You are on page 1of 6

შეგრძნება არის პროცესი, როდესაც სენსორული რეცეპტორის გაღიზიანება დასაბამს აძლევს ნერვულ იმპულსებს,

რაც სხეულის შიგნით თუ გარეთ არსებული პირობების განცდას, მათ გაცნობიერებას იწვევს.

შეგრძნებათა ორმაგი ფუნქცია:

 თვითგადარჩენა - თქვენი შეგრძნებები, როგორც გამაფრთხილებელი სიგნალი, ისე გეხმარებათ,


გიბიძგებთ სწრაფად იმოქმედოთ საფრთხის წინააღმდეგ და წარმართავს თქვენს მოქმედებას, რათა
განიცადოთ თქვენთვის უფრო მისაღები შეგრძნებები.
 გრძნობადობა - თქვენი შეგრძნებები განსაზღვრავს თქვენს გრძნობადობას. გძრნობადია ადამიანი,
რომელიც გატაცებულია შეგრძნებებისაგან მიღებული სიამოვნების განცდით. გრძნობადობა იწვევს
სწრაფვას, მიიღოთ და ისიამოვნოთ მრავალფეროვანი შეგრძნებებით - მხედველობის, სმენითი, შეხების,
გემოსა თუ ყნოსვის.

ფსიქოფიზიკა - ჩვენ სენსორული განცდის ინტენსივობის გაზომვა უნდა შეგვეძლოს. ეს არის ფსიქოფიზიკის
ძირითადი ამოცანა - შეისწავლოს კავშირი ფიზიკურ გამღიზიანებლებსა და ქცევას ან იმ ფსიქიკურ განცდებს
შორის, რომელსაც ეს სტიმული აღძრავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ფსიქოფიზიკის ისტორიაში გუსტავ
ფეხნერი იყო. მკვლევრები განსაზღვრავენ შეგრძნების ზღურბლებს და ქმნიან ფსიქოფიზიკურ სკალებს,
რომელიც შეგრძნების ინტენსივობას გამღიზიანებლის ინტენსივობასთან აკავშირებს.

აბსოლუტური ზღურბლი – ფიზიკური ენერგიის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა სენსორული


განცდის წარმოსაქმნელად; ოპერაციონალურად ის განისაზღვრება, როგორც გამღიზიანებლის დონე, რომელზეც
ხდება სენსორული სიგნალის შემჩნევა შემთხვევათა ნახევარში.

ფსიქომეტრული ფუნქცია – გრაფიკი, რომელიც ასახავს გამღიზიანებლის შემჩნევათა პროცენტს (ვერტიკალურ


ღერძზე) გამღიზიანებლის თითოეული ინტენსივობისათვის (ჰორიზონტალურ ღერძზე).

 დამკვირვებლები, ნაწილობრივ, ყოველთვის იცვლებიან მცირედით, როცა ცდილობენ გამღიზიანებლის


შემჩნევას (ყურადღების ცვლილების, დაღლილობის და სხვა მიზეზების გამო) და ზოგჯერ ისინი
დადებითად პასუხობენ გამღიზიანებლის არარსებობის პირობებშიც (მცდარი განგაშის სახე, რომელსაც
სიგნალის შემჩნევის თეორიის აღწერისას მოკლედ შევეხებით).
 აბსოლუტური ზღურბლის გაზომვაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, აგრეთვე, პასუხის სისტემატურმა
შეცდომამ - სისტემატურმა ტენდენციამ, რომლის დროსაც დამკვირვებელი განსაკუთრებული გზით
რეაგირებს ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი
სტიმულის სენსორულ თვისებებთან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თქვენი სენსორული სისტემა უფრო მგრძნობიარეა სენსორული გარემოს
ცვლილებებისადმი, ვიდრე მყარი მდგომარეობებისადმი. სისტემები ისეთნაირად ვითარდებიან, რომ ხელს
უწყობენ ახალი გარემო სიგნალებისადმი შეჩვევას ადაპტაციის პროცესის საშუალებით. სენსორული ადაპტაცია
არის სენსორული სისტემების მგრძნობიარობის დაქვეითება ხანგრძლივ გაღიზიანებაზე.

