You are on page 1of 5

რა არის ინტელექტი?

 ზოგიერთ ფსიქოლოგიურ კონცეფციაში ინტელექტი გაგებულია, როგორც ზოგადი გონიერება, ახალ


პრობლემურ სიტუაციასთან ეფექტური გამკლავების უნარი.
 ფსიქოლოგები ინსაიტის ცნების შემოტანით ცდილობდნენ აეხსნათ თუ როგორ ახერხებს პიროვნება
პრობლემური სიტუაციის გადაჭრას რომელიც არ ჰქონია გამოცდილებაში და ვერ გამოიყენებს ძველ
ხერხებს. ინტელექტი ამ გაგებით არის ახალ, უჩვეულო სიტუაციაში ეფექტური ორიენტაციის უნარი
ზოგადად, და კერძოდ, ახალი სააზროვნო ამოცანის, პრობლემური სიტუაციის წვდომის უნარი
 ვ. შტერნი თვლის, რომ აზროვნება და გაგება, როგორც სამყაროს მოთხოვნებისადმი შეგუების იარაღისა
ცალმხრივია, რადგანაც პიროვნების მხოლოდ რეაქტიულობას გულისხმობს. ვ. შტერნი პირობითად
გამოყოფს რეაქტიულ და სპონტანურ აზროვნებას – პირველი სამყაროსთან შეგუებას ემსახურება, მეორე
პიროვნების განვითარების მიზანს. რეაქტიულ აზროვნებaს იწვევს გარესამყაროს ახალი უჩვეულო
სიტუაცია, სპონტანური აზროვნების სტიმული კი შინაგანი განწყობაა, ანუ აზროვნეbის დისპოზიცია
 ამრიგად, ინტელექტი ვ. შტერნის გაგებით – აზროვნებისადმი განწყობაა, ინტელიგენტობა კი
აზროვნების უნარია. ვ შტერნის მიხედვით ინტელიგენტური ადამიანი იმას კი არ ეწოდება, ვისაც
აზროვნებისაკენ მიდრეკილება აქვს ეს ყველა ადამიანს გააჩნია, არამედ იმას, ვისაც შეუძლია აზროვნების
შემწეობით ახალი სასიცოცხლო ამოცანები გადაჭრას. იგი თვლიდა, რომ ადამიaნთა აზროვნების უნარის
განსხვავებულობა სწორედ დიფერენციალური ფსიქოლოგიის საგანია და არა ზოგადისა. მანვე შემოიტანა
ინტელიგენტობის კოეფიციენტი - IQ ამ განსხვავებების გასაზომად.

ინტელექტის გაზომვა

ბინემ დაიწყო მუშაობა მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების მოსახერხებელი, მეტ– ნაკლებად ობიექტური
პროცედურის მომზადებაზე. ფრანგი ფსიქოლოგები ა.ბინე და თ.სიმონი ცდილობდნენ გამოეყენებინათ გაზომვის
სხვადასხვა ხერხი რათა განესხვავებინათ ერთმანეთისაგან მაღალი და დაბალი შესაძლებლობების მქონე
ბავშვები.

1905წ. ბინემ და სიმoნმა შექმნეს საცდელი ინტელექტის სკალა, რომელიც ბინე-სიმონის ინტელექტის ტესტის
სახელით არის ცნობილი. ის მოიცავდა სირთულის ზრდის მიხედვით დალაგებულ 30 ტესტს, რომლებიც
აფასებდნენ ყურადღების, მეტყველების, აზროვნების, მეხსიერების უნარებს.

