოგვარება კარგად იცოდა, აქ მას ვეღარავინ აჯო-
ბებდა, და მთავარი სწორედ ეს იყო.
მატვეი ილიჩმა არკადი განსწავლული დიდმოხელის ჩვეული
გულკეთილობით, მეტიც, გადაჭარბებული მხიარულებით
მიიღო, მაგრამ განცვიფრდა, როდესაც გაიგო, რომ მის მიერ
დაპატიჟებული ნათესავები სოფელში დარჩნენ. „ყოველთვის

14 ენერგია სახელმწიფო მოღვაწის ძირითადი თვისებაა (ფრ.).


15ფრანსუა პიერ გიომ გიზო (1787-1874) - ფრანგი ისტორიკოსი და პოლიტი-
კური მოღვაწე.

84 მკითხველთა ლიგა
უცნაური იყო მამაშენი“, შენიშნა მან, თან თავისი მშვენიერი ხა-
ვერდის ხალათის ფოჩებს ათამაშებდა; უეცრად მიუბრუნდა
ახალგაზრდა მოხელეს, რომელსაც გულდასმით შეკრული ვიც-
მუნდირი ეცვა და შეშფოთებული სახით წამოიძახა, „რაო?“
ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხანგრძლივი დუმილისგან ბაგე
შეკვროდა, წამოდგა და განცვიფრებით შეაცქერდა თავის უფ-
როსს... მაგრამ მატვეი ილიჩმა სახტად დარჩენილ მოხელეს ყუ-
რადღება არც კი მიაქცია. ჩვენს დიდკაცობას საერთოდ უყვარს
ხელქვეითთა განცვიფრება; ხერხები, რომლებსაც ამ მიზნის მი-
საღწევად მიმართავენ, საკმაოდ მრავალფეროვანია. დიდად
გავრცელებულია, სხვათა შორის, is quite a favourite,16 როგორც
ინგლისელები ამბობენ, ერთი ხერხი, ჩინოსანს უცებ აღარ ესმის
სრულიად მარტივი სიტყვები, თავს მოიყრუებს, მაგალითად,
იკითხავს, დღეს რა დღეაო?
მას მოწიწებით მოახსენებენ, „პარასკევი გახლავთ, თქვენო
ბ...ბ...ბ....ბავ“-ო.
- ჰა? რაო? რას ამბობთ? - დაძაბულად იმეორებს ჩინოსანი.
- დღეს პარასკევია, თქვენო ბ...ბ...ბ...ბავ.
- როგორ? რა? რა არის პარასკევი? რომელი პარასკევი?
- პარასკევი, თქვენო ბ....ბბბ....ბბბ... ბავ, დღეა კვირაში.
- ერიჰაა! შენ რა, აპირებ, მე მასწავლო?
მატვეი ილიჩი მაინც ჩინოსანი იყო, თუმცა ლიბერალადაც
ითვლებოდა.
- გირჩევ, მეგობარო, გუბერნატორს სადარბაზოდ ეწვიო, -
უთხრა მან არკადის, - გესმის? ამას იმიტომ კი არ გირჩევ, რომ
ძველ შეხედულებებს ვიზიარებ, რომლის მიხედვით საჭიროა,
თაყვანი ვცეთ ძლიერთა ამა ქვეყნისათა. არა, მხოლოდ იმიტომ,

16 განსაკუთრებით აჩემებული, საყვარელი (ინგ.).

85 მკითხველთა ლიგა
რომ გუბერნატორი რიგიანი კაცია; ამასთან, ალბათ, აქაურ სა-
ზოგადოებასაც გინდა გაეცნო... შენ ხომ დათვი არ ხარ ბუნაგში?
ის კი ზეგ დიდ მეჯლისს მართავს.
- თქვენ იქ იქნებით? - ჰკითხა არკადიმ.
- ჩემთვის მართავს, - ჩაილაპარაკა მატვეი ილიჩმა თითქმის
დანანებით, - ცეკვავ?
- ვცეკვავ, ოღონდ ცუდად.
- ეს ცუდია. აქ ლამაზი ქალები არიან, ისედაც, სირცხვილია
ახალგაზრდა კაცი არ ცეკვავდეს. ამასაც ძველი შეხედულების
ძალით კი არ ვამბობ. სრულიადაც არ ვფიქრობ, რომ ჭკუა ფე-
ხებში უნდა გქონდეს, მაგრამ ბაირონიზმი სასაცილოა, il a fait
son temps.17
- ბიძაჩემო, მე ბაირონიზმის გავლენით სრულიადაც არ...
- გაგაცნობ აქაურ ქალიშვილებს, ჩემი ფრთის ქვეშ შემოგი-
ფარებ, - გააწყვეტინა მატვეი ილიჩმა და კმაყოფილებით გაიცი-
ნა. - ხომ თბილად იქნები?
შემოვიდა მსახური და მოახსენა, სახაზინო პალატის თავ-
მჯდომარე გეახლათო. ეს გახლდათ ტკბილთვალება, ტუჩებმოპ-
რუწული მოხუცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ბუნება, განსა-
კუთრებით ზაფხულში, როდესაც, მისი თქმით, „თითოეული
ფუტკარი თითოეული ყვავილისგან ქრთამს იღებს...“ არკადი გა-
მოეთხოვა და წავიდა. ბაზაროვს იმ ტრაქტირში მოუსწრო, სა-
დაც ისინი ჩამოხდნენ და დიდხანს ეხვეწებოდა, გუბერნატორ-
თან წავიდეთო. „რას იზამ! - თქვა ბოლოს ბაზაროვმა, - ვისაც
თევზი უნდა, ფეხი სველი უნდა ჰქონდესო. მემამულეების სანა-
ხავად ჩამოვსულვართ, ბარემ ვნახოთ!“

17 მან თავისი დრო მოჭამა (ფრ.).

86 მკითხველთა ლიგა
გუბერნატორმა ახალგაზრდები ალერსიანად მიიღო, მაგრამ
არ დასვა და არც თვითონ დამჯდარა. სულ ფუსფუსებდა და ჩქა-
რობდა; დილიდან ვიწრო ვიცმუნდირს ჩაიცვამდა და ძლიერ
ვიწრო ყელსახვევს იკეთებდა, არც ჭამა ახსოვდა და არც ძილი,
სულ განკარგულებებს იძლეოდა. გუბერნიაში მას ბურდალუ შე-
არქვეს. ამით ცნობილ ფრანგ მქადაგებელს კი არ გულისხმობ-
დნენ, არამედ ბურდოს. მან კირსანოვი და ბაზაროვი მეჯლისზე
მიიწვია და ორი წუთის შემდეგ ხელმეორედ დაპატიჟა, თან უკვე
ძმებად თვლიდა და „კაისაროვებს“ ეძახდა.
გუბერნატორისგან შინ რომ ბრუნდებოდნენ, უცებ გზად მიმა-
ვალი მსუბუქი ეტლიდან გადმოხტა ჩია ტანის კაცი, რომელსაც
სლავოფილური ქურთუკი ეცვა და ყვირილით, „ევგენი ვასი-
ლიჩ!“ ბაზაროვს ეძგერა.
- აა! ეს თქვენა ხართ, ჰერ18 სიტნიკოვ, - წაილაპარაკა ბაზა-
როვმა ისე, რომ ნაბიჯიც არ შეუნელებია, - საიდან სადაო?
- წარმოიდგინეთ, სრულიად შემთხვევით, - მიუგო მან, ეტ-
ლისკენ მიბრუნდა, ხუთჯერ მაინც დაუქნია ხელი და დაუყვირა, -
გამოგვყევი, ჩვენ გამოგვყევი! - მამაჩემს აქ საქმეები აქვს, - გა-
ნაგრძო მან და თხრილს გადაახტა, - ჰოდა, მთხოვა მეკისრა...
დღეს გავიგე თქვენი ჩამოსვლის ამბავი და უკვე ვიყავი თქვენ-
თან... (მართლაც, მეგობრებს თავიანთ ნომერში დაბრუნებისას
კუთხეებშეკეცილი ბარათი დახვდათ, ზედ სიტნიკოვის გვარი
ეწერა, ერთ მხარეზე ფრანგულად, მეორეზე - სლავური ღვარ-
ჭნილებით). იმედია, გუბერნატორთან არ ყოფილხართ?
- იმედი ნუ გაქვთ, პირდაპირ მისგან მოვდივართ.
- აჰა! ამ შემთხვევაში მეც მივალ. ევგენი ვასილიჩ, გამაცანით
თქვენი...

18 ბატონი (გერმ.).

87 მკითხველთა ლიგა
- სიტნიკოვი, კირსანოვი, - წაიბურდღუნა ბაზაროვმა გზადაგ-
ზა.
- ძალიან სასიამოვნოა, - დაიწყო სიტნიკოვმა, გვერდულად
წამოიწია, გაიღიმა და აჩქარებით წაიძრო თავისი მეტისმეტად
ელეგანტური ხელთათმანი. - ძალიან ბევრი მსმენია თქვენ შესა-
ხებ... მე ევგენი ვასილიჩის ძველი ნაცნობი ვარ, გავბედავ თქმას
და, მისი მოწაფეც. მას უნდა ვუმადლოდე ჩემს გარდაქმნას...
არკადიმ ახედ-დახედა ბაზაროვის მოწაფეს. შეშფოთებული
და ჩლუნგი გამომეტყველება ჰქონდა ამ კაცის წვრილ, თუმც
საამურ ნაკვთებს; წვრილი, ღრმად ჩამჯდარი თვალები მიშტე-
რებითა და მოუსვენრად იცქირებოდნენ. სიცილითაც მოუსვენ-
რად იცინოდა, - მოკლე, გახევებული სიცილით.
- არ დამიჯერებთ, - განაგრძობდა იგი, - როცა ევგენი ვასი-
ლიჩმა ჩემი თანდასწრებით პირველად თქვა, ავტორიტეტებს არ
უნდა ვცნობდეთო, მე ისეთი აღტაცება ვიგრძენი... თითქოს თვა-
ლი ამეხილა! აი, ვიფიქრე, ბოლოს ვიპოვე-მეთქი ადამიანი!
სხვათა შორის, ევგენი ვასილიჩ, თქვენ აუცილებლად უნდა ეწ-
ვიოთ ერთ აქაურ მანდილოსანს, რომელსაც შესწევს უნარი, გა-
გიგოთ თქვენ და ვისთვისაც თქვენი ნახვა ნამდვილი დღესას-
წაული იქნება, ალბათ გსმენიათ მის შესახებ?
- ვინ არის? - უნდილად იკითხა ბაზაროვმა.
- კუკშინა, Eudoxie, ევდოქსია კუკშინა. შესანიშნავი პიროვ-
ნება, émancipée (ემანსიპირებული (ფრ.)) ამ სიტყვის ჭეშმარიტი
მნიშვნელობით, მოწინავე ქალი. იცით რა? ახლავე წავიდეთ
მასთან ყველანი ერთად. აქედან ორ ნაბიჯზეა... იქ ვისაუზმებთ.
ჯერ ხომ არ გისაუზმიათ?
- არა ჯერ.
- ჰოდა, ძალიან კარგი, ქმარს გაეყარა და ახლა აღარავისზე
არ არის დამოკიდებული.
- ლამაზია? - გააწყვეტინა ბაზაროვმა.
88 მკითხველთა ლიგა
- ა... არა, მაგას ვერ ვიტყვი.
- მაშინ რა ეშმაკად მიგვათრევ?
- რა ხუმარა ხართ... ერთ ბოთლ შამპანურს დაგვიდგამს.
- აი, ასე! ახლა წარმოჩინდა პრაქტიკული ადამიანი. მარ-
თლა, მამათქვენი ისევ მოიჯარადრეა?
- დიახ, - აჩქარებით ჩაილაპარაკა სიტნიკოვმა და წვრილი
ხმით გაიცინა. - რას იტყვით, წავიდეთ?
- არ ვიცი, მართალი გითხრა.
- აკი გინდოდა ხალხის ნახვა, წადი, - დაბალი ხმით შენიშნა
არკადიმ.
- თქვენ კი არა, ბატონო კირსანოვ? - ჩამოართვა სიტყვა სიტ-
ნიკოვმა, - თქვენც წამობრძანდით, უთქვენოდ არ იქნება.
- როგორ, ასე ყველანი ერთად დავატყდეთ თავს?
- არაფერია! კუკშინა შესანიშნავი ადამიანია!
- ერთი ბოთლი შამპანური იქნება? - იკითხა ბაზაროვმა.
- სამი! - წამოიძახა სიტნიკოვმა, - მე ვაგებ პასუხს!
- რით?
- საკუთარი თავით.
- სჯობდა კი, მამათქვენის ჯიბით... თუმცა, წავიდეთ.

89 მკითხველთა ლიგა
XIII
მოსკოვურ ყაიდაზე აგებული პატარა, აზნაურული სახლი,
რომელშიაც ავდოტია ნიკიტიშნა (ან ევდოქსია) კუკშინა ცხოვ-
რობდა, მდებარეობდა ქალაქ ...-ის ერთ-ერთ ახალგადამწვარ
ქუჩაზე. ცნობილია, რომ ჩვენი პროვინციული ქალაქები ყოველ
ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც იწვის. კარზე ალმაცერად მიკ-
რული სადარბაზო ბარათის ზემოთ ზანზალაკის სახელური მო-
ჩანდა. მისულებს შესასვლელში მიეგება თავსაბურავიანი ქალი
- არცთუ მოახლე, არცთუ კომპანიონი, - დიასახლისის პროგრე-
სულ მისწრაფებათა აშკარა ნიშანი. სიტნიკოვი შეეკითხა, ავდო-
ტია ნიკიტიშნა შინ არის თუ არაო?
- ეს თქვენა ხართ, Victor? - მოისმა მეზობელი ოთახიდან
წვრილი ხმა. - შემოდით.
თავსაბურავიანი ქალი მაშინვე გაუჩინარდა.
- მარტო არა ვარ, - წარმოთქვა სიტნიკოვმა, მკვირცხლად
გაიხადა ქურთუკი, რომლის ქვეშ გამოუჩნდა რაღაც ტყაპუჭის
თუ პალტო-საკას მაგვარი სამოსი და ირიბად გახედა არკადისა
და ბაზაროვს.
- სულერთია, - მოისმა ხმა. - Entrez.19
ახალგაზრდები შევიდნენ. ოთახი, სადაც ისინი მოხვდნენ, სა-
მუშაო კაბინეტს უფრო მიაგავდა, ვიდრე სასტუმრო ოთახს.
მტვრიან მაგიდებზე ეყარა ქაღალდები, წერილები, მეტწილად -
დაუჭრელი რუსული ჟურნალების დიდტანიანი ნომრები, ყველ-
გან თეთრად მოჩანდა პაპიროსის ნამწვავები. ტყავის დივანზე
ნახევრად წამოწოლილიყო ჯერ ახალგაზრდა, ქერათმიანი, ოდ-
ნავ თმაგაწეწილი მანდილოსანი. არცთუ სუფთა აბრეშუმის კაბა

19 შემოდით (ფრ.).

90 მკითხველთა ლიგა
ეცვა, მოკლე ხელებზე მსხვილი სამაჯურები უჩხრიალებდა და
ბაფთის თავშალი ეხურა. დივნიდან წამოდგა, მხრებზე დაუდევ-
რად მოიგდო ყარყუმის გაყვითლებული ბეწვმოდებული ხავერ-
დის მოკლე ქურქი და ზანტად წარმოთქვა,
- გამარჯობა, Victor, - და სიტნიკოვს ხელი ჩამოართვა.
- ბაზაროვი, კირსანოვი, - ჩაილაპარაკა მან ნაწყვეტ-ნაწყვეტ,
ბაზაროვის წაბაძვით.
- მობრძანდით, - მიუგო კუკშინამ, ბაზაროვს თავისი მრგვა-
ლი თვალები მიაპყრო, რომელთა შორის ობლად გამოიყურე-
ბოდა პაწაწა, აბზეკილი, წითელი ცხვირი, და დაუმატა, - მე
თქვენ გიცნობთ, - და მასაც ხელი ჩამოართვა.
ბაზაროვი ოდნავ დაიღრიჯა. ემანსიპირებული ქალის პატარა
და უფერულ გარეგნობაში არაფერი განსაკუთრებით მახინჯი არ
იყო, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება უსიამოვნოდ მოქმე-
დებდა მნახველზე. უნებლიეთ მოგინდებოდათ გეკითხათ, „ხომ
არ გშია? ან მოწყენილი ხომ არ ხარ? ან იქნებ გეშინია? რას იმ-
რიზები?“ ამ ქალს, როგორც სიტნიკოვს, მუდამ რაღაც გულს უღ-
რღნიდა. ლაპარაკობდა და მოძრაობდა ძალიან თავისუფლად
და ამავე დროს თავის თავს გულკეთილ და სადა არსებად
თვლიდა, მაგრამ რაც უნდა გაეკეთებინა, ყოველთვის მოგეჩვე-
ნებოდათ, რომ სწორედ ამის გაკეთება არ უნდოდა; ყველაფერი
გამოუდიოდა, როგორც ბავშვები ამბობენ, - განგებ, ე.ი. არა სა-
დად, არა ბუნებრივად.
- დიახ, დიახ, გიცნობთ მე თქვენ, ბაზაროვ, - გაიმეორა მან
(ჩვეულებად ჰქონდა, რაც ბევრი პროვინციელი და მოსკოველი
მანდილოსნის თვისებაა, პირველი გაცნობისთანავე მამაკაცები
გვარით ეხსენებინა.) - გინდათ პაპიროსი?
- პაპიროსი პაპიროსად, - შეეცილა სიტნიკოვი, რომელიც უკ-
ვე სავარძელში გაშხლართულიყო და ფეხი მაღლა აეშვირა, -

91 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მოდი, გვასაუზმეთ. საშინლად გვშია; თან უბრძანეთ, ერ-
თი ბოთლი შამპანური დაგვიდგან.
- ახ, სიბარიტო, - ჩაილაპარაკა ევდოქსიამ და გაიცინა (რო-
დესაც იცინოდა, ზედა ღრძილები მოუჩანდა). - ბაზაროვ, ხომ სი-
ბარიტია?
- მიყვარს ცხოვრებისეული კომფორტი, - წარმოთქვა მედი-
დურად სიტნიკოვმა, - ეს ხელს არ მიშლის, ლიბერალი ვიყო.
- არა, გიშლით, გიშლით! - წამოიძახა ევდოქსიამ და თავის
მოახლეს უბრძანა, საუზმე მოემზადებინა და შამპანურიც მოეტა-
ნა, - თქვენ რას იტყვით ამაზე? - მიმართა ბაზაროვს. - დარწმუნე-
ბული ვარ, ჩემს აზრს იზიარებთ.
- არავითარ შემთხვევაში, - შეესიტყვა ბაზაროვი, - ხორცის
ნაჭერი სჯობს პურის ნაჭერს, თუნდაც ქიმიური თვალსაზრისით.
- თქვენ ქიმია გაინტერესებთ? ეს ჩემი გატაცებაა. მე თვითონ
ერთი მასტიკა გამოვიგონე.
- მასტიკა? თქვენ?
- დიახ, მე, და იცით, რა მიზნით? ტიკინების საკეთებლად, თა-
ვები რომ არ ემტვრეოდეთ. მეც ხომ პრაქტიკული ვარ. მაგრამ
ეს ყველაფერი ჯერ მზად არ არის. ლიბიხიც უნდა წავიკითხო.
მართლა, არ წაგიკითხავთ კისლიაკოვის წერილი ქალთა შრო-
მაზე „მოსკოვის უწყებებში?“ წაიკითხეთ, გეთაყვა, თქვენ ხომ
გაინტერესებთ ქალთა საკითხი? და ასევე სკოლებიც? თქვენი
მეგობარი რას აკეთებს? რა ჰქვია?
ქალბატონი კუკშინა ჟინიანი უზრუნველობით ერთიმეორეზე
აყრიდა მას კითხვებს და პასუხსაც არ უცდიდა; ასე ელაპარაკე-
ბიან თავიანთ ძიძებს განებივრებული ბავშვები.
- მე არკადი ნიკოლაევიჩ კირსანოვი მქვია, - გაეცნო არკადი,
- და არაფერს არ ვაკეთებ.
ევდოქსიამ გადაიხარხარა:

92 მკითხველთა ლიგა
- ეს დიდებულია! თქვენ პაპიროსს ეწევით. ვიქტორ, იცით,
თქვენზე გაჯავრებული ვარ.
- რისთვის?
- ამბობენ, რომ ისევ დაიწყეთ ჟორჟ სანდის ქება. ის ხომ ჩა-
მორჩენილი ქალია და მეტი არაფერი! როგორ შეიძლება მისი
შედარება ემერსონთან! არავითარი იდეები არ გააჩნია არც აღ-
ზრდაზე, არც ფიზიოლოგიაზე, არაფერზე. დარწმუნებული ვარ,
არც კი გაუგონია ემბრიოლოგიის შესახებ, ჩვენს დროში კი რო-
გორ გინდათ უამისოდ (ევდოქსიამ ხელებიც კი გაასავსავა)? ოჰ,
რა საკვირველი წერილი დაწერა ამის თაობაზე ელისეევიჩმა!
იგი გენიალური ბატონია (ევდოქსია მუდამ ხმარობდა სიტყვას,
„ბატონი“, ნაცვლად „ადამიანისა“)! ბაზაროვ, დაბრძანდით ჩემს
ახლოს დივანზე. თქვენ შეიძლება არც კი იცით, რომ საშინლად
მეშინია თქვენი.
- რატომ? ნება მომეცით, დავინტერესდე.
- საშიში ბატონი ბრძანდებით, ისეთი კრიტიკოსი... აჰ, ღმერ-
თო ჩემო! მეცინება, ისე ვლაპარაკობ, თითქოს რომელიმე ტრა-
მალელი მემამულე ვიყო. თუმცა, მე მართლა მემამულე ვარ.
თვითონ განვაგებ ჩემს მამულს და, წარმოიდგინეთ, ჩემი
მოურავი - ეროფეი - საკვირველი ტიპია, სწორედ კუპერის პატ-
ფაინდერი, რაღაც არის მასში უშუალო! საბოლოოდ დავსახ-
ლდი აქ; აუტანელი ქალაქია, არა? მაგრამ რას იზამ...
- როგორც ყველა ქალაქი, ისეთია. - გულგრილად შენიშნა
ბაზაროვმა.
- სულ წვრილმანი ინტერესებია, აი, რაა საშინელება! უწინ
ზამთრობით მოსკოვში ვცხოვრობდი... მაგრამ იქ ჩემი მეუღლე
ცხოვრობს, ბატონი კუკშინი და მოსკოვიც ახლა... აღარ ვიცი - ის
აღარ არის. ვფიქრობ საზღვარგარეთ გამგზავრებას, შარშან
თითქმის მზად ვიყავი წასასვლელად.
- პარიზში, რასაკვირველია? - შეეკითხა ბაზაროვი.

93 მკითხველთა ლიგა
- პარიზში და ჰაიდელბერგში.
- ჰაიდელბერგში რაღად?
- რას ბრძანებთ, იქ ხომ ბუნზენია!
ამაზე ბაზაროვმა პასუხიც კი ვერ მოძებნა.
- Pierre საპოჟნიკოვი... თქვენ მას იცნობთ?
- არა, არ ვიცნობ.
- როგორ, პიერრე საპოჟნიკოვს არ იცნობთ?.. ლიდია ხოსტა-
ტოვასთან რომ დადის.
- არც ხოსტატოვას ვიცნობ.
- ჰოდა, მას უნდა გავეცილებინე. მადლობა ღმერთს, თავისუ-
ფალი ვარ, ბავშვები არ მყავს... ეს რა ვთქვი, მადლობა ღმერთს-
მეთქი! თუმცა, სულერთია.
ევდოქსიამ თუთუნისგან შეყვითლებული თითებით პაპიროსი
შეახვია, ენა გაუსვა, მოწუწნა და გააბოლა. სინით ხელში მოახ-
ლე შემოვიდა.
- აი, საუზმეც! გინდათ წაისაუზმოთ? ვიქტორ, გახსენით ბოთ-
ლი, ეს თქვენი საქმეა.
- ჩემია, ჩემი, - წაიბუტბუტა სიტნიკოვმა და ისევ წვრილი ხმით
გაიცინა.
- აქ ლამაზი ქალები თუ არიან? - შეეკითხა ბაზაროვი და მესა-
მე ჭიქა დაცალა.
- არიან, - უპასუხა ევდოქსიამ, - მაგრამ ყველა ისეთი ფუქსა-
ვატია... მაგალითად, mon amie20 ოდინცოვა - არა უშავს. სამწუ-
ხაროა მხოლოდ, რომ რეპუტაცია აქვს რაღაც... თუმცა ამას კი-
დევ არა უშავდა, მაგრამ შეხედულებების არავითარი თავისუფ-
ლება, არავითარი გაქანება, არაფერი... ამგვარი აღზრდის მთე-
ლი სისტემა უნდა შეიცვალოს. ამაზე უკვე ვიფიქრე, ჩვენი ქალე-
ბი ცუდად არიან აღზრდილნი.

20 ჩემი მეგობარი (ფრ.).


94 მკითხველთა ლიგა
- თქვენ მათ ვერაფერს მოუხერხებთ, - ჩამოართვა სიტყვა
სიტნიკოვმა. - ისინი ზიზღის ღირსნი არიან და მეც მეზიზღება
სავსებით და სრულიად (სიტნიკოვს ვინმეს ათვალწუნება და
ამის დემონსტრირება დიდ ნეტარებას ჰგვრიდა; განსაკუთრე-
ბით თავს ქალებს ესხმოდა და ის კი არ იცოდა, რომ რამდენიმე
თვის შემდეგ მუხლის თავებზე იხოხებდა თავისი ცოლის წინაშე
მხოლოდ იმიტომ, რომ იგი წარმოშობით თავადის ასული დურ-
დოლეოსოვა იყო). ვერც ერთი მათგანი ვერ ჩასწვდებოდა ჩვენს
საუბარს. არც ერთი მათგანი არ არის ღირსი, რომ ჩვენი, სე-
რიოზული მამაკაცების საუბრის საგანი გახდეს!
- მათ სრულიადაც არ სჭირდებათ ჩვენი საუბრების გაგება, -
წარმოთქვა ბაზაროვმა.
- ვისზე ლაპარაკობთ? - ჩაერია ევდოქსია.
- ლამაზ ქალებზე.
- როგორ? თქვენ, მაშასადამე, პრუდონის აზრს იზიარებთ?
ბაზაროვი წელში ამაყად გაიმართა.
- მე არავის აზრებს არ ვიზიარებ, ჩემი გამაჩნია.
- ძირს ავტორიტეტები! - შესძახა იმით გახარებულმა სიტნი-
კოვმა, რომ მიეცა შემთხვევა, მკვეთრად გამოეხატა თავისი აზ-
რი იმ ადამიანის თანდასწრებით, ვისაც მონურად ფეხქვეშ ეგე-
ბოდა.
- მაგრამ თვით მაკოლეი, - წამოიწყო კუკშინამ.
- ძირს მაკოლეი! - დაიგრგვინა სიტნიკოვმა. - თქვენ იმ
დიაცებს ესარჩლებით?
- დიაცებს კი არა, ქალთა უფლებებს; მე ფიცი დავდე, რომ
მათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ.
- ძირს! - მაგრამ აქ სიტნიკოვი გაჩერდა. - მე მათ არ უარ-
ვყოფ, - ჩაილაპარაკა.
- არა! მე ვხედავ, თქვენ სლავოფილი ყოფილხართ!
- არა, მე არ ვარ სლავოფილი, თუმცა, რასაკვირველია...

95 მკითხველთა ლიგა
- არა, არა, არა! სლავოფილი ხართ, დომოსტროის მიმდევა-
რი. თქვენ ხელში მათრახი შეგფერით!
- მათრახი კარგი საქმეა, - შენიშნა ბაზაროვმა, - მხოლოდ აი,
ჩვენ უკვე მივაღწიეთ უკანასკნელ წვეთამდე.
- რისა? - შეაწყვეტინა ევდოქსიამ.
- შამპანიურისა, პატივცემულო ავდოტია ნიკიტიშნა, შამპა-
ნიურისა და არა თქვენი სისხლისა.
- არ შემიძლია გულდამშვიდებით მოვისმინო, როდესაც ქა-
ლებს თავს ესხმიან, - განაგრძობდა ევდოქსია. - ეს საშინელე-
ბაა, საშინელება. იმის ნაცვლად, რომ თავს გვესხმოდეთ, ჯობს,
მიშლეს წიგნი წაიკითხოთ, De l’amour.21 საკვირველი წიგნია!
ბატონებო, მოდით, სიყვარულზე ვილაპარაკოთ, - დასძინა ევ-
დოქსიამ და დივნის მოთელილ ბალიშზე მინაზებით დაუშვა ხე-
ლი.
უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა.
- არა, რატომ სიყვარულზე, - თქვა ბაზაროვმა, - მაგრამ აი,
თქვენ ახსენეთ ოდინცოვა... მგონი ასე ჰქვია? ვინ არის ეს ქალ-
ბატონი?
- მშვენება! მშვენება! - აწრიპინდა სიტნიკოვი, - გაგაცნობთ.
ჭკვიანი, მდიდარი ქვრივი. სამწუხაროდ, ჯერ საკმარისად განვი-
თარებული ვერ არის. ამისთვის საჭიროა, მან ჩვენი ევდოქსია
კარგად გაიცნოს. ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს, ეუდოხიე! მი-
ვაჭახუნოთ! Et toc, et toc, et tin-tin-tin! Et toc, et toc, et tin-tin-
tin!..
- Victor, ცელქი ხართ.
საუზმე დიდხანს გაგრძელდა. შამპანურის პირველ ბოთლს
მოჰყვა მეორე, მესამე და მეოთხეც კი... ევდოქსია სულმოუთ-

21 სიყვარულზე (ფრ.).

96 მკითხველთა ლიგა
ქმელად ტიტინებდა; სიტნიკოვი ბანს აძლევდა. ბევრი იმსჯელეს
იმაზე, თუ რა არის ქორწინება - ცრურწმენა თუ დანაშაული, რო-
გორები იბადებიან ადამიანები - ერთნაირები თუ არა? და სა-
კუთრივ რაში მდგომარეობს ინდივიდუალობა? ბოლოს საქმე
იქამდე მივიდა, რომ ღვინისგან მთლად აღაჟღაჟებულმა ევდოქ-
სიამ თავისი გრძელი ფრჩხილები მოშლილი ფორტეპიანოს
კლავიშებზე აარახუნა და ხრინწიანი ხმით ჯერ ბოშური სიმღე-
რები, შემდეგ კი სეიმურ-შიფას რომანსი „თვლემს მძინარე გრე-
ნადა“ დაამღერა; სიტნიკოვმა კი თავზე თავშალი წაიკრა და
ტრფობით მიბნედილი შეყვარებული ამ სიტყვებით წარმოადგი-
ნა:
„შენი ბაგენი მხურვალე კოცნით
ჩემს ბაგეებთან მსურს შევადუღო“.
არკადიმ ვეღარ მოითმინა.
- ბატონებო, ეს ყველაფერი უკვე ბედლამს დაემსგავსა, - შე-
ნიშნა ხმამაღლა.
ბაზაროვმა, რომელიც მხოლოდ დროგამოშვებით ჩაურთავ-
და ხოლმე დამცინავ სიტყვას და უფრო შამპანურს ეტანებოდა,
ხმამაღლა დაამთქნარა, ადგა და არკადისთან ერთად დიასახ-
ლისთან გამოუმშვიდობებლად გავიდა. სიტნიკოვი უმალვე
დაედევნა.
- ჰა, რას იტყვით, როგორია? - ეკითხებოდა იგი და მლიქვნე-
ლურად ხან მარჯვნიდან შემოურბენდა, ხან მარცხნიდან, - ხომ
გეუბნებოდით, შესანიშნავი პიროვნებაა-მეთქი! აი, ასეთი ქალე-
ბი რაც შეიძლება მეტი რომ გვყავდეს! იგი თავისებურად მა-
ღალზნეობრივი მოვლენაა.
- მამაშენის ეს ნაწარმიც ზნეობრივი მოვლენაა? - ჩაილაპა-
რაკა ბაზაროვმა და თითი გაიშვირა სამიკიტნოსკენ, რომელსაც
იმწუთას ჩაუარეს.

97 მკითხველთა ლიგა
სიტნიკოვმა ისევ წრიპინით გაიცინა. ძალიან რცხვენოდა თა-
ვისი წარმოშობისა და არ იცოდა, გახარებოდა თუ სწყენოდა ბა-
ზაროვის მოულოდნელი „შენობით“ მიმართვა.

98 მკითხველთა ლიგა
XIV
რამდენიმე დღის შემდეგ გუბერნატორთან წვეულება გაიმარ-
თა. მატვეი ილიჩი ნამდვილი „დღესასწაულის გმირი“ იყო; გუ-
ბერნიის წინამძღოლი ყველას ეუბნებოდა, რომ მხოლოდ მის
პატივსაცემად მოვიდა. გუბერნატორი აქაც, თუმცა უძრავად იდ-
გა, „განკარგულებების“ გაცემას განაგრძობდა. მატვეი ილიჩის
თავაზიანი მოპყრობა მის მედიდურობას თუ შეედრებოდა მხო-
ლოდ. ეფერებოდა ყველას - ზოგს ზიზღის ელფერით, ზოგს პატი-
ვისცემით. მანდილოსნებთან იქცეოდა en vrai chevalier
français22 და განუწყვეტლივ იცინოდა გამორჩეული და ხმიანი
სიცილით, ისე როგორც მაღალი ხარისხის მოხელეს შეშვენის.
არკადის მხარზე ხელი მოუთათუნა და ხმამაღლა ძმისწული
უწოდა, ძველ ფრაკში გამოწყობილ ბაზაროვს უგულისყუროდ,
მაგრამ მოწყალედ, გაკვრით და ცერად თვალი შეავლო და გა-
ურკვევლად, თუმცა ალერსიანად რაღაც წაიდუდუნა; ამ დუდუნ-
ში შეიძლებოდა გაგერჩიათ მხოლოდ, „მე...“ და „მ... ტად“; სიტ-
ნიკოვს თითი გაუწოდა და გაუღიმა, მაგრამ თავი უკვე გვერდზე
მიებრუნებინა. თვით კუკშინასაც კი, რომელიც ბალზე უკრინო-
ლინოდ და ბინძური ხელთათმანებით გამოცხადდა, მაგრამ
თმაში სამოთხის ჩიტის ფრთა გაეჩარა, უთხრა, enchante.23
ზღვა ხალხი ირეოდა და არც კავალრების ნაკლებობა შეიმ-
ჩნეოდა; სამოქალაქონი უფრო კედლებს ეკვროდნენ, სამხედ-
როები კი ბეჯითად ცეკვავდნენ, განსაკუთრებით ერთი მათგანი,
რომელსაც ოდესღაც ექვსი კვირა პარიზში გაეტარებინა და
სხვადასხვა ლაღი შეძახილი ესწავლა, როგორიცაა, „zut“, „Ah

22 როგორც ნამდვილი ფრანგი კავალერი (ფრ.).


23 მოხიბლული ვარ (ფრ.).

99 მკითხველთა ლიგა
fichtree“, „pst, pst, mon bibi“ და ა. შ. მათ უნაკლოდ, ნამდვილი
პარიზული შნოთი გამოთქვამდა და ამავე დროს, ნაცვლად „si
s’avais“, ამბობდა „si j’aurais“, „absolument“-ს24 „უთუოდ“-ის
მნიშვნელობით იყენებდა და სხვა; ერთი სიტყვით, იმ
ველიკორუსულ-ფრანგულ კილოზე უქცევდა, რომელსაც ასე
დასცინიან ფრანგები, როდესაც არ სჭირდებათ ჩვენი დარწმუნე-
ბა იმაში, რომ ჩვენ მათ ენაზე ისე ვლაპარაკობთ, როგორც ანგე-
ლოზები, „comme des anges“.
როგორც უკვე ვიცით, არკადი ცუდად ცეკვავდა, ბაზაროვი კი
საერთოდ არა. ორივენი კუთხეში მოკალათდნენ; მათ სიტნიკო-
ვი შეუერთდა; მას სახეზე ზიზღნარევი ღიმილი აეკრა და გესლი-
ან შენიშვნებს ისროდა, თვალებს კადნიერად ატრიალებდა და,
როგორც ეტყობოდა, ჭეშმარიტ სიტკბოებას განიცდიდა. უცებ
სახე შეეცვალა, არკადის მიუბრუნდა და თითქოს შემკრთალმა
ჩაილაპარაკა, „ოდინცოვა მოვიდა“.
არკადიმ მოიხედა და დაინახა შავ კაბაში გამოწყობილი ლა-
მაზი ქალი, რომელიც დარბაზის კართან შეჩერებულიყო. არკა-
დი განაცვიფრა ქალის ღირსეულმა თავდაჭერილობამ. შიშველი
ხელები ლამაზად ჩამოეშვა მოხდენილ სხეულზე. დაქანებულ
მხრებზე მოელვარე თმიდან ლამაზად ჩამოშლილიყო ფუქსიის
მსუბუქი ტოტები; მშვიდად და ჭკვიანად, სწორედ რომ მშვიდად
და არა ჩაფიქრებულად, იმზირებოდნენ ნათელი თვალები ოდ-
ნავ წინ წამოწეული თეთრი შუბლის ქვემოდან. ბაგეზე ოდნავ შე-
სამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა. რაღაც ალერსიანი და მსუბუქი
ძალა გამოკრთოდა მისი სახიდან.
- თქვენ იცნობთ მას? - ჰკითხა არკადიმ სიტნიკოვს.
- ახლოს. გინდათ, გაგაცნოთ?

24 მოხიბლული ვარ (ფრ.).

100 მკითხველთა ლიგა


- საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს... ამ კადრილის შემდეგ.
ბაზაროვმაც მიაქცია ყურადღება ოდინცოვას.
- ეს რა ფიგურაა? - ჩაილაპარაკა მან. - დანარჩენ დედაკაცებს
არ ჰგავს.
დამთავრდა თუ არა კადრილი, სიტნიკოვმა არკადი ოდინცო-
ვასთან მიიყვანა. თურმე არც ისე ახლოს იცნობდა, დაიბნა, სიტ-
ყვები აერია და ოდინცოვაც ერთგვარი გაკვირვებით უმზერდა.
მაგრამ როდესაც არკადის გვარი გაიგო, გულთბილი გამომეტ-
ყველება მიიღო. შეეკითხა, ნიკოლაი პეტროვიჩის ვაჟი ხომ არ
ხართო?
- დიახ, გახლავართ.
- ორჯერ მინახავს მამათქვენი და ბევრი მსმენია მის შესახებ,
- განაგრძობდა ქალი, - ერთობ მოხარული ვარ, რომ გაგიცა-
ნით.
ამ დროს რომელიღაც ადიუტანტი მოფრინდა და ოდინცოვა
კადრილზე მიიწვია. ქალი დათანხმდა.
- განა თქვენ ცეკვავთ? - მოკრძალებით შეეკითხა არკადი.
- ვცეკვავ. რატომ ფიქრობთ, რომ არ ვცეკვავ, თუ მეტისმეტად
ხნიერი გეჩვენებით?
- როგორ გეკადრებათ, რა სათქმელია... ამ შემთხვევაში ნება
მიბოძეთ, მაზურკაზე მიგიწვიოთ.
ოდინცოვამ მოწყალედ გაუღიმა.
- ბატონი ბრძანდებით, - თქვა და არკადის არა ქედმაღლუ-
რად, არამედ ისე გადახედა, როგორც გათხოვილი დები უყურე-
ბენ თავიანთ ნორჩ ძმებს.
ოდინცოვა არკადიზე ოდნავ უფროსი იყო, ოცდამეცხრე წელ-
ში გადამდგარიყო, მაგრამ არკადი მის წინაშე თავს მოწაფედ,
პატარა სტუდენტად გრძნობდა, თითქოს მათ შორის განსხვავე-
ბა გაცილებით მეტი ყოფილიყოს. მატვეი ილიჩი მედიდური სა-
ხით და პირფერი სიტყვებით მიუახლოვდა ოდინცოვას. არკადი

101 მკითხველთა ლიგა


განზე გადგა, მაგრამ თვალს ადევნებდა. მზერა კადრილის
დროსაც არ მოუშორებია. ოდინცოვა ისევე თავისუფლად ელა-
პარაკებოდა თავის მეწყვილეს, როგორც დიდ მოხელეს. ხანდა-
ხან წყნარად შეაბრუნებდა თავს და თვალებს წყნარად მიმოავ-
ლებდა, ერთი-ორჯერ ხმადაბლა გაიცინა. ცხვირი ოდნავ სქელი
ჰქონდა, ისე როგორც ყველა რუსს და არც სავსებით სუფთა კა-
ნის ფერით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, არკადიმ დაას-
კვნა, რომ ასეთ მომხიბვლელ ქალს ჯერ არ შეხვედროდა. მისი
ხმა ყურში ჩაესმოდა, ქალს კაბის ნაკეცებიც, თითქოს სხვების-
გან განსხვავებულად, უფრო მოხდენილად, უფრო გაშლილად
ეფინებოდა; ამავე დროს, მიხრა-მოხრაც განსაკუთრებით ნარ-
ნარი და ბუნებრივი ჰქონდა.
არკადი ერთგვარ გაუბედაობას გრძნობდა, როცა მაზურკის
დაწყებისას ქალის გვერდით ჩამოჯდა და საუბრისთვის მოემზა-
და, მაგრამ სიტყვაც ვერ გამონახა სათქმელად და მხოლოდ
თმაზე ისვამდა ხელს. თუმცა მისი მღელვარება და კრთომა
დიდხანს არ გაგრძელებულა. ოდინცოვას სიმშვიდე მასაც გა-
დაედო. არ გასულა თხუთმეტი წუთი, რომ უკვე თავისუფლად
უამბობდა თავის მამაზე, ბიძაზე, პეტერბურგსა და სოფელში
ცხოვრებაზე. ოდინცოვა თავაზიანი თანაგრძნობით უსმენდა.
ხან გაშლიდა მარაოს, ხან დაკეცავდა. არკადი საუბარს წყვეტ-
და, როდესაც ოდინცოვას კავალრები ირჩევდნენ; სხვათა შო-
რის, სიტნიკოვმა ორჯერ გაიწვია, ქალი ბრუნდებოდა, ისევ ჯდე-
ბოდა და ხელში მარაოს იღებდა, მის მკერდს კი სუნთქვის ოდნა-
ვი გახშირებაც კი არ ეტყობოდა; არკადი ისევ იწყებდა მასლა-
ათს, გამსჭვალული ამ ქალთან ახლოს ყოფნის, მასთან საუბ-
რის, მისი თვალების, მშვენიერი შუბლის, სანდომიანი, დინჯი და
ჭკვიანური სახის ცქერის ბედნიერებით. თავად ქალი ცოტას ლა-
პარაკობდა, მაგრამ მის სიტყვებში ცხოვრების ცოდნა გამოს-
ჭვიოდა. ზოგიერთი მისი შენიშვნის მიხედვით არკადიმ დაას-

102 მკითხველთა ლიგა


კვნა, რომ ამ ახალგაზრდა ქალბატონს უკვე ბევრი რამ განუც-
დია და ბევრ რამეზე უფიქრია...
- ვისთან იდექით, როდესაც ბ-ნმა სიტნიკოვმა ჩემთან მოგიყ-
ვანათ? - ჰკითხა არკადის ოდინცოვამ.
- განა შენიშნეთ? - შეეკითხა თავის მხრივ არკადი. - მშვე-
ნიერი სახე აქვს, არა? ეს ბაზაროვია, ჩემი მეგობარი.
არკადიმ „თავისი მეგობრის“ შესახებ დაიწყო ლაპარაკი.
ისეთი დაწვრილებით და ისე აღტაცებით ლაპარაკობდა, რომ
ოდინცოვა მიბრუნდა და ბაზაროვს ყურადღებით დააკვირდა.
ამასობაში მაზურკაც გათავდა. არკადის დაენანა განშორება, ამ
ქალთან თითქმის ერთი საათი ისე კარგად გაატარა! მართალია,
მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ გრძნობდა, თითქოს ოდინ-
ცოვა მას თავის ტოლად არ მიიჩნევდა და მხოლოდ ხათრით უს-
მენდა; რომ თითქოს მადლობელი უნდა ყოფილიყო მისი... მაგ-
რამ ახალგაზრდულ გულს არ უმძიმს ასეთი გრძნობის ატანა.
მუსიკა შეწყდა.
- Merci, - ჩაილაპარაკა ოდინცოვამ და ადგა. - თქვენ მოს-
ვლას შემპირდით, მოიყვანეთ თქვენი მეგობარიც. ძალიან მაინ-
ტერესებს ისეთი ადამიანის ნახვა, რომელსაც ჰყოფნის გამბე-
დაობა, არაფერი არ სწამდეს.
გუბერნატორი ოდინცოვასთან მივიდა, განუცხადა, ვახშამი
მზადააო, და შეშფოთებული სახით მკლავი შესთავაზა. წასვლი-
სას ოდინცოვამ მოიხედა, არკადის უკანასკნელად გაუღიმა და
თავი დაუქნია. არკადიმ მდაბლად თავი დაუკრა, თვალი გააყო-
ლა (რა წერწეტი ეჩვენა შავი აბრეშუმის რუხ ელვარებაში ჩა-
მოსხმული ტანი) და გაიფიქრა, „ამ წამს მას უკვე აღარ ახსოვს
ჩემი არსებობა“, და გული რაღაცნაირი უზადო მორჩილებით
შეუტოკდა...
- რაო? - ჰკითხა ბაზაროვმა, როგორც კი არკადი მასთან დაბ-
რუნდა. - ისიამოვნე? ახლახან ერთი ბატონკაცი მეუბნებოდა,

103 მკითხველთა ლიგა


რომ ეს ქალბატონი - ოჰ, ოჰ, ოჰ; თუმცა, ვგონებ, ის კაცი ბრიყ-
ვია. შენი აზრით, როგორია, მართლა ოჰ, ოჰ, ოჰ?
- ეს განსაზღვრება კარგად არ მესმის, - უპასუხა არკადიმ.
- კარგი ერთი, ნუ მიამიტობ!
- ამ შემთხვევაში შენი ბატონკაცის არაფერი მესმის. ოდინ-
ცოვა უდავოდ ძალიან კარგია, მაგრამ ისე ცივად და მკაცრად
უჭირავს თავი, რომ...
- დაგუბებულ წყალში... ხომ იცი! - ჩამოართვა სიტყვა ბაზა-
როვმა. - შენ ამბობ, ცივიაო... სწორედ ამაშია გემო. ნაყინი ხომ
გიყვარს?
- შეიძლება, - წაიბუტბუტა არკადიმ. - ამის შესახებ ვერ ვიმ-
სჯელებ. შენი გაცნობა სურს და მთხოვა, მოიყვანეო.
- წარმომიდგენია, როგორ დამახასიათე! თუმცა, კარგად
მოიქეცი. წამიყვანე. ვინც უნდა იყოს, - მხოლოდ გუბერნიის
ტურფა თუ კუკშინას მსგავსი „ემანსიპე“, ერთი კი ნამდვილია, -
ისეთი მხრები აქვს, როგორიც დიდი ხანია არ მინახავს.
არკადის ეჩოთირა ბაზაროვის ცინიზმი, მაგრამ, როგორც
ხშირად ხდება, მან მეგობარს უსაყვედურა არა იმის გამო, რაც
მასში არ მოეწონა...
- რატომ არ გინდა დაუშვა, რომ ქალებსაც შეუძლიათ თავი-
სუფალი აზროვნება? - თქვა მან ხმადაბლა.
- იმიტომ, ძმაო, რომ ჩემი დაკვირვებით, ქალებს შორის მხო-
ლოდ მახინჯები აზროვნებენ თავისუფლად.
ამაზე ლაპარაკი შეწყდა. ვახშმის დამთავრებისთანავე ორივე
ახალგაზრდა წავიდა. კუკშინამ მათ ნერვიული და ბოროტი,
თუმცა გაუბედავი სიცილი გააყოლა, მისი თავმოყვარეობა
შეილახა იმით, რომ არც ერთმა და არც მეორემ ყურადღება არ
მიაქცია. ის ყველაზე გვიანობამდე დარჩა მეჯლისზე და ღამის
ოთხ საათზე სიტნიკოვთან პოლკა-მაზურკა პარიზულ ყაიდაზე

104 მკითხველთა ლიგა


იცეკვა. გუბერნატორის ზეიმი ამ ჭკუის სასწავლებელი სანა-
ხაობით დამთავრდა.

105 მკითხველთა ლიგა


XV
- ვნახოთ, ძუძუმწოვარ ცხოველთა რომელ ქვეჯგუფს განე-
კუთვნება ეს პიროვნება, - ეუბნებოდა მეორე დღეს არკადის ბა-
ზაროვი, როდესაც მასთან ერთად ადიოდა იმ სასტუმროს კიბე-
ზე, სადაც ოდინცოვა ცხოვრობდა, - ჩემი ცხვირი გრძნობს, რომ
აქ ყველაფერი რიგზე ვერ არის.
- მე შენ მაკვირვებ! - წამოიძახა არკადიმ, - როგორ? შენ, შენ,
ბაზაროვი, იმ წვრილ მორალს უჭერ მხარს, რომელსაც...
- რა უცნაური ხარ? - მოურიდებლად გააწყვეტინა ბაზაროვმა.
- განა არ იცი, რომ ჩვენს ენაზე და ჩვენისთანა კაცისთვის „რიგ-
ზე ვერ არის“ პირიქით, იმას ნიშნავს, რომ „რიგზეა“? მაშასადა-
მე, სახეირო პირი უჩანს. განა თვითონ არ ამბობდი დღეს, - ახი-
რებულად გათხოვდაო? თუმცა, ჩემი აზრით, მდიდარ მოხუცე-
ბულზე გათხოვება უცნაური სრულიადაც არ არის, პირიქით, -
გონივრულია. ქალაქური მითქმა-მოთქმის არ მწამს, მაგრამ,
როგორც ჩვენი განათლებული გუბერნატორი ამბობს ხოლმე,
მიყვარს ვიფიქრო, რომ ეს სამართლიანია.
არკადიმ არ უპასუხა და ნომრის კარზე დააკაკუნა. ლივრეაში
გამოწყობილმა ახალგაზრდა მსახურმა ორივე მეგობარი დიდ
ოთახში შეიყვანა. როგორც რუსული სასტუმროების ყველა
ოთახი, ესეც ცუდად იყო მოწყობილი, მაგრამ ყვავილებით სავ-
სე. მალე ოდინცოვაც გამოჩნდა. მას დილის სადა კაბა ეცვა. გა-
ზაფხულის მზის სინათლეზე კიდევ უფრო ახალგაზრდად გა-
მოიყურებოდა. არკადიმ წარუდგინა ბაზაროვი და ფარული
გაოცებით შენიშნა, რომ ამან თითქოს დაირცხვინა. ოდინცოვა
კი ისეთივე მშვიდი იყო, როგორიც გუშინ. ბაზაროვმა თავადაც
იგრძნო, როგორ შეკრთა და იწყინა. „ერიჰა! დიაცის შემეშინ-
და!“ გაიფიქრა მან, სავარძელში გაიშხლართა და სიტნიკოვი-

106 მკითხველთა ლიგა


ვით მოჭარბებული სითამამით ალაპარაკდა, ოდინცოვა კი თა-
ვის ნათელ თვალებს არ აშორებდა.
ანა სერგეევნა ოდინცოვა სერგეი ნიკოლაევიჩ ლოკტევის,
სილამაზით განთქმული კაცის, აფერისტისა და ბანქოს მოთამა-
შის ქალიშვილი გახლდათ. ლოკტევმა თხუთმეტი წლის განმავ-
ლობაში მშფოთვარედ იცხოვრა პეტერბურგსა და მოსკოვში და
იმით დაამთავრა, რომ ყველაფერი წააგო და იძულებული გახ-
და, სოფელში დასახლებულიყო, სადაც მალევე გარდაიცვალა.
თავის ორ ქალიშვილს, ოცი წლის ანასა და თორმეტი წლის კა-
ტერინას ერთი ციცქნა ქონება დაუტოვა. მათი დედა გაღარიბე-
ბული თავადების ხ-ის გვარიდან, გარდაიცვალა პეტერბურგში,
როცა მისი ქმარი ჯერ კიდევ ფორმაში იყო. მამის სიკვდილის
შემდეგ ანას მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ბრწყინვალე აღ-
ზრდამ, რომელიც მან პეტერბურგში მიიღო, ვერ მოამზადა იგი
მეურნეობისა და ოჯახში საჭირო გარჯის ასატანად, - სოფლის
ყრუ ცხოვრებისთვის. ახლომახლო არავის არ იცნობდა და არა-
ვინ ჰყავდა, რომ რჩევა მაინც ეკითხა. მამამისი გაურბოდა მე-
ზობლებთან ურთიერთობას, ეზიზღებოდა ისინი და იმათაც ეზიზ-
ღებოდათ, - თითოეულ მხარეს თავისებურად. ანა მაინც არ და-
იბნა და დაუყოვნებლივ გამოიძახა დეიდამისი, თავადის ასული
ავდოტია სტეპანოვნა ხ..., ავი და თავმომწონე დედაბერი, რო-
მელმაც დისწულის სახლში დასახლებისთანავე საუკეთესო
ოთახები ხელში ჩაიგდო. იგი დილიდან საღამომდე ბუზღუნებ-
და. ბაღშიც კი არ გაისეირნებდა ისე, თუ არ იახლებდა თავის
ერთადერთ ყმას, პირქუშ ლაქიას, რომელსაც ცისფერბუზმენ-
ტიანი გაცვეთილი ლივრეა ეცვა და სამკუთხა ქუდი ეხურა. ანა
მოთმინებით იტანდა დეიდამისის ყველა ახირებას, ნელ-ნელა
ზრდიდა დას და თითქოს შეურიგდა იმ აზრს, რომ ამ მივარდნილ
კუთხეში უნდა დამჭკნარიყო... მაგრამ იღბალმა არ გასწირა.
ანას შემთხვევით თვალი მოჰკრა ვინმე ოდინცოვმა; ეს იყო ორ-

107 მკითხველთა ლიგა


მოცდაექვსი წლის უმდიდრესი კაცი, ახირებული, იპოქონდრი-
კი, გათქვირებული, მძიმე და უხასიათო, თუმცა არც სულელი და
არც ბოროტი. ოდინცოვს შეუყვარდა ქალი და ცოლობა სთხოვა.
ანა დათანხმდა, ოდინცოვმა მასთან ექვსი წელი იცხოვრა და
სიკვდილის წინ მთელი თავისი ქონება დაუმტკიცა. ქმრის სიკ-
ვდილის შემდეგ ანა სერგეევნას ერთ წლამდე სოფლიდან ფეხი
არ გაუდგამს; შემდეგ დასთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავ-
რა, მაგრამ მხოლოდ გერმანია მოიარა. მერე მოსწყინდა და
დაბრუნდა თავის საყვარელ ნიკოლსკოეში, რომელიც ორმო-
ციოდე ვერსით იყო დაშორებული ქალაქ ...-დან. იქ ჰქონდა დი-
დებული, კარგად მოწყობილი სახლი, მშვენიერი ბაღი ორანჟე-
რეით, განსვენებული ოდინცოვი არაფერს არ იკლებდა. ანა
სერგეევნა ქალაქში იშვიათად ჩადიოდა, უმეტესად საქმეების
გამო და ისიც ცოტა ხნით. გუბერნიაში ეს ქალი არ უყვარდათ,
დიდი ალიაქოთი ატყდა მისი და ოდინცოვის დაქორწინების გა-
მო. მასზე ყოველგვარ ჭორს ავრცელებდნენ, ირწმუნებოდნენ,
რომ იგი მამას თაღლითურ ოინებში ეხმარებოდა, რომ საზ-
ღვარგარეთ არა ტყუილუბრალოდ, არამედ „სამწუხარო შედეგე-
ბის“ დაფარვის მიზნით გაიქცა... „ხომ გესმით, რისა?“ - დააყო-
ლებდნენ ხოლმე აღშფოთებული მთხრობელები. - „ცეცხლსა და
წყალშია გამოვლილი“, - ამბობდნენ მასზე; ხოლო გუბერნიის
ცნობილი ხუმარა ჩვეულებრივ დაუმატებდა, „და სპილენძის
მილებშიც“-ო. ეს მითქმა-მოთქმა ოდინცოვამდე აღწევდა, მაგ-
რამ იგი ყურადღებას არ აქცევდა, თავისუფალი ხასიათის იყო
და საკმაოდ მტკიცე.
ოდინცოვა იჯდა, ზურგი სავარძლისთვის მიეყრდნო, ხელი
ხელზე დაედო და ბაზაროვს უსმენდა. ბაზაროვი ლაპარაკობდა
უჩვეულოდ ბევრს და აშკარა იყო, ცდილობდა, თანამოსაუბრე
გაერთო. ამან კიდევ ერთხელ გააკვირვა არკადი. ვერ მიმხვდა-
რიყო, აღწევდა თუ არა ბაზაროვი თავის მიზანს. ანა სერგეევნას

108 მკითხველთა ლიგა


სახეზე ძნელი იყო იმის ამოკითხვა, როგორ შთაბეჭდილებებს
ახდენდა მასზე ბაზაროვი, მისი სახე ერთსა და იმავე გამომეტ-
ყველებას ინარჩუნებდა, - გულთბილსა და დახვეწილს. მის
მშვენიერ თვალებში გამოკრთოდა ყურადღება, მაგრამ უშფოთ-
ველი. ბაზაროვის მანჭვამ მოსვლის პირველ წუთებში არასა-
სიამოვნოდ იმოქმედა ოდინცოვაზე, ისე, როგორც ცუდმა სუნმა
ან მკვეთრმა ბგერამ შეიძლება იმოქმედოს; მაგრამ მაშინვე მიხ-
ვდა, რომ ბაზაროვი შემკრთალი იყო და ეს კიდევაც ესიამოვნა.
მხოლოდ უხამსობა სძაგდა, ბაზაროვს კი უხამსობას ვერავინ
უსაყვედურებდა. არკადის იმ დღეს კიდევ ერთხელ ელოდა გან-
ცვიფრება. იგი ფიქრობდა, რომ ბაზაროვი ოდინცოვას, რო-
გორც ჭკვიან ქალს, თავის რწმენასა და შეხედულებებზე დაუწ-
ყებდა საუბარს, აკი თვით ოდინცოვამ ისურვა მოესმინა ადა-
მიანისთვის, „რომელსაც აქვს გამბედაობა, არაფერი სწამდეს“;
ამის ნაცვლად ბაზაროვმა მედიცინის, ჰომეოპათიისა და ბოტა-
ნიკის შესახებ გააბა ლაპარაკი. აღმოჩნდა, რომ ოდინცოვას თა-
ვისი განმარტოებით დრო ფუჭად არ გაუფლანგავს. რამდენიმე
კარგი წიგნი წაუკითხავს და რუსულადაც გამართულად საუბ-
რობდა. ქალი მუსიკას შეეხო, მაგრამ რაკი შენიშნა, რომ ბაზა-
როვს ხელოვნება არ სწამდა, ნელ-ნელა ისევ ბოტანიკას დაუბ-
რუნდა, მიუხედავად იმისა, რომ არკადიმ ის იყო, ხალხური მე-
ლოდიების მნიშვნელობის შესახებ წამოიწყო მსჯელობა. ოდინ-
ცოვა კვლავაც ისე ექცეოდა არკადის, როგორც უმცროს ძმას.
ეტყობოდა, ქალი მასში ახალგაზრდულ გულკეთილობასა და
გულუბრყვილობას აფასებდა და სხვას არაფერს. სამ საათზე
მეტხანს გასტანა აუჩქარებელმა, მრავალფეროვანმა და ცოც-
ხალმა საუბარმა.
ბოლოს მეგობრები გამოსამშვიდობებლად წამოდგნენ. ანა
სერგეევნამ ალერსიანად შეხედა მათ, ორივეს გაუწოდა თავისი

109 მკითხველთა ლიგა


ლამაზი, თეთრი ხელი და მცირე ფიქრის შემდეგ გაუბედავი, მაგ-
რამ ლამაზი ღიმილით უთხრა:
- ბატონებო, თუ მოწყენილობის არ გეშინიათ, ჩამობრძან-
დით ჩემთან ნიკოლსკოეში.
- რას ბრძანებთ, ანა სერგეევნა, - შესძახა არკადიმ, - მე გან-
საკუთრებულ ბედნიერებად ჩავთვლი...
- და თქვენ, მუსიო ბაზაროვ?
ბაზაროვმა თავი უსიტყვოდ დახარა - და არკადის უკანასკნე-
ლად მოუხდა განცვიფრება, შენიშნა, რომ მისი მეგობარი წამო-
წითლდა.
- აბა! - ეუბნებოდა არკადი ბაზაროვს ქუჩაში, - კიდევ იმ აზ-
რის ხარ, რომ ეგ ოჰ, ოჰ, ოჰ არის?
- ვინ იცის? ხედავ, როგორ გაუყინავს თავისი თავი?! - შეესიტ-
ყვა ბაზაროვი და ცოტა ხნის შემდეგ დასძინა, - ჰერცოგის ასუ-
ლი! უკან შლეიფი და თავზე გვირგვინიღა აკლია.
- ჩვენი ჰერცოგინიები ასე არ ლაპარაკობენ რუსულად, - შე-
ნიშნა არკადიმ.
- გარდაიქმნა, ჩემო ძმაო, ჩვენი წყალი გადაესხა.
- მაინც მშვენიერია, - ჩაილაპარაკა არკადიმ.
- როგორი სრულყოფილი ტანი აქვს! - განაგრძობდა ბაზარო-
ვი. - გინდ ახლავე ანატომიის დარბაზში შეიტანე.
- გეყოფა, ღვთის გულისთვის, ევგენი! ეს არაფერს აღარ
ჰგავს.
- კარგი, ნუ ბრაზობ, აზიზო. გეუბნები, პირველი ხარისხისაა.
უნდა წავიდეთ მასთან.
- როდის?
- თუნდაც ზეგ. რა ვაკეთოთ აქ! კუკშინასთან შამპანური
ვსვათ? შენს ნათესავს, ლიბერალ ჩინოსანს ვუსმინოთ?.. ზეგვე
წავიდეთ. თანაც მამაჩემის კარ-მიდამო იქიდან შორს არ არის.
ნიკოლსკოე ხომ ...-ის გზაზეა?

