You are on page 1of 15

ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,

ბიზნეს ადმინისტრირების III კურსის სტუდენტების : 1) ჟანა ონიანი

2) ნინი ადეიშვილი

რეფერატი
თემაზე : ყავა თუ ჩაი

ხელმძღვანელი : ნ. ქარქაშაძე
სარჩევი

ანოტაცია....................................................................................3

შესავალი.................................................................................4–5

თავი 1. 1.1 ყავის დადებითი და უარყოფითი თვისებები....................5–8

1.2 ჩაის დადებითი და უარყოფითი თვისებები..................9–11

თავი 2. ჩატარებული კვლევები..............................................................12–13

დასკვნა......................................................................................14

ბიბლიოგრაფია........................................................................15
ანოტაცია

აღნიშნული ნაშრომი ეხება ყავისა და ჩაის შედარებას . ნაშრომი


თავდაპირველად განხილულია ყავის დადებით და უარყოფით
თვისებებზე , თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის
ჯანმრთელობაზე. მეორე ნაწილში, კი ნათლად ჩანს ჩაის დადებითი და
უარყოფითი თვისებები. ძირითადად განხილულია რა როლს ასრულებს
თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ყავა და ჩაი, რა
რაოდენობით ვიღებთ და რა შეიძლება გადაჭარბებულმა მიღებულმა
დოზამ გამოიწვიოს.

ნაშრომში ნათლად ჩანს ჩატარებული კვლევების შედეგები. კვლევებმა


გამოავლინა, რომ ერთ ჯერზე ადამიანი, საშუალოდ, 12 წუთს ანდომებს
ჩაის დალევას. ყავის დალევის ხანგრძლივობას თუ შევადარებთ, ჩაის
სმის რიტუალი მასზე, საშუალოდ, 1 წუთზე მეტ ხანს გრძელდება.

ბოლოს, დასკვნაში აღწერილია, რომელი უფრო სასარგებლო


თვისებებით არის გაჯერებული და რომლის მიღებას შეუძლია
სარგებლის მოტანა: ყავას თუ ჩაის.
შესავალი
უკვე დიდი ხანია ჩაი და ყავა ერთმანეთს კონკურენციას უწევენ.

კოფეინი ერთ–ერთი ძირითადი მიზეზია რის გამოც ჩვენ აღნიშნულ


სასმელებს ვირჩევთ. ყავისა და ჩაის ხშირი მომხმარებლები მიიჩნევენ,
რომ ეს სასმელი მათთვის საწვავივითაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
დილით გამოფხიზლებას ვერ ვახერხებთ. თუმცა კოფეინის
შემცველობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყავა ცალსახა
გამარჯვებულია. ფინჯანი ჩაი 40 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, რაც
თითქმის ნახევარია ფინჯან ყავაში არსებულ კოფეინზე, რომლის
რაოდენობაც 80–დან 115 მილიგრამამდე მერყეობს.

მიუხედავად კოფეინის დონის სხვაობისა ერთმა მცირე კვლევამ აჩვენა,


რომ გამოფხიზლრების ეფექტის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ
უპირატესობას არცერთი სასმელი არ აჩვენებდა. მართლაც იმ
შემთხვევაში თუ ჩაისაც ისეთ ძლიერს დავაყენებთ, როგორც ყავას,
გამოფხიზლებასა და გონების სისხარტეზე ჩაიმ, შესაძლოა უფრო
ეფექტური გავლენა მოახდინოს.

მიუხედავად იმისა, რომ სიფხიზლესა და კონცენტრაციაზე ორივე


მათგანი თანაბრად ეფექტურად მოქმედებს, სხვაობა მაშინ შეინიშნება,
როცა საქმე ძილს ეხება. გაერთიანებულ სამეფოში მდებარე სარის
უნივერსიტეტის მკველვარები მივიდნენ დასკვნამდე რომ დღის
განმავლობაში ერთი და იმავე რაოდენობის ჩაისა და ყავის მიღების
პირობებში, ღამის ძილი ყავის ინტენსიურ მომხმარებლებს უფრო
უჭირთ. ჩაის თაყვანისმცემლებს კი პირიქით, აქვთ ხანგრძლივი და
მშვიდი ძილი.
ჩვენს მენიუში მყარად დაიფუძნა ადგილი სასურსათო პროდუქტებმა,
რომელიც არ წარმოადგენს “საკვებს”, ანუ არ აქვს კვებითი ღირებულება,
მაგრამ სამაგიეროდ მასტიმულირებლად მოქმედებს ადამიანის ნერვულ

სისტემაზე. ესენია: ჩაი, ყავა და სხვა მსგავსი მოქმედების სასმელები,


რომელსაც “გამოსაფხიზებლად”, “ენერგიის მომატებისთვის” ვსვამთ.