IQ წარმოადგენს გონებრივი ასაკის ქრონოლოგიურ ასაკთან შეფარდებას გამრავლებულს 100-ზე. IQ = გონებრივი


ასაკი/ქრონოლოგიური ასაკი * 100

მოგვიანებით ბინე–სიმონის IQ სკალა სრულყო ტერმენმა და იგი ცნობილია სტენფორდ–ბინე IQ სკალის სახით.
ყოველი ასაკისთვის ცალ–ცალკე აიგო ნედლი ქულების განაწილების მრუდები. ტერმeნმა ყველა IQ მონაცემი
დაყო 10 ასაკობრივ ჯგუფად და ნედლი ქულები ბინე-სიმონის ტესტისგან განსხვავებით გადაიყვანა
სტანდარტულ IQ სკალაზე, რომლის საშუალოა 100 და სტანდარტული გადახრა - 15.

ინტელექტის გაზომვის მიზნით ჩატარებული კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ:

1. არ არსებობს მკვეთრი ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის.


2. არსებობს განვითარების დონის ფართო დიაპაზონი.
3. პოპულაციაში გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირთა გავრცელების დადგენა დამოკიდებულია იმ
სტანდარტზე, რომელსაც მიიჩნევენ ნორმად, ან იმ კრიტერიუმებზე, რითაც განსაზღვრავენ გონებრივ
ჩამორჩენას.
4. ის მოსაზრება, რომ ნორმიდან ქვედა გადახრები (ანუ გონებრივად ჩამორჩენილი პირები) უფრო ხშირია,
ვიდრე ზედა (ანუ ნიჭიერი პირები)მოკლებულია საფუძველს.
5. მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოზარდობის ასაკში ბავშვები უფრო მეტად განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან გონებრივი განვითარების მიხედვით, ვიდრე უმცროს ასაკში, მოკლებულია საფუძველს.

რას ზომავს ინტელექტის ტესტები?


ინტელექტის ტესტი ზომავს ადამიანის მიღწევას თავისი ასაკობრვი ჯგუფის სხვა ადამიანების მიღწევასთან
მიმართებაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, IQ ტესტში მიღებული ქულა გვიჩვენებს, თუ სად იმყოფება კონკრეტული
ადამიანი მისი ასაკობრივი ჯგუფის სხვა ადამიანებთან შედარებით - საშუალოსთან ახლოს, საშუალოზე მაღლა,
თუ საშუალოზე დაბლა.

სტანდარტული IQ ტესტების ფინალური ქულები, თავისთავად, მინიმალურ ინფორმაციას იძლევა იმ ცვლადების


შესახებ, რომელიც საფუძვლად შეიძლება ედოს ინდივიდთა შორის განსხვავებას, თუმცა ამ განსხვავებას
აფიქსირებს. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ინტელექტის ტესტის სხვადასხვა სუბტესტში მიღებული
მაჩვენებლების ანალიზი და მთლიანი პროფილის ინტერპრეტაცია.

IQ ტესტის ქულების ინტერპრეტაციისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან IQ მაჩვენებელზე ძლიერ


მოქმედებს ადრინდელი სწავლის გამოცდილება, პიროვნული თავისებურებანი, თვით ტესტოლოგის პიროვნება,
ბავშვის დამოკიდებულება ტესტისა და სკოლისადმი, სოციალურ-კულტურული ფაქტორები და ა.შ. ზუსტად
ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ერთ კულტურაში შერჩევით ერთობლიობაზე შექმნილი ტესტის პირდაპირი
გადატანა სხვა კულტურაზე და სხვა ჯგუფებზე. საჭიროა მისი წინასწარი ადაპტაცია და ხელმეორედ
სტანდარტიზება ადგილობრივ პოპულაციაზე. ინტელექტის ტესტის მაჩვენებლის ინტერპრეტაცია სპეციალურ
მომზადებასა და გამოცდილებას საჭიროებს

ინტელექტის დონეები

ინტელექტისადმი ფსიქომეტრული მიდგომა მრავალი წელი დომინირებდა ფსიქოლოგიაში

ფაქტორული ანალიზის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მონაცემთა აღწერის გამარტივება ცვლადების


მაქსიმალური შემცირებით. ფაქტორული ანალიზის საშუალებით ხდება ისეთი დავალებების გამოვლენა,
რომლებიც მსგავს უნარებს აფასებენ და შესაბამისად იმ ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომელიც ამ გადაფარვას
იწვევს.