110 მკითხველთა ლიგა


- ჰო.
- Optime.25 დაყოვნება არაა საჭირო. მხოლოდ სულელები
და ჭკუის კოლოფები აყოვნებენ. გეუბნები, სრულყოფილი ტანი
აქვს-მეთქი!
სამი დღის შემდეგ ორივე მეგობარი ნიკოლსკოესკენ მიქრო-
და. დღე იყო ნათელი და არც მაინცდამაინც ცხელი... მაძღარი
ცხენები მწყობრად მიაჭენებდნენ და ოდნავ აქნევდნენ თავიანთ
დაგრეხილსა და დაწნულ კუდებს. არკადი გზას გასცქეროდა და
იღიმებოდა. რას უღიმოდა, თვითონაც არ იცოდა.
- მომილოცე, - წამოიძახა უცებ ბაზაროვმა, - დღეს 22 ივნი-
სია, ჩემი ანგელოზის დღე.26 ვნახოთ, როგორ ზრუნავს ჩემზე ან-
გელოზი. დღეს შინ მელიან, - დაუმატა მან უფრო ხმადაბლა... -
ჰე, დამიცდიან, რა ბედენაა.

25 ჩინებულია (ლათ.).
26 ანგელოზის დღე - სახელწოდების დღე, დღეობა (რედ.).

111 მკითხველთა ლიგა


XVI
მამული, სადაც ანა სერგეევნა ცხოვრობდა, დაფერდებულ,
გაშლილ გორაკზე იდგა, ყვითელი ქვის მწვანესახურავიანი და
თეთრსვეტებიანი ეკლესიის ახლოს, რომლის მთავარი შესას-
ვლელის თავზე „იტალიური“ სტილის ფერწერა al fresco„27
ქრისტეს აღდგომას“ გამოხატავდა. განსაკუთრებით შესანიშნა-
ვი იყო თავისი მომრგვალებული კონტურებით პირველ პლანზე
გართხმული შავგვრემანი, მუზარადიანი მეომარი. ეკლესიის
უკან ორ მწკრივად გაჭიმულიყო გრძელი სოფელი; ჩალის სახუ-
რავებზე აქა-იქ საკვამურები მოჩანდა. საბატონო სახლი აგებუ-
ლი იყო იმავე სტილით, რომლითაც ეკლესია, იმ სტილით, რო-
მელიც ჩვენში ალექსანდრულის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს
სახლიც ყვითლად იყო შეღებილი და სახურავიც მწვანე ჰქონდა,
აგრეთვე თეთრი სვეტები, გერბიანი ფრონტონი, ორივე შენობა
გუბერნიის არქიტექტორმა ააგო განსვენებული ოდინცოვის
თანხმობით, რომელიც ვერ იტანდა, როგორც თვითონ იტყოდა
ხოლმე, უშინაარსო და თვითნებურ სიახლეს. სახლს ორივე
მხრიდან ძველებური ბაღის ჩამუქებული ხეები ერტყა - გაკრეჭი-
ლი ნაძვების ხეივანი სახლის შესასვლელისკენ მიემართებოდა.
წინკარში ჩვენს მეგობრებს ორი ლივრეიანი ახოვანი ლაქია
მიეგება; ერთი მათგანი უფროს მსახურთან გაიქცა. უფროსი მსა-
ხური, მსხვილი, შავფრაკიანი კაცი დაუყოვნებლივ გამოცხადდა
და ნოხებით მოფენილი კიბით სტუმრები ცალკე ოთხაში აიყვა-
ნა, სადაც უკვე გამზადებული იყო ორი საწოლი და ტუალეტის-
თვის საჭირო ყველა ნივთი.

27Al fresco (იტალ.) - ფრესკული ფერწერა, ე.ი. ფერწერა აკვარელის ფერე-


ბით გაუმშრალ ფარდახზე.

112 მკითხველთა ლიგა


ეტყობოდა, რომ სახლში წესრიგს იცავდნენ; ყველგან სისუფ-
თავე, ყველგან რიგიანი სურნელი ტრიალებდა, როგორც მინის-
ტრის მისაღებ ოთახებში.
- ანა სერგეევნამ გთხოვათ, ნახევარი საათის შემდეგ ინახუ-
ლოთ, - მოახსენა მსახურმა, - მანამდე ხომ არაფერს მიბრძა-
ნებთ?
- საბრძანებელი არაფერი გვაქვს, პატივცემულო, - უპასუხა
ბაზაროვმა, - მხოლოდ სირჩა არაყის მოტანას რომ ინებებ-
დეთ...
- მესმის, - წარმოთქვა ოდნავ განცვიფრებულმა უფროსმა
მსახურმა და ჩექმების ჭრაჭუნით გავიდა.
- როგორი გრანჟანრია!28 - შენიშნა ბაზაროვმა, - მგონი, ასე
ეწოდება თქვენებურად? ჰერცოგინიაა ნამდვილი, სხვა რაღა
გითხრა.
- ჰერცოგინიაც ასეთი უნდა, - შეესიტყვა არკადი, - გაცნობის-
თანავე ისეთი დიდი არისტოკრატები მიგვიპატიჟა, როგორიც მე
და შენ ვართ.
- განსაკუთრებით მე, მომავალი მკურნალი, მკურნალის შვი-
ლი და მედავითნის შვილიშვილი... შენ ხომ იცი, რომ მე მედა-
ვითნეს შვილიშვილი ვარ?.. როგორც სპერანსკი, - დაუმატა ბა-
ზაროვმა მცირე დუმილის შემდეგ და ტუჩები დამანჭა. - მაინც
გაუნებივრებია თავი; ოჰ, როგორ გაუნებივრებია თავი ამ ქალ-
ბატონს! ფრაკები ხომ არ ჩავიცვათ?
არკადიმ მხოლოდ მხარი აიჩეჩა... მაგრამ ცოტაოდენ უხერ-
ხულობას ისიც გრძნობდა.
ნახევარი საათის შემდეგ ბაზაროვი და არკადი სასტუმრო
ოთახში ჩავიდნენ. ეს გახლდათ საკმაოდ მდიდრულად, მაგრამ

28 მაღალფარდოვანი სტილი (ფრ.).

113 მკითხველთა ლიგა


არც ისეთი გემოვნებით მორთული დიდი და მაღალი ოთახი.
მძიმე, ძვირფასი ავეჯი ულაზათოდ იდგა კედლის გასწვრივ, კე-
დელზე ოქროსნაყშებიანი მიხაკისფერი შპალერი გაეკრათ. ავე-
ჯი განსვენებულმა ოდინცოვმა მოსკოვიდან გამოიწერა თავისი
მეგობრის - კომისიონერისა და სირაჯის საშუალებით. შუა დივ-
ნის თავზე გაფიჟვინებული ქერა მამაკაცის სურათი ეკიდა, რო-
მელიც თითქოს მტრულად გადმოჰყურებდა სტუმრებს.
- ალბათ ის არის! - წასჩურჩულა ბაზაროვმა არკადის, ცხვირი
აბზიკა და დაუმატა, - ხომ არ გავიპაროთ?
მაგრამ ამ დროს დიასახლისი შემოვიდა. მსუბუქი, თხელი კა-
ბა ეცვა; ყურებს უკან სადად გადავარცხნილი თმა მის სუფთა და
ახალგაზრდა სახეს ქალწულის გამომეტყველებას აძლევდა.
- გმადლობთ, რომ დაპირება შეასრულეთ, - დაიწყო მან, -
დარჩით ჩემთან, აქ, მერწმუნეთ, არა უშავს რა. ჩემს დას გაგაც-
ნობთ. ფორტეპიანოზე კარგად უკრავს. თქვენთვის, მუსიო ბაზა-
როვ, ეს სულერთია, მაგრამ თქვენ, მუსიო კირსანოვ, მგონი,
გიყვართ მუსიკა. დის გარდა, ჩემთან მოხუცი დეიდა ცხოვრობს
და ერთი მეზობელი მოდის ხოლმე კარტის სათამაშოდ, აი, მთე-
ლი ჩვენი საზოგადოება. ახლა კი დავსხდეთ.
ოდინცოვმა ეს პატარა შესავალი სიტყვა განსაკუთრებული
გარკვეულობით წარმოთქვა, თითქოს ზეპირად დაისწავლაო.
შემდეგ არკადის მიმართა. გამოირკვა, რომ დედამისი არკადის
დედას იცნობდა და თურმე ნიკოლაი პეტროვიჩისადმი მისი სიყ-
ვარულის მესაიდუმლეც კი ყოფილა. არკადიმ გულმხურვალედ
დაიწყო ლაპარაკი განსვენებულ დედაზე, ბაზაროვი კი ამ დროს
ალბომებს ათვალიერებდა. „როგორი თვინიერი გავხდი“, - ფიქ-
რობდა თავისთვის.
ოთახში ცისფერსაყელურიანი ლამაზი მწევარი შემოხტა და
იატაკზე ბრჭყალები ააფხაჭუნა. მას შემოჰყვა თვრამეტიოდე
წლის შავთმიანი და შავგვრემანი ქალიშვილი. სახე მრგვალი

114 მკითხველთა ლიგა


ჰქონდა, მაგრამ მომცრო თვალები - მუქი და სანდომიანი. ხელ-
ში ყვავილებით სავსე კალათი ეჭირა.
- აი, ჩემი კატიაც, - ჩაილაპარაკა ოდინცოვამ და თავით მასზე
ანიშნა.
კატია მცირე რევერანსით მიესალმა სტუმრებს, დის ახლოს
მოთავსდა და ყვავილების გადარჩევას შეუდგა. მწევარმა, რო-
მელსაც ფიფის ეძახდნენ, კუდის ქნევით ორივე სტუმარს ჩა-
მოუარა და თითოეულ მათგანს თავისი ცივი ცხვირი ხელზე
დაადო.
- სულ თვითონ დაკრიფე? - ჰკითხა ოდინცოვამ.
- თვითონ, - უპასუხა კატიამ.
- დეიდა თუ მოვა ჩაიზე?
- მოვა.
ლაპარაკის დროს კატია ძალზე საამურად, მორცხვად და
გულღიად იღიმოდა და რაღაც სასაცილო სიმკაცრით იცქირებო-
და, ქვევიდან ზევით. მასში ყველაფერი ჯერ კიდევ ხასხასა და
ნორჩი იყო; ხმა, სახე, ვარდისფერი ხელები მოთეთრო წინ-
წკლებით ხელისგულებზე და ოდნავ შეწეული მხრებიც... წამ-
დაუწუმ წითლდებოდა და აჩქარებით სუნთქავდა.
ოდინცოვა ბაზაროვს მიუბრუნდა.
- თქვენ სურათებს ზრდილობისთვის ათვალიერებთ, ევგენი
ვასილიჩ, - დაიწყო მან - თქვენ ეს არ გაინტერესებთ. უმჯობესია,
ჩვენკენ მოიწიოთ და მოდით, რამეზე ვიკამათოთ.
ბაზაროვი მიუახლოვდა.
- კამათს რაზე მიბრძანებთ? - ჩაილაპარაკა მან.
- რაზედაც გნებავთ. ოღონდ გაფრთხილებთ, რომ საშინელი
მოკამათე ვარ.
- თქვენ?
- მე. თითქოს გაკვირვებთ ეს. რატომ?

115 მკითხველთა ლიგა


- იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, უშფოთველი და ცივი ხასიათი
გაქვთ, კამათისათვის კი გატაცებაა საჭირო.
- როგორ მოასწარით ასე უცებ ჩემი გაცნობა? ჯერ ერთი, მო-
უთმენელი და კერპი ვარ, აბა, კატიას ჰკითხეთ, მეორეც ისაა,
რომ ძალიან ადვილად ვიცი გატაცება.
ბაზაროვმა თვალი შეავლო.
- შეიძლება, ეს თქვენ უკეთ გეცოდინებათ. ამრიგად, კამათი
გსურთ? - ინებეთ. თქვენს ალბომში საქსონიისა და შვეიცარიის
ხედებს ვათვალიერებდი, თქვენ კი შენიშნეთ, რომ მე ეს არ და-
მაინტერესებდა. იმიტომ თქვით, რომ ჩემში მხატვრული ალღო
არ გეგულებოდათ, - მართალია, არცა მაქვს, მაგრამ ხომ შეიძ-
ლებოდა ამ პეიზაჟებს გეოლოგიური თვალსაზრისით მიეპყრო
ჩემი ყურადღება, მთების ფორმაციათა თვალსაზრისით, მაგა-
ლითად.
- უკაცრავად, მაგრამ როგორც გეოლოგი, თქვენ უწინარესად
წიგნს მოიმარჯვებდით, სპეციალურ თხზულებას და არა ნახატს.
- ნახატი თვალსაჩინოდ წარმომიდგენს იმას, რაც წიგნში
მთელ ათ გვერდზეა მოცემული.
ანა სერგეევნა ერთხანს დუმდა.
- ნუთუ მართლა სრულიად მოკლებული ხართ მხატვრული
აღქმის უნარს? - იკითხა მან, მაგიდას დაეყრდნო და ბაზაროვს
სახე მიუახლოვა. - ამის გარეშე იოლად როგორ გადიხართ?
- ნება მომეცით გკითხოთ, რისთვის მჭირდება ეს?
- თუნდაც იმისთვის, რომ ადამიანების გაცნობა და შესწავლა
შეგეძლოთ.
ბაზაროვმა ჩაიცინა.
- ჯერ ერთი, ამისათვის არსებობს ცხოვრებისეული გამოცდი-
ლება. მეორეც, მოგახსენებთ, რომ ცალკეულ პიროვნებათა შეს-
წავლა წვალებად სულაც არ ღირს. ყველა ადამიანი ერთმანეთს
ჰგავს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად; ყოველი ჩვენგანის

116 მკითხველთა ლიგა


ტვინი, ელენთა, გული, ფილტვები ერთნაირად არის მოწყობი-
ლი და ე. წ. ზნეობრივი თვისებებიც ყველას ერთნაირი აქვს, ცო-
ტაოდენი სახეცვლილებები არაფერს ნიშნავს. ადამიანის ერთი
ეგზემპლარიც კმარა, რომ დანარჩენებზე ვიმსჯელოთ. ადა-
მიანები იგივეა, რაც ხეები ტყეში; არც ერთი ბოტანიკოსი არ შე-
უდგება თითოეული არყის ხის ცალკეულად შესწავლას.
კატიამ, რომელიც ყვავილებს აუჩქარებლად არჩევდა, გან-
ცვიფრებით შეანათა თვალები ბაზაროვს, და როცა მის სწრაფსა
და დაუდევარ გამოხედვას შეეჩეხა, ყურებამდე გაწითლდა. ანა
სერგეევნამ თავი გააქნია.
- ხეები ტყეში, - გაიმეორა მან. - მაშასადამე, თქვენებურად
არავითარი განსხვავება არ არის სულელსა და ჭკვიანს, კეთილ-
სა და ბოროტს შორის?
- არა, არის, როგორც ავადმყოფსა და ჯანმრთელს შორის.
ჭლექიანის ფილტვები არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორ-
შიც ჩემი და თქვენია, თუმცა ერთნაირადაა განლაგებული. და-
ახლოებით ვიცით, საიდან წარმოიშობა ესა თუ ის დაავადება;
ზნეობრივი დაავადება კი მომდინარეობს ცუდი აღზრდისგან,
ყოველი წვრილმანისგან, პატარაობიდანვე რომ უტენიან ადამი-
ანს გონებაში; საზოგადოების უმსგავსო მდგომარეობისგან, ერ-
თის სიტყვით, გამოასწორეთ საზოგადოება და დაავადებაც
აღარ იქნება.
ამ ყველაფერს ბაზაროვი ისეთი სახით ამბობდა, თითქოს
ამავე დროს თავისთვის ფიქრობდა, გინდ მერწმუნე, გინდ არა,
ჩემთვის სულერთიაო! თავის გრძელ თითებს წყნარად ისვამდა
ქილვაშებზე, თვალებს კი აქეთ-იქით აცეცებდა.
- და თქვენ ფიქრობთ, - წარმოთქვა ანა სერგეევნამ, - როდე-
საც საზოგადოება გამოსწორდება, აღარ იქნებიან სულელი და
ბოროტი ადამიანები?

117 მკითხველთა ლიგა


- ყოველ შემთხვევაში, წესიერად მოწყობილ საზოგადოებაში
სავსებით სულერთი იქნება - ჭკვიანია ადამიანი თუ სულელი,
ბოროტი თუ კეთილი.
- ჰო, გასაგებია, ყველას ერთი და იგივე ელენთა ექნება.
- სწორედ ასე გახლავთ, ქალბატონო.
ოდინცოვამ არკადის მიმართა:
- თქვენი აზრით, არკადი ნიკოლაევიჩ?
- ევგენის ვეთანხმები, - მიუგო მან.
კატიამ ქვეშ-ქვეშ გახედა არკადის.
- მაკვირვებთ, ბატონებო, - ჩაილაპარაკა ოდინცოვამ, - მაგ-
რამ ჩვენ კიდევ გვექნება ამაზე საუბარი. ახლა კი, მესმის, რომ
დეიდა მოდის ჩაის დასალევად; უნდა დავინდოთ მისი ყურები.
შემოვიდა ანა სერგეევნას დეიდა, თავადის ასული ხ... პატა-
რა, გამხდარი ქალი, სახე მუშტისოდენა ჰქონდა და ჭაღარა ხე-
ლოვნური თმის ქვემოდან გამომზირალ უძრავ თვალებს ბორო-
ტად წკურავდა; სტუმრებს სალამი ძლივს აღირსა და ხავერდის
ფართო სავარძელში ჩაეშვა, რომელშიც მის მეტი ვერავინ ჩაჯ-
დებოდა. კატიამ ფეხქვეშ პატარა სკამი შეუდგა. მოხუცს მადლო-
ბაც არ უთქვამს, ზედაც არ შეუხედავს, მხოლოდ ხელები შეან-
ძრია ყვითელი შალის ქვეშ, რომელიც მის დაჩიავებულ სხეულს
მთლიანად ფარავდა. თავადის ასულს ყვითელი ფერი უყვარდა,
თავსაბურიც კი ღია ყვითელი ფერის ბაფთებით ჰქონდა მორთუ-
ლი.
- როგორ მოისვენეთ, დეიდა? - ხმის აწევით ჰკითხა ოდინცო-
ვამ.
- ეს ძაღლი ისევ აქ არის, - წაიბუზღუნა პასუხად მოხუცმა და
როგორც კი თვალი მოჰკრა, რომ ფიფიმ ორი გაუბედავი ნაბიჯი
მისკენ გადადგა, შეჰყვირა, - ბრის! ბრის!
კატიამ დაუძახა ფიფის და კარი გაუღო.

118 მკითხველთა ლიგა


გახარებული ფიფი გარეთ გავარდა იმ იმედით, რომ სასეირ-
ნოდ წაიყვანდენ, მაგრამ როცა კარს მიღმა დარჩა, კარის ფხაჭ-
ნასა და წკმუტუნს მოჰყვა. თავადის ასული მოიღუშა. კატიამ გას-
ვლა დააპირა...
- ალბათ, ჩაი მზადაა, - წარმოთქვა ოდინცოვამ. - ბატონებო,
წავიდეთ; დეიდა, მობრძანდით, ჩაი მიირთვით.
თავადის ასული უსიტყვოდ ადგა სავარძლიდან და პირველი
გავიდა. მას სასადილო ოთახში ყველანი გაჰყვნენ. ლივრეიანმა
შინაყმა ბიჭმა ხმაურით გამოსწია ბალიშებშემოდგმული ისეთი-
ვე სანუკვარი სავარძელი, რომელშიც თავადის ასული ჩაესვენა.
კატია ჩაის ასხამდა; პირველი ფინჯანი დეიდას მიაწოდა. ფინ-
ჯანზე გერბი იყო დახატული. დედაბერმა შიგ თაფლი ჩაასხა (მი-
სი აზრით, შაქრით ჩაის დალევა ცოდვაც იყო და ძვირიც, თუმცა
თვითონ კაპიკიც არ ეხარჯებოდა) და უცებ ხრინწიანი ხმით
იკითხა:
- რას იწერება თავადი ივანე?
ხმა არავინ გასცა. ბაზაროვი და არკადი მსწრაფლ მიხვდნენ,
რომ მას ყურადღებას არავინ აქცევდა, თუმცა მოწიწებით კი ეპ-
ყრობოდნენ. „სახელისთვის ჰყავთ, რაკი თავადური წარმომავ-
ლობისაა“, - გაიფიქრა ბაზაროვმა...
ჩაის შემდეგ ანა სერგეევნამ მათ გასეირნება შესთავაზა, მაგ-
რამ წვიმა დაიწყო და მთელი საზოგადოება, თავადის ასულის
გარდა, სასტუმრო ოთახში დაბრუნდა. მოვიდა მეზობელი, სახე-
ლად პორფირი პლატონიჩი - ერთი მსუქანი, ჭაღარა და ბანქოს
მოყვარული კაცი. მოკლე ფეხები თითქოს ხისგან გამოთლილი
ჰქონდა, ძალიან თავაზიანი იყო და ხითხითა. ანა სერგეევნამ,
რომელიც უმეტესად ბაზაროვს ელაპარაკებოდა, ჰკითხა მას -
ხომ არ ისურვებთ ძველებური პრეფერანსი ვითამაშოთო. ბაზა-
როვი დათანხმდა და თან დასძინა, წინდაწინვე საჭიროა მაზრის
მკურნალის მომავალი თანამდებობისთვის შევემზადოო.

119 მკითხველთა ლიგა


- ფრთხილად, - შენიშნა ანა სერგეევნამ, - მე და პორფირი
პლატონიჩი გაგაცამტვერებთ. შენ კი, კატია, - დაუმატა მან, -
დაუკარი რამე არკადი ნიკოლაევიჩისთვის; მას მუსიკა უყვარს,
თან ჩვენც მოვისმენთ.
კატია უხალისოდ მიუახლოვდა ფორტეპიანოს და არკადიც,
თუმცა ნამდვილად უყვარდა მუსიკა, უხალისოდ გაჰყვა მას; არ-
კადის ეჩვენებოდა, რომ ოდინცოვა თავიდან იშორებდა, - მას
კი, როგორც მისი ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდა კაცს, გული
რაღაც ბუნდოვანი და მომქანცველი გრძნობით უდუღდა, რაც
სიყვარულის წინათგრძნობას ჰგავდა. კატიამ ფორტეპიანოს სა-
ხურავი ასწია და ზედაც არ შეუხედავს, ხმადაბლა ჰკითხა:
- რა გნებავთ, დავუკრა?
- რაც გსურთ, - გულგრილად მიუგო არკადიმ.
- უფრო როგორი მუსიკა გიყვართ? - გაუმეორა კატიამ ისე,
რომ პოზა არ შეუცვლია.
- კლასიკური, - იმავე ხმით უპასუხა არკადიმ.
- მოცარტი გიყვართ?
- მოცარტი მიყვარს.
კატიამ გამოიღო მოცარტის სონატა - ფანტაზია ce-mol. ძა-
ლიან კარგად უკრავდა, თუმცა ოდნავ შებორკილად და მშრა-
ლად. ნოტებს თვალს არ აშორებდა, ბაგემოკუმული უძრავად და
წელგამართული იჯდა. მხოლოდ სონატის დასასრულისკენ
შეუფაკლდა სახე და თმის პატარა კულული ჩამოეშალა შავ წარ-
ბზე.
არკადი განსაკუთრებით გააოცა სონატის ბოლო ნაწილმა, იმ
ნაწილმა, სადაც უდარდელი ჰანგის მომაჯადოებელ სიმხიარუ-
ლეში უეცრად სევდის, თითქმის ტრაგიკული ურვის ჰანგები შე-
იჭრება... მაგრამ მოცარტის მუსიკით აღძრული ეს ფიქრები კა-
ტიას არ ეხებოდა. კატიას ცქერაში გართულმა არკადიმ მხო-

120 მკითხველთა ლიგა


ლოდ გაიფიქრა, ურიგოდ არ უკრავს ეს ქალიშვილი და არც
თვითონაა ურიგოო.
კატიამ სონატის დაკვრა დაამთავრა და კლავიშებისგან თი-
თების მოუშორებლად იკითხა: „საკმარისია?“ არკადიმ მიუგო,
რომ ვერ ბედავს მის კვლავ შეწუხებას, და მოცარტზე ჩამოუგდო
სიტყვა, ჰკითხა - თვითონ ამოირჩიეთ ეს სონატა თუ ვინმემ გირ-
ჩიათო? მაგრამ კატიას პასუხები მოკლე იყო და ძუნწი. ის რო-
გორღაც თავის თავში ჩაიკეტა და როცა ასე ემართებოდა, კარგა
ხანს ასევე რჩებოდა. მაშინ თვით მისი სახეც კი ჯიუტ, თითქმის
ჩლუნგ გამომეტყველებას მიიღებდა ხოლმე. მფრთხალი კი არ
იყო, უფრო უნდო და ცოტა დაშინებული თავისი აღმზრდელი
დისგან, რაც მისმა დამ, რასაკვირველია, ეჭვადაც კი არ იცოდა.
ბოლოს არკადიმ იმით დაამთავრა, რომ უკან მობრუნებულ ფი-
ფის მოუხმო და კონტენანსისთვის29 მოწყალე ღიმილით თავზე
ხელის გადასმა დაუწყო. კატია ისევ თავის ყვავილებს მიუბრუნ-
და.
ბაზაროვი კი ამ დროს აგებდა და აგებდა. ანა სერგეევნა ბან-
ქოს ოსტატურად თამაშაობდა, არც პორფირი პლატონიჩი
დააჩაგვრინებდა თავს ვინმეს. ბაზაროვმა, თუმცა მცირე, მაგ-
რამ მისთვის მაინც არასასიამოვნო თანხა წააგო. ვახშმად ანა
სერგეევნა კვლავ ბოტანიკას შეეხო.
- ხვალ დილით სასეირნოდ წავიდეთ, - უთხრა ბაზაროვს, -
მინდა თქვენგან მინდვრის მცენარეთა ლათინური სახელწოდე-
ბები და მათი თვისებები გავიგო.
- ლათინური სახელწოდებები რაღად გინდათ? - ჰკითხა ბაზა-
როვმა.
- ყველაფერში საჭიროა წესრიგი, - მიუგო ქალმა.

29 რომ გქონდეს თავისუფალი, ძალდაუტანებელი იერი (ფრ.).

121 მკითხველთა ლიგა


- რა საუცხოო ქალია ანა სერგეევნა! - შესძახა არკადიმ, რო-
დესაც მეგობრები მათთვის მიჩენილ ოთახში მარტონი დარ-
ჩნენ.
- ჰო, - მიუგო ბაზაროვმა, - ჭკვიანი დედაკაცია. იცოდე, მაგას
ბევრი რამ აქვს ნანახი.
- რა მნიშვნელობით ამბობ ამას, ევგენი ვასილიჩ?
- კარგი მნიშვნელობით, კარგი, ღმერთო ჩემო, არკადი ნიკო-
ლაევიჩ! დარწმუნებული ვარ, თავის მამულსაც ჩინებულად გა-
ნაგებს. მაგრამ საოცრება ეგ კი არ არის, არამედ მაგის და.
- როგორ? ის შავტუხა?
- ჰო, ის შავტუხა. აი, ეგ არის ნორჩი, ხელუხლებელი,
მფრთხალი და ჩუმი, და ყველაფერი, რაც გინდა. აი, ვისთვის
ღირს, კაცმა თავი აიტკივოს, მისგან ჯერ კიდევ იმას გამოჭედავ,
რაც გსურს. ეს კი გაქექილია.
არკადიმ არ უპასუხა. ორივე დასაძინებლად დაწვა და თი-
თოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული ფიქრები უტრიალებ-
და გონებაში.
იმ საღამოს ანა სერგეევნაც თავის სტუმრებზე ფიქრობდა. ბა-
ზაროვი მოეწონა იმით, რომ თავს არავის აწონებდა, თუნდ იმი-
თაც, რომ ასეთი მძაფრი იყო მისი აზრი და სიტყვა, ქალი მასში
რაღაც ახალს ხედავდა, რაც აქამდე არსად ენახა, ის კი ცნობის-
მოყვარე იყო.
ანა სერგეევნა ერთობ უცნაური არსება გახლდათ. მიუხედა-
ვად იმისა, რომ მცდარი შეხედულებებით არ გამოირჩეოდა,
მაგრამ ღრმა რწმენაც არაფრის ჰქონდა, მაინც არაფრის წინაშე
უკან არ იხევდა. ბევრ რამეს ნათლად ხედავდა, ბევრი რამ მის
ყურადღებას იქცევდა, მაგრამ სრულყოფილად არაფერი არ აკ-
მაყოფილებდა; და ისიც საეჭვოა, რომ სრულად დაკმაყოფილე-
ბის სურვილი ჰქონოდა. მისი გონება ერთსა და იმავე დროს გა-
მომცდელიც იყო და გულგრილიც. მისი ეჭვები მივიწყებამდე

122 მკითხველთა ლიგა


არასოდეს მინელებულა, მაგრამ არც შეჭირვებამდე მიუღწევია.
მდიდარი და დამოუკიდებელი რომ არ ყოფილიყო, იქნებ ბრძო-
ლაშიც ჩაბმულიყო, იქნებ განეცადა ვნებათაღელვა... მაგრამ
იოლი ცხოვრება ჰქონდა; ეს კია, რომ ზოგჯერ მოეწყინებოდა.
აი, ასე ცხოვრობდა დღიდან დღემდე, აუჩქარებლად და იშ-
ვიათად თუ აღელდებოდა. ზოგჯერ მის თვალწინაც გაიელვებდა
მშფოთვარე ფერები, მაგრამ როგორც კი ისინი გაქრებოდა,
ოდინცოვა მაშინვე მშვიდდებოდა და არც ნანობდა ამას. მისი
ფიქრი ზოგჯერ ჩვეულებრივი მორალის კანონებით ნებადართუ-
ლის საზღვრებსაც კი სცდებოდა, მაგრამ მსგავს წუთებშიც მისი
სისხლი უწინდებურად წყნარად მოძრაობდა მის მომხიბვლელ,
ნატიფ და მშვიდ სხეულში. ზოგჯერ, სურნელოვანი აბაზანიდან
ამოსულს, თბილსა და მინაზებულს, ცხოვრების ამაოებაზე, მის
სევდაზე, შრომასა და ბოროტებაზე ფიქრიც გაიტაცებდა... გული
მოულოდნელი გამბედაობითაც ავსებია, კეთილშობილური მის-
წრაფებებით აღგზნებულა, მაგრამ თუ უეცრად ნახევრად ღია
ფანჯრიდან ორპირ სიოს შემოუბერავს, ანა სერგეევნა მთლად
მოკუნტულა, დაუწყია ჩივილი, გამწყრალა და იმწუთას მხო-
ლოდ ერთი ნატვრა ჰქონია, რომ ამ საძაგელ ქარს არ ექროლა.
როგორც ყოველ ქალს, ვინც ვერავინ შეიყვარა, მასაც რაღაც
ენატრებოდა, მაგრამ რა, - თვითონაც არ იცოდა. სინამდვილეში
არაფერიც არ სწადდა, თუმცა ეგონა, რომ ყველაფერი ეწადა.
განსვენებულ ოდინცოვს ძლივს იტანდა (ამ კაცს ანგარიშიანად
მისთხოვდა, თუმცა, ალბათ, არც დასთანხმდებოდა მის ცოლო-
ბას, კეთილ ადამიანად რომ არ მიეჩნია). რაღაც ფარული ზიზ-
ღით განიმსჭვალა ყველა მამაკაცის მიმართ, ისინი მხოლოდ უწ-
მინდურ, მძიმე, მოთენთილ და უღონოდ აბეზარ არსებებად მი-
აჩნდა. ერთხელ, სადღაც საზღვარგარეთ ახალგაზრდა, ლამაზ
შვედს შეხვდა. შვედის სახის რაინდულმა გამომეტყველებამ,
წრფელმა ცისფერმა თვალებმა, გაშლილმა შუბლმა დიდი შთა-

123 მკითხველთა ლიგა


ბეჭდილება მოახდინა მასზე, მაგრამ ამან ოდინცოვას რუსეთში
დაბრუნებას ხელი ვერ შეუშალა.
„უცნაური კაცია ეს მკურნალი!“ - გაიფიქრა ოდინცოვამ, რო-
ცა თავის საუცხოო სარეცელზე, მაქმანებიან ბალიშებში, აბრე-
შუმის მსუბუქი საბნის ქვეშ იწვა... მას მამისაგან ფუფუნებისადმი
მიდრეკილების რაღაც ნაწილი გამოჰყოლოდა. ქალს ძალიან
უყვარდა თავისი ცოდვილი, მაგრამ კეთილი მამა. მამა კი მას
აღმერთებდა, ეხუმრებოდა, ვით თანატოლს, ენდობოდა სავსე-
ბით, რჩევასაც ეკითხებოდა ხოლმე. დედა ოდინცოვას ბუნდოვ-
ნად ახსოვდა.
„უცნაური კაცია ეს მკურნალი!“ - გაიმეორა თავისთვის ოდინ-
ცოვამ. გაიზმორა, გაიღიმა, ხელები თავქვეშ ამოიდო, შემდეგ
თვალი გადაავლო სულელური ფრანგული რომანის ორიოდე
გვერდს, წიგნი ხელიდან გაუცურდა და ჩაეძინა, - მთლად ფაქიზ-
სა და ცივს ფაქიზ და სურნელოვან თეთრეულში.
მეორე დილას ანა სერგეევნა, საუზმის ჩამთავრებისთანავე
ბაზაროვთან ერთად ბოტანიკაში სავარჯიშოდ წავიდა და მხო-
ლოდ სადილობისას დაბრუნდა. არკადი არსად წასულა და და-
ახლოებით ერთი საათი კატიასთან გაატარა. მოწყენა არ უგ-
რძნია; კატიამ თვითონ შესთავაზა გუშინდელი სონატის გა-
მეორება; მაგრამ ბოლოს, როდესაც ოდინცოვა დაბრუნდა და
არკადიმ მას თვალი მოჰკრა, გული მსწრაფლ შეეკუმშა... ოდინ-
ცოვა ოდნავ მოქანცული ნაბიჯებით ბაღიდან მოემართებოდა;
ლოყებშეფაკლულს ჩალის მრგვალ ქუდქვეშ თვალები
ჩვეულებრივზე მეტად უბრწყინავდა; თითებში მინდვრის ყვავი-
ლის წვრილ ღეროს ატრიალებდა, მსუბუქი მოსასხამი იდაყვებ-
ზე ჩამოშვებოდა და ქუდის განიერი რუხი ბაფთები მკერდს მიჰ-
კონებოდა. ბაზაროვი უკან მოსდევდა, როგორც ყოველთვის,
თავდაჯერებული და უზრუნველი, მაგრამ მისი სახის გამომეტ-
ყველება, თუმცა მხიარული და ალერსიანიც, არკადის არ

124 მკითხველთა ლიგა


მოეწონა. „გამარჯობა!“ - წაიბურდღუნა ბაზაროვმა და თავისი
ოთახისკენ გაემართა. ოდინცოვამ კი დაბნეულად ჩამოართვა
ხელი არკადის და მანაც გვერდით ჩაუარა.
„გამარჯობა“, - გაიფიქრა არკადიმ, - „განა დღეს ჩვენ ერთმა-
ნეთი არ გვინახავს?“

125 მკითხველთა ლიგა


XVII
დრო (ეს ხომ ცნობილი ამბავია) ზოგჯერ ჩიტივით მიფრინავს,
ზოგჯერ ჭიასავით მიიზლაზნება, მაგრამ ადამიანი თავს განსა-
კუთრებით მაშინ გრძნობს კარგად, როდესაც ვერც კი ამჩნევს,
ჩქარა გადის დრო თუ ნელა. არკადიმ და ბაზაროვმა სწორედ ამ-
გვარად გაატარეს ოდინცოვასთან თხუთმეტიოდე დღე. ამას ნა-
წილობრივ ხელს ის წესრიგი უწყობდა, რომელიც ოდინცოვას
დაემყარებინა თავის სახლსა და ცხოვრებაში. თვითონ მკაცრად
იცავდა მას და სხვებსაც აიძულებდა, დამორჩილებოდნენ. დღის
განმავლობაში ყველაფერი თავის დროზე ხდებოდა. დილით,
სრულ რვა საათზე, მთელი საზოგადოება თავს ჩაის დასალევად
იყრიდა, ჩაიდან საუზმემდე ყველა თავის ნება-სურვილზე იყო
მინდობილი. თვით დიასახლისი მოურავს (მამული ღალაზე იყო
გადაყვანილი), უფროს მსახურსა და უფროს მეკუჭნავე ქალს სა-
თანადო განკარგულებებს აძლევდა. სადილის წინ საზოგა-
დოება კვლავ იკრიბებოდა სასაუბროდ ან საკითხავად. საღამო
განკუთვნილი იყო სეირნობისთვის, ბანქოსთვის, მუსიკისთვის.
თერთმეტის ნახევარზე ანა სერგეევნა გადიოდა თავის ოთახში,
მეორე დღისთვის თადარიგს დაიჭერდა და დასაძინებლად დაწ-
ვებოდა. ბაზაროვს არ მოსწონდა ყოველდღიური ცხოვრების ეს
გამოზომილი, რამდენადმე საზეიმო სიზუსტე, „თითქოს რელ-
სებზე მისრიალებსო“ - ამბობდა. ლივრეიანი ლაქიები, დარ-
ბაისელი უფროსი მსახური შეურაცხყოფდნენ მის დემოკრატი-
ულ ბუნებას. მისი აზრით, თუკი ასეა, მაშინ სადილიც ინგლისურ
ყაიდაზე უნდა გამართულიყო, ფრაკებში და თეთრი ჰალსტუხე-
ბით. ერთხელ ამის შესახებ ანა სერგეევნასთანაც ჰქონდა საუბა-
რი. ანა სერგეევნას თავი ისე ეჭირა, რომ ყოველი ადამიანი თა-
მამად გამოთქვამდა მასთან თავის აზრს. ქალმა ბაზაროვს მო-
უსმინა და უთხრა, „თქვენი თვალსაზრისით მართალი ხართ, და
126 მკითხველთა ლიგა
შესაძლებელია, ამ შემთხვევაში მე ვიქცეოდე როგორც ქალბა-
ტონი, მაგრამ სოფელში უწესრიგოდ ცხოვრება არ შეიძლება,
მოწყენილობა მოგინელებსო“, და მაინც თავისას აგრძელებდა.
ბაზაროვი ბუზღუნებდა, მაგრამ მას და არკადის ოდინცოვასთან
ცხოვრება სწორედ იმიტომ ეადვილებოდათ, რომ მის სახლში
ყველაფერი „თითქოს რელსებზე მისრიალებდა“. ამასთან, ნი-
კოლსკოეში ყოფნის პირველი დღეებიდანვე ორივე ყმაწვილ-
კაცში ცვლილება მოხდა. ბაზაროვში, რომელსაც ანა სერგეევნა
უეჭველად მოწყალე თვალით უყურებდა, თუმცა იშვიათად ეთან-
ხმებოდა, თავი იჩინა მანამდე მისთვის უცნობმა წუხილმა. სულ
ადვილად ფიცხდებოდა ხოლმე, ლაპარაკობდა უხალისოდ,
გულმოსული იმზირებოდა და ერთ ადგილზე ვერ ძლებდა, თით-
ქოს რაღაც აფორიაქებსო. ხოლო არკადი, რომელმაც გულში
საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ოდინცოვა უყვარს, ჩუმ მჭმუნვა-
რებას მიეცა. თუმცა ეს მჭმუნვარება სულაც არ უშლიდა ხელს
კატიასთან დაახლოებაში. პირიქით, ამის წყალობით მათ შორის
ალერსიანი, მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. „ის არ მაფა-
სებს! დაე!.. სამაგიეროდ, აი, კეთილი არსება - ეს ხელს არ
მკრავს“, - ფიქრობდა არკადი და კვლავ ტკბებოდა თავისი დიდ-
სულოვნების წარმოდგენით. კატია ბუნდოვნად მიხვდა, რომ არ-
კადი რაღაცნაირად ნუგეშს ეძებდა მასთან ყოფნით, ამიტომ არც
თავის თავს და არც მას არ უკრძალავდა ამ ნახევრად მორცხვი
და ნახევრად მინდობილი მეგობრობის უმანკო სიამოვნებას.
ანა სერგეევნას თანდასწრებით ისინი ერთმანეთს ხმასაც არ
სცემდნენ. დის მახვილი თვალის შევლებით კატია როგორღაც
დაიძაბებოდა ხოლმე, არკადის კი, როგორც შეყვარებულ ადა-
მიანს შეეფერება, თავისი გატაცების საგნის სიახლოვეს უკვე
აღარ შეეძლო სხვა რამისთვის მიექცია ყურადღება; მაგრამ ნამ-
დვილად მხოლოდ კატიასთან გრძნობდა თავს კარგად. ის ხე-
დავდა, რომ ოდინცოვას გართობის თავი არა აქვს, ამ ქალთან

127 მკითხველთა ლიგა


რომ მარტო რჩებოდა, იბნეოდა, მორცხვობდა. არც ოდინცოვამ
იცოდა, რაზე ესაუბრა, მისთვის არკადი ძალიან ახალგაზრდა
იყო.
კატიასთან პირიქით, არკადი შინაურულად გრძნობდა თავს;
მოწყალედ ეპყრობოდა, არ უშლიდა ქალს, გამოეთქვა თავისი
შთაბეჭდილებები, გამოწვეული მუსიკით, მოთხრობების, ლექ-
სების კითხვით და სხვა ამგვარი წვრილმანებით და ვერ ამჩნევ-
და თუ ვერ ხვდებოდა, რომ ეს წვრილმანები მასაც ართობდა.
თავის მხრივ კატიაც არ უშლიდა, სევდიანი ყოფილიყო. არკადი
კარგად გრძნობდა თავს კატიასთან, ოდინცოვა - ბაზაროვთან,
და ამიტომაც ჩვეულებრივ ისე ხდებოდა, რომ ორივე წყვილი,
ცოტა ხანს ერთად ყოფნის შემდეგ, თავ-თავის გზას დაადგებო-
და ხოლმე, განსაკუთრებით სეირნობის დროს. კატია ბუნებას
ეთაყვანებოდა, არკადისაც უყვარდა ბუნება, თუმცა ამის გამხე-
ლაც კი ვერ გაებედა. ოდინცოვა, ისევე როგორც ბაზაროვი,
გულგრილი იყო ბუნების მიმართ. ჩვენი მეგობრების ეს თით-
ქმის მუდმივი განცალკევება უშედეგოდ არ დარჩენილა, მათ
შორის ურთიერთობამ ფერი იცვალა. ბაზაროვმა არკადისთან
ოდინცოვაზე საუბარი შეწყვიტა, აღარც ქალის „არისტოკრატი-
ულ ზნეს“ აკრიტიკებდა; მართალია, კატიას კვლავინდებურად
აქებდა, მაგრამ მასში სენტიმენტალურ მიდრეკილებათა შენე-
ლებას ურჩევდა; თუმცა, მისი ქება ნაჩქარევი იყო, რჩევები -
მშრალი, და საერთოდაც, იგი არკადის წინანდელზე გაცილებით
ნაკლებს ესაუბრებოდა... თითქოს გაურბის, თითქოს რცხვენია
მისიო.
არკადი ამ ყველაფერს ამჩნევდა, მაგრამ გულში იმარხავდა.
მთელი ამ „სიახლის“ ნამდვილი მიზეზი იყო ის გრძნობა, რომე-
ლიც ოდინცოვამ ბაზაროვში გამოიწვია. ეს გრძნობა მას ტანჯავ-
და და აბრაზებდა. თუმცა ვინმეს, თუნდაც გაკვრით შეეპარებინა
სიტყვა იმის შესაძლებლობაზე, რაც მასში ხდებოდა, ბაზაროვი

128 მკითხველთა ლიგა


წამსვე უარს იტყოდა ზიზღნარევი ხარხარითა და ცინიკური
ლანძღვა-გინებით. ბაზაროვი დიდი მოტრფიალე იყო ქალებისა
და ქალური სილამაზისა, მაგრამ სიყვარული იდეალური, ან რო-
გორც თვითონ ამბობდა, რომანტიკული გაგებით აბდაუბდად,
მიუტევებელ სისულელედ მიაჩნდა. რაინდულ გრძნობებს რა-
ღაც სიმახინჯედ ან ავადმყოფობად თვლიდა და არაერთხელ გა-
მოუთქვამს გაკვირვება, ტოგენბურგი რატომ საგიჟეთში არ
მოათავსეს ყველა თავისი მინეზინგერებითა და ტრუბადურები-
თო.
„თუ ქალი მოგწონს“, - იტყოდა ხოლმე, - ეცადე, რამეს მიაღ-
წიო; და თუ არაფერი გამოდის, - არცაა საჭირო, გამობრუნდი -
სხვაც ბევრია მისნაირი“. ოდინცოვა მოსწონდა, ამ ქალის შესა-
ხებ გავრცელებული ხმები, მისი თავისუფალი და დამოუკიდებე-
ლი აზროვნება, მისი ცხადი მიდრეკილება ბაზაროვისადმი - ყვე-
ლაფერი თითქოს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ეწყობოდა,
მაგრამ ბაზაროვი მალე მიხვდა, რომ ამ ქალთან „ვერაფერს მი-
აღწევ“, ხოლო რომ გასცლოდა, ამისათვის, მისდა განსაცვიფ-
რებლად, ძალ-ღონე არ ეყო. მისი სისხლი ერთბაშად აღეგზნე-
ბოდა ხოლმე, რაწამსაც ეს ქალი მოაგონდებოდა; თავის
სისხლს ადვილად დაიოკებდა, მაგრამ რაღაც სხვამ დაიბუდა
მასში, რაც დაუშვებლად მიაჩნდა, რასაც მუდამ დასცინოდა,
რაც ყალყზე აყენებდა მთელ მის სიამაყეს. როცა ანა სერგეევნას
ესაუბრებოდა, წინანდელზე მეტ გულგრილ ზიზღს იჩენდა ყოვე-
ლივე რომანტიკულის მიმართ, მაგრამ მარტოდმარტო რომ
დარჩებოდა, გულს ასკდებოდა, რაკი თვით თავის თავში
გრძნობდა რომანტიკოსს. მაშინ ტყეს მიაშურებდა ხოლმე, იქ
შლეგივით დააბიჯებდა, ამტვრევდა ფეხქვეშ მოხვედრილ შტო-
ებს და ხმადაბლა ლანძღავდა და აგინებდა თავის თავსაც და
ქალსაც. ან ფარდულში, თავანზე ავიდოდა, ჯიუტად თვალებს
დახუჭავდა, თავს ძალის-ძალით დააძინებდა, რასაც, რასაკვირ-

129 მკითხველთა ლიგა


ველია, ყოველთვის ვერ ახერხებდა. უცებ მოეჩვენებოდა, რომ
ეს კდემამოსილი მკლავები ოდესმე მის ყელს შემოეჭდობა, რომ
ეს ამაყი ბაგე მის კოცნას უპასუხებდა, რომ ეს ჭკვიანი თვალები
სინაზით, - დიახ, სინაზით შეაცქერდებოდა თვალებში, - და თავ-
ბრუ დაესხმოდა, წუთით თავდავიწყებას მიეცემოდა, სანამ
კვლავ აღშფოთება არ იფეთქებდა მის გულში. თითქოს მაცდუ-
რი შესჩენოდეს, თავის თავს ყოველგვარ „სამარცხვინო“ ფიქ-
რებში იჭერდა. ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ ცვლილება ოდინცო-
ვაშიც ხდება, რომ ქალის სახის გამომეტყველებაში რაღაც გან-
საკუთრებული გამოსჭვივის, რომ იქნებ... მაგრამ აქ იგი
ჩვეულებრივ, ფეხს დაჰკრავდა მიწას, კბილებს გააღრჭიალებდა
და საკუთარ თავს მუშტით დაემუქრებოდა.
მაგრამ ბაზაროვი მთლად არ ცდებოდა. მან ოდინცოვას გო-
ნება განაცვიფრა, დააინტერესა.
ქალი მასზე ბევრს ფიქრობდა. თუ ბაზაროვი მასთან არ იყო,
არც სწყინდებოდა, არც მოლოდინი იპყრობდა, მაგრამ ბაზარო-
ვის გამოჩენა წამსვე გამაცოცხლებლად მოქმედებდა მასზე. ეხა-
ლისებოდა ვაჟთან მარტო ყოფნა, საუბარი მაშინაც კი, როცა ბა-
ზაროვი გააჯავრებდა ან მის გემოვნებას, მის დახვეწილ ჩვევებს
წონასწორობას დააკარგვინებდა. ქალს თითქოს სურდა, ვაჟიც
გამოეცადა და თავისი თავიც გამოეცნო.
ერთხელ, ბაღში რომ სეირნობდნენ, ბაზაროვმა პირქუშად
უთხრა, მალე სოფელში, მამასთან წასვლას ვაპირებო... ოდინ-
ცოვა გაფითრდა, თითქოს გულში რაღაცამ გაჰკრა, თან ისე გაჰ-
კრა, რომ ქალს გაუკვირდა და მერე დიდხანს ფიქრობდა, რას
მოასწავებდა ეს. ბაზაროვმა თავისი წასვლის შესახებ გამოაცხა-
და არა იმიტომ, რომ ქალი გამოეცადა, ენახა, რა გამოვიდოდა
აქედან, ის ამბებს არასოდეს „თხზავდა“. იმ დილით მან მამამი-
სის მოურავი, თავისი ყოფილი მამამძუძე, ტიმოფეიჩი ნახა. ეს
გამოცდილი და მარდი ბერიკაცი, გამოხუნებული ჩალისფერი

130 მკითხველთა ლიგა


თმით, წითური სახითა და დანაოჭებულ თვალის უპეებში ჩამ-
დგარი პაწაწკინტელა კურცხლებით, ბაზაროვს მოულოდნელად
გამოეცხადა. ღვედის ნაგლეჯით შემორტყმული სქელი რუხ-
მოლურჯო მაუდის მოკლე ხიფთანი და კუპრგასმული ჩექმა ეც-
ვა.
- აა, ძველო, გამარჯობა! - მიაგება ბაზაროვმა.
- გაგიმარჯოთ, ბატონო, ევგენი ვასილიჩ, - დაიწყო მოხუცმა
და მხიარულად გაუღიმა, რის გამოც მთელი სახე ნაოჭებმა
დაუფარა.
- რისთვის მობრძანებულხარ? ჩემს წასაყვანად გამოგგზავ-
ნეს, თუ?
- რას ბრძანებთ, ბატონო, როგორ შეიძლება! - ალუღლუღდა
მოხუცი (გაახსენდა თავისი ბატონის მკაცრი დანაბარები), - ქა-
ლაქს მივდიოდი ბატონის საქმეებზე და თქვენ შესახებ ყური
მოვკარი. ჰოდა, შემოვუხვიე გზად, ე.ი. თქვენს სანახავად... თო-
რემ შეწუხება როგორ შეიძლება!
- აბა, აბა, ნუ იტყუები, - გააწყვეტინა ბაზაროვმა. - განა ქა-
ლაქში ასე გაქვს გზა?
ტიმოფეიჩი შეიშმუშნა და არ უპასუხა.
- მამაჩემი ხომ ჯანზეა?
- მადლობა ღმერთს.
- დედა?
- არინა ვლასევნაც, ღვთის მადლით.
- ალბათ მელიან?
ბერიკაცმა თავისი პაწაწკინტელა თავი გვერდზე გადახარა.
- ეხ? ევგენი ვასილიჩ, როგორ არ გელოდებიან! ჩემს
ღმერთს ვფიცავ, გული მეწურება თქვენი მშობლების ცქერით.
- ჰო, კარგი! ნუ აზვიადებ, უთხარი, რომ მალე მოვალ.
- მესმის, - ამოიოხრა ტიმოფეიჩმა.

131 მკითხველთა ლიგა


სახლიდან რომ გავიდა, ქუდი ორივე ხელით თავზე ჩამოიფ-
ხატა, აბობღდა უბადრუკ ოთხთვალაზე, ჭიშკართან რომ დაეტო-
ვებინა, და ჩორთით წაჩანჩალდა, ოღონდ არა ქალაქის მიმარ-
თულებით.
იმავე საღამოს ოდინცოვა და ბაზაროვი ქალის ოთახში ის-
ხდნენ, არკადი კი ბოლთას სცემდა სასტუმროში და კატიას მუსი-
კას უსმენდა. თავადის ქალმა თავის ოთახს მიაშურა. საერთოდ
ჭირივით სძულდა სტუმრები და ეს „ახალი თავზეხელაღებულე-
ბი“ ხომ - განსაკუთრებით. ასე ეძახდა მათ. სადარბაზო ოთახებ-
ში ცხვირჩამოშვებული იჯდა ხოლმე; სამაგიეროდ ზევით, თავი-
სი მოახლის თვალწინ, ზოგჯერ ისეთ ლანძღვა-გინებას მოხსნი-
და პირს, რომ მისი თავსაბურავი და თან ხელოვნური თმაც ერ-
თიანად უხტოდა თავზე. ოდინცოვამ ეს ყველაფერი იცოდა.
- ნუთუ წასვლას აპირებთ? - დაიწყო ოდინცოვამ, - და მერე
თქვენი შეპირება?
ბაზაროვი შეკრთა.
- რა შეპირება?
- დაგავიწყდათ? აკი გსურდათ, რამდენიმე გაკვეთილი მოგე-
ცათ ჩემთვის ქიმიაში.
- რა ვქნა! მამა მელის, მეტის დაყოვნება შეუძლებელია. თუმ-
ცა, შეგიძლიათ წაიკითხოთ, Pelouse et Frémy, Notions
générales de Chimie;30 კარგი წიგნია, გასაგებად დაწერილი. იქ
ყველაფერს იპოვით, რაც საჭიროა.
- მაგრამ თუ გახსოვთ, თქვენ მარწმუნებდით, წიგნი ვერ შეც-
ვლისო... დამავიწყდა, როგორ თქვით, თუმცა თქვენ იცით, რისი
თქმაც მინდა... გახსოვთ?
- რა ვქნა! - გაიმეორა ბაზაროვმა.

30 პელუზი და ფრემი - ქიმიის საფუძვლები (ფრ.).

132 მკითხველთა ლიგა


- რატომ მიდიხართ? - ჩაილაპარაკა ოდინცოვამ ხმადაბლა.
ბაზაროვმა თვალი ჰკიდა. ქალს თავი სავარძლის საზურგეზე
მიეყრდნო და იდაყვებამდე შიშველი ხელები გულზე დაეკრიფა.
სახიანი ქაღალდის ბადით გადმოხურული ერთადერთი ლამპის
შუქზე ფერმიხდილი ჩანდა. ხალვათ თეთრ კაბას მთლიანად
დაებურა მისი სხეული. კაბის ქვემოდან ოდნავ მოუჩანდა გადაჯ-
ვარედინებული ფეხის წვერები.
- რისთვის უნდა დავრჩე? - შეესიტყვა ბაზაროვი.
ოდინცოვამ თავი ოდნავ მოაბრუნა.
- როგორ თუ რისთვის? განა ჩემთან მოგეწყინათ? ან იქნებ
გგონიათ, რომ აქ თქვენზე არავინ იდარდებს?
- მე ამაში დარწმუნებული ვარ.
ოდინცოვა ერთხანს დუმდა.
- ტყუილად ფიქრობთ ასე, თუმცა, მე თქვენი არ მჯერა. თქვენ
არ შეგეძლოთ ეს სერიოზულად გეთქვათ, - ბაზაროვი კვლავ გა-
უნძრევლად იჯდა. - ევგენი ვასილიჩ, რას გაჩუმებულხართ?
- რა უნდა გითხრათ? ადამიანებზე სინანული საერთოდ არ
ღირს, მით უფრო ჩემზე.
- ვითომ რატომ?
- მე ძალიან პროზაული, უინტერესო ადამიანი ვარ, ლაპარა-
კიც არ მეხერხება.
- თქვენ თითქოს ქათინაურებს ეძებთ, ევგენი ვასილიჩ.
- ეს არ მჩვევია. განა თქვენ თვითონ არ იცით, რომ ცხოვრე-
ბის მხატვრული მხარე ჩემთვის მიუწვდომელია, ის მხარე, რო-
მელსაც თქვენ ასე აფასებთ?
ოდინცოვამ ცხვირსახოცის წვერის კვნეტა დაიწყო.
- რაც გნებავთ, ის იფიქრეთ, მაგრამ მე მომეწყინება თქვენი
წასვლის შემდეგ!
- არკადი ხომ რჩება, - შენიშნა ბაზაროვმა.
ოდინცოვამ ოდნავ მხრები აიჩეჩა.

133 მკითხველთა ლიგა


- მომეწყინება, - გაიმეორა მან.
- მართლა? ყოველ შემთხვევაში, დიდხანს არ მოიწყენთ.
- რატომ გგონიათ?
- იმიტომ, რომ განა თქვენ თვითონ არ ბრძანეთ, მხოლოდ
მაშინ მომეწყინება ხოლმე, როდესაც ჩემი წესრიგი ირღვევაო.
თქვენ ისეთი შეუცდომელი სისწორით ააგეთ თქვენი ცხოვრება,
რომ აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს არც მოწყენას, არც სევდას...
არავითარ მძიმე განცდებს.
- მაშ, თქვენ ფიქრობთ, რომ მე არ ვცდები... ე.ი. რომ მე ასე
სწორად მოვაწყვე ჩემი ცხოვრება?
- ოღონდაც! აი, თუნდაც მაგალითი. რამდენიმე წუთის შემ-
დეგ ათ საათს დარეკავს და მე უკვე წინასწარ ვიცი, რომ თქვენ
დამითხოვთ.
- არა, არ დაგითხოვთ, ევგენი ვასილიჩ. შეგიძლიათ დარჩეთ.
გააღეთ ფანჯარა... რაღაც სული მეხუთება.
ბაზაროვი ადგა და ფანჯარას ხელი ჰკრა. იგი ერთბაშად,
ხმაურით გაიღო... არ მოელოდა, ასე იოლად თუ გაიღებოდა,
თან ხელები უკანკალებდა. ფანჯარაში ბნელმა, მშვიდმა ღამემ
შემოიხედა, თითქმის შავმა ცამ; ხეების ოდნავი შრიალი და სუფ-
თა, ლაღი ჰაერის გრილი სურნელება ოთახში შემოიჭრა.
- ჩამოუშვით ფარდა და ჩამოჯექით, - ჩაილაპარაკა ოდინცო-
ვამ, - წასვლის წინ მინდა გემუსაიფოთ. მიამბეთ რამე თქვენ შე-
სახებ; არასოდეს ხომ თქვენს თავზე არაფერს იტყვით.
- მე ვცდილობ, სასარგებლო საგნებზე გელაპარაკოთ, ანა
სერგეევნა.
- მეტისმეტად მორიდებული ხართ... მაგრამ მე მინდოდა, რა-
მე გამეგო თქვენ შესახებ, თქვენი ოჯახის, თქვენი მამის შესახებ,
ვისთვისაც გვტოვებთ.
„რისთვის ამბობთ ასეთ სიტყვებს?“ - გაიფიქრა ბაზაროვმა.

