You are on page 1of 63

თავის ტვინი (II -ნაწილი)

• ჰემისფეროთა ლატერალიზაცია
• უმაღლეცი ნერვული მოქმედება
ლატრალიზაცია
• ფუნქცია ითვლება ლატერალიზებურად
თუ მის განხორციელებაში თავის ტვინის
მხოლოდ ერთი ჰემისფერო თამაშობს
წამყვან როლს.

• ფუნქციათა შორის ყველაზე


ლატერალიზებური მეტყველებაა
აფაზია -მეტყველების უნარის დაკარგვა
1.ბროკას მონაცემები - ბროკას აფაზია
2. ეპილეფსიის ქირურგიული
მკურნალობა- პაციენტები გაყოფილი
ტვინით
3. როჯერ სპერისა და მაიკლ გაზანიგის
მეთოდიკა- ვიზუალური ინფორმაციის
წარდგინება თითოეული
ჰემისფეროსათვის ცალკ-ცალკე
4.მხედვეობითი ველის გაყოფის მეთოდი
გაყოფილი ტვინის პაციენტებში
ფუნქციათა შორის ყველაზე ლატერალიზებული მეტყველებაა, მასზე
პასუხისმგებელი უბანი მარცხენა ჰემისფეროს შუბლის წილშია
მოთავსებული, ამიტომ მარცხენა ნახევარსფეროს „წამყვანი“,
„დომინანტური“ ჰემისფერო უწოდეს. შესაბამისად, მარჯვენა
ნახევარსფეროს „სუბდომინანტური“. ნათელია, რომ მიუხედავად ამ
განსხვავებისა არ გვიძნელდება გარშემო მოვლენათა აღქმა , შეფასება და
სათანადოდ რეაგირება რადგან, ჩვენი თავის ტვინის ორი ჰემისფერო
მუდმივად ურთიერთკავშირშია და ურთიერთშეთანხმებულად
მოქმედებს.ჰემისფეროთა შორის კავშირი ხორციელდება კომისურული
გზებით ე.წ შესართავებით, კომისურები ჰემისფეროთა შემადგენლობაში
შემავალი ნერვული უჯრედების გრძელი მორჩებია, რომლებიც კონებად
არის შეკრებილი. ისინი გამოდიან ერთი ჰემისფეროსგან, ბოლავდებიან
მეორე ჰემისფეროს სხვადასხვა წერტილში და აკავშირებენ ორი ჰემისფეროს
ნერვულ ცენტრებს. ყველაზე დიდ შესართავს კორძიანი სხეული ეწოდება,
მასში დაახლოებით 200 მილიონამდე ბოჭკოა კონებად შეკრული. კორძიანი
სხეული გამოყენებულია ჰემისფეროთა შორის განსხვაების შესასწავლად
ეს შესაძლებლობა პირველად ეპილეფსიის ქირურგიული წესით
მკურნალობის დროს გაჩნდა. მკურნალობის ეს მეთოდი გულისხმობს ორი
ნახევარსფეროს დამაკავშირებელი მთავრი კომისურის, კორძიანი სხეულის
გადაჭრას- კალოზოტომია. ამ დროს ტვინის ღერო და ზოგი სხვა
მიერთებები ხელუხლებელი რჩება,მაგრამ, კორძიანი სხეულის გარეშე
ინფორმაციის მიმოცვლის დიდი ნაწილი მარჯვენა და მარცხენა
ნახევარსფეროებს შორის წყდება. 1950 და 1960 -იან წლებში ეს საკვანძო
ოპერაცია ჩაატარეს , ამერიკელმა ნეიროქირურგებმა, ბოგენმა და ვოგელმა.
აღნიშნული სახის ქირურგიული ჩარევის მიზანი ის არის, რომ ტვინის ორ
ნახევრსფეროს შორის კავშირის განცალკევებით, ეპილეფსიური შეტევების
დროს, ხელი ეშლება ეპილეფსიის თანმდევი აგრესიული ელექტრული
აქტივობის, შეტევის, ერთი ჰემისფეროდან მეორე ჰემისფეროზე
გავრცელებას და რადგან ეს აქტივობა ორივე ჰემისფეროზე არ ვრცელდება,
შესაბამისად, მცირდება ამ ავადმყოფობის მახასიათებელი გულყრების
სიძლიერე. გასაოცარია, მაგრამ ასეთი პაციენტები იკურნებოდნენ და