სიგნალის შემჩნევის თეორია არის სისტემური მიდგომა პასუხის სისტემატური შეცდომის პრობლემისადმი.
სიგნალის შემჩნევის თეორია სენსორულ პროცესებზე მკაცრად ფოკუსირების ნაცვლად, ყურადღებას ამახვილებს
თავად მსჯელობის პროცესზე გამღიზიანებლის არსებობისა თუ არარსებობის შესახებ.

მაშინ, როცა კლასიკური ფსიქოფიზიკა ახდენს ერთადერთი აბსოლუტური ზღურბლის განსაზღვრას, სიგნალის
შემჩნევის თეორია განსაზღვრავს ორ განსხვავებულ პროცესს სენსორულ დეტექციაში:

(1) საწყისი სენსორული პროცესი, რომელიც ასახავს დამკვირვებლის მგრძნობიარობას გამღიზიანებლის


სიძლიერის მიმართ
(2) შემდგომი გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებელი პროცესი, რომელიც ასახავს დამკვირვებლის
პასუხის სისტემატურ შეცდომას. სიგნალის შემჩნევის თეორია გვთავაზობს ორივე _ სენსორული და
გადაწყვეტილების _ პროცესის ერთდროული შეფასების პროცედურას.

~
ოდნავ შესამჩნევი სხვაობა არის ნებისმიერი ორი შეგრძნების ფსიქოლოგიური განსხვავების სიდიდის საზომი
რაოდენობრივი ერთეული სხვაობის ზღურბლი - უმცირესი ფიზიკური განსხვავება ორ გამღიზიანებელს შორის,
რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება გაცნობიერდეს, როგორც განსხვავებულები; სხვაობის ზღურბლი
ოპერაციონალურად განისაზღვრება როგორც წერტილი, რომელზეც გამღიზიანებლები არიან გაცნობიერებული,
როგორც განსხვავებულნი შემთხვევათა ნახევარში.

ვებერის კანონში: ორ სტიმულს შორის ოდნავ შესამჩნევი სხვაობის შეფარდება სტანდარტული სტიმულის
ინტენსივობასთან მუდმივი სიდიდეა. ამრიგად, რაც უფრო დიდია ან უფრო ინტენსიურია სტანდარტული
სტიმული, მით უფრო დიდი ნამატია საჭირო ოდნავ შესამჩნევი სხვაობის მისაღებად. ეს კანონი მართებულია
ნებისმიერი სენსორული სისტემისათვის. ვებერის კანონი საკმაოდ ზუსტია, მაგრამ ის მაინც არ არის
უნივერსალური, მაგალითად, მაშინ, როცა სტიმულის ინტენსივობა ძალიან მაღალი ხდება.

 ფსიქოფიზიკის განხილვამ გაგვაცნობიერებინა შეგრძნების უმნიშვნელოვანესი საიდუმლო: როგორ


ხდება, რომ ფიზიკური ენერგია დასაბამს აძლევს სპეციფიკურ ფსიქოლოგიურ განცდას? მაგალითად,
როგორ აღმოცენდება სინათლის ტალღის სხვადასხვა სიგრძისაგან ცისარტყელას განცდა?

სენსორული ფიზიოლოგია შეისწავლის ფიზიკური მოვლენების ნერვულ მოვლენებად გარდაქმნის ბიოლოგიურ


მექანიზმებს. ამ სფეროს მიზანია, აღმოაჩინოს, თუ რა ხდება ნერვულ დონეზე იმ მოვლენათა ჯაჭვში, რომელიც
განლაგებულია ფიზიკური ენერგიიდან სენსორულ განცდამდე.

ერთი ფორმის ფიზიკური ენერგიის, მაგალითად, სინათლის გადაქცევას მეორე ფორმად - ნერვულ იმპულსად,
ტრანსფორმაცია ეწოდება. ვინაიდან ყველა ტიპის სენსორული ინფორმაცია ტრანსფორმირდება ნერვული
იმპულსების იდენტურ ტიპში, თქვენი თავის ტვინი იმის საშუალებით განასხვავებს სენსორულ ინფორმაციას,
რომ თავის ტვინის ქერქის ცალკეულ ზონებს მიუსადაგებს თითოეულ სენსორულ სფეროს.

