You are on page 1of 8

ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა

ბიოუსაფრთხოების განმარტება გამომდინარეობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ


შემუშავებული გაიდლაინებიდან რაც ეხება ლაბორატორიებში უსაფრთხოების ზომების დაცვას.
კერძოდ, იმ ტექნოლოგიების და პრაქტიკული ზომების შემუშავებას რაც უზრუნველყოფს
პათოგენების და ტოქსინების უნებლიე გავრცელებას და ადამიანების არამიზნობრივ
დაინფიცირებას. ბიოუსაფრთხოება წარმოადგენს იმ ღონისიებების ერთობლიობას რომელიც
მიმართულია მავნე ორგანიზმების გავრცელების წინააღმდეგ, რომლებიც ზიანს აყენებენ ადამინის
ჯანმრთელობას, ცხოველებს და მცენარეულ საფარს. ეს არის იმ პროცესების და სისტემების
ერთობლიობა რომელიც შეიმუშავა ბიოლოგიურმა ლაბორატორიებმა, საბაჟოს აგენტებმა და
სასოფლო-სამეურნეო დარგის მენეჯერებმა საშიში პათოგენების და ტოქსინების გავრცელების
წინააღმდეგ. ბიოუსაფრთხოების მთავარ მიზანს წარმოედგენს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და
სასოფლო-სამეურნეუ პროდუქციის გაზრდა და დაცვა ბიოლოგიური რისკ ფაქტორების თავიდან
აცილების, კონტროლის და მენეჯმენტის საშუალებით. ბიოუსაფრთხოება აგრეთვე მიზნად ისახავს
ბიოტერორისტული აქტებისაგან თავდაცვითი ქმედებების და უსაფრთხოების ზომების გატარებას
მოსალოდნელი ბიოლოგიური რისკების შემთხვევაში. პათოლოგიური აგენტების შეგროვება,
გაზრდა, შენახვა და გამოყენება შესაძლებელია სამეცნიერო ლაბორატორიებში, სადიაგნოსტიკო
ცენტრებში, საზოგადოების ჯანდაცვის ლაბორატორიებში, კვლევით ცენტრებში და საწარმოებში.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულება არის ბიოლოგიური რისკის ქვეშ. ტერმინი „ბიორისკი“
ასოცირდება ბიოლოგიური ნივთიერებებთან და ინფექციურ აგენტებთან. ბიორისკების შეფასება
ტარდება რათა განისაზღვროს ამ რისკების მისაღები და მიუღებელი დონეები. კვლევების
მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს იმ მეთოდების შემუშავება, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელი იქნება ბიორისკების მართვა. ბიორისკების შემცირება მოიცავს გამოცდილების და
რჩევების გაზიარებას იმის თაობაზე თუ როგორ არის აუცილებელი სხვადასხვა დაავადებების
გამომწვევ ბიოლოგიურ აგენტებთან უსაფრთხოდ მუშაობა და მათი კონტროლირება. არსებობს
მრავალი დებულება-სახელმძღვანელო რომელიც აწესებს ბიოლოგიური კვლევების სტანდარტებს.
ორგანიზაციები და კერძო პირები ნებაყოფლობით იცავენ ამ წესებს. ტერმინი „ბიოლოგიურად
მავნე“ განეკუთვნება იმ ბიოლოგიურ ნივთიერებებს რომლებიც შეიცავენ ადამინის
ჯანმრთელობისათვის რისკ- ფაქტორებს. ლაბორატორიებში უსაფრთხოების ზომების დაცვისათვის,
სხვა ღონისძიებებთან ერთად შეიქმნა ბიოლოგიური უსაფრთხოების კაბინეტები. არსებობს სამი
კლასის ბიოლოგიური უსაფრთხოების კაბინეტი.