თითქოს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ისინი კარგად ხედავდნენ,
უყურებდნენ ტელევიზორს, საქმიანობდნენ ჩვეულებრივად. მათი
პიროვნება, IQ და სამეტყველო შესაძლებლობა ან მცირედ ან საერთოდ არ
იცვლებოდა.
განცალკევებული ჰემისფეროების შესაძლებლობათა შემოწმების
მიზნით, როჯერ სპერიმ (1968) და მაიკლ გაზანიგამ (1970) შეიმუშავეს
ისეთი მეთოდიკა, რომლის საშუალებითაც შესაძლო იყო
ვიზუალური ინფორმაციის წარდგინება თითოეული
ჰემისფეროსათვის ცალ-ცალკე. ოპერირებულ ადამიანთა კვლევამ
აჩვენა საინტერესო შედეგები, რაშიც როჯერ სპერის 1981 წელს
მიენიჭა ნობელის პრემია. სპერის და გაზანიგას მეთოდიკა ზემოთ
აღწერილ ვიზუალური სისტემის ანატომიურ თავისებურებებს
ემყარებოდა. კერძოდ, ცნობილია, რომ მხედველობის საშუალებით
მარცხენა მხრიდან შემოსული ინფორმაცია მარჯვენა
ნახევარსფეროში მიდის და პირიქით, მარჯვენა მხრიდან
შემოსული ინფორმაცია მარცხენა ჰემისფეროში.ორგანოთა და
ფსიქიკურ პროცესთა რეგულირების მექანიზმები
გადანაწილებულია მათ შორის. ეს ეხება სხეულის სხვა
ნაწილებსაც, სხეულის მარცხენა ნახევარს აკონტროლებს მარჯვენა
ნახევარსფერო და პირიქით,მარჯვენა ნახევარს -მარცხენა
ნახევარსფერო.
ტვინგაყოფილ პაციენტებზე ჩატარებულმა
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მარჯვენა ჰემისფეროს
აქვს უნარი გაიგოს დაწერილი სიტყვის მნიშვნელობა,
მაგრამ უჭირს მისი წარმოთქმა. მას აქვს
ინფორმაციის მიღების უნარი, მაგ. სიტყვის „
ტელეფონი“ პროეცირების შემდეგ ცდის პირს
მარცხენა ხელით შეუძლია საგნებიდან ამოარჩიოს
და აიღოს ტელეფონი, ხოლო შეკითხვაზე , თუ რა
უჭირავს, პასუხის გაცემას ვერ ახერხებს ე. ი. მარჯვენა
ჰემისფერომ გაანალიზა , რა ეჭირა მარცხენა ხელს,
მაგრამ სიტყვიერად ვერ გადმოსცა, რადგან
მეტყველების უბანი მარცხენა ჰემისფეროშია და
ინფორმაციის გადაცემა კორძიანი სხეულის გადჭრის
გამო ვერ გადადის მარჯვენა ჰემისფეროში.
. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს, ასეთივე
პაციენტის,მარცხენა ნახევარსფეროს წარუდგინეს თოვლიანი
ადგილი, მარჯვენას - წიწილის კლანჭი და სთხოვეს, ამოერჩია
შესაფერისი სურათები მის წინ არსებული სურათების
წყებიდან. მარცხენა ხელით მან ამოირჩია
ნიჩაბი(თოვლისთვის) და მარჯვენა ხელით - წიწილა. ამას
მნიშვნელობა ენიჭება იმ თვალსაზრისით, თუ რა დაინახა
თითოეულმა ნახევარმა. მაგრამ როდესაც სთხოვეს, აეხსნა
მიზეზები,რატომ გააკეთა ასეთი არჩევანი, მარცხენა ანუ,
მოლაპარაკე ტვინმა თქვა:წიწილის კლანჭი დაკავშირებულია
წიწილასთან, ხოლო ნიჩაბი საჭიროა, რათა გაწმინდო
საქათმე“. ამგვარად, ვერბალურმა მარცხენა ტვინმა
ფანტაზიით დაფარა თავისი უცოდინარობა.მარცხენა
ჰემისფეროს კოგნიტურმა სისტემამ კი შეიმუშავა თეორია,
რომელსაც უნდა გაემართლებინა ეს შეცდომა
ჰემისფეროები
• მარცხენა ჰემისფერო
• ანალიტიკურია

