You are on page 1of 79

თავი 8.

ცოდნის ორგანიზაცია გონებაში


არადეკლარაციული ცოდნა
დეკლარაციული და რეპრეზენტაციის ინტეგრაციული
პროცედურული ცოდნა მოდელები
დეკლარაციული ცოდნის დეკლარაციული და
ორგანიზაცია არადეკლარაციული ცოდნა:
ცნებები და კატეგორიები რეპრეზენტაციების
ნიშანზე დაფუძნებული კატეგორიები: შეთანხმება/გაერთიანება/კომბინაცია:
განსაზღვრება ACT-R
პროტოტიპების თეორია: დეკლარაციული ცოდნა ACT-R
სინთეზი: ნიშანზე დაფუძნებული და მოდელში
პროტოტიპების თეორიების კომბინაცია პროცედურული ცოდნა ACT-R
(შეთანხმება) მოდელში
კატეგორიზაციაზე დაფუძნებული პარალელური გადამუშავება:
მიდგომა კონექციონისტური მოდელი
ინტელექტი და კონცეფციები როგორ მუშაობს PDP მოდელი
სხვადასხვა კულტურაში კონექციონისტური მოდელის კრიტიკა
სემანტიკური ბადის მოდელები ბადის და კონექციონისტური
კოლინსისა და ქუილანის ბადის მოდელების შედარება
მოდელები რამდენადაა კოგნიცია ზოგადი თუ
სემანტიკური ნიშნების შედარება სპეციფიკური ცოდნის სფერო?
სქემატური რეპრეზენტაციები საკვანძო დებულებები
(წარმოდგენები, შეხედულებები) შეჯამება
სქემა იფიქრეთ აზროვნების შესახებ:
სცენარი ანალიტიკური, კრეატიული და
”რას როგორ ვაკეთებ” - ცოდნის პრაქტიკული შეკითხვები
რეპრეზენტაცია საკვანძო ცნებები
პროცედურული ცოდნის ”პროდუქცია” მედიარესურსები/ სასარგებლო
ბმულები

1

რამდენიმე საკითხი, რომლებსაც ამ თავში ვიკვლევთ:

როგორ არის ორგანიზებული გონებაში სიმბოლოთა და სიტყვათა რეპრეზენტაციები?

• როგორ ვახდენთ ცოდნის სხვა ფორმების ორგანიზებას გონებაში?


• როგორ ურთიერთქმედებს დეკლარაციული ცოდნა პროცედურულ ცოდნასთან?

დავიჯეროთ თუ არა?

ყოველ ჩვენგანში მეცნიერი იმალება

აუტიზმის მქონე ადამიანებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს. „ვიცია“


ექსტრაორდინარულ უნარებს ფლობენ, აუტისტებისათვის დაბალ დონეზე
აუტისტი „ვიციები“ უწოდეს. მათი ინფორმაციის გადამუშავება
შესაძლებლობები ხშირად იწვევს ჩვენში ავტომატური და ბუნებრივი პროცესია.
უნდობლობას; მათ წამიც კი არ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ,
სჭირდებათ მრავალნიშნა რიცხვების ჩვეულებრივ, არ შეგვიძლია თავის
გასამრავლებლად, ისინი იხსომებენ ტვინის აქტივობის გაცნობიერებული
გამაოგნებლად ბევრ მონაცემს, ან კონტროლი (მართვა),კვლევათა
შეუძლიათ ამბის დეტალურად აღდგენა თანახმად, დასწავლით ადამიანებს
ფოტოგრაფიული მეხსიერების შეუძლიათ გახდნენ უფრო
მეშვეობით. მაგრამ “ვიცია” აუტისტები მგრძნობიარე დაბალი დონის
შეიძლება ჩვენგან არაფრით პროცესებისადმი და ჩაწვდნენ
განსხვავდებოდნენ. ინფორმაციის გადამუშავების იმ
კვლევები ვარაუდობს, რომ ნებისმიერ ადრეულ ეტაპებს, რომლებიც,
ჩვენგანს შეუძლია იმავე ნიჭის ჩვეულებრივ, არაცნობიერია. ეს ახალ
გამოვლენა, მაგრამ ეს ნიჭი ინფორმაციის პერსპექტივებს ქმნის ქცევის მართვისა
გადამუშავების ნაწილია, ოღონდ იმ დაბალ და თვითცნობიერებისთვის (Birbaumer,
დონეზე, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ,
1999).
რამდენადაც ჩვენი აზროვნება ინფორმაციის
ამ თავში შევისწავლით ცნებების
გადამუშავების მაღალ დონეებს ეფუძნება,
გონებრივი ორგანიზების პრინციპებსა და
რომლებიც ცნებების გამოყენებით
მათ მნიშვნელობას მსჯელობისა და
მიმდინარეობს და მულტისენსორული
ცოდნის მოწესრიგების პროცესებში.
(სხვადასხვა შეგრძნების მეშვეობით
მიღებული ინფორმაციის) შედარების

2

ჯონი და საიმონი კოლეჯის მეგობრები იყვნენ და გაზაფხულის

არდადეგებისთვის არიზონაში მოგზაურობა დაგეგმეს. ისინი გლუვი კლდოვანი მთებით

დაკავშირებული მცირე ტბებით დაფარული, ჯერ კიდევ ცუდად ნაკვლევი, ვიწრო

სპაიკლიფის კანიონის დალაშქვრას აპირებდნენ.

ერთხელაც ისინი კანიონს ესტუმრნენ, მანქანა გააჩერეს და კანიონის კიდეს

მიუახლოვდნენ, საიდანაც ციცაბო გზას ფსკერისკენ დაუყვნენ. უეცრად საიმონი წაიქცა

და დაღმართზე დაგორდა. რამდენადაც ფეხზე ადგომა ვეღარ შეძლო, შიშობდა, რომ

ფეხი მოიტეხა. საიმონს მტანჯველი ტკივილი აწუხებდა. ასასვლელის სივიწროვის გამო

ჯონი მას აცოცებაში ვერ დაეხმარებოდა, ხოლო მობილური ტელეფონი ამ ადგილას

არ იჭერდა. ჯონი სასწრაფოდ დაბრუნდა მანქანაში და საათნახევარი მგზავრობის

შემდეგ მიაღწია ადგილს, სადაც ქსელი იჭერდა. მან დახმარება ითხოვა. საბოლოოდ,

საიმონი კანიონიდან სამაშველო რაზმმა ამოიყვანა, რის შემდეგაც უახლოეს

საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ეს ამბავი, რომელიც სათავგადასავლო ისტორიას ჰგავს, კოგნიტური

ფსიქოლოგიისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე შეკითხვას წარმოშობს. ჯონი პანიკაში

იყო, როცა საიმონს ტოვებდადა მაშველებისთვის დარეკვას ვერ ახერხებდა; იმის

მიუხედავად, რომ ფიქრებით სხვაგან იყო, ჯონმა შეძლო მანქანის მართვა

დანიშნულების ადგილამდე. როგორ მოახერხა მან ეს? საბედნიეროდ, ჯონს მანქანის

მართვის იმდენად კარგი პროცედურული ცოდნა ჰქონდა, რომ მას ავტომატურად

მართვა შეეძლო და არც დეტალებზე კონცენტრაცია სჭირდებოდა. ის შიშობდა, რომ

მდინარის შესართავთან დაწყებულ წვიმას კანიონი შეიძლებოდა სწრაფად დაეტბორა

და ამით საფრთხე შექმნოდა საიმონის სიცოცხლეს. შესაბამისად, მან იცოდა, რომ

სწრაფად უნდა ემოქმედა. ჯონმა ასევე იცოდა, როგორ ჩაერთო მობილური

ტელეფონი და ამის შემდეგ რა ნომერი უნდა აეკრიფა მაშველების გამოსაძახებლად.

3

დეკლარაციული და პროცედურული მეხსიერება

ეს თავი გაგაცნობთ, თუ როგორ არის წარმოდგენილი ცოდნა

დებულებების/მსჯელობების და ხატების/გამოსახულების სახით. ამ თავში

გამოვიკვლევთ, თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული ცოდნა ისე, რომ

საჭიროებისას მისი აღდგენა/გახსენება შევძლოთ. ეს დისკუსია განიხილავს სიტყვებითა

თუ სხვა სიმბოლოებით გადმოცემული დეკლარაციული ცოდნის ორგანიზების

სხვადასხვა საშუალებას. (მაგ., “იცოდე - რა?”) ჯონმა იცოდა, რომ უნდა აეკრიფა

ნომერი 9-1-1, ამ მიზნის განსახორციელებად კი მას იმ ადგილამდე უნდა მიეღწია,

სადაც მობილური ტელეფონი ქსელს დაიჭერდა. გადახედეთ თქვენს ცოდნას

კოგნიტური ფსიქოლოგიის, მსოფლიო ისტორიის, თქვენი პირადი ისტორიის

(ავტობიოგრაფიის) ან მათემატიკის შესახებ. ამ სფეროებში თქვენი ცოდნა სწორედ

დეკლარაციული ცოდნის მენტალურ/ფსიქიკურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული.

დამატებით, ეს თავი პროცედურული ცოდნის რეპრეზენტაციის რამდენიმე

მოდელსაც გაგაცნობთ. ეს არის ცოდნა მოქმედების/აქტივობის განსახორციელებლად

საჭირო პროცედურული ნაბიჯების შესახებ (”იცოდე როგორ?”). მაგალითად, მანქანის

მართვა, ხელმოწერა, ველოსიპედით უახლოეს მაღაზიამდე მისვლა, ბურთის დაჭერა,

პროცედურული ცოდნის მენტალური/ფსიქიკური რეპრეზენტაციის შედეგია.

თეორეტიკოსების ნაწილი დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის

ინტეგრირებულ/გაერთიანებულ მოდელს გვთავაზობს.

დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის ურთიერთქმედების გასაგებად

ქაღალდი და ფანქარი დაგჭირდებათ. სცადეთ კოგნიტური ფსიქოლოგიის

კვლევა: თქვენი დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის ტესტირება

დემონსტრირება.

4

ცოდნის რეპრეზენტაციული სტრუქტურის (რა?) კვლევის გარდა, კოგნიტური

ფსიქოლოგები ცდილობენ გაიგონ ცოდნის რეპრეზენტაციის გამოყენების და

მანიპულაციის პროცესები (როგორ?). აქ იმ საკვანძო საკითხების ჩამონათვალია,

რომლებსაც ამ თავში გამოვიკვლევთ:

• რომელი ძირითადი პროცესები უზრუნველყოფს შეგრძნების ორგანოებით

მიწოდებული დეზორგანიზებული/მოუწესრიგებელი მონაცემების

სელექცია/შერჩევასა და კონტროლს?

• როგორ ვუკავშირებთ ამ სენსორულ ინფორმაციას უკვე არსებული (ჩვენთვის

მისაწვდომი) ინფორმაციის შინაგან წყაროებს?

• როგორ ვაწესრიგებთ და ვცვლით ჩვენს მენტალურ რეპრეზენტაციებს

სხვადასხვა კოგნიტური პროცესების მიმდინარეობისას?

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლისას


შეაფასეთ თქვენი დეკლარაციული და პროცედურული ცოდნა

შეძლებისდაგვარად სწრაფად მოაწერეთ ხელი ქაღალდზე. დაწერეთ

თქვენი სახელი და გვარი პირველიდან ბოლო ასომდე. დაუფიქრებლად

დაწერეთ (არ იფიქროთ შემდეგ ასოზე). უბრალოდ დაწერეთ

შეძლებისდაგვარად სწრაფად.

ამოატრიალეთ ფურცელი და მოაწერეთ ხელი უკუღმა თანმიმდევრობით.

დაიწყეთ წერა გვარის ბოლო ასოთი და დააამთავრეთ წერა სახელის

პირველი ასოთი.

ახლა შეადარეთ ორი ნაწერი. უფრო მარტივად და სწორად რომელი

დაწერეთ?

ორივე შემთხვევაში თქვენ გქონდათ უკვე არსებული (მისაწვდომი)

დეკლარაციული ცოდნა იმის თაობაზე, რომელი ასო რომლის შემდეგ

5

დაგეწერათ. მაგრამ პირველი დავალების შესრულებისას თქვენ

გეხმარებოდათ პროცედურული ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში

თქვენი სახელისა და გვარის ხელმოწერის გავარჯიშების შედეგია.

• რომელი მენტალური/ფსიქიკური პროცესებით შეგვიძლია ოპერირება ჩვენი

ცოდნის გამოყენებით?

• რამდენად მიეკუთვნება ეს პროცესები ზოგად სფეროს - რამდენადაა ეს

პროცესები ზოგადი, ანუ ისინი ღებულობენ თანაბარ მონაწილეობას

სხვადასხვა ტიპის - ვერბალური თუ რაოდენობრივი - ინფორმაციის

გადამუშავებაში?

• ამის საპირისპიროდ, რამდენად მიეკუთვნება ეს პროცესები სპეციფიკურ

სფეროს, ანუ ისინი მხოლოდ ინფორმაციის კონკრეტული ტიპების, მაგ.,

ვერბალური ან რაოდენობრივი ინფორმაციის, გადამუშავებისას გამოიყენება?

ცოდნის რეპრეზენტაცია და გადამუშავება მრავალი დისციპლინის

წარმომადგენელთა მიერაა შესწავლილი. ამ მკვლევართ შორისაა კოგნიტური

ფსიქოლოგები, ნეიროფსიქოლოგები და კომპიუტერული მეცნიერები, რომლებიც

ხელოვნურ ინტელექტს შეისწავლიან იმისთვის, რომ მანქანებმაც შეძლონ გონიერად

მოქმედება. სხვადასხვა მეთოდი, რომლებსაც მკვლევრები ცოდნის რეპრეზენტაციის

საკვლევად მიმართავენ, ფენომენების ფართო სპექტრის აღმოჩენას უწყობს ხელს.

ისინი, ასევე, ხელს უწყობს ერთი და იმავე ფენომენის სხვადასხვა პერსპექტივიდან

წარმოჩენას. დაბოლოს, ისინი გვთავაზობენ საერთო ძალისხმევის შედეგს -

კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მრავალი მიდგომისა თუ ტექნიკის

გამოყენების შედეგებს. გარდა საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა,

6

ამდენი მკვლევარი რატომ ცდილობს ცოდნის რეპრეზენტაციის1 გაგებას? ცოდნის

რეპრეზენტაცია/ორგანიზაციის ტიპი გავლენას ახდენს სხვადასხვა კოგნიტური

დავალების შესრულებისას მისი გამოყენების ეფექტურობაზე. ცოდნის რეპრეზენტაციის

გავლენის ილუსტრირებისთვის უხეშ ანალოგიას მივმართოთ. სცადეთ მოცემული

გამრავლების ოპერაციის შესრულება (მაგალითის ამოხსნა) რომაული ან არაბული

ციფრების რეპრეზენტაციით:
CMLIX 959
x LVIII x58

ეს ორი იდენტური მაგალითია. თუმცა, ხომ გვეთანხმებით, რომ მაგალითის

რომანული ციფრებით რეპრეზენტაცია გაცილებით უფრო ართულებს პასუხის

გამოთვლას?

ამ თავში ჯერ განვიხილავთ, თუ როგორ ხდება დეკლარაციული ცოდნის

ორგანიზება ჩვენს გონებაში. ასევე, განვიხილავთ თეორიებს, რომლებიც გვთავაზობს

ცნებათა კატეგორიზაციის, აგრეთვე, მნიშვნელობის შესაბამისად სემანტიკურ ბადესა

და სქემებში მათი ორგანიზების პრინციპებს. შემდეგ გადავალთ პროცედურული

ცოდნის რეპრეზენტაციის განხილვაზე. დაბოლოს, ჩვენ შევისწავლით მოდელებს,

რომლებიც დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის რეპრეზენტაციების

კომბინირებას ცდილობს.

დეკლარაციული ცოდნის ორგანიზაცია

სიმბოლური ცოდნის (სიმბოლოებისა და მათი მნიშვნელობების დამაკავშირებელი

ცოდნა, მაგალითად, სიმბოლო ”3” ნიშნავს სამს) ფუნდამენტური ერთეული არის

ცნება - იდეა, რომელიც სამყაროს გაგების გარკვეული საშუალებაა (Bruner, Goodnow,

& Austin, 1956; Kruschke, 2003; Love, 2003). ხშირად ცნება შეიძლება წარმოდგენილი

1
რეპრეზენტაცია (ფრ.. representation- წარმომადგენლობა) - ხატის, იდეალური და მატერიალური ობიექტების,
მათი თვისებების, მიმართებებისა და პროცესების გაშუალებული, „მეორეული“ წარმოდგენა. ფსიქოლოგიაში:
დანახულის, გაგონილის, ნაგრძნობის განმეორებითი აღდგენა (რედ. შენიშვნა).

7

იყოს ერთი სიტყვით, მაგალითად, ვაშლი.ყოველ ცნებას მიმართება აქვს სხვა

ცნებებთან ისევე, როგორც ვაშლს გააჩნია მიმართება ცნებებთან ”წითელი”, ”მრგვალი”

ან ”ხილი”.

ადამიანებს ცხოვრების მანძილზე ცნებათა დიდი რაოდენობა უგროვდებათ.

როგორ ხდება ამ ცნებების ორგანიზება გონებაში? ცნებებათა ორგანიზების ერთ-ერთი

გზაა მათი დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით. კატეგორიები ერთეულებისგან

შემდგარი ჯგუფებია, რომლებსაც, გარკვეული ნიშნების გაზიარების (საერთო ნიშნების

არსებობის) ან გარკვეულ პროტოტიპთან შესაბამისობის საფუძველზე სხვადასხვა

საგანი ან ცნება შეიძლება მივაკუთვნოთ. მაგალითად, სიტყვა ”ვაშლი” შეიძლება

წარმოადგენდეს სხვადასხვა ჯიშის ვაშლების გამთლიანებულ, ერთიან კატეგორიას.

მაგრამ ეს სიტყვა ასევე შეიძლება წარმოადგენდეს კატეგორიის - ”ხილი”-

ერთეულ/ცალკე ცნებას. მომდევნო პარაგრაფში ჩვენ ცნებების კატეგორიებად

ორგანიზების გზებს განვიხილავთ. ეს გზები მოიაზრებს ნიშნების, პროტოტიპებისა და

ნიმუშების (ეგზემპლარების) განსაზღვრას.

მოგვიანებით ჩვენ გამოვიკვლევთ, თუ როგორ არის ცნებები სემანტიკურ ქსელებში

მნიშვნელობის შესაბამისად იერარქიულად ორგანიზებული; ასევე, განვიხილავთ

ცნებათა ორგანიზებას სქემებად, რომლებიც ცოდნის ჩარჩოებს წარმოადგენს და

სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ ცნებას მოიცავს (Bartlett, 1932;Brewer, 1999).

ცნებები და კატეგორიები

ცნებები და კატეგორიები შეიძლება სხვადასხვა პრინციპით დაიყოს. ხშირად

გამოყოფენ ბუნებრივ/ნატურალურ და ხელოვნურ კატეგორიებს (Kalenine et al.,

2009;Medin, Lynch, & Solomon, 2000). ბუნებრივი კატეგორიები ისეთი ჯგუფებია,

რომლებიც თავისთავად ყალიბდება (ბუნების ნაწილია), მაგალითად, ჩიტები ან ხეები.

ხელოვნური კატეგორიებია ჯგუფები, რომლებიც ადამიანის მიერ გარკვეული მიზნის

8

მისაღწევად ან ფუნქციის შესასრულებლად არის შექმნილი. ხელოვნური

კატეგორიების მაგალითებია ავტომობილები და საოჯახო ნივთები. ბუნებრივ და

ხელოვნურ კატეგორიებზე ობიექტების მიკუთვნებას დაახლოებით ერთი და იგივე დრო

ჭირდება (VanRullen & Thorpe, 2001). ბუნებრივი და ხელოვნური კატეგორიები

შედარებით მდგრადია/უცვლელია და ადამიანები თანხმდებიან კრიტერიუმებზე,

რომელთა საფუძველზეც ამ ჯგუფებზე შესაბამისი ობიექტების მიკუთვნება ხდება.

მაგალითად, ვეფხვი ყოველთვის ძუძუმწოვარია და დანა ყოველთვის საჭრელად

გამოსაყენებელი ხელსაწყოა.

ცნებები, ამის საპირისპიროდ, ყოველთვის უცვლელი არ არის, ისინი შეიძლება

შეიცვალოს (Dunbar, 2003;Thagard, 2003). ზოგიერთი კატეგორია გარკვეული

შემთხვევევისთვის ან კონკრეტული მიზნისთვის იქმნება, მაგალითად, ”ნივთები,

რომლებზეც შეგვიძლია დავწეროთ”. ამ კატეგორიებს სპეციალურ კატეგორიებს

უწოდებენ (Barsalou, 1983; Little, Lewandowsky, & Heit, 2006). ეს კატეგორიები უფრო

ხშირად სიტყვებით კი არა, ფრაზებით არის წარმოდგენილი. მათი შინაარსი იცვლება

კონტექსტის მიხედვით. საწერ ხელსაწყოებად უგანდაში ადამიანები ამერიკელებისა

და ესკიმოსების მიერ დასახელებული საგნებისგან განსხვავებულ ნივთებს

დაასახელებენ. ცნებები ასევე გამოიყენება სხვა სფეროებშიც, მაგ., კომპიუტერულ

მეცნიერებებში. სპეციალისტები ქმნიან ალგორითმებს, რომლებიც განსაზღვრავს

”სპამს” იმისთვის, რომ ელექტრონულმა ფოსტამ არასასურველი წერილების

გაფილტვრა შეძლოს. იმავდროულად, „სპამერები“შეტყობინებების ბუნებას ცვლიან

ისე, რომ ”სპამის დამჭერი” ალგორითმის მიერ მისი აღმოჩენა გართულდეს (Fdez-

Riverola, 2007).

ცნებებს სპეციფიკურობის ბაზისური დონე აქვთ (რომელსაც ზოგჯერ ბუნებრივ დონეს

უწოდებენ); ეს არის დონე, რომელსაც, იერარქიის სხვა დონეებთან შედარებით,

უპირატესობა ენიჭება (Medin, Proffitt,& Schwartz, 2000; Rosch, 1978). დავუშვათ, მე

9

თქვენ გაჩვენეთ წითელი ობიექტი, რომელიც იჭმევა, რომელსაც ყუნწი აქვს და ხიდან

არის მოწყვეტილი. თქვენ შეიძლება ის დაახასიათოთ, როგორც ხილი, ვაშლი,

გემრიელი ვაშლი, წითელი გემრიელი ვაშლი და ა.შ. ადამიანების უმრავლესობა კი ამ

ობიექტს დაახასიათებს, როგორც ვაშლს, რადგან მისი უპირატესი ბაზისური დონე

არის „ვაშლობა“. ზოგადად, ბაზისური დონე არც ყველაზე აბსტრაქტული და არც

ყველაზე სპეციფიკურია. რა თქმა უნდა, კონტექსტისა და გამოცდილების

გათვალისწინებით, შესაძლებელია ბაზისური დონით მანიპულირება (Tanaka & Taylor,

1991). დავუშვათ, ეს ობიექტი იდო იქ, სადაც მხოლოდ ვაშლებს ყიდდნენ. მაშინ თქვენ

მას, სხვა ვაშლებისგან განსასხვავებლად, დაახასიათებთ, როგორც წითელ გემრიელ

ვაშლს.

როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ ბაზისური დონე? რატომ არის ბაზისური

დონე ვაშლი და არ არის წითელი გემრიელი ვაშლი ან ხილი? ან რატომ არის

ბაზისური დონე ძროხა და არ არის ძუძუმწოვარი, ან გურნზეის ჯიში? ბაზისური დონე

არის ის, რომელიც განმასხვავებელი ნიშნების მეტ რაოდენობას მოიცავს (იმავე

დონეზე სხვა ცნებებისაგან განსასხვავებლად) ნივთი თავისთავად,(Rosch et al., 1976).