ფსიქომეტრული გაგებით ინტელექტი - IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) გონებრივი და ქრონოლოგიური ასაკის


შეფარდებაა და მოიცავს სხვადასხვა უნარს, ვლინდება სხვადასხვა უნარში

 ტესტთა მრავალფეროვნება აიხსნება სხვადასხვა ავტორების მიერ მისი სხვადსხვანაირი განსაზღვრებით.


მართლაცდა იმისდა მიხედვით, თუ რას გულისხმობს ავტორი „ინტელექტის“ ცნების ქვეშ, ტესტსაც
შესაბამისი სტრუქტურა აქვს.

ინტელექტის სპირმენისეული თეორია უნართა ორგანიზაციის ორფაქტორიანი თეორიის სახელით არის


ცნობილი. ჩ.სპირმენი თვლის, რომ ნებისმიერ ინტელექტურალურ მოქმედებას საფუძვლად უდეს მათთვის
საერთო მთავარი გენერალური ფაქტორი (G) და სპციფიკური s ფაქტორები, რომლებიც ცალკეულ სპციფიკურ
ინტელექტუალურ მოქმედებას ახასიათებს. სპირმენის დაკვირვებით, მრავალი სხვადასხვა ტესტი კორელირებდა
ერთმანეთთან, რაც მიუთითებდა რაღაც ერთი ფაქტორის არსებობაზე. მან დაასკვნა, რომ ზოგადი გონებრივი
უნარი (g) ამ ინტერკორელაციების საფუძველია.

„ორფაქტორიანი“ თეორიის თანახმად, ფსიქოლოგიური ტესტირების მიზანია (g) ფაქტორის გაზომვა, თუ ასეთი
ფაქტორი მრავალ უნარში ვლინდება, მაშინ მეტ–ნაკლებად შესაძლებელია ინდივიდის ქცევის პროგნოზირება
სხვადასხვა სიტუაციაში, მაშინ როცა s ფაქტორების გაზომვას აზრი არ აქვს, რამდენადაც ისინი მხოლოდ
გარკვეულ სიტუაციებში ვლინდებიან. ამიტომ სპირმენი გვთავაზობს ერთი g ფაქტორით ძლიერ დატვირთული
ტესტით შეიცვალოს სხვადსხვა დავალებებისაგან შემდგარი ინტელექტის ტესტი.

ტურსტოუნმა გამოჰყო 7 პირველადი გონებრივი ფაქტორი ანუ პირველადი გონებრივი უნარი:

1) პერცეპტული სისწრაფე (P) ვიზუალური დეტალების გარჩევა და იდენტიფიკაცია;


2) რიცხობრივი უნარი (N) მათემატიკური უნარი;
3) სიტყვათა მოქნილობა (W) ლექსიკური შესაძლებობები
4) ვერბალური გაგება (V) სიტყვების გაგება და მათი გამოყენება შესაძლო კონტექსტში V და W განსხვავდება,
მაგალითად, თუ საჭიროა რამდენიმე სიტყვიდან, სიტყვისათვის შესაბამისის სინონიმის ამორჩევა – ეს
მოიცავს V ფაქტორს, თუ საჭიროა რამდენიმე სინონიმის სწრაფი დასახლება – ეს უკვე W ფაქტორის
სფეროშია.
5) სივრცითი ვიზუალიზაცია (S)ვიზუალურ ფორმებს შორის მიმართებების დამყარების უნარი;
6) მეხსიერება (M ) აღდგენა სიტყვების, რიცხვების, სიმბოლოების, ფიგურების;
7) მსჯელობა (R) სხვადასხვა სახის კანონზომიერებათა წვდომის უნარი.
 ჩამოთვლილი ფაქტორები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არ არსებობენ. შესაბამისად, ისინი
შეიძლება ერთ ზოგად ფაქტორში გაერთიანდნენ.