სინამდვილეში უშაქრო ჩაის და ყავას არ გააჩნია ენერგეტიკული


ღირებულება (კალორიები), მაგრამ ისინი ამცირებს დაღლილობის
შეგრძნებას, აძლიერებს გონებრივ აქტივობას და გულ-სისხლძარღვთა
სისტემის გამძლეობას. ყოველივე ამის მიზეზია ამ სასმელებში შემავალი
ალკალოიდი კოფეინი. სწორედ კოფეინი გვეხმარება გამოვფხიზლდეთ,
ვიყოთ უფრო პროდუქტიული, თუმცა მისი მოქმედების გასვლის შემდეგ
ადამიანს დაღლილობა ეუფლება.

ალბათ ბუნებრივად დაგებადათ შეკითხვა: რომელი უკეთესად


აფხიზლებს – ჩაი თუ ყავა? კოფეინის შემცველობა ყავის ნაყოფსა და ჩაის
ფოთოლში (მშრალ წონაზე გადაანგარიშებით) დაახლოებით ერთნაირია
– ზოგ ჩაის ფოთოლში კოფეინი მეტიც კია, ვიდრე ყავაში. თუმცა ამ
კოფეინის შემცველობა ჩვენს მიერ დასალევ სასმელში მისი მომზადების
მეთოდზეა დამოკიდებული.

ჩაის მომზადების მეთოდები უფრო “რბილია”, ყავა კი მომზადებამდე


საკმაოდ ძლიერ ზემოქმედებას განიცდის – მოხალვა, მაღალი
ტემპერატურის და ზოგჯერ მაღალი წნევის წყლის ზემოქმედება.
შედეგად ყავის ჭიქაში კოფეინის შემცველობა საშუალოდ 2-ჯერ
მაღალია, ვიდრე ჩაის ჭიქაში.
თავი 1. ყავის დადებითი და უარყოფითი თვისებები

ყავა მზადდება მარადმწვანე Coffea-ს გვარის ხის მარცვლებისაგან. ეს


გვარი 40-მდე სახეობას მოიცავს, მაგრამ სამრეწველო მნიშვნელობა
ძირითადად ორი სახეობის ყავის ხეს _ არაბიკასა და რობუსტას გააჩნია.
რობუსტის მარცვლები ხასიათდება კოფეინის მაღალი შემცველობით,
მაგრამ უხეში გემოთი. არაბიკა უფრო არომატული და გემრიელია, მაგრამ
მასში ნაკლებია კოფეინი. მიუხედავად ამისა, არაბიკას მარცვლები
დაახლოებით ათჯერ უფრო ძვირია რობუსტისაზე.

სხვადასხვა ქვეყანაში მოყვანილი არაბიკისა და რობუსტის მარცვლების


განსხვავებული თანაფარდობის ნარევებით იქმნება ყავის სორტები.
სორტების სიმრავლეს განაპირობებს ის ფაქტი, რომ არაბიკა ნიადაგის,
წყლის, კლიმატის და სხვა ფაქტორების გავლენით იძენს განსხვავებულ
საგემოვნო და არომატულ თვისებებს.

ყავის სორტის სახელწოდება ძირითადად ეთანადება იმ ქვეყანას, ქალაქს,


მთისა ან დაბლობის სახელწოდებას, სადაც იგი იყო მოყვანილი. მაღალი
ხარისხის ყავა შედგება არაბიკისა და რობუსტის მინიმუმ 5-7 სახეობის
კუპაჟისაგან (ნარევისაგან). თუკი უფრო ”ძლიერი” ყავა გინდათ, უნდა
შეიძინოთ ის, სადაც რობუსტი მეტია, ხოლო თუკი უფრო გემრიელი
გსურთ – მაშინ ის, სადაც არაბიკაა მეტი. ყავის სორტი ”ექსპრესო”
რობუსტისა და არაბიკას თანაბარი (50/50) ნარევია.