შესაბამისად, უმრავლესობა უფრო მეტ განმასხვავებელ ნიშანს იპოვნის ძროხასა და

ვაშლს, ვიდრე წითელ გემრიელ ვაშლსა და „გოლდენს“ შორის. მსგავსად ამისა, ჩვენ

მცირე განსხვავებას ვხედავთ გურნზეის და ჰოლშტეინის ჯიშის ძროხებს შორის. და

კვლავ უნდა ითქვას, რომ ყველას ერთნაირი ბაზისური დონე ვერ ექნება. ჩვენი

მიზნებისთვის, ბაზისური დონეა ის, რომელიც ადამიანების უმრავლესობისათვის

ობიექტებს ერთმანეთისგან უფრო მკაფიოდ განასხვავებს. გავარჯიშების შედეგად ბაზისურ

დონედ შეიძლება ჩამოყალიბდეს უფრო სპეციფიკური დონეც (Scott et al., 2008).

მაგალითად, რაც უფრო მეტად შეისწავლის ადამიანი მანქანებს, მით უფრო უკეთ

განასხვავებს ის მათ. კვლევით დასტურდება, რომ ბაზისური დონის შერჩევისას

ექსპერტი და ახალბედა თვისებრივად არ განსხვავდებიან, მაგრამ მათ შორის

10

მნიშვნელოვანი სხვაობაა ინფორმაციის რაოდენობის გადამუშავების ეფექტიანობის

თვალსაზრისით (Palmeri 2004; see also Mack et al., 2009).

როდესაც ადამიანებს აჩვენებენ საგნების სურათებს, ისინი ამ საგნების

იდენტიფიცირებას ბაზისურ დონეზე ახერხებენ უფრო სწრაფად, ვიდრე საგნების

იდენტიფიცირებას უფრო მაღალ, ან დაბალ დონეებზე (Rosch et al.,1976). საგნების

ცნობა უფრო მარტივად ბაზისურ დონეზე ხდება. მხოლოდ ამის შემდეგ მიაკუთვნებენ

მათ უფრო მაღალი ან შედარებით დაბალი დონის კატეგორიებს. შესაბამისად, ხიდან

მოწყვეტილი მრგვალი და წითელი ვაშლის სურათი თავიდან იდენტიფიცირებული

იქნება, როგორც ვაშლი. მხოლოდ შემდეგ, თუ საჭირო იქნება, დაზუსტდება როგორც

ხილი, ან როგორც წითელი გემრიელი ვაშლი.

ახლა კი, ვნახოთ როგორ ახდენენ ადამიანები საგნების კატეგორიზაციას? მრავალი

თეორია ცდილობს ამ პროცესის ახსნას. ერთი თეორიის მიხედვით, თუ საგანს

რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი აქვს, ჩვენ მას ვაკუთვნებთ შესაბამის კატეგორიას.

მეორე თეორიის თანახმად, ჩვენ საგანს ვადარებთ კატეგორიის გაშუალებულ/ტიპურ

რეპრეზენტაციას (პროტოტიპს) იმის გადასაწყვეტად, ის ამ კატეგორიას მიეკუთვნება თუ

არა. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანებს შეუძლიათ საგნების

კატეგორიზაცია ამ საგნებზე საკუთარი შეხედულებების მიხედვით. ამ მიდგომებს ჩვენ

შემდეგ ნაწილში განვიხილავთ.

ნიშანზე დაფუძნებული კატეგორიები: განსაზღვრება

კატეგორიის ცნების კლასიკური განმარტება მის შემადგენელ ნიშნებს მოიაზრებს.

ყველა ეს ნიშანი აუცილებელია და საკმარისი კატეგორიის განსასაზღვრად (Katz,

1972; Katz & Fodor, 1963). ეს ნიშნავს, რომ თითოეული ნიშანი კატეგორიის

მნიშვნელოვანი ელემენტია. ერთად ეს ნიშნები ქმნიან კატეგორიის უნიკალურობას.

ნიშნები, რომლებიც უნიკალობას ქმნის, იმავდროუალდ განმსაზღვრელ ნიშნებსაც

11

წარმოადგნენ ანუ აუცილებელ ატრიბუტებს: საგანი რომ იყოს X, მას უნდა ჰქონდეს

გარკვეული ნიშნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნება “X”.

განვიხილოთ ტერმინი ”ბერბიჭა”. გარდა იმისა, რომ ის ადამიანია, მას აქვს სამი

აუცილებელი თვისება: მამაკაცია, დაუქორწინებელია და ზრდასრულია. თითოეული ამ

თვისებათაგან აუცილებელია. თუ ერთი ნიშანი მაინც მოცემული არ არის, მაშინ

ობიექტი აღნიშნულ კატეგორიას აღარ ეკუთვნის. შესაბამისად, მამრობითი სქესის

დაუქორწინებელი ადამიანი, რომელიც არ არის ზრდასრული, ბერბიჭა ვერ იქნება.

ჩვენ არ ვუწოდებთ „ბერბიჭას“ 12 წლის ბიჭს, რომელსაც არ ჰყავს ცოლი, რადგან ის არ

არის ზრდასრული. ასევე არ ვუწოდებთ ”ბერბიჭას“ ნებისმიერ ზრდასრულ მამაკაცს. თუ

ის დაქორწინებულია, ამ კატეგორიას აღარ მიეკუთვნება. ბერბიჭა ვერ იქნება ვერც

დაუქორწინებელი ზრდასრული ქალი.

სამივე ეს ნიშანი ერთად საკმარისია კატეგორიის განსასაზღვრად. თუ ადამიანს აქვს

სამივე ნიშანი, ის არის ბერბიჭა. ამ განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოთ

დაუქორწინებელი ზრდასრული მამაკაცი და არ იყოთ ბერბიჭა. ნიშანზე დაფუძნებული

შეხედულება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ტერმინზე არ ვრცელდება. მაგალითად,

ცოლი რამდენიმე ძირითადი ნიშნით ხასიათდება: დაქორწინებულია, ქალია,

ზრდასრულია. ქმარი აერთიანებს ნიშნებს: დაქორწინებული, მამაკაცი, ზრდასრული.

ნიშნებზე დაფუძნებული კონცეფცია პოპულარულია ლინგვისტებში (ენის

შემსწავლელი მეცნიერები) (Clark & Clark, 1977; Finley & Badecker, 2009). ეს

საინტერესო მიდგომაა, რადგან მოწესრიგებულად და სისტემურად აღწერს

კატეგორიებს. სამწუხაროდ, ის არ მუშაობს ისე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ზოგიერთი კატეგორია არ ექვემდებარება ნიშნების მიხედვით გაანალიზებას. თამაში

ერთ-ერთი ასეთი კატეგორიაა. რთულია ისეთი ნიშნის მოძებნა, რომელიც ყველა

თამაშს ახასიათებს (Wittgenstein,1953). ზოგი გასართობია, ზოგი - არა. ზოგი

რამდენიმე მოთამაშეს მოიცავს, სხვები - არა. ზოგი შეჯიბრია, ზოგიც - არა. რაც უფრო

12

დიდხანს უკვირდები თამაშის ცნებას, მით უფრო გიძნელდება კატეგორიალური ნიშნის

დადგენა.

გაურკვეველია, საერთოდ არსებობს თუ არა ასეთი ნიშანი. მიუხედავად ამისა, ყველა

ჩვენგანმა იცის და ხვდება, რა იგულისხმება სიტყვაში ”თამაში”.

კიდევ ერთი პრობლემა, დაკავშირებული ამ მიდგომასთან, არის ის, რომ ხშირად

კატეგორიის განმსაზღვრელი ნიშნების ცვლილება არ ცვლის თავად კატეგორიას.

განვიხილოთ ცნება „ზებრა“ (იხ. Keil, 1989). ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ სულ

მთლად შავი ზებრა დახატა. ის დაკარგავს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ნიშანს,

ზოლებს, მაგრამ მაინც ზებრა იქნება. იმავე პრობლემას ვაწყდებით ჩიტების

შემთხვევაში. შეიძლება ვიფიქროთ ფრენის უნარზე, როგორც კრიტიკული

მნიშვნელობის მქონე ნიშანზე ყველა ჩიტისთვის. მაგრამ, ამავე დროს, დავეთანხმებით

იმ აზრსაც, რომ ფრთებშეკრეჭილი წითელგულა მაინც წითელგულაა. სირაქლემაც

ჩიტია, მიუხედავად იმისა, რომ ფრენა არ შეუძლია.

წითელგულასა და სირაქლემას მაგალითები ნიშანზე დაფუძნებული თეორიის

სხვა პრობლემასაც ააშკარავებს. ორივე, წითელგულაც და სირაქლემაც იზიარებს

ჩიტების კატეგორიის განმსაზღვრელ ნიშნებს. შესაბამისად, ორივე ჩიტია. უხეშად რომ

ვთქვათ, ნიშნების მიხედვით, წითელგულა ამ კატეგორიის უფრო ტიპური

წარმომადგენელია, ვიდრე სირაქლემა. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმრავლესობა

ჩიტების კატეგორიის უფრო ტიპურ წარმომადგენლად სირაქლემას ასახელებს (Malt &

Smith, 1984; Mervis, Catlin, & Rosch). ბავშვები უფრო ადრეულ ასაკში დაისწავლიან

კატეგორიის ტიპურ, ვიდრე ატიპურ წარმომადგენლებს. ცხრილში 8.1 მოცემულია

სხვადასხვა ჩიტის რეიტინგი ტიპურობის მიხედვით (Rosch, 1978). განსხვავებები

თვალსაჩინოა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთეულს ცხრილში კატეგორიის

განმსაზღვრელი საერთო ნიშნები აქვს. მოლტისა და სმიტის მიერ გამოყენებულ 7-

13

ქულიან სკალაზე, ტიპურობის მიხედვით, ღამურამ 1.53 ქულა მიიღო, მიუხედავად იმისა,

რომ ის საერთოდ არ არის ჩიტი.

ნიშნებზე დაფუძნებულ თეორიას აქვს ბევრი დადებითი მახასიათებელი, მაგრამ

ის სრულად ვერ ხსნის კატეგორიზაციის პრინციპებს. ისეთი კატეგორიის ზოგიერთი

სპეციფიკური მაგალითი, როგორიცაა ”ჩიტი”, უფრო კარგ ნიმუშად მიიჩნევა, ვიდრე

სხვა, უფრო ტიპური წარმომადგენელი. ამავე დროს, მათ აქვთ საერთო

განმსაზღვრელი ნიშნები. ”ჩიტი”-ს კატეგორიის სხვადასხვა ნიმუში შეიძლება

განსხვავდებოდეს ტიპურობის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ცოდნის

რეპრეზენტაციის ამხსნელი თეორია, რომელიც უკეთ დაახასიათებს ადამიანების მიერ

ცოდნის ორგანიზების პრინციპებს.

ცხრილი 8.1 ჩიტების რეიტინგი ტიპურობის მიხედვით

ბარბარა მოლტმა და ედვარდ სმიტმა (1984) აღმოაჩინეს, რომ

ტიპურობის მიხედვით, ჩიტების სხვადასხვა სახეობას (ან

ჩიტისმსგავს ცხოველებს) შორის უზარმაზარი განსხვავებები

არსებობს (Malt & Smith, 1984).

ჩიტი ქულა ჩიტი ქულა

წითელგულა 6.89 იადონი 4.47

თოლია 6.26 ქათამი 3.95

მერცხალი 6.16 ფლამინგო 3.37

ძერა 5.74 ალბატროსი 3.32

შოშია 5.16 პინგვინი 2.63

ბუ 5.00 ღამურა 1.53


# შეფასებულია 7-ქულიან სკალაზე, უმაღლესი ქულა - 7

პროტოტიპების თეორია: დამახასიათებელი შეხედულება

14

პროტოტიპების თეორია განსხვავებულ შეხედულებას იზიარებს: ის საგნებს

განმსაზღვრელი ნიშნების მიხედვით კი არა, უფრო მეტად კატეგორიის საშუალო

მოდელთან მსგავსების მიხედვით აჯგუფებს.

პროტოტიპები და დამახასიათებელი ნიშნები. პროტოტიპი კატეგორიაში

შემავალი ყველა ერთეულის აბსტრაქტული საშუალოა. პროტოტიპის საფუძველზე

ხდება საგნების შედარება მათი კატეგორიაში გაერთიანების მიზნით. ამ შემთხვევაში

კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა ნიშნები, რომლებიც აღწერს ან ახასიათებს

პროტოტიპს, მაგრამ არ არის აუცილებელი მისთვის. ცნების ტიპურ ნიმუშებს ხშირად

აქვთ დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ შეიძლება არც ჰქონდეთ. მაგალითად,

განვიხილოთ თამაშის პროტოტიპი. ის შეიძლება ხშირად აღიწეროს, როგორც

გასართობი 2 ან მეტი მოთამაშით და სირთულის გარკვეული ეტაპებით. მაგრამ არ

არის აუცილებელი, რომ თამაში იყოს სასიამოვნო და/ან საჭიროებდეს 2 ან მეტ

მოთამაშეს, ასევე არ არის აუცილებელი, რომ მას ჰქონდეს სირთულის სხვადასხვა

ეტაპი. ამის მსგავსად, ჩვეულებრივ ჩიტს აქვს ფრთები და დაფრინავს, მაგრამ

პროტოტიპი არის ის, რაც თამაშისა თუ ჩიტის კატეგორიას საუკეთესოდ ასახავს. ეს

თეორია საუკეთესოდ ხსნის იმ ფაქტს, რომ 1) თამაშს არა აქვს საერთო

განმსაზღვრელი ნიშნები, 2) წითელგულა ჩიტის უკეთესი მაგალითია, ვიდრე

სირაქლემა.

რა არის დამახასიათებელი ნიშანი? მაშინ, როცა განმსაზღვრელი ნიშანი,

როგორც მახასიათებელი, აუცილებელია კატეგორიის ყველა წარმომადგენლისთვის,

მაგრამ კატეგორიისთვის დამახასიათებელი ნიშნის ქონა მისი თითოეული წევრისთვის

აუცილებელი არ არის. ამის მიუხედავად, უმრავლესობას მაინც აქვს დამახასიათებელი

ნიშანი. შესაბამისად, ფრენა ტიპური ნიშანია ჩიტებისთვის, მაგრამ ის არ არის

კატეგორიის განმსაზღვრელი ნიშანი - მაგ., სირაქლემას ფრენა არ შეუძლია.

შესაბამისად, პროტოტიპების თეორიის თანახმად, ის ნაკლებად ჩიტისმაგვარია, ვიდრე

15

წითელგულა, რომელსაც ფრენა შეუძლია. მსგავსად ამისა, ტიპური თამაში შეიძლება,

მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ სასიამოვნო იყოს. ადამიანები ხშირად ხილისა და

ავეჯის კატეგორიების თვისებებად ასახელებენ ნიშნებს - ”ტკბილია” და ”ხისგან

დამზადებულია”. ეს თვისებები უფრო მეტად დამახასიათებელი ნიშნებია, ვიდრე

განმსაზღვრელი. ჩამოთვალეთ კატეგორიისთვის ტიპური ნიშნები, შემდეგ

დათვალეთ, ჩამოთვლილი ნიშნებიდან რამდენი ახასიათებს მოცემულ ნიმუშს. ამ

მეთოდით თქვენ შეგიძლიათ გამოიანგარიშოთ, რამდენად ტიპურია მოცემული ნიმუში

კატეგორიისთვის, რომელსაც ის მიეკუთვნება (Rosch & Mervis, 1975). სოციალური

ურთიერთობისას ჩვენ იმავე მეთოდს ვიყენებთ: სხვადასხვა ჯგუფის სტერეოტიპები

(ვთქვათ, იტალიელების, ან ფსიქოლოგების) შედგენილია საშუალო ნიშნების

კონგლომერატით (Medin, 1989; see also Doldereret al., 2009).

კლასიკური და ბუნდოვანი (გაურკვეველი) ცნებები. ფსიქოლოგები

ანსხვავებენ კატეგორიების ორ ტიპს: კლასიკურ და ბუნდოვან ცნებებს. კლასიკურ

ცნებებს მიეკუთვნება კატეგორიები, რომლებიც შეიძლება აღიწეროს განმსაზღვრელი

ნიშნებით, მაგალითად, ”ბერბიჭა”. ბუნდოვან ცნებებს ქმნის კატეგორიები, რომლებიც

მარტივად ვერ განისაზღვრება; მაგ., ასეთი კატეგორიებია „სიკვდილი“ და „თამაში“.

მათი საზღვრები ბუნდოვანია. კლასიკური ცნებები ექსპერტების მიერ, განმსაზღვრელი

ნიშნების მიხედვით, კლასების გამოსაყოფად შექმნილი პირობითი ერთეულებია.

ბუნდოვანი ცნებები უფრო ხშირად თავისთავად, ბუნებრივად ყალიბდება (Smith, 1988,

1995a; see also Brent et al., 1996). შესაბამისად, ”ბერბიჭა” გამიზნულად შექმნილი

კონცეფციაა. ზოგიერთი ექსპერტი იტყვის, რომ ჩვენ ვიყენებთ სიტყვას ”ხილი”

ნებისმიერი მცენარის აღსანიშნავად, რომელსაც აქვს თესლი, რბილობი და კანი.

მაგრამ ჩვენი ბუნებრივი, ბუნდოვანი ცნება არ აღიარებს ხილად პომიდორს, გოგრასა

და კიტრს.

16

კლასიკური ცნებები და კატეგორიები განმსაზღვრელ ნიშნებზეა აგებული,

ბუნდოვანი ცნებები და კატეგორიები კი პროტოტიპებს ეფუძნება. პროტოტიპული

შეხედულების გათვალისწინებით, საგანი მიეკუთვნება კატეგორიას, თუ ის მეტწილად

პროტოტიპის მსგავსია. პროტოტიპთან მსგავსება კი კომპლექსური საკითხია.

მსგავსების შესაფასებლად სხვადასხვა თეორია არსებობს (Smith & Medin, 1981).

ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, მსგავსებას განვიხილავთ, როგორც საერთო ნიშნების

გარკვეული რაოდენობის არსებობას პროტოტიპსა და ნიმუშს შორის. ამასთან,

ზოგიერთ ნიშანს უფრო დიდი წონა აქვს, რადგან, განსხვავებით სხვა ნიშნებისგან, ისინი

პროტოტიპისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა (e.g., Komatsu, 1992).

რეალური მაგალითები: ეგზემპლარების გამოყენება. ზოგიერთი ფსიქოლოგი

მიიჩნევს, რომ ცნების კატეგორიზაციისთვის, ერთი აბსტრაქტული პროტოტიპის

გამოყენების ნაცვლად, ჩვენ მრავალ, სპეციფიკურ ეგზემპლარს ვიყენებთ.

ეგზემპლარი - ესაა კატეგორიის ტიპური წარმომადგენელი (Ross, 2000;

Ross&Spalding, 1994).მაგალითად, ჩიტების განხილვისას ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ

არა მხოლოდ პროტოტიპული იადონი, რომელიც პატარაა, დაფრინავს, ბუდეს

აშენებს, ჭიკჭიკებს და ა.შ., არამედ, ასევე მოვიაზროთ მტაცებელი ჩიტებიც, დიდი ზომის

ჩიტებიც, ან საშუალო ზომის წყლის ჩიტებიც. ზოგიერთი მკვლევარი ამ მიდგომას

კატეგორიების ჩამოყალიბებისა და გამოყენების ასახსნელად იყენებს იმ სიტუაციებში,

სადაც საგნების კლასიფიკაცია სწრაფად არის საჭირო (Nosofsky & Palmeri, 1997;

Nosofsky, Palmeri, & McKinley, 1994; see also Estes,1994). კერძოდ, კატეგორიები

იქმნება გარკვეული წესის მიხედვით, შემდეგ კი ნიმუშების ეგზემპლარებად შენახვით.

კატეგორიასთან საგნის მიკუთვნებულობის შესაფასებლად მას ადარებენ

ეგზემპლარებს, რომლებიც ამ კატეგორიას წარმოადგენს.

კატეგორიზაციის ამ თეორიებსაც აკრიტიკებენ. ერთ-ერთი სადავო საკითხია

თითოეული კატეგორიისთვის შენახული ეგზემპლარების რაოდენობა და ტიპები

17

(Smith, 2005). ზოგიერთი თეორეტიკოსი ამტკიცებს, რომ თავის ტვინს არა აქვს

საკმარისი რესურსი ყველა იმ ეგზემპლარის შესანახად, რომელიც დასჭირდება

ინდივიდს საგნების კლასიფიცირებისთვის (Collier, 2005).

ყველაზე ახალი თეორიაა ცვალებადი აბსტრაქციის (განზოგადების) მოდელი

(VAM), რომლის თანახმად, პროტოტიპი და ეგზემპლარი განზოგადების პროცესის

ჯაჭვის ორი უკიდურესობაა. ამ თეორიის მიხედვით, კლასიფიკაციისას არ ვიყენებთ არც

ერთეულ აბსტრაქტულ პროტოტიპს და არც მრავალ კონკრეტულ ეგზემპლარს;

უფრო ხშირად ჩვენ მივმართავთ საშუალო რეპრეზენტაციებს, რომლებიც კატეგორიის

შიგნით ქვეჯგუფებს წარმოადგენს (Vanpaemel & Storms, 2008). მაგალითად,

ცხოველები შეიძლება წარმოდგენილი იყოს სპეციფიკური ეგზემპლარებით,

როგორიცაა ბეღურა ან ვეშაპი, მაგრამ შეიძლება წარმოდგენილი იყოს უფრო მაღალი

რიგის კატეგორიებითაც, როგორიცაა იადონი, ან ზღვის ძუძუმწოვარი.

ზოგიერთი მკვლევარი უარს ამბობს როგორც მხოლოდ ეგზემპლარების, ისე

მხოლოდ ნიშნების თეორიის აღიარებაზე (Rouder & Ratcliff, 2004, 2006). მათთვის ამ

ორი უკიდურესობის კომბინაცია უფრო მისაღებია. ეს მიდგომა შემდეგ ნაწილშია

განხილული.

სინთეზი: ნიშნებზე დაფუძნებული და პროტოტიპების თეორიების

კომბინაცია

კატეგორიზაციის სრულყოფილ თეორიას შეუძლია განმსაზღვრელი და

დამახასიათებელი ნიშნების კომბინირება (იხილეთ Hampton, 1997a; Poitrenaud et al.,

2005; Smith et al., 1974, 1988;Wisniewski, 1997, 2000) ისე, რომ თითოეულ

კატეგორიას ჰქონდეს როგორც პროტოტიპი, ისე ბირთვი. ბირთვში იგულისხმება იმ

განმსაზღვრელი ნიშნების ნაკრები, რომლითაც კატეგორია ნიმუშად განიხილება.

პროტოტიპი კი წარმოადგენს დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას, რომელიც

18

ტიპურია კატეგორიისთვის (მაგ. ჩიტს შეუძლია ფრენა), მაგრამ აუცილებელ ნიშანს არ

წარმოადგენს კატეგორიის თითოეული წარმომადგენლისთვის (მაგ. სირაქლემა).

განვიხილოთ მძარცველის კონცეფცია. ბირთვი გვეუბნება, რომ ვიღაც, ვინც იღებს

სხვის ნივთებს ნებართვის გარეშე, არის მძარცველი. პროტოტიპი კი სხვა დამატებითი

მახასიათებლების მქონე ადამიანებს მიიჩნევს მძარცველებად. პროტოტიპი ბირთვს

ამატებს მძარცველისთვის დამახასიათებელ სხვა შესაძლო ნიშნებს. მაგალითად,

თეთრსაყელოიანი მძარცველები. ისინი შეიძლება საკუთარ დამსაქმებელს პარავდნენ

მილიონობით დოლარს. ასეთი კრიმინალები რთულად გამოსააშკარავებელია,

რადგან არ შეესაბამებიან მძარცველისთვის ჩამოყალიბებულ პროტოტიპს და არც იმას

აქვს რაიმე მნიშვნელობა, რამდენ დოლარს მიითვისებენ. ამის საპირისპიროდ,

გარეუბნის ცუდად ჩაცმული მაცხოვრებელი შეიძლება დაიჭირონ დანაშაულისთვის,

რომელიც მას არ ჩაუდენია. ნაწილობრივ ეს იმით არის განპირობებული, რომ ისინი

მძარცველის პროტოტიპს შეესაბამებიან, მიუხედავად იმისა, დანაშაული ჩაიდინეს თუ

არა.