ფაქტორულმა კვლევებმა ძლიერ გაზარდა გამოვლენილ ფაქტორთა რიცხვი. ამიტომ ზოგიერთი ავტორი
გვთავაზობს ინტელექტის სტრუქტურის იერარქიულ მოდელს. ფ.ვერნონის იერარქიული მოდელის მიხედვით

სპირმენის g ფაქტორი იერარქიის თავშია


მოქცეული. შემდეგ დონეზე იმყოფება ფაქტორთა
ორი ფართო ჯგუფი Vied – ვერბალური ,
განთლებით და Kim - პრაქტიკულ–ტექნიკური. ეს
ძირითადი ფაქტორები თავისთავად იყოფიან:
ვერბალური, განათლებითი – სიტყვითი
რიცხობრივ და სხვა სუბფაქტორებად, იერარქიის
ძირში იმყოფებიან s ფაქტორები. g ფაქტორი
იერარქიის თავში და s ფაქტორები მის საფუძლად
და მათ შორის თანდათან შევიწროვებული
ჯგუფური ფაქტორები

 ფაქტორები, რომლებიც ფაქტორული


ანალიზით ვლინდება დესკრიპული (აღწერითი ) კატეგორიებია, რომლებიც აღწერენ ადამიანის ამა თუ
იმ უნართა ურთიერთმიმართებას, რაც გადასაწყვეტი ამოცანის მიხედვით იცვლება.

ჯ. გილფორდი ცდილობდა დაეძლია ფსიქომეტრული, ფაქტორულ ანალიტური მიდგომის ე.წ. ხარვეზები.


ინტელექტის მის სტრუქტურულ მოდელში გონებრივ უნართა კლასიფიკაცია 3 განზომილების მიხედვით ხდება:

ოპერაციები - გონებრივი ოპერაციები (ანუ რა შეუძლია პიროვნებას):

1) შეფასება – გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი საგანი, მოვლენა ან იდეა;


2) კონვერგენციული აზროვნება – ინფორმაციის ამორჩევა, კლასიფიცირება, პრობლემის სწორი
გადაწყვეტის მისაგნებად;
3) დივერგენციული აზროვნება – ინფორმაციის გამოყენება ახალი პრობლემის შესაბამისი
გადაწყვეტილების ან ახალი იდეის ჩამსაყალიბებლად (შემოქმედებითი ხასიათისაა);
4) მეხსიერება – ინფორმაციის აღდგენა;
5) შემეცნების უნარი (cognition). ინფორმაციის სხვადასხვა კონტექსტში ორგანიზების უნარი.

ეს 5 ტიპის გონებრვი ოპერაცია შეიძლება დალაგდეს 4 შინაარსის შესაბამისად.

შინაარსი - მასალის თავისებურება ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მოქმედება. ეს არის


გამომხატველობითი სიმბოლოები (ასოები, რიცხვები), სემანტური (სიტყვები), ქცევითი (ინფორმაცია სხვა
ადამიანის უნარების მოთხოვნილებების და ა.შ. შესახებ).

1) ფიგურული – ობიექტების და მოვლენების სწორი აღქმა;


2) სიმბოლური – ასოები, რიცხვები და სხვა ნიშნები;
3) სემანტური – სიტყვათა მნიშვნელობა;
4) ქცევითი – სოციალური სიტუაციები.

იმ პასუხთა ტიპები, რომელიც შეიძლება პიროვნებამ მოგვცეს კლასიფიცირდება 6 პროდუქტის შესაბამისად.


პროდუქტის, შედეგის ქვეშ იგულისხმება ის ფორმა, რომლის მიხედვითაც ხდება ინფორმაციის გადამუშავება.
შედეგები:

1) ელემენტები. ინფორმაციის მარტივი ერთეულები – ასოები, რიცხვები, სიტყვები.