ნებისმიერი სენსორული სისტემის მოქმედებას ბიძგს აძლევს გარემო მოვლენის ან გამღიზიანებლის შემჩნევა.
გარემო გამღიზიანებლების შემჩნევა ხდება სპეციალიზირებული სენსორული რეცეპტორების საშუალებით.

 სენსორული რეცეპტორები სენსორული გამღიზიანებლის ფიზიკურ ენერგიას უჯრედის სიგნალებად


გარდაქმნიან, რომელიც შეიძლება გადამუშავებულ იქნეს ნერვული სისტემის მიერ. უჯრედის
სიგნალები ინფორმაციას უფრო მაღალი დონის ნეირონებს აწვდიან, რომლებიც ინფორმაციის
ინტეგრირებას ახდენენ სხვადასხვა დეტექტორული ბლოკებიდან. ამ ეტაპზე ნეირონები აგროვებენ
ინფორმაციას სტიმულის ძირითადი თვისებების შესახებ, როგორიცაა მისი ზომა, ინტენსივობა, ფორმა
და მანძილი. სენსორული სისტემების სიღრმეში ინფორმაცია კომბინირებულია უფრო რთულ კოდებში
და ის გადაეცემა თავის ტვინის ქერქის სპეციფიკურ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან
შეგრძნებისა და ასოციაციის პროცესებზე

ადამიანის თვალი - ფოტოაპარატი სამყაროს ლინზების საშუალებით უყურებს, რომელიც ახდენს სინათლის
შეკრებას და ფოკუსირებას. თვალი, ასევე, კრებს სინათლეს და ახდენს მის ფოკუსირებას - სინათლე შემოდის
რქოვანაში, თვალის წინ მდებარე გამჭვირვალე ამობურცულ ნაწილში; შემდეგ ის გაივლის წინა საკანს, რომელიც
სავსეა სითხით - ნამით. ფოტოაპარატის ფოკუსირებისას თქვენ ამოძრავებთ მის ლინზას ობიექტის
მიმართულებით, ან აშორებთ მას. იმისათვის, რომ თვალმა სინათლის ფოკუსირება მოახდინოს, ლობიოს
მარცვლის ფორმის კრისტალი - თვალის ბროლი - იცვლის თავის ფორმას, წვრილდება, როცა ფოკუსირება
მოშორებულ ობიექტებზე

გუგა და ბროლი - ხდება და მსხვილდება ახლომდებარე ობიექტებზე ფოკუსირებისას. ფოტოაპარატში


შემომავალი სინათლის რაოდენობის გასაკონტროლებლად თქვენ ცვლით ლინზის გახსნის ხარისხს. თვალში კი
ირისის კუნთური დისკი ცვლის გუგის ანუ იმ ხვრელის სიდიდეს, რომლის საშუალებითაც სინათლე შემოდის
თვალში. ფოტოაპარატის უკანა ნაწილში ფოტომგრძნობიარე ფირია, რომელიც აფიქსირებს ლინზაში შემოსული
სინათლის ვარიაციებს. ანალოგიურად, თვალში სინათლე მოგზაურობს მინისებრ სხეულში, ბოლოს ეცემა
ბადურას - თხელ ფირფიტას, რომელიც წარმოადგენს თვალის კაკლის უკანა კედელს. თვალის გუგა იხსნება
ირისში, რომელშიც გადის სინათლე. ირისი აიძულებს გუგას, გაფართოვდეს ან შეიკუმშოს, რათა გააკონტროლოს
თვალის კაკლისაკენ მიმავალი სინათლის რაოდენობა. სინათლე, რომელიც გაივლის გუგას, ბროლის მიერ
ბადურაზე ფოკუსირდება; ბროლი ატრიალებს აღქმულ ობიექტებს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
რადგანაც იცვლის ფოკუსს ახლო და შორსმდებარე საგნებისთვის. წამწამოვან კუნთებს შეუძლიათ შეცვალონ
ბროლის სისქე და, აქედან გამომდინარე, მისი ოპტიკური თვისებებიც. ამ პროცესს აკომოდაცია ეწოდება.