კეილმა და ბატერმანმა შეამოწმეს ჰიპოთეზა, რომ განმსაზღვრელი ნიშნების

მნიშვნელობას ასაკის მატებასთან ერთად ვიგებთ (Keil & Batterman, 1984). მათი

აზრით, მცირეწლოვანი ბავშვები კატეგორიებს დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით

განიხილავენ. 5-დან 10 წლამდე ბავშვებს წარუდგინეს რამდენიმე განსაზღვრება, მათ

შორის, ორი უცნაური. პირველი იყო ”ჭუჭყიანი, ბოროტი, მოხუცი კაცი, ჯიბეში თოფით,

რომელიც მოვიდა თქვენს სახლში და წაიღო ტელევიზორი, რომელიც თქვენმა

მშობლებმა მოხუცს მისცეს, რადგან აღარ სჭირდებოდათ”. მეორე იყო ”ძალიან

მეგობრული და ხალისიანი ქალი, რომელიც ჩაგეხუტათ, მაგრამ შემდეგ ნებართვის

გარეშე წაიღო თქვენი უნიტაზი ისე, რომ მისი უკან დაბრუნება არც უფიქრია. უმცროსი

ასაკის ბავშვები მძარცველის უკეთეს განსაზღვრებად მიიჩნევდნენ პირველს. მსგავსი

შედეგები იყო 10 წლამდე. 10 წლისთვის ბავშვები მეორე ინდივიდს უფრო მიიჩნევდნენ

19

ქურდად, ვიდრე პირველს. სხვა სიტყვებით, მცირე ასაკის ბავშვები ქურდად

მიიჩნევდნენ ინდივიდს, რადგან მას მძარცველისთვის დამახასიათებელი ნიშნები

ჰქონდა მაშინაც კი, როცა მას არაფერი მოუპარავს. მაგრამ ეს გადასვლა

დამახასიათებელი ნიშნებიდან განმსაზღვრელ ნიშნებზე საბოლოოდ არც ერთ ასაკში

არ არის დასრულებული. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველ ადამიანს ისევე

დაიჭერენ, როგორც მეორეს. შესაბამისად, თუმცა კატეგორიზაციის საკითხი

ბუნდოვანია, ის მაინც გულისხმობს როგორც განმსაზღვრელი ნიშნების გარკვეულ

რაოდენობას, ისე პროტოტიპურობის ასპექტებს.

დავიჯეროთ თუ არა

ზოგი რიცხვი კენტია, ზოგი - უფრო მეტად კენტი

ისეთ კლასიკურ ცნებებსაც კი, როგორიცაა კენტი რიცხვები, თავისი

პროტოტიპები აქვთ (Armstrong,Gleitman,&Gleitman,1983). კენტი რიცხვის ცნება იოლად

განისაზღვრება: ნებისმიერი მთელი რიცხვი, რომელიც არ იყოფა 2-ზე. მაშინ როგორ

შეიძლება, რომ ერთი რიცხვი იყოს უფრო მეტად კენტი, ვიდრე მეორე? ადამიანები

სხვადასხვა კენტ რიცხვს მეტად ან ნაკლებად პროტოტიპულად მიიჩნევენ. მაგალითად,

7 და 13 კენტი რიცხვის პროტოტიპთან მიახლოებული კენტი რიცხვის ტიპური

მაგალითებია, მაგრამ, ამის საპირისპიროდ, 15 და 21 ნაკლებად პროტოტიპულ კენტ

რიცხვებად მიიჩნევა იმის მიუხედავად, რომ ოთხივე რიცხვი კენტია.

კატეგორიზაციის თეორიაზე დაფუძნებული შეხედულება

ნიშანზე-, პროტოტიპზე- და ეგზემპლარზე- დაფუძნებული შეხედულებებიდან

თეორიაზე-დაფუძნებულ შეხედულებაზე გადასვლა ასევე ცნობილია, როგორც

განმარტებაზე დაფუძნებული შეხედულება.

როგორ იყენებენ ადამიანები კატეგორიზაციის თეორიებს? თეორიაზე-

დაფუძნებული ხედვა მიიჩნევს, რომ ადამიანები ახდენენ ცნებების კატეგორიზაციას

20

იმპლიციტური თეორიების მიხედვით, ანუ ცნებებს ყოფენ ამ ცნებების შესახებ საკუთარი

შეხედულებების მიხედვით (Markman, 2003,2007). მაგალითად, როგორ განისაზღვრება

”კარგი სპორტსმენი”?

• კომპონენტური შეხედულების მიხედვით, თქვენ შეეცდებით კარგი სპორტსმენის

ნიშნების/მახასიათებლების გამოცალკევებას.

• პროტოტიპული შეხედულების მიხედვით, თქვენ უნდა იპოვოთ კარგი

სპორტსმენისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

• ეგზემპლარების თეორიის მიხედვით, შეიძლება სცადოთ თქვენთვის ნაცნობი

”კარგი სპორტსმენების” მაგალითების მოძიება.

• თეორიაზე დაფუძნებული შეხედულების თანახმად, თქვენ გამოიყენებთ

არსებულ გამოცდილებას, რათა ჩამოაყალიბოთ კარგი სპორტსმენის

განსაზღვრება.

თეორიაზე დაფუძნებული მიდგომა იქნება: კარგი სპორტსმენი არის ადამიანი,

რომელიც იგებს შეჯიბრს და არ ჩაგრავს და ამცირებს სხვებს წაგების გამო. ასევე, ეს

არის ადამიანი, რომელიც მზად არის წაგებისთვის და როცა აგებს, არ ადანაშაულებს

გამარჯვებულს, მსაჯს, ან სხვა გარეშე პირებს. ის მშვიდად ეგუება დამარცხებას და

ულოცავს წარმატებას გამარჯვებულს. მიაქციეთ ყურადღება, რომ თეორიაზე

დაფუძნებული შეხედულების თანახმად, რთულია ძირითადი აზრის ერთი ან ორი

სიტყვით გადმოცემა. ამ შემთხვევაში ცნება უფრო რთულად განისაზღვრება.

თეორიაზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვით, ადამიანებს შეუძლიათ ძირითადი

და შემთხვევითი ნიშნების გარჩევა, რადგან მათ აქვთ ამ ცნებების კომპლექსური

მენტალური რეპრეზენტაციები. ერთ კვლევაში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება

გამოვიყენოთ ეს თეორია ახლად დასწავლილი ცნებების შესახებ მსჯელობისას (Rips,

1989). მონაწილეებს მიაწოდეს ისტორიები ჰიპოთეტური ქმნილების შესახებ. სტიმული

მიეწოდებოდათ ორ ექსპერიმენტულ სიტუაციაში.

21

ამ კვლევაში (Rips, 1989), ერთ შემთხვევაში, აწვდიდნენ ამბავს ჩიტისმაგვარი

არსების შესახებ, რომელსაც სორპს ეძახდნენ და რომელიც შემთხვევით დაემსგავსა

მწერს. განსაზღვრებაში არ იყო ნახსენები არც ის, რომ სორპი ჩიტისმაგვარი იყო და

არც ის, რომ მწერისმაგვარი იყო. ტრანსფორმაციის გარემოებები დეტალურად იყო

მოცემული. სორპი იკვებებოდა მხოლოდ თესლითა და კენკრით, ჰქონდა ორი ფრთა

და ორი ფეხი და აკეთებდა ბუდეებს მაღალი ხეების ტოტებზე. მისი ბუდე სხვა ჩიტების

ბუდის მსგავსად, გაკეთებული იყო პატარა ტოტებისა და სხვა მასალებისგან. მასაც,

სხვა ბევრი ჩიტის მსგავსად, მოლურჯო-ნაცრისფრად შეფერილი ბუმბული ჰქონდა.

მაგრამ ერთ სორპს არ გაუმართლა: მისი ბუდე მავნე ქიმიური ნივთიერებების

ნაგავსაყრელზე იყო. ქიმიურმა ნივთიერებებმა დაავადა მცენარეები, რომლებითაც

სორპი იკვებებოდა, შედეგად, ნელ-ნელა სორპიც შეიცვალა. მან დაკარგა ბუმბული და

გაეზარდა ორი ახალი გამჭვირვალე მემბრანის მქონე ფრთა. სორპმა დატოვა ბუდე და

მისი შეფერილობა შეიცვალა. მას გაეზარდა ორი წყვილი ზედმეტი ფეხი, ანუ სულ 6

ფეხი ჰქონდა. ახლა მას შეეძლო ნებისმიერ ზედაპირზე გაჩერება, შესაბამისად, მან

დაიწყო ყვავილის ნექტარით კვება. შემდეგ სორპი შეეჯვარა სხვა სორპს, ნორმალურ

მდედრს. მდედრმა ფერტილიზებული კვერცხები დადო და საკუთარ ბუდეში გამოჩეკა

ჯანმრთელი სორპები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მამალ სორპს არასდროს შეუცვლია

ბაზისური ბიოლოგიური მახასიათებლები და მან შეინარჩუნა რეპროდუქციის უნარი.

შესაბამისად, ის ისევ სორპი იყო.

მეორე შემთხვევა აღწერდა სახეობის (ქმნილების) ძირეულ ცვლილებას.

აღწერილი იყო ქმნილების, სახელად დუნის, არაშემთხვევითი ცვლილება. დუნი

განვითარების ადრეულ ეტაპზე ცნობილი იყო, როგორც სორპი. მას ჰქონდა

სორპისთვის დამახასიათებელი ზემოთაღწერილი ყველა ნიშანი. მაგრამ რამდენიმე

თვის შემდეგ დუნმა დაკარგა ჩვეული ნიშნები და შეიძინა იგივე ნიშნები, რაც ზემოთ

აღწერილმა სორპმა უბედური შემთხვევის შედეგად. მიაქციეთ ყურადღება, რომ მეორე

22

შემთხვევაში ტრანსფორმაცია იმავე ნიშნებს მოიცავს, რასაც პირველ შემთხვევაში,

მაგრამ აქ ტრანსფორმაცია არის ბუნებრივი ბიოლოგიური ცვლილების ნაწილი და

გამოწვეული არ არის მავნე ნივთიერებების შემთხვევითი გავლენით.

კვლევის მონაწილეებს ამ ორი ამბის წაკითხვის შემდეგ სთხოვდნენ სორპისა და

დუნის შეფასებას ორი კრიტერიუმით. პირველით ფასდებოდა სორპისა (სორპის

მდგომარეობაში) და დუნის (დუნის მდგომარეობაში) მიკუთვნებულობა კატეგორიაზე

”ჩიტი”. მეორით კი - ამ ორი არსების მსგავსება ჩიტებთან. შესაბამისად, ერთი რეიტინგი

იყო კატეგორიის წევრობისთვის, ხოლო მეორე - კატეგორიის სხვა

წარმომადგენლებთან მსგავსებისთვის.

კვლევაში იყო საკონტროლო ჯგუფიც, რომლის წარმომადგენლებიც მხოლოდ

სორპის ამბავს ეცნობოდნენ, რის შემდეგაც აფასებდნენ სორპის მსგავსებას სხვა

ჩიტებთან. მაგრამ მათ არ ეკითხებოდნენ, რამდენად შეესაბამებოდა სორპი

კატეგორიას ”ჩიტი”.

პროტოტიპებისა და ეგზემპლარების თეორიების მიხედვით, ექსპერიმენტული

ჯგუფის შეფასებები, სავარაუდოდ, არ უნდა განსხვავდებოდეს საკონტროლო

ჯგუფისგან. ამ თეორიებზე დაყრდნობით, ადამიანები საგნების კატეგორიზაციას მათი

პროტოტიპთან ან ეგზემპლართან მსგავსების მიხედვით ახდენენ, შესაბამისად,

შედეგები ორივე შემთხვევაში მსგავსი უნდა იყოს.

23

ნახატი 8.1 მსგავსების რეიტინგი
საკონტროლო ჯგუფის წევრები ფიქრობდნენ, რომ სორპები ჩიტისმაგვარი არსებები არიან. უბედური
შემთხვევის შემდეგაც კი, როცა სორპის მსგავსება ჩიტებთან მინიმალური იყო, საკონტროლო ჯგუფის
წევრები მას „ჩიტი“ კატეგორიის წევრად მიიჩნევდნენ. ხოლო, როდესაც სორპი ბუნებრივი პროცესის
შედეგად ტრანსფორმირდა, მას მიიჩნევდნენ კვლავ ჩიტის მსგავსად, მაგრამ „ჩიტი“ კატეგორიაზე მისი
მიკუთვნების რეიტინგი შემცირდა.
წყარო: From L. J. Rips, “Similarity, Typicality, and Categorization,” in Vosniadou & Ortony (Eds.),
Similarityand Analogical Reasoning, pp. 21–59. Copyright © 1989 Cambridge University Press.

ახლა შევხედოთ შედეგებს ნახატზე 8.1. კატეგორიზაციისა და მსგავსების

რეიტინგები დრამატულად განსხვავდება! როდესაც სორპი უბედური შემთხვევის გამო

შეიცვალა, მას კვლავ აკუთვნებდნენ კატეგორიას „ჩიტი“, მაგრამ ჩიტებთან მსგავსების

სკალაზე მას მინიმალური რეიტინგი ჰქონდა. ამის საწინააღმდეგოდ, ბუნებრივი

პროცესის შედეგად გადაგვარებული დუნი ნაკლებად აღიქმებოდა, როგორც „ჩიტი“

კატეგორიის წევრი, მაგრამ ჩიტებთან მსგავსების სკალაზე მაღალ შედეგებს იღებდა.

24

საკონტროლო ჯგუფის წევრებს არ უჭირდათ ჩიტებთან სორპის მსგავსების

აღქმა. კატეგორიაზე მიკუთვნებისა და კატეგორიის წევრებთან მსგავსების რეიტინგებს

შორის განსხვავებები ამყარებს ცნების შესახებ თეორიაზე დაფუძნებულ შეხედულებას.

„არსის“ ძიებაში თეორიაზე-დაფუძნებული შეხედულების დამატებითი

მტკიცებულებები ბავშვებთან მუშაობის შედეგებიდანაც ჩანს. მკვლევართა ნაწილი

შეისწავლიდა შეხედულებას, რომელიც ცნობილია, როგორც „ესენციალიზმი“. ამ

შეხედულების თანახმად, კატეგორიებს, როგორებიცაა „ლომი“ ან „ქალი“, აქვთ

საფუძვლადმდებარე რეალობა, რომლის პირდაპირ დაკვირვება და განჭვრეტა

შეუძლებელია (Gelman,2003, 2004). მაგალითად, ვიღაც შეიძლება იყოს ქალი,

მიუხედავად იმისა, ქუჩაში გამვლელმა შენიშნა თუ ვერ შენიშნა მისი ქალურობა. ერთი

ასეთი ნიშანია მოკლე თმა. მოკლე თმა უფრო მეტად კაცისთვის ტიპურად მიიჩნევა,

ვიდრე ქალისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქალსაც შეიძლება ჰქონდეს მოკლე თმა.

ესენციალისტებს სჯერათ, რომ ჯგუფის მახასიათებლები ხშირად ასოცირდება ამ

ჯგუფების გაუფასურებასა და მათთან დაკავშირებული ცრურწმენების ზრდასთან

(Bastian & Haslam, 2006; Morton et al., 2009). ასეთი რწმენების თანახმად, გარკვეული

ჯგუფის წევრობა ბუნებით განსაზღვრული უცვლელი მდგომარეობაა; შესაბამისად,

ჯგუფის წევრების მიკუთვნებულობა სხვა ჯგუფზე შეუძლებელია.

გელმანის (2004,2009) კვლევების მიხედვით, მცირეწლოვანი ბავშვებიც კი

თვალსაჩინო მახასიათებლების მიღმა მოცემული არსის წვდომას ცდილობენ. ეს

შეხედულება ეწინააღმდეგება ჟ. პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიას. ამ

თეორიის მიხედვით, 8-დან 11 წლამდე ბავშვები „კონკრეტული“ მოაზროვნეები არიან.

მათ არ შეუძლიათ ნიშნების აბსტრაჰირება. მაგრამ ფსიქოლოგების კვლევები

ამტკიცებს, რომ ადრეულ ასაკშიც კი ბავშვებს შეუძლიათ თვალსაჩინო ნიშნების მიღმა

ფარული მახასიათებლების დანახვა.

25

მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში 4-დან 5 წლამდე 165 ბავშვს სთხოვეს

დაეხასიათებინათ „ვეფხვი“ ან „ოქრო“ (Gelman & Markman, 1986). მკვლევრებმა

აღმოაჩნეს, რომ უკვე 4 წლისთვის ბავშვებს შეუძლიათ ნივთების განსხვავება არა

მხოლოდ პერცეპტული მახასიათებლების, არამედ აბსტრაქტული კატეგორიების

გამოყენებითაც მაშინაც კი, როცა ეს კატეგორიები გარეგნულ მახასიათებელთა

საპირისპიროა.

ადამიანების მიერ ცნებებისა და კატეგორიების დასწავლა დიდწილად

განისაზღვრება მიზნით, რომლისთვისაც მათ ეს ცნებები და კატეგორიები სჭირდებათ.

მაგალითად, ადამიანები სხვადასხვაგვარად დაისწავლიან კატეგორიებს

კლასიფიკაციისთვის გამოსაყენებლად (მაგ. „ეს ცხოველი კატაა თუ ძაღლი?“) და

დახასიათებისთვის გამოსაყენებლად (მაგ. თუ ეს ცხოველი ძაღლია, რამდენი თათი

აქვს მას?“) (Yamauchi & Markman, 1998). შესაბამისად, დასწავლა სტრატეგიულად

ელასტიური პროცესია, რომელიც შესასრულებელი დავალების მიზნით

განისაზღვრება. ის არ მისდევს პრინციპს „ერთი თარგი ყველასათვის“ (Markman &

Ross, 2003; Ross, 1997).

ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ წარმოადგენს ნიშნების ან ეგზემპლარების

მექანიკურ ერთობას. ბავშვები ადრეული ასაკიდან იქმნიან თეორიებს საგნების ბუნების

შესახებ. ეს თეორიები ასაკთან ერთად იხვეწება. მაგალითად, თქვენ გაქვთ თეორია

იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს მანქანის მანქანობას. შეიძლება უამრავი

განსხვავებული და მრავალნაირი უცნაური მანქანა ნახოთ, მაგრამ, ამ განსხვავებების

მიუხედავად, თუ ეს მანქანები თქვენს თეორიას აკმაყოფილებს, მათ „მანქანის“

კატეგორიას მიაკუთვნებთ. თეორიები შესაძლებლობას გვაძლევს, საგნებს

მნიშვნელობა მივანიჭოთ უფრო სიღრმისეული არსის მიხედვით, ვიდრე უბრალოდ

გარეგანი ნიშნებია.

26

ინტელექტი და ცნებები სხვადასხვა კულტურაში

კულტურა გავლენას ახდენს მრავალ კოგნიტურ პროცესზე, შესაბამისად, ინტელექტზეც

(Lehman, Chiu,& Schaller, 2004). შედეგად, კულტურის მიხედვით იცვლება ცნებების

ჩამოყალიბების გზებიც, რაც ქმნის ერთი კულტურის ფარგლებში ცნების

ჩამოყალიბების, ან იდენტიფიკაციის პროცესების განხილვის საჭიროებას. (Atran, 1999;

Coley et al., 1999; Medin & Atran,1999). შესაძლოა, ადამიანთა ჯგუფებს ეგონოთ, რომ

ის, რაც ზედაპირულად ჩანს, ერთი და იმავე ფენომენის განსხვავებული გამოვლინებაა,

სულ ერთია, საქმე რას ეხება - ცნებას თუ ტესტირების შედეგს. განსხვავებები

ინტელექტის ზოგად მაჩვენებლებში, შესაძლოა, სწორედ კულტურულ განსხვავებებს

ასახავდეს(Helms-Lorenz, Van de Vijver, & Poortinga, 2003). ჰელმს-ლორენცისა და მისი

კოლეგების აზრით (2003), ინტელექტის გაზომვისას გამოვლენილი განსხვავებები,

შესაძლოა, განპირობებული იყოს განსხვავებებით კულტურულ კომპლექსურობაში;

მაგრამ კულტურის კომპლექსურობის განსაზღვრა ძალიან რთულია; ყველა კულტურას

თავისი თვალთახედვა გააჩნია, ამიტომ, შესაძლოა, ის რაც ერთი კულტურისთვის შეიძლება

იყოს სიმარტივე და კომპლექსურობა, შეიძლება სხვა კულტურისთვის ეს ასე არ იყოს.

ადამიანებს სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმაზე,

თუ რას ნიშნავს „იყო გონიერი“. მაგალითად, ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე

საინტერესო კროსკულტურული კვლევა მაიკლ კოულსა და მის კოლეგებს ეკუთვნით

(Cole et al., 1971). მათ ცნების ამსახველი გამონათქვამების კლასიფიკაციის მიზნით

გამოკითხეს კპელეს ტომის წარმომადგენლები აფრიკაში. მაგრამ ნახეთ, რა ხდება,

როცა დასავლურ კულტურაში ზრდასრულ ადამიანებს კლასიფიკაციის დავალებას

აძლევენ. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები იერარქიულად ახარისხებენ

მიწოდებულ ცნებებს. მაგალითად, მათ შეუძლიათ სხვადასხვა სახეობის თევზის ერთად

დაჯგუფება და სიტყვით „თევზი“ მათი გაერთიანება. შემდეგ თევზის და ჩიტის

„ცხოველის“კატეგორიაზე მიკუთვნება და ასე გაგრძელება იერარქიულად. შედარებით

27

დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები ცნებებს ფუნქციურად ახარისხებენ.

მაგალითად, თევზს მიაკუთვნებენ „საჭმლის“ კატეგორიას. რატომ? რადგან ჩვენ თევზს

ვჭამთ; ასევე, ტანსაცმელს დაუკავშირებენ სიტყვას „ჩაცმა“, რადგან ტანსაცმელს

ვიცვამთ. აღმოჩნდა, რომ კპელები ცნებებს ფუნქციურად ახარისხებდნენ. ფუნქციურ

კლასიფიკაციას ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ მაშინაც კი, როცა მეცნიერები

ცდილობდნენ სპონტანურად გადაერთოთ ისინი იერარქიული სახის დახარისხებაზე.

საბოლოოდ, სხვა საშუალება ვეღარ მოძებნეს და ერთ-ერთმა ექპერიმენტატორმა

(Glick) კპელეს სთხოვა ცნებების დახარისხება ისე, როგორც ამას სულელი ადამიანი

გააკეთებდა. პასუხად, კპელემ მარტივად და სწრაფად დაახარისხა ცნებები

იერარქიული პრინციპით. ამგვარად, ამ ადამიანებს მთელი ამ დროის მანძილზე

შეეძლოთ იერარქიული პრინციპით კლასიფიკაცია, მაგრამ არ იყენებდნენ, რადგან ამ

პრინციპს სულელურად მიიჩნევდნენ. მსგავსი შეკითხვების დასმის გამო კი, ალბათ,

მკვლევრების ინტლექტზეც არასახარბიელო წარმოდგენა ექნებოდათ.

კპელეს ტომი არ არის ერთადერთი, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ინტელექტის დასავლურ

გაგებას. მაგალითად, წყნარი ოკეანის პულუვატების კულტურაში მეზღვაურები

ოკეანეში დიდ მანძილებზე ცურავენ. ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებისას

ისინი არანაირ სანავიგაციო ტექნოლოგიას არ იყენებენ (Gladwin, 1970).

წარმოიდგინეთ, მათ მიერ ჩვენთვის შექმნილი ინტელექტის ტესტები. ჩვენ ამ ტესტებში

მაღალ შედეგებს ვერ ვაჩვენებდით. იგივე შეიძლება ითქვას პულუვატელ

მეზღვაურებზე, მათ რომ ამერიკელების მიერ შექმნილი ტესტები შეევსოთ. ეს და სხვა

დაკვირვებები ცხადყოფს კულტურული კონტექსტის მნიშვნელობას ინტელექტის

შეფასებისას.