დღევანდელ მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას ხსნად ყავას


(Instant coffee) ანიჭებს, რომელიც ძირითადად რობუსტისგან მზადდება.
გემოს განსხვავება კი ტექნოლოგიასა და გამოყენებული ყავის
წარმომავლობაზეა დამოკიდებული.
სპეციალისტების თქმით, ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის,
რადგან ყავა გარკვეულ დამოკიდებულაბას აჩენს მის მიმართ.თუმცა
ხშირად დაობენ, საზიანოა თუ არა ყავა ორგანიზმისთვის.

ექიმის განმრატებით, უზმოზე ყავის დალევა ცუდი იდეაა. რადგან, ის


აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ამან შესაძლოა გასტრიტი (კუჭის
ლორწოვანი გარსის) დაავადება გამოიწვიოს. ეს არომატული სასმელი
შესაძლებელია გემრიელ საუზმეს მიაყოლონ. რადგან ყავა შეიცავს
კოფეინს და ორგანიზმის მატონოზირებელია.

სპეციალისტები ასევე საუბრობენ, რამდენი ფინჯანი ყავის დალევაა


სასურველი დღის განმავლობაში და ყავის მიღების რეკომენდებული
რაოდენობა დაასახელეს.

ექიმების თქმით, კოფეინის დღიური ნორმა 400 მილიგრამია, რეომელიც


3 ან 4 ფინჯანია.

ამასთან, ყავის მიღება სასარგებლოა:

 1)ამცირებს ტიპიური დიაბეტის რისკს;


 2)პარკისონის დაავადების რისკს;
 3)დადებითად მოქმედებს ღვიძლზე;
 4)ამცირებს კიბოს განვითარების რისკს;
 5)დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე;
 6)ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს;
 7)აფხიზლებს და გვმატებს ენერგიას.
ყავას მხოლოდ დადებითი თვისებები არ აქვს. მან შეიძლება გამოიწვიოს:
თავის ტკივილი; უძილობა; ნერვოზულობა; გაღიზიანებადობა;
მოუსვენრობა, შფოთვა; ხშირი შარდვა; ტაქიკარდია; კუნთების ტრემორი;
კუჭთან დაკავშირებული პრობლემები.

ექიმების რჩევით, მნიშვნელობა აქვს რა სახის ყავას მიიღებთ. მათივე


განმარტებით, ყავის ყიდვისას, სასურველია მნიშვნელობა ღია ფერის
მარცვლებს მიაქციოთ.

ტექნოლოგიის მიხედვით იწარმოება 3 სახის ხსნადი ყავა:

 ფხვნილისებური (სპრეი). ამ სახის ყავა მიიღება ყავის ექსტრაქტის


(გამონაწვილის) გაფრქვევით გაშრობით. ხსნადი ყავის სეგმენტში ეს
ყველაზე იაფფასიანი პროდუქტია;

 გრანულირებული (აგლომერატი), ყავის ეს სახეობა მიიღება


ფხვნილის დასველებით და შემდგომ მისი გრანულირებით. ეს
პროდუქტი შედარებით მუქი ფერის ”ხორკლიან” გრანულებს
წარმოადგენს;

 სუბლიმირებული (Freeze-dried coffee) ყავა შედარებით ღია ფერის,


გლუვი გრანულებია. ეს პროდუქტი ხსნად ყავებში ყველაზე ძვირია
და განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ხასიათდება. მის მისაღებად
ყავის ექსტრაქტი იყინება და შემდეგ შრება თხევადი ფაზის გავლის
გარეშე. ამ ტიპის შრობით მიიღება ორგანოლეპტიკური
მაჩვენებლებით ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოებული
სასმელი.
1.2 ჩაის დადებითი და უარყოფითი თვისებები

პროდუქტი ”ჩაი” ჩაის ბუჩქის ნაზი ყლორტებისგან მზადდება.


