You are on page 1of 8

სარკისებური ნეირონები

რეფერატი შესრულებულია ნევროლოგიისა და ქცევის


ფსიქოფიზიოლოგიის კურსისთვის

ავტორი: გიორგი კურტანიძე

ხელმძღვანელი: თამარ ედიბერიძე

თბილისი

2023
სარკისებური ნეირონები

თავად ნეირონი წარმოადგენს ნერვულ უჯრედს, რომელსაც გააჩნია სხეული , ბირთვი ,


დენდრიტები, აქსონი და მიელინის გარსისგან, რომელიც გარს აკრავს აქსონს ,
ინარჩუნებს ჰომეოსტაზს და იცავს ნეირონს. გარდა ამისა უნდა ავღნიშნოთ რანვიეს
ნაჭდევიც, რომელიც მიელინის გარსებს შორის ადგილს წარმოადგენს და ადაც ჩანს
აქსონი. რაც შეეხება აქსონის დაბოლოების განშტოებებს, მას კოლატერალი, ანუ
ტერმინალი ეწოდება.

ფუნქციური თვალსაზრისით ნეირონი შეიძლება იყოს სენსორული, რომელიც ზურგის


და თავის ტვინთან აკავშირებს შეგრძნების რეცეპტორებს, რომლებიც განლაგებულის
სპეციალურ შეგრძნების ორგანოებში(თვალი, ყური, ენა..), კანში, ჩონჩხის კუნთებში და
აგრეთვე ვისცერალურ ორგანოებში (გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოებში ). ეს
ნეირონები რეაგირებენ არა ტრანსმიტერებზე, არამედ ორგანოზე მოქმედ
გამღიზიანებელზე, მაგალითად სინათლე, ბგერა, ქსოვილის დაზიანება და სხვა .
ინტერნეირონები, ანუ ასოციაციური ნეირონები მონაწილეობენ თავის ტვინში
მიმდინარე კოგნიტურ პროცესებში. ასევე ასრულებს ნეირონების დამაკავშირებელ
როლს, მაგალითად სენსორული და მოტორული ნეირონის დამაკავშირებლის როლს.
და ბოლოს, მოტორული ნეირონები უკავშირდებიან კუნთებსა და ჯირკვლებს,
არეგულირებენ მათ მოქმედებას. ნეირონთაშორის კომუნიკაცია ხდება
ნეიროტრანსმიტერების და ელექტრული იმპულსების საშუალებით (B.Kolb & I.Whishaw,
2021).

სარკისებური ნეირონები არის თავის ტვინში არსებული ნეირონები , რომლებიც


აღიგზნებიან ინდივიდის მხრიდან კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისას და
ასევე მაშინაც, როდესაც ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორ ანხორციელებს სხვა ინდივიდი ამ
მოქმედებებს.

სარკისებური ნეირონები ჯაკომო რიზოლატიმ აღმოაჩინა თვის ჯგუფთან ერთად , 90-ან


წლებში, იტალიაში. ეს ჯგუფი ექსპეტიმენტს ატარებდა მაიმუნებზე , მის ტვინში
პრემოტორული ქერქში მიკროელექტრონების შეყვანის საშუალებით. ეს უბანი
აქტიურდება მაშინ, როდესაც მაიმუნი აკეთებს კონკრეტულ ქმედებას და ამ დროს მას
აძლევდნენ ჯილდოს ქიშმიშის სახით. მოგვიანებით აღმოაჩინეს , რომ ეს უბანი გარდა
უშუალოდ ქცევის განხორციელებისა, ასევე აღიგზნებოდა მაშინ, როდესაც აღნიშნული
მაიმუნი უყურებდა სხვა მაიმუნს, თუ როგორ აკეთებდა ის ამ მოქმედებას. მოგვიანებით
სარკისებური ნეირონები ბროკას ველში აღმოაჩინეს, ადამიანის ტვინში . ბროკას ველი
არეგულირებს მეტყველებას. არსებობს მოსაზრება, რომ სარკისებური ნეირონების
სუბსტრატიდან განვითარდა კომუნიკაციის დახვეწილი ფორმა, რადგან არსებობს