სემანტიკური ბადის მოდელები

28

სემანტიკური ბადის მოდელის მიხედვით, ცოდნა ჩვენს გონებაში წარმოდგენილია

შინაარსობრივად ურთიერთდაკავშირებული ცნებების სახით. აქ ჩვენ განვიხილავთ

კოლინზისა და ქუილიანის მოდელს (1969) ისევე, როგორც მეორე მოდელს, რომელიც

სემანტიკური ნიშნების შედარებას ეფუძნება.

კოლინზისა და ქუილიანის ბადის მოდელი

შედარებით ძველი მოდელი, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, ცოდნას

იერარქიული სემანტიკური ბადის ტერმინებში აღწერს. სემანტიკური ბადე

ერთმანეთთან მნიშვნელობით დაკავშირებული ელემენტების სივრცეა (Collins &

Quillian, 1969). ორგანიზებული ცოდნის რეპრეზენტაცია იერარქიული ხის დიაგრამის

მსგავსია. მის ელემენტებს „კვანძებს“ უწოდებენ, ჩვეულებრივ, ეს ცნებებია. „კვანძებს“

შორის კატეგორიული/მარკირებული კავშირებია. ისინი შეიძლება მიუთითებენ

კატეგორიაზე მიკუთვნებულობას (მაგალითად, „არის“ - კავშირი „ღორსა“ და

„ძუძუმწოვარს“ შორის), გარკვეულ ნიშნებზე/ატრიბუტებზე (მაგალითად, კავშირი

„ბეწვიანსა“ და „ძუძუმწოვარს“ შორის), ან სხვა სემანტიკურ კავშირებს. შესაბამისად,

ბადე ასახავს ცნებების ორგანიზებას მნიშვნელობის მიხედვით. სემანტიკური ბადე

სხვადასხვა თეორიაში განსხვავებულად არის წარმოდგენილი, მაგრამ უმრავლეს

შემთხვევაში ამ ბადეს ძალიან გამარტივებული სახე აქვს ისე, როგორც მოცემულია 8.2.

ნახატზე. კატეგორიალური კავშირები აყალიბებს ბმულებს, რომლებიც შესაძლებელს

ხდის სხვადასხვა კვანძის გააზრებულ დაკავშირებას.

ფიგურა 8.2 სემანტიკური ბადის სტრუქტურა


მარტივ სემატიკურ ბადეში კვანძები ის შემაერთებლებია, რომლებიც
კატეგორიულად/მარკირებით დაკავშირებულ ცნებებს ასახავს: ბადის ბაზისურ
სტრუქტურაში ჩანს, რომ ურთიერთმიმართება R აკავშირებს a და b კვანძებს.

29

ნახატი 8.3 სემანტიკური ბადის იერარქიული სტრუქტურა
სემანტიკურ ბადეს იერარქიული სტრუქტურა აქვს. ცნებები (კვანძებით წარმოდგენილი)
ურთიერთქმედებს კავშირებით (ისრებით), როგორიცაა „არის“ ან „აქვს“.
Source: From In Search of the Human Mind, by Robert J. Sternberg. Copyright © 1995 by Harcourt
Brace & Company.

კვლევის მონაწილეებს აწვდიდნენ დებულებების - „ზვიგენი არის თევზი“ და

„ზვიგენი არის ცხოველი“ - მსგავს დებულებებს (Collins & Quillian, 1969) და სთხოვდნენ

დებულების მართებულობის დადასტურებას. მიწოდებულ დებულებათაგან ზოგი

სწორი იყო, ზოგი - არა.

როდესაც საკლასიფიკაციო საგანი დასახელებული კატეგორიისგან

დაშორებულია (არ არის უშუალო კავშირში), მაშინ მეტი დროა საჭირო სწორი

დებულების დასადასტურებლად. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ უფრო დიდი

დრო დასჭირდება დებულების - „ზვიგენი არის ცხოველი“ - დადასტურებას, ვიდრე

მეორე დებულების - „ზვიგენი არის თევზი“- დადასტურებას. მიზეზი ის არის, რომ თევზი

30

ზვიგენთან უშუალოდ დაკავშირებული ახლო ქვეჯგუფის კატეგორიაა, ხოლო ცხოველი

უფრო ზოგადი, მოცემული ცნებისგან დაშორებული, ზემდგომი კატეგორიაა (ნახეთ

ნახატი 8.3). კოლინზი და ქუილიანი ასკვნიან, რომ 8.3 ნახატზე ნაჩვენები ბადის

იერარქიული რეპრეზენტაცია ასახავს მათ კვლევაში დაფიქსირებული პასუხების

დროებს.

იერარქიული მოდელი მკვლევართა მიერ იდეალურ მოდელად იყო მიჩნეული.

იერარქიულად შეგვიძლია შევინახოთ იმგვარი ინფორმაცია, რომელიც იერარქიის

უმაღლეს დონეზე კატეგორიის ყველა წევრს მიესადაგება, ამ ინფორმაციის დაბალ

დონეებზე გამეორების საჭიროება კი აღარ არსებობს. იერარქიული მოდელი

კოგნიტური თვალსაზრისით ეკონომიურია. სისტემა მინიმალური დანახარჯით

მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, თუ

თქვენ იცით, რომ ძაღლი და კატა ძუძუმწოვარია, მთელ ინფორმაციას ძუძუმწოვრების

შესახებ ინახავთ კატეგორიის „ძუძუმწოვარი“ დონეზე. მაგალითად, თქვენ შეინახავთ

ინფორმაციას, რომ ძუძუმწოვრებს აქვთ ბეწვი და ბადებენ ცოცხალ ნაშიერებს,

რომლებსაც შემდეგ თვითონ ზრდიან. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ამ ინფორმაციის

თავიდან შენახვა იერარქიის უფრო დაბალ დონეებზე კატებისა და ძაღლებისთვის.

ყველაფერი, რაც ახასიათებს იერარქიის მაღალი დონის ერთეულებს, მიესადაგება

შედარებით დაბალი დონის ცნებებსაც. ამგვარი მემკვიდრეობითობის წესით, დაბალი

დონის ერთეულებს მემკვიდრეობით გადაეცემათ მაღალი დონის ერთეულების

მახასიათებლები. სწორედ ეს კონცეფცია უდევს საფუძვლად იერარქიული მოდელის

ეკონომიურობას. ბადის კომპიუტერული მოდელები ათვალსაჩინოვებს კოგნიტური

ეკონომიურობის ღირებულებას.

კოლინზისა და ქუილიანის კვლევებმა ბიძგი მისცა კვლევათა მთელ რიგს

სემანტიკური ბადეების სტრუქტურის შესახებ. მიუხედავად ამისა, მრავალი ფსიქოლოგი

არ ეთანხმებოდა კოლინზისა და ქუილიანის მიერ მიღებული შედეგების

31

ინტერპრეტაციას. მოდელი ვერ ხსნის ატიპურ მონაცემებს, გარკვეულ ანომალიებს

მონაცემებში. მაგალითად, ცდისპირები მეტ დროს ანდომებდნენ დებულების -„ლომი

ძუძუმწოვარია“ - დადასტურებას, ვიდრე დებულებისა - „ლომი ცხოველია“.

იერარქიული მოდელის თანახმად, პირველი დებულება უფრო მარტივად

დასადასტურებელია, ვიდრე მეორე. კატეგორია „ძუძუმწოვარი“ უფრო ახლო

კავშირშია ლომთან, ვიდრე კატეგორია „ცხოველი“.

სემანტიკური ნიშნების შედარება

ალტერნატიული თეორიის თანახმად, ცოდნის ორგანიზაციას საფუძვლად

ცნებების იერარქია კი არა, მათი სემანტიკური ნიშნების შედარება უდევს (Smith, Shoben,

&Rips, 1974). თუმცა ეს თეორია ზედაპირულად ჰგავს სემანტიკურ ნიშნებზე

დაფუძნებულ თეორიას, მაგრამ ისინი ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ

ნიშანი კი არ არის კატეგორიის ჩამოყალიბების საფუძველი, არამედ განსხვავებულ

ცნებათა ნიშნების პირდაპირი შედარება ხდება. განვიხილოთ ძუძუმწოვრების

კატეგორიზაცია. ნიშანზე დაფუძნებულ თეორიაში თითოეული ძუძუმწოვარი

წარმოდგენილია განმსაზღვრელი ნიშნების ნაკრებით - კურდღელი შეიძლება

განსაზღვრული იყოს, როგორც ბეწვიანი, გრძელი ყურებით და სხვა. თუ პირდაპირ

ხდება ნიშნების შედარება, მაშინ თქვენ შეადარებთ ყველა ძუძუმწოვარს ერთი და იმავე

ნიშნების ნაკრებით. როგორ?

გამოვიყენოთ კვლავ ძუძუმწოვრების მაგალითი. ძუძუმწოვრები, ე.წ.

ფსიქოლოგიური სივრცის ფარგლებში, შეიძლება წარმოდგენილი იყოს სამი

განზომილებით - ზომა, მძვინვარება (მხეცობა), ჰუმანურობა (Henley, 1969).

მაგალითად, ლომი მიიღებს მაღალ შეფასებას სამივე მახასიათებლის მიხედვით.

სპილო მაღალ შეფასებას მიიღებს ზომის მიხედვით, მაგრამ მძვინვარების

32

კრიტერიუმით ისეთი მაღალი შეფასება არ ექნება. ვირთხას მცირე ზომა აქვს, მაგრამ

მაღალ შეფასებას მიიღებს მძვინვარების მიხედვით. 8.4 ნახატზე ჩანს, თუ როგორ

შეიძლება ინფორმაციის ორგანიზება არაიერარქიული, ნიშანზე-დაფუძნებული

თეორიის მიხედვით. მიაქციეთ ყურადღება, რომ ასეთი რეპრეზენტაცია უპასუხოდ

ტოვებს გარკვეულ შეკითხვებს. მაგალითად, როგორ შეესაბამება ამ რეპრეზენტაციას

თავად სიტყვა „ძუძუმწოვარი“? ეს არ არის კონკრეტული ძუძუმწოვრის სახელი.

აქ წარმოდგინილი არც ერთი თეორია არ ხსნის სრულად ინფორმაციის

ორგანიზებას სემანტიკურ ბადეში. მაგალითად, როგორ არის წარმოდგენილი

სემანტიკურ ბადეში მთელის ნაწილები? მაგრამ რეპრეზენტაციების გარკვეული

კომბინაციები აქაც გამოიყენება (e.g., Collins & Loftus, 1975). სემანტიკური ბადის სხვა

მოდელები მხოლოდ იერარქიულ კავშირებზე კი არ ამახვილებს ყურადღებას, არამედ

განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ხშირად გამოყენებულ გონებისმიერ კავშირებს.

მაგალითად, ისინი შეიძლება ყურადღებას ამახვილებდნენ კავშირზე ჩიტსა და

წითელგულას ან ბეღურას შორის, ან კავშირზე ჩიტსა და ფრენას შორის. მათთვის

ნაკლებად მნიშვნელოვანია კავშირი ჩიტებსა და ინდაურებს, ან პინგვინებს შორის, ან

კავშირი ჩიტებსა და ორ ფეხზე დგომის უნარს შორის.

33

ნახატი 8.4 სემანტიკური ნიშნების შედარება .
სემანტიკური მეხსიერების იერაქიული ბადის მოდელების ერთ-ერთი ალტერნატივაა
სემანტიკური ნიშნების შედარებით რეპრეზენტაცია. მაგრამ ვერც ნიშნების მოდელი ხსნის
სემანტიკური მეხსიერების ყველა მონაცემს.

სემანტიკური ბადის შემოწმების გავრცელებული მეთოდია სიტყვის ფუძის

დასრულება. ამ დავალებისას ცდისპირებს აწვდიან რამდენიმე ასოს სიტყვის ფუძიდან

და აძლევენ მცირე დროს ამ ფუძის დასასრულებლად გონებაში გაელვებული

პირველი სიტყვით. ფუძე შეიძლება დაასრულონ სემანტიკურად დაკავშირებული

სიტყვით ან ნებისმიერი რაოდენობის სხვა, მასთან კავშირის არმქონე სიტყვით.

როგორც წესი, ცდისპირები ფუძეს სემანტიკურად დაკავშირებული სიტყვით

ასრულებენ. მაგალითად, დაასრულეთ მოცემული სიტყვა:

ფ _ _ ე

როგორ დაასრულებთ? ადამიანთა უმრავლესობა, ამ პრაგრაფის წაკითხვის შემდეგ

ამ სიტყვას დაასრულებს, როგორც „ფუძე“-ს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მრავალი

34

ვარიანტიც შეიძლება არსებობდეს, მაგალითად „ფულე“, „ფოიე“, „ფილე“ (ინგლისურ

ენაზე სიტყვა „ფუძე“ ითარგმნება, როგორც „stem”, ხოლო „S_ _M” შეიძლება, გარდა

სიტყვისა „STEM”, დასრულდეს სიტყვებით „SPAM”, “SLIM”, “SLUM” და “SHAM,

მიუხედავად ამისა, ცდისპირთა უმრავლესობა ირჩევს სიტყვას „STEM” ).

ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბადის ერთი კვანძის გააქტიურება ზრდის მასთან

დაკავშირებული სხვა კვანძების გააქტიურების ალბათობას. ერთ-ერთი კვლევის

თანახმად, ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებთან ურთიერთდაკავშირებული

კვანძების გააქტიურება დარღვეულია. შედეგად, ეს პაციენტები უფრო ხშირად სიტყვის

ფუძეს დაუკავშირებელი სიტყვებით ასრულებენ (Passafiume, Di Giacomo, &Carolei,

2006).

სემანტიკური ბადე ასევე იკვლიეს პაციენტთან H. M. ეპილეფსიის მკურნალობის

მიზნით H. M.-ის ჰიპოკამპუსი დააზიანეს. ამ მკურნალობის გვერდითი ეფექტი იყო

ახალი ინფორმაციის დახსომების სირთულე. მიუხედავად ამისა, H. M.-ს შეეძლო მცირე

რაოდენობით ახალი სემანტიკური ინფორმაციის დასწავლა, იმავდროულად,

სემანტიკურ დავალებების შესრულება არ შეეძლო (O’Kane, Kensinger, &Corkin, 2004).

ამ კვლევების თანახმად, სემანტიკური დასწავლა ჰიპოკამპუსის ჩართულობის გარეშეც

ხორციელდება, მაგრამ მნიშვნელოვნად უკეთესი და ეფექტურია ამ სტრუქტურის

ფუნქციონირებისას.

ჩვენ შეგვიძლია გავაფართოოთ ცნებების გაგება, თუ არ დავჯერდებით მხოლოდ

ცნებების ბაზისური და იერარქიული დონეების განხილვას (Komatsu, 1992). ასევე უნდა

გავითვალისწინოთ ცნებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციაც. ჩვენ უკეთ

ვგებულობთ ცნებების მნიშვნელობას სხვა ცნებებთან და მათ ატრიბუტებთან

მიმართებაში. მაგალითად, ახალი მულტიმედიური სწავლების ტექნოლოგიები,

რომლებიც ეფუძნება სემანტიკური ბადის მოდელებს, ცოდნის ათვისების

35

გასაუმჯობესებლად იყენებს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ინფორმაციის

გრაფიკული ორგანიზაციის „გონებრივი რუქა“ (mind-mapping) (Zumbach, 2009).

სქემატური რეპრეზენტაციები

ცნებათა ორგანიზების კიდევ ერთი გზა არის სქემები. თავდაპირველად განვიხილოთ,

რა არის ზოგადად სქემა და შემდეგ ვნახოთ, რა არის სცენარი, რომელიც სქემის ერთ-

ერთი სახეობაა.

სქემები

გონებაში ცნებების რეპრეზენტაციის გასაგებად ერთ-ერთი ძირითადი მიდგომა

გულისხმობს სქემების გამოყენებას. სქემა ძალიან ჰგავს სემანტიკურ ბადეს, ოღონდ იმ

განსხვავებით, რომ სქემა ორიენტირებულია დავალებაზე. შეგახსენებთ, რომ სქემა

ცოდნის მაორგანიზებელი მენტალური ჩარჩოა. ის აყალიბებს ერთმანეთთან

დაკავშირებული ცნებების აზრიან სტრუქტურას. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გვქონდეს

სამზარეულოს სქემა, რომელიც წარმოგვიდგენს სამზარეულოს ნივთების ნაკრებს და

თითოეული მათგანის ადგილს სამზარეულოში. რა თქმა უნდა, ორივე - ცნებაც და

სქემაც ანალიზის სხვადასხვა დონეზე შეიძლება განვიხილოთ, რაც ინდივიდის

შეხედულებასა და კონტექსტზეა დამოკიდებული (Barsalou, 2000). წარმოიდგინეთ, რომ

დედათქვენს ზურგი სტკივა და თქვენ მას მასაჟს სთავაზობთ. მასაჟი თქვენთვის

შეიძლება ნიშნავდეს კისრისა და მხრების დაზელას, მასაჟისტისთვის კი მასაჟი ბევრად

უფრო ფართო ცნებაა. ის განასხვავებს ზურგის სხვადასხვა კუნთს და აცნობიერებს,

რომ ზურგის ტკივილი შეიძლება თეძოს არეში ან სხეულის სხვა ნაწილში

დისკომფორტით იყოს გამოწვეული. შესაბამისად, მისი მკურნალობის სამიზნე უფრო

სპეციფიკურია. ამის მსგავსად, ადამიანთა უმრავლესობას არა აქვს ჩამოყალიბებული

36

რთული კოგნიტურ-ფსიქოლოგიური სქემა. მაშინ, როცა კოგნიტური ფსიქოლოგისთვის

ეს სქემა ბევრად რთულია და დეტალებით მდიდარი. ის მოიცავს მრავალ ქვესქემას -

ყურადღების, მეხსიერებისა და აღქმის ქვესქემებს.

სქემებს მრავალი მახასიათებელი აქვთ, რაც მათ გამოყენებას უფრო მოქნილს ხდის

(Rumelhart & Ortony, 1977; Thorndyke, 1984):

1. სქემები შეიძლება სხვა სქემებს მოიცავდეს. მაგალითად, ცხოველების სქემა

მოიცავს ძროხის, მაიმუნის და სხვა მსგავს სქემებს.

2. სქემები წარმოგვიდგენს ტიპურ, ზოგად ფაქტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად

ცვალებადობს სიტუაციის მიხედვით. მაგალითად, ძუძუმწოვრების სქემა მოიცავს

ზოგად ფაქტს, რომ ჩვეულებრივ, ცხოველებს აქვთ ბეწვი, ის ვრცელდება

ადამიანებზეც, რომლებსაც სხვა ძუძმწოვრებთან შედარებით გაცილებით

ნაკლები თმა აქვთ. ის, ასევე, აერთიანებს მაჩვზღარბასა და ზღვის

ძუძუმწოვრებს, მაგალითად, ვეშაპებს, რომლებსაც ბეწვიანს ვერ ვუწოდებთ.

3. სქემები განსხვავდება აბსტრაჰირების ხარისხით. მაგალითად, სამართლიანობის

სქემა გაცილებით უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე ვაშლის ან, თუნდაც, ხილის

სქემა.

სქემები ასევე გვაწვდის ინფორმაციას კავშირების შესახებ (Komatsu, 1992). ეს

ინფორმაცია მოიცავს კავშირებს:

• ცნებებს (მაგ. სატვირთო და მსუბუქ ავტომობილებს) შორის;

• ცნების ატრიბუტებს (მაგ. სპილოს სიმაღლესა და წონას) შორის;

• დაკავშირებული ცნებების ატრიბუტებს (მაგ. ალუბლისა და ვაშლის

სიწითლეს) შორის;

• ცნებებსა და გარკვეულ კონტექსტს (მაგ. თევზსა და ოკეანეს) შორის;

37

• სპეციფიკურ ცნებებსა და ზოგად ცოდნას (მაგ. ცოდნას აშშ-ს პრეზიდენტებსა

და ზოგად ცოდნას აშშ-ს მთავრობის შესახებ) შორის.

სქემათაშორისი კავშირები, რაც კოგნიტური ფსიქოლოგების ინტერესს

წარმოადგენს, კაუზალური („თუ-მაშინ“) კავშირებია. მაგალითად, განვიხილოთ შუშის

სქემა. როგორც ცნობილია, შუშის საგანი მყარ ზედაპირზე დაცემისას შეიძლება

გატყდეს. სქემები მოიცავს ინფორმაციას, რომელიც შეგვიძლია ახალ სიტუაციაში

დასკვნის გასაკეთებლად გამოვიყენოთ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ 75 წლის

ქალი, 45 წლის მამაკაცი, 35 წლის მონაზონი და 25 წლის ქალი სხედან სკამებზე

სათამაშო მოედნის გარშემო. პატარა ბავშვი ვარდება ერთ-ერთი საქანელიდან. ის

ყვირის „დედა!“ ვის ეძახის ბავშვი? დასკვნის გასაკეთებლად თქვენ სხვადასხვა სქემას

გააქტიურებთ. ეს იქნება დედის, მამაკაცისა და ქალის, სხვადასხვა ასაკის ადამიანის,

სხვადასხვა რელიგიური კუთვნილების სქემები.

ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულმა მკვლევრებმა ადამიანის

ინტელექტთან კომპიუტერის შესაძლებლობების მისამსგავსებლად სქემების ადაპტაცია

მოახდინეს. ამ მკვლევრებმა ცოდნის რეპრეზენტაციისა და გამოყენების

კომპიუტერული მოდელები შექმნეს. სქემები გამოიყენება, მაგალითად, დიდ და

რთულ მონაცემთა ბაზაში ან ინფორმაციის ინტეგრირებულ წყაროებში გარკვეული

მონაცემის მოსაძებნად (Do & Rahm, 2007; Fagin et al., 2009).

სქემების პრობლემაა სტერეოტიპების ხშირი გააქტიურება. მაგალითად, ჩვენ

შეიძლება გვქონდეს გარკვეული სქემა 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის

დანგრევაზე პასუხისმგებელი ადამიანის აღსაწერად. ეს სქემა შეიძლება საფუძვლად

დაედოს სტერეოტიპულ შეხედულებას ტერორისტების შესახებ. მაგალითად, თუ

თქვენთვის გარკვეული ჩაცმულობა, ან გარკვეული რწმენა ტერორისტებთან

38

ასოცირდება, მარტივად შეიძლება ამ რწმენის ან მსგავსი ჩაცმულობის მქონე სხვა

ადამიანებიც ტერორისტებად ჩათვალოთ.

სცენარი/სკრიპტი

სქემის ერთ-ერთი ვარიანტია სცენარი (Schank & Abelson, 1977). სცენარი არის

ინფორმაცია მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობის შესახებ. ზოგადად, სქემა

უფრო მოქნილია, ვიდრე სცენარი. სცენარი მოიცავს ინფორმაციას მოქმედი პირების,

გარემოსა და მოვლენათა მოსალოდნელი თანმიმდევრობის შესახებ. ეს ასპექტები

ერთად ქმნის გარკვეული მოვლენის შესახებ შეხედულებას.

განვიხილოთ რესტორნის სცენარი. სცენარი შეიძლება მოერგოს მხოლოდ ერთი

ტიპის რესტორანს - მაგალითად, პატარა ყავახანას. რესტორნის სცენარს მრავალი

თვისება აქვს:

• რეკვიზიტი: მაგიდები, მენიუ, საჭმელი, ფული;

• როლები: კლიენტი, მიმტანი, მზარეული, მოლარე, მფლობელი;

• გახსნის პირობები: კლიენტი მშიერია, მას აქვს ფული;

• სცენები: შესვლა, შეკვეთა, ჭამა, წასვლა;

• შედეგები: კლიენტს აქვს ნაკლები ფული, მფლობელს აქვს მეტი ფული, კლენტი

აღარ არის მშიერი, ზოგჯერ კლიენტი და მფლობელი ნასიამოვნები არიან.

სცენარის ვალიდობის შესაფასებლად სხვადასხვა ემპირიული კვლევა ჩატარდა.

ერთ-ერთში მკვლევრები ცდისპირებს 18 მოკლე ამბავს აწვდიდნენ (Bower,Black, &

Turner, 1979). შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ-ერთ ამბავს: სცენარი - ექიმი (იხილეთ

ჩანართი კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლა).