 უამრავ ადამიანს აწუხებს აკომოდაციასთან დაკავშირებული პრობლემები. მაგალითად,


ახლომხედველებს აკომოდაციის დიაპაზონი გადახრილი აქვთ უფრო ახლოს მათკენ და ამის შედეგად
მათ არ შეუძლიათ კარგად ფოკუსირება შორსმდებარე საგნებზე;

ბადურა - თქვენ უყურებთ თვალებით, მაგრამ ხედავთ თავის ტვინის საშუალებით. თვალი კრებს სინათლეს,
ახდენს მის ფოკუსირებას და დასაბამს აძლევს თავის ტვინისაკენ მიმავალ ნერვულ სიგნალს. ამრიგად, თვალის
ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის სინათლის ტალღიდან ნერვულ
იმპულსად გარდაქმნა. ეს ხდება ბადურაზე, თვალის უკანა მხარეზე.

სინათლის ენერგიის ძირითადი გარდაქმნა ნერვულ იმპულსად ბადურაზე ჩხირებისა და კოლბების - სინათლის
მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორების საშუალებით ხდება. ეს ფოტორეცეპტორები უნიკალურად არიან
განლაგებულნი ვიზუალურ სისტემაში, ბუნებამ უზრუნველგყოთ სინათლის გარდაქმნის ორი გზით, ჩხირებითა
და კოლბებით. 120 მილიონი წვრილი ჩხირი მოქმედებს საუკეთესოდ სუსტი განათების პირობებში, 7 მილიონი
მსხვილი კოლბა კი ნათელ, ფერად გარემოში სამუშაოდაა სპეციალიზებული.

სიბნელისადმი ადაპტაციის მიზეზი ჩხირების ამოქმედებაა. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან, ვიდრე
კოლბები. ბადურს ცენტრთან ახლოს არის პატარა უბანი, რომელსაც ფოვეას უწოდებენ. ის მხოლოდ მჭიდროდ
განლაგებულ კოლბებს შეიცავს. ეს ადგილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ფერების მიმართ, ასევე, ყველაზე
უფრო ზუსტად უზრუნველყოფს სივრცითი დეტალების შემჩნევას.

 ბადურას სხვა უჯრედები არიან პასუხისმგებელნი იმ ინფორმაციის ინტეგრაციაზე, რომლესაც


ჩხირებიდან და კოლბებიდან იღებენ. ბიპოლარული უჯრედები ნერვული უჯრედებია, რომლებიც
ახდენენ ნერვული იმპულსების კომბინირებას მრავალი რეცეპტორიდან და შედეგებს განგლიოზურ
უჯრედებში აგზავნიან. შემდეგ თითოეული განგლიოზური უჯრედი ახდენს იმპულსების
ინტეგრირებას ერთი ან უფრო მეტი ბიპოლარული უჯრედიდან ერთ განმუხტვაში. ცენტრალური
ფოვეის კოლბები აგზავნიან თავიანთ იმპულსებს განგლიოზური უჯრედებისაკენ მაშინ, როცა ბადურას
პერიფერიაზე მდებარე ჩხირები და კოლბები ერწყმიან ბიპოლარულ და განგლიოზურ უჯრედებს.
 ჰორიზონტალური უჯრედები და ამაკრინული უჯრედები ინფორმაციის ინტეგრირებას ბადურას
გასწვრივ ახდენენ. ამ უჯრედების ფუნქცია უფრო მეტად გამოიხატება არა სიგნალების გაგზავნაში თავის
ტვინისაკენ, არამედ უჯრედებს შორის კავშირის დამყარებაში.
o ჰორიზონტალური უჯრედები რეცეპტორებს ერთმანეთთან აკავშირებენ,
o ამაკრინული უჯრედები კი აერთებენ ბიპოლარულ უჯრედებს სხვა ბიპოლარულ უჯრედებთან
და განგლიოზურ უჯრედებს სხვა განგლიოზურ უჯრედებთან.