• ინფორმაციას ნაწილ-ნაწილ ამუშავებს

აკონტროლებს -სივრცის მარჯვენა მხარეს

მაგალითად, თუ ხატავს მარცხენა ხელით


ე.ი.-აკონტროლებს მარჯვენა ჰემისფერო
მარჯვენა ჰემისფერო
ჰოლისტურია-

ინფორმაციას მთლიანად აღიქვამს

აკონტროლებს -სივრცის მარცხენა მხარეს

თუ ხატავს მარჯვენა ხელით - ე.ი.აკონტროლებს


მარცხენა ჰემისფერო

შემოქმედებითია

არსებობს გამოთქმა - მარცხენა ითვლის,მარჯვენა


მღერის
მეტყველების ლატერალიზაცია
მემარცხენეებში
მემარჯვენეებში -მეტყველებას
• მხოლოდ 5% -ს • მხოლოდ 15% -ს
აკონტროლებს მარჯვენა აკონტროლებს მარჯვენა
ნახევარსფერო ნახევარსფერო

• დანარჩენს-95% მარცხენა • მხოლოდ 15 % -


ნახევარსფერო ორივე ჰემისფეროთი
რეგულირდება

• ყრუ მუნჯებში ასევე • 70% -მარცხენა


მარცხენა ნახევარსფერო ნახევარსფერო
აკონტროლებს აკონტროლებს
მეტყველებას
აღმოჩნდა, რომ ადამიანის ქერქის სხვადასხვა ნაწილები
განსხვავდებიან, და ურთიერთგანსხვავებულ არეებს შეიცავენ.
ტვინის არქიტექტონიკის ერთერთი გვრცელებული სახეა
ბროდმანის მიერ მოწოდებული დიდი ტვინის რუკა, რომელიც
შედარებით ადრინდელ მონაცემებს ეყრდნობა და 52 ქერქულ
არითაა წარმოდგენილი.ისინი არა მარტო ჰისტოლოგიურად
განსხვავდებიან, არამედ, თითოეულ არის გაღიზიანების თუ
დაზიანების შედეგები განსხვავებულ სურათს იძლევა - ამაზე
აიგო, კლასიკური ლოკალიზაციის მოძღვრება, რომელიც
ნეიროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის საფუძველს
წარმოადგენს. თუმცა ნათელია, რომ ტვინი მოქმედებს როგორც
ერთი მთლიანი. ნაწილობრივისა და მთლიანობის -ანუ,
დისკრეტულობისა და მთლიანობის პრინციპით.უმრავლეს
შემთხვევაში მნიშვნელოვანია ტვინის რამხელა უბანია
დაზიანებული, თუმცა არც ტვინის არეების უარყოფა შეიძლება
ბროდმანის ველები
მაგლითად,

17- პირველადი მხედველობის ველი


18, 19 მხედველობის ასოციაციური ველი
22 - ვერნიკეს უბანი და სმენის ასოციაციური ველი
41,42 - პირველადი სმენის ველი
44,45 -ბროკას უბანი
9-12, 46-47 პრეფრონტალური ველი
6- დამატებითი მოტორული და პრემოტორული
ველი
5,7 - სომატურ -სენსორული ასოციაციური ველი
4- პირველადი მოტორული ველი
1,2,3 - პირველადი სომატურ - სენსორული ველი
თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი. ეს
წყვილები ანატომებმა რომაული რიცხვებით
დანომრეს I დან XII- მდე. ეს ნერვებია:
I - ყნოსვის ნერვი.
როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს ეს
ნერვი ყნოსვას ემსახურება. ის ცხვირის ღრუს
ლორწოვან გარსში მოთავსებულ
რეცეპტორებს აკავშირებს წინა ტვინის
საყნოსავ ბოლქვებთან. ყნოსვის ნერვი
მთლიანად მგრძნობიარე ანუ სენსორულია,
ე.ი. აგზნება მასში ტარდება მხოლოდ
ტვინისკენ. ეს ერთადერთი ნერვია, რომელიც
წინა ტვინს უკავშირდება.
II- მხედველობის ნერვი.
სახელწოდება ნათელს ხდის ამ ნერვის დანიშნულებას.
თვალში აღმოცენებული აგზნება ამ ნერვის საშუალებით
შუა ტვინამდე ტარდება. მხედველობის ნერვებს
საინტერესო თავისებურება აქვს. სანამ უშუალოდ ტვინში
შევიდოდნენ, მარცხენა და მარჯვენა თვალიდან მოსული
ნერვები ერთდებიან და შემდეგ ისევ ცალ-ცალკე
გაშლილები შედიან შუა ტვინში. ამის გამო შეერთების
ადგილზე მიიღება თავისებური ჯვარედინი, რასაც
ოპტიკურ ხიაზმასაც უწოდებენ( ხიაზმა ამ
გადაჯვარედინებას უწოდეს იმიტომ, რომ ბერძნული ასო
„ხი“ ჯვარს მოგვაგონებს). ხიაზმაში მარცხენა თვალიდან
მოსული ბოჭკოების ნაწილი მარჯვენა ნახევარში გადადის,
ხოლო ნაწილი - ისევ მარცხენაში და, პირიქით. ე. ი. ნერვები
მთლიანად არ გადაჯვარედინდებიან, როგორც ეს
პირამიდულ ტრაქტში ხდება. მხედველობის ნერვშიც
აგზნება მხოლოდ ცენტრისკენულად ტარდება და ისიც
წმინდა სენსორული ნერვია.
I I I- თვალის მამოძრავებელი ნერვი. შუა ტვინიდან
გამოსული ეს ნერვი უერთდება თვალის კაკლის
მამოძრავებელ , ორის გარდა ,ყველა კუნთს და, ცხადია,
თვალის მოძრაობას ემსახურება. ეს ნერვი უკვე წმინდა
მამოძრავებელი ანუ მოტორულია. აგზნება მასში
ცენტრიდანულად გატარდება.