ცდისპირებს უნდა წაეკითხათ 18 მცირე ამბავი. მოგვიანებით, მათ სთხოვდნენ

ორიდან ერთ-ერთი დავალების შესრულებას. აღდგენის დავალებაში ცდისპირებს

39

უნდა გაეხსენებინათ ინფორმაცია თითოეული ამბის შესახებ. ამ შემთხვევაში

ცდისპირები აღადგენდნენ ამბის იმ ნაწილებსა და ელემენტებს, რომლებიც ამბავში

გახმოვანებული არ იყო, მაგრამ ამ ამბით გადმოცემული სცენარის ნაწილს

წარმოადგენდა. ცნობის დავალებაში კი ცდისპირებს აწვდიდნენ წინადადებებს. ეს

წინადადებები მათ შვიდქულიან სკალაზე უნდა შეეფასებინათ იმის მიხედვით, ეს

წინადადებები ტექსტში ნანახი ჰქონდათ თუ არა. ზოგი წინადადება ამბავში

გამოყენებული არ იყო, ზოგი შესაბამისი სცენარიდან იყო, სხვები კი სულ არ

შეესაბამებოდა ამ სცენარებს. წინადადებები, თუ ისინი ამბის სცენარის რელევანტური

იყო, ცდისპირებს უფრო ხშირად ეგონათ ამბის ნაწილი, ვიდრე მაშინ, როცა ისინი

სცენარს არ შეესაბამებოდა. Bower, Black, and Turner (1979)-ის კვლევის თანახმად,

სცენარი განსაზღვრავს ცნობასა და გახსენებას - შესაბამისად, ჩვენს ცოდნას.

სცენარმა, ასევე, შეიძლება განსხვავებული გავლენა მოახდინოს

გამომყენებლის შესაბამისად. ცხადია, რომ კონკრეტულ ჯგუფებში ექსპერტების მიერ

გამოყენებული სცენარი, შესაძლოა, გაუგებარი იყოს სხვა ადამიანებისთვის;

ექსპერტები მათთვის გასაგებ, თავისი ვიწრო ჯგუფის შესაბამის ჟარგონს იყენებენ.

მაგალითად, ფსიქოლოგები შეიძლება განიხილავდნენ პრაიმინგის ეფექტს, მაგრამ

გარეშე პირისთვის (არა ფსიქოლოგისთვის) ეს დისკუსია უაზრო იქნება.

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლისას


სცენარი- ექიმი

ჯონი ცუდად გრძნობდა თავს, რის გამოც ოჯახის ექიმთან მისვლა გადაწყვიტა. ის შევიდა

ექიმის მიმღებში და გადაათვალიერა სამედიცინო ჟურნალები, რომლებიც მაგიდაზე

იდო. ბოლოს ექთანი გამოვიდა და ჯონს სამოსის გახდა სთხოვა. ექიმი

კეთილგანწყობილი იყო მისდამი. მან ჯონს აბები გამოუწერა. შემდეგ ჯონმა დატოვა

ექიმის ოფისი და დაბრუნდა სახლში.

ჯონმა გაიხადა ტანსაცმელი?

40

ეს ექიმთან ვიზიტის ტიპური სცენარია. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ამბავში ისევე,

როგორც ნებისმიერი სცენარის ვერბალურ განსაზღვრებაში, გამოტოვებულია ზოგიერთი

დეტალი. სცენარისტი შეიძლება არ ახსენებდეს გარკვეულ დეტალებს. შესაბამისად, ჩვენ

ვერ ვიქნებით დარწმუნებული, გაიხადა თუ არა ჯონმა სამოსი. გარდა ამისა, გარკვეულ

მომენტში ექთანმა, ალბათ, ექიმის კაბინეტში უხმო ჯონს. სავარაუდოდ, გაუზომა მას

ტემპერატურა ან წნევა, შესაძლოა, გაიგო მისი წონა. სავარაუდოდ, ექიმმა ჯონს

სიმპტომების აღწერაც სთხოვა და სხვა მრავალი დეტალი, რომელთა შესახებ ზუსტი

ინფორმაცია არა გვაქვს.

დამატებით, ექსპერტები იზიარებენ ჯგუფის შიგნით მიღებულ შეხედულებას

სცენარის შესახებ. მაგალითად, მეორე თავის წაკითხვის შემდეგ, თქვენ გაქვთ ბაზისური

ცოდნა პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) შესახებ. შესაბამისად, როცა

თავის ტვინის დიაგნოსტირებისთვის ვინმე ახსენებს PET-ს, თქვენ შეგიძლიათ

წარმოიდგინოთ, რა მოხდება. ადამიანებს, რომლებიც მოცემულ სფეროს არ

მიეკუთვნებიან, ამ პროცედურაზე წარმოდგენა არა აქვთ. PET-ის მაგალითში,

ადამიანმა, რომელსაც არასდროს წაუკითხავს PET-ის შესახებ, შეიძლება იცოდეს, რომ

ამ პროცედურის შედეგი არის თავი ტვინის სურათი, მაგრამ არ ეცოდინება, რომ

პროცედურა მოიცავდა რადიოაქტიური ნივთიერების შეყვანას. როდესაც ვცდილობთ

ჩვენი პროფესიული სფეროს მიღმა ტექნიკური სახელმძღვანელოებისა თუ ტექნიკური

საუბრების გაგებას, ლექსიკურ სირთულეებსა და ინფორმაციულ დანაკლისს

ვაწყდებით. ჩვენ არ გვაქვს საჭირო სცენარი (სკრიპტი) ამ ენის ინტერპრეტირებისთვის.

ვიზუალიზაციის მეთოდები ადასტურებს, რომ სცენარების შექმნაში შუბლისა და

თხემის წილებია ჩართული (Godbout et al., 2004). სცენარის შექმნა მუშა მეხსიერების

დიდ დატვირთვას საჭიროებს. გარდა ამისა, ეს პროცესი დროისა და სივრცის შესახებ

ინფორმაციის გათვალისწინებასაც მოითხოვს.

41

პაციენტების ნაწილი იყენებს მცდარ სცენარებს. მაგალითად, ადამიანებს,

რომლებსაც აქვთ შიზოფრენია, ხშირად აქვთ სცენარის აღდგენისა და მოვლენათა

თანმიმდევრული გახსენების პრობლემა. ეს ადამიანები სცენარს ამატებენ ისეთ

დეტალებს, რომლებსაც ის არ უნდა მოიცავდეს. კვლევათა შედეგები სცენარის

გადამუშავების სირთულეებსა და შიზოფრენიის პოზიტიურ სიმპტომებს (მაგ.

ჰალუცინაციებს და ილუზიებს) აკავშირებს თავის ტვინის ფრონტალური არის

დისფუნქციასთან (Matsui et al., 2006). ადამიანებს ყურადღების დეფიციტისა და

ჰიპერაქტივობის სინდრომით (ADHD), აუტისტური სპექტრის დარღვევებით, ასევე,

ჯანმრთელ ხანში შესულ პირებს სცენარის აღდგენის სირთულეები აქვთ (Allain et al.,

2007; Braun et al., 2004; Loth et al., 2008). ითვლება, რომ შუბლის წილები თამაშობს

ცენტრალურ როლს სცენარის ჩამოყალიბებასა და გამოყენებაში.

ტიპურობის ეფექტი საინტერესო ეფექტია, რომელიც სცენარების შესწავლისას

გვხვდება.ზოგადად, როცა ადამიანმა ტიპური და ატიპური აქტივობების მომცველი

სცენარი იცის, ატიპურ ინფორმაციას უფრო მარტივად აღადგენს.

ატიპური ინფორმაციის გადამუშავებას მეტი დრო ჭირდება, ვიდრე ტიპური

ინფორმაციის გადამუშავებას, შესაბამისად, ეს ტიპურობის ეფექტის საფუძველს ქმნის

სცენარების დასწავლისას. თავის ძლიერი დარტყმის შედეგად მიღებული თავის ტვინის

დახურული ტრავმისას ტიპურობის ეფექტი ქრება (Vakil et al., 2002). სხვა სიტყვებით,

ადამიანები ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ დაახლოებით ერთნაირად აღადგენენ

ტიპურ და ატიპურ ინფორმაციას.

კოგნიტური ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენება

სცენარები ჩვენს ყოველდღიურობაში


უკეთ დავარკვირდეთ სცენარებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ლექციაზე

წასვლისა და სასადილოდ წასვლის სცენარები განსხვავდება ერთმანეთისგან? რით

42

განსხვავდება სხვადასხვა სცენარი - სტრუქტურულად თუ დეტალებით? შეეცადეთ

შეიტანოთ სტრუქტურული ან დეტალური ცვლილებები რომელიმე სცენარში და

ნახოთ, როგორ იმუშავებს. მაგალითად, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ

სკოლაში/სამსახურში წასვლისას, სიჩქარეში გრჩებათ საჭირო ნივთები, ან

გაგვიანდებათ. განვიხილოთ სცენარის სტრუქტურა იმ თვალსაჩინო ცვლილების მიღმა,

რომელიც ადრე ადგომას მოჰყვება. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ნაბიჯების კომბინირება

ან გაუქმება. დილის რუტინის გასამარტივებლად შეგვიძლია ვცადოთ წინა ღამით

ტანსაცმლისა და ზურგჩანთის მომზადება. ამას რა აზრი აქვს? სცენარების ეფექტურად

მუშაობისთვს საუკეთესო გზა მათი გაანალიზება და შესწორებაა.

თქვენს ცხოვრებაში სცენარი ყოველთვის სასარგებლოა, თუ ისეთი სცენარებიც

მოიძებნება, რომლებიც დასახული მიზნების განხორციელებაში ხელს გიშლით?

სცენარის მოდელი ცოდნის ორგანიზების უკეთ გაგებაში დაეხმარა კოგნიტურ

ფსიქოლოგებს. სცენარები კონკრეტულ სიტუაციებში მოქმედებისთვის მენტალური

ჩარჩოების გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს მაშინ, როდესაც კონტექსტი

ნაკლებად თვალსაჩინოა. სცენარის არსებობის გარეშე ახალი რესტორანი ან ექიმის

ახალი ოფისი დაგვაბნევდა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ექთანს ექიმის

კაბინეტში თითოეული ნაბიჯის განმარტება დასჭირდებოდა. როდესაც გარკვეულ

სიტუაციაში, ყველა ერთ სცენარს მიმართავს, დღე უფრო შეუფერხებლად გადის.

მნიშვნელობა არა აქვს, რას განვიხილავთ - კატეგორიებს, სემანტიკურ ქსელებს თუ

სქემებს; მთავარია, რომ ცოდნა ორგანიზებულია. ორგანიზების ეს ფორმები კი

შეიძლება სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს. ცოდნის ყველაზე მოქნილი და

ადაპტაციური სისტემა სიტუაციურად საჭირო ორგანიზების ნებისმიერი ფორმის

გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ გვჭირდება განსხვავებული საშუალებები

სიტუაციის სხვადასხვა ასპექტების განსასაზღვრად იმისთვის, რომ ცნებები სხვა

ცნებებთან და კატეგორიებთან დავაკავშიროთ, ასევე, კონკრეტული სიტუაციისთვის

43

ადეკვატური მოქმედების მიმართულების შესარჩევად. შემდეგ თავში განვიხილავთ,

როგორ არის წარმოდგენილი პროცედურული ცოდნა.

ცნებების შემოწმება
1. რა არის ცნება?

2. რა არის კატეგორია?

3. რა განსხვავებაა პროტოტიპსა და ეგზემპლარს შორის?

4. რას გვასწავლის თეორიაზე დაფუძნებული მიდგომა?

5. რომელია სემანტიკური ბადის კომპონენტები?

6. რა არის სქემა?

7. რისთვის გვჭირდება სცენარი?

”როგორ გავაკეთო” ინფორმაციის რეპრეზენტაცია:

პროცედურული ცოდნა
პროცედურული ცოდნის (”როგორ გავაკეთო” ინფორმაციის) რეპრეზენტაციის

ამხსნელი ადრეული მოდელები ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერზე

სიმულაციურ კვლევებს ეფუძნებოდა (იხილეთ თავი 1). ამ მოდელების მიხედვით,

კომპიუტერები ადამიანის მსგავსად გონივრულად წყვეტენ კოგნიტურ ამოცანებს.

კოგნიტურ ფსიქოლოგიაში პროცედურული ცოდნის რეპრეზენტაციის შესახებ მრავალი

მონაცემია მოპოვებული. კომპიუტერები პროცედურებს პროგრამით გაწერილი

ინსტრუქციების მიყოლით ახორციელებდნენ, რის გამოც ბევრი პრობლემა გაჩნდა.

შესაბამისად, ცდისა და შეცდომის მეთოდით კომპიუტერული სიმულაციების შექმნისას

მეცნიერებისთვის უფრო თვალსაჩინო გახდა ადამიანის მიერ ინფორმაციის

გადამუშავების კომპლექსურობა. შემდეგი თავი აღწერს ფსიქოლოგებისთვის კარგად

ცნობილ პროცედურული ცოდნის ”მუშაობის” პრინციპებს. შემდეგ განვიხილავთ თავის

44

ტვინზე ჩატარებულ კვლევებს და მათ გავლენას თეორიებისა და მოდელების

ჩამოყალიბების პროცესზე.

პროცედურული ცოდნის ”შექმნა”


პროცედურული ცოდნის რეპრეზენტაციას ვიყალიბებთ პროცედურის

შესრულებისას. ეს არ არის კითხვის, მოსმენის, ან სხვა გზით მიწოდებული,

ექსპლიციტური მითითებებით ათვისებული ინფორმაციის შედეგი. როგორც კი

არადეკლარაციული ცოდნის რეპრეზენტირება მოხდება, ცოდნა იმპლიციტური ხდება. მისი

გადმოცემა ექსპლიციტურად, სიტყვების მეშვეობით ძალზე რთულია. ფაქტობრივად,

პრაქტიკა ამცირებს ამ ცოდნის ექსპლიციტური წვდომის შესაძლებლობას. მაგალითად,

წარმოიდგინეთ, რომ ახლახანს ისწავლეთ მანქანის მართვა. შესაძლოა, ამ პროცესის

სიტყვებით აღწერა თქვენთვის უფრო მარტივი იყოს, ვიდრე ადიამიანისთვის,

რომელმაც ტარება ძალიან დიდი ხნის წინ ისწავლა. არადეკლარაციული ცოდნის

ექსპლიციტური წვდომის გაუარესებასთან ერთად უმჯობესდება იმავე ინფორმაციის

იმპლიციტური წვდომა. საბოლოოდ, არადეკლარაციული ცოდნის ამოტანა უფრო

სწრაფად ხერხდება, ვიდრე დეკლარაციული ცოდნისა.

ფსიქოლოგებმა პროცედურული ინფორმაციის რეპრეზენტაციისა და

გადამუშავების სხვადასხვა მოდელი შეიმუშავეს. თითოეული ამ მოდელთაგან

განიხილავს ინფორმაციის სერიულ გადამუშავებას, რომელშიც ინფორმაცია,

ცალკეული ოპერაციის გავლით, თანმიმდევრულად გადაეცემა. ერთი გზა, რომლითაც

შესაძლებელია კომპიუტერებში პროცედურული ცოდნის ორგანიზება და

რეპრეზენტაცია, იმგვარი წესების ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომლებიც

უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებას და მოიცავს განზოგადებასა და პროცედურის

შედეგს (გამოსავალს) (Jones & Ritter,2003). კომპიუტერული სიმულაციები

ითვალისწინებს პროდუქციის (ცოდნის წარმოქმნის) წესებს (”თუ-მაშინ” წესებს),

45

რომლებიც მოიცავს ”თუ” და ”მაშინ” პირობებს (Newell & Simon, 1972). ადამიანები

შეიძლება იყენებდნენ ცოდნის ორგანიზების იმავე ან მსგავს მოდელს. მაგალითად,

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მანქანა უხვევს გზის მარცხენა მხარეს. თუ არ გსურთ

მანქანის დამტვრევა, მაშინ თქვენ უნდა აკონტროლოთ გზის მარჯვენა მხარე. ”თუ”

პირობა მოიცავს სხვადასხვა პირობას, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს ”მაშინ”

პირობის შესასრულებლად. ”მაშინ” პირობა არის ”თუ” პირობის საპასუხო აქტივობა ან

აქტივობათა სერია.

”თუ-მაშინ” წესის მოქმედებისთვის ყოველი მდგომარეობა შეიძლება მოიცავდეს

ერთ ან რამდენიმე ცვლადს, შესაბამისად, ყოველი მათგანის რეალიზაციისთვის ერთი

ან მრავალი ალბათობა შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, თუ გსურთ სადმე

მანქანით წასვლა, თუ იცით მანქანის ტარება, თუ გაქვთ მართვის მოწმობა, თუ გყავთ

მანქანა, თუ არ გაქვთ სხვა ხელშემშლელი მიზეზი (მაგ. არ გაქვთ გასაღები, საწვავი, ან

აკუმულატორია დამჯდარი), მაშინ თქვენ მანქანით გამგზავრება შეგიძლიათ.

როცა წესები ზუსტად არის აღწერილი და ყველა შესაბამისი მდგომარეობა და

აქტივობა ჩანიშნულია, ყველაზე მარტივი მოქმედების განსახორციელებლადაც კი

საჭიროა ძალზე მრავალრიცხოვანი წესი. ეს წესები წარმოდგენილია რეგულარული,

თანმიდევრული პროგრამის (კონკრეტული დავალების შესასრულებლად საჭირო

თანმიმდევრული პროცედურების) და ქვეპროგრამების (პროგრამით განსაზღვრული

დიდი დავალების ქვეამოცანების განსახორციელებელი პროცედურების

ერთობლიობით) სტრუქტურით. ამ პროგრამებიდან და ქვეპროგრამებიდან მრავალი

ინტერაქციულია, ანუ ისინი დავალების შესრულებისას რამდენჯერმე მეორდება.

თუ კონკრეტული დავალების შესრულება ან გარკვეული უნარის გამოყენება გსურთ,

თქვენ იყენებთ პროდუქტულ სისტემას2, რომელიც მოიცავს წესების ნაკრებს დავალების


2
პროდუქტული სისტემა - ადამიანის კოგნიტური ფუნქციონირების თეორიული მოდელი, რომელიც ეფუძნება
სიტუაციის ფლობისთვის საჭირო მისაწვდომი წესებისა და მათი გამოყენების წესთა ერთობლიობებს. ის
განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ამოცანათა გადაწყვეტის რეპრეზენტაციაში (რედ. შენიშვნა).

46

შესასრულებლად ან უნარის გამოსაყენებლად (Anderson, 1983, 1993; Gugerty, 2007;
Newell &Simon, 1972;Simon, 1999a, 1999b).
განვიხილოთ ფეხით მოსიარულის პროდუქტული სისტემა, რომელსაც გზის

გადაკვეთა სურს გზაჯვარედინზე, სადაც შუქნიშანი დგას (Newell & Simon, 1972). (”თუ”

პირობა წარმოდგენილია ისრის მარცხენა მხარეს, ხოლო ”მაშინ” შედეგი ისრის

მარჯვენა მხარეს):

შუქნიშანი წითელია à გაჩერდით

შუქნიშანი მწვანეა à იმოძრავეთ

გადაადგილებისას მარცხენა ფეხი ტროტუარზე დადგით! გადაადგით მარჯვენა ფეხი.


გადაადგილებისას მარჯვენა ფეხი ტროტუარზე დადგით! გადაადგით მარცხენა ფეხი.

ამ სისტემაში ინდივიდი ჯერ აკვირდება, რა ფერისაა სინათლე. თუ წითელია,

ადამიანი ჩერდება და ამოწმებს, ხომ არ აინთო მწვანე. ეს ორი პროცედურა მეორდება,

სანამ შუქნიშანზე მწვანე არ აინთება. შემდეგ ადამიანი იწყებს მოძრაობას. თუ

სიარულისას მას მარცხენა ფეხი ტროტუარზე აქვს, მაშინ მარჯვენას გადადგამს; თუ

მარჯვენა ფეხი უდგას ტროტუარზე, მაშინ ის მარცხენას გადადგამს. ზოგჯერ ეს

სისტემები კომპიუტერული პროგრამების მსგავსად შეცდომებს (bugs - პროგრამული

შეცდომები) მოიცავს, „იჭედება“. ეს შეცდომები პირობების ან მოქმედების შესრულების

ხარვეზებია. მაგალითად, გზის გადაკვეთის პროგრამაში რომ ეწეროს: ”თუ მარჯვენა

ფეხით მყარად დგახართ, მაშინ გადადგით მარჯვენა ფეხი”, ადამიანი დაგეგმილ

აქტივობას ვერ განახორციელებს. ამ მოდელის მიხედვით, ადამიანთა პროცედურული

ცოდნის რეპრეზენტაციები შეიძლება შეცდომებს მოიცავდეს (Gugerty, 2007;

VanLehn,1990).

1970-იანების შუა ხანებამდე დაინტერესებული მკვლევრები ძირითადად ორი

მიმართულებით იკვლევდნენ ცოდნის რეპრეზენტაციებს. ხელოვნური ინტელექტისა და

ინფორმაციაზე დაფუძნებული მიდგომის მომხრეები პროცედურული ცოდნის

რეპრეზენტაციის სხვადასხვა მოდელს გვთავაზობდნენ. კოგნიტური ფსიქოლოგები და

47

სხვა მკვლევრები სხვადასხვა ალტერნატივებს განიხილავდნენ. 1970-იანების

დასასრულისთვის შემოგვთავაზეს ცოდნის რეპრეზენტაციის ინტეგრაციული

მოდელები.

არადეკლარაციული ცოდნა

როგორც ზემოთ ითქვა, ცოდნა, ჩვეულებრივ, განისაზღვრება, როგორც

დეკლარაციული, ან პროცედურული. შესაძლებელია დეკლარაციულ და

პროცედურულ ცოდნას შორის ტრადიციული განსხვავებების უფრო ფართოდ

განხილვა, თუ ვივარაუდებთ, რომ არადეკლარაციული ცოდნა მენტალური

რეპრეზენტაციების უფრო დიდ სპექტრს მოიცავს, ვიდრე, უბრალოდ, პროცედურული

ცოდნაა (Squire, 1986; Squire et al., 1990). უფრო ზუსტად კი, ჩვენ, დეკლარაციულ

ცოდნასთან ერთად, მისი თანმხლები არადეკლარაციული ცოდნის რეპრეზენტაციებიც

გვაქვს:

• პერცეპტული, მოტორული და კოგნიტური უნარები (პროცედურული ცოდნა);

• მარტივი ასოციაციური ცოდნა (კლასიკური და ოპერანტული განპირობება);

• მარტივი, არა-ასოციაციური ცოდნა (შეჩვევა და მგრძნობელობა/სენსიბილობა);

• პრაიმინგი (ფუნდამენტური კავშირები ცოდნის ბადეში, რომელშიც ინფორმაციის

ერთი გზის საფუძველზე გააქტიურება იწვევს მასთან დაკავშირებულ გზებში

რეპრეზენტირებული ინფორმაციის ამოტანას ცნობიერებაში, იხ. მეოთხე თავი).

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლისას

პროცედურული ცოდნა

ჰკითხეთ მეგობარს, თუ სურს 20 დოლარის მოგება. ის ამ თანხას მოიგებს,

თუ შეძლებს 30 წამში წელიწადის თვეების ანბანური თანმიმდევრობით

ჩამოთვლას. დაიწყეთ! წლების მანძილზე ეს თანხა არცერთ ადამიანს არ

48

მოუგია, შესაბამისად, შეგიძლიათ, არ იდარდოთ თქვენს 20 დოლარზე. ეს

მაგალითი თვალსაჩინოს ხდის, რომ წელიწადის თვეები გარკვეული

თანმიმდევრობით გვაქვს დასწავლილი და ძალიან რთულია მათი

გადაწყობა ანბანური (არა ჩვეული) თანმიმდევრობით.

არადეკლარაციული ცოდნის ფორმები, ჩვეულებრივ, იმპლიციტურია. თქვენ

გაცნობიერებული არა გაქვთ სხვადასხვა ნაბიჯი, რომლებსაც გარკვეული მოქმედება

ან დავალება მოითხოვს, ამიტომ რთულია მათი ექსპლიციტურად გადმოცემა.

Squire-ს ამ მოდელის შექმნისას შთაგონების სამი წყარო ჰქონდა: საკუთარი შრომა;

სხვების მიერ ჩატარებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევები (ამნეზიის მქონე

პაციენტებისა და ცხოველების კვლევების ჩათვლით); და კოგნიტური ექსპერიმენტები.