ბიოლოგიური უსაფრთხოების კაბინეტები (ბუკ) -შეიქმნა ოპერატორის, ლაბორატორიის გარემოს


და სამუშაო მასალის დასაცავად აეროზოლებისა და შხეფებისაგან, რომლებიც შეიძლება
წარმოიქმნას ინფექციური აგენტების შემცველ ისეთ მასალასთან მუშოაბის დროს, როგორებიცაა
პირველადი კულტურები ან სადიაგნოსტიკო მასალა. აეროზოლის ნაწილაკები წარმოიქმნებან
ნებისმიერი ისეთი პროცედურის ჩატარების დროს, როდესაც თხევადი ან ნახევრად თხევადი
მასალა მდიდრდება ენერგიით, ნჯღრევის, ჩასხმის ან მორევის დროს. 5µm - ზე ნაკლები დიამეტრის
მქონე აეროზოლის ან სითხის წვეთები შეუიარაღებელი თვალით უხილავია და ამიტომ
ექსპერიმენტატორმა ადვილად შეიძლება შეისუნთქოს ისინი. ბიოლოგიური უსაფრთხოების
კაბინეტები ეფექტურად ამცირებს აეროზოლის ექსპოზიციით გამოწვეულ ლაბორატორიაში
შეძენილ ინფექციებს და კულტურების ჯვარედინ კონტამინაციას და აგრეთვე იცავს გარემოს
დაბინძურებისაგან.

წლების განმავლობაში ბუკ-ების საწყისმა დიზაინმა რამოდენიმე მოდიფიკაცია განიადა. ეს იყო


ჰაერის მაღალეფექტური ნაწილაკოვანი ფილტრის - HEPA ფილტრების დამატება გაწოვის
სისტემაზე. HEPA ფილტრები იჭერს 0.3µm ან უფრო მცირე დიამეტრის მქონე ნაწილაკების 99.97%,
რაც უზრუნველყოფს ყველა ცნობილი ინფექციური აგენტის დაჭერას და ლაბორატორიიდან
მიკრობებისაგან თავისუფალი ჰაერის გასვლას. დიზაინის მეორე მოდიფიკაცია იყო HEPA
ფილტრში გატარებული ჰაერის მიმართვა სამუშაო ზედაპირისაკენ, რაც მასალას იცავს
კონტამინირებისაგან. დიზაინის ამ ძირითადი კონცეფციების განვითარებით შეიქმნა ბუკ-ების 3
კლასი.

კლასი I ბიოლოგიური უსაფრთხოეობის კაბინეტი (ბუკI) განკუთვნილია არაპათოგენურ,


ჯანმრთელობისათვის არასაშიშ აგენტებთან მუშაობისათვის. ოთახის ჰაერი მინიმალური სიჩქარით
შედის კაბინეტში, გაივლის სამუშაო ზედაპირს, გაივლის HEPA ფილტრს, შემდეგ გადის
ლაბორატორიაში საიდანაც შენობის გამწოვი სისტემის საშუალებით გადის გარეთ.

კლასი II ბიოლოგიური უსაფრთხოეობის კაბინეტი. ვირუსების გასაცოცხლებლად ან


გასაზრდელად უფრო მეტად დაიწყეს უჯრედული კულტურების გამოყენება, ამ დროს უჯრედული
კულტურის ძედაპირზე ოთახის არასტერილური ჰაერის მოხვედრა არასასურველია. კლასი ბუკ II
შეიქმნა არა მხოლოდ მომუშავე პერსონალის დასაცავად, არამედ სამუშაო ზედაპირზე არსებული
მასალის დაცვისათვის ოთახის კონტამინირებული ჰაერისაგან. II კლასის კაბინეტი მხოლოდ იმით
განსხვავდება I კლასისი კაბინეტისაგან რომ მასში შედის გასუფთავებული, HEPA ფილტრში
გატარებული, ოთახიდან შესული ჰაერი ანუ ამ კლასის კაბინეტში ჰაერი ორჯერ გაივლის HEPA
ფილტრს. ერთხელ, როდესაც ოთახიდან შესული ჰაერი უჯრედული კულტურის დასაცავდ და
მეორეჯერ უკვე კაბინეტში გამოყოფილი კონტამინირებული ჰაერი გაივლის ფილტრს და შემდომ
გაფილტრული ჰაერი შონობის გამწოვი გასასვლელით გადის გარეთ. ამ კლასის კაბინეტი შეიძლება
გამოყენებული იქნას რისკის ჯგუფები 2 და 3 ინფექციურ აგენტებთან სამუშაოდ.
კლასი III ბიოლოგიური უსაფრთხოეობის კაბინეტი იძლევა პერსონალის დაცვის უმაღლეს დონეს
და გამოიყენება რისკის ჯგუფი 4 აგენტებზე სამუშაოდ. მიწოდებული ჰაერი HEPA ფილტრშია
გატარებული, ხოლო გამომავალი ჰაერი გაივლის ორ ფილტრს. ჰაერის დინებას უზრუნველყოფს
კაბინეტის გარეთ მოთავსებული სპეციალური გამწოვი სისტემა, რომელიც კაბინეტის შიგნით
უარყოფით წნევას ინარჩუნებს. სამუშაოს ზედაპირთან მიახლოება ხდება სქელი რეზინის
ხელთათმანებით, რომლებიც კაბინეტის სარკმელებზეა მიმაგრებული. კლასი III ბიოლოგიური
კაბინეტი შეიძლება აღჭურვილი იყოს ორკარიანი ავტოკლავით, რომელიც გამოიყენება მთელი
მასალის კაბინეტში შესატანად ან გამოსატანად. ამ ტიპის კაბინეტები მოსახერხებელია
ბიოუსაფრთხოების დონე 3 და 4 ლაბორატორიებისათვის.
ბიოლოგიურ აგენტებზე მომუშავე ლაბორატორიებში უსაფრთხოების ზომები განისაზღვრება
თვითონ აგენტის კატეგორიით ანუ რა სიმძიმის დაავადებას იწვევს ბიოლოგიური აგენტი. ამერიკის
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიხედვით სხვადასხვა დაავადებები იყოფა 4
კატეგორიად. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება მინიმალური რისკის მქონე დაავადებები, ხოლო
მეოთხე კატეგორიას განეკუთვნებიან მაქსიმალური რისკის შემცველი დაავადებები.
ლაბორატორიებიც შესაბამისად დაყოფილია ბიოუსაფრთხოების 4 დონედ.