2
სარკისებური ნეირონები

გარკვეული ანატომიური და ფუნქციონალური მსგავსება მაიმუნის პრემოტორულ


კორტექსს და ადამიანის ბროკას ველს შორის, რომელიც პასუხისმგებელია
მეტყველებაზე. მეტყველების პროცესი მიმდინარეობს ბროკას, ვერკინეს ველში და
მოტორულ ქერქში. თავდაპირველად სიგნალი იგზავნება ვერნიკეს ველში, საიდანაც ის
დამუშავებული გადაეცემა ბროკას ველს, სადაც ხდება მოქმედების ორგანიზება და
ამის შემდეგ ინფორმაცია გადაეცემა მოტორულ ქერქს, რის მერეც ადამიანი
ანხორციელებს მეტყველებას. ბროკას ველის დაზიანების შემთხვევაში მეტყველება
ბუნდოვანი ხდება, თუმცა ხშირად მაინც შეიძლება მისი გარჩევა, ის თუ რა თემაზე
ლაპარაკობს ინდივიდი.

როგორც აღმოჩნდა მოგვიანებით, სარკისებური ნეირონები არ გვხვდება მხოლოდ


ბროკას ველში. სარკისებური ნეირონები დიდი რაოდენობით , თავმოყრილია თხემის ,
შუბლის და კეფის წილში. თხემის წილი მაიმუნებში დაკავშირებულია ხელის
მოძრაობასთან, კინესთეტიკურ შეგრძნებებთან და მოქმედების ორგანიზებასთან . რაც
შეეხება შუბლის წილს, მას ინფორმაცია მიეწოდება მხედველობის ზონიდან , კეფის
წილიდან, სადაც ხდება საგნის/ობიექტის იდენტიფიცირება და ლოკალიზაცია . შუბლის
წილი აქტიურდება როდესაც ვანხორციელებთ სხვაზე დაკვირვებას, ხოლო თხემის
წილი როდესაც უშუალოდ, თავად ვანხორციელებთ ამ ქცევას.

სარკისებური ნეირონები დაკავშირებულია ემპათიასთან, ანუ სხვა ადამიანების


გაგებასთან და მეტყველების განვითრებასთან. მეცნიერები სარკისებური ნეირონების
დაზიანებას და განუვითარებლობას უკავშირებენ აუტიზმს და პიროვნულ აშლილობებს ,
როგორიც არის ფსიქოპატია და სოციოპათია.

რაც შეეხება კომუნიკაციის აღქმას, ეს ნეირონები ადამიანს აძლევს საშუალებას გაიგოს


სხვისი შესრულებული ქცევა. როდესაც მაიმუნი უსმენს სხვა მაიმუნის ქცევის ხმას ან
აკვირდება სხვების ჟესტებს, აქტიურდება სარკიებური ნეირონების ორი სხვადასხვა
ჯგუფი. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, სარკისებური ნეირონების საშუალებით
განვითრდა კომუნიკაციის დახვეწილი ფორმა, როგორიც არის მეტყველება .

აუდიო-ვიზუალური სარკისებური ნეირონები პასუხობენ როგორც სხვა მაიმუნის


მოტორული აქტივობის დაკვირვებას, ასევე ასევე ამ აქტივობის აუდიალურ გაგებასაც .
პირის სარკისებური ნეირონები აქტიურდებიან სხვისი პირის აპარატით
განხორციელებული მოქმედბებების დაკვირვებისას, როგორიც არის ტუჩების მოკუმვა ,
ენის გამოყოფა და ა.შ.

ადამიანის შემთხვევაში კვლევები გვიჩვენებს, რომ არსებობს არსებობს მსგავსება


ბროკას ველსა და მაიმუნის ტვინში არსებულ F5 ველს შორის. F5 ველში გვხვდება

3
სარკისებური ნეირონები

მოტორული ნეირონები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც ხელის, ასევე პირის


მოძრაობებთან ისევე, როგორც ბროკას ველიში; ორივე ველში გვაქვს სარკისებური
ნეირონები; აუდიო-ვიზუალური სარკისებური ნეირონები აქტიურდებიან ქცევასთნ
ასოცირებული ხმების მოსმენისას, როგორც ბროკას, ასევე F5 ველშიც; და ბროკას
ველი, ისევე როგორც F5 ველში არსებული სარკისებური ნეირონები, აქტიურდებიან
სხვისი მეტყველების პროცესის დანახვისას, ხმის გაგონების გარეშეც კი . განსხვავება
იმაში მდგომარეობს, რომ მაიმუნების შემთხვევაში არ გვხვდება ლინგვისტური
მასალის აღქმა, რაც გულისხმობს დაწერილი თუ მოსმენილი შინაარსების გაგების
შმთხვევაში აქტივაციას.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთვათ, რომ მეტყველების გარკვეული ასპექტები