განვიხილოთ მაგალითი: ამნეზიის მქონე პაციენტებთან კარგად ჩანს განსხვავება

დეკლარაციული და არადეკლარაციული ცოდნის საფუძვლად მდებარე ნერვულ

სისტემებს შორის. ამნეზიის მქონე პაციენტებს ხშირად შენარჩუნებული აქვთ

პროცედურული ცოდნა, მაშინაც კი, როცა მათ არ იციან ამ ცოდნის არსებობის შესახებ.

მათ ხშირად აღენიშნებათ ისეთი დავალებების გაუმჯობესებული შესრულება,

რომლებიც სხვადასხვა უნარს მოითხოვს. ეს გაუმჯობესება ცოდნის ახალი ფორმის

რეპრეზენტაციაზე მიუთითებს მაშინ, როცა ადამიანს არა აქვს ცოდნა ამ დავალებებზე

მუშაობის გამოცდილებაზე. მაგალითად, თუ ამნეზიის მქონე პაციენტს რამდენჯერმე

წავაკითხებთ სარკისებრ ნაწერს, მას ეს უნარი გაუუმჯობესდება, მაგრამ, მიუხედავად

გამეორებისა, ის ვერ შეძლებს წაკითხულის აქტიურ აღდგენას (Baddeley, 1989).

ამნეზიის მქონე პაციენტებზე ნაკვლევია ცოდნის რეპრეზენტაციის კიდევ ერთი

პარადოქსი. მათი მეხსიერება დარღვეულია, მაგრამ ისინი პრაიმინგის ეფექტს

ავლენენ. გაიხსენეთ მეოთხე თავი, გარკვეული მიმანიშნებლები და სტიმულები

ააქტიურებს მენტალურ გზებს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ინფორმაციას ან

49

კოგნიტურ პროცესებს ააქტიურებს. მაგალითად, თუ ვინმე გთხოვთ სიტყვის - „sight“

დამარცვლას, თქვენ, შესაძლოა, ეს სიტყვა სხვადასხვანაირად დამარცვლოთ

გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რას

უკავშირდება თქვენი პრაიმინგი - შეგრძნებათა მოდალობებს (“s-i-g-h-t”),

არქეოლოგიური გათხრების ლოკაციას (“s-i-t-e”), ვებ-ბმულებზე მითითებას(“c-i-t-e”).

როცა ამნეზიის მქონე ცდისპირებს არ შეუძლიათ პრაიმინგის აღდგენა და იმ

გამოცდილების ექსპლიციტურად აღდგენა, რომელიც პრაიმინგის საფუძველზე იქნა

მიღებული, პრაიმინგის ეფექტი მაინც ახდენს გავლენას მათ მიერ დავალების

შესრულებაზე

სცადეთ ქვემოთ მოცემული ექსპერიმენტი პრაიმინგის ეფექტის გამოსავლენად.

ეს თქვენი დეკლარაციული ცოდნის გააქტიურებას მოითხოვს. წინამდებარე

მაგალითები აღწერს სიტუაციებს, სადაც ერთი ერთეული ააქტიურებს მეორე, მასთან

გარკვეული მნიშვნელობით დაკავშირებულ ერთეულს. ჩვენ შეიძლება განვასხვავოთ

პრაიმინგის ორი ფორმა: სემანტიკური პრაიმინგი და განმეორებითი პრაიმინგი

(Pesciarelli et al., 2007;Posner et al., 1988). სემანტიკურ პრაიმინგში პრაიმინგის ეფექტი

მნიშვნელობით დაკავშირებულ კონტექსტს, ან შინაარსობრივად დაკავშირებულ

ინფორმაციას ეფუძნება. ასეთი ინფორმაცია, ჩვეულებრივ, არის სიტყვა ან

მიმანიშნებელი, რომელიც მნიშვნელობით არის დაკავშირებული სამიზნესთან,

მაგალითად, ხილი ან ყვითელი ნივთები, რომლებმაც შეიძლება ლიმონი გააქტიურონ.

განმეორებით პრაიმინგში სიტყვების ან სხვა სტიმულების გამეორება ზრდის

საჭიროებისამებრ მათი აღდგენის ალბათობას. მაგალითად, სიტყვის „ლიმონი“

გაგება ზრდის ამ სიტყვის შემდგომი სტიმულაციის ალბათობას. ორივე ტიპის

პრაიმინგი ნაკვლევია, მაგრამ კოგნიტური ფსიქოლოგები უფრო მეტად

დაინტერესებული არიან სემანტიკური პრაიმინგით.

50

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლისას

პრაიმინგი
შეარჩიეთ სულ მცირე ორი (უმჯობესია მეტი) მოხალისე. გაანაწილეთ ორ ჯგუფში. ერთ

ჯგუფს თხოვეთ შემდეგი ანაგრამების ამოხსნა (ეს არის თავსატეხები, რომლებშიც

არეული ასოები სიტყვებად უნდა დაალაგოთ): ZAZIP, GASPETHIT, POCH

YUSE, OWCH MINE, ILCHI, ACOT.

მეორე ჯგუფის წევრებს თხოვეთ შემდეგი ანაგრამების ამოხსნა:TECKAJ, STEV,

ASTEREW, OLACK, ZELBAR, ACOT.

პირველი ჯგუფისთვის სწორი პასუხებია pizza, spaghetti, chop suey, chow

mein, chili, და მეექვსე ერთეული. სწორი პასუხები მეორე ჯგუფისთვის არის are

jacket, vest, sweater, cloak, blazer, და მეექვსე ერთეული. მეექვსე ერთეული თითოეულ

ჯგუფში შეიძლება იყოს taco or coat.

დააკვირდით, პრაიმინგის სიიდან გამომდინარე იცვლება თუ არა მეექვსე პასუხად

სიტყვის შერჩევის ტენდენცია პირველ და მეორე ჯგუფებში?

გავრცელებადი აქტივაციის (spreading-activation) თეორიების შესაბამისად, პრაიმით

სამიზნე კვანძის გააქტიურება ორი ფაქტორის - პრაიმსა და სამიზნეს შორის კავშირების

რაოდენობისა და თითოეული კავშირის სიმყარის - ფუნქციას წარმოადგენს. ბევრი

დამატებითი კავშირის არსებობამ შეიძლება პრაიმინგის ეფექტი შეამციროს. მაგრამ

ყოველი ამგვარი კავშირის სიმყარის ზრდასთან ერთად პრაიმინგის ეფექტიც

გაიზრდება. ეს მოდელი დამტკიცებულია სხვადასხვა კვლევით (მაგ. McNamara, 1992).

გარდა ამისა, პრაიმინგის გავრცელებადი აქტივაცია ბევრი ფსიქოლოგისთვის

მეხსიერების პროცესებში ცოდნის რეპრეზენტაციის ბადის მოდელის მხარდამჭერი

არგუმენტია. ასეთი აქტივაციით პრაიმინგის ეფექტის გამოვლენამ ახალ მოდელს

51

ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ცოდნის რეპრეზენტაციის კონექციონისტური (კავშირების)

მოდელი, რომელსაც უფრო დეტალურად შემდეგ თავში განვიხილავთ.

ცნებების შემოწმება

1. რა არის პროცედურული ცოდნა?

2. დაასახელეთ არადეკლარაციული ცოდნის სხვადასხვა სახეობა.

3. აღწერეთ პრაიმინგის ორი ტიპი.

დეკლარაციული და არადეკლარაციული ცოდნის


რეპრეზენტაციის ინტეგრაციული მოდელები
მაშ ასე, ჩვენ განვიხილეთ როგორც დეკლარაციული, ისე პროცედურული ცოდნის

რეპრეზენტაციის მოდელები. ახლა კი წარმოგიდგენთ მოდელებს, რომლებიც ორივე

ტიპის ცოდნის რეპრეზენტაციის ახსნას ცდილობს. პირველი მოდელი არის ACT-R

მოდელი, რომელიც ეფუძნება სემანტიკურ ბადეებსა და მაპროდუცირებელ სისტემებს.

შემდეგ გადავხედავთ ადამიანის თავის ტვინის კვლევებს. ერთ-ერთი ასეთი თეორია,

რომელსაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, არის კონექციონისტური მოდელი.

დაბოლოს, ჩვენ განვიხილავთ ერთი მოდელის ფარგლებში ყველა ტიპის ცოდნის

(მაგ. დეკლარაციულისა და პროცედურულის) რეპრეზენტაციის საკითხს, ანუ საკითხს

კონკრეტულ სფეროში სპეციალიზებული მოდელების ჩამოყალიბების მნიშვნელობის

შესახებ.

რეპრეზენტაციების კომბინირება:ACT-R

სხვადასხვა მენტალური რეპრეზენტაციის კომბინირებაზე ორიენტირებული

თეორიების საუკეთესო მაგალითია ცოდნის რეპრეზენტაციისა და ინფორმაციის

გადამუშავების ACT (აზროვნების ადაპტაციური კონტროლის) მოდელი (Anderson,

52

1976, 1993; Anderson et al., 2001, 2004). ACT -მოდელისადმი მიძღვნილ თავში ჯონ

ანდერსონმა გააერთიანა ინფორმაციის სერიული გადამუშავებისა და სემანტიკური

ბადის მოდელების გარკვეული მახასიათებლები. ACT -მოდელში პროცედურული

ცოდნა პროდუცირებადი მოდელის სახით არის წარმოდგენილი. დეკლარაციული

ცოდნა წარმოდგენილია გამონათქვამთა ბადის სახით. ანდერსონმა (1985)

გამონათქვამი განსაზღვრა, როგორც ცოდნის უმცირესი ერთეული და არ გულისხმობს

მსჯელობის სისწორეს. გაიხსენეთ მეშვიდე თავიდან მსჯელობა, რომელიც ასახავს

კავშირებს ელემენტებს შორის. მაგალითად, „ბობის უყვარს ყველის ჩხირები“ არის

გამონათქვამი, მაგრამ ცალკე არც „ბობი“ და არც „ყველის ჩხირები“ არ არის

გამონათქვამი. ACT-მოდელი, წინამორბედებთან შედარებით, უფრო დახვეწილ

ფორმას წარმოადგენს (Anderson, 1972; Anderson & Bower, 1973).

ანდერსონს მიზნად ჰქონდა იმგვარი ყოვლისმომცველი მოდელის შექმნა,

რომელიც შემეცნებას მთლიანად ახსნიდა. ანდერსონის შეხედულებით, ცალკეული

კოგნიტური პროცესები - მეხსიერება, მეტყველების გაგება, პრობლემის გადაწყვეტა და

მსჯელობა ერთი ძირითადი თემის ვარიაციებია. ყველა მათგანი საფუძვლადმდებარე

კოგნიტურ სისტემას ასახავს. ACT-ის უახლესი ვერსია - ACT-R (სადაც R

რაციონალურის აბრევიატურაა) ინფორმაციის გადამუშავების მოდელია, რომელიც

აერთიანებს დეკლარაციული ცოდნის ამსახველ ბადესა და პროცედურული ცოდნის

ამსახველ პროდუქტულ სისტემას (Anderson, 1983; Figure 8.5).

ACT-R მოდელის ბადე მოიცავს საგნების ხატებს, თანმხლებ სივრცით

კონფიგურაციებსა და მიმართებებს. აქ, ასევე, წარმოდგენილია დროითი

(ტემპორალური) ინფორმაცია - მოქმედებებისა თუ მოვლენების თანმიმდევრობა, ან

ერთეულების გააქტიურების რიგითობა. ანდერსონი დროის ინფორმაციას

განიხილავდა, როგორც „ტემპორალურ სიმებს“. ის აღნიშნავდა, რომ ეს „სიმები“

მოიცავს ინფორმაციას იმგვარი ტემპორალური თანმიმდევრობის შესახებ, როცა

53

შესაძლებელია შედარება, მაგალითად - „მდე/შემდეგ“, „პირველი/მეორე/მესამე“ და

„გუშინ/ხვალ“. ეს შედარებითი მაჩვენებლები შეიძლება დავუპირისპიროთ აბსოლუტურ

ტემპორალურ მაჩვენებლებს, მაგალითად, 2 საათი, 4 სექტემბერი, 2004 წელი.

მოდელი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, განახლების პროცესში მას გარემოში

არსებული სტატისტიკური კანოზომიერებების შესახებ ინფორმაცია დაემატა (Anderson,

1991, 1996;Weaver, 2008). ეს მოდელი, ასევე, გამოიყენება დასწავლის პროცესებში

თავის ტვინის ქერქის აქტივობის შესაფასებლად (Anderson et al., 2004).

დეკლარაციული ცოდნა ACT-R-ში

ანდერსონის დეკლარაციული მოდელი, სხვა მრავალი ქსელური მოდელის

(მაგ., Collins & Loftus, 1975) მსგავსად, მოიცავს ინფორმაციის აღდგენის მექანიზმსა და

სტრუქტურას ინფორმაციის შესანახად. გაიხსენეთ, რომ სემანტიკურ ბადეში ცნებები

შენახულია კვანძების სახით. ანდერსონის მოდელის (ქსელური მოდელების) მიხედვით,

კვანძები მოცემულ მომენტში შეიძლება იყოს ან არ იყოს აქტიური. აქტიურია კვანძი,

რომელიც, ასე ვთქვათ, „ჩართულია“. კვანძი შეიძლება „ჩაირთოს“ ანუ გააქტიურდეს

პირდაპირი გზით - გარეშე სტიმულით, მაგალითად, შეგრძნებით; ასევე, შეიძლება

გააქტიურდეს შინაგანი სტიმულებით - მოგონებებით, ან ფიქრებითა და აზრებით; ასევე

შესაძლებელია მათი ირიბი (არაპირდაპირი) გზით გააქტიურებაც, ერთი ან რამდენიმე

„მეზობელი“ კვანძის აქტივობით.

თითოეული კვანძი ძალზე მგრძნობიარეა მეზობელი კვანძების აქტივობისადმი,

შესაბამისად, ქსელში აქტივობა ვრცელდება ერთი კვანძიდან მეორეზე. მაგრამ

ერთდროულად დიდი რაოდენობით ინფორმაციის (ბევრი კვანძის) გააქტიურება

შეზღუდულია (Danker et al., 2008; Shastri, 2003). რა თქმა უნდა, გააქტიურებული

კვანძების მომრავლებისა და აქტივობის დიდ მანძილებზე გავრცელების კვალდაკვალ

აქტივაციის თავდაპირველი წყარო სუსტდება. შესაბამისად, მეტად იტვირთება

აქტივობის წყაროსთან მჭიდროდ დაკავშირებული კვანძები, მაგრამ თუ კავშირი

54

აქტივაციის წყაროსთან სუსტდება, კვანძის გააქტივება კლებულობს. მაგალითად,

როცა თაგვის შესაბამისი კვანძი აქტივირებულია, კატაზე პასუხისმგებელი კვანძიც

ძლიერად აქტივირდება. ამავე დროს, აქტივირდება ირემზე პასუხისმგებელი კვანძიც

(რადგან ირემიც ცხოველია), მაგრამ ამ კვანძის აქტივაციის დონე გაცილებით

დაბალია.

ა)

55

ბ)

ფიგურა 8.5 ACT-R მოდელ ი და გამონათქვამების (პროპოზიციების) ბადე.


ა) ჯონ ანდერსონის ACT-R მოდელის უახლესი ვერსია აერთიანებს დეკლარაციულ ცოდნას
(„დეკლრაციულ მეხსიერებას“), პროცედურულ ცოდნას („პროცედურულ მეხსიერებას“) და მუშა
მეხსიერებას (კოგნიტური პროცესებისთვის მისაწვდომ აქტივირებულ ცოდნას, რომელსაც შეზღუდული
მოცულობა აქვს).
ბ) დიაგრამაზე ჩანს, რომ მგელი იკვებება ლეშით, ჭამს ხორცს და ნადირობს ცხვრებზე. ამ ბადეში უფრო
დიდი რაოდენობით იფორმაციის წარმოდგენაც არის შესაძლებელი.
წყაროები: From The Legacy of Solomon Asch: Essays in Cognition and Social Psychology, by Irwin Rock.
Copyright © 1990 by Lawrence Erlbaum Associates. Reprinted by permission; Reisberg, 2007 Cognition.

ACT-R მოდელში შეიძლება აღიწეროს აქტივაციით გამოწვეული ქსელის

ცვლილებები. გარკვეული კავშირები რაც უფრო ხშირად აქტივირდება, მით უფრო

ძლიერდება. კავშირების გაძლიერებასთან ერთად იზრდება ალბათობა, რომ სხვა

დროს აქტივაცია კვლავაც გავრცელდება ამ კავშირებით. იმის ალბათობა, რომ

აქტივობა სუსტი (იშვიათად გამოყენებული) კავშირებით გავრცელდება, ნაკლებია.

განვიხილოთ ანალოგია. წარმოიდგინეთ სხვადასხვა ადგილას

ურთიერთდაკავშირებული წყლის მილების ქსელი. წყალი მილებით მიედინება იმ

ადგილისკენ, რომელსაც მიეწოდება. შესაბამისად, აქტივობა სხვა მილებზეც

ვრცელდება, რამდენადაც საკვანძო (დამაკავშირებელ) ადგილებში სარქველი ღიაა ან

დაკეტილი: ეს წყალს ან იმავე მიმართულებით დინების შესაძლებლობას აძლევს, ან

56

უცვლის მას მიმართულებას (ცვლის აქტივაციის მიმართულებას) და წყალს სხვა

კვანძებისკენ მიუშვებს.

ანალოგიურად, ისეთ ფსიქიკურ პროცესებს, როგორიცაა ყურადღება,

სისტემაში აქტივაციის დონის შეცვლა შეუძლია. კვლავ განვიხილოთ წყლის სისტემა.

რაც უფრო მაღალია წყლის წნევა, წყალი მილებში მით უფრო სწრაფად ვრცელდება.

ამ მეტაფორის დასაკავშირებლად აქტივაციასთან განვიხილოთ, რა ხდება, როცა

გარკვეულ საკითხზე ფიქრისას ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ასოციაცია

აქტიურდება (მაგალითად, თქვენ ფიქრობთ ხვალინდელ სადილზე და საყიდლების

სიაზე და ამ დროს გახსენდებათ, რომ უკვე დიდი ხანია პირდებით მშობლებს სადილად

დაპატიჟებას. ამ დროს პრობლემასთან და, შესაძლებელია, მის გადაწყვეტასთან

დაკავშირებული სხვადასხვა კვანძი აქტივირდება.

აქტივაციის პროცესის უკეთ გასაგებად წარმოიდგინეთ, რომ მილები ძალიან

მოქნილია. გამოყენების სიხშირის შესაბამისად ეს მილები შეიძლება შევიწროვდეს ან,

პირიქით, გაფართოვდეს. მილები, რომლებიც ხშირად გამოიყენება, ფართოვდება

იმისთვის, რომ წყლის სწრაფი და უწყვეტი დინება უზრუნველყოს. იშვიათად

გამოყენებული მილები დროთა განმავლობაში ვიწროვდება. მსგავსად ამისა,

ინფორმაციის აქტივაციისას ხშირად გამოყენებული კავშირები ძლიერდება ხოლო

იშვიათად გამოყენებული - სუსტდება. სემანტიკურ ბადეში დეკლარაციული ცოდნა

შეიძლება დაისწავლებოდეს და მტკიცდებოდეს კავშირების გაძლიერებით მისი ხშირი

გამოყენების მეშვეობით. გავრცელებადი აქტივაციის თეორია სხვა კოგნიტურ

ცნებებსაც მიესადაგება. ეს ცნებებია კოგნიცია და ბილინგვიზმი (ორენოვნება)(Dixon &

Maddox, 2005; Green, 1998).

პროცედურული ცოდნა ACT-R-ში

57

როგორ აღწერს ანდერსონი პროცედურული ცოდნის ათვისებას? ამ ცოდნის

რეპრეზენტაცია უფრო პროდუქტულ სისტემაში ხდება, ვიდრე სემანტიკურ ბადეებში.

პროცედურული უნარების რეპრეზენტაცია სამსაფეხურიანია: კოგნიტური, ასოციაციური

და ავტონომიური (Anderson, 1980). ნახეთ ცხრილი 8.2 თითოეული საფეხურის

თვალსაჩინოებისთვის.

ამ სამი საფეხურის ფარგლებში წინსვლას „პროცედურიზაციას“ უწოდებენ

(Anderson et al.,2004; Oellinger et al., 2008). პროცედურალიზაცია არის პროცესი,

რომელიც გვეხმარება პროცედურების შესახებ მოცემული ნელი, ექსპლიციტური

ინფორმაციის (“knowing that”)სწრაფ, იმპლიციტურ თანმიმდევრობად გარდაქმნაში

(“knowing how”). (გაიხსენეთ მეოთხე თავიდან დისკუსია ავტომატიზაციის შესახებ. ეს

არის სხვა კოგნიტური ფსიქოლოგების მიერ პროცედურიზაციის აღსანიშნად

გამოყენებული ტერმინი). ერთ-ერთი საშუალება ასეთი ტრანსფორმაციისთვის არის

კომპოზიცია. ამ ეტაპზე ჩვენ ვაყალიბებთ პროდუქტულობის ერთ წესს (ნორმას), რომელიც,

თავის მხრივ, შეიძლება პროდუქტულობის ორ ან მეტ წესს (ნორმას) მოიცავდეს. შედეგად

პროცედურის განსახორციელებლად საჭირო წესების რაოდენობა მცირდება.

მაგალითად, გავიხსენოთ, რა ხდება, როცა მანქანის ტარებას ვსწავლობთ. ჩვენ

შეგვიძლია ორი პროცედურის გაერთიანება, კომპოზიციის შექმნა. დავუშვათ, ერთი

კონუსზე ფეხის დაჭერაა, მეორე - გაჩერებასთან მიახლოვებისას მუხრუჭზე ფეხის

დაჭერა. ეს ორი პროცესი ერთ საერთო პროცედურაში - ტარებაში ერთიანდება.

პროცედურიზაციის მეორე ასპექტია „პროდუქტული აწყობა/მორგება“. ის

მოიცავს გენერალიზაციისა და დისკრიმინაციის ურთიერთდაკავშირებულ პროცესებს.

ჩვენ ვსწავლობთ არსებული წესების განზოგადებას ახალ სიტუაციებში. მაგალითად,

ჩვენ შეგვიძლია კონუსის, მუხრუჭისა და აქსელერატორის გამოყენების წესების

განზოგადება სხვა მანქანებზეც.

58

დაბოლოს, ახალ სიტუციებთან გასამკლავებალად ჩვენ ვსწავლობთ ახალი

კრიტერიუმების განსხვავებას. მაგალითად, რა ხდება, თუ ვსწავლობთ სტანდარტული

მანქანის ტარებას? თუ ჩვენ ვატარებთ მანქანებს სიჩქარეების გადამრთველი

კოლოფებით, ახალი პოზიციისთვის რელევანტური ინფორმაციის მოძიება

დაგვჭირდება და ამ ინფორმაციის გამორჩევა ძველი პოზიციისთვის განკუთვნილი

ინფორმაციისგან. Taatgen- მა და Lee -მ (2003) აღნიშნეს, რომ ყველაზე რთული

დავალების - მაგალითად, თვითმფრინავის მართვის - დასწავლაც კი შეიძლება ამ სამი

პროცესით იყოს წარმოდგენილი.