სამომხმარებლო ბაზარზე სხვადასხვა ჩაი იყიდება. შეგხვედრიათ ალბათ
შავი ჩაი, ყვითელი ჩაი, მწვანე ჩაი და სხვა. ჩაის ფერი ფოთლის
დამუშავების ტექნოლოგიით არის განპირობებული. რაც უფრო ღია
ფერის არის ჩაი, მით უფრო ნაკლებად არის იგი დამუშავებული და მეტ
სასარგებლო (ბიოლოგიურად აქტიურ) ნივთიერებებს შეიცავს.
სამაგიეროდ უფრო მეტად დამუშავებული (უფრო მუქი) ჩაი უფრო
არომატული და გემრიელია. კოფეინის შემცველობის მიხედვით შავი და
მწვანე ჩაი არ განსხვავდება, ამიტომ გამომაფხიზლებელი ეფექტი ორივეს
ერთნაირი აქვს.

ნებისმიერი ფერის ჩაი სხვადასხვა სახით შეიძლება იყიდებოდეს.


კერძოდ შეიძლება იყოს ე.წ. ბაიხის ჩაი (ანუ ფანტია), დაწნეხილი ჩაი, ჩაი
ერთჯერად პაკეტებში ან ჩაის ექსტრაქტი.

ყველაზე იოლი მოსახმარი და ამიტომ ყველაზე გავრცელებულია


ერთჯერადი პაკეტების ჩაი. თუმცა, ვინაიდან მომხმარებელი ვერ ხედავს,
თუ რა არის მოთავსებული პაკეტში, სამწუხაროდ ხშირია ამ ტიპის ჩაის
ფალსიფიკაცია, როდესაც იყენებენ ძალზე დაბალი ხარისხის ჩაის
მასალას, თითქმის მტვერს, რომელსაც გემოს, არომატისა და ფერის
მისანიჭებლად სხვადასხვა საკვებდანამატებს უმატებენ.
ამ ფალსიფიკაციის გამოსავლენად ასეთ მეთოდს გთავაზობთ:

 დაასხით ჩაის პაკეტს ცივი წყალი – ჩაის ნატურალური მღებავი


ნივთიერებები ძნელად იხსნებიან ცივ წყალში, ხოლო დამატებული
საღებავები კი უცებ;
 თუ ჩაის ჭიქაში ჩაგდებულმა ლიმონის ნაჭერმა ნაყენის ფერი არ
შეცვალა, თქვენ ფალსიფიცირებული ჩაი შეგიძენიათ.

როგორც კოფეინირებულ, ასევე მცენარეულ ჩაის შეუძლია,


უზრუნველყოს საკმაო რაოდენობით მინერალები, როგორიცაა:
კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, სპილენძი და თუთია.
რეალური რაოდენობა მერყეობს ჩაის მცენარის ასაკისა და ზრდის
პირობების მიხედვით. მაგალითად, მხოლოდ 5 მილიგრამ კალციუმს
შეიცავს ერთ ჭიქა გვირილის ჩაი. ჩაი ასევე არის ფტორის წყარო, მაგრამ
მისი რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს წყლის ტიპისა და
რაოდენობის მიხედვით, რომელიც გამოიყენება მის დასამზადებლად.

ბუნებრივი ნივთიერებები, სახელწოდებით პოლიფენოლები, გვხვდება


როგორც კოფეინიან, ასევე მცენარეულ ჩაიში. ეს ნივთიერებები არის
ანტიოქსიდანტები, ნაერთები, რომლებიც ხელს უწყობენ გარკვეული
ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებას.

დამუშავებისას ჩაის ზოგიერთი პოლიფენოლი ნადგურდება. ამდენად,


ჩაის ფხვნილები, უკოფეინირებული ჩაი და ჩამოსხმული ჩაის სასმელები
შეიძლება არ გვთავაზობდნენ იგივე სარგებელს ჯანმრთელობისთვის.
გარდა ამისა, კვლევა ვარაუდობს, რომ მწვანე ჩაი უფრო მეტ
ანტიოქსიდანტურ ეფექტს იძლევა სხვა ჯიშებთან შედარებით.

ჩაის მსმელებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო მეტად ჯანმრთელი გული.


ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა გულის დაავადების რისკის შემცირება
ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად სვამენ მწვანე ან შავ ჩაის.
ჩაი შეიძლება იყოს ეფექტური აგენტი ნევროლოგიური დაავადებების,
განსაკუთრებით დეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკასა და
მკურნალობაში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ფაქტორი გავლენას
ახდენს ტვინის ჯანმრთელობაზე, მწვანე ჩაიში შემავალი პოლიფენოლი
ხელს უწყობს ტვინის იმ ნაწილების შენარჩუნებას, რომლებიც
არეგულირებენ სწავლასა და მეხსიერებას.