შეიძლება სარკისებური ნეირონების საშუალებით იყოს წარმოდგენილი
სენსომოტორულ არეში. მოტორული სისტემა მოცემულია ნეირონულ ქსელებად,
რომელშიც ყოველი ნეირონული ქსელი ანხორციელებს კონკრეტული მიზნის
კოდირებას და ერთმანეთს უკავშირებს ამ მიზანს და ქცევის სხვადასხვა ელემენტებს . ეს
ქსელი ძალიან გავს მეტყველების სტრუქტურას და ამას ისიც ამყარებს, რომ
ევოლუციის პროცესში მოტორული სტრუქტურა რაც უფრო დახვეწილად აკავშირებდა
მოტორულ აქტებს ერთმანეთთან და გარდაექმნიდა მათ უფრო კომპლექსურ
ქცევებად,უფრო და უფრო იზრდებოდა მისი მსგავსება ლინგვისტურ სინტაქსურ
სისტემასთან.

როგორც ნეირობიოლოგი ვ.რამაჩანდრანი (Ramachandran, 2009) აღნიშნავს, ადამიანის


თავის ტვინი 100 მილიარდზე მეტ ნეირონს მოიცავს და ყველა ნეირონი სხვა
ნეირონებთან ათასიდან ათი ათასამდე კავშირს ამყარებს. ამის საფუძველზე
გამოითვალეს, რომ ადამიანის თავის ტვინში აქტიბობების და კომბინაციების
რაოდენობა სამყაროში არსებული ელემენტების რიცხვსაც კი აჭარბებს.

ერთ-ერთ ახალ აღმოჩენას, რომელიც პარმაში (იტალიაში) გაკეთდა, წარმოადგენს


ჯაკომო რიზოლატის (კოლეგებთან ერთად) მიერ აღმოჩენილი სარკისებური
ნეირონები. ეს ნეირონები მოთავსებულია თვის ტვინი წინა ნაწილში , კერძოდ შუბლის
წილში. არსებობს ნეირონები, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობია მოტორულ-ბრძანებითი
ნეირონების სახელით და მათი არსებობა ჩვენთვის ცნობილია ორმოცდაათ წელზე
მეტი ხანია. ეს ნეირონები აქტიურდებიან მაშინ, როდესაც ადამიანი ანხორციელებს
სფეციფიურ მოქმედებას. მაგალითისთვის, თუ ადამიანი აწევს ხელს და ხელში აიღებს
რაიმე საგანს, აღიგზნებიან მოტორულ-ბრძანებითი ნეირონები, მაგრამ რიზოლატიმ
ისეთი ნეირონები აღმოაჩინა, , რომლებიც აგრეთვე აღიგზნებიან მაშინ, როდესაც მე

4
სარკისებური ნეირონები

ვაკვირდები სხვა ადამიანს, რომელიც იგივე მოქმედებას ანხორციელებს. რომ


შევაჯამოთ, გვაქვს ნეირონები, რომლებიც აღიგზნებიან მაშინ, როდესაც მე
ვანხორციელებ მოქმედებას და ასევე გვაქვს ნეირონები, რომლებიც აღიგზნებიან
მაშინ, როდესაც მე ვუყურებ, თუ როგორ ანხორციელებს სხვა ამ მოქმედებას.