ბადურას ანატომიურ აგებულებაში არის ერთი საინტერესო უცნაური ადგილი, სადაც ოპტიკური ნერვი გამოდის.
ამ ადგილს ოპტიკური დისკი ანუ ბრმა წერტილი ეწოდება. ის სრულებით არ შეიცავს რეცეპტორულ უჯრედებს.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამ ხარვეზს, თუკი სპეციალურ პირობებს არ შევქმნით ამისათვის. ეს ხდება
ორი მიზეზის გამო:

(1) ორივე თვალის ბრმა წერტილები ისეთნირად არიან განლაგებულნი, რომ თითოეული თვალის
რეცეპტორები იმის რეგისტრაციას ახდენენ, რაც გამორჩა მეორე თვალს;
(2) თავის ტვინი „ავსებს” ამ ადგილს შესატყვისი სენსორული ინფორმაციით გარშემო მყოფი არეებიდან.

ვიზუალური ქერქი - კეფის წილის ნაწილი, რომელშიც ხდება ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავება.

ოპტიკური ნერვი - განგლიოზური უჯრედების აქსონები, რომლებიც ატარებენ ინფორმაციას თვალიდან


ტვინისაკენ.

თავის ტვინისკენ მიმავალი ნერვული გზები ვიზუალური ინფორმაციის საბოლოო დანიშნულების ადგილი
თავის ტვინის კეფის წილის ის ადგილია, რომელიც ცნობილია, როგორც ძირითადი მხედველობის ქერქი.
მიუხედავად ამისა, ინფორმაციის უმეტესი ნაწილი, რომელიც ტოვებს ბადურას, გაივლის თავის ტვინის სხვა
რეგიონებს, სანამ მიაღწევს მხედველობის ქერქს.

განგლიოზური უჯრედების მილიონობით აქსონი, რომელიც ახდენს თითოეული ოპტიკური ნერვის


ფორმირებას, მიემართება მხედველობის ჯვარედინში (ქიაზმაში), რომელიც ფორმით ბერძნულ ასო χ-ის
მოგვაგონებს. აქსონები თითოეულ ოპტიკურ ნერვში მხედველობის ჯვარედინთან ორ კონად იყოფიან.

 ბოჭკოების ნახევარი თითოეული ბადურიდან სხეულის იმ მხარეზე რჩება, რომლიდანაც ისინი მოდიან,
 ხოლო თითოეული თვალის შიდა მხრიდან წამოსული აქსონები გადაკვეთენ ერთმანეთს და აგრძელებენ
გზას თავის ტვინის უკანა ნაწილისაკენ

ბოჭკოების ამ ორ კონას, რომელიც შეიცავს აქსონებს ორივე თვალიდან, ამ ადგილიდან უკვე ოპტიკური ტრაქტები
ეწოდება. ოპტიკური ტრაქტები ტვინში აგზავნის ინფორმაციას უჯრედების ორი ბლოკისაკენ. მკვლევრები მხარს
უჭერენ თეორიას, რომლის თანახმადაც ვიზუალური ანალიზი ორად იყოფა:

(1) პირველის ფუნქცია ხატების ამოცნობაა, თუ როგორ გამოიყურებიან ობიექტები,


(2) ხოლო მეორის _ ადგილმდებარეობის განსაზღვრა, თუ სად არიან ობიექტები.

ადამიანის ვიზუალური სისტემის ერთერთი ყველაზე საოცარი თავისებურება ისაა, რომ ჩვენ მიერ ფორმის,
ფერის, მდებარეობის და სიღრმის განცდა დაფუძნებულია ერთი და იგივე სენსორული ინფორმაციის სხვადასხვა
გზით გადამუშავებაზე

ფერთა შეგრძნება - ფიზიკურ ობიექტებს აქვთ საოცარი თვისება - ისინი შეიძლება სხვადასხვა ფერის საღებავებით
დავხატოთ.