134 მკითხველთა ლიგა


- ყველაფერი ეს საინტერესო სრულიადაც არ არის, - თქვა
მან ხმამაღლა, - განსაკუთრებით თქვენთვის, ჩვენ ერთი ბნელი
ხალხი ვართ...
- მე კი, თქვენი აზრით, არისტოკრატი ვარ?
ბაზაროვმა თვალი შეავლო.
- დიახ, - მიუგო მან გადაჭარბებულად მკვახედ. ოდინცოვამ
ჩაიცინა.
- ვხედავ, ნაკლებად მიცნობთ. თუმცა კი გვარწმუნებთ, ყველა
ადამიანი ერთმანეთს ჰგავს და მათი შესწავლაც არ ღირსო.
ოდესმე ჩემს ცხოვრებას გიამბობთ... მაგრამ ჯერ თქვენ მიამბეთ
თქვენი.
- ნაკლებად მიცნობთ, - გაიმეორა ბაზაროვმა. - იქნებ თქვენ
მართალიც იყოთ; იქნებ, მართლაც, თითოეული ადამიანი გამო-
ცანას წარმოადგენს. აი, თუნდაც თქვენ, მაგალითად, თითქოს
გაურბიხართ საზოგადოებას, თითქოს ამით გაბეზრებული ხართ
- არადა, ადექით და ორი სტუდენტი კი მოგვიწვიეთ. რატომ
ცხოვრობთ თქვენი ჭკუით, თქვენი სილამაზით სოფელში?
- რა? როგორ თქვით? - მკვირცხლად ჩამოართვა სიტყვა
ოდინცოვამ. - ჩემი... სილამაზით?
ბაზაროვი მოიღუშა.
- ეს სულერთია, - ჩაილაპარაკა მან, - მინდოდა მეთქვა, რომ
კარგად არ მესმის, რატომ დასახლდით სოფლად?
- თქვენ ეს არ გესმით... მაგრამ როგორღაც ხომ ხსნით ამას?
- დიახ... ჩემი აზრით, იმიტომ რჩებით მუდმივად ერთ ადგი-
ლას, რომ თავი გაინებივრეთ, ძლიერ გიყვართ კომფორტი და
ყოველივე დანარჩენის მიმართ ძალიან გულგრილი ხართ.
ოდინცოვამ კვლავ ჩაიცინა.
- თქვენ გადაჭრით არ გსურთ დაიჯეროთ, რომ მე გატაცებაც
შემიძლია?
ბაზაროვმა ქვეშ-ქვეშ შეათვალიერა.

135 მკითხველთა ლიგა


- ცნობისმოყვარეობის გამო - შეიძლება; მაგრამ სხვანაირად
არა.
- მართლა? აბა, ახლა მესმის, რატომ შევეწყვეთ ჩვენ ერთმა-
ნეთს. თქვენც ხომ ისეთივე ხართ, როგორიც მე.
- ჩვენ შევეწყვეთ ერთმანეთს... - ყრუდ ჩაიდუდუნა ბაზაროვ-
მა.
- ჰო!.. მაგრამ მე დამავიწყდა, რომ თქვენ წასვლას აპირებთ.
ბაზაროვი წამოდგა. მიბნელებული, სურნელოვანი და გან-
მარტოებული ოთახის შუაგულში ლამპა მკრთალად ანათებდა,
ფარდა ოდნავ ირხეოდა და ოთახში ღამის გამაღიზიანებელი
სიგრილე, მისი იდუმალი ჩურჩული იღვრებოდა. ოდინცოვა არც
ერთი კუნთით არ იძროდა, მაგრამ ფარული მღელვარება თან-
დათან იპყრობდა... ეს ბაზაროვსაც გადაედო. მან ანაზდად იგ-
რძნო, რომ მარტოდმარტოა ტურფა, ახალგაზრდა ქალთან.
- საით? - ნელა წაილაპარაკა ოდინცოვამ.
ვაჟმა არაფერი უპასუხა და სკამზე დაეშვა.
- მაშ, თქვენ მშვიდ, განაზებულ, განებივრებულ არსებად მი-
გაჩნივართ, - განაგრძობდა ოდინცოვა იმავე ხმით, თან ფანჯა-
რას თვალს არ აშორებდა. - მე კი მგონია, რომ ძალიან უბედური
ვარ.
- თქვენ - უბედური! რისგან? ნუთუ უბადრუკ ჭორებს რამე
მნიშვნელობას ანიჭებთ?
ოდინცოვა მოიღრუბლა. ეწყინა, რომ ბაზაროვმა ასე გაიგო
მისი სიტყვები.
- ეს ჭორები სიცილსაც კი არ მგვრის, ევგენი ვასილიჩ, მე მე-
ტისმეტად ამაყი ვარ იმისთვის, რომ მათ თავი შევაწუხებინო.
უბედური ვარ იმით, რომ ჩემში არ არის სიცოცხლის სურვილი,
სიცოცხლის ხალისი. თქვენ უნდობლად მიცქერით, ფიქრობთ,
ამას „არისტოკრატი ქალი“ ამბობსო, არშიებით მორთული და
ხავერდის სავარძელში მჯდომარე. მე ამას არც ვმალავ, მიყვარს

136 მკითხველთა ლიგა


ის, რასაც თქვენ კომფორტს ეძახით და ამავე დროს სიცოცხლე
სულაც არ მწყურია. როგორც გენებოთ, ისე შეათავსეთ ეს წინა-
აღმდეგობანი. თუმცა ყოველივე ეს თქვენს თვალში ხომ რომან-
ტიზმია.
ბაზაროვმა თავი გააქნია.
- ჯანმრთელი ხართ, დამოუკიდებელი, მდიდარი, სხვა რაღა
გინდათ? რა გსურთ?
- რა მსურს, - გაიმეორა ოდინცოვამ და ამოიოხრა. - ძალიან
დავიღალე, მოვხუცდი; ასე მგონია, რომ დიდი ხანი ვცხოვრობ
უკვე. ჰო, მოვხუცდი, - დაუმატა მან და მალულად თავისი მანტი-
ლიის ბოლოები შიშველ მკლავებზე გადმოიფარა. მისი მზერა
ბაზაროვისას შეხვდა და ოდინცოვა ოდნავ წამოეგზნო. - უკან უკ-
ვე იმდენი მოგონება დამრჩა, - ჯერ პეტერბურგში ცხოვრება,
სიმდიდრე, შემდეგ სიღარიბე, მამის სიკვდილი, გათხოვება, შემ-
დეგ საზღვარგარეთ წასვლა, საკმარისად... ბევრი მოგონებაა
და მოსაგონარი კი არაფერი, ხოლო წინ, ჩემ წინ - გრძელი,
გრძელი გზა, მიზანი კი არ ჩანს... მეც აღარ მეხალისება წინ
სვლა.
- ასე გულგატეხილი ხართ? - ჰკითხა ბაზაროვმა.
- არა, - თქვა სვენებ-სვენებით ოდინცოვამ, - მაგრამ დაუკმა-
ყოფილებელი ვარ. მგონი, რომ შემეძლოს რამეს ძალუმად შე-
ვეთვისო...
- თქვენ სიყვარული გწყურიათ, - შეაწყვეტინა ბაზაროვმა. -
შეყვარება კი არ ძალგიძთ, აი, რაშია თქვენი უბედურება.
ოდინცოვა თავის მანტილიის სახელოებს დააცქერდა.
- ვითომ არ ძალმიძს შევიყვარო? - თქვა მან.
- ვეჭვობ! ოღონდ მე ამას ტყუილად ვუწოდე უბედურება, პი-
რიქით, ვისაც ეს ემართება, ის შებრალების ღირსი უფროა.
- ემართება რა?
- შეყვარება.

137 მკითხველთა ლიგა


- მერედა, თქვენ ეს საიდან იცით?
- გაგონილი მაქვს, - გაჯავრებით უპასუხა ბაზაროვმა.
„კეკლუცობ, - გაიფიქრა მან, - მოწყენილი ხარ და მაღი-
ზიანებ, რადგან საქმე არა გაქვს, მე კი...“ - მისი გული მართლაც
ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა.
- ამასთან, თქვენ იქნებ მეტისმეტად ბევრს მოითხოვთ, - გა-
ნაგრძო მან, მთელი ტანით წინ გადაიხარა და სავარძლის ფო-
ჩებს დაუწყო ხელში ტრიალი.
- შეიძლება. ჩემი აზრით, ან ყველაფერი, ან არაფერი. სიცოც-
ხლე სიცოცხლის წილ, ჩემი მიიღე და შენც მომეცი, და აქ უკვე
დაუნანებლად, სამუდამოდ. სხვანაირად არც ღირს.
- რა მეთქმის? - შენიშნა ბაზაროვმა, - სამართლიანი პირო-
ბაა, და მიკვირს, აქამდე როგორ... როგორ ვერ იპოვეთ, რაც
გსურდათ.
- თქვენ გგონიათ, ასე ადვილია მიეცე რამეს მთლიანად?
- ადვილი არ არის, თუ დაიწყებ ფიქრს და ლოდინს, თუ თავს
დაიფასებ, ესე იგი, თუ თავს გაიძვირებ, დაუფიქრებლად დანე-
ბება კი ძალიან ადვილია.
- ერთი მითხარით, როგორ არ უნდა დავიფასო თავი? თუ მე
ფასი არა მაქვს, ვის რად უნდა ჩემი ერთგულება?
- ეს უკვე ჩემი საქმე არ არის; დაე, იმან, სხვამ გადაწყვიტოს,
რა ფასიც მადევს. მთავარია, მინებდე, გქონდეს ამის უნარი.
ოდინცოვა სავარძლის საზურგეს მოსცილდა.
- თქვენ ისე ლაპარაკობთ, - დაიწყო მან, - თითქოს ეს ყველა-
ფერი გამოგიცდიათ.
- სიტყვამ მოიტანა, ანა სერგეევნა, ყველაფერი ეს, მოგეხსე-
ნებათ, ჩემი საქმე არ არის.
- მაგრამ თქვენ კი შეძლებდით მინებებოდით?
- არ ვიცი, არ მსურს დავიკვეხნო.

138 მკითხველთა ლიგა


ოდინცოვამ არაფერი არ თქვა და ბაზაროვიც გაჩუმდა. სას-
ტუმრო ოთახიდან ფორტეპიანოს ხმა მოისმოდა.
- ნეტავი კატია რატომ უკრავს ასე გვიან, - შენიშნა ოდინცო-
ვამ.
ბაზაროვი ადგა.
- დიახ, ახლა მართლაც გვიანაა, დროა, მოისვენოთ.
- მოითმინეთ, სად მიიჩქარით. მე თქვენ ერთი სიტყვა უნდა
გითხრათ.
- რა სიტყვა?
- დაიცადეთ, - წაიჩურჩულა ოდინცოვამ.
მისი თვალები ბაზაროვზე შეჩერდა, თითქოს ყურადღებით
ათვალიერებდა მას.
ბაზაროვმა ოთახში გაიარ-გამოიარა, მერე უცებ მიეახლა
ქალს, ნაჩქარევად უთხრა, მშვიდობითო, ხელი ისე მოუჭირა
ხელზე, რომ ოდინცოვამ კინაღამ შეჰყვირა, და გავიდა. ოდინ-
ცოვამ თავისი შეწებებული თითები ტუჩებთან მიტანა, შეუბერა,
უეცრად სავარძლიდან წამოიჭრა და ჩქარი ნაბიჯით კარისკენ
გაემართა, თითქოს ბაზაროვის მობრუნება სურსო... ოთახში მო-
ახლე შემოვიდა, ხელში ვერცხლის ლანგარი ეჭირა, ლანგარზე
სურა იდგა. ოდინცოვა შედგა, მოახლე დაითხოვა და ისევ დაჯ-
და, ისევ ჩაფიქრდა. ნაწნავი ჩამოეშალა და შავი გველივით
დაეფინა მხარზე. ლამპა კიდევ დიდხანს ენთო ანა სერგეევნას
ოთახში და თვითონაც დიდხანს იჯდა უმოძრაოდ, ოღონდ ხან-
დახან ხელს ხელზე თუ გადაისვამდა; თითებს ოდნავ კბენდა ღა-
მის სიცივე.
ხოლო ბაზაროვი ორიოდე საათის შემდეგ მობრუნდა თავის
ოთახში, თმააბურძგნილი, კუშტი. ჩექმები ნამისგან დასველე-
ბოდა. არკადი, წიგნით ხელში, საწერ მაგიდას მისჯდომოდა,
სერთუკის ყველა ღილი ნიკაპამდე შეებნია.

139 მკითხველთა ლიგა


- ჯერ არ დაწოლილხარ? - თითქოს წყენით ჩაილაპარაკა ბა-
ზაროვმა.
- შენ დღეს დიდი ხანი დაყავი ანა სერგეევნასთან, - უთხრა
არკადიმ და მის შეკითხვას არ უპასუხა.
- ჰო, მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ შენ და კატერინა
სერგეევნა ფორტეპიანოზე უკრავდით, მე მასთან ვიყავი.
- მე არ ვუკრავდი... - წამოიწყო არკადიმ და გაჩუმდა.
გრძნობდა, რომ თვალებზე ცრემლები ადგებოდა და არ სურდა,
მისი გამკილავი მეგობრის თვალწინ ატირებულიყო.

140 მკითხველთა ლიგა


XVIII
მეორე დღეს, როდესაც ოდინცოვა ჩაიზე გამოვიდა, ბაზარო-
ვი დიდხანს იჯდა თავჩაღუნული და თავის ფინჯანს ჩაშტერებო-
და, მერე ანაზდად თავი ასწია და ქალს თვალი შეავლო... ოდინ-
ცოვა მისკენ ისე შემოტრიალდა, თითქოს ხელი ჰკრესო; ბაზა-
როვს მისი სახე ოდნავ გაფითრებული ეჩვენა. ოდინცოვა მალე
გავიდა თავის ოთახში და მხოლოდ საუზმეზე გამოჩნდა. დილი-
დან წვიმიანი ამინდი იდგა, სასეირნოდ წასვლა შეუძლებელი
იყო. მთელი საზოგადოება სასტუმრო ოთახში შეიკრიბა. არკა-
დიმ ჟურნალის ბოლო ნომერი აიღო და კითხვას შეუდგა. თავა-
დის ქალმა, ჩვეულებისამებრ, ჯერ განცვიფრება გამოხატა,
თითქოს არკადი რაიმე უწესობას სჩადიოდა, შემდეგ მწყრალად
მიაშტერდა, მაგრამ არკადის ყურადღებაც არ მიუქცევია.
- ევგენ ვასილიჩ! - წაილაპარაკა ანა სერგეევნამ, - წამობ-
რძანდით ჩემთან... მინდა ერთი რამ გკითხოთ... გუშინ ერთი სა-
ხელმძღვანელო რომ დამისახელეთ...
ოდინცოვა ადგა და კარისკენ გაემართა. თავადის ქალმა ისე-
თი სახით მიმოიხედა, თითქოს უნდოდა ეთქვა, შემომხედეთ, შე-
მომხედეთ, რა განცვიფრებული ვარო! და კვლავ არკადის დააც-
ქერდა, მაგრამ მან ხმას აუწია, თვალით ანიშნა კატიას, რომლის
გვერდითაც იჯდა, და კითხვა განაგრძო.
ოდინცოვამ ჩქარი ნაბიჯით მიაშურა კაბინეტს. ბაზაროვი
მარდად მისდევდა, თვალები დაეხუჭა და მხოლოდ სმენით
იჭერდა მის წინ მოსრიალე აბრეშუმის კაბის ნაზ შრიალს. ოდინ-
ცოვა იმავე სავარძელში ჩაეშვა, რომელშიც წინა დღით იჯდა და
ბაზაროვმაც გუშინდელი ადგილი დაიკავა.
- მაშ, რა ეწოდება იმ წიგნს? - დაიწყო ოდინცოვამ ცოტა ხნის
დუმილის შემდეგ.

141 მკითხველთა ლიგა


- Pelouse et Fremy, „Notions generales“... - მიუგო ბაზაროვ-
მა. - თუმცა, შემიძლია აგრეთვე გირჩიოთ Ganot, „Traité
élémentaire de physique expérimentalé“.31 ამ ნაშრომში ნახაზე-
ბი უფრო გარკვეულია, და საერთოდ ეს სახელმძღვანელო...
ოდინცოვამ ხელი გაუწოდა.
- ევგენი ვასილიჩ, მაპატიეთ, მაგრამ განა იმისთვის მოგიხ-
მეთ, რომ სახელმძღვანელოებზე გესაუბროთ. გუშინდელი საუბ-
რის განახლება მინდოდა. თქვენ ისე უეცრად წახვედით... მო-
საწყენი ხომ არ იქნება თქვენთვის?
- მზად ვარ გემსახუროთ, ანა სერგეევნა. მაგრამ რის შესახებ
გვქონდა გუშინ საუბარი?
ოდინცოვამ ალმაცერად შეათვალიერა.
- ჩვენ, მგონი, ბედნიერებაზე ვლაპარაკობდით. გიამბობდით
ჩემს თავგადასავალს. აი, მე ვახსენე სიტყვა „ბედნიერება“. მით-
ხარით, რატომ არის, რომ მაშინაც კი, როცა ჩვენ, მაგალითად,
მუსიკით, კარგი საღამოთი, სიმპათიურ ხალხთან საუბრით
ვტკბებით, მაინც ყველაფერი რაღაც უსაზღვრო, სადღაც არსე-
ბული ბედნიერების მხოლოდ ანარეკლად გვეჩვენება? ანუ, არა
ისეთ ბედნიერებად, რომელსაც ვფლობთ. რატომ ხდება ასე? ან,
იქნებ, თქვენ მსგავსს არაფერს განიცდით?
- იცით, ნათქვამია, კარგი იქ არის, სადაც ჩვენ არ ვართო, -
შეესიტყვა ბაზაროვი, - გუშინ თვითონ თქვით, რომ კმაყოფილი
არ ხართ, მე კი ამგვარი აზრები, მართალი მოგახსენოთ, თავში
არ მომდის.
- იქნებ სასაცილოდ მიგაჩნიათ?
- არა, მაგრამ თავში არ მომდის ხოლმე.

31 განო, ექსპერიმენტული ფიზიკის ელემენტარული კურსი (ფრ.).

142 მკითხველთა ლიგა


- მართლა? იცით, ძალიან მსურს ვიცოდე, თქვენ რაზე ფიქ-
რობთ?
- როგორ? ვერ მიგიხვდით.
- მომისმინეთ, დიდი ხანია, თქვენთან მოლაპარაკება მინდო-
და. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, - ეს თავადაც კარგად იცით, -
რომ თქვენ ჩვეულებრივ ადამიანთა რიცხვს არ ეკუთვნით. ჯერ
ახალგაზრდა ხართ, ცხოვრება წინ გაქვთ. რისთვის ემზადებით?
როგორი იქნება თქვენი მომავალი? მინდა ვთქვა - რას გსურთ
მიაღწიოთ, საით მიილტვით, რა გაქვთ გულში? ერთი სიტყვით,
ვინ ხართ? რა ხართ?
- მე თქვენ მაკვირვებთ, ანა სერგეევნა, თქვენც კარგად იცით,
რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ვსწავლობ, ხოლო ვინ
ვარ...
- დიახ, ვინ ხართ?
- უკვე მოგახსენეთ, რომ მაზრის მომავალი მკურნალი გახ-
ლავართ.
ანა სერგეევნას მოუთმენლობა დაეტყო.
- ამას რატომ ამბობთ, ამის თვითონაც არ გჯერათ. ასე არკა-
დის შეეძლო ეპასუხა, მაგრამ არა თქვენ.
- მაინც რითაა არკადი...
- იკმარეთ! განა შესაძლებელია, რომ თქვენ ასეთი უბირი
მოღვაწეობით დაკმაყოფილდეთ? განა მუდამ იმას არ ამტკიცებ-
დით, მედიცინა ჩემთვის არ არსებობსო? თქვენი თავმოყვა-
რეობის კაცი - და მაზრის მკურნალი! ამას იმიტომ ამბობთ, რომ
თავიდან მომიშოროთ, სრულიად არ მენდობით. იცით თუ არა,
ევგენი ვასილიჩ, რომ მე შევძლებდი თქვენს გაგებას, თვითონაც
თქვენსავით ღარიბი და თავმოყვარე ვიყავი. იქნებ მეც ისეთივე
ტანჯვა-წამება მაქვს გამოვლილი, როგორიც თქვენ.

143 მკითხველთა ლიგა


- ეს ყველაფერი კარგია, ანა სერგეევნა, მაგრამ მაპატიეთ...
ასეთ რამეებზე საუბარს საზოგადოდ ჩვეული არა ვარ, თანაც
თქვენსა და ჩემ შორის ისეთი მანძილია!
- რა მანძილი? - მეტყვით, რომ მე არისტოკრატი ვარ? კმარა,
ევგენი ვასილიჩ, ვგონებ, მე უკვე დაგიმტკიცეთ, რომ...
- გარდა ამისა, - შეაწყვეტინა ბაზაროვმა, - განა ღირს ლაპა-
რაკი და ფიქრი მომავალზე, რომელიც უმეტესად ჩვენზე არ
არის დამოკიდებული? თუ მოგეცა კაცს რაიმეს შექმნის შემ-
თხვევა, - ხომ კარგი, თუ არ მოგეცა და იმით მაინც იქნები კმა-
ყოფილი, რომ წინდაწინ ფუჭად არ ყბედობდი.
- მეგობრულ საუბარს ყბედობას ეძახით... ან შეიძლება მე,
როგორც ქალს, არ მთვლით თქვენი ნდობის ღირსად? თქვენ
ხომ ყველას აბუჩად გვიგდებთ?
- მე თქვენ აბუჩად არ გიგდებთ, ანა სერგეევნა, და თქვენ ეს
იცით.
- არა, მე არაფერიც არ ვიცი... თუმცა დავუშვათ, ჩემთვის გა-
საგებია, თუ რატომ არ გსურთ თქვენს მომავალ მოღვაწეობაზე
საუბარი, მაგრამ ის, რაც ახლა თქვენში ხდება...
- ხდებაო! - გაიმეორა ბაზაროვმა, - თითქოს რომელიმე სა-
ხელმწიფო ან საზოგადოება ვიყო! ყოველ შემთხვევაში, ეს საინ-
ტერესო სრულიადაც არ არის; ამასთან, განა ადამიანს ყოველ-
თვის შეუძლია ხმამაღლა თქვას ის, რაც მასში „ხდება“?
- არ მესმის, რატომ არ შეიძლება გამოთქვა ყველაფერი, რაც
გულში გაქვს.
- თქვენ შეგიძლიათ? - ჰკითხა ბაზაროვმა.
- შემიძლია, - მიუგო ანა სერგეევნამ ცოტაოდენი ყოყმანის
შემდეგ.
ბაზაროვმა თავი დახარა.
- თქვენ ჩემზე ბედნიერი ყოფილხართ.
ანა სერგეევნამ გაკვირვებით შეხედა.

144 მკითხველთა ლიგა


- როგორც გენებოთ, - განაგრძო ქალმა, - მაგრამ მე მაინც
გული მეუბნება, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ არ შევხვედრივართ
ერთმანეთს, რომ კარგი მეგობრები ვიქნებით, დარწმუნებული
ვარ, რომ ეს თქვენი თითქოს დაძაბულობა, თავდაჭერილობა,
ბოლოს და ბოლოს, გაქრება.
- განა თქვენ ჩემში შენიშნეთ თავდაჭერილობა... როგორ
თქვით კიდევ... დაძაბულობა?
- დიახ.
ბაზაროვი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
- თქვენ ისურვებდით იცოდეთ ამ თავდაჭერილობის მიზეზი,
გსურთ გაიგოთ, რა ხდება ჩემში?
- ჰო, - გაიმეორა ოდინცოვამ მისთვისვე შეუცნობელი შიშით.
- და არ გამიწყრებით?
- არა.
- არა? - ბაზაროვი მისკენ ზურგშექცეული იდგა. - მაშ, იცო-
დეთ, რომ მიყვარხართ გაგიჟებით, უგონოდ... აი, რა მაიძულეთ
მეთქვა.
ოდინცოვამ ორივე ხელი წინ გაიწოდა, ხოლო ბაზაროვი შუბ-
ლით ფანჯრის მინას მიეყრდნო, სული ეხუთებოდა, მთელი
სხეულით თრთოდა. მაგრამ ეს არ იყო ყმაწვილური მოკრძალე-
ბის ათრთოლება, არც პირველი განდობის ტკბილი შიში; ეს ვნე-
ბა ბობოქრობდა მასში, ძლიერი და მძიმე, ვნება - სიბრაზის
მსგავსი და, შესაძლოა, მისი მონათესავეც... ოდინცოვას შეეშინ-
და, თანაც შეებრალა.
- ევგენი ვასილიჩ... - წარმოთქვა მან და მის ხმაში უნებლიე
სინაზემ გაიჟღერა.
ბაზაროვი სწრაფად შემოტრიალდა, მჭრელი თვალები მიანა-
თა, ორივე ხელი დაუჭირა და უეცრად მისი თავი მკერდზე მიიზი-
და.

145 მკითხველთა ლიგა


ოდინცოვა მაშინვე არ გაჰქცევია მის მკლავებს, მაგრამ წუ-
თიც და ის უკვე შორს იდგა კუთხეში და იქიდან შემოსცქეროდა
ვაჟს. ბაზაროვმა მისკენ გაიწია.
- თქვენ ვერ გამიგეთ, - აჩქარებით ჩაიჩურჩულა შემკრთალ-
მა ოდინცოვამ. ეტყობოდა, ვაჟის ერთი ნაბიჯიც და იგი შეჰკივ-
ლებდა... ბაზაროვმა ტუჩები მოიკვნიტა და გავიდა.
ნახევარი საათს შემდეგ მოახლემ ანა სერგეევნას ბაზაროვის
ბარათი მიართვა; ბარათი მხოლოდ ერთი სტრიქონისგან შედ-
გებოდა, „დღესვე უნდა წავიდე თუ ხვალამდის შემიძლია დავ-
რჩე?“ - „რად უნდა წახვიდეთ? მე თქვენი არ მესმოდა, თქვენ -
ჩემი“, უპასუხა ანა სერგეევნამ, გულში კი გაიფიქრა, „მე ჩემი
თავისაც არა გამეგებოდა რა“.
ანა სერგეევნა სადილობამდე არ გამოჩენილა. თავის ოთახ-
ში შეუჩერებლივ მიმოდიოდა, ხან ფანჯარასთან შედგებოდა, ხან
სარკესთან, ნელი მოძრაობით გადაისვამდა ცხვირსახოცს ყელ-
ზე, სადაც სულ მხურვალე ლაქა ელანდებოდა. ეკითხებოდა თა-
ვის თავს, რამ აიძულა, ბაზაროვის გულახდილობა გამოეწვია,
იქნებ მანამდეც ჰქონდა ეჭვი... „ჩემი ბრალია“, - წარმოთქვა
ხმამაღლა, - „მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი“. ანა სერგეევნა
ჩაფიქრდებოდა და სიწითლე გადაუვლიდა, როცა ბაზაროვის
მხეცურ სახეს წარმოიდგენდა იმ წუთს, როცა იგი ქალს მიეჭრა.
„ან იქნებ?“ თქვა უცებ და შეჩერდა, კულულები შეარხია, თა-
ვისი თავი სარკეში დაინახა. იმწუთას მისი უკან გადაწეული სახე
იდუმალი ღიმილით ნახევრად მიბნედილ, ნახევრად ღია თვა-
ლებსა და ბაგეზე თითქოს ისეთ რამეს აუწყებდა, რომ ქალი შეკ-
რთა... „არა, - გადაწყვიტა ბოლოს, - ღმერთმა იცის, რით გათავ-
დება ეს, ამით ხუმრობა არ შეიძლება, სიმშვიდე ამქვეყნად მა-
ინც ყველაფერს სჯობია“.
მისი სიმშვიდე დარღვეული არ იყო, მაგრამ დანაღვლიანდა
და ერთხელ წამოიტირა კიდეც, არც იცოდა რატომ, ოღონდ არა

146 მკითხველთა ლიგა


მიყენებული შეურაცხყოფის გამო. იგი თავს არა იმდენად
შეურაცხყოფილად, რამდენადაც დამნაშავედ გრძნობდა. სხვა-
დასხვა ბუნდოვანმა გრძნობამ, ცხოვრების წარმავლობის შეგ-
ნებამ და სიახლის სურვილმა აიძულა იგი, გარკვეულ ზღვრამდე
მისულიყო, ამ ზღვარს იქითაც გადაეხედა, მაგრამ იქ იხილა არა
უფსკრული, არამედ მხოლოდ სიცარიელე... ან სიმახინჯე.

147 მკითხველთა ლიგა


XIX
ოდინცოვამ მშვენივრად იცოდა თავის დაჭერა, ძალიან მაღ-
ლა იდგა მცდარ შეხედულებებზე, მაგრამ მაინც უხერხულობას
გრძნობდა, როდესაც სადილად გამოვიდა. თუმცა სადილმა
მშვიდობიანად ჩაიარა. პორფირი პლატონიჩი ესტუმრა, მოჰყვა
სხვადასხვა ანეკდოტს; ახლახან ჩამოსულიყო ქალაქიდან. სხვა-
თა შორის, უამბო, რომ გუბერნატორ ბურდალუს თავის საგანგე-
ბო დავალებათა მოხელეებისთვის დეზების ტარება უბრძანებია,
- ვინიცობაა სასწრაფოდ თქვენი სადმე გაგზავნა ცხენით დამ-
ჭირდესო. არკადი ხმადაბლა ესაუბრებოდა კატიას და დიპლო-
მატიურად ელაქუცებოდა თავადის ასულს. ბაზაროვი ჯიუტად,
კუშტად დუმდა. ოდინცოვამ ერთი-ორჯერ პირდაპირ, არა მალ-
ვით, თვალი გაუსწორა მის დახრილ თვალებს, მკაცრსა და
ღვარძლიან სახეს. მტკიცე, ზიზღნარევი გადაწყვეტილება გა-
მოსჭვიოდა მის ყოველ ნაკვთში და გაიფიქრა, „არა... არა...
არა...“ ნასადილევს ანა სერგეევნა ყველასთან ერთად ბაღში გა-
ვიდა, და როცა შენიშნა, ბაზაროვს გამოლაპარაკება სურსო,
რამდენიმე ნაბიჯით განზე გაუხვია და შედგა. ბაზაროვი მიეახ-
ლა, თვალები არც ამჯერად აუწევია და ყრუდ ჩაილაპარაკა:
- პატიება უნდა გთხოვოთ, ანა სერგეევნა. თქვენ უსათუოდ
განრისხებული ხართ ჩემზე.
- არა, არ გიწყრებით, ევგენი ვასილიჩ, - მიუგო ოდინცოვამ. -
მაგრამ გულნატკენი კი ვარ.
- მით უარესი, ყოველ შემთხვევაში, საკმარისად დავისაჯე.
ჩემი მდგომარეობა, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან ბრიყვუ-
ლია, თქვენ მომწერეთ, რატომ მიდიხართო? მე კი არ შემიძლია
და არც მსურს დავრჩე. ხვალ აქ აღარ ვიქნები.
- ევგენი ვასილიჩ, რატომ?..
- რატომ მივდივარ?
148 მკითხველთა ლიგა
- არა, მე სხვა რამ მინდოდა მეთქვა.
- რაც წავიდა, აღარ მობრუნდება, ანა სერგეევნა... და ადრე
თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო. მაშასადამე, ჩემი წასვლა საჭი-
როა. არსებობდა მხოლოდ ერთი პირობა, რომლის გამოც შე-
მეძლო აქ დარჩენა; მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდება! თქვენ
ხომ, მომიტევეთ კადნიერება, არ გიყვარვართ, და არც არასო-
დეს შემიყვარებთ?
შავ წარბებქვეშ ბაზაროვის თვალებმა წამით გაიელვა.
ანა სერგეევნამ პასუხი არ გასცა. „მეშინია ამ კაცის“, -
გაუელვა გონებაში.
- მაშ, მშვიდობით ბრძანდებოდეთ, - ჩაილაპარაკა ბაზაროვ-
მა, თითქოს ფიქრს მიუხვდაო და სახლისკენ გაბრუნდა.
ანა სერგეევნა ნელი ნაბიჯით მიჰყვა, მერე კატიას მოუხმო,
მკლავი გამოსდო, საღამომდე გვერდიდან არ მოუცილებია. ბან-
ქოს თამაშზეც უარი თქვა და მხოლოდ ხშირ-ხშირად ჩაიცინებ-
და ხოლმე, რაც სრულიად არ შვენოდა მის გაფითრებულსა და
დარცხვენილ სახეს. არკადი საგონებელს მიეცა და თვალს
ადევნებდა მას, როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ, დაჟინებით
ეკითხებოდა თავის თავს, ეს რას უნდა ნიშნავდესო? ბაზაროვი
თავის ოთახში ჩაიკეტა, თუმცა ჩაის დასალევად გამოვიდა. ანა
სერგეევნას უნდოდა მისთვის ტკბილი სიტყვა ეთქვა, მაგრამ არ
იცოდა, როგორ გამოლაპარაკებოდა...
იგი მოულოდნელმა შემთხვევამ გამოიყვანა ამ მძიმე მდგო-
მარეობიდან, - უფროსმა მსახურმა მოახსენა, სიტნიკოვი გეახ-
ლათო.
ძნელია, სიტყვებით გადმოსცე, როგორი გოგმანით შემოვი-
და ოთახში ახალგაზრდა პროგრესისტი. მისთვის ჩვეული აბეზა-
რობით სიტნიკოვმა გადაწყვიტა, სწვეოდა სოფლად მანდილო-
სანს, რომელსაც კარგად არც კი იცნობდა, რომელსაც იგი არა-
სოდეს დაუპატიჟებია, მაგრამ რომელთანაც, შეკრებილი ცნობე-

149 მკითხველთა ლიგა


ბის თანახმად, სტუმრად ჭკვიანი და მისთვის ასე ახლობელი
ადამიანები იყვნენ. სიტნიკოვი მაინც გულის სიღრმემდე შემ-
კრთალი იყო და იმის მაგივრად, რომ წინასწარ გაზეპირებული
ბოდიში და მისალმება მოეხსენებინა, რაღაც სისაძაგლე
წაიბურტყუნა, აქაოდა, ევდოქსია კუკშინამ გამომგზავნა ანა
სერგეევნას ჯანმრთელობის გასაგებად, ამასთან, ჩემთან საუბ-
რისას მას არკადი ნიკოლაევიჩიც მუდამ უდიდესი ქებით იხსენი-
ებდაო... ამ სიტყვებზე ენა დაება და იმდენად დაიბნა, რომ საკუ-
თარ ქუდს დააჯდა. მაგრამ რადგან არავინ გააძევა და ანა სერ-
გეევნამ დეიდასა და დასაც კი წარუდგინა, სიტნიკოვს მალევე
გული მოეცა და მხიარულად აჟღურტულდა. უგვანობის გამოჩე-
ნა ზოგჯერ საჭიროა, ის ერთგვარად ადუნებს ძლიერად დაჭი-
მულ სიმებს, აფხიზლებს გულდაჯერებულ ან თავდავიწყებულ
გრძნობებს, და თითქოს მიგვანიშნებს, რომ ეს გრძნობები ენა-
თესავებიან უგვანობას. სიტნიკოვის მოსვლით ყოველივე უფრო
ჩლუნგი, ცარიელი და მარტივი გახდა; უფრო მადიანადაც კი
ივახშმეს და ჩვეულებრივზე ნახევარი საათით ადრე დაიშალნენ
დასაძინებლად.
- ახლა შემიძლია შენ გაგიმეორო ის, რაც ერთხელ მითხარი,
- უთხრა დაწოლის წინ არკადიმ ბაზაროვს, რომელიც ტანთ იხ-
დიდა, - „რად ხარ ასე დაღვრემილი? ალბათ რომელიმე წმინდა
მოვალეობა თუ მოიხადე?“
ერთი ხანობა ორივე ყმაწვილკაცს შორის თავი იჩინა თით-
ქოს თამამმა ურთიერთგაკილვამ, რაც ყოველთვის უკმაყოფი-
ლების ან გაუმხელელი ეჭვების ნიშანია.
- ხვალ მამასთან მივდივარ, - ჩაილაპარაკა ბაზაროვმა.
არკადი წამოიწია, იდაყვს დაეყრდნო; გაუკვირდა, თან რა-
ტომღაც გაუხარდა კიდეც.
- ოჰო! - თქვა მან, - და ამიტომ ხარ დაღვრემილი?
ბაზაროვმა დაამთქნარა.

150 მკითხველთა ლიგა


- ბევრის ცოდნა მალე დაგაბერებს.
- მერე ანა სერგეევნა? - განაგრძო არკადიმ.
- რა ანა სერგეევნა?
- იმის თქმა მინდა, რომ... გაგიშვებს?
- მე მას რა, დაქირავებული ვყავარ?
არკადი ჩაფიქრდა, ბაზაროვი კი დაწვა და პირი კედლისკენ
იბრუნა. რამდენიმე წუთმა სიჩუმეში განვლო.
- ევგენი! - წამოიძახა უცებ არკადიმ.
- რა იყო?
- ხვალ მეც მოვდივარ.
ბაზაროვმა ხმა არ გასცა.
- ოღონდ მე შინ წავალ, - განაგრძო არკადიმ, - ხოხლოვსკის
ახალშენამდე ერთად ვიაროთ, მერე შენ იქ ფედოტს ცხენები გა-
მოართვი. სიამოვნებით გავიცნობდი თქვენებს, მაგრამ ვაითუ
შენც შეგაწუხო და ისინიც. ჩვენთან ხომ ჩამოხვალ ისევ?
- თქვენთან ბარგი მაქვს დატოვებული, - პირმოუბრუნებლად
გამოეხმაურა ბაზაროვი.
„რატომ არ მეკითხება, რა მიზეზით მივდივარ ისევე
მოულოდნელად, როგორც ეგ?“ - გაიფიქრა არკადიმ. „მარ-
თლაც, რატომ მივდივარ ან ეგ რატომ მიდის?“ - განაგრძობდა
იგი ფიქრს. საკუთარ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი
ვერ მოეძებნა, გული კი რაღაცნაირი სიმწვავით ევსებოდა,
გრძნობდა, რომ გაუძნელდებოდა იმ ცხოვრების დათმობა, ასე
რომ შეეჩვია; მარტო დარჩენა როგორღაც ეუცხოებოდა. „რა-
ღაც მოხდა მათ შორის, - ფიქრობდა არკადი, - რაღა საჭიროა
ქალს თვალში ვეჩხირებოდე ევგენის წასვლის შემდეგ? საბო-
ლოოდ მოვაბეზრებ თავს; უკანასკნელსაც დავკარგავ“. მან წარ-
მოიდგინა ანა სერგეევნა, მერე ახალგაზრდა ქვრივის ლამაზი
სახის უკან სხვა ნაკვთები გამოისახა.

151 მკითხველთა ლიგა


„კატიაც მენანება!“ - წასჩურჩულა არკადიმ ბალიშს, ზედ უკვე
ცრემლმაც ჩამოჟონა. მერე ანაზდად თმა გადაიყარა და ხმამაღ-
ლა წარმოთქვა, - რა ეშმაკად მობრძანდა ეს ბრიყვი სიტნიკოვი?
ბაზაროვი ლოგინში შეიშმუშნა, მერე კი თქვა:
- შენ, ჩემო ძმაო, როგორც ვხედავ, სულელიც ხარ. სიტნიკო-
ვი ჩვენთვის აუცილებელია. გაიგე ეს, მე მჭირდება ასეთი ბრიყ-
ვები, მართლა და მართლა, თვითონ ღმერთებმა ხომ არ უნდა
გამოწვან ქოთნები?!
„ეჰე!.. - გაიფიქრა არკადიმ, მხოლოდ ახლა ჩასწვდა ბაზარო-
ვის თავმოყვარეობის უძირო უფსკრულს, -„მაშასადამე, მე და
შენ ღმერთები ვართ? უფრო სწორად - ღმერთი შენ ხარ, და რეგ-
ვენი, შემთხვევით, მე ხომ არ ვარ?“
- დიახ, - გაიმეორა ბაზაროვმა პირქუშად, - შენ ჯერ სულელი
ხარ.
ოდინცოვა დიდად არ გაოცებულა, როცა მეორე დღეს არკა-
დიმ ამცნო - მეც ბაზაროვთან ერთად მივდივარო. ქალი აბ-
ნეული და დაღლილი ჩანდა. კატიამ უსიტყვოდ და სერიოზულად
ახედა არკადის, ხოლო თავადის ქალმა პირჯვარიც კი გამოისა-
ხა შალქვეშ ისე, რომ არკადის არ შეეძლო, ეს არ შეემჩნია. სა-
მაგიეროდ სიტნიკოვი აირია სრულიად, ის-ის იყო საუზმისთვის
კოხტად გამოწყობილი გამოცხადდა (ამჯერად არა სლავიანო-
ფილურად). წინადღით კიდევ მისთვის მიჩენილი მსახური გააშ-
ტერა თან ჩამოტანილი თეთრეულის სიმრავლით, და ახლა -
მოულოდნელად ამხანაგები ტოვებენ მას. სიტნიკოვი აცმუკდა,
ხან აქეთ ეცა, ხან იქით, როგორც ტყის პირას მომწყვდეული
კურდღელი, და უცებ, თითქმის შიშით, თითქმის ყვირილით გა-
მოაცხადა, რომ ისიც წასვლას აპირებს. ოდინცოვამ არ დააკავა.
- ძალიან მყუდრო ეტლი მყავს, - დასძინა ამ უბედურმა ყმაწ-
ვილმა და არკადის მიუბრუნდა, - შემიძლია სახლამდე მიგიყვა-

152 მკითხველთა ლიგა


ნოთ, ევგენი ვასილიჩი კი თქვენი ტარანტასით წამოვიდეს, ეს
უფრო მოსახერხებელიც იქნება.
- რას ამბობთ, თქვენ სხვა გზით მიდიხართ, თანაც ჩემამდეც
შორს არის.
- ეგ არაფერი, არაფერი; დრო ბევრი მაქვს, ამასთან, იმ მხა-
რეში საქმეც მაქვს.
- საიჯარო ხომ არა? - ჰკითხა არკადიმ უკვე მეტისმეტი ზიზ-
ღით.
მაგრამ სიტნიკოვი ისეთ სასოწარკვეთილებაში იყო, რომ
ჩვეულებას უღალატა და არც კი გაუცინია.
- გარწმუნებთ, ეტლი ძალიან კარგია, - წაიბუტბუტა მან, - და
ადგილიც ყველას გვეყოფა.
- ნუ აწყენინებთ მუსიე სიტნიკოვს! - თქვა ანა სერგეევნამ...
არკადიმ შეხედა მას და მნიშვნელოვნად დახარა თავი.
სტუმრები საუზმის შემდეგ წავიდნენ. გამოთხოვებისას ოდინ-
ცოვამ ხელი გაუწოდა ბაზაროვს და უთხრა:
- კიდევ ვნახავთ ერთმანეთს, ხომ მართალია?
- როგორც მიბრძანებთ. - მიუგო ბაზაროვმა.
- მაშასადამე, ვნახავთ.
არკადი პირველი გავიდა პარმაღზე, სიტნიკოვის ეტლში ჩაჯ-
და. ეტლში ჩაჯდომის დროს მოწიწებით ეხმარებოდა უფროსი
მსახური, არკადი კი სიამოვნებით სცემდა მას ან ატირდებოდა.
ბაზაროვი ტარანტასში მოკალათდა. როცა ხოხლოვსკის ახალ-
შენამდე მივიდნენ, არკადიმ დაუცადა, ვიდრე ფუნდუკის პატრო-
ნი ცხენებს შეაბამდა, მერე ტარანტასთან მივიდა და ძველებური
ღიმილით მიმართა ბაზაროვს:
- ევგენი, წამიყვანე; შენთან მინდა წამოსვლა.
- დაჯექი. - კბილებში გამოცრა ბაზაროვმა.
სიტნკოვმა, რომელიც თავის ეტლთან მიმოდიოდა და
მხიარულად სტვენდა, ამ სიტყვების გაგონებაზე მხოლოდ პირი

153 მკითხველთა ლიგა


დააღო, არკადიმ კი მისი ეტლიდან თავისი ნივთები მშვიდად
ამოალაგა, ბაზაროვის გვერდით მოთავსდა, თავის ყოფილ თა-
ნამგზავრს თავაზიანად თავი დაუკრა და შესძახა, - გასწი!
ტარანტასი ადგილს მოსწყდა და მალე თვალს მიეფარა... სა-
ბოლოოდ საქციელწამხდარმა სიტნიკოვმა თავის მეეტლეს შე-
ხედა, მაგრამ იგი ცხენის კუდთან შოლტს ათამაშებდა. მაშინ
სიტნიკოვი ეტლში შეხტა, ორ გამვლელ გლეხს მრისხანედ და-
უღრიალა, ბრიყვებო, ქუდები დაიხურეთო, და ქალაქში წაჩან-
ჩალდა, სადაც ძალიან გვიან მივიდა; მეორე დღეს კუკშინასთან
კარგა ლაზათიანად მოხვდა იმ ორ „საზიზღარ ყოყოჩსა და უზ-
რდელ ყმაწვილს“.
ბაზაროვს რომ მიუჯდა, არკადიმ ხელი მაგრად მოუჭირა
ხელზე და დიდხანს სიტყვა არ დაუძრავს. ბაზაროვი მიუხვდა და
თითქოს დააფასა მისი ჟესტიც და დუმილიც. წინა ღამით არ უძი-
ნია, არც თუთუნი მოუწევია და რამდენიმე დღის განმავლობაში
თითქმის არაფერი უჭამია. მკვეთრად მოჩანდა მისი გამხდარი
და მოღუშული პროფილი თვალებზე ჩამოფხატული ქუდის ქვეშ.
- ჰე, ძმაო, - თქვა მან ბოლოს, - მოდი, ერთი სიგარა მომეცი...
აბა, ნახე - ალბათ ენა ყვითელი მაქვს?
- ყვითელი გაქვს, - მიუგო არკადიმ.
- ჰო... სიგარაც უგემური მეჩვენებოდა, - მანქანა მოიშალა.
- შენ მართლაც შეიცვალე ბოლო დროს, - შენიშნა არკადიმ.
- არა უშავს! გამოვკეთდებით. ერთია მოსაწყენი, - დედა ძა-
ლიან გულჩვილი მყავს, თუ ღიპი არ წამოიზარდე და დღეში ათ-
ჯერ არ ჭამე, თავს მოიკლავს. მამას არა უშავს, თვითონ აქვს გა-
მოვლილი ჭირიცა და ლხინიც. არა, ვერ ვეწევი, - დასძინა მან
და სიგარა გზაზე, მტვერში მოისროლა.
- შენს მამულამდე ოცდახუთი ვერსია? - ჰკითხა არკადიმ.
- ოცდახუთი. თუ გინდა აი, ამ ბრძენს ჰკითხე. - მიუთითა ეტ-
ლის კოფოზე წამოსკუპებულ ფედოტის მოჯამაგირე გლეხზე.

154 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ამ ბრძენმა მიუგო, ვინ იცის, ვერსტები აქ არავის
გაუზომავსო. და ხმადაბლა დაუწყო შუა ცხენს ლანძღვა, - თავით
რად ტლინკაობ, ესე იგი, თავს რად აქნევო.
- დიახ, დიახ, - წამოიწყო ბაზაროვმა, - ეს გაკვეთილია თქვენ-
თვის, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ჭკუის სასწავლებელი მაგა-
ლითი. ეშმაკმა იცის, რა სისულელეა! ყოველი ადამიანი ბეწვზე
ჰკიდია, ყოველ წუთს შეიძლება მის ფეხქვეშ უფსკრული გაიხ-
სნას, ის კი ყოველგვარ უსიამოვნებას თავად ახვევს თავს, სი-
ცოცხლეს იმწარებს.
- საით უკაკუნებ? - ჰკითხა არკადიმ.
- არსაით, პირდაპირ გეუბნები, რომ ჩვენ ორივეს ძალიან სუ-
ლელურად გვეჭირა თავი. რაღა სალაპარაკოა, მაგრამ ჯერ კი-
დევ კლინიკაში შემინიშნავს, რომ ვინც თავის ტკივილზე ბრა-
ზობს, მას უთუოდ მოერევაო.
- კარგად არ მესმის, რას ამბობ, - თქვა არკადიმ, - შენ თით-
ქოს სასაყვედურო არაფერი გქონდა.
- თუ კარგად არ გესმის, მაშინ შემდეგს მოგახსენებ. ჩემი აზ-
რით, უმჯობესია ქვაფენილი ტკეპნო, ვიდრე ნება მისცე ქალს,
თუნდაც შენს ერთ თითს დაეპატრონოს. ეს ყველაფერი... - ბაზა-
როვს კინაღამ წამოსცდა თავისი საყვარელი სიტყვა „რომანტიზ-
მი“, მაგრამ თავი შეიკავა და თქვა, - სისულელეა. ახლა არ და-
მიჯერებ, მაგრამ მე გეუბნები, აი, ჩვენ მოვხვდით ქალების საზო-
გადოებაში და ეს გვესიამოვნა, მაგრამ ამგვარი საზოგადოების
მიტოვება იგივეა, რაც სიცხეში ცივი წყლის გადავლება. სად სცა-
ლია ვაჟკაცს ასეთი წვრილმანებისთვის. ვაჟკაცი მძვინვარე უნ-
და იყოს, - ამბობს ჩინებული ესპანური ანდაზა. აი შენ, - დაუმატა
მან და კოფოზე მჯდარ გლეხს მიმართა, - ჭკუის კოლოფო, ცო-
ლი ხომ გყავს?
გლეხმა ორივე მეგობარს თავისი ბრტყელი და ბრუტიანი სა-
ხით შეხედა.

155 მკითხველთა ლიგა


- ცოლი? მყავს, მაშ, არ მეყოლება?
- სცემ მას?
- ცოლსაა? ხდება ხოლმე. უმიზეზოდ არ ვცემთ.
- ძალიან კარგი. ის თუ გცემს ხოლმე?
გლეხმა სადავეებს მოსწია.
- ეს რა სიტყვა თქვი, ბატონო. სულ ხუმრობის გუნებაზე ხარ...
- ეტყობოდა, ეწყინა.
- გესმის, არკადი ნიკოლაევიჩ?! მე და შენ კი მიგვბეგვეს... აი,
რას ნიშნავს განათლება.
არკადიმ ნაძალადევად გაიცინა, ბაზაროვმა კი ზურგი შეაქ-
ცია და მთელი გზის განმავლობაში ხმა არ ამოუღია.
ოცდახუთ ვერსი არკადის ორმოცდაათ ვერსად მოეჩვენა.
მაგრამ აი, როგორც იყო ერთი გორაკის დაქანებულ ფერდობზე
გამოჩნდა პატარა სოფელი, სადაც ბაზაროვის მშობლები ცხოვ-
რობდნენ. მის ახლოს, ახალგაზრდა არყის ჭალაში აზნაურის პა-
ტარა ჩალისსახურავიანი სახლი მოჩანდა. პირველ ქოხთან ორი
ქუდიანი გლეხი იდგა, ერთმანეთს ლანძღავდნენ. „დიდი ღორი
ხარ, - ეუბნებოდა ერთი, - მაგრამ მაინც პატარა გოჭზე უარესი“.
- „შენი ცოლი კი კუდიანია“, - პასუხობდა მეორე.
- ამ თავისუფალი ქცევისა და სიტყვათა თამაშის მიხედვით
შეგიძლია დაასკვნა, რომ მამაჩემი თავის გლეხებს მეტისმეტად
არ ავიწროებს, - შენიშნა ბაზაროვმა, - აი, მამაჩემიც გამოვიდა
სახლის პარმაღზე. ჩანს, ზანზალაკის ხმა გაიგონა. ის არის, ის, -
აღნაგობით ვცნობ. ეჰეი! როგორ გაჭაღარავებულა, საწყალი!

156 მკითხველთა ლიგა


XX
ბაზაროვმა ტარანტასიდან თავი გადმოყო, ხოლო არკადიმ
ამხანაგის ზურგს უკან კისერი წაიგრძელა და ბატონისეული სახ-
ლის პარმაღზე თვალი მოჰკრა მაღალ, ხმელ-ხმელ, თმააბურ-
ძგნილ და არწივისებურ თხელცხვირიან კაცს; ძველი სამხედრო
სერთუკი შილიფად ეცვა, ფეხებგაჩაჩხული იდგა; გრძელ ყალი-
ონს აბოლებდა და მზისგან თვალებს ჭუტავდა.
ცხენები შედგნენ.
- ძლივს არ მობრძანდით, - წარმოთქვა ბაზაროვის მამამ,
თან ჩიბუხის წევას განაგრძობდა, თუმცა ჩიბუხის ტარი თითებში
ლამის უხტოდა. - აბა გადმოდი, გადმოდი, გადაგკოცნო.
მოეხვია შვილს... „ენიუშა, ენიუშა“, მოისმა ქალის მთრთო-
ლარე ხმა. კარი უცებ გაიღო და ზღურბლზე ჩამრგვალებული,
დაბალი მოხუცი ქალი გამოჩნდა; თეთრი თავსაფარი ეხურა და
მოკლე ჭრელი კერესი ეცვა. ერთი შეჰკივლა, წაბარბაცდა და
ალბათ წაიქცეოდა, ბაზაროვი რომ არ მიშველებოდა. მოხუცი
ქალის ფუნჩულა ხელები მყის შემოეჭდო შვილის კისერს, თავი
მის მკერდს მიაყრდნო და ყოველივე დადუმდა. ისმოდა მხო-
ლოდ დედის ნაწყვეტ-ნაწყვეტი სლუკუნი.
მოხუცი ბაზაროვი ღრმად სუნთქავდა და წინანდელზე მეტად
ჭუტავდა თვალებს.
- აბა, კმარა, კმარა, არიშა! გეყოფა, რა საჭიროა! იკმარე, გე-
თაყვა, - ჩაილაპარაკა მან, თან არკადის შეხედა, რომელიც ტა-
რანტასთან უმოძრაოდ იდგა, ხოლო კოფოზე მჯდარ გლეხს პი-
რიც არ მიებრუნებინა.
- ოჰ! ვასილი ივანიჩ, - წაილუღლუღა მოხუცმა ქალმა, - რო-
გორც იქნა, მოვესწარი ჩემი ბატონის, ჩემი საყვარელი ენიუშენ-
კას... - და ხელების მოუშორებლად მოაცილა შვილს ცრემლე-
ბისგან სველი, მოთელილი და გრძნობამორეული სახე. მერე ნე-
157 მკითხველთა ლიგა
ტარი და სასაცილო თვალებით შეაცქერდა და ისევ გულში ჩაეკ-
რა.
- რასაკვირველია, ეს ყველაფერი ბუნებრივია, - ჩაილაპარა-
კა ვასილი ივანიჩმა, - მაგრამ ჯობია, ოთახში შევიდეთ. აი, სტუ-
მარიც მოჰყვა ევგენის. ბოდიში, - მიმართა მან არკადის და ქუს-
ლი ქუსლს ოდნავ მიარტყა, - მოგეხსენებათ ქალური სისუსტე;
თან დედის გულიც...
თვითონ კი ტუჩებიც, წარბებიც უცახცახებდა, ნიკაპიც უხტო-
და, მაგრამ ეტყობოდა, უნდოდა თავს მორეოდა, გულგრილად
მოეჩვენებინა თავი. არკადიმ თავი დახარა.
- მართლაც, დედილო, წამობრძანდით, - ჩაილაპარაკა ბაზა-
როვმა და მისუსტებული მოხუცი ქალი სახლში შეიყვანა, რბილ
სავარძელში ჩასვა, კიდევ ერთხელ სახელდახელოდ გადაეხვია
მამას და არკადი წარუდგინა.
- სულით და გულით მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, - უთ-
ხრა ვასილი ივანოვიჩმა, - მხოლოდ ნუ დამემდურებით, მე აქ
ყველაფერი სადა მაქვს, სამხედრო ყაიდაზე. არინა ვლასევნა,
დაწყნარდი, პატივი დამდე, რა სულმოკლეობაა? ბატონი სტუმა-
რი დაგძრახავს.
- ბატონო, - ცრემლების ყლაპვით თქვა მოხუცმა ქალმა, - პა-
ტივი არ მაქვს ვიცოდე... თქვენ სახელი და მამის სახელი...
- არკადი ნიკოლაევიჩ, - დინჯად, დაბალი ხმით წარმოთქვა
ვასილი ივანოვიჩმა.
- მაპატიეთ მე სულელს. - მოხუცმა ქალმა ცხვირი მოიხოცა
და ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ თავის გადახრით, გულდას-
მით ამოიწმინდა ჯერ ერთი, მერე მეორე თვალი, - მაპატიეთ.
ვფიქრობდი, ისე მოვკვდები, რომ ჩემი სა...სა...სა... ყვარელი
შვილის ნახვას ვერ მოვესწრები-მეთქი.
- აი, ხომ მოესწარით, ქალბატონო, - ჩამოართვა სიტყვა ვასი-
ლი ივანოვიჩმა. - ტანიუშკა, - მიუბრუნდა წითელკაბიან ცამეტი

158 მკითხველთა ლიგა


წლის ფეხშიშველა გოგოს, რომელიც კარს უკნიდან დამფრთხა-
ლი იჭყიტებოდა, - მოართვი ქალბატონს ერთი ჭიქა წყალი ლან-
გრით, გესმის? - თქვენ კი, ბატონებო, - დასძინა მან ძველმოდუ-
რი მხიარული იერით, - გთხოვთ მობრძანდეთ ნამსახურები ვე-
ტერანის კაბინეტში.
- ერთხელაც ჩაგიკრა გულში, ენიუშეჩკა, - ამოიკვნესა არინა
ვლასევნამ.
ბაზაროვი მისკენ დაიხარა, - როგორ გალამაზებულხარ!
- სილამაზის რა მოგახსენო, - შენიშნა ვასილ ივანოვიჩმა, -
მაგრამ ნამდვილი ვაჟკაცი კი არის, რომ იტყვიან, ომმფე.32 ახ-
ლა კი, არინა ვლასევნა, დარწმუნებული ვარ, რაკი დედის გული
გააძღე, შენი ძვირფასი სტუმრების დანაყრებაზეც იზრუნებ, იმი-
ტომ, რომ მოგეხსენებათ, ბულბულს იგავ-არაკებით არ ასაზ-
რდოებენო.
მოხუცი სავარძლიდან წამოდგა.
- ამწუთას, ვასილი ივანიჩ, სუფრა გაშლილი იქნება, თვითონ
მივირბენ სამზარეულოში და სამოვარს დავადგმევინებ, ყველა-
ფერი იქნება, ყველაფერი. სამი წელიწადი არ მინახავს, არ მიჭ-
მევია, არ მისმევია, განა ადვილია?
- აბა, შენ იცი, დიასახლისო, ეცადე, თავი არ შეირცხვინო;
თქვენ კი, ბატონებო, გთხოვთ წამობრძანდეთ. აი ტიმოფეიჩიც
გეახლა მოსასალმებლად, ევგენი. ისიც, ალბათ, გახარებულია,
ძველი ნაგაზი. ჰა? ხომ გიხარია, ბებერო ნაგაზო? გთხოვთ, გა-
მომყვეთ.
და ვასილი ივანოვიჩი ფუსფუსითა და ძველი წაღების ფრატუ-
ნით სტუმრებს წინ გაუძღვა.

32 ნაცვლად homme fait - ნამდვილი ვაჟკაცი (ფრ.).

159 მკითხველთა ლიგა


მთლიანი სახლი ექვსი პაწაწინა ოთახისგან შედგებოდა. ერთ
მათგანს, სადაც მან ჩვენი მეგობრები შეიყვანა, კაბინეტი ერქვა.
ორ ფანჯარას შუა სივრცე დიდი ხნის, მტვრისგან ჩაშავებულ,
თითქოს გაბოლილი ქაღალდებით სავსე მსხვილფეხა მაგიდას
ეჭირა; კედლებზე ეკიდა თათრული თოფები, მათრახები, ხმლე-
ბი, ორი გეოგრაფიული რუკა, რაღაც ანატომიური ნახატები, გუ-
ფელანდის პორტრეტი, შავ ჩარჩოში ჩასმული თმისაგან გაკეთე-
ბული ვენზელი, ხოლო მინის ქვეშ დიპლომი იდო. კარელიის
არყის ორ უზარმაზარ კარადას შორის იდგა აქა-იქ ჩავარდნილი
და დაგლეჯილი ტყავის დივანი. თაროებზე უწესრიგოდ ელაგა
წიგნები, კოლოფები, ფრინველთა ფიტულები, ქილები, პატარა
ბოთლები, ერთ კუთხეში კი მოშლილი ელექტრომანქანა იდგა.
- მე უკვე გაგაფრთხილეთ, ძვირფასო სტუმარო, - დაიწყო ვა-
სილი ივანოვიჩმა, - რომ ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ასე ვთქვათ, თით-
ქოს დაბანაკებულად...
- კარგი ერთი, რა ბოდიშს იხდი? - გააწყვეტინა ბაზაროვმა, -
კირსანოვმა ძალიან კარგად იცის, რომ მე და შენ კრეზები არ
ვართ, და რომ შენ სასახლე არა გაქვს. მაგრამ სად მოვასვე-
ნოთ, აი, საკითხი.
- როგორ თუ სად, ევგენი? ფლიგელში შესანიშნავი ოთახი
მაქვს, ვგონებ, იქ მშვენივრად მოეწყობა.
- მაშ, შენ ფლიგელიც აგიშენებია?
- როგორ არა... სადაც აბანოა, - ჩაერია ტიმოფეიჩი.
- ესე იგი აბანოს გვერდით, - აჩქარებით დაუმატა ვასილი ივა-
ნოვიჩმა. - ახლა ხომ ზაფხულია... მე ახლავე მივირბენ, განკარ-
გულებას გავცემ, შენ კი, ტიმოფეიჩ, კარგი იქნებოდა, მათი ბარ-
გი შემოგეტანა. ევგენი, შენ, რასაკვირველია, ჩემს კაბინეტს და-
გითმობ. Suum cuique.33

33 ყველას თავისი (ლათ.).