IV - ჭაღისებური ნერვი. თავის ნერვებს შორის


ყველაზე წვრილია, მიემართება თვალის კაკლის
მამოძრავებელი იმ ორი კუნთიდან ერთ-
ერთში,რომელსაც არ უკავშირდება I I I ნერვი. ესეც
მოტორული ნერვია.
V - სამწვერა ნერვი.თავის ნერვებს შორის ყველაზე
მსხვილია, ეს ნერვი შერეული ტიპისაა. ის შეიცავს
როგორც ცენტრისკენულ, სენსორულ ბოჭკოებს,ისე
ცენტრიდანულ, ანუ მოტორულ ბოჭკოებს. სენსორული
ბოჭკოები შუა ტვინის ხიდს უკავშირებენ თავის სამ
უბანს ( აქედანაა მისი სახელიც) ერთი წვერი წარმოადგენს
ცხვირის ნერვს და უკავშირდება შუბლს, ზედა
ქუთუთოებს და ცხვირს, მეორე - ყბის ნერვია და
უკავშირდება ქვედა ქუთუთოებს, ზედა ტუჩს და ლოყის
ნაწილს. საღეჭი ნერვი ქვედა ყბასთან და ლოყებთანაა
დაკავშირებული. V წყვილ ნერვთან დაკავშირებულია
საკმაოდ ფართოდ ცნობილი დაავადება, რომელსაც
სამწვერა ნერვის ანთება,ანუ ტრიგემინული ნევრალგია
ეწოდება, და რომელიც საშინელი ტკივილებით
ხასიათდება .
VI - განმზიდველი ნერვი. ეს მოტორული ნერვია,
რომელიც გამოდის ხიდიდან და უკავშირდება თვალის
კაკლის გვერდით კუნთს. ამ კუნთის შეკუმშვა იწვევს
თვალის კაკლის გვერდზე მიბრუნებას, აქედანაა მისი
სახელწოდებაც. როგორც ვხედავთ თვალის კაკლის
მოძრაობაში თავის სამი ნერვი( I I I, IV და VI)
მონაწილეობს.
VII – სახის ნერვი. ეს ნერვი გამოდის ხიდისა და
მოგრძო ტვინის საზღვარზე.შერეული ნერვია. მისი
სენსორული ბოჭკოები გამოდიან ენის წინა ორი
მესამედიდან, სწორედ ამ ბოჭკოების საშუალებით
ხდება გემოვნების რეცეპტორებიდან ტვინში
აგზნების გატარება. ამ ნერვის ნაწილი უკავშირდება
სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლებს, ნაწილი იწვევს
მიმიკური კუნთების ამოქმედებას.
VIII - კარიბჭე -ლოკოკინას ნერვი. ვინაიდან ეს
ნერვი ხიდისა და მოგრძო ტვნის საზღვარს
შიგნითა ყურს უკავშირებს, მას ზოგჯერ სმენის
ნერვსაც უწოდებენ. ის მართლაც სმენას
ემსახურება, მაგრამ ვინაიდან შიგნითა ყურის
ზოგიერთი ორგანო წონასწორობის დაცვაში
მონაწილეობს, სახელწოდებას დაემატა „ კარიბჭე“.
IX – ენა - ხახის ნერვი. შერეული ნერვია.
სენსორული ნაწილი მოგრძო ტვინთან ენის
უკანა ნაწილს და ხახის ლორწოვან გარსს
აკავშირებს. მოტორული ბოჭკოები ხახის
კუნთებს უკავშირდება.
X - ცდომილი ნერვი. შერეული
ნერვია.მისი ბოჭკოები სხეულის
თითქმის ყველა ორგანოში
შეიძლება ვიპოვოთ.
X I - დამატებითი ნერვი. ეს მოტორული
ნერვი უკავშირდება ხახის, მკლავებისა და
მხრების კუნთებს. მისი ზოგიერთი ბოჭკო
უერთდება ცთომილ ნერვსაც და ამ
უკანასკნელის დამატებაა.
X I I - ენისქვეშა ნერვი. მოგრძო ტვინიდან
გამოდის და ენის მოძრაობას აკონტროლებს.
ენისქვეშა ნერვი მოტორული ნერვია .
ქალის ტვინის თავისებურებები
• 1. ფიქრის, (აზროვნების ) დროს ქალის ტვინი უფრო
მეტი მოცულობით იტვირთება ვიდრე კაცის.
• ჩარსტონის უნივერსიტეტის (სამხრეთ კაროლინის)
ფსიქიატრმა და ნევროლოგმა მარკ ჯორჯმა MRI –ით
ნახა: როცა მამაკაცი იწყებდა რაიმე საგანზე ფიქრს,
ნეირონები განიმუხტებოდა მხოლოდ ძალიან
სპეციფიკურ უბნებში,ქალის შემთხვევაში კი იმდენი