2) კლასები. ელემენტები დალაგება მათი ზოგადი მახასიათებლების მიხედვით.
3) მიმართებები. ფაქტორები, რომლებიც მოვლენებს ან საგნებს უკავშირებენ ერთმანეთს.
4) სისტემები. ის ჯგუფები, რომლებშიც ხდება საგნების, მოვლენების გაერთიანება/
5) ტრანსფორმაციები. ჯგუფების სტრუქტურის ცვლილებანი.
6) იმპლიკაციები(დასკვნები). დამატებითი ფაქტორები, რომელთა დანიშნულებაა შესაბამისი ადექვატური
მოქმედებების დაგეგმვა და ამორჩევა.

კონკერგენციული და დივერგენციული ტიპის აზროვნების გამოყოფით გილფორდმა გადადგა ნაბიჯი


კონვენციურ და კრეატულ ინტელექტის შედარებისკენ. გილფორსდის ტესტები შეიცავდა ისეთ დავალებებს,
რომლებიც ითხოვდა რამოდენიმე პასუხს. შესაბამისად, მისი მეთოდი შესაძლებელია გამოყენებული იქნას
აზროვნების ორიგანალობის, შემოქმედებითობის გამოსაკვლვეად.

”კრისტალიზებული’’ ანუ ’’ავტომატიზებული’’ ინტელექტი - ტესტები რომლებიც სპექტრის ქვედა ბოლოშია


განლაგებული მოითხოვს დასწავლილ ინფორმაციას და პრაქტიკულ ჩვევებს. ძალიან გონიერი, მაგრამ
არაინფორმირებული პიროვნება ასეთ დავალებას ვერ შეასრულებს. თუ დავალება ახლოს უკავშირდება
წარსულის გაკვეთილებს, პასუხი ტესტზე მექანიკურს უახლოვდება. კრისტალიზებული უნარები ვლინდება
თვლის სისწრაფეში, სიტყვათა მნიშვნელობის ცნობაში და ა.შ.

ფლუიდური ინტელექტი - ამოცანის შესაბამისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ფლუიდური უნარები


ვლინდება კუბების აწყობაში, მატრიცებში კანონზომიერების ძიებაში, უჩვეულო კონფიგურაციათა მიმართებების
წვდომაში. ფლუიდური ინტელექტი ადამიანის პოტენციური ინტელექტია, რომელიც დამოუკიდებელია
განათლებისა და სოციალიზაციისაგან.

 მრავალი სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც ფლუიდურ უნარებს მოითხოვს შეილება იყოს


კრისტალიზებული, მაგალითად, ნავიგაცია, ხაზვა, კონსტრუირება
 ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ არსებობს სამი ძირითადი გონებრივი უარი: მეტყველების გაგება,
მსჯელობის უნარი და სივრცითი მიმართებების, ვიზუალიზაციის უნარი.

კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომაზე დაფუძნებული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ცდის პირები რომელთაც
მაღალი ქულები აქვთ ვერბალური უნარების სუბტესტებში:

1) უკეთ ამუშავებენ ინფორმაციას ხანმოკლე მეხსიერებაში.


2) გააჩნიათ უკეთესი შეძლებლობები აღადგინონ მასალა ხანგრძლივი მეხსიერებიდან
3) უფრო სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ორ არჩევანს შორის.
4) აღედგინათ ინფორმაცია ხანგრძლივი მეხსიერებიდან.
5) სწრაფად გამოეყენებინათ ინფორმაცია ხანმოკლე მეხსიერებიდან

ასევე აღნიშნავენ მუშა მეხსიერების როლს ინტელექტუალურ აქტივობაში.

კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამუშავების იმ კომპონენტების ძიება,


რომლებიც, როგორც ფიქრობენ, ჩართული უნდა იყოს გონებრივი უნარების უმრავლესობაში. სტერნბერგს
მიაჩნია,რომ არსებობს ინტელექტის სამი ტიპი:

 კრეატიულობა, რომელიც ემპირიული გამოცდილების სუბთეორიას შეესაბამება,


 პრაქტიკული, რომელიც კონტექსტუალურ სუბთეორიას შეესაბამება
 ანალიტიკური, რომელიც კომპონენტურ სუბთეორიას შეესაბამება.