ისააკ ნიუტონი: სხივები (სინათლის) სწორად რომ ვთქვათ, არ არის შეფერილი. მათში არაფერია, გარდა
ენერგიისა და ამა თუ იმ ფერის შეგრძნების აღმოცენების უნარისა. ასევე, ბგერა, იქნება ეს ზარის, მუსიკალური
სიმის თუ სხვა რამ მჟღერი სხეულის, არაფერია, გარდა რხევადი მოძრაობისა და ჰაერში არაფერია, გარდა
ობიექტიდან გავრცელებული მოძრაობისა, ...ასე რომ, ობიექტის ფერები არაფერია, გარდა უნარისა, აირეკლოს ამა
თუ იმ სახის სხივები უფრო ფართოდ, ვიდრე დანარჩენი...
ფერები აღმოცენდება მაშინ, როცა თავის ტვინი ამუშავებს ინფორმაციას, რომელიც კოდირებულია სინათლის
წყაროში. ტალღის სიგრძე და ფერი სინათლე, რომელსაც თქვენ ხედავთ, მხოლოდ პატარა ნაწილია ფიზიკური
განზომილებისა, რომელსაც ელექტრომაგნიტური სპექტრი ეწოდება.

ფერის განცდა სამი ძირითადი თვისებით ხასიათდება: ფერის ტონი, სიმაძღრე და სიკაშკაშე.

 ფერის ტონი - თვისება, რომელიც გულისხმობს სინათლის ფერის თვისობრივ განცდას. მარტივ
სინათლეში, რომელიც მხოლოდ ერთი ტალღის სიგრძეს (მაგალითად, ლაზერის გამოსხივება) შეიცავს,
ფერის ტონის ფსიქოლოგიური განცდა შეესაბამება პირდაპირ სინათლის ტალღის სიგრძის ფიზიკურ
განზომილებას.
 სიმაძღრე - ფერის შეგრძნების თვისებაა, რომელიც გამოხატავს იმას, თუ რამდენად წმინდაა ფერი.
შეურეველ ფერებს აქვს ყველაზე მეტი სიმაძღრე; შერეულ, არასუფთა, პასტელურ ფერებს აქვთ
სიმაძღრის საშუალო რაოდენობა; რუხ ფერს აქვს ნულოვანი სიმაძღრე.
 სიკაშკაშე - ფერის თვისებაა, რომელიც გულისხმობს სინათლის ინტენსივობას. თეთრ ფერს აქვს ყველაზე
მეტი სიკაშკაშე; შავს - ყველაზე ნაკლები.

ადამიანებს შეუძლიათ ვიზუალურად განასხვავონ ერთმანეთისაგან დაახლოებით 7 მილიონი სხვადასხვა ფერი!


მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმრავლესობას არ შეუძლია ფერთა გარკვეულ კატეგორიას მიაკუთვნოს მათი
დიდი ნაწილი.

ერთადერთი ფერი, რომელიც დარჩება შთაუნთქმელი - გამოიყურება მწვანედ. ამ მოვლენას სუბსტრაქციული


ფერთა შერევა ეწოდება. დარჩენილი ტალღის სიგრძე - შთაუნთქმელი ტალღის სიგრძე არის არეკვლილი და
სწორედ ის აძლევს ფერების ნარევს იმ ფერს, რომელსაც თქვენ აღიქვამთ.

ფერთა შეგრძნების თეორიები

ფერთა შეგრძნების პირველი მეცნიერული თეორია შემოთავაზებული იყო სერ ტომას იუნგის მიერ. ის
ამტკიცებდა, რომ არსებობს ფერის შემგრძნები სამი ტიპის რეცეპტორი ნორმალური მხედველობის მქონე
ადამიანის თვალში, რომელიც წარმოქმნის ფსიქოლოგიურად პირველად შეგრძნებებს: წითელს, მწვანესა და
ლურჯს. ყველა დანარჩენი ფერი, მისი აზრით, ამ სამი პირველადი ფერისაგან მიიღებოდა, როგორც შემავსებელი
ფერების ან ორი მოსაზღვრე ფერის კომბინაციის შედეგი.

იუნგის თეორია შემდგომ გააუმჯობესა და გააფართოვა ჰერმან ვონ ჰელმჰოლცმა და ცნობილი გახდა, როგორც
იუნგ-ჰელმჰოლცის ტრიქრომატული თეორია. ტრიქრომატული თეორია საკმაოდ დამაჯერებლად ხსნიდა
ადამიანის ფერთა შეგრძნებებს და ფერთა სიბრმავესაც (ამ თეორიის თანახმად, ფერთა სიბრმავის შემთხვევაში
ადამიანებს მხოლოდ ერთი ან ორი ტიპის რეცეპტორები აქვთ). თუმცა, სხვა მოვლენები არ აიხსნება ასევე კარგად
ამ თეორიის მიერ.

