You are on page 1of 3

მაღალქულიანი ესეს სტრუქტურა

1. შესავალი- შვიდი-რვა წინადადებით მიმოვიხილავთ საკითს,


ვწერთ საკუთარ შეხედულებას, პოზიციას.
 მოგვყავს 2-3 მაგალითი/ფაქტი საკითხის ირგვლივ ზოგადი
განათლებისთვის.
 ვიხსენებთ,თუ რამდენად პოპულარულია/აქტუალურია
მოცემული საკითხი დღევანდელობაში. (სრულებით
შესაძლებელია %-ით ან სხვა ქვეყნის მაგალითით წარმოაჩინოთ
საკითხის აქტუალურობა).
 მსჯელობა დადებით და უარყოფით მხარეებზე.
„ისევე როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, მოცემულ საკითხსაც
გააჩნია დადებითი და უარყფითი მახასიათებლები. ერთ მხრივ...
(მოგყავს 2 დადებითი ამაგალითი)...თუმცა ამასთან უნდა
აღიმიშნოს,რომ ...(მოგვყვავს 2 უარყოფითი მაგალითი).
 გაგრძელება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. უარყოფითი
მაგალითის შემდეგ შესაძლებელია ფრაზით: „ აღნიშნული
ფაქტების მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ...“
 ან თუ პირიქითაა, ფრაზა სახეს შეიცვლის, „სწორედ ამის გამო
მიმაჩნია,რომ

2. შუა ნაწილი ეთმობა არგუმენტების გაშლასა და კონტრარგუმენტს.


 „ ვეცდები ჩემი მოსაზრება არგუმენტირებულად
დაგისაბუთოთ“..ამბობ ლაკონურ არგუმენტს, რომელსაც
შემდგომ გაშლი მსჯელობაში.
 მოგყავს ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი ( კარგი იქნება
უცხო ქვეყნის მაგალითსაც თუ მოიყვან)
 მაგალითს აგრძელებ ფრაზით: „ გარდა ამის, ფსიქოლოგები
თვლიან,რომ/ ფსიქოლოგების აზრით...“ ( ფსიქოლოგების
ჩანაცვლება ცნობილი მეცნიერითაც შესაძლებელია).
 აუცილებლად მოგყავს სტატისტიკა,გადიხარ პირველი
არგუმენტის შეჯამებაზე.
 „ვფიქრობ მოცემული მაგალითი ცხადყოფს ჩემს მოსაზრებას,
რომ ...“ სათაური / „ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ნათელყოფს ჩემს
მოსაზრებას,რომ...“ სათაური.
////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
/

მეორე არგუმენტს ვიწყებთ შემდეგი ფრაზით:


 „მეორე მიზეზი, რის გამოც ვეთანხმები/ არ ვეთანხმები
სათაურში მოცემულ დებულებას არის ის, რომ ...“ მოგყავს
კონკრეტული და ლაკონური არგუმენტი.
 ამყარებ ზოგადი და კონკრეტული მაგალითებით ( ისტორიული
ფაქტი)
 ავლებ პარალელს საზღვარგარეთ არსებულ მდგომარეობასთან
ან სხვა ისტორიულ დროსთან.
 მოგყავს სტატისტიკა
 შეჯამება - „ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ამყარებს ჩემს
პოზიციას,რომ ...“
///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

კონტრარგუმენტს იწყებ ფრაზით.


 „ ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი
თვლის/მიიჩნევს ,რომ ... და მაგალითად მოჰყავთ...“ ( ეს ნაწილი
აუცილებელია არაა, თუმცა ის ფაქტი, რომ ჯიუტად არ დგახარ
ერთ აზრზე და იცი განსხვავებული აზრიც, ესეს საერთო
ქულაზე დადებითად მოქმედებს)
3. დასკვნა - განსხვავებული სიტყვებით, მოკლედ აყალიბებ
არგუმენტებს, საბოლოოდ აცხადებ საკუთარ პოზიციას და სახავ
პერსპექტივა-რეკომენდაციებს.
 „ საბოლოოდ, მე მეინც ჩემს პოზიციაზე ვრჩები და ვთვლი,
რომ...“
 „ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ...“

You might also like