დონე I ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია - ამ დონის ლაბორატორიებში დაშვებულია მუშაობა


ისეთ ბიოლოგიურ აგენტებზე როგორიცაა: Bacillus subtilis, Escherichia coli, varicella (chicken pox)
აგრეთვე უჯრედოვანი კულტურები და არა ინფექციური ბაქტერიები. ასეთ აგენტებთან მუშაობის
დროს თავდაცვის საშუალებებია ხელთათმანები და რესპირატორული მასკები
დონე I I ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია - ამ დონის ლაბორატორიებში დაშვებულია მუშაობა
ისეთ ბაქტერიებზე და ვირუსებზე, რომლებიც იწვევენ შედარებით მსუბუქ დაავადებებს და ძნელად
ვრცელდებიან აეროზოლური გზით. ესენია A,B,C ჰეპატიტი, ინფლუენცია A, ლაიმის დაავადება,
სალმონელა, წითელა, დენგის ციება, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (ლენტა ვირუსი). ამ
აგენტებზე მუშაობა დაშვებულია ბიოუსაფრთხოების კაბინეტებში დონე I I ზოგ შემთხვევაში
ბიოუსაფრთხოების კაბინეტი დონე I I I _ ში.
დონე I I I ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია - ამ დონის ლაბორატორიებში კვლევები
მიმდინარეობს ისეთ ვირუსებზე და ბაქტერიებზე, რომლებიც იწვევენ მძიმე დაავადებებს (ხშირად
ფატალურს) ადამიანებში, მაგრამ რომელთა წინააღმდეგ არის ვაქცინები და სხვა სამკურნალო
საშუალებები. ამ კატეგორიას განეკუთვნება ჯილეხი, დასავლეთ ნილოსის ვირუსი, ვენესუელური
ცხენის ენცეფალიტი, ტუბერკულოზი, ყვითელი ცხელება და მალარია. ამ აგანტებთან მუშაობის
დროს აუცილებელია ბიოუსაფრთხოების კაბინეტის
დონე I I I -ის გამოყენება.
დონე IV ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია - აქ შედიან ის ვირუსები და ბაქტერიები რომლებიც
იწვევენ მძიმე ან სასიკვდილო დაავადებებს ადამიანებში, და რომელთა წინააღმდეგ არა არის
არანაირი ვაქცინები და სხვა მკურნალობის საშუალებები. ესენია: ბოლოვიური და არგენტინული
ჰემორაგიული ცხელება, მარბურგის ვირუსი, ებოლა ვირუსი, ჰანტა ვირუსი, ლასსა ცხელების
ვირუსი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და სხვა ჰემორაგიული ვირუსები. ყვავილის
ვირუსზე Variola virus -ზე კვლევები აუცილებლად ტარდება ბიოუსაფრთხოების კაბინეტში - დონე
IV მიუხედავად იმისა რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ არსებობს ვაქცინა . ამ დონის კაბინეტებში
აუცილებებლია პოზიტიური წნევის პერსონალური ლაბადის ჩაცმა, რომელსაც აქვს ჰაერის
სეგრეგირებული მიწოდება. ამ დონის ლაბორატორიების შესასვლელი და გამოსასვლელი
აღჭურვილია მრავალი შხაპით, ვაკუუმის ოთახით, ულტრაიისფერი სხივის ოთახით,
ავტონომიური დეტექტორული სისტემით და მრავალი სხვა თავდაცვითი საშუალებებით. კარებზე
არსებობს მრავალი ჰაერის ჩამკეტი რათა თავიდან იქნას აცილებული ორივე კარების ერთდროული
გაღება. ბიოუაფრთხოების დონე IV ში შემავალი და გამომავალი ჰაერი და წყალი გაივლის იგივე
დეკონტამინაციურ პროცედურებს რათა თავიდან იქნას აცილებული კაბინეტიდან ბაქტერიის
გავრცელება.