ნეირონი იწყებდა განმუხტვას, რომ MRI –ის ეკრანზე
მიღებული გამოსახულება მეცნიერს ღამის
გაჩახჩახებულ ლას-ვეგასს აგონებდა
• არის მოსაზრება, რომ ამ განსხვავების შესაძლო
მიზეზთაგანია ის,რომ ტვინის ორი ნახევარსფეროს
დამაკავშირებელი ნერვული ბოჭკოებისგან აგებული
ხიდი უფრო მსხვილია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში,
ეს კი ზრდის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის
უნარს მარჯვენა „ ემოციურ“ და მარცხენა „ გონიერ“
ჰემისფეროებს შორის.
2. მამკაცის ტვინი უფრო დატიხრულია
ამიტომ მისთვის იოლია ერთ გარკვეულ საკითხზე
ყურადღების კონცენტრირება. (მაგ. ქმარი
კითხულობს გაზეთს როცა ბავშვი ტირის....ქალი, კი
მობილიზებულია ...... ევოლუციურადაა
ჩამოყალიბებული
3. ქალის ტვინი მეტი ინტესივობით პასუხობს
ემოციებს, ვიდრე მამაკაცის ტვინი.
მარკ ჯორჯმა სკანირების მეთოდით შეისწავლა
ქალისა და მამაკაცის ტვინი. განსხვავება იმდენად
დიდი იყო, რომ მეცნიერი დიდხანს ფიქრობდა
გამოექვეყნებინა თუ არა ეს მონაცემები. მაგ.
მოწყენილობის ან მელანქოლიის დროს ტვინის
შესაბამის უბნებში ნეირონული აქტივობა ქალებში
8-ჯერ დიდი იყო, ვიდრე მამაკაცებში.
4. ადამიანის ემოციურ მდგმარეობას მართავს ლიმბური
სისტემა - გამოვლინდა განსხვავება ამ სისტემაშიც .
მამაკაცების ლიმბური სისტემაში „მუდმივ საქმიანობაშია“
უძველესი უბანი - სტრუქტურების ჯაჭვი,საიდანაც
აღმოცენდება ემოციების აქტიური ფორმები - აგრესია და
ძალადობა. ქალის ტვინში კი აქტიურად ფუნქციონირებს
ლიმბური სისტემის გვიან განვითარებული ნაწილი -
სარტყლისებური ხვეულები, რომლებიც გამოხატვის
სიმბოლური ფორმების ( ჟესტიკულაცია,
სიტყვა)მექანიზმებს ემსახურება. ამ განსხვავებით
შეიძლება აიხსნას მამაკაცების მიდრეკილება ემოციის
ფიზიკური გამოხატვისადმი, მაშინ,როდესაც ქალი
უპირატესობას სიტყვიერ ტაქტიკას ანიჭებს.ამ მხრივ,
ევოლუციური თვალსაზრისით, ქალები ერთი ნაბიჯით
წინ დგანან მამაკაცებთან შედარებით, რადგან ტვინის
ახალ სტრუქტურებს იყენებენ ემოციის გამოსახატავად
5. ქალის ტვინი მეტყველების დროს ტვინის ორივე
ჰემისფეროს შესაბამის უბნებს იყენებს( სალი შაივიტას და
ბენეტის მონაცემებით), მამაკაცები მხოლოდ მარცხენა
ჰემისფეროს შესაბამის უბნებს იყენებენ.
ბილატერალური მიდგომა უპირატესობას აძლევს ქალებს, რომ
გამოიყენონ „ ემოციებისა და განცდების მარეგულირებელი“
მარჯვენა ჰემისფერო ისევე კარგად, როგორც „ გონიერი“
მარცხენა ჰემისფერო
( ინსულტის დროს ქალები უფრო სწრაფად აღიდგენენ
დარღვეულ მეტყველებას, რადგან კითხვისა და ლაპარაკის
დროს ნეირონების დიდი რაოდენობაა გააქტიურებული და
მათი რეაბილიტაცია უფრო სწრაფად ხდება.
6. ქალის ტვინში სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული
ნერვული აქტივობა შეიძლება აღმოცენდეს ტვინის სხვადასხვა
უბანში, მაშინ როდესაც მამაკაცებში მსგავსი სიმპტომები
დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოთალამუსის
ფუნქციასთან.
7.ქალისა და მამაკაცის ტვინი სინათლესა და ბგერებს
განსხვავებულად აღიქვამს .