ევალდ ჰერინგის - მისი საწინააღმდეგო პროცესის თეორიის თანახმად, ნებისმიერი ფერის შეგრძნება სამი
ძირითადი სისტემისგან მიიღება, რომელთაგან თითოეული შეიცავს ორ საწინააღმდეგო ელემენტს: წითელი
მწვანის საპირისპიროდ, ლურჯი ყვითლის საპირისპიროდ და შავი (არც ერთი ფერი) თეთრის (ყველა ფერი)
საპირისპიროდ. ჰერინგი ფიქრობდა, რომ ფერები წარმოქმნიან მათი შემავსებელი ფერის მქონე თანამიმდევარ
კვალს, როცა ამ სისტემის ერთი ელემენტი გადაიღლება (ხანგრძლივი სტიმულაციის პირობებში) და, ამრიგად,
გაიზრდება მისი ოპონენტური ელემენტის შეფარდებითი წვლილი.

 ტრიქრომატული თეორიის თანახმად, არსებობს ფერის შემგრძნები რეცეპტორების სამი ტიპი, რომლებიც
წარმოქმნიან პირველადი ფერების _ წითლის, მწვანის და ლურჯის შეგრძნებას. ჰერინგის თეორიაში
ფერთა სიბრმავის ტიპები ქმნიან წყვილებს, რადგან ფერთა შეგრძნების სისტემა რეალურად არის
შექმნილი საპირისპირო წყვილებისაგან და არა ერთი პირველადი ფერისაგან. მრავალი წლის მანძილზე
კამათობდნენ მეცნიერები ამ თეორიების ღირსების შესახებ. ეს თეორიები რეალურად არ
ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ისინი უბრალოდ პროცესის ორ სხვადასხვა ეტაპს აღწერენ, რომელიც
შეესაბამება სუქცესიურ ფიზიოლოგიურ სტრუქტურებს მხედველობით სისტემაში. ახლა ვიცით, რომ
მართლაც არსებობს სამი ტიპის კოლბები, თუმცა, ამ კოლბებიდან თითოეული გარკვეული სიგრძის
ტალღების დიაპაზონზე რეაგირებს და მაინც არსებობს ტალღის ის სიგრძე, რომლის მიმართაც
თითოეული მათგანი ყველაზე მეტად არის მგრძნობიარე.
 ამ ტიპის კოლბების რეაქცია ეთანხმება იუნგისა და ჰელმჰოლცის ჰიპოთეზას, რომ ფერთა შეგრძნება სამი
ტიპის მხედველობით რეცეპტორებს ეფუძნება. ადამიანებს, რომლებთაც ახასიათებთ ფერთა სიბრმავე,
აქვთ ერთი ან მეტი ამ ტიპის რეცეპტორული კოლბების დეფექტი.

საწინააღმდეგო პროცესების თეორიის თანამედროვე ვერსიით, რომელსაც მხარს უჭერენ ლეო ჰარვიჩი და
დოროტი ჯამესონი, ფერთა თითოეული წყვილის ორი წევრი ერთმანეთის საპირისპიროდ (არიან ოპონენტები),
მოქმედებს ნერვული შეკავების პროცესის საშუალებით. ზოგიერთი განგლიოზური უჯრედი აღმგზნებ სიგნალს
სინათლიდან იღებს, რომელიც წითლად ჩანს და შეკავების სიგნალს იმ სინათლიდან, რომელიც მწვანედ ჩანს.
სისტემის სხვა უჯრედებს აღგზნებისა და შეკავების პროცესების საპირისპირო წესრიგი აქვთ. განგლიოზური
უჯრედების ეს ორი ტიპი ერთად ქმნის წითელ-მწვანე ოპონენტური სისტემის ფიზიოლოგიურ ბაზისს. სხვა
განგლიოზური უჯრედები ქმნიან ლურჯ-ყვითელ ოპონენტურ სისტემას. სისტემა თეთრი-შავი თქვენ მიერ
ფერების სიმაძღრისა და სინათლის ხარისხის აღქმაში მონაწილეობს