160 მკითხველთა ლიგა
- ერიჰაა! ძალიან სასაცილო და კეთილი ბებრუცუნაა, -
დაუმატა ბაზაროვმა, როგორც კი ვასილი ივანოვიჩი გავიდა, -
ისეთივე უცნაურია, როგორიც შენ, მხოლოდ ცოტა სხვანაირად.
ძალიან ბევრს ლაყბობს.
- დედაშენიც, მგონი, მშვენიერი ქალია, - შენიშნა არკადიმ.
- ჰო, დედაჩემი ძალიან გულუბრყვილოა. ახლა ნახე, რა სა-
დილი გაგვიშალოს.
- დღეს არ გელოდით, ბატონო, ძროხის ხორცი არ ჩამოგვი-
ტანია, - ჩაილაპარაკა ტიმოფეიჩმა, რომელმაც ის იყო, ბაზარო-
ვის ჩემოდანი შემოათრია...
- უძროხისხორცოდაც გავძლებთ. რაც არ არის - არ არის. სი-
ღარიბე, ნათქვამია, ნაკლი როდია.
- რამდენი სული ჰყავს მამაშენს? - ჰკითხა უცებ არკადიმ.
- მამული დედაჩემისაა და არა მაგისი; როგორც მახსოვს,
თხუთმეტიოდე სული.
- სულაც ოცდაორი, - უკმაყოფილოდ შენიშნა ტიმოფეიჩმა.
მოისმა წაღების ფრატუნი და ვასილი ივანოვიჩი კვლავ გა-
მოჩნდა.
- რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახი მზად იქნება თქვენს მისა-
ღებად, - შესძახა მან რიხით. - არკადი... ნიკოლაიჩ? თუ არ
ვცდები, ასეა თქვენი სახელი? აი, თქვენ მსახურიც, - დასძინა მან
და ანიშნა მოკლედ თმაშეკრეჭილ ბიჭზე, მას რომ შემოჰყვა.
ბიჭს ლურჯი, იდაყვზე გამოხეული ხიფთანი და სხვისი ჩექმა ეც-
ვა. - ფედკას ეძახიან. თუმცა შვილი მიკრძალავს, მაგრამ ისევ
გავიმეორებ, ნუ დაგვემდურებით. ყალიონის დატენვას მაინც
მოახერხებს. თამბაქოს ხომ ეწევით?
- უფრო სიგარებს ვეწყობი, - მიუგო არკადიმ.
- ძალიან გონივრულადაც იქცევით. მეც სიგარას ვამჯობინებ,
მაგრამ ჩვენს განმარტოებულ მხარეში ძნელია მისი შოვნა.

161 მკითხველთა ლიგა


- კარგი, გეყოფა წუწუნი, - შეაწყვეტინა ისევ ბაზაროვმა, - ჯო-
ბია, აგერ დივანზე ჩამოჯდე და დამენახვო.
ვასილი ივანოვიჩმა გაიცინა და დაჯდა. სახით ძალიან ჰგავდა
თავის ვაჟს, მხოლოდ შუბლი ჰქონდა უფრო დაბალი და ვიწრო,
ტუჩები კი - უფრო დიდი. სულ მოძრაობდა, მხრებს ათამაშებდა,
თითქოს იღლიებში ტანსაცმელი უჭერსო, თვალებს ახამხამებ-
და, ხანგამოშვებით ახველებდა და ხელის თითებს ატრიალებ-
და, მაშინ როდესაც მის ვაჟს რაღაც დაუდევარი უძრაობა ახა-
სიათებდა.
- გეყოფა წუწუნიო! - გაიმეორა ვასილი ივანოვიჩმა. - შენ, ევ-
გენი, ნუ გგონია, რომ მე მინდა სტუმარს, ასე ვთქვათ, თავი შე-
ვაბრალო, - აი, რა მიყრუებულ ადგილას ვცხოვრობთ-მეთქი.
პირიქით, მე იმ აზრისა ვარ, რომ მოაზროვნე ადამიანისთვის
მიყრუებული ადგილი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე
შეძლებისდაგვარად ვცდილობ, როგორც იტყვიან, ხავსი არ მო-
მეკიდოს, საუკუნეს არ ჩამოვრჩე.
ვასილი ივანოვიჩმა ჯიბიდან ყვითელი აბრეშუმის ცხვირსა-
ხოცი ამოიღო; მაშინ მოესწრო მისი აღება, როცა არკადის
ოთახს მიაშურა. ცხვირსახოცს ჰაერში აფრიალებდა და განაგ-
რძობდა:
- აღარას ვამბობ იმაზე, რომ, მაგალითად, ჩემთვის საგრძნო-
ბი მსხვერპლის გაღებით გლეხები ღალაზე გადავიყვანე და სა-
კუთარი მიწა სანახევროდ მივეცი. ამას ჩემს მოვალეობად
ვთვლიდი, ამ შემთხვევაში თვით კეთილგონიერება გვიკარნა-
ხებს, თუმცა სხვა მესაკუთრენი არც კი ფიქრობენ ამაზე; მე ვლა-
პარაკობ მეცნიერებაზე, განათლებაზე.
- ოჰო! ვხედავ, 1855 წლის „დრუგ ზდრავიაც“ გქონია, - შე-
ნიშნა ბაზაროვმა.
- ძველი ამხანაგი მიგზავნის ნაცნობობით, - აჩქარებით ჩაურ-
თო ვასილი ივანოვიჩმა, - მაგრამ ჩვენ ფრენოლოგიაზეც გვაქვს

162 მკითხველთა ლიგა


წარმოდგენა, - დასძინა მან უფრო არკადის გასაგონად და
მიუთითა კარადაზე შემოდგმულ თაბაშირის პატარა ბიუსტზე,
რომელიც დანომრილ ოთხკუთხედებად იყო დაყოფილი, - ჩვენ-
თვის არც შენლეინია უცნობი და არც რადემახერი.
- განა რადემახერი კიდევ სწამთ გუბერნიაში? - იკითხა ბაზა-
როვმა.
ვასილი ივანოვიჩმა ჩაახველა.
- გუბერნიაშიო... რასაკვირველია, ბატონებო, თქვენ უკეთ
მოგეხსენებათ, თქვენთან სად მოვალთ. თქვენ ხომ ჩვენი ცვლა
ბრძანდებით. ჩემს დროსაც, ვინმე ჰუმორალისტი ჰოფმანი, ვინ-
მე ბროუნი თავისი ვიტალიზმით - ძალიან სასაცილოდ გვეჩვენე-
ბოდნენ, მაგრამ ისინიც ხომ სახელგანთქმული იყვნენ ოდეს-
ღაც. რადემახერი თქვენთვის ვინმე ახალს შეუცვლია, თქვენ ამ
ახალს თაყვანს სცემთ, ოცი წლის შემდეგ კი, ალბათ, მასაც სა-
საცილოდ აიგდებენ.
- შენდა სანუგეშოდ გეტყვი, - თქვა ბაზაროვმა, - რომ ჩვენ ახ-
ლა საზოგადოდ მედიცინასაც დავცინით და არც არავის წინაშე
არ ვიხრით ქედს.
- როგორაო? შენ ხომ ექიმი გინდა გახდე?
- მინდა, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
ვასილი ივანოვიჩმა შუა თითით ყალიონში ჩარჩენილ ცო-
ტაოდენ ნაცარს დაუწყო ტკეპნა.
- ჰო, შეიძლება, შეიძლება, არ გედავები. ან მე ვინ ვარ? - ერ-
თი სამსახურიდან გადამდგარი შტაბ-მკურნალი, volatu.34 ახლა,
აი, აგრონომებში მოვხვდი. თქვენი პაპის ბრიგადაში მიმსახუ-
რია, - მიუბრუნდა ისევ არკადის, - დიახ, დიახ, ბევრის მნახველი
ვარ. ან რა საზოგადოებაში ვყოფილვარ, ვისთან არ მქონია ურ-

34 დამახინჯებული voila tout (ფრ.) - სულ ეს.

163 მკითხველთა ლიგა


თიერთობა. მე, სწორედ მე, ახლა რომ თქვენ წინაშე მხედავთ,
თავადი ვიტგენშტეინისა და ჟუკოვსკის მაჯაც შემიმოწმებია! მათ
ხომ, სამხრეთის არმიაში... თოთხმეტი დეკემბერი. ალბათ მი-
მიხვდით (და აქ ვასილი ივანოვიჩმა მნიშვნელოვნად მოკუმა
ტუჩები), ყველას სათითაოდ ვიცნობდი. ჰო! თუმცა რა ჩემი საქმე
იყო; შენ შენი ლანცეტი იცოდე და მორჩა! პაპათქვენი კი ძალიან
დარბაისელი კაცი იყო, ნამდვილი სამხედრო პირი.
- გამოტყდი, გვარიანი ბოთე იქნებოდა, - ზარმაცად თქვა ბა-
ზაროვმა.
- ოჰ, ევგენი, რაებს ამბობ! მოიღე წყალობა... რასაკვირვე-
ლია, გენერალი კირსანოვი არ ეკუთვნოდა...
- კარგი, დაანებე თავი, - გააწყვეტინა ბაზაროვმა. - აქეთკენ
რომ შემოვუხვიე, შენს არყის ჭალას თვალი შევავლე - გამიხარ-
და, დიდებულად წამოზრდილა.
ვასილი ივანოვიჩი გამოცოცხლდა.
- ახლა შენ ჩემი ბაღი ნახე, როგორია! თითოეული ხე ჩემი ხე-
ლითაა დარგული, ხილიც არის, კენკრაც და ყოველგვარი სამ-
კურნალო ბალახიც. თქვენ როგორც უნდა იეშმაკოთ, ბატონო
ახალგაზრდებო, მაინც მოხუცმა პარაცელსმა პირწმინდა ჭეშმა-
რიტება თქვა, ინ ჰერლის, ვერლის ეტ ლაპიდიბუს...35 ხომ იცი,
პრაქტიკას თავი დავანებე, მაგრამ კვირაში ერთი-ორჯერ მაინც
მჭირდება ხოლმე ძველი დროის მოგონება. მოდიან რჩევა-
დარიგებისთვის - ხომ ვერ გავაგდებ. არის შემთხვევები, როცა
ღარიბები მომმართავენ დახმარებისთვის. არც ექიმებია აქ.
წარმოიდგინე, ერთი აქაური მეზობელი, სამსახურიდან გადამ-
დგარი მაიორიც მკურნალობს. ვიკითხე, თუ უსწავლია-მეთქი
მედიცინა? მითხრეს, არა, არ უსწავლიაო, უფრო ქველმოქმედე-

35 ბალახებში, სიტყვებსა და ქვებში (ლათ.).

164 მკითხველთა ლიგა


ბას ეწევაო, - ხა, ხა, ხა, ქველმოქმედებას ეწევა! ა? როგორ მოგ-
წონთ? ხა-ხა! ხა-ხა!
- ფედკა! ჩიბუხი შემიკეთე! - მკაცრად ჩაილაპარაკა ბაზაროვ-
მა.
- აქ კიდევ ერთი ექიმია, ერთხელ ავადმყოფთან მოვიდა, -
თავგანწირვით განაგრძობდა ვასილი ივანოვიჩი, - ავადმყოფი
კი უკვე ad patres;36 მსახური არ უშვებს, ეუბნება, უკვე საჭირო
აღარ არისო. ექიმი ამას არ მოელოდა, დაიბნა და ეკითხება,
შენს ბატონს სიკვდილის წინ თუ ასლოკინებდაო? - ასლოკინებ-
დაო. - დიდხანს ასლოკინაო? - დიდხანსო. - ჰო, ეს კარგიაო, -
უთქვამს ამ ექიმს და გამობრუნებულა უკან, ხა-ხა-ხა!
მარტო მოხუცმა გაიცინა. არკადიმ ღიმილი გამოისახა სახე-
ზე. ბაზაროვმა კი მხოლოდ გააბოლა. საუბარმა ამგვარად თით-
ქმის ერთ საათს გასტანა; ამასობაში არკადიმ თავისი ოთახიც
მოინახულა; ის აბანოს წინაოთახი აღმოჩნდა, მაგრამ მყუდრო
და სუფთა. ბოლოს შემოვიდა ტანიუშა და მოახსენა, სადილი
მზად გახლავთო.
პირველი ვასილი ივანოვიჩი წამოდგა.
- მობრძანდით, ბატონებო! სულგრძელად მაპატიეთ, თუ თავი
შეგაწყინეთ. იქნებ ჩემმა დიასახლისმა უფრო გაამოთ.
სადილი, თუმცა ნაჩქარევად მომზადებული, ფრიად კარგი
გამოვიდა, უხვიც კი, მხოლოდ ღვინო იყო ოდნავ, როგორც იტ-
ყვიან, შელანძღული. თითქმის შავ ხერესს, რომელიც ტიმოფე-
იჩს ქალაქში ნაცნობი ვაჭრისგან ეყიდა, სპილენძის თუ კანიფო-
ლის გემო დაჰკრავდა. თან ბუზებიც აწუხებდათ. სხვა დროს ერ-
თი შინაყმა ბიჭი დიდი მწვანე ტოტით იგერიებდა ხოლმე ბუზებს,
მაგრამ ვასილი ივანოვიჩმა დაითხოვა, ვაითუ ყმაწვილებმა გამ-

36 თავის წინაპრებთან გაემგზავრა, ესე იგი, მოკვდა (ლათ.).

165 მკითხველთა ლიგა


კიცხონო. არინა ვლასევნას მორთვა-მოკაზმვა მოესწრო, აბრე-
შუმისბაფთებიანი მაღალი თავსაბურავი დაეხურა და ნაყშებიანი
ცისფერი შალი წამოესხა. ისევ წამოიტირა, როგორც კი თავის
ენიუშას მოჰკრა თვალი, მაგრამ ქმარს არ დასჭირვებია მისი
დაშოშმინება. სასწრაფოდ მოიწმინდა ცრემლები, რომ თავშა-
ლი არ დაესველებინა. სადილობდნენ მხოლოდ ახალგაზრდები,
მასპინძლებს დიდი ხანია ესადილათ. სუფრას ფედკა ემსახურე-
ბოდა; ეტყობოდა, ძალიან ამძიმებდა უჩვეულო ჩექმები. მას ეხ-
მარებოდა ვაჟკაცური სახის ბრუციანი დედაკაცი, სახელად ან-
ფისუშკა, რომელიც მეკუჭნავეც იყო, მეფრინველეც და მრეცხა-
ვიც. ვასილი ივანოვიჩი მთელი სადილის განმავლობაში წინ და
უკან დადიოდა ოთახში და ბედნიერი და თითქმის ნეტარი გამო-
მეტყველებით ლაპარაკობდა იმ მძიმე შიშზე, რომელსაც მასში
ნაპოლეონის პოლიტიკა და იტალიის საკითხის დახლართულო-
ბა იწვევდა. არინა ვლასევნა ვერც კი ამჩნევდა არკადის, არც
კერძებს სთავაზობდა; პატარა მუშტზე დაეყრდნო ბადრი სახე,
ფუნჩულა ალუბლისფერი ტუჩებით. ლოყებზე და წარბებს ზემოთ
დამსხდარი ხალები ძალიან ლმობიერ გამომეტყველებას აძ-
ლევდნენ მას. იგი თვალმოუშორებლად შესცქეროდა შვილს,
თან წამდაუწუმ ოხრავდა; საშინლად უნდოდა გაეგო, რა ხნით
ჩამოვიდა, მაგრამ ეშინოდა ეკითხა, - „მერე რომ მითხრას - ორი
დღითო“, - ფიქრობდა და გული ეწურებოდა. შემწვარის შემდეგ
ვასილი ივანოვიჩი წუთით გაქრა და გახსნილი პატარა ბოთლით
შამპანური გამოიტანა. „აი“, - შესძახა მან, - „ხომ მივარდნილ
ადგილას ვცხოვრობთ, მაგრამ საზეიმო შემთხვევებისთვის
ჩვენც მოგვეპოვება სულის სალხინებელი რამ!“ სამი ბოკალი
გაავსო და ერთი სირჩა. ასწია „დაუფასებელი სტუმრების“ სად-
ღეგრძელო და ერთბაშად მხედრულად გადაკრა. არინა ვლა-
სოვნასაც ძალა დაატანა, სირჩა უკანასკნელ წვეთამდე გა-
მოეცალა. როდესაც რიგი მურაბაზე მიდგა, არკადიმ, მიუხედა-

166 მკითხველთა ლიგა


ვად იმისა, რომ ტკბილეულობა სძულდა, თავის მოვალეობად
ჩათვალა, გაესინჯა ოთხი ნაირ-ნაირი ახალმოხარშული მურაბა,
მით უფრო, რომ ბაზაროვმა გადაჭრით უარი თქვა და მაშინვე
სიგარა გააბოლა. მერე შემოიტანეს ნაღებიანი ჩაი, კარაქი და
პურის კვერები. შემდეგ ვასილი ივანოვიჩმა ყველანი ბაღში გა-
იყვანა, საღამოს მშვენებით დავტკბეთო. როცა მერხს ჩაუარეს,
არკადის წასჩურჩულა.
- ამ ადგილას ფილოსოფოსობა მიყვარს. თან ჩამავალ მზეს
გავცქერი, ეს შეშვენის განდეგილს. იქ კი მოშორებით, ჰორა-
ციუსის საყვარელი რამდენიმე ხე დავრგე.
ბაზაროვმა ყური მიუგდო.
- რა ხეები? - ჰკითხა მან.
- როგორ თუ რა... აკაციები.
ბაზაროვმა რამდენჯერმე დაამთქნარა.
- ვგონებ, დროა, ნამგზავრები მორფეის მიენდონ, - შენიშნა
ვასილი ივანოვიჩმა.
- ესე იგი, ძილის დროა, - ჩამოართვა სიტყვა ბაზაროვმა. - სა-
მართლიანი მსჯელობაა. სწორედ რომ დროა.
გამოთხოვებისას ბაზაროვმა დედას შუბლზე აკოცა, დედა კი
მოეხვია და ზურგს უკან, მალულად სამგზის პირჯვარი გადასწე-
რა. ვასილი ივანოვიჩმა არკადი თავის ოთახამდე მიაცილა და
უსურვა „ისეთი მადლიანი მოსვენება, როგორიც მე მიგემია
თქვენს ბედნიერ ასაკშიო“. მართლაც, არკადის საუცხოოდ ეძი-
ნა თავის ოთახში, იქ პიტნის სუნი იდგა და ორი ჭრიჭინა ერთი-
მეორის გაჯიბრებით ძილის მომგვრელად ჭრიჭინებდა ღუმელ-
ში. ვასილი ივანოვიჩი თავის კაბინეტში დაბრუნდა; აქ ვაჟის
ფერხთით მოიკალათა დივანზე, შვილთან მასლაათი სურდა,
მაგრამ ბაზაროვმა იმწამსვე თავიდან მოიშორა, მეძინებაო,
თუმცა დილამდე არ დასძინებია. ფართოდ დაჭყეტილი თვალე-
ბით ავად ჩაშტერებოდა ღამის სიბნელეს. ბავშვობის მოგონებე-

167 მკითხველთა ლიგა


ბი მასზე არ მოქმედებდა, თანაც ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა
ბოლოდროინდელი მწარე შთაბეჭდილებები. არინა ვლასევნამ
ჯერ ტკბილად ილოცა, შემდეგ კი დიდხანს, დიდხანს ესაუბრებო-
და ანფისუშკას, რომელიც გაშეშებული იდგა ქალბატონის წინა-
შე, თავისი ერთადერთი თვალი მიეშტერებინა და საიდუმლო
ჩურჩულით უზიარებდა თავის შენიშვნებსა და მოსაზრებებს ევ-
გენი ვასილიჩის შესახებ. მოხუც ქალს სიხარულისაგან, ღვინი-
საგან, სიგარის კვამლისაგან თავბრუ დასხმოდა. ერთი კი სცადა
გამოლაპარაკებოდა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია.
არინა ვლასევნა ნამდვილი ძველი დროის რუსი აზნაურის ქა-
ლი იყო. მას ორასი წლის წინ, ძველი მოსკოვის დროში უნდა ეც-
ხოვრა. ძალიან ღვთისმოსავსა და მგრძნობიარეს, ყოველგვარი
ცრურწმენა სწამდა, - მკითხაობა, შელოცვები, სიზმრები, სწამდა
ღვთის გლახები, ავი სულები, ქაჯები, ნავსიანი შეხვედრა, ჯადო,
ხალხური წამლები. ხუთშაბათის მარილი, ქვეყნის მალე დაქცე-
ვა; სწამდა, რომ თუ ბრწყინვალე აღდგომას მწუხრის ლოცვაზე
სანთლები არ ჩაქრა, მაშინ უგრეხელის კარგი მოსავალი იქნება
და რომ სოკო აღარ გაიზრდება, თუ ადამიანმა თვალი შეავლო;
სწამდა, რომ ეშმაკს წყლიანი ადგილები უყვარს, რომ თი-
თოეულ ებრაელს მკერდზე სისხლის ლაქა აქვს; ეშინოდა თაგ-
ვების, გველხოკერების, ბაყაყების, ბეღურების, წურბელების,
ქუხილის, ცივი წყლის, გამჭოლი ქარის, ცხენების, თხების, წი-
თური ადამიანების, შავი კატების და უწმინდურ ცხოველებად
თვლიდა ჭრიჭინებსა და ძაღლებს; არ ჭამდა არც ხბოს ხორცს,
არც მტრედს, არც კიბოს, არც ყველს, არც სატაცურს, არც მიწის
მსხალს, არც კურდღელს. არც საზამთროს, იმიტომ, რომ გაჭრი-
ლი საზამთრო იოანე წინასწარმეტყველის თავს აგონებდა, ხო-
ლო ხამანწკების გახსენება ჟრუანტელსაც კი ჰგვრიდა. მა-
დიანად ჭამაც უყვარდა, მაგრამ მარხვასაც სასტიკად იცავდა;
დღეში ათი საათი შეეძლო ძილი, მაგრამ ვასილ ივანოვიჩს თა-

168 მკითხველთა ლიგა


ვიც რომ ასტკივებოდა - სულ არ დაწვებოდა. არც ერთი წიგნი
არ წაეკითხა, გარდა „ალექსის, ანუ ქოხები ტყეში“. წელიწადში
ერთს, დიდი-დიდი, ორ წერილს თუ დაწერდა, ხოლო ოჯახური
საქმეები, ბოსტნეულისა და ჩირების კეთება, მურაბების მოხარ-
შვა კარგად იცოდა, თუმცა თვითონ ხელსც არაფერს ახლებდა
და საერთოდ, განძრევა არ უყვარდა. არინა ვლასევნა ფრიად
კეთილი იყო და თავისებურად ჭკვიანიც. მან იცოდა, რომ ქვეყ-
ნად არსებობენ ბატონები, რომლებიც უნდა მბრძანებლობდნენ,
და უბრალო ხალხი, რომელმაც უნდა იმსახუროს, - ამიტომაც არ
თაკილობდა არც პირმოთნეობას, არც მუხლის მოყრას; მაგრამ
ხელქვეითებს ალერსიანად და ლმობიერად ეპყრობოდა; არც
ერთ მათხოვარს არ გაუშვებდა გაუკითხავად და არავის არ კიც-
ხავდა, თუმცა დროდადრო წაჭორავებაც უყვარდა. ახალგაზ-
რდობაში ფრიად სანდომიანი იყო, კლავიკორდზე უკრავდა, ცო-
ტა ფრანგულიც ეხერხებოდა; მაგრამ მრავალი წლის ხეტიალში
ქმართან ერთად, რომელსაც სურვილის წინააღმდეგ გაჰყვა, გა-
სუქდა და მუსიკაც გადაავიწყდა და ფრანგული ენაც. ენით უთ-
ქმელი იყო მისი სიყვარული და რიდი შვილის მიმართ; მამულის
გამგებლობა ვასილი ივანოვიჩს გადაულოცა და არაფერში
აღარ ერეოდა; როგორც კი მისი ბერიკაცი მომავალი გარდაქ-
მნებისა და გეგმების შესახებ ჩამოაგდებდა სიტყვას - მოჰყვებო-
და ოხვრას, ცხვირსახოცის ქნევას, წარბები შიშისგან აეჭიმებო-
და ხოლმე. ეჭვიანი იყო, მუდამ რაღაც დიდ უბედურებას
მოელოდა და, როგორც კი რაიმე სამწუხარო მოაგონდებოდა,
მაშინვე ტირილი აუვარდებოდა... ასეთი ქალები უკვე გადაშენე-
ბის გზაზეა. ღმერთმა უწყის - სასიხარულოა ეს თუ არა!

169 მკითხველთა ლიგა


XXI
ლოგინიდან რომ ადგა, არკადიმ ფანჯარა გამოაღო და პირ-
ველი საგანი, რაც თვალში მოხვდა, ვასილი ივანოვიჩი იყო. ბუ-
ხარულ ხალათზე ცხვირსახოცი შემოერტყა და გულმოდგინედ
იჩიჩქნებოდა ბოსტანში. მან თავის ახალგაზრდა სტუმარს თვა-
ლი მოჰკრა, ბარს დაეყრდნო და მიესალმა:
- ჯანმრთელობას გისურვებთ! როგორ მოისვენეთ?
- მშვენივრად, - მიუგო არკადიმ.
- მე კი აქ ვარ, როგორც ხედავთ, ვითარცა ვინმე ცინცინატა,
საგვიანო თალგამისთვის კვლები გამყავს. ასეთი დრო დადგა, -
და მადლობა უფალს, რომ თავისი საზრდო თითოეულმა საკუ-
თარი შრომით უნდა მოიპოვოს, სხვისი იმედით ყოფნა არას
გვარგებს, თავად უნდა ვიშრომოთ. ჰოდა, გამოდის, რომ ჟან-
ჟაკ რუსო მართალია. ნახევარი საათის წინ, ჩემო ბატონო, მე
თქვენ სრულებით სხვა მდგომარეობაში მნახავდით. ერთ დედა-
კაცს, რომელიც „სიმძიმილს“ უჩიოდა - ეს მათებურად, ჩვენებუ-
რად კი - დიზენტერიას, მე... როგორ გამოვთქვა უკეთ... ოპიუმს
ვუშხაპუნებდი; მეორეს კი კბილი ამოვუღე. ამ უკანასკნელს ეთე-
რიზაცია შევთავაზე, მაგრამ არ დამეთანხმა. ამ ყველაფერს ვა-
კეთებ gratis37 - როგორც ამ საქმის მოყვარული. თუმცა, რა გა-
საკვირია, მე ხომ პლებეი ვარ, homo novus38 - და არა ტახტის
აზნაურების წრიდან, მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე... ხომ არ
ინებებთ აქეთ, ჩრდილში, ჩაის წინ დილის სიგრილე ჩაისუნ-
თქოთ?
არკადი გავიდა.

37 უსასყიდლოდ (ლათ.).
38 ახალი ადამიანი (ლათ.).

170 მკითხველთა ლიგა


- კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! - უთხრა
ვასილი ივანოვიჩმა და მხედრულად მიიტანა ხელი გაქონილ
არახჩინთან, თავს რომ უფარავდა. - ვიცი, მიჩვეული ხართ ფუ-
ფუნებას, სიამოვნებას, მაგრამ ქოხის ჭერქვეშ ხანმოკლე დრო-
ის გატარებას ძლიერნი ამა სოფლისანიც არ თაკილობენ.
- რას ბრძანებთ, - შესძახა არკადიმ, - რომელი ძლიერი ამა
სოფლისა მე ვარ? არც ფუფუნებას ვარ მიჩვეული.
- ნება მიბოძეთ, ნება მიბოძეთ, - თავაზიანი გრეხით შეესიტ-
ყვა ვასილი ივანოვიჩი, - მართალია, უკვე არქივს ჩავბარდი,
მაგრამ მეც მიცხოვრია ქვეყანაზე - ფრინველს ფრენით ვცნობ.
ჩემებურად ფსიქოლოგიცა ვარ და ფიზიოგნომისტიც. გავბედავ
და ვიტყვი, ეს ნიჭი რომ არ მქონოდა - დიდი ხნის წინ დავიღუპე-
ბოდი, გასაქანს არ მომცემდნენ ასეთ პატარა კაცს. ქათინაურე-
ბის გარეშე, გულწრფელად მახარებს ის ურთიერთობა, რომელ-
საც თქვენსა და ჩემს ვაჟს შორის ვამჩნევ. ეს-ესაა ვნახე ევგენი,
მისი ჩვეულებისამებრ, ალბათ ეს თქვენც იცით, უთენია წამოხტა
და აღმა-დაღმა დაეხეტება. მომიტევეთ ცნობისმოყვარეობა, -
დიდი ხანია ჩემს ევგენის იცნობთ?
- ამ ზამთარს გავიცანი.
- კეთილი. ნება მომეცით, კიდევ გკითხოთ... ხომ არ ჩამოვ-
სხდეთ?.. ნება მომეცით, როგორც მამამ, სრულიად გულახდი-
ლად გკითხოთ, რა აზრის ბრძანდებით ჩემს ევგენიზე?
- თქვენი ვაჟი ერთ-ერთი უშესანიშნავესი ადამიანთაგანია,
რომელსაც კი ოდესმე შევხვედრივარ, - მკვირცხლად მიაგება
არკადიმ.
ვასილი ივანოვიჩს უცებ თვალები გაუფართოვდა და ღაწვები
ოდნავ შეუფაკლდა. ბარი ხელიდან გაუვარდა.
- მაშ, თქვენი აზრით, - დაიწყო მან...

171 მკითხველთა ლიგა


- დარწმუნებული ვარ, - ჩამოართვა სიტყვა არკადიმ, - რომ
თქვენს ვაჟს დიადი მომავალი აქვს, ის თქვენ გასახელებთ. მე
ამაში პირველი შეხვედრისთანავე დავრწმუნდი.
- როგორ... როგორ მოხდა ეს? - ძლივს მოაბრუნა ენა ვასილი
ივანოვიჩმა. აღტაცების ღიმი აუთამაშდა დიდ ტუჩებზე და აღარც
მოსცილებია.
- თქვენ გსურთ იცოდეთ, როგორ შევხვდით ერთმანეთს?
- დიახ... და საერთოდ...
არკადიმ ბაზაროვზე საუბარი უფრო გულმხურვალედ, მეტი
გატაცებით დაიწყო, ვიდრე იმ დღეს, როდესაც ოდინცოვასთან
მაზურკას ცეკვავდა.
ვასილი ივანოვიჩი უსმენდა, უსმენდა, ცხვირს იხოცავდა,
ცხვირსახოცს ორივე ხელით ჭმუჭნიდა, ახველებდა, თმას იჩეჩ-
და... ბოლოს ვეღარ მოითმინა, დაიხარა და არკადის მხარზე
აკოცა.
- მე თქვენ ყელამდე ამავსეთ ბედნიერებით, - უთხრა მან ღი-
მილით, - უნდა მოგახსენოთ, რომ მე... ვაღმერთებ ჩემს ვაჟს;
ჩემს ბებერზე ხომ აღარაფერს ვამბობ, მოგეხსენებათ, დედაა!
მაგრამ ვაჟთან ვერ ვბედავ ჩემი გრძნობების გამომჟღავნებას,
რადგან მას ეს არ უყვარს. ყოველგვარი გულის გადაშლის მტე-
რია; ბევრი კიდეც ჰკიცხავს მას ხასიათის ასეთი სიმტკიცისთვის
და ამაში გულქვაობასა და სიამაყეს ხედავს; მაგრამ მისი მსგავ-
სი ადამიანები ჩვეულებრივი საზომით არ გაიზომება, ხომ მარ-
თალია? აი, მაგალითად, სხვა მის ადგილას თავის მშობლებს
სულს ამოართმევდა, მიგზავნეთ და მიგზავნეთო; მაგას კი,
დაიჯერებთ? თავის დღეში ზედმეტი კაპიკი არ მოუთხოვია,
ღმერთმანი!
- უანგარო, პატიოსანი ადამიანია, - შენიშნა არკადიმ.
- სწორედ უანგარო. მე კი, არკადი ნიკოლაევიჩ, მას არა მარ-
ტო ვაღმერთებ, ის ჩემი სიამაყეა, და მთელი ჩემი პატივმოყვა-

172 მკითხველთა ლიგა


რეობა ის არის, რომ მომავალში მის ბიოგრაფიაში ეწეროს შემ-
დეგი სიტყვები: „შვილი უბრალო შტაბ-მკურნალისა, რომელმაც
ადრე აუღო ალღო შვილის ნიჭს და არაფერს ზოგავდა მისი აღ-
ზრდისთვის...“ - ბერიკაცს ხმა გაუწყდა.
არკადიმ ხელი ხელზე მოუჭირა.
- როგორ ფიქრობთ, - ცოტაოდენი დუმილის შემდეგ ჰკითხა
ვასილი ივანოვიჩმა, - ის განა მედიცინის ასპარეზზე მოიხვეჭს
ისეთ სახელს, როგორსაც თქვენ უწინასწარმეტყველებთ?
- ცხადია, არა მედიცინის ასპარეზზე, თუმცა აქაც ერთი პირ-
ველთაგანი მეცნიერი იქნება.
- მაშ, რომელზე, არკადი ნიკოლაევიჩ?
- ახლა ამის თქმა ძნელია, მაგრამ ის სახელგანთქმული იქნე-
ბა.
- ის სახელგანთქმული იქნება! - გაიმეორა მოხუცმა და
ფიქრს მიეცა.
ანფისამ მწიფე ჟოლოთი სავსე უზარმაზარი ლანგრით ხელში
ჩაიარა და ჩაულაპარაკა, - არინა ვლასევნამ მიბრძანა, ჩაის და-
სალევად სთხოვეო.
ვასილი ივანოვიჩი შეკრთა.
- ჟოლოსთვის ცივი ნაღები იქნება?
- დიახ, იქნება.
- მხოლოდ ცივი იყოს, იცოდე! ნუ გერიდებათ, არკადი ნიკო-
ლაევიჩ, - მეტი აიღეთ. რატომ არ მოდის ევგენი?
- მე აქ ვარ, - ბაზაროვის ხმა არკადის ოთახიდან გაისმა.
ვასილი ივანოვიჩი სწრაფად შემობრუნდა.
- ააა! მეგობრის ნახვა გინდოდა, მაგრამ დაიგვიანე, amice,39
ჩვენ უკვე ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, ახლა წავიდეთ, დედა
გვეძახის, თანაც მოსალაპარაკებელი მაქვს.

39 მეგობარო (ლათ.).
173 მკითხველთა ლიგა
- რაზე?
- აქ ერთი გლეხია იქტერით ავად...
- ესე იგი სიყვითლით?
- ჰო, ქრონიკული და ძალიან ჯიუტი იქტერით. მე სარო და
კრაზანა გამოვუწერე, სტაფილოს ვაჭმევდი, სოდას ვასმევდი.
მაგრამ ეს ყველაფერი პალიატიური საშუალებებია; უფრო გა-
დამჭრელი რამ არის საჭირო. შენ თუმცა მედიცინას დასცინი,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქმიან რამეს მირჩევ. თუმცა, ამა-
ზე შემდეგ, ახლა კი წავიდეთ, ჩაი დავლიოთ.
ვასილი ივანოვიჩი მკვირცხლად წამოხტა სკამიდან და
„რობერტი“-დან არია წამოიწყო:
„ჩვენთვის წესად, წესად, წესად შემოვიღოთ
მხია-მხია-მხიარული ცხოვრება!“
- შესანიშნავი გამძლეობაა! - ჩაილაპარაკა ბაზაროვმა და
ფანჯარას მოშორდა.
შუადღემ მოაწია. მთლიანი, მოთეთრო ღრუბლების თხელი
ფარდა ვერ იჭერდა მზის მცხუნვარებას. ყოველივე მიჩუმებული-
ყო, მხოლოდ მამლები ეხმიანებოდნენ მხიარულად ერთმანეთს
და ყველას, ვისაც მათი ხმა ესმოდა, უღვიძებდნენ თვლემისა და
მოწყენილობის გრძნობას. სადღაც მაღლა, ხის კენწეროდან ქო-
რის მართვეს დაუდუმარი ჭყივილი მოისმოდა. არკადი და ბაზა-
როვი თივის პატარა ზვინის ჩრდილში იწვნენ; ქვეშ ხმელი, მაგ-
რამ ჯერ კიდევ მწვანე და სურნელოვანი ბალახი დაეგოთ.
- ის ვერხვი, - წამოიწყო ბაზაროვმა, - ჩემს ბავშვობას მაგო-
ნებს. აგურის ფარდულისგან დაჩრდილული ზედ კიდეზე დგას.
მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ორმოსა და ვერხვს განსა-
კუთრებული ჯადო ჰქონდათ. არასოდეს არ მომიწყენია მათ ახ-
ლოს. მაშინ არ მესმოდა, რომ ბავშვი ვიყავი და იმიტომ არ
ვგრძნობდი მოწყენილობას. ჰოდა, ახლა დიდი ვარ, თილისმა
აღარ მოქმედებს.

174 მკითხველთა ლიგა


- აქ სულ რამდენი ხანი გაგიტარებია? - შეეკითხა არკადი.
- მიყოლებით ორი წელი, შემდეგ დროდადრო ჩამოვდიოდი.
მოხეტიალე ცხოვრებას ვეწეოდით, უფრო ქალაქებში დავეხეტე-
ბოდით.
- ეს სახლი დიდი ხანია, რაც დგას?
- დიდი ხანია. ჯერ კიდევ ბაბუაჩემს აუშენებია, დედაჩემის მა-
მას.
- ვინ იყო შენი ბაბუა?
- ეშმაკმა იცის. ვიღაც სეკუნდ-მაიორი. სუვოროვის დროს უმ-
სახურია და სულ ალპებზე გადასვლის ამბებს ჰყვებოდა.
ტყუოდა, ალბათ.
- იმიტომაცაა, სასტუმრო ოთახში სუვოროვის სურათი რომ
გიკიდიათ. მე კი მიყვარს თქვენი სახლის მაგვარი სახლები, ძვე-
ლი და თბილი, სუნიც კი რაღაც თავისებური ტრიალებს.
- ბაზმაკის ზეთისა და შინაური ვარდკაჭაჭას სუნი, - თქვა ბა-
ზაროვმა მთქნარებით. - ან რამდენი ბუზია ამ საყვარელ სახ-
ლებში... პა!.. პა!.. პა!..
- ეს მითხარი, - დაიწყო არკადიმ მცირე დუმილის შემდეგ, -
ბავშვობისას არ გავიწროებდნენ?
- ხომ ხედავ, რანაირი მშობლები მყავს, მკაცრი არ არიან.
- გიყვარს ისინი, ევგენი?
- მიყვარს, არკადი.
- შენ მათ ისე უყვარხარ...
ბაზაროვი ერთხანს დუმდა.
- იცი, რაზე ვფიქრობ? - თქვა მან ბოლოს და ხელები თავქვეშ
ამოიდო.
- არ ვიცი, რაზე?
- მე ვფიქრობ, ჩემი მშობლები ამ ქვეყანაზე არხეინად არიან!
მამაჩემი სამოცი წლისაა და ფუსფუსებს, „პალიატიურ“ სა-
შუალებებზე მსჯელობს, ხალხს მკურნალობს, გლეხების მიმართ

175 მკითხველთა ლიგა


სულგრძელობას იჩენს, - ქეიფობს, ერთი სიტყვით, დროს ატა-
რებს; დედაჩემიც კარგად გრძნობს თავს. მისი დღე იმდენად
სავსეა ყოველგვარი საქმიანობით, ვაითა და ვუით, რომ გონსაც
ვერ მოსულა; მე კი...
- შენ კი?
- მე კი ვფიქრობ, აი, ვწევარ აქ, ზვინის ქვეშ... ვიწრო ადგი-
ლი, რომელიც მე მიჭირავს, რაოდენ მცირეა დანარჩენ სივ-
რცესთან შედარებით, სადაც მე არ ვარ და სადაც ჩემზე არავინ
ფიქრობს; დროის ის მონაკვეთიც, რომელსაც სიცოცხლე მარ-
გუნებს, რაოდენ უმნიშვნელოა მარადისობასთან შეფარდებით,
სადაც მე არ ვყოფილვარ და არც ვიქნები... მაგრამ ამ ატომში,
ამ მათემატიკურ წერტილში სისხლი მიმოიქცევა, ტვინი მუშა-
ობს, მასაც რაღაც სწადია... რა საძაგლობაა! რა მიქარვაა!
- ნება მომეცი შევნიშნო, რომ ის, რასაც შენ ამბობ, საზოგა-
დოდ ყოველ ადამიანს შეეხება...
- მართალი ხარ, - ჩამოართვა სიტყვა ბაზაროვმა, - მე მინდო-
და მეთქვა, რომ ისინი, ესე იგი ჩემი მშობლები, გართული არიან
და არ წუხან საკუთარ არარაობაზე, ამ არარაობის სიმყრალეს
ვერ გრძნობენ... მე კი... მე მხოლოდ მოწყენილობასა და გაბრა-
ზებას ვგრძნობ.
- გაბრაზებას? რატომ გაბრაზებას?
- რატომ? როგორ თუ რატომ? განა დაგავიწყდა?
- ყველაფერი მახსოვს, თუმცა, არა მგონია, რომ გაბრაზების
უფლება გქონდეს. უბედური ხარ, გეთანხმები, მაგრამ...
- ეჰ! ვხედავ, არკადი ნიკოლაევიჩ, შენ სიყვარული ისე გეს-
მის, როგორც ყველა თანამედროვე ახალგაზრდას, ჯი, ჯი, ჯი, უხ-
მობენ ქათამს და, როგორც კი ქათამი მიუახლოვდებათ, კის-
რისტეხით გარბიან! - მე ასეთი არ ვარ... მაგრამ კმარა ამაზე.
რასაც აღარაფერი ეშველება, იმაზე ლაპარაკიც კი სირცხვილია,
- ბაზაროვი გვერდზე გადაბრუნდა, - ოჰო! აი, ყოჩაღი ჭიანჭველა

176 მკითხველთა ლიგა


ცოცხალმკვდარ ბუზს მიათრევს. წაათრიე, ძმაო, წაათრიე! იმას
ნუ უყურებ, რომ გიძალიანდება, ისარგებლე იმით, რომ შენ, რო-
გორც ცხოველს, უფლება გაქვს, შებრალების გრძნობას არ
ცნობდე, შენ ისეთი ხომ არა ხარ, როგორიც ჩვენ, თავებს რომ
ვიმტვრევთ!
- შენ მაინც არ გეთქმის ეგ, ევგენი! როდის იყო, რამეზე თავს
იმტვრევდი?
ბაზაროვმა თავი ასწია.
- მხოლოდ ამით ვამაყობ. თავი არასდროს არაფერზე მიმ-
ტვრევია და ვერც დედაკაცი მომტეხს. ამინ! მორჩა და გათავდა!
ამიერიდან ამის შესახებ ჩემგან სიტყვასაც ვერ გაიგონებ.
მეგობრები ერთხანს იწვნენ და დუმდნენ.
- დიახ, - დაიწყო ბაზაროვმა, - ადამიანი უცნაური არსებაა.
ასე განზე მდგომი შორიდან რომ შეავლებს თვალს იმ ყრუ
ცხოვრებას, რომელსაც აქ ჩვენი „მამები“ ეწევიან, იფიქრებ,
ამას რა სჯობიაო? ჭამე, სვი და იცოდე, რომ სწორ გზას ადგახარ,
უსწორესს და ყველაზე გონივრულს. მაგრამ არ გამოდის - სევდა
მოგინელებს. გინდა ეცოდვილო ადამიანებს, გინდა ლანძღო და
აგინო, მაინც მათში უნდა იტრიალო.
- ისე უნდა მოაწყო ცხოვრება, რომ შენი სიცოცხლის თი-
თოეული წამი მნიშვნელოვანი იყოს, - თქვა არკადიმ ჩაფიქრე-
ბით.
- რა სათქმელია! მნიშვნელოვანი ყალბიც გამოდგება ხოლ-
მე, მაგრამ ტკბილია. უმნიშვნელოსაც შეიძლება შეურიგდეს კა-
ცი... მაგრამ აი, კინკლაობა, ჭინჭყლი... ეს უბედურებაა...
- ადამიანი კინკლაობას არ დაიწებს, თუ თვითონ არ სურს.
- ჰმ... შენ ახლა საპირისპირო გაცვეთილი აზრი გამოთქვი.
- რა? რას გულისხმობ ამაში?
- აი, რას: იმის თქმა, მაგალითად, რომ განათლება სასარგებ-
ლოა, გაცვეთილი აზრი; ხოლო იმის თქმა, რომ განათლება მავ-

177 მკითხველთა ლიგა


ნებელია, საპირისპიროდ გაცვეთილი აზრი იქნება. უკანასკნე-
ლი თითქოს უფრო მოხდენილიცაა, მაგრამ არსებითად ერთი
და იგივეა.
- მაშ, სიმართლე სად არის, რომელ მხარეზე?
- სად არის? გიპასუხებ, როგორც ექო - სად არის?
- შენ დღეს მელანქოლიურად ხარ განწყობილი, ევგენი.
- მართლა? მზემ თუ მომთენთა და არც ამდენი ჟოლოს ჭამა
შეიძლება.
- ასეთ შემთხვევაში ცუდი არ იქნება, თვალი მოვატყუოთ, -
შენიშნა არკადიმ.
- მართლაც. ოღონდ არ მიყურო. ყველა ადამიანის სახე სუ-
ლელურად გამოიყურება ძილში.
- განა შენთვის სულერთი არ არის, შენზე რას ფიქრობენ?
- არ ვიცი, რა გითხრა. ნამდვილი ადამიანი ამისათვის არ უნ-
და წუხდეს; ნამდვილი ადამიანი ის არის, ვისთვისაც ფიქრი ზედ-
მეტია, ვისაც ან უნდა ემორჩილებოდე, ან გძულდეს.
- საკვირველია! მე არავინაც არ მძულს, - ჩაილაპარაკა მცი-
რე დაფიქრების შემდეგ არკადიმ.
- მე კი ბევრი. შენ სათუთი სული გაქვს, ლობიო ხარ, სად შენ
და სად სიძულვილი, სულ კრთები, შენი თავის იმედი არ გაქვს.
- შენ კი, - გააწყვეტინა არკადიმ, - გაქვს შენი თავის იმედი?
დიდი აზრის ხარ შენს თავზე?
ბაზაროვი ერთხანს ჩუმად იყო.
- როდესაც შემხვდება ისეთი კაცი, რომელიც ჩემ წინაშე უკან
არ დაიხევს, - წარმოთქვა მან დინჯად, - მაშინ შევიცვლი აზრს
ჩემს თავზე. სიძულვილი! აი, თუნდაც დღეს, მაგალითად, ჩვენი
მამასახლისის, ფილიპეს ქოხს რომ ჩავუარეთ, შენ თქვი, რა ჩი-
ნებული, თეთრი ქოხიაო, - აი, ამბობდი შენ, რუსეთი სრულყო-
ფილებას მაშინ მიაღწევს, როდესაც უკანასკნელ გლეხს ასეთივე
სადგომი ექნება და ყველა ჩვენგანმა ამას ხელი უნდა შეუწყო-

178 მკითხველთა ლიგა


სო... მე კი შემძაგდა ეს უკანასკნელი გლეხი, ფილიპე თუ სიდო-
რი, რომლის გულისთვის ტყავში უნდა გავძვრე, და რომელიც
მადლობასაც არ მეტყვის. ან კი რაში მჭირდება მის მადლობა?
ვთქვათ, ის თეთრ ქოხში იცხოვრებს, ჩემს საფლავზე კი ძირხვე-
ნა იბიბინებს... ჰოდა, მერე?
- კმარა, ევგენი... დღეს რომ კაცმა ყური გიგდოს, ძალაუნებუ-
რად დაეთანხმება იმათ, ვინც ჩვენ უპრინციპობას გვსაყვედუ-
რობს.
- ისე ლაპარაკობ, როგორც ბიძაშენი. პრინციპები საზოგა-
დოდ არ არსებობს. შენ დღემდე ვერ გაგიგია ეს! არსებობს შეგ-
რძნებები, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.
- ეს როგორ?
- აი, ასე. მაგალითად, მე მხარს ვუჭერ უარყოფით მიმართუ-
ლებას - შეგრძნების ძალით. მე სიამოვნებას მგვრის უარყოფა.
ჩემი ტვინი ასეა მოწყობილი - მორჩა და გათავდა! რატომ მომ-
წონს ქიმია? რატომ გიყვარს შენ ვაშლები? - ესეც შეგრძნების
ძალაა. ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ამას ღრმად ადამიანები
ვერასოდეს ჩასწვდებიან. ყველა არ გეტყვის ამას, და სხვა დროს
იქნებ არც მე გითხრა.
- მაშ, როგორ? პატიოსნებაც შეგრძნებაა?
- რა თქმა უნდა!
- ევგენი! - ნაღვლიანი ხმით დაიწყო არკადიმ.
- ჰო! რაო? არ მოგეწონა? - გააწყვეტინა ბაზაროვმა, - არა,
ძმაო! რაკი ყველაფრის მოცელვა გადაგიწყვეტია, საკუთარ ფე-
ხებსაც ნუ დაინდობ!.. მაგრამ საკმარისად ვიფილოსოფოსეთ.
„ბუნება კაცს ძილის სიჩუმეს ჰგვრის“, - თქვა პუშკინმა.
- არასოდეს ამის მსგავსი არაფერი უთქვამს, - შესძახა არკა-
დიმ.
- შეიძლება არ უთქვამს, მაგრამ როგორც პოეტს, შეეძლო და
უნდოდა ეთქვა. ალბათ, ის სამხედრო სამსახურში იყო.

179 მკითხველთა ლიგა


- პუშკინი არასოდეს სამხედრო პირი არ ყოფილა.
- უკაცრავად, ყოველ გვერდზე უწერია, - ბრძოლისაკენ,
ბრძოლისაკენ! რუსეთის ღირსებისთვისო.
- რა ზღაპრებს იგონებ! ეს ხომ ცილისწამებაა, ბოლოს და ბო-
ლოს.
- ცილისწამებაო? დიდი ამბავი. ნახე, რა სიტყვით დააპირა
ჩემი შეშინება?! რა ცილიც უნდა დასწამო ადამიანს, იგი არსები-
თად ოცჯერ უარესის ღირსია.
- ეჰ, ისევ დაძინება სჯობს! - წყენით ჩაილაპარაკა არკადიმ.
- უდიდესი სიამოვნებით, - მიუგო ბაზაროვმა.
მაგრამ არც ერთს და არც მეორეს ძილი არ ეკარებოდა.
ორივე ახალგაზრდის გული თითქმის მტრულმა გრძნობამ შეიპ-
ყრო. ხუთი წუთის შემდეგ თვალი გაახილეს და უხმოდ გადახე-
დეს ერთმანეთს.
- შეხედე, - თქვა უცებ არკადიმ, - ნეკერჩხალს ხმელი ფოთო-
ლი მოსწყდა და მიწაზე ეშვება; მისი მოძრაობა მთლად პეპლის
გაფრენას ჰგავს. განა უცნაური არ არის? ყველაზე სევდიანი და
მკვდარი ყველაზე მხიარულსა და ცოცხალს ემსგავსება.
- ოჰ, ჩემო მეგობარო, არკადი ნიკოლაევიჩ! - წამოიძახა ბა-
ზაროვმა, - ერთ რამეს გთხოვ, ნუ ლაპარაკობ ლამაზად.
- ვლაპარაკობ, როგორც მეხერხება... რა დესპოტიზმია? აზრი
მომივიდა, რატომ არ უნდა გამოვთქვა?
- კარგი, მაგრამ მე რატომ არ უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი? ჩე-
მი აზრით, ლამაზად ლაპარაკი უზრდელობაა.
- ზრდილობა რაღაა? ლანძღვა-გინება?
- ეჰე! ვხედავ, შენ ნამდვილად ბიძაშენის კვალს გაჰყოლი-
ხარ. როგორ გაიხარებდა ის იდიოტი, შენი სიტყვებისთვის ყური
რომ მოეკრა!
- რა უწოდე პაველ პეტროვიჩს?
- ის ვუწოდე, რაც ეკუთვნოდა - იდიოტი.

180 მკითხველთა ლიგა


- ეს უკვე აუტანელია, ევგენი! - წამოიძახა არკადიმ.
- ოჰო! ნათესაურმა გრძნობამ გაიღვიძა, - ჩაილაპარაკა მშვი-
დად ბაზაროვმა. - დაკვირვებული ვარ, რომ ეს გრძნობა ძვალსა
და რბილში აქვთ ადამიანებს გამჯდარი. ადამიანი ყველაფერზე
უარს იტყვის, ყოველგვარ ცრურწმენაზე ხელს აიღებს, მაგრამ
იმის აღიარება, რომ, მაგალითად, მისი ძმა, რომელიც სხვის
ცხვირსახოცებს იპარავს, ქურდია, - მის ძალ-ღონეს აღემატება.
და მართლაც, - ჩემი ძმა ჩემია, მაგრამ გენიოსი არ არის... ეს შე-
საძლებელია?
- ჩემში სამართლიანობის უბრალო გრძნობამ გაიღვიძა და
არა ნათესაურმა, - ცხარედ შეესიტყვა არკადი. - მაგრამ რადგა-
ნაც შენ ეს არ გესმის, ეს შეგრძნება არ გაგაჩნია, ამიტომ არც
შეგიძლია ამის შესახებ იმსჯელო.
- სხვანაირად რომ ვთქვათ, არკადი კირსანოვი ძალიან მიუწ-
ვდომელია ჩემი გონებისთვის, - ქედს ვიხრი და ვჩუმდები.
- იკმარე, გეთაყვა, ევგენი, თორემ ვიჩხუბებთ, ბოლოს და ბო-
ლოს.
- ეჰ, არკადი! მეცი პატივი, მოდი ერთი კარგად ვიჩხუბოთ, -
დაუნდობლად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.
- მაგრამ თუ ასე მივყევით, იმით დავამთავრებთ...
- რომ დავარტყამთ ერთმანეთს? - ჩამოართვა ბაზაროვმა, -
მერე რა? აქ, თივაზე, ასეთ იდილიურ გარემოში, საზოგადოები-
სა და ადამიანთა თვალისგან შორს - რა უჭირს? მაგრამ შენ რას
დამაკლებ. ახლავე გეცემი ყელში...
ბაზაროვმა თავისი გრძელი და უხეში თითები გაპარჭყა... არ-
კადი შემობრუნდა და თითქოს ხუმრობით წინააღმდეგობის გა-
საწევად მოემზადა, მაგრამ მეგობრის სახე ისეთი გაშმაგებული
ეჩვენა, ისეთი არასახუმარო მუქარა გამოსჭვიოდა მისი ტუჩების
ირიბ ღიმილში, მის ანთებულ თვალებში, რომ უნებლიე სიმხდა-
ლე იგრძნო...

181 მკითხველთა ლიგა


- ეჰე! აი, სად შემძვრალხართ! - გაისმა ამ დროს ვასილი ივა-
ნოვიჩის ხმა და ძველი შტაბ-მკურნალი ახალგაზრდების წინაშე
წარდგა; შინ ნახელავი ტილოს პიჯაკი ეცვა და ჩალის ფარფლე-
ბიანი ქუდი ეხურა, ესეც შინ ნაკეთი. - მე თქვენ გეძებთ, გე-
ძებთ... ეს კია, რომ ადგილი ჩინებული გამოგიძებნიათ და მშვე-
ნიერ საქმიანობასაც ეწევით. „მიწაზე“ წოლა და „ცის“ ცქერა...
იცით, ამაში რაღაც განსაკუთრებული რამაა ჩაქსოვილი!
- მე ცას მაშინ ავხედავ ხოლმე, როცა ცხვირის დაცემინება
მინდა, - ჩაიბურდღუნა ბაზაროვმა, შემდეგ არკადის მიუბრუნდა
და ხმადაბლა დასძინა, - აფსუს, ხელი შეგვიშალა.
- კარგი, კმარა, - ჩასჩურჩულა არკადიმ და მეგობარს მალუ-
ლად ხელი ჩამოართვა, - მაგრამ დიდხანს ვერავითარი მეგობ-
რობა ვერ გაუძლებს ასეთ შეტაკებებს.
- გიყურებთ, ჩემო ნორჩო თანამოსაუბრენო, - ამბობდა ამა-
სობაში ვასილი ივანოვიჩი თავის ქნევით; გადაჯვარედინებული
ხელები თავის ნახელავ, უცნაურად გადაგრეხილ ჯოხზე დააყ-
რდნო, რომელსაც ბუნიკად თურქის ფიგურა ეკეთა, - გიმზერთ
და თქვენი ცქერით ვერ ვძღები. რამდენი ძალაა თქვენში, მოღა-
ღანე ახალგაზრდობა, შესაძლებლობები, რამდენი ტალანტი!
პირდაპირ... კასტორი და პოლუქსი ხართ!
- ნახე, სად ურტყამს? - მითოლოგიას წაეპოტინა! - თქვა ბაზა-
როვმა. - ზედ ეტყობა, რომ თავის დროზე ძლიერი ლათინისტი
იყო! შენ, მგონი, ერთი თხზულებისთვის ვერცხლის მედალიც
მოგანიჭეს, ხომ?
- დიოსკურები, დიოსკურები! - გაიმეორა ვასილი ივანოვიჩმა.
- ოჰ, კმარა, მამაჩემო, ნუ ინაზები.
- ათასში ერთხელ განა არ შეიძლება? - წაიბუტბუტა მოხუცმა.
- ბატონებო, მე თქვენ იმისთვის კი არ მოგძებნეთ, რომ ქათი-
ნაურები გიძღვნათ. ჯერ ერთი, უნდა მოგახსენოთ, რომ მალე ვი-
სადილებთ; მეორეც - შენი გაფრთხილება მინდოდა, ევგენი...

182 მკითხველთა ლიგა


ჭკვიანი კაცი ხარ, ადამიანებს იცნობ, ქალებსაც იცნობ და, მაშა-
სადამე, შეგვინდობ... დედაშენმა შენი ჩამოსვლის გამო პარაკ-
ლისის გადახდა მოისურვა. არ გეგონოს, რომ პარაკლისზე და-
სასწრებად გეძახი, უკვე გათავდა; მაგრამ მამა ალექსი...
- ხუცესი?
- ჰო, მღვდელი; ის ჩვენთან... ისადილებს... ამას არ ველოდი
და არც ვურჩევდი... მაგრამ როგორღაც ასე მოხდა... მან ვერ გა-
მიგო... ჰოდა, არინა ვლასევნაც... ამასთან, ის ძალიან კარგი და
გონიერი ადამიანია.
- ჩემს წილ საჭმელს ხომ არ შემიჭამს? - იკითხა ბაზაროვმა.
ვასილი ივანოვიჩმა გაიცინა.
- რას ამბობ, ევგენი!
- ჰოდა, მე სხვა არა მინდა რა. ნებისმიერ ადამიანთან შემიძ-
ლია სუფრასთან დავჯდე.
ვასილი ივანოვიჩმა ქუდი გაისწორა.
- წინასწარ დარწმუნებული ვიყავი, - განაცხადა მან, - რომ
შენ ყოველგვარ ცრურწმენაზე მაღლა დგახარ. აი, მეც - ხომ მო-
ხუცი ვარ, სამოცდაორი წელი მისრულდება, და მეც კი თავისუ-
ფალი ვარ ცრურწმენებისგან (ვასილი ივანოვიჩი როგორ გაამ-
ხელდა, რომ თვითონ მოისურვა პარაკლისის გადახდა. იგი თა-
ვის ცოლზე არანაკლებ მორწმუნე იყო). მამა ალექსის ძალიან
უნდოდა შენი გაცნობა. ბანქოს თამაშზეც არ ამბობს უარს და...
მაგრამ ეს ჩვენ შორის დარჩეს... ყალიონსაც კი ეწევა.
- ძალიან კარგი! სადილის შემდეგ ბანქოს ჩავუსხდებით და
ტყავს გავაძრობ.
- ხე-ხე-ხე, ვნახოთ! ეგ კიდევ საეჭვოა.
- რაო? ან იქნებ ძველი დრო გინდა გაიხსენო? - თითქოს ხაზ-
გასმით შეეკითხა ბაზაროვი.
ვასილი ივანოვიჩს ბრინჯაოსფერი ღაწვები შეუფაკლდა.