ქალს ესმის ისეთი ჩურჩულიც კი , რომელიც


მამაკაცის ყურისათვის მიუწვდომელია , ხოლო მისი
მხედველობა იმდენად განვითარებულია , რომ
თავისუფლად დადის რთულ, ჩაბნელებულ გზაზე,
მაშინ, როდესაც მამაკაცებს უჭირთ ასეთ გზაზე
ნაბიჯის გადადგმაც კი.
მამაკაცი სიბერეში უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს
კარგ მხედველობას, მაშინ როცა ქალის მხედველობა
უფრო ადრე( 35-45 წ) ქვეითდება.
სმენა მამაკაცებს უქვეითდებათ 40 წლის ასაკიდან,
ქალს კი ესმის უფრო ფართო სპექტრის ბგერები და
დარღვევები 50 წლამდე არ შეიმჩნევა.
8. ქალს უფრო მახვილი მეხსიერება აქვს.

ფსიქოლოგმა ტომას კრუკმა 50 000 ქალისა და


მამაკაცის მეხსიერების შემოწმების შემდეგ
გამოაქვეყნა ნაშრომი „ყველა ასაკში ქალის
მეხსიერება უკეთესია მამაკაცთან შედარებით“.
55-65 წლისათვის 50% -ით იკლებს სახელებისა და
სიტყვების გახსენების ალბათობა. კრუკი თვლის რომ
„ მოვლენები, რომლებსაც ჩვენ ვიხსენებთ ,
დაკავშირებულია ემოციებთან. რადგანაც ქალი
ემოცის გასაკონტროლებლად მარჯვენა ჰემისფეროს
უკეთესად იყენებს, ამიტომ ფაქტებისა და ემოციების
დაკავშირება ავტომატურად ხდება“
9. ქალის ტვინი უფრო ნელა ბერდება, ვიდრე მამაკაცის.

ნევროლოგებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის ტვინის


ქსოვილის გადაგვარება სამჯერ უფრო სწრაფად
ხდება, ვიდრე ქალისა, ეს ფაქტორი განაპირობებს
მეხსიერების დაქვეითებას , ყურადღების
კონცენტრაციის უნარის შემცირებას და სიბერის
სხვა მოვლენებს.
ამას საფუძვლად უდევს ორგანიზმის მიერ
გლუკოზის არაეფექტური გამოყენება ქალებთან
შედარებით, რაც შეიძლება აიხსნას ტესტოსტერონის
ოდენობის სხვაობით
10. ქალის ტვინი უფრო მეტად ინტუიციურია.

მარჯვენა - „ ემოციურ’’ და მარცხენა - „ გონიერ ’’ ტვინს


შორის მუდმივი ურთიერთგაცვლითი „
საუბრის„გამო, ქალის ტვინში შეიძლება დამყარდეს
ისეთი კონტაქტები, რომლებიც მამაკაცის ტვინში არ
განვითარდება.

ამგვარად, ქალის ტვინი ნაკლებად


ლატერალიზებულია,

ამიტომ ორივე ნახევარსფერო ინფორმაციას


უკეთესად მოიხმარს, რის გამოც ის არ ანაწევრებს
საგნებს და მოვლენებს, როგორც მამაკაცი და ერთ
მთლიანობაში აღიქვამს მათ.
ტვინი – ეს არის ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი, რომელიც
უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების
რეგულაციისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების
ყველაზე სრულყოფილ ფორმებს.

უმაღლესი ნერვული მოქმედება არის თავის ტვინის ქერქში


მიმდინარე მრავალრიცხოვანი, ურთიერთდაკავშირებული ნერვული
პროცესების ერთობლიობა, რომელიც ორგანიზმს აგუებს გარემოს
მუდმივად ცვლად პირობებთან.

1863 წელს სეჩენოვმა ნაშრომში "თავის ტვინის


რეფლექსები" გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ადამიანის
ცნობიერება დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის
მომქედებასთან. სეჩენოვის შრომები განავითარა და
ცდებით დაამტკიცა პავლოვმა, რომელიც
სამართლიანად ითვლება უმაღლესი ნერვული
მომქმედების მოძღვრების შემქმნელად.
ივანე სეჩენოვი
• 1863 წელს პირველად დაიბეჭდა მისი ნაშრომი
„თავის ტვინის რეფლექსები“,
• 1866 წელს გამოქვეყნდა შრომა„ნერვული
სისტემის ფიზიოლოგია“.
• 1901 წელს კი გამოვიდა მისი „ნარკვევები
ადამიანის შრომით მოძრაობათა შესახებ“,
რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შრომის
ჰიგიენის შესწავლას.
• ივანე პავლოვმა სეჩენოვს რუსული
ფიზიოლოგიის მამა უწოდა.
პირობითი რეფლექსები

პავლოვის ცდები
რეფლექსი
რეფლექსი არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია გაღიზიანებაზე,
რომელსაც ახორციელებს და აკონტროლებს ცენტრალური ნერვული
სისტემა.