რეცეპტორული ველი - ადგილი მხედველობით ველში, საიდანაც მოცემული განგლიოზური უჯრედი იღებს
ინფორმაციას. ვიზუალური ნერვული გზების თითოულ დონეზე უჯრედები რეაგირებენ სელექტიურად
ვიზუალური ველის მხოლოდ სპეციფიურ ნაწილებზე. მაგალითად, ადრე აღვნიშნეთ, რომ თითოეული
რეტინალური განგლიოზური უჯრედი მრავალი რეცეპტორული უჯრედიდან მიღებულ ინფორმაციას
აერთიანებს. უჯრედის რეცეპტორული ველი ეს არის ადგილი ვიზუალურ ველში, საიდანაც ის იღებს
სტიმულაციას.

რეტინალური განგლიოზური უჯრედების რეცეპტორული ველი ორი ტიპისაა:

(1) ის უჯრედები, რომელთა სტიმულაცია ველის ცენტრში აღაგზნებს უჯრედს, რომლის სტიმულაცია
გარშემო მდებარე ნაწილებში მასში შეკავების პროცესს იწვევს;
(2) უჯრედები საპირისპირო ორგანიზაციით - შეკავების პროცესით ცენტრში და აღგზნების პროცესით
პერიფერიაზე. განგლიოზური უჯრედები მის ცენტრსა და პერიფერიას შორის სტიმულაციის სხვაობაზე
რეაგირებენ. ისინი ყველაზე მეტად აღიგზნებიან სტიმულების კონტრასტით; ონ-ცენტრის მქონე
უჯრედები ყველაზე ძლიერად განიმუხტებიან ნათელ ლაქაზე, რომელსაც ბნელი საზღვრები აქვს, ხოლო
ოფფ-ცენტრის მქონე უჯრედები ენერგიულად განიმუხტებიან ბნელ ლაქაზე, რომელსაც ნათელი
საზღვრები აქვს. ერთნაირი განათება კი ცენტრისა და პერიფერიის აქტივობის გაბათილებას იწვევს და
უჯრედი არ არის იმდენად აღგზნებული, როგორც ეს ნათელი ლაქის შემთხვევაში ხდება.

პირველი ნაშრომი ამ სფეროში დევიდ ჰიუბელსა და ტორსტენ ვიზელს - სენსორული პროცესების ფიზიოლოგებს
_ ეკუთვნით. მოახერხეს კატის მხედველობითი ქერქის ცალკეული უჯრედების განმუხტვის რეგისტრაცია,
რომლებიც ვიზუალურ ველში მოძრავ ლაქებსა და ზოლებზე რეაგირებდნენ. როცა ჰიუბელმა და ვიზელმა
აგეგმეს ამ ქერქული უჯრედების რეცეპტორული ველები, მათ აღმოაჩინეს უჯრედების ორგანიზაცია, რომელიც
უფრო ზუსტად რეაგირებდა გარკვეულ ვიზუალურ სტიმულაციაზე. ერთი ტიპის ქერქული უჯრედები, მარტივი
უჯრედები ყველაზე ძლიერად რეაგირებდნენ განსაზღვრული, მათთვის „გამორჩეული~ ორიენტაციის მქონე
სინათლის ზოლებზე. კომპლექსურ უჯრედებს, აგრეთვე, ჰქონდათ არჩეული ერთი, მათთვის „გამორჩეული~
ორიენტაცია, მაგრამ ისინი მოძრაობის გარკვეულ მიმართულებასაც ირჩევდნენ. ჰიპერკომპლექსური უჯრედები
კი სპეციალიზებულნი იყვნენ განსაზღვრული ორიენტაციისა და სიგრძის მქონე მოძრავ ზოლებზე ან მოძრავ
კუთხეებზე. უჯრედები განსხვავებული სახის ინფორმაციას აგზავნიან თავის ტვინის უფრო მაღალი დონის
მხედველობით ცენტრებში, რაც მაქსიმალურად ეხმარება ტვინს ობიექტების ცნობაში. ამ ნაწილში ყურადღება
გავამახვილეთ ვიზუალური სისტემის რეაქციაზე გარემოდან მიღებული გაღიზიანებისას.

You might also like