183 მკითხველთა ლიგა


- როგორ არ გრცხვენია, ევგენი... რაც იყო, იყო. მზად ვარ,
ამათ წინაშე ვაღიარო, რომ ახალგაზრდობაში მჭირდა ეს ავი სე-
ნი - დიახ! ჰოდა, ძვირადაც დამიჯდა!.. ახ, როგორ ცხელა. ნება
მომეცით, მეც მოგიჯდეთ. ხელს ხომ არ შეგიშლით?
- სრულიადაც არა, - უპასუხა არკადიმ.
ვასილი ივანოვიჩი ხვნეშით დაეშვა თივაზე.
- თქვენი ახლანდელი სარეცელი, უფალნო ჩემნო, - დაიწყო
მან, - მაგონებს ჩემს მხედრულ ცხოვრებას, ცხოვრებას ბანაკად
ყოფნის დროს; შესახვევ პუნქტებს, აი, ამგვარადვე სადმე ზვინის
ახლოს, და ისიც ღვთის წყალობა იყო ჩვენთვის. - მან ამოიოხ-
რა. - ბევრი რამ გადამხდენია ცხოვრებაში. აი, მაგალითად, თუ
ნებას დამრთავთ, გიამბობთ ბესარაბიაში ჟამიანობის ერთ საინ-
ტერესო ეპიზოდს...
- რისთვისაც ვლადიმირის მედალი მიიღე? - ჩაერია ბაზარო-
ვი. - ვიცით, ვიცით... ჰო, მართლა, რატომ არ ატარებ?
- აკი გითხარი, ცრუ შეხედულებებისგან თავისუფალი ვარ-
მეთქი. - ჩაილუღლუღა ვასილი ივანოვიჩმა (თუმცა სწორედ წი-
ნადღით აარღვია სერთუკზე წითელი ლენტი) და დაიწყო ჭირის
ეპიზოდის ამბავი. - ხედავთ, ჩაეძინა, - წასჩურჩულა უცებ ვასი-
ლი ივანოვიჩმა არკადის, თან ევგენიზე ანიშნა და თვალი გულ-
ღიად ჩაუკრა. - ევგენი! ადექი! - დაუმატა ხმამაღლა, - წავიდეთ,
ვისადილოთ...
მამა ალექსი, თვალადი და მსუქანი, ხშირი, გულდასმით და-
ვარცხნილი თმით, მოქარგული სარტყლით იისფერი აბრეშუმის
ანაფორაზე, ერთობ მოხერხებული და მიხვედრილი ადამიანი
აღმოჩნდა. სასწრაფოდ ხელი გაუწოდა არკადისა და ბაზაროვს,
თითქოს წინასწარ იცოდა, რომ ესენი მის კურთხევას არ საჭი-
როებდნენ; საერთოდ ფრიად ძალდაუტანებლად და თავისუფ-
ლად ეჭირა თავი. თავის ფასიც იცოდა და სხვებსაც ანგარიშს
უწევდა; როცა სიტყვამ მოიტანა, სემინარიის ლათინურსაც დას-

184 მკითხველთა ლიგა


ცინა, თავის მღვდელმთავარსაც გამოესარჩლა; ორი სირჩა ღვი-
ნო დალია, მესამეზე კი უარი თქვა; არკადის სიგარა ჩამოართვა,
მაგრამ არ მოუწევია, თქვა, შინ წავიღებო. მხოლოდ ერთი რამ
ჰქონდა არასასიამოვნო - წამდაუწუმ ხელს ფრთხილად სახის-
კენ გააპარებდა ბუზების დასაჭერად და ზოგჯერ ზედ მიიჭყლეტ-
და ხოლმე. ბანქოს სათამაშო მაგიდას რომ მიუჯდა, ზომიერი
სიამოვნება აღიბეჭდა სახეზე და დაასრულა იმით, რომ ბაზა-
როვს ორი მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი მოუგო ასიგნა-
ციებით. არინა ვლასევნას სახლში ვერცხლით ანგარიშზე წარ-
მოდგენაც არ ჰქონდათ... ის უწინდებურად თავისი ვაჟის ახლოს
იჯდა (ის ბანქოს არ თამაშობდა), უწინდებურად ლოყა მუშტზე
დაეყრდნო და თუ ადგებოდა, მხოლოდ იმისათვის, რომ რამე
ახალი კერძის მოტანა ებრძანებინა. ვერ გაებედა, შვილს
მოალერსებოდა, ისიც არ აგულიანებდა, არ იწვევდა საალერ-
სოდ; თან ვასილი ივანოვიჩმაც ურჩია, მეტისმეტად ნუ „შეაწუხე-
ბო“. „ახალგაზრდები ამის მოყვარულნი არ არიან“, - ჩასჩიჩი-
ნებდა თავის ცოლს (თქმა აღარ უნდა, როგორი სადილი იქნებო-
და იმ დღეს, რადგან თვით ტიმოფეიჩი აფრინეს განთიადისას
საგანგებო ჩერკასული ძროხის ხორცის მოსატანად; მამასახლი-
სი თავდიდა თევზების, ჩიქვებისა და კიბოებისთვის სხვა მხარეს
გაეშურა; მარტო სოკოებში დედაკაცებს სპილენძის ფულით 42
კაპიკი ჩაუთვალეს); არინა ვლასევნა თვალმოუშორებლად შეს-
ცქეროდა შვილს, მაგრამ მისი თვალები არა მარტო ერთგულე-
ბასა და დედურ სინაზეს გამოხატავდნენ; მათში გამოსჭვიოდა
ცნობისმოყვარეობასა და შიშთან ნარევი სევდაც და მოკრძალე-
ბული საყვედურიც.
თუმც ბაზაროვს იმის თავი არ ჰქონდა გაერკვია, სახელდობრ
რას გამოხატავდა დედის თვალები; იშვიათად თუ მიმართავდა
მას და ისიც - მოკლე შეკითხვებით. ერთხელ „იღბლისთვის“ ხე-

185 მკითხველთა ლიგა


ლი დამადეო, სთხოვა; დედამ თავისი რბილი ხელი ბაზაროვის
უხეშსა და ფართო ხელისგულს წყნარად დაადო.
- რაო, - ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ, - არ გიშველა?
- უარესად მიდის საქმე, - დაუდევარი ღიმილით მიუგო ბაზა-
როვმა.
- ზედმეტ რისკზე მიდის, - თითქოს გულისტკივილით ჩაურთო
მამა ალექსიმ და თავის ლამაზ წვერზე ხელი ჩამოისვა.
- ნაპოლეონისებური წესია, მამაო, ნაპოლეონისებური, - ჩა-
მოართვა სიტყვა ვასილი ივანოვიჩმა და ტუზს ჩავიდა.
- ამანვე მიიყვანა იგი წმ. ელენეს კუნძულამდე, - წარმოთქვა
მამა ალექსიმ და ტუზი თულფით გაჭრა.
- მოცხარის წყალს ხომ არ დალევ, ენიუშეჩკა? - ჰკითხა არი-
ნა ვლასევნამ.
ბაზაროვმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
- არა! - ეუბნებოდა იგი მეორე დღეს არკადის, - ხვალვე წა-
ვალ აქედან. მომეწყინა; მუშაობა მინდა, აქ კი ეს შეუძლებელია.
ისევ თქვენთან წამოვალ სოფელში; ყველა ჩემი პრეპარატი ხომ
იქ დავტოვე. თქვენთან, სხვა თუ არა, ჩაიკეტები მაინც. აქ კი მა-
მაჩემი ჩამჩიჩინებს, ჩემი კაბინეტი შენს განკარგულებაშია -
ხელს არავინ შეგიშლისო, თვითონ კი ერთ წუთითაც არ მშორ-
დება. თან სინდისიც არ მაძლევს ნებას, კარი ჩავუკეტო, ახლა
კიდევ დედაჩემი. მესმის, როგორ ოხრავს კედელს იქით, მივალ
და სათქმელი კი არა მაქვს-რა.
- გულს ტკენ, - თქვა არკადიმ, - მამაშენსაც.
- მე აქ კიდევ მოვბრუნდები.
- როდის?
- აი, როცა პეტერბურგისკენ გავეშურები.
- დედაშენი განსაკუთრებით მებრალება.
- ვითომ რატომ? კენკრით ხომ არ გაამა ასე?
არკადიმ თვალები დახარა.

186 მკითხველთა ლიგა


- შენ დედაშენს არ იცნობ, ევგენი. ის არა მარტო ჩინებული
ქალია, ფრიად ჭკვიანიცაა, მერწმუნე. ამ დილით მთელი ნახევა-
რი საათი მესაუბრა და ისე საქმიანად, საინტერესოდ.
- ალბათ, სულ ჩემზე ლაპარაკობდა, არა?
- მხოლოდ შენზე არ გვილაპარაკია.
- შეიძლება შენ, როგორც გარეშე პირი, უკეთ ხედავ. თუ
ქალს შეუძლია ნახევარი საათი საუბრით შეგიქციოს, - ეს უკვე
კარგი ნიშანია. მე კი მაინც წავალ.
- გაგიძნელდება ამ ამბის მათთან გამხელა. ისინი სულ იმაზე
მსჯელობენ, ორი კვირის შემდეგ რა ვაკეთოთო.
- გამიძნელდება. რა ეშმაკად გავაღიზიანე დღეს მამაჩემი, ამ
დღებში ერთი თავისი მეღალე გლეხი გააროზგვინა თურმე და
ძალიან კარგიც უქნია; ჰო, ჰო, რას მომაშტერდი ასეთი შეშინე-
ბული? ძალიან კარგი უქნია იმიტომ, რომ ის გლეხი უსაშველო
ქურდი და ლოთია; ოღონდ მამაჩემი არ მოელოდა, რომ მე ამას
გავიგებდი. ძალიან შერცხვა. ახლა კიდევ, ამის გარდა, უნდა
ვაწყენინო... არაფერია! გაივლის, დაავიწყდება.
ბაზაროვმა თქვა, არაფერიაო, მაგრამ მთელი დღე გავიდა,
სანამ ის ვასილი ივანოვიჩისთვის თავისი განზრახვის გამჟღავ-
ნებას გაბედავდა. ბოლოს, დამშვიდობების დროს, კაბინეტში
უგულოდ დაამთქნარა და მამას გადაულაპარაკა:
- მართლა... კინაღამ დამავიწყდა მეთქვა... უბრძანე, ხვალ
ჩვენი ცხენები ფედოტთან გაგზავნონ სამარქაფოდ.
ვასილი ივანოვიჩი განცვიფრდა.
- განა ბ-ნი კირსანოვი ჩვენგან მიდის?
- ჰო, და მეც მასთან ერთად მივდივარ!
ვასილი ივანოვიჩს გული გადაუქანდა.
- შენც მიდიხარ?
- ჰო... მჭირდება. გაეცი, გეთაყვა, განკარგულება ცხენების
შესახებ.

187 მკითხველთა ლიგა


- კარგი... - ალუღლუღდა მოხუცი, - სამარქაფოდ... კარგი...
მხოლოდ... მხოლოდ... ეს როგორ?
- ცოტა ხნით უნდა წავიდე. შემდეგ კვლავ დავბრუნდები.
- ჰო! ცოტა ხნით... კარგი. - ვასილი ივანოვიჩმა ცხვირსახოცი
ამოიღო და ცხვირის მოხოცვის დროს თითქმის იატაკამდე და-
ღუნა თავი. - რა გაეწყობა? ეს... ყველაფერი იქნება. მეგონა, შენ
ჩვენთან... მეტხანს. სამი დღე... ეს, ეს სამი წლის შემდეგ ცოტაა,
ცოტაა, ევგენი!
- ხომ გეუბნები, მალე ჩამოვალ-მეთქი. ახლა კი ჩემთვის
აუცილებელია.
- აუცილებელია... რა გაეწყობა? უწინარეს ყოვლისა, შენი მო-
ვალეობა უნდა შეასრულო... მაშ, გავგზავნო ცხენები? კარგი. მე
და არინა, ცხადია, ამას არ მოველოდით. აგერ ყვავილები
სთხოვა მეზობელ ქალს, შენი ოთახი უნდა მოერთო (ვასილი
ივანოვიჩს კრინტიც აღარ დაუძრავს იმის შესახებ, რომ თვითო-
ნაც ყოველ დილას, გათენებისას, შიშველ ფეხებს ფოსტლებში
წაჰყოფდა და ერთი სჯა-ბაასი ჰქონდა ტიმოფეიჩთან; არც იმაზე,
რომ მთრთოლარე თითებით ხან ერთ დახეულ ასიგნაციას ამო-
აძვრენდა, ხან მეორეს და სხვადასხვა რამის ყიდვას ავალებდა,
განსაკუთრებით კი სურსათ-სანოვაგესა და წითელ ღვინოს, რო-
მელიც, როგორც ჩანდა, ახალგაზრდებს ფრიად გაუტკბათ),
მთავარია თავისუფლება; ეს ჩემი წესია... ადამიანი არ უნდა შეზ-
ღუდო... არ...
უცებ ხმა გაიკმინდა და კარს მიაშურა.
- მამა, მერწმუნე, მალე ვნახავთ ერთმანეთს.
მაგრამ ვასილი ივანოვიჩი არც კი მობრუნებულა, ისე ჩაიქ-
ნია ხელი და გავიდა. თავის საწოლ ოთახში რომ შევიდა, ცოლი
უკვე ლოგინში იწვა და ეძინა; ვასილი ივანოვიჩი ლოცვას შეუდ-
გა, მაგრამ ჩურჩულით, რათა ცოლი არ გაეღვიძებინა. მოხუც
ქალს მაინც გაეღვიძა.

188 მკითხველთა ლიგა


- შენა ხარ, ვასილ ივანოვიჩ? - იკითხა მან.
- მე ვარ, ბატონო!
- ენიუშასთან იყავი? იცი, რა გითხრა, ვშიშობ, ვაითუ დივანზე
ცუდად სძინავს? ანფისუშკას ვუბრძანე, მისთვის შენი სამგზავრო
ლეიბი და ახალი ბალიშები დაეგო; ჩვენს ბუმბულს მივცემდი,
მაგრამ მახსოვს, რბილად წოლა არ უყვარს.
- არა უშავს, გეთაყვა, ნუ წუხხარ. კარგად სძინავს. უფალო,
შეგვინდე ცოდვილთ, - განაგრძო ხმადაბლა ლოცვა. ვასილი
ივანოვიჩს შეებრალა თავისი დედაბერი და იმ ღამით აღარ გა-
უმხილა, რა მწუხარებაც ელოდა ხვალ.
მეორე დღეს ბაზაროვი და არკადი გაემგზავრნენ. დილიდან-
ვე მთელი სახლი დანაღვლიანდა; ანფისუშკას ჭურჭელი ხელი-
დან უვარდებოდა; ფედკაც კი საგონებელში ჩავარდნილიყო,
რაც იმით დასრულდა, რომ ჩექმა გაიძრო. ვასილი ივანოვიჩიც
უფრო ძალიან ცმუკავდა და ფუსფუსებდა, ვიდრე ოდესმე, ეტყო-
ბოდა, გულს იმაგრებდა, ლაპარაკობდა ხმამაღლა, ფეხებს აბა-
კუნებდა; მაგრამ სახე ჩამოუგრძელდა და შვილს თვალს არი-
დებდა. არინა ვლასევნა ჩუმად ტიროდა. ის მთლად დაიბნა და
მწუხარებაც თავს წაართმევდა, ქმარი დილაადრიან თავს რომ
არ დასდგომოდა და მთელი ორი საათი არ ეჩიჩინა და ეხვეწა.
ხოლო როდესაც ბაზაროვმა, არაერთგზის დაპირების შემდეგ,
მალე დავბრუნდებიო, ძლივს დააღწია თავი მათ ხვევნასა და
ალერსს და ეტლში ჩაჯდა; როდესაც ცხენებმა გაქუსლეს, ზანზა-
ლაკები აჟღრიალდნენ და ბორბლები ატრიალდნენ; როდესაც
ყოველივე თვალს მიეფარა და მტვერიც დაცხრა, ტიმოფეიჩიც,
სულ მთლად წელში მოხრილი, ბარბაცით წაჩანჩალდა თავისი
ქოხმახისკენ; მოხუცები მარტო დარჩნენ თავიანთ თითქოს
მოულოდნელად დაპატარავებულ და დაჩაჩანაკებულ სახლში.
ვასილი ივანოვიჩი, რამდენიმე წამის წინ პარმაღიდან ცხვირსა-
ხოცს ყოჩაღად რომ უქნევდა მიმავალთ, სკამზე დაეცა და თავი

189 მკითხველთა ლიგა


მწარედ ჩაჰკიდა. „მიგვატოვა, მიგვატოვა“, - ლუღლუღებდა იგი,
- „მიგვატოვა, მოეწყინა ჩვენთან. ახლა მარტო ვარ მთელ ქვეყა-
ნაზე, როგორც შიშველი თითი“, - გაიმეორა მან რამდენჯერმე
და ყოველ სიტყვაზე საჩვენებელ თითს წინ იშვერდა. მას არინა
ვლასევნა მიეახლა. თავისი ჭაღარა თავი მის ჭაღარა თავს
მიადო და უთხრა, „რას იზამ, ვასია! შვილი მოკვეთილი ნაწი-
ლია. შევარდენივით - სურს, მოფრინდება, სურს, გაფრინდება;
მე და შენ კი ერთად ვსხედვართ, როგორც მანჭკორა ფუღუროზე
- და ადგილიდან არ ვიძვრით. მხოლოდ მე დავრჩები შენთვის
საუკუნოდ უცვლელი ისევე, როგორც შენ ჩემთვის“.
ვასილი ივანოვიჩმა სახიდან ხელები მოიშორა და ისე მაგ-
რად ჩაიკრა გულში ცოლი, თავისი მეგობარი, რომ ასე ახალ-
გაზრდობაშიც არ მოხვევია. ცოლმა ანუგეშა იგი ამ მწუხარების
ჟამს.

190 მკითხველთა ლიგა


XXII
ჩვენმა მეგობრებმა უხმოდ იარეს, სანამ ფედოტამდე მიაღ-
წევდნენ, მხოლოდ თითო-ოროლა უმნიშვნელო სიტყვას თუ ეტ-
ყოდნენ ერთმანეთს. ბაზაროვი არც ისე კმაყოფილი იყო თავისი
თავით. არკადი ბაზაროვით იყო უკმაყოფილო. თან ისეთი უმი-
ზეზო სევდა შემოაწვა, რასაც მხოლოდ მეტისმეტად ახალგაზ-
რდა ადამიანი განიცდის ხოლმე. მეეტლემ ცხენები გამოცვალა,
კოფოზე წამოსკუპდა და ჰკითხა, მარჯვნივ თუ მარცხნივო?
არკადი შეკრთა. მარჯვნივ გზა ქალაქისკენ მიდიოდა, იქიდან
კი შინ; მარცხნივ - ოდინცოვასკენ.
არკადიმ ბაზაროვს შეხედა.
- ევგენი, - ჰკითხა მან. - მარცხნივ?
ბაზაროვმა პირი მიიბრუნა.
- ეს რა სისულელეა? - წაილუღლუღა მან.
- ვიცი, რომ სისულელეა, - უპასუხა არკადიმ, - მაგრამ რა ბე-
დენაა? განა პირველია ჩვენთვის?
ბაზაროვმა კარტუზი ჩამოიფხატა.
- როგორც გინდა, - ჩაილაპარაკა ბოლოს.
- მარცხნივ წადი! - დაუყვირა არკადიმ.
ტარანტასი ნიკოლსკოესკენ გაექანა, მაგრამ რაკი სისულე-
ლის ჩადენა გადაწყვიტეს, მეგობრებს წინანდელზე უფრო
დაებათ ენა, გაჯავრებულებიც კი ჩანდნენ.
იმის მიხედვით, თუ როგორ შეხვდა მათ ოდინცოვას სახლის
პარმაღზე უფროსი მსახური, მეგობრები უნდა მიმხვდარიყვნენ,
რომ უგუნურად მოიქცნენ, როცა გონებაში უცებ მომწიფებულ
ფანტაზიას აჰყვნენ. ცხადი იყო, მათ არავინ ელოდა. კარგა ხანს
მოუწიათ სასტუმრო ოთახში ყურყუტმა, მათ სახეებზე კი ამ
დროს საკმაოდ სულელური გამომეტყველება აღბეჭდილიყო.
ბოლოს, როგორც იქნა, ოდინცოვაც შემოვიდა. ორივეს
191 მკითხველთა ლიგა
ჩვეულებრივი თავაზიანობით მიესალმა, მაგრამ გაიკვირვა მა-
თი ასე ჩქარა დაბრუნება და, რამდენადაც მისი მიხრა-მოხრისა
და საუბრის აუჩქარებლობიდან ჩანდა, დიდად არ გახარებია მა-
თი მოსვლა. არკადიმ და ბაზაროვმა უშურველად მოახსენეს,
მხოლოდ გზად გამოვიარეთ და ოთხი საათის შემდეგ ქალაქს
მივემგზავრებითო. „აა!“ - მხოლოდ ეს თქვა ოდინცოვამ და არ-
კადის სთხოვა, მამამისისთვის მისგან სალამი გადაეცა. მერე
დეიდამისი დაიბარა. თავადის ქალი მოვიდა. ნამძინარევი იყო,
რაც კიდევ უფრო ავ გამომეტყველებას აძლევდა მის დანაოჭე-
ბულსა და მობერებულ სახეს. კატია უქეიფოდ გრძნობდა თავს,
თავისი ოთახიდან არ გამოსულა. არკადიმ უცებ იგრძნო, რომ
კატიას ნახვაც ისევე სწყუროდა, როგორც ანა სერგეევნასი. ოთ-
ხი საათი უმნიშვნელო ლაპარაკში გაილია. ანა სერგეევნას ერ-
თხელაც არ გაუღიმია. მხოლოდ გამოთხოვებისას თითქოს
კვლავ იელვა მასში გულითადობამ.
- ახლა რაღაც ნაღველი დამჩემდა, - თქვა მან, - მაგრამ ნუ მი-
აქცევთ ამას ყურადღებას და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ შე-
მოიარეთ, ამას ორივეს გეუბნებით.
როგორც ბაზაროვმა, ისე არკადიმ უხმოდ დახარეს თავი; ეტ-
ლში ჩასხდნენ და მერე არსად არ გაჩერებულან, ისე გასწიეს ში-
ნისკენ, მარიინოში, სადაც მეორე დღეს, საღამოს, მშვიდობით
ჩააღწიეს. მთელი გზა არც ერთს და არც მეორეს ოდინცოვას სა-
ხელიც კი არ უხსენებიათ; განსაკუთრებით ბაზაროვს, კრინტიც
არ დაუძრავს და რაღაც გამძვინვარებული დაძაბულობით სულ
განზე იცქირებოდა.
მარიინოში მათ არაჩვეულებრივი სიხარულით შეხვდნენ.
შვილის ხანგრძლივ არყოფნას უკვე შეეწუხებინა ნიკოლაი პეტ-
როვიჩი. როცა ფენიჩკა გაბრწყინებული თვალებით ოთახში შე-
იჭრა და „ახალგაზრდა ბატონის“ ჩამოსვლა აცნობა, მან შეჰყვი-
რა, ფეხები აათამაშა და დივანზე შეხტა. პაველ პეტროვიჩმაც სა-

192 მკითხველთა ლიგა


სიამოვნო მღელვარება იგრძნო და მოწყალე ღიმილით ხელი
გაუწოდა დაბრუნებულ მოგზაურთ. მერე საუბარი გაუბა, გამო-
კითხვა დაუწყო; უფრო არკადი ლაპარაკობდა, განსაკუთრებით
ვახშამზე, რომელიც შუაღამეს გადასცილდა. ნიკოლაი პეტრო-
ვიჩმა მოსკოვიდან ახლახან ჩამოტანილი რამდენიმე ბოთლი
პორტერი მოატანინა და თვითონაც ისე შეთვრა, რომ ლოყები
ჟოლოსფერად დაებრაწა და წამდაუწუმ იცინოდა თითქოს ბავ-
შვური, თითქოს ნერვული სიცილით. საერთო აღფრთოვანება
მსახურთაც გადაედოთ. დუნიაშა გაბრუებულივით წინ და უკან
დარბოდა და წამდაუწუმ კარს აჯახუნებდა; პეტრეც ღამის სამ
საათამდე სულ „ვალს-კაზაკს“ უბარტყუნებდა გიტარაზე. გულ-
საკლავად და საამურად ჟღერდნენ სიმები უმოძრაო ჰაერში,
მაგრამ ამ განათლებულ კამერდინერს პირველი ფიორატურის
მეტი არ გამოსდიოდა, ბუნებას არ მიენიჭებინა მისთვის არც მუ-
სიკალური და არც რამ სხვა ნიჭი.
ამასთან, მარიინოში არც ისე ლამაზად წაეწყო ცხოვრება და
საწყალ ნიკოლაი პეტროვიჩს დიდი ჯაფა ადგა. ზრუნვა ფერმაზე,
- უაზრო და უსიხარულო საზრუნავი - დღითი დღე იზრდებოდა.
დაქირავებულ მუშებთან დაკავშირებული დავიდარაბა აუტანე-
ლი ხდებოდა. ერთნი ანგარიშის გასწორებას ან ხელფასის მო-
მატებას ითხოვდნენ, მეორენი სამუშაოს ტოვებდნენ და ბესაც
თან გაიყოლებდნენ ხოლმე; ცხენები ჭირიანდებოდნენ; აკაზმუ-
ლობა ისე ქრებოდა და ფუჭდებოდა, თითქოს ცეცხლზე იწვისო;
სამუშაო დაუდევრად სრულდებოდა; მოსკოვიდან გამოწერილი
სალეწი მანქანა სიმძიმის გამო უვარგისი გამოდგა; მეორე კი-
დევ თავიდანვე გააფუჭეს; ნახევარი ბაკი გადაიწვა იმის გამო,
რომ ბრმა შინაყმა დედაბერი ქარიან ამინდში მუგუზლით შევი-
და შიგნით, უნდოდა თავისი ძროხისთვის შემოეკმია... თუმცა
იგივე დედაბერი ირწმუნებოდა, ეს სულ იმის ბრალია, რომ ბა-
ტონმა რაღაც გაუგონარი ყველისა და რძის სხვა ნაწარმის შე-

193 მკითხველთა ლიგა


მოღება აიკვიატაო. მოურავი მოულოდნელად გაზარმაცდა და
სისქეც მოემატა, როგორც ყოველ რუს ადამიანს ემართება, რო-
ცა „არხეინ ლუკმას“ მიაგნებს ხოლმე. როგორც კი ნიკოლაი
პეტროვიჩს შორიდან თვალს მოჰკრავდა, ვითომ რა თავგამო-
დებული ვარო, გაქცეულ ბიჭს ნაფოტს მიაყოლებდა ან ნახევ-
რად ტიტლიკანა ბიჭს დაუცაცხანებდა ხოლმე; უფრო კი სულ
ეძინა. ღალაზე გადაყვანილ გლეხებს ფული ვადაზე არ შემოჰ-
ქონდათ, ტყეს იპარავდნენ; თითქმის ყოველღამე დარაჯები
იჭერდნენ და ზოგჯერ ბრძოლითაც ართმევდნენ გლეხებს „ფერ-
მის“ მინდვრებზე გაშვებულ ცხენებს. ნიკოლაი პეტროვიჩმა ზა-
რალისთვის ფულადი ჯარიმაც დააწესა, მაგრამ საქმე ჩვეულებ-
რივ იმით მთავრდებოდა, რომ ცხენი ერთ ან ორ დღეს ბატონის
საკვებზე იყო და მერე ისევ პატრონს უბრუნდებოდა. ამასთან
ერთად, გლეხებმა ერთმანეთში ჩხუბი და აყალმაყალი ატეხეს.
ძმები გაყოფას მოითხოვდნენ, მათი ცოლები ერთ სახლში ვე-
ღარ თავსდებოდნენ; უცებ ჩხუბი რომ ატყდებოდა, მთელი კუთ-
ხე ფეხზე დგებოდა; ყველანი კანტორის პარმაღს მიაწყდებოდ-
ნენ, ბატონისკენ მიიწევდნენ, ხშირად თავგატეხილნი და
მთვრალნიც, და მოითხოვდნენ განსჯა-გასამართლებას. შეიქ-
მნებოდა ერთი ხმაური, ზრიალი, დედაკაცების წივილ-კივილი,
მამაკაცების გინება. ნიკოლაი პეტროვიჩი იძულებული იყო, მო-
ესმინა ორივე მხარისთვის, ხმის ჩახლეჩამდე ეყვირა და ეღ-
რიალა, თუმცა წინასწარვე იცოდა, რომ სწორი გადაწყვეტილე-
ბის მიღება მაინც არ მოხერხდებოდა. მოსამკელად მუშახელი
აკლდა. ერთმა მეზობელმა, მდაბალმა აზნაურმა, ძალიან კე-
თილსახიერმა კაცმა ითავა - მომკელებს მე მოგიყვან ორ მანე-
თად დესეტინაზეო და ყოვლად უსინდისოდ კი მოატყუა. საკუთა-
რი დედაკაცები გაუგონარ ხელფასს მოითხოვდნენ. ამასობაში
ყანაში ხორბალი ჩაიშალა, იქ თიბვას ვერ მოერივნენ, აქ სამე-

194 მკითხველთა ლიგა


ურნეო საბჭო იმუქრებოდა - პროცენტები დაუყოვნებლივ და
უნარჩენოდ გადაიხადეთო.
- აღარ შემიძლია! - არაერთხელ სასოწარკვეთილებით აღ-
მოხდენია ნიკოლაი პეტროვიჩს. - ხელი ვიხმარო - შეუძლებე-
ლია, ბოქაულს დავუძახო - პრინციპები ნებას არ მაძლევს, და
თუ სასჯელის არ ეშინიათ, ვერაფერს გახდები!
- Du calme, du calme,40 - ეტყოდა ხოლმე ამაზე პაველ პეტ-
როვიჩი, თვითონ კი ღიღინებდა, იღუშებოდა და ულვაშს იწიწ-
კნიდა.
ბაზაროვს ამ „კინკლაობისგან“ თავი შორს ეჭირა, და მას,
როგორც სტუმარს, არც შეეფერებოდა სხვის საქმეებში ჩარევა.
მარიინოში ჩამოსვლის მეორე დღიდანვე ხელი მიჰყო თავის ბა-
ყაყებს, ინფუზორიებს, ქიმიურ ხსნარებს და მთელ დროს ამას
ანდომებდა. არკადიმ, პირიქით, თავის მოვალეობად ჩათვალა,
რომ თუ ვერას დაეხმარებოდა მამას, ყოველ შემთხვევაში, ისე
მაინც მოეჩვენებინა თავი, თითქოს დასახმარებლად მზად იყო.
მამის სიტყვებს მოთმინებით უსმენდა და ერთხელ რაღაც ურჩია
კიდეც, მაგრამ არა იმისთვის, რომ გამოეყენებინათ, არამედ
საჩვენებლად - აქაოდა, მეც ვმონაწილეობო. მამულის მოვლა-
პატრონობა არ ეჯავრებოდა, სიამოვნებითაც კი ოცნებობდა აგ-
რონომიულ მოღვაწეობაზე, მაგრამ იმ დროს სხვა აზრები უტ-
რიალებდა თავში. არკადი (მას თვითონაც უკვირდა ეს) განუწ-
ყვეტლივ ნიკოლსკოეზე ფიქრობდა; უწინ რომ ვინმეს ეთქვა -
ოდესმე შეიძლება ბაზაროვთანაც მოგეწყინოს ერთ ჭერქვეშ და
ისიც - მშობლიურ ჭერქვეშო, მხოლოდ მხრებს აიჩეჩდა. ახლა
კი მას მართლა მოეწყინა და გული გარეთ მიუწევდა. გადაწყვი-
ტა, დაღლამდე ესეირნა, მაგრამ არც ამან უშველა. ერთხელ მა-

40 სიმშვიდე, სიმშვიდე (ფრ.).

195 მკითხველთა ლიგა


მასთან საუბრისას გამოარკვია, რომ ნიკოლაი პეტროვიჩს რამ-
დენიმე საკმაოდ საინტერესო წერილი ჰქონია, რომლებიც
ოდესღაც ოდინცოვას დედას მოუწერია მისი განსვენებული მე-
უღლისთვის. არკადი არ მოეშვა, სანამ ეს წერილები არ დას-
ტყუა. ამისთვის ნიკოლაი პეტროვიჩი იძულებული გახდა, ოცი
სხვადასხვა ყუთი და სკივრი გადაექექა. როგორც კი ეს ნახევ-
რად დამპალი ფარატინები ხელთ მოიგდო, არკადი თითქოს
დამშვიდდა, თითქოს მიზანი დაინახა, საითაც უნდა ილტვოდეს.
„ამას თქვენ ორივეს გეუბნებით, - განუწყვეტლივ ჩურჩულებდა
იგი, - ხომ თავად გვითხრა ანა სერგეევნამ. წავალ, წავალ, ეშ-
მაკმა წაიღოს!“ მაგრამ მოაგონდა უკანასკნელი მისვლა, ცივი
მიღება და წინანდელი უხერხულობა და სიმხდალე იგრძნო. ბო-
ლოს ახალგაზრდობის „ეგების“-მა, ბედნიერების განცდისა და
დამოუკიდებლად, ყოველგვარი მფარველობის გარეშე, საკუთა-
რი ძალ-ღონის გამოცდის სურვილმა დასძლია. მარიინოში დაბ-
რუნების შემდეგ ათი დღეც არ გასულა, რომ საკვირაო სკოლე-
ბის მექანიზმის შესწავლის საბაბით, ისევ ქალაქისკენ გაეშურა
და იქიდან ნიკოლსკოეში გადაუხვია. მეეტლეს წამდაუწუმ აჩქა-
რებდა და ისე მიქროდა, როგორც ახალგაზრდა ოფიცერი ბრძო-
ლის ველზე, კიდეც ეშინოდა, კიდეც უხაროდა და მოუთმენლო-
ბაც ახრჩობდა. „მთავარია, არ ვიფიქრო“, - არწმუნებდა თავის
თავს. ცქაფი მეეტლე შეხვდა, თითოეული სამიკიტნოს წინ ჩერ-
დებოდა და თან დააყოლებდა, „ვყლურწოთ?“ ან „ხომ არ
ვყლურწოთ?“ და რაკი ყლურწავდა, ცხენებს აღარ ზოგავდა. აი,
ბოლოს ნაცნობი სახლის მაღალი სახურავიც გამოჩნდა... „რას
ვშვრები?“ - გაუელვა უცებ გონებაში არკადის. „მაგრამ ხომ
აღარ დავბრუნდები?“ ცხენები მწყობრად მიქროდნენ; მეეტლე
კიჟინით, სტვენით მიაქროლებდა. აი, ხიდიც არახუნდა ცხენების
ფლოქვებსა და ეტლის ბორბლებქვეშ, აი, გაკრეჭილი ნაძვების
ხეივანიც ახლოვდებოდა... - მუქ სიმწვანეში გაიელვა ქალის

196 მკითხველთა ლიგა


ვარდისფერმა კაბამ, ქოლგის მსუბუქი ფოჩის ქვეშ ახალგაზრდა
სახემ გამოანათა... არკადიმ იცნო კატია და ქალმაც იცნო. არკა-
დიმ გაქანებული ცხენები გააჩერებინა, ეტლიდან გადმოხტა და
კატიასთან მივიდა. „ეს თქვენა ხართ!“ - უთხრა ყმაწვილმა ქალ-
მა და ნელ-ნელა ერთიანად წამოეგზნო, - „ჩემს დასთან მივი-
დეთ, აქ არის, ბაღში, ესიამოვნება თქვენი ნახვა“.
კატიამ არკადი ბაღში შეიყვანა. ამ ყმაწვილ ქალთან შეხვედ-
რა არკადის ბედნიერების განსაკუთრებულ ნიშნად ეჩვენა; კატი-
ას დანახვა ისე გაუხარდა, როგორც ძალიან ახლობლის ნახვა.
ყველაფერი ისე ჩინებულად მოეწყო, - არც უფროსი მსახური,
არც მოხსენება. ბილიკის მოსახვევზე ანა სერგეევნას მოჰკრა
თვალი. ზურგით იდგა. ფეხის ხმა რომ გაიგონა, წყნარად მოტ-
რიალდა.
არკადი შეკრთა, მაგრამ ოდინცოვას პირველივე სიტყვებმა
მაშინვე დააწყნარა. „სალამი, ლტოლვილო!“ - უთხრა მან თავი-
სი მშვიდი, ალერსიანი ხმით და მის შესახვედრად წამოვიდა,
თან იღიმებოდა და მზისა და ქარისგან თვალებს ჭუტავდა:
- სად წააწყდი, კატია?
- ანა სერგეევნა, მე თქვენ, - დაიწყო მან, - ისეთი რამ ჩამოგი-
ტანეთ, რასაც თქვენ სრულებით არ ელოდით...
- თქვენ თქვენი თავი მოიყვანეთ; ეს ყველაფერზე უკეთესია.

197 მკითხველთა ლიგა


XXIII
ბაზაროვმა დამცინავი შებრალებით გააცილა არკადი და აგ-
რძნობინა, რომ მშვენივრად იცოდა მისი გამგზავრების ნამდვი-
ლი მიზანი. ამის შემდეგ სრულიად განმარტოვდა, მუშაობის
ციებ-ცხელება აუტყდა. პაველ პეტროვიჩს უკვე აღარ ეკამათე-
ბოდა, მით უფრო, რომ იგი ბაზაროვის წინაშე მეტისმეტად არის-
ტოკრატულ სახეს მიიღებდა ხოლმე და თავის აზრს ბგერებით
უფრო გამოთქვამდა, ვიდრე სიტყვებით. მხოლოდ ერთხელ
დააპირა ნიჰილისტთან შებმა იმ დროისთვის მოდურ საკითხზე -
ოსტზეის თავად-აზნაურთა უფლებების შესახებ, მაგრამ უცებ გა-
ჩუმდა და გულგრილი თავაზიანობით ჩაილაპარაკა, - „თუმცა
ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუგებთ; მე, ყოველ შემთხვევაში, არა
მაქვს პატივი, თქვენი მესმოდეს“.
- ოღონდაც! - წამოიძახა ბაზაროვმა. - ადამიანს ყველაფერი
შეუძლია გაიგოს - თუ როგორ თრთის ეთერი, მზეზე რა ხდება;
მაგრამ მეორე ადამიანი რატომ იხოცავს ცხვირს სხვანაირად და
არა ისე, როგორც თვითონ, - ამის გაგება მას არ ძალუძს.
- რა, ეს ვითომ გონებამახვილობაა? - ჩაილაპარაკა პაველ
პეტროვიჩმა და გაშორდა.
ზოგჯერ მაინც სთხოვდა ხოლმე ნებართვას, ბაზაროვის
ცდებს დასწრებოდა, და ერთხელ თავისი სურნელოვანი და ჩი-
ნებულად დაბანილი სახე მიკროსკოპთანაც კი მიიტანა, რომ
დაენახა, თუ როგორ ყლაპავდა მწვანე ცახეს გამჭვირვალე ინ-
ფუზორია და რა ფუსფუსით ინელებდა მას ყელში მოთავსებული
ძალიან ცქვიტი ორგანოების საშუალებით. გაცილებით ხშირად
მოდიოდა ბაზაროვთან ნიკოლაი პეტროვიჩი. მეურნეობის
ზრუნვა-დავიდარაბა ხელს უშლიდა, თორემ ყოველდღე ივლი-
და, როგორც თვითონ ამბობდა, „სასწავლებლად“. ნიკოლაი
პეტროვიჩი არ აწუხებდა ახალგაზრდა ბუნებისმეტყველს, მიჯ-
198 მკითხველთა ლიგა
დებოდა სადმე ოთახის კუთხეში და ყურადღებით შესცქეროდა.
იშვიათად თუ მისცემდა თავს ნებას, რამე შეეკითხა. სადილზე ან
ვახშამზე ცდილობდა, სიტყვა ჩამოეგდო ფიზიკაზე, გეოლოგიაზე
ან ქიმიაზე, რადგან ყველა დანარჩენ საგანს, სამეურნეოსაც კი,
პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, შეეძლო შეჯახება თუ არა,
ურთიერთუკმაყოფილება მაინც გამოეწვია. ნიკოლაი პეტროვი-
ჩი ამჩნევდა, რომ მისი ძმის სიძულვილი ბაზაროვისადმი სრუ-
ლიად არ შენელებულა. ბევრ სხვა შემთხვევათა შორის უმნიშ-
ვნელო შემთხვევამაც დაადასტურა ეს. აქა-იქ მარიინოს მიდა-
მოებში ქოლერა გაჩნდა და ორი კაცი მარიინოდანაც კი იმ-
სხვერპლა. ღამით პაველ პეტროვიჩს საკმაოდ ძლიერი შეტევა
ჰქონდა. დილამდე იწვალა, მაგრამ ბაზაროვისთვის არ მიუმარ-
თავს - და მეორე დღეს რომ შეხვდა, ბაზაროვის შეკითხვაზე, -
რატომ არ შემატყობინეთო? ჯერ კიდევ ფერმიხდილმა, მაგრამ
უკვე საუცხოოდ დავარცხნილმა და გაპარსულმა მიუგო, - „რო-
გორც მაგონდება, თქვენ აკი ამბობდით - მედიცინა არ მწამსო?“.
ასე ილეოდა დღეები, ბაზაროვი მუშაობდა ჯიუტად, პირქუშად...
ამავე დროს ნიკოლაი პეტროვიჩის სახლში იყო ერთი არსება,
რომელთანაც ბაზაროვი თითქოს გულს აყოლებდა და ხალისით
მასლაათობდა... ეს არსება ფენიჩკა გახლდათ.
ბაზაროვი ფენიჩკას მეტწილად დილაადრიან ხვდებოდა ბაღ-
ში ან ეზოში. ქალის ოთახში არ შედიოდა, და ფენიჩკაც სულ ერ-
თხელ მიუახლოვდა მის კარს, რათა ეკითხა - მიტია დავბანო თუ
არაო? ფენიჩკას მისი არათუ არ ეშინოდა, ენდობოდა და უფრო
თავისუფლად და მოურიდებლადაც ეჭირა მასთან თავი, ვიდრე
თვით ნიკოლაი პეტროვიჩთან. ძნელია თქმა, რატომ ხდებოდა
ეს. შეიძლება იმიტომ, რომ ფენიჩკა შეუცნობლად გრძნობდა,
რომ ბაზაროვში არაფერი იყო თავადური, არაფერი მაღალფარ-
დოვანი, რაც კიდეც იზიდავს და კიდეც აშინებს ადამიანს. ფენიჩ-
კას თვალში იგი ჩინებული ექიმი იყო და უბრალო ადამიანიც.

199 მკითხველთა ლიგა


იგი ისე შინაურულად გრძნობდა მასთან თავს, რომ მისი თან-
დასწრებით ბავშვს უვლიდა, და ერთხელ, როცა მოულოდნე-
ლად თავბრუ დაესხა და თავი ასტკივდა - მისი ხელით მიწოდე-
ბული წამალიც დალია. ნიკოლაი პეტროვიჩის თვალწინ თით-
ქოს ერიდებოდა ბაზაროვს. ამას ცბიერებით კი არ სჩადიოდა,
არამედ რაღაც რიგიანობის გრძნობით. ხოლო ასეთ დროს პა-
ველ პეტროვიჩის უფრო ეშინოდა, ვიდრე ოდესმე. ეს კაცი ერთი
ხანია, ფენიჩკას თვალყურს ადევნებდა. თითქოს მიწიდან ამოძ-
ვრაო, მოულოდნელად გაჩნდებოდა ხოლმე ფენიჩკას ზურგს
უკან. მოევლინებოდა თავის სიუტში გამოწყობილი, უმოძრაო
მოთვალთვალე სახით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. - „თითქოს
ცივი წყალი გადამასხესო“, - შესჩიოდა ფენიჩკა დუნიაშას, ის კი
პასუხად მხოლოდ ოხრავდა და მეორე „გულქვა“ ადამიანზე
ფიქრობდა. ბაზაროვმა თვითონაც არ იცოდა, რომ დუნიაშას სუ-
ლის სასტიკი ტირანი გამხდარიყო.
ფენიჩკას მოსწონდა ბაზაროვი; ვაჟსაც მოსწონდა იგი. სახეც
კი შეეცვლებოდა ხოლმე, როცა ქალს ესაუბრებოდა, ამ დროს
ბაზაროვის სახეზე აღიბეჭდებოდა ნათელი, თითქმის კეთილი
გამომეტყველება და მის ჩვეულ დაუდევრობაში რაღაც ხუმარა
ყურადღებაც იყო ჩაქსოვილი. ფენიჩკა დღითი დღე მშვენდებო-
და და ლამაზდებოდა. არის ხოლმე ახალგაზრდა ქალის ცხოვ-
რებაში ისეთი ხანა, როდესაც იგი უეცრად იწყებს აყვავებასა და
გაფურჩქვნას, როგორც ზაფხულის ვარდი. ფენიჩკასათვისაც
დადგა ასეთი ხანა, ამას ყველაფერი ხელს უწყობდა, ივლისის
მაშინდელი პაპანაქებაც კი. თეთრ, მსუბუქ კაბაში იგი უფრო
თეთრი და მსუბუქი ჩანდა. მზე არ ეკიდებოდა, ხოლო სიცხე,
რომლისგან თავი ვერსად შეეფარებინა, ოდნავ უფერადებდა
ლოყებსა და ყურებს, წყნარი სიზანტით უმსჭვალავდა მთელ სხე-
ულს, მთვლემარე ბინდად ჩაწოლილიყო მის ლამაზ თვალებში;
მუშაობა თითქმის არ შეეძლო; ხელები სულ მუხლებზე ეწყო.

200 მკითხველთა ლიგა


ძლივს დადიოდა და წარამარა ოხრავდა და ჩიოდა. ისე უღო-
ნოდ, რომ ეს ღიმილს მოჰგვრიდა ადამიანს.
- უფრო ხშირად უნდა ბანაობდე, - ეუბნებოდა ნიკოლაი პეტ-
როვიჩი. მან ტილოგადაფარებული დიდი საბანაო გამართა იმ
გუბურასთან, რომელიც ჯერ სავსებით არ დამშრალიყო.
- ოჰ, ნიკოლაი პეტროვიჩ! ვიდრე გუბურამდე მიაღწევ, სული
ამოგძვრება, უკან წამოხვალ და - სული ამოგძვრება. ბაღში ხომ
ჩრდილი არ არის.
- ჩრდილი არ არის, ეგ მართალია, - ამბობდა ნიკოლაი პეტ-
როვიჩი და წარბებს მოისრესდა.
ერთხელ, დილის შვიდი საათისთვის, სეირნობიდან მობრუ-
ნებული ბაზაროვი იასამნის უკვე დამჭკნარ, მაგრამ ჯერ კიდევ
ხშირსა და მწვანე ტალავერში ფენიჩკას გადააწყდა. ფენიჩკა
მერხზე იჯდა, თავზე ჩვეულებისამებრ თეთრი თავსაფარი წაეკ-
რა; მის ახლოს ჯერ კიდევ ნამიანი, წითელი და თეთრი ვარდე-
ბის მთელი კონა იდო. ბაზაროვი მიესალმა.
- აა! ევგენი ვასილიჩ! - ჩაილაპარაკა ქალმა და თავსაფრის
კიდე ოდნავ ასწია, რომ მისთვის შეეხედა, რა დროსაც ხელი
იდაყვამდე გაუშიშვლდა.
- აქ რას აკეთებთ? - ჰკითხა ბაზაროვმა და მის ახლოს ჩამოჯ-
და. - თაიგულს კრავთ?
- დიახ, სუფრისთვის, საუზმეზე. ნიკოლაი პეტროვიჩს უყვარს.
- მაგრამ საუზმემდე ჯერ შორსაა. ეს რამდენი ყვავილია!
- ახლა დავკრიფე, თორემ შემდეგ დაცხება და გარეთ გამოს-
ვლა შეუძლებელი გახდება. მხოლოდ ახლა თუ შეიძლება სუნ-
თქვა. ძალიან დამასუსტა ამ სიცხემ. ვშიშობ, ავად არ გავხდე.
- ეს რა ფანტაზიაა! მომეცით თქვენი მაჯა. - ბაზაროვმა აიღო
მისი ხელი, მოძებნა თანაბრად მფეთქავი ძარღვი, მაგრამ არც
კი დაუთვლია. - ას წელიწადს იცოცხლებთ, - უთხრა და ხელი შე-
უშვა.

201 მკითხველთა ლიგა


- აჰ, ღმერთმა დამიფაროს! - წამოიძახა ფენიჩკამ.
- რაო? განა არ გინდათ დიდხანს იცოცხლოთ?
- ასი წელიწადი! ჩვენ ბებია გვყავდა ოთხმოცდახუთი წლისა,
უნდა გენახათ, რა წამებული იყო. ჩაშავებული, დაყრუებული,
კუზიანი, სულ ახველებდა; თავი ჰქონდა მობეზრებული. ეს რაღა
სიცოცხლეა!
- მაშ, ახალგაზრდობა სჯობია?
- მაშ, არა...
- მერე რითი, რითი სჯობია? ერთი მითხარით!
- როგორ თუ რითი? აი, მე ახლა ახალგაზრდა ვარ, ყველაფ-
რის გაკეთება შემიძლია, - კიდევაც წავალ, კიდევაც მოვალ, კი-
დევაც მოვიტან, არც არავის თხოვნა მჭირდება... ამას რა ჯობია?
- აი, ჩემთვის კი სულერთია, ახალგაზრდა ვარ თუ მოხუცი.
- როგორ თუ სულერთია? შეუძლებელია, რასაც თქვენ ამ-
ბობთ.
- თვითონ განსაჯეთ, ფედოსია ნიკოლაევნა, რად მინდა ჩემი
ახალგაზრდობა? მარტოხელა კაცი ვარ, ეული...
- ეს თქვენზეა დამოკიდებული.
- საქმეც ის არის, რომ ჩემზე არ არის დამოკიდებული! ნეტავი
ვინმე მაინც შემიბრალებდეს.
ფენიჩკამ თვალი ცერად შეავლო, მაგრამ არაფერი უთხრა.
- ეს რა წიგნი გაქვთ? - ჰკითხა ქალმა ცოტა ხნის შემდეგ.
- ესა? ეს მეცნიერული წიგნია, თავსამტვრევი.
- თქვენ რა, სულ სწავლობთ? ნუთუ არ მოგწყინდათ? თქვენ,
ალბათ, ისედაც ყველაფერი იცით.
- ჩანს, ყველაფერი არ ვიცი. აბა, სცადეთ ერთი, ცოტა
წაიკითხეთ.
- მე მანდ ვერაფერსაც ვერ გავიგებ. რუსული წიგნია? - ჰკით-
ხა ფენიჩკამ და მძიმე წიგნი ორივე ხელით ჩამოართვა. - რა სქე-
ლია!

202 მკითხველთა ლიგა


- რუსულია.
- სულერთია, ვერაფერს გავიგებ.
- განა მიტომ გეუბნებით, რომ გაიგოთ, მინდა გიცქიროთ,
როცა კითხვას დაიწყებთ. როცა კითხულობთ, თქვენი ცხვირის
წვერი ისე მომხიბვლელად მოძრაობს.
ფენიჩკას ხელთ მოხვდა სტატია „კრეოზიტის“ შესახებ და შე-
უდგა კითხვას ხმადაბლა, მაგრამ გაეცინა და წიგნი დააგდო...
წიგნი მერხიდან მიწაზე გადაცურდა.
- მე ისიც მიყვარს, როცა იცინოთ, - თქვა ბაზაროვმა.
- გეყოფათ!
- მიყვარს თქვენი ლაპარაკი, თითქოს რუ მორაკრაკებსო.
ფენიჩკამ თავი გვერდზე მიიბრუნა.
- რანაირი ხართ! - ჩაილაპარაკა მან, თან ყვავილებში თი-
თებს ათამაშებდა. - ან რა მოსასმენი მე ვარ? თქვენ ისეთ ჭკვიან
მანდილოსნებთან გქონიათ საუბარი.
- ეჰ, ფედოსია ნიკოლაევნა! მერწმუნეთ, მთელი ქვეყნის ყვე-
ლა ჭკვიანი მანდილოსანი თქვენს პაწია იდაყვადაც არ ღირს.
- კარგი ერთი, რას ბრძანებთ! - ჩაიჩურჩულა ფენიჩკამ და ხე-
ლები დამალა.
ბაზაროვმა წიგნი აიღო.
- ეს სამკურნალო წიგნია, რატომ გადააგდეთ?
- სამკურნალო? - გაიმეორა ფენიჩკამ და მისკენ მიტრიალდა.
- იცით, რა? თქვენ რომ წვეთები მომეცით, გახსოვთ? მას აქეთ
მიტიას ისე კარგად სძინავს! აღარც ვიცი, მადლობა რით გადა-
გიხადოთ, ისეთი კეთილი ხართ.
- მართალი რომ ითქვას, მკურნალებს გასამრჯელო უნდა
მისცენ, - შენიშნა ბაზაროვმა და ჩაიცინა. - მკურნალები, მოგეხ-
სენებათ, ანგარებიანი ხალხია.
ფენიჩკამ თვალები მიაპყრო. მისი სახის ზედა ნაწილს თავ-
საფრის თეთრი ანარეკლი ეცემოდა; ამის გამო თვალები უფრო

203 მკითხველთა ლიგა


მუქი უჩანდა. ქალი ვერ მიმხვდარიყო, ხუმრობდა თუ არა ეს კა-
ცი.
- თუ გნებავთ, ჩვენ სიამოვნებით... ნიკოლაი პეტროვიჩს უნ-
და ვკითხო...
- თქვენ რა გგონიათ, მე ფული მინდა? - გააწყვეტინა ბაზა-
როვმა. - არა, მე თქვენგან ფული არ მინდა.
- მაშ, რა? - თქვა ფენიჩკამ.
- რა? - გაიმეორა ბაზაროვმა. - აბა, გამოიცანით?
- მე რომელი გამომცნობი ვარ!
- მაშინ მე გეტყვით, მე მინდა... ერთი ამ ვარდთაგანი.
ფენიჩკას ისევ გაეცინა და იმდენად სასაცილოდ მოეჩვენა ბა-
ზაროვის სურვილი, რომ ხელებიც კი აიქნია. იცინოდა, ამავე
დროს ფრიად ნასიამოვნებიც ჩანდა. ბაზაროვი დაჟინებით უმ-
ზერდა.
- ინებეთ, ინებეთ, - თქვა ბოლოს ფენიჩკამ, მერხისკენ დაიხა-
რა და ვარდების გადარჩევა დაიწყო. - რომელი გნებავთ, წითე-
ლი თუ თეთრი?
- წითელი, და ძალიან დიდი ნუ იქნება.
ფენიჩკამ თავი ასწია.
- აი, აიღეთ, - უთხრა მან, მაგრამ მყისვე ხელი უკან წაიღო,
ტუჩები მოიკვნიტა, ტალავერის შემოსასვლელს შეხედა, მერე
ყური მიუგდო.
- რა იყო? - ჰკითხა ბაზაროვმა. - ნიკოლაი პეტროვიჩია?
- არა... ის ყანაშია წასული... და მე მისი არც მეშინია... მაგ-
რამ პაველ პეტროვიჩი... მომეჩვენა...
- რა?
- მომეჩვენა, თითქოს აქ დადის. არა... არავინ არ ყოფილა.
აიღეთ. - ფენიჩკამ ვარდი ბაზაროვს მისცა.
- რატომ გეშინიათ პაველ პეტროვიჩის?

204 მკითხველთა ლიგა


- სულ მაშინებს. არ მელაპარაკება, მაგრამ ისე უცნაურად
მიცქერს. თქვენც ხომ არ გიყვართ იგი. გახსოვთ, უწინ სულ ეკა-
მათებოდით. მე არც კი ვიცი, რაზე იყო კამათი, მაგრამ ვხედავ-
დი, რომ თქვენ მას ასეც ატრიალებდით და ისეც...
ფენიჩკამ ხელებით აჩვენა, მისი აზრით, როგორ ატრიალებ-
და ბაზაროვი პაველ პეტროვიჩს.
ბაზაროვს გაეღიმა.
- რომ დავემარცხებინე, - იკითხა მან, - გამომესარჩლებო-
დით?
- მე რომელი მოსარჩლე ვარ? მაგრამ არა, თქვენ ვერავინ
მოგერევათ.
- ასე გგონიათ? მე კი ისეთი ხელი ვიცი, რომელიც, თუ მოინ-
დომა, ერთი თითის შეხებით წამაქცევს.
- რა ხელია ასეთი?
- თქვენ ვითომ არ იცით? უყნოსეთ, რა კარგი სუნი აქვს
თქვენს მოცემულ ვარდს. - ფენიჩკამ კისერი წაიგრძელა და სახე
ყვავილს მიუახლოვა... თავსაფარი თავიდან მხრებზე ჩა-
მოუცურდა; გამოუჩნდა შავი, ბრწყინვალე, ოდნავ გაწეწილი
თმის რბილი მასა.
- მოითმინეთ, თქვენთან ერთად მინდა დავყნოსო, - ჩაილაპა-
რაკა ბაზაროვმა, დაიხარა და მაგრად აკოცა ოდნავ გაპობილ
ტუჩებში.
ფენიჩკა შეკრთა, ორივე ხელით მის მკერდს მიებჯინა, მაგ-
რამ ისე სუსტად, რომ ვაჟმა მოახერხა, განეახლებინა და განეგ-
რძო კოცნა.
იასამნების უკან მშრალი ხველა გაისმა. ფენიჩკა იმწამსვე
მერხის მეორე ბოლოსკენ გაჩოჩდა. გამოჩნდა პაველ პეტროვი-
ჩი, მათ ოდნავ თავი დაუკრა, ღვარძლიანი ჭმუნვარებით ჩაილა-
პარაკა, თქვენ აქ ყოფილხართო, - და წავიდა. ფენიჩკამ მაშინვე
აკრიფა ვარდები და ტალავრიდან გავიდა. „ცოდვას სჩადიხართ,

205 მკითხველთა ლიგა


ევგენი ვასილიჩ“, - წასჩურჩულა მან წასვლისას. მის ჩურჩულში
წრფელი საყვედური ისმოდა.
ბაზაროვს მოაგონდა მეორე, ამას წინათ მომხდარი სცენა,
შერცხვა, ზიზღი და წყენა იგრძნო. მაგრამ მაშინვე თავი გადაიქ-
ნია, ირონიულად მიულოცა თავის თავს „სელადონთა რიცხვში
ფორმალური მოხვედრა“ და თავისი ოთახისკენ გაემართა.
პაველ პეტროვიჩი კი ბაღს გასცილდა და ნელი ნაბიჯით ტყემ-
დე მივიდა. იქ კარგა ხანს დაყო და როდესაც საუზმისთვის მობ-
რუნდა, ნიკოლაი პეტროვიჩმა მზრუნველობით ჰკითხა, ავად
ხომ არ ხარო, იმდენად მოქუფროდა სახე.
- ხომ იცი, ზოგჯერ ნაღვლის ტკივილი მომივლის ხოლმე, -
მშვიდად მიუგო პაველ პეტროვიჩმა.

206 მკითხველთა ლიგა


XXIV
ორი საათის შემდეგ იგი ბაზაროვის კარზე აკაკუნებდა.
- ბოდიშს ვიხდი, რომ ხელს გიშლით თქვენს მეცნიერულ მუ-
შაობაში, - დაიწყო მან, ფანჯარასთან სკამზე ჩამოჯდა და ორივე
ხელით დაეყრდნო ლამაზ ჯოხს, რომელსაც ძვლის ბუნიკი ჰქონ-
და (ჩვეულებრივად, ჯოხს არ ატარებდა), - მაგრამ იძულებული
ვარ გთხოვოთ, ხუთი წუთი მაჩუქოთ... არა უმეტეს ხუთი წუთისა.
- მთელი ჩემი დრო თქვენს განკარგულებაშია, - მიუგო ბაზა-
როვმა. სახეზე რაღაცამ გადაურბინა, როგორც კი პაველ პეტ-
როვიჩმა კარის ზღურბლს გადმოაბიჯა.
- ხუთი წუთიც მეყოფა. მოვედი, რათა ერთი კითხვა დაგის-
ვათ.
- კითხვა რის შესახებ?
- აი, ინებეთ და მომისმინეთ. ჩემი ძმის სახლში, როცა ჯერ კი-
დევ სიამოვნებით ვსაუბრობდით თქვენთან, შემთხვევა მქონდა,
მომესმინა თქვენი აზრი ბევრ საგანზე, მაგრამ რამდენადაც მახ-
სოვს, არც ჩვენ შორის, არც ჩემი თანდასწრებით არასოდეს სიტ-
ყვაც არ თქმულა ორთაბრძოლის, დუელის შესახებ. ნება მიბო-
ძეთ გავიგო, როგორია თქვენი აზრი ამ საგანზე?
ბაზაროვი, რომელიც ის იყო, პაველ პეტროვიჩის შესახვედ-
რად წამოიწია, მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და ხელები გულზე გა-
დაიჭდო.
- აი, ჩემი აზრი, - თქვა მან, - თეორიული თვალსაზრისით,
დუელი უაზრობაა, ხოლო პრაქტიკული თვალსაზრისით - ეს
სხვა საქმეა.
- ესე იგი, თქვენ გსურთ თქვათ, თუ სწორად გავიგე თქვენი
ნათქვამი, რომ როგორიც უნდა იყოს თქვენი თეორიული შეხე-
დულება დუელზე, პრაქტიკულად არავის მისცემთ თქვენი თავის
შეურაცხყოფის ნებას და უთუოდ დაკმაყოფილებას მოსთხოვთ.
207 მკითხველთა ლიგა
- თქვენ სავსებით გამოიცანით ჩემი აზრი.
- ძალიან კარგი. ფრიად სასიამოვნოა ამის მოსმენა, თქვენმა
სიტყვებმა გაურკვეველი მდგომარეობიდან გამომიყვანა.
- თქვენ გსურთ თქვათ - გაუბედაობიდან.
- ეს სულერთია; მე ისე ვლაპარაკობ, რომ გასაგები იყოს;
მე... სემინარიის ვირთხა არ გახლავართ. თქვენი სიტყვები ზო-
გიერთი სამწუხარო აუცილებლობისგან მათავისუფლებენ. მე
გადავწყვიტე, დუელში გამოგიწვიოთ.
ბაზაროვმა თვალები დააჭყიტა.
- მე?
- უეჭველად თქვენ.
- კარგი და, რისთვის? გამაგებინეთ.
- შემეძლო ამეხსნა თქვენთვის მიზეზი, - დაიწყო პაველ პეტ-
როვიჩმა. - მაგრამ გაჩუმებას ვამჯობინებ. ჩემი გემოვნებით,
თქვენ აქ ზედმეტი ბრძანდებით; მე თქვენ მძაგხართ, მე თქვენ
მეზიზღებით, და თუ ეს თქვენთვის საკმარისი არ არის...
პაველ პეტროვიჩის თვალებმა ცეცხლი დაკვესა... იელვა ბა-
ზაროვის თვალებმაც.
- ძალიან კარგი, - ჩაილაპარაკა მან. - მეტი ახსნა-განმარტება
ზედმეტია. თქვენ გაგიჩნდათ ფანტაზია, თქვენი რაინდული რიხი
ჩემზე გამოსცადოთ. შემეძლო თქვენთვის ამ სიამოვნებაზე უარი
მეთქვა, მაგრამ... დაე, ასე იყოს!
- ამით ფრიად დამავალებთ, - მიუგო პაველ პეტროვიჩმა, -
ახლა შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ ჩემს გამოწვევას მიიღებთ
და არ დამჭირდება, იძულებით ზომებს მივმართო.
- ანუ, თუ ალეგორიებს თავს დავანებებთ, მაგ ჯოხს? - გულ-
გრილად შენიშნა ბაზაროვმა. - ეს დიახაც სამართლიანია. სრუ-
ლიად არ გჭირდებათ შეურაცხყოფა მომაყენოთ. თანაც ეს არ-
ცთუ ისე უხიფათოა. შეგიძლიათ ჯენტლმენად დარჩეთ... თქვენს
გამოწვევას ასევე ჯენტლმენურად ვიღებ.