ცხრილი 8.2 მანქანის მართვის მაგალითზე ნაჩვენები პროცედურული


ცოდნის ათვისების სამი ეტაპი

ეტაპი მაგალითი

კოგნიტური ჩვენ ვფიქრობთ პროცედურების ექსპლიციტურად უნდა ვიფიქროთ


განსახორციელებელ ექსპლიციტურ თითოეულ დეტალზე, როგორ დავაჭიროთ
წესებზე. ფეხი კონუსს, გაზს ან მუხრუჭს.
სიმულტანურად ვფიქრობთ სიჩქარეების
გადამრთველი კოლოფის მართვაზე.
ასოციაციური ჩვენ ცნობიერად ვცდილობთ ფრთხილად, ხშირად და თანმიმდევრულად
ექსპლიციტური წესების ვახორციელებთ ამ წესებს. ჩვენ სულ უფრო
განხორციელებას, თანაც, ხშირად, უკეთ ვეცნობით ამ წესებს. ვსწავლობთ
თანმიმდევრულად. წესების გამოყენებასა და პროცედურების
განხორციელებას.
ავტონომიური ჩვენ ვიყენებთ ამ წესებს ამ ეტაპზე ყველა არსებული წესის
ავტომატურად და იმპლიციტურად კომპოზიცია უნდა შევქმნათ საერთო წესის
მათზე ფიქრის გარეშე. ჩვენ სახით. ჩვენ აღარ გვჭირდება ცალკეულ
ვაჩვენებთ ინტეგრაციისა და ნაბიჯებზე ფიქრი. უკვე შეგვიძლია
კოორდინაციის მაღალ დონეს, საყვარელი რადიოს მოსმენა.
სწრაფ და აკურატულ შესრულებას. პარალელურად შეგვიძლია გვეჭიროს გეზი
საჭირო მიმართულებით, ვაკონტროლოთ
საგზაო წესები, შევანელოთ მანქანა ფეხით
მოსიარულეთა დანახვისას და ა.შ.

59

ამ თავში წარმოდგენილი ცოდნის რეპრეზენტაციის მოდელები უპირატესად

კომპიუტერულ მოდელებს ეფუძნება. როგორც განხილვა აჩვენებს, ადამიანის

კოგნიტური პროცესების კომპიუტერულმა სიმულაციებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა

ჩვენი შეხედულებები ცოდნის რეპრეზენტაციისა და ინფორმაციის გადამუშავების

შესახებ.

ალტერნატიული მიდგომა ცოდნის რეპრეზენტაციის შესასწავლად უშუალოდ

ადამიანის თავის ტვინის კვლევაა. ფსიქობიოლოგიაში ჩატარებული კვლევები

ცხადყოფს, რომ ადამიანის თავის ტვინში ბევრი პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ არ

ხორციელდება. ამის საპირისპიროდ, ადამიანის თავის ტვინი მრავალ პროცესში

სიმულტანურად არის ჩართული. ის ერთდროულად ამუშავებს უზარმაზარ

ინფორმაციას. ასეთი მოდელები არ ეწინააღმდეგება ნაბიჯ-ნაბიჯ გადამუშავების

მოდელებს. ადამიანები ინფორმაციის გადამუშავებისას იყენებენ როგორც სერიული,

ისე პარალელური გადამუშავების მეთოდებს. მეორეც, სხვადასხვა ტიპის პროცესი

სხვადასხვა დონეზე ხორციელდება. შესაბამისად, ჩვენი თავის ტვინს ინფორმაციის

მრავალი ერთეულის სიმულტანურად გადამუშავება ძალუძს. თავის ტვინი აერთიანებს

ყველა იმ ბიჯს, რომელსაც ჩვენ გაცნობიერებულად გავივლით ინფორმაციის ნაბიჯ-

ნაბიჯ გადამუშავებისას.

პარალელური გადამუშავება: კონექციონისტური მოდელი

კომპიუტერულ მოდელზე დაფუძნებული ინფორმაციის გადამუშავების

თეორიები ამტკიცებს, რომ ადამიანები ინფორმაციას, კომპიუტერის მსგავსად,

სერიულად ამუშავებენ. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გადამუშავდება ნაბიჯ-ნაბიჯ.

ადამიანის კოგნიციის ზოგიერთი ასპექტი შეიძლება აიხსნას სერიული გადამუშავებით,

მაგრამ ფსიქობიოლოგიური კვლევები და სხვა კოგნიტური აღმოჩენები ადამიანის

კოგნიციის სხვა ასპექტებსაც განიხილავს. ეს ასპექტები მოიცავს პარალელურ

60

გადამუშავებას, რომლის დროსაც მრავალი პროცესი ერთდროულად ხორციელდება.

კომპიუტერის მიერ ინფორმაციის გადამუშავება კოგნიციის მრავალი მოდელის

მეტაფორად ვიხილეთ. მსგავსად ამისა, თავის ტვინის მიერ ინფორმაციის

გადამუშავების შესწავლა ცოდნის რეპრეზენტაციის უახლესი მოდელების მეტაფორულ

წარმოდგენას ემსახურება.

ადამიანის თავის ტვინი ერთდროულად მრავალ პროცესს ახორციელებს და

პარალელურად ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან სიმულტანურად

(ერთდროულად) გადაამუშავებს. ინფორმაციის პარალელური გადამუშავება

აუცილებელი ფუნქციაა: კომპიუტერი სტიმულს პასუხობს ნანოწამებში (წამის

მემილიონედში), ადამიანის ნეირონს კი 3 მილისეკუნდი სჭირდება სტიმულზე

აქტივაციისთვის. ამის გამო ადამიანის თავის ტვინის მიერ ინფორმაციის სერიული

გადამუშავება ძალიან ნელი იქნებოდა. მაგალითად, ადამიანების უმრავლესობას 300

მილიწამში შეუძლია რთული ვიზუალური სტიმულის ცნობა. სერიული გადამუშავების

შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ასეულ ნეირონს ექნებოდა ამ დროში აქტივაციის

შესაძლებლობა, რაც არ არის საკმარისი რთული სტიმულის ამოსაცნობად.

შესაბამისად, პარალელური პროცესების მიმდინარეობა უკეთ ხსნის ინფორმაციის

გადამუშავების სისწრაფესა და სიზუსტეს.

ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, ადამიანის კოგნიციაში პარალელური

გადამუშავების მნიშვნელობას ცოდნის რეპრეზენტაციის ბევრი ახალი მოდელი

აღიარებს. პარალელური გადამუშავებისადმი ინტერესის ზრდის შედეგად შეიქმნა

კომპიუტერული სიმულაციები, ე. წ. ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერული

პროცესორების ნერვული ქსელები.

ამჟამად მრავალი კოგნიტური ფსიქოლოგი იკვლევს პარალელური

გადამუშავების მოდელების სუსტ მხარეებს. პარალელურად განაწილებული

61

გადამუშავების მოდელების (PDP)3 ან კონექციონისტური მოდელების მიხედვით, ჩვენ

დიდი რაოდენობით კოგნიტურ ოპერაციებს განვახორციელებთ თავის ტვინის მრავალ

უბანში (McClelland & Rogers, 2003; McClelland, Rumelhart, & the PDP Research

Group,1986; Rogers & McClelland, 2008).

როგორ მუშაობს PDP მოდელი

მენტალური სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც პარალელური გადამუშავება

ხორციელდება - ქსელია. კონექციონისტურ მოდელში ცოდნის ყველა ფორმა

წარმოდგენილია ქსელის სტრუქტურაში. გაიხსენეთ, რომ ქსელის ფუნდამენტური

ელემენტი კვანძია. თითოეული კვანძი სხვა მრავალ კვანძს უკავშირდება. ეს

ურთიერთდაკავშირებული პატერნები ინდივიდს კვანძების სისტემაში ცოდნის

შინაარსობრივად ორგანიზების საშუალებას აძლევს. ქსელური მოდელების

უმრავლესობაში თითოეული კვანძი ცნებას უტოლდება. PDP მოდელი განსხვავდება

ადრე განხილული სემანტიკური ბადის მოდელისგან. PDP მოდელში ბადე ნეირონის

მსგავსი ერთეულებისგან შედგება (McClelland & Rumelhart, 1981, 1985; Rumelhart &

McClelland, 1982). ეს ერთეულები არ წარმოადგენს ცნებებს, გამონათქვამებს

(პროპოზიციებს) ან სხვა სახის ინფორმაციას. შესაბამისად, ცოდნა კავშირებისა და

სპეციფიკური ერთეულების მეშვეობით არის წარმოდგენილი. იგივე იდეა უდევს

საფუძვლად ენის გამოყენებას. სიტყვის ცალკეული ასოები ნაკლებად

ინფორმატიულია, ხოლო იმავე ასოებით შექმნილი პატერნი გარკვეულ ინფორმაციას

მოიცავს. 8.6 ნახატზე გამოსახულია, თუ როგორ არის შესაძლებელი 6 ერთეულით 6-

ზე გაცილებით მეტი კავშირის ჩამოყალიბება.


3
parallel distributed processing models - მარტივი გადამამუშავებელი ელემენტების (ანუ ინფორმაციის ერთეულების)
ურთიერთქმედებით ხდება ინფორმაციის გადამუშავება. ამათგან თითოეული სხვა ერთეულებს უგზავნის
ამგზებ/შემაკავებელ სიგნალებს. ერთეული შეიძლება იყოს ასოები, შესაძლო მიზნები და მოქმედებები და სხვ. (რედ.
შენიშვნა).

62

PDP მოდელი მიუთითებს სხვა ასპექტებზე, რომლებიც განასხვავებს თავის

ტვინის კვლევებზე დაფუძნებულ მოდელს კომპიუტერული სიმულაციების საფუძველზე

შექმნილი მოდელისგან. სხვადასხვა კოგნიტური პროცესი აქტივაციის სხვადასხვა

პატერნს საჭიროებს, განსხვავებით კომპიუტერული პროცესებისგან, სადაც ყველა

ოპერაცია ცენტრალური პროცესორიდან წამოსული ინსტრუქციებით იმართება.

თავის ტვინში ნეირონი შეიძლება იყოს ინაქტიური, აგზნებული (აქტიური) ან

დამუხრუჭებული.

• ინაქტიური ნეირონების სტიმულირება მათი აგზნების საზღვრებს მიღმა არ

ხდება. ისინი სინაფსში (ნეირონთაშორის სივრცეში) არ აგზავნიან

ნეიროტრანსმიტერებს.

• ამგზნები ნეირონები, პირიქით, აგზავნიან სინაფსში ნეიროტრანსმიტერებს,

რომლებიც უზრუნველყოფენ მიმღები ნეირონების სტიმულირებას. ისინი

ზრდიან მიმღები ნეირონების აგზნების დონეს მათი აგზნების ზღვრულ

მაჩვენებლებამდე.

• შემაკავებელი (დამამუხრუჭებელი) ნეირონები სინაფსში ისეთ

ნეიროტრანსმიტერებს უშვებენ, რომლებიც აფერხებენ მიმღები ნეირონების

აგზნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ნეირონის აქტივობის პოტენციალი აბსოლუტურია (ან

არის, ან არ არის), მიღებული ნეიროტრანსმიტერებისა და

ნეირომოდულატორების4 რაოდენობა ცვალებადობს. აქტივაციის სიხშირეც

შეიძლება იცვლებოდეს. ეს ვარიაცია გავლენას ახდენს სინაფსში სხვა

ნეირონების აგზნებასა და შეკავებაზე.


4
ნეირომოდულატორები - ესაა ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ ნერვული აქტივაციის ზრდა და
შეკავება (რედ.შენიშვნა).

63

ფიგურა 8.6კავშირების პატერნით წარმოდგენილ ი ცო დნა.
ცალკეული ინდივიდუალური ერთეული (წერტილი) არაინფორმატიულია, მაგრამ როცა
ერთეულები პატერნებად ერთიანდებიან, თითოეულ პატერნს დიდი ინფორმატიულობა
ენიჭება, როგორც ეს ზემოთ არის ნაჩვენები. მსგავსად ამისა, ცალკეული ასო არანაირ
ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ ასოების ნაკრები (პატერნი) გარკვეული შინაარსის
მატარებელია. მხოლოდ სამი ასოს კომბინაციის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია სხადასხვა
პატერნის გენერირება, მაგალითად, DAB, FED და სხვა პატერნები ფიგურის ქვედა ნაწილში.

ამის მსგავსად, PDP მოდელში, ინდივიდუალური ერთეული შეიძლება

ინაქტიური იყოს, ან შეიძლება ამგზნები და შემაკავებელი იმპულსები გაუგზავნოს სხვა

ერთეულებს. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ PDP მოდელი ცოდნის

რეპრეზენტაციის სპეციფიკურ ნერვულ გზებს გვიჩვენებს. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა

გვაქვს გასავლელი სპეციფიკური ნეირონული ინფორმაციის შესატყვისი რუკის

შექმნამდე (mapping). PDP მოდელი კოგნიციის გასაგებად თავის ტვინის

ფიზიოლოგიურ პროცესებს იყენებს, როგორც მეტაფორას.

64

PDP მოდელზე დაყრდნობით, ერთეულებს შორის კავშირები აგზნებისა და

შეკავების სხვადასხვა ხარისხის პოტენციალით ხასიათდება. ეს განსხვავებები

კავშირების ინაქტიურობის პერიოდშიც შეიმჩნევა. მნიშვნელობა არა აქვს, კავშირი

შემაკავებელია თუ გამშვები; თავად კავშირი რაც უფრო ხშირად აქტივირდება, მით

უფრო იზრდება მისი ძალა. ცოდნის რეპრეზენტაცია არ არის საბოლოო პროდუქტი. ეს

არის პროცესი ან პოტენციური პროცესი. ჩვენ არ ვინახავთ კავშირთა კონკრეტულ

პატერნებს. ეს არის გამშვები და შემაკავებელი კავშირების პოტენციური ძალის

პატერნი. სტიმულაციისას თავის ტვინი ამ პატერნს სხვა პატერნების

აღდგენა/რეკონსტრუქციისათვის იყენებს.

ახალი ინფორმაციის მიღებით გამოწვეული აქტივაცია აძლიერებს ან ასუსტებს

კავშირებს ერთეულებს შორის. ეს ახალი ინფორმაცია შეიძლება მოდიოდეს გარეშე

სტიმულიდან, მეხსიერებიდან, ან სხვა კოგნიტური პროცესებიდან. მსჯელობისა და

განზოგადების გზით ახალი ინფორმაციის შექმნის შესაძლებლობა ცოდნის

რეპრეზენტაციასა და მანიპულაციას უსასრულოდ მოქნილ და მრავალმხრივ

პროცესად გადააქცევს.

ამ მოქნილობის წყალობით ადამიანი - კომპიუტერისგან განსხვავებით -

არასრული და დამახინჯებული ინფორმაციის აკომოდაციას ახერხებს. დამახინჯებული

და არასრული ინფორმაცია დანაწევრდება. PDP მოდელის მიხედვით, ადამიანის თავის

ტვინი მოქნილია. პატერნის აქტივაციისთვის არ არის საჭირო, რომ პატერნის ყველა

ასპექტი მიწოდებულ ინფორმაციის შესატყვისი იყოს. შესაბამისად, როცა

განსაზღვრებით მიწოდებული ინფორმაცია პატერნის გარკვეულ (მაგრამ არა ყველა)

ასპექტს ააქტიურებს, დანაწევრებული ინფორმაციის მიუხედავად, ჩვენ ამ პატერნის

აღდგენა/რეკონსტრუქცია შეგვიძლია. ეს კოგნიტური მოქნილობა ახალი ინფორმაციის

ათვისებისკენ გვიბიძგებს.

65

PDP მოდელის გამოყენებით კოგნიტური ფსიქოლოგები ადამიანის კოგნიციის

სხვადასხვა ზოგადი მახასიათებლის ახსნას ცდილობენ. ეს მახასიათებლები მოიცავს

ჩვენს შესაძლებლობებს, ვიმოქმედოთ მოქნილად, დინამიკურად, დაუყოვნებლივ და

ზუსტად მაშინაც კი, როცა დანაწევრებული ინფორმაცია მოგვეწოდება. კოგნიტური

ფსიქოლოგები ამ მოდელის გამოყენებას დამატებით სპეციფიკური კოგნიტური

პროცესების ასახსნელად ცდილობენ. ასეთი პროცესების მაგალითებია აღქმა,

მსჯელობა, კითხვა, მეტყველება, პრაიმინგი და სტრუპის ეფექტი ისევე, როგორც

მეხსიერების სხვა პროცესები (Elman et al., 1996; Kaplanet al., 2007; Rogers & McClelland,

2008; Smolensky, 1999; Welbourne & Ralph,2007).

PDP მოდელის გამოყენება შესაძლებელია კოგნიტური პროცესების საკვლევად

დისლექსიის/კითხვის დარღვევებისას. კითხვის პროცესის რეპრეზენტაციისთვის

შეიქმნა სპეციფიკური PDP მოდელი. ეს მოდელი მოიცავს გზებს ორივე - როგორც

ფონოლოგიური, ისე სემანტიკური რეპრეზენტაციებისთვის (Plaut et al., 1996). ამ

მოდელის მეშვეობით კომპიუტერული სიმულაციებით შესაძლებელი გახდა

ნორმალური კითხვის იმიტირება. როდესაც ამ ორიდან ერთ-ერთი გზა ზიანდება,

სიმულაციები დისლექსიის ქცევით მახასიათებლებს ამჟღავნებენ (Welbourne & Ralph,

2007).ეს სიმულაციები ეხმარება მეცნიერებს კითხვის დარღვევის საფუძვლად მდებარე

დაზიანებული კოგნიტური პროცესების გაგებაში.

ცოდნის რეპრეზენტაციის კონექციონისტური მოდელები ცოდნის

წარმოდგენისა და გადამუშავების პროცესებში ისეთ ფენომენებს ხსნის, როგორიცაა

აღქმა და მეხსიერება. ამ პროცესთა განვითარება შესაძლებელია თანდათან,

შენახული ინფორმაციის გამოყენებით ბადეში კავშირების პატერნების გაძლიერებით.

თუმცა კონექციონისტური მოდელები არ არის იდეალური.

კონექციონისტური მოდელების კრიტიკა

66

კონექციონისტური ბადის მოდელები არ ითვალისწინებს ნერვული სისტემების

თვისებებს, ან ნერვულ ქსელებს ისეთ თვისებებს მიაწერს, რაც მათ რეალურად არ

ახასიათებს. ამასთან, გაუგებარია, მხოლოდ თავის ტვინთან სტრუქტურული მსგავსების

გამო რატომ არის ეს მოდელები უფრო სანდო, ვიდრე კოგნიტური მექანიზმის

ამხსნელი სხვა ნებისმიერი, მანამდე არსებული მოდელი (Thomas & McClelland, 2008).

კონექციონისტური მოდელების ბევრი ასპექტი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული.

მაგალითად, კონექციონისტური მოდელი არაეფექტურად ხსნის ცალკეულ

მოვლენათა დამახსოვრების მექანიზმებს (Schacter, 1989a). იმგვარი

დასამახსოვრებელი მოვლენის რეპრეზენტაციისთვის, როგორიცაა ბოლო ზარი,

როგორ ვაგებთ გამთლიანებულ ახალ პატერნს?

ასევე, კონექციონისტური მოდელები არადამაკმაყოფილებლად ხსნის,

საპირისპირო ინფორმაციის მიწოდებისას კავშირთა დასწავლილი პატერნების

დავიწყების ფაქტებს(Ratcliff, 1990; Treadway et al., 1992). მაგალითად:

1. დავუშვათ, ხილის კატეგორიისთვის მცენარეთა მიკუთვნების კრიტერიუმებია:

„მათ უნდა ჰქონდეთ თესლი, რბილობი და კანი“.

2. თქვენ ასევე გეუბნებიან, რომ სიტკბოს მიხედვით სხვა მცენარეებთან ხილის

შედარებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

3. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა დაახარისხოთ მცენარეთა ნაწილების

ფოტოები იმის მიხედვით, არის ეს ხილი, თუ არა.

4. რა ხდება? თქვენ პომიდორსა და გოგრას ვაშლთან და სხვა ხილთან ერთად

დადებთ იმის მიუხედავად, რომ მათ მანამდე ხილად არ მიიჩნევდით.

კონექციონისტური სისტემების ამ სუსტი მხარეების დაძლევა შესაძლებელია.

შეიძლება ითქვას, რომ თავის ტვინში დასწავლის ორი სისტემაა (McClelland,

McNaughton, &O’Reilly, 1995). ერთი მათგანი, თავისი პერმანენტულობითა და

67

ცვლილებებისადმი წინააღმდეგობით, კონექციონისტურ მოდელს შეესაბამება, მეორე

სისტემა კი ახალი ცოდნის ათვისებას უზრუნველყოფს. ის ხანმოკლედ ინახავს ამ

ინფორმაციას. შემდეგ ეს ინფორმაცია ინტეგრირდება კონექციონისტური სისტემის

ინფორმაციასთან. ნეიროფსიქოლოგიური მონაცემები და კონექციონისტური

სისტემების მოდელირება ადასტურების ამ შეხედულებას (McClelland, McNaughton, &

O’Reilly, 1995). მართალია, ამით დასტურდება კონექციონისტური სისტემა, მაგრამ

მისი შეზღუდვების გამო ჩვენ კვლავ გვჭირდება დასწავლის ახალი სისტემის აღწერა.

ცოდნის რეპრეზენტაციისა და ინფორმაციის გადამუშავების თანამედროვე

მოდელებმა ისარგებლეს კომპიუტერული მეცნიერებების ტექნოლოგიური

მიღწევებით, თავის ტვინის ვიზუალიზაციისა და ნეიროფსიქოლოგიური კვლევების

შედეგებით. 40 წლის წინ ამგვარი მიღწევები სრულიად წარმოუდგენელი იყო.

შესაბამისად, დღესაც რთული განსასაზღვრია, საით წარიმართება კვლევის

სპეციფიკური მიმართულებები. მაგრამ უკვე შეიძლება კვლევის პერსპექტიული

მიმართულებების განსაზღვრა. მაგალითად, კომპიუტერების გამოყენებით მკვლევრები

ცდილობენ ნერვული ქსელების მეშვეობით პარალელური გადამუშავების მოდელის

შექმნას. რთული ტექნოლოგიური მეთოდები თავის ტვინის კვლევის ახალ

შესაძლებლობებს აჩენს. ამას გარდა, კვლევის შესაძლებლობებს ამდიდრებს

შემთხვევათა შესწავლა, ნატურალისტური (ბუნებრივ სიტუაციაში) კვლევები და

ტრადიციული ლაბორატორიული ექსპერიმენტები კოგნიტურ ფსიქოლოგიაში.

მკვლევართა ნაწილი ცდილობს ისეთი სპეციფიკური კოგნიტური პროცესების

შესწავლას, როგორიცაა მეტყველებითი ბგერების სმენითი გადამუშავება, სხვები

კოგნიციის საფუძველმდებარე ფუნდამენტურ პროცესებს იკვლევენ. რომელი ტიპის

კვლევების მეცნიერული ღირებულება გადაწონის?

კონექციონისტური და ბადის რეპრეზენტაციების შედარება

68

როგორ შევადაროთ კონექციონისტური მოდელები ბადის მოდელებს? 8.7

სურათზე წარმოდგენილია ორივე - როგორც კონექციონისტური, ასევე ბადის -

მოდელები, რომლებიც აღწერენ ცნებას „წითელგულა“.

ბადის რეპრეზენტაციებში კვანძები ცნებებს წარმოადგენს. ინდივიდი სულ

უფრო მეტი ინფორმაციის ათვისებით აგებს და ართულებს ცოდნას „წითელგულაზე“.

ინფორმაცია წითელგულა ჩიტების შესახებ ინახება ზოგადი ბადის რეპრეზენტაციის

სახით და სცდება ცნების - „წითელგულა“ - საზღვრებს. ადამიანის წარმოდგენა

წითელგულას შესახებ დიდწილად დამოკიდებულია მის შედარებაზე სხვა ჩიტებთან და

სხვა ცოცხალ არსებებთან. ამასთან, წითელგულას ფუნდამენტური მახასიათებელი

სწორედ ის არის, რომ ის ცოცხალია. შესაბამისად, როგორც წითელგულას

უკიდურესად ზოგადი მახასიათებელი, უპირველეს ყოვლისა, გონებაში სწორედ ეს

ინფორმაციაა წარმოდგენილი. ცოცხალი არსებები ცოცხალია და იზრდება, ასე, რომ

ეს ინფორმაციაც ძალზე ზოგად დონეზეა წარმოდგენილი. ბადის ქვედა საფეხურებზე

ინფორმაცია სულ უფრო და უფრო სპეციფიკური ხდება. მაგალითად, ქვედა

საფეხურებზე ჩვენ ვსწავლობთ, რომ წითელგულა ჩიტია, და რომ ის ნაწილობრივ

წითელია.