გზას, რომელსაც გაივლის იმპულსი რეფლექსის დროს, რეფლექსური


რკალი ეწოდება.
რეფლექსი ორგვარია : პირობითი და უპირობო.

უპირობო რეფლექსები:

• თანდაყოლილია

• მემკვიდრულია

• სახეობრივია

• მდგრადია

• რეფლექსური რკალი გაივლის ზურგის ტვინსა


• და თავის ტვინის ღეროვან ნაწილში

.
უზრუნველყოფს ორგანოთა მუშაობასა და მათ
შეთანხმებულ მოქმედებას.

შენარჩუნებულია მთელი სიცოცხლის მანძილზე

განმტკიცებულია ევოლუციის პროცესში

გზები, რომლითაც აგზნება გადაეცემა დაბადებიდან უკვე


არსებობს

მუდმივია

მცირე რაოდენობითაა
უპირობო რეფლექსებია :
• კვებითი

• თავდაცვითი ,

• საორიენტაციო ("რა არის" რეფლექსი).

• გამრავლების
პირობითი რეფლექსები:

• შეძენილია

• არამემკვიდრულია

• ინდივიდისთვის დამახასიათებელია (ინდივიდუალურია)

• პირობითი რეფლექსის რკალი გაივლის დიდი


ნახევარსფეროების ქერქშიც( რკალები თავის ტვინის
ქერქში შეიკვრება)

• უზრუნველყოფს ორგანიზმის შეგუებას გარემოს


კონკრეტულ პირობებთან.
პირობითი რეფლექსები
• მრავალია

• გზები, რომლითაც აგზნება გადაეცემა


დაბადებიდან არ არსებობს და შემდეგ
წარმოიშვება

• სიცოცხლის განმავლობაში წარმოიშობა, ქრება


შემდეგ ახალი წარმოიშობა და.ა.შ

• ე.ი. ცვალებადია
პირობითი რეფლექსების
გამომუშავების მეთოდიკა.( შეიმუშავა
ივ.პავლოვმა)
პირობითი რეფლექსი გამომუშავდება
უპირობო რეფლექსის ბაზაზე;
პირობითი გამღიზიანებელი ( მაგ.ნათურა)
რამოდენიმე წამით(5-30) წინ უნდა
უსწრებდეს უპირობო გამღიზიანებელს (
მაგ.საკვებს). აუცილებელია მათი
მრავალჯერადი დამთხვევა
( საჭიროა ცხოველის იზოლაცია).
პირობითი რეფლექსის წარმოქმნის მექანიზმი
:
უპირობო რეფლექსის დროს( კვებითი)
• პირის ღრუს რეცეპტორებიდან აგზნება
მოგრძო ტვინის გავლით სანერწყვე ჯირკვლებს
გადაეცემა, მაგრამ ამავე დროს თავის ტვინის
გამტარი გზების მეშვეობით იგი ხვდება ქერქის
იმ უბანში, რომელსაც კვების ცენტრი ეწოდება.

• ნათურის ჩართვა აღიზიანებს ძაღლის


მხედველობის რეცეპტორებს. მათგან აგზნება
მხედველობის ნერვის მეშვეობით გატარდება
ქერქის მხედველობის ზონაში.
როცა სინათლით გაღიზიანება შეუღლებულია
კვებასთან, მაშინ ქერქში ერთდროულად აღიგზნება
კვებითი ცენტრი და მხედველობის ზონის
განსაზღვრული ნაწილიც. მათ შორის მყარდება
დროებითი კავშირი.