208 მკითხველთა ლიგა


- საუცხოოა, - მიუგო პაველ პეტროვიჩმა და საყრდენი ჯოხი
კუთხეში მიაყუდა. - ჩვენ ახლა ორიოდე სიტყვას ვიტყვით ჩვენი
დუელის პირობების შესახებ; მაგრამ ჯერ მინდოდა გამეგო,
თვლით თუ არა საჭიროდ, მიგვემართა უსიამოვნების მცი-
რეოდენი ფორმალობისთვის, რომელიც ჩემი გამოწვევის საბა-
ბად გამოდგებოდა?
- არა, ჯობს ფორმალობის გარეშე.
- მეც ასე ვფიქრობ. უადგილოდ მიმაჩნია აგრეთვე ჩვენი შე-
ტაკების ნამდვილ მიზეზში ჩაწვდომა. ჩვენ ერთმანეთი გვძაგს.
სხვა რაღაა საჭირო?
- სხვა რაღაა საჭირო? - ირონიულად გაიმეორა ბაზაროვმა.
- რაც შეეხება ორთაბრძოლის პირობებს, ჩვენ სეკუნდანტები
არ გვეყოლება, ან საიდან უნდა გვყავდეს?
- სწორედ, სიადან უნდა გვყავდეს?
- ამიტომ, მაქვს პატივი, შემოგთავაზოთ შემდეგი, ვიჩხუბოთ
ხვალ ადრე, ვთქვათ ექვს საათზე, ჭალის გადაღმა, დამბაჩებით;
ბარიერი ათ ნაბიჯზე...
- ათ ნაბიჯზე? ესე იგი, ჩვენ ამ მანძილზე გვძულს ერთმანეთი.
- შეიძლება რვაც, - შენიშნა პაველ პეტროვიჩმა.
- შეიძლება, რატომაც არა!
- ვისვრით ორჯერ; ყოველ შემთხვევისთვის, თითოეულმა ჯი-
ბეში ბარათი ჩავიდოთ, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ მისი
სიკვდილი მისივე ბრალია.
- აი, ამაში მთლიანად ვერ დაგეთანხმებით, - წარმოთქვა ბა-
ზაროვმა. - რაღაც ფრანგული რომანის ყაიდაზეა, როგორღაც
დამაჯერებელი არ არის.
- შეიძლება. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ მკვლელობაში ეჭ-
ვმიტანილის მდგომარეობა სასიამოვნო არ არის.

209 მკითხველთა ლიგა


- გეთანხმებით, მაგრამ არის საშუალება ამ ეჭვის თავიდან
ასაცილებლად, სეკუნდანტები არ გვეყოლება, მაგრამ შეიძლება
გვყავდეს მოწმე.
- ვინ, სახელდობრ, ნება მიბოძეთ გავიგო?
- პეტრე.
- რომელი პეტრე?
- თქვენი ძმის კამერდინერი. ის თანამედროვე განათლების
სიმაღლეზე მდგომი ადამიანია და თავის როლს ისე შეასრუ-
ლებს, როგორც ასეთ შემთხვევას შეეფერება. სავსებით კომილ-
ფო.41
- თქვენ მგონი ხუმრობთ, მოწყალეო ხელმწიფევ.
- სრულებითაც არა. ჩემი წინადადება აწონ-დაწონეთ და
დარწმუნდებით, რომ ის აღსავსეა საღი აზრითა და სისადავით.
შუბი ხალთაში არ დაიმალება, ხოლო პეტრეს სათანადოდ მომ-
ზადებას და შეტაკების ადგილზე მოყვანას მე ვკისრულობ.
- თქვენ ისევ ხუმრობთ, - წარმოთქვა პაველ პეტროვიჩმა,
თან სკამიდან წამოდგა. - მაგრამ რაკი თავაზიანი მზადყოფნა
გამოიჩინეთ, უფლება არა მაქვს, თქვენი სამდურავი ვიქონიო.
ამრიგად, ყველაფერი მოგვარებულია... მართლა, დამბაჩები
გაქვთ?
- დამბაჩები საიდან მექნება, პაველ პეტროვიჩ? მე მეომარი
არ ვარ.
- ამ შემთხვევაში ჩემს დამბაჩებს გთავაზობთ. შეგიძლიათ
დარწმუნებული იყოთ, რომ ხუთი წელია, ამ დამბაჩებიდან არ
გამისვრია.
- ფრიად სანუგეშო ამბავია.
პაველ პეტროვიჩმა თავისი ჯოხი ხელში აიღო...

41 მართებულად (ფრ.).

210 მკითხველთა ლიგა


- ამის შემდეგ, მოწყალეო ხელმწიფევ, ისღა დამრჩენია, მხო-
ლოდ მადლობა მოგახსენოთ და საშუალება მოგცეთ, თქვენს
სამუშაოს დაუბრუნდეთ. მაქვს პატივი, გამოგეთხოვოთ.
- სასიამოვნო შეხვედრამდე, ჩემო მოწყალეო ხელმწიფევ, -
მიუგო ბაზაროვმა და სტუმარი გააცილა.
პაველ პეტროვიჩი გავიდა, ბაზაროვი კი ერთხანს იდგა კარ-
თან და უცებ წამოიძახა: „ფუი! დალახვროს ღმერთმა! რა ლამა-
ზი და რა სულელურია! ეჰ, რა კომედია გავითამაშეთ! გაწვრთნი-
ლი ძაღლები ასე უკანა ფეხებზე ცეკვავენ. უარის თქმა კი შეუძ-
ლებელი იყო; ერთიც ვნახოთ და შემოეკრა... მაშინ (ამის გაფიქ-
რებაზე ბაზაროვი გაფითრდა, მთელი მისი სიამაყე ყალყზე დად-
გა)... მაშინ ხომ კატის კნუტივით უნდა დამეხრჩო“. ბაზაროვი
თავის მიკროსკოპს დაუბრუნდა, მაგრამ გული საგულეში აღარ
ჰქონდა და სიმშვიდე, რომელიც დაკვირვებისათვის აუცილებე-
ლია, გაუქრა. „მაგან დღეს თვალი შეგვასწრო, - ფიქრობდა ბა-
ზაროვი, - მაგრამ ნუთუ ასე ძმას გამოესარჩლა? ან რა დიდი ამ-
ბავია ერთი კოცნა? აქ რაღაც სხვა უნდა იყოს. ვაჰ! თვითონ ხომ
არ არის შეყვარებული? რასაკვირველია, შეყვარებულია; ეს
დღესავით ნათელია, დახე, როგორ ჩაიხლართა საქმე!.. ცუდი
ამბავია! - გადაწყვიტა ბოლოს, - რა მხრივაც უნდა მიუდგე, ცუ-
დია. ჯერ ერთი, ტყვიას შუბლი უნდა შევუშვირო და ყველა შემ-
თხვევაში, აქედან წასვლა მომიწევს; ახლა კიდევ არკადი... თა-
ნაც ეს ჭიამაია ნიკოლაი პეტროვიჩი, ცუდი ამბავია, ცუდი“.
დღე რაღაც განსაკუთრებით მშვიდად და მოდუნებულად
მიიწურა. ფენიჩკა თითქოს ქვეყანაზე არც ყოფილა; იჯდა თავის
ოთახში, როგორც თაგუნა სოროში. ნიკოლაი პეტროვიჩს შეწუ-
ხებული სახე ჰქონდა. თურმე ხორბალს, რომელსაც განსაკუთ-
რებით საიმედოდ თვლიდა, მახრა გაუჩნდა. პაველ პეტროვიჩის
გამყინავი თავაზიანობა ყველას სულს უხუთავდა, პროკოფიჩსაც
კი. ბაზაროვმა მამასთან წერილის მიწერა დააპირა, მაგრამ და-

211 მკითხველთა ლიგა


ხია და მაგიდის ქვეშ შეყარა. „თუ მოვკვდი, - გაიფიქრა მან, -
გაიგებენ; მაგრამ არა, მე არ მოვკვდები. კიდევ კარგა ხანს ვი-
ბოგინებ ამ ქვეყანაზე“. პეტრეს უბრძანა - ხვალ დილას გარიჟ-
რაჟზე მოდი, ფრიად საჭირო საქმე მაქვსო. პეტრემ წარმოიდგი-
ნა, ნამდვილად პეტერბურგს მივყავარო. ბაზაროვი გვიან დაწვა
და მთელი ღამე აბნეული სიზმრები აწუხებდა... ოდინცოვა
ტრიალებდა მის წინ, ამავე დროს, იგი ვითომ მისი დედაც იყო.
ოდინცოვას შავულვაშიანი კატა დასდევდა და ეს კატა ფენიჩკა
იყო; პაველ პეტროვიჩი კი დიდ ტყედ მოეჩვენა, რომელთანაც
მაინც უნდა ებრძოლა. პეტრემ ოთხ საათზე გააღვიძა. ბაზაროვ-
მა ჩაიცვა და მასთან ერთად გარეთ გავიდა.
დილა იყო მშვენიერი, გრილი. მკრთალ ლაჟვარდზე პატარა,
ჭრელი ღრუბლების ღუნღულა ქულები უძრავად იდგა; ფოთ-
ლებსა და ბალახზე წვრილი ნამი მიმობნეულიყო და ვერცხლი-
ვით ბზინავდა ობობას ქსელში; ნოტიო, შავ მიწას განთიადის
ღაჟღაჟა კვალი თითქოს კიდევ შერჩენოდა, ყოველი მხრიდან
მოისმოდა ტოროლების გალობა. ბაზაროვი ჭალამდე მივიდა,
ტყისპირზე ჩრდილში ჩამოჯდა და მხოლოდ მაშინ გაუმჟღავნა
პეტრეს, რა სამსახურსაც ელოდა მისგან. განათლებული ლაქია
შიშისგან კინაღამ მოკვდა, მაგრამ ბაზაროვმა დაამშვიდა და და-
არწმუნა, რომ მას არაფერი ევალება, ოღონდ შორიდან უცქი-
როს, და რომ პასუხსაც არაფერზე აგებს. - „ამავე დროს, -
დაუმატა ბაზაროვმა, - წარმოიდგინე, რა დიდი როლის შესრუ-
ლება გხვდა წილად!“ პეტრემ ხელები გაასავსავა, თავი დახარა
და ერთიანად გადამწვანებულ არყის ხეს მიეყრდნო.
მარიინოდან მომავალი გზა ამ ტყეს უვლიდა გარს; გზა მსუ-
ბუქი მტვრით იყო მოფენილი, რომელსაც გუშინდელი დღიდან
არც ბორბალი და არც კაცის ფეხი არ შეჰხებოდა. ბაზაროვი ძა-
ლაუნებურად გაჰყურებდა ამ გზას, ბალახს გლეჯდა და კბილე-
ბით კვნეტდა, თან გულში დაჟინებით იმეორებდა, „უხ, რა სისუ-

212 მკითხველთა ლიგა


ლელეა!“. დილის სიგრილემ ერთი-ორჯერ შეაბუბუნა... პეტრემ
ნაღვლიანად შეხედა, მაგრამ ბაზაროვმა მხოლოდ გაუღიმა, მას
არ ეშინოდა.
გზაზე ცხენის თქარათქური მოისმა... ხეებში გლეხი გამოჩ-
ნდა. ის ორ გადაბმულ ცხენს მოერეკებოდა; ბაზაროვს რომ
ჩაუარა, რაღაც უცნაურად გადახედა, თავი არ დაუკრა; ეს ეტყო-
ბა, პეტრემ ავის მომასწავებლად ჩათვალა და შეშფოთდა. „აი,
ესეც ადრე ამდგარა, - გაიფიქრა ბაზაროვმა, - მაგრამ საქმისათ-
ვის მაინც, ჩვენ კი?..“
- მგონი, მოდის, - ჩასჩურჩულა უცებ პეტრემ.
ბაზაროვმა თავი ასწია და პავლე პეტროვიჩს მოჰკრა თვალი.
მსუბუქ კუბოკრულ პიჯაკსა და თოვლივით თეთრ შარვალში გა-
მოწყობილი, ჩქარი ნაბიჯით მოემართებოდა გზაზე; იღლიაში
მწვანე მაუდში გახვეული ყუთი ამოედო.
- მაპატიეთ, მგონი, გაცდევინეთ, - წარმოთქვა მან; ჯერ ბაზა-
როვს მიესალმა, შემდეგ პეტრეს, რომელსაც ამწუთს პატივს
სცემდა, როგორც სეკუნდანტის შემცვლელს. - არ მინდოდა ჩემი
კამერდინერის გაღვიძება.
- არა უშავს, - უპასუხა ბაზაროვმა, - ჩვენ თვითონაც ესაა მო-
ვედით.
- ჰო! მით უკეთესი! - პაველ პეტროვიჩმა მიმოიხედა. - არავინ
არ ჩანს, ხელს არავინ შეგვიშლის... შეგვიძლია დავიწყოთ?
- დავიწყოთ.
- ახსნა-განმარტებას, ვფიქრობ, არ მოითხოვთ?
- არ მოვითხოვ.
- იქნებ ინებებთ დატენას? - ჰკითხა პაველ პეტროვიჩმა და ყუ-
თიდან დამბაჩები ამოიღო.
- არა. თქვენ დატენეთ, მე კი ნაბიჯებს გადავზომავ. ფეხები
გრძელი მაქვს, - დაუმატა ღიმილით ბაზაროვმა. - ერთი, ორი,
სამი...

213 მკითხველთა ლიგა


- ევგენი ვასილიჩ, - ძლივს წაილუღლუღა პეტრემ (ისე ცახცა-
ხებდა, როგორც ციებიანი), - თქვენი ნებაა, მე კი განზე გავდგე-
ბი.
- ოთხი... ხუთი... გადექი, ძმაო, გადექი; შეგიძლია ხესაც
ამოეფარო და ყურებში თითი დაიცო, ოღონდ თვალები არ და-
ხუჭო; და თუ ვინიცობაა, რომელიმე წაიქცეს, ასაყენებლად მი-
ვარდი. ექვსი... შვიდი... რვა... - ბაზაროვი შედგა. - იკმარებს? -
თქვა მან და პაველ პეტროვიჩს მიუბრუნდა, - თუ კიდევ ორი ნა-
ბიჯიც წავუმატო?
- როგორც გენებოთ, - მიუგო პაველ პეტროვიჩმა, თან მეორე
ტყვიას ტენიდა.
- მაშ, ორი ნაბიჯიც წავუმატოთ. - ბაზაროვმა ჩექმის წვერით
მიწაზე ხაზი გაავლო. - აი, ბარიერიც. მართლა, თითოეული
ჩვენგანი რამდენი ნაბიჯით უნდა დასცილდეს ბარიერს? ესეც
მნიშვნელოვანი საკითხია. გუშინ ამაზე დისკუსია არ გვქონია.
- ჩემი აზრით, ათზე, - უპასუხა პაველ პეტროვიჩმა, თან ბაზა-
როვს ორივე დამბაჩა გაუწოდა. - კეთილინებეთ და ამოირჩიეთ.
- კეთილი. მაინც დამეთანხმეთ, პაველ პეტროვიჩ, რომ ჩვენი
დუელი უცნაურია, თითქმის სასაცილოც. აბა, თუნდაც ჩვენი სე-
კუნდანტის სახეს შეავლეთ თვალი.
- თქვენ სულ ხუმრობის გუნებაზე ხართ, - მიუგო პაველ პეტ-
როვიჩმა. - არ უარვყოფ ჩვენი დუელის უცნაურობას, მაგრამ
ჩემს მოვალეობად ვთვლი გაგაფრთხილოთ, რომ მე სერიოზუ-
ლად ბრძოლა გადავწყვიტე. A bon entendeur, salut!42
- ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ერთმანეთის განადგურება გა-
დაგვიწყვეტია, მაგრამ რატომ არ გავიცინოთ და არ შევაერთოთ

42 ვისაც ყური აქვს, დაე, გაიგონოს (ფრ.).

214 მკითხველთა ლიგა


utile dulci?43 ასე, თქვენ მე - ფრანგულად, მე კი თქვენ - ლათინუ-
რად.
- მე სერიოზულად ვიბრძოლებ, - გაიმეორა პაველ პეტრო-
ვიჩმა და თავისი ადგილისკენ გაემართა. ბაზაროვმა, თავის
მხრივ, ბარიერიდან ათი ნაბიჯი გადათვალა და გაჩერდა.
- მზადა ხართ? - ჰკითხა პაველ პეტროვიჩმა.
- სავსებით.
- შეგვიძლია დავიწყოთ.
ბაზაროვი ნელ-ნელა დაიძრა წინ; მის შესახვედრად პაველ
პეტროვიჩიც გამოემართა, მარცხენა ხელი ჯიბეში ჩაედო და
დამბაჩის ლულას თანდათან მაღლა სწევდა... „პირდაპირ
ცხვირში მიმიზნებს, - გაიფიქრა ბაზაროვმა, - და როგორ გულ-
მოდგინედ ჭუტავს თვალს, ყაჩაღი! ეს მაინც არასასიამოვნო
შეგრძნება ყოფილა. მოდი, მისი საათის ძეწკვს დავაცქერდე-
ბი...“ რაღაცამ მკვეთრად გაიშხუილა ზედ ბაზაროვის ყურთან,
და იმწამსვე გაისმა სროლის ხმა. - „რაკი გავიგონე, მაშასადამე,
არაფერია“, - გაუელვა თავში. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და
დაუმიზნებლად გამოჰკრა თითი ჩახმახს.
პაველ პეტროვიჩი ოდნავ შეტორტმანდა და ხელი ბარძაყზე
იტაცა. მის თეთრ შარვალზე სისხლის ჭავლი ჩამოედინა.
ბაზაროვმა დამბაჩა გვერდზე გადააგდო და თავის მოწინააღ-
მდეგეს მიუახლოვდა.
- დაჭრილი ხართ? - ჰკითხა მან.
- თქვენ უფლება გქონდათ, ბარიერთან მოგეხმეთ, - ჩაილაპა-
რაკა პაველ პეტროვიჩმა. - ეს კი არაფერია, პირობის თანახმად,
თითო გასროლა კიდევ გვაქვს.

43 სასარგებლო სასიამოვნოსთან (ლათ.).

215 მკითხველთა ლიგა


- ამაზე კი უკაცრავად, შემდეგისთვის იყოს, - უპასუხა ბაზა-
როვმა და ხელი მოხვია პაველ პეტროვიჩს, რომელსაც ფერი
მისდიოდა. - ახლა მე უკვე ექიმი ვარ და არა დუელანტი, და,
უპირველეს ყოვლისა, თქვენ ჭრილობა უნდა გავსინჯო. პეტრე!
მოდი აქ, პეტრე! სად დაიმალე?
- ეს მხოლოდ წვრილმანია... არავის დახმარებას არ ვსაჭი-
როებ, - ნაწყვეტ-ნაწყვეტად წარმოთქვა პაველ პეტროვიჩმა, -
და... საჭიროა... ისევ... - სურდა ულვაში მოეწიწკნა, მაგრამ
ხელმა უმტყუნა, თვალები მიებნიდა და გრძნობა დაკარგა.
- ესეც ახალი ამბავი! გული წაუვიდა! ნეტავ რის გამო! - უნებ-
ლიეთ წამოიძახა ბაზაროვმა და პაველ პეტროვიჩი ბალახზე და-
უშვა. - ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე? - ცხვირსახოცი ამოიღო,
სისხლი მოსწმინდა, ჭრილობის ირგვლივ მოსინჯა... „ძვალი
მთელია, - ბურტყუნებდა თავისთვის, - ტყვიას ღრმად არ გაუვ-
ლია, მხოლოდ vastus externus კუნთია დაზიანებული. სამი კვი-
რის შემდეგ კიდევაც იცეკვებს!.. გული კი წაუვიდა! ოჰ! გამიჭი-
რეს საქმე ამ ნერვიულმა ადამიანებმა! ნახე, კანიც რა ფაქიზი
აქვს“.
- მოკლულია? - გაიშრიალა ბაზაროვის ზურგს უკან პეტრეს
მთრთოლარე ხმამ.
ბაზაროვმა მოხედა.
- გასწი, საჩქაროდ წყალი მოიტანე, ძმობილო; ეს კი ჩემსა და
შენზე დიდხანს იცოცხლებს.
მაგრამ განვითარებული მსახური ადგილიდან არ იძვროდა,
თითქოს არც კი ესმოდა მისი სიტყვები. პაველ პეტროვიჩმა მძი-
მედ აახილა თვალები. „თავდება!“ - დაიჩურჩულა პეტრემ და
პირჯვრის წერას მოჰყვა.
- თქვენ მართალი ხართ... რა ბრიყვული სახე აქვს. - ნაძალა-
დევი ღიმილით ჩაილაპარაკა დაჭრილმა ჯენტლმენმა.

216 მკითხველთა ლიგა


- გასწი-მეთქი, წყალი მოიტანე, ეშმაკის კერძო! - დაუყვირა
ბაზაროვმა პეტრეს.
- საჭირო არაა. ეს იყო წუთიერი vertige...44 მომეხმარეთ,
დავჯდე... აი, ასე... ეს განაკაწრი რომ რამეთი შემახვევინა, სახ-
ლამდე ჩემი ფეხით მივალ, თუ არა და ეტლი მოვაყვანინოთ.
დუელი, თუ გნებავთ, არ განახლდება. თქვენ კეთილშობილუ-
რად მოიქეცით... დღეს, დღეს-მეთქი, დაიმახსოვრეთ.
- წარსული რაღა სახსენებელია, - შეესიტყვა ბაზაროვი, - და
რაც შეეხება მომავალს, ამაზეც არ ღირს თავის მტვრევა, რად-
გან მე დაუყოვნებლივ გაპარვას ვაპირებ. მოდით ახლა, ფეხი
შეგიხვიოთ. ჭრილობა საშიში არ არის, მაგრამ მაინც სჯობს,
სისხლი შევაჩეროთ. ოღონდ ჯერ ეს მომაკვდავი უნდა მოვიყვა-
ნო გონს.
ბაზაროვმა პეტრე შეაჯანჯღარა და ეტლის მოსაყვანად გაგ-
ზავნა.
- იცოდე, ძმა არ შეაშინო, - უთხრა მას პაველ პეტროვიჩმა, -
არაფერი უთხრა.
პეტრე გაქანდა. სანამ ის ეტლს მოიყვანდა, ორივე მოწინააღ-
მდეგე მიწაზე იჯდა, ორივე დუმდა. პაველ პეტროვიჩი ცდილობ-
და, ბაზაროვისთვის არ შეეხედა; შერიგება მაინც არ უნდოდა.
რცხვენოდა კი თავისი ქედმაღლობის, თავისი მარცხის, რცხვე-
ნოდა მთელი ამ მისგან გამოწვეული საქმის, თუმცა გრძნობდა,
რომ უფრო მშვიდობიანად ეს საქმე ვერ დაბოლოვდებოდა. „ყო-
ველ შემთხვევაში, აქ მაინც აღარ იქნება ატუზული, - ამშვიდებ-
და თავის თავს, - ამაზეც მადლობელი ვარ“. მძიმე და უხერხული
დუმილი გაჭიანურდა. თავს ორივე ცუდად გრძნობდა. თი-
თოეული მათგანი ხვდებოდა, რომ მეორეს ესმოდა მისი განწყო-

44 თავბრუს ხვევა (ფრ.).

217 მკითხველთა ლიგა


ბილება. მეგობრებისთვის ეს გრძნობა სასიამოვნოა, მტრების-
თვის კი ფრიად არასასიამოვნო, განსაკუთრებით მაშინ, როცა
არც მორიგება ხერხდება და არც განშორება.
- მეტისმეტად მაგრად ხომ არ შეგიხვიეთ ფეხი? - ჰკითხა ბო-
ლოს ბაზაროვმა.
- არა, არა უშავს, მშვენიერია, - მიუგო პაველ პეტროვიჩმა და
მცირე ხნის შემდეგ დასძინა, - ჩემს ძმას ვერ მოატყუებ, უნდა
ვუთხრათ, რომ პოლიტიკის თაობაზე წავიკიდეთ.
- ძალიან კარგი, - ჩაილაპარაკა ბაზაროვმა. - თქვენ შეგიძ-
ლიათ უთხრათ, ვითომ მე ყველა ანგლომანს ვლანძღავდი.
- საუცხოოა. თქვენი აზრით, რას ფიქრობს ჩვენზე ეს ადა-
მიანი? - განაგრძო პაველ პეტროვიჩმა და მიუთითა იმ გლეხზე,
რომელმაც დუელის წინ ბაზაროვის ახლოს გადაბმული ცხენები
გაატარა; ახლა უკან ბრუნდებოდა და „ბატონების“ დანახვაზე
ქუდი მოიხადა.
- აბა, ვინ იცის! - მიუგო ბაზაროვმა. - უფრო მოსალოდნელია,
რომ არაფერსაც არ ფიქრობს. რუსი გლეხი - ეს ის საიდუმლო
უცნობია, რომლის შესახებ ერთ დროს ასე ბევრს ლაპარაკობდა
ქ-ნი რატკლიფი. ვინ რას გაუგებს? თვითონაც ვერ გაუგია საკუ-
თარი თავისა.
- აი, თურმე რა აზრისაა! - დაიწყო პაველ პეტროვიჩმა და
ანაზდად შესძახა, - შეხედეთ, რა ქნა თქვენმა სულელმა პეტრემ!
ჩემი ძმა მოქრის!
ბაზაროვი მოტრიალდა და თვალი მოჰკრა ეტლში ნიკოლაი
პეტროვიჩის გაფითრებულ სახეს. იგი ეტლის გაჩერებამდე გად-
მოხტა და ძმას მივარდა.
- ეს რას ნიშნავს? - თქვა მან აღელვებული ხმით, - ევგენი ვა-
სილიჩ, მითხარით, გეთაყვა, რა არის ეს?

218 მკითხველთა ლიგა


- არაფერი, - უპასუხა პაველ პეტროვიჩმა, - ტყუილუბრალოდ
შეგაწუხეს. მცირედ წავეკინკლავე ბატონ ბაზაროვს და ამის გა-
მო ცოტა დავისაჯე.
- მითხარით, ღვთის გულისათვის, რამ გამოიწვია ყველაფე-
რი ეს?
- როგორ გითხრა? ბატონმა ბაზაროვმა უპატიოდ მოიხსენია
სერ რობერტ პილი. აქვე დავამატებდი, რომ ყველაფერში მარ-
ტოოდენ მე ვარ დამნაშავე, ბატონ ბაზაროვს კი ჩინებულად ეჭი-
რა თავი. მე გამოვიწვიე.
- შენ სისხლი მოგდის!
- აბა, შენ გეგონა ძარღვებში წყალი მედგა? მაგრამ ეს სის-
ხლის გაღება ჩემთვის სასარგებლოც არის, ხომ მართალია, ექი-
მო? მომეხმარე ეტლში ჩაჯდომაში და მელანქოლიას ნუ მიეცე-
მი. ხვალ კარგად გავხდები... აი, ასე... საუცხოოა, გასწი, მეეტ-
ლევ.
ნიკოლაი პეტროვიჩი ეტლს ფეხით მიჰყვა; ბაზაროვმა უკან
ჩამორჩენა დააპირა.
- უნდა გთხოვოთ, რომ ძმას მიმიხედოთ, - უთხრა მას ნიკო-
ლაი პეტროვიჩმა, - სანამ ქალაქიდან სხვა ექიმს მოგვიყვანენ.
ბაზაროვმა თავი უსიტყვოდ დახარა.
ერთი საათის შემდეგ პაველ პეტროვიჩი ოსტატურად შეხ-
ვეული ფეხით უკვე ლოგინში იწვა. მთელ სახლში ერთი
ალიაქოთი ატყდა, ფენიჩკას გული წაუვიდა. ნიკოლაი პეტროვი-
ჩი მალულად ხელებს იმტვრევდა, პაველ პეტროვიჩი კი იცინო-
და, ხუმრობდა, განსაკუთრებით ბაზაროვთან; თხელი ბატისტის
პერანგი და მოხდენილი დილის ქურთუკი ჩაიცვა, ფესკა დაიხუ-
რა; ფანჯრებზე ფარდების ჩამოშვების ნება არ მისცა და სასაცი-
ლოდ უჩიოდა საჭმლისგან თავის შეკავების აუცილებლობას.
მაგრამ ღამით სიცხე მისცა, თავი ასტკივდა. ქალაქიდან ექი-
მი ჩამოვიდა (ნიკოლაი პეტროვიჩმა ძმას არ დაუჯერა და თავად

219 მკითხველთა ლიგა


ბაზაროვსაც ასე სურდა; ბაზაროვი მთელი დღე თავის ოთახში
იჯდა, გაყვითლებული და გაბოროტებული და სულ მოკლე ხნით
თუ შეირბენდა ხოლმე ავადმყოფთან; ერთი-ორჯერ ფენიჩკას
წააწყდა, მაგრამ ფენიჩკა ელდანაკრავივით გაურბოდა). ახალმა
ექიმმა გამაგრილებელი სასმელები ურჩია, ისე კი ბაზაროვის
აზრი დაადასტურა, არავითარი საფრთხე არ არის მოსალოდნე-
ლიო. ნიკოლაი პეტროვიჩმა ექიმს უთხრა, ჩემმა ძმამ თვითონ
დაიჭრა თავი გაუფრთხილებლობითო, რაზედაც ექიმმა უპასუხა
„ჰმ!“ - მაგრამ, როდესაც ხელში 25 მანეთი ვერცხლით ჩაიჩ-
ხრიალა, შენიშნა, - რას ბრძანებთ! ეს მართლაც ხშირად ხდება-
ო.
მთელ სახლში არავინ დაწოლილა და არც ტანთ გაუხდიათ.
ნიკოლაი პეტროვიჩი წამდაუწუმ ფეხაკრეფით შედიოდა ძმას-
თან და ფეხაკრეფითვე გამოდიოდა, პაველ პეტროვიჩი ჩათ-
ვლემდა ხოლმე, ოდნავ ოხრავდა, ფრანგულად ეუბნებოდა,
couchez-vous45 - და წყალს ითხოვდა. ერთხელ ნიკოლაი პეტ-
როვიჩმა ფენიჩკას ერთი ჭიქა ლიმონათი მიატანინა; პაველ პეტ-
როვიჩი ქალს დააშტერდა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. დი-
ლისთვის სიცხემ მოუმატა, ბოდვაც დაეწყო. პაველ პეტროვიჩი
ჯერ უთავბოლოდ ლაპარაკობდა, შემდეგ უცებ თვალები გაახი-
ლა და თავის ლოგინთან მზრუნველობით დახრილი ძმა რომ
დაინახა, უთხრა:
- ნიკოლაი, ფენიჩკას ხომ მართლა რაღაც საერთო აქვს ნე-
ლისთან?
- რომელ ნელისთან, პაშა?
- მაგას როგორ მეკითხები? კნეინა რ...თან, განსაკუთრებით
სახის ზედა ნაწილი. C’est de la même famille.46

45 დაწექით (ფრ.).
46 ამაში - ნათესაური მსგავსებაა (ფრ.).
220 მკითხველთა ლიგა
ნიკოლაი პეტროვიჩმა არ უპასუხა, გულში კი გაუკვირდა ადა-
მიანში ძველი გრძნობების ასეთი გამძლეობა. „აი, როდის ამო-
ტივტივდა“, - გაიფიქრა მან.
- ოჰ, როგორ მიყვარს ეს ფუქსავატი არსება! - ამოიკვნესა პა-
ველ პეტროვიჩმა და წამებით ხელები თავს უკან გადაიგდო. - არ
მოვითმენ, რომ ვიღაც თავხედმა გაბედოს მისი შეხება!.. - ლუღ-
ლუღებდა ის რამდენიმე წამის შემდეგ.
ნიკოლაი პეტროვიჩმა მხოლოდ ამოიოხრა, მას გუმანითაც
არ უგრძნია, თუ ვის ეხებოდა ეს სიტყვები.
ბაზაროვი მეორე დღეს რვა საათზე მივიდა ნიკოლაი პეტრო-
ვიჩთან. უკვე მოესწრო ყველაფრის ჩალაგება და თავისი ბაყაყე-
ბის, მწერებისა და ფრინველების გათავისუფლება.
- გამოსამშვიდობებლად მობრძანდით? - მიმართა ნიკოლაი
პეტროვიჩმა და მისაგებებლად წამოდგა.
- დიახ.
- მესმის და სავსებით გიწონებთ ამას. საბრალო ჩემი ძმა, რა
თქმა უნდა, დამნაშავეა, და დაისაჯა კიდევაც. თვითონ მითხრა
თქვენზე, ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენე, რომ სხვაგვარად ვერ
მოიქცეოდაო. მწამს, რომ თქვენ არ შეგეძლოთ თავი დაგეღწი-
ათ ამ დუელისთვის, რომელიც... რამდენადმე თქვენს შეხედუ-
ლებათა მუდმივი ანტაგონიზმით აიხსნება (ნიკოლაი პეტროვიჩი
აბნეულად ლაპარაკობდა). ჩემი ძმა ძველი ყაიდის კაცია, ფიცხი
და პირქუში... მადლობა ღმერთს, რომ საქმე ასე დამთავრდა.
ყველა ზომა ვიხმარე, რომ ეს ამბავი არ გახმაურდეს.
- ჩემს მისამართს დაგიტოვებთ, თუ ვინიცობაა, რამე ამბავი
ატყდა, - შენიშნა გულგრილად ბაზაროვმა.
- იმედი მაქვს, რომ არაფერიც არ იქნება, ევგენი ვასილიჩ...
ფრიად ვწუხვარ, რომ თქვენს ყოფნას ჩემს სახლში ასეთი... ასე-
თი დასასრული მოჰყვა. ჩემთვის ეს მით უფრო საწყენია, რომ
არკადი...

221 მკითხველთა ლიგა


- მე ალბათ, ვნახავ მას. - გააწყვეტინა ბაზაროვმა; ყოველგვა-
რი „ახსნა-განმარტება“ და „გრძნობების გადაშლა“ მასში მოუთ-
მენლობის გრძნობას იწვევდა ხოლმე, - თუ არა და, გთხოვთ,
ჩემგან სალამი გადასცეთ. მიიღეთ აგრეთვე ჩემი სინანული...
- ჩემგანაც მიიღეთ... - უპასუხა თავის დახრით ნიკოლაი პეტ-
როვიჩმა, მაგრამ ბაზაროვმა მისი სიტყვის დამთავრებას აღარ
დაუცადა და გავიდა.
პაველ პეტროვიჩმა რომ გაიგო, ბაზაროვი მიდისო, - მისი
ნახვა მოისურვა და ხელი ჩამოართვა. მაგრამ ბაზაროვი აქაც
ყინულივით ცივი დარჩა; იგი მიხვდა, რომ პაველ პეტროვიჩს
თავისი სულგრძელობის გამოჩენა ეწადა. ფენიჩკასთან დამშვი-
დობება ვერ მოახერხა, მხოლოდ ფანჯრიდან შეავლეს თვალი
ერთმანეთს. ქალის სახე ნაღვლიანი ეჩვენა. „ალბათ, დაიღუპე-
ბა, - თქვა გულში. - ჰე, გაუძლებს როგორმე!“ სამაგიეროდ, პეტ-
რეს იმ ზომამდე აუჩუყდა გული, რომ ბაზაროვის მხარზე თავდა-
დებული ტიროდა, ვიდრე ამ უკანასკნელმა არ მიახალა, „სველ
ადგილას ხომ არ გაბია თვალებიო?“ დუნიაშა კი, თავისი მღელ-
ვარება რომ დაეფარა, იძულებული გახდა, ჭალაში გაჭრილიყო.
მთელი ამ მწუხარებისა და დანაღვლიანების მიზეზი კი ფორანზე
ავიდა, სიგარა გააბოლა და, როდესაც მეოთხე ვერსზე, გზის მო-
სახვევში, უკანასკნელად დაუდგა თვალწინ ერთ ხაზზე გაჭიმუ-
ლი კირსანოვების კარ-მიდამო ახალი ბატონისეული სახლით,
მან მხოლოდ გადააფურთხა და წაიბუტბუტა, „წყეული ბატონიშ-
ვილები“ და უფრო მჭიდროდ გაეხვია ფარაჯაში.
პაველ პეტროვიჩი მალე გამოკეთდა; მაინც თითქმის ერთი
კვირა მოუხდა ლოგინში წოლა. თავის, როგორც თვითონ ამ-
ბობდა, ტყვეობას საკმაო მოთმინებით იტანდა, მაგრამ ბევრ
დროს ანდომებდა თავის ტუალეტს, წამდაუწუმ მოითხოვდა
ოდეკოლონის პკურებას. ნიკოლაი პეტროვიჩი ჟურნალებს
უკითხავდა; ფენიჩკა უწინდებურად ემსახურებოდა, მოჰქონდა

222 მკითხველთა ლიგა


ბულიონი, ლიმონათ, თოხლო კვერცხი, ჩაი; მაგრამ ყოველ-
თვის, როცა კი პაველ პეტროვიჩის ოთახში ფეხს შეადგამდა,
იდუმალი საზარი შიში შეიპყრობდა ხოლმე. პაველ პეტროვიჩის
მოულოდნელმა საქციელმა მთელი სახლი შეაშინა, ყველაზე მე-
ტად კი ფენიჩკა. ერთადერთი პროკოფიჩი არ შეშფოთებულა და
ჰყვებოდა, რომ მის დროსაც იცოდნენ ბატონებმა წაკიდება, „ო-
ღონდ კეთილშობილი ბატონები ისე იჩხუბებდნენ ხოლმე ურთი-
ერთშორის; ამგვარ გაიძვერას კი უტიფრობისთვის თავლაში
მიაბერტყებდნენო“.
ფენიჩკას სინდისი თითქმის არ ქენჯნიდა; მაგრამ ხანდახან
ჩხუბის ნამდვილ მიზეზზე ფიქრი ტანჯავდა; თანაც, პაველ პეტ-
როვიჩი ისე უცნაურად უმზერდა... ისე, რომ ზურგშექცეულიც კი
გრძნობდა კაცის მიშტერებულ თვალებს. გამუდმებული შინაგა-
ნი შიშისაგან ფენიჩკა გახდა და, როგორც საერთოდ ხდება
ხოლმე, კიდევ უფრო დამშვენდა.
ერთხელ, დილით, პაველ პეტროვიჩი თავს კარგად გრძნობ-
და და ლოგინიდან დივანზე გადავიდა. ნიკოლაი პეტროვიჩმა
ძმის ჯანმრთელობის ამბავი მოიკითხა და კალოზე წავიდა. ფე-
ნიჩკამ ფინჯნით ჩაი მიუტანა, მაგიდაზე დადგა და გასვლა
დააპირა. პაველ პეტროვიჩმა არ გაუშვა.
- საით მიიჩქარით, ფედოსია ნიკოლაევნა, - დაიწყო მან, - გა-
ნა რამე საქმე გაქვთ?
- არა... დიახ... ჩაი უნდა დავასხა.
- დუნიაშა უთქვენოდაც გააკეთებს ამას; დარჩით ცოტა ხანს
ავადმყოფთან. სალაპარაკოც მაქვს თქვენთან.
ფენიჩკა უსიტყვოდ ჩამოჯდა სავარძლის კიდეზე.
- მომისმინეთ, - წარმოთქვა პაველ პეტროვიჩმა და ულვაში
მოიწიწკნა, - დიდი ხანია მინდოდა მეკითხა, თქვენ თითქოს ჩემი
გეშინიათ?
- მე, ბატონო?..

223 მკითხველთა ლიგა


- დიახ, თქვენ. არასოდეს თვალს არ მისწორებთ, თითქოს
სინდისი წმინდა არ გქონდეთ.
ფენიჩკა წამოწითლდა, მაგრამ შეხედა პაველ პეტროვიჩს. კა-
ცი რაღაც უცნაური ეჩვენა და გული აუთრთოლდა.
- სინდისი ხომ წმინდა გაქვთ? - ჰკითხა მას პაველ პეტროვიჩ-
მა.
- რატომ არ უნდა მქონდეს წმინდა? - ჩაიჩურჩულა ფენიჩკამ.
- ვინ იცის, რატომ? თუმცა, ვის წინაშე შეიძლება იყოთ დამნა-
შავე? ჩემ წინაშე? ეს დაუჯერებელია. სხვა პირთა წინაშე, აქ, სახ-
ლში? ესეც შეუძლებელი საქმეა. განა იმის წინაშე? მაგრამ ის
ხომ გიყვართ?
- მიყვარს.
- გულით და სულით?
- ნიკოლაი პეტროვიჩი გულით მიყვარს.
- მართლა? აბა, შემომხედეთ, ფენიჩკა (მან პირველად უწოდა
ასე...). იცით? ტყუილი დიდი ცოდვაა!
- არ ვტყუი, პაველ პეტროვიჩ. თუ მე ნიკოლაი პეტროვიჩი არ
მიყვარდეს, მაშინ ნუღარც მიცოცხლია.
- და არც არავისზე გაცვლით?
- ვისზე შემიძლია გავცვალო?
- განა ცოტაა! თუნდაც აი, იმ ვაჟბატონზე, აქედან რომ წავი-
და.
ფენიჩკა ადგა.
- ღმერთო ჩემო, პაველ პეტროვიჩ, რატომ მაწვალებთ? რა
დაგიშავეთ? როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი?
- ფენიჩკა, - წარმოთქვა პაველ პეტროვიჩმა ნაღვლიანი
ხმით, - მე ხომ დავინახე...
- რა დაინახეთ?
- იქ... ტალავერში.
ფენიჩკას სახეს, თვით ყურებსაც, ალმური მოედო.

224 მკითხველთა ლიგა


- მერე რა ჩემი ბრალია?
პაველ პეტროვიჩი წამოიწია.
- მაშ, თქვენი ბრალი არ არის? არა? ოდნავადაც არა?
- მე მხოლოდ ნიკოლაი პეტროვიჩი მიყვარს ამ ქვეყანაზე და
მუდამ ის მეყვარება! - უეცრად მთელი ძალით იყვირა ფენიჩკამ;
ქვითინი ყელში ებჯინებოდა. - ის კი, რაც თქვენ დაინახეთ, თუნ-
დაც საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიტყვი, რომ ჩემი ბრალი არ
არის და არც ყოფილა; და ახლავე მოვკვდე მირჩევნია, ვიდრე
ჩემზე ფიქრობდნენ, რომ მე ჩემი მწყალობლის, ნიკოლაი პეტ-
როვიჩის წინაშე...
მაგრამ აქ ხმამ უმტყუნა და ამავე დროს იგრძნო, რომ პაველ
პეტროვიჩმა ხელი წაავლო მის ხელს და თითები მოუჭირა... ფე-
ნიჩკამ შეხედა და იქვე გაქვავდა, პაველ პეტროვიჩი უფრო გა-
ფითრებულიყო, თვალები უბრწყინავდა, და რაც ყველაზე უფრო
გასაკვირია, - მძიმე, ობოლი ცრემლი მოედინებოდა მის ლოყა-
ზე.
- ფენიჩკა! - თქვა მან უცნაური ჩურჩულით. - გიყვარდეთ, გიყ-
ვარდეთ ჩემი ძმა! ის ისეთი კეთილი, კარგი ადამიანია! არავის
გულისთვის არ უღალატოთ, ნურავის სიტყვებს ნუ დაიჯერებთ!
აბა, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როდესაც
გიყვარს, მაგრამ შენს გრძნობას არ იზიარებენ! ნურასოდეს
მიატოვებთ ჩემს საბრალო ნიკოლაის!
ფენიჩკას თვალები ამოუშრა და შიშიც გაუქრა - იმდენად დი-
დი იყო მისი განცვიფრება. მაგრამ (აბა, იფიქრეთ) რა მოუვიდო-
და მას, როდესაც პაველ პეტროვიჩმა, თვით პაველ პეტროვიჩმა
მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ზედ დააკვდა; არ კოცნიდა,
მხოლოდ ხანდახან მშფოთვარედ ამოიხვნეშებდა...
„ღმერთო! - გაიფიქრა ფენიჩკამ. - გული ხომ არ მისდის?..“
ხოლო ამწუთას პაველ პეტროვიჩში მთელი მისი დაღუპული სი-
ცოცხლე თრთოდა.

225 მკითხველთა ლიგა


მოისმა ჩქარი ნაბიჯის ხმა, კიბის ჭრიალი... პაველ პეტრო-
ვიჩმა ფენიჩკას ხელი ჰკრა და თვითონ ბალიშზე გადაესვენა. კა-
რი გაიღო და გამოჩნდა მხიარული, გამოცოცხლებული, ლოყებ-
დაბრაწული ნიკოლაი პეტროვიჩი. მამასავით ცოცხალი და ლო-
ყაწითელი მიტია პერანგის ამარა მის მკერდზე ხტოდა და შიშვე-
ლი ფეხებით მამის სოფლური პალტოს დიდ ღილებს ებღაუჭე-
ბოდა.
ფენიჩკა მივარდა, მამა-შვილს მოეხვია და თავით ნიკოლაი
პეტროვიჩის მხარს მიეყრდნო. ნიკოლაი პეროვიჩს გაუკვირდა,
მორცხვი და მორიდებული ფენიჩკა არასოდეს მიალერსებია მას
მესამე პირის თანდასწრებით.
- რა მოგივიდა? - უთხრა მან და ძმას შეავლო თვალი; მიტია
ფენიჩკას გადასცა. - უარესად ხომ არ გრძნობ თავს? - ჰკითხა
პაველ პეტროვიჩს და მასთან მივიდა.
პაველ პეტროვიჩმა სახე ბატისტის ცხვირსახოცში ჩამალა. -
არა... ისე... არაფერი... პირიქით, გაცილებით უკეთ ვარ.
- ტყუილად იჩქარე დივანზე გადასვლა. შენ საით? - დაუმატა
ნიკოლაი პეტროვიჩმა და ფენიჩკას მიუბრუნდა, მაგრამ ფენიჩ-
კამ უკვე კარი გაიხურა. - მინდოდა ჩემი გოლიათი მეჩვენებინა
შენთვის. მოენატრა ბიძამისი. ნეტავ რად გააქცუნა? მაგრამ რა
მოგივიდა? ხომ არაფერი მოხდა თქვენ შორის?
- ძმაო! - საზეიმო კილოთი წარმოთქვა პაველ პეტროვიჩმა.
ნიკოლაი პეტროვიჩი შეკრთა. შეეშინდა, თუმცა თვითონაც
არ იცოდა, რატომ.
- ძმაო, - გაიმეორა პაველ პეტროვიჩმა. - მომეცი სიტყვა,
რომ ერთ თხოვნას შემისრულებ.
- რა თხოვნას? თქვი.
- ეს ფრიად მნიშვნელოვანია. მასზეა, ჩემი აზრით, შენი ცხოვ-
რების მთელი ბედნიერება დამოკიდებული. ამ ხნის განმავლო-
ბაში ბევრი ვიფიქრე იმაზე, რაც ახლა უნდა გითხრა... ძმაო, შე-

226 მკითხველთა ლიგა


ასრულე შენი მოვალეობა, ვალი პატიოსანი და კეთილშობილი
ადამიანისა, მოიშორე თავიდან ცდუნება და ცუდი მაგალითი,
რომელსაც იძლევი შენ - საუკეთესო ადამიანთაგანი!
- რისი თქმა გსურს, პაველ?
- შეირთე ფენიჩკა... მას უყვარხარ, ის შენი ვაჟის დედაა.
ნიკოლაი პეტროვიჩმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ხელები
გაშალა.
- შენ ამბობ ამას, პაველ? შენ, რომელსაც ამგვარი ქორწინე-
ბის შეურიგებელ მოწინააღმდეგედ გთვლიდი?! შენ ამბობ ამას!
მაგრამ განა არ იცი, რომ მხოლოდ შენი პატივისცემით არ შე-
ვასრულე ის, რასაც ახლა ასე სამართლიანად ჩემი მოვალეობა
უწოდე?!
- გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ტყუილად მცემდი პატივს, -
ნაღვლიანი ღიმილით შეეპასუხა პაველ პეტროვიჩი. - ვგონებ,
რომ ბაზაროვი მართალი იყო, როდესაც არისტოკრატიზმს მსაყ-
ვედურობდა. არა, საყვარელო ძმაო, გვეყოფა ყოყლოჩინობა და
მაღალ საზოგადოებაზე ფიქრი; ჩვენ უკვე მოხუცი და თვინიერი
ხალხი ვართ; დროა, გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი ამაოება
და, როგორც შენ ამბობ, შევუდგეთ ჩვენ-ჩვენი მოვალეობის
შესრულებას; მერე ნახავ, რომ ბედნიერებასაც მივიღებთ საზ-
ღაურად.
ნიკოლაი პეტროვიჩი ძმას გადაეხვია.
- საბოლოოდ თვალები ამიხილე! - შესძახა მან. - ტყუილად კი
არ ვამტკიცებდი მუდამ, რომ შენ უკეთილესი, უჭკვიანესი ადა-
მიანი ხარ მთელ მსოფლიოში; ახლა კიდევ ვხედავ, რომ შენ იმ-
დენადვე კეთილგონიერი ხარ, რამდენადაც სულგრძელი.
- ფრთხილად, ფრთხილად, - გააწყვეტინა პაველ პეტროვიჩ-
მა. - ფეხი არ ატკინო შენს კეთილგონიერ ძმას, რომელმაც პრა-
პორშჩიკივით იჩხუბა დუელში, თუმცა ორმოცდაათ წელს აღა-

227 მკითხველთა ლიგა


რაფერი უკლია. მაშ ასე, ეს საქმე გადაწყვეტილია, ფენიჩკა იქ-
ნება ჩემი... belle soeur.47
- ძვირფასო ჩემო, პაველ! მაგრამ რას იტყვის არკადი?
- არკადი? ის აღფრთოვანებული დარჩება, რას ამბობ! თუმცა
ქორწინება მის პრინციპებს ეწინააღმდეგება, სამაგიეროდ მასში
თანასწორობის გრძნობა იქნება დაკმაყოფილებული. და მარ-
თლაც, რა საჭიროა კასტები au dix-neuvième siècle?48
- ოხ, პაველ, პაველ! მოდი, ერთი კიდევ გაკოცო, ნუ გეშინია,
მე... ფრთხილად.
ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ.
- როგორ ფიქრობ, იქნებ ახლავე გამოვუცხადოთ ფენიჩკას
შენი განზრახვა? - ჰკითხა პაველ პეტროვიჩმა.
- რა საჭიროა აჩქარება? - შეესიტყვა ნიკოლაი პეტროვიჩი. -
განა თქვენ უკვე გქონდათ ლაპარაკი?
- ლაპარაკი, ჩვენ! Quelle idee!49
- მით უკეთესი. ჯერ მოიკეთე, ეს კი ჩვენს ხელთაა, კარგად
უნდა მოვიფიქროთ, მოვისაზროთ...
- კი მაგრამ, ხომ გადაწყვიტე?
- რასაკვირველია, გადავწყვიტე და სულით და გულით მად-
ლობელი ვარ შენი. ახლა კი დაგტოვებ, მოსვენება გჭირდება;
ყოველგვარი მღელვარება გავნებს... მაგრამ ჩვენ კიდევ ვითათ-
ბირებთ. დაიძინე, ჩემო ძვირფასო, და კეთილად გამყოფოს
ღმერთმა!
„რისთვის მიხდის ასეთ მადლობას? - გაიფიქრა პაველ პეტ-
როვიჩმა, როცა მარტო დარჩა. - თითქოს ეს ნაბიჯი მასზე არ

47 რძალი (ფრ.).
48 მეცხრამეტე საუკუნეში (ფრ.).
49 რამ გაფიქრებინათ! (ფრ.).

228 მკითხველთა ლიგა


იყოს დამოკიდებული! მე კი, როგორც კი შეირთავს, წავალ სად-
მე, რაც შეიძლება შორს, დრეზდენში ან ფლორენციაში და იქ
ვიცხოვრებ, სანამ სული არ ამომხდება“.
პაველ პეტროვიჩმა შუბლი ოდეკოლონით შეისველა და თვა-
ლები მილულა. დღის ნათელი შუქით განათებული მისი ლამაზი,
გამხდარი თავი მიცვალებულის თავივით ესვენა ბალიშზე... ის
მართლაც მიცვალებული იყო.

229 მკითხველთა ლიგა


XXV
ნიკოლსკოეში, ბაღში, მაღალი იფნის ხის ჩრდილში, ბელტის
მერხზე კატია და არკადი ისხდნენ; მიწაზე მათ ახლოს ფიფი მო-
კალათებულიყო. „კურდღლის წოლას“ რომ ეძახიან მონადი-
რეები, იმგვარად მოეზნიქა მწევარს თავისი გრძელი ტანი. არკა-
დიც და კატიაც დუმდნენ; არკადის ხელში ნახევრად გაშლილი
წიგნი ეჭირა, კატია კი კალათში ჩარჩენილი თეთრი პურის ნამ-
ცეცებს იღებდა და ბეღურების პატარა გუნდს უყრიდა; ბეღურები
ჩვეული შიშნარევი თავხედობით კატიას ფეხებთან ხტოდნენ და
ჭიკჭიკებდნენ. მსუბუქი ქარი იფნის ფოთლებს არხევდა და მუქ
ბილიკზე და ფიფის ყვითელ ზურგზე სინათლის მკრთალ-
ოქროსფერ ლაქებს წინ და უკან ამოძრავებდა. შეუტეხელი
ჩრდილი ესალტებოდა არკადისა და კატიას; მხოლოდ კატიას
თმაში გაკრთებოდა ზოგჯერ კაშკაშა ზოლი. ორივე დუმდა; მაგ-
რამ სწორედ იმაში, როგორ დუმდნენ, როგორ ისხდნენ ერთმა-
ნეთის გვერდით, მჟღავნდებოდა ნდობით სავსე სიახლოვე; თი-
თოეული მათგანი თითქოს არც კი ფიქრობდა თავის მეზობელ-
ზე, გულში კი მისი სიახლოვე უხაროდა. მათი სახეებიც შეცვლი-
ლიყო მას აქეთ, რაც უკანასკნელად ვნახეთ ისინი; არკადი უფ-
რო დამშვიდებული ჩანდა, კატია - უფრო გამოცოცხლებული,
გაბედული.
- არ გგონიათ, - დაიწყო არკადიმ, - რომ იფნის ხისთვის ზედ-
გამოჭრით შეურქმევიათ რუსულად ясень, არც ერთი ხე არ მო-
ჩანს ისე მსუბუქად და ნათლად ჰაერში, როგორც ეგ.
კატიამ ზევით აიხედა და ჩაილაპარაკა, „ჰო“, არკადიმ კი
გაიფიქრა, „აი, ეს არ მისაყვედურებს, რომ მე ლამაზად ვლაპა-
რაკობ“.
- მე ჰაინე არ მიყვარს, - თქვა კატიამ, თან თვალებით მიუთი-
თა წიგნზე, რომელიც არკადის ეჭირა ხელში, - არც მაშინ, რო-
230 მკითხველთა ლიგა
დესაც იცინის, არც მაშინ, როდესაც ტირის, მე იგი მაშინ მიყ-
ვარს , როდესაც დაფიქრებულია და ნაღვლობს.
- მე კი მაშინ მომწონს, როდესაც იცინის, - შენიშნა არკადიმ.
- ეს თქვენში ჯერ კიდევ თქვენი სატირული მიმართულების
ძველი ნაშთია... („ძველი ნაშთი! - გაიფიქრა არკადიმ, - ეს რომ
ბაზაროვს ესმოდეს!“) დაიცადეთ, ჩვენ გადაგაკეთებთ.
- ვინ გადამაკეთებს, თქვენ?
- ვინ? - ჩემი და; პორფირი პლატონიჩი, რომელსაც უკვე
აღარ ეკინკლავებით; დეიდაჩემი, რომელიც სამი დღის წინ ეკ-
ლესიაში გააცილეთ.
- უარს ხომ ვერ ვეტყოდი! და რაც შეეხება ანა სერგეევნას, ის,
თქვენც გახსოვთ, ბევრ რამეში ეთანხმებოდა ევგენის.
- ჩემი და მაშინ მისი გავლენის ქვეშ იყო, ისევე, როგორც
თქვენ.
- როგორც მე? განა თქვენ ამჩნევთ, რომ მე უკვე დავაღწიე
თავი მის გავლენას?
კატია გაჩუმდა.
- ვიცი, - განაგრძო არკადიმ, - თქვენ არასოდეს არ მოგწონ-
დათ ბაზაროვი.
- მე არ შემიძლია მასზე მსჯელობა.
- იცით რა, კატერინა სერგეევნა? ყოველთვის, როცა ეს პასუ-
ხი მესმის, ვერ ვიჯერებ... არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომ-
ლის შესახებ ნებისმიერ ჩვენთაგანს არ შეეძლოს მსჯელობა! ეს
უბრალო მომიზეზებაა.
- მაშინ გეტყვით, რომ ის... არათუ არ მომწონს, არამედ
ვგრძნობ, რომ ჩემთვის უცხოა და მეც უცხო ვარ მისთვის... და
თქვენც უცხო ხართ მისთვის.
- ეს რატომ?
- როგორ გითხრათ... ის მტაცებელია, მე და თქვენ კი მოში-
ნაურებულები ვართ.

231 მკითხველთა ლიგა


- მეც მოშინაურებული ვარ?
კატიამ თავი დაუქნია.
არკადიმ ყურის ძირი მოიფხანა.
- ყური მიგდეთ, კატერინა სერგეევნა, ეს ხომ საწყენია, ბო-
ლოს და ბოლოს.
- განა თქვენც მტაცებელი გწადიათ იყოთ?
- მტაცებელი არა, მაგრამ - ძლიერი, ენერგიული კი.
- ამას ვერ ისურვებს ადამიანი... აი, თქვენს მეგობარს კი არ
სწადია, მაგრამ მასში ეს არის.
- ჰმ! მაშ, თქვენ ფიქრობთ, რომ ანა სერგეევნაზე მას დიდი
გავლენა ჰქონდა?
- ჰო. მაგრამ ჩემს დაზე დიდი ხნით გავლენას ვერავინ
მოიპოვებს, - დაუმატა კატიამ ხმადაბლა.
- რატომ გგონიათ?
- იმიტომ, რომ ფრიად ამაყია... არა, მე სხვა მინდოდა მეთ-
ქვა... ის ძალიან აფასებს თავის დამოუკიდებლობას.
- ვინ არ აფასებს თავის დამოუკიდებლობას? - ჰკითხა არკა-
დიმ, გონებაში კი გაუელვა: „ნეტავ რა საჭიროა ეს დამოუკიდებ-
ლობა?“ - „რა საჭიროა?“ გაუელვა კატიასაც. ახალგაზრდებს,
რომლებსაც ხშირი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ ერთმა-
ნეთთან, განუწყვეტლივ ერთი და იგივე აზრი მოსდით ხოლმე
თავში.
არკადიმ გაიღიმა, კატიასაკენ ოდნავ მიიწია და ჩურჩულით
უთხრა, - გამოტყდით, რომ თქვენ მისი ცოტათი გეშინიათ.
- ვისი?
- თქვენი დის, - მინიშნებით გაუმეორა არკადიმ.
- და თქვენ? - თავის მხრივ ჰკითხა კატიამ.
- მეც. დაიმახსოვრეთ, მე ვთქვი, მეც-მეთქი.
კატიამ თითი დაუქნია.