ამის საპირისპიროდ, კონექციონისტურ ქსელში აქტივაციის პატერნებია

წარმოდგენილი. ქსელის ფარგლებში აქაც არის წარმოდგენილი ინფორმაცია,

რომელიც სცდება ცნების - „ჩიტი“- ფარგლებს. მაგრამ ცოდნა მოცემულია არა

კვანძების, არამედ კავშირების სახით. კონკრეტული კავშირების აქტივაციის გზით იგება

ცოდნა წითელგულას შესახებ. ძლიერი კავშირი არის ის, რომელიც ხშირად

აქტივირდება, სუსტი კი ის, რომლის გააქტიურებაც იშვიათ შემთხვევებშია საჭირო.

რამდენადაა კოგნიცია ზოგადი თუ სპეციფიკური ცოდნის სფერო?

69

უნდა სცადონ თუ არა კოგნიტურმა ფსიქოლოგებმა ისეთი ფსიქიკური

პროცესების მოძებნა, რომლებიც ჩართულია ყველა ტიპის ცოდნის პრეპრეზენტაციების

ჩამოყალიბებასა და გადამუშავებაში? თუ მათ უნდა შეისწავლონ ცოდნის კონკრეტული

სფეროსთვის საჭირო სპეციფიკური პროცესები? ხელოვნური ინტელექტის ადრეული

კვლევებისას მკვლევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ იდეალური იყო მაქსიმალურად

ზოგადი ცოდნის სფეროს პროგრამების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სფეროს

მომცველი პროგრამა არ შექმნილა, ეს კარგი დასაწყისი იყო. ამის მსგავსად, გასული

საუკუნის 60-იანებიდან 70-იანი წლების ბოლომდე კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

ტენდენციად იქცა კოგნიტური პროცესებისადმი ზოგადი ცოდნის სფეროს

თვალსაზრისით მიდგომა (Miller, Galanter, & Pribram, 1960; Simon, 1976).

გვიანი 1970-იანებიდან ბალანსი სპეციფიკური ცოდნის სფეროს თვალსაზრისით

მიდგომის სასარგებლოდ დაირღვა. ნაწილობრივ, ეს განპირობებული იყო ჭადრაკის

თამაშში სპეციფიკური ცოდნის მნიშვნელობის შესახებ კვლევებით (Chase & Simon, 1973;

De Groot, 1965; see Chapter 11). მთავარი ნაშრომი, „გონების მოდულარობა“,

არგუმენტებს გვაწვდიდა უკიდურესი სპეციფიკური ცოდნის სფეროს თვალსაზრისით

მიდგომის სასარგებლოდ (Fodor, 1983). ამ შეხედულების თანახმად, გონება

მოდულარულია, ის დაყოფილია მეტ-ნაკლებად ურთიერთდამოუკიდებელ ცალკეულ

მოდულებად. ფოდორის აზრით, თითოეული დამოუკიდებელი მოდული მხოლოდ

ერთი ტიპის ინფორმაციას ამუშავებს, როგორიცაა, მაგალითად, ენა (სიტყვები),

მხედველობითი აღქმა (სახეები) და ა.შ.

სახეების ცნობის სპეციფიკური ცოდნის სფეროს მხარდამჭერი შედეგები

მიღებულია ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაციით (fMRI კვლევებით).

ერთ-ერთ კვლევაში, როცა სუბიექტი სახეებსა და სახლებს აკვირდებოდა, თავის

ტვინის სხვადასხვა არე აქტიურდებოდა. ჩანს, რომ სახეების შესახებ ინფორმაციის

გადამუშავებისას არა მხოლოდ კოგნიტური პროცესები, არამედ თავის ტვინის არეებიც

70

სპეციალიზებულია. ეს კვლევები ადასტურებს სახის ცნობის სპეციფიკურობას და,

შესაბამისად, მის კუთვნილებას სპეციფიკურცოდნისეულ სფეროზე (Yovel & Kanwisher,

2004). სხვა კვლევებით დადასტურდა სცენებისა და სხეულების აღქმის

სპეციფიკურცოდნისეულ სფეროზე მიკუთვნება (Downinget al., 2006).

ფოდორი (1983) ამტკიცებდა, რომ დაბალი დონის პროცესები, მაგალითად,

ლექსიკური შესავლის პერცეპტული პროცესები, მოდულარულია. მოდულარობის

პრინციპი მოგვიანებით უფრო მაღალი დონის პროცესებზეც გავრცელდა (Gardner,

1983). გარდა ამისა, ფოდორის ნაშრომში განხილული იყო ისეთი სპეციფიკური

კოგნიტური პროცესების მოდულარობა, როგორიცაა სიტყვების შინაარსის ლექსიკური

წვდომა და სიტყვის მნიშვნელობის გაგება კონტექსტიდან გამომდინარე.

თავდაპირველად ამ პროცესებს კოგნიტურ ექსპერიმენტებში აკვირდებოდნენ.

მოდულარობის საკითხები ასევე მნიშვნელოვანია ნეიროფსიქოლოგიისთვის.

მაგალითად, არსებობს კონკრეტული პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც

ცალკეული სპეციფიკური უნარების დეფიციტთან ასოცირდება.

ბოლო დროს სულ უფრო ცდილობენ ზოგადცოდნისეული და

სპეციფიკურცოდნისეული სფეროთა პერსპექტივების ინტეგრირებას ცოდნის

რეპრეზენტაციისა და გადამუშავების პროცესებში. შემდეგ თავებში თქვენ

შესაძლებლობა გექნებათ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ ცოდნის რეპრეზენტაციის

ფორმებისა და პროცესების სპეციფიკურობა-არასპეციფიკურობაზე.

ცნებების შემოწმება

1. რა არის ACT-R მოდელი?


2. როგორ არის წარმოდგენილი ACT-R მოდელში პროცედურული ცოდნა?
3. რა არის პარალელური გადამუშავება?
4. როგორ არის წარმოდგენილი ცოდნა კონექტივისტურ მოდელში?
5. რა არის ზოგადცოდნისეული სფეროს სპეციფიკა?

71

ჯეიმს მაკლელანდის ლაბორატორიაში
ნერვული ქსელის მოდელი

ადამიანის კოგნიტური პროცესები თავის ტვინში ნეირონების

ურთიერთქმედების შედეგია - ამ შეხედულების კვლევას ჩემს

ლაბორატორიაში ვცდილობთ. ჩვენ ვაყალიბებთ კომპიუტერულ

მოდელებს, რომლებიც მარტივი ნეირონისმაგვარი ბლოკების ამუშავებით

უმკლავდებიან ადამიანურ შემეცნებით ამოცანებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბაზისური

მექანიზმის თვისებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ თავის ტვინის შემეცნებითი

პროცესების ბუნებასა და ორგანიზაციაზე.

მნიშვნელოვანი მაგალითია ინგლისურ ენაში სიტყვების ჩასმა წარსულ დროში.

განვიხილოთ ზმნების like, take და gleat წარსული დრო. (Gleat არ არის ინგლისური

სიტყვა, მაგრამ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. მაგალითად, ჩვენ შეიძლება

გამოვიყენოთ სიტყვა gleat გარკვეული ტიპის მისალმების აღსანიშნად). ადამიანთა

უმრავლესობა ეთანხმება იმას, რომ like-ის წარსული დრო არის liked; take-ის - took,

ხოლო gleat-ისა - gleated.

ნერვული ქსელის მოდელის გამოგონებამდე ყველა ეთანხმებოდა იმას, რომ

ახალი სიტყვის - gleat - წარსული დროის დასადგენად საჭიროა გამოყენებულ უნდა

იქნეს წესი (მაგ.წარსული დროის ფორმაში სიტყვის განსასაზღვრად დაამატეთ -[e]d).

განვითარების ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები ხშირად უშვებენ

საინტერესო შეცდომებს, ამბობენ “taked” “took”-ის ნაცვლად. მეცნიერებმა ეს

შეცდომები მარტივად ახსნეს ბავშვების მიერ წარსული დროის წესის გამოყენებით. მათ,

ასევე, ივარაუდეს, რომ “took” სწორი ფორმის წარმოებისთვის საჭიროა ამ

კონკრეტული ერთეულის დამახსოვრება. ისეთი ნაცნობი და წესიერი ზმნებისათვის,

როგორიცაა like, შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც წესი, ასევე სიტყვის

72

დამახსოვრებული ფორმა.

როგორც წესიერი ზმნებისთვის, ისე გამონაკლისთათვის, წარსული დროის

საწარმოებლად თავის ტვინში ერთი მექანიზმი უნდა გამოიყენებოდეს. ამ ვარაუდის

საკვლევად Rumelhart-მა და მე მარტივი ნერვული ქსელის მოდელი შევქმენით. ამ

მოდელისთვის შესავალს წარმოადგენს აქტივობის პატერნი სიტყვის აწმყო დროის

რეპრეზენტაციისთვის, ხოლო გამოსავალს - მეორე აქტივობის პატერნი სიტყვის

წარსული დროის რეპრეზენტაციისთვის. ქსელი მუშაობს და აქტივაციას

უზრუნველყოფს შესავლის ერთეულებიდან გამოსავლის ერთეულებამდე. ერთეულის

გააქტიურებას განსაზღვრავს კავშირების აქტივაციის პატერნი. შესავალი კავშირები

მოდულირდება წონებით იმის მსგავსად, როგორც სინაფსები ახდენენ ნეირონებს

შორის შესავლის ეფექტის გამოსავალზე მოდულირებას. თუ შესავლის საერთო

ეფექტი პოზიტიურია, მაშინ ერთეული ფიქსირდება, თუ ნეგატიური - ერთეული

იკარგება. ბადის ფუნქციონირებას უზრუნველვყოფდით აწმყო და წარსულ დროში

ჩასმული ნაცნობი სიტყვების წყვილებით. მას შემდეგ, რაც 10 ყველაზე ხშირად

გამოყენებული სიტყვით (უმრავლესობა გამონაკლისი იყო) გავავარჯიშეთ, ქსელმა

შეძლო ამ სიტყვების წარსული დროების წარმოება, მაგრამ მან ვერ შეძლო სხვა

სიტყვებთან გამკლავება. შემდეგ პროგრამას მივაწოდეთ 10 ხშირი სიტყვა და კიდევ

400-ზე მეტი სხვა სიტყვა, რომელთა უმრავლესობა წესიერი ზმნები იყო. შედეგად

აღმოვაჩინეთ, რომ ტრენინგის დასაწყისში პროგრამა -ed ბოლოსართს უმატებდა

გამონაკლისებსაც (მაგ.,ის ამბობდა “taked”“took”-ის ნაცვლად), ამ შეცდომას პროგრამა

უშვებდა იმ არაწესიერ ზმნებთანაც, რომლებსაც მანამდე სწორად სვამდა წარსულ

დროში. ხანგრძლივი ტრენინგის შემდეგ ის კვლავ სწორად უმკლავდებოდა

გამონაკლისებს და, ამავე დროს, წესისამებრ სვამდა წარსულ დროში წესიერ ზმნებს,

მაგალითად, like და ახალწარმონაქმნებს, მაგალითად, gleat. ამგვარად, მოდელი

კარგად აჩვენებდა ბავშვების მიერ წარსული დროის ათვისების დინამიკას: ჯერ

73

გამონაკლისების დასწავლას; შემდეგ წესისამებრ წესიერ და ახალ ზმნებთან

გამკლავებას და ამ წესის შეცდომით განზოგადებას არაწესიერ ზმნებზე; დაბოლოს,

ყველა ტიპის ზმნისთვის წარსულ დროში სწორი ფორმის მოძებნას.

ჩვენს მიერ შექმნილი მოდელი გვიჩვენებს, რომ ნერვული ქსელისთვის არ არის

აუცილებელი სხვადასხვა მექანიზმი წესებთან და გამონაკლისებთან გასამკლავებლად.

ეს დასკვნა ჯერ კიდევ საკამათოა, მაგრამ მის დასამკვიდრებლად კვლევები

გრძელდება. სხვა კვლევები ჩემსა და სხვა ლაბორატორიებში, ასევე, შეისწავლის ამ

მოსაზრებას კითხვასთან, გრამატიკის სხვადასხვა ასპექტთან მიმართებაში და

სემანტიკაშიც კი, სადაც, სპილოსა და პინგვინის მსგავსად, ბევრი გამონაკლისია.

საკვანძო საკითხები/ ძირითადი თემები


ამ თავში კიდევ ერთხელ მივუბუნდით პირველ თავში განხილულ საკვანძო

საკითხებს. რაციონალიზმი ემპირიზმის საწინააღმდეგოდ. როგორ ვანიჭებთ

მნიშვნელობას ცნებებს? ნიშნებზე დაფუძნებული მიდგომა უფრო მეტად

რაციონალურია. ცნებებს აპრიორულად აქვთ მახასიათებლების/ნიშნების ნაკრები,

რომელიც ყველა ადამიანისთვის საერთოა. ადამიანს შეუძლია გაიგოს ცნების

მნიშვნელობა ლექსიკონში მოცემული განსაზღვრებით, სხვა ადამიანების

გამოცდილების გაუთვალისწინებლად. პროტოტიპზე, ეგზემპლარსა და თეორიაზე

დაფუძნებული შეხედულებები უფრო მეტად ემპირიულია. ისინი გამოცდილებას

უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითად, თეორია შეიძლება შეიცვალოს

გამოცდილების კვალდაკვალ. 3 წლის ბავშვის თეორია „ძაღლის“ შესახებ

განსხვავდება იმავე ცნების თეორიისგან, რომელიც 10 წლის ბავშვს აქვს

ჩამოყალიბებული.

74

მიზეზ-შედეგობრივი დასკვნის ვალიდობა ეკოლოგიური ვალიდობის

საპირისპიროდ. ცნებების ადრეული კვლევები - ბრუნერის, გუდნოუს, ოსტინისა,

იყენებდნენ აბსტრაქტულ ცნებებს - სხვადასხვა ფორმის, ფერისა და ზომის

გეომეტრიულ ფორმებს. მაგრამ ელეანორ როშმა ეს მიდგომა კითხვის ნიშნის ქვეშ

დააყენა. მან აღნიშნა, რომ ბუნებრივ ცნებებს ხელოვნური ცნებებისგან განსხვავებული

მახასიათებლები აქვთ. ხელოვნური ცნების შესწავლისას მიღებული ინფორმაცია

ყოველთვის არ მიესადაგება რეალურ (ბუნებრივ) ცნებებს. თანამედროვე კვლევები

მეტ ყურადღებას უთმობს ბუნებრივ ცნებებს.

გამოყენებითი კვლევები საბაზისო კვლევების საპირისპიროდ.

საბაზისო კვლევებმა საფუძველი დაუდო მრავალ გამოყენებით კვლევას. მაგალითად,

ბაზრის მკვლევრები დაინტერესებული არიან ადამიანების წარმოდგენით კომერციული

პროდუქტების შესახებ. ისინი იყენებენ ემპირიულ და სტატისტიკურ მეთოდებს იმისთვის,

რომ შეიტყონ, როგორ აღიქმება გარკვეული პროდუქტი ადამიანების მიერ. შედეგად,

რეკლამა ემსახურება შემკვეთის/კლიენტის მიერ პროდუქტის განსხვავებულ აღქმას.

მაგალითად, მანქანამ, რომელიც აღიქმებოდა, როგორც „ეკონომ-კლასის

წარმომადგენელი“, შეიძლება რეკლამის შედეგად სხვა, უფრო მაღალი დონის

კატეგორიაში გადაინაცვლოს.

შეჯამება
1. როგორ არის ორგანიზებული თავის ტვინში სიტყვებისა და

სიმბოლოების რეპრეზენტაციები? სიმბოლური ცოდნის ძირითადი

ერთეული ცნებაა. ცნებები შეიძლება ორგანიზებული იყოს კატეგორიებად,

რომლებიც სხვა კატეგორიებსაც მოიცავს. ისინი შეიძლება ორგანიზებული იყოს

სქემებად. შეიძლება განსხვავდებოდნენ ფორმითა და აბსტრაქციის ხარისხით.

დაბოლოს, ისინი შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას ცნებებს, ნიშნებსა და

კონტექსტებს შორის კავშირების შესახებ, ასევე, ინფორმაციას და ზოგად ცოდნას

75

მეორეხარისხოვანი კავშირების შესახებ. კატეგორიზაციის სხვადასხვა თეორია

არსებობს. მათ შორის არის ნიშანზე-დაფუძნებული განმსაზღვრელი

კატეგორიების, პროტოტიპზე-დაფუძნებული კატეგორიებისა და ეგზემპლარზე-

დაფუძნებული კატეგორიების მიდგომები. ცოდნის ორგანიზების

ალტერნატიული მოდელია სემანტიკური ბადის მოდელი, რომელიც მოიცავს

ცნებების ამსახველი კვანძების მარკირებული ურთიერთქმედების ბადეს. ბადის

ადრეული მოდელები ეფუძნებოდა კოგნიტური ეკონომიის პრინციპებს და

მკაცრად იერარქიული იყო. შემდეგ მოდელებში კი ყურადღება გამახვილდა

კონკრეტული კავშირების გამოყენების სიხშირეზე.

2. როგორ არის წარმოდგენილი სხვა ტიპის ცოდნა? კოგნიტურ

ფსიქოლოგიაში პროცედურული ცოდნის რეპრეზენტაციის მრავალი მოდელი

შეიქმნა. შემუშავდა ამ ტიპის რეპრეზენტაციების კომპიუტერული სიმულაციები.

ერთ-ერთი ასეთი მოდელია პროდუქტული სისტემა.

3. როგორ ურთიერთქმედებს დეკლარაციული ცოდნა პროცედურულ

ცოდნასთან? კოგნიტურ ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვანი მოდელი არის ACT

და მისი მოდიფიცირებული ვარიანტი ACT-R. მასში შედის პროცედურული

ცოდნა პროდუქტული სისტემის სახით და დეკლარაციული ცოდნა, როგორც

სემანტიკური ბადე. ამ მოდელებში ცოდნის რეპრეზენტაციისა და ინფორმაციის

გადამუშავების პროცესების გაგება ეფუძნება კომპიუტერულ მოდელებს.

კერძოდ, ეს მოდელები ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციის სერიულ

გადამუშავებაზე.

ადამიანის თავის ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესზე

დაკვირვებებმა ცხადყო, რომ კომპიუტერისგან განსხვავებით, ადამიანის თავის

ტვინი ინფორმაციის პარალელურ გადამუშავებას იყენებს. დამატებით ასევე

გამოჩნდა, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი არ არის მხოლოდ ერთ უბანში

76

ლოკალიზებული და თავის ტვინის სხვადასხვა არეშია განაწილებული.

ანალიზის მიკროსკოპულ დონეზე ნეირონები თავის ტვინში შეიძლება იყოს

აგზნებული, ინაქტიური ან დამუხრუჭებული სხვა ნეირონების სინაფსური

აქტივობით. დაბოლოს, ინფორმაციის გადამუშავების პროცესების კვლევებმა

ცხადყო, რომ გარკვეული სტიმული წაახალისებს/ააქტიურებს პასუხს შემდგომ

სტიმულზე, შესაბამისად, შემდგომ სტიმულზე პასუხის გაცემა მარტივდება.

თავის ტვინის კვლევებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით

ჩამოყალიბდა პარალელურად განაწილებული გადამუშავების მოდელების

(PDP) პარალელური გადამუშავების მოდელი. მას ასევე კონექციონისტურ

მოდელს უწოდებენ. ასეთ მოდელებში ნეირონის მსგავსი ერთეულები, კვანძები

აქტიურდება ან მუხრუჭდება სხვა ერთეულების აქტივობით, ან შეიძლება იყოს

ინაქტიური. უახლესი ცოდნა მოწოდებულია განმუხრუჭების (აგზნებისა) და

დამუხრუჭების (შეკავების) ტერმინებში. (PDP) მოდელების უმრავლესობა ხსნის

პრაიმინგის ეფექტს გავრცელებადი აქტივაციის მექანიზმის შეთავაზებით.

კოგნიტური ფსიქოლოგების უმეტესობის აზრით, გონება ნაწილობრივ

მაინც მოდულარულია. ჩვენ გონებაში აქტივობის სხვადასხვა ცენტრებია,

რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ოპერირებენ. სხვა კოგნიტურ

ფსიქოლოგებს ჯერათ, რომ ადამიანის კოგნიცია ფუნდამენტური ოპერაციებით

წარიმართება. ამ შეხედულების თანახმად, სპეციფიკური კოგნიტური ფუნქციები

ერთი სფეროს ვარიაციებია. ამ შეხედულების თანახმად, კოგნიცია მოიცავს

მოდულარულ,ზოგადცოდნისეული სეფროს შესაბამის პროცესებსა და

სპეციფიკურცოდნისეული სფეროს შესაბამის პროცესებს.

იფიქრეთ აზროვნების შესახებ: ანალიტიკური, პრაქტიკული და

კრეატიული შეკითხვები:

77

1. განსაზღვრეთ დეკლარაციული და პრცედურული ცოდნა და მოიტანეთ

თითოეულის მაგალითი.

2. აღწერეთ სცენარი, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ. როგორ შეიძლება

უკეთ ამუშავოთ ეს სცენარი?

3. ჩამოთვალეთ სქემის ზოგიერთი მახასიათებელი, შეადარეთ ამ თავში

განხილული სქემების ორი მოდელი ერთმანეთს.

4. თქვენი შეხედულებით, რატომ დაედო საფუძვლად ხელოვნური

ინტელექტისადმი ძლიერი ინტერესი ცოდნის რეპრეზენტაციების მოდელების

ჩამოყალიბებას?

5. ცოდნის რეპრეზენტაციის ძლიერი და სუსტი მხარეები.

6. როგორ ექსპერიმენტს ჩაატარებდით იმის გასაგებად, რომელი ტერმინებით უკეთ

აიხსნება კოგნიტური დავალება - მოდულარული კომპონენტების, თუ

ზოგადცოდნისეული სფეროს საფუძვლად მდებარე პროცესთა ტერმინებით ?

7. რომელია არადეკლარაციული ცოდნის პრაქტიკული მაგალითები Squire-ის

მოდელში (განპირობებულობის შესახებ მოსაზრებებისათვის იხილეთ პირველი

თავი, ხოლო ჰაბიტუაციისა და პრაიმინგისთვის კი - მეოთხე თავი).

8. როგორ გამოიყენებთ სემანტიკურ პრაიმინგს იმის ალბათობის გასაზრდელად,

რომ ადამიანმა ის გაიფიქროს, რაც თქვენ გსურთ (მაგ. თქვენი დაბადების დღე,

რესტორანში ვიზიტი, ან სასურველი ფილმი)?

საკვანძო ტერმინები

ACT, გვ. 344 დამახასიათებელი ნიშნები, გვ.326


ACT-R, გვ. 345 ცნება, გვ. 322
ხელოვნური კატეგორიები, გვ.323 კონექციონისტური მოდელები, გვ. 349
ბაზისური დონე, გვ.323 კონვერგირებული ოპერაციები, გვ. 322
კატეგორია, გვ.322 ბირთვი, გვ.327

78

განმსაზღვრელი ნიშნები, გვ. 324 production, p. 341
ეგზემპლარი, გვ.327 production system, p. 341
ჟარგონი, გვ. 354 პროტოტიპი, გვ. 326
მოდულარული, გვ. 354 პროტოტიპების თეორია, გვ. 325
ბუნებრივი კატეგორიები, გვ. 323 სქემები, გვ.323
ქსელები, გვ. 323 სცენარი, გვ. 337
კვანძები, გვ. 332 სერიული გადამუშავება, გვ.341
პარალელურად განაწილებული გავრცელებული აქტივაცია, p. 345
პროცესების (PDP) მოდელები, გვ.349 თეორიაზე დაფუძნებული შეხედულება,
პარალელური გადამუშავება, გვ. 341 გვ.328

მედია რესურები

ეწვიეთ გვერდს - http://www.cengagebrain.com/ - კითხვარებისთვის, სტატიებისთვის,

დამატებითი ინფორმაციისთვის.

CogLab

შეისწავლეთ CogLabვებ-გვერდზე http://coglab.wadsworth.com/ . მეტი ინფორმაციის

მისაღებად, ჩაატარეთ ექსპერიმენტები:

პროტოტიპებზე;

აბსოლუტურ იდენტიფიკაციაზე;

იმპლიციტურ დასწავლაზე.

79

You might also like