ანალიტიკური ინტელექტი - ინტელექტის სტანდარტული ფსიქომეტრიული განმარტების ანალოგიურია და


გულისხმობს პრობლემის გადაჭრის აკადემიურ ჩვევებს. ინტელექტის ეს ტიპი ეფუძნება მეტაკომპონენტების
ოპერაციებს, ცოდნის შეძენისა და შესრულების/მოქმედების კომპონენტებს. მეტაკომპონენტებია -კოგნიტური
პროცესების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება. ეს კომპონენტები აღმასრულებელ ფუნქციას ეკუთვნის და
პასუხისმგებელია მოქმედების ორგანიზებასა და ცოდნის ორგანიზებულ ათვისებაზე.

 მეტაკომპონენტები მაღალი დონის ფსიქიკური პროცესებია, რომლებიც აწესრიგებენ შესრულების


თანმიმდევრულობას, ორგანიზებასა და კონტროლს უწევენ შესრულების კომპონენტებს. მათი
საშუალებით ხდება პრობლემის ანალიზი და გადაწყვეტის შესაბამისი სტრატეგიის შერჩევა.
 შესრულების/მოქმედების კომპონენტებია - საბაზისო კოგნიტური ოპერაციები, რომლებიც მოიცავს
სტიმულის კოდირებას, შერჩევას, ხანმოკლე მეხსიერებაში გაჩერებას, გონებრივი მოქმედებების -
ოპერაციების ჩატარებას, სხვა სტიმულებთან შედარებას, ხანგრძლივი მეხსიერებიდან საჭირო
ინფორმაციის ამოტანას.
 ცოდნის ათვისების კომპონენტია -ახალი ცოდნის შენახვასთან დაკავშირებული პროცესები, რაც ხელს
უწყობს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასა და შენახვას.

კრეატული ინტელექტი - გულისხმობს ახალ სტიმულზე ან სიტუაციაზე ადეკვატური რეაგირების უნარს. ეს ტიპი
ინტელექტის გამოცდილებისეული ასპექტია და ასახავს თუ როგორ იყენებს და უსადაგებს ადამიანი თავის
გამოცდილებას ახალ სიტუაციას. სტერნბერგი ინტელექტის ამ ტიპში უნარების ორ კლასს გამოყოფს: ახალი
ჩვევები და ავტომატიზებული ჩვევები. კონკრეტული დავალება აფასებს ინტელექტს იმ შემთხვევაში, თუ მის
შესრულებას ესაჭიროება ახალი სიტუაციის მოთხოვნებთან გამკლავების უნარი ან ინფორმაციის
ავტომატიზებული გადამუშავების უნარი.

პრაქტიკული ინტელექტი -გულისხმობს ყოველდღიური ამოცანების ანალიზს, მართვასა და დაძლევას. ეს არის


ინტელექტის კონტექსტუალური ასპექტი, რომელიც ასახავს თუ როგორ ახერხებს ადამიანი მის გარეთ არსებულ
რეალობასთან შეგუებას. პრაქტიკული ინტელექტი გარემოსთან ინდივიდს მიმართების დამყარებაში ეხმარება და
მისი ადეკვატური გაზომვა აუცილებელია არა მხოლოდ კოგნიტური ოპერაციების შეფასებით, არამედ იმ
განწყობების, რწმენებისა და ემოციური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც გავლენას ახდენს ინტელექტზე.
პრაქტიკული ინტელექტი მოიცავს: x მიზნის მისაღწვად გარემოსთან ადაპტაციას x მიზნის მისაღწევად
არსებული გარემოს შეცვლას x ახალი სიტუაციის მოძიებას, სადაც შესაძლებელი იქნება მიზნის მიღწევა.

You might also like