232 მკითხველთა ლიგა


- ეს მაკვირვებს, - დაიწყო კატიამ, - არასოდეს ჩემი და ისე
კარგად არ ყოფილა თქვენ მიმართ განწყობილი, როგორც ახ-
ლაა; გაცილებით კარგად, ვიდრე თქვენი პირველი მოსვლის
დროს.
- მართლა?
- თქვენ კი ვერ შეამჩნიეთ? ეს არ გახარებთ?
არკადი ჩაფიქრდა.
- რით დავიმსახურე ანა სერგეევნას წყალობა? იმით ხომ არა,
რომ დედათქვენის წერილები ჩამოვუტანე?
- იმითაც და სხვა მიზეზებიც არის, რომლებსაც არ გეტყვით.
- რატომ არ მეტყვით?
- არ გეტყვით.
- ჰო! ვიცი, ძალიან ჯიუტი ხართ.
- ჯიუტი ვარ.
- და დაკვირვებულიც.
კატიამ ალმაცერად შეათვალიერა.
- შეიძლება. მერე გწყინთ ეს? რაზე ფიქრობთ?
- იმაზე, თუ საიდან შეიძინეთ დაკვირვების უნარი, რომელიც
მართლაც გაქვთ. თქვენ ისეთი მფრთხალი, მიუნდობელი ხართ;
ყველას გაურბიხართ...
- დიდხანს ვცხოვრობდი ჩემი თავის ანაბარა; ძალაუნებურად
ფიქრებს მიეცემი. მაგრამ მე განა ყველას გავურბი?
არკადიმ მადლიერი თვალებით შეხედა.
- ეს ყოველივე საუცხოოა, - განაგრძობდა არკადი, - მაგრამ
თქვენი მდგომარეობის ხალხს, მე მსურს ვთქვა, თქვენი ქონების
პატრონთ, იშვიათად აქვთ ეს ნიჭი; ამ ადამიანებამდე, როგორც
მეფეებამდე, ჭეშმარიტება ძნელად აღწევს ხოლმე.
- მე მდიდარი რომ არა ვარ?

233 მკითხველთა ლიგა


არკადი განცვიფრდა და ერთბაშად ვერც კი მიუხვდა კატიას.
„მართლაც, მამული ხომ მთლიანად მაგის დისაა!“ - გაიფიქრა
მან. ეს აზრი კიდევაც ესიამოვნა.
- რა კარგად თქვით! - წარმოთქვა არკადიმ.
- რა?
- კარგად თქვით, უბრალოდ, ყოველგვარი დარცხვენისა და
პრანჭვის გარეშე. მართლა, ასე მგონია, რომ იმ ადამიანის
გრძნობაში, რომელმაც იცის და ამბობს კიდეც, ღარიბი ვარო,
რაღაც განსაკუთრებული, თავისებური პატივმოყვარეობა უნდა
იყოს ჩაქსოვილი.
- ჩემი დის წყალობით, მე არაფერი მსგავსი არ განმიცდია.
ჩემი ქონება მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ სიტყვამ მოიტანა.
- კეთილი, მაგრამ გამოტყდით, რომ თქვენშიც არის იმ პა-
ტივმოყვარეობის მცირე ნაწილი, რომელზედაც ახლა ვლაპარა-
კობდით.
- მაგალითად?
- მაგალითად, თქვენ ხომ, - ბოდიშს ვიხდი ამ შეკითხვისთვის,
არ გაჰყვებოდით ცოლად მდიდარ კაცს?
- თუ ძალიან შემიყვარდებოდა... არა, მე მგონი, არც მაშინ
გავყვებოდი.
- ჰოო! ხომ ხედავთ! - წამოიძახა არკადიმ და ცოტა ხნის შემ-
დეგ დაუმატა, - მაინც რატომ არ გაჰყვებოდით?
- იმიტომ, რომ სიმღერაშიც კი ნათქვამია შეუფერებელთა შე-
სახებ.
- თქვენ შეიძლება მბრძანებლობა გსურთ, ან...
- ოჰ, არა! რა საჭიროა? პირიქით, მე მზად ვარ, დავემორჩი-
ლო; მხოლოდ უთანასწორობა მძიმეა, ხოლო შენი თავის ფასიც
იცოდე და თან მორჩილებდე - ეს მესმის; ეს ბედნიერებაა; მაგ-
რამ დაქვემდებარებული არსებობა... არა, ისედაც კმარა.

234 მკითხველთა ლიგა


- ისედაც კმარა, - გაიმეორა არკადიმ. - დიახ, დიახ. - განაგ-
რძობდა იგი, - ტყუილად კი არა ხართ ანა სერგეევნას სისხლი
და ხორცი; თქვენ მასსავით დამოუკიდებელი, მაგრამ უფრო
გულჩათხრობილი ხართ; დარწმუნებული ვარ, პირველი არასო-
დეს გაამჟღავნებთ თქვენს გრძნობას, რაგინდ ძლიერი და წმინ-
დაც უნდა იყოს იგი...
- მაშ, როგორ სხვანაირად? - ჰკითხა კატიამ.
- თქვენ ორივე ერთნაირად ჭკვიანები ხართ; თქვენ, თუ უფ-
რო არა, ისეთივე მტკიცე ხასიათი გაქვთ...
- ნუ მადარებთ ჩემს დას, გეთაყვა, - აჩქარებით გააწყვეტინა
კატიამ, - ეს ჩემთვის ძალიან არახელსაყრელია. თქვენ თითქოს
დაგავიწყდათ, რომ ჩემი და ლამაზიც არის და ჭკვიანიც, და...
თქვენ განსაკუთრებით, არკადი ნიკოლაევიჩ, არ შეგფერით ასე-
თი სიტყვების თქმა და ისიც ასეთი სერიოზული სახით.
- რას ნიშნავს ეს, თქვენ განსაკუთრებითო? ან საიდან დაას-
კვენით, რომ მე ვხუმრობ?
- რასაკვირველია, ხუმრობთ.
- ასე გგონიათ? თუ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვლა-
პარაკობ, მაშინ რა? თუ ჩემი აზრით, საკმარისი სიმკვეთრითაც
ვერ ვთქვი?
- მე თქვენი არ მესმის.
- მართლა? ახლა კი ვხედავ, მართლაც ზედმეტად შემიქია
თქვენი დაკვირვების უნარი.
- როგორ?
არკადიმ არ უპასუხა და პირი იბრუნა; კატიამ კი კალთაში კი-
დევ რამდენიმე ნამცეცი მოძებნა და ბეღურებს გადაუყარა; მაგ-
რამ ხელის აქნევა მეტისმეტი მოუვიდა და ჩიტები ისე გაფრინ-
დნენ, რომ ნამცეცების აკენკვაც ვერ მოასწრეს.

235 მკითხველთა ლიგა


- კატერინა სერგეევნა! - წამოიწყო უცებ არკადიმ. - თქვენ-
თვის ეს, ალბათ, სულერთია, მაგრამ იცოდეთ, რომ მე თქვენ
არათუ თქვენს დაზე, მთელ ქვეყანაზე არავისზე არ გაგცვლით.
ვაჟი წამოდგა და სწრაფად გაშორდა, თითქოს წამოცდენილი
სიტყვების შეეშინდაო.
კატიას კი ორივე ხელი კალათიანად მუხლებზე დაუვარდა,
თავი ჩაღუნა და დიდხანს გასცქეროდა მიმავალ არკადის. მის
ღაწვებს ნელ-ნელა სიწითლე შეეპარა, მაგრამ ტუჩები არ უღი-
მოდა და მუქი თვალებიც შეშფოთებას და რაღაც სხვა, ჯერ კი-
დევ უსახელო გრძნობას გამოხატავდა.
- მარტო ხარ? - მოისმა მის ახლოს ანა სერგეევნას ხმა. - აკი
არკადისთან ერთად წამოხვედი ბაღში.
კატიამ მზერა აუჩქარებლად ახლა თავის დას მიაპყრო (კოხ-
ტად, თითქმის ნატიფად ჩაცმული იდგა ანა სერგეევნა ბაღის ბი-
ლიკზე და გაშლილი ქოლგის წვერით ფიფის ყურებს ეთამაშე-
ბოდა), და აუჩქარებლად მიუგო:
- მარტო ვარ.
- ამას ვხედავ, - უპასუხა ანა სერგეევნამ სიცილით, - ესე იგი,
ის თავის ოთახში წავიდა?
- ჰო.
- ერთად კითხულობდით?
- დიახ.
ანა სერგეევნამ კატიას ხელი მოავლო ნიკაპზე და თავი აუწი-
ა.
- იმედია, არ გიჩხუბიათ?
- არა, - უპასუხა კატიამ და დის ხელი ნელა მოიშორა.
- როგორი საზეიმო კილოთი მიპასუხე! მე მეგონა, აქ ვნახავ-
დი, მინდოდა სასეირნოდ წამეყვანა - სულ ამას მთხოვს. ქალა-
ქიდან ფეხსაცმელები ჩამოგიტანეს, წადი, მოიზომე; გუშინვე შე-
ვამჩნიე, რომ ძველები მთლად გაგცვეთია. შენ, საერთოდ, სა-

236 მკითხველთა ლიგა


თანადო ყურადღებას არ აქცევ ამას, არადა, მშვენიერი ფეხები
გაქვს! ხელებიც კარგი გაქვს... ოღონდ დიდრონი; ამიტომ ფეხე-
ბით უნდა ხიბლავდე, მაგრამ კეკლუცი რომ არ მყავხარ?
ანა სერგეევნა ბილიკს დაუყვა. მისი ლამაზი კაბა ოდნავ
შრიალებდა; კატია ადგა, თან ჰაინეს წიგნი გაიყოლა და წავიდა,
მაგრამ არა ფეხსაცმლის მოსაზომად.
„მშვენიერი ფეხები გაქვსო, - ფიქრობდა იგი, როცა მზისგან
გავარვარებული ტერასის ქვის საფეხურებზე ადიოდა, - მშვე-
ნიერი ფეხებიო, ამბობთ თქვენ... მაშ კარგი, ის ამ ფეხებთან გა-
ნერთხმება“.
მაგრამ მაშინვე შერცხვა და სხარტად აირბინა კიბე.
არკადი დერეფნით თავისი ოთახისკენ მიდიოდა, როცა უფ-
როსი მსახური წამოეწია და მოახსენა, თქვენთან ბატონი ბაზა-
როვი ზისო.
- ევგენი! - თითქმის შიშით წაილუღლუღა არკადიმ. - დიდი
ხანია, რაც მოვიდა?
- ამწუთას მობრძანდა და მიბრძანა, მის შესახებ ანა სერგეევ-
ნასთვის არ მომეხსენებინა და პირდაპირ თქვენთან მომეყვანა.
„ნეტავ უბედურება ხომ არაფერი მოხდა სახლში?“, - გაიფიქ-
რა არკადიმ, აჩქარებით აირბინა კიბე და ერთბაშად შეაღო კა-
რი. ბაზაროვის სახემ მაშინვე დაამშვიდა, თუმცა უფრო გამოც-
დილი თვალი მოულოდნელი სტუმრის უწინდებურად ენერგი-
ულ, მაგრამ ჩამომხმარ გარეგნობაში ალბათ შინაგანი მღელვა-
რების ნიშნებს აღმოაჩენდა. ბაზაროვი ფანჯრის რაფაზე ჩამომ-
ჯდარიყო; დამტვერილი ფარაჯა ეცვა და თავზე კარტუზი ეხურა.
არც მაშინ წამომდგარა, როცა არკადი ხმამაღალი შეძახილით
კისერზე ჩამოეკიდა.
- რა მოულოდნელად გაჩნდი! საიდან სადაო? - გაიძახოდა
არკადი და ოთახში ფუსფუსებდა, როგორც ადამიანი, რომელ-
საც თვითონაც ჰგონია და თანაც სურს ისე მოაჩვენოს, ვითომც

237 მკითხველთა ლიგა


გახარებულია. - შინ ხომ ყველაფერი რიგზეა, ხომ ყველა ჯან-
მრთელადაა?
- ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ყველა ჯანმრთელად ვერ არის,
- ჩაილაპარაკა ბაზაროვმა, - შენ კი ნუ ტარტალებ; უბრძანე ერ-
თი, ბურახი მომიტანონ, დაჯექი და მომისმინე, რასაც ორიოდე,
მაგრამ საკმაოდ მტკიცე სიტყვებით გაცნობებ.
არკადი მიჩუმდა. ბაზაროვმა პაველ პეტროვიჩთან დუელის
ამბავი უამბო. არკადი ძლიერ გაოცდა, ეწყინა კიდეც, მაგრამ სა-
ჭიროდ არ ცნო ამის გამოთქმა; მან მხოლოდ იკითხა, ხომ ნამ-
დვილად არ არის საშიში ბიძაჩემის ჭრილობაო, და რაკი პასუ-
ხად მიიღო, რომ ჭრილობა საინტერესოა, ოღონდ არა მედიცი-
ნის თვალსაზრისითო, - ნაძალადევად გაიღიმა; გულში შიშიც
იგრძნო და სირცხვილიც. ბაზაროვი თითქოს მიუხვდა.
- აი, ძმაო, - უთხრა მან, - რას ნიშნავს ფეოდალებთან ცხოვ-
რება. თვითონაც ფეოდალი გახდები და რაინდულ ტურნირებ-
შიც მიიღებ მონაწილეობას. ჰოდა, მე ახლა მივემგზავრები „მა-
მებთან“, - ასე დაასრულა ბაზაროვმა, - და გზად შემოვიარე...
რათა ყველაფერი ეს მეცნობებინა-მეთქი, გეტყოდი, უსარგებ-
ლო სიცრუეს სისულელედ რომ არ მივიჩნევდე. არა, მე აქ შემო-
ვუხვიე... ეშმაკმა იცის, რისთვის. იცი, ზოგჯერ სასარგებლოა სა-
კუთარ ქოჩორში ხელის წავლება და საკუთარი თავის ამოგლეჯა
იმგვარად, როგორც ზამთრის ბოლოკს ამოგლეჯენ ხოლმე
კვლიდან; მე ეს მოვიმოქმედე ამას წინათ... მაგრამ ერთხელ კი-
დევ მომინდა იმის ნახვა, რასაც დავშორდი, იმ კვალის ნახვა,
სადაც ვიჯექი.
- იმედი მაქვს, ეს სიტყვები მე არ მეხება, - აღელვებით
შეესიტყვა არკადი, - იმედი მაქვს, ჩემთან განშორებას არ აპი-
რებ.
ბაზაროვი ყურადღებით დააცქერდა, თითქმის გამჭოლად
დაასო თვალი.

238 მკითხველთა ლიგა


- ვითომ ეს ასე გეწყინება? ვფიქრობ, რომ შენ უკვე განმშორ-
დი. შენ ისეთი ქორფა და გაფაქიზებული ხარ... ალბათ, ანა სერ-
გეევნასთან შენი საქმე კარგად მიდის.
- რომელი ჩემი საქმე ანა სერგეევნასთან?
- განა მისი გულისთვის არ ჩამოხვედი ქალაქიდან, ბღარტო?
მართლა, როგორია იქ საკვირაო სკოლების მოღვაწეობა? განა
ანა სერგეევნა აღარ გიყვარს? თუ უკვე დადგა დრო, თავი მოიკა-
ტუნო?
- ევგენი, ხომ იცი, შენთან მუდამ გულახდილი ვიყავი. გარ-
წმუნებ, გეფიცები, რომ ცდები.
- ჰმ! ესეც ახალი სიტყვა, - შენიშნა ხმადაბლა ბაზაროვმა. -
მაგრამ რატომ განაწყენდი, ჩემთვის ეს ხომ სულერთია. რომან-
ტიკოსი იტყოდა, მე ვგრძნობ, რომ ჩვენი გზები იყრებაო, მე კი
უბრალოდ გეტყვი, რომ ჩვენ ერთმანეთს თავი მოვაბეზრეთ.
- ევგენი...
- ჩემო სულო, ეს არაფერია. განა მარტო ამისთანები მოგბეზ-
რდება კაცს! იქნებ ჯობს, ერთმანეთს დავემშვიდობოთ? მას შემ-
დეგ, რაც აქა ვარ, თავს საძაგლად ვგრძნობ, თითქოს გოგოლის
წერილები მეკითხოს, კალუგის გუბერნატორის ცოლს რომ მის-
წერა. კიდევ კარგი, ცხენები რომ არ გამოვახსნევინე.
- რას ამბობ! ეს შეუძლებელია!
- რატომ?
- ჩემს თავზე რომ აღარაფერი ვთქვა, ეს დიდი უზრდელობა
იქნება ანა სერგეევნას მიმართ, რომელიც აუცილებლად
მოისურვებს შენს ნახვას.
- ჰე, ამაში კი ცდები.
- პირიქით, მჯერა, რომ მართალი ვარ, - შეესიტყვა არკადი. -
ან რატომ თვალთმაქცობ? თუ საქმე მაგაზე მიდგა, განა შენ თვი-
თონ მისი გულისთვის არ ჩამოხვედი?

239 მკითხველთა ლიგა


- ეს შეიძლება ასეც იყოს და სამართლიანიც, მაგრამ შენ მა-
ინც ცდები.
მაგრამ არკადი მართალი იყო. ანა სერგეევნამ ბაზაროვის
ნახვა მოისურვა და უფროსი მსახურის პირით თავისთან მიიწ-
ვია. ბაზაროვმა ტანსაცმელი გამოიცვალა, სანამ ეახლებოდა.
მართლაც, ისე ჩაელაგებინა თავისი ახალი ტანისამოსი, რომ
საჭიროებისას ხელთ ჰქონოდა.
ოდინცოვამ ბაზაროვი მიიღო არა იმ ოთხაში, სადაც მან ასე
მოულოდნელად სიყვარული აუხსნა, არამედ სასტუმრო ოთახ-
ში. თითები თავაზიანად გაუწოდა, მაგრამ მისი სახე უნებლიე
დაძაბულობას გამოხატავდა.
- ანა სერგეევნა, - იჩქარა თქმა ბაზაროვმა, - პირველ ყოვლი-
სა, უნდა დაგამშვიდოთ. თქვენ წინაშე მოკვდავი ადამიანი დგას,
რომელიც დიდი ხანია, გონს მოეგო და იმედოვნებს, რომ სხვებ-
საც დაავიწყდათ მისი სისულელე. დიდი ხნით მივდივარ და და-
მეთანხმებით, თუმცა ნაზი არსება არა ვარ, მაგრამ სასიამოვნო
არ იქნებოდა გამყოლოდა ის აზრი, რომ თქვენ ზიზღით მიგო-
ნებთ.
ანა სერგეევნამ ღრმად ამოისუნთქა, როგორც ადამიანმა,
რომელიც ეს-ეს არის მაღალ მთაზე ავიდა, და მისი სახე ღიმილ-
მა გამოაცოცხლა. ხელმეორედ გაუწოდა ხელი ბაზაროვს.
- თვალიც დავსებია, ვინც ძველი გაიხსენოს, - თქვა ანა სერ-
გეევნამ, - მით უმეტეს, სამართლიანად რომ ითქვას, მეც შევცო-
დე მაშინ, კეკლუცობით თუ არა, სხვა რამით მაინც. ერთი სიტ-
ყვით, ძველებურად მეგობრები ვიყოთ. ის სიზმარი იყო, ხომ
მართალია? და სიზმრები კი ვის ახსოვს?
- ვის ახსოვს? ამასთან, სიყვარული... ეს ხომ ნაძალადევი
გრძნობაა.
- მართლა? ფრიად სასიამოვნოა ამის გაგონება.

240 მკითხველთა ლიგა


ასე ლაპარაკობდა ანა სერგეევნა და ასე ლაპარაკობდა ბაზა-
როვიც; ორივე ფიქრობდა, რომ მართალს ამბობდნენ. მაგრამ
იყო კი სიმართლე, სრული სიმართლე მათ სიტყვებში? ეს მათ
თვითონაც არ იცოდნენ, და ავტორმა - მით უფრო. მაგრამ მათ
შორის ისეთი საუბარი გაიბა, თითქოს სავსებით ერწმუნნენ ერ-
თმანეთს.
სხვათა შორის, ანა სერგეევნამ ჰკითხა, კირსანოვებთან რას
აკეთებდითო. ბაზაროვმა კინაღამ უამბო პაველ პეტროვიჩთან
დუელის ამბავი, მაგრამ თავი შეიკავა - ვაითუ ოდინცოვამ იფიქ-
როს, თავს ვაწონებო, და უპასუხა, რომ ამ ხნის განმავლობაში
მუშაობდა.
- მე კი, - წარმოთქვა ანა სერგეევნამ, - ჯერ სევდა მომერია,
ღმერთმა იცის რატომ, წარმოიდგინეთ, საზღვარგარეთაც დავა-
პირე წასვლა!.. მერე ამან გამიარა; თქვენი მეგობარი, არკადი
ნიკოლაევიჩი ჩამოვიდა და ისევ ძველ კალაპოტში მოვექეცი,
ჩემს ნამდვილ როლს დავუბრუნდი.
- რა როლს, ნება მიბოძეთ, გავიგო?
- დეიდის, დამრიგებლის, დედის, რაც გინდათ უწოდეთ. მარ-
თლა, იცით რომ მე უწინ კარგად ვერ გამეგო, რატომ იყავით
ასეთი ახლო მეგობრები თქვენ და არკადი ნიკოლაევიჩი; მე იგი
საკმაოდ უფერულ ადამიანად მიმაჩნდა. მაგრამ ახლა უკეთ გა-
ვიცანი და დავრწმუნდი, რომ ჭკვიანია... ხოლო რაც მთავარია,
ახალგაზრდაა, ახალგაზრდა... მე და თქვენსავით ხომ არაა, ევ-
გენი ვასილიჩ.
- ისევ ისე კრთის ხოლმე თქვენ წინაშე? - ჰკითხა ბაზაროვმა.
- განა... - წამოიწყო ანა სერგეევნამ და მცირე დაფიქრების
შემდეგ დასძინა, - ახლა უფრო მენდობა, მესაუბრება კიდეც.
უწინ გამირბოდა. თუმცა არც მე ვეძებდი მის საზოგადოებას. ის
და კატია დიდი მეგობრები არიან.

241 მკითხველთა ლიგა


ბაზაროვს ეწყინა, ქალს არ შეუძლია არ იეშმაკოსო, -
გაიფიქრა.
- თქვენ ამბობთ, რომ არკადი გაგირბოდათ, - წარმოთქვა მან
ცივი ღიმილით, - მაგრამ, ალბათ, თქვენთვის საიდუმლოებად
არ დარჩენილა, რომ ის თქვენზე შეყვარებული იყო?
- როგორ? ისიც? - წამოსცდა ანა სერგეევნას.
- ისიც, - გაიმეორა ბაზაროვმა და მორჩილებით თავი დაუკ-
რა, - ნუთუ არ იცოდით და მე ახალი ამბავი გითხარით?
ანა სერგეევნამ თვალები დახარა.
- ცდებით, ევგენი ვასილიჩ.
- არა მგონია. მაგრამ იქნებ არ უნდა მეთქვა, - „შენ კი ნუ ეშ-
მაკობ“, - დაუმატა გულში.
- რატომ არ უნდა გეთქვათ? მაგრამ ვფიქრობ, წუთიერ შთა-
ბეჭდილებას აქაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. ვეჭვობ,
რომ თქვენ საერთოდ გაზვიადება გიყვართ.
- ამაზე ჯობს ნუ ვილაპარაკებთ, ანა სერგეევნა.
- რატომ? - შეესიტყვა ქალი, მაგრამ საუბარი სხვა საგანზე
თვითონვე გადაიტანა. ბაზაროვთან მაინც უხერხულად გრძნობ-
და თავს, თუმცა კი უთხრა და თავისი თავიც დაარწმუნა, რომ
ყველაფერი დავიწყებულია. სრულიად ჩვეულებრივი საუბარი
ჰქონდა, ეხუმრებოდა კიდეც, მაგრამ ოდნავ შიშს მაინც გრძნობ-
და. ასე ზღვაში, გემზე მასლაათობენ ადამიანები და იცინიან
უდარდელად, სავსებით ისე, თითქოს მყარ მიწაზე ედგათ ფეხი;
მაგრამ საკმარისია მცირედი შეჩერება, საკმარისია თავი იჩი-
ნოს რაიმე არაჩვეულებრივის თუნდ იოტისოდენა ნიშანმა, რომ
იმწამსვე ყველას სახეზე განსაკუთრებული შეშფოთება გამოიხა-
ტება, - მაჩვენებელი მუდმივი საფრთხის მუდმივი შეგრძნობისა.
ანა სერგეევნას ბაზაროვთან საუბარი დიდხანს არ გაგრძელებუ-
ლა. ქალი შიგადაშიგ ჩაფიქრდებოდა, აბნეულად პასუხობდა და
ბოლოს შესთავაზა დარბაზში გადასვლა, სადაც მათ თავადის

242 მკითხველთა ლიგა


ასული და კატია დახვდათ. „არკადი ნიკოლაევიჩი სადღაა?“ -
იკითხა დიასახლისმა და, როცა გაიგო, რომ უკვე ერთი საათია,
არ გამოჩენილაო, მის მოსაყვანად კაცი გაგზავნა. მალე ვერ ნა-
ხეს, არკადი ბაღის ყველაზე მივარდნილ ადგილას გასულიყო;
გულზე ხელები დაეკრიფა, ნიკაპი ზედ ჩამოეყრდნო და ფიქრებ-
ში გართული იჯდა. ეს ფიქრები ძალიან ღრმა და მნიშვნელოვა-
ნი იყო, მაგრამ არა სევდიანი. მან იცოდა, რომ ანა სერგეევნა
მარტო იყო ბაზაროვთან და არ ეჭვიანობდა, როგორც უწინ; პი-
რიქით, სახე თანდათან უნათდებოდა; თითქოს რაღაც უკვირდა,
რაღაცას შეჰხაროდა და გადაწყვეტილებას იღებდა.

243 მკითხველთა ლიგა


XXVI
განსვენებულ ოდინცოვს სიახლე არ უყვარდა, მაგრამ დასაშ-
ვებად მიაჩნდა „გაკეთილშობილებული გემოვნების ერთგვარი
თამაში“, და ამის შედეგად თავის ბაღში, ორანჟერეასა და გუბუ-
რას შუა რუსული აგურისგან ბერძნული ტალანის მაგვარი შენო-
ბა ააგო. ამ ტალანის ანუ გალერეის უკანა ყრუ კედელში ექვსი
ნიში იყო ჩატანებული ქანდაკებებისთვის, რომელთა გამოწერას
საზღვარგარეთიდან აპირებდა. ამ ქანდაკებებს უნდა განესა-
ხიერებიათ: განმარტოება, დუმილი, ფიქრი, მელანქოლია, მოკ-
რძალება, გრძნობიერება. ერთ-ერთი მათგანი, დუმილის ქალ-
ღმერთი, თითი რომ ბაგეზე მიედო, ჩამოიტანეს და დადგეს კი-
დეც; მაგრამ შინაყმა ბიჭ-ბუჭებმა იმავე დღეს ცხვირი მოამტვრი-
ეს. თუმცა მეზობელი მეფარდახტე ჰპირდებოდა - წინანდელზე
ორჯერ უკეთეს ცხვირს გავუკეთებო, მაგრამ ოდინცოვმა მაინც
ჩამოაღებინა, და ამგვარად, ქანდაკებამ სალეწი ფარდულის
კუთხეში ამოყო თავი, სადაც მრავალი წელი იდგა და დედაკა-
ცებში ცრუმორწმუნე შიშს იწვევდა. ტალანის ღია მხარე დიდი
ხანია, ხშირი ბუჩქნარით დაბარდულიყო, მხოლოდ სვეტების
თავები მოჩანდა ერთიან სიმწვანეში. თვითონ ტალანში შუად-
ღისასაც კი გრილოდა. ანა სერგეევნას არ უყვარდა ეს ადგილი
მას შემდეგ, რაც იქ გველხოკერა ნახა; მაგრამ კატია ხშირად
დადიოდა და ერთ-ერთი ნიშის ქვემოთ დადგმულ ქვის მერხზე
ჩამოჯდებოდა ხოლმე. ჩრდილითა და სიგრილით გარემოცული
კითხულობდა, მუშაობდა ან სრული სიჩუმის იმ შეგრძნებას ეძ-
ლეოდა, რომელიც, ალბათ, თითოეულისთვის ნაცნობია, და
რომლის მომხიბვლელობა მდგომარეობს მდუმარე თვალის
დევნებაში ცხოვრების იმ გაშლილი ტალღისა, რომელიც განუწ-
ყვეტლივ მიედინება ჩვენ ირგვლივ და თვითონ ჩვენშიც.

244 მკითხველთა ლიგა


ბაზაროვის ჩამოსვლის მეორე დღეს კატია თავის საყვარელ
სკამზე იჯდა, მის გვერდით კი არკადი. არკადიმ, როგორც იქნა,
დაიყოლია აქ მოსვლაზე.
საუზმემდე კიდევ ერთი საათი რჩებოდა; ნამიან დილას უკვე
ცხელი დღე ცვლიდა.
არკადის სახეს გუშინდელი გამომეტყველება შერჩენოდა, კა-
ტია შეფიქრიანებული ჩანდა; დამ ჩაის შემდეგ თავის კაბინეტში
გაიხმო, ჯერ მიუალერსა, რაც კატიას ყოველთვის შიშს ჰგვრი-
და, და ურჩია, არკადისთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე
გამოეჩინა, განსაკუთრებით მასთან განმარტოებით საუბრის-
თვის აერიდებინა თავი, რაც, ვითომც, დეიდასაც და მთელ სახ-
ლსაც შეუმჩნევია. გარდა ამისა, წინა საღამოს ანა სერგეევნა
ცუდ გუნებაზე იყო, და თვითონ კატიაც თავს დარცხვენილად
გრძნობდა, თითქოს რამე დაეშავებინოს. არკადის თხოვნა შე-
უსრულა, მაგრამ თავის თავს უთხრა, რომ ამას უკანასკნელად
აკეთებდა.
- კატერინა სერგეევნა, - დაიწყო არკადიმ რაღაცნაირი მორ-
ცხვი სითამამით, - მას შემდეგ, რაც წილად მხვდა ბედნიერება,
თქვენთან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდე, ბევრ რამეზე გესაუბრეთ,
მაგრამ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის... საკითხი...
რომელსაც ჯერ არ შევხებივარ. გუშინ თქვენ ბრძანეთ, რომ მე
აქ ბუნება შემიცვალეს, - დაუმატა მან, თან კიდეც იჭერდა და კი-
დეც გაურბოდა მასზე კითხვით მიპყრობილ კატიას თვალებს. -
მართლაც, ბევრ რამეში გამოვიცვალე და ეს სხვაზე უკეთესად
თქვენ იცით, - თქვენ, ვისაც არსებითად უნდა ვუმადლოდე ამ
ცვლილებას.
- მე?.. მე უნდა მიმადლოდეთ?.. - ჩაილაპარაკა კატიამ.
- მე ახლა უკვე აღარ ვარ ისეთი დიდგულა ჭაბუკი, როგორიც
აქ მოვედი, - განაგრძობდა არკადი, - ტყუილად ხომ არ შემის-
რულდა ოცდასამი წელი, უწინდებურად მინდა სასარგებლო ვი-

245 მკითხველთა ლიგა


ყო, მსურს, მთელი ჩემი ძალ-ღონე ჭეშმარიტებას შევწირო; მაგ-
რამ ჩემს იდეალებს იქ აღარ ვეძებ, სადაც წინათ ვეძებდი; ამ
იდეალებს... გაცილებით ახლოს ვხედავ. დღემდე ჩემი თავის არ
გამეგებოდა, ჩემს თავს ისეთ ამოცანებს ვუყენებდი, რაც ჩემს
ძალ-ღონეს აღემატებოდა... დიდი ხანი არ არის, რაც ერთი
გრძნობის მეოხებით თვალები ამეხილა... ჩემი აზრი სავსებით
ნათლად ვერ გამოვხატე, მაგრამ იმედი მაქვს, გამიგებთ...
კატიამ არ უპასუხა, მაგრამ არკადის თვალი აარიდა.
- ვფიქრობ, - დაიწყო ვაჟმა ისევ, უფრო აღელვებული ხმით,
მის თავზე კი, ფოთლებში, სკვინჩა უდარდელად გალობდა -
ვფიქრობ, ყველა პატიოსანი კაცის მოვალეობაა, სავსებით გუ-
ლახდილი იყოს მათთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც... ერთი
სიტყვით, ახლობელ ადამიანებთან, ამიტომ მე... მე განზრახული
მაქვს...
მაგრამ აქ არკადის მჭევრმეტყველებამ უღალატა; დაიბნა,-
სიტყვა გაუწყდა და იძულებული გახდა, ცოტა ხნით გაჩუმებული-
ყო; კატია ისევ ისე თავდახრილი იჯდა, თითქოს ვერც კი მიმ-
ხვდარიყო, რის თქმა უნდოდა არკადის და რაღაცას ელოდა.
- წინასწარ ვატყობ, რომ გაგაოცებთ, - დაიწყო არკადიმ, რო-
ცა ძალა მოიკრიბა, - მით უფრო, რომ ეს გრძნობა რამდენად-
მე... რამდენადმე, დაიმახსოვრეთ, თქვენ გეხებათ. თქვენ, მახ-
სოვს, გუშინ მისაყვედურეთ, სერიოზულობა გაკლიათო, - განაგ-
რძობდა არკადი იმ ადამიანის გამომეტყველებით, რომელმაც
ჭაობში შეტოპა და გრძნობს, რომ ყოველი ნაბიჯით სულ უფრო
და უფრო იფლობა, მაგრამ მაინც წინ მიიჩქარის იმ იმედით, იქ-
ნებ მალე გადავლახოო, - ეს საყვედური ხშირად მიმართულია...
ეხება... ახალგაზრდებს, მაშინაც კი, როცა ამას უკვე აღარ იმსა-
ხურებენ; და ჩემი თავის უფრო მეტი რწმენა რომ მქონდეს („მო-
მეხმარე ბარემ, მომეხმარე!“ - სასოწარკვეთილებით ფიქრობდა

246 მკითხველთა ლიგა


არკადი, მაგრამ კატია უწინდებურად თავმიბრუნებული იჯდა)...
იმედი რომ მქონდეს...
- დარწმუნებული რომ ვიყო იმაში, რასაც თქვენ ამბობთ, - გა-
ისმა მოულოდნელად ანა სერგეევნას მკაფიო ხმა.
არკადიმ მაშინვე ხმა გაიკმინდა, კატია კი გაფითრდა. ზედ
ბუჩქებთან, რომლებიც ტალანს ფარავდნენ, ბილიკი მიიკლაკ-
ნებოდა. ანა სერგეევნა ბაზაროვის თანხლებით ამ ბილიკით მი-
სეირნობდა. კატია და არკადი მათ ვერ ხედავდნენ, მაგრამ თი-
თოეული სიტყვა გარკვევით ესმოდათ, კაბის შრიალი, სუნთქვაც
კი, ანა სერგეევნამ და ბაზაროვმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს
და, თითქოს განგებ, პირდაპირ ტალანის წინ გაჩერდნენ.
- აი, ხომ ხედავთ, - განაგრძობდა ანა სერგეევნა, - მე და
თქვენ შევცდით; ჩვენ უკვე არც ისე ახალგაზრდები ვართ, განსა-
კუთრებით მე; ჩვენ საკმარისად ვიცხოვრეთ, დავიღალეთ; ჩვენ
ორივე - ცერემონია რა საჭიროა? - ჭკვიანები ვართ, ჯერ ერთმა-
ნეთი დავაინტერესეთ, ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა... მერე
კი...
- მერე კი მე გამოვიფიტე, - ჩამოართვა ბაზაროვმა.
- თქვენ იცით, რომ ეს არ იყო ჩვენი უთანხმოების მიზეზი.
მაგრამ როგორც უნდა იყოს, ერთმანეთი არ გვჭირდებოდა, აი,
მთავარი, ჩვენში მეტისმეტად ბევრი იყო... როგორ ვთქვა... ერ-
თგვაროვნება. ჩვენ ამას ერთბაშად ვერ მივხვდით. პირიქით,
არკადი...
- თქვენ ის გჭირდებათ? - ჰკითხა ბაზაროვმა.
- კმარა, ევგენი ვასილიჩ. თქვენ ამბობთ, რომ იგი გულგრი-
ლი არ არის ჩემ მიმართ და მეც მეჩვენებოდა, რომ მოვწონდი.
ვიცი, რომ ბიცოლად შევეფერები, მაგრამ არ მინდა დაგიმა-
ლოთ, რომ უფრო ხშირად დავიწყე მასზე ფიქრი. ამ ახალგაზ-
რდულ და ხალას გრძნობაში არის რაღაც სილამაზე...

247 მკითხველთა ლიგა


- სიტყვა მიმზიდველობა უფრო გამოსაყენებელია ამ შემ-
თხვევაში, - გააწყვეტინა ბაზაროვმა. მის მშვიდს, მაგრამ ყრუ
ხმაში ღვარძლის დუღილი ისმოდა. - არკადი გუშინ რაღაცას მე-
საიდუმლოებოდა, მაგრამ არც თქვენი, არც თქვენი დის შესახებ
კრინტიც არ დაუძრავს... ეს მნიშვნელოვანი სიმპტომია.
- კატიასთან ის ძმასავითაა, - თქვა ანა სერგეევნამ, - და ეს
მომწონს მასში, თუმცა, შეიძლება არ უნდა მიმეცა ნება ასეთი
დაახლოებისა.
- ამას თქვენში თქვენი და ლაპარაკობს? - სიტყვა გააჭიანურა
ბაზაროვმა.
- რასაკვირველია... მაგრამ რას ვუდგავართ? წავიდეთ. რა
უცნაური საუბარი გვაქვს, არა?! განა შემეძლო მეფიქრა, რომ
ასეთი საუბარი მექნებოდა თქვენთან? იცით, რომ თქვენი მეში-
ნია... და ამავე დროს გენდობით, რადგან არსებითად ძალიან
კეთილი ხართ.
- ჯერ ერთი, კეთილი სრულიადაც არა ვარ; მერე მეორე, მე
თქვენთვის ყოველგვარი მნიშვნელობა დავკარგე და ახლა მე-
უბნებით, კეთილი ხართო... ეს იგივეა, მიცვალებულის თავი ყვა-
ვილების გვირგვინით შეამკო.
- ევგენი ვასილიჩ, ჩვენ უძლურნი ვართ... - წამოიწყო ანა
სერგეევნამ, მაგრამ ჩამოუქროლა ქარმა, ფოთლები ააშრიალა
და მისი სიტყვები თან წარიტაცა.
- თქვენ ხომ თავისუფალი ხართ, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ ბა-
ზაროვმა. - მეტი არაფრის გარჩევა აღარ შეიძლებოდა; ფეხის
ხმა მიწყდა... ყველაფერი მიწყნარდა.
არკადი კატიას მიუბრუნდა. ქალი იმავე მდგომარეობაში იჯ-
და, ოღონდ თავი კიდევ უფრო ჩაეღუნა.
- კატერინა სერგეევნა, - ჩაილაპარაკა არკადიმ აკანკალებუ-
ლი ხმით და ხელი ხელზე მოუჭირა, - მიყვარხართ მარად და სა-
ბოლოოდ, და არავინ თქვენ გარდა არ მიყვარს. ეს მინდოდა

248 მკითხველთა ლიგა


თქვენთვის მეთქვა, თქვენი აზრი გამეგო, თქვენი ხელი მეთხო-
ვა, იმიტომ, რომ არც მე ვარ მდიდარი და ვგრძნობ, მზად ვარ,
ყოველგვარი მსხვერპლი გავიღო... პასუხს არ მაძლევთ? არ
გჯერათ ჩემი? გგონიათ, დაუფიქრებლად ვლაპარაკობ? მაგრამ
გაიხსენეთ ეს ბოლო დღეები! ნუთუ ამდენ ხანს ვერ დარწმუნ-
დით, რომ ყოველივე სხვა, ყველაფერი დანარჩენი - გაიგეთ ჩე-
მი - ყველაფერი, ყველაფერი სხვა დიდი ხანია უკვალოდ გაქრა?
შემომხედეთ, ერთი სიტყვა მაინც მაღირსეთ... მიყვარხართ...
მიყვარხართ... მენდეთ!
კატიამ არკადის ნათელი თვალები მრავალმნიშვნელოვნად
შეანათა და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გამკრთალი ღიმილით
უთხრა:
- ჰო.
არკადი სკამიდან წამოხტა.
- ჰო! თქვენ თქვით, ჰო, კატერინა სერგეევნა! რას ნიშნავს ეს
სიტყვა? იმას, რომ მე თქვენ მიყვარხართ, რომ თქვენ ეს გჯე-
რათ... თუ... თუ... ვერ ვბედავ დავამთავრო...
- ჰო, - გაუმეორა კატიამ და ამჯერად არკადი მიუხვდა. ხელი
დაავლო მის დიდ ლამაზ ხელებს და აღტაცებისგან სულშეხუ-
თულმა ეს ხელები გულში ჩაიკრა. ფეხზე ძლივს იდგა და მხო-
ლოდ იმეორებდა, „კატია, კატია...“; კატია კი რაღაც მიამიტად
ატირდა, თან თავის ცრემლებზე თვითონვე ეცინებოდა. ვისაც
არ უხილავს ასეთი ცრემლები საყვარელი არსების თვალებში,
მას ჯერ არ განუცდია, რამდენად ბედნიერი შეიძლება იყოს ქვე-
ყანაზე მადლობისა და სირცხვილის გრძნობით გამსჭვალული
ადამიანი.
მეორე დღეს, ადრიანად ანა სერგეევნამ თავის კაბინეტში იხ-
მო ბაზაროვი და ნაძალადევი სიცილით საფოსტო ქაღალდის
დაკეცილი ფურცელი გადასცა. ეს იყო არკადის წერილი, მასში
არკადი ანა სერგეევნას მისი დის ხელს სთხოვდა.

249 მკითხველთა ლიგა


ბაზაროვმა წერილი სწრაფად ჩაიკითხა და თავს ძალა დაატა-
ნა, რომ არ გაემჟღავნებინა ბოროტი სიხარული, რომელმაც წა-
მით იფეთქა მის გულში.
- ოჰო, - ჩაილაპარაკა მან, - თქვენ კი, ვგონებ, ჯერ კიდევ გუ-
შინ ამბობდით, რომ მას კატერინა სერგეევნა ძმური სიყვარუ-
ლით უყვარს. ახლა რას აპირებთ?
- თქვენ რას მირჩევთ? - ჰკითხა ანა სერგეევნამ ისევ სიცი-
ლით.
- ჩემი აზრით, - სიცილითვე მიუგო ბაზაროვმა, თუმცა არავი-
თარ მხიარულებას არ გრძნობდა და სულაც არ ეცინებოდა, ისე-
ვე როგორც ანა სერგეევნას, - ჩემი აზრით, უნდა დალოცოთ
ახალგაზრდები. ყოველმხრივ შესაფერი არიან, კირსანოვს საკ-
მარისი ქონება აქვს, მამისერთაა. მამაც კარგი კაცი ჰყავს, წინა-
აღმდეგი არ იქნება.
ოდინცოვამ ოთახში გაიარ-გამოიარა. სახეზე ხან სიწითლე
გადაუვლიდა, ხან სიფითრე.
- თქვენ ასე გგონიათ? - თქვა მან. - რას იზამ... ჰო, მე დაბ-
რკოლებას ვერ ვხედავ... მოხარული ვარ კატიას გამო... არკადი
ნიკოლაევიჩის გამოც. ცხადია, მამამისისგან პასუხს დაველო-
დები. თვითონ არკადის გავგზავნი მასთან. ჰოდა, გამოდის, რომ
მე გუშინ მართალი ვიყავი, როცა გეუბნებოდით, რომ ჩვენ ორი-
ვე უკვე ბებრები ვართ-მეთქი... როგორ მოხდა, რომ ვერაფერი
შევამჩნიე? ეს მაკვირვებს!
ანა სერგეევნამ ისევ გაიცინა და მაშინვე პირი იბრუნა.
- ახლანდელი ახალგაზრდობა ძალიან გაეშმაკდა, - შენიშნა
ბაზაროვმა და მანაც გაიცინა. - მშვიდობით, - თქვა მან მცირე
დუმილის შემდეგ. - გისურვებთ, ეს საქმე კეთილად დაგებო-
ლოებინოთ, მე კი შორიდან გავიხარებ.
ოდინცოვა სწრაფად შემოტრიალდა მისკენ.

250 მკითხველთა ლიგა


- განა მიდიხართ? რატომ არ გსურთ დარჩეთ? დარჩით...
თქვენთან ლაპარაკი სასიამოვნოა... თითქოს უფსკრულის პი-
რას დადიხარ. ჯერ კრთებით, მერე საიდანღაც გამბედაობა გემა-
ტებათ. დარჩით.
- გმადლობთ პატივისთვის, ანა სერგეევნა, და ჩემი მჭევ-
რმეტყველური ტალანტის შესახებ საამო აზრისთვისაც, მაგრამ
ვფიქრობ, ისედაც ძალიან დიდხანს ვტრიალებდი ჩემთვის უცხო
სფეროში. მფრინავ თევზებს ერთხანს შეუძლიათ ჰაერში დაყონ,
მაგრამ მალე ისევ წყალს უნდა დაუბრუნდნენ; ნება მომეცით,
მეც ჩემს სტიქიაში შევტოპო.
ოდინცოვამ ბაზაროვს ახედა. მწარე ღიმილს დაეღმიჭა ვაჟის
გაფითრებული სახე. „მას ვუყვარდი!“ - გაიფიქრა ოდინცოვამ,
შეებრალა და თანაგრძნობით გაუწოდა ხელი.
მაგრამ ბაზაროვიც მიუხვდა.
- არა! - თქვა მან და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - ღარიბი
ვარ, მაგრამ მოწყალება ჯერ არავისგან მიმიღია, მშვიდობით და
კარგად იყავით.
- მე მჯერა, რომ ჩვენ უკანასკნელად არ ვხვდებით ერთმა-
ნეთს, - უთხრა ანა სერგეევნამ უნებლიე მღელვარებით.
- ქვეყანაზე რა არ ხდება! - მიუგო ბაზაროვმა, თავი დაუკრა
და გავიდა.
- მაშ, შენ გადაწყვიტე, ბუდე გაიკეთო? - ეუბნებოდა იმავე
დღეს ბაზაროვი არკადის, როცა ჩაცუცქული თავის ჩემოდანს
ალაგებდა. - რა უჭირს, კარგი საქმეა. მხოლოდ ტყუილად ეშმა-
კობდი. შენგან სულ სხვა ამბებს ველოდი. ან იქნებ შენ თვითო-
ნაც გიკვირს ეს?
- მე მართლაც არ ველოდი ამას, როცა შენ დაგშორდი, -
მიუგო არკადიმ, - მაგრამ შენ თვითონ რას თვალთმაქცობ და
მეუბნები, კარგი საქმეაო, თითქოს არ ვიცოდე შენი აზრი ქორ-
წინების შესახებ?

251 მკითხველთა ლიგა


- ეჰ, საყვარელო მეგობარო, - ჩაილაპარაკა ბაზაროვმა, - რა
სიტყვებს ხმარობ! ხომ ხედავ, რას ვშვრები, ჩემოდანში ცა-
რიელი ადგილია და იქ თივას ვდებ; ასევეა ჩვენი ცხოვრების ჩე-
მოდანშიც; რითაც გინდა გატენე, ოღონდ სიცარიელე არ იყოს.
არ გეწყინოს, გეთაყვა. შენ, ალბათ, გახსოვს როგორი აზრის ვი-
ყავი ყოველთვის კატერინა სერგეევნაზე. ზოგიერთ ქალიშვილს
მარტო იმიტომ აქვს ჭკვიანის სახელი გავარდნილი, რომ
ჭკვიანურად ოხრავს; შენი კი თავს არავის დააჩაგვრინებს, და
ისე მაგრადაც დადგება, რომ შენც ხელში ჩაგიჭერს. ჰოდა, ეს
ასეც უნდა იყოს. - ბაზაროვმა ჩემოდანი დაკეტა და წამოდგა. -
ახლა კი, გამოთხოვებისას, გიმეორებ... რა საჭიროა თავის მოტ-
ყუება, ჩვენ ერთმანეთს სამუდამოდ ვეთხოვებით, და შენც
გრძნობ ამას... შენ ჭკვიანურად მოიქეცი; შენ ჩვენი... მწარე, ბო-
განო ცხოვრებისთვის არა ხარ შექმნილი. შენში არც კადნიერე-
ბაა, არც ბოროტება, არის მხოლოდ ახალგაზრდული სითამამე
და ჭაბუკური სიფიცხე; ჩვენი საქმისთვის ეს არ ვარგა. თქვენი
ძმა აზნაური კეთილშობილურ მორჩილებაზე ან კეთილშობი-
ლურ დუღილზე შორს ვერ მიდის, ეს კი არაფერიც არ არის.
თქვენ, მაგალითად, არ იბრძვით - და თავი უკვე ვაჟკაცებად მი-
გაჩნიათ, - ჩვენ კი ჩხუბი გვინდა. და მერე! ჩვენი მტვერი შენ
თვალებს ამოგიჭამს, ჩვენი ჭუჭყი გაგსვრის, თანაც, შენ ვერ მო-
გიღწევია ჩვენს დონემდე; შენ შენს თავს უნებლიეთ შესტრფი,
შენი თავის ლანძღვა გსიამოვნებს; ეს კი ჩვენ მოგვწყინდა - ჩვენ
სხვები გვიბოძეთ სალანძღავად! სხვები გვყავს საგრეხ-სატეხი!
ჩინებული ყმაწვილი ხარ, მაგრამ მაინც უხერხემლო, ლიბერა-
ლური ბატონიშვილი - ე ვოლა-ტუ,50 როგორც ამბობს ხოლმე
მამაჩემი.

50 დამახინჯებული ფრანგული - voila tout (ეგ არის და ეგ.).

252 მკითხველთა ლიგა


- სამუდამოდ მეთხოვები, ევგენი, - ნაღვლიანად ჩაიდუდუნა
არკადიმ, - ნუთუ სხვა სიტყვები ვერ მოგიძებნია ჩემთვის?
ბაზაროვმა კეფა მოიქექა.
- მაქვს, არკადი, მაქვს სხვა სიტყვები, მხოლოდ არ გეტყვი,
რადგან ეს რომანტიზმია, - ეს იმას ნიშნავს, ხელი მოადუნო. შენ
კი მალე დაქორწინდი; შენი ბუდე გაიკეთე, ბავშვებიც ბევრი
გააჩინე. ისინი უკვე იმით იქნებიან ჭკვიანები, რომ თავის დრო-
ზე დაიბადებიან, ისე კი არა, როგორც მე და შენ. ეჰე! ვხედავ,
ცხენები მზადაა. აბა, დროა! ყველას დავემშვიდობე... რაო? გა-
დავეხვიოთ ერთმანეთს, თუ?
არკადი თავის ყოფილ მასწავლებელსა და მეგობარს ყელზე
შემოეჭდო და ცრემლები გადმოსკდა.
- რას ნიშნავს ახალგაზრდობა! - თქვა მშვიდად ბაზაროვმა. -
მაგრამ მე კატერინა სერგეევნას იმედი მაქვს. ნახე, რა მალე გა-
ნუგეშოს!
- მშვიდობით, ძმაო! - უთხრა მან არკადის, როცა უკვე ფო-
რანზე იჯდა, თავლის სახურავზე მჯდომ წყვილ ჭკაზე მიუთითა
და დასძინა, - აი, ხედავ?! შეისწავლე!
- ეს რას ნიშნავს? - ჰკითხა არკადიმ.
- როგორ? ასე სუსტი ხარ ბუნებისმეტყველებაში, თუ დაგავიწ-
ყდა, რომ ჭკა ყველაზე პატივსაცემი, მეოჯახე ფრინველია? აი,
შენთვის მაგალითი!.. მშვიდობით, სენიორ!
ფორანი არახრახდა და წავიდა.
ბაზაროვმა მართალი თქვა. საღამოს, კატიასთან საუბრის
დროს, არკადის სულ გადაავიწყდა თავისი მასწავლებელი. ის
უკვე კატიას ემორჩილებოდა; ქალი ამას გრძნობდა და არც უკ-
ვირდა. არკადი მეორე დღეს მარიინოში, ნიკოლაი პეტროვიჩ-
თან უნდა წასულიყო. ანა სერგეევნას არ უნდოდა ახალგაზრდე-
ბისთვის ხელი შეეშალა და მხოლოდ ზრდილობისათვის არ ტო-
ვებდა მათ მარტო. სულგრძელად თავიდან მოაშორა თავადის

253 მკითხველთა ლიგა


ქალი; მომავალმა ქორწინებამ თავადის ქალი პირდაპირ
გააცოფა. თავდაპირველად ანა სერგეევნა შიშობდა, ვაითუ მა-
თი ბედნიერების ყურება ჩემთვის სამძიმო გახდესო, მაგრამ პი-
რიქით მოხდა; ამ სურათის ცქერა არათუ უმძიმდა, პირიქით, არ-
თობდა, ბოლოს კი გულიც მოულბო. ანა სერგეევნა ამან კიდე-
ვაც გაახარა და კიდვაეც დაანაღვლიანა. „ეტყობა, მართალია
ბაზაროვი, - გაიფიქრა მან, - ცნობისმოყვარეობა, მარტოოდენ
ცნობისმოყვარეობა მამოძრავებს, და სიმშვიდის სიყვარული,
და ეგოიზმი...“
- ბავშვებო! - წარმოთქვა მან ხმამაღლა, - რაო, სიყვარული
მართლა ნაძალადევი გრძნობაა?
მაგრამ ვერც კატია, ვერც არკადი ვერ მიუხვდნენ, ისინი ერი-
დებოდნენ მას. ვერ დაევიწყებინათ უნებლიეთ ყურმოკრული
საუბარი. ეს კია, რომ ანა სერგეევნამ ისინი მალე დაამშვიდა; და
ეს მას არც გასძნელებია, რაკი თვითონაც დამშვიდდა.
მოხუც ბაზაროვებს მით უფრო გაეხარდათ შვილის მოულოდ-
ნელი ჩამოსვლა, რადგან სულაც არ ელოდნენ მას. არინა ვლა-
სევნა იმ ზომამდე აფორიაქდა და აფუსფუსდა, რომ ვასილი ივა-
ნოვიჩმა „კაკაბს“ შეადარა. მისი მოკლეკალთიანი კერესის ბო-
ლო მართლაც რომელიღაც ფრინველს მოგაგონებდათ. ვასილი
ივანოვიჩი კი მხოლოდ ზმუოდა, თავისი ჩიბუხის ქარვას კბილე-
ბით ღრღნიდა; თითებს კისერზე მოივლებდა ხოლმე და თავს
ისე აამოძრავებდა, თითქოს სინჯავდა, კარგად თუ მაქვს მიმაგ-
რებულიო. მერე უცებ დიდ პირს დააბჩენდა და უხმოდ სიცილს
მოჰყვებოდა.
- მთელი ექვსი კვირით მოვსულვარ შენთან, მოხუცო, - უთ-
ხრა მას ბაზაროვმა, - მუშაობა მინდა; მაშ, გეთაყვა, ხელს ნუ შე-
მიშლი.
- ჩემს სახესაც კი დაგავიწყებ, აი, როგორ შეგიშლი ხელს! -
მიუგო ვასილი ივანოვიჩმა.

254 მკითხველთა ლიგა


მართლაც, თავისი დაპირება შეასრულა. შვილი უწინდებუ-
რად კაბინეტში დააბინავა. მხოლოდ არ ემალებოდა, თორემ
სხვა ყოველგვარ ზომებს ხმარობდა, რომ ხელი არ შეეშალა;
ცოლსაც უშლიდა, ზედმეტი ალერსისგან თავი შეიკავეო. „ჩვენ,
ჩემო ბატონო, - ეუბნებოდა ის არინა ვლასევნას, - ენიუშას პირ-
ველი ჩამოსვლისას ცოტა თავი მოვაბეზრეთ; ახლა უფრო
ჭკვიანად უნდა ვიყოთ“. არინა ვლასევნა ეთანხმებოდა ქმარს,
მაგრამ ამით ბევრს ვერაფერს იგებდა, რადგან შვილს მხოლოდ
სუფრასთან ხედავდა, საბოლოოდ დაშინდა და დალაპარაკება-
საც ვეღარ უბედავდა. „ენიუშენკა!“ - ეტყოდა ზოგჯერ, მაგრამ
შვილი თავის მობრუნებასაც ვერ მოასწრებდა, რომ დედა უკვე
ხელჩანთის ზონარს ჩაებღაუჭებოდა ბუტბუტით, „არაფერი, არა-
ფერი, მე ისე“, მერე ვასილი ივანოვიჩს მიაშურებდა, ხელს ლო-
ყაზე შემოიდებდა, ეპუტუნებოდა, „როგორ გავიგოთ, გეთაყვა,
რას ინდომებს დღეს ენიუშა სადილად, შჩის თუ ბორშჩს?“ - „მე-
რე რატომ თვითონ არ ჰკითხე?“ - „ვაითუ თავი მოვაბეზრო!“
თუმცა ბაზაროვმა მალე თვითონ ანება თავი განმარტოებას,
მუშაობის ციებ-ცხელებამ გაუარა და სევდიანი მოწყენილობითა
და ყრუ მოუსვენრობით შეეცვალა. ყოველ მის მოძრაობაში უც-
ნაური დაღლილობა იგრძნობოდა. მტკიცე, სწრაფი, გაბედული
ნაბიჯიც კი შეეცვალა. მარტოდმარტო სეირნობას თავი ანება და
ხალხში გარევა დაიწყო. ჩაის სასტუმრო ოთახში სვამდა, ვასი-
ლი ივანოვიჩთან ერთად ბოსტანში დახეტიალებდა, ისხდნენ
ხოლმე და უხმოდ თამბაქოს ეწეოდნენ; ერთხელ მამა ალექსიც
მოიკითხა. ვასილი ივანოვიჩი ჯერ გაახარა ამ ცვლილებამ, მაგ-
რამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. „ენიუშას ამბავი
ძლიერ მაწუხებს, - შესჩიოდა ჩუმად ცოლს, - ის არათუ უკმაყო-
ფილოა ან გაჯავრებული, ამას კიდევ რა უშავდა; მოწყენილია,
ნაღვლიანი - აი, რა არის საშინელება. სულ ჩუმადაა, გაგვლან-
ძღოს მაინც მე და შენ. გახდა, ისეთი ცუდი ფერი დაედო“. -

255 მკითხველთა ლიგა


„ღმერთო, ღმერთო! - ჩურჩულებდა მოხუცი ქალი, - კისერზე ავ-
გაროზს ჩამოვკიდებდი, მაგრამ რომ არ დამანებებს?“. ვასილი
ივანოვიჩმა რამდენჯერმე სცადა ფრთხილად გამოეკითხა ბაზა-
როვისთვის მისი მუშაობის, ჯანმრთელობის, არკადის შესახებ...
მაგრამ ბაზაროვი უგუნებოდ და დაუდევრად პასუხობდა და, ერ-
თხელ, როცა შეატყო, რომ მამას ლაპარაკში რაღაცის გამოტ-
ყუება სურდა, წყენით შენიშნა: „რა არის ჩემ ირგვლივ თითქოს
ფეხის ცერებზე რომ დაიარები? ეს მანერა წინანდელზე უარესი-
ა“. - „კარგი, კარგი, მე არაფერი!“ - აჩქარებით მიუგო საბრალო
ვასილი ივანოვიჩმა. ასევე უნაყოფოდ ჩაიარა მისმა პოლიტი-
კურმა ნართაულებმა. ერთხელ შვილს ლაპარაკი ჩამოუგდო ახ-
ლო მომავალში გლეხთა გათავისუფლების, პროგრესის შესა-
ხებ. ამით შვილის თანაგრძნობის გამოწვევას ფიქრობდა, მაგ-
რამ ბაზაროვმა გულგრილად უთხრა, „გუშინ ღობეს ჩავუარე და
რა მესმის, აქაური ბიჭები რომელიმე ძველი სიმღერის ნაც-
ვლად ღრიალებენ, „მარჯვე დრო მოდის, გული ტრფობას
გრძნობსო...“ ესეც შენი პროგრესი“.
ზოგჯერ ბაზაროვი სოფელს ჩამოივლიდა, რომელიმე გლეხს
ჩვეულებისამებრ, დაცინვით გამოელაპარაკებოდა: „აბა, - ეტ-
ყოდა, - მიამბე ერთი, ძმობილო, რა აზრისა ხარ ცხოვრებაზე;
ამბობენ, რუსეთის მთელი ძალა და მომავალი თქვენში არისო,
თქვენგან დაიწყებაო ახალი ეპოქა ისტორიაში, თურმე თქვენ
მოგვცემთ ენასაც და ნამდვილ კანონებსაც“. გლეხი ან სრული-
ად არაფერს უპასუხებდა, ან რამე ამის მსგავსს: „ჩვენ შეგვიძ-
ლია... იმიტომა, რომა... მაშასადამე... რა საზღვარიც, მაგალი-
თად, ჩვენ გვაქვს დადებული“. - „შენ ის ამიხსენი, რას წარმოად-
გენს თქვენი სოფელ-ქვეყანა, - აწყვეტინებდა ბაზაროვი, - ის
ხომ არ არის, სამ ვეშაპზე რომაა დაყრდნობილი?“
- ეს, ბატონო, დედამიწა დგას სამ თევზზე, - დაყვავებით,
პატრიარქალურ-გულკეთილი ამღერებით უხსნიდა გლეხი, - ხო-

256 მკითხველთა ლიგა


ლო, ჩვენს, ესე იგი, სოფელ-ქვეყანაზე, ცხადია, სულ ბატონის
ნებაა; ამიტომ ხართ თქვენ ჩვენი მამები და რაც უფრო მკაცრად
მოეპყრობა ბატონი, იმდენად უფრო უყვარს იგი გლეხს“.
ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ ბაზაროვმა ზიზღით აიჩეჩა
მხრები და ზურგი შეაქცია, გლეხი კი შინისკენ გაეშურა.
- რაზე გელაპარაკებოდა? - ჰკითხა მას მეორე, საშუალო
ხნის, კუშტი სახის გლეხმა, რომელიც შორიდან, თავისი ქოხის
ზღურბლიდან ადევნებდა თვალს ბაზაროვთან მის ლაპარაკს. -
ნარჩენის შესახებ თუ?..
- რის ნარჩენი, ძმობილო! - მიუგო პირველმა გლეხმა და მის
ხმაში პატრიარქალური კეთილხმოვნების კვალიც კი აღარ ჩან-
და, პირიქით, რაღაც უხეში სიმკაცრე ისმოდა. - ისე, ლაყბობდა
რაღაცას, ენა თუ ექავება. ცხადია, ბატონია; მაგას განა რამე
გაეგება?
- სად გაეგება! - მიუგო მეორე გლეხმა. ამის შემდეგ ქუდები
დაბერტყეს, ქამრები მოიხალვათეს და თავიანთ საქმეებსა და
გასაჭირზე დაიწყეს მსჯელობა. აფსუს! ზიზღით მხრებს რომ
იჩეჩდა, ვითომც გლეხებთან ლაპარაკი მეხერხებაო (როგორც
დაიკვეხა პაველ პეტროვიჩთან კამათში), თავდაჯერებული ბაზა-
როვი, ვერც კი მიმხვდარიყო, რომ გლეხების თვალში მაინც ტა-
კიმასხარას წარმოადგენდა.
ბოლოს ბაზაროვმა საქმე იშოვა. ერთხელ მისი თანდასწრე-
ბით ვასილი ივანოვიჩი გლეხს დაჭრილ ფეხს უხვევდა, მაგრამ
მოხუცს ხელები უკანკალებდა და ბანდს თავი ვერ გაართვა; შვი-
ლი მიეშველა, და მას აქეთ დაიწყო მონაწილეობა მამის პრაქ-
ტიკაში; ამავე დროს დასცინოდა იმ ზომებს, რომლებსაც თვი-
თონვე ურჩევდა; დასცინოდა მამამისსაც, რომელიც ამ ზომებს
მაშინვე იხმარდა ხოლმე. მაგრამ ბაზაროვის დაცინვა ვასილი
ივანოვიჩს სულაც არ აწუხებდა; პირიქით, ანუგეშებდა კიდეც.
ორი თითით თავის გაქონილ ხალათს დაიმაგრებდა მუცელზე,

257 მკითხველთა ლიგა


ჩიბუხს გააბოლებდა და სიამოვნებით უსმენდა ბაზაროვს; და
რაც უფრო შხამიანი იყო მისი სიტყვები, მით უფრო გულიანად
ხარხარებდა გაბედნიერებული მამა, თან თავის ყველა შავ
კბილს უკლებლივ გამოაჩენდა ხოლმე. ზოგჯერ აიჩემებდა
ჩლუნგ და უაზრო სიტყვებს და, მაგალითად, ერთხელ მთელი
რამდენიმე დღე სრულიად უადგილოდ იმეორებდა, „ჰო, ეს მეც-
ხრე საქმეაო!“, მხოლოდ იმიტომ, რომ როცა მისმა ვაჟმა გაიგო,
მამამისი ცისკრის ლოცვაზე დადიოდა, ეს გამოთქმა იხმარა.
„მადლობა ღმერთს! აღარ დარდობს! - ეჩურჩულებოდა ვასილი
ივანიჩი თავის მეუღლეს, - ნეტავ გენახა, როგორ შემახურა
დღეს, გაგიკვირდებოდა!“ სამაგიეროდ, აღტაცებას ჰგვრიდა,
სიამაყით ავსებდა ის, რომ ასეთი თანაშემწე ჰყავდა. „ჰო, ჰო, -
ეტყოდა ხოლმე მამაკაცის არმიაკსა და რქებიან კიჩკაში გამოწ-
ყობილ რომელიმე დედაკაცს, როცა შუშით გულიარდოვის
წყალს ან პატარა ქილით ბელენის საცხს აჩრიდა ხელში, - შენ,
ჩემო ძვირფასო, ყოველ წუთს ღმერთს მადლობას უნდა სწირავ-
დე, რომ ჩემი შვილი მესტუმრა, მეცნიერული და უახლესი მეთო-
დით გმკურნალობენ შენ ახლა, გესმის ეს? ფრანგების იმპერა-
ტორს, ნაპოლეონსაც კი არ ჰყავს უკეთესი ექიმი“. დედაკაცი კი,
რომელიც ჩიოდა, „ჭვალები მჭამენო“ (ამ სიტყვების მნიშვნე-
ლობა თუმცა თვითონაც არ ესმოდა), მხოლოდ თავს უკრავდა
და ხელს იყოფდა უბეში, სადაც პირსახოცის ბოლოში გამოკრუ-
ლი ოთხი კვერცხი ეგულებოდა.
ბაზაროვმა ერთხელ ერთ გამვლელ ფართლეულობით მო-
ვაჭრეს კბილიც კი ამოაძრო, და თუმცა ეს კბილი სავსებით
ჩვეულებრივი იყო, ვასილი ივანოვიჩმა მაინც შეინახა, როგორც
რაღაც იშვიათი რამ; მამა ალექსის აჩვენა, თან აყოლებდა:
- ერთი შეხედეთ, როგორი ფესვებია! ასეთი ღონე აქვს ევგე-
ნის, მეფართლე თითქოს ჰაერში აფრინდაო... ვფიქრობ, მუხაც
კი ვერ გაუძლებდა ასეთ ღონეს!..