რაც შეეხება ბიოლოგიურ დაცვას იგი უფრო კომპლექსურია და მას შეიძლება სხადასხვა კონტექსში
განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნდეს. ბტიკ -ის თანახმად „ ბიოლოგიური დაცვა“ უმეტეს
შემთხვევაში წარმოადგენს პათოგენური მიკროორგანიზმების უსაფრთხოების გარანტიის
მექანიზმებს. უფრო ზუსტად ბიოლოგიური დაცვა წარმოადგენს ინსტიტუციურ და პერსონალურ
დაცვით ქმედებებს, რომელიც მიმართულია პათოგენების და ტოქსინების გამომყოფი
ორგანიზმების დაცვაზე. კერძოდ, ისეთი რეგულაციების გატარება რაც უზრუნველყოფს მათი
დაკარგვის, მოპარვის, არამიზნობრივად გამოყენების, ან გამიზნულად ან უნებლიედ მათი
გავრცელების თავიდან აცილებას. 2003 წლის ბტიკ-ის კონფერენციაზე ერთ-ერთმა დელეგატმა
ასეთი განმარტება გააკეთა:

ბიოუსაფრთხოება იცავს ადამიანებს ბაქტერიებისაგან და ვირუსებისაგან, ხოლო ბიოლოგიური


დაცვა უზრუნველყოფს ბაქტერიებისა და ვირუსების დაცვას ადამიანებისაგან.

ეს ორი მცნება დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგრამ მათ შორის პრინციპული განსხვავებებიც


არის და ზოგ შემთხვევაში კონცეპტუალური მიდგომები კონფლიქტური. ძირითადად კონფლიქტი
წარმოიქმნება საშიში პათოგენების ტრანსპორტირების დროს. ბიოუსაფრთხოების ინტერესებიდან
გამომდინარე ესეთი პათოგენები ყველა უნდა იქნას მონიშნული ანუ უნდა გაუკეთდეს
გამაფრთხილებელი მარკირება თუ რა პათოგენია, ეს კი ბიოლოგიური დაცვის კუთხით გაზრდის
მისი მოპარვის ან არამიზნობრივად გამოყენების რისკებს.

ბიოლოგიური დაცვა მოიცავს პასუხისმგებლურ ქმედებებს რაც განაპირობებს დაწესებულებაში


ბიოლოგიური ნივთიერებების დაცვას, კონტროლს და აღრიცხვას რათა თავიდან იქნას აცილებული
ბიოლოგიურ აგენტებთან გარეშე პირთა კონტაქტი, არამიზნობრივი გამოყენება, ქურდობა, დაკარგვა
ან კიდევ მათი გამიზნული გავრცელება. მათი არამიზნობრივი გამოყენება გულისხმობს
ბიოლოგიური აგენტების გამოყენებას არაკანონიერი ქმედებების განსახორციელებლად.
ბიოლოგიურ ნივთიერებებს რომლებიც საჭიროებენ ასეთ განსაკუთრებულ ყურადღებას
განეკუთვნებიან პათოგენები და ტოქსინები და აგრეთვე არაპათოგენური ორგანიზმები - ვაქცინები,
გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, აგრეთვე უჯრედული კომპონენტები და გენეტიკური
ელემენტები.