სარკისებური ნეირონები ერთის მხრივ იმით არის მნიშვნელოვანი , რომ ისინი


მონაწილეობენ იმიტირების და ემულირების პროცესში. იმისათვის, რომ ადამიანმა
მოახდინოს რთული ქცევის იმიტირება, აუცილებელია თავის ტვინმა გაიგოს სხვა
ადამიანის ხედვა, მისი გადმოსახედიდან დაინახოს. შესაბამისად სარკისებური
ნეირონები იმიტირების და ემულირების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
გარდა ამისა, თუ მოვახდენთ კულტურის ანალიზს, თუ დავბრუნდებით წარსულში,
მაგალითად 75,000 ან 100,000 წლით უკან, და დავაკვირდებით ადამიანის განვითარების
პროცესს, აღმოვაჩენთ, 75,000 წლის წინ რაღაც ძლიან მნიშვნელოვანი მოხდა. უეცრად
წარმოიქმნა და გავრცელდა რამოდენიმე ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება ,
როგორიც არის ინსტუმენტის გამოყენება, ცეცხლისთვის სასარგებლო დანიშნულების
მოფიქრება და ენის შექმნა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა . იმის მიუხედავად ,
რომ აადამიანის ტვინის ზომამ სამასი-ოთხასი წლის წინ მიაღწია იმ ზომას, რომელიც
დღეს გააჩნია, ასი ათასი წლის წინ ეს ყველაფერი მაინც ძალიან სწრაფად მოხდა .

რამაჩანდრანი მიიჩნევს, რომ რაც ეს ყველაფერი დაკავშირებულია სარკისებური


ნეირონების უეცარ ჩამოყალიბებასთან, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ,
განგვეხორციელებინა სხვა ადამიანების მოქმედებების იმიტაცია და ემულაცია . ამის
საფუძველზე, როცა ჯგუფის ერთი წევრი აღმოაჩენდა შემთხვევით რაიმე ახალს,
მაგალითად ცეცხლის სასარგებლო ფუნქციას, ან რამე სახის ნივთის გამოყენებას, ეს
მიგნება სწრაფად ვრცელდებოდა მთელ პოპულაციაში ან გადაეცემოდათ თაობიდან
თაობას.

უეცრად ევოლუცია დარვინისეულის მაგივრად გახდა ლამარკისეული . დარვინის


ევოლუცია საკმაოდ ნელია და მასში ასი ათასობით წელი დასჭირდებოდა . იმისთვის,
რომ პოლარულმა დათვმა ისწავლოს გატყავება და ბეწვით შემოსვა, შესაძლოა მას
დასჭირდეს ასი ათასობით წესლი, მაგრამ ადამიანს, ბავშვს შეუძლია ნახოს როგორ
კლავს მისი მშობელი დათვს, როგორ ატყავებს და ქმნის მისი ბეწვისგან ქურქს ,
რომელსაც იცვამს და ეს ყველაფერი ბავშვმა ისწავლოს ერთ მომენტში. ის, რისთვისაც
პოლარულ დათვს დასჭირდებოდა ასი ათასი წელი, ბავშვი სწავლობს რამოდენიმე
წუთში. ამის შემდეგ, როცა ამ ბავშვმა ეს ყველაფერი ისწავლა , შეუძლია ეს ცოდნა
გაავრცელოს გეომეტრიული პროგრესიით, მთელ პოპულაციაში. სარკისებური

5
სარკისებური ნეირონები

ნეირონები წარმოადგენენ რთული ცოდნის იმიტაციას, ანუ იმას, რასაც კულტურას


ვეძახით ჩვენ და ცივილიზაციის საფუძველს.