258 მკითხველთა ლიგა


- საქებარია! - წარმოთქვა მამა ალექსიმ, რომელმაც არ იცო-
და, რა ეპასუხა ან როგორ მოეშორებინა თავიდან ექსტაზში შე-
სული მოხუცი.
ერთხელ მეზობელი სოფლის გლეხმა ვასილი ივანოვიჩთან
ტიფით დაავადებული ძმა ჩამოიყვანა. ეს უბედური ჩალის კონა-
ზე პირქვე იწვა და კვდებოდა; მის სხეულს მუქი ლაქები ფარავ-
და, დიდი ხანია, გონება დაკარგული ჰქონდა. ვასილი ივანოვიჩ-
მა სინანული გამოთქვა, რატომ ექიმს უფრო ადრე არ მიმართე-
თო და გამოუცხადა - აღარაფერი ეშველებაო. მართლაც, გლეხ-
მა თავისი ძმა სახლამდე ცოცხალი ვეღარ მიიყვანა, ფორანზევე
გარდაიცვალა.
სამიოდე დღის შემდეგ ბაზაროვი მამის ოთახში შევიდა და
ჰკითხა, ჯოჯოხეთის ქვა ხომ არ გაქვსო.
- მაქვს. რად გინდა?
- მჭირდება... ჭრილობის მოსაწვავად.
- ვისი ჭრილობის?
- ჩემი.
- როგორ თუ შენი! რატომ? რა ჭრილობაა? სად არის?
- აი, აქ, თითზე. დღეს იმ სოფელში ვიყავი, საიდანაც ტიფიანი
ჩამოიყვანეს. რატომღაც მისი გაკვეთა დააპირეს, მე კი დიდი ხა-
ნია, ამაში არ მივარჯიშია.
- მერე?
- ჰოდა, ვთხოვე მაზრის ექიმს; და აი, თითი გავიჭერი.
ვასილი ივანოვიჩი უეცრად გაფითრდა, უსიტყვოდ კაბინეტში
გავარდა, საიდანაც მაშინვე მობრუნდა ჯოჯოხეთის ქვის ნატე-
ხით ხელში. ბაზაროვს უნდოდა აეღო და წასულიყო.
- ღვთის გულისათვის, - უთხრა ვასილი ივანოვიჩმა, - ნება
მომეცი, მე თვითონ გაგიკეთო.
ბაზაროვმა გაიღიმა.
- რა პრაქტიკის მოყვარული ხარ!

259 მკითხველთა ლიგა


- ნუ ხუმრობ, გეთაყვა, მაჩვენე შენი თითი. ჭრილობა დიდი
არ არის. ხომ არ გტკივა?
- უფრო დააწექი, ნუ გეშინია.
ვასილი ივანოვიჩი შეჩერდა.
- როგორ ფიქრობ, ევგენი, არ ჯობია რკინით მოვწვათ?
- ეს ადრე უნდა გვექნა, ახლა კი, სიმართლე რომ ითქვას, ჯო-
ჯოხეთის ქვაც ზედმეტია. თუ მოვიწამლე, მაშინ უკვე გვიანღაა.
- როგორ თუ... გვიან... - ძლივს წარმოთქვა ვასილი ივანო-
ვიჩმა.
- რასაკვირველია! მას შემდეგ ოთხ საათზე მეტი გავიდა.
ვასილი ივანოვიჩმა ჭრილობა კიდევ მოწვა.
- მერე განა მაზრის მკურნალს ჯოჯოხეთის ქვა არ ჰქონდა?
- არ ჰქონდა.
- ეს როგორ შეიძლება, ღმერთო ჩემო! ექიმია და ასეთი აუცი-
ლებელი რამე არა აქვს?
- შენ ნეტავ მისი ნეშტარები გენახა, - ჩაილაპარაკა ბაზაროვ-
მა და გავიდა.
საღამომდე და მთელი შემდეგი დღის განმავლობაში ვასილი
ივანოვიჩი ყოველგვარ საბაბს ეძებდა, რომ ვაჟის ოთახში შესუ-
ლიყო; ჭრილობას სულაც არ უხსენებდა, პირიქით, ცდილობდა,
სხვა რამეებზე ელაპარაკა, მაგრამ დაჟინებით ჩასცქეროდა
თვალებში და ისეთი მღელვარებით ადევნებდა თვალს, რომ ბა-
ზაროვმა მოთმინება დაკარგა და დაემუქრა, საერთოდ წავალო.
ვასილი ივანოვიჩმა სიტყვა მისცა, აღარ ვიღელვებო; მით უფ-
რო, რომ არინა ვლასევნაც, რომელსაც, ცხადია, ყველაფერი
დაუმალა, ჩააცივდა, რატომ არ გძინავს, რა გემართებაო? ვასი-
ლი ივანოვიჩი მთელი ორი დღე თავს იკავებდა, თუმცა ძალიან
არ მოსწონდა შვილის იერი, რომელსაც ჩუმ-ჩუმად თვალს
ადევნებდა... მაგრამ მესამე დღეს სადილობისას ვეღარ გაუძ-

260 მკითხველთა ლიგა


ლო. ბაზაროვი თავჩაღუნული იჯდა და არც ერთ კერძს არ მიჰკა-
რებია.
- რატომ არ ჭამ, ევგენი? - ჰკითხა ვასილი ივანოვიჩმა, თან
სრულიად უდარდელი სახე მიიღო. - საჭმელი, ვფიქრობ, კარ-
გად არის მომზადებული.
- არ მინდა და არ ვჭამ.
- მადა არა გაქვს და თავი? - დაუმატა მან შემკრთალი ხმით, -
გტკივა?
- მტკივა. რატომ არ უნდა მტკიოდეს?
არინა ვლასევნა წელში გასწორდა და მიაყურა.
- ნუ გაჯავრდები, გეთაყვა, ევგენი, - განაგრძო ვასილი ივა-
ნოვიჩმა, - მაგრამ იქნებ მომცე ნება, მაჯა შეგიმოწმო?
ბაზაროვი წამოდგა.
- შეუმოწმებლადაც გეტყვი, რომ სიცხე მაქვს.
- შეგაცია კიდეც?
- შემაცია. წავალ, მივწვები; თქვენ კი ცაცხვის ჩაი გამომიგ-
ზავნეთ. ალბათ გავცივდი.
- იმიტომ მესმოდა წუხელ შენი ხველა, - თქვა არინა ვლასევ-
ნამ.
- გავცივდი, - გაიმეორა ბაზაროვმა და გავიდა.
არინა ვლასევნა ცაცხვის ჩაის მომზადებას შეუდგა, ვასილი
ივანოვიჩი კი მეზობელ ოთახში გავიდა და უსიტყვოდ თმაში
იტაცა ხელი.
ბაზაროვი იმ დღეს უკვე აღარ ამდგარა და ღამეც მძიმე, ნა-
ხევრად უგონო თვლემაში გაატარა. დილას პირველი საათის-
თვის თვალები ძლივს გაახილა, ბაზმაკის სინათლეზე მის თავ-
თან დახრილი მამის მკრთალი სახე რომ შენიშნა, უბრძანა, გა-
სულიყო; მოხუცი დაემორჩილა, მაგრამ მაშინვე თითის წვერებ-
ზე აწეული შემობრუნდა, განჯინის კარს ნახევრად ამოეფარა და
შვილს დააშტერდა. არინა ვლასევნაც არ დაწოლილა, კაბინე-

261 მკითხველთა ლიგა


ტის კარი ოდნავ გაეღო და წამდაუწუმ მოდიოდა, მოაყურებდა,
„როგორ სუნთქავს ენიუშაო“, თან ვასილ ივანოვიჩს დახედავდა
ხოლმე. ის თავისი ქმრის უმოძრაოდ მოხრილ ზურგს ხედავდა
მხოლოდ, მაგრამ ესეც რამდენადმე შეღავათს აძლევდა. დი-
ლით ბაზაროვმა წამოდგომა სცადა; თავბრუ დაესხა, ცხვირიდან
სისხლი წასკდა; კვლავ დაწვა. ვასილი ივანოვიჩი უსიტყვოდ ემ-
სახურებოდა; არინა ვლასევნა შემოვიდა, ჰკითხა შვილს, თავს
როგორ გრძნობო. მან უპასუხა, უკეთო და კედლისაკენ გადაბ-
რუნდა. ვასილი ივანოვიჩმა ორივე ხელი დაუქნია ცოლს. არინა
ვლასევნამ ბაგე მოიკვნიტა, რომ არ ატირებულიყო, და გავიდა.
სახლში თითქოს უცებ ჩამობნელდა; ყველას სახეები ჩამოუგ-
რძელდა, უცნაური სიჩუმე გამეფდა; ეზოდან სოფელში გაგზავ-
ნეს რომელიღაც მყვირალა მამალი, რომელსაც დიდხანს ვერ
შეეგნო, რატომ მოექცნენ ასე. ბაზაროვი ისევ კედლისკენ პირ-
მიბრუნებული იწვა. ვასილი ივანოვიჩი ცდილობდა, სხვადასხვა
კითხვით მიემართა, მაგრამ ეს ბაზაროვს ღლიდა, და მოხუცი
ბოლოს თავის სავარძელში გაირინდა, მხოლოდ თითებს იმ-
ტვრევდა დროგამოშვებით. რამდენიმე წუთით ბაღში გავიდოდა,
იქ შტერივით იდგა, თითქოს გამოუთქმელი განცვიფრებით იყო
თავზარდაცემული (განცვიფრება საერთოდ არ შორდებოდა მის
სახეს) და ისევ შემობრუნდებოდა შვილთან, თან ცდილობდა,
ცოლის კითხვებისთვის თავი დაეღწია. არინა ვლასევნამ ბო-
ლოს ხელი სტაცა და ცახცახით, თითქმის მუქარით უთხრა, „რა
დაემართა?“ აქ ვასილი ივანოვიჩი გონს მოეგო, თავს ძალა
დაატანა, გაღიმება სურდა, მაგრამ თავისდა შემაძრწუნებლად
ღიმილის ნაცვლად სიცილი აღმოხდა. ექიმის მოსაყვანად დი-
ლიდანვე გაეგზავნა კაცი. საჭიროდ ცნო, წინასწარ ეთქვა ეს შვი-
ლისთვის, რომ ის არ გაჯავრებულიყო.

262 მკითხველთა ლიგა


ბაზაროვი ერთბაშად შემოტრიალდა დივანზე, მიშტერებული
და ჩლუნგი გამომეტყველებით ახედა მამას და წყალი მოითხო-
ვა.
ვასილი ივანოვიჩმა წყალი მიაწოდა, თანაც შუბლი მოუსინჯა,
გავარვარებული ჰქონდა.
- მოხუცო, - დაიწყო ბაზაროვმა ჩახლეჩილი და ნელი ხმით, -
ჩემი საქმე წასულია, მოწამლული ვარ და რამდენიმე დღეში
დამმარხავ.
ვასილი ივანოვიჩი შეტორტმანდა, თითქოს ვინმემ ფეხებში
გამოჰკრაო.
- ევგენი! - წაილუღლუღა მან, - აბა, რას ამბობ!.. ღმერთი
გწყალობდეს! შენ გაცივებული ხარ.
- კარგი ერთი, - აუჩქარებლად გააწყვეტინა ბაზაროვმა. -
ექიმს უფლება არა აქვს, ასე ილაპარაკოს. სისხლის მოწამვლის
ყველა ნიშანი თვითონ იცი.
- სადაა ნიშნები... სისხლის მოწამვლის, ევგენი?... რას ამბობ!
- მაშ, ეს რა არის! - უთხრა ბაზაროვმა, პერანგის სახელო
აიწია და მამას ავის მომასწავებელი წითელი ლაქები უჩვენა.
ვასილი ივანოვიჩი შედრკა, შიშისაგან გააცია.
- დავუშვათ, - თქვა მან ბოლოს, - დავუშვათ... რომ... რომ
არის სისხლის მოწამვლის... მსგავსი რამ...
- პიემიის, - უკარნახა შვილმა.
- ჰო... ეპიდემიის... მსგავსი...
- პიემიის, - მკაცრად და გარკვევით გაუმეორა ბაზაროვმა, -
თუ უკვე გადაგავიწყდა შენი რვეულები?
- ჰო, ჰო, როგორც გენებოს... მაგრამ მაინც მოგარჩენთ.
- ოჰ, ეგ უკვე ზღაპარია. მაგრამ საქმე ეგ კი არ არის. არ მე-
გონა, თუ ასე მალე მოვკვდებოდი; მართალი რომ ითქვას, ფრი-
ად არასასიამოვნო შემთხვევაა. აი, ახლა ორივემ, შენცა და დე-
დაჩემმაც, უნდა ისარგებლოთ იმით, რომ თქვენში ძლიერია

263 მკითხველთა ლიგა


სარწმუნოება; შემთხვევა გეძლევათ, შეამოწმოთ იგი. - კიდევ
ცოტაოდენი წყალი მოსვა. - მე კი ერთი რამე მინდა გთხოვო...
სანამ ტვინი კიდევ მემორჩილება, ხვალ ან ზეგ, შენც იცი, მიმ-
ტყუნებს, ახლაც არა ვარ დარწმუნებული, მკაფიოდ ვლაპარა-
კობ თუ არა. მწოლიარეს სულ წითელი ძაღლები მეჩვენება,
თითქოს ჩემ გარშემო დარბიან, შენ კი ვითომ მოდარაჯებული
ხარ, როგორც როჭოს უდარაჯებენ ხოლმე. თითქოს მთვრალი
ვიყო. ხომ კარგად გესმის, რაც მინდა ვთქვა?
- რას ამბობ, ევგენი, სავსებით გონივრულად ლაპარაკობ.
- მით უკეთესი; როგორც მითხარი, ექიმის მოსაყვანად გაგიგ-
ზავნია... ამით შენ თავი ინუგეშე... მანუგეშე მეც, გაგზავნე შიკ-
რიკი...
- არკადი ნიკოლაევიჩთან, - ჩამოართვა სიტყვა მოხუცმა.
- ვინ არის არკადი ნიკოლაევიჩი? - ჩაილაპარაკა ბაზაროვმა,
თითქოს დაეჭვებულმა, - ჰო, ის ბღარტი! არა, იმას ხელს ნუ ახ-
ლებ, ახლა ის ჭკა გახდა. ნუ გიკვირს, ეს ჯერ ბოდვა როდია. შენ
შიკრიკი აფრინე ოდინცოვასთან, ანა სერგეევნასთან, არის აქ
ასეთი მემამულე ქალი... ხომ იცი (ვასილი ივანოვიჩმა თავი და-
უქნია)? ევგენი ბაზაროვი სალამს გიძღვნით და გითვლით, რომ
კვდება-თქო. ხომ შეასრულებ?
- შევასრულებ... ოღონდ განა შესაძლებელია, რომ შენ მოკ-
ვდე, შენ, ევგენი... თვითონ განსაჯე! სადღაა ამის შემდეგ სამარ-
თალი?
- ეგ არ ვიცი. მხოლოდ შიკრიკი გაგზავნე იქ.
- ამ წუთშივე გავგზავნი და წერილსაც მივწერ.
- არა, რისთვის? მხოლოდ გადასცეს, რომ სალამს ვუთვლი,
მეტი არაფერია საჭირო. ახლა კი ისევ ჩემს ძაღლებთან! უც-
ნაურია! მინდა სიკვდილზე აზრი შევაჩერო და არაფერი არ გა-
მომდის. რაღაც ლაქას ვხედავ... და მეტს არაფერს. - და ისევ
კედლისკენ გადაბრუნდა, მძიმედ; ვასილი ივანოვიჩი კაბინეტი-

264 მკითხველთა ლიგა


დან გამოვიდა და როცა ცოლის ოთახამდე მიაღწია, ხატების წინ
თავქვე დაემხო.
- შეევედრე ღმერთს, არინა, შეევედრე! - ამოიკვნესა მან. -
შვილი გვიკვდება.
მოვიდა ექიმი, სწორედ ის მაზრის მკურნალი, რომელსაც ჯო-
ჯოხეთის ქვა არ აღმოაჩნდა; ავადმყოფი გასინჯა, ისევ დაველო-
დოთო, - ურჩია და აქვე რამდენიმე სანუგეშო სიტყვა დააყოლა
განკურნების შესაძლებლობის შესახებ.
- განა გქონიათ შემთხვევა, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფი
ადამიანები არ გამგზავრებულან ელისეს მინდვრებში? - ჰკითხა
ბაზაროვმა, მერე დივნის ახლოს მდგარ მძიმე მაგიდას ფეხში
უცებ ხელი წაავლო, შეანჯღრია და ადგილიდან დაძრა.
- მერე რა ძალა, რა ღონე, - წარმოთქვა მან, - ჯერაც აქა
მაქვს, და უნდა მოვკვდე კი!.. მოხუცებულ კაცს, რაც უნდა იყოს,
სიცოცხლე უკვე მიყირჭებული აქვს, მე კი... მაგრამ აბა, სცადე
და სიკვდილი უარყავი. ის თვით უარგყოფს შენ, და მორჩა! ვინ
ტირის იქ? - დასძინა მან ცოტა ხნის შემდეგ. - დედაჩემია? საბრა-
ლო! ვისღა აჭმევს ახლა თავის განსაცვიფრებელ ბორშჩს? და
შენც, ვასილი ივანოვიჩ, მგონი, ზლუქუნებ? უკეთუ ქრისტიანუ-
ლი სარწმუნოება არ გშველის, ფილოსოფოსი მაინც იყავი,
სტოიკოსი! აკი იკვეხნიდი, ფილოსოფოსი ვარო?
- მე რა ფილოსოფოსი ვარ! - იღრიალა ვასილი ივანოვიჩმა
და ცრემლები ღვარად ჩამოედინა ღაწვებზე.
ბაზაროვის მდგომარეობა საათობით უარესდებოდა; ავად-
მყოფობა სწრაფად განვითარდა, რაც ჩვეულებრივ, ქირურ-
გიული მოწამვლის დროს ხდება ხოლმე. ბაზაროვს ჯერ კიდევ
გონება არ დაეკარგა და რასაც ეუბნებოდნენ, ესმოდა; ის კიდევ
იბრძოდა. „არ ვიბოდებ, არა, - ჩურჩულებდა იგი, თან მუშტებს
კუმშავდა, - რა სისულელეა!“ მაგრამ აქვე წამოიწყებდა ხოლმე,
„ჰო, რვას რომ ათი გამოვაკლოთ, რამდენი დარჩება?“ ვასილი

265 მკითხველთა ლიგა


ივანოვიჩი შეშლილივით დაბორიალობდა, ხან ერთ საშუალე-
ბას მოიგონებდა, ხან მეორეს; წამდაუწუმ საბანს უსწორებდა ფე-
ხებზე. „მოდით, ცივ ზეწრებში გავახვიოთ... მოდით, პირის სა-
საქმებელი მივცეთ... მოდით, კუჭზე მდოგვის ცომი დავადოთ...
ან იქნებ სისხლი გამოვაშვებინოთ“, - მთლად დაძაბული ეჩიჩი-
ნებოდა იგი ექიმს. ექიმი, რომელიც დარჩენაზე დაიყოლია,
კვერს უკრავდა, ავადმყოფს ლიმონათს ასმევდა, თავისთვის კი
ხან ჩიბუხსა და ხან „მოსაღონიერებელ-გამათბობელს“, ესე იგი,
არაყს მოითხოვდა ხოლმე. არინა ვლასევნა კარის ახლოს და-
ბალ სკამზე ჩამომჯდარიყო, დროდადრო სალოცავად გადიოდა.
რამდენიმე დღის წინ საპირფარეშო სარკე ხელიდან გაუსხლტა
და დაიმსხვრა. ამას კი ყოველთვის ავის მომასწავებლად მიიჩ-
ნევდა; თვითონ ანფისუშკამ ვერაფერი აუხსნა. ტიმოფეიჩი
ოდინცოვასთან გაეშურა.
ღამე ბაზაროვმა ძლიერ ცუდად გაატარა... სასტიკი სიცხე
სწვავდა. დილისთვის უკეთ შეიქნა. არინა ვლასევნას სთხოვა, -
თავი დამვარცხნეო, ხელზე აკოცა და ორიოდე ყლუპი ჩაიც და-
ლია. ვასილი ივანოვიჩი ცოტათი გამოცოცხლდა.
- მადლობა ღმერთს! - იმეორებდა იგი. - კრიზისი დაიწყო...
კრიზისმა განვლო.
- ერთი უყურეთ, - ჩაილაპარაკა ბაზაროვმა. - რას ნიშნავს
სიტყვა! მიაგნო, თქვა, „კრიზისიო“ და დამშვიდდა. საკვირვე-
ლია, როგორ სწამს ადამიანს სიტყვები. მაგალითად, თუ სულე-
ლი უწოდეს და არ მიბეგვეს, დანაღვლიანდება; და თუ ჭკვიანი
უწოდეს, მაგრამ გროშიც კი არ მისცეს, სიამოვნებას იგრძნობს.
ბაზაროვის ამ პატარა სიტყვამ, რომელიც მის ძველებურ
„ცელქობას“ მიაგავდა, ვასილი ივანოვიჩი აღტაცებაში მოიყვა-
ნა.
- ვაშა! შესანიშნავი ნათქვამია, შესანიშნავი! - შესძახა მან და
თავი ისე მოაჩვენა, ვითომ ტაშს ვუკრავო.

266 მკითხველთა ლიგა


ბაზაროვმა ნაღვლიანად ჩაიცინა.
- მაშ, როგორ ფიქრობ, - წარმოთქვა მან, - კრიზისმა გაიარა
თუ მხოლოდ დაიწყო?
- უკეთა ხარ, აი, რას ვხედავ, რა მახარებს, - მიუგო ვასილი
ივანოვიჩმა.
- ჰო, მაგას რა სჯობს; სიხარული არასოდეს არის ზედმეტი.
იმასთან კი, ხომ გახსოვს, გაგზავნე?
- გავგზავნე, მაშ.
უკეთესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ავადმყოფს შეტევე-
ბი განუახლდა. ვასილი ივანოვიჩი ბაზაროვს ახლოს უჯდა. თით-
ქოს განსაკუთრებული რაღაც უკლავდა გულს მოხუცს. რამდენ-
ჯერმე სცადა, გამოლაპარაკებოდა და ვერ შესძლო.
- ევგენი! - აღმოხდა ბოლოს, - ჩემო შვილო, ჩემო ძვირფასო,
საყვარელო შვილო.
ამ არაჩვეულებრივმა მიმართვამ ბაზაროვზე იმოქმედა... ოდ-
ნავ თავი მოაბრუნა, ეტყობოდა, ცდილობდა, მძიმე ბურანიდან
გამორკვეულიყო და წარმოთქვა, - რაო, მამაჩემო?
- ევგენი, - განაგრძო ვასილი ივანოვიჩმა და ბაზაროვის წინ
მუხლებზე დაეცა; შვილს თვალები არ გაუხელია, არც შეეძლო
მამამისის დანახვა. - ევგენი, ახლა უკეთ ხარ; ღმერთი მოწყა-
ლეა, მორჩები; მაგრამ ისარგებლე ამ დროით, გვანუგეშე მე და
დედაშენი, შეასრულე ქრისტიანის ვალი! როგორ მიმძიმს ამის
თქმა, ეს საშინელებაა; მაგრამ მეტი საშინელება იქნებოდა,
რომ... ხომ სამუდამოდ, ევგენი... წარმოიდგინე, რა არის ეს.
მოხუცს ხმა გაუწყდა, ხოლო ვაჟის სახეს, თუმცა თვალები
დახუჭული ჰქონდა, რაღაც უცნაურმა გადაუარა.
- უარს არ ვამბობ, თუ ეს განუგეშებთ, - თქვა მან ბოლოს, -
მაგრამ მგონია, საჩქარო არაფერია. შენ თვითონ ამბობ, რომ
უკეთესად ვარ.

267 მკითხველთა ლიგა


- უკეთესად ხარ, ევგენი, უკეთესად, მაგრამ ვინ იცის... ეს ხომ
მაინც ღვთის ნებაა, და თუ ვალს მოიხდი...
- არა, ჯერ დავიცდი, - გააწყვეტინა ბაზაროვმა. - გეთანხმები,
რომ კრიზისი დაიწყო. მაგრამ თუ ორივე შევცდით, რა გაეწყობა!
ცნობამიხდილსაც ხომ აზიარებენ ხოლმე.
- რას ამბობ, ევგენი...
- ჯერ დავიცდი. ახლა კი ძილი მინდა. ნუ მიშლი.
და თავი წინანდელ ადგილზე დადო.
მოხუცი წამოდგა, სავარძელში ჩაჯდა, ნიკაპზე ხელები
მოიჭირა და თითებს კვნეტა დაუწყო...
რესორიანი ეტლის ხმაურმა, რომელიც ასე განსაკუთრებუ-
ლად შესამჩნევია მიყრუებულ სოფელში, მისი სმენა მიიპყრო.
ახლოს, უფრო ახლოს ისმოდა მსუბუქი ეტლის ბორბლების
ჭრიალი; აი, უკვე ცხენების ფრუტუნიც მოისმა... ვასილი ივანო-
ვიჩი წამოხტა და ფანჯარას ეცა, მისი სახლის ეზოში ოთხცხენ-
შებმული ორადგილიანი კარეტა შემოდიოდა.
რა უნდა ყოფილიყო ეს - არც უფიქრია, ანგარიშმიუცემლად,
რაღაც უაზრო სიხარულით აღტყინებული ვასილი ივანოვიჩი
პარმაღზე გავარდა... ლივრეიანმა ლაქიამ კარეტის კარი
გააღო; შავი პირბადითა და შავი მანდილით მოსილი მანდილო-
სანი კარეტიდან გადმოდიოდა...
- ოდინცოვა ვარ, - თქვა ქალმა. - ევგენი ვასილიჩი ცოცხა-
ლია? თქვენ მისი მამა ხართ? მე ექიმი მოვიყვანე.
- მწყალობელო! - შესძახა ვასილი ივანოვიჩმა, ხელი წაავლო
მის ხელს და აცახცახებულმა ტუჩებზე მიიკრა. ამასობაში ანა
სერგეევნას მოყვანილი ექიმი, გერმანული იერის ერთი პატარა,
სათვალიანი კაცი კარეტიდან აუჩქარებლად ჩამოდიოდა. - ჯერ
ცოცხალია, ცოცხალია ჩემი ევგენი, და ახლა ხომ მთლად გა-
დარჩება! ჩემო ქალო, ჩემო ქალო! ანგელოზი მოგვევლინა ცი-
დან...

268 მკითხველთა ლიგა


- რა მოხდა, ღმერთო ჩემო! - ბუტბუტით მორბოდა არინა
ვლასევნა ოთახიდან; ვერაფერს მიმხვდარიყო, დერეფანშივე
უგონოდ ფეხებში ჩაუვარდა ანა სერგეევნას და შეშლილივით
მის კაბას დაუწყო კოცნა.
- რას სჩადით! რას სჩადით! - ეუბნებოდა ანა სერგეევნა, მაგ-
რამ არინა ვლასევნა არ უსმენდა; ვასილი ივანოვიჩი კი მხო-
ლოდ იმეორებდა, „ანგელოზი! ანგელოზი!“
- Wo ist der Kranke?51 პაციენტი სად არის? - ჩალაპარაკა ბო-
ლოს თითქმის გულმოსულმა ექიმმა.
ვასილი ივანოვიჩი გონს მოეგო.
- აქ არის, აქ არის, მომყევით, wertester herr kollega,52 - გაიხ-
სენა მან ძველებურად.
- ეე! - თქვა გერმანელმა და დაიღრიჯა.
ვასილი ივანოვიჩმა იგი კაბინეტში შეიყვანა.
- ექიმია ანა სერგეევნა ოდინცოვასგან, - უთხრა შვილს და
თითქმის მის ყურთან დაიხარა, - თვითონაც აქ არის.
ბაზაროვმა უცებ თვალები აახილა.
- რა თქვი?
- ანა სერგეევნა ოდინცოვა აქ არის-მეთქი და თან ეს ბატონი
ექიმი მოიყვანა.
ბაზაროვმა თვალები მიმოავლო.
- ის აქ არის... მინდა ვნახო.
- ნახავ, ევგენი, მაგრამ ჯერ ბატონ ექიმთან უნდა ვისაუბროთ.
ვუამბობ შენი ავადმყოფობის ისტორიას, რადგან სიდორ სიდო-
რიჩი (ასე ერქვა მაზრის ექიმს) წავიდა; ჩვენ პატარა კონსილი-
უმს გავმართავთ.

51 სადაა ავადმყოფი? (გერმ.).


52 ძვირფასო კოლეგა (გერმ.).

269 მკითხველთა ლიგა


ბაზაროვმა გერმანელს თვალი ჰკიდა.
- კარგი, ოღონდ რაც შეიძლება ჩქარა ისაუბრეთ, მხოლოდ
ლათინურად ნუ, მე ხომ მესმის, რას ნიშნავს, jam moritur.53
- Der Herr scheint des Deutschen mächtig zu sein?..54 - დაიწ-
ყო ესკულაპის ახალმა შეგირდმა და ვასილი ივანოვიჩს მიმარ-
თა.
- იხ... ჰაბე... სჯობს, მაინც რუსულად ილაპარაკოთ, - უთხრა
მოხუცმა.
- ჰოო! მაშ, ეს როგორ ასე... მე მგონია... - და კონსილიუმი
დაიწყო.
ნახევარი საათის შემდეგ ანა სერგეევნა, ვასილი ივანოვიჩის
თანხლებით, კაბინეტში შევიდა. ექიმმა მოასწრო ოდინცოვას-
თვის ჩუმად ეთქვა, ავადმყოფის განკურნებაზე ფიქრიც კი ზედ-
მეტიაო.
ოდინცოვამ ბაზაროვს დახედა... და კარშივე შედგა, - იმდე-
ნად გააოცა იგი ამ ანთებულმა, მკვდრისებურმა სახემ და მისკენ
მოშტერებულმა ამღვრეულმა თვალებმა. ანა სერგეევნას რაღაც
ცივმა და ილაჯის გამწყვეტმა შიშმა დაუარა. იმწამსვე თავში
გაუელვა - ამას არ ვიგრძნობდი, რომ ბაზაროვი ნამდვილად
მყვარებოდაო.
- გმადლობთ, - ძალა მოიკრიბა ბაზაროვმა, - ამას არ მოვე-
ლოდი. ეს კეთილი საქმეა. აი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ერ-
თმანეთი, როგორც თქვენ შემპირდით.
- ანა სერგეევნამ იმდენი სიკეთე გამოიჩინა... - დაიწყო ვასი-
ლი ივანოვიჩმა.

53 უკვე კვდება (ლათ.).


54 ბატონმა, მგონი, გერმანული იცის?.. (გერმ.).

270 მკითხველთა ლიგა


- მამა, დაგვტოვე... ანა სერგეევნა, თქვენ ხომ ნებას მომ-
ცემთ? თითქოს ახლა უკვე... - მან თავით ანიშნა თავის გან-
რთხმულ, უძლურ სხეულზე.
ვასილი ივანოვიჩი გავიდა.
- ოჰ, გმადლობთ, - გაიმეორა ბაზაროვმა. - ეს მეფური საქ-
ციელია, ამბობენ, მეფეებიც მოინახულებენ ხოლმე მომაკვდავ-
თო.
- ევგენი ვასილიჩ, იმედი მაქვს...
- ეჰ, ანა სერგეევნა, მოდი, სიმართლე ვთქვათ. ჩემი საქმე გა-
თავებულია. ბორბლის ქვეშ მოვყევი და გამოდის, რომ მომა-
ვალზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. სიკვდილი ძველი რამეა, მაგ-
რამ მაინც ყველასთვის ახალია ხოლმე. აქამდე არ შემშინებია...
შემდეგ კი გონებას დავკარგავ და მორჩა (მან სუსტად ჩაიქნია
ხელი)! ჰო, რაღა უნდა გითხრათ... რომ მიყვარდით?! - ამას უწი-
ნაც არავითარი აზრი არ ჰქონდა და ახლა მით უფრო. სიყვარუ-
ლი ფორმაა, ხოლო ჩემი საკუთარი ფორმა უკვე ირღვევა. ისევ
აი, რას გეტყვით - რა კარგი ვინმე ხართ! და დგახართ ახლა ასე-
თი ლამაზი...
ანა სერგეევნას უნებლიეთ გააჟრჟოლა.
- არაფერია, ნუ შეშინდებით... დაბრძანდით იქ... ჩემთან ახ-
ლოს ნუ მოხვალთ, ჩემი სენი ხომ გადამდებია.
ანა სერგეევნამ სწრაფად გაიარა ოთახი და სავარძელში ჩაჯ-
და, დივნის ახლოს, სადაც ბაზაროვი იწვა.
- დიდსულოვანო! - წასჩურჩულა ვაჟმა. - ოჰ, რა ახლოს
ხართ, როგორი ახალგაზრდა, ხალასი, სპეტაკი... ამ საძაგელ
ოთახში!.. მაშ, მშვიდობით! იცოცხლეთ დიდხანს, ეს ყველაფერს
ჯობს, და გაიხარეთ, სანამ დრო გაქვთ. ხომ ხედავთ, რა უმსგავ-
სო სანახაობაა, ნახევრად გასრესილი ჭია მაინც რომ იჭიმება.
ვითომ მეც ვფიქრობდი, ბევრ საქმეს ვიქმ, არ მოვკვდები, რო-
გორ იქნება-მეთქი! ამოცანა მაქვს, მე ხომ გიგანტი ვარ! ახლა კი

271 მკითხველთა ლიგა


გიგანტის მთელი ამოცანა ის არის, საკადრისად მოკვდეს, თუმ-
ცა ეს ვის რაში ესაქმება... სულერთია, ქედს არ მოვიხრი.
ბაზაროვი დადუმდა, ხელი მოაფათურა, ჭიქას ეძებდა. ანა
სერგეევნამ ჭიქა მიაწოდა ისე, რომ ხელთათმანი არ წაუძვრია
და შეშინებული სუნთქავდა.
- თქვენ დამივიწყებთ, - დაიწყო ისევ ბაზაროვმა, - მკვდარი
ცოცხლის რა ამხანაგია. მამაჩემი, ალბათ, გეტყვით, ხედავთ?
რუსეთი რა კაცს კარგავსო... ეს სისულელეა, მაგრამ მოხუცს ნუ
გააწბილებთ. ხომ იცით, ოღონდ ბავშვმა თავი შეიქციოსო... დე-
დაჩემსაც მოეფერეთ. მათ მსგავს ადამიანებს თქვენს მაღალ სა-
ზოგადოებაში სანთლითაც ვერ იპოვით... მე რუსეთს ვჭირდე-
ბი... არა, ჩანს, არ ვჭირდები. ან სხვა ვინ სჭირდება? მეჩექმე
სჭირდება, მკერავი, ყასაბი... ხორცს ყიდის... ყასაბი... მოითმი-
ნეთ, ამერია... აქ ტყეა...
ბაზაროვმა შუბლზე ხელი დაიდო.
ანა სერგეევნა მისკენ დაიხარა.
- ევგენი ვასილიჩ, მე აქა ვარ...
ბაზაროვმა ხელი ერთბაშად მოიშორა და წამოიწია.
- მშვიდობით, - თქვა მან მოულოდნელი სიძლიერით და თვა-
ლები უკანასკნელი ელვარებით აენთო. - მშვიდობით... ყური
მიგდეთ... მე ხომ მაშინ თქვენთვის არ მიკოცნია... შეუბერეთ მი-
ფერფლილ ალს და დაე, ჩაქრეს იგი...
ანა სერგეევნა შუბლზე ეამბორა.
- და კმარა! - ჩაიდუდუნა ბაზაროვმა და ბალიშზე დაეშვა. - ახ-
ლა კი... დაე, სიბნელე...
ანა სერგეევნა ჩუმად გავიდა.
- რაო? - ჰკითხა ჩურჩულით ვასილი ივანოვიჩმა.
- ჩაეძინა, - მიუგო ოდინცოვამ ოდნავ გასაგონი ხმით.
ბაზაროვს გამოღვიძება აღარ ეწერა. საღამოსთვის გონება
დაკარგა და მეორე დღეს გარდაიცვალა. მამა ალექსიმ აზიარა.

272 მკითხველთა ლიგა


როდესაც ზეთს უკურთხებდნენ და მირონი მის მკერდს შეეხო,
ერთი თვალი გაეხილა და თითქოს შემოსილი მღვდლის, აკვამ-
ლებული საცეცხლურისა და ხატის წინ დანთებული სანთლების
დანახვაზე მის მკვდრისებრ სახეზე წამით შემზარავმა შიშმა
გაიელვა. ბოლოს, როდესაც სული დალია და მთელ სახლში სა-
ყოველთაო გოდება გაისმა, ვასილი ივანოვიჩი მოულოდნელმა
გააფთრებამ შეიპყრო. „მე ხომ ვთქვი, რომ ავმხედრდები-
მეთქი, - ხრინწიანი ხმით ყვიროდა იგი; ანთებული სახე მოღრე-
ცოდა, მუშტს ჰაერში იქნევდა, თითქოს ვიღაცას ემუქრებაო, -
დიახაც, ავმხედრდები, ავმხედრდები!“ მაგრამ ცრემლებში გაღ-
ვარული არინა ვლასევნა კისერზე შემოეჭდო და ორივენი პირ-
ქვე დაემხნენ. - „ასე, - ჰყვებოდა შემდეგ ანფისუშკა საჯალაბო-
ში, - ერთმანეთის გვერდით ჩაქინდრეს საბრალო თავები, ვით
ცხვრებმა შუადღისას...“ მაგრამ შუადღის პაპანაქება გაივლის,
მოვა საღამო და ღამეც, მერე კი ხდება მყუდრო თავშესაფარში
დაბრუნება, სადაც ტკბილია ძილი განაწამებთა და დაღლილ-
თათვის.

273 მკითხველთა ლიგა


XXVI
ექვსი თვე გავიდა. თეთრი ზამთარი იდგა - უღრუბლო ყინვე-
ბის მკაცრი მყუდროება, მკვრივი, ჭრიალა თოვლი, ხეებზე ვარ-
დისფერი თრთვილი, მკრთალი ზურმუხტისფერი ცა, საკვამურზე
კვამლის ქუდები, წამით გამოღებული კარებიდან ორთქლის
ბოლქვების ტრიალი, ადამიანთა ცოცხალი, თითქოს დაკბენილი
სახეები და გათოშილი ცხენების მოუსვენარი სირბილი. იანვრის
დღე იწურებოდა; საღამოს სიცივე უმოძრაო ჰაერს კიდევ უფრო
ძლიერ კუმშავდა და სისხლისფერი დაისი სწრაფად იფერფლე-
ბოდა. მარიინოს სახლის ფანჯრებში სინათლე მოჩანდა. შავ
ფრაკსა და თეთრ ხელთათმანებში გამოწყობილი პროკოფიჩი
საგანგებოდ აწყობდა მაგიდას შვიდი კაცისთვის. ერთი კვირის
წინ, პატარა სამრევლო ეკლესიაში, ჩუმად და თითქმის მოწ-
მეების გარეშე, ორი ჯვრისწერა მოხდა, - არკადისა და კატიასი,
და ნიკოლაი პეტროვიჩისა და ფენიჩკასი; ხოლო სწორედ ამ
დღეს ნიკოლაი პეტროვიჩი გამოსათხოვარ სადილს უმართავდა
თავის ძმას, რომელიც საქმეების გამო მოსკოვს მიემგზავრებო-
და. ანა სერგეევნამაც მოსკოვს მიაშურა მაშინვე, ქორწილის
შემდეგ. ახალგაზრდები უხვად დაასაჩუქრა.
სრულ სამ საათზე ყველანი მაგიდას შემოუსხდნენ. მიტიაც
აქვე მოაკალათეს; მას უკვე ფარჩის კოკოშნიკიანი გამდელი
ჰყავდა. პაველ პეტროვიჩი კატიასა და ფენიჩკას შუა იჯდა,
„ქმრები“ თავიანთი ცოლების ახლოს დასხდნენ. ჩვენი ნაცნობე-
ბი უკანასკნელ დროს გამოცვლილიყვნენ; ყველა დამშვენდა,
დავაჟკაცდა. მარტო პაველ პეტროვიჩი შეთხელებულიყო, რაც
უფრო მეტ შნოსა და დიდკაცურ იერს აძლევდა მის მეტყველ
ნაკვთებს... ფენიჩკაც სხვა იყო. აბრეშუმის ახალი კაბა ეცვა,
თმაზე ფართო ხავერდის სამკაული დაემაგრებინა, ყელზე ოქ-
როს ძეწკვი ეკიდა; უმოძრაოდ, მოკრძალებით იჯდა, - მოკრძა-
274 მკითხველთა ლიგა
ლებით თავის თავისადმი, ყველაფრისადმი, რაც მას გარს ერ-
ტყა, და ისე იღიმოდა, თითქოს უნდოდა ეთქვა, „უკაცრავად, მე
დამნაშავე არა ვარო“. და განა მარტო ის - ყველა იღიმოდა, და
აგრეთვე ყველა თითქმის ბოდიშს იხდიდა; ყველას ცოტაოდენი
უხერხულობა, ცოტაოდენი სევდა დაუფლებოდა, არსებითად კი,
ყველა ჩინებულად გრძნობდა თავს. ერთიმეორეს სასაცილო
თავაზიანობით ემსახურებოდნენ. თითქოს შეთანხმდნენ - რა-
ღაც გულუბრყვილო კომედია გაეთამაშებინათ. კატიას ყველაზე
მშვიდად ეჭირა თავი. ის გულდანდობილი ავლებდა თვალს ირ-
გვლივ, ჩანდა, რომ ნიკოლაი პეტროვიჩს უკვე გაგიჟებით შეჰ-
ყვარებოდა თავისი რძალი. სადილის მიწურულს ნიკოლაი პეტ-
როვიჩი წამოდგა, ხელში ჭიქა აიღო და პაველ პეტროვიჩს მი-
მართა.
- შენ გვტოვებ... შენ გვტოვებ, საყვარელო ძმაო, - დაიწყო
მან, - რასაკვირველია, დიდი ხნით არა; მაგრამ მაინც არ შემიძ-
ლია არ გითხრა, რომ მე... რომ ჩვენ... რამდენიც მე... რამდენიც
ჩვენ... აი, უბედურებაც ისაა, რომ სიტყვების თქმა არ გვეხერხე-
ბა! არკადი, შენ თქვი.
- არა, მამი, მე არ მოვმზადებულვარ.
- მე კი კარგად მოვემზადე! მოდი, ჩემო ძმაო, ისევ ის ჯობია,
უბრალოდ გადაგეხვიო, გისურვო ყოველივე კარგი და მალე
დაგვიბრუნდი!
პაველ პეტროვიჩმა ყველა გადაკოცნა, რასაკვირველია, მი-
ტიაც; ფენიჩკას ხელზედაც აკოცა, ხელის გაწოდება ქალს ჯერ
კარგად არ ეხერხებოდა; და როდესაც მეორედ დასხმული ჭიქა
დალია, ღრმად ამოიხვნეშა და წარმოთქვა, „იყავით ბედნიერნი,
ჩემო მეგობრებო! Farewell“.55 ამ ინგლისურმა დაბოლოებამ შე-
უმჩნევლად ჩაიარა, მაგრამ ყველას გული აუჩვილდა.

55 მშვიდობით (ინგლ.).
275 მკითხველთა ლიგა
„ბაზაროვის ხსოვნისა“, - ყურში წასჩურჩულა კატიამ ქმარს
და ჭიქა მიუჭახუნა. არკადიმ პასუხად ხელი მძლავრად ჩამოარ-
თვა, მაგრამ ხმამაღლა ამ სადღეგრძელოს თქმა ვერ გაბედა.
გგონიათ, დასასრულია? მაგრამ შეიძლება რომელიმე მკით-
ხველთაგანს სურს გაიგოს, რას აკეთებს ახლა, სწორედ ახლა,
თითოეული ჩვენ მიერ გამოყვანილი პერსონაჟი. მზად ვართ,
დავაკმაყოფილოთ ეს სურვილი.
ანა სერგეევნა ცოლად გაჰყვა ერთ-ერთ მომავალ რუს მოღ-
ვაწეს, ძალიან ჭკვიან, კანონების მცოდნე, მტკიცე პრაქტიკული
აზრის, ძლიერი ნებისყოფის კაცს - ახალგაზრდას, კეთილსა და
ყინულივით ცივს, გაჰყვა არა სიყვარულით, არამედ გონების
კარნახით. ერთმანეთში სიამტკბილობით ცხოვრობენ და, ალ-
ბათ, ბედნიერებასაც მიაღწევენ... ყოველ შემთხვევაში, სიყვა-
რულს მაინც, თავადის ქალი ხ... გარდაიცვალა და სიკვდილის
დღიდანვე დავიწყებას მიეცა. კირსანოვები, მამა და შვილი, მა-
რიინოში დასახლდნენ. მათი საქმე უკეთ მიდის. არკადი თავგა-
მოდებული მეურნეა და „ფერმა“ უკვე მნიშვნელოვან შემოსა-
ვალს იძლევა. ნიკოლაი პეტროვიჩი მომრიგებელი შუამავალი
გახდა და შრომობს, რაც ძალი და ღონე აქვს; განუწყვეტლივ
თავის უბანში მიდი-მოდის, გრძელ-გრძელ სიტყვებს ამბობს (ის
იმ აზრისაა, რომ გლეხებს უნდა „ჩააგონო“, ესე იგი, ერთი და
იმავე სიტყვების ხშირი გამეორებით ილაჯის გაწყვეტამდე მიიყ-
ვანო), და მაინც, სიმართლე რომ ვთქვათ, ვერ აკმაყოფილებს
მთლიანად ვერც განათლებულ აზნაურებს, რომლებიც ან სისი-
ნებენ, ან მელანქოლიურად ლაპარაკობენ „მანციპაციის“ (ემან-
სიპაციის დამახინჯებული ფორმა) შესახებ (ან-ს ცხვირში გა-
მოთქვამენ), ვერც გაუნათლებელ აზნაურებს, რომლებიც
მოურიდებლად ლანძღავენ „ამ მუნციპაციას“. როგორც ერთთა,
ისე მეორეთა აზრით, ნიკოლაი პეტროვიჩი ძალიან რბილია. კა-
ტერინა სერგეევნას ეყოლა ვაჟი, კოლია; მიტია კი ყოჩაღად

276 მკითხველთა ლიგა


დარბის და მთლად ენადაა გაკრეფილი. ფენიჩკას, ფედოსია ნი-
კოლაევნას, ქმრისა და მიტიას შემდეგ არავინ ისე არ უყვარს,
როგორც თავისი რძალი; და როდესაც კატია ფორტეპიანოს მი-
უჯდება ხოლმე, მზად არის, მთელი დღე არ მოსცილდეს. ბარემ
პეტრეც მოვიხსენიოთ. ის მთლად გახევდა სიტუტუცისა და მედი-
დურობისგან, ყველა ე-ს გამოთქვამს როგორც იუ-ს; მაგრამ მა-
ნაც ცოლი შეირთო და საკმარისი მზითევიც აიღო. მისი ცოლი
ქალაქის მებოსტნის ქალიშვილია, რომელმაც ორ კარგ საქ-
მროს მხოლოდ იმიტომ უთხრა უარი, რომ მათ საათი არ ჰქონ-
დათ; პეტრეს კი არა მარტო საათი, არამედ ლაქის ყელმოკლე
წაღებიც ჰქონდა.
დრეზდენში, ბრიულევის ტერასაზე, ორიდან ოთხ საათამდე,
სასეირნოდ ყველაზე ფეშენებელურ დროს, თქვენ შეგიძლიათ
შეხვდეთ დაახლოებით 50 წლის კაცს, უკვე მთლად ჭაღარას,
თითქოს ნეკრესით დაავადებულს, მაგრამ ჯერ კიდევ ლამაზს,
მოხდენილად ჩაცმულსა და იმ საგანგებო იერის მატარებელს,
რომელსაც ადამიანს მარტოოდენ საზოგადოების მაღალ ფენებ-
ში ხანგრძლივი ტრიალი აძლევს. ეს არის პაველ პეტროვიჩი.
ჯანმრთელობის გამოკეთების მიზნით იგი მოსკოვიდან საზ-
ღვარგარეთ გაემგზავრა და საცხოვრებლად დრეზდენში დარჩა;
იქ ნაცნობობა უმეტესად ინგლისელებთან და მოგზაურ რუსებ-
თან გააბა. ინგლისელებთან თავი უბრალოდ უჭირავს, თითქმის
მორიდებულადაც, მაგრამ ღირსეულად; ისინი მას ოდნავ მოსაწ-
ყენ კაცად მიიჩნევენ, მაგრამ მის სრულყოფილ ჯენტლმენობას
პატივს სცემენ, „a perfect gentleman“. რუსებთან უფრო მოური-
დებელია, თავის გესლს გასაქანს აძლევს, დასცინის თავის თავ-
საც და მათაც; მაგრამ ყველაფერი ეს ძალიან ლაზათიანად გა-
მოუდის, - სადად და ამავე დროს თავაზიანად. იზიარებს სლავო-
ფილების შეხედულებებს, ცნობილია, რომ უმაღლეს საზოგა-

277 მკითხველთა ლიგა


დოებაში ეს tres distingue56 ითვლება. რუსულს არაფერს კითხუ-
ლობს, მაგრამ საწერ მაგიდაზე გლეხური ქალამნის ფორმის სა-
ფერფლე უდგას. ჩვენი ტურისტები სულ კუდში დასდევენ. მატვეი
ილიჩ კოლიაზინმა, რომელიც დროებით ოპოზიციაში იმყოფე-
ბოდა, ბოჰემიის წყლებზე გავლისას პატივი სცა და ინახულა. ად-
გილობრივი მკვიდრნი კი, რომლებთანაც, უნდა ითქვას, ურთი-
ერთობა ნაკლებად აქვს, თითქმის თაყვანს სცემენ. კარის კაპე-
ლაში, თეატრში და სხვაგან შესასვლელი ბილეთის შოვნა ისე
ადვილად და სწრაფად არავის შეუძლია, როგორც der Herr
Baron von Kirsanoff.57 სიკეთეს თესავს, როგორც შეუძლია;
ცოტ-ცოტას კიდევ ხმაურობს, ტყუილად ხომ არ იყო ერთ დროს
მაღალი საზოგადოების ლომი; მაგრამ ცხოვრება უმძიმს... უფ-
რო უმძიმს, ვიდრე თვითონ წარმოუდგენია... საკმარისია მას
რუსულ ეკლესიაში შეხედოთ, როცა კედელზე მიყრდნობილი,
ჩაფიქრებული დიდხანს უძრავად დგას, კბილს კბილზე მწარედ
დააჭერს, მერე უცებ გონს მოვა და პირჯვრის წერას თითქმის შე-
უმჩნევლად მოჰყვება...
კუკშინაც საზღვარგარეთ მოხვდა. ახლა ჰაიდელბერგშია და
სწავლობს უკვე არა ბუნებისმეტყველებას, არამედ არქიტექტუ-
რას, რომელშიაც, თუ მას დავუჯერებთ, ახალი კანონები აღ-
მოაჩინა. სტუდენტებთან უწინდებურად ძმაბიჭურად უჭირავს
თავი, განსაკუთრებით რუს ფიზიკოსებთან და ქიმიკოსებთან,
რომლებითაც ჰაიდელბერგი სავსეა; ისინი ჯერ თავისი საღი გო-
ნებით აკვირვებენ გულუბრყვილო გერმანელ პროფესორებს,
მერე კი - სრული უსაქმურობითა და აბსოლუტური სიზარმაცით.
აი, ასეთ ორ-სამ ქიმიკოსთან ერთად, რომლებსაც ჟანგბადის

56 ფრიად დახვეწილად (ფრ.).


57 ბატონი ბარონ კირსანოფი (გერმ.).

278 მკითხველთა ლიგა


აზოტისგან გარჩევა უჭირთ, მაგრამ ყველაფრის უარყოფითა და
საკუთარი თავის პატივისცემით არიან აღვსილნი, და დიდ ელ-
სეევიჩთან ერთად ტკეპნის პეტერბურგის ქუჩებს სიტნიკოვი,
რომელიც ასევე განდიდებას აპირებს და ირწმუნება, ბაზაროვის
„საქმეს“ განვაგრძობო. ამბობენ, ამას წინათ ვიღაცამ სცემაო,
მაგრამ ვალში არ დარჩენილა, ერთი საეჭვო ჟურნალის უფე-
რულ მოკლე წერილში მან გადაკვრით თქვა, რომ მისი გამლახ-
ველი მხდალია. იგი ამას ირონიას უწოდებს. მამამისი ძველებუ-
რად მკაცრად ეპყრობა, ცოლი კი მას სულელად... და ლიტერა-
ტორად თვლის.
რუსეთის ერთ-ერთ უშორეს კუთხეში სოფლის პატარა სასაფ-
ლაოა. როგორც ყველა სასაფლაო, ესეც სამწუხარო სურათს
წარმოადგენს. მის ირგვლივ თხრილები რა ხანია, გადაიბარდა;
რუხი ხის ჯვრები გადაიზნიქა და თავის ოდესღაც შეღებილი სა-
ხურავების ქვეშ ლპება; საფლავის ყველა ქვა დაძრულია, თით-
ქოს ქვევიდან ვინმე ხელს ჰკრავდეს; ორი-სამი გაკნაჭული პა-
ტარა ხე ძლივს იძლევა მცირე ჩრდილს; საფლავებზე ცხვრები
თავისუფლად დახეტიალებენ... მაგრამ საფლავებს შორის არის
ერთი, რომელსაც ადამიანი არ ეხება, რომელსაც პირუტყვი არ
თელავს, მასზე მხოლოდ ჩიტები სხდებიან და განთიადისას გა-
ლობენ. იგი რკინის ღობით არის შემორაგული; თავსა და ბო-
ლოში ორი ნაძვის ხეა დარგული. ამ სამარეში ევგენი ბაზაროვი
განისვენებს. მახლობელი სოფლიდან აქ ხშირად მოდის ორი
დაჩაჩანაკებული მოხუცი ცოლ-ქმარი. ისინი ერთმანეთს ეხმა-
რებიან და მძიმე ნაბიჯებით მოდიან. ღობეს მიუახლოვდებიან,
მიეყრდნობიან, დაიჩოქებენ, დიდხანს და მწარედ ტირიან და
დიდხანს და ყურადღებით დასცქერიან უტყვ ლოდს, რომლის
ქვეშ მათი ვაჟი განისვენებს; ერთმანეთს რამდენიმე სიტყვას ეტ-
ყვიან, ლოდიდან მტვერს გადაწმენდენ და ნაძვის ტოტს გაასწო-
რებენ, მერე კვლავ ლოცულობენ; და თითქოს ამ ადგილიდან

279 მკითხველთა ლიგა


უფრო ახლოსაა შვილამდე, მოგონებებამდე, უმძიმთ ამ ადგი-
ლის დატოვება. ნუთუ მათი ვედრება, ცრემლი უნაყოფოა? ნუთუ
წმინდა, ერთგული სიყვარული ყოვლისშემძლე არ არის? ოჰ,
არა! როგორი მგზნებარე, ცოდვილი, მეამბოხე გულიც უნდა
იყოს სამარის ქვეშ, ამ სამარეზე ამოსული ყვავილები თავისი
უმანკო თვალებით უშფოთველად შემოგვცქერიან, ისინი არა
მარტო მარად მყუდროებაზე, - „გულგრილი“ ბუნების დიად სიმ-
შვიდეზეც ღაღადებენ; ისინი ღაღადებენ მარად შერიგებასა და
შეწყვეტილი სიცოცხლის შესახებაც...

ვუძღვნი გუსტავ ფლობერის ხსოვნას

280 მკითხველთა ლიგა

You might also like