მწვანე ჩაი შეიცავს ზომიერ რაოდენობას კოფეინს, რის ფონზეც იგი


ამაღლებს ენერგიის დონეს, რაც დაგეხმარებათ მთელი დღის
განმავლობაში ეფექტურად მუშაობაში. ზოგადად, მწვანე ჩაი შეიცავს
დაახლოებით ნახევარ კოფეინს, ვიდრე შავი ჩაი და დაახლოებით
მეოთხედს, ვიდრე ფინჯანი ყავა. თუმცა, ზოგიერთი მწვანე ჩაი,
განსაკუთრებით ჩრდილში მოყვანილი იაპონური ჩაი, როგორიცაა
Gyokuro და Kabusecha, შეიძლება შეიცავდეს უფრო მეტ კოფეინს ვიდრე
ზემოთ ხსენებულები.

ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ჩაის კოფეინსა და კატექინებს,


პოლიფენოლის სახეობას, შეუძლია წონის დაკლებაში დაგვეხმაროს. ეს
თვისება უფრო მეტად ვრცელდება მწვანე ჩაიზე, რომელიც, როგორც
უამრავი პრაქტიკა აჩვენებს, ეფექტურია ზედმეტი კილოგრამების
დაკლებაში.

წინა დღეს დაყენებული ჩაი ჯამრთელობას ნამდვილად არ დააზიანებს,


მაგრამ გემო და არომატი ამ ნაყენს უფრო ნაკლები ექნება, ვინაიდან მათი
განმაპირობებელი ეთერ-ზეთები ორთქლდება. ნაყენი აგრეთვე კარგავს
თავის სასარგებლო თვისებებსაც – მასში შემავალი ვიტამინები იშლება,
ნაყენში მატულობს პურინის ფუძეების შემცველობა, რაც ადამიანისთვის
მავნეა. თუმცა ამავე დროს ნაყენში მატულობს კოფეინის რაოდენობაც,
ასე რომ რამოდენიმე საათის დაყენებული ჩაი უფრო მეტად აფხიზლებს.
თავი 2. ჩატარებული კვლევები

ქართველებისთვის ჩაი ერთ-ერთი საყვარელი ცხელი სასმელია და ჩვენს


ქვეყანაში მისი პოპულარობა ყავისას ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
„აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ ქვეყნის მასშტაბით 1200
რესპონდენტის გამოკითხვით დაადგინა, რომ ადამიანების 82% კვირაში
ერთხელ მაინც მიირთმევს ჩაის. მაშინ, როცა ყავას იგივე ინტენსივობით,
გამოკითხულთა 81% სვამს.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული ქალებიდან უფრო მეტი სვამს ჩაის,


ვიდრე კაცი რესპონდენტებიდან. კერძოდ, ჩაის ყოველდღიურად სვამს
ქალების 55% და კაცების 49%. ჩაის სმაში კაცები ყველაზე დიდ დროს 55-
64 წლის ასაკში ატარებენ, ქალები კი იგივე აქტივობაში ყველაზე დიდ
დროს 45-54 წლის ასაკში ხარჯავენ.

კვლევამ გამოავლინა, რომ ერთ ჯერზე ადამიანი, საშუალოდ, 12 წუთს


ანდომებს ჩაის დალევას. ყავის დალევის ხანგრძლივობას თუ
შევადარებთ, ჩაის სმის რიტუალი მასზე, საშუალოდ, 1 წუთით მეტ ხანს
გრძელდება. საბოლოო ჯამში კი, 65 წლის ადამიანს, დაახლოებით, 180
დღე აქვს გატარებული ჩაის სმაში. უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წელს
შეგროვებულ მონაცემებთან ამ შედეგების შედარებით აღმოჩნდა, რომ
ჩაის სმაში გატარებული დრო 45-დან 64 წლამდე ასაკის რესპონდენტებში
გაზრდილია. 18-დან 44 წლამდე ასაკის რესპონდენტებში კი იგივე
აქტივობაზე დახარჯული დრო შემცირებულია. საინტერესოა, რომ ყავის
სმაზე დახარჯული დრო ამ ასაკობრივ კატეგორიაში პირიქით -
გაზრდილია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაი პოპულარობას
ინარჩუნებს 45 და უფრო ასაკოვანი ადამიანების ხარჯზე, უფრო დაბალ
ასაკში კი პოზიციებს ყავის სასარგებლოდ თმობს.
მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დღეში 2 ან მეტი
ჭიქა ყავის ან ჩაის მიღებას შეუძლია ფილტვის კიბოს განვითარების
რისკი გაზარდოს.