რაც შეეხება ბიოტერორიზმთან ბრძოლის სახელმწიფოებრივ თავდაცვით ღონისძიებებს


ანხორციელებს თავდაცვის უწყების განსაკუთრებული მომზადების ფორმირებები. 2002 წლის 21
ნოემბერს შეიქმნა ნატოს გაერთიანებული ერების ჯარების დამატებითი შენაერთი
ბიოტერორიზმთან საბრძოლველად. შენაერთში გაწევრიანება შეუძლია ნატოს ნებისმიერ ქვეყანას,
რომელიც აკმაყოფილებს სამხედრო მოთხოვნებს, დღესდღეობით შენაერთში გაწევრიანებულია 15
მდე ქვეყანა. შენაერთის მოვალეობებია: ინფიცირებული ხალხის გამოყვანა საშიში ზონებიდან;
პირველადი დახმარების გაწევა და გადაყვანა ჰოსპიტალებში; დაბინძურებული აღჭურვილობის და
ტექნიკის აღდგენა; დეკონტამინაცია დაბინძურებულ ტერიტორიაზე. შენაერთს გააჩნია სამოქმედო
გეგმის ოთხი ძირითადი მიმართულება: 1.დაფიქსირება - მაქსიმალურად ვრცელი გარემოს მუდმივ
კონტროლი საშიშ ქიმიურ, ბიოლოგიურ და რადიოლოგიურ აგენტებზე. 2.ფორმირება-
გამოყენებული აგენტის და საფრთხის მაქსიმალურად სწრაფად იდენტიფიცირება კლასიფიცირება
და გენშტაბის ინფორმირება. 3.დაცვა - მოქმედი პერსონალის, მოსახლეობის და ტექნიკის დაცვა
ქბრი ზემოქმედებისგან. 4.შენარჩუნება - მას შემდეგ, რაც მოხდება კერის მაქსიმალურად
იზოლირება და რისკების მინიმუმადე დაყვანა. არსებობს რვა სპეციფიკური მიმართულება ოთხი
ძირითადი გეგმის განსახორციელებლად: 1) აკრძალვები და ინსპექცია - შენაერთის სპეციალური
ჯგუფების მიერ საზღვრების კონტროლი; 2) საფრთხის შემცირების კოოპერაცია - შენაერთში
შემავალი ქვეყნების და სხვა მოხალისე ქვეყნების თანამშრომლობა; 3) უსაფრთხოების კოოპერაცია
და პარტნიორული აქტივობები-ზოგადი პოლიტიკური და სამხედრო მდგომარეობის
სტაბილიზაცია; 4) თავდაცვა -კომპლექსური სისტემების გამოიყენება უშუალოდ ქბრ (ქიმიური,
ბიოლოგიური და რადიოლოგიური) იარაღის წინააღმდეგ; 5) ელიმინაცია-საშიში ნივთიერებების
გაუვნებელოყოფა; 6) პასიური თავდაცვა-ინდივიდუალური თავდაცვის აღჭურვილობა,
მედიკამენტები; 7) შეტევითი ოპერაციები - საჭიროების შემთხვევაში ფართომაშტაბიანი
სრულფასოვანი აქტიური სამხედრო ოპერაციების შესრულება პოტენციური საფრთხის
განადგურების მიზნით; 8) მასიური განადგურების იარაღის გამოყენების შემდგომი მოვლენების
მენეჯმენტი - სამოქმედო გეგმის შედგენა სხვადასხვა აგენტის და სცენარის გამოყენებით.

ქბრი თავდაცვის შენაერთი ძალიან მჭიდროდ ურთიერთობს ქვეყნების სამეცნიერო და წარმოების


სფეროებთან: ა) სამეცნიერო სფეროს დახმარებით გროვდება სათანადო ცოდნა ქბრ საფრთხეების
შესახებ და იქმნება თავდაცვის სისტემები, რომლებსაც სამხედროები ოპერირებენ. ბ)
მაღალტექნოლოგიური წარმოების სფერო ამარეგებს აუცილებელი წამყვანი ტექნოლოგიებით
როგორც სამხედრო, ასევე სამეცნიერო სექტორს. შენაერთი აგრეთვე პასუხისმგებელია
მოსახლეობაში უსაფრთხოების ზომების გატარებაში. ამ მიზნით შენაერთის სპეციალური
სამსახურები აქტიურად ეწევიან პროპაგანდას და ფართო მასების ინფორმირებას მოსალოდნელი
რისკების შესახებ. თანამშრომლობენ სხვა ქვეყნებთან ალიანსის და მონიტორინგის სპექტრის
გასაფართოვებლად.

You might also like