გარდა ამისა, არსებობს სხვა ტიპის სარკისებური ნეირონებიც , რომლებიც ჩართულია


სხვადასხვა განსხვავებულ პროცესებში. არსებობენ სარკისებური ნეირონები
მოქმედებისთვის და ასევე შეხებისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმე მეხება , ეხება
ჩემ კანს, სხეულს, ხდება ნეირონების აგზნება სომატო-სენსორულ ქერქში, თავის ტვინის
სენსორულ არეში. გარდა ამისა, ეს ნეირონები აღიგზნებიან მაშინაც , როცა მე ვუყურებ ,
როგორ ეხებიან სხვა ადამიანს. ეს წარმოადგენს სხვა ადამიანის ემპათიას , ანუ მისი
მდგომარეობის გაგებას, თანაგრძნობას. ეს ნეირონები აღიგზნება მაშინ, როდესაც მე
მეხებიან სხვადასხვა ადგილას, თითოეული არესთვის ცალკეული ნეირონები
აღიგზნება, მაგრამ მათი გარკვეული ნაწილის აღგზნება ხდება მაშინაც , როდესაც
როდესაც სხვა ადამიანს ეხებიან კონკრეტულ არეში და მე ამას ვუყურებ . შესაბამისად
ადამიანებს თავის ტვინში გვაქვს ნეირონები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან
თანაგრძნობაზე. ჩვენში ხდება მეორე ადამიანის თანაგრძნობა, კონკრეტული
ნეირონების გააქტიურებით, მაგრამ არ ვგრძნობთ შეხებას. ეს იმიტომ ხდება , რომ ჩვენ
კანში არსებული შეხების და ტკივილის რეცეპტორები ინფორმაციას თავის ტვინში
აგზავნიან და ვიღებთ შეტყობინებას, რომ ეს შეხება ჩვენ სხეულზე არ ხდება . ეს არის
ერთგვარი ფიდბექის შეტყობინება, რომელიც აფერხებს სარკისებური ნეირონის
იმპულსს და ამ შეხების შეგრძნებას. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად
ანესთეზიას გავიკეთებთ ისე, რომ ფეხი ვეღარ ვიგრძნოთ, ვეღარ შევიგრძნოთ ფეხზე
შეხება და ამის მერე ვუყურებთ იმას, თუ როგორ ეხებიან სხვა ადამიანს ფეხზე , ამ
შეხებას მე პირდაპირ ვიგრძნობ ჩემ ფეხზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრება ბარიერი
ჩვენსა და სხვა ადამიანს შორის და რამაჩანდრანი ამ ნეირონებს უწოდებს ემპათიის
ნეირონებს (Ramachandran, 2009).

განვიხილოთ სხვა შემთხვევაც, თუ გვყავს პაციენტი, რომელსსაც აქვს ფანტომური


კიდური. ამპუტაცია გაუკეთეს მის ფეხს და მას აქვს ფანტომი. ეს ადამიანი უყურებს
სხვას, როგორ ეხებიან მას ფეხზე. ეს ადამიანი ამას შეიგრძნობს საკუთარ ფანტომში .
საინტერესო კი ის არის, რომ თუ ამ ადამიანს აქვს ტკივილი თავის ფანტომურ კიდურში
და მოკიდებთ სხვა ადამიანის ფეხს, დაამასაჟებთ მის ფეხს, ეს ამ პაციენტსაც მოუხსნის
ტკივილს ფანტომურ ფეხში, თითქოს ნეირონები გრძნობენ შვებას მარტო იმიტო, რომ
უყურებენ როგორ უკეთებენ სხვას მასაჟს.

საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში ადამიანი თვლიდა, რომ მეცნიერება და


ხელოვნება აბსოლიტურად განცალკევებული სფეროებია. ჩარლ სნოუ ამბობდა, რომ

6
სარკისებური ნეირონები

ეს ორი სფერო, მეცნიერება და ჰუმანიტარული სფერო ერთმანეთს არასდროს


შეხვდებაო, მაგრამ როგორც რამაჩანდრანი ამბობს, სარკისებური ნეირონები იძლევა
იმის საფუძველს და შესაძლებლობას, რომ განსხვავებულად შევხედოთ ისეთ ცნებებს ,
როგორებიცაა ცნობიერება, პიროვნული მე-ს გამოვლინება, ის რაც განგვასხვავებს და
გამოგვყოფს ჩვენ და სხვა ადამიანებს ერთმანეთისგან. და ეს ყველაფერი საშუალებას
გვაძლევს თანავუგრძნოთ სხვა ადამიანებს და ასევე თავიდან გავიაზროთი ისეთი
საკითხები, როგორებიც არის კულტურის და ცივილიზაციის ჩამოყალიბება , რომელიც
გამოარჩევს ადამიანს სხვა ცოცხალი არსებებისაგან (Ramachandran, 2009).

ბიბლიოგრაფია

B.Kolb & I.Whishaw. (2021). fundamentals of human neuropsychology. New York: Worth Publishers.

Fogassi, L., Ferrari, P. (2007). Mirror Neurons and the Evolution of Embodied Language.

Ramachandran, V. S. (2009). Mirror Neurons. TedIndia.

https://www.ted.com/talks/vilayanur_ramachandran_the_neurons_that_shaped_civilization/
transcript?language=ka

7
სარკისებური ნეირონები

https://intermedia.ge/
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/136083/19/

You might also like