მკვლევრებმა აზიიდან და აშშ-დან დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანის


სამედიცინო მონაცემები შეისწავლეს. დაკვირვება საშუალოდ 8,6 წელს
გაგრძელდა.

როგორც გაირკვა, არამწეველ ადამიანებში, რომლებიც დღეში 2 ან მეტ


ჭიქა ყავას მიირთმევდნენ, ფილტვის კიბოს განვითარების რისკი 41%-ით
მეტია, ხოლო ჩაის მოყვარულ არამწეველ ადამიანებში ეს მაჩვენებელი
37%-ს აჭარბებს.

ამასთან, მეცნიერების თქმით, ადამიანის ასაკი და რასა მნიშვნელოვან


როლს არ ასრულებს. ასევე არა აქვს მნიშვნელობა ყავა კოფეინით იქნება
თუ მის გარეშე.

სპეციალისტების განმარტებით, ჩატარებული ანალიზი დაკვირვებითი


კვლევაა და არა ექსპერიმენტი და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ
ადასტურებს.
დასკვნა
განხილულ საკვლევ თემაში ნათლად გამოიკვეთა ყავისა და ჩაის
თვისებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე ნათლად
ჩამოვაყალიბეთ მათი მომზადების ინსტრუქციაც. სამწუხაროდ ბაზარზე
გვხვდება დაფქვილი ყავის ფალსიფიკაცია, რომელშიც ყავასთან ერთად
სხვა მინარევები (მაგალითად რკოს, ვარდკაჭაჭს ძირების ან ყურძნის
წიპწის ფქვილი) არის დამატებული. ამ ფალსიფიკაციის გამოვლენა
საკმაოდ იოლია: ჩაყარეთ ცოტაოდენი დაფქვილი ყავა ცივ წყალში და
მოურიეთ. ყავის ფხვნილი წყლის ზედაპირზე დარჩება, უცხო მინარევები
კი ფსკერზე დაილექება.

სახლის პირობებში აგრეთვე საკმაოდ იოლია დაფქვილი ყავის სიძველის


დადგენა: დაასხით ყავას მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 წუთი და
დაყნოსეთ. თუ ყავა ძველია, მას სიმჟავის სუნი ექნება.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში ექვსი ან მეტი ფინჯანი ჩაი ხელს
უწყობს ჯანსაღ დაბერებას. ჩაის შეუძლია აღადგინოს კანის
ელასტიურობა და გააძლიეროს მეხსიერება. იმ პოპულაციებში, სადაც
ჩაის რეგულარული დალევა ცხოვრების წესის ნაწილია, როგორც
იაპონიასა და ინდოეთში, ადამიანები, სავარაუდოდ, ხანდაზმულ
ასაკამდე იცხოვრებენ კარგი ჯანმრთელობით. ასევე, ექსპერიმენტულმა
კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოველები, რომლებიც იღებენ დიეტურ
ანტიოქსიდანტებს, ჩაის ჩათვლით, უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

საბოლოოდ ეს კვლევა რომ შევაჯამოთ, დასკვნის სახით შეიძლება


ვთქვათ, კვლევების მიუხედავად, საბოლოოდ, არჩევანი მაინც
გემოვნებაზეა დამოკიდებული. ერთი ან ორივე სასმელის ზომიერი
მოხმარება ჩვენს ორგანიზმს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე
ზიანს.
ბიბლიოგრაფია:

 https://primetime.ge/news/sazogadoeb/yava-tu-chai-romeli-ufro-
sasargebloa
 https://agrokavkaz.ge/agroplus/sasargeblo-rchevebi-chai-da-qhava-
dakhasiatheba-da-archevis-phaqtorebi.html
 https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/101850/metsnierebma-chaisa-da-
kavis-akhali-saprtkhe-daasakheles

You might also like