საკმარისია, ავანთოთ მხოლოდ ნათურა, დროებითი


კავშირით აგზნება გატარდება კვების ცენტრში,
იქიდან კი - მოგრძო ტვინის ნერწყვის გამოყოფის
ცენტრში, მისგან კი - სანერწყვე ჯირკვლებში, რის
შემდეგაც ხდება ნერწყვის პირობითი რეფლექსური
გამოყოფა
ე.ი. პირობითი რეფლექსების
წარმოქმნა ხდება:
• უპირობო რეფლექსის საფუძველზე,
დროებითი კავშირების წარმოქმნით
• პირობითი გამღიზიანებლის უპირობო
გამღიზიანებლის მოქმედებასთან
შეუღლებით (დამთხვევით)
• მაგ. ზარის ხმა ან სინათლის ანთება-
პირობითი გამღიზიანებლის და
კვებითი უპირობო რეფლექსის - ნერწყვის
გამოყოფასთან შეუღლება.
პირობითი რეფლექსის ( განპირობებული
რეფლექსი) ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია
განურჩეველი გამღიზიანებელი გადაიქცეს
პირობით გამღიზიანებლად.
ამ შემთხვევაში ზარი (შემთხვევა 2 ) არის
განურჩეველი გამღიზიანებელი. უპირობო
რეფლექსთან (განუპირობებელი რეფლექსი) ამ
გამღიზიანებლის ხანგრძლივი შეუღლების
შემდეგ (შემთხვევა 3) ზარის ხმა ხდება
პირობითი გამღიზიანებელი (შემთხვევა 4)
შეკავება
• გარეგანი

• შინაგანი
პირობით რეფლექსს ახასიათებს შინაგანი და
გარეგანი შეკავება.

გარეგანი შეკავება წარმოიქმნება მაშინ, როცა


დიდი ნახევარსფეროების ქერქში აღმოცენდება
ძლიერი აგზნების კერა, ძლიერი გამღიზიენებლის
მიერ, რომელსაც კავშირი არ აქვს მოცემულ
რეფლექსთან. ამ დროს რეფლექსი ითრგუნება
(დროებითი შეკავება), მაგრამ არ ქრება.

მაგალითად, მელა ჭამს ქათამს, ამ დროს გაისმა


თოფის ხმა, კვებითი რეფლექსი დათრგუნა დაცვითმა
რეფლექსმა, რის გამოც მელამ მოკურცხლა და
შეინარჩუნა სიცოცხლე.
შინაგანი შეკავება წარმოიქმნება მაშინ,
როცა პირობითი გამღიზიანებელს
(ნათურას) მრავალჯერ არ განამტკიცებს
უპირობო გამღიზიენბელი (საკვები).

დიდი ნახევარსფეროების ქერქში,


პირობითი რეფლექსის ცენტრში,
ვითარდება შინაგანი შეკავება ,წყდება
დროებითი კავშირი, და პირობითი
რეფლექსი ქრება.
გაღიზიანებათა გარჩევა
რეცეპტორების საშუალებით ორგანიზმი გარემოდან იღებს
მრავალ სხვადასხვა გაღიზიანებას. მათი ზუსტი გარჩევა
ხდება დიდი ნახევარსფეროების ქერქში. ამ მოვლენას
საფუძვლად უდევს შინაგანი შეკავების პროცესები.
ცდა. ძაღლს საყვირის ტონალობაზე გამოუმუშავდება
ნერწყვის გამოყოფის პირობითი რეფლექსი. როდესაც
დარეკეს სხვადასხვა ტონალობით, ძაღლმა ნერწყვი გამოყო
იმ ტონალობის დროს, რომელზედაც გამოუმუშავდა
პირობითი რეფლექსი.

გაღიზიანების გარჩევა ხელს უწყობს ცხოველებს


შეინარჩუნონ სიცოცხლე იმ გარემოში, რომელშიც ისინი
ბინადრობენ.
პირობითი რეფლექსების წარმოქმნა ადამიანის
სიცოცხლის პირველივე წუთებიდანვე იწყება.
ადამიანს ახასიათებს მეორადი სასიგნალო
სისტემა. სიტყვა არის პირობითი რეფლექსების
თავისებური გამღიზიანებელი, ურთიერთობის
საშუალება, აზროვნების საფუძველი.

მეტყველების ცენტრი - "ბროკას ცენტრი"


მოთავსებულია მარცხენა ნახევარსფეროს შუბლის
წილში, "ვერნიკეს ცენტრი" - მარცხენა
ნახევარსფეროს საფეთქლის წილში.
N6 ლექცია
ცენტრალური ნერვული სისტემა ( I I ნაწილი)
ლიტერატურა:
1. რიჩარდ გერიგი, ფილიპ ზიმბარდო
ფსიქოლოგია და ცხოვრება გვ.79-82 (ჰემისფეროთა
ლატერალიზაცია)
2. პრეზენტაცია
(თავის ტვინის ნერვები -არა დასამახსოვრებლად -
განსახილველად. ქალისა და კაცის ტვინს შორის განსხვავებას
გაეცანით და ვიმსჯელოთ ერთად სემინარზე,)

ფ. ზიმბარდო -228-233გვ. - უმაღლესი ნერვული მოქმედება


ი. კვაჭაძე- ადამიანის ფიზიოლოგია 460-466 